საზეიმო მარათონიmisa.ge/files/8/brochure-2018.pdf ·...

20
უსიკის აერთაშორისო აზაფხულო კადემიის საზეიმო მარათონი 2018 იანვარი 20 - რუსთავი 22 - ქუთაისი 24 - ბათუმი 27 - თბილისი

Transcript of საზეიმო მარათონიmisa.ge/files/8/brochure-2018.pdf ·...

Page 1: საზეიმო მარათონიmisa.ge/files/8/brochure-2018.pdf · მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის

მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის

საზეიმო მარათონი

2018 იანვარი

20 - რუსთავი 22 - ქუთაისი

24 - ბათუმი

27 - თბილისი

Page 2: საზეიმო მარათონიmisa.ge/files/8/brochure-2018.pdf · მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის

„საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო

ასოციაცია“ დააარსა ახალგაზრდა ქართველმა პიანისტმა შორენა

ცინცაბაძემ 2015 წელს. ასოციაციაციის ძირითადი პროექტია -

„მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია“ (MISA), რომელიც

წელს უკვე მეოთხედ ჩატარდება თბილისსა და ბათუმში. MISA-ს

ფარგლებში მსოფლიოში ცნობილი პროფესორების და მუსიკოსების

მიერ ახალგაზრდებისთვის ჩატარდება სემინარები, ლექციები,

მასტერკლასები. აქ ახალგაზრდა მუსიკოსები გაეცნობიან

პროფესიონალების მუსიკალურ გამოცდილებას. MISA-ს მიზანია,

დღევანდელ მუსიკალურ სცენაზე აღმოაჩინოს ნიჭიერი და

მოტივირებული ახალგაზრდები, დახვეწოს მათი შემოქმედებითი

უნარები და დაეხმაროს კარიერულ წინსვლაში.

წლევანდელ საზეიმო მარათონზე პირველად იქნება

წარმოდგენილი MISA-ს ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი,

რომელიც ჩამოყალიბდა 2017 წელს საქართველოს სხვადასხვა

რეგიონში ჩატარებული მოსმენების შედეგად. შერჩეული იქნა 40

ახალგაზრდა მუსიკოს-შემსრულებელი მთელი საქართველოს

მასშტაბით 14-28 წლამდე.

ჩვენი უმთავრესი მიზანია ქართველ ახალგაზრდებში

კლასიკური მუსიკის პოპულარიზაცია საგანმანათლებლო და

კულტურული აქტივობების საშუალებით. MISA-ს ახალგაზრდული

სიმფონიური ორკესტრი ხელს შეუწყობს ქვეყნის სიმფონიური და

კამერული ორკესტრებისთვის ახალი კადრების აღმოჩენას და

ღირსეულად შეასრულებს საქართველოს კულტურული ელჩის

მისიას.

Page 3: საზეიმო მარათონიmisa.ge/files/8/brochure-2018.pdf · მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის

2018 იანვარი

20 - რუსთავი #1 სამუსიკო სკოლის დარბაზი

18:00

22 - ქუთაისი მ.ბალანჩივაძს სახ. ოპერისა და ბალეტის თეატრი

18:00

24 - ბათუმი ზ.ფალიაშვილის სახ. სამუსიკო თერთმეტწლედი

17:00

27 - თბილისი ვ.სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორიის

დიდი საკონცერტო დარბაზი

14:00

19:30

Page 4: საზეიმო მარათონიmisa.ge/files/8/brochure-2018.pdf · მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის

ქ. თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორიის

დიდი საკონცერტო დარბაზი, 27 იანვარი, 14:00 I

ნინო ტყეშელაშვილი (ქ.თბილისის ე.მიქელაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის X კლ. მოსწავლე,

პედ. ნატალია ნაცვლიშვილის კლასი)

ი. ს. ბახი - პარტიტა #2 დო მინორი «Sinfonia»; ფ. შოპენი - ბალადა #1, სოლ

მინორი, თხზ. 23

დავით წივწივაძე (ქ.თბილისის ზ.ფალიაშვილის სახ. ცენტრალური სამუსიკო სკოლის IX კლ. მოსწავლე,

პედ. დოდო ცინცაძის კლასი)

ს. რახმანინოვი - პრელუდია დო დიეზ მინორი, თხზ.3, #2

ფ. შუბერტი - ექსპრომტი მი ბემოლ მაჟორი; ფ. შოპენი - ეტიუდი დო მაჟორი,

თხზ.10, #1; ნ. გაბუნია - იმპროვიზაცია და ტოკატა

ბარბარე თათარაძე (ქ.თბილისის ე.მიქელაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის IX კლ. მოსწავლე,

პედ. ნატალია ნაცვლიშვილის კლასი)

ფ. შოპენი - ბალადა #4, ფა მინორი, თხზ. 52; ფ.შუბერტ/ფ.ლისტი «ტყის მეფე»

II

საბა მიქელაძე (ქ.ბათუმის ზ.ფალიაშვილის სახ. ცენტრალური სამუსიკო სკოლა-თერთმეტწლედის მოსწავლე,

პედ. ინგა ბოცვაძის კლასი)

ი. ჰაიდნი - სონატა #34, რე მაჟორი; რ.შუმანი - აღმაფრენა თხზ.12, ფა მინორი;

ი. ალბენისი - კორდობა, რე მინორი, თხზ. 232, #4; ე. გრიგი - სონატა #1, თხზ.7, მი

მინორი (IV ნაწ.)

ალექსანდრე შუბითიძე (ქ.თბილისის ზ.ფალიაშვილის სახ. ცენტრალური სამუსიკო სკოლის IX კლ. მოსწავლე,

პედ. ნათია ქავთარაძის კლასი)

პ.ჩაიკოვსკი - დიდი სონატა, სოლ მაჟორი, თხზ. 37(I ნაწ.); კ.დებიუსი «L'isle

Joyeuse»

ილია ლომთათიძე (ქ.თბილისის ე.მიქელაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის X კლ. მოსწავლე, პედ. ნატალია

ნაცვლიშვილის კლასი)

რ. შუმანი - «Kinderszenen», თხზ. 15; ფ. ლისტი - ტრანსცენდენტული ეტიუდი #4

«Mazeppa», რე მინორი

Page 5: საზეიმო მარათონიmisa.ge/files/8/brochure-2018.pdf · მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის

ქ. თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორიის

დიდი საკონცერტო დარბაზი, 27იანვარი, 19:30

I

ბარბარე თათარაძე (ქ.თბილისის ე.მიქელაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის IX კლ. მოსწავლე,

პედ. ნატალია ნაცვლიშვილის კლასი)

ვ. ა. მოცარტი -კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის

#12, ლა მაჟორი, თხზ .414 (I ნაწ.)

ლუკა თოთაძე (ქ.თბილისის ზ.ფალიაშვილის სახ. ცენტრალური სამუსიკო სკოლის VII კლ. მოსწავლე,

პედ. შოთა გოგოძეს კლასი)

კ. მ. ვებერი -კონცერტი კლარნეტისა და ორკესტრისათვის N.1,

ფა მინორი, თხზ .73

თამარ ტყაბლაძე (ქ.თბილისის ე.მიქელაძის სახ. ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის IX კლ. მოსწავლე,

პედ. დინა ჯაიანის კლასი)

მ.ბრუხი - კონცერტი ვიოლინოსა და ორკესტრისათვის N.1,

სოლ მინორი, თხზ .26 (III ნაწ.)

შორენა ცინცაბაძე ლ. ვ. ბეთჰოვენი - კონცერტი ფორტეპიანოსა და

ორკესტრისათვის N.4, სოლ მაჟორი, თხზ. 58

II

მოწვეული სტუმარი ანასტასია ვოლჩოკი (შვეიცარია)

დ.შოსტაკოვიჩი - კონცერტი ფორტეპიანოსა და ორკესტრისათვის #2,თხზ .102

„MISA“-ს ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი

დირიჟორი: გიორგი რევიშვილი

Page 6: საზეიმო მარათონიmisa.ge/files/8/brochure-2018.pdf · მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის

„MISA“-ს

დამფუძნებელი და

სამხატვრო

ხელმძღვანელი შორენა ცინცაბაძე

„პიანისტ შორენა

ცინცაბაძეს სოლო

პარტიაში შემოაქვს

საოცარი ტექნიკა,

რომელიც მუდმივად

გვახსენებს, რომ ასეთი

ტალანტი არცთუ ისე

ხშირია ადგილობრივ

საკონცერტო

დარბაზებში“,

Metroland Online

(ნიუ იორკი, ოლბანი, 2011, თებერვალი), ბ.ა. ნილსონი.

შორენა ცინცაბაძემ დაამთავრა მოსკოვის კონსერვატორიასთან არსებული

მუსიკალური კოლეჯი და ჩაიკოვსკის სახ. მოსკოვის სახელმწიფო

კონსერვატორია რუსეთის სახალხო არტისტ, პროფესორ ზ. ა. იგნატიევთან,

რომელიც წარმოადგენს გამოჩენილი პიანისტის, პროფესორ ს. ე. ფაინბერგის

კლასს. ამ პერიოდის განმავლობაში იგი გახდა პიანისტთა ისეთი საერთაშორისო

კონკურსების პრიზიორი, როგორებიცაა: «Классическое наследие» (მოსკოვი, 1999),

„Grand International Piano Competition“ (პარიზი, 1999), «Ibla Grand Prize» (იტალია,

2000), სადაც შორენამ დაიმსახურა გამოჩენილი დირიჟორის ვახტანგ ჟორდანიას

სპეციალური პრიზი „განსაკუთრებული მუსიკალურობისა და ნიჭიერებისათვის“.

2000 წელს ამერიკულმა ფირმა „Angelok“-მა დირიჟორ ვახტანგ ჟორდანიას

ხელმძღვანელობით ჩაწერა მისი პირველი დისკი რუსეთის ფედერალურ

ორკესტრთან ერთად. კონცერტზე წარმოდგენილი იყო რახმანინოვის

ნაწარმოებები.

Page 7: საზეიმო მარათონიmisa.ge/files/8/brochure-2018.pdf · მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის

მოსკოვის ჩაიკოვსკის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის

დამთავრების შემდეგ შორენა ცინცაბაძემ თავისი მუსიკალური მოღვაწეობა აშშ-

ში, პროფესორ ო. იაბლონსკაიასთან დახვეწა.

2008 წელს მან ექსკლუზიური კონტრაქტი გააფორმა მსოფლიოში წამყვან

კლასიკური მუსიკის ბრენდთან - Naxos-თან. დისკმა კრიტიკოსთა მაღალი

შეფასება დაიმსახურა: „მოსკოვში დაბადებული შორენა ცინცაბაძე თითქოს ამ

მუსიკისთვისაა დაბადებული. იგი ისე უკრავს, როგორც ვან კლიბერნი

ჩაიკოვსკის - თბილად, ლირიულად. იგი ადვილად გადადის ორივე კონცერტოს

განწყობაზე, ჭეშმარიტად განიცდის ამ რაფსოდიას, მოხერხებულად გადადის

ცენტრალური პოლონური ცეკვიდან კაზაკთა ცეკვაზე“ - სტივენ ჯ. ჰელერი

(American Record Guide, მარტი 2011), „შესანიშნავია შორენა ცინცაბაძის

საფორტეპიანო შესრულება“ - „Guardian“. 2015 წელს HBDirect.com-მა ცინცაბაძის

ალბომი შეიყვანა Naxox-ის ბესთსელერების სიაში.

2013 წელს შორენა ცინცაბაძემ დაამთავრა ჩაიკოვსკის სახ. მოსკოვის

სახელმწიფო კონსერვატორიის ასპირანტურა რუსეთის სახალხო არტისტ,

აკადემიკოს სერგეი დორენსკისთან და გაიარა მასტერკლასები დორენსკის

ასისტენტებთან, ისეთ გამოჩენილ მუსიკოსებთან, როგორებიც არიან ნიკოლაი

ლუგანსკი, ანდრეი პისარევი და პაველ ნერსესიანი. ჩატარებული აქვს

კონცერტები მრავალ ქვეყანაში, გამოდიოდა ცნობილ საკონცერტო დარბაზებში

და თანამშრომლობდა გამოჩენილ დირიჟორებთან: ვ. ჟორდანია, დ. იაბლონსკი

(აშშ); ა. სლუცკი, ს. ფერიულოვი, ვ.ბულახოვი(რუსეთი), რ. ტაკიძე (საქართველო),

ი. კაზუფუმი (იაპონია), ბ. პეკი (ბრიტანეთი), და ისეთ ორკესტრებთან,

როგორიცაა: რუსეთის სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი, რუსეთის

ფედერალური და მოსკოვის კამერული ორკესტრი „წელიწადის დრონი“, თეგუს

სომფონიური, ხარკოვის და სენდაის ფილარმონიის ორკესტრი, ე. მიქელაძის

სახელობის საქართველოს სიმფონიური ორკესტრი.

შორენა, როგორც სოლისტი-პიანისტი და კამერული ანსამბლის სოლისტი

წარმატებით მონაწილეობს მრავალ საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალსა და

აკადემიაში. შორენა ცინცაბაძის რეპერტუარი მოიცავს მუსიკის ფართო სპექტრს,

აქვს მრავალი სოლო საკონცერტო პროგრამა და მის რეპერტუარში ოცზე მეტი

საფორტეპიანო კონცერტია. იგი გამოჩნდა რუსეთის, აშშ, კანადის, გერმანიის,

ჰოლანდიის, ნორვეგიის, ფინეთის, საქართველოს, საფრანგეთის, იტალიის და ა.შ.

სატელევიზიო და რადიო მაუწყებლობაშიც. 2015 წელს შორენა ცინცაბაძემ

დააარსა „საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშორისო ასოციაცია“ და

„მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემია.

Page 8: საზეიმო მარათონიmisa.ge/files/8/brochure-2018.pdf · მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის

“MISA”-ა სპეციალური სტუმარი

ანასტასია ვოლჩოკი (შვეიცარია) ანასტასია ვოლჩოკი არის დიდი რუსული პიანისტური ტრადიციების

წარმომადგენელი. მისი შესრულება არის ძლიერი, ენერგიული და მგზნებარე.

ჩანს არა მარტო მისი უსაზღვრო ტექნიკური შესრულება, არამედ რიხტერის სული

დარბაზში”, – როკო ზაკეო, ლე ტემპს, ჟენევა.

დაიბადა მოსკოვში, პროფესიონალ პიანისტთა ოჯახში, ანასტასია ვოლჩოკმა

ფორტეპიანოზე მეცადინეობა დაიწყო ოთხი წლის ასაკში. ის სწავლობდა ევგენი

მალინინთან და ლარისა დედოვასთან ერთად მოსკოვის ჩაიკოვსკის სახელობის

კონსერვატორიაში, რუდოლფ ბუჩბინდერთან მუსიკის აკადემიაში, ბაზელში,

შვეიცარიაში და სანტიეგო როდრიგესთან ერთად მერილენდის უნივერსიტეტში,

აშშ-ში, სადაც ის დაჯილდოვებული იყო მუსიკალურ ხელოვნებათა დოქტორის

ხარისხით.

Page 9: საზეიმო მარათონიmisa.ge/files/8/brochure-2018.pdf · მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის

მას შემდეგ, რაც რვა წლის ასაკში შედგა მისი საორკესტრო დებიუტი ჰაიდნის

საფორტეპიანო კონცერტის შესრულებით, ანასტასია ვოლჩოკი ინტესიურად

ასრულებს ნაწარმოებებს დასავლეთ და აღმოსავლეთ ევროპაში და ასევე

შეერთებულ შტატებში. ანასტასია ვოლჩოკი ნაწარმოებებს ასრულებს

დირიჟორებთან ერთად როგორებიცაა: ვალერი გერგიევი (მარინსკი-თეატრი

ორკესტრი), მიხაილ პლეტნევ (ბამბერგერ სიმფონიკერ), მარიო ვენზაგო, ჯონ

ნეშლინგი, მიხალ ნესტეროვიჩი, დენის რუსელ დავიესი, ჰოვარდ გრიფიტი.

როგორც კონცერტანტი ის ასრულებს ნაწარმოებებს ნიუ-იორკის ლინკოლნის

ცენტრში, ტონჰალეში ცურიხში, სანტა სესილიაში რომში და ვიქტორია ჰოლში

ჟენევაში. ის იყო, როგორც სტუმარი, არტისტი მოსკოვის სააღდგომო

ფესტივალზე, ლა როქი დ’ანთერონის საფორტეპიანო ფესტივალზე საფრანგეთში,

არტურო ბენედეტი მიკელანჯელის საფორტეპიანო ფესტივალზე ბერგამოსა და

ბრეშიაში, იტალია. მიმდინარე სეზონის მანათობელი შუქურები, ეს არის

თანამშრომლობა რომან კოფმანთან და ეროვნულ ფილარმონიასთან კიევში, ასევე

ტური გიდონ კრემერთან და კრემერატა ბალტიკასთან. ის ასევე იღებს ბევრ

ჯილდოს, პირველი პრიზი ეს არის საერთაშორისო საფორტეპიანო კონკურსი

სენიგალიაში, იტალია. პირველი პრიზი და ოქროს მედალი საერთაშორისო

მსოფლიო საფორტეპიანო კონკურსზე ცინცინატში, აშშ, 2003 წელi. ქალბატონ

ვოლჩოკის შესრულება ფორტეპიანოზე გადაიცემოდა ტელევიზიით მთელ

ევროპასა და შეერთებულ შტატებში. ანასტასია ვოლჩოკმა აკეთებდა ჩაწერებს

ნოვალისისთვის/NOVALIS (შუბერტი/ლისტი, პროკოფიევი) და

გენუინისთვის/GENUIN (შოპენი, შუმანი, რახმანინოვი). მისი ყველაზე ბოლო

გამოსვლა ეს იყო ი.ს. ბახის გოლდბერგის ვარიაციები 2014 წლის ოქტომბერს

სოლო მუსიკისათვის.

Page 10: საზეიმო მარათონიmisa.ge/files/8/brochure-2018.pdf · მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის

“MISA” წარმოგიდგენთ

ბარბარე თათარაძე ] ბარბარე თათარაძე (14 წლის) დაიბადა თბილისში. ფორტეპიანოზე

დაკვრა დაიწყო 5 წლის ასკიდან. 8 წლიდან იგი არის მიშელ სონის ფონდ „ Sos

Talant “- ის სტიპენდიანტი. ჰოლანდიაში პიანისტთა საერთაშორისო კონკურსძე

ბარბარემ მოიპოვა I პრემია. საქართველოს ფარგლებშიც იგი არის სხვადასხვა

სპეციალური პრიზების მფლობელი. როგორც სოლისტმა, ბარბარემ დაუკრა

საქართველოს სიმფონიეტასთან ერთად დანიელ ბელარდინელის

დირიჟორობით,აგრეთვე კაუნასში ლიტვის ორკესტრთან და მოსკოვში მარინსკის

სიმფონიურ ორკესტრთან ერთად. ახალგაზრდა პიანისტს დაკრული აქვს ისეთ

სცენებზე როგორიცაა “the Concertgebouw in Amsterdam,Théâtre du Jeu de Paume in

Aix- in Provence,. the Hotel Marcel Dassault in Paris, the United Nations Hall Geneva“.

მისი რამოდენიმე კონცერტი გადაიცა ტელეარხები “Mezzo TV” და “TV5

Monde“- ის, ასევე “Radio classic”- მიერ. ბარბარე არის ტელეარხები Mezzo TV–ს

ერთ–ერთი ფავორიტი და მისი შესრულება ნაჩვენები იყო მსოფლიოს 50

ქვეყანაში.

2017 წელს ბარბარე გახდა “MISA”-ს რჩეული სოლისტი. იმავე წელს გახდა

ვაიმარის ახალგაზრდა პიანისტთა ლისტის V სართაშორისო კონკურსის

ლაურიატი (II ადგილი 14-18წ კატეგორიაში). ბარბარე თათარაძე სწავლობს

ე.მიქელაძის სახელობის ცენტრალურ მუსიკალურ სასწავლებელში პედაგოგ

ნატალია ნაცვლიშვილის კლასში.

Page 11: საზეიმო მარათონიmisa.ge/files/8/brochure-2018.pdf · მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის

ილია ლომთათიძე ილია ლომთათიძე (14 წლის) დაბადებულია თბილისში, საქართველოში.

ფორტეპიანოზე დაკვრა დაიწყო 7 წლის ასაკში. 2010 წლიდან ილია ფონდ “სოს

ტალანტის” სტიპენდიანტია.

მისი კონცერტები გაშუქებულია ტელევიზია “Mezzo” მიერ 45 ქვეყანაში და

ტელევიზია “მონდეს” მიერ საფრანგეთსა და შვეიცარიაში “სოს ტალანტის” გალა

კონცერტების დროს, რამდენჯერმე. ილია ყოველწლიურად მონაწილეობს ელისო

ბოლქვაძის მიერ ორგანიზებულ ფესტივალში “Batumi Music Fest”.

ის დაჯილდოებულია რამდენიმე საერთაშორისო ფესტივალსა და

კონკურსზე,მათ შორის 2015 წელს ჩატარებულ კონკურსზე, ”Astana Piano Passion”,

სადაც მიიღო სპეციალური პრიზი ყაზახეთის პრეზიდენტისგან, ნურსულთან

ნაზარბაევისგან. მან შეასრულა, როგორც სოლისტმა შემდეგ ფესტივალებზე:

“Astana Opera Concert Hall”, “Sochi International Festival”, “Stars of

Baikal”,”Crescendo”, “Annecy Classic Festival” რომლებშიც მიწვეული იყო დენის

მაცუევის მიერ. ილიამ შეასრულა ლატვიაში კაუნასის სიმფონიურ ორკესტრთან

ერთად, ასევე, ”United Nations Concert Hall”-ში ჟენევაში 2017 წელს.

2017 წელს მან მონაწილეობა მიიღო შორენა ცინცაბაძის მიერ ორგანიზებულ

საერაშორისო მუსიკის საზაფხულო აკადემიაში “MISA” და გახდა რჩეული

სოლისტი.

ილია ლომთათიძე სწავლობს ე.მიქელაძის სახელობის ცენტრალურ

მუსიკალურ სასწავლებელში პედაგოგ ნატალია ნაცვლიშვილთან.

Page 12: საზეიმო მარათონიmisa.ge/files/8/brochure-2018.pdf · მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის

ალექსანდრე შუბითიძე

ალექსანდრე შუბითიძე არის

ქ.თბილისის ზ. ფალიაშვილის სახ.

ნიჭიერთა ათწლედის მეერვე

კლასის მოსწავლე, პედაგოგ ნათია

ქავთარაძის კლასში. სანდროს

მიღებული აქვს მონაწილეობა

მრავალ ფესტივალსა და

კონკურსში, მათ შორის: „Golden

Taste”, სადაც ის მე-4 ადგილის

პრიზიორი გახდა (ქ. ფრანქფურტი,

გერმანია); ბ. დვორიონასის სახ.

საერთაშორისო კონკურსში

(ლიტვა, ქ. ვილნიუსი). 2016 წელს

კი დაჯილდოვდა პრიზით

თ.ამირეჯიბის სახ. პიანისტთა მე-2

ეროვნულ კონკურსში (ქ. ბორჯომი).

2016 წელს ალექსანდრემ გაიმარჯვა მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო

აკადემიის ნომინაციაში: „აკადემიის საუკეთესო მონაწილე“, და მიიღო

სპეციალური პრიზი - მან შეასრულა სენ-სანსის საფორტეპიანო კონცერტი #2

სიმფონიურ ორკესტრთან ერთად თბილისის ვ.სარაჯიშვილის სახ. დიდ

საკონცერტო დარბაზში, გარდაამისა 2018 წელს ის მიწვეული იქნა

მიუნხენში(ბავარია) „Steinway Haus“-ში სოლო კონცერტით.

Page 13: საზეიმო მარათონიmisa.ge/files/8/brochure-2018.pdf · მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის

საბა მიქელაძე

2013 წლის ახალგაზდა მუსიკოს-

შემსრულებელთა III- რეგიონალური

კონკურსში (II-ადგილი); 2015 წ. ქართული

ფოლკოლიასა და კლასიკური მუსიკის

განვითარების კავშირი „ჰარმონია“

პროექტში „პატარა ვირტუოზი“ (I

ადგილი), საქართველოს ხელოვანთა

კავშირი , კლასიკური მუსიკის მე-8 რესპუბლიკურ ფესტივალში „მომავლის

ვარსკვლავები“ (დიპლომი საუკეთესო საშემსრულებლო ოსტატობისათვის და

არტისტიზმისათვის), იმავე კონკურს-ფესტივალზე თურქეთში (I ადგილი),

ქართული ფოლკორისა და კლასიკური მუსიკის განვითარების კავშირი

„ჰარმონია“ კონკურს ფესტივალი თურქეთი - სიდე (I ადგილი), იმავე ფესტივალი

ბორჯომში (“აუდიტორიის სიმპატია“), საქართველოს ხელოვანთა კავშირი,

ახალგაზდა მუსიკოს- შემსრულებელთა IV- რეგიონალური კონკურსში (გრანპრი);

2016 წ. საქართველოს ხელოვანთა კავშირი , კლასიკური მუსიკის მე-9

რესპუბლიკური (5 საერთაშორისო) კონკურს - ფესტივალში „მომავლის

ვარსკვლავები“ თბილისი „ოქროს ნოტი“, ქართული ფოლკოლიასა და

კლასიკური მუსიკის განვითარების კავშირი „ჰარმონია“ მე-5 საერთაშორისო

ფესტივალი - „კომპოზიტორ რახმანინოვის ნაწარმოების საუკეთესო

შესრულებისათვის“ ბორჯომი, ქართული ფოლკოლიასა და კლასიკური მუსიკის

განვითარების კავშირი „ჰარმონია“ საერთაშორისო კონკურსი თბილისი „პატარა

ვირტუოზი“ (I ადგილი), იტალიის ქალაქ სანდანიელეში ჩატარებულ კონკურსში

- შუმანის ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისათვის მიიღო ჟიურის

სპეციალური პრიზი „საუკეთესო ტალანტისათვის“ და ფულადი ჯილდო ,

საქართველოს ხელოვანთა კავშირი, ბაქოს საერთაშორისო კონკურს ფესტივალში

„მომავლის ვარსკვლავები“ (I ადგილი); 2017 წლის იტალიის ქალაქ -პეზაროს

როსინის სახელობის სამუსუკო სკოლის კლასიკური მუსიკის რესპუბლიკური

კონკურს-ფესტივალი „მომავლის ვარსკვლავები“ (I ადგილი), კლასიკური

მუსიკის მე-10 საიუბილეო რესპუბლიკური ფესტივალი „მომავლის

ვარსკვლავები“ - „ჟიურის ფავორიტი“, პროექტში „ჰარმონია“ ბორჯომში

ჩატარებულ საერთაშორისო ფესტივალზე პრიზი „რომანტიკოსი მუსიკოსთა

ნაწარმოების საუკეთესო შესრულებისათვის“, ლატვიის ქალაქ -რიგის კლასიკური

მუსიკის რესპუბლიკური კონკურსი „მომავლის ვარსკვლავები“ (I ადგილი),

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გამართულ კონკურსში „WORLD HARMONY“

(„მსოფლიო ჰარმონია“) –„გრან-პრი“ და სპეციალური პრიზი „რომანტიკული

ნაწარმოების საუკეთესო შესრულბისათვის“. იმავე წელს მან მონაწილეობა მიიღო

მუსიკის საერაშორისო საზაფხულო აკადემიაში “MISA” და ის მიწვეული იქნა

მიუნხენში(ბავარია) „Steinway Haus“-ში სოლო კონცერტით.

Page 14: საზეიმო მარათონიmisa.ge/files/8/brochure-2018.pdf · მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის

თამარ მარიამ ტყაბლაძე

თამარ მარიამ ტყაბლაძე დაიბადა 4 დეკემბერს 2004 წელს ქ.თბილისში.

სწავლობს ე.მიქელაძის სახ.ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში, მე-7 კლასში.

თამარი არის საერთაშორისო კონკურსების მრავალგზის ლაურეატი: თურქეთი,

ქ.ანტალია საერთაშორისო კონკურსი „ჰარმონია’’, 1 ადგილი (2012წ.), სომხეთი

ქ.ერევანი, 1 პრემია (2013წ.), 3.შვედეთი, ქ.სტოკჰოლმი საერთაშორისო კონკურსი

„V Stockholm Enternational Music Competition 2016”, 1 პრემია, გერმანია,

საერთაშორისო კონკურსი „Musical Fireworks In Baden-Wurtemberg”, 1 ადგილი

(2017წ.), ი.ს.ბახის სახელობის ეროვნულ კონკურსი, 1 პრემია (2016წ.).

ქ.თბილისში, კლასიკური მუსიკის კონკურსი „გზა ხელოვნებისაკენ’’ - გრან პრი

(2015წ.). შესრულებული აქვს სხვადასხვა ნაწარმოებები ორკესტრთან ერთად.

2017 წლის ზაფხულში მან მონაწილეობა მიიღო შორენა ცინცაბაძის მიერ

ორგანიზებულ საერაშორისო მუსიკის საზაფხულო აკადემიაში - “MISA” და

მიწვეულ იქნა “MISA”-ს ახალგაზრდულ სიმფონიურ ორკესტრში.

Page 15: საზეიმო მარათონიmisa.ge/files/8/brochure-2018.pdf · მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის

დავით წივწივაძე

დავით ალექსანდრის ძე წივწივაძე

დაიბადა ქ.თბილისში 2002 წლის 15

ნოემბერს. 2009 წელს დაიწყო სწავლა

ქ.თბილისის #6 სამუსიკო სკოლაში. 2010

წელს სწავლა გაარძელა ზ.ფალიაშვილლის

სახ.სამუსიკო სკოლა „ნიჭიერთა

ათწლედში“ დამსახურებული პედაგოგის

დოდო ცინცაძის კლასში. 2013 წლის

აპრილში მონაწილეობა მიიღო კონკურსში

„მომავლის ვარსკლავი“ და მიიღო

ლაურეატობა, 2013 წლის 11-25 ნოემბერს

მონაწილეობდა ნოდარ გაბუნიოას სახ.კონკურსში და აიღო დიპლომი. 2014 წლის

აპრილში მონაწილეობდა კონკურსში „მომავლის ვარსკლავი„ და მიიღო პრიზი

თანამედროვე ქართველი კომპოზიტორის ნაწარმოების საუკეთესოდ

შესრულებისათვის. 2014 წლის 11-20 აპრილს მონაწილეობდა პარიზში „ნიკოლაი

რუბენშტეინის“ XII კონკურსში და აიღო პირველი ადგილი.

2014 წლის 27-31 აგვისტოს ქ. ბათუმში მიმდინარეობდა VI საერთაშორისო

ფესტივალი “ღამის სერენადები“ და 28-30 აგვისტოს ფესტივალი „ფეისბუკის

მეგობრები“, რომელშიც მონაწილეობდნენ ლიანა ისაკაძე და მსოფლიოს

კამერული ორკესტრი. ლიანა ისაკაძის მიერ მოწვეული იყო ორივე ფესტივალზე.

2015 წ. ამერიკაში ქ. ნიუ-იორკში გამართულ გერშვინის სახელობის კონკურსში

აიღო მე-3 ადგილი. 2016 წლის ივნისში ქ. მოსკოვში სპივაკოვის სახ. ფესტივალში

და ბავშვთა დაცვის დღისადმი მიძღვნილ კონცერტში მიიღო მონაწილეობა.

2017 წლის ივნისში მონაწილეობა მიიღო მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო

აკადემიაში „MISA” (საქართველო) და მიწვეული იქნა კონცერტებით თბილისის

კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში.

ამჟამად სწავლობს მე-9 კლასში.

Page 16: საზეიმო მარათონიmisa.ge/files/8/brochure-2018.pdf · მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის

ლუკა თოთაძე

ლუკა თოთაძე დაიბადა ქ. თბილისში 1999 წელს. რვა წლისამ შეისწავლა

ფორტეპიანო, რომელსაც დაეუფლა პეტრე ამირანაშვილის სახელობის მე-18

მუსიკალურ სკოლაში, ლარისა კალანდაძის კლასში. ლუკამ დაამთავრა

აღნიშნული სასწავლებელის 9 კლასი პარალელურად, 2012 წლიდან სწავლობდა

შოთა შანიძის სახელობის მე-20 სამუსიკო სკოლაში კლარნეტზე, დემურ

მოსეშვილის კლასში.

2016 წელს ჩააბარა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალურ სამუსიკო

სკოლაში „ნიჭიერთა ათწლედი“ კლარნეტზე შოთა გოგოძის კლასში. აქვს

ჩატარებული ბევრი სოლო კონცერტი როგორც საქართველოს მასშტაბით,

ასევე სხვადასხვა ქვეყნებში. არის არაერთი საერთაშორისო კონკურსის

ლაურეატი - 2015 წელს თურქეთის ქალაქ მარმარისში ჩატარებულ საერთაშორისო

კონკურსზე აიღო გრან-პრი. 2016 წელს ქალაქ ქუთისშჲ მელიტონ ბალანჩივაძის

სახელობის კონკურსში პირველი პრემია. 2017 წელს კი იტალიის ქალაქ პესაროში

პირველი პრემია დაიმსახურა.

2017 წლის ზაფხულში მან მონაწილეობა მიიღო შორენა ცინცაბაძის მიერ

ორგანიზებულ საერაშორისო მუსიკის საზაფხულო აკადემიაში - “MISA” და

მიწვეული იქნა “MISA”-ს ახალგაზრდულ სიმფონიურ ორკესტრში.

Page 17: საზეიმო მარათონიmisa.ge/files/8/brochure-2018.pdf · მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის

ნინო ტყეშელაშვილი

ევგენი მიქელაძის სახელობის ცენტრალური სამუსიკო სასწავლებლის

საფორტეპიანო განყოფილების მე-10 კლასის მოსწავლე, პედაგოგი - ნატალია

ნაცვლიშვილი. ნინო არის საერთაშორისო კონკურსების მრავალგზის ლაურეატი:

2012 წელი - ფესტივალი „ჰარმონია“ (ერევანი, სომხეთი); 2013 წელი

საერთაშორისო კონკურსი „ Giovanni Musicisti” – II პრემია (ტრევიზო, იტალია);

2013 წელი - საერთაშორისო კონკურსი „Goldene Taste” III პრემია -(ფრანკფურტი,

გერმანია); 2014 წელი - საერთაშორისო კონკურსი „Harmony” I პრემია (ანტალია,

თურქეთი); 2015 წელი- ეროვნული კონკურსი „პატარა ვირტუოზი“ I პრემია

(თბილისი, საქართველო); 2016 წელი - საერთაშორისო ფესტივალი ქალაქ ბაქოში

(აზერბაიჯანი); 2017 წელი - მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის

“MISA” -ს მონაწილე (საქართველო), რის შემდეგაც მიწვეული იქნა კონცერტებით

თბილისის კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში; 2017 წელი-

საერთაშორისო კონკურსი “ Grand Prize Virtuoso” – I პრემია (ზალცბურგი,

ავსტრია). 2009-2017 წელი - კონცერტები როგორც სოლო, ასევე სიმფონიურ

ორკესტრთან ერთად.

„MISA“-ს ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი

დაარსდა საქართველოს ახალგაზრდა მუსიკოსთა საერთაშრისო ასოციაციის

მიერ 2017 წელს. ორკესტრი შედგება თბილისისა და საქართველოს სხვადასხვა

რეგიონების ახალგაზრდა მუსიკოსებისაგან (14-28 წლამდე). ორკესტრის

სამხატვრო ხელმძღვანელია შორენა ცინცაბაძე, დირიჟორი - მაესტრო გიორგი

რევიშვილი.

Page 18: საზეიმო მარათონიmisa.ge/files/8/brochure-2018.pdf · მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის

„MISA“-ს ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრის დირიჟორი

გიორგი რევიშვილი

1998-2004 წლებში სწავლობდა ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის მესამე

სამუსიკო სკოლაში (ფორტეპიანოს განხრით), რომლის დამთავრების შემდეგაც

სწავლა განაგრძო მ.ბალანჩივაძის სახ. ცენტრალურ სამუსიკო სასწავლებელში.

ერთ წლიანი სწავლის შემდეგ გადავიდა თბილისის ზ.ფალიაშვილის სახ. პირველ

სამუსიკო გიმნაზიაში (ე.წ. 'ნიჭიერთა ათწლედში), რომელიც დაამთავრა 2009

წელს და ამავე წელს ჩაირიცხა ვ.სარაჯიშვილის სახ. სახელმწიფო

კონსერვატორიაში -აკადემიური გუნდის დირიჟორობის სპეციალობაზე. 2015

წელს გაიარა 4 თვიანი სტაჟირება ქუთაისის მ. ბალანჩივაძის სახ. ოპერის

თეატრში -როგორც საოპერო დირიჟორმა. კონსერვატორიის სამაგისტრო

პროგრამის დასრულების შემდეგ კი გაიარა სამ თვიანი სასერტიფიკაციო კურსი

იტალიის ქ. ბოლონიაში -ჯუზეპე მარტინის სახელობის კონსერვატორიაში

საორკესტრო დირიჟორობის განხრით.

გიორგი რევიშვილი არის რამდენიმე რეგიონალური კონკურსის

გამარჯვებული, საქართველოში ჩატარებული რესპუბლიკური კონკურსების

დიპლომანტი და სერტიფიკატის მფლობელი, მონაწილეობა მიიღო 2013 წელს

იტალიასა (პიზასა და ფლორენციაში) და 2015 წელს თურქეთში გამართულ

ქართული კულტურის დღეებზე (როგორც სოლო შემსრულებელმა და

კონცერტმაისტერმა). 2015 წელს იგი გახდა ლაურეატი - თბილისში ჩატარებული

კამერული მუსიკის კონკურსის, სადაც გადაეცა პირველი პრემია და საუკეთესო

კონცერტმაისტერის წოდება. 2015-16 წლებში კი არის - ნ. სულხანიშვილის

სახ.სახელობითი სტიპენდიის

სტიპენდიანტი.

Page 19: საზეიმო მარათონიmisa.ge/files/8/brochure-2018.pdf · მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის

მადლობა მხარდაჭერისთვის:

ქალაქ თბილისის არამ ხაჩატურიანის სახელობის #10 ხელოვნების სკოლა

CONTACT INFORMATION

MISA - Music International Summer Academy

M +995 599 611 982

[email protected]

www.facebook.com/MusicInternationalSummerAcademy

www.misa.ge

Page 20: საზეიმო მარათონიmisa.ge/files/8/brochure-2018.pdf · მუსიკის საერთაშორისო საზაფხულო აკადემიის