მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4...

262
მედიაციის სამართლებრივი რეგულირების პერსპექტივები საქართველოში დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრი თბილისი 2013

Transcript of მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4...

Page 1: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

მედიაციის სამართლებრივი რეგულირების

პერსპექტივები საქართველოში

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრი

თბილისი 2013

Page 2: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

3

I. კვლევის არსი, მიზნები, მეთოდები და სტრუქტურა ......................................... 12

A. კვლევის არსი ........................................................................................................................... 12

1. მედიაციის ცნება ................................................................................................................. 12

2. პრობლემის შინაარსი ......................................................................................................... 14

B. კვლევის მიზნები ..................................................................................................................... 17

C. კვლევის მეთოდი .................................................................................................................... 18

D. სტრუქტურა ............................................................................................................................. 19

II. სამართლებრივი რეგულირების მექანიზმი ....................................................... 20

A. დავის ალტერნატიული გადაწყვეტის საშუალებების რეგულირების

მიზნაშეწონილობა .......................................................................................................................... 21

1. რეგულირების პრობლემა .................................................................................................. 21

a) რეგულირების უპირეტესობა და სარგებლიანობა ............................................................ 22

b) რეგულირების უარყოფითი მხარეები ................................................................................. 22

c) რეგულირების მეთოდები ...................................................................................................... 23

d) რეგულირების საგანი ............................................................................................................. 23

2. რეგულირების საჭიროების დასაბუთება კონფიდენციალურობის პრინციპის

მაგალითზე .................................................................................................................................. 24

a) კონფიდენციალურობის არსი და დანიშნულება ............................................................... 24

b) კონფიდენციალურობის რეგულირების მაგალითები ..................................................... 26

c) კონფიდენციალურობის შეთანხმება.................................................................................... 29

d) კონფიდენციალურობის პრინციპის დადებითი და უარყოფითი მხარეები ................ 30

e) ქართული რეალობა და პერსპექტივები .............................................................................. 31

f) განსხვავებული შეხედულება ................................................................................................ 34

B. საკანონმდებლო რეგულირება.............................................................................................. 35

1. რეგულირების საერთაშორისოდ აღიარებული ტენდენციები ................................... 35

a) UNCITRAL მოდელური კანონი საერთაშორისო კომერციული მედიაციის შესახებ .. 35

b) Uniform Mediation Act ............................................................................................................. 40

c) ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს 2008 წლის 21 მაისის დირექტივა

სამოქალაქო და კომერციული მედიაციის ასპექტებთან დაკავშირებით ............................. 44

Page 3: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

4

d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა წევრი სახელმწიფოების შიდა

კანონმდებლობაზე ......................................................................................................................... 51

(1) სლოვაკეთი .............................................................................................................................. 51

(2) ჩეხეთის რესპუბლიკა ............................................................................................................ 54

(3) გერმანია ................................................................................................................................... 55

(4) ბელგია ...................................................................................................................................... 56

(a) სასამართლო მიმართულება ................................................................................................. 56

(b) აკრედიტაციის მოთხოვნები მედიატორისათვის ............................................................ 57

(5) ბულგარეთი ............................................................................................................................. 57

(6) 2008/52/EC დირექტივის იმპლემენტაციის შედეგები ..................................................... 59

2. მედიაციის რეგულირება საქართველოში ...................................................................... 60

e) სასამართლო მედიაცია ........................................................................................................... 61

f) სანოტარო მედიაცია ................................................................................................................ 67

(1) ნოტარიუსის ახალი ფუნქცია, ნოტარიუსი - მედიატორი. .......................................... 67

(2) ნოტარიუსი მედიატორის როლი საოჯახო მედიაციის პროცესში. .............................. 69

(3) ევროკავშირის დირექტივა და სანოტარო მედიაციის ვადები....................................... 70

(4) სანოტარო მედიაციის ღირებულება ................................................................................... 71

(5) სანოტარო მედიაციის მიმდინარეობა და მიღებული გადაწყვეტილების

სამართლებრივი შინაარსი. ........................................................................................................... 73

(a) სანოტარო მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმება ................................................ 74

(b) სააღსრულებო ფურცელი ..................................................................................................... 75

(6) დასკვნა ..................................................................................................................................... 77

g) სამედიცინო მედიაცია საქართველოში ............................................................................... 77

(1) სამედიცინო მედიაციის კომპეტენცია და მხარეები ........................................................ 80

(2) სამართლებრივი საფუძვლები ............................................................................................. 81

(3) სამედიცინო მედიაციის სამსახურის გადაწყვეტილება და რეკომენდაცია ................ 82

(4) სამედიცინო მედიაციის საბჭო ............................................................................................ 83

(5) სამედიცინო მედიაციის წარმოების პრინციპები ............................................................. 84

Page 4: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

5

(6) მედიაციის პროცესის წარმოება ........................................................................................... 85

(7) ექსპერტის დანიშვნა ............................................................................................................. 86

(8) სამედიცინო მედიაციის განხილვის ხარჯები .................................................................. 87

(9) სტატისტიკური მონაცემები ................................................................................................. 88

(a) იურიდიული პირების მომართვები ფინანსური დავების რეგულირების კუთხით . 88

(b) ფიზიკური პირის მომართვები ზიანის ანაზღაურების კუთხით ................................. 89

h) მედიაციის ელემენტი აღსრულების ეროვნულ ბიუროში............................................... 89

(1) აღსრულების ეროვნული ბიურო ........................................................................................ 89

(2) გამარტივებული წარმოება ................................................................................................... 90

(3) დავალიანების გადახდევინების შესახებ საქმის გამარტივებული წესი ...................... 91

(a) წარმოების დაწყება ................................................................................................................. 91

(b) შესაძლო მოქმედებები .......................................................................................................... 92

(c) მორიგება გამარტივებულ წარმოებაში ............................................................................... 93

(4) დასკვნა ..................................................................................................................................... 94

i) მედიაციის ელემენტი შემოსავლების სამსახურში ............................................................ 94

(1) ცნება ......................................................................................................................................... 95

(2) რეგულირება ........................................................................................................................... 95

(3) უპირატესობები ...................................................................................................................... 95

(4) 4. მედიაციის პროცესი ........................................................................................................... 96

(5) დასკვნა ..................................................................................................................................... 97

j) მედიაციის ელემენტი შრომით ურთიერთობებში ............................................................. 98

(1) შრომის მედიაციის ისტორია ............................................................................................... 98

(2) რა არის შრომის მედიაცია?................................................................................................... 99

(3) მედიაცია სამსახურებრივი შევიწროვებისა და ჩაგვრის საქმეებზე. .......................... 101

(4) ვინ შეიძლება იყოს მედიატორი შრომის დავაზე? ......................................................... 102

(5) შრომის მედიაციის პროცედურა აშშ-ში ........................................................................... 103

(6) შრომითი მედიაციის სერვისები და ფასები .................................................................... 104

Page 5: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

6

(7) მედიაციის ელემნტი ქართულ შრომის დავებში ........................................................... 107

(8) დასკვნა ................................................................................................................................... 108

k) მედიაცია სისხლის სამართალში ........................................................................................ 108

(1) შესავალი ................................................................................................................................ 108

(2) განრიდებისა და მედიაციის ცნება და მიზნები ............................................................. 109

(a) რეგულირება ......................................................................................................................... 109

(i) სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რეგულირება .......................................... 110

(ii) საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება ........................................................... 112

(iii) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობისსაქმეთა მინისტრის ბრძანება ........ 115

(iv) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების

საკითხთა მინისტრის ბრძანება ................................................................................................. 117

(b) სტატისტიკა და შედეგები .................................................................................................. 118

(3) მოწმეთა და დაზარალებულთა კოორდინატორის სამსახური ................................... 118

(a) ცნება და დაფარვის არეალი ............................................................................................... 118

(b) რეგულირება ......................................................................................................................... 119

(c) კოორდინატორთა მომზადება ........................................................................................... 119

(d) საქმის გადაცემა კოორდინატორისათვის და მედიაციის პროცესი ............................ 120

(e) საზოგადოებრივი აზრი ...................................................................................................... 122

C. შუალედური დასკვნა ........................................................................................................... 122

III. თვითრეგულირების მექანიზმი ........................................................................ 123

A. მედიატორი და მისი როლი თვითრეგულირებაში ........................................................ 123

1. მედიატორი ........................................................................................................................ 124

l) მედიატორის ცნება ................................................................................................................. 124

m) მედიატორის პიროვნული თვისებები და უნარები ....................................................... 124

n) მედიატორის ავტორიტეტი ................................................................................................. 126

2. მედიატორთა ტიპები ....................................................................................................... 126

o) საზოგადოებრივი ნიშნით შერჩეული მედიატორი ....................................................... 127

Page 6: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

7

p) ავტორიტეტული მედიატორი ........................................................................................... 128

q) დამოუკიდებელი მედიატორი............................................................................................ 133

B. მედიატორის პროფესიული საქმიანობის რეგულირება ................................................ 135

1. საკანონმდებლო რეგულირების საჭიროება................................................................. 135

2. საკვალიფიკაციო მოთხოვნები მედიატორთათვის. ................................................... 137

r) განათლების ცენზის დაწესების მიზანშეწონილობა ....................................................... 138

s) პროფესია, როგორც საკვალიფიკაციო მოთხოვნა ............................................................ 139

(1) მედიაციასთან ახლოს მდგომი პროფესიები ................................................................... 139

(2) ფსიქოლოგ–მედიატორის დადებითი მხარეები : .......................................................... 140

(3) იურისტ–მედიატორის დადებით მხარეები: ................................................................... 140

t) მედიატორის ასაკი ................................................................................................................. 140

u) მედიაციის ტრენინგები ........................................................................................................ 141

v) სად ვეძებოთ მედიატორი? .................................................................................................. 143

C. მედიატორთა ეთიკა .............................................................................................................. 144

1. შესავალი ............................................................................................................................. 144

2. ეთიკის კოდექსების რეგულირების სფერო ................................................................. 145

3. ეთიკის კოდექსთა შემადგენლობა ................................................................................. 146

w) მედიატორისკომპეტენტურობა ......................................................................................... 146

x) ნეიტრალურობა და მიუკერძოებლობა. ............................................................................ 146

y) ინტერესთა კონფლიქტის არიდება .................................................................................... 148

z) კონფიდენციალურობა .......................................................................................................... 150

aa) თვითგამოხატვა მედიაციის პროცესში............................................................................ 150

bb) პროცესის ხარისხი .............................................................................................................. 152

cc) მედიატორის პროფესიული რჩევა .................................................................................... 152

dd) პროცესისა და მისი „ატრიბუტების“ დაცვა.................................................................... 153

ee) მედიატორის ანაზღაურება ................................................................................................ 153

IV. მედიაციის ხარჯები ............................................................................................ 153

Page 7: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

8

A. მედიაცია, როგორც რესურსების დაზოგვის საშუალება ............................................... 153

1. სასამართლოს განსაკუთრებულად დიდი ხარჯების მაგალითები მსოფლიო

პრაქტიკაში ................................................................................................................................ 154

ff) ფინანსური დანახარჯები .................................................................................................... 154

gg) დრო ........................................................................................................................................ 155

2. ‘’სასამართლოს უპირატესობის’’ სტერეოტიპი ............................................................ 156

3. მედიაცია VS არბიტრაჟი. ................................................................................................. 157

4. მედიაციის უპირატესობა არბიტრაჟთან მიმართებით .............................................. 158

5. მედიაცია საოჯახო დავებში: პროცესის ხარჯები და ხანგრძლივობა ..................... 159

hh) მედიაცია, როგორც მატერიალური და არამატერიალური რესურების დაზოგვის

საშუალება განქორწინებისას ...................................................................................................... 159

ii) საოჯახო მედიაცია, პროცესის ხარჯები და ხანგრძლივობა ......................................... 161

jj) საოჯახო მედიაცია VS სამართალწარმოება ...................................................................... 162

6. რატომ ირჩევენ მედიაციას? ............................................................................................. 163

B. მედიაცია ევროპის ქვეყნებში: პროცესის ხარჯები და ხანგრძლივობა ....................... 169

1. ბულგარეთი........................................................................................................................ 170

2. საბერძნეთი ......................................................................................................................... 170

3. იტალია ................................................................................................................................ 171

4. ფინეთი ................................................................................................................................ 171

5. პოლონეთი .......................................................................................................................... 172

6. ავსტრია ............................................................................................................................... 172

C. მედიაციის ცენტრები, ე.წ. პროვაიდერები, სერვისის ღირებულება და ხანგრძლივობა

173

1. LCIA (The London Court of International Arbitration).................................................... 173

2. International Chamber of Commerce ................................................................................. 174

3. ADR group ........................................................................................................................... 174

4. CEDR- (დავების ეფექტური გადაწყვეტის ცენტრი) ................................................... 174

5. Trust Mediation ................................................................................................................... 176

6. The Royal Institution of Chartered Surveyors (RICS) ....................................................... 176

7. Globis Mediation Group ...................................................................................................... 177

Page 8: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

9

8. Academy of Experts ............................................................................................................. 177

9. AAA(ამერიკის არბიტრაჟის ასოციაცია) ....................................................................... 178

10. AWM .................................................................................................................................... 178

11. MWI ..................................................................................................................................... 179

12. CPR ....................................................................................................................................... 181

D. პერსპექტივები ....................................................................................................................... 182

დანართი 1 .................................................................................................................... 184

მედიაციის პროცესის მოკლე აღწერა ....................................................................... 184

მედიაციის პროცესის შესავალი ................................................................................................. 185

1. მედიატორის მისასალმებელი სიტყვა ........................................................................... 186

2. ურთიერთთანამშრომლობის უზრუნველყოფა ........................................................... 187

3. მედიაციისა და მედიატორის როლის განმარტება ..................................................... 188

4. მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა .................................................................... 190

5. მედიაციის პროცედურის აღწერა ................................................................................... 192

6. განცალკევებული შეხვედრების (Caucus) არსის განმარტება .................................... 194

7. კონფიდენციალურობის პირობების განსაზღვრა ....................................................... 195

8. ტექნიკური დეტალების ახსნა ........................................................................................ 196

9. ქცევის წესებთან დაკავშირებული წინადადებები ..................................................... 197

10. კითხვა-პასუხის ეტაპი ..................................................................................................... 199

11. მედიაციის დაწყების ვალდებულება ............................................................................ 199

მხარეთა შესავალი სიტყვები ...................................................................................................... 200

1. პროცესის შესავალი, რომელიც არსებით საკითხებზეა ორიენტირებული ............... 202

2. პროცესის შესავალი, რომელიც პროცედურულ საკითხებზეა ორიენტირებული ... 203

3. პროცესის შესავალი, რომელიც მოდავე მხარეთა

ურთიერთობებზეაორიენტირებული................................................................................... 205

4. პროცესის დაწყების გზის არჩევა ...................................................................................... 207

5. მხარეთა მიერ თავიანთი პოზიციების წარმოდგენის ეტაპზე გადასვლა .................. 208

6. კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაცვლის გაადვილება ............................................. 209

7. დადებითი ემოციური გარემოს შექმნა ............................................................................. 211

Page 9: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

10

8. კულტურული ვარიაციები ................................................................................................. 212

მედიაციის ეტაპები ...................................................................................................................... 214

მედიატორის შესავალი სიტყვა .............................................................................................. 214

პირველი ეტაპი: მედიაციის პროცესის წამოწყება ............................................................ 215

მეორე ეტაპი: მედიაციის წინარე კონფერენცია ................................................................. 216

მესამე ეტაპი: მხარეთა პოზიციების წარმოდგენა .............................................................. 217

მეოთხე ეტაპი: მედიაციის კონფერენცია ............................................................................. 218

კერძო შეხვედრა (caucus) ............................................................................................................. 224

კომენტარი ................................................................................................................................. 225

პროცესის დახურვა - გადაწყვეტილების მიღება .................................................................... 228

მეხუთე ეტაპი: შეთანხმების გაფორმება ............................................................................. 229

მედიაციის საფეხურები ............................................................................................................... 229

ჰიპოთეზების აგებისა და შემოწმების პროცესი ................................................................. 229

ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრავენ მედიატორის სტრატეგიასა და მოქმედებებს

231

მედიატორის მოქმედების 12 საფეხური .............................................................................. 232

დანართი 2 .................................................................................................................... 235

ადვოკატთა როლი მედიაციის პროცესში ................................................................ 235

ადვოკატთა მონაწილეობის მიზანშეწონილობა მედიაციის პროცესში ............................. 235

ადვოკატთა უფლებამოსილება .................................................................................................. 236

ადვოკატის როლი წინასამედიაციო მოსამზადებელ ეტაპზე .......................................... 239

ადვოკატი, საოჯახო მედიაციის პროცესში ......................................................................... 240

“პასიური“ ადვოკატი მედიაციის პროცესში ....................................................................... 242

ადვოკატი, როგორც მხარე მედიაციის პროცესში .............................................................. 242

ადვოკატი, როგორც დომინანტი (მხარე) მედიაციის პროცესში ..................................... 243

ადვოკატის როლი მედიაციის შემდგომ პერიოდში .......................................................... 245

ადვოკატის მხრიდან კითხვების დასმის ხელოვნება ........................................................ 246

კომენტარი ................................................................................................................................. 247

მედიაცია არ გულისხმობს სუსტ პოზიციას ............................................................................ 249

Page 10: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

11

კომენტარი ................................................................................................................................. 250

მარწმუნებლის მომზადება მედიაციის პროცესისათვის ...................................................... 252

კომენტარი ................................................................................................................................. 253

პოზიციის სისუსტისა და სიძლიერის წარმოჩენა .................................................................. 255

კომენტარი ................................................................................................................................. 255

მედიაციის წინა შეხვედრა .......................................................................................................... 256

კომენტარი ................................................................................................................................. 256

დავის გადაჭრის ორიგინალური საშუალების მოძებნა ........................................................ 257

კომენტარი ................................................................................................................................. 257

წარმომადგენლობა პროცესზე და შეთანხმება ........................................................................ 258

კომენტარი ................................................................................................................................. 258

საკანონმდებლო რეკომენდაციები ............................................................................................ 260

დანართი 3 .................................................................................................................... 261

მედიატორთა პროფესიული ეთიკის კოდექსი ........................................................ 261

Page 11: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

12

I. კვლევის არსი, მიზნები, მეთოდები და სტრუქტურა

A. კვლევის არსი

1. მედიაციის ცნება

მედიაცია დავის გადაწყვეტის ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც ხშირად იწოდება,

როგორც “დავის ალტერნატიული გადაწყვეტა.” მედიაცია მოლაპარაკების

პროცესია, სადაც ნეიტრალური პირი _ მედიატორი დაპირისპირებულ მხარეებს

ან/და მათ წარმომადგენლებს ეხმარება მათ შორის წარმოშობილი კონფლიქტის

ურთიერთსასარგებლო შეთანხმებით დასრულებაში. მედიატორი შეთანხმების

პირობებზე გავლენას არ ახდენს. ის მედიაციის პროცესს უძღვება და

მოლაპარაკების მონაწილე მხარეებს ეხმარება შეთანხმებას მიაღწიონ უფრო

სწრაფად და ნაკლებ დროში ვიდრე ისინი შეძლებდნენ დამოუკიდებლად.

მედიაციის პროცესი მთლიანად თავისუფალი და არაფორმალურია. მხარეებს

შეუძლიათ პირველი შეხვედრის და შემდგომაც ნებისმიერ დროს შეწყვიტონ

აღნიშნული პროცესი.

მედიატორი მედიაციის პროცესის დროს წარმოადგენს დამოუკიდებელ,

მიუკერძოებელ პირს, რომელიც მხარეებს ეხმარება კონსენსუსის მიღწევაში.

მედიაციის მთავარი არსი და დანიშნულება იმაში მდგომარეობს, რომ აღდგენილ

და შენარჩუნებულ იქნეს ის სოციალური ურთიერთობები, რაც მხარეთა შორის

არსებობს. მედიაციის პროცესის დანიშნულება დაპირისპირებულ მხარეთა

ურთიერთშეთანხმებაში მდგომარეობს. აქედან გამომდინარე, შეიძლება ითქვას,

რომ მედიაციის პროცესის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიზანი სოციალურია, ე.ი.

უპირატესად ადამიანური ურთიერთობების შენარჩუნება.

მოლაპარაკების მონაწილე მხარეები ნებაყოფლობით თანხმდებიან მედიაციის

პროცესს და შეთანხმებას დამოუკიდებლად აღწევენ, ანუ მათი შეთანხმება

მთლიანად თვითპასუხისმგებლობაზეა დამყარებული. მედიაციის პროცესის

შედეგად მიღწეული შეთანხმების ნებაყოფლობით შესრულება ხელს უწყობს და

ინარჩუნებს იმ სოციალურ ურთიერთობებს, რაც მოდავე მხარეთა შორის

არსებობს. ხშირ შემთხვევაში კანონმდებელი მოსამართლეებს უფლებას აძლევს

დაავალოს მხარეებს მედიაციის პროცესში ჩართვა. აქედან გამომდინარე,

Page 12: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

13

შეიძლება ‘’დაირღვეს’’ მედიაციის უმთავრესი პრინციპი – ნებაყოფლობითობა.

მედიაცია მოლაპარაკების პროცესის მხარდაჭერა და ხელშეწყობაა. სხვაგვარად

რომ ითქვას, ეს არის სტრუქტურირებული მოლაპარაკების პროცესი, რომელიც

პროფესიონალი მედიატორის აქტიური მონაწილეობით მიმდინარეობს.

მედიაციის პროცესი, როგორც აღმოჩნდა, მესამე დამოუკიდებელი პირის გარეშე

წარმოუდგენელია. პრაქტიკაში ხშირად დგება საკითხი იმის შესახებ, თუ ვინ არის

ის პირი, რომელიც ეხმარება მხარეებს მოლაპარაკებაში.

მედიატორი არის დამოუკიდებელი პიროვნება, რომელსაც სპეციალური სწავლება

აქვს გავლილი სხვადასხვა სფეროებში და ეხმარება მხარეებს კონფლიქტის

აღმოფხვრაში. მოდავე მხარეთათვის სასურველი შედეგის მიღწევისათვის დიდი

მნიშვნელობა აქვს მედიატორის პროფესიულ უნარ-ჩვევებსა და გამოცდილებას.

ამასთან, მედიატორი შესაძლოა იყოს სასამართლოს თანამშრომელი, უბრალო

მოხალისე, რომელიც სასამართლოს ეხმარება, მოსამართლე ან სხვა ნებისმიერი

პირი, რომელსაც აქვს პირადი გამოცდილება და ცოდნა კონფლიქტის

მოგვარებაში.

მთავარი განმასხვავებელი მედიატორსა და არბიტრს შორის არის ის, რომ

მედიატორი არ იღებს გადაწყვეტილებებს.

მედიაციას ისევე, როგორც კონფლიქტების გადაწყვეტის სხვა ალტერნატიულ

საშუალებებს და მეთოდებს, დიდი მნიშვნელობა აქვს სამოქალაქო ბრუნვის

მონაწილეთა შორის არსებული უთანხმოების მოსაწესრიგებლად. მედიაცია ხელს

უწყობს მხარეთა შორის შეთანხმების მიღწევას, მათ მორიგებას იმ ორგანოების

ჩარევის გარეშე, რომლებსაც კანონით ან მხარეთა შორის დადებული

ხელშეკრულებით აქვთ დავების გადაწყვეტის უფლებამოსილება.

ხშირ შემთხვევაში სასამართლოს მიერ დავის გადაწყვეტას შედეგად არ მოსდევს

კონფლიქტის ეფექტურად და სწორად გადაწყვეტა, ვინაიდან სასამართლო

პროცედურა შემდგომში მოითხოვს სასამართლო გადაწყვეტილების იძულებით

აღსრულებას. ე.ი. ხდება სხვადასხვა სახელმწიფო ორგანოს ჩარევა ორ მხარეს

შორის არსებულ კონფლიქტში. მხარეთა მიმართ ნეიტრალური და

დამოუკიდებელი მედიატორის მონაწილეობით დავის მოგვარება კი ეფექტურია,

რადგან საშუალებას იძლევა კონფლიქტი გადაწყდეს კომპრომისის საფუძველზე,

იძულებისა და სასამართლოში საქმის საწარმოებლად საჭირო თანხისა და დროის

ზედმეტად ხარჯვის გარეშე. მედიაციის პროცესი განიხილება, როგორც უფრო

მეტად სწრაფი, იაფი და პროცედურულად მარტივი მექანიზმი პრობლემის

ეფექტურად გადაწყვეტისთვის.

Page 13: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

14

ხშირად მედიაციის ცნება კანონში პირდაპირ არის ხოლმე მოცემული.

მაგალითად, კალიფორნიის შტატის სამართალი მედიაციის ზოგად

განსაზღვრებას ასეთი ფორმით იძლევა: მედიაცია არის პროცესების

ერთობლიობა, რომელშიც ჩართულია ნეიტრალური პირი. ის მხარეებს შორის

აადვილებს კომუნიკაციას, ეხმარება მათ მიაღწიონ შეთანხმებულ

გადაწყვეტილებას.

როდესაც, მხარეები გადაწყვეტენ საკითხის მოგვარებას მოლაპარაკებებით,

რომელიც წარიმართება ნეიტრალური პირის მიერ, პროცესს უკვე შეიძლება

ვუწოდოთ მედიაცია.1

2. პრობლემის შინაარსი

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის საშუალებებმა უკვე ადგილი დაიმკვიდრა

მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ADR-ს დამკვიდრებისა და განვითარების

პერსპექტივები საქართველოშიც აქვს. სოციალურ ურთიერთობებს ქართულ

სინამდვილეში ოდითგანვე სხვადასხვა მტკიცე საფუძველი გააჩნდა (ოჯახი,

სამეზობლო ა.შ). ნებისმიერ კონფლიქტს, იქნება ეს პირადული თუ პროფესიული,

თან ახლავს ემოციები. სამართლებრივი პროცედურები აქცენტს ემოციაზე არ

აკეთებს, სიტუაციას პროცედურული კუთხით აფასებს. ზემოაღნიშნულის

საპირისპიროდ, მედიაცია ყურადღებას ამახვილებს ემოციების გამოხატვასა და

მათ აღქმა-გააზრებაზე. მხარეთა ემოციების გამოვლენა და გაგება შესაძლოა

მორიგების წინაპირობა და საფუძველი გახდეს, შესაბამისად, ბოდიშის მოხდა თუ

მიტევება, მარტივი ადამიანური ბუნების გამოხატულებები, მედიაციისთვის

ძალიან მნიშვნელოვანია. ასეთი ემოციური საკითხები განსაკუთრებით ჭარბობს

საოჯახო, სამეზობლო, სამემკვიდრეო დავებში და გონივრულია, რომ

სასამართლო მედიაციას კანონმდებელმა სწორედ ისინი დაუქვემდებარა. ჩვენს

სახელმწიფოში ზემოაღნიშნული ინსტიტუტები (ოჯახი, სამეზობლო) ხომ

საკმაოდ მყარად არის ფორმირებული.

რაც შეეხება საქართველოს წარსულს, სამართლის ისტორიის მიხედვით, დავის

გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებების გამოყენება ქართული

სინამდვილისთვის ნოვაციად შეიძლება არც ჩაითვალოს. ქვეყანაში არსებობდა

მედიაციის ინსტიტუტის მიახლოებითი მოდელი, რომელიც შინაარსითა და

დანიშნულებით ჰგავდა სასამართლოზე დაფუძნებულ მედიაციას. კერძოდ, მე-19

1 Cassandra, Franklin; Mediation’s Confidentiality Controversy, text is available:

http://www.dailyjournal.com/cle.cfm?show=CLEDisplayArticle&qVersionID=80&eid=872569&evid=1- bolos gamoxmobilia 20.10.2012

Page 14: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

15

საუკუნის ძეგლში - „საქართველოს ჩვეულებითი სჯული“ საუბარია ბჭე-

მედიატორების ინსტიტუტზე. ცნობილია, რომ ქართულ სამოსამართლო

პრაქტიკაში ბევრი დავა ქართული მენტალიტეტიდან გამომდინარე ემოციურ

ფონზე მიმდინარეობს.

ქართველების ეთნოთავისებურებები ხშირად განაპირობებს იმას, რომ მხარეები

არ ზოგავენ თავიანთ დროს, ენერგიას, რადგან მათთვის პროცესის დასასრულს

,,უპირატესობის განცდა“ უფრო მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე ორმხრივად

სასარგებლო, გონივრული შედეგი. ასეთი დავებისთვის, სადაც ნამდვილი სადავო

საკითხები არ თავსდება სამართლებრივ ჩარჩოებში, მედიაცია სწორი არჩევანია.

ამ ემოციურ ფონს სწორი მიმართულება უნდა მიეცეს და სათანადო სიტუაციაში

პრობლემის გადაჭრის ხერხადაც შეიძლება იქნეს გამოყენებული.

კიდევ ერთხელ ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ მედიაცია იურიდიული

კატეგორიებით არ შემოიფარგლება. საქართველოს ისტორიაში სხვადასხვა

ფორმებით იყო დამკვიდრებული მორიგების ინსტიტუტი, აქედან გამომდინარე,

მედიაციის, როგორც დავის ალტერნატიული გადაწყვეტის სამართლის,

ჩამოყალიბება კანონზომიერი უნდა იყოს მიმდინარე სამართლებრივ

ცვლილებებთან მიმართებით. 2011 წლის ოქტომბერში თბილისის სახელმწიფო

უნივერსიტეტში დაფუძნებული დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული

ცენტრის (NCADR) მნიშვნელოვანი როლი ამ ეტაპზე საზოგადოების

ინფორმირების უზრუნველყოფით, ცნობიერების ამაღლებით და ზოგადად,

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის პოლიტიკისა და პრაქტიკის ხელშეწყობით

გამოიხატება.

ის, რაც დაინერგა მსოფლიოს რიგ ქვეყნებში, შეიძლება ისეთივე წარმატებით

განხორციელდეს საქართველოში. ფინანსური ხარჯის, დროისა და

ურთიერთობების დაზოგვას ყველა მიესალმება. დავის გადაწყვეტის

ნაციონალური ცენტრი გააგრძელებს მედიაციის პოპულარიზაციას ქვეყნის

მასშტაბით. შესაბამისად, როდესაც ადამიანები კარგად გაიაზრებენ პროცესს და

მის უპირატესობებს, დავის გადაწყვეტის საჭიროებისას თვითონვე მოითხოვენ

მედიაციას.

თანამედროვე სამართლის განვითარების პირობებში ცალკეული ქვეყნების

კანონმდებლობა ცდილობს შექმნას ისეთი საკანონმდებლო მექანიზმები,

რომლებიც მხარეებს შესაძლებლობას მისცემს თავიანთი დავა სასამართლოს,

როგორც მართლმსაჯულების განმახორციელებელი ერთადერთი ორგანოს

გვერდის ავლით გადაწყვიტონ ისე, რომ არ გასცდნენ სამართლით დადგენილ

Page 15: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

16

სივრცეს და საფრთხე არ შეუქმნან ადამიანთა შორის არსებულ სოციალურ

ურთიერთობებს.

თანამედროვე მსოფლიოში კონფლიქტის ეფექტური მენეჯმენტი ნებისმიერი

საქმიანობის სწორად წარმართვის აუცილებელი ატრიბუტი გახდა. დავა

სასამართლოში, განსაკუთრებით თუ ეს დავა საერთაშორისო ხასიათს ატარებს,

დიდი რაოდენობით სხვადასხვა სახის რესურსს მოითხოვს. დროის, ისევე

როგორც ფინანსური რესურსის, სწორად განკარგვა წარმატებული ბიზნესის ერთ–

ერთი მთავარი პირობაა. ბიზნეს დავების სასამართლო გზით განხილვას, მით

უფრო, თუ დავის საგნის ღირებულება მაღალია, ბუნებრივია, საკმაოდ დიდ

მატერიალურ დანახარჯებამდე მივყავართ. მნიშვნელოვანია დროის ფაქტორიც,

სასამართლო პროცესები შესაძლოა წლობით გაიწელოს, სასურველი შედეგი კი

მაინც არ დადგეს. წინამდებარე კვლევაში განხილული იქნება დავის

ალტერნატიული გადაწყვეტის საშუალების - მედიაციის ინტიტუტის დადებითი

მხარეები ფინანსური, დროის და სხვა რესურსების დაზოგვის თვალსაზრისით.

არბიტრაჟი და მედიაცია, როგორც დავის ალტერნატიული გადაწყვეტის

საშუალებები, უთანხმოების სასამართლოს გარეშე მოგვარების ეფექტურ ხერხად

იქცა. რაც უფრო ნაკლები დანახარჯით მიიღწევა ესა თუ ის შედეგი, მით უფრო

მომგებიან მდგომარეობაშია ორივე მხარე.

ADR (დავის ალტერნატიული გადაწყვეტის საშუალებები) გულისხმობს

პროცედურებს, რომელთა საშუალებითაც დავა უნდა გადაწყდეს და დაიზოგოს

რესურსებიც. დავების ხასიათში, მხარეების, არჩეული პროცედურის და მესამე

პირის ჩართულობის ხარისხში დიდი სხვაობის მიუხედავად ADR იძლევა

შესაძლებლობას მოხდეს დავაზე დახარჯული დროის შემცირება, იმ პირდაპირი

და არაპირდაპირი ხარჯების დაზოგვა, რომლებიც წარმოიშობა დავის განხილვის

პროცესში. ამ კატეგორიების ხარჯებს სასამართლო ხარჯებთან ერთად

მიეკუთვნება დროის მენეჯმენტში ხარვეზები და გაფუჭებული სამომავლო

ბიზნეს ურთიერთობები. 2 არაპირდაპირი ხარჯები სხვა რესურსებთან ერთად

გულისხმობს ენერგიისა და რეპუტაციის აღდგენის ხარჯებს.

წარმატების საწინდარი შეუფერხებელი განვითარებაა. მედიაცია დავების

გადაწყვეტის სფეროში გულისხმობს დავის წარმართვის, მისი რეგულირების კარგ

მენეჯმენტს, დავების პრევენცია და რისკების მენეჯმენტი კი ერთ–ერთი

უმნიშვნელოვანესი ფაქტორია, რომელზეც ნებისმიერი წარმატებაა

2Buhring-uhle Christian., Kirchof Lars., Scherer Matthias., Arbitration and Mediation in International

Business, second edition, 2006,175.

Page 16: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

17

დამოკიდებული.3 მედიაცია საუკეთესო არჩევანია მხარეებისთვის, რომელთაც

სურთ შეინარჩუნონ საქმიანი ურთიერთობები. მედიაციის სერვისებს, რომელთა

მეშვეობითაც ხდება სხვადასხვა სახის დავების მოგვარება, მთელი მსოფლიოს

მასშტაბით ვხვდებით.

B. კვლევის მიზნები

შეიძლება თავისუფლად ითქვას, რომ წინამდებარე კვლევა თბილისის

სახელმწიფო უნივერსიტეტში დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული

ცენტრის (The National Center For Alternative Dispute Resolution- The NCADR)

შექმნასთან (2011 წლის ოქტომბერი) ერთად დაიგეგმა და მისი რეალურად

განხორციელება გათვალისწინებულ იქნა 2012 სამოქმედო გეგმაში.

2012 წლის განმავლობაში საქართველოში მედიაციის თვალსაზრისით ბევრი

საინტერესო ფაქტი დაფიქსირდა. შესაბამისად გაჩნდა მასალა, რომელიც კვლევას

გაცილებით უფრო მრავალმხრივს გახდიდა. როგორც კვლევამ აჩვენა, ბოლო

ერთი წლის განმავლობაში სათქმელი საკმაოდ ბევრი დაგროვდა. თუმცა, ამ

კვლევის მოცულობა სულაც არ არის საქართველოში მედიაციის განვითარების

პირდაპირპროპორციული.

ჯერ-ჯერობით ქართველი კანონმდებელი მხოლოდ ეპიზოდური რეგულირებით

შემოიფარგლება. თუ გავითვალისწინებთ, რომ ახალი ნორმების უმრავლესობა

პრაქტიკაში ჯერ არ განხორციელებულა, ნათელი გახდება, რომ მედიაციის

რეგულირებასთან დაკავშირებული დისკუსია საქართველოში მხოლოდ ახლა

იწყება.

შესაბამისად, წინამდებარე კვლევას ოთხი ძირითადი მიზანი აქვს: 1) დავის

ალტერნატიული გადაწყვეტის საშუალებებთან (განსაკუთრებით მედიაციასთან)

დაკავშირებით ქართული საზოგადოების ინფორმირებულობის ხარისხის ზრდა.

2) მედიაციის გამოყენებასთან დაკავშირებით ვიწრო წრეებში დაწყებული

დისკუსიის უფრო აქტიურ ფაზაში გადაყვანა. 3) მედიაციის რეგულირების

შესაძლო გზებისა და პრიორიტეტბის განსაზღვრა მათზე შემოდგომი მუშაობის

გაგრძელების მიზნით და 4) საქართველოში დღეისათვის არსებული

3 Wallgren, Carita; ADR and business, in: Goldsmith, J.C./Ingen-housz, Arnold,/Pointon, Gerald, H.(Editors) ADR in Business, Practice and Issues across Countries and Cultures, ‘’Kluwer Law

International’’, New-York, 2006, p.12

Page 17: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

18

რეგულირებებისა და მწირი პრაქტიკის შეჯამება და მისი გაცნობა ფართო

საზოგადოებისათვის.

თითოეული მიზანი სხვებისაგან მოწყვეტით არ არსებობს და მათი მიღწევა

მხოლოდ კომპლექსურად თუ მოგვცემს სასურველ შედეგს. თუ საზოგადოების

ინფორმირებულობა არ გაიზრდება, შესაბამისად, ვიწრო დარჩება იმ პირთა წრეც,

ვისაც მედიაციასთან დაკავშირებით ღირებული და კომპეტენტური აზრის

გამოთქმა, ან უკვე გამოთქმულის კრიტიკული გაანალიზება შეეძლება. მხოლოდ

ინფორმირებულებას შეუძლია მეორე მიზნის - დისკუსიის უფრო აქტიურ ფაზაში

გადაყვანის უზრუნველყოფა. თავის მხრივ აქტიური დისკუსია აადვილებს

პრობლემური საკითხების იდენტიფიცირებას და მათ ანალიზს. აქედან

კონკრეტული რეგულირებების ფორმულირებამდე ერთი ნაბიჯი რჩება.

და ბოლოს, ალბათ საზოგადოებას ამბიციურად არ მოეჩვენება რომ დავის

ალტერნატიული გადაწყვეტის ეროვნული ცენტრის მიზანია ხელი შეუწყოს და

უფრო მეტიც, თავად შექმნას პრეცედენტი, როდესაც ამა თუ იმ საკანონმდებლო

ნოვაციის მიიღება ხდება არა დაჩქარებული, ფორსირებული წესით, არამედ

საყოველთაო, სახალხო განსჯისა და დაინტერესებულ საზოგადოებრივ ჯგუფებს

შორის ინტენსიური დისკუსიის შედეგად.

C. კვლევის მეთოდი

კვლევის გამოყენებული მეთოდი, უპირველეს ყოვლისა იმ მიზნებით არის

განპირობებული, რომელიც თავიდანვე იქნა დასახული. მიზანი არ ყოფილა

მედიაციასთან დაკავშირებით მონოგრაფიის შექმნა. მონოგრაფია ერთი

კონკრეტული საკითხის დეტალურ აკადემიურ ანალიზს გულისხმობს, რაც

აბსოლუტურად განსხვავდება წარმოდგენილი კვლევის დანიშნულებისაგან.

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალური ცენტრი შეეცადა კვლევა

ყოფილიყო ერთი მხრივ ინფორმაციული, (რაც მკითხველს მისცემს საშუალებას

მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე თავისი დამოუკიდებელი აზრი

ჩამოიყალობოს) ხოლო მეორე მხრივ რეკომენდაციული (რათა შესაძლებელი

გახდეს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით სამუშაო ჯგუფის პოზიციის გაგება

და მისი კრიტიკული შეფასება). ამიტომ შეგნებულად არ მომხდარა

კვლევისათვის კონკრეტული სახელმწიფოს, ან სახელმწიფოთა ჯგუფის შერჩევა.

ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით მოძიებულ იქნა ის ნორმები, რომლებიც

რეგულირების საუკეთესო ილუსტრაციას წარმოადგენენ და იძლევიან ქართულ

რეალობასთან და მოწესრიგებასთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შედარების

Page 18: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

19

შესაძლებლობას. მაგალითად, საკანონმდებლო ტენდენციებზე საუბრისას

ყურადღება გამახვილდა აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებზე, რადგან იქ არსებული

მდგომარეობა გაცილებით ახლოა ქართულ სინამდვილესთან, ვიდრე ეს

შეიძლებოდა ყოფილიყო, მაგალითად, ჰოლანდიის ან დანიის შემთხვევაში.

ამავე დროს, კვლევას გვერდი არ აუვლია იმ სახელმწიფოებში (ძირითადად აშშ

და დიდი ბრიტანეთი, ასევე ნაწილობრივ კანადა) არსებული ტენდენციების

წარმოჩენისათვის, რომლებიც მედიაციის განვითარებაზე ყველაზე მეტად

ახდენენ გავლენას. მაგალითად, კონფიდენციალურობის საკითხის ანალიზი ვერ

იქნებოდა სრულყოფილი კალიფორნიის შტატის კანონმდებლობისა და

პრაქტიკის ანალიზის გარეშე.

და ბოლოს, კვლევა არ მთავრდება ერთიანი შემაჯამებელი დასკვნით და

მაქსიმალურად თავისუფალია კატეგორიული მსჯელობებისაგან. ამ მიდგომის

გამოყენება ერთი მხრივ დაკავშირებულია თვით მედიაციის სპეციფიკასთან

(მედიაციის პროცესი მხარეთა ნების ავტონომიის ყველაზე მაღალი ხარისხით

გამოვლენის შესაძლებლობას იძლევა) ხოლო მეორე მხრივ სამუშაო ჯგუფის

პოზიციასთან: კვლევას არ აქვს პრეტენზია, რომ აქ შემოთავაზებული

რეკომენდაციები აბოსოლუტური ჭეშმარიტებაა. პირიქით, გამორიცხული არ

არის, რომ ინტენსიური დისკუსიების შედეგად (რაც მომავალში აუცილებლად

გველოდება) კვლევაში დაფიქსირებული პოზიციები დიამეტრაულადაც კი

შეიცვალოს, ან მცირე მოდიფიცირება განიცადოს.

სწორად ამით არის განპირობებული ის ფაქტორიც, რომ ზოგიერთი ნაწილი

მთავრდება შეჯამებით, ზოგიერთ შემთხვევში კი თვით მკითხველს მოუწევს

დასკვნების გამოტანა. შეიძლება ითქვას, რომ ასეთი "უსისტემობა’’ ყველაზე

მეტად შეესაბამება მედიაციის ბუნებას და მის პრაქტიკულ დანიშულებას.

D. სტრუქტურა

კვლევის სათაურიდან გამომდინარე, ძირითად საკითხს წარმოადგენს მედიაციის

რეგულირებებთან დაკავშირებით საქართველოში არსებული მდგომარეობისა და

სამომავლო პერსპექტივების შეფასება. შესაბამისად სტრუქტურაც სწორედ ამ

უზოგადესი თემიდან გამომდინარე იქნა განსაზღვრული.

კვლევა შედგება ოთხი ძირითადი ნაწილისაგან, რომლებიც ერთმანეთისაგან

რომაული ციფრებითაა გამოყოფილი.

Page 19: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

20

პირველი ნაწილი იძლევა კვლევის არსის, მიზნების, გამოყენებული მეთოდებისა

და სტრუქტურის შესახებ მოკლე ინფორმაციას.

მეორე ნაწილში შეძლებისდაგვარად დეტალურად არის დახასიათებული

მედიაციის სამართლებრივი რეგულირების მექანიზმი საქართვლოში. ეს ნაწილი

მოიცავს ყველა იმ საკანონმდებლო სიახლის აღწერასა და ანალიზს, რომლებიც

ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად იქნა

მიღებული.

მესამე ნაწილი შეეხება მედიაციის თვითრეგულირების მექანიზმებს. ვინაიდან

ასეთი რამ საქართვლოში ჯერჯერობით არ არსებობს, კვლევის ამ ნაწილში

დახასიათებულია თანამედროვე მსოფლიოში თვითრეგულირებასთან

დაკავშირებით არსებული ტენდენციები. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზღვარი

რეგულირებასა და თვითრეგულირებას შორის მედიაციაში საკმაოდ მკრთალია

და დამოკიდებულია ამა თუ იმ სახელმწიფოს სამართლებრივ პოლიტიკაზე და

კანონმდებლის ნებაზე. სავსებით შესაძლებელია, რომ ერთი და იგივე საკითხი

(მაგალთად მედიატორის ასაკი) ზოგიერთი მართლწესრიგის მიერ კანონით

რეგულირდებოდეს, ხოლო სხვა შემთხვევაში დამოკიდებული იყოს მედიაციის

სფეროში მოღვაწე ორგანიზაციების მიერ დადგენილ ცენზზე.

ბოლო, მეოთხე ნაწილი ეხება მედიაციის ხარჯებს, რაც თავისუფლად შეიძლება

ჩაითვალოს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად. ფაქტობრივად დავის

ალტერნატიული გადაწყვეტის საშუალებების ‘’თავიდან აღმოჩენას’’ სწორედ

ხარჯების შემცირების სურვილმა შეუწყო ხელი. ამ ნაწილში მოცემულია

მედიაციის ხარჯებთან დაკავშირებით ზოგერთი სახელმწიფოსა და მედიაციის

სერვისის შემთავაზებელი ორგანიზაციის მიერ შემოშავებული სქემები.

კვლევას ახლავს სამი დანართი, რომელთა მიზანია მედიაციის პროცესთან, ამ

პროცესში ადვოკატის როლთან და მედიატორის ეთიკის კოდექსთან

დაკავშირებით მკითხველისათვის დამატებითი ინფორმაციის მიწოდება.

მართალია, მედიაციის პროცესის უშუალო აღწერა კვლევის მიზანს არ

წარმოადგენდა, თუმცა ასეთი პროცესის ‘’ცოცხლად’’ არარსებობის გამო

მკითხველისათვის შეიძლება ბუნდოვანი დარჩენილიყო უშუალოდ პროცესისა

და მასში მონაწილე პირების მიზნები და დანიშნულება.

II. სამართლებრივი რეგულირების მექანიზმი

Page 20: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

21

A. დავის ალტერნატიული გადაწყვეტის საშუალებების

რეგულირების მიზნაშეწონილობა

1. რეგულირების პრობლემა

ერთ-ერთი პირველი განსახილველი საკითხია საერთოდ საჭიროა თუ არა რაიმე

რეგულირება მედიაციის სფეროში. პრობლემურია მედიატორებისათვის

საკვალიფიკაციო მოთხოვნების საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრის საკითხი.

მედიატორების ხარისხის კონტროლის გარანტირებულობა ერთი შეხედვით

შეიძლება ჩანდეს ზედაპირული, ძალიან მარტივი მცდელობა და ზედმეტიც კი.

ხარისხის კონტროლის საკითხი არის ფართო განხილვის და დებატების საგანი,

როგორც მედიატორებს, ასევე პროგრამის ადმინისტრატორებსა და მედიაციაში

მოღვაწე მასწავლებლებსა და ტრენერებს შორის. აღნიშნულმა საკითხებმა მეტი

მნიშვნელობა შეიძინა მას შემდეგ, რაც მედიაციამ დაიწყო განვითარება, როგორც

სრულიად დამოუკიდებელმა და განსხვავებულმა პროფესიამ.

რამდენიმე ფაქტორი ერთობლივად მოქმედებს მედიაციის ,,პროფესიის’’

განსაზღვრებისათვის. მათ შორის, განათლებიდან და ლექციებიდან

(ტრენინგებიდან) მიღებული სპეციალური ცოდნა და უნარები; დამოუკიდებელი

წევრობაზე დაფუძნებული ორგანიზაციები; მომსახურების საფასურის

გადახდევინება და სრული განაკვეთით დასაქმების შესაძლებლობა. როგორც ჩანს,

დამოუკიდებელი პროფესიის ჩამოყალიბების პროცესი წინ მიიწევს. მიუხედავად

იმისა, რომ მედიაციის პრაქტიკა ხელს უწყობს განცალკევებული პროფესიის

ფორმირებას და შესაბამისად რეგულირებას, მედიაციის პოლიტიკის რამდენიმე

საკითხი ჯერ ისევ ღიად რჩება. პრაქტიკოსები, აკადემიური წრის

წარმომადგენლები და ,,მომხმარებლები’’ ხშირად ვერ თანხმდებიან, თუ

რამდენად საჭიროა მედიატორების საქმიანობის რაიმე სახით რეგულირება, ისევე

როგორც ვერ თანხმდებიან რეგულირების წესების ცალკეულ მიდგომებზე.“4

4Kimberlee, K. Kovach; Mediation, “Thomson West”, 2003, P. 250-251.

Page 21: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

22

a) რეგულირების უპირეტესობა და სარგებლიანობა

მედიაციის რეგულირების მომხრეები რამდენიმე მნიშვნელოვან არგუმენტს

ეყრდნობიან. პირველი და უმთავრესი მათ შორის არის სურვილი, რომ მედიაცია

ჩამოყალიბდეს როგორც პროფესია. ამისათვის კი საჭიროა გარკვეული

მარეგულირებელი პროცედურების არსებობა. კიდევ ერთი გამართლება ისაა რომ,

რეგულირების სისტემის ძალაში შესვლით, ლიცენზირების, ან სერტიფიცირების

პროცესის საშუალებით, საზოგადოება დარწმუნებული იქნება, რომ ყველა

მედიატორს აქვს მეტნაკლებად ხარისხიანი და თანაბარი განათლება და უნარები

მედიაციაში. ამავე დროს, მკაცრმა მარეგულირებელმა პროცედურებმა შეიძლება

შეამციროს იმ პირების რიცხვი, რომლებსაც შეეძლებათ, გახდნენ მედიატორები.

ეს შესაძლებელია შეფასდეს, როგორც სასარგებლო ფაქტორიც, რომელიც

გაზრდის მედიატორების კომპეტენტურობასა და მოთხოვნას აღნიშნულ

მომსახურებაზე.

სერტიფიცირების ან ლიცენზირების პროცესი უზრუნველყოფს, რომ ყველა

მედიატორი ფლობდეს მედიაციისათვის საჭირო ძირითად უნარებს. მედიაციის

დამოუკიდებელ და განსხვავებულ პროფესიად ჩამოყალიბებას შეუძლია ასევე

უზრუნველყოს, რომ სხვა ისეთი აღიარებული პროფესიული სფეროები,

როგორიცაა სამართალი და ფსიქოლოგია ვერ შთანთქავს მედიაციას. მას შემდეგ

რაც სხვა პროფესიების მსაგვსად დაწესდება სტანდარტული კრიტერიუმები,

პირები შეძლებენ აირჩიონ მედიატორის პროფესია.

b) რეგულირების უარყოფითი მხარეები

მიუხედავად რეგულირების სარგებლიანობისა, ბევრი მედიატორი მხარს არ

უჭერს მედიაციის რეგულირების მცდელობას. ზოგიერთს მიაჩნია, რომ

რეგულირების შემოღების მცდელობა მედიატორობის მსურველთა შეზღუდვის

მეთოდია. სტანდარტების გაზრდითა და მედიატორობის მსურველთათვის

სირთულეების დაწესებით შემცირდება იმ პირების რაოდენობა, რომელთა

კვალიფიკაციაც დაწესებული სტანდარტების შესაბამისი იქნება. რეგულირების

სხვა უარყოფით მხარეს ხარჯები წარმოადგენს. სხვა პროფესიის

წარმომადგენლები იხდიან ლიცენზირების გადასახადს და მედიატორებს,

რომელთა ძირითად პროფესიასაც არ წარმოადგენს მედიაცია, შეიძლება

წარმოექმნათ სირთულეები ასეთ გადასახადებთან მიმართებით.

სხვა მნიშვნელოვანი სირთულე დაკავშირებულია იმ მეთოდების

განსაზღვრასთან, რომელთა საშუალებითაც უნდა შეიქმნას რეგულირება.

მედიაცია მეტად სუბიექტური პრაქტიკაა, მიკუთვნებული უფრო ხელოვნებას,

Page 22: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

23

ვიდრე მეცნიერებას. რეგულაციების დეტალურად განსაზღვრა მეტად რთული

იქნება.

c) რეგულირების მეთოდები

ხარისხის კონტროლის თემა არის ფართო და პრობლემატური მედიაციის

სხვადასხვა ფორმებიდან, ფუნქციებიდან და დეფინიციებიდან გამომდინარე.

პრაქტიკოსი მედიატორების ქმედებები შეიძლება დარეგულირდეს რამდენიმე

საშუალებით. ქმედებათა რეგულირებისა და სტანდარტიზაციისათვის

კანონებთან და კანონქვემდებარე აქტებთან ერთად შესაძლოა გამოყენებულ იქნეს

ე.წ. თვითრეგულირების მექანიზმები (ეთიკის დირექტივები, სტანდარტები,

წესები და ა.შ.). მედიაციის რეგულირების მეთოდებში სახელმწიფოებს შორის

მხოლოდ მცირე მსგავსება შეინიშნება. ამიტომ აუცილებელია, რომ პირმა,

რომელიც გეგმავს მედიატორობას, გადაამოწმოს ადგილობრივი კანონმდებლობა,

რათა გაითვალისწინოს მოქმედი სპეციფიკური მოთხოვნები.5

d) რეგულირების საგანი

რეგულირების საგანი ფართოა და მოიცავს მედიაციის ზოგადი პრინციპების,

მედიაციის პროცესისა და მედიატორობის კანდიდატთა საკვალიფიკაციო

მოთხოვნების დაწესების საკითხს.

მედიაციის ტრენერები, მასწავლებლები და ადმინისტრატორები ჯერ კიდევ არ

შეთანხმებულან თუ რა თვისებებია აუცილებელი იმისათვის, რომ პირს მიეცეს

უფლება გაიაროს მედიაციის ტრენინგი. ზოგიერთი მათგანი ამტკიცებს, რომ

არსებობს მრავალი ფაქტორი, რაც განსაზღვრავს პიროვნების შესაბამისობას

მედიაციის ტრენინგისათვის. ნაწილი თვლის, რომ უფრო მნიშვნელოვანია

პიროვნების ისეთი თანდაყოლილი უნარები, როგორიც არის კონფლიქტის

მართვის უნარი, ვიდრე ტრეინინგები, განათლება ან გამოცდილება.

პროფესიათა უმეტესობაში კანონმდებლობით წინასწარ არის განსაზღვრული

საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომლის დაკმაყოფილების შემდეგ ადამიანს

შეუძლია გახდეს სტუდენტი და გააგრძელოს სწავლა უმაღლეს სასწავლებელში.

მედიაციის პროფესიად ჩამოყალიბების შემთხვევაში, საჭირო იქნება სწავლების

წინარე კვალიფიკაციის დაწესება. თუ მივიჩნევთ, რომ აუცილებელია

მედიატორობის მსურველ პირს გააჩნდეს რაიმე სახის კვალიფიკაცია, მოგვიწევს

5Kimberlee, K. Kovach; Mediation, “Thomson West”, 2003, P. 251-254.

Page 23: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

24

ამის საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრა. ყველაზე ადვილი შემთხვევა იქნება

თუ აპლიკანტს მოვთხოვთ მხოლოდ უმაღლესი განათლების დამადასტურებელ

დოკუმენტს.6

2. რეგულირების საჭიროების დასაბუთება

კონფიდენციალურობის პრინციპის მაგალითზე

a) კონფიდენციალურობის არსი და დანიშნულება

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის მეთოდის გამოყენების ერთ-ერთი ყველაზე

პოპულარული დადებითი მხარე მისი კონფიდენციალურობაა. ეს სხვა

პროცედურებთან შედარებით, უფრო მკაფიოდ მედიაციის არჩევისას ჩანს.

მედიაცია ყოველთვის მიიჩნევა კონფიდენციალურად სასამართლოსგან

განსხვავებით, რადგან სასამართლო პროცესი, ჩვეულებრივ, საჯაროდ იმართება.

მედიაციაში კონფიდენციალურობის პრეზუმფცია ყოველთვის არსებობს, იმ

დროსაც კი, როცა რეალურად კონფიდენციალობა არ გვაქვს სახეზე.7

ნდობა მედიატორისადმი მჭიდრო კავშირშია კონფიდენციალურობასთან. ნდობის

არსებობა მხარეებსა და მედიატორს შორის მედიაციის პროცესის ბირთვია.

ამისათვის მედიატორი ხვდება განცალკევებით მხარეებს. კონფიდენციალურ

შეხვედრებზე მხარესა და მედიატორს შორის მხარეები ნაკლებად შებოჭილები

არიან და უფრო მეტ ინფორმაციას გასცემენ.

კონფიდენციალურობის გარანტიის შემთხვევაში მხარეებსა და ადვოკატებს უფრო

მეტი სურვილი აქვთ განიხილონ ყველა საკითხი და წამოაყენონ ალტერნატივები.

“კონფიდენციალურობა - ფაქტის გამჟღავნებაზე უარის თქმის პრივილეგიაა და

შექმნილია იმ ურთიერთობების „სიწმინდის შენარჩუნებისათვის,“ რომლებიც

ნდობაზეა დამყარებული და დაცვა სჭირდება.“8

6Kimberlee, K. Kovach; Mediation, “Thomson West”, 2003, P. 256-257. 7 Lawrence Freedman & Michael Prigoff ; Confidentiality in Mediation: The Need for Protection, 2 Ohio

St. J. on Disp. Resol. 37, 42 (1986) მითითებულია Kimberlee, K. Kovach; Mediation Principles and

Practice, third edition, "THOMSON WEST", 2004, p.262 8Kimberlee, K. Kovach; Mediation Principles and Practice, third edition, "THOMSON WEST", 2004,

p.263–264

Page 24: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

25

მედიაციის არჩევისას ხშირად მხარეები სწორედ კონფიდენციალურობაზე

აკეთებენ გათვლას და მონაწილეობენ ამ პროცესში იმის გამო, რომ პროცესში

გამჟღავნებული ფაქტები არ გახმაურდება. აქ მხოლოდ გამარჯვების მოპოვებაზე

არ არის აქცენტი გაკეთებული - მხარემ შესაძლოა სასამართლო პროცესიც მოიგოს,

თუმცა იმის გახმაურება, რომ ამა თუ იმ პიროვნებასა თუ კომპანიას

სასამართლოსთან ჰქონდა საქმე, მონაწილეობდა დავაში, გარკვეულწილად

„სახელს უტეხს“ მას. გარკვეული ინფორმაციის გახმაურება შეიძლება

განსაკუთრებით საზიანო აღმოჩნდეს ცნობილი ან სწრაფად მზარდი

კომპანიისათვის. ამიტომ, დავის წარმოშობისას მხარეს ურჩევნია საქმე გადაწყდეს

ყოველგვარი დროის გაწელვისა და გახმაურების გარეშე. სასამართლო პროცესის

დროს, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა ნებისმიერს შეუძლია დაესწროს

პროცესს და გაეცნოს დავის არსს, მედიაცია კი სთავაზობს მხარეებს სწორედ იმას,

რაც მათ სურთ - ინფორმაციის გაუხმაურებლობას. კონფიდენციალურობა

შესაძლოა მედიაციის რეკლამირებისთვის იყოს გამოყენებული.

მედიაციის პროცესის დროს ნდობა მხარესა და მედიატორს შორის აუცილებელია.

სწორედ ეს განაპირობებს მედიაციის ეფექტურობას - თუკი მხარისათვის

მედიატორი არ არის უცხო, ზემდგომი მესამე პირი, რომელიც მას საქმეს

გადაუწყვეტავს (ასეთი დამოკიდებულებაა ხშირად მოსამართლის ან არბიტრის

მიმართ), არამედ არის პირი, რომელსაც იგი ენდობა, რომელიც ცდილობს

დაეხმაროს მას დავის მოგვარებაში, მედიაციის პროცესი წარმატებული იქნება.

ნდობა მჭიდროდაა დაკავშირებული კონფიდენციალურობასთან. მხარისათვის

ცნობილია, რომ ფაქტები, რომელსაც მედიატორს გაუმხელს, საიდუმლოდ

დარჩება. ნდობის მაღალი ხარისხის მოპოვება ხშირად მხარისა და მედიატორის

განცალკევებულ შეხვედრებზე ხდება, რომელიც ყველაზე მეტად

კონფიდენციალურია, რადგან მხარის მოთხოვნით ნაწილი ინფორმაცია შესაძლოა

მეორე მხარისათვისაც კი არ გახდეს ცნობილი. ამიტომ ნდობა პირდაპირაა

კონფიდენციალურობასთან დაკავშრებული.

მედიაციის პროცესის მონაწილეებისთვის უფრო მეტად მისაღებია

მნიშვნელოვანი საკითხებისა და პირადული ინტერესების გამჟღავნება, თუ ისინი

ენდობიან მედიატორს. აღნიშნული გამომდინარეობს დავის ბუნებიდან.

მედიაციის პროცესის მხარეები შეიძლება არ ენდობოდნენ ერთმანეთს და არც

სურდეთ გარკვეული ინფორმაციის გამჟღავნება. ერთადერთი გზა, რომელიც

მხარეებს მედიაციის მიმართ ნდობასა და კომფორტულ გარემოს შეუქმნის არის

მათი დარწმუნება მედიაციის პროცესის კონფიდენციალურობაში. მედიაციის

პროცესში მედიატორი წარმართავს მოლაპარაკებას, როგორც დამოუკიდებელი,

Page 25: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

26

ნეიტრალური მესამე პირი. კონფიდენციალურობა ჩვეულებრივ იცავს მედიაციის

პროცესის მხარეებს, თუმცა ამავე დროს კონფიდენციალურობის პრინციპი იცავს

მედიატორსაც. მედიატორები მუშაობენ არა იმიტომ, რომ ხელი შეუშალონ

მხარეებს შეთანხმებაში, არამედ იმისთვის, რომ დაეხმარონ მათ შეთანხმების

მიღწევაში. მედიატორთა უმრავლესობას არ სურს სასამართლოში არკვიონ მისი

ნაიტრალურობის საკითხი და სწორედ ამიტომ, ისინი მხარს უჭერენ

(გარკვეულწილად იძულებულნიც არიან) კონფიდენციალურობასა და

ნეიტრალურობის პრინციპს.9

მედიაციაში კონფიდენციალურობის პრეზუმფცია ყოველთვის არსებობს.

მხარეები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ იმის შესახებ, თუ რა ინფორმაცია

იქნება კონფიდენცილურობის პრინციპით დაცული მედიაციის პროცესის

მიმდინარეობისას.

b) კონფიდენციალურობის რეგულირების მაგალითები

კონფიდენციალურობის პრინციპის სამართლებრივი დაცვის გარანტიების

მაგალითების მოხმობა პრობლემას არ წარმოადგენს.

პრაქტიკოსთა უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ კონფიდენციალურობა ერთ-

ერთი აუცილებელი და მნიშვნელოვანი პრინციპია მედიაციის პროცესში.

როგორც, Uniform Mediation Act (UMA) განსაზღვრავს, ინფორმაციის

თავისუფლად გაცვლა და მონაცემთა ღიაობა იმ შემთხვევაში მიიღწევა მხარეთა

შორის თუ მხარეებმა იციან, რომ მათ მიერ გამხელილი ინფორმაცია

გამოყენებული არ იქნება შემდგომში მარტოოდენ ზიანის მიყენების მიზნით

სასამართლო ან სხვა სახის წარმოებაში.10

ევროკავშირის დირექტივის თანახმად, მხარეებს და მათ შორის მედიატორსაც

მოეთხოვება კონფიდენციალურობის დაცვა და ეკრძალება მედიაციის პროცესში

მიღებული ინფორმაციის სასამართლოში მტკიცებულებად გამოყენება. თუმცა,

კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვა გაუმართლებელია იმ შემთხვევაში,

როცა საფრთხე ექმნება საჯარო წესრიგს, ბავშვის უპირატეს ინტერესებს, ან თუ

კონფიდენციალური ინფორმაციის გაუმჟღავნებლობა საფრთხის ქვეშ აყენებს

ადამიანის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ხელშეუხებლობას. ასევე,

კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნება იმ შემთხვევაშიცაა

9 Kovach, Kimberlee, K.;Mediation in a nutshell, second edition, “WEST”, 2003, p. 193-195. 10 Cassandra, Franklin; Mediation’s Confidentiality Controversy, text is available:

http://www.dailyjournal.com/cle.cfm?show=CLEDisplayArticle&qVersionID=80&eid=872569&evid=1 -

bolos gamoxmobilia 25.10.2012

Page 26: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

27

გამართლებული თუ, ეს აუცილებელია მედიაციის პროცესის შედეგად მიღწეული

შეთანხმების აღსრულებისთვის.11

თითქმის ანალოგიურ საკანონმდებლო დათქმას შეიცავს UNCITRAL

CONCILIATION RULES მე-9 და მე-14 მუხლები, რომელთა თანახმადაც,

“კონფიდენციალურობის პრინციპის დაუცველობა გამართლებულია იმ

შემთხვევაში, თუ ის აუცილებელია მედიაციის პროცესის შედეგად მიღებული

გადაწყვეტილების აღსრულებისთვის.“12

UNCITRAL Conciliation Rules-ის თანახმად, კონფიდენციალურობის პრინციპის

დარღვევა ასევე გამართლებულია, თუ კი ეს აუცილებელია ადამიანის

ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და სიცოცხლის გადასარჩენად.

კონფიდენციალურობის პრინციპის დარღვევა იმ შემთხვევაშიცაა

გამართლებული, თუ მედიაციის პროცესში გამოვლინდა ისეთი ფაქტები, რაც

სისხლისსამართლებრივი დანაშაულის შესახებ ინფორმაციას ასახავს 13 ამასთან,

თუ მხარე, ან მედიატორი, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა

დაარღვევს კონფიდენციალურობის პრინციპს, მას სამოქალაქო ან/და

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს. აშშ-ში მხარეს არ

აქვს უფლება თვითონ მოითხოვოს სასამართლოში მედიაციის

კონფიდენციალურობის დაცვა, თუ მანამდე ეს ვალდებულება თვითონ

დაარღვია.14

მხარეები ინფორმირებულნი უნდა იყვნენ იმის შესახებ, თუ რა ინფორმაცია

იქნება კონფიდენცილურობის პრინციპით დაცული მედიაციის პროცესის

მიმდინარეობისას. თუკი მხარეთა წარმომადგენლები (ადვოკატები) ჩათვლიან,

რომ ინფორმაციის გარკვეული ნაწილის გაუმჟღავნებლობა საჭიროა საქმისთვის,

მაშინ ისინი ვალდებულნი არიან ამის შესახებ გააფრთხილონ მხარეები. 15

ესპანეთში მხარეებს, თუკი შეთანხმებას ვერ მიაღწევენ, ერთმევათ საშუალება

11 იხ.: Directive 2008/52/EC of the European Parliament and of the council, of 21 May,2008, on certain

aspects of mediation in civil and commercial matters. 12 Francis,Gurry; confidentiality in mediation, WIPO conference on mediation, Geneva,March 29,

1996organized by the WIPO arbitration and mediation center, Geneva, 1996,p46 13 UNCITRAL Model Law on international Commercial Conciliation with Guide to Enactment and Use

2002. United Nations, New York, 2004. p27 14ცერცვაძე, გიორგი; მედიაცია დავის გადაწყვეტის ალტერნატიული ფორმა (ზოგადი მიმოხილვა) თსუ-ს იურიდიული ფაკულტეტი, დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდების სამეცნიერო

- კვლევითი ინსტიტუტი, თბილისი, 2010, გვ. 53. 15Alan, Scott, Rau; Enward, F. Sherman; Scott, Peppet; Processes of dispute resolution the role of lawyers,

fourth edition, 2006, p. 407.

Page 27: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

28

მედიაციის პროცესის დროს მიღებული კონფიდენციალური ინფორმაცია

სასამართლოში საქმის წარმოებისას გამოიყენონ. 16

აშშ-ში მედიაციის კონფიდენციალურობის დეტალურ სამართლებრივ

რეგულირებას გვთავაზობს კალიფორნიის შტატის სამართალი. ნიშანდობლივია,

რომ კალიფორნიის სამართალი იცნობს კონფიდენციალურობის პრინციპიდან

გარკვეული სახის გამონაკლისებს, რომელთა შეფასების შემდეგ შეიძლება ისიც კი

ითქვას, რომ აბსოლუტური კონფიდენციალურობა გარკვეულ შემთხვევებში

დაუშვებელია. ბოლო დროს კალიფორნიის უზენაესი სასამართლოს მიერ

განხილული საქმეებიდან შეიძლება გაკეთდეს დასკვნა, რომ მედიაციის

კონფიდენციალურობა ყურადღების მიღმა რჩებოდა. მედიაციის პროცესის

კონფიდენციალურობა ერთი მხრივ, სასარგებლოა თავად პროცესისთვის და

მეორე მხრივ, გარკვეულ რისკებსაც შეიცავს იმ თვალსაზრისით, რომ შესაძლოა

მხარემ ეს ბოროტად გამოიყენოს.17

კალიფორნიის შტატში მედიაციის პროცესის წარმართვის წესებს განსაზღვრავს

კანონმდებლობა და სასმართლო პრაქტიკა. მედიაციის კონფიდენციალურობას

შტატის კანონმდებლობაც უწყობს ხელს. ამასთან, კალიფორნიის სააპელაციო

სასამართლოს აქვს კარგად ორგანიზებული პროგრამები მედიაციის პროცესისა

და კონფიდენციალურობის პრინციპის სრულყოფისათვის.18

პრაქტიკოსთა უმრავლესობა თანხმდება იმაზე, რომ კონფიდენციალურობა ერთ-

ერთი აუცილებელი და მნიშვნელოვანი პრინციპია მედიაციის პროცესში.

როგორც, Uniform Mediation Act (UMA) განსაზღვრავს, ინფორმაციის

თავისუფლად გაცვლა და მონაცემთა ღიაობა იმ შემთხვევაში მიიღწევა მხარეთა

შორის, თუ მხარეებმა იციან, რომ მათ მიერ გამხელილი ინფორმაცია

გამოყენებული არ იქნება შემდგომში მარტოოდენ ზიანის მიყენების მიზნით

სასამართლო ან სხვა სახის წარმოებაში.19

16http://www.spanish-law.net/mediation.asp - ბოლოს გამოხმობილია 01.10.2012. 17 Cassandra, Franklin; Mediation’s Confidentiality Controversy, text is available:

http://www.dailyjournal.com/cle.cfm?show=CLEDisplayArticle&qVersionID=80&eid=872569&evid=1 -

bolos gamoxmobilia 25.10.2012 18 Cassandra, Franklin; Mediation’s Confidentiality Controversy, text is available:

http://www.dailyjournal.com/cle.cfm?show=CLEDisplayArticle&qVersionID=80&eid=872569&evid=1 - -

ბოლოს გამოხმობილია 20.10.2012 19 Cassandra, Franklin; Mediation’s Confidentiality Controversy, text is available:

http://www.dailyjournal.com/cle.cfm?show=CLEDisplayArticle&qVersionID=80&eid=872569&evid=1 -

bolos gamoxmobilia 18.10.2012

Page 28: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

29

აშშ-ის სასამართლო პრაქტიკის თანახმად, მედიატორს, რომელმაც მონაწილეობა

მიიღო მედიაციის პროცესში ეკრძალება საადვოკატო წარმომადგენლობითი

მომსახურება გაუწიოს მედიაციის ერთ-ერთ მხარეს. აღნიშნული სწორედ

კონფიდენციალურობის პრინციპიდან გამომდინარეობს. ამიტომ სასამართლო

პრაქტიკის მიდგომა ასეთია: მედიაციის პროცესის მიმდინარეობისას

მედიატორისთვის ცნობილი ხდება სხვადასხვა სახის კონფიდენციალური

ინფორმაცია, ამიტომ მედიაციის პროცესის შემდეგ დავის შეთანხმებით

დაუსრულებლობის შემთხვევაში მედიატორს ეკრძალება განახორციელოს

მედიაციის პროცესის ერთ-ერთი მხარის სასარგებლოდ საადვოკატო საქმიანობა,

თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.20

c) კონფიდენციალურობის შეთანხმება

კონფიდენციალურობის დამატებითი გარანტიების შექმნას პრაქტიკაში ხშირად

დამატებითი შეთანხმების გაფორმების გზით ცდილობენ. სასამართლოში

განხილვისას საქმეები არ არის საიდუმლო და კონფიდენციალური.

არასასამართლო დავების დროს მოსალოდნელია, რომ სასამართლო ძალაში

დატოვებს კონფიდენციალურობაზე შეთნხმებას, თუკი კანონი არ ხდის

სავალდებულოს ინფორმაციის გამჟღავნებას. გარკვეული სიძნელეებისა და

გაურკვევლობის გამო, რომელიც მედიაციის კონფიდენციალურობიდან

გამომდინარეობს, მხარეებმა, რომლებსაც სურთ დაცულები იყვნენ როგორც

თვითონ, ასევე მედიატორი, კონფიდენციალურობის შეთანხმება უნდა

შეასრულონ.21

ხელშეკრულების დადება კონფიდენციალურობაზე ერთ-ერთი ხერხია მედიაციის

ამ ძირითადი თვისების რეალობაში გატარებისათვის. მხარეებს შეეძლებათ

განსაზღვრონ მათი ვალდებულება ინფორმაციის გაუმჟღავნებლობაზე მათ მიერ

დადებული ხელშეკრულებით. მხარე დაიცავს ამ პრინციპს არა იმიტომ, რომ

კანონი ავალდებულებს, ან ვინმემ დაავალა მას, არამედ იმიტომ, რომ იგი

დაეთანხმა მის დაცვას, მისი ნება იყო კონფიდენციალურობის შენარჩუნება.

დაწერილმა შეთანხმებამ უნდა ითამაშოს შემკავებლის როლი. შესაძლოა

მხარეებმა შეინარჩუნონ კონფიდენციალურობა არა იმიტომ, რომ კანონი

20 Francis, Gurry; Confidentiality in Mediation, WIPO conference on mediation, Geneva, march 29, 1996,

organized by the WIPO arbitration and mediation center, Geneva, 1996, p. 41. 21Kimberlee, K. Kovach; Mediation Principles and Practice, third edition, "THOMSON WEST", 2004,

p.272

Page 29: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

30

ავალდებულებს, არამედ იმიტომ, რომ ისინი დაეთანხმნენ ამას.22

კონფიდენციალურობის პრინციპის მხოლოდ სახელშეკრულებო უზრუნველყოფა,

შესაბამისი საკანონმდებლო გარანტიების გარეშე შეიძლება სახიფათო იყოს

მედიაციის განვითარებისათვის. შესაძლოა ხელშეკრულებით მოხდეს უფრო

მეტად დაკონკრეტება, მხარეთა ნების სრული გამოვლინება. მხარეებს უნდა

შეეძლოთ ხელშეკრულებაში გარკვეული პირობების გათვალისწინება, რაც

კანონით პირდაპირ არ არის დარეგულირებული.

d) კონფიდენციალურობის პრინციპის დადებითი და უარყოფითი

მხარეები

კონფიდენციალურობის ტენდენცია მედიაციაში ძლიერია, თუმცა კონკრეტული

შემთხვევების მზარდი რაოდენობა საშუალებას იძლევა ყურადღება გამახვილდეს

გამონაკლისების საჭიროებაზე. მაგალითად, თუკი მედიატორს ავუკრძალავთ

მედიაციის პროცესის შესახებ ნებისმიერი ინფორმაციის გამჟღავნებას, გარდა

იმისა მხარეები ესწრებოდნენ პროცესს თუ არა (თუმცა არსებობს მოსაზრება რომ

ეს ფაქტიც კონფიდენციალურია), მხარეებმა შეიძლება ბოროტად გამოიყენონ

პროცესი.

მედიაციაში მხარის მონაწილეობის ერთადერთი მიზეზი შეიძლება იყოს

სასამართლო განხილვის გადადება. კიდევ ერთი ხერხი მხარისათვის პროცესზე

დასწრება და მოლაპარკებაზე უარის თქმაა. არსებობს მედიაციის პროცესის დროს

ფაქტების დამახინჯების შემთხვევები და მკაცრმა კონფიდენციალურობამ

შეიძლება წააქეზოს პროცესის მონაწილე იმოქმედოს არაკეთილსინდისიერად.

აბსოლუტურმა კონფიდენციალურობამ შესაძლოა უარყოფითი შედეგები

გამოიღოს და კონფიდენციალურობის დამცავი ღობის შიგნით მყოფმა მხარემ

არაკეთილსინდისიერად იმოქმედოს იმის იმედით, რომ ეს მაინც არ გახმაურდება

და შესაბამისად იგი არც დაისჯება. მართლაც, ზოგიერთი ადვოკატი, რომელიც

მუშაობდა მედიაციის კონფიდენციალურობის პრეზუმფციის ქვეშ, ამაყობს

კიდეც, რომ ამ გზით გადაუწყვეტია შემთხვევა თავის სასარგებლოდ.

თუკი მედიაცია მკაცრად კონფიდენციალურია, მხარეს, რომელიც ენდობა მეორე

მხარის ფაქტებს, და ამის გამო ზარალდება, რჩება ძალიან მცირე შესაძლებლობა

დაამტკიცოს მეორე მხარის არაკეთილსინდისიერება. ერთხელ დაზარალებული

მხარე კი სავარაუდოდ აღარ აირჩევს მედიაციას დავის გადაწყვეტისათვის. ეს

22Kimberlee, K. Kovach; Mediation Principles and Practice, third edition, "THOMSON WEST", 2004,

p.273

Page 30: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

31

მედიაციის განვითარებას დააბრკოლებს.23

მხარემ შესაძლოა მედიაციის ვადები გამოიყენოს მხოლოდ იმისათვის, რომ

გააჭიანუროს სასამართლო პროცესის დანიშვნა, მაგალითად მონაწილეობდეს

პროცესში და შემდგომ უარი თქვს შეთანხმებაზე, ან საერთოდ არ წავიდეს

მოლაპარაკებაზე. ასევე, გავრცელებული და ნაცადი ხერხია ფაქტების

დამახინჯება, არასწორი ინფორმაციის მიწოდება, მოლაპარაკებისათვის ხელის

შეშლა და ა.შ. ამით დაზარალებულ მხარეს კი ექნება ძალიან მცირე შანსი, რომ

დაამტკიცოს მეორე მხარის არაკეთილსინდისიერება. ასეთი პრეცედენტების

დაფიქსირებამ კი შესაძლოა მედიაციის დანერგვასა და შემდგომ განვითარებას

ხელი შეუშალოს.

დავის მონაწილე არ მიმართავს მედიაციას, თუკი იცის, რომ მეორე მხარე

შესაძლოა მოიქცეს არაკეთილსინდისიერად და ეს დარჩეს დაუსჯელად და

არსებობს ამისი პრაქტიკა.

სრული კონფიდენციალურობის გამორიცხვას აქვს სხვა დადებითი მხარეებიც.

მედიაციისადმი ნდობა, რომელიც როგორც უკვე აღვნიშნეთ, უმნიშვნელოვანესია

ინსტიტუტის ეფექტურობისათვის, მიიღწევა საზოგადოების “ჩახედულობით”

მასში. ინსტიტუტისადმი ნდობა დამოკიდებულია საზოგადოების

ინფორმირებულობაზე.

e) ქართული რეალობა და პერსპექტივები

სასამართლო მედიაციის კონფიდენციალურობის სამართლებრივი რეგულირება

კანონმდებელმა შემოგვთავაზა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის

1878-ე მუხლში. აღნიშნული მუხლის თანახმად, კონფიდენციალურობის

პრინციპის დაცვა ევალებათ როგორც მედიაციის პროცესის მონაწილეებს, ასევე

მედიაციის წარმმართველ მედიატორსაც. აქედან გამომდინარე ცხადია, რომ

ქართველი კანონმდებელი კონფიდენციალურობის დაცვის პრინციპს დიდ

მნიშვნელობას ანიჭებს.

მიუხედავად იმისა, რომ კონფიდენციალურობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და

ფუნდამენტური პრინციპია მედიაციის პროცესის წარმატებით დასრულებისთვის,

მისი დღეს არსებული საკანონმდებლო რეგულირება ძალზედ ზოგადი და

“მშრალია“. მაგალითად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1878-ე მუხლში

კანონმდებელი ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე დუმს, რაც შეიძლება შემდგომ

23Kimberlee, K. Kovach; Mediation Principles and Practice, third edition, "THOMSON WEST", 2004,

p.265

Page 31: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

32

სადაო შეიქმნას უშუალოდ მედიაციის პროცესში.

“ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის 381-ე მუხლიც სანოტარო

მედიაციის შინაარსს განმარტავს, კონფიდენციალურობის პრინციპის

სამართლებრივ რეგულირებას არ გვთავაზობს. აღნიშნული გამართლებულია

იმით, რომ კონფიდენციალურობის პრინციპის რეგულირება სავარაუდოდ

მოხდება “სანოტარო მოქმედებათა შესრულების წესის შესახებ” ინსტრუქციაში.

უნდა ვიგულისხმოთ, რომ სანოტარო მედიაციის პროცესში

კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვის ვალდებულება მოქმედებს არა

მხოლოდ მხარეებსა და ნოტარიუს მედიატორზე, არამედ ყველა იმ პირზეც,

რომელიც ნოტარიუსის სანოტარო ბიუროში მუშაობს და რამენაირად მიუწვდება

ხელი იმ საკითხებზე, რაც მხარეთა მიერ გასაიდუმლოებულია. თუ ამ

სამართლებრივი მსჯელობით წავალთ, გამოდის, რომ ასეთ პირებზეც ე.ი.

სანოტარო ბიუროს თანამშრომლებზეც უნდა გავრცელდეს ინფორმაციის არა

მხოლოდ კონფიდენციალურად შენახვის ვალდებულება, არამედ მისი

გამჟღავნების შესაძლებლობებიც.

მედიაციის ინსტიტუტის მიმართ ნდობის ფაქტორის გაზრდის მიზნით, კანონმა

დეტალურად უნდა განსაზღვროს მედიაციის პროცესის დროს მიღებული

ინფორმაციის გამოყენების პირობები: მედიაციაში მონაწილე მხარეებს,

მედიატორებს, ასევე პირებს, რომლებისთვისაც საქმიანობიდან გამომდინარე

მედიაციის პროცესში ცნობილი გახდა ესა თუ ის ინფორმაცია ან/და გარემოება,

უფლება არ უნდა ჰქონდეთ გაამჟღავნონ ან ჩვენება მისცენ აღნიშნულ საკითხთან

დაკავშირებით სასამართლოში, არბიტრაჟზე, ან ნებისმიერი სხვა სახის

წარმოებაში.

სასურველია, ქართულმა კანონმდებლობამ გაითვალისწინოს ის მიდგომები, რაც

ასახულია საერთაშორისო პრაქტიკასა და ევროკავშირის დირექტივაში. კერძოდ,

მნიშვნელოვანია ინტერესთა ღირებულებების ისეთი გადანაწილება, სადაც

აღნიშნული იქნება ის შემთხვევები, როდესაც მხარეს ან/და მედიატორს პირდაპირ

დაევალებათ კონფიდენციალურობის პრინციპის “დარღვევა” და მედიაციის

პროცესის დროს გამხელილი ინფორმაციის გამჟღავნება. იმ შემთხვევაში, თუ

მედიაციის პროცესის დროს მხარეები აპელირებენ ისეთ საკითხებზე, რომლებიც

აშკარად წინააღმდეგობაში მოდის უპირატეს ინტერესთან (მაგალითად საჯარო

ინტერესთან), მაშინ მედიატორი ვალდებულია გამოიყენოს აღნიშნული

ინფორმაცია სათანადო უფლებამოსილ ორგანოებთან თანამშრომლობისთვის.

ასეთ შემთხვევაში მედიატორს რაიმე სახის პასუხისმგებლობა არ უნდა

Page 32: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

33

დავაკისროთ.

მნიშვნელოვანია საკითხი, რა შემთხვევაში ჩაითვლება ესა თუ ის ინტერესი სხვა

ინტერესთან შედარებით უპირატესად. ეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში

სუბიექტური და ობიექტური ფაქტორების ურთიერთშეჯერების საფუძველზე

უნდა დადგინდეს და შესაბამისად გადაწყდეს ინფორმაციის გამოყენების

მიზანშეწონილობის საკითხიც. თუმცა, უმთავრესი მაინც არის ის, რომ

მედიატორის მიერ ინფორმაციის გამჟღავნება არა რაიმე სახის პირადულ, არამედ

საზოგადო, საყოველთაო ინტერესებს უნდა ემსახურებოდეს.

გარდა მედიატორის ვალდებულებისა სათანადო საფუძვლების არსებობისას

გაამჟღავნოს მიღებული ინფორმაცია, ასეთივე ვალდებულება უნდა დაეკისროს

მხარეს, რომლისთვისაც ცნობილი გახდა იმ ფაქტების არსებობის შესახებ,

რომელიც კონფიდენციალურობის პრინციპის უარყოფის აბსოლუტური

საფუძველია. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად საჭიროა ისეთი საკანონმდებლო

ნორმების არსებობა, რომლებიც მხარეებს და მედიატორსაც მისცემს იმის

საშუალებას, რომ კონფიდენცალურობის პრინციპის “დარღვევა” საზოგადო

ინტერესების დაცვისთვის მოახდინონ. 24

ევროკავშირის დირექტივა, როგორც უკვე აღინიშნა, იძლევა გამონაკლისი

შემთხვევების არსებობის შესაძლებლობას. ამიტომ, გარდა საჯარო ინტერესებისა

შესაძლოა გათვალისწინებულ იქნეს ბავშვის ინტერესები და მაგალითად

საოჯახო-სამართლებრივი დავის დროს მედიატორის ან/და მხარის მიერ

გამხელილ იქნეს ის ცნობები, რომლებიც აშკარად წინააღმდეგობაშია ბავშვის

რეალურ სოციალურ ინტერესებთან.25

თუ კონფიდენციალური ინფორმაციის გაუმჟღავნებლობა საფრთხის ქვეშ აყენებს

ადამიანის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობას, აუცილებელია, რომ

მედიატორს ან/და მედიაციის პროცესის მხარეს ჰქონდეს უფლება გაამჟღავნოს

მედიაციის პროცესის შედეგად მიღებული ინფორმაცია. აქედან გამომდინარე,

უნდა განისაზღვროს ის საკითხებიც, რომელთა გამჟღავნების უფლებაც

24 იხ.: European Code of Conduct For Mediators, Electronic version available

under:http://www.google.ge/#q=mediation+parties&hl=en&prmd=imvns&ei=3m1sUOKTC4_DtAbJx4HQ

Cw&sqi=2&start=10&sa=N&fp=1&biw=1440&bih=809&bav=on.2,or.r_gc.r_pw.r_qf.&cad=b– ბოლოს

გამოხმობილია 25.10.2012 25 საოჯახო სამართლებრივი დავის დროს, როდესაც საქმე ეხება ბავშვის ინტერესებს,

მიზანშეწონილი და აუცილებელია ისეთი ინფორმაციის გამჟღავნება, რაც ბავშვის ინტერესების

შესაბამისი იქნება. რაც შეეხება სათანადო უფლებამოსილ ორგანოს, სადაც შესაძლოა მოხდეს

ასეთი ინფორმაციის წარდგენა (მხარის ან/და მედიატორის მიერ) ეს შესაძლოა იყოს მეურვეობისა

და მზრუნველობის ორგანო და სხვა.

Page 33: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

34

მედიატორს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეეძლება. 26

ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე დასკვნის სახით შეიძლება ითქვას,

რომ მედიაციის ქართულ პრაქტიკაში დანერგვისათვის გასათვალისწინებელია

ქართული ხასიათის ერთ-ერთი მთავარი თვისება - დავის „წყნარად“ და

ერთმანეთს შორის მოგვარების სურვილი. მედიაცია თავისი

კონფიდენციალურობით ამას უზრუნველყოფს.

საჯარო დაპირისპირება (მაგ. სასამართლოში) ხშირად იწვევს ურთიერთობის

შემდგომ გაუარესებას და შესაძლოა, გაწყვეტასაც. საქართველოში კი ადამიანურ

ურთიერთობებს ძალზე დიდი მნიშვნელობა ენიჭება. ნაცნობობა და ახლო

ურთიერთობა ყოველთვის და ყველგან არსებობს. ურთიერთობის შენარჩუნებას

დიდწილად განაპირობებს დავის ზემოაღნიშნული ხერხით მოგვარება.

კონფიდენციალურობის დროს კი მედიაციის პროცესში სწორედ ამგავრი ხერხით

ხდება შეთანხმების მიღწევა.

მედიატორი მედიაციის პროცესში, როგორც აღინიშნა, წარმოადგენს

დამოუკიდებელ მიუკერძოებელ პირს, რომელიც უპირატესად მიმართულია

დავის შეთანხმებით დასრულებისკენ. მხარეთა შეთანხმების ერთ-ერთი

აუცილებელი ელემენტი მედიატორისადმი ნდობაა. სწორედ, ნდობის

საფუძველზე ხდება ინფორმაციის მაქსიმალურად თავისუფლად გამოვლენა.

აქედან გამომდინარე, ნათელია, რომ მედიაციის პროცესის წარმატებით

დასრულებისათვის გადამწყვეტი მედიატორისადმი ნდობა და მედიაციის

პროცესში მიღებული ინფორმაციის კონფიდენციალურობაა.

მნიშვნელოვანია, რომ განისაზღვროს ის საკითხებიც, რომელთა გამჟღავნების

უფლებაც მედიატორს ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე შეეძლება. საჭიროა

ისეთი საკანონმდებლო ნორმების არსებობა, რომლებიც მხარეებს და

მედიატორსაც მისცემს იმის საშუალებას, რომ კონფიდენცალურობის პრინციპის

“დარღვევა” საზოგადო ინტერესების დაცვისთვის მოახდინონ.

f) განსხვავებული შეხედულება

საკითხი, აუცილებელია თუ არა კონფიდენციალურობის პრინციპის

საკანონმდებლო რეგულირება ერთმნიშვნელოვნად გარკვეული და

განსაზღვრული არ არის. ხშირ შემთხვევაში კონფიდენციალურობის განსაზღვრა

მხარეების მიერ ხდება. ამიტომ, გაჩნდა მოსაზრება, რომ დეტალური

26იხ.: Uniform Mediation Act (last revised or amended in 2003 with prefatory note and comments);

National Conference of Commisioners on Uniform State Laws, 10.12.2003.

Page 34: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

35

საკანონმდებლო რეგულირება საჭირო არ არის.

ვითარება რთულდება იმ შემთხვევაში, როდესაც მხარეებს გამორჩებათ აღნიშნულ

საკითხზე რაიმე მნიშვნელოვანი დეტალი ან გარკვეულ დეტალს მხედველობაში

არ მიიღებენ. ასეთ შემთხვევაში სწორედ კანონმა უნდა შეავსოს მხარეთა ნების

ავტონომიურობის შედეგად გამოვლენილი ნაკლი.

მნიშვნელოვანია კონფიდენციალურობის პრინციპის “დარღვევა” გარკვეულ

შემთხვევებში მხოლოდ და მხოლოდ განსაზღვრული მიზნის მისაღწევად და ეს

მიზანი აუცილებლად უნდა ამართლებდეს მისი მიღწევის საშუალებას.

მიუხედავად იმისა, რომ მედიაციის პროცესი მთლიანად პირთა

თვითპასუხისმგებლობასა და ნების ავტონომიურობაზეა დაფუძნებული, მაინც

საჭიროა ისეთი საკანონმდებლო ნორმების არსებობა, რაც უზრუნველყოფს

მედიაციის პროცესის არსის შენარჩუნებას.

B. საკანონმდებლო რეგულირება

1. რეგულირების საერთაშორისოდ აღიარებული ტენდენციები

a) UNCITRAL მოდელური კანონი საერთაშორისო კომერციული

მედიაციის შესახებ

ეს კანონი მიღებულ იქნა გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საერთაშორისო

სავაჭრო სამართლის კომისიის (UNCITRAL) მიერ 2002 წლის 4 ივნისს. იგი

ითვალისწინებს ერთგვაროვანი წესების დამკვიდრებას მედიაციის პროცესთან

დაკავშირებით, რათა წაახალისოს და უზრუნველყოს მისი გამოყენება, შეავსოს

Page 35: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

36

ზოგიერთ სახელმწიფოში შესაბამისი ნორმატიული აქტის არარსებობით

გამოწვეული გაურკვევლობა და ა.შ. მოდელური კანონი შეიცავს მედიაციის

პროცედურულ ნორმებს, კერძოდ მასში განსაზღვრულია ისეთი საკითხები

როგორიცაა: მედიატორის დანიშვნა, პროცესის დაწყება, მის წარმართვა და

დასრულება, მხარეთა და მედიატორს შორის ურთიერთობა,

კონფიდენციალურობა, ამ პროცესში გამოყენებული მტკიცებულების

სამართალწარმოებაში გამოყენების შესაძლებლობა, მედატორის არბიტრად

გადაქცევის საკითხი და ბოლოს, საბოლოო შეთანხმების ძალაში შესვლა. 27

კანონის პირველი მუხლი ზოგადი ხასიათისაა და იგი ეხება ტერმინთა

განმარტებას. აღნიშნული მუხლის პირველ პუნქტში საუბარია გამოყენების

სფეროზე, რომელიც მიუთითებს, რომ ეს კანონი ეხება საერთაშორისო

კომერციულ მედიაციას. კანონის მიზნებისათის მედიატორად მიიჩნევა ერთი ან

რამდენიმე მედიატორი განსახილველი საქმის შესაბამისად. რაც შეეხება

ტერმინებს “კონსილიაცია” (Conciliation) და “მედიაცია” (Mediation), ორივე

მათგანი გულისხმობს პროცესს, როდესაც მხარეები მიმართავენ მესამე პირს-

შუამავალს, რომელიც დაეხმარება მათ შეთანხმების მიღწევაში სახელშეკრულებო

ან სხვა სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, ამასთან მედიატორს

არ აქვს უფლება აიძულოს მხარეები მივიდნენ საბოლოო შეთანხმებამდე. ამავე

მუხლში აღნიშნულია, რომ კონსილიაცია არის საერთაშორისო ხასიათის თუ:

ა) შეთანხმების მიღწევისათვის მხარეების საქმიანობის ადგილი სხვადასხვა

სახელმწიფოშია, ან

ბ) მხარეების საქმინობის ადგილის სახელმწიფო განსხვავდება იმ

სახელმწიფოსაგან, სადაც:

ბ.ა. უნდა შესრულდეს ხელშეკრულების ძირითადი ვადლებულება, ან:

ბ.ბ. რომელთანაც ყველაზე მეტადაა დაკავშირებული დავის საგანი.

ხოლო თუ მხარეებს საქმიანობის რამდენიმე ადგილი აქვთ, მათი საქმიანობის

ადგილად მიიჩნევა ის ადგილი, რომელიც ყველაზე ახლოსაა შეთანხმების

მიღწევის ადგილთან, ხოლო თუ მხარეს არ გააჩნია საქმიანობის ადგილი, მაშინ

მისი საქმიანობის ადგილად განიხილება ჩვეულებრივი ადგილსამყოფელი.

ეს კანონი ვრცელდება ისეთ კომერციულ მედიაციაზე, როდესაც მხარეები

შეთანხმდებიან, რომ მოლაპარაკებები საერთაშორისო ხასიათს ატარებს ან თუ

ისინი პირდაპირ გაითვალისწინებენ ხელშეკრულებით მოლაპარაკების პროცესის

27 http://www.uncitral.org/uncitral/en/uncitral_texts/arbitration/2002Model_conciliation.html (ბოლოს

გამოხმობილია 19.12.2012)

Page 36: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

37

ამ კანონის შესაბამისად წარმართვას. მხარეებს ასევე უფლება აქვთ გამორიცხონ

ამ კანონის გამოყენება. აღნიშნული კანონი მოქმედებს მიუხედავად იმ

საფუძვლებისა, რომელთა მიხედვითაც იწარმოება მოლაპარაკება, მაგალითად

ასეთი საფუძველი შეიძლება იყოს მხარეთა შეთანხმება მიღწეული დავის

წარმოშობამდე ან მას შემდეგ, კანონით გათვალისწინებული ვალდებულება,

სასამართლოს, არბიტრაჟის ან სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს მითითება.

მოდელური კანონი არ ვრცელდება ისეთ შემთხვევაზე, როდესაც მოლაპარაკების

პროცესში მედიატორად ერთვება პირი, რომელიც აქამდე ჩართული იყო როგორ

მოსამართლე, ან არბიტრი.

მოდელური კანონის მე-2 მუხლი ეხება მისი ინტერპრეტაციის საკითხს. კერძოდ

ამ მუხლის მიხედვით აღნიშნული აქტის განმარტებისას მნიშვნელოვანია

შენარჩუნებული იყოს მისი საერთაშორისო ხასიათი, ერთგვაროვნება და

დაცული იყოს კეთილსინდისიერების პრინციპი. ვარაუდების წარმოშობის

შემთხვევაში განმარტება უნდა გაკეთდეს ზოგადი პრინციპების საფუძველზე,

რომლებსაც ეს კანონიც ეფუძვნება. რაც შეეხება მხარეთა მიერ ცვლილებების

განხორციელებას, მოდელური კანონი ამას არ კრძალავს, კერძოდ მე-3 მუხლის

მიხედვით რამდენიმე გამონაკლისის გარდა (მე-2 და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტი)

მხარეებს შეუძლიათ შეცვალონ, ან გამორიცხონ კანონის ზოგიერთი პირობა.

მოლაპარაკების პროცედურა იწყება მხართა მიერ შეთანხმებულ დღეს. თუ

მოლაპარაკების შეთავაზებაზე მეორე მხარე 30 დღეში, ან მოწვევაში აღნიშნული

დროის სხვა პერიოდის განმავლობაში არ გააგზავნის თანხმობას შემთავაზებელ

მხარესთან, ეს აღიქმება უარად მოლაპარაკებაზე.

კანონის მიხედვით პროცესში უნდა ჩაერთოს ერთი შუამავალი, თუ მხარეთა

შეთანხმებით უფრო მეტი შუამავლის ჩაბმა არ არის გათვალისწინებული.

მოდავეებმა უნდა სცადონ მიაღწიონ შეთანხმებას შუამავლთან ერთად, თუ მათ

მიერ მანამდე სხვა პროცედურა არ არის გათვალისწინებული. მხარეებს

შეუძლიათ მიმართონ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს დახმარებისათის

მედიატორის დანიშვნისას, კერძოდ: ა) ერთმა რომელიმე მხარემ შესაძლოა

მოითხოვოს კონკრეტული ორგანოს ან პირის ჩართვა მედიატორის შერჩევის

ეტაპზე, ან ბ) ორივე მხარე შეთანხმდეს რომელიმე ორგანოზე ან პიროვნებაზე,

რომელიც ავტომატურად ჩაერთვება მედიატორის დანიშვნის პროცედურაში.

პირის მედიატორად დანიშვნისას რეკომენდატორმა უნდა გაითალისწინოს ისეთი

Page 37: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

38

მნიშვნელოვანი გარემოებები, როგორიცაა მედიატორის დამოუკიდებლობა,

მიუკერძოებლობა და ამ პირის დანიშვნის მიზანშეწონილობა. როდესაც

პიროვნება უკვე შეირჩევა მედიატორად მან უნდა ეცადოს გამოააშკარავოს ყველა

ის გარემოება, რომელიც შესაძლოა ეჭვს იწვევდეს მის დამოუკიდებლობასა და

მიუკერძოებლობაში.

კანონის მე-6 მუხლი ეხება ისეთ მნიშვნელოვან საკითხს, როგორიცაა

მოლაპარაკების წარმართვა. მხარეები მოლაპარაკების წარმართვისთვის საჭირო

წესების შემუშავებისას თავისუფალნი არიან არჩევანში. შეთანხმებით

გათვალისწინებული მოლაპარაკების წესების უგულვებელყოფის შემთხვევაში

მედიატორმა პროცესი უნდა წარმართოს თავისი შეხედულებისამებრ საქმის,

მხარეთა პოზიციების და დავის სწრაფად გადაწყვეტის საჭიროების

გათვალისწინებით. ყველა შემთხვევაში მედიატორმა უნდა შეინარჩუნოს ბალანსი

და გაითვალისწინოს დავასთან დაკავშირებული ყველა გარემოება.

მედიატორსა და მხარეებს შორის ურთიერთობასთან დაკავშირებით კანონი

ამბობს, რომ მედიატორმა შესაძლოა მხარეებთან კავშირი დაამყაროს როგორც

ერთობლივად, ასევე განცალკევებულად.

მოდელური კანონის მე-8 და მე-9 მუხლები ეხება ინფორმაციის საიდუმლოებას

და მისი გამჟღავნების დაუშვებლობას. კერძოდ, მე-8 მუხლის მიხედვით,

როდესაც მედიატორი ერთი მხარისაგან იღებს დავასთან დაკავშირებულ

ინფორმაციას, მას უფლება აქვს ეს ინფორმაცია მიაწოდოს მეორე მხარეს, თუმცა

შესაძლებელია ასეთი ინფორმაცია დაცული იყოს კონფიდენციალურობის

პირობით. მე-9 მუხლის მიხედვით კი მოლაპარაკებების დროს გამჟღავნებული

ნებისმიერი ინფორმაცია კონფიდენციალურია, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა

რამ არ არის გათვალისწინებული ან თუ ინფორმაციის გამჟღავნება აუცილებელია

კანონის მოთხოვნათა დაცვისა და შეთანხმების პირობების შესრულებისათვის.

კანონი სპეციალურად არეგულირებს მედიაციის პროცესში გამოყენებული

მტკიცებულების დასაშვებობის საკითხებს, კერძოდ: მედიატორს, მხარეებს და

მესამე პირებს ეკრძალებათ საარბიტრაჟო, სასამართლო და მსგავს

სამართალწარმოებაში მტკიცებულებად გამოიყენონ შემდეგი:

ა) ერთ-ერთი მხარის მიერ მედიაციის შეთავაზება მეორე მხარისათვის ან ასეთი

სურვილის დაფიქსირება;

ბ) მხარის მიერ მოლაპარაკების პროცესში დაფიქსირებული შეხედულებები და

Page 38: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

39

წინადადებები;

გ) მხარის ყოველგვარი აღიარება თუ განცხადება გაკეთებული მოლაპარაკების

პროცესში;

დ) მედიატორის მიერ შეთავაზებული წინადადებები;

ე) მხარის თანხმობა მედიატორის მიერ შეთავაზებულ დავის გადაწყვეტის

საბოლოო ვარიანტზე;

ვ) დოკუმენტი შედგენილი სპეციალურად მედიაციის პროცესისთვის.

აღნიშნული რეგულირება გამოიყენება მიუხედავად მტკიცებულების ფორმისა.

მნიშვნელოვანია, რომ ასეთი ინფორმაცია არ უნდა იქნეს მოთხოვნილი

არბიტრაჟის, სასამართლოს ან კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს მიერ. თუ

ასეთი მტკიცებულება წარდგენილ იქნა საარბიტრაჟო სასამართლოს,

სასამართლოს თუ სხვა ორგანოში, ის დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა იქნეს

მიჩნეული. მიუხედავად ამისა, ასეთი მტკიცებულება შესაძლებელია

გამოყენებულ იქნეს გამონაკლისის სახით კანონის მოთხოვნათა დაცვისა თუ

მხარეთა შეთანხმების შესრულებისთვის.

აღნიშნული პირობები ეხება საარბიტრაჟო, სასამართლო თუ სხვა სახის

სამართალწარმოებას, მიუხედავად იმისა, იხილება თუ არა დავა, რომელიც

მედიაციის მოლაპარაკებების საგანი იყო. კანონის მიხედვით მტკიცებულება

გამოიყენება საარბიტრაჟო თუ სასამართლო სამართალწარმოებაში, თუ ასეთი

მტკიცებულება ზოგადად დასაშვებია.

მოდელური კანონის მიხედვით მედიაციის პროცესი სრულდება:

ა) მხარეთა მიერ შეთანხმების მიღწევიდან;

ბ) მედიატორის მიერ მხარეებთან კონსულტაციის შემდეგ შეთანხმების

დეკლარირებიდან, რის შემდეგაც დაუშვებელია ცვლილებების შეტანა

შეთანხმებაში;

გ) მხარეთა მიერ მოლაპარაკებების პროცესის დასრულების შესახებ

მედიატორისთვის ინფორმაციის მიწოდების მომენტიდან, ან

დ) მხარეთა მიერ მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებ მედიატორისთვის ან

ერთმანეთისთვის შეტყობინების მომენტიდან.

მოდელური კანონის მე-12 და მე-13 მუხლები ეხება მედიატორის მიერ არბიტრად

გადაქცევის საკითხსა და მხარეთა მიერ არბიტრაჟისა და სასამართლოსათვის

მიმართვას, კერძოდ, მე-12 მუხლის მიხედვით მედიატორი არ შეიძლება გახდეს

Page 39: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

40

არბიტრი იმავე საქმეზე, ან იგივე სამართლებრივი ურთიერთობიდან

გამომდინარე წარმოშობილ დავაზე, ან მსგავს დავაზე იმავე მხარეებს შორის, თუ

მხარეთა მიერ სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მე-13 მუხლის თანახმად კი,

თუ მხარეები შეთანხმდებიან, რომ განსახილველ დავასთან დაკავშირებით არ

მიმართავენ არც სასამართლოს და არც არბიტრაჟს გარკვეული დროის

განმავლობაში, ან გარკვეული პირობის დადგომის გარეშე, აღნიშნული უნდა

გაითვალისწინოს როგორც საარბიტრაჟო ტრიბუნალმა, ასევე სასამართლომ,

გარდა იმ შემთხვევისა, თუ რომელიმე მხარე მიიჩნევს, რომ ასეთი

სამართალწარმოება აუცილებელია მისი უფლებების დასაცავად. არბიტრაჟის ან

სასამართლოსთვის მიმართვა თავისთავად არ განიხილება, როგორც

მოლაპრაკებების წარმოებაზე უარის თქმა მხარეების მიერ ან თავისთავად

მოლაპარაკებების პროცესის დასრულება. მხარეთა მიერ შეთანხმების მიღწევიდან

მას სავალდებულო ძალა ენიჭება.

b) Uniform Mediation Act

აშშ-ს მოდელური კანონი მედიაციის შესახებ (Uniform Mediation Act) მიღებულია

აშშ-ს ეროვნულ კონფერენციაზე 2001 წლის 10-17 აგვისტოს და შედგება 16

ნაწილისგან. მეორე ნაწილი მოიცავს ისეთ ზოგად საკითხებს, როგორიცაა

მედიაციის ცნება, კომუნიკაცია მედიაციის პროცესში, მედიატორი, მედიაციის

პროცესის მონაწილე მხარე და პირი, რომელიც არ მიიჩნევა მხარედ, თუმცა

პროცესში მონაწილეობს, ასევე განსაზღვრავს ვინ არის პირი, რა მიიჩნევა

პროცესად, რა არის ოქმი და ხელმოწერა.

მედიაცია განმარტებულია როგორც პროცესი, რომლის მეშვეობით მედიატორი

აადვილებს კომუნიკაციასა და მოლაპარაკებას მხარეებს შორის, შესაბამისად,

ეხმარება მათ მიაღწიონ ნებაყოფლობით შეთანხმებას, ხოლო მედიატორი ესაა

პირი, რომელიც წარმართავს მედიაციის პროცესს. აღნიშნული საკანონმდებლო

აქტი ერთმანეთისაგან განასხვავებს პროცესში მონაწილე პირებს: პროცესის

მხარეები და პირები, რომლებიც მონაწილეობენ მედიაციაში, მაგრამ არ

გვევლინებიან მხარეებად. არამხარე მონაწილე - ესაა პირი, რომელიც არ

წარმოადგენს არც მხარეს, არც მედიატორს, თუმცა მედიაციის პროცესში

მონაწილეობს. ასეთი პირები შესაძლოა იყვნენ მაგალითად: ოჯახის წევრები,

ექსპერტები, მეზობლები, თარჯიმნები, იურისტები, ხოლო მედიაციის მხარე -

ესაა პირი, რომელიც მონაწილეობს პროცესში და მასზეა დამოკიდებული თუ რა

შედეგით დასრულდება მედიაცია. პირი განიმარტება, როგორც ფიზიკური

პირი, კორპორაცია, ამხანაგობა, შეზღუდული პასუხისმგებლობის კომპანია, ღია

სააქციო საზოგადოება, ასევე სხვა ნებისმიერი სამართლებრივი წარმონაქმნი,

Page 40: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

41

რომელიც მედიაციის პროცესში მონაწილეობს. პროცესი აღნიშნავს

ადმინისტრაციულ, სასამართლო წარმოებას, ასევე წინა-სასამართლო თუ

სასმართლოს შემდგომ მოსმენებს, ასევე კონფერენციას ან სხვა მსგავს პროცესს.

ოქმი განიმარტება, როგორც ჩანაწერი, რომელიც ინახება ელექტრონული თუ

სხვა ხელშესახები ფორმით, რომლის აღდგენა შესაძლებელია. ხელმოწერა ესაა

სპეციალური სიმბოლოს აღნიშვნა ჩანაწერზე, რაც ემსახურება დოკუმენტისთვის

ძალის მინიჭებას.

მესამე ნაწილი განსაზღვრავს მოდელური კანონის მოქმედების სფეროს. UMA-ს

მოქმედების სფეროში ექცევა თითქმის ყველა მედიაციის პროცესი, თუ მხარეები

თანხმდებიან მედიაციაზე ან თუ პროცესი ინიცირებულია სასამართლოს,

ადმინისტრაციული ორგანოს ან სხვა სახელისუფლებო შტოს მიერ. ამავე დროს,

მედიაციის პროცესის წარმართვისას მხარეები და მედიატორი თანხმდებიან, რომ

მედიაციის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაცია არ გამჟღავნდება. ასევე

მოდელური კანონი ეხება მედიაციის ისეთ პროცესს, როცა მხარეები მიმართავენ

პირს, რომელიც თავს მედიატორად მიიჩნევს.

ამ აქტის მიხედვით მედიაციად არ მიიჩნევა მოლაპარაკების პროცესი, რომელიც ა)

მიმდინარეობს დამსაქმებელსა და დასაქმებულებს შორის სამუშაო პირობების

რეგულირების მიზნით, ბ) პროცესი, რომელსაც წარმართავს მოსამართლე, ვისაც

შესაძლოა მოუწიოს აღნიშნულ საქმეზე გადაწყვეტილების მიღება. გ) პროცესი,

რომელიც წარიმართება სკოლების მიერ, სადაც ორივე მხარე მოსწავლეა, ასევე დ)

ახლგაზრდების გამოსასწორებელი დაწესებულებების მიერ ორგანიზებული

პროცესი, როდესაც მედიაციის ორივე მხარე ამ დაწესებულებაში მცხოვრები

პირია.

მედიაციის პროცესში გამჟღავნებული ინფორმაცია რჩება საიდუმლოდ და

დაუშვებელია მისი გამოყენება სასამართლო მტკიცებულებად. “Privilege”

სტატუსი ნიშნავს შემდეგს: 1) მედიაციის მხარეს აქვს უფლება არ გაამჟღავნოს

მედიაციის პროცესში მიღებული ინფორმაცია და მას აქვს უფლება იგივე

მოსთხოვოს სხვა მონაწილე პირსაც. 2) მსგავსი უფლებით სარგებლობს

მედიაციის სხვა მონაწილეც (რომელიც მხარე არ არის). იმისათვის, რომ სახეზე

იყოს რომელიმე მონაწილის თანხმობა ინფორმაციის გამჟღავნებასთან

დაკავშირებით, მან საკუთარი ნება უნდა გამოხატოს წერილობითი ფორმით ან

ზეპირად პროცესის მიმდინარეობისას. იმ შემთხვევაში, როდესაც პირი ფარული

Page 41: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

42

მიზნებისთვის იყენებს მედიაციის პროცესს და ცდილობს ჩაიდინოს ან დამალოს

დანაშაული, იგი აღარ არის დაცული Privilege სტატუსით. მოდელური კანონის

მე-6 ნაწილი უფრო დეტალურად განსაზღვრავს „Privilege” სტატუსიდან

გამონაკლის შემთხვევებს.

პირველი, როგორც ზემოთ აღინიშნა მხარეებს შეუძლიათ

ურთიერთშეთანხმებით გათავისუფლდნენ ინფორმაციის საიდუმლოდ შენახვის

ვალდებულებისაგან;

თუკი მედიაციის ინფორმაცია საჯაროა კანონის მოთხოვნების თანახმად;

გაჟღერებულია მედიაციის იმ ეტაპზე, რომელიც ფართო

საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომია;

ინფორმაციის დაფარვა ქმნის ძალადობის განხორციელების ან სხვა რაიმე

დანაშაულის დაფარვის საფრთხეს;

მედიატორის წინააღმდეგ შეტანილი იქნა სარჩელი მის არასათანადო

ქცევასთან დაკავშირებით.

თუ მხარეები შეთანხმდებიან, რომ მედიაციის რომელიმე ნაწილზე ან მთლიან

პროცესზე არ ავრცელებენ “Privilege” სტატუსს, მაშინ ისინი თავისუფლდებიან

ვალდებულებისაგან დაიცვან აღნიშნული ინფორმაცია გამჟღავნებისაგან.

Privilege სტატუსი ასევე აღარ არსებობს, როდესაც სასამართლო მოსმენის დროს

აშკარა ხდება, რომ მტკიცებულების წარმომდგენი მხარისთვის მტკიცებულების

მოპოვება ინფორმაციის გაუმჟღავნებლად შეუძლებელია და მტკიცებულების

მოპოვების ინტერესი უპირატესია. ასეთი ინფორმაცია შესაძლოა წარმოდგენილი

იქნას სასამართლო პროცესზე, სადაც განიხილება სისხლის სამართლის

დანაშაული ან მედიაციის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების

დარღვევის ფაქტები. მედიატორი არ არის ვალდებული მისცეს ჩვენება

აღნიშნულ საკითხზე, ან მედიაციის პროცესში მონაწილე იმ პირის არასათანადო

ქცევასთან დაკავშირებით, ვინც ამ პროცესში მხარის სტატუსით არ სარგებლობდა.

აღსანიშნავია, რომ ეს ინფორმაცია არ შეიძლება გამოყენებული იქნას სხვა

მიზნისთვის, გარდა სასამრთლო მტკიცებულებისა.

განსახილველი აქტის მე-8 ნაწილი აყალიბებს კონფიდენციალურობის ზოგად

მოთხოვნას მედიაციის პროცესის მიმართ. გარდა გამონაკლისებისა, მედიაციის

პროცესი არის კონფიდენციალური მხარეებსა და მედიატორს შორის

შეთანხმებულ ან კანონით განსაზღვრულ ფარგლებში. კონფიდენციალურობის

ვალდებულება „Privilege” სტატუსისგან განსხვავდება იმით, რომ

Page 42: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

43

კონფიდენციალურობა მხარეებს და მედიატორს ავალდებულებს არ გაამჟღავნონ

მედიაციის პროცესში მიღებული ინფორმაცია მედიაციის კონფერენციის გარეთ

არაფორმალურ წრეებში, მაგალითად მედიაში.

მოდელური კანონის მე-7 ნაწილი ეთმობა მედიატორის საქმიანობას. ამ მუხლის

თანახმად მედიატორს ეკრძალება განახორციელოს კვლევა, გააკეთოს შეფასება ან

დასკვნა ისეთ საკითხებზე, რომელიც სასამრთლოს, ადმინისტრაციული ორგანოს

ან სხვა სახელისუფლებო შტოს კომპეტენციას განეკუთვნება.

მედიატორს შეუძლია გაამჟღავნოს ინფორმაცია მედიაციის პროცესის

დაწყებასთან, შეწყვეტასთან ასევე მედიაციის ხელშეკრულების გაფორმებასთან ან

მხარეთა დასწრებასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, მედიატორს შეუძლია

გაამჟღავნოს ინფორმაცია, რომელიც არ არის “Privilege” სტატუსით დაცული

მოდელური კანონის მე-6 ნაწილის შესაბამისად.

მედიატორმა შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს (Public agency-ს) უნდა აცნობოს

ძალადობის, მუქარის, გატაცების ფაქტის შესახებ.

აქტის მე-9 ნაწილი არეგულირებს მედიატორთან დაკავშირებით ინტერესთა

კონფლიქტის საკითხებს. იგი მიუთითებს, რომ სანამ პირი დათანხმდება

მედიატორობაზე, ის ვალდებულია მიზანშეწონილობის ფარგლებში

გამოიკვლიოს ყველა ის ფაქტი, რომელმაც შესაძლოა ობიექტური დამკვირვებლის

გადმოსახედიდან აღძრას ეჭვი მედიატორის მიუკერძოებლობასთან მიმართებით,

რაც გულისხმობს როგორც ფინანსურ, ასევე პირად დაინტერესებას მედიაციის

შედეგთან დაკავშირებით. მედიატორმა უნდა გაითვალისწიონოს მედიაციის

მონაწილე ან სავარაუდო მხარესთან მისი წარსული ან არსებული ურთიერთობა.

აღნიშნული ინფორმაცია მედიატორმა გონივრულ ვადაში უნდა მიაწოდოს

პროცესის მონაწილე მხარეებს სანამ დათანხმდება პროცესში მედიატორად

მონაწილეობას. თუ ზემოთ აღნიშნული ფაქტების შესახებ მედიატორმა გაიგო მას

შემდეგ რაც თანხმობა განაცხადა მედიატორობაზე, რაც შეიძლება მალე,

გონივრულ ვადაში უნდა აცნობოს მხარეებს. მედიაციის მხარის მოთხოვნით

მედიატორი ვალდებულია თავისი კვალიფიკაციის შესახებ მიაწოდოს

ინფორმაცია მედიაციის მხარეს. პირი, რომელიც ამ მოთხოვნებს არღვევს აღარ

სარგებლობს ზემოთ აღნიშნული „Privilege” სტატუსით. ეს მოთხოვნები არ

ვრცელდება მოსამართლეზე.

განსახილველი აქტის თანახმად მედიატორს არ მოეთხოვება რაიმე სპეციალური

კვალიფიკაცია ან პროფესია. მედიატორი უნდა იყოს მიუკერძოებელი თუ

მხარეები მედიატორისგან შესაბამისი ინფორმაციის მიღების შემდეგ რაიმე სხვაზე

Page 43: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

44

არ შეთანხმდებიან.

Uniform Mediation Act-ის მე-10 ნაწილი ეხება მედიაციის პროცესში

წარმომადგენლების მონაწილეობას. აღნიშნული მუხლი მხარეს აძლევს უფლებას

თავისი ინტერსები მედიაციის პროცესში წარმოადგინოს ადვოკატის, ან სხვა მის

მიერ შერჩეული პირის დახმარებით.

c) ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს 2008 წლის 21 მაისის

დირექტივა სამოქალაქო და კომერციული მედიაციის ასპექტებთან

დაკავშირებით

ევროპარლამენტისა და ევროპის საბჭოს დირექტივაში ხაზგასმითაა აღნიშნული

მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობის პრინციპის მნიშვნელობა, თუმცა

უკეთესი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისთვის 1999 წლის 15 და 16

ოქტომბერს ქალაქ ტემპერეში გამართულ კონფერენციაზე ევროპის საბჭომ წევრ

სახელმწიფოებს მოუწოდა სამართალწარმოების ალტერნატიული საშუალებების

შექმნისაკენ.

2000 წლის მაისში ევროპის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება სამოქალაქო და

კომერციული დავების გადაწყვეტის ალტერნატიული მეთოდების შესახებ.

აღინიშნა, რომ ასეთი მეთოდების შემუშავება მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნებოდა

სამოქალაქო და კომერციული დავების გადაწყვეტის საქმეში, რაც კიდევ უფრო

მეტად გაამარტივებდა მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობას.

2002 წლის აპრილში ევროპის საბჭოს კომისიამ წარმოადგინა მწვანე წიგნი (Green

Paper) სამოქალაქო და კომერციულ სამართალში დავის გადაწყვეტის

ალტერნატიული მეთოდების შესახებ, სადაც გათვალისწინებული იყო

ევროკავშირში არსებული სიტუაცია დავის ალტერნატიული გადაწყვეტის

საშუალებებთან დაკავშირებით, ასევე წევრი სახელმწიფოებისა თუ

დაინტერესებულ მხარეთა რეკომენდაციები.

მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, როგორც

ევროკავშირის პოლიტიკის ნაწილს, დირექტივა განამტკიცებს თავისუფლების,

უსაფრთხოების და სამართლიანობის პრინციპებს, რაც დამატებით დავის

არასასამართლო გზებით მოგვარების საშუალებასაც უნდა ითვალისწინებდეს.

დირექტივაში აღნიშნულია, რომ მედიაციის მეშვეობით შესაძლებელია

სამოქალაქო თუ კომერციული დავის არასასამართლო გზით უფრო სწრაფად და

Page 44: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

45

ეფექტიანად მოგვარება, რაც უფრო მეტად მორგებული იქნება მხარეთა

ინტერესებზე. მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმებები უფრო მეტად

გარანტირებულს ხდის მის ნებაყოფლობით შესრულებას მხარეთა მიერ და

უზრუნველყოფს მოდავეთა შორის მეგობრული და სტაბილური

ურთიერთობების ჩამოყალიბებას.

დირექტივის მიხედვით, იმისათვის, რათა მოხდეს მედიაციის ხელშეწყობა და

არსებობდეს შესაბამისი სამართლებრივი ბაზა, მედიაციის ძირითადი ასპექტები

გათვალისწინებული უნდა იქნეს სახელმწიფოთა სამოქალაქო საპროცესო

სამართალში.

აღნიშნული დირექტივის პირობები ეხება ტრანსნაციონალურ28 დავებს, თუმცა არ

კრძალავს მათ გამოყენებას საერთაშორისო29 ხასიათის მედიაციაშიც. დირექტივა

არ კრძალავს მედიაციის პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებასაც.

დირექტივა ეხება ისეთი ტიპის პროცესს, როდესაც ორი მხარე თავისუფალი ნების

საფუძველზე, სამოქალაქო ან კომერციულ საკითხებთან დაკავშირებული,

ტრანსნაციონალური დავის გადაწყვეტას ცდილობს მედიატორის დახმარებით.

დირექტივა არ უნდა გავრცელდეს ისეთ სფეროებზე, სადაც მხარეებს

ნაციონალური კანონმდებლობით ეზღუდებათ თავად განსაზღვრონ თავისი

უფლებები და მოვალეობები. როგორც წესი ეს ეხება საოჯახო და შრომის

სამართალს. დირექტივა ასევე არ ვრცელდება წინასახელშეკრულებო

მოლაპარაკებებზე, სასამართლო მორიგებაზე, მომხმარებლის საჩივარზე,

საარბიტრაჟო პროცესზე, ექსპერტის შეფასებაზე ან სხვა ისეთ პროცესზე,

რომელსაც ხელმძღვანელობს პირი ან ორგანო, რომელიც რეკომენდატორის

როლში გამოდის.

დირექტივა ეხება ისეთ საქმეებს, როდესაც სასამართლო თავისი ინიციატივით

სთავაზობს მხარეებს მედიაციის პროცესს, ან როდესაც ნაციონალური სამართალი

კონკრეტულ დავასთან დაკავშირებით მედიაციას ითვალისწინებს. თუ

ეროვნული კანონმდებლობის მიხედვით მოსამართლესაც შეუძლია, რომ იყოს

მედიატორი, დირექტივა ასეთი ტიპის მედიაციაზეც გავრცელდება, თუმცა ამ

შემთხვევაში მოსამართლე არ არის პასუხისმგებელი პროცესუალურ-

28 ტერმინი ‘’ტრანსნაციონალური’’ გამოყენებულია იმ დავების აღსანიშნავად, რომლებიც კერძო

ხასიათს ატარებენ და ამავე დროს სცდებიან ერთი სახელმწიფოს საზღვრებს. 29 ‘’საერთაშორისო’’ უფრო მეტად ნიშნავს ისეთ დავას, რომელშიც წინა პლანზე

საჯაროსამართლებრივი ელემენტი გამოდის.

Page 45: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

46

სამართლებრივ საკითხებზე.

დირექტივა არ ვრცელდება სასამართლოს მიერ განსახლიველ საქმეებზე, ასევე არ

ვრცელდება ისეთ შემთხვევაზე, როდესაც მოსამართლე საქმის წარმოებისას

რომელიმე კომპეტენტურ პირს მიმართავს რჩევისათვის.

დირექტივის მიხედვით მედიაციის პროცესი უნდა იყოს ნებაყოფლობითი. ის

ორგანიზებულია მხარეთა სურვილის შესაბამისად და მისი დასრულება

შესაძლებელი უნდა იყოს ნებისმიერ ეტაპზე. ამასთან, სასამართლომაც შეიძლება

დააწესოს მედიაციის პროცესისთვის განსაზღვრული დრო. სასამართლო უნდა

ცდილობდეს საქმის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე მხარეებს შესაძლებლობების

ფარგლებში მოუწოდოს მედიაციის პროცესის გამართვისკენ.

დირექტივაში არაფერი არ უნდა იყოს აღქმული ისე, თითქოს ის სავალდებულოს

ხდიდეს მედიაციის პროცესს, რითაც შესაძლოა შეიზღუდოს სასამართლოსათვის

მიმართვის უფლება. ამასთან, არ იკრძალება ადგილობრივ დონეზე

თვითრეგულირებული მედიაციის ისეთი სისტემების არსებობა, რომელთა

ასპექტებსაც დირექტივა არ ეხება.

სამართლებრივი სტაბილურობის შენარჩუნებისათვის განსაზღვრულია ვადა,

რომლის განმავლობაშიც უნდა შეფასდეს არის თუ არა დავა, რომელიც მხარეებმა

მედიაციის მეშვეობით უნდა გადაწყვიტონ, ტრანსნაციონალური. წინასწარი

წერილობითი შეთანხმების უქონლობის შემთხვევაში მხარეებმა მედიაციის

პროცესი უნდა დაიწყონ მას შემდეგ, რაც ამისათვის საჭირო სპეციალურ

მოქმედებებს განახორციელებენ.

ურთიერთნდობისა და კონფიდენციალურობის, მედიაციის შედეგად მიღწეული

შეთანხმების ცნობისა და აღსრულების უზრუნევლსაყოფად წევრმა

სახელმწიფოებმა უნდა წაახალისონ მედიაციის სფერო, უნდა მოხდეს

მედიატორების გადამზადება და შემუშავდეს მათი მომსახურების ხარისხის

უზრუნველყოფის მექანიზმები.

წევრმა სახელმწიფოებმა უნდა განსაზღვრონ ისეთი მექანიზმები, რომელიც

დაეფუძნება ბაზარზე არსებულ მდგომარეობას. აღნიშნული მექანიზმები

ორიენტირებული უნდა იყოს მედიაციის პროცესის მოქნილობაზე, მხარეთა

ნების ავტონომიურობაზე და ამასთან უნდა უზრუნველყოფდეს მის წარმართვას

Page 46: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

47

ეფექტურად, მიუკერძოებლად და კომპეტენტურად. მედიატორებისთვის

ცნობილი უნდა იყოს მედიატორთა ევროპული ქცევის კოდექსი, რომელიც ასევე

ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისთვის ინტერნეტის მეშვეობით.

მომხმარებელთა უფლებების დასაცავად, კომისიამ შეიმუშავა რეკომენდაცია,

რითაც დააწესა მინიმალური სტანდარტები. სასამართლოსაგან დამოუკიდებლად

მოქმედი ორგანიზაციები, რომლებიც საზოგადოებას სთავაზობენ დავის

ალტერნატიული ხერხებით გადაწყვეტას, უნდა აკმაყოფილდბნენ

ზემოაღნიშნულ მინიმალურ სტანდარტებს. მედიატორი, რომელიც აღნიშნული

რეგულაციის ფარგლებში ექცევა, ვალდებულია დაიცვას დირექტივის

პრინციპები. ინფორმაციის უკეთ გავრცელების მიზნით, კომისიას ევალება

შეადგინოს საინფორმაციო ბაზა დავის მოგვარების არასასამართლო

საშუალებებთან დაკავშირებით.

მედიაცია მიჩნეულ უნდა იყოს სასამართლო წარმოების თანასწორ პროცედურად,

რადგან მედიაციის პროცედურის შედეგად მიღწეული შეთანხმება მხარეთა

ნებაზეა დაფუძნებული. წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ

ასეთი წერილობითი შეთანხმება იყოს აღსრულებადი. წევრ სახელმწიფოს

უფლება აქვს უარი უთხრას მხარეებს მედიაციის შეთანხმების აღსრულებაზე თუ

ის წინააღმდეგობაში მოდის ნაციონალურ კანონმდებლობასთან, საერთაშორისო

კერძო სამართლის ჩათვლით, ან ნაციონალური კანონმდებლობა არ

ითვალისწინებს მსგავსი შეთანხმების აღსრულების შესაძლებლობას.

მედიაციის პროცესის შედეგად მიღწეული შეთანხმების შინაარსი, რომელიც

აღსრულებაუნარიანად იქნა მიჩნეული ერთ წევრ სახელმწიფოში, აღსრულებადი

უნდა იყოს სხვა წევრ სახელმწიფოშიც, თუ ის შეესაბამება ნაციონალურ

კანონმდებლობას. ამისთვის აუცილებელია აღსრულების შესაძლებლობას

იძლეოდეს იმ ქვეყნის კანონმდებლობა, სადაც შესაბამისი შეთანხმება იქნა

მიღწეული.

დირექტივა მიუთითებს, რომ თუ მედიაციის შეთანხმება ეხება საოჯახო

სამართლებრივ დავას, რომლის აღსრულება შეუძლებელია როგორც შეთანხმების

მიღწევის სახელმწიფოს კანონმდებლობით, ასევე იმ ქვეყნის ნაციონალური

კანონმდებლობით, სადაც მოითხოვება მისი აღსრულება, არ შეიძლება

აღსრულდეს სხვა წევრ-სახელმწიფოშიც.

Page 47: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

48

დირექტივა გავლენას არ ახდენს ნაციონალური კანონმდებლობით დადგენილი

მედიაციის შეთანხმების აღსრულებასთან დაკავშირებულ ნორმებზე.

კონფიდენციალურობა მედიაციის პროცესის ამოსავალი წერტილია. დირექტივა

განსაზღვრავს მედიციის მარეგულირებელი ნორმების სამოქალაქო საპროცესო

კანონმდებლობასთან შესაბამისობის მინიმალურ სტანდარტებს, რათა დაცული

იქნეს მედიაციის კონფიდენციალურობა სასამართლო და საარბიტრაჟო

წარმოების დროს.

თუ მედიაციის პროცესი უშედეგოდ დასრულდება, წევრმა სახელმწიფოებმა

უნდა უზრუნველყონ მხარეთა მიერ სასამართლოსთვის, ან არბიტრაჟისთვის

თავისუფლად მიმართვის შესაძლებლობა. ეს შესაძლებლობა უზრუნველყოფილი

უნდა იყოს მაშინაც, როცა დირექტივა არ შეესაბამება ნაციონალური

კანონმდებლობით გათვალისწინებულ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადებს.

წევრმა სახელმწიფოებმა ხელი უნდა შეუწყონ ინფორმაციის გავრცელებას

მედიატორის და მედიაციის მომსახურების შემთავაზებელი

ორგანიზაციებისთვის მიმართვის თაობაზე. ამასთან დირექტივის მიხედვით

პრაქტიკოსი იურისტებიც უნდა ცდილობდენენ თავის კლიენეტებს ურჩიონ

მედიაცია.

დირექტივა ცდილობს ხელი შეუწყოს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და

ითვალისწინებს ევროკავშირის ძირითად უფლებათა ქარტიით განმტკიცებულ

პრინციპებს.

დირექტივის მიზანია გააადვილოს საზოგადოების წვდომა დავის გადაწყვეტის

ალტერნატიულ საშუალებებთან. შესაბამისად, მედიაციის, როგორც დავის

გადაწყვეტის საშუალების გამოყენებით შესაძლებელი გახადოს მიუკერძოებელი

გადაწყვეტილების მიღება, რაც მიიღწევა მედიაციისა და სასამართლო პროცესის

დაბალანსებული გამოყენებით.

დირექტივა ეხება ტრანსნაციონალურ სამოქალაქო და სამეწარმეო ხასიათის

ურთიერთობებს წევრ სახელმწიფოებს შორის. წევრი სახელმწიფო გულისხმობს

ყველა წევრს გარდა დანიისა.

დირექტივის მიზნებისთვის ტრანსნაციონალურ კონფლიქტს წარმოადგენს

Page 48: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

49

ურთიერთობა, რომელშიც სულ მცირე ერთი მხარე დროებით ან მუდმივად

იმყოფება წევრ სახელმწიფოში იმ დროისთვის, როდესაც

მხარეები კონფლიქტის წარმოშობის შემდგომ შეთანხმდნენ მედიაციის

გამოყენებაზე;

მედიაცია ინიცირებულია სასამართლოს მიერ;

მედიაცია სავალდებულოა ნაციონალური სამართლით;

მე-5 მუხლის მიზნებისთვის მხარეები იღებენ შეთავაზებას.

მე-7 და მე-8 პარაგრაფის მიზნებისთვის ტრანსასაზღვრო კონფლიქტს

წარმოადგენს ისეთი ურთიერთობა, რომელშიც მხარეთა მიერ მედიაციის შემდეგ

შეთანხმებული სასამართლო პროცესი ან არბიტრაჟი წარმოშობილია იმ წევრ

სახელმწიფოში, სადაც ერთ-ერთი მხარე დროებით ან მუდმივ რეზიდენტს

წარმოადგენს.

მე-3 მუხლი ეთმობა ძირითადი ტერმინების განმარტებას. დირექტივის

მიზნებისთვის მედიაცია არის პროცესი, სადაც ორი ან მეტი მხარე

ნებაყოფლობით ცდილობს მედიატორის დახმარებით მიაღწიოს შეთანხმებას

კონფლიქტში. პროცესი შესაძლოა ინიცირებული იყოს მხარეების, სასამართლოს

მიერ ან ნაციონალური ქვეყნის სამართალი ავალდებულებდეს მხარეებს

მიმართონ მედიატორს.

მედიაციად შესაძლოა განხილულ იქნას როგორც პროცესი, რომელიც

წარიმართება იმ მოსამართლის მიერ, რომელიც არ არის პასუხისმგებელი

სასამართლო წესით განიხილოს მხარეებს შორის წამოჭრილი პრობლემა.

აღნიშნულიდან გამოირიცხება მორიგების პროცესი სასამართლოში.

მედიატორი ეს არის მიუკერძოებელი და კომპეტენტური პიროვნება, რომელსაც

შესწევს ძალა ეფექტიანად წარმართოს მედიაციის პროცესი. ამასთან არ აქვს

მნიშვნელობა თუ რა პროფესიისაა მედიატორი ან რა ფორმით ხდება მისთვის

მედიატორობის შეთავაზება მხარეთა მიერ.

დირექტივის მე-4 მუხლი ეხება მედიაციის პროცესის მაღალი ხარისხის

უზრუნველსაყოფად წევრი სახელმწიფოების მიერ მისაღებ ზომებს. დირექტივა

ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს დაარეგულიროს მედიატორების და იმ

ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც საზოგადოებას სთავაზობენ მედიაციის

მომსახურებას. გარდა ამისა, წევრ სახელმწიფოებს ევალებათ შესთავაზონ

ტრენინგები მედიატორებს იმისათვის, რომ უზრუნველყონ მედიაციის

Page 49: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

50

კომპეტენტურად, მიუკერძოებლად და ეფექტურად წარმართვა.

დირექტივის მე-5 მუხლი ეთმობა მედიაციის დაწყების საფუძვლებს.

სასამართლოს საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეუძლია მხარეებს

შესთავაზოს მედიაცია, ასევე სასამართლოს მიერ შესაძლოა შეთავაზებულ იქნეს

საინფორმაციო სესია მხარეებითვის, თუ ასეთი სესიის ჩატარება

ხელმისაწვდომია.

დირექტივის მე-6 მუხლი ეხება მედიაციის შეთანხმების აღსრულების საკითხს.

იგი მიუთითებს, რომ მედიაციის შეთანხმება აღსრულდება თუ ყველა მხარე

თანახმაა ამაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მედიაციის შეთანხმება

ეწინააღმდეგება წევრი სახელმწიფოს ნაციონალურ კანონმდებლობას. ამასთან,

მედიაციის შეთანხმების შინაარსი აღსრულებადად შეიძლება იქნეს მიჩნეული იმ

ქვეყნის სასამართლოს ან კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს მიერ, სადაც

ხდება გადაწყვეტილების აღსრულება. დირექტივის აღნიშნული მუხლი ვერ

მოახდენს გავლენას იმ ნაციონალურ ნორმებზე, რომელთა მეშვეობითაც ხდება

მედიაციის შეთანხმების ცნობა და აღსრულება.

დირექტივის მე-7 მუხლი ეთმობა მედიაციის კონფიდენციალურობას.

კონფიდენციალურობის დასაცავად, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან,

წევრ-სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ არც მედიატორი და არც

მხარეები, რომლებიც მონაწილეობენ მედიაციის პროცესში, არ შეიძლება

აიძულონ მისცენ ჩვენება სასამართლო, ან საარბიტრაჟო წარმოებაში მედიაციის

პროცესში მიღებულ ინფორმაციისთან დაკავშირებით. ამ ზოგადი წესიდან

არსებობს გამონაკლისი. კერძოდ, ინფორმაციის გამჟღავნება დასაშვებია:

თუ ეს ემსახურება საჯარო ინტერსს, ძირითადად ეს აუცილებელია ბავშვთა

უფლებების დასაცავად და პიროვნების ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური

ხელშეუხებლობისათვის საზოგადოებაში;

ასევე თუ ინფორმაციის გამჟღავნების გარეშე ვერ მოხდება შეთანხმების

აღსრულება.

წევრ სახელმწიფოებს შეუძლიათ მიიღონ უფრო მკაცრი ზომები

კონფიდენციალურობის დასაცავად.

დირექტივის მე-9 მუხლი წევრ სახელმწიფოებს ავალდებულებს მედიატორების

და სამედიატორო ორგანიზაციების საკონტაქტო ინფორმაცია ფართო

Page 50: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

51

საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ.

წევრი სახელმწიფოების ნაციონალური სამართალი შესაბამისობაში უნდა იყოს

დირექტივასთან.

d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა წევრი

სახელმწიფოების შიდა კანონმდებლობაზე

2008/52/EC დირექტივა, მიღებული ევროპული პარლამენტის და 21/05/2008 წლის

საბჭოს მიერ, რომელიც შეეხება მედიაციის შესახებ სამოქალაქო და კომერციული

საკითხების სხვადასხვა მნიშვნელოვან ასპექტებს, წევრ სახელმწიფოებს

აკისრებდა ვალდებულებას დადგენილი წესით მიეღოთ სავალდებულო

იურიდიული ძალის მქონე კანონები და სხვა ნორმატიული აქტები იმისათვის,

რომ 2011 წლის 21 მაისამდე ყველა წევრი სახელმწიფოს შიდა კანონმდებლობა

შესაბამისობაში ყოფილიყო მოყვანილი 2008/52/EC დირექტივის მოთხოვნებთან.30

დირექტივის მიზანი მდგომარეობს იმაში რომ მედიაციის გამოყენების

დახმარებით და მედიაციასა და სასამართლო პროცედურების დაბალანსებული

ურთიერთობის საფუძველზე გაადვილებულ იქნას დავის გადაწყვეტისათვის

ალტერნატიული საშუალების გამოყენება და ხელი შეეწყოს დავების მშვიდობიან,

ურთიერთმოლაპარაკების გზით გადაწყვეტას.

განვიხილოთ რამდენიმე ქვეყნის მაგალითი იმის შესახებ თუ რა გავლენა იქონია

დირექტივამ და მისმა მოთხოვნებმა წევრი ქვეყნების შიდა კანონმდებლობაზე:

(1) სლოვაკეთი

მედიაციის შესახებ სლოვაკეთში მოქმედი კანონი, რომელიც მოიცავს მედიაციის

შესახებ ძირითად დებულებებს არის სამოქალაქო და კომერციულ საკითხებში

30 http://www.europarl.europa.eu/document/activities/cont/201105/20110518ATT19582/20110518ATT195

82EN.pdf„The Slovenian Legislation Implementing The EU Mediation Directive“ (PE 453.172); This

document was requested by the European Parliament's Committee on Legal Affairs. AUTHOR - Bojana

JOVIN HRASTNIK, District Court Judge and President of the Council for ADR, Ministry of Justice of the

Republic of Slovenia. April 2011; გვ.3 ბოლოს გამოხმობილია 2012 წლის 24 დეკემბერს.

Page 51: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

52

მედიაციის გამოყენების შესახებ აქტი (მედიაციის შესახებ აქტი), რომელიც

მიღებული იქნა 2008 წლის 23 მაისს. მისი გამოქვეყნება მოხდა 2008 წლის 6 ივნისს

და ძალაში შევიდა 2008 წლის 21 ივნისს. მედიაციის შესახებ აქტი მოიცავს

სამედიაციო პროცედურების შესახებ ძირითად პრინციპებსა და წესებს.

მოცემული აქტი ასევე უზრუნველყოფს ევროპული პარლამენტის და 21/05/2008

წლის საბჭოს მიერ მიღებული 2008/52/EC დირექტივის მოთხოვნათა გადმოტანას

სლოვაკეთის სამართალში.31 თავდაპირველად მედიაციის შესახებ აქტის/კანონის

შესახებ პროექტი მომზადდა 2008 წლის დასაწყისში ლუბლიანას უნივერსიტეტის

იურიდიული ფაკულტეტის ექსპერტთა ჯგუფის მიერ პრაქტიკანტთა ჯგუფთან

კოორდინირებულად. ამავე პერიოდისათვის ევროკავშირის დირექტივის

საბოლოო ტექსტი უკვე იყო შეთანხმებული. მედიაციის შესახებ აქტი

მომზადებული იქნა საერთაშორისო კომერციული შეთანხმების პროცედურების

შესახებ „UNCITRAL“-ის საფუძველზე და 2008/52/EC დირექტივის მოთხოვნათა

გათვალისწინებით. 32 სამოქალაქო და კომერციულ საკითხებში მედიაციის

გამოყენების შესახებ აქტმა 2008/52/EC დირექტივის დებულებები გადაიტანა

სლოვაკურ კანონმდებლობაში, სადაც 2008 წლამდე მედიაციის მარეგულირებელი

არავითარი დოკუმენტი არ არსებობდა. მედიაცია ამ პერიოდში მოიხსენიებოდა

სხვადასხვა ნორმატიულ აქტში, როგორც კონფლიქტის მოგვარების გზა, მაგრამ

მისი გამოყენებისა და ზოგადი დარეგულირების შესახებ რაიმე წესები არ

არსებობდა. 33 მიუხედავად მოცემული საკითხის საკანონმდებლო დონეზე

რეგულირების არარსებობისა, მედიაცია ფაქტობრივად უკვე არსებობდა

სლოვაკეთში 2001 წლიდან, როგორც სასამართლოსთან დაკავშირებული

მედიაცია (court-annexed mediation). მედიაცია, როგორც სასამართლო პროგრამა

პირველად პილოტურ რეჟიმში გამოყენებული იქნა ლუბლიანას საოლქო

სასამართლოში (სლოვაკეთის საოლქო სასამართლოებიდან ყველაზე დიდ

სასამართლოში). საპილოტო პროგრამა მალევე გადაიქცა სასამართლოსათვის

გამოსაყენებელ რეგულარულ პროგრამად.34

მედიაციის, როგორც სასამართლო პროგრამის პირველი გამოყენების შემდეგ

სლოვაკეთში მედიაციამ განვითარება დაიწყო ასევე სასამართლოს გარეთაც. 2006

წელს დაფუძნდა სლოვაკეთის მედიატორთა ასოციაცია, რომელსაც

დღესდღეობით უკვე 400-მდე წევრი ყავს. 2008 წელს სლოვაკეთის მედიატორთა

ასოციაციამ გამოაქვეყნა „მედიაციის შესახებ თეთრი წიგნი“, რომელიც

31 იქვე, გვ.3 32 იქვე, გვ.5 33 იქვე, გვ.7 34 იქვე, გვ.7

Page 52: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

53

წარმოადგენს თვალსაჩინო და კარგ ილუსტრაციას სლოვაკეთში მედიაციის

განვითარების შესახებ. „მედიაციის შესახებ თეთრი წიგნი“ ასევე შეიცავდა

სხვადასხვა რეკომენდაციას მომავალში მედიაციის დარგში მარეგულირებელი

კანონმდებლობის მოწესრიგების ღონისძიებათა გატარების შესახებ. სლოვაკეთის

მედიატორთა ასოციაციის მიერ ასევე მიღებული იქნა მედიატორთა ქცევის

კოდექსი.35

სლოვაკეთში ასევე მოქმედებს სასამართლო საქმეებზე დავის გადაწყვეტის

ალტერნატიული საშუალების შესახებ აქტი, რომელიც მიღებული იქნა 2009 წლის

ნოემბერში და შეიცავს მედიაციის შესახებ სპეციფიკურ დებულებებს, რომლითაც

სასამართლო მხარეებს სთავაზობს გამოიყენონ მედიაცია სასამართლო საქმის

წარმოებისას. ხსენებული აქტი ავალდებულებს ყველა პირველი და სააპელაციო

ინსტანციის სასამართლოს, რომ მხარეებს სამოქალაქო, კომერციული, საოჯახო

და შრომითი დავების დროს დავის გადასაწყვეტად მედიაციის გამოყენება

შესთავაზონ. სასამართლო ასევე უფლებამოსილია შესთავაზოს მხარეებს სხვა

ტიპის დავის ალტერნატიული გადაწყვეტის საშუალება. მოცემული აქტის

საფუძველზე 2010 წლის 15 ივნისიდან სლოვაკეთის პირველი ინსტანციის 59

სასამართლო (44 ადგილობრივი, 11 საოლქო და 4 შრომის სასამართლო)

სთავაზობს მხარეებს მედიაციის გამოყენებას. 36

სამედიაციო პროცედურების შესახებ დებულებებს შეიცავს ასევე პაციენტის

უფლებათა აქტი. ეს აქტი ითვალისწინებს მედიაციის შესახებ ნორმებს, რომლებიც

ერთობლიობაში წარმოადგენენ დავის გადაწყვეტის საშუალებას პაციენტსა და

სამედიცინო პროვაიდერს შორის. ასეთი დავის არსებობისას დავის

გადასაჭრელად მედიაციის გამოყენების შესახებ შეთავაზება ეძლევათ მხარეებს

პაციენტის უფლებათა დაცვის კომისიის მიერ.37

სლოვაკეთში მედიაციის შესახებ მოქმედ სამართლებრივ აქტებზე დაკვირვებით

შეიძლება ითქვას, რომ 2008/52/EC დირექტივამ გარკვეული ზეგავლენა მოახდინა

მის კანონმდებლობაზე. მაგალითად - „მედიაციისა“ და „მედიატორის“ ტერმინის

განმარტება სლოვაკეთის მედიაციის შესახებ აქტში ძალიან ჰგავს ამავე

ტერმინების განმარტებას დირექტივაში; ასევე სასამართლო საქმეებზე დავის

35 იქვე, გვ.7 36 იქვე, გვ.6 37 იქვე, გვ.6

Page 53: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

54

გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალების შესახებ აქტი ამოსავალ წერტილად

იღებს დირექტივის დებულებებს; გარდა ამისა სლოვაკეთის მედიაციის შესახებ

აქტი მიჰყვება სწორედ დირექტივის მითითებებსა და მაგალითებს, რომლებიც

შეეხება მედიაციის საფუძელზე მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების

განხორციელების პროცედურებს და სხვა.38

(2) ჩეხეთის რესპუბლიკა

2008/52/EC დირექტივის საფუძველზე, როგორც სხვა წევრ სახელმწიფოს სხვა

სახელმწიფოებთან ერთად ჩეხეთის რესპუბლიკასაც ჰქონდა ვალდებულება 2011

წლის 21 მაისამდე დირექტივის დებულებებთან შესაბამისობაში მოეყვანა ქვეყნის

შიდა კანონმდებლობა მედიაციის შესახებ. თუმცა, მედიაციის შესახებ ახალი

აქტი (Act No. 202/2012 Coll.) ძალაში შევიდა 2012 წლის 01 სექტემბერს.

მიუხედავად იმისა, რომ დირექტივის მოთხოვნათა შესრულება ჩეხეთში

მნიშვნელოვნად შეფერხდა, ჩეხეთის კანონი წარმოადგენს მედიაციის ერთ-ერთ

ყველაზე დეტალურ და ამომწურავ რეგულირებას.

ვინაიდან ჩეხეთის რესპუბლიკის კანონმდებლობისათვის მედიაცია

პრაქტიკულად უცნობი მოვლენა იყო, მედიაციის შესახებ ჩეხეთის კანონი

მოწოდებულია, რომ შექმნას მედიაციის გამოყენების სამართლებრივი ჩარჩოები

და ხელი შეუწყოს დავის გადასაწყვეტად მხარეთა მიერ მედიაციის გამოყენებას,

რათა მოხდეს დავის გადაწყვეტისას მედიაციის გამოყენების ინტენსივობის ზრდა.

მედიაციის შესახებ ჩეხეთის კანონი ითვალისწინებს ახალ სამართლებრივ რეჟიმს,

რომელიც მოქმედებს სამოქალაქო საკითხებზე მედიაციის დროს. მის ყველაზე

მნიშვნელოვან დებულებებს შორის საგულისხმოა შემდეგი:

სავალდებულო ხასიათის პირველი სამედიაციო შეხვედრა (რომელიც

შეიძლება გაგრძელდეს არაუმეტეს სამი საათისა), თუ ასეთი რამ დადგენილია

სასამართლოს მიერ; ამის შემდეგ სასამართლო უფლებამოსილია შეაჩეროს

სასამართლო პროცედურები სამ თვემდე ვადით;

შედარებით მკაცრი მოთხოვნები „რეგისტრირებული

მედიატორებისათვის“ (რეგისტრირების მონაცემები დაცული უნდა იყოს

იუსტიციის სამინისტროში): საუნივერსიტეტო განათლება მაგისტრის ხარისხით,

მედიაციის შესახებ გამოცდის ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი და სხვა

მოთხოვნები;

38 იქვე, გვ.18

Page 54: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

55

ადმინისტრაციული სანქციები (ჯარიმა 4 000 ევრომდე) მედიატორის

მოვალეობების დარღვევისათვის, მათ შორის კონფიდენციალურობის ან სხვა

ვალდებულების დარღვევისათვის; ჯარიმა იმავე ოდენობით შეიძლება

დაეკისროს პირს იმისათვის, რომ იყენებს „რეგისტრირებული მედიატორის“

სახელს, მაშინ როდესაც ის არ ირიცხება იუსტიციის სამინისტროს მონაცემებში

რეგისტრირებულ მედიატორად.

დრო გვაჩვენებს, რამდენად წარმატებული იქნება ჩეხეთის ახალი კანონი

მედიაციის განვითარებისათვის. საინტერესოა, თუ როგორ იმუშავებს მედიაციის

ეს მოდელი პრაქტიკაში, მაშინ როდესაც სავალდებულო მედიაცია ჯერ კიდევ

დიდი იშვიათობაა ევროპაში (იშვიათი გამონაკლისების გარდა, რომელთაგანაც

ყველაზე ცნობილი იტალიის მოდელია).39

(3) გერმანია

საბოლოოდ, ხანგრძლივი საპარლამენტო ბრძოლის შემდგომ გერმანიის

მედიაციის შესახებ ფედერალური კანონი (Gesetz zur Förderung der Mediation und

anderer Verfahren der außergerichtlichen Konfliktbeilegung) ხელმოწერილი იქნა

ფედერალური რესპუბლიკის პრეზიდენტის მიერ 2012 წლის 21 ივლისს და

ამოქმედდა 2012 წლის 26 ივლისს.

სასამართლო მედიაციის მოდელი, სადაც მოსამართლეები გამოდიან მედიატორის

როლში და მომრიგებელი მოსამართლის წარდგენა გერმანიის პარლამენტის

(Bundestag) მიერ განიხილებოდა, როგორც მედიაციის შესახებ გერმანიის კანონის

ირგვლივ არსებული კამათის მთავარი საგანი, თუმცა საბოლოოდ ორივე საკითხი

გათვალისწინებულ იქნა.

მედიაციის შესახებ გერმანიის კანონი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

„სერტიფიცირებული მედიატორის“ ტერმინის შემოღება, რაც გულისხმობს,

რომ სერტიფიცირებულ მედიატორს გავლილი უნდა ქონდეს სულ მცირე 120

საათიანი ინტენსიური ტრენინგები. აქ აღსანიშნავია, რომ მედიაციის შესახებ

ახალი კანონის ამოქმედებამდე გერმანიში მოქმედი კანონმდებლობის

შესაბამისად გერმანელ მედიატორებს არ მოეთხოვებოდათ რაიმე სპეციალური

39 http://kluwermediationblog.com/2012/10/09/mediation-in-the-czech-republic-%E2%80%93-way-

forward-act-no-2022012/სტატია გამოქვეყნებული “Wolter Kluwer”-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე

09/10/2012 წელს „Mediation in the Czech Republic – Way forward: Act No. 202/2012“; ავტ. Rafal

Morek, K&L Gates LLP ბოლოს გამოხმობილია 2012 წლის 24 დეკემბერს

Page 55: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

56

საგანმანათლებო პირობების დაკმაყოფილება;

ხანდაზმულობის ვადების შეჩერება მედიაციის მიმდინარეობისას;

მედიაციის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულების შესრულების

უზრუნველყოფა.40

(4) ბელგია

სპეციალური კანონი მედიაციის შესახებ არ არსებობს ბელგიაში. ზოგადი

დებულებები მედიაციის შესახებ მოცემულია 2005 წლის 21 თებერვლის

სამოქალაქო პროცედურების შესახებ ზოგად კოდექსში. ხსენებული მუხლები არ

შესწორდა ევროდირექტივის მიღების შემდგომ, ვინაიდან ჩაითვალა, რომ ის

შეესაბამებოდა დირექტივას.

ერთადერთი ყურადსაღები ცვლილება დირექტივის შემდგომ, რაც ბელგიის

მედიაციის შესახებ კანონმდებლობაში განხორციელდა, შეეხება განქორწინების

შესახებ პროცედურებს. 2011 წლის 5 აპრილის საკანონმდებლო აქტი რომელიც

შეეხება განქორწინების პროცედურებს, ავალდებულებს მოსამართლეს გააცნოს

მხარეებს მედიაციის გამოყენების შესაძლებლობის შესახებ, ამასთან უფლებას

აძლევს მოსამართლეს თავისი ინიციატივით განხილვის პროცესი წარმართოს ისე,

რომ მხარეები დააფიქროს მედიაციაზე. დანარჩენ ნაწილში სამოქალაქო

პროცედურების შესახებ კოდექსის მუხლები უცვლელად დარჩა ძალაში.

ბელგიის მედიაციის შესახებ კანონმდებლობა არ აკეთებს განსხვავებას შიდა და

ტრანსნაციონალურ სამედიაციო პროცედურებს შორის, შესაბამისად ერთნაირი

დებულებები ვრცელდება ორივე - საშინაო და საერთაშორისო მედიაციაზე.

(a) სასამართლო მიმართულება

სასამართლო პროცედურის ნებისმიერ ეტაპზე ბელგიელ მოსამართლეს შეუძლია

მიმართოს მედიაციას. მხარეთა შორის გაფორმებული სამედიაციო შეთანხმება

შეიძლება რატიფიცირებული იქნას მოსამართლის მიერ ერთ-ერთი მხარის

მიმართვის საფუძელზე. ასეთი მიმართვის უარყოფა სასამართლოს მიერ შეძლება

განხორციელდეს მხოლოდ განსაკუთრებული საფუძვლის არსებობისას.

40 http://kluwermediationblog.com/2012/08/09/the-new-german-mediation-law-finally-came-into-force/ -

სტატია გამოქვეყნებული “Wolter Kluwer”-ის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 09/08/2012 წელს „The

New German Mediation Law finally came into force“; ავტ. Rafal Morek, K&L Gates LLPბოლოს

გამოხმობილია 2012 წლის 24 დეკემბერს

Page 56: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

57

ბელგიის მედიაციის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად კონფიდენციალობის

დაცვა ევალება არამარტო მედიატორს, არამედ თავად მხარეებსაც და მედიაციის

პერიოდში დანიშნულ ექსპერტებსაც.

აკრედიტებული მედიატორის მიერ გაფორმებული სამედიაციო ხელშეკრულება

შეიძლება იქნეს რატიფიცირებული მოსამართლის მიერ ერთ-ერთი მხარის

მიმართვის საფუძელზე, ხოლო რატიფიცირებულ ხელშეკრულებას აქვს

სასამართლო გადაწყვეტილების ძალა.

ბელგიის მედიაციის შესახებ კანონმდებლობა ერთგულია კონცეფციისა, რომლის

შესაბამისადაც მედიაცია არის მთლიანად ნებაყოფლობითი პროცესი. თუმცა არ

არის გამორიცხული, რომ მსურველ მხარეს, თუნდაც მოგებულს მოუწიოს

სასამართლო პროცედურებისათვის გაწეული ხარჯის ნაწილის გადახდა,

რომელმაც დაუსაბუთებლად უარყო მედიაციის გამოყენება (აღნიშნული

შეიძლება განხილულ იქნას, როგორც უფლების დარღვევა).

(b) აკრედიტაციის მოთხოვნები მედიატორისათვის

აკრედიაცია ბელგიაში მედიატორებსა და ტრენინგ ცენტრებზე გაიცემა მხოლოდ

არბიტრაჟის ფედერალური კომისიის მიერ. ბელგიის კანონმდებლობაში არ

არსებობს დებულებები, რომლებიც შეეხება საზღვარგარეთ დატრენინგებულ ან

ევროკავშირის სხვა წევრ სახელმწიფოებში აღიარებული მედიატორების

ბელგიაში აღიარების საკითხებს. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ პროფესიონალი

მოსამართლეები არ შეიძლება იყვნენ მედიატორები.

მხარეებს შეუძლიათ გამოიყენონ წარმომადგენლის დახმარება სამედიაციო

პროცედურების განხორციელებისას.41

(5) ბულგარეთი

მთავარი იურიდიული ინსტრუმენტი, რომელიც არეგულირებს მედიაციის

საკითხებს ბულგარეთში არის მედიაციის შესახებ კანონი, რომელიც მიღებული

იქნა 2004 წელს, ხოლო ბოლო ცვლილებები შეტანილ იქნა 2011 წელს რათა

მომხდარიყო მისი 2008/52/EC დირექტივასთან შესაბამისობაში მოყვანა.

2008 წელს ძალაში შევიდა ახალი სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, რომელმაც

41 http://www.in-mediation.eu/wp-content/uploads/ANALYSIS_ON_EU_LEGISLATION_full-text-May-

2012.pdf“MEDIATION ACT” (Analysis on EU Legislation) by PAMB, IM and GEMME on occasion of

EuroNetMed 2012 წ. ბოლოს გამოხმობილია 2012 წლის 24 დეკემბერს

Page 57: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

58

მედიაციასთან დაკავშირებული ზოგიერთი საკითხი დაარეგულირა. ამ ორი

დოკუმენტის გარდა მედიაციის შესახებ საკითხები ასევე რეგულირდება

15/03/2007 წლის N2 ბრძანებულებით, რომელიც შეეხება მედიაციის შესახებ

კანონის მე-8 მუხლის მოთხოვნის უზრუნველყოფას და რომელიც ეხება

მედიაციისა და მედიატორების ხარისხის საკითხს. ბრძანებულება უწესებს

მინიმალურ სტანდარტებს და ადგენს სერტიფიცირების წესს ტრენინგ ცენტრების

და ასევე მედიატორებისათვის.

2008/52/EC დირექტივის საკანონმდებლო უზრუნველყოფა ბულგარეთში

პრაქტიკულად განხორციელდა დირექტივით განსაზღვრული საბოლოო ვადის

მიწურულს, 2011 წლის გაზაფხულზე, როდესაც ეროვნულმა ანსამბლეამ შეიტანა

ცვლილებები და დამატებები მედიაციის მოქმედ კანონში.

ცვლილებები და დამატებები უზრუნველყოფდა ისეთი დებულებების შიდა

კანონმდებლობაში გადმოტანას, როგორიც არის კონფიდენციალურობა,

ხანდაზმულობის ვადები, მედიატორის მიუკერძოებლობა და ნეიტრალურობა,

მედიაციის შედეგად გაფორმებული ხელშეკრულების სავალდებულოობა.

მედიაციის შედეგად მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების

სავალდებულოობისათვის საჭიროა მხარეთა ხელმოწერის შემდეგ შეთანხმების

რეგიონული სასამართლოს მიერ დადასტურება. დადასტურებული შეთანხმება

იურიდიული ძალით უთანაბრდება კანონიერ ძალაში შესულ გადაწყვეტილებას.

მედიაციის შესახებ ბულგარეთის კანონი მკაფიოდ ამბობს, რომ მედიაცია არის

პროცესი, სადაც მხარეებმა მონაწილეობა უნდა მიიღონ მხოლოდ საკუთარი

თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძელზე და ამასთან ნებისმიერ დროს

შეუძლიათ უარი თქვან პროცედურის გაგრძელებაზე.

მედიატორთა აკრედიტაციის საკითხი ჯერ კიდევ 2004 წელს იქნა

დარეგულირებული, რათა გარანტირებული ყოფილიყო ხარისხიანი მედიაცია.

ბულგარეთში მედიატორებს აკრედიტაციას ანიჭებს და არეგისტრირებს

იუსტიციის მინისტრი. უცხო ქვეყნის მოქალაქეს, რომელსაც ბულგარეთში აქვს

ხანგრძლივი ან პერიოდული ცხოვრების ნებართვა, შეუძლია გახდეს მედიატორი

თუ ის ასევე პასუხობს მედიატორის აკრედიტაციის მოთხოვნებს. ამ ტიპის

ნებართვა არ სჭირდებათ ევრო კავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს,

ევროპული ეკონომიკური ზონის ქვეყნების და შვეიცარიის რეზიდენტ პირებს.

Page 58: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

59

მედიატორის სტატუსის მოპოვებისათვის კანდიდატებს მოეთხოვებათ 60

საათიანი ტრენინგის გავლა, საიდანაც 30 საათი უნდა დაეთმოს პრაქტიკულ

მუშაობას. ამასთან, ტრენინგენგების ჩატარების უფლება აქვთ მხოლოდ იმ

ინსტიტუტებსა თუ ცენტრებს, რომელთაც უშუალოდ იუსტიციის მინისტრის

მიერ აქვთ მინიჭებული აკრედიტაცია. ასეთი ცენტრებისა თუ ინსტიტუტების

ნახვა შესაძებელია ბულგარეთის იუსტიციის სამინისტროს ვებ გვერდზე.

ბულგარეთის კანონმდებლობა მედიაციის მხარეებს აძლევს შესაძლებლობას

ისარგებლონ წარმომადგენლის (ადვოკატის) დახმარებით.42

(6) 2008/52/EC დირექტივის იმპლემენტაციის შედეგები

ევროკომისიამ გამოიჩინა ინიციატივა, რათა იურიდიული მოქმედებები

განეხორციელებინა იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებმაც განსაზღვრულ ვადებში

ვერ მოახერხეს 2008/52/EC დირექტივის შესრულების შესახებ ინფორმაციის

წარდგენა. ამ სახელმწიფოთა რიცხვს განეკუთვნებიან: კვიპროსი, ჩეხეთის

რესპუბლიკა, ესპანეთი, საფრანგეთი, ლუქსემბურგი და ნიდერლანდები.43

2011 წლის 24 ნოემბერს, ბრიუსელში - ევროკომისიამ დაიწყო იურიდიული

მოქმედებების განხორციელება 6 ქვეყნის წინააღმდეგ, რომლებმაც ვერ შეძლეს

დადგენილ ვადებში გაეგზავნათ შეტყობინება ევროკომისიისათვის იმის შესახებ,

თუ რა მდგომარეობაა დირექტივის მოთხოვნების ეროვნულ კანონმდებლობაში

იმპლემენტაციის თვალსაზრისით. დირექტივის მოთხოვნათა შესრულების

საბოლოო ვადად განსაზღვრული იყო 2011 წლის 21 მაისი. კომისია

არგუმენტირებულ მოსაზრებებს გაუგზავნის აღნიშნულთან დაკავშირებით

კვიპროსს, ჩეხეთის რესპუბლიკას, ესპანეთს, საფრანგეთს, ლუქსემბურგსა და

ნიდერლანდებს. პარალელურად ევროკომისია ახორციელებდა დახურულ საქმის

განხილვას ფინეთის, სლოვაკეთისა და გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ,

თუმცა მას შემდეგ რაც მათ მოახდინეს ევროკომისიის ინფორმირება მათი

შესაბამისი ეროვნული კანონმდებლობის შესახებ, განხილვა შეჩერდა.

დავებისა და უთანხმოებების განხილვა სასამართლოს მეშვეობით ხშირ

42 http://www.in-mediation.eu/wp-content/uploads/ANALYSIS_ON_EU_LEGISLATION_full-text-May-

2012.pdf“MEDIATION ACT” (Analysis on EU Legislation) by PAMB, IM and GEMME on occasion of

EuroNetMed 2012 წ. ბოლოს გამოხმობილია 2012 წლის 24 დეკემბერს 43http://www.iprhelpdesk.eu/node/661 ბოლოს გამოხმობილია 2012 წლის 24 დეკემბერს

Page 59: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

60

შემთხვევაში ძვირი და დროში გაწელილი პროცესია. მედიაცია კი მნიშნელოვანი

ალტერნატივაა, რომელიც ეხმარება მხარეებს ურთიერთმოლაპარაკების და

მშვიდობიანი გზით შეთანხმების მიღწევაში. მედიაცია მხარეებს უზოგავს დროს,

ფულს და აცილებს მხარეებს ისედაც ემოციური საოჯახო საქმეების განხილვისას

იყვნენ ჩართულნი სასამართლო პროცესში, რომელიც იწვევს დამატებით

ტრავმებს.

დირექტივით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომ 2011 წლის ივლისის

თვეში ევროკომისიამ დაიწყო იურიდიული მოქმედების განხორციელება და 9

ქვეყანას (ჩეხეთის რესპუბლიკას, ესპანეთს, საფრანგეთს, კვიპროსს,

ლუქსემბურგს, ნიდერლანდებს, ფინეთს, სლოვაკეთსა და გაერთიანებულ

სამეფოს) გაუგზავნა „ოფიციალური შეტყობინების წერილი“. სამმა მათგანმა

(ფინეთი, სლოვაკეთი და გაერთიანებული სამეფო) შეატყობინა ევროკომისიას მათ

მიერ მიღებული შიდასახელმწიფოებრივი ზომების შესახებ, მაშინ როდესაც

დანარჩენი ექვსი ქვეყანა მიიღებს არგუმენტირებულ მოსაზრებებს მათი

მოვალეობის შეუსრულებლობასთან დაკავშრებით. 20 წევრ ქვეყანას უკვე გააჩნია

შესაბამისი და უკვე მოქმედი კანონმდებლობა მედიაციის შესახებ.44

2008/52/EC დირექტივის შესაბამისად ევროკომისიამ 2016 წლის მაისის თვემდე

უნდა წარმოადგინოს საბოლოო მოხსენება წევრი ქვეყნების შიდა

კანონმდებლობაში დირექტივის დებულებების იმპლემენტაციის შესახებ.

სავარაუდოდ 2016 წლის მოხსენება იქნება ანალიზი ევროკავშირის წევრ ქვეყნებში

მედიაციის განვითარებისა და მათ კანონმდებლობაში დირექტივის ზეგავლენის

შესახებ.45

2. მედიაციის რეგულირება საქართველოში

44http://europa.eu/rapid/press-release_IP-11-1432_en.htm?locale=en ბოლოს გამოხმობილია 2012 წლის

24 დეკემბერს 45 http://kluwermediationblog.com/2011/12/17/beyond-the-eu-directive-on-mediation-solving-national-

problems-at-a-national-level/სტატია გამოქვეყნებული “Wolter Kluwer”-ის ოფიციალურ ვებ-

გვერდზე 17/12/2011 წელს „Beyond the EU Directive On Mediation: Solving National Problems

at a National Level“; ავტ. Cornel Marian, Stockholm Arbitration & Litigation Center (SALC) ბოლოს

გამოხმობილია 2012 წლის 24 დეკემბერს

Page 60: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

61

e) სასამართლო მედიაცია

,,სასამართლო მედიაცია’’ პირობითად უნდა ვუწოდოთ დავის ალტერნატიული

გადაწყვეტის ფორმას, რომლის გამოყენებაც სასამართლოს ნებართვითა და მისი

აქტიური მონაწილეობით ხდება. სხვადასხვა სახელმწიფოში მედიაციის

პროცედურის წარმართვაში მართლმსაჯულების ორგანოების ჩარევის ხარისხი და

ინტენსივობა განსხვავებულია.

სასამართლო მედიაცია (სავალდებულო მედიაცია) კლასიკური მედიაციის

ერთგვარი სახეცვლილებაა. მედიაციის ძირითადი არსი ნებაყოფლობითობაა.

მხარეები კერძო ავტონომიის ფარგლებში თანხმდებიან, რომ დავის მორიგებით

დასრულებაში დახმარებისათვის მიმართონ მედიატორს. სავალდებულო

მედიაციის დროს კი სასამართლო (სახელმწიფოს სახელით) მხარეებს

ავალდებულებს, რომ სასამართლოში საქმის განხილვამდე სცადონ მორიგება.

მხარეებს არ აქვთ არჩევანის უფლება და ვალდებულნი არიან, რომ სასამართლო

დარბაზიდან მოლაპარაკების ოთახში გადაინაცვლონ. სასამართლო მედიაციის

ინსტიტუტის დანერგვით სახელმწიფო იღებს პასუხისმგებლობას იმ მხარეთა

წინაშე, რომელთა ნების ავტონომიასაც ზღუდავს. შესაბამისად, იმისათვის, რომ

სახელმწიფომ მის მიერ აღებული ვალდებულებები შეასრულოს, საჭიროა

შეიქმნას საკანონმდებლო ბაზა, რითაც მეტ-ნაკლებად სრულყოფილად

დარეგულირდება სასამართლო მედიაციასთან დაკავშირებული საკითხები.

2011 წლის დეკემბერში საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შევიდა

ცვლილება და კოდექსს დაემატა XXI1 თავი, სახელწოდებით ,,სასამართლო

მედიაცია’’. 1871 მუხლის თანახმად, სარჩელის სასამართლოში წარდგენის შემდეგ

სასამართლო მედიაციას დაქვემდებარებული საქმე შეიძლება გადაეცეს

მედიატორს (ფიზიკურ ან იურიდიულ პირს) დავის შეთანხმებით დასრულების

მიზნით. მედიატორისათვის საქმის გადაცემის შესახებ განჩინება არ

გასაჩივრდება.

მიგვაჩნია, რომ აღნიშნულ ფორმულირებაში იურიდიულ პირზე მითითება არაა

გამართლებული შემდეგ მიზეზთა გამო: Uniform Mediation Act-ის ტერმინთა

განმარტების მიხედვით, მედიატორი არის ფიზიკური პირი, რომელიც

წარმართავს მედიაციის პროცესს. მედიატორის როლიდან და ფუნქციიდან

გამომდინარე, მედიატორი იურიდიული პირი ვერ იქნება. მედიატორის

პიროვნებას მხარეთათვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. მედიაციის სერვისის

შეთავაზებასთან ერთად სახელმწიფო მხარეებს მედიატორსაც სთავზობს, ისევე

Page 61: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

62

როგორც დავის სასამართლოში განხილვისას- მოსამართლეს. შესაბამისად,

სახელმწიფო ვალდებულია, აიღოს პასუხისმგებლობა მედიატორის

პიროვნებასთან, მის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით და მხარებს შესთავაზოს

კვალიფიციური მედიატორის ,,მომსახურება’’. კვალიფიციური კადრის

შესარჩევად კი საჭიროა გარკვეული კრიტერიუმების, მოთხოვნების დაწესება.

სახელმწიფო სასამართლო მედიატორებს ხელფასს იმისთვის უხდის, რომ

მედიატორი მხარეებს დაეხმაროს მორიგებაში, ისევე როგორც, მოსამართლეს

უხდის ხელფასს, რათა განიხილოს და გადაწყვიტოს მხარეთა დავა. შესაბამისად,

ვალდებულების გარდა სახელმწიფოს ინტერესიცაა, რომ მის მიერ სახელმწიფო

ბიუჯეტიდან გადახდილი თანხა შემხვედრი შესრულების შესაბამისი იყოს.

აღნიშნულის კონტროლს ნებისმიერი დამსაქმებელი ახორციელებს. კონტროლის

მაღალი სტანდარტი კი უფრო მეტადაა მოსალოდნელი, როდესაც დამსაქმებელი

სახელმწიფოა.

დავა უნდა გადაეცეს კონკრეტულ ფიზიკურ პირს, რომელიც შეასრულებს

მედიატორის როლს მხარეთა მოლაპარაკების პროცესში. იურიდიული პირი, ვერ

შეასრულებს მედიატორის ფუნქციას. ამერიკის უმრავლეს შტატებში კანონითაა

დადგენილი მედიატორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები. აბსურდია,

მედიატორში მოიაზრებოდეს იურიდიული პირიც და მას მოეთხოვებოდეს

უმაღლესი განათლება და 46 საათიან მედიაციის ტრენიგზე დასწრება. კანონში

იურიდიულ პირზე მითითება შეიძლება გავიგოთ, როგორც მითითება იმ

იურიდიულ პირზე, რომელიც პირებს სთავაზობს მედიაციის სერვისს. ასეთი

იურიდიული პირი აერთიანებს რამდენიმე ფიზიკურ პირს. ყოველ მედიაციის

პროცესში მონაწილეობას მათგან მხოლოდ ერთი ან რამდენიმე ფიზიკური პირი

იღებს და სწორედ ის ასრულებს მედიატორის ფუნქციას.

სსსკ-ის 1873 მუხლში მოცემულია მედიაციას დაქვემდებარებული დავების

ჩამონათვალი. საოჯახო (გარდა შვილად აყვანისა, შვილად აყვანის ბათილად

ცნობისა, მშობლის უფლების შეზღუდვისა და მშობლის უფლების ჩამორთმევისა),

სამემკვიდრეო და სამეზობლო სამართლებრივ დავაზე სარჩელის წარდგენის

შემთხვევაში საქმე გადაეცემა მედიატორს. ამ შემთხვევაში მხარეთა სურვილს

მნიშვნელობა არ აქვს და შესაბამისად, არც მხარეთა თანხმობაა საჭირო, რომ

მედიაციის პროცესი გაიმართოს. სავალდებულო მედიაციას დაქვემდებარებული

დავები ერთი მნიშვნელოვანი საერთო ელემენტითაა შერჩეული. ასეთი სახის

დავებში სამართლებრივი პრობლემების გარდა ძალიან მნიშვნელოვანია მხარეთა

პირადი ურთიერთობები, რაც, როგორც წესი, ამძაფრებს მხარეთა შორის დავას.

რაც შეეხება საოჯახო დავების იმ საქმეებს, რომლებზეც მედიაცია არ ვრცელდება,

Page 62: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

63

აღნიშნული დავები პირდაპირ ეხება ბავშვის ინტერესებს. როგორც წესი,

სახელმწიფო ცდილობს, რომ ბავშვის ინტერესებთან დაკავშირებულ დავებს მეტი

სიფრთხილით მიუდგეს. სწორედ ამიტომ გადაწყვიტა კანონმდებელმა, რომ

ასეთი საკითხები მხარეთა ნების ავტონომიისათვის არ მიენდო გადასაწყვეტად

და მხოლოდ სასამართლო განხილვის საგნად დაეტოვებინა. ბავშვის ინტერესების

მიმართ ასეთი პასუხისმგებლობით მიდგომა ვფიქრობთ, სწორია.

ევროპარლამენტის დირექტივაში მითითებულია, რომ მედიატორს არ აქვს

უფლება ჩვენება მისცეს სასამართლოში და გაახმაუროს კონფიდენციალური

ინფორმაცია გარდა ორი გამონაკლისი შემთხვევისა. ერთი გამონაკლისი არის

შემთხვევა, როდესაც კონფიდენციალური ინფორმაციის გახმაურება საჭიროა

ბავშვის ინტერესების დასაცავად. აღნიშნული რეგულირებაც მიუთითებს, რომ

ბავშვის ინტერესები განსაკუთრებული ღირებულება უნდა იყოს

სახელმწიფოსათვის.

სასურველია, რომ მედიაციისათვის გადასაცემი სავალდებულო დავების

ჩამონათვალს დაემატოს შრომითი დავები. შრომითი დავები საკმაოდ

სპეციფიკურია და ზემოთჩამოთვლილი დავების მსგავსად, შრომის დავაშიც

ძალიან მნიშვნელოვანია მხარეთა პირადი ურთიერთობები. ამიტომ სასურველია,

დავის სასამართლოში განხილვამდე მხარეებმა მედიაციის საშუალებით სცადონ

დავის მოგვარება. ასეთი დავების გადასაწყვეტად მედიაციის პროცესი ყველაზე

მოქნილია, რადგან მედიაციის პროცესში მიღწეული შეთანხმებით მხარემ

შეიძლება დაიკმაყოფილოს როგორც სამართლებრივი, ასევე კომერციული და

პირადი ინტერესი, ან მხოლოდ ერთი მათგანი, თუ ის სხვებზე მეტად

პრიორიტეტულია მისთვის.

სსსკ-ის 1873 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, მედიაცია

შეიძლება გავრცელდეს ნებისმიერ დავაზე მხარეთა თანხმობის შემთხვევაში. 1873

მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეთა თანხმობის შემთხვევაში დავა

მედიატორს შეიძლება გადაეცეს საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე. ასეთი

დათქმა ზრდის იმის ალბათობას, რომ მხარეები დავის სასამართლოში

დასრულებამდე აირჩევენ მედიაციას და ამცირებს იმის შესაძლებლობას, რომ

მხარებმა შეიძლება მაშინ გადაწყვიტონ მედიაციისათვის მიმართვა, როცა უკვე

,,დაგვიანებულია’’. შესაბამისად, მხარეებისათვის ასეთი უფლების მინიჭება

პროცესს მეტ მოქნილობას სძენს. არ იარსებებს არც ერთი შემთხვევა, როდესაც

მხარეები მოინდომებენ მედიაციის პროცესში მონაწილეობას და მათ ამის უფლება

აღარ ექნებათ კანონის ფორმალური მოთხოვნების გამო.

მედიატორის აცილება დასაშვებია იმავე საფუძვლებით, რა საფუძვლებითაც

Page 63: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

64

შესაძლებელია მოსამართლის აცილება. აცილების ეტაპზე კარგად ჩანს, რამდენად

მნიშვნელოვანია, რომ მხარემ წინასწარ იცოდეს, რომელ მედიატორს, ფიზიკურ

პირს გადაეცა მისი საქმე. არასწორია, თუკი სასამართლო მხარეებს მიუთითებს,

რომ მათი საქმე გადაეცა იურიდიულ პირს სახელად X და მხარეებმა შემდეგ უნდა

გაარკვიონ X-ის რომელ მედიატორს შეიძლება გადასცეს მათი საქმე X-მა.

მედიატორის აცილება შეიძლება განაცხადონ მხარეებმა. კოდექსი არ აწესრიგებს

მედიატორის აცილების წესსა და პროცედურას, როგორც ეს მოსამართლის

აცილების შემთხვევაში წესრიგდება. გაურკვეველია, რა ეტაპზე შეიძლება

განაცხადოს მხარემ მედიატორის აცილება და ვის უნდა განუცხადოს აცილების

შესახებ, პირადად მედიატორს, თუ სასამართლოში უნდა დააყენოს

შუამდგომლობა აცილების თაობაზე. აცილების პროცედურა კანონით

დეტალურად უნდა იყოს მოწესრიგებული.

კოდექსი არ ითვალისწინებს მედიატორის თვითაცილების ინსტიტუტს.

სასურველია, ამ თავს დაემატოს მუხლი მედიატორის თვითაცილების შესახებ და

მიეთითოს, რომ აცილების საფუძვლების არსებობისას მედიატორი ვალდებულია

განაცხადოს თვითაცილება. გავრცელებული პრაქტიკით აცილების საფუძვლების

არსებობისას მედიატორს თვითაცილებას ავალდებულებს როგორც კანონი

მედიაციის შესახებ, ასევე მედიატორთა ეთიკის კოდექსი. ამ ეტაპზე

საქართველოში არც კანონი მედიაციის შესახებ და არც მედიატორთა ეთიკის

კოდექსი არ მოქმედებს და მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ თვითაცილების

ვალდებულება მედიატორს სამოქალაქო საპროცესო კოდექსით მაინც დაეკისროს.

სსსკ-ის 1875 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო მედიაციის ვადა

შეადგენს 45 დღეს. ამ ვადის განმავლობაში მედიატორმა მხარეებთან უნდა

გამართოს არანაკლებ 2 შეხვედრისა. მხარეთა შეთანხმებით აღნიშნული ვადა

შეიძლება გაგრძელდეს კიდევ 45 დღით. სასამართლოსთან მიმართებით

მედიაციის ერთ-ერთი უპირატესობა ისიცაა, რომ მედიაციის პროცესი დროში

გაწელილი არ არის და მხარეებს შეუძლიათ, უფრო სწრაფად მიაღწიონ საბოლოო

შედეგს, ვიდრე ამას სასამართლოში შეძლებდნენ. კარგია, რომ მედიაციის

პროცესისათვის კანონით დადგენილია მაქსიმალური ვადა. ეს მხარეს არ მისცემს

შესაძლებლობას, რომ სასამართლო მედიაციის პროცესი უსასრულოდ გაწელოს,

მეორე მხარეს არ შეუთანხმდეს და არც სარჩელის წარდგენის საშუალება მისცეს.

რთულია, გადაჭრით ითქვას, 45 დღე არის თუ არა სწორად განსაზღვრული ვადა,

ან რა პრინციპითაა შერჩეული 45 დღე. გამართლებულია, მხარეთა შეთანხმებით

მედიაციის ვადის გაგრძელება. თუ მხარეებს სურთ, რომ დავა მორიგებით

დაასრულონ და თვლიან, რომ მეტი დრო ესაჭიროებათ საბოლოო შედეგამდე

Page 64: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

65

მისასვლელად, ისინი არ უნდა შეიზღუდნონ კანონით დადგენილი ვადით. ამ

შემთხვევაში უნდა დადგინდეს, რა უფრო მნიშვნელოვანია: ის რომ ორმოცდახუთ

დღეში გაირკვეს მხარეები მორიგდნენ თუ არა, თუ 50-ე დღეს მხარეებმა მიაღწიონ

შეთანხმებას. მედიაციის პროცესი შედეგიანი იმ შემთხვევაშია, როდესაც

მხარეები დავას მორიგებით ასრულებენ. თუკი შესაძლებელია მედიაციის

პროცესის შედეგიანად დასრულება, თუმცა პრობლემაა შედეგის 45 დღეში

მიღწევა, აუცილებელია, რომ მხარეებს ჰქონდეთ შესაძლებლობა და საკუთარი

ინიციატივით გააგრძელონ შეთანხმების მისაღწევად განსაზღვრული ვადა.

მნიშვნელოვანია, რომ მხარეებისათვის ასეთი უფლების მინიჭებით მხარეთა

ნების ავტონომია გარკვეულ მნიშვნელობას იძენს სავალდებულო მედიაციის

დროსაც.

სსსკ-ის 1876 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად მხარეები ვალდებულნი არიან,

გამოცხადნენ მედიატორის მიერ დანიშნულ დროსა და ადგილას სასამართლო

მედიაციის პროცესში მონაწილეობისათვის. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის

მიხედვით, მედიაციის პროცესზე მხარის არასაპატიო მიზეზით

გამოუცხადებლობის შემთხვევაში მას დაეკისრება სასამართლო ხარჯების

დაფარვა, მიუხედავად იმისა, რა შედეგით დასრულდება სასამართლოში საქმის

განხილვა და ჯარიმა 150 ლარის ოდენობით. აღნიშნული მუხლის მიზანია,

უზრუნველყოს მხარეთა დასწრება მედიაციის პროცესზე იმ პირობებში, როცა

მხარეებს არ სურთ მოლაპარაკება, მათ სურთ, რომ მათი დავა გადაწყვიტოს

სასამართლომ. სანქციის არსებობამ მხარე შეიძლება აიძულოს, რომ ფიზიკურად

დაესწროს პროცესს. თუმცა, საკამათოა, შედეგის თვალსაზრისით ეს რამდენად

ეფექტური იქნება. თუკი მხარე კატეგორიული წინააღმდეგია მეორე მხარესთან

მორიგების და ის მხოლოდ სანქციის თავიდან ასარიდებლად ცხადდება

პროცესზე, ძალიან იშვიათ შემთხვევაში დასრულდება ასეთი პროცესი მხარეთა

მორიგებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი მხარეს აძლევს მოტივაციას

მოლაპარაკების მისაღწევად და ადგენს, რომ პროცესის მოლაპარაკებით

დასრულება მხარეს გაათავისუფლებს დაკისრებული ჯარიმისაგან. თუ მხარე ერთ

შეხვედრაზე არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა და ის გამოცხდდა მეორე

შეხვედრაზე, კანონი მას აძლევს ,,შანსს’’, რომ თავიდან აიცილოს ჯარიმის

დაკისრება, თუკი პროცესს შეთანხმებით დაასრულებს. 1876 მუხლის მე-4 ნაწილი

მედიაციის პროცესში არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში

მხარეს მეორე ,,შანსსაც’’ აძლევს და ადგენს, რომ თუკი მხარეები მედიაციის დროს

ვერ შეთანხმდნენ, გადაინაცვლეს სასამართლო დარბაზში და შემდეგ იქ

მორიგდნენ, მხარეს 1876 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქცია

აღარ დაეკისრება. მოცემულ მუხლში იკვეთება კანონმდებლის პრიორიტეტი და

Page 65: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

66

მთავარი მიზანი- მხარეთა დავა დასრულდეს შეთანხმებით. სწორედ ამ მიზნის

მიღწევას ემსახურება მხარის ,,წაქეზება’’ და სანქციისაგან მისი გათავისუფლების

შემთხვევის განსაზღვრა. უდავოა, რომ უნდა არსებობდეს გარკვეული

კანონისმიერი მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს მხარეთა დასწრებას

სავალდებულო მედიაციის პროცესზე.

სსსკ-ის 1877 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლო მედიაციის

პროცესი მხარეთა შეთანხმებით დასრულდა, სასამართლო მხარის

შუამდგომლობის საფუძველზე გამოიტანს განჩინებას მხარეთა მორიგების

დამტკიცების შესახებ. ეს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

სასამართლოში მორიგების მსგავსად, სასამართლო მედიაციის შეთანხმებით

დასრულების შემთხვევაშიც, სასამართლო ამტკიცებს მხარეთა მორიგებას.

სასამართლოს განჩინება მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ

ექვემდებარება იძულებით აღსრულებას, თუ მხარე არ ასრულებს მორიგებით

გათვალისწინებულ პირობებს. გამართლებულია, რომ მედიაციის შეთანხმებით

დასრულების შემთხვევაშიც სასამართლო ამტკიცებს მხარეთა შეთანხმებას. ისევე,

როგორც კლასიკური მედიაციის შეთანხმებით დასრულების დროს, ამ

შემთხვევაშიც მხარეები დადებდნენ შეთანხმებას, რომლის შეუსრულებლობის

შემთხვევაში მხარეს ისევ სასამართლოსათვის მიმართვა დასჭრიდებოდა. თუ

მხარე მორიგებაზე თანხმდება, იგულისხმება, რომ მზადაა შეასრულოს მისი

პირობები, თუმცა არც მისი შეუსრულებლობა უნდა გამოვრიცხოთ. ამიტომ

მხარეს აღსასრულებლად ეფექტური მექანიზმი სჭირდება, რომლის გამოყენების

უფლებას კანონი ანიჭებს კიდეც. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად,

სასამართლო მედიაციის მხარეთა შეთანხმებით დაუსრულებლობის შემთხვევაში,

მოსარჩელეს შეუძლია წარადგინოს სარჩელი საერთო წესების დაცვით.

მნიშვნელოვანია, რომ მედიაციის პროცესის შემდეგ სასამართლოსათვის

მიმართვის უფლება კანონითაა განმტკიცებული. ევროპარლამენტის დირექტივის

(2008/52/ECE) თანახმად, სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს, რომ მხარეს,

რომელიც დავის მოსაგვარებლად მედიაციას მიმართავს, არ წაერთმევა უფლება

სურვილის შემთხვევაში მიმართოს სასამართლოს ან არბიტრაჟს.

სსსკ-ის 1878 მუხლის 1-ლ ნაწილში მითითებულია, რომ მედიაციის პროცესი

კონფიდენციალურია. მედიატორს არ აქვს უფლება გაამჟღავნოს ის ინფორმაცია,

რომელიც მისთვის ცნობილი გახდა მედიატორის მოვალეობის შესრულებისას,

თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მე-2

ნაწილი მხარეებს და მათ წარმომადგენლებს აკისრებს კონფიდენციალურობის

დაცვის ვალდებულებას, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის

Page 66: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

67

დადგენილი. კონფიდენციალურობის დაცვის ვალდებულება მეტად ზოგადადაა

გაწერილი. მუხლში არ არის მითითება, რომ მედიატორს არ შეუძლია

სასამართლოში მისცეს ჩვენება მედიაციის პროცესში მიღებულ ინფორმაციასთან

დაკავშირებით. სასამართლოში ჩვენების მიცემის დაუშვებლობაზე არის

მითითება ევროპარლამენტის დირექტივაში. კონფიდენციალურობის პრინციპი

შეუზღუდავი და უნივერსალური არაა, გარკვეულ შემთხვევებში შესაძლებელია

ამ პრინციპის დარღვევა უფრო პრიორიტეტული საკითხის სასარგებლოდ.

კანონში დეტალურად უნდა მიეთითოს ის გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც

მედიატორს უფლება აქვს, გათქვას მედიაციის პროცესში მიღებული

კონფიდენციალური ინფორმაცია. გამონაკლისად მხოლოდ მხარეთა შეთანხმების

არსებობის მითითება არ არის საკმარისი.

ამ ეტაპზე არ გვაქვს სასამართლო მედიაციის პრეცედენტი, რადგან სასამართლო

მედიაციით საქმე ჯერ არ განხილულა. პირები, რომელიც უნდა იყვნენ

მედიატორები სასამართლო მედიაციის საქმეზე, უკვე არიან დატრენინგებული.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან, იუსტიციის უმაღლეს სკოლასთან, თბილისის

საქალაქო სასამართლოსთან, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დავის

ალტერნატიული გადაწყვეტის ნაციონალურ ცენტრთან და გერმანული

საერთაშორისო მხარდაჭერის ინსტიტუტთან (GIZ) თანამშრომლობით

JILEP/USAID -მა გააკეთა ორგანიზება და საქართველოში ჩამოვიდნენ CEDR-ის

(Center for Effective Dispute Resolution) ტრენერები, რომლებმაც მონაწილეებს

ჩაუტარეს მედიაციის ტრენინგი. ტრენინგი ჩატარდა ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე

შერჩეულ იქნა 30 კანდიდატი, რომელთაც გაიარეს საბაზისო კურსი Process and

Skills of Effective Mediation. აღნიშნული 5 დღიანი კურსის შედეგად თავად

მწვრთნელებმა შეარჩიეს 18 მონაწილე, რომელთაც დამატებით გაიარეს

გაღრმავებული კურსი Advanced Practice and Assessment Course. მეორე კურსი

მოიცავდა აგრეთვე მონაწილეთა შეფასებას CEDR-ის საერთაშორისო

აკრედიტაციისათვის. 18 მონაწილიდან 17-მა მიიღო CEDR–ის მედიატორის

აკრედიტაცია.

ორგანიზატორთა ვარაუდით, საპილოტე პროექტის ფარგლებში პირველი

მედიაციის გამართვა უნდა მოხდეს არა უგვიანეს 2013 წლის გაზაფხულისა.

f) სანოტარო მედიაცია

(1) ნოტარიუსის ახალი ფუნქცია, ნოტარიუსი - მედიატორი.

Page 67: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

68

“ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონში, მოხდა სანოტარო მედიაციის

ინსტიტუტის დეფინიცირება. კანონმდებელმა ნოტარიუსის სამართლებრივი

სტატუსის შინაარსი მედიატორის ფუნქციებითაც აღჭურვა. საინტერესოა

საკითხი იმის შესახებ, აღნიშნული მიდგომა გამართლებულია და შესაბამისობაში

არის თუ არა ნოტარიუსის სამართლებრივ სტატუსთან ან ხომ არ გულისხმობს ეს

მედიატორის, როგორც დამოუკიდებელი მიუკერძოებელი და უპირატესად დავის

შეთანხმებით დასრულებაზე ორიენტირებული პირის, საქმიანობის შინაარსის,

მისი სუბსტანციურობის ხელყოფას? აღნიშნულ კითხვაზე პასუხის გასაცემად

საჭიროა დეტალურად გავეცნოთ “ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის

დღეს არსებულ ნორმას სანოტარო მედიაციასთან დაკავშირებით. ამასთან,

მნიშვნელოვანია ევროსაბჭოს 2008 წლის დირექტივა მედიაციიის პროცესსა და

მის მნიშვნელობაზე. აღსანიშნავია, რომ ეს დირექტივა ზოგად მითითებებს

შეიცავს და მისი დაკონკრეტება ცალკეული ქვეყნების კანონმდებლობების

პრეროგატივაა. აქედან გამომდინარე, შესაძლებელი იქნება დავსახოთ მომავალი

საკანონმდებლო ცვლილებების შინაარსი, რომელიც დეტალურად

დაარეგულირებს სანოტარო მედიაციის პროცესს. როგორც აღვნიშნეთ,

ნოტარიუსის სამართლებრივი სტატუსი მდგომარეობს იმაში, რომ ის

წარმოადგენს სახელმწიფოსგან უფლებამოსილ პირს, რომელიც პირთათვის

დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი მრჩევლის როლში გვევლინება. მედიატორიც

დამოუკიდებელი მიუკერძოებელი პირია, რომელიც ეხმარება მხარეებს დავის

შეთანხმებით დასრულებაში. აშშ-ში, ნიუ-იორკში არსებობს Mediator Ethics

Advisory Committee, რომლის თანახმადაც, ნოტარიუსისათვის მედიატორის

უფლებამოსილების მინიჭება არ ეწინააღმდეგება კანონს და ნოტარიუსის

სამართლებრივი სტატუსის შინაარსს. სლოვენიაშიც შესაძლებელია ნოტარიუსი

მედიატორი იყოს, რომელიც დაპირისპირებულ მხარეებს დაეხმარება

კონფლიქტის მშვიდობიანად და ეფექტურად მოგვარებაში. ნოტარიუსები სულ

უფრო მეტ სწავლებასა და ტრენინგებს გადიან მედიატორის ფუნქციებისა და

თვისებების უკეთ გარკვევასა და ათვისებაში. აქედან გამომდინარე, ქართულ

სინამდვილეშიც, ნოტარიუსის მედიატორის როლში ყოფნა წარმოუდგენელი არ

უნდა იყოს. მეტიც, ნოტარიუსი აღჭურვილია იმ უფლებამოსილებებით, რაც

მნიშვნელოვანია მხარეთა მორიგებისათვის. ნოტარიუსმა კარგად იცის ის

საკანონმდებლო ნორმები, რომელთა დაცვის გარეშეც მედიაციის პროცესის

შედეგად მიღწეულ შეთანხმებას აზრი დაეკარგება. მნიშვნელოვანია, რომ

ნებისმიერი მოლაპარაკების დროს საბოლოო სიტყვა მხარეებს ეკუთვნით, თუმცა

მედიატორის როლი მედიაციის წარმატებით დასრულებაში შეიძლება

Page 68: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

69

გადამწყვეტი აღმოჩნდეს. მას უნდა შეეძლოს სხვადასხვა სახის სტრატეგიის

კომბინირება და საჭირო დროს საჭირო მეთოდების გამოყენება. აღნიშნული

გარემოება პირებს სანოტარო მედიაციისადმი ნდობას გაუჩენს. კონფლიქტის

მშვიდობიანად და წარმატებით გადაჭრის უმთავრესი კრიტერიუმიც სწორედ

ნდობის მოპოვებაა. აქედან გამომდინარე, არ შევცდებით, თუ ვიტყვით, რომ

სანოტარო მედიაციის პროცესი, რომელიც ნოტარიუსის მიერაა ხელშეწყობილი

და მისი მონაწილეობით მიმდინარეობს, უფრო მეტად სანდო და მისაღებია

სამოქალაქო ურთიერთობებში წარმოშობილი დავის გადაწყვეტისას.

მნიშვნელოვანია, რომ ევროსაბჭოს დირექტივის მიხედვით მედიატორის

სამართლებრივი სტატუსი მკაცრად განსაზღვრული არ არის. მეტიც, მედიატორი

შესაძლოა იყოს თავად საქმის განმხილველი, ან სხვა მოსამართლეც, ე.ი.

ნებისმიერი პირი. ეს შეიძლება იყოს, როგორც ნოტარიუსი, ისე სხვა პირიც.

აღნიშნული დირექტივის თანახმად, ორი ან ორზე მეტი დაპირისპირებული

მხარის კონფლიქტის მოგვარება მიმდინარეობს მედიატორის დახმარებით და

მხარეთა თვითპასუხისმგებლობის საფუძველზე. ამასთან, მხარეებმა არ უნდა

განსაზღვრონ ის უფლება-მოვალეობები, რომელთა უფლებამოსილებაც მათ არ

გააჩნიათ. აღსანიშნავია, რომ დირექტივა რაიმე შეზღუდვას გადასაწყვეტ დავათა

ხასიათზე არ შეიცავს, თუმცა მედიაციის პროცესის გამოყენებას სამოქალაქო და

სავაჭრო ხასიათის დავებზე უშვებს. ე.ი. მხარეებს აქვთ უფლება ნებისმიერი დავა

მედიაციის პროცესს დაუქვემდებარონ. “ნოტარიატის შესახებ” საქართველოს

კანონის მიდგომაც ასეთია.

(2) ნოტარიუსი მედიატორის როლი საოჯახო მედიაციის პროცესში.

“ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 381-ე მუხლის პირველი პუნქტი

ჩამოთვლის იმ შესაძლო დავებს, რაც შეიძლება სანოტარო მედიაციის პროცესს

დაექვემდებაროს. მათგან ერთ-ერთი არის საოჯახო სამართლებრივი დავა.

საოჯახო დავების განხილვის დროს, (მაგ, განქორწინების საქმეებზე)

განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნოტარიუსი მედიატორის როლი, რადგან

მხარეებს ამ დროს ცოლ-ქმარს მხოლოდ ფორმალური კავშირი აქვთ ერთმანეთთან

და შეჯიბრობითობის პრინციპით მოქმედებენ. განსაკუთრებით წარმომადგენლის

ყოლის შემთხვევაში, თითოეული ადვოკატი ცდილობს ერთმანეთის

დადანაშაულებას, ვინაიდან მათ უმთავრეს მიზანს მოგება წარმოადგენს და ამ

დროს ნაკლებად არიან დაინტერესებულნი ორივე მეუღლისათვის მისაღები

შედეგის მიღწევით. რაც შეიძლება მტკივნეული იყოს მათი შვილებისათვის.

გასათვალისწინებელია ისიც, რომ ბავშვის ინტერესებთან მიმართებით ისეთი

Page 69: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

70

მნიშვნელოვანი პრინციპიც კი, როგორიც კონფიდენციალურობაა საოჯახო

მედიაციის პროცესის დროს ითვალისწინებს გამონაკლისებს, კერძოდ:

კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვა გაუმართლებელია იმ შემთხვევაში,

როცა საფრთხე ექმნება საჯარო წესრიგსა და ბავშვის უპირატეს ინტერესებს.

შესაბამისად, სასურველია “ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონში შევიდეს

შემდეგი სახის საკანონმდებლო ნორმა:

დაშვებულია კონფიდენციალურობის პრინციპის დარღვევა, თუ მედიაციის

პროცესის შედეგად მიღებული ინფორმაციის გაუმჟღავნებლობა ზიანს აყენებს

ბავშვის უპირატეს ინტერესებს.

განქორწინების საქმეებთან დაკავშირებული საქმეების განხილვისას

მნიშვნელოვანია გამოცდილი ნოტარიუსი მედიატორის როლი, რომელიც

გათვითცნობიერებული უნდა იყოს ფსიქოლოგიურ ასპექტებშიც. ვინაიდან, ხშირ

შემთხვევაში არ არის ადვილი მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმებით

ბავშვის ინტერესების დაცვა. აღნიშნულიდან გამომდინარე, ნოტარიუს

მედიატორებს გარდა სამართლის ნორმების კარგად და სიღრმისეულად ცოდნისა,

ასევე მოეთხოვებათ გარკვეული ფსიქოლოგიური “სტრატეგიების” გაანალიზება

და გამოყენება.

(3) ევროკავშირის დირექტივა და სანოტარო მედიაციის ვადები

მნიშვნელოვანია საკითხი იმის შესახებ, თუ რა ვადის განმავლობაში უნდა

გაგრძელდეს მედიაციის პროცესი ისე, რომ უსასრულოდ არ გაიწელოს

მოლაპარაკების მიმდინარეობა, მხარეებმა არ დახარჯონ მატერიალური სახსრები

და შეთანხმებასაც ვერ მიაღწიონ. ამის თავიდან ასაცილებლად საჭიროა ისეთი

ვადების დაწესება, როგორიც “მიმზიდველი” იქნება მხარეებისთვის და რაც

მთავარია, რეალურად შეუწყობს ხელს დავის სწრაფად მოგვარებას ნაკლები

ენერგიისა და დამატებითი ხარჯების გარეშე. საქართველოს სამოქალაქო

საპროცესო კოდექსის მიხედვით, სასამართლო მედიაციის ვადად კანონმდებელმა

დაადგინა 45 დღე, მაგარამ არანაკლებ 2 შეხვედრისა. ამასთან, შესაძლოა, ეს ვადა

მხარეთა შეთანხმებით გაგრძელდეს იმავე დროით. რაც შეეხება ევროსაბჭოს

დირექტივას, მასში აღნიშნულია, რომ თავად მხარეები განსაზღვრავენ მედიაციის

პროცესის ხანგრძლივობას, თუმცა იქვე ნათქვამია, რომ აუცილებელია ცალკეული

ქვეყნის კანონმდებლობებმა დააწესონ ერთგვარი ლიმიტი მედიაციის პროცესის

Page 70: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

71

ხანგრძლივობისა. აქედან გამომდინარე, დირტექტივის თანახმად ზუსტი დროის

განსაზღვრა არ ხდება. იგი უნდა იყოს გონივრული, შესაბამისი საქმის

გასაცნობად და მხარეთა შესათანხმებლად აღნიშნული დირექტივის თანახმად

წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან მედიაციის პროცესის ხანგრძლივობა

საკანონმდებლო ნორმით შეზღუდონ. სანოტარო მედიაცია რომ მხარეთათვის

უფრო მომგებიანი გახდეს, საჭიროა ისეთი ვადის დაწესება, რომელიც

სასამართლო პროცესისთვის დადგენილ ვადაზე ხანგრძლივი არ იქნება. ამიტომ,

უმჯობესია ეს იყოს 20-30 დღე. ზოგიერთ ქვეყნაში, სადაც მედიაციის

ინსტიტუტი კარგადაა განვითარებული მედიაციის პროცესი 2-3 დღეზე დიდხანს

იშვიათად გრძელდება, აქ უშუალოდ მოლაპარაკების წარმოების ხანგრძლივობა

იგულისხმება. ქართულ სინამდვილეში გადასაწყვეტია საკითხი იმასთან

დაკავშირებითაც, უნდა შეიზღუდოს თუ არა მხარეთა შეხვედრების რაოდენობა

საკანონმდებლო ნორმით, როგორც ეს სასამართლო მედიაციის დროს გვაქვს.

სანოტარო მედიაციის არსი მთლიანად ნებაყოფლობითობის საწყისებზეა

აგებული და, შესაბამისად, თუ მხარეები პირველივე შეხვედრაზე მორიგდებიან ან

პირიქით ისეთი უკიდურესობაა, რომ შეთანხმება გამორიცხულია, ასეთ დროს

შეხვედრების მინიმალური რაოდენობის საკანონმდებლო ნორმით შეზღუდვა

გაუმართლებელია. გასათვალისწინებელია ისიც, რომ მხარე ასეთ შემთხვევაში

ხარჯავს მეტ ენერგიას და ფინანსებს მომსახურების საფასურის დასაფარად.

აქედან გამომდინარე, მხარეთა შეხვედრების რაოდენობა მთლიანად სანოტარო

მედიაციის პროცესს უნდა მივანდოთ. მხარეებზე უკეთესად მას ვერავინ

განსაზღვრავს. ისინი თავად გადაწყვეტენ შეხვედრათა იმ რაოდენობას, რომელიც

კონფლიქტის მოგვარებას შეუწყობს ხელს. აღნიშნულით დაცული იქნება

მედიაციის, როგორც პროცესის სამართლებრივი შინაარსი და თითქმის ყველა

ნაბიჯი ამ პროცესში მხარეთა ნებაზე იქნება დამოკიდებული. ეს მეტად წაადგება

სანოტარო მედიაციის პოპულარიზაციას, მისი ჩამოყალიბებისა და განვითარების

პროცესს.

(4) სანოტარო მედიაციის ღირებულება

“ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის

პირველივე წინადადების თანახმად, ნოტარიუსის მიერ სანოტარო მოქმედებების

შესრულება, აგრეთვე ამ მოქმედებასთან დაკავშირებული სამართლებრივი

კონსულტაციისა და ტექნიკური მომსახურების გაწევა ფასიანია. აღნიშნული

საკანონმდებლო დანაწესის შესაბამისად, ნოტარიუსის მიერ განხორციელებული

მოქმედება ანაზღაურებას ექვემდებარება, ხოლო ანაზრაურების წესი და ოდენობა

Page 71: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

72

გარდა “ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონისა გაწერილია საქართველოს

მთავრობის დადგენილებაში. ნოტარიუსს არ აქვს სახელმწიფოს მხრიდან

დადგენილი ხელფასი და, ამდენად, არ არის გარანტირებულად ანაზღაურებადი

პირი, ანაზღაურება სწორედ მისი მომსახურებით მოსარგებლე პირების მიერ

გაღებული სახსრებიდან ფინანსდება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სანოტარო

მედიაციაც “ჩვეულებრივ” სანოტარო მოქმედებად ითვლება და, შესაბამისად,

ასეთი სანოტარო მომსახურებაც სასყიდლიანი ხასიათის უნდა იყოს. ამასთანავე,

ამ საკითხთან დაკავშირებით იურიდიულ ლიტერატურასა და პრაქტიკაში

ერთიანი აზრი არ არსებობს. გავრცელებული შეხედულების თანახმად,

მედიატორის მიმართ მომსახურების გადახდა უნდა მოხდეს კონკრეტული საქმის

სირთულიდან გამომდინარე. ეს იმას ნიშნავს, რომ გათვალისწინებული იქნება

მედიაციის პროცესის ხანგრძლივობა, დახარჯული დრო, საქმის სირთულე და

სხვა გარემოებები. რაც მთავარია, ყველა შემთხვევაში მედიაციის პროცესის

საერთო ღირებულება სასამართლოში საქმის წარმოების ღირებულებაზე ნაკლები

უნდა იყოს. აქედან გამომდინარე, რთულია ერთმნიშვნელოვნად განისაზღვროს

სანოტარო მედიაციის, როგორც ნოტარიუსის მიერ განხორციელებული

მომსახურების საფასური. უმჯობესია, ღირებულების გადახდა მოხდეს დავის

საგნის ღირებულებით და, რიგ შემთხვევებში, შესაძლებელი იყოს საფასურის

გაზრდა კანონით გათვალისწინებული ზედა ზღვრის ფარგლებში. ე.ი.

დადგენილი უნდა იყოს თანხის ის მაქსიმალური ოდენობა, რომლის ფარგლებშიც

ნოტარიუსს შეეძლება შესაბამისი ღირებულების მხარეთათვის გადახდევინება.

რაც შეეხება იმას, თუ ვინ უნდა განახორციელოს მომსახურების გადახდა,

ლიტერატურასა და პრაქტიკაში გავრცელებული შეხედულების თანახმად,

შესაძლოა გადახდა მოხდეს თანაბრად მხარეების მიერ ან თავად მხარეებმა

განსაზღვრონ მომსახურების საფასურის გადახდის წესი. გავრცელებული

შეხედულების თანახმად ასევე მიღებულია, რომ სათანადო სახელშეკრულებო

რეგულირების არარსებობის შემთხვევაში მედიანტები მედიატორის წინაშე

პასუხს აგებენ როგორც სოლიდარული მოვალეები. შესაძლოა ერთ-ერთი

ალტერნატივა იყოს ის, რომ მოხდეს სანოტარო მომსახურების საფასურის იმგვარი

განაწილება, რომელიც თითოეული მხარის ინტერესების/მოთხოვნების

დაკმაყოფილების შესაბამისი (პროპორციული) იქნება. ასეთ შემთხვევაში

საფასური განისაზღვრება დავის საგნის ღირებულების მიხედვით და მხარეებს

მოუწევთ იმ ოდენობის მომსახურების საფასურის გადახდა, რა ნაწილშიც მოხდა

მათი მოთხოვნის დაკმაყოფილება. მნიშვნელოვანია საკითხი იმასთან

დაკავშირებითაც, თუ არ მოხდა სანოტარო მედიაციის პროცესის წარმატებით

დასრულება, ვის უნდა დაეკისროს ნოტარიუსის მიერ გაწეული მომსახურების

Page 72: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

73

გადახდის საფასური. იმის გათვალისწინებით, რომ მედიაცია განიხილება

დროისა და ფულის დაზოგვის შესაძლებლობად არა მხოლოდ მხარეებისათვის,

არამედ სამართლებრივი სახელმწიფოსთვისაც, რომელიც იძულებულია საკმაოდ

დიდი რესურსი გამოყოს დავების გადაწყვეტის მიზნით ხანგრძლივი პროცესების

წარმოებისათვის, სანოტარო მედიაციის პროცესი არ უნდა გახდეს უპირატესად

მოგების მიღებაზე ორიენტირებული პროცესი. ე.ი. იმ შემთხვევაში, თუ

მოლაპარაკება უშედეგოდ დასრულდა, მოლაპარაკების მონაწილე მხარეებს

თანაბრად უნდა დაეკისროთ შესაძლო გადასახადის ოდენობიდან მინიმალური

რაოდენობის გადასახადი, რომელიც, რა თქმა უნდა, შესაბამისი იქნება

ნოტარიუსის მიერ გაწეულ მომსახურებასთან. საკითხი რთულდება იმ

ვითარებაში, როდესაც სანოტარო მედიაციის პროცესის ერთ-ერთი მონაწილე

მხარის ბრალეული მოქმედებით ვერ ხდება შეთანხმების მიღწევა. ამ შემთხვევაში

შესაძლოა მოხდეს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა და, შესაბამისად,

ნოტარიუსის მომსახურების საფასურის არაკეთილსინდისიერი მხარისათვის

დაკისრება, თუმცა აღნიშნული წესის დამკვიდრება ძალზედ გაართულებს დავის

გადაწყვეტას და შესაძლოა ახალი დაპირისპირების მიზეზიც გახდეს.

(5) სანოტარო მედიაციის მიმდინარეობა და მიღებული

გადაწყვეტილების სამართლებრივი შინაარსი.

სანოტარო მედიაციის პროცესის დაწყებამდე საჭიროა განისაზღვროს ადგილი,

სადაც უნდა ჩატარდეს ეს პროცესი. ამასთან, შესაძლებელი უნდა იყოს მხარეთა

მოთხოვნის შემთხვევაში პროცესის გამართვის ადგილის თავისუფლად

განსაზღვრა. ამიტომ, აუცილებელია დაახლოებით შემდეგი სახის

საკანონმდებლო ჩანაწერის არსებობა: სანოტარო მედიაციის პროცესი, როგორც

წესი, მიმდინარეობს ნოტარიუსი მედიატორის სანოტარო ბიუროში, გარდა

კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. მხარის ან მხარეთა მოთხოვნის

შემთხვევაში მედიაციის პროცესი შესაძლოა გაიმართოს სხვა ადგილას. ამასთან,

ნოტარიუსი მედიატორი ვალდებულია მხარეებს შეუქმნას მედიაციისათვის

ხელსაყრელი გარემო.

სანოტარო მედიაცია იწყება მხარის/მხარეთა მოთხოვნებისა და პოზიციების

ჩამოყალიბებით. მედიაციის მხარეები და მედიატორი პროცესის დაწყებამდე

სწავლობენ საქმის მასალებსა და ინფორმაციას იღებენ თავად მედიაციის

პროცესის შესახებ. მედიაციის პროცესში მხარეები ღიად აფიქსირებენ თავიანთ

მოთხოვნებსა და წინადადებებს განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით.

Page 73: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

74

მედიაციის პროცესის დაწყებისას მხარეთა მიერ მოთხოვნებისა და პრობლემების

ჩამოყალიბება განსაზღვრავს მედიაციის პროცესის დღის წესრიგს. ამის შემდეგ

შესაძლოა თავად ნოტარიუსმა მედიატორმა მხარეებს შესთავაზოს დავის

გადაწყვეტის სხვადასხვა ალტერნატიული გზები. ნოტარიუსს გარდა იმისა, რომ

იგი მხარეებს მოუსმენს და დავის გადაწყვეტას შეუწყობს ხელს, ასევე აკისრია ის

მნიშვნელოვანი ფუნქცია, რომელიც სხვა ჩვეულებრივ მედიატორებს არ გააჩნიათ.

ეს ფუნქცია გამოიხატება იმაში, რომ ნოტარიუსი ყოველთვის იურისტია და მას

აუცილებლად მოუწევს მედიაციის პროცესის შედეგად მიღებული შეთანხმების

სამართლებრივი თვალსაზრისით “გამართულობის” შემოწმება და, შესაბამისად,

ყოველგვარი შეთანხმება, რომელიც საქართველოს კანონმდებლობასთან

წინააღმდეგობაში მოვა, ნოტარიუსის მხრიდან არ უნდა იქნას დადასტურებული.

აქედან გამომდინარე, ნოტარიუსი ვალდებულია არა მხოლოდ მხარეთა

შეთანხმება, არამედ ცალკეული პროცედურული მოქმედებებიც შეუსაბამოს

კანონს.

თუ ნოტარიუსს, რომელსაც დაწყებული ჰქონდა მედიაციის წესით საქმის

განხილვა, შეუწყდა ან შეუჩერდა უფლებამოსილება, მედიაციის პროცესს

დაასრულებს ნებისმიერი სხვა ნოტარიუსი მხარეთა ინტერესების შესაბამისად.

(a) სანოტარო მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმება

რაც შეეხება უშუალოდ მედიაციის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას, მედიაციის

მისი წარმატებით დასრულება აუცილებლად უნდა გაფორმდეს შეთანხმების

სახით და დამოწმდეს სანოტარო წესით. როდესაც ნოტარიუსი რაიმეს ამოწმებს

ნოტარიულად, დამოწმებული დოკუმენტი სამართლებრივი მნიშვნელობის

დოკუმენტად განიხილება და, ამასთანავე, მხარეთა ხელმოწერა გულისხმობს

დოკუმენტში არსებული პირობებზე მხარეთა თანხმობას. შესაძლოა მხარეები

დავის გარკვეულ ნაწილზე შეთანხმდენ, ამიტომ შესაძლებელი და სასურველი

უნდა იყოს დავის ამ ნაწილზეც, შეთანხმების დადასტურება სანოტარო წესით.

უნდა აღინიშნოს, რომ მედიაციის პროცესის წარმატებით დასრულება

უპირატესად დამოკიდებულია მხარეთა მზაობასა და მხარეთა მიერ

მოლაპარაკების წარმოების კეთილსინდისიერებაზე. სანოტარო მედიაციის

შედეგად მიღწეული შეთანხმება ჩვეულებრივ ხელშეკრულებად განიხილება,

რომელიც მხარეებმა ნებაყოფლობით უნდა შეასრულონ. მისი შეუსრულებლობის

შემთხვევაში კი მედიაციის გზით მიღწეული შეთანხმება შესაძლოა სასამართლო

ან საარბიტრაჟო განხილვის საგანი გახდეს. მედიაციის შედეგად მიღწეული

Page 74: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

75

შეთანხმება წარმოადგენს ხელშეკრულებას, რომლის აღსრულებაც ექვემდებარება

სახელშეკრულებო სამართლის ნორმებს. შესაბამისად, მედიაციის შედეგად

მიღწეული შეთანხმება წარმოადგენს ვალდებულებით-სამართლებრივ

ხელშეკრულებას თავისი სამართლებრივი მახასიათებლებით. ევროკავშირის

დირექტივის თანახმად, წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან მიიღონ

ისეთი საკანონმდებლო ნორმები, რომლებიც უზრუნველყოფენ მხარის ან მხარეთა

მიმართვის შემთხვევაში მედიაციის პროცესის შედეგად მიღებული

გადაწყვეტილების აღსრულებას. აქედან გამომდინარე, მედიაციის შედეგად

მიღწეული შეთანხმების აღსრულებაუნარიანობას საფრთხე რომ არ შეექმნას, ის,

პირველ რიგში, კანონშესაბამისი უნდა იყოს, რათა სახელმწიფოს შესაბამისმა

ორგანოებმა მოახდინონ მისი აღსრულება. სწორედ ამიტომ, მედიაციის შედეგად

მიღწეული შეთანხმების შესრულების გართულებისას მხარე მიმართავს

სასამართლოს ან სხვა კომპეტენტურ ორგანოს. რაც შეეხება სანოტარო მედიაციის

შედეგად მიღწეულ შეთანხმებას, ნოტარიუსი მედიატორის მიერ

“კანონშესაბამისობის შემოწმების” შემდეგ, ის უნდა დადასტურდეს სანოტარო

წესით. სასურველია მოხდეს შემდეგი სახის საკანონმდებლო ნორმის მიღება:

ნოტარიუსი უფლებამოსილია უარი განაცხადოს მორიგების აქტის

დადასტურებაზე, თუ მხარეთა მიერ მიღწეული შეთანხმების შინაარსი

ეწინააღმდეგება ზნეობას, კანონის იმპერატიულ ნორმებს ან საჯარო წესრიგს.

(b) სააღსრულებო ფურცელი

მნიშვნელოვანია სააღსრულებლო ფურცლის გაცემის უფლებამოსილება

ნოტარიუსი მედიატორის მიერ. სწორედ სააღსრულებლო ფურცლის საშუალებით

ხდება გადაწყვეტილების აღსრულების საკითხის მხარეთა ინტერესების

შესაბამისად გადაწყვეტა. მხარეები სანოტარო მედიაციის შედეგად მიღწეულ

შეთანხმებაში ითვალისწინებენ ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებლო

ფურცლის საშუალებით შეთანხმების იძულებით აღსრულებას. შესაბამისად,

შეთანხმება სასამართლოს გვერდის ავლით მიდის პირდაპირ აღმასრულებელთან,

რომელიც ყოველგვარი პროცედურული გართულებებისა და სასამართლო

წარმოების გარეშე კანონმდებლობით დადგენილი წესით აღასრულებს მედიაციის

პროცესის შედეგად მიღწეულ შეთანხმებას.

კანონმა უნდა განსაზღვროს შესაძლო შემთხვევები, რომელთა არსებობის

შემთხვევაშიც შესაძლებელი იქნება მიღწეული შეთანხმების ბათილად ცნობა. ასე

მაგალითად, მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმება შეიძლება გაბათილდეს,

Page 75: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

76

თუ დამტკიცდება, რომ მედიატორი და ერთ-ერთი მხარე ერთობლივად

მოქმედებდნენ იმისთვის, რომ მეორე მხარე შეცდომაში შეეყვანათ და ამით

მათთვის სასურველი შეთანხმებისთვის მიეღწიათ. იმ შემთხვევაში, თუ

სანოტარო მედიაციის პროცესი უშედეგოდ დასრულდა, მხარეს აუცილებლად

უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა დავა აწარმოოს სასამართლოში (ან არბიტრაჟში).

ამიტომ, სასურველია დაახლოებით შემდეგი სახის საკანონმდებლო ნორმის

არსებობა:

თუ სანოტარო მედიაციისთვის კანონით დადგენილ ვადაში დავა მხარეთა

შეთანხმებით არ დასრულდა, ნოტარიუსი მედიატორი გამოიტანს დადგენილებას

სანოტარო მედიაციის პროცესის უშედეგოდ დასრულების შესახებ. მოსარჩელეს

(შესაძლებელია ტერმინი “მოსარჩელის” მაგივრად სიტყვა “მხარე” ჩაიწეროს)

შეუძლია წარადგინოს სარჩელი საერთო წესების დაცვით.

მნიშვნელოვანია საკითხი იმასთან დაკავშირებითაც, თუ რომელი ნოტარიუსი

გასცემს სააღსრულებლო ფურცელს სანოტარო მედიაციის შედეგად მიღწეული

შეთანხმების შეუსრულებლობის შემთხვევაში. “ნოტარიატის შესახებ”

საქართველოს კანონის მე-40 მუხლი სწორედ სააღსრულებლო დოკუმენტთან

დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს. აღნიშნული მუხლის მე-3 პუნქტი

განსაზღვრავს იმ ნოტარიუსთა ჩამონათვალს, რომელნიც უფლებამოსილი არიან

გასცენ სააღსრულებლო დოკუმენტი. აღნიშნულ პუნქტზე შეგვიძლია ვთქვათ,

რომ სააღსრულებლო დოკუმენტს გასცემს ის ნოტარიუსი მედიატორი, რომელმაც

წარმართა სანოტარო მედიაციის პროცესი და დაადასტურა მედიაციის პროცესის

შედეგად მიღწეული შეთანხმება, თუმცა მაინც სასურველია, რომ “ნოტარიატის

შესახებ” საქართველოს კანონის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი შეიცავდეს პირდაპირ

მითითებას იმაზე, რომ სააღსრულებლო ფურცლის გაცემაზე უფლებამოსილი

უშუალოდ სანოტარო მედიაციის პროცესის წარმმართველი ნოტარიუსია. ასეთი

უფლებამოსილების მქონე ნოტარიუსისათვის ნოტარიუსის სამართლებრივი

სტატუსის ჩამორთმევის ან შეწყვეტის შემთხვევაში სააღსრულებლო ფურცელს

გასცემს სხვა მოქმედი ნოტარიუსი.

სწორედ ზემოაღნიშნული პრინციპები განაპირობებს სანოტარო მედიაციის

უპირატესობას სასამართლო და სხვა სახის წარმოებებისგან. მხარე მარტივად და

სწრაფად აღწევს შეთანხმებას (ან შეუთანხმებლობას), ხარჯავს ნაკლებ დროს და

ყოველგვარი ზედმეტი პროცედურების გარეშე აღასრულებს მიღწეულ

შეთანხმებას.

Page 76: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

77

(6) დასკვნა

სანოტარო მედიაცია, როგორც კონფლიქტის მოგვარებისა და ადამიანთა

სოციალური ურთიერთობების შენარჩუნების ეფექტური საშუალება, სრულიად

ახალი მოვლენა და ნაკლებად განვითარებული ინსტიტუტია თანამედროვე

ქართულ სამართალში. ამიტომ, საჭიროა ისეთი საკანონმდებლო ნორმები,

რომლებიც, ერთი მხრივ, ხელს შეუწყობს მხარეთა შორის წარმოშობილი დავის

გადაწყვეტას, და, მეორე მხრივ, მხარეებს გაუჩენს სურვილს წარმოშობილი

კონფლიქტი სათანადო უფლებამოსილების მქონე პირის ხელშეწყობით

მოაგვარონ. ნათელია, რომ, ჩვეულებრივი მედიატორისაგან განსხვავებით,

ნოტარიუსი უფრო მეტად გაცნობიერებულია სამართლებრივ საკითხებში,

შესაბამისად, მას არ გაუჭირდება ისეთი შეთანხმების მიღწევისათვის

ხელშეწყობა, რომელიც უპირატესად მხარის ინტერესებისა და კანონის შესაბამისი

იქნება. აქედან გამომდინარე, სანოტარო მედიაციის შესახებ რამდენიმე

მნიშვნელოვანი დადებითი მხარის გამოყოფაა შესაძლებელი: მხარეს აღარ უწევს

სასამართლოში წასვლა, იხდის ნაკლებ გადასახადს, დავის გადაწყვეტა ხდება

ეფექტურად და მცირე დროში, მხარეები ინარჩუნებენ სოციალურ

ურთიერთობებს, მორიგების აქტი მოწმდება სანოტარო წესით, ნოტარიუსი

მედიატორი საჭიროების შემთხვევაში გასცემს სააღსრულებლო ძალის მქონე

დოკუმენტს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სანოტარო მედიაციისადმი ნდობა მეტია.

ამიტომ, სანოტარო მედიაციის ჩამოყალებებისა და განვითარების პირველ ეტაპზე

(და შემდგომ ეტაპებზეც) საჭიროა ისეთი საკანონმდებლო ნორმების არსებობა,

რომლებიც მხარეებს გაუადვილებთ მოლაპარაკების პროცესს და დაეხმარება მათ

ზედმეტი ფორმალობებისა და გართულებების გარეშე თავიანთი კანონიერი

ინტერესების დაკმაყოფილებაში.

g) სამედიცინო მედიაცია საქართველოში

მიუხედავად იმისა, რომ წინა წლებთან შედარებით დაზღვეულთა პროცენტულმა

მაჩვენებელმა საკმაოდ იმატა, როგორც სახელმწიფო პროგრამების, ასევე

ნებაყოფლობითი, კორპორატიული დაზღვევის სექტორში, საზოგადოების დიდ

ნაწილს ჯერ კიდევ არ ესმის დაზღვევის აუცილებლობა და მისი მნიშვნელობა.

Page 77: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

78

აღსანიშნავია, რომ სადაზღვეო ინდუსტრიის მეტი წილი სწორედ სამედიცინო

დაზღვევას უკავია იმ პირობებში, როდესაც „სახელმწიფო სამედიცინო

დაზღვევის“ პროდუქტის შემოღებისა და შეთავაზების ეტაპზე საკმარისი

ყურადღება არ გამახვილებულა დაზღვეულ პირთა ინფორმირებულობაზე,

თავიანთ უფლებათა გამოყენების შემთხვევებზე და შესაძლებლობაზე. ხშირია,

როდესაც პირი სადაზღვეო კომპანიასთან დადებული ხელშეკრულების

ფარგლებში არ ფლობს ინფორმაციას სადაზღვეო პაკეტის პირობებისა და

უფლება–ვალდებულებების შესახებ, შესაბამისად ნებისმიერი სადაზღვეო

შემთხვევის დადგომისას, სახელმწიფო დაზღვევისა და სადაზღვეო პოლისის

არსებობის შემთხვევაშიც კი იგი ვალდებულია თავად გაიღოს სამედიცინო

მომსახურებისათვის საჭირო ის თანხები, რომლის ანაზღაურებაც სწორედ

სადაზღვეო ორგანიზაციას უნდა დაეკისროს. აღნიშნულ ვითარებაში საკმაოდ

ბევრ უთანხმოებას ჰქონდა ადგილი სადაზღვეო სექტორში, რაც, რა თქმა უნდა,

დავის სწრაფ და ეფექტურ მოგვარებას საჭიროებდა.

სწორედ აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით და მათი გამოსწორების

მიზნით მედიციის ინსტიტუტი სამედიცინო სფეროში ჯერ კიდევ 2008 წელს იქნა

შემოღებული საქართველოში და იმავე წლის 15 მარტს ჩამოყალიბდა

ჯანმრთელობის დაზღვევის მედიაციის სამსახური, რომლის საქმიანობაც

ორიენტირებული იყო სადაზღვეო კომპანიებს შორის დავების არასასამართლო

გზით მოგვარებისა და საზოგადოების ინფორმირებულობის ზრდისაკენ,

მედიაციის სამსახური მოქმედებდა არასახელმწიფო ორგანიზაციის სტატუსით.46

სამედიცინო მედიაციის არსებობის პრაქტიკა გვხვდება საზღვარგარეთის

ქვეყნებშიც, რომლებიც აქტიურად სარგებლობენ ამ ინსტიტუტით, რადგან

ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებული დავები კოლოსალურ თანხებთან

არის დაკავშირებული, მითუმეტეს სასამართლოს ჩარევის შემთხვევაში. ამერიკის

შეერთებულ შტატებში 1998 წელს გამოქვეყნდა „პროტოკოლი ჯანდაცვის

საკითხებში სათანადო სამართლებრივი პროცედურების შესახებ“, რომელშიც

განისაზღვრა ჯანდაცვის სფეროში კონფლიქტების მოგვარების ხერხები

მედიაციის ინსტიტუტის მეშვეობით. დიდ ბრიტანეთში კი ჯანდაცვის სისტემაში

მედიაციის საპილოტე პროგრამა 1995 წლიდან განხორციელდა, რომელმაც აჩვენა

462009 წლის მონაცემებით მედიაციის სამსახურში შევიდა 3619 მიმართვა. აქედან 72% ეკუთვნოდა

სახელმწიფო დაზღვევით მოსარგებლე პირებს. 88% მედიაციის სამსახურს მიმართავდა მხოლოდ

ინფორმაციის მისაღებად და დასაზუსტებლათ, დანარჩენი 12% მონაწილეობას იღებდა

მედიაციის პროცესში.

Page 78: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

79

რომ დავის ალტერნატიული გადაწყვეტა მეტად ეფექტური და მომგებიანია

ვიდრე სასამართლო.47

დღესდღეობით მედიაციის სამსახური საქართველოში სულ სხვა ფორმით და

დანიშნულებით მოქმედებს, თუმცა 2008 წლისთვის განსაზღვრული

პრიორიტეტი, დაზღვეული პირის უფლებების დაცვა, დღესაც მედიაციის

სამსახურის ერთ–ერთ მნიშვნელოვან ფუნქციას წარმოადგენს.

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელდა

მნიშვნელოვანი ცვლილებები, რომლებიც ძალაში შევიდა 2012 წლის იანვრიდან.

აღნიშნული ცვლილებების მიხედვით განისაზღვრა ჯანმრთელობის დაცვის

სისტემაში სამედიცინო მედიაციის ცნება და მისი განხორციელების საფუძვლები.

ასევე საქართველოს მთავრობის მიერ 2012 წლის 29 თებერვალს მიღებულ იქნა #80

დადგენიილება, რომელშიც სამედიცინო მედიაციის წარმოების პრინციპები იქნა

განსაზღვრული.

ასევე მიღებულ იქნა მთავრობის #177 დადგენილება, რომლითაც განისაზღვრა

სახელმწიფო სადაზღვეო პროგრამების ფარგლებში სამედიცინო და სადაზღვეო

მომსახურების მიწოდების წესები, რომლებიც ამოქმედდნენ 2012 წლის 1

სექტემბრიდან.

„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული

საკანონმდებლო ცვლილებებით კანონს დაემატა 3.(ჰ6) მუხლი, რომლითაც

განისაზღვრა, რომ სამედიცინო მედიაციის სამსახური არის საჯარო სამართლის

იურიდიული პირი, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური

დაცვის სამინისტროს კომპეტენტურ სამსახურთან (სამედიცინო საქმიანობის

სახელმწიფო რეგულირების სააგენტო) არსებული დავების განმხილველი

ორგანო.

აღნიშნული რეგულირების ფარგლებში სადაო ხდება მედიაციის სამსახურის

სამართლებრივი ფორმა, პრობლემას ქმნის საჯარო სამართლის იურიდიული

პირის სტატუსი, რომელიც წინააღმდეგობაში მოდის კლასიკურ მედიაციასა და

მისი განხორციელების მიზნებთან. მედიაციის სამსახურს კანონმდებლობით

მინიჭებული აქვს დავის არამარტო მორიგების, არამედ გადაწყვეტისა და

რეგულირების უფლებამოსილება პირველი ინსტანციის სასამართლოს

გამორიცხვის გზით, რაც გულისხმობს, რომ ფაქტიურად აღმასრულებელი

ხელისუფლება, ჯანდაცვის სამინისტროს სტრუქტურაში შემავალი საჯარო

47Healthcare Due Process PROTOCOL; http://www.adr.org/sp.asp?id=28633

Page 79: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

80

სამართლის იურიდიული პირი, ახორციელებს მართლმსაჯულებას. ეს შეიძლება

განხილულ იქნეს ხელისუფლების დანაწილების კონსტიტუციურ პრინციპთან

კავშირში და მის საწინააღმდეგოდ.

(1) სამედიცინო მედიაციის კომპეტენცია და მხარეები

მედიაციის სამსახური განიხილავს სახელმწიფო/ადგილობრივი/ავტონომიური

რესპუბლიკის ბიუჯეტიდან მოსახლეობისათვის სამედიცინო

მომსახურების/ჯანმრთელობის დაზღვევის შესაბამისი პროგრამის ფარგლებს

შორის წარმოშობილ ქონებრივი ხასიათის დავას, სადაც მხარეებად შეიძლება

გამოვიდნენ პაციენტი, სადაზღვეო ორგანიზაცია და სამედიცინო მომსახურების

მიმწოდებელი. შესაბამისად დავა შეიძლება წარიმართოს შემდეგი მხარეების

მონაწილეობით:

პაციენტსა და სადაზღვეო ორგანიზაციას შორის;

პაციენტსა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს შორის;

სადაზღვეო ორგანიზაციასა და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს

შორის.

სამედიცინო მედიაციის სამსახური, როგორც სამედიცინო დავების რეგულირების

ორგანო, მედიაციის პროცესში რთავს 1. დაზღვეულ მოქალაქეს სახელმწიფო

სადაზღვეო პროგრამების ფარგლებში ურთიერთობების/დავების განხილვის

დროს48, ასევე კორპორატიული (ნებაყოფლობითი) სადაზღვეო ხელშეკრულებით

წარმოშობილი ურთიერთობების ფარგლებში 2. პაციენტს, სახელმწიფო

ჯანდაცვითი პროგრამების ფარგლებში წარმოშობილი ურთიერთობების/დავების

რეგულირებისას და ასევე სხვა შემთხვევებში, რომლებიც არ კლასიფიცირდება

სახელმწიფო სადაზღვეო და ჯანდაცვით შემთხვევად.

თუ სამედიცინო ან სადაზღვეო მომსახურების გაწევა არ ხორციელდება

შესაბამისი ბიუჯეტის ასიგნების ფარგლებში, მედიაციის სამსახურს შეუძლია

განიხილოს დავა და მიიღოს გადაწყვეტილება იმ შემთხვევაში თუ მხარეთა

შორის არსებობს წინასწარი შეთანხმება სამედიცინო მედიაციის პროცესზე, ასეთი

შეთანხმების არარსებობისას მედიაციის სამსახური იღებს რეკომენდაციას.

48 მთავრობის 218 და 165 დადგენილებით განსაზღვულია სახელმწიფო დაზღვევით მოსარგებლე

სუბიექტთა სია, ასევე მედიკამენტების, ამბოლატორიული, გეგმიური სტაციონარული და

გადაუდებელი სტაციონარული მომსახურების ფარგლები და ზღვრული თანხები.

Page 80: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

81

უნდა აღინიშნოს, რომ დადგენილების მიხედვით დაწესებულია დათქმა

მედიაციის სამსახურის კომპეტენციის შეზღუდვასთან დაკავშირებით, კერძოდ,

„სამედიცინო მედიაციის სამსახური უფლებამოსილია სარჩელი განიხილოს ისეთ

დავებზე, რომლებიც წარმოშობილია 2012 წლის 1 მარტის შემდგომ“. 1 მარტამდე

წარმოშობილ დავებს მედიაციის სამსახური ვერ განიხილავს.

დავების რეგულირების ორგანოს, მედიაციის სამსახურის, კიდევ ერთ

მნიშვნელოვან ფუნქციას წარმოადგენს სამედიცინო დაწესებულებებისა და

სადაზღვევო კომპანიების მონიტორინგი და კონტროლი, აღნიშნულ

უფლებამოსილებას სამსასახურს ანიჭებს მთავრობის #177 დადგენილება და

ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები. ამ

რეგულირების ფარგლებში მედიაციის სამსახური ბრძანებით უფლებამოსილია

დააკისროს სამედიცინო დაწესებულებასა და სადაზღვეო კომპანიას

სანქცია/ჯარიმა ბიუჯეტის სასარგებლოდ.

ასევე აღმოჩენილ დარღვევათა შემთხვევაში მედიაციის სამსახური

უფლებამოსილია სამედიცინო დაწესებულებას გაუუქმოს ნებართვა ან ლიცენზია,

ასევე სამედიცინო დაწესებულებას ან სადაზღვეო ორგანიზაციას დააკისროს

ფიზიკური პირის ქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.

იმ შემთხვევაში თუ გაწეული სამედიცინო მომსახურების შედეგად პაციენტის

ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, ანაზღაურდება გაწეული/გასაწევი

სამედიცინო მომსახურების საფასური. ხოლო თუ სამედიცინო მომსახურებამ

„სამედიცინო–სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის

შესაბამისად, გამოიწვია პირის შესაძლებლობების შეზღუდვა

(შეზღუდულქმედუნარიანობა) მხარის სასარგებლოდ ანაზღაურდება 20 000

ლარი. პირის გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაციის თანხა შეადგენს 25 000

ლარს, ხოლო მკვდრადშობადობის შემთხვევაში – 5 000 ლარს.

(2) სამართლებრივი საფუძვლები

მედიაციის სამსახური თავისი საქმიანობის განხორციელების ფარგლებში იყენებს

შემდეგ სამართლებრივ აქტებს:

სამედიცინო მედიაციის პროცესის დებულების დამტკიცების შესახებ

(ინდივიდუალურ–სამართლებრივი აქტი #10–6/ო)

საქართველოს მთავრობის # 177 დადგენილება

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი

Page 81: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

82

სამოქალაქო საპროცესო კოდექსი

სხვა ნორმატიული აქტები

(3) სამედიცინო მედიაციის სამსახურის გადაწყვეტილება და

რეკომენდაცია

სამედიცინო მედიაციის სამსახური გადაწყვეტილებას იღებს იმ შემთხვევაში, თუ

მხარეებს დადებული აქვთ ხელშეკრულება, ან არსებობს მხარეთა შეთანხმება

დავის სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ განხილვის თაობაზე.

შესაბამისად, თუ მხარეები წინასწარ შეთანხმდებიან დავის მედიაციის

სამსახურის მიერ განხილვის შესახებ, აღნიშნული სამსახური გამოიტანს

გადაწყვეტილებას. ამასთან, ასეთი გადაწყვეტილება შესასრულებლად

სავალდებულო იქნება მხარეებისათვის.

მედიაციის სამსახურის გადაწყვეტილებით სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს

სრულად ან ნაწილობრივ, დამტკიცდეს მორიგება, გამოტანილ იქნეს შუალედური

გადაწყვეტილება ან უარი ეთქვას პირს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.

სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლოა

გასაჩივრდეს სააპელაციო სასამართლოში კანონით დადგენილი წესით.

რეკომენდაცია მიიღება მაშინ, როდესაც მხარეებს შორის არ არის დადებული

ხელშეკრულება ან არ არსებობს მხარეთა შეთანხმება დავის სამედიცინო

მედიაციის სამსახურის მიერ განხილვის თაობაზე. შესაბამისად, თუ სამედიცინო

მედიაციის სამსახურის მიერ დავის განხილვაზე არ არსებობს მხარეთა

შეთანხმება, აღნიშნული სამსახური შეიმუშავებს დავის გადაწყვეტის

რეკომენდაციას. ასეთ რეკომენდაციას არ ექნება მხარეთათვის სავალდებულო

ძალა.

თუ მხარეები არ ეთანხმებიან სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ

შემუშავებულ რეკომენდაციას, მათ უფლება აქვთ დავის განხილვის მიზნით

მიმართონ სასამართლოს კანონით დადგენილი წესით.

თუმცა მედიაციის სამსახური აღნიშნული სახის რეგულაციით მოქმედებდა 2012

წლის 1 სექტემბრამდე. 1 სექტემბრიდან კი მთავრობის #177 დადგენილებით

მედიაციის სამსახურისათვის მიმართვა სავალდებულო გახდა. რა თქმა უნდა, იმ

Page 82: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

83

შემთხვევაში, თუ დავა წარმოშობილი იყო პაციენტს, სადაზღვეო ორგანიზაცისა

და სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელს შორის.

მიმართვის სავალდებულოობა კიდევ ერთხელ წინააღმდეგობაში მოდის

კლასიკური მედიაციის ნებაყოფლობითობის პრინციპთან, როდესაც მხარეები

თავად წყვეტენ, თუ როგორ დაიცვან საკუთარი უფლებები, სასამართლოსათვის

თუ დავის ალტერნატიული გადაწყვეტის საშუალებისათვის მიმართვის გზით.

მედიაციის სამსახური ამ შემთხვევაში თავად გვეევლინება მართლმსაჯულების

განმახორციელებელ ორგანოდ, იღებს სავალდებულო ძალის მქონე დოკუმენტს,

გადაწყვეტილებას, რის გამოც მედიაციის სამსახურს შეიძლება ვუწოდოთ

სპეციალიზირებული სასამართლო, რომლის შექმნაც საქართველოს

კონსტიტუციის 83-ე მუხლის მიხედვით დაუშვებელია.

ამასთან მედიაციის სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულების

მექანიზმი კანონით რეგულირებული არ არის, შესაბამისად, აღსრულება ვერ

ხორციელდება, ანუ იმ შემთხვევაში, თუ მედიაციის პროცესის შედეგად ერთ–ერთ

მხარეს დაეკისრება კონკრეტული ვალდებულების შესრულება და იგი ამ

ვალდებულებას განსაზღვრულ ვადაში არ ასრულებს, პროცესში მოგებულ მხარეს

კანონმდებლობა ვერ აძლევს შესაძლებლობას მიაქციოს გადაწყვეტილება

იძულებით აღსასრულებლად. 2013 წლის 15 იანვრის მონაცემებით სააღსრულებო

ფურცლის მოთხოვნის შემთხვევა მედიაციის სამსახურში ჯერ არ

დაფიქსირებულა.

(4) სამედიცინო მედიაციის საბჭო

სამედიცინო მედიაციის საბჭო არის მედიაციის სამსახურის ერთგვარი

მაკონტროლებელი ორგანო, რომელიც უფლებამოსილია გააუქმოს მედიაციის

სამსახურის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ქონებრივი ზიანის

ანაზღაურებასთან დაკავშირებით, აღნიშნულ დავებზე გადაწყვეტილების

მედიაციის საბჭოს მიერ დამტკიცება სავალდებულოა.

მედიაციის საბჭოს მიერ საკითხის განხილვისა და მისი შედეგების შესახებ

ინფორმაცია წერილობითი სახით ეგზავნება სამსახურს მედიაციის საბჭოს მიერ

გადაწყვეტილების/რეკომენდაციის თაობაზე მიღებული გადაწყვეტილების

მიღებიდან 7 სამუშაო დღის ვადაში.

Page 83: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

84

სამედიცინო მედიაციის საბჭო არის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და

სოციალური დაცვის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტით

განსაზღვრული ორგანო, რომლის შემადგენლობაშიც შედიან სამინისტროს,

სააგენტოსა და საქართველოს ეროვნული ბანკის შესაბამისი თანამდებობის

პირები.

(5) სამედიცინო მედიაციის წარმოების პრინციპები

სამედიცინო მედიაციის სამსახური დავას განიხილავს მხარეთა თანასწორობის

გათვალისწინებით, რომლებიც სამედიცინო მედიაციის წარმოებისას

სარგებლობენ თანაბარი უფლებებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები,

უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მოთხოვნები, მოსაზრებები,

მტკიცებულებები. თითოეულ მხარეს უნდა მიეცეს თავისი პოზიციის გამოხატვის

სრული შესაძლებლობა.

თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული,

ყველა განხილვა უნდა იყოს დახურული. წარმოდგენილი მტკიცებულება,

წერილობითი თუ ზეპირი განცხადება არ უნდა იქნეს საჯაროდ გამოქვეყნებული.

მედიაციის პროცესის მონაწილე ნებისმიერი პირი ვალდებულია დაიცვას

მედიაციის საკითხის განხილვის დროს მიღებული ინფორმაციის

კონფიდენციალურობა.

დადგენილებით დავის მონაწილე მხარეთა უფლებებთან ერთად განისაზღვრება

ასევე მედიატორთა უფლებამოსილებანიც. გარდა ამისა, ამავე დოკუმენტით

დადგენილია ის აკრძალვები, რომელიც ვრცელდება მედიატორებზე.

მედიატორს უფლება არ აქვს:

გაამჟღავნოს ან არასამსახურებრივი მიზნებისთვის გამოიყენოს

სამსახურებრივი საიდუმლოების შემცველი ან სხვაგვარი კონფიდენციალური

ინფორმაცია, რომლის საჯაროობაც შეზღუდულია მოქმედი კანონმდებლობით და

რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამედიცინო მედიაციის განხორციელებასთან

დაკავშირებით;

მედიაციისათვის მიიღოს ან მოითხოვოს ანაზღაურება ქონებრივი ან სხვა

სიკეთის სახით, გარდა მედიატორისათვის განკუთვნილი ანაზღაურებისა;

Page 84: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

85

იყოს მედიატორი იმ საქმეში, სადაც მხარედ მონაწილეობს ის ორგანიზაცია,

რომელშიც მას უკავია თანამდებობა ან იმყოფება მასთან შრომით

ურთიერთობებში;

იყოს მედიატორი იმ საქმეში, სადაც მხარე არის მისი ახლო ნათესავი;

თუ მედიატორს საქმის შედეგის მიმართ გააჩნია ქონებრივი ან პირადი

ინტერესი (ე.ი. სახეზე გვაქვს ინტერესთა კონფლიქტი), იგი ვალდებულია ამის

თაობაზე აცნობოს მონაწილეებს. ამასთან, თუ მედიატორი არ განაცხადებს

ინტერესთა კონფლიქტის შესახებ და ეს მოგვიანებით გამომჟღავნდება, მას

დაეკისრება კანონით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა.

დამატებით, დადგენილებით განსაზღვრულია, რომ ინტერესთა კონფლიქტის

არსებობისას მიღებული გადაწყვეტილება ბათილია და არ წარმოშობს

სამართლებრივ შედეგებს.

მედიატორის რაოდენობა შეიძლება განისაზღვროს მხარეთა შეთანხმებით.

დასაშვებია მედიაციის პროცესში ერთი ან სამი მედიატორის მონაწილეობა.

მედიაციის სამსახური უზრუნველყოფს მედიატორად, სააგენტოს, სამინისტროსა

და ეროვნული ბანკის შესაბამისი თანამდებობის პირის დანიშვნას, რომელთაც

შეიძლება ჰქონდეთ დავასთან დაკავშირებული სპეციალური ცოდნა.

(6) მედიაციის პროცესის წარმოება

მედიაციის პროცესი იწყება სარჩელისა და შესაგებლის წარდგენის გზით

რომელიც უნდა აკმაყოფილებდეს დებულებით დამტკიცებულ ფორმას,

ხარვეზის შემთხვევაში მხარეს შეიძლება მიეცეს 3 დღიანი გამოსასწორებელი

ვადა.

მოპასუხე შესაგებელს წარადგენს სარჩელის ასლის გადაცემიდან 5 დღის

განმავლობაში, თუმცა შესაგებლის წარუდგენლობა არ იწვევს საქმის განხილვის

გადადებას ან შეჩერებას და არ გულისხმობს სარჩელის ცნობას.

მედიაციის სამსახური უფლებამოსილია იმსჯელოს სადავო საკითხზე და მიიღოს

შესაბამისი გადაწყვეტილება სარჩელის წარმოებაში მიღებიდან 90 დღის

განმავლობაში. აღნიშნული ვადის გასვლამდე მედიაციის სამსახური

ორიენტირებულია დავა მხარეთა შორის დაასრულოს მორიგებით, მორიგების

Page 85: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

86

შეუძლებლობის შემთხვევაში კი იღებს გადაწყვეტილებას. აღნიშნულიდან

გამომდინარე მედიაციის სამსახური შეიძლება განვიხილოთ, როგორც Med-

Arbitration ფორმის მქონე. თუმცა დავის განხილვის საწყის ეტაპზე სამსახურის

სახელის მიუხედავად, მორიგების შეუთავაზებლობის შემთხვევაშიც კი

კანონსაწინააღმდეგო მოქმედება არ გვაქვს სახეზე, რადგან მედიაციის სამსახური

არის დავების განმხილველი ორგანო, რომლისთვისაც მორიგების ხელშეწყობა

მხოლოდ უფლებამოსილებაა და არა ვალდებულება. მხარეები შეიძლება

შეთანხმდნენ, რომ პროცესი წარიმართოს ზეპირი მოსმენის გარეშე, ასეთი

შეთანხმების ფარგლებში დავა გამოიკვლევა და განიხილება წარმოდგენილ

წერილობით მტკიცებულებებზე დაყრდნობით.

მედიაციის სამსახური უარს იტყვის სარჩელის განხილვაზე თუ:

სასამართლო წარმოებაშია საქმე დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე

საგანზე და იმავე საფუძვლით;

სარჩელი შეტანილია განმეორებით იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და

იმავე საფუძვლით და გამოტანილია სამსახურის გადაწყვეტილება/რეკომენდაცია;

არსებობს სასამართლოს გადაწველიტილება ან განჩინება იმავე დავის

საგანზე მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის, მოპასუხის მიერ სარჩელის

ცნობის, ან მხარეთა მორიგების დამტკიცების შესახებ;

სარჩელი შეტანილია ქმედუუნარო პირის მიერ;

დავა არ შეიძლება იყოს სამსახურის განხილვის საგანი;

სარჩელი შეტანილია არაუფლებამოსილი პირის მიერ;

იმ შემთხვევაში თუ მოსარჩელე დადგენილ ვადაში არ აღმოფხვრის

ხარვეზს.

მედიაციის პროცესის წარმოების ეტაპზე შესაძლებელია მედიაციის სამსახურის

მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება, გამოტანილი

გადაწყვეტილების შესწორება და განმარტება, აგრეთვე სხვა უფლებამოსილებების

გამოყენება49

(7) ექსპერტის დანიშვნა

49იხ. სამედიცინო მედიაციის პროცესის დებულების დამტკიცების შესახებ (ინდივიდუალურ–

სამართლებრივი აქტი #10–6/ო) 14-ე–19-ე მუხლები

Page 86: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

87

მედიაციის პროცესში, მედიატორთა მიერ შესაბამისი ცოდნის არქონის

შემთხვევაში და მისი საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია მონაწილეობა

მიიღოს ექსპერტმა.

თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, სამსახურს

უფლება აქვს საჭიროების შემთხვევაში, მოსთხოვოს მხარეებს, წარუდგინონ

ექსპერტს დავასთან დაკავშირებით მათ ხელთ არსებული, სარჩელთან

დაკავშირებული მტკიცებულებები. თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის

გათვალისწინებული, ექსპერტის წერილობითი დასკვნის წარდგენის შემდეგ

სამსახური მხარის შუამდგომლობით ან თავისი ინიციატივით სადავო

საკითხებზე ჩვენების მიცემის მიზნით, მოიწვევს ექსპერტს საქმის ზეპირ

განხილვაში მონაწილეობის მისაღებად. მხარეებს უფლება აქვთ დაუსვან

შეკითხვები ექსპერტს და მოიწვიონ სხვა ექსპერტები სადავო საკითხებზე

ჩვენების მისაცემად.

(8) სამედიცინო მედიაციის განხილვის ხარჯები

სამედიცინო მედიაციის მომსახურების საფასურის გადახდევინება წარმოებს:

სარჩელზე

შეგებებულ სარჩელზე

სამედიცინო მედიაციის სამსახურის მომსახურება იურიდიული პირისათვის

ფასიანია. სამედიცინო მედიაციის სამსახურის მიერ

რეკომენდაციის/გადაწყვეტილების მიღებისათვის მომსახურების საფასური

მოსარჩელე იურიდიული პირისათვის განისაზღვრება 500 ლარით, რომელის

გადახდაც, ცალკეულ შემთხვევებში, მედიაციის სამსახურის გადაწყვეტილებით,

პირს შეიძლება გადაედოს ან განეწილვადოს.

იურიდიულ პირს უბრუნდება მის მიერ გადახდილი მომსახურების საფასური,

თუ დავა ფიზიკური პირის წინააღმდეგ დასრულდა იურიდიული პირის

სასარგებლოდ. ხოლო მოსარჩელის მიერ სარჩელზე უარის თქმის ან საქმის

მორიგებით დასრულების შემთხვევაში მოსარჩელეს უბრუნდება გადახდილი

საფასურის ნახევარი.

Page 87: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

88

იმ მხარის მიერ გაღებული დავის განხილვის ხარჯების გადახდა, რომლის

სასარგებლოდაც გადაწყდა დავა ეკისრება მეორე მხარეს, თუ იგი იურიდიული

პირია. რადგან პიზიკური პირისათვის მედიაციის სამსახურის მომსახურება

უფასოა.

დავის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, გარდა მედიაციის სამსახურის

მომსახურების საფასურისა, შეიძლება იყოს ექსპერტის, სპეციალისტისა და

თარჯიმნისთვის ასანაზღაურებელი თანხები.

(9) სტატისტიკური მონაცემები50

(a) იურიდიული პირების მომართვები ფინანსური დავების რეგულირების

კუთხით

სსიპ „სამედიცინო მედიაციის სამსახურში“ 2012 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით

სულ შემოსულია 28 სარჩელი (სარჩელით მოთხოვნილი თანხის საერთო ოდენობა

შეადგენს 2,556,471.95 ლარს), აქედან:

24 სარჩელი შემოსულია იურიდიული პირის მხრიდან, აქედან:

23 სარჩელის დავის არსს წარმოადგენს ფინანსური ვალდებულების

შესრულება (სარჩელით მოთხოვნილი თანხის საერთო ოდენობა შეადგენს

2,429,921.70 ლარს);

1 სარჩელის დავის არსს წარმოადგენს ინსპექტირების შედეგების ბათილად

ცნობა.

წარმოება მიმდინარეობს 3 სარჩელზე (504,872.75)

მხარეთა მორიგებით წარმოება დასრულებულია 7 სარჩელზე (847,615.79)

ერთ სარჩელზე გაიცა რეკომენდაცია (64,288.18)

5 სარჩელზე შედგა კომუნიკაცია, შეთანხმება - მედიაციის სამსახურის

მეშვეობით მხარეებს შორის შედგა კომუნიკაცია, მხარეებმა მიაღწიეს

შეთანხმებას (114,746.26)

6 სარჩელზე შესრულდა ვალდებულება - მოსარჩელის მიერ მედიაციის

სამსახურში მომართვის შემდგომ მოპასუხემ შეასრულა ვალდებულება

მედიაციის პროცესში (606,140.72)

ერთი სარჩელი არ იქნა მიღებული წარმოებაში - უწყებრივად არ

ექვემდებარება განხილვას

ერთ სარჩელზე შეწყდა წარმოება (292,258.00)

50 სამუშაო ჯგუფი მადლობას უხდის სამედიცინო მედიაციის სამსახურის ხელმძღვანელს ქ-ნ

სოფიო ლებანიძეს სტატისტიკური მონაცემების მოწოდებისათვის.

Page 88: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

89

(b) ფიზიკური პირის მომართვები ზიანის ანაზღაურების კუთხით

სსიპ „სამედიცინო მედიაციის სამსახურში“ 2012 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით

სულ დაფიქსირებულია 4 სასარჩელო დავა ზიანის ანაზღაურების (კომპენსაციის)

მოთხოვნით.

ერთ სარჩელზე გაიცა რეკომენდაცია;

ორი სარჩელი დარჩა განუხილველი;

ერთ სარჩელზე წარმოება დასრულდა მორიგებით.

მედიაციის სამსახურმა ამოქმედების მომენტიდან დაახლოებით ორ მილიონ

ნახევარი ლარის ღირებულების დავების გადაწყვეტა შეძლო, აქედან ერთ-ერთი

უმსხვილესი (1.5 მილიონი ლარის ღირებულების) დავა მხარეთა მორიგებით

დასრულდა. დღითიდღე მეტი ადამიანი და ორგანიზაცია ინტერესდება

სამედიცინო მედიაციის მომსახურებით, სტატისტიკურად კი დავების 80%-ის

განხილვა სამედიცინო დაწესებულებასა და სადაზღვევო ორგანიზაციას შორის

მიმდინარეობს. მიუხედავად წარმატებული დასაწყისისა, არსებობს გარკვეული

საკანონმდებლო ხარვეზები, რომლებმაც შესაძლოა რიგი პრობლემები წარმოშვას

მედიაციის პროცესის განხორციელებისა თუ მის შემდგომ ეტაპებზე და ისინი

გამოსწორებას საჭიროებენ.

h) მედიაციის ელემენტი აღსრულების ეროვნულ ბიუროში

(1) აღსრულების ეროვნული ბიურო

„აღსრულების ეროვნული ბიუროს ისტორია 2000 წლიდან აითვლება, მანამდე

არსებობდნენ სასამართლო აღმასრულებლები, რომლებიც განთავსებულნი იყვნენ

სასამართლოს შენობაში. სასამართლო აღმასრულებლები ახდენდენ სასამართლო

გადაწყვეტილებების სისრულეში მოყვანას (აღსრულებას). სასამართლო

აღმასრულებლებს საქმეები თბილისის უბნების მიხედვით ჰქონდათ

განაწილებული. თბილისის ბიურო, როგორც ერთიანი სისტემა, უბნების გარეშე

Page 89: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

90

2002 წელს შეიქმნა. სააღსრულებო ბიუროს, როგორც ცალკე სამსახურის შექმნა,

1999 წლის სააღსრულებო წარმოებათა შესახებ კანონის ძალაში შესვლამ

განაპირობა. სააღსრულებო დეპარტამენტს კონტროლს უწევდა იუსტიციის

სამინისტრო და იგი იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურულ ერთეულს

წარმოადგენდა. რაც შეეხება აღმასრულებლებს, ისინი კვლავ სასამართლო

აღმასრულებლად იწოდებოდნენ. აღმასრულებლის საქმეები ცალკე

კატეგორიებად არ იყო დაყოფილი, დღევანდელი სიტუაციისგან განსხვავებით,

თითეულ აღმასრულებელს წარმოებაში ყველა კატეგორიის საქმე ჰქონდა.

სააღსრულებო ბიუროს ხელმძღვანელობდა ბიუროს უფროსი, რომელსაც

თანამდებობაზე ნიშნავდა და ათავისუფლებდა იუსტიციის მინისტრი,

სააღსრულებო დეპარტამენტის თავჯდომარის წარდგინებით. 2008 წლის

პირველი ოქტომბრიდან იუსტიციის სამინისტროს სააღსრულებო დეპარტამენტი

აღსრულების ეროვნულ ბიუროდ ჩამოყალიბდა. დღეისათვის აღსრულების

ეროვნული ბიურო, საქართველოს მასშტაბით, 8 რეგიონალურ ოფის სფლობს.“51

აღსრულების ეროვნული ბიურო წარმოადგენს იძულებითი აღსრულების

განმახორციელებელ ორგანოს. ბიუროს საქმიანობის სამართლებრივ საფუძველს

„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ კანონი ქმნის.

(2) გამარტივებული წარმოება

„გამარტივებული წარმოება არის წარმოების სახე, როდესაც საქმე განიხილება

ნაკლებ დროში, ნაკლები საპროცესო მოქმედებების განხორციელების გზით.“ 52

გამარტივებული წარმოება სასამართლოს საქმიანობის ერთ-ერთ ფორმას

წარმოადგენს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მეხუთე კარი -

გამარტივებული წარმოება, წარმოების განსხვავებულ, შედარებით მარტივ წესს

აყალიბებს სხვადასხვა სპეციალური კატეგორიის საქმეებზე. მაგალითად :

თამასუქისა და ჩეკის თაობაზე სარჩელის განხილვისას, ლიზინგის საგნის

გამცემის მფლობელობაში ლიზინგის საგნის დაბრუნების თაობაზე საქმის

განხილვისას, აქციათა სავალდებულო წესით მიყიდვისას საქმის განხილვასა და

ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის

განხილვას გამარტივებული წესით. მეხუთე კარი, 2012 წლის მაისამდე,

არეგულირებდა დავალიანების გადახდევინების შესახებ საქმის გამარტივებული

51http://nbe.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=20 ბოლოს გამოხმობილია 20.12.12 52„ძირითად იურიდიულ ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი“, თბილისისსააპელაციოსასამართლოსთავმჯდომარისბიურო,

2010 წლის 15 ივნისისმდგომარეობით.

Page 90: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

91

წესით განხილვის პროცედურასაც, თუმცა 2012 წლის 8 მაისის ცვლილებით

(N6145) აღნიშნული თავი ამოიღეს, რადგან ასეთი ტიპის საქმეთა განხილვა

აღსრულების ეროვნული ბიუროს კონპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობა

გახდა.

(3) დავალიანების გადახდევინების შესახებ საქმის გამარტივებული წესი

ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების თაობაზე გამარტივებული

წარმოება არის აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ განხორციელებული

პროცესი, რომელიც სასამართლო პროცედურების გავლის გარეშე მიმართულია

კრედიტორების ფულადი მოთხოვნების დაკმაყოფილებისაკენ. შესაბამისად, ორი

სავალდებულო ეტაპის გავლის ნაცვლად, რომელიც მდგომარეობდა სასამართლო

ინსტანციების გავლის შემდეგ აღსრულების ორგანოსადმი მიმართვაში, მხარეებს

შესაძლებლობა ეძლევათ ერთი ორგანოს, აღსრულების ეროვნული ბიუროს

მეშვეობით მოაგვარონ ფულად ვალდებულებებთან დაკავშირებული

პრობლემები. პირს, რომელსაც აქვს ფულადი მოთხოვნა, მაგალითად მოთხოვნა

სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეუძლია აღსრულების ეროვნული

ბიუროს მიმართოს განცხადებით მოვალის, რესპოდენტის წინააღმდეგ და

შესაბამისი მტკიცებულებების საფუძველზე მოითხოვოს მისგან ვალდებულების

შესრულება. შესაბამისად ამ შემთხვევაში დავის საგანი თავიდანვე ცნობილია.

ამგვარი დავის საგანი მხოლოდ დავალიანების გადახდა შეიძლება იყოს. ასეთ

ურთიერთობაში მედიაციის წარმოება შეიძლება არასამართლიანადაც

მოგვეჩვენოს, რადგან ერთი მხარე აშკარად სამართლიანი მოთხოვნით გამოდის,

მას აქვს მოთხოვნის უფლება კონკრეტული ხელშეკრულებიდან გამომდინარე,

ხოლო მეორე მხარეს წარმოადგენს მოვალე, რომელიც არ ასრულებს

ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას. თუმცა მხარეთა მორიგება, მედიაციის

მსგავსი პროცესის შედეგად, მხარეთა სურვილით მიმდინარეობს. მორიგება არის

ერთ-ერთი შეთავაზება (ოფცია), რაც რესპოდენტს შეუძლია განმცხადებელს

შესთავაზოს. ამ საკითხზე დაწვრილებით მოგვიანებით გვექნება საუბარი.

(a) წარმოების დაწყება

აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამარტივებული წარმოებით დავალიანების

Page 91: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

92

გადახდევინების შესახებ საქმის წარმოება იწყება დაინტერესებული პირის

განცხადებით 53 დაინტერესებული პირი განცხადებას ურთავს მისი მოთხოვნის

დამადასტურებელ მტკიცებულებას. (მაგალითად სესხის ხელშეკრულებას)

განცხადების შეტანა შესაძლებელია აღსრულების ბიუროს ნებისმიერ ფილიალში.

განცხადების წარმოებაში მიღებაში მონაწილეობას იღებს მრჩეველი, რომელიც

ხარვეზის არსებობის შემთხვევაში განმცხადებელს აძლევს მაქსიმუმ 10 დღის

ვადას ხარვეზის გამოსასწორებლად. თუ მრჩეველი დარწმუნდება, რომ

განცხადება არ შეიცავს ხარვეზს და გადახდილია საგარანტიო თანხა, საქმე

შემდეგ ეტაპზე გადადის.საქმე ეგზავნება ქეის მენეჯერს ტერიტორიულობის

პრინციპის გათვალიწინებით.

ქეის მენეჯერი არის პირი, რომელიც პირადად აწარმოებს საქმეს. წინამდებარე

თემასთან მიმართებით სწორედ იგი გამოდის მედიატორის როლში თუ მხარეები

მორიგების სურვილს გამოხატავენ. მას გავლილი აქვს სპეციალური მომზადება,

მათ შორის ტრეინიგები მოლაპარაკების წარმოების უნარებში, მედიაციის

მეთოდოლოგიასა და ტექნიკაში, ასევე ეფექტური კომუნიკაციის საკითხებში.

ქეის მენეჯერი განცხადების მიღების შემდეგ ამზადებს შეტყობინებას 5 დღის

ვადაში, განმცხადებლის მოთხოვნის შემთხვევაში აყადაღებს ქონებას, აბარებს

შეტყობინებას რესპოდენტს პირადად ან მის ოჯახის წევრს და განუმარტავს

შესაძლო მოქმედებების შედეგს.

(b) შესაძლო მოქმედებები

რესპოდენტს შეტყობინებაში განემარტება, რომ მას შეუძლია სრულად დაფაროს

აპლიკანტის მიმართ არსებული დავალიანება; დაფაროს დავალიანების ნაწილი;

განაცხადოს წერილობითი პროტესტი აპლიკანტის მოთხოვნის

დაკმაყოფილებაზე; წერილობით აღიაროს მოთხოვნა სრულად; წერილობით

აღიაროს მოთხოვნის ნაწილი; წარადგინოს განცხადება მორიგების შეთავაზების

შესახებ, თუ სურს აპლიკანტთან გადახდის პირობებზე შეთანხმება. სწორედ

რესპოდენტის მიერ გადახდის პირობების შესახებ მორიგების სურვილის

გამოხატვა წარმოადგენს იმ პროცესის წარმოების დაწყების საფუძველს

აღსრულების ეროვნული ბიუროში, რაც ძალიან ჰგავს მედიაციის პროცესს.

53სააპლიკაციო განცხადების ფორმა - http://nbe.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=691, ბოლოს

გამოხმობილია 20.12.2012

Page 92: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

93

(c) მორიგება გამარტივებულ წარმოებაში

მას შემდეგ რაც რესპოდენტს ჩაბარდება შეტყობინება, იგი 10 დღის ვადაში

ახორცილებს მისთვის განმარტებული შესაძლო მოქმედებებიდან ერთ-ერთს,

მაგალითად განაცხადებს მორიგების სურვილს. ამ შემთხვევაში ქეის მენეჯერი

გამოდის მედიატორის როლში - ეხმარება რესპოდენტს გამოკვეთოს მორიგების

პირობები და შეათანხმოს მხარეები ამ პირობებზე. ქეის მენეჯერი ხელს უწყობს

მორიგების პროცესს. შეთანხმების მიღწევის მაქსიმალური ვადაა 30 დღე.

მორიგების შესაძლებლობა რა თქმა უნდა მხარეებს სასამართლოში საქმის

განხილვის დროსაც ექნებოდათ, თუმცა სასამართლო თავისი ფორმალური

ხასიათით ხელს უშლის მხარეთა პოზიციების დაახლოებას და მათ

დაპირისპირებულ მხარეებად წარმოაჩენს, ამიტომ მრგვალ მაგიდასთან უფრო

ადვილია შეთანხმების მიღწევა, ვიდრე სასამართლო სხდომათა დარბაზში.

მხარეთა დავის შედარებით არაფორმალურ გარემოში გადატანით დავა

აბსოლუტურად სხვა კალაპოტში ექცევა. ამის გარდა, საქმეს სპეციალურად

მსგავსი დავებისთვის დატრენინგებული ქეის მენეჯერი უძღვება, რომელსაც

მედიაციის ტექნიკის გამოყენებით მოსამართლეზე უკეთ შეუძლია მხარეთა

შეთანხმება.

აღწერილ პროცესს აღსრულების ეროვნულ ბიუროში ძირითადად მორიგებას

უწოდებენ და არა მედიაციის შედეგად შეთანხმების მიღწევას, თუმცა

საქართველოში არსებულ სხვა პროცედურებზე მეტად ჰგავს მედიაციის პროცესს.

აქ მხარეები თავად ადგენენ შეთანხმების პირობებს და მხოლოდ უკვე დაწერილ

შეთანხმებაზე ხელის მოწერით არ შემოიფარგლებიან. შეუძლიათ უარი თქვან

მორიგების პროცესში მონაწილეობაზე და აირჩიონ საქმის განვითარების

ალტერნატიული გზა. პროცესი მთავრდება შეთანხმებით და არა

გადაწყვეტილებით, განკარგულებით ან მსგავსი დოკუმენტით.

ვინაიდან პროცესი აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობის სფეროს

განეკუთვნება ადვილად გადაიჭრა მედიაციის ერთ-ერთი ყველაზე

მნიშვნელოვანი პრობლემა - მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმების

აღსრულება. მორიგების პირობების დარღვევისას გამოიცემა გადახდის ბრძანება,

რაც აღსრულების პროცესის დაწყების საფუძველია. გადახდის ბრძანება გაიცემა

მორიგების პირობებში აღნიშნული და რესპონდენტის მიერ დაუფარავი

დავალიანების ოდენობაზე და არა მის პირველად მოთხოვნაზე. აქედან

გამომდინარე შეთანხმება მბოჭავია ორივე მხარისთვის და როგორც რესპოდენტი

ასევე აპლიკანტი კარგად უნდა დაფიქრდეს, რამდენად ხელსაყრელია მისთვის

Page 93: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

94

შეთანხმების პირობები.

საქმის წარმოება ფასიანია. საფასური ფიქსირებულია და შეადგენს 100 ლარს. ამის

გარდა გადაიხდევინება საგარანტიო საფასურის სახით მოთხოვნის 2%, რომელიც

წარმოების დასრულების შემდეგ უბრუნდება აპლიკანტს.

(4) დასკვნა

აღსრულების ეროვნული ბიუროს დავალიანების გადახდევინების შესახებ საქმის

გამარტივებული წესით მწარმოებელი ორგანო არ წარმოადგენს კლასიკური

გაგებით მედიაციის სამსახურს, მაგრამ შეიცავს მედიაციის ელემენტს. პროცესში

მონაწილეობს ორი მოდავე მხარე და ნეიტრალური ქეის მენეჯერი - მედიატორი.

თუმცა მედიატორი სსიპ-ის, აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომელია

და ამის გამო ჩნდება ეჭვი მის დამოუკიდებლობაში.ის მაინც იმ ინტერესით

მოქმედებს, რომ უნდა მოხდეს კრედიტორის მოთხოვნის აღსრულება, თუმცა

გარკვეულ პირობებზე შეთანხმებით. მიუხედავად ამისა, წარმოებისას მორიგების

პროცესი მიმდინარეობს მედიაციის მნიშვნელოვანი პრინციპების

დაცვით.მხარეები თავად აყალიბებენ შეთანხმების პირობებს და პროცესის

საბოლოო „პროდუქტს“ მხარეთა შეთანხმება წარმოადგენს.

მედიაციის ჩართვა აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობაში დადებითად

უნდა შეფასდეს. ჩნდება კითხვა, შესაძლებელია თუ არა მედიაციის დანერგვა

უკვე სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების აღსრულებისას? ასეთ

შემთხვევაში რა თქმა უნდა საქმის შემდგომი განვითარება უკვე კრედიტორის

გადასაწყვეტია. მას უკვე აქვს სააღსრულებო ფურცელი და მისი მოთხოვნის

აღსრულებას წინ არაფერი უდგას. ძნელი წარმოსადგენია, თუ რატომ უნდა

გადაწყვიტოს მან მორიგება, თუმცა შეიძლება არსებობდეს შემთხვევა, როდესაც

კრედიტორი გადაწყვეტს, რომ მორიგდეს აღსრულების პირობებზე, მაგალითად

არ მოითხოვოს სასამართლოს მიერ მისთვის მინიჭებული თანხა სრულად. ამ

შემთხვევაში უნდა არსებობდეს რაღაც ინსტრუმენტი, რა დროსაც მხარეები

შეძლებენ მაგიდასთან დასხდომას და მოლაპარაკებს. მაგრამ ეს პროცესი ვერ

ჩაითვლება სრულფასოვან მედიაციად, რადგან მხარეები აშკარად არათანაბარ

მდგომარეობაში არიან.

i) მედიაციის ელემენტი შემოსავლების სამსახურში

Page 94: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

95

(1) ცნება

მედიაცია ეს არის საგადასახადო დავის გადაწყვეტის ალტერნატიული

საშუალება, რომლის დროსაც სადავო საკითხები წყდება საწყის ეტაპზე, სანამ

შედგენილი იქნება შემოწმების აქტი და გამოიცემა საგადასახადო მოთხოვნა.

მედიაციის მხარეებს წარმოადგენენ აუდიტორი და გადასახადის გადამხდელი. ეს

ინსტიტუტი საქართველოში ჩამოყალიბდა 2010-2011 წლებში. იგი საინტერესოა

იმით, რომ არცერთი ქვეყნის მოდელზე არ არის დაფუძნებული.

(2) რეგულირება

დავის განხილვას, შესაბამის პროცედურულ საკითხებს არეგულირებს

შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანება №766 „შემოსავლების სამსახურის

მედიაციის საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“, რომელიც მიღებულ იქნა

2012 წლის 25 იანვარს და ამოქმედდა მიღებისთანავე. ბრძანების მიხედვით

განისაზღვრა რეგლამენტი, საბჭოს შემადგენლობა, შეტყობინების ფორმა,

(3) უპირატესობები

შემოსავლების სამსახურში მედიაციის საშუალებით საქმის გადაწყვეტას აქვს

შემდეგი დადებითი მხარეები:

• საგადასახადო პასუხისმგებლობის ვადის ათვლამდე გადამხდელს ეძლევა

შესაძლებლობა შემოსავლების სამსახურმა განიხილოს გადამხდელის

მოსაზრებები აქტის პროექტზე მანამდე ,ვიდრე ჩაბარდებ შემოწმების

აქტი/საგადასახადო მოთხოვნა;

• გადამხდელთა მოსაზრებების განხილვის სისწრაფე;

• გადამხდელთა მოსაზრებების, მტკიცებულებების და არგუმენტების

განხილვის გონივრული ვადა;

• ხარისხი - შემოსავლების სამსახური გვევლინება მედიატორის როლში

დამრიცხველ ორგანოსა და გადასახადის გადამხდელს შორის, რაც

უზრუნველყოფს განსახილველი სიტუაციის მიმართ ახლებური მიდგომის

ფორმირებას;

• მედიაციის პროცესის მოქნილობა – შემოსავლების სამსახური შეიძლება

შეთანხმდეს საკითხის გადაწყვეტის სხვ აპროცედურაზე – საგადასახადო

შეთანხების გაფორმება;

Page 95: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

96

• კონფიდენციალურობა მხარეთა შეთანხმების საფუძველზე;

• ნებაყოფლობითობა და ურთიერთნდობის გაღრმავება.

(4) 4. მედიაციის პროცესი

მედიაციის დაწყების საფუძველი არის საგადასახადო შემოწმების აქტის

პროექტთან დაკავშირებული გადამხდელის წერილობითი პრეტენზია.

შემოსავლების სამსახურის უფროსის #766 ბრძანების მე-2 მუხლი ადგენს, რომ

“შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტი საგადასახადო შემოწმების

შედეგების შესახებ საგადასახადო შემოწმების აქტის პროექტს განსახილველად

უგზავნის გადამხდელს და ატყობინებს, რომ მას უფლება აქვს საგადასახადო

შემოწმების აქტის პროექტის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში აუდიტის

დეპარტამენტში წერილობით წარადგინოს ყველა პოზიცია საგადასახადო

შემოწმების აქტის პროექტით გათვალისწინებულ ყველა საკითხთან

დაკავშირებით”. გადამხდელის პრეტენზია აქტის პროექტთან დაკავშირებით

განიხილება აუდიტის დეპარტამენტის უფროსის/მოადგილის მიერ გადამხდელის

ან მისი წარმომადგენლის თანდასწრებით და მონაწილეობით. აქტის პროექტის

განხილვის შემდგომ აუდიტორი ოქმის საფუძველზე ამზადებს დასკვნას და

მიუთითებს, რომ გადასახადის გადამხდელს უფლება აქვს 5 სამუშაო დღის

ვადაში აუდიტორის მიერ მომზადებულ დასკვნაზე წერილობითი პოზიცია

წარმოადგინოს შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოში. სწორედ ეს

წარმოადგენს საგადასახადო მედიაციის პირველ ეტაპს, მედიაციის წარმართვა

საგადასახადო კონტროლის განმახორციელებელ სტრუქტურულ ერთეულში-

აუდიტის დეპარტამენტის სათათბირო საბჭოზე.

აუდიტის დეპარტამენტში არასასურველი გადაწყვეტილების მიღების

შემთხვევაში მედიაცია შესაძლებელია გაგრძელდეს შემოსავლების სამსახურში

პრეტენზიის შემოსავლების სამსახურში წარდგენის გზით. მედიაციის მეორე

ეტაპი წარიმართება შემოსავლების სამსახურის მედიაციის საბჭოზე. საბჭოში

შემოსულ გადამხდელის პოზიციას/საჩივარს დავების დეპარტამენტის

(მედიაციის საბჭოს აპარატი) თანამშრომელი თანდართულ დოკუმენტებთან

ერთად უგზავნის შემოსავლების სამსახურის შესაბამის სტრუქტურულ

ქვედანაყოფს. შემოსავლების სამსახურის სტრუქტურული ქვედანაყოფები თავის

მხრივ 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოფენ გადასახადის გადამხდელის

საჩივარზე დასკვნისა და სათანადო მტკიცებულებების დავების

დეპარტამენტისთვის მიწოდებას. დავების დეპარტმენტს, ასევე საბჭოს წევრებს

Page 96: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

97

უფლება აქვთ განსახილველ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაციის ან

დოკუმენტაციის გამოთხოვის მიზნით მიმართონ გადასახადის გადამხდელს ან

სხვა პირებს.თუ მიზანშეწონილად ჩაითვლება საჩივრის/პრეტენზიის მედიაციის

საბჭოზე განხილვა, დავების დეპარტამენტი უზრუნველყოფს საკითხის საბჭოზე

განსახილველად მომზადებას. საბჭოს სხდომას ესწრება გადამხდელი ან მისი

წარმოამადგენელი, რომელსაც სხდომის ჩატარების შესახებ დავების

დეპარტამენტი ატყობინებს არსებული ტექნიკური საშუალებებით და აცნობებს

რომ სურვილის შემთხვევაში გადამხდელს მიეცემა საშუალება საბჭოს სხდომაში

მონაწილეობა მიიღოს ელექტროკომუნიკაციის საშუალებით. დავების

დეპარტმენტი აქტს განიხილავს 20 სამუშაო დღის განმავლობაშიდა შემდეგ

გამოაქვს გადაწყვეტილება პრეტენზიის/საჩივრის დაკმაყოფილების, ნაწილობრივ

დაკმაყოფილების ან არ დაკმაყოფილების შესახებ, წერილობითი რეკომენდაციის

სახით. აღნიშნული ვადის გაგრძელება შესაძლებელია მხოლოდ 45 დღით.

რეკომენდაცია საგადასახადო ორგანოსთვის შესასრულებლად სავალდებულოა.

საბჭოს სხდომის ჩატარების წესს სრულად ასახავს შემოსავლების სამსახურის

უფროსის #766-ე ბრძანების მე-3 მუხლი.

მედიაციის დასრულების შემდეგ საბჭოს რეკომენდაციის გათვალისწინებით

დგება საგადასახადო შემოწმების აქტი, რომელიც საჩივრდება მის საფუძველზე

გამოცემულ საგადასახადო მოთხოვნასთან ერთად საგადასახადო კოდექსით

დადგენილი წესებით.

(5) დასკვნა

შემოსავლების სამსახურის მიერ შეთავაზებული მომსახურება, რომელსაც

მედიაციას უწოდებენ, თავისთავად უარყოფითად არ შეიძლება

შეფასდეს.ფაქტობრივად შეიძლება ითქვას, რომ ეს სერვისი წარმოადგენს

გადასახადის გადამხდელისთვის გასაჩივრების შედარებით გამარტივებულ

ფორმას.

რაც შეეხება აღნიშნული სამსახურისა და მედიაციის კავშირს, მისი პოვნა ძნელია.

ამ პროცესში აშკარაა მხარეთა უთანასწორობა. ერთი მხარე თავად იღებს

პროცესში მონაწილეობას, როგორც მედიატორი. მოლაპარაკების ადგილიც კი

არაა ნეიტრალური. რაც ყველაზე მთავარია პროცესი შედაგად მიღებული

დოკუმენტი არ არის მხარეთა შეთანხმება.

სასურველია, რომ შემოსავლების სამსახურის მედიაციის სამსახურს შეეცვალოს

სახელი, რათა თავიდან ავიცილოთ მოქალაქეთა შეცდომაში შეყვანა (მითუმეტეს

მედიაციის განვითარების საწყის ეტაპზე). გადასახადის გადამხდელს, რომელიც

Page 97: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

98

ამ პროცესში მიიღებს მონაწილეობას შეექმნება არასწორი წარმოდგენა მედიაციის

შესახებ, რის გამოც შესაძლებელია მას გაუჭირდეს „ნამდვილი“ მედიაციის არსში

გარკვევა.

j) მედიაციის ელემენტი შრომით ურთიერთობებში

(1) შრომის მედიაციის ისტორია

ჩრდილოეთ ამერიკაში შრომითი ურთიერთობებისას წარმოშობილი სადაო

საკითხების რეგულირებისას შრომითი მედიაციის გამოყენება მეტად

გავრცელებული ფორმაა და თამაშობს გაცილებით დიდ როლს, ვიდრე

კონტინენტური ევროპის რეალობაში. კანადაში მედიაციის ხშირ გამოიყენებას

ადგილი აქვს კოლექტიურ ხელშკერულებებში.

ამერიკის შეერთებულ შტატებში შრომითი მედიაციის ტრადიცია სათავეს

ღებულობს ჯერ კიდევ 1898 წლიდან, კერძოდ როდესაც „ერდმანის კანონი“-ს

საფუძველზე შემუშავებული იქნა საკითხის მოწესრიგების სისტემა დავისათვის

რომელიც არსებობდა რკინიგზით გადამზიდავებსა და თანამშრომლებს შორის და

რომელიც ეხებოდა ისეთ საკითხებს, როგირიცაა - ხელფასი, სამუშაო დრო და

სამუშაო პირობები.

კანონი თავდაპირველად ავალდებულებდა მხარეებს მედიაციის ან ფედერალური

სავაჭრო კომისიისათვის მიმართვის გამოყენებას, ხოლო მეორე ეტაპზე ითხოვდა

მხარეებისგან საარბიტრაჟო საბჭომდე მისვლისას საარბიტრაჟო პროცედურების

გავლას. მეოცე საუკუნის ბოლო ათწლეულში მედიაციის გამოყენების არეალი

გაფართოვდა და მისი გამოყენება ხდებოდა როგორც კოლექტიურ

ხელშეკრულებებში, ასევე, ინდივიდუალური დავების გადაწყვეტისას კომპანიებს

შორის. ამერიკის შეერთებული შტატების ბიზნეს სამყაროში მედიაცია

სარგებლობს დიდი უპირატესობით დავის გადაწყვეტის ალტერნატიული

საშუალებებიდან. Gilmer v. Interstate/Johnson Lane Corporation საქმეზე მიღებული

გადაწყვეტილებით 1991 წელს ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესმა

სასამართლომ ფართო გზა გაუხსნა შრომით სამართალში ინდივიდუალური

დავების მოწესრიგებისას მედიაციის ინტენსიურ გამოყენებას.54

54http://www.libertas-institut.com/de/PDF/Mediation.pdf „მედიაცია შრომით ურთიერთობებში (რისი

Page 98: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

99

ამერიკის შეერთებულ შტატებში შრომით ურთიერთობების რეგულირებისას

მედიაციის გამოყენება ხშირ შემთხვევაში აღინიშნება, როგორც - „მაღალი

შემოსავალი - დაბალი რისკი“-ს პროცედურა. ის მიზეზები, რომელთა გამოც

მედიაცია კონტინენტური ევროპისთვისაც გახდება მიმზიდველი და პრაქტიკული

არის შემდეგი - იაფი, სწრაფი, მეტად განცალკევებული და მოქნილი პროცედურა

ვიდრე არის სასამართლო საქმისწარმოების პროცესი.55

(2) რა არის შრომის მედიაცია?

მედიაცია ეს არის დამოუკიდებელი სხვა მესამე პირის დახმარებით ისეთი

აღმოცენებული და პრობლემატური საკითხის გადაწყვეტა, რომლის გადაჭრაც

დამსაქმებლისა და დასაქმებულის მიერ ვერ მოხდებოდა დამოუკიდებლად,

დახმარების გარეშე. მედიატორები არიან კვალიფიციური პირები, რომლებსაც

შეუძლიათ მოლაპარაკებების გამართვა მხარეებს შორის, რათა მისი დახმარებით

მოხდეს მხარეებისათვის მნიშვნელოვანი საკითხებისა და პოტენციური (შესაძლო)

გადაწყვეტილებების იდენტიფიცირება. მედიაციის მთავარი მიზანია მხარეთა

შორის არსებული სადაო საკითხის გადაჭრა შეთანხმების გაფორმების გზით.

მედიაციის გზით შესაძლებელია - პრობლემის გადაწყვეტისათვის საჭირო

ინფორმაციის მოძიება; სადავო საკითხის მოგვარებისათვის საჭირო უნარების

გამოვლენა; პრობლემის არსებობის აღიარება ორივე მხარის მიერ. 56

შრომითი მედიაცია არის შრომითი ურთიერთობისას წარმოშობილი სადავო

საკითხების მოგვარების მიზნით მოლაპარაკების საწარმოებლად შეხვედრა ან

ასეთი შეხვედრების მთელი რიგი კომპლექსი. შრომითი დავები არის

დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის წარმოშობილი უთანხმოების შედეგი, რაც

გამომდინარეობს შრომით-სამართლებრივი ურთიერთობებიდან და ამ ტიპის

ურთიერთობების მარეგულირებელი სართლებრივი აქტებიდან. ეს აქტები

შეიძლება მიღებული და გამოცემული იყოს ფედერალური თუ შტატების

მთავრობების მიერ. ამ ტიპის დავების გადაწყვეტა ძირითადად ხდება ისეთი

საშუალებებით, როგორიც არის სასამართლოში საქმის წარმოება. მოდავე მხარეთა

სწავლა არის შესაძლებელი ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის მაგალითზე)“ 1 გვერდი, 2 თავი.

ბოლოს გამოხმობილია 2012 წლის 24 დეკემბერს. 55http://www.libertas-institut.com/de/PDF/Mediation.pdf „მედიაცია შრომით ურთიერთობებში (რისი

სწავლა არის შესაძლებელი ჩრდილოეთ ამერიკისა და ევროპის მაგალითზე)“ 1 გვერდი, 3 თავი.

ბოლოს გამოხმობილია 2012 წლის 24 დეკემბერს. 56 http://www.dol.govt.nz/er/solvingproblems/resolving/mediation.asp; ბოლოს გამოხმობილია 2012

წლის 24 დეკემბერს.

Page 99: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

100

გარკვეული ნაწილი იყენებს შრომით მედიაციას, როგორც დავის გადაწყვეტის

ნებაყოფლობით საშუaლებას, ან ემორჩილება სასამართლოს მითითებას

მედიატორისათვის დავის გადაცემის შესახებ.

თუ დასაქმებული თვლის, რომ შრომით-სამართლებრივი ურთიერთობებში

ადგილი ჰქონდა მისი უფლებების დარღვევას, მაშინ მან უნდა მიმართოს

უფლების დაცვის მისაღებ ინსტრუმენტს, რომელიც ხელმისაწვდომია მისი

ადგილსამყოფელის გათვალისწინებით.

შრომის სამართლებრივ ურთიერთობებში წარმოშობილი დავების მედიაციის

გამოყენებით მოგვარება გაცილებით აღირებული და ეფექტურია, ვინაიდან ამ

დროს დავის გადაწყვეტა ხდება სასამართლოს ჩაურევლად და მთლიანად

დამოკიდებულია მხარეთა მოლაპარაკებაზე.

მხარეები არ არიან შეზღუდულნი მიაღწიონ ერთმანეთში შეთანხმებას და ამ

შეთანხმების საფუძველზე გააფორმონ ხელშეკრულება. ამის ნაცვლად, მხარეები

რომლებმაც ვერ მოახერხეს კონკრეტულ საკითხზე შეთანხმება ამ საკითხის

გადასაწყვეტად ერთმანეთს ხვდებიან პროფესიონალი მედიატორის დახმარებითა

და შუამავლობით, რათა განიხილონ არსებული სიტუაცია და სცადონ მათთვის

სასურველ გადაწყვეტილებამდე მისვლა. თუ ისინი მიაღწევენ შეთანხმებას, მათ

შორის მოხდება იურიდიული დოკუმენტის, კერძოდ სავალდებულოდ

შესასრულებელი შეთანხმების გაფორმება და დავა დასრულდება სასამართლოს

გარეშე.

შრომის მედიაციის ძირითადი უპირატესობა აქ ის არის, რომ აუმჯობესებ

სდასაქმებულთ აგანწყობას, ხელს უწყობს ცნობიერების ამაღლებას

დასაქმებულებში იმის შესახებ, რომ არსებობს პროცედურა რომელიც აგვარებს

კონფლიქტებს. შესაბამისად, ეხმარება გააუმჯობესოს ორგანიზაციის რეპუტატია

და კულტურა, ეხმარება სამუშაო გარემოში შექმნილი მოსალოდნელ არეულობის

შემცირებაში და აუმჯობესებს ახალი დასაქმებულების მოზიდვის სისწრაფეს.

Barclays Bank, City law firm Lewis Silkin and the Centre for Effective Dispute Resolution

(CEDR)–მა ჩაატარეს ერთობლივი კვლევა დამსაქმებლების ყველაზე ხშირდ

აკომპანიისთვის ზიანის მომტან დავაზე – დასაქმებულთან შიდასამსახურეობრივ

კონფლიქტზე. კვლევამ, რომელსაც CEDR უწევდა კოორდინაციას,

აჩვენა,რამდენად შეიძლება გაიზარდოს ხარჯები, როდესაც დავა მიმდინარეობს

უკმაყოფილო თანამშრომელთან. ჩვეულებრივი საქმე, რომელიც 277,000 ფუნტით

Page 100: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

101

შეიძლება დასრულდეს, შესაძლოა უფრო ნაკლები დაჯდეს, თუ გაიმართება

მედიაციის პროცესი. ამ შემთხვევაში ხარჯი დაახლოებით 9,000 ფუნტიიქნება.

სასამრთლო პროცესის შემთხვევაში, ხარჯის დახლოებით მეოთხედი - 72,000

ფუნტი იხარჯება დროის მენეჯმენტში. კვლევა განხორციელდა სამი მონაწილის

ექსპერიმენტული დაკვირვების შედეგად ამ სფეროში წამყვანი ექპერტების

მონაწილეობით. დაკვირვება წარმოებდა ბრიტანულ ბიზნესის 570

რესპოდენტზე. კვლევის შედეგად გაირკვა, რომ ბრიტანულ ბიზნესს კონფლიქტი

დაახლოებით 33 ბილიონი ფუნტი ყოველწლიურად.

ასევე, კვლევამ აჩვენა, რომ მომხმარებლებთან დავების შემდგომ

შიდასამასახურებრივი დავები, რომლებიც მენეჯერებსა და სხვა თანამშრომლებს

ეხებათ, ყველაზე დიდ გავლენას ახდენენ ბიზნესის საქმიანობის

განხორციელებაზე, თუმცა მომხმარებლებთან დავებზე დიდი რაოდენობით

წარმოიშვება შიდასამსახურებრივი დავები (internal disputes).

570 გამოკითხული მენეჯერის ჩვენებით გაირკვა რომ კოლეგებს შორის დავა

ახდენს ნეგატიურ გავლენას ბიზნესზე იმისადმიხედვით რა თანამდებობის

პირები არიან ჩართული დავაში. 65 %-მა თქვა რომ უფროსთან კონფლიქტი

ბიზნესზე ცუდად აისახება, 55% ისმოსაზრებით ბიზნესზე დავა აისახება

უარყოფითად თუ ერთი და იმავე თანამდებობის პირებს შორის მოხდა

კონფლიქტი.57

სადაო საკითხების აღმოცენებისას დავის მედიაციის გამოყენებით გადაწყვეტა

გაცილებით ხელმისაწვდომი და შესაბამისად იაფი გახდა. გარდა ამისა, როდესაც

დავის გადაწყვეტა შესაძლებელია ორმხრივი შეთანხმების გაფორმების გზით

მხარეებს შორის მეტი ალბათობით იქნება ნაკლები დაპირისპირება, ვიდრე ეს

მოხდებოდა სასამართლო გადაწყვეტილების არსებობისას.“58

(3) მედიაცია სამსახურებრივი შევიწროვებისა და ჩაგვრის საქმეებზე.

ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებობს შრომითი მედიაციის ქვესახე,

რომელიც იწოდება, როგორც მედიაცია სამსახურეობრივი შევიწროვებისა და

ჩაგვრის შესახებ საჩივრებზე.

სამსახურეობრივი შევიწროვების მედიაცია არის შრომითი მედიაციის

57 http://www.cedr.com/?location=/library/releases/20061204_90.htm[12.12.2012] 58 http://www.wisegeek.com/what-is-labor-mediation.htm; ბოლოს გამოხმობილია 2012 წლის 24

დეკემბერს.

Page 101: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

102

სპეციფიური ფორმა, რომელიც ეძებს სამსახურეობრივი შევიწროვების სხვადასხვა

ფორმის შესახებ არსებული საჩვრების გადაწყვეტის გზებს.

სამსახურეობრივი შევიწროვების ფორმები მოიცავს: შეურაცხოფას, საშშროებებს,

დაშინებას, უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, შანტაჟი, ექსპლუატაცია და

სხვა.59

სამსახურეობრივი შევიწროვების პროგრამა იცავს კონფიდენციალობას,

საშუალებას აძლევს მხარეებს წარმოაჩინონ რა უფრო მეტად მისაღებია მათთვის,

პრიორიტეტს ანიჭებს საკითხებს, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობისაა

დავის გადასაწყვეტად და ა.შ. ამ დავებისათვის მედიაცია გაცილებით იაფი და

ხელმისაწვდომია ვიდრე არბიტრაჟი ან სასამართლო საქმისწარმოება.60

მას შემდეგ, რაც მედიაციის სამსახურში შევა საჩივარი, მედიატორი

უფლემოსილია დაუკავშრდეს მხარეებს და მოაგროვოს ყველა საჭირო

ინფორმცია. მოცემულ საფეხურზე მედიატორი ხვდება თითოეულ მხარეს

ინდივიდუალურად, ერკვევა დავის არსში და ისახავს დავის გადასაჭრელად

ყველაზე მისაღებ სტრატეგიას. შემდეგი ნაბიჯია წინასამედიაციო მომზადება. ამ

დროს მედიატორი ეხმარება თითოეულ მხარეს ჩამოაყალიბონ მათთვის

სასურველი გამოსავალი.პროცესი ტარდება მხარეებისათვის მისაღები ფორმით.

ამასთან, თითოეულ მხარეს მიეწოდება ინფორმაცია ჩასატარებელი პროცესის

შესახებ და ინიშნება სამედიაციო შეხვედრა, თუ მედიატორი მიიჩნევს, რომ

მხარეები მზად არიან მედიაციისათვის. შემდეგი ნაბიჯია ერთობლივი სხდომა.

მხოლოდ მას შემდეგ, რაც მხარეები სრულად იქნებიან მზად პროცესისასთვის,

მედიატორი ახვედრებს მოსარჩელესა და მოპასუხეს ერთობლივ სხდომაზე.

სხდომას ხსნის მედიატორი, მხარეებს აცნობს ინფორმაციას და დღის წესრიგს.

მედიატორი ამ დროს ქმნის სასურველ კლიმატს, რათა მხარეებს შორის

წარიმართოს კონსტრუქციული ურთიერთობა და საბოლოო ჯამში შემუშავდეს

ორივე მხარისათვის სასურველი დავის გადაჭრის გზა. მედიაციის

დასრულებამდე შეიძლება შედგეს გეგმა, რომელიც მომავლში საფუძვლად უნდა

დაედოს მხარეთა შეთანხმებას. 61

(4) ვინ შეიძლება იყოს მედიატორი შრომის დავაზე?

59 “Mediation and conflict resolution in social work and the human services” editor – Edward Kruk;

university of British Columbia; 1997; ISBN 0-8304-1468-1 (pbk) p. 264 60 “Mediation and conflict resolution in social work and the human services” editor – Edward Kruk;

university of British Columbia; 1997; ISBN 0-8304-1468-1 (pbk) p. 266; 267 61 “Mediation and conflict resolution in social work and the human services” editor – Edward Kruk;

university of British Columbia; 1997; ISBN 0-8304-1468-1 (pbk) p. 275; 276

Page 102: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

103

შრომის მედიატორები შესაძლებელია იყვნენ პირები, რომლებსაც გააჩნიათ

გამოცდილება შრომის სამართლში, მაგალითად ადვოკატები. მედიატორის მიერ

გაწეული მომსახურების ანაზღაურება რიგ შემთხვევებში შესაძლებელია

განხორციელდეს სასამართლოს მიერ, რიგ შემთხვევაში კი მოსარჩელის ან მოპასუხის

მხრიდან. აღნიშნული დამოკიდებულია იმაზე თუ ვისი თხოვნით მოხდა დავის

გადაწყვეტის პროცესში მედიატორის ჩართვა და რატომ.

(5) შრომის მედიაციის პროცედურა აშშ-ში

მსურველმა დასაქმებულმა უნდა მიმართოს „სამედიაციო კავშირს“ და შეავსოს

„სამედიაციო თხოვნის ფორმა“; „სამედიაციო თხოვნის ფორმის“ შევსებული

ეგზემპლარის ასლი ეგზავნებათ მხარეებს. მხარედ იწოდება ნებისმიერი პირი,

რომელსაც აქვს კონკრეტულ საქმეში საკუთარი და სხვებთან

შეუთავსებელიპოზიცია;

მას შემდეგ, რაც მიიღებენ შეტყობინებას, თითოეულ მხარეს ეკისრება

ვალდებულება დაუკავშრდეს „სამედიაციო კავშირს“ ერთი სამუშაო კვირის

ვადაში; ნებისმიერ შემთხვევაში სამედიაციო პროცედურები არის მთლიანად

ნებაყოფლობითი; „სამედიაციო კავშირი“ თითოეულ მხარეს უგზავნის

სავარაუდო მედიატორთა სიას; თითოეული მხარე შეარჩევს სამ მედიატორს

წარდგენილი სიიდან. სამედიაციო კავშირი საბოლოოდ დანიშნავს იმ მედიატორს,

რომელიც მეტად მისაღები და სასურველია მხარეთათვის. იმ შემთხვევაში თუ

მხარეები ვერ შეთანხმდებიან მედიატორზე, მაშინ სამედიაციო

ზედამხედველობის კომიტეტს შეუძლია რეკომენდაცია გასცეს გარე მედიატორის

დანიშვნაზე; სამედიაციო კავშირი მხარეთათვის მისაღები დროისა და ადგილის

შესაბამისად ადგენს გრაფიკს; მედიაციის პროცესი გრძელდება სამიდან ხუთ

საათამდე, თუმცა რაიმე ლიმიტი დროის თვალსაზრისით არ არსებობს. მედიაცია

ნებისმიერ დროს შეიძლება შეწყდეს, თუ მხარეები შეთანხმდებიან, რომ

სამედიაციო პროცედურები არ არის შედეგის მომცემი, ამასთან არც ერთი მხარე

არ აგებს პასუხს მედიაციის წარუმატებლობისათვის;

მედიაციის პროცესში მონაწილეობა არც ერთ მხარეს არ ართმევს უფლებას დავის

გადასაჭრელად გამოიყენოს სხვა, მისთვის სასურველი პროცედურა. თუ მედიაცია

გამოიღებს სასურველ შედეგს, მომზადდება მხარეთა შორის გასაფორმებელი

ხელშეკრულება. მედიაციის პროცესი დასრულებულად ითვლება, მაშინ როდესაც

მხარეთა შორის მიიღწევა შეთანხმება და მოხდება ხელშეკრულების გაფორმება.

ხელშეკრულებაზე ხელმოწერის შემდგომ თითოეულ მხარეს ეძლევა

Page 103: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

104

ხელმოწერილი ხელშეკრულების თითო ეგზემპლიარი; მედიაციის პროცესში

შედგენილი დოკუმენტები სრულად უბრუნდებათ მხარეებს და არც ერთი ასეთი

დოკუმენტი არ იდება და არ ინახება დასაქმებულის პირად საქმეში62.

(6) შრომითი მედიაციის სერვისები და ფასები

საჭიროა განხილული იქნას სხვადასხვა ქვეყნის შრომითი მედიაციის

სამსახურების ტარიფები, რომ ერთის მხრივ თვალსაჩინო გახდეს ის თანხობრივი

განსხვავება რაც არსებობს სასამართლო პროცედურებსა და სამედიაციო

პროცედურებს შორის.

რამდენიმე მაგალითი:

1)

მედიაციის დანიშვნა

განაცხადის/ადმინისტრაციული

საფასური (შრომითი ურთიერთობების

კოდექსის 64, 65 ან 97 ნაწილი);

გადასახადი

100 $ (+ დღგ).

გადასახადი უკან დაბრუნებას არ

ექვემდებარება და მისი გადახდის ტვირთი

ნაწილდება მხარეებს შორის თანაბრად.

თანხის ½ გადახდა ხდება განმცხადებლის

მიერ განცხადების შევსებისა და გაგზავნის

მომენტში. ხოლო მეორე მხარისათვის

ინვოისის გაგზავნა მოხდება მას შემდეგ რაც

ჩანიშვნა განხორციელდება.

მედიაცია გადასახადი

მედიაციის პირველი ორი დღე

უფასოა. დღედ განსაზღვრულია ერთი

კალენდარული დღე.

62 “Mediation in the Workplace” (a guide for training, practice, and administration) Rebecca Jane

Weinstein; 2001; ISBN 1-56720-336-1 p. 187-188

Page 104: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

105

მედიაციის მესამე და მიმდევნო დღეები

ხარჯები

საათობრივი ღირებულება განისაზღვრება

150$-ის ოდენობით (+ დღგ). მოცემული

საათობრივი ანაზღაურების დღიური ზედა

მაქსიმუმი ზღვარი არ უნდა იყოს 1800$ (+

დღგ)-ზე მეტი. ასევე დღეში მომსახურების

საათები უნდა იყოს მინიმუმ 4 (ოთხი).

ღირებულება თანაბრად ნაწილდება მხარეთა

შორის.

მესამე დღიდან მგზავრობა, საცხოვრებელი და

სხვა ხარჯები ანაზღაურებადია. აღნიშნული

ხარჯები ანაზღაურებისას თანაბრად

გადანაწილდება მხარეებს შორის. 63

2)

500 ევრო + დღგ თითოეული მხარისათვის - მედიაციის პაკეტი „ბრონზე“

მედიაცია 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე;

სერტიფიცირებული მედიატორი;

50,000 ევრომდე ღირებულების საჩივრის შედგენა;

მოიცავს ადმინისტრაციულ ხარჯს;

მოიცავს საჭირო მომზადებას;

ოთახის გამოყენება დამატებითი თანხის გადახდისას შესაძლებელია;

მაღალი ხარისხის, ეკონომიკურად ეფექტურიმომსახურება.

1250 ევრო + დღგ თითოეული მხარისათვის - მედიაციის პაკეტი „ვერცხლი“

მედიაცია 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე;

63http://humanservices.alberta.ca/working-in-alberta/181.html; ბოლოს გამოხმობილია 2012 წლის 24

დეკემბერს.

Page 105: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

106

სერთიფიცირებული მედიატორი;

50,000-დან 250,000 ევრომდე ღირებულების საჩივრის შედგენა;

მოიცავს ადმინისტრაციულ ხარჯს;

მოიცავს საჭირო მომზადებას;

მოიცავს შეხვედრის ჩატარების ადგილის ღირებულებას;

მაღალი ხარისხის, ეკონომიკურად ეფექტურიმომსახურება.

1750 ევრო + დღგ თითოეული მხარისათვის - მედიაციის პაკეტი „ოქრო“

მედიაცია 10:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე;

ელიტარული სტატუსის (პროფესიულ გამოცდილებაში 50-ზე მეტი

მედიაციის საქმის მქონე) სერთიფიცირებული მედიატორი;

250,000 ევროზე მაღალი ღირებულების საჩივრის შედგენა;

მოიცავს ადმინისტრაციულ ხარჯს;

მოიცავს საჭირო მომზადებას;

მოიცავს შეხვედრის ჩატარების ადგილის ღირებულებას;

სარესტორნო მომსახურება (ჩაი, ყავა, წყალი და სენდვიჩი) 5 ადამიანამდე

თითოეული მხარისათვის;

მაღალი ხარისხის, ეკონომიკურად ეფექტურიმომსახურება.

მედიატორთა დონეები:

სტაჟიორი - არ მონაწილეობს მედიაციის პროცესში;

უმცროსი მედიატორი - ჩატარებული აქვს 25 საქმემდე;

უფროსი მედიატორი - ჩატარებული აქვს 50 საქმემდე;

ელიტარული სტატუსის მქონე მედიატორი - ჩატარებული აქვს 50-ზე მეტი

საქმე და დადებითი წარსული პრაქტიკით.64

მოსამზადებელი გადასახადი - 125 ევრო (ერთჯერადი) ;

მედიაცია მთელი დღის განმავლობაში - 750 ევრო ;

დროში შეზღუდული მედიაცია (სეზონური) – 315 ევრო.65

აქ განხილულია კანადის ერთ ერთი პროვინციის მთავრობის ადამიანის

მომსახურების “Alberta Human Servises” დეპარტამენტის შესახებ ოფიციალურ ვებ

64 http://www.clerksroom.com/content-html.php?cid=340; ბოლოს გამოხმობილია 2012 წლის 24

დეკემბერს. 65 http://disputemediationservices.co.uk/fees/employment-and-workplace-mediation;ბოლოს

გამოხმობილია 2012 წლის 24 დეკემბერს.

Page 106: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

107

გვერდზე ფასების შესახებ განთავსებული ინფორმაცია, ასევე „Clerksroom

(Barristers and Mediators)“ ინგლისში არსებული ეროვნული პალატის, რომელიც

ახორციელებს მოქალაქეთათვის საჭირო მომსახურების გაწევას ინგლისისა და

უელსის ყველა სასამართლოში, რომელსაც ასევე აქვს სამედიატორო სერვისი -

ფასები და “Dispute Mediation Services” დიდ ბრიტანეთში არსებული კერძო

კომპანის ფასები. განხილული მაგალითებიდან ჩანს, რომ დავის მედიაციის

გამოყენებით გადაწყვეტა გაცილებით მარტივი, მოკლე და იაფი პროცედურაა

კანადასა და დიდ ბრიტანეთში. მიუხედავად ამისა, საკმაოდ რთული იქნება

მოცემული საკითხისადმი ანალოგიური მიდგომის ჩამოყალიბება საქართველოს

რეალობაში.

შრომითი ურთიერთობის პროცესში წარმოშობილი დავის საგანიდან

გამომდინარე ხშირ შემთხვევაში შესაძლებელია სასამართლოსადმი მიმართვა

იყოს მეტად ხელმისაწვდომი და მისაღები მხარისათვის. ამასთან, თავად

მედიატორისათვის მომსახურების ანაღაურება უნდა იყოს მისაღები და გაწეული

მომსახურების ექვივალენტური.

მედიაციის ფასების განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნას მიღებული

როგორც მოდავე მხარეების ინტერესები, ასევე თავად მედიატორისა და

სამედიატორო დაწესებულების ინტერესები, მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება.

წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხერხდება მედიაციის ინსტიტუტის სწრაფი და

ეფექტური განვითარება, ან იქნება კომფორტული, მაგრამ იმდენად

ძვირადღიდებული, რომ მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება მხოლოდ

საზოგადოების ეკონომიკურად ძლიერი ფენის მიერ.

(7) მედიაციის ელემნტი ქართულ შრომის დავებში

საქართველოში დღეს არსებულ სამართლებრივ პრაქტიკაში არ არის

დამკვიდრებული მედიაციის გამოყენება.

შრომის კოდექსის 47-ე მუხლის მე-6 ნაწილის მიხედვით „ინდივიდუალური

დავის განხილვა შესაძლებელია შემათანხმებელი პროცედურებით,

ინდივიდუალური მოლაპარაკების გზით ან სასამართლოს საშუალებით“ 66 . აქ

საყურადღებოა შემათანხმებელი პროცედურები, ვინაიდან მოცემულ ორ სიტყვაში

შეიძლება მოვიაზროთ დავის მედიაციის გამოყენებით გადაწყვეტის პროცედურა.

66 საქართველოს შრომის კოდექსის 47 მუხლის 6 ნაწილი, 2012 წლის 31 ოქტომბრის

მდგომარეობით.

Page 107: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

108

ამასთან, საყურადღებოა საქართველოს შრომის კოდექსის 48 მუხლი.ეს ნორმა

პირდაპირ არეგულირებსმოლაპარაკების პროცედურას.

კერძოდ, 48-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „წარმომადგენლები ან მხარეები

იღებენ წერილობით გადაწყვეტილებას, რომელიც ხდება არსებული შრომითი

ხელშეკრულების ნაწილი“ 67 - მოცემულ წინადადებაში საინტერესოა მხარეთა

შორის გაფორმებული წერილობითი შეთანხმება, რომელიც ხდება

ხელშეკრულების განუყოფელი ნაწილი. მედიაციის დროსაც მოლაპარაკების

წარმატებით დასრულების შემთხვევაში მხარეები აფორმებენ შესასრულებლად

სავალდებულო წერილობით ხელშეკრულებას.

(8) დასკვნა

საქართველოში შრომის დავების სამედიაციო წესების მკაცრი განსაზღვრა არ

იქნება მიზანშეწონილი. უმჯობესია განისაზღვროს ზოგადი წესი, ანუ

მინიმალური სტანდარტი, რომელიც ყველასთვის იქნება სავალდებულო, ხოლო

კონკრეტული წესების განსაზღვრა მოხდება შრომის დავებზე

სპეციალიზირებული სამედიაციო სამსახურების მიერ შიდა სტანდარტის

საფუძველზე. სამედიაციო პროცედურა არ უნდა იყოს მხარისათვის ზედმეტი

დროისა თუ ენერგიის დახარჯვის მიზეზი.

k) მედიაცია სისხლის სამართალში

(1) შესავალი

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში გარკვეული ნაბიჯები

გადაიდგა არასრულწლოვან დამნაშავეთა პატიმრობისაგან არიდების, მათთვის

ალტერნატიული პასუხისმგებლობის დაკისრებისა და რესოციალიზაციის

მიასღწევად. ერთერთ პრიორიტეტად განისაზღვრა ის, რომ „არასრულწლოვანი

უნდა გამოსწორდეს სისხლის სამართლის საქმის წარმოების გარეშე.“68

2010 წლის ნოემბრიდან ამოქმედდა განრიდებისა და მედიაციის პროგრამა, ასევე,

2011 წლის აგვისტოდან - მოწმეთა და დაზარალებულთა კოორდინატორის

სამსახური. გათვალისწინებულია განრიდების პროგრამა

67 საქართველოს შრომის კოდექსის 48 მუხლის 4 ნაწილი, 2012 წლის 31 ოქტომბრის

მდგომარეობით. 68http://www.legalaid.ge/?action=page&p_id=265&lang=geo# ბოლოს გამოხმობილია: 20.12.2012 12:30

Page 108: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

109

სრულწლოვნებისთვისაც, თუმცა არასრულწლოვანთა განრიდებისაგან

განსხვავებული პროცედურებით - ხელშეკრულებისა და სოციალური მუშაკების

გარეშე პროკურორი იღებს გადაწყვეტილებას, რომ მოხდეს პირის განრიდება.

საერთო ამ ორ შემთხვევას ის აქვს, რომ არ ხდება პირის მთლიანად

გათავისუფლება პასუხისმგებლობისაგან - გამოიყენება ალტერნატიული

პასუხისმგებლობის სახეები.

(2) განრიდებისა და მედიაციის ცნება და მიზნები

განრიდებისა და მედიაციის პროგრამა არასრულწლოვნის

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ახალი

მექანიზმია. იგი საქართველოში ეტაპობრივად დაინერგა. პროგრამის მიზანია იმ

არასრულწლოვნის გათავისუფლება სისხლისსამართლებრივი

პასუხისმგებლობისაგან, რომელმაც პირველად ჩაიდინა ნაკლებად მძიმე

დანაშაული. თუ ამ დრომდე არასრულწლოვნის სისხლისსამართლებრივი

პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლება შეეძლო მხოლოდ სასამართლოს, ახლა

უკვე პროკურორს აქვს უფლებამოსილება განარიდოს არასრულწლოვანი სისხლის

სამართალწარმოებას და მის შედეგებს.69

პროგრამის მიზანია არასრულწლოვანს მიეცეს ერთი შანსი გადადგას ნაბიჯი

წარმატებული და კანონმორჩილი ცხოვრებისკენ.70

კიდევ ერთი მიზანი, ეს არის დაზარალებულის ჩართვა სამართლიანობის

აღდგენის პროცესში. სისხლის სამართალში დაზარალებული შეზღუდული

უფლებებით სარგებლობს, განრიდება - მედიაციის პროგრამის დროს კი იგი

აქტიურად ერთვება პროცესში და ეძლევა საშუალება მისი აზრი უფრო მეტად

იქნას გათვალისწინებული.

არასრულწლოვანთან დაკავშირებით მოქმედი ამ პროგრამის საშუალებით

მცირდება დანაშაულის განმეორებით ჩადენის ალაბათობა. არასრულწლოვანი არ

ხვდება „ცუდ“ გარემოში, პირიქით, ამ დროს ის ზოგჯერ საზოგადოებისათვის

სასარგებლო საქმიანობასაც ეწევა.

(a) რეგულირება

69იხ. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთამინისტრის 2010 წლის 7 დეკემბრის N

94 ბრძანება განრიდებისა და მედიაციის შესახებ მედიატორებისთვის სახელმძღვანელო

მითითებების დამტკიცების თაობაზე. 70იხ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 12 ნოემბრის N 216 ბრძანება განრიდებისა

და მედიაციის შესახებ პროკურორებისთვის სახელმძღვანელო მითითებებისა და მხარეებს შორის

გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დამტკიცების თაობაზე

Page 109: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

110

განრიდებასა და მედიაციას სისხლის სამართალში აწესრიგებს:

1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი;

2. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 12 ნოემბრის N 216

ბრძანება განრიდებისა და მედიაციის შესახებ პროკურორებისთვის

სახელმძღვანელო მითითებებისა და მხარეებს შორის გასაფორმებელი

ხელშეკრულების ძირითადი პირობების დამტკიცების თაობაზე;

3. საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2010

წლის 7 დეკემბრის N 94 ბრძანება განრიდებისა და მედიაციის შესახებ

მედიატორებისთვის სახელმძღვანელო მითითებების დამტკიცების თაობაზე;

4. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული

დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 22 თებერვლის N 29 ბრძანება

განრიდების ან/და განრიდებისა და მედიაციის შესახებ ხელშეკრულებების

მომზადება-შესრულების პროცესში სოციალური მუშაკის როლისა და

საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე.

აღსანიშნავია, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს

განრიდებასა და მედიაციას მძიმე და ნაკლებად მძიმე დანაშაულების დროს,

ხოლო ზემოხსენებულ მინისტრთა ბრძანებებში გათვალისწინებულია მხოლოდ

ნაკლებად მძიმე დანაშაული. ამ წინააღმდეგობასთან დაკავშირებით იუსტიციის

სამინისტროს ამ სფეროში მომუშავე თანამშრომლები განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე

არასრულწლოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამა მოქმედებს მხოლოდ

ნაკლებად მძიმე დანაშაულებზე, გარდა ჯგუფური დანაშაულისა. მომავალში

იგეგმება პროგრამის სხვა ტიპის დანაშაულებზე გავრცელებაც, ასევე, პროექტი

პილოტურია და არ ვრცელდება მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე.

ბრძანებებს აქვს დროებითი რეგულირების ხასიათი და სისხლის სამართლის

საპროცესო კოდექსის ნორმები ძალაში რჩება. ამიტომ განხილული იქნება

თითოეული აქტის ამჟამინდელი რეგულირება. თუმცა, უკეთესი იქნებოდა ეს

საკითხები დაკონკრეტებულიყო შესაბამის ბრძანებებში, რაც გაუგებრობის

პრევენციას შეუწყობდა ხელს.

მინისტრთა ბრძანებები, მიუხედავად ამოქმედების განსხვავებული თარიღებისა,

ერთიანობაში ადგენს მთლიანად განრიდებისა და მედიაციის რეგულირებას.

(i) სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის რეგულირება

2010 წლიდან მოქმედება დაიწყო ცვლილებებმა სისხლის სამართლის საპროცესო

კოდექსში გარკვეულმა რეფორმებმა. მათ შორის, კოდექსის 105-ე მუხლს 2010

წლის 30 სექტემბრიდან დაემატა მე-4, მე-5, მე-6 ნაწილები, რომელიც სისხლის

Page 110: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

111

სამართალში განრიდებისა და მედიაციის პირველი მარეგულირებელი იყო. ამ

ნაწილებით განისაზღვრა ზოგადი დებულებები და იუსტიციის მინისტრის

ბრძანების მომავალი ამოქმედება, რომელიც 15 ნოემბერს შევიდა ძალაში. კერძოდ

105 მუხლის მე-5 ნაწილი უთითებს, რომ „თუ არსებობს დასაბუთებული

ვარაუდი, რომ პირმა ჩაიდინა ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული, და

დანაშაულის ჩადენის მომენტისათვის მას არ შესრულებია 18 წელი“ და

პროკურორი დასაბუთებული დადგენილებით მიიღებს გადაწყვეტილებას

სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების ან უკვე დაწყებული

სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ, პროკურატორი

უფლებამოსილია გააფორმოს არასრულწლოვანთან განრიდებისა და მედიაციის

შეთანხმება. ხელშეკრულების პირობები განისაზღვრება იუსტიციის მინისტრის

ბრძანებით. თუკი არასრულწლოვანი არაჯეროვნად შეასრულებს

ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებს, პროკურორი უფლებამოსილია

დასაბუთებული დადგენილებით გააუქმოს „გადაწყვეტილება

სისხლისსამართლებრივი დევნის არდაწყების ან უკვე დაწყებული

სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ და ახალი დასაბუთებული

დადგენილებით დაიწყოს ან განაახლოს სისხლისსამართლებრივი დევნა.“71

2011 წლის 21 ივნისიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ამოქმედდა

1681 და 1682 მუხლები, რომელიც განსაზღვრვას კონკრეტულად განრიდების

გამოყენების ვითარებასა და წესს. პროკურორს შეუძლია არ დაიწყოს

სისხლისსამართლებრივი დევნა ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაულის ჩადენის

შემთვევაში, თუკი განრიდების სუბიექტი შეასრულების ჩამოთვლილი

პირობებიდან ერთ-ერთს ან რამდენიმეს:

„ა) უკანონოდ მოპოვებული ქონების სახელმწიფოსთვის გადაცემა ან ამ ქონების

ღირებულების ანაზღაურება;

ბ) დანაშაულის იარაღის ან/და სამოქალაქო ბრუნვიდან ამოღებული ობიექტის

სახელმწიფოსთვის გადაცემა;

გ) მისი ქმედების შედეგად მიყენებული ზიანის სრული ან ნაწილობრივი

ანაზღაურება;

დ) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ფულადი თანხის გადახდა, რომლის

მინიმალური ოდენობაა 500 ლარი;

ე) საზოგადოებისათვის სასარგებლო უსასყიდლო სამუშაოს შესრულება 40

71იხ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. მუხლი 105, ნაწილი 6

Page 111: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

112

საათიდან 400 საათამდე.“

განრიდება არ გამოიყენება ადამიანით ვაჭრობის ( ტრეფიკინგის ) ან ვაჭრობის

მსხვერპლის მომსახურებით სარგებლობის დროს, ასევე წამების, არაადამიანური

მოპყრობის, წამების მუქარისა და მძევლად ხელში ჩაგდების შემთხვევებში, ასევე,

თუკი პირს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული აქვს პატიმრობა.

განრიდების დაწვრილებითი პირობები წერილობით ეცნობება განრიდების

სუბიექტს. აქვე მიეთითება, რომ განრიდების პირობების შესრულება

ნებაყოფლობითია და მთლიანად დამოკიდებულია მასზე.72 მითითებულია, რომ

განრიდების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე პროკურორი

დაზარალებულთან გადის კონსულტაციას, თუმცა, როგორც პრაქტიკოსი

სპეციალისტები აღნიშნავენ, ამ ნორმას არ აქვს რეალური მნიშვნელობა, ვინაიდან

პროკურორის უფლებამოსილებაა დაზარალებულის კონსულტაციაზე

გამოთქმულ აზრს ოდნავ მიანც გაითვალისწინებს თუ არა.

პროკურორს გააჩნია შეუზღუდავი დისკრეცია სისხლისსამართლებრივი დევნის

დაწყების საკითხის გადაწყვეტისას. იგი აღნიშნულ გადაწყვტილებას იღებს

საჯარო ინტერესიდან და სახელმწიფოს სისხლის სამართლის პოლიტიკიდან

გამომდინარე. სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებაზე უარის თქმის ან

დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველი შეიძლება

იყოს სხვადასხვა, მაგალითად, როცა სახეზეა ნაკლები მნიშვნელობის მქონე

დანაშაული, სადაც პირის ბრალეულობის ხარისხი დაბალია, ან როცა გამოძიების

გზით მოპოვებული მტკიცებულებები არ არის საკმარისი პირის ბრალეულობის

დასამტკიცებლად და ა.შ73 დევნის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების

დროს, ასევე, გასათვალისწინებელია მტკიცებულებათა მაღალი ხარისხი : საქმეში

არსებული მტკიცებულებები ქმნის საკმარის საფუძველს სასამართლოში

მსჯავრდების რეალური პერსპექტივისათვის.74

(ii) საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანება

2010 წლის 15 ნოემბრიდან ძალაში შევიდა იუსტიციის მინისტრის ბრძანება,

72იხ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი. მუხლი 1682, 73 დაწვრილებით იხ. თუმანიშვილი, გიორგი; კონსპექტი სისხლის სამართლის პროცესში,

თბილისი, 2011 წელი 74http://mimomxilveli.wordpress.com/2012/09/03/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%A0%

E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%91%E1%83%90-

%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83

%AC%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%98/ ბოლოს გამოხმობილია

20.12.2012 14:40

Page 112: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

113

რომელიც განსაზღვრავს განრიდებისა და მედიაციის შესახებ სახელმძღვანელო

მითითებებს პროკურორებისთვის და მხარეებს შორის გასაფორმებელი

ხელშეკრულების ძირითადი პირობებს. ზოგად დებულებებში

გათვალისწინებულია განრიდებისა და მედიაციის პროგრამის ზოგადი არსი,

ტერმინთა განმარტების თავში კი მოცემულია სისხლის სამართლის საპროცესო

კოდექსის ზოგადი ტერმინების დაწვრილებითი განმარტება. პირველად სწორედ

აქ ვხვდებით მედიაციის სისხლის სამართლებრივ განმარტებას:

„არასრულწლოვანსა და დაზარალებულს შორის დიალოგის პროცესი, რომელსაც

უძღვება მედიატორი და რომლის მიზანია არასრულწლოვანისა და

დაზარალებულის შერიგება და მათ შორის კონფლიქტის გადაწყვეტა. მედიაციის

პროცესში აგრეთვე მონაწილეობენ არასრულწლოვანის კანონიერი

წარმომადგენელი, პროკურორი, სოციალური მუშაკი და განსაკუთრებულ

შემთხვევაში სხვა პირები.“ მნიშვნელოვანია, ასევე მედიატორის განმარტებაც,

რომელიც არის „სათანადო კვალიფიკაციის მქონე პირი, მიუკერძოებელი და

დამოუკიდებელი მესამე მხარე, რომელიც ასრულებს შუამავლის როლს

არასრუწლოვანსა და დაზარალებულს შორის, წარმართავს და კოორდინაციას

უწევს მედიაციის პროცესს.“ ბრძანებაში განმარტებულია მედიაციის კონფერენცია

- მედიაციის შეხვედრა; განრიდების ხელშეკრულება, სადაც მონაწილეობს

არასრულწლოვანი, სოციალური მუშაკი და პროკურორი; განრიდებისა და

მედიაციის ხელშეკრულება, სადაც დამატებით მონაწილეობს დაზარალებული და

მედიატორი. ორივე შემთვევაში ხელშეკრულებით იზღუდება არასრულწლოვნის

ქცევა და უფლება-მოვალეობები.75

ბრძანების მესამე თავი განსაზღვრავს პროკურორის მეირ შესასრულებელ

მოქმედებებს და განრიდებისა და მედიაციის ხელშეკრულების პირობებს. ეს თავი

სცემს პასუხს ერთ-ერთ მთავარ შეკითხვას - „ვის განარიდებენ?“ საჭიროა შემდეგ

პირობათა ერთობლიობა:

„ა) არასრულწლოვანმა პირველად ჩაიდინა ნაკლებად მძიმე დანაშაული;

ბ) არასრულწლოვანს არ მიუღია მონაწილეობა განრიდებისა და მედაციის

პროგრამაში;

გ) არასრულწლოვანი აღიარებს დანაშაულს და მზად არის ბოდიში მოიხადოს

დაზარალებულის წინაშე (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

75დაწვრილებით იხ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 12 ნოემბრის N 216 ბრძანება

განრიდებისა და მედიაციის შესახებ პროკურორებისთვის სახელმძღვანელო მითითებებისა და

მხარეებს შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დამტკიცების თაობაზე,

თავი II

Page 113: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

114

დ) არასრულწლოვანი (მისი ოჯახი) მზად არის აანაზღაუროს ზიანი, ან

დაზარალებული უარს აცხადებს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე;

ე) პროკურორის შინაგანი რწმენითა და არასრულწლოვანის ჭეშმარიტი

ინტერესის გათვალისწინებით, არ არსებობს სისხლისსამართლებრივი დევნის

დაწყების, ან უკვე დაწყებული დევნის გაგრძელების საჯარო ინტერესი.“

ბრძანების ამ თავში მითითებულია პროკურორის სავალდებულო ქმედებებზე. მან

უნდა გაითვალისწინოს არასრულწლოვნნის ინტერესები და პროგრამის გავლენა.

პროკურორის მოქმედებათა თანმიმდევრობა შემდეგია: პროკურორი ხვდება

არასრულწლოვანს, მის კანონიერ წარმოამდგენელს და გააცნობს პროგრამის არსს.

პროკურორი, ასევე, ხვდება დაზარალებულს და განუმარტავს, რატომ შეიძლება

გავრცელდეს განრიდებისა და მედიაციის პროგრამა დამნაშავე

არასრულწლოვანზე. დაზარალებულის თანხმობით საქმეში ერთვება მედიატორი.

ამ შეხვედრების შემდეგ პროკურორი მიიღებს გადაწყვეტილებას განრიდების

შესახებ. პროკურორი არასრულწლოვნის, მისი კანონიერი წარმომადგენლის

თანხმობით უკავშირდება პრობაციის სააგენტოს და საქმეში რთავს სოციალურ

მუშაკს. მუშაკი ახდენს არასრულწლოვნის პირველად ბიოფსიქოსოციალური

შეფასების დასკვნას და პროკურორთან ერთად განსაზღვრავს ხელშეკრულების

პირობებს. თუკი შეუძლებელია ხელშეკრულების პირობებზე შეთანხმება,

პროკურორი წყვეტს პროცესს. თუკი შედგება მედიაციის პროცესი, პროკურორი

ესწრება მის ბოლო შეხვედრას. მას უფლება აქვს მიიღოს გადაწყვეტილება -

დევნის დაწყების ან განახლების შესახებ არასრულწლოვნის მიერ

ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში, გამოძიების შეწყვეტის

შესახებ ხელშეკრულების პირობებსი კეთილსინდისიერად დაცვის შემთხვევაში

ვადის გავსლის შემდგომ. პროკურორი განსაზღვრული პერიოდულობით

ამოწმებს ხელშეკრულების პირობების შესრულების საკითხს.76

მოცემული ბრძანებით განსაზღვრულია ხელშეკრულების მოქმედების

მაქსიმალური ვადა - 12 თვე და ხელშეკრულების აუცილებელი პირობები. ესენია:

ა) ხელშეკრულების მოქმედების ვადა;

ბ) ხელშეკრულების პირობების შესრულების ადგილი (ქალაქი);

76 დავწრილებით პროკურორის უფლება-მოვალეობების შესახებ იხ. საქართველოს იუსტიციის

მინისტრის 2010 წლის 12 ნოემბრის N 216 ბრძანება განრიდებისა და მედიაციის შესახებ

პროკურორებისთვის სახელმძღვანელო მითითებებისა და მხარეებს შორის გასაფორმებელი

ხელშეკრულების ძირითადი პირობების დამტკიცების თაობაზე, თავი III

Page 114: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

115

გ) მითითება იმის თაობაზე, რომ არასრულწლოვანი აღიარებს

ბრალს/დანაშაულის ჩადენას;

დ) მითითება იმის თაობაზე, რომ არასრულწლოვანმა დაზარალებულს მოუხადა

ბოდიში მასთან შეხვედრისას;

ე) ზიანის ანაზღაურების შესახებ მითითება, თუ ზიანი არ ანაზღაურებულა

ხელშეკრულების დადებამდე.

ბრძანების IV თავი განსაზღვრავს იმ ძირითად პრინციპებს, რომელიც

განრიდებისა და მედიაციის გამოყენებისას აუცილებლად გასათვალისწინებელია.

ესენია - ალტერნატიული მექანიზმების გამოყენების მაქსიმალური ხელშეწყობა,

ნებაყოფლობითობა, პროპორციულობა, კონფიდენციალურობა, სტიგმატიზაციის

დაუშვებლობა, არასრულწლოვანის ჭეშმარიტი ინტერესის გათავლისწინება.77

(iii) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობისსაქმეთა მინისტრის ბრძანება

2010 წლის 7 დეკემბერს გამოქვეყნდა და 2010 წლის 5 ნოემბრიდან წარმოშობილ

ურთიერთობებზე გავრცელდა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა

მინისტრის ბრძანება, რომელიც განსაზღვრვას განრიდებისა და მედიაციის

შესახებ სახელმძღვანელო მითითებებს მედიატორებისთვის. ბრძანების I და V

თავებში მოცემულია იუსტიციის მინისტრის ბრძანების იდენტური

რეგულირებები ტერმინთა განმარტებასა და პრინციპებთან დაკავშირებით. III

თავი დაწვრილებით აღწერს მედიატორთა შერჩევას, საქმის

გადაცემასმედიატორისათვის, წინასაკონფერენციო ეტაპს, კონფერენციის

მომზადებას, კონფერენციას მედიატორის ვალდებულებების კუთხით.

მედიატორი უნდა შეარჩიონ თავად მხარეებმა. ბრძანება კრძალავს ყოველგვარი

მიკერძოების გამოვლენას. მედიატორსა და მხარეებს შორის არ უნდა არსებობდეს

ნათესაური, მეგობრული და/ან პროფესიული კავშირი. მედიატორი, ისევე

როგორც მედიაციის მხარეები, მედიაციის პროცესის ნებისმიერ ეტაპზე

ვალდებულნი არიან პირდაპირ განაცხადონ ამგვარი კავშირის შესახებ. ამ

შემთხვევაში ხდება მედიატორის აცილება და იმავე წესით შერჩეული ახალი

მედიატორით შეცვლა. სამინისტროში ხდება მედიატორთა შერჩევა.

მედიატორები გადიან ინტენსიურ მომზადებას, რაც მოიცავს საერთაშორისო

ექსპერტების მეირ ჩატარებულ 78 საათიან ტრენინგს. მედიატორებს გადაეცემათ

შესაბამისი სერტიფიკატი და შემდგომ შეუძლიათ დაიწყონ საქმიანობა.

წინასაკონფერენციო ეტაპზე მედიატორის ფუნქციაა სპეციალური უნარ-ჩვევების

77პრინციპებთან დაკავშირებით დაწვრილებით იხ. იქვე, თავი IV

Page 115: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

116

გამოყენებით ხელი შეუწყოს მხარეებს შორის დიალოგის დაწყებას. ამ ეტაპზე

მედიატორი ცალ-ცალკე უკავშირდება არასრულწლოვანსა და დაზარალებულს,

ესაუბრება მათ მედიაციის არსის, მიზნებისა და წესების შესახებ, აწვდის

დეტალურ ინფორმაციას ხელშეკრულების სავარაუდო პირობების თაობაზე,

აგრეთვე ათანხმებს ამ პირობებს. მოლაპარაკებებს მედიატორი როგორც

დაზარალებულთან, ისე არასრულწლოვანთან ინდივიდუალურად აწარმოებს. ამ

ეტაპზე მისი მთავარი ამოცანაა უზრუნველყოს მხარეთა ნებაყოფლობითი და

ინფორმირებული მონაწილეობა მედიაციის პროცესში და მიაღწიოს მხარეთა

შორის კონსესუსს მედიაციის ხელშეკრულების სავარაუდო პირობებთან

დაკავშირებით.78

კონფერენციის მომზადების ეტაპზე მედიატორის საქმიანობა დეტალურადაა

გაწერილი. იგი „ემზადება წინასწარ, კერძოდ, ამზადებს კონფერენციის ოთახს და

განსაზღვრავს თითოეული მხარის ადგილს ისე, რომ არასრულწლოვანი და

დაზარალებული (მათი წარმომადგნლები/მხადამჭერები) ერთმანეთის პირისპირ

ისხდნენ, მედიატორის მარჯვენა და მარცხენა მხარეს.“ გონივრული ვადით ადრე

მედიატორი უკავშირდება შეხვედრის ყველა მონაწილეს.

დასკვნით ეტაპზე მედიატორი წარმართავს კონფერენციას, რომლის მიზანია

არასრულწლოვნის მიერ ჩადენილი დანაშაულისა და მისი შედეგების

გაცნობიერება. კონფერენციაზე მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა გამოთქვან

საკუთარი მოსაზრება ჩადენილი ქმედებისა და მისი შედეგების შესახებ. ამ

ეტაპზე მედიატორის როლი მგდომარეობს კონფერენციის წარმართვაში.

უმნიშვნელოვანესიამედიატორისუნარიშექმნასმხარეთათვისუსაფრთხოგარემო,

გაამხნეოსმხარეებიდახელიშეუწყოსმათსაკუთარიაზრისადაპოზიციისგამოხატვას

ადაპირდაპირიდიალოგისწარმოებაში. ბრძანებაში მოცემულია კონკრეტული

ინსტრუქციები მედიატორებისათვის მაგალითების სახით.79

საბოლოო ეტაპზე მედიატორი დეტალურად გააცნობს მონაწილეებს

ხელშეკრულების პირობებს და დარწმუნდება, რომ ისინი თითოეულისათვის

მისაღები და ერთნაირად გასაგებია. ხელშეკრულების ხელმოწერით სრულდება

პროცესში მედიატორის როლი.

78 საქართველოსსპორტისადაახალგაზრდობისსაქმეთამინისტრის 2010 წლის 7 დეკემბრის N 94

ნრძანებაგანრიდებისადამედიაციისშესახებმედიატორებისთვისსახელმძღვანელომითითებებისდ

ამტკიცებისთაობაზე, ზოგადი დებულებები. დაწვრილებით იხ. იქვე, თავი III 79დავწრილებით იხილეთ იქვე

Page 116: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

117

(iv) საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული

დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანება

2011 წლის 22 თებერვალს ამოქმედდა საქართველოს სასჯელაღსრულების,

პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ბრძანება,

რომელიც განსაზღვრავს განრიდების ან/და განრიდებისა და მედიაციის შესახებ

ხელშეკრულებების მომზადება-შესრულების პროცესში სოციალური მუშაკის

როლსა და საქმიანობის წესს. პრინციპები იუსტიციის მინისტრის ბრძანების

იდენტურია ბრძანების მე-2 მუხლის მიხედვით. მოცემული ბრძანება

განსაზღვრავს, თუ ვინ არის სოციალური მუშაკი. ეს არის „არასაპატიმრო

სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სისტემის

თანამშრომელი, რომელსაც მიღებული აქვს უმაღლესი განათლება სოციალურ ან

სხვა სფეროში და ამავდროულად გავლილი აქვს გრძელვადიანი ტრენინგი

სოციალური მიმართულებით.“

მე-4 მუხლი დეტალურად არეგულირებს სოციალური მუშაკის მონაწილეობას

პროცესში. მნიშვნელოვანია, რომ არ ხდება სპეციალური კრიტერიუმებით

კონკრეტულ საქმეზე სოციალურ მუშაკთა შერჩევა - საქმე გადაეცემა იმას, ვისაც

ყველაზე ნაკლები მიმდინარე შემთხვევა აქვს. სოციალური მუშაკის ძირითადი

ვალდებულებაა დასკვნა და ხელშეკრულების სარეკომენდაციო პირობები

მიაწოდოს პროკურორს. ამისათვის არასრულწლოვნის, მისი კანონიერი

წარმომადგენლის თანხმობით სოციალური მუშაკი არასრულწლოვანს უტარებს

პირველად ბიოფსიქოსოციალურ შეფასებას - რომლის „ფარგლებში სოციალური

მუშაკი არასრულწლოვნის საჭიროებების, რისკების და უნარების შესახებ მოკლე

ინფორმაციას იღებს არასრულწლოვნის ჯანმრთელობის, ფსიქოლოგიური

განვითარების, განათლებისა და სოციალური მდგომარეობის შესახებ“, და

საჭიროების შემთვევაში სრულ ბიოფსიქოსოციალურ შეფასებას - რაც „მოიცავს

სრულფასოვანი და დეტალური ინფორმაციის მოძიებას არასრულწლოვნის

საჭიროებების, რისკების და უნარების შესახებ შემდეგი სფეროებიდან:

არასრულწლოვნის ფიზიკური მდგომარეობა, ფსიქოემოციური და ქცევითი

განვითარება, განათლება, სოციალური უნარ-ჩვევები და ინტერესები“.

სოციალური მუშაკი, ასევე, მხარეებს ეხმარება მედიატორის შერჩევის დროს.80

მე-5 მუხლის მიხედვით სოციალური მუშაკი ხელშეკრულების განმავლობაში

80 დაწვრილებით იხ. საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული

დახმარების საკითხთა მინისტრის 2011 წლის 22 თებერვლის N 29 ბრძანება განრიდების ან/და

განრიდებისა და მედიაციის შესახებ ხელშეკრულებების მომზადება-შესრულების პროცესში

სოციალური მუშაკის როლისა და საქმიანობის წესის დამტკიცების თაობაზე, მუხლი 4

Page 117: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

118

მინიმუმ თვეში ერთხელ ხვდება არასრულწლოვანს, ასევე მინიმუმ თვეში

ერთხელ წარუდგენს ანგარიშს პროკურორს, ანუ იგი ასრულებს გარკვეულწილად

შუამავლის როლს მათ შორის. მონიტორინგის დროს ხდება განხილვა, რამდენად

ობიექტურია არასრულწლოვნის დასაბუთება ხელშეკრულების პირობების

დარღვევისას.81

სოციალურ მუშაკს შეუძლია სხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობა

საჭიროებისამერ. „იმ შემთხვევაში, თუ არასრულწლოვანი არის მზრუნველობას

მოკლებული ან ძალადობის მსხვერპლი, მაშინ სოციალური მუშაკი შესაბამისი

პროკურორისა და პრობაციის ბიუროს უფროსის თანხმობით, გადაამისამართებს

არასრულწლოვანს შესაბამის სამსახურში.“82

(b) სტატისტიკა და შედეგები

იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით განრიდებისა და მედიაციის პროგრამის

ფარგლებში ტრენინგი ჩაუტარდა 100 პროკურორს, 12 სოციალურ მუშაკსა და 10

მედიატორს. ხელშეკრულების პირობები უმეტესად სრულდება მთლიანად,

ძალიან დაბალია განმეორებითი დანაშაულის სტატისტიკა. მაგალითად

პროგრამსი ამოქმედებიდან ერთი წლის განმავლობაში მხოლდო ერთი

რეციდივის შემთხვევა დაფიქსირდა. პროგრამა მოქმედებს საქართველოს 15

ქალაქში, ესენია: ბათუმი, ქობულეთი, ბაღდათი, ვანი, სამტრედია, ქუთაისი,

ხონი, წყალტუბო, ტყიბული, გორი, კასპი, მცხეთა, თბილისი, რუსთავი,

გარდაბანი.83

(3) მოწმეთა და დაზარალებულთა კოორდინატორის სამსახური

(a) ცნება და დაფარვის არეალი

მთავარი პროკურატურის ახალი პროექტი - მოწმისა და დაზარალებულის

კოორდინატორის სამსახური 2011 წლის აგვისტოდან მოქმედებს. აღნიშნული

სამსახურის მიზანი სისხლის სამართლის საქმის მსვლელობისას მოწმეებისა და

81დაწვრილებით იხ. იქვე, მუხლი 5 82იქვე, მუხლი 7 83აღსანიშნავია, რომ 2012 წლის ბოლომდე, აღნიშნულ თემატიკასთან დაკავშირებით, იგეგმება

სახელმძღვანელოს - „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმა საქართველოში-

განრიდება და მედიაცია“ გამოსვლა. სახელმძღვანელოს ავოტრები არიან - ნინო გვენეტაძე,

მარინე კვაჭაძე, მიხეილ გაბუნია, ელენე ლამნიხი. აღნიშნულმა სახელმძღვანელომ ფართო

გავრცელება უნდა ჰპოვოს, ვინაიდან ამ საკითხებზე ლიტერატურა ფაქტობირვად არ არსებობს.

Page 118: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

119

დაზარალებულებისადმი სამართლიანი და ღირსეული მოპყრობის

უზრუნველყოფა და მათთვის საქმის მსვლელობასთან დაკავშირებით დეტალური

ინფორმაციის მიწოდებაა, რაც მოქალაქეების ურთიერთობას სამართალდამცავ

სისტემასთან უფრო ეფექტურს გახდის. 84 პირებს აინტერესებთ მათი საქმის

ვითარება, ხშირად აქვთ გარკვეული სახის პრეტენზია, რისთვისაც სურთ

პროკურორთან შეხვედრა და გასაუბრება. ამავე დროს მათ უმეტეს შემთხვევაში არ

იციან თუ რა უფლებები აქვთ, სასამართლოში ჩვენება როგორ უნდა მისცენ და ა.

შ. პროგრამა 2011 წლიდან მოწმედებდა თბილისში, ბათუმში, ქუთაისსა და

რუსთავში, 2012 წელს კი მისი არეალი გაფართოვდა და პროგრამამ თელავი,

ზუგდიდი და გორიც მოიცვა. 85 სამსახური შესაბამისი პირობების არსებობისას

ასრულებს მედიატორის ფუნქციას.

(b) რეგულირება

მოწმეთა და დაზარალებულთა კოორდინაციის სამსახურის საქმიანობა

რეგულირდება შიდა რეკომენდაციებითა და ე.წ. გაიდლაინებით, თუმცა, როგორც

სამსახურის მთავარი კოორდინატორი აცხადებს, ეს ინფორმაცია არ არის საჯარო.

ამ რეკომენდაციებით მოქმედებს თითოეული კოორდინატორი.

(c) კოორდინატორთა მომზადება

კოორდინატორების შერჩევა თავდაპირველად მოხდა ტესტირებით. შემდეგ

ეტაპზე გადასულებმა გაიარეს ინტელექტის ტესტი და გასაუბრება. საბოლოოდ

შერჩეულ 16 კანდიდატს ერთი თვის განმავლობაში ინტენსიურ ტრენინგებს

უტარებდნენ პრაქტიკოსი იურისტები და ფსიქოლოგები. სწავლების პროცესში

ყურადღება გამახვილდა როგორც თეორიულ საკითხებზე, ისე- პრაქტიკული

უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე. კოორდინატორებმა შეისწავლეს სისხლის

სამართლის პროცესი, მოწმისა და დაზარალებულის უფლება-მოვალეობები,

გაეცნენ მათთან ეფექტური კომუნიკაციის დამყარებისათვის საჭირო

ფსიქოლოგიურ ტექნოლოგიებს- სტრესის მართვას, ეფექტურ კომუნიკაციას და

ა.შ.86

როგორც აღნიშნული სამსახურის წარმომადგენლები აღნიშნავენ, ასევე, იყო

შეხვედრები სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციების წამომადგენლებთან,

84http://www.justice.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=106&info_id=4047 ბოლოს გამოხმობილია

20.12.2012, 23:35 85http://www.internet.ge/?l=GE&m=3&sm=0&ID=1368 ბოლოს გამოხმობილია 20.12.2012, 23:37 86http://www.justice.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=106&info_id=3540 ბოლოს გამოხმობილია

20.12.2012, 23:55

Page 119: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

120

რომლებთანაც შეიძლება მოქალაქეთა გადამისამართება, გაგზავნა თავშესაფრებში

და ა.შ. მუშაკთა კვალიფიკაციის ასამაღლებელი პროგრამები გრძელდება, რაზეც

მოწმობს 2012 წლის აპრილში ჩატარებული დაზარალებულის კვირეული, სადაც

სხვა საკითხებთან ერთად, ასევე, იყო შეხვედრები არასამთავრობო

ორგანიზაციებთან და ინდივიდუალურ სპეციალისტებთან დანაშაულისა და

კონფლიქტის ფსიქოლოგიური მხარის დეტალური განხილვის მიზნით.

(d) საქმის გადაცემა კოორდინატორისათვის და მედიაციის პროცესი

პრაქტიკოს კოორდინატორთა განცხადებით გამოიყოფა სამი შემთხვევა:

1. პირს აქვს განცხადების შემოტანის მოთხოვნა. განცხადების ჩაბარებისას მას

აძლევენ კოორდინატორის ნომერს იმისათვის, რომ დაუკავშირდეს მას

დაინტერესების შეთხვევაში. ასევე, როდესაც გაირკვევა, თუ რომელ

კოორდინატორს დაეწერა განცხადება, ის თავად ურეკავს და ატყობინებს ამის

შესახებ განცხადების შემომტანს.

2.შესაძლოა პირს სურდეს განცხადების შემოტანა და პირდაპირ აცხადებდეს, რომ

სურს გასაუბრება კოორდინატორთან. ამ შემთხვევაში მას კოორდინატორთან

ამისამართებენ.

3.პირი არ არის ჩამოყალიბებული როგორ უნდა შემოიტანოს განცხადება და

ამიტომ სჭირდება კონსულტაცია. ამ დროსაც ხდება კოორდინატორთან

დაკავშირება.

გამომდინარე აქედან, ნებისმიერ შემთხვევაში განცხადების შემომტანს

ურთიერთობა აქვს კოორდინატორთან. თუ აღმოჩნდება, რომ მხარის მიერ

განცხადებაში მოყვანილი ფაქტები არ შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულს,

რის გამოც ვერ მოხდება საქმის აღძვრა, ამის შესახებ აცნობებენ მხარეს, არ

უზღუდავენ მას განცხადების შემოტანას, თუმცა აქვე ირთვება რეფერალური

მექანიზმები. სახეზე არ არის დანაშაული, თუმცა არის მისი წარმოქმნის

საშიშროება. საჭიროა ჩარევა. კოორდინატორი იწყებს მედიაციის პროცესის

წარმოებას.

მედიაციის პროცესი არის სრულიად უფასო და ნებაყოფლობითი.

კოორდინატორი (შემდგომში მედიატორი) მხარეს განუმარტავს, რომ კონკრეტულ

შემთხვევაში, საქმის გარემოებების გათვალისწინებით ვერ მოხდება სისხლის

სამართლის საქმის აღძვრა, თუმცა, თანხმობის შემთხვევაში, აწარმოებს

მოლაპარაკებას დავის მხარეებს შორის შეთანხმების მიღწევის მიზნით.

განცხადების შემომტანის თანხმობის შემთხვევაში, მედიატორი უკავშირდება

Page 120: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

121

მეორე მხარეს, რომელსაც გააცნობს საქმის ვითარებას. თუკი მეორე მხარეც

თანახმაა მონაწილეობა მიიღოს მედიაციის პროცესში, მედიატორი იწყებს

თითოეულ მათგანთან ინდივიდუალურ მუშაობას.

პირველ რიგში, პროცესის წარმატებით განხორციელებისათვის იქმნება

შესაბამისი გარემო, რათა მხარემ თავისუფლად და კომფორტულად იგრძნოს

თავი. მედიატორი ცდილობს ბოლომდე გაიგოს მხარის პოზიცია, არ აწყვეტინებს

მას სიტყვას და აძლევს საშუალებას სრულად დაიცალოს ემოციებისაგან. ასევე,

მხარეს არ აკრიტიკებს და არ განსჯის ჩადენილი ქმედების გამო. ეს ხელს უწყობს

მედიატორისადმი ნდობის მოპოვებას. ინფორმაციის მიწოდება ორივე

მხარისათვის თანაბრად ხდება. თითოეული მათგანის მოსმენის შემდეგ,

მედიატორი შეისწავლის მათ პოზიციებს, ზემოქმედების დამატებითი

ფაქტორების არსებობას. მომდევნო ეტაპია მოლაპარაკების მაგიდასთან საერთო

შეხვედრა.

მხარეები და მედიატორი თანხმდებიან ობიექტურ და ყველასათვის

სავალდებულო წესებზე. შეხვედრა მიმდინარეობს მედიატორის ოფისში, რადგან

ეს ტერიტორია ორივე მხარისთვის ნეიტრალურია და არცერთ მათგანს არ ექნება

იმის განცდა, რომ მეორე მხარე ტერიტორიული უპირატესობით სარგებლობს.

შესაძლებელია პროცესში მესამე პირების მონაწილეობაც, ორივე მხარის

თანხმობით. მედიატორი უნდა აკონტროლებდეს სხეულის ენას, მხარეთა

განწყობას და სიტუაციის ეტაპობრივ განვითარებას.

საბოლოო შედეგით ორივე მხარე უნდა იყოს კმაყოფილი, რადგან მედიაციის

პროცესის უპირატესობა სწორედ ის არის, რომ არ ხდება იმის გარკვევა, რომელი

მხარეა მოგებული და რომელი წაგებული.მედიაციის პროცესის დროს უნდა

მოხდეს თითოეული მხარის ინტერესის გათვალისწინებით ყველაზე

ოპტიმალური და მათთვის მისაღები გადაწყვეტილების მიღება. იმ შემთხვევაში

თუ მხარეები ვერ შეთანხმდებიან ორივესთვის მისაღებ პირობებზე,

მოლაპარაკება შეწყდება.

მედიაციის პროცესის შეთანხმებით დასრულების შემთხვევაში, გამომდინარე

იქიდან, რომ მთელი პროცესი მხარეთა კეთილ ნებაზეა დამოკიდებული და არ

წარმოადგენს იძულებით, სავალდებულო პროცესს, მედიატორს არ აქვს

ლეგიტიმური უფლება მხარეებს მოსთხოვოს მისი ჩართვით რაიმე ოფიციალური

დოკუმენტის გაფორმება. თუმცაასეთი დოკუმენტის არსებობა გამორიცხული არ

არის. დოკუმენტი შეიძლება გაფორმდეს მხარეებს შორის მათი ინიციატივით. იგი

ექვემდებარება სამოქალაქო სამართალს და შესრულების მექანიზმად შესაძლოა,

Page 121: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

122

გამოყენებული იყოს სამოქალაქო სამართლის შესაბამისი წესები. მაგალითად,

მედიაციის შედეგად მხარეები შეთანხმდნენ, რომ ერთი მათგანი გადაუხდის

მეორეს რაიმე საფასურს, მედიატორს შეუძლია მხოლოდ შესთავაზოს, და არა

აიძულოს, მხარეებს დადონ ხელშეკრულება. თუკი ერთ-ერთი მხარე ვერ

შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას, მაშინ მეორე მხარემ უკვე სასამართლოს, და

არა მედიატორს, უნდა მიმართოს გადაწყვეტილების აღსასრულებლად. თუმცა,

პრაქტიკაში დამკვიდრდა სასამართლოში სარჩელის შეტანამდე კვლავ

მედიატორისათვის მიმართვა, რომელიც ისევ სიტვით ცდილობს გაარკვიოს

სიტუაცია და მხარეებს სამოქალაქო დავა აარიდოს.

(e) საზოგადოებრივი აზრი

2012 წლის 20 ივნისს საქართველოს პროკურატურის ახალი სამსახურის შესახებ

საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგები კომპანია ACT-მ წარმოადგინა.

კვლევის ფარგლებში 237 რესპოდენტი გამოიკითხა, რომლებმაც „მოწმისა და

დაზარალებულის კოორდინატორის” სამსახურით ისარგებლეს. ჩატარდა როგორც

ინდივიდუალური, ისეჯგუფური ინტერვიუები. კვლევამ აჩვენა, რომ მოწმისა და

დაზარალებულის კოორდინატორის შესახებ მოქალაქეები ინფორმაციას,

უმტესწილად, უშუალოდ კოორდინატორისგან იგებენ; გამოკითხულთა

დაახლოებით 93%-ს „მოწმისა და დაზარალებულის” კოორდინატორის

სამსახური” „მნიშვნელოვნად” ან „ძალიან მნიშვნელოვნად”მიაჩნია, მათი 96% კი

გაწეული მომსახურებით „კმაყოფილი” ან „ძალიან კმაყოფილია”. „მოწმისა და

დაზარალებულის კოორდინატორის” სერვისით სარგებლობის შემდეგ

პროკურატურის მიმართ განწყობა დადებითად შეეცვალა გამოკითხულთა

69%-ს.87

C. შუალედური დასკვნა

სხვადასხვამონაცემებიცხადყოფს,

რომმედიაციაწარმატებითგამოიყენებაკომერციულ,

შრომითდაუცხოელინვესტორებთანდავებისშემთხვევაში. ზოგიერთ

სახელმწიფოშიმედიაციაეფექტურადგამოიყენებაკორპორაციულმართვასთანდაკა

ვშირებულიდავებისგადასაწყვეტად,

რაცგარკვეულწილადგანპირობებულიაიმფაქტით,

რომკორპორაციულიმართვისპრინციპებირეგულირებულიაკორპორაციული

87 http://www.justice.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=23&info_id=4501 ბოლოს გამოხმობილია

21.01.2012, 00:43

Page 122: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

123

მართვის კოდექსებითანკომპანიისშიდააქტებით.

The Royal Institution of Chartered Surveyors (The RICS) რომელიც ერთ-ერთი

უმსხვილესი სერვის პროვაიდერია მედიაციის სფეროში მოჰყავს მაგალითები, თუ

რა სახის დავებისთვისარისმედიაციაწარმატებული:

მიწასთანდაკავშირებულიდავები,

საკუთრებაანმშენებლობასთანდაკავშირებულიდავები: დარღვევები,

ქირავნობასთან, სამშენებლო, კომერციული,

მიწისგამსხვისებელიდამყიდველისუფლება–მოვალეობანი, გამქირავებელ–

დამქირავებლის, კონტრაქტორი-ქვეკონტრაქტორისურთიერთობები.

პროფესიონალურიგადასახადებიდასხვაასპექტები, გაუფრთხილებლობით

გამოწვეულიზიანი, პარტნიორობიდანგამომდინარედავები, სამეზობლოდავები

და ა.შ.88

დავებიშეიძლებაწარმოიშვასისეთსაკითხებზე, რომელიც არ

არისგათვალისწინებულიმოქმედიკანონმდებლობით. ზოგადად,

მედიაციაშეიძლებაგამოყენებულიქნესკორპორაციულმართვასთანდაკავშირებულ

იისეთიდავებისგადასაწყვეტად,

როგორიცააპირადიინტერესისშემცველიგარიგებები, ინსაიდერულიოპერაციები,

კომპანიისშთანთქმისპროცესში -

დავებიაქციონერებსადაბორდსშორისშემოთავაზებულიშთანთქმისგეგმისპირობე

ბისდაშესაბამისობისშესახებ,კომპანიისშიდაწესებთან

(წესდებაანაქციონერთაშეთანხმება) დაგარემარეგულირებელნორმებთან

(მაგალითად, ლისტინგისწესები, მოქმედიკანონმდებლობისმოთხოვნებია.შ.)89

III. თვითრეგულირების მექანიზმი

A. მედიატორი და მისი როლი თვითრეგულირებაში

88 http://www.rics.org/Global/Downloads/Mediation_Brochure_May2011.pdf[14.12.2012] 89ჯანჯალია ბორის., მედიაცია-სასამართლოში კორპორაციული დავის განხილვის ალტერნატივა

Page 123: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

124

1. მედიატორი

l) მედიატორის ცნება

„მედიატორის დეფინიცია და მისი როლი მედიაციის პროცესში შეიძლება

განსხვავდებოდეს იმის მიხედვით, თუ რა ტიპის მედიაცია გამოიყენება, რა არის

მედიაციის პროგრამის მიზანი ან როგორია ადგილობრივი პრაქტიკა. ფლორიდის

სტატუტის მიხედვით მედიატორი არის პირი, რომელიც ეხმარება მხარეებს

გამოკვეთონ მათი ინტერესები, ერთად მივიდნენ პრობლემის გადაჭრის გზამდე,

მხარეებს აწვდის დავის გადაწყვეტის სხვადასხვა ალტერნატიულ გზას, თუმცა არ

არის შეზღუდული მხოლოდ ამ ფუნქციებით. (section 44.1011 (3)). ხოლო „UMA”-

ს90ტერმინთა განმატების მიხედვით მედიატორი არის ფიზიკური პირი, რომელიც

წარმართავს მედიაციის პროცესს. (section 2 (3)).“91

m) მედიატორის პიროვნული თვისებები და უნარები

“მედიატორის ქმედებაზე მედიაციის პროცესში გავლენას ახდენს მრავალი

ფაქტორი, მათ შორის მისი პიროვნება, პროფესიონალური უნარები,

გამოცდილება, განათლება მედიაციის სფეროში, მათი მსოფლმხედველობა,

რწმენა, წარმოდგენები და მიდგომები მედიაციის პროცესისადმი, მედიატორის

პასუხისმგებლობის გრძნობა, პროფესიული რეგულაციის ნორმები და კანონები

რაც ,,მედიაციის ბაზარზე’’ მოქმედებს.

განასხვავებენ მედიატორის რამოდენიმე სახეობას, მათ შორის მოხალისე

მედიატორებსაც, რომლებიც განსხვავდებიან განათლებით, სოციალურ-

ეკონომიკური სტატუსითა და საქმიანობის სფეროთი. თუმცა სასამართლო

მედიაციის პროცესში სავალდებულოა, რომ მედიატორი იყოს იურისტი ან

ჰქონდეს რაიმე სპეციალური განათლება. მთავრობასა და ბიზნეს ორგანიზაციებს,

რომლებიც აფინანსებენ მედიაციის პროგრამებს, როგორც წესი აქვთ სპეციალური

მოთხოვნები მედიტორის შერჩევისას.“92

„მიუხედავად იმისა, რომ არსებობს მედიატორის ცნება, იგი ვერ მოიცავს

მედიატორის იმ საქმიანობის, სტრატეგიებისა და ტექნიკის სრულ აღწერას, რასაც

მედიატორი მედიაციის პროცესში იყენებს. თუმცა, არსებობს არაამომწურავი

90http://www.mediate.com/articles/umafinalstyled.cfm - ბოლოს გამოხმობილია 1.11.2012 91 James, J. Alfini; Sharon, B. Press; Jean, R. Sternlight; Joseph, B. Stulberg; Mediation Theory and

Practice, “LexisNexis”, Second Edition, 2006. P. 109. 92Leonard, L. Riskin; James, E. Westbrook; Chris, Guthrie; Richard, C. Reuben; Jennifer, K. Robbennolt; Nancy, A. Welsh; Dispute Resolution and Lawyers, “WEST”, Fourth Edition, 2005, P. 361.

Page 124: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

125

ჩამონათვალი იმ თვისებებისა და უნარების, რასაც უნდა ფლობდეს მედიატორი.

გამოყოფენ შემდეგ უნარებს:

1. ლოგიკური აზროვნების უნარი

2. ანალიზის უნარი

3. პრობლემის გადაჭრის უნარი

4. წაკითხულის გააზრების უნარი

5. წერის უნარი

6. ზეპირსიტყვიერი კომუნიკაციის უნარი

7. არასიტყვიერი, სხეულის ენით კომუნიკაციის უნარი

8. კითხვის დასმისა და აქტიური მოსმენის უნარი

9. ემოციური სტაბილურობა/გაწონასწორებულობა

10. მგრძნობიარობა

11. პასუხისმგებლობის გრძნობა

12. მხარის ფასეულობების პატივისცემის უნარი

13. საკითხისადმი სხვადასხვანაირი მიდგომის უნარი

14. ორგანიზებულობა

15. გეგმის შესაბამისად მოქმედების უნარი

16. სურვილი, რომ მოაგვაროს სხვათა კონფლიქტი

ეს არის არაამომწურავი ჩამონათვალი მედიატორისთვის აუცილებელი იმ

პიროვნული თვისებებისა და უნარების, რომელიც მას თავისი ფუნქციის

შესრულებისას დასჭირდება. მედიატორის ფუნქცია კი შეიძლება

განსხვავდებოდეს მედიაციის მიზნის, მხარეთა მოლოდინების, მედიაციის

ადგილისა და მედიატორის მუშაობის სტილის მიხედვით. ამერიკელ

მედიატორთა ერთ-ერთი ჯგუფის ჩატარებული კვლევის მიხედვით გამოიყო

მედიატორის შვიდი მთავარი ფუნქცია:

1. პროცესის წინარე ინფორმაციის მოძიება

2. კომუნიკაციის ხელშეწყობა

3. მხარეებისათვის ინფორმაციის გაზიარება

4. ინფორმაციის გაანალიზება

5. შეთანხმების ხელშეწყობა

6. პროცესის მართვა

7. Documenting information“

მიუხედავად იმისა, რომ მედიატორი არ იღებს მხარეთათვის მბოჭავ

გადაწყვეტილებას და ის მხოლოდ ეხმარება მხარეებს შეთანხმების მიღწევაში,

Page 125: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

126

მედიატორსშეუძლია არაპირდაპირი ,,გავლენა მოახდინოს’’ საბოლოო

გადაწყვეტილების შინაარსზე.

მედიაციის პროცესს მედიატორი გარკვეული ეტაპების თანმიმდევრობით

წარმართავს.93 თითოეულ ეტაპზე მას სხვადასხვა ფუნქცია აკისრია. დასაწყისში

უმთავრესია, რომ მხარეებს მისცეს საუბრის საშუალება და მის მიერ დასმული

კითხვებით საქმესთან დაკავშირებული რაც შეიძლება მეტი ფაქტობრივი

გარემოება გამოკვეთოს. შემდეგში მედიატორი მხარეებს ,,უბიძგებს’’, რომ მათ

გამოხატონ პოზიციები და რეალური ინტერესები. უმთავრესია, რომ მედიატორი

მხარეებს დაეხმაროს ერთმანეთის ინტერესების გაგებაში, ერთი მხარის

ინტერესის მეორე მხარემდე სწორად მიტანით, ასევე საერთო ინტერესის პოვნაში.

მნიშვნელოვანია, რომ მედიატორმა ნათლად დაანახოს მხარეებს შეთანხმების

მიუღწევლობის შემთხვევაში სასამართლოში მათი შანსები და რისკები. ამ

ყველაფერს მედიატორი სწორად შერჩეული კითხვების საშუალებით ახერხებს.

მედიატორი საკმაოდ ფრთხილად უნდა მოქმედებდეს იმისათვის, რომ რომელიმე

მხარეს ეჭვი არ შეეპაროს მის მიუკერძოებლობაში. აღნიშნულიდან გამომდინარე

ნათელია, რომ მედიატორის მიერ გადაწყვეტილების გამოტანის უფლების არ ქონა

არ აკნინებს მის მნიშვნელობას პროცესში და მედიატორს ბევრად მეტი

პასუხისმგებლობა აკისრია, ვიდრე გადაწყვეტილების მიღებაა.

n) მედიატორის ავტორიტეტი

მედიაციისათვის მნიშვნელოვანია, ასევე, მედიატორის ავტორიტეტი, მისი

როგორც პროფესიონალის და როგორც პიროვნების რეპუტაცია. ხშირად ეს ორი

შეიძლება რადიკალურად განსხვავდებოდეს ერთმანეთისაგან და მედიატორის,

როგორც პიროვნების რეპუტაცია სულაც არ იყოს მხარეთათვის მისაღები,

მიუხედავად მედიატორის საქმიანი რეპუტაციისა. მეორესმხრივ, რთულია, რომ

საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდეს ასეთი კრიტერიუმი, რადგან ჩანაწერი

მეტად აბსტრაქტული იქნება (,,კარგი რეპუტაცია’’), მისი შემოწმების ბერკეტი კი -

მეტად რთული.

2. მედიატორთა ტიპები

გარკვეულწილად მედიატორსა და მხარეებს შორის არსებული ურთიერთობის

ტიპი განსაზღვრავს მხარეებზე მედიატორის გავლენის ხარისხსა და ფორმას.

სხვადასხვა სამართლებრივი კულტურა იცნობს მედიატორის განსხვავებულ

93იხ. დანართი 1. მედიაციის პროცესის მოკლე აღწერა

Page 126: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

127

ტიპებს, თუმცა ზოგიერთი მათგანი უპირატესობას ანიჭებს რომელიმე ერთ ტიპს

სხვა დანარჩენთან შედარებით.

ერთ-ერთი კლასიფიკაციით, შეიძლება არსებობდეს რამდენიმე ტიპის

მედიატორი. კლასიფიკაცია ხდება იმისდა მიხედვით თუ რა ურთიერთობა აქვს

მას პროცესში ჩართულ მხარეებთან. ამ კრიტერიუმის გათვალისწინებით,

მედიატორი შეიძლება იყოს: 1) საზოგადოებრივი ნიშნით შერჩეული; 2)

ავტორიტეტული; 3) დამოუკიდებელი.94

o) საზოგადოებრივი ნიშნით შერჩეული მედიატორი

“საზოგადოებრივი ნიშნით შერჩეულიმედიატორი არის პირი, რომელსაც

მხარეები მიმართავენ იმიტომ, რომ ის მჭიდრო ურთიერთობაშია მოდავე

სუბიექტებთან და ისინი ერთი და იმავე სოციუმის წევრები არიან. ასეთი

მედიატორი შესაძლოა იყოს ახლო მეგობარი, მეზობელი, თანამშრომელი, ბიზნეს

პარტნიორი, რელიგიური პირი (მღვდელი, რაბინი, შამანი), საზოგადოებისთვის

პატივსაცემი პიროვნება ან უფროსი თაობის წარმომადგენელი, რომელიც კარგად

არის ცნობილი მხარეთათვის.

საზოგადოებრივი ნიშნით შერჩეული მედიატორი ჩვეულებრივ არის ისეთი

პიროვნება, რომელიც მუდმივ ურთიერთობაშია მოდავე მხარეებთან. ამ

მედიატორის მიერ მართულ მედიაციის სახესლედერეკი მოიხსენიებს ესპანური

ტერმინით “confianza” –“ნდობაზე დაფუძნებული” (1995). იგი აღნიშნავს, რომ

ურთიერთნდობა არის უმთავრესი ფაქტორი რის გამოც ასეთ მედიატორებს

ირჩევენ. “ჩვენ ვიცნობთ მათ და ისინი დაიცავენ კონფიდენციალურობას.”

ლედერეკი მიუთითებს, რომ „confianza“ ეფუძნება ხანგრძლივ, ნდობით

აღჭურვილ ურთიერთობას, რაც ბადებს უსაფრთხოების განცდას.

საზოგადოებრივი ნიშნით შერჩეული მედიატორი პერსონალურად არის

პასუხისმგებელი უანგაროდ დაეხმაროს მხარეებს. მას უნდა ჰქონდეს სურვილი

უფრო მეტიც, ისვალდებულიცაა მოცემულ მომენტში უზრუნველყოს და

სამომავლოდაც შეინარჩუნოს მშვიდობიანი და ჰარმონიული ურთიერთობები

მხარეებს შორის; როგორც მიმდინარე დავაში, ასევე, სხვა ტიპის ურთიერთობებში.

პოტენციურ მოდავე მხარეებთან ურთიერთობაში საზოგადოებრივი ნიშნით

შერჩეული მედიატორის ჩართულობახშირად იწყება თავად კონფლიქტის

94 Moore, Christopher W.; The mediation process; 3rd edition; Jossey-Bass San Francisco; 2003; p. 43;

Page 127: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

128

წარმოშობამდე დიდი ხნით ადრე, ის შესაძლოა გაგრძელდეს დავის გადაწყვეტის

მთელი პროცესის განმავლობაში– საბოლოო შეთანხმების მიღწევამდე.

საზოგადოებრივი მედიატორი მუდმივ კავშირშია მხარეებთანდა მათი

ურთიერთობა მიმდინარეობს უწყვეტად.“’95

სავარაუდოა, რომ საზოგადოებრივი ნიშნით შერჩეული მედიატორი ქართულ

სინამდვილეში ნაკლებ ხელსაყრელი იქნება. მიუხედავად იმისა,რომ ასეთი

მედიატორი წარმოადგენს ორივე მხარისთვის ნდობით აღჭურვილ პიროვნებას,

მას უმეტეს შემთხვევაში არ აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია დაარეგულიროს დავა

მხარეებს შორის. გარდა ამისა, ასეთ მედიატორს პროცესის განმავლობაში

გაუჭირდება დაიცვას ნეიტრალურობა.

p) ავტორიტეტული მედიატორი

მედიატორთა მეორე გავრცელებულ კატეგორიას წარმოადგენს ავტორიტეტული

მედიატორი, რომელსაც მხარეებთან ოფიციალური ურთიერთობა აკავშირებს, მას

მხარეებთან მიმართებითუპირატესი პოზიცია აქვს და, შესაბამისად, გააჩნია იმის

რესურსი, რომ მეტ გავლენას მოახდენს პროცესისშედეგებზე.

თუმცა,ავტორიტეტული მედიატორები, რომლებიც გამოდიან შუამავლის როლში,

არ იღებენ გადაწყვეტილებას მხარეების ნაცვლად.

რიგი მიზეზების გამო, მოდავე მხარეთა გადაწყვეტილების მიღების

პროცესუალური ვალდებულება, რწმენა რომ გამოსავალი ნაპოვნია თავად

მხარეების მიერ გამოიღებს დამაკმაყოფილებელ შედეგს და სამართლებრივ

ბალანსს პოზიციებს შორის. ეს გარკვეულწილად ზღუდავს მესამე პირის როლს

და გავლენას და, შესაბამისად, არ ხდება გადაწყვეტილებაზე ერთპიროვნული

ზემოქმედება. ასეთი მესამე პირი, ზოგადად, არაპირდაპირ ზემოქმედებს

მხარეებზე, ცდილობს შეფარვით გადაარწმუნოს და დაითანხმოს ისინი მის მიერ

შეთავაზებული დავის გადაწყვეტის გზის გამოყენებაზე.

ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ზოგჯერ მედიატორი არ იღებს აშკარა ზომებს

და არ ზემოქმედებს მხარეებზე. იგი გამოხატავს თავის შეხედულებებს და

მიმართულებას აძლევს მხარეთა იდეებს.

95 Moore, Christopher W.; The mediation process; 3rd edition; Jossey-Bass San Francisco; 2003; p.47;

Page 128: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

129

ავტორიტეტული მედიატორის გავლენა შესაძლოა ეფუძნებოდეს პიროვნულ

სტატუსს ან რეპუტაციას, ასევე, მის პოზიციას როგორც საზოგადოებაში, აგრეთვე

რაიმე კონკრეტულ ორგანიზაციაში, სადაც იგი არის არჩეული ან დანიშნული

ლეგიტიმური ორგანოს მიერ. გარდა ამისა, ავტორიტეტული მედიატორის

პოზიციას განსაზღვრავს სამართლის ნორმები დამის ხელთ არსებული

ინფორმაცია, რომელიც მხარეთა შეფასებით საქმისთვის მნიშვნელობის მქონეა.

მიუხედავად იმისა, თუ რას ეფუძნება ავტორიტეტი, ზეგავლენის ხარისხი

დამოკიდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე.

ზოგადად, გამოყოფენ ავტორიტეტული მედიატორის სამ სახეს: ქველმოქმედი,

მმართველი (Kolb and Shepard, 1985) და ინტერესზე ორიენტირებული (Rubin, 1981;

Watkins and Winters, 1997).96

ქველმოქმედ მედიატორს, ჩვეულებრივ, აქვს შესაძლებლობა გავლენა მოახდინოს

მხარეებზე და გადაწყვიტოს სადაო საკითხი, მიუხედავად ამისა იგი მხოლოდ

და მხოლოდ შემფასებლის როლში გამოდის, რაც იმას ნიშნავს, რომ იგი

უპირატესობას მხარეთა ინიციატივებს ანიჭებს. ქველმოქმედ მედიატორსისეთი

შეთანხმების მიღწევა სურს, რომელიც დამაკმაყოფილებელია ორივე

მხარისათვის. იგიარ არის დაინტერესებული იმით, რომ გადაწყვეტილება

დაუქვემდებაროს თავის საკუთარ ინტერესებსა და მოთხოვნებს.

ქველმოქმედ მედიატორს შესაძლოა გააჩნდეს ინტერესი, რომ სახეზე იყოს

სამართლიანი, მიზანშეწონილი, ეკონომიური გადაწყვეტილება, რომელიც

შეამცირებს კონფლიქტის გაღვივების საფრთხეს; ფსიქოლოგიური

თვალსაზრისით, ქველმოქმედ მედიატორსსურს შეინარჩუნოს საკუთარი

სტატუსი, მხარეთა და დავის სხვა მონაწილეთა პატივისცემა. მედიატორი,

როგორც საჯარო ინტერესის, სიმშვიდისა და ჰარმონიის დამცველი, ამ ყველაფერს

აღწევს მხარეთა ეფექტური დახმარების, განსხვავებული პოზიციების შეჯერების

გზით.

ქველმოქმედ მედიატორთა ჯგუფს,ზოგადად, მიეკუთვნებიან რელიგიური ან

საზოგადოებისთვის პატივსაცემი პირები, რომელთაც საოჯახო თუ

საზოგადოებრივი დავების მოგვარების დიდი გამოცდილება აქვთ. ასეთი პირები,

როგორც წესი, არ წყვეტენ სამართლებრივ დავებს, თუმცა, მათმა სტატუსმა,

ცოდნამ, გამოცდილებამ, რეპუტაციამ და თავად პიროვნებამ შესაძლებელია

96Moore, Christopher W.; The mediation process; 3rd edition; Jossey-Bass San Francisco; 2003; p. 48;

Page 129: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

130

იმოქმედოს მხარეებზე.

ასეთიმედიატორის მიერ ჩამოყალიბებულმა პრობლემის წინასწარმა შეფასებამ

შესაძლოა მნიშვნელოვნად შეაცვლევინოს აზრი მოდავე მხარეებს და მათ

შეთანხმებისკენ უბიძგოს. უნდა აღინიშნოს, რომ, ზოგადად, ქველმოქმედი

მედიატორის როლიძალზედ დიდია სხვადასხვა სამართლებრივ კულტურებში,

განსაკუთრებით აღმოსავლეთის ქვეყნებში.

ავტორიტეტულიმედიატორის მეორე სახე არის მმართველი მედიატორი. მისი

გავლენა მხარეებზე განპირობებულია მყარი პოზიციით საზოგადოებასა თუ

ორგანიზაციაში. მმართველი მედიატორი უფლებამოსილია ჩამოაყალიბოს

მოლაპარაკების პირობები, რაც შემდგომში შეთანხმების მიღწევის წყაროხდება.

(Kolb an Shepard, 1985; Moril, 1995). ასეთი ტიპის მედიატორი განსხვავდება

ქველმოქმედი მედიატორისაგან, რადგან მას, გარდა ინსტიტუციონალური და

სამართლებრივი ინტერესისა, აქვს პირადი ინტერესი იპოვოს გამოსავალი. 97

მხარეებთან ურთიერთობის ფორმა განისაზღვრება იმით, თუ რომელ სფეროში

მოღვაწეობს მედიატორი, კერძოდ, ის არის რაიმე ორგანიზაციის წევრი თუ

დაკავშირებულია საჯარო სექტორთან. პირველი მოიცავს აღმასრულებელი

ორგანოს მიერ გაწეულ მომსახურებას- შიდაორგანიზაციული დავის გადაწყვეტას.

მაგალითად, სახეზე იყო ერთ–ერთი ორგანიზაციის სხვადასხვა დეპარტამენტის

მენეჯერებს შორის მწვავე დისკუსია იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა

წარმართულიყო კონკრეტული პროექტი, რომელიც ეხებოდა ორ დეპარტამენტს

შორის თანამშრომლობას. ისინი ცდილობდნენ ღიად ესაუბრათ მწვავე

საკითხებზე და ამით უბრალოდ გამოუვალ მდგომარეობამდე მივიდნენ, მიზეზი

სწორედ მათი რადიკალიზმი და ერთმანეთის პოზიციების სრული უარყოფა იყო.

შემდეგ ორივე მათგანი შეთანხმდა, რომ დამსხდარიყვნენ მოლაპარაკების

მაგიდასთან კომპანიის აღმასრულებელ დირექტორთან ერთად. მართალია

დირექტორს შეეძლო მათ ნაცვლად მიეღო საბოლოო გადაწყვეტილება, თუმცა,

საქმე იმაში იყო, რომ მას არ გააჩნდა მყარი პოზიცია საკითხთან დაკავშირებით

და, რადგანაც არც იყო შებოჭილი რაიმე სახის ვალდებულებით, რომ

აუცილებლად თვითონ უნდა გადაეწყვიტა დავა, მიიჩნია, რომ თანამშრომლების

და მთელი ორგანიზაციის ინტერესების დასაცავად უკეთესი იქნებოდა თუკი

თავად დეპარტამენტის უფროსები მიიღებდნენ გადაწყვეტილებას, თვითონ კი

მხოლოდ პროცედურული (პრაქტიკული) რჩევების მიცემით შემოიფარგლებოდა.

97Moore, Christopher W.; The mediation process; 3rd edition; Jossey-Bass San Francisco; 2003; p.48- 49;

Page 130: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

131

ერთობლივი და მოკლე დისკუსიის შედეგად ჩამოყალიბდა ძალზედ მისაღები

გადაწყვეტილება– საკითხი განხილულ იქნა უფრო დეტალურად და მხარეთა

განსხვავებული პოზიციები შეჯერდა.

საჯარო სექტორთან დაკავშირებული მმართველი მედიატორის მაგალითია

სახელმწიფო ორგანო ინდონეზიაში - გარემოზე ზემოქმედების შეფასების ბიურო

(სააგენტო), რომელსაც მინიჭებული ჰქონდა უფლებამოსილება

გაეკონტროლებინა არსებული წყლის მდგომარეობა და თავიდან აეცილებინა მისი

დაბინძურება, გამოწვეული სამრეწველო ობიექტების ექსპლუატაციით.

აღნიშნულ ორგანოს საჩივრით მიმართა საჯარო სამართლებრივი ინტერესების

დამცველმა ჯგუფმა, რომელმაც ერთ-ერთ სამრეწველო კომპანიას ბრალი დასდო

წყლის დაბინძურებასა და არამიზნობრივ ხარჯვაში, რითაც საფრთხე ექმნებოდა

მოსავლიანობას და, ზოგადად მოსახლეობის ჯანმრთელობას. ბიურომ გამოძიება

აწარმოა და დაასკვნა, რომ სახეზე მართლაც იყო წყლის რესურსის უკანონო

ხარჯვა და, შესაბამისად დაავალდებულა კომპანია გაეკონტროლებინა წყლის

დანახარჯი, მოეგვარებინა დაბინძურების პრობლემაც და შესაძლებლობების

ფარგლებში მოლაპარაკებები ეწარმოებინა დაზარალებულ მხარეებთან.

სამრეწველო კომპანიის წარმომადგენლები მართალია რთულად, მაგრამ მაინც

დათანხმდნენ ბიუროს თანამშრომლებსა და დაზარალებულ მხარეებთან

შეხვედრას, რომელსაც ხელმძღვანელობდა ბიუროს ერთ-ერთი წარმომადგენელი.

სააგენტოს სტატისტიკური მონაცემების ჩვენების შემდეგ სამრეწველო კომპანიის

წარმომადგენლებმა აღიარეს, რომ ისინი შესაძლოა მართლაც აბინძურებდნენ

გარემოს და გარკვეული ღონისძიებები მართლაც განსახორციელებელი იყო

ანალოგიური პრობლემების თავიდან ასაცილებლად. ხელისუფლებამ

მონაწილეობა მიიღო კომპანიასა და საჯარო ინტერესების დამცველ ჯგუფს შორის

გამართულ მოლაპარაკებებში და, ამასთან, აღნიშნულკომპანიას შესთავაზა

ტექნიკური დახმარება, რომელიც ეხებოდა პროცედურებს, ვადებს და ისეთი

ტექნიკური აღჭურვილობის დამონტაჟებას, რომელიც გააკონტროლებდა წყლის

დაბინძურების ხარისხს.

მიუხედავად ამისა, კომპანია მაინც წინააღმდეგი იყო დაზარალებულ მხარეებთან

მოლაპარაკების. ბიურო მართალია ვერ დაავალდებულებდა კომპანიას რაიმე

სახის კომპენსაციის გადახდას, თუმცა, ერთმნიშვნელოვნად დაეთანხმა საჯარო

ინტერესების დამცველ ჯგუფს იმასთან დაკავშირებით, რომ მომხდარი ფაქტების

გამო პასუხისმგებლობა სამრეწველო კომპანიას უნდა დაკისრებოდა. ამიტომაც

Page 131: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

132

მან მკაცრი რეკომენდაცია მისცა სამართალდამრღვევს, რომ დაედასტურებინა

დარღვევის ფაქტი და ეღიარებინა, რომ მათი საქმიანობით ადგილობრივ

მოსახლეობას სერიოზული პრობლემები შეექმნა. 98

საბოლოოდ, საჯაროსამართლებრივი ინტერესების დამცველ ჯგუფთან

მოლაპარაკებების წარმოების შედეგად კომპანიამ ხარჯების გაღებას

დაზარალებულებთან “თანამშრომლობა” ამჯობინა. სამრეწველო კომპანიამ არ

უარყო დაბინძურების ფაქტები, თუმცა, განაცხადა, რომ მზად არ იყო საჯაროდ

ეღიარებინა საკუთარი ბრალი ყოველივე ზემოთ აღნიშნულ მოვლენებთან

დაკავშირებით. ამასთან მანგამოხატა ნება საჭიროების შემთხვევაში უანგაროდ

დახმარებოდა დაზარალებულ მოსახლეობას. საბოლოო ჯამში მიღწეული

შეთანხმება ითვალისწინებდა მოსახლეობისთვის სუფთა წყლის მიწოდებას

სატვირთო მანქანებით, გამოკვლევას თუ როგორ იქნებოდა დასახლება

დაკავშირებული მოსაზღვრე სოფლის საირიგაციო სისტემასთან, აგრეთვე ახალი

მეჩეთისა და ცენტრის მშენებლობას.

ავტორიტეტული მედიატორის მესამე სახე არის ინტერესზე ორიენტირებული

მედიატორი. ის ძალიან ჰგავს მმართველ მედიატორს, რომელსაც, ისევე როგორც

ინტერესზე ორიენტირებულ მედიატორს, პროცესუალური და მატერიალური

ინტერესი აქვს დავის გადაწყვეტასთან დაკავშირებით. უფრო კონკრეტულად კი

თუ მმართველი მედიატორი დავის გადასაწყვეტად ზოგად პირობებს ადგენს,

რომლებიც შეესაბამება შიდა ორგანიზაციულ და, ზოგადად, სამართლებრივ

ნორმებს, რითიც ხელს უწყობს მხარეებს მიაღწიონ შეთანხმებას, ინტერესზე

ორიენტირებულ მედიატორს უფრო სპეციფიკური ინტერესები ამოძრავებს და

მისთვის უპირატესია დავა გადაწყდეს ყველა ასპექტის გათვალისწინებით. (Smith

1985). ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით ასეთ მედიატორს ძნელად თუ შეიძლება

ვუწოდოთ შუამავალი, ამ შემთხვევაშისაქმე გვაქვს კიდევ ერთ მხარესთან,

რომელსაც თავისი მკაცრი პოზიცია გააჩნია და იცავს საკუთარ ინტერესებს.

ინტერესზე ორიენტრირებული მედიატორის მაგალითები საკმაოდ ხშირია

საერთაშორისო მასშტაბით. მაგალითად 1975 წლის აგვისტოში, არაბეთისა და

ისრაელის გათავისუფლებასთან დაკავშირებით წარმოებულ მოლაპარაკებებში

ჰენრი კისინჯერი მკაცრად ჩამოყალიბებულიპოზიციით მონაწილეობას იღებდა

როგორც მედიატორი (Rubin, 1981). პრეზიდენტ კარტერსაც მსგავსიროლი ჰქონდა

ეგვიპტესა და ისრაელში მშვიდობის დამყარებასთან დაკავშირებულ კამპ

98Moore, Christopher W.; The mediation process; 3rd edition; Jossey-Bass San Francisco; 2003; p. 49-50;

Page 132: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

133

დევიდის მოლაპარაკებებში. (Carter, 1982; Princen, 1992), გარკვეული პერიოდის

განმავლობაში ინტერესზე ორიენტირებული მედიატორის ფუნქციას ასრულებდა

აშშ-ის ელჩი რიჩარდ ჰოლბრუკიც (Holbrooke, 1998). გარდა ამისა,

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის არაერთი თანამშრომელიც ყოფილა

ჩართული იუგოსლავიაში ეთნონაციონალური კონფლიქტების გადაწყვეტაში.

აღსანიშნავია, რომ აშშ-ს დიდი ხნის პოლიტიკური, ეკონომიკური და

სტრატეგიული ინტერესები ჰქონდა ცენტრალურ აღმოსავლეთში, კერძოდ, ის

დაჟინებითცდილობდა სტაბილურობა შეენარჩუნებინა რეგიონში. ამერიკის

შეერთებულ შტატებს, როგორც მედიატორს დიდი წვლილი მიუძღვის მშვიდობის

დამყარებაში მუსლიმებსა და სხვა დისკრიმინირებულ საზოგადოებრივ წრეებში,

ის არა მხოლოდ იარაღით, არამედ სხვა მნიშვნელოვანი საშუალებებითაც

ეხმარებოდა მათ მშვიდობის დამყარებაში. “99’

ავტორიტეტული მედიატორი ქართულ საზოგადოებაში უცხო არ იქნება,

ვინაიდან ისტორიულად საქართველოში სადაო საკითხის გადასაწყვეტად ხშირად

მიმართავდნენ ავტორიტეტულ პიროვნებას. საზოგადოებრივი ნიშნით

განსაზღვრული მედიატორის მსგავსად ავტორიტეტული მედიატორი არის პირი

რომელიც ორივე მხარის ნდობით სარგებლობს. თუმცა საზოგადოებრივი ნიშნით

განსაზღვრული მედიატორისაგან განსხვავებით მას უფრო მეტი ინტერესი აქვს

საქმესთან მიმართებით (მაგალითად კომპანიის დირექტორს მისი კომპანიის ორ

თანამშრომელს შორის დავაზე). ასევე, მოცემულ სფეროში უფრო მეტად

კვალიფიციურიცაა, რაც საბოლოოდ აისახება კონფლიქტის თავიდან აცილების

ხარისხზე.

q) დამოუკიდებელი მედიატორი

უკანასკნელი სახე, რომელიც უნდა განვიხილოთ, არის დამოუკიდებელი

მედიატორი. აღნიშნული ტერმინი ეფუძნება შუამავლის ნეიტრალურ

ურთიერთობას მხარეებთან და მის მიუკერძოებელ პოზიციას, რომელსაც ის

ირჩევს განსახილველი პრობლემის მიმართ. დამოუკიდებელი შუამავლობა

ხშირია ისეთ სამართლებრივ საზოგადოებაში, რომელსაც მიუკერძოებელი და

პროფესიონალური მომრიგებლობის მრავალწლიანი ტრადიციააქვს. ასეთი

სოციუმის წევრებს ხშირად ურჩევნიათრჩევა მიიღონ დამოუკიდებელი და

99 Moore , Christopher W.; The mediation process; 3rd edition; Jossey-Bass San Francisco; 2003; p. 50-52;

Page 133: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

134

ნეიტრალური პირისაგან, რომელსაც, სავარაუდოდ, არ აქვს პერსონალური

ინტერესი არც თავად პროცესის და არც შედეგის მიმართ, განსხვავებით იმ

პირებისაგან, რომლებთანაც შესაძლოა ჰქონდეთ კონფლიქტი ან რაიმე

ვალდებულებითი ურთიერთობა. აღნიშნული მოდელი გულისხმობს

სამართლიან პროცედურებსა და მიუკერძოებელ შუამავლობას.

შუამავლობის ზემოაღნიშნული ტიპი ბოლო წლებში მოიხსენიება, როგორც

მედიაციის ჩრდილოამერიკული მოდელი (Lederach, 1985). შეიძლება ითქვას, რომ

ეს ტერმინი არასწორად გამოიყენება, რადაგან მისი ფესვები დასავლეთ და

ჩრდილოეთ ევროპაში გვხვდება, სადაც შუა საუკუნეების და რენესანსის ეპოქაში

საფუძველი ჩაეყარა დავის გადაწყვეტის დამოუკიდებელ პროცედურულ

სისტემას. აღნიშნულმა დასაბამი მისცა მკაცრად გამიჯნულ ურთიერთობებს,

პროფესიონალიზმს, მიუკერძოებელ შუამავლობას. ჩრდილოეთ ამერიკაში

დამოუკიდებელი მედიაციის პროცესი დაიხვეწა და პრაქტიკაში ყველაზე ხშირად

გამოყენებადი გახდა.

ეს მოდელი შეუძლებელია მკაცრად მივაკუთვნოთ რომელიმე კულტურას.

დამოუკიდებელი შუამავლობის ხელოვნება მსოფლიოს მასშტაბით გავრცელდა

და მნიშვნელოვანი გავლენა მოახდინა სხვადასხვა საზოგადოებაზე. მათ შორის

ნაწილმა დამოუკიდებელი მედიაცია აირჩია, როგორც მოსახერხებელი და დავის

სამართლიანი გადაწყვეტის გზა, ხოლო ნაწილმა კოლონიალიზმის პერიოდში

კოლონიზატორი ქვეყნების გამოცდილება გაიზიარა.100

დამოუკიდებელი მედიატორის ცალკე სახედ განხილვა შეიძლება ნაკლებად

პრაქტიკულიც იყოს, ვინაიდან მედიაციის პროცესის არსი სწორედ იმაში

მდგომარეობს, რომ ყველა მედიატორი დამოუკიდებელია და მოქმედებს

მიუკერძოებლობისა და ნეიტრალურობის პრინციპების საფუძველზე.

ვილერი მიუთითებს, რომ მედიატორები ხშირად ნაკლებად აქცევენ ყურადღებას

ისეთი დეტალების განსაზღვრას, როგორიცაა საბოლოო შეთანხმებაში თანხის

ოდენობა, ვალდებულების შერულების ზუსტი დრო, მაგრამ იღებენ

ვალდებულებას განსაზღვრონ ისეთი პროცედურული საკითხები, როგორიცაა

თავისუფალი კომუნიკაცია და სამართლიანობა. ამასთან მედიატორი მოვალეა

თვალყური ადევნოს, გააკონტროლოს შეთანხმების განხორციელების პროცესი და

საბოლოო ჯამში შეთანხმების სრულად შესრულება. მედიატორები არა მხოლოდ

კონკრეტული შეთანხმების მიღწევაში ეხმარებიან მხარეებს, არამედ ისინი

100Moore, Christopher W.; The mediation process; 3rd edition; Jossey-Bass San Francisco; 2003; p.52-53;

Page 134: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

135

უზრუნველყოფენ სამართლიან პროცესს.101

B. მედიატორის პროფესიული საქმიანობის რეგულირება

1. საკანონმდებლო რეგულირების საჭიროება

მას შემდეგ, რაც მედიატორის ცალკე პროფესიად ჩამოყალიბების პროცესი

დაიწყო, დღის წესრიგში დადგა საკითხი, როგორ უნდა იქნას მოწესრიგებული

მედიატორების საქმიანობა და, საერთოდ, საჭიროებს თუ არა იგი რაიმე სახის

მოწესრიგებას. მედიატორის ფუნქციების კომპლექსურობიდან და

მნიშვნელობიდან გამომდინარე, მედიატორის საქმიანობა ნამდვილად საჭიროებს

მოწესრიგებას. სხვა საკითხია, რამდენად დეტალური უნდა იყოს და რას უნდა

მოიცავდეს ეს რეგულირება. გამომდინარე იქიდან, რომ მედიაცია ხელოვნებას

უფრო მიეკუთვნება, ვიდრე მეცნიერებას, ყველა დეტალის მოწესრიგება

პრაქტიკულად შეუძლებელი იქნება, თუმცა გარკვეული ასპექტები მაინც

ექვემდებარება რეგულირებას.

აშშ-ის შტატების შიდა კანონმდებლობა არ მოითხოვს, რომ მედიატორს ჰქონდეს

რაიმე სპეციალური ლიცენზია, მაშინ როცა თითქმის ყველა შტატი ითხოვს

ლიცენზიას ისეთი პროფესიებისა და საქმიანობისთვის, როგორიც არის ტაქსის

მძღოლი, სტილისტი ან ბუღალტერი. ასე რომ, პრაქტიკულად ყველას შეუძლია

იყოს მედიატორი. ერთი მხრივ გასათვალისწინებელია ხელშეკრულების

თავისუფლების პრინციპი მედიატორსა და მხარეებს შორის, ხოლო მეორე მხრივ

საჭიროა არსებობდეს მედიაციის პროცესის მონაწილე მხარეთა დაცვის

მექანიზმი. საუბარია მედიატორობის მსურველ პირთათვის გარკვეული

ბარიერების დაწესებაზე.102

მედიატორის პროფესიული საქმიანობის რეგულირებასთან მიმართებით

გასათვალისწინებელია მედიაციის სახეები-კერძო მედიაცია და სასამართლო

(სავალდებულო) მედიაცია. სასამართლო მედიაციის შემთხვევაში უდავოა, რომ

მედიატორის საქმიანობა უნდა დარეგულირდეს საკანონმდებლო დონეზე.

სასამართლო მედიაციის დროს სახელმწიფო მხარეებს ავალდებულებს, რომ

სასამართლოში საქმის განხილვამდე სცადონ მორიგება. საქართველოს

101 Moore , Christopher W.; The mediation process; 3rd edition; Jossey-Bass San Francisco; 2003; p. 55; 102Leonard, L. Riskin; James, E. Westbrook; Chris, Guthrie; Richard, C. Reuben; Jennifer, K. Robbennolt; Nancy, A. Welsh; Dispute Resolution and Lawyers, “WEST”, Fourth Edition, 2005, P. 379.

Page 135: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

136

სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული კონკრეტული დავების

შემთხვევაში მხარეებს არ აქვთ არჩევანის უფლება და ვალდებულნი არიან, რომ

სასამართლო დარბაზიდან მოლაპარაკების ოთახში გადაინაცვლონ. მედიაციის

სერვისის შეთავაზებასთან ერთად სახელმწიფო მხარეებს მედიატორსაც

სთავაზობს ისევე, როგორც დავის სასამართლოში განხილვისას - მოსამართლეს.

სახელმწიფო ვალდებულია აიღოს პასუხისმგებლობა მედიატორის

პიროვნებასთან, მის კვალიფიკაციასთან დაკავშირებით და მხარეებს შესთავაზოს

კვალიფიციური მედიატორის ,,მომსახურება’’. კვალიფიციური კადრის

შესარჩევად კი საჭიროა გარკვეული კრიტერიუმების, მოთხოვნების დაწესება.

სახელმწიფო სასამართლო მედიატორებს ხელფასს იმისათვის უხდის, რომ ისინი

მხარეებს დაეხმარონ მორიგებაში, ისევე, როგორც მოსამართლეს უხდის ხელფასს,

რათა განიხილოს და გადაწყვიტოს მხარეთა დავა. შესაბამისად, ვალდებულების

გარდა სახელმწიფოს ინტერესიცაა, რომ მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტიდან

გადახდილი თანხა შემხვედრი შესრულების შესაბამისი იყოს. აღნიშნულის

კონტროლს ნებისმიერი დამსაქმებელი ახორციელებს. კონტროლის მაღალი

სტანდარტი კი უფრო მეტადაა მოსალოდნელი, როდესაც დამსაქმებელი

სახელმწიფოა.

კერძო მედიაციის არსი ისაა, რომ მხარეები თავად თანხმდებიან დავის მედიაციის

საშუალებით მოგვარებაზე და თვითონვე ირჩევენ მედიატორს. მედიატორის

პიროვნებას, ისევე როგორც სასამართლო მედიაციის დროს, მხარეთათვის ძალიან

დიდი მნიშვნელობა აქვს. თუმცა, განსხვავებით სასამართლო

მედიაციისაგან,მედიატორის შერჩევის უფლება და, შესაბამისად,

პასუხისმგებლობაც მხარეებს ეკისრებათ. მხარეები ერთობლივი შეთანხმებით

არჩევენ ისეთ მედიატორს, რომელიც მათთვის მისაღებია კონკრეტული

მახასიათებლების გამო და სულაც არაა აუცილებელი ეს მახასიათებელი იყოს

უმაღლესი განათლება ან 25 წლიანი პროფესიული გამოცდილება. ამიტომ, კერძო

მედიაციის შემთხვევაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგება ის, თუ რამდენად საჭირო და

გამართლებულია მედიატორის საქმიანობის რეგულირება. მედიაციის დაწყება,

ისევე როგორც პროცესის მიმდინარეობა, მთლიანად მხარეთა ნების

ავტონომიაზეა დამოკიდებული. კერძო მედიაციაში მედიატორის პიროვნების

რეგულირება შეიძლება განვიხილოთ, როგორც მხარეთა ნების ავტონომიის

შეზღუდვა, რომელსაც ძნელად თუ მოეძებნება გამართლება. სასამართლო

მედიაცია წარმოადგენს მედიაციის სახეცვლილებას, რადგან შეზღუდულია

მედიაციის ძირითადი არსი, მხარეთა ნების ავტონომია მედიაციის

გამოყენებასთან დაკავშირებით. თუ მედიატორობის კანდიდატთათვის კერძო

Page 136: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

137

მედიაციაშიც დავაწესებთ მოთხოვნებს, აქაც მივიღებთ მედიაციას გარკვეული

სახეცვლილებით. შესაბამისად, მედიაცია საქართველოში დაკარგავს მის

უმთავრეს ელემენტს-მხარეთა ნების ავტონომიას.

კერძო მედიაციასთან მიმართებაში, ასევე, საგულისხმოა, რომ მხარეთათვის

იარსებებს თავისუფალი ,,ბაზარი’’. ყველა დამოუკიდებლად მომუშავე

მედიატორი დაინტერესებული იქნება, რომ უკეთესი პირობები და უკეთესი

სერვისი შესთავაზოს ,,მომხმარებელს’’. მედიატორის მიერ შეთავაზებული კარგი

ხარისხის ,,მომსახურება’’ გაზრდის მის კონკურენტუნარიანობას. ამიტომ

მედიატორების ინტერესშიც იქნება, რომ მინიმუმ გავლილი ჰქონდეთ

მედიატორთა მოსამზადებელი კურსები. ვფიქრობთ ,,ბაზარი’’ და

,,მომხმარებელთა’’ მოთხოვნა თავად დაარეგულირებს მედიატორთა

კვალიფიკაციას და, შედეგად, „მიწოდებაც“ შესაბამისი იქნება.

ვფიქრობთ, რომ თუ გადაწყდება მედიატორთათვის კონკრეტული მოთხოვნების

დაწესება, ეს მოთხოვნები არ უნდა განსხვავდებოდეს სასამართლოს ინსტანციის

და საქმის შინაარსის მიხედვით, მაგალითად, როგორც ეს ამერიკის რამდენიმე

შტატშია, მათ შორის ფლორიდის შტატში. კერძოდ, თუ country (სოფლის დავების

გადამწყვეტი) მედიატორისათვის საკმარისია სკოლის დამთავრების

დამადასტურებელი დოკუმენტია, საოჯახო დავების განმხილველი

მედიატორისათვის სავალდებულოა ბაკალავრის ხარისხი, სააპელაციო დავების

მედიატორისათვის კი მაგისტრის ხარისხი.103

2. საკვალიფიკაციო მოთხოვნები მედიატორთათვის.

ზოგიერთი შტატის და სასამართლოს პროგრამა აყალიბებს გარკვეულ

საკვალიფიკაციო მოთხოვნებს მედიატორთათვის. ეს მოიცავს წინასწარ

განსაზღვრული ხანგრძლივობის მედიაციის სწავლებაში მონაწილეობის მიღებასა

და დამკვირვებლის როლში მედიაციის პროცესის თვალყურის დევნებას.

თავდაპირველად მედიატორები მოხალისეები იყვნენ და მედიაციას

სწავლობდნენ უშუალოდ მედიაციის პროცესში მონაწილეობით. შემდეგ ეტაპზე

შეიქმნა სწავლების პროგრამები, რომლებშიც ძირითადი ყურადღება ეთმობოდა

მედიატორის უნარების შესწავლას, რადგან მედიაციის შესახებ კანონები და

თეორიული ნაშრომები ჯერ კიდევ არ არსებობდა.104

103http://www.mediationworks.com/pdf/FloridaRequirements.pdf - ბოლოს გამოხმობილია 1.11.2012 104Kimberlee, K. Kovach; Mediation, “Thomson West”, 2003, P. 257.

Page 137: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

138

r) განათლების ცენზის დაწესების მიზანშეწონილობა

პირველ ეტაპზე საჭიროა გაირკვეს რამდენად მნიშვნელოვანია

მედიატორისათვის უმაღლესი განათლება და რამდენად სწორია, რომ დიპლომის

ქონა იყოს ერთ-ერთი სავალდებულო კრიტერიუმი, რომელსაც მედიატორი უნდა

აკმაყოფილებდეს.

აღნიშნული დაყოფა მეტად ,,უხეშია’’ და ვერ დავეთანხმებით იმ აზრს, რომ

უმაღლესი განათლების დამადასტურებელი მოწმობა თავისთავად მეტყველებს

საკმარის კომპეტენციაზე. ამავე დროს, აღნიშნული მოთხოვნა მეტად

გავრცელებულია ნებისმიერ სხვა პროფესიასთან მიმართებით და გამომდინარე

იქიდან, რომ მედიაცია ცალკე პროფესიად ყალიბდება, გაუმართლებელი არ

იქნება, თუ მედიატორობის მსურველთათვის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნა

უმაღლესი განათლება იქნება.

თუ დავუშვებთ, რომ მედიატორი შეიძლება იყოს ნებისმიერი ადამიანი,

(მედიატორობის უნარი პიროვნებაზე და არა მის განათლებაზეა დამოკიდებული)

მაშინ მედიტორობის მსურველთათვის შეიძლება დაწესდეს მხოლოდ ისეთი

ზოგადი მოთხოვნა, როგორიცაა სასწავლო კურსების გავლა მედიაციაში.

აღნიშნულ მოსაზრებას ჰყავს თავისი მხარდამჭერები. მის საწინააღმდეგო

არგუმენტად შეიძლება მოვიაზროთ მედიატორის ფუნქციის კომპლექსური

ხასიათი, რომელიც, შესაბამისად, მოითხოვს იმაზე მეტ ცოდნას და უნარებს,

ვიდრე მედიაციის სასწავლო კურსებიდან შეიძლება მიიღოს პიროვნებამ. ამიტომ,

სადავოა, რამდენად შეძლებს მედიატორის ფუნქციის ეფექტურად შესრულებას

ადამიანი, რომლისთვისაც ერთადერთი მოთხოვნა მედიატორის სასწავლო

კურსების გავლა იქნება.

რამოდენიმე პროგრამა იყენებს გასაუბრებას პირთა ტრენინგზე დასაშვებად.

სხვები სწავლების მონაწილეებს არჩევენ მედიაციის იმიტირებულ პროცესებში

მონაწილეობის გზით. ზოგიერთი ტრენერი კი ითხოვს, რომ სწავლებაში

მონაწილეობის მსურველ პირს ჰქონდეს განსაზღვრულ სფეროში მუშაობის

მრავალწლიანი გამოცდილება, მაგალითად სამართალში. მეორე მხრივ, თუ

მივიჩნევთ, რომ მედიატორობის უნარები ეს ისეთი უნარებია, რომელთა

ათვისებაც სავსებით შესაძლებელია მხოლოდ ტრენინგების საშუალებით, მაშინ

საჭირო აღარ არის მედიაციის სწავლებაზე დასაშვებად რაიმე კრიტერიუმების

შერჩევა.105

105Kimberlee, K. Kovach; Mediation, “Thomson West”, 2003, P. 256-257.

Page 138: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

139

s) პროფესია, როგორც საკვალიფიკაციო მოთხოვნა

(1) მედიაციასთან ახლოს მდგომი პროფესიები

მედიაცია კომპლექსური სფეროა. სტერეოტიპული შეხედულება, რომ მხოლოდ

იურისტი შეიძლება იყოს მედიატორი, არ შეიძლება სწორად ჩაითვალოს. ის

პიროვნული თვისებები და უნარები რაც მედიატორის ფუნქციის

შესასრულებლად არის საჭირო, შეიძლება ჰქონდეს ნებისმიერი პროფესიის

წარმომადგენელს. ყველა სრულწლოვანი პირი შეიძლება გახდეს მედიატორი. რა

თქმა უნდა არიან ადამიანები, რომელთაც კონფლიქტის მოგვარების

თანდაყოლილი ნიჭი აქვთ და სულაც არ სჭირდებათ სპეციალური ტრენინგების

გავლა, თუმცა ასეთი ადამიანები უმცირესობას წარმოადგენენ. სხვა პირებს კი

მოუწევთ გაიარონ ტრენინგის კურსი.

მედიაციის არსთან ყველაზე ახლოს მდგომი სფეროებია იურისპრუდენცია და

ფსიქოლოგია. ამ ორიდან კიდევ უფრო ახლოს მედიატორის ხელოვნებასთან

ფსიქოლოგიაა.

მცდელობის მიუხედავად, იურისტისთვის ძნელია ,,დაივიწყოს’’ კონკრეტული

დავის შესაძლო სამართლებრივი მოწესრიგება და დავას მხოლოდ ,,ადამიანური’’

კუთხით მიუდგეს. მედიაციაში კი უმნიშვნელოვანესია დავის მიღმა არსებული

პირადი ურთიერთობები, რომელთა მნიშვნელობა ხშირად ბევრად დიდია, ვიდრე

სამართლებრივი პრობლემისა.

აღნიშნულ პირად პრობლემათა წინ წამოწევა, გარკვევა და, შემდეგ, მათი

მოგვარება უმრავლეს შემთხვევაში არის დავის გადაწყვეტის ერთ-ერთი

უმნიშვნელოვანესი წინაპირობა. აღნიშნულ საკითხებზე აქცენტის გაკეთებას

ფსიქოლოგი მეტად შეძლებს, ვიდრე იურისტი.

ფსიქოლოგის მედიატორად ყოფნას კიდევ ერთი უპირატესობა აქვს იურისტთან

მიმართებაში. მხარეები მედიაციას იმიტომ მიმართავენ, რომ ის სასამართლოსგან

განსხვავებულია და მისი მოქნილი პირობები მხარეთათვის უფრო მისაღებია.

მედიაციის პროცესი მეტად არაფორმალურია და, შინაარსის გარდა,

სასამართლოსგან განსხვავდება იმ ოთახის ინტერიერითაც კი, სადაც პროცესი

მიმდინარეობს. ამდენ სხვაობასთან ერთად, მხარეთათვის მისაღები იქნება

სხვაობა იმ პირებს შორის, რომელნიც მათ პროცესის დროს უსმენენ და კითხვებს

უსვამენ - სხვაობა მედიატორსა და მოსამართლეს შორის.

მედიატორი არ იქნება პირი, რომელიც მხარეთაგან მიღებულ ინფორმაციაზე

Page 139: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

140

სამართლებრივად იფიქრებს და მათ ქმედებებს სამართლებრივად განსჯის,

თუნდაც მხოლოდ თავისთვის და არა ხმამაღლა. მხარეთათვის კომფორტული

იქნება იმის შეგრძნება, რომ მედიატორი არის პირი, რომელიც კონკრეტულ

საკითხს მასავით აღიქვამს, მისი, როგორც ადამინის და არა იურისტის

გადმოსახედიდან. მეორემხრივ, კარგ იურისტს შეუძლია გაუმკლავდეს ყველა იმ

პრობლემას, რაც ზემოთ განვიხილეთ, როგორც დამაბრკოლებელი ფაქტორი

იურისტი მედიატორისათვის. თუმცა ამას ძალიან იშვიათ შემთხვევაში შეძლებს

იურისტი და ეს მხოლოდ გამონაკლისი შემთხვევა შეიძლება იყოს.

(2) ფსიქოლოგ–მედიატორის დადებითი მხარეები :

1. არ არის ორიენტირებული დავის სამართლებრივ მოწესრიგებაზე და

მხარეთა ქმედებებს არ აძლევს სამართლებრივ შეფასებას.

2. არ მისდევს იურისტისთვის საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ

სტრუქტურას. მედიაციის პროცესს არ წარმართავს როგორც მოსამართლე, თუმცა

გააჩნია კონფლიქტის მართვისა და დავის მოგვარების უნარი.

3. ვინაიდან საკითხს „ადამიანური“ კუთხით უდგება, ახერხებს უფრო

უშუალო ურთიერთობა დაამყაროს მხარეებთან, რაც დავის მოგვარების პროცესზე

დადებითად აისახება.

(3) იურისტ–მედიატორის დადებით მხარეები:

1. ასეთი მედიატორი მხარეთათვის უფრო ავტორიტეტული იქნება, რადგან

ყველაფრის მიუხედავად დავა მაინც სამართლებრივ ჩარჩოებშია მოქცეული.

2. იურისტი მედიატორის ერთ-ერთი უპირატესობა ისიცაა, რომ იურისტის

მედიატორობის შემთხვევაში ნაკლებია უკანონო ან/და შესასრულებლად

სამართლებრივად შეუძლებელი შეთანხმების დადების რისკი.

t) მედიატორის ასაკი

მედიატორობის მსურველთა მიმართ ერთ-ერთი სავალდებულო მოთხოვნა

შეიძლება შეეხებოდეს, ასევე, მედიატორის ასაკს. კომუნიკაციისა და კონფლიქტის

მართვის უნარები ადამიანს შეიძლება ნებისმიერ ასაკში ჰქონდეს, თუმცა

მედიატორისათვის მნიშვნელოვანია ამ უნარების პრაქტიკული განხორციელების

გამოცდილება, რაც უმეტეს შემთხვევაში ასაკთან პირდაპირპროპორციულადაა

დაკავშირებული. შესაბამისად, მედიატორობის მსურველთათვის მინიმალურ

ასაკად შესაძლებელია განისაზღვროს 21 წელი. ზოგადად, 21 წელი არ

მეტყველებს საკმარის გამოცდილებაზე, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ

საქართველოში საპარლამენტო ასაკი 21 წელია, იგულისხმება, რომ 21 წლის

Page 140: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

141

ადამიანს აქვს საკმარისი გამოცდილება და უნარები, რომ იყოს პარლამენტარი

და,შესაბამისად, შეუძლია ისეთი რთული პასუხისმგებლობის თავის თავზე

აღება, როგორიცაა იყო კანონმდებელი (კანონშემოქმედებითობა.) ამიტომ, ცოტა

რთული იქნება იმის მტკიცება, რომ მედიატორს მეტი პასუხისმგებლობა აქვს,

ვიდრე პარლამენტარს და, ამიტომაც, მედიატორის მინიმუმი ასაკის უფრო

მაღალი სტანდარტი არ უნდა დაწესდეს. ასევე, უმეტეს შემთხვევაში 21 წლის

ქართველი სტუდენტები იღებენ ბაკალავრის ხარისხს და ამ ასაკის ადამიანს

შეეძლება, ასევე, დააკმაყოფილოს უმაღლესი განათლების დამადასტურებელი

დოკუმენტის სავალდებულობის კრიტერიუმიც, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

u) მედიაციის ტრენინგები

მიუხედავად იმისა, რომ მედიატორის ფუნქციების შესასრულებლად

აუცილებელია თანდაყოლილი უნარები და თვისებები, მედიაციის სპეციფიკიდან

გამომდინარე სასურველია, რომ მედიატორმა გაიაროს სპეციალური ტრენინგები.

პროფესიათა უმრავლესობა მოითხოვს ერთ ან რამოდენიმე წლიან სწავლებას,

იმისათვის, რომ პირს მიენიჭოს ლიცენზია ან შეძლოს სერთიფიკატის აღება.

მაშინ, როცა მედიაციის ზოგიერთი პროგრამა და სასამართლო ითხოვს მხოლოდ

სამი-ოთხი საათის საორიენტაციო სწავლებას მედიატორთათვის. ეს აიხსნება იმ

მიზეზით, რომ ასეთი სახის პროგრამებში აუცილებელ საკვალიფიკაციო

მოთხოვნას წარმოადგენს სამართალმცოდნეობის ხარისხი. სხვა პროგრამებსა და

პროექტებში მიიჩნევენ, რომ აუცილებელია სპეციალური სწავლების გავლა.

მედიაციის ტრენინგები საშუალოდ თექვსმეტიდან ორმოც ან ორმოცდაათ

საათამდე გრძელდება.

ერთ-ერთი პირველი სწავლების კურსი შეიქმნა ატლანტასა და კანზასში, სადაც

სწავლების ხანგრძლივობად განსაზღვრული იყო ორმოცი საათი. მას შემდეგ რაც

მედიაციისადმი ინტერესი გაიზარდა, შეიქმნა მედიაციის სწავლების მრავალი

პროგრამა.”106

ამ საქმის პროფესიონალთა ნაწილი თვლის, რომ ტრენინგის გავლის

მსურველთათვისაც საჭიროა საკვალიფიკაციო მოთხოვნის დაყენება. ტრენინგში

მონაწილეობის მიღება უნდა შეეძლოს ყველა მსურველს, თუმცა შეიძლება

მოხდეს დიფერენცირება იმის მიხედვით, თუ რამდენად კარგად აითვისა

მონაწილემ სასწავლო კურსი. ამისათვის აუცილებელია არსებობდეს შეფასების

106Kimberlee, K. Kovach; Mediation, “Thomson West”, 2003, P. 257.

Page 141: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

142

სისტემა. ის მონაწილეები, რომლებიც წარმატებით გაივლიან კურსს, უნდა

იღებდნენ იმ პირებისგან განსხვავებულ სერთიფიკატს/დიპლომს, რომლებმაც

მხოლოდ მოისმინეს კურსი და ვერ შეძლეს დაწესებული ბარიერების წარმატებით

გადალახვა.

მედიაციის შემსწავლელი პროგრამები განსხვავდება როგორც მეთოდოლოგიით,

ასევე, შინაარსობრივად. ზოგჯერ მედიატორისათვის აუცილებელ

საკვალიფიკაციო მოთხოვნას წარმოადგენს საათობრივად განსაზღვრული

ხანგრძლივობის ტრენინგების გავლა, თუმცა, ძნელად მოიძებნება რეგულაცია

იმის შესახებ, თუ რა ფორმის ან რა მეთოდოლოგიის ტრენინგი უნდა ჰქონდეს

პირს გავლილი.

მაგალითად: მედიაციის ზოგიერთი ტრენინგი მოიცავს მედიაციის პროცესების

შესახებ გადაღებული ვიდეო ფირების ნახვას. სხვა კურსები ძირითადად მოიცავს

ლექციების კურსს. თუმცა, ტრენერები მივიდნენ იმ დასკვნამდე, რომ ყველაზე

ეფექტურია ამ მეთოდთა კომბინაცია. დღეს ხანგრძლივი, ორმოც საათიანი

ტრენინგები ძირითადად მოიცავს სხვადასხვა მეთოდით სწავლებას.

ინსტრუქტორები და ტრენერები თავად განსაზღვრავენ იმ ინფორმაციასა და

მეთოდოლოგიებს, რაც ტრენინგებში გამოიყენება, რადგან მათთვის რაიმე

წინასწარ განსაზღვრული სტანდარტები არ არსებობს.

სტანდარტების არარსებობა საშუალებას აძლევს მედიატორებს, რომ გამოსცადონ

ახალი იდეები ტრენინგის პროცესში. დღეისათვის შეინიშნება ამ სფეროს

რეგულაციის დაწყების მცდელობები. მაგალითად: ტეხასში შეიქმნა „ტეხასის

მედიაციის ტრენერთა მრგვალი მაგიდა“ (Texas Mediation Trainers Roundtable)

რომელმაც შეადგინა სასწავლო პროგრამა ორმოც საათიანი ტრენინგისთვის.107

ერთ-ერთ ყველაზე პრობლემატურ საკითხს წარმოადგენს იმის განსაზღვრა,

მედიაციის ტრენინგის მონაწილემ წარმატებით გაიარა თუ არა ტრენინგის კურსი.

ტრენინგების უმრავლესობა მონაწილეებს აძლევს სერთიფიკატს, რომელშიც

აღინიშნება, რომ მონაწილემ გაიარა კურსი.

სერთიფიკატი არ წარმოადგენს პირის, როგორც მედიატორის კომპეტენციის

განმსაზღვრელ დოკუმენტს. ის მხოლოდ ინფორმაციას გვაძლევს იმის შესახებ,

რომ პირმა მოისმინა განსაზღვრული ხანგრძლივობის ინსტრუქტაჟი.

107 http://tmtr.org/training-standards/40-hour-basic-mediation-training/ - ბოლოს გამოხმობილია 1.11.

2012

Page 142: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

143

პროფესიონალური ტრენინგების უმრავლესობას თან ახლავს ტესტირებისა და

შეფასების კომპონენტი. მედიაციის პროგრამების უმრავლესობა კი არ შეიცავს

ტესტირების ელემენტს. შესაბამისად, წამოიჭრება შეფასების პრობლემაც.

შეფასება რთულია, რადგან იგი მოიცავს თეორიულ ცოდნას მედიაციის შესახებ,

მედიაციის სფეროში არსებულ სამართლებრივ რეგულაციებსა და მედიატორის

პრაქტიკული უნარების შემოწმებას.

მედიაციის ზოგიერთი კურსი, განსაკუთრებით კი სამართლის სკოლებში

გავლილი კურსები, შეიცავს ტესტირების ელემენტსაც. ეს შეიძლება

წარმოადგენდეს ტრადიციულ, წერით გამოცდას ან როლურ თამაშებს

(performance-based assessments). სასამართლო მედიაციის პროგრამებშიც სცადეს

როლური თამაშის გამოყენება, თუმცა პრაქტიკამ აჩვენა, რომ ეს მეთოდი ძალიან

დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. სხვა კურსები და პროგრამებიც

ცდილობენ შეიმუშავონ შეფასების უფრო ეფექტური სისტემები.“108

v) სად ვეძებოთ მედიატორი?

ბევრი კერძო სტრუქტურა, რომელიც დავის მოგვარების ალტერნატიული გზებით

არის დაკავებული, ფლობს მედიატორთა სიას. ნაწილი ამ ორგანიზაციებისა არის

არასამეწარმეო, მაგალითად: ამერიკის არბიტრაჟის ასოციაცია (American

Arbitration Asociation), დავების პრევენციისა და გადაჭრის საერთაშორისო

ინსტიტუტი (International Institute for Conflict Prevention and Resolution),

სახელმწიფო და ადგილობრივი ადვოკატთა ასოციაციები. არსებობს, ასევე,

სამეწარმეო, მოგებაზე ორიენტირებული ორგანიზაციებიც, რომლებიც მედიაციის

მომსახურებას სთავაზობენ პირებს. მაგალითად: ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაციაა

JAMS (judicial arbitration and mediation service), რომელიც ძირითადად

გადამდგარი, საპენსიო ასაკის მოსამართლეებით იყო დაკომპლექტებული სანამ

1994 წელს „Endispute“-ს შეუერთდებოდა. მიუხედავად იმისა, თუ რა სახის

მედიაციის პროგრამაა, ყოველი მათგანი ითვალისწინებს მედიატორთათვის

სპეციალური ტრენინგების ჩატარებას. ამგვარი ტრენინგების ხანგრძლივობა აშშ-

ში საშუალოდ 16-დან 48 საათამდე მერყეობს, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად

ტრენინგში მონაწილე წევრებს უდიდესი გამოცდილება აქვთ, რაც მოიცავს

როგორც სამოსამართლეო პრაქტიკას, ასევე ალტერნატიული მეთოდებით დავის

გადაწყვეტის მრავალწლიან გამოცდილებას.

დღესდღეობით მრავალი იურიდიული კომპანია და, უბრალოდ, ფიზიკურ პირთა

108Kimberlee, K. Kovach; Mediation, “Thomson West”, 2003, P. 258-259.

Page 143: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

144

პატარა ჯგუფი სთავაზობს მხარეებს „ნეიტრალურ სერვისებს“. გარდა ამისა, აშშ-

ში ათასობით ადამიანს გავლილი აქვს მედიაციის ტრენინგის კურსი. მათი

ნაწილი აქტიურად არის ჩაბმული მედიაციის პროცესებში, ნაწილი კი ძალიან

იშვიათად ან საერთოდ არ იყენებს მის მიერ ათვისებულ მედიატორის უნარ-

ჩვევებს.109

C. მედიატორთა ეთიკა

1. შესავალი

მედიატორთათვის ეთიკის სტანდარტების შემოღებაზე უკვე დიდი ხანია

ფიქრობენ. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ეთიკის კოდექსები შექმნილი

როგორც საჯარო, ასევე კერძო ორგანიზაციების მიერ, დისკუსია კვლავ

გრძელდება. პროფესიული ეთიკის ნორმების შემოღება დღის წესრიგში დადგა მას

შემდეგ, რაც გაიზარდა მედიაციის, როგორც პროფესიის მნიშვნელობა,

ჩამოყალიბდა სხვადასხვა მიდგომა და მედიაციის მეთოდი.

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი, რაც გავლენას ახდენს ეთიკის

გაიდლაინებისა და რეკომენდაციების შემუშავებაში არის ინტერესი, რომ

მხარეებმა იცოდნენ თუ რას შეიძლება ელოდნენ მედიაციის პროცესისაგან. ეს

უფრო მნიშვნელოვანია იმ გარემოში, სადაც მედიაცია ჯერ კიდევ მიჩნეულია

დავის გადაწყვეტის ახალ გზად. როდესაც საზოგადოებას ახალ და მისთვის

უცნობ პროცესს გააცნობენ, ხშირად ჩნდება გაუბედავობა, უნდობლობა და

უჭირთ ამ მეთოდის მიღება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედიაციის ახალ

„მომხმარებლებს“ მის მიმართ ჰქონდეთ ნდობა და თავდაჯერებულობა

იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღონ მედიაციის პროცესში. ეთიკის

სტანდარტების არსებობა სწორედ ამ მიზანს მოემსახურება. ეთიკის კოდექსის

დანერგვა და მისი აღსრულების მექანიზმის ამოქმედება არის საუკეთესო

მეთოდი, რისი საშუალებითაც შესაძლებელია საზოგადოების ნდობის

დამსახურება და მისი შენარჩუნება.

მედიატორის ეთიკის სისტემატიზაციის მცდელობები უკვე არსებობს. ზოგჯერ

რეგულაციას ლოკალური ხასიათი აქვს და ეხება მედიაციის მხოლოდ ზოგიერთ

სახეს, სხვები კი ქმნიან უფრო ფართო გამოყენებაზე გათვლილ კოდექსებს,

რომლებიც მედიაციის სხვადასხვა სახეებს არეგულირებენ. როგორც ამერიკის

შეერთებულ შტატებში, ასევე, მთელს მსოფლიოში არსებობს მედიატორთა

109Leonard, L. Riskin; James, E. Westbrook; Chris, Guthrie; Richard, C. Reuben; Jennifer, K. Robbennolt; Nancy, A. Welsh; Dispute Resolution and Lawyers, “WEST”, Fourth Edition, 2005, P. 361-362.

Page 144: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

145

პროფესიული ეთიკის კოდექსები. იმის გამო, რომ არსებობს ეთიკის კოდექსთა

მრავალი ვარიანტი,განსხვავებული მიდგომებიც მრავლადაა.

2. ეთიკის კოდექსების რეგულირების სფერო

მიუხედავად იმისა, რომ არსებობს საჭიროება და ინტერესი მედიატორთათვის

ეთიკის კოდექსის შექმნისა, წამოიჭრება უამრავი სირთულე რაც მის დანერგვას

ახლავს თან. სირთულეები ძირითადად გამოიხატება მედიაციის

ინტერდისციპლინურ ბუნებაში, მის მოქნილ ხასიათსა და აღსრულების

სირთულეებში, ასევე პროცესის მარეგულირებელი ნორმების სიმწირეში.

მედიაციის მიმართ სხვადასხვა მოსაზრებების არსებობის მიუხედავად ყველა

თანხმდება, რომ მედიაცია მოქნილი პროცესია. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე

დიდი უპირატესობა, რაც მას უფრო მისაღებს ხდის დავის გადაწყვეტის სხვა

საშუალებებთან მიმართებით. სწორედ ეს მოქნილობა ართულებს მედიაციის

პროცესის ზუსტი განმარტების ჩამოყალიბებას.

ხშირ შემთხვევაში მედიატორები არიან სხვადასხვა წარსულის ხალხი, სხვადასხვა

განათლებითა და შეხედულებებით. ლიცენზირების სისტემისა და სპეციალური

რეგულაციების არარსებობის პირობებში, ყველა მედიატორზე გავლენის მოხდენა

შეუძლებელია. სადავოა, უნდა შეეხოს თუ არა ეთიკის ნორმები მოხალისე

მედიატორებს.

მეორე მხრივ იმგვარი ეთიკის კოდექსის შემოღება, რომელიც არ ვრცელდება

მოხალისეებზე, შექმნის მედიატორთა სერვისებისადმი ორმაგი სტანდარტის

არსებობის განცდას.

ბევრმა ორგანიზაციამ უკვე მიიღო ეთიკის კოდექსები მედიატორთათვის. აშშ-ში

არსებობს ეროვნული დონის (national level) ორი ძირითადი კოდექსი. The Model

Standarts of conduct for mediators (joint standarts) 110 შემუშავებულია AAA-ს

(American Arbitration Asociation), ამერიკის ადვოკატთა ასოციაციის (ABA) და

კონფლიქტის გადაწყვეტის ასოციაციის მიერ (Association for Conflict Resolution)

1994 წელს. ეს ორგანიზაციები დღემდე მუშაობენ ამ ეთიკის ნორმათა

გადასინჯვაზე.

მეორე კოდექსია Model Standarts of Practice for Family and Divorce mediation 111

110 http://www.americanbar.org/content/dam/aba/migrated/dispute/documents/model_standards_conduct_

april2007.authcheckdam.pdf - ბოლოს გამოხმობილია 1.11.2012 111http://www.mediate.com/articles/afccstds.cfm - ბოლოს გამოხმობილია 1.11. 2012

Page 145: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

146

(პრაქტიკის მოდელური სტანდარტები საოჯახო და განქორწინების

მედიაციისთვის).

არსებობს, ასევე, უზენაესი სასამართლოს მიერ დაწესებული სტანდარტები,

რომლებიც სასამართლო მედიაციის დროს მედიატორთათვის სავალდებულო

ხასიათისაა. ზოგიერთი სახელმწიფო ავრცელებს სტანდარტებს ყველა

მედიატორზე,მათი მოღვაწეობის სფეროს მიუხედავად. ეთიკის სხვა

გაიდლაინები იქმნება შტატის დავის გადაწყვეტის კომიტეტების ან

ადგილობრივი ადვოკატთა ასოციაციების მიერ. მედიაციის ზოგიერთი

პროგრამაითვალისწინებს პროფესიული ეთიკის საკუთარი გაიდლაინების

დადგენას და მათ დაცვას.

3. ეთიკის კოდექსთა შემადგენლობა

მედიაციის შესახებ არსებული ლიტერატურისა და სხვადასხვა ეთიკის კოდექსთა

კვლევამ ცხადყო, რომ არსებობს ფუნდამენტური, საერთო პრინციპები.

ეს პრინციპები გულისხმობენ ნორმებს, რომლებიც ეხება მედიატორის

კომპეტენციას, ნეიტრალურობას, თვითგამოხატვას, ხარისხს,

კონფიდენციალობას, მომსახურების რეკლამირებასა და ანაზღაურებას.

w) მედიატორისკომპეტენტურობა

არსებობს უნივერსალური შეთანხმება „მედიაციის საზოგადოებაში“, რომ

მედიატორი უნდა იყოს კომპეტენტური თავისი როლის შესასრულებლად

მედიაციის პროცესში. ბევრი თანხმდება, რომ მედიატორს უნდა შეეძლოს

მედიაციის პროცესის ‘’ექსპერტიზა.’’ მედიატორი უნდა იყოს თავდაჯერებული

და იცოდეს მედიაციის პროცესის სტრუქტურა, რათა შეძლოს შეთანხმების

წახალისება და პროცესის დროს წამოჭრილი პრობლემების მოგვარება.

კომპეტენტურობის განმსაზღვრელი კრიტერიუმების შესახებ სხვადასხვა

მოსაზრებები არსებობს. ერთის მხრივ ითვლება, რომ მედიატორი უნდა იყოს მისი

საქმის ექსპერტი. ამ მოსაზრების მხარდამჭერების ძლიერი არგუმენტია ის, რომ

მედიატორი, რომელსაც ზურგს ცოდნა არ უმაგრებს, ვერ იქნება ობიექტური.

საერთო ჯამში ყველა თანხმდება, რომ მედიატორს უნდა ჰქონდეს კონფლიქტისა

და მედიაციის საკმარისი ცოდნა, რომ შეძლოს მედიაციის მხარეებთან

ეფექტურად საუბარი.

x) ნეიტრალურობა და მიუკერძოებლობა.

Page 146: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

147

ნეიტრალურობა და მიუკერძოებლობა მედიაციის პროცესის არსებითი

პრინციპებია. მედიატორი არ წარმოადგენს მხარეს პროცესში. მედიატორი უნდა

ინარჩუნებდეს ნეიტრალურობასა და ობიექტურობას მიუხედავად მხარეთა

ვინაობისა და დავის საგნისა. ამ მოსაზრების საწინააღმდეგოდ ამბობენ, რომ ზოგ

შემთხვევაში მედიატორს უწევს ძალთა დაბალანსების ტექნიკის გამოყენება

პროცესში მხარეთა თანასწორობის მისაღწევად. ბევრი მედიატორი, მედიაციის

მოქნილი ბუნებიდან გამომდინარე, ცდილობს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში

პროცესი მოარგოს დავის სპეციფიკას. მიდგომების სხვადასხვაობა ქმნის ისეთ

წარმოდგენას, რომ შეუძლებელია ეთიკის კოდექსის შექმნა.

მიუკერძოებლობისა დანეიტრალურობის ცნებების ზუსტად ჩამოყალიბება

რთულია, ამისათვის მნიშვნელოვანია მოცემული კონცეფციების დეტალური

განხილვა.(Young, 1972).112

კრეიბილი და ვილერი (Kraybill and Wheeler, 1982) ნეიტრალურობისა და

მიუკერძოებლობის თემას განიხილავენ მედიატორთა მატერიალური და

პროცესუალური ინტერესების შედარების მეშვეობით. 113

მიუკერძოებლობა წარმოადგენს მდგომარეობას, როდესაც შუამავალი

მოლაპარაკების პროცესში არც ერთი მხარის ინტერესებს არ ემსახურება. თუმცა,

მიუკერძოებლობა არ ნიშნავს აუცილებლად იმას, რომ მედიატორი მთლიანად

დისტანციურია პროცესში მონაწილე მხარეებისგან და განსახილველი

საკითხებისგან. (Bowling and Hoffman, 2000). ასე რომ, მიუკერძოებლობის უფრო

ზუსტი განმარტება იქნება „მრავალმხრივობა“. მიუკერძოებელი მედიატორის

მთავარი ამოცანაა მიაღწიოს მხარეებისთვის დამაკმაყოფილებელ შედეგს ყველა

საკითხთან დაკავშირებით.

მიუკერძოებლობისაგან განსხვავებით, ნეიტრალურობა ახასიათებს შუამავალსა

და მოდავე მხარეებს შორის რთიერთობას. ხშირად დამოუკიდებელ მედიატორს

არ აქვს რომელიმე მხარესთან ისეთი ურთიერთობა, რაც მეორე მხარეს გარკვეულ

პრივილეგიას მიანიჭებდა. მედიატორი, როგორც წესი, მონაწილე მხარეებთან არ

არის სოციალური გარემოთი დაკავშირებული. ნეიტრალურობა ასევე ნიშნავს

იმას, რომ მედიატორი რომელიმე მხარისგან არ ელის მოგებასა თუ კომპენსაციას

მისთვის სასარგებლო შედეგის მიღების სანაცვლოდ.

ადამიანები დამოუკიდებელ მედიატორს მიმართავენ მოლაპარაკებებში

112Moore, Christopher W.; The mediation process; 3rd edition; Jossey-Bass San Francisco; 2003; p.52-53; 113Moore, Christopher W.; The mediation process; 3rd edition; Jossey-Bass San Francisco; 2003; p. 53-54;

Page 147: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

148

პროცედურული დახმარების მიზნით. მათ არ სჭირდებათ შუამავალი, რომელიც

მხოლოდ ერთი მხარის ინტერესებს იცავს.

მიუკერძოებლობა და ნეიტრალურობა სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მედიატორს

არ უნდა გააჩნდეს პირადი შეხედულება სასურველ შედეგთან დაკავშირებით,

ასევე გარკვეულ სიმპატიას გრძნობდეს რომელიმე მხარის მიმართ. არავინ

შეიძლება იყოს აბსოლუტურად მიუკერძოებელი.

ნეიტრალურობა და მიუკერძოებლობა ხაზს უსვამს იმას, რომ მედიატორს უნდა

შეეძლოს პროცესისა და მხარეების მიმართ პირადი დამოკიდებულება გამიჯნოს

თავისი ვალდებულებებისაგან და ორიენტირებული იყოს დაეხმაროს მხარეებს

შეთანხმების მიღწევაში რომელიმე მათგანისთვის უპირატესობის მინიჭების

გარეშე.

შუამავლის მიუკერძოებლობისა და ნეიტრალურობის უმთავრესი საზომი არის

მხარეთა შეფასება– მხარეები უნდა მიიჩნევდენ მედიატორს საკმარისად

ნეიტრალურ და მიუკერძოებელ პიროვნებად იმისათვის, რათა მიანდონ

თავიანთი საქმე.

y) ინტერესთა კონფლიქტის არიდება

ნეიტრალურობის პრინციპი მჭიდრო კავშირშია ინტერესთა კონფლიქტთან. აქ

წამოიწევა საკითხი, თუ რამდენად ნეიტრალური უნდა იყოს მედიატორი

მხარეების, მათი ადვოკატების ან წარმომადგენლების მიმართ. ეთიკის დილემა

დგას მაშინაც, როცა ერთ-ერთი მხარე ყოფილი პარტნიორი ან კლიენტია,

მიუხედავად მათი დამოკიდებულებისა დავის საგანთან. კიდევ უფრო მეტი

პრობლემა შეიძლება წარმოიშვას, თუ მედიატორი პროცესის ერთ-ერთ მონაწილეს

უწევს იურიდიულ ან ფსიქოლოგიურ მომსახურებას. მცირერიცხოვან

საზოგადოებებში, სადაც მედიატორი შეიძლება საზოგადოების დიდ ნაწილს

იცნობდეს, ამგვარი შეზღუდვების დაწესება შეაფერხებს მედიაციის პრაქტიკის

განვითარებას.

პროფესიული ეთიკის ერთ-ერთ პრინციპს წარმოადგენს, ინტერესთა

კონფლიქტის დაუშვებლობა. მედიაციის მრავალწლიანი პრაქტიკის შემდეგ

იქმნება სიტუაცია, როდესაც იურიდიული ფირმები და კერძო მედიატორები

ვეღარ ახერხებენ თავიანთი წარმომადგენლობითი ფუნქციის განხორციელებას,

მათ მიერ მედიაციის პროცესებში მონაწილებოს გამო.

Page 148: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

149

თუ მედიაციის პროცესი მხარეთა შეთანხმების გარეშე დასრულდება და ამის

შემდეგ მხარეს სურს საქმე აწარმოოს სასამართლოში ან არბიტრაჟში მას ან/და

მეორე მხარეს ერთმევა უფლება თავისი უფლების დაცვის მიზნით

წარმომადგენლად იყოლიოს ის მედიატორი, რომელიც მათ მედიაციის პროცესს

წარმართავდა.

აღნიშნული სავსებით მისაღები და სამართლიანია, რადგან მხარეები უფრო

მეტად დაცულები იქნებიან. მათ შეეძლებათ გაამჟღავნონ ისეთი ინფორმაცია,

რომელიც შეთანხმებისთვის არსებითია. შესაბამისად, მათ არ უნდა ჰქონდეთ

იმის შიში, რომ შესაძლოა მეორე მხარემ და მედიატორმა მედიაციის პროცესის

შედეგად მიღებული ინფორმაცია ურთიერთშეთანხმებით გამოიყენონ

სასამართლო წარმოების დროს.

უმჯობესია საკანონმდებლო გზით შეიზღუდოს მედიატორის უფლებამოსილება-

საქმე აწარმოოს საამართლოში ან არბიტრაჟში, ადვოკატის სტატუსით მედიაციის

პროცესის ერთ-ერთი მხარის ინტერესებისთვის. ზოგიერთი ქვეყნის სამართალში

საინტერესოდაა გადაწყვეტილი საკითხი იმასთან დაკავშირებით შეუძლია, თუ

არა არბიტრს გახდეს მედიატორი მხარეთა შორის და პირიქით, შეუძლია, თუ არა

მედიატორს მონაწილეობა მიიღოს საარბიტრაჟო განხილვაში, არბიტრის

სტატუსით, იმ შემთხვევაში, თუ ის განსახილველ საქმეში მონაწილეობდა

მედიატორად. აღნიშნულთან დაკავშირებით მიდგომა ცალსახაა, იქიდან

გამომდინარე, რომ მედიაციის პროცესში ერთ-ერთი უპირატესი პრინციპი

კონფიდენციალურობის პრინციპია, მხარეთა ინტერესების სრულყოფილად დაცვა

იმ შემთხვევაში მიიღწევა, თუ მედიატორი დავის შეთანხმების

დაუსრულებლობის შემთხვევაში მონაწილეობას აღარ მიიღებს იმავე დავის

სასამართლო ან/და საარბიტრაჟო განხილვაში. აქედან გამომდინარე, არბიტრს

შეუძლია იყოს მედიატორი იმ საქმეზე, რომელზედაც ის იყო არბიტრი და

პირიქით, არ შეიძლება მედიატორი იყოს არბიტრი იმ საქმეში, სადაც ის

მედიატორის სტატუსით წარმართავდა მოლაპარაკების პროცესს.114

მედიატორის მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის იდეას ყველა არ ეთანხმება.

მაგალითად აქვს თუ არა უფლება მედიატორს, რომელიც განქორწინებულია,

მონაწილეობა მიიღოს განქორწინების საქმეში, როგორც მედიატორმა? რა ვადით

უნდა აეკრძალას უფლება ამგვარი დავაში მონაწილეობის მიღებაზე? ამის

114dawvrilebiT amis Sesaxeb ixileT: Francis, Gurry; confidentiality in mediation, WIPO conference

on mediation, Geneva, march 29, 1996, organized by the WIPO arbitration and mediation center, Geneva,

1996, p. 41.

Page 149: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

150

მსგავსად თუ მედიატორი თავადაც გამხდარა ავტო ავარიის მონაწილე რა ვადით

უნდა შეიკავოს თავი ასეთ დავაში მედიატორად მონაწილეობაზე? არსებობს

მუდმივი დებატები მედიატორის ობიექტურობის შესახებ, რასაც ვერ ვიტყვით ამ

საკითხის მომწესრიგებელ გაიდლაინებზე.

z) კონფიდენციალურობა

წლების განმავლობაში მიიჩნევა, რომ მედიაციის პროცესში ნებისმიერ

ინფორმაცია კონფიდენციალურია. თუმცა მას შემდეგ რაც მედიაცია უფრო

პოპულარული გახდა ხშირად გახმაურდება ხოლმე საქმის დეტალები. ეს

პრობლემა წარმოქმნის საკითხის სამართლებრივი რეგულირების საჭიროებას.

სხვადასხვა ინსტანციაში კონფიდენციალობა დაცულია სასამართლოს წესებითა

და სტატუტებით. კონფიდენციალობასთან დაკავშირებით აუცილებელია

არსებობდეს იძულების მექანიზმი მის დასაცავად.

ეთიკის კოდექსების უმეტესობაში დიდი ყურადღება ეთმობა (is painted with a

broad brush) კონფიდენციალობის საკითხს. თუმცა ამ მიდგომასაც ჰყავს

მოწინააღმდეგეები.

aa) თვითგამოხატვა მედიაციის პროცესში

მხარეთა თვითგამოხატვა მედიაციის პროცესის ერთ-ერთი ძირითადი და

მნიშვნელოვანი ელემენტია. თვითგამოხატვას მოიცავს მედიაციის პროცესის ორი

განსხვავებული, მაგრამ ერთმანეთთან დაკავშირებული კომპონენტები. პირველი

ორიენტირებულია პროცესზე, მაშინ როცა მეორესთვის მნიშვნელოვანია შედეგი.

აღნიშნული საკითხი დებატების საგანი იყო „შეფასებითი“ (evaluative) და “ხელის

შემწყობი“ (facilitative) მედიაციის ტიპებთან მიმართებაში. ექსპერტთა

უმრავლესობა თანხმდება, რომ მედიატორმა მედიაციის პროცესის დასაწყისშივე

უნდა გაუმხილოს მხარეებს პროცესისადმი მიდგომის მეთოდები. ამას გარდა,

მედიატორის პირდაპირობა გავლენას ახდენს მხარეთა თვით გამოხატვის

ხარისხზე. მედიაციაში მედიატორის პირდაპირობის რამდენიმე განსხვავებულ

ელემენტს გამოყოფენ. პირველი დაკავშირებულია პროცესთან და განსაზღვრავს,

რამდენად აქეზებს მედიატორი მხარეებს, რომ გააგრძელონ პროცესი. უფრო

მეტიც, ზოგიერთი სახის მედიაციაში პროცესს წინასწარ განსაზღვრული რთული

სტრუქტურა აქვს და მედიატორი ერთადერთია, ვინც აკონტროლებს დღის

წესრიგს (პროცესის სტრუქტურის დაცვას). ზოგიერთ შემთხვევაში, მხარეებს

პროცესის კონტროლის მეტი საშუალება აქვთ. მათ შეუძლიათ თავად

Page 150: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

151

გადაწყვიტონ როდის ესაუბრონ მხოლოდ მედიაოტრს, მეორე მხარის გარეშე

(caucus).

მეორე კომპონენტი ორიენტირებულია შედეგზე-შეთანხმების მიღწევაზე.

ზოგიერთ შემთხვევაში მედიატორები აძალებენ მხარეებს შეთანხმების მიღწევას,

მაგრამ არ კარნახობენ, როგორი უნდა იყოს შეთანხმება. სხვა შემთხვევებში

მედიატორები ცდილობენ მხარეებს მიაწოდონ საბოლოო შეთანხმების

სავარაუდო სურათი.

მედიატორთა განსხვავებული მიდგომების მიუხედავად, მხარები უნდა იყვნენ

საკმაო დოზით ინფორმირებული იმისათვის, რომ მიაღწიონ საბოლოო და

ნამდვილ შეთანხმებას.

მედიაციის პროცესში სირთულეებს ქმნის, როდესაც მხარეები წარმოდგენილნი

არ არიან ადვოკატებით, ან საქმეში გარკვეული სხვა პირების მიერ. ასეთ დროს,

რთულია ზუსტად განისაზღვროს მედიატორის მოვალეობა-უზრუნველყოს, რომ

მხარეები ფლობენ საკმარის ინფორმაციას დავის მოგვარების შესაძლო

ვარიანტებთან დაკავშირებით. ამ შემთხვევაში მინიმუმ ორი ეთიკური

ვალდებულება უპირისპირდება ერთმანეთს: მედიატორის ნეიტრალურობის

ვალდებულება და ვალდებულება მიღწეულ იქნეს სამართლიანი შეთანხმება

სრული ინფორმირების საფუძველზე.

თუკი მედიატორი არის ის, ვინც მხარეებს აძლევს თვითგამოხატვის საშუალებას,

მაშინ მიზანშეწონილია დავასკვნათ, რომ მედიატორმა უნდა უზრუნველყოს ისიც,

რომ გადაწყვეტილება მიღებული იყოს მხარეთა სრული ინფორმირების

პირობებში. ხშირად აღნიშნული ინფორმაცია სამართლებრივი ბუნებისაა. ამ

საკითხთან დაკავშირებით ისმის კითხვა: ვინ უნდა მიაწოდოს მხარეებს ეს

ინფორმცია? რამდენად ეთიკურია, რომ მედიატორმა მხარეებს მიაწოდოს

გამოტოვებული ინფორმაცია ან რჩევა, (იქნება ეს სამართლებრივი, ფინანსური

თუ ტექნიკური ხასიათის) სხვა საკითხია, რამდენად კვალიფიციური ან

განათლებული უნდა იყოს მედიატორი იმ სფეროში რასთან დაკავშირებითაც

მხარეებს მიაწოდებს ინფორმაციას.

ბევრს მიაჩნია, რომ მას შემდეგ, რაც მედიატორი მხარეს მიაწოდებს ინფორმაციას

ან მისცემს რჩევას, მისი როლი ადვოკატის ფუნქციის მსგავსი ხდება. ზოგიერთი

მედიატორი ჯერ კიდევ აწვდის მხარეებს სამართლებრივ ინფორმაციას. სხვანი

მედიატორის როლს არ ხედავენ ამ ფუნქციის შესრულებაში. უფრო მეტიც,

მიაჩნიათ, რომ მხარისათვის რჩევის მიცემა არაეთიკურია, რადგან აღნიშნული

საკითხი ჯერ დასარეგულირებელია და არ არსებობს ცალსახა მიდგომა.

Page 151: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

152

გონივრული გამოსავალი შემდეგნაირი იქნება: მედიატორმა არ უნდა გააგრძელოს

მედიაციის პროცესი, როდესაც მიხვდება, რომ ერთ-ერთ მხარეს არ აქვს საკმარისი

ცოდნა საბოლოო შედეგთან დაკავშირებით.

bb) პროცესის ხარისხი

მხარის თვითგამოხატვა, მედიატორის ნეიტრალურობა და პროფესიონალური

რჩევის მიცემა პირდაპირაა დაკავშირებული მედიაციის პროცესის ხარისხთან.

აღნიშნული ფაქტორები გავლენას ახდენენ მედიატორის როლზე. მედიაციის

პროცესის ხარისხი ასევე დაამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ არის

წარმართული პროცესი.

მედიატორმა პროცესი გულმოდგინედ უნდა წარმართოს. „პროცედურული

პატიოსნება“ ერთ-ერთი ფაქტორია, რაც უზრუნველყოფს მედიაციის პროცესის

ხარისხიანობას. სტანდარტების შემოღება მიმართულია მედიატორისათვის

საზღვრების დაწესებისა და მხარეებისათვის მოლოდინის შექმნისაკენ.

ზოგიერთი კრიტიკოსის აზრით, მედიაციაში არ არსებობს ხარისხის

უზრუნველყოფის მექანიზმები. თუმცა ეთიკური რეგულაციების ძალაში შესვლა

დაეხმარება პროცედურებისა და პრაქტიკის სტანდარტიზაციას და შესაბამისად

უზრუნველყოფს პროცესის დაცულობას.

cc) მედიატორის პროფესიული რჩევა

მედიატორის უნარი მიაწოდოს მხარეს პროფესიული რჩევა მჭიდროდაა

დაკავშირებული პროცესისადმი მიდგომის (დამოკიდებულების) იმ სახესთან,

რომელსაც მედიატორი იყენებს. მედიატორის ტაქტიკა და სტრატეგიები ძალიან

განსხვავებულია იმის მიხედვით, მედიატორმა აირჩია “შეფასებითი” (evaluative)

თუ „ხელშეწყობითი“ (facilitative) მეთოდი. მეცნიერთა და პრაქტიკოსთა

უმეტესობა მიიჩნევს, რომ მიუხედავად მედიაციის სტილისა, მკაფიო ხაზების

გავლებაა საჭირო იმისათვის, რომ მედიაცია დაცული იყოს, როგორც დავის

ალტერნატიული გადაწყვეტის ცალკე და გასხვავებული მეთოდი.

ნებისმიერ შემთხვევაში, მედიატორმა პროცესის დაწყებამდე უნდა გასცეს

ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა მედიატორის

კვალიფიკაცია და პროცესისადმი მიდგომის მის მიერ შერჩეული სტილი.

აღნიშნულ მოთხოვნას შეიცავს თითქმის ყველა ეთიკის კოდექსი.

Page 152: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

153

dd) პროცესისა და მისი „ატრიბუტების“ დაცვა

უმნიშვნელოვანესია, რომ მედიაციის პროცესი წარიმართოს პატიოსნად,

პროფესიონალურად და მხარეთა თვითგამოხატვის პრიცნიპის დაცვით.

მედიატორის ვალდებულება უნდა იყოს, რომ უზრუნველყოს პროცესში ჩართულ

პირთა ზოგადი წარმოდგენა მედიაციის პროცესის ბუნების შესახებ. კერძოდ,

მხარე უნდა იყოს ინფორმირებული პროცესის და მისი საზღვრების შესახებ, ასევე

საკუთარი უფლებების შესახებ, ჰყავდეს ადვოკატი, წარმომადგენელი მედიაციის

პროცესში. ეთიკური სტანდარტების არსებობა ხელს უწყობს, რომ

უზრუნველყოფილი იყოს მედიატორის პასუხისმგებლობა და თავიდან იქნეს

აცილებული პროცესის ბოროტად გამოყენება.

ამას გარდა, პროცესის დაცულობა ეხმიანება ისეთ საკითხს, როგორიცაა

მედიატორის ქცევა მედიაციის გარეთ, მაგალითად: შეიძლება არსებობდეს

ეთიკური მოთხოვნა, რომ მედიატორი არ უნდა იყოს ნასამართლევი. მედიაციაზე,

როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ მეთოდზე, მოთხოვნა იზრდება,

ამიტომ ხარისხის კონტროლის საკითხი და მედიატორის პასუხისმგებლობა

იქნება საჯარო ინტერესის მნიშვნელოვანი საგანი.

ee) მედიატორის ანაზღაურება

მედიატორის ანაზღაურების საკითხი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესია

მედიატორთა ეთიკისათვის. საერთო მოთხოვნა და კრიტერიუმი რასაც უყენებენ

მედიატორებს არის ის, რომ ანაზღაურება უნდა იყოს გონივრული.

ერთსულოვნებაა ასევე წარმატების ანაზღაურების აკრძალვასთან (ე.წ.

‘’ბონუსთან’’) დაკავშირებით. ეს აკრძალვა ეფუძნება იმ დაშვებას, რომ

მედიატორს არ შეიძლება ჰქონდეს ინტერესი საქმის შედეგებთან

დაკავშირებით.“115

IV. მედიაციის ხარჯები

A. მედიაცია, როგორც რესურსების დაზოგვის საშუალება

115Kimberlee, K. Kovach; Mediation, “Thomson West”, 2003, P. 223-235.

Page 153: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

154

1. სასამართლოს განსაკუთრებულად დიდი ხარჯების

მაგალითები მსოფლიო პრაქტიკაში116

ანგლო-ამერიკულ სამართლებრივ სივრცეში სამართალწარმოების ხარჯები

შედგება რამდენმე ელემენტისგან: 1. ადვოკატის ხარჯები; 2 სასამრთლოხარჯები:

(ექსპერტი, მოწმე ა.შ.) 3.ოპონენტის ხარჯები; მაგალითად: ინგლისში წაგებული

მხარე ვალდებულია გადაიხადოს მოგებული მხარის ხარჯებიც. ეს ხარჯები

შეფასებითია და მერყეობს მთლიანი ხარჯის 60%-დან 90% მდე. 117

აშშ–ში, კალიფორნიის შტატში, მხარის სასამართლო ხარჯ ისაშუალოდ 500-დან

1500 აშშ დოლარამდე მერყეობს, რასაც ემატება ადვოკატის მომსახურების

ხარჯები. საბოლოო ჯამში, წაგებული მხარის ფინანსური ზარალი დაახლოებით

350,000-დან 400,000 აშშ დოლარამდემერყეობს.

ზემოაღნიშნულთან კონტრასტში, მედიაციის პროცესის ერთი სამუშაო დღის

საფასური 2 000აშშ დოლარს აღწევს, მედიაციის უმეტესობა კი ორ ან სამ დღეზე

მეტ ხანს არ გრძელდება. (ჯამში - 6000 აშშ დოლარი). თუ გავითვალიწინებთ

იმასაც, რომ მხარეები ხშირად იყოფენ მედიაციის ხარჯებს თანაბრად, თითოეულ

მხარეს 3000 აშშ დოლარის გადახდა უწევს.

ამავე შტატის კანონმდებლობით, როდესაც სასამართლო გადასცემს საქმეს

მედიატორს, მოხალისე მედიატორები მუშაობენ ანაზღაურების გარეშე ან

მინიმალური ფასის სანაცვლოდ. სხვა შემთხვევაში, თუმხარეები ითხოვენ

პროფესიონალ მედიატორს, ისინი, როგორც უკვე აღინიშნა, იხდიან დაახლოებით

2000 აშშ დოლარს და ყველანაირ ხარჯებს (გარდა ადვოკატისა) ინაწილებენ

თანაბრად.118

ff) ფინანსური დანახარჯები

აშშ-ში ჩატარებული კვლევები ერთმნიშვნელოვნად ადასტურებენ სასამართლო

116 სამუშაო ჯგუფისათვის ცნობილი არ არის კვლევა ან სტატისტიკური მონაცემები, რაც

საქართველოში სასამართლო ხარჯების კონკრეტულ ციფრებში გამოსახვის ილუსტრაცია

იქნებოდა. ამიტომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმების ციტირება აქ საჭიროდ აღარ

ჩავთვალეთ, ვინაიდან საზოგადოების დაინტერესებული ნაწილისათვის (იურისტები

ბიზნესმენები, აკადემიური წრეები და ა.შ.) ის ისედაც ცნობილია, ან ადვილად ხელმისაწვდომია. 117 http://www.mondaq.com/x/176714/Trials+Appeals+Compensation/The+Cost+Of+Litigating+In+England

+And+Wales[16.12.2012] 118 http://law.freeadvice.com/litigation/mediation/mediation_cost.htm[22.11.2012]

Page 154: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

155

ხარჯების განსაკუთრებულ ზრდას და მის არაადეკვატურობას სავარაუდო

შედეგთან მიმართებაში.

კალიფორნიის შტატში ჩატარებული ერთ-ერთი კვლევისას (2004წ) შეისწავლეს 5

სასამრთლოსთან დაკავშირებული მედიაციის პროგრამა, რომელიც მოქმედებდა

კალიფორნიის სასამართლო სისტემაში 2000-დან 2003 წლამდე. იმ მოდავეთა

საქმეებზე, რომლებიც მედიაციით მოგვარდა დაიზოგა გასაწევი ხარჯების 61%-

68%.

ორეგონის შტატის იუსტიციის დეპარტამენტის კვლევით (2001წ) მოხდა

სასამრთლოხარჯების შესწავლა სხვადასხვა სახის დავაზე. სახელმწიფოს

საშუალო ხარჯი საქმეზე გამოდიოდა 60,557 აშშ დოლარი. ხოლო მედიაციის

პროცესს დაქვემდებარებულ საქმეზე კი- 9,537 აშშ დოლარი.

საავტორო უფლების დარღვევასთან დაკავშირებულ საქმეებზე მედიაცის ხარჯი

50%-75%-ით ნაკლებია.

მშენებლობასთან დაკავშირებული საქმეები იძლევიან 90%-იანი დანაზოგის

გაკეთების შესაძლებლობას.

განქორწინების მედიაციაზე მხარეებმა დახარჯეს- 83%-ით ნაკლები ვიდრე

სასამართლოში დახარჯავდნენ.

gg) დრო

შტატ ნებრასკაში ჩატარებული კვლევის (2006წ) დროს მედიაციის ყოველი

პროცესის შემდგომ მხარეები ავსებდნენ შეფასების ფორმას, სადაც აღნიშნავდნენ

მედიაციის პროცესის სხვადასხვა ასპექტებს. საშუალო დროის

დანაზოგიაღმოჩნდა 94,84 საათი.

ნორთვესტერნის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის კვლევის მიხედვით,

არბიტრაჟი საშუალოდ გრძელდება 500 დღემდე, მედიაცია 1-დან 50 დღემდე,

აღარაფერს ვამბობთ სასამართლო პროცესებზე. მედიაცია იძლევა პრობლემის

სწრაფი, კონკრეტული და ძირფესვიანი გადაწყვეტის საშუალებას, რაც შეიძლება

გაგრძელდეს წლობით, ის შეიძლება გადაწყდეს რამდენიმე კვირაში. არ არის

მტკიცებულებების წარმოდგენის, გამოკვლევების ეტაპი. საჭიროა მინიმალური

სამართლებრივია რგუმენტები, ასევე აშკარაა პროცედურული დროის სხვაობა

სამართალწარმოებასა და მედიაციას შორის, რაც დიდი უპირატესობაა

ბიზნესისთვის.

Page 155: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

156

2. ‘’სასამართლოს უპირატესობის’’ სტერეოტიპი

საერთაშორისო არბიტრაჟის ასოციაციაცია სხვადასხვა სახელმწიფოებში მოქმედ

მედიაციის ცენტრებს აერთიანებს. ასოციაციის კვლევები აჩვენებს, რომ მედიაციი

სდადებითი მხარეების მიუხედავად პრაქტიკოსი იურისტების დიდი ნაწილი

მაინც სასამართლოს ირჩევს, რადგან ‘’ეს ისაა, რაც კლიენტს უნდა’’, ან ‘’ეს ის გზაა,

რომელიც კარგად ვიცით’’, ან მათივე გამოუცდელობიდან გამომდინარე ‘’ეს

ერთადერთი საშუალებაა’’. 119

‘’სასამართლოს უპირატესობის’’ სტერეოტიპის მცდარობა პრაქტიკული

მაგალითებით საკმაოდ იოლად დასტურდება:

კონტრაქტი დაიდო დიდ ბრიტანეთში და შესრულდა შუა აღმოსავლეთში.

მხარეები იყვნენ ესპანური წარმომავლობის კონსულტანტი, რომელიც

ცხოვრობდა გერმანიაში და ლონდონში დაფუძნებული საერთაშორისო

საკონსულტაციო კომპანია. მათ შორის წარმოიშვა დავა, ისინი მიიჩნევდნენ, რომ

მათმა პარტნიორებმა დაარღვიეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული

ვალდებულებები. კონსულტანტმა შეიტანა სარჩელი ლონდონის სასამართლოში

15 000 ფუნტის დაკისრების და ხელშეკრულების დარღვევით გამოწვეული ზიანის

ანაზღაურების მოთხოვნით. სასამართლოს რჩევით მოსარჩელემ მიმართა ერთ-

ერთ მედიაციის მომწოდებელს. როგორც საქმის პროცესში გაირკვა მხარეებმა არ

იცოდნენ ერთმანეთის მოლოდინები. დაახლოებით 185 000 ფუნტის სხვაობა იყო

მათ შორის, ასევე, არ უთითებდნენ ერთსადაიმავე დოკუმანტაციაზე.

საკონსულტაციო კომპანიას არ უნდოდა სასამართლო პროცესი გამართულიყო

ესპანეთში ან გერმანიაში. ასევე არ იყო დარწმუნებული შესაძლო იურიდიული

გავლენებისა პროცესზე, რომელიც წარიმართებოდა უელსის და ინგლისის

სამართლის რეგულირებების მიღმა. კონსულტანტს ჰყავდა იტალიელი ადვოკატი,

რომელიც არ იცნობდა დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობას, თუ პროცესი

გაიმართებოდა კონსულტანტი უნდა გამოცხადებულიყო პროცესზე.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, არც ერთ მხარეს არ აძლევდა ხელს რისკის,

ჩახლართულობის, ზარალისა და ხარჯის გამოწვევა, რაც სამართალწარმოებასთან

იყო დაკავშირებული. მხარეები შეთანხმდნენ და ამისთვის დასჭირდათ 1 საათზე

ნაკლები. შეთანხმება მოხდა ონლიან კონფერენციის საშუალებით ისე, რომ

119 http://www.arbitration-adr.org/network/AIA%20European%20Mediation%20Network_Booklet.pdf

[15.12.2012]

Page 156: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

157

თავიანთი ადგილმდებარეობის დატოვებაც კი არ დასჭირდათ. მათ გააკეთეს

მაქსიმალური დანაზოგი ხარჯებში, დროში და პოტენციური

ბიზნესურთიერთობის შანსიც დაიტოვეს.120

კიდევ ერთ-ერთი მაგალითი მედიაციის ეროვნული დახმარების ცენტრიდან

(National Mediation Helpline) აჩვენებს, თუ როგორ შეიძლება სამართალწარმოების

ხარჯები გაიზარდოს.

საქმე - Egan v Motor Services (Bath) Ltd [2007] EWCA Civ 1002 მოიცავდა Audi TT 3.2

litre V6-ის შეძენას, რომელსაც ჰქონდა მკვეთრად გამოხატული დეფექტი.

მიუხედავად იმისა, რომ ამ დეფექტის გამოსწორების მრავალი მცდელობა

არსებობდა, მყიდველი მაინც უკმაყოფილო რჩებოდა. მხარეების პოზიციები

გამოიკვეთა და მოსმენები დაინიშნა. დავის საფასური საკმაოდ მცირე - 6,000

ფუნტი იყო, მხარეებმა კი საქმის წარმოებისას დახარჯეს დაახლოებით 100,000

ფუნტი.

3. მედიაცია VS არბიტრაჟი.

მსოფლიო ვაჭრობის ინტერნაციონალიზაცია და მზარდი სირთულე მოითხოვს

ეფექტურ კონფლიქტის მენეჯმენტს საერთაშორისო ბიზნესში. იმ

კომპანიებისთვის, რომლებიც განსხვავებულ სამართლებრივ სისტემებში

არსებობენ, კომერციული დავების გადასაწყვეტა და არბიტრაჟი ფუნდამეტურ

სერვისად იქცა. ეს ინსტიტუტი ასრულებს თითქმის იმავე ფუნქციას, რასაც

ადგილობრივ დონეზე სასამართლო. 121 საარბიტრაჟო სამართალწარმოების

მონაწილეებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხარჯებისა და ვადების

სიმცირე, კონფიდენციალურობა და ა.შ.122 ხარჯები, როგორც წესი, სასამართლო

ხარჯებზე მეტი არ არის. ამას განაპირობებს სასამართლოსთან შედარებით

პროცესის მოკლე ხანგრძლივობა - არბიტრაჟში წარმომადგენლობის ნაკლები

ხარჯები. თანხის დაზოგვაზე დადებითად აისახება აპელაციის დაუშვებლობის

ფაქტორიც. შესაბამისად, არ ხდება სასამართლო ინსტანციებში დამატებითი

იურიდული მომსახურებისა და ბაჟის საფასურის გადახდა.

საარბიტრაჟო ინსტიტუტების ხარჯები ძირითადად ითვლება დავის საგნის

ღირებულების პროპორციულად, თუმცა ყოველთვის არი სგანსაზღვრული

120 http://www.arbitration-

adr.org/network/AIA%20European%20Mediation%20Network_Booklet.pdf.[16.12.2012] 121Buhring-uhle Christian., Kirchof Lars., Scherer Matthias., Arbitration and Mediation in International

Business, second edition, 2006, 332 122 T. J. Stipanowich, Arbitration: The “New Litigation”, 2010, 4;

Page 157: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

158

მაქსიმალური თანხის ლიმიტი და მერყეობს დავის განმხილველი

ორგანიზაციების მიხედვით.

საერთაშორისო სავაჭრო პალატას, სავარაუდოდ, ყველაზე მაღალი ტარიფები აქვს.

მაგალითად: თუ დავის საგნის ღირებულება 800 მილიონია, ადმინისტრაციული

გადასახადის ჩათვლით 91 300 აშშ დოლარს წარმოადგენს .123

WIPO-სმონაცემებით, 2.5 და 10 მილიონამდე ღირებულების დავაზე

ადმინისტრირების თანხის დიდი ოდენობით დაზოგვას განაპირობებს

არბიტრაჟსა და სასამართლო წარმოებას შორის არსებული პროცესუალური

სხვაობა. გაწელილი პროცესები ხელს უშლის ახალი ინიციატივების

განხორციელებას. შესაბამისად, არ ეწყობა პოტენციური ბიზნეს-ურთიერთობები,

ვინაიდან მხარეები ხარჯავენ უფრო მეტ დროს დავაზე, ვიდრე თავიანთ

კომერციულ საქმიანობაზე. 124 მიუხედავად არბიტრაჟის გარკვეული

უპირატესობებისა სამართაწარმოებაზე, მედიციის საშუალებით დაზოგილი

რესურსების მოცულობა უფრო ეფექტურად გამოიყურება.

4. მედიაციის უპირატესობა არბიტრაჟთან მიმართებით

მედიაციას აქვს შემდეგი უპირატესობები არბიტრაჟთან შედარებით:

1.ღირებულება. პროცედურების ღირებულება, როგორც წესი, გაცილებით

ნაკლებია, ვიდრე არბიტრაჟში.

ასევე, ცალკე აღსანიშნავია დავის საგნის ღირებულება. შესაძლოა დავის საგნის

ღირებულება იმდენად მცირე იყოს, რომ მისი არბიტრაჟისთვის წარდგენა

ფინანსურად აზარალებდეს მხარეს.

2. სისწრაფე. მედიაციის პროცესზე შეთანხმების შემდგომ, პროცესი რამდენიმე

დღეს გრძელდება, ქართული კანონმდებლობით, სასამართლო მედიაციის

შემთხვევაში არაუმეტეს 90 დღისა.125 გარდა ამისა, არბიტრებისგან განსხვავებით,

მედიატორებს შეუძლიათ, იქცნენ არა მარტო დავის მომგვარებლებად, არამედ

,ახალი გარიგების ხელშემწყობებად (ე.წ. deal maker). მათ შეუძლიათ განაპირობონ

123Buhring-uhle Christian., Kirchof Lars., Scherer Matthias., Arbitration and Mediation in International

Business, second edition, 2006,92 124 http://www.insidecounsel.com/2012/04/19/litigation-arbitration-v-litigation?t=litigation[24.11.2012]

125 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 1875

Page 158: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

159

ემოციური რესურის დაზოგვაც. მედიატორები ეხმარებიან მხარეებს, თავიდან

აიცილონ ორი სახის ‘’ჩავარდნა’’. კერძოდ, თუ მხარეები მისდევენ წინასწარ

არჩეულ სტრატეგიას, შესაძლოა, მათთვის მომგებიანი შეთანხმება უარყონ ან

თუნდაც, მორიგდნენ, მაგრამ ფინანსური თვალსაზრისით თავისდა საზიანოდ.126

აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ საარბიტრაჟო წარმოებასთან დაკავშირებული

ხარჯები შეიძლება აღემატებოდეს სასამართლო ხარჯებს.

5. მედიაცია საოჯახო დავებში: პროცესის ხარჯები და

ხანგრძლივობა127

hh) მედიაცია, როგორც მატერიალური და არამატერიალური

რესურების დაზოგვის საშუალება განქორწინებისას

ფინანსური დანახარჯები. მხარეები, რომლებიც სასამრთლოს ამჯობინებენ და

ამავდროულად, ცხოვრობენ ისეთ მეგაპოლისებში, როგორებიცაა ჩიკაგო, ლოს–

ანჟელესი, ნიუ იორკი, მზად უნდა იყვნენ, გაიღონ დაახლოებით 60 000$. გარდა

ამისა, სამართალწარმოებამ შეიძლება გამოიწვიოს მათ შორის უფრო დიდი

კონფლიქტი, რასაც თავისთავად ხარჯების გაზრდაც მოჰყვება. მედიაცია იძლევა

საშუალებას, დავა მოგვარდეს 3000$ ის ხარჯით. შეასაბამისად, გამოდის, რომ

ფინანსური რესურსი იზოგება დაახლოებით 57 000$ ოდენობით თითოეულ

შემთხვევაზე.

საქმის აღძვრა სასამართლოში მოითხოვს შესაბამის ხარჯებს და შესაძლოა

გაგრძელდეს თვეები. არაპირდაპირი ხარჯების გარდა იქმნება დროის

დანახარჯიც: სასამართლო დოკუმენტების კითხვა, ადვოკატებთან კონსულტაცია,

სასამართლო პროცესებზე დასწრება. ზემოაღნიშნულთან კონტრასტში, მედიაცია

დროში შეზღუდულია, რაც ხარჯების შეზღუდულობასაც ნიშნავს. NFM-ის მიერ

გამართული მედიაციის პროცესებიდან 2/3, როგორც წესი, წარმატებულად

მთავრდება. პოტენციური ხარჯების დანაზოგი აღემატება სამართალწარმოების

ხარჯებს.

126 Huber-Trachte Wendy E.,Huber K. Stephen.,second edition ,2007, 422 127 საოჯახო მედიაციის ხარჯების ცალკე განხილვა განპირობებულია იმით, რომ ამ დროს

მედიაციას აქვს შეხება საზოგადოების თითქმის ყველა ფენის წარმომადგენელთან მათი

მატერიალური, ინტელექტუალური, ასაკობრივი თუ სხვა ცენზის მიუხედავად.

Page 159: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

160

დროის ფაქტორი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ წყვილი შეთანხმებულად მოქმედებს,

პროცესი დაახლოებით 18 თვე მაინც იწელება. ამ დროის განმავლობაში ოჯახის

წევრები, თითქოს ერთ წრეზე მოძრაობენ და ვერ გადადიან ცხოვრების შემდეგ

ეტაპზე. მეორე მხრივ, მედიაციის საშუალებით საქმის მოგვარება შესაძლებელია

რამდენიმე საათში ან კვირაში, ანუ მხარეები თვითონ აკონტოლებენ დროს.

შრომის ნაყოფიერების (პროდუქტიულობის) როგორც რესურსის, დაზოგვა.

განქორწინება სამუშაო ადგილთან უშუალოდ დაკავშირებული არაა, თუმცა,

ზოგადად, კონფლიქტი, მიუხედევად იმისა თუ სად წარმოიქმნება, უარყოფითად

მოქმედებს პირის შრომის ნაყოფიერებაზე. პროცესის თარიღებმა და

ადვოკატებთან განუწყვეტელმა კონსულტაციებმა შეიძლება ძალიან

მნიშვნელოვანი საქმიანი შეხვედრები შეიწიროს. სტრესი, თავის მხრივ, იწვევს

უყურადღებობასა და ქმედუნარიანობის დაქვეითებას სამსახურში. მედიაციის

შედეგად დავის ეფექტური გადაწყვეტა მინიმალურ გავლენას ახდენს შრომის

ნაყოფიერებაზე.

ემოციური რესურსის დაზოგვა. განქორწინება აღიარებულია 5 ცხოვრებისეულ

სტრესს შორის ერთ-ერთად. ეს არის გამოცდილება, რომელიც თვითკონტროლს

ასუსტებს, რასაც, თავის მხრივ, დიდ ემოციურ დანახარჯებამდე მივყავართ.

სამართალწარმოება უფრო ამძაფრებს სტრესს. კერძოდ, ადვოკატები და თვითონ

სასამართლო პროცესი ხდება დამატებითი სტრესის წყარო. მედიაციის

შემთხვევაში სტრესი მცირდება. ყურადღება კონცენტირირებულია

შეთანხმებებზე (არა აქვს მნიშვნელობა, რა მოცულობის) და თითოეული მხარის

ემოციური მდგომარეობა უმჯობესდება. შესაბამისად, პროცესიც და პროცესის

შედეგიც ამცირებს ემოციურ დანახარჯებს.

ჯანმრთელობის რესურსის დაზოგვა. სტრესი წარმოადგენს მნიშვნელოვან

პრობლემას, ვინაიდან უარყოფითად აისახება პირის ჯანმრთელობასა და

ცხოვრების ხარისხზე. არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომელთა

ჯანმრთელობაც რისკის ქვეშაა ისეთი დაავადებების გამო, როგორებიცაა: გულის

დაავადებები, დიაბეტი, ჰიპერტონია და ა.შ. აქედან გამომდინარე განქორწინებას,

რომელიც სასამართლო პროცესით წარიმართება, შეიძლება, სასამართლო

გადაწყვეტილების გარდა, ჰქონდეს სხვა თანმდევი შედეგებიც. მედიაცია არა

მარტო ამცირებს სტრესს პროცესის მინდინარეობისას, არამედ ამცირებს

კონფლიქტების შედეგად სტრესის მიღების შესაძლობლობას მომავალშიც.128

128 http://cfrmediation.com/mediation-savings-cost-of-divorce/[6.12.2012]

Page 160: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

161

ii) საოჯახო მედიაცია, პროცესის ხარჯები და ხანგრძლივობა

საერთაშორისო არბიტრაჟის ასოციაცია (AIA) მედიაციის უპირატესობას ერთერთი

საოჯახო დავის მაგალითზე წარმოაჩენს.

ესპანური მედიაციის ცენტრის ADIMER -ის მედიატორს მოუწია პროცესის

გამართვა განქორწინებასთან დაკავშირებით, მხარეები იყვნენ ფრანგები, საქმე

ეხებოდა ბავშვსაც, რაც იმას ნიშნავს, რომ მედიატორისათვის მედიაციის პროცესი

იოლი არ იქნებოდა, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მედიატორი

ესპანურენოვანი იყო. მხარეები ცხოვრობდნენ ესპანეთში და იცოდნენ ენა ძალიან

დაბალ დონეზე. მედიატორი უხსნიდა პროცედურას ესპანურად, ხოლო

პროცესის განმავლობაში მხარეები საუბრობდნენ ფრანგულად. მედიაცია

წარმატებულად დასრულდა, რაც, იმაზე მიუთითებს, რომ ლინგვისტური

ბარიერის მიუხედავად პროცესი კარგად წარიმართა.129

რა შედეგი დადგებოდა საქმე რომ წასულიყო სამართალწარმოების გზით? არ

დაიზოგებოდა შემდეგი რესურსები: რა თქმა უნდა ფინანსური რესურსი:

აუცილებელი იქნებოდა ორენოვანი ადვოკატის მოძებნა. (მხარესთან

ურთიერთობა უნდა ჰქონოდა ფრანგულად და სასამართლოში ესპანურად).

თარჯიმნის ხარჯები, ზოგადად სასამრთლო ხარჯები. მეორე: დროის ფაქტორი -

ერთი მხარე მიდიოდა საფრანგეთში და მასთან ბავშვი დროგამოშვებით უნდა

ჩასულიყო, შესაბამისად, რაც შეიძლება მოკლედ დროში უნდა გადაწყვეტილიყო

დავა რომ არც მხარე დაზარალებულიყო და არც ბავშვი. გასათვალისწინებელია

ემოციური ფაქტორიც, ამ შემთხევაში ბავშვის ფსიქიკაზე ცუდად იმოქმედებდა

ხანგრძლივი სასამართლო პროცესი და მშობლების უთანხმოება, რაც თავის მხრივ

მშობლებზეც აისახებოდა.

საოჯახო მედიაციის კიდვ ერთი პროვაიდერის, ‘’ეროვნული საოჯახო მედიაციის’’

(National Family Mediation NFM), მიხედვით, მედიაციის პროცესი შედარებით

უფრო ნაკლებ ხარჯებთანაა დაკავშირებული ვიდრე სამართალწარმოება,

შესაბამისად, მას დავის გადაწყვეტისთვის ნაკლები დრო სჭირდება. მხარეებს

აქვთ შესაძლებლობა, ჩაერთონ კონსტრუქციულ დისკუსიებში დავის ადრეულ

ეტაპზე, სანამ სამართლებრივი ხარჯები გაიზრდება.

129 http://www.arbitration-

adr.org/network/AIA%20European%20Mediation%20Network_Booklet.pdf.[16.12.2012]

Page 161: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

162

NFM-ის მედიაციის საფასური გამოითვლება მოსარჩელის, მოპასუხის

შემოსავალზე დაყრდნობით, ასევე, დავის, მისი ადგილმდებარეობისა და დროის

ხანგრძლივობის გათვალისწინებით, რომელიც ამ დავის მოსაგვარებლად არის

საჭირო. თუ პროცესში ჩართულია ერთზე მეტი მოსარჩელე ან/და მოპასუხე,

მედიაციის პროცესის ხანგრძლივობა შეიძლება გაიზარდოს. იმ შემთხვევაში, თუ

პირი სოციალური დაცვით სარგებლობს, მას უფლება აქვს, მედიაციისთვის

გონივრული ხარჯების გაწევა მოითხოვოს. 130 შესაძლოა, რომ მსგავსი დათქმა

ქართული კნონმდელობითაც იქნას გათვალისწინებული, თუმცა, რა მიიჩნევა

„გონივრულ ხარჯად“, შესაძლოა, სადაო გახდეს).

jj) საოჯახო მედიაცია VS სამართალწარმოება

Richard P Hendry სერტიფიცირებული მედიატორი და განქორწინების პროცესის

ფინანსური მენეჯერია ჯორჯიის შტატის კანონმდებლობით გათვალისწინებული

რეგულირებების მიხედვით. მას წარმოდგენილი აქვს დავის განხილვის, როგორც

მედიაციის, ასევე, სამართალწარმოების საშუალებით, ჰიპოთეტური

ილუსტრაცია:

- მედიაციის ხარჯები, თუ მედიატორის საათობრივი ანაზღაურებაა 150 აშშ

დოლარი:

1. გაცნობა, 1,5 საათი - $225;

2. ინფორმაციის მოგროვება, 3 საათი - $450;

3. ‘’Framing’’, 3 საათი - $450;

4. მოლაპარაკების წარმოება, 4 საათი - $600;

5. დასკვნა და შეთანხმების მომზადება, 4 საათი - $600.

მთლიანობაში მედიაციის საერთო თანხა შეადგენს $ 2,325 .

- სასამართლო ხარჯები იმ შემთხვევისთვის, როდესაც მხარეები

კეთილგანწყობილნი არიან და სურთ მორიგება:

1. ადვოკატების კონსულტაცია - $1,500 ;

2. უძრავი ქონების შეფასება ‘’Real Estate Appraisal’’- $400;

3. ბაჟზე კონსულტაცია - $200;

4. ხელმოწერების სხდომა(Signature Session) - $200;

5. განქორწინება - $1,000;

6. სასამართლოში სარჩელის შეტანის საფასური - $300.

მთლიანობაში სასამართლოს ხარჯები შეადგენს $ 3,600

130 http://www.nfm.org.uk/what-else-do-i-need-to-know/costs-and-time[18.12.2012]

Page 162: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

163

თუ შევაჯამებთ მედიაციისა და სასამართლოში სარჩელის აღძვრის ხარჯებს,

საბოლოო თანხა შეადგეს $ 5,925 შეჯიბრებითობის პრინციპზე დაფუძნებული

სამართალწარმოების ხარჯები:

1. ორი ადვოკატი, თითოეულის საათობრი ანაზღაურება - საშუალოდ $350.

2. მომზადება და სარჩელის შეტანამდე პროცესი, 15 საათი - $10,500;

3. სარჩელის შეტანა - $300;

4. პირველი მოსმენისთვის მომზადება და დასწრება, 12 საათი - $8,400;

5. მტკიცებულებები, 40 საათი - $28,000;

6. ხარჯები (დამატებითი ხარჯები სასარჩელო საბუთებისთვის,

მოწმეთათვის, ექსპერტებისთვის) - $10,000;

7. სასამართლო პროცესის წინარე შეხვედრები და მომზადებები, 30 საათი -

$21,000;

8. მორიგება, 10 საათი - $7,000;

9. შეთანხმების მომზადება, 10 საათი - $7,000.

ამ შემთხვევაში ხარჯი მთლიანობაში შეადგენს $ 92,200131

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ნათელია, რომ საოჯახო დავებში მედიაცია

ზოგავს როგორც წყვილის ფინანსურ რესურს, ასევე, დროსა და ენერგიას.

6. რატომ ირჩევენ მედიაციას?

ბიზნესი ირჩევს მედიაციის პროცესს რადგან ამით მიიღწევა ხარჯების შემცირება

და სასურველი გადაწყვეტილება. ბიზნესი ამჯობინებს მედიაციას რესურსების

ხარჯვას სასამართლოს წინარე ეტაპზე და თვითონ სასამართლო პროცესებზე,

ასევე ტაქტიკების შემუშავებაზე. უფრო მეტიც, ბიზნეს-სუბიექტები მედიაციის ან

კერძო არბიტრაჟის დათქმებსაც აკეთებენ ხელშეკრულებებში. 1997 წლის

გამოკითხვაში რომელშიც მონაწილეობდა შეერთებული შტატების 1000

უმსხილესი კორპორაცია, გამოიკვეთა რომ რესპოდენტებიდან 90% მიიჩნევდა

ADR-ს ხარჯების მაკონტროლირებელ ტექნიკად და 54%–მა განაცხადა რომ

ხარჯები იყო მთავარი მიზეზი, რის გამოც აირჩიეს დავის ალტერანტიული

131

http://www.raymondjames.com/AdvisorSitesFiles/PublicSites/hja/files/Mediation_vs_Litigation_Expenses.

pdf[19.12.2012]

Page 163: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

164

გაადაწყვეტის საშუალება. 13%–მა დაზოგა 1 მილიონზე მეტი ADR-ის

გამოყენებით. სამართალწარმოების პროცესში შეფერხებები ჩვეულებრივი

მოვლენაა. საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად უმრავლეს შემთხვევაში

სამოქალაქო საქმეებზე სასამართლოებს 5 წელი სჭირდებათ. ამერიკელების 80%

ამბობს, რომ სასამართლოში საქმეები დროულად არ წყდება.

მედიაცია, ისევე როგორც არბიტრაჟი, ზოგავს ბიზნესის დროს და ფულს, თან ისე,

რომ გავლენა აქვს აკონტროლოს საბოლოო შედეგი.132

მედიაციის უპირატესობა, სამართალწარმოებასთან შედარებით, გამოიხატება

არამარტო ფასებთან მიმართებაში, არამედ პროცესისა და შედეგის ხარისხში.

საქმის წარმოების ხარჯები მცირდება სხვადასხვა შემთხვევებში. უპირველეს

ყოვლისა, მედიაციის პროცედურები მნიშვნელოვანწილად ამცირებს დროის

დანაკარგს. საშუალო ხანგრძლივობის ბიზნეს–მედიაციის პროცესი გრძელდება

ერთიდან სამ დღემდე, რაც, თავის მხრივ, ფინანსური რესურსის შთამბეჭდავი

დაზოგვის საშუალებას იძლევა. მედიაციისა თუ არბიტრაჟის პროცესი ხანმოკლეა

და მონაწილეთა შეზღუდულ რაოდენობას ითვალისწინებს: მხარეების

წარმომადგენლობა იურისტის ან იურისტების მცირე გუნდის თანხლებით, რიგ

შემთხვევებში ექსპერტები, მოწმეები და ორი მედიატორიც კი.’’133

Harvard Negotiation Law Review (HNLR)-მ გამოაქვეყნა საინტერესო სტატია თუ

რატომ უნდა დანერგონ დავების მოსაგვარებლად მედიაცია ა.შ.შ-ს

კორპორაციებმა თავიანთ ბიზნეს გეგმებში.

პროფესიონალი მედიატორის, მაიკლ რობერტსის თქმით, სამართალწარმოება

კრიზისშია, სამართალწარმოებასთან ასოცირდება მაღალი ხარჯები და დროის

გაწელვა და ხდის მას დავების გადაწყვეტის არაპრაქტიკულ საშუალებად. უკვე

აღარ არის უჩვეულო, რომ ადვოკატის ხარჯები, ექსპერტის, მოწმის ხარჯები და

სხვა ხარჯები ხშირად აღემატება დავის საგნის ღირებულებას. მხარეები უფრო

ხშირად აღმოაჩენენ ხოლმე რომ უფრო მეტს ხარჯავენ შეჯიბრებითობაზე, ვიდრე

დავის გადაწყვეტაზე. სარჩელების ყოველწლიური ზრდა მეტყველებს იმაზე, რომ

მხარეებს და მათ ადვოკატებს არ აქვთ სურვილი და უნარი, ეფექტურად

გამოიყენონ მოლაპარაკება დავების გადასაწყვეტად. თანამედროვე

სამართლებრივი სისტემა ეჭვქვეშ აყენებს დავების მოგვარებას ადრეულ ეტაპზე,

შესაბამისად, საზოგადოება დავების გადაწყვეტის უფრო ეფექტურ და ახალ

132 http://www.adrforum.com/users/naf/resources/GeneralCommercialWP.pdf[17.12.2012] 133 Buhring-uhle Christian., Kirchof Lars., Scherer Matthias., Arbitration and Mediation in International

Business, second edition, 2006, 205

Page 164: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

165

მიდგომას ითხოვს. ეს ახალი მიდგომა არის მედიაცია. მომხმარებელთან,

დასაქმებულთან და სახელშეკრულებო დავების მოგვარებისთვის მედიაცია

ბიზნესის წარმომდაგენელთათვის მომგებიანი გამოდის სხვადასხვა რესურსის

დაზოგვის თვალსაზრისით. ამერიკული საარბიტრაჟო ასოციაციის კვლევით

85%–ზე მეტი მთლიანი რაოდენობის დავებისა დამთავრდა მორიგებით.

ამერიკის საარბიტრაჟო ასოციაციის (AAA) 2003 წლის კვლევით დადგინდა, რომ

ნამდვილად არსებობს ბიზნესისთვის მედიაცია, როგორც ღირებულება,

შედარებით ნაკლები ხარჯის, ხელმისაწვდომობის, სისწრაფის გამო. რაც

მთავარია, ის ალტერანტივაა სამართლებრივ სისტემასთან მიმართებით.

უკანასკნელ წლებში ბევრმა კომპანიამ აღიარა მედიაციის ფასი და დანერგა

პროგრამები, რომელთა საშუალებითაც ისარგებლებდა მედიაციით. ბევრმა

კომპანიამ დანერგა კონფლიქტის მენეჯმენტის პროგრამა ან კორპორაციული ADR

პროგრამები. ზოგმა ექსკლუზიურად დანერგა უშუალოდ მედიაციის პროგრამები.

მაგალითად, ბევრმა მულტინაციონალურმა კორპორაციამ Bank Of America Corp.,

General Mills Inc., Phillip Morris USA, The Coca-Cola Co., Bell South Corporation, and

the United Parcel Service of America Inc დავის გადაწყვეტის ინტიტუტCPR Institute

for Dispute Resolution,– თან ერთად შეათანხმა, რომ გამოიყენებდა

სამართალწარმოების ნაცვლად მედიაციას, რათა მოეგვარებინა დავები,

რომლებიც გამომდინარეობდა კონკრეტული ხასიათს დავებიდან. Cornell

University-ის კვლევით 1,000 ამერიკული კორპორაციიდან 87% გამოკითხულებისა

ამჯობინებს მედიაციას. 19%მა განაცხადა, რომ ისინი იყენებენ მედიაციას ხშირად,

30%მა თქვა, რომ იშვიათად, 43% მა კი განაცხადა, რომ არარეგულარულად. ეს

ნიშნავს რომ 73%-მა 92% დან დანერგა თავის ბიზნეს გეგმაში მედიაციის

პრაქტიკა რაღაც დონეზე მაინც.

ბრიტანეთის წამყვანი კომპანიებიც წინ იწევენ მედიაციის დანერგვის საქმეში.

2007 წელს ევროპული იურიდიული კომპანიის Herbert Smith LLP–ს მიერ

წარმოებული კვლევის შედეგად გაირკვა, რომ დიდი ბრიტანეთის წამყვანი

კომპანიების 20% –მა უკვე გადახედა თავისი ADR–ის პოლიტიკას. კვლევამ აჩვენა

რომ 21 წამყვანი კომპანია Shell, Royal Bank of Scotland, Merrill Lynch, KPMG, Zurich,

UBS and GE–ის ჩათვლით აქცენტირებულნი არიან უფრო ADR– ზე ვიდრე

ტრადიციულ სამართალწარმოებაზე და ახდენენ დავის ალტერანატიულად

გადაწყვეტის კულტურის დანერგვას თავიანთი კონფლიქტის მართვის

პროცედურებში.

უფრო კონკრეტულად, მედიაცია ყველაზე პოპულარული დავის გადაწყვეტის

მეთოდია. რესპოდენტების 55%-ს გამოუყენებია მედიაცია არანაკლებ 4 საქმეზე 12

Page 165: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

166

თვის მანძილზე. ბიზნეს მედიაციის პროგრამების გამოყენება ძალიან ეფექტურად

უბრუნდებათ, ანუ კარგ შედეგს იღებენ. მაგალითად Toro Company–მ, განაცხადა

რომ, 1994 წლიდან არ ყოფილა ჩართული სასამართლო პროცესში და არც

მტკიცებულებების წარდგენა არ დასჭირვებია, რადგან ის აქტიურად იყენებდა

მედიაციის მიდგომას კონფლიქტის მენეჯმენტში. სანამ დანერგავდა ADR-ს მისი

სასამართლო ხარჯი საშუალოდ იყო 47,200 დოლარზე მეტი. 1980-იან წლებში ამ

კომპანიას უწევდა სასამართლოსთვის მზადება წლიურად 6–8ჯერ და აქედან

იგებდა საქმეების 82 %-ს მიუხედავად ამისა, თითო საქმე საშუალოდ 68,400

დოლარი უჯდებოდა.

მედიაციის პროგრამის იმპლმენტირების შემდეგ, 1992-დან 2000 წლამდე

დაახლოებით 905 დავა გადაწყდა/ საშუალოდ 20,250 დოლარის ხარჯით და 95%

ამ დავებისა მოგვარდა 4 თვეში.

მეორე მნიშვნელოვანი სარგებელი რაც მიიღო ამ კომპანიამ იყო შესაძლებლობა

დაეგეგმა, გაეწერა ბიუჯეტში სამართლებრივი ხარჯები წინასწარ. არ არსებობს ad

hoc ხარჯები, რადგან კომპანია უხდის თავის მედიაციის მრჩეველს წლის

დასაწყისში იმის გათვალისწინებით, რამდენი საქმე შეიძლება გამოჩნდეს წლის

პერიოდში. ანუ, კომპანიას ხელთ აქვს მეტი კონტროლი ვიდრე ექნებოდა

სამართალწარმოებისას. ’’ჩვენ შეგვიძლია ვაკონტროლოთ ჩვენი ფულადი

რესურსი, ჩვენი დასაქმებულების დრო და ჩვენი დოკუმენტები’’. ეს არ არის

ერთადერთი კომპანია, რომელმაც წარატებულად დანერგა ე.წ. in-house ADR

პროგრამა.

ფინანსური სერვისების კომპანიამ Wells Fargo მოდიფიცირება გაუკეთა

დეპოზიტის და საბარათე ხელშეკრულებებს (deposit and bank-card contracts) რათა

შეექმნა მექანიზმი მედიაციიის გამოყენებისთვის მომხმარებლებთან დავებში.

1992 წლის ზაფხულში, Wells Fargo–მ ამცნო ბანკის მომხმარებლებს, რომ მათ

შეუძლიათ შეავსონ საჩივრები 25,000 ან მეტი ოდენობის დავასთან დაკავშირებით

კომპანიაში მრავალმხრივი დავის გადაწყვეტის პროგრამა მოიცავს

კეთილსინდისიერების პრინციპზე დაფუძნებულ მოლაპარაკებას, მედიაციას და

დავის გართულების შემთხვევაში არბიტრაჟს. მიუხედავად იმისა, რომ ხარჯების

ზუსტი დანაზოგის გამოთვლა რთულია Wells Fargo ადვოკატებმა დაადგინეს,

რომ მედიაციაზე დათქმები პოზიტიურად აისახება ბანკის მილიონობით

მომხმარებელზე.

U.S. Postal Service–მა დაადგინა ე.წ in-house ADR პროგრამა, რომელიც ეხებოდა

შრომითი ურთიერთობებდიან გამომდინარე დავებს. მედიაციის პროგრამას

Page 166: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

167

დაერქვა REDRESS®, რომელიც აღნიშნავს “Resolve Employment Disputes, Reach

Equitable Solutions Swiftly.” მისი მიზანი იყო შეეთავაზებინა მედიაცია

დასაქმებულებისთვის, როგორც ალტერნატივა ტრადიციულ თანაბარი

დასაქმების შესაძლებლობასთან დაკავშირებულ საჩივარზე ( traditional Equal

Employment Opportunity (EEO) complaint process).

REDRESS მედიაციის პროგრამა არის ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი კონფლიქტის

გადაწყვეტის პროგრამა და მან მოიპოვა მსოფლო აღიარება ADR–ის

საზოგადოებისგან და პოზიტიური შეფასება დასაქმებულებისგან, ასევე მათი

წარმომადგენლებისგან, რომლებიც მონაწილეობდნენ დავის ალტერნატიული

გადაწყვეტის პროცესში.

The USPS–მა განავითარა და მხარი დაუჭირა თავის დასაქმებულებს, რომ

გამოეყენებინათ REDRESS რადგან, “როდესაც მოდავე მხარეებს ეძლევათ

შესაძლებლობა მიიღონ მონაწილეობა ტრანსფორმაციული მედიაციის პროცესში

ისინი არამარტო უკეთ იაზრებენ დავის არსს, არამედ ერთმანეთთან

ურთიერთობის უნარებს განავითარებენ.’’

დავები მცირდება, როდესაც კომუნიკაცია უმჯობესდება, ეს კი, - რა თქმა უნდა,

ხელს უწყობს სამუშაო ადგილზე დასაქმებულთა რესურსების დაზოგვას, როგორც

ფინანსური, ასევე ემოციური, შრომითი ნაყოფიერების ამაღლებას.

ტრანსფორმაციული მედიაცია USPS – ის მედიაციის მოდელია, რომელიც აძლევს

საშუალებას დასაქმებულსა და საფოსტო სერვისს (Postal Service)–ს გახსნილად

განიხილონ საჩივარი და ფოკუსირება გააკეთონ იმაზე, რაც მხარეებს ჰგონიათ,

რომ მნიშვნელოვანია. პროცესი წარიმართება ისე, რომ შრომითი ურთიერთობა

მხარეებს შორის მოგვარდეს.

Pam Zuczek, Postal Service –ს ის ხელმძღვანელმა REDRESS მედიაციის

პროგარმის EEO ADR კოორდინატორმა ნიუ იორკში განაცხადა, რომ 1999 წელს

ნიუ იორკში ჰქონდათ 10,998 საჩივარი, 2000 წელს ეს რიცხვი შემცირდა 2,000

საქმით. იმ წელს the REDRES–ის პროგრამას მორიგების 80%-იანი მაჩვენებელი

ჰქონდა. REDRESS–ის საქმეებიდან, 6,089 მედიაციის მაგიდასთან დამთავრდა

მორიგებით და 1,674 შეწყდა.

Air Products and Chemicals, Inc. ეფექტურად იყენებს მედიაციას. პროცედურა

ითვალისწინებს მხარეებს მოუწოდოს შეთანხმდნენ წინასწარ, რათა წარმართონ

მედიაცია და მტკიცებულებების წარდგენის ეტაპზე ფოკუსირდნენ ADR–ზე,

Page 167: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

168

სანამ კომპანიის წინააღმდეგ შეიტანენ სარჩელს. Air Products, Inc.-ს მუდმივად

ჰყავს 2 მედიატორი ერთ-ერთი ექსპერტია კონკრეტულ საქმეში, ხოლო მეორე

ზოგადად სპეციალიზირებულია მედიაციის პროცესის წარმართვაზე. ეს მიდგომა

ითვალისწინებს in-house დავის მომგვარებელ გუნდს, რომლიც მოქმედებს

ერთდროულად „საგარეო გუნდთან’’ ერთად. მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში,

რომ გარე გუნდის ადვოკატები ამზადებენ საფუძველს მედიაციისთვის, მაგრამ არ

წყვეტენ სასამრთლოსთვის მოსამზადებელ პროცესს. სხვა სიტყვებით რომ

ვთქვათ, გარეშე გუნდი არის უსაფრთხოების გარანტი მედიაციის პროცესის

ჩავარდნის შემთხვევაში. მედიაციის პროცესებს ზოგადად ესწრებიან უფრო

მეტად ბიზნესმენები, ვიდრე იურისტები. ეს მიდგომა ემსახურება თავის მხრივ

სამართლებრივი მიდგომის თავიდან აცილებასა და გართულებულ

მოლაპარაკების პროცესს.

Air Products, Inc-ის შედეგები, რომელიც ჩანს მისი მედიაციის პროცესებიდან,

არის ძალიან დადებითი და იმ შემთხვევაშიც, თუ დავის მოგვარება არ მოხდება

იმწამიერად, თვითონ პროცესი ამცირებს მნიშვნელოვანი და სადაო საკითხების

ნუსხას, რაც იძლევა იმის სამართალწარმოების ხარჯების კონტროლის

საშუალებას.

მოქნილობა და ადაპტირებულობა ეხმარება კომპანიას შეინარჩუნოს

გრძელვადიანი ურთიერთობები. Air Products, Inc.-ისთვის ფორმალური

მტკიცებულებების ეტაპის და წინასასამართლო პროცედურების აცილება აძლევს

კომპანიას საშუალებას დასახოს დავის გადაწყვეტის გეგმა. ამასთანავე, მედიაციის

დათქმის კონტრაქტში ჩართვით თავიდან იცილებს საწყის ხარჯს და მიდის

მედიაციაზე პირდაპირ მეორე მხარესთან ერთად.

American Express-ს მედიაციასთან მიმართებით განსხვავებული მიდგომებით

გამოირჩევა. აღნიშნული კომპანია ფლობს გამოცდილი მედიატორების

სიას. იურიდიული სამსახურის უფროსი Stuart Alderoty ამტკიცებს, რომ მისი

კომპანიის გადმოსახედიდან, როდესაც მედიატორში ორივე მხარე

დარწმუნებულია, არსებობს არჩეული მედიატორის ფსიქოლოგიური გავლენა,

რადგან ის ეხმარება მხარეებს რიცხვობრივად გამოსახონ ზიანი, ეს გავლენა კი -

პოზოტიურად მოქმედებს მხარეებზე. ამ კომპანიისგან განსხვავებით

მედიატორების არჩევით მედიაციის პროცესს არ იწყებს კომპანია Johnson &

Johnson, არამედ ირჩევს ადვოკატებს საერთო ადვოკატთა სიიდან. აღნიშნული

ადვოკატები მედიაციაში არიან თავდაჯერებულნი და მათ შეუძლიათ დავის

ალტერნატიული გადაწყვეტის კონცეფცია გაატარონ დავის წარმოებისას.

Page 168: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

169

ეს მცირე ჩამონათვალია იმ კომპანიებისა, რომლებმაც აღმოაჩინეს მედიაციის

პროგრამის დანერგვის უპირატესობა, ან მინიმუმ მოახდინეს მედიაციის

პოლიტიკის გატარება თავიანთ ბიზნეს გეგმებში. ბევრმა კომპანიამ თვალნათლივ

იგრძნო ხარჯების შემცირება, ასევე, ისეთი სარგებელი, როგორიცაა

მომხმარებელთა ბაზის შენარჩუნება, კომპანიის მნიშვნელოვანი რესურსების

დაზოგვა და, ასევე, უფრო ეფექტური სამუშაო გარემოს შექმნა

დასაქმებულთათვის.134

საინტერესოა სტატისტიკა თანამედროვე მსოფლიოში მედიაციის ინსტიტუტის

ქმედუნარიანობის შესახებ. შეერთებული შტატების მართლმსაჯულების

სისტემაში მედიაციის ინსტიტუტი 60-იან წლებში განვითარდა და

ექსპერიმენტულ სახეს ატარებდა 135 შემდეგ კი - განვითარდა და რამდენიმე

ათეული წელია საკმაოდ ეფექტურად მოქმედებს. FINRA (financial industry

regulatory authority)-ს მიხედვით 2010 წელს მედიაციის 615 საქმიდან 83%

დასრულდა წარმატებით, 2011 წელს - 515დან 80%, ხოლო 2012 წლის მონაცემით -

539-დან 79%.136

ირლანდიურმა კომერციული მედიაციის ასოციაციამ ჩაატარა კვლევა, თუ

რამდენად წარმატებულად მთვარდება მედიაციის პროცესი შეერთებულ

შტატებში. კვლევის მიხედვით, 1.ამერიკის საარბიტრაჟო ასოციაცია American

Arbitration Association-ის მიერ განიხლული დავების 70-85-% მთავრდება

წარმატებულად. მედიაციის კვლევისა და განვითარების პროექტის (Mediation

Research and Education Project (Northwestern University Law School) მიხედვით 23.5

წლიანი პერიოდის განმავლობაში დავების 86% მოგვარდა წარმატებულად. 3.

თანაბარი დასაქმების შესაძლებლობების კომისია(Equal Employment Opportunity

Commission) - 52% 4. ფედერალური Federal Circuit Court Patent Cases (2007) 42%. 5.

საშუალოდ სასამართლო მედიაციები (2008): 50%.

B. მედიაცია ევროპის ქვეყნებში: პროცესის ხარჯები და

ხანგრძლივობა

134 http://www.hnlr.org/2009/03/us-corporations-should-implement-in-house-mediation-programs-into-

their-business-plans-to-resolve-disputes/[18.12.2012] 135 Kovach K. Kovach, Mediation in a nut shell, second edition, 2010,22. 136

http://www.finra.org/ArbitrationAndMediation/FINRADisputeResolution/AdditionalResources/Statistics/[

05.10.2012]

Page 169: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

170

1. ბულგარეთი

ბულგარეთის კანონმდებლობა მედიაციასთან დაკავშირებულ ფინანსურ

საკითხებს საკმაოდ დეტალურად არგულირებს. იუსტიციის სამინისტრო აწესებს

გარკვეულ თანხას როგორც მედიატორებისთვის მედიატორთა საერთო სიაში

დასარეგიტრირებლად, ასევე, მედიატორების სატრენინგო ორგანიზაციებისთვის,

რათა მათ განახორციელონ თავიანთი საქმიანობა. მედიაციის პროცესის ტარიფი

განსაზღვრულია მინისტრთა საბჭოს მიერ. პროცესის ინიციატორები, როგორც

წესი, მხარეები არიან. პროცესის დაწყებად მიიჩნევა თარიღი, როდესაც მხარეები

შეთანხმდებიან მედიაციაზე, ასეთის არარსებობის შემთხვევაში კი დღე, როდესაც

მხარები შეხვდებიან მედიატორს.

ხანდაზმულობის ვადა არ აითვლება, როდესაც მედიაციის პროცესი

მიმდინარეობს. მიუხედავად იმისა, რომ განსაზღვრულია მედიაციის დაწყების

თარიღის გამოთვლის წესი, ხანდაზმულობის ვადასთან დაკავშირებული ორი

მნიშვნელოვანი საკითხი არაა გათვალისწინებული. პირველ რიგში, არ არსებობს

ნორმები, რომლებიც მედიაციის დასრულების თარიღს განსაზღვრავენ.

იმისათვის, რომ მედიაციის პროცესში მხარეები დაცულნი იყვნენ, კანონის

მიხედვით, პროცესი უნდა შეწყდეს 6 თვეში (art. 15, par.1, item 6 of the Mediation

Act). 6 თვეში ხანდაზმულობის ვადა გაგრძელდება. დროის ასეთი განსაზღვრა

ეხმარება მხარეებს, თავიდან აიცილონ ერთმანეთის მხრიდან მედიაციის

ბოროტად გამოყენება დავის გაჭიანურების მიზნებისთვის.

რაც შეეხება სტატისტიკას, სოფიას სასამართლოსთან არსებული დავის

მოგვარების ცენტრის მონაცემებით, მედიაციის სესიები იმართება

ყოველდღიურად. საქმეების 1/3-ზე მეტი წარმატებით სრულდება. მედიაცის

პროცესის საშუალო ხანგრძლივობა 2 სესიაა, თითოეულის ხანგრძლივობა, თავის

მხრივ, - 2 საათი. შესაბამისად, ნათელია, რომ მხარეები, ისევე როგორც

სასამართლო, შესამჩნევად ზოგავენ დროს. აღსანიშნავია, რომ მორიგების

შემთხვევაში მოსარჩელეს უბრუნდება ბაჟის 50%.137

2. საბერძნეთი

მედიატორის საათობრივი ანაზღაურების ტარიფი განისაზღვრება იუსტიციის

სამინისტროს მიერ. თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან, თითოეული

137 http://mediation-

net.eu/index.php?option=com_content&view=article&id=24:prurdedbbg&catid=6:bulgaria&Itemid=43&la

ng=en[8.12.2012]

Page 170: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

171

მხარე იხდის მედიატორის საფასურის ნახევარს და მთლიანად ანაზღაურებს

საკუთარი ადვოკატის ხარჯებს.138

3. იტალია

მედიაციის დოკუმენტები, შეთანხმებები გათავისუფლებულია ყველანაირი

გადასახადისგან (მოსაკრებლისგან) მხარეებს უწესდებათ საგადასახადო შეღავათი

500$ იმ შემთხვევაში, თუ მედიაცია წარმატებით დასრულდება, ხოლო $250-მდე -

თუ წარუმატებლად.

მედიაციის პროცესი 2012 წლის 21 მაისიდან 30 ივნისამდე ქვეყნის მასშტაბით 7–

ჯერ განხორციელდა, აღნიშნული იქნა 28%-იანი ცვლილება წინა თვესთან

შედარებით. აქედან 69% სავალდებულო, 29% ნებაყოფლობითი, 1% სასამართლო,

1% სახელშეკრულებო დათქმიდან გამომდინარე. რაც შეეხება საქმეებს,

რომლებზეც ყველაზე ხშირად იმართება მედიაცია: საკუთრების უფლებასთან,

იჯარის ხელშეკრულებასთან, სამედიცინო შეცდომიდან გამომდინარე დავები.

მედიაციის პროცესები სადაც დასწრება იყო აბსოლუტური- 27%, წარმატებული

მედიაციის საქმეები- 58%, ადვოკატთა წარმომადგენლობა- 80%.139

4. ფინეთი

არასასამართლო მედიაციის პროცესი რეგულირდება ფინეთის ადვოკატთა

ასოციაციის წესებით (the Finnish Bar Association). მედიატორი მხარეებს აცნობს

პრინციპებს, რომელთა მიხედვითაც გამოითვლება ხარჯები. იმ შემთხვევაში, თუ

ისინი (მხარეები) სხვაგვარად არ შეთანხმდნენ, თავად არიან პასუხისმგებლები

საკუთარ ხარჯებზე და მედიატორის საფასურს ინაწილებენ თანაბრად. . ფინეთში

მოქმედებს სამედიაციო დაწესებულებები და ადგილობრივი (რეგიონული)

დაწესებულებები (mediation offices and state provincial offices). სამედიაციო

ოფისები იღებენ განცხადებებს მედიაციის მოთხოვნის თაობაზე. თითოეული

დავა გადამისამართდება მოხალისე მედიატორთან, რომელსაც ირჩევს

პროფესიონალების ჯგუფი მედიაციის ოფისიდან. ოფისი ხელმძღვანელობს და

წარმართავს მედიატორებს თავიანთ საქმეში. ადგილობრივი ოფისები

138 http://mediation-net.eu/index.php?option=com_content&view=article&id=56:grece&catid=11:2012-05-

09-08-37-35&Itemid=43&lang=en[8.12.2012] 139 http://mediation-

net.eu/index.php?option=com_content&view=article&id=61:italy&catid=19:italy&Itemid=43&lang=en[8.1

2.2012]

Page 171: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

172

თანამშრომლობენ სამედიაციო ოფისებთან. ისინი უზრუნველყოფენ, რომ

მედიაციის სერვისი იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი. ხარჯებს ანაზღაურებენ

სახელმწიფო ფონდები. ხელმძღვანელობა და მეთვალყურეობა სისხლის და

სამოქალაქო სამართლის საქმეებში ხორციელდება სოციალური დაცვისა და

ჯანმრთელობის სამინისტროს მიერ.140

რაც შეეხება უშუალოდ სასამართლო მედიაციას, ხარჯები უფრო დაბალია,

ვიდრე სამართალწარმოებისას. მხარეები პასუხიმგებლები არიან მხოლოდ

თავიანთ ხარჯებზე და არ იხდიან ოპონენტისას. მედიატორად გვევლინება

მოსამართლე. თუ საქმე სპეციალურ ცოდნას მოითხოვს, საქმეში ერთვება

მედიატორის ასისტენტი, რომლის ხარჯებსაც მხარეები ინაწილებენ. საფასური

სასამართლო მედიაციისთვის თითქმის იგივეა, რაც ყველა სხვა საქმისთვის,

რომელსაც სასამართლო განიხილავს. სხვაობა მდგომარეობს მხოლოდ იმაში, რომ

მხარე არ იხდის თავისი ოპონენტის ხარჯებს.141

რაც შეეხება საოჯახო დავებს, როგორც წესი, მათი განხილვა უზრუნველყოფილია

მუნიციპალური საოჯახო მედიაციის საშუალებით. ეს უკანასკნელი ხარჯებთან

არაა დაკავშირებული და მედიატორების ‘’აყვანა’’ უზრუნველყოფილია

სოციალური დაცვის ოფისების მიერ.142

5. პოლონეთი

პოლონეთში მოქმედებს 331 მედიაციის ასოციაცია, 72 მედიაციის ცენტრი, 2,676

მედიატორი. იუსტიციის სამინისტროს აქვს ოფიციალური სტატისტიკა

საქმეებზე, რომლებიც სასამრთლოს მიერ გადაეცა მედიაციას 2006-2008 წლებში.

მთლიანობაში საქმეების ოდენობაა 4,068, აქედან სამოქალაქო დავები - 2,464,

კომერციული - 469, შრომითი ურთიერთობებიდან გამომდინარე დავები - 100,

საოჯახო - 69, არასრულწლოვნებთან დაკავშირებული საქმეები - 966.143

6. ავსტრია

140 http://info.stakes.fi/sovittelu/EN/index.htm[8.12.2012] 141

http://www.om.fi/en/Etusivu/Julkaisut/Esitteet/Riidansovittelutuomioistuimessa/pagename/esite/Tulosta8.

12.2012] 142

http://www.om.fi/en/Etusivu/Julkaisut/Esitteet/Perheasioidensovittelu/Mistasovitteluavoisaada[8.12.2012] 143 http://www.chadbourne.com/files/Publication/f113216c-8a28-4bfa-8f96-

01cb003e0bf2/Presentation/PublicationAttachment/28698749-c9f6-43e4-acdc-

72b8f6356007/Dispute%20Resolution%20Journal_Pieckowski%2012-033.pdf[8.12.2012]

Page 172: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

173

ავსტრიის სახელისუფლებო ორგანოები დიდ ყურადღებას უთმობენ დავების

მოგვარებას სასამართლოს გარეთ. მედიაციის გამოყენებადობა ნელ-ნელა

იზრდება, მაგალითად, სამეზობლო დავებში. კანონი, რომელიც სამეზობლო

ურთიერთობებს არეგულირებს, გამოყოფს რამდენიმე წინასასამართლო

მექანიზმს, რომელთა საშუალებითაც მხარეებმა უნდა სცადონ საქმის მოგვარება

სასამართლომდე.

ავსტრიის კერძო სამართლის პალატის ნოტარიატმა ჩამოაყალიბა სამომრიგებლო

გამგეობა - Conciliation Board, როგორც პირველი ინსტანცია. ნოტარიატის

შეხედულებით, სასამართლოს გარეშე დავის მოგვარება უფლებების დაცვის

სწრაფი, ნაკლებ ხარჯებთან დაკავშირებული გზაა, რომლის მეშვეობითაც

იზოგება ფული, ნერვები და დრო.144

C. მედიაციის ცენტრები, ე.წ. პროვაიდერები, სერვისის

ღირებულება და ხანგრძლივობა

დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ცენტრები მოქმედებენ როგორც ეროვნულ,

ასევე, საერთაშორისო დონეზე. მედიაციას, როგორც კომერციული დავის

გადაწყვეტის მომსახურებას, სხვადასხვა ცენტრი დაახლოებით ერთგვაროვანი

საფასურით სთავაზობს მხარეებს.

1. LCIA (The London Court of International Arbitration)

LCIA დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ერთერთი უძველესი ინსტიტუტია. ამ

ინსტიტუტის წესებით მედიაციის ხარჯები დაახლოებით ასე გამოიყურება:

რეგისტრაციის თანხა - 750 ევრო, ადმინისტრირების (მომსახურების) თანხა - 225

ევრო, მედიატორის საფასური - არაუმეტეს 450 ევროსი საათში (დამოკიდებულია

საქმის გარემოებებზე).145

144 http://www.notar.at/notar/en/home/infoservice/conciliation_board/[18.12.2012] 145 http://www.lcia.org/Dispute_Resolution_Services/LCIA_Mediation_Costs.aspx[22.112012]

Page 173: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

174

2. International Chamber of Commerce

ICC-ის (საერთაშორისო სავაჭრო პალატა) წესების თანახმად, თვით

ინსტიტუტისათვის გადასახდელი თანხის ოდენობა, მედიატორის მომსახურების

გარეშე შეადგენს დაახლოებით 3 000-დან 11 500 აშშ დოლარამდე. პროცესის

ხანგრძლივობა, რაც გულისხმობს მომზადების ანუ წინარესამედიაციო ეტაპს,

მაქსიმუმ 4 თვეა, უშუალოდ მედიაციის პროცესი (სესია) - საშუალოდ ერთი ან

ორი დღე.146

3. ADR group

ADR Group სხვადასხვა კატეგორიის მედიატორებს სთავაზობს მომხმარებელს A* ;

A ; B. ეს უკანასკნელი გულისხმობს მედიატორს, რომელსაც ჩატარებული აქვს 0-

10 მედიაციის პროცესი, A კატეგორია - 11–ზე მეტი პროცესი, A* კი აღნიშნავს

ძალიან გამოცდილ მედიატორს.

იმ შემთხვევაში, თუ სადაო საგნის ღირებულება 0–დან 15,000 ფუნტამდე

მერყეობს, თითოეული მხარე B კატეგორიის მედიატორისთვის იხდის 400 ფუნტს.

თუ სადაო საგნის ღირებულება 15,000 დან 50,000 ფუნტამდეა, B კატეგორიის

მედიატორის ანაზღაურებაა - 800 ფუნტი, A კატეგორიისა - 950 ფუნტი, 51,000-

დან 150,000-მდე დავის საგნის ღირებულებისას, B კატეგორიისა – 975 ფუნტი, A

კატეგორიისა – 1200 ფუნტი, 1 მილიონიდან – 3 მილიონამდე კი A – £2650, A* -

£3050. B კატეგორიის მედიატორს ასეთ დავაში არც კი სთავაზობენ მხარეებს.

თუ მედიაციის პროცესში გაირკვევა, რომ დავის ღირებულება მეტია

ცენტრისთვის მითითებულ ღირებულებაზე, მხარეს ეკისრება დამატებით თანხის

გადახდა. საფასურის გამოთვლის სტრუქტურა გათვლილია თითოეულ მხარეზე

და გათვალისწინებულია ორმხრივი დავისთვის. საფასური მოიცავს 8 საათიან

მედიაციასა და საქმის ადმინისტრირების ხარჯებს. დამატებითი დროის

საფასური მოქმედებს საათობრივი ანაზღაურების პრინციპით, კერძოდ, B

კატეგორია - საათი £250, A კატეგორია – £350, A* -£350.147

4. CEDR- (დავების ეფექტური გადაწყვეტის ცენტრი)

CEDR-ის მონაცემებით, მედიაციის უპირატესობა სამართალწარმოებასთან და

146 http://www.iccwbo.org/Products-and-Services/Arbitration-and-ADR/ADR/ADR-

Proceedings/Duration-of-ADR-Proceedings/[23.11.2012] 147 http://www.adrgroup.co.uk/images/library/files/commercial/Fee_Guide.pdf[10.12.2012]

Page 174: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

175

არბიტრაჟთან მიმართებით გამოიხატება შემდეგში:

1. წარმატებულობა (70% საქმეებისა, რომელიც გადაეცემა ცენტრს, სრულდება

მხარეთა შეთანხმებით);

2. სისწრაფე (მედიაციების უმრავლესობის ორგანიზება გრძელდება

რამდენიმე კვირას, ხოლო თვითონ პროცესი - მხოლოდ ერთ ან ორ დღეს).

3. ხარჯების ეფექტური დაზოგვა

CEDR–მა შეიმუშავა სერვისი - მედიაცია 125 სპეციალურად იმ დავებისთვის,

რომლებშიც დავის ღირებულება არ აღემატება 125,000 ფუნტსა და პროცესის

ხარჯების კონტროლი (მართვა) მნიშვნელოვანია. 75,000 ფუნტამდე დავის საგნის

ღირებულების შემთხვევაში ხარჯია 1,000 ფუნტი (£500 თითოეული მხარის),

75,001 დან 125,000-მდე - 2,000 ფუნტი. ხარჯები მოიცავს მედიაციის დროის

მაქსიმუმ 10 საათს. პროცესი იყოფა წინა სამედიაციო მომზადების პერიოდად და

მედიაციის პროცესად, სადაც უკვე მხარეეებიც არიან ჩართულნი. მათ ამ

შემთხვევაშიც შეუძლიათ, მოითხოვონ დამატებითი დრო მედიატორის

საათობრივი ანაზღაურების საფუძველზე. მედიაციის ადგილის უზრუნველყოფა

მედიაციის ცენტრის პრეროგატივაში არ შედის.148

CEDR-ის მონაცემებით, სარჩელი, რომელიც ეხებოდა დაუდევრობით ზიანის

მიყენებას, სასამართლოში ერთ-ერთმა კომპანიამ შეიტანა თავისი მრჩევლების

მიმართ. დავის ღირებულება შეადგენდა 10 მილიონ აშშ დოლარს, პროცესი

მიმდინარეობდა 2 წლის განმავლობაში. შემდეგ კი მხარეებს თავიანთმა

წარმომადგენლებმა ურჩიეს, ეცადათ მედიაცია. წინარე მოსამზადებელი ეტაპი 2

თვეს გაგრძელდა და მედიაციის პროცესი გაიმართა ლონდონში. ადვოკატების

მიერ მედიაციის სიღრმისეულმა გაგებამ გაადვილა მოლაპარაკებების წარმართვა,

გაზარდა წარმატების შანსები და მისცა ბიძგი მხარეებს, გამოეკვლიათ, როგორც

კომერციული, ასევე, წმინდა სამართლებრივი საკითხები. ორდღიანი მედიაციის

ბოლოს, მხარებმა მოაგვარეს დავა. ერთერთი მხარის თქმით, ყველაზე მთვარი

სარგებელი, რაც მან მედიაციით მიიღო, იყო ‘’ სწრაფი მოგვარება’’, შესაბამისად,

დროის რესურსისა და ფინანსური დანახარჯის (legal expenses) დაზოგვა,

დანაზოგი კი შეადგენდა დაახლოებით 250, 000 ფუნტს.149

CEDR–ის ბიზნეს-მედიაციის სტატისტიკა 2002/2003 წლებში ასეთია: მედიაციის

პროცესი გაიმართა 516 საქმეზე. წინა წლებთან შედარებით, გამოიკვეთა საქმეთა

ოდენობის 28%-იანი ზრდა და ასევე, ნებაყოფლობითი მედიაციის ზრდა 50%–ით.

148 http://www.cedr.com/solve/mediation/[10.12.2012] 149 http://www.cedr.com/solve/studies/?param=27[16.12.2012]

Page 175: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

176

როგორც წესი, დავის მოგვარება ძირითადად ერთ დღეშია შესაძლებელი.

სტატისტიკის მიხედვით, 95% ანუ 388 საქმე სწორედ ამ ვადაში მოგვარდა .

მედიაცია იმართება დავის 5 ყველაზე დიდ კატეგორიას მიკუთვნებულ

საკითხებში: საქონლის მიწოდება - 18%, პროფესიული დაუდევრობით

გამოწვეული ზიანი - 15%, მშენებლობა - 9%. საკუთრების უფლებიდან

გამოდინარე დავები - 9%; გარდა ამისა, ფინანსები - 15%, შრომითი

ურთირთობები - 7%, პარტნიორობა - 7%, ინტერნეტ-ტექნოლოგიები - 6%,

ინტელექტუალური საკუთრება - 4%, დაზღვევა - 3%, საზღვაო დავები - 1%,

სამედიცინო დაუდევრობა/პერსონალური ზიანი - 6-6%, სხვა - 2%.150

5. Trust Mediation

მედიაციის კიდევ ერთი ბრიტანული პროვაიდერია ‘’Trust mediation’’, რომელიც

ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით მედიაციის შემდგნაირ მომსახურებას

აწესებს: ხარჯები: სტანდარტული საფასური 1,500 ევროს ოდენობოთ, 4 საათიანი

პროცესისთვის. საფასური შედგება ორი კომპონენტისგან: 1,250 მედიატორისთვის

და 250 ფუნტი ადმინისტრირებისთვის. ხარჯები ფარავს მედიაციის პროცესსს

დაწყებდიდან დასრულებამდე. მედიატორის დისკრეციული უფლებამოსილებაა 5

საათამდე გააგრძელოს პროცესი დამატებითი საფასურის გარეშე. თუ პროცესის

ხანგრძლივობა აღემატება ამ დროს, მაშინ თანხა იზრდება შესაბამისად- საათში

200 ფუნტით.151

წლების განამვლობაში მედიაციის პროცესები იშვიათად იმართებოდა ასეთ

დავებთან მიმართებაში; მედიაცია არ არის აუცილებელი, თუ რა თქმა უნდა,

მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ, ცადონ მოლაპარაკება, რომლის

წარუმატებლობის შემთხვევაში მიმართავენ მედიაციის სამსახურს. შესაძლებელია

ერთ-ერთი მხარის უარის შემთხვევაში, მოჰყვეს სასამრთლოსადმი მიმართვა.

სასამართლო კი მზად იქნება განიხილოს სანქციები მხარის შეთავზებული

მედიაციისადმი უარიდან გამომდინარე. პრაქტიკოსებმა, რომლებიც არ არიან

კარგად გაცნობილნი მედიაციას, შეიძლება აღმოაჩინონ, რომ მათი კლიენტები

შეხვდებიან ხარჯების გაზრდის რისკებს თუ არ უპასუხენებ კომპეტენტურად

მედიაციის მოთხოვნას მეორე მხარის მხრიდან.152

6. The Royal Institution of Chartered Surveyors (RICS)

150 http://www.cedr.com/?location=/library/articles/stats_2002_2003.htm[10.12.2012] 151 http://www.trustmediation.org.uk/[12.12.2012] 152 http://www.trustmediation.org.uk/wp-content/uploads/2012/10/PIBULJ-March-2012.pdf[12.12.2012]

Page 176: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

177

The Royal Institution of Chartered Surveyors (The RICS) კიდევ ერთი მედიაციის

სერვის პროვაიდერია უძრავ და მოძრავ ქონებასთან და მშენებლობებთან

დაკავშირებულ დავებში. ინსტიტუტი ხარჯების შემდგენაირ განაწილებას ახდენს:

თუ

1. დავის საგნის ღირებულებაა 5,000 ან ნაკლები ფუნტი, თითოეული მხარე

იხდის 50 ფუნტს საათობრივად.

2. დავის საგნის ღირებულება 5,000დან- 15, 000მდე- 300ფუნტი (3საათი)

15,000და 50,000მდე. 425 ფუნტი(4 საათი).153

7. Globis Mediation Group

Globis Mediation Group ძირითადად შრომითი ურთიერთობებიდან გამომდინარე

დავებს იხილავს და მედიაციის სხვადასხვა სქემას სთავაზობს მომხმარებლებს.

დავის გადაწყვეტისას საკმაოდ ეფექტურად იზოგება თანხები. არ არის

მითითებული ზუსტი ციფრები. მედაიციის საფასური თითოეულ დავაზე

განიხილება ინდივიდუალურად. გასულ წელს Globis for mediation’’-ისთვის

გადაცემული დავების 90,7 % წარმატებით დასრულდა.154

8. Academy of Experts

კიდევ ერთი მედიაციის ცენტრი -- Academy of Experts ხარჯებს ანაწილებს

შემდეგნაირად: 5,000 ან ნაკლები ღირებულების დავის საგნის დროს თითოეული

მხარე იხდის 100 ფუნტს 2 საათში, შესაბამისად, 5,000-დან 15, 000-მდე - 250

ფუნტი (3საათი) და 15,000-დან 50,000- მდე - 375 ფუნტი (4 საათი).155

153 http://www.rics.org/ge/join/member-accreditations-list/dispute-resolution-service/mediation/

[12.12.2012] 154 http://www.globis.co.uk/services/in-house-mediation-service.php [14.12.2012] 155 http://www.academyofexperts.org/alternative-dispute-resolution/what-mediation/mediation-costs

[14.12.2012]

Page 177: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

178

9. AAA(ამერიკის არბიტრაჟის ასოციაცია)

შრომითი დავების მედიაციის ხარჯები: მედიაციის პროცესის წამოწყებისთვის

ამერიკის არბიტრაჟის ასოციაცია არ ითხოვს საწყისი თანხის გადახდას.

მედიაციის საფასური გამოითვლება საათობრივად და მედიატორზეა

დამოკიდებული. ეს საფასური მოიცავს, როგორც მედიატორის ხარჯს, ისე

ასოციაციის მიერ მედიაციის პროცესის ორგანიზებისთვის გაწეულ სხვა ხარჯებს.

საათობრივად მედიაციის საფასური მერყეობს 125-დან 800 დოლარამდე იმის

მიხედვით თუ რომელი მედიატორია არჩეული. არსებობს 4 საათიანი

მინიმალური გადასახადი მედიაციის პროცესისთვის. თუ პროცესი გაუქმდა ან

შედეგი გასაჩივრდა, საფასური იქნება 250 დოლარს დამატებული მედიატორის

დროის ან ხარჯების ანაზღაურება.

მხარეები თანაბრად ინაწილებენ ხარჯებს თუ სხვანაირად არ შეთანხმდებიან. თუ

მხარე მოითხოვს მეორე მხარის კონკრეტული მონაწილეების დასწრებას

პროცესზე მანვე უნდა აანაზღაუროს მათი დასწრების ხარჯებიც.156

სამშენებლო მედიაციის შემთხვევაში მედიაციის პროცესის ღირებულება

გამოითვლება საათობრივ ან დღიურ საფუძველზე. პროცესის ხანგრძლივობის

მინიმუმი არის ოთხ საათიანი ან დღის ნახევარი. საფასურის გამოანგარიშება

ხდება შრომითი დავების მედიაციის ანალოგიურად.157

10. AWM

AWM მედიაციის ავსტრიული პროვაიდერია, რომელიც რამდენიმე სახის სერვისს

სთავაზობს მომხმარებელს.

დაფინასებული მედიაცია -- ამ დროს საოჯახო მედიაცია ფინანსდება ეკონომიის,

საოჯახო და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ. მხარეებს მედიაციის პროცესი

უჯდებათ 182 ევრო. მედიატორები არიან საგანგებოდ ასეთი ტიპის

საქმეებისთვის მომზადებული პირები, რაც თავის მხრივ ზრდის მხარეების

მორიგების შანსს. დაფინანსებული მედიაციის ხანგრძლივობა შეადგენს 12

საათს 158 . ცენტრი ასევე სთავაზობს ბიზნეს მედიაციას და გარემოს დაცვის

მედიცია.

ეკონომიკაში წარმატება არსებული რესურსების მიზნობრივად გამოყენებას

156 http://www.adr.org/aaa/ShowPDF?doc=ADRSTG_004396[19.12.2012] 157 http://www.adr.org/aaa/ShowPDF?doc=ADRSTG_004253[19.12.2012] 158 http://www.avm-mediation.at/mediation/gefoerderte-mediation/[17.12.2012]

Page 178: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

179

გულისხმობს. კონფლიქტები ეკონომიკურ და შრომით ურთიერთობებში ბაზარს

უჯდება არამარტო დრო და ფინანსები, არამედ მხარეების დიდი პირადი

რესურსი. მედიაცია იძლევა იმის საშუალებას, რომ ეს რესურსები რაც შეიძლება

მიზნობრივად იყოს გამოყენებული.

რაც შეეხება გარემოს დაცვით მედიაციას, პროექტები, რომლებიც ეხება ბუნებაში

ჩარევებს ხშირად კონფლიქტური, სადაო ხდება. სახელმწიფოს ან ინვესტორის

ეკონომიკური ინტერესები ხშირად ისევე ლეგიტიმურია, როგორც ცხოვრების

ხარისხის შენარჩუნების საჯარო ინტერესი, 70-იანი წლებიდან ასეთ პროექტებს

ბევრი მოქალაქე აპროტესტებს. მედიის მიხედვით, ასეთი პრობლემების გადაჭრა

უმეტეს შემთხვევაში კონფლიქტის გამწვავებას და პროექტის ყველა

ორგანიზატორისთვის არასასარგებლო გადაწყვეტილების გამოტანას იწვევს.

მხარეებისთვის თანაბრად სამართლიანი გადაწყვეტილება მაშინ მიიღება, თუ

დაიწყება მოლაპარაკებები და ინტერესების გამოკვეთა. მედიაცია ამ შემთხვევაში

დემოკრატიული დაგეგმვის და გადაწყვეტილების მიღების პროცესად

გვევლინება, რადგან ყველა ორგანიზატორი ჩართულია და ყველას ინტერესია

წარმოდგენილი. მაგალითებად შეიძლება მოვიყვანოთ, ნაგავსაყრელების, ან

ნაგავსაწვავების მშენებლობა ინფრასტრუქტურული პროექტების, სტრატეგიული

გარემოსდაცვითი შეფასებებები, კონფლიქტები კომპანიებსა და მაცხოვრებლებს

შორის (ხმაური, ემისიები და ა.შ.), აეროპორტების გაფართოება ან მშენებლობა.159

რაც შეეხება ფასს: მედიაციის პროცესის ხარჯები პირდაპიროპორციულია

პროცესის ხანგრძლივობისა. საათობრივი განსაზღვრა თავის მხრივ

დამოკიდებულია მხარეების რაოდენობაზე და საქმის სირთულეზე.160

11. MWI

MWI დავის გადაწყვეტის ეროვნული ცენტრია, რომელიც მდებარეობს ბოსტონში.

თავის მომხმარებელს ის შემდეგნაირ მოლაპარაკების, მედიაციის, არბიტრაჟის

შესახებ დათქმას სთავაზობს: ’’თუ ამ შეთანხმებიდან გამომდინარე დავა

წარმოიშობა მხარეებმა პირველად უნდა სცადონ მოაგვარონ ეს დავა

მოლაპარაკებით. ამ მიზნით ნებისმიერმა მხარემ შეიძლება მოითხოვოს მეორე

მხარესთან შეხვედრა 15 დღის განმავლობაში. თუ მხარეები ვერ შეხვდებიან 15

159 http://www.avm-mediation.at/mediation/anwendungsbereiche/[17.12.2012] 160 http://www.avm-mediation.at/mediation/kosten-einer-mediation/[18.12.2012]

Page 179: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

180

დღეში და ვერ გადაწყვეტენ ამ დავას 21 დღეში, ნებისმიერ მხარეს შეუძლია

დაუკავშირდეს MWI-ს მედიაციის პროცესზე შესათანხმებლად. მედიაციის

პროცედურა წარიმართება MWI-ის მიერ და მოიცავს ისეთ საკითხებზე

შეთანმებას, როგორებიცაა: მედიატორის არჩევა, მედიაციის თარიღი, დრო,

ადგილმდებარეობა და სხვა პროცედურული საკითხები. მედიატორის და

მედიაციის პროცესის ხარჯებს იყოფენ მხარეები თუ სხვა რამ არ არის

გათვალისწინებული მხარეების მიერ. თუ დავა არ გადაწყდება 30 დღის

განმავლობაში ან პირველი შეხვედრის შემდგომ 60 დღის განმავლობაში არ

დაინიშნება მეორე შეხვედრა მხარეები თანხმდებიან რომ დავაგადაეცეს

არბიტრაჟს161

ინსტიტუტის მიერ ჩატარებული კვლევების მიხედვით, კომპანიებს დავა საკმაოდ

დიდი თანხები უჯდებათ მაგალითად, ყველაზე დიდი თანხა 81.5$ მილიონი,

რომელიც სახალხო სუპერმარკეტების ქსელს დაეკისრა. ერთ-ერთი

ბოლოდროინდელი სარჩელი მიცუბიში მოტორსის წინააღმდეგ ითვალისწინებს

34 მილიონი დოლარის გადახდას. საშუალო შრომითი ხელშეკრულებიდან

გამომდინარე დავის წარმოება დამსაქმებლისთვის დაახლოებით 130,000 დოლარი

ჯდება. საშუალო დრო სამართალწარმოებაში მიღებული სამოქალაქო დავისთვის

2,5 წელია.

დავის დამატებითი ხარჯები მოიცავს დივერსიებს, ჯანმრთელობის ისეთ

ხარჯებს, როგორიცაა სტრესი და დეპრესია, დროის შეუსაბამოდ დიდი ნაწილი

იხარჯება კონფლიქტების მოგვარებაზე (მენეჯერები თავიანთი დროის

საშუალოდ 30%-40%-ს უთმობენ დავებს). სხვადასხვა მსხვილი კომპანიები დავის

ალტერნატიულად გადაწყვეტას უპირატესობას ანიჭებენ და შედეგად მაგ.,

მოტოროლამ ბოლო 6 წლის განმავლობაში 75%–ით შეამცირა თავისი

სასამართლო ხარჯები. დავის ალტერნატიული გადაჭრის პროგრამის დანერგვას

სთავაზობენ ისეთი მსხვილი კომპანიები როგორებიცაა Anheuser-Busch, Johnson &

Johnson, Shell Oil, და the United States Postal Service. საშუალოდ 67 დღე დასჭირდა

შეთანხმების მისაღწევად იმ დავებს, რომელთა გადაწყვეტა მოხდა მედიაციის

საშუალებით. მედიაციის სისტემატიზირებული პროგრამა ამცირებს იმის ეჭვებს

თუ რა უნდა გააკეთო როდესაც დავა გაქვს, ნათლად გამოკვეთს დავის

გადაწყვეტის სხვადასხვა ვარიანტებს, მინიმუმამდე დაჰყავს შრომითი

ნაყოფიერების შემცირება და რაც მთავარია, ამცირებს სამართალწარმოების

ხარჯებს. კონფლიქტთან სწრაფი გამკლავება ხელს უწყობს მორალის ამაღლებას

161http://www.mwi.org/resources/adr-clause.html [ 6.12.2012]

Page 180: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

181

და პირიქით, ხელს უშლის იმედგაცრუების და გაფანტულობის ზრდას. მხარეების

ერთობლივი მუშაობა პრობლემის გადაჭრაზე ქმნის კოლეგიურ ატმოსფეროს,

რომელიც ნდობას ქმნის და ამცირებს დაძაბულობას. მედიაცია გამოყენებულ

შეიძლება იქნას შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე სხვადასხვა სახის

დავებზე, იქნება ეს უბრალო გაუგებრობა თუ შრომითი ურთიერთობებიდან

გამომდინარე სხვა რთული საკითხი.

მოუგვარებელი დავები სამუშაო ადგილზე წარმოშობს გაფანტულობას და

იმედგაცრუებას. გაფანტულობა აისახება ორგანიზაციის უნარზე განახორციელოს

თავისი მიზნები. უიმედობა კი ამახინჯებს მორალს. შედეგად ვიღებთ

დასაქმებულთა გამოუცხადებლობას სამუშაო ადგილებზე და არეულობას.

აღიარებულია, რომ დაბალი მორალი ზრდის გამოუცხადებლობის მაჩვენებელს

და გამოუცხადებლობის ღირებულება მსხვილ დამსაქმებლებს დაახლოებით

წელიწადში 1 მილიონი დოლარი უჯდებათ.162

12. CPR

CPR მედიაციის პროვაიდერია ნიუ-იორკში. წევრების გამოცდილება აჩვენებს,

რომ მედიაციის გამოყენებით წარმატების მიღწევის შესაძლებლობა მაღალია.

საშუალო მაჩვენებლია 85%. მედიაცია ყველაზე მეტად მოთხოვნადი დავის

ალტერანტიული გადაწყვეტის საშუალებაა არბიტრაჟთან და მოლაპარაკებასთან

მიმართებით. 85% გამოკითხული კომპანიიდან უკვე გამოყენებული აქვს

მედიაცია წინა 3 წელიწადში აქედან 87% კმაყოფილი ან ძლიერ კმაყოფილი დარჩა

მედიაციის პროცესით.

მედიაციის გამოყენების მთვარი მიზეზები იყო: 91%- ზოგავს თანხას, 84%- დროს,

უფრო დამაკმაყოფილებელ პროცესია -83%, მედიაცია აძლევს მხარეებს

საშუალებას გადაწყვიტონ დავა თვითონ- 81%. მტკიცებულებების წარმოდგენის

(გამოკვლევისეტაპის) შემჭიდროებულობა- 68% მოდავე მხარეებს შორის

ურთიერთობების შენარჩუნება- 56%. ამერიკის საარბიტრაჟო ასოციაციის კვლევამ

აჩვენა, რომ დავების მოგვარებაზე ორინეტირებული ე.წ ბრძენი კომპანიები უფრო

კარგად ინარჩუნებენ ბიზნეს ურთიერთობებს. მაგალითად, 55%-ს ჰქონდა კარგი

ან ძალიან კარგი ურთიერთობა თავის მომხმარებელთან, ანუ მედიაცია ზოგავს

ფინანსებს, დროს და ბიზნეს ურთიერთობებსაც.

ბიზნეს ურთიერთობების გაფრთხილება: დავების მოგვარებისას ბიზნეს

ურთიერთობები უმჯობესდება, დავაზე დროის ფუჭი კარგვის ნაცვლად,

162http://www.mwi.org/images/publications/doran_mayer_companycost.pdf[6.12.2012]

Page 181: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

182

მხარეები ახერხებენ გადალახონ სირთულე და დაუბრუნდნენ ‘’ნადმვილ საქმეს’’.

ზოგიერთ შემთხვევაში მედიაციაში მონაწილეობა ეხმარება მხარეებს და ასწავლის

დავების აცილებას. კერძოდ, მხარეები სწავლობენ როგორ უნდა გაუმკლავდნენ

დავებს ადრეულ ეტაპზე, შეაფასონ თავიანთი სუსტი და ძლიერი მხარეები.

აქედან გამომდინარე, მხარეები იძენენ თვისებებს, რომლებიც ეხმარება მათ

თავიდან აიცილონ დავები მომავალში. შესაბამისად, მედიაციას ერთგვარი

პრევენციის ფუნქციაც აქვს. აქედან გამომდინარე, იზოგება მომავალი ფინანსები

და დრო. რატომ მიაღწია მედიაციამ ასეთ შედეგებს შეერთებულ შტატებში. 1.

იაფი, სწრაფი, მოქნილი ვიდრე არბიტრაჟი ან სასამართლო; 2. ადვოკატები და

ახლა უკვე მათი კლიენტები აცნობიერებენ, რომ მათთვის უმჯობესია მიაღწიონ

მისაღებ გადაწყვეტებს, ვიდრე დაეკისროთ სასამართლო გადაწყვეტილებების

აღსრულება. ისეთი ორგანიზაციები, როგორებიცაა ამერიკის საარბიტრაჟო

ასოციაცია და CPR ავრცელებენ მედიაციას, როგორც კომერციულ სერვისს და

სასამართლოს ალტერნატივას.163

D. პერსპექტივები

მედიაცია განიხილება როგორც დავის ალტერნატიული გადაწყვეტის ინსტიტუტი

რესურსების დაზოგვის ჭრილში. მედიაცია ფართოდ გამოიყენება მთელი

მსოფლიოს მასშტაბით. საქართველოში მისი საკანონმდებლო დონეზე

დარეგულირება განაპირობებს მომავალში მედიაციის ეფექტურ გამოყენებას.

დროისა და ფინანსური რესურსის გარდა, აღსანიშნავია, ბიზნეს ორგანიზაციების

ენერგიის, როგორც რესურის დაზოგვა. ბიზნესი ორიენტირებულია მოგებაზე,

თანხებზე, მედიაცია ამცირებს დანახარჯებს (სასამრთლო ხარჯები ა.შ),

ბიზნესისთვის დროც მნიშვნელოვანია, რადგან დრო–ფულია, შესაბამისად ხდება

დროის რესურსის დაზოგვაც.

შედეგად სახეზეა ფინანსური რესურსის ორმაგი დაზოგვა. მედიატორები

განიხილებიან, არამარტო, ემოციური, დროის, ფინანსური რესურსის დაზოგვის

ხელშემწყობნი, არამედ როგორც ე.წ. deal maker-ები. საერთაშორისო მსხვილი

კომერციული დავების გადაწყვეტის ოპტიმალურ საშუალებად დღეისათვის

მიიჩნევა არბიტრაჟი (მიუხედავად იმისა, რომ ხარჯებით უფრო და უფრო

163 http://www.google.ge/url?sa=t&rct=j&q&esrc=s&source=web&cd=1&ved=0CCoQFjAA&url=http%3A%

2F%2Fwww.icma.ie%2F_fileupload%2FFile%2FICMA+presentation+6+March-

+John+Madden.ppt&ei=javRUPKlAof0sgbugoH4Bw&usg=AFQjCNHugOfFTra3lidaSybhVEAD1B1wpw&b

vm=bv.1355534169%2Cd.Yms[19.12.2012]

Page 182: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

183

მცირედით განსხვავდება სამართალწარმოებისგან). არბიტრაჟი დროისა და

ფინანსური რესურსის დაზოგვის საშუალებად იქნა აღქმული, რაც

განპირობებულია პროცედურული თვალსაზრისით მთელი რიგი

უპირატესობებით. გამოიკვეთა მედიაციის უპირატესობანი არბიტრაჟთან

მიმართებით.

Page 183: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

184

დანართი 1

მედიაციის პროცესის მოკლე აღწერა 164

ამ დანართის შედგენისას შევეცადეთ მედიაციის პროცესის აღწერა იმაზე მეტად

ქაოსური არ გამოსულიყო, ვიდრე ეს ამ საკითხთან დაკავშირებული

ლიტერატურის გაცნობისას ერთი შეხედვით ჩანს ხოლმე. მედიაციის წარმართვის

ტექნიკა და პროცესის აღწერა, რომელსაც სხვადასხვა მეტნაკლებად ცნობილი

ავტორები სთავაზობენ მკითხველებს, ხშირად განსხვავდება ერთმანეთისაგან.

დანართის გაცნობის შემდეგ მკითხველს შეიძლება გაუჩნდეს კითხვა, რატომ არის

ცალკე გამოყოფილი მედიაციის ეტაპები, ფაზები, საფეხურები და ა.შ. და რატომ

არ ემთხვევა ისინი ზოგიერთ შემთხვევაში ერთმანეთს.

გადაჭარბებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ეს ყველაფერი (დაყოფა ფაზებად,

საფეხურებად, ეტაპებად და ა.შ.) პირობითია და ემსახურება ერთადერთ მიზანს --

გააუმჯობესოს პროცესის აღწერა და სისტემურობა შესძინოს მას. ჩვენს მიერ

წარმოდგენილი და საყოველთაოდ გავრცელებული შეხედულებები ქართველ

მედიატორებს მისცემს საშუალებას უკეთ გაიზრონ ისინი და ჩამოაყალიბონ

თავიანთი ინდივიდუალური დამოკიდებულება აქ შემოთავაზებული

რეკომენდაციებისადმი.

პროცესის მოკლე აღწერას შესაბამის ადგილებში თან ერთვის სამუშაო ჯგუფის

მოსაზრებები ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით რაც ასევე არ განიხილება

ერთადერთ სწორ მიდგომად. დანართში ამ მოსაზრებათა ჩართვის მიზანია

მედიაციის პროცესთან დაკავშირებული დისკუსიის ‘’პროვოცირება,’’ რაც ამ

პროცესის ქართული ვარიანტის შექმნის, დახვეწისა და განვითარების ერთადერთ

სწორ გზად მიგვაჩნია.

164წინამდებარე კვლევის გამოქვეყნების მომენტისათვის, მედიაცია, როგორც პროცესი მაინც უცხო

რჩება ქართველი საზოგადოებისათვის, რადგან ქართულ სინამდვილეში ის, ჯერჯერობით მაინც,

‘’ცოცხლად’’ არავის უნახავს. ამ დანართის მიზანია შეავსოს ეს დანაკლისი და დაინტერესებულ

პირებს შეუქმნას წარმოდგენა პროცესის წარმართვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.

შედარებით მცირე შრიფტით მოცემულია სამუშაო ჯგუფის მოსაზრება იმ რეკომენდაციებთან

დაკავშირებით, რომლებიც დასავლურ ლიტერატურაში მეტნაკლებად აღიარებულია. ამ

მოსაზრებათა მიზანი არ არის რომელიმე რჩევის შეფასება ან მისი სისწორის დადგენა, პირიქით,

მისი მიზანია ხელი შეუწყოს ქართველ მედიატორებს თვითონ ჩამოაყალიბონ საკუთარი მიდგომა

ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით.

Page 184: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

185

მედიაციის პროცესის შესავალი

როდესაც მოდავე მხარეები მოლაპარაკებაში ერთვებიან მათი ემოციური

მდგომარეობა სხვადასხვანაირია. არგირისი (Argyris,1970) აღნიშნავს, რომ

ადამიანებს ზოგადად მოსწონთ ცვლილებები, რომლებიც მათი ნებით

ხორციელდება. მოლაპრაკებები კი სწორედ ასეთ ცვლილებებს ითვალისწინებს

თუ ის ემსახურება მხარეთა ინტერესებს, ღირებულებებს, მათთვის მნიშვნელოვან

და დელიკატურ საკითხებს, მხარეთა ფსიქოლოგიური მდგომარეობის

გაუმჯობესებას. მასლოუ (Maslow,1968) განმარტავს, რომ პირველ რიგში მხარეთა

პიროვნული უსაფრთხოება უნდა იქნას უზრუნველყოფილი და უკვე შემდეგ

გამოიკვეთოს ზოგადი საჭიროებები.

ამ ფაზის დასაწყისშივე მედიატორმა დადებითი აურა უნდა შექმნას და სათანადო

ყურადღება დაუთმოს ისეთ აუცილებელ საკითხებს, რაც უზრუნველყოფს

მხარეების კომფორტსა და უსაფრთხოებას. ამ ყველაფერს მედიატორი აღწევს

როგორც არავერბალური უნარების მეშვეობით, მაგალითად ოთახში მხარეთა

განაწილებით, ასევე ვერბალურით– შესავალი სიტყვის წარმოთქმით. შესავალი

სიტყვა როგორც წესი მოიცავს 11 საფეხურს:

1. მედიატორის და საჭიროების შემთხვევაში მხარეთა წარდგენა;

2. მხარეთა წახალისება, რათა მათ ითანამშრომლონ და ერთად გადაწყვიტონ

პრობლემური საკითხები;

3. მედიაციის და მედიატორის როლის განმარტება;

4. მიუკერძოებლობისა და ნეიტრალურობის კონცეფციების მხარეთათვის

გაცნობა (საჭიროების შემთხვევაში);

5. შეთავაზებული პროცედურის აღწერა;

6. განცალკევებული შეხვედრების (caucus) არსისა და დანიშნულების

განმარტება;

7. კონფიდენციალურობის მახასიათებლების ახსნა-განმარტება; (საჭიროების

შემთხვევაში)

8. ტექნიკური დეტალების, განრიგის, შეხვედრების ხანგრძლივობის აღწერა;

9. რეკომენდაციები ქცევის ზოგადი წესების შესახებ;

10. პასუხი მხარეთა კითხვებზე;

11. გაერთიანებულ შეხვედრებზე (joint session) დასწრების ვალდებულების

განმარტება.165

165 Moore , Christopher W.; The mediation process; 3rd edition; Jossey-Bass San Francisco; 2003; p. 54-55

Page 185: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

186

კომენტარი: მოლაპარაკებების შესავალს უდიდესი მნიშვნელობა აქვს პროცესის წარმატებით

წარმართვისა და საბოლოოდ სასურველი შედეგის მიღწევისათვის, შესაბამისად, მედიატორის

მიერ პროცესის დასაწყისში ნათქვამი თითოეული სიტყვა მაქსიმალური სიზუსტით უნდა იყოს

განსაზღვრული. როგორც ცნობილია ადამიანები ხშირად ყველაზე დიდ ყურადღებას საუბრის

დასაწყისსა და ბოლოში გადმოცემულ ინფორმაციას აქცევენ. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ

ზოგადად საერთო შთაბეჭდილებაც მეტად არის დამოკიდებული ადამიანების პირველ

შეხვედრაზე, ზოგჯერ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობაც კი აქვს ურთიერთობის მომავალში

გაგრძელებისა და წარმართვისათვის. ხშირად განწყობა, რომელიც ამა თუ იმ მოვლენის მიმართ

თავდაპირველად იქმნება ძნელად თუ იცვლება ურთიერთობის მომდევნო ეტაპებზე. აქედან

გამომდინარე, კარგი იქნება თუ მედიატორს წინასწარ ექნება გარკვეული სახის ინსტრუქცია

იმასთან დაკავშირებით, თუ რა ინფორმაცია უნდა მიაწოდოს მხარეებს და რა ქმედებებისაგან

უნდა შეიკავოს თავი. ზემოთ მოყვანილი მიზეზების გარდა ეს ემსახურება მხარეთა წინასწარ

გარკვევას მედიაციის პროცესის სპეციფიკაში. შეიძლება ითქვას, რომ მედიატორი წინასწარ

აღწერს პროცესის მთლიან სურათს, რაც მოდავეებს შესაძლებლობას აძლევს შეაფასონ თავიანთი

პოზიციები და გააკეთონ შესაბამისი დასკვნები, ამასთან მათ უყალიბდებათ ნდობა

მედიატორისადმი, რასაც ასევე უდიდესი მნიშვნელობა აქვს. შესაბამისად, მიგვაჩნია, რომ მურის

მიერ დასახელებული 11 საფეხური შეიძლება გამოდგეს პროცესის შესავალში

განსახორციელებელი მოქმედებების კარგ მოდელად, თუმცა ქართული ტრადიციებისა და

რეალობის გათვალისწინებით გარკვეული კორექტირება და ზოგიერთი დეტალის ჩამატება, ან

პირიქით ამოღებაც კი გახდეს საჭირო, რასაც უფრო დეტალურად ქვემოთ შევეხებით.

1. მედიატორის მისასალმებელი სიტყვა

პირველ რიგში მედიატორი წარადგენს საკუთარ თავს და განმარტავს თუ როგორ

აღმოჩნდა ის ამ კონკრეტულ საქმეში შუამავლად:

‘’-- დილა მშვიდობის ექიმო ვიტამორე და ექიმო სინგსონ. მე გახლავართ რიტა

მონტოია და შემომთავაზეს, რომ ვყოფილიყავი მედიატორი და ხელი შემეწყო

თქვენი მოლაპარაკებების პროცესისათვის იმ პრობლემატურ საკითხებთან

დაკავშირებით, რამაც მედიაციის პროცესამდე მოგიყვანათ. მე გახლავართ CDR

ასოციაციის მედიატორი. შესაბამისად, ხალხთან ურთიერთობის და შეთანხმების

მიღწევის საკმაოდ დიდი გამოცდილება გამაჩნია.’’166

პროცესის ოფიციალურობის ხარისხი მიმართვის ფორმებითაც განისაზღვრება.

კერძოდ, მედიატორი მხარეებს წინასწარ ეუბნება თუ როგორ უნდა მიმართონ მას,

მაგალითად დაუძახონ სრული სახელი, აირჩიონ თქვენობითი ფორმა, თუ

166Moore, Christopher W.; The mediation process; 3rd edition; Jossey-Bass San Francisco; 2003; p.212-213;

Page 186: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

187

უბრალოდ სახელით მოიხსენიონ.167

კომენტარი: ზოგადად მისასალმება, რა თქმა უნდა, აუცილებელია, თუმცა, რა ფორმით მოხდება

ეს, დამოკიდებულია ყოველ კონკრეტულ შემთხვევაზე და შესაბამისად დეტალურად იმის გაწერა,

თუ რა საკითხს უნდა შეეხოს ამ ეტაპზე მედიატორი არ არის საჭირო. შესაძლოა, რომ მედიატორი

მხარეებისთვის კარგად ნაცნობი პიროვნება იყოს და მას არც დასჭირდეს საკუთარი თავის

წარდგენა, ამასთან კვალიფიკაციაზე საუბარმაც შესაძლოა უარყოფითი დამოკიდებულება

გამოიწვიოს მხარეების მხრიდან, ან პირიქით შთაბეჭდილება მოახდინოს მათზე და ნდობის

ხარისხი აუმაღლოს. ამიტომ ამ საკითხის გადაწყვეტა მედიატორს უნდა მივანდოთ, რომლსაც

უფრო მეტად ექნება უნარი შეაფასოს სიტუაცია უშუალოდ მხარეებთან შეხვედრისას და

გადაწყვიტოს მიმართვის ფორმა და სხვა მსგავსი საკითხები.

2. ურთიერთთანამშრომლობის უზრუნველყოფა

შესავლის შემდეგ მედიატორმა მხარეებს უნდა უბიძგოს

ურთიერთთანამშრომლობისკენ, რათა შეჯერდეს მათი განსხვავებული

პოზიციები:

’’მინდა მოგილოცოთ ის, რომ ორივე მხარემ გადაწყვიტეთ აქ მოსვლა და

ცდილობთ შეთანხმების მიღწევას ისეთ რთულ საკითხებზე, რომელთა შესახებაც

აქამდე მოლაპარაკების წარმოება ორივე თგვენგანისთვის რთული იყო. ის, რომ

თქვენ საკუთარ პასუხისმგებლობაზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღება

გსურთ ძალიან სასიამოვნო და დადებითი ფაქტია.’’

მედიატორმა შეიძლება ჰკითხოს მხარეებს თუ როგორ გრძნობენ ისინი თავს

(იმის გათვალისწინებით თუ რამდენად მიღებულია აღნიშნული შესაბამის

კულტურაში), გაარკვიოს თუ როგორია მხარეთა ზოგადი ემოციური ფონი მათი

ზეპირი თუ ქცევითი სიგნალების მეშვეობით. მედიატორი მუდმივად

განიმტკიცებს რწმენას იმასთან დაკავშირებით, რასაც ის ისმენს ან ხედავს, რათა

მაქსიმალური სიზუსტით ჩაწვდეს და ინტერპრეტაცია გაუკეთოს მხარეთა

ემოციებს. ემოციების გაგება არ ნიშნავს თერაპიული ხასიათის ჩარევას, არამედ აქ

საუბარია ვერბალური კომუნიკაციის მეშვეობით სტრესისგან გათავისუფლებაზე.

მხარეთა დისკომფორტის ადრეული გამოვლენა ხელს უწყობს დაძაბულობის

167 Moore , Christopher W.; The mediation process; 3rd edition; Jossey-Bass San Francisco; 2003; p. 213;

Page 187: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

188

მოხსნას იმდენად, რომ ისინი მშვიდდებიან და კონცენტრაციას ახდენენ დავის

არსზე.168

კომენტარი: ურთიერთთანამშრომლობის უზრუნველყოფა ცალსახად აუცილებელი და

მნიშვნელოვანია, თუმცა ბუნდოვანია თუ რა იგულისხმება ამის ქვეშ, მურის მიერ მოყვანილი

მაგალითით ირკვევა, რომ აქ იგულისხმება მხარეთა ერთგვარი ’’შექება’’ იმის გამო, რომ მათ

ერთმანეთთან თანამშრომლობა ამჯობინეს და მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ. რა თქმა

უნდა ეს თავისთავად დადებითი მომენტია და კიდევ ერთხელ ამის ხსენება პოზოტიურ გარემოს

ქმნის, თუმცა, ურთიერთთანამშრომლობის უზრუნველყოფაში მხოლოდ ეს არ იგულისხმება, აქ,

ჩვენი აზრით, სასურველია ხაზი გაესვას ზოგადად დადებითი აურის შექმნას და კონკრეტული

წინადადებებით ვერ შემოვფარგლავთ მედიაოტორს მხარეთა ურთიერთთანამშრომლობის

უზრუნველსაყოფად. ერთადერთი, რისი წინასწარ განსაზღვრაც უნდა მოხდეს, არის მედიატორის

მხრიდან ყოველგვარი კონფრონტაციული წინადადებების აკრძალვა (ნეგატიური ფორმულირება).

ხოლო რაც შეეხება ურთიერთთანამშრომლობის უზრუნველსაყოფად განსახორციელებელი

მოქმედებების ჩამოთვლას (პოზიტიური ფორმულირება) ეს მიზანშეწონილი არ უნდა იყოს.

3. მედიაციისა და მედიატორის როლის განმარტება

დავის გადაწყვეტისას მედიატორმა უნდა განსაზღროს მედიაციისა და

მედიატორის როლი. შესაძლებელია მედიატორს მხარეებთან წინასწარ ცალ-

ცალკე შეხვედრების დროს უკვე განხილული ჰქონდეს აღნიშნული საკითხები,

მაგრამ მოდავეთათვის ფსიქოლოგიურად დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ

შუამავლის მხრიდან კიდევ ერთხელ მოისმინონ მედიაციის როლის მნიშვნელობა

ახლა უკვე მოწინააღმდეგე მხარის თანდასწრებით. ეს ყოველივე ემსახურება იმას,

რომ მხარეებს არ ჰქონდეთ განსხვავებული მოლოდინები, აღნიშნული განმარტება

მედიატორის ნათქვამის განსხვავებულად ინტერპრეტაციის რისკს ამცირებს.

თუ მხარეები მოლაპარაკებების დასაწყისში ძალიან დაძაბულები არიან,

შესაძლოა მათ არც კი ესმოდეთ და მით უმეტეს ვერც იმახსოვრებდნენ

მედიატორის მიერ მოწოდებულ ინფორმაციას ზოგადად ვალდებულებების

შესახებ. მართალია, ამ დროს მხარეთათვის მნიშვნლოვანი ინფორმაციის

მიწოდება არც ისე ხელსაყრელია, მაგრამ მაინც მიზანშეწონილია მათი

ინფორმირებულობა, იმასთან დაკავშირებით თუ რა მიზნით არის მედიატორი

პროცესში ჩართული და რას სთავაზობს ის დავის მხარეებს. აღნიშნული

ემსახურება მომავალში მხარეთა მიერ წამოყენებული პრეტენზიებისგან

მედიატორის დაცვას. შესაბამისად, ზუსტდება თუ რას ელიან მოდავეები

შუამავლისგან და თუ მხარეებს მომავალში რაიმე პრეტენზიები ექნებათ, სესიის

168 Moore , Christopher W.; The mediation process; 3rd edition; Jossey-Bass San Francisco; 2003; p. 213;

Page 188: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

189

დასაწყისში გაკეთებული ახსნა-განმარტებები კარგ არგუმენტად გამოდგება

მედიატორისათვის. 169

როგორც საჯარო, ასევე კერძო სექტორში მედიატორები ცდილობენ მედიაციის და

მედიატორის როლი მაქსიმალურად არაფორმალური ენით ახსნან. ახსნა-

განმარტებები შესაძლოა მნიშვნელოვნად იცვლებოდეს, მაგრამ როგორც წესი ის

მოიცავს ინფორმაციას: 1) თუ რას გააკეთებენ მხარეები მიმდინარე სესიაზე; 2) ვინ

არის მედიატორი; 3) რითი შეიძლება დაეხმაროს მედიატორი მხარეებს და 4) რა

შეიძლება იყოს მედიაციის პროცესის საბოლოო შედეგი. მაგალითად:

‘’მომდევნო შეხვედრებზე თქვენ ჩართული იქნებით დისკუსიაში, რათა

გამოძებნოთ საკითხის გადაწყვეტის ისეთი საშუალებები, რომლითაც

დაკმაყოფილდება თქვენი მოთხოვნები და ინტერესები. ჩვენ ასევე განვიხილავთ

თქვენს ურთიერთობას, როგორც ერთმანეთთან ასევე კლინიკის სხვა

თანამშრომლებთან ისე, რომ კონფლიქტურმა სიტუაციამ არ ავნოს სხვა პირებს,

კლინიკის ფუნქციონირებას და პაციენტების სათანადო მომსახურებას, რაც

როგორც წინა შეხვედრებზე აღნიშნეთ, ორივე თქვენგანისთვის ძალიან

მნიშვნელოვანია. ჩემი, როგორც მედიატორის როლი შემოიფარგლება იმით, რომ

დაგეხმაროთ სადაო საკითხების განსაზღვრაში, შესაჯერებელი მოთხოვნების

ჩამოყალიბებაში, პრობლემის გადაწყვეტის პროცესის განვითარებაში,

მნიშვნელოვან და მთავარ საკითხებზე კონცენტრირებასა და ახალი ტიპის

ურთიერთობების ჩამოყალიბებაში, რაც ორივე მხარისთვის მისაღები და

კომფორტული იქნება.’’

შემდეგ მედიატორმა საკუთარ ავტორიტეტზე უნდა ისაუბროს:

‘’როგორც უკვე აღვნიშნე, მედიაცია არის ნებაყოფლობითი პროცესი, თქვენ აქ

იმისთვის ხართ, რომ კრიტიკული სიტუაციიდან გამოსავალი გამოძებნოთ და

განიხილოთ რამდენადაა შესაძლებელი თქვენი საქმიანი ურთიერთობის

მომავალში გაგრძელება. სწორედ ამ კუთხით გეხმარებით მე, როგორც

მედიატორი და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია არ გამაჩნია და არც ვცდილობ

მქონდეს რაიმე სახის ძალაუფლება იმ დონეზე, რომ თქვენს ნაცვლად მივიღო

გადაწყვეტილება. ვეცდები არსებითი და შინაარსობრივი საკითხებისგან თავი

შორს დავიჭირო. ჩემი ფუნქციაა შემოგთავაზოთ კონკრეტული პროცედურები და

სხვადსხვა მიდგომა დავის განხილვის სპეციფიკასთან დაკავშირებით. თუკი

169Moore, Christopher W.; The mediation process; 3rd edition; Jossey-Bass San Francisco; 2003; p. 213-214;

Page 189: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

190

მიაღწევთ შეთანხმებას, გაფორმდება მემორანდუმი, რომელიც შესაძლოა

სავალდებულოც კი გახდეს თუ ის სამართლით რეგულირებული საკითხების

გადაწყვეტასაც მოიცავს. ამასთან, სავსებით შესაძლებელია, რომ ის დარჩეს,

არაფორმალურ დოკუმენტად. სავალდებულო იურიდიული ძალის მინიჭების

შემთხვევაში, სასურველია მიმართთ იურისტს, რომელიც დოკუმენტს

ხელშეკრულების სახეს მისცემს. ხოლო იმ შემთხვევაში თუ ვერ მიაღწევთ

შეთანხმებას თავისუფლად შეგიძლიათ აირჩიოთ დავის გადაწყვეტის სხვა გზები.

მაგალითად, მიმართოთ სასამართლოს.”’170

კომენტარი: იქიდან გამომდინარე, რომ მედიაცია ახალი ინსტიტუტია საქართველოში სავსებით

ნომრალურია მის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებულობის სიმწირე. რადგანაც აშშ-ში, სადაც

მედიაცია ასეთი პოპულარობით სარგებლობს, მურის აზრით, პროცესისა და მედიატორის როლის

განმარტებას უდიდესი ადგილი უნდა დაეთმოს, ეს ნამდვილად გვაძლევს იმის თქმის

საფუძველს, რომ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, სადაც მედიაცია, როგორც დავის

გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალება, ახლაღა იკიდებს ფეხს, აუცილებელია, რომ პროცესის

სპეციფიკა კარგად განმარტოს მედიატორმა, რათა მხარეებს არავითარი კითხვის ნიშნები არ

დარჩეთ. განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის ოთხი პუნქტი, რომელსაც მური მიიჩნევს, რომ

აუცილებლად უნდა იქნეს განმარტებული მედიატორის მიერ. მედიატორი ვალდებული უნდა

იყოს წინასწარ გააფრთხილოს მხარეები როგორც საკუთარი, ასევე მოდავე მხარეების უფლება-

მოვალეობებისა და ზოგადად როლის შესახებ საკმაოდ ვრცელი განმარტება გააკეთოს, რათა

შემდგომში თავიდან აიცილოს პრეტენზიები. თუკი ადვოკატ-კლიენტის ურთიერთობას

შევადარებთ, ისევე როგორც ადვოკატს ეთიკის ნორმები ავალდებულებს კლიენტის

ინფორმირებულობას და არავითარ შემთხვევაში არ უნდა მოხდეს მისგან ინფორმაციის დამალვა,

აქაც დაახლოებით მსგავს შემთხვევასთან გვაქვს საქმე, რადგან შეიძლება ითქვას, რომ მხარის

სახით სახზე გვყავს კლიენტი, რომელსაც მომსახურებას უწევს მედიატორი. ამასთან უნდა

აღინიშნოს, რომ ისეთი დეტალები, როგორიცაა საკითხთა წარმოდგენის თანმიმდევრობა, ტონი,

ლექსიკა და ა. შ. თავად მედიატორის გადასაყწვეტი უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევასა

და მხარეებზე დაყრდნობით.

4. მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მედიატორმა განმარტოს თავისი მიუკერძოებელი

და ნეიტრალური დამოკიდებულება მხარეებთან:

170 Moore , Christopher W.; The mediation process; 3rd edition; Jossey-Bass San Francisco; 2003; p. 214-215;

Page 190: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

191

‘’ვიდრე პროცესს დავიწყებდეთ მინდა ჩამოვაყალიბო ჩემი პოზიცია, როგორც

მიმდინარე დავასთან დაკავშირებით, ასევე იმის შესახებ თუ რა

დამოკიდებულება მაქვს თითოეულ თქვენგანთან. მიმდინარე პროცესის

განმავლობაში ვიქნები მიუკერძოებელი. წინასწარ გაცნობებთ, რომ არ მაქვს რაიმე

სახის წინასწარ ჩამოყალიბებული პოზიცია არც დავის გადაწყვეტასთან და არც

რომელიმე თქვენგანთან დაკავშირებით. თქვენთან ურთიერთობა შემოიფარგლება

მხოლოდ რამდენიმე შეხვედრით, რომელიც მედიაციის პროცესს წინ უძღვოდა. ეს

კი დარწმუნებული ვარ, რომ არანაირ საფრთხეს არ შეუქმნის ჩემ მიერ დავის

გადაწყვეტის ხელშეწყობას. თუ პროცესის მიმდინარეობისას, შეამჩნევთ, რომ ვარ

მიკერძოებული ან რომელიმე მხარის სასარგებლოდ ვმოქმედებ, თუ შეიძლება

აუცილებლად მიმითითეთ, რათა აღნიშნული აღარ განმეორდეს. აგრეთვე თუ

დაინახავთ, რომ მე, როგორც მედიატორი შეუძლებელია, რომ ვიყო

მიუკერძოებელი, უფლება გაქვთ შეწყვიტოთ მედიაციის პროცესი და სხვა

მედიატორის დახმარებით გადაწყვიტოთ დავა. აგრეთვე შეგიძლიათ დავის

გადაწყვეტის სხვა საშუალებებს მიმართოთ. ‘’171

მიუკერძოებლობისა და ნეიტრალურობის განმარტების დროს მედიატორმა

ნათელი უნდა მოჰფინოს მისსა და მოდავე მხარებს შორის ნებისმიერი სახის

ურთიერთობას. ყურადღება გაამახვილოს ყველა იმ დეტალზე, რამაც შესაძლოა

ეჭვი გააჩინოს მედიატორის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით. თუ მოდავე

მხარეები დისკომფორტს იგრძნობენ მედიატორსა და პროცესის რომელიმე

მონაწილეს შორის არსებული ურთიერთობის ან ზოგადად მედიატორის

გამოცდილების, პრაქტიკის და პირადი ცხოვრების გამო (პოლიტიკური აქტივობა,

პროფესიული, ეკონომიკური და სოციალური შეხედულებები, რამაც შესაძლოა

რისკის ქვეშ დააყენოს მისი ნეიტრალურობა), მათ შეუძლიათ დასვან კითხვები და

მიიღონ ამომწურავი პასუხები, რათა ზუსტად ჩამოყალიბდნენ თავიანთ

არჩევანში.

თავდაპირველ ეტაპზე, როდესაც კონფლიქტი პოლარიზებულ ხასიათს იძენს,

მოწინააღმდეგე მხარეებისთვის რთულია მედიატორის მიუკერძოებლობის

დაჯერება. იკვეთება იმის ტენდენცია, რომ ისინი კონფლიქტს ხედავენ ძალიან

რადიკალურად, პრინციპით- “გვემხრობი ან გვეწინააღმდეგები”, რაც იმას

ნიშნავს, რომ ნებისმიერი პირი, რომელიც ღიად არ საუბრობს რომლიმე მხარის

უპირატესობაზე ეჭვს იწვევს. როგორც წესი, ასეთი დამოკიდებულება საერთოდ

არ უნდა გაჩნდეს, რადგან მხარეები მედიატორის მიუკერძოებლობაში პროცესის

171Moore, Christopher W.; The mediation process; 3rd edition; Jossey-Bass San Francisco; 2003; p. 215

Page 191: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

192

დასაწყისშივე უნდა დარწმუნდნენ ისე, რომ ყველანაირი ეჭვი გაქარწყლდეს.

იმისათვის, რომ პროცესი სწორად წარიმართოს, მედიატორის მთავარი მიზანი

უნდა იყოს მხარეებისგან მინიმუმ ნდობის დაფიქსირება.172

კომენტარი: მიუკერძოებლობა და დამოუკიდებლობა მედიატორის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი

ვალდებულებაა, მაგრამ მეორე საკითხია, ამის მხარეებისთვის განმარტება. მოდავეებმა

მედიატორს სწორედ იმიტომაც მიმართეს, რომ ყველა შემთხვევაში მედიატორის ნეიტრალური

პოზიციის შენარჩუნების განცდა აქვთ, არავინ მიმართავს მედიატორს რომელიც წინასწარ

ცნობილია, რომ მიუკერძოებელი ვერ იქნება. შესაბამისად, ეს თავისთავად იგულისხმება.

როდესაც მედიატორი საკუთარ მიუკერძოებლობაზე ბევრს საუბრობს, ეს უფრო მეტად გამოიწვევს

ეჭვს მხარეებში, რამაც შესაძლოა პირიქით უნდობლობაც კი გააღვივოს. სწორედ ამიტომ,

მიუკერძოებლობისა და ნეიტრალურობის განმარტებაც ყოველ კონკრეტულ შემთხვევა უნდა იყოს

დამოკიდებული და ამ კუთხით რაიმე სპეციალური რეგულირება, კერძოდ მედიატორის

დავალდებულება დაუსრულებლად ისაუბროს საკუთარ ნეიტრალურობაზე საჭირო არ არის.

მხარეთათვის ინფორმაციის მიწოდება, რომ პროცესი ეფუძნება მედიატორის ნეიტრალურობას,

სრულიად საკმარისად უნდა ჩაითვალოს. თუ მხარეებს ეჭვი შეეპარებათ მედიატორის

მიუკერძოებლობაში, ისინი თვითონვე გადაწყვეტენ როგორ იმოქმედონ.

5. მედიაციის პროცედურის აღწერა

ზემოთ აღნიშნული ეტაპის შემდეგ მედიატორმა კარგად უნდა აღწეროს ყველა ის

საფეხური, რასაც მედიაციის პროცესი მოიცავს. თუ წინასამედიაციო

შეხვედრებზე მედიატორს უკვე განხილული აქვს აღნიშნული საკითხები, მაშინ

მთავარ სესიაზე ხელახლა განემარტება მხარეებს. მაგრამ თუ მედიატორმა

დამოუკიდებლად ჩამოაყალიბა პროცედურული საკითხები, მაშინ მან

მხარეთათვის მისაღები ფორმით უნდა წარმოადგინოს ისინი. აუცილებელია

მედიატორმა თავისი სტრატეგია თავდაპირველად შეაფასოს, რომ ის პასუხობდეს

მოსალოდნელ აზრთა სხვადასხვაობას. ქვემოთ მოყვანილია მედიატორის მიერ

მედიაციის პროცედურის აღწერის გავრცელებული მაგალითი:173

‘’ამჯერად, მინდა მოკლე მონახაზი გავაკეთო მედიაციის პროცესის შესახებ, თუ

ის ორივე თგვენგანისთვის მისაღები აღმოჩნდება შეგვიძლია მთავარი სესია

დავიწყოთ. აღნიშნული მიმოხილვა ემყარება თქვენს შემოთავაზებებსა და

წინადადებებს წინა შეხვედრებზე, ასე რომ ორივე მათგანი საკმაოდ ვრცელ

ინფორმაციას ფლობთ მოცემულ საკითხთან დაკავშირებით. და მაინც,

172 Moore , Christopher W.; The mediation process; 3rd edition; Jossey-Bass San Francisco; 2003; p. 215-216; 173Moore, Christopher W.; The mediation process; 3rd edition; Jossey-Bass San Francisco; 2003; p. 216;

Page 192: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

193

მიუხედვად ამისა კონკრეტულად უნდა დადგინდეს თქვენ მიერ შესასრულებელი

ქმედებები. მე გთავაზობთ, რომ თითოეულმა თქვენგანმა სადაო საკითხებთან

დაკავშირებით გააკეთოს მოკლე მიმოხილვა, ახსნას თუ რა მიზეზით დათანხმდა

მედიაციის პროცესს და როგორ აღიქვამს არსებულ პრობლემებს. ამ გზით ჩვენ

შევძლებთ ზუსტად ჩამოვაყალიბოთ განსახილველ საკითხთა წრე და გავიაზროთ

ის ინტერესები, რაც თქვენთვის ყველაზე მეტად მნიშვნელოვანია. აღნიშნული

მიმოხილვისათვის თქვენ გექნებათ 15-20 წუთი (შესაძლოა დროის სხვა

ხანგრძლივობაც). მოვითხოვ, რომ ერთმანეთს არ შეაწყვეტინოთ საუბარი,

შეკითხვები შეინახოთ და ისინი საუბრის ბოლოს დასვათ. მომარაგებულები

იქნებით საჭირო საკანცელარიო ნივთებით (კალამი, ფანქარი და ა. შ.) გირჩევთ,

რომ ყველა კითხვა თუ შენიშვნა ჩაიწეროთ, რათა შემდეგ უკვე კითხვა-პასუხის

ეტაპზე არ გამოგვრჩეს რომელიმე საკითხი.

თვენი პრეზენტაციების განმავლობაში დაგისვამთ დამაზუსტებელ შეკითხვებს,

რათა ნათლად დავინახო თქვენი მიდგომა ამა თუ იმ საკითხთან მიმართებით.

ამასთან აღვნიშნავ, რომ ჩემი ასეთი მოქმედება არ ემსახურება იმას, რომ

უხერხულ მდგომარეობაში ჩაგაყენოთ, პირიქით, მინდა დავრწმუნდე, რომ ჩვენი

მოსაზრებები ერთმანეთს ემთხვევა. თითოეული თქვენგანის პრეზენტაციის

შემდეგ გამოვყოფთ მოკლე დროს შეკითხვებისთვის, რომლებსაც დასვამს მეორე

მხარე. ეს არ იქნება დებატები, უბრალოდ შევეცდებით პრობლემური საკითხები

უფრო გამოვკვეთოთ და დავაზუსტოთ.

ერთი მხარის პრეზენტაციის და კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ ანალოგიური

განმეორდება მეორე მხარის შემთხვევაშიც. რაც კიდევ ერთხელ ხელს შეუწყობს

ორივე მხარის ნება-სურვილებისა და პრიორიტეტების წარმოჩენას. შედეგად

შევძლებთ შევაფასოთ და ჩამოვაყალიბოთ რაც შეიძლება მეტი საერთო ინტერესი,

ეს კი საბოლოო ჯამში მოგვცემს შანსს მივაღწიოთ შეთანხმებას. თუ შეიძლება

ყურადღება მიაქციეთ იმ გარემოებას, რომ თქვენი თითოეული ინტერესი

ორმხრივად მისაღებ ჭრილში უნდა განიხილოთ, რაც აისახება თქვენს არსებულ

და სამომავლო ურთიერთობებზე. ჩემი როლი შემოიფარგლება იმით, რომ

შევაფასებ მთლიანად პროცესს და დაგეხმარებით სასურველი შედეგის

მიღწევაში.’’

მედიატორმა ნათლად უნდა ჩამოაყალიბოს მედიაციის პროცესის ეტაპები და

თავისი თავი არ უნდა წარმოაჩინოს პროცესის წარმმართველ გავლენიან პირად.

ეს არის მოდავე მხარეთა პროცესი და არა მედიატორის პროცესი. აღსანიშნავია,

რომ პროცედურული საკითხები, რომლებსაც მედიატორი განმარტავს არის

Page 193: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

194

ერთგვარი შეთავაზება და ის არ არის სავალდებულო ხასიათის.174

კომენტარი: სასურველია თუ პროცედურული საკითხების განმარტება, მედიაციის პროცესის

დასაწყისში მოხდება, განსაკუთრებით კი იმ ნაწილში, რაც ტექნიკურ დეტალებს მიღმა დგას და

მხარეთა და მედიატორის ქცევას ეხება. მურის მიერ მოყვანილ მაგალითში ჩანს, რომ

პროცედურების აღწერა არამხოლოდ წვრილმან საკითხებს შეეხება, არამედ აქ საუბარია მხარეთა

ინტერესების წარმოჩენაზე, ერთმანეთისთვის კითხვების დასმაზე, საერთო ინტერესების

გამოვლენასა და ურთიერთობების აღდგენა-გაგრძლებაზე. შესაბამისად აქ ჩვენ ვაწყდებით

მედიაციის ძირეულ მომენტებს, რომელთა ზუსტად განსაზღვრის ვალდებულებაც მედიატორს

უნდა გააჩნდეს, ხოლო ის თუ რამდენჯერ შეახსენებს ასეთ საკითხებს მედიატორი მხარეებს, რა

დროს მისცემს თითოეულ მხარეს საკუთარი პოზიციის წარმოსაჩენად და ა. შ. თავად მედიატორის

გადასაწყვეტია ისევ და ისევ ყოველი კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით.

6. განცალკევებული შეხვედრების (Caucus) არსის განმარტება

მედიატორმა თითოელ მხარეს უნდა აუხსნას განცალკევებული სესიის არსი:

‘’ჩვენი შეხვედრების განმავლობაში შესაძლოა მოხდეს ისე, რომ რომელიმე

თქვნგანს განმარტოება დასჭირდეს, ან მეორე მხარის დაუსწრებლად მოინდომოს

მედიატორთან შეხვედრა. ასეთი ტიპის განცალკევება სულაც არ არის უჩვეულო.

ეს შესაძლებლობას მოგცემთ კონცენტრაცია მოახდინოთ როგორც გრძელვადიან

და ისე, მოკლევადიან მიზნებზე, გაუმკლავდეთ ემოციებს, გააცნობიეროთ

სხვადასხვა წინადადებები თუ არჩევანის საშუალებები, გააერთიანოთ ფაქტები და

ამის მიხედვით ჩამოაყალიბოთ კონსენსუსის მიღწევის სხვადასხვა ვარიანტი.

დრო და დრო ასეთი ტიპის შეხვედრები შესაძლოა ჩემი ინიციატივითაც

გაიმართოს. თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ ეს ინიციატივა არ ნიშნავს იმას, რომ ამ

გზით დავა საბოლოოდ უნდა გადაწყდეს, უბრალოდ ვეცდები ისეთი თემები

განვიხილოთ, რომელთა განხილვაც უფრო კომფორტული იქნება მეორე მხარის

დაუსწრებლად. პირადი შეხვედრის დროს განხილული საკითხები რა თქმა უნდა

დაცული იქნება კონფიდენციალურობის პირობით და არ იქნება გამჟღავნებული

თუკი რომელიმე თქვენგანი ამას თვითონ არ მოითხოვს. ‘’

ზოგჯერ სასურველია ამაზე მეტიც კი ითქვას ხოლმე განცალკევებულ

შეხედრებთან დაკავშირებით, რადგან როგორც წესი მხარეები ეჭვის თვალით

უყურებენ ასეთ შეხვედრებს. მოდავეებს ხშირად ეშინიათ, ხომ არ აქვს ადგილი

174 Moore , Christopher W.; The mediation process; 3rd edition; Jossey-Bass San Francisco; 2003; p. 216-217;

Page 194: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

195

ფარულ მოლაპარაკებებს და კოალიციას მეორე მხარესა და მედიატორს შორის.175

კომენტარი: განცალკევებული შეხვედრები საკმაოდ ფაქიზი თემაა, რადგან მართლაც,

მხარეებისთვის შეიძლება საეჭვო იყოს, თუ რატომ შეიძლება მოწინააღმდეგე ცალკე შეხვდეს

მედიატორს და მისგან დამოუკიდებლად განიხილოს გარკვეული საკითხები. წინასწარ

განმარტების გაკეთებით და იმის ახსნით, რომ მედიაციის პროცესის ერთ-ერთი ნაწილს შესაძლოა

სწორედ ასეთი ტიპის შეხვედრები წარმოადგენდეს, ერთგვარად პრევენციული მნიშვნელობა

ენიჭება, რაც ისევ და ისევ მხარეთა მხრიდან მომავალში გამოთქმული პრეტენზიებისგან დაცვას

განაპირობებს. ეჭვი განცალკევებული შეხევდრების მიმართ მედიატორს უარს ვერ ათქმევინებს

ასეთი ტიპის შეხვედრებზე, რადგან ზოგჯერ მხარეთა ერთად დასხდომა და მოლაპარაკება

შეუძლებელია. შესაბამისად, კარგი იქნება თუ წინასწარ, მიუხედავად იმისა დადგება თუ არა

ასეთი შეხვედრების საჭიროება დღის წესრიგში, იქნება განმარტებული, რომ მედიაციის პროცესის

ერთ-ერთ შემადგენელ ელემენტს სწორედ caucus მედიაცია წარმოადგენს, ამასთან კარგად უნდა

განიმარტოს ისიც, რომ ასეთ შეხედრებზე წამოჭრილი საკითხები კონფიდენციალურობის

ვალდებულებით უნდა იქნეს დაცული. რა თქმა უნდა თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ

იქნება განსაზღრული.

7. კონფიდენციალურობის პირობების განსაზღვრა

მედიატორმა უნდა წარმოაჩინოს მისეული ხედვა კონფიდენციალურობის

ბუნებასთან დაკავშირებით. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ

კონფიდენციალურობა წარმოადგენს ერთ-ერთ მნიშვნელოვან და ამავდროულად

ფუნქციურად აუცილებელ ელემენტს, ზოგჯერ შესაძლოა ის არ იყოს

უნივერსალურად გარანტირებული ან საერთოდ არც კი იდგეს მისი საჭიროება

დღის წესრიგში. ამერიკის შეერთებულ შტატებში, ზოგიერთი შტატი

კონფიდენციალურობის სამართლებრივ გარანტიებს ქმინს მედიატორისა და

მხარეებისათვის. (Freedman, Haile, and Bookstaff, 1985; Comeau, 1982; Folbrerg and

Taylor, 1984). ზოგიერთი შტატი საერთოდ არ უზრუნველყოფს

კონფიდენციალურობას და ცალკეულ შემთხვევებში მედიატორისგან კონკრეტულ

მონაცემებსაც კი ითხოვს პროცესზე, ან იბარებს მას სასამართლოში, იმისათვის,

რათა დარწმუნდეს მართლაც ჰქონდა თუ არა ადგილი შეთანხმების

მიუღწევლობას მხარეთა შორის. სწორედ ამიტომ მედიატორმა კარგად უნდა

დაანახოს მხარეებს ის ზღვარი სადამდეც მას კონფიდენციალურობის დაცვა

ევალება ამა თუ იმ შტატსა თუ დაწესებულებაში, რათა მხარეებმა იცოდნენ რა

ფარგლებშია დაცული მათი პირადი საიდუმლოება. ქვემოთ მოყვანილია

კონფიდენციალურობის შესახებ განცხადების მაგალითი:

175 Moore , Christopher W.; The mediation process; 3rd edition; Jossey-Bass San Francisco; 2003; p. 217-218;

Page 195: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

196

‘’მედიაციის პროცესი იქნება კონფიდენციალური, რაც იმას ნიშნავს, რომ რასაც აქ

იტყვით არ გავამჟღავნებ არც საჯაროდ და არც ვინმესთან პირად საუბრებში.

ვეცდები მაქსიმალურად შევინარჩუნო კონფიდენციალურობა. კონკრეტულ

შემთხვევაში შესაძლოა მოხდეს ისე, რომ სადაო საკითხი ჩემს რომლიმე

კოლეგასთან განვიხილო საიდუმლოდ, რათა უფრო მეტად ჩავწვდე პრობლემის

არსს. სწორედ ამიტომაც გთხოვთ, რომ ამისი უფლება წინასწარ მომცეთ და თუ ეს

ასე იქნება, პირობას გაძლევთ, რომ სიტუაციის აღწერასა და პრობლემის

ჩამოყალიბებისას არ იქნება დასახელებული კონკრეტული სახელები და

გვარები.’’

ამის შემდეგ მედიატორი მხარეებს ხელს აწერინებს კონფიდენციალურობის

დოკუმენტზე, კერძოდ თანხმობის ან ზემოთ აღნიშნული უფლების მიცემაზე

უარის შესახებ. ასეთი დოკუმენტი მედიატორს იცავს შემდგომში სასამართლოში

დაბარებისა თუ მედიაციის პროცესზე გაკეთებული ჩანაწერების, როგორც

მტკიცებულების წარმოდგენისაგან პროცესზე. 176

კომენტარი: კონფიდენციალურობის დაცვას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ამ

პრინციპით გარანტირებულია ადამიანის მთელი რიგი უფლებები. შესაბამისად მედიატორი

ვალდებული უნდა იყოს ამ საკითხს დაუთმოს სათანადო ყურადღება და განიხილოს ის

მხარეებთან ერთად, აუხსნას მისი არსი და მნიშვნელობა და მიუთითოს ამ ვალდებულების

დარღვევის შესაძლო შედეგებზე, რაც თავის მხრივ, ასევე მხარეების მიერ შეიძლება იქნეს

ჩამოყალიბებული. შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ პროცესის მონაწილეებმა არ დაავალდებულონ

არც ერთმანეთი და არც მედიატორი დაიცვან კონფიდენციალურობა. ყველა შემთხვევაში

ცალსახაა, რომ ამ საკითხის წამოჭრა მედიატორის ვალდებულება უნდა იყოს.

8. ტექნიკური დეტალების ახსნა

ამ ეტაპზე მედიატორმა უნდა აღწეროს ყველა ტექნიკური დეტალი: როგორც

მთლიანად პროცესის, ასევე თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა, ჩანაწერების

გაკეთების აუცილებლობა. სწორედ ამიტომ, მედიატორს ხშირად წინასწარ აქვს

შეფასებული და განსაზღბრული ამა თუ იმ დავის მოგვარებისთვის საჭირო

დროის ხანგრძლივობა. მხარეებისთვის ამ ტიპის ინფორმაციის ფლობას

სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, რადგან ისინი ყველაფრის გათვალისწინებით

აფასებენ თუ რამდენად უღირთ ფინანსების გაღება მედიაციის პროცესზე და რას

176 Moore , Christopher W.; The mediation process; 3rd edition; Jossey-Bass San Francisco; 2003; p. 218-219;

Page 196: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

197

მიიღებენ ამის სანაცვლოდ. სასურველია, თუ თავდაპირველად მხარეები თვითონ

განსაზღვრავენ პირველი სესიის ხანგრძლივობას, ხოლო მომდევნო შეხვედრების

დრო საჭიროების მიხედვით იქნება გათვალისწინებული. ზოგიერთ მედიატორს,

განსაკუთრებით რთულ დავებში წინასწარ აქვს განსაზღვრული რამდენიმე სესიის

დროის ხანგრძლივობა. ეს ეხება შემთხვევას, როდესაც ინფორმაციის მოძიება და

მხარეთა სადაო საკითხებში გარკვევა განსაკუთრებულ სირთულეებს

უკავშირდება. შესაძლოა არაერთი შეხვედრა დასჭირდეს მოდავეთა

ფსიქოლოგიური ბარიერების გადალახვას და საბოლოოდ შეთანხმების მიღწევას.

რაც შეეხება მედიატორის მიერ ჩანაწერების გაკეთებას, ამისათვის საჭიროა

მხარეთა ნებართვა. ამასთან, მედიატორმა უნდა განმარტოს, რომ აღნიშნული

პროცედურა მხოლოდ პროცესის უკეთ გაძღოლისთვის ესაჭიროება და რაც

მთავარია, ყველაფერი დაცული იქნება კონფიდენციალურიობის პირობით. ასეთ

ჩანიშნულ მონაცემებს არ აქვთ ოფიციალური დოკუმენტის სახე, თუმცა შესაძლოა

მომვალში მათ იურიდიული ძალაც კი შეიძინონ.177

კომენტარი: ტექნიკური დეტალები, მართლაც რომ სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე შეიძლება

აღმოჩნდეს მხარეებისთვის, რადგან პირველ რიგში, ხარჯებისა და დახარჯული დროის

გათვალისწინებით უნდა გადაწყვიტონ, უღირთ თუ არა მედიაცია და გამართლდება თუ არა მათი

მოლოდინები, შესაბამისად, მედიატორი ვალდებული უნდა იყოს ყურადღება გაამახვილოს

ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე და ხაზი უნდა გაუსვას ხარჯების საკითხსაც, რაზეც მური

რატომღაც მოცემულ მომენტში არ საუბრობს და მხოლოდ შეხვედების ხანგრძლივობის

განსაზღვრით შემოიფარგლება. დროსთან დაკავშირებით, უნდა განისაზღვროს არა მხოლოდ

თითოეული შეხვედრის ხანგრძლივობა, არამედ ყოველი მომდევნო შეხვედრის დრო და ადგილი,

რადგან შესაძლოა მხარეთა შეთანხმებით გამოუცხადებლობას გარკვეული პასუხისმგებლობაც კი

მოჰყვეს, ამიტომაც ყველასათვის გასაგები უნდა იყოს ყოველი მომდევნო შეხვედრის დრო და

ადგილი.

9. ქცევის წესებთან დაკავშირებული წინადადებები

ამ დროს მედიატორმა მხარეთა ყურაღება ქცევის წესებზე უნდა მომართოს, რაც

გაამარტივებს დისკუსიის წარმართვის პროცესს და მას უფრო მოწესრიგებულს

გახდის. ქცევის წესებთან დაკავშირებული წინადადებები შესაძლოა შეიცავდეს

ისეთ პროცედურულ საკითხებს როგორიცაა: ერთმანეთისთვის სიტყვის

ბოლომდე თქმის შესაძლებლობის მიცემა, მოწმეების როლი, ურთიერთობა

177 Moore , Christopher W.; The mediation process; 3rd edition; Jossey-Bass San Francisco; 2003; p. 219;

Page 197: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

198

პრესასთან, პირობები მოწევის შესახებ, იმ პირთა იდენტიფიკაცია ვინც შესაძლოა

მედიაციის პროცესს დაესწროს და ა. შ.

‘’ამ ეტაპზე მინდა გაგიზიაროთ სახელმძღვანელო პრინციპები ქცევის შესახებ,

რაც უკვე ნაცადია სხვა პროცესებზე და საკმაოდ წარმატებულადაც გამოიყენება.

თითოეულ თქვენგანს გამოყოფილი ექნება სასაუბრო დრო და სასურველია თუ

ერთმანეთს არ შეაწყვეტინებთ, ხოლო თუ რაიმე შეკითხვა გაგიჩნდებათ

დაიმახსოვრეთ ის და არ დასვათ მანამ, სანამ არ დაიწყება კითხვა-პასუხის ეტაპი.

თუ ეთანმხებით აღნიშნულ პროცედურას თქვენგან ნებართას ვითხოვ, რომელსაც

მბოჭავი ხასიათი ექნება. არის თუ არა ეს პირობები თქვენთვის მისაღები? უფრო

პროდუქტიული პროცედურების შემოთავაზება ხომ არ გსურთ? ‘’

ზოგიერთი მედიატორი მკაცრად აყალიბებს წესებს, რომელთა გადახვევაც

დაუშვებლად მიაჩნია და მათ არავითარ შემთხვევაში არ ცვლის, ხოლო

ზოგიერთი მათგანი მხარეების აზრსაც ითვალისწინებს და ხშირად მათაც სთხოვს

წარმოადგინონ თავიანთ იდეები, რათა მოლაპარაკებები უფრო მეტად სარგებლის

მომტანი გახდეს. ეს უკანასკნელი შეიძლება განიმარტოს, როგორც

გადაწყვეტილებების ორმხრივად მიღების პირველი მცდელობა, რაც ზოგადად

შეთანხმების მისაღწევად საჭირო უნარ-ჩვევებს ავითარებს.

ქცევის წესების განსაზღვრასთან დაკავშრებული ერთი კონკრეტული მიდგომა არ

არსებობს. დაძაბულ სიტუაციაში, მოდავე მხარეებს ესაჭიროებათ მედიატორი,

რომელიც პირდაპირ მიუთითებს ამა თუ იმ საკითხზე, ხოლო შედარებით

ნაკლებად პოლარიზებულ დავებში მხარეები თავადაც ახერხებენ კონტროლის

განხორციელებას. რაც ყველაზე მთავარია, წესების დადგენის დროს, მედიატორმა

არ უნდა ისაუბროს მმართველი და გარკვეული ძალაუფლების მქონე შუამავლის

ტონით. მაგალითად, უნდა მოერიდოს ისეთი ტერმინების ხსენებას, როგორიცაა:

“მოლაპარაკების პირობები”, “ქცევის ძირითადი წესები”. ხოლო ისეთი სიტყვები,

რომლებიც თავისი შინაარსით არ ატარებენ ვალდებულებით ხასიათს უფრო

მეტად მისაღებია, კერძოდ, “წინადადებები”, “შემოთავაზებები” და ა. შ.

ქცევის შესახებ სახელმძღვანელო პრინციპების ჩამოყალიბების შემდეგ

მედიატორი უნდა დარწმუნდეს თავის შესაძლებლობებში, რამდენად შესწევს

უნარი უზრუნველყოს შეთანხმებული წესების დაცვა.178

კომენტარი: ცალსახაა, რომ ქცევის გარკვეული სტანდარტი უნდა ჩამოყალიბდეს. მაგრამ

178 Moore , Christopher W.; The mediation process; 3rd edition; Jossey-Bass San Francisco; 2003; p. 219-210;

Page 198: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

199

უმნიშვნელოვანესია მედიატორის მხრიდან ისეთი ბალანსის დაცვა, რომ მხარეებს არ შეექმნათ

იმის შთაბეჭდილება, თითქოს ვიღაც რაღაცას უდგენს, რადგანაც დავის გადაწყვეტის

ალტერნატიული საშუალების ერთ-ერთი მომხიბვლელობა და დადებით მხარე სწორედ ის არის,

რომ ის უფრო მეტად მოქნილია სასამართლოსთან შედარებით და მხარეები უფრო მეტად

თავისუფლად გრძნობენ თავს. სწორედ ეს პრინციპი უნდა იყოს ამოსავალი დებულება

მედიატორისთის, როდესაც რაიმეს დადგენას ცდილობს. შესაბამისად, მაქსიმალურად

პოზიტიური ფორმულირებით მედიატორმა უნდა შეეცადოს ქცევასაც შეეხოს მოკლედ. როგორც

ყველა დანარჩენი საკითხი, ესეც მხარეთა პიროვნებასა და დავის სპეციფიკაზეა დამოკიდებული

და შესაბამისად ქცევის სტანდარტის შესახებ მედიატორის განმარტებაც ყოველ კონკრეტულ

შემთხვევაში სხვადასხვანაირი უნდა იყოს, მაგრამ ქცევის ზოგადი სტანდარის ჩამოყალიბება მის

მოვალეობაში უნდა შედიოდეს, რაც ისევ და ისევ მხარეეთა ინტერესებს, მათ თანასწორობას უნდა

ემსახურებოდეს.

10. კითხვა-პასუხის ეტაპი

ამ დროს მედიატორმა უნდა უპასუხოს მხარეების ყველა კითხვას. მედიატორმა

პროცესი არ უნდა გააგრძელოს, სანამ ამომწურავად არ გასცემს ყველა კითხვას

პასუხს. მხარის გაურკვევლობამ შესაძლოა შემდგომში მისი მხრიდან

პროცესისადმი წინააღმდეგობები და უნდობლობა გამოიწვიოს. 179

კომენტარი: მოცემული ეტაპი უდავოდ აუცილებელია, პროცესთან დაკავშირებულ მხარეთა

კითხვებზე ამომწურავი პასუხების გაცემა მედიატორის პირდაპირი მოვალეობად უნდა

ჩაითვალოს.

11. მედიაციის დაწყების ვალდებულება

მედიაციის პროცესის დაწყების ვალდებულება აკისრია მედიატორს და ეს არის

მისი ბოლო ქმედება, ვიდრე პროცესი მთლიანად მხარეებს არ დაეთმობათ.

მედიატორმა ყველა განხილული საკითხი უნდა შეაჯამოს მაქსიმალურად

პოზიტიურად და მოდავეებს გაუძლიეროს მოტივაცია იმისა, რომ მათ

თავისუფლად შეძლონ დისკუსიების წარმართვა. 180

179 Moore , Christopher W.; The mediation process; 3rd edition; Jossey-Bass San Francisco; 2003; p. 220; 180Moore, Christopher W.; The mediation process; 3rd edition; Jossey-Bass San Francisco; 2003; p. 220;

Page 199: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

200

‘’თუ პროცესის შესახებ მეტი კითხვები აღარ გაქვთ, გთავაზობთ, რომ გადავიდეთ

დისკუსიის ეტაპზე. ჩემი შეხედულებით ორივე მხარე ნებაყოფლობით

დათანხმდით მედიაციის პროცესს, შესაბამისად ვლდებულები ხართ

კეთილსინდისიერად აწარმოოთ მოლაპარაკებები და ჩამოაყალიბოთ შეთანმხების

მიღწევის ორმხრივად მისაღები გზები და საშუალებები. ვვარაუდობ, რომ

გამართული მოლაპარაკებები თქვენი ურთიერთობის თავიდან ჩამოყალიბებას

ძალიან დაეხმარება. ჩვენ გამოვიკლევთ ყველა გზას, რომელთა საშალებითაც

შესაძლებელი იქნება მიმდინარე ურთიერთობების განვითარება. ხოლო, თუ ამას

ვერ შევძლებთ, ვეცდებით ერთმანეთისადმი პატივისცემით დავასრულოთ

პროცესი და შევქმნათ მაქსიმალურად კომფორტული გარემო. ხართ თუ არა მზად,

რომ დავიწყოთ? ‘’

კონკლუდენტული მოქმედებით ან სიტყვიერი თანხმობის გამოხატვის შემდეგ

მედიატორმა პროცესი მხარეებს უნდა დაუთმოს.181

კომენტარი: მოცემული ეტაპი ძალიან ფორმალურ ხასიათს ატარებს და მისი ცალკე გამოყოფის

აუცილებლობა არ დგას. თავისთავად, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ეტაპის განხილვის შემდეგ

პროცესი მხარეებს უნდა დაეთმოს, ხოლო თუ როგორი ფორმულირებით მოხდება ეს არ შეიძლება

წინასწარ იქნებს განსაზღვრული და ამ მხრივ მედიატორი რაიმე ფარგლებში ვერ იქნება

მოქცეული.

მხარეთა შესავალი სიტყვები

მხარეები პროცესს იწყებენ თავიანთი შესავალი სიტყვების წარმოდგენით, რაც

ემსახურება ძირითადი ინტერესების გამოკვეთას, მოლაპარაკების

პროცედურისთვის საფუძვლის შექმნას. ეს ყველაფერი მხარეებს დაეხმარება

გამონახონ საერთო ენა.

პროცესში მონაწილე მხარეები მოლაპარაკებას აწარმოებენ თითოეული მათგანის

მიერ წინ წამოწეულ საკითხებზე და ცდილობენ შეჯერდნენ მედიაციის პროცესის

ალტერნატიულ შედეგებზე. ზოგიერთ დავაში განსახილველი საკითხების წრე

საკმაოდ მკაფიოდაა გამოკვეთილი და შესაბამისად შეთანხმების მიღწევას

181 Moore , Christopher W.; The mediation process; 3rd edition; Jossey-Bass San Francisco; 2003; p. 220-221;

Page 200: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

201

ძალიან ცოტა დრო ჭირდება. მაშინ როცა ინფორმაციის ნაკლებობისას

შეთანხმების მიღწევა დიდი დროს მოითხოვს.

იანგი მიუთითებს (Yang 1972, გვ. 57. ) საკითხთა ჩამონათვალს, რომელში

გარკვევაც მედიატორს პროცესის დასაწყისში შესაძლოა გაუჭირდეს :

დავის საგანი

სტრატეგიის არჩევის ალტერნატიული შესაძლებლობები

გამოსავალი , რომელიც ორივე მხარის ინტერესებს აკმაყოფილებს.

იმ პირთა რაოდენობისა და ვინაობის განსაზღვრა, ვინც აუცილებლად

უნდა იყოს ჩართული პროცესში.

რა შედეგით ასრულებენ მედიატორები მსგავს დავებს. 182

ასე რომ მედიატორს უწევს გარკვევა როგორც მხარეთა ურთიერთობებში , ასევე

იგი უნდა გაეცნოს სტრატეგიათა ალტერნატივებს, განსაზღვროს პროცესის

მოსალოდნელი შედეგები. მედიატორი კარგად უნდა იცნობდეს მხარის მიერ

შესავალი სიტყვის წარმოდგენის ყველა შესაძლო გზას. მხარეებმა შესავალი

სიტყვების წარმოდგენისას შესაძლოა ყურადღება გაამახვილონ არსებით

საკითხებზე ან მოლაპარაკების პროცედურაზე. 183

კომენტარი: მედიაციის პროცესი მოითხოვს, რომ მედიატორი სათანადოდ იყოს მომზადებული

დავის განსახილველად. აღნიშნულის მისაღწევად მხარეებთან ერთად იგი სათანადოდ უნდა იყოს

ინფორმირებული. იანგის მიერ განსაზღვრული ჩამონათვალი იძლევა იმ ძირითად ორიენტირს,

რომელსაც მედიატორი სასურველია დაეყრდნოს პროცესის მართვისას. რა თქმა უნდა, ზუსტად

უნდა იყოს ჩამოყალიბებული დავის საგანი, შესაბამისად მედიატორი კარგად უნდა იცნობდეს

ორივე მხარის პოზიციას. გამოცდილმა მედიატორმა სიტუაციიდან და მხარეთა ვინაობიდან

გამომდინარე სწორად უნდა აირჩიოს სტრატეგია. გარდა ამისა „შეხების წერტილების“

გამოკვეთით ჩამოაყალიბოს ორივე მხარისთვის დამაკმაყოფილებელი შედეგი. იმისათვის, რომ

დავის საგანთან დაკავშირებით სრულყოფილი ინფორმაცია იქნეს მოპოვებული, აუცილებელია

უზრუნველყოფილ იქნას ყველა იმ პირის მონაწილეობა პროცესში, რომელსაც დავის საგანთან აქვს

შეხება. გარდა ამისა მომგებიანი იქნება მედიაციის შედეგად მიღწეული შეთანხმებების

სისტემატიზირება იმისათვის, რომ მომავალში მედიატორს ჰქონდეს წარმოდგენა რა შედეგით

სრულდება მსგავსი დავები.

182Moore, Christopher W.; The mediation process; 3rd edition; Jossey-Bass San Francisco; 2003; p. 221; 183 Moore , Christopher W.; The mediation process; 3rd edition; Jossey-Bass San Francisco; 2003; p. 221- 222;

Page 201: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

202

1. პროცესის შესავალი, რომელიც არსებით საკითხებზეა

ორიენტირებული

მედიაციის პროცესის გახსნის ყველაზე გავრცელებულ (მაგრამ არა ეფექტურ)

გზას წარმოადგენს მხარეთა ფოკუსირება დავის ძირითად საკითხებზე. ასეთ

შემთხვევაში მომრიგებელი რამდენიმე შესაძლებელ გზას ირჩევს: იკვლევს

პრობლემის განვითარებას, მასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს,

გამოკვეთს შესაძლებელ ინტერესებსა თუ პოზიციებს და რაც შეიძლება მსუბუქად

ახდენს ამ ყველაფრის მხარეებამდე მიტანას.

პრობლემის ფაქტობრივ საფუძველზე, მოთხოვნებსა და პოზიციებზე

კონცენტრირება. 184

აღნიშნული კომბინაცია საკმაოდ ხშირია. მომრიგებელი იკვლევს პრობლემის

ფაქტობრივ საფუძველს, ცდილობს განუმარტოს მხარეებს რისთვისაა ცვლილება

საჭირო და არსებული მდგომარეობა რამდენად არახელსაყრელია მათთვის. ამის

შემდეგ დეტალურ ინფორმაციას აწვდის პროცესის მონაწილეებს იმასთან

დაკავშირებით, თუ რა ფორმით უნდა იქნეს წარმოდგენილი შესავალი სიტყვები.

პროცესის ასეთი დასაწყისი მხარეებს უბიძგებს ჩაერთონ რადიკალურ

პოზიციებთან დაკავშირებულ მოლაპარაკებაში.

კონცენტირება განსახილველ საკითხებზე

მოცემულ შემთხვევაში მედიატორი თავს არიდებს პრობლემის განვითარების

განხილვას. ამის ნაცვლად მას მხარეების ყურადღება პირდაპირ განსახილველი

საქმის არსებულ დეტალებზე გადააქვს. საკითხები შესაძლოა წარმოდგენილი

იყოს შემდეგი სახით :

შესაძლებელია თითოეულ მხარეს დაევალოს დავის არსის ვერბალური

პრეზენტაცია;

საკითხების სია შესაძლოა წარმოადგინოს თავად მედიატორმა და ამავე

დროს მიუთითოს რომელი საკითხი იმსახურებს ყველაზე მეტ ყურადღებას;

მედიატორი საკითხებიის სიის წარმოდგენისას პირველ რიგში უთითებს

მარტივ და ნაკლებად მნიშვნელოვან საკითხებს;

გარდა ამისა საკითხები შესაძლოა წარმოდგენილ იქნეს შემთხვევითი

შერჩევის პრინციპით და შემდგომში მათი პრიორიტეტების მიხედვით

დახარისხება თვითონ მხარეებმა განახორციელონ;

184Moore, Christopher W.; The mediation process; 3rd edition; Jossey-Bass San Francisco; 2003; p. 222;

Page 202: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

203

საკითხების წარმოდგენა ხდება მოწინააღმდეგე მხარის პოზიციიდან.

მომრიგებელი ცდილობს დაარწმუნოს მხარეები ცვლილების აუცილებლობაში. ამ

სტრატეგიის მთავარ მიზანს წარმოადგენს ის , რომ თუმხარე ირწმუნებს თავისი

პოზიციის მიუღებლობას , შეთანხმების მიღწევის შანსი იზრდება.

ინტერესებზე კონცენტრირება

ამ სტრატეგიით მხარეები განიხილავენ თავიანთ ინტერესებს, რომელთა

დაკმაყოფილებასაც ცდილობენ მედიაციის პროცესის მეშვეობით. პოზიციების

ნაცვლად ინტერესებზე ორიენტირება მოლაპარაკების წარმოების საფუძველს

ქმნის. პროცესის მიმდინარეობის ამ სახის გამოყენების შესახებ შესაძლებელია

თავად მხარეებმა მიიღონ გადაწყვეტილება ან ინიცირებული იყოს მედიატორის

მიერ.

შეუთანხმებელ პოზიციებზე კონცენტრირება

იმ შემთხვევებში, როდესაც მხარეთა პოზიციები ზედმეტად შეუსაბამოა, ან როცა

აშკარაა, რომ მათ მოლაპარაკების არანაირი შანსი არ აქვთ, მედიატორი როგორც

წესი აღარ განიხილავს პრობლემის ისტორიასა თუ კონკრეტულ საკითხებს,

არამედ მათ სთავაზობს უკიდურესი ზომის მიღებას. აღნიშნული ტაქტიკა

ხშირად გამოუვალ მდგომარეობაში აყენებს მხარეებს და აიძულებთ მათ დავის

გადაწყვეტის ალტერნატიულ საშუალებებს მიმართონ, როგორიცაა მაგალითად

სასამართლო გზით საქმის წარმოება.185

2. პროცესის შესავალი, რომელიც პროცედურულ საკითხებზეა

ორიენტირებული

კიდევ ერთ, თუმცა ნაკლებად პოპულარული პროცესის გახსნის გზას

წარმოადგენს- პროცესის დასაწყისში უპირველეს ყოვლისა პროცედურულ

საკითხებზე ორიენტირება. აღნიშნული სტრატეგიით, ზოგადი ინსტრუქციის

გარდა, მხარეები განიხილავენ იმ პროცედურულ ნაბიჯებს, რომელთა მეშვეობით

უნდა მოხდეს დავის გადაწყვეტა. სტრატეგიის უპირატესობას მური (Moore,1982)

და ლინკოლნი (Lincoln, 1981) შემდეგი არგუმენტებით ასაბუთებენ:

იგი ხელს უწყობს მხარეების მიერ მოლაპარაკების საგნის უკეთ

185 Moore , Christopher W.; The mediation process; 3rd edition; Jossey-Bass San Francisco; 2003; p. 222-223;

Page 203: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

204

ჩამოყალიბებასა და ინტერპრეტაციას;

იძლევა ინფორმაციას მხარეთა დამოკიდებულების ხასიათისა და

სანდოობის თაობაზე;

მხარეებს აძლევს შესაძლებლობას მიიღონ ერთობლივი

გადაწყვეტილებაპროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით, რაც თავისთავად

არ წარმოადგენს მთავარ პრობლემას;

გარკვეულწილად ნათელს ჰფენს საბოლოო შეთანხმების ძირითად

ორიენტირებს;

ცხადყოფს, რომ მხარეთა შორის გარკვეული შეთანხმების მიღწევა ოცნების

სფეროს სულაც არ განეკუთვნება და მდგომარეობა უიმედო არაა.186

ძირითად პროცედურულ საკითხებს, რომლებზეც მხარეებმა შესაძლოა მიიღონ

გადაწყვეტილება წარმოადგენს შემდეგი: (Moore, 1982; Lincoln, 1981)

როგორ უნდა ჩამოყალიბდეს პროცესის დღის წესრიგი;

მოლაპარაკების პროცედურა, რომელსაც მხარეები იცავენ;

დროისა და განრიგის განსაზღვრა თითოეული სესიისთვის საწყისი და

საბოლოო სესიების ჩათვლით;

როგორ უნდა მოხდეს მხარეებს შორის ინფორმაციის გაცვლა;

როგორ უნდა მოხდეს ინფორმაციის მიწოდება როგორც პროცესის

მონაწილეებისთვის, ასევე გარეშე პირებისთვის;

რამდენად იქნება მხარეთა უფლებები აღიარებული და დაცული;

მხარეთა ურთიერთობა ადვოკატებთან;

მხარეთა ურთიერთობა მედიასთან;

ქცევის წესების ჩამოყალიბება პროცესის მიმდინარეობისას;( მაგალითად

ღირებულებების პატივისცემა, აგრესიული შეტევის აკრძალვა მოწინააღმდეგე

მხარის მიმართ; ემოციათა სიჭარბე (დამოკიდებულება ხელსაყრელ თუ

არახელსაყრელ შედეგთან მიმართებით);

როგორ შეინარჩუნებენ მხარეები სასურველ მდგომარეობას პროცესის

მიმდინარეობისას და როგორ გადაინაწილებენ ვალდებულებებს;

პროცესის მონაწილეთა ძირითადი მიზნები;

მცირე სამუშაო ჯგუფების დანიშნულების განსაზღვრა;

მოლაპარაკების ჯგუფების შემადგენლობა;

შეხვედრების ადგილის განსაზღვრა;

შეხვედრების ოქმის წარმოება;

როგორ უნდა იქნას უზრუნველყოფილი პროცედურულ და არსებით

186Moore, Christopher W.; The mediation process; 3rd edition; Jossey-Bass San Francisco; 2003; p. 223-224;

Page 204: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

205

საკითხებზე შეთანხმების მიღწევა.

მედიატორები ხშირად მოუწოდებენ მხარეებს სანამ არსებით საკითხებს

ჩაუღრმავდებიან ყურადღება გაამახვილონ მედიაციის პროცედურულ

საკითხებებზე. ყველაზე ხშირად ეს საჭირო ხდება მაშინ, როცა მედიატორი

მიიჩნევს, რომ მხარეებს შორის აუცილებელია წარმოიშვას ნდობა ან მათ

ესაჭიროებათ ერთად მუშაობის გამოცდილება. ძირითადად მხარეები პროცესის

გახსნის გზას თავად ირჩევენ.187

3. პროცესის შესავალი, რომელიც მოდავე მხარეთა

ურთიერთობებზეაორიენტირებული

პროცესის შესავალი, რომელიც მოდავე მხარეთა ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზეა

ორიენტირებული ნაკლებადაა გავრცელებული. ეს ფორმა ყველაზე ხშირად ე.წ.

transformative (ჩასაფრებით) მედიაციაში გამოიყენება.188

ეს სტრატეგია გამოიყენება იმ მიზნით, რომ პროცესის დაწყებამდე

გააუმჯობესოს მხარეთა შორის ურთიერთობა. ამ სტრატეგიის ფარგლებში

მხარეები შესაძლოა ჩართულები იყვნენ გარკვეულ სოციალურ აქტივობებში, მათ

შორიც ექსკურსიაში, რომელიც ორიენტირებულია დავის საგანზე. ეს ყველაფერი

ხელს უწყობს მხარეთა შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებას. სხვა საშულებებს,

რომელთა მეშვეობითაც ხდება მოწინააღმდეგე მხარეთა დაახლოება, ხშირად

წარმოადგენს სხვადასხვა სამუშაო ჯგუფები მათ შორის: იდეათა გაზიარებაზე

დაფუძნებული ჯგუფი (Dubois and Mew, 1963), 2) ძირითად განსახილველ

საკითხზე ორიენტირებული ჯგუფი (Levinson,1954; Levinson and Schermerhorn,

1951), გაერთიანებული სატრენინგო ჯგუფები (Hunter and McKersie, 1992)

განხილვები, რომელიც ორიენტირებულია ორმხრივ ურთიერთგაგებაზე (Bush and

Folger,1994), ასევე მხარეები შესაძლოა ჩართული იყვნენ ისეთ აქტივობებში, რაც

სულაც არაა კავშირში დავასთან (Fisher, 1978). მაგალითად, ერთ-ერთი

პროცესის გახსნის წინა ღამეს მედიატორმა მხარეთა არაფორმალურ სადილზე

შეხვედრა უზრუნველყო. მოდავე მხარეები ორსართულიანი ავტობუსით

მექსიკურ რესტორანში წაიყვანეს, სადაც მათ ერთმანეთი პირადად გაიცნეს

187 Moore , Christopher W.; The mediation process; 3rd edition; Jossey-Bass San Francisco; 2003; p. 224-225; 188Moore, Christopher W.; The mediation process; 3rd edition; Jossey-Bass San Francisco; 2003; p. 225;

Page 205: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

206

არაფორმალურ გარემოში. სხვა დავაში კი, რომელიც ეროვნულ ტყეში ხე-ტყის

მოჭრას ეხებოდა, პროცესის ფარგლებში ორგანიზება გაუწიეს მხარეთა ლაშქრობას

აღნიშნულ ტყეში, რამაც ხელი შეუწყო მხარეთა შორის კომუნიკაციის

გაუმჯობესებას და ასევე სადავო მიწის უკეთ გაცნობას.

მედიატორები განქორწინების საქმეებზე ცდილობენ ფორმალური მოლაპარაკების

დაწყებამდე სიტუაციის არაფორმალური განხილვის გზით ხელი შეუწყონ

მხარეთა შორის კეთილგანწყობის ჩამოყალიბებას (Milne,1981). ზოგიერთი

მიიჩნევს, რომ აღნიშნული პროცედურა წყვილს ეხმარება შეეგუონ

განქორწინების ფაქტს.

როგორც ზემოაღნიშნულიდან ჩანს, მედიატორები მხარეებისათვის

მოსახერხებელი გარემოს შექმნისთვის სხვადასხვა ხერხს მიმართავენ. ხშირად

ისინი ორგანიზებას უკეთებენ წვეულებებსაც კი , რომელთაც არ აქვთ პირდაპირი

კავშირი განსახილველ დავასთან. ასეთი ღონისძიებები გათვლილია მხარეთა

ემოციურ კონტროლზე რაც თავისთავად გაცილებით უსაფრთხო გარემოს ქმნის

მედიაციის პროცესისთვის.189

კომენტარი: მედიაციის პროცესის დასაწყისს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მისი წარმატებით

დასრულებისთვის. ცხადია, რომ პროცესის დასაწყისში მხარეები ერთმანეთის მიმართ

უარყოფითად არიან განწყობილი. მედიაცია სწორედ დაძაბულობის განმუხტვასა და მხარეთა

შორის ურთიერთობების რეგულირებას ემსახურება. ზემოაღნიშნულ პროცესის დაწყების სახეებს

სწორად შერჩევა ჭირდება დავის სახისა და მხარეთა მდგომარეობის გათვალისწინებით.

დასაწყისში მხარეებმა რაც შეიძლება ნაკლებად აგრესიული პოზიციიდან უნდა შეაფასონ

განსახილველი პრობლემა. გარდა ამისა, მათ მედიატორის მიმართ უნდა ჩამოუყალიბდეთ ნდობა.

თუ ქართულ ხასიათს მივიღებთ მხედველობაში , მხარეთა გადაჭარბებული ემოციურობიდან

გამომდინარე პროცესის დასაწყისისთვის ნაკლებად მომგებიანი იქნება თავდაპირველად

პრობლემის არსებითი საკითხების განხილვა. ემოციური დაძაბულობა მხარეებს ხელს შეუშლის

სათანადო კონცენტრირება მოახდინონ სიტუაციიდან გამოსავლის გზებზე და ობიექტურად

შეაფასონ სიტუაცია. მოცემულ სიტუაციაში ალბათ ყველაზე ოპტიმალური იქნება პროცესის

დასაწყისში მხარეთა ფსიქოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა და მათი ჩართვა

სოციალურ აქტივობებში. ერთობლივი ექსკურსია თუნდაც სადილი მედიაციის პროცესის წინ

მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მოდავე მხარეთა შორის ურთიერთდამოკიდებულებას. თუ

პროცესის დაწყების ეს გზა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული და ვერ ხერხდება მისი

განხორციელება, საკმაოდ ხელსაყრელი იქნება მედიატორმა მხარეებს შესთავაზოს

თავდაპირველად პროცედურული საკითხების რეგულირება, რაც ურთიერთთანამშრომლობის

განვითარებას უწყობს ხელს და ემოციურ ფონს შედარებით აუმჯობესებს.

189 Moore , Christopher W.; The mediation process; 3rd edition; Jossey-Bass San Francisco; 2003; p. 225-226;

Page 206: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

207

4. პროცესის დაწყების გზის არჩევა

პროცესის დასაწყისში თავდაპირველად ყურადღება დაეთმობა არსებით

საკითხებს, პროცედურულ საკითხებსა თუ მხარეთა ფსიქოლოგიურ

მდგომარეობას, რომელიც დამოკიდებულია:

დავის სახეზე;

მოდავე მხარეთა შესაძლებლობაზე კონცენტრირება მოახდინონ არსებით

საკითხებზე;

მხარეთა ემოციურ დაძაბულობაზე;

უფლებამოსილების ხარისხზე, რომელიც მხარეებმა მედიატორს მიანიჭეს,

შესაბამისად მას აქვს შესაძლებლობა დაარეგულიროს მხარეთა შეხვედრები, ასევე

მედიაციის პროცესის გახსნასთან დაკავშირებული პროცედურები;

მედიაციის პროცესზე შიდა და გარე ზემოქმედებაზე, რომელიც

შუამავალმა რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაარეგულიროს.

პროცესის გახსნისთვის სასურველი მეთოდის ასარჩევად მედიატორმა

მხარეებთან უნდა გაიაროს კონსულტაციები. შედეგად, აირჩიოს მედიაციის

პროცესის წამოწყების მათთვის ყველაზე სასურველი ფორმა. ისეთ შემთხვევებში,

როდესაც შეთანხმების მიღწევის ძირითად დამაბრკოლებელ გარემოებას

ემოციური დაძაბულობა წარმოადგენს, მედიატორი როგორც წესი უპირატესობას

ანიჭებს პროცესის დაწყების პროცედურულ ან ფსიქოლოგიურ ფორმას. მხარეები

მედიატორის რჩევას როგორც წესი ეთანხმებიან თუკი მოხდება მათი სათანადო

დარწმუნება, რომ პროცესის დაწყების აღნიშნული სახე შეთანხმების მიღწევას

გააადვილებს.190

კომენტარი: მიუხედავად იმისა, რომ ნებაყოფლობითობა მედიაციის უმთავრესი პრინციპია და

მხარეებს თავად უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა აირჩიონ პროცესის დაწყების ფორმა, ვფიქრობთ

მოცემულ შემთხვევაში მედიატორი ნეიტრალური პოზიციიდან უფრო ობიექტურად აფასებს

სიტუაციას ვიდრე მხარეები, რომლებიც ემოციური წნეხის ქვეშ არიან. გამომდინარე აქედან,

უმჯობესია პროცესის დაწყების გზის არჩევის უფლებამოსილება ჰქონდეს მედიატორს თუმცა რა

თქმა უნდა ეს არ უნდა ატარებდეს დაძალების ფორმას.

190Moore , Christopher W.; The mediation process; 3rd edition; Jossey-Bass San Francisco; 2003; p. 226-227;

Page 207: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

208

5. მხარეთა მიერ თავიანთი პოზიციების წარმოდგენის ეტაპზე

გადასვლა

პროცესის გახსნის პროცედურის შემდეგ მედიატორი მხარეებს სთავაზობს

წარმოადგინონ თავიანთი პოზიციები. ერთ-ერთი საქმის - (Singson-Whittamore

case) მაგალითზე განვიხილოთ მედიატორის „გარდამავალი“ სიტყვა (ე.წ transition

statement): „ამ ეტაპზე გთავაზობთ გადავიდეთ იმ სიტუაციის განხილვაზე, რამაც

მედიაციის პროცესამდე მოგიყვანათ. (ამ დროს მედიატორი მიბრუნდება იმ

მხარისკენ, რომელმაც მისი გადაწყვეტილებით თავისი პოზიცია პირველმა უნდა

წარმოადგინოს):

„ბატონო .........., გთხოვთ მოგვახსენოთ შექმნილი სიტუაციის თქვენეული ხედვა.

ამავე დროს კარგი იქნებოდა თუ ყურადღებას გაამახვილებდით პრობლემის

განვითარების გარკვეულ ასპექტებზე, ასევე საკითხებზე, რომელიც თქვენი

შეხედულებით ექვემდებარება განხილვას. გთხოვთ წარმოგვიდგინოთ

ინტერესები რომელთა დაკმაყოფილებასაც ელით მედიაციის პროცესისგან. ამ

ეტაპზე არ არის საჭირო ყურადღება გავამახვილოთ სიტუაციიდან გამოსავლის

ძიების გზებზე, არამედ საკმარისია მაქსიმალური კონცენტრირება განსახილველ

პრობლემაზე. ‘’

ზემოაღნიშნული მიმართვის შემდეგ პროცესი გრძელდება ერთ-ერთი მხარის

მიერ თავისი პოზიციის წარმოდგენით.191

კომენტარი: მედიაციის პროცესის წარმატება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ინფორმაციის

წარმოდგენისა და შეფასების ეტაპების განცალკევებაზე. როგორც მედიატორის მიმართვიდან ჩანს,

ის თავდაპირველად სთხოვს მხარეებს ჩამოაყალიბონ განსახილველი დავის არსი თავიანთი

თვალთახედვით, გაამახვილონ ყურადღება პრობლემის სხვადასხვა მხარეზე. მოცემულ

შემთხვევაში მიზანი ერთია შეფასების ეტაპზე გადასვლამდე პრობლემა სათანადოდ უნდა იქნას

განხილული და შესწავლილი. რაც შემდგომში მედიატორსა და მხარეებს მისცემს შესაძლებლობას

პრობლემის გადაწყვეტის უფრო ეფექტური გზები მოიძიონ.

191 Moore , Christopher W.; The mediation process; 3rd edition; Jossey-Bass San Francisco; 2003; p. 227;

Page 208: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

209

6. კომუნიკაციისა და ინფორმაციის გაცვლის გაადვილება

მხარეთა მიერ თავიანთი პოზიციების წარმოდგენისას ყველაზე კრიტიკულ

საკითხს წარმოადგენს მხარეთა შორის ინფორმაციის გაცვლის მაქსიმალური

გაადვილება. აღნიშნული შესაძლოა დააბრკოლოს შემდეგმა ფაქტორებმა:

ერთ-ერთი მხარის აგრესიულმა მოქმედებამ;

მკაცრმა მოთხოვნებმა, რომელიც იმგვარადაა ფორმირებული, რომ აშკარას

ხდის მხარეთა ემოციურ დაძაბულობას;

მოუწესრიგებელმა და ჩამოუყალიბებლმა კომუნიკაციამ;

მოსმენის კულტურის ნაკლებობამ;

მხარეთა ემოციურმა თავშეუკავებლობამ;

ერთ-ერთი მხარის სრულმა უუნარობამ, მიიღოს სათანადო მონაწილეობა

პროცესში.192

მედიატორის მთავარ ფუნქციას წარმოადგენს დაეხმაროს მხარეებს

ითანამშრომლონ არსებით განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით.

მედიატორი ყურადღებას ამახვილებს მათი ურთიერთობის პოზიტიურ

მხარეებზე, რაც მაქსიმალურად ამცირებს მხარეთა შორის ემოციურ

დაძაბულობას. გარდა ზემოაღნიშნული კომუნიკაციის გაუმჯობესების გზებისა

მედიატორები ასევე იყენებენ შემდეგ მეთოდებს:

1) დამოწმება - მედიატორი უსმენს მხარეს და მისი პოზიციის წარმოდგენის

შემდგომ ახდენს მიღებული ინფრომაციის შეჯამებას.

კომენტარი: მედიატორის აღნიშნული ქმედება ხელს უწყობს ინფორმაციის თავმოყრას. გარდა

ამისა ინფორმაციის დამოწმება მხარეს ეხმარება უკეთ გაიხსენოს საქმის დეტალები.

2) პერიფრაზი - მედიატორი მხარის მიერ წარმოდგენილ ინფორმაციას სხვა

სიტყვებით შინაარსის შეუცვლელად გადმოსცემს.

კომენტარი: პერიფრაზი მხარეს ეხმარება გაანალიზოს რამდენად სწორი ფორმით გადმოსცა

სათქმელი. რაც სურდა ზუსტად ის თქვა თუ არა.

3) შეჯამება - მხარის მიერ წარმოდგენილი ინფორმაციიდან მედიატორი

ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებს გამოყოფს. 193

192 Moore, Christopher W.; The mediation process; 3rd edition; Jossey-Bass San Francisco; 2003; p. 227; 193Moore, Christopher W.; The mediation process; 3rd edition; Jossey-Bass San Francisco; 2003; p. 227-228;

Page 209: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

210

კომენტარი: მიღებული ინფორმაციის შეჯამება საფუძველს ქმნის შეფასების ეტაპისთვის ასევე

მეორე მხარეს ეხმარება პოზიციის ჩამოყალიბებაში.

4) განვრცობა - მედიატორი მხარეს მიღებულ ინფორმაციას აწვდის უკან

განვრცობილი და დამუშავებული ფორმით. 194

კომენტარი: მედიატორის მიერ მხარისთვის განვრცობილი და დამუშავებული ფორმით

ინფორმაციის მიწოდება მას კიდევ ერთხელ აძლევს შესაძლებლობას უკეთ შეაფასოს თავისი

პოზიცია.

5) მოწესრიგება - მედიატორი სთავაზობს პრეზენტატორს წარმოდგენილი

საკითხები მოაწესრიგოს გარკვეული ფორმით (ისტორიული ნიშნით,

ინფორმაციის რაოდენობის, მნიშვნელობის და ა.შ გათვალისწინებით.)

6) დაჯგუფება - მედიატორი ეხმარება პრეზენტატორს წარმოდგენილი

საკითხები დააჯგუფოს ლოგიკურად.

7) სტრუქტურირება - მედიატორი ეხმარება პრეზენტატორს თავისი

პოზიციის წარმოდგენისას სწორად მოახდინოს იდეების ჩამოყალიბება.

8) გაყოფა/ფრაქცირება - მედიატორი ახდენს გარკვეული საკითხის მცირე

ნაწილებად დანაწევრებას.

9) განზოგადება - მედიატორი გამოყოფს ზოგად საკითხებსა და პრინციპებს

პრეზენტატორის სიტყვიდან.195

კომენტარი: დაჯგუფება-სტრუქტურირებას, გაყოფა-ფრაქცირებასა და განზოგადებას ძალიან

დიდი მნიშვნელობა აქვს ამომწურავი ინფორმაციის მიღებისთვის. საქმესთან დაკავშირებული

დეტალების სისტემატიზაცია აადვილებს როგორც ინფორმაციის მიღების ასევე შეფასების

პროცესს.

10) მიმართულების მიმცემი კითხვები - მედიატორი მხარეს უსვამს კითხვებს

იმისათვის, რომ დაეხმაროს უკეთ ჩამოაყალიბოს თავისი პოზიცია.

11) დამაზუსტებელი კითხვების დასმა - მედიატორი მხარეს უსვამს კითხვებს,

რათა დააზუსტოს წარმოდგენილი ინფორმაციის ცალკეული დეტალები.196

თავისი პოზიციის წარმოდგენისას მედიატორის კითხვები მხარეს ეხმარება უფრო

ნათლად გამოხატოს თავისი სათქმელი, ასევე დამაკვალიანებელი და

194Moore, Christopher W.; The mediation process; 3rd edition; Jossey-Bass San Francisco; 2003; p. 228; 195 Moore , Christopher W.; The mediation process; 3rd edition; Jossey-Bass San Francisco; 2003; p. 228; 196 Moore , Christopher W.; The mediation process; 3rd edition; Jossey-Bass San Francisco; 2003; p. 228;

Page 210: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

211

დამაზუსტებელი კითხვებით მედიატორს ეძლევა შესაძლებლობა

გარკვეულწილად აკონტროლოს ინფორმაციის წარმოდგენის ეტაპი - არ

გადაუხვიოს მხარემ განსახილველ საკითხს, ასევე მიიღოს რაც შეიძლება

ამომწურავი მონაცემები განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.

მედიატორი იყენებს კომუნიკაციის ცალკეულ მეთოდებს, რითაც მხარეებს

ეხმარება რაც შეიძლება პოზიტიური ურთიერთობა ჰქონდეთ ერთმანეთთან.

მედიატორმა მხარეები უნდა დაარწმუნოს, რომ აღნიშნული მეთოდები

ხელსაყრელია ორივე მათგანისთვის.197

7. დადებითი ემოციური გარემოს შექმნა

დადებითი ემოციური ფონი პირდაპირპროპორციულად აისახება პრობლემის

საბოლოო გადაწყვეტაზე. მედიატორი იყენებს სხვადასხვა ბერკეტს დადებითი

ემოციური გარემოს უზრუნველსაყოფად:

იგი ცდილობს თითოეულ მხარეს მისცეს შესაძლებლობა ბოლომდე

ჩამოაყალიბოს საკუთარი აზრი;

წაახალისოს მხარეები კონცენტრირება მოახდინონ ძირითად პრობლემაზე;

პროცესის მიმდინარეობისას მონაწილეთა ლექსიკა იყოს ნაკლებად

აგრესიული;

უზრუნველყოს მხარეთა პოზიციების ნათლად ჩამოყალიბება ასევე

მხარეთა კეთილსინდისიერი ქმედებები პროცესის განმავლობაში განსახილველ

საკითხებთან დაკავშირებით;

ნეიტრალური პოზიციიდან შეაფასოს თითოეული მხარის ემოციური

მდგომარეობა;

შეახსენოს მხარეებს პროცესის მარეგულირებელი ნორმები, რაც თავადვე

შეიმუშავეს;

განმუხტოს, გაანეიტრალოს პროცესის დამაბრკოლებელი საფრთხეები;

აიცილოს თავიდან კონფლიქტის ესკალაცია.198

197 Moore , Christopher W.; The mediation process; 3rd edition; Jossey-Bass San Francisco; 2003; p.228-229;

198 Moore , Christopher W.; The mediation process; 3rd edition; Jossey-Bass San Francisco; 2003; p. 229;

Page 211: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

212

კომენტარი: დადებითი ემოციური გარემოს შექმნა ქართული რეალობისთვის, სადაც ძირითდად

კონფლიქტური გარემოა, განსაკუთრებული სირთულეა. ამის გათვალისწინებით ქართველი

მედიატორისთვის აღნიშნული ჩამონათვლის გათვალისწინება აუცილებელია.

8. კულტურული ვარიაციები

კულტურულ კონტექსტში პროფესიული, განათლების დონის, ეთნიკური,

გენდერული და ნაციონალური სხვაობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს

მედიაციის პროცესის დასაწყისზე. მნიშვნელოვანია შუამავალმა იმგვარად

დაიწყოს პროცესი, რომ იგი ორივე მხარისთვის კულტურულად გამართლებული

და მისაღები იყოს. მიუხედავად იმისა, რომ ფაქტიურად შეუძლებელია აღწერო

ყველა პროცედურა, რომელსაც მედიატორი მიმართავს, მაინც შეგვიძლია

გამოვყოთ ზოგადი ტენდენციები.

იმ სიტუაციასა და სამართლებრივ გარემოში, სადაც მედიატორი ძირითადად

სოციალური ნიშნით შეირჩევა, მედიაციის პროცესის დასაწყისში დროის უმეტესი

ნაწილი ეთმობა არაფორმალურ საუბრებს, რომელიც მედიატორსა და მხარეებს

ასევე თავად მხარეებს შორის კომუნიკაციის ჩამოყალიბებას ემსახურება. ეს დრო

უზრუნველყოფს მხარეებს შორის ურთიერთობის ჩამოყალიბებას ასევე საერთო

ინტერესებისა თუ ვალდებულებების გამოკვეთას, რაც საბოლოო

გადაწყვეტილებამდე მისვლას აადვილებს. ზოგიერთ საზოგადოებაში, უმეტეს

წილად ლათინური ამერიკის ქვეყნებში, ასევე შორეულ აღმოსავლეთში

მედიაციის პროცესის დასაწყისს თან ახლავს მედიატორის მიერ მხარეებისთვის

სასმელის შეთავაზება (ზოგიერთ ქვეყანაში საკვების). მაგალითად, შორეულ

აღმოსავლეთში (ირანი, პაკისტანი, ინდოეთი, შრი ლანკა, და აფრიკის სხვადასხვა

საზოგადოებები) მედიაციის პროცესი ჩაის სმის თანხლებით მიმდინარეობს.

(Senger, 2002). ზოგიერთ ქვეყნებში, როგორიცაა ჩინეთი, იაპონია და ინდონეზია

მედიაციის სოციალური ფაზა (საწყისი ეტაპი) დროსა და სივრცეში დაშორებულია

დავის არსებითი საკითხების განხილვისა და პრობლემების გადაწყვეტის

ეტაპისაგან (Graham and Sano, 1984).

ისეთ შემთხვევებში, როცა მედიატორი მხარეებთან არათანაბარ იერარქიულ

მდგომარეობაშია ან თავად მხარეებს შორის გვაქვს გარკვეული

დაქვემდებარებული ურთიერთობა, მედიაციის საწყისი ეტაპი შესაძლოა იყოს

უფრო მეტად ფორმალური, რაც ემსახურება ხაზი გაესვას პროცესის მონაწილეთა

Page 212: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

213

პოზიციების არათანაბრობას.

აღსანიშნავია, რომ სხავადასხვა სამართლებრივ საზოგადოებაში პროცესის

მარეგულირებელი ნორმების ჩამოყალიბების განსხვავებული საჭიროება

არსებობს. ისეთ ქვეყნებში სადაც უკვე არსებობს მოლაპარაკების წარმოების

დაუწერელი ზოგადი წესები, მედიატორს ნაკლებად უწევს პროცედურული

ნორმების განსაზღვრა, განსხვავებით ისეთი საზოგადოებებისაგან, რომელიც

მრავალეთნიკურია. ასეთ შემთხვევაში პროცესის მონაწილე მხარეებს

ესაჭიროებათ პროცედურის დეტალური აღწერა (Hall and Hall, 1987). მაგალითად

იაპონიაში მედიატორს პროცედურების განსაზღვრის ნაკლები საჭიროება აქვს,

ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებში, კანადასა თუ ავსტრალიაში, ვინაიდან აქ

მედიატორს განსხვავებული კულტურის წარმომადგენლებთან უწევს

ურთიერთობა. ასეთ შემთხვევებში მედიატორს უწევს განსაზღვრა რა ფორმით

უნდა მიაწოდოს მხარეებს პროცედურული ინფორმაცია.

კომუნიკაციის ტიპები კულტურული ნიშნით განსხვავდება. ზოგიერთ ქვეყანაში

მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებში, კომუნიკაციის ისეთი ფორმაა

მიღებული სადაც მოსაუბრეთაგან ერთი ლაპარაკობს და მეორე უსმენს, მაშინ

როცა ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში პოლიქრონიაა გავრცელებული - ე.ი. შესაძლოა

ერთდროულად რამდენიმე ადამიანი ლაპარაკობდეს. კომუნიკაციის ასეთი

განსხვავებული ტიპების არსებობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს მედიატორსა

და მხარეებს ასევე მხარეთა შორის დიალოგისა და არგუმენტაციის ფორმაზე. რა

ხდება მაშინ, როცა ორი განსხვავებული კულტურის წარმომადგენელი ხვდება

ერთმანეთს, რომელთა შორის ერთი მუდმივად აწყვეტინებს მეორეს, უხეშად

იქცევა, ამ დროს კი მეორე მუდმივად მოსმენის რეჟიმშია. მედიატორს ასეთ

სიტუაციაში ევალება დააბალანსოს მხარეთა შორის კომუნიკაცია იმ წესების

მიხედვით, რომელთაც მხარეები თავად ირჩევენ პროცესის რეგულირებისთვის.199

კომენტარი: როდესაც კულტურულ ვარიაციებზე ვსაუბრობთ აუცილებლად უნდა

გავითვალისწინოთ ქართული ხასიათის ძირითადი ასპექტები. ვინაიდან ქართული ხასიათი

სწორედაც რომ პოლიქრონიას უფრო ერგება, მედიატორს საქართველოში პროცესის

რეგულირებისთვის უფრო მეტი ძალისხმევის გაწევა მოუწევს, რაც თავისთავად გულისხმობს

დამატებით წესებს პროცესის მართვისთვის. საკმაოდ მომგებიანი იქნება პროცესის დაწყებამდე

ქცევის წესების ჩამოყალიბება თავად მხარეთა მიერ. აღნიშნული არა მხოლოდ შემდგომში

პროცესის გაცილებით მშვიდობიან მიმდინარეობას უზრუნველყოფს, ასევე ხელს შეუწყობს

მოდავე მხარეთა შორის კომუნიკაციის გაუმჯობესებას.

199Moore, Christopher W.; The mediation process; 3rd edition; Jossey-Bass San Francisco; 2003; p. 229-230;

Page 213: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

214

მედიაციის ეტაპები200

1. მედიაციის პროცესის წამოწყება

2. მედიაციის წინარე კონფერენცია

3. მხარეთა პოზიციების წინასწარი წარმოდგენა

4. მედიაციის მთავარი სესია

მედიატორის შესავალი სიტყვა

მხარეთა მიერ ინფორმაციის (ძირითადი საკითხების, ინტერესების, შესაძლო

დაბრკოლებების, ღირებულებების, მიზნის მიღწევის საშუალებების) წარმოდგენა

და გაზიარება. აღნიშნული ინფორმაციის მიღება ხდება მონაწილეთა შესავალი

სიტყვების, გაერთიანებული სესიების და პირველი განცალკევებული შეხვედრის

ე.წ “causcus”-ის მეშვეობით.

ძირითადი საკითხების, ინტერესების, შესაძლო დაბრკოლებების

გამოკვეთა იმავე შესავალი სიტყვების, გაერთიანებული სესიის და „caucus”-ის

დროს.

დღის წესრიგის განსაზღვრა - განსახილველი საკითხების და შესაძლო

დაბრკოლებების ჩამოყალიბება.

დაბრკოლებების დაძლევა;

კრეატიული გამოსავლის ძიება

იდეების გენერირება;

იდეათა შეფასება და ერთ-ერთ მათგანზე შეჯერება;

მხარეთა მოლაპარაკება დამატებით საკითხებზე, რომლებზეც ჯერ არ

შეჯერებულან;

პროცესის დახურვა.

5. შეთანხმების გაფორმება.201

200 მედიაციის ეტაპებად დაყოფა პირობითია, ამიტომ სამუშაო ჯგუფი ყოველგვარი შესავლის

გარეშე სთავაზობს მკითხველს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ კლასიფიკაციას. ცხადია, არც

ერთი კლასიფიკაცია, (მათ შორის არც აქ წარმოდგენილი) სავალდებულო და ერთადერთი არ

არის. მისი გამოყენება მედიატორის გემოვნებაზე და მედიაციის წარმართვის სტილზეა

დამოკიდებული. 201 Abramson, Harold I.; Mediation representation; 2nd edition; National institute for trial advocacy; Louisville; 2010;

p. 95;

Page 214: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

215

მედიაციის თითოეული ეტაპი განსაზღვრულ მიზანს ემსახურება. მიზნის

ცვლილებასთან ერთად იცვლება შესაბამისი ეტაპიც. მედიაციის თითოეული

საფეხურის სწორად შეფასებას ადვოკატისათვის დიდი მნიშვნელობა აქვს,

იმისათვის რომ გაერკვეს საითკენ მიყავს მედიატორს პროცესი.

მედიაცია დინამიური და მოულოდნელობებით სავსე პროცესია, შესაბამისად

პრაქტიკაში ეტაპები ერთმანეთს მექანიკურად არ ენაცვლება. მედიატორს უნდა

შესწევდეს უნარი ბუნებრივად და მოქნილად უპასუხოს ნებისმიერ სიტუაციას.

სულაც არ არის აუცილებელი ერთი ეტაპის დასრულება იმისათვის, რომ ახალ

ეტაპზე მოხდეს გადასვლა. შესაძლებელია, მედიაციის პროცესი ერთდროეულად

რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდეს. მაგალითად, მედიატორი შესაძლოა

ერთდროულად აგროვებდეს ინფორმაციას და ამასთან ახდენდეს პრობლემური

საკითხების იდენტიფიცირებას. ასევე არსებობს შანსი იმის, რომ ინფორმაციის

შეგროვების ან საკითხთა იდენტიფიცირების ეტაპის დასრულების შემდეგ,

მომდევნო საფეხურებზე რაიმე ახალი ინფორმაცია გამოვლინდეს და ამით

სრულიად შეიცვალოს პრობლემური საკითხებისადმი მიდგომაც.202

პირველი ეტაპი: მედიაციის პროცესის წამოწყება

მიზნები: ამ ეტაპზე მედიაციის პროცესი ფორმალურად იწყება, ირჩევა

მედიატორი და მხარეები ეცნობიან პროცესს.

არსებობს მედიაციის პროცესის წამოწყების რამდენიმე გზა. პირველი, მედიაცია

შესაძლოა გათვალისწინებული იყოს მხარეთა შორის დავამდე არსებული

ხელშეკრულებით, რომელიც მოიცავს დათქმას იმის შესახებ, რომ კონტრაჰენტებს

შორის დავის წარმოშობის შემთხვევაში ისინი მიმართავენ დავის

ალტერნატიული გადაწყვეტის აღნიშნულ ფორმას; მეორე, როდესაც მხარეები

დავის წარმოშობის შემდეგ თანხმდებიან მიმართონ მედიატორს. მედიაციის

წამოწყების კიდევ ერთ გზას წარმოადგენს მოსამართლის ან სასამართლოს

ადმინისტრატორის მითითება სასამართლო მედიაციის გამოყენების თაობაზე.

როგორც წესი, ხელშეკრულებაც და სასამართლო მედიაციის პროგრამაც

202 Abramson, Harold I.; Mediation representation; 2nd edition; National institute for trial advocacy; Louisville; 2010;

p. 96;

Page 215: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

216

ითვალისწინებს მედიატორის არჩევის პროცედურას.

მედიატორის არჩევა ხდება შესაბამისი პროცედურების დაცვით. ამის შემდეგ

შუამავალი, რომელიც უნდა წარუძღვეს მედიაციის პროცესს, იწყებს მხარეთა

ინფორმირებას მედიაციის და მედიატორის როლის შესახებ. აღნიშნულ ეტაპზე

ვლინდება მედიატორის მიდგომა განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.

აგრეთვე ირკვევა, არის თუ არა საჭირო მედიაციის პროცესამდე მხარეებმა

წარმოადგინონ თავიანთი პოზიციები და შესაბამისად ჩატარდეს შეხვედრა

მედიაციის მთავარ კონფერენციამდე. ამ ყველაფერთან ერთად ინიშნება მთავარი

კონფერენციის თარიღი.203

მეორე ეტაპი: მედიაციის წინარე კონფერენცია

მიზნები: მედიატორი ესაუბრება მხარეთა ადვოკატებს იმისათვის, რომ მოხდეს

როგორც მედიატორის, ასევე ადვოკატების მომზადება მთავარი სესიისათვის.

ყველა მედიატორი არ ატარებს წინასწარ შეხვედრას. როგორც წესი, მსგავსი

შეხვედრები ტარდება განსაკუთრებით რთული და კომპლექსური ხასიათის

ბიზნეს დავებთან დაკავშირებით. შესაძლოა შუამავლის მიზანი

შემოიფარგლებოდეს მხოლოდ იმით, რომ მან გაიცნოს ადვოკატები მედიაციის

პირველ სესიამდე, რათა უპასუხოს შეკითხვებს და დააზუსტოს შესაბამის პირთა

მონაწილეობა მთავარ სესიაში. უმრავლეს შემთხვევაში, წინარე კონფერენცია

ემსახურება მეტად ამბიციურ მიზნებს, კერძოდ მედიატორსა და ადვოკატებს

შორის ურთიერთგაგებას, მათ ინფორმირებას მედიატორის სხვადასხვა

მიდგომასთან დაკავშირებით, ასევე სადავო საკითხების გამოაშკარავებასა და

გადაწყვეტას, შეთანხმების მიღწევის ახალი გზების შემუშავებას მედიაციის

მთავარ სესიამდე.204

203 Abramson, Harold I.; Mediation representation; 2nd edition; National institute for trial advocacy; Louisville; 2010;

p. 96-97;

204 Abramson, Harold I.; Mediation representation; 2nd edition; National institute for trial advocacy; Louisville; 2010;

p. 97;

Page 216: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

217

მესამე ეტაპი: მხარეთა პოზიციების წარმოდგენა

მიზნები: ადვოკატებს წესრიგში მოჰყავთ მედიაციისთვის განკუთვნილი

მასალები, რათა მიაწოდონ ისინი მედიატორს და შესაბამისად დაეხმარონ

მხარეებს მედიაციის პროცესისთვის მომზადებაში.

ყველა მედიატორი არ ითხოვს წინარე სესიაზე მხარეთა პოზიციების

წარმოდგენას. აღნიშნული ძირითადად ხდება მწვავე ბიზნეს დავების დროს.

პოზიციების წინასწარი წარმოდგენის მიზანი დამოკიდებულია მედიატორის

პროცესისადმი მიდგომაზე. ზოგიერთ მედიატორს უბრალოდ საკმარისად მიაჩნია

გაეცნოს დავის არსს და მის სამართლებრივ ისტორიას. მაშინ როცა სხვისთვის

პრიორიტეტულია მიიღოს დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაცია,

რომელიც ემსახურება ადვოკატთა და კლიენტთა აქტიურ ჩართულობას დავის

გადაწყვეტის პროცესში. წინასწარი პოზიციების მომზადებისას ფაქტობრივად

მონაწილეები ემზადებიან მედიაციის მთავარი სხდომისთვისაც. მაგალითად,

მედიატორი სვამს კითხვას თუ რატომ ვერ გადაწყდა დავა, რა ახალი იდეების

გენერირება შეუძლიათ მხარეებს, რათა აღმოიფხვრას უთანხმოება. უფრო მეტად

შეფასებაზე ორიენტირებულმა და ნეიტრალურმა მედიატორმა შეიძლება

მოითხოვოს ისეთი ფაქტობრივი მასალები, როგორიცაა სამართლებრივი

დოკუმენტები და მათი მოკლე მიმოხილვა, რათა მიეცეს გარემოებების სწორად

შეფასების შესაძლებლობა.205

კომენტარი: წინარე კონფერენციის დროს მხარეთა პოზიციების წარმოდგენა თავისთავად

გულისხმობს მთავარი სესიისთვის მომზადებას. მედიაციის წინარე კონფერენცია მედიატორს და

სხვა მონაწილეებს ამზადებს მთავარი სესიისთვის. მედიატორმა უკვე იცის რას უნდა ელოდოს

მთავარი სესიისგან შესაბამისად მან წინარე კონფერენციის მეშვეობით შესაძლოა ჩამოაყალიბოს

პროცესის მართვის სტრატეგია, ასევე შეიქმნას წარმოდგენა პროცესის დაწყების რომელი ფორმა

იქნება უფრო ხელსაყრელი მხარეებისთვის.

205 Abramson, Harold I.; Mediation representation; 2nd edition; National institute for trial advocacy; Louisville; 2010;

p. 97-98;

Page 217: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

218

მეოთხე ეტაპი: მედიაციის კონფერენცია

მედიაციის საწყისი ეტაპები ზუსტად არის გაწერილი, რაც მოიცავს შესავალ

სიტყვებს, ინფორმაციის გენერირების პროცესს, საერთო და განცალკევებულ

შეხვედრებს. ამის შემდეგ მედიაციის პროცესი ხდება ძალიან მოქნილი ისე, რომ

მედიატორი ადვილად ლავირებს საერთო და განცალკევებულ სესიებს შორის.

მედიატორის შესავალი სიტყვა

მიზნები: მედიატორს სურს გააცნოს მხარეებს და ადვოკატებს მედიაციის

პროცესი, შეუქმნას მხარეებს უსაფრთხო გარემო ისე, რომ მათ ღიად და ნათლად

დააფიქსირონ თავიანთი პოზიციები.

მედიატორმა მედიაციის მიზნებისათვის შესავალ სიტყვაში შესაძლოა ყურადღება

გაამახვილოს რამდენიმე მნიშვნელოვან ასპექტზე იმისათვის, რომ უზრუნველყოს

პროცესის სიცხადე, პროცესის მონაწილეთა შორის ურთიერთგაგება ისე, რომ

მხარეებმა თავი იგრძნონ მაქსიმალურად კომფორტულად და ნაკლებ

ფორმალურად. მედიატორი აზუსტებს თუ რა საერთო მოლოდინები აქვთ

პროცესში მონაწილე ყველა პირს, შესაბამისად მედიაციის პროცესის

განმარტებისას მიისწრაფვის იმისკენ, რომ საფუძველი ჩაუყაროს ოპტიმისტურ

და მეგობრულ განწყობას. მომრიგებელი გამუდმებით ხაზს უსვამს თავის,

როგორც შუალედური შემფასებლის და არავითარ შემთხვევაში გადაწყვეტილების

მიმღების როლს. მედიატორი უხსნის მხარეებს თუ რა ფუნქცია აქვს

განცალკევებულ მედიაციას, ასევე აცნობს ძირითად წესებს, მაგალითად

როგორიცაა ერთმანეთის მოსმენა და საუბრის შეწყვეტინების დაუშვებლობა. და

ბოლოს, მედიატორი მთელი პროცესის განმავლობაში ახსენებს მხარეებს

პროცესის კონფიდენციალურობას. კერძოდ იმას, რომ მედიაციის პროცესის

დეტალები არ უნდა იქნეს გამჟღავნებული სასამართლო წარმოების დროს.206

კომენტარი: მედიატორის შესავალ სიტყვას უდიდესი დატვირთვა ექნება ქართულ სინამდვილეში.

ვინაიდან მედიატორის მიერ პროცესის გახსნისას წარმოთქმულმა სიტყვამ დადებითად უნდა

განაწყოს მხარეები, უნდა ჩამოუყალიბოს მათ ნდობა მედიატორისადმი და პატივისცემა

პროცესისადმი. ისევ და ისევ ქართული ხასიათის გათვალისწინებით, კარგი იქნება თუ

მედიატორი ყურადღებას გაამახვილებს თავის კვალიფიციურობაზე თუმცა არა ისე, რომ მხარეთა

206 Abramson, Harold I.; Mediation representation; 2nd edition; National institute for trial advocacy; Louisville; 2010;

p. 98;

Page 218: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

219

გაღიზიანება გამოიწვიოს. გარდა ამისა, მედიატორმა უნდა გაუსვას ხაზი იმას რომ ნეიტრალურია

და არც ერთი მხარის პოზიციას არ ანიჭებს რაიმე უპირატესობას. ამავე დროს მედიატორმა

მხარეებს უნდა განუმარტოს პროცესის ძირითადი პრინციპები მათ შორის კონფიდენციალურობა

და ნებაყოფლობითობა.

განტვირთვა და ინფორმაციის გაცვლა კონკრეტული მიზნებისათვის –

პრობლემური საკითხები, ინტერესები, დაბრკოლებები, ღირებულებები, მიზნის

მიღწევის საშუალებები.

მიზნები: მედიაციის ადრეულ ეტაპზე მედიატორს სურს მხარეებს მისცეს

განტვირთვის საშუალება და თავი მოუყაროს დავის გადასაწყვეტად საჭირო

ინფორმაციას.

განტვირთვა არის მედიაციის ერთ–ერთი მახასიათებელი, მედიატორი მხარეებს

იმდენად უსაფრთხო და მოსახერხებელ გარემოს უქმნის, რომ ისინი სრულად

თავისუფლდებიან ნეგატიური ემოციებისაგან, თუმცა ეს ყოველივე მედიატორის

მიერ გარკვეულ ფარგლებშია მოქცეული იმ მიზნით, რომ მხარეთა შორის არ

მოხდეს სიტუაციის გამწვავება და არ დაკარგოს სიტუაციის კონტროლი. ასე

მაგალითად, მედიატორმა შეიძლება დააწესოს, რომ დაუშვებელია მუქარა და

სიტყვიერი შეურაცხყოფა. განტვირთვა მომგებიანია, რადგან როგორც ხშირად

ამბობენ „ამით ჰაერი სუფთავდება“. არანაკლებ მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ

განტვირთვის ეტაპი შესაძლოა გახდეს დავის გადასაწყვეტად არსებითი

ინფორმაციის მოპოვების წყარო.

მედიაციის ამ ეტაპზე ხდება ცალკეული ფაქტების დადგენა კონკრეტული

მიზნებისათვის. კერძოდ, ის ეხმარება პროცესში მონაწილე პირებს უკეთ

გაერკვნენ სიტუაციაში და წარმოდგენა ჰქონდეთ საერთო სურათთან

დაკავშირებით ისე, რომ უპასუხონ შემდეგ ძირითად კითხვებს: 1) რა არის

თითოეული მხარის ინტერესი? 2) რას მოიცავს განსახილველ საკითხთა წრე? 3)

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი დავის საბოლოო გადაწყვეტას? 4) რა კუთხით

წარმოჩინდება მხარეთა პოზიციები?

ზემოთაღნიშნული ეგრეთწოდებული განტვირთვის და ინფორმაციის შეგროვების

პროცესი მიმდინარეობს მონაწილეთა შესავალი სიტყვების წარმოთქმისას,

როგორც საერთო სესიაზე, რომელსაც მედიატორი უძღვება, ასევე ე.წ

Page 219: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

220

განცალკევებული შეხვედრის (caucus მედიაციის) დროს. 207

განსახილველი საკითხების, მხარეთა ინტერესების, ხელის შემშლელი

გარემოებების შეფასება მონაწილეთა შესავალი სიტყვების, გაერთიანებული

სესიების და პირველი განცალკევებული შეხვედრის ე.წ “causcus”-ის მეშვეობით.

მიზნები: წინა ეტაპზე შეგროვებული ინფორმაციის მეშვეობით მედიატორი

ეხმარება მხარეებს ჩამოაყალიბონ, გაერკვნენ თავიანთ ინტერესებში, შეჯერდნენ

განსახილველ საკითხებზე, ასევე განიხილონ ყველა დამაბრკოლებელი გარემოება. 208

გეგმის ჩამოყალიბება - განსახილველი საკითხების და ხელისშემშლელი

გარემოებების განსაზღვრა.

მიზნები: მედიატორი აყალიბებს გეგმას, რომელიც მოიცავს ზუსტად გაწერილ

საკითხებისა და დამაბრკოლებელი გარემოებების ჩამონათვალს, რომელიც

მედიაციის პროცესის მიმდინარეობისას უნდა იქნეს განხილული და

გადაწყვეტილი.

თითოეული საკითხი განიხილება დამაბრკოლებელ გარემოებასთან კონტექსტში.

მაგალითად როდესაც მთავარ განსახილველ საკითხს წარმოადგენს დაარღვია თუ

არა მოპასუხემ კონტრაქტი, აღნიშნული საკითხი აუცილებლად უნდა იქნას

განხილული მოპასუხის ქმედებებთან მიმართებით.

შედარებით მარტივ შემთხვევებში მედიატორი აყალიბებს დღის წესრიგს და

თანმიმდევრობით იხილავს თითოეულ საკითხს.

რთული საქმეებისთვის დღის წესრიგის ჩამოყალიბებაში მედიატორთან ერთად

მხარეებიც მონაწილეობენ. მოცემულ შემთხვევაში მედიატორი სთავაზობს

მხარეებს საკითხებს, რომელთა გათვალისწინებაც უნდა მოხდეს სამუშაო გეგმაში.

მედიატორმა შესაძლოა შესთავაზოს პროცესის დაწყება შედარებით მარტივი ან

რთული საკითხებით. ასევე, ზოგიერთ შემთხვევაში თავად მხარეები წყვეტენ რა

207Abramson, Harold I.;Mediation representation; 2nd edition; National institute for trial advocacy; Louisville; 2010; p.

98-99; 208Abramson, Harold I.;Mediation representation; 2nd edition; National institute for trial advocacy; Louisville; 2010; p.

99;

Page 220: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

221

ნიშნით უნდა იქნეს დაჯგუფებული განსახილველი საკითხები. მედიატორს აქვს

უფლება მიაწოდოს მხარეებს ზოგადი პრინციპი, რომელიც შეიძლება გახდეს

საკითხთა დაჯგუფების საფუძველი.209

დამაბრკოლებელი გარემოებების დაძლევა

მიზნები: მედიატორის მიერ პროცესი იმგვარად წარიმართება, რომ იგი ძირითად

აქცენტებს დამაბრკოლებელ გარემოებებზე აკეთებს.

ამ ეტაპზე, მედიატორი მხარეებს მიმართავს დამაზუსტებელი კითხვებით, რათა

მოიპოვოს ინფორმაცია საქმის ძლიერი და სუსტი მხარეების შესახებ. გარდა ამისა

აანალიზებს ყველა შესაძლო გადაწყვეტილებას.210

კრეატიული გამოსავლის ძიება

მიზნები: მედიატორი შესაძლებლობას აძლევს მხარეებს სამართლებრივად

გამართლებულ გადაწყვეტილებასთან ერთად კრეატიულ და ორიგინალურ

შეთანხმებას მიაღწიონ, რაც სასამართლო წესით საქმის განხილვის დროს

თითქმის შეუძლებელია.

მხარეების გადაწყვეტილებამდე მიყვანის პროცესში მედიატორი დგას დილემის

წინაშე, ერთის მხრივ მან უნდა ითანამშრომლოს მხარეებთან, რათა ისინი

შეჯერდნენ საერთო ინტერესებზე, ამავე დროს მან უნდა იზრუნოს იმაზე, რომ

მხარეებმა იპოვონ რაც შეიძლება მეტი საერთო ღირებულება.

ზემოაღნიშნულის მისაღწევად ყველაზე გავრცელებული გზა, რომელსაც

მედიატორი მიმართავს არის იდეების გენერირების და გადაწყვეტილების

მიღების ეტაპების განცალკევება. ეს ყველაფერი უზრუნველყოფს ისეთი გარემოს

შექმნას, რომელიც უბიძგებს მხარეებს მოძებნონ პრობლემის გადაწყვეტის რაც

შეიძლება მეტი გზა.211

209Abramson, Harold I.;Mediation representation; 2nd edition; National institute for trial advocacy; Louisville; 2010; p.

99-100; 210Abramson, Harold I.;Mediation representation; 2nd edition; National institute for trial advocacy; Louisville; 2010; p.

100; 211Abramson, Harold I.;Mediation representation; 2nd edition; National institute for trial advocacy; Louisville; 2010; p.

100;

Page 221: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

222

იდეების გენერირება

მიზნები: მედიატორი ხელს უწყობს მხარეებს მოახდინონ რაც შეიძლება მეტი

იდეის გენერირება. ამავე დროს იგი თავდაპირველად არ აფასებს იდეებს - არ

განსაზღვრავს თუ რამდენად პრაქტიკული და მისაღებია თითოეული მათგანი.

იდეის პრაქტიკულობის შეფასება შემდგომ ეტაპზეა გადატანილი.

მედიატორი მხარეთა წასახალისებლად სხავდასხვა მეთოდს იყენებს. ყველაზე

გავრცელებული საშუალება -ბრეინსტორმინგი - მხარეებს ანიჭებს თავისუფლებას

რაც შეიძლება მეტი ალტერნატივა ჩამოაყალიბონ. ამავე დროს, მათ არ უნდა

იგრძნონ არანაირი დაძაბულობა იმის გამო, რომ პროცესის სხვა მონაწილეები მათ

იდეებს გააკრიტიკებენ. მაგალითად დავაში, რომელიც ეხება მოპასუხის მიერ

სავაჭრო ნიშნის (რომელიც გამოხატულია მფრინავი ცხენით წითელ, თეთრ და

ლურჯ ფერებში) უკანონო გამოყენებას, ბრეინსტორმინგის დროს მოპასუხეს

შესაძლოა შესთავაზონ ფართო არჩევანი სავაჭრო ნიშნის მოდიფიცირებისთვის.

ამავე დროს ბრეინსტორმინგის მეშვეობით ადვილად გამოჩნდება მიყენებული

ზიანისთვის მოსარჩელის კომპენსირების უამრავი გზა.212

იდეების შეფასება (გადაწყვეტილების მიღების ეტაპი)

მიზნები: მედიატორი მოუწოდებს მხარეებს იდეების გენერირების ეტაპზე

შეაფასონ ჩამოყალიბებული ალტერნატივები და გადაწყვიტონ, რომელი მათგანი

შეესაბამება ყველაზე უკეთ თითოეული მათგანის ინტერესს. ამასთან,

აკმაყოფილებს თუ არა სამართლიანობის და ობიექტურობის სტანდარტებს.

ეს ეტაპი საკმაოდ საპასუხისმგებლო და რთულია ვინაიდან მხარეებს უწევთ

მიიღონ ცალსახა და ზოგჯერ მტკივნეული გადაწყვეტილებაც. მედიატორი

მიმართავს სხავადსხვა საშუალებას, იმისათვის რომ აღნიშნული სიტუაცია

მართოს ინტეგრაციული მოლაპარაკებით.

212Abramson, Harold I.;Mediation representation; 2nd edition; National institute for trial advocacy; Louisville; 2010; p.

100-101;

Page 222: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

223

მედიატორი ცდილობს გადაწყვეტილება მხარეთა შორის შეთანხმებულ

კრიტერიუმზე დააფუძნოს. აღნიშნულზე დაყრდნობით შუამავალი ეხმარება

მხარეებს დახვეწონ მათ მიერ ჩამოყალიბებული იდეები, შემდეგ კი

მოლაპარაკების საფუძველზე აირჩიონ ყველაზე უფრო მისაღები ვარიანტი.

მაგალითად, სავაჭრო ნიშნის უკანონოდ გამოყენების შემთხვევასთან

დაკავშირებით, მედიატორი უზრუნველყოფს შეთანხმების ისეთი კრიტერიუმის

ჩამოყალიბებას, რომელიც შესაძლებელს გახდის ორივე მხარის მიერ თავიანთი

კაპიტალდაბანდების შენარჩუნებას სავაჭრო ნიშნის კანონდარღვევის გარეშე

გამოყენების მეშვეობით (წითელი, თეთრი და ლურჯი ფერების გამორიცხვით). ამ

პირობაზე დაყრდნობით მხარეებს შეუძლიათ აირჩიონ სამი ყველაზე გამოსადეგი

ვარიანტი - როგორ უნდა იქნეს მოდიფიცირებული მოპასუხის სავაჭრო ნიშანი.

მოცემული ვარიანტები საბოლოოდ ერთ გადაწყვეტილებამდე დაიყვანება.

მედიატორს მედიაციის პროცესში მხარეები ნაბიჯ-ნაბიჯ მიჰყავს დათმობამდე,

რაც თანდათანობით საბოლოო შეთანხმების საფუძველი ხდება. მაგალითად,

მხარეები თავდაპირველად ირჩევენ მოპასუხის სავაჭრო ნიშანში გამოსაყენებელ

მათთვის მისაღებ ფერებს, შემდგომში თანხმდებიან მათ თანამიმდევრობაზე და

ბოლოს იხილავენ და ირჩევენ ცხენის გამოსახულების ვარიაციებს.

გარდა ამისა, მედიატორს შეუძლია მხარეებს გადაწყვეტილებამდე მისვლის

მოკლე გზა შესთავაზოს - როდესაც ერთი მხარე მეორეს გარკვეულ პირობას

სთავაზობს, რაც შესაძლოა გახდეს გადაწყვეტილების სწრაფად მიღების

საფუძველი. ზემოაღნიშნულ მაგალითზე დაყრდნობით, მოსარჩელეს შეუძლია

საქმის წარმოების შეწყვეტის სანაცვლოდ მოპასუხისგან მოითხოვოს, რომ იგი

თავს შეიკავებს სავაჭრო ნიშანში თეთრი, ლურჯი და წითელი ფერების

ვარიაციების გამოყენებისაგან, ასევე სავაჭრო ნიშანზე მიუთითებს, რომ მას

მოსარჩელის კომპანიასთან არავითარი კავშირი არ აქვს. მოსარჩელის შეთავაზება

აიძულებს მოპასუხეს პრობლემის გადაწყვეტის მიზნით მოახდინოს შესაბამისი

რეაგირება. 213

კომენტარი: იდეების გენერირებისა და შეფასების ეტაპების განცალკევება საკმაოდ ხელსაყრელია

პროცესის წარმატებით დასრულებისთვის. ის ფაქტი რომ იდეათა ჩამოყალიბების პროცესში არ

ხდება მათი შეფასება და ავკარგიანობის დადგენა, ზოგავს დროს და რაც შეიძლება მეტი იდეის

განვითარებას უწყობს ხელს. გარდა ამისა იდეათა შეფასებამდე მხარეებს შესაძლოა გარკვეული

213Abramson, Harold I.;Mediation representation; 2nd edition; National institute for trial advocacy; Louisville; 2010; p.

101-102;

Page 223: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

224

დრო მიეცეთ, რათა ჩამოუყალიბდეთ გარკვეული პოზიცია შეთავაზებულ იდეებთან

დაკავშირებით.

მოლაპარაკება საკითხებზე, რომლებზეც მხარეები ჯერ არ შეჯერებულან

მიზნები: მედიატორი უზრუნველყოფს მხარეთა მიერ ჯერ კიდევ შეუჯერებელი

საკითხების განხილვას.

მედიაციის პროცესის მიმდინარეობისას განხილულ კრეატიულ

შესაძლებლობებთან ერთად მედიატორი ეხმარება მხარეებს ყურადღება

გაამახვილონ დარჩენილ დამატებით საკითხებზე, რომელთა განუხილველობამ

შესაძლოა შეაფერხოს საბოლოო გადაწყვეტილების განხორციელება. 214

კერძო შეხვედრა (caucus)

დახურული სხდომა მედიაციის პროცესის ის ნაწილია, როდესაც მედიატორი

ცალკე, კონფიდენციალურად ხვდება თითოეულ მხარეს. მედიაცია ხშირად

დაფუძნებულია მხარეთა პირდაპირობაზე. შესაძლოა მხარეებს არ უნდოდეთ

იყვნენ გულახდილები ყველა მონაწილის თანდასწრებით. იმისათვის რომ

მედიატორმა მოიპოვოს დამატებითი ინფორმაცია ან გამოიკვლიოს

ალტერნატივები, მას შესაძლოა დასჭირდეს მხარეებთან ცალკე შეხვედრა. კიდევ

ერთი პოტენციური დადებითი მხარე ცალკე შეხვედრისა არის ის, რომ მხარეს აქვს

საშუალება მოეშვას, დამშვიდდეს და აცილებულ იქნას სამომავლოდ

ურთიერთობის გაფუჭება მხარეებს შორის. ცალკე შეხვედრამ ასევე შეიძლება

ხელი შეუშალოს ერთი მხარის მიერ მეორის მანიპულაციას.215

მედიატორი შეიძლება იყოს უფრო პირდაპირი მხარის მიმართ კერძო შეხვედრის

დროს. მაგალითად იგი შეიძლება შეუპირისპირდეს „რთულ მხარეს“ და წაუყენოს

პირდაპირი მოთხოვნები ისე, რომ არ გამოიწვიოს მხარის შეურაცხყოფა, „სახის

დაკარგვა“. მხარეებმა შესაძლოა მეტად მოისურვონ რომ გაიხსნან და გაუზიარონ

მედიატორს საიდუმლო ინფორმაცია. მედიატორს შეუძლია გამოიყენოს კერძო

შეხვედრა იმისათვის, რომ დაეხმაროს მხარეს დახვეწოს ურთიერთობის უნარები

214 Abramson, Harold I.; Mediation representation; 2nd edition; National institute for trial advocacy; Louisville; 2010;

p. 102 215Kimberlee, K. Kovach; Mediation Principles and Practice, third edition, "THOMSON WEST", 2004,

p.238–239

Page 224: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

225

და ჩამოაყალიბოს მისაღები შეთვაზება ან პასუხი მასზე.216

ზოგიერთი მედიატორი სიფრთხილის გამოჩენას გვირჩევს კერძო შეხვედრის

გამოყენების შემთხვევაში, განსაკუთრებით მაშინ, როცა დავის მონაწილეებს აქვთ

მიმდინარე ურთიერთობა. სირთულეები შესაძლოა წარმოშვას ერთი მხარის

პოტენციურმა ვარაუდმა მიკერძოებისა და მეორე მხარესთნ მედიატორის

ალიანსის შესახებ, განსაკუთრებით მაშინ, როცა მედიატორი ატარებს უფრო მეტ

დროს მეორე მხარესთნ. არსებობს იმის შანსიც, რომ მედიატორი გახდეს

მიკერძოებული და მხარემაც შესაძლოა სცადოს მედიატორის მანიპულაცია.

კერძო კონფიდენციალურ შეხვედრაზე მხარე შესაძლოა მეტად იყოს მიდრეკილი

ტყუილის თქმისაკენ ან მედიატორმა შესაძლოა მოისმინოს ის, რისი გაგებაც მას

არ სურდა. უმეტეს შემთხვევაში კერძო შეხვედრა კონფიდენციალურია და

მედიატორი მხოლოდ იმ ინფორმაციას გაუზიარებს მხარეს, რომელზეც მას ნება

დართო მეორე მხარემ.

რეკომენდირებულია ხშირი, თუმცა მცირეხნიანი კერძო შეხვედრის გამოყენება. ამ

შემთხვევაში მხარეები არც ისე იზოლირებულები არიან და განაგრძობენ

პროცესში აქტიურ მონაწილეობას217

კერძო შეხვედრის კიდევ ერთი ასპექტი მოიცავს იმას, თუ ვის უნდა შეხვდეს

მედიატორი ცალკე. ერთი შეხედვით ნორმალურია, რომ იგი შეხვდეს თითოეულ

მხარეს, ანუ ოპონენტებს. ეს ზოგადი შემთხვევაა. თუმცა, ხშირ შემთვევაში, როცა

კლიენტებიც არიან პროცესზე წარმოდგენილები, მედიატორი ხვდება მხოლოდ

კლიენტებს ადვოკატების გარეშე. სხვა შემთხვევაში, მედაიტორმა შესაძლოა

აირჩიოს ადვოკატებთან კერძო შეხვედრა.218

კომენტარი

კერძო შეხვედრა, ე.წ. „caucus” მედიაციის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი

ინსტიტუტია, რომელიც დიდ სამსახურს უწევს სასურველ შედეგამდე სვლას.

კერძო შეხვედრის დროს მხარე, რომელიც შეიძლება შებოჭილი იყოს საერთო

შეხვედრაზე, უფრო მეტად იხსება. ის, რომ მედიატორთან პირისპირ მხარე

216 Kimberlee, K. Kovach; Mediation Principles and Practice, third edition, "THOMSON WEST",

2004,p. 239 217 Kimberlee, K. Kovach; Mediation Principles and Practice, third edition, "THOMSON WEST",

2004,p. 239-240 218 Kimberlee, K. Kovach; Mediation Principles and Practice, third edition, "THOMSON WEST",

2004,p. 240

Page 225: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

226

გაიხსნება იმითაა უზრუნველყოფილი, რომ მედიატორი სწორედ მხარეთა

თანხმობით იქნება არჩეული კერძო მედიაციის დროს. ასევე შესაძლოა სახეზე

იყოს მხარის მიერ ინფორმაციის გაუმჟღავნებლობა სიამაყის გამო, რადგან არ

სურს მეორე მხარემ რაღაც კონკრეტული დეტალი გაიგოს მისი ცხოვრებიდან, რაც

მისი აზრით კონსპირაციულია. მხარეს არ ექნება სურვილი გათქვას ეს თავის

მოწინააღმდეგესთან და მის ადვოკატთან. თუმცა მედიატორთან, რომლის

მიმართაც მას აქვს ნდობა ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შესაძლოა დაუშვას

ამ ფაქტის გამხელა, ამან კი ხელი შეუწყოს მედიატორს მხარეთ მორიგების

პროცესში. საქართველოში მსგავსი სიტუაცია ხშირადაა მოსალოდნელი ქართული

ხასიათიდან გამომდინარე, რაც მოიცავს უფრო მეტ სიამაყესა და პიროვნული

ღირსების განცდას, ვიდრე სხვაგან. ასევე, შეიძლება დავუშვათ შემთხვევა,

როდესაც მხარეს შეუძლია განახორციელოს მეორე მხარისადმი გარკვეული

შეთავაზება, თუმცა არ სურს, რომ ეს პირდაპირ მისგან წამოსულ შეთავაზებად

გამოჩნდეს, თუნდაც იმავე სიამაყის გამო (დათმობაზე წასვლის გამო „დაბალ

ღობედ“ გამოჩენის შიში). ამ დროს მხარემ შესაძლოა სთხოვოს მედიატორს, რომ

ეს ინიციატივა გამოჩნდეს, როგორც მედიატორის ინიციატივა და არა მხარის და

ამის შემდეგ დაელოდოს მეორე მხარის რეაქციას.

ასევე სასარგებლოა კერძო შეხვედრა იმისათვის, რომ მედიატორს მიეცეს

საშუალება, მაგალითდ მისცეს რჩევა მხარეს, რომლის მიცემაც მხარეს მეორე

მხარესთან მისი აზრით „ცუდად“ გამოაჩენს. ასევე შეიძლება ურჩიოს გარკვეული

მოქმედების განხორციელება, შეთვაზების ჩამოყალიბება. მხარეს ექნება

საშუალება მოეშვას, იგრძნოს თავი უფრო თავისუფლად, მიხვდეს რომ არ

იმყოფება რომელიღაც ზემდგომ პირთან, რომელმაც დავა უნდა გადაუწყვიტოს,

დამშვიდდეს, სხვანაირად მიუგდეს საკითხებს. კერძო შეხვედრას მრავალი

დადებითი მხარე აქვს და ცალსახად უნდა იქნეს იგი ჩართული პროცესში.

თუმცა ცალკე შეხვედრას თვისი უარყოფითი მხარეც გააჩნია. იმ შემთხვევაში,

თუკი მედიატორი მეტ დროს ატარებს ერთ მხარესთნ შეხვედრაზე, ვიდრე

მეორესთან, ამან შესაძლოა წარმოშვას მიკერძოების ვარაუდი. ამიტომ საჭიროა,

რომ თუკი მედიატორი გრძნობს ამის საშიშროებას, მაგალითდ ერთ მხარესთნ

დასჭირდა 20 წუთი, ხოლო მეორესთნ 10 წუთი საკმარისად მიაჩნია, უნდა

მიმართოს მხარეს, ხომ არ სურს კიდევ რაიმეს დამატება და მიუთითოს, რომ

მეორე მხარესთან უფრო მეტი დრო გაატარა და დარწმუნდეს, რომ შეხვედრა

ამომწურავი იყო.

ასევე, შესაძლებელია მხარემ სცადოს მედიატორის მანიპულირება და არასწორი

რეალობის დახატვა მისთვის, თანაც მიუთითოს, რომ კერძო შეხვედრაზე

Page 226: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

227

ნათქვამი ეს ფაქტები კონფიდენციალურია. შესაბამისად ის გატარდება მეორე

მხარის „საცერში“ და შესაძლებელია მედიატორს დარჩეს პროცესის განმავლობაში

მეხსიერებაში ცრუ ფაქტი. ამის აღმოფხვრის საშუალებებია - მედიატორის

მაღალი კვალიფიკაცია, (მედიატორი ფსიქოლოგიაში გაცნობიერებული უნდა

იყოს); ასევე, კერძო შეხვედრაზე გასვლა ერთი მხარის მოთხოვნის შემთხვევაში

პროცესის დროს უნდა მოხდეს მხოლოდ მეორე მხარის თანხმობით, რათა იმ

შემთხვევაში, თუკი მეორე მხარე იგრძნობს არაკეთილსინდისიერების საფრთხეს,

არ დაუშვას ეს; აბსოლუტური კონფიდენციალურობის შეზღუდვა - მხარეს უნდა

შეეძლოს, თუკი შეიტყობს მეორე მხარის არაკეთილსინდისიერების შესახებ,

მოახდინოს რეაგირება შესაბამისი ორგანოების მეშვეობით, ანუ ჰქონდეს ზიანის

ანაზღაურების საშუალება და შეიქმნას ისეთი სიტუაცია, რომ მეორე მხარის

არაკეთილსინდისიერიბის ფაქტის შეტყობის დროს მისი გახმაურების

საშუალებაც არ ჰქონდეს.

სასურველია კერძო შეხვედრები არ იყოს ძალიან ხანგრძლივი, რათა არ მოხდეს

მხარის პროცესიდან „ამოვარდნა“, თუმცა ამან თავისთავად არ უნდა შეუშალოს

ხელი შეხვედრის მიზნის მიღწევას (ეს მედიატორის მაღალი კვალიფიკაციით

დარეგულირდება). შესაძლოა დადგინდეს, ასევე, თითოეული მხარის მიერ

ინიცირებული კერძო შეხვედრების შეზღუდული რაოდენობა, რათა იყოს

პროცესის მართვის და ნორმალურად წარმართვის შესაძლებლობა და არ მოხდეს

მხარის მიერ მისი დაშლა და ხშირი შეწყვეტა. სასურველია ერთი შეხვედრისას

მხარეს ჰქონდეს კერძო შეხვედრის არა უმეტეს სამჯერ ინიცირების უფლება.

მედიატორს უნდა ჰქონდეს უფლება აირჩიოს კერძო შეხვედრის მონაწილეები,

იქნებიან ისინი მხოლოდ კლიენტები თუ მხოლოდ ადვოკატები. მაგალითდ თუკი

მედიატორი ხვდება, რომ პროცესი მედიაციას ცდება და ადვოკატების გამო

მხოლოდ იურიდიულ პროცესს ემსგავსება, მას შეუძლია შეხვდეს ცალკე

ადვოკატებს და სთხოვოს ამ პრობლემის მოგვარება, ან სთხოვოს დახმარება

მხარეთა მორიგებაში, მათი საშუალებით დაანახოს რეალური ვითარება და ა.შ.

შესაძლოა შეხვდეს მხოლოდ კლიენტებს, თუკი ადვოკატებისაგან

განცალკევებულ შეხვედრაზე რაიმე საკითხის განხილვა უკეთესია, სთხოვოს მათ

დახმარება პროცესის წარმართვაში და ა.შ. ყოველ კონკრეტულ შემთვევაში

შესაძლოა განსხვავებული მიზეზები წარმოიშვას და მედიატორი არ უნდა

შეიზღუდოს არჩევანში.

Page 227: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

228

პროცესის დახურვა - გადაწყვეტილების მიღება

მიზნები: მედიატორს გადაწყვეტილების მიღებასთან ერთად პროცესი

დასასრულისკენ მიჰყავს და შეთანხმებას წერილობით აფორმებს. თუმცა

პროცესის წარუმატებლობის შემთხვევაში მხარეებს ამზადებს ალტერნატიული

პროცესისთვის.

როდესაც მედიაციის პროცესი შეთანხმებისკენ მიდის, მედიატორი ცდილობს

პროცესის დახურვა ორ ეტაპად დაყოს: მედიატორი მხარეთა კონცენტრირებას

ახდენს შეთანხმების ყველა სადავო და კრიტიკულ პირობაზე და შემდგომში

ეხმარება მათ გადაწყვიტონ ყველა დარჩენილი არსებითი და დამატებითი

დეტალი. მაგალითად, პროცესის დახურვის ეტაპზე მხარეები შესაძლოა

შეთანხმდნენ საკამათო ფულადი ზარალის ანაზღაურებაზე, ხოლო შემდგომში

შეათანხმონ ისეთი საკითხები, როგორიცაა გადახდის განრიგი, ფულადი

ვალდებულების შესრულების თარიღი ასევე ვალდებულებისგან

გათავისუფლების პირობები.

თუნდაც მედიაციამ ვერ გადაწყვიტოს ყველა საკამათო საკითხი იგი ხელს უწყობს

გამოიკვეთოს მოსალოდნელი სადავო საკითხები, რომლებზეც მხარეები ვერ

თანხმდებიან. ასევე შესაძლებელია მედიაციის პროცესის მიმდინარეობისას

გამოჩნდეს დავის გადაწყვეტის რაიმე მიმართულება. თუ მხარეები ვერ

თანხმდებიან რომელიმე ფაქტობრივ საკითხზე, მაგალითად გაგზავნილი

საქონლის ხარისხზე, მედიატორმა შესაძლოა მათ დავის გადაწყვეტის სხვა

ალტერნატიული გზა შესთავაზოს იმისათვის, რომ ურთიერთობა ჩიხიდან

გამოვიდეს. მხარეებს ასევე აქვთ უფლება შეთანხმდნენ ფაქტების

დამაზუსტებელი პროცესის ან კონვენციური არბიტრაჟის გამოყენებაზე.

აღნიშნული პროცესი შესაძლოა მიმდინარეობდეს მედიატორის

მეთვალყურეობის ქვეშ ან მედიაციის დასრულების შემდეგ. სანამ მედიაცია

დასრულდება მედიატორი აჯამებს პროცესის მიმდინარეობას, ასევე რომელიმე

მათგანი მიიჩნევს, რომ საზღვრავს რა აუცილებელი ქმედებები უნდა

განხორციელდეს მედიაციის შემდგომ (თუ ასეთი საჭიროა საერთოდ).219

კომენტარი: მედიაცია ნებაყოფლობითი პროცესია. მხარეები არ არიან შებოჭილნი იმით რომ მათ

თანხმობა განაცხადეს პროცესში მონაწილეობაზე, ამიტომ ნებისმიერ დროს, როდესაც რომელიმე

მათგანი მიიჩნევს პროცესს მისთვის არახელსაყრელად შეუძლია უარი განაცხადოს მედიაციაზე.

219 Abramson, Harold I.; Mediation representation; 2nd edition; National institute for trial advocacy; Louisville; 2010;

p. 102-103;

Page 228: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

229

ამის შემდეგ კარგი იქნება თუ მხარეებს მედიატორი დააკვალიანებს თუ საქმის განხილვის რომელ

ალტერნატიულ ფორმას მიმართონ - არბიტრაჟს თუ სასამართლოს. აღნიშნული ნებადართულია

მხოლოდ მაშინ თუ შერეულ ფორმასთან ე.წ Med-arb220-თან არ გვაქვს საქმე.

მეხუთე ეტაპი: შეთანხმების გაფორმება

მიზნები: მხრეების მიერ შეთანხმების მიღწევის შემდეგ მედიატორი ხელს აწერს

გადაწყვეტილებას და ოფიციალურად აფორმებს მას.

თუ შეთანხმების პირობები გაურკვეველია, მედიატორმა დახმარებისთვის

შესაძლოა მიმართოს იურისტს. მედიატორს შეუძლია მხარეებთან ერთად

ხელახლა გადახედოს შეთანხმების ისეთ პრობლემურ საკითხებს, როგორიცაა

ფულადი ვალდებულების შესრულება და ქონების ტრანსპორტირება.221

მედიაციის საფეხურები

მედიატორი წინასწარ ვარაუდობს მედიაციის პროცესის განვითარების

სხვადასხვა ვარიანტებს და შესაბამისად აკეთებს დასკვნას თუ როგორ უნდა

წარიმართოს მისი მომდევნო ეტაპები, შედეგად ის იღებს გარკვეულ ზომებს,

რომლებიც ეფუძნება კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებსა და დავის განვითარების

დონეს.222

ჰიპოთეზების აგებისა და შემოწმების პროცესი

1. დავის შესახებ მონაცემთა შეგროვება დაკვირვების, დამატებითი წყაროების

220 Med-Arb -- დავის ალტერნატიული გადაწყვეტის საშუალებების გამოყენების შერეული ფორმა,

როდესაც ერთი და იმავე დავის გადაწყვეტისას მონაცვლებით ხდება მედიაციის და არბიტრაჟის

გამოყენება. 221 Abramson, Harold I.; Mediation representation; 2nd edition; National institute for trial advocacy; Louisville; 2010;

p. 103; 222Moore, Christopher W.; The mediation process; 3rd edition; Jossey-Bass San Francisco; 2003; p. 66;

Page 229: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

230

და მხარეებთან გასაუბრების დახმარებით;

2. კონფლიქტის წარმოშობისა და კრიტიკული სიტუაციის შესახებ სხვადასხვა

ვარაუდების ჩამოყალიბების ეტაპი;

3. თეორიების მოძიების, რომელთა დახმარებითაც მოხდება თავად

კონფლიქტის ახსნა და დავის გადაწყვეტის გზის შეთავაზება;

4. თეორიის არჩევა და მისი პროცესში ჩართვა; იდეების განვითარება იმასთან

დაკავშირებით თუ როგორ უნდა მოხდეს პროცესში ჩარევა;

5. პროცესში ჩართვა;

6. ვარაუდების დადასტურება ან პირიქით ანულირება.223

მედიაციის ეტაპების განსაზღვრა ზოგჯერ ძალიან რთულია. ის დამოკიდებულია

ისეთ ფაქტორებზე როგორიცაა კულტურა და ტრადიციები, საკითხისადმი

სხვადასხვგვარი მიდგომა და ა. შ. შუამავლის მოქმედებები მიმართულია სწორედ

იმისკენ, რომ მის პროცესში ჩართვას მოჰყვეს ყოველგვარი განსხვავებების

უგულვებელყოფა. მედიაციის პროცესის და ზოგადად მოპალარაკებების

ყურადღებით გამოკვლევის შედეგადაა შესაძლებელი გამოიკვეთოს მედიაციის

ეტაპები, რომლებიც დაეფუძნება მხარეთა საერთო და პროგნოზირებად

მოქმედებებს. შემდეგ უკვე შესაძლებელი ხდება კრიტიკული სიტუაციის შესახებ

წინასწარი ვარაუდების და ისეთი სპეციფიკური დაბრკოლებების ჩამოყალიბება,

რომლებსაც მხარეები წააწყდებიან მედიაციის მიმდინარეობის სხვადსხვა ეტაპზე.

უხეშად თუ დავყოფთ, მედიატორის პროცესში ჩართვა ორ ძირითად კატეგორიად

იყოფა: 1) მედიატორის მოქმედებები, რომლებიც ხორციელდება მანამ სანამ

პრობლემის გადასაწყვეტად ფორმალური სესია გაიმართება 2) მოქმედებები,

რომლებსაც მედიატორი მას შემდეგ ახორციელებს, როდესაც ის უკვე

ფორმალურად ჩართულია დავის გადაწყვეტაში და ის ამას აკეთებს როგორც

ერთობლივი ასევე განცალკევებული შეხვედრების მეშვეობით. წინასწარი

მოლაპარაკებების ეტაპზე მედიაციის პროცესი გადის 5 ეტაპს, ხოლო მას შემდეგ

რაც ფორმალური სესიები დაიწყება მედიაციის პროცესი 7 საფეხურს გაივლის.

ზემოთ აღნიშნულ თორმეტივე საფეხურის გავლის დროს მედიატორი აყალიბებს

გარკვეულ ვარაუდებს და შესაბამის სტრატეგიებს რათა სისრულეში მოიყვანოს

დავის გადაწყვეტისთვის საჭირო კონკრეტული მოქმედებები. ასეთი ტიპის

ინიციატივები არის თანმიმდევრული და რაც მთავარია განვითარებაზე

ორიენტირებული, მხოლოდ და მხოლოდ იმისკენ მიმართული, რომ მოდავე

მხარეებმა შეძლონ შეჯერდნენ სადავო საკითხებზე და გადალახონ ის ბარიერები,

223Moore, Christopher W.; The mediation process; 3rd edition; Jossey-Bass San Francisco; 2003; p. 66;

Page 230: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

231

რომლებსაც ისინი აწყდებიან მოლაპრაკებების მთელი პროცესის განმავლობაში.

თუ რაიმე კონკრეტული საკითხი არ იქნება მოგვარებული დასაწყისშივე, არ აქვს

მნიშვნელობა ეს იქნება თავად მხარეების მიერ თუ მედიატორის დახმარებით,

შემდეგში ის აუცილებლად წამოყოფს თავს და პრობლემებს შექმნის მედიაციის

მომდევნო ეტაპებზე.

იმისგან დამოუკიდებლად მედიატორი მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთვება

დასაწყისშივე, შუაში თუ ბოლოში, ის როგორც წესი ახორციელებს ისეთ

მოქმდებებს, რომლებიც დამახასიათებელია საწყისი ეტაპებისთვის. თუმცა თუ

მედიაცია მოლპარაკებებში გვიან განხორციელდება ის შესაძლოა

შემოკლებულადაც წარიმართოს. ზოგადად, სხვადასხვა საკითხის

განსახლიველად დახარჯული დროის ხანგრძლივობა დამოკიდებულია

განსხვავებულ ფაქტორებზე. 224

კომენტარი: იმის გათვალისწინებით, რომ მედიაცია როგორც დავის გადაწყვეტის ალტერნატიული

ფორმა ახლა იკიდებს ფეხს საქართველოს სამართლებრივ სივრცეში პროცესის მიმართ გაცილებით

ფრთხილი დამოკიდებულებაა საჭირო. მაშინ, როცა ქართველ მედიატორს არ ექნება

შესაძლებლობა გაეცნოს სხვა მედიატორთა მიდგომებს მსგავს საქმეებზე, ასევე მას არ გააჩნია

ქართულ სამართლებრივ გარემოში მედიატორად მუშაობის გამოცდილება, აუცილებელია

განსახილველი პრობლემის, ყველა საფეხურის გათვალისწინებით „დამუშავება“. აშშ-ში არსებული

მიდგომის მსგავსად მედიატორი განსახილველი საკითხის სრულყოფილად შესწავლით უნდა

იყოს დაკავებული პროცესში ფორმალურად ჩართვამდეც კი. მხარეებთან პირველი შეხვედრის

შემდეგ ზოგადი თეორიების განსაზღვრა და კონფლიქტის ზოგადად შეფასება მედიატორს

თავისთავად უადვილებს მხარეთა პოზიციების შეფასებას შემდგომ ეტაპებზე.

ფაქტორები, რომლებიც განსაზღვრავენ მედიატორის

სტრატეგიასა და მოქმედებებს

მიუხედავად იმისა, რომ მედიატორი სხვადასხვა ტიპის ჩარევას ახორცილებს

მოლაპრაკებების პროცესში, რათა დაეხმაროს მხარეებს წინ წავიდნენ და

გადალახონ მედიაციის ეტაპები, მაინც მათი საქციელი ყველა შემთხვევაში

ერთნაირი არ არის. თუმცა არსებობს მოქმედებების ზოგადი ნიმუშები,

რომლებსაც მედიატორი განსხვავებულად იყენებს სიტუაციისდა მიხედვით.

ქვემოთ მოცემულია სხვადასხვა ვარიანტი იმ კრიტიკული საკითხებისა, რაც

გავლენას ახდენს მედიატორის პროცესში ჩართულობაზე. ესენია:

224Moore, Christopher W.; The mediation process; 3rd edition; Jossey-Bass San Francisco; 2003; p. 67;

Page 231: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

232

კონფლიქტის განვითარების დონე და მედიაციის პროცესის დაწყების დრო;

მხარეთა შესაძლებლობები თვითონ შეძლონ გადაწყვიტონ დავა;

მხარეთა თანასწორობა და მედიატორი, როგორც ამ თანასწორობის

მაკონტროლებელი პირი;

მხარეთა მიერ მოლაპარაკების პროცედურების გამოყენება;

საკითხთა კომპლექსურობა, რომელთა შესახებაც უკვე გაიმართა

მოლაპარაკება;

პროცესის ცენტრალური ეტაპი, კერძოდ არსებითი საკითხები

განსაზღვრული მხარეთა და მესამე პირის (შუამავლის) მიერ.225

მედიატორის მოქმედების 12 საფეხური

1. მოდავე მხარეთა შორის ურთიერთობის ჩამოყალიბება

დაწყებითი კონტაქტების დამყარება მხარეებთან;

ნდობის დამყარება;

ურთიერთგაგებისთვის საჭირო გარემოს შექმნა;

მხარეთათვის პროცესის გაცნობა;

პასუხისმგებლობების ამაღლება.226

კომენტარი: მედიაცია მხარეთა ნებაზე დაფუძნებული პროცესია - გადაწყვეტილებას იღებს არა

მედიატორი არამედ თავად მხარეები. რაც იმას ნიშნავს, რომ პროცესის წარმატება

პირდაპირპროპორციულადაა დამოკიდებული მხარეთა განწყობაზე, მათ

ურთიერთდამოკიდებულებაზე. აღნიშნულის გათვალისწინებით მედიატორმა პროცესის

დასაწყისშივე უნდა იზრუნოს იმაზე, რომ მხარეებს ერთმანეთის მიმართ ნდობა გაუჩნდეთ. ეს

საფეხური ქართული მედიაციის პროცესში აუცილებლად უნდა იკავებდეს ერთ-ერთ პირველ

ადგილს.

2. მედიაციის პროცესისთვის სტრატეგიის არჩევა

მხარეთა დახმარება, რათა მათ შეძლონ ჩამოაყალიბონ განსხვავებული

პოზიციები კონფლიქტის მართვასა და მისი გადაწყვეტის შესაძლო გზებთან

დაკავშირებით;

მხარეთა დახმარება შეარჩიონ ერთი კონკრეტული მიდგომა;

მხარეთა მიერ არჩეული მიდგომის კოორდინაცია.

225 Moore , Christopher W.; The mediation process; 3rd edition; Jossey-Bass San Francisco; 2003; p. 67-68;

226 Moore , Christopher W.; The mediation process; 3rd edition; Jossey-Bass San Francisco; 2003; p. 68;

Page 232: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

233

3. ხელთ არსებული ინფორმაციის შეგროვება და მათი ანალიზი

კონფლიქტის შინაარსის, მისი განვითარების და მასში მონაწილე პირების

შესახებ ინფორმაციის მოძიება და ანალიზი;

მონაცემთა სიზუსტის დადასტურება;

არასწორი ან არასაკმარისი ინფორმაციის მოძიებისგან მაქსიმალურად

თავის შეკავება და ასეთი ინფორმაციის მაქსიმალურად უგულვებელყოფა.

4. მედიაციის პროცესისთვის მაქსიმალურად დეტალური გეგმის

ჩამოყალიბება

სტრატეგიების იდენტიფიცირება და ისეთი არაქმედითუნარიანი შესაძლო

მოქმედებებისგან თავის შეკავება, რომლებიც მხარეებს გაუძნელებს შეთანხმების

მიღწევას;

შესაძლო ქმედითი მოქმედებების განსაზღვრა, რომელიც ყოველი

კონკრეტული სიტუაციის ადეკვატური იქნება.

5. ურთიერთნდობისა და თანამშრომლობის აგება

მხარეთა ფსიქოლოგიური მომზადება, რათა მათ შეძლონ არსებითი

საკითხების განხილვა მოლაპარაკებების პროცესში;

მხარეთა დახმარება მკაფიო ემოციების გამკლავებაში;

მხარეთა მოლოდინების შემოწმება და ზოგადი და საერთო სტერეოტიპების

ზეგავლენის მაქსიმალური შემცირება;

მხარეთა და განსახლიველ საკითხთა ლეგიტიმურობის ცნობა;

ნდობის დამყარება;

მხარეთა შორის ურთიერთობის გარკვევა.227

კომენტარი: მხარეთა ფსიქოლოგიური მომზადება ნებისმიერი მედიაციის პროცესის

უმნიშვნელოვანესი ნაწილია. აღნიშნული განსაკუთრებით აქტუალური იქნება საქართველოში,

როგორც თავად ინსტიტუტის სიახლის, ასევე ქართული ფსიქოპორტრეტის გათვალისწინებით.

დავის სირთულის მიუხედავად, როდესაც ორი ურთიერთდაპირისპირებული მხარე ხვდება

ერთმანეთს პირველი რაც მათ სჭირდებათ ფსიქოლოგიური წნეხის დაძლევაა, რაც მედიატორმა

უნდა უზრუნველყოს წინასწარ განსაზღვრული სტრატეგიის მეშვეობით. მედიაციის პროცესი

აღნიშნული ეტაპის გარეშე ვერ იარსებებს.

6. მედიაციის სესიის დასაწყისი

მხარეთა შორის მოლაპარაკების დაწყება;

პოზიტიური და ღია გარემოს შექმნა

ძირითადი ქცევის წესების დადგენა;

მხარეთა დახმარება განიტვირთონ ემოციებისგან;

227 Moore , Christopher W.; The mediation process; 3rd edition; Jossey-Bass San Francisco; 2003; p. 68;

Page 233: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

234

განსახილველ საკითხთა წრის განსაზღვრა;

მხარეთა დახმარება გაერკვნენ საკუთარ ვალდებულებებში, შეაფასონ

თავიანთი გავლენის სფერო და საკუთარი პოზიციის წარმოჩენის

შესაძლებლობები.

7. განსახილველ საკითხთა განსაზღვრა და განრიგის გაწერა

საკითხთა სრული წრის განსაზღვრა;

შეთანხმების მიღწევა იმასთან დაკავშირებით თუ რა საკითხები უნდა იქნას

განხილული;

საკითხთა განხილვის წესრიგის, თანმიმდევრობის დადგენა.

8. მოდავე მხარეთა ფარული ინტერესების გამოაშკარავება

მხარეთა არსებითი, პროცედურული და ფსიქოლოგიური ინტერესების

განსაზღვრა;

მხარეთა ინფორმირება ერთმანეთის ინტერესების შესახებ;

9. იდეების გენერირება დავის გადასაწყვეტად

მხარეთა ინფორმირება დავის გადაწყვეტის მრავალფეროვან

საშუალებებთან დაკავშირებით;

მხარეებისთვის ალტერნატიული პოზიციების შეთავაზება.

სხვადასხვა ვარიანტის შემუშავება როგორც პოზიციაზე, ასევე ინტერესზე

ორიენტირებული მედიაციისთვის;

10. დავის გადასაწყვეტი ვარიანტების შეფასება

მხარეთა ინტერესების გადახედვა;

შეფასება იმისა, თუ როგორ და რა გზებით შეიძლება მხარეთა ინტერესების

შეჯერება;

არჩეული სტრატეგიების სარგებლიანობის შეფასება

11. საბოლოო მოლაპარაკება

შეთანხმების მიღწევა პოზიციების კიდევ უფრო მეტად დაახლოებითა და

შეთანხმების მიღწევისთვის საბოლოო ძალისხმევით. კონსენსუსის ფორმულის

ჩამოყალიბება ან დამატებითი პროცედურული საშუალებების გამოყენება, რათა

შეთანხმება უფრო ქმედითი გახდეს.

12. ოფიციალური შეთანხმების მიღწევა

პროცედურული საკითხების მოგვარება რათა შეთანხმებამ მიიღოს

სტრუქტურირებული სახე.

პროცესის შეფასება და მონიტორინგი;

შეთანხმების გაფორმება.228

228 Moore , Christopher W.; The mediation process; 3rd edition; Jossey-Bass San Francisco; 2003; p. 68-69;

Page 234: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

235

დანართი 2

ადვოკატთა როლი მედიაციის პროცესში

ადვოკატთა მონაწილეობის მიზანშეწონილობა მედიაციის

პროცესში

პრაქტიკაში რთულია საკითხი იმასთან დაკავშირებით, საჭიროა თუ არა მხარეთა

წარმომადგენლების (ადვოკატთა) მონაწილეობა მედიაციის პროცესში. აშშ-ში

uniform mediation act და შტატების კანონმდებლობის უმრავლესობა

სავალდებულოდ არ მიიჩნევს მედიაციის პროცესში ადვოკატთა მონაწილეობას,

თუმცა, როგორც ლიტერატურაში აღნიშნავენ, ადვოკატებს შეუძლიათ მედიაციის

პროცესზე მოახდინონ, როგორც პოზიტიური, ისე ნეგატიური გავლენა. ამიტომ,

სანოტარო მედიაციის პროცესში ადვოკატთა (წარმომადგენელთა) მონაწილეობა

თავისუფალი უნდა იყოს. მხარის გადასაწყვეტია მოლაპარაკებას

დამოუკიდებლად აწარმოებს, თუ ადვოკატის მონაწილეობით. ადვოკატთა

უმთავრესი როლი მედიაციის პროცესში მდგომარეობს მხარეთათვის

(წარმოდგენილ პირთათვის) რჩევა დარიგების მიცემასა და მედიაციის პროცესის

დაწყებისათვის მხარეთა ინფორმირებულობაში განსახილველ საკითხთან

დაკავშირებით. გარდა ამისა, წარმომადგენლები ვალდებულნი არიან მიაწოდონ

ინფორმაცია მხარეებს მედიაციის პროცესის შესახებ. ადვოკატები ისევე, როგორც

მხარეები ვალდებულნი არიან იმოქმედონ კეთილსინდისიერად და დაიცვან

წარმოდგენილ პირთა კანონიერი ინტერესები, მედიაციის პროცესის

მიმდინარეობისას, და განსაკუთრებით კი მედიაციის შედეგად მიღწეულ

შეთანხმებაში. ადვოკატთა ვალდებულებაა ასევე ინფორმაცია მიაწოდონ მხარეებს

უშუალოდ მედიაციის პროცესის დაწყებამდე, ეს შესაძლოა იყოს ის პერიოდი,

როდესაც მხარეებს ჯერ კიდევ არ აქვთ ურთიერთშორის რაიმე სახის დავა და

მათი საქმიანი ურთიერთობა ჯერ მხოლოდ ხელშეკრულების დადების

სტადიაზეა, ანუ ამ შემთხვევაშიც ადვოკატები ვალდებულნი არიან

ხელშეკრულებაში გაითვალისწინონ პირობები სამომავლოდ შესაძლო დავის

Page 235: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

236

შემთხვევაში რა სახის წარმოება იქნება მხარეთა შორის გამოყენებული. როგორც

წესი, მხარეთა წარმომადგენლები მედიაციის პროცესის გამართვის

გადაწყვეტილებას ხელშეკრულების დარღვევის შემდეგ ღებულობენ. მხარეთა

წარმომადგენლების მოქმედებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს მედიაციის

მონაწილე წარმოდგენილ პირთა შეთანხმებაზეც.

ადვოკატთა უფლებამოსილება

ადვოკატის უფლებამოსილება განისაზღვრება იმ ხელშეკრულებით, რომელიც

დავის მონაწილე მხარესა და ადვოკატს შორის იქნება დადებული. სამოქალაქო

სამართლის თეორიაში დღეს აღიარებულია შეხედულება, რომ გარიგება

ხორციელდება წარმომადგენლის პიროვნებაში, ხოლო შედეგები კი

წარმოდგენილი პირის მიმართ დგება. ის, რომ წარმომადგენლის მეშვეობით

გარიგებების შედეგები წარმოდგენილ პირს ეხება, ემყარება მოქმედი პირების

ნებას და კანონს, რომელიც აღიარებს ამ პირთა ნებას. მიუხედავად იმისა, რომ

წარმომადგენელი მოქმედებს რწმუნებულების ანუ წარმომადგენლობითი

“უფლებამოსილების ფარგლებში,” რაც შესაბამისი უფლებამოსილების

არსებობასა და ამ უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებით ვლინდება,

არსებობს სანოტარო მედიაციის სახე, სადაც ადვოკატები მთავარ როლს

ასრულებენ. “ასეთი სახის მედიაციის პროცესში ადვოკატი შესაძლოა მხარესთან

ერთად, იქნას წარმოდგენილი. თუმცა, უშუალოდ მხარე საერთოდ არც ერეოდეს

მოლაპარაკების პროცესში.” მიუხედავად ამისა უმჯობესია, რომ სანოტარო

მედიაციის პროცესის შედეგად მიღწეულ შეთანხმებაზე საბოლოო სიტყვა მაინც

უშუალოდ მოდავე მხარეებს ეკუთვნოდეთ. ე.ი. შეთანხმებაზე უშუალოდ მხარე

უნდა იყოს თანახმა და, შესაბამისად, ნოტარიუს მედიატორთანაც უშუალოდ

მხარემ უნდა დაფიქსიროს მიღწეული შეთანხმების პირობები. აღნიშნული

მიდგომით გადაწყდება მნიშვნელოვანი საკითხი - სანოტარო მედიაციის შედეგად

მიღწეული შეთანხმება მთლიანად თვითპასუხისმგებლობაზე იქნება

დამყარებული. აღნიშნული გულისხმობს იმას, რომ ადვოკატმა, როგორც მხარის

წარმომადგენელმა, შესაძლოა აწარმოოს მოლაპარაკებები მეორე მხარესთან (ან მის

წარმომადგენელთან) და მიაღწიოს კიდეც შეთანხმებას, მაგრამ საბოლოო სიტყვა

მაინც უშუალოდ მხარეს, ანუ წარმოდგენილ პირს ეკუთვნის. მიუხედავად იმისა,

რომ გარიგების დადებისას წარმომადგენელი თავის ნებას გამოხატავს, მაგრამ

სხვისი სახელით და ეს გარემოება გარიგების დადებისას ცხადია (უეჭველია)

კონტრაჰენტისთვის, უშუალოდ მაინც წარმოდგენილმა პირმა უნდა

დაადასტუროს (განაცხადოს) თანხმობა სანოტარო მედიაციის შედეგად

Page 236: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

237

მიღწეული შეთანხმების პირობებზე. შესაბამისად “სანოტარო მოქმედებათა წესის

შესახებ” ინსტრუქციაში სასურველია შევიდეს შემდეგი სახის ნორმა:

დასაშვებია მედიაციის პროცედურაში მხარის მონაწილეობა როგორც პირადად,

ისე შესაბამისი უფლებამოსილებით აღჭურვილი წარმომადგენლის მეშვეობით.

საქმის გარემოებების გათვალისწინებით, ნოტარიუსი უფლებამოსილია

მოითხოვოს მედიაციის პროცედურებში მხარის მონაწილეობა პირადად.

სანოტარო მედიაციის შედეგად მიღწეულ შეთანხმებაზე მხარეთა თანხმობა და

ხელმოწერა სავალდებულოა. ან/და მედიაციის პროცესის შედეგად მიღწეულ

შეთანხმებას, გარდა მხარეთა წარმომადგენლებისა (ასეთის არსებობის

შემთხვევაში) ხელი უნდა მოაწერონ უშუალოდ მედიაციის პროცესის მხარეებმა.

ადვოკატთა უმთავრესი როლი მედიაციის პროცესში მდგომარეობს მხარეთათვის

(წარმოდგენილ პირთათვის) რჩევა დარიგების მიცემასა და მედიაციის პროცესის

დაწყებისათვის მხარეთა ინფორმირებულობას განსახილველ საკითხთან

დაკავშირებით. ადვოკატები ისევე, როგორც მხარეები, ვალდებულნი არიან

იმოქმედონ კეთილსინდისიერად და დაიცვან წარმოდგენილ პირთა კანონიერი

ინტერესები, მედიაციის პროცესის მიმდინარეობისას, და განსაკუთრებით კი

მედიაციის შედეგად მიღწეულ შეთანხმებაში.229

ადვოკატთა ვალდებულებაა ასევე ინფორმაცია მიაწოდონ მხარეებს უშუალოდ

მედიაციის პროცესის დაწყებამდე, ეს შესაძლოა იყოს ის პერიოდი, როდესაც

მხარეებს ჯერ კიდევ არ აქვთ ურთიერთშორის რაიმე სახის დავა და მათი საქმიანი

ურთიერთობა ჯერ მხოლოდ ხელშეკრულების დადების სტადიაზეა, ანუ ამ

შემთხვევაშიც ადვოკატები ვალდებულნი არიან ხელშეკრულებაში

გაითვალისწინონ პირობები სამომავლოდ შესაძლო დავის შემთხვევაში რა სახის

წარმოება იქნება მხარეთა შორის გამოყენებული.230

როგორც წესი, მხარეთა წარმომადგენლები მედიაციის პროცესის გამართვის

გადაწყვეტილებას ხელშეკრულების დარღვევის შემდეგ ღებულობენ.231 მხარეთა

წარმომადგენლების მოქმედებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს მედიაციის

მონაწილე წარმოდგენილ პირთა შეთანხმებაზეც.232

229Alan, Scott, Rau; Enward, F. Sherman; Scott, Peppet; Processes of dispute resolution the role of lawyers,

fourth edition, 2006, p. 404. 230Alan, Scott, Rau; Enward, F. Sherman; Scott, Peppet; Processes of dispute resolution the role of lawyers,

fourth edition, 2006, p. 405. 231Leonard, L. Riskin; James, E. Westbrook; Chris, Guthrie; Richard, C. Reuben; Jenifer, K. Robbenolt;

Nancy, A. Welsh; Dispute resolution and lawyers, fourth edition, 2009, p. 429. 232Alan, Scott, Rau; Enward, F. Sherman; Scott, Peppet; Processes of dispute resolution the role of lawyers,

Page 237: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

238

მედიაციის პროცესში მნიშვნელოვანი ადგილი უკავიათ მხარეთა

წარმომადგენლებს. იურიდიულ ლიტერატურაში გავრცელებული შეხედულების

თანახმად, მხარეთა წარმომადგენლები ადვოკატები არიან, რომლებიც

აღჭურვილნი არიან განსაკუთრებული უფლებამოსილებებით და იცავენ მათ

მარწმუნებელთა კანონიერ ინტერესებს. სამოქალაქო სამართლის თეორიაში დღეს

აღიარებულია შეხედულება, რომ გარიგება ხორციელდება წარმომადგენლის

პიროვნებაში, ხოლო შედეგები კი წარმოდგენილი პირის მიმართ დგება. ის, რომ

წარმომადგენლის მეშვეობით გარიგებების შედეგები წარმოდგენილ პირს ეხება,

ემყარება მოქმედი პირების ნებას და კანონს, რომელიც აღიარებს ამ პირთა ნებას.233

თუ მედიაციის პროცესში მხარე/მხარეები არიან მოგებაზე ორიენტირებული

ბიზნეს ორგანიზაციები, ადვოკატებს ევალებათ შეისწავლონ ასეთი სახის

ორგანიზაციათა სტრუქტურული ერთეულები და განსაზღვრონ შესაძლო დავის

სტრატეგიები.234 ანუ, ზოგადი წარმოდგენის შესაქმნელად ადვოკატებს ევალებათ

შეისწავლონ მედიაციის პროცესის მონაწილე მხარეთა (ბიზნეს ორგანიზაციების)

სტრუქტურული დანაყოფები და მიიღონ ზოგადი ინფორმაცია, რაც შეიძლება

მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს მოლაპარაკების წარმოების პროცესში.

ადვოკატები ვალდებულნი არიან ხელი შეუწყონ მხარეთა მორიგებას და

მოლაპარაკების პროცესს. კეთილსინდისიერების ვალდებულება, რომელიც

უზოგადესი სამოქალაქო სამართლებრივი ცნებაა ავალდებულებს მათ თავიანთი

უფლებამოსილებები კეთილსინდისიერად განახორციელონ. შესაბამისად,

ადვოკატებს ეკისრებათ პასუხისმგებლობა უფლებამოსილების არაჯეროვნად

შესრულებისათვის. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი სასამართლო

მედიაციის პროცესის თავში არაფერს ამბობს მხარეთა წარმომადგენლებზე

(ადვოკატებზე), თუმცა კანონის სიტყვასიტყვითი განმარტებიდან, თუ ამოვალთ

გამოდის, რომ სიტყვა “მხარეში” იგულისხმება, როგორც უშუალოდ დავის

მონაწილე პირი ასევე მისი წარმომადგენელიც. შესაბამისად, რაიმე

განსაკუთრებული ხაზგასმა ადვოკატის მონაწილეობის შესახებ მედიაციის

პროცესში ცალკე საკანონმდებლო ნორმის სახით საჭირო არ არის. აქედან

გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ მედიაციის პროცესში თავისუფლადაა

შესაძლებელი მხარეთა ადვოკატების მონაწილეობა. ადვოკატები ვალდებულნი

fourth edition, 2006, p. 405. 233lado, Wanturia; samoqalaqo samarTlis zogadi nawili, saxelmZRvanelo, Tbilisi, 2011, gv. 422 234Alan, Scott, Rau; Enward, F. Sherman; Scott, Peppet; Processes of dispute resolution the role of lawyers,

fourth edition, 2006, p. 406.

Page 238: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

239

არიან ხელი შეუწყონ მოლაპარაკების პროცესს. ეს ზოგადი წესი შესაძლოა მათ

მიერ გარკვეულ შემთხვევებში ბოროტად იქნეს გამოყენებული და

არაკეთილსინდისიერების შემთხვევაში გამოიწვიოს ის, რომ მოხდეს დავის

დროში გაწელვა და ამან გარკვეული მატერიალური სარგებელი შეუქმნას

ადვოკატებს. ამიტომ, საჭიროა ისეთი საკანონმდებლო ნორმის არსებობა,

რომელიც მხარეთა წარმომადგენლებს პირდაპირ დაავალდებულებს ხელი

შეუწყონ მხარეთა მოლაპარაკების, მედიაციის პროცესს. ე.ი. გარდა ზოგადი

ნორმებისა, რომლებიც წარმომადგენლებს ავალდებულებს კეთილსინდისიერად

შეასრულონ მათზე დაკისრებული ვალდებულება საჭიროა ასევე კონკრეტული

საკანონმდებლო ნორმა, რომელიც დაავალდებულებთ მათ მედიაციის პროცესის

კეთილსინდისიერად წარმართვას.

ადვოკატის როლი წინასამედიაციო მოსამზადებელ ეტაპზე

„ადვოკატებმა მხარეები უნდა მოამზადონ მედიაციის პროცესისათვის.

მოსამზადებელ ეტაპზევე წარმომადგენლებს ევალებათ გაითვალისწინონ

თავიანთი გამოცდილება და ზოგადი მიდგომები. მხარეები ინფორმირებულნი

უნდა იყვნენ ზოგადად მედიაციის პროცესში წამოჭრილი საკითხების შესახებ.

ამასთან, წარმომადგენლებმა უნდა აუხსნან მათ, რომ მედიაციის პროცესს თან

ახლავს სპონტანურობა და შესაძლოა გარკვეული გადაწყვეტილებებიც

სპონტანურად მიიღონ. წინასამედიაციო, მოსამზადებელ ეტაპზე ადვოკატებმა

მხარეებს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია და რჩევები დავის სამართლებრივ

ასპექტებზე. აღნიშნული სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მხარეები აუცილებლად

გამოიყენებენ მედიაციის პროცესში ამ რჩევებს. მნიშვნელოვანია ისიც, რომ

შესაძლოა უშუალოდ დავის მონაწილე მხარეებმა გაითვალისწინონ ადვოკატთა

(წარმომადგენელთა) განსაკუთრებული როლი იმ საკითხებთან დაკავშირებით

რაც სამართლებრივ თემებს შეეხებათ, და რომლებიც გამოიკვეთება მედიაციის

პროცესში. მაგრამ მხარეებს შეუძლიათ გავლენა მოახდინონ მათ

წარმომადგენლებზე და მუდმივად ჰქონდეთ ინფორმაცია და “შემხებლობა”

მიმდინარე დავაზე, რათა გარკვეული ზეგავლენა მოახდინონ მოლაპარაკების

პროცესზე.” “წარმომადგენლები ვალდებულნი არიან მიაწოდონ ინფორმაცია

მხარეებს მედიაციის პროცესის შესახებ. 235 ადვოკატებმა მოლაპარაკება უნდა

აწარმოონ განსახილველ საკითხებთან და შესაძლო სამედიაციო

235Leonard, L. Riskin; James, E. Westbrook; Chris, Guthrie; Richard, C. Reuben; Jenifer, K. Robbenolt;

Nancy, A. Welsh; Dispute resolution and lawyers, fourth edition, 2009, p. 446.

Page 239: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

240

გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით მედიაციის პროცესის მიმდინარეობისას.236

მედიაციის პროცესი, მიუხედავად იმისა, რომ არაფორმალურია, მხარეები მაინც

გარკვეულ ეტაპებს “გადიან”, რათა პროცესი წარმატებული აღმოჩნდეს. ეს

ფორმალური თვალსაზრისით “ეტაპები” მედიაციის დაწყებამდეცაა. მხარეები

ცდილობენ რაც შეიძლება მეტი კომფორტი შეიქმნან მოლაპარაკების (მედიაციის)

პროცესში. მხარეთა კომფორტულობა კი დამოკიდებულია მათ

ინფორმირებულობაზე. ისინი ყოველთვის შეეცდებიან რაც შეიძლება მეტი

ინფორმაცია მოიპოვონ განსახილველ საკითხსა და დაპირისპირებულ მხარეზე.

მეტიც, მხარეები შეეცდებიან დასახონ ის შესაძლო დავის გადაწყვეტის

ალტერნატივები (ვარიანტები), რომლებიც შესაძლოა მიღწეულ იქნას მედიაციის

პროცესის შედეგად. აქედან გამომდინარე, მხარეთათვის უპირატესი იქნება ისეთი

შეთანხმებები, რომლებიც თავიანთი ინტერესებისა და კანონის შესაბამისი იქნება.

ამიტომ, ამ ეტაპზე (წინასამედიაციო ეტაპზე) მნიშვნელოვანია ადვოკატთა როლი

მხარეთა ინფორმირებულობისა და სამართლებრივი საკითხების გარკვევისათვის,

რათა მედიაციის პროცესში წარმოჩენილი იყოს ზუსტად ის საკითხები, რაც

მხარეთათვის უპირატესი ინტერესის მქონეა და, რაც წინააღმდეგობაში არ მოვა

მოქმედ საკანონმდებლო ნორმებთან. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეთა

ადვოკატებს მნიშვნელოვანი ფუნქცია აკისრიათ მედიაციის პროცესის

გამართვამდე მხარეთა ინფორმირებულობისათვის.

ადვოკატი, საოჯახო მედიაციის პროცესში

ადვოკატთა მონაწილეობა მედიაციის პროცესში მნიშვნელოვნადაა

დამოკიდებული სხვადასხვა გარემო ფაქტორებზე, მათ შორის, განსახილველ

საქმეზე, მხარეთა შეხედულებებსა და მედიატორზე. მედიაციის პროცესის

კლასიკური მოდელი გულისხმობს მედიაციის პროცესს მხარეთა ადვოკატების

გარეშე. ეს მოდელი ძირითადად გამოიყენება საოჯახო მედიაციის დროს, სადაც

მხარეები ადვოკატების გარეშე აწარმოებენ მედიაციის პროცესს. დღეს ეს მიდგომა

შეიძლება ითქვას ნაწილობრივ შეიცვალა. თუმცა, სხვადასხვა მყარი საფუძვლების

არსებობის გამო მიჩნეულია, რომ ადვოკატები უშუალოდ არ უნდა იღებდნენ

მონაწილეობას მედიაციის პროცესში.237 მიუხედავად ისეთი შემთხვევებისა, სადაც

ადვოკატი უპირატესად მხარეთა იურიდიული მრჩეველის როლში გვევლინება,

236Alan, Scott, Rau; Enward, F. Sherman; Scott, Peppet; Processes of dispute resolution the role of lawyers,

fourth edition, 2006, p. 408. 237Alan, Scott, Rau; Enward, F. Sherman; Scott, Peppet; Processes of dispute resolution the role of lawyers,

fourth edition, 2006, p. 412.

Page 240: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

241

მას მაინც შეუძლია გარკვეულწილად მონაწილეობა მიიღოს მედიაციის

პროცესში.238

მედიაციის პროცესში მხარე მაქსიმალურად ცდილობს თავისი ინტერესების

დაცვას, როგორც პროცესის მიმდინარეობისას, ისე მედიაციის შედეგად მიღწეულ

შეთანხმებაში. ამიტომ, მხარეები ცდილობენ თავიანთი ინტერესები ისეთი

წარმომადგენლების სახით დაიცვან, რომლებიც გაცნობიერებულნი იქნებიან

არსებულ საკანონმდებლო ნორმებში და ადვილად შეეძლებათ ისეთი

გადაწყვეტილებების მიღება, რაც ერთი მხრივ, მისი მარწმუნებლის ინტერესების

შესაბამისი იქნება და მეორე მხრივ, წინააღმდეგობაში არ მოვა

კანონმდებლობასთან. შესაბამისად, მედიაციის პროცესში არასდროს

გამორიცხული არ არის უშუალოდ დავის მონაწილე მხარეთა გარდა ვიხილოთ

ადვოკატები, რომლებიც ყოველთვის შეეცდებიან მედიაციის პროცესი რაც

შეიძლება მეტად წარმართონ იმ კუთხით რომ მათი “კლიენტის” ინტერესები იქნას

უპირატესად დაკმაყოფილებული. პრაქტიკასა და იურიდიულ ლიტერატურაში

გავრცელებული შეხედულების თანახმად, სასურველია ადვოკატების უშუალო

მონაწილეობის გარეშე წარიმართოს საოჯახო მედიაციის პროცესი. აღნიშნული

მიდგომა გამართლებულია იმით, რომ საოჯახო მედიაცია თავისი

სამართლებრივი შინაარსით მეტად კონფიდენციალური და სენსიტიურია.

პრაქტიკოსთა შეხედულებით, ამ დროს უმჯობესია დაპირისპირებული მხარეები

უშუალოდ მონაწილეობდნენ მედიაციის პროცესში და ადვოკატების გარეშე

აწარმოებდნენ მოლაპარაკების პროცესს. აღნიშნული მიდგომა არ უნდა

ჩაითავალოს მართებულად. მედიაციის პროცესი მთლიანად

თვითპასუხისმგებლობაზე დაფუძნებული პროცესია. შესაბამისად, მხარეთა

გადასაწყვეტია მოლაპარაკებას წარმართავენ, თუ არა ადვოკატების

მონაწილეობითა და წარმომადგენელთა დახმარებით. უმჯობესია, მედიაციის

პროცესი მთლიანად მხარეთა ნების თავისუფლებას დაუქვემდებაროთ და მივცეთ

საშუალება თავისუფლად განსაზღვრონ წარმომადგენლობის საკითხი. რაც

შეეხება ადვოკატთა უშუალო მონაწილეობას ანუ, ერთპიროვნულად მხარის

(წარმოდგენილის) გარეშე მონაწილეობას საოჯახო მედიაციის პროცესში

შესაძლოა არც კი ჩაითვალოს გამართლებულად რადგან, მედიაციის შედეგად

მიღწეული შეთანხმების დამტკიცებისთვის სავალდებულოა უშუალოდ მხარეთა

თანხმობა შეთანხმების სავალდებულო ძალის შესახებ. ამ საკითხზე

დაწვრილებით საუბარი იქნება თემის მომდევნო ნაწილში.

238Alan, Scott, Rau; Enward, F. Sherman; Scott, Peppet; Processes of dispute resolution the role of lawyers,

fourth edition, 2006, p. 412.

Page 241: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

242

“პასიური“ ადვოკატი მედიაციის პროცესში

არსებობს მედიაციის ისეთი სახეები, სადაც ადვოკატები მხარეებთან ერთად

ესწრებიან მედიაციის პროცესს, მაგრამ რაიმე აქტიურ როლს მედიაციის პროცესის

მიმდინარეობაზე არ ახდენენ. ფორმალური თვალსაზრისით, ასეთ დროს,

ადვოკატები სამუშაო მაგიდის მოშორებითაც კი სხედან და მედიაციის პროცესის

მიმდინარეობას აკვირდებიან და მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებში აძლევენ

რჩევებს მათ მარწმუნებლებს. ამ სიტუაციაში ადვოკატებს მეტი შესაძლებლობა

აქვთ დააკვირდნენ პროცესს და მიიღონ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც

არც სარისკო და არც კრეატიული არ იქნება.239

განსახილველი მედიაციის სახე გარკვეულწილად ადვოკატის პასიურობაზეა

“აგებული.” მედიაციის პროცესში მხარეს შესაძლოა ჰყავდეს ადვოკატი, მაგრამ მან

განსაკუთრებული როლი არ შეასრულოს მოლაპარაკების პროცესში. ასეთ დროს

შესაძლოა მხარემ ადვოკატი მარტო იმიტომ გამოიყენოს, რომ პროცესის

დასრულების შემდეგ მას, როგორც გარეშე პირს შეაფასებინოს მედიაციის

პროცესის მიმდინარეობა და წამოჭრილ საკითხთა მნიშვნელობა თავისი

ინტერესების დაკმაყოფილებაში. ნებისმიერ შემთხვევაში, ადვოკატი შეასრულებს,

თუ არა აქტიურ როლს მედიაციის პროცესის მიმდინარეობისას მხარის

გადასაწყვეტია და რაიმე სახის შეზღუდვების დაწესება ამ მხრივ

გაუმართლებლად უნდა ჩაითავალოს. მხარეზე უკეთ არავინ იცის მისი

ინტერესების შესახებ და სწორედ მხარის თვითპასუხისმგებლობაზეა, მიანიჭებს,

თუ არა ადვოკატს აქტიურ როლს მედიაციის პროცესში. შესაბამისად, ადვოკატს

შესაძლოა ერთი და იმავე დავაში ჰქონდეს, როგორც აქტიურად მონაწილეობის

ასევე პასიურად ყოფნის უფლება-მოვალეობები.

ადვოკატი, როგორც მხარე მედიაციის პროცესში

თუ ადვოკატი მედიაციის პროცესს ესწრება, როგორც ერთ-ერთი

თანამონაწილე, მხარესთან ერთად, და აქტიურად მონაწილეობს მედიაციის

პროცესში, ის მოლაპარაკების მთელი დროის მანძილზე მხარესთან ერთად ზის

სამუშაო მაგიდასთან და აწარმოებს მოლაპარაკებას განსახილველ თემასთან

დაკავშირებით. ასეთ შემთხვევებში ადვოკატებს აკისრიათ მნიშვნელოვანი როლი,

როგორც წესი ისინი ცდილობენ ყურადღება გაამახვილონ სამართლებრივ

239Alan, Scott, Rau; Enward, F. Sherman; Scott, Peppet; Processes of dispute resolution the role of lawyers,

fourth edition, 2006, p. 413.

Page 242: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

243

საკითხებზე და მათ მარწმუნებლებს სწორედ აღნიშნულ საკითხთან

დაკავშირებით ურჩიონ შესაძლო მოქმედებათა მოსალოდნელი შედეგი.240

აღნიშნული მიდგომა განხილულ მედიაციის სახეებთან შედარებით ყველაზე

მისაღებად უნდა ჩაითვალოს. მედიაციის პროცესში ადვოკატთა მონაწილეობამ არ

უნდა მიიღოს “ერთპიროვნულობის” ან “ზედმეტობის” სახე. უმჯობესია,

ადვოკატი პროცესის მიმდინარეობისას საჭიროების შემთხვევაში ერეოდეს

მოლაპარაკებაში და ცდილობდეს მხარის კანონიერი ინტერესების დაცვას.

ამასთან, მნიშვნელოვანია ის საკითხები, რაზეც უშუალოდ შეუძლია მას

მოლაპარაკების გარკვეული პერიოდი აწარმოოს დამოუკიდებლად. ეს პერიოდი

აუცილებლად დაკავშირებული უნდა იყოს სამართლებრივ პრობლემასთან ანუ,

იმ საკითხთან, რის შესახებაც მხარე ნაკლებად კომპეტენტურია. ადვოკატის

უმთავრესი დანიშნულება ხომ მხარის ინტერესების კანონიერ ჩარჩოებში მოქცევა

და ამ ინტერესების დაცვა წარმოადგენს. შესაბამისად, ადვოკატის მონაწილეობა

მთლიანად მხარეზე დამოკიდებული იქნება და სწორედ მხარე გადაწყვეტს სურს,

თუ არა მას, თავისი ინტერესების დამცველად აიყვანოს ადვოკატი და მისი

დახმარებით აწარმოოს მოლაპარაკების პროცესი. როგორც ავღნიშნეთ, ადვოკატი

განსაზღვრულ პერიოდში შესაძლოა მხარესთან (მარწმუნებელთან) ერთად

მონაწილეობდეს მედიაციის პროცესში და შესაძლოა, რომ ის უშუალოდ

დამოუკიდებლად წარმართავდეს პროცესს, მხარეთა შეთანხმების შემთხვევაში.

ადვოკატი, როგორც დომინანტი (მხარე) მედიაციის პროცესში

არსებობს მედიაციის სახე, სადაც ადვოკატები მთავარ როლს ასრულებენ. ასეთი

სახის მედიაციის პროცესში ადვოკატი შესაძლოა მხარესთან ერთად, იქნას

წარმოდგენილი. თუმცა, უშუალოდ მხარე საერთოდ არ ერევა მოლაპარაკების

პროცესში. შესაძლოა ისეც მოხდეს, რომ ადვოკატმა საერთოდ დამოუკიდებლად,

უშუალოდ მხარის დასწრების გარეშე აწარმოოს მედიაციის პროცესი. მედიაციის

აღნიშნული სახე ძირითადად გამოიყენება მაშინ, როდესაც საკითხი უპირატესად

შეეხება სამართლებრივ პრობლემებს. ანუ, იქ, სადაც იურიდიულ საკითხთა

გადაწყვეტაა განმსაზღვრელი დავის შეთანხმებით დასრულებისათვის.241

მედიაციის პროცესის განსახილველი სახე იმითაა გამორჩეული, რომ ადვოკატს

240Alan, Scott, Rau; Enward, F. Sherman; Scott, Peppet; Processes of dispute resolution the role of lawyers,

fourth edition, 2006, p. 413.

241Alan, Scott, Rau; Enward, F. Sherman; Scott, Peppet; Processes of dispute resolution the role of lawyers,

fourth edition, 2006, p. 413.

Page 243: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

244

მოლაპარაკების პროცესში ფაქტიურად შეუზღუდავი უფლება გააჩნია. მას

შეუძლია მოლაპარაკების პროცესი აწარმოოს, როგორც დამოუკიდებლად ისე

მხარის თანდასწრებით. აღნიშნული არ გულისხმობს იმას, რომ ადვოკატს

შეუძლია ყველაფრის განხორციელება, რასაც კი საჭიროდ ჩათვლის. ადვოკატის

მოქმედება მოქცეულია იმ ვალდებულებით-სამართლებრივი ხელშეკრულების

ფარგლებში, რომელიც დადებულია ადვოკატსა და მარწმუნებელს შორის.

მიუხედავად ამისა, ადვოკატი ამ დროს გვევლინება, როგორც უშუალოდ დავის

მონაწილე მხარე და შეიძლება ითქვას, რომ ის მხარის “ორეულსაც” კი

წარმოადგენს. ეს შესაძლოა მისაღები იყოს მხარისთვის და, როგორც არაერთხელ

ავღნიშნეთ მხარის გადასაწყვეტია რა ფორმის მედიაციის პროცესს და რა სახის

წარმომადგენლობას აირჩევს. თუმცა, მნიშვნელოვანია არა იმდენად მედიაციის

პროცესის მიმდინარეობა, არამედ ადვოკატის როლი მედიაციის შედეგად

მიღწეული შეთანხმების მხარეთათვის სავალდებულოობის აღიარებასთან

დაკავშირებით. იმ შემთხვევაში, თუ მედიაციის პროცესში ადვოკატიც

მონაწილეობს შესაძლოა მხარე შეუთანხმდეს მას და გარკვეული პერიოდი

მოლაპარაკება ადვოკატმა აწარმოოს უშუალოდ. ამ შემთხვევაში მხარე უფლებას

აძლევს ადვოკატს იმოქმედოს წარმოდგენილის სახელით. თუმცა, მედიაციის

შედეგად მიღწეულ შეთანხმებაზე თანხმობა უშუალოდ მხარემ უნდა განაცხადოს.

მედიაციის პროცესის შედეგად მიღწეულ შეთანხმებაზე საბოლოო სიტყვა მაინც

უშუალოდ მოდავე მხარეებს უნდა ეკუთვნოდეთ. ე.ი. შეთანხმებაზე უშუალოდ

მხარე უნდა იყოს თანახმა და, შესაბამისად, მედიატორთანაც უშუალოდ მხარემ

უნდა დააფიქსიროს მიღწეული შეთანხმების პირობები. აღნიშნული მიდგომით

გადაწყდება მნიშვნელოვანი საკითხი - მედიაციის შედეგად მიღწეული

შეთანხმება მთლიანად თვითპასუხისმგებლობაზე იქნება დამყარებული.

აღნიშნული გულისხმობს იმას, რომ ადვოკატმა, როგორც მხარის

წარმომადგენელმა, შესაძლოა აწარმოოს მოლაპარაკებები მეორე მხარესთან (ან მის

წარმომადგენელთან) და მიაღწიოს კიდეც შეთანხმებას, მაგრამ საბოლოო სიტყვა

მაინც უშუალოდ მხარეს, ანუ წარმოდგენილ პირს ეკუთვნის. მიუხედავად იმისა,

რომ გარიგების დადებისას წარმომადგენელი თავის ნებას გამოხატავს, მაგრამ

სხვისი სახელით და ეს გარემოება გარიგების დადებისას ცხადი (უეჭველია)

კონტრაჰენტისთვის. 242 უშუალოდ მაინც წარმოდგენილმა პირმა უნდა

დაადასტუროს (განაცხადოს) თანხმობა მედიაციის შედეგად მიღწეული

შეთანხმების პირობებზე.

242 lado, Wanturia; samoqalaqo samarTlis zogadi nawili, saxelmZRvanelo, Tbilisi,2011,gv. 431.

Page 244: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

245

ადვოკატის როლი მედიაციის შემდგომ პერიოდში

ადვოკატთა როლი, როგორც წესი არ მთავრდება მედიაციის პროცესის

დასრულებით. თუ მხარეებმა შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, ცხადია დავა

გრძელდება. აღნიშნულს მოსდევს შესაბამისი მოქმედებები, რაც გამოიხატება

სარჩელის მომზადებაში, სასამართლო, თუ სხვა სახის წარმოებაში მხარეთა და

ადვოკატთა ჩართვაში. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ შემთხვევაში მედიაციის

პროცედურა წარუმატებლად მთავრდება და მხარეები შეთანხმებას ვერ აღწევენ,

თავად მოლაპარაკების და შესაბამისად მედიაციის პროცესი მაინც არ შეიძლება

დროის დაკარგვად ჩავთავალოთ. რადგან, მედიაციის შედეგად შესაძლოა

მხარეებმა მიაღწიონ ნაწილობრივ შეთანხმებას. შესაბამისად, ეს ნაწილობრივი

შეთანხმება იქნება ის რეალური რეზულტატი, რაც მედიაციის შედეგად დადგება.

ამასთან, მედიაციის პროცესის წარუმატებლობის შემთხვევაში, თუ მხარეები

შეთანხმებას ვერ მიაღწევენ ადვოკატები და თავად მხარეებიც მიხვდებიან, რომ

დავის გადაწყვეტის ალტერნატიული საშუალებებიდან მედიაციის სახემ არ

გაამართლა, შესაბამისად ისინი ეცდებიან სხვა ფორმალური, თუ არაფორმალური

პროცესის გამართვას. ანუ, შესაძლოა წარუმატებელი მედიაციის პროცესი

გარკვეულ გამოცდილებადაც კი განვიხილოთ.243

მედიაციის პროცესი ყოველთვის წარმატებული და მხარეთა ინტერესების

დაკმაყოფილების ერთადერთი საშუალება ვერ იქნება. ადვოკატთა როლი

მედიაციის წარუმატებლობის შემთხვევაში კვლავაც დიდია. მათ მოეთხოვებათ

მხარეთა ინფორმირებულობა და შესაბამისი მომსახურების გაწევა საქმის სხვა

ფორმალური, თუ არაფორმალური პროცედურებით წარმოების შემთხვევაში. იმ,

შემთხვევაში, თუ მედიაციის პროცესი უშედეგოდ დასრულდა მხარეს უწევს

თავისი “სიმართლის” დამტკიცება სასამართლოს ან არბიტრაჟის ჩარევით.

შესაბამისად ადვოკატებს ამ შემთხვევაშიც მნიშვნელოვანი ამოცანების

გადაწყვეტა და შესრულება მოუწევთ. იმ შემთხვევაში, თუ მედიაციის შედეგად

მიღწეულ იქნა გარკვეული სახის ნაწილობრივი შეთანხმება და მხარეს სადაო აქვს

მხოლოდ დავის ერთი მცირედი ნაწილი, ასეთ შემთხვევაშიც, არასდროს

გამორიცხული არ არის დავის სასამართლო წესით გადაწყვეტა. მხედველობაშია

მისაღები ის მომენტიც, რომ ადვოკატი, რომელიც დამოუკიდებლად აწარმოებდა

მოლაპარაკებას არ გასცდეს შეთანხმებითა და კანონით დადგენილ მოთხოვნებს

და ის ინფორმაცია, რომელიც მან მედიაციის პროცესის შედეგად მიიღო შემდგომ

243Alan, Scott, Rau; Enward, F. Sherman; Scott, Peppet; Processes of dispute resolution the role of lawyers,

fourth edition, 2006, p. 428.

Page 245: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

246

სასამართლო წარმოებაში ბოროტად არ გამოიყენოს. ამიტომ, ადვოკატთა

საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო ნორმები შეიძლება ითქვას, რომ ამ მხრივ

გადასახედია. მედიაციის პროცესში ადვოკატის მონაწილეობა (საქმიანობა) გარდა

იმისა, რომ კონფიდენციალურობის პრინციპითაა შემოსაზღვრული მას ასევე

აკისრია მოვალეობის კეთილსინდისიერად შესრულების ვალდებულებაც.

ადვოკატის კეთილსინდისიერება განისაზღვრება, როგორც კანონით, ისე

მხარესთან დადებული შეთანხმებებით. 244 აქედან გამომდინარე, ადვოკატს

აკისრია ზოგადად კეთილსინდისიერების ვალდებულება, მან ყველანაირად უნდა

შეუწყოს ხელი მხარეთა მოლაპარაკების პროცესს და მედიაციის პროცესი არ

გახადოს დროის გაყვანისა და რაც შეიძლება მეტი მატერიალური სარგებელის

მიღების ეფექტური საშუალება.

ადვოკატის მხრიდან კითხვების დასმის ხელოვნება

“კითხვების დასმის ერთ ერთი მეთოდიკაა T – funnel მეთოდი, რომლის დროსაც

ადვოკატი სვამს ღია კითხვებს რომ წააქეზოს კლიენტი მეტი ინფორმაცია

გაუზიაროს მას და შემდეგ აგრძელებს უფრო მეტად ღია კითხვებით რომ ბიძგი

მისცეს მისი კლიენტის მეხსიერებას და წააქეზოს უფრო მეტი სრული პასუხის

გასაცემად. როდესაც ღია კითხვები აღარ იწვევს შემდგომ პასუხებს, ადვოკატი

უნდა მიყვეს დახურული კითხვებით მუშაობას, რომელიც იმისთვისაა საჭირო,

რომ გაამყაროს და სრულყოს ის ინფორმაცია, რომელსაც კლიენტი უზიარებს

ადვოკატს.

ადვოკატმა უნდა გამოიკვლიოს კლიენტის არსებითი, ძირითადი ინტერესები.

მან უნდა შეისწავლოს ისინი, რადგან სანამ ყველაზე მნიშვნელოვან ინტერესებთან

თანხვედრა არ იქნება, კლიენტი არ მოაწერს ხელს შეთანხმებას.“245

„ყველაზე უფრო გამჭრიახი და ღიად საპასუხო კითხვა, ჩანს რომ არის უბრალო -

რატომ? რატომ გინდა შენ ეს?“246

„როდესაც ადვოკატი კითხვებს უსვამს კლიენტს დავაზე და ინტერესებზე, მან

უნდა გამოიკვლიოს ნებისმიერი დამაბრკოლებელი გარემოება, რომელიც

შეიძლება ხელს უშლიდეს გადაწყვეტილებას. ადვოკატს ეს ინფორმაცია

244dawvrilebiT amis Sesaxeb ix. Leonard, L. Riskin; James, E. Westbrook; Chris, Guthrie; Richard,

C. Reuben; Jenifer, K. Robbenolt; Nancy, A. Welsh; Dispute resolution and lawyers, fourth edition, 2009, p.

472. 245Harold, I. Abramson; Mediation Representation, Advocating as a Problem-Solver in Any Country or

Culture, second edition, "NITA", 2010, p. 131-132 246 Harold, I. Abramson; Mediation Representation, Advocating as a Problem-Solver in Any Country or

Culture, second edition, "NITA", 2010, p. 133

Page 246: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

247

სჭირდება იმისათვის რომ პირველ რიგში შეაფასოს მედიაცია იქნება ეფექტური

თუ სხვა სახის განხილვა იმისათვის, რომ გადალახულ იქნეს დაბრკოლებები და

შემდეგ შეადგინოს გეგმა დაბრკოლებების გადასალახავად.

დამაბრკოლებელი გარემოებები შეიძლება დაიყოს კონფლიქტის კატეგორიებად,

როგორიცაა ურთიერთობა, ფაქტი, ინტერესი.... ღირებულება. ამ მიდგომით,

ადვოკატმა პირველ რიგში უნდა გამოიკვლიოს ჩიხის გამომწვევი მიზეზი, შემდეგ

დააკვალიფიციროს მიზეზი რომელიმედ ამ 4 კატეგორიიდან და, ბოლოს,

მოიფიქროს შესაბამისი გზა დაბრკოლების გადასალახავად და წინსვლის

სტიმულირებისათვის.”247

„როცა კი რომელიმე თქვენი კლიენტი ითხოვს დახმარებას კონტრაქტის

დადებასთნ დაკავშირებულ ურთიერთობაში, თქვენ შეგიძლიათ ურჩიოთ მას

ჩართოს თუ არა ხელშეკრულებაში დავის გადაწყვეტის პუნქტი. მიუხედავად

იმისა, რამდენად კეთილი განზრახვით არიან მხარეები ერთმანეთის მიმართ და

რამდენად სრულყოფილია კონტრაქტი, შეიძლება ხელის მოწერის შემდეგ რამე არ

გამოვიდეს და რაიმე ცუდი მოხდეს. თქვენ შეგიძლიათ წარმოუჩინოთ მხარეს

საქმის არასასიამოვნოდ განვითარების პერსპექტივები ისევე, როგორც ის, თუ

როგორ უნდა გადაწყდეს ისინი. ერთ-ერთი მათგანი შეიძლება იყოს პუნქტი,

რომელიც ითხოვს მხარეებისაგან რომ სცადონ მედიაცია სანამ წავლენ

სასამართლოში.“248

კომენტარი

ადვოკატმა აუცილებლად უნდა გამოიყენოს ღია კითხვების დასმის მეთოდი.

რადგან ამ დროს ბევრად ადვილია დიდი რაოდენობით ინფორმაციის მოპოვება.

საწყის ეტაპზევე დახურული კითვხვების დასმით რთულია შედეგის მიღწევა.

თუკი წარმოვიდგენთ შემთხვევას, რომ ადვოკატი უსვამს მხოლოდ შეკითხვას

„რამდენი გსურთ? რა გსურთ?“ პასუხიც იქნება მოკლე, კონკრეტული და

რეალურად მხოლოდ დავინახავთ იმას, რა სურს ამ მომენტში მხარეს, თუმცა, რა

არის მისი რეალური ინტერესი, რატომ წარმოიშვა დავა, რა სურს მხარეს

სინამდვილეში დაფარული დარჩება. ყველაზე მარტივი შეკითხვა, რომელიც

ყველაზე ღიადაა საპასუხო არის „რატომ?“ ამ კითხვაზე შეიძლება აეგოს შემდგომი

განხილვა, საუბარი და გამოიკვეთოს რეალური ინტერესები. წარმოვიდგინოთ

247Harold, I. Abramson; Mediation Representation, Advocating as a Problem-Solver in Any Country or

Culture, second edition, "NITA", 2010, p. 138-139 248Harold, I. Abramson; Mediation Representation, Advocating as a Problem-Solver in Any Country or

Culture, second edition, "NITA", 2010, p. 153

Page 247: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

248

შემთხვევა, როდესაც საკმაოდ შეძლებული პირი ითხოვს მეორე მხარისაგან

ფულად თანხას, მეორე მხარე წინააღმდეგია, თუმცა შესაძლოა ამ შეძლებული

პირისათვის სულაც არაფრი იყოს თანხის ის რაოდენობა, რომელსაც ითხოვს და

იმაზეა „ნაწყენი“, რომ მეორე მხარემ მისი ნებართვის გარეშე შეასრულა რაღაც

ქმედება და ბოდიშის მოხდა საქმეს დაასრულებს. ცნობილია გამოთქმა

„მოსულიყო, ეთხოვა და მივცემდი“. ქართულ ხასიათში ეს შეგრძნება საკმაოდ

მაღალი ხარისხით ზის და შემთხვევაც შეიძლება ბევრი იყოს. თუკი მხოლოდ

იმაზე იქნება შეკითხვა, რამდენს ითხოვს მხარე, დავა ვერ გადაიჭრება

მედიაციით, გაგრძელდება სასამართლოში და დასჭირდება წლები

გადასაჭრელად, როცა მედიაციით ურთიერთობაც შენარჩუნდება და დავაც მალე

გადაიჭრება. რა თქმა უნდა, თავისი ფუნქცია აქვთ დახურულ კითხვებსაც,

რომლებიც ამყარებენ, აზუსტებენ კლიენტის მონათხრობს. თუკი გავიგეთ რატომ

აქვს პირს ესა თუ ის მოთხოვნა, რა ინტერესი აქვს, საჭიროა გავიგოთ თუ რა

რაოდენობას ითხოვს, რა მოხდა, როგორ მოხდა, ადვოკატმა უნდა მოითხოვოს

კონკრეტული საბუთები, ხელშეკრულებები და ა.შ. ღია და დახურული კითხვები

კომბინაციით უზრუნველყოფენ სრული ინფორმაციის მოპოვებას, მაგრამ

საჭიროა ჯერ ღია კითხვებით დაწყება, რომ გავიგოთ რეალური ინტერესი და

შემდეგ დავაზუსტოთ და გავამყაროთ მოთხოვნა. საჭიროა გამოკვლეულ იქნეს

დამაბრკოლებელი გარემოებებიც, რაც შეიძლება ხელს უშლიდეს დავის

მოგვარებას. ეს ორი რამისათვისაა საჭირო - პირველ რიგში ადვოკატი გაარკვევს,

დავის გადაწყვეტის რა საშუალება იქნება ეფექტური მოცემულ შემთხვევაში.

ასევე, ადვოკატი ამ საკითხის გადაწყვეტის შემდეგ გადაწყვეტს თუ როგორ იქნას

ეს დამაბრკოლებელი გარემოება გადალახული. შესაძლოა ადვოკატი წინასწარვე

ხვდებოდეს, რომ მედიაცია სათანადო ხერხი არ არის კონკრეტული დავის დროს

და „აზრი არ აქვს“. მაგალითად თუკი ერთი მხარე მეორის ქმედებით იმდენადაა

აღშფოთებული, რომ ოპონენტთან დალაპარაკების სურვილი არ აქვს,

ორიენტირებულია სამაგიეროს გადახდაზე, მოწინააღმდეგის ქმედებამ მას

ბიზნესი ჩაუშალა, ან საოჯახო დავაზე ყოფილ ოჯახის წევრებს არ აქვთ სურვილი

ერთამენთთან ურთიერთობისა და ა.შ. მიზეზი შეიძლება ბევრი იყოს. ამ დროს

ადვოკატი უნდა ხვდებოდეს, რომ მედიაციას ვერ გამოიყენებს და საქმე

განსახლიველად სასამართლოში უნდა წავიდეს. დამაბრკოლებელი გარემოებები

შესაძლებელია რამდნეიმე სახის იყოს. პირველი მათგანი ესაა ურთიერთობა -

მხარეები შესაძლოა ერთმანეთზე ცუდი წარმოდგენის იყვნენ, ნაწყენები,

ნაჩხუბრები, შესაძლოა ეს მოდიოდეს კომუნიკაციის ნაკლებობიდან და ა.შ. ამ

დროს საჭიროა მოხდეს ორივე მხრიდან მიზეზების ახსნა, ვითარების მისეული

ხედვის ჩამოყალიბება, რათა გაირკვეს ხომ არ არის შეცდომა სახეზე, რაც ხშირია

Page 248: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

249

ასეთ შემთხვევებში. ადვოკატები შესაბამისად უნდა მიუდგნენ კლიენტებს და

მოახერხონ ამ პრობლემის აღმოფხვრა, დაანახონ კლიენტებს რომ მეორე მხარეც

ჩვეულებრივი ადამიანია, დაანახონ მისი ინტერესებიც და ხელი შეუწყონ დავის

გადაწყვეტას. შესაძლოა შეცდომა იყოს რაიმე ფაქტის სხვადასხვანაირად აღქმაში,

სხვადასხვა ინფორმაციის ქონაში, რაიმეს არასწორად გამოთვალში და ა.შ.

ადვოკატმა თავიდანვდე უნდა დააკვალიფიციროს ფაქტობრივ პრობლემად

ურთიერთობა და ხელი შეუწყოს მიზეზის მოძიებას, თუ რატომაა მსგავსი

ვითარება წარმოქმნილი და შესაბამისად მიუდგეს - გაარკვიოს რომელი

ფაქტობრივი დაბრკოლებაა ყველაზე მთავარი, თუკი მაგალითად

ელემენტარულად რაიმეს არასწორად ( მაგ. ფასის ) გამოთვლასთან გვაქვს საქმე,

გაარკვიოს, ზოგადად ასეთ შემთვევაში როგორ წყდება საკითხი, სამართლიანად

და ა.შ. შეიძლება სახეზე იყოს ინტერესთა კონფლიქტი - მხარეებს სურდეთ ერთი

და იგივე რაღაც საგანი, ერთ მხარეს უნდა რაიმე ფაქტის განხორციელება და

მეორეს არა და ა.შ. ამ შემთხვევაში ადვოკატების მოვალეობაა გამოკვეთონ თავისი

კლიენტის რეალური ინტერესი და იმოქმედონ შესაბამისად, რომ არ მივიღოთ

ცნობილი ფორთოხლის მაგალითის მსგავსი სიტუაცია, როდესაც ერთ შვილს

ფორთოხლის კანი სურდა, მეორეს შიგთავსი, თუმცა ორივე ფორთოხალს

ითხოვდა მთლიანად და მშობელმა მათი რეალური ინტერესის გამოკვლევის

გარეშე ორად გაჭრა ფორთოხალი და მისცა ნახევარ-ნახევარი შვილებს.

ღირებულებათა კონფლიქტის დროს საქმე უფრო რთულადაა. ამ შემთხვევაში

შეიძლება მითითება მოხდეს ობიექტურ სამართლიანობის პრინციპზე.

მედიაცია არ გულისხმობს სუსტ პოზიციას

„ადვოკატების უმეტესობას არ აქვს სურვილი დაუკავშირდეს სხვა ადვოკატებს

მედიაციის გამოყენების თაობაზე. ეს ქმედება შეიძლება გულისხმობდეს იმას, რომ

ადვოკატს აქვს სუსტი პოზიცია. თუკი პოზიცია ძლიერია, მაშ რატომ სურს

ადვოკატს სასამართლო განხილვის თავიდან აცილება? ადვოკატს სჭირდება

სტრატეგია ამ მითის „დასამსხვრევად“ არსებობს სამი მიდგომა:

1. მედიაციაზე შეთანხმების ან დათქმის აღსრულება

2. მესამე მხარის დახმარება, რომ უზრუნველყონ შეთნხმება

3. მეორე მხარის პირდაპირი გზით დარწმუნება

1) ადვოკატს შეუძლია ეს მითი დაამსხვრიოს, თუკი მხარეები ადრე

შეთნხმდნენ ან პირობა დადეს მედიაციის გამოყენებაზე.

2)ადვოკატს ასევე შეუძლია ეს მითი დაამსხვრიოს მესამე ნეიტრალური პირის

ჩართვით. ადვოკატს შეუძლია დაეკონტაქტოს ADR-ის პროვაიდერს იმის

Page 249: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

250

გასარკვევად, არის თუ არა საქმე მედიაციისათვის შესაფერისი. პროვაიდერმა,

როგორც ნეიტრალურმა შუამავალმა შეიძლება დაურეკოს მეორე მხარის

ადვოკატს და დაეხმაროს ინიციატორს და მეორე მხარის წარმომადგენელს საქმის

მედაიციასთან შესაბამისობის დადგენაში. ამის გარდა, ადვოკატს შეუძლია რჩევა

მიიღოს მოსამართლისაგან სასამართლო განხილვის დაწყებამდე.

3) როდესაც ადვოკატს არ აქვს შესაძლებლობა გამოიყენოს ეს მეთოდები, მას

შეუძლია მოიწვიოს მეორე მხარე იმის განსახილველად, თუ რა პერსპექტივები

ექნება საქმეს მედიაციაში, ძლიერი პოზიციის მქონე მხარისათვისაც კი. ადვოკატს

შეუძლია აღნიშნოს, რომ მედიაცია იძლევა შესაძლებლობას მეორე მხარემ მის

მარწმუნებელს უკეთ დაანახოს და განუმარტოს ვითარება. ასევე, შესაძლებელია

მეორე მხარისათვის გაიგოს მათი შეხედულება საქმეზე, მისი კლიენტის ხედვა

იმაზე, რაც მოხდა და შეთნხმების შესაძლებლობები, რომლებიც შესაძლოა არ

იყოს ცხადი ვიწროდ შედგენილი იურიდიული სარჩელის დროს.249

კომენტარი

ზოგადი მიდგომა ადვოკატის მიერ მედიაციის პროცესის შეთავაზებაზე შესაძლოა

იყოს შემდეგი - თუკი მას ძლიერი პოზიცია უჭირავს, თუკი იგი ფიქრობს რომ

მიანც მოიგებს, მაშინ ის სასამართლოშიც წავიდოდა საქმის საწარმოებლად.

რადგან ადვოკატი მედიაციის პროცესის შემოთავაზებას ახდენს, ანუ ამ

მსჯელობით მას სუსტი პოზიცია უჭირავს და მთავარია მორიგდეს, ესე იგი მეტი

ალბათობით ფიქრობს წაგებაზე. თუმცა ეს ასე შეიძლება სულაც არ იყოს და

მხარეს სურდეს ნაკლებ დროში დავის გადაჭრა, კონფიდენციალურობის

პირობებში დავის განხილვა და ა.შ. შესაბამისად უნდა იმოქმედოს მისმა

ადვოკატმაც. ამიტომ, როგორც მას უწოდეს, ამ სუსტი პოზიციის „ლეგენდის“

დამაბრკოლებელ გარემოებად ყოფნა უნდა აღმოიფხვრას. პირველი

შემოთავაზებული წესი უმარტივესია - თუკი მხარეებს ხელშეკრულებაში აქვთ

მედიაციით დავის გადაჭრა გათვალისწინებული, აქვთ ამაზე დათქმა

გაკეთებული. ამ შემთვევაში ადვოკატი დაურეკავს მეორე მხარის ადვოკატს,

შეახსენებს ამ ვალდებულების შესახებ და მედიაციის პროცესიც გაიმართება.

მეორე გზა არის მესამე პირის, შუამავლის ჩარევა მედიაციაზე დასათანხმებლად.

ეს შეიძლება იყოს თავად ADR-ის წარმომადგენელი, რომლის მეშვეობითაც

მოხდება მეორე მხარის ადვოკატთან დაკავშირება, ახსნა თუ რატომ არის უკეთესი

249Harold, I. Abramson; Mediation Representation, Advocating as a Problem-Solver in Any Country or

Culture, second edition, "NITA", 2010, p. 155-156

Page 250: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

251

ამ შემთხვევაში მედიაცია. რეკომენდაციაში ასევე მოცემულია მოსამართლის

დახმარება პროცესის დაწყებამდე, მისგან რჩევის აღება და შემდეგ ამის მიხედვით

მოქმედება. შეიძლება, ასევე, იურისპრუდენციაში მაღალი ავტორიტეტის მქონე

პირის რეკომენდაციის გამოყენება და ა.შ. ამ ხერხის მთავარი მიზანია მესამე

პირის დახმარება „ლეგენდის“ გადასალახავად. მესამე გზა კი არის ინიციატორი

ადვოკატის მეორე მხარის ადვოკატთან მოლაპარაკება. ამ დროს ხდება განხილვა,

რამდენად მიზანშეწონილი იქნება მედიაცია და არა დავის გადაწყვეტის სხვა

საშუალებები. რა დადებითი და უარყოფითი შეიძლება ჰქონდეს ამ შემთხვევაში

მედიაციას, რატომ იქნება სასარგებლო და ა.შ. მაგალითად იმიტომ, რომ უფრო

მეტად გაიგებენ მხარეები ერთმანეთის რეალურ ინტერესებს და პოზიციებს,

განუმარტავენ მათ მოსაზრებებს, პროცესი იქნება კონფიდენციალური და ა.შ. ანუ,

საქმეში ჩაერთვება მედიაცია თავისი დადებითი მხარეებით. თანაც

სასამართლოში ჩანს რას ითხოვს მხარე, მედიაციაში კი შესაძლოა გამოჩნდეს თუ

რა დგას რეალურად ამ მოთხოვნის უკან და მოიძებნოს დავის გადაჭრის სხვა

გზები, რომელიც მხარეებს სასამართლოს, ხანგრძლივ დავას, საკმაო რაოდენობის

ფინანსების დახარჯვას ააცილებს. ამ სამი მეთოდიდან პირველი ადვოკატზე,

რომელიც მხარემ დავის წარმოშობის შემდგომ დაიქირავა, დამოკიდებული არ

არის. ადვოკატის როლი აქ შეიძლება მაშინ იყოს მნიშვნელოვანი, როდესაც იგი

ხელშერულების შედგენის დროსაც მხარის წარმომადგენელია და ურჩიოს მას

დათქმის გაკეთება მედიაციაზე. მეორე და განსაკუთრებით მესამე ხერხის

გამოყენება ადვოკატის პროფესიონალიზმზეა დამოკიდებული. მესამე პირის

ჩარევის დროს ადვოკატმა უნდა შეარჩიოს იგი, მან უნდა გაითვალისწინოს მეორე

მხარეს მდგომ პიროვნებათა შეხედულებები, ვის შეუძლია მათზე გავლენის

მოხდენა, როგორ და ა.შ. პირდაპირი დარწმუნების დროს კი ადვოკატს ყველაზე

მეტად ჭირდება საკუთარი პროფესიული ხელოვნების გამოყენება, რათა მეორე

მხარე დაარწმუნოს, რომ მას არ აქვს სუსტი პოზიცია, მას სხვა დადებითი

მხარეების გამო სურს მედიაციის პროცესში ჩართვა. ამის გაკეთება შეუძლია

მედიაციაში ძალიან კარგად გათვითცნობიერებულ ადვოკატს. თუმცა ზოგჯერ

შესაძლოა მეორე ხერხს ამ ხერხმა აჯობოს კიდეც. ADR-ის წარმომადგენლის ზარს

შესაძლოა ჯობდეს თავად ინიციატორი ადვოკატის შეხვედრა მეორე მხარესთან,

რომელსაც უკეთ ყავს შესწავლილი მეორე მხარე და უკეთ მოახერხებს მის

დარწმუნებას. თუმცა ალბათ უპრიანი იქნება ყოველი კონკრეტული შემთხვევის

მიხედვით ამ საკითხის გადაწყვეტა.

Page 251: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

252

მარწმუნებლის მომზადება მედიაციის პროცესისათვის

„ადვოკატისათვის შეიძლება უმჯობესი იყოს, მარწმუნებელს განუმარტოს

როგორია მედიაციის პროცესი. კლიენტს შეიძლება სჭირდებოდეს შეიგრძნოს

მედიაციის გარემო და მისთვის უკეთესი იყოს ჰქონდეს ნათელი წარმოდგენა

იმაზე, თუ რას უნდა ელოდოს.

„მარწმუნებელისათვის შეიძლება სასარგებლო იყოს, თუკი ის ნახავს ფილმის

მსგავსს, რაც მედიაციის მთავარ მახასიათებლებს უკეთებს დემონსტრაციას,

თუმცა იგი გაფრთხილებული უნდა იყოს, რომ რეალური მედიაცია შესაძლოა

მნიშვნელოვნად განსხვავდებოდეს ფილმში ნაჩვენებისაგან“250

„გადაწყვეტილება არ მიიღება მეორე მხარის დადასტურების გარეშე, სწორედ

ამიტომ მეორე მხარე არის პროცესის უმთავრესი მონაწილე და არა მედიატორი.

მარწმუნებელს უნდა ესმოდეს, რომ მედიაცია არ არის შეჯიბრებითი პროცესი. მას

უნდა ესმოდეს, რომ მიზანი არ არის გამარჯვება, მიზანია დავის მოგვარება.

ადვოკატმა, ასევე, კლიენტთან ერთდ ყურადღებით უნდა განიხილოს,

კონკრეტული ინფორმაცია, კერძო შეხვედრაზე იქნას გამჟღავნებული თუ საერთო

შეხვედრაზე

ადვოკატმა უნდა აუხსნას მარწმუნებელს, რომ იგი შეასრულებს პრობლემების

გადამჭრელის როლს მედიაციის პროცესში ნაცვლად ცნობილი შეჯიბრებითი

როლისა, რომელიც ნათლად ჩანს სასამართლოში. სხვა შემთხვევაში, კლიენტმა

შესაძლოა დაკარგოს ნდობა ადვოკატისადმი. ადვოკატმა, ასევე, შესაძლოა

იმოქმედოს ზეწოლის ქვეშ და იყოს შეჯიბრებითი, როგორც მისი კლიენტი

მოელოდება მიუხედავად იმისა, რომ მიდგომა შეიძლება არ იყოს ყველაზე

ეფექტური მედიაციის პროცესში.

კლიენტი უნდა მოემზადოს იმისათვის, რომ უპასუხოს წინასწარ სავარაუდო

შეკითხვებს. ეს წინასწარი გამოკითხვა აძლევს მარწმუნებელს შანსს რომ

მოამზადოს პროდუქტიული პასუხები. რომლებიც შეეფერება პრობლემების

გადამჭრელ მიდგომას და ასევე მისცემს საშუალებას რომ იყოს დაცული

მოულოდნელი პასუხებისაგან.251

250Harold, I. Abramson; Mediation Representation, Advocating as a Problem-Solver in Any Country or

Culture, second edition, "NITA", 2010, p. 309-310 251 Harold, I. Abramson; Mediation Representation, Advocating as a Problem-Solver in Any Country or

Page 252: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

253

კომენტარი

ადვოკატმა უნდა აუხსნას მხარეს, მით უფრო მას, ვინც მედიაციის პროცესში

პირველად მონაწილეობს, თუ სად მიდის ის. ყველასათვის ცნობილია

სასამართლო და მისი მიმდინარეობა - რა ხდება, როგორი სიტუაციაა და ა.შ.

თუმცა მედიაციის პროცესი, რომელიც ჯერ არ ჩატარებულა, უცხოდ ჩანს მისი

პოტენციური კლიენტისათვის. ამიტომ რომ არ მოხდეს „ეჭვის თვალით“ ცქერა

მისადმი, გაუცხოება, არ ეგონოს მხარეს რომ სადღაც სიბნელეში მიდის, არ

მოხდეს ისე, რომ გარკვეული სპეციფიკური საკითხები მედიაციის პროცესში

გაარკვიოს, ანუ „ისწავლოს კეთებით“ და ამის გამო დავის მოგვარებას საფრთხე

შეექმნას, საჭიროა ადვოკატის მხრიდან, რომელსაც შესწავლილი ექნება

თეორიულად მაინც, თუ როგორია მედიაციის პროცესი, რა ეტაპებისაგან შედგება,

როგორი მიდგომაა საჭირო და ა.შ. მოხდეს კლიენტისათვის ახსნა დაწვრილებით

მედიაციის პროცესის და მედიატორის როლისა. მიუხედავად იმისა, რომ ის

შეიძლება რეალური პროცესისაგან გასხვავდებოდეს, თუკი კლიენტი ნახავს

მედიაციის შესახებ სპეციალურ ვიდეორგოლებს, თუნდაც სასწავლოს, სადაც

ნაჩვენებია მედიაციის პროცესი და განმარტებულია იგი, სასარგებლო იქნება

მომავალი პროცესისათვის. როგორც იტყვიან „ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახი

ჯობს“

ერთ-ერთი ძირითადი ასპექტი ამ შემთხვევაში არის ის, რომ მხარისათვის არ

უნდა წარმოადგენდეს მედიატორი პროცესის მთავარ მონაწილეს. სასამართლო

განხილვის დროს მხარეები ცდილობენ მოსამართლე დაარწმუნონ თავიანთი

პოზიციის სისწორეში და მათი მსჯელობა, მტკიცებულებები და სხვა

მიმართულია სწორედ მესამე პირისაკენ, მოსამართლისაკენ. მედიაციის დროს

მედიატორი არ არის უფლებამოსილი მხარეთა ნაცვლად მიიღოს

გადაწყვეტილება, გამოიტანოს განაჩენი. გადაწყვეტილებას იღებენ მხარეები.

ამიტომ ადვოკატის ვალია თავის კლიენტს აუხსნას, რომ მედიატორი მხოლოდ

რჩევებს აძლევს მათ, ეხმარება დავის მოგვარებაში, ამიტომ ძირითადი აქცენტი

უნდა იყოს გადატანილი მეორე მხარეზე, მეორე მხარის დარწმუნებაზე, რომ

შეთანხმებაზე წამოვიდეს. აქედანვე უნდა განისაზღვროს ტაქტიკაც - მედიაცია არ

არის შეჯიბრებითი პროცესი, მთავარი მედიაციაში არის დავის მოგვარება,

ურთიერთობის შენარჩუნება, მშვიდობიანი გადაწყვეტა. მედიაციას „win–win

negotiation“-ს ტყუილად არ უწოდებენ, მასში არ უნდა იყოს წაგებული მხარე.

ამიტომ ვინ უფრო მეტ მტკიცებულებას წარადგენს მეორე მხარის საზიანოდ, ვინ

უფრო დაჩაგრავს მეორე მხარეს, ასეთი პრინციპებით არ უნდა მიიღონ

Culture, second edition, "NITA", 2010, p. 310-311

Page 253: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

254

მონაწილეობა დავაში მხარეებმა. ისინი უნდა წავიდნენ გარკვეულ დათმობებზე,

გადადგან ნაბიჯები შეთანხმებისაკენ. ადვოკატმა უნდა აუხსნას კლიენტს, რომ

იგი არ იქნება შეჯიბრებითი, როგორიც რეალურად ადვოკატი არის სასამართლო

პროცესის დროს და იქნება ორიენტირებული პრობლემების გადაჭრაზე. თუკი ეს

კლიენტს წინასწარ არ ეცოდინება, მან შეიძლება ნდობა დაკარგოს

ადვოკატისადმი, რადგან მის ქმედებებს სწორად არ ჩათვლის. ამის გამო

ადვოკატმა შესაძლოა იმოქმედოს წნეხის ქვეშ, ეცადოს რომ მისი ქმედებები

შეუსაბამოს კლიენტის სურვილებს და იმოქმედოს მედიაციის პროცესის

საზიანოდ, რადგან როგორც უკვე აღინიშნა, მედიაცია არ არის შეჯიბრებითი და

მოგებული-წაგებულის პრინციპზე ორიენტირებული პროცესი. მედიატორს ასეთ

შემთვევებში უნდა გააჩნდეს საკმარისი კვალიფიკაცია იმისათვის, რომ თუკი

ადვოკატი კონცენტრირდება მხოლოდ იურიდიულ საკითხებზე, ამით შეუშლის

ხელს პროცესის წინსვლას და ა.შ. მედიატორმა უნდა გაანეიტრალოს ადვოკატის

ასეთი ქცევა. ადვოკატმა არ უნდა გააკეთოს კონცენტრაცია მხოლოდ

სამართლებრივ უფლებებსა და დეტალებზე, ამან შესაძლოა ხელი შეუშალოს

შედეგის მიღწევას. მაგალითად თუკი დავა არის მდიდარ ბიზნესმენსა და

ხელმოკლე პირს შორის, რომელშიც ბიზნესმენს იურიდიულად ეკუთვნის ზიანის

ანაზღაურება გარკვეული თანხის ოდენობით, თუმცა რეალურად იგი თანახმაა

ბოდიშის მოხდის სანაცვლოდ აპატიოს მეორე მხარეს ის ზიანი რაც მან მიაყენა,

რადგან ზიანის ექვივალენტი თანხა მისი ქონებიდან გამომდინარე ძალიან

მიზერულია, თუმცა ზიანი მოყვა ამ ბიზნესმენის ნებართვის გარეშე

შესრულებულ ქმედებას. თუკი მდიდარი მხარის ადვოკატი ბოლომდე დარჩება

ერთგული იმ პოზიციისა, რომ მის კლიენტს ეკუთვნის 10 000 ლარის ოდენობით

თანხა, რომელსაც მეორე მხარე ხელმოკლეობის გამო ვერ იხდის, დავა

გაგრძელდება, მედიაცია უშედეგო იქნება, წავა სასამართლოში, ყველა

ინსტანციაში და გაგრძელდება ძალიან დიდხანს, როცა შესაძლოა ის მედიაციის

პროცესზევე დასრულდეს, თუკი ამაყ და მდიდარ ადამიანს დაუკმაყოფილებს

მეორე მხარე მის სიამაყეს ბოდიშის მოხდით. ამ შემთხვევაში მედიატორის

პროფესიონალიზმზე ბევრი რამაა დამოკიდებული - მან შეიძლება გამოიყენოს

კერძო შეხვედრა ადვოკატებთან, მხარეებთან, სხვადასხვა ხერხები, რათა მსგავსი

გართულება თავიდან იქნეს აცილებული.

ასევე საჭიროა კლიენტი მზად იყოს დიდი ალბათობით სავარაუდო

კითხვებისათვის. ეს ასევე აარიდებს პროცესზე დაბნეულობას ადვოკატ-კლიენტს.

ეს კითხვები შეიძლება იყოს - „რა მოხდა? რა მტკიცებულებები გაქვთ თქვენი

პოზიციის გასამყარებლად? რა არის თქვენი მიზნები, საჭიროებები? რას ფიქრობთ

მეორე მხარის ინტერესებზე? დავის გადაჭრის როგორი გზა მიგაჩნიათ სწორად?“

Page 254: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

255

და ა.შ. პროფესიონალმა ადვოკატმა უნდა გათვალოს სავარაუდო კითხვები და

მოამზადოს კლიენტი.

პოზიციის სისუსტისა და სიძლიერის წარმოჩენა

„ადვოკატმა ახლიდან უნდა გამოკითხოს კლიენტი, შესაძლოა საკმაოდ ბევრი

დრო იყოს გასული პირველი ინტერვიუდან მედიაციის პირველ პროცესამდე.

შესაძლოა ახალი ინფორმაცია გვაქვს სახეზე. კლიენტს აქვს დრო აწონ-დაწონოს

რა სურს მას.“252

„ადვოკატმა უნდა განიხილოს კლიენტთან ერთად პოზიციის დადებითი და

უარყოფითი მხარეები „სასტიკად გულწრფელად“ ეს განხილვა არა მხოლოდ

მოამზადებს მარწმუნებელს პოტენციურ კითხვებზე საპასუხოდ, არამედ ასევე

მოამზადებს მას რომ მოისმინოს ადვოკატის სავარაუდო პასუხები კითხვებზე,

პასუხები, რომლებმაც შეიძლება სხვა მხრივ გააკვირვოს ან გააღიზიანოს

კლიენტი, თუკი პირველად მათ მედიაციის პროცესზე გაიგებს. ადვოკატი უნდა

დაეხმაროს მხარეს ჩამოაყალიბოს პერსონალური „BATNA” - საუკეთესო

ალტერნატივა ურთიერთობის შედეგად მიღწეული შეთანხმებისა. კლიენტის

პერსონალური BATNA-ს და მოცემული შემთხვევისათვის ზოგადი BATNA–ს

კომბინაციით მარწმუნებელი გაიგებს, რამდენად ღირს სასამართლოში საქმის

წარმოება სხვადასხვა შეთავაზებულ შეთანხმებებთან შედარებით.

ადვოკატმა უნდა დაასრულოს თავის წარმომადგენლობით გეგმაზე მუშაობა მის

კლიენტთან ერთად. გეგმა უნდა მოიცავდეს მარწმუნებლის ინტერესთა დაცვის

სტრატეგიას, დაბრკოლებების გადალახვას, ინფორმაციების გაცვლას. გეგმა უნდა

იყოს იმდენად მოქნილი, რომ ახალი ინფორმაციისთვის და სპონტანური,

კრეატიული ახალი შესაძლებლობებისათვის იყოს მზად.“253

კომენტარი

მედიაციის პროცესამდე ძალიან ცოტა ხნით ადრე ადვოკატმა კიდევ ერთხელ

უნდა გამოკითხოს მხარე, რათა შეამოწმოს ხომ არ შეიცვალა რამე, ხომ არ მოიძია

მხარემ ახალი ინფორმაცია, ხომ არ გამოიკვეთა ახალი ინტერესი და სხვა.

შესაძლოა პირველი ინტერვიუდან პროცესამდე მან იფიქრა შექმნილ ვითარებაზე,

რაიმე გადათქვა კიდეც. ადვოკატმა ბოლომდე უნდა გამოიძიოს მხარის პოზიციის

252Harold, I. Abramson; Mediation Representation, Advocating as a Problem-Solver in Any Country or

Culture, second edition, "NITA", 2010, p. 311 253Harold, I. Abramson; Mediation Representation, Advocating as a Problem-Solver in Any Country or

Culture, second edition, "NITA", 2010, p. 314-315

Page 255: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

256

სუსტი და ძლიერი მხარეები ყველა მხრივ. თუკი შევაერთებთ მხარის და ზოგად

BATNA-ს მივიღებთ რეალურ სურათს, რისი მოთხოვნა შეიძლება და რისი არა.

საჭიროა ასევე მხარეს ჰქონდეს ჩამოყალიბებული თავისი ყველაზე ცუდი

ალტერნატივა შეთანხმებისა - WATNA. მხარემ და კლიენტმა ეს უნდა იცოდნენ

წინასწარ, რათა შემდეგ არ მოხდეს პროცესის დროს დაბნეულობა, თუკი

მოულოდნელად კლიენტი დათანხმდება საკითხს, ადვოკატი არა და ა.შ.

ადვოკატმაც უნდა შეიმუშაოს კლიენტთან ერთად გეგმა, რომლის მეშვეობითაც

იგი წარადგენს კლიენტს, როგორ დაიცავს მის ინტერესებს. გეგმა უნდა იყოს

ჩამოყალიბებული, მაგრამ ამავდროულად მოქნილი, რათა პროცესის

მიმდინარეობისას გამოკვეთილ ახალ გარემოებებზე მოხდეს სწორი რეაგირება.

გეგმა არ უნდა იყოს იდეაფიქსი, რომლიდანაც გადახვევა შეუძლებელია - გეგმა

უნდა გქონდეს, თუმცა საჭიროებისამებრ ცვალო ის.

მედიაციის წინა შეხვედრა

ყველა მედიატორი არ ითხოვს მედიაციის წინა კრებას, შეხვედრას. თუკი

მედიატორი არ მოითხოვს, ადვოკატმა უნდა გაითვალისწინოს და მოითხოვოს

იგი იმის გამო, თუ რა შესაძლებლობებს გვაძლევს მედიაციის პოზიტიური

მიმართულებით წასაყვანად. ადვოკატმა შეიძლება მოითხოვოს პირველი

შეხვედრა მაშინვე, როცა მედიატორი დაინიშნება, რათა გადაწყვეტილ იქნას

რამდენიმე წინასწარი, მოსამზადებელი საკითხები - რა ინფორმაცია უნდა

გაიცვალოს პირველ პროცესამდე ან პროცესზე და ა.შ. შემდეგ ადვოკატს შეუძლია

მოითხოვოს მეორე შეხვედრა დაახლოებით ერთი დღით ადრე იმისათვის, რომ

გაიგოს ყველაფერი მზად არის თუ არა. მედიაციის წინა შეხვედრა ადვოკატს

აძლევს შანსს განსაზღვროს შეუწყობს თუ არა ხელს მედიატორი პრობლემების

გადაწყვეტის მიდგომას.254

კომენტარი

შესაძლოა საკმაოდ დიდი სარგებელი ჰქონდეს მედიაციის წინა შეკრებას,

შეხვედრას. ამ დროს მთავარი სარგებელი გარდა იმისა, რომ ცნობილი გახდება

ტექნიკური დეტალები, არის თუ არა ყველაფერი მზად და სხვა, არის ის, რომ

ადვოკატი გარკვეულწილად გაიმყარებს მედიატორის სტრატეგიაზე წინასწარ

შემუშავებულ და ნაკითხ აზრს. ადვოკატმა უნდა გაარკვიოს, როგორი მიდგომა

აქვს მედიატორს, ის იქნება აქტიური, შემფასებელი თუ იქნება პასიური და

შეასრულებს შუამავლის როლს პროცესში. მართალია მედიატორი არ იღებს

254Harold, I. Abramson; Mediation Representation, Advocating as a Problem-Solver in Any Country or

Culture, second edition, "NITA", 2010, p. 319

Page 256: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

257

გადაწყვეტილებას, მაგრამ მას პროცესში მაინც დიდი როლი აკისრია, ამიტომ

ადვოკატმა უნდა განსაზღვროს მოქმედების სტრატეგია მედიატორის

მიხედვითაც.

დავის გადაჭრის ორიგინალური საშუალების მოძებნა

ადვოკატმა უნდა ეძებოს ორიგინალური გამოსავალი, რათა დააკმაყოფილოს მისი

მარწმუნებლისა და მეორე მხარის ზედაპირზე მყოფი და ასევე, დაფარული

ინტერესები. ნაკლებად გამოყენებული გადაწყვეტის გზა, რომ დააკმაყოფილო

დაფარული ინტერესი, არის ბოდიშის მოხდა - დროში ზუსტად განსაზღვრული,

ნამდვილი და ეფექტური.255

ადვოკატმა უნდა განსაზღვროს, რა სახის ბოდიშის მოხდისათვის არის კლიენტი

მზად - სრული თუ ნაწილობრივი.

სრულ ბოდიშს შესაძლოა ჰქონდეს უდიდესი ეფექტი, რადგან ბოდიშის

მომხდელი მხარე გამოხატავს თანაგრძნობას და ასევე იღებს პასუხისმგებლობას.

ნაწილობრივი ბოდიშის დროს.... მხარე ფრთხილად ირიდებს პასუხისმგებლობას

და მხოლოდ თანაუგრძნობს მეორე მხარეს.256

კომენტარი

მოცემული მაგალითიდანაც ჩანს, რომ ხშირად საჭიროა ორიგინალური მიდგომა

და გადაწყვეტის ორიგინალური გზების მოძებნა. შესაძლოა პროცესზე ნაკლებად

წარმოჩენილი ინტერესი იყოს ის, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაშიც მეორე

მხარე დათანხმდება შეთანხმებაზე. ბოდიშის მოხდა საკამოდ ეფექტური ხერხია.

ხშირია შემთხვევები ქართულ და არა მარტო ქართულ სინამდვილეში, რომ დავა

„პრინციპის ამბავია“, „არაფერი მაგისი არ მინდა, მაგრამ ნახოს და გააცნობიეროს

რა გააკეთა“ და ა.შ. ამიტომ ე.წ. „სრული“ ბოდიშის მოხდა, რომლის დროსაც მხარე

არა მარტო განიცდის იმას, რაც გააკეთა, არამედ საკუთარ ბრალსაც აღიარებს,

შესაძლოა მსგავს შემთვევებში ძალიან ეფექტური იყოს შეთანხმებისაკენ მიმავალ

გზაზე. არსებობს „ნაწილობრივი“ ბოდიშის მოხდა და წუხილის გამოთქმა

მომხდარზე, რომლის დროსაც მხარე თანაუგრძნობს მეორე მხარეს, მაგრამ ამ

შემთვევაში ცდილობს, დელიკატურად აირიდოს ბრალის საკითხი და არ აღიაროს

ის. მაგ. „მე ძალიან ვწუხვარ იმის გამო, რაც მოყვა ავტოსაგზაო შემთვევას“ აქ ჩანს

255Harold, I. Abramson; Mediation Representation, Advocating as a Problem-Solver in Any Country or

Culture, second edition, "NITA", 2010, p. 331 256Harold, I. Abramson; Mediation Representation, Advocating as a Problem-Solver in Any Country or

Culture, second edition, "NITA", 2010, p. 333-334

Page 257: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

258

წუხილი, მაგრამ არ ხდება ბრალის აღიარება, კონკრეტული „სახე“ ბოდიშის

მოხდისა უნდა გადაწყდეს თითოეული საქმის მიხედვით, გააჩნია მხარის

პოზიციას - რამდენად სუსტი ან ძლიერი და მყარია ის.

წარმომადგენლობა პროცესზე და შეთანხმება

პროცესის დროს ადვოკატმა ყურადღებით უნდა მოუსმინოთ მედიატორის

ნებისმიერ დაუდევრად წარმოთქმულ სიტყვას, მეორე მხარის სტრატეგიას.

მედიატორმა შეიძლება იცოდეს ღირებული კონფიდენციალური ინფორმაცია

მეორე მხარისაგან.257

თუკი მედიაცია მთავრდება შეთანხმებით, ადვოკატმა არ უნდა დატოვოს

მედიაცია ხელმოწერილი შეთანხმების გარეშე. მინიმუმ, მონაწილეებმა უნდა

მოამზადონ ხელნაწერი შეთანხმება, რომელიც მოიცავს შეთანხმებულ კრიტიკულ

საკითხებს.

თუკი პროცესის მხარეს არ აქვს უფლებამოსილება რომ ხელი მოაწეროს მისი

ორგანიზაციის სახელით, ადვოკატმა უნდა უზრუნველყოს ხელმოწერის ზეპირად

დავალება ტელეფონით მეორე მხარისათვის მისი ზემდგომის მიერ.258

თუკი მედიაციის პროცესით ვერ იქნება მიღწეული შეთანხმება და მხარეები მზად

არიან დანებდნენ, ადვოკატს შეუძლია მოითხოვოს პროცესის გადადება შემდეგი

შეხვედრისათვის. მხარეებს შესაძლოა სჭირდებოდეთ დრო რომ შეაგროვონ მეტი

ინფორმაცია, გააანალიზონ რა მიიღეს მედიაციის ინტენსიური და დინამიური

პროცესიდან.259

პასიური ლოდინის ნაცვლად ადვოკატი უნდა იყოს მზად თავისი ინიციატივით,

ხელი შეუწყოს პროცესის წინსვლას.260

კომენტარი

თუკი მედიაცია დასრულდება შეთანხმების მიღწევით, ადვოკატმა და კლიენტმა

არ უნდა მიატოვონ პროცესი ხელშეკრულების გაფორმების გარეშე. თუკი

257Harold, I. Abramson; Mediation Representation, Advocating as a Problem-Solver in Any Country or

Culture, second edition, "NITA", 2010, p. 322 258Harold, I. Abramson; Mediation Representation, Advocating as a Problem-Solver in Any Country or

Culture, second edition, "NITA", 2010, p. 350 259 Harold, I. Abramson; Mediation Representation, Advocating as a Problem-Solver in Any Country or

Culture, second edition, "NITA", 2010, p. 351 260Harold, I. Abramson; Mediation Representation, Advocating as a Problem-Solver in Any Country or

Culture, second edition, "NITA", 2010, p. 322

Page 258: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

259

მომქანცველი დღის შემდეგ თავიდან ბოლომდე ხელშეკრულების გაწერა

შეუძლებელია, მხარეებმა უნდა ჩამოწერონ კრიტიკული, ყველაზე

მნიშვნელოვანი საკითხები მაინც, რაზეც მოხდა შეთანხმება. ეს საჭიროა შედეგის

უზრუნველყოფისა და პრევენციისათვის, რათა შემდგომ არ მოხდეს შეთანხმების

შედგენის გაჭიანურება, შეთანხმების შედეგად მოქმედების გაჭიანურება, თუკი ეს

შესაძლებელია - აღსრულების გაჭიანურება და ა.შ. ამ დროს კიდევ ერთი

მნიშვნელოვანი საკითხია გასარკვევი, აქვს თუ არა პროცესის მონაწილე მხარეს

ძალაუფლება, მოაწეროს ხელი მაგ. მისი ორგანიზაციის სახელით შეთანხმებაზე.

რა თქმა უნდა პრობლემებს წარმოშობს მომავალში ის, რომ დიდი ხნის შრომის

შედეგად მიღწეული შეთანხმება ვერ იქნება მბოჭავი მხარეებისათვის, რადგან მას

ხელს არაუფლებამოსილი პირი აწერს. საკმაოდ ბევრი დრო დაიკარგება, შემდგომ

შეიძლება უფლებამოსილ პირებს რაიმეს შეცვლა მოუნდეთ და მედიაციის

პროცესის შედეგები შესაძლოა გაუფასურდეს. ამიტომ პროცესის დაწყებისთანავე

უნდა გაირკვეს, რომ პროცესში უფლებამოსილი პირები მონაწილეობენ.

ძირითდი საკითხების გადაწყვეტის გარდა აუცილებელია ყველა მცირე დეტალი

იქნას გაწერილი შეთანხმებაში. ეს ერთი მხრივ კარგია ადვოკატისათვის, რათა მან

მთლიანად დაიცვას კლიენტის ინტერესები, არ დარჩეს რაიმე დეტალი, რაზეც

შეიძლება კლიენტი მოედავოს მას თავისი ინტერესების არასრულად დაცვაში.

ასევე საჭიროა, რომ არ ჩაიდოს რაიმე ისეთი პატარა პუნქტი, რაც ხელშეკრულების

ძირითად პირობებს დაბრკოლებებს შეუქმნის. თუკი მეორე მხარეზე გამოცდილი

იურისტია, იგი შეიძლება შეეცადოს ამის გაკეთებას, ამიტომ ამ შემთხვევაში

მთლიანად ადვოკატზეა დამოკიდებული, რადგან მას უკეთესი გამოცდილება და

ცოდნა აქვს ამ მხრივ, არ დაუშვას მცირე დეტალებით შედეგის გაუფერულება.

თუკი მედიაციის პროცესი ვერ დასრულდება შეთანხმებით, ადვოკატმა უნდა

შესთავაზოს პროცესის გადადება და შემდგომი შეხვედრების ჩატარება. მხარეებს

შესაძლოა სჭირდებოდეთ დრო, რათა მოიპოვონ ახალი ინფორმაცია, ფაქტები.

ასევე, მათ უნდა გააანალიზონ რა მოხდა შეხვედრაზე, როგორია რეალობა, რა

პერსპექტივები აქვთ, როგორ შეიძლება წარიმართოს პროცესი შემდგომ, ღირს თუ

არა საქმის სასამართლოში წასვლა. მათ ელემენტარულად შეიძლება დასჭირდეთ

დრო დასამშვიდებლად და რეალობის გასაანალიზებლად. ამიტომ თავიდანვე

დანებება და ხელის აღება მედიაციაზე არ არის უპრიანი. ადვოკატმა, რომელსაც

უფრო მეტად მოეთხოვება ცივი გონებით მუშაობა, უნდა ურჩიოს კლიენტს

პროცესის გადადება.

Page 259: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

260

საკანონმდებლო რეკომენდაციები

1) მხარე უფლებამოსილია მედიაციის პროცესი აწარმოოს წარმომადგენლის

(ადვოკატის) დახმარებით.

2) ადვოკატი ვალდებულია ხელი შეუწყოს მხარეთა მოლაპარაკების პროცესს.

3) ადვოკატი ვალდებულია მასზე დაკისრებული ვალდებულება შეასრულოს

კეთილსინდისიერად.

4) ადვოკატი უფლებამოსილია მედიაციის პროცესის დროს მოლაპარაკება

აწარმოოს დამოუკიდებლად წარმოდგენილი მხარის სახელით, თუ მხარესა და

რწმუნებულს შორის დადებული ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის

გათვალისწინებული.

5) თუ გაირკვევა, რომ ადვოკატი განზრახ აჭიანურებდა მოლაპარაკების

პროცესს და ცდილობდა შეთანხმების მიღწევისათვის ხელშეშლას მხარეს

შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება, თუ მხარესა და რწმუნებულს შორის

დადებულ ხელშეკრულებაში სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

6) მედიაციის პროცესის უშედეგოდ დასრულებისას დავის გაგრძელების

შემთხვევვაში მხარის ადვოკატი არ შეიძლება იყოს პირი, რომელიც მედიაციის

პროცესში მონაწილეობდა მედიატორად, თუ მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ

არის განსაზღვრული.

7) მედიაციის პროცესში მხარის წარმომადგენელი შეიძლება იყოს ნებისმიერი

სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირი.

8) უფლებამოსილება მედიაციის პროცესში საქმის წარმოების შესახებ უფლებას

აძლევს წარმომადგენელს მარწმუნებლის სახელით შეასრულოს მედიაციის ყველა

საპროცესო მოქმედება გარდა:

ა) მედიაციის პროცესის შეწყვეტისა (მათ შორის: არბიტრაჟისათვის ან

სასამართლოსათვის საქმის გადაცემისა)

ბ) მოთხოვნაზე მთლიანად ან ნაწილობრივ უარის თქმისა

გ) მედიაციის პროცესის შედეგად მიღწეულ შეთანხმებაზე ხელმოწერისა.

9) წარმომადგენლის უფლებამოსილება ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული

მოქმედებების შესრულებისათვის სპეციალურად უნდა იქნეს აღნიშნული

მარწმუნებლის მიერ გაცემულ მინდობილობაში.

Page 260: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

261

დანართი 3

მედიატორთა პროფესიული ეთიკის კოდექსი

შესავალი:

მედიატორთა პროფესიული ეთიკის კოდექსი განსაზღვრავს მედიატორთა

პროფესიული ეთიკის ნორმებს და ქცევის წესების მინიმალურ სტანდარტებს.

მედიატორთა პროფესიული ეთიკის კოდექსის მიზანია:

1. მედიატორებს დაეხმაროს ქცევის წესების მინიმალური სტანდატრების

განსაზღვრაში;

2. მედიაციის მხარეებს შეუქმნას წარმოდგენა მედიაციის პროცესზე;

3. შექმნას საზოგადოებრივი აზრი მედიაციის, როგორც დავის გადაწყვეტის

ალტერნატიული პროცესის შესახებ;

4. საგანმანათლებლო მიზნის გარდა კოდექსის მიზანია დაეხმაროს იმ პირებს,

ორგანიზაციებს და დაწესებულებებს, რომელნიც ჩართულნი არიან მედიაციის

პროცესში.

მუხლი 1. მედიაციის ძირითადი პრინციპები

მედიაცია ეფუძნება შემდეგ ძირითად პრინციპებს:

თანასწორობა;

ნეიტრალურობა და მიუკერძოებლობა;

მხარის ინტერესებისა და საჭიროებების გათვალისწინება;

არადისკრიმინაციულობა;

პატივისცემა, თავაზიანობა, ორმხრივი ნდობა;

არაფორმალურობა და პროცედურული მოქნილობა;

კონფიდენციალობა;

რეპუტაციის შენარჩუნება;

ინფორმაციის სრული გაცვლა;

ურთიერთობების შენარჩუნება.

მუხლი 2. მედიატორის ცნება

Page 261: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

262

მედიატორი არის პირი, რომელიც მედიაციის პროცესის წარმართვისას ეხმარება

მხარეებს გამოკვეთონ მათი ინტერესები, ერთად მივიდნენ პრობლემის გადაჭრის

გზამდე, მხარეებს აწვდის დავის გადაწყვეტის ალტერნატიულ გზებს, თუმცა არ

არის შეზღუდული მხოლოდ ამ ფუნქციებით.

მუხლი 3. საქმიანობის განხორციელების ძირითადი პრინციპები

მედიატორი თავისი ფუნქციების განხორციელებისას მოქმედებს შემდეგი

პრინციპების დაცვით: დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა, ინტერესთა

კონფლიქტის დაუშვებლობა, კონფიდენციალობა, კოლეგიალობა.

მუხლი 4. დამოუკიდებლობა

მედიატორი თავისი პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას

დამოუკიდებელია ყოველგვარი გარეშე გავლენისგან ან სხვა ზეწოლისგან და

ემორჩილება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობას, საერთაშორისო

სამართლისა და პროფესიული ეთიკის ნორმებს.

მუხლი 5. მიუკერძოებლობა

საქმის განხილვის ნებისმიერ ეტაპზე ისეთი ფაქტის აღმოჩენის შემთხვევაში,

რომელიც ეჭვქვეშ დააყენებს მედიატორის მიუკერძოებლობას მედიატორი

ვალდებულია უარი თქვას მედიაციის პროცესის წარმართვის დაწყებაზე, ხოლო

მედიაციის პროცესის მიმდინარეობისას – ჩამოშორდეს საქმეს.

მუხლი 6. ინტერესთა კონფლიქტის დაუშვებლობა

1. მედიაციის პროცესის დაწყებამდე მედიატორმა უნდა გააანალიზოს

ინტერესთა კონფლიქტის წარმოშობის ყველა შესაძლო საფრთხე.

2. ინტერესთა კონფლიქტის წარმოშობის საფრთხის არსებობის შემთხვევაში,

მედიატორი ვალდებულია მხარეებს აცნობოს აღნიშნულის შესახებ და

ჩამოშორდეს პროცესს.

მუხლი 7. კონფიდენციალობა

7.1. მედიატორი ვალდებულია, არ გაახმაუროს (საიდუმლოდ შეინახოს) მის

Page 262: მედიაციის სამართლებრივი ...1).pdf · 2013-03-28 · 4 d) ევროპული 2008/52/EC დირექტივის ზეგავლენა

263

მიერ მედიაციის პროცესში მხარეებისგან მიღებული ნებისმიერი ინფორმაცია.

7.2. მედიატორს შეუძლია გაამხილოს მის მიერ მიღებული ინფორმაცია მხოლოდ

მხარეთა თანხმობის შემთხვევაში.

მუხლი 8. წარმომადგენლობის დაუშვებლობა

მედიატორს უფლება არ აქვს გახდეს მედიაციის პროცესის მხარის

წარმომადგენელი იმავე დავაზე, რაზეც მხარეთა შორის არსებობდა მედიაციის

პროცესი.

მუხლი 9. კოლეგიალობა

მედიატორი ვალდებულია პროფესიული საქმიანობის განხორციელებისას პატივი

სცეს კოლეგებს და არ შელახოს მათი ღირსება.

მუხლი 10. ანაზღაურება

მედიატორმა მხარეებს პროცესის დაწყებამდე სრულად უნდა განუმარტოს

მედიაციის პროცესის ხარჯები და მათი გამოთვლის წესი.