სემინარი - openscience.ge Vardosanidze -Seminari.pdf · წელს...

33
კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა დოქტორანტი- გოჩა ვარდოსანიძე თემატური სემინარი თანამედროვე საერთშორისო სისტემის მომავალი: ერთპოლუსია, ორპოლუსიანი თუ მრავალიპოლუსიანი ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი, პოლიტიკურ მეცნიერებათა დოქტორი, ექსპერტი: ვახტანგ მაისაია თბილისი, 2018

Transcript of სემინარი - openscience.ge Vardosanidze -Seminari.pdf · წელს...

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამა

დოქტორანტი- გოჩა ვარდოსანიძე

თემატური სემინარი

თანამედროვე საერთშორისო სისტემის მომავალი: ერთპოლუსია, ორპოლუსიანი თუ

მრავალიპოლუსიანი

ხელმძღვანელი: ასოცირებული პროფესორი, პოლიტიკურ მეცნიერებათა

დოქტორი, ექსპერტი: ვახტანგ მაისაია

თბილისი, 2018

სარჩევი

შესავალი-----------------------------------------------------------------------------1

თავი 1 ეკონომიკა-------------------------------------------------------------------8

თავი 2 სამხედრო ძლიერება------------------------------------------------------11

თავი 3 პოლიტიკა------------------------------------------------------------------15

თავი 4 ტექნოლოგია და ინოვაცია-----------------------------------------------19

თავი 5 სოციალური მდგომარეობა-----------------------------------------------21

დასკვნა------------------------------------------------------------------------------23

ბიბლიოგრაფია-----------------------------------------------------------27

1

შესავალი

საერთაშორისო სისტემაში ძალების გადანაწილება მკვლევართა ინტერესის სფერო

მუდამ იყო და აზრთა სხვადასხვაობა ამ თემას არასდროს მოკლებია. ისტორიას თუ

გადავხედავთ დავინახავთ, რომ ძალთა ბალანსი ხშირად იცვლება, იმპერიების

აღზევებას მუდამ მოჰყვება მათი დასუსტება და საერთაშორისო სისტემაში ახალი

აქტორების გამოჩენა. მე-19 საუკუნის მეორე ნახევრიდან 1945 წლამდე მსოფლიო

პოლიტიკა მრავალპოლუსიანი იყო, სადაც თითქმის თანაბარი ძალების მქონე

სახელმწიფოები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ თუნდაც მცირე წარმატების

მიღწევისათვის. მიუხედავად ამისა იდეა მსოფლიო პირველობისათვის მაინც

არსებობდა, რაც ხმელეთზე თუ გარდამავალი უპირატესობებით მიმდინარეობდა,

ზღვაზე უეჭველად ინგლისი ბატონობდა.

მაშინდელი მსოფლიოს ძირითადი მოთამაშენი ბიტანეთის იმპერია, საფრანგეთი,

გერმანია და რუსეთის იმპერია გახლდათ (1922 წლიდან საბჭოთა კავშირი).

მნიშვნელოვან მოთამაშეებს წარმოადგენდნენ იაპონიის იმპერია, აშშ, ავსტრო-

უნგრეთისა და ოსმალეთის იმპერიები (ეს უკანასკნელნი 1918 წლამდე). ამ დროს

მსოფლიოში ყველა მცირე ძალა და სახელმწიფო ცდილობდა როგორმე

მოეპოვებინა, რომელიმე ზესახელმწიფოს მფრაველობა და ამით უზრუნველეყო

თავისი დამოუკიდებლობა და ზოგადად არსებობის პერსპექტივა. ამ პერიოდში კი

არსებობდა ძლიერი (მაგრამ შედარებით არამყარი) ალიანსები და საერთაშორისო

ორგანიზაციული წარმონაქმნები, თუმცა რეალურად ძალაუფლება მაინც ერი-

სახელმწფოების ხელში იყო მოქცეული.1

1 გიორგი კობერიძე- „ახალი მსოფლიო წესრიგი: მულტიპოლარული სისტემის აღზევება?“

https://geword.wordpress.com (უკანასკნელად გადამოწმებულ იქნა, 07.01.2018)

2

აღნიშნული წესრიგი 1945 წლამდე გაგრძელდა, 1945 წლის შემდგომ კი

წარმოიქმნა ბიპოლარული სისტემა, სადაც ძირითად ძალას საბჭოთა კავშირი და აშშ

წარმოადგენდა. ამ დროსაც ყველა მცირე ძალა ცდილობდა მიკედლებოდა ან ერთ ან

მეორე ბლოკს. მიუხედვად გაეროსა და სხვა მნიშვნელოვანი საერთაშორისო ძალების

არსებობისა, მთავარ მოთამაშედ მაინც ორი სახელმწიფო რჩებოდა. 1989-1992

წლიდან მსოფლიოში მართლაც დადგა ახალი წესრიგის ერა, როდესაც

ერთპოლუსიან სამყაროში აშშ უეჭველ დომინანტად იქცა. არ არსებობდა

სახელმწიფო, რომელსაც შეეძლო რაიმე სახით ეკონომიკური ან სამხედრო ძალით

გაჯიბრებოდა ამ სუპერსახელმწიფოს. თითქოს საერთაშორისო ორგანიზაციებმაც

მოახერხეს განეხორციელებინათ ლიბერალ-დემოკრატიული პრინციპების დაცვა

მსოფლიოს მასშტაბით, ავტორიტარულმა რეჟიმებმა ერთი მეორის მიყოლებით

დაიწყო ნგრევა და იდეოლოგიურ ომში ყველა ანტიდემოკრატიული იდეა დაეცა,

მაგრამ ახალ ათასწლეულს მსოფლიო ახალი გამოწვევებით შეხვდა, რამაც

ერთპოლუსიანი სამყაროს ცნებას ძირი გამოუთხარა: გაძლიერდა ტერორიზმი და

საერთაშორისო კრიმინალი, ეკონომიკურმა კრიზისებმა რამდენჯერმე გადაუარა

მსოფლიოს და მათ შორის აშშ-ს, ომმა ერაყში შეარყია აშშ-ს ავტორიტეტი, ისევე,

როგორც არც მთლად წარმატებულმა მიმდინარე ომმა ავღანეთში, რუსეთმა მოახერხა

და ყველა საერთაშორისო ნორმის დარღვევით აწარმოა ომი საქართველოს

წინააღმდეგ, შეეცადა შეექმნა ანტიდასავლური (ან უბრალოდ დასავლეთის

ალტერნატიული) ბლოკი სხვადასხვა კავშირის სახით (მათ შორის ევრაზიული

კავშირის), ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპა დამოკიდებული და

გარკვეულწილად დაშინებულია რუსული გაზით, ახლო აღმოსავლეთში დემოკრატიის

დონაცია არ მოხერხდა და ავტორიტარული რეჟიმების ალტერნატივას ისლამისტი

ფუნდამენტალისტები წარმოადგენენ (და პირიქით), შეფერხდა თურქეთის

ევროპიზაცია, იზრდება მერკანტილისტური ეკონომიკის მქონე აზიური ეკონომიკები,

3

მკვეთრად გაიზარდა ჩინეთის ეკონომიკა, აშშ ვეღარ ახერხებს ერთპიროვნულად

მიიღოს რაიმე სამხედრო ან ეკონომიკური ჩარევის გადაწყვეტილება, ევროპის

მასშტაბით მომძლავრდნენ ნაციონალისტური რეჟიმები, აშშ-ში შეინიშნება მცირე,

მაგრამ შესამჩნევი იზოლაციონიზმისაკენ მიდრეკილების ტენდენცია და სხვა. ეს

ყველაფერი კი მიანიშნებს იმისაკენ, რომ გარკვეულწილად იზრდება ახალი მსოფლიო

წესრიგის გაჩენის ალბათობა, რომელიც კვლავ მრავალპოლარული იქნება და ვინც

არ უნდა მოგვევლინოს ეკონომიკურ თუ სამხედრო ზესახელწმიფოებრივ ძალად,

მაინც მათი მცდელობა კვლავ ის იქნება, რომ როგორმე ერთ-ერთმა მათგანმა

მოიპოვოს მსოფლიო ან რეგიონული ლიდერობა მაინც. ასეთი მოთამაშენი კი არიან

აშშ, რუსეთი, ჩინეთი, იაპონია, თურქეთი, გერმანია, ბრიტანეთი, საფრანგეთი, ირანი,

საუდის არაბეთი, ინდოეთი და ბრაზილია.

არის თუ არა ეს გარდაუალი? რა თქმა უნდა არა, რადგან აშშ ჯერაც რჩება ყველაზე

მძლავრი სამხედრო-ეკონომიკურ სახელმწიფოდ, რომელსაც ეკონომიკური,

იდეოლოგიური (ე.წ. “რბილი ძალა”, ლიბერალ-დემოკრატია და თავისუფალი

საბაზრო ეკონომიკა) და სამხედრო საშუალებებით შეუძლია დაასუსტოს ნებისმიერი

არასასურველი რეგიონული თუ მსოფლიო მოთამაშე. ჯერჯერობით არც

იზოლაციონიზმის პოლიტიკას ჰყავს სერიოზული მხარდამჭერები და ამასთან აშშ-ს

დასუსტება არ შედის არც მისი მოკავშირეების ინტერესებში (მაგ. ისრაელი, სამხრეთ

კორეა, იაპონია, გარკვეულწილად დიდი ბრიტანეთი და სხვა). შესაბამისად ასე

ცალსახად საუბარი იმის შესახებ, რომ საერთაშორისო პოლიტიკური ღერძი

მრავალპოლარული გახდება ნაადრევია (და შესაძლოა ერთპოლუსიანი მსოფლიო

კიდევ უფრო გამყარდეს), თუმცაღა ზოგადი ტენდენციები შესაძლოა შევნიშნოთ და

აღვნიშნოთ კიდეც.

ცივი ომის დასრულების შემდეგ გამოითქვა უამრავი მოსაზრება მსოფლიოს

პოლუსიანობის შესახებ. მკვლევარების ნაწილი თვლიდა, რომ მსოფლიო

4

მრავარპოლუსიანი გახდა, მეორე ნაწილი კი ამ მოსაზრების საპირისპიროდ

ერთპოლუსიანობისკენ მიგვითითებდა. დღესდღეობით კი ტენდენცია აშკარაა,

სტატიების უმეტესობა მრავალპოლუსიანი მსოფლიო წესრიგის ჩამოყალიბებისკენ

მიგვანიშნებს. მიმოვიხილოთ რამდემდენიმე მათგანი- ცნობილი მეცნიერი ჯოზეფ ნაი ,

ა.შ.შ-ს დასუსტებაზე აკეთებს აქცენტს: „ამერიკის შეერთებული შტატები მკვეთრად

სუსტდება. მიუხედავად იმისა, რომ ის ამჟამად არის ეკონომიკურად და სამხედრო

თვალსაზრისით ყველაზე ძლიერი ქვეყანა, მას აქვს პრობლემები დაბალ ეკონომიკურ

განვითარებასთან და ტექნოლოგიური პროდუქტის ინოვაციების მხრივ“.2 ფარიდ

ზაქარიაც ეხმაურება თანამედროვე მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებს: „ჩინეთი

ძლიერდება, რუსეთი ხდება მეტად თავდაჯერებული, ხოლო ტერორიზმი არის

საფრთხე“,3 მისი აზრით ამერიკა მალევე დაკარგავს „უნიპოლარულ მომენტს“ და

მსოფლიო მულტიპოლარული სისტემისკენ წავა. ის ვარაუდობს, რომ „დანარჩენი

მსოფლიო აღზევდება“, რომელშიც იგულისხმება აზიის დიდი სახელმწიფოები და

რუსეთი. ამავე მოსაზრებას იზირებს კრისტოფერ პეინი, რომელსაც მაგალითად

მოჰყავს 1660-1714 და 1860-1914 წლების უნიპოლარული სისტემები, რომლებმაც

მალევე იცვალეს სახე მულტიპოლარულ სისტემებად: „უნიპოლარული მომენტი იწვევს

გეოპოლიტიკურ შეჯახებებს, რომელსაც ადრე თუ გვიან მულტიპოლარულ სისტემამდე

მივყავართ“.4 მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, ავტორი წერს რომ ვაშინგტონს შეუძლია

თავისი უპირატესობების გამოყენება ერთპიროვნული მმართველობის

გასახანგრძლივებლად.

რატომ არის მსგავსი მოსაზრებების სიმრავლე 21-ე საუკუნეში? ნუთუ მართლა მიდის

მსოფლიო მულტიპოლარული სისტემისკენ და ა.შ.შ კარგავს უნიპოლარულ

2 Joseph. Jr. Nye, “Understanding 21st century power shifts”, http://www.europeanfinancialreview.com/?p=2743

(უკანასკნელად გადამოწმებულ იქნა - 08.01.2018) 3 Zareed Zakaria, “The Rise of The Rest”, https://fareedzakaria.com/2008/05/12/the-rise-of-the-rest/

(უკანასკნელად გადამოწმებულ იქნა - 03.01.2018) 4 Christopher Layne, “The Waning of U.S Hegemony- Myth or Reality?” , International Security, Vol. 34, No.1 ,

2009, გვ.32

5

მმართველობას? სწორედ ამ კითხვებზე პასუხის გაცემას შევეცდები ამ ნაშრომში.

ალბათ ყველა ვთანხმდებით, რომ ცივი ომის შემდგომი მსოფლიო უნიპოლარულია

და უკვე მესამე დეკადაა ამერიკის შეერთებული შტატები ერთპიროვნული ლიდერია.

მიუხედავად ამისა ა.შ.შ-ში მუდამ არის მოსაზრება, რომ ქვეყანა სუსტდება. ამ თემას

ეხმაურება ჯოზეფ ჯოფე , რომელიც ამტკიცებს რომ მიუხედავად იმ ფაქტებისა,

რომლებიც ამერიკის სიძლიერეს ამტკიცებენ, მოსახლეობას მაინც აქვს შიში.5 ეს

ნამდვილად ასეა და ჯიმი კარტერმა ამ მოვლენას „თავდაჯერებულობის კრიზისი“6

უწოდა. 21-ე საუკუნეში ორი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდა, რის გამოც სკეფტიციზმი

კიდევ უფრო გაღრმავდა და მულტიპოლარიზმის მომხრეები კიდევ უფრო მომართა-

9/11-ის დამაგრეველი ტერორისტული შეტევა და 2008 წლის ეკონომიკური კრიზისი.

თუმცა მიუხედავად ამ კრიზისისა მე მივიჩნევ, რომ თანამედროვე საერთაშორისო

სისტემაში არ არსებობს ქვეყანა, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების

საპირწონედ შეიძლება ჩაითვალოს.

პოლუსი საერთაშორისო სისტემაში არაერთ სხვადასხვა მნიშვნელობას იძენს,

ამიტომ სანამ რაიმეს მტკიცებას დავიწყებდე მინდა განვმარტო რას ვიგულისხმებ

როდესაც ამ თემას შევეხები. აქტორი შეიძლება ჩაითვალოს პოლუსად, თუ მისი

სისტემაში შესვლა ან მისი სისტემიდნ გასვლა მთლიანად შეცვლის საერთაშორისო

სისტემის სტრუქტურას. მკვლევარების აზრით, საერთასორისო სისტემაში პოლუსი

ძალის განმსაზღვრელი ოთხი კომპონენტი არსებობს : ეკონომიკური, სამხედრო,

პოლიტიკური და ტექნოლოგიური. ამ ოთხი კომპონენტის მიხედვით შევაფასებ

სახელმწიფოებს.

ჩემი აზრით, დღევანდელ საერთაშორისო სისტემაში ამერიკის შეერთებული

5 Josef Joffe- „The defaulf power“, Foreign Affairs, 2009, https://www.foreignaffairs.com/articles/united-states/2009-08-17/default-power (უკანასკნელად გადამოწმებულ იქნა - 04.01.2018) 6 Jimmy Carter- “Energy and National Goals- A Crisis of Confedence”. Delivered 15 July, 1979.

http://www.americanrhetoric.com/speeches/jimmycartercrisisofconfidence.htm (უკანასკნელად

გადამოწმებულ იქნა, 06.01.0218)

6

შტატების გარდა არცერთი ქვეყანა არ არის იმდენად ძლიერი, რომ პოლუსად

აღვიქვათ, თუმცა შედარებისთვის ყველაზე ძლიერ სახელმწიფოებს შევარჩევ. ეს არის

ჩინეთი, რომელიც ყველაზე მზარდი ქვეყანაა დღესდღეობით, ინდოეთი ასევე დიდი

მოსახლეობით და ზრდის ტემპებით და რუსეთი. ეს უკანასკნელი იმიტომ ავარჩიე, რომ

ჩვენი მეზობელია, საბჭოთა კავშირის მემკვიდრეა და ისტორიულად მუდამ

ითვლებოდა სუპერ-სახელმწიფოდ. რაც შეეხება ევროკავშირს მას არ განვიხილავ,

რადგან ჩემი აზრით ის არის ეკონომიკური ერთობა. ამ გაერთიანებამ ვერ მოახერხა

პოლიტიკურ/სამხედრო ერთიანი სტრუქტურის შექმნა, ამიტომ მათი გადაყვეტილებები

მუდავ დროში გაწელილია. ევროკავშირი ვერ მოხვდა ჩემს სიაში იმ ელემენტარული

მიზეზის გამო, რომ ის არ წარმოადგენს ერთიან სუბიექტს.

ნაშრომში გამოყენებული მეთოდოლოგია იქნება შერეული თვისებრივი და

რაოდენობრივი კვლევის მეთოდები. თვისებრივი კვლევიდან გამოვიყენებ პროცესზე

მიყოლის მეთოდს, რომელიც არის კვლევის ფუნდამენტური ტექნიკა პოლიტიკურ

მეცნიერებებში. ხშირად მას იყენებენ მკვლევარები, რომლებიც შემთხვევის შიგნით

ანალიზს ახდენენ. პროცესზე მიყოლის მეთოდი არის ანალიტიკული ტექნიკა,

რომელიც გვეხმარება მოვლენებზე დაკვირვებით დესკრიფციული და მიზეზობრივი

დასკვნები გამოვიტანოთ.7 სწორედ მიზეზობრივი მექანიზმის დახმარებით მკლევარს

შეუძლია დაადგინოს თუ როგორ შეიძლება, რომ „ა“ მოვლენის მიერ წარმოშობილმა

კონდიციებმა მიგვიყვანოს „ბ“ მოვლენამდე. ასევე გამოვიყენე ისტორიული ანალიზის

მეთოდი, რადგან თემის მნიშვნელოვანი ნაწილი წარსულ მოვლენებზე დაკვირვებას

მოითხოვს. მეთოდი დამეხმარა სტატიების, წიგნებისა და დოკუმენტების დამუშავებაში.

ისტორიული ცოდნის გარეშე საკმაოდ გამიჭირდებოდა მიმდინარე მოვლენების არსის

გაგება. სწორედ ზემოაღნიშნული მეთოდი, აძლევს მკვლევარს წარსული მოვლენების

დისციპლინირებული და სისტემატიური ანალიზის საშუალებას. ასევე გამოვიყენე

7 David Collier, „Understanding Process-tracing“, (U.S.A: American Science Association, 2001), 823

7

შედარებითი მეთოდის კონკრეტული სტრატეგია, ყველაზე მსგავსი სისტემების დიზაინი,

რომელმაც საშუალება მომცა ღტმა და კონცენტრირებული კვლევა ჩამეტარებინა. ეს

მეთოდი იძლევა საშუალებას ისეთი მოვლენების შესადარებლად, რომელთაც ბევრი

მახასიათებელი საერთო აქვთ, თუმცა არსებობს მცირედი განსხვავება. ეს მეთოდი

დამეხმარა გამომეკვეთა ის ცვლადები, რომლებიც განსხვავებულია მსგავსი

შემთხვევების შესწავლის დროს.8

კვლევაში გამოვიყენებ შედარებითი ანალიზის მეთოდს, რომელიც არის

მონაცემების ანალიზის ტექნიკა და გვეხმარება შედარების გზით ლოგიკური დასკვნების

გამოტანაში.9 შედარების მეთოდის მეშვეობის შესაძლებელია ერთი და იმავე

ინდიკატორის მეშვეობით სხვადასხვა მოვლენის ერთმანეთთან მისადაგება. მეთოდი

იძლევა საშუალებას მარტივად დავინახოთ მოვლენებს შორის მსგავსება და

განსხვავება, რაც კვლევას მეტ ვალიდურობას მატებს.

ასევე გამოვიყენებ შესაბამისობის მეთოდს, რომელიც ძირითადად მცირე

რაოდენობის შემთხვევების დროს არის გამოსადეგი. მას იყენებენ თეორიის

განვითარებისთვის. ამ მეთოდის სპეციფიკა იმაში მდგომარეობს, რომ კვლევარი

იწყებს სწორედ თეორიით და ცდილობს ახსნას ან ივარაუდოს შედეგი კონკრეტული

შემთხვევების დროს. რათქმაუნდა ამ შემთხვევაში კვლევა დედუქციურია და თუ

რეალურიშედეგი შესაბამისობაშია თეორიის ვარაუდთან, მაშინ მკვლევარს შეიძლია

აღიაროს მიზეზობრივი ურთიერთობის არსებობა.10 მოცემულ მეთოდს გააჩნია

რამდენიმე მნიშვნელოვანი თვისება: პირველ რიგში ის, რომ მკვლევარს არ სჭირდება

მიჰყვეს მიზეზობრივ პროცესს, როელიც მიიყვანს დამოუკიდებელი ცვლადის

შემთხვევის შედეგამდე, ამიტომ მეთოდი არ მოითხოვს დიდი რაოდენობის ცნობებს

8 Penning, P &, Keman, H. & Kleinnijenhais, J. , „Doing research in Political Science“. London: Sage

Publications, 2008, 37 9 Rihoux, Benoît (2013), "QCA, 25 Years after"The Comparative Method": Mapping, Challenges, and

Innovations--Mini-Symposium", Political Research Quarterly, 66: 167–235, 10 George, A. & Benett, A. „Case Study and theory development in social sciences“, U.S.A, 2005

8

შესასწავლი შემთხვევის შესახებ. სწორედ ამ თვისების გამო ეს მეთოდი მოქნილია და

შემგუებელი. ის ასევე გვეხმარება განვავითაროთ თეორია სხვადასხვა გზით. ამ

მეთოდის ძლიერ მხარედ ასევე შეიძლება ჩაითვალოს, ის რომ მისი გამოყენება

შესაძლებელია როგორც შემთხვევის შიგნით შესწავლისას ასევე

ურთიერთსაწინააღმდეგო შემთხვევების შესაწავლის დროსაც. ამ შემთხვევაში

გამოიყენება კონტროლირებადი შედარების მეთოდი.

რაოდენობრივი კვლევიდან გამოვიყენებ სტატისტიკური ანალიზის მეთოდი,

რომელიც დამეხმარება მონაცემების შეგროვებაში, ანალიზსა და სწორი დასკვნების

გამოტანაში.

შერჩეული მოთედოლოგია დამეხმარე შერჩეული ქვეყნების- ამერიკის

შეერთებული შტატები, რუსეთი, ინდოეთი და ჩინეთი ხუთი განსხვავებული

ინდიკატორის მეშვეობით შევადარო ერთმანეთს, რაც საშუალებას მომცემს

საერთაშორისო სისტემის ძალთა ბალანსი დავადგინო.

თავი 1

ეკონომიკა

ეკონომიკა მნიშვნელოვანი კომპონენტია სახემწიფების სიძლიერის გაზომვაში,

რადგან გლობალიზაციის პირობებში ეკონომიკური აქტივობის გაზრდის შედეგად

ქვეყნები საკმაოდ ურთიერთდამოკიდებული ხდებიან ერთმანეთზე. ამ ყველაფრის

გათვალისწინებით ერთი ქვეყნის მიერ მეორეზე ზეწოლის მოხდენაც მარტივი

მანიპულაციის შედეგად შესაძლოა მოხდეს.

ამერიკის შეერთებული შტატები რჩება მსოფლიოს უდიდეს, უმდიდრეს და ყველაზე

პროდუქტიულ ეკონომიკად. ცხრილ 1-ში მოცემულია 2016 წლის მთლიანი შიდა

პროდუქტის მონაცემები, რომლის მიხედვითაც მარტივად დავადგენთ რომ ის

9

ეკონომიკურად მსოფლიოს ლიდერია. მართალია ჩინეთი ვითარდება საკმაოდ

სწრაფად, თუმცა ჩამორჩენა დასავლელ ჰეგემონთან აშკარაა. თანაც ჩინეთი ისეთი

ტემპებით ვეღარ ვითარდება, როგორც ადრე. 2007 წელს 14.9%-ით ზრდა მართლაც

შთამბეჭდავი იყო, თუმცა 2015 წელს მხოლოდ 6.9%-ით გაიზარდა მისი ეკონომიკა. ამ

ტემპებით მას ძალიან გაუჭირდება დაეწიოს ამერიკას. მითუმეტეს თუ

გავითვალისწინებთ მის მოსახლეობას, ჩინეთმა თუმდაც გადაასწროს ამერიკას ერთ

სულ მოსახლეზე მთლიანი შიდა პროდუქტის დაანგარიშებით ა.შ.შ ბევრად წინ იქნება,

რადგან ჩინეთის მოსახლეობა ბევრად აღემატება ამერიკისას. (იხ.ცხრილი 2)

ცხრილი 1: 2016 წელი- საერთაშორისო სავალუტო ფონდის მონაცემები11

რეიტინგი ეკონომიკა ა.შ.შ

დოლარი

ა.შ.შ 1 ამერიკის შეერთებული

შტატები

18,624,450

ჩინ 2 ჩინეთი

11,232,108

იაპ 3 იაპონია 4,936,543

გერ 4 გერმანია

3,479,232

11 International Monetary Fund- "World Economic Outlook Database" (უკანასკნელად გადამოწმებულ იქნა -

06.01.2018)

10

ბრტ 5 ბრიტანეთი

2,629,188

საფ 6 საფრანგეთი

2,466,472

ინდ 7 ინდოეთი

2,263,792

იტა 8 იტალია

1,850,735

ბრა 9 ბრაზილია

1,798,622

კან 10 კანადა

1,529,760

კორ 11 კორეის რესპუბლიკა

1,411,042

რუს 12 რუსეთის ფედერაცია 1.283,162

ავს 13 ავსტრალია 1,261,645

იგივეს თქმა შეიძლება ინდოეთის შესახებ, ეს ქვეყანა დიდი არასტაბილურობით

გამოირჩევა. მისი ეკონომიკა ვითარდება, თუმცა მისი ზომებიდან გამომდინარე ზრდის

ტენმეპი დაბალია. მოსახლეობის უმეტესობა უკიდურეს გაჭირვებაში ცხოვრობს, 2010

წელს ეკონომიკა 10.29%-ით გაიზარდა, შემდეგ კი სვლა კვლავ შეანელა 2016 წელს

11

7%-მდე ზრდით. მთლიანი შიდა პროდუქტის მონაცემებით კი ინდოეთი არ მოაზრება

წამყვან სახემწიფოებს შორის და უახლოეს მომავალში ამ მიმართულებით საგრძნობ

ზრდას არავინ მოელის.

რუსეთი, რომელიც აშკარა ეკონომიკურ დეგრადაციას განიცდის. მას დაწესებული

აქვს სანქციები, ამის გამო მისი ვალუტა კიდევ უფრო გაუფასურდა, მთლიანი შიდა

პროდუქტი კი ყოველლიურად უფრო ცუდ მაჩვენებლებს აფიქსირებს. რუსეთში

სერიოზული ეკონომიკური კრიზისია, ქვეყანა პრაქტიკულად ბუნებრივ რესურსებზეა

დამოკიდებული. 2016 წელს მშპ-ს ზრდის ტემპი -0,2 % იყო, რაც ეკონომიკურ

დაღმასვლაზე მიუთითებს. ჯერ-ჯერობით ეკონომიკური მიმართულებით სიტუაციის

გაუმჯობესებისკენ არაფერი მიგვანიშნებს, ამიტომ ქვეყანა განაგრძობს კრიზისულ

მდგომარეობაში არსებობას.

ცხრილი 2: მშპ ერთ სულ მოსახლეზე 2016 წლის მონაცემები12

რიგი ქვეყანა მშპ ერთ სულ მოსახლეზე

1 ამერიკის შეერთებული შტატები 57,638.2

2 ჩინეთი 8,123.2

3 რუსეთი 8,748.4

4 ინდოეთი 1,709.6

მოკლედ, რომ შევაჯამოთ ბრაიტონ ვუდსის სისტემა, რომელიც თავად

ამერიკელებმა შექმნეს მუშაობს და ამერიკა სერიოზულად აღემატება დანარჩენ

12 World Bank Database- https://data.worldbank.org/indicator/NY.GDP.PCAP.CD?name_desc=false

(უკანასკნელად გადამოწმებულ იქნა 08.01.2018)

12

ქვეყნებს ეკონომიკური სიძლიერით. ამერიკული კომპანიები ფლობენ მსოფლიოში

არსებული ტოპ 500 კორპორაციის 46%-ს13, რაც წარმოუდგენელი რიცხვია, დოლარი

კი ყველაზე შენახვადი ვალუტაა მსოფლიოში. ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც

ამერიკული ჰეგემონიისთვის კონკურენციის გაწევა შეუძლია არის ჩინეთი, თუმცა

უახლოეს პერიოდში ამის ალბათობა საკმაოდ დაბალია.

თავი 2

სამხედრო ძალა

სამხედრო ძალა ქვეყნის სიძლიერის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია, თუ

ყველაზე მნიშვნელოვანი არა. გილპინი მიიჩნევს, რომ „დიდი სახელმწიფოს

დონიმირება დამოკიდებულია სამხედრო ტექნოლოგიაზე და სამხედრო ძალაზე. ამ

ორი კომპონენტის გადანაცვლებამ შესაძლოა გამოიწვიოს ომი და ძალთა ბალანსის

ცვლილება“.14 დაახლოებით იგივე აზრზე იდგა კენედ ვოლციც : „ტექნოლოგიურმა

ცვლილებებმა, განსაკუთრებით სამხედრო სფეროში შესაძლოა შეცვალოს ძალთა

ბალანსი მსოფლიოში“.15

ეს ის კომპონენტია, რომელშიც ა.შ.შ-ს ნაკლებად მოეძებნება კონკურენტი. ის

რაოდენობითაც და ხარისხობრივადაც ყველას აღემატება სამხედრო არსენალის

მხრივ. უახლოესი კონკურენტი არის ჩინეთი, რომელიც 4-ჯერ ნაკლებს ხარჯავს

ამერიკაზე .(იხ. ცხრილი 3) სამივე ქვეყანა ერთად ჩინეთი, ინდოეთი და რუსეთი ორჯერ

ნაკლებს ხარჯავს ამერიკის შეერთებულ შტატებზე, რაც გვაძლევს იმის თქმის

საშუალებას რომ ამერიკა აბსოლუტური ჰეგემონია სამხედრო სფეროში.

13 William C. Wohlforth- “The Stability of Unipolar World”, MIT Press Journals, 1999, გვ. 5 14 Robert Gilpin, “The Political Economy of International Relations”. Princeton: Princeton University Press,

1987 15 Waltz, Kenneth, “Theory of International Politics”, Addison-Wesley Publishing Company, U.S.A: 1979

13

ცხრილი 3: სამხედრო დანახარჯების წილი მშპ-ში (2016)16

რიგი ქვეყანა დანახარჯი

($ მილიარდი.) % მშპ-დან

მსოფლიოს ჯამი 1,676.0 2.3

1 ა.შ.შ 611,2 3.3

2 ჩინეთი 215.7 1.9

3 რუსეთი 69,2 5,3

4 საუდის არაბეთი 63,7 13,7

5 ინდოეთი 55.9 2.5

6

ბრიტანეთი

48,3 1,9

სურათი კიდეც უფრო ცხადი, რომ გახდეს შევხედოთ ცხრილს 4-ს, სადაც მოცემულია

სამხედრო ძლიერების ინდექსი. ამ შემთხვევაში ჩემს მიერ შერჩეული ოთხი ქვეყანა

ცხრილის თავში აღმოჩნდა. ამერიკის შეერთებული შტატები არჩეული ხუთი

16 Stockholm International Peace Institute-„Military expenditures by country”,

https://www.sipri.org/sites/default/files/Trends-world-military-expenditure-2016.pdf (უკანასკნელად

გადამოწმებულ იქნა, 05.01.2018)

14

ინდიკატორიდან ოთხში ინარჩუნებს ლიდერობას და რაც ყველაზე თვალშისაცემია

არის ავიამზიდთა რაოდენობა (19). გამოსარჩევია რუსეთის ფედერაციის ტანკების

რაოდენობა (15,398) და ჩენეთის სამხედრო ბიუჯეტის ზრდა ($155,6).

ცხრილი 4: ძლიერი სახემწიფოები სამხედრო კუთხით 2017წ.17

სახელმწ. რეიტ. ბიუჯეტი($) ტანკი თვითმფრინავი ავიამზიდი წყალქვეშ

ა ნავი

ა.შ.შ 1 581.0 8,848 13,444 19 75

რუსეთი 2 46.6 15,398 3,547 1 60

ჩინეთი 3 155.6 9,150 2,942 1 86

ინდოეთი 4 40.0 6,464 2,086 2 14

საფრანგ

ეთი

5 35.0 423 1,282 4 10

ბრიტანე

თი

6 55.0 407 879 1 10

იაპონია 7 40.3 678 1,590 3 17

თურქეთი 8 18.2 3,778 1,007 0 13

გერმანია 9 36.3 408 676 0 5

იტალია 10 34.0 586 785 2 6

17 Skype Gould, Paul Szoldra- “The 25 most powerful militaries in the world”-

http://www.businessinsider.com/the-worlds-most-powerful-militaries-2017-3 (უკანასკნელად

გადამოწმებული იქნა - 03.01.2018)

15

ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს ყველაზე მეტი ატომური იარაღი, თუმცა ეს

მაჩვენებელი ბევრს არაფერს გვაძლევს, რადგან ატომური ომი ნაკლებ

მოსალოდნელია მისი დამანგრეველი ძალის გათვალისწინებით. ის არის ყველაზე

დიდი ექსპორტიორი მსოფლიოში სამხედრო იარაღისა (33%), მას აქვს

ტექნოლოგიურად ყველაზე გამართული/მაღალტექნოლოგიური სამხედრო

არსენალი.

ჩინეთი ამ კომპონენტშიც ვითარდება, თუმცა ექსპერტების შეფასებით

ტექნოლოგიური კუთხით სერიოზული პრობლემები აქვს. ჩინეთზე ექსპორტირებული

იარაღის 5.9%-ი მოდის. ამ მხრივ ამერიკის კონკურენტი რუსეთია, რომელიც 25%-ით

მეორე ესპორტიორი ქვეყანაა. ინდოეთი კი მსოფლიოს ბაზრის 12%-ით ლიდერობს

იმპორტის მხრივ. რაც არ არის სახარბიელო მაჩვენებელი, რადგან ის სხვის იარაღზეა

დამოკიდებული.

საბოლოოდ, შეჯამების სახით მინდა ავღნიშნო რომ მიუხედავად ამ ოთხ ქვეყანას

შორის არსებული განსხვავებებისა აშკარაა, რომ სწორედ ეს სახელმწიფოები

ლიდერობენ მსოფლიოში სამხედრო ძლიერების მხრივ. ცივი ომის შემდგომი,

მოლოდინების მიუხედავად სამხედრო კონფლიქტები დღესაც ხდება და სამხედრო

ძლიერება კვლავ აქტუალურია, სწორედ ამიტომ სახელმწიფოს სიძლიერის ერთ-ერთ

მთავარ ინდიკატორად ის ახლო მომავალშიც დარჩება.

თავი 3

პოლიტიკა

თავიდანვე მინდა ამ კომპონენტს გეოპოლიტიკური ერთეულიც დავამატო და მასთან

ერთად განვიხილო. გეოპოლიტიკურად ამერიკის შეერთებული შტატები

16

პრაქტიკულად იდეალურ მდგომარეობაშია. მას ორი მეზობელი ყავს: კანადა,

რომელიც მისი ისტორიული პარტნიორია და მექსიკა, რომელიც იმდენად სუსტია რომ

საფრთხეს არ წარმოადგენს.

რაც შეეხება ბრიქსის ქვეყნებს, ისინი გეოპოლიტიკურად საკმაოდ პრობლემატურ

არეალში ცხოვრობენ. მათ პრობლემები აქვთ პრაქტიკულად ყველა თავის

მეზობელთან და ერთმანეთთანაც. ეს პრობლემები კიდევ უფრო ართულებს პოლუსად

ჩამოყალიბების საკითხს. პრაქტიკულად გამორცხულია ამ ქვეყნებმა სერიოზული

ალიანსი ჩამოაყალიბონ, მათი იდეოლოგიური და პოლიტიკური განსხვავებების გამო

და ამასთან ისინი რეალურად ერთმანეთს აბალანსებენ და არა ავსებენ.

ამერიკის შეერთებულ შტატებს ყავს არაერთი პარტნიორი ქვეყანა. არის ყველაზე

ძლიერი სამხედრო-პოლიტიკური გაერთიანების ნატოს ლიდერი და ნებისმიერ

საერთაშორისო ორგანიზაციაში იქნება ეს პოლიტიკური თუ ეკონომიკური ის არის

ყველაზე დიდი შემომტანი სახელმწიფო. ეს ნიშნავს, რომ მას დიდი წონა აქვს

საერთაშორისო სისტემაში. რაც შეეხებათ ბრიქსის სახემწიფოებს : ჩინეთი ნელ-ნელა

ახერხებს ეკონომიკურ ინტეგრაციას, არის უშიშროების საბჭოს მუდმივმოქმედი წევრი.

თუმცა მისი დიდი პრობლემა არის კომუნისტური პარტია და ჩაკეტილობა, რომელიც

ავტონომიურ ქვეყნებს ახასიათებთ. საინტერესოა რამდენად შეძლებს ჩინეთი

საერთაშორისო სისტემაში ინტეგრირებას და რამდენად მშვიდობიანი იქნება ეს

პროცესი.

რუსეთს რაც შეეხება, ის მოიკოჭლებს ამ კუთხითაც რადგან მისი

არაპროგნოზირებადი საქციელი აშინებს დანარჩენ ქვეყნებს, ამასთან ის იმყოფება

ბლოკადის ქვეშ. მართალია ის არის ახალი პოლიტიკური გაერთიანების ევრაზიული

კავშირის ლიდერი, თუმცა ამ ორგანიზაციის ეფექტურობა კითხვის ნიშნის ქვეშაა.

ინდოეთის პოლიტიკური ამბიციები რეგიონს ვერ სცდება, თუმცა რეგიორში

ლიდერობამდა მას ბევრი უკლია, ის არ არის სახელმწიფო რომელსაც შეუძლია რაიმე

17

მნიშვნელოვანი შესთავაზოს სამეზობლოს, ამასთან აქვს ქაშმირის მოუგვარებელი

პრობლემა.

ქვეყნის იმიჯი და გავლენა დიდწილად არის დამოკიდებული „რბილი ძალის“

გამოყენებაზე. შესაბამისად რბილი ძალის ინდექსის მაჩნებელი ნაწილობრივ

გვიჩვენებს თუ რამდენად კარგად მუშაობენ სუპერ-სახელმწიფოები საკუთარი

გავლენის სფეროს გაფართოებაზე. (იხ ცხრილი 5) თავად ინდექსი ექვსი

კომპონენტისგან შედგება:

1) კულტურა - 8,9%; კულტურული თავისებურებების გავრცელების უნარი, ფილმები,

სპორტი და სხვა. ამ მიმართულების ლიდერები ა.შ.შ, საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი

და გერმანია არიან;

2) ციფრული - 9,8%; ტექნოლოგიურად განვითარებული კომპანიების გავლენა,

რომლებიც ამა თუ იმ ქვეყანას წარმოადგენენ. ეს მიმართულება ცნობილია, როგორც

ტექნოლოგიური დიპლომატია, რომელიც საკმაოდ ეფექტურია. ამერიკის შეერთებულ

შტატებს ამ მიმართულებით კონკურეციას უწევენ: სამხრეთ კორეა, დიდი ბრიტანეთი,

გერმანია და საფრანგეთი;

3) განათლება - 11,6%; უნივერსიტეტების ხარისხის განმსაზღვრელია, უცხოელი

სტუდენტები რამდენად იხიბლებიან ამ უნივერსიტეტებით, ამასთან რა წვლილი შეაქვს

ქვეყანას აკადემიური კვლევის საქმეში. ამ მიმართულებით ა.შ.შ და ბრიტანეთი არის

რეიტინგის სათავეში;

4) ჩართულობა - 12,6%; კავშირები, ორგანიზაციების წევრობა, საელჩოების ქსელი,

დიპლომატიური მისიების რაოდენობა და ა.შ. საფრანგეთი ამ მიმართულების

ლიდერია, მასთან ახლოს მხოლოდ ამერიკის შეერთებული შტატები იკავებს მეორე

პოზიციას;

5) წარმოება - 12,5%; ქვეყნის ბიზნეს მოდელი, ინოვაციის უნარი, რეგულაციის

18

საშუალებები. ამასთან მიმზიდველობა სხვა ქვეყნების მხრიდან ამ ქვეყანაში აკეთონ

ბიზნესი და ამ ქვეყნის ბიზნეს მოდელით იხელმძღვანელონ. ამ მიმართულების

ლიდერი სინგაპურია უკვე ორი წელია;

6) მმართველობა - 14,6%; ეს სუბ-ინდექსი გულისხმობს თავისუფლებას, ადამიანის

უფლებებს, დემოკრატიას და თანასწორობას. ასევე გულისხმობს სახელმწიფოს

ეფექტურობას და მოქალაქეთა კმაყოფილებას. ჩრდილო ევროპული სახელმწიფოები

ამ მიმართულებით ლიდერობენ: ნორვეგია, შვეიცარია და შვედეთი;

ცხრილი 5: „რბილი ძალა“ და სუპერ-სახემწიფოები 2017 წ.18

ნომერი ქვეყანა რეიტინგი

1 საფრანგეთი 1

2 გაერთიანებული სამეფო 2

3 ა.შ.შ 3

4 გერმანია 4

5 კანადა 5

6 იაპონია 6

7 შვეიცარია 7

8 ავსტრალია 8

9 შვედეთი 9

10 ჰოლანდია 10

18 Soft Power Report 2017- 2017 Portland PR. Limited

19

2519 ჩინეთი 25

26 რუსეთი 26

რეგ. ინდოეთი რეგიონული ძალა

ცხრილი 5-ის მიხედვით არც ერთი ჩემს მიერ შერჩეული ქვეყანა რეიტინგის სათავეში

არ აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა ამერიკის

შეერთებულმა შტატებმა, რომელიც მესამე ადგილით ცხრილის ზედა ნაწილშია. ა.შ.შ-ს

უკვე დეკადებია „რბილი ძალის’’ გამოყენების გამოცდილება აქვს და მას საკმაოდ

კარგად იყენებს. ჩინეთი, ასევე წარმატებულია ამ იარაღის გამოყენებაში და მან

რუსეთსაც კი გადაუსწრო რიგ კომპონენტებში.

რუსეთი განსაკუთრებით წარმატებით იყენებს „რბილ ძალას“ პოსტ-საბჭოთა

სფეროში, ამის ნათელი მაგალითია საქართველო. ინდოეთს რაც შეეხება, ის

რეგიონულ აქტორად დარჩა ამ სფეროშიც. მისი „რბილი ძალის“ ძირითადი ნაწილი

ბოლივუდურ ფილმებსა და კულტურულ ექსპანსიაზე მოდის.

თავი 4

ტექნოლოგია და ინოვაცია

ინოვაციის და ტექნოლოგიის ხანაში, რათქმაუნდა ამ ინდიკატორის გარეშე

სახემწიფო ძლიერების შეფასება არააკურატული იქნებოდა. ტექნოლოგია გადამწყვეტ

როლს ასრულებს ქვეყნების განვითარებაში, რეალურია რომ რაოდენობა ხარისხით

ჩანაცვლდა და მაღალტექნოლოგიური საქონელი საკმაოდ ძვირად ფასობს. ქვეყნების

19 ჩინეთი არის 25 რეიტინგში, რუსეთი კი 26, რაც შეეხება ინდოეთს ის რეგიონულ დონეზე ახორციელებს

თავის „რბილი ძალის“ დემონსტრირებას ამიტომ ვერ მოხვდა კვლევის ძირითად 30 ქვეყანაში.

20

მილიარდობით ინვერტიციას ახორციელებენ ამ სფეროში, შესაბამისად მე ამ

ინდიკატორს ერთ-ერთ გადამწვეტ ფაქტორად აღვიქვამ.

ინოვაცია და ტექნოლოგია არის ამერიკის შეერთებული შტატების მთავარი

სიძლიერე. ამ სფეროშიც ვერავინ ახლოს ვერ მივა მასთან. მას აქვს ყველაზე მეტი

დანახარჯი კვლევასა & განვითარებაში, რაც სათანადო შედეგებს იძლევა. (იხ.ცხრილი

6) ნებისმიერ კომპონენტში ეს იქნება ეკონომიკური, სამხედრო თუ სხვა ტექნოლოგია

ა.შ.შ მნიშვნელოვნად აღემატება სხვა ქვეყნებს.

ცხრილი 6: დანახარჯები კვლევასა და განვითარებაზე202122

რეიტინ

გი ქვეყანა

დანახარჯები

კვლევა&განვი

თარება

( ა.შ.შ

დოლარი),

%-ი

მშპ-

დან

დანახარჯები

კვლევა&განვითა

რებაზე ერთ სულ

მოსახლეზე

(ა.შ.შ დოლარი),

წელი

1 ა.შ.შ 473.4 2.742% 1,442.51 2013

2 ჩინეთი 409 2.1% 298.56 2015

3 იაპონია 170.8 3.583% 1,344.31 2014

20 OECD Data, “Expenditures on R&D”, https://data.oecd.org/rd/gross-domestic-spending-on-r-d.htm

(უკანასკნელად გადამოწმებულ იქნა - 08.01.2018) 21 World Bank Database, https://data.worldbank.org/indicator/GB.XPD.RSDV.GD.ZS (უკანასკნელად

გადამოწმებულ იქნა - 03.01.2018) 22 A Supplement to R&D Magazine-2016 Global R&D Founding Forecast- https://www.iriweb.org/sites/default/files/2016GlobalR%26DFundingForecast_2.pdf (უკანასკნელად

გადამოწმებულ იქნა - 07.01.2018)

21

რეიტინ

გი ქვეყანა

დანახარჯები

კვლევა&განვი

თარება

( ა.შ.შ

დოლარი),

%-ი

მშპ-

დან

დანახარჯები

კვლევა&განვითა

რებაზე ერთ სულ

მოსახლეზე

(ა.შ.შ დოლარი),

წელი

4 გერმანია 106.5 2.842% 1,313.46 2014

5 სამხრეთ

კორეა 91.6 4.292% 1,518.47 2014

6 ინდოეთი 66.5 0.85% 39.37 2015

7 რუსეთი 42.6 1,187% 290.21 2014

ამერიკის შეერთებული შტატების უნივერსიტეტები არის საუკეთესო მთელ

მსოფლიოში- საუკეთესო ათ უნივერსიტეტში 8 ამერიკულია, 50-ში კი 37 სწორედ ამ

ქვეყანაზე მოდის ამ უნივერსიტეტებს უცხოელი სტუდენტებიც ამთავრებენ.23

მაგალითად 75%-ი დოქტურადურის კურსდამთავრებულების არიან უცხოელები, თუმცა

ამერიკის სისტემა უზრუნველყოფს მათ დასაქმებას და ამერიკაში დარჩენას. ამას ისინი

ახერხებენ მაღალი ხელფასებისა და უკეთესი სამუშაო პირობების შეთავაზებით.

მარტივად რომ ვთქვათ, ამერიკელები საუკეთესო „ტვინებს“ თავისთან იტოვებენ.

ამერიკის შეერთებული შტატები არის ინტერნეტის სამშობლო. სან ფრანცისკო კი

23 Fareed Zakaria- „The Rise of the Rest”- https://fareedzakaria.com/2008/05/12/the-rise-of-the-rest/

(უკანასკნელად გადამოწმებულ იქნა, 08.01.2018)

22

არის ისეთი დიდი კომპანიების შტატი, როგორიცაა გუგლი, ფაისბუკი და ეფლი. ასევე

ამერიკაში შეიქმნა გსპ, რომელიც არის გლობალური პოზიციონირების სისტემა.

ჩინეთი ასევე სერიოზულ თანხებს ხარჯავს ტექნოლოგიური განვითარებისთვის, ეს

ჩანს კვლევებსა და განვითარებაში დახარჯული თანხების რეიტინგიდანაც. თუმცა

ჩინეთს არ აქვს დაგროვებული ცოდნა ამ დარგში. ის ახალია სფეროში და ამასთან

ტექნოლოგიების კლონირებას მეტ დროს უთმობს ვიდრე ახლის შექმნას. მას

საუკეთესო უნივერსეტეტბში მხოლოდ ორი უნივერსიტეტი ჰყავს. მიუხედავად ამისა,

ჩინეთი მანუფაქტურული პროდუქტის ერთ-ერთი მთავარი მწარმოებელია.

რუსეთი და ინდოეთი ამ კუთხით ვერ დაიკვეხნიან. რუსეთი, როგორც საბჭოთა

კავშირის მემკვიდრე მუდამ დიდად ჩამორჩებოდა დასავლელ მეზობელს, რამაც

საბოოოდ ცივ ომში დამარცხებამდეც მიიყვანა. ეს ორი ქვეყანა უფრო მეტად

ორიენტირებულია მეტის წარმოებაზე, ვიდრე უკეთესი ხარისხის წარმოებაზე, რაც მათ

ამ კომპონენტში ჩამორჩენას იწევს. ინდოეთ გარკვეული წინ სვლა ჰქონდა, მას შემდეგ

რაც წამყვანმა ტრანსნაციონალურმა კომპანიებმა დაიწყეს ამ ქვეყანაში ინვერტირება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ინდოეთში საკმაოდ განვითარდა მომსახურების

სფერო, ელექტრონული ვაჭრობის მიმართულებით კი ქვეყანა ერთ-ერთ ლიდერად

გვევლინება.

თავი 5

სოციალური მდგომარეობა

ეს კონკრეტული ინდიკატორი მხოლოდ ნაწილობრივ ასახავს სახელმწიფოს

სიძლიერეს, მიუხედავად ამისა ეს არის მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ფაქტორი

მოსახლეობის კითილდღეობისა ამა თუ იმ ქვეყანაში. ამასთან ეს ინდიკატორი

გვიჩვენებს რამდენად მოგვარებულია სოციალური პრობლემები წარმოდგენილ

23

ქვეყნებში. მოცემული ინდიკატორის განსაზღვრაში დამეხმარება ადამინის

განვითარების ინდექსი, რომელიც მოიცავს სიცოცხლის ხანგრძლივობას, განათლებას,

მოსახლეობის შემოსავალს ერთ სულზე.

ცხრილი 7: ადამიანის განვითარების ინდექსი 2017 წლის მოცაცემები24

ნომ. ქვეყანა ინდექსი

1025 ამერიკის შეერთებული შტატები 0.920

49 რუსეთი 0.804

90 ჩინეთი 0.738

131 ინდოეთი 0.624

სოციალური ინდიკატორის მიხედრივ ამერიკის შეერთებული შტატები (0.920) ამ ოთხ

ქვეყანას შორის ლიდერია. მისი მაჩვენელი მნიშვნელოვნად აღემატება რუსეთის

(0.804) მაჩვენებს, რომ არაფერი ვთქვათ ჩინეთსა (0.738) და ინდოეთზე (0.624). ა.შ.შ-ს

ლიდერობა გამოიწვია განათლების სისტემის გამართულმა მუშაობამ და შემოსავლის

ზრდამ ერთ სულ მოსახლეზე.ეს ქვეყანა ასევე ლიდერობს ამ ოთხეულს სიცოცხლის

ხანგრძლივობითაც (76 წელი).

რუსეთს, რაც შეეხება ის ბევრად უკეთ გამოიყურება ამ კომპონენტში ვიდრე ჩინეთი

და ინდოეთი. მიუხედავად ამისა ქვეყანას აქვს სერიოზული დაბერების პრობლემა.

რუსეთის მოსახლეობა წლიდან წლამდე მცირდება, რაც დემოკრაფიულ პრობლემებს

აჩენს. ქვეყანაში სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივო 65 წელია, რაც არ არის კარგი

მაჩვენებელი.

24 UNDP- Human Development Report 2016- 1 Un Plaza, New York, NY 10017 USA 25 ა.შ.შ არის პირველ ადგილზე ამ ოთხ ქვეყანას შორის, მაგრამ საერთო ჩამონათვალში მეათე ადგილს

იკავებს, რუსეთი 49-ს, ჩინეთი 90-ს, ინდოეთი 131-ს;

24

ჩინეთი, რომელიც სოციალურ პრობლემებს ჯერ-ჯერობით ვერ უმკლავდება

ადამიანის განვითარების ინდექსში 90-ე სახემწიფოა. ეს მონაცემი გამოიწვია ერთ სულ

მოსახლეზე შემოსავლის რაოდენობამ, რომელიც მკვეთრად ჩამორჩება

განვითარებული ქვეყნების მაჩვენებლებს. რაც შეეხება სიცოცხლის ხანგრძლივობას 76

წელს შეადგენს, რაც არ არის უარყოფითი მაჩვენებელი მოსახლეობის რაოდენობის

გათვალისწინებით.

ინდოეთი, რომელიც რეიტინგში 131-ე ადგილზე აღმოჩნდა სერიოზული სოციალური

პრობლემების წინაშე დგას. ის სამივე კომპონენტში მოიკოჭლებს- განათლება,

სიცოცხლის ხანგრძლივობა და შემოსავლები ერთ სულ მოსახლეზე. ინდოეთისთვის

სოციალური პრობლემების მოგვარე ეკონომიკურ განვითარებაზეა დამოკიდუბული,

ქვეყანა არაერთ პროექტს ახორციელებს დასაქმების კუთხით, თუმცა უახლოეს

მომავალში სერიოზულ წინსვლას არ უნდა ველოდოთ.

დასკვნა

მანამ სანამ უშუალოდ ქვეყნებსა და ინდიკატორებზე გადავალ, მინდა მოკლე

შეჯამება გავაკეთო დღეს არსებული საერთაშორისო სისტემის თავისებურებებისა.

დღეს, განსაკუთრებით გლობალიზაციის პირობებში, ჩვენ შეუძლებელია გვქონდეს

ძველი ყაიდის უნიპოლარული, ბიპოლარული ან მულტიპოლარული სისტემა. ეს ორი

მნიშვნელოვანი მიზეზის გამო ხდება- საერთაშორისო ორგანიზაციება და

ტრანსნაციონალური კორპორაციები. თანამედროვე საერთაშორისო სისტემაში

სახელმწიფოები იმდენად დაუახლოვდნენ ერთმანეთს , გამონახეს რა საერთო

ინტერესები და შექმნეს შესაბამისი ორგანიზაციები, მიმაჩნია რომ სახელმწიფოს როლი

შედარებით შესუსტდა, საქმე გვაქვს ახალ მსოფლიოსთან. მაგრამ აღსანიშნავია ის,

რომ დღეს საქმე გვაქვს არა სახელწიფოს სრულიად გაქრობის ტენდენციასთან,

25

არამედ მხოლოდ მისი როლის შემცირებასთან. პირველ რიგში, თუ რატომ ვფიქრობ

რომ სახელმწიფოს არ აქვს ისეთივე დიდი როლი, როგორც ეს ადრე იყო, არის

მსოფლიო პოლიტიკის ასპარეზზე საერთაშორისო ორგანიზაციების გამოჩენა და მათ

როლის მკვეთრი ზრდა. აღსანიშნავია არა მარტო როლის, ამგვარი მათი

რაოდენობრივი ზრდა. ზოგაგად, დღეს სახელმწიფოებს შეუძლიათ თანამშრომლობა

და მოლაპარაკების მაგიდასთან თავიანთი პრობლემების მოგვარება, მშვიდობისა და

უსაფრთხოებისთვის საჭირო გადაწყვეტილებების მიღება. რეალურად,

საერთაშორისო ორგანიზაცია ამ მიზნით შეიქმნა, და რაც დრო გადის უფრო მეტად

ასრულებს თავის მოვალეობას. მაგალითისთვის განვიხილოთ ევროკავშირი,

რომელიც სახელმწიფოთა ინტეგრაციის ყველაზე თვალსაჩინო და წარმატებული

შემთხვევაა. გაერთიანების წევრ სახელმწიფოთა ნიშნებია: საერთო ბაზარი, ვალუტა,

ეკონომიკა, როგორც პროდუქციის, ისე ადამიანების მიერ საზღვრების უპრობლემო

გადალახვა, თანამშრომლობა მართლმსაჯულებისა და სახელმწიფოების საშინაო

საქმეთა სფეროებში და ა.შ. ევროკავშირმა იმგვარად დააკავშირა სახელმწიფოები

ერთმანეთთან, რომ შეუძლებელია რომელიმე მათგანმა მოინდომოს და მხოლოდ

პირადი ამბიციებით თუ ინტერესებით იმოქმედოს პოლიტიკის საერთაშორისო

ასპარეზზე. ანუ ევროკავშირის, თუ სხვა ორგანიზაციის წევრობა ნიშნავს სუვერენიტეტის

რაღაც ნაწილის დათმობას წევრი სახელმწიფოს მიერ, რაც ალბათ ადრე ნაკლებად

წარმოსადგენი იყო.

საერთაშორისო ორგანიზაციების გარდა, ვფიქრობ აღსანიშნავია

ტრანსნაციონალური კორპორაციების როლის ზრდა მსოფლიო პოლიტიკაში.

მართალია ამგვარი კორპორაციების სათავო ოფისი ერთ სახელმწიფოშია, მაგრამ არ

უნდა დაგვავიწყდეს ის, რომ მისი ფილიალები მოიცავს მსოფლიოს ბევრ ქვეყანას. ანუ

პროდუქციას კორპორაცია აწარმოებს მსოფლიოს მრავალი ქვეყნისათვის,

განსაზღრავს რა ადგილობრივ დონეზე ეკონომიკებს, ქმნის გლობალური ეკონომიკის

26

ჯაჭვს, რაც გავლენას ახდებს მთლიანად საერთაშორისო ურთიერთობებზე, რადგან

სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოვანესია ეკონომიკა და წარმოება, ტრანსაციონალური

კომპანიები კი სთავაზობენ მათ თამაშის წესებსა და მათი მაღალი სტანდარტებით

შესრულების საშუალებებს. საყურადღებოა რომ კორპორაციებს ზოგიერთ

სახელმწიფოზე მეტი ბიუჯეტიც კი აქვთ, მაგ: კოკა-კოლას კაპიტალი 2010 წელს

შეადგენდა 31 მილიარდ დოლარზე მეტს, რაც ბევრჯერ აღემატება მთელ რიგ

სახელმწიფოების ბიუჯეტეს, როგორც ევროპაში, ასევე სხვა კონტინენტებზეც.

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე მსოფლიოში სახელმწიფოს როლი

ნაწილობრივ შემცირდა ის მაინც რჩება საერთაშორისო სისტემის მთავარ მოთამაშედ.

ჩემს მიერ შერჩეულ მოდელში ოთხი ძლიერი სახელმწიფო განვიხილე- ა.შ.შ, რუსეთი,

ჩინეთი და ინდოეთი. ასევე ავიღე ოთხი ძირითადი და ერთი დამატებითი ინდიკატორი-

ეკონომიკა, სამხედრო ძლიერება, ტექნოლოგიური განვითარება, პოლიტიკური

გავლენა და სოციალური მდგომარეობა. ამერიკის შეერთებული შტატები თითქმის

ყველა კომპონენტში ლიდერობდა, რაც ამ ეტაპზე მის ჰეგემონიაზე მიუთითებს.

მიუხედავად ამისა, მისი დომინაცია არ არის ისეთი აშკარა როგორიც საუკუნის

დასაწყისში იყო. ჩინეთი თითოეულ კატეგორიაში გარკვეულ კონკურენციას უწევს ა.შ.შ-

ს, რაც მის ზრდაზე მიუთითებს. რუსეთი, ეკონომიკური და სოციალური პრობლემების

მიუხედავად კვლავ ანგარიშგასაწევი ძალაა, განსაკუთრებით სამხედრო ძლიერებას

ავღნიშნავდი. ჩვენი ჩრდილოელი მეზობელი, თავისი აგრესიული პოლიტიით მუდამ

განიხილებოდა ერთ-ერთ სუპერ-სახემწიფოდ და ეს მომავალშიც მოსალოდნელია. ამ

ქვეყნებს შორის ყველაზე ცუდი მაჩვენებლები ინდოეთს ჰქონდა, რომელიც მისი

სოციალური პრობლემების ფონზე მაინც განიხილებად ძლიერ სახელმწიფოდ.

ინდოეთს მოუწევს სერიოზული მუშაობა სუპერ-სახელმწიფოდ ჩამოყალიბებისთვის,

რაც ძირითადად დამოკიდებული იქნება მის ეკონომიკურ ზრდაზე.

საბოლოოდ, მიუხედავად ბევრი მსჯელობისა რიცხვები ამერიკის შეერთებული

27

შტატების მხარეს იხრება, მას ჯერ კიდევ შესწევს ძალა რესურსების დიდი რაოდენობით

მობილიზების შედეგად შეინარჩუნოს ლიდერობა უახლოეს მომავალში. თუმცა

რესურსების მსგავსი რაოდენობის ხარჯვის ფონზე სისტების ჰეგემონს ისტორიულად

ყოველთვის ექმნება გამოფიტვის საფრთხე, სწორედ ასეთ დროს სხვა სახელმწიფოებს

ეძლევათ შესაძლებლობა საერთაშორისო სისტემის სტრუქტურა შეცვალონ. სამყარო

გახდება მულტიპოლარული და ჩემს მიერ აღნიშნული ქვეყნები იქნებიან ამ სისტემის

წამყვანი სახელმწიფოები, მაგრამ უახლოეს მომავალში ეს ნაკლებ სავარაუდოა.

28

ბიბლიოგრაფია:

1)Alida Tomja- “Polarity and International System Consequences”, Interdisplinary Journal of

Research and Development Vol (1), No.1, 2014;

2) Rihoux, Benoît (2013), "QCA, 25 Years after"The Comparative Method": Mapping,

Challenges, and Innovations--Mini-Symposium", Political Research Quarterly;

3) George, A. & Benett, A. „Case Study and theory development in social sciences“, U.S.A,

2005;

4) Christopher Layne, “The Waning of U.S Hegemony- Myth or Reality?” , International

Security, Vol. 34, No.1 , 2009;

5) John Caves- Balancing US power in the 21st century (2000);

6) Joseph. Jr. Nye- “Understanding 21st century power shifts”-

http://www.europeanfinancialreview.com/?p=2743; (უკანასკნელად გადამოწმებულ იქნა -

04.01.2018);

7) David Collier, „Understanding Process-tracing“, (U.S.A: American Science Association,

2001);

29

8) Dr. Gökhan Özkan- Unipolar, bipolar and mulpipolar international system;

9) Robert Kappel- Global Power Shifts and Challenges for the global order (2014);

10) Penning, P &, Keman, H. & Kleinnijenhais, J. , „Doing research in Political Science“.

London: Sage Publications, 2008;

11) Stephen G. Brooks and William C. Wohlforth- The rise and fall of the great poers in the

twenty-first century;

12) Waltz, Kenneth, “Theory of International Politics”, Addison-Wesley Publishing

Company, U.S.A: 1979;

13) Robert Gilpin, “The Political Economy of International Relations”. Princeton: Princeton

University Press, 1987;

14) William C. Wohlforth- “The Stability of Unipolar World”, MIT Press Journals, 1999;

15) UNDP- Human Development Report 2016- 1 Un Plaza, New York, NY 10017 USA;

16) გიორგი კობერიძე- „ახალი მსოფლიო წესრიგი: მულტიპოლარული სისტემის

აღზევება?“ https://geword.wordpress.com (უკანასკნელად გადამოწმებულ იქნა,

07.01.2018);

30

17) Jimmy Carter- “Energy and National Goals- A Crisis of Confedence”. Delivered15 July,

1979. http://www.americanrhetoric.com/speeches/jimmycartercrisisofconfidence.htm

(უკანასკნელად გადამოწმებულ იქნა, 06.01.0218);

18) World Bank Database- http://data.worldbank.org/indicator/NY.GDP.MKTP.CD

(უკანასკნელად გადამოწმებულ იქნა - 07.01.2018);

იქვე, http://data.worldbank.org/indicator/GB.XPD.RSDV.GD.ZS;

19) Andrea Edoardo Varisco, “Towards a Multi-Polar International System: Which Prospects

for Gloval Peace?” http://www.e-ir.info/2013/06/03/towards-a-multi-polar-international-

system-which-prospects-for-global-peace/ (უკანასკნელად გადამოწმებულ იქნა -

07.01.2018);

20) A Supplement to R&D Magazine-2016 Global R&D Founding Forecast-

https://www.iriweb.org/sites/default/files/2016GlobalR%26DFundingForecast_2.pdf

(უკანასკნელად გადამოწმებულ იქნა - 07.01.2018);

21) Skype Gould, Paul Szoldra- “The 25 most powerful militaries in the world”-

http://www.businessinsider.com/the-worlds-most-powerful-militaries-2017-3

(უკანასკნელად გადამოწმებული იქნა - 03.01.2018);

22) Josef Joffe- „The defaulf power“, Foreign Affairs, 2009,

https://www.foreignaffairs.com/articles/united-states/2009-08-17/default-power

31

(უკანასკნელად გადამოწმებულ იქნა - 04.01.2018);

23) Zareed Zakaria, “The Rise of The Rest”, https://fareedzakaria.com/2008/05/12/the-rise-of-

the-rest/ (უკანასკნელად გადამოწმებულ იქნა - 03.01.2018);

24) International Monetary Fund- "World Economic Outlook Database" (უკანასკნელად

გადამოწმებულ იქნა - 06.01.2018);

25) Stockholm International Peace Institute-„Military expenditures by country”,

https://www.sipri.org/sites/default/files/Trends-world-military-expenditure-2016.pdf

(უკანასკნელად გადამოწმებულ იქნა, 05.01.2018);