ისტორიის პარალელები ქართულთან

26
იიიიიიიი იიიიიიიიიი იიიიიი იიიიი იი იიიიიიიიიიიიიი იიიიიიიი იიიიიიიი :იიიი იიიიიიი

Transcript of ისტორიის პარალელები ქართულთან

Page 1: ისტორიის პარალელები ქართულთან

ისტორიის პარალელები

ქართულ ენასა და

ლიტერატურასთან

ისტორიის პედაგოგი :ნინო აბულაძე

Page 2: ისტორიის პარალელები ქართულთან

იაკობ ცურტაველის ”შუშანიკის წამება ” და ვახტანგ გორგასლის ეპოქა

იაკობ ცურტაველი შუშანიკის წამება, რედაქტორი ოთარ ეგაძე. – თბილისი, „ხელოვნება“, 1983,

Page 3: ისტორიის პარალელები ქართულთან

კითხვა: რატომ არ ჩანს ნაწარმოებში მეფე ვახტანგ გორგასალი?

ვახტანგ გორგასლის მეფობა, სავარაუდოდ, 449-502 წლებით თარიღდება , იაკობ ცურტაველის ”შუაშანიკის წამებაც” ამ პერიოდში დაიწერა, მაგრამ არსად თხზულებაში არ არის მოხსენიებული ქართლის მეფე

ვახტანგ გორგასლის ფრესკა სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში, მცხეთა, საქართველო. გადმოღებულია 1840 წლის ახლოს. შემდეგ ეს სურათი ხსენებულ ეკლესიაში ჩამოირეცხა

Page 4: ისტორიის პარალელები ქართულთან

ისტორიის ლაბირინთებში ....

რა ხდება V საუკუნის მეორე ნახევარში ?!

Page 5: ისტორიის პარალელები ქართულთან

ირანის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში

Vსაუკუნის მეორე ნახევარში ირანის მიზანი იყო მთელი სამხრეთ კავკასიის თავის პროვინციად გადაქცევა, რისთვისაც პირველ რიგში ადგილობრივი ხელისუფლების გაუქმება იყო აუცილებელი. სომეხი ნახარარების (არისტოკრატები) დახმარებით 428 წელს მეფობა გაუქმდა სომხეთში, ხოლო 463 წელს ალბანეთში (დღ. აზებაიჯანი)

ქართლის მეფეები აქტიურად იბრძოდნენ და დროებით ინარჩუნებდნენ პოზიციებს . შაჰი იეზდგერდ II დროს (438-457) დაწესდა სამხედრო ბეგარა .

Page 6: ისტორიის პარალელები ქართულთან

სამხედრო ბეგარა

ირანის შაჰ იეზდიგერდ II დროს კავკასიაში შემოიღეს სამხედრო ბეგარა, რომლის მიხედვით, დაპყრობილი ქვეყნების მეომრები ვალდებულნი იყვნენ, მონაწილეობა მიეღოთ ყველა ბრძოლაში, რომლებსაც სასანიანები თავიანთი ვრცელი იმპერიის სხვადასხვა ნაწილში აწარმოებდნენ. ქართველი მეომრების უმრავლესობა სამშობლოში ვეღარ ბრუნდებოდა. ასე ნადგურდებოდა ჩვენი გენოფონდი. 

Page 7: ისტორიის პარალელები ქართულთან

ირანის პოლიტიკა საქართველოში

 ვახტანგ გორგასლის გამეფებისას, მეხუთე საუკუნის 40-იანი წლების ბოლოს, ჩვენს ქვეყანაში უმძიმესი ვითარებაა: ერთიანი საქართველო ჯერ კიდევ არ არსებობს – აღმოსავლეთ საქართველოში ქართლის სამეფოა, დასავლეთში – ეგრისის. მცირეწლოვანი გორგასალი ქართლის მეფე ხდება. ამ პერიოდისთვის ქართლის სამეფოს უტევს სასანიანთა ირანი, რომელსაც მიზნად აქვს დასახული, აქ მაზდეანობა, ანუ ცეცხლთაყვანისმცემლობა გაავრცელოს. სასანიანების საბოლოო მიზანი ქართული სახელმწიფოსა და მთლიანად ქართული ეთნოსის სრული განადგურებაა

Page 8: ისტორიის პარალელები ქართულთან

მაზდეანობა (ზოროასტრიზმი, ცეცხლთაყვანიმცემლობა)

სასანიდური ირანის სახელმწიფო რელიგია .

ორი საწყისის დაპირისპირების, სიკეთისა და ბოროტების, სინათლისა და წყდიადის ბრძოლის რელიგია. მაზდეანობა ერთ-ერთიუძლიერესი წარმართული რელიგიაა აღმოსავლეთ საქართველოში იმ დროს, როდესაც ქრისტიანობაჯერ კიდევ ძალას იკრებდა (V-VI სს.). მის სიძლიერეს განაპირობებდა სპარსეთის გავლენა,რომელსაც დაპყრობილი ჰქონდა იბერია

ზოროასტრიზმისათვის დამახასიათებელია ბუნებისა და ცხოველთა სამყაროზე ზრუნვა და განსაკუთრებული დამოკიდებულება ოთხი სტიქიისადმი: ცეცხლის, წყლის, მიწისა და ჰაერისადმი. ცეცხლს თაყვანს სცემდნენ როგორც გამწმენდ ძალას. გარდაცვლილებს მარხავდნენ განსაკუთრებულ “მდუმარების კოშკებში”, მიიჩნევდნენ, რომ არ შეიძლება სხეულის არც მიწაში დამარხვა, არც დაწვა. სწამთ სულის უკვდავება, იმქვეყნიური ცხოვრება და სამყაროს აღსასრული.

Page 9: ისტორიის პარალელები ქართულთან

ვახტანგ გორგასლის მამა მირდატი გარდაიცვალა 449 წელს ,მაშინ გორგასალი 7 წლის ყოფილა . დედამ (საგდუხტმა) შეძლო შვილისთვის ტახტის შენარჩუნება

საგდუხტი ირანელი ქალი იყო. როდესაც ის ცოლად გაჰყვა მირდატს, ვახტანგის მამას, გაქრისტიანდა და სიცოცხლის ბოლომდე ქრისტიანული რელიგიის ერთგული დარჩა. საგდუხტის მამა, ბარზაბოდი, ირანის შაჰის მიერ კავკასიის საქმეთა მმართველად დანიშნული მოხელე იყო.  როგორც კი ვახტანგი ქართლის სამეფო ტახტს იკავებს, შაჰი მისი დარბევის ბრძანებას იძლევა. სწორედ ამიტომ, საგდუხტი ჩავიდა მამამისთან, რომლის რეზიდენცია ბარდავში მდებარეობდა, და სთხოვა, არ აეოხრებინა ქართლი. მამამ ისმინა შვილის ვედრება, მაგრამ, სამაგიეროდ, ერთი რამ მოითხოვა მისგან. 

Page 10: ისტორიის პარალელები ქართულთან

ქართლში ორი სახელმწიფო რელიგია ყოფილიყო: ქრისტიანული და მაზდეანური. სამწუხაროდ, საგდუხტს მეტი გზა არ ჰქონდა და დასთანხმდა მამამისის წინადადებას. მას მოგვები – მაზდეანური რელიგიის მქადაგებლები გამოაყოლეს ქართლში

იეზდიგერდ II მონეტა

Page 11: ისტორიის პარალელები ქართულთან

დაიმახსოვრე და შეადარე თხზულებაში მოყვანილ ფაქტებს

ვახტანგ გორგასლის პირადი ისტორიკოსის ჯუანშერის მიხედვით , მეფე სრულიად ახალგაზრდა წაყვანილი იყო შაჰანშაჰ პეროზის (459-484 წ.წ) მიერ ჰუნების წინააღმდეგ საბრძოლველად . სავარაუდოდ , ვახტანგ მეფე 466 წელს დაბრუნდა , რაც დაკავშირებული იყო ამ წელს ჰუნ-სანაგურთა შემოსევასთან ამიერკავკასიაში .ცხადია მეფის პირველი საზრუნავი გადამთიელთა დამორჩილება და ”ივერიის კარის” (დარიარლანის )ხელში მტკიცედ დაჭერაა.რისი შესრულების შემდეგ მეფემ შემოიმტკიცა დასავლეთ საქართველო . ქართლის ცხოვრების მიხედვით 469 წელს,შემდეგ კი ჰერეთი ...

Page 12: ისტორიის პარალელები ქართულთან

მტკივნეული პრობლემა, რომელიც ვახტანგის მეფობის დროს აწუხებდა ჩვენს ქვეყანას, წარჩინებული დიდაზნაურების ღალატი იყო. სხვადასხვა მიზეზის გამო, რომელთა შორის უმთავრესი პირადი კეთილდღეობა და გამორჩენა იყო, უამრავი დიდებული გადადიოდა მაზდეანობაზე და ირანის პოლიტიკის ერთგული მხარდამჭერი ხდებოდა.

Page 13: ისტორიის პარალელები ქართულთან

ვინ არის ვარსქენ პიტიახში?

ქვემო ქართლის პიტიახში, მთავარი, სიუზერენი; ჰყავს თავისი დაქვემდებარებული აზნაურები , სპარსეთიდან მობრუნებული პიტიახში ”ვითარცა მოიწია იგი საზღვართა ქართლისათა , ქუეყანასა მას ჰერეთისასა, ზრახვა ყო, რაითა აუწყოს და წინა მოეგებნენ აზნაურნი”.. ის წარჩინებულია, მესაკუთრე მიწისმფლობელი, რომელსაც ხელეწიფება თავისი კუთვნილი ”სოფელთა და ქარდაგთა” ამგვარად ის დიდგვაროვანი ფეოდალია, რომელიც არ ემორჩილება მეფეს;

Page 14: ისტორიის პარალელები ქართულთან

ცურტავი — იყო დაბა  ქვემო ქართლსი, ბოლნისსა და რუსთავს შორის  შორის. ქვემო ქართლის საპიტიახშოს] სავარაუდოდ, ცურტავი არაბთა შემოსევის დროს განადგურდა

Page 15: ისტორიის პარალელები ქართულთან

ვარსქენ პიტიახში

„ვარსქენ უვარ-ყო ჭეშმარიტი ღმერთი“ და ”შეერთო იგი უღმრთოთა”

რატო?

შეეცადეთ ამ კითხვას თავად გასცეთ პასუხი.

Page 16: ისტორიის პარალელები ქართულთან

საზოგადოების სოციალურ ეკონომიკური სტრუქტურა და სოციალური დიფერენციაცია v საუკუნეში ( ”შუშანიკის წამების ” მიხედვით )

გავიხსენოთ ვინ მიდის მომაკვდავი შუშანიკის მოსანახულებლად ?! ”ყოველნი იგი ეპისკოპოსნი და აზნაურნი”, ასევე გვხვდება წოდება ”აზნაურნი დიდ-დიდნი”და ”ზეპურნი დედანი და აზნაურნი”-ეს უკანასკნელი ცხადია, წვრილი აზნაურობაა, ხოლო ”ზეპურნი დედანი”-აზნაურის წრის ქალებს ნიშნავს .სწორედ ამ ”დიდ აზნაურთა” უმაღლესი წოდების წარმომადგენელია ვარსქენ პიტიახში, შუშანიკის მეუღლე , ”მგელი იგი” ...

Page 17: ისტორიის პარალელები ქართულთან

„კურთხეულ არს უფალი ღმერთი ჩემი, რამეთუ მშვიდობით მას ზედა დავწევ დადავიძინე“

იაკობ ხუცესმა აღასრულა თავისი დანაპირები: უმაღლესი ლიტერატურულისიმშვენიერით დაწერა „წამება წმიდისა შუშანიკისი დედოფლისაი“.

ძველ ქართულ ფრესკებზე დაფუძნებული წმინდა შშუშანიკის გამოსახულება. საბინინი, 1882 წელი

Page 18: ისტორიის პარალელები ქართულთან

”უნდა დასჯილიყო ვარსქენ პიტიახშიც.ეს აუცილებელი იყო, თუნდაც იმიტომ, რომ ვარსქენი ერთადერთი ცოდვილი არყოფილა მაშინდელ კავკასიაში. იგი მხოლოდ მაგალითი იყო იმდროინდელივარსქენებისა. მისებრ ქვეყნისა და სჯულის გამყიდველი ფეოდალებისა, რომლებიცსაკმარისად იპოებოდნენ საქართველოშიც, სომხეთშიც, ალბანეთშიც (ისე როგორცყოველთვის ყველა ფეოდალურ ქვეყანაში).მაშ, ვარსქენი უნდა დასჯილიყო სამაგალითოდ.ხოლო იგი უნდა დაესაჯა ვახტანგ გორგასალს, იმდროინდელი კავკასიისმოწინავე ძალთა მთავარ გმირს, რომელიც მოღალატე ერისთავის უშუალო მეუფეც იყო.გორგასალმაც მოიქნია თემიდას მახვილი.ვარსქენ პიტიახში შეიპყრო და სიკვდილით დასაჯა.” ლევან სანიკიძე

Page 19: ისტორიის პარალელები ქართულთან

შუშანიკის წამების“ ისტორიული მნიშვნელობა

„ოდეს ყოფილ არს აქამომდე, თუმცა მამათა და დედათა ერთად ეჭამა პური“ 

 „მოჰყვანდა წმიდაჲ შუშანიკ უხამური და თმაგარდატევებული, ვითარცა ერთი ვინმე შეურაცხთაგანი და ვერვინ იკადრა თავსა მისსა დაბურვად“.

„ჟამსა ზაფხულისასა ცეცხლისებრ შემწუელი იგი მხურვალებაჲ მზისაჲ, ქარნი ხორშაკნი და წყალნი მავნებელნი…

Page 20: ისტორიის პარალელები ქართულთან

იმსჯელეთ მოცემული ციტატების მიხედვით. როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ისტორიის პარალელების გავლება ქართულთან ...

გთხოვთ მოიძიოთ ტექსტში ეპიზოდები, რომლის მიხედვითაც შეძლებთ ისტორიული მასალების შევსებას

რამდენად შეძლებთ გასცეთ პასუხი კითხვას-რატომ არ ჩანს ნაწარმოებში ვახტანგ გორგასალი?

Page 21: ისტორიის პარალელები ქართულთან

აუცილებლად დასამახსოვრებელი!

”შუშანიკის წამება” დაიწერა იაკობ ხუცესის (ცურტაველის მიერ) 476-482 წ.წ ში . ნაწარმოებში არ ჩანს ვარსქენის სიკვდილით დასჯა;

ეს ნაწარმოები არის უძველესი ;

შუშანიკის წმინდა ნაწილები მეტეხის ტაძარშია დასაფლავებული

Page 22: ისტორიის პარალელები ქართულთან

პარხალში გადაიწერა „შუშანიკის წამება“, უძველესი ნუსხა X ს-სა.

Page 23: ისტორიის პარალელები ქართულთან

პარხლის ოთხთავი (დაცულია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტში) 260 ფურცელს შეიცავს, ერთვის ანდერძი, საიდანაც ირკვევა, რომ ხელნაწერი შატბერდშია გადაწერილი იოანე ბერაის მიერ და შეუწირავთ პარხლის ახალი ეკლესიისათვის: "მე იოვანე ბერამან, მწერალმან შატბერდელმან, შატბერდს დავწერე და პარხალს შევწირე სალოცველად ყოველთა ძმათა შატბერდელთა..." ძეგლი დათარიღებულია 973 წლით.პარხლის ოთხთავს 1889 წელს მიაგნო ექვთიმე თაყაიშვილმა და მის შესახებ გამოაქვეყნა ცნობა 1890 წელს წიგნში "სამი ისტორიული ქრონიკა".

Page 24: ისტორიის პარალელები ქართულთან

როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია ისტორიის პარალელების გავლება ქართულთან ...

Page 25: ისტორიის პარალელები ქართულთან

მომავალ შეხვედრამდე

Page 26: ისტორიის პარალელები ქართულთან

გამოყენებული ლიტერატურა

საქართველოს ისტორია . ტ.II 2012 წ. გამომცემლობა ”თბილისი” საქართველოს ისტორია . ნოდარ ასათიანი. მარიამ ლორთქიფანიძე 2001 წ. ”ცისარტყელა” http://www.ambebi.ge/ http://geomanuscript.ge/?page=palestina http://www.dzeglebi.ge/dzeglebi/p/parxali.html http://burusi.wordpress.com/history/vakhtang-i-gorgasali/ http://ka.wikipedia.org/wiki