ილიაუნის სამართლის სკოლის...

6
www.iliauni.edu.ge სახელი და გვარი მობილური სკოლის დასახელება საიდენტიფიკაციო კოდი ილიაუნის სამართლის სკოლის სასტიპენდიო კონკურსი აბიტურიენტებისთვის

Transcript of ილიაუნის სამართლის სკოლის...

Page 1: ილიაუნის სამართლის სკოლის სასტიპენდიო კონკურსი ...iliauni.edu.ge/uploads/other/39/39609.pdf ·

www.iliauni.edu.ge

სახელი და გვარი

მობილური

სკოლის დასახელება

საიდენტიფიკაციო კოდი

ილიაუნის სამართლის სკოლის

სასტიპენდიო კონკურსი

აბიტურიენტებისთვის

Page 2: ილიაუნის სამართლის სკოლის სასტიპენდიო კონკურსი ...iliauni.edu.ge/uploads/other/39/39609.pdf ·

www.iliauni.edu.ge

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისსამართლის სკოლა

ტესტის მაქსიმალური ქულა: 35

1) საქართველოში ხელისუფლების წყაროა:

ა) მმართველი პოლიტიკური პარტია;ბ) ხალხი;გ) პრეზიდენტი;დ) საერთაშორისო ორგანიზაციები.

2) აქვს თუ არა ვინმეს უფლება, მიითვისოს ხელისუფლება?

ა) ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ ეთნიკურ უმრავლესობას;ბ) ჩვენს ქვეყანაში მცხოვრებ რელიგიურ უმრავლესობას;გ) არავის;დ) პოლიტიკურ პარტიას, თუ იგი არჩევნებით ვერ ახერხებს ხელისუფლებაში მოსვლას.

3) ჩამოთვლილთაგან რომელი ორია სახელმწიფოს ძირითადი ნიშანი?

ა) ტერიტორია, ხელისუფლება;ბ) ტერიტორია, გამართული ინფრასტრუქტურა;გ) ჰიმნი, ეროვნული დღესასწაული;დ) ხელისუფლება, მინიმუმ 5 პოლიტიკური პარტია.

4) რომელი რელიგიაა საქართველოში აღიარებული სახელმწიფო რელიგიად?

ა) მართლმადიდებლობა;ბ) იუდაიზმი;გ) კათოლიციზმი;დ) არც ერთი რელიგია არაა აღიარებული სახელმწიფო რელიგიად.

5) რას ნიშნავს უდანაშაულობის პრეზუმფცია?

ა) ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება მანამ, სანამ სასამართლო წესით არ დადგება გამამტყუნებელი განაჩენი;

ბ) ადამიანი უდანაშაულოა დაკავებამდე;გ) პირის დამნაშავედ ცნობას არ სჭირდება სასამართლოს გადაწყვეტილება;დ) დამნაშავედ აღიარებას.

6) არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს:

ა) საქართველოს მოქალაქეს 20 წლის ასაკიდან;ბ) საქართველოს მოქალაქეს 18 წლის ასაკიდან;გ) საქართველოს მოქალაქეს 16 წლის ასაკიდან;დ) საქართველოს მოქალაქეს 22 წლის ასაკიდან.

7) რამდენი წლით აირჩევა საქართველოს პრეზიდენტი?

ა) 7 წლის ვადით;ბ) 10 წლის ვადით;გ) 5 წლის ვადით;დ) 3 წლის ვადით.

Page 3: ილიაუნის სამართლის სკოლის სასტიპენდიო კონკურსი ...iliauni.edu.ge/uploads/other/39/39609.pdf ·

www.iliauni.edu.ge

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისსამართლის სკოლა

8) საქართველოში ადამიანის დისკრიმინაცია:

ა) დასაშვებია პოლიტიკური ნიშნით;ბ) დაუშვებელია;გ) დაუშვებელია მხოლოდ რელიგიური ნიშნით;დ) დასაშვებია ეთნიკური ნიშნით.

9) ვის აქვს კანონის მიღების უფლება?

ა) თვითმმართველი მუნიციპალიტეტის გამგეობას;ბ) საქართველოს პრეზიდენტს;გ) საქართველოს პარლამენტს;დ) საქართველოში არსებულ ბიზნესკორპორაციების საბჭოს.

10) რას ნიშნავს კანონის უზენაესობა?

ა) კანონით მოქალაქეთა კონკრეტული ჯგუფისთვის პრივილეგიების მინიჭებას;ბ) კანონით დასაშვებია ყველაფერი;გ) კანონით დასაშვებია მხოლოდ ის, რაც მმართველ პარტიას უნდა;დ) კანონის წინაშე ყველა თანასწორია.

11) საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია მიღებულ იქნა:

ა) 1921 წლის 21 თებერვალს;ბ) 1918 წლის 26 მაისს;გ) 1991 წლის 31 მარტს;დ) 1989 წლის 9 აპრილს.

12) საქართველოს მმართველობის ფორმაა:

ა) მონარქია;ბ) რესპუბლიკა;გ) ავტოკრატია;დ) თეოკრატია.

13) საქართველოს ტერიტორიების გასხვისება:

ა) შეუძლია მხოლოდ პრეზიდენტს;ბ) შეუძლია საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას;გ) აკრძალულია;დ) დასაშვებია.

14) როგორ ხორციელდება ხელისუფლება დემოკრატიაში?

ა) შეუზღუდავად და უკონტროლოდ;ბ) იზღუდება მხოლოდ არჩევნების პერიოდში;გ) იზღუდება და კონტროლდება;დ) კონტროლდება მხოლოდ მასმედიის მიერ.

Page 4: ილიაუნის სამართლის სკოლის სასტიპენდიო კონკურსი ...iliauni.edu.ge/uploads/other/39/39609.pdf ·

www.iliauni.edu.ge

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისსამართლის სკოლა

15) სასამართლოს გადაწყვეტილება სავალდებულოა:

ა) ყველასთვის;ბ) მხოლოდ საჯარო სამსახურში დასაქმებული პირებისთვის;გ) მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის;დ) მხოლოდ მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის.

16) საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევა:

ა) დასაშვებია;ბ) დაუშვებელია;გ) დასაშვებია პრემიერ-მინისტრის ბრძანებით;დ) დასაშვებია დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ.

17) რა შეუძლიათ მოქალაქეებს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებისას?

ა) მოქალაქეებს შეუძლიათ, აქტიურად ჩაერთონ საკუთარი პრობლემატიკის მოგვარებაში;ბ) მოქალაქეებს არ აქვთ თვითმმართველობის საქმიანობაში ჩართვის უფლება;გ) მხოლოდ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვთ;დ) გამგებლის/მერის კეთილი ნების საფუძველზე, შეუძლიათ, გაეცნონ თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის ხარჯვას.

18) საქართველოში სიკვდილით დასჯა:

ა) დასაშვებია მკვლელობაში მსჯავრდებულის მიმართ;ბ) დასაშვებია მხოლოდ სრულწლოვანი მოქალაქეების მიმართ;გ) აკრძალულია;დ) აკრძალულია მხოლოდ საომარი მდგომარეობის დროს.

19) მასობრივი ინფორმაციის საშუალებების მიმართ ცენზურა:

ა) დაუშვებელია;ბ) დასაშვებია პრეზიდენტის ბრძანებით;გ) დასაშვებია, თუ ინფორმაცია ბიუჯეტის ხარჯვას ეხება;დ) დასაშვებია, თუ ინფორმაცია ეხება საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კრიტიკას.

20) მოსამართლეს გადაწყვეტილება გამოაქვს:

ა) საქართველოს პარლამენტის ბრძანების საფუძველზე;ბ) პრეზიდენტის პირდაპირი მითითების საფუძველზე;გ) მხოლოდ კანონის საფუძველზე;დ) მხოლოდ და მხოლოდ დომინანტი რელიგიური ჯგუფის ინტერესების გათვალისწინებით.

21) საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ადამიანის წამება:

ა) დასაშვებია;ბ) დაუშვებელია;გ) დასაშვებია ტერორისტისგან ინფორმაციის მისაღებად;დ) დაუშვებელია მხოლოდ არასრულწლოვანთან მიმართებაში.

Page 5: ილიაუნის სამართლის სკოლის სასტიპენდიო კონკურსი ...iliauni.edu.ge/uploads/other/39/39609.pdf ·

www.iliauni.edu.ge

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისსამართლის სკოლა

22) აქვს თუ არა საქართველოს საკუთარ მოქალაქეზე ზრუნვის ვალდებულება, თუ ის სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე იმყოფება?

ა) არა, რადგან იგი ზრუნავს მხოლოდ საკუთარ ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებზე;ბ) დიახ, რადგან იგი ვალდებულია, იზრუნოს საკუთარ მოქალაქეებზე, ადგილსამყოფლის მიუხედავად;გ) მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს ზრუნვის ვალდებულება, თუ პირი ევროპის კონტინენტის რომელიმე ქვეყანაშია;დ) მხოლოდ მაშინ აქვს ეს ვალდებულება, თუ პირი არასრულწლოვანია, რადგან სრულწლოვან მოქალაქეებზე სახელმწიფოს ზრუნვის ვალდებულება არ გააჩნია.

23) სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვა უნდა მოხდეს:

ა) პრეზიდენტისა და პრემიერ-მინისტრის პირადი ინტერესების შესაბამისად;ბ) საზოგადოების მხოლოდ იმ ნაწილის ინტერესების სასარგებლოდ, რომელიც დასაქმებულია სახელმწიფო სტრუქტურებში;გ) სახელმწიფოს და საზოგადოების ინტერესების შესაბამისად;დ) ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრების პირადი ინტერესების შესაბამისად.

24) თუ თქვენთვის მიუღებელია სასამართლოს გადაწყვეტილება, მაშინ:

ა) შეგიძლიათ, უბრალოდ, არ დაემორჩილოთ მას;ბ) მიუხედავად მიუღებლობისა, უნდა დაემორჩილოთ მას;გ) ასეთ შემთხვევაში, დამორჩილების ვალდებულება არ წარმოიშობა;დ) ასეთ შემთხვევაში, ვალდებული ხართ, მხოლოდ სასჯელის ნახევარი შეასრულოთ.

25) ქუჩაში გადაადგილების დროს, პოლიციელის მიერ მოწოდებაზე, რომ უნდა გაჩერდეთ, თქვენ:

ა) არ ხართ ვალდებული, რომ შეჩერდეთ და აგრძელებთ გზას;ბ) უნდა გაჩერდეთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რაიმე საფრთხეს შენიშნავთ;გ) ჩერდებით, რადგან ვალდებული ხართ, დაემორჩილოთ მის მოწოდებას;დ) ჩერდებით, მხოლოდ მაშინ, თუ რაიმე დანაშაული გაქვთ ჩადენილი.

26) მოქალაქე ი.ს. - ს, რომელიც არის 17 წლის სკოლის მოსწავლე, პატრულმა, გზის ქვეითად გადაკვეთისთვის, დაუწერა 10 ლარიანი ჯარიმა, რამდენად სამართლიანია პატრულის ქმედება ი.ს. - ს ასაკისა და სტატუსის გათვალისწინებით?

ა) არ არის სამართლიანი, რადგან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა იწყება სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ;ბ) სამართლიანია, რადგან ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა იწყება 16 წლის ასაკიდან;გ) არ არის სამართლიანი, რადგან დაუშვებელია ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისროს სკოლის მოსწავლეს;დ) სამართლიანია, რადგან ჯარიმის ოდენობა იმდენად მცირეა, რომ ი.ს., ასაკისა და სტატუსის მიუხედავად, შეძლებს თანხის გადახდას.

Page 6: ილიაუნის სამართლის სკოლის სასტიპენდიო კონკურსი ...iliauni.edu.ge/uploads/other/39/39609.pdf ·

www.iliauni.edu.ge

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისსამართლის სკოლა

27) მე-11 კლასის მოსწავლემ, 16 წლის ა.გ.-მ, სკოლიდან ფარულად წაიღო სკოლის კუთვნილი კომპიუტერი, პოლიციამ გამოიძია ეს ფაქტი და ა.გ. დააკავა ქურდობისთვის. დაეკისრება თუ არა რაიმე პასუხისმგებლობა ა.გ.-ს ამ ქმედებისთვის, მისი ასაკისა და სტატუსის გათვალისწინებით?

ა) დიახ, ვინაიდან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა იწყება თოთხმეტი წლის ასაკიდან;ბ) არა, რადგან დაუშვებელია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისროს პირს, თუ ის

სრულწლოვანი არაა;გ) არ დაეკისრება, რადგან სკოლის მოსწავლის მიმართ სისხლისსამართლებრივი

პასუხისმგებლობის დაკისრება დაუშვებელია;დ) დაუშვებელია მას დაეკისროს რაიმე პასუხისმგებლობა, რადგან სკოლის ქონებაზე

პასუხისმგებელი პირი არის დირექტორი და მანვე უნდა აგოს პასუხი საკუთარი მოსწავლის ქმედებაზე.

28) ქალაქ თბილისში, რუსთაველის გამზირზე, მოქალაქე ა.კ. სამმა პირმა სცემა იმის გამო, რომ მას ხელში ეჭირა პლაკატი, სადაც ეწერა - „დაუშვებელია, რომ რომელიმე რელიგიას მივანიჭოთ უპირატესობა“. აღნიშნული ცემის ფაქტს შეესწრო 2 მოქალაქე, რომლებმაც, მოძალადეების წასვლის შემდეგ, წამოაყენეს ა.კ. და ურჩიეს, რომ მსგავსი რამის დაწერისას, ასე მოუვიდოდა. შეაფასეთ 2 მოქალაქის მოქმედება:

ა) მათი მოქმედება ბუნებრივი იყო და არანაირი ვალდებულება არ ჰქონდათ, ჩარეულიყვნენ კონფლიქტის განმუხტვაში;

ბ) ისინი ვალდებულნი იყვნენ, დაერეკათ პოლიციისთვის და შეეტყობინებინათ დანაშაულის შესახებ;

გ) დანაშაულის შეტყობინების ვალდებულება მათ არ გააჩნდათ, რადგან თავად არ ეხებოდა აღნიშნული ინციდენტი;

დ) მათ არ ჰქონდათ პოლიციისთვის შეტყობინების ვალდებულება, რადგან დაზარალებული, თავისი გამოხატვით, შეურაცხყოფას აყენებდა სხვის რელიგიურ შეხედულებებს და შესაბამისად, დანაშაული არ იყო სახეზე.

29) რამდენი წლით აირჩევა საქართველოს პარლამენტი?

ა) 5 წლის ვადით;ბ) 3 წლის ვადით;გ) 4 წლის ვადით;დ) 7 წლის ვადით.

30) მართლმსაჯულებას ახორციელებს:

ა) პარლამენტი;ბ) მერია;გ) შინაგან საქმეთა მინისტრი;დ) სასამართლო.

რატომ უნდა დავემორჩილოთ კანონს? (მინიმუმ 50 სიტყვა)

მაქსიმალური შეფასება: 5 ქულა

კრიტერიუმები:სახელმწიფოს დანიშნულება - 1მოქალაქის როლი საზოგადოებაში - 1ლოგიკური მსჯელობა - 2აზრის/არგუმენტის ნათლად წარმოჩენა - 1