კავკასიის საერთაშორისო პოლიტიკის...

36
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის დოქტორანტი - ინდირა პაპუნიძე თემატური სემინარი კონფლიქტი დნესტრისპირეთში და მისი ხელის შემწყობი ფაქტორები ხელმძღვანელი : საერთაშორისო ურთიერთობების ასოცირებული პროფესორი, სოციალურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი ვალერი მოდებაძე. თბილისი 2017 წელი

Transcript of კავკასიის საერთაშორისო პოლიტიკის...

Page 1: კავკასიის საერთაშორისო პოლიტიკის მეცნიერების … Papunidze Seminari.pdf · 6 რუსეთის’’

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო

საგანმანათლებლო პროგრამის

დოქტორანტი - ინდირა პაპუნიძე

თემატური სემინარი

კონფლიქტი დნესტრისპირეთში და მისი ხელის შემწყობი ფაქტორები

ხელმძღვანელი : საერთაშორისო ურთიერთობების ასოცირებული პროფესორი,

სოციალურ მეცნიერებათა აკადემიური დოქტორი ვალერი მოდებაძე.

თბილისი

2017 წელი

Page 2: კავკასიის საერთაშორისო პოლიტიკის მეცნიერების … Papunidze Seminari.pdf · 6 რუსეთის’’

2

ნაშრომის ზოგადი დახასიათება

დნესტრისპირეთი არ წარმოადგენს მსოფლიოში ერთადერთ ადგილს, სადაც სხვადასხვა

სახელმწიფოს ინტერესთა კონფლიქტს აქვს ადგილი და შესაბამისად არც მოლდოვაა

გამონაკლისი ეთნიკური კონფლიქტების თვალსაზრისით. თუმცა, აღნიშნული კონფლიქტი

ჩვენთვის განსაკუთრებით საინტერესეოა, ვინაიდან საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩვენს

ქვეყანაშიც ჰქონდა ადგილი ეთნიკურ კონფლიქტებს. შესაბამისად, საქართველოს და

მოლდოვას ამ თვალსაზრისით ბევრი აქვს საერთო.

თემა თავისთავად აქტუალურია მსოფლიოში მიმდინარე სოციალური და პოლიტიკური

პროცესებიდან გამომდინარე. ურთიერთდამოკიდებულ საერთაშორისო სისტემაში, სწორედ

სახელმწიფოები წარმოადგენენ მთავარ აქტორებს და რადგან სისტემა ანარქიულია, რაც

იმას ნიშნავს, რომ არც ერთი მათგანი არ გრძნობს თავს ბოლომდე დაცულად, მუდმივად

უწევთ სხვადასხვა სახის საგარეო თუ საშინაო პრობლემასთან გამკლავება.

ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანია, რომ იყოს აღიარებული

საერთაშორისო დონეზე მთავარი აქტორების-სახელმწიფოების და საერთაშორისო

ორგანიზაციების მიერ-კონკრეტულ იურიდიულ საზღვრებში, რაც პირდაპირ კავშირშია მის

,,წონაზე’’ საერთაშორისო პოლიტიკაში.

ხშირად ადგილი აქვს სხვადასხვა სახელმწიფოს მხრიდან ცდუნებას, აქტიურად ჩაერიოს

მეზობელი თუ არა-მეზობელი ქვეყნის საშინაო საქმეებში, რაც იწვევს გაღიზიანებას და

კონფლიქტს, რომელიც შეიძლება იმდენ ხანს გაგრძელდეს, რომ გამოუსწორებელი ზიანი

მიაყენოს ქვეყანას.

მოლდოვის რესპუბლიკა იმ სახელმწიფოთა რირცვს ეკუთვნის, სადაც რუსეთის ფედერაციას

ღიად თუ ფარულად საკუთარი ინტერესები გააჩნია. გამომდინარე ისტორიული

კონტექსტიდან და ამ ისტორიის განმავლობაში რუსეთის ქმედებებიდან, ნათელია, თუ რატომ

აქვს ამ უკანასკნელს პრეტენზია შეინარჩუნოს გავლენა დნესტრისპირეთზე.

Page 3: კავკასიის საერთაშორისო პოლიტიკის მეცნიერების … Papunidze Seminari.pdf · 6 რუსეთის’’

3

აღნიშნული კვლევის მიზანი და ამოცანაა დნესტრისპირეთის კონფლიქტის ანალიზი და ამ

კონფლიქტში აქტიურად ჩართული რუსეთის ფედერაციის, ასევე რუმინეთის როლის

წარმოჩენა.

დნესტრისპირეთის კონფლიქტი არა ერთი მეცნიერისა თუ მკვლევარის შესწავლის საგანია,

მათ შორისაა ძირითადად უცხოელი ავტორები, მაგ: მიხეილ ჟიროხოვი, რომელმაც თავის

წიგნში ,,დნესტრისპირეთი. კონფლიქტის ისტორია“ აღწერა მოლდოვის ტერიტორიაზე

არსებული კონფლიქტები შუა საუკუნეებიდან მოყოლებული და გააანალიზა 90-იან წლებში

არსებული კონფლიქტის გამომწვევი მიზეზები და შედეგები, ასევე საინტერესოა რუსი

ექსპერტის ალექსანდრე სერგეევის ნაშრომი- ,,დნესტრისპირეთი დღეს: პრობლემები და

პერსპექტივები ცხოვრებაში’’ , სადაც განხილულია დნესტრისპირეთში მცხოვრები

საზოგადოების განვითარების ისტორია, ამ კუთხის უსაფრთხოების საკითხები და მთავარი

გამოწვევები, საინტერესოა მოლდოვის ყოფილი შინაგან საქმეთა და თავდაცვის მინისტრის

იონ კოსტაშის წიგნი - ,,დნესტრისპირეთი 1989-1992 წლებში. გამოუცხადებელი ომის

ქრონიკა’’, აღნიშნული ნაშრომი უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ მისი ავტორი

პროცესების უშუალო მონაწილეა და შესაბამისად საინტერესოა მისი თვალით დანახული

კონფლიქტი. უამრავი ნაშრომია შექმნილი დნესტრისპირეთის თემაზე და მათი ჩამოთვლა

აღნიშნულ ნაშრომში ფიზიკურად შეუძლებელია. აღსანიშნავია, რომ დნესტრისპირეთის

საკითხი არა ერთი ქართველი მკვლევარის განხილვის საგანია, მათ შორისაა დავით

ნატროშვილი, რომელსაც ეკუთვნის სტატია ,,დნესტრისპირეთი-კონფლიქტის ისტორია,

თანამედროვეობა და მომავალი’’, სადაც ავტორი ქრონოლოგიურად აღწერს აღნიშნულ

კონფლიქტს და მის გამომწვევ მიზეზებს. უნდა აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ ცალსახად

დნესტრისპირეთისადმი მიძღვნილი წიგნი ან სამეცნიერო ნაშრომი-შესრულებული

ქართველი ავტორების მიერ რთულად მოიპოვება, ძირითადად აღნიშნული საკითხი

განხილულია სხვადასხვა სტატიაში კონფლიქტების ბუნების, მისი მოგვარების და გადაჭრის

კონტექსტში.

Page 4: კავკასიის საერთაშორისო პოლიტიკის მეცნიერების … Papunidze Seminari.pdf · 6 რუსეთის’’

4

რთულია დღეს აღმოაჩინო რაიმე ახალი დნესტრისპირეთის კონფლიქტში, თუმცა ნაშრომის

მეცნიერული სიახლე მაინც იმაში მდგომარეობს, რომ განსხვავებული რაკურსით

წარმოაჩინოს იგი და გამოკვეთოს მასში რუსეთის (და არა მარტო) როლი. ასევე,

წარმოაჩინოს ის ასპექტები, რომლებიც სასარგებლო იქნება საქართველო-რუსეთის

ურთიერთობებისთვის.

ნაშრომში მოყვანილი ფაქტები, მოსაზრებები და მსჯელობა ეფუძნება სხვადასხვა მეცნიერის

და კვლევითი ინსტიტუტების ნაშრომების, სტატიების ანალიზს. კვლევაში გამოყენებულია

ინტერდისციპლინური, ისტორიული, შედარებითი და ანალიზის მეთოდები, რითაც

შესაძლებელია საკვლევი თემის სწორი და შესაბამისი ანალიზი.

რაც შეეხება პრაქტიკულ მნიშვნელობას, იგი მდგომარეობს იმაში, რომ აღნიშნული ნაშრომი

გამოადგება ამ საკითხზე მომუშავე ნებისმიერ დაინტერესებულ პირს.

ნაშრომში გამოყენებული იქნება კვლევის თვისებრივი მეთოდი, კერძოდ შემთხვევის

შესწავლა (Case Study). რაც გულისხმობს რეალური ფაქტების ანალიზს, პოლიტიკურ

სტატიებზე და სხვადასხვა მკვლევართა დასკვნებზე დაყრდნობით. შემთხვევის შესწავლის

მეთოდი ძირითადად პასუხობს შემდეგ კითხვებზე: ,,როგორ’’ ან ,,რატომ’’. ეს კითხვები

გამიზნულია სხვადსხვა შემთხვევისთვის. ამ მეთოდის გამოყენება მკვლევარს საშუალებას

აძლევს იხელმძღვანელოს ლიტერატურის მიმოხილვით. აღნიშნული მეთოდის ნაკლი იმაში

მდგომარეობს, რომ იგი ვერ უზრუნველყოფს გამოსაყენებელი ლიტერატურის 100%-თ

სანდოობას და რომ ლიტერატურის შერჩევა მთლიანად მკვლევარზეა დამოკიდებული. ეს

არის ერთადერთი მეთოდი, რომელიც მოიცავს დეტალურ ინფორმაციას და ითვალისწინებს

კონკრეტული სიტუაციის ყველა ასპექტს. ამ მეთოდით მოპოვებული ინფორმაცია არის

კონტექსტუალური, რომელიც მხოლოდ აღნიშნულ ფაქტს უკავშირდება, თანაც

შესაძლებელია სხვადასხვა საზომი ტექნიკის გამოყენება, რადგან მკვლევარი არ იზღუდება

Page 5: კავკასიის საერთაშორისო პოლიტიკის მეცნიერების … Papunidze Seminari.pdf · 6 რუსეთის’’

5

სხვადასხვა მეთოდოლოგიური ინსტრუმენტის გამოყენებისას და ცხადყოფს იმ ისტორიებს

რასაც ფაქტებიდან ან გადმოცემებით ვიგებთ1.

თემის ჰიპოთეზაა: რუსეთის მიზანია არ დაუშვას მოლდოვის ინტეგრაცია ევრო-ატლანტიკურ

სტრუქტურებში. ხოლო საკვლევი კითხვაა: რა პოლიტიკური მიზნები ამოძრავებს რუსეთს

დნესტრისპირეთში და რატომ არის დაინტერესებული აღნიშნული კონფლიქტის ,,გაყინვით’’.

რაც შეეხება ნაშრომის მოცულობას და სტრუქტურას, იგი შედგება შესავლის, სამი თავის,

ოთხი ქვეთავის, დასკვნისა და ბიბლიოგრაფიისგან. თემის მოცულობაა 34 გვერდი.

ნაშრომის შინაარსი

I თავი

დნესტრისპირეთის კონფლიქტის ისტორიული მიმოხილვა

კონფლიქტს დნესტრისპირეთში უფრო ღრმა ფესვები აქვს ისტორიულ წარსულში.

აღსანიშნავია, რომ მოლდოვის სახელმწიფომ ფორმირების საკმაოდ რთული პერიოდი

გაიარა, რაც პირდაპირ აისახებოდა დნესტრისპირეთზე. დღევანდელი მოლდოვის

რესპუბლიკა ისტორიული მოლდოვის სამთავროს მხოლოდ აღმოსავლეთ ნაწილს

წარმოადგენს და მოიცავს ბესარაბიის ისტორიულ რეგიონს, ადგილს რომელიც არა ერთხელ

ქცეულა დიდი სახელმწიფოების დაპირისპირების პლათფორმად.

1792 წელს, იმ პერიოდში, როდესაც მიმდინარეობდა რუსეთ-თურქეთის ომი რუსეთის

შემადგენლობაში აღმოჩნდა დღევანდელი დნესტრისპირეთის ტერიტორია და იგი ,,ახალი

1 The case study method, http://www.psyking.net/HTMLobj-3838/Case_Study_Method.pdf

Page 6: კავკასიის საერთაშორისო პოლიტიკის მეცნიერების … Papunidze Seminari.pdf · 6 რუსეთის’’

6

რუსეთის’’ (,,ნოვოროსიის’’) პროვინციის ნაწილად იქცა, რომელიც 1764 წლიდან - რუსეთის

მიერ უკრაინაში წარმოებული დაპყრობითი ომების პერიოდიდან არსებობდა2

რუსეთმა 1812 წელს დადებული ბუქარესტის ხელშეკრულებით მდინარეებს დნესტრსა და

პრუტს შორის არსებული ტერიტორიები მიიერთა და შექმნა მოლდოვისა და ბესარაბიის

გუბერნია, ხოლო მოლდოვის სამთავროს დასავლეთ ნაწილი 1859 წელს ვალახიის

სამთავროსთან გაერთიანდა, რითაც რუმინეთის სამეფო ჩამოყალიბდა და მოგვიანებით

რეგიონში რუსეთის მთავარ მოწინააღმდეგე ძალად იქცა. ამ პერიოდიდან მოყოლებული

1918 წლამდე რუსეთის იმპერიის საზღვარი დასავლეთ სახელმწიფოებთან მდინარე პრუტზე

გადიოდა, რაც იმას ნიშნავდა, რომ აღმოსავლეთ მოლდოვა მისთვის სამხედრო-

სტრატეგიული თვალსაზრისით მნიშვნელოვანი იყო და შესაბამის ქმედებებსაც

ახორციელებდა, რაც გამოიხატებოდა მის მზრუნველობაში აღნიშნული სახელმწიფოსადმი.

1918 წელს მოლდოვამ ისარგებლა რუსეთში არსებული დესტაბილიზაციით, უფრო

კონკრეტულად კი 1917 წელს მომხდარი რევოლუციით, ჩამოცილდა მას და

დამოუკიდებლობა გამოაცხადა, იმავე წელს შეუერთდა რუმინეთის სამეფოს-ადგილობრივი

პარლამენტის გადაწყვეტლებით. დღევანდელი რუმინეთისა და მოლდოვას ერთიანობა 1940

წლამდე გაგრძელდა, რომელის საზღვარიც საბჭოთა კავშირთან მდინარე დნესტრზე

გადიოდა.

საბჭოთა კავშირის აზრით აღმოსავლეთ მოლდოვა (ბესარაბია) რუმინეთს უკანონოდ

ჰქონდა მითვისებული, იგი მის დაბრუნებას მოითხოვდა, თუმცა საკმაოდ დიდ და ძლიერ

წინააღმდეგობას წააწყდა მეორე მხრიდან, რის საპასუხოდაც 1919 წლის მაისში მდინარე

დნესტრის მარცხენა სანაპიროზე ბესარაბიის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა

ჩამოაყალიბა, რომლის დროებით ადმინისტრაციულ ცენტრად ოდესა განისაზღვრა. ვინაიდან

2 Маначинский А.Я., Конфликт в Приднестровье. Полная информация, http://rubicon.org.ua/index.php/advanced-

stuff/item/151-konflikt-v-pridnestrove-polnaya-informatsiya

Page 7: კავკასიის საერთაშორისო პოლიტიკის მეცნიერების … Papunidze Seminari.pdf · 6 რუსეთის’’

7

ეს არ იყო ბესარაბიის ისტორიული რეგიონი და არც ეფექტური ჩანაფიქრი -რესპუბლიკამ

არსებობა იმავე წლის სექტემბერში შეწყვიტა.

რუსეთი აგრძელებდა შესაბამის ქმედებებს აღმოსავლეთ მოლდოვას დასაბრუნებლად.

1924 წელს მან უკრაინის შემადგენლობაში მოლდოვის საბჭოთა სოციალისტური

ავტონომიური რესპუბლიკა შექმნა, რომელიც დღევანდელი უკრაინის ტერიტორიაზე

არსებულ ოლქებს-ბალტი, ოდესა, ტულჩინი მოიცავდა ასევე საკუთრივ დნესტრისპირეთს,

რომლის დედაქალაქად გამოცხადდა კიშინიოვი, მაგრამ ეს უკანასკნელი რუმინეთის

შემადგენლობაში იმყოფებოდა, ამიტომ დროებით ადმინისტრაციულ ცენტრად გამოცხადდა

ქალაქი ბალტა, ხოლო 1929 წელს ქალაქი ტირასპოლი. მოლდოვის საბჭოთა

სოციალისტური ავტონომიური რესპუბლიკა1940 წლამდე უკრაინის შემადგენლობაში

რჩებოდა და იგი დღევანდელი მოლდოვიდან მხოლოდ დნესტრისპირეთის რეგიონს

მოიცავდა.

უცხო არ არის, რომ მსოფლიო ომების დროს წამყვანი სახელმწიფოები დებენ

ხელშეკრულებებს, რითაც გავლენის სფეროებს ინაწილებენ, არც 1939 წელს დადებული

მოლოტოვ-რიბენტროპის პაქტი იყო გამონაკლისი გერმანიასა და საბჭოთა კავშირს შორის,

რომლის მიხედვითაც გერმანიამ ბესარაბია საბჭოთა გავლენის სფეროდ ცნო, რამაც კიდევ

უფრო შეაგულიანა საბჭოთა კავშირი და თავის ქმედებას გარკვეული სახის ლეგიტიმურობა

შესძინა -დაეპყრო ბესარაბია და უკრაინის შემადგენლობაში მყოფ მოლდოვის საბჭოთა

სოციალისტური ავტონომიური რესპუბლიკისთვის მიეერთებინა და საბოლოოდ შეექმნა

მოლდოვის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა, მართალია აღნიშნული ტერიტორია

მეორე სოფლიო ომის დროს- 1941 წელს საბჭოთა კავშირზე განხორციელებული შეტევის

შედეგად რუმინეთის მმართველობის ქვეშ მოექცა, საბჭოთა კავშირმა მისი დაბრუნება მაინც

მოახერხა 1944 წელს.

საქმე ისაა, რომ კონფლიქტის გამომწვევ მიზეზებს შორის ყოველთვის იყო რუსეთის მიერ

მოლდოვაში გატარებული რუსიფიკაციის პოლიტიკა. 1828 წლის შემდეგ, როცა მოლდოვის

Page 8: კავკასიის საერთაშორისო პოლიტიკის მეცნიერების … Papunidze Seminari.pdf · 6 რუსეთის’’

8

გუბერნიას ავტონომიის სტატუსი ჩამოერთვა, აიკრძალა რუმინული ენა სასწავლო

დაწესებულებებში, ეკლესიებში ადმინისტრაციულ ორგანოებში, საჯარო შეკრებების

ადგილებში. ვინაიდან ენა უმნიშვნელოვანესი ღირებულება და ნაწილია ნებისმიერი ერის

კულტურისა, მოლდოველებისთვის საკმაოდ მტკივნეული იყო აღნიშნული ქმედებები

რუსეთის იმპერიის მხრიდნ. თუმცა არც ეს იკმარა ამ უკანასკნელმა და დაიწყო

მოლდოველების გადასახლება რუსეთის იმპერიის შორეულ პროვინციებში და მათ ადგილზე

რუსების, ებრაელების, გაგაუზების (მოლდოვასა და უკრაინაში მცხოვრები თურქული

წარმომავლობის ხალხი), გერმანელების ჩასახლება, რაც პირდაპირ ემსახურებოდა რუსეთის

ინტერესებს -ჰქონოდა დასაყრდები და მხარდაჭერა აღნიშნულ რეგიონში.

საბჭოთა კავშირიც არ ღალატობდა რუსეთის იმპერიის მიერ არჩეულ კურსს, იგი

აგრძელებდა რუმინული ენის გამოდევნას საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა

სფეროდან და განსხვავებული ეთნიკური ჯგუფების ჩამოსახლებას დნესტრისპირეთის

ინდუსტრიულ ზონებში, შედეგად კი, 1989 წელს დნესტრისპირეთში არსებული ეთნიკური

სურათი შემდეგნაირი იყო:

მოლდოველები-39.9 %;

უკრაინელები-28.3%;

რუსები- 24.5%;

გაგაუზები, ბულგარელები, ებრაელები, სომხები -7%3.

მხოლოდ 1944 წელს 300 000-ზე მეტი რუსულად მოსაუბრე ჩაასახლეს მოლდოვაში, ხოლო

500 000 მოლდოველი გადაასახლეს შორეულ აღმოსავლეთში, ,,დიდი შიმშილის’’ პერიოდში

(1946-1947) 200 000 ადამიანი დაიღუპა, რაც გამოიწვია სასოფლო მეურნეობის იძულებითმა

კოლექტივიზაციამ. საბჭოთა რუსეთი ყველაფერს აკეთებდა იმისთვის, რომ დნესტრისპირეთი

3 Кивачу, А., Демографическая картина Приднестровья, 24 марта - 6 апреля 2014, № 591 – 592, демоскоп weekly,

http://www.demoscope.ru/weekly/2014/0591/demoscope591.pdf

Page 9: კავკასიის საერთაშორისო პოლიტიკის მეცნიერების … Papunidze Seminari.pdf · 6 რუსეთის’’

9

გამხდარიყო მოლდოვას საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ინდუსტრიული ცენტრი,

სადაც განვითარდა მძიმე მრეწველობა და ჩამოყალიბდა ე.წ. მოლდოვური ელიტა.

ჩვენ ვიცით, რომ ისტორიის მანძილზე დიდი, ძლევამოსილი და ხელოვნურად შექმნილი

იმპერიები ადრე თუ გვიან სუსტდებიან და საბოლოოდ იშლებიან, არც საბჭოთა კავშირი

აღმოჩნდა გამონაკლისი, სწორედ 80-იანი წლებიდან დაიწყო მისი დაშლა, რამაც

მოლდოვაში ხელი შეუწყო დიდი ხნის განმავლობაში აკრძალული თემების წინ წამწევას და

ეროვნული მოძრაობების გააქტიურებას. საზოგადოებაში გააქტიურდა ისეთი საკითხები,

როგორიცაა დამწერლობა, ეროვნული სიმბოლოები, იდენტობა, ენა, ისტორიული

მახსოვრობა და ა.შ.

წლების განმავლობაში რუსეთის იმპერია, ხოლო შემდეგ საბჭოთა კავშირი აქტიურ

პოლიტიკას ატარებდნენ იმისათვის, რომ დნესტრისპირეთში სერიოზული დასაყრდენი

ჰქონოდა და საჭირო დროს, როგორც ,,ჩადებული ნაღმი’’ისე ამოქმედებულიყო. შედეგმაც არ

დააყოვნა, როგორც კი მოლდოვის პარლამენტმა დაიწყო აქტიური მუშაობა მოლდოვის

დამოუკიდებლობისათვის მაშინვე გააქტიურდა დნესტრისპირეთის დეპუტატთა კონგრესი და

1990 წლის 2 სექტემბერს დნესტრისპირეთის ტერიტორიაზე დნესტრისპირეტის მოლდოვური

საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკა შექმნა და მოლდოვადან გასვლის შესახებ განაცხადა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნათელია თუ როგორ მწიფდებოდა კონფლიქტი

დნესტრისპირეთში და საბოლოოდ XX საუკუნის ბოლოსთვის რით ,,დაგვირგვინდა’’, რაც იყო

ახალი გამოწვევების დასაწყისი.

II თავი

სამოქალაქო ომი და დე-რუსუფიკაციის პროცესი მოლდოვიზაციის ფონზე

Page 10: კავკასიის საერთაშორისო პოლიტიკის მეცნიერების … Papunidze Seminari.pdf · 6 რუსეთის’’

10

საბჭოთა კავშირი თანდათან სუსტებოდა და შიგნიდან იშლებოდა. არსებული სიტუაციით

ისარგებლეს მოლდოველებმა და 1989 წელს ჩამოაყალიბეს მოლდოვას სახალხო ფრონტი.

ეს იყო ეროვნულ დონეზე კარგად ორგანიზებული და მომზადებული მოძრაობა. იგი დიდი

პოპულარობით სარგებლობდა მოლდოვის საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში,

განსაკუთრებით იმ რაიონებში, რომლებიც ეთნიკური რუმინელებით იყო დასახლებული. მან

შეძლო მოლდოვის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოში

უმრავლესობის მოპოვება და რადიკალურად ნაციონალური (მხოლოდ

მოლდოველებისთვის) პოლიტიკის გატარება დაიწყო, რაც გამაღიაზიანებელი აღმოჩნდა

სხვა ეთნიკური ჯგუფებისთვის.4

ამ პერიოდში წინ წამოიწია რუმინეთის სახელმწიფო და სამხედრო მოღვაწის იონ ვიქტორ

ანტონესკუს იდეოლოგია, რაც გულისხმობდა მოლდოვას და რუმინეთის გაერთიანებას და

მკვეთრად ნაციონალისტურ პოლიტიკას, ვინაიდან აღნიშნული პირი თავის დროზე დიდ

რუმინეთს (მაშინ, როდესაც მოლდოვა და რუმინეთი იყო გაერთიანებული) ფაშისტური

მეთოდებით მართავდა და ხშირად იმეორებდა, რომ დნესტრისპირეთი რუმინეთის ნაწილია

და აღნიშნული ტერიტორიაზე მხოლოდ რუმინელები უნდა ცხოვრობდნენ. 5 ალბათ არც ისე

რთული წარმოსადგენია რა რეაქცია ექნებდათ მოლდოვას ტერიტორიაზე მცხოვრებ სხვა

ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენლბს: რუსებს, უკრაინელებს, ბულგარელებს და სხვა.

ძალაუფლების ხელში ჩაგდებიდან მოლდოვას სახალხო ფრონტმა მალევე, 1990 წლის 27

აპრილს მიიღო კანონი სახელმწიფო დროშის შესახებ, რომელიც თითქმის რუმინეთის

სახელმწიფო დროშის ანალოგი იყო, ხოლო მგვიანებით სახელმწიფო ჰიმნად რუმინეთის

სახელმწიფო ჰიმნი (1848წ.) გამოაცხადეს. დაიწყეს აგრესიული პოლიტიკის გატარება არა-

რუმინულად მოსაუბრე მოქალაქეების მიმართ და დაირაზმნენ დნესტრისპირეთის

4 Маначинский А.Я., Конфликт в Приднестровье. Полная информация, http://rubicon.org.ua/index.php/advanced-

stuff/item/151-konflikt-v-pridnestrove-polnaya-informatsiya 5 Маначинский А.Я., Конфликт в Приднестровье. Полная информация, http://rubicon.org.ua/index.php/advanced-

stuff/item/151-konflikt-v-pridnestrove-polnaya-informatsiya

Page 11: კავკასიის საერთაშორისო პოლიტიკის მეცნიერების … Papunidze Seminari.pdf · 6 რუსეთის’’

11

წინააღმდეგ მთავარი ლოზინგით-დნესტრისპრეთი უნდა დაუბრუნდეს მშობლიურ

რუმინეთს’’.6

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ოფიციალურმა ბუქარესტმა ღიად განაცხადა თავისი

პოლიტიკის შესახებ ბესარაბიასთან მიმართებაში, რომ იგი ,,დიდი რუმინეთის’’ ნაწილია და

ჰქონდა პრეტენზია მის შემოერთებაზე. სწორედ ,,რუმინიზაციის’’ შიში იყო შეიარაღებული

კონფლიქტის ერთ-ერთი მიზეზი დნესტრისპირეთში.

კონფლიქტი თანდათან მწიფდებოდა და ჩამოყალიბდა ე.წ. ფრონტის ხაზი, რომლის ერთ

მხარეს იყვნენ მოლდოველი ნაციონალისტები და ,,მოხალისეთა ლიგა’’, დაახლოებით 4000

ადამიანი, ასევე მათ მხარს უჭერდა ადგილობრივი პოლიცია, ხოლო მეორე მხარეს იყვნენ

რუსები, უკრაინელები, ბულგარელები, გაგაუზები-მცხოვრები დნესტრის მარცხენა

სანაპიროზე, ასევე მათ მახრეს იბრძოდა ,,დნესტრისპირეთის რესპუბლიკის გვარდია’’,

უკრაინელთა ნაციონალ-პოლიტიკური ორგანიზაცია ,,უნა-უნსო’’ და კაზაკთა ჯგუფი.7

1989 წლის 31 აგვისტოს მოლდოვის საბჭოთა სოციალური რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს

მიერ მიღებული კანონის თანახმად რუმინული ენა სახელმწიფო ენად გამოაცხადდა.

აღნიშნული კანონპროექტის მე–7 მუხლის თანახმად, მოსახლეობას უნდა შეძლებოდა ორივე

– მოლდოვურ და რუსულ ენაზე კომუნიკაცია. ამ გარემოებამ მნიშვნელოვნად იმოქმედა

რუსულენოვან მოსახლეობაზე და მათში დისკრიმინაციის შიში გააღვიძა.აღნიშნულმა კანონმა

დნესტრისპირეთის მოლდოვასგან გამოყოფა კიდევ უფრო დააჩქარა. ეუთომ კი მოგვიანებით

აღნიშნული კანონი კონფლიქტის ერთ-ერთ მიზეზად განიხილა.

ენის შესახებ ახალმა კანონმა და „პერესტროიკის“ სახელით კადრების ცვლილებამ

რუმინულენოვან მოსახლეობას შესაძლებლობა მისცა დაეკავებინათ თანამდებობები

სახელმწიფო სტრუქტურებსა და პარტიებში. დემოკრატიზაციის პროცესმა ძალოვანი

სტრუქტურების „დე–რუსიფიკაციაც“ გამოიწვია, რის შედეგადაც 1991 წლისათვის,

6 იქვე

7 Маначинский А.Я., Конфликт в Приднестровье. Полная информация, http://rubicon.org.ua/index.php/advanced-

stuff/item/151-konflikt-v-pridnestrove-polnaya-informatsiya

Page 12: კავკასიის საერთაშორისო პოლიტიკის მეცნიერების … Papunidze Seminari.pdf · 6 რუსეთის’’

12

სამთავრობო და სახელმწიფო ადმინისტრაციის წამყვანი პოზიციების უმრავლესობა ეთნიკურ

მოლდოველებს ეკავათ.

მოლდოვური ეროვნული მოძრაობა აქტიურად მუშაობდა ამ პერიოდში, რათა მოლდოვა

საბოლოოდ გამხდარიყო თავისუფალი. თუმცა მას თავიდანვე დაუპირისპირდა რამოდენიმე

ეთნიკური ჯგუფი, რაც ალბათ მოსალოდნელიც იყო, დემონსტრაციები გაიმართა სამხრეთ

მოლდოვის იმ ნაწილში, რომელიც 160 000 გაგაუზითა და 80 000 ეთნიკური ბულგარელით

იყო დასახლებული. 1990 წლის ოქტომბერში მოლდოველებსა და გაგაუზებს შორის

კონფლიქტი თითქმის ძალადობრივ დაპირისპირებაში გადაიზარდა. იზრდებოდა ანტი–

რუსული განწყობა და აქტიურად განიხილებოდა რუმინეთთან გაერთიანების

შესაძლებლობა, რამაც კიდევ უფრო გაართულა ისედაც დაძაბული მდგომარეობა და

რუსულენოვან მოსახლეობაში „თავდაცვითი ნაციონალიზმის“ განვითარება გამოიწვია. 1989

წლის 11 აგვისტოს დნესტრისპირეთის მუშათა კოლექტივების გაერთიანება ჩამოყალიბდა და

ორ დიდ ქალაქში კიშინიოვსა და ბალტიში რუსი და უკრაინელი უმცირესობების

დემონსტრაციები დაიწყო. ტირასპოლში მუშათა კოლექტივები გამოვიდნენ და განაცხადეს ,

რომ აღარ დაემორჩილებოდნენ მოლდოვურ ხელისუფლებას.8

1990 წლის 5 ივნისს მოლდოვის საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის უმაღლესმა საბჭომ

გამოაცხადა - მოლდოვის რესპუბლიკის შექმნის შესახებ, 23 ივნისს კი მიიღო დეკლარაცია

სუვერენიტეტის შესახებ, რითაც ის საბოლოოდ ტოვებდა საბჭოთა კავშირს. 9

საბჭოთა კავშირის 1991 წლის აგვისტოს არშემდგარი „პუტჩის“ შემდეგ , 27 აგვისტოს

მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტმა მიიღო ,,მოლდოვის რესპუბლიკის

დამოუკიდებლობის დეკლარაცია’’, მანამ 1990 წლის 2 სექტემბერს დნესტრისპირეთის

უზენაესი საბჭო ახალ, საკუთარ კონსტიტუციას იღებს და შეიარაღებული ძალების შექმნას

8 Маначинский А.Я., Конфликт в Приднестровье. Полная информация, http://rubicon.org.ua/index.php/advanced-

stuff/item/151-konflikt-v-pridnestrove-polnaya-informatsiya 9 იქვე

Page 13: კავკასიის საერთაშორისო პოლიტიკის მეცნიერების … Papunidze Seminari.pdf · 6 რუსეთის’’

13

იწყებს. 1991 წლის 1 დეკემბერს ,,საყოველთაო რეფერენდუმით’’ დამტკიცდა

დნესტრისპირეთის მოლდოვური რესპუბლიკის დამოუკიდებლობა და ქვეყნის პირველ

პრეზიდენტად იგორ სმირნოვი იქნა არჩეული. ამ პერიოდში დნესტრისპირეთი საკმაოდ

ძლიერ ინდუსტრიულ ზონას წარმოადგენდა და იქ განთავსებული სამრეწველო ქარხნები

უფრო მჭიდროდ იყო დაკავშირებული რუსეთთან და უკრაინასთან, ვიდრე კიშინიოვთან.

სწორედ საწარმოების წარმომადგენლებმა და მათში დასაქმებულმა ადამიანებმა დაიწყეს

საპროტესტო აქციები. ისინი მოითხოვდნენ, რომ რუსული ენა დარჩენილიყო სახელმწიფო

ენად, ტირასპოლს კი დამოუკიდებელი ტერიტორიის სტატუსი მინიჭებოდა. ამავე წლის

მარტიდან იწყება შეიარაღებული კოფლიქტები.

მოვლენების განვითარებაში ერთ–ერთი გადამწყვეტი როლი, 1945 წლიდან

დნესტრისპირეთში დისლოცირებულმა საბჭოთა მე–14 არმიამ ითამაშა, რომელიც

უშუალოდ მონაწილეობდა საბრძოლო მოქმედებებში და იარაღით ამარაგებდა

დნესტრისპირელ სეპარატისტებს. სწორედ მისი უშუალო დახმარებით და მცდელობით

ჩამოყალიბდა დნესტრისპირეთის ,,რესპუბლიკური გვარდია’’ რომელიც 8000 მეომარს

აერთიანებდა, მათ შორის იყვნენ საბჭოთა არმიის ყოფილი ოფიცრები, რუსეთიდან

ჩამოსული მოხალისეები და კაზაკთა რაზმის წევრები.

არმიის ოფიცრებმა განაცხადეს, რომ არ დაემორჩილებოდნენ მოლდოვურ

კანონმდებლობას და ერთგულება აღუთქვეს დნესტრისპირეთის ხელმძღვალენობას. 1992

წლის 18 ივნისს მოლდოვის პარლამენტმა, დნესტრისპირელ დეპუტატებთან ერთად ხელი

მოაწერა ხელშეკრულებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, თუმცა მოგვიანებით

დნესტრისპირეთის შეიარაღებულმა ძალებმა, რომელთაც მათ ტერიტორიაზე განთავზებული

რუსული საბჭოთა შეიარაღებული არმია უმაგრებდა ზურგს, ქალაქი ბენდერი აიღეს.

მოლდოვის მცდელობა დაებრუნებინა ბენდერი, დიდი რაოდენობის მსხვერპლითა და

შედეგის გარეშე დასრულდა. 1992 წლის 20 ივლისს ბრძოლაში საბჭოთა მე–14 არმია ჩაება,

Page 14: კავკასიის საერთაშორისო პოლიტიკის მეცნიერების … Papunidze Seminari.pdf · 6 რუსეთის’’

14

რამაც ერთის მხრივ, ცეცლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების წინაპირობა შექმნა, მეორეს

მხრივ კი, დნესტრისპირეთის დე–ფაქტო დამოუკიდებლობა უზრუნველყო.

საერთო ჯამში შეტაკებები დიდხანს არ გაგრძელებულა, 1992 წლის მარტში დაიწყო და

ივლისში დასრულდა- სეპარატისტების სასარგებლოდ, რომელთაც რუსეთის მე-14 არმიისგან

ჰქონდათ მხარდაჭერა, როგორც ტექნიკის თვალსაზრისით, ისე მორალურად, ვინაიდან

რუსეთის მე-14 არმიის გენერალი ღიად უჭერდა მხარს დნესტრისპირეთის რუსეთთან

გაერთიანებას. 10

სამოქალაქო ომი მოლდოვაში დამანგრეველი აღმოჩნა, დაიღუპა 1000-ზე მეტი ადამიანი,

ხოლო 1000 000-მა დაკარგა საცხოვრებელი ადგილი. ზარალი არა მხოლოდ ფიზიკური,

არამედ მორალურიც იყო, რადგან ამგვარი ომი გულისხმობს ერთ სახელმწიფოში მცხოვრები

საზოგადოების წევრებს შორის განხეთქილებას, დაპირისპირებას, შუღლს-რაც ქვეყანას

შიგნიდან ანადგურებს. მაგრამ აღნიშნული ფაქტი, შეიძლება ითქვას, რომ მოსალოდნელიც

იყო, რადგან ჯერ რუსეთის იმპერიამ და შემდეგ საბჭოთა კავშირმა შექმნეს ნიადაგი, იმისთვის,

რომ ,,ფარული ნაღმი’’ საჭირო დროს ამოქმედებულიყო, რაშიც დნესტრისპირეთში

არსებული ეთნიკური სიჭრელე იგულისხმება, რაც რუსეთმა თავის საარგებლოდ გამოიყენა.

თუმცა არც მოლდოვის ცენტრალური ხელისუფლების ქმედებები იყო ბოლომდე

გამართლებული, მისი პოლიტიკა რადიკალურად ნაციონალისტური იყო, რამაც სხვა

ეთნიკურ ჯგუფებში პროტესტი გამოიწვია და თავდაცვით რეჟიმში გადაიყვანა.

II.I

ვითარება კონფლიქტის შემდეგ

10

გოტიაშვილი, ლ., დნესტრისპირეთის კონფლიქტი, 23 თებერვალი, 2013, საზოგადოება უკეთესი

საზოგადოებისთვის, http://socium.ge/index.php/articles/student-articles/15-dnesprispiretis-konpliqti

Page 15: კავკასიის საერთაშორისო პოლიტიკის მეცნიერების … Papunidze Seminari.pdf · 6 რუსეთის’’

15

სამოქალაქო დაპირისპირების შემდეგ მოლდოვაში მძიმე ვითარება იყო. 1992 წლის 21

ივლის რუსეთის და მოლდოვის პრეზიდენტებმა ბორის ელცინმა და მირჩა სნეგურმა ხელი

მოაწერეს შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რის შედეგადაც სამმხრივი სამშვიდობო

ძალა (რუსეთის, მოლდოვის და დნესტრისპირეთის) განთავსდა უსაფრთხოების ზონაში,

მდინარის ორივე მხარეს. 2005 წლიდან აღნიშნული მოლაპარაკებების პროცესს დაემატა აშშ

და ევროკავშირი, რის გამოც დღეს ამ მოლაპარაკებებს მოიხსენიებენ როგორც ,,5+2’’

ფორმატი.

1993 წელს ეუთოს (ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია) მისია

გაიგზავნა მოლაპარაკებებისთვის. აღნიშნული მისია სოციალური, ეკონომიკური და

ისტორიული ფაქტორების გათვალისწინებით გადაწყვეტდა დნესტრისპირეთის

დამოუკიდებლობას და მის ინტეგრაციას მოლდოვაში. ეუთომ გამოსცა მოხსენება ,,N13 1993

წლი 13 ნოემბერი’’, რომლის მიხედვითაც დნესტრისპირეთს მიენიჭა სპეციალური სტატუსი

მოლდოვას ფარგლებში. დაიწყო მოლაპარაკებები ეუთოს მისიის და რუსეთის პრეზიდენტის

ელჩის თაოსნობით, მასში მონაწილეობდნენ ასევე ექსპერტებიც, თუმც აღნიშნული

მოლაპარაკებები 1995 წელს შეჩერდა. შედეგი არ აღმოჩნდა წარმატებული, 1996 წელს

მომზადებული ,, მემორანდუმი ურთიერთდარეგულირების პრინციპებზე’’ უარყოფილ იქნა,

ვინაიდან იგი არ იძლეოდა მოლდოვის ტერიტორიული მთლიანობის გარანტიას.

იყო მცდელობები რუსეთის მხრიდანაც, მაგ: 1997 წელს რუსეთის საგარეო საქმეთა

მინისტრმა პრიმაკოვმა წარადგინა გეგმა ,,ერთიანი სახელმწიფოს შექმნა მოლდოვის სსრ-ს

საზღვრებში’’, აღსანიშნავია, რომ მსგავს მცდელობას ადგილი ჰქონდა 1990 წელსაც,

როდესაც შეიმუშავეს ე.წ. ,,პრიმაკოვის პროექტი’’, რომელიც დაწუნებულ იქნა მხარეების მიერ

იმ მიზეზით, რომ დნესტრსპირეთს არ აძლევდა დამოუკიდებლობის სტატუსს და მოლდოვის

ფედერალიზაციას გულისხმობდა.

Page 16: კავკასიის საერთაშორისო პოლიტიკის მეცნიერების … Papunidze Seminari.pdf · 6 რუსეთის’’

16

თემაში არა ერთხელ იყო ნახსნები გაგაუზები( თურქული წარმოშობის ხალხი, რომელთა

რელიგია ქრისტიანობაა), რომლებიც მოლდოვის რესპუბლიკის სამხრეთ ნაწილში

ცხოვრობენ. მრავალთვიანი მოლაპარაკებებისა და ულტიმატუმების შემდეგ, 1994 წლის

დეკემბერში მოლდოვის პარლამენტმა მიიღო კანონი ,,ტერიტორიის განსაკურებული

სტატუსის შესახებ’’ სადაც გაგაუზები ცხობრობდნენ. მათ სრული ავტონომია მიენიჭათ, დღეს აქ

არსებობს გაგაუზიის ავტონომიური რესპუბლიკა.

1999 წლის ნოემბერში თურქეთში, კერძოდ სტამბოლში ხელი მოეწერა შეთანხმებას,

ევროპაში ჩვეულებრივი შეიარაღების შემცირების ადაპტირებული ხელშეკრულების

კონტექსტში, რომლის თანახმადაც რუსულ სამხედროებს უნდა დაეტოვებინათ

დამოუკიდებელი მოლდოვის ტერიტორია, ამასთან მოლდოვამ კატეგორიული უარი

განაცხადა მათ დროებით განთავსებაზეც კი, თუმცა აღნიშნული შეთანხმება დღემდე არ არის

შესრულებული, რასაც მოწმობს დამოუკიდებელი მოლდოვის ტერიტორიაზე რუსული ჯარის

არსებობა (დაახლოებით 1300 ჯარისკაცი), რომელიც დნესტრისპირეთის სეპარატისტული

რეჟიმისთვის მთავარ საყრდენს წარმოადგენს.

2001-2002 წლის განმავლობაში გაიმართა მედიატორების-რუსეთის, უკრაინის და ეუთოს

(ასევე კონფლიქტის მხარეების) სამი ძირითადი შეხვედრა- პრაღაში, ბრატისლავაში და

მოლდოვაში, რის შედეგადაც შეიმუშავეს 2002 წლის კიევის დოკუმენტი. აღნიშნულის

თანახმად, მოლდოვა ხდებოდა ფედერალური სახელმწიფო -დემოკრატიული,

რესპუბლიკური მმართველობით. მოხდებოდა ძველი შეთანხმებების გადახედვა და

განხორციელება, ხოლო 2002 წლის აგვისტოდან გაიმართებოდა სექტორული შეხვედრები

პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით, დარგების მიხედვით (მაგ: ეკონომიკის ექსპერტთა

შეხვედრა).

ბევრი საკითხი რჩებოდა შეუთანხმებელი, ძირითადი მხარეების ინტერესები და მოთხოვნები

ერთმანეთს არ ემთხვეოდა. 2002 წლის აგვისტოდან 5 სექტემბრის ჩათვლით ხუთმხრივი

Page 17: კავკასიის საერთაშორისო პოლიტიკის მეცნიერების … Papunidze Seminari.pdf · 6 რუსეთის’’

17

ფორმატის ფარგლებში გაიმართა მოლაპარაკებათა ხუთი რაუნდი, ხოლო მეექვსე

შეხვედრისას დნესტრისპირეთმა შეიტანა ცვლილება შეთანხმებაში, რომლის თანახმადაც

მოლდოვა უნდა გამხდარიყო კონფედერაციული, რაც ერთგვარი უკუსვლა იყო

მოლაპარაკებების პროცესისთვის.

აღნიშნული მოლაპარაკებების შედეგად მედიატორებმა წარადგინეს შეთანხმება, რომლიც

ეფუძნებოდა ორ მთავარ პუნქტს:

1. სახლშეკრულებო საფუძველზე მოლდოვა და დნესტრისპირეთი ქმნიან

დემოკრატიულ ფედერაციულ სახელმწიფოს;

2. ძველი შეთანხმებების შესრულება.

მოლდოვასთვის აღნიშნული შეთანხმება მიუღებელი აღმოჩნდა, რადგან მას არ სურდა

სახლშეკრულებო საფუძველზე სახელმწიფოს შექმნა. 11

2002 წელი არც ისე შედეგიანი აღმოჩნდა მოლაპარაკებებისთვის, თუმცა იყო მცდელობები,

რაც დასაფასებელია. საბოლოოდ, წლის ბოლოს, 2002 წლის დეკემბერში ძირითადი

მხარეები დათანხმდნენ გაეგრძელებინათ მოლაპარაკებები.

2003 წლის თებერვალში, მოლდოვის პრეზიდენტმა - ვლადიმერ ვორონინმა წარადგინა

ინიციატივა, რომლის თანახმადაც დნესტრისპირეთი გახდებოდა მოლდოვის ახალი

კონსტიტუციის თანაავტორი. რაც მთავარია, მოხდებოდა ფუნდამენტურ პრინციპებზე

შეთანხმება და გადაწყვეტილებათა შესრულების მექანიზმის შექმნა, რაც კიევის დოკუმენტზე

იყო დაფუძნებული და ითვალისწინებდა შემდეგს:

1. სახელმწიფო ორგანოების ორი დონის სისტემა-საკანონმდებლო და ბიუჯეტის

კომპეტენციების განაწილება ცენტრსა და დნესტრისპირეთს შორის.

11

გოტიაშვილი, ლ., დნესტრისპირეთის კონფლიქტი, 23 თებერვალი, 2013, საზოგადოება უკეთესი

საზოგადოებისთვის, http://socium.ge/index.php/articles/student-articles/15-dnesprispiretis-konpliqti

Page 18: კავკასიის საერთაშორისო პოლიტიკის მეცნიერების … Papunidze Seminari.pdf · 6 რუსეთის’’

18

2. გარანტია, რომ მიღებული კანონები შესრულდება;

3. საერთო მოქალაქეობა, საერთო მონეტარული სისტემა, თავდაცვა და საბაჟო სივრცე;

4. დნესტრისპირეთის უფლება -განსაზღვროს თავისი პოლიტიკა ენასთან დაკავშირებით,

მოლდოვური-სახელმწიფო ენა, რუსული-ოფიციალური ენა;

5. დნესტრისპირეთის თვითგამორკვევის უფლება;

6. ახალი კონსტიტუცია შემუშავდებოდა 6 თვის განმავლობაში კონსტიტუციის

ერთობლივი კომისიის მიერ, მოლდოველი და დნესტრისპირელი, ასევე რუსეთის,

უკრაინის, ეუთოს და ევროპული საბჭოს ვენის კომისიის მონაწილეობით.12

ადგილი ჰქონდა სანქციებსაც, მაგ: 2003 წლის თებერვალში ევროკავშირმა სამოგზაურო

აკრძალვა დააწესა დნესტრისპირეთის 17 ლიდერზე, მათ შორის დნესტრისპირეთის

პრეზიდენტ -იგორ სმირნოვზე მოლაპარაკებების პროცესის არასაკმარისი მხარდაჭერისთვის,

იგივე ქმედება განახოციელეს აშშ-მ და ევროკავშირის ასოცირებულმა წევრებმაც, უკრაინამ კი

ანგარიში გაუყინა ბანკში.

თანდათან დაიწყო რუსული შეიარაღებული ტექნიკის გაყვანა დნესტრისპირეთის

ტერიტორიიდან. ეუთო კი თავის მხრივ აფინანსებდა ტექნიკის გაყვანას და

განადგურებას.საპასუხოდ კი დნესტრისპირეთმა 2003 წლის თებერვალში 14 მოლდოველი

ლიდერი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა პრეზიდენტის ჩათვლით. აღნიშნულის გამო

ჩაიშალა შეხვედრა ვორონინსა და სმირნოვს შორის საფეხბურთო მატჩზე, რომელიც

იმართებოდა ტირასპოლში, სადაც ერთმანეთს ხვდებოდნენ მოლდოვა და ნიდერლანდები.

აღნიშნული შეხვედრის ინიციატორი იყო ეუთოს ლიდერი იაპ დე ჰოოპ სხეფერი, რომელსაც

გეგმა ჩაეშალა იმ პერიოდში განვითრებული მოვლენების გამო, რამაც კიდევ უფრო

გაართულა ურთიერთობა ცენტრსა და დნესტრისპირეთს შორის.

12 Петров, И., И все-таки федерация, «ОЛЬВИЯ – ПРЕСС», Информационное агентство,

https://novostipmr.com/old/2003/ol109-02-03.html

Page 19: კავკასიის საერთაშორისო პოლიტიკის მეცნიერების … Papunidze Seminari.pdf · 6 რუსეთის’’

19

მიუხედავად ურთიერთობების გაუარესებისა, კონსტიტუციაზე მუშაობა მაინც გრძელდებოდა,

რომლის განმავლობაშიც დნესტრისპირეთი თავისი პოზიციიდან არ უხვევდა- ფედერაცია

სახელშეკრულებო საფუძველზე ან ორი თანაბარი სუბიექტის შექმნა. ეუთოს საპარლამენტო

ასამბლეის ორგანიზებით მოეწყო სემინარი ფედერალიზმზე, რომლის ფარგლებშიც 2003

წლის მაისში-კიშინიოვსა და ტირასპოლში გაიმართა შეხვედრები ევროკავშირისა და ევროპის

საბჭოს წევრებთან.

მიუხედავად მცდელობებისა, ბევრ საკითხზე, მათ შორის ისეთზეც კი, როგორიცაა

მოლაპარაკებებისა და შეხვედრის ადილი მხარეები ვერ თანხმდებოდნენ. მაგ: კონსტიტუციის

ერთობლივი კომისიის პირველი სამუშაო სესია არ შედგა იმის გამო, რომ დნესტრისპირეთი

ითხოვდა შეხვედრებს კიშინიოვსა და ტირასპოლში, ხოლო მოლდოვა აცხადებდა, რომ ეს

შეხვედრა უნდა გამართულიყო მოლდოვას ერთადერთ ლეგალურ პარლამენტში.

საბოლოოდ კი აღნიშნული სესია ეუთოს მისიაში გაიმართა, სადაც მხოლოდ პროცედურულ

საკითხებზე მიაღწიეს შეთანხმებას, ხოლო მოლდოვას სტატუსი მაინც ვერ გადაწყდა,

იქნებოდა ის კონფედერაცია თუ ასიმეტრიული ფედერაცია, რაც თავის მხრივ გულისხმობს

ცენტრალური მთავრობის მნიშვნელოვან კომპეტენციებს და დნესტრისპირეთის ფართო

ავტონომიას.

უსაფრთხოებას კონფლიქტის ზონაში დღეს უზრუნველყოფს შერეული სამშვიდობო ძალები,

რომელიც შედგება რუსი, დნესტრისპირელი, მოლდოველი სამხედროებისგან და უკრაინელი

დამკვირვებლებისგან. საინტერესო ფაქტია ის, რომ იმ რუსი სამხედროების გარდა,

რომლებიც სამშვიდობო მანდატის ქვეშ იმყოფებიან, დნესტრისპირეთში, უფრო

კონკრეტულად კი ყოფილი მე-14 არმიის ბაზაზე იმყოფებიან რუსეთის შეიარაღებული

ძალების ოპერატიულ დაჯგუფებად წოდებული რუსი სამხედროები, რომელთა დანიშნულება

და ფუნქცია ბევრ კითხვას აჩენს.

II.II

Page 20: კავკასიის საერთაშორისო პოლიტიკის მეცნიერების … Papunidze Seminari.pdf · 6 რუსეთის’’

20

,,გაყინული კონფლიქტი’’ დღეს

მოლდოვა გამუდმებით მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, საერთაშორისო

ორგანიზაციებს, რათა მხარი დაუჭირონ მოლდოვის ტერიტორიიდან რუსული ჯარის

გაყვანას. ბოლო დროს გავრცელდა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულბლის და

პარლამენტის თავმჯდომარის მიხაი გიმპუს მიმართვა, სადაც იგი ნატოს გენერალურ მდივანს

ანდრეს ფოგ რასმუსენს მხარდაჭერას სთხოვს. ვინაიდან 20 წელზე მეტი გავიდა მოლდოვის

დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან და რუსთის მთავრობა არ ასრულებს ნაკისრ

ვალდებულებებს. საერთაშორისო ნორმებისა და მოლდოვის კონსტიტუციის

საწინააღმდეგოდ რუსული ჯარი, რომელიც რჩება დაძაბულობის კერად, რადგან

ასაზრდოებს დნესტრისპირეთის სეპარატიზმს და რომელიც თავის მხრივ მორალურ და

პოლიტიკურ მხარდაჭერას გრძნობს რუსული ჯარის მხრიდან, აგრძელებს უკანონოდ ყოფნას

დამოუკიდებელი მოლდოვის ტერიტორიაზე. აღნიშნულ მიმართვაში გიმპუ მიუთითებს

საფრთხეზეც, რომ რუსეთმა შესაძლოა აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის მსგავსად

დნეტრისპირეთის დამოუკიდებლობაც აღიაროს იმისათვის, რომ მოლდოვის ტერიტორიაზე

შეინარჩუნოს ჯარი. გიმპუს აზრით, რუსული ჯარის გაყვანა დნესტრისპირეთიდან ხელს

შეუწყობს კონფლიქტის მოგვარებას 13

მოლდოვა მიილტვის ტერიტორიული მთლიანობისკენ და თანახმაა გარკვეული სახის

ავტონომია მიანიჭოს დნეტრისპირეთს, ეს უკანასკნელი კი მოითხოვს დამოუკიდებლობას.

2006 წლის სექტემბერში გაიმართა რეფერენდუმი, სადაც მოსახლეობის 97.2%-მა ნაწილმა

მხარი დაუჭირა დნესტრისპირეთის დამოუკიდებლობას შემდგომში რუსეთთან მიერთების

პერსპექტივით, რის საფუძველზეც 2013 წლის ბოლოს არაღიარებული რესპუბლიკის

პრეზიდენტმა ევგენი შევჩუკმა დეფაქტო პარლამენტს მიმართა საკანონმდებლო

13

საქართველო, საინფორმაციო სააგენტო, თბილისი, 5 იანვარი 2018, http://www.ghn.ge/print.php?print=27191

Page 21: კავკასიის საერთაშორისო პოლიტიკის მეცნიერების … Papunidze Seminari.pdf · 6 რუსეთის’’

21

ცვლილებით, რომელიც კონსტიტუციის 58-ე მუხლს ეხებოდა. სწორედ მისი შეცვლის

შემთხვევაში დამკვიდრდება დნესტრისპირეთში რუსეთის ფედერალური კანონმდებლობა.14

2006 წლის სექტემბრის რეფერენდუმს დიდი გამოხმაურება მოჰყვა საერთაშორისო

ურთიერთობების აქტორების მხრიდან. საერთაშორისო თანამეგობრობამ, თითქმის ყველა

სახელმწიფომ უკანონოდ სცნო და დაგმო აღნიშნული რეფერენდუმი, მხოლოდ რუსეთი იყო

გამონაკლისი, რომელიც პოზიტიურად აფასებდა მას და იმედს გამოთქვამდა, რომ

აღნიშნული რეფერენდუმი რეგიონში სტაბილურობას მოიტანდა. 15

აღნიშნული, განსხვავებული შეფასების გამო გაჩნდა გონივრული ეჭვი, რომ რუსეთს სურს

უფრო გაზარდოს თავისი გავლენა ყოფილ საბჭოთა რესპუბლიკებზე. ასეც რომ არ იყოს,

რეფერენდუმი მაინც კარგი საშუალებაა კონფლიქტი დარჩეს გაყინულ მდგომარეობაში, რაც

თავისთავად აწყობს რუსეთს. აღნიშნულთან დაკავშირებით თავიანთი აზრი დააფიქსირეს

ცნობილმა ევროპელმა ექსპერტებმა, მათ შორისაა ბრიუსელში არსებული ევროპული

პოლიტიკის შემსწავლელი ცენტრის წარმომადგენელი მაიკლ ემერსონი, რომელიც წერს :

,,რუსეთის სტრატეგია იმაში მდგომარეობს, რომ შეეცადოს აღადგინოს თავისი ძალა და

დაკარგული გავლენა ევროპის მეზობელ ქვეყნებზე ან, ზოგადად, ყოფილ საბჭოთა ქვეყნებზე,

გარდა ბალტიისპირეთისა, მაგრამ მოლდოვის პრობლემის მოუგვარებლობა საკმაოდ

ხელსაყრელი ,,მავნებლობის ინდქსია’’ რუსეთის დიპლომატიისთვის’’16, იგი თვლის, რომ

ევროკავშირის ფრთხილი მიდგომა ვერ გადაწონის რუსეთის მკვეთრ დამოკიდებულებას.

14

კუპატაძე, პ., დნესტრისპირეთის დეფაქტო პრეზიდენტი ახალი ინიციატივით გამოდის, საზოგადოებრივი

პორტალი, 5 დეკემბერი 2013, http://sazogadoeba.ge/news.php?post_id=7835 15

საქარველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი, 20 სექტემბერი, 2006,

http://www.mfa.gov.ge/News 16

ლიკლიკაძე, კ., დნესტრისპირეთის რეფერენდუმი- სვლა რუსეთის დიდ ჭადრაკის დაფაზე, რადიო

თავისუფლება, 20 სექტემბერი, 2006, https://www.radiotavisupleba.ge/a/1548795.html

Page 22: კავკასიის საერთაშორისო პოლიტიკის მეცნიერების … Papunidze Seminari.pdf · 6 რუსეთის’’

22

ბრიუსელში არსებული ევროპული პოლიტიკის შემსწავლელი ცენტრის ერთ-ერთი მეცნიერ-

თანამშრომელი ამანდა აქსაკოცას აზრით კი რუსეთი იმას აკეთებს რაც უნდა და

ევროკავშირის ვერავითარი ძალისხმევა ვერ შეცვლის ამ პოლიტიკას“.17

დღესდღეობით ევროკავშირის ბევრი წევრი ქვეყანა დილემის წინაშეა, რადგან რთულია

გინდოდეს რუსეთთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება და პარალელურად გადადგა

ნაბიჯები მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ.

ახალი საუკუნის დასაწყისიდანვე ნათელი გახდა, რომ დნესტრისპირეთის კონფლიქტი კიდევ

დიდხანს გაიყინებოდა. მოლდოვაში ამ მხარეს ,,პატარა საბჭოთა კავშირს’’ უწოდებენ, სადაც

ყველგან რუსული ენა დომინირებს, ადგილი აქვს საბაზრო მონოპოლიას და ადამიანის

უფლებების უხეშ დაღვევებს, ამასთან რუსეთი აქტიურ ფინანსურ დახმარებას უწევს მას, თუმცა

არავინ იცის რის ხარჯზე. პესიმისტური განწყობა შეინიშნება საზოგადოების ნაწილში,

რომლებიც თვლიან, რომ რეალურად არავის ანაღვლებს მოლდოვას ბედი, და რომ ყველას

თავისი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს.18

დნესტრისპირეთი აგრძელებს პრო-რუსულ კურსს და არ ნებდება ,,მოირგოს’’ კონსტიტუცია

იმგვარად, რომ დასაშევბი იყოს რუსეთთან მიერთება. 2014 წლის მარტში, არაღიარებული

რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს სპიკერმა მიხეილ ბურლამ რუსეთის სათათბიროს სპიკერს

სერგეი ნარიშკინს მიმართა წერილით, სადაც იგი ითხოვდა რუსეთის კანონმდებლობაში იმ

გარემოების გათვალისწინებას, რომლის თანახმადაც დნესტრისპირეთი რუსეთის

ფედერაციის შემადგენლობაში შეძლებდა შესვლას. 19

მოლდოვაში არსებული არასტაბილური სიტუაცია ერთგვარი შედეგია იმ ფარული ნაღმისა,

რომელსაც რუსეთი მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში ,,აწყობდა’’ დნესტრისპირეთში.

17

იქვე 18

სხილაძე, მ., დნესტრისპირეთი-უფრო რუსული, ვიდრე რუსეთი, 1 ივლისი, 2010,

http://www.presa.ge/new/?m=society&AID=690 19

ტაბატაძე, თ., ყირიმის შემდეგ რუსეთთან მიერთებას დნესტრისპირეთი ითხოვს, 18 მარტი, .2014, მედია

ჰოლდინგი რეპორტიორი, http://reportiori.ge/old/?menuid=8&id=20279

Page 23: კავკასიის საერთაშორისო პოლიტიკის მეცნიერების … Papunidze Seminari.pdf · 6 რუსეთის’’

23

დღეს ეს კონფლიქტი ,,გაყინულია’’ და არანაირი ოპტიმისტური ძვრები არ შეინიშნება -

ცენტრალური ხელისუფლების სასარგებლოდ.

II.III

კიშინიოვი-ტირასპოლი

მსოფლიოში არა ერთი სახელმწიფო დგას მსგავსი პრობლემის წინაშე, ტერიტორიული

მთლიანობა თუ ერთა თვითგამორკვევა, სად უნდა გადიოდეს ზღვარი. რამდენი

სახელმწიფოცაა მსოფლიოში, ალბათ იმდენივე მოსაზრებაა აღნიშნულ საკითხთან

დაკავშირებით, რადგან ყველას მიაჩნია, რომ თავის ტერიტორიაზე არსებული კონფლიქტი

უნიკალურია და სხვას არ ჰგავს. ამგვარ მიდგომაშიც არის ლოგიკა, თუმცა არსებობს საერთო

მიდგომები, დოგმები, რომლებიც უნივერსალურია, ყველა აღიარებს და ემორჩილება.

მოლდოვა ვლადიმერ ვორონინის პრეზიდენტობის პრიოდში მიისწრაფოდა

ევროინტეგრაციისკენ, თუმცა ინარჩუნებდა პარტნიორულ კავშირს რუსეთთან, რადგან

დამოკიდებული იყო მის ენერგორესურსებზე. დნესტრისპირეთის თვითგამოცხადებული

რესპუბლიკის პრეზიდენტი (1991-2011) იგორ სმირნოვი კი პრორუსული ორიენტაციით

გამოირჩეოდა.

2009 წლის მაისში ვორონინი გახდა პარლამენტის სპიკერი, ხოლო პრეზიდენტის

მოვალეობის შემსრულებელი (რადგან პარლამენტმა ვერ აირჩია პრეზიდნტი) გახდა

ალიანსის ,,ევროპული ინტეგრაციისთვის’’ ლიდერი მარიან ლუპუ, რომლის მთავარი მიზანი

იყო მოლდოვის დემოკრატიზაცია, ევროპული ინტეგრაცია და მეზობელ ქვეყნებთან

ურთიერთობის დალაგება. ამავე წლის 25 სექტემბერს კი მოლდოვის პრემირ მინისტრი გახდა

ვლად ფილატი, რომელიც იყო ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი.

Page 24: კავკასიის საერთაშორისო პოლიტიკის მეცნიერების … Papunidze Seminari.pdf · 6 რუსეთის’’

24

2011 წლის 26 დეკემბერს დნესტრისპირეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტი

გახდა ევგენი შევჩუკი, რომლის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირებაც იყო ცენტრალურ

ხელისუფლებასთან ურთიერთობის გაუმჯობესება.

თითქოს ერთგვარი იმედი გაჩნდა ურთიერთობის განახლების და მოლაპარაკებების

გაგრძელების. 2012 წლის 28 იანვარს ევგენი შევჩუკსა და ვლად ფილატს შორის გაიმართა

შეხვედრა, სადაც გადაწყდა - დიალოგის განახლება, ეკონომიკური პრობლემების გადაჭრა

და დამაკავშირებელი სარკინიგზო ხაზის ფუნქციონირება.

2013 წლის სექტემბერში გაიმართა შეხვედრა მოლდოვის პრემიერ მინისტრს იური ლიანკესა

და დნესტრისპირეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის პრეზიდენტს ევგენი შევჩუკს შორის.

სადაც მხარეებმა დნესტრისპირეთის გავლით სარკინიგზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება

გააფორმეს. მხარეებმა ისაუბრეს ასევე ეკონომიკურ საკითხებზე და ევროკავშირთან

თავისუფალი ვაჭრობის თაობაზე შეთანხმების გაფორმებასთან დაკავშირებული საკითხების

შესახებ.20

პერიოდულად იმართება შეხვედრები ორივე მხარის წარმომადგენლებისა, თუმცა

,,გაყინული კონფლიქტი’’ მაინც არ ლღვება. 2017 წლის 4 იანვარს ბენდერში გამართეს

სამუშაო შეხვედა. რვა წლის შემდეგ ეს იყო მოლდოვას პრეზიდენტის პირველი ვიზიტი,

სადაც მხარეებმა გამოხატეს მზაობა მოლაპარაკებებისთვის სხვადასხვა პრობლემის

გადასაწყვეტად, თუმცა აღნიშნულ შეხვედრაზე კვლავ განუხილველი დარჩა საკითხი

დნესტრისპირეთის სტატუსის შესახებ. რაც ალბათ ყველაზე მგრძნობიარე საკითხად რჩება

მოლდოვისთვის, სწორედ აღნიშნულ შეხვედრაზე განაცხადა დნესტრისპირეთის ლიდერმა,

რომ დამოუკიდებლობა არის მათი უსაფრთხოების გარანტი21.

20

მოლდოვის პრემიერმა დნესტრისპირეთის ლიდერთან მოლაპარაკებები გამართა, 24 სექტემბერი, 2013,

http://www.tabula.ge/ge/story/74937-moldovis-premierma-dnestrispiretis-lidertan-molaparakebebi-gamarta 21

Improving Relation Between Moldova And Transdnistria-Analysis, 4 February, 2017, Penza News, http://www.eurasiareview.com/04022017-improving-relations-between-moldova-and-transdnistria-analysis/

Page 25: კავკასიის საერთაშორისო პოლიტიკის მეცნიერების … Papunidze Seminari.pdf · 6 რუსეთის’’

25

ბევრი ევროპელი პოლტიკური ექსპერტი პესიმისტურად უყურებს ურთიერთობების შესაძლო

მოგვარებას. მათი მთავარი არგუმენტი არის ის, რომ მხარეებს განსხვავებული საგარეო

პოლიტიკური კურსი აქვთ არჩეული და ნაკლები საერთო ეკონომიკური ინტერესები აქვთ,

ვინაიდან დნესტრისპირეთი ფინანსურად დამოკიდებულია რუსეთზე, ხოლო მოლდოვას

არჩეული აქვს ევროპული კურსი, პარალელურად კი ევრაზიული კავშირისკენაც უჭირავს

თვალი, რაც მის მირ წარმოებულ მოლაპარაკებებშიც გამოიხატება აღნიშნულ ორგანიზაციაში

გაწევრიანების თაობაზე. გარემოებას ართულებს ის ფაქტიც, რომ მოლაპარაკებებს

აწარმოებს მოლდოვის პრეზიდენტი, რომელიც გამოთქვამს სურვილს შეინარჩუნოს ახლო

ურთიერთობა რუსეთთან, რასაც არ ემხრობოდნენ წინა პრეზიდენტები.

სწორედ ევრაზიული კავშირი გახდა ახალი თავსატეხი მოლდოვისთვის, რომელიც

დილემის წინაშე დგას, იყოს ევრაზიული კავშირის წევრი-რომლის ლიდერი და წამყვანი

სახელმწიფო იქნება რუსეთის ფედერაცია, თუ გააგრძელოს აქტიური თანამშრომლობა და

ინტეგრაცია ევროკავშირთან. რუსეთს კარგად აქვს გაცნობიერებული თუ რის ფასად

დაუჯდება მოლდოვას პროდასავლური ორიენტაცია, მას აქვს პოლიტიკური და ეკონომიკური

ბერკეტები, რითაც კარგად მანიპულირებს. შორს რომ არ წავიდეთ, სუამი-ს (საქართველო,

უკრაინა, აზერბაიჯანი, მოლდოვა-გაერთიანება) მაგალითი რომ ავიღოთ, რომლის წევრ

ქვეყნებს რუსეთი გამუდმებით ემუქრება სხადასხვა სახის სანქციებით, მხოლოდ იმიტომ, რომ

მათი არჩევანი დასავლეთია. ამ ორგანიზაციის წევრი რამდენიმე წლის განმავლობაში (1999-

2005) უზბეკეთიც იყო, თუმცა 2005 წელს მან ოფიციალურად დატოვა აღნიშნული

ორგანიზაცია, რაც ექსპერტებს შორის ეჭვს იწვევას -იყო თუ არა ზეწოლა რუსეთის

ფედერაციის მხრიდან აღნიშნული ქმედების განხორციელებისას 22

22

სეფაშვილი, გ., სუამი ოფიციალურ რეგიონალურ ორგანიზაციად ყალიბდება, 23 მაისი, 2006,

http://www.civil.ge/geo/article.php?id=12662

Page 26: კავკასიის საერთაშორისო პოლიტიკის მეცნიერების … Papunidze Seminari.pdf · 6 რუსეთის’’

26

III თავი

მოლდოვა - ევროკავშირი

მოლდოვას საგარეო პოლიტიკური კურსი ძირითადად მაინც მიმართული იყო

ევროკავშირისკენ. თავის მხრივ ევროკავშირი აქტიურად იყო ჩართული წლების

განმავლობაში მოლდოვის რესპუბლიკაში არსებული კონფლიქტის დარეგულირებაში და

ასრულებდა მედიატორის როლს მოლაპარაკებებში. 2014 წელს აღმოსავლეთ პარნიორობის

ფარგლებში მოლდოვამ და ევროკავშირმა ხელი მოაწერეს ასოცირების შესახებ შეთანხმებას,

რაც მოიცავს ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნას, ამავე

წლის აპრილში მოლდოვა გახდა აღმოსავლეთ პარტნიორობის პირველი ქვეყანა,

რომელსაც მიენიჭა უვიზო მიმოსვლა. მოლდოვამ მიიღო ინტეგრირებული საზღვრის

მართვის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. თუმცა გაყინული კონფლიქტი მაინც რჩება მთავარ

პრობლემად ევროინტეგრაციის პროცესში. აღსანიშნავია, რომ მოლდოვა დსთ-ს პირველი

ქვეყანაა, რომელსაც ევროკავშირმა უვიზო მიმოსვლა დაუწესა.23

აღსანიშნავია, რომ მოლდოვის სწრაფვას ევროკავშირისკენ აქვს საკმაოდ დიდი ხნის

ისტორია. მისი ვროპასთან დაახლოების ინიციატორი ორი ლობისტი მეზობელი ქვეყანა -

ბულგარეთი და რუმინეთი იყო. 90-იან წლებში მათ მოლდოვის მოქალაქეებს თავიანთი

ქვეყნების მოქალაქეობა შეთავაზეს. ბულგარეთმა – მოლდოვაში მცხოვრებ ეთნიკურ

ბულგარელებს, დაახლოებით 10 000 ადამიანს მისცა ბულგარეთის მოქალაქეობა,

რუმინეთმა კი რუმინული პასპორტების გაცემა გაამარტივა იმ ადამიანებისთვის, ვინც 1940

23

EASTERN PARTNERSHIP INTEGRATED BORDER MANAGEMENT CAPACITY BUILDING PROJECT, http://www.eap-ibm-capacitybuilding.eu/ka/eastern-partnetship/moldova

Page 27: კავკასიის საერთაშორისო პოლიტიკის მეცნიერების … Papunidze Seminari.pdf · 6 რუსეთის’’

27

წელს საბჭოთა კავშირის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე იყო დაბადებული, ისევე

როგორც მათ შთამომავლებისთვის.

შესაბამისად, როცა ევროპამ მოლდოვასთან უვიზო რეჟიმი გამოაცხადა, ბევრ

მოლდოველს, საჭირო პასპორტები უკვე მიღებული ჰქონდა. მოლდოვის საკონსტიტუციო

სასამართლოც კი მთლიანად ისეთი ადამიანებისგან შედგებოდა, რომლებსაც რუმინეთის

მოქალაქეობა ჰქონდათ. რუმინულ პასპორტებს მოლდოველებს მარტივად,

განსაკუთრებული საფუძვლის გარეშე აძლევდნენ.

ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის წყალობით მოლდოვის

ექსპორტი 2013 წელთან შედარებით 20.4%-ით გაიზარდა. ევროკავშირმა სამეზობლო

პოლიტიკის სამოქმედო გეგმა მოლდოვასთან 2005 წელს გააფორმა, რასაც სამი წლის

შემდეგ, ავტონომიური სავაჭრო პრეფერენციები (ATP) მოაყოლა. პირველ და მეორე

მსოფლიო ომებს შორის პერიოდში ის რუმინეთის შემადგენლობაში შედიოდა, ომის შემდეგ

კი საბჭოთა კავშირმა შეიერთა. 1991 წლიდან, დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ,

მოლდოვა რუმინეთის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა, 2007 წლის პირველ

იანვრამდე მასთან თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმით სარგებლობდა და ძირითადი

პარტნიორი იყო. რუმინეთის ევროკავშირში გაწევრიანებისა და ამ რეჟიმის

შეზღუდვით გამოწვეული უარყოფითი შედეგები მოლდოვას 2008 წელს ახალი

პრეფერენციებით დაუბალანსეს: ქვეყანამ ნებართვა მიიღო ევროკავშირში გარკვეული

პროდუქცია კვოტებით შეეტანა, მათ შორის, ხორცი (საქონლის, ფრინველის),

ხორცპროდუქტები (ძეხვეული) რძის პროდუქტები, ხორბალი, სიმინდი და შაქარი, ხოლო

ბოსტნეულისა და ხილის გარკვეული სახეობები ადვალური გადასახადისგან

გათავისუფლდა.

ბოლო პერიოდის განმავლობაში მოლდოვა ცდილობს, თავისი პროდუქციის გასაღების

ერთ-ერთი სერიოზული ბაზარი- რუსეთი, ევროკავშირით ჩაანაცვლოს. ქვეყნის განვითარების

Page 28: კავკასიის საერთაშორისო პოლიტიკის მეცნიერების … Papunidze Seminari.pdf · 6 რუსეთის’’

28

2009-2015 წლების გეგმაში რუსეთი სტრატეგიული პარტნიორების სიიდანაც კი ამოიღეს.

მოლდოვის ექსპორტში ევროკავშირის წილი 2014 წელს თითქმის ნახევარს -46% შეადგენდა,

ხოლო, თუ რუსეთზე 2004 წელს ექსპორტის 31% მოდიოდა, 2014 წელს - 18%-მდე შემცირდა.

მოლდოვის ექსპორტში დიდი ადგილი მზა ტანსაცმლისა და ტექსტილის სასაქონლო ჯგუფს

უკავია, რაც ამ ქვეყნის ეკონომიკის სტრატეგიული მიმართულებაა, რადგან დასაქმებულთა

დიდი წილი სწორედ ამ მიმართულებით მოდის. ტექსტილის 86 % ევროკავშირის ქვეყნებში

გადის. ინდუსტრიული წარმატება მოლდოვის მთავრობის განმარტებით რამდენიმე

ფაქტორმა განაპირობა, რომელთა შორისაცაა:

1. ევროპაში ყველაზე დაბალი ხელფასებია;

2. განათლებული სამუშაო ძალა;

3. რეგიონში ყველაზე მიმზიდველი საგადასახადო რეჟიმი აქვს;

4. აქვს ხელსაყრელი გეოგრაფიული მდებარეობა (დასავლეთ ევროპის ქვეყნებში

მისაღწევად სატვირთო მანქანას მხოლოდ ორი დღე სჭირდება).

ასევე მნიშვნელოვანია, რომ გაიზარდა სოფლის მეურნეობის პროდუქციის და მანქანა-

დანადგარების, ლითონებისა და მისგან დამზადებული პროდუქციის, იარაღის და სხა

პროდუქტების ექსპორტი. 24

როგორც ექსპერტები ვარაუდობენ, მოლდოვის ექსპორტის ზრდა გაცილებით შთამბეჭდავი

იქნებოდა, რომ არა გარე ფაქტორი: რუსეთის მიერ ემბარგოს შემოღებამ ცუდად იმოქმედა

ევროკავშირის ბაზარზე. ამასთან, მოლდოველი მეწარმეები ჯერ კიდევ არ არიან მზად

ევროპული სტანდარტებისა და რეგულაციების შესაბამისი პროდუქცია გამოუშვან.

24

ნოზაძე, ბ., ევროკავშირთან ასოცირების პირველი შედეგები: მოლდოვას ექსპორტი საქართველოსას ორჯერ

აჭარბებს, EUROPE FOR GEORGIA , 2 ოქტომბერი, 2015, http://eugeorgia.info/ka/article/290/evrokavshirtan-

asocirebis-pirveli-shedegebi-moldovas-eqsporti-saqartvelosas-orjer-acharbebs---/

Page 29: კავკასიის საერთაშორისო პოლიტიკის მეცნიერების … Papunidze Seminari.pdf · 6 რუსეთის’’

29

მიუხედავად რუმინეთის პოლიტიკურ-ეკონომიკური მხარდაჭერის და ევროკავშირში

გაზრდილი ექსპორტის მოლდოვა კვლავ რჩება ევროპის ყველაზე ღარიბ ქვეყნად.

მოლდოვის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე 2014 წელს 2176

დოლარს შეადგენდა, ხოლო უმუშევრობის დონე გასულ წელს მხოლოდ 6% იყო.25

მიუხედავად ხარვეზებისა და რუსეთის ფაქტორისა, ევროკავშირში გაწევრიანება მაინც

რჩება მოლდოვის საგარეო პოლიტიკის მთავარ მიზნად. ამასთან, იგი აცნობიერებს, რომ ეს

არის რთული და წინააღმდეგობებით აღსავსე გზა, რომლის გავლაც არ იქნება მარტივი. არა

ერთხელ აღვნიშნეთ, რომ რუსეთი ცდილობს არ დაუშვას მოლდოვას ევროინტეგრაცია,

სწორედ მისი ზეწოლის შედეგია, რომ ზოგიერთი მოლდოველი პოლიტიკოსი ხშირად

აცხადებს ღიად იმის თაობაზე, რომ მოლდოვას არ სურს ევროკავშირში გაწევრიანება.

რეალურად მოდლოვას თავისუფალი რესპუბლიკის არჩევანი- ევროპულია.

III.I

მოლდოვა-ნატო

მოლდოვას დამოკიდებულება ნატოსადმი საკმაოდ ფრთხილია, რასაც განაპირობებს

ერთი, ძალიან მნიშვნელოვანი და მგრძნობიარე საკითხი- დნესტრისპირეთის. რადგან ბოლო

პერიოდში შეინიშნება პოზიტიური ძვრები ურთიერთობის მოგვარებისკენ, ხოლო ნატოს

ფაქტორმა შეიძლება გამოიწვიოს დნესტრისპირეთის გაღიზიანება.

ნატოსა და მოლდოვას 25 წლიანი პარტნიორობა აკავშირებს, 1994 წლიდან კიშინიოვსა და

ნატოს ინდივიდუალური პარტნიორობა აქვთ-კიშინიოვში ნატოს საინფორმაციო ცენტრი

მოქმედებს. ამასთან მოლდოვა აცხადებს, რომ არ სურს ნატო-ში გაწევრიანება და მხოლოდ

პარტნიორობაზეა თანახმა.

25

ნოზაძე, ბ., ევროკავშირთან ასოცირების პირველი შედეგები: მოლდოვას ექსპორტი საქართველოსას ორჯერ

აჭარბებს, EUROPE FOR GEORGIA , 2 ოქტომბერი, 2015, http://eugeorgia.info/ka/article/290/evrokavshirtan-

asocirebis-pirveli-shedegebi-moldovas-eqsporti-saqartvelosas-orjer-acharbebs---/

Page 30: კავკასიის საერთაშორისო პოლიტიკის მეცნიერების … Papunidze Seminari.pdf · 6 რუსეთის’’

30

ნატო მხარს უჭერს სტაბილურ, უსაფრთხო და ნეიტრალურ მოლდოვას”26. მოლდოვის

რესპუბლიკის 1994 წლის კონსტიტუციის მე-11 მუხლის თანახმად, მოლდოვის რესპუბლიკას

ნეიტრალიტეტი აქვს გამოცხადებული და არ დაუშვებს უცხო ქვეყნის შეიარაღებული ძალების

ყოფნას მის ტერიტორიაზე.

თუმცა დღესაც, მოლდოვა აქტიურად აგრძელებს ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების

ორგანიზაციასთან თანამშრომლობას. 2016 წლის ნოემბერში გაფორმდა შეთანხმება

კიშინიოვში ნატოს სამეკავშირეო ოფისის გახსნის შესახებ, რომლის რატიფიცირებაც უკვე

განხორციელდა პარლამენტის მიერ. თუმცა პრეზიდენტმა დოდონმა მოგვიანებით

გააკრიტიკა ამგვარი ქმედება, რადგან ჩათვალა, რომ ეს დნესტრისპირეთის გაღიზიანებას

გამოიწვევდა.

მოლდოვას გადაწყვეტილება- არ გაწევრიანდეს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე

ძლევამოსილ ორგანიზაციაში, რომელიც ამავდროულად იქნება მისი უსაფრთხოების

გარანტი, შეიძლება აიხსნას ბევრი ფაქტორით, მათ შორის იმ დაძაბული ვითარებით რაც

დნესტრისპირეთთან გააჩნია, ასევე სავსებით გსაგები მიზეზია, რომ არც რუსეთის გაღიზიანება

სურს ნატოსთან ზედმეტი სიახლოვთ. ამასთან, რუსეთი გამუდმებით ახსენებს ნეიტრალიტეტის

შესახებ, რაც თავის დროზე მოლდოვის არჩევანი იყო.

დასკვნა

26

Secretary General: NATO supports a stable, secure and neutral Moldova, NORTH ATLANTIC TREATY

ORGANIZATION, 20 November, 2017, https://www.nato.int/cps/en/natohq/news_149076.htm

Page 31: კავკასიის საერთაშორისო პოლიტიკის მეცნიერების … Papunidze Seminari.pdf · 6 რუსეთის’’

31

ყოველივე ზემოაღნიშნულიდნ გამომდინარე, ჩვენ ვხედავთ, რომ მოლდოვის რესპუბლიკაში

რამდენიმე სახელმწიფოს ინტერესი იკვეთება, მათ შორის მთავარი აქტორები მაინც რუსეთი

და რუმინეთია. ერთის მხრივ რუსეთი ისტორიის მანძილზე მის მიერვე გატარებული

პოლიტიკის შედეგებიდან გამომდინარე პრეტენზიას აცხადებს დნესტრისპირეთზე-

დასახლებულს რუსულენოვანი მოსახლეობით, ასევე ფინანსური და სხვა მრავალი ფარული

თუ ღია მიზეზის გამო, ხოლო მეორე მხრივ რუმინეთს აქვს პრეტენზია, რომ მოლდოვა-

დნეტრისპირეთით ,,დიდი რუმინეთის’’ განუყოფელი ნაწილია, შესაბამისად ორივე

სახელმწიფო აქტიურად ერევა მოლდოვას შიდა სახელმწიფოებრივ საქმეებში.

როგორც დავინახეთ, ჯერ კიდევ რუსეთის იმპერიის არსებობის და შემდეგ უკვე საბჭოთა

კავშირის დროს რუსეთმა მოლდოვის ტერიტორიაზე ჩაასახლა სხვადასხვა ეთნიკური

ჯგუფების წარმომადგნლები, ხოლო ადგილობრივები შორეულ ციმბირში გადაასახლა,

რითაც მოამზადა ერთგვარი ნიადაგი, ჩადო ე.წ ,,ფარული ნაღმი’’ დნესტრისპირეთში,

რომელიც XX საუკუნის მიწურულს ამოქმედდა კიდეც. თუმცა მხოლოდ ეთნიკური სიჭრელე

არ იყო ომის მთავარი გამომწვევი მიზეზი დნესტრისპირეთში, რუსეთი აქტიურად ცდილობდა

ადგილობრივთა ენა ჩაენაცვლებინა რუსული ენითა და დამწერლობით, რასაც მოლდოველი

ინტელიგენციის მხრიდან დიდი წინააღმდეგობა მოჰყვა, თავის მხრივ კი საბჭოთა კავშირის

დაშლის შემდეგ და მოლდოვაში ეროვნული მოძრაობის გააქტიურების და ხელისუფლებაში

მოსვლის შემდეგ რუმინული ენა სახლმწიფო ენად გამოაცხადეს, ასევე სახელმწიფოებრივი

სიმბოლოებიც რუმინულს დაუახლოვეს და დაიწყეს აქტიური მუშაობა რუმინეთთან

გაერთიანებაზე, რამაც მოლდოვაში მცხოვრები რუსების, უკრაინელების, ბულგარელების,

გაგაუზების გაღიზიანება და პროტესტი გამოიწვია. გამომდინარე იქედან, რომ

დნესტრისპირეთი იმ პერიოდში მოლდოვას მთავარ ინდუსტრიულ ზონას წარმოადგენდა,

სადაც განთავსებული ქარხნები ძირითდად დაკავშირებული იყო რუსეთთან და უკრაინასთან,

ადგილობრივებს არ აწყობდათ რუმინეთთან გაერთიანება.

Page 32: კავკასიის საერთაშორისო პოლიტიკის მეცნიერების … Papunidze Seminari.pdf · 6 რუსეთის’’

32

ზემოთ მოყვანილი მაგალითებიდან ნათელია, თუ რა მიზნები ამოძრავებს რუსეთს

დნესტრისპირეთში და რატომ არის აღნიშნული კონფლიქტის გაყინვით დაინტერესებული.

აღნიშნულთან დაკავშირებით რამდენიმე საკვანძო საკითხი გამოიკვეთა: რუსეთის

ფედერაციის მთავარ საგარეო პოლიტიკურ მიზანს წარმოადგენს გავლენის სფეროების

გაფართოება, იგი კონფლიქტური მდგომარეობის შენარჩუნებით მოლდოვას პროდასავლურ

მისწრაფებებს ზღუდავს, აღმოსავლეთ ევროპაში კი ინარჩუნებს იდეოლოგიურ მოკავშირეს

და საყრდენს. თავის მხრივ არც რუმინეთი ნებდება, მას ისევ ,,დიდი რუმინეთის’’ იდეოლოგია

ამოძრავებს.

მიუხედავად წინაღმდეგობებით სავსე გზისა მოლდოვის რესპუბლიკის აჩევანი მაინც

ევროპულია, თუმცა ბოლომდე არც რუსეთის ფედერაციასთან სურს ურთიერთობის გაფუჭება.

მას ,,გაყინული კონფლიქტი’’ ხელს უშლის, რომ იყოს თუნდაც ევროკავშირის

სრულუფლებიანი წევრი, ამასთან რუსეთი გამუდმებით მანიპულირებს სხვადასხვა სახის

პოლიტიკური ბერკეტებით, რაზეც დამოკიდებულია მოლდოვა. მან კიშინიოვი აიძულა

დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობაში შესულიყო, ხოლო მოგვიანებით თავს

სამხედრო-პოლიტიკური ბლოკების მიმართ ნეიტრალური ქვეყნის სტატუსი მოახვია, ასევე,

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელის მოწერის შემდეგ რუსეთი კიშინიოვს

ღიად დაემუქრა, რომ თუ სამომავლოდ კიშინიოვი სამხედრო-პოლიტიკური ბლოკების

მიმართ ნეიტრალიტეტის პოლიტიკას შეცვლის, დნესტრისპირეთს უფლება ექნება

დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საკუთარი ბედი და ამ საკითხში ტირასპოლს მოსკოვის

სრული მხარდაჭერა ექნება.

ჩვენ ვისაუბრეთ ასევე დნესტრისპირეთის კონფლიქტის ისტორიაზე, საიდანაც იკვეთება თუ

რაოდენ რთული და ხანგრძლივი ისტორია აქვს აღნიშნულ კონფლიქტს. მიუხედავა იმისა,

რომ მას მოიხსენიებენ როგორც ,,გაყინულ კონფლიქტს’’ მაინც არსებობს ოპტიმისტური

მოსაზრება, რომ შესაძლებელია მისი მოგვარება და ამაში დიდია მედიატორების როლი.

Page 33: კავკასიის საერთაშორისო პოლიტიკის მეცნიერების … Papunidze Seminari.pdf · 6 რუსეთის’’

33

ბიბლიოგრაფია

1. კვლევის მეთოდები სოციალურ მეცნიერებებში, ჩავა ფრანკფორტ-ნაჩმიასი, დევიდ

ნაჩმიასი, პირველი ქართული გამოცემა, სსიპ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი,

თბილისი, 2009;

2. დნესტრისპირეთის კონფლიქტი, საზოგადოება უკეთესი საზოგადოებისთვის, ლაურა

გოტიაშვილი, 23.02.2013, http://socium.ge/index.php/articles/student-articles/15-

dnesprispiretis-konpliqti ;

3. მოლდოვა: დნესტრისპირეთის კონფლიქტი (მოკლე მიმოხილვა), დავით

ნატროშვილი, Post-Soviet Watch, 25 აგვისტო,2016, https://postsovietwatch.com ;

4. The case study method, http://www.psyking.net/HTMLobj3838/Case_Study_Method.pdf;

5. Маначинский А.Я., Конфликт в Приднестровье. Полная информация,

http://rubicon.org.ua/index.php/advanced-stuff/item/151-konflikt-v-pridnestrove-polnaya-

informatsiya;

Page 34: კავკასიის საერთაშორისო პოლიტიკის მეცნიერების … Papunidze Seminari.pdf · 6 რუსეთის’’

34

6. Кивачу, А., Демографическая картина Приднестровья, 24 марта - 6 апреля 2014, № 591–

592,демоскопweekly,http://www.demoscope.ru/weekly/2014/0591/demoscope591.pdf;

7. Петров, И., И все-таки федерация, «ОЛЬВИЯ – ПРЕСС», Информационное агентство,

https://novostipmr.com/old/2003/ol109-02-03.html;

8. საქართველო, საინფორმაციო სააგენტო, თბილისი, 5 იანვარი 2018,

http://www.ghn.ge/print.php?print=27191;

9. კუპატაძე, პ., დნესტრისპირეთის დეფაქტო პრეზიდენტი ახალი ინიციატივით გამოდის,

საზოგადოებრივი პორტალი, 5 დეკემბერი 2013,

http://sazogadoeba.ge/news.php?post_id=7835;

10. საქარველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი,

20 სექტემბერი, 2006, http://www.mfa.gov.ge/News;

11. ლიკლიკაძე, კ., დნესტრისპირეთის რეფერენდუმი- სვლა რუსეთის დიდ ჭადრაკის

დაფაზე, რადიო თავისუფლება, 20 სექტემბერი, 2006,

https://www.radiotavisupleba.ge/a/1548795.html;

12. სხილაძე, მ., დნესტრისპირეთი-უფრო რუსული, ვიდრე რუსეთი, 1 ივლისი, 2010,

http://www.presa.ge/new/?m=society&AID=690;

13. ტაბატაძე, თ., ყირიმის შემდეგ რუსეთთან მიერთებას დნესტრისპირეთი ითხოვს,

18მარტი, 2014, მედია ჰოლდინგი რეპორტიორი,

http://reportiori.ge/old/?menuid=8&id=20279;

14. მოლდოვის პრემიერმა დნესტრისპირეთის ლიდერთან მოლაპარაკებები გამართა, 24

სექტემბერი, 2013, http://www.tabula.ge/ge/story/74937-moldovis-premierma-

dnestrispiretis-lidertan-molaparakebebi-gamarta;

Page 35: კავკასიის საერთაშორისო პოლიტიკის მეცნიერების … Papunidze Seminari.pdf · 6 რუსეთის’’

35

15. Improving Relation Between Moldova And Transdnistria-Analysis, 4 February, 2017, Penza

News, http://www.eurasiareview.com/04022017-improving-relations-between-moldova-

and-transdnistria-analysis/;

16. სეფაშვილი, გ., სუამი ოფიციალურ რეგიონალურ ორგანიზაციად ყალიბდება, 23

მაისი, 2006, http://www.civil.ge/geo/article.php?id=12662;

17. EASTERN PARTNERSHIP INTEGRATED BORDER MANAGEMENT CAPACITY

BUILDING PROJECT, http://www.eap-ibm-capacitybuilding.eu/ka/eastern-

partnetship/moldova;

18. ნოზაძე, ბ., ევროკავშირთან ასოცირების პირველი შედეგები: მოლდოვას ექსპორტი

საქართველოსას ორჯერ აჭარბებს, EUROPE FOR GEORGIA , 2 ოქტომბერი, 2015,

http://eugeorgia.info/ka/article/290/evrokavshirtan-asocirebis-pirveli-shedegebi-moldovas-

eqsporti-saqartvelosas-orjer-acharbebs---/;

19. Приднестровье сегодня: проблемы и перспективы жизнедеятельности; А. Л. Сергеев ;

2015; Российский институт; https://riss.ru/bookstore/monographs/pridnestrove-segodnya-

problemy-i-perspektivy-zhiznedeyatelnosti/

20. Ион Косташ написал новую книгу про Приднестровский конфликт; 14.11.2012;

http://moldinfo.ru/component/content/article/53-spec/5483-2012-11-14-15-02-35;

21. Secretary General: NATO supports a stable, secure and neutral Moldova, NORTH

ATLANTIC TREATY ORGANIZATION, 20 November, 2017,

https://www.nato.int/cps/en/natohq/news_149076.htm;

22. Инициативы Президента Воронина по приднестровскому урегулированию; Игорь

Боцан, 15октября 2007, http://www.e-democracy.md/ru/monitoring/politics/comments/200710151/

Page 36: კავკასიის საერთაშორისო პოლიტიკის მეცნიერების … Papunidze Seminari.pdf · 6 რუსეთის’’

36