საქართველო 2015 წლის 1 ივლისიდან ... ·...

12
საქართველო 2015 წლის 1 ივლისიდან ანალოგური მიწისზედა საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობაზე ეტაპობრივად გადადის ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მსოფლიოში მიმდინარე დიდმა ინოვაციურმა პროგრესმა, მტკიცე საფუძველი ჩაუყარა მთელს მსოფლიოში ანალოგური სისტემის საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრული სისტემის საეთერო ტელემაუწყებლობაზე გადასვლის შეუქცევად პროცესებს, რომელიც აღიარებულია ელექტრონული მედიის სრულყოფისა და განვითარების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად. ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებაა და იგი ფართომასშტაბიან სახელმწიფო რეფორმას წარმოადგენს, რომელსაც ქვეყნის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლება, მაუწყებლებთან, ინვესტორებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მეზობელ ქვეყნებთან მჭიდრო თანამშრომლობით შესაბამისი სამოქმედო გეგმით და პროგრამებით 2013 წლიდან ახორციელებს. შედეგად, შ.პ.ს. „საქართველოს ტელერადიოცენტრმა“ განახორციელა საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საზოგადოებრივი მაუწყებლობის ციფრული მიწისზედა საეთერო სამაუწყებლო ძირითადი ქსელის მშენებლობის სამუშაოები, ხოლო კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ციფრული მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად, რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულმა სამაუწყებლო კომპანიამ „სტერეო+“-მა განახორციელა ეროვნული დაფარვის კერძო ციფრული მიწისზედა საეთერო სამაუწყებლო ორი მულტიპლექსიანი ძირითადი ქსელის მშენებლობა. კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებულ რეკომენდაციების თანახმად 21 ადგილობრივ (რეგიონალურ) მაუწყებელს, მათი სამაუწყებლო ლიცენზიებით გათვალისწინებული გავრცელების არეალის შესაბამისად, ადგილობრივი ციფრული მიწისზედა საეთერო მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად, რადიოსიხშირული სპექტრით უსასყიდლოდ სარგებლობის უფლება მიანიჭა, რომლის შესაბამისად, აღნიშნული ადგილობრივი მაუწყებლები აგებენ ადგილობრივი ციფრული მიწისზედა საეთერო მაუწყებლობის ქსელს. სახელმწიფო უკან უბრუნებს საეთერო მაუწყებლებს ანალოგური მაუწყებლობის ლიცენზიაში წინასწარ გადახდილ თანხას ლიცენზიის ვადით დარჩენილი დროის პროპორციულად. სახელმწიფოს მიერ შეძენილი იქნა და 2015 წელიდან მიმდინარეობს დადგენილი კატეგორიის სოციალურად დაუცველი ოჯახების ციფრული მაუწყებლობის ინდივიდუალური მიმღები მოწყობილობებით სეთ-თოფ-ბოქსებით უზრუნველყოფის პროცესი. ამოქმედდა ცხელი ხაზი 1480 და სხვა. მიმდინარეობს ციფრულ საეთერო ტელემაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით მიზანმიმართული საინფორმაციო მხარდაჭერის ფართომასშტაბიანი კამპანია. შეზღუდულ ვადებში გაწეულმა ფართომასშტაბიანმა მოსამზადებელმა სამუშაოებმა ქვეყანას საშუალება მისცა, 2015 წლის 1 ივლისიდან განახორციელოს ანალოგური მიწისზედა საეთერო მაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა საეთერო მაუწყებლობაზე ეტაპობრივად გადასვლა.

Transcript of საქართველო 2015 წლის 1 ივლისიდან ... ·...

Page 1: საქართველო 2015 წლის 1 ივლისიდან ... · 2015-07-01 · საქართველო 2015 წლის 1 ივლისიდან

საქართველო 2015 წლის 1 ივლისიდან ანალოგური მიწისზედა საეთერო სატელევიზიო

მაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობაზე ეტაპობრივად

გადადის

ელექტრონული კომუნიკაციებისა და საინფორმაციო ტექნოლოგიების სფეროში მსოფლიოში

მიმდინარე დიდმა ინოვაციურმა პროგრესმა, მტკიცე საფუძველი ჩაუყარა მთელს მსოფლიოში

ანალოგური სისტემის საეთერო ტელემაუწყებლობიდან ციფრული სისტემის საეთერო

ტელემაუწყებლობაზე გადასვლის შეუქცევად პროცესებს, რომელიც აღიარებულია

ელექტრონული მედიის სრულყოფისა და განვითარების ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად.

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა სახელმწიფოს საერთაშორისო ვალდებულებაა და იგი

ფართომასშტაბიან სახელმწიფო რეფორმას წარმოადგენს, რომელსაც ქვეყნის საკანონმდებლო

და აღმასრულებელი ხელისუფლება, მაუწყებლებთან, ინვესტორებთან, არასამთავრობო

ორგანიზაციებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მეზობელ ქვეყნებთან მჭიდრო

თანამშრომლობით შესაბამისი სამოქმედო გეგმით და პროგრამებით 2013 წლიდან

ახორციელებს. შედეგად, შ.პ.ს. „საქართველოს ტელერადიოცენტრმა“ განახორციელა

საქართველოს მთელს ტერიტორიაზე საზოგადოებრივი მაუწყებლობის ციფრული მიწისზედა

საეთერო სამაუწყებლო ძირითადი ქსელის მშენებლობის სამუშაოები, ხოლო კომუნიკაციების

ეროვნული კომისიის მიერ ციფრული მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად, რადიოსიხშირული

სპექტრით სარგებლობის ლიცენზიების მისაღებად გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულმა

სამაუწყებლო კომპანიამ „სტერეო+“-მა განახორციელა ეროვნული დაფარვის კერძო ციფრული

მიწისზედა საეთერო სამაუწყებლო ორი მულტიპლექსიანი ძირითადი ქსელის მშენებლობა.

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ, საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებულ

რეკომენდაციების თანახმად 21 ადგილობრივ (რეგიონალურ) მაუწყებელს, მათი სამაუწყებლო

ლიცენზიებით გათვალისწინებული გავრცელების არეალის შესაბამისად, ადგილობრივი

ციფრული მიწისზედა საეთერო მაუწყებლობის უზრუნველსაყოფად, რადიოსიხშირული

სპექტრით უსასყიდლოდ სარგებლობის უფლება მიანიჭა, რომლის შესაბამისად, აღნიშნული

ადგილობრივი მაუწყებლები აგებენ ადგილობრივი ციფრული მიწისზედა საეთერო

მაუწყებლობის ქსელს. სახელმწიფო უკან უბრუნებს საეთერო მაუწყებლებს ანალოგური

მაუწყებლობის ლიცენზიაში წინასწარ გადახდილ თანხას ლიცენზიის ვადით დარჩენილი

დროის პროპორციულად. სახელმწიფოს მიერ შეძენილი იქნა და 2015 წელიდან მიმდინარეობს

დადგენილი კატეგორიის სოციალურად დაუცველი ოჯახების ციფრული მაუწყებლობის

ინდივიდუალური მიმღები მოწყობილობებით სეთ-თოფ-ბოქსებით უზრუნველყოფის

პროცესი. ამოქმედდა ცხელი ხაზი 1480 და სხვა. მიმდინარეობს ციფრულ საეთერო

ტელემაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით მიზანმიმართული საინფორმაციო

მხარდაჭერის ფართომასშტაბიანი კამპანია.

შეზღუდულ ვადებში გაწეულმა ფართომასშტაბიანმა მოსამზადებელმა სამუშაოებმა ქვეყანას

საშუალება მისცა, 2015 წლის 1 ივლისიდან განახორციელოს ანალოგური მიწისზედა საეთერო

მაუწყებლობიდან ციფრულ მიწისზედა საეთერო მაუწყებლობაზე ეტაპობრივად გადასვლა.

Page 2: საქართველო 2015 წლის 1 ივლისიდან ... · 2015-07-01 · საქართველო 2015 წლის 1 ივლისიდან

ციფრული მიწისზედა საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობა მნიშვნელოვნად ხელს შეუწყობს

ქვეყნის საზოგადოების შემდგომ პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ განვითარებას.

Page 3: საქართველო 2015 წლის 1 ივლისიდან ... · 2015-07-01 · საქართველო 2015 წლის 1 ივლისიდან

საზოგადოებრივი მაუწყებლობის ციფრული მიწისზედა საეთერო სამაუწყებლო ქსელი

ქვეყნის მოსახლეობისთვის საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის და საზოგადოებრივი

მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის სატელევიზიო პროგრამებთან უფასოდ წვდომის

შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიზნობრივად გამოყოფილი

სახსრების ფარგლებში შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრმა“ და მისმა კონტრაქტორმა

ორგანიზაციამ შპს“ვეზირმა“ უპრეცენდენტოდ შემჭიდროებულ ვადებში, გეოგრაფიულად და

კლიმატურად რთულ პირობებში ააგო და აამოქმედა ტელერადიომაუწყებლობის აპარატურის

მწარმოებელი აღიარებული კომპანიების Rohde&Schwarz, Alcatel-Lucent და RFS-ის ტექნიკური

მოწყობილობებით, თანამედროვე DVB-T2 სტანდარტის და მონაცემთა შემჭიდროვების MPEG-4

ტექნოლოგიებით აღჭურვილი სახელმწიფო ციფრული მიწისზედა საეთერო სატელევიზიო

მაუწყებლობის ძირითადი ქსელი, რომელიც 42 ძირითადი სატელევიზიო გადამცემისგან და

მათი დამაკავშირებელი რადიოსარელეო ხაზებისგან შედგება.

აღნიშნული სატელევიზიო მაუწყებლობის ქსელის ამოქმედების შედეგად, მიმდინარე წლის

მარტიდან ქვეყანაში დაიწყო ციფრულ მიწისზედა საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობის და

ანალოგური მიწისზედა საეთერო მაუწყებლობის ქსელების პარალელურ რჟიმში

ფუნქციონირება. საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 ივნისის N273 დადგენილების

„საქართველოში ანალოგური მიწისზედა საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობის ეტაპობრივად

გათიშვის გრაფიკის დამტკიცების შესახებ“ შესაბამისად, 2015 წლის 1 ივლისიდან 25

აგვისტომდე ანალოგური მიწისზედა საეთერო მაუწყებლობა ქვეყნის რეგიონების მიხედვით

ეტაპობრივად გაითიშება და მოქმედებაში დარჩება მხოლოდ ციფრული მიწისზედა საეთერო

სატელევიზიო მაუწყებლობის ქსელების სატელევიზიო გადამცემი სადგურები.

შპს „საქართველოს ტელერადიოცენტრის“ მიერ გასათიში საზოგადოებრივი მაუწყებლობის

ანალოგური სატელევიზიო გადამცემი სადგურების ჩამონათვალი და გათიშვის თარიღი

მოცემულია ქვემოთ მოყვანილ ცხრილში

საზოგადოებრივი მაუწყებლობის ანალოგური მიწისზედა საეთერო სატელევიზიო გადამცემი

სადგურების ეტაპობრივად გათიშვის ცხრილი

1 ივლისი

10:00 საათი

9 ივლისი

10:00

საათი

18 ივლისი

10:00 საათი

30 ივლისი

10:00 საათი

6 აგვისტო

10:00 საათი

18 აგვისტო

10:00 საათი

25 აგვისტო 10:00

საათი

- თბილისი - გორი

- ბეკამი

- დუშეთი

-ქუთაისი

-ტყიბული

-ცაგერი

-ფოთი

-ჩოხატაური

-ოზურგეთი

-მარტვილი

-ბათუმი

-ხულო

-ქედა

-შუახევი

-ზუგდიდი

-წალენჯიხა

-ჩხოროწყუ

-ჯვარი

-ბორჯომი

-ახალციხე

-აბასთუმანი

-ასპინძა

-ახალქალაქი

-ნინოწმინდა

-დმანისი

-ბოლნისი

-წალკა

-თიანეთი

-ონი

-ამბროლაური

-ლენტეხი

-მესტია

-ჭიათურა

-საჩხერე

-ცივის მთა

Page 4: საქართველო 2015 წლის 1 ივლისიდან ... · 2015-07-01 · საქართველო 2015 წლის 1 ივლისიდან

-სიღნაღი

-ყვარელი

-ლაგოდეხი

-დედოფლისწყარო

-გურჯაანი

-თელავი

შენიშვნა: სახელმწიფო საკუთრების ციფრულ მიწისზედა სატელევიზიო მაუწყებლობის

ძირითადი ქსელის ექსპლოატაციაში შეყვანის შემდეგ, სამაუწყებლო სიგნალის გავრცელების

ჩრდილოვან ზონებში მოქმედი საქართველოს საზოგადეობრივი მაუწყებლის და

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის ანალოგური მიკრორეტრანსლიატორების

ეტაპობრივად გათიშვა განხორციელდება მათ სანაცვლოდ ციფრული

მიკრორეტრანსლიატორების ამოქმედების შემდეგ, რის შესახებ მოსახლეობას ინფორმაცია

დამატებით მიეწოდება.

ეროვნული დაფარვის კერძო ციფრული მიწისზედა საეთერო სამაუწყებლო ქსელი

შპს ,,სტერეო +“ ფლობს ციფრული მიწისზედა სატელევიზიო ქსელის უზრუნველსაყოფად

რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის MUX B, MUX D და MUX E ლიცენზიებს. MUX B და MUX

D ლიცენზიები გამოყენებული იქნება მაუწყებლობის სატელევიზიო კონტენტის ეროვნულ დონეზე

ღია ეთერით უფასოდ გავრცელებისთვის, ხოლო MUX E ლიცენზიას კომპანია გამოიყენებს ე.წ. Pay TV

(ფასიანი) მაუწყებლობისთვის.

კომპანია მაუწყებლობას სატელევიზიო კონტენტის ეროვნულ დონეზე ღია ეთერით 46 ძირითადი

სამაუწყებლო სადგურის მეშვეობით განახორციელებს. კომპანიას მზად აქვს 3 სათაო სადგური (Head

end) და სადისტრიბუციო ქსელი (55 რადიოსარელეო პუნქტი), რომლის ასაგებად გამოიყენა

რადიოსარელეო კავშირი. ,,სტერეო +“-მა თანამგზავრული კავშირით (INTELSAT) აგრეთვე ააგო

სარეზერვო სადისტრიბუციო ქსელიც.

სამაუწყებლო სისტემა აგებულია თანამედროვე DVB-T2 სტანდარტის და მონაცემთა შემჭიდროვების

MPEG-4 ტექნოლოგიების აღიარებული მწარმოებელი კომპანიების „HARRIS“-ისა და „ROHDE

SCHWARZ“-ის ტექნიკური საშუალებებით.

შპს ,,სტერეო +“ ღია ეთერით, მოსახლეობისათვის უფასოდ გაავრცელებს სამაუწყებლო კომპანიების

შემდეგ 19 არხს: IMEDI; RUSTAVI 2; STEREO +; GDS; TABULA; IMEDI +; COMEDY ARKHI; MARAO; COMEDY TV;

OMEGA; TRIALETI; RBG; PALITRA; ARTAREA; OBIEQTIVI; ERTSULOVNEBA; QARTULI ARKHI, SAMEGRELO,

ZAZANOVA.

ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლასთან დაკავშირებით, მომხამარებელთა

ინფორმირებულობისთვის შეიქმნა კომპანიის ცხელი ხაზი 2051212.

Page 5: საქართველო 2015 წლის 1 ივლისიდან ... · 2015-07-01 · საქართველო 2015 წლის 1 ივლისიდან

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიას 2015 წლის 17 ივნისიდან მზად აქვს MUX B და MUX D ციფრული

მიწისზედა სატელევიზიო ქსელი, ის ციფრული მაუწყებლობის ჩართვას განახორციელებს

საქართველოს მთავრობის 2015 წლის 17 ივნისის #273 დადგენილების - ,,საქართველოში ანალოგური

მიწისზედა საეთერო სატელევიზიო მაუწყებლობის ეტაპობრივად გათიშვის გრაფიკის დამტკიცების

შესახებ“ შესაბამისად დადგენილი თარიღების შესაბამისად.

ციფრული მაუწყებლობის ეტაპობრივად ჩართვის ცხრილი:

ადგილობრივი ციფრული მიწისზედა საეთერო მაუწყებლობა

● მიმდინარე პერიოდში ზოგიერთი ადგილობრივი სატელევიზიო მაუწყებლები პარალელურ

რეჟიმში აწარმოებენ ანალოგურ და ციფრულ მიწისზედა საეთერო სატელევიზიო

მაუწყებლობას, რომლებიც ანალოგურ მაუწყებლობის გადამცემ სადგურებს გათიშავენ: 1

ივლისის 10 საათიდან - ქ.რუსთავი, სამაუწყებლო კომპანია „ქვემო ქართლის ტელევიზია“; 18

ივლისის 10:00 საათიდან - ქ.ქუთაისი, სამაუწყებლო კომპანია „რიონი“; 6 აგვისტოს 10:00 -

ქ.ზუგდიდი, სამაუწყებლო კომპანია „ოდიში“.

● სხვა დანარჩენი ადგილობრივი მაუწყებლების ანალოგური მიწისზედა საეთერო

სატელევიზიო გადამცემი სადგურები გაითიშებიან და ციფრული მიწისზედა საეთერო

სატელევიზიო გადამცემი სადგურები ამოქმედდებიან შემდეგი გრაფიკით:

1 1 ივლისი 9 ივლისი 18 ივლისი 30 ივლისი 6 აგვისტო 18 აგვისტო 25 აგვისტო

1. თბილისი

2. საგარეჯო

3. კოჯორი

4. მარნეული

5. გორი

6. ბეკამი

7. დუშეთი

8. ქუთაისი

9. ტყიბული

10. ცაგერი

11. ფოთი

12. ჩოხატაური

13. ოზურგეთი

14. ზესტაფონი

15. მარტვილი

16. ბათუმი

17. ხულო

18. ქედა

19. შუახევი

20. ზუგდიდი

21. წალენჯიხა

22. ჩხოროწყუ

23. ჯვარშიყველა

24. ბორჯომი

25. ბაკურიანი

26. აბასთუმანი

27. ახალციხე

28. ასპინძა

29. ახალქალაქი

30. ნინოწმინდა

31. დმანისი

32. ბოლნისი

33. წალკა

34. ყაზბეგი

35. თიანეთი

36. ონი

37. ამბროლური

38. ლენტეხი

39. მესტია

40. ჭიათურა

41. საჩხერე

42. ცივი

43. სიღნაღი

44. ყვარელი

45. ლაგოდეხი

46. დედოფლიწყარო

Page 6: საქართველო 2015 წლის 1 ივლისიდან ... · 2015-07-01 · საქართველო 2015 წლის 1 ივლისიდან

9 ივლისი 10:00

საათი 18 ივლისი 10:00

საათი 30 ივლისი 10:00

საათი 18 აგვისტო 10:00

საათი 25 აგვისტო 10:00

საათი

ხაშური, ქარელი

- ს/კ „დია“

გორი - ს/კ

„თრიალეთი“

-ფოთი - ს/კ

„მეცხრე ტალღა“

- სენაკი - ს/კ

„ეგრისი“

- სამტრედია -ს/კ

„ზარი“

- ზესტაფონი -

ს/კ „არგო“

- ოზურგეთი -ს/კ

„გურია“

- ხონი - ს/კ „მეგა

TV“

- ქ. ბათუმი, ს/კ

„25-ე არხი“

- ბორჯომი,

ბაკურიანი - ს/კ

„ბორჯომი TV“

- ახალციხე - ს/კ

„მეცხრე არხი“

- ჭიათურა ,

საჩხერე - ს/კ

„იმერვიზია“

- გურჯაანი - ს/კ

„გურჯაანი TV“

- თელავი - ს/კ

„თანამგზავრი“

● ამხანაგობა „მულტიპლექსთბილისის“ მიერ, თბილისის ადგილობრივი ციფრული მიწისზედა

სატელევიზიო ქსელის სრული ფორმირება დასრულდება 2015 წლის 7 ივლისამდე, მანამდე კი

მისი წევრი სამაუწყებლო კომპანიების „სტუდია მაესტროს“, „კავკასიის“, „ტაბულას“, „თბილისი

მიუზიკბოქსის“, „პიკის“ სატელევიზიო არხები მათი თხოვნის შემთხვევაში დროებით

განთავსდებიან საზოგადოებრივი მაუწყებლობის ციფრული მიწისზედა საეთერო სამაუწყებლო

ქსელში, ხოლო ამ სატელევიზიო მაუწყებლების ანალოგური სატელევიზიო გადამცემი

სადგურების გათიშვა 1 ივლისის 10:00 საათზე ქ.თბილისიდან დაიწყება.

Page 7: საქართველო 2015 წლის 1 ივლისიდან ... · 2015-07-01 · საქართველო 2015 წლის 1 ივლისიდან
Page 8: საქართველო 2015 წლის 1 ივლისიდან ... · 2015-07-01 · საქართველო 2015 წლის 1 ივლისიდან

ციფრული მიწისზედა საეთერო მაუწყებლობის ზოგიერთი აქტუალური სამომხმარებლო

საკითხი

წინამდებარე რეკომენდაციები არ ეხება მომხმარებელთა იმ ნაწილს, რომლებიც საკაბელო

ტელევიზიების (საკაბელო, თანამგზავრული) ფასიანი მომსახურებით და ინტერნეტ

ტელევიზიით სარგებლობს ან თანამგზავრულ სატელევიზიო მაუწყებლობას მის პირად

საკუთრებაში არსებული ინდივიდუალური მიმღები მოწყობილობით (ე.წ. „თეფში“) იღებს.

წინამდებარე რეკომენდაციები ეხება მომხმარებელთა მხოლოდ იმ ნაწილს, რომელიც

სარგებლობს ან განზრახული აქვს ისარგებლოს მიწისზედა ღია საეთერო სატელევიზიო

მაუწყებლობით და მის ტელევიზორს DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერა არ აქვს.

მომხმარებელთა იმ ნაწილმა, რომელიც მაუწყებლობას ღია ეთერით, სახლის სახურავზე

დამონტაჟებული ანტენით და ანალოგური სისტემის ტელევიზორით იღებს, ციფრული

საეთერო მაუწყებლობის ღია ეთერით მისაღებად საჭიროა შეიძინოს DVB-T2 სტანდარტის

ციფრული მაუწყებლობის ინდივიდუალური მიმღები მოწყობილობა - სეთ-თოფ-ბოქსი,

რომელებიც საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებში იყიდება. სეთ-თოფ ბოქსის შეძენის დროს

მომხმარებლმა სასურველია შემდეგ მინიმალურ ტექნიკურ პარამეტრებს მიაქციოს ყურადღება,

კერძოდ, აქვს თუ არა მიმღებს DVB-T2 სტანდარტის მხარდაჭერა; აჩვენებს თუ არა ქართულ

პროგრამებს; შეუძლია თუ არა ქართული შრიფტის აღქმა და პროგრამების გზამკვლევის ჩვენება;

მოჰყვება თუ არა ქართულენოვანი სამომხმარებლო ინსტრუქცია და HDMI, RCA ან SCART

კაბელი; აკმაყოფილებს თუ არა სეთ-თოფ ბოქსი უსაფრთხოების სტანდარტებს; საგარანტიო

პირობები.

სახელმწიფომ, 2014 წლის ნოემბრის მონაცემებით რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველი

ოჯახებისთვის რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000 და მასზე ნაკლებია სეთ-თოფ-ბოქსები

შეიძინა და მათ გაცემა/ჩაბარებას შპს „საქართველოს ფოსტა“ აწარმოებს.

მიუხედავად იმისა რომ ციფრული მაუწყებლობის ინდივიდუალურ მიმღებ მოწყობილობებს

„სეთ-თოფ ბოქსებს“ კომპლექტაციაში გააჩნიათ სარგებლობის ინსტრუქცია, წარმოქმნილი

აუცილებლობიდან გამომდინარე კიდევ ერთხელ გთავაზობთ ციფრული მაუწყებლობის

ინდივიდუალური მიმღები მოწყობილობის „სეთ-თოფ ბოქსების“ საყოფაცხოვრებო

ანტენასთან და ტელევიზორთან მიერთების ზოგად სქემას.

ციფრული სატელევიზიო სიგნალი შეიძლება იმავე მეტრული და დეციმეტრული ანტენით

მივიღოთ, რომლითაც ვსარგებლობდით ანალოგური სიგნალის მიღებისას. ეს შეიძლება იყოს

შენობის სახურავზე დამონტაჟებული სატელევიზიო გადამცემისკენ მიმართული ანტენა

დიაპაზონით 174-230 მჰც სიხშირეები VHF სიხშირულ ზოლში და 470-694 მჰც სიხშირეები UHF

სიხშირულ ზოლში. (იხ. ნახ. №1,2,3) ცალკეულ შემთხვევებში შესაძლებელია სახლის ანტენის

(იხ. ნახ. №4) გამოყენებაც.

Page 9: საქართველო 2015 წლის 1 ივლისიდან ... · 2015-07-01 · საქართველო 2015 წლის 1 ივლისიდან

ნახ. №1 გარე ანტენა ნახ. №2 გარე ანტენა

ნახ. №3 გარე ანტენა ნახ. №4 სახლის ანტენა

სახლის ან გარე ანტენის ტელევიზორთან დასაკავშირებლად დაგჭირდებათ სტანდარტული 75

ომი ტალღური წინაღობის მქონე კოაქსიალური ე.წ. „სატელევიზიო კაბელი“ შესაბამის

კონექტორებთან ერთად.

Page 10: საქართველო 2015 წლის 1 ივლისიდან ... · 2015-07-01 · საქართველო 2015 წლის 1 ივლისიდან

ნახ. №5 სატელევიზიო კაბელი კონექტორით

სეთ-თოფ ბოქსის ტელევიზორთან შესაერთებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ, ქვემოთ ნაჩვენები

შემაერთებელი კაბელები იმის და მიხედვით თუ თქვენს ტელევიზორს და სეთ-თოფ ბოქსს

როგორი ტიპის შესაერთებელი ბუდე აქვს

ნახ. №6 RCA RCA-ზე კაბელი ნახ. №7 SCART-ი RCA-ზე კაბელი

Page 11: საქართველო 2015 წლის 1 ივლისიდან ... · 2015-07-01 · საქართველო 2015 წლის 1 ივლისიდან

ნახ. №8 SCART-ი SCART-ზე კაბელი ნახ. №9 HDMI კაბელი

ანტენის სეთ-თოფ ბოქსთან და სეთ-თოფ ბოქსის ტელევიზორთან მიერთების სქემის

ვარიანტები, რომლებიც გამოყენებული უნდა იქნეს ცალკეულ კონკრეტულ შემთხვევაში

მოცემულია ნახატებზე №10, №11, №12

ნახ. №10 ნახ. №11

RCA RCA-ზე კაბელით ანალოგურ SCART-ი RCA-ზე კაბელით

ტელევიზორთან მიერთება ანალოგურ ტელევიზორთან მიერთება

ნახ. №12

HDMI კაბელით მიერთება ანლოგურ ან DVB-T

სტანდარტის ციფრულ ტელევიზორებთან

Page 12: საქართველო 2015 წლის 1 ივლისიდან ... · 2015-07-01 · საქართველო 2015 წლის 1 ივლისიდან

ზემოდ მოცემული მოქმედებების შესრულების შემდეგ რთავთ ტელევიზორს და სეთ-თოფ-

ბოქსს, სეთ-თოფ-ბოქსის მენიუში შეარჩევთ ავტომატური ძებნის (Auto Search) რეჟიმს, სეთ-

თოფ-ბოქსი იპოვის ეთერში არსებულ ყველა ციფრულ სატელევიზიო არხს და მოათავსებს მათ

არხების სიაში, რის შემდეგ საყურებლად აირჩევთ სასურველ არხს (პროგრამას).

ცალკეულ კონკრეტულ შემთხვევებში შესაძლებელია საჭირო გახდეს ხელით ძებნის

რეჟიმის აქტივაცია (Manual Search), რასაც წინ უნდა უსწრებდეს შემდეგი პარამეტრების

შერჩევა: მენიუს შესაბამის პუნქტში უნდა შევარჩიოთ DTV რეჟიმი, გატარების ზოლი 8 მჰც.

(OIRT System D), არხის ნომერი ან სიხშირე, მაგალითად, თბილისისთვის 23 არხი, 490 მჰც. ამის

შემდეგ საჭიროა ხელით ძებნის რეჟიმის გააქტიურება, რის შედეგადაც სეთ-თოფ ბოქსი იპოვის

ამ ერთი კონკრეტული სიხშირის შესაბამისი მულტიპლექსის ყველა პროგრამას (არხს) და

მოათავსებს მათ არხების სიაში. შემდგომში, საჭიროა ამ მანიპულაციის გამეორება ყველა

დანარჩენი მულტიპლექს პლატფორმებისთვის.

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ცხელ ხაზს: ტელ 1480