ჰიპოთირეოზი და ნერვული უჯრედების...

Click here to load reader

  • date post

    02-Sep-2020
  • Category

    Documents

  • view

    0
  • download

    0

Embed Size (px)

Transcript of ჰიპოთირეოზი და ნერვული უჯრედების...

  • ჰიპოთირეოზი და ნერვული უჯრედების ენერგეტიკული მეტაბოლიზმი

    ნათია ჯოჯუა

    სადისერტაციო ნაშრომი წარდგენილია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის

    საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და საინჟინრო ფაკულტეტზე სიცოცხლის

    შემსწავლელ მეცნიერებათა დოქტორის აკადემიური ხარისხის მინიჭების

    მოთხოვნის შესაბამისად

    სიცოცხლის შემსწავლელ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამა

    სამეცნიერო ხელმძღვანელები:

    დავით მიქელაძე - აკადემიკოსი, პროფესორი, ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი

    ელენე ჟურავლიოვა - ასოცირებული პროფესორი, დოქტორი ბიოლოგიაში

    ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

    თბილისი 2015

  • i

    განაცხადი

    როგორც წარდგენილი სადისერტაციო ნაშრომის (ჰიპოთირეოზი და ნერვული

    უჯრედების ენერგეტიკული მეტაბოლიზმი) ავტორი, ვაცხადებ, რომ ნაშრომი

    წარმოადგენს ჩემს ორიგინალურ ნამუშევარს და არ შეიცავს სხვა ავტორების მიერ

    აქამდე გამოქვეყნებულ, გამოსაქვეყნებლად მიღებულ ან დასაცავად წარდგენილ

    მასალებს, რომლებიც ნაშრომში არ არის მოხსენიებული ან ციტირებული სათანადო

    წესების შესაბამისად.

    ნათია ჯოჯუა

    02.07. 2015

  • ii

    აბსტრაქტი

    ჰიპოთირეოზი და ზოგადად ჰიპომეტაბოლური დაავადებები მსოფლიოს და

    საქართველოს ჯანდაცვის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს.

    ზრდასრულ ორგანიზმებში ჰიპოთირეოზი განაპირობებს ხასიათის არასტაბილურობას

    და დეპრესიას, დემენციას, მეხსიერების გაუარესებას და ფსიქომოტორულ პრობლემებს.

    ცნობილია, რომ ჰიპოკამპი წარმოადგენს თავის ტვინის მნიშვნელოვან უბანს, რომელიც

    მონაწილეობს დასწავლის, მეხსიერების და ხასიათის განსაზღვრის პროცესებში.

    ჰიპოკამპში დიდი რაოდენობით არის წარმოდგენილი თიროიდული ჰორმონების

    რეცეპტორები და სავარაუდოდ სწორედ ჰიპოკამპი წარმოადგენს თიროიდული

    ჰორმონების მნიშვნელოვან სამიზნეს თავის ტვინში.

    რამდენადაც თავის ტვინი წარმოადგენს ენერგიის ყველაზე დიდ მომხმარებელს

    ადამიანის ორგანიზმში, და ნეირონების განვითარება და ფუნქციონირება ძლიერ არის

    დამოკიდებული ატფ-ის პროდუქციაზე, ენერგეტიკული მეტაბოლიზმის უმნიშვნელო

    დარღვევასაც კი ძლიერი გავლენა აქვს თავის ტვინზე. ენერგეტიკული მეტაბოლიზმი

    წარმოადგენს სამიზნეს, რომელსაც დიდი პოტენციალი გააჩნია თავის ტვინის

    დაავადებების ეფექტური მკურნალობისა და კოგნიტური ფუნქციების

    გასაძლიერებლად.

    ჰიპოთირეოზის მკურნალობაში თიროქსინის ჩანაცვლებითი თერაპია მოითხოვს

    დოზის მუდმივ მონიტორინგს და კორექციას, რადგანაც აღნიშნულ მკურნალობას

    გვერდითი ეფექტების მთელი რიგი ახასიათებს. ზოგიერთი სამკურნალო მცენარის

    გამოყენება ჰიპოთირეოზის კომბინირებულ თერაპიაში მნიშვნელოვნად ზრდის მის

    ეფექტურობას. თიროიდულ სტატუსზე მოქმედ, მცენარეული წარმოშობის აგენტებს

    შორის განსაკუთებულ პოტენციალს ფლავონოიდების ჯგუფს (მათ შორის ციტრუსის

    ფლავონოიდი - ნობილეტინი) მიაწერენ. მიუხედავად ლიტერატურაში არსებული

    გარკვეული ექსპერიმენტული მონაცემებისა, ნობილეტინის ეფექტი ჰიპოთიროიდული

  • iii

    სტატუსის მქონე თავის ტვინზე, ისევე როგორც მოლეკულური მექანიზმი, რომელიც

    საფუძვლად უდევს მიტოქონდრიულ ბიოენერგეტიკაზე ნობილეტინის გავლენას,

    უცნობია.

    ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, ჩვენი კვლევის მიზანს წარმოადგენდა :

    1. შეგვესწავლა ჰიპოთირეოზის გავლენა ზრდასრული ვირთაგვების ჰიპოკამპის

    ძირითადი რეგულაციული ცილების უჯრედში გადანაწილება-ტრანსლოკაციაზე

    და მიტოქონდრიული ბიოენერგეტიკის ზოგიერთ პარამეტრზე სინაპსური და

    არასინაპსური მიტოქონდრიების ფრაქციებში.

    2. შეგვესწავლა ციტრუსის ფლავონოიდის - ნობილეტინის ეფექტი

    ჰიპოთიროიდული ვირთაგვების ჰიპოკამპის რეგულაციული ცილების აქტივობა-

    ტრანსლოკაციის და შესაბამისი ბიოენერგეტიკული მაჩვენებლების

    ჰიპოთირეოზით გამოწვეულ ცვლილებებზე.

    ჩვენს ექსპერიმენტებში საკვლევ ობიექტად ვიყენებდით Wistar ხაზის მამრ

    ვირთაგვებს, რომლებიც დაყოფილნი იყვნენ ოთხ ჯგუფად: კონტროლი,

    ჰიპოთიროიდული ჯგუფი; ჰიპოთიროიდული ჯგუფი,