ლექსიების კურსი საგანში ... ... 6 ნახ. 1.3. DSS...

Click here to load reader

  • date post

    28-Jan-2020
  • Category

    Documents

  • view

    2
  • download

    0

Embed Size (px)

Transcript of ლექსიების კურსი საგანში ... ... 6 ნახ. 1.3. DSS...

  • 1

    ლექსიების კურსი საგანში ”საინფორმაციო სისტემები და მათი დაპროექტება”

    ავტორი ცირა ჯაფიაშვილი

    ლექცია 1. თემა 1. საინფორმაციო სისტემები

    სისტემის ცნება; სისტემის ელემენტი, ორგანიზაცია, სტრუქტურა, არქიტექტურა,

    მთლიანობა. საინფორმაციო სისტემის ცნება. საინფორმაციო სისტემების (სს)

    დანიშნულება. საინფორმაციო სისტემების როლი თანამედროვე ეკონომიკური

    ობიექტების მართვაში.

    ინფორმაცია თანამედროვე მსოფლიოში გახდა ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან

    რესურსად, საინფორმაციო სისტემები კი -- აუცილებელ ინსტრუმენტად პრაქტიკულ

    საქმიანობის ყველა სფეროში.

    ამოცანების ნაირფეროვნებამ, რომლებიც ამოიხსნება სს-ის დახმარებით, მიგვიყვანა

    მრავალ სხვადასხვა ტიპის სს-სთან. ისინი განსხვავდება ერთი მეორესაგან აგების

    პრინციპებითა და ინფორმაციის დამუშავების წესებით. საინფორმაციო სისტემების

    წარმოქმნა შედეგია ობიექტური პროცესის, რომელსაც სამეცნიერო-ტექნიკური რევო-

    ლუცია ჰქვია. ეს სისტემები, ინფორმაციის ინტეგრირებით, უზრუნველყოფენ მართვის

    ამოცანების კომპლექსურ გადაწყვეტას.

    1.1. საინფორმაციო სისტემების პროექტირების ძირითადი ცნებები

    განვსაზღვროთ საინფორმაციო სისტემების პროექტირების ძირითადი ცნებები.

    სისტემა (ბერძნული სიტყვიდან systema - ერთიანი შენაერთი შექმნილი ნაწილებისაგან)

    ეს არის ურთიერთმომქმედი ელემენტების ერთობლიობა.

    სისტემის ელემენტი - სისტემის ნაწილი, რომელსაც გააჩნია გარკვეული ფუნქციური

    მნიშვნელობა. სისტემის რთულ ელემენტებს, თავის მხრივ შემდგარს შედარებით

    მარტივ ურთიერთმომქმედი ელემენტებისაგან, ხშირად ქვესისტემებს უწოდებენ.

    სისტემის ორგანიზაცია - სისტემის ელემენტების ურთიერთქმედების შეთანხმულობა,

    მოწესრიგება, რომელიც გამოიხატება სისტემის ფარგლებში ელემენტების

    მდგომარეობის ნაირსახეობის შეზღუდვაში.

    სისტემის სტრუქტურა - სისტემის ურთიერთ მომქმედი ელემენტების შემადგენლობა,

    წესრიგი და პრინციპები, რომლითაც განისაზღვრება სისტემის ძირითადი თვისებები.

    თუ სისტემის ცალკეული ელემენტები ნაწილდება სხვადასხვა დონეებზე და მათი შიდა

    კავშირები ელემენტებს შორის ორგანიზებულია ზე დონისაგან ქვე დონისაკენ, სისტემის

    იერარქიული სტრუქტურაზე მეტყველებენ. მკაცრ იერარქიულ სტრუქტურებს

    პრაქტიკაში იშვიათად ვხვდებით, და ხშირად ამ სტრუქტურის ქვეშ იგულისხმება

  • 2

    ისეთი სტრუქტურებიც, რომლებშიც სხვა კავშირებს შორის დომინირებს იერარქიული

    კავშირები.

    სისტემის არქიტექტურა - მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი სისტემის თვისებების

    ერთობლიობა.

    სისტემის მთლიანობა - გულისხმობს სისტემის თვისებების არ დაყვანას ცალკეული

    ელემენტების თვისებების ჯამამდე და, ამავ დროულად, თითოეული ელემენტის

    დამოკიდებულებას მის ადგილისა და ფუნქციის მიხედვით სისტემის შიგნით.

    ინფორმაციულ სისტემა (სს) - ურთიერთ დაკავშირებული ერთობლიობის

    საშუალებების, მეთოდების, პერსონალის გამოყენება ინფორმაციის შენახვის,

    გადამუშავების გაცემისთვის დადგენილი მიზნის მისაღწევად.

    ნებისმიერი ორგანიზაცია შედგება მართვის და სამართავი ნაწილისაგან,

    რომლებიც ერთობლივად შეადგენენ მართვის სისტემას. ორივე მათგანის ფუნქციო-

    ნირებისთვის საჭიროა მათ შორის ინფორმაციის გაცვლა: მართვის ნაწილმა უნდა

    მიიღოს ინფორმაცია საწარმოში მიმდინარე წარმოების პროცესებზე, გადასცეს მითი-

    თებები კონკრეტული გადაწყვეტილებების სახით. თავის მხრივ, სამართავმა ნაწილმა

    უნდა მიაწოდოს მართვის ნაწილს ინფორმაცია წარმოების მიმდინარე პროცესებზე,

    რათა არ შეფერხდეს წარმოების სწორი მართვა. ორივე ნაწილი მოქმედებს ერთი

    მეორეზე. ეს პროცესი უწყვეტია. მართვის სისტემის კონტურული სქემა ნაჩვენებია

    ნახატზე 1.1

    ნახატი 1.1. მართვის სისტემის კონტურული სქემა

    ნებისმიერ ორგანიზაციულ სისტემაში ინფორმაციულ სისტემის დანიშნულებაა

    ადამიანისადმი მართვის პროცესის განსახორციელებლად საჭირო ინფორმაციის

    მიწოდება. მმართველ და სამართავ ქვესისტემებს შორის კავშირის დამყარება

    შესაძლებელია მხოლოდ ინფორ