რუსეთის აგრესია უკრაინაში 2014-2015 წლებში

6
sagareo politikis kvlevebis seria N3 sagareo politikis programa, ivlisi 2015 www.btkk.ge fb.com/BTKKGroup daviT bataSvili 1 ruseTis agresia ukrainaSi 2014-2015 wlebSi џ რუსეთი ცდილობს პოსტ-საბჭოთა სივრცეზე გეოპოლიტიკური კონტროლის მოპოვებას, რაც შეუძლებელია უკრაინაზე რაიმე ფორმით დომინირების გარეშე; џ რუსეთის მცდელობა მთელი უკრაინა ექცია თავის სატელიტად წარუმატებელი აღმოჩნდა 2013-2014 წლების ზამთარში უკრაინაში მომხდარი რევოლუციის შედეგად; џ მთელს უკრაინაზე პოლიტიკური კონტროლის ვერმოპოვების შემდეგ, რუსეთმა წამოიწყო ძალისხმევა უკრაინის დანაწევრებისთვის; џ რუსეთმა მოახდინდა ყირიმის ოკუპაცია და დაიწყო ომი დონბასში, მაგრამ ვერ მოახერხა წარმატებით მოეხდინა უკრაინის სხვა ტერიტორიების დესტაბილიზაცია, რის გარეშეც ის ვერ შეძლებს უკრაინის დანაწევრებას; џ ომი დონბასში და უკრაინის დეზინტეგრაციის რუსული მცდელობა კვლავაც გრძელდება 2015 წლის ივლისის მდგომარეობით. Sesavali 2014 წელს დაწყებული რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ გახდა რუსული აგრესიული პოლიტიკის ლოგიკური გაგრძელება. ეს პოლიტიკა არ დაწყებულა ვლადიმირ პუტინის მმართველობის დროს. თანამედროვე ფორმით რუსეთი ამ იმპერიულ პოლიტიკას საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტიდან ახორციელებს. სხვადასხვა დროს მისი მთავარი სამიზნეები სხვადასხვა ქვეყნები იყვნენ. საქართველოს ამ როლში არაერთხელ მოუწია ყოფნა, თუმცა მასში სხვა ქვეყნებიც მოხვედრილან, მაგალითად ყირგიზეთი, სადაც კრემლმა მოაწყო სახელმწიფო გადატრიალება 2010 წლის აპრილში. უკრაინას რაც შეეხება, მას რუსეთის იმპერიულ პროექტში საკვანძო ადგილი უკავია. ამ ქვეყნის გარეშე რუსული გავლენის სფეროს აღდგენა წარმოუდგენელია. ამავდროულად, უკრაინულ საზოგადოებას გააჩნია საკუთარი ეროვნული მისწრაფებები, რაც არ ითვალისწინებს სხვისი იმპერიის წევრობას. ინტერესთა ამ აშკარა წინააღმდეგობიდან გამომდინარე, კონფლიქტი მოსკოვსა და კიევს შორის 1991 წლის შემდეგ თანდათან მწიფდებოდა. 2014 წლის დასაწყისისთვის ეს დაპირისპირება კრიტიკულ სტადიაში შევიდა. ukrainis mimarT ruseTis qmedebebis mizezebi რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის საკვანძო მიზანია პოსტ-საბჭოთა სივრცეზე დომინირების აღდგენა. ამ დომინირების ინსტიტუციურად გასაფორმებლად კრემლმა წამოიწყო ევრაზიული კავშირის პროექტი. მისი დანიშნულებაა ინტეგრაციის სახელით მოიპოვოს კონტროლი მეზობელი ქვეყნების საგარეო პოლიტიკაზე და მათ ეკონომიკურ რესურსებზე, ასევე აქციოს მათი ტერიტორია რუსეთის გეოსტრატეგიულ საყრდენად. უკრაინა არის მსხვილი ქვეყანა, ორმოცმილიონიანი მოსახლეობით, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება ცენტრალურ რუსეთს, ანუ რუსეთის გეოპოლიტიკურ ბირთვს. ამ ქვეყნის გეოგრაფიული განლაგების, ეკონომიკური და დემოგრაფიული რესურსის გათვალისწინებით, ყოველგვარი ფიქრიც კი რუსულ კონტროლზე პოსტ-საბჭოთა სივრცეზე ფუჭია, თუკი ეს კონტროლი რაიმე ფორმით არ გავრცელდება უკრაინაზეც.

description

რუსეთის აგრესია უკრაინაში 2014-2015 წლებში

Transcript of რუსეთის აგრესია უკრაინაში 2014-2015 წლებში

sagareo politikis kvlevebis seria N3 sagareo politikis programa, ivlisi 2015

www.btkk.ge

fb.com/BTKKGroup

daviT bataSvili

1

ruseTis agresia ukrainaSi 2014-2015 wlebSi

џ რუსეთი ცდილობს პოსტ-საბჭოთა სივრცეზე გეოპოლიტიკური კონტროლის მოპოვებას, რაც

შეუძლებელია უკრაინაზე რაიმე ფორმით დომინირების გარეშე;

џ რუსეთის მცდელობა მთელი უკრაინა ექცია თავის სატელიტად წარუმატებელი აღმოჩნდა 2013-2014

წლების ზამთარში უკრაინაში მომხდარი რევოლუციის შედეგად;

џ მთელს უკრაინაზე პოლიტიკური კონტროლის ვერმოპოვების შემდეგ, რუსეთმა წამოიწყო ძალისხმევა

უკრაინის დანაწევრებისთვის;

џ რუსეთმა მოახდინდა ყირიმის ოკუპაცია და დაიწყო ომი დონბასში, მაგრამ ვერ მოახერხა წარმატებით

მოეხდინა უკრაინის სხვა ტერიტორიების დესტაბილიზაცია, რის გარეშეც ის ვერ შეძლებს უკრაინის

დანაწევრებას;

џ ომი დონბასში და უკრაინის დეზინტეგრაციის რუსული მცდელობა კვლავაც გრძელდება 2015 წლის

ივლისის მდგომარეობით.

Sesavali

2014 წელს დაწყებული რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ გახდა რუსული აგრესიული პოლიტიკის

ლოგიკური გაგრძელება. ეს პოლიტიკა არ დაწყებულა ვლადიმირ პუტინის მმართველობის დროს.

თანამედროვე ფორმით რუსეთი ამ იმპერიულ პოლიტიკას საბჭოთა კავშირის დაშლის მომენტიდან

ახორციელებს. სხვადასხვა დროს მისი მთავარი სამიზნეები სხვადასხვა ქვეყნები იყვნენ. საქართველოს ამ

როლში არაერთხელ მოუწია ყოფნა, თუმცა მასში სხვა ქვეყნებიც მოხვედრილან, მაგალითად ყირგიზეთი,

სადაც კრემლმა მოაწყო სახელმწიფო გადატრიალება 2010 წლის აპრილში. უკრაინას რაც შეეხება, მას

რუსეთის იმპერიულ პროექტში საკვანძო ადგილი უკავია. ამ ქვეყნის გარეშე რუსული გავლენის სფეროს

აღდგენა წარმოუდგენელია. ამავდროულად, უკრაინულ საზოგადოებას გააჩნია საკუთარი ეროვნული

მისწრაფებები, რაც არ ითვალისწინებს სხვისი იმპერიის წევრობას. ინტერესთა ამ აშკარა წინააღმდეგობიდან

გამომდინარე, კონფლიქტი მოსკოვსა და კიევს შორის 1991 წლის შემდეგ თანდათან მწიფდებოდა. 2014 წლის

დასაწყისისთვის ეს დაპირისპირება კრიტიკულ სტადიაში შევიდა.

ukrainis mimarT ruseTis qmedebebis mizezebi

რუსეთის ფედერაციის საგარეო პოლიტიკის

საკვანძო მიზანია პოსტ-საბჭოთა სივრცეზე

დ ო მ ი ნ ი რ ე ბ ი ს ა ღ დ გ ე ნ ა . ა მ დ ო მ ი ნ ი რ ე ბ ი ს

ინსტიტუციურად გასაფორმებლად კრემლმა

წამოიწყო ევრაზიული კავშირის პროექტი. მისი

დანიშნულებაა ინტეგრაციის სახელით მოიპოვოს

კონტროლი მეზობელი ქვეყნების საგარეო

პოლიტიკაზე და მათ ეკონომიკურ რესურსებზე,

ა ს ე ვ ე ა ქ ც ი ო ს მ ა თ ი ტ ე რ ი ტ ო რ ი ა რ უ ს ე თ ი ს

გეოსტრატეგიულ საყრდენად.

უკრაინა არის მსხვილი ქვეყანა, ორმოცმილიონიანი

მოსახლეობით, რომელიც უშუალოდ ესაზღვრება

ც ე ნ ტ რ ა ლ უ რ რ უ ს ე თ ს , ა ნ უ რ უ ს ე თ ი ს

გეოპოლიტიკურ ბირთვს. ამ ქვეყნის გეოგრაფიული

განლაგების, ეკონომიკური და დემოგრაფიული

რესურსის გათვალისწინებით, ყოველგვარი ფიქრიც

კი რუსულ კონტროლზე პოსტ-საბჭოთა სივრცეზე

ფუჭია, თუკი ეს კონტროლი რაიმე ფორმით არ

გავრცელდება უკრაინაზეც.

www.btkk.ge

fb.com/BTKKGroup 2

სწორედ ამიტომ რუსეთი ეწინააღმდეგებოდა

ნარინჯისფერ რევოლუციას 2004-2005 წლების

ზამთარში, აწარმოებდა „გაზის ომებს“ უკრაინის

წინააღმდეგ და თანმიმდევრულად ცდილობდა

დ ა ე კ ნ ი ნ ე ბ ი ნ ა უ კ რ ა ი ნ ი ს ს უ ვ ე რ ე ნ ი ტ ე ტ ი .

გ ა დ ა მ წ ყ ვ ე ტ ი მ ო მ ე ნ ტ ი დ ა დ გ ა 2 0 1 3 წ ლ ი ს

შემოდგომაზე, როდესაც რუსეთმა, ზეწოლის და

შანტაჟის გამოყენებით, დაარწმუნა ვიქტორ

ი ა ნ უ კ ო ვ ი ჩ ი ს ხ ე ლ ი ს უ ფ ლ ე ბ ა უ ა რ ი ე თ ქ ვ ა

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების

ხელმოწერაზე. უკრაინული საზოგადოებისთვის ეს

გახდა იმის ნიშანი, რომ იანუკოვიჩი უარს ამბობდა

ე ვ რ ო ი ნ ტ ე გ რ ა ც ი ა ზ ე დ ა გ ე ზ ს პ უ ტ ი ნ ი ს

„ევრაზიისკენ“ იღებდა. იმის გათვალისწინებით,

რომ რუსეთის გავლენის სფერო და ევრაზიული

კავშირის პროექტი შეუთავსებელია პოსტ-საბჭოთა

ქვეყნების სუვერენიტეტთან, ამგვარი ცვლილება

იანუკოვიჩის საგარეო პოლიტიკაში უკრაინული

საზოგადოებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ამას

მოჰყვა 2013-2014 წლების ზამთრის რევოლუცია და

იანუკოვიჩის ქვეყნიდან გაქცევა 2014 წლის

თებერვალში.

იანუკოვიჩის ხელისუფლების დაცემამდე კრემლს

ჰ ქ ო ნ დ ა ი მ ი ს ი მ ე დ ი , რ ო მ ი ს შ ე ძ ლ ე ბ დ ა

პოლიტიკური კონტროლის დამყარებას მთელს

უკრაინაზე, ან, ყოველ შემთხვევაში, მის უმეტეს

ნაწილზე კიევის ჩათვლით. მაგრამ 2013-2014

წლების ზამთარში უკრაინულმა საზოგადოებამ

ნათლად აჩვენა, რომ ამგვარი სცენარი სრულიად

არარეალისტურია. რადგანაც მთლიანი უკრაინის

„ გ ა ქ ც ე ვ ა “ რ უ ს ე თ ი ს გ ა ვ ლ ე ნ ი ს ს ფ ე რ ო დ ა ნ

კრემლისთვის სრულიად მიუღებელია, მან მაშინვე

სცადა უკრაინის დაყოფა და კონტროლის დამყარება

უკრაინის აღმოსავლეთზე და სამხრეთზე, რომელიც

მოიცავს როგორც ამ ქვეყნის ზღვაზე გასასვლელს,

ისევე მის სამხედრო ინდუსტრიას და მისი

ეკონომიკური პოტენციალის ძალიან დიდ ნაწილს.

უკრაინის დაყოფის მცდელობა 2015 წლის ივლისის

მდგომარეობით მეტწილად წარუმატებელი

გამოდგა, მაგრამ რუსეთი კვლავაც აგრძელებს

მოქმედებებს ამ მიზნის მისაღწევად.

rusuli politika 2013-2014 wlebis ukrainuli saprotesto moZraobis periodSi

2013-2014 წლების ზამთარში უკრაინაში მიმდინარე

საპროტესტო აქციების პერიოდში რუსეთის

ხელისუფლება რეგულარულად მოუწოდებდა

იანუკოვიჩს რაც შეიძლება ხისტად ემოქმედა 1საპროტესტო მოძრაობის მონაწილეთა მიმართ. ამის

პარალელურად, რუსეთი იანუკოვიჩის რეჟიმის

ფინანსურ „მიბმასაც“ ახორციელებდა. 2013 წლის 17

დეკემბერს პუტინმა და იანუკოვიჩმა ხელი მოაწერეს

სამოქმედო გეგმას, რომლის ფარგლებში რუსეთი

უკრაინას დაპირდა კრედიტს 15 მილიარდი აშშ

დოლარის ოდენობით და ბუნებრივი აირის ფასის 2

მნიშვნელოვან შემცირებას.

აღსანიშნავია, რომ 2013-2014 წლების ზამთრის

მოვლენების დროს რუსეთში მიმდინარეობდა

აგრესიული ანტი-უკრაინული პროპაგანდა.

უკრაინული საპროტესტო მოძრაობის მონაწილეებს

რუსულ საინფორმაციო სივრცეში „ფაშისტებს“

უწოდებდნენ, ხოლო თვით უკრაინას გარდაუვალ

დაშლას უწინასწარმეტყველებდნენ.

ჯამში, იანუკოვიჩის სრულმა პოლიტიკურმა და

ფინანსურმა დამოკიდებულებამ რუსეთზე,

რომელიც 2014 წლის ზამთრისთვის საბოლოოდ

იქცა რეალობად, და კრემლის მოთხოვნებმა

„სიხისტის“ შესახებ გარდაუვალი გახადა ვითარების

უკიდურესი გამწვავება. 2014 წლის თებერვლის

მეორე ნახევარში კიევის ქუჩებში მოხდა მასშტაბური

შეტაკებები. იანუკოვიჩის ძალებმა საპროტესტო

მოძრაობის წევრთა მიმართ ცეცხლსასროლი იარაღი

გამოიყენეს, რასაც ათეულობით მსხვერპლი მოჰყვა.

22 თებერვალს უმაღლესმა რადამ იანუკოვიჩი

პრეზიდენტის პოსტიდან გადააყენა.

yirimis okupacia

იანუკოვიჩის გადაყენებისთანავე რუსეთმა დაიწყო

ოპერაცია, რომელიც მიზნად ისახავდა უკრაინის

ს უ ვ ე რ ე ნ ი ტ ე ტ ი ს დ ა ნ გ რ ე ვ ა ს დ ა ქ ვ ე ყ ნ ი ს

დეზინტეგრაციას. პირველი სამიზნე ამ ოპერაციის

ფარგლებში ყირიმი იყო. 2014 წლის 27 თებერვლის,

დაახლოებით დილის 5 საათზე, რუსულმა

სპეცდანიშნულების რაზმმა დაიკავა ყირიმის

ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის და

პარლამენტის შენობები. ამ დღიდან ყირიმში დაიწყო

რუსეთის სამხედრო ნაწილების მასობრივი შესვლა.

¹ მაგალითებისთვის იხილეთ: Simon Shuster, “Ukraine’s Protesters See Hand of Russia in Kiev Crackdown”, Time, 19 February 2014, http://time.com/8802/ukraine-kiev-russia-yanukovych-putin/

«Медведев попросил Януковича не быть тряпкой», Lenta.ru, 20 февраля 2014, http://lenta.ru/news/2014/02/20/medvedev/ (ნანახია: 24 ივლისი 2015)

2 «Путин обещает Украине скидку на газ и 15 млрд долларов», BBC, 17 декабря 2013, http://www.bbc.com/russian/russia/2013/12/131217_yanukovych_russia_negotiations (ნანახია: 24 ივლისი 2015)

ivlisi 2015

www.btkk.ge

fb.com/BTKKGroup 3

ამავდროულად, დაიწყო რუსეთის ევროპულ

ნაწილში არსებული სამხედრო შენაერთების გაყვანა 3მათი ბაზებიდან და ბრძოლისთვის მომზადება. 1

მარტს პუტინმა მოითხოვა და მიიღო ფედერაციის

საბჭოსგან უკრაინის ტერიტორიაზე რუსული ჯარის 4

გამოყენების ნებართვა. ყიველივე ეს ხდებოდა

დემონსტრაციულად, ატარებდა ღია სამხედრო

მუქარის ხასიათს და მიზნად ისახავდა უკრაინის

ხელისუფლების დაშინებას.

2014 წლის დასაწყისში უკრაინა იყო სრულიად

მ ო უ მ ზ ა დ ე ბ ე ლ ი ს ა მ ხ ე დ რ ო ა გ რ ე ს ი ი ს

მ ო ს ა გ ე რ ი ე ბ ლ ა დ . შ ე დ ე გ ა დ , უ კ რ ა ი ნ უ ლ მ ა

ხელმძღვანელობამ არ გაუწია შეიარაღებული

წინააღმდეგობა რუსული ჯარის ყირიმში შეჭრას.

2014 წლის მარტის განმავლობაში რუსეთის ჯარი

ყირიმის ნახევარკუნძულს საკუთარი კონტროლის

ქვეშ, ხოლო უკრაინულ სამხედრო ბაზებს ალყაში

ა ქ ც ე ვ დ ა . ყ ი რ ი მ ი ს ა ნ ე ქ ს ი ი ს ფ ო რ მ ა ლ უ რ ი

პროცედურები რუსეთმა 21 მარტისთვის დაასრულა 5. 24 მარტს უკრაინის ხელისუფლებამ გასცა ბრძანება

უკრაინული შეიარაღებული ძალების ყირიმიდან 6უკანდახევის შესახებ.

”novorosiis” proeqti da omis dasawyisi

ყირიმის ოკუპაციის პარალელურად, 2014 წლის

მ ა რ ტ შ ი რ უ ს ე თ მ ა წ ა მ ო ი წ ყ ო უ კ რ ა ი ნ ი ს

ა ღ მ ო ს ა ვ ლ ე თ ი ს დ ა ს ა მ ხ რ ე თ ი ს ო ლ ქ ე ბ ი ს

დესტაბილიზაციის მცდელობა. ანტი-უკრაინულ

დემონსტრაციებს და სახელმწიფო შენობების

დაკავების მცდელობებს რუსული დროშის ქვეშ

ადგილი ჰქონდა დონეცკის, ლუგანსკის, ხარკოვის,

დნეპროპეტროვსკის, ზაპოროჟიეს, ხერსონის,

ნიკოლაევის და ოდესის ოლქებში. რუსული

პროპაგანდა ჩამოთვლილ ოლქებს „ნოვოროსიას“

უწოდებდა და ამ ტერიტორიის არაუკრაინულ

ისტორიულ კუთვნილებაზე საუბრობდა. 17 აპრილს

„ნოვოროსიის“ პროექტს საჯაროდ დაუჭირა მხარე 7ვლადიმირ პუტინმა.

ჩამოთვლილი რვა ოლქიდან ექვსში რუსეთმა ვერ

მიაღწია წარმატებას. ერთიან უკრაინას იქ ბევრად

მეტი მხარდამჭერი აღმოუჩნდა, ვიდრე რუსეთს,

რამაც ხელი შეუწყო უკრაინის დეზინტეგრაციის

რუსული მცდელობის ჩაშლას. თუმცა, დონეცკის და

ლ უ გ ა ნ ს კ ი ს ო ლ ქ ე ბ შ ი , რ ო მ ლ ე ბ ი ც რ უ ს ე თ ს

ესაზღვრებიან და სადაც რუსული გავლენა 2014

წლის მდგომარეობით ყველაზე დიდი იყო, რუსეთმა

მოახერხა ვითარების გადაყვანა შეიარაღებული

კონფლიქტის მდგომარეობაში.

2014 წლის აპრილის დასაწყისში მოსკოვი გადავიდა

გ ა დ ა მ წ ყ ვ ე ტ მ ო ქ მ ე დ ე ბ ე ბ ზ ე დ ო ნ ე ც კ ი ს დ ა

ლუგანსკის ოლქებში. 12 აპრილს რუსეთის მიერ

ორგანიზებულმა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა

დაამყარეს კონტროლი ქალაქ სლავიანსკზე და 8

რამდენიმე სხვა დასახლებულ პუნქტზე. მომდევნო

პერიოდში იზრდებოდა სამხედრო შეტაკებების

სიხშირე და ინტენსიურობა, ხოლო რუსული

დაჯგუფებები იკავებდნენ ახალ დასახლებულ

პუნქტებს. მაისის დასაწყისში უკრაინა გადავიდა

აქტიურ მოქმედებებზე დონბასის რეგიონზე

(დონეცკის და ლუგანსკის ოლქები) კონტროლის

შესანარჩუნებლად.

2014 წლის აპრილიდან აგვისტოს ბოლომდე რუსეთი

აწარმოებდა ომს დონბასში დაახლოებით 1992-1993

წლების აფხაზეთის ომის სქემით. ის იყენებდა

რუსეთის ჯარის სპეცრაზმელებს, რუსეთიდან

შ ე ყ ვ ა ნ ი ლ დ ა ქ ი რ ა ვ ე ბ უ ლ მ ე ბ რ ძ ო ლ ე ბ ს დ ა

ადგილობრივი კოლაბორანტების ჯგუფებს. ამ

ძალებს ის შეიარაღებით, მათ შორის მძიმე 9ტექნიკით ამარაგებდა. ამავდროულად, რუსული

არტილერია პერიოდულად აწარმოებდა დარტყმებს

რ უ ს ე თ ი ს ტ ე რ ი ტ ო რ ი ი დ ა ნ , ს ა ხ ე ლ მ წ ი ფ ო

საზღვართან ახლოს მოქმედი უკრაინული 10

შენაერთების წინააღმდეგ. თუმცა, ეს „აფხაზური“

სქემა არ აღმოჩნდა საკმარისი. 2014 წლის ზაფხულის

განმავლობაში უკრაინული შეიარაღებული ძალები

თანდათან იბრუნებდნენ რუსული დაჯგუფებების

მიერ დაკავებულ ქალაქებს. აგვისტოს შუა

რ ი ც ხ ვ ე ბ ი ს თ ვ ი ს ა მ უ კ ა ნ ა ს კ ნ ე ლ თ ა მ ი ე რ

³ «Путин поднял по тревоге войска Западного и Центрального военных округов», НТВ, 26.02.2014, http://www.ntv.ru/novosti/847881/ (ნანახია: 26 ივლისი 2015)

«Началась передислокация войск Западного и Центрального военных округов», Взгляд, 27 февраля 2014, http://vz.ru/news/2014/2/27/674604.html (ნანახია: 26 ივლისი 2015)

⁴ Постановление Совета Федерации Федерального Собрания Российской Федерации от 1 марта 2014 года № 48-СФ "Об использовании Вооруженных Сил Российской Федерации на территории Украины",

http://council.gov.ru/media/documents/pdf/41d4c5222e07062d3f21.pdf (ნანახია: 26 ივლისი 2015)

⁵ "Russian Federation Council ratifies treaty on Crimea’s entry to Russia", ITAR-TASS, 21 March 2014, http://tass.ru/en/russia/724749 (ნანახია: 26 ივლისი 2015)

⁶ “Ukrainian forces withdraw from Crimea”, BBC, 24 March 2014, http://www.bbc.com/news/world-europe-26713727 (ნანახია: 26 ივლისი 2015)

⁷«Путин о юго-восточной Украине: Это «Новороссия», Гордон, 17 апреля 2014, http://gordonua.com/news/separatism/Putin-o-yugo-vostochnoy-Ukraine-Eto-Novorossiya-18739.html (ნანახია: 26 ივლისი

2015)

⁸Mark Rachkevych, “Armed pro-Russian extremists launch coordinated attacks in Donetsk Oblast, seize regional police headquarters, set up checkpoints”, Kyiv Post, 12 April 2014, http://bit.ly/1nhbTvR (ნანახია: 29

ივლისი 2015) «География и хроника захвата сепаратистами Донбасса», LB.ua, 12 апреля 2014», http://bit.ly/1gI4RD5 (ნანახია: 29 ივლისი 2015)

⁹ მაგალითისთვის იხილეთ: Andrew E. Kramer and Michael R. Gordon, “Russia Sent Tanks to Separatists in Ukraine, U.S. Says”, The New York Times, 13 June 2014, http://nyti.ms/1Iigycq (ნანახია: 29 ივლისი 2015)

¹⁰ “U.S. State Department releases Satellite Imagery from Russian/Ukrainian Border”, NATO Allied Command Operations, 28 July 2014, http://bit.ly/1K2qC7e (ნანახია: 29 ივლისი 2015)

ivlisi 2015

www.btkk.ge

fb.com/BTKKGroup 4

კ ო ნ ტ რ ო ლ ი რ ე ბ ა დ ი ტ ე რ ი ტ ო რ ი ა მ ე ტ ა დ

შემცირებული იყო, ხოლო მათი მდგომარეობა

სამხედრო თვალსაზრისით - უიმედო. ცხადი გახდა,

რომ რუსეთის უფრო აქტიური ჩარევის გარეშე

დონბასში მის მიერ ორგანიზებული დაჯგუფებების

საბოლოო მარცხი გარდაუვალი იყო.

ruseTis uSualo samxedro Seteva ukrainaze 2014 wlis agvistoSi

2014 წლის აგვისტოს შუა რიცხვებისთვის დაიწყო 11 რუსული ჯარის პირდაპირი შეჭრა უკრაინაში.

ხოლო აგვისტოს ოციან რიცხვებში რუსული აგრესია

კიდევ უფრო მასშტაბური გახდა. აღსანიშნავია, რომ

ამ შეტევის დროს რუსული სამხედრო შენაერთები

არღვევდნენ უკრაინის სახელმწიფო საზღვარს არა

მხოლოდ იმ მონაკვეთებზე, რომლებიც უკვე იყო

რუსეთის მიერ ორგანიზებული დაჯგუფებების

კონტროლის ქვეშ , არამედ უკრაინის მიერ 12

კონტროლირებად მონაკვეთებზეც.

2014 წლის დასაწყისიდან რუსეთის ქმედებების

მიუხედავად, უკრაინის ხელმძღვანელობა არ

ელოდა პირდაპირი სახელმწიფოთაშორისო ომის

ამგვარ აქტს. ამიტომ, რუსეთ-უკრაინის საზღვარი არ

ი ყ ო ს ა კ მ ა რ ი ს ა დ დ ა ც უ ლ ი უ კ რ ა ი ნ უ ლ ი

შეიარაღებული ძალების მიერ. შედეგად, მართალია

რუსულმა სამხედრო შენაერთებმა მიიღეს 1 3დანაკარგი , მ ათ შეძლეს საზღვრისპირა

უკრაინული ტერიტორიის დაკავება ქალაქ

დონეცკსა და აზოვის ზღვას შორის მონაკვეთზე.

ამის გამო, რამდენიმე უკრაინული შენაერთი მოექცა

ალყაში ქალაქ ილოვაისკთან და მძიმე დანაკარგი

მიიღო.

გარდა ამისა, რუსეთის პირდაპირმა სამხედრო

ჩარევამ ზოგადად შეცვალა სამხედრო ბალანსი

დონბასში მიმდინარე ომში. შეტევითი ოპერაციების

წარმოება , რასაც უკრაინა ახორციელებდა

ზაფხულის განმავლობაში დონბასის მთელი

ტერიტორიის გათავისუფლებისთვის, ობიექტურად

შეუძლებელი გახდა. უკრაინულმა შეიარაღებულმა

ძალებმა დათმეს გარკვეული ტერიტორია ფრონტის

ხაზის გასასწორებლად და ახალი ალყების თავიდან

ასაცილებლად, რის შემდეგაც თავდაცვაზე

11 Roland Oliphant and Tom Parfitt, “Russian armoured vehicles and military trucks cross border into Ukraine”, The Telegraph, 14 August 2014, http://bit.ly/1yBBfIR (ნანახია: 29 ივლისი 2015) Michael R.

Gordon, “Russia Moves Artillery Units Into Ukraine, NATO Says”, The New York Times, 22 August 2014, http://nyti.ms/1T0GQCQ (ნანახია: 29 ივლისი 2015)12 “Border guards retreat as 2 columns of Russian tanks enter Ukraine”, Fox News, 28 August 2014, http://fxn.ws/1tYWB1M (ნანახია: 29 ივლისი 2015)

Paul D. Shinkman, “Report: Russia Invades Ukraine, Prompts Emergency U.N. Meeting”, U.S. News and World Report, 28 August 2014, http://bit.ly/1pmdyoq (ნანახია: 29 ივლისი 2015)

Annie Gowen and Anne Gearan, “Russian armored columns said to capture key Ukrainian towns”, The Washington Post, 28 August 2014, http://wapo.st/1gI7x3q (ნანახია: 30 ივლისი 2015)13 «Откуда на Украине российские десантники?», BBC, 27 августа 2014, http://bbc.in/1IF0U7U (ნანახია: 30 ივლისი 2015)

Алексей Пономарев, «В Пскове прошли закрытые похороны местных десантников», Slon, 25 августа 2014, http://bit.ly/1AO6009 (ნანახია: 30 ივლისი 2015)

ivlisi 2015

www.btkk.ge fb.com/BTKKGroup 5

5 სექტემბერს ხელი მოეწერა ცეცხლის შეწყვეტის

შეთანხმებას, რომელმაც დროებით დააფიქსირა

ფრონტის არსებული ხაზი.

axali rusuli Seteva 2015 wlis dasawyisSi

2014 წლის შემოდგომაზე და დეკემბერში ფრონტის

ხაზზე მიდიოდა ხშირი სროლა, ხდებოდა

ლოკალური შეტაკებები, თუმცა მასშტაბურ

შეტევებს ადგილი არ ჰქონია. რეალურად ეს იყო არა

ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი, არამედ ფრონტზე

შედარებითი სიმშვიდის პერიოდი რუსულ შეტევებს

შორის.

2015 წლის იანვარში რუსულმა ძალებმა განაახლეს

სერიოზული შეტევები უკრაინელთა პოზიციებზე.

ყველაზე მნიშვნელოვანი ბრძოლები გაიმართა

ქალაქ დებალცევოს არეალში, სადაც ფრონტის ხაზის

ფორმა იძლეოდა უკრაინული ძალების ალყაში

მოქცევის შესაძლებლობას , ფრონტის სხვა

მონაკვეთებისგან განსხვავებით. მძიმე ბრძოლები

დებალცევოს მონაკვეთზე ერთი თვის განმავლობაში

გაგრძელდა. რუსულმა ძალებმა თითქმის მოახერხეს

უკრაინელთა ალყაში მოქცევა, თუმცა 18-20

თებერვალს უკრაინელებმა შეძლეს საკუთარი

ძალების უმეტესი ნაწილის გამოყვანა დებალცევოს

არეალოდან, რომელიც რუსული ძალების ხელში

ჩავარდა.

ახალ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ხელი 2015

წლის 12 თებერვალს მოეწერა. დებალცევოს

ბრძოლები ამის მიუხედავად გაგრძელდა, თუმცა

დებალცევოდან უკრაინელთა უკანდახევის შემდეგ

ვითარება დაუბრუნდა 2014 წლის შემოდგომის

მდგომარეობას.

viTareba 20 15 wlis ivlisis bolosTvis

2015 წლის თებერვლის ბოლოდან ამ სტატიის

დაწერის მიმენტისთვის (2015 წ. ივლისის მეორე

ნახევარი) ფრონტზე ისევ პაუზაა სერიოზულ

ბრძოლებს შორის. სროლა, მათ შორის არტილერიის

და ტანკების გამოყენებით, ყოველდღე მიდის. ამის

გარდა, ძალიან აქტიურად მოქმედებენ მხარეთა

სადაზვერვო-დივერსიული ჯგუფები. თუმცა,

მასშტაბურ შეტევებს ადგილი არა აქვს. გამონაკლისი

გახდა 3 ივნისის მარიინკას ბრძოლა ქალაქ დონეცკის

დასავლეთ მისადგომებთან, როდესაც რუსულმა

ძალებმა განახორციელეს სერიოზული, მაგრამ

წარუმატებელი შეტევა უკრაინულ პოზიციებზე.

გაგრძელება ამ ეპიზოდს არ მოჰყოლია.

არსებული „პაუზის“ მიუხედავად, რუსეთის

ქმედებები იძლევა იმის ვარაუდის საფუძველს, რომ

ადრე თუ გვიან ის გააგრძელებს შეტევით

ო პ ე რ ა ც ი ე ბ ს უ კ რ ა ი ნ ი ს წ ი ნ ა ა ღ მ დ ე გ . რ უ ს ი

ს ა მ ხ ე დ რ ო ე ბ ი მ ო ნ ა წ ი ლ ე ო ბ ე ნ ს ა ბ რ ძ ო ლ ო

მოქმედებებში უკრაინის ტერიტორიაზე. კიდევ

უფრო მრავალრიცხოვანი რუსული შეიარაღებული

ძალები განლაგებულია რუსეთ-უკრაინის საზღვრის

რუსულ მხარეს. რუსეთი არც დონბასიდან უკან

ი ხ ე ვ ს დ ა ა რ ც კ ო ნ ფ ლ ი ქ ტ ი ს „ გ ა ყ ი ნ ვ ა ს “

ა ხ ო რ ც ი ე ლ ე ბ ს . პ ი რ ი ქ ი თ , ი ს ა წ ა რ მ ო ე ბ ს

ყ ო ვ ე ლ დ ღ ი უ რ ს ა ბ რ ძ ო ლ ო მ ო ქ მ ე დ ე ბ ე ბ ს

უკრაინელების წინააღმდეგ, შეჰყავს დონბასში

დამატებითი შეიარაღება და ემზადება ახალი

შეტევებისთვის.

ქვემოთ მოცემულ ბმულზე შეგიძლიათ იხილოთ

ავტორის ინტერაქტიული რუკა, რომელზეც

აღნიშნულია დონბასში ფრონტზე არსებული

მდგომარეობა. რუკა თავდაპირველად შეიქმნა 2014

წლის გაზაფხულზე და ასახავს უკრაინაში რუსულ

აგრესიასთან დაკავშირებულ ცვალებად ვითარებას.

ა ვ ტ ო რი გა ა გრძ ე ლ ე ბ ს რუ კ ი ს გა ნ ა ხ ლ ე ბ ა ს ,

ვითარებაში ახალ ცვლილებებთან ერთად,

მოცემული სტატიის გამოქვეყნების შემდეგაც:

http://bit.ly/1IF2lU0

ivlisi 2015

www.btkk.ge

fb.com/BTKKGroup 6

ivlisi 2015

daskvna

თანამედროვე რუსეთის საგარეო პოლიტიკის ფარგლებში, კრემლს აუცილებლად მიაჩნია რაიმე ფორმით

კონტროლი უკრაინის ბედზე. მისი მცდელობა მთელი უკრაინა სატელიტად ექცია, რაც განსაკუთრებით

აშკარად გამოჩნდა იანუკოვიჩის მმართველობის ბოლო თვეებში, წარუმატებელი აღმოჩნდა. 2013-2014

წლების ზამთრის რევოლუციამ უკრაინაში ცხადი გახადა, რომ უკრაინული საზოგადოება არ დაუშვებს

ქვეყნის ჩავარდნას რუსული კონტროლის ქვეშ. შედეგად, რუსეთმა წამოიწყო ოპერაცია უკრაინის

დანაწევრებისთვის, რაც დაიწყო ყირიმის ოკუპაციით და გაგრძელდა სამხრეთ და აღმოსავლეთ უკრაინის

დესტაბილიზაციის მცდელობით. ეს მცდელობა დიდწილად წარუმატებელი იყო, თუმცა რუსეთმა დაიწყო

ომი დონბასის რეგიონში, რომელიც კვლავაც გრძელდება 2015 წლის ივლისის მდგომარეობით. რუსეთის

ძალისხმევა დაანგრიოს უკრაინის სუვერენიტეტი არ დასრულებულა.