ისტორიის რეკონსტრუქციები · 6...

100
№1.2015 ისტორიის რეკონსტრუქციები

Transcript of ისტორიის რეკონსტრუქციები · 6...

№1.2015

ისტორიის რეკონსტრუქციები

სამეცნიერო რედაქტორი: დავით დარჩიაშვილი

რედაქტორი: ნატა ვაჩეიშვილი, თეა ქიტოშვილი

სარედაქციო კოლეგია: დავით დარჩიაშვილი გია ნოდია ნოდარ ლადარია

დამკაბადონებელი: ქეთევან გოგავა

ჟურნალი რეფერირებადია

This journal is peer-reviewed

© 2015, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

ISSN 2346-8254

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობაქაქუცა ჩოლოყაშვილის 3/5, თბილისი, 0162, საქართველო

ILIA STATE UNIVERSITY PRESS 3/5 Cholokashvili Ave, Tbilisi, 0162, Georgia

ისტორიის რეკონსტრუქციები

ს ა რ ჩ ე ვ ი

წინასიტყვაობა ...............................................................................................................................5

ახალციხე – ქართული „იერუსალიმი“ (დავით დარჩიაშვილი) ......................................8

კავკასია და ოთხთა კავშირი 1918 წელს: გაერთიანების ელიტარული მცდელობები (გიორგი მამულია) ................................................................52

სულხან-საბა ორბელიანი: ევროპა ქართველის მზერით (ნოდარ ლადარია) .............................................................78

„თბილისი იყო ურთიერთობა“ (შტრიხები 50-80-იანი წლების თბილისის სოციო-ურბანული პორტრეტისათვის) (მარიამ მათიაშვილი) ............................................................................85

52015

ისტორია წარსულის რეკონსტრუქციაა. ისტორიოგრაფიამ კარგა ხნის წინ დათმო პი-რუთვნელი ობიექტივიზმის ილუზია, რადგან თანამედროვეობის კითხვებზე გარდასულ ეპოქათა პასუხები ამოუწურავია – ისინი დღევანდელობის ცვალებადი მოთხოვნების მი-ხედვით ვარირებს. ისტორიკოსთა ნახელავი ბაგრატის აღდგენილ ტაძარს ჰგავს, რომ-ლის ავტორები არ და ვერ იქნებოდნენ მიჯაჭვული წარსულის ქარგაზე – თუნდაც, ასე-თის ჩვენამდე არასრულად მოღწევის გამო.

მაგრამ ისტორიოგრაფიის გარდაუვალი სუბიექტივიზმი არ ქმნის ფიქციას. წარსულის მკვლევარი წყაროთა მარწუხებშია მოქცეული და, შესაბამისად, ვერ გამოიგონებს არ-მომხდარ მოვლენებსა თუ პერსონაჟებს. მისი ამოცანა მწერლის დანიშნულებას კი ჰგავს, მაგრამ მაინც განსხვავებულია: წარსულის მიერ შემოთავაზებული მწირი და ნაწყვეტი ცნობებით ისტორიკოსმა აქტუალური უნდა გახადოს იგი – გააცოცხლოს იმისათვის, რომ დღევანდელობის უკეთ გაგებაში (თუ კონსტრუირებაში) დაიხმაროს. ბაგრატის ტაძრის მეტაფორას რომ დავუბრუნდეთ, მისი აღდგენის ფორმა არა წარსულის ასლის შექმნა, არამედ საქართველოს მოდერნიზაციის პარადიგმისათვის ისტორიული საფუძვლების ძიება/ფორმირების მცდელობაა. სხვათა შორის, თანამედროვე, ოღონდ განსხვავებული, მოთხოვნებისავე სამსახური იქნებოდა ტაძრის ნანგრევთა შენარჩუნება/სტილიზაცია: იგი მოესალბუნებოდა რომანტიკულ, შესაბამისად კი, მჭვრეტელურ გუნებაგანწყობებს.

წარსულისა და თანამედროვეობის ურთიერთობა, თუ როგორც ერთი პოსტმოდერნისტი ავტორი ისტორიას უწოდებდა – მომხდარის შესახებ მახსოვრობით თამაში1 – მრავალი ფორმით შეიძლება. თუმცა ისტორიკოსისათვის მთავარი, წინარე ტექსტებზე დაყრდნო-ბით, საკუთარი ტექსტის შექმნაა. წინამდებარე სადისკუსიო წერილების პირველი ნომე-რიც ასეთ ტექსტთა კრებულია. „ისტორიის რეკონსტრუქციების“ მიზანია საქართველოსა თუ რეგიონში მომხდარი ისეთი სოციალური, კულტურული და, რა თქმა უნდა, პოლი-ტიკური ამბების ინტერპრეტაცია, რომელნიც დღევანდელი სოციუმისა და პოლითეას შესაცნობად და მომავალზე ზრუნვისათვისაა აქტუალური. წარმოდგენილი წერილები, რომელნიც აკადემიური ანალიზისა და ესეისტიკის ჩარჩოთა შორის ვარირებს, ისტო-

1 ისტორიისადმი პოსტმოდერნულ სკეფსისზე, მის ლიტერატურულ ჟანრად წარმოდგენაზე საინტერესოდ ყვება რიჩარდ ევანსი. მართალია, იგი ფრანკ აკერსმიტის ამ ირონიულ ფრა-ზას არ იზიარებს, მაგრამ თვლის, რომ ისტორიკოსის შრომა არქივიდან კი არ იწყება, არა-მედ თეზისის ფორმულირებიდან. არქივი, წყაროები შემდგომ ხდება აქტუალური – თეზისის დამტკიცებისათვის მოწმობების საძიებლად Richard J. Evans, In Defense of History, W.W. Norton and Company, 2000

როცა შიში გვიპყრობს იმაზე, თუ რა ხდება, უნდა გვესმოდეს, რომ ყოველივე ლოგიკურია...სხვა რამ ვერც მოხდებოდა ასეთი გენეტიკით, ასეთი წარსულის პირობებში...

ევგენი პონასენკოვი, პოსტსაბჭოთა რუსი ისტორიკოსიwww.youtube.com/watch?V=OYKY16E4HSc

წინასიტყვაობა

6

ისტო

რიი

ს რ

ეკო

ნსტრ

უქცი

ები

რიულ ფიგურებზე, ელიტებსა თუ პოლიტიკურ ცენტრთა ანატომიაზე დისკუსიის ხელშეწ-ყობას ემსახურება. ავტორთა მიერ გამოყენებული მეთოდიკა ნაირფერია: ისტორიულ ტექსტთა შინაარსობრივ-სტრუქტურული ანალიზიდან – საზოგადოებრივი ფენების სო-ციოლოგიურ დახასიათებამდე. გვხვდება ერთგვარად მიკროისტორიული ჩანახატებიც, რომელთა მეშვეობითაც ნაციონალური პროცესების თუ ეპოქის სულის წარმოდგენაა გამიზნული. კრებულის სიახლე, რომელზედაც პრეტენზიას მისი შემქმნელები აცხადე-ბენ, შეიძლება ორგვარად იქნას გაგებული: ერთი მხრივ, იგი ეხება თემებს, რომლებიც წარსულის იდენტობებს შეგვაგრძნობინებს და თანამედროვე ეროვნულ-რეგიონალური იდენტობების შეცნობაში დაგვეხმარება. ამასთან, წერილები ისეთ თემატიკას ეძღვნება, რომელიც ქართულ ისტორიოგრაფიაში ან იგნორირებულია, ან კრიტიკულ გადაფასე-ბას ითხოვს. მოკლედ, ამ წერილებით საზოგადოებრივი სამსჯავროს წინაშე კვლავ ისმე-ბა მარადიული კითხვა – რა მოხდა ჩვენს წარსულში ისეთი, რისი კრიტიკული გადაფა-სებაც უკეთესი მომავლის შენებისათვის გვჭირდება. კრებულის იმპერატივი კი ისაა, რომ მომავალის შექმნა შეუძლებელია, თუ მახვილი მზერა წარსულისაკენ არაა მიმართული: როგორც ადამიანი, ისე საზოგადოებაც, არ არსებობს მუდმივად რეკონსტრუირებადი წარსულის გარეშე, რომელიც აწმყოსაც განაპირობებს და მომავალსაც. ერთი ფრაზით რომ შეიძლებოდეს კრებულის სულისკვეთებისა თუ მიზნის გადმოცემა, გამოგვადგებო-და ათწლეულების წინ (თუმცა კი სულ სხვა მსოფლხედვით), გადაღებული სამეცნიერო-პოპულარული ფილმის სათაური: „მოგნებები მომავალზე“.

„ისტორიის რეკონსტრუქციების” პირველ ნომერში ოთხი სტატიაა შესული. ნოდარ ლადარია XVIII საუკუნის მოაზროვნე ქართველის მენტალობის დასახასიათებლად იყენებს სულხან-საბა ორბელიანის ყველასათვის ცნობილ ტექსტს „მოგზაურობა ევ-როპაში“. რა თქმა უნდა, თემა უფრო ამომწურავ კვლევას ითხოვს, მაგრამ ეს მცირე ზომის წერილი უდავოდ ნოვატორულ ხედვას გვთავაზობს იმაზე, თუ რა კავშირი იყო სულხან-საბას სამოგზაურო ჩანაწერებსა და მის თანამედროვე ევროპულ აზრს შორის: ლადარიასათვის ტექსტი მნიშვნელოვანწილად ანაქრონისტულია – შუასაუკუნეობრი-ვი, რომელშიც ყურადღება არ ექცევა არც სივრცეში ზუსტ ორიენტირებას და არც ეს-თეტიკურ იერარქიას. მაგრამ იმავდროულად, „მოგზაურობა ევროპაში“ ავლენს ახალი დროების სულისკვეთებას: ლადარიას თქმით, ავტორი მკითხველზე ორიენტირებული აქტიური პოლიტიკური ლიდერია, რომელიც ყურადღებას იმდროინდელი საქართვე-ლოს კულტურული ჩამორჩენის დაძლევის საჭიროებაზე ამახვილებს.

მენტალიტეტს, უფრო სწორად კი ჰაბიტუსს ეხება დამწყები მკვლევრის, მარიამ მათიაშ-ვილის „თბილისი იყო ურთიერთობა“. ოღონდ ამჯერად კვლევის საგანი არა ინდივიდუ-ალური მოაზროვნე, არამედ კონკრეტული სოციუმია – XX საუკუნის 50-80-იანი წლების თბილისელთა წრე, ანუ ბურდიესეული „მილიო“. ერთი მხრივ მათიაშვილი დაუბრუნდა დასავლურ სპეციალურ ლიტერატურაში კარგად ნაცნობ თემას, საბჭოთა კლასობრი-ობას, ოღონდ სიახლეა, თბილისის მაგალითზე, საბჭოთა ელიტის კულტურულ-გეოგ-რაფიული პარამეტრების ძიება. მაგრამ კიდევ უფრო საინტერესოა კვლევის მეორე ას-პექტი: სოციოლოგიური თეორიებისა და ინტერვიუებსა თუ მხატვრულ ლიტერატურაში ასახული თბილისური ფოლკლორის გამოყენებით ავტორი ამტკიცებს, რომ ქალაქის ცენტრალური უბნების მაცხოვრებელთა ქედმაღლობა სოფლის მიმართ, იგივე რურა-ლური ერთობის წევრთათვის დამახასიათებელი მენტალობით აიხსნება. ავტორისათვის

72015

გვიანსაბჭოთა თბილისი უფრო სოფლური რეზიდუალური ჰაბიტუსის მქონე უბანთა კონ-გლომერატია, ვიდრე მოდერნული, კონტრაქტზე, კონკურენციასა და ინდივიდუალურ გაუცხოვებაზე მდგომი ქალაქი.

გიორგი მამულიას სტატია საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის ეპო-ქაში გვაბრუნებს. თემა, თავისთავად, ამოუწურავია და, მინიმუმ, იდეოლოგიური კლი-შეებისაგანაა ჯერაც გასათავისუფლებელი. მაგრამ სტატია მხოლოდ ამით არ იქცევს ყურადღებას. ქართველი მკითხველისათვის ნაკლებად ცნობილი გერმანული წყარო-ების გამოყენებით მამულია ხსნის, თუ რატომ აყოვნებდა ამიერკავკასიის დროებითი ხელისუფლება დამოუკიდებლობის გამოცხადებას; რამდენად ეხამუშებოდათ ქართველ სოციალ-დემოკრატებს ოსმალური ექსპანსიის წინააღმდეგ პროგერმანული ქართული დასის გამოყენება; როგორ ნელ-ნელა, მაგრამ გარდაუვლად ერთვებოდა თბილისი თეთრი და წითელი რუსეთის წინააღმდეგ მებრძოლ ჩრდილოეთ კავკასიელებთან თა-ნამშრომლობის საქმეში. სტატიის მთავარი სიახლე კი, ჩემი აზრით, ისაა, რომ საქარ-თველოს ბედი თუ უბედობა არა მოწყვეტით, არამედ კავკასიურ კონტექსტშია განხი-ლული. ჩვენი წარსულის უშუალო შემოქმედებად მოჩანან გერმანულ-ავსტრიული და ჩერქეზულ-ჩეჩნური ელიტის წარმომადგენლები. აკაკი ჩხენკელის დონის ეროვნულ ფიგურათა პოლიტიკის ტრაექტორია კრესენშტეინის, თალაათ ფაშას, ბამატისა და ჩერ-მოევის ინტერესებისა და ქმედებებისაგან განუყოფლადაა განხილული.

დაბოლოს, კრებულის ფარგლებში გთავაზობთ ჩემს სტატიას – „ახალციხე – ქართული იერუსალიმი“. იერუსალიმის მეტაფორა, ამ შემთხვევაში, საქართველოს ერთ-ერთი ის-ტორიული ცენტრის პოლიტიკურ და კულტურულ მრავალგანზომილებიანობაზე მიუთი-თებს. ქართული სახელმწიფოს ეს განუყოფელი ნაწილი, იმავდროულად, განსაკუთრე-ბულ ემოციებს თურქულ, რუსულ და სომხურ წრეებში იწვევს. სტატიაში გამოყენებული წყაროები, დიდი ხანია, ცნობილია. არც იმაზე მითითებაა ახალი, რომ ადგილობრივ ხალხებზე ბატონობისათვის მებრძოლ მეზობელ იმპერიათა ფრონტის ხაზი ახალციხის სანახებზეც გადიოდა. მაგრამ საუკუნეების მანძილზე განვითარებული ახალციხური დრა-მის გახსენება აქტუალურად მივიჩნიე, რადგან დღეს იქ მცხოვრებთა თანაარსებობის თანამედროვე მოდალობებზე ზრუნვა ჩვენი საზოგადოების ამოცანაა. საქართველოში ათწლეულების წინ დეპორტირებული მესხები ბრუნდებიან. ისტორიის ინტერპრეტაცი-ების ადეკვატურობაზეა დამოკიდებული, გვეყოლება მომავალში „ახისკა თურქებად“ წოდებული გაუცხოებული ეთნოჯგუფი თუ მულტიკულტურული საქართველოს ინტეგრა-ლური ახალი (ძველი) მესხური ნაწილი.

ეს ოთხი წერილი პირველი კენჭებია იმ მოზაიკის ხელახლა ასაწყობად, რომელსაც „ქართული“ სამყარო წარმოადგენს. როგორც თავიდანვე ითქვა, ეს სამყარო წარსუ-ლის და აწმყოს დიალექტიკაა, რომლის კონტურების გამოკვეთა მისსავე მომავლის კონსტრუირებას ემსახურება. ცნება ქართულის ბრჭყალებში მოქცევა კი იმაზე ხაზგასმას ემსახურება, რომ იგი არც ეთნიკურადაა ჰომოგენური და არც თანამედროვე სახელ-მწიფოებრივი საზღვრებით ამოიწურება. ვიმედოვნებ, „ისტორიის რეკონსტრუქციები“ ყურადღებას მიიქცევს, გაგრძელდება და ავტორთა შემდგომი გამრავალფეროვნებით მოემსახურება დასახულ ამოცანას.

დავით დარჩიაშვილი, 2015 წლის სექტემბერი

8

ახალციხე – ქართული „იერუსალიმი“დავით დარჩიაშვილი

შესავალი

სტატიის კონცეპტუალური საფუძვლები

სამცხე-ჯავახეთის რეგიონის ცენტრში დღეს დაახლოებით 20000 ადამიანი ცხოვრობს. საქართ-ველოში ბევრად უფრო მჭიდრო დასახლებები არსებობს, რომელთა წონა ქვეყნის თანამედრო-ვე სოციალურ-პოლიტიკურ ცხოვრებაში გაცილებით მეტია. მაგრამ თითებზეა ჩამოსათვლელი ურბანული დასახლებები, რომელთაც ისეთი გამორჩეული ბედი და კულტურული თავისებურე-ბა გააჩნია, როგორც ახალციხეს. იგი ქალაქია არა მხოლოდ ამ სიტყვის ადმინისტრაციული, ეკონომიკური თუ დემოგრაფიული გაგებით, არამედ კავკასიისა და შუა აღმოსავლეთის ისტო-რიულ-კულტურული თავისებურებებიდან გამომდინარე. მასში განსაკუთრებით ირეკლება მთელი საქართველოს, როგორც ევროპული, ისე აზიური ფესვები და მისი პრობლემური, გამოწვევებით აღსავსე ეთნოკონფესიური მემკვიდრეობა.

ახალციხე ადგილია, რომლის მიკროისტორიას შესწევს უნარი, დაგვანახოს კერძოსა და ზოგადის, საკაცობრიო, რეგიონული და საქართველოს ინდივიდუალური ისტორიული ბედის ერთდროული რეალიზაცია. დრამა, რომელიც აქ საუკუნეთა განმავლობაში ვითარდებოდა, ცივილიზაციათა არაერთი კონფლიქტური გზაშესაყარის იგივეობრივია. ამავე დროს, ახალციხე განუმეორებელია ისტორიულად. იგი საქართველოს წარსულისა და დღევანდელობის ერთ-ერთი ორიგინალური მსაზღვრელია – მისი ეთნოდემოგრაფიული, რელიგიური, გეოპოლიტიკური კომპლექსურობის მაგალითი.

ყველა ქვეყნისა თუ ერის ისტორია უნიკალურია: კულტურებისა და ლიდერების ინდივიდუალო-ბა, განუმეორებელი ისტორიული ხდომილებები ეროვნული პოლიტიკური სისტემების თავისე-ბურებას ქმნის და მის დინამიკას განაპირობებს. კოლექტიური ბედისწერის განმაპირობებელია რეგიონული კონტექსტიც. შესაბამისად, ის, რაც ხდებოდა თუ ხდება, ვთქვათ, პალესტინაში, ვერ განმეორდება არა თუ სადმე ლათინურ ამერიკაში, არამედ „ბიბლიური მიწიდან“ შედარებით ახ-ლოს მდებარე საქართველოშიც.

და მაინც, ეროვნულ ისტორიებს შორის მსგავსება-განსხვავებაზე არანაკლებია. ადამიანებს ყველ-გან და ყოველთვის ამოძრავებდათ როგორც ბედნიერების, ისე მასთან განუყოფელი ძალაუფ-ლების სურვილი. ბევრგან პოლიტიკა კალაპოტს ეთნიკურ და რელიგიურ კუთვნილებებში და მათ კალეიდოსკოპურ ნაზავებში ჰპოვებდა. ლოკალური ერთობების ინტერაქციათა რეგიონული კონტექსტი, განსაკუთრებით იმპერიული ცენტრების სახით, კიდევ ერთი ცვლადი იყო ინდივიდუ-ალურ შემთხვევათა შორის მსგავსებების გასაჩენად.

ისტორიული კერძოსა და ზოგადის დიალექტიკის ქართული მაგალითი, რომელსაც წინამდე-ბარე სტატია ეძღვნება, კიდევ ერთი კუთხითაა საინტერესო. ახალციხის ისტორია აჩვენებს არა

ახალციხე – ქართული „იერუსალიმი“

9ისტორიის რეკონსტრუქციები • 2015

მხოლოდ საერთაშორისო რეგიონული კონტექსტის ძალას, არამედ ქვეეროვნული, ლოკალური რეგიონების – მხარეების – თავისთავად ადგილს ეროვნული სხეულების ფორმირებაში. ერი, რო-გორც ბენედიქტ ანდერსონისეული წარმოსახვითი ერთობა,1 უნიკალურობასა და საერთო მიზანზე დამყარებულ იდენტობას მხარეთა თავისებურებების ნიველირებით აღწევს. მაგრამ ეს პროცესი არასოდესაა სრულყოფილი. გლობალიზაციის თანამდევად არა მხოლოდ ზეეროვნული ერთო-ბების გაჩენა, არამედ მათი საპირწონე – რეგიონულ-სამხარეო იდენტობების „გაღვიძებაც“ მიიჩნე-ვა – უნივერსალიზაცია მუდმივად ახალისებს ინდივიდუალიზმს სხვადასხვა ფორმით.2 ახალციხეს, ისევე როგორც მის ლოკალურ „ქვეყანას“ – სამცხე-ჯავახეთს, საკუთარი, მეზობელი ქართლისა თუ იმერეთისაგან განსხვავებული ელფერი დაჰკრავს. მათ მსგავსად, ისიც თანამედროვე საქართ-ველოს მაშენებელი აგურია, არანაკლები თავისთავადობისა და გამორჩეული ადგილის მქონე. თუ ამას დავივიწყებთ, ეს არაფერს შეცვლის, გარდა იმისა, რომ კერძო-ზოგადის დიალექტიკის ეროვნული ნარატივის ფორმულირების ინიციატივაზე ვიტყვით უარს. „წმინდა ადგილი“ კი თავი-სუფალი არასოდეს რჩება.

საკითხის კვლევის ისტორია და შესაბამისი ამოცანები

როგორც ახალციხის, ისე მთელი სამხრეთ საქართველოს აღწერები მრავალფეროვანია. ისინი საუკუნეების მანძილზე იქმნებოდა არა მხოლოდ ადგილობრივ-ქართული სახით, არამედ ანტი-კურ ბერძენთა, ბიზანტიელთა, თურქთა, სომეხთა, მოგვიანებით კი რუს მოხელეთა და ევროპელ მისიონერთა, ანალიტიკოსთა თუ მოგზაურთა მიერ. ინტერესის მიზეზები, წმინდა პოლიტიკური და სამხედრო-სტრატეგიულიდან,3 ეთნოგეოგრაფიულამდე ვარირებდა. გამოირჩეოდა იმპერიული – ჯერ ოსმალური და მერე რუსული – ადმინისტრაციულ-სამეურნეო აღწერები. მაგალითისათვის,

1 ნაციონალიზმის ამ გამოჩენილი თეორეტიკოსის ერთ-ერთი მთავარი დაკვირვებაა, რომ ერად ყოფნაში უმთავრესია პიროვნების წარმოსახვითი იდენტიფიცირება უცნობებთან, რაც ბეჭდვითი გზით გავრცე-ლებული და გაზიარებული პოლიტიკურ-კულტურული ხასიათის ისტორიების დახმარებით ხორციელდე-ბა (Anderson, 1991).

2 გლობალიზაციის, ისევე, როგორც საერთაშორისო უსაფრთხოების თეორიებში ხაზი ესმება იმ გარემო-ებას, რომ გლობალური ჰომოგენურობა და წესრიგი ჰეტეროგენურობა-უწესრიგობის ახალი ფორმების გენერირებას უწყობს ხელს. აღინიშნება, რომ საერთაშორისო გლობალურ საზოგადოებაზე სამართლის გავლენა შეიძლება რელიგიითა თუ სოციეტალური იდეოლოგიებით იზღუდებოდეს (Jepperson, Wendt, Kat-zenstein, 1996, pp 48-49). ამის პარალელურად, XX საუკუნის მეორე ნახევარმა, პოსტინდუსტრიული სამყა-როს კონტურებმა თუ პოსტმოდერნული პარადიგმის ფორმულირების მცდელობებმა აქტუალური გახადა მსჯელობა ერი-სახელმწიფოს მოძველება-წარმავლობის შესახებ. აღინიშნა მისი მზარდი შევიწროვება ზემოდან (ინტერსამთავრობო ორგანიზაციების, კორპორაციების, გლობალური რელიგიების, საერთა-შორისო ტერორისტული თუ კრიმინალური კარტელების მიერ) და ქვემოდან (ეროვნული კონსენსუსის დაკარგვა ურბანული და სასოფლო, რელიგიური და სეკულარული გამყოფი ხაზების გასწვრივ; რეგი-ონული ინტერესების ზრდა, სახელმწიფოთა დევოლუციისა და სეპარატიზმის გახშირება (Toffler, 1980). არსებითად იგივე პრობლემას აღნიშნავდა საერთაშორისო ურთიერთობების გამორჩეული მკვლევარი ჰედლი ბული, რომელიც ერი-სახელმწიფოების მოდერნული სამყაროს ეროზიასა და ძალაუფლების ზე და ქვეეროვნული ცენტრების კალეიდოსკოპის დაბრუნებას – „ახალ შუა საუკუნეებს“ – წინასწარმეტყ-ველებდა (Bull, 1977).

3 საინტერესოა, რომ ბათუმისა და ყარსის სტრატეგიულ მნიშვნელობაზე, ისტორიულ სამხრეთ საქართ-ველოზე გამავალ საკომუნიკაციო ხაზებსა და ახალციხის ადგილზე ამ მოცემულობაში ყირიმის 1853-1855 წლების ომის დროს ფრიდრიხ ენგელსიც მსჯელობდა. მარქსიზმის ერთ-ერთ ფუძემდებელს სამხედრო თემატიკის გაშუქება იდეოლოგიურ თუ სოციოკულტურულ საკითხებზე უკეთესად თუ არა, უარესად ნამდვილად არ გამოსდიოდა. იხ. მაგ., დ. კოჟორაძის მიერ ციტირებული ნაწყვეტი ენგელსის სტატიიდან (კოჟორაძე, 1969, გვ. 19).

დავით დარჩიაშვილი

10

სამხრეთ საქართველოს შუა საუკუნეების ქართველ მკვლევართა თაობები იზრდებოდა ოსმალე-ბის მიერ დანატოვარ საგადასახადო წიგნზე – „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარზე.“

ქართული ისტორიოგრაფიის ინტერესი მკვეთრად ეროვნული იყო: იგი ნაციონალიზმის ხანაში, რუსული იმპერიისა და შემდგომ საბჭოთა კავშირის ფარგლებში იძულებითი ყოფნის დროს ყა-ლიბდებოდა. შესაბამისად, ქართული ისტორიოგრაფიული ნაციონალიზმი ცენზურის პირობებში ვითარდებოდა, თუმცა ეროვნული თვითშეგნების მამოძრავებელ როლს კლასიკურად ასრულებ-და. შემთხვევითი არ იყო, რომ ქართული სამეცნიერო ისტორიოგრაფიის სათავეებთან იდგა და უშუალოდ სამხრეთ საქართველოთი ინტერესდებოდა თანამედროვე საქართველოს „დამფუძნე-ბელი მამა“ ილია ჭავჭავაძე.

ნებსით თუ უნებლიეთ, თაობათა მანძილზე, ქართველ ისტორიკოსებს ჰქონდათ სამი უცვლელი ამოცანა, რომელთა გადასაწყვეტად ახალციხის მხარე განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობდა: მათ უნდა ეჩვენებინათ საქართველოს სახელმწიფოებრივი ტრადიცია, აეყვანათ იგი თავისთავადი პოლიტიკური ცივილიზაციის რანგში და ამით შეექმნათ დამოუკიდებლობის აღდგენის კონცეფ-ტუალური ნიადაგი; ისინი მუდმივად ასაბუთებდნენ, რომ საუკუნეობრივი ეთნოგრაფიული და პო-ლიტიკური დანაწევრება-განსხვავებულობების მიუხედავად, ქართველი ეთნოსი/ერი ბუნებრივად ერთიან ორგანიზმს წარმოადგენდა და მისი განსახლების მთელ არეალზე ჰქონდა ლეგიტიმური ტერიტორიული პრეტენზია. და ბოლოს, ისინი ამტკიცებდნენ უშუალოდ სამხრეთ საქართველოს ოდინდელ და უწყვეტ, პრიმორდიალურად ქართულ ხასიათს.

თავად ამ ამოცანებიდან ჩანს ქართული ეროვნული იდეის წინაშე არსებული გამოწვევები, რო-მელთა კონტურები არა მხოლოდ და იმდენად მეტოქე/დამპყრობელთა მახვილიდან, რამდენა-დაც ამ უკანასკნელთა პოლიტიკური და აკადემიური ნარატივებიდან მოდიოდა. იდეოლოგიური თუ გეოპოლიტიკური ბრძოლის ეპიცენტრი კი სწორედ სამცხე-ჯავახეთი, ისევე, როგორც დღეს თურქეთში მდებარე ტაო-კლარჯეთი, ანუ ისტორიული სამხრეთ საქართველო იყო.

სამცხე-ჯავახეთი და მისი ცენტრი, ახალციხე, ერთადერთი არაა თანამედროვე საქართველოს პროვინციებს შორის, რომლის ქართულობას ეროვნული ისტორიოგრაფია სხვათა ნაციონალური ნარატივებისაგან იცავს. არც იმის თქმა შეიძლება, რომ ზემოთ ნახსენები ორი საწყისი ამოცანის გადასაჭრელად, ანუ ქართული პოლიტიკური ნაციის ისტორიული ფესვებისა და მისი ერთიანობის წარმოსაჩენად, ყურადღება მხოლოდ ამ მხარეს უნდა ექცეოდეს. შიდა ქართლის თანამედროვე ადმინისტრაციულ კონტურებს ოსური ნარატივი უპირისპირდება, ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვრებს კი – აფხაზური. სამეგრელოს თავისებურება, რაც, უპირველეს ყოვლისა, ქართველურ ენათა ოჯახის მეგრულ ნაირსახეობაში გამოიხატება, არაერთხელ მოქცეულა ეროვნული დის-კურსის ფოკუსში.4 შედარებით პერიფერიულია, მაგრამ მაინც არსებობს ქართულ-აზერბაიჯანული აზრთა სხვაობა იმაზე, თუ ვისგან იწყება სახელმწიფოებრიობის ტრადიცია ისტორიულ კახეთ-ჰე-რეთში და ვინაა მისი მემკვიდრე.

4 რუსული იმპერიული ტრადიციით, არა თუ მეგრელები, იმერლებიც კი ხშირად ქართველთაგან განცალ-კევებულ ენობრივ-ეთნიკურ ჯგუფებად მოიაზრებოდნენ. სავარაუდოა, რომ ეს შეხედულება „დაყავი და იბატონეს“ იმპერიული ლოგიკით ყოფილიყო ნაკარნახევი. თუმცა იგი ეყრდნობოდა, როგორც ენობრივ, ისე პოლიტიკურ რეალობას – იმერეთიცა და სამეგრელოც ქართლ-კახეთის სამეფოსაგან განცალკევე-ბულნი დახვდნენ რუსულ მმართველობას. შემთხვევითი არაა ილია ჭავჭავაძის ცნობილი სენტენცია – სა-მეგრელოში მოვდიოდი და საქართველო დამხვდაო. პრობლემის არარსებობის შემთხვევაში, ეროვნული ერთიანობის მედროშე ხაზგასმით არ გამოხატავდა ოპტიმიზმს.

ახალციხე – ქართული „იერუსალიმი“

11ისტორიის რეკონსტრუქციები • 2015

ამ უკანასკნელ საკითხს ქართულ-სომხური პოლემიკაც ამრავალფეროვნებს, თუმცა სწორედ სამ-ხრეთ საქართველოა ის ისტორიული ზონა, სადაც ნარატივების განსაკუთრებული მეტოქეობაა. ამ შემთხვევაში, გამოწვევა საქართველოს არა მხოლოდ ტერიტორიული ერთიანობის, არამედ ისტორიულ-სახელმწიფოებრივი საზრისისათვის, სომხური და ნაწილობრივ თურქული პოლიტ-აკადემიური დისკურსია.

ნათქვამის ქართულენოვანი ილუსტრაცია ილია ჭავჭავაძის „ქვათა ღაღადია“, რომელმაც ქარ-თულ ისტორიოგრაფიას სამხრეთ საქართველოს აღწერა-დახასიათების ერთგვარი „გაიდლაინი“ – გზამკვლევი შეუქმნა. საქმე ის იყო, რომ ნაციონალიზმის მოდერნულ ეპოქას სომხური პატ-რიოტული ისტორიოგრაფია სამხრეთ საქართველოს დიდი ნაწილის სომხური ფესვების მტკი-ცებითაც პასუხობდა, რაც ქართულ ინტელიგენციაში რეაქციას იწვევდა: ილიას ეს ისტორიულ-პოლემიკური ნაშრომი, ძირითადად, ჭოროხის აუზსა და მტკვრის ზემო წელს, ანუ სამხრეთ საქართველოს კულტურულ-პოლიტიკურ კუთვნილებას ეძღვნება. იწყებოდა გარდასულ ეპოქათა მატერიალური ძეგლებისა თუ ნარატივების ნაციონალურ პრიზმაში გატარების ჯერაც დაუსრულე-ბელი პროცესი. ბედის ირონია იმაში მდგომარეობდა, რომ პოლემიკის დროს მათი ავტორები არა დამოუკიდებელი, თუნდაც ავტონომიური ერი-სახელმწიფოების მოქალაქენი, არამედ რუსე-თის იმპერიის ქვეშევრდომნი იყვნენ. თუმცა ეს ვითარება ავსტრო-უნგრეთის იმპერიისა და მთელი აღმოსავლეთ ევროპის გამოღვიძებულ ერთა ურთიერთობების მაგალითთან დამატებით პარა-ლელს ავლებდა.5 ასე მზადდებოდა პოსტიმპერიული, ნაციონალური საერთაშორისო სისტემის ნიადაგი თავისი ეთნოტერიტორიული დისპუტებით.

რაც შეეხება ინტელექტუალურ დაპირისპირებას თურქულ საისტორიო ნარატივებთან, იგი უფრო გვიანდელია. როგორც რუსული იმპერიის, ისე საბჭოეთის საზღვრებს შიგნით განვითარებულ ქართულ და სომხურ ეროვნულ ისტორიოგრაფიას ნაკლებაქტუალურად მიაჩნდა, ან, იზოლაციის გამო არ შეეძლო თურქებთან კამათი სამხრეთ საქართველოსა თუ დასავლეთ სომხეთის ისტო-რიულ კუთვნილებაზე. თბილისსა და ერევანში ჭეშმარიტებად იყო მიჩნეული, რომ მეტ-ნაკლებად საგრძნობი თურქული მოსახლეობა ამ ტერიტორიებზე მხოლოდ ოსმალთა იმპერიის განვრცობის შემდგომ გაჩნდა. რუსული ისტორიოგრაფია, როგორც „უფროსი ძმა“ ამ რწმენას არ ეწინააღმდე-გებოდა. თბილისისა თუ ერევნის ფართო საზოგადოებისათვის უცნობი ან ნაკლებად საინტერესო იყო, თვლიდნენ თუ არა თურქი ინტელექტუალები, რომ მტკვრისა და ჭოროხის ხეობებზე პრე-ტენზიისათვის მათ ჰქონდათ რაიმე სხვა არგუმენტი, ოსმალურ-იმპერიული ნოსტალგიის გარდა.

მოგვიანებით, უკვე დამოუკიდებლობის პერიოდში, საისტორიო ნარატივებით გატაცებული პოს-ტსაბჭოური საზოგადოება უფრო ახლოს გაეცნო თურქულ ვერსიებს სამხრეთ კავკასიაში მათი წინაპრების ისტორიული კვალის შესახებ. არადა, ეს ვერსიები, მინიმუმ, პანთურქისტული, შემდეგ კი ქემალისტური ისტორიოგრაფიიდან იღებდა სათავეს.6 ამ თემას აქტუალობა შესძინა მაჰმადიან

5 „თერგდალეულებად“ ცნობილი, XIX საუკუნის 60-იანი წლების ქართველ ინტელექტუალთა მოღვაწეობას, ზოგიერთი თანამედროვე მკვლევარი აღმოსავლეთ ევროპული ნაციონალიზმების თეორეტიკოსის, მი-როსლავ ჰროჰის სქემით უდგება, რომლის თანახმადაც, XVIII-XIX საუკუნეთა მიჯნაზე ჩასახული ნაციონა-ლური იდენტობა A, B, და C ფაზებს გადიოდა. ეს ფაზები მონაცვლეობდა ვიწრო აკადემიური ინტერესიდან მასობრივ მოძრაობამდე – თერგდალეულთა მსგავსი სააგიტაციო პერიოდის გავლით (Reisner, 2009, p. 45).

6 მუსტაფა ქემალ ათათურქი, როგორც ახალი თურქული ერის შემოქმედი, იდენტობას არა ისლამში, არამედ ანთროპოლოგიურ-არქეოლოგიურ საფუძვლებში ეძებდა, რისთვისაც დააარსა თურქეთის ის-ტორიული საზოგადოება. იგი მიიჩნევდა, რომ ერი იმ ინდივიდთა ერთობაა, ვისაც გაზიარებული ისტო-რიული მემკვიდრეობა და მისი დაცვის პოლიტიკური ნება აქვს. უკანასკნელ დრომდე ითვლებოდა, რომ

დავით დარჩიაშვილი

12

მესხთა საკითხის სიმწვავემ. აღმოჩნდა, რომ ქართული ნარატივის თურქი თუ თურქულენოვა-ნი ოპონენტები სამხრეთ საქართველოში უწყვეტ თურქულ ენობრივ-კულტურულ კვალს მთლად სკვითებიდან თუ არა, ყივჩაღებიდან და სელჩუკებიდან ხედავენ.7

მოდერნიზმის დაისისა და პოსტმოდერნიზმის საწყისების თანამოზიარე, იტალიელი ისტორიკო-სი ბენედიქტ კროჩე ამბობდა, ყველა ისტორია თანამედროვეობის ისტორიააო. ფრაზა, ტრადი-ციულად, განიმარტება, როგორც წარსულში თანამედროვეობისათვის აქტუალური თემებისა და მოტივების ძიება. ზემოთ ნახსენები წიაღსვლები ნაციონალიზმის თანადროულია და მისი სულისკ-ვეთებით განხორციელებული. სამხრეთ საქართველოს მიმართ მეზობელთა დამოკიდებულებაში ნაციონალური ამოცანები ჩანს – დროის შესაფერისად გაგებული. თან ეს ამოცანები დღესაც აქ-ტუალურია და ინერცია გრძელდება. სამხრეთ საქართველოსთან მიმართებაში, ბუნებრივად ნა-ციონალურია ქართული ისტორიოგრაფიაც. მხოლოდ აქ ერთი სპეციფიკაა: სამცხე-ჯავახეთის და აჭარის, ანუ სამხრეთ საქართველოს იმ ნაწილის მიმართ, რომელიც დღეს საქართველოს იური-დიულ საზღვრებშია მოქცეული, იგი თავდაცვითია. თავდაცვის ლეგიტიმურობის ბევრად უფრო ძალისმიერ ფორმებს კი გაეროს წესდებაც აღიარებს.

ნათქვამი არ ნიშნავს, რომ ნაციონალიზმის ბევრი მოდერნისტი მკვლევარის მსგავსად, შორე-ული წარსულის ნაციონალისტური ინტერპრეტაციები მხოლოდ XIX-XX საუკუნეების იდეოლო-გიურ პროდუქტად მივიჩნიოთ. ანტიკურ ხანაში თანამედროვე ქართული, თურქული ან სომხური თვითშეგნების ანალოგთა ძიება ნამდვილად ანაქრონიზმია, მაგრამ დღევანდელი ერები და მათი ტერიტორიული აფილიაციები არაა სრულიად ხელოვნური კონსტრუქტი. თუ ენტონი სმიტს, ნაცი-ონალიზმის კიდევ ერთ მკვლევარს დავესესხებით, გაცნობიერებულად ეროვნული შეგნების საწ-ყისები და მისი ტერიტორიული პარამეტრები შუა საუკუნეებშიც შეიძლება დავინახოთ. სმიტს ინგ-ლისის მაგალითი ხიბლავს. იგი მიიჩნევს, რომ XII საუკუნის ევროპული ელიტების ნაწილში მაინც, ეთნიკური თვითშეგნება რეალობას წარმოადგენდა.8 ამ ლოგიკით, სამხრეთ საქართველოში, X საუკუნეში მოღვაწე ჰაგიოგრაფის, გრიგოლ მერჩულეს მიერ გადმოცემული ფრაზა – „ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის...“ – ნაცი-ონალიზმის ჩანასახია. ოღონდ – მხოლოდ ჩანასახი.

მისი წარმოდგენა ეროვნულ ისტორიაზე ერთადერთი ლეგიტიმური დისკურსია თურქეთში (Keiser, ed., pp 22, 32, 43).

7 ზოგჯერ თანამედროვე თურქული ისტორიოგრაფიული წიაღსვლები არა მარტო სკვითთა, არამედ ხეთთა და შუმერთა თურქობამდე, ანატოლიასა და მიმდებარე მხარეეებში მათ მონათესავეთა ოდინდელი გან-სახლების მტკიცებამდე მიდიოდა. სურვილის შემთხვევაში, ასეთი დასკვნები ოსმალთა ადრინდელი ექს-პანსიონიზმისა თუ უფრო გვიანდელი პანთურქიზმის ცალკეული ასპექტების ლეგიტიმიზაციის ნაყოფიერ ნიადაგს ქმნიდა. მაგრამ, უშუალოდ სამხრეთ საქართველოს ისტორიულ დემოგრაფიასთან მიმართებაში არანაკლებ საყურადღებოა იდეა, რომ ისტორიული მესხები, დროთა განმავლობაში, დავით აღმაშენებ-ლის მიერ ჩამოსახლებულ ყივჩაღებთან აღრევით, „ახისკა თურქებად“ ჩამოყალიბდნენ. ეს იდეა დღესაც აქტუალურია, როგორც მაჰმადიან მესხთა შორის, ისე მეზობელი აზერბაიჯანის აკადემიურ წრეებშიც (Yunusov, 1999, pp162-165).

8 შუასაუკუნეობრივ ეთნიკურ იდენტობას, რომელსაც ენტონი სმიტი ethnie-ს ეძახის, თანამედროვე ნაცი-ისაგან საზოგადოებათა წოდებრივი იერარქია და სახალხო სუვერენიტეტის იდეის არარსებობა განასხ-ვავებს. მაგრამ, მისი თქმით, იგი ნაციონალიზმივით აერთიანებდა ადამიანებს კულტურის ელემენტებითა თუ მოგებული/წაგებული ბრძოლების მოგონებით (Smith, 1994; Smith, 1993).

13ისტორიის რეკონსტრუქციები • 2015

პირველი ნაწილი

სამცხე-ჯავახეთი – საქართველოს დაბადების ადგილთაგანი

მერჩულესეული ფრაზა, რომელიც ენას, რელიგიას და ტერიტორიას აკავშირებს, ერ-თგვარი არქაული ტემპლეიტია თანამედროვე ქართული ეთნონაციონალიზმისათვის. ნი-შანდობლივია, რომ სულ ახლახანს იგი არაერთხელ პოლიტიზირებულ ლოზუნგში – „ენა, მამული, სარწმუნოება“ – გამოიხატებოდა.9 აქ არ შევუდგები თანამედროვე ერი-სახელ-მწიფოს კონცეფციასთან ამ ლოზუნგის არაერთმნიშვნელოვანი მიმართების განხილვას: ნაციონალიზმი პოლიტიკური დამოუკიდებლობისა და მოქალაქეობის კატეგორიებზეა აგებული, თუმცა ერად შედგომის ეთნოკულტურული სუბსტრატი შეერთებულ შტატებ-შიც არაა სრულად გამოსარიცხი. აქტუალური ამ სტატიისათვის ისაა, რომ ისტორიული მეხსიერების დღემდე მოღწეული შუასაუკუნეობრივი ნარატივის თანახმად, როგორც ეს ფორმულა, ისე ცნება – „ქართველთა სამეფო“ – სამხრეთ საქართველოში იბადება.

IX-X საუკუნეების ეს თანადროული, პოლიტიკურ-იდეოლოგიური ფაქტები ეპოქა-ლურია თანამედროვე ქართული თვითაღქმის ფეოდალური ფესვების ფორმირებისა თუ წარმოჩენისათვის. მაგრამ მათ არა მხოლოდ გაგრძელება, წინაპირობებიც ჰქონდა. ტერ-მინში „სამხრეთ საქართველო“ რომ მხოლოდ თანამედროვე გეოგრაფიულ-პოლიტიკური შინაარსი არ დევს, და რომ ამ რეგიონის ისტორიული სახელდებანი – მესხეთი, ტაო-კლარ-ჯეთი, სამცხე-საათაბაგო თუ სამცხე-ჯავახეთი – ქართულ ეთნოგენეზთანაა კავშირში, სხვა მოვლენებითა და ინტერპრეტაციებითაც დასტურდება.

თურქული ტრადიციითაც, ამ მიწების სამხრეთ მისადგომს „გურჩუ ბოგაზი“ – ქართ-ველთა ხევი – ერქვა. მწყობრი თეორია ქართველური ტომების დანარჩენ საქართველოში ამ მიდამოებიდან განსახლების შესახებ შუა აღმოსავლეთის მრავალეროვნული ნარატი-ვების მცოდნესა და საქართველოს სამეცნიერო ისტორიის შეუცვლელ შემოქმედს, ივა-ნე ჯავახიშვილს ეკუთვნოდა. ნიშანდობლივია ისიც, რომ სახმელეთო გზებით ქართლის გულისაკენ ბერძნულ-რომაული ცივილიზაციები ან აქედან, ან ისტორიული სომხეთიდან თუ გაიკვლევდნენ გზას. ეს ასეც ხდებოდა, როგორც ქსენოფონტესა თუ პომპეუსის ლაშქ-რობები მიუთითებს.

ქრისტეს შობამდე III-IV საუკუნეებში მცხეთა-უფლისციხის ირგვლივ იბერიის წინა-რექართული სამეფოს ფორმირება მითოლოგიზირებულად, მაგრამ უალტერნატივოდ უკავშირდება სადღაც უფრო სამხრეთით მდებარე ელინისტურ სამყაროსთან წილდე-ბულ „არიან ქართლის“ წარმომადგენლებთან კომპლექსურ ურთიერთობას. და ბოლოს, როგორც ქართული, ისე სომხური და ბერძნული ტრადიციის თანახმად, იბერია-ქართლი

9 მოდერნული ნაციონალიზმის ტრადიციებზე აღმოცენებულ ქართულ ისტორიულ, ფილოლოგიურ და საეკ-ლესიო კვლევებში სასულიერო მოღვაწეები – გრიგოლ ხანძთელი და გიორგი მერჩულე, ისევე როგორც სამხრეთ საქართველოს საერო მფლობელთა ნაწილი, ერის გამთლიანებისათვის მებრძოლ თანამედროვე პერსონაჟებად წარმოჩინდებიან. სასულიერო და პოლიტიკური გავლენის განვრცობის სულისკვეთება, რაც აშკარაა იგივე გიორგი მერჩულეს თხზულებაში, ამ მკვლევართა მიერ ტერიტორიული მთლიანობის თანამედროვე საკონსტიტუციო ფორმულის დონეზეა აყვანილი. მაგალითისათვის, რევაზ ბარამიძე გიორ-გი მერჩულეს პირდაპირ მიიჩნევს ეროვნული ცნობიერების კონცეფციის ავტორად, რომლის მიზანი ერთი-ანი საქართველო და სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის რწმენის გაძლიერებაა (ბარამიძე, 1999).

დავით დარჩიაშვილი

14

კაპადოკიელმა ქალმა, ნინომ გააქრისტიანა. გადმოცემით, სატახტო ქალაქ მცხეთაში ის ჯავახეთიდან შემოვიდა.

ბაგრატიონთა მართლმადიდებლური, ქართულენოვანი და, შესაბამისად, ქართული პოლიტიკური სისტემის ფორმირება, გაძლიერება და აფხაზეთიდან კახეთამდე განვრცო-ბა უშუალოდ სამხრეთ საქართველოს არნახული აყვავების პერიოდია. არსებითად, ესაა მთელი საქართველოს კულტურული ჰომოგენიზაციის საწყისი, ქართულენოვანი პოლიტი-კურ-კულტურული ცივილიზაციის ფორმირების ხანა. თუ იბერიის შემქმნელი ფარნავაზის თანამედროვე ქართველებთან გაიგივება რომანტიზმთან და მითოლოგიასთანაა წილნა-ყარი, გიორგი მერჩულეს კარგად დოკუმენტირებული ფორმულის ფონზე მოღვაწე ქართ-ველ ბაგრატიონებზე ამას ვეღარ ვიტყვით. IX-XIII საუკუნეების მრავალრიცხოვანი საეკ-ლესიო არქიტექტურა მდიდარია ქართული წარწერებით და ქვეყნის სამხრეთი ამ მხრივაც გამორჩეულია. ამავე პერიოდში შენდება დღევანდელი ახალციხე, რომელიც, თავისი მო-ხერხებული მდებარეობით, იმერეთთან და ქართლთან კომუნიკაციის შესაძლებლობებით, უალტერნატივოდ იკავებს სამხრეთ საქართველოს ცენტრის ადგილს.10

ბაგრატიონთა საქართველომ ვერ გაუძლო ისტორიულ გამოწვევებს, შიდა თუ გარე საფრთხეებს და დაიშალა. სხვა დანარჩენთან ერთად, ეს ფაქტი იმდროინდელ ქართველ-თა ეროვნული კოჰესიურობის არასრულყოფილებასაც აჩვენებს. ქართველობის ენასა და რელიგიასთან დამაკავშირებელი მერჩულესეული ფორმულა განათლებული ელიტის კუთვნილება იყო და არა მასების. თანაც, ამ იდეას კონკურენციას უწევდა ფეოდალური პარტიკულარიზმი, რაც, მეზობელ იმპერიათა ამბიციურობის ფონზე, ეროვნული ერთი-ანობისათვის ცუდი ნიადაგი იყო.

მაგრამ პოლიტიკური ერთიანობის დაშლის მიუხედავად, სამხრეთ საქართველო, კერ-ძოდ კი სამცხე და მისი ცენტრი, ქართული სამყაროსა თუ პოლიტიკური ცივილიზაციის ნიშანსვეტად XIII-XVI საუკუნეებშიც დარჩა. სამასი წლის განმავლობაში, ადგილობრივი ჯაყელების დინასტიის მმართველობის ქვეშ, იგი ხან დამოუკიდებელი იყო, ხან მონღოლ-თა მორჩილი და, ხანაც, ისევ ქართველ მეფეთა ვასალი. ეს უკანასკნელი ბმა, გარდა კულ-ტურაში შეტანილი წვლილისა, სამცხე/ახალციხის მმართველთა ქართული სამეფო კარის ტიტულით დაჯილდოებაშიც გამოიხატებოდა. თავად ამ ფეოდალური პოლიტიკური ერ-თეულის შუა საუკუნეების დროინდელი სახელწოდება, სამცხე-საათაბაგო, ბაგრატიონთა უფლისწულის აღმზრდელის აღმოსავლური ეტიმოლოგიის მქონე ტიტულიდან – ათაბაგის წოდებიდან მომდინარეობდა. ისტორიული ტრადიციის თანახმად, ეს წოდება თამარ მეფის კარზე XIII საუკუნეში გაჩნდა, ჯაყელებს კი XIV საუკუნის 30-იან წლებში ებოძა. მოგვიანე-ბით, ათაბაგის თანამდებობა ჯაყელთა ერთი შტოს გვარის ნაწილადაც კი ექცა.11

10 ახალციხის ისტორიის მკვლევარი, დ. კოჟორიძე 60-იან წლებში მიიჩნევდა, რომ ქართლს, იმერეთს, აჭა-რასა და ჯავახეთს შორის მოხერხებულად მდებარე და ოდითგანვე კულტივირებულ ადგილას აშოტ კუ-რაპალატის ძემ, გუარამმა დააფუძნა ციხე ლომსიანთა. ეპაექრებოდა რა ივანე ჯავახიშვილს და ნიკო ბერძენიშვილს, კოჟორიძე ისტორიული წყაროებისა და ხალხური მეხსიერების საფუძველზე ამტკიცებდა, რომ ლომსიანთა ახალციხეა, რომელიც ამ სახელით, მინიმუმ, XII საუკუნიდან უნდა ყოფილიყო ცნობილი (კოჟორიძე, 1969, გვ. 17-23)

11 ათაბაგოვ-ქვაბლიანსკი ჯაყელთა ის შტოა, რომელიც მდინარე ქვაბლიანის სანახებში, დღევანდელი ადი-გენის რაიონში მკვიდრობდა და XIX საუკუნეში მოსულ რუსულ მმართველობას შეეგუა ხულოელი ბეგე-ბის, ხიმშიაშვილების მსგავსად.

ახალციხე – ქართული „იერუსალიმი“

15ისტორიის რეკონსტრუქციები • 2015

შუა საუკუნეების საქართველოს კულტურა, განსაკუთრებით მაღალი, ქრისტიანობის გარეშე წარმოუდგენელია. იგი, უპირველეს ყოვლისა, ხატწერაში, არქიტექტურასა და მწიგნობრობაში გამოიხატება. კულტურულ-პოლიტიკური დატვირთვა აქვს სამართლის ნორმებსაც. სწორედ ამ სფეროებში რჩებოდა სამცხე ქართული ცივილიზაციის ქვაკუთ-ხედად ერთიანი სამეფოს დაშლის შემდგომაც. ნათქვამის გამორჩეული მაგალითებია სა-ფარის მონასტერი ახალციხის მახლობლად და სამცხე-საათაბაგოს მთავრების, ბაბუა-შვი-ლიშვილის, ბექასა და აღბუღას სამართალი.

სამცხე-საათაბაგოს ოსმალეთის იმპერიის საზღვრებში მოქცევის შემდეგ ქართული კულტურის სამონასტრო კერები დაკნინდა, მაგრამ არა ერთბაშად. ერთ-ერთი ცნობით, 1640 წელს უშუალოდ სულთნისაგან მომხდარა ვინმე საფრიძე მტბევარისათვის საეკლე-სიო ტიტულების, იშხნელისა და მაწყვერელის დამტკიცება (კოჟორიძე, გვ. 95). ბოლო სა-ეპისკოპოსოს კი სამცხეში 1763 წლამდე უარსებია (ლომსაძე, გვ. 301). თუმცა მთლიანობა-ში, მართლმადიდებელი სამღვდელოების დიდი ნაწილი ტოვებდა სამხრეთ საქართველოს, ეკლესია-მონასტრები კი ან ცარიელდებოდა, ანდა მეჩეთებად იქცეოდა. ასეთ პირობებში, ისევე, როგორც ბეგებად ქცეული ადგილობრივი არისტოკრატიის ოსმალთა მიერ ვერაღ-მოფხვრილი ფეოდალური პარტიკულარიზმის ფონზე, მხარის მოსახლეობის ქართველობა, უმეტესწილად, ენაში ვლინდებოდა. ოსმალურივე წყაროებით, ჩილდირისა თუ ახალციხის ვილაიეთად წოდებულ მესხეთში XVII საუკუნის შუა წლების გაბატონებული ენა „შავშე-თის ქართული“ იყო. იმავე პერიოდის ქართული წყაროები „ჯავახურ ქართულს“ ახსენებენ (ლომსაძე, გვ. 281). ცხადია, რომ ორივე შემთხვევაში საუბარია ქართულის დიალექტებზე. მას შავშეთისად თუ ჯავახეთისად წყაროს ავტორები მოგზაურობის ადგილის მიხედვით მოიხსენიებდნენ. მხარის მოსახლეობის უმეტესობის ქართველობას (უმეტესწილად ენითა და წარმომავლობით, რიგ შემთხვევებში რელიგიურადაც) ადასტურებს XVIII საუკუნის მოგზაურთა თუ კათოლიკე მისიონერთა ჩანაწერებიც (ლომსაძე, გვ. 282-295).

საინტერესო და განსაკუთრებულია ქართველ კათოლიკეთა ფენომენის წარმოქმნა, რომელსაც უფრო დეტალურად შემდეგ თავში შევეხები. მინიმუმ, XIII საუკუნის მიწურუ-ლიდან არსებული ახალციხის კათოლიკეთა თემი არ და ვერ იქნებოდა სრულიად ქართუ-ლი მოვლენა – თუნდაც დენომინაციის უნივერსალობიდან გამომდინარე. მაგრამ, იმავდ-როულად, მრავალთათვის კათოლიკობა ქრისტიანობისა და ქართველობის შენარჩუნების საშუალება აღმოჩნდა. რიგი მოწმობებით, წმინდა საყდარს ოსმალეთთანაც ხშირად ჰქონ-და ნორმალური დიპლომატიური ურთიერთობა და ირანთანაც. შესაბამისად, განსაკუთ-რებით კი მართლმადიდებლური რუსეთის სამხრეთული ექსპანსიის ფონზე, კათოლიკენი მაჰმადიანთა კეთილგანწყობით სარგებლობდნენ ხოლმე. ეს არ იყო მუდმივი: იმავე ახალ-ციხეში კათოლიკეთა შევიწროებაც არაერთხელ მომხდარა. მაგრამ ცხადია, რომ სამცხის ბოლო მართლმადიდებელი ეპისკოპოსის, ვინმე გიორგის გაკათოლიკების უკან, რაც 1760-იან წლებში მოხდა, გეოპოლიტიკური ფაქტორებიც იდგა და კონკრეტული ახალციხური თემის მიერ იდენტობა/განსხვავებულობის შენარჩუნების სურვილიც (ლომსაძე, გვ. 301-302; კოჟორიძე, გვ. 86-87).

ახალციხე – კულტურათა და სამფლობელოთა გზაჯვარედინი

როგორც ზემოთ ნათქვამიდან, ისე უამრავი ქართული და არაქართული ისტორიული ცნობებიდან ნათლად მოჩანს, რომ ქართული სამეფო-სამთავროების ისტორია წარმოუდ-

დავით დარჩიაშვილი

16

გენელია სამცხე-ჯავახეთთან ბმის გარეშე. ისტორიული მესხეთის მიწა, რომელიც XIII საუკუნიდან სამცხე-საათაბაგოს სახელს ატარებდა, ასევე მოიცავდა დღევანდელ თურ-ქეთში მოქცეულ ტაო-კლარჯეთს. მესხეთი იყო ერთი უმთავრესი კართაგანი მსოფლიო ცივილიზაციის აკვნის, შუა აღმოსავლეთისა და ხმელთაშუა ზღვისპირეთის კულტურულ-პოლიტიკური გავლენების საქართველოში შემოსაღწევად. ეს გავლენები საქართველო-საც აქცევდა დედამიწის მე-20 და მე-40 განედებს შორის ჩასახული ცივილიზაციურობის ნაწილად. სწორედ საქართველოს ამ ნაწილს მიესადაგება პირველ რიგში ქართული ის-ტორიოგრაფიის მეტრის, ივანე ჯავახიშვილის სიტყვები „დიდი სიფრთხილე და კრიტი-კული წინდახედულებაა საჭირო, რომ უცხო ქართულად არ ვიცნათ, ახალი ძველად არ გვეჩვენოს... ჩვენ მუდამ უნდა გვახსოვდეს, რომ უძველეს ხანაშიც ქართველებს სხვადასხ-ვა უცხო ერთან, მაგალითად ასურელებთან, სპარსელებთან, ბერძნებთან, სომხებთან და მრავალ სხვასთან მეგობრული ან მტრული მეზობლობა ჰქონდათ და რომ, მაშასადამე, ქართულ წარმართობას, ზნე-ჩვეულებასა და თქმულებებს მეზობლობის კვალი უნდა ემჩ-ნეოდეს... ადამიანთა სულიერი თვისებაც იმგვარია, რომ ყველაფერს ერთი-ერთმანეთისა-გან ითვისებენ (ჯავახიშვილი, 1979, გვ. 58-59).

ივანე ჯავახიშვილი მიეკუთვნებოდა იმ მოაზროვნეთა რიცხვს, ვისაც ქართველთა წი-ნაპრები კიდევ უფრო სამხრეთ-დასავლეთიდან, ევფრატის სათავეებიდან და ანატოლი-იდან მოსულად მიაჩნდა. გავიზიარებთ დღეს ამ შეხედულებებს სრულად თუ არა, ერთი უდავოა – ქართველთა ეთნოგენეზში, ადგილზე უფრო ადრე დამკვიდრებულებთან ერ-თად, აქედან მიგრირებული ტომებიც მონაწილეობდნენ.

რეგიონისა და უშუალოდ საქართველოს სიძველეებით დაინტერესებული მკვლევარე-ბი ქრისტიანობამდელ ქართლი-იბერიის სამეფოს მთავარ სალოცავს, არმაზს, სპარსეთსა (უმცირესობა) ან ანატოლიაში 3-4 ათასი წლის წინ არსებულ ხეთთა ცივილიზაციას (უმ-რავლესობა) უკავშირებდნენ. ამ თხრობის მიზანი არაა ასეთი ღრმა ისტორიული წიაღსვ-ლები. მაგრამ ის კი უდავოა და სტატიისათვის უფრო აქტუალური, რომ, როგორც ქრისტი-ანობა, ისე საქართველოს მეფეთა ათასწლოვანი საგვარეულო, სწორედ მესხეთიდან თუ მესხეთის გავლით იღებს საქართველოში სათავეს.

ამ, გარკვეულწილად, დღემდე განგრძობადი პოლიტიკური სისტემის საერო და სა-სულიერო საწყისებშია ზეეროვნული უნივერსალიზმი და თანამედროვე გაგების მულ-ტიკულტურალიზმის ფესვებიც: ეროვნული მართლმადიდებლობის საწყისებთან ტომით „უცხო“ ანდრია პირველწოდებული, შემდეგ კი კაპადოკიელი ნინო იდგნენ, ყოველ შემთხ-ვევაში, ქართული საეკლესიო-ისტორიული ტრადიციით. სამეფო გვარის ზეეროვნულობას და ბიბლიურ საწყისებს ქადაგებდა ბარგატიონთა კარის მემატიანე სუმბათ დავითის ძე.

სამცხე-ჯავახეთისა და მთელი მესხეთის მულტიკულტურალიზმის საფუძვლები, ანუ ეთნოსთა თანაცხოვრება-ურთიერთგავლენის ტრადიცია, განსაკუთრებულად, ქართულ-სომხურ ისტორიულ დუალიზმსა თუ დიფუზიაში ფიქსირდება. მოგვიანებით, ნაციონალიზ-მის ჟამს, იგი ინტელექტუალური კამათის მიზეზი გახდა. მანამდეც, საუკუნეთა მანძილზე, ამ ორი უძველესი კულტურული ტრადიციის განსხვავებულობა საეკლესიო განხეთქილე-ბა-მეტოქეობაში ავლენდა თავს. უმნიშვნელოვანესი იყო ენობრივი განსხვავებაც. მაგრამ, როგორც პოლიტიკურად, ისე კულტურის სფეროში, ქართულ-სომხურმა თანაარსებობამ ორივე ერზე დატოვა კვალი და უშუალოდ სამხრეთ საქართველოს თავისებურებებზეც აისახა.

ახალციხე – ქართული „იერუსალიმი“

17ისტორიის რეკონსტრუქციები • 2015

სამცხე-საათაბაგოს გამორჩეული მკვლევარი, შოთა ლომსაძე წერდა, რომ ამ მიწებზე, „ბოლო დრომდე“ მოსახლეობის უმეტესობა ქართული იყო. ქართული მართლმადიდებ-ლური საეპისკოპოსოები შუა საუკუნეებში იხსნებოდა უფრო სამხრეთით და აღმოსავ-ლეთით – დომინანტურად სომხურ ყარსში, ანისში, ვალაშკერტსა და არზრუმში. მაგრამ „იქვე ცხოვრობდნენ სომხები, ებრაელები, ბერძნები, ქურთები, თურქები და სხვა... პოლი-ტიკური ტაროსის მიხედვით მოსახლეობა ხან მცირდებოდა, ხან მომრავლებას იწყებდა“ (ლომსაძე, გვ. 283). შესაბამისად, სარწმუნოების ფლუქტუაციაში ხდებოდა პირიქითაც: „ქართული სასაზღვრო პროვინციები სხვა მწყემსმთავრის (სომხურ-ბერძნული) გავლენის ქვეშ ექცეოდა (იმიერ-ტაო და სხვ.) და ასე ერთიმეორეს ცვლიდა ხან ქართული მართლ-მადიდებლური, ხან სომხურ გრიგორიანული და სხვ. სარწმუნოებანი. მდგომარეობის შესა-ფერისად ჩნდებოდნენ „სომეხი ქართველები“ და „ქართველი სომხები“ (იქვე).

ამ მოკლე ფრაზაში იკვეთება რელიგიის როლი ქართულ და სომხურ ნაციად ყოფნაში. გაზვიადება არ იქნება, თუ ვიტყვით, რომ ენაზე არანაკლებ, სომხურ-ქართული გამიჯვნა VI-VII საუკუნეთა მიჯნაზე მომხდარმა რელიგიურმა განხეთქილებამ გამოიწვია. ეს საკით-ხი აქტუალურია უშუალოდ მესხეთის წარსულის გასაგებად, სადაც ისევე, როგორც ქვემო ქართლისა და ჩრდილოეთ სომხეთის თანამედროვე ტერიტორიაზე, მეზობელ ხალხთა ენე-ბი და რელიგიები თანაარსებობდნენ და მონაცვლეობდნენ კიდეც.

იყო დრო, როდესაც ქალკედონიტთა (იგივე მართლმადიდებელთა) და 451 წლის ქალ-კედონის საეკლესიო კრების დოქტრინალური გადაწყვეტილებების ოპონენტთა ქიშპი მთელ კავკასიაში ამ უკანასკნელთა წარმატებით მიმდინარეობდა. ივანე ჯავახიშვილი მიიჩნევს, რომ ქართლი-იბერიის სახელგანთქმული მეფე, ვახტანგ გორგასალი, სწორედ ქალკედონის მოწინააღმდეგე, მონოფიზიტ/მიოფიზიტების მომხრე იყო რელიგიური თუ პოლიტიკური მოტივებით (ჯავახიშვილი, გვ. 295). ეს გარემოება ქართულ-სომხური ინ-ტეგრაციის ნიადაგს ქმნიდა, მაგრამ საბოლოოდ, საქართველოს ეკლესია ქალკედონის კრების გადაწყვეტილებებს შეუერთდა, სომხური კი – არა.

სომხური საისტორიო ტრადიციით, ქართულ-სომხური საეკლესიო განხეთქილება არა დოგმატებს, არამედ უფროს-უმცროსობისათვის დავას მოჰყვა (ჯავახიშვილი, გვ. 278), რაც შეიძლება არ იყოს ლოგიკას მოკლებული. არც ის ფაქტორია დასავიწყებელი, რომ კავკასიასა და მის გარეთაც, ბიზანტიისა და სპარსეთის იმპერიები რელიგიურ გავლენებ-საც იყენებდნენ: ერთი მართლმადიდებლობის ბურჯად ჩამოყალიბდა, მეორე მის ადგი-ლობრივ ოპონენტებს მფარველობდა.

უნდა ვივარაუდოთ, რომ საეკლესიო-ადმინისტრაციულ და დოგმატურ გამიჯვნას, სამწყსოების გამრავლებისათვის, ანუ ძალაუფლებისათვის ბრძოლა ახლდა. ყოველ შემ-თხვევაში, უფრო გვიანდელმა პერიოდმა ამ ბრძოლის ამსახველი მაგალითები მრავლად შემოინახა. ამ ბრძოლას უცილობლად წაადგებოდა მწყემსმთავართა აქცენტირება ენა-ზე. ცნობილია, რომ ენა-დამწერლობის დაცვა-განვითარება უპირველესად ადგილობრი-ვი ეკლესიების საქმე იყო საქართველოშიც და სომხეთშიც. ვინძლო გრიგოლ მერჩულეს ფორმულა, „ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების...“ სწორედ საეკლესიო ბრძოლების გამოძახილია, როგორც ბერძენ, ისე სომეხ მღვდელმთავართა წინააღმდეგ, რასაც საერო ნაციონალიზმი მხოლოდ მოგვიანებით დაეფუძნა.

ამ ვარაუდს ისიც ამყარებს, რომ თავად ქართულ-სომხური საერო არისტოკრატია ნა-თესაობითა და პოლიტიკური აფილიაციების ცვალებადობით გამოირჩეოდა. ბაგრატიონე-

დავით დარჩიაშვილი

18

ბი თუ ორბელიანები იყვნენ ორივეგან – როგორც სომხურ, ისე ქართულ სამფლობელოებში. ქრისტეს შემდგომ პირველი ათასწლეულის მიწურულს გაძლიერებული ქართულ-სომხუ-რი სამეფოები და სამთავროები ზოგჯერ სრულიად „არაეროვნულ“ ალიანსებსაც ქმნიდ-ნენ; იყო შემთხვევები, როდესაც ტაო-კლარჯეთის ბაგრატიონები და ქუთაისში მჯდომი აფხაზთა მეფეები ერთმანეთს სომხებთან პარტნიორობით ექიშპებოდნენ. შესაბამისად, ქართველებად და სომხებად მათი ინდოქტრინაცია, ამა თუ იმ სამწერლობო-სალიტერა-ტურო ენაზე გადასვლა, უმეტესწილად ურთიერთგამიჯნული ეკლესიების მეშვეობით თუ მოხდებოდა.

სწორედ ეს საეკლესიო კონკურენცია ქმნიდა შოთა ლომსაძის ნახსენებ გარდამავალ იდენტობებს – „სომეხი ქართველი“ და პირიქით. ჩანს, VIII-IX საუკუნეებიდან მესხეთის რიგ ადგილებში მცხოვრები სომხურენოვანი მოსახლეობა, რომლის კვალი არაერთ ად-გილობრივ ტოპონიმშიც ჩანს, თანდათან მართლმადიდებელი ხდებოდა და „ქართველდე-ბოდა“: ცნობილი მონასტერი და ქართული კულტურის კერა, იშხანი, დღესაც ამშვენებს თურქეთში დარჩენილ ტაო-კლარჯეთს. მისი აღდგენა-გაფართოვება გრიგოლ ხანძთელის მიმდევართა ქართულ მართლმადიდებლურ მისიას უკავშირდება. მაგრამ მანამდე, მის ად-გილას, გადმოცემით, მართლმადიდებელი სომეხი მღვდელმთავრის, ნერსესის მიერ აგე-ბული ეკლესია მდებარეობდა.

სამხრეთ საქართველოს სომხურ და ბერძნულ12 კულტურულ ნაკადებთან თანაარსე-ბობდა ისლამიც. მისი გავლენა გამავრცელებლების, არაბთა ხალიფების დასუსტებასთან ერთად მცირდებოდა. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, მაჰმადიანობის შესუსტება დროებითი იყო – სელჩუკების, სხვა თურქულენოვანი ხალხების, განსაკუთრებით კი, ოსმალების გა-მოჩენამდე. ეს უკანასკნელნი ბიზანტიის დანგრევით კავკასიის ქრისტიანულ პოლიტიკურ ერთეულებსა და მათი რელიგიური თანამოაზრეების ევროპულ ცენტრებს შორის ჩადგნენ.

XII საუკუნე ოქროს ხანადაა მიჩნეული საქართველოს ისტორიაში. ქართველმა ბაგ-რატიონებმა, განსაკუთრებით დავით აღმაშენებლის, გიორგი მესამისა და თამარ მეფის ხანაში, მეზობელი იმპერიების დაშლით ისარგებლეს და საკუთარი შექმნეს – კავკასიური მასშტაბით. როგორც წინა თავში ითქვა, ახალციხე და მისი სანახები ამ დროს ერთ-ერთ კულტურულ და პოლიტიკურ ცენტრს წარმოადგენდა. მხარის განვითარება არც მონღოლ-თა შემოსევის შემდეგ შეწყვეტილა. მონღოლი ყაზან ყაენის ეპოქაში ათაბაგთა მიერ ავ-ტონომიურად მართულ ახალციხეში მისი სახელობის ვერცხლის ფულიც იჭრებოდა (კო-ჟორიძე, გვ. 30).

XVII საუკუნიდან მთელი სამცხე-საათაბაგო ოსმალეთის ნაწილი და ახალციხის სა-ფაშოა. ამას უძღოდა ათაბაგთა საბოლოო განდგომა ბაგრატიონთა სამეფო სახლისაგან, მათ მიერ მესხეთში ტრადიციულად არსებული სამეფო მამულების ხელში ჩაგდება, ერ-თიანი ქართული ეკლესიისაგან დისტანცირების ცდები. XVI-XVII საუკუნეების მიჯნა, 30-იანი წლების დასასრულამდე, გამოირჩეოდა ოსმალურ-ირანული ქიშპით ამ მიწების გამო, რომლის ორომტრიალშიც ჯაყელი ათაბაგების საგვარეულოს ნაწილი ქრისტიანობასაც ინარჩუნებდა და მაქსიმალური ავტონომიისათვისაც იბრძოდა (კოჟორიძე, გვ. 42-64).

12 ეს უკანასკნელი თავისთავად ცხადია – მესხეთი საქართველოსათვის ბიზანტიის იმპერიასთან შემაერთე-ბელი ხიდი იყო. მართლმადიდებლობა ამ კავშირს განსაკუთრებულს ხდიდა. საუკუნეთა მანძილზე ბაგრა-ტიონთა სამეფო გვარის წარმომადგენლები ბიზანტიის საიმპერატორო კარის ტიტულებს იღებდნენ. იყო ქართულ-ბერძნული სისხლიანი კონფლიქტებიც: ფეოდალიზმი და იმპერიები ამის გარეშე არ არსებობს.

ახალციხე – ქართული „იერუსალიმი“

19ისტორიის რეკონსტრუქციები • 2015

მაგრამ ფაშობის დამკვიდრებამ ქრისტიანობა პოლიტიკურად და სოციალურად მარ-გინალური გახადა. ქართული ნაციონალისტური და საბჭოური ნარატივის თანახმად, ოს-მალები ცეცხლითა და მახვილით ავრცელებდნენ ისლამს. რელიგიურ ქედმაღლობასა და ძალადობას ადგილი უდავოდ ჰქონდა. მაგრამ იყო, ასე ვთქვათ, პრაგმატული „ჩაყოლაც“: თავადაზნაურთა ნაწილი ტოვებდა მესხეთს და ჩრდილოეთით შენარჩუნებულ ქართულ-ქრისტიანულ სამეფო-სამთავროებში გადადიოდა. მაგრამ ზოგნიც, ჯაყელების მსგავსად, მაჰმადიანობას ირჩევდნენ პრივილეგიების შენარჩუნების მიზნით. მთავარი პრივილეგია ჯაყელებისათვის ფაშობის ტიტულის მიღება და თითქმის მუდმივად შენარჩუნება იყო.13

მაჰმადიანობა გარკვეულ მიმზიდველობას რიგითი მოსახლეობისათვისაც ქმნიდა: ოს-მალეთში, ქრისტიანობისაგან განსხვავებით, იგი საგადასახადო და მიწათსარგებლობით პრივილეგიებთან იყო ასოცირებული. ჩანს, ზოგიერთ შემთხვევებში მაინც, ოსმალური სოციალური ორგანიზაცია ყმა-გლეხებისათვის ქართულ ფეოდალიზმზე უფრო მიმზიდვე-ლად გამოიყურებოდა.14

XV საუკუნეში, კონსტანტინოპოლის უკანასკნელი დღეების დადგომისას, ბერძნულმა მართლმადიდებლობამ პაპის ტიარას ჩალმა ამჯობინა. ძნელი სათქმელია, გადარჩებოდა თუ არა ბიზანტია აღმოსავლური ეკლესიის კათოლიკურთან უნიის შემთხვევაში – ცდას ვეღარ ჩავატარებთ. ერთი კი ცხადია: ქრისტიანობა ფუნდამენტალურად იყო გახლეჩილი და ოსმალები, სპარსელთა მსგავსად, ამ განხეთქილებას სათავისოდ იყენებდნენ; ისინი, რუსული მართლმადიდებლობის ტერიტორიული მოახლოების კვალობაზე, არც თუ იშვი-ათად წყალობდნენ კათოლიკეებს საკუთარი იმპერიის სანახებში.

ეს პროცესი გვერდს ვერ აუვლიდა ახალციხესაც, სადაც კათოლიკური ეპარქია ჯერ კიდევ XIII საუკუნის მიწურულს დაარსებულა. იმ დროს აშენდა რაბათში ე.წ. პატრებიანთ ეკლესია (კოჟორიძე, გვ. 61). როგორც ითქვა, 1760-იან წლებში სამცხის უკანასკნელმა ქარ-თველმა მართლმადიდებელმა ეპისკოპოსმა, გიორგიმ, კათოლიკობა მიიღო (ლომსაძე, გვ. 301-302).

ეს ფაქტი, შესაძლოა ინტერპრეტირებული იყოს, როგორც ახალციხის კათოლიკური ეკლესიის პრივილეგირებულობა ოსმალური ხელისუფლების პირობებში. თავად კათო-ლიკური წყაროების თანახმად, XIX საუკუნის დასაწყისში ახალციხეში რამდენიმე ათასი კათოლიკე სახლობდა (ლომსაძე, გვ. 318). კათოლიკობა ვრცელდებოდა მესხეთის არაერთ სხვა დასახლებულ პუნქტშიც. შოთა ლომსაძეს ნიშანდობლივად მიაჩნია ჩილდირთან არ-სებული სოფელ ველის მაგალითი, სადაც კათოლიკობა XVIII საუკუნის 30-იან წლებში გავ-რცელებულა. მოგვიანებით, ამ სოფლის მოსახლეობა ახალქალაქის ირგვლივ დასახლდა (ლომსაძე, გვ. 363).

13 ჩანს, მხოლოდ XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე, ოსმალეთის დასუსტებისა და ახალციხის საფაშოში შინა ომების გახშირების კვალობაზე, ჯაყელები რამდენჯერმე ჩაანაცვლეს აჭარელმა ხიმშიაშვილებმა და უც-ნობი წარმომავლობის პიროვნებებმა (ლომსაძე, გვ. 214-247).

14 ქართველ ისტორიკოსებში ეს თემა საკამათოდაა მიჩნეული. (ლომსაძე, გვ. 18). თუმცა ალბათ უდავოა, რომ სამხრეთ საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილის გამაჰმადიანებაში, დაშინების გარდა, სტიმუ-ლირებაც თამაშობდა როლს. თავად შოთა ლომსაძე, რომელიც თურქული საადგილმამულო ურთიერ-თობების მიმზიდველობას არ ეთანხმება, აღიარებს და წერს, რომ XVIII საუკუნეში ქართლიდან გლეხები არეულობასა და ბატონყმობას ზოგჯერ ახალციხეში გაურბოდნენ; რადგან გაოსმალება გლეხს ბატონყ-მური ვალდებულებებისაგან ათავისუფლებდა (ლომსაძე, გვ. 322; 299)

დავით დარჩიაშვილი

20

როგორც მთელ საქართველოში, ისე მის სამხრეთში კათოლიკობის გავრცელების თვალსაჩინო მკვლევარი, მიხეილ თამარაშვილი აღწერდა, რომ XIII საუკუნიდან მოყო-ლებული, „ლათინის მოძღვრები წმინდა დომინიკეს და წმინდა ფრანჩისკეს წესისა, რომ-ლებიც ხშირად და გუნდ-გუნდად მოდიოდნენ საქართველოში, ყოვლის მხრით მეტად გან-ვითარებული პირები იყვნენ“. მოგვიანებით, XVII-XVIII საუკუნეებში, ეს ორდენები ჯერ თეათინელებს, შემდეგ კი კაპუცინელებს ჩაუნაცვლებიათ. თამარაშვილი ვატიკანის არქი-ვებზე დაყრდნობით ასკვნიდა, რომ მთელ საქართველოში 1661 წლიდან 1842 წლამდე 178 კაპუცინელი ბერი ჩამოსულა მისიონერული ამოცანით (თამარაშვილი, 2013).

რა თქმა უნდა, პოლიტიკურად არეულ, ძალადობებით დაღდასმულ დროში, კათო-ლიკეთა მისიონერობა უღრუბლო არ იქნებოდა. აღნიშნავს რა ქართველ მეფე-მთავართა უმეტესობის კეთილგანწყობას კათოლიკეთა მიმართ, თამარაშვილი ორ პრობლემას ასა-ხელებს – სპარსელთა შემოსევებსა და მტრობას სომხურ ეკლესიასთან.

მაგრამ, რამდენადაც სტატიის საგანი სამხრეთ საქართველოა, დავუბრუნდები უშუ-ალოდ აქ, ოსმალთა ბატონობის დროს შექმნილ ვითარებას.

საგულისხმოა, რომ ახალციხელ კათოლიკეთათვის სწორედ რუსული მმართველობის დამყარების შემდგომ გამწვავდა პრობლემები, რაზეც შემდეგ თავში იქნება საუბარი. თუმ-ცა ოსმალური პრივილეგიებიც, თუნდაც რეჟიმის კორუმპირებულობის გამო, შეუვალი არ ყოფილა. საქმე ისაა, რომ კათოლიკურ ეკლესიასთან დავა მაჰმადიან მმართველთა არა-ნაკლები მფარველობით მოსარგებლე სომხურ გრიგორიანულ ეკლესიას ჰქონდა. ამ დავის დოქტრინალური ნიუანსების განხილვა სცდება სტატიის ფარგლებს, მაგრამ ცხადია, რომ საქმე არა მხოლოდ და არა იმდენად კონცეფტუალურ უთანხმოებას შეეხებოდა, რამდენა-დაც ქონებრივ და ძალაუფლებრივ ბრძოლას.

რომის კათოლიკური ეკლესიის არქივებმა შემოინახეს ინფორმაცია 1738 და 1742 წლებ-ში ახალციხის კათოლიკური მისიების დარბევის შესახებ, რაც ეჩმიაძინის წარმომადგენ-ლის, ვინმე მინას ვარდაპიეტის ინიციატივით იყო ორგანიზებული (დობორჯგინიძე, 2013).

ახალციხელი პადრების რომთან მიმოწერაზე დაყრდნობით, მიხეილ თამარაშვილი ასკვნიდა, რომ XVIII საუკუნეში ეჩმიაძინის სომხური საყდარი ხშირად იყენებდა ფაშებს კათოლიკეთა შესავიწროვებლად და ამას ქრთამებით ახერხებდა (თამარაშვილი, 2013). იგივე ცნობებს იყენებს შოთა ლომსაძეც და საუბრობს, რომ თავად სპარსეთის იმპერიაში შემავალი ეჩმიაძინის სომხური საპატრიარქო, სულთნის ფირმანის დახმარებით, ახალცი-ხელ მართლმადიდებელთა და კათოლიკეთა დამორჩილებას ცდილობდა. ზოგიერთი ცნო-ბით, ახალციხის ერთ-ერთ ფაშას, ნომანს, რამდენიმე კათოლიკური ეკლესია ეჩმიაძინი-სათვის მიუყიდია (ლომსაძე, გვ. 220). ეჩმიაძინი თურმე ითხოვდა ახალციხის უკანასკნელი მართლმადიდებელი, შემდგომში გაკათოლიკებული ეპისკოპოსის, გიორგის დაპატიმრე-ბას. ლომსაძის აზრით, ამ ვითარებაში ბევრი ადგილობრივი სომხურ გრიგორიანულ სარწ-მუნოებაზე გადადიოდა (ლომსაძე, გვ. 302-303).

წყაროების სიმწირის, რელიგიურ კუთვნილებათა ცვალებადობისა თუ მოსახლეობის დიდი ნაწილის გაუნათლებლობის გამო, XVIII საუკუნის ახალციხის საფაშოს ეთნიკური რუკის დაზუსტება რთულია. ცხადია, ამ დროისათვის მოსახლეობის უმრავლესობას მაჰ-მადიანები შეადგენდნენ, რის საფუძველსაც ოსმალთა ბატონობა და მაჰმადიანთა პრივი-ლეგიები წარმოადგენდა. თამარაშვილის მიერ შეგროვებული ცნობებით ჩანს, რომ სარ-წმუნოებრივად, დღევანდელ-სამცხე ჯავახეთში მაინც, რიგით მეორე სიდიდის ჯგუფს

ახალციხე – ქართული „იერუსალიმი“

21ისტორიის რეკონსტრუქციები • 2015

კათოლიკენი ქმნიდნენ.15 უდავოა, რჩებოდნენ მართლმადიდებლებიც (თუმცა, თამარაშ-ვილის აზრით, მხოლოდ მოგვიანებით გადმოსახლებულთა შორის) და იყვნენ გრიგორი-ანელებიც.

როგორც მაჰმადიანებში, ისე კათოლიკეთა შორის, ქართული ენა საკმაოდ იყო გავრ-ცელებული. კათოლიკე მისიონერები აღნიშნავდნენ მთელ საქართველოში „ბერძნულ-ქარ-თული რიტის“ მნიშვნელობას და ქართულენოვან ლიტურგიკულ ტექსტებს ლეგიტიმურად მიიჩნევდნენ (დობორჯგინიძე, „ზოგიერთი რამ...“, 2013). მიუხედავად იმისა, რომ ახალცი-ხელ კათოლიკეთა შორის, საბოლოოდ, ლათინური და სომხური ტიპიკონი დამკვიდრდა, რომის თანხმობით, მღვდლები მაინც იყენებდნენ ქართულ სახარებასაც, როგორც მოსახ-ლეობის საგრძნობი ნაწილისათვის ერთადერთ გასაგებ ტექსტს. მოგვიანებით, XIX-XX სა-უკუნეებში, ამ ენობრივ-სარწმუნოებრივმა კალეიდოსკოპმა ქართულ-სომხური ნაციონა-ლური პოლემიკის ნიადაგი შექმნა, რაშიც უშუალოდ თამარაშვილი იყო ჩართული.

მცირე რაოდენობით ახალციხეში ებრაელები და ლეკებიც იყვნენ. ამ უკანასკნელ-თათვის, ახალციხე საქართველოში თარეშისა და ტყვეთა სყიდვის საოპერაციო ბაზას წარმოადგენდა (კოჟორიძე, გვ. 67). ებრაელთა უბანი ქალაქ ახალციხის შუაგულში, ე.წ. რაბათის (საკუთრივ ქალაქი, ანუ სავაჭრო-სახელოსნო დასახლება ციტადელთან) შესასვ-ლელთან ჩამოყალიბდა და დარამალას სახელით იყო ცნობილი (კოჟორიძე, გვ. 97). 1828-1829 წლებში შემოჭრილ და დამკვიდრებულ რუსულ ჯარს ადგილზე დახვდა თურქმანული მოდგმის თემი (თარაქამა/ყარაფაფახები), რომელთაგანაც რუსულმა საოკუპაციო ადმი-ნისტრაციამ ცხენოსანი საპოლიციო რაზმიც შექმნა (ლომსაძე, გვ. 332-334).

ძნელია იმის ზუსტად განსაზღვრა, თუ რა დემოგრაფიული წონის იყო ახალ კულტუ-რულ ნაკადთა მოზღვავება სამხრეთ საქართველოში; ვინ იყო აქ აბორიგენი და ვინ – არა. მაგრამ კულტურათა და სამფლობელოთა სამხრეთქართული ურთიერთქმედება/ურთიერ-თშეღწევის ისტორია წარმოუდგენელია ეთიკური ასპექტის მქონე ისეთი სოციალური და ეკონომიკური ფენომენის გარეშე, როგორიც ტყვეთა სყიდვაა. XVIII საუკუნეში ლეკთა მოთარეშე რაზმებს ტყვეები ახალციხისაკენ ბორჯომისა და ალგეთის ხეობებით მოჰყავ-დათ. თუმცა უფრო ადრეც და შემდგომშიც, ტყვის სყიდვა ექსკლუზიურად დაღესტნელთა ბიზნესი არ ყოფილა: 1695 წლით დათარიღებული საბუთის თანახმად, ყოფილი ტყვე იტ-ყობინება, რომ იგი იმერელი იყო, მამას გაეყიდა „თათარზე“ ახალციხეში, ვისგანაც იგი „ფრანგს“ დაეხსნა და თავის სარწმუნოებაზე გაეზარდა (კოჟორიძე, გვ. 70). ამა თუ იმ ფორ-მით და გზით, იმერეთის, ქართლისა და კახეთის გლეხკაცობის ახალციხეში მოხვედრა ჩვე-ულებრივ ამბად მოჩანს. მათი ნაწილი მართლმადიდებლობას ინარჩუნებდა,16 სხვები კი, გარემოებათა გავლენით, „გათათრება-გაფრანგების“ (გამაჰმადიანება-გაკათოლიკება), ობიექტნი ხდებოდნენ. როგორც ზემოთ ითქვა, პარალელურად მიმდინარეობდა ქრისტი-ანული მრევლის „გასომხების“ პროცესიც.

15 თამარაშვილი საუბრობს რამდენიმე ათას კათოლიკეზე უშუალოდ ქალაქ ახალციხის სანახებში და რამ-დენიმევე ათასზე – სხვა დასახლებულ პუნქტებში. (თამარაშვილი, 2013)

16 შოთა ლომსაძის აზრით, მიხეილ თამარაშვილი ნაწილობრივ მართალი უნდა ყოფილიყო, როცა ამტკიცებ-და, რომ XVIII საუკუნის ბოლოს ადგილობრივი მართლმადიდებელი მოსახლეობა, ძირითადად, იმერეთ-ქართლიდან გადმოსულთაგან შედგებოდა (ლომსაძე, გვ. 305).

დავით დარჩიაშვილი

22

შტრიხები ქალაქისა და მისი სანახების სოციალურ-პოლიტიკური პორტრეტისათვის

საქართველოს ისტორიაში სამცხე-ჯავახეთის უნიკალური ადგილისა და, იმავდრო-ულად, მისი მულტიკულტურულობის მოწმე თავად ქალაქია, რომელიც თურქულ წყა-როებში ახსიხა/ახისხად, სომხურში კი იშხანაცკიუტ-ად (თავადთა ქალაქი) მოიხსენიება (კოჟორიძე, გვ. 20). დღეს აღდგენილი, უფრო კი თავიდან აშენებული ქალაქის ციხე და რა-ბათი თავისი ნაირფერობით აგრძელებს საუკუნეების ტრადიციას. ციტადელის გასწვრივ, რაბათის მაღლობზე დგას მართლმადიდებლური და კათოლიკური ეკლესიები. ამ უკანასკ-ნელის ეზო სავსეა როგორც ქართული, ისე სომხური წარწერებით დამშვენებული საფლა-ვის ქვებით. აქ განისვენებს „ვინმე მესხი“, ქართული კათოლიციზმის ერთი მოამაგეთაგანი, ივანე გვარამაძე. ციხის კედლებიდან მოჩანს მეჩეთის გუმბათი და ქართულ კონფესიათა ამ ახალციხურ დუალიზმს სამებად აქცევს. რაბათის ქვემო წელზე კი სურათს სომხური გრიგორიანული ეკლესია და სინაგოგა ამრავალფეროვნებს.

ეს სურათი ივსება ხედით – მდინარე ფოცხოვის გადაღმა XIX საუკუნის 30-იანი წლები-დან აღმოცენებული ქალაქური რაიონით, რომელიც იმთავითვე არანაკლები მრავალფე-როვნებით გამოირჩეოდა. ოღონდ იქ მდგომი სომხური ეკლესია, რომელიც გადმოცემით ქართული ტაძრის ნანგრევებზეა აშენებული, დაკეტილია და კონფესიური დავის საგნა-დაა ქცეული. მეორე ტაძარი კი, სადაც თურმე ახალციხეში გადმოსახლებული არზრუმელი სომხების სულიერი წინამძღოლი, ეპისკოპოსი კარაპეტი ესვენა, აღარ არსებობს. იმ ადგი-ლას სახელმწიფო რწმუნებულის საერო-პოლიტიკური შენობაა.

მულტიკულტურულობა – საქართველოს მატერიალური და სულიერი სიმდიდრის ეს ნოყიერი ნიადაგი – ბუნებრივია, კონფლიქტებისაგანაც არ იყო დაზღვეული. ქალაქის შე-დარებით ახალ ნაწილში მდგომი დახურული ეკლესია უფრო მიმდინარე დისპუტის მოწ-მეა, ვიდრე კონფლიქტის. მაგრამ ახალციხეს თემთაშორისი ფიზიკური დაპირისპირებებიც ახსოვს. გარეშე იმპერიათა შემოსევები კონფესიათა და ეთნოსთა მოძრაობებს იწვევდა, რაც მოგვიანებით ეთნორელიგიური კონფლიქტების ნიადაგს ქმნიდა. ამ კონფლიქტთა და-რეგულირება, თანაარსებობის კალაპოტში წარმართვა ან ისევ იმპერიებს ხელეწიფებო-და, ან თანამედროვე დემოკრატიულ სისტემას. ეს უკანასკნელი მხოლოდ 1918 წელს შეიქმ-ნა, მაგრამ პირველი მსოფლიო ომისა და რუსულ-თურქული რევოლუციების გამოძახილი, გამოუცდელობა და უსახსრობა საქართველოს დემოკრატიას დიდ გასაქანს არ აძლევდა. ხოლო რუსეთისა და ოსმალეთის იმპერიები, რომელთა ნანგრევებზეც იშვა თანამედროვე ქართული სახელმწიფო, ეთნოკონფესიური მშვიდობის უზრუნველყოფას „დაყავი და იბა-ტონეს“ ტრადიციული მეთოდით ახორციელებდნენ – ისიც, სანამ ძალა შესწევდათ. სწო-რედ მათ წიაღში ღვივდებოდა ეთნორელიგიური ნაციონალიზმი.

ამგვარი პრობლემური წარსულის მოწმეა ქალაქიდან ორ-სამ ათეულ კილომეტრზე მდებარე ქვაბლიანის ხეობა. დღეს აქ მშვიდობიანად თანაარსებობენ, თუმცა კი არჩევნე-ბის დროს კუთხურ და კონფესიურ აფილიაციებს ავლენენ მაჰმადიანი (აჭარელი), მართ-ლმადიდებელი (იმერელი და რაჭველი) და კათოლიკე (ადგილობრივ-მესხური მოდგმის) ქართველები.17 მთების გადაღმა, გოდერძის უღელტეხილის გავლით, ზემო აჭარის ცენ-

17 საუბრები ადგილობრივი მოსახლეობის წარმომადგენლებთან, ადიგენი, თებერვალი, 2014 წელი (შეხვედ-რების ორგანიზებისათვის ავტორი განსაკუთრებულ მადლიერებას გამოხატავს საქართველოს პარლა-

ახალციხე – ქართული „იერუსალიმი“

23ისტორიის რეკონსტრუქციები • 2015

ტრი, ხულო მდებარეობს, საიდანაც იქაურთა ნაწილი მცირემიწიანობასა და მეწყერებს გამოექცა. მაგრამ ამ თემთა წინაპრები, განსაკუთრებით კი მათი ლიდერები, XVIII-XX სა-უკუნეებში, არც ერთმანეთის სიმშვიდის დარღვევას თაკილობდნენ და არც ახალციხის. ქვაბლიანი წარმოადგენდა სელიმ და ახმედ ფაშა ხიმშიაშვილების გზას ხულოდან ახალ-ციხისაკენ, როდესაც აჭარელი სანჯაყბეგები მთელს ახალციხის საფაშოზე აცხადებდნენ პრეტენზიას მეტოქეებთან თუ რეგიონში გამოჩენილ რუსებთან ბრძოლაში.

მოგვიანებით, XX საუკუნის ათიან წლებში, ქვაბლიანი იყო სამცხის საქართველოდან გამოყოფისა და ყარსის ისლამური რესპუბლიკის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორის, ჯა-ყელთა უმცროსი შტოს წარმომადგენლის, სერვერ-ბეგის საყრდენი. 1944 წელს ქვაბლიანი, ანუ ადიგენი, ისევე, როგორც სამცხე-ჯავახეთის სხვა რაიონები, სტალინის ბრძანებით მაჰმადიანთა მასობრივი გასახლების მოწმე გახდა. დეპორტაციის ანტიჰუმანურ ფაქტსა და მეთოდებს თან სდევდა უახლესი ისტორიის იმდაგვარი რეკონსტრუირება, რომლის თა-ნახმად სამცხე-ჯავახეთის მაჰმადიანები თურქეთის მეხუთე კოლონად და 1918-19 წლებში ქრისტიანთა მიმართ მასობრივი ძალადობის ჩამდენებად ცხადდებოდნენ.

1829, 1918-1919 თუ 1944 წლის დრამატულ მოვლენებს ქვემოთ დავუბრუნდები. აქ კი მინდა მოვიყვანო ერთი ზეპირი გადმოცემა, რომელიც დაბა ვალეს ტრადიციული კათო-ლიკური თემის დღევანდელი შთამომავლისაგან მოვისმინე (დასახლება ახალციხის რა-იონშია, მდინარე ფოცხოვის ხეობაში, რომელსაც უერთდება ქვაბლიანი დ.დ.): 1918 წელს ოსმალთა შემოსვლას და შემდგომ ბრძოლებს მოჰყვა ადგილობრივი რაზმების ფორმირე-ბა, ძარცვა, დატყვევებები. მაჰმადიანთა პიკეტს მისი პაპაც შეუპყრია, მაგრამ მოპიკე-ტეებს მეზობლად უცვნიათ და გაუშვიათ. სარწმუნოებრივი განსხავებისა და ნებისმიერი არეულობის თანამდევი სოციალური დაპირისპირებების მიუხედავად, მაჰმადიან მესხებს მეგობრობა-ძმადნაფიცობისადმი საოცარი ერთგულება გამოარჩევდა, რაც შერეულ თე-მებში (ვალე კი ასეთთა შორის იყო) ქრისტიანულ ოჯახებზეც ვრცელდებოდა. მთხრობე-ლის თქმით, კონფლიქტის ამოწურვის შემდგომაც, შერეულ დასახლებებში მცხოვრები ქრისტიანები ერიდებოდნენ ღორების მოშენებას, რათა მაჰმადიანთათვის ეცათ პატივი.18 ქალაქ ახალციხის მკვიდრი და მისი წარსულის გამორჩეული მცოდნე კი ყვება, რომ მაჰ-მადიანთა დიდი ნაწილი 1918-1919 წლების ძალადობაში არ მონაწილეობდა და ქრისტიან ნაცნობ-მეგობრებს იფარებდა.19

როგორი მრავალფეროვანიც არ უნდა ყოფილიყო სამხრეთ საქართველოში იმ დროს შექმნილი რეალობა, შეუთავსებელმა პოლიტიკურმა პროექტებმა, განსაკუთრებით კი საყოველთაო გაჭირვებამ და უწიგნურობამ, სოციალური ბზარები გააღრმავა. ათწლე-ულები გავიდა მაჰმადიან მესხთა გადასახლებიდან, მაგრამ მათი დაბრუნების მიზანშე-წონილობაში, რაც უკვე დამოუკიდებელი საქართველოს ვალდებულებაა ევროპის საბჭოს წინაშე, კვლავ ეჭვი შეაქვს იმ მოვლენათა ფონზე ჩამოყალიბებულ ქართულ ნარატივს. იგი არაერთმნიშვნელოვანია. მასში არის XVII-XIX საუკუნეებში გამაჰმადიანებული მეს-ხებისადმი სენტიმენტებიც. მაგრამ ისმის უკმაყოფილება მათი „არაქართული“ იდენტობის გამო. თუკი სტალინის ეპოქაში, როდესაც თურქეთთან ომის პერსპექტივა განიხილებოდა,

მენტის წევრის, ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატის, ზურაბ ჩილინგარაშვილის მიმართ)

18 ინტერვიუ საქართველოს პარლამენტის წევრთან, ახალციხის მაჟორიტარ დეპუტატთან, ვაჟა ჩიტაშვილ-თან, ვალე, იანვარი 2014 წელი

19 ინტერვიუ რევაზ ანდღულაძესთან, ახალციხე, თებერვალი, 2014 წელი

დავით დარჩიაშვილი

24

მაჰმადიან მესხთა პროთურქულობის თემა დეპორტაციის ლეგიტიმაციას ემსახურებოდა, ახლა ინტეგრაციას ქართველობის მართლმადიდებლობასთან განუყოფლობის კვლავ მომ-ძლავრებული იდეა ეღობება. ვითარებას ართულებს თავად გადასახლებულების დიდი ნაწილის „ისტორიული მეხსიერება“, რომელშიც ქართველთაგან გაუცხოება დომინირებს. შემთხვევითი არაა, რომ საერთაშორისო დონეზე მათ მიმართ ფართოდ გამოიყენება „მეს-ხეთელ თურქთა“ ეთნონიმი.

ახალციხის ცხოვრების ზემოთ ნახსენები შტრიხები ხაზს უსვამს წინა, XIX-XX საუკუ-ნეთა მნიშვნელობას დღევანდელი პრობლემატიკის შექმნა-გადაჭრის დაუსრულებელ პროცესში. ეს ერთიანი ეპოქაა, რომლის მთლიანობას ახალი ფაქტორები – რუსული იმ-პერიალიზმი და ადგილობრივი ნაციონალიზმ(ებ)ი განსაზღვრავდა. XXI საუკუნეში არც ერთი არ გამხდარა ისტორიის კუთვნილება. ეს ერთიანობა, როგორც სოციალურია, ისე იდეური და წარმოაჩენს ამ ორი ფენომენის – საზოგადოებრივი რესტრუქტურირებისა და ახალი მსოფლმხედველობების ურთიერთდამოკიდებულებას. შესაბამისად, როგორც მთე-ლი საქართველოს, ისე მისი სამხრეთის თანამედროვე იდენტობის ფორმირებაში აღნიშნუ-ლი ეპოქა თანამიმდევრულ განხილვას იმსახურებს.

25ისტორიის რეკონსტრუქციები • 2015

მეორე ნაწილი

XIX-XX საუკუნეთა განსაკუთრებულობა თანამედროვე ადგილობრივი და საერთოქართული ნარატივის ფორმირებისათვის

XIX-XX საუკუნეები განსაკუთრებული აღმოჩნდა სამხრეთ საქართველოსათვის: ამდ-როინდელი ტენდენციები თუ ფაქტორები უშუალოდ შეერწყა თანამედროვე ქართველე-ბის ფორმირების პროცესს, იქცა ხიდად ქვეყნის საერთო წარსულსა და აწმყოს შორის. სხვა თუ არაფერი, სწორედ XIX საუკუნეა ნაციონალიზმის ხანა, როგორც მიმდინარე მოვ-ლენების და მათზე ინტელექტუალთა რეფლექსიის შედეგი.

ამ ეპოქის დამახასიათებელი ადგილობრივი პოლიტიკური პროცესები წინააღმდე-გობრივი, თუმცა ურთიერთდაკავშირებული იყო. ერთი მხრივ, აღსანიშნავია ჯერ კიდევ XVIII საუკუნის მიწურულს, ახალი ძალით გამძაფრებული მუსულმან ქართველთა შინა-ომი, რომლის ნიადაგს ოსმალეთის ცენტრალური ხელისუფლების დასუსტება ქმნიდა. მე-ორე მხრივ, სტამბოლი არც იმ დონეზე იყო დაცემული, რომ ახალციხის საფაშოს ბედი მთლად დაევიწყებინა. შესაბამისად, ქართველ ფაშა-ბეგთა იმჟამინდელმა თაობამ აჩვენა იმპერიულ ცენტრთან დაპირისპირების კვაზიეროვნული მაგალითები. და მესამე: გაჩნდა რუსული ფაქტორი. ახალციხის საფაშოს ტახტისათვის მეომარი ფრაქციები კომუნიკაციას ამყარებდნენ კავკასიის რუს მთავარმართებლებთან, რომელთაც რეგიონული მასშტაბის საგარეო პოლიტიკური ფუნქციებიც ჰქონდათ. ურთიერთობებში არც თუ უკანასკნელ როლს თამაშობდნენ ავტონომიურობის დაისში შესული, მაგრამ ძველებურად ამბიციური იმერელი და ქართლ-კახელი ბაგრატიონებიც.

ცხადია, ამ ურთიერთობის ლოგიკა, რუსული მხრიდან, იმპერიის დაცვა-გაფართოების წადილს გამოხატავდა. ადგილობრივ ბეგებსა თუ ფაშებს კი საკუთარი მდგომარეობის გამ-ყარება სურდათ. მაგრამ კომუნიკაციის დისკურსს ზოგჯერ ქვეყნის ბედ-იღბალზე ზრუნ-ვის ეროვნულ-გამათავისუფლებელი ელფერი გადაჰკრავდა. ყველაზე ნათლად, ყოველ შემთხვევაში, გვიანდელი ისტორიკოსების თვალში, „საქართველოს“ დამოუკიდებლობა-გაერთიანების იდეები ბაგრატიონთა გვარის წევრებთან იყო დაკავშირებული. რუსთა დახმარებით ახალციხის შემოერთებაზე ჯერ კიდევ ერეკლე მეორე ამყარებდა იმედებს. შემდეგომში ახალციხე რუსთა ბატონობის წინააღმდეგ მებრძოლი ერეკლეს ძე ალექსანდ-რეს, იმერეთის მეფის, სოლომონ მეორისა და თბილისისა თუ ქუთაისის სამეფო ტახტთა კარისკაცის, სოლომონ ლიონიძის საყრდენი გახდა. ეს უკანასკნელი სწორედ ახალციხეში აღესრულა. ხოლო ფაშები თუ ფაშობის პრეტენდენტები, გარემოებათა მიხედვით, ან რუს-თა ურჩ ბაგრატიონებთან მეგობრდებოდნენ, ან რუსულ გენერალიტეტთან ცდილობდნენ საქმის მოგვარებას.

მას შემდეგ, რაც ახალციხე რუსეთმა დაიპყრო და იმპერიას შეუერთა, ადგილობრივ-მა ეროვნულმა თემატიკამ ახლებური ელფერი შეიძინა. ახალ და უძლეველ იმპერიასთან ბრძოლა აზრს კარგავდა, თუმცა კი დასავლეთის დახმარებით მოდერნიზებადი ოსმალეთი კიდევ არაერთხელ შეეცადა დაკარგული პოზიციების აღდგენას სამხრეთ საქართველოში. მაგრამ ქართული, ისევე, როგორც სხვა ადგილობრივი ნაციონალიზმები, უკვე რუსულ წიაღში ვითარდებოდა. როგორც მთელ კავკასიაში, ისე სამხრეთ საქართველოში, იგი კონ-

დავით დარჩიაშვილი

26

კურენტული ეთნორელიგიური პროექტების განხორციელებაში ვლინდებოდა. იმპერია კი დაუძლეველი ძალა იყო, რომელსაც ამ პროექტთა ადგილობრივი ავტორები ეგუებოდნენ და იყენებდნენ კიდეც ერთმანეთთან დაპირისპირებაში.

რუსეთის იმპერიაში მოქცეულ სამხრეთ ქართულ წიაღში სამი ძირითადი „ნაციონა-ლიზმი“ განვითარდა: ქართული, სომხური და თურქული შეფერილობის. ამ ვითარებაში ჩანს იმპერიების პარადოქსიც – ისინი იშვიათად აღწევენ იმპერიის შემოქმედი ეთნოსის ეთნოკულტურულ დომინირებას პერიფერიებზე. სამივე ნაციონალიზმი შეიცავდა იმპერი-ისათვის სარისკო ენერგიას და მიზნებს, თუმცა სხვადასხვა დონეზე და მოქმედების გან-სხვავებული მოდალობებით. შესაბამისად, იმპერიაც განსხვავებულ დამოკიდებულებას ავლენდა მათდამი. საინტერესოა ისიც, რომ სამხრეთ-ქართულ გარემოში ერად ქცევის მნიშვნელოვანი ეთნიკური ინგრედიენტი მოდერნიზაციის ეპოქის ნაციონალურ განშრევე-ბას არ დამთხვევია: ბევრი ადგილობრივისათვის საერთო სალაპარაკო ენა არ იყო ეროვ-ნული სოლიდარობის განმაპირობებელი და ეთნოკულტურული ქართველობის ნიადაგზე „თათარის“, „ფრანგის“, „სომხის“ იდენტობები ყალიბდებოდა. ამ მხრივ, განათლების თავი-სებურებებთან თუ იმპერიულ პროპაგანდასთან ერთად, უფრო რელიგიამ ითამაშა როლი – თუნდაც ლიტურგიკაში გამოყენებული ენის მეშვეობით.20 თუმცა, როგორც არაერთგან, იყო გამონაკლისებიც. ახლა კი – კონკრეტიკა აქ ჩამოთვლილ სოციალურ-პოლიტიკურ და იდეოლოგიურ ტრანსფორმაციებზე:

ქართულ-მაჰმადიანური არშემდგარი ნაციონალიზმი

XVIII საუკუნის მიწურულს ახალციხის საფაშო შინაომმა მოიცვა, რაც ოსმალეთის დასუსტების თვალნათელი ნიშანი იყო. ფაშობის პრეტენდენტები ფიზიკურად უპირის-პირდებოდნენ ერთმანეთს და თან სულთნის მომხრობაზე ზრუნავდნენ. ხანგრძლივი და ცვალებადი წარმატებით მიმდინარეობდა დაპირისპირება არტანუჯელ შერიფსა და ზემო აჭარელ სელიმს შორის. მათი სახით, სამხრეთ საქართველოს მფლობელობისათვის ერთ-მანეთს ორი გამაჰმადიანებული ძველი საფეოდალო სახლი – ჯაყელები და ხიმშიაშვილები – ეომებოდა. ორივე უკავშირდებოდა საქართველოს ქრისტიანულ სამეფო-სამთავროებს. უკვე XIX საუკუნის დამდეგს, დაპირისპირების ერთ-ერთ ეპიზოდში, შერიფი იმერეთის მეფე სოლომონ მეორესა და ერეკლეს შთამომავლებთან ამყარებდა კავშირს, სელიმი კი დადიანს სთხოვდა იმერეთზე თავდასხმას, რათა ეს უკანასკნელი შერიფს არ დახმარებო-და (ლომსაძე, გვ. 232-233).

მალე სელიმმა ყარსის ფაშის დახმარებით ახალციხე აიღო და სულთნისაგან ფაშო-ბაც მიიღო. შერიფს არც ბრძოლაზე აუღია ხელი, არც ინტრიგებზე და 1810 წელს კვლავ დაიბრუნა ფაშობა, თუმცა ორიოდე წლით – 1812 წელს ახალციხეში ისევ სელიმია (ლომ-საძე, გვ. 242).

სწორედ ამ დროს, კავკასიის რუსი მთავარმართებლები რეგიონული ძალთა ბალან-სის წამყვან ფაქტორად გადაიქცნენ. 1806-1812 წლებში მიმდინარე რუსეთ-თურქეთისა და

20 ბუნებრივია, რომ სალაპარაკო ენისა და კოლექტიური იდენტობის ურთიერთაცდენა უნიკალურად სამხ-რეთ-ქართულ მოვლენად ვერ ჩაითვლება. ქართული ნაციონალიზმის ზოგიერთი მკვლევარი კი საერთოდ მიიჩნევს, რომ შუა საუკუნეებში ქართული ენა არა იმდენად ეთნიკური თვითშეგნების, ანუ ანტონი სმი-ტისეული ethnie-ს ინგრედიენტი იყო, რამდენადაც პოლიტიკურ-რელიგიური ექსპანსიის იარაღი (გიგი თევზაძე, 2009, გვ. 140).

ახალციხე – ქართული „იერუსალიმი“

27ისტორიის რეკონსტრუქციები • 2015

1805-1813 წლების რუსეთ-სპარსეთის ომები ზემოთ ნახსენებ შინაომს საგარეო პოლიტი-კურ განზომილებას ანიჭებდა. გარკვეული დროის განმავლობაში, სელიმი რუსული პრო-ტექტორატის იდეით იყო დაინტერესებული, რამაც მას რუსთა დახმარებით „საქართვე-ლოებთან“ ინტეგრაციის მომხრის იმიჯი შესძინა. ყოველ შემთხვევაში, ცნობილია მისი კომუნიკაცია მთავარმართებელ ტორმასოვთან 1809 წელს, როდესაც ეს უკანასკნელი სე-ლიმს შერიფის წინააღმდეგ დახმარებას და მფარველობას სთავაზობდა (ლომსაძე, გვ. 123; საქ. ცსა. ფ. 2, აღწ. 1, საქ. 286, ფურც. 23). უფრო თანამიმდევრულად ემხრობოდა რუსული პროტექტორატის იდეას სელიმ ფაშას მარჯვენა ხელი, სელიმ ყიფიანი. თუმცა, როგორც ზემოთ ითქვა, სელიმ ფაშა არც ოსმალთა სულთნის მხარდაჭერის მოპოვებას გაურბოდა და ამ თუ წმინდა პიროვნული მოტივის გამო, სელიმ ყიფიანი მოაკვლევინა.

სელიმ ხიმშიაშვილის მთავარი მეტოქე, შერიფი კი თავისას ცდილობდა რუსებთან, მაგ-რამ, სავარაუდოა, უფრო ნაკლები ენერგიით. არსებითად, შერიფის პოლიტიკური „ქართ-ველობა“ ქართლ-კახეთის სამეფოს ბოლო კანცლერთან, ახალციხეში თავშეფარებულ სო-ლომონ ლეონიძესთან ერთად ოცნებებით შემოიფარგლა. მას მერე, რაც სოლომონი შავმა ჭირმა შეიწირა, სელიმ ხიმშიაშვილი კი არ ისვენებდა, შერიფი, ძირითადად, ოსმალეთის სულთანის დროშით გამოდის. რუსეთ-თურქეთის ომის შემდგომ ოსმალეთის ცენტრალურ-მა ხელისუფლებამ მეტად მოიცალა „ორგული“ ფაშებისათვის. 1815 წელს ახალციხეს არზ-რუმის ფაშა იკავებს. სელიმ ხიმშიაშვილს თავს კვეთენ, შერიფს კი იწყალებენ. ოღონდ საფაშოში რეგიონისათვის უცხო არზრუმელი ფაშის ნათესავები გაბატონდნენ.

თუმცა არც არეულობა დასრულებულა და არც მაჰმადიან ქართველთა ადგილობრივი არისტოკრატიის ურჩობა და ქრისტიან მონათესავეებთან მეგობრობა. 1816 წელს არზრუ-მელთა წინააღმდეგ ახალციხეში აჯანყება მოხდა. მისი ერთ-ერთი მოთავე ხერთვისის სან-ჯაყბეგი მამედ ვაჩნაძე ყოფილა. საფაშოს ლიდერობისათვის ისევ გაგრძელდა ჯაყელთა და ხიმშიაშვილთა მეტოქეობა, მამედ ვაჩნაძე კი, მოგვიანებით, იმერეთის ანტირუსული აჯანყების მესვეურებს თანაუგრძნობდა და რუსთა წინააღმდეგ მრავალწლიანი მოქმედე-ბით გამორჩეულ ალექსანდრე ბატონიშვილს მასპინძლობდა (ლომსაძე, გვ. 148-153).

ახალციხის საფაშოს დაახლოებით ნახევრისა და თავად ქალაქის ბედი 1828 წელს შეიცვალა. რუსეთ-თურქეთის ახალ ომს გენერალ პასკევიჩის წარმატებული ოპერაციები მოჰყვა, რომელთა შედეგად არა მხოლოდ ახალციხე, არამედ არზრუმიც დაეცა. ეს უკანას-კნელი ზავით ისევ ოსმალეთს დაუბრუნდა, ახალციხე კი ნიკოლოზ პირველმა რესკრიპ-ტით მონათლა ანატოლიაში რუსეთის დასაყრდენად.

ამის შემდგომ, ჯაყელთა ნაწილი ოსმალეთში გადასახლდა, ნაწილმა კი ათაბეგ-ქვაბ-ლიანელთა შტოს დაუდო სათავე და შემდგომ გეოპოლიტიკურ ძვრებამდე, როგორც ახა-ლი იმპერიის, ისე მაჰმადიანური სარწმუნოებისადმი ლოიალურობით შეუდგა თავისი იდენტობის ფორმირებას. სხვაგვარად განვითარდა აჭარელ ხიმშიაშვილთა ბედი. სელიმის შვილმა, ახმედმა, მამისის გზა გააგრძელა: იგი თან რუსებს ეომებოდა, თან არ უარობ-და მათთან ფარულ მოლაპარაკებებში შესვლას. ამ საქმეს, თუმცა უშედეგოდ, ახალცი-ხის პირველი რუსი კომენდანტი, ბებუთოვი კურირებდა (მეგრელიძე, 1963). მოგვიანებით, 1877-1878 წლების რუსეთ-თურქეთის ომის დროს, აწ უკვე მხოლოდ ზემო აჭარის ბეგმა და სელიმის შვილიშვილმა, შერიფ ხიმშიაშვილმა საბოლოოდ გააკეთა არჩევანი რუსეთზე.

დავით დარჩიაშვილი

28

ამჯერად, არჩევანის მიზეზი სამხრეთ საქართველოს ნაწილის ავტონომიურობის დაპირე-ბა არ ყოფილა – ხიმშიაშვილებს მხოლოდ საგვარეულო პრივილეგიები შეუნარჩუნდათ.21

რა თქმა უნდა, შერიფის გადაწყვეტილებაში აღმავლობის გზაზე მდგომი ქართული ნაციონალისტური დისკურსიც ითამაშებდა როლს; ცნობილია, რომ თბილისის ქართული საზოგადოების განათლებული ნაწილი განსაკუთრებული აღტკინებით შეხვდა, როგორც შერიფის გადაწყვეტილებას, ისე ყოფილი ახალციხის საფაშოს დარჩენილი ნაწილისა და ბა-თუმ-ქობულეთის მოქცევას რუსულ იმპერიულ სივრცეში. ამგვარად, მართალია უცხო ადმი-ნისტრაციის ქვეშ, მაგრამ ქართული მიწები და ქართულენოვანი მოსახლეობა ერთიანდებო-და. ე.წ. სამუსლიმანო საქართველოს თემას წერილებს უძღვნიდა ილია ჭავჭავაძე.

ბათუმ-აჭარა მართლა იქცა ქართულ-მაჰმადიანური ნაციონალიზმის, კოლექტიური იდენტობის ძიებაში რელიგიაზე წინ ეთნიკურობის წამოწევის უმნიშვნელოვანეს ლაბო-რატორიად. იგი, ძირითადად, XX საუკუნეში განვითარდა, თუმცა XIX საუკუნის პოლიტი-კურ და საზოგადო მოღვაწეთა დანატოვარზე დაყრდნობით. საბოლო ჯამში, ქრისტიან და მაჰმადიან ქართველთა პოლიტიკური ერთობის თანამედროვე ნაციონალისტურმა პროექ-ტმა კონტურები 1918 წელს შეიძინა და ამ საქმეში ტრადიციონალისტ ხიმშიაშვილებს ბა-თუმელ აბაშიძეთა რევოლუციურმა კლანმა აჯობა. მაგრამ ისტორიულად აჭარა სამხრეთ საქართველოს პერიფერია იყო. რეგიონის ცენტრში, ახალციხეში კი ვითარება სხვაგვარად წარიმართა: საერთოქართული ეროვნულ იდეა სამცხე-ჯავახეთში გაცილებით ძნელად იკიდებდა ფეხს.

ეს არცაა გასაკვირი, რადგან რუსეთის იმპერიის გეგმებში არ შედიოდა საქართველოს რომელიმე ნაწილის ავტონომიის შენარჩუნება თუ, მით უმეტეს, ქართული, ქრისტიანულ-მაჰმადიანური ნაციონალიზმის ხელშეწყობა. რუსულ გეგმებზე ქვემოთ გავაგრძელებ. აქ კი უნდა ითქვას, რომ 1806-1812 და 1828-1829 წლების რუსულ-თურქული ომებისას, ქართველ-თა ფეოდალურ-რელიგიური მსოფლაღქმა ძნელად უთმობდა ადგილს თანამედროვე ნაცი-ონალიზმს. ის ფაქტი, რომ ქრისტიან ქართველ თავადებს სამცხე-ჯავახეთის მიწები თავის სამკვიდროდ მიაჩნდათ და, რუსულ ჯართან ერთად, ახალციხის აღებაში რუსეთისავე ოფიც-რებად თუ მილიციური დრუჟინების წევრებად მონაწილეობდნენ, ნაკლებად მოხიბლავდა ციხესიმაგრის გამაჰმადიანებულ დამცველებს. საქმეს ვერ უშველიდა ამ უკანასკნელთა მეგობრობა თავად სოლომონთან თუ ალექსანდრე ბატონიშვილთან. ცნობილია, რომ 1810 წელს, ახალციხის აღების ტორმასოვისეულ მცდელობაში სამეგრელო-იმერეთის მილიცი-ური რაზმები დავითის დროშით მონაწილეობდნენ. მაშინ მცდელობა მარცხით დასრულდა და დავითის დროშა ოსმალთა მხარეზე მეომარ ქართველებს დარჩათ (ლომსაძე, გვ. 138-139). 1828 წლის აგვისტოში რუსული სამხედრო ოპერაცია წარმატებით დაგვირგვინდა. შტურმს ათასობით მუსულმანი ქართველი შეეწირა. ასეთ წინააღმდეგობრივ, ბედუკუღმართ გარე-მოებებში იკვლევდა გზას ზერელიგიური ქართული ერთობის პროექტი.22

21 შესაბამისი დაპირება მან ჯერ კიდევ 1877 წელს მიიღო. (მეგრელიძე, გვ. 168).

22 XIX საუკუნის სამხრეთქართული ქრისტიანულ-მაჰმადიანური ალიანსებისა და დაპირისპირებების ეს ის-ტორიები ნაციონალიზმისა და ფეოდალიზმის იდეოლოგიათა ნაზავად ჩანს. შეიძლება მისი მონაწილენი შუა საუკუნეების ქართული არისტოკრატიის ეპიგონებად დავინახოთ. აქ რელევანტურია გ. თევზაძის მოსაზრება, რომ შუა საუკუნეების სახელმწიფო იდეოლოგიაში წამყვანი მოტივი იყო არა ეთნო-კულტუ-რული სოლიდარობა, არამედ ავტონომია და, ხელსაყრელ შემთხვევაში, ექსპანსია (Tevzadze, 2009). თავის როლს თამაშობდა რელიგიაც. თუმცა რელიგიური განსხვავებულობების მიუხედავად, ეროვნულში გარ-დამავალი ნათესაურ-კლანური გრძნობები ასევეა გასათვალისწინებელი ქართლი-იმერეთისა და მესხი

ახალციხე – ქართული „იერუსალიმი“

29ისტორიის რეკონსტრუქციები • 2015

რუსულ-იმპერიული ექსპანსია და დისკურსი

სამხრეთ კავკასიაში რუსთა შემოსვლისას რეგიონში ტრადიციული ეთნო-პოლიტიკური სიჭრელე სუფევდა: ახალციხის ოსმალურ საფაშოსთან ერთად, რომლის ავტონომიურობის ხარისხზე უკვე ვისაუბრეთ, სამხრეთ კავკასიაში რუსებს სპარსეთის შახის ქვეშევრდომი რამდენიმე სახანო დახვდა. ამ უკანასკნელთა საგამგებლო ტერიტორიაზე, კერძოდ ყარა-ბაღში, არსებობდა სომხური თვითმმართველობები. რეგიონის ცენტრი და დასავლეთი კი საქართველოს სამეფოს დაქუცმაცებულ ნაწილებს ეკავა. მათგან გამორჩეული იყო სპარ-სული ვასალობის უარისმყოფელი ერეკლეს ქართლ-კახეთის სამეფო. გაჭირვების ჟამს, ყა-რაბაღელ სომხებსაც მეფე ერეკლეს იმედი ჰქონდათ ხოლმე, რომელსაც, სპარსეთის დასუს-ტების კვალობაზე, ზოგჯერ მეზობელი ხანებიც ემორჩილებოდნენ: ერეკლემ გადმოასახლა 700 ყარაბაღელი გაუკაცრიელებულ ქვემო ქართლში და მათ მეთაურს, მელიქ აბოვს, თავა-დობა უბოძა. სხვათა შორის, ეს უკანასკნელი ჯავახეთზე თავდასხმებს ახორციელებდა და იქაურ ქრისტიანებს თავის ახალ მამულში ასახლებდა (ლომსაძე, გვ. 344).

სამხრეთ კავკასიაში მოქმედ გავლენიან აქტორთა შორის იყო უკვე ნახსენები ეჩმი-აძინის გრეგორიანული საკათალიკოსო. სახელმწიფოებრიობას მოკლებული სომხური მო-სახლეობის პოლიტიკურ წინამძღოლობაში კათალიკოსი ნაირფერ საერო ხელისუფალთ ეცილებოდა და, რელიგიური კუთვნილების საფუძველზე, გავლენას ექსტერიტორიულად ავრცელებდა. რუსთა სამხრეთ კავკასიაში შემოსვლისას, ასევე საყურადღებო ადგილობ-რივი ძალა იყო კავკასიონს გადმოღმა ფეხმოკიდებული დაღესტნური თემები.

გამორჩეული წონისა და სპარსეთ-ოსმალეთისადმი განსაკუთრებული ურჩობის გამო, რუსული იმპერიის სამხრეთ კავკასიაში დამკვიდრება სწორედ ქართლ-კახეთის გზით განხორციელდა. ბაგრატიონთა სამეფო დინასტიის ბევრ წარმომადგენელს იზიდავდა რუ-სეთის მართლმადიდებლობა და შესაძლებლობები, რომლის დახმარებითაც ისინი ოსმა-ლეთის საქართველოს დაბრუნებასაც ლამობდნენ. ამ პროცესში საეტაპო მოვლენა იყო 1783 წლის მფარველობით ტრაქტატი, რომლის ძალითაც ერეკლე ბაგრატიონთა სუვერე-ნიტეტს იმპერატრიცა ეკატერინას გადასცემდა და რუსულ ჯარს უღებდა კარს.

რუსული ჯარი და დიპლომატია ადრეც ენახა საქართველოს. მასთან ურთიერთობის გამოცდილება, რბილად რომ ვთქვათ, წინააღმდეგობრივი იყო. შესაბამისად, ერეკლე მეორე უშუალოდ ევროპასთან, კერძოდ, ავსტრიის იმპერატორთან და რომის პაპთანაც ცდილობდა მფარველობით ურთიერთობებში შესვლას და ელჩებად კათოლიკე მისიონე-რებს იყენებდა (დობორჯგინიძე). მაგრამ რუსული აგენტურის ძალისხმევამ და ევროპის სიშორემ ეს ცდები უშედეგო გახადა.

1801 წელს ქართლ-კახეთის რუსული მფარველობა ანექსიაში გადაიზარდა. შემდგომ ამისა, იმპერიის კავკასიური გაფართოება-კონსოლიდაციის შეუქცევადმა პროცესმა ათწ-ლეულები გასტანა. 1878 წლისათვის ქართული სამეფო-სამთავროების ისტორიული ტერი-ტორიები ტფილისის და ქუთაისის გუბერნიებისა და ბათუმისა და ყარსის ოლქებში მოექცა.

ოსმალებისა და სპარსელებისაგან განსხვავებით, რუსული ბიუროკრატია ნაკლებად ეგუებოდა ადგილობრივთა ავტონომიურ მიდრეკილებებს. სამხედრო მმართველობა, რო-მელიც კავკასიის ახლადშემოერთებულ მხარეებში მყარდებოდა, ერთგვარი გარდამავალი ეტაპი იყო სრულ ადმინისტრაციულ რუსიფიკაციამდე. იგი დასახლებათა დონეზე თუ მცი-

ფეოდალების კომუნიკაციებში.

დავით დარჩიაშვილი

30

რე მასშტაბის კრიმინალურ საქმეებში ადგილობრივი ადათებით მართვას გულისხმობდა – ბუნებრივია, რუსი ოფიცრების ზედამხედველობის ქვეშ. რუსი მოხელენი სიფრთხილეს იჩენდნენ უშუალოდ სამხრეთ საქართველოს მიწისმფლობელობის წესების რეფორმაცი-აშიც და ცდილობდნენ ე.წ. მულქის, ერაზი-მირიეს, ვაყუფის ნიუანსებში გარკვევას.23 სა-ბოლოო ჯამში, როგორც ადმინისტრირების, ისე მიწათსარგებლობის ფორმები რუსულ იმპერიულ სამხედრო-სტრატეგიულ ამოცანებზე დაქვემდებარებული ცვლადები იყო მხო-ლოდ. შესაბამისად, კოლონიზაციისა თუ ადგილობრივთა ლოიალობის უზრუნველყოფის გზით, მათ იმპერიული მშვიდობის უზრუნველყოფისათვის უნდა შეეწყო ხელი. ბუნებრი-ვია, ამ მიზნების მიღწევას სოციალური და პოლიტიკური ფასი ჰქონდა. ახალციხის შე-მოერთებული საფაშოს რუსული ისტორია ამის ერთი კონკრეტული მაგალითია.

რუსი გენერლის, პასკევიჩის მიერ ქალაქის აღებას ახალქალაქთან ბრძოლები და ოსმალთა კონტრშეტევის მცდელობები უძღოდა წინ. ალექსანდრე და ვახტანგ, ქართლ-კახეთისა და იმერეთის დევნილი ბაგრატიონი უფლისწულები ამჯერად უკვე ოსმალებს ეხმარებოდნენ (АКАК, 1878, 7, გვ. 753). 1828 წლის 17 აგვისტოს პასკევიჩი იმპერატორ ნი-კოლოზ პირველს უპატაკებდა ახალციხის შტურმისა და ათასობით ადგილობრივი მკვიდ-რის თავგანწირული, მაგრამ უშედეგო წინააღმდეგობის შესახებ (АКАК, 1878, 7, გვ. 763).24 ომი კიდევ თვეების განმავლობაში გრძელდებოდა და არზრუმისაკენ, სამხრეთით დაძ-რულ პასკევიჩის კოლონებს, ზურგში, ახალციხესთან, ადგილობრივები კიდევ დიდხანს არ აძლევდნენ მოსვენებას. 1829 წლის დამდეგს რუსებმა კინაღამ დაკარგეს ქალაქი, ცოტა მოგვიანებით კი ისედაც აოხრებულ ახალციხეს შავი ჭირის მორიგი ეპიდემია დაატყდა თავს (АКАК, 1878, 7, გვ. 779-780; 813-814).

საინტერესოა, რომ სტრატეგიული საკითხების, კერძოდ ომის დასრულებისა და ახალი საზღვრის გავლების პარალელურად, ნიკოლოზ პირველი და პასკევიჩი ახალციხის ბიბ-ლიოთეკასა და მის მომავალზე ცვლიდნენ აზრებს. 1828 წლის დეკემბერში, იმპერატორი წერდა კავკასიის მთავარმართებელს: „...გავიგე, რომ ახალციხის მეჩეთთან წიგნებისა და ხელნაწერების საინტერესო კრებულია. გიბრძანებთ, დატოვეთ... ყველაფერი, რაც მაჰმა-დიანურ სწავლებას ეხება და დანარჩენი პეტერბურგში გამოაგზავნეთ... ვრჩები თქვენდა-მი კეთილგანწყობილი (АКАК, 1878, 7, გვ. 773-774).“

„ერევნის გრაფად“ წოდებული პასკევიჩი, რომელმაც მალე ფელდმარშალის წოდებაც მიიღო, მართლაც სარგებლობდა იმპერატორის განსაკუთრებული ნდობით. პოლონეთში გადაყვანამდე მათი ურთიერთობის ერთი უმთავრესი საგანი სწორედ სამცხე-ჯავახეთის შემოერთებული მიწების მოწყობა იყო. პასკევიჩს ამ საქმეში სრული თავისუფლება მიეცა.

იმპერატორისა და პასკევიჩის მიმოწერიდან და სხვა იმდროინდელი დოკუმენტებიდან კარგად ჩანს, რომ ახლადშემოერთებულ მხარეში დემოგრაფიულ პოლიტიკას საზღვრე-ბის უსაფრთხოების იმპერიული აღქმა განაპირობებდა. მიზნის მისაღწევად თურქეთთან 1829 წელს გაფორმებული ადრიანოპოლის საზავო ტრაქტატის დებულებები გამოიყენე-ბოდა. ტრაქტატის თანახმად, ხელმომწერ მხარეებს მოსახლეობის ნებაყოფლობითი გაც-

23 ეს იყო კერძო, სახელმწიფო და სასულიერო საკუთრების მიახლოებითი ანალოგიები.

24 რუსულმა საარქივო დოკუმენტებმა, ისევე, როგორც იმპერიის სამხედრო ისტორიოგრაფიამ, შემოინახა ამ თავგანწირული ბრძოლის ამსახველი დრამატული სურათები. ნათქვამის მაგალითია ვასილი პოტოს “Кавказская Война”. დოკუმენტები და მათი ინტერპრეტაციები, შემდგომში, ქართულ მხატვრულ ლიტერა-ტურაში, კერძოდ მიხეილ ჯავახიშვილის რომანში „არსენა მარაბდელი“ აისახა, ოღონდ მაჰმადიან ქართ-ველთა მიმართ დაუფარავი სიმპათიით.

ახალციხე – ქართული „იერუსალიმი“

31ისტორიის რეკონსტრუქციები • 2015

ვლა-გადასახლება შეეძლოთ. ორი სახელმწიფოს ქვეშევრდომთათვის არჩევანის ამგვარ თავისუფლებას რუსეთის ადმინისტრაცია ისტორიულ სამხრეთ საქართველოში მისთვის სასურველი ეთნიკური რუკის შესაქმნელად იყენებდა. თუმცა ადგილებზე კონკრეტულ მო-ხელეთა მერკანტილური ინტერესიც თამაშობდა როლს.

თავდაპირველად, იმპერიის სტრატეგოსებს თურქეთის საზღვრის გასწვრივ ე.წ. მა-ლოროსიელ კაზაკთა 20000 ოჯახის ჩასახლება ჰქონდათ განზრახული (АКАК, 1878, 7, გვ. 774; 838). ეს გრანდიოზული გეგმა არარეალისტური აღმოჩნდა, მაგრამ დავიწყებასაც არ მისცემია. რუსი გენერლები მას შემდგომი რუსულ-თურქული ომების დროს იხსენებდნენ ხოლმე. ასე მაგალითად, 1914-1915 წლებში განიხილებოდა 1878 წელს დაპყრობილ ბათუ-მის ოლქში ქართველ მაჰმადიანთა კაზაკებით ჩანაცვლება. მაგრამ ამჯერად განსახილ-ველ 1829-1831 წლებში ახალციხის მხარეში სხვა ეთნოდემოგრაფიული პროექტი განხორ-ციელდა.

ისედაც, არც თუ მჭიდროდ დასახლებული მიწებიდან ადგილობრივ მაჰმადიანთა ნაწი-ლი ომს ოსმალეთის სიღრმეებში გაურბოდა. უშუალოდ ქალაქში, აღების შემდეგ სულ 300 ოჯახი იყო დარჩენილი (АКАК, 1878, 7, გვ. 813-814). ბუნებრივია, სტრატეგიული აზროვნე-ბის ზემოთ ნახსენები სპეციფიკიდან გამომდინარე, ამას რუსები თუ არ წაახალისებდნენ, არ შეეწინააღმდეგებოდნენ მაინც. გამოთავისებულ ფართობს კი იმედით უყურებდნენ მე-ზობელი ქრისტიანი ქართველები და სომხები. პირველთა მოტივაცია მცირემიწიანობა და ეროვნული განცდა იყო. ჩანს, რუსული ადმინისტრაციის ზოგიერთი წარმომადგენელი ამ მოტივებს ანგარიშს უწევდა, რადგან რუსები ჯერ კიდევ 1806-1812 წლების რუსულ-თურ-ქული ომის დროს მსჯელობდნენ სამცხეში მცირემიწიან იმერელთა განსახლების იდეაზე (ლომსაძე, გვ. 331). 1828 წელს, ახალციხის აღების შემდეგ კი პასკევიჩს სამცხე-საათაბა-გოდან ოდესღაც გახიზნული ქართველი თავადაზნაურების შთამომავლები სთხოვდნენ მა-მულების დაბრუნებას. საინტერესოა, რომ 1840 წელს სამცხის გამაჰმადიანებული წვრილი არისტოკრატიის – სანჯაყბეგების – ნაწილი ასევე ითხოვდა რუსებისაგან იმპერიის თა-ვადაზნაურებად აღიარებას. რუსთა მმართველობის დროს სამცხის ჩრდილოეთში, ძირი-თადად ბორჯომის ხეობაში, მართლა ჩასახლდნენ გლეხები იმერეთიდან და ქართლიდან. მაგრამ ქრისტიანი თუ მაჰმადიანი ქართველი არისტოკრატების მოთხოვნები იმპერიის მესვეურთა ხედვებთან შეუთავსებელი აღმოჩნდა.

კოლონიზაციის პროცესის იმპერიულ ინტერესებთან თანხვედრაში მოსაყვანად რუ-სული ადმინისტრაცია სხვადასხვა მეთოდებით ცდილობდა სახაზინო მიწების მოძიება-გამრავლებას: ასეთი სტატუსის მქონე ადგილებში სასურველი კონტინგენტის დასახლება უფრო მარტივი იქნებოდა. მაგალითისათვის, მათ სახაზინოდ მიაჩნდათ ბეგების მიერ მი-ტოვებული, სახასო და სავაყუფო (სასულიერო ფონდების) უძრავი ქონება (ლომსაძე, გვ. 353). რიგ შემთხვევებში, მაჰმადიანთაგან მიტოვებულ მამულებს რუსი მოხელეები არავი-სად მიიჩნევდნენ, ზოგჯერ კი, ხაზინის სახელით, იაფად ყიდულობდნენ (АКАК, 1878, 7, გვ. 843-848). ხდებოდა ისეც, რომ ასეთ მიწებს უშუალოდ მოხელეები და არმიის მომარაგებით დაკავებული ვაჭრები პირად საკუთრებაში იძენდნენ (ლომსაძე, გვ. 353-354).

ამ პროცესმა ფრონტზე მყოფ პასკევიჩსა და თბილისს, კერძოდ, კოლონიზაციის კური-რებისათვის საგანგებოდ შექმნილ „თურქეთიდან ქრისტიანთა გადმოსახლების კომიტეტს“ შორის პოლემიკაც გამოიწვია: 1830 წლის ნოემბერში კომიტეტი გამოხატავდა წუხილს, რომ ახალციხის საფაშოს შემოერთებული ნაწილის მეთაური, პოდპოლკოვნიკი დრეშერნი

დავით დარჩიაშვილი

32

კომიტეტის წარმომადგენლებს კერძო მიწებს სახაზინო საკუთრებად წარუდგენდა. დრე-შერნის ნებითვე ხდებოდა უკვე კოლონისტებით დასახლებული სახაზინო მიწების გაყიდ-ვა ისეთ პირებზე, რომელთაც ამის კანონიერი უფლება არ უნდა ჰქონოდათ (АКАК, 1878, 7, გვ. 843-845). პასკევიჩმა დრეშერნის მხარე დაიჭირა და, დეტალების განხილვის გარეშე, კომიტეტს შეუთვალა, რომ ოსმალეთში გადასახლების მსურველებს შეეძლოთ მიწა კერძო პირებზე გაეყიდათ (АКАК, 1878, 7, გვ. 847-848). ჩანს, მიუხედავად იმისა, რომ კოლონიზა-ცია პასკევიჩისათვის სტრატეგიული პრიორიტეტი იყო, წესების დაცვა კი მოვალეობა, ცალკეულ შემთხვევებში მას კონკრეტულ ინვესტორთა თუ ხელქვეით სამხედროთა მფარ-ველობა ერჩია.

მთლიანობაში კი, სამხრეთ საქართველოს მიმართ არსებული იმპერიული გეგმებითა და ქმედებებით ოსმალეთში მცხოვრებმა სომხებმა ისარგებლეს. პასკევიჩმა და, საბოლოო ჯამში, იმპერატორმა, არზრუმელი ქრისტიანი გლეხები და ვაჭარ-ხელოსნები ჩათვალა იმ კონტინგენტად, ვინც ახალი რუსული საზღვრების უსაფრთხოებას დემოგრაფიულად უზრუნველყოფდა.

როგორც ითქვა, სომხები ქართველებზე არანაკლებ იყვნენ დაინტერესებულნი, რომ ომით გაუკაცრიელებული ახალციხის მხარე აეთვისებინათ. ინტერესის იდეური, არსები-თად ნაციონალისტური სარჩული, მოგვიანებით, უკვე მათი აქ მასობრივად დამკვიდრების შემდგომ წარმოჩნდა. 1829 წელს კი მთავარი მოტივები უსაფრთხოება და კეთილდღეობა იყო. როგორც პასკევიჩი ნიკოლოზს უპატაკებდა, ოსმალეთის იმპერიაში შეჭრილ რუსულ არმიას ადგილობრივი სომხები თანაუგრძნობდნენ: ბაიაზეთთან გამართულ ბრძოლებში რუსთა მხარეზე 2000 სომეხი მოხალისე იბრძოდა. შესაბამისად, ომის შემდეგ, ყარსის, ბაი-აზეთის და არზრუმის სომხობას საფრთხე ემუქრებოდა, რადგანაც საზავო პირობებით, ეს ადგილები ისევ ოსმალეთის შემადგენლობაში რჩებოდა. პასკევიჩის თქმით, ამ მიწებიდან რუსეთის იმპერიაში 10 000-მდე ქრისტიანული ოჯახი (ძირითადად, სომხები) იყო გადმო-სასახლებელი. იმპერატორი თანხმდებოდა და სამხედრო მინისტრის, ჩერნიშევის პირით უთვლიდა პასკევიჩს, ახალციხეში გადმოსახლებული სომხებისაგან სამხედრო რაზმები შეექმნათ საზღვრების გასამაგრებლად. ახალციხის მხარეში პასკევიჩმა უშუალოდ არზ-რუმელების გადმოსახლება გადაწყვიტა: როგორც იგი ჩერნიშევს სწერდა, ამ უკანასკნელ-თა სურვილით (АКАК, 1878, 7, გვ. 830-833).

1830 წელს არზრუმიდან და მეზობელი სანჯაყებიდან ახალციხისაკენ დაახლოებით 7000 ოჯახი დაიძრა (АКАК, 1878, 7, გვ. 842). ამ ნაკადის აბსოლუტურ უმრავლესობას სომ-ხები შეადგენდნენ. მსვლელობა თვეები გაგრძელდა. რუსული ბადრაგის თანხლებით, მათ მოუძღოდათ ადგილობრივი სომეხი არქიეპისკოპოსი კარაპეტი. ათწლეულების შემდეგ რუსული იმპერიული ისტორიოგრაფია ამ გადმოსახლებას ეგვიპტიდან ებრაელთა ბიბ-ლიურ გამოსვლას ადარებდა. სამხედრო ისტორიკოსი ვასილი პოტო წერდა: „მძიმე გან-საცდელის გავლენით... ხალხი სასოწარკვეთას ეძლეოდა. ბევრი უკან დაბრუნებას ცდი-ლობდა, ზოგიც კარაპეტს უჯანყდებოდა, თვლიდა რა მას სახალხო უბედურების მიზეზად. მაგრამ კარაპეტი, სულიერი განცდების მიუხედავად, მოსახლეობის მერყევ სულისკვეთე-ბას ამაგრებდა და როგორც ახალ მოსეს, მიჰყავდა თავისი ხალხი აღქმული მიწისაკენ“ (Потто, 2008). ასე და ამგვარად, ახალციხის „იერუსალიმთან“ შედარება არახალია.

ჩამოსულ სომხებს, რომელთაგანაც 1600 ოჯახი, ახალი ადმინისტრაციის შეცდომები-სა თუ კორუფციის გამო, არა სახაზინო, არამედ, სხვათა საკუთრებაში არსებულ კერძო

ახალციხე – ქართული „იერუსალიმი“

33ისტორიის რეკონსტრუქციები • 2015

მამულებში ჩასახლდა (АКАК, 1878, 7, გვ. 849-850), ადაპტაციის პრობლემების დაძლევა უხდებოდათ. იმპერია მათ შესაძლებლობების ფარგლებში ეხმარებოდა. უშუალოდ ქალაქ ახალციხესთან, ისევე როგორც ახალქალაქში, გადმოსახლებულთათვის ახალი უბნები და-იგეგმა და გაშენდა. დაბინავებისათვის შექმნილი ადგილობრივი კომიტეტის წევრი იყო კარაპეტიც. 1837 წელს იგი ახალციხეში ჩამოსულ იმპერატორ ნიკოლოზ პირველს შეახ-ვედრეს. გადმოცემით, მას ერთადერთი რამ უთხოვია იმპერატორისათვის – ჩემს სამწყსოს მამობრივად მოუარეო (Потто, 2008).

რუსული იმპერიული მმართველობის პირობებში ქალაქ ახალციხის მოსახლეობა 18-19 000-მდე მაცხოვრებელს აღწევდა და, გარკვეულ ეტაპზე, ქუთაისს უსწრებდა. 60-იანი წლებისათვის, ახალციხეში 2332 ოსტატი, ქარგალი და შეგირდი ყოფილა. აქაურ ოქრომ-ჭედლებს ისე გაუთქვიათ სახელი, რომ ქართული გუბერნიებიდან გასული მსგავსი სახე-ლოსნო ნაწარმი „ახალციხურის“ სახელით ვრცელდებოდა (კოჟორიძე, გვ. 137-144). 1845 წლის საგადასახადო შემოსავლებით ახალციხე მეექვსე ადგილზე იყო მთელს კავკასიის სამეფისნაცვლოში და თავისი 5600 მანეთით ბაქოსაც უსწრებდა (АКАК, 1885, 10, გვ. 844). ქალაქური ემანსიპაციის ნელი, მაგრამ განუხრელი ნაბიჯების შედეგად, 1871 წელს რა-ბათში ქართველ ქალთა კერძო სკოლა გაიხსნა, 90-იანებში კი, ახალ რაიონში დაარსდა სომეხ ქალთა საზოგადოების ბიბლიოთეკა (კოჟორიძე, გვ. 207-208; გვ. 213).

ცვალებადი იყო ყოფილი საფაშოს შემოერთებული ნაწილის ადმინისტრაციული მოწ-ყობა. ე.წ. დროებითმა მმართველობამ მხარეში 12 წელი იარსება (ლომსაძე, გვ. 250). 1840 წელს მხარე, ახალციხის მაზრის სახელით, ახლადდაარსებულ საქართველო-იმერეთის გუბერნიას შეუერთეს. 1846 წელს მაზრა ცალკე გამოყოფილ იმერეთის გუბერნიაში აღ-მოჩნდა, ოღონდ ე.წ. ახალქალაქის უბნის გარეშე, რომელიც, ალექსანდროპოლის მაზრის გავლით, თბილისის გუბერნიას მიაკუთვნეს. მოგვიანებით ახალქალაქი ისევ ახალციხის მაზრას დაუბრუნდა. საბოლოოდ, 1868 წელს, ახალციხისა და ახალქალაქის გაყოფილი მაზრები თბილისის გუბერნიას მიუერთეს და ასე გაგრძელდა იმპერიის დაშლამდე (ლომ-საძე, გვ. 250; გვ. 210-211).

ნებისმიერ სახელმწიფოს, მითუმეტეს მის ექსპანსიონიზმს და უსაფრთხოება-დემოგ-რაფიის პოლიტიკებს, სჭირდება ოფიციალური ლეგენდა, დასაბუთება, დისკურსი. ჰქონდა ასეთი რუსულ იმპერიასაც – სხვაგვარად იგი ამდენ ხანს არ გასტანდა. ახალციხის შემოერ-თებას დაახლოებით დაემთხვა იმპერიის გავლენიანი მოხელისა და მეცნიერებათა აკადე-მიის პრეზიდენტის, სერგეი უვაროვის სახელთან ასოცირებული იდეოლოგიური ფორმუ-ლა „მართლმადიდებლობა, თვითმპყრობელობა, ხალხურობა“. ეს სამება გახდა იმპერიის მსოფლმხედველობრივი იარაღი, რომელიც რუსიფიკაციის განზრახვადაც შეიძლება იყოს გაგებული და მოდერნულ იმპერიულ ნაციონალიზმადაც.25

ბუნებრივია, ჭრელ იმპერიაში იდეოლოგიური თუ სტრატეგიული მიზნები ადგილობ-რივი სპეციფიკის გავლენით კონკრეტდებოდა და ახალციხეც არ იყო გამონაკლისი. ყოფი-ლი საფაშოს ტერიტორიების შემოერთების დასასაბუთებლად, მთავარმართებელი პასკე-ვიჩი ხაზს უსვამდა თურქთა აგრესიულ განზრახვებს იმერეთის მიმართ; ახალციხის ქცევას თბილისისათვის საშიში ელემენტების საოპერაციო ბაზად; იმას, რომ საფაშო ძველი ქარ-თული სამეფოს ტერიტორია იყო (АКАК, 1878, 7, გვ. 753; გვ. 758-759). 1829 წლის დამდეგს, ჯერ კიდევ საომარი მოქმედებების მსვლელობისას, პასკევიჩი რუსეთის იმპერიის საგა-

25 ამ ვრცელ თემაზე მოკლედ იხ. http://en.wikipedia.org/wiki/Orthodoxy,_Autocracy,_and_Nationality

დავით დარჩიაშვილი

34

რეო საქმეთა მინისტრს, გრაფ ნესელროდეს წერდა: „ახალციხის საფაშო თურქებს მაინც ნაკლებად ემორჩილება და ვფიქრობ, ევროპელებიც არ გამოიდებენ თავს ჩვენს მიერ აზი-აში საზღვრების მომრგვალების გამოო (АКАК, 1878, 7, გვ. 775).“

ექსპანსიონიზმის ამ პრაგმატულ, ნაწილობრივ კი, ქართული სამეფოს მემკვიდრეობის პრეტენზიაზე დაფუძნებულ არგუმენტაციას, რუსული იარაღის განდიდების, მშვიდობის დაცვისა და ქრისტიანთა მფარველობის დისკურსი ავსებდა (АКАК, 1878, 7, გვ. 830-831).

კავკასია/აზიაში ქრისტიანთა მფარველობის ეს თეზა სპეციფიკურად უკავშირდებოდა უვაროვისეული სამების მართლმადიდებლურ კომპონენტს: იმპერიული მმართველობის განმავლობაში, რუსული ადმინისტრაციის წარმომადგენლები ქართული მართლმადიდებ-ლური კულტურისა და ეთნოსის მიმართ სიმპათიასა და უნდობლობას შორის მერყეობ-დნენ. უნდობლობის ძირითადი მიზეზი ქართველ ფეოდალთა პოლიტიკური ავტონომი-ისაკენ მისწრაფება და მზარდი ნაციონალიზმი იყო.26 ქართული სამეფო-სამთავროების ანექსიასთან ერთად, ამის გამოვლენას წარმოადგენდა, როგორც ქართული ეკლესიის ავ-ტოკეფალიის გაუქმება, ისე პასკევიჩის მიერ სამცხე-ჯავახეთში ქართული არისტოკრა-ტიის არშეშვება.

წინააღმდეგობრივი იყო რუსული ადმინისტრაციის მიდგომა მაჰმადიანებისადმი რო-გორც მთლიანად კავკასიაში, ისე სამცხე-ჯავახეთის ახლადშემოერთებულ მხარეში. გა-მაჰმადიანებული ქართველების წინაპართა რელიგიურ წიაღში შესაძლო დაბრუნებას რუსები ღიად და კატეგორიულად არ ეწინააღმდეგებოდნენ. ასე მაგალითად, მეფისნაც-ვალი მიხეილ ვორონცოვი „გულწრფელი კმაყოფილებით“ წერდა იმპერატორს 1852 წელს, რომ ამიერკავკასიის აღმოსავლეთში, ჭარ-ბელაქანის ოლქში 1200 ინგილო დაბრუნებოდა ქრისტიანობას და მათ ოლქის მმართველი, გენერალი ორბელიანი იცავდა. ვორონცოვი თვლიდა, რომ ამ ხალხისათვის საგადასახადო შეღავათები უნდა მიეცა (АКАК, 1885, 10, გვ. 898). რაც შეეხება უშუალოდ ახალციხის მხარეს, 1831 წელს პეტერბურგიდან ნებას რთავ-დნენ პასკევიჩს, რომ ახლადგადმოსახლებულთათვის დაწესებული საგადასახადო შეღა-ვათები გაქრისტიანების მოსურნე ადგილობრივ მაჰმადიანებზეც გაევრცელებინა (АКАК, 1878, 7, გვ. 847).

მაგრამ, მთლიანობაში, ასეთი შემთხვევები გამონაკლისს უფრო წარმოადგენდა. ახ-ლადშემოერთებულ მხარეში იმპერიის დემოგრაფიული პოლიტიკა მაჰმადიანთა მიმართ უნდობლობა-აკომოდაციის ნაზავს წარმოადგენდა. ერთი მხრივ, პასკევიჩი მიწების გამო-თავისუფლებაზე ზრუნავდა, რაც ადგილობრივ არაქრისტიანთა ოსმალეთში გასახლების წახალისებასთან იყო წილნაყარი. როგორც ზემოთ ითქვა, რუსებმა თავი შეიკავეს ადგი-ლობრივი სანჯაყბეგების თხოვნის დაკმაყოფილებისაგან, როდესაც მათ, ქრისტიანობაზე გადმოსვლის პირობად, იმპერიის თავადაზნაურობის პრივილეგიათა მინიჭება მოუთხო-ვიათ. მეორე მხრივ, რუსული ადმინისტრაცია დარჩენილი მაჰმადიანური მოსახლეობის თავკაცებს წვრილმან ადმინისტრაციულ ფუნქციებს უტოვებდა. მთავარი კი ის იყო, რომ რუსული იმპერიული მმართველობის პირობებში, ეთნიკურად ქართველ მაჰმადიანებსა და ქრისტიანებს შორის გაუცხოება გაგრძელდა.

26 ქართველთა მიმართ რუსული მტერ/მოყვრობის სიმბიოზს ემოციურად გამოხატავდა იმპერიის ნანგრევე-ბის შემსწრე პეტერბურგელი ჩინოვნიკი, კონსტანტინე კაფაფოვი. მისი თქმით, კავკასიელთა შორის რუ-სეთში ყველაზე მეტად ქართველები უყვარდათ. რევოლუციის შემდეგ კი სწორედ ქართველები მოექცნენ რუსებს ყველაზე ცუდადო (Кафафов, 2005).

ახალციხე – ქართული „იერუსალიმი“

35ისტორიის რეკონსტრუქციები • 2015

ნაციონალიზმის ეპოქის დადგომას სამცხე-ჯავახეთის მაჰმადიანთა დიდი ნაწილი ხვდებოდა, როგორც ქართულად მოლაპარაკე, მაგრამ ცნება „ქართველის“ ვერმიმღები. მათი უმეტესობა თავს „იერლის,“ ანუ ადგილობრივს უწოდებდა და როგორც თურქთან, ისე ქრისტიან ქართველთან ქორწინებას გაურბოდა (ლომსაძე, გვ. 305-308).

რუს მოხელეთა ნაწილი წუხდა, რომ მხარის ადმინისტრირებაში დარჩა თურქული ენა და მუსულმანი ქართველები თურქებად ჩაითვალნენ. ამას უჩიოდა ადგილობრივი ქართული საზოგადოების განათლებული ნაწილიც (კოჟორიძე, გვ. 200-201). ოფიციალურ პოლიტიკაზე კი ეს წუხილები არ ასახულა და რუსული იმპერიის წიაღში მცხოვრები ახალციხელი მუსულმანების გათურქების პროცესი არა თუ შესუსტდა, გაძლიერდა კი-დეც (ლომსაძე, გვ. 309).

ეს შესაძლოა, იმპერიული ბიუროკრატიის გულგრილობისა თუ მოუქნელობის შედეგი ყოფილიყო. მოვლენის ყველაზე თვალშისაცემი და დღესდღეობით პოპულარული ახსნა ქართველთა რელიგიური დანაწევრების შეგნებულ სურვილში, იმპერიული „დაყავი და იბატონეს“ ტაქტიკის გამოყენებაშია. შოთა ლომსაძე მესხთა შემდგომი ენობრივ-რელიგი-ური გათურქების მიზეზს სომეხ მოახალშენეთა მომრავლებაშიც ხედავდა (ლომსაძე, გვ. 315); არზრუმელ სომხებს, სომხურის გარდა, მარტო თურქული ესმოდათ, რაც ამ ენის წო-ნას ზრდიდა ინტერეთნიკური კომუნიკაციისათვის.

ერთგვარად ბიზანტიური ტრადიციისამებრ, კავკასიური კოლონიების რუსულ-მართლ-მადიდებლური ადმინისტრაცია, მაჰმადიანობაზე მეტად, კათოლიციზმს უფრთხოდა. 1847 წლის თებერვალში, სამხედრო მინისტრი ჩერნიშევი კავკასიის მეფისნაცვალ ვორონცოვს საიდუმლოდ წერდა ერთ-ერთი კათოლიკური ორდენის, ლაზარისტების შესახებ, თითქოს ეს უკანასკნელი, სტამბოლიდან და პარიზიდან, კავკასიაში კათოლიციზმის პროპაგანდას-თან ერთად, პოლონელთა იარაღს წარმოადგენდა და რევოლუციურ პროპაგანდას ეწეოდა. ჩერნიშევი ითხოვდა გარკვევას, ჰქონდათ თუ არა ლაზარისტებს კავშირი აღმოსავლეთ კავკასიის ანტირუსული მოძრაობის ლიდერ შამილთან (АКАК, 1885, 10, გვ. 241).

მიხეილ ვორონცოვის საპასუხო წერილით ირკვევა, რომ ჯერ კიდევ 1845 წელს, სა-ქართველოს ქალაქებიდან კათოლიკური ორდენების წარმომადგენლები გაუსახლებიათ. ჩერნიშევის შეკითხვაზე კი მას პასუხი არ ჰქონდა. ვორონცოვი დებდა პირობას, რომ გააძლიერებდა შავი ზღვის სანაპიროს კონტროლს, რათა არ დაეშვა პოლონელ ემისართა აფხაზეთში შეღწევა. ვორონცოვი ასევე აღნიშნავდა, რომ საგანგებოდ აკონტროლებდა კათოლიკეთა მოღვაწეობას სამეფისნაცვლოში, მათ კონტაქტებს და კათოლიკობაზე მოქ-ცევის შემთხვევებს (АКАК, 1885, 10, გვ. 241-242).

1852 წლის სექტემბერში ვორონცოვმა იმპერატორის სახელზე ვრცელი ანგარიში გააგზავნა. მასში ახალციხის მაზრის მდგომარეობაცაა აღწერილი. ირკვევა, რომ ადმი-ნისტრაცია ინტენსიურად იყო დაკავებული ახალციხე-ბაღდათის გზის რეაბილიტაციით, ბორჯომის ხეობაში, აბასთუმანსა და ურაველში მინერალური წყლების ექსპლუატაციით. ანგარიშში საუბარია ახალციხის ახლოს ქვანახშირის მოპოვებასა და მტკვრით თბილისში ტრანსპორტირების მცდელობებზეც (АКАК, 1885, 10, გვ. 888; გვ. 894-896). პარალელურად, იმპერიის დიდმოხელის ყურადღებას კვლავინდებურად იქცევდა ეთნორელიგიური დე-მოგრაფია: ვორონცოვი აღნიშნავდა, რომ სამეფისნაცვლოში კათოლიკე მღვდლების რუ-სეთიდან მოვლინება სტაბილურ სახეს ატარებდა, მხოლოდ რჩებოდა გარკვეული უთანხ-მოება ახალციხის კათოლიკური სამღვდელოების შიგნით (АКАК, 1885, 10, გვ. 899).

დავით დარჩიაშვილი

36

ამ უთანხმოების დეტალებზე ანგარიშში არაფერი წერია, არა და იგი სამხრეთ საქარ-თველოს მნიშვნელოვან საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პრობლემას წარმოადგენდა. მისი სათავეები, მინიმუმ, XVIII საუკუნეშია. საქმე ეხება ქართულ-სომხურ დავას კათოლიკური ეკლესიის წიაღში. თანდათან, ეს დავა მხარესა და მთელს კავკასიაში თანამედროვე ნაცი-ონალიზმების ფორმირების ნაწილი ხდებოდა.

ძნელია ცალსახად თქმა, ვის მხარეს იყო რუსული ადმინისტრაცია ამ შემთხვევაში, მაგრამ გასათვალისწინებელია შემდეგი გარემოებები: ქართველი კათოლიკეები მუდმი-ვად ცდილობდნენ კათოლიციზმის არარუსულ ცენტრებთან კავშირს; რუსეთის მმართ-ველობა სისტემურად იყო დაინტერესებული დაპყრობილ ერთა კუთხურ თუ რელიგიურ დაქუცმაცებაში; თუნდაც ძლიერი ანტითურქული განწყობების გამო, სომხური თემი იმ-პერიისადმი განსაკუთრებით ლოიალურ მოსახლეობად მიიჩნეოდა, რაც არზრუმელი სომ-ხების სამცხე-ჯავახეთში ჩასახლების ხელშეწყობითაც გამოვლინდა. თუმცა ისიც ცხადია, რომ ქართული, სომხური და პანთურქისტული ნაციონალიზმების აღზევება, რევოლუცი-ური პროცესები და იმპერიის ნგრევა ამ გარემოებათა რუსულ კომბინაციებს ართულებდა თუ აბუნდოვნებდა...

კოლონიური ნაციონალიზმები, იმპერიის ნგრევა და ეთნორელიგიური კონფლიქტები სამხრეთ საქართველოში

რუსეთის იმპერიამ ვერ შეძლო თურქეთის საზღვარზე აბსოლუტურად და უვადოდ ხელსაყრელი დემოგრაფიული პროექტის განხორციელება. რაოდენობრივად მნიშვნე-ლოვანი სოციალური სეგმენტები, რომელთაც მესხეთში ეროვნულ-გამათავისუფლებელი ტალღა არ შეხებია, მხოლოდ რუსული სამხედრო-სამოქალაქო ბიუროკრატია და ჯავა-ხეთში, 40-იან წლებში ჩამოსახლებული დუხობორები იყვნენ. როგორც ითქვა, პირველი მსოფლიო ომის დროს, რუსი გენერლები კიდევ ერთხელ დაუბრუნდნენ სამხრეთ საქარ-თველოსა და ისტორიული სომხეთის მიმდებარე მიწებზე კაზაკების ჩასახლების იდეას. მაგრამ მის განსახორციელებლად აღარც დრო იყო და არც რესურსი.

ჯერ 1914, შემდეგ კი 1918 წლებში ისტორიული სამხრეთ საქართველოს ტერიტორი-აზე ოსმალეთის იმპერიის ჯარები შემოვიდნენ. მათ შორის მაჰმადიანი ქართველებიც იყვ-ნენ. ბუნებრივია, რომ იმპერიის ამ ადგილთა მაჰმადიან მოსახლეობაში ეს დიდ პროტესტს არ გამოიწვევდა და იმპერიის დასაცავად არ განაწყობდა. ყველაზე უფრო ლოიალურნი იმპერიის მიმართ სომხები აღმოჩნდნენ, რასაც სისტემური მიზეზი ჰქონდა: ამ დროს ოს-მალეთის ტერიტორიაზე განვითარებული დრამატული მოვლენების ფონზე, რასაც სომე-ხი ისტორიკოსები და პოლიტიკოსები გენოციდად მოიხსენიებენ, სომეხთა ხსნა მხოლოდ რუსებისა და მათი მოკავშირეების ხელში იყო. რუსული არმიის საოფიცრო კარიერით მოხიბლული ქართული არისტოკრატია ასევე კანონმორჩილად ასრულებდა თავის ვალს თურქეთის ფრონტზე.

მაგრამ, იმავდროულად, ქართული და სომხური საზოგადოებები ნაციონალისტური ან/და სოციალისტური იდეების გავლენის ქვეშ ექცეოდა. იმპერიის დასაცავად, მითუმე-ტეს მისი კრიზისის – არმიის გახრწნისა და რუსეთის გულში მიმდინარე სოციალისტური გამოსვლების – ფონზე, არც ერთი გამოდგებოდა და არც მეორე.

კავკასიაში (და არა მხოლოდ) იმპერიის დამანგრეველი, დაპყრობილი ხალხების ნაციონალიზმი, არსებითად, იმპერიასთან ერთად გაჩნდა. რეგიონში მან ევროპული

ახალციხე – ქართული „იერუსალიმი“

37ისტორიის რეკონსტრუქციები • 2015

პოლიტიკური თეორიებისა და საღვთისმსახურო თუ დინასტიურ-ფეოდალური პრივი-ლეგიებისათვის ბრძოლის სიმბიოზის სახე მიიღო. XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე, ეს უკანასკნელი გარემოება იყო გამაჰმადიანებული ჯაყელების, ხიმშიაშვილების, ვაჩნა-ძეებისა და ყიფიანების მამოძრავებელი. თუ დანარჩენ საქართველოში, იმავე ეპოქაში მომხდარი მთიულეთის, კახეთის, იმერეთისა და გურიის აჯანყებები ანტირუსულ სახეს იღებდა, სამხრეთ საქართველოში ზემოთ ჩამოთვლილ გვართა ბრძოლას ხშირად პრო-რუსული ელფერი გადაჰკრავდა. მაგრამ ამით არსი არ იცვლებოდა: ეს იყო ბრძოლა თვითდამკვიდრებისათვის, რომელსაც მსოფლმხედველობრივ-თეორიული კონცეფტები მეტ-ნაკლებად უმაგრებდა ზურგს.

თბილისში ვერგანხორციელებულ 1832 წლის ანტირუსულ არისტოკრატულ შეთქმუ-ლებას უკვე დაჰკრავდა ხალხთა გათავისუფლების ევროპული იდეოლოგიის კვალი. მას იმპერიამ, რეპრესიებთან ერთად, ქართული თავადაზნაურობის პრივილეგიებით მომხ-რობის და გუბერნიებში არნახული აღმშენებლობის „თაფლაკვერი“ დაუპირისპირა – გან-საკუთრებით მიხეილ ვორონცოვის მეფისნაცვლობისას. მაგრამ უკვე 60-იანი წლებიდან, ბეჭდვითი სიტყვის და განათლების გავრცელებასთან ერთად, იმპერიის იდეოლოგიური სამება – მართლმადიდებლობა, თვითმპყრობელობა, ხალხურობა – ნაციონალიზმის და სოციალიზმის სასიკვდილო დარტყმის ქვეშ დადგა.

იდეოლოგიური ბრძოლის ზენიტში, XX საუკუნის პერმანენტული რევოლუციის დროს, იმპერიული პოლიცია „ერესს“ აგენტებით, ნაციონალიზმის იმპერიული სუროგატით – შავ-რაზმელობით, და დემოკრატიულობის ანტურაჟით უპირისპირდებოდა. ნაციონალისტუ-რი, სოციალისტური თუ პოლიციური მოტივებით გამოწვეული ძალადობა, რომლის წიაღ-ში ჩვეულებრივი კრიმინალი ყვაოდა, ცხოვრების წესი გახდა. პირველი მსოფლიო ომით გამოწვეულმა ეკონომიკურმა და პოლიტიკურმა კრიზისმა იმპერიის მარცხი დააჩქარა. ბუნებრივია, ეს ყოველივე შეეხო იმპერიაში შემავალი ისტორიული მესხეთის მხარესაც – თავისი სტადიებით, ტემპით და თავისებურებებით.

რუსეთის იმპერიის ძლიერების დროს, ახალციხური საზოგადოებრივი ცხოვრების მდინარებაში შესამჩნევი გახდა ქართულ-სომხური დისპუტი. თავდაპირველად, ისევე, როგორც ოსმალთა ბატონობისას, კონფლიქტის დისკურსი საეკლესიო იყო. ნელ-ნელა კი მასში მოდერნული ნაციონალიზმის ნიშნები მატულობდა. მიხაილ ვორონცოვის მიერ ნი-კოლოზ პირველთან გაგზავნილ ანგარიშში მოხსენიებული ახალციხის კათოლიკეთა შიდა უთანხმოება უდავოდ ეხებოდა მეტოქეობას სომხური ტიპიკონის მხარდამჭერ პავლე და-ვით შაჰყულიანსა და ლათინური ტიპიკონის მომხრეებს შორის. ეს უკანასკნელნი ასევე თანაუგრძნობდნენ კათოლიკურ ლიტურგიკაში ქართული ენისა და ტექსტების გამოყენე-ბის იდეას.

მიხეილ თამარაშვილის „ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის“, ახალციხელ პადრეთა მიმოწერის და რუსული იმპერიული ადმინისტრაციის წინააღმდეგობრივი დასკ-ვნების საფუძველზე აღწერს ამ კონფლიქტის ბუნებას (თამარაშვილი, 2013). თავდაპირვე-ლად, რომი შაჰყულიანისაგან ითხოვდა ქართულის მცოდნე ახალციხელი ახალგაზრდების შერჩევას, რათა ისინი მღვდლებად მოემზადებინათ, ეკურთხებინათ და ადგილობრივი მოსახლეობისათვის გასაგებ ენაზე ქადაგებისათვის გამოეყენებინათ. შაჰყულიანი დიდ-ხანს ეურჩებოდა ამ მოთხოვნას, ასაბუთებდა რა, რომ ქართველი კათოლიკენი სომხურ ღვთისმსახურებას შესჩვეოდნენ. გარკვეული პერიოდის შემდეგ, შაჰყულიანს შეუსრულე-

დავით დარჩიაშვილი

38

ბია მოთხოვნა და ორი ქართველი კონსტანტინოპოლში, საღვთისმეტყველო განათლების მისაღებად გაუგზავნია. მაგრამ კონფლიქტი არ ამოწურულა.

1839 წლისთვის, შაჰყულიანი, როგორც ახალციხის კათოლიკეთა უფროსი, ღია და-პირისპირებაში იყო კავკასიაში მოღვაწე კაპუცინელ ბერებთან. მას ართმევენ თანამ-დებობას, ის კი თავისი ერთგული ადგილობრივი მღვდლების მობილიზებას ახდენს და კაპუცინებს რუსული ადმინისტრაციის ხელმძღვანელობასთან უჩივის. საჩივრის არსია, რომ სომხის გვარის კათოლიკეებს ადგილობრივი მეთაურები უნდა ჰყავდეთ და არა ისე-თი უცხოელები, რომლებიც „მალვით შემოძრომილ არს ერსა ამასა შინა რუსის საბრ-ძანებლისასა, და არს კაპუჩინების მხარესა აღმღრეველი მშვიდობისა“ (თამარაშვილი, 2013, თავი 10). 1844 წელს კავკასიის მთავარმართებელმა ნეიდჰარდტმა კაპუცინები გა-ამართლა, მაგრამ ცოტა ხნით. იმავე წელს პეტერბურგიდან მოსული განკარგულების თანახმად, კაპუცინებს ან უნდა შეეწყვიტათ „სომეხ კათოლიკეთა“ საქმეებში ჩარევა და მიეღოთ რუსეთის ქვეშევრდომობა, ან მხარე დაეტოვებინათ. 1845 წლის დასაწყისში კა-პუცინები კავკასიიდან გაასახლეს.

ღვთისმსახურების ენასა და მღვდელთა წარმომავლობაზე განვითარებული კონფლიქ-ტის მიზეზებში იყო შაჰყულიანის პირადი ამბიციის წილიც და კათოლოციზმისადმი მარ-თლმადიდებლური თვითმპყრობელობის ნეგატიური დამოკიდებულებაც. ეს უკანასკნელი კათოლიციზმის სრული აკრძალვით ვერ დასრულდებოდა, რადგან იმპერიაშიც არსებობ-და კანონის უზენაესობის ელემენტები, ცივილიზებულობის პრეტენზია და ევროპასთან დიპლომატიური კავშირ-ურთიერთობა. საბოლოო ჯამში, ახალციხეში სომხური ტიპიკო-ნიც შენარჩუნდა, შაჰყულიანის და მისი მომხრეების მღვდელმსახურების სახით, და ლა-თინურიც. ამ უკანასკნელით, კაპუცინთა ნაცვლად, მოგილევის არქიეპისკოპოსის მიერ წარმოგზავნილი პოლონელი მღვდლები სარგებლობდნენ.

მაგრამ, როგორც ითქვა, სომხურ-ლათინური ლიტურგიკული კონკურენციის უკან, ნელ-ნელა ქართულ-სომხურ ნაციონალურ იდენტობათა დაპირისპირება იკვეთებოდა. შაჰყულიანი და მისი მიმდევრები აცხადებდნენ, რომ ახალციხეში ქართველი კათოლიკენი არ თუ აღარ არსებობდნენ და სომხური ტიპიკონი ერთადერთი მოქმედი ტრადიცია იყო ამ რეგიონის კათოლიკეთათვის. პრაქტიკაში კი ის ხდებოდა, რომ თანდათანობით, ქართვე-ლი კათოლიკეთა დიდი ნაწილი სომხურ კათოლიკურ ეკლესიებს უერთდებოდა (დობორჯ-გინიძე, 2013, ზოგიერთი რამ..., გვ. 9).

ამ ეკლესიათა სამრევლო ჩანაწერებში ქართველების გვარ-სახელი სომხურ ყაიდაზე რეგისტრირდებოდა. ასე მაგალითად, ქართველ კათოლიკეთა ეროვნულობის მთავარი მქადაგებლის, არაერთხელ მოხსენიებული მიხეილ თამარაშვილის წინაპრები ბაინდურო-ვებად იყვნენ ცნობილნი, მისი სიყმაწვილის დროინდელი მასწავლებლის, „ვინმე მესხად“ ცნობილი ივანე გვარამაძის მამა კი მესარკოვად იყო გაფორმებული (ბლუაშვილი, 2008, გვ. 58; გვ. 46-47).იმ დროს, როდესაც ილიამ და პეტერბურგში ნასწავლმა ქართველმა ინ-ტელექტუალებმა თბილისში ეროვნული აღორძინების, ანუ მოდერნული ნაციონალიზმის პროპაგანდა დაიწყეს, ახალციხეში ეს საქმე სწორედ ქართველმა კათოლიკეებმა, გვარა-მაძემ, თამარაშვილმა და სხვებმა ითავეს.

როგორც თბილისში, ისე ახალციხეში, ვითარებათა გამო, ეს მოძრაობა სომხურ ნა-ციონალიზმთან პაექრობაში იწრთობოდა. სხვაგვარად ვერც მოხდებოდა: ისტორიული ბედ-იღბლით გადაჯაჭვული ორი მეზობელი ერი ერთი იმპერიის ფარგლებში ცდილობდა

ახალციხე – ქართული „იერუსალიმი“

39ისტორიის რეკონსტრუქციები • 2015

თვითდამკვიდრებას. შესაბამისად, დავის საგანი იყო ისტორიულ-გეოგრაფიული, კულტუ-რული და რელიგიური საზღვრები – განსაკუთრებით – სამცხე-ჯავახეთში. უშუალოდ რუ-სეთს მათ ეთნოგენეზთან კავშირი რომ არ ჰქონდა, ამაზე არავინ დავობდა.27

ახალციხელი შაჰყულიანის მიმდევრებს, ქართველთაგან ერთ-ერთი პირველი, პეტრე ხარისჭირაშვილი დაუპირისპირდა. მისი მოღვაწეობა ქართველ კათოლიკეთა გასომხე-ბის მზარდ ტენდენციას დაემთხვა. მან რომში მოახერხა საეკლესიო განათლების მიღება, 1842 წელს კი ახალციხეში დაბრუნდა და მრავალჯერ ნახსენებ შაჰყულიანის თანაშემწედ დაინიშნა. როგორც ამბობენ, ხარისჭირაშვილი სომხურად სწირავდა, მაგრამ ქართულად ქადაგებდა. 1856 წელს იგი ისევ უცხოეთში გაემგზავრა და, ვატიკანის ნებართვით, სტამ-ბოლში ქართულენოვანი კონგრეგაცია დააარსა (ბლუაშვილი, გვ. 70-72). ხარისჭირაშვილი წერდა რომის პაპს: რუსეთის მთავრობამ აიძულა ქართველი კათოლიკენი „რიტო არმენო კათოლიკო“-ზე გადასულიყვნენ (დობორჯგინიძე, 2013, ზოგიერთი რამ..., გვ. 17).

ამ დავაში რუსული ადმინისტრაციის პოზიცია მთლად და მუდმივად არმენოფილური არ ყოფილა: გარდა მთავარმართებელ ნეიდჰარდტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირე-ბული ზემოთ ნახსენები ეპიზოდისა, იყო შემთხვევა, როდესაც სამცხე-ჯავახეთის კათოლი-კეთა „ტომობრიობაზე“ დავას იმპერიამ კომისიის შექმნით უპასუხა. 1883 წელს კომისიამ დაადგინა, რომ ჩილდირთან მდებარე სოფელი ველიდან ახალქალაქის ირგვლივ გადასახ-ლებული კათოლიკენი, რომელთაც XVIII საუკუნეში ჯერ ქართული ტიპიკონი ჰქონიათ, შემდეგ კი სომხური, წარმომავლობით ქართველები იყვნენ (ლომსაძე, გვ. 364-365). მაგრამ, მთლიანობაში, ქართულენოვანი კათოლიციზმი რუსეთის იმპერიისათვის ზედმეტი თავის ტკივილი უნდა ყოფილიყო, რადგან მას შეეძლო ეთამაშა ქართველთა მართლმადიდებ-ლურ-ენობრივი რუსიფიკაციის მძლავრი ხელისშემშლელი ფაქტორის როლი. შესაბამისად, არის ლოგიკა ქართველი მკვლევარის მტკიცებაში, რომ რუსეთის იმპერიას არა მხოლოდ ევროპული კათოლიკური ორდენების წარმომადგენლები აღიზიანებდნენ, როგორც უცხო სხეული, არამედ იგი ქართულენოვან კათოლიციზმს მტრობდა ყველაზე მეტად (დობორ-ჯგინიძე, 2013, ზოგიერთი რამ..., გვ. 15). ყოველ შემთხვევაში, სწორედ იმპერიის და არა ეჩმიაძინისა თუ სომეხი კათოლიკეების პასუხისმგებლობა იყო, რომ კავკასიის რუსულ გუ-ბერნიებში მოიშალა ქართულ ენაზე კათოლიკური ლიტერატურის ბეჭდვა, საგანმანათ-ლებლო კერები და ლიტურგია (იქვე).

მაგრამ XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე ახალციხესა თუ თბილისში მოპაექრე ქართულ-სომხური ინტელექტუალური წრეები იმპერიის პასუხისმგებლობაზე ხმამაღლა ვერაფერს იტყოდნენ: ცენზურა არ მისცემდა ამის საშუალებას. ამიტომაც მიხეილ თამარაშვილი აქ-ცენტს მარტო სომხურ კონკურენციაზე აკეთებდა და თავის ეპოქალურ წიგნში წერდა, რომ ეს იყო შაჰყულიანი, „რომელსაც საბრალო ქართველთათვის მოუსპია თავიანთი ენით წირვა-ლოცვის შესრულების ღონისძიება“ (თამარაშვილი, 2013, თავი 10).

XIX საუკუნის 80-იან წლებში, როდესაც იმპერიამ საერთოდ აკრძალა ქართულენოვანი კათოლიკური წირვა-ლოცვა, ახალციხელი ქართველი განმანათლებელი ივანე გვარამაძე სოფელ-სოფელ უხსნიდა ოჯახში ქართულად მოლაპარაკე კათოლიკეებსაც და მაჰმადი-

27 ქართველი „თერგდალეულები“, ანუ რუსეთში, 60-იანი წლების დამდეგს ევროპულ იდეებს ნაზიარები ახალგაზრდა არისტოკრატები, რომელთა ლიდერიც ილია ჭავჭავაძე იყო, იმპერიის ფარგლებში ქართუ-ლი კულტურულ/ენობრივი ავტონომიის მოთხოვნით გამოდიოდნენ. იხ. Reisner, 2009). დაახლოვებით ანა-ლოგიური იყო სომეხთა ახალი თაობის მოთხოვნებიც: ბედის ირონიით – ხშირად იგივე ტერიტორიებზე

დავით დარჩიაშვილი

40

ანებსაც, რომ ერის გამაერთიანებელი ენაა. იგი ასაბუთებდა, რომ კათოლიკე ქართველთა სომხებად ჩაწერა მხოლოდ ქართული საეკლესიო ინსტიტუციის არარსებობის შედეგი იყო (ბლუაშვილი, გვ. 54-55). ივანეს საქმეს აგრძელებდა მისი შვილი კონსტანტინე, რომელმაც ახალციხეში თეატრალური სცენის და ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებე-ლი საზოგადოების ფილიალის შექმნაში შეიტანა წვლილი. ქართველი კათოლიკეების თა-ვისთავადობის დაცვა/დამტკიცების მთავარი ტვირთი კი მიხეილ თამარაშვილმა იკისრა.

XIX საუკუნის 90-იან წლებში თბილისში გამომავალი სომხურენოვანი გაზეთი „მშაკი“, ლიბერალიზმთან და რუსული იმპერიის ფარგლებში სომხური ავტონომიის შექმნასთან ერთად,28 ქართველ კათოლიკეთა სომხურ წარმომავლობას ქადაგებდა. გაზეთს რედაქტო-რობდნენ გრიგორ არწრუნი და ალექსანდრე კალანტარი. რამოდენიმე წლის შემდეგ იტა-ლიაში იბეჭდება ტერ-გაბრიელ ნახაპეტიანის „სომხის კათოლიკეები საქართველოში და საკითხი კათოლიკე სომეხთა და ქართველთა შორის“, რომელშიც იგივე სულისკვეთებაა გადმოცემული (ბლუაშვილი, გვ. 66). ამ ფონზე მიემართება თამარაშვილი ვატიკანის არ-ქივებში სამუშაოდ, რის შედეგადაც, მისი სამი კვლევა გამოქვეყნდა. არაერთხელ ციტირე-ბული „ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის“ პირველი იყო. იგი თბილისში, 1902 წელს დაიბეჭდა. 1904 წელს, ასევე თბილისში გამოიცა მიხეილ თამარაშვილის „პასუხი სო-მეხ მწერლებს, რომლებიც უარყოფენ ქართველთა კათოლიკობას“ (ისტორიული გამოკვ-ლევა). 1910 წელს კი ფრანგულად დაიბეჭდა თამარაშვილის ქართული ეკლესიის ისტორია.

აკადემიური პოლემიკისა და ქართული ეროვნული პროექტისათვის ამ კვლევების მნიშვნელობა კარგად ჩანს ილია ჭავჭავაძის გაზეთ „ივერიას“ გამოხმაურებაში: „ეს მარ-ტო კათოლიკობის ისტორია კი არ არის, არამედ საქართველოს შინაგანი ცხოვრების და პოლიტიკური მდგომარეობის ისტორიაა: და ამ მხრივ ეს შესანიშნავი წიგნი მეორე ქართ-ლის ცხოვრებაა“, – იუწყებოდა „ივერია“.29თამარაშვილის გავლენა მოდერნული ქართული საზოგადოებრივი დისკურსის ფორმირებაზე ასევე დასტურდება გამოხმაურებებით ახალ-ციხიდან და ქუთაისიდან: „წამკითხველები ჰაერში აფრინდნენ სიხარულით... ძლივს გა-მოვიდა ვინმე ასპარეზად, რომელმაც უნდა გააცნოს ქვეყნიერებას ჩვენი ქვეყნის ამბავი“, – წერდა ახალციხის სამოქალაქო სასწავლებლის მასწავლებელი ლაზარე გოზალიშვილი ამ (მეორე წიგნის, დ. დ.) წიგნის გამოსვლისთანავე. 1911 წელს სვიმონ ქვარიანი თამარაშ-ვილს ქუთაისიდან ეხმაურებოდა: „ეს ერთი თვეა, რაც ჩამივარდა ხელში თქვენი ფრიად შესანიშნავი თხზულება ფრანგულ ენაზე… წაკითხულმა აღტაცებაში მომიყვანა თავისი მეცნიერული ნაშენობით“ (ბლუაშვილი, გვ. 66-67).

როგორც მიხეილ თამარაშვილი წერდა, „ერმა სრულებით არ შეიწყნარა სომხური ტი-პიკონის მღვდლები“ (თამარაშვილი, 2013, თავი 10). XX საუკუნის დამდეგს ახალციხეში ქართული კათოლიკური მღვდელმსახურება აღდგა. ხარისჭირაშვილის, გვარამაძეების, თამარაშვილის და სხვათა საზოგადოებრივმა მოღვაწეობამ, სამცხე-ჯავახეთში მცხოვრე-ბი ათასობით კათოლიკე თანამედროვე ქართველი ერის ნაწილად აქცია, თუმცა კიდევ დიდხანს რეზონირებდა მათი სომხობის თუ ფრანგობის თემა.30

28 იხ. http://en.wikipedia.org/wiki/Mshak29 ივერია, # 254, 1902 წელი, ციტირებულია უჩა ბლუაშვილის წიგნიდან (ბლუაშვილი, გვ. 65)

30 მაშინაც და რუსეთის იმპერიის დანგრევის შემდეგაც, საშუალო სტატისტიკურ მართლმადიდებელ ქართ-ველებს შორის გავრცელებული იყო მოდერნული ნაციონალიზმის საპირისპირო შეხედულება, რომ მაჰმა-დიანი ქართველი „თათარია“, კათოლიკე კი „ფრანგი“ – თუ, რა თქმა უნდა, გასომხებული არ არის. დ.დ.

ახალციხე – ქართული „იერუსალიმი“

41ისტორიის რეკონსტრუქციები • 2015

ახალციხე-ახალქალაქის მაზრების ეთნორელიგიური სიჭრელე თავის კვალს აჩნევ-და ადგილობრივ მმართველობას, რომელშიც იმპერია თვითმმართველობის ელემენტთა შეტანას ცდილობდა. 1876 წელს ქალაქში ამოქმედდა ე.წ. ხმოსნების კრება, რომლის უმ-რავლესობას სომხები შეადგენდნენ (კოჟორიძე, გვ. 196). მის ეფექტიანობას სპეციალუ-რი კვლევა სჭირდება, თუმცა სავარაუდოა, რომ ხმოსნებისათვის ადვილი არ იქნებოდა კომპრომისების ძიება და, არც თუ დიდი რესურსებით, ქალაქის მოვლა-პატრონობა. მი-უხედავად აღმშენებლობისა, ახალციხისათვის უცხო არ იყო სოციალური დაძაბულობა და ინფრასტრუქტურული პრობლემები.სოციალური პრობლემატიკა, დაპირისპირებულ ეროვნულ პროექტებთან ერთად, ძირს უთხრიდა იმპერიულ სტაბილურობას.

იმპერია პირველმა მსოფლიო ომმა დაანგრია, თუმცა ნგრევის შინაგანი მიზეზები ადრევე გამოაშკარავდა. კრიმინალის ზრდით აღინიშნა XX საუკუნის დასაწყისი მთელს რუსეთში და მის სამხრეთ კავკასიურ გუბერნიებშიც. ძალადობა ოთხგანზომილებიანი იყო: პოლიციური – იმპერიის გადასარჩენად; სოციალური – კლასობრივი რევოლუციის მოსაწყობად; ეთნორელიგიური – თანამედროვე ნაციონალისტური პროექტების ტრადი-ციულ გვარტომობრივ შუღლში არევის შედეგად; კრიმინალი კრიმინალისათვის – მღვრიე წყალში თევზის დაჭერის მოტივით. ამ მხრივ, გამონაკლისი არ იყო ისტორიული სამხრეთ საქართველოს გული – ახალციხის მაზრა, სადაც, საერთო რუსული რევოლუციის ფონზე, 1905 წლისათვის სომეხ დაშნაკთა და რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის უჯრე-დები მოქმედებდა (კოჟორიძე, გვ. 227).

ისტორიულ საქართველოში რევოლუციის პირველი ეტაპის დასასრული თბილისთან ილია ჭავჭავაძის მკვლელობით დაგვირგვინდა. ქართულმა საზოგადოებამ დაკარგა ეროვ-ნული იდეისათვის რელიგიური და სოციალური კონვერგენციის მთავარი მქადაგებელი. ეს ტრაგედია იყო ნიშანი, რომ როგორც ეთნიკურ და რელიგიურ, ისე სოციალურ ნიადაგზე მიმდინარე ძალადობის ესკალაცია ჯერ კიდევ წინ იყო.

1917 წელს, როდესაც მსოფლიო ომის ფრონტებზე და იმპერიის სოციალურ ქსოვილში შექმნილმა პრობლემებმა რუსული რევოლუციის ახალ ტალღას შეუწყო ხელი, სამხრეთ კავკასიაში ადგილობრივი ეროვნული პოლიტიკური სისტემების ფორმირება დაიწყო. რეგიონული ეთნორელიგიური კალეიდოსკოპიდან გამომდინარე, მრავალეროვანმა რე-ვოლუციურ-ინტელექტუალურმა ელიტამ ფედერაციის შექმნა განიზრახა. მაგრამ ეს ნა-ციონალიზმების ეპოქა იყო, რასაც რუსული არმიის დეზორგანიზება და თურქთა შეტევა ართულებდა. 1918 წლის მაისში ფედერაცია საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის რესპუბლიკებად დაიშალა. თავისთავად, მათი საზღვრები დავის საგანი გახდა. ისევე, რო-გორც ბევრ სხვა ადგილას, სამხრეთ საქართველოს ეთნიკურმა სიჭრელემ და კონფლიქ-ტურმა ისტორიულმა დისკურსმა ახალი სიმძლავრითა და შეიარაღებული დაპირისპირე-ბების სახით იჩინა თავი.

მოშიშვლებულ ფრონტის ხაზზე ოსმალეთის ჯარების გადმოსვლამ სამცხე-ჯავახეთში მთვლემარე მაჰმადიანური იდენტობა პოლიტიკურ ფაქტორად აქცია. თუმცა ეს თვლემა პირობითი იყო: რუსული იმპერიის სტაბილურობის და ნაციონალისტური იდეების განვრ-ცობის პირობებში, სამცხე-ჯავახეთის მაჰმადიანების დისტანცირება ქრისტიანთაგან არა თუ შემცირდა, გაფართოვდა კიდეც (ლომსაძე, გვ. 309). მაჰმადიან მესხთა შეძლებული ოჯახების შვილები განათლებას ან ბაქოში, ან ისევ ოსმალეთში – არზრუმსა და სტამ-ბოლში იღებდნენ. ეს გარემოება სამხრეთ საქართველოში თურქულ-ისლამური ნაციონა-

დავით დარჩიაშვილი

42

ლიზმის, ანუ XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე განვითარებული პანისლამიზმისა და პანთურ-ქიზმის გავრცელებას უწყობდა ხელს (ბლუაშვილი, გვ. 17-18). ივანე გვარამაძის მსგავს საზოგადო მოღვაწეთა ქადაგება, რომ რელიგია ერთია, ენა და ეროვნება კი სხვა, ქართ-ველთა ეროვნული ინტეგრაციის მიზანმიმართული ოფიციალური პოლიტიკის არარსებო-ბის პირობებში არასაკმარისი იყო.

სხვადასხვა გარემოებათა გამო, ახალციხესა და მის სანახებში ვერ ჩამოყალიბდა თა-ვად მაჰმადიანური წიაღიდან მომდინარე ისეთი პროქართული ინტელექტუალური ნაკა-დი, როგორსაც ადგილი ჰქონდა ბათუმსა და აჭარაში, მემედ აბაშიძისა და სხვათა მოღ-ვაწეობის სახით. შესაბამისად, იმპერიის ნგრევამ ახალციხე მაჰმადიანთა და ქრისტიანთა დაპირისპირების ასპარეზად გადააქცია.

პრობლემები იყო სამხრეთ საქართველოს აჭარულ ნაწილშიც: პირველ მსოფლიო ომში ჩაბმისთანავე, ოსმალეთის არმიამ შეტევა ბათუმის მიმართულებით განახორციელა. როგორც ითქვა, თურქულ რაზმებში იყვნენ მაჰმადიანი ქართველებიც. რუსეთმა ბათუმის ოლქის ნაწილი დროებით დათმო, რამაც ანტირუსულ შეიარაღებულ გამოსვლებს უშუ-ალოდ აჭარაშიც შეუწყო ხელი (საქ. ცსა ფ. 13, აღწ. 27, საქ. 3193). მაგრამ 1914 წლის მიწუ-რულის აჭარულ ანტირუსულ მოძრაობას არც მასობრივი პანისლამიზმი მოყოლია და არც დანარჩენ ქართველთაგან სრული გაუცხოება. ამის მიზეზი რამოდენიმე იყო:

1) ზემო აჭარის არაფორმალური ლიდერობის მქონე ხიმშიაშვილებმა მოსახლეობის დაშოშმინებას შეუწყვეს ხელი (საქ. ცსა ფ. 13, აღწ. 27, საქ. 3195, ფ. 18);

2) 1915 წელს მობრუნებულმა რუსულმა არმიამ აჭარელთა დასჯა დაიწყო. კავკასიის მეფისნაცვალი ვორონცოვ-დაშკოვი აჭარელთა აყრა-გასახლებას ვარაუდობდა. პეტერ-ბურგში აღნიშნულის განხორციელების „სამართლებრივ“ მექანიზმებზე იწყებდნენ ფიქრს (საქ. ცსა ფ. 13, აღწ. 27, საქ. 3193, ფ. 150-153). მაგრამ ამ პროცესის შეჩერებაში განსაკუთ-რებული წვლილის შეტანა თბილისის და ქუთაისის ქართულმა საზოგადოებებმა შეძლეს: აჭარელთა გადასარჩენად ბათუმში ჩადიოდნენ ქუთაისის ქალაქის თავი ჩიქოვანი და ქუ-თაისელი ადვოკატები (საქ. ცსა ფ. 13, აღწ. 27, საქ. 3193, ფ. 81-82); თბილისში გამოიცა წიგნი, „სამაჰმადიანო საქართველო“ და მიღებული შემოსავალი აჭარელთა დახმარების ფონდში გადაირიცხა. ქართული დეპუტაციის მეშვეობით, საკითხი რუსეთის სახელმწიფო სათათბიროში დაისვა.

იმპერიამ უკან დაიხია. აჭარელთა გასამართლების პროცესში ჩართეს სპეციალურად შექმნილი ქართული საქველმოქმედო საზოგადოების იურიდიული კომისია, რომელიც აჭარელთა გადარჩენით იყო დაკავებული (ახვლედიანი, 1957, გვ. 64). თავად იმპერატორი ნიკოლოზ მეორე აჭარელთა უბედურებაზე ალაპარაკდა (საქ. ცსა, ფ. 13, აღწ. 27, საქ. 3193, ფ. 224). ბუნებრივია, 1914-15 წლების ამ მოვლენებმა ხელი შეუწყო აჭარისა და ქართული ეროვნული ცენტრების კავშირ-ურთიერთობის განმტკიცებას.

3) მიუხედავად იმისა, თუ რა არგუმენტებს იყენებდნენ „კანონმორჩილი“ ქართული პრესისა და საადვოკატო საზოგადოების წარმომადგენლები აჭარელთა „ღალატის“ უარ-საყოფად, ანტირუსულ ამბოხს ნამდვილად ჰქონდა ადგილი. ოღონდ თურქებთან კავშირ-ში მყოფი ბათუმელები, ქობულეთელები და აჭარლები, რომელთა შორის ბათუმელი ას-ლან ბეგ აბაშიძე გამოირჩეოდა, ოსმალეთისა და გერმანიის დახმარებით საქართველოს გათავისუფლებისათვის მებრძოლ ქრისტიან ქართველებთან ერთად მოქმედებდნენ. ჯერ გერმანიაში, შემდეგ კი თურქეთში მოღვაწე ქართველთა ეროვნულ-გამათავისუფლებელი

ახალციხე – ქართული „იერუსალიმი“

43ისტორიის რეკონსტრუქციები • 2015

კომიტეტი ქრისტიანი ქართველებისაგან შედგებოდა და მაჰმადიან ქართველებთანაც იყო დაკავშირებული (საქ. ცსა ფ. 13, აღწ. 27, საქ. 5411; ფ. 16). კომიტეტის წევრმა ლეო კერე-სელიძემ პირადად შეადგინა რუსებთან მეომარი ქრისტიანულ-მაჰმადიანური შერეული რაზმი.31 ამდენად, რაოდენ გავლენიანიც არ უნდა ყოფილიყო მებრძოლ აჭარლებში ოსმა-ლური პანისლამიზმის იდეები, მას საერთო ქართული საქმისათვის ერთობლივი ბრძოლა აბალანსებდა.

4) მიუხედავად აჭარელთა მაჰმადიანობისა, უშუალოდ თურქული კულტურული გავ-ლენა, ოსმალური იდენტობა შედარებით ნაკლებად აღწევდა მის ხეობებში.

ამ გარემოებათა ფონზე, იმპერიის დანგრევის შემდეგ, ბათუმისა და აჭარის პოლიტი-კურად აქტიურ ადგილობრივ მოსახლეობაში დანარჩენ საქართველოსთან ავტონომიური კავშირის იდეა დომინირებდა. 1918-1920 წლებში მას განასახიერებდა „სამუსლიმანო სა-ქართველოს“ მთავარი პროპაგანდისტი მემედ ბეგ აბაშიძე. რუსთა მიერ საბოლოოდ მი-ტოვებულ ბათუმის ოლქში ამ წლებში სხვა ძალები და მოძრაობებიც იყო. ჯერ თურქების, შემდეგ კი ბრიტანელების ოკუპაციის ქვეშ, ქალაქში მოქმედებდნენ, როგორც პროთურ-ქული, ისე თეთრგვარდიული რუსული ძალების წარმომადგენლები. და მაინც, 1920 წელს აჭარა საქართველოს ახალგაზრდა დემოკრატიულ რესპუბლიკას ზედმეტი გართულებე-ბის გარეშე შეუერთდა. სამცხე-ჯავახეთში კი იმპერიის ნგრევა საქართველოს ერთიანო-ბის იდეისათვის უფრო სარისკოდ ვითარდებოდა.

თუ ბათუმ-აჭარაში მუსულმან ქართველთა ლიდერებად ქრისტიანულ საქართველოს-თან კავშირის მომხრენი წარმოჩინდნენ, ახალციხისა და სამცხის მაჰმადიანთა აქტიურ ნა-წილში პანისლამიზმმა უფრო ნოყიერი ნიადაგი პოვა. რუსული იმპერიის მარცხით და ოს-მალთა შემოტევით აქ ჯაყელთა შთამომავალმა, სერვერ ბეგ ქვაბლიანელმა ისარგებლა.

პეტერბურგში მომხდარი 1917 წლის ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ, რუსებისა-გან მიტოვებული ბათუმიც და ახალციხეც ოსმალური ოკუპაციის ქვეშ მოექცა. თურქებს არ გაუჭირდათ სახელდახელოდ შექმნილი ამიერკავკასიის დამოუკიდებელი რესპუბლი-კის დამარცხება, რასაც მისი დაშლა მოჰყვა. გამოუცდელობა-მოუმზადებლობის გარდა, „ამიერკავკასიას“ ისიც ასუსტებდა, რომ ქართულ-სომხური უნდობლობა ზენიტში იყო, ბაქო კი ოსმალეთს გულშემატკივრობდა. 1918 წლის ზაფხულიდან წლის ბოლომდე ბათუმ-შიც და ახალციხეშიც ოსმალური არმიის ქვედანაყოფები განლაგდნენ. საგულისხმოა, რომ ბათუმისაგან განსხვავებით, ახალციხე ოსმალთა მოსვლამდე იყო პროთურქული განწყო-ბების მქონე ადგილობრივი მაჰმადიანების ალყაში (კოჟორიძე, გვ. 234). მას მერე, რაც პირველი მსოფლიო ომის სხვა ფრონტებზე დამარცხებულმა ოსმალებმა სამხრეთ საქარ-თველოც მიატოვეს, ახალციხე, ისტორიულად სომხურ ყარსთან ერთად, ადგილობრივმა მაჰმადიანებმა ე.წ. სამხრეთ ამიერკავკასიის მუსულმანური რესპუბლიკის ცენტრად აქ-ციეს. სწორედ მისი ერთ-ერთი შემოქმედი და ლიდერი, ახალციხე-ახალქალაქის მაზრე-ბის კომისარიატის მინისტრ-პრეზიდენტის ტიტულით, იყო ზემოთ ნახსენები სერვერ ბეგი (კოჟორიძე, გვ. 237-238).

ეს პოლიტიკური პროექტი, რომლის საქართველოს რესპუბლიკასთან დაპირისპირე-ბას მსოფლიო ომში გამარჯვებული ბრიტანეთის არმიის წარმომადგენლები ამბივალენ-ტურად უყურებდნენ, დიდხანს არ გაგრძელებულა. საქართველოს რესპუბლიკის ჯარების თავდაპირველი მარცხის შემდეგ, თბილისიდან მოსულმა გენერალმა კვინიტაძემ სერ-

31 კ. სალია, „ბედი ქართლისა“, 1961 (ციტირებულია გაზ. „კომუნისტიდან“, 26 მაისი, 1990 წელი)

დავით დარჩიაშვილი

44

ვერ-ბეგის საყრდენი, ფოცხოვიც დაიკავა და ახალციხეც. 1920 წელს ბათუმიც ქართული არმიის ხელში აღმოჩნდა, რაც ოსმალთა შემდგომ მოსულ ბრიტანელებთან შეთანხმების შედეგი იყო. საუკუნეების შემდეგ, სამხრეთ საქართველო ქართული სახელმწიფოს შემად-გენლობაში მოექცა. საკამათო რჩებოდა საზღვარი სომხეთთან, რომლის დადგენაც 1918 წლის დეკემბრის ქართულ-სომხური რამდენიმედღიანი კონფლიქტით დაიწყო, მერე კი ბრიტანელთა დახმარებით მიმდინარე მოლაპარაკებებით გაგრძელდა. მაგრამ იმ არეულ დროში ისტორიის ბორბალი მეტად ჩქარა მოძრაობდა და 1920 წლის ნოემბრიდან 1921 წლის მარტის ჩათვლით, კვლავ ფეხზე დამდგარმა, აწ უკვე წითელმა რუსეთმა, სომხეთის რესპუბლიკის დამოუკიდებლობაც დაასრულა და საქართველოსიც. პერიმეტრი ახალცი-ხიდან ბათუმამდე ისევ რუსეთის ჯარებმა დაიკავეს.

საქართველოსათვის ეს ტრაგედია იყო, თურქეთისათვის კი ახალი რისკი, რადგან მისი აღმოსავლური საზღვრების პირისპირ ისევ ძველი, თუმცა სახე(ლ)ცვლილი მეტოქე აღმოჩნდა. საინტერესოა, რომ განახლებული რუსეთის, ანუ საბჭოთა კავშირის პოლიტიკა სამხრეთ საქართველოში მნიშვნელოვანწილად დაეყრდნო XIX საუკუნის სტრატეგიულ-დემოგრაფიულ მემკვიდრეობას და 1918-1919 წლების დრამატული მოვლენების ნარატივს.

ზემოთ აღწერილი სამხედრო-პოლიტიკური ბატალიების ფონზე, სამხრეთ საქართ-ველოში გაჩნდა ახალი ფაქტორი, რამაც ქართულ-სომხური რელიგიურ-ნაციონალური დისპუტი ცოტა ხნით მიანავლა. ეს იყო ბზარი თაობების განმავლობაში ერთად მცხოვ-რებ ქრისტიან და მაჰმადიან მესხებს შორის. საქმე მხოლოდ ის არაა, რომ მაჰმადიანებში გავრცელებული თვითიდენტიფიკაცია „იერლი“ თურქობას არ ნიშნავდა, მაგრამ ქართ-ველობასაც ემიჯნებოდა. მთავარი იყო, რომ მოხდა დარბევები, დაიღვარა სისხლი და რიგითი, ნაკლებგანსწავლული ადამიანები კრიმინალს ეთნორელიგიური საზომით უდ-გებოდნენ. რეალობა კი, როგორც სტატიის პირველ ნაწილშია გადმოცემული, უფრო კომპლექსური იყო.

გაცილებით გვიან, 1944 წელს განხორციელებული მაჰმადიანი მესხების მასობრივი დე-პორტაციის შემდეგ, გადასახლების ერთ-ერთი მსხვერპლთაგანი სოფელ უდეში 1918-1919 წლებში მომხდარ მუსულმანურ-კათოლიკურ შეტაკებებს იგონებდა: მაშინდელი დაპირის-პირების გამო კათოლიკეთა ნაწილი გახიზნულა, ნაწილი კი უდეს მუსულმანებს შეუფარე-ბიათ (ბლუაშვილი, გვ. 114). ამ მოგონების გადმომცემი იყო ლატიფშაჰ ბარათაშვილი – იმ მაჰმადიან მესხთაგანი, რომელიც თავის სოფელში დემოკრატიული საქართველოს მიერ გახსნილ ქართულ ოთხწლედში სწავლობდა, მოგვიანებით კი სამშობლოსა და ქართველო-ბის დაბრუნების მესხურ მოძრაობას თაოსნობდა საბჭოთა კავშირში.

დღეს ახალციხეში მცხოვრები კათოლიკე მესხების შთამომავლები ასევე იგონებენ წი-ნაპართა მონათხრობს იმჟამინდელი მტერ-მოყვრობის შესახებ. სერვერ ბეგის მომხრეები ქრისტიანებს გზებზე ხვდებოდნენ, ძარცვავდნენ, ზოგჯერ კლავდნენ კიდეც. 1919 წლის დასაწყისში, ნაახალწლევს, ახალციხე საეკლესიო ზარების რეკვას გაუღვიძებია – ქალაქს მეზობელი სოფლებიდან გახიზნული კათოლიკენი აფარებდნენ თავს. მაგრამ მონათხრო-ბების ლაიტმოტივია, რომ ეთნიკურ და რელიგიურ ნიადაგზე მიმდინარე ძალადობას კრი-მინალურად განწყობილი მოთარეშენი ჩადიოდნენ, ადგილობრივ მაჰმადიანთა უმრავლე-სობა კი თანასოფლელ ქრისტიანთა შეფარებას ცდილობდა.32

32 რეზო ანდღულაძის, ვაჟა ჩიტაშვილის, ზურაბ ჩილინგარაშვილის მონათხრობების პირადი ჩანაწერები, ახალციხე, 2014 წლის იანვარ-თებერვალი

ახალციხე – ქართული „იერუსალიმი“

45ისტორიის რეკონსტრუქციები • 2015

ჯერ თურქ ოკუპანტთა, შემდეგ კი სერვერ ბეგის რაზმების რისხვა, პირველ რიგში, სამცხე-ჯავახეთის სომხებს დაატყდა თავს. სავარაუდოა, რომ ეს აგრესია ოსმალეთში გან-ვითარებული სომეხთა ტრაგედიის გამოძახილს წარმოადგენდა. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სომეხთა დიდი ნაწილი სამცხე-ჯავახეთში შედარებით ახალი დამკვიდრებული იყო. თუმცა, როგორც ითქვა, შიში ჰქონდათ ადილობრივ ქართველებსაც, მით უმეტეს, ქართულ-სომხური კათოლიციზმის გაუმიჯნაობის და საქართველოს რესპუბლიკის ჯა-რების სერვერ-ბეგთან დაპირისპირების ფონზე. ზოგიერთი მონაცემით, 1918-1919 წლებ-ში ახალციხისა და ახალქალაქის მაზრებიდან ათეულ ათასობით ლტოლვილი შეხიზნულა ბორჯომ-ბაკურიანსა და წალკაში (კოჟორიძე, გვ. 241).

1920 წელს, ძალადობასთან ერთად, ისტორია არ დასრულდა. საქართველოს დემოკრა-ტიულ რესპუბლიკას პრაქტიკაში არაფერი დასცალდა, თუ არ ჩავთვლით ახალი საერთა-შორისო სამართლებრივი რეალობის, ქართული სუვერენიტეტის პრეცედენტის შექმნას. ამ რეალობის საერთაშორისო ლეგიტიმაციიდან ერთ თვეში საქართველო გასაბჭოვდა. ისტორიული მესხეთის ბედიც, საიმპერატორო პეტერბურგის ნაცვლად, საბჭოთა მოსკო-ვის გადასაწყვეტი გახდა.

საბჭოთა მემკვიდრეობა და ფიქრები მომავალზე

გასაბჭოება, ფორმალურად, საქართველოს სახელმწიფოებრივ წარმონაქმნად ტოვებ-და. 1921 წლის ყარსის რუსულ-თურქული ხელშეკრულებით, ბათუმიც და ახალციხეც მის შემადგენლობაში დატოვეს. ოსმალეთის ნანგრევებზე ახლადაღმოცენებულმა ქემალის-ტურმა თურქეთმა ყარსი და ბათუმის ოლქის ნაწილი დაისაკუთრა. ისტორიული სამცხე-საათაბაგოდან საქართველოს, უფრო სწორად კი საბჭოთა კავშირს, აჭარა და სამცხე-ჯა-ვახეთი დარჩა.

მომავალი კვლევების საკითხია, რამდენად სურდათ ან შეეძლოთ თბილისის კომუნის-ტურ მთავრობაში მაჰმადიან და ქრისტიან მესხთა ეროვნულ რეკონსილიაციაზე ზრუნვა. ცნობილია, რომ საბჭოთა დროის კლასობრივი რეპრესიების პარალელურად, კვლავ აღდ-გა მაჰმადიანთა და კათოლიკეთა მშვიდობიანი თანაცხოვრების ფორმები.33 მაგრამ მოხდა ისე, რომ საბჭოთა ოფიციალურმა სტატისტიკამ ქართულის მცოდნე მაჰმადიანი მესხები აზერბაიჯანელებად დაარეგისტრირა და მათთვის შესაბამისი სკოლები გახსნა: ათეისტურ საბჭოეთს თავისი წვლილი შეჰქონდა ქართველთა რელიგიურ დანაწევრებაში.

გასაბჭოების პირველ წლებში მაჰმადიან ქართველთა თურქეთში მიმოსვლა, ნათე-სავებთან კონტაქტი და სწავლა-განათლების იქ მიღება იშვიათობას არ წარმოადგენდა. ზემოთ ნახსენები ლატიფშაჰ არდაგანში სწავლობდა 1926 წლამდე (ბლუაშვილი, გვ. 114). მოგვიანებით, რუსულ-თურქული ურთიერთობების ხელახალი დაძაბვის ფონზე, სასაზღვ-რო რეჟიმი გამკაცრდა, საბჭოეთმა კი მაჰმადიან ქართველთა შორის თურქეთში გამოსა-ყენებელი მზვერავების ძიება დაიწყო.

როგორც ითქვა, 1944 წელს, საიდუმლოდ და, შესაბამისად, მოულოდნელად, მაჰმა-დიან მესხთა გასახლება განხორციელდა. ათეულ ათასობით ადამიანი შუა აზიის გზას გა-უყენეს. ასე გაჩნდა საბჭოთა დროს დეპორტირებულ ხალხთა შორის მესხთა სახელი.

33 ინტერვიუ ვაჟა ჩიტაშვილთან, ახალციხე, 2014 წლის თებერვალი

დავით დარჩიაშვილი

46

დეპორტაციის მიზეზი ორგვარი იყო, სისტემური და კონიუნქტურული. პირველი ცა-რიზმის მემკვიდრეობას წარმოადგენდა. ჯერ კიდევ იმპერიის პირობებში ამუშავებდნენ ე.წ. სამხედრო დემოგრაფიას, რომლის პრაქტიკული შედეგები სამცხე-ჯავახეთს ადრეც ჰქონდა განცდილი. რიგი ცნობებით, რუსი ექსპერტები ცდილობდნენ გამოეთვალათ კონ-კრეტული ეროვნება-აღმსარებლობის ლოიალურობის ინდექსი კონკრეტულ ტერიტორი-აზე. თუ ინდექსი საჭიროზე დაბალი აღმოჩნდებოდა, დასაშვები იყო გასახლება ან განად-გურებაც კი.34 ცარიზმის საბჭოთა მემკვიდრეებს, რომელთაც ქმედებათა კანონიერების დასაბუთება კიდევ უფრო ნაკლებად ანაღვლებდათ, სამცხე-ჯავახეთის მაჰმადიანი მო-სახლეობა სარისკო ჯგუფში შეჰყავდათ. კონიუნქტურული მიზეზი კი ის იყო, რომ მეორე მსოფლიო ომის დასასრულისაკენ სტალინმა ჩაიფიქრა თურქული ყარსის, არდაგანის და ართვინის დაკავება, ანუ იმპერიის დროინდელი საზღვრების აღდგენა. ჩანს, ომის შემთხ-ვევაში, მას აფიქრებდა ზურგში მყოფი მაჰმადიანი მესხების ლოიალობა.

საინტერესოა, რომ კონიუნქტურა საბჭოეთს ტრადიციული ქართული ნაციონალური იდეის ექსპლუატაციისაკენ უბიძგებდა: 1947 წელს, გაეროს გენერალური ასამბლეის პო-ლიტიკური კომიტეტის სხდომაზე, 30-იანი წლების საბჭოთა რეპრესიების ერთ-ერთი გან-მახორციელებელი, იურისტი და დიპლომატი ანდრეი ვიშინსკი აცხადებდა, რომ თურქეთს უნდა დაებრუნებინა ისტორიული ქართული მიწები (კოჟორიძე, გვ. 133).

ისტორიული სამცხე-საათაბაგოს თურქეთში დარჩენილი ნაწილის შემოერთების კამ-პანიაში ჩართული იყო ქართველ ისტორიკოსთა ელიტა. 1945 წლის დეკემბერში გაზეთი „კომუნისტი“ აქვეყნებს ს. ჯანაშიას და ნ. ბერძენიშვილის სტატიას სამხრეთ საქართველოს ოსმალურ წარსულზე, სადაც აქცენტი კეთდება იმაზე, თუ როგორ დევნიდნენ საუკუნე-ების წინ ოსმალები „ქართველთა ხალხის წმინდათა წმინდას – მის ენას, კანონებსა და ტრადიციებს, მამაპაპათა კულტურასა და სარწმუნოებას“ (კოჟორიძე, გვ. 102-103). საბჭო-თა ცენზურისა და ისტორიის იდეოლოგიზაციის პირობებში, მსგავსი პუბლიკაცია, რომ-ლის შესახებაც თურქეთის აკადემიური წრეები დღესაც მსჯელობენ, მარტო პარტიული ხელმძღვანელობის სურვილით დაიბეჭდებოდა. საყურადღებო იყო ისიც, რომ არც ამ და არც სხვა ღია საინფორმაციო წყაროებში, არაფერი იწერებოდა მაჰმადიან მესხთა ახალი ტრაგედიის შესახებ.

კომუნისტურ მედიაში არც იმაზე საუბრობდნენ, რომ სამცხეც და ჯავახეთიც საბჭო-თა ადმინისტრაციამ დანარჩენი საქართველოსათვის ნახევრად დახურულ ზონად აქცია. თურქეთზე შეტევის გეგმა დავიწყებას მიეცა და ერთადერთ შედეგად თურქეთის ნატოში გაწევრიანება მოიტანა, თბილისიდან ახალციხეში ჩასვლას კი 80-იან წლებშიც სპეციალუ-რი ნებართვა სჭირდებოდა. სამცხე-ჯავახეთის ხუთი საბჭოთა რაიონისაკენ გადაადგილე-ბა საგანგებოდ იყო შეზღუდული. ბორჯომიდან მომავალ მგზავრებს აწყურის ციხესთან საბჭოთა მესაზღვრეები ამოწმებდნენ. საბჭოთა პერიოდში საქართველოს სუვერენიტეტი ფიქციად რჩებოდა, როგორც პრინციპში, ისე ტერიტორიული პრინციპის თვალსაზრისით.

მაჰმადიანთა ნასახლარებზე საბჭოთა კომუნისტურმა ხელისუფლებამ იმერეთის და რაჭის გლეხობა ჩამოასახლა. ისტორიის ირონიაა, რომ ამგვარად აღდგა და განხორციელ-და მთავარმართებელი ტორმასოვის დროინდელი გეგმა, რომელიც, 1810 წელს, ახალციხის მხარეში მცირემიწიანი იმერლების ჩასახლებას ითვალისწინებდა. მავან გაკომუნისტებულ

34 ამ ცნობებს შეიცავს შემდეგი ინტერნეტ-რესურსი: Депортации народов в СССРhttp://mgsupgs.livejournal.com/1242069.html#comments

ახალციხე – ქართული „იერუსალიმი“

47ისტორიის რეკონსტრუქციები • 2015

ქრისტიან ქართველს ეს ნაბიჯი ისტორიული სამართლიანობის აღდგენად ეჩვენებოდა. პროცესი კომუნისტურ საფარქვეშვე შენიღბულ ეროვნულ განცდას აცხოველებდა. მაგრამ ყოველივე ხორციელდებოდა ძალადობით და რუსულ-საბჭოური ადმინისტრაციული მან-ქანის ხელით, რაც, სამომავლოდ, ახალ გამოწვევებს აჩენდა.

1991 წელს საბჭოთა კავშირიც დაინგრა და მისი მემკვიდრეობა საქართველოს მეორე რესპუბლიკის მოსაწესრიგებელი გახდა. სამოქალაქო ინტეგრაცია, ტოლერანტობა და „კარგი მმართველობა“ ის თემებია, რაც ჯერაც გადასაჭრელ პრობლემად რჩება საბჭოთა კავშირის ნანგრევებზე.სამცხე-ჯავახეთი კი, როგორც ყოველთვის, ქართული პოლიტი-კურ-კულტურული ტენდენციების „ლაკმუსის ქაღალდია“.

მეორე რუსული იმპერიის დაშლამ მაჰმადიან მესხთა საკითხს აქტუალობა შემატა. ათწლეულების განმავლობაში იგი საბჭოთა დისიდენტების სალაპარაკო თემას წარმოად-გენდა. იმავდროულად, გადასახლებულ მესხთა ნაწილიც ხრუშჩოვისდროინდელი „დათ-ბობით“ სარგებლობდა და კომუნისტური ნომენკლატურისაგან ითხოვდა უსამართლობის გამოსწორებას. 70-80-იან წლებში მესხთა მცირე ჯგუფებმა მოახერხეს საქართველოში დაბრუნება, თუმცა სამცხე-ჯავახეთი მათთვისაც აკრძალულ ზონად რჩებოდა. საკითხის სააშკარაოზე გამოტანა კი განაპირობა, როგორც საერთო-საკავშირო დემოკრატიზაციამ, ისე კონფლიქტების ახალმა ტალღამ: 1989 წელს მათი იმჟამინდელი განსახლების ცენტ-რში, ფერგანას ნაყოფიერი ველების უზბეკურ ნაწილში იფეთქა ანტიმესხურმა ძალადო-ბამ, რომლის ფესვებისა თუ მოტივაციის გარკვევა ცალკე კვლევის საგანია. 1944 წელს დეპორტირებულთა შთამომავლები მთელი იმჟამინდელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით გაიფანტნენ. მესხთა ნაწილი თურქეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებშიც მოხვდა. ის-ტორიულ სამშობლოში დაბრუნება კი ყველაზე პრობლემური აღმოჩნდა. ამას ხელს უშ-ლიდა თავად საქართველოში, 90-იან წლებში მომხდარი სამოქალაქო ომი, ეკონომიკური კოლაფსი და 1918-1919 წლების მოვლენათა ნეგატიური გამოძახილი, რომელიც მიზანმი-მართულად ხდებოდა კულტივირებული ქართულ საზოგადოებასა და სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივ მოსახლეობაში. როგორც ქართული, ისე ადგილობრივი სომხური ეთნორე-ლიგიური იდენტობა და ნაციონალიზმი უარყოფითად მოქმედებდა მაჰმადიან მესხთა რე-პატრიაციის პერსპექტივებზე.

დღეისათვის საქართველოში რამდენიმე ასეული მაჰმადიანი მესხია, რომელთაგან მხოლოდ რამდენიმე ათეულმა მოახერხა უშუალოდ ახალციხეში დაბრუნება. საქართვე-ლოს მიერ ევროპის საბჭოს წინაშე აღებული ვალდებულებების საფუძველზე გაწერილი პროცედურების თანახმად, კიდევ რამოდენიმე ათასი მესხი ელოდება რეპატრიანტის სტა-ტუსის მიღებასა და საქართველოში გადმოსახლების ხელშეწყობას. არავინ იცის, რა იქ-ნება დეპორტირებულთა იმ შთამომავლების სამომავლო განწყობა თუ მოქმედება, ვისაც დადგენილ ვადებში რეპატრიაცია არ მოუთხოვია.35 უდავოა, რომ საბჭოთა კავშირის მიერ დანატოვარი პრობლემებიდან, მესხთა თემა საქართველოსათვის არც თუ უკანასკნელია.

პრობლემის სიმწვავეს განაპირობებს, როგორც 1944 წელს განხორციელებული დე-პორტაციის შედეგთა აღმოფხვრის სოციალურ-ეკონომიკური სირთულე, ისე ამ პროცეს-თან ასოცირებული პოლიტიკური შიშები. 90-იანების დასაწყისში ტირაჟირებული ქარ-თულ-სომხური ნარატივი, რომ მაჰმადიან მესხებს კოლექტიური დანაშაული მიუძღვით,

35 ზუსტი ცნობები 1944 წელს დეპორტირებულთა შთამომავლების რაოდენობის შესახებ არ არსებობს. სხვა-დასხვა მონაცემებით, მათი დღევანდელი რაოდენობა ნახევარი მილიონის ფარგლებში მერყეობს.

დავით დარჩიაშვილი

48

საბედნიეროდ, XXI საუკუნის საქართველოში მაქსიმალურადაა მარგინალიზებული, რო-გორც ცივილიზებულობასთან შეუსაბამო. მაგრამ ეროვნული უსაფრთხოებისა და საზო-გადოებრივი სტაბილურობის თვალთახედვით განიხილება ფაქტი, რომ თურქული მედია მაჰმადიან მესხებს თურქებად მიიჩნევს.36 თავად მესხთა საგრძნობ ნაწილში, სწორედ იდენტობის ამ ვერსიამ ჩაანაცვლა „იერლის“ ცნება და ყველაზე გავრცელებული გახდა „მესხეთელ თურქთა“ ეთნონიმი. ბუნებრივია, რომ ეს გარემოება დამატებით სირთულეს ქმნის ახალგაზრდა, მაგრამ ეთნორელიგიური უნდობლობისა და რუსული იმპერიის მესა-მედ აღდგენის მცდელობების წინაშე მდგომი საქართველოს მეორე რესპუბლიკისათვის.

თავისებურია რეგიონში ქართულ-სომხური ისტორიული დისპუტების თანამედროვე გამოძახილიც. დღეს აქტუალობა დაკარგა სამცხე-ჯავახეთის კათოლიკეთა ეთნიკური ფესვებისა თუ ლიტურგიის ენის თემამ: მსურველები უკვე დიდი ხანია გაქართველდნენ ან გასომხდნენ. მაგრამ 90-იანმა წლებმა მოიტანა მოძრაობა ჯავახეთში სომხური ლინგვის-ტური ავტონომიისათვის, რაზეც თბილისი ბუნებრივი შეშფოთებით რეაგირებდა.

სადაა გამოსავალი? უახლოესი მომავალი ბუნდოვანია, ან/და ტრადიციული, ნულო-ვან-ჯამური ეროვნული უსაფრთხოების ლოგიკით განსაზღვრული. შესაბამისად, მესხეთის წყლულები შეიძლება არ გაიხსნას, მაგრამ ვერც მორჩეს. საქართველოს დაუსრულებელი მენტალური მოდერნიზაციის ტკივილებს მოსკოვის მიერ კავკასიაში ჯერაც შენარჩუნებუ-ლი „დაყავი და იბატონეს“ მექანიზმები ამწვავებს. ისტორიამ შემოგვინახა მაგალითები, რომ რუსული იმპერიალიზმი, ხანმოკლე სარგებლისათვის, შეიძლება თავისსავე საზი-ანოდ იყენებდეს ისლამური ფაქტორის პოლიტიზაციას და საამისოდ კავკასიაში არაერთ ბერკეტს ფლობდეს. მეორე მხრივ, სამცხე-ჯავახეთში კათოლიციზმი კვლავ ქართულმა მართლმადიდებლობამ შეავიწროვა, რომლის მიმდევრები შუასაუკუნეობრივი წარსულის რეკონსტრუქციას ნეოფიტური აღტკინებით ცდილობენ. ამის ნიმუში იყო ადიგენის აჭარე-ლი მაჰმადიანების მიერ დადგმული მინარეთის ძალისმიერი დემონტაჟის ისტორია, რომე-ლიც 2013 წელს განვითარდა.

საბოლოო ჯამში, პრობლემები დაიძლევა, თუ ქართული სახელმწიფო შედგა და ევ-როპულ სივრცეს შეუქცევადად დაუკავშირდა. მაგრამ ამ გეოპოლიტიკურ და მენტალურ რევოლუციას ხელშეწყობა სჭირდება ბევრ სფეროსა თუ სივრცით მოცემულობაში, კერ-ძოდ, სამცხე-ჯავახეთში. შესაბამისი ქმედებების პოტენციალი არის წარსულშიც და აწმ-ყოშიც. ახალციხემ იცის ეთნორელიგიური თანაარსებობის მაგალითები, რის შესახებაც წინამდებარე სტატიაშიც იყო საუბარი. მთავარია, როგორ გამოიყენებ მას, უფრო სწო-რად, როგორ გააშუქებ და რა გაკვეთილებს გამოიტან. აწმყომ კი, 2011 წელს, ახალციხის ისტორიული ნაწილის უპრეცედენტო რესტავრაციის ფაქტი და ამ ისტორიული ქალაქის ლოკალური მასშტაბის ტურისტულ მექად ქცევის შესაძლებლობა გვაჩვენა. თუ „მექას“ „იერუსალიმად“ განვიხილავთ, ანუ დავამკვიდრებთ ხედვას, რომ ქართული სახელმწიფოს დაცვის ქვეშ მყოფი ახალციხე და მისი სანახები არაერთი კულტურისა და რელიგიისათვი-საა მშობლიური ადგილი, მოდერნული საქართველოს საძირკველში მნიშვნელოვანი აგუ-რი ჩაიდება.

36 Historic Meskhetian Turk Documents Destroyed, Today’s Zaman,2011-08-15 http://www.todayszaman.com/news-253866-historic-meskhetian-turk-documents-destroyed.html

ახალციხე – ქართული „იერუსალიმი“

49ისტორიის რეკონსტრუქციები • 2015

დასკვნა

სამცხე-ჯავახეთი და მისი, საუკუნეების მანძილზე უცვლელი, ისტორიული ცენტრი ახალციხე, საქართველოს სახელმწიფოს ნაწილია. თუ საქართველოს სისტემური თვალსაზ-რისით შევხედავთ, ეს „ნაწილი“ თავისებური ქვესისტემაა და კომპლექსური კავშირ-ურ-თიერთობებითაა შერწყმული „მთლიანთან“. მაგრამ მას, როგორც სასაზღვრო „ქვესისტე-მას“, თავისებური ბმა აქვს საქართველოს „გარემოსთან“, ანუ მეზობელ სახელმწიფოებთან. სპეციფიკური ეთნორელიგიური დემოგრაფიით და ისტორიით, იგი მეზობელი სომხეთისა და თურქეთის ცხოველ ყურადღებას იპყრობს.

ცალკე მოვლენა და ეროვნული უსაფრთხოების პრობლემაა რუსული ინტერესი. 2005 წლამდე ჯავახეთში მდებარე რუსული სამხედრო ბაზა ადგილობრივი პოლიტ-ეკონომიის მნიშვნელოვანი ფაქტორი იყო. მთავარი კი ისაა, რომ მაშინაც და ბაზის გაყვანის შემდ-გომაც, მოსკოვი სამხრეთ კავკასიას იმპერიის მესამედ აღდგენის რაკურსიდან უცქერს. ამ მზერაში ექცევა სამხრეთ საქართველოც: ა) რუსეთში კარგად უწყიან სამხრეთქართული პრობლემატიკა და შესაძლებელია, საქართველოს ევროპული კურსის შესაკავებლად, მისი გამოყენების შანსს ელოდებოდნენ. ყოველ შემთხვევაში ცხინვალის და სოხუმის რუსული ოკუპაცია ამგვარი ეჭვის საკმარის ნიადაგს ქმნის; ბ) იმპერიულ იმპულსებს ამძაფრებს რუსული ირაციონალური ხიბლი იმ ადგილებით, სადაც იმპერიის ჯარისკაცებს სისხლი დაუღვრიათ და რომლებიც რუს მწერალთა ინსპირაციად ქცეულა. ახალციხე კი სწორედ ასეთთაგანი იყო ორი საუკუნის მანძილზე.

ახალციხემ, როგორც ქართული იდენტობის ქვაკუთხედთაგანმა, სხვა ეთნოსთა და კულტურათა წიაღშიც საგანგებო ადგილის დამკვიდრება შეძლო და, ამით, განსაკუთრე-ბული ელფერი შეიძინა. იმისათვის, რათა იგი შესავალში ნახსენები ისტორიული კერძო-სა და ზოგადის დიალექტიკის წარმატებულ მაგალითად იქცეს, ახალციხის რეგიონული, ეროვნული და სამხარეო განზომილებანი მის მშვიდობასა და განვითარებას მოემსახუროს, „იერუსალიმის“ მეტაფორა რელევანტურია. ახალციხე ვერ გაუტოლდება იერუსალიმს სა-კაცობრიო, ზოგადცივილიზაციური მნიშვნელობით, მაგრამ მოცემულ მომენტში ჯობნის მას მშვიდობიანობითა და უკამათო საერთაშორისო სამართლებრივი სტატუსით. შესა-ბამისად, თუ საქართველოს ევროპეიზაცია წარმატებით დაგვირგვინდა, ახალციხით იგი საინტერესო წვლილს შეიტანს მშვიდობიანი მულტიკულტურალიზმის პოსტმოდერნული სამყაროს გაფართოებაში. ასეთ შემთხვევაში, სამცხე-ჯავახეთში ყველა ენა, დიალექტი, სარწმუნოება მონახავს თანაარსებობისა და ერთობლივი განვითარების სახსარს. თუ არა და... ისტორია გაგრძელდება.

დავით დარჩიაშვილი

50

გამოყენებული ლიტერატურა

1. Benedict Anderson, B., (1991) „Imagined Communities: Reflection on the Origin and Spread of Nationalism“, (Verso)

2. Jepperson, R., Wendt, A., and Katzenstein, P., (1996) „Norms, Identity, and Culture in Na-tional Security“, (In: The Culture of National Security, Norms and Identity in World Politics, Columbia University Press)

3. Alvin Toffler, A. (1980) “The Third Wave”, (Bantam Books)

4. Bull, H., (1977) “The Anarchical Society: A Study of Order in World Politics”, (Columbia Uni-versity Press)

5. კოჟორაძე, დ., (1969) „განახლებული მესხეთის ქალაქი“, (გამომცემლობა საბჭოთა საქართველო, თბილისი)

6. Reisner, O.,(2009), “Travelling between Two Worlds – The Tergdaleulebi, Their Identity Conflict and National Life”, (In: Identity Studies, Ilia State University, 1)

7. Kieser, H-L (ed), (2006) “Turkey Beyond Nationalism” (I.B. Tauris and Co. Ltd)

8. Yunusov, A (1999), “The Akhiska (Meskhetian Turks): Twice Deported People”,Central Asia and Caucasus, 1, 2

9. Smith, Anthony, (1994) “The Rise of Nations”,(In: Nationalism, ed. by John Hutchinsonand Anthony D. Smith, Oxford University Press)

10. Smith, Anthony (1993), “The Ethnic Sources of Nationalism”, Survival, 35, 1

11. ბარამიძე, რევაზ (1999), „ეროვნული ცნობიერების საკითხი გიორგი მერჩულეს „გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაში“, ლიტერატურული ძიებანი , 20

12. ჯავახიშვილი, ივანე (1979)„ქართველი ერის ისტორია, წიგნი პირველი“, (ივანე ჯა-ვახიშვილი, თხზულებანი 12 ტომად, საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, თბილისი) http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/12087/1/I.%20Javakhishvili%2c%20t.%20I.pdf

13. ლომსაძე, შ (2011), „სამცხე-ჯავახეთი (XVIII საუკუნის შუა წლებიდან XIX საუკუ-ნის შუა წლებამდე)“ (გამომცემლობა „ახალციხის უნივერსიტეტი“)

14. თამარაშვილი, მ, „ისტორია კათოლიკობისა ქართველთა შორის“ http://highlander-ge.blogspot.com/2013/04/blog-post_8619.html

15. დობორჯგინიძე, ნ (2013), „საისტორიო მეხსიერების რეკონსტრუქციისათვის (XVIII საუკუნის საქართველოს უცნობი გეგმები და მოკავშირეები)“, (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბეჭდვაში)

16. დობორჯგინიძე, ნ (2013)„ზოგიერთი რამ ილიასეული ბარაქალას შესახებ“, (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, ბეჭდვაში)

17. თევზაძე, გიგი, (2009) „სეკულარიზაცია და ერის დაბადება; სეკულარიზაცია: კონ-

ახალციხე – ქართული „იერუსალიმი“

51ისტორიის რეკონსტრუქციები • 2015

ცეფტი და კონტექსტები“, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

18. მეგრელიძე, შ (1963) „სამხრეთ საქართველოს ისტორიიდან“, (თბილისი, საქ.სსრ მეცნ. აკად. გამომცემლობა)

19. Gigi Tevzadze, Gigi (2009) “The Birth of the Georgian Nation. Identity and Ideology. Politi-cal and Societal Identities. Nationality and Religiosity”. (Identity Studies, 1)

20. ბლუაშვილი, უ (2008), „მესხეთის სახელოვანი შვილები“ (სამცხე-ჯავახეთის რეგი-ონული ასოციაცია „ტოლერანტი“)

21. Потто, В (2008), Кавказская Война, 4, Центрполиграф,http://www.taraskuzio.net/Na-tion%20and%20State%20Building_files/national-kyiv_rus_legacy.pdf

22. ახვლედიანი, ხ. (1957), „სახალხო-განმათავისუფლებელი ბრძოლის ისტორიიდან სამხრეთ საქართველოში“

დამატებითი წყაროები

1. საქ. ცსა. ფ. 2, აღწ. 1, საქ. 286

2. საქ. ცსა ფ. 13, აღწ. 27, საქ. 3193

3. საქ. ცსა ფ. 13, აღწ. 27, საქ. 3195

4. საქ. ცსა ფ. 13, აღწ. 27, საქ 5411

5. Берже (ред) (1878) Акты собранные Кавказскою Археографическою Коммисиею, Архив главного управления Наместника Кавказского, т 7, Тифлисhttp://www.runivers.ru/bookreader/book9493/#page/1/mode/1up

6. Берже (ред) (1885) Акты собранные Кавказскою Археографическою Коммисиею, Архив главного управления Наместника Кавказского, т 10, Тифлисhttp://www.runiv-ers.ru/bookreader/book9493/#page/1/mode/1up

7. Кафафов, К (2005) “Воспоминания” (Вопросы Истории, 7, 8) http://infoglaz.ru/?p=27791

52

კავკასია და ოთხთა კავშირი 1918 წელს: გაერთიანების ელიტარული მცდელობები*

* წინამდებარე სტატიის ძირითადი ტექსტი პირველად გამოქვეყნდა რუსულ ენაზე 2013 წელს, ვარშავაში გამომავალ პოლონურ ჟურნალ «ახალ პრომეთეოსში» (“Nowy Prometeusz”). ამისდა მიუხედავად, ამ კვლე-ვაში გამოყენებული დღემდე უცნობი საარქივო მასალა და ზოგადად თემატიკაც იმდენად აქტუალურად და საინტერესოდ მოგვეჩვენა ქართული აუდიტორიისთვის, რომ სიამოვნებით ვთავაზობთ „ისტორიის რეკონსტრუქციების“ მკითხველს ავტორის მიერ საგანგებოდ ჩვენი ჟურნალისთვის გადამუშავებული ხსენებული ნაშრომის ქართულ ვერსიას.

გიორგი მამულია

შესავალი

1918 წელმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კავკასიის ხალხების ისტორიაში. რუსული იმპერიის შემადგენლობაში არსებობის პროვინციული ფაზიდან გამოსვლისას კავკასია მღელვარე საერთა-შორისო ურთიერთობებში ჩაება, რამაც რეგიონის ხალხებს დამოუკიდებელი სახელმწიფოების შენების შესაძლებლობა მისცა.

მიუხედავად საკმაოდ მდიდარი ისტორიული ლიტერატურისა, რომელიც მიძღვნილია 1918 წელს შექმნილი კავკასიის სახელმწიფოებისადმი (Уратадзе 1956, Suny 1994, Hovannisian 1967, Świetochowski 1985), ამ საკითხის ისტორიოგრაფიას ერთი მნიშვნელოვანი ნაკლი აქვს. კერძოდ, კავკასიური სახელმწიფოების გაჩენის პრობლემას ის შეისწავლის ვიწრო ნაციონალურ კონტექს-ტში და არ ითვალისწინებს ფაქტს, რომ რეგიონით დაინტერესებული იმჟამინდელი დიდი სა-ხელმწიფოები კავკასიას ერთიანობაში განიხილავდნენ. აღნიშნული ტენდენცია განსაკუთრებით მკაფიოდ ჩანს ბოლო 20 წლის განმავლობაში ამიერკავკასიის სახელმწიფოებში გამოცემულ კვლევებში (Мустафа-заде 2006, Гасанлы 2011).

ბევრად უკეთესი მდგომარეობაა დასავლურ ისტორიოგრაფიაში, სადაც გასული საუკუნის 50-70-იან წლებში გამოიცა მონოგრაფიები, რომლებიც მოიცავდა, თუ მთელ კავკასიას არა, ყოველ შემთხვევაში მის სამხრეთ ნაწილს მაინც (Kazemzadeh 1951, Zürrer 1978). გამონაკლისს ამ თვალ-საზრისით წარმოადგენს ვ. ბილის გამოკვლევა, ისევე, როგორც ვ. ალენის და პ. მურატოვის კლასიკური ნაშრომი, რომელიც, სამხედრო ისტორიის თვალსაზრისით, ფარავს როგორც ჩრდი-ლოეთ, ისე სამხრეთ კავკასიას (Bihl 1992, Allen, P. Muratoff 1953, S. Afanasyan 1981).

წინამდებარე სტატია მიზნად ისახავს იმ ინტეგრაციული პროექტების კვლევას, რომლებიც მოცე-მულ პერიოდში იქმნებოდა, როგორც სამხრეთ, ისე ჩრდილოეთ კავკასიის ადგილობრივი პო-ლიტიკური ელიტების მიერ; კავკასიაში დამოუკიდებელი სახელმწიფოების შექმნაში გერმანული და თურქული ფაქტორების როლის გაანალიზებას; ჩვენებას, თუ რამდენად იყენებდა კავკასიური ელიტა რეგიონში გერმანულ-თურქულ-ბოლშევიკურ ურთიერთდაპირისპირებას; ნავთობის ფაქ-ტორის როლის წარმოჩენას სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიის დამოუკიდებელ სახელმწიფოთა შექმნის საქმეში.

კავკასია და ოთხთა კავშირი 1918 წელს: გაერთიანების ელიტარული მცდელობები

53ისტორიის რეკონსტრუქციები • 2015

კავკასიის ხალხთა პოლიტიკური კონსოლიდაციის პირველი მცდელობები

1917 წელს კავკასიის ხალხთა ნაციონალურ-განმათავისუფლებელი მოძრაობები ხა-რისხობრივად ახალ სტადიაში შევიდა. თებერვლის რევოლუციამ, რასაც რუსეთში მონარ-ქიის დამხობა მოჰყვა, იმპერიის მარწუხები საკმაოდ შეასუსტა. ხელისუფლებაში მოსული ა. კერენსკის დროებითი მთავრობა, მთლიანობაში, რუსული სახელმწიფოს ფედერალური მოწყობისკენ იხრებოდა. აღნიშნულმა მოვლენებმა პირდაპირი გავლენა იქონია, როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ კავკასიაში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებზე.

1917 წლის მაისში ვლადიკავკაზში ჩრდილოეთ კავკასიისა და დაღესტნის გაერთიანე-ბულ მთიელთა კავშირის პირველი ყრილობა შედგა, რომელშიც მონაწილეობას იღებდა რეგიონის ყველა მთიელ ხალხთა წარმომადგენელი. იქიდან გამომდინარე, რომ მოცემულ სიტუაციაში ჩრდილოეთ კავკასიის სრული დამოუკიდებლობის მოთხოვნა შეუძლებელი იყო, ყრილობამ თანადგომა გამოუცხადა დროებითი მთავრობის ღონისძიებებს და ამას-თან ერთად ხაზი გაუსვა თებერვლის რევოლუციის მონაპოვრების შენარჩუნების აუცი-ლებლობას, რუსეთის სახელმწიფოს შემდგომი ფედერალიზაციისა და დემოკრატიზაციის საფუძველზე (Османов 1994, 28-29 ).

ამავე წლის ოქტომბერში ჩრდილოეთ კავკასიის მთიელ და კაზაკ მოსახლეობას შორის დაპირისპირების აღკვეთის მიზნით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ გაერთიანებუ-ლი მთიელთა კავშირი შეუერთდებოდა ე. წ. სამხრეთ-აღმოსავლეთის კაზაკთა ჯარების, კავკასიის მთიელთა და სტეპების თავისუფალ ხალხთა კავშირს. ხსენებული რეგიონული ორგანიზაცია აერთიანებდა დონის, ყუბანის, თერგისა და ასტრახანის კაზაკთა ჯარებს, ჩრდილოეთ კავკასიის მთიელებს და, გარდა ამისა, „სტეპების თავისუფალ ხალხებს“ – სტავროპოლის გუბერნიისა და თერგის მხარის ნოღაელებს, ყარანოღაელებს და თურქმე-ნებს. სამხრეთ-აღმოსავლეთ კავშირის უშუალო მიზანს წარმოადგენდა „რუსული დემოკ-რატიული ფედერაციული რესპუბლიკის სასწრაფო დაფუძნების მიღწევა, მისი კავშირის წევრთა დამოუკიდებელ შტატებად აღიარებით“ (Османов 1994, 74).

ამგვარად, არსებული შესაძლებლობებიდან გამომდინარე, თებერვლის რევოლუცი-იდან ოქტომბრის ბოლშევიკურ გადატრიალებამდე მთიელთა კავშირის პოლიტიკური ლიდერები ძირითადად ორიენტირებული იყვნენ ჩრდილოეთ კავკასიის ხალხთა პოლიტი-კური კონსოლიდაციის მიღწევაზე.

ანალოგიური მდგომარეობა შეიქმნა სამხრეთ კავკასიაშიც, სადაც ჯერ კიდევ 1917 წლის მარტში შეიქმნა ამიერკავკასიის განსაკუთრებული კომიტეტი (ოზაკომი), რომელ-საც დროებითმა ხელისუფლებამ ამ მხარის სამოქალაქო ადმინისტრირების ფუნქცია და-აკისრა. როგორც ჩრდილოეთ კავკასიის შემთხვევაში, ოზაკომის მთავარ მიზანსაც კავ-კასიელებსა და ამიერკავკასიაში ჩამოსახლებულ რუს მოსახლეობას შორის თანხმობის მიღწევა იყო. ოზაკომის ხელმძღვანელად დაინიშნა რუსი კადეტი ხარლამოვი, ხოლო ქარ-თველ სოციალ-დემოკრატთა ერთ-ერთი ლიდერი, აკაკი ჩხენკელი, ოზაკომში კავკასიის ფრონტზე პეტროგრადის მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოს წარმომადგენ-ლად შევიდა. ამავე დროს, ხსენებულ სტრუქტურაში იგი ამიერკავკასიის რევოლუციური ორგანიზაციების წარმომადგენელიც იყო (Уратадзе 1956, 20-21).

გიორგი მამულია

54

1917 წლის გაზაფხულზე საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიულმა პარტიამ, რომელ-საც კავკასიის გაერთიანება ქვეყნის საბოლოო დამოუკიდებლობის ერთადერთ ფუნდამენ-ტად მიაჩნდა, კავშირები გააბა ჩრდილოეთ კავკასიის გაერთიანებულ მთიელთა კავშირთან. მაისში საქართველოს დელეგაცია, რომელშიც ეროვნულ-დემოკრატთა ლიდერები – შალვა ამირეჯიბი, შალვა ქარუმიძე, დავით ვაჩნაძე და დიმიტრი ჭიაბრიშვილი შედიოდნენ, გაერ-თიანებულ მთიელთა კავშირის პირველ ყრილობას დაესწრო. გაზეთ „საქართველოს“ ფურ-ცლებზე, რომელიც პარტიის ორგანოს წარმოადგენდა, შალვა ამირეჯიბი მიესალმებოდა კავკასიელ მთიელთა შორის რეგიონალური სოლიდარობის გრძნობის ზრდას.

პეტროგრადში მომხდარმა ოქტომბრის ბოლშევიკურმა გადატრიალებამ გაწყვიტა ბოლო ძაფიც, რომელიც კავკასიას რუსეთთან აკავშირებდა, რითაც ადგილობრივ ხალ-ხებს გაუხსნა ეკლიანი გზა დამოუკიდებლობისკენ. ოზაკომმა დაუთმო თავისი ფუნქცი-ები ამიერკავკასიის კომისარიატს, რომელსაც ქართველი სოციალ-დემოკრატი ევგენი გეგეჭკორი ხელმძღვანელობდა. ფორმალურად, ამიერკავკასიის კომისარიატს უნდა ემართა სამხრეთ კავკასია პეტროგრადში კანონიერი ხელისუფლების აღდგენამდე (Уратадзе 1956, 24).

თურქული ფაქტორი

კავკასიის ფრონტზე სწრაფად განვითარებულმა მოვლენებმა რეგიონზე მნიშვნე-ლოვანი გავლენა მოახდინა. 1918 წლის დასაწყისში ბოლშევიკური პროპაგანდის გავლე-ნით რუსულ-თურქულ ფრონტზე დისლოცირებულმა რუსულმა ჯარებმა სწრაფი დაშლა დაიწყეს. სამხედრო ნაწილები თვითნებურად ტოვებდნენ საომარ პოზიციებს, რათა, რაც შეიძლება მალე დაბრუნებულიყვნენ სახლებში. შექმნილი მდგომარეობით დაუყოვნებლივ ისარგებლა თურქულმა მთავარსარდლობამ, რომელმაც თავის ჯარებს რუსთა მიერ და-ტოვებული ტერიტორიების სწრაფი დაკავება უბრძანა.

პარალელურად გააქტიურდა თურქული დიპლომატიაც, რომელიც ცდილობდა დაერ-ღვია 1915 წელს საქართველოს განმათავისუფლებელ კომიტეტთან დადებული სტამბო-ლის შეთანხმება და შექმნილი მდგომარეობა სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური ანექსიისთ-ვის გამოეყენებინა.

1918 წლის 3 მარტის ბრესტ-ლიტოვსკის საზავო ხელშეკრულების დადებამდე ცოტა ხნით ადრე, თურქებმა თავისი გერმანელი მოკავშირეებისგან მიაღწიეს თანხმობას ოს-მალური იმპერიის მიერ ყარსის, არდაღანის და ბათუმის ანექსიაზე (Fischer 1961, 483-484). უნდა აღინიშნოს, რომ დასაწყისში გერმანელები არ აპირებდნენ, თურქებისათვის ბათუ-მის დაკავების უფლება მიეცათ (Zürrer 1978, 60-61). სამართლიანობა მოითხოვს აღინიშ-ნოს, რომ მოვლენათა მსგავს განვითარებაში გარკვეული ბრალი მიუძღოდა ამიერკავკა-სიის ხელმძღვანელობასაც. კერძოდ, ქართველმა სოციალ-დემოკრატებმა არ გამოიყენეს იმის შესაძლებლობა, რათა ეცადათ თურქული ტერიტორიული პრეტენზიების დაბლოკვა გერმანული მხარის დახმარებით და საქართველოს განთავისუფლების კომიტეტის საქმე-ში ჩართვით, რომელმაც ამ დროისათვის საკმაოდ დიდი სიმპათიები მოიპოვა ბერლინში (Zürrer 1978, 44).

კავკასია და ოთხთა კავშირი 1918 წელს: გაერთიანების ელიტარული მცდელობები

55ისტორიის რეკონსტრუქციები • 2015

ოსმალური ჯარების კავკასიაში შეჭრასთან ერთად შეიცვალა სტამბოლის პოლიტიკა მთიელებთან დაკავშირებითაც. წინათ თურქები უწყობდნენ ხელს მთიელი აქტივისტების საქმიანობას, რომლებიც თურქეთიდან საიდუმლოდ გადადიოდნენ კავკასიაში დამოუკი-დებლობის იდეის პროპაგანდის მიზნით. თუმცა 1918 წლის დასაწყისში ოსმალეთის მმართ-ველმა „ახალგაზრდა თურქებმა“ დაიწყეს ფიქრი რეგიონზე პირდაპირი კონტროლის დამ-ყარების შესახებ. ასე მაგალითად, ინგუში ჯემალ ალბოგაჩიევი და დაღესტნელი ათაბექ უჩმიევი, რომლებსაც ჯერ კიდევ პირველი მსოფლიო ომის დაწყებამდე ჰქონდათ კავშირი გერმანელებთან და რომლებიც მიზნად ისახავდნენ თურქეთის გავლით კავკასიაში გადას-ვლას მთიელთა დამოუკიდებლობის პროპაგანდის მიზნით, სტამბოლში დააკავეს. თურქებ-მა განუცხადეს ალბოგაჩიევს, რომ ის მიიღებდა კავკასიაში გადასვლის უფლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დათანხმდებოდა, ეწარმოებინა პროპაგანდა ჩრდილოეთ კავკასიაზე თურქული პროტექტორატის დამყარების სასარგებლოდ (Zührer 1978, 34 ).

ამგვარ არასახარბიელო ისტორიულ კონტექსტში ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა კავშირის მეთაურთა ერთიანი კავკასიური სახელმწიფოს შექმნის ინიციატივა ძნელად თუ იქნებოდა წარმატებული. მიუხედავად ამისა, პეტერბურგში ბოლშევიკური გადატრიალე-ბისთანავე მთიელთა კავშირის ხელმძღვანელობამ სასწრაფო ზომები მიიღო ამიერკავკა-სიის პოლიტიკურ მოღვაწეებთან კონტაქტის დასამყარებლად. 1918 წლის 28 თებერვალს მთიელთა კავშირის ხელმძღვანელობამ შექმნა სამხრეთ კავკასიაში განსაკუთრებული დე-ლეგაცია აბდულ-მეჯიდ (ტაპა) ჩერმოევის, ჰაიდარ ბამატის, ზუბაირ თემირხანოვის და ქადი დებიროვის შემადგენლობით. დელეგაციას ევალებოდა, „მიეღო გადამწყვეტი ზო-მები ჩრდილოეთ კავკასიისა და დაღესტნის ამიერკავკასიასთან ტერიტორიული გაერთი-ანებისათვის“. გარდა ამისა, „შესულიყო კავშირში ოსმალურ იმპერიასთან და მის მოკავში-რე სახელმწიფოებთან, რათა გაერკვია დასახელებულ სახელმწიფოთა მხრიდან აქტიური მხარდაჭერის მიღების შესაძლებლობები დამოუკიდებელი კავკასიური სახელმწიფოს შექ-მნასთან დაკავშირებით, რომელიც იქნებოდა ჩაბმული აქტიურ ეკონომიკურ და სამხედრო კავშირებში თურქეთთან და ცენტრალური ევროპის სახელმწიფოებთან“.1

თუმცა ამ დროს ამიერკავკასიის ხელმძღვანელთა მთელი ყურადღება გადატანილი იყო თურქეთთან მოლაპარაკებებზე, რომელიც მარტის შუა რიცხვებიდან დაიწყო ტრა-პიზონში. შექმნილი რეალობის არასწორი შეფასებიდან გამომდინარე, ამიერკავკასიის მთავრობამ უარი თქვა, ეღიარებინა სამხრეთ კავკასიის დამოუკიდებლობა, რადგან გუ-ლუბრყვილოდ მიაჩნდა, რომ ამგვარად უკეთ დაასაბუთებდა საკუთარ პრეტენზიებს ბრესტ-ლიტოვსკში დადებული საზავო ხელშეკრულების იმ პუნქტების მიმართ, რომლე-ბიც უშუალოდ ეხებოდნენ კავკასიას.

ჩრდილოეთ კავკასიის დელეგატთა ტრაპზონში ამიერკავკასიისა და ოსმალეთის სამშ-ვიდობო დელეგაციებთან შესახვედრად ჩასვლა ფატალურად დაემთხვა მოლაპარაკებების ჩაშლას. მთიელთა წარმომადგენლები, რომელთაც ერთდროულად სურდათ სტამბოლის პოლიტიკური მხარდაჭერის მოპოვებაც და ერთიანი კავკასიური სახელმწიფოს შექმნაც,

1 ჩრდილოეთ კავკასიისა და დაღესტნის მთიელთა კავშირის დროებითი ხელისუფლების რეზოლუცია, ჩრდილოეთ კავკასიისა და დაღესტნის ხალხისა და ტერიტორიის პოლიტიკური გაერთიანების შესახებ ამიერკავკასიასთან, ასევე ურთიერთობის დამყარებაზე ოტომანურ იმპერიასთან და მის მოკავშირე სა-ხელმწიფოებთან, დასახელებული სახელმწიფოების მიერ კავკასიის სახელმწიფოს დამოუკიდებლობას-თან დაკავშირებით მათი აქტიური დახმარების შესაძლებლობის გამოსარკვევად. Владикавказ, 28. 2. 1918. Archives familiales de M. Bammate (Paris, France).

გიორგი მამულია

56

აცნობიერებდნენ იმ ნეგატიურ შედეგებს, რომლებსაც თურქების ექსპანსიონისტური მისწრაფებები იწვევდა. ყოველივე ეს გამოვლინდა განცხადების ტექსტში, რომელიც 14 აპრილს ბამატმა, როგორც მთიელთა დელეგაციის ხელმძღვანელმა, გადასცა რაუფ-ბეი ორბაის და ჩხენკელს – ოსმალეთისა და ამიერკავკასიის დელეგაციების თავმჯდომარეებს. ტექსტში ხაზგასმული იყო, რომ „ამიერკავკასია, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანიზმი, ვერ შეძლებს არსებობას დაღესტნისა და ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა“ ტერიტორიებთან გაერთიანების გარეშე... ერთიანი კავკასიის შექმნა ნაკარნახევია ეკო-ნომიკური და პოლიტიკური მოსაზრებებით“ (Bamat 1918). ამავე დროს, მთიელთა კავშირის წარმომადგენლები გამოდიოდნენ ოსმალეთსა და ამიერკავკასიას შორის მშვიდობის დამ-ყარების სასარგებლოდ. ბამატის მტკიცებით, რომელიც ტრაპიზონის მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ სტამბოლში გაემგზავრა, მთიელთა დელეგაცია ცდილობდა, მეტ კონსტ-რუქციულობაზე დაეყოლიებინა თურქები ამიერკავკასიასთან მიმართებაში (Archives du ministère des Affaires étrangères 1919).

თუმცა ეს მცდელობები წარუმატებლად დასრულდა. ისარგებლეს რა მოლაპარაკებე-ბის ჩაშლით, თურქებმა განაახლეს საბრძოლო მოქმედებები და აპრილის შუა რიცხვების-თვის დაიკავეს მათ მიერ მოთხოვნილი ოლქები. 15 აპრილს თურქული ჯარები ბათუმში შევიდნენ. ამგვარ პირობებში ამიერკავკასიის ხელმძღვანელობა იძულებული გახდა, მშვი-დობა მოეთხოვა და მიეღო სტამბოლის წინადადება თურქების მიერ ოკუპირებულ ქალაქ-ში სამშვიდობო მოლაპარაკებების განახლების შესახებ (Fischer 1961, 484). იმის გამო, რომ მოლაპარაკებების განახლების წინასწარ პირობად თურქები რუსეთისგან ამიერკავკასიის ფორმალური დამოუკიდებლობის გამოცხადებას მოითხოვდნენ, 22 აპრილს ოფიციალუ-რად გამოცხადდა ამიერკავკასიის ფედერაციული დემოკრატიული რესპუბლიკის დამო-უკიდებლობა (Fischer 1961, 484).

ბათუმის სამშვიდობო კონფერენცია და ერთიანი კავკასიის პროექტები

ბათუმის სამშვიდობო კონფერენციაზე შექმნილმა მდგომარეობამ ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიელებს მათთვის საინტერესო საკითხების უფრო ინტენსიური განხილვის საშუალება მისცა. ამას ხელი შეუწყო იმ გარემოებამაც, რომ ტრაპიზონის მოლაპარაკებე-ბისგან განსხვავებით, ბათუმის კონფერენციაში მონაწილეობას იღებდა გერმანული მხა-რეც, სტამბოლში გერმანელი მთავარსარდლის, ბავარიელი გენერალ-მაიორის ოტო ფონ ლოსოვის სახით. ფონ ლოსოვი გამოხატავდა ბერლინის სამხედრო წრეების აზრს, რომ-ლებიც უკიდურესად ფრთხილი გერმანელი დიპლომატებისგან განსხვავებით, ემხრობოდ-ნენ უფრო მკაცრ პოლიტიკას როგორც ბოლშევიკებთან, ისე თურქეთთან მიმართებაში და ეწინააღმდეგებოდნენ „ახალგაზრდა თურქთა“ ექსპანსიონისტურ გეგმებს კავკასიაში. მათი აზრით, თურქული არმიის მთავარი ამოცანა ჩრდილოეთ ირანში ინგლისელების წი-ნააღმდეგ მოქმედება იყო (Baumgart 1966, 178; Zürrer 1978, 65-70).

ამასთან, გენერლის აზრით, გერმანიის სამხედრო-დიპლომატიური აქტიურობა უნდა განვრცობილიყო როგორც სამხრეთ, ისე ჩრდილოეთ კავკასიაზე. ფონ ლოსოვის ამგვარი

კავკასია და ოთხთა კავშირი 1918 წელს: გაერთიანების ელიტარული მცდელობები

57ისტორიის რეკონსტრუქციები • 2015

პოზიცია საიმედო საფუძველს იძლეოდა როგორც ჩხენკელის ამიერკავკასიური და ბამა-ტის ჩრდილოკავკასიური დელეგაციების შემდგომი დაახლოებისათვის, ისე ამ უკანასკნე-ლის ბათუმის კონფერენციის მუშაობაში ჩასართავად, რადგან ფორმალური თვალსაზრი-სით, კონფერენცია ორმხრივი – თურქულ-ამიერკავკასიური იყო. თავად ბამატი იმდენად იყო დარწმუნებული სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიის გაერთიანების გარდაუვალობაში, რომ კონფერენციაზე ჩრდილოკავკასიელთა დელეგაციის დასწრების აუცილებლობას იმ ფაქტით ასაბუთებდა, რომ ჩრდილოეთ კავკასია ობიექტური მიზეზების მთელი სპექტრის გამო უკვე ჩაბმული იყო ერთიანი კავკასიური სახელმწიფოს შექმნის საქმეში. კონფერენ-ციის დასაწყისშივე, 1918 წლის 8 მაისს, ჩრდილოეთ კავკასიის დელეგაციის ხელმძღვანე-ლი აღნიშნავდა, რომ ჩრდილოეთ კავკასიას ამიერკავკასიასთან აკავშირებდა „ერთნაირი ეკონომიკური და პოლიტიკური ინტერესები“, დაწყებული იყო „ერთიანი სახელმწიფოს ჩა-მოყალიბება“, რომლის კონსტიტუციაც განსაზღვრული იქნებოდა ახლო მომავალში (Bam-mate 8.5.1918 Archives familiales de N. Badoual-Keresselidzé).

ამის შესახებ ბამატმა და თემირხანოვმა აცნობეს ფონ ლოსოვსაც, რომელსაც იმავე დღეს მიმართეს თხოვნით, დაეშვა მთიელთა წარმომადგენლები ბათუმის კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად. „გვაქვს რა მიზანი, მივიღოთ მონაწილეობა ბათუმის მოლაპა-რაკებებში, მთიელთა წარმომადგენლები მოგმართავთ თხოვნით, თქვენო აღმატებულე-ბავ, მოახდინოთ გერმანიის იმპერიული ხელისუფლების და ავსტრია-უნგრეთის სამეფოს ინფორმირება ჩვენს პოლიტიკურ მიზნებთან დაკავშირებით და საქმის კურსში ჩაგვაყე-ნოთ, რამდენად შეგვიძლია გვქონდეს გერმანიის დახმარების იმედი ჩრდილოეთ კავკასი-ისა და დაღესტნის ადგილობრივი ხალხების პოლიტიკური იდეალების განხორციელების საქმეში. იდეალის არსი მდგომარეობს მთელ კავკასიაში საერთო სახელმწიფოს შექმნაში, რაც მომავალში მოხდება კავკასიის ორი ნაწილის საფუძველზე“ (Bammatoff, Temirkhanoff Mai 8, 1918, Archives familialesde M. Bammate).

ამიერკავკასიის დელეგაციის მხრიდან ამ საკითხების განხილვა ჩრდილოეთ კავკა-სიელთა მიმართ გულწრფელი სიმპათიების ფონზე მიმდინარეობდა. შემთხვევითი არ არის, რომ ქართველი დიპლომატი ზურაბ ავალიშვილი, რომელიც მონაწილეობას იღებდა ჩრდილოკავკასიელ დელეგატთა უფლებამოსილების შემამოწმებელი კომისიის მუშაობა-ში, მოგვიანებით წერდა, რომ „საერთოკავკასიურ ფედერაციაში მთიელთა რესპუბლიკის შესაძლებელ გაერთიანებას ყველა ძალიან უთანაგრძნობდა და ბამატის მონაწილეობა კონფერენციაში წინააღმდეგობას არ იწვევდა“ (Авалов 1924, 40-41). 11 მაისს ჩხენკელმა საზეიმოდ აცნობა ბამატს, რომ მისი დელეგაცია თანახმა იყო მთიელთა კონფერენციაში მონაწილეობაზე (Tchkhenkéli, Mai 11, 1918, Archives familialesde N. Badoual-Keresselidzé).

ბათუმის კონფერენციაში მთიელთა დელეგაციის მონაწილეობის საკითხმა მისი ხელ-მძღვანელობა პირდაპირ მიიყვანა დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე. ეს მოხდა 11 მაისს. ამისი პირდაპირი მიზეზი გახდა გენერალ ფონ ლოსოვის პოზიცია, რომელიც მან დააფიქსირა 10 მაისის წერილში ამიერკავკასიის დელეგაციის ხელმძღვანელის ჩხენკელის მიმართ. მასში გერმანიის წარმომადგენელი იტყობინებოდა, რომ მას პრინციპში მთიელთა ბათუმის კონფერენციაში მონაწილეობის საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა. თუმცა ლო-სოვი წერდა, რომ თავის საბოლოო თანხმობას მხოლოდ მაშინ განაცხადებდა, თუკი „შე-საძლებელი იქნებოდა ამ დელეგატების აღიარება სახელმწიფოების, ან სახელმწიფოთა კავშირის წარმომადგენლებად, რომლებიც სათანადოდ მოახდენდნენ საკუთარი დამოუკი-

გიორგი მამულია

58

დებლობის კონსტრუირებასა და დეკლარირებას და მოითხოვდნენ მათი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობის აღიარებას ოთხთა კავშირის სახელმწიფოთა მხრიდან. ამ შემთხ-ვევაში დასახელებული დელეგატები შეძლებდნენ მონაწილეობის მიღებას მოლაპარაკე-ბებში ხმის უფლებით და იმავე უფლებებით, რომლითაც სარგებლობენ კონფერენციაზე წარმოდგენილი სხვა მთავრობების დელეგატები“ (Von Lossow, Mai 10, 1918, Archives famili-ales de N. Badoual-Keresselidzé).

მთიელთა კავშირის პოლიტიკური დამოუკიდებლობის აღიარებასთან დაკავშირებით დაისვა ამიერკავკასიასთან მისი საერთო საზღვრების საკითხი. 11 მაისის დეკლარაცია, რომელსაც ხელს აწერდა მთიელთა კავშირის მთავრობის თავმჯდომარე ა. მ. ჩერმოევი და საგარეო საქმეთა მინისტრი ჰ. ბამატი, იტყობინებოდა, რომ „ახალი სახელმწიფოს ტერი-ტორიას ჩრდილოეთით ექნება ყოფილი რუსული იმპერიის დაღესტნის, თერგის, სტავრო-პოლის, ყუბანის და შავიზღვისპირეთის გუბერნიებისა და ოლქების საზღვრები, დასავლე-თით – შავი ზღვა, აღმოსავლეთით – კასპიის ზღვა, სამხრეთის საზღვარი კი დადგენილ იქნება ამიერკავკასიის ხელისუფლებასთან შეთანხმებით“ (Декларация об объявлении независимости Союза горцев, Mai11, 1918, Archives familialesde N. Badoual-Keresselidzé).

მთიელთა კავშირის ხელმძღვანელობას არ შეეძლო ანგარიში არ გაეწია იმ გარემო-ებისთვის, რომ XIX საუკუნის რუსულ-კავკასიური ომების შედეგად ჩრდილოეთ კავკასიის დასავლეთ ნაწილიდან ოსმალეთის იმპერიაში გაძევებული ჩერქეზების შთამომავლები, რომლებიც თურქულ არმიასა და ადმინისტრაციაში მაღალ პოსტებს იკავებდნენ, ამავე დროს სტამბოლის მმართველ წრეებში ჩრდილოკავკასიელთა ინტერესების მთავარ ლო-ბისტთა როლს ასრულებდნენ. ოსმალური იმპერიის მიმართ ერთგულებასთან კავკასიური პატრიოტიზმის თავისებური შერწყმით, ოსმალო ჩერქეზთა მნიშვნელოვანი ნაწილი იმე-დოვნებდა, რომ ოთხთა კავშირის რუსეთზე გამარჯვების შემთხვევაში, თავიანთი წინაპ-რების მიწაზე დაბრუნდებოდა. თავის მხრივ, თურქეთის ხელისუფლებაც ხელს უწყობდა ამ მისწრაფებებს. იყენებდა რა მთიელი მუჰაჯირების შთამომავლებს დიპლომატიურ და სამხედრო ექპერტებად, სტამბოლი მათი მეშვეობით ცდილობდა, გაევრცელებინა თავისი გავლენა ჩრდილოეთ კავკასიაზე, რეგიონზე, რომელსაც აზერბაიჯანთან ერთად თავისი გავლენის სფეროდ განიხილავდა.2

მიუხედავად ამისა, სტამბოლის ანექსიონისტური პოლიტიკა თავის საფუძველშივე სპობდა სიცოცხლისუნარიანი და კავკასიელ ხალხთა საერთო ინტერესების გათვალისწი-ნებით აგებული ერთიანი კავკასიური სახელმწიფოს შექმნის შესაძლებლობას. ყველაზე მკაფიოდ ეს გამოვლინდა ბათუმის სამშვიდობო კონფერენციაზე, სადაც თურქებმა უარი თქვეს გერმანიის შუამდგომლობაზე და 26 მაისს ქართველებსა და სომხებს ულტიმატუმის ფორმით წარუდგინეს ახალი ტერიტორიული პრეტენზიები, რომლებიც დიდად სცილდებო-და ბრესტ-ლიტოვსკის შეთანხმების პირობებს. უკვე დაკავებული ყარსის, არდაღანის და ბათუმის გარდა, თურქებმა მოითხოვეს მათთვის ქართული ახალციხისა და ახალქალაქის, ისევე, როგორც სომხური ალექსანდროპოლის გადაცემა, ალექსანდროპოლ-ჯულფას სარ-კინიგზო გზაზე მათი კონტროლის დამყარებით (Baumgart 1966, 309-310; Авалов 1924, 42-94 ).

2 რევაზ გაბაშვილი, ქართველ ეროვნულ-დემოკრატთა ერთ-ერთი ლიდერი, თავის მემუარებში იუმორით იხსენებდა, რომ რაუფ-ბეი, ტრაპზონის სამშვიდობო კონფერენციაზე ოსმალეთის დელეგაციის ხელმძღ-ვანელი, წარმოშობით აფხაზეთიდან იყო „და ამბობენ, აკაკი ჩხენკელის მეზობელი სოფლიდანაც“ (გაბაშ-ვილი 1959, 167).

კავკასია და ოთხთა კავშირი 1918 წელს: გაერთიანების ელიტარული მცდელობები

59ისტორიის რეკონსტრუქციები • 2015

„ამ პირობებით თურქეთი უზრუნველყოფდა თავისთვის, არსებითად, არა მხოლოდ ამიერკავკასიაზე პოლიტიკურ კონტროლს, არამედ გასასვლელს აზერბაიჯანის და სპარსეთის (ანუ სპარსეთის აზერბაიჯანის) საზღვრებზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, გასასვლელს ქვეყნებზე თურქული წარმოშობის მოსახლეობით და თურქულივე ენით“ (Авалов 1924, 42).

ოსმალური ექსპანსიის შედეგად და აზერბაიჯანულ-სომხური დაპირისპირების საერ-თო ზრდის ფონზე ადგილი ჰქონდა მოვლენას, რომელმაც შემდგომში საბედისწერო შედე-გი იქონია ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიის ხალხთა მომავალზე: ამიერკავკასიის რეს-პუბლიკა პოლიტიკურად დაიშალა.

ამიერკავკასიის დაშლა და დამოუკიდებელი კავკასიური სახელმწიფოების დაბადება. გერმანული ფარი საქართველოსთვის

26 მაისს, თურქული ულტიმატუმის გამოცხადების დღეს, საქართველომ, რომელიც ცდილობდა, ოსმალური შემოსევისგან გერმანელთა დახმარებით გადაერჩინა თავი, თავის მხვრივ გამოაცხადა საკუთარი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. 28 მაისს მის მაგა-ლითს მიბაძეს სომხეთმა და აზერბაიჯანმა (Документы и материалы по внешней политике Закавказья и Грузии, 1919, 330-338).

იმ დღესვე, თურქეთის ექსპანსიის დასრულების მიზნით, ფონ ლოსოვმა და ჩხენკელ-მა, რომელმაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი დაიკავა, ხელი მოაწე-რეს ხელშეკრულებას „გერმანიასა და საქართველოს შორის ურთიერთობების დროებითი დარეგულირების შესახებ“. ხელშეკრულებაში მითითებული იყო, რომ საქართველო ოთხ-თა კავშირსა და ბოლშევიკურ რუსეთს შორის დადებულ ბრესტ-ლიტოვსკის სამშვიდობო ხელშეკრულებას განიხილავდა, „როგორც გერმანიის იმპერიასთან საკუთარი ურთიერ-თობების საფუძველს“. ომის დასასრულამდე საქართველო უფლებას ანიჭებდა გერმანიას და მის მოკავშირე სახელმწიფოებს, ესარგებლათ მისი სარკინიგზო გზებით ჯარებისა და სამხედრო ტვირთების გადაზიდვის მიზნით. სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ფოთის პორტის დასაცავად და საქართველოს ტრანზიტული რკინიგზის მთელ გაყოლებაზე დის-ლოცირდებოდა გერმანული შეიარაღებული საპატრულო რაზმები (Arrangement provisoire pour le règlement temporaire des rapports entre l’Allemagne et la Géorgie, Mai 28, 1918, გ. მამუ-ლიას პირადი არქივი).

ზ. ავალიშვილის მახვილი შეფასებით, „მთავარი ძალა ამ (ძირითადი) ხელშეკრულე-ბისა მდგომარეობდა: ა) ქართული ხელისუფლების ფაქტობრივ აღიარებაში გერმანიის მიერ და ბ) საქართველოს რკინიგზებზე დროებით გერმანული კონტროლის დამყარებაში“ (Авалов 1924, 66; Zürrer 1978, 77). თავის მხვრივ ფონ ლოსოვი შიშობდა, რომ თურქების შემდგომი წინსვლა ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებით დადგენილი ფარგლების მიღ-მა, აუცილებად განაპირობებდა პოლიტიკურ-ეკონომიკურ ანარქიას კავკასიაში, რითაც შეუძლებელს გახდიდა რეგიონის უმდიდრესი რესურსებით სარგებლობას. საქმე ძირითა-დად ეხებოდა ქართულ მანგანუმს და ბაქოს ნავთობს, რასაც უდიდესი მნიშვნელობა ჰქონ-და გერმანიის მიერ სამხედრო მოქმედებების გაგრძელებისათვის.

გიორგი მამულია

60

მიუხედავად ამისა, თურქებმა გადაწყვიტეს წინსვლა და გერმანელების ფაქტის წი-ნაშე დაყენება. ისე, რომ არც დაუცდიათ საკუთარ ულტიმატუმზე პასუხისათვის, ოსმა-ლეთის ჯარები შეტევაზე გადმოვიდნენ და პირდაპირ შეუდგნენ მოთხოვნილი ოლქების დაკავებას. მცირერიცხოვანმა და ცუდად ორგანიზებულმა ქართულმა და სომხურმა სამ-ხედრო ნაწილებმა ვერ შეძლეს მათი შეკავება.

4 ივნისს საქართველო იძულებული გახდა, ოსმალეთის იმპერიასთან დაედო „მშვიდო-ბისა და მეგობრობის“ ხელშეკრულება, რითაც სრულებით დამოკიდებული ხდებოდა სტამ-ბოლზე. მძიმე ტერიტორიულ დანაკარგებთან ერთად (ბათუმი, ახალციხე და ახალქალაქი) დამატებითი ხელშეკრულების ძალით, რომელსაც იმ დღესვე მოეწერა ხელი თურქული და ქართული მხარეების მიერ, თურქები აწესებდნენ სრულ კონტროლს საქართველოს რკი-ნიგზაზე. თითქოს დასცინოდნენ თავიანთ გერმანელ მოკავშირეებს, თურქები იღებდნენ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ჯარებისა და სამხედრო მასალების დაუბრკოლებე-ლი გადაადგილების უფლებას (Документы и материалы по внешней политике Закавказья и Грузии, 1919. 343-349, 357-360).

გერმანელებისა და ქართველების საპასუხო სვლამაც არ დააყოვნა. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი გერმანელი ტყვეებისა და კოლონისტებისგან საჩქაროდ ფორმირე-ბულმა სამხედრო რაზმებმა, საქართველოს და გერმანიის დროშების ფრიალით, დაიკავეს ძირითადი სადგურები ქართულ რკინიგზაზე, რითიც წინააღმდეგობა გაუწიეს თურქების წინსვლას თბილისის მიმართულებით (Vasnadze 1930, 98; Allen and Muratoff 1953, 477).

8 ივნისს გაგზავნილი ტელეგრამით გენერალ-კვარტერმეისტერმა ერიხ ფონ ლუ-დენდორფმა მკაცრი ტონით, რომელიც მუქარას ჰგავდა, მოსთხოვა ისმაილ ენვერ-ფა-შას, ოსმალეთის იმპერიის სამხედრო მინისტრს, პატივით მოპყრობოდა ფოთი-თბილი-სი-ალექსანდროპოლის რკინიგზის ხაზზე განლაგებულ გერმანულ სამხედრო პოსტებს, იმის აღნიშვნით, რომ „ისინი გერმანულ ჯარებს წარმოადგენენ“. თურქებს უნდა დაეცვათ ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულების პირობები და დაეტოვებინათ უკანონოდ დაკავებუ-ლი ტერიტორიები. ლუდენდრორფი განსაკუთრებით უსვამდა ხაზს, რომ ბერლინი ვერ აღიარებდა „ხელშეკრულებებს, რომლებიც თურქეთმა ამიერკავკასიის სახელმწიფოებ-თან გერმანიის, ავსტრიისა და ბულგარეთის გვერდის ავლით დადო“ (Mühlmann 1940, 201).

კავკასიის ბუნებრივი რესურსები, როგორც მოსკოვის, ბერლინის და სტამბოლის მისწრაფებების საგანი

ესმოდა რა, რომ „ახალგაზრდა თურქთა“ ექსპანსიონისტური კურსი გამოიწვევდა შემ-დგომი დაძაბულობის ზრდას გერმანიასა და თურქეთს შორის კავკასიაში, ჰ. ბამატი ცდი-ლობდა, შექმნილი სიტუაცია გამოეყენებინა მთიელთა ინტერესების სასარგებლოდ და მანევრირება მოეხდინა სტამბოლსა და ბერლინს შორის. გერმანული წყაროების ცნობით, თავისი ერუდიციის, დარწმუნების ნიჭისა და შეუპოვრობის წყალობით, ბამატმა შეძლო, საკუთარი შეხედულებების მხარეს გადაეხარა გენერალი ფონ ლოსოვი, რომელიც ჯერ კი-დევ 1918 წლის მაისის შუა რიცხვებში აფრთხილებდა გენერალ ლუდენდორფს თურქეთის საფრთხის შემცველი ექსპანსიური გეგმების შესახებ. ამიერკავკასიის სიღრმეში თურქების შემდგომი წინსვლის შესაჩერებლად და საქართველოს სახელმწიფოებრივი კონსოლიდა-

კავკასია და ოთხთა კავშირი 1918 წელს: გაერთიანების ელიტარული მცდელობები

61ისტორიის რეკონსტრუქციები • 2015

ციის მხარდაჭერის მიზნით, რომელიც, თავის მხრივ, უნდა გამხდარიყო ბირთვი რეგიონის სხვა სახელმწიფოთა შემდგომი გაძლიერებისათვის, ფონ ლოსოვმა შესთავაზა ბერლინს, გაეგზავნათ გერმანული ჯარები ამიერკავკასიაში. დაცვით ფუნქციებთან ერთად, მათ მო-ვალეობაში უნდა შესულიყო ადგილობრივი კავკასიური არმიების კადრების მომზადებაც. ბამატთან საუბრების გავლენით, გენერალმა შეიმუშავა გერმანული ჯარების კავკასიაში გაგზავნის შემდეგი გეგმა. გერმანული ჯარების მიერ დაკავებული ყირიმიდან ტუაფსესა-კენ, ასევე ტიხორეცკაია-ბაქოს რკინიგზით, გერმანელებს ჩრდილოეთ კავკასიის სახელმ-წიფოს მხარდასაჭერად უნდა დაეძრათ ორი დივიზია. საქართველოში უნდა მომხდარიყო ერთი გერმანული დივიზიის დისლოცირება, რაც ხელს შეუწყობდა ბრძოლისუნარიანი ქართული არმიის ფორმირებას (Baumgart 1970, 58-59; Zürrer 1978, 39 ).

ამავე დროს, პოლიტიკური მიზეზებიდან გამომდინარე, ფონ ლოსოვი შეუძლებლად მიიჩნევდა მთიელთა სახელმწიფოს შემადგენლობაში ოდესღაც ჩერქეზებით დასახლებუ-ლი ჩრდილოეთ კავკასიის დასავლეთ ნაწილის შესვლას. 15 მაისს ბამატისთვის გაგზავნილ წერილში ფონ ლოსოვი შემდეგნაირად აყალიბებდა გერმანული ხელისუფლების თვალ-საზრისს მთიელთა კავშირის ჩრდილოეთ საზღვრის შესახებ: „დაღესტნისა და თერგის ოლქის საკითხი ნათელია. არავითარი ეჭვი არ არსებობს, რომ ეს ტერიტორია ეკუთვნის ჩრდილოეთ კავკასიას. მაგრამ ყუბანის ტერიტორიის საკითხი ჯერ კიდევ არ არის ნათე-ლი. ეთნოგრაფიული თვალსაზრისით, ყუბანის კაზაკები ახლოს არიან უკრაინის მოსახლე-ობასთან. ისინი ცხოვრობენ კომპაქტურ მასებად ყუბანის ოლქში, არიან ორგანიზებული და კარგად შეიარაღებული. აშკარაა, რომ ისინი არ მოახდენენ თავიანთი ტერიტორიის ევაკუირებას და არ მისცემენ, მათი თანხმობის გარეშე, მისი ანექსირების უფლებას მესამე ძალას. თუ ჩვენ მოვინდომებთ, გავაკეთებინოთ ეს ძალით, ქვეყანაში იფეთქებს ახალი სე-რიოზული ომი. გერმანიის ხელისუფლება ვერ დათანხმდება ისეთ წამოწყებას, რომელიც შექმნის ახალი ომის საფუძველს. გერმანიის ხელისუფლება ვერ დაუშვებს, რომ ასეთი აქ-ცია მომზადდეს მისი თანხმობის გარეშე. დაბოლოს, ყუბანის ტერიტორიის ანექსია ძალის გამოყენებით იქნება ბრესტ-ლიტოვსკის ზავის დარღვევა, რასაც გერმანული ხელისუფ-ლება ვერასგზით ვერ დაუშვებს. აქედან გამომდინარე, გერმანიის ხელისუფლება რჩება იმ აზრზე, რომ ამ მომენტისთვის ყუბანის ოლქის საკითხი ღიად უნდა დარჩეს (Von Lossov Mai 20,1918, Archives familiales de M. Bammate).

თუმცა ლოსოვის პროექტმა, მისი ბათუმიდან გერმანიაში დაბრუნების შემდეგ, მნიშვ-ნელოვანი მოდიფიცირება განიცადა. დასტური მიიღო გენერლის შეთავაზების მხოლოდ იმ ნაწილმა, რომელიც ძირითადად ეხებოდა გერმანული ჯარების გაგზავნას საქართველო-ში. ამის მიზეზი იყო აზრთა შეხედულებების ძირეული განსხვავება ბერლინის უმაღლეს სამხედრო და დიპლმატიურ წრეებს შორის კავკასიაში ახლადშექმნილ სახელმწიფოებთან დაკავშირებით.

ლოსოვისა და ლუდენდორფისგან განსხვავებით, რომლებიც ძირითადად სამხედრო-სტრატეგიული მოსაზრებებით ხელმძღვანელობდნენ და კარგად აცნობიერებდნენ გერმა-ნიის იმპერიის ეკონომიკურ და პოლიტიკურ ინტერესებს კავკასიაში, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო, რომელსაც ამ პერიოდში სახელმწიფო მდივანი რიჰარდ ფონ კიულ-მანი მეთაურობდა, საკითხს იურიდიულ-ფორმალური მხარით უდგებოდა და მეტ სიფრთხი-ლესაც იჩენდა. გერმანელი დიპლომატების აზრით, კავკასიის სახელმწიფოთა დამოუკიდებ-ლობის აღიარება პირდაპირ იყო დაკავშირებული გერმანიის პოლიტიკასთან ბოლშევიკური

გიორგი მამულია

62

რუსეთისადმი, რომელთანაც ოთხთა კავშირის ქვეყნებმა ცოტა ხნის წინ ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულება გააფორმეს. ანგარიში უნდა გაწეოდა ოსმალეთის იმპერიასაც – გერმანიის ძირითად მოკავშირეს ახლო აღმოსავლეთში. აქედან გამომდინარე, გერმანიის საგარეო საქ-მეთა სამინისტროს აზრით, გერმანიის კავკასიურ პოლიტიკას არ უნდა გამოეწვია გართუ-ლება, არც მოსკოვთან და არც სტამბოლთან (Baumgart 1966, 181-182).

ამავე დროს, უაღრესად რთულ სიტუაციაში მყოფი ბოლშევიკებიც მზად იყვნენ, დას-თანხმებოდნენ ბერლინის მიერ საქართველოს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში აზერბა-იჯანისა და ჩრდილოეთ კავკასიის აღიარებას, სადაც მდებარეობდა საბჭოთა რუსეთის-თვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაქოს, გროზნოს და მაიკოპის ნავთობსაბადოები. მოსკოვში ესმოდათ, რომ ძირითადი საფრთხე ბაქოს ნავთობისთვის მოდიოდა არა გერმა-ნელებისგან, არამედ თურქებისგან, რომლებიც ცდილობდნენ, ნებისმიერ ფასად დაუფლე-ბოდნენ აზერბაიჯანს.

4 ივნისს, იმ დღესვე, როდესაც სტამბოლმა საქართველოსთან დადო ხელშეკრულე-ბა, თურქებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას აზერბაიჯანთანაც, რის შედეგადაც ქვეყნის მთლიანი სარკინიგზო ქსელი გადადიოდა თურქული მე-3 არმიის კონტროლის ქვეშ (Zürrer 1978, 84-85).

ივნისის ბოლოს ოსმალეთის სამხედრო მინისტრის ენვერ-ფაშას ბრძანებით, განჯის შემოგარენში, სადაც იმ პერიოდში მდებარეობდა აზერბაიჯანის მთავრობის რეზიდენცია, თურქული მე-5 კავკასიური დივიზიის საფუძველზე დაიწყო „ისლამის კავკასიური არმიის“ ფორმირება. ენვერ-ფაშას ნახევარ ძმის, თურქი გენერლის ყილიგილ ნური-ფაშას ხელმძ-ღვანელობით მოქმედი ამ შერეული შენაერთის ძირითად მიზანს, რომელიც როგორც რე-გულარული თურქი ჯარისკაცებისგან, ისე ადგილობრივი აზერბაიჯანელი მოხალისეების-გან შედგებოდა, ბაქოს აღება წარმოადგენდა, სადაც 1918 წლის მარტიდან ხელისუფლება ეკუთვნოდა ადგილობრივ სახალხო კომისართა საბჭოს, ბოლშევიკ ს. შაუმიანის ხელმძღ-ვანელობით (Muratoff 1953, 479).

აცნობიერებდნენ რა საფრთხეს, რომელიც ემუქრებოდა ბაქოს, ბოლშევიკებმა ბერ-ლინს შემდეგი გარიგება შესთავაზეს: გერმანია მიიღებდა ბაქოს ნავთობით სარგებლობის უფლებას მისთვის საჭირო რაოდენობით იმ შემთხვევაში, თუკი იგი ხელს ააღებინებდა თურქებს აზერბაიჯანის დედაქალაქის დაკავებაზე. ფაქტობრივად ამითივე იყო განპი-რობებული ბოლშევიკების თანხმობა გერმანიის მიერ საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობაზე, მის ტერიტორიაზე გერმანული ჯარების განთავსებით.

ბუნებრივია, ამგვარ საერთაშორისო კონტექსტში მთიელთა მთავრობის მანევრირე-ბის შესაძლებლობა უკიდურესად შეზღუდული იყო და აიძულებდა მას, ფსონს სტამბოლზე ჩამოსულიყო. ჯერ კიდევ აპრილის მეორე ნახევარში ოსმალეთის იმპერიის დედაქალაქში ჩასვლისას, სადაც მთიელთა დელეგაცია ტრაპიზონის ჩაშლილი კონფერენციიდან გაემგ-ზავრა, ბამატმა შეძლო სამხედრო დახმარების სიტყვიერი დაპირების მიღება დიდი ვეზი-რის, მეჰმედ თალაათ-ფაშას და ენვერ-ფაშას მხრიდან. ამ მიზნით „ისლამის კავკასიური არმიის“ ფარგლებში დაიგეგმა ცალკე დივიზიის ფორმირება, რომელიც თბილისი-ვლადი-კავკაზის გზით უნდა გაგზავნილიყო დამოუკიდებლობისთვის მებრძოლი ჩრდილოეთ კავ-კასიის მუსულმანური მოსახლეობის დასახმარებლად (Mühlmann 1940, 199-200).

19 მაისს, როცა ინგუშეთსა და ბალყარეთში მდგომარეობა განსაკუთრებით გართულ-და, ბამატი იძულებული გახდა, კვლავ დაეყენებინა ეს საკითხი რაუფ-ბეის, ტრაპზონის

კავკასია და ოთხთა კავშირი 1918 წელს: გაერთიანების ელიტარული მცდელობები

63ისტორიის რეკონსტრუქციები • 2015

კონფერენციაზე ოსმალური დელეგაციის ყოფილი ხელმძღვანელის წინაშე (Баммат,Mai 19, 1918, Archives familialesde M. Bammate). 20 მაისს მთიელთა კავშირის საგარეო საქმეთა მი-ნისტრმა საგანგებო წერილით მიმართა ა. ჩხენკელს, სადაც ამიერკავკასიის ხელისუფლე-ბისგან ითხოვდა ჩრდილოეთ კავკასიაში, საქართველოს გავლით, თურქული ნაწილების გადაადგილების უფლებას (Баммат Mai 20, 1918. Archives familialesde M. Bammate).

8 ივნისს თურქეთის მიერ ოკუპირებულ ბათუმში მთიელთა კავშირის ხელისუფლე-ბამ ოსმალურ იმპერიასთან გააფორმა მშვიდობისა და მეგობრობის ხელშეკრულება. ამ შეთანხმებით, რომელიც სიტყვასიტყვით იმეორებდა ოთხი დღით ადრე საქართველო-სა და თურქეთს შორის დადებული ხელშეკრულების ტექსტის პარაგრაფებს, სარკინიგ-ზო ქსელი ჩრდილოეთ კავკასიაში ასევე გადადიოდა თურქული ჯარების კონტროლქვეშ (Дополнительный договор, juin 8, 1918, Archives d’Ali Mardan-bey Toptchibachi, carton n° 3).

თავდაპირველად, ბოლშევიკებისგან ჩრდილოეთ კავკასიის გასაწმენდად თურქული ჯარების გამოყენების გეგმას არ ეწინააღმდეგებოდა ფონ ლოსოვიც. თუმცა ამან ხელი არ შეუშალა უკანასკნელს 25 მაისს გაეგზავნა გერმანიის დიდ გენერალურ შტაბში ტელეგრა-მა, რომლითაც იტყობინებოდა, რომ „თურქების თვალი მიმართულია ბაქოს, ვლადიკავკა-ზის და მთელი კავკასიის დაუფლებისკენ“ (Mühlmann 1940, 199).

გერმანულ-თურქული წინააღმდეგობების ზრდა კავკასიაში და კავკასიელთა შემხვედრი ინიციატივები

მდგომარეობა შეიცვალა ბათუმის მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ, როდესაც გერ-მანელებისთვის ცხადი გახდა, რომ კავკასიელებთან დადებულ შეთანხმებებს თურქები ძირითადად ექსპანსიური მიზნებისთვის იყენებდნენ. ამასთან ერთად, ჩრდილოეთ კავკა-სიაში შექმნილი მდგომარეობაც ნაკლებად უწყობდა ხელს მსგავსი გეგმების განხორცი-ელებას. 1918 წლის თებერვალში ბოლშევიკებმა დაიკავეს მთიელთა კავშირის დედაქალაქი – ვლადიკავკაზი. მაისში მათ მიერვე დაკავებულ იქნა ქალაქები პეტროვსკი და დერბენტი დაღესტანში. ამავე დროს, ყუბანში, ჩრდილოეთ კავკასიის დასავლეთში, ოპერირებდა ან-ტანტაზე ორიენტირებული თეთრგვარდიული მოხალისე არმია გენერალ მიხეილ ალექსე-ევის მეთაურობით, რომელიც ერთნაირად მტრულად იყო განწყობილი როგორც კავკასიის ახალწარმოქმნილი სახელმწიფოების, ისე ოთხთა კავშირის მიმართ. ამგვარ სიტუაციაში გერმანელ სამხედროთა შორის ჩრდილოეთ კავკასიის საქმეებში ჩარევის მომხრენი უმ-ცირესობაში აღმოჩნდნენ. გაიმარჯვა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს კურს-მა, რომელიც ბოლშევიკებთან უთანხმოებას დაუშვებლად მიიჩნევდა. თავის მხრივ ფონ ლოსოვმა, რომელსაც აღიზიანებდა „ახალგაზრდა თურქთა“ ექსპანსიონისტური გეგმები, ბრძანა ჩრდილოეთ კავკასიაში, ქართული სამხედრო გზით, 37-ე თურქული დივიზიის გა-დასროლის შეჩერება (Zürrer 1978, 40). ამავე მიზეზის გამო, გერმანელებმა არ გაიზიარეს ბამატის 14 ივნისით დათარიღებული თხოვნა კავკასიაში გერმანიის დიპლომატიური წარ-მომადგენლის, ფრიდრიხ ვერნერ ფონ დერ შულენბურგის სახელზე, რომელიშიც ბამატი კვლავ ითხოვდა ჩრდილოეთ კავკასიაში თურქული იარაღის და ინსტრუქტორების გატა-რებას საქართველოს გავლით (Письмо Бамматаграфу Ф. В. фон дер Шуленбургу июнь 14, 1918, РФ ИИАЭ ДНЦ РАН).

გიორგი მამულია

64

ბამატისთვის გაგზავნილი 15 ივნისის საპასუხო წერილით ფონ შულენბურგი, რომე-ლიც ამ დროის თავის ერთ-ერთ ანგარიშში აღნიშნავდა, რომ ჩრდილოეთ კავკასიელე-ბი „აბსოლუტურად თურქული ფერვატერით მიცურავენ“ (Zürrer 1978, 40), იტყობინებო-და, რომ „საკითხი თურქული ჯარების ტრანსპორტირების შესახებ ქართული რკინიგზის მეშვეობით, უნდა დარეგულირდეს გერმანიისა და ოსმალური იმპერიების მთავრობების მიერ“ (Письмо графа Ф. В. фон дер Шуленбурга Баммату июнь 15, 1918, РФ ИИАЭ ДНЦ РАН).

მიუხედავად ამისა, ჩრდილოეთ კავკასიელები არ ნებდებოდნენ. 14 ივნისს თბილისში გერმანული სამხედრო მისიის მეთაურის, გენერალ კრესს ფონ კრესსენშტაინის ჩამოსვ-ლის შემდგომ მთიელთა წარმომადგენლებმა მასთან აუდიენციას მიაღწიეს. ამჯერად, ბამატის გარდა, საუბარში მონაწილეობას იღებდა ინგუში არზამაკოვიც (ჰაჯი მურად ჰაზავატი). კაცი, რომელიც ცნობილი იყო თავისი პროგერმანული სიმპათიებით და ომის დაწყებისთანავე თანამშრომლობდა გერმანიასთან. დელეგატებმა, რომლებმაც აღნიშნეს, რომ რუსი ბოლშევიკები ემუქრებიან არა მხოლოდ მთიელთა დამოუკიდებლობას, არამედ მათ ფიზიურ არსებობასაც, გენერალს მიმართეს თხოვნით, რათა გერმანიას ან თავად გა-ეწია დახმარება ჩრდილოკავკასიელებისთვის, ან ამის შესაძლებლობა მიეცა თურქებისთ-ვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, მთიელები იძულებულნი გახდებოდნენ, დახმარებისთვის მიემართათ ინგლისისთვის. ჩრდილოკავკასიელთა წარმომადგენლებმა ასევე განაცხადეს, რომ ისინი ყველა გარემოებაში იქნებოდნენ წინააღმდეგნი პროტექტორატის ან რაიმე სა-ხის ახლო პოლიტიკური კავშირისა თურქეთსა და ჩრდილოეთ კავკასიას შორის. კრესსმა უპასუხა, რომ ოთხთა კავშირის ნებისმიერი სამხედრო ჩარევა გამოიწვევდა რუსეთთან ახალ ომს. მიუხედავად ამისა, ის შეეცდებოდა მიეღწია თბილისის ხელისუფლების თან-ხმობისთვის, რომ საქართველოს მხარეს საიდუმლოდ მიეწოდებინა იარაღი ჩრდილოეთ კავკასიისთვის (Zürrer 1978, 41).

ბამატი დროებით ამ დაპირებით უნდა დაკმაყოფილებულიყო. თუმცა მას ესმოდა, რომ ჩრდილოეთ კავკასია რჩებოდა გერმანულ-თურქული წინააღმდეგობების და გერმანულ-საბჭოთა ურთიერთობების ტყვედ. ივნისის ბოლოს თურქული ხელისუფლების მოწვევით ბამატი სტამბოლში გაემგზავრა, სადაც უნდა ჩატარებულიყო კონფერენცია ოთხთა კავ-შირის ქვეყნების წარმომადგენლებისა და კავკასიელების მონაწილეობით თურქეთ-კავ-კასიის ურთიერთობების საბოლოოდ დარეგულირების მიზნით (Pomiankowski 1928, 366). მიუხედავად იმისა, რომ გერმანულ-თურქული წინააღმდეგობების შედეგად ხსენებული კონფერენცია არ შედგა (Pomiankowski 1928, 371-372), ბამატი შეეცადა, გავლენა მოეხდი-ნა ბერლინის პოზიციაზე თურქეთში გერმანიის ელჩთან, გრაფ იოჰან ჰენრიხ ფონ ბერნს-ტორფთან საუბრის მეშვეობით. ბედის ირონიით, სწორედ ბერნსტორფი იყო ბოლშევიკებ-თან ურთიერთობების გაფუჭების დაუშვებლობისა და, ამ პოსტულატიდან გამომდინარე, ჩრდილოეთ კავკასიის საქმეებში ჩაურევლობის ერთ-ერთი ყველაზე თავგამოდებული მომხრე (Baumgart 1966, 194).

როგორც ბამატი 31 ივლისს სწერდა ჩერმოევს, მთიელთა კავშირის მთავრობის თავ-მჯდომარეს, ივნისის მეორე ნახევარში შემდგარი შეხვედრის დროს, ბერნსტორფმა მას ღიად განუცხადა, რომ „მიღებული ინსტრუქციის თანახმად... მისი მთავრობა ვერავითარი სახით ვერ დაეხმარება, და ვერც სხვას მისცემს უფლებას, მოგვცეს ჩვენ სამხედრო დახმა-რება, რადგან ეს იქნებოდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავის დარღვევა. გერმანია ვერ შეძლებს შექმნას ჩრდილოეთ კავკასიაში მთავრობა, რომელიც იქ ფაქტიურად არ არსებობს, რად-

კავკასია და ოთხთა კავშირი 1918 წელს: გაერთიანების ელიტარული მცდელობები

65ისტორიის რეკონსტრუქციები • 2015

გან ეს იქნებოდა რუსეთთან ომის პროვოკაცია, რაც გერმანიისთვის დაუშვებელია. ჩემს მითითებას, რომ საქართველო სამართლებრივი თვალსაზრისით იგივე მდგომარეობაშია, პასუხი გაეცა – რუსეთის ხელისუფლება აღიარებს საქართველოს დამოუკიდებლობას და არაფერი აქვს გერმანული ჯარების ამიერკავკასიაში დარჩენის საწინააღმდეგო. რაც შეეხება ჩრდილოეთ კავკასიას, რუსეთი შეურიგებელია და გერმანული დიპლომატიის მცდელობა, დაეყოლიებინა ის ჩვენს აღიარებაზე, უშედეგოდ დასრულდა. ჩემ მიერ იმის აღნიშვნას, რომ გერმანია დაგვპირდა დახმარებას და მხარდაჭერას, რაც გამოხატულია ფონ ლოსოვის წერილებში, უპასუხეს, რომ ეს იყო ამ გენერლის პოზიცია, რომელმაც ვერ მოიპოვა მთავრობის მხარდაჭერა“ (Османов 1994,142).

ბამატის სიტყვებით, გერმანიის ელჩმა მას იმ მიზეზებზეც მიუთითა, რომელთა გა-მოც ფონ ლოსოვის წინადადებებმა ვერ მიიღეს გერმანიის ხელისუფლების მხარდაჭერა. „ბერნსტორფმა გუშინ მითხრა, რომ ჩვენ გვინდა, თავიდან შევქმნათ ხელისუფლება, ჩვენი დედაქალაქი მტრების ხელშია, თვითონ არ ვმოქმედებთ და გვსურს, ჩვენი პოლიტიკური საქმე გერმანიის ხელით გავაკეთოთ. ელჩის თქმით, განსხვავება ჩვენსა და ქართველებს შორის მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოში, ავად თუ კარგად, ხელისუფლება არ-სებობს და გერმანია, რომელიც ბრესტ-ლიტოვსკის ხელშეკრულებას იცავს, მხარს უჭერს ჯერ კიდევ მათ ჩარევამდე ჩამოყალიბებულ სახელმწიფოს. ჩვენთან კი მათ მოუწევდათ, შეექმნათ რაღაც ახალი, რაც არ შეუძლიათ, რადგან ფორმალურ ლოიალობას ინარჩუნე-ბენ რუსეთის მიმართ“ (Османов 1994. 143).

ესმოდა რა, რომ მხოლოდ ვლადიკავკაზის აღებას შეეძლო გერმანელების პოლიტიკის შეცვლა ჩრდილოეთ კავკასიის მიმართ, ბამატი ითხოვდა ჩერმოევისგან: „ჩვენთვის ვლა-დიკავკაზის დაუფლება ხდება უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობის საკითხი. ვფიქრობ, რომ თვით ჩვენი წარმომადგენლობის დაშვება კონსტანტინოპოლის კონფერენციაზე, რო-მელიც, როგორც ჩანს, მაინც შედგება, ამ საკითხთან არის დაკავშირებული. თუ პოლი-ტიკური მდგომარეობა არ შეიცვლება, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ გვერდს აგვივლიან. ჩვენი პოლიტიკა, რამდენად რთულიც არ უნდა იყოს ეს არსებულ პირობებში, უნდა გამოიხატოს ერთგვარ თვითშემოქმედებაში. გერმანელებს უნდა დავუმტკიცოთ, რომ ჩვენი მოსახლე-ობა ჩვენთანაა. უნდა ავიღოთ დაწყევლილი ვლადიკავკაზი და შევქმნათ სახალხო მოძ-რაობა. ამ შემთხვევაში გერმანია შეიცვლის პოზიციას ჩვენთან დაკავშირებით“ (Османов 1994, 143). წერილის ბოლოს ბამატი აღნიშნავდა, რომ რადგანაც ზემოთ მოყვანილი გა-რემოებების გამო, მცხეთა-ვლადიკავკაზის გზაზე იმედებს ვერ დაამყარებდნენ, უნდა გამოეყენებინათ აზერბაიჯანის გზა დაღესტნისკენ. თურქეთში მოქმედი ჩერქეზული კო-მიტეტის დახმარებით მან შეძლო ოსმალური მთავრობის თანხმობის მიღება ჩრდილოეთ კავკასიაში საექსპედიციო ძალების გაგზავნის შესახებ, რომელთა ფორმირებაც მოხდა ჩრდილოკავკასიური წარმოშობის თურქი ჯარისკაცებისგან, მოდგმით ჩერქეზი გენერ-ლის, იუსუფ იზეთ-ფაშას ხელმძღვანელობით (Османов 1994, 144). უნდა აღინიშნოს, რომ არაოფიციალურ დონეზე საქართველოს ხელისუფლება შეძლებისდაგვარად ცდილობდა მთიელებისთვის დახმარების აღმოჩენას, მათ შორის იარაღითაც. მით უმეტეს, რომ ბოლ-შევიკების მიერ დაკავებული თერგის ოლქიდან საქართველოს ტერიტორიაზე ანტისამ-თავრობო ამბოხებების ორგანიზება ხდებოდა. ასე მაგალითად, 1918 წლის ივლისში საქარ-თველოს ხელისუფლებამ ჩაახშო ბოლშევიკური ამბოხება დუშეთში.

გიორგი მამულია

66

მთიელებისთვის დახმარების აღმოჩენით დაინტერესებულები იყვნენ გერმანელი სამ-ხედროებიც. ფონ კრესსენშტაინის შეთავაზებამ, მთიელებისთვის იარაღი საქართველოს შუამდგომლობით გადაეცათ, მიიღო ფონ ლუდენდორფის თანხმობა. ერთ-ერთი მიზეზი, რამაც უბიძგა საქართველოში გერმანული სამხედრო მისიის ხელმძღვანელს, გაეაქტი-ურებინა პოლიტიკა მთიელებთან მიმართებაში, იყო ის, რომ გერმანული დაზვერვის მო-ნაცემებით, ვლადიკავკაზში მოქმედებდა ბრიტანული საიდუმლო სამხედრო მისია, რო-მელიც ინარჩუნებდა კონტაქტებს თავის აგენტებთან თბილისში. ინგლისელების მიზანს გერმანელთა გავლენის შესუსტება და ამიერკავკასიაში სიტუაციის დესტაბილიზაცია წარმოადგენდა. ფონ კრესსენშტაინის აზრით, ამისათვის წინააღმდეგობის გაწევა შესაძ-ლებელი იყო „მთიელ ხალხთა მხარდაჭერით იარაღითა და ტყვიებით, რუსული ტიპის შაშხანებისთვის, ისევე, როგორც ბატალიონების დონეზე მცირე სამხედრო დანაყოფების მოქმედებაში ჩართვით“ (Zürrer 1978, 46-47).

მოსკოვთან განხეთქილების საშიშროების განეიტრალება შესაძლებელი იქნებოდა განცხადებით, რომ მოცემულ შემთხვევაში საუბარია ბრიტანული გავლენის ლიკვიდაცი-აზე ისეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან რეგიონში, როგორიც კავკასიაა, რაც განხორ-ციელდებოდა საერთო გერმანულ-საბჭოთა ინტერესების ფარგლებში. იმისათვის, რომ თურქებს არ ეგრძნოთ თავი საქმიდან გარიყულად, გენერალი თანახმა იყო, ოპერაციაში მონაწილეობა მიეღო ექვს-რვა თურქულ ბატალიონსაც.

კრესსენშტაინი თვლიდა, რომ მძიმე მდგომარეობაში მყოფი ბოლშევიკები ვეღარ შეძლებდნენ უარის თქმას მთიელთა დამოუკიდებლობის აღიარებაზე. მას ასევე მიაჩნდა, რომ მთის ბუფერული სახელმწიფოს შექმნა მომავალში დაბლოკავდა რუსეთის ექსპანსიას ამიერკავკასიაში, რაც გერმანიის პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტერესებში შედიოდა (Zürrer 1978, 46-47).

1918 წლის 11 აგვისტოს საქართველოს ხელისუფლებასა და მთიელთა კავშირის მთავრობას შორის, ინგუშეთის ეროვნული საბჭოს ხელმძღვანელთა სახით, გაფორმდა საიდუმლო ხელშეკრულება, რომელიც გახმოვანებას არ ექვემდებარებოდა. სიმინდის სა-ნაცვლოდ (რომელსაც უკიდურესად საჭიროებდა საქართველოს მოსახლეობა) ქართველე-ბი ინგუშებს აწვდიდნენ გარკვეულ ტვირთს (Договор между правительством Грузинской республики и правительством Союза горцев 11. 8. 1918. Bibliothèque de documentation in-ternationale contemporaine). ის ფაქტი, რომ ხელშეკრულება არ აკონკრეტებდა, რა სახის ტვირთის ტრანსპორტირება უნდა მომხდარიყო საქართველოს ტერიტორიის გამოყენე-ბით, ეჭვს არ ტოვებს, რომ საუბარი იყო იარაღისა და საბძოლო მასალების საიდუმლო გადაზიდვაზე. მით უმეტეს, რომ ხსენებული ხელშეკრულების ხელმოწერიდან ზუსტად ერთი კვირის შემდეგ, ინგუშებმა, რომელთაც მთიელთა კავშირის ერთ-ერთი ლიდერი ვა-სან-გირეი ჯაბაგიევი მეთაურობდა, ვლადიკავკაზი გაათავისუფლეს თერგის კაზაკებისა და მათი მხარდამჭერი ოსებისაგან. ინფორმაციას მთიელთათვის ქართული მხარდაჭერის შესახებ ადასტურებს გენერალი ანტონ დენიკინიც, რომელიც აღნიშნავს, რომ ინგუშეთის გასათავისუფლებლად ქართველებმა ინგუშებს დაახლოებით მილიონი ტყვია გადასცეს (Деникин 1924, 241-242). რა თქმა უნდა, სწორედ ეს შეთანხმება ჰქონდა მხედველობაში ა. მ. ჩერმოევს, როდესაც აგვისტოს მეორე ნახევარში ატყობინებდა სტამბოლში მყოფ ბამატს „ქართველებთან შეთანხმებაზე, პურის მიწოდების სანაცვლოდ, ქართული გზით იარაღისა და საბრძოლო მასალის გადაზიდვის შესახებ“ (Османов 1994, 157).

კავკასია და ოთხთა კავშირი 1918 წელს: გაერთიანების ელიტარული მცდელობები

67ისტორიის რეკონსტრუქციები • 2015

ამ გამარჯვების შედეგად ინგუშებმა შეძლეს, საკუთარი ისტორიული მიწები გაეწმინ-დათ კაზაკებსაგან და, ამავე დროს, გაენადგურებინათ კოლონიზაციის მიზნით მათ ტე-რიტორიებზე გაშენებული თერგის ხაზის კაზაკური სოფლები. გზა, რომელიც თბილისს ვლადიკავკაზთან აკავშირებდა, ამიერიდან გახსნილი იყო.

ნავთობის ფაქტორი წყვეტს ყველაფერს

მალე ჩრდილოეთ კავკასია ისევ გახდა საერთაშორისო მოლაპარაკებების საგანი, რაც დაკავშირებული იყო თურქულ-აზერბაიჯანული ჯარების მიერ ბაქოს ალყაში მოქცევას-თან. გერმანელებისთვის სასარგებლო ბრესტ-ლიტოვსკის ზავის ბოლშევიკების მიერ დე-ნონსაციის შიშით, ბერლინი დათანხმდა მოსკოვთან გარიგებას, რომლის შესაბამისადაც გერმანიას მიენიჭა საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების უფლება. სანაცვლოდ, საბჭოთა რუსეთი ინარჩუნებდა როგორც ჩრდილოეთ კავკასიას, ისე ბაქოს, საიდანაც გერმანიას უნდა მიეღო ნავთობის მნიშვნელოვანი წილი. ივნის-ივლისში შემუშავებული ეს პირობები იურიდიულად გაფორმდა ბრესტ-ლიტოვსკის საზავო ხელშეკრულების და-მატებითი საგანგებო შეთანხმებით, რომლის რატიფიცირებაც გერმანულმა და საბჭოთა მხარემ 1918 წლის 27 აგვისტოს მოახდინეს. შეთანხმებაში ნათქვამი იყო, რომ გერმანია ვალდებულებას იღებდა, შეეკავებინა თურქული მხარე აზერბაიჯანის დედაქალაქის და-კავების მცდელობისგან. თურქულ ჯარებს არ უნდა გადაეკვეთათ დაწესებული ხაზები ბაქოს დასავლეთით და სამხრეთით (Baumgart 1966, 201-202).

სიტუაცია შეიცვალა აგვისტოს შუა რიცხვებში, როდესაც ე.წ. ცენტროკასპიის დი-რექტორიის მოწვევით, რომელმაც ჯერ კიდევ ივლისში ჩაანაცვლა ბაქოს ბოლშევიკური სახალხო კომისართა საბჭო, ქალაქის დასაცავად ბაქოში შემოყვანილ იქნა ბრიტანული მცირერიცხოვანი საექსპედიციო ძალები, გენერალ ლიონელ დენსტერვილის მეთაურობით (Kazemzadeh 1951, 140-141). ამ მოვლენის, ისევე, როგორც ბაქოში ხელისუფლების შეცვლის შესახებ, ბერლინში მხოლოდ 6 სექტემბერს – გერმანულ-ბოლშევიკური დამატებითი ხელ-შეკრულების დადების შემდეგ შეიტყვეს.

ამის თაობაზე ბერლინში სასწრაფოდ გამართული გერმანულ-ბოლშევიკური კონსულ-ტაციების საფუძველზე მხარეები მივიდნენ კონსენსუსამდე, რომლის მიხედვით ბოლშე-ვიკები თანხმდებოდნენ გერმანელების მიერ ბაქოს დაკავებას, თუკი ამით უკანასკნელნი შეაკავებდნენ თურქებს ქალაქის ოკუპაციისაგან და განდევნიდნენ იქიდან ინგლისელებს. ამის შემდეგ ბაქო უნდა დაბრუნებოდა საბჭოთა რუსეთს, 27 აგვისტოს ხელშეკრულების სხვა პირობების დაცვით (Baumgart 1966, 203-204). კონსულტაციები კიდევ მიმდინარეობდა, როდესაც თურქულმა ძალებმა ახალი იერიში განახორციელეს ქალაქზე, რაც 15 სექტემბერს ბაქოს აღებით და იქიდან ინგლისელთა განდევნით დასრულდა (Kazemzadeh 1951, 143).

ბოლშევიკების რეაქციამ არ დააყოვნა. 20 სექტემბერს მოსკოვმა გამოაცხადა ბრესტ-ლიტოვსკის ზავის პირობების დენონსაცია თურქეთთან მიმართებაში (Baumgart 1966, 205). ახალი გარემოებების წინაშე მდგარი ბერლინი იძულებული გახდა, სტამბოლთან ახალი მოლაპარაკებები დაეწყო. დაძაბულობამ ორ მხარეს შორის იმ დონეს მიაღწია, რომ თურ-ქების თვითნებური საქციელით გაღიზიანებული გერმანელები არ გამორიცხავდნენ მათ წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციის ჩატარებას. ამ მიზნით გენერალმა კრესს ფონ კრესსენ-

გიორგი მამულია

68

შტაინმა, მიიღო ბრძანება ბაქოდან თურქების განდევნის გეგმის დამუშავების შესახებ. პა-რალელურად გერმანულმა გენშტაბმა დაიწყო საქართველოში გერმანული შენაერთების გაძლიერებული გადმოსროლა, რომელთა რაოდენობამ სექტემბრის ბოლოს 19 000 ადამი-ანი შეადგინა (Baumgart 1970, 99-106).

გერმანულ-თურქული წინააღმდეგობის ესკალაციის ამგვარ კონტექსტში, ჩრდილოეთ კავკასია კვლავ მოექცა როგორც ბერლინის, ისე სტამბოლის სამხედრო-პოლიტიკურ გეგ-მებში. ამ შემთხვევაში საქმე ეხებოდა გერმანელი სამხედროების პროექტს, რომელიც, როგორც ჩანს, არ იყო შეთანხმებული გერმანელ დიპლომატებთან, და რომელიც, მნიშვ-ნელოვანწილად ახდენდა ფონ ლოსოვის გეგმის რეანიმირებას.

მთიელთა კავშირის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილეს პშემახო კოცევს, რომე-ლიც სპეციალურად გაიგზავნა გერმანული ჯარების მიერ დაკავებულ უკრაინაში, 1917 წელს არსებული სამხრეთ-აღმოსავლეთ კავშირის აღდგენა შესთავაზეს.3 კერძოდ, მთიელ-თა კავშირი თავიდან უნდა გაერთიანებულიყო დონის, ყუბანის და თერგის, აგრეთვე ასტ-რახანის კაზაკებთან და კალმუხეთთან. გერმანელების გათვლით, ასეთი პროექტის გან-ხორციელების შემთხვევაში, ყუბანელი კაზაკების მიერ კოლონიზირებული ჩერქეზული ტერიტორია უმტკივნეულოდ შევიდოდა მთიელებთან ერთად სახელმწიფოებრივ გაერ-თიანებაში. ხსენებულ კავშირში დონის შეყვანა უკრაინაში დისლოცირებულ გერმანულ ჯარებს ჩრდილოეთ კავკასიაში დაუბრკოლებელი გადასვლის შესაძლებლობას მისცემდა. ჩრდილოკავკასიელთა კაზაკებთან ამგვარი გაერთიანების შემთხვევაში, ფონ კრესსენშ-ტაინს უფლება ეძლეობდა მთიელთათვის აღეთქვა სამხედრო დახმარება 20 000 შაშხანის, 192 ტყვიამფრქვევის და 32 საარტილერიო ერთეულის ოდენობით. ამ შეიარაღების გადა-ცემა კოცევის მეშვეობით უნდა მომხდარიყო. გერმანელები თვლიდნენ, რომ წარმოშობით ჩერქეზი კოცევი, ჩერქეზების უფრო მეტი მხარდაჭერით სარგებლობდა, ვიდრე ჩერმოევი, ბამატი და ჯაბაგიევი (Zürrer 1978, 50-51).

თუმცა თავად კოცევს ხსენებულ კავშირის ფორმირებაში მთიელთა ჩართვის, არც უფლებამოსილება გააჩნდა და არც სურვილი (Письмо Коцева дипломатической делегации Союза горских народов Кавказа 12. 9. 1918. РФ ИИАЭ ДНЦ РАН). ისევე, როგორც ჩერმოევს, ბამატს და ჯაბაგიევს, კოცევსაც კარგად ესმოდა, რომ თანხმობის შემთხვევაში ამგვარ გაერთიანებაში დომინირებას მოახდენდნენ კაზაკები და არა მთიელები. გარდა ამისა, მთიელთა ხელმძღვანელობას ყუბანში მუჰაჯირების შთამომავლების ნაწილის დაბრუნე-ბაზე უარის თქმაც მოუწევდა, რაც, სხვა თუ არაფერი, ოსმალურ იმპერიაში გავლენიანი ჩერქეზული დიასპორის მხარდაჭერის იმედს მოუსპობდა. ამის გარდა, ვლადიკავკაზში აგვისტოს სისხლიანი ბრძოლების შემდეგ, რის შედეგადაც ინგუშებმა თავიანთი ისტორი-ული მიწებიდან თერგის კაზაკების განდევნდა შეძლეს, კაზაკებთან შეთანხმების მიღწევა უაზრო ჩანდა. თუმცა კოცევი არ კარგავდა იმედს, რომ გერმანიის დახმარებას სამხრეთ-აღმოსავლეთ კავშირში შესვლაზე თანხმობის გარეშეც მიიღებდა.4

3 ეს პროექტი გერმანელი სამხედროებისა და კაიზერის მიერ ჯერ კიდევ 1918 წლის ივნისში, ლოსოვის ბათუმიდან ბერლინში დაბრუნებისას განიხილებოდა. ლუდენდორფი აცხადებდა, რომ მსგავსი კავშირი, რომელშიც სამხრეთ კავკასიაც უნდა შესულიყო, რუსულ-სლავური ელემენტის კარგი საპირწონე იქნებო-და. მაშინ ეს პროექტი გერმანულმა დიპლომატიამ დაბლოკა. იხ.: W. Zürrer, Deutschland und die Entwicklung Nordkaukasiens in Jahre 1918, S. 40.

4 აღსანიშნავია, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთის კავშირის წინააღმდეგი გერმანიის საგარეო საქმეთა სამი-ნისტროც იყო. კერძოდ, იგი აკრიტიკებდა დონის მთავრობასთან გერმანული სარდლობის წარმომადგე-

კავკასია და ოთხთა კავშირი 1918 წელს: გაერთიანების ელიტარული მცდელობები

69ისტორიის რეკონსტრუქციები • 2015

უნდა ითქვას, რომ ბერლინში წინააღმდეგნი იყვნენ მთიელთა გეგმისა ჩრდილოეთ კავკასიიდან უცხო, რუსულ-კაზაკური მოსახლეობის განდევნის შესახებ. გერმანელები, რომლებიც ცდილობდნენ, ესარგებლათ კაზაკების კარგი სამხედრო მომზადებით, მნიშვ-ნელოვნად მიიჩნევდნენ ჩრდილოეთ კავკასიაში მშვიდობის შენარჩუნებას, რაც აუცილე-ბელი იყო ამიერკავკასიის მოსახლეობის პურით მოსამარაგებლად (Zürrer 1978, 43).

ყოველივე ზემოთ თქმულიდან გამომდინარე, მთიელთა ხელმძღვანელობის პოზიცია უახლოვდებოდა თურქული ხელისუფლების თვალსაზრისს, რომელიც მუჰაჯირების შთა-მომავლების ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებით რეგიონში საკუთარი გავლენის გაძ-ლიერებას ფიქრობდა.

როგორც ჩანს, თურქებს ასევე ესმოდათ, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ კავშირის რეანი-მირების გერმანული მცდელობები მათ წინააღმდეგ იყო მიმართული. ამ პერიოდში თურ-ქულ პოლიტიკურ წრეებში მკვეთრად იზრდებოდა ანტიგერმანული განწყობილებები. დადიოდა ხმები, რომ გერმანელები აწარმოებდნენ მოლაპარაკებებს დონის კაზაკთა ატა-მან გენერალ პეტრე კრასნოვთან, რათა მიეღოთ კაზაკების მხარდაჭერა როგორც ბაქოში მყოფი ინგლისელების, ისე თურქების წინააღმდეგ (Allen andMuratoff 1953, 480).

გერმანულ-თურქულ დაპირისპირებაში ცეცხლზე ნავთს ასხამდა თურქების უკომპ-რომისო პოზიციაც ჩრდილოეთ კავკასიაში სამხედრო ძალების გამოყენების და გავლენის სფეროთა გაყოფის თაობაზე. გენერალი ფონ კრესსენშტაინი მოითხოვდა ვლადიკავკაზის (ისევე როგორც ჩრდილოეთ კავკასიის მთელი დასავლეთი ნაწილის), დატოვებას გერმა-ნული გავლენის სფეროში, იმ მოტივით, რომ ქალაქი ქართული სამხედრო გზის ბუნებრივ გაგრძელებას წარმოადგენდა. ვლადიკავკაზის გერმანული ჯარების მიერ დაკავებასთან ერთად, ცალკე გერმანულ-თურქული შეთანხმების საგნად უნდა გამხდარიყო გროზნოს ნავთობის ექსპლოატაციის საკითხი. ოსმალეთის ელჩი თბილისში, აბდულ ქერიმ-ფაშა კი პირიქით თვლიდა, რომ ვლადიკავკაზი, ისევე, როგორც ინგუშეთი, ჩეჩნეთი და დაღესტა-ნი, ექსკლუზიურად თურქული გავლენის სფეროში უნდა შესულიყო (Zürrer 1978, 47-50).

ჯერ კიდევ აგვისტოს დასაწყისში, ანუ თურქების მიერ ბაქოს აღებამდე, ფონ კრესსენ-შტაინის ინიციატივით ვლადიკავკაზში გერმანიისა და ავსტრო-უნგრეთის სამხედრო მისი-ების წარმომადგენლები გაემგზავრნენ. გერმანული მისიის წარმომადგენლის, ლეიტენანტ ჰერბერტ ფოლკის მტკიცებით, ამ დაზვერვითი ოპერაციის მიზანს წარმოადგენდა ის, რომ „ბაქო უნდა გამხდარიყო გერმანული, თურქების დახმარებით ან მათ გარეშე. თურქების წინააღმდეგ იარაღის გამოყენება შეუძლებელია. მიუხედავად ამისა, არსებობს სხვა გზაც. ვლადიკავკაზიდან სუსტი ბოლშევიკური ძალების განდევნის შემდეგ უნდა წავიწიოთ ბა-ქოსკენ ჩრდილოეთიდან, გერმანელების ხელში აღმოჩენილი ჩრდილოეთ კავკასიისა და დაღესტნის გავლით. სამხრეთიდან ბაქოს ასევე შეუტევს მირზა ქუჩუკ-ხანის დამხმარე სამხედრო ექსპედიცია“ (Volck 1938, 191-192).

ნელს, მაიორ კოკენჰაუზენს, რომელსაც კოცევისთვის ზედმეტი გულახდილობით უთქვამს რუსეთის უკ-რაინად, უშუალოდ რუსეთად, სამხრეთ-აღმოსავლეთ კავშირად და ციმბირად დაყოფის გეგმის შესახებ. სარდლობამ საგარეო საქმეთა სამინისტროს უპასუხა, რომ ამ საუბარში კოკენჰაუზენი მხოლოდ შესაძლო სცენარებს შეეხო. იხ.: W. Zürrer, Deutschland und die Entwicklung Nordkaukasiens in Jahre 1918, S. 49. თუმცა ისიც ცნობილია, რომ მსგავსი გეგმა გაჟღერებული ჰქონდა თავად კაიზერ ვილჰელმ II-საც ასტრახანელი კაზაკების ატამან, თავად ტუნდუტოვთან შეხვედრისას 1918 წლის ივნისში. იხ.: Авалов З. Независимость Грузии в международной политике 1918-1921 гг., с. 78.

გიორგი მამულია

70

ხსენებული ქუჩუკ-ხანი ჩრდილოეთ ირანის აჯანყებულ ჯენგალიელთა მოძრაობის ბელადი იყო, რომელიც ბოლშევიკური გავლენის ქვეშ იმყოფებოდა და მეთაურობდა 5000-კაციან შეიარაღებულ რაზმს. გენერალ დენსტერვილის მტკიცებით, პირდაპირ სამ-ხედრო ოპერაციებში ჩართული კუჩუკ-ხანის დაჯგუფებები გერმანელი ოფიცრის, ფონ პასშენის ხელმძღვანელობის ქვეშ იმყოფებოდნენ და თავის რიგებში ავსტრიელ ინსტ-რუქტორებსაც ითვლიდნენ (Dunsterville 2007, 28-30, 173-174). კუჩუკ-ხანის ერთ-ერთ მთავარ ამოცანას წარმოადგენდა, ხელი შეეშალა დენსტერვილის ექპედიციური რაზმის, „დენსტერფორსისთვის“ კასპიის ზღვაზე მდებარე ქალაქ ენზელიმდე მიღწევაში, საიდა-ნაც რაზმი საზღვაო გზით ბაქოში უნდა ჩასულიყო. ამის გამო შეტაკებები „დენსტერ-ფორსსა“ და ქუჩუკ-ხანის ძალებს შორის 1918 წლის ივნისის პირველ ნახევარსა და ივ-ლისის მეორე ნახევარში ჩრდილოეთ ირანში, მენჯილთან და რეშტთან მიმდინარეობდა (Dunsterville 2007, 155-163, 201-204).

ამრიგად, გერმანელების მიერ დაგეგმილი ოპერაციის მთავარ მიზანს წარმოადგენდა ბა-ქოს დაკავება „კავკასიურ ისლამურ არმიასთან“ უშუალო შეიარაღებული კონფრონტაციის გარეშე. როგორც ჩანს, თურქულმა ხელმძღვანელობამ შეიტყო გერმანელთა განზრახვის შე-სახებ და მის ჩაშლას შეეცადა, რამაც გერმანელთა თვალში მთიელთა კავშირის თბილისში მყოფი მთავრობის მეთაურის, ა. მ. ჩერმოევის ერთგვარი დისკრედიტაციაც გამოიწვია. ამის შესახებ კოცევმა ბამატს შემდეგი შინაარსის წერილი გაუგზავნა: „გერმანელებთან ურთიერ-თობა ლაგდებოდა, მაგრამ მოხდა ერთი შემთხვევა, რომელმაც ლამის ყველაფერი დაღუპა. ჩემთან ნური-ფაშასგან პოლკოვნიკი ზექი-ბეი ჩამოვიდა, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიაში ინფორმაციის შესაგროვებლად უნდა გამგზავრებულიყო. თბილისიდან გასვლის წინ, ტაპამ (ჩერმოევმა – გ.მ.) მას გერმანიის და ავსტრიის მისიების წარმომადგენელთა წაყვანაც შეს-თავაზა. ზექიმ უპასუხა, რომ გენერალ კრესს ასეთი სურვილი არ ჰქონდა. ჩვენ დავუჯერეთ და გაკვირვებულნი დავრჩით, როდესაც გერმანელებმა და ავსტრიელებმა ზექის მარშრუტ-ზე გამგზავრებაში დახმარება გვთხოვეს. მათგანვე შევიტყვეთ, რომ ზექის კრესსისთვის არაფერი უთქვამს. ტაპა შეეცადა, რომ ეს ოფიცრები ზექის დაწეოდნენ, რაც ვერ მოხერხდა. ზექი კი ვლადიკავკაზშიც ჩავიდა და ნაზრანშიც, სადაც ინგუშთა ეროვნული კრების თავმჯ-დომარეს, ჯაბაგიევს შეხვდა. ზექიმ განაცხადა, რომ თურქეთი მთიელებს ვერ დაეხმარება, მაგრამ მათ გერმანელები არ უნდა შემოუშვან. ის მოლებს შორის ეწეოდა ჩვენ საწინააღმ-დეგო აგიტაციას. მისივე მეცადინეობით, ორი დღის შემდეგ სადგურ „ყაზბეგში“ ჩასულ გერ-მანელ და ავსტრიელ ოფიცრებს ცუდად დახვდნენ. ყველაფერი ტაპას დაბრალდა და გერმა-ნული მისიისგან წერილები მივიღეთ. გერმანელები გვატყობინებდნენ, რომ ამ ინციდენტზე დამაკმაყოფილებელ რეაგირებამდე წყვეტდნენ ჩვენთან ურთიერთობას და კიევიდან შე-პირებულ დახმარებასაც მანამდე არ უნდა ველოდოთ“ (Письмо Коцева дипломатической делегации Союза горских народов Кавказа 12. 9. 1918. РФ ИИАЭ ДНЦ РАН). ამის შემდგომ კო-ცევმა არაერთხელ მოუხადა გერმანელებს ბოდიში და ამ ინციდენტში მთიელთა კავშირის მთავრობის უდანაშაულობასაც უმტკიცებდა. თუმცა თურქებმა, როგორც ჩანს, მიაღწიეს საწადელს. ყოველ შემთხვევაში, ხსენებული ინცინდენტის ერთ-ერთი მთავარი მონაწილე, ლეიტენანტი ფოლკი „თბილისში არსებულ ჩრდილოეთ კავკასიის ე.წ. მთავრობას“ საკმაოდ უსიამოვნოდ იხსენიებს: „ჩვენ ვიცით, რომ ეს მთავრობა სრულიად თურქული წამოწყებაა. ის არ არის შექმნილი ჩრდილოეთ კავკასიის ტომების მიერ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის განთავსებული იქნებოდა ჩრდილოეთ კავკასიაში და გაათავისუფლებდა იქაურობას ბოლ-

კავკასია და ოთხთა კავშირი 1918 წელს: გაერთიანების ელიტარული მცდელობები

71ისტორიის რეკონსტრუქციები • 2015

შევიკებისგან. თურქების ეს ჩრდილოვანი მთავრობა ცდილობს, მიიღოს გერმანული სამხედ-რო მასალები და ფულადი დახმარება იმისთვის, რომ ხელი შეუწყოს ჩრდილოეთ კავკასიაში თურქულ ექსპანსიას. სხვა დანარჩენი – სპექტაკლია“ (Volck 1938, 194-195).

ფოლკი ივიწყებს, რომ თავად გერმანული პოლიტიკა უბიძგებდა მთიელებს თურქუ-ლი დახმარების ძიებისაკენ და აცხადებს, რომ „ეს „ჩრდილოკავკასიური მთავრობა“, რო-მელსაც გროზნოს ნავთობმაგნატი ჩერმოევი მეთაურობს, 10 მილიონ მარკადაა თურქების მიერ მოსყიდული და გერმანელთა წინააღმდეგ არის მომართული“ (Volck 1938, 195).

მსგავს მტკიცებათა სისწორის ხარისხი კარგად მოწმდება კოცევის უკვე არაერთხელ ნახსენები წერილით, სადაც ვკითხულობთ, რომ თურქეთს უკვე 5 თვეა არანაირი დახ-მარება არ გამოუგზავნია მთიელებისათვის(Письмо Коцева дипломатической делегации Союза горских народов Кавказа 12. 9. 1918. РФ ИИАЭ ДНЦ РАН). კოცევის თქმით, ამის გამო ჩერმოევი და ჯაბაგიევი იძულებულნი გახდნენ, სესხისთვის აზერბაიჯანის მთავრობისთ-ვის მიემართათ (Письмо Коцева дипломатической делегации Союза горских народов Кавказа 12. 9. 1918. РФ ИИАЭ ДНЦ РАН). არაპირდაპირი გზით, თავად ფოლკსაც უწევს თავის ბრალდებათა უსაფუძვლობის აღიარება: მისი თქმით, ჩერმოევის მთავრობა გენერალ ფონ კრესსენშტაინს უმტკიცებდა, რომ „გერმანია არ აქტიურობდა ბათუმის კონფერენციაზე აპრილ-მაისში. შესაბამისად, ჩვენთვის უბრალოდ უცნობი იყო, წარმოადგენდა თუ არა ჩრდილოეთ კავკასია რაიმე ღირებულებას გერმანიისათვის.“ „ჩვენ დროს ვჭიმავდით“, – ასკვნის ფოლკი, – „თურქები კი – არა“ (Volck 1938, 210)

1918 წლის სექტემბრით დათარიღებული ოფიციალური დოკუმენტებით, მთიელთა კავშირის მთავრობა ითხოვდა ოსმალეთის დახმარებას, მაგრამ არანაირი სურვილი არ ჰქონდა ოსმალური ბატონობის ქვეშ მოქცეულიყო.5 ამას ადასტურებს ბამატიც, რომე-ლიც შემდგომში 1918 წლის თურქულ-ჩრდილოკავკასიურ ურთიერთობებზე საუბრისას ამტკიცებდა, რომ მიუხედავად გარკვეული დახმარებისა, რომელიც თურქეთის ხელისუფ-ლებამ აღმოუჩინა ჩრდილოეთ კავკასიის მთიელთა კავშირს, „თურქეთთან მეგობრული ურთიერთობები დასაწყისშივე განწირული იყო, რადგან მიზნები, რომლებსაც მისდევდ-ნენ თურქული და კავკასიური მხარე, განსხვავდებოდა. ჩრდილოეთ კავკასიის მთავრობას დამოუკიდებლობის დასაყრდენის მიღება სურდა და ლავირებდა თურქეთსა და გერმანიას შორის“. იგი უფრთხოდა კონსტანტინეპოლის მთავრობის დამპყრობლურ მადას, რომე-ლიც განსაკუთრებით ბაქოს აღების შემდგომ გაიზარდა (Archives du ministère des Affaires étrangères 1919).

გერმანია-თურქეთის 23 სექტემბრის ხელშეკრულება და სიტუაციის დროებითი სტაბილიზაცია კავკასიაში

მალე დაძაბულობა გერმანულ-თურქულ ურთიერთობებში შესუსტდა, რამაც თავის მხრივ შესაძლებელი გახადა ამ ორი სახელმწიფოს შეთანხმებული პოლიტიკის წარმართ-

5 Обращение правительства Союза горцев Северного Кавказа и Дагестана к горным чеченцам Аргунского округа. Тифлис, 12. 9. 1918. РФ ИИАЭ ДНЦ РАН. Ф. 2. Оп. 1. Д. 61. Л. 26; Официальное сообщение правительства Республики горских народов Кавказа о необоснованности слухов относительно желания правительства Оттоманской империи присоединить к ней территории горских народов Кавказа, опубликованное в № 25 газеты «Грузия» от 2 октября 1918 года. Тифлис, 30. 9. 1918.РФИИАЭДНЦРАН.Ф. 2. Оп. 1. Д. 61. Л. 14-14 об.

გიორგი მამულია

72

ვა ჩრდილოეთ კავკასიასთან დაკავშირებით. 23 სექტემბერს ბერლინში თალაათ-ფაშამ, ოსმალეთის იმპერიის დიდმა ვეზირმა (პრემიერ-მინისტრმა), გერმანული მხარის წარმო-მადგენლებთან ერთად ხელი მოაწერა საიდუმლო პროტოკოლს, რომელიც არეგულირებდა გერმანულ-თურქულ ურთიერთობებს კავკასიაში. თურქეთის ხელისუფლება თანხმდებოდა, გაეყვანა თავისი ჯარები აზერბაიჯანიდან და სომხეთიდან. კომპენსაციის სახით სტამბოლ-მა მიიღო უფლება, ხელი შეეწყო ჩრდილოეთ კავკასიის სახელმწიფოს შექმნისათვის. თურ-ქები ასევე იღებდნენ ნავთობის წილს მათგან განთავისუფლებული ბაქოდან. ამავე დროს, ომის დასასრულამდე გერმანიას ენიჭებოდა ბაქოს ნავთობის მრეწველობის, თბილისი-ბა-ქოს რკინიგზის და ბაქო-ბათუმის ნავთობსადენის მართვის უფლება (Baumgart 1970, 98-99).

მოცემული შეთანხმების ფარგლებში შესაძლებელი გახდა ქართულ-აზერბაიჯანული რკინიგზით დაღესტნისა და ჩეჩნეთის გასათავისუფლებლად შექმნილი თურქული სამ-ხედრო ნაწილების ჩრდილოეთ კავკასიაში გადასროლა. ჯერ კიდევ სექტემბრის პირველ ნახევარში, ჩერმოევმა თბილისის მთავრობას მიმართა თხოვნით, თურქული ნაწილე-ბის საქართველოს რკინიგზითა და სამხედრო გზით გატარებაზე (Обращение Чермоева к правительству Грузинской республики Сентябрь 1918 г. РФ ИИАЭ ДНЦ РАН). კოცევის ცნობით, იარაღი ამ ექსპედიციისათვის გერმანიამ გამოყო იმ შეთანხმების ფარგლებში, რომელიც კოცევის უკრაინაში ვიზიტისას შედგა. ხსენებული იარაღი, რომელიც საკმა-რისი იყო ერთი ბრიგადის დაკომპლექტებისათვის, უკრაინიდან ფოთში გამოიგზავნა (Kosok, 1956, 51). თავად დაღესტანში გასაგზავნი ჯარების შემადგენლობაში, რომელსაც ჩერქეზული წარმომავლობის თურქი გენერალი იუსუფ იზეთ-ფაშა ხელმძღვანელობდა, შედიოდა 1500 თურქი რეგულარული ჯარისკაცი, დაღესტნელების დიდი რაოდენობა ყო-ფილი „ველური დივიზიიდან“ და დაახლოებით 2000 ნახევრად გაწვრთნილი აზერბაიჯა-ნელი ქვეითი (Zürrer 1978, 51).

თურქულ-ჩრდილოკავკასიური სამხედრო ფორმირებების დაღესტანში სწრაფი გადას-როლის შედეგად 9 ოქტომბერს მათ მიერ დაკავებულ იქნა დერბენტი, 23 ოქტომბერს კი – თემირ-ხან-შურა: „ამ უკანასკნელის დაკავების შემდეგ, კავკასიის მთიელ ხალხთა რეს-პუბლიკის მთავრობა გადავიდა თავის მეორე დედაქალაქში – თემირ-ხან-შურაში – სა-დაც საზეიმოდ აღიმართა მთიელთა კავშირის ეროვნული დროშა“, – ატყობინებდა საქარ-თველოს ხელისუფლებას კოცევი (Письмо Коцева министру Чхенкели 16. 11. 1918. BDIC. Microfilms des archives du gouvernement géorgien). 7 ნოემბერს თურქ-მთიელთა დანაყოფებ-მა ბრძოლით აიღეს პეტროვსკი, საიდანაც განდევნეს ინგლისელებთან კავშირში მყოფი პოლკოვნიკ ლაზარ ბიჩერახოვის კაზაკებისგან და სომხებისგან შემდგარი რაზმი, რის შემდეგაც დაღესტნისა და ჩეჩნეთის მთელი ტერიტორია მთიელთა ხელისუფლების კონტ-როლქვეშ აღმოჩნდა (Jabagi 1991, 124-125).

ამგვარად, პირველი მსოფლიო ომის დასასრულს, მთიელთა ხელისუფლება მთლი-ანობაში აკონტროლებდა ჩრდილოეთ კავკასიის აღმოსავლეთს, დაღესტნის, ჩეჩნეთისა და ინგუშეთის ჩათვლით. ესმოდა რა კავკასიაში სოლიდარული ურთიერთობების განვი-თარების აუცილებლობა, მთიელთა კავშირის მთავრობა მზად იყო, შუამავლობა გაეწია თბილისსა და ერევნას შორის, დეკემბერში მომხდარი ქართულ-სომხური შეიარაღებული კონფლიქტის გამო (Письмо Коцева министру Чхенкели 26. 12. 1918. BDIC. Microfilms des ar-chives du gouvernement géorgien).იხსენებდა რა 10 წლის შემდეგ 1918 წლის დრამატულ მოვ-ლენებს კავკასიაში, ჰაიდარ ბამატი მართებულად აღნიშნავდა, რომ რეგიონის ხალხთა

კავკასია და ოთხთა კავშირი 1918 წელს: გაერთიანების ელიტარული მცდელობები

73ისტორიის რეკონსტრუქციები • 2015

გაერთიანების მცდელობები უშედეგოდ დასრულდა მთელი რიგი გარე და შიდა ფაქტორე-ბის გამო: „სამწუხაროდ, ამიერკავკასიის ხალხებს შორის ურთიერთობები უკიდურესად დაძაბული იყო. გერმანელები და თურქები, რომლებიც ცდილობდნენ დომინირება მოეპო-ვებინათ ამიერკავკასიაში, ცუდად ეგუებოდნენ ერთმანეთს. პირველნი ეყრდნობოდნენ ქართველებს, მეორენი კი აზერბაიჯანელებს, რაც ნაციონალისტური ვნებებისა და ურ-თიერთუნდობლობის ატმოსფეროს უწყობდა ხელს და არ აიოლებდა მუშაობას ხალხთა შორის დაახლოებისა და შეთანხმებისათვის” (Bammate, 1929, 40).

1918 წლის მაისში ამიერკავკასის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკის დაშ-ლამ ტრაგიკული შედეგები იქონია როგორც ჩრდილოეთ, ისე სამხრეთ კავკასიის ხალხე-ბისთვის. ამით დაირღვა ის ძირითადი ბაზა, რაც უნდა გამხდარიყო მტკიცე საფუძველი შემდგომი რეგიონალური ინტეგრაციისათვის. ინტეგრაციისთვის, რომელიც აუცილებელი იყო კავკასიელ ხალხთა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის შენარჩუნებისთვის. მით უმეტეს, რომ პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, მათ თავზე დამოკლეს მახვი-ლივით აღიმართა როგორც თეთრი, ისე წითელი რუსეთის საფრთხე.

თუმცა, როგორც ჩვენ მიერ შესწავლილი დოკუმენტები ადასტურებს, მოცემულ პე-რიოდში კავკასიელ ხალხთა პოლიტიკური ელიტის წარმომადგენლები მუდმივად გამო-დიოდნენ ერთიანი კონფედერაციული კავკასიის შექმნის ინიციატივით. როგორც ჩანს, ისინი უფრო მეტად მომზადებულნი და თანამიმდევრულნი აღმოჩნდნენ დამოუკიდებლო-ბის ეკლიან გზაზე, ვიდრე მათ მმართველობაში მყოფი ხალხები.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. Afanasyan Serge. 1981.L’Arménie, l’Azerbaïdjan et la Géorgie de l’indépendance à l’instauration du pouvoir soviétique 1917-1923, Paris.

2. Allen William Edward David, Muratoff Paul.1953.Caucasian Battlefields. A History of the Wars on the Turco-Caucasian Border 1828-1921, Cambridge.

3. Авалов Зураб.1924. Независимость Грузии в международной политике 1918-1921 гг., Париж.

4. Bammate Haidar.1929.Le Caucase et la révolution russe, Paris.

5. Baumgart Winfried.1966.Deutsche Ostpolitik 1918. Von Brest-Litowsk bis zum Ende des Er-sten Weltkrieges, Wien und München, R. Oldenburg Verlag.

6. ----------------------1970. Das „Kaspi-Unternehmen” – Größenwahn Ludendorffs oder Routin-eplanung des deutschen Generalstabs?Jahrbücher für Geschichte Osteuropas, Wiesbaden, Bd. 18, H. 1.

7. Bihl Wolfdieter. 1992. Die Kaukasus-Politik der Mittelmächte. Die Zeit der versuchten kauka-sischen Staatlichkeit (1917-1918), Wien, Köln, Weimar, Teil II.

გიორგი მამულია

74

8. Документы и материалы по внешней политике Закавказья и Грузии.1919.Тифлис.

9. Dunsterville L.G. 2007. The Adventures of Dunsterforce, Uckfield, EastSussex.

10. Fischer Fritz. 1961.GriffnachderWeltmacht. Die Kriegszielpolitik des kaiserlichen Deustchland 1914/18, Düsseldorf.

11. გაბაშვილი რევაზ. 1959. რაც მახსოვს, მიუნხენი.

12. Гасанлы Джамиль. 2011. Русская революция и Азербайджан. Трудный путь к независи-мости. 1917-1920, Москва.

13. Hovannisian Richard Gaspari. 1967. Armenia on the Road to Independence 1918, Berkeley and Los Angeles.

14. Jabagi (Cabagi)V.-G.1991. Revolution and Civil War in the North Caucasus – End of the 19th – Beginning of the 20th Century, Central Asian Survey, Vol. 10, n° 1-2.

15. Kazemzadeh Firuz.1951.The Struggle for Transcaucasia (1917-1921),NewYork.

16. Kosok P.1956. Revolution and Sovietization in the Northern Caucasus, Caucasian Review, Munich, N° 3.

17. Мустафа-заде Рахман. 2006.Две Республики: Азербайджано-российские отношения в 1918-1922 гг. Москва.

18. Mühlmann Carl. 1940. Das deutsch-türkischeWaffenbündnis in Weltkriege, Leipzig.

19. Османов А. И. 1994. Союз объединенных горцев Северного Кавказа и Дагестана (1917-1918 гг.), Горская республика (1918-1920 гг.). Документы и материалы, Махачкала.

20. Pomiankowski J. 1928.Der Zusammenbruch des Ottomanischen Reiches, Zürich, Leipzig, Wien.

21. SunyRonald Grigor. 1994. The Making of the Georgian Nation, Bloomington and Indianapo-lis.

22. Świetochowski Tadeusz. 1985. Russian Azerbaijan 1905-192, The shapingof national identity in a muslim community.Cambridge University Press.

23. Vašnadze D. (Fürst). Deutsche Blätter in der georgischen Geschichte. Erinnerungen des ehe-maligen Bevollmächtigten der georgischen Regierung bei der Kaiserlich Deustchen Delega-tion im Kaukasus 1918. Mitteilungen des Bundes der Asienkämpfer, Berlin, 15 September 1930.

24. Volck H. 1938. Öl und Mohammed. „Der Offizier Hindenburgs” im Kaukasus, Breslau,

25. Zürrer W.1978. Kaukasien 1918-1921. Der Kampf der Groβmächte um die Landbrücke zwischen Schwarzem und Kaspischem Meer, Düsseldorf.

კავკასია და ოთხთა კავშირი 1918 წელს: გაერთიანების ელიტარული მცდელობები

75ისტორიის რეკონსტრუქციები • 2015

საარქივო მონაცემები

1. Arrangement provisoire pour le règlement temporaire des rapports entre l’Allemagne et la Géorgie. Poti, 28. 5. 1918. Mémoire sur les rapports des Républiques Transcaucasienne et Géorgienne avec la Turquie et l’Allemagne à propos de l’effondrement du front russe. A titre de manuscrit, p. 21. (გ. მამულიას პირადი არქივი).

2. Bammatoff Haidar (chef de la délégation République Nord-caucasienne pour les négociations avec les quatre Puissances Alliées), Au président de la délégation de la République Transcau-casienne, ministre Tchenkelli. Batoum, 20. 5. 1918. ArchivesfamilialesdeM. Bammate.

3. Le Caucase et particulièrement le Caucase du Nord depuis la fin de l’ancien régime en Russie. Paris, mai 1919. Archives du ministère des Affaires étrangères (შემდგომ – AMAE),(Paris, France). Correspondance politique et commerciale (შემდგომ – CPC) 1918-1940. Série E (Levant). Caucase-Kurdistan, dossier n°4, Fol. 188-225

4. Декларация об объявлении независимости Союза горцев Северного Кавказа и Дагестана, May 11, 1918, ArchivesfamilialesdeN. Badoual-Keresselidzé.

5. Договор между правительством Грузинской республики и правительством Союза горцев Северного Кавказа и Дагестана о пропуске транзитных грузов через грузинскую территорию и закупке на Северном Кавказе кукурузы. [Тифлис], 11. 8. 1918. Biblio-thèque de documentation internationale contemporaine (Nanterre) (შემდგომ– BDIC). Mi-crofilms des archives du gouvernement géorgien, mfm 881, bobine 26.

6. Дополнительный договор к договору дружбы между императорским оттоманским правительством и правительством объединенных горцев Кавказа. Батуми, 8. 6. 1918.Le Centre d’études des mondes russe, caucasien et centre-européen (CERCEC). L’école des hautes études en sciences sociales (EHESS, Paris). Archives d’Ali Mardan-bey Toptchibachi, carton n° 3.

7. Général O. von Lossov (chef de la délégation allemande pour les négociations de paix avec le Caucase), A H. Bammatoff, délégué de la République fédérative du Caucase du Nord et du Daghestan. Batoum, 20. 5. 1918. Archives familiales de M. Bammate.

8. Обращение правительства Союза горцев Северного Кавказа и Дагестана к горным чеченцам Аргунского округа. Тифлис, 12. 9. 1918. РФ ИИАЭ ДНЦ РАН. Ф. 2. Оп. 1. Д. 61. Л. 26; Официальное сообщение правительства Республики горских народов Кавказа о необоснованности слухов относительно желания правительства Оттоманской империи присоединить к ней территории горских народов Кавказа, опубликованное в № 25 газеты «Грузия» от 2 октября 1918 года. Тифлис, 30. 9. 1918. РФ ИИАЭ ДНЦ РАН. Ф. 2. Оп. 1. Д. 61. Л. 14-14 об.

9. Обращение председателя правительства Союза горцев Северного Кавказа и Дагестана А. М. Чермоева к правительству Грузинской республики относительно транспортировки по грузинской железной дороге следующих на Северный Кавказ

გიორგი მამულია

76

турецких войск. Сентябрь 1918 г. РФ ИИАЭ ДНЦ РАН. Ф. 2. Оп. 1. Д. 61. Л. 31.

10. Письмо председателя делегации Союза горцев Северного Кавказа и Дагестана Г. Баммата председателю делегации Закавказской республики А. Чхенкели относительно допуска представителей Северного Кавказа к участию в работе Батумской конференции. Батуми, 8. 5. 1918. Archives familiales de N. Badoual-Keresselidzé (Aix-en-Provence, France).

11. Письмо председателя делегации Союза горцев Северного Кавказа и Дагестана Г. Баммата председателю делегации Закавказской республики А. Чхенкели относительно допуска представителей Северного Кавказа к участию в работе Батумской конференции. Батуми, 8. 5. 1918. Archives familiales de N. Badoual-Keresselidzé (Aix-en-Provence, France).

12. Письмо председателя германской делегации на Батумской мирной конференции генерала О. фон Лоссова председателю делегации Закавказской республики А. Чхенкели относительно участия представителей Северного Кавказа и Дагестана в упомянутой конференции. Батуми, 10. 5. 1918.

13. Письмо председателя горской делегации Г. Баммата председателю оттоманской делегации Халил-бею с просьбой информировать его относительно реализации обещаний, данных представителями Оттоманской империи представителям Союза горцев Северного Кавказа и Дагестана. Батуми, 19. 5. 1918. ArchivesfamilialesdeM. Bammate

14. Письмо министра иностранных дел Союза горцев Северного Кавказа и Дагестана Г. Баммата дипломатическому агенту Германской империи на Кавказе графу Ф. В. фон дер Шуленбургу относительно транспортировки по грузинской железной дороге следующих на Северный Кавказ турецких войск. Тифлис,14. 6. 1918. Рукописный фонд института истории, археологии и этнографии Дагестанского научного центра Российской академии наук (РФ ИИАЭ ДНЦ РАН). Ф. 2. Оп. 1. Д. 61. Л. 47.

15. Письмо дипломатического агента Германской империи на Кавказе графа Ф. В. фон дер Шуленбурга министру иностранных дел Союза горцев Северного Кавказа и Дагестана Г. Баммату относительно транспортировки по грузинской железной дороге следующих на Северный Кавказ турецких войск. Тифлис, 15. 6. 1918. РФИИАЭДНЦРАН. Ф. 2. Оп. 1. Д. 69. Л. 195.

16. Письмо вице-председателя правительства Союза горцев Северного Кавказа и Дагестана П. Коцева дипломатической делегации Союза горских народов Кавказа относительно своей поездки на Украину, Дон и Кубань, политики Германии и Турции в отношении Союза горцев, а также событиях на Северном Кавказе. Тифлис, 12. 9. 1918. РФ ИИАЭ ДНЦ РАН.Ф. 2. Оп. 1. Д. 58. Л. 81-87.

17. Письмо вице-председателя правительства Союза горцев Северного Кавказа и Дагестана П. Коцева министру иностранных дел Грузинской Республики А. Чхенкели

კავკასია და ოთხთა კავშირი 1918 წელს: გაერთიანების ელიტარული მცდელობები

77ისტორიის რეკონსტრუქციები • 2015

относительно восстановления власти горского правительства на территории Дагестана. Тифлис, 16. 11. 1918. BDIC. Microfilms des archives du gouvernement géorgien, mfm 881, bobine 79.

18. Письмо председателя Совета министров и. и. д. министра иностранных дел Союза горцев Северного Кавказа и Дагестана П. Коцева министру иностранных дел Грузинской республики А. Чхенкели относительно предложения своего посредничества в деле урегулирования армяно-грузинского конфликта. Темир-Хан-Шура, 26. 12. 1918. BDIC. Microfilms des archives du gouvernement géorgien, mfm 881, bobine 25.

19. Владикавказ, 28. 2. 1918. Archives familiales de M. Bammate (Paris, France).

20. Заявление Г. Баммата на Трапезундской мирной конференции от имени горской делегации по поводу необходимости воссоединения Закавказья с Союзом горцев Северного Кавказа и Дагестана. Трапезунд, 14. 4. 1918. Центральный государственный архив Северной Осетии (შემდგომ – ЦГА СО). Ф. 5 с/р-9. Д. 11. Л. 50.

21. Заявление Г. Баммата на Трапезундской мирной конференции от имени горской делегации по поводу необходимости воссоединения Закавказья с Союзом горцев Северного Кавказа и Дагестана. Трапезунд, 14. 4. 1918. ЦентральныйгосударственныйархивСевернойОсетии (далее – ЦГАСО). Ф. 5 с/р-9. Д. 11. Л. 50.

78

შესავალი

სულხან-საბა ორბელიანის „მოგზაურობა ევროპაში“, რომლის მხოლოდ მეორე, იტალიური ნაწი-ლია შემორჩენილი, დაიწერა XVIII საუკუნის პირველ მესამედში. თვით პარიზიდან რომში მოგზა-ურობას კი იმავე საუკუნის დასაწყისში ჰქონდა ადგილი.

ტექსტი მიეკუთვნება სამოგზაურო ჩანაწერების ან დღიურის ჟანრს, მაგრამ მისი უნიკალობა მდგომარეობს იმაში, რომ წარმოადგენს აღმოსავლელის თვალით დანახულ ევროპას. აქ ურ-თიერთქმედებაში მოდის ორი კულტურა, რომელთაგან ორივეს აქვს ერთმანეთის ტოლფარდი სამწერლო ტრადიცია, მაგრამ ერთი (ევროპული) მეორეზე განუზომლად მრავალფეროვანია რეალობის იმ ასპექტით, რომელსაც შეიძლება ვუწოდოთ ვიზუალური.

ორბელიანის თხზულება შედარებულია იმავე ჟანრის ტექსტებთან: 1) მარკო პოლოს „მილიონი“; 2) ლიუტპრანდ კრემონელის ანგარიში ბიზანტიაში ელჩობის შესახებ; 3) ჯოვანი პიანო დი კარპი-ნეს ჩანაწერები 1245 წლის მისიის შესახებ.

შედარებისას გამოკვეთილია შემდეგი პრობლემები: რეალობიდან აღსაწერი ფაქტების შერჩევის სტრატეგია; მთხრობელის პოზიციონირება ნარატივის ობიექტის მიმართ; არანარატიული (რიტო-რიკული) ელემენტების რაოდენობა და ფუნქცია.

სულხან-საბა ორბელიანი: ევროპა ქართველის მზერით

ნოდარ ლადარია

ძირითადი ნაწილი

სულხან-საბა ორბელიანის „მოგზაურობა ევროპაში“ დაიწერა XVIII საუკუნის პირველ მესამედში. ის წარმოადგენს ავტორის დღიურს, რომელიც აღწერს საფრანგეთში, იტალი-ასა და მალტაზე ყოფნის წლებს. ცნობილია, რომ საფრანგეთში ორბელიანი იმყოფებოდა ლუი XIV-ის კარზე, იტალიაში კი მისი დიპლომატიური მისიის მთავარი ობიექტი რომის კურია იყო. ჩვენამდე მოაღწია ტექსტის მხოლოდ მეორე ნაწილმა, რომელიც საფრანგეთის მხრიდან იტალიაში შესვლით იწყება.

„ევროპაში მოგზაურობა“ დღემდე ცნობილია ექვსი ხელნაწერით. თხზულება პირვე-ლად შემოკლებით დაიბეჭდა 1852 წელს ჟურნალ „ცისკარში“. ამის შემდეგ განხორციელდა მისი რამდენიმე კრიტიკული გამოცემა. ტექსტის გარშემო არსებული მეცნიერული გამოკ-ვლევები მცირერიცხოვანია და, ძირითადად, ფილოლოგიური და ზოგადად ისტორიული ხასიათისაა.

სულხან-საბა ორბელიანი: ევროპა ქართველის მზერით

79ისტორიის რეკონსტრუქციები • 2015

თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ „ევროპაში მოგზაურობის“ ღრმა და შინაარსობრი-ვი შესწავლა ჯერ არ დაწყებულა.

თუ ტექსტის კითხვისას შევეცდებით მის შედარებას იმავე ეპოქაში შექმნილ ევროპულ ტექსტებთან, აღმოვაჩენთ, რომ ქართველი დიპლომატის მზერა და კალამი, თუ შეიძლე-ბა ასე ითქვას, ევროპას წარსულიდან ხედავს და აღწერს. უკვე ბევრად ადრე დაწერილი „მოგზაურობა იტალიაში“, რომელიც მიშელ დე მონტენს (1533-1592) ეკუთვნის, აღარ გვთა-ვაზობს ნანახის ზედმეტად ემოციურ ან თუნდაც შეფასებით გადმოცემას. უფრო მეტიც, თხრობის მხოლოდ ერთი ასპექტიც რომ ავიღოთ – დროისა და ადგილის ზუსტი განსაზღვ-რა – აშკარა გახდება, რომ სულხან-საბა ორბელიანის საგზაო ჩანაწერები იმდროინდელი ევროპული ვითარების ფონზე არსებითი ანაქრონიზმია. ცხადია, ვგულისხმობთ იმას, რომ მიშელ დე მონტენი დაწვრილებით აღწერს მოგზაურობის მარშრუტს, გზად განლაგებულ დასახლებულ პუნქტებს და ა. შ., ორბელიანი კი საერთოდ არ ზრუნავს, თუნდაც მიახ-ლოებითად მაინც გაუადვილოს მკითხველს იმის გაგება, სად იმყოფება დროის მოცემულ მომენტში.

სხვა სიტყვებით, სულხან-საბა ორბელიანი იყენებს აღწერის იმ ფორმას, რომელიც ორგანულია ბევრად უფრო ადრინდელი, შუასაუკუნეობრივი ეპოქისათვის. აქ გასათვა-ლისწინებელია ორი მომენტი:

1) რა თქმა უნდა, ისტორიული პერიოდიზაცია თავისი არსით პირობითია და XVIII საუკუნის დასაწყისისთვის ევროპაშიც არ ყოფილა დაძლეული რეალობის ხედვა, რომელსაც დღეს შუა საუკუნეებს ვუკავშირებთ და არა ახალ დროს (ამ ხედვათა შორის არსებით განსხვავებაზე ქვემოთ გვექნება საუბარი);

2) თავისთავად ცხადია, რომ აღწერის ის არსებითი თვისებები, რომლებსაც ჩვენ „ანაქრონისტული“ ვუწოდეთ, არ წარმოადგენს მხატვრულ სტილიზაციას და სრუ-ლიად ორგანულია ავტორისათვის.

ქვემოთ ჩამოვთვლით სულხან-საბა ორბელიანის სამგზავრო ჩანაწერების რამდენიმე ყველაზე შესამჩნევ მახასიათებელს, რომელთა თანახმად, ეს ტექსტი შეიძლება, მიჩნეულ იქნეს შუა საუკუნეობრივი ხედვის ნიმუშად.

მართლაც, როგორც უკვე აღვნიშნეთ, ტექსტი გამოირჩევა გადმოცემის სიზუსტის საკ-მაოდ დაბალი ხარისხით, რაც მას აახლოებს XI-XIII საუკუნის ევროპულ ქრონიკებთან ან მისიონერული მოგზაურობის ანგარიშებთან. გადმოცემის სიზუსტის უგულებელყოფა რამ-დენიმე სხვადასხვა მიმართულებით არის შესამნჩნევი:

ტექსტში ძალიან მიახლოებითად არის წარმოდგენილი ტოპონიმები, რის შედეგად ხშირად ძნელია ამა თუ იმ ადგილის ზუსტი იდენტიფიკაცია. მაგალითად, საფრანგეთი იტალიაში შესვლის მომენტისთვის (ანუ ტექსტის შემორჩენილი ნაწილის დასაწყისში) მოხსენიებულია, როგორც „ფრანცა“, ანუ სიტყვის ჟღერადობაში გვესმის ფრანგული სიტყ-ვა France; უფრო მოგვიანებით, რომში ყოფნისას ავტორი საფრანგეთს მოიხსენიებს, რო-გორც „ფრანჩა“ – როგორც ვხედავთ, აქ უკვე იტალიური წარმოთქმის გავლენა იგრძნობა. რომ არა ევროპის შემდგომი ისტორია და მისი გავლენა მსოფლიო პროცესებზე, ორბე-ლიანის თანამედროვე მკვლევარს ისეთივე პრობლემები შეექმნებოდა, როგორც, მაგალი-თად, მარკო პოლოს და გიიომ დე რუბრუკის ტექსტებში მოხსენიებული ტოპონიმების თუ ეთნონიმების იდენტიფიკაციისას ექმნება დღეს.

ნოდარ ლადარია

80

იგივე შეიძლება ითქვას ტექსტში ნახსენები ისტორიული პირების შესახებაც. მაგა-ლითად, რომიდან საფრანგეთში მიმავალი დიდგვაროვანი ქალი ძალიან მიახლოებითად არის აღწერილი და მისი პიროვნების დადგენა ძნელდება: „აქ შემოგვეყარა ლუის მეფის ცოლი, ფრანციაული ქალი იყო. დაქვრივებულიყო, შვილი ჰრომს დაეგდო. წმინდა პაპას თავისის კატარღები გამოეგზავნა. ფრანციას მივიდოდა“. ასევე რომის კურიის თანამდებო-ბის პირთაგან ყველაზე ცხადად იდენტიფიცირებულია მხოლოდ კარდინალი საკრიპანტე (Sacripante), თანაც მხოლოდ იმიტომ, რომ მას განსაკუთრებული პოზიცია ეჭირა როგორც თვით კურიაში, ასევე ჩვენი ავტორის მიმართაც. დანარჩენების მიმართ ორბელიანი არა-ნაირ ინტერესს არ ამჟღავნებს. ამ თვალსაზრისით უნდა გავიხსენოთ ჯოვანი დელ პიანო დი კარპინეს ანგარიში მონღოლთა ურდოდან. აქ, მაგალითად, ვკითხულობთ: „ვნახეთ, რომ იმპერატორის კარზე არც რუსეთის დიდ მთავარს, არც ქართველთა მეფის ვაჟებს, არც მრავალ სულთანს არ მიუღია სათანადო პატივი მათ შორის,“1 – როგორც ვხედავთ, აღწერის ხერხი მსგავსია: იმპერატორად პიანო დი კარპინე მონღოლთა ყაენს იხსენიებს და მისთვისაც უფრო მნიშვნელოვანია ჩამოთვლილ პირთა წოდება, ვიდრე სახელი.

ამავე მიზეზების გამო ორბელიანის თხზულებაში თვით რომის პაპიც წარმოდგენი-ლია, როგორც რაღაც ზოგადი ფიგურა და არა კონკრეტული პიროვნება – ტექსტში მის სახელსაც მხოლოდ ერთხელ ვპოულობთ, ისიც რომაული ეპიზოდის თითქმის ბოლოში. საქმე ეხება კლიმენტ მეთერთმეტეს, ერისკაცობაში ჯან ფრანჩესკო ალბანის (პონტიფი-კატი 1700-1721) – მაგრამ ორბელიანი პაპის შესახებ მხოლოდ იმას მოგვითხრობს, რომ დიდგვაროვანია და მხოლოდ ერთი ძმისწული ქალი ჰყავს, რომელიც ბიძის მიზეზით ვერ ქორწინდება.

კიდევ უფრო ძნელია ტექსტში აღწერილი უამრავი არტეფაქტისა და არქიტექტურული ნაგებობის იდენტიფიცირება. ამის მიზეზი რამდენიმეა: ჯერ ერთი, ავტორი დიდ ყურადღე-ბას არ ანიჭებს არც სივრცეში ორიენტირებას და არც მონახულებული ადგილების (მაგა-ლითად, ეკლესიების) ზუსტ დასახელებას: საინტერესოა, რომ ეს მიახლოებითობა მჟღავნ-დება არა მარტო ერთი ქალაქის, არამედ მთელი მსოფლიოს ფარგლებშიც – ტექსტიდან ვერ გავიგებთ აღწერილი თუ ჩამოთვლილი ობიექტების სივრცულ განაწილებას, ხოლო მალტის ადგილმდებარეობის აღწერისას სავსებით დამაკმაყოფილებლად არის მიჩნეული სხვადასხვა ადგილამდე კუნძულის დაახლოებითი მანძილის დასახელება. მეორეც, ავტო-რისეული შთაბეჭდილებები არ არის სტრუქტურირებული რაიმე ესთეტიკური იერარქიის მიხედვით: ის ერთნაირი აღტაცებით გვიხატავს რომაული ბაზილიკის ინტერიერსა და რომელიმე კარდინალის კერძო კოლექციაში ნანახ ვეშაპის ნეკნებს. მკითხველის წინაშე წარდგება სრულიად გულუბრყვილო ადამიანი, ერთგვარი tabula rasa, რომელსაც მხოლოდ ბუნებრივი მგრძნობელობა აქვს, მაგრამ ნანახის შეფასებისას უკიდურესად პრიმიტიულ კრიტერიუმებს ემორჩილება: მაგალითად, ვიზუალური ხელოვნების ნიმუშებში რეალო-ბასთან ილუზორული მსგავსება იტაცებს, არქიტექტურაში შენობის სიდიდე, სვეტების რაოდენობა, გამოყენებული მასალის სიძვირე და ა. შ.

აღსანიშნავია ერთი არსებითი მომენტი: ასეთივე შეფასებებს ვხედავთ, მაგალითად, მარკო პოლოს წიგნში და შარდენის ჩანაწერებშიც, მაგრამ ამ შემთხვევებში მოტივაცია სხვანაირია: მარკო პოლო ვაჭრის თვალით აფასებს ნანახს და მისი აღწერის ლაკონიურო-

1 Unde vidimus in curia Imperatoris magnum Russiæ ducem, et filuim regis Georgianorum, ac Soldanos multos et magnos nullum honorem debitum recipere apud eos.

სულხან-საბა ორბელიანი: ევროპა ქართველის მზერით

81ისტორიის რეკონსტრუქციები • 2015

ბაში იგრძნობა პროფესიონალი. იგივე ითქმის შარდენზეც: როდესაც ფრანგი მოგზაური ქართველი მეფის კარზე გადახდილი ქორწილის აღწერისას გვამცნობს ვერცხლის შანდ-ლებისა და ჭურჭლის სავარაუდო წონას, მასში პროფესიონალი ოქრომჭედელი ლაპარა-კობს. რაც შეეხება სულხან-საბა ორბელიანს, აქ საქმე გვაქვს კონკრეტულ მკითხველზე ორიენტირებულ ავტორთან და სწორედ ეს გარემოება გვაფიქრებინებს, რომ განსახილ-ველი ტექსტი, მიუხედავად მრავალი მკვეთრად გამოხატული თვისებისა, მაინც არ არის სავსებით შუასაუკუნეობრივი და მასში ნათლად იკითხება ახალი დროისათვის დამახასი-ათებელი წერის სტრატეგია.

ეს სტრატეგია ძალიან ზუსტად და შინაარსიანად აქვს დახასიათებული იტალიელ მკვლევარს ჯანი ჩელატის სერვატესისადმი მიძღვნილ ესეში „ორმაგი პაროდიულობის თემა“.2 აქ ვკითხულობთ: „დონ კიხოტი ახორციელებს წერის მოდერნულ პრაქტიკას, რომე-ლიც გულისხმობს სამყაროს დისტანცირებულ აღწერას და ამგვარად მის ბიუროკრატიულ ადმინისტრირებას ან რომანიზებულ გამოგონებას (აქ მტკიცდება, როგორ ხშირად ემთხ-ვევა ეს ორი რამ ერთმანეთს)“. როგორც ვხედავთ, ხაზგასმულია ორი რამ: მწერლის დის-ტანცირება აღწერის ობიექტისაგან და პოლიტიკის გავლენა წერის სტრატეგიაზე.

ჯერ განვიხილოთ სამყაროს დისტანცირებული აღწერა. რა თქმა უნდა, წერის მოდერ-ნულ სტრატეგიაში არ იგულისხმება ის, რომ აღმწერი უბრალოდ უცხოა იმ კულტურული თუ სოციალური გარემოსაგან, რომელსაც აღწერს – ასეთი რამ შეიძლება თავისთავად განხორციელდეს ნებისმიერ ეპოქაში და ხორციელდებოდა კიდეც იმ ტექსტებში, რომლე-ბიც უკვე ვახსენეთ. რუბრუკი, პიანო დი კარპინე და მარკო პოლო, ასე ვთქვათ, დისტანცი-რებულნი არიან აღწერის ობიექტისაგან, ანუ, მარტივად რომ ვთქვათ, ეს ობიექტი უცხოა მათთვის. დისტანცირებულობა ამ შემთხვევაში არ ნიშნავს იმას, რომ აღმწერი პირველად ხვდება აღწერის ობიექტს, რომლის მსგავსი მის გამოცდილებაში მანამდე არ არსებობდა.

იმისათვის, რომ დისტანცირება გავიგოთ, როგორც წერის მოდერნული სტრატეგია, არ არის საკმარისი, რომ აღწერილი რეალობა ავტორისათვის გაუგებარი, მიუღებელი ან მტრული იყოს. მაგალითად, მეათე საუკუნეში მცხოვრები ლიუტპრანდ კრემონელი (922-972), რომელიც იმპერატორ ოტონ III-ის დავალებით იყო ჩასული კონსტანტინოპოლ-ში, უკიდურესად მტრულად არის განწყობილი ბიზანტიური რეალობის მიმართ, რომლის აღწერაც უწევს, მაგრამ ის მაინც არასოდეს გამოდის შუა საუკუნეებისათვის ჩვეული საზღვრებიდან.3 ამის მიზეზი კი ის არის, რომ აღწერისას ლიუტპრანდი მუდამ რჩება იმ-პერატორ ოტონის წარმომადგენლად – როგორც მისი პოლიტიკური ემისარი, ასევე, რო-გორც მწერალი. ვნახოთ რამდენიმე ადგილი ლიუტპრანდის ანგარიშიდან:

„ჩვენი უბედურება მძიმდებოდა იმითაც, რომ ბერძნული ღვინო ჩვენთვის გამოსაყე-ნებლად უვარგისი აღმოჩნდა, რადგან თაბაშირისა და ფიჭვის ფისის გემო დაჰკრავდა“.4

„ოქროთი და პატიოსანი თვლებით არ ყოფილა შემკული იქ არავინ, გარდა თვით ნი-კეფორესი, რომელიც მისი უფრო ახოვანი წინამორბედისათვის წართმეული საიმპერატო-რო სამოსით კიდევ უფრო მახინჯი ჩანდა. გეფიცებით თქვენს კეთილდღეობას, რომელიც

2 G. Celati, Il tema del doppio parodico, in Id., Finzioni occidentali, Torino 1975 (nuova ed. 1986), pp. 169-218.3 Liuntprandus Cremonensis, Relatione de Legatio Constantinopolitana, Migne, PL, 136, coll. 909-9384 Accessit ad calamitatem nostram, quod Graecorum vinum ob picis, taedae, gypsi commixtionem nobis impotabile fuit.

ნოდარ ლადარია

82

ჩემსაზე უფრო ძვირად მიღირს, რომ ერთი თქვენი კარისკაცის სამოსი, ას და მეტ ასეთ სამოსზე ფასეულია“.5

როგორც ვხედავთ, აქ ლიუტპრანდი თვითონ კი არ არის დისტანცირებული აღწერის ობიექტისაგან, არამედ პასიურად გამოხატავს ორ კულტურას შორის არსებულ განსხვავე-ბებსა და პოლიტიკურ კონფლიქტს. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მძაფრია სიტუაციურ კონტექსტში მისი პირადი ემოციური ჩართულობა, ავტორი მაინც ვერ ახერხებს საკუთარი თავის გამოყოფას და მისგან დამოუკიდებლად არსებული კონფლიქტის ენაზე „თარგმნის“ პირად წყენასაც კი.

იგივე ვითარება იქმნება ჯოვანი დელ პიანო დი კარპინეს შემთხვევაშიც. ეს ავტო-რი ბევრად უფრო მშვიდი და, ასე ვთქვათ, ემოციურად ნეიტრალურია, მაგრამ აქაც ვპო-ულობთ როგორც საკვების შეუთავსებლობას, ასევე ეთიკურ მიუღებლობას, მაგრამ არც ერთი და არც მეორე არ აღნიშნავს პირადად ავტორსა და აღსაწერ რეალობას შორის მან-ძილს, რადგან ეს არის დისტანცია ორ კულტურას შორის, რომელთაგან მხოლოდ ერთს ეკუთვნის ავტორი. მსგავსება ლიუტპრანდის ტექსტთან მეტად ნიშანდობლივია:

„მათ მიგვიწვიეს თავისთან და გაგვიმასპინძლდნენ მათი ლუდით, რადგან ჩვენ ფაშა-ტის რძეს არ ვსვამდით. ეს კი ჩვენდამი დიდი პატივისცემის ნიშნად ქმნეს“.6

თითქმის შეუძლებელია ასეთივე სწორხაზოვანი დასკვნების გამოტანა მარკო პო-ლოს შემთხვევაში. ამ ავტორის კულტურული იდენტობა ბევრად უფრო რთულია, მაგრამ უფრო მნიშვნელოვნად მიგვაჩნია სხვა მომენტი – წერის მოტივაცია. მარკო პოლოს ზეპი-რი მონათხრობი, რომელიც გენუაში პატიმრობისას რუსტიჩანო პიზელმა ჩაიწერა, მიზნად ისახავს მკითხველის გაკვირვებას, მის მთლიანად გადატანას უცხო სამყაროში, რის გამოც საერთოდ ქრება ავტორის „მშობლიური“ სამყარო, ქრისტიანული ვენეცია, რომელიც უნდა ყოფილიყო დისტანციის ერთ-ერთი ტერმინუსი.

ერთი შეხედვით, სულხან-საბა ორბელიანის ტექსტი მთლიანად თავსდება რეალობას-თან მიმართების შუასაუკუნეობრივ ტრადიციაში. მაგრამ ასეთი შთაბეჭდილება შეიძლება დაგვრჩეს მხოლოდ მაშინ, თუ შევეცდებით ტექსტის, როგორც ტურისტული გზამკვლევის გამოყენებას. როგორც უკვე აღვნიშნეთ, მაშინვე წარმოიშობა ადგილების იდენტიფიკა-ციის თითქმის გადაულახავი პრობლემები. მაგრამ არსებობს ტექსტის ერთი არსებითი თვისება, რომელზე დაკვირვება შესაძლებელია მხოლოდ მოდერნული პერიოდის ტექს-ტებში. ეს თვისებაა რეალობისაგან დისტანცირების კონკრეტული ფორმა, რომელსაც აშ-კარად და არაორაზროვნად ავლენს სულხან-საბა ორბელიანის თხზულება.

დისტანცირება, ამ სიტყვის მოდერნული მნიშვნელობით, წარმოადგენს რეფლექსირე-ბულ კონფლიქტს რეალობასთან. სულხან-საბა ორბელიანი არა მარტო აცნობიერებს კულ-ტურათა შორის დისტანციის არსებობას და მის სიდიდეს, არამედ აღიქვამს მას, როგორც დასაძლევ დაბრკოლებას. ამგვარი მიდგომა უცხოა შუა საუკუნეებისათვის, როცა საზღ-ვარი უძრავი და დაუძლეველია.

5 Nemo ibi auro, nemo gemmis ornatus erat, nisi ipse solus Nicephorus, quem imperialia ornamenta, ad majorum personas sumpta et composita, foediorem reddiderant. Per salutem vestram, quae mihi mea carior extat, una vestrorum pretiosa vestis procerum, centum horum et eo amplius pretiosior est!

6 Nos autem vocaverunt interius, et dederunt nobis cerevisiam: quia iumentinum lac non bibebamus. Et hoc quidem nobis pro magno fecerunt honore

სულხან-საბა ორბელიანი: ევროპა ქართველის მზერით

83ისტორიის რეკონსტრუქციები • 2015

აღნიშნული გარემოება ტექსტში ორგვარად არის გამოხატული. პირველი ხერხი უფრო მეტად არის ვარაუდზე დამყარებული: ორბელიანი ზოგჯერ ევროპის ბუნებას, განსაკუთ-რებით კი რელიეფს ადარებს საქართველოს. ლიგურიის ერთ-ერთი კონცხი მას მეტეხის კლდეს აგონებს, ლაციუმის დაბლობი – სამეგრელოს. უფრო იშვიათად ვრცელდება მსგავ-სი პარალელები არტეფაქტებზე, მაგრამ მაინც გვესმის, როგორ მოუთხრობს ორბელიანი კარდინალებს ვახტანგ მეექვსის პირად კოლექციაში დაცულ იშვიათ საგნებზე. არსად არ არის პარალელი, რომელიც ხაზს გაუსვამდა საქართველოს ჩამორჩენილობას ევროპასთან შედარებით. თუმცა ამ ჩამორჩენილობას ავტორი ირიბად მაინც აღიარებს და სწორედ ეს არის მეორე ხერხი: ორბელიანი დაუფარავი ემოციით ამბობს: „ჩემს უკან, ღმერთმა ქნას, ჩემს ქვეყანაში უკეთესობა შეიქნას“. სხვაგან მოცემულია პაპის სიტყვები: „მიბძანა: მიხა-რიან, რომში დიდი ხმა დაგვივარდაო, კარგა იქცევიო და ჭკვიანადო“. ასევე იეზუიტთა ეკლესიის ერთ-ერთი საკურთხევლის შესახებ – აქ საბა გვამცნობს, რომ ძველი საკურ-თხევლის დანგრევას აპირებდნენ, მის ადგილზე კი ახლის აშენებას. ამის შემდეგ ვკით-ხულობთ: „ჩვენის ქვეყნის კაცისთვის ის გაკეთებაც სანატრელი იყო, რომელსაც მოშლას უპირობდნენ“.

კიდევ მრავალგან ჩანს იმის რეფლექსია, რომ ორ კულტურას შორის საზღვარი არ არის თავისთავადი ღირებულება, რომელიც დაცვას საჭიროებს; რომ არსებობს ღირებუ-ლებათა ერთიანი სკალა, რომლის გასწვრივ შესაძლებელი და სასურველია მაღლა მოძრა-ობა.

ამგვარი განწყობის გამოხატვა ტექსტში სუბიექტური თვალსაზრისების შემოტანით ხდება. აი, ერთ-ერთი მათგანი: „კონსტანტინეპოლის სამი კუთხე შემოუარეთ. იქიდამ კარ-გა გავსინჯე. ხომალდიდამაცა. დიდი ქალაქია და მრავალი შენობა, მაგრამ საფრანგეთი-დამ მოსულს აღარას მოგვეწონა. ოღონ ადგილი მისთანა არსად არის, თვარა შენობა და სხვა რამე არად გვეჩვენა“. ეს „აღარ მოგვეწონა“ და „არად გვეჩვენა“ – აღარ არის შუა საუკუნეების დროინდელი შეფასება, რომელიც გულისხმობს საბოლოო განაჩენს: „ცუდია“, „მიუღებელია“, „უვარგისია“.

ავტორს განაჩენი კი არ გამოაქვს, არამედ სუბიექტურ არჩევანს აკეთებს ორ კულ-ტურას შორის. შეფასების ეს სუბიექტურობა, რომელიც თავისთავად უფრო ახლოს დგას მოდერნთან, ვიდრე შუა საუკუნეებთან, ირიბად მიუთითებს იმაზე, რომ ავტორის წარ-მოდგენაში არსებობს კულტურათა ერთგვარი უწყვეტი იერარქიული სისტემა, რომლის ფარგლებში რომი უფრო მაღლა დგას, ვიდრე კონსტანტინოპოლი და ამიტომაც სწორედ რომი უნდა იქნეს საქართველოსათვის მომავალი განვითარების ნიმუში.

სულხან-საბა ორბელიანის ტექსტში ცხადად შეგვიძლია დავაკვირდეთ, როგორ წარ-მოიშობა რეალობის შუასაუკუნეობრივი აღქმიდან სრულიად ახალი, აქტიური და ფართო ხედვა. მისი წარმოშობის კონკრეტული საფუძველი კი კულტურული შოკით გამოწვეული ემოციური მდგომარეობაა.

ნოდარ ლადარია

84

დასკვნა

მიუხედავად დასავლეთის აშკარა კულტურული უპირატესობისა, რომელსაც ავტო-რი არა მარტო ცხადად, არამედ მწვავედ და მტკივნეულად აცნობიერებს, იგი არასოდეს ამჟღავნებს პესიმიზმს, არამედ იმედს ამყარებს არჩევანის თავისუფლებაზე. გულუბრყ-ვილოდ დანახული განსხვავებები, მათი მიზეზების ღრმად წვდომის უუნარობა, რაც ცალსა-ხად შუასაუკუნეობრივი ადამიანის მენტალური ატრიბუტია, არ უშლის ხელს სულხან-საბა ორბელიანს, დაიჭიროს არა მარტო აღფრთოვანებული მაყურებლის, არამედ აქტიური პო-ლიტიკური ლიდერის პოზიცია. რა თქმა უნდა, ამ პოზიციის განხორციელება ვერ მოხერხდა, მაგრამ მისი რეფლექსირების დონე მიგვითითებს, რომ სულხან-საბა ორბელიანის აზროვნე-ბამ ერთი საწყისი ნაბიჯით მაინც შეძლო შუასაუკუნეობრივი საზღვრის გადალახვა.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. სულხან-საბა ორბელიანი, მოგზაურობა ევროპაში, „მემკვიდრეობა“, თბილისი, 2005.

2. მარკო პოლო, ქვეყნიერების მრავალფეროვნებისათვის, იტალიურიდან თარგმნა, შესავალი და კომენტარები დაურთო, ნოდარ ლადარიამ, GAMS-Print, თბილისი, 2010.

3. The Texts and Versions of John de Plano Carpini and William de Rubruiquis as Printed for dirst time by Hakluyt in 1598 together with some short pieces, Ed. by C. Raymond Beazley, London 1903.

4. Liuntprandus Cremonensis, Relatione de Legatio Constantinopolitana, Migne, PL, 136, coll. 909-938.

5. G. Celati, Il tema del doppio parodico, in Id., Finzioni occidentali, Torino 1975 (nuova ed. 1986).

85ისტორიის რეკონსტრუქციები • 2015

მარიამ მათიაშვილი

წინათქმა

დედაქალაქელთა დისკურსში ხშირად გვხვდება ნოსტალგია 50-80-იანი წლების თბილისზე. აღ-ნიშნული სტატია მიზნად ისახავს გავრცელებული კლიშეს – „თბილისი იყო ურთიერთობა“ – აკა-დემიურ ახსნას, მისი გაჩენის წინაპირობების, რეალობასთან კავშირისა და მწარმოებელი პრინ-ციპების ჩვენებას. მიზნის მისაღწევად, აღვწერეთ ის სოციო-კულტურული გარემო, რომელშიც მოხდა ამ ფორმულის გაჩენა და რომლის ავტორებიც აცხადებდნენ პრეტენზიას, ყოფილიყვნენ „ნამდვილი თბილისელები“. კვლევა მნიშვნელოვანწილად დაეფუძნა შედარებით მეთოდს: 50-80-იანი წლების თბილისი, ერთი მხრივ, შევადარეთ დასავლურ ურბანულ მოდელებს, მეორე მხრივ კი, რადგანაც ეს მოდელები თავისთავად გულისხმობენ ქალაქის განსაზღვრას სოფელთან მიმართებაში, რურალურ ყოფას.

კვლევის საფუძველზე ვამტკიცებთ, რომ საბჭოთა თბილისი არ წარმოადგენდა ქალაქს დასავლუ-რი გაგებით და თავისი სოციო-კულტურული სტრუქტურით მეტად ჰგავდა სოფელს; რომ კლიშეში – „თბილისი იყო ურთიერთობა“ – აირეკლებოდა ქალაქის ცენტრში მცხოვრები პრივილეგირე-ბული ფენის ცხოვრების წესი. ის გულისხმობდა ჩაკეტილობისაკენ მიდრეკილ წრეში ჩამოყალი-ბებულ, ლოიალობასა და პატივისცემაზე დამყარებულ კავშირს, რაც ნაკლებად ვრცელდებოდა ამ წრის გარეთ დარჩენილ ინდივიდებზე და, ამდენად, უნივერსალურ ურბანულ საზოგადოებაზე მეტად, სოფლის ერთობას განასახიერებდა.

მადლობას ვუხდი რჩევებისა და დახმარებისათვის კვლევით ჯგუფ „ისტორიის რეკონსტრუქცი-ების“ ხელმძღვანელს, პროფესორ დავით დარჩიაშვილს და ჯგუფის წევრებს – თამარ თოლორ-დავას და რევაზ ქოიავას.

შესავალი: საზოგადოება თუ ერთობა

ურბანისტები ქალაქს ძირითადად სოფელთან განსხვავების მიხედვით განსაზღვრავენ. როგორც ქალაქურობის ურბანისტული განსაზღვრებები, ისე კონკრეტული ქალაქმგეგმარებლების და მო-ქალაქეების მიერ აღქმული საბჭოთა თბილისის სოციალური სივრცე საშუალებას გვაძლევს ვი-ვარაუდოთ, რომ სოფელთან დაპირისპირების კონტექსტში საბჭოთა თბილისი ქალაქია. მაგრამ როდესაც მას დასავლურ ქალაქის სოციალურ ურთიერთობებს, ღირებულებებსა და ცხოვრების

„ თბილისი იყო ურთიერთობა“ (შტრიხები 50-80-იანი წლების თბილისის სოციო-ურბანული პორტრეტისათვის)

მარიამ მათიაშვილი

86

წესს ვადარებთ, თბილისში მკაფიოდ ჩანს რურალური ყოფისთვის დამახასიათებელი ნიშნებიც.

ქალაქზე მსჯელობისას მნიშვნელოვანია, მხედველობაში ვიქონიოთ შუა საუკუნეების ევროპაში გავრცელებული პრინციპი „ქალაქი ათავისუფლებს“. ამ პრინციპის წარმოშობას ჰქონდა ფეოდა-ლიზმის ეპოქის კონკრეტული სოციო-პოლიტიკური, ისტორიული პირობები, მაგრამ XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისში გაჩენილი ახალი სოციალური დისციპლინა, რომელიც ქა-ლაქის სოციოლოგიას იკვლევდა, ქალაქს, უპირველეს ყოვლისა, კვლავ თავისუფალი ინდივიდე-ბის კონცენტრაციის შესაძლებლობად განიხილავდა.

სოციოლოგი გეორგ ზიმელი მიიჩნევდა, რომ შუა საუკუნეებში და შემდგომაც, პატარა ქალაქი ან სოფელი ადამიანს, მის გადაადგილებას და გარესამყაროსთან ურთიერთობას, მის დამოუკიდებ-ლობას და სხვებისაგან დიფერენციაციას უწესებდა საზღვრებს. ზიმელის აზრით, ამ პირობებში თანამედროვე ადამიანი დაიღუპებოდა და დიდი ქალაქის მცხოვრები, რომელიც გადადის პატა-რაში, ახლაც გრძნობს შევიწროებას: რაც უფრო პატარაა წრე, რომელიც ინდივიდის გარემოს ქმნის, მით უფრო ვიწროა სხვებთან ურთიერთობის საზღვრები, მით უფრო უკვირდება ის თავის ქცევას, ცხოვრებას და ფიქრებს (Simmel 1969).

ქალაქური თავისუფლების პრინციპი აქტუალურია თბილისისა და ქართული სოფლების, ან პა-ტარა ქალაქების შედარების დროსაც. თბილისის მოქალაქეთა დაკვირვებით, ქალაქისაკენ მიგ-რაციის ინტენსივობა, რომელსაც XX საუკუნის 60-იანი წლებიდან ჰქონდა ადგილი, სხვა მრავალ მიზეზებთან ერთად, ინდივიდუალური თავისუფლების უფრო მაღალი დონის ძიებითაც იყო განპი-რობებული. გარდა იმისა, რომ თბილისი აღიქმებოდა შემოსავლის მიღების ადგილად, იგი პრო-ვინციის მაცხოვრებლებისთვის ქმნიდა წარმოდგენასაც სოციალური მობილობის პერსპექტივაზე, მეტ თავისუფლებაზე. „პროვინციის მაცხოვრებლებს უწევთ ტრადიციისა და პირობითობისთვის მეტი ანგარიშის გაწევა; ანგარიშვალდებულება ყველას წინაშე ყველა ნაბიჯისთვის; ძალიან მკაც-რად მოცემულ მორალში ცხოვრება. ეს არ არის ტრადიციული ქრისტიანული მორალი, არამედ „იქ“ არსებული მორალია. მე ანგარიშვალდებული ვარ იმაზე, თუ როგორ ჩავიცმევ, როგორ მო-ვიქცევი, ვის დაველაპარაკები, დღის რომელ მონაკვეთში გავალ გარეთ, ღამე გავათევ თუ არა სახლში. ჩემმა თემმა უნდა იცოდეს, მე როგორ ვცხოვრობ და ამაზე პასუხი ვაგო. ეს პროვინციებში ჯერ კიდევ შემორჩენილია“ (მაისაშვილი, 2015).

მაგრამ, სოციალური კონტროლის თვალსაზრისით, საბჭოთა თბილისი სოფელთან მსგავსებასაც ავლენდა. სოციოლოგი ემზარ ჯგერენაია მიიჩნევს, რომ 60-70-იანი წლების თბილისი დღეს ბევრ-თათვის ითვლება იდეალად. „დღეს ბევრი თბილისელი ამბობს, რომ მაშინ კარგი იყო, ყველანი ერთმანეთს ვიცნობდით. . . პრაქტიკულად ეს ადამიანები გვიყვებიან სოფელზე, სადაც ადამიანები ერთმანეთს იცნობენ და თბილისელებს ეს ენატრებათ. საბჭოთა თბილისი გახდა ქალაქი მას შემ-დეგ, რაც საბჭოთა კავშირი დაინგრა და აქ უამრავი უცხო ადამიანი შემოვიდა. თბილისში დღეს შესაძლებელია ანონიმურობა. თქვენ ისე შეგიძლიათ გაიაროთ ერთი დიდი ქუჩა, რომ ნაცნობი არ შეგხვდეთ. ანუ ჩვენ ახლა ვხდებით ქალაქი“ (ჯგერენაია, 2015).

ურბან-სოციოლოგი რობერტ პარკი თვლიდა, რომ ქალაქში, სადაც წეს-ჩვეულება შევიწროებუ-ლია საზოგადოებრივი აზრით და პოზიტიური კანონით, ადამიანი იძულებულია, იცხოვროს უფრო გონებით, ვიდრე ინსტინქტებითა და ტრადიციებზე დაყრდნობით. შედეგად ჩნდება ადამიანი – ინდივიდი, რომელიც აზროვნებს და მოქმედებს. გლეხი, რომელიც ჩადის ქალაქში საცხოვრებ-ლად და სამუშაოდ, აუცილებლად თავისუფლდება მისი წინაპრების წეს-ჩვეულებებისგან, მაგრამ,

„თბილისი იყო ურთიერთობა“ ...

87ისტორიის რეკონსტრუქციები • 2015

ამასთან, მას მხარს უკვე აღარ უჭერს გლეხური ერთობის კოლექტიური სიბრძნე. ის ახლა თავისი თავის ამარა დარჩა. გლეხის შემთხვევა ტიპურია. ყველა ქალაქელი, ამა თუ იმ ხარისხით, თავის თავის ამარადაა დარჩენილი (Park 1969).

ქალაქსა და სოფელს შორის განსხვავების დადგენისას მნიშვნელოვანია საზოგადოების და ერ-თობის განსხვავებები ფერდინანდ ტიონისის თეორიაში. მათზე მსჯელობისას ტიონისი აცხადებს, რომ ერთობა დამახასიათებელია სოფლის გარემოსთვის, ხოლო საზოგადოება ქალაქში იბადე-ბა. „ყველგან, სადაც ყვავის და ნაყოფიერია ქალაქური კულტურა, ჩნდება საზოგადოება, როგორც მისი განუყოფელი ნაწილი. სოფელში ეს მოვლენა ნაკლებადაა ცნობილი“ (Tonnies 2001,19). ეს განსხვავებები საზოგადოებასა და ერთობას შორის იმდენადაა მნიშვნელოვანი, რამდენადაც გვეხმარება საკუთრივ თბილისის, როგორც ქალაქის, განსაზღვრებაში. ტიონისის დეფინიციათა ექსტრაპოლირებით შეიძლება დავასკვნათ, რომ თბილისმა თანამედროვე გაგებით ქალაქად და, შესაბამისად, სრულყოფილ საზოგადოებად ჩამოყალიბება დაიწყო საქართველოს მიერ დამო-უკიდებლობის მოპოვების შემდეგ.1

ფერდინანდ ტიონისის განმარტებით საზოგადოება (Gesellschaft) – არის კონკურენტებისაგან შემდ-გარი სოციალური წარმონაქმნი და ამდენად ურთიერთობას ამყარებს კონვენციაზე, კონტრაქტზე. იმ დროს, როცა ერთობა (gemeinschaft), რადგანაც ის ოჯახური, ნათესაური, სამეზობლო კავში-რებით იქმნება, დამყარებულია ერთგულების, ნდობის და პატივისცემის პრინციპებზე. სწორედ ამ მიზეზით, სოფელში მაღალია სოციალური კონტროლის ხარისხიც.

საზოგადოებაში ფერდინანდ ტიონისი გულისხმობს ადამიანების წრეს, რომელიც, როგორც ერთობის შემთხვევაში, მშვიდობიანად თანაცხოვრობს და მეზობლობს, მაგრამ იმყოფება არა არსებით კავშირში, არამედ არსებით დისტანციაში ერთმანეთისგან. ამიტომ საზოგადოებაში არ არსებობს აუცილებელი, ერთობიდან მომდინარე საქმიანობა. „აქ ყველა ცდილობს მხოლოდ თავის თავისთვის, მომატებული დაძაბულობის მდგომარეობაში და სხვების წინააღმდეგ. საქმი-ანობის სფეროები და ძალაუფლება მკაცრად არის ერთმანეთისგან განცალკევებული, ყოველი ადამიანი უკრძალავს სხვას, მიუახლოვდეს მას, რადგან ეს აღიქმება მტრობის გამოხატულებად. ასეთი ნეგატიური პოზიცია წარმოადგენს ნორმას და საფუძველს ამ სუბიექტების ურთიერთობისა, რაც ახასიათებს საზოგადოებას. არავინ მოიმოქმედებს რაიმეს სხვისი გულისთვის. არავის მოუვა თავში აზრად, ვინმეს რაიმე აჩუქოს ან რაიმეს უფლება მისცეს, თუკი მისგან საპასუხოდ იმავეს არ ელოდება... ყოველი სიკეთე ერთმანეთისგან განცალკევებულია. არ არსებობს საერთო მონაპო-ვარი. მან შეიძლება იარსებოს, როგორც სუბიექტურმა ფიქციამ“ (Tonnies 2001, 52).

რაციონალური ურთიერთობის უპირატესობას ქალაქის გარემოში აღიარებს გეორგ ზიმელიც და ამ ურთიერთობების ჩამოყალიბების მიზეზად გაცვლითი პროცესის მრავალფეროვნებას და მის კონცენტრაციას ასახელებს. მისი აზრით, დიდ ქალაქში არსებული ცხოვრების პირობების მრა-ვალფეროვნება და სირთულე შეუძლებელი იქნებოდა შეთანხმების დადებისა და მისი შესრუ-ლების სიზუსტის გარეშე. ზიმელი თვლის, რომ რაციონალური ურთიერთობებისას ინტერესის სფეროს არ წარმოადგენს ინდივიდუალურის ცოდნა, რადგანაც ამან შესაძლოა, გამოიწვიოს კავ-შირი, რომელიც არ აიხსნება მხოლოდ ლოგიკით. მაგრამ ამავე დროს სწორედ ურთიერთობის რაციონალური ხასიათის გამო, ხდება ინდივიდუალიზმის განვითარებაც (Simmel 1969).

1 აქ ვსაუბრობთ მხოლოდ საბჭოთა თბილისზე და მას ვადარებთ არა საბჭოთამდელ, არამედ თანამედრო-ვე თბილისს.

მარიამ მათიაშვილი

88

ურბანისტი ლადო ვარდოსანიძე მიიჩნევს, რომ საბჭოთა თბილისის მოსახლეობამ მარგინალური საზოგადოება შექმნა, რადგან მიგრანტმა, რომელიც თბილისში ჩამოვიდა, „მიატოვა, დაივიწყა თავისი დადებითი თვისებები, თუნდაც, ურთიერთობა გარემოსთან, მაგრამ ჯერაც ვერ შეითვისა ურბანული ცხოვრების წესი.“ ვარდოსანიძე მარგინალურს უწოდებს საზოგადოებას, რომელსაც ახასიათებს დასავლურ ურბანისტიკაში გავრცელებული ტერმინი „ნიმბიზმი“ (Not in my backyard), ანუ პრინციპი – „მე ნუ შემეხება და კისერი უტეხია ყველას“ (ვარდოსანიძე, 2015).

საბჭოთა თბილისის მოსახლეობის, როგორც მარგინალური საზოგადოების განსაზღვრებას ერთგ-ვარად ასახავს ხათუნა მაისაშვილის მიერ გაკეთებული დაკვირვება, რომელიც ქუჩისთვის, როგორც საზოგადოებრივი სივრცისთვის დამატებითი ფუნქციების მინიჭებას გულისხმობს. რესპოდენტი ფიქ-რობს, რომ თბილისში ქუჩა წარმოადგენდა გამორჩენის, სოციალიზაციის, პირველადი განათლების მიღების, ოჯახის ღირებულებებთან კონფლიქტში მყოფი ღირებულებების პირველად შემოსვლის, საკუთარი თავის დამკვიდრების ადგილს. იქმნებოდა მოტივაცია და ამბიცია, რომ ქუჩას ეღიარები-ნე. ამ მხრივ თბილისური ქუჩა გავდა დასავლურ ქალაქებში მიგრანტების/უმცირესობების უბნებს, დატვირთვითაც და ურთიერთობებითაც. „თბილისში ცხოვრობდნენ ისე, როგორც მიგრანტები და-სავლურ ქალაქში და ნაწილობრივ, ეს ახლაც ასეა“ (ხათუნა მასიაშვილი, 2015).

ამ მოვლენის ახსნა შესაძლებელია მდგომარეობდეს იმ მოცემულობაში, რომლის მიხედვითაც 60-იანი წლებიდან დაიწყო საქართველოს სოფლის მოსახლეობის მასობრივი მიგრაცია თბი-ლისისკენ. ხათუნა მაისაშვილი გამოთქვამს მოსაზრებას, რომ თბილისში ჩამოსული სოფლის მაცხოვრებელი მაშინვე არ ხდება ქალაქის სრულუფლებიანი წევრი. იგი სრულყოფილად ვერ მონაწილეობს ქალაქის ცხოვრებაში და მაშინვე ვერ იაზრებს ქალაქური ცხოვრების წესს. გაქალა-ქელებას შესაძლებელია სჭირდებოდეს რამდენიმე თაობა (ხათუნა მაისაშვილი, 2015). ვფიქრობ, ეს დაკვირვება რეზონირებს ლადო ვარდოსანიძის ზემოთ ნახსენებ განმარტებასთან „მარგინალუ-რი საზოგადოების“ შესახებ.

თბილისის ქუჩის ცხოვრებას ქალაქმგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე აღწერს, როგორც ნახევრად საზოგადოებრივის გამოსვლას საზოგადოებრივში. „ნახევრად საზოგადოებრივი“ მისთვის ეზოს სივრცეა, რომელიც გამოსულია „საზოგადოებრივში“ – ქუჩაში (ბაქრაძე, 2015). ასეთი მდგომა-რეობა შესაძლებელია, კვლავაც იყოს დაკავშირებული მარგინალური საზოგადოების ცხოვრების წესთან, როდესაც ბოლომდე არაა გაცნობიერებული საზოგადოებრივის მნიშვნელობა.

რესპოდენტები ასევე თანხმდებიან, რომ თბილისის მოსახლეობას უჭირს კერძოსა და საზოგადოს ერთმანეთისგან გარჩევა. ლადო ვარდოსანიძე ფიქრობს, რომ სწორედ ეს არის ურბანულსა და რურალურს შორის ძირითადი განსხვავება და თბილისის მაცხოვრებელთა ძირითადი პრობლე-მა. ზურაბ ბაქრაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული მდგომარეობის მიზეზი, შეიძლება, საბჭოთა კავში-რის ნეგატიურ გავლენაში ვეძებოთ, როდესაც იძულებით თავსმოხვეულმა „საერთოს“ ცნებამ და კერძო საკუთრების უგულებელყოფამ მოქალაქეების ცნობიერებაში წაშალა კერძოსა და საერ-თოს დეფინიციები. ხათუნა მაისაშვილის აზრით, „საერთოს“ ცნების კულტივირებამ მოსახლეობაში პროტესტის გრძნობა გააჩინა. საზოგადოს განსაზღვრებას ზურაბ ბაქრაძე უწოდებს ქართულ მეტ-ყველებაში დამკვიდრებულ ცნებას „არავისია“: იგი ნიშნავს სივრცეს, რომელსაც მართავს სახელმ-წიფო. შესაბამისად ის არ ეკუთვნის მოქალაქეს (ბაქრაძე, 2015).

„თბილისი იყო ურთიერთობა“ ...

89ისტორიის რეკონსტრუქციები • 2015

„თბილისი იყო ურთიერთობა“

ქალაქურ გარემოში პიროვნების თავისუფლების, რაციონალობის, ანონიმურობის, კონვენციურობასა და კონკურენციაზე დამყარებული ურთიერთობის პრინციპს ეწინააღმ-დეგება 80-იანი წლების დასაწყისში შექმნილ ქართულ სიმღერაში გამოხატული ემოცია – „თბილისი იყო ურთიერთობა ღირსეულ ყრმათა“. ეს ემოცია, რომელიც თბილისური სა-ზოგადოების ნაწილისათვის პრინციპის სახეს იღებს, ერთგვარად რომანტიკული ხედვაა, რომელიც უპირისპირდება ზიმელის, ტიონისის თუ სხვა ურბანისტ-სოციოლოგთა შეხედუ-ლებებს ქალაქის არსზე. იგი ეჭვქვეშ აყენებს ქალაქისთვის მნიშვნელოვან ანონიმურობის პრიმატს. ემზარ ჯგერენაიასთვის, ქალაქის ყოფის ამგვარი მითოლოგიზირება განპირო-ბებულია სოფლური ცხოვრების წესისადმი ნოსტალგიით (ჯგერენაია, 2015).

თუკი გავითვალისწინებთ გრეგორ ზიმელის ჰიპოთეზას, რომ ქალაქში რაციონალუ-რი ურთიერთობების, პირადი თავისუფლების არსებობას განსაზღვრავს მისი მოსახლე-ობის რაოდენობის ზრდა, შეიძლება მნიშვნელოვნად მოგვეჩვენოს ჟურნალისტ ალექსან-დრე ელისაშვილის მსჯელობა, რომ ადრე თბლისი პატარა იყო და მოქალაქეებს შორის მჭიდრო კავშირსაც ეს განაპირობებდა (ელისაშვილი, 2015). მაგრამ ურთიერთობათა მითი ისეთ პერიოდს აღწერს, როდესაც თბლისი სწრაფად იზრდებოდა და მილიონიან ქალაქთა რიგებში დგებოდა. ქალაქმგეგმარებელი ზურაბ ბაქრაძე მიიჩნევს, რომ ეს უკვე ძალიან დიდი რაოდენობაა იმისთვის, რომ ქალაქმა შეიძინოს ურთიერთობის ანონიმურობის რა-ციონალიზმის, ჰეტეროგენულობის მახასიათებლები (ბაქრაძე, 2015).

ურბანსოციოლოგი ლუის უირტისთვის ქალაქის მოსახლეობის რაოდენობა ერთ-ერთი კრიტერიუმია, რომლითაც ის დიდი ქალაქის ნიშნებს აყალიბებს. უირტი მიიჩნევს, რომ, რაც უფრო დიდია დასახლება და მასზე სიმჭიდროვე, და რაც უფრო არაერთგვაროვანია საზოგადოება, მით მეტად ხდება მასში ურბანიზმის მახასიათებლების კონცენტრირება. ქალაქის მოსახლეობის დიდი რაოდენობა გულისხმობს ინდივიდუალური გამოვლინებების სიდიდეს და რაც უფრო დიდი რაოდენობა ინდივიდებისა ურთიერთქმედებს, მით მეტია მათ შორის დიფერენციაცია. ინდივიდუალური მახასიათებლები, საქმიანობა, კულტურუ-ლი ცხოვრება, ქალაქური ჯგუფების წევრთა იდეები უფრო პოლარიზებულია ქალაქის მოსახლეობას, ვიდრე სოფლის მოსახლეობას შორის (Wirth 1938, 191).

თუმცა მოსახლეობის რაოდენობა შეიძლება ერთ-ერთი და არა მთავარი ცვლადი იყოს თბილისის განსხვავებულობის, მისი დაუსრულებელი ურბანიზაციის ახსნისას, რადგან დასავლეთში უფრო მცირე ზომის ქალაქებიც იძლეოდნენ „საზოგადოების“ მაგალითებს, „ერთობების“ წილ, რაც თბილისში აგრერიგად გაჭირდა.

თუკი გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ 70-იანი წლების დასაწყისიდან თბილისი გახდა მილიონიანი, რაოდენობრივი კრიტერიუმი ვერ იქნება თბილისისთვის დამახასი-ათებელი რურალური ნიშან-თვისებების განმსაზღვრელი. უფრო მეტად საფიქრებელია, რომ ქალაქის მოსახლეობის სწრაფმა ზრდამ განაპირობა ქალაქის გარემოში სხვადასხვა სოციალური ჯგუფების შექმნა, რომლებმაც მოახდინეს სივრცული სეგრეგაცია, უბნების ორგანიზება და შექმნეს ამ უბნების სოციო-კულტურული მახასიათებლები. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სავარაუდოა, გვიანსაბჭოთა თბილისიც პატარა ქალაქების კონგლომერა-ტად ყალიბდებოდა და არა ერთიან ურბანულ სივრცედ.

მარიამ მათიაშვილი

90

მხედველობაშია მისაღები ისიც, რომ ამ უბნების ფორმირება არ მომხდარა საბაზ-რო პრინციპებით. ამ შემთხვევაში ქალაქის გენერალურმა გეგმამ განსაზღვრა ამა თუ იმ სოციალური ჯგუფის გადანაწილება გარკვეულ ადგილებში. მაგალითისათვის, 50-იან წლებში განაშენიანებული ვაკე, ინტელიგენციისა და პოლიტიკური ელიტის მაღალი კონ-ცენტრაციის გამო, მალევე იქცა თბილისის ელიტურ უბნად. თავისი განაშენიანების პრინ-ციპების, ქუჩების და ბინების მაღალი ხარისხით, სოციო-კულტურული მახასიათებლებით, ვაკე უპირისპირდებოდა 60-იან წლებში შექმნილ ნაკლებკომფორტულ მიკრორაიონებს.

თბილისის, როგორც ერთგვარი ჰიბრიდული ქალაქის, მცირე დასახლებათა თანა-ვარსკვლავედის გაგებისთვის, განსაკუთრებულ ყურადღებას მისი ცენტრი უნდა იმსახუ-რებდეს. მითი თბილისური ურთიერთობის განსაკუთრებულობის შესახებ შექმნა სწორედ თბილისის ცენტრალურ უბნებში მცხოვრებმა ელიტამ, რომელმაც საკუთარი განსაკუთ-რებულობის უკვდავყოფა სცადა პროექტით „პაემანი ვერაზე“. გიზო ნიშნიანიძის ლექსად გადმოცემული მოგონებების ეს კალეიდოსკოპი, რომელიც სპექტაკლად დაიდგა და გრამ-ფირფიტებითაც გავრცელდა, უპირველეს ყოვლისა, ვერელების ცხოვრების წესსა და ურ-თიერთობებს აკონსტრუირებდა და აიდეალებდა. ხათუნა მაისაშვილი ამ შემთხვევისათ-ვის როლან ბარტის განმარტებას იშველიებს და ამბობს, რომ „პაემანი ვერაზე“ მითია და არა ტყუილი – ეს არის გარკვეული ფენის თუ კლასის თვალით დანახული თბილისი.

ამავე დროს მნიშვნელოვანია ისიც, რომ თბილისელთა კონკრეტული ნაწილი საკუთარ თავს აიგივებს ქალაქთან, რითაც, ნებსით თუ უნებლიედ, მიჯნავს ამ ქალაქიდან ნაკლებპ-რესტიჟული უბნების მაცხოვრებლებს: პროექტში „პაემანი ვერაზე“, რომელიც „თბილისი იყო ურთიერთობის“ ემანაციად შეიძლება ჩაითვალოს, „ღირსეულ ყრმათა“ თვისებები და ცხოვრების წესი შერჩევით უკავშირდებოდა გარკვეული უბნების მაცხოვრებლებს. ამ პროექტში სახელოვნებო ინტელიგენცია საუბრობს ვერის, ვაკის, სოლოლაკის თუ პლე-ხანოვის მკვიდრთა რომანტიკასა და რაინდობაზე, მაგრამ დუმს ისანსა თუ ვარკეთილზე.

შეიძლებოდა გვეფიქრა, რომ პროექტის ავტორ/გულშემატკივრები ქალაქის ძველ ბირთვზე აკეთებდნენ აქცენტს, მაგრამ იგივე ვაკე – ვერის, სოლოლაკის, თუ თბილისის სხვა ძველი უბნებისგან განსხვავებით – 50-60-იანი წლების პირმშოა. გამოდის, საქმე სტა-ტუსშია, გეოგრაფიულ პრესტიჟულობაში, რომლის ფარგლებს კომუნისტური პერიოდის ზედაფენა განსაზღვრავდა. ვფიქრობ, ხელოვნებაში არეკლილი თბილისის სეგრეგირებუ-ლი რეალობა ეწინააღმდეგება დასავლური ქალაქის მოდელს. ზურაბ ბაქრაძე და ლადო ვარდოსანიძე მიიჩნევენ, რომ დასავლური ქალაქი თანასწორთა ურთიერთქმედების სივრ-ცეა და მისი დაყოფა არ უნდა განაპირობებდეს რომელიმე უბნის მაცხოვრებლის განსა-კუთრებულ უფლებას ქალაქელობაზე (ბაქრაძე, ვარდოსანიძე, 2015).

დასავლური ქალაქის რაციონალობა თუ მის მოსახლეთა გაუცხოვებანი ასევე არაა აც-რილი პირადი ლოიალობებისაგან. ოღონდ იქ მათ სხვა ხასიათი თუ მასშტაბი აქვს. ენტონი გიდენსი მიიჩნევს, რომ დიდი ქალაქი, როგორც „უცხოების სამყარო“, მაინც ამკვიდრებს და ხელს უწყობს პირად კავშირებს. „ქალაქურ რეალობაში ჩვენ უნდა განვასხვავოთ გაუცხო-ებული შეხვედრების საზოგადოებრივი სფერო და ოჯახის, მეგობრების, კოლეგების პირა-დი სამყარო“, ასკვნის გიდენსი (Гидденс 1999, 399). ამ წრეთა მიღმა ქალაქი თითქოს ცივია. რთულია, „შეხვდე ადამიანებს“, როდესაც პირველად ხვდები ქალაქში. მაგრამ ქალაქი იხს-ნება ინდივიდუალური რაციონალობით და „საკუთარი წრის“ შექმნის უკიდეგანო შესაძ-ლებლობებით. სოფელში კი, სადაც, გიდენსის თქმით, ნებისმიერი იხიბლება მკვიდრთა

„თბილისი იყო ურთიერთობა“ ...

91ისტორიის რეკონსტრუქციები • 2015

კონტაქტურობით, ეს უკანასკნელი თავაზიანობით აიხსნება და შეიძლება გავიდეს წლე-ბი, სანამ ჩამოსულს „მიიღებენ“ (Гидденс 1999, 399). სწორედ ეს „მიუღებლობა“ ახასიათებს თბილისის ცენტრს.

60-იანი წლებიდან დაწყებული მოსახლეობის მიგრაციამ თბილისში გამოიწვია უფრო ადრე დამკვიდრებულ მოქალაქეთა წუხილი იმის თაობაზე, რომ „თბილისი წალეკეს სოფ-ლელებმა“. დღემდე სოფლელობა თბილისის მოსახლეობის ხსენებულ ნაწილში პროტესტს იწვევს და მიუღებელია. გიდენსის მიერ აღწერილი რეალობა, რომ ახალმოსახლისადმი სოფელი დიდი ხნის განმავლობაში იჩენს უნდობლობას, ეხმიანება ტიონისის ერთობისა და საზოგადოების განსხვავებულობის პრობლემას. ამ თეორიებზე დაყრდნობით შეგვიძ-ლია ვთქვათ, რომ სოფლის თემი, რომლის მოსახლეობა ერთმანეთთან მხოლოდ მჭიდრო ნათესაურ-მეზობლური ურთიერთობით ხასიათდება, ვერ მიიღებს თავის პირად სივრცეში უცხოს. ამის საპირისპიროდ, ქალაქური საზოგადოება ერთგვარ „უცხოთა კავშირს“ წარ-მოადგენს. თბილისის ცენტრს კი, ვფიქრობ, სწორედ ქალაქურობის ეს თვისება აკლია და თავის სტრუქტურაში იგი ტიონისის ერთობისა თუ გიდენსის სოფლისაკენ იხრება.

მაინც რითი და რატომ ამაყობს, რატომ და როგორ ავრცელებს თავის „როლ მოდელს“ პრესტიჟული უბნების მკვიდრი თბილისელი? რაში იკვეთება მის მიერ გარეგნულად უარ-ყოფილი სოფლური თემის ნიშნები? ლადო ვარდოსანიძე ფიქრობს, რომ ურთიერთობის „თბილისური“ ფორმა დასავლური ურბანული ქცევის მოდელს არ წარმოადგენს, მაგრამ ქართველი კაცისთვისაა დამახასიათებელი და სწორედ ეს მოსწონთ თბილისის სტუმრებს. ვარდოსანიძისთვის, თბილისელობა სწორედაც რომ სოფლური ერთობიდან მომდინარე ფენომენია, რადგან, მისი აზრით, ძალიან მცირეა ოჯახთა რაოდენობა, რომლებიც რამდე-ნიმე თაობითაა თბილისელი. ამ ფენომენს უკავშირებს და ასეთად მიაჩნია საზოგადოებ-რივი სივრცის არაღიარება (ვარდოსანიძე, 2015). ეს ფაქტორი შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს იმ პრინციპის გასაგებადაც, რომლის მიხედვითაც ქალაქში არსებული ურთიერთო-ბები უნდა დაფუძნებოდა არა კონტრაქტს, არამედ ტრადიციას, ნდობას, პატივისცემას.

ბოლო დრომდე მაინც, თბილისელობის მითში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ეთი-კას, რომლის ახსნისას ისევ მაგიური სიტყვა „ურთიერთობა“ ტივტივდება და ზოგჯერ იგი ცნება „საქმის“ საპირწონეა: „ყოველთვის ჩემს უცხოელ სტუმრებს ვეუბნები, რომ თბილი-სი არის ურთიერთობა და არა საქმე-მეთქი. საქმე და ურთიერთობა რომ დავდოთ ერთ სასწორზე, რომელი გადასწონის მოიფიქრეთ თქვენ,“ – მსჯელობს ვარდოსანიძე ამ მო-უხელთებელ ფენომენზე (ვარდოსანიძე, 2015).

აკა მორჩილაძე თავის წიგნში „ჩრდილი გზაზე“ აყალიბებს ამ ეთიკურ ნორმებთან და-კავშირებული გვიანსაბჭოელი ქალაქელის ტიპს. „ძველთაგანვე, იმ ძველ პოემათა მიდევ-ნებით ვიცით, რომ არსებობენ რაინდები. კიდევ მეტი, არსებობს ქცევა რაინდისა და იმისი ათასი სხვა რამე. ეგებ ეს სახელი ნამეტანიც კი იყოს, მაგრამ ჩვენში კი ასე გამოვიდა, რომ მთელმა ამ მოზრდილმა და ჭრელმა ისტორიამ შექმნა ურბანული რაინდის ტიპი, რომე-ლიც სახელიანი იყო თუ უსახელო, ბოჰემური, თუ არაბოჰემური, პარტიული თუ უპარ-ტიო, თანამდებობიანი თუ უთანამდებობო, თბილისელი, თუ არათბილისელი, მისდევდა ურბანული რაინდის ცხოვრების მდინარეს, რომლის კალაპოტიც წარმოიქმნა სწორედ იმ კარგა ხანს მიმდინარე ამბავთა წყალობით, რომლებიც ამდენ ხანს გაგრძელდა. ურბანულ რაინდს ჰქონდა უნცია პარტიიდან, უნცია ინტელიგენტთაგან, უნცია ქურდთაგან, უნცია ქალაქელთაგან, თვით ძელეცების წრიდანაც და ყოველ ამ უნციას მაშინ ამოაძვრენდა,

მარიამ მათიაშვილი

92

როცა დასჭირდებოდა. ეს იყო უნივერსალური ტიპი. ურბანული რაინდი თავიდან ბოლომ-დე არ იმეორებდა არცერთ გამოცდილებას, თუმცა ყველა მათგანი სჭირდებოდა. ეს გა-საკვირი არაა. მასში ერთიანდებოდა ყველაფერი, რაც გამოდნა რამდენიმე სოციალური ტიპიდან. ურბანული ამ რაინდს ალბათ იმიტომ ჰქვია, რომ სოფლად მისი საჭიროება არ არის და არც მოთხოვნა ყოფილა ოდესმე და არცა იმგვარი კატაკლიზმები, რაიც ქალაქს შეეყარა. ხოლო რაინდი კი ის იმიტომ არის, რომ შეუძლებელია რაინდი არ იყოს, რადგან მოსწონს ასეთად ყოფნა და ვერც კი წარმოუდგენია, თუ რაინდი არ არის“ (მორჩილაძე, 2014, 209).

საყურადღებოა, რომ აკა მორჩილაძეც თბილისელს სოფლელთან აპირისპირებს. მაგ-რამ თუ ტიონისის, გიდენსის და სხვათა სოციოლოგიას დავეყრდნობით, ეს უფრო ორი სოფელის დიქოტომიაა, ან სოფელთა შორის უპირველესის პრეტენზია, ვიდრე ქალაქისა და სოფლის სხვაობა. იქნებ ავტორს ვაკელობა უშლიდა ხელს, რომ „ურბანულ რაინდში“ რურალური არქეტიპი დაენახა?

„ურბანული რაინდის“ ტიპზე საუბრობს თბილისელი პოეტი, კოტე ყუბანეიშვლიც, როდესაც თავისი თაობის 60-იანელ „ნაღდ თბილისელებზე“ ლაპარაკობს. ასეთი „ნაღდი თბილისელები“ სარგებლობდნენ გარკვეული პრივილეგიებით საზოგადოებაში და, რო-გორც წესი, წარმოადგენდნენ თბილისის ცენტრალური უბნების კოლორიტებს. მათთვის ინტელიგენციის ოჯახების კარიც ღია იყო და საბჭოთა ნომენკლატურისაც. მათ საქმოს-ნებისგანაც ჰქონდათ მინიჭებული „ჩრდილოვანად“ დაგროვებული მატერიალური კაპი-ტალით სარგებლობის უფლება. ეს ქალაქური ტიპები, როგორც ყუბანეიშვილი უწოდებს, იყვნენ „ატკაზჩიკები“, ადამიანები, რომლებიც არ მუშაობდნენ და არ იყვნენ პარტიულები. ყუბანეიშვილის ინტერვიუდან ჩანს, რომ ასეთი „ურბანული რაინდები“ წარმოადგენდნენ აღნიშნულ უბნებში დასახლებული, მართალია სეგრეგირებული, მაგრამ მაინც ერთიანი ელიტარული ფენის შვილებს. შესაძლოა, მათში შესულიყვნენ დაბალი ფენების წარმომად-გენლებიც, ერთგვარი ადგილობრივი კონტრელიტა. გამაერთიანებელი, ამ შემთხვევაში, ისევ იყო ერთი უბნის სივრცე და ამ წრეში მოხვედრა, ძირითადად, უბანში მდგომარე-ობის, როგორც საბჭოთა თბილისში უწოდებდნენ, „პალაჟენიის“ მოპოვებით იყო შესაძლე-ბელი (ყუბანეიშვილი, 2015).

კომუნალური ბინები, „ხრუშჩოვკები“ და ვაკე

თბილისის მაცხოვრებელთათვის დამახასიათებელია ურთიერთობების ის ფორმა, რა-ზეც ზევით ვისაუბრეთ, შესაძლოა, განპირობებული იყოს საცხოვრისის ერთი თავისებუ-რებით, რაც ქალაქის განაშენიანებას ახასიათებდა. ეს იყო კომუნალური ბინათსარგებლო-ბა – მოფერებით „კომუნალკას“ უწოდებდნენ.

1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ხელისუფლებამ პროლეტარიატისთვის საბი-ნაო პრობლემის გადასაწყვეტად სოლოლაკის კერძო სახლები იქ მცხოვრებ ბურჟუაზიას ჩამოართვა და თბილისის მუშური უბნებიდან ხალხი გადმოასახლა. „გაირკვა, რომ ადა-მიანს პირადი ცოტაღა რჩებოდა. საერთო კარი, საერთო დერეფანი, საერთო ტუალეტი, საერთო სამზარეულოს სახლმმართველი, მთელი ამბავი. ეს ყოველი ნიშნავს, რომ ბავშ-ვობიდანვე რაღაც ისეთი ცხოვრების მონაწილე ხარ, რომელიც ეგებ სულ არ გაინტერე-

„თბილისი იყო ურთიერთობა“ ...

93ისტორიის რეკონსტრუქციები • 2015

სებს... ასეთ ეზოებს, სადაც ოდინდელი ერთი პატრონის სახლში ახლა სხვადასხვა ოჯახი ცხოვრობდა, მოგვიანებით „იტალიანსკი დვორიკები“ დაერქვა, რასაც არც არქიტექტუ-რასთან და არც სხვა რამ ასეთთან კავშირი არა აქვს, არამედ იტალიური ნეორეალიზმის ფილმებთან, სადაც ასევე ნაჩვენები იყო სამეზობლოთა ერთობის ხმაურიანი სურათები. ეს ეზოები თბილისელთა ერთ-ერთი ყველაზე ფერადოვანი მოგონებაა, მულტიკულტუ-რულობა, მულტისოციალურობა, ურთიერთგატანის ამბავი ამ გაჭირვებულ დროში და რა აღარ. ყველა ყველას ენაზე ლაპარაკობდა, ყველას ერთმანეთისა ესმოდა“ (მორჩილაძე, 2014, 105).

ასეთ ეზოებში ყველამ იცის, ვინ რას აკეთებს, ვინ რითი ცხოვრობს. მართალია, რო-გორც მწერალი აკა მორჩილაძე წერს, თბილისის კომუნალურმა ბინებმა მულტიკულტუ-რალიზმის განვითარებას შეუწყო ხელი, რაც ასევეა დამახასიათებელი დასავლური ქალა-ქისთვის, მაგრამ ამავე დროს გაზარდა სოციალური კონტროლის ხარისხი. არა მხოლოდ ბინის სივრცითი განაწილების გამო, არამედ ხელისუფლების მიერ დანერგილი პრინციპი-თაც, რომ მეზობლის დასმენის შემთხვევაში, დამსმენს მისი ოთახის შემოერთების საშუ-ალება ეძლეოდა, სრულიად დაირღვა მოქალაქეების პირადი სივრცე. ეს მოვლენა კიდევ ერთი ფაქტორია, რის გამოც თბილისის მოქალაქეებს შორის ურთიერთობებმა საზოგა-დოებრივის მაგიერ ერთობისთვის დამახასიათებელი ნიშნები შეიძინა.

თუმცა 1950-იანი წლებიდან, საბჭოთა კავშირის ცეკას პირველ მდივნად ნიკიტა ხრუშ-ჩოვის არჩევის შემდეგ, გატარდა ძალიან მნიშვნელოვანი საბინაო რეფორმა, რომელმაც საბჭოთა მოსახლეობას პირადი სივრცის მიღების შესაძლებლობა მისცა. „თბილისის ბინე-ბი გადაჭედილი იყო. ხრუშჩოვმა შეცვალა ეს. ახლა ხარისხი როგორია, ესთეტიკა როგო-რია, როგორი შიდაგეგმარებაა, ჭერის სიმაღლე რა არის, ეგ ცალკე თემაა, მაგრამ მოხდა რევოლუციური რამ. საცხოვრისმა იცვალა თავისი ძირითადი დანიშნულება. ამ გადატ-ვირთულ კომუნალურ ბინებში წყდებოდა ადამიანის ბიოლოგიური მოთხოვნილებები: არ გაყინულიყო. კომუნალური ბინა თავშესაფარი იყო პრაქტიკულად. ხრუშჩოვმა ბიოლო-გიზმი დემოგრაფიულ სტრუქტურას დაუმორჩილა. გაჩნდა ფორმულა: ერთი ოჯახი – ცალ-კე ბინა. ეს იყო უდიდესი გარღვევა, რომელმაც ხელი შეუწყო თავისუფალი აზროვნების განვითარებას. კომუნალურ ბინაში ბევრს ვერ იტყოდი: კონტროლი იყო, დასმენები იყო“ (ვარდოსანიძე, 2015). „ხრუშჩოვკები“ არა მხოლოდ თბილისის ძველ უბნებში კომპაქტუ-რად დასახლებულმა მოსახლეობამ, არამედ სოფლიდან ჩამოსულმა მიგრანტებმაც დაიკა-ვეს. 60-იანი წლებიდან საბჭოთა ხელისუფლებამ მიზნად დაისახა, რომ თბილისი მილიონი-ანი ქალაქი გამხდარიყო. გლეხებს მისცეს ქალაქში სამუშაოდ გადასვლის, განათლების მიღების უფლება. ოფიციალური საბჭოთა სტატისტიკის მიხედვით 1959 წელს თბილისის მოსახლეობა 694,7 მოსახლეს შეადგენდა (სტურუა, ნათმელაძე, 1980, 477). 1972 წელს კი მისი მოსახლეობა მილიონამდე გაიზარდა. დაიგეგმა თბილისში ახალი, დასავლური ქა-ლაქებისთვის უცხო მიკრორაიონების მშენებლობა და სწორედ ამ მიკრორაიონებში – სა-ბურთალოზე, დიღომში, გლდანში, თემქასა და ვარკეთილში – აშენდა ე.წ. „ხრუშჩოვკები“ – ერთ – ან ოროთახიანი დაბალჭერიანი ბინები.

მაგრამ მიკრორაიონებამდე დაიწყო ვაკის განაშენიანება, რომელიც იყო პირველი საბ-ჭოთა უბანი კეთილმოწყობილი პრივატული ბინებით. როგორც ზურაბ ბაქრაძე ამბობს, არც ვაკეში და არც ვერაზე „ხრუშჩოვკები“ არ არსებობს. საქმე ისაა, რომ ვაკე ხრუშჩოვს მშენებარე დახვდა. 1960-იანი წლებისთვის, როდესაც თბილისში მიკრორაიონების მშენებ-

მარიამ მათიაშვილი

94

ლობა დაიწყო, ვაკეში უკვე იყო სტალინის დროინდელი არქიტექტურული პრინციპების მიხედვით აშენებული სახლები, მაღალჭერიანი და ფართო ბინებით, რომელსაც ხრუშჩო-ვის დროს ზედმეტად პომპეზურად თვლიდნენ (ბაქრაძე, 2015). თუმცა ბინათმშენებლობა ვაკეშიც გაგრძელდა – ოღონდ არა „ხრუშჩოვკების“ სახით. მიზეზი სოციალური იყო, ანუ – „კლასობრივი“: სოციალისტური თანასწორობის საფარქვეშ, ვაკელებსა და თემქელებს სრულიად განსხვავებული საცხოვრისი უნდა ჰქონოდათ.

სოციოლოგი ენტონი გიდენსი ერთმანეთისგან განასხვავებებს დასავლეთ და აღმო-სავლეთ ევროპის ქალაქებს. აღმოსავლეთ ევროპის ქალაქებში, სადაც ქალაქური დაგეგ-მარება უფრო ძლიერად იყო განვითარებული, ქალაქის დიზაინი წარმოადგენდა ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გეგმის ნაწილს. იმ დროს, როცა დასავლეთ ევროპის ქალაქე-ბის ურბანული სახე კერძო მესაკუთრეების გავლენით ფორმირდებოდა.

ურბანისტ აივენ ჟელენზე დაყრდნობით, გიდენსი წერს, რომ აღმოსავლეთ ევროპის სოციალისტურ ქვეყნებსა და საბჭოთა კავშირში მაღალი სტატუსის მქონე ადამიანები, მაგალითად სახელისუფლებო ჩინოვნიკები და მაღალი კლასის სპეციალისტები, ცხოვ-რობდნენ კვარტლებში, რომლებიც ეკუთვნოდა ხელისუფლებას. მათი სახლები ძლიერ გამოირჩეოდა მოსახლეობის უმეტესობის სახლებისგან. მიწის დიდი ნაწილი ცენტრალურ რაიონებში ეკუთვნოდა ხელისუფლების წარმომადგენლებს, ის ხშირად გაშენებული იყო ყველაზე თანამედროვე და კომფორტული სახლებით, იმ დროს, როცა ყველაზე უარესი რაიონები მდებარეობდა ქალაქის ბოლოსკენ. აღმოსავლეთ ევროპის ქალაქური რაიონები უფრო ერთგვარი იყო არქიტექტურისა და ბინათმფლობელობის თვალსაზრისით, ვიდრე დასავლეთ ევროპაში (Гидденс 1999).

XX საუკუნის დასაწყისში ვაკე მოსახლეობის მცირე რაოდენობით დასახლებულ გა-რეუბანს წარმოადგენდა. 1918 წელს აქ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გაიხსნა. საბჭოთა მმართველობის წლებში გაჩნდა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი, ფიზკულტუ-რის და პედაგოგიური ინსტიტუტები. 40-იან წლებში დაიწყო ვაკის პარკის მშენებლობა. ამ მიზეზით საბჭოთა არქიტექტორები ვაკეს უწოდებდნენ საგანმანათლებლო ცენტრს (Квирквелия 1982, 124). სავარაუდოდ, პირველად ვაკეში სწორედ სამეცნიერო ინტელიგენ-ცია დასახლდა იმ პრინციპით, რომ საბჭოთა მოქალაქეებს ბინებს სამუშაო ადგილის მახ-ლობლად უნაწილებდნენ.

ვაკე თავისი კარგი კლიმატით, განაშენიანებისთვის ხელსაყრელი პირობებით და იმ ფაქტორით, რომ ეს ერთადერთი ტერიტორია იყო, რომელიც არ წარმოადგენდა სამრეწ-ველო ზონას, ქმნიდა ყველაზე ხელსაყრელ პირობებს, რათა შექმნილიყო ახალი უბანი ქალაქის ცენტრთან ახლოს. ვაკე აშენდა 1934 წლის გენერალური გეგმის და მისი მოდი-ფიცირებული ვარიანტის, 1955 წელს გამოცემული მეორე გენგეგმის მიხედვით. შეიქმნა კვარტლური განაშენიანება, რაც გულისხმობდა ოთხი ქუჩით შემოსაზღვრულ სივრცეს, რომელსაც შიგნით აქვს დიდი გამწვანებული ეზო. ეს იყო საკმაოდ ჯანმრთელი, სიმჭიდ-როვის თვალსაზრისით გაწონასწორებული განაშენიანება. ქუჩების კარგი ქსელი შეესა-ბამებოდა იმდროინდელ საავტომობილო მოძრაობას. შენდებოდა ე.წ. საუწყებო სახლები: იყო ბოტანიკური ბაღის სახლი, თეატრის და კინოს მოღვაწეების სახლი, დიდ მშენებლო-ბებზე დასაქმებული ტექნიკური ინტელიგენციის კორპუსები, უშიშროების კორპუსი ვაკის პარკთან, ცენტრალური კომიტეტის და მინისტრთა საბჭოს კორპუსები, უნივერსიტეტისა და ინსტიტუტის ბინები და ა.შ.

„თბილისი იყო ურთიერთობა“ ...

95ისტორიის რეკონსტრუქციები • 2015

ლადო ვარდოსანიძე მიიჩნევს, რომ საბჭოთა პერიოდის ახალი კლასობრივი სეგრე-გაცია საუკეთესოდ აისახა ვაკის განაშენიანებაში (ვარდოსანიძე, 2015). ისტორიკოსი პა-ატა ჩიქოვანი მიგვითითებს ჭავჭავაძის გამზირის ერთ-ერთ კვარტალში ერთმანეთის სა-პირისპიროდ მდგომ მრავალსართულიან ორ კორპუსზე, რომლიდანაც ერთი ეკუთვნოდა ცენტრალური კომიტეტის თანამშრომლებს, მეორე კი შემოქმედებით თუ ტექნიკურ ინტე-ლიგენციას. ორივე კორპუსის ბინები სამოთახიანია, მაგრამ ინტელიგენციის საცხოვრებე-ლი ბინა არის დაახლოვებით 100 კვ. მეტრი, პარტიული მაღალჩინოსნების კი – 200. ჭერის სიმაღლე თუ პირველ შემთხვევაში 3 მეტრია, მეორე შემთხვევაში 3.40 მეტრს უტოლდება. ჩიქოვანის ინფორმაციით, ბინების განაწილებისას არჩევანი თანამდებობების მიხედვით კეთდებოდა (ჩიქოვანი, 2015).

„ბრეჟნევის დროიდან საქართველოს ცეკას პირველი მდივნები უკვე ვაკეში ცხოვრობ-დნენ. ერთი (ედუარდ შევარდნაძე, მ.მ.) მრგვალი ბაღის წინ; მეორე (ჯუმბერ პატიაშვილი, მ.მ.) – ფალიაშვილზე. იმათი წინამორბედი, ვასილ პავლოვიჩი (მჟავანაძე, მ.მ.) ვერაზე იდგა ბინად, ძველ „ასაბნიაკში“, მაგრამ, ვერიდან ხო ვაკემდე ხელის გამოწვდენაა და მე-ტიც არაფერი“ (მორჩილაძე, 2014, 124.).

მართალია, როგორც ვხედავთ, ვაკის მოსახლეობაში შიდა სეგრეგაცია არსებობდა, მაგრამ ძირითადად ის მაინც პრივილეგირებული ფენის წარმომადგენლებით იყო დასახ-ლებული. ხათუნა მაისაშვილის თქმით, ვაკე შექმნა საზოგადოების ოთხმა ფენამ: სამეც-ნიერო ინტელიგენციამ, ტექნიკურმა ინტელიგენციამ, პარტიულმა ნომენკლატურამ და საქმოსნებმა (მაისაშვილი, 2015). ვაკეში ბინებს იღებდა საბჭოთა გენერალიტეტიც. ლადო ვარდოსანიძე კი ამატებს, რომ ახალ კორპუსში შესახლების დროს ერთ ბინას რომელიმე მუშასაც აძლევდნენ, რათა ხაზი გაესვათ თანასწორობისთვის (ვარდოსანიძე, 2015).

თავის წიგნში „ჩრდილი გზაზე“ აკა მორჩილაძე საკმაოდ დიდ ნაწილს უთმობს ვაკის გეოგრაფიის აღწერას და საუბრობს მის მრავალფეროვნებაზე. ამავეს ამბობს ზურაბ ბაქ-რაძეც. მათივე ინფორმაციით, ვაკეში არსებობდა ძველი მოსახლეების ბინებიც. მაგალი-თად, აისორების, რომლებიც XX საუკუნის დასაწყისიდან ცხოვრობდნენ ვაკეში. ვაკე-სა-ბურთალოს გზასთან არსებობდა სოფლის ტიპის დასახლებებიც და ა.შ. საზოგადოების პრივილეგირებული ფენა კი კონცენტრირებული იყო ვაკის კონკრეტულ ქუჩებზე: ჭავ-ჭავაძეზე, ფალიაშვილზე და ბარნოვზე. 50-იანი წლების შემდგომ საქართველოს ელიტის ძირითად საცხოვრისად ეს ქუჩები იქცა.

ხომ არ ეწინააღმდეგებოდა ეს მობილობა და ერთგვარი ნაირფერობა ვაკის ჩაკეტი-ლობას, რომელსაც ხათუნა მაისაშვილი აღნიშნავს? (მაისაშვილი, 2015) ზურაბ ბაქრაძე თვლის, რომ ინტელიგენცია და ნომენკლატურა ერთ კლასს არ წარმოადგენდა და მათ შორის ყოველთვის არსებობდა შინაგანი მტრობა. მიუხედავად იმისა, რომ ინტელიგენცია სარგებლობდა ნომენკლატურის მიერ მინიჭებული პრივილეგიებით, ამავე დროს დასცი-ნოდა კიდეც მას. ინტელიგენციამ მოიპოვა არაფორმალური ძალაუფლების ელემენტები. თანდათანობით და შესაძლებლობათა ფარგლებში, იგი კარნახობდა მოსახლეობას პოლი-ტიკურ შეხედულებებსაც კი (ბაქრაძე, 2015).

თუმცა იმ თვისებებით, რითაც ვაკის მოცემული ფენებია იდენტიფიცირებული და ურთიერთდაკავშირებული, რთულია, არ ვიმსჯელოთ ნომენკლატურულ-ინტელიგენტურ ერთიანობაზე. ფრანგი სოციოლოგის პიერ ბურდიეს ჰიპოთეზის მიხედვით, კლასებად სეგ-რეგაციას იწვევს კულტურული და ეკონომიკური კაპიტალის გადანაწილება და ეს სეგრე-

მარიამ მათიაშვილი

96

გაცია არის საკმაოდ მკაფიოდ გამოხატული განსხვავებულ ცხოვრების წესში, გემოვნე-ბასა და ღირებულებებში. ბურდიეს ჰიპოთეზა მიესადაგება ვაკის სოციალურ აღწერას: ვაკეში მაცხოვრებლების აბსოლუტურ უმეტესობას აერთიანებდა ჰაბიტუსი,2 რომლის კონსტრუირება ხდებოდა როგორც მატერიალური, ისე კულტურული კაპიტალით. აქ გან-სხვავებას, შესაძლოა, მხოლოდ ძალაუფლების მასშტაბი იძლეოდა, თუმცა ამ მხრივადაც არ იქმნება ცალსახა სურათი. ცხადია, რომ ვაკის ინტელიგენციას კაპიტალთა ეს ნაკრები უფრო პარტიულ ნომენკლატურასთან აკავშირებდა, ვიდრე იმათთან, ვინც, „ხრუშჩოვკებ-ში“ შეყუჟული, მატერიალურადაც შეჭირვებული იყო და რაიმე სხვა გავლენითაც არ სარ-გებლობდა.

ჰაბიტუსის ცნება, რომელიც ასოცირდება ცხოვრების სტილთან ანუ გემოვნებასთან, მიდრეკილებებთან, უნარებთან, საშუალებას გვაძლევს, ავხსნათ ამა თუ იმ საზოგადებრი-ვი ჯგუფის მაკლასიფიცირებელი პრაქტიკები, გადაწყვეტილებები, შედეგები. ცხოვრები-სეული პრაქტიკები და მათი შედეგები ჰაბიტუსში განმასხვავებელი ნიშნების სისტემად კრისტალიზირდება.

ჰაბიტუსი პასუხისმგებელია იმაზე, რომ აგენტის (ან აგენტების ჯგუფის) პრაქტიკების ერთობლიობას აქვს სისტემური ხასიათი, იგი წარმოადგენს იდენტური სქემების გამოყე-ნების შედეგს და, ამავე დროს, სისტემურად განსხვავდება სხვა ჯგუფების პრაქტიკების-გან, სხვათა ცხოვრების სტილისაგან, რომელიც არსებობის განსხვავებულ პირობებთან ასოცირდება (Bourdieu, 1979).

ვფიქრობ, ბურდიეს ეს განმარტება ვაკის ნომენკლატურას და ინტელიგენციას აერთი-ანებს. რესპოდენტებთან ჩატარებული ინტერვიუები და ვაკის ცხოვრებაზე არსებული წე-რილობითი წყაროები მიუთითებს დომინანტ ჰაბიტუსზე, ცხოვრების სტილზე, რომელიც გვიანსაბჭოთა ეპოქის თბილისის ცენტრალური უბნის მაცხოვრებელთა საგრძნობ ნაწილს ერთიანი კლასის ნიშნებს ანიჭებდა.

რესპოდენტები გამოყოფენ ვაკის პრივილეგირებულთა ისეთ ნიშნებს, როგორიც სნო-ბიზმი და კონსუმერიზმია. საშუალოს ტატისტიკურ ვაკელს, მიუხედავად იმისა, პარტი-ული ბოსის, პრივილეგირებული ინტელიგენტისა თუ საქმოსნის ოჯახიდან იქნებოდა იგი, გამოარჩევდა ნაღებ საზოგადოებასთან ასოცირების განცდა.

ზოგიერთი დაკვირვებით, ვაკელებს გარეგნული მსგავსება ახასიათებდათ: „ვაკელი არის ადამიანი, რომელიც თავს უვლის. კარგი ტანი აქვს. როგორც წესი, ჯანმრთელობას უთმობს დიდ ყურადღებას. აი, ამითიც ჰგავდნენ ისინი ერთმანეთს“ (მაისაშვილი, 2015). ვაკელებს ახასიათებდათ მეტი გახსნილობა, ვიდრე დანარჩენებს. მაგრამ, როგორც ტრა-დიციულ წოდებებს სჩვევია, მათ არ ხიბლავდათ დამოყვრება სხვა ფენების წარმომადგენ-ლებთან. შეინიშნებოდა ერთგვარი გარეგნულობაც: ანა მანაგაძის გადმოცემით, მიღებული იყო ოპერაში სიარული, მაგრამ სინამდვილეში ოპერას ცოტა ვინმე თუ უსმენდა. ის, ვინც წერდა ლექსებს, არანაკლებ იყო დაინტერესებული ბიზნესით, ვიდრე პოეზიით (მანაგაძე, 2015). ნიშანდობლივია აკა მორჩილაძის პასაჟი: „ეს ვაკე გამოდგა თანდათან უფრო განსხ-ვავებული დანარჩენ ნაწილთაგან ქვეყნისა და მიზანმიმართულად თითქოს, კანონმდებელი

2 „ჰაბიტუსი შეიძლება განიმარტოს, როგორც „შეძენილი სქემების სისტემა, რომელიც პრაქტიკაში მოქმ-დებს, როგორც აღქმის და შეფასების კატეგორია, ან როგორც კლასებად დაყოფის პრინციპი და ამავე დროს, როგორც მოქმედების ორგანიზებადი პრინციპი“(პიერ ბურდიე. „განსხვავება. განსჯის სოციალუ-რი კრიტიკა“).

„თბილისი იყო ურთიერთობა“ ...

97ისტორიის რეკონსტრუქციები • 2015

აღზრდის, გემოვნების, შეხედულების ნიმუშებისა, თუმცა კი იმის ნაკვეთი ნიღბები მაინც ვერ გამოვიდა იმგვარი, ნამდვილ სწავლას, ნამდვილ მართვას, ნამდვილ გემოვნებას რომ გაუტოლდებოდა იშვიათი გამონაკლისის გარდა“ (მორჩილაძე, 2014, 123). აღნიშნული დაკ-ვირვებები მოგვაგონებს პიერ ბურდიეს მიერ აღწერილ პარიზის ბურჟუაზიას – ფორმა-ლურ, ხელოვნურად შექმნილ თვისებებზე, საზოგადოების შეფასებაზე, ხარისხსა და სიძვი-რეზე ორიენტირებული გემოვნებითა და ცხოვრების წესით (Bourdieu 1979).

მთავარი, რაც თბილისის ცენტრის რამდენიმე ქუჩაზე კონცენტრირებულ კულტურულ, პოლიტიკურ და ბიზნეს ელიტას (საბჭოთა საქმოსნები) აერთიანებდა, სოციალური კაპი-ტალი იყო. იგი წარმოადგენდა რეალური ან პოტენციური რესურსების ერთობლიობას, რომელიც დამოკიდებულია სტაბილურ ქსელში ასე თუ ისე ინსტიტუციონალიზებულ ურ-თიერთობაზე. „ნაცნობობა და აღიარება ჯგუფის წევრებს აძლევს მხარდაჭერას კოლექტი-ური კაპიტალის სახით, რეპუტაციით. ამ გზით, ჯგუფის წევრებს ეძლევათ კრედიტები ამ სიტყვის ყველა მნიშვნელობით. ეს ურთიერთობები შეიძლება, არსებობდეს მხოლოდ პრაქ-ტიკულ მდომარეობაში, მატერიალური ან სიმბოლური გაცვლის ფორმით“ (Bourdieu 1986).

ვაკის პრივილეგირებული ფენის სოციალური კაპიტალი ქმნიდა წრეს, რომელიც შე-საძლოა გავიგოთ, როგორც ბურდიეს მიერ განსაზღვრული სოციალური „მილიო“– გარე, ბუნებრივი, გეოგრაფიული, სოციოკულტურული, ეკონომიკური სასიცოცხლო ურთიერთო-ბების სპეციფიკური ერთობლიობა, რომელიც გამოირჩევა სოციალიზაციის სცენარებით, პრაქტიკული გამოცდილებითა და შთაბეჭდილებებით. იგი ახდენს გავლენას წრეში მყოფ-თა აზრთა წყობაზე, ფასეულობებზე, გადაწყვეტილებებსა და ქცევებზე (Bourdieu 1986).

წრეში შემავალი ოჯახები ერთად სარგებლობდნენ ხელისუფლების მიერ მინიჭებული დასასვენებელი სახლების საგზურებით. შვილები დადიოდნენ ერთ ბაღში, მერე სკოლაში და ასე ბავშვობიდან თანხმდებოდნენ ქცევის საერთო წესებზე. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მშობლების თაობისგან განსხვავებით, მათი შვილები შედარებით გახსნილობას იჩენდნენ ურთიერთობებში, რადგან თავისი უბნის ფარგლებში, არა მხოლოდ საკუთარი კლასის, არამედ ნაკლებპრივილეგირებული ფენების შვილებთანაც მეგობრობდნენ. უბნის შიგნით არსებული ეს ურთიერთობები ქმნიდა გარკვეულ სოლიდარობას წრის წევრებს შორის. ოღონდ ეს სოლიდარობა იშვიათად თუ სცდებოდა უბნის საზღვრებს და, შესაბამისად, ვაკის „მილიოს“ „ანტისოფლურ“ ჰაბიტუსში პარადოქსულად განივთებული რურალური ერთობის ფენომენს აძლიერებდა.

სკოლა წარმოადგენდა ვაკის „მილიოს“ და მისი „ჰაბიტუსის“ ფორმირებისა და დემონ-სტრაციის ნიშანდობლივ ადგილს. ირკვევა, რომ ფალიაშვილის ქუჩაზე არსებული სამი სკოლიდან, რომელშიც ბავშვები ტერიტორიული პრინციპით უნდა განაწილებულიყვნენ, ერთ-ერთი, კერძოდ 55-ე საშუალო სკოლა, ყველაზე პრივილეგირებულად ითვლებოდა. როგორც ისტორიკოსი პაატა ჩიქოვანი იხსენებს, ამ სკოლაში მოხვედრაც სოციალური კა-პიტალის გამოყენებით ხდებოდა, რაც ხშირად კორუფციის სახეს იღებდა (ჩიქოვანი, 2015).

საბჭოთა სოციუმში ფაქტობრივი კლასობრიობა გამოიხატებოდა იმაშიც, რომ სკო-ლის შიგნითაც არსებობდა კარგი და ცუდი კლასები. „სიკარგის“ განმაპირობებელი იყო მასწავლებელი, რაც საბჭოთა პერიოდში სრულებითაც არ ნიშნავდა მის მაღალ კვალიფი-კაციას. იგულისხმებოდა, რომ პრივილეგირებული კლასის მასწავლებელი ბავშვებს მეტ ყურადღებას მიაქცევდა, სასკოლო ღონისძიების შემთხვევაში მიანიჭებდა საუკეთესო როლს და, საერთოდაც, ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ ბავშვს სკოლიდანვე ეგრ-

მარიამ მათიაშვილი

98

ძნო საკუთარი უპირატესობა. ასეთი მასწავლებელი პასუხისმგებელი იყო სკოლის დირექ-ტორის წინაშე, რომელსაც არ უნდა შექმნოდა პრობლემა პრივილეგირებული მოსწავლე-ების მშობლებთან.

ელიტარულ და ჩვეულებრივ სკოლებსა და კლასებს შორის განსხვავებას იხსენებს და ადასტურებს ქალაქგეგმარების უკვე ნახსენები სპეციალისტი, ზურაბ ბაქრაძე. იგი ვაკეში, შედარებით ნაკლებპრესტიჟულ 57-ე სკოლაში სწავლობდა. მას მერე, რაც სკოლაში, ექს-პერიმენტის სახით, მეორე კლასიდან ყველა საგნის ინგლისურად სწავლა გადაწყდა, 57-ე სკოლაში 55-ე სკოლიდანაც გადმოვიდნენ. გადმოსულთათვის ცალკე კლასები გაიხსნა, და ტრადიციისამებრ, ისინი ახალ გარემოშიც პრესტიჟულად ჩაითვალა (ბაქრაძე, 2015).

დასკვნა

ერთი მხრივ, ვაკის სოციალური გეოგრაფია ნათლად აჩვენებს, რამდენად შორს იყო საბჭოთა საქართველო ეგალიტარული, უკლასო საზოგადოების დეკლარირებული პრინ-ციპებისაგან. ამავე დროს, დასავლელი ურბანისტ-სოციოლოგების თეორიებისა და თბი-ლისის მაცხოვრებელთა ინტერვიუების ანალიზი გვაძლევს კომპლექსურ სურათს იმის შესახებ, რომ 50-80-იანი წლების საბჭოთა თბილისის მოსახლეობა წარმოადგენდა რურა-ლური ერთობების კონგლომერატს. ამის ნიშნებია: ეჭვი ახალმოსახლეთა მიმართ; მაღალი სოციალური კონტროლი; კონკრეტული წრის შიგნით ნდობა-პატივისცემის პრიმატი კონ-ტრაქტსა და კონკურენციაზე.

შეიძლება დავასკვნათ, რომ თბილისს ჰქონდა ჰიბრიდული და მარგინალური საზო-გადოების ნიშნები. ჰიბრიდულში იგულისხმება, რომ თბილისის სოციუმში აირეკლებოდა ურბანული თვისებებიც: ქალაქი იყო მეტად ჰეტეროგენული და გახსნილი, ვიდრე ქართუ-ლი სოფელი. რაც შეეხება მარგინალურობას, ამ განსაზღვრებაში ვეყრდნობი ურბანისტი ლადო ვარდოსანიძის მოსაზრებას: მისი აზრით, მარგინალური საზოგადოება წარმოად-გენს პირად ინტერესზე კონცენტრირებულ სოციალურ ორგანიზმს, რომელიც ნაკლებად წუხს საზოგადოებრივ სფეროებსა და საერთო პრობლემებზე. ცალკე კვლევის საგანია, თუ რამდენად წაახალისა ასეთი „მარგინალიზმი“ გარედან თავსმოხვეულმა კომუნისტურმა იდეოლოგიამ და პოლიტიკურმა სისტემამ.

წარმოდგენილი დასკვნები, ძირითადად, ქალაქის ცენტრის უახლესი სოციალურ-კულტურული წარსულის გახსენებას დაეყრდნო. შეიძლება ითქვას, რომ ამ ცენტრის ერთ-გვარი ჩაკეტილობა, რაც მისი სოციალურ-სივრცითი სტრუქტურისა და ამ სტრუქტურით წარმოებული პრაქტიკიდან მომდინარეობდა, დღემდე რეზონირებს.

თანამედროვე დასავლური ქალაქებისაგან განსხვავებით, ცენტრი, განსაკუთრებით კი, ვაკის უბანი, 50-80-იან წლებში ელიტის მიერ იქნა კოლონიზირებული. მან შექმნა ფორ-მულა – „თბილისი იყო ურთიერთობა,“ რომლის მიღმა ჩანს სოციოლოგთათვის ცნობილი, სპეციფიკური ჰაბიტუსი და „მილიო,“ ანუ წრე. თბილისელთა პრივილეგირებულ ფენას, რომელიც ქალაქელობას თითქმის ექსკლუზიურად იჩემებდა, არა მხოლოდ თანამდებობე-ბი, არამედ ყოფითი კულტურა, სტილი მიჯნავდა არაპრივილეგირებულთაგან.

თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მეტად ეგალიტარული იყო თბილისის, კერძოდ კი მისი ცენტრალური, პრივილეგირებული ნაწილის ქუჩა. იგი ქმნიდა ერთგვარი თანასწო-

„თბილისი იყო ურთიერთობა“ ...

99ისტორიის რეკონსტრუქციები • 2015

რობის სივრცეს, სადაც ელიტური ოჯახების შვილები სხვებთან სოციალიზდებოდნენ. მაგ-რამ, მეორე მხრივ, იგივე ქუჩა წარმოადგენდა კვლავ სოფლური ერთობისთვის დამახასი-ათებელი ურთიერთობების ადგილს, რომელსაც ასევე ახასიათებდა მაღალი სოციალური კონტროლი და უცხოსაგან დისტანცირება.

მთლიანობაში, გვიანსაბჭოთა თბილისი წააგავდა არა დასავლურ „გადასადნობ ქვაბს“, რომელიც ინდივიდუალიზმითა და კონტრაქტული ურთიერთობებით ათავისუფლებს, არამედ რურალური ერთობებით გამორჩეულ და ერთმანეთისადმი ზურგშექცეულ უბანთა კონგლომერატს. მის ცენტრში იდგა კომფორტული ბინებით და პრესტიჟული საგანმანათ-ლებლო დაწესებულებებით დამშვენებული ვაკე, რომელიც რომელიმე ძლიერი და ტრა-დიციული სოფელივით იცავდა თავისთავადობას. საბჭოთა ქართული მოდერნიზაციის მიღმა, გამოძახილს გარდასულ ეპოქათა პარტიკულარისტული კოლექტივიზმი იძლეოდა.

გამოყენებული ლიტერატურა:

1. Bourdieu Pierre. 1984. Distinction: A Social Critique of the Judgment of taste. Harvard Uni-versitt press. Cambridge. Massachusetts.

2. Гидденс Энтони. Социология. 1-ое издание.Глава 17. Современный урбанизм. Города в восточной Европе. Отличия от Запада.411http://www.gumer.info/bibliotek_Buks/So-ciolog/gidd/

3. Квирквелия Темур. Архитектура Тбилиси. Тбилиси. 1982

4. მორჩილაძე აკა. 2014. ჩრდილი გზაზე. თბილისი

5. Park Robert Ezra. 1967. The city as a social laboratory. In: Robert E. Park on Social Congrol and collective behavior. Selected papers. Phoenix Books. The University of Chicago. Chi-chago. pp. 3-18.

6. Simmel Georg. 1969. The metropolis and mental life. Classic assays on the culture of cities. Brandeis University. New Jersey. pp. 47-60.

7. სტურუა ნიკოლოზ, ნათმელაძე მაყვალა. 1980. საქართველოს ისტორიის ნარკვევე-ბი. VIII ტომი. თბილისი.

8. Tonnies Ferdinand. Community and Civil Society. Cambridge Texts in the history of politi-cal thought. 2001. Cambridge University press. Cambridge.

9. Wirth Luis. Urbanism as a way of life. 1938. The American journal of Sociology. No1. The University of Chicago Press.

http://www.jstor.org/stable/2768119?seq=1#page_scan_tab_contents

მარიამ მათიაშვილი

100

რესპოდენტები

1. ბაქრაძე ზურაბ. ინტერვიუ ჩამოართვა ავტორმა. თბილისი. 04.05.2015.

2. ელისაშვილი ალექსანდრე. ინტერვიუ ჩამოართვა ავტორმა. თბილისი. 09.04.2015

3. ვარდოსანიძე ლადო. ინტერვიუ ჩამოართვა ავტორმა. თბილისი. 23.04.2015

4. მაისაშვილი ხათუნა. ინტერვიუ ჩამოართვა ავტორმა. თბილისი. 29.04. 2015

5. მანაგაძე ანა. ინტერვიუ ჩამოართვა ავტორმა. თბილისი.10.04.2015.

6. ყუბანეიშვილი კოტე. ინტერვიუ ჩამოართვა ავტორმა. თბილისი. 23.04.2015

7. ჩიქოვანი პაატა. ინტერვიუ ჩამოართვა ავტორმა. თბილისი. 01.05.2015.

8. ჯგერენაია ემზარ. ინტერვიუ ჩამოართვა ავტორმა. თბილისი. 29.03. 2015