მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული...

79
თომას მანი იმედის გაცრუება მსოფლიოს რჩეული მოთხრობებირედაქტორი: მანანა ღოღობერიძე სტილისტ- კორექტორები: მარეხ ღარიბაშვილი, ნატალია ჩიმაკაძე გარეკანის დიზაინი: ეთო გზირიშვილი კომპიუტერული უზრუნველყოფა: თემურ სიხარულიძე © გამომცემლობა პალიტრა L, 2011 მის.: იოსებიძის . #49 გამოცემის უფლება მიღებულია საქართველოს ავტორთა საზოგადოებისგან www.sas.ge იმედის გაცრუება უნდა გამოგიტყდეთ, ერთი უცნაური კაცის ნაამბობმა სულით ხორცამდე შემაძრწუნა და ვშიშობ, იქნებ ახლა ვერც შევძლო იმგვარად გადმოვცე მისი ნაამბობი, რომ სხვებიც ჩემსავით ააღელვოს. ვინ იცის, იქნებ ჩემზე იმ უცნაურმა გულახდილობამაც იმოქმედა, რაც სრულიად უცნობმა კაცმა გამოიჩინა. ის უცნობი პირველად ამ ორიოდე თვის წინ, შემოდგომის ერთ მშვენიერ დილას შევნიშნე პიაცა სან მარკოზე. ვრცელ მოედანზე ცოტა ხალხი იყო. დიდებული შენობის თავზე, რომლის მდიდრული, ზღაპრული კონტურები და ოქროს სამკაულები თვალწარმტაცად ელვარებდნენ ნაზი ფირუზისფერი ცის ფონზე, მსუბუქი ზღვაური დროშებს აფრიალებდა. მთავარ შესასვლელთან პატარა გოგონა საკენკს უყრიდა ირგვლივ მორიალე მტრედებს, რომელთა ახალ- ახალი გუნდები ყოველი მხრიდან მოისწრაფოდნენ. საოცარი, შეუდარებელი, საზეიმო სანახაობა იყო. აქ შევხვდი პირველად იმ უცნობ ადამიანს და ახლაც, როცა ამ სტრიქონებს ვწერ, საკვირველი სიცხადით მიდგას იგი თვალწინ. უცნობი საშუალო სიმაღლისა ძლივს იქნებოდა. დადიოდა სწრაფად, წელში მოხრილი, ორივე ხელში ჩაბღუჯული ჯოხი ზურგს უკან ეჭირა. შავი ქვაბქუდა ეხურა, მუქზოლებიანი შარვალი ეცვა და ღია ფერის წამოსასხამში იყო გახვეული. მე იგი რატომღაც ინგლისელად მივიჩნიე. უცნობი შეიძლება ოცდაათი წლის ყოფილიყო, შეიძლება ორმოცდაათისაც. მიმქრალი, ნაცრისფერი თვალები, მომსხო ცხვირი და სუფთად გაპარსული სახე ჰქონდა. ბაგეებზე მუდამ გაურკვეველი, შეცბუნებული კაცის ღიმილი დასთამაშებდა. დროდადრო წარბებს აზიდავდა, ირგვლივ მიმოიხედავდა, შემდეგ ისევ მიწას დააშტერდებოდა, რაღაცას ჩაიბურტყუნებდა, თავს გაიქნევდა და გაიღიმებდა. იმ დღიდან მოყოლებული უცნობს თვალს არ ვაშორებდი. ეტყობოდა, სხვა საქმე არ აწუხებდა და ყოველთვის მოედანზე სეირნობდა. დარსა და ავდარში, შუადღისას თუ ნაშუადღევს, ყოველთვის მარტო, ყოველთვის უცნაურად მოღიმარი, ორმოცდაათჯერ მაინც ჩაისეირნებდა პიაცა სან მარკოზე. იმ დაუვიწყარ საღამოს მოედანზე სამხედრო ორკესტრი უკრავდა. მე კაფე ფლორიანისერთ- ერთ მაგიდას ვუჯექი, რომელიც პირდაპირ მოედანზე გამოეტანათ. კონცერტი რომ დამთავრდა, შეჯგუფებულმა ბრბომ დაშლა დაიწყო. უცნობი, როგორც ყოველთვის, უმიზეზოდ მოღიმარე, ჩემ გვერდით, ახალგათავისუფლებულ მაგიდას მიუჯდა. დრო გადიოდა. ირგვლივ თანდათან სიჩუმე ისადგურებდა. კაფე დაცარიელდა. მოედანზე აქა- იქ თუ გაიჭაჭანებდა ვინმე. დიდებული სიმშვიდე გამეფდა. ცა ვარსკვლავებით მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის თავზე ნახევარმთვარე

Transcript of მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული...

Page 1: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

თომას მანიიმედის გაცრუება

„მსოფლიოს რჩეული მოთხრობები“

რედაქტორი: მანანა ღოღობერიძესტილისტ-კორექტორები: მარეხ ღარიბაშვილი, ნატალია ჩიმაკაძეგარეკანის დიზაინი: ეთო გზირიშვილიკომპიუტერული უზრუნველყოფა: თემურ სიხარულიძე© გამომცემლობა პალიტრა L, 2011

მის.: იოსებიძის ქ. #49

გამოცემის უფლება მიღებულია საქართველოს ავტორთა საზოგადოებისგანwww.sas.ge

იმედის გაცრუებაუნდა გამოგიტყდეთ, ერთი უცნაური კაცის ნაამბობმა სულით ხორცამდე შემაძრწუნა დავშიშობ, იქნებ ახლა ვერც შევძლო იმგვარად გადმოვცე მისი ნაამბობი, რომ სხვებიცჩემსავით ააღელვოს. ვინ იცის, იქნებ ჩემზე იმ უცნაურმა გულახდილობამაც იმოქმედა, რაცსრულიად უცნობმა კაცმა გამოიჩინა.

ის უცნობი პირველად ამ ორიოდე თვის წინ, შემოდგომის ერთ მშვენიერ დილას შევნიშნეპიაცა სან მარკოზე. ვრცელ მოედანზე ცოტა ხალხი იყო. დიდებული შენობის თავზე,რომლის მდიდრული, ზღაპრული კონტურები და ოქროს სამკაულები თვალწარმტაცადელვარებდნენ ნაზი ფირუზისფერი ცის ფონზე, მსუბუქი ზღვაური დროშებს აფრიალებდა.მთავარ შესასვლელთან პატარა გოგონა საკენკს უყრიდა ირგვლივ მორიალე მტრედებს,რომელთა ახალ-ახალი გუნდები ყოველი მხრიდან მოისწრაფოდნენ. საოცარი,შეუდარებელი, საზეიმო სანახაობა იყო.

აქ შევხვდი პირველად იმ უცნობ ადამიანს და ახლაც, როცა ამ სტრიქონებს ვწერ,საკვირველი სიცხადით მიდგას იგი თვალწინ. უცნობი საშუალო სიმაღლისა ძლივსიქნებოდა. დადიოდა სწრაფად, წელში მოხრილი, ორივე ხელში ჩაბღუჯული ჯოხი ზურგსუკან ეჭირა. შავი ქვაბქუდა ეხურა, მუქზოლებიანი შარვალი ეცვა და ღია ფერისწამოსასხამში იყო გახვეული. მე იგი რატომღაც ინგლისელად მივიჩნიე. უცნობი შეიძლებაოცდაათი წლის ყოფილიყო, შეიძლება ორმოცდაათისაც. მიმქრალი, ნაცრისფერითვალები, მომსხო ცხვირი და სუფთად გაპარსული სახე ჰქონდა. ბაგეებზე მუდამგაურკვეველი, შეცბუნებული კაცის ღიმილი დასთამაშებდა. დროდადრო წარბებსაზიდავდა, ირგვლივ მიმოიხედავდა, შემდეგ ისევ მიწას დააშტერდებოდა, რაღაცასჩაიბურტყუნებდა, თავს გაიქნევდა და გაიღიმებდა.

იმ დღიდან მოყოლებული უცნობს თვალს არ ვაშორებდი. ეტყობოდა, სხვა საქმე არაწუხებდა და ყოველთვის მოედანზე სეირნობდა. დარსა და ავდარში, შუადღისას თუნაშუადღევს, ყოველთვის მარტო, ყოველთვის უცნაურად მოღიმარი, ორმოცდაათჯერმაინც ჩაისეირნებდა პიაცა სან მარკოზე.

იმ დაუვიწყარ საღამოს მოედანზე სამხედრო ორკესტრი უკრავდა. მე კაფე „ფლორიანის“ერთ-ერთ მაგიდას ვუჯექი, რომელიც პირდაპირ მოედანზე გამოეტანათ. კონცერტი რომდამთავრდა, შეჯგუფებულმა ბრბომ დაშლა დაიწყო. უცნობი, როგორც ყოველთვის,უმიზეზოდ მოღიმარე, ჩემ გვერდით, ახალგათავისუფლებულ მაგიდას მიუჯდა.

დრო გადიოდა. ირგვლივ თანდათან სიჩუმე ისადგურებდა. კაფე დაცარიელდა. მოედანზეაქა-იქ თუ გაიჭაჭანებდა ვინმე. დიდებული სიმშვიდე გამეფდა. ცა ვარსკვლავებითმოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის თავზე ნახევარმთვარე

Page 2: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

დაეკიდა.

მე, ჩემი მეზობლისკენ ზურგშექცეული, გაზეთს ვკითხულობდი. ის იყო წასვლა დავაპირე,რომ სულმა წამძლია და მისკენ ოდნავ შემოვბრუნდი. უცნობი, რომელიც აქამდე ხმას არიღებდა, მოულოდნელად ალაპარაკდა.

– თქვენ პირველად ხართ ვენეციაში, ბატონო ჩემო? – მომმართა დამტვრეულიფრანგულით. სანამ ინგლისურად გაპასუხებას მოვახერხებდი, მან სუფთა გერმანულ ენაზეგააგრძელა ლაპარაკი. უცნობს ჩახლეჩილი, დაბალი ხმა ჰქონდა და ყელის ჩასაწმენდადხშირად ახველებდა.

– თქვენ ყველაფერ ამას პირველად ხედავთ? გაგიმართლდათ კი მოლოდინი? იქნებმეტს არც ელოდით? ჰა! ეგებ უფრო ლამაზად არც გქონდათ წარმოდგენილი? ასეა ხომ?იქნებ ამას მხოლოდ იმიტომ ამბობთ, რომ გინდათ თქვენი ბედნიერება შეშურდეთ?

უცნობი უკან გადაიხარა და თან დამაკვირდა. რაღაც გაურკვეველი გამომეტყველებაჰქონდა და თვალებს სწრაფად ახამხამებდა.

უხერხული დუმილი ჩამოვარდა. უკვე აღარ ვიცოდი, ეს უცნაური საუბარი როგორ უნდაგაგრძელებულიყო და ხელახლა წამოდგომა დავაპირე. უცნობი მოულოდნელად ჩემკენგადმოიხარა.

– იცით თუ არა, ბატონო ჩემო, რა არის იმედის გაცრუება? – შემეკითხა იგი წყნარად დადაჟინებით, თან თავის ჯოხს ორივე ხელით დაეყრდნო. – პატარა, უმნიშვნელო ხელისმოცარვა კი არა, დიდი, საერთო იმედის გაცრუება, რომელსაც ცხოვრება ადამიანსუმზადებს! ეს თქვენ არ გეცოდინებათ. მე კი ახალგაზრდობიდან მისი მეგზური ვარ და ამანეული, უბედური და, უნდა გამოვტყდე, ცოტა უცნაურიც კი გამხადა.

შეგიძლიათ კი გამიგოთ, ბატონო ჩემო? მაგრამ, ალბათ, ორიოდე წუთით ყურადღებას არდამამადლით. ორიოდე წუთით, რადგან გულგატეხილობის გამოხატვას, თუკი ესსაერთოდ შესაძლებელია, დიდი დრო არ დასჭირდება.

ნება მიბოძეთ, მოგახსენოთ, რომ გავიზარდე პატარა ქალაქში, პასტორის ოჯახში. ჩვენისახლის ზედმეტად სუფთა ოთახებში ძველმოდური პედანტური სწავლულობის ოპტიმიზმისუფევდა. იქ ყველაფერი სუნთქავდა საეკლესიო კათედრისათვის დამახასიათებელირიტორიკით, ბრტყელ-ბრტყელი ფრაზებით სიკეთესა და ბოროტებაზე, მშვენიერებასა დასიმახინჯეზე. როგორ მძულს ყოველივე ეს, რადგან, ალბათ, მხოლოდ ამ სიტყვებსმიუძღვის ბრალი ჩემს ტანჯვაში.

ჩემთვის ცხოვრება მხოლოდ და მხოლოდ ამ ბრტყელ-ბრტყელი ფრაზებისგანშედგებოდა, რადგან წუთისოფლის არაფერი გამეგებოდა, გარდა ხელშეუხებელი,ბუნდოვანი წარმოდგენებისა, რომლებსაც ჩემში ეს სიტყვები იწვევდა. ადამიანებისგანმხოლოდ ღვთიურ სიკეთეს ან შემაძრწუნებელ ბოროტებას მოველოდი, ცხოვრებისგან მემოველოდი ზეაღმტაც სიმშვენიერეს ან უკიდურეს სიმახინჯეს და ყოველივე ამისდაწაფების დაუოკებელმა წყურვილმა შემიპყრო, შემიპყრო შიშნარევმა სწრაფვამსინამდვილისკენ, განცდისკენ, სულერთია, ეს ნათელი ბედნიერება იქნებოდა თუ ენითაუწერელი, წარმოუდგენლად საშინელი ტანჯვა.

ბატონო ჩემო, მე მაგონდება პირველი იმედის გაცრუება ჩემს ცხოვრებაში. გთხოვთგამიგოთ, რომ ეს არ ყოფილა რაიმე მშვენიერი იმედის გაქარწყლება. ეს იყო დიდიუბედურების დასაწყისი. ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი, როცა მამისეულ სახლში ღამით ხანძარიგაჩნდა. ცეცხლი მთელ შენობას მოედო, დაიწვა პირველი სართული, საცა იყო, ალიკიბესაც შთანთქავდა. მე პირველმა შევნიშნე ცეცხლის ენები და, მახსოვს, მთელი სახლიყვირილით შევძარი: ცეცხლი! ცეცხლი!

ზუსტად მახსოვს ეს წამოძახილი, ვიცი რა გრძნობაც ედო მას საფუძვლად, თუმცა მაშინგარკვევის თავი არ მქონდა. „ეს არის ცეცხლის სტიქიონი, – შევიგრძენი მე უნებურად. – აი,უკვე განვიცდი მას, მაგრამ... ნუთუ ხანძარი ამაზე საშინელი არ არის, ნუთუ სულ ეს არის?“

ღმერთმა ხომ იცის, რომ ეს უბრალო ამბავი არ ყოფილა. მთელი სახლი დაიფერფლა.ოჯახი ძლივს გადარჩა ხიფათს, ხოლო მე საკმაოდ დავშავდი. სწორი არ იქნებოდა იმისთქმა, თითქოს ჩემს ფანტაზიას მშობლიური სახლის დაწვა უფრო შემაძრწუნებლად

Page 3: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

ჰქონდა წარმოდგენილი, ვიდრე სინამდვილეში მოხდა, მაგრამ ჩემს არსებაში ჩასახულიიყო გაურკვეველი წინათგრძნობა, უსხეულო წარმოდგენა რაღაც უფრო მეტისაშინელებისა და მასთან შედარებით სინამდვილემ ყოველგვარი ძალა დაკარგა. ხანძარიიყო ჩემი პირველი დიდი განცდა, რომელმაც გააქარწყლა საშინელების მოლოდინი.

არ შეშინდეთ, ბატონო ჩემო, არ ვაპირებ ყოველი ჩემი გაწბილების სათითაოდჩამოთვლას. საკმარისია ვთქვა, რომ დაუოკებელი ეჭვით შეპყრობილმა პოეტებისნაწარმოებებიდან შევითვისე ცხოვრებისგან რაღაც დიდის მოლოდინი. ეჰ, მეშემძულდნენ ეს პოეტები, რომლებიც თავიანთ მაღალფარდოვან სიტყვებს აბნევენყველგან, სადაც ხელი მიუწვდებათ, ხოლო რომ შეეძლოთ, ვეზუვში ჩაწებული კედრით ცისკაბადონზე მიაწერდნენ თავიანთ სიბრძნეს. მე კი არ ძალმიძს ყოველი ასეთი სიტყვა დიდსიცრუედ ან ბოროტ დაცინვად არ მივიჩნიო. აღფრთოვანებულმა პოეტებმა მიმღერეს,ადამიანის ენა ღარიბიაო. არა, ბატონო ჩემო! ენა, ჩემი აზრით, მდიდარია, აუწერლადმდიდარი, ცხოვრების შეზღუდულობასა და უმწეობასთან შედარებით. ტკივილს აქვსთავისი საზღვრები: ფიზიკურს – გულის წასვლამდე, სულიერს – სიგიჟემდე, ბედნიერებაცასევეა. ადამიანთა ურთიერთგაგებინების მოთხოვნილებამ კი ბგერები გამოიგონა,რომლებსაც მოტყუებით გავყავართ ამ საზღვრებს მიღმა. განა ჩემი ბრალია, რომ ესსიტყვები ზურგის ტვინამდე ჩამდევს და ისეთ წარმოდგენებს მიღვიძებს, რაც საერთოდ არარსებობს?

მე ამ ყბადაღებულ ცხოვრებაში შევიჭერი, ჩემი წინათგრძნობების შესატყვისი განცდებისწყურვილით სავსე. ღმერთო, მიშველე, ეს განცდები ბედმა როდი მარგუნა. მედავხეტიალობდი დედამიწის ქებული ადგილებისა და ხელოვნების ქმნილებათასანახავად, რომელთა წინაშე მოწიწებით ქედს იხრის კაცობრიობა. მე ვმდგარვარ ამქმნილებათა წინ და მითქვამს: მშვენიერია! და მაინც, ნუთუ არ არსებობს ამაზე მეტიმშვენიერება? ნუთუ ეს არის ყველაფერი?

მე არაფერი გამეგება ფაქტობრიობისა. ალბათ, ის ყველაფერს ხსნის. ერთხელ, სადღაც,უძირო უფსკრულის პირას ვიდექი. კედლები შიშველი და ციცაბო იყო, ძირს კი წყალიეხეთქებოდა ლოდებს. ვიცქირებოდი ქვევით და ვფიქრობდი: რა მოხდება, რომგადავვარდე-მეთქი. ეს რომ მომხდარიყო, ჰაერში ალბათ ჩემს თავს ვეტყოდი: აი,ვვარდები. ახლა ეს ფაქტია! მერე რა?!

დამიჯერებთ თუ არა, საკმაოდ ბევრი უბედურება გადავიტანე იმისთვის, ასეთი საუბარირომ შემძლებოდა! დიდი ხნის წინ მიყვარდა გოგონა, ნაზი და უმანკო არსება. თუკიმოისურვებდა, თვალისჩინივით გავუფრთხილდებოდი, სიკვდილამდე მფარველობასგავუწევდი, მაგრამ მას არ ვუყვარდი. არაფერია აქ საკვირველი, სხვას ერგო წილად მისისიყვარული. არსებობს განა ამ ვნებათაღელვასთან გადაჯაჭვულ გულისტკივილზეგამანადგურებელი რამ? რამდენი ღამე გამითენებია თეთრად და ყველაზე სამწუხარო,ყველაზე საწამებელი მაინც ერთი აზრი იყო: ეს მართლაც უდიდესი ტკივილია! და აი, მეგანვიცდი ამ ტკივილს! მაგრამ... კაცმა რომ თქვას, რა არის მერე ეს?

განა ღირს, ჩემს ბედნიერებაზედაც მოგითხროთ? ბედნიერებაც განმიცდია, მაგრამ აქაცგამიცრუვდა მოლოდინი. ამის მოყოლა არც არის საჭირო, რადგან ეს უხეში მაგალითებივერ ახსნის ცხოვრების არსს, მის მდორე, უინტერესო და უფერულ სრბოლას, რამაც იმედიგამიცრუა, იმედი.

„რა საბრალოა ადამიანი, ეს განდიდებული ნახევარღმერთი, – წერს ერთგანახალგაზრდა ვერთერი, – განა ადამიანს სწორედ იქ არ ღალატობს ძალა, სადაც ყველაზემეტად სჭირდება მხნეობა, განა სწორედ მაშინ არ უბრუნდება ყრუ, ცივ განსჯას, როცა იგისიხარულითაა შეპყრობილი, ან ვნებაშია ჩაძირული და უსასრულობის განცდაშიჩაკარგვისკენ მიისწრაფვის?“

მაგონდება ის დღე, როცა პირველად ვიხილე ზღვა. იგი უზარმაზარია, უკიდეგანო. ჩემიმზერა ნაპირს გასცდა და ხსნის იმედი დამებადა, მაგრამ შორს ჰორიზონტმა უზარმაზარიზღვაც შემოფარგლა. რად მინდოდა ჰორიზონტი, როცა ცხოვრებისგან უსასრულობასმოველოდი?

შეიძლება ჩემი ჰორიზონტი უფრო ვიწროა, ვიდრე სხვა ადამიანებისა? მე გითხარით, რომმაკლია ფაქტების გაგების უნარი, ან იქნებ გაზვიადებული აზრი მაქვს მასზე, იქნებ მალე

Page 4: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

მეცლება ძალა, იქნებ მალე მთავრდება ჩემთვის ყველაფერი? ნუთუ ბედნიერებასა დატკივილს მხოლოდ უმდაბლეს ხარისხში, მხოლოდ დაკნინებულ მდგომარეობაში ვიცნობ?

მე ეს არ მჯერა; არც იმ ადამიანებისა მჯერა, რომლებიც ცხოვრებასთან პირისპირდგომისას პოეტების ამაღლებულ სიტყვებს ეფარებიან, – ეს სიმხდალეა და სიცრუე!

ბატონო ჩემო, ალბათ შეგიმჩნევიათ, არსებობენ ადამიანები, რომლებიც ისე მედიდურნიარიან, ისე მოწყურებულნი ღრმა პატივისცემას და სხვებში მეშურნეობის გაღვიძებას, რომთავს დებენ, თითქოს მხოლოდ უდიდესი ბედნიერება განუცდიათ და არასოდესდატანჯულან.

ბნელა და თქვენ ძლივსღა მისმენთ. დღეს კიდევ ერთხელ მინდა ვაღიარო, რომ მეცმქონდა შემთხვევა, ასეთ ადამიანებთან სიცრუე მეთქვა, რომ საკუთარი თავისთვის დასხვებისთვის თავი ბედნიერად მომეჩვენებინა, მაგრამ კარგა ხანია დამემსხვრაპატივმოყვარეობა და სულ მარტო დავრჩი, უბედური და ცოტა უცნაურიც კი გავხდი.

ახლა ღამით ცაზე ვარსკვლავებს ვაკვირდები. ეს ჩემი საყვარელი საქმიანობაა. განა ესსაუკეთესო საშუალება არ არის ამქვეყნიური ცხოვრებისგან მოსაწყვეტად? განა არმეპატიება, რომ შესაძლებლობას ვიტოვებ, ჩემი წარმოდგენები მაინც შევინარჩუნო,ვიოცნებო თავისუფალ ცხოვრებაზე, სადაც სინამდვილე, ჩემი ფანტაზიის შესაბამისად,გულგატეხილობის მტანჯავი ნაშთის გარეშე ხორციელდება, იმ ცხოვრებაზე, სადაც აღარარსებობს ჰორიზონტი?

ვოცნებობ ამაზე და ველი სიკვდილს. ეჰ, კარგად ვიცი, რომ ეს იქნება ჩემი უკანასკნელიიმედის გაცრუება. მჯერა, უკანასკნელ წუთებში ვეტყვი ჩემს თავს: ეს არის სიკვდილი? აიესეც! კაცმა რომ თქვას, რა არის მერე ეს?

მაგრამ მოედანზე აცივდა, ბატონო ჩემო?! მადლობა ღმერთს, ამის შეგრძნება მაინცგამაჩნია, ჰი-ჰი! უმორჩილესად გეთხოვებით, Adieu!

1896

პატარა ბატონი ფრიდემანიფრიდემანების ოჯახში დატრიალებული უბედურება გადიას ედებოდა ცოდვა-ბრალად;ქალბატონმა ფრიდემანმა, როგორც კი ეჭვი აიღო, რომ გადია სასმელებს ეტანებოდა,დიდხანს უჩიჩინა, ხელი აიღე სმაზეო, მაგრამ ვერაფერს გახდა. ადრე ყოველდღიურადთავისი ხელით აძლევდა ყუათიან ლუდს, მერე ერთი ჭიქა წითელი ღვინოც წაუმატა,მაგრამ ამითაც ვერ დააოკა გადია. მალე ისიც გამოირკვა, გამზრდელი თურმესპირტქურისთვის ნაყიდი სპირტის დალევასაც არ ერიდებოდა. ფრიდემანებმა ახალგადიას დაუწყეს ძებნა, მაგრამ სანამ ვინმეს გამონახავდნენ, ამასობაში უბედურებაცდაატყდათ თავს. ერთ დღეს, სეირნობიდან დაბრუნებულ ქალბატონს და მის სამ გოგონასჩვილი იოჰანესი მაგიდიდან გადმოვარდნილი დახვდათ. იატაკზე განრთხმული ერთითვის ბავშვი საცოდავად კრუსუნებდა, მთვრალი გადია კი გამოთაყვანებული სახით იდგაშორიახლო.

ექიმმა კრუნჩხვამორეულ ჩვილს ფრთხილად მოუსინჯა სხეული და ძალიან შეშფოთდა.დები კუთხეში მიყუჟულიყვნენ და გულამომჯდარნი სლუკუნით ტიროდნენ,თავზარდაცემული ქალბატონი კი ხმამაღლა ლოცულობდა.

საბრალო ქალს უკურნებელმა სენმა ბავშვის დაბადებამდე გამოაცალა ხელიდან მეუღლე,რომელიც ნიდერლანდებში კონსულად მსახურობდა. ამ უბედურებამ ქალბატონიფრიდემანი სულიერად ისე გატეხა, რომ პატარა იოჰანესის გადარჩენის იმედი აღარაჰქონდა. ექიმმა მხოლოდ ორი დღის შემდეგ ჩამოართვა ხელი ქალს, პატარის გადარჩენამიულოცა და ანუგეშა: მთავარი საფრთხე გადატანილია, ბავშვს სახეზე ეტყობა, რომტვინის მსუბუქმა შერყევამ გაუარა – თვალები ისე უაზროდ აღარა აქვს გაშტერებული,ადრე რომ ჰქონდა... ცხადია, მოთმინება, ბავშვის ჯანმრთელობაზე ფიქრი და, როგორცამბობენ, იმედიანად ყოფნა, უკეთესის მოლოდინი გმართებთო.

მაღალსახურავიანი რუხი სახლი, რომელშიც იოჰანეს ფრიდემანი იზრდებოდა, ძველი

Page 5: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

სავაჭრო დაბის ჩრდილო კარიბჭესთან მდებარეობდა. ქვის ფილებით დაგებული ფართოდერეფნიდან თეთრად შეღებილი მოაჯირიანი ხის კიბე ადიოდა ზედა სართულში.პირველ სართულზე სასტუმრო ოთახი ჰქონდათ მოწყობილი. პეიზაჟებით მოხატულიშპალერიანი კედლები უკვე გახუნებულიყო. ოთახის შუაში წითელი ხის მაგიდა იდგა.მაგიდას პლუშის მუქი წითელი სუფრა ეფარა და ირგვლივ ხმელსაზურგიანი სავარძლებიჰქონდა შემორიგებული.

იოჰანესს ბავშვობისას დედის ფერხთით, დაბალ სკამზე უყვარდა ჯდომა. ფანჯრისგადაღმა ზამთარ-ზაფხულ ყვაოდა საუცხოო ყვავილები. ბავშვი უცქერდა დედისგულდასმით დავარცხნილ ჭაღარაგარეულ თმას, კეთილ, ღვთისნიერ სახეს, მისიტანსაცმლის საამო სურნელს ისუნთქავდა და თან მომაჯადოებელ ზღაპრებს ისმენდა.ხშირად ეჭირა ხელში ის სურათი, რომლიდანაც მამამისი, მხიარული სახის, ჭაღარაბაკენბარდებიანი კაცი უღიმოდა. დედა ეტყოდა ხოლმე: ის ზეცაშია და ჩვენ ყველას იქმიგველისო.

სახლის უკან პატარა ბაღი ჰქონდათ. ზაფხულობით ნიავს შაქრის ქარხნიდან მძიმე,მოტკბო, გახურებული ჰაერი მოჰქონდა ბაღში და იქ ყოფნა ზოგჯერ ჭირდა, მაგრამფრიდემანები თითქმის მთელ დღეს მაინც ამ ბაღში ატარებდნენ. ერთი ასწლოვანი,ნუჟრიანი კაკლის ხე ედგათ. იოჰანესი ამ ხის ძირში, დაბალ სკამზე ჩამოჯდებოდა ხოლმედა თხილს აკნატუნებდა, დედა და უკვე წამოჩიტული დები კი რუხი ქერელის ტილოსკარავს იყვნენ შეფარებულნი. დედა ხელსაქმეს მალიმალ წყვეტდა თვალს დასიყვარულითა და სიბრალულით გახედავდა ხოლმე შვილს.

პატარა იოჰანესი არ იყო ლამაზი ბავშვი. მეტად უცნაური შესახედი იყო, როცა დაბალსკამზე წამოსკუპებული, მკერდამოზნექილი, კუზიანი და ჩხირივით გაჩხინკული არსებათავდავიწყებით მარჯვედ კვნეტდა კაკალს. ეგეც არის, რომ იოჰანესს ნაზი, კოხტა ხელ-ფეხი, ფართო, თაფლისფერი თვალები, მოხდენილი პირი და რბილი თმა ჰქონდა.მართალია, თავი საბრალოდ ჩავარდნოდა მხრებს შორის, მაგრამ მისი სახე მაინცთავისებურად მიმზიდველი იყო.

შვიდი წლისა სასწავლებელში მიაბარეს და ერთფეროვანი დღეებიც სწრაფად წაეწყოერთმანეთს. პატარა იოჰანესი მაღალსახურავიანი სახლებისა და სავაჭრო ფარდულებისგავლით კუზიანისთვის დამახასიათებელი სასაცილო სერიოზულობით მიაბიჯებდა ხოლმეგოთიკურთაღებიანი სკოლის ძველი შენობისკენ. როცა საშინაო დავალებას მოითავებდა,ფერად გარეკანში ჩასმულ ლამაზ წიგნებს კითხულობდა ან ბაღში რაღაცას საქმიანობდა.ამ დროს მისი დები საოჯახო საქმეებში ეხმარებოდნენ ხანში შესულ დედას. ფრიდემანებიქალაქის მაღალ წრეს ეკუთვნოდნენ და ქალიშვილებს ქალაქის საზოგადოებაში ტრიალიუწევდათ. რაკი არც დიდი ქონება ებადათ და საკმაოდ შეუხედავებიც გახლდნენ,სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გაუთხოვრები იყვნენ.

იოჰანესის ტოლები დროდადრო მასაც მიიწვევდნენ ხოლმე სტუმრად. მაგრამ მათთანურთიერთობა ბავშვს არ ახარებდა. ერთად თამაში არ გამოსდიოდათ და, რაკი ტოლებიმასთან ყოველთვის შებორკილად გრძნობდნენ თავს, მათ შორის ამხანაგურიდამოკიდებულების გაჩენაზე ლაპარაკიც ზედმეტი იყო.

გავიდა ხანი და სკოლის ეზოში თავმოყრილმა თანაკლასელებმა სულ უფრო მოუხშირესმათი ასაკისთვის შეუფერებელ თემაზე საუბრებს. ყურადღებად გადაქცეული იოჰანესისულგანაბული ისმენდა, რა გატაცებით ლაპარაკობდნენ ამხანაგები გოგონებზე – ისმენდადა დუმდა. ის, რაც ასე აინტერესებთ და ახარებთ მათ, – ამბობდა გულში, – ისევემიუწვდომელია ჩემთვის, როგორც ვარჯიში და ბურთაობა. ზოგჯერ წუხდა ამაზე, მაგრამთანდათან შეეჩვია გარიყულობას და თავის თავში ჩაიკეტა.

გადასახდენი მაინც გადახდა. ჩვიდმეტი წლისას მოულოდნელად თანაჯგუფელის და,თავისი კბილა ქერა გოგონა შეუყვარდა. ერთმანეთს ძმამ გააცნო. ამ ჩიტივით უზრუნველიდა მხიარული არსების დანახვაზე იოჰანესს უცნაურად ეკვროდა სუნთქვა. გოგონამოკრძალებით, ყალბი თანაგრძნობით ექცეოდა და ეს დამოკიდებულება იოჰანესს ღრმამწუხარებას ჰგვრიდა.

ერთხელ, ზაფხულში, ნაშუადღევს, იოჰანესი მარტო მისეირნობდა ქალაქის განაპირამიწაყრილისკენ. უცებ ჩურჩული შემოესმა უცვეთელას ბუჩქიდან. ფრთხილად მიაყურა:

Page 6: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

სკამზე ის გოგონა და ერთი წითური, აყლარწული ბიჭი ისხდნენ; იოჰანესი კარგადიცნობდა ბიჭს. ის გოგონას ეხვეოდა და ტუჩებში კოცნიდა. გოგონა ხითხითებდა დაკოცნაზე კოცნით პასუხობდა. შეძრწუნებული იოჰანესი ფეხაკრეფით გამობრუნდა დაიქაურობას გაეცალა. თავი უფრო ღრმად ჩაუვარდა მხრებში, ხელები აუკანკალდა, მძიმე,სულის შემხუთავი ბოღმა მკერდიდან ბურთივით მოაწვა ყელში. მაგრამ ნაღველს მოერიადა რამდენადაც შეეძლო წელში მხნედ გაიმართა. „კეთილი, – თქვა თავისთვის, – ეს იყოსპირველი და უკანასკნელი. ასეთი რამ სამუდამოდ უნდა აღვკვეთო. ის, რაც სხვებსკმაყოფილებას და სიხარულს ანიჭებს, მე ყოველთვის დარდსა და ტანჯვას მომიტანს.მორჩა და გათავდა! ასეთი რამ აღარ გამეორდება!“

ასე რომ გადაწყვიტა, გულზე მოეშვა. იოჰანესმა სამუდამოდ, სამუდამოდ უარყოსიყვარული. სახლში დაბრუნებულმა გულის გადაყოლება ჯერ წიგნზე სცადა, მერევიოლინო ჩამოიღო და დაუკრა, – მახინჯი მკერდის მიუხედავად, საკმაოდ კარგადუკრავდა ვიოლინოს.

ჩვიდმეტი წლისამ სწავლას თავი მიანება და, როგორც მის წოდებას ჰქონდა წესად,სავაჭრო საქმეს მოჰკიდა ხელი, ბატონ შლიფოგტს დაუდგა შეგირდად ქვევით, მდინარისპირზე გაშენებულ ხეტყის ქარხანაში. თანამშრომლები კარგად ეპყრობოდნენ, ისიც თავისმხრივ გულთბილობას და თავაზიანობას იჩენდა და ასე მშვიდად და აუმღვრევლადგადიოდა დრო. ოცდაერთი წლის იოჰანესს ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ დედაგარდაეცვალა.

ფრიდემანისთვის ეს მძიმე უბედურება იყო და ამ ტკივილს დიდხანს ატარებდა გულში;მწუხარებას დიდ ბედნიერებასავით მიეძალა, დაეწაფა, ბავშვობის წლების უამრავიმოგონებით იძლიერებდა და, როგორც თავის პირველ უმძიმეს განცდას, გულმოდგინედუფრთხილდებოდა.

განა სიცოცხლე თავისთავად დიდ სიკეთეს არ წარმოადგენს, მიუხედავად იმისა, არის თუარა ჩვენთვის ისე მოწყობილი, ბედნიერ ცხოვრებას რომ უწოდებენ ადამიანები? –იოჰანესმა იგრძნო ეს და სიცოცხლე შეიყვარა. უარყო ის უდიდესი ბედნიერება, ცხოვრებარომ ანიჭებს ადამიანებს, სამაგიეროდ იმ სიკეთით ტკბობა ისწავლა, რაზედაც ხელიმიუწვდებოდა. გაზაფხულზე ქალაქგარეთ გასეირნება, ყვავილის სურნელი, ფრინველთაგალობა, – განა შეიძლება ამდენმა სიკეთემ მადლიერებით არ აღავსოს ადამიანი?

იმასაც მიხვდა, რომ ტკბობის უნარის დასახვეწად განათლება იყო საჭირო, მიხვდა, რომგანათლება თავისთავად ტკბობა იყო და აკი ნათლდებოდა კიდეც. მუსიკა უყვარდა დაქალაქში გამართულ ყოველ კონცერტს ესწრებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ვიოლინოსდაკვრისას უცნაური შესახედავი იყო, თანდათან რიგიანად დაეუფლა ამ ინსტრუმენტს დაწარმატებით აღებული თითოეული თბილი და სასიამოვნო ბგერა სიხარულს ჰგვრიდა.ბევრი კითხვით ლიტერატურული გემოვნება დაიხვეწა, თუმცა ამ საგანზე ქალაქში არავისესაუბრებოდა. თვალს ადევნებდა საზღვარგარეთის და მშობლიურ ახალ გამოცემებს.კარგი ლექსის გემო გაგებული ჰქონდა და ნამდვილი ხელოვანის მიერ დაწერილინოველის ინტიმის განცდა შეეძლო – ერთი სიტყვით, ნამდვილი ეპიკურელი გახლდათ!

მიხვდა, რომ სიამოვნების წყაროდ ყველაფერი გამოდგებოდა, რომ უგუნურება იყომოვლენების დაყოფა ბედნიერებისა და უბედურების მომტანად. ყოველ განცდას თუგანწყობას ხალისით ეგებებოდა და ერთნაირად ელოლიავებოდა, – არ დაგიდევდათ,გაამხიარულებდა თუ სულს მოუშხამავდა ის. ყველაზე მეტად აუხდენელი ნატვრა, ოცნებაუყვარდა. ოცნება უყვარდა ოცნებისთვის და თავისთვის ამბობდა: ოცნების ახდენისშემდეგ სიცარიელის შეგრძნება ეუფლება ადამიანსო. განა გაზაფხულის მშვიდი საღამოსტკბილი, მტანჯველი, ბუნდოვანი კაეშანი და მოლოდინი ზაფხულში ახდენილ ოცნებაზემეტ ნეტარებას არ გვანიჭებსო? – მართლაც რომ ნამდვილი ეპიკურელი გახლდათპატარა ბატონი ფრიდემანი!

იმ ადამიანებმა, რომლებიც ქუჩაში ჩვეულებისამებრ თანაგრძნობით და თავაზიანადესალმებოდნენ ფრიდემანს, ალბათ გუმანითაც კი არ იცოდნენ, როგორიდამოკიდებულება ჰქონდა ცხოვრებასთან ამ საბრალო მახინჯს, ღია ფერის წამოსასხამსადა პრიალა ცილინდრში გამოწყობილი სასაცილო სერიოზულობით რომ გამოჩნდებოდახოლმე ქალაქის ქუჩებში (უცნაურია და, ცოტა კეკლუცობა უყვარდა ფრიდემანს), არ

Page 7: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

იცოდნენ, რა ნაზი სიყვარულით უყვარდა სიცოცხლე, რომელიც იოჰანესისთვისაუმღვრევლად, მდორედ მიედინებოდა, მაგრამ მშვიდი და მაღალი ბედნიერებითაღავსებდა. ამ ბედნიერებას ის დიდის ხელოვნებით უმზადებდა საკუთარ თავს.

ბატონ ფრიდემანს ყველაზე მეტად მაინც თეატრი იტაცებდა, თეატრი იყო მისი ნამდვილივნება. პიესის განცდის საოცარი უნარი ჰქონდა თანდაყოლილი და ტრაგედიის დაძაბულისიტუაციების ან კულმინაციის დროს მის დალეულ სხეულს ცახცახი იპყრობდა. თეატრისპირველი იარუსის აბონემენტი ჰქონდა შეძენილი და იშვიათად თუ გამოტოვებდაწარმოდგენას. ზოგჯერ თეატრში დებიც ახლდნენ. დედის გარდაცვალების შემდეგქალებმა თვითონ იკისრეს მთელი იმ მეურნეობის გაძღოლა, რაც მემკვიდრეობითდარჩათ.

სამწუხაროდ, დები ისევ გაუთხოვრები იყვნენ. ეგეცაა, რომ წლების მომატებასთან ერთადგათხოვების პრეტენზიამ იკლო, – უფროსი და ჩვიდმეტი წლით მაინც იყო ძმაზე ხნიერი. ისდა მისი მომდევნო ჰენრიეტა ცოტა აწოწილები და გამხდრები იყვნენ, ხოლო უმცროს დას,ბურთივით მრგვალ და ტანმორჩილ ფიფის, სასაცილო ჩვეულება ჰქონდა: ლაპარაკისდროს ცმუკავდა და თან პირზე ნერწყვი ადგებოდა.

პატარა ბატონ ფრიდემანს გულითადი ურთიერთობა არასდროს ჰქონია დებთან.სამაგიეროდ, ქალები კარგად იყვნენ ერთმანეთში და ყველაფერზე მუდამ ერთი აზრისანიგახლდნენ. ეს ერთსულოვნება განსაკუთრებით მაშინ იჩენდა ხოლმე თავს, როცარომელიმე ნაცნობი ქალიშვილის დანიშვნის ამბავს შეიტყობდნენ. ერთხმადაცხადებდნენ: ამ ამბით დიდად ვართ გახარებულიო.

ფრიდემანი დებს არც მაშინ გაყრია, როცა ბატონ შლიფოგტის ხეტყის საწარმოს თავიმიანება და თვითონ დააარსა სავაჭრო სააგენტო თუ რაღაც მსგავსი დაწესებულება. ესსაქმე დიდ ჯაფად არ დასწოლია. ფრიდემანების ბინაში იოჰანესს რამდენიმე ოთახი ეკავაქვედა სართულზე და ზევით მხოლოდ პურის საჭმელად თუ ადიოდა, ამას იმიტომერიდებოდა, რომ კიბეზე ასვლა-ჩამოსვლისას ზოგჯერ ქოშინი მოერეოდა ხოლმე.

ივნისის ერთ მზიან დღეს, როცა პატარა ბატონ ფრიდემანს ოცდაათი წელი შეუსრულდა,ნასადილევს რუხ კარავში შევიდა, თავი იმ ყურთბალიშს მიაყრდნო, რომელიც ჰენრიეტამსაკუთრად მას შეუკერა, ძვირფას სიგარას მოუკიდა და საინტერესო წიგნი გადაშალა.დროდადრო წიგნს თვალს მოსწყვეტდა, სახლისკენ რომ მიემართებოდა, იმხრეშმოყრილ ბილიკს და ნაირფერი ყვავილებით დამშვენებულ კორდს უყურებდა დაძველი კაკლის ხის ტოტებში შეფენილი ბეღურების ჟღურტულს ისმენდა.

პატარა ბატონი ფრიდემანი წვერს არ ატარებდა. სახეზე თითქმის სულ არ იყო შეცვლილი.მხოლოდ ნაკვთები გამკვეთრებოდა ოდნავ. რბილი, ოქროსფერი თმა თხემთან შუაზეგაეყო და გვერდზე გადაევარცხნა.

ბოლოს, როცა წიგნი მუხლებზე დაუშვა და მილულული თვალები ლურჯი,გასხივოსნებული ცისკენ აღაპყრო, გაიფიქრა: აი, ოცდაათი წელი უკვე გავიდა, გაივლისკიდევ ათი ან, შეიძლება, ოცდაათიც – ზუსტად მხოლოდ ღმერთმა იცის, კიდევ რამდენიწელი დამრჩენია. ეს დარჩენილი წლებიც ასე უკვალოდ და უშფოთველად გამიქრებათვალსა და ხელს შუა, როგორც ოცდაათი წელი გაქრა და მე ამ წლებს სულიერისიმშვიდით მოველი.

იმავე წლის ივლისში ახალი უფროსი დაუნიშნეს ოლქს. ამ ამბავმა მთელი ქალაქი შეძრა.ძველ უფროსს, ჩასუქებულ, მხიარულ მამაკაცს, რომელიც მრავალი წლის განმავლობაშიხელმძღვანელობდა ამ მხარეს, ქალაქის საზოგადოება ძალიან იყო შეჩვეული დადათმობა უჭირდა. ეშმაკმა უწყის, როგორ მოხვდა ობერლეიტენანტი ფონ რინლინგენიმის ადგილზე. თუმცა ამ ცვლილებას ურიგო პირი არ უჩანდა: რაკი ახალმაობერლეიტენანტმა, რომელიც ცოლიანი, მაგრამ უშვილო აღმოჩნდა, ქალაქის სამხრეთგარეუბანში მოზრდილი ვილა იქირავა, საზოგადოებამ დაასკვნა, ახალი უფროსიცხელგაშლილად აპირებს ცხოვრებასო. ამ კაცის სიმდიდრეზე გავრცელებული ხმებიიმითაც დადასტურდა, რომ მან ოთხი მსახური, ხუთი შესაბმელი და სადოღე ცხენი,ლანდო და მსუბუქი, სანადირო ეტლი ჩამოიყოლა თან.

მას შემდეგ, რაც ახალი უფროსი ჩამოსლვისთანავე მეუღლის თანხლებით ქალაქის

Page 8: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

რჩეულ ოჯახებს ეწვია, მათი სახელი ყველას პირზე ეკერა. ბატონ ფონ რინლინგენზემეტად მისმა მეუღლემ მიიპყრო ყურადღება. მამაკაცები იმდენად დააბნია ამ ქალმა, რომერთხანს ვერც კი გაერკვნენ, მაინც ვისთან ჰქონდათ საქმე. მანდილოსნებს კი გერდა ფონრინლინგენი აშკარად არ მოუვიდათ თვალში.

– დედაქალაქის ყაიდაზე რომ ირჯება ეს ქალი, არავის უკვირს, – უთხრა ერთხელვექილის მეუღლემ, ქალბატონმა ჰაგენშტორმმა, ჰენრიეტა ფრიდემანს, – პაპიროსს რომეწევა და ცხენს დააჭენებს, ესეც გასაგებია! მაგრამ თავისუფლად კი არა, პირდაპირაგდებულად უჭირავს თავი. თუმცა ეს სიტყვა ზუსტად ვერ გამოხატავს მის ქცევას. თავადაცშეამჩნევდით, შეუხედავი არ არის, პირიქით, მოხდენილიც კი ეთქმის და მაინც ქალურიმიმზიდველობისა არაფერი სცხია: მის გამოხედვაში, ღიმილში, მიმოხვრაში მამაკაცებისმოსაწონი არაფერია. პრანჭიაობა არ უყვარს და, ღმერთია მოწმე, ამას ნაკლად არვუთვლი. მაგრამ ახალგაზრდა ქალს, – ისიც ოცდაოთხი წლისას – განა ეპატიებაბუნებისგან მინიჭებული ქალური მიმზიდველობის ერთიანად უგულებელყოფა?ძვირფასო, მართალია, ენა არ მიჭრის, მაგრამ ის მაინც ვიცი, რისი თქმაც მინდა. ჩვენსმამაკაცებს ამ ქალისგან ჯერ ისევ თავგზა აქვთ აბნეული, მაგრამ აი, ნახავთ, რამდენიმეკვირაში მთლიანად თუ არ გაუცრუვდეთ იმედი და მერე ზედაც აღარ შეხედავენ.

– საბრალოს რაღა ეშველება! – ჩაილაპარაკა ჰენრიეტა ფრიდემანმა, – იმას უიმათოდაცარაფერი უჭირს!

– მერე ქმარს, ქმარს როგორ ექცევა?! ნეტა ერთი გაჩვენათ! ნახავთ კიდეც! ყოველთვისიმას გავიძახი, გათხოვილ ქალს მოპირდაპირე სქესისადმი დიდი თავდაჭერა მართებს-მეთქი, მაგრამ არც ისეთი გულცივი დამოკიდებულება ვარგა, როგორსაც ქალბატონიფონ რინლინგენი იჩენს. ყინულივით ცივი თვალებით უყურებს ქმარს და თითქოსსიბრალულით ეუბნება: ჩემო მეგობაროო... სიმართლე გითხრათ, ნერვები მეშლება ამდროს! თან არ იკითხავთ, როგორია ეს კაცი: ახოვანი, ორმოცი წლის პირობაზეშესანიშნავად თავშენახული, გამოწკეპილი, მხნე ოფიცერი, რაინდივით წარმოსადეგი!ძვირფასო, იცით, სულ რაღაც ოთხი წელია, რაც ერთად ცხოვრობენ, აბა!

პატარა ბატონ ფრიდემანს ქალბატონ ფონ რინლინგენთან შეხვედრამ ქალაქის მთავარქუჩაზე მოუწია; ქუჩა მთლიანად სავაჭრო დაწესებულებებს ეკავა. ეს შეხვედრა შუადღისხანს მოხდა, როცა ფრიდემანმა ბირჟაზე რაღაც უმნიშვნელო საქმე დაამთავრა და შინბრუნდებოდა.

ჩია ფრიდემანი სერიოზული სახით მიაბიჯებდა მრგვლად შემოკვეცილ ბაკენბარდებიანდა ჯიღაწარბებიან ახმახ, უგერგილო დიდვაჭრის, შტეფენსის გვერდით. ორივესცილინდრი ეხურა. ცხელოდა და წამოსასხამები გადაეხსნათ. ხელჯოხებს რიტმულადმიაკაკუნებდნენ ქვაფენილზე და პოლიტიკაზე ლაპარაკობდნენ. როცა ქუჩის ნახევარითითქმის გაიარეს, უცებ დიდვაჭარმა შტეფენსმა წამოიძახა: – ეშმაკმა წაიღოს ჩემი თავი,აქეთ თუ რინლინგენის ცოლი არ მოდიოდეს!

– სწორედ კარგ დროს გამოვიარეთ, – წვრილი, ცოტა მკვეთრი ხმით თქვა ბატონმაფრიდემანმა და ცნობისმოყვარედ გახედა ქუჩას, – სახით ჯერაც არ ვიცნობ. აგერ,ყვითელი ეტლიც გამოჩნდა!

დღეს ქალბატონი ფონ რინლინგენი მართლა ყვითელი სანადირო ეტლით სეირნობდა.ბედაურებს თვითონ მართავდა, მეეტლე კი გულხელდაკრეფილი იჯდა უკან. ღია ფერისფართო ჟაკეტი და ქვედატანი ეცვა. ყავისფერი, ტყავისლენტიანი ჩალის ქუდიდანსაფეთქლებთან წმინდად ავარცხნილი და კისერზე დიდ ტალღად დაფენილიოქროსფერი თმა მოუჩანდა. თოვლივით ქათქათა, მოგრძო სახეზე სიმკრთალედაჰკრავდა და ერთმანეთთან უჩვეულოდ ახლო განლაგებული წაბლისფერი თვალებისუპეებზე მოლურჯო ჩრდილი გადაჰკვროდა, მოკლე, მაგრამ კოხტა ცხვირზე დაყრილიჭორფლი უხდებოდა. ტუჩებს განუწყვეტლივ ამოძრავებდა და ცხენს უწრუპუნებდა, ამიტომმისი ბაგეების ავკარგიანობაზე ძნელი იყო რამის თქმა.

როდესაც ეტლი გაუსწორდათ, დიდვაჭარი შტეფენსი მოწიწებით მოიხარა წელში და ფონრინლინგენის მეუღლეს მიესალმა. პატარა ბატონმა ფრიდემანმაც მოუხადა ქუდი,გაკვირვებული მიაჩერდა სახეში. ქალმა მათრახი დაუშვა, მისალმებაზე თავის ოდნავიდაკვრით უპასუხა და ნელა განაგრძო გზა, თან ქუჩის ორივე მხარეზე შენობებსა და

Page 9: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

ვიტრინებს ათვალიერებდა.

ორიოდე ნაბიჯი რომ გაიარეს, დიდვაჭარმა თქვა: – სასეირნოდ ყოფილა და ახლა შინბრუნდება.

პატარა ბატონმა ფრიდემანმა არაფერი უპასუხა; ჩაფიქრებული დაჰყურებდა ქვაფენილს.

მერე უცებ აიღო თავი და იკითხა: – რა ბრძანეთ?

ბატონმა შტეფენსმა „ღრმააზროვანი“ შენიშვნა გაიმეორა.

ამ შეხვედრის შემდეგ სამმა დღემ განვლო. სეირნობიდან ფრიდემანი იმ დღეს შინთორმეტი საათისთვის დაბრუნდა. სადილამდე კიდევ ნახევარი საათი იყო დარჩენილიდა ის იყო კარიდან ხელმარჯვნივ მოთავსებულ სამუშაო ოთახში აპირებდა შესვლას, რომზღურბლზე მსახური გოგონა გამოჩნდა და მოახსენა: – ბატონო ფრიდემან, სტუმრებიარიან თქვენთან.

– ჩემთან?

– არა, ზევით, თქვენს დებთან ბრძანდებიან.

– ვინ არიან?

– ბატონი რინლინგენი და მისი მეუღლე.

– ჰა... – შეიშმუშნა ფრიდემანი, – მაშინ მეც... ახლავე... – და ზევით ავიდა. სასტუმრო ოთახისთეთრ, მაღალ კარს მიადგა, სახელურს ხელიც კი მოჰკიდა, მაგრამ ბოლოს შესვლაგადაიფიქრა, ნაბიჯი უკან გადადგა, შემობრუნდა და ისევ კიბეს დაუყვა. მარტო იყო,მაგრამ მაინც ჩაილაპარაკა: „ნამდვილად ასე ჯობია!“

სამუშაო ოთახში ჩავიდა, საწერ მაგიდას მიუჯდა და თავი გაზეთში ჩარგო. მალე გაზეთიგვერდზე გადადო, სარკმელს მიაჩერდა. მანამდე იჯდა ასე გარინდებული, სანამ მოახლეგოგონა არ შემოვიდა და მოახსენა, სადილი მზად გახლავთო. ზევით, სასადილო ოთახშიდები უცდიდნენ. ფრიდემანი ავიდა და იმ სკამზე ჩამოჯდა, რომელზედაც სამი სქელისანოტო რვეული იდო.

ჰენრიეტამ ძმას წვნიანი დაუსხა და ჰკითხა: – იოჰანეს, იცი ვინ იყვნენ ჩვენთან?

– მაინც ვინ?

– ოლქის ახალი უფროსი და მისი მეუღლე.

– მართლა? დიდი თავაზიანობა გამოუჩენიათ.

– მართალს გეუბნება, – წამოიძახა ფიფიმ და პირზე ნერწყვი მოადგა. – მე ორივე ძალიანმომეწონა.

– ასეა თუ ისე, არც ჩვენ უნდა დავაყოვნოთ და იქით უნდა ვეწვიოთ. მოდი, ზეგ, კვირასვესტუმროთ! – თქვა ფრიდერიკამ.

– ვესტუმროთ კვირას, – დაეთანხმნენ ჰენრიეტა და ფიფი.

– იოჰანეს, შენც წამოხვალ, არა? – ჰკითხა ძმას ფრიდერიკამ.

– ცხადია, წამოვა! – თქვა ფიფიმ და აცმუკდა. გარინდული ფრიდემანი მოღუშული სახითხვრეპდა წვენს და დის კითხვას ყურიც არ ათხოვა. იჯდა განაბული და თითქოს რაღაცუცხო ხმაურის მოახლოებას, უჩვეულო მოძრაობის დაბადებას უგდებდა ყურს.

მეორე დღეს თეატრში „ლოენგრინი“ უნდა წარმოედგინათ. ქალაქის მთელიგანათლებული საზოგადოება იქ იყო თავმოყრილი. ხალხით გაჭედილ პატარა დარბაზშიყურისწამღები ზუზუნი, გაზისა და პარფიუმერიის სუნი იდგა. ყველა თეატრალურიბინოკლი სცენის გვერდით მოთავსებული ოცდამეათე ლოჟისკენ იყო მიმართული. ამლოჟაში რინლინგენები ისხდნენ. ისინი პირველად ესწრებოდნენ წარმოდგენას დასაზოგადოება ამ წყვილის ზედმიწევნით დათვალიერების შესაძლებლობას ხელიდან არუშვებდა.

Page 10: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

როცა უნაკლო შავ კოსტიუმში და გაქათქათებულ, ამობურცულ გულისპირიან პერანგშიგამოწყობილი პატარა ბატონი ფრიდემანი თავის ლოჟაში შევიდა, – მისი ლოჟაცოცდამეათე იყო, – შეცბა, უკან დაიხია, შუბლზე ხელი მოისვა, ნესტოები აუთრთოლდა,ბოლოს თავს მოერია და ქალბატონი ფონ რინლინგენის ხელმარცხნივ თავის სკამზეჩამოჯდა.

ქალმა ყურადღებით შეათვალიერა ახალმოსული და ტუჩი აიბზუა. მერე უკან მდგომმეუღლეს მიუბრუნდა და რაღაც უთხრა. მისი ქმარი ახოვანი, მხარბეჭიანი კაცი იყო დააპრეხილულვაშებიანი, მზემოკიდებული, კეთილი სახე ჰქონდა.

როცა დარბაზში უვერტიურა გაისმა და ქალბატონი ფონ რინლინგენი მოაჯირზეგადაიხარა, ბატონმა ფრიდემანმა თვალი გააპარა მისკენ. ქალი საბალო ტანსაცმელშიიყო გამოწყობილი. მანდილოსნებიდან მხოლოდ მას ჰქონდა მკერდი შესამჩნევადდეკოლტირებული. კაბა მხრებზე ნაკეცებად დაეყენებინა, თეთრი ხელთათმანის ყელიიდაყვამდე უწევდა. ამ საღამოს ოდნავ ჩასუქებული ჩანდა. იმ დღეს ქუჩაში ხალვათიჟაკეტი ეცვა და ფრიდემანმა ეს სისავსე მაშინ ვერ შეამჩნია. ქალი ღრმად და თანაბრადსუნთქავდა: სავსე მკერდი მშვიდად აუდ-ჩაუდიოდა. ხშირი ქერა თმის ჭავლი მხრებამდეუწევდა.

ბატონი ფრიდემანი სანთელივით გაფითრდა და შუბლზე გადატკეცილი ქერა ქოჩრისქვეშ ოფლმა დაასხა. ქალბატონმა ფონ რინლინგენმა ხელთათმანი ჩამოიწია. თოვლივითთეთრი, სავსე, უსამკაულო მკლავი, რომელზეც მოლურჯო ძარღვი აჩნდა, მთელიმოქმედების მანძილზე წითელ ხავერდგადაფარებულ მოაჯირზე ჰქონდა ჩამოდებული.ფრიდემანმა ვერაფრით მოსწყვიტა თვალი ქალის მკლავს.

ვიოლინოები აკვნესდნენ, იქაურობა ბუკის ხმამ მოიცვა, ამღერდა ტერლამუნდი,ორკესტრი მთელი ძალით ახმიანდა. გაფითრებული პატარა ბატონი ფრიდემანი კიმონუსხულივით იჯდა, თავი მხრებში ჩაუვარდა, მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითი ტუჩზეაიფარა, ხოლო მეორე ხელი ჟილეტში ჩაიყო.

ქალბატონი ფონ რინლინგენი ფარდის დაშვებისთანავე წამოდგა და ქმართან ერთადლოჟიდან გავიდა. ბატონმა ფრიდემანმა გვერდზე მიუხედავად დაინახა ეს. შუბლზეცხვირსახოცი მოისვა, ადგილიდან წამოხტა, კართან მივიდა, ფოიეში გასვლა დააპირა,მაგრამ უკან დაბრუნდა, თავის ადგილზე დაჯდა და ისევ გაირინდა.

ზარი დარეკეს. მაყურებლები ლოჟაში დაბრუნდნენ. ფრიდემანმა ზურგზე ქალის მზერაიგრძნო და უნებურად შეხედა. ქალი არც შემკრთალა და არც თვალი მოურიდებია,პირიქით, იმდენ ხანს უყურა უტიფრად, რომ იოჰანესი გატეხა და დამარცხებულივითდაახრევინა თავი. ფრიდემანი ამან უფრო გააფითრა. უცნაურმა ბრაზმა სასიამოვნოდდაუარა სხეულში. – იქაურობას მუსიკის ხმა მოედო.

მოქმედების დასასრულს ქალბატონ ფონ რინლინგენს ხელიდან როგორღაც მარაოგაუვარდა და ბატონი ფრიდემანის ფერხთით დაეცა. ასაღებად ორივე ერთდროულადდაიხარა, მაგრამ ქალმა დაასწრო და გამქირდავი ღიმილით მადლობა გადაუხადა. მათითავები ამ დროს თითქმის შეეხო ერთმანეთს. ფრიდემანს ქალის მკერდის სურნელი ეცა.სახე შეეცვალა, სხეული დაეძაგრა და გული ისე აუჩქროლდა, რომ სუნთქვა შეეკრა.ნახევარი წუთი კიდევ გაძლო ლოჟაში, მერე სკამი უკან დასწია, უხმაუროდ წამოდგა დაგავიდა.

ფრიდემანმა, თითქოს ვიღაცას გაურბისო, სწრაფად გაიარა ფოიე; გარდერობშიცილინდრი, ღია ფერის წამოსასხამი და ხელჯოხი გამოართვა, კიბე ჩაიარა და ქუჩაშიგავიდა.

თბილი, მშვიდი საღამო იდგა. ქუჩაში გაზის ფარნები აენთოთ. აწოწილსახურავიანიშენობები მდუმარედ აღმართულიყვნენ მოციმციმე ვარსკვლავებით მოჭედილი ცისფონზე. უკაცრიელ ქუჩაზე კანტიკუნტად თუ გამოჩნდებოდა ვინმე და მალე ისევ თვალსმიეფარებოდა. რამდენიმე გამვლელი მიესალმა კიდეც ფრიდემანს, მაგრამ მანვერაფერი შეამჩნია. თავჩაქინდრული მიდიოდა და ისე ღრმად სუნთქავდა, რომამოვარდნილი გულ-მკერდი უთრთოდა.

– ღმერთო ჩემო! ღმერთო ჩემო! – ხმამაღლა ამბობდა დროდადრო.

Page 11: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

შეშფოთებული ფრიდემანი ძრწოლით ადევნებდა გულისყურს თავისი სულის ამღვრევას,აფორიაქებას. იგრძნო, რომ ვნება, რომელსაც დღემდე ასე ფაქიზად და ბრძნულადიყუჩებდა და ელოლიავებოდა, თავის წართმევას ლამობდა. რაღაცა ძალამ ანაზდადდაჯაბნა, თავბრუ დაახვია, გააბრუა და მწარე კაეშნით განმსჭვალა. იოჰანესი ფარნის ბოძსმიეყრდნო და ათრთოლებული ხმით ჩაიჩურჩულა: – გერდა!

ირგვლივ ყველაფერი დუმდა. ახლომახლო კაცის ჭაჭანება არ იყო. პატარა ბატონმაფრიდემანმა უკანასკნელი ძალ-ღონე მოიკრიბა და გზა განაგრძო. მდინარისკენდაქანებული ქუჩა, რომელზედაც თეატრი მდებარეობდა, უკან მოიტოვა და ქალაქისჩრდილო გარეუბნისკენ მიმავალი მთავარი ქუჩით სახლისკენ გაემართა.

რა თვალებით უმზერდა ის ქალი! რა თვალებით! ერთი შემოხედვით გატეხა! თავიდაახრევინა! ვითომ ის ქალია, თვითონ კი კაცი! განა იმ ქალის უცნაური, წაბლისფერითვალები ამ გამარჯვებამ სიხარულით არ ააციმციმა?

ისევ ნაცნობმა, მომქანცველმა, ბანგივით სასიამოვნო ზიზღმა დაუარა სხეულში, მაგრამ ისწუთი გაახსენდა, მათი თავები თითქმის ერთმანეთს რომ შეეხო, მისი სხეულის სურნელირომ იგრძნო, და შეჩერდა; უკან გადაიზნიქა, მახინჯი მკერდი წინ წამოსწია, კბილებშუაშეისუნთქა ჰაერი და უმწეოდ, თავდავიწყებით ადუდუნდა სასოწარკვეთილი: – ღმერთო,შენ შემეწიე! ღმერთო, შენ შემეწიე!

მერე უაზროდ განაგრძო გზა. ნოტიო ჰაერით გაჟღენთილ, თავისივე ნაბიჯებითგახმიანებულ ქუჩაში დიდხანს მიდიოდა აუჩქარებლად და ბოლოს სახლს მიადგა.დერეფანში წუთით შეჩერდა, გრილი ჰაერი ჩაისუნთქა, სარდაფიდან რომ ატანდა დასამუშაო ოთახში შევიდა.

ღია სარკმელთან საწერ მაგიდას მიუჯდა; დიდ, ყვითელ ვარდს მიაჩერდა, ვიღაცას ჭიქაშირომ ჩაედო. ყვავილი სახესთან მიიტანა, თვალები დახუჭა და დაყნოსა. მერე სახეზემწუხარება, დაღლა აღებეჭდა. ვარდი ისევ ჭიქაში ჩადო და გვერდზე გასწია. ვაი, რომ უკვეგათავდა ასეთი წუთები! ძალა დაკარგა ამ ვარდის სურნელმა! უცბად გაუფასურდაყველაფერი, აქამდე მის „ბედნიერებას“ რომ შეადგენდა!

ვარდს თვალი მოსწყვიტა და სარკმელში გაიხედა. სიჩუმით მოცული ქუჩიდანდროდადრო გვიანი მგზავრის ფეხის ხმა აღწევდა. ისევ ციმციმებდნენ ცაზევარსკვლავები. გატანჯული და ძალაგამოლეული ფრიდემანი უაზროდ იჯდა მაგიდასთანდა გრძნობდა, სასოწარკვეთა როგორ ეცვლებოდა უსაზღვრო, ნაზი სევდით. მერერომელიღაც ლექსის სტრიქონები გაახსენდა, ყურში ისევ „ლოენგრინის“ მუსიკა ჩაესმა,თვალწინ ქალბატონი ფონ რინლინგენი წარმოუდგა, ცხადად დაინახა წითელ ხავერდზედაყრდნობილი ქათქათა მკლავი. მერე კი ღრმა ძილმა წაართვა თავი.

ღამით რამდენჯერმე კინაღამ გამოიღვიძა, მაგრამ გამოფხიზლებისა ეშინოდა და ისევიძინებდა. როცა კარგად ინათა, თვალი აახილა და ტანჯული მზერა მოავლო ოთახს.ყველაფერი ისე ნათლად ახსოვდა, რომ ეტყობა, ძილშიც არ განელებია ტანჯვა.

თავი უბრუოდა, თვალები ეწვოდა. როცა პირი დაიბანა და შუბლზე ოდეკოლონი იპკურა,თავი უკეთესად იგრძნო. დინჯად ჩამოჯდა ღიად დარჩენილ ფანჯარასთან. ჯერ კიდევსისხამი დილა იყო, ასე ხუთი საათი იქნებოდა. ფუნთუშის დამტარებელი ბიჭები თუჩაივლიდნენ ხანდახან ფანჯარასთან. ქუჩაში სხვა არავინ ჩანდა. გადაღმა სახლშიდარაბები ჯერ ისევ დახურული ჰქონდათ. ჩიტები კი უკვე გალობდნენ და ცაფირუზისფრად იყო გასხივოსნებული – ზღაპრული დილა თენდებოდა.

პატარა ბატონ ფრიდემანს სულიერი სიმშვიდე და რწმენა დაუბრუნდა. რამ დააშინა ასე?განა რა მოხდა ისეთი? ვთქვათ, გუშინ გრძნობამ დარია ხელი, მერედა რა? ასეთი რამაღარ განმეორდება! სულაც არ არის გვიან, გრძნობის ახალი მოზღვავების თავიდანაცილება კიდევ შეიძლება. უნდა მოერიდოს ყველაფერს, რასაც მისი გაღიზიანებაშეუძლია. ამის უნარი შესწევს. იმდენი ძალა კიდევ გააჩნია, რომ ეს მოზღვავებული ვნებადაძლიოს და თავის თავში ჩაკლას.

როცა საათმა რვა დარეკა, ფრიდერიკა შემოვიდა და მაგიდაზე, ტყავგადაკრულდივანთან ყავა დადგა.

Page 12: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

– დილა მშვიდობისა, იოჰანეს. საუზმე მოგიტანე.

– გმადლობთ, – უთხრა ბატონმა ფრიდემანმა. მერე დასძინა: – ძვირფასო ფრიდერიკა,უჩემოდ მოგიწევთ სტუმრად წასვლა. შეუძლოდ ვარ და ვერ გამოგყვებით. ცუდად მეძინა,თავის ტკივილი გამომყვა, ერთი სიტყვით, გთხოვთ, რომ...

– ცუდი რამ მითხარი! სულ რომ არ ესტუმრო, არც ეს ივარგებს. შენ მართლა ცუდადგამოიყურები. გინდა შაკიკის ფანქარს გათხოვებ?

– არა, მადლობელი ვარ, თავისით გამივლის, – მიუგო ბატონმა ფრიდემანმა.

ფრიდერიკა წავიდა.

ბატონმა ფრიდემანმა ნაჩქარევად შესვა ყავა და ერთი ნაჭერი ნამცხვარი შეატანა. დებსუარი რომ უთხრა ფონ რინლინგენებთან გაყოლაზე, ამან თავისი თავის რწმენა დაუბრუნადა კმაყოფილი იყო. სიგარეტს მოუკიდა და ისევ სარკმელთან ჩამოჯდა. საუზმემ კარგგუნებაზე დააყენა. თავი ისევ ბედნიერად, იმედიანად იგრძნო; წიგნი აიღო. კითხულობდა,სიგარეტს აბოლებდა და თვალებმოწკურული შესცქეროდა მზეს.

ამასობაში ქუჩები გამოცოცხლდა. ოთახში ყაყანი, ეტლებისა და ცხენგაბმული ტრამვაისზარის ხმა შემოიჭრა. ამ ხმაურის ფონზე ჩიტების ჭიკჭიკი მაინც გამოირჩეოდა. ლურჯადმოკამკამე ცისკიდურიდან მსუბუქი, თბილი ნიავი უბერავდა და იქაურობას აცოცხლებდა.

ათ საათზე დერეფნიდან დების ფეხის ხმა და კარის ჭრიალი მოისმა. ფრიდემანსყურადღება არ მიუქცევია, მაგრამ მაინც მოჰკრა თვალი, როგორ ჩაიარა სამივე დამსარკმელთან.

გავიდა ერთი საათი. იოჰანესმა უფრო და უფრო ბედნიერად იგრძნო თავი, მერეძლიერმა სიხარულმა აიტაცა. რა შესანიშნავი დღე გათენდა და რა ზღაპრულად გალობენჩიტები! გასეირნებას თუ შეედრება ახლა რამე?!. და უცებ სრულიად უშუალოდ,ყოველგვარი ქვენა აზრის გარეშე დაებადა კითხვა, რომელმაც სასიამოვნოდ შეაკრთო:წავიდე მასთან? და იმ დროს, როცა მთელი სხეული დაძაბა ავის მომასწავებელიწინათგრძნობის ჩასახშობად, ბედნიერმა და კმაყოფილმა მტკიცედ გადაწყვიტა: მე წავალმასთან!

სადღესასწაულო შავ კოსტიუმში გამოეწყო, ცილინდრი და ხელჯოხი აიღო და სამხრეთგარეუბნისკენ გაეშურა. გზაში ვერავის ამჩნევდა, ყოველ ნაბიჯზე თავს აკანტურებდა დავიდრე წაბლის ხეივანი არ გაიარა და წითელი აგურის ვილას არ მიადგა, აღტყინებულითავის მოქმედებას ანგარიშს ვეღარ აძლევდა. „ობერლეიტენანტი ფონ რინლინგენი“ –ეწერა კარზე.

ახლა კი ცახცახი მოერია. გული კინაღამ საგულედან ამოუვარდა. მაინც მივიდადერეფანთან და დარეკა. იფიქრა, რაც მოსახდენია, მოხდესო, საქმე უკვე გათავებულიიყო და უკან დასახევი გზა მოჭრილი ჰქონდა. უცებ მთლიანად დაიძაბა და გაირინდა.

მსახურმა კარი გაუღო, შეეგება, სადარბაზო ბარათი გამოართვა და სწრაფად აიარაწითელნოხდაფენილი კიბე. ბატონი ფრიდემანი კარგა ხანს იდგა ერთ ადგილზე დაგაშტერებული უყურებდა ნოხს. მსახური დაბრუნდა და მოახსენა: „ქალბატონმა ზევითამობრძანება გთხოვათო“.

როცა სასტუმრო ოთახის კართან ხელჯოხი მიაყუდა, იოჰანესმა თავი ნაჩქარევადშეათვალიერა სარკეში, სახეზე გაფითრებული იყო, თვალები დასწითლებოდა დაჩამოშლილი თმა შუბლზე მიწებებოდა. ის ხელი, რომლითაც ცილინდრი ეჭირა,განუწყვეტლივ უცახცახებდა.

მსახურმა კარი გაუღო და ფრიდემანი მოზრდილ, ჩაბნელებულ ოთახში შევიდა,ფანჯრებზე ფარდები ჩამოეფარებინათ, ხელმარჯვნივ როიალი იდგა. შუა ოთახში,მრგვალი მაგიდის ირგვლივ ყავისფერაბრეშუმგადაკრული სავარძლებიშემოემწკრივებინათ. ხელმარცხნივ, ტახტის თავზე, მძიმე, მოვარაყებულ ჩარჩოში ჩასმულიპეიზაჟი ეკიდა. კედლებზე მუქი შპალერი იყო გაკრული. პატარა შუშაბანდში პალმებიიდგა.

წუთის შემდეგ მარჯვნივ ფარდა შეირხა და ქალბატონი ფონ რინლინგენი გამოჩნდა.

Page 13: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

ფაფუკ ყავისფერ ნოხზე უხმო ნაბიჯებით გამოემართა იოჰანესისკენ. ქალს ძალზე სადა,წითლად და შავად აჭრელებული კაბა ეცვა. სარკმელში შემოღწეული სინათლის სვეტი,რომელშიც მტვერი ირეოდა, ერთი წამით მის რბილ, ქერა თმას დაეცა და ოქროსფრადდაფერა. ქალმა თვალები გამომცდელად მიაპყრო სტუმარს, ჩვეულებისამებრ ქვედა ტუჩიაიბზუა.

– მოწყალეო ქალბატონო, – დაიწყო ბატონმა ფრიდემანმა და რაკი მასპინძელსმკერდამდე სწვდებოდა, ქვევიდან შეხედა, – დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, უღრმესპატივს გცემთ. როცა ჩვენს ოჯახს პატივი დასდეთ და გვეწვიეთ, სამწუხაროდ, სახლში არგახლდით და... გულწრფელად ვწუხვარ...

სხვა რა ეთქვა, აღარ იცოდა. ქალი კი იდგა და ისე შეუბრალებლად მისჩერებოდა სახეში,თითქოს სურს იძულებით აალაპარაკოსო; იოჰანესს სისხლი მოაწვა. „ჩემი წვალება დააბუჩად აგდება უნდა! ყველაფერს ხედავს, რაც ჩემს გულში ხდება! როგორ უციმციმებსთვალები!“

კარგა ხნის მძიმე დუმილის შემდეგ ქალმა ტკბილი, მშვიდი ხმით უთხრა: – ფრიადმასიამოვნეთ, რომ მობრძანდით, სწორედ ვნანობდი, თქვენს დებს რომ არ ახლდით, ხომარ დაბრძანდებით?

თვითონ ფრიდემანის მახლობლად დაჯდა. მკლავები სავარძლის სახელურზე დააწყო დასაზურგეზე გადაწვა. იოჰანესი წინ გადახრილი იჯდა და ცილინდრს მუხლებშუააწვალებდა.

– იცით, თხუთმეტიოდე წუთის წინ თქვენი დები იყვნენ აქ. თქვენზე მითხრეს, შეუძლოდარისო.

– მართალი მოუხსენებიათ, – მიუგო ბატონმა ფრიდემანმა, – ამ დილას ცუდად ვიყავი.მეგონა, სახლიდან ვერ გამოვიდოდი. ბოდიშს ვიხდი, რომ დავაგვიანე.

– თქვენ არც ახლა უნდა იყოთ კარგად, – წყნარად უთხრა ქალმა და თვალი არმოუცილებია, ისე განაგრძო, – სახე გაფითრებული და თვალები გაწითლებული გაქვთ.ცუდად ხომ არ გრძნობთ თავს?

– ო... არა.. – ჩაილუღლუღა ბატონმა ფრიდემანმა, – საერთოდ კმაყოფილი ვარ ჩემიჯანმრთელობით.

– მეც ხშირად ვხდები ავად, – განაგრძო ქალბატონმა რინლინგენმა, თან ისევ სახეშიმიაჩერდა, – მაგრამ ამას ვერავინ მამჩნევს, მე ნერვიულობა მახასიათებს და ხშირადძალზე უცნაურად ვიქცევი ხოლმე.

ქალი გაჩუმდა, თავი ისე დახარა, რომ ნიკაპი თითქმის მკერდს დააბჯინა და პასუხისმოლოდინში წარბებქვეშიდან სტუმარს ახედა. იოჰანესი დუმდა. უხმოდ იჯდა,გაკვირვებული უყურებდა მასპინძელს და ფიქრობდა: რა თავისებურად ლაპარაკობს ესქალი, რა ძლიერ მოქმედებს ჩემზე მისი ნათელი, ლაღი ხმა!

ფრიდემანი ცოტა დამშვიდდა; ყველაფერი თითქოს ბურუსში ხდებოდა.

ქალბატონმა რინლინგენმა ხელახლა წამოიწყო საუბარი: – წუხელ, მგონი, წარმოდგენისდამთავრებამდე წახვედით თეატრიდან. არა?

– დიახ, მოწყალეო ქალბატონო.

– მეწყინა თქვენი წასვლა. ძალზე გულისხმიერი მეზობელი და მუსიკის დიდი მოყვარულიყოფილხართ, თუმცა დადგმა არცთუ ისე კარგი, უფრო სწორად, შედარებით არცთუ ისეკარგი იყო. გიყვართ მუსიკა? როიალზე ხომ არ უკრავთ?

– ვიოლინოზე ვუკრავ ცოტას, – უპასუხა ბატონმა ფრიდემანმა, – თუმცა, აბა ეს რადაკვრაა...

– ვიოლინოზე უკრავთ?– ჩაეკითხა ქალი, შემდეგ ფრიდემანის თავს ზევით სივრცესმიაჩერდა და ჩაფიქრდა.

უცებ წამოიძახა: – გინდათ, ზოგჯერ ერთად დავუკრათ ხოლმე. როიალზე მეც ვახერხებ

Page 14: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

რაღაცას. ძალიან გამიხარდება, თუკი აქ ისეთ ვინმეს შევხვდები, ვისთანაც...

– თუ რამ შემიძლია, მიმსახურეთ, მოწყალეო ქალბატონო, – ისევ ბურანში მყოფივითმიუგო იოჰანესმა. ერთხანს დუმილი ჩამოვარდა. მერე ქალს უცებ შეეცვალა სახე.ფრიდემანმა შენიშნა, ოდნავ შესამჩნევმა, მწარე, დამცინავმა ღიმილმა როგორ დაუძაბასახე, მესამედ ჯიქურ და გამომცდელად როგორ მიაპყრო ცუდად აციმციმებული თვალები.იოჰანესი წამოჭარხლდა, არ იცოდა, რა გზას დასდგომოდა, უძლურმა და დაბნეულმათავი უფრო ღრმად ჩარგო მხრებში და აფორიაქებული დააჩერდა ნოხს. სხეულში ისევუმწეო, საამო მტანჯველმა ბრაზმა დაურბინა.

როცა უკანასკნელი მხნეობა მოიკრიბა და თავი ასწია, ქალი აღარ უყურებდა, მშვიდითვალები ფრიდემანის ზურგს უკან, კარისთვის მიეპყრო.

იოჰანესმა გაჭირვებით ამოთქვა ორიოდ სიტყვა: – მოწყალეო ქალბატონო, კმაყოფილიბრძანდებით ჩვენი ქალაქით?

– ო, რასაკვირველია, – გულსგარეთ მიუგო ქალბატონმა ფონ რინლინგენმა, – რატომ არუნდა ვიყო კმაყოფილი? მართალია, თავს ცოტა შებორკილად ვგრძნობ და არც ისმომწონს, მოურიდებლად რომ მათვალიერებენ, მაგრამ... ჰო, მართლა, არ დამავიწყდეს:ამ დღეებში პატარა წვეულებას ვმართავთ, მცირერიცხოვან, სასიამოვნო საზოგადოებასმოვუყრით თავს. ცოტას დავუკრავთ, წავისაუბრებთ... თან სახლს უკან ძალიან კარგი ბაღიგვაქვს, რომელიც მდინარესთან თავდება; რაღა გავაგრძელო და, თქვენ და თქვენს დებსმოსაწვევ ბარათებს კი გამოგიგზავნით, მაგრამ მე ამთავითვე გთხოვთ, უარს ნუ გვეტყვითდა გვეწვიეთ. იმედია, არ გაგვაწბილებთ.

ბატონმა ფრიდემანმა თანხმობა განუცხადა მიწვევაზე და როცა მადლობას უხდიდა,კარის სახელური ვიღაცამ ძლიერად დასწია. ოთახში ობერლეიტენანტი შემოვიდა. ფეხზეწამოდგა ორივე. ქალბატონმა ფონ რინლინგენმა მამაკაცები ერთმანეთს წარუდგინა.შემოსწრებული თავის დაკვრით თავაზიანად მიესალმა ცოლს და სტუმარს.

ობერლეიტენანტს სიცხისგან გაოფლილი სახე ულაპლაპებდა. ხელთათმანს იძრობდა დათან მჭახე ხმით რაღაცას ეუბნებოდა ფრიდემანს, რომელიც თვალებდაჭყეტილიშეჰყურებდა ქვევიდან, თან ყოველ წუთს ელოდა, რომ ეს ახოვანი კაცი დიდსულოვნადმოუთათუნებდა მხარზე ხელს. მერე ოლქის უფროსი ერთმანეთთან მჭიდროდ მიდგმულქუსლებზე შეტრიალდა, ცოლისკენ გადაიხარა და ყრუ ხმით მიმართა: – ძვირფასო,ბატონი ფრიდემანი ხომ დაპატიჟე წვეულებაზე? გინდა შემდეგ კვირას გავმართოთსაღამო. იმედია, არ გაავდრდება და ბაღშიაც გავისეირნებთ.

– როგორც გერჩივნოს, – მიუგო ქალბატონმა ფონ რინლინგენმა და ქმარს თვალიაარიდა.

ორი წუთის შემდეგ ბატონი ფრიდემანი მასპინძლებს გამოეთხოვა და როცა კართანმისულმა ერთხელ კიდევ დაუკრა თავი, ისევ წააწყდა ქალის თვალებს, რომლებიცამჯერად გულგრილად უყურებდნენ.

ფრიდემანი წაბლის ხეივანს დაადგა, მაგრამ ქალაქში აღარ დაბრუნებულა. უნებურადგზიდან გადაუხვია და ციხესიმაგრის მიწაყრილისკენ დაეშვა. მდინარის გასწვრივ ლამაზიგაზონები და ხეივნები იყო გაშენებული. ხეთა ჩრდილში სკამები დაედგათ.

თავჩაქინდრული იოჰანესი სწრაფი ნაბიჯით მიდიოდა და არაფერზე ფიქრობდა. სიცხეშისული ეხუთებოდა, თბილი ჭავლი ალმურივით უვლიდა სხეულში, საფეთქლებთან სისხლიუროსავით სცემდა და თავი უბრუოდა.

ვერ იქნა და ქალის თვალები თავიდან ვერ მოიშორა. მალე დაავიწყდა უაზრო,უსიცოცხლო გამომეტყველება, რომლითაც ქალმა გამოაცილა. სამაგიეროდ, საუბრისდროს ბოროტად აციმციმებულმა თვალებმა წაართვა მოსვენება. „ჩემი დაბნევით დაუმწეობით ხომ არ იქცევდა თავს? ნუთუ ოდნავი თანაგრძნობა მაინც არ აღეძრა, როცასულში ჩამხედა?“ – ფიქრობდა იოჰანესი.

აბალახებულ მიწაყრილს აუყვა მდინარის გასწვრივ და უცვეთელას ბუჩქებითგარშემორტყმულ სკამზე ჩამოჯდა. ჰაერში მკვეთრი, საამო სურნელი ტრიალებდა. მისპირდაპირ მოლივლივე მდინარეში მზის გავარვარებული დისკო ირეკლებოდა.

Page 15: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

დაიღალა, გუნება მოეშხამა, აფორიაქებული სული ვერაფრით დაიმშვიდა! ყველაფერს ისხომ არ აჯობებს, უკანასკნელად მოავლოს თვალი იქაურობას და წყალს მისცეს თავი, რომხანმოკლე წვალების ფასად განთავისუფლდეს ამ ტანჯვისგან და მარადიულ სიმშვიდეშიჩაინთქას. სიმშვიდეს, სწორედ სიმშვიდეს ეძებს ის! მაგრამ რად უნდა სიმშვიდე ბნელითმოცული სიცარიელისა და მდუმარების მხარისა, როცა მისი სული მყუდრო, ნათელითგაცისკროვნებულ, მაღალ და წყნარი აზრების სამყაროს – სიმშვიდეს ელტვის.

სიცოცხლის ნაზმა სიყვარულმა ჟრუანტელივით დაუარა სხეულში; მწარედ დაენანადაკარგული ბედნიერება. მერე თვალი მოავლო იქაურობას, ბუნების მდუმარე, უსაზღვროგულგრილობას, სიმშვიდეს მიუგდო ყური. მზით განათებული მდინარე მშვიდადმიედინებოდა თავის კალაპოტში, ბალახი ნიავის შემობერვაზე თრთოდა, ყვაოდნენდასაჭკნობად განწირული ყვავილები – ყველაფერი, უკლებლივ ყველაფერი, ხარკსუხდიდა ყოფიერების გარდაუვალ კანონს და პატარა ბატონმა ფრიდემანმა უცებ მთელიარსებით იგრძნო და გაიგო ეს გარდაუვალობა, რომელთან შერიგებაც ადამიანს თავისთავზე მაღლა დადგომის უნარს ანიჭებს.

ის დღე გაახსენდა, როცა ოცდაათი წელი შეუსრულდა. მაშინ სული მშვიდად ჰქონდა დაბედნიერი იყო იმით; არც არაფრის ეშინოდა და არც არაფრის იმედი ჰქონდა. იჯდა ბაღშიდა სიცოცხლის დარჩენილი წლების განჭვრეტას ცდილობდა. წინათგრძნობა არც ავსუქადდა და არც კარგს. ყველაფერი გამჭვირვალე ბურუსში იყო გახვეული, რომელიცსადღაც შორს ბნელს ერთვოდა და მასში იძირებოდა. იმ დღეს მშვიდი, ბრძნულიღიმილით გაუსწორა თვალი თავის მომავალს. განა ისე დიდი ხნის წინათ იყო ეს?

და აი, ბედმა მოუვლინა ქალი, რომელიც აუცილებლად უნდა მოვლენოდა. ასეთი ბედიეწერა, თვით ეს ქალი იყო მისი ბედისწერა. სწორედ ეს ქალი და სხვა არავინ. განაპირველი ნახვისთანავე არ უგრძნო გულმა? გამოჩნდა ეს ქალი და ფრიდემანი ძალიანაცრომ ცდილიყო სულიერი სიმშვიდის შენარჩუნებას, მაინც არაფერი გამოუვიდოდა. ამქალს უნდა აეფორიაქებინა ყველაფერი, რასაც იოჰანესი სიყრმის პირველი დღეებიდანიხშობდა თავში, რაკი იცოდა, რომ სხვაფრივ ტანჯვა და დაღუპვა ელოდა. ახლა კიყველაფერმა თავი აიწყვიტა. რაღაც საშინელი, დაუოკებელი ძალით დაეუფლა დაუფსკრულისკენ გააქანა.

გრძნობს, რომ აღსასრული უახლოვდება. მაშ, რაღა აზრი აქვს წინააღმდეგობას დატანჯვას. მოხდეს, რაც მოსახდენია! გულხელს დაიკრეფს და მინებდება ბედის სრბოლას,რომელიც უფსკრულისკენ მიაქანებს; ბედისწერას დანებდება, ცხოვრების იმ შხამითშეზავებულ ნექტარს დაეწაფება, რომელიც, ადრე იქნება თუ გვიან, ადამიანმა მაინც უნდაშესვას.

მდინარეში მზის სხივები ციმციმებდა, ირგვლივ უცვეთელას მძაფრი საამო სურნელი იდგა,ხეივანში ჩიტები ჟღურტულებდნენ და ტოტებში მუქი, ხავერდოვანი ლურჯი ცა მოჩანდა.პატარა, კუზიანი ფრიდემანი სკამიდან წინ გადახრილიყო და სახე ხელებში ჩაერგო. ასეგარინდული გვიანობამდე იჯდა მდინარის პირას.

წვეულების ყველა მონაწილე მერე ერთხმად აღიარებდა, რინლინგენებთან დროშესანიშნავად გავატარეთო. ვრცელ სასადილო ოთახში, გემოვნებით გაშლილ დიდსუფრასთან, ოცდაათამდე კაცმა მოიყარა თავი. მსახურმა და ამ საღამოსთვისსაგანგებოდ დაქირავებულმა ორმა ოფიციანტმა ნაყინი მოართვა სტუმრებს; ოთახშისაჭმლის და პარფიუმერიის სუნი ტრიალებდა და ჭიქებისა და დანა-ჩანგლის წკარუნიისმოდა. დიდვაჭრებს საღამოზე ცოლები და ქალიშვილები ახლდნენ. გარნიზონისთითქმის მთელი ოფიცრობა აქ იყო. მათ გარდა ერთი დიდი ღვაწლმოსილი, ხნიერიექიმი, ორიოდე იურისტი და რჩეული საზოგადოების სხვა რამდენიმე წარმომადგენელიუსხდნენ სუფრას, – მათ შორის ობერლეიტენანტის ძმისწული, მათემატიკის ფაკულტეტისსტუდენტი, რომელიც იმ დღეებში სტუმრად იყო ბიძასთან. ის ფრიდემანის პირდაპირიჯდა და ჰაგენშტრემების ქალიშვილს გატაცებით ესაუბრებოდა ინტიმურ თემაზე.

ბატონი ფრიდემანი მაგიდის ბოლოში, გიმნაზიის დირექტორის შეუხედავი მეუღლისგვერდით იჯდა ხავერდის მოქარგულ ბალიშზე. ცოტა მოშორებით ქალბატონ ფონრინლინგენს ეკავა ადგილი. ქალი მაგიდასთან კონსულ შტეფენსის თანხლებით მოვიდა.იოჰანესი საოცრად შეცვლილიყო ამ რვა დღის განმავლობაში, გაზის შუქზე სახე

Page 16: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

საშინლად გაფითრებული უჩანდა, ლოყები ჩაცვენოდა. დაწითლებული, ამოღამებულითვალები ენით უთქმელ ტანჯვას გამოხატავდნენ და თითქოს წელშიც ჩვეულებრივზემეტად იყო მოხრილი. ღვინოს ეტანებოდა და შიგადაშიგ მეზობელსგამოელაპარაკებოდა ხოლმე.

ქალბატონი ფონ რინლინგენი მაგიდაზე ოდნავ გადმოიხარა და ამ საღამოს პირველადდაელაპარაკა ბატონ ფრიდემანს: – მთელი ეს დღეები ამაოდ გელოდით. მეგონა,მოხვიდოდით და ვიოლინოს მოიტანდით.

იოჰანესმა უაზროდ მიაპყრო ქალს თვალები. არაფერი უპასუხა. რინლინგენს თეთრი,თხელი კაბა ეცვა, გულმკერდი მოშიშვლებული ჰქონდა და ოქროსფერ თმაშიგაფურჩქვნილი ვარდი ჩაებნია, ღაწვები ოდნავ შეჰფაკვლოდა, თვალების უპეებზე კი ისევლურჯი ფერი გადაჰკვროდა.

ბატონმა ფრიდემანმა თავი დახარა და რაღაც ჩაილუღლუღა. სწორედ ამ დროს, თითქოსდრო შეურჩიაო, დირექტორის მეუღლემ ჰკითხა: ბეთჰოვენზე რა აზრის ხართო... სუფრისთავში მჯდომმა ობერლეიტენანტმა მეუღლეს გადახედა, ჭიქაზე დააკაკუნა და თქვა: –ბატონებო, გთხოვთ, მეორე ოთახში გამობრძანდეთ და იქ მიირთვათ ყავა. თუმცა ისეთისაღამოა, არც ბაღში გასეირნება იქნებოდა ურიგო. თუ ვინმეს ჰაერზე გავლა სურს, მეც თანმიგულოს.

ლეიტენანტ დაიდეს ჰაიმმა მოსწრებული ხუმრობით დროზე დაარღვია სიჩუმე და სუფრასიცილ-ხარხარით აიშალა. ბატონმა ფრიდემანმა სასადილო ოთახიდან ყველაზე ბოლოსუხალისოდ გაიყვანა გიმნაზიის დირექტორის მეუღლე, ძველგერმანულად მორთულიოთახი გაატარა, ქალების ჯგუფამდე მიაცილა და უკან გამობრუნდა.

ფრიდემანი საგანგებოდ იყო გამოწყობილი. უნაკლო ფრაკის ქვეშ თეთრადგაქათქათებული პერანგი მოუჩანდა. წვრილ და მოხდენილ ფეხებზე ლაკისფეხსაცმელები ეცვა, სიარულისას დროდადრო აბრეშუმის წითელი წინდები მოუჩანდა.

დერეფანში გამოსულ ფრიდემანს სტუმრების უმრავლესობა ბაღში ჩასული დახვდა.იოჰანესი ძველგერმანული ოთახის კართან ჩამოჯდა. ოთახში მამაკაცების ერთი ჯგუფიზეზეულად რაღაცაზე საუბრობდა... იოჰანესმა ფინჯანი ყავა დაიდგა, სიგარა ამოიღო დადარბაზში დაიწყო ცქერა.

ზედ კარის მარჯვნივ, პატარა მაგიდასთან სტუმართა ერთ ჯგუფს მოეყარა თავი. ყველაყურადღებით უსმენდა სტუდენტს, რომელიც გატაცებით ამტკიცებდა, ერთი წერტილიდანორი პარალელური სწორის გავლება შეიძლებაო და, როცა ადვოკატის მეუღლემქალბატონმა ჰაგენშტორმმა წამოიძახა – ეს შეუძლებელიაო! – სტუდენტმა ისედამაჯერებლად დაუმტკიცა ურწმუნოებს თავისი სიმართლე, რომ ვერავინ ვერაფერიგაიგო და მაინც ყველა დაეთანხმა.

დარბაზის ბოლოში, წითელსაფარებლიან ნათურასთან, ქალბატონი ფონ რინლინგენიიჯდა სავარძელში და კონსულ სტეფენსის ქალიშვილს ელაპარაკებოდა. ყვითელიაბრეშუმის ბალიშზე ოდნავ გაწოლილს ფეხი ფეხზე შემოედო, პაპიროსს მშვიდადეწეოდა, კვამლს ცხვირიდან აბოლებდა და თან ქვედა ტუჩს იბზუებდა. შტეფენსის ქალისარგადაყლაპულივით იჯდა და კითხვებზე შემცბარი ღიმილით პასუხობდა.

ფრიდემანისთვის არავის ეცალა; არავის შეუმჩნევია, რომ მთელი საღამოს განმავლობაშიმას თვალი არ მოუწყვეტია ქალბატონი ფონ რინლინგენისთვის. იჯდა მოთენთილი დაქალს უცქერდა. მის თვალებში ვნების ნასახიც არ ჩანდა და არც ტანჯვა გამოსჭვიოდა.რაღაც ბლაგვი და უსიცოცხლო იყო მისი გამოხედვა. თვალებში უსიტყვო, სრულიმორჩილება და უსასოობა ჩასდგომოდა.

ათმა წუთმა განვლო ასეთ ყოფაში, მერე ქალბატონი ფონ რინლინგენი მოულოდნელადწამოდგა და ისე, თითქოს მთელი ამ ხნის განმალვობაში ფრიდემანს უთვალთვალებდაო,მისკენ მოუხედავად წამოვიდა და წინ დაუდგა. ფრიდემანი ფეხზე წამოდგა და, როცაქვევიდან ახედა ქალს, მისი ხმა ჩაესმა.

– ბატონო ფრიდემან, ჩემთან ერთად ბაღში გასეირნებას ხომ არ ინებებთ?

– სიამოვნებით, მოწყალეო ქალბატონო.

Page 17: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

როცა კიბეზე ჩადიოდნენ, ქალბატონმა ფონ რინლინგენმა ფრიდემანს ჰკითხა: – ჩვენიბაღი ჯერ არ გინახავთ, არა? კარგა მოზრდილი ბაღი გვაქვს. ამ ხმაურს ერთხანსსიამოვნებით გავარიდებდი თავს. იმედია, ყველა არ მოისურვებს ბაღში ჩამოსვლას.მაგიდასთან თავი ამტკივდა. ალბათ ღვინო ამივარდა თავში. აქეთ მობრძანდით, აიაქედან უნდა გავიდეთ. – მინის კარი გაიარეს და პატარა აივანზე გავიდნენ. დაბალ კიბესჩაუყვნენ ბაღისკენ.

ვარსკვლავიანი, ნათელი, გრილი ღამე იდგა. ჰაერში ყვავილნარის თავბრუდამხვევისურნელი ტრიალებდა. ბაღს სავსე მთვარე დაჰქათქათებდა. თეთრ, ხრეშმოყრილ გზაზესტუმრები ჯგუფ-ჯგუფად დასეირნობდნენ, თამბაქოს ეწეოდნენ და მუსაიფობდნენ. ერთჯგუფს შადრევნის გარშემო მოეყარა თავი. ღვაწლმოსილი, ხნიერი ექიმი საერთო სიცილ-ხარხარში ქაღალდის ნავებს აცურებდა აუზში.

ქალბატონმა ფონ რინლინგენმა მათ ოდნავ დაუკრა თავი და უხმოდ ჩაუარა; შორს, სადაცლამაზი და სურნელოვანი ყვავილნარი თავდებოდა და დაბურული პარკი იწყებოდა, იმადგილზე მიუთითა ფრიდემანს და უთხრა: – იმ გრძელ ხეივანს გავუყვეთ.

პარკის შესასვლელში ორი დაბალი სვეტი იდგა. ლარივით გაჭიმული წაბლის ხეივანიგაიარეს და მთვარის შუქზე ვერცხლისფრად ალივლივებულ მომწვანო მდინარესთანგავიდნენ. ბნელოდა და გრილი სიო ქროდა. ხეივნიდან გზა რამდენიმე ადგილზეიტოტებოდა და ისე გადიოდა მდინარის პირას. გამეფებული მყუდროება დიდხანს არავისდაურღვევია.

ბოლოს ქალმა თქვა: – ზედ მდინარის პირზე ლამაზი ადგილი მეგულება. ხშირადჩავდივარ ხოლმე. მოდი იქ ჩამოვსხდეთ და ვისაუბროთ... შეხედეთ, შეხედეთ ერთი,როგორ კრთიან ხის ტოტებში ვარსკვლავები.

ფრიდემანმა არაფერი უპასუხა. თვალს არ აცილებდა მდინარის აციმციმებულ, მომწვანოზედაპირს, რომელსაც ნელა უახლოვდებოდნენ. ხეივნიდან პატარა მდელოზე გავიდნენ.ციხესიმაგრის მიწაყრილი გამოჩნდა მეორე ნაპირზე.

– ბატონო ფრიდემან, აქეთ, მარჯვნივ მომყევით, ჩვენი ადგილი აგერ იქ არის. შეხედეთ,თავისუფალია.

ხეივნიდან ხელმარჯვნივ გადაუხვიეს და სკამზე ჩამოსხდნენ. ბალახებში, რომელიცმდინარის პირას შეუმჩნევლად ლელიანში გადადიოდა, ჭრიჭინები ჭრიჭინებდნენ.მთვარის შუქით განათებული მდინარე ვერცხლისფერ შუქს ჰფენდა იქაურობას.

ერთხანს ორივე მდუმარედ მისჩერებოდა წყალს. მერე ფრიდემანს ისევ ჩაესმა ისშემპარავი, იდუმალი, ხავერდოვანი ხმა, რომელმაც ერთი კვირის წინ აგრერიგადააღელვა.

– ბატონო ფრიდემან, დიდი ხანია რაც ეგ დაგემართათ? თანდაყოლილი ხომ არ გაქვთ?

იოჰანესმა ნერწყვი გადაყლაპა, სული მოითქვა და ხმადაბლა უპასუხა: – არა, მოწყალეოქალბატონო, მაგიდიდან ჩვილი გადმოვვარდნილვარ. აი, მაშინ დამმართნია.

– ახლა რამდენი წლისა ხართ?

– ოცდაათის, მოწყალეო ქალბატონო.

– ოცდაათის, – გაიმეორა ქალმა, – და თქვენ ამ ოცდაათი წლის განმავლობაში ბედნიერიარ ყოფილხართ?

ბატონმა ფრიდემანმა თავი გააქნია. ტუჩები აუთრთოლდა.

– არა, ყველაფერი გამონაგონი, ოცნების ნაყოფი იყო.

– ბედნიერი კი გეგონათ თავი?

– დიახ, ვცდილობდი, ბედნიერი ვყოფილიყავი.

– კარგი გამბედაობა გქონიათ.

Page 18: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

ერთი წუთით დუმილი ჩამოვარდა, მხოლოდ ჭრიჭინების ჭრიჭინი და ფოთოლთა შრიალიარღვევდა მყუდროებას.

– უბედურება არც ჩემთვის არის უცხო ხილი, ზაფხულის მთვარიანი ღამე და მდინარისდუდუნი კი ადამიანს უფრო მეტად უღვივებს უბედურების გრძნობას.

ფრიდემანმა ამაზე არაფერი უპასუხა, მხოლოდ ხელი ასწია მძიმედ, მოდუდუნე მდინარისგადაღმა მიუთითა და თქვა: – იმ დღეს აგერ იქ ვიჯექი.

– ჩემგან რომ წახვედით?

ფრიდემანმა თავი დაუქნია.

მერე უცებ წამოიჭრა აცახცახებული, ერთი ამოიკვნესა, ტანჯვის გამომხატველი, თან ამტანჯვისგან გათავისუფლების მომასწავებელი ბგერა აღმოხდა და ქალის წინ მუხლებზედაეცა. სკამის საზურგეზე მის მკლავს მისწვდა, თავისკენ მიიზიდა, შემდეგ მეორე ხელსწაეტანა, პატარა, მახინჯი სხეული მთლად აუცახცახდა, სახე ქალის კალთაში ჩარგო დაარაადამიანურად ახრიალდა.

– ხომ იცით, რა დღეშიც ვარ... ნება მომეცით... მეტის გაძლება აღარ შემიძლია... ღმერთოჩემო, ღმერთო...

ქალმა არც თავიდან მოიცილა, არც მისკენ დაიხარა. ოდნავ უკან გადახრილი თავაწეულიიჯდა და ვიწრო, ერთმანეთთან ახლო ჩამჯდარი თვალებით, რომლებშიც მოლივლივემდინარე ირეკლებოდა, ფრიდემანის თავს ზევით, სივრცეს მისჩერებოდა. მერე ამაყად,ზიზღით ჩაიცინა, იოჰანესის გახურებული თითები ერთი გაბრძოლებით მოიშორა, ხელისკვრით მიწაზე დასცა, სწრაფად წამოდგა და ხეივანს შეერია.

გაოგნებული, განადგურებული ფრიდემანი მიწაზე ეგდო. სახე ბალახებში ჰქონდაჩარგული და მთელი სხეული უძაგძაგებდა. მერე გაჭირვებით წამოიმართა, ორი ნაბიჯიწადგა და ზედ მდინარის პირზე, ლელიანში, პირქვე დაემხო.

მაინც რას გრძნობდა იმ წუთში პატარა ბატონი ფრიდემანი? ალბათ, ის ტკბილ-მწარეზიზღი, რომელსაც ქალის დამამცირებელი შემოხედვა ჰგვრიდა ხოლმე, ახლა, როცააბუჩად აგდებული და უარყოფილი მიწაზე იყო განრთხმული, უკიდეგანო რისხვაშიგადაეზარდა. ეს რისხვა ვიღაცას აუცილებლივ უნდა დასტყდომოდა თავს, თუნდაც ესვიღაც თვითონ ყოფილიყო, მით უმეტეს, საკუთარი თავისადმი უსაზღვრო ზიზღი იგრძნოდა თავის განადგურების, სხეულის ნაკუწ-ნაკუწად დაფლეთის, სიცოცხლის მოსწრაფებისწყურვილი ახრჩობდა.

მუცელზე ხოხვით წყალთან მიფორთხდა, ხელებზე წამოიწია. წელამდე მდინარეში ჩაწვადა გაქვავდა. ერთხელაც აღარ განძრეულა, არც თავი ამოუღია მდინარიდან და არცნაპირზე დარჩენილი ფეხები გაუნძრევია.

წყლის დგაფუნზე ჭრიჭინები მხოლოდ ერთი წამით გაინაბნენ, მერე ისევ აჭრიჭინდნენ.ნელა შრიალებდა ხეთა ტოტები და შორიდან ყრუდ აღწევდა სტუმრების სიცილ-ხარხარი.

1897

სასაფლაოს გზასასაფლაოს გზა ერთთავად შარაგზის გასწვრივ მიდიოდა, მთელ სიგრძეზე გასდევდა,ვიდრე თავის საბოლოო მიზანს, სახელდობრ, სასაფლაოს არ მიაღწევდა. მის მიღმამხარეს ჯერ საცხოვრებელი ბინები ჩანდა, ახალი ნაგებობანი გარეუბნისა, სადაცნაწილობრივ კიდევ მიმდინარეობდა მშენებლობა, შემდეგ კი მინდორ-ველები იყოგადაჭიმული. შარაგზის მხოლოდ ცალი მხარე მოეკირწყლათ, მეორე კი – არა. აქეთ-იქითხეები, ნუჟრებიანი, დარბაისლური წიფლები ჩამწკრივებულიყვნენ, ხოლო სასაფლაოს გზათხელი ხრეშით დაეფარათ, რაც საცალფეხო ბილიკს მომხიბვლელობას ანიჭებდა. მათერთმანეთისგან აცალკევებდა მთლიანად ბალახითა და მინდვრის ყვავილებითმოფენილი ვიწრო და ამომშრალი თხრილი.

გაზაფხულის მიწურული იდგა. თითქმის კარზე იყო მომდგარი ზაფხული. ქვეყანა

Page 19: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

იღიმებოდა. ლაჟვარდი ცა ღრუბელთა პაწია, მრგვალი და ფაფუკი ქულებით იყომოოჭვილი, ახირებული მოყვანილობისა და თოვლივით თეთრი ფორეჯებითმოფარდაგული. ჩიტუნები გალობდნენ წიფელთა რტოებში და ნაზი სიო ქროდამინდვრებიდან.

შარაგზაზე – მახლობელი სოფლიდან ქალაქისკენ – ოთხთვალა მიზოზინებდა. ცალმხარეს მოკირწყლულ ნაწილზე მიჯახჯახებდნენ მისი ბორბლები, მეორე მხარეს კი –მოუკირწყლავ ნაწილზე, მეურმეს ფეხები ხელნის გარდიგარდმო ჰქონდა ჩამოკიდებულიდა უსტვენდა, საშინლად ამახინჯებდა რომელიღაც მელოდიას. უკან კი, სულ ბოლოში,პატრონისგან ზურგშექცევით ჩაცუცქულიყო მოყვითალო გოშია და ენით უთქმელისერიოზულობითა და დაჟინებით გასცქეროდა უკან მოტოვებულ გზას. ეს შეუდარებელიგოშია იყო ნამდვილად, წმინდა წყლის მარგალიტი, სალბუნი გულისა, მაგრამ,სამწუხაროდ, ჩვენ მასზე არ გვექნება ლაპარაკი და ამიტომ უმჯობესია, თხრობის საგანსდავუბრუნდეთ. ჯარისკაცთა რაზმმა ჩაიარა. ისინი მახლობელი ყაზარმიდან მოდიოდნენ,მღეროდნენ და მტვრის კორიანტელს აყენებდნენ. შემდეგ მეორე ოთხთვალაც გამოჩნდა,ქალაქიდან მახლობელი სოფლის მიმართულებით მიმავალი. მეურმე თვლემდა და არცგოშია იჯდა ზედ. ასე რომ, ეს ოთხთვალა სულაც არ არის ჩვენთვის საინტერესო. ახლაორი ქარგალი გამოჩნდა შარაგზაზე, ერთი კუზიანი იყო, მეორე კი ვეება ახმახი. ორივეფეხშიშველა მოაბიჯებდა – ჩექმები მხრებზე გადაეკიდათ. მათ რაღაც მხიარული მიაძახესმთვლემარე მეურმეს და გზა განაგრძეს. შარაზე ზომიერი მიმოსვლა იყო და ფათერაკი არხდებოდა.

სასაფლაოს გზაზე მხოლოდ ერთი კაცი მიდიოდა; იგი ნელა მიიწევდა წინ,თავჩაქინდრული და შავ ხელჯოხზე დაყრდნობილი. ეს კაცი პიპზამი იყო გვარად,ლობგოტ პიპზამი, მორჩა და გათავდა. მის გვარს ხაზგასმით იმიტომ ვასახელებთ, რომშემდგომ მის თავზე დიახაც უცნაური ამბავი დატრიალდა.

შავად იყო მოსილი, ვინაიდან ახლობელთა სამარეებს სურდა სწვეოდა. თავზე მოუხეშავი,ხაოიანი და რამდენიმე ადგილას ჩაჭყლეტილი ცილინდრი ეხურა, ტანთ ხანგრძლივიტარებისგან გაპრიალებული სერთუკი და ვიწრო და მოკლე შარვალი ეცვა, ხოლოხელებს შავი, მთლად გადაქერცლილი ლაიკის ხელთათმანები უფარავდა. მისი ყელი,გრძელი და დამჭლევებული ყელი, მოზრდილი „ადამის ვაშლით“ შემკული, მაღლაამოშვერილიყო საყელოდან, რომელიც – ეტყობა, კარგა ხნის ხმარების გამო, – კიდეებშიუკვე გაცრეცილიყო. მაგრამ როდესაც ეს კაცი თავს მაღლა სწევდა – ამას კი იგი ჟამიდანჟამზე იქმოდა, რათა დარწმუნებულიყო, შორს იყო თუ არა კიდევ სასაფლაოდან, – მაშინღირდა მისი შეხედვა, მაშინ კარგად ჩანდა მისი საოცარი სახე, ერთი იმ სახეთაგანი,რომელნიც საკმარისია ერთხელ ნახოთ და შემდეგ ადვილად არ დაგავიწყდებათ.

სახე სუფთად წვერგაპარსული და ფერმკრთალი ჰქონდა, მაგრამ ღრმად შეცვენილლოყებს შორის წინ გამოჩრილი და კომბალივით ბოლოში გამსხვილებული ცხვირიუზომოდ გასწითლებოდა და ნაკვერჩხალივით ულაპლაპებდა; თანაც წვრილ-წვრილიმეჭეჭებითა და მუწუკებით იყო მოფენილი, რაც ერთობ ახირებულ და ფანტასტიკურშესახედაობას ანიჭებდა ამ ცხვირს, რომლის არაბუნებრივი სიწითლე მკვეთრადგამოირჩეოდა უფერული სახის ფონზე და რაღაც ხელოვნური და ეგზოტიკური იერიდაჰკრავდა. ასე რომ, ზედ განგებ მიდგმულ ნიღაბს ჰგავდა, რაიმე მელანქოლიურხუმრობას, ნიღბოსანთა საღამოსთვის განკუთვნილს. მაგრამ ამ კაცს ხუმრობისთვის არსცხელოდა. ფართო პირი მაგრად მოეკუმა და მისი კუთხეები დაბლა ჩამოსწეოდა. როცაზევით აიხედავდა, მაღლა, ცილინდრის კიდემდე სწევდა ჭაღარით დათრთვილულ შავწარბებს და მაშინ კარგად გაარჩევდით, რაოდენ აღგზნებული და ავადმყოფური სევდითშემოგარსულნი იყვნენ მისი თვალები. მოკლედ, ეს იყო სახე, რომლისთვისაც არშეიძლებოდა ხანგრძლივად გეჭვრიტათ და ცხოველი თანაგრძნობით არგამსჭვალულიყავით.

ლობგოტ პიპზამის შესახედაობა არ იყო სიხარულის მომგვრელი. იგი არ შეესაბამებოდაამ საამურ დილას და ახლობელთა სამარეების სანახავად მიმავლისთვისაც კი ერთობმწუხარე იყო. მაგრამ მის გულში თუ ჩავიხედავდით, ვაღიარებდით, რომ საკმაოსაფუძველი ჰქონდა კაეშნისთვის. მას, რომ იტყვიან, ხელი მოეცარა ცხოვრებაში, – აბა,როგორ ჩასწვდება ამას თქვენებრ უზრუნველი ხალხი! – ცოტათი აუგად მოექცნენ,ცოტათი ბედმა უმტყუნა; დიახ, უმტყუნა და არათუ უმტყუნა, არამედ მრავალგზის მოაღორა

Page 20: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

და დაასამარა. ასე რომ, ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, იგი ახლაყოვლად სავალალო მდგომარეობაში იმყოფებოდა.

ჯერ ერთი, სვამდა. ამაზე კიდევ საგანგებოდ გვექნება ლაპარაკი. მეორეც, დაქვრივდა,დაობლდა, ყველამ მიატოვა და მთელ ქვეყანაზე ძეხორციელი არ ეგულებოდა,რომელსაც ეყვარებოდა და შეივრდომებდა. ცოლი, რომლის ქალიშვილობის გვარილებცელტი იყო, ამ ნახევარი წლის წინათ გამოეცალა ხელიდან: მშობიარობას გადაჰყვა.ეს უკვე მესამე ბავშვი იყო, და იგი მკვდარი დაიბადა. წინა ორი შვილიც მკვდარი ჰყავდა.ერთი ყალათმისაგან გარდაეცვალა, ხოლო მეორე – კაცმა არ იცის, რისგან, როგორცჩანს, ჯანმრთელობის საერთო სისუსტის გამო. მაგრამ ესეც არ აკმარა ბედმა. მალესამუშაო ადგილი დაკარგა. პატივაყრილი დაითხოვეს სამსახურიდან, წაართვესლუკმაპურის უკანასკნელი წყარო და ეს ყოველივე იმ ვნების გამო, რომელიც პიპზამზეძლიერი იყო.

წინათ ერთგვარ წინააღმდეგობას მიანც უწევდა ამ ვნებას, თუმცაღა პერიოდულადთავდავიწყებით დაეწაფებოდა ხოლმე მას. მაგრამ როცა ცოლ-შვილი ხელიდანგამოეცალა, როცა აღარავინ ჰყავდა მხარდამჭერი და მანუგეშებელი და ქვეყნადმარტოდმარტო და მიუსაფარი დარჩა, მაშინ ძველი სენი მთლიანად დაეუფლა და სულუფრო და უფრო მეტი სიძლიერით თრგუნავდა წინააღმდეგობის ნატამალსაც კი მისარსებაში. პიპზამი რომელიღაც დამზღვევ საზოგადოებაში მსახურობდა კვალიფიციურგადამწერად და ოთხმოცდაათ მარკას იღებდა თვეში. თითქმის უგონო მდგომარეობაშიმყოფმა, რამდენჯერმე სერიოზული შეცდომა დაუშვა და მრავალი გაფრთხილებისა დასაყვედურის შემდეგ დაითხოვეს, როგორც ამ თანამდებობისთვის უვარგისი.

ცხადია, ამან არავითარ შემთხვევაში ხელი არ შეუწყო პიპზამის ზნეობრივ ამაღლებას,პირიქით, დააჩქარა მისი სრული დაქვეითება და განადგურება. ვინაიდან უნდა იცოდეთ,რომ უბედურება ადამიანში ღირსების გრძნობას კლავს, – ასეთ ამბებზე დაფიქრებაარავის აწყენდა. აქ რაღაც თავისებური და მკაცრი კანონი უნდა მოქმედებდეს. რამდენიცუნდა არწმუნოს კაცმა თავისი თავი, რომ უდანაშაულოდ, დაუმსახურებლად დაატყდაუბედურება, მაინც უმრავლეს შემთხვევაში იგი განცდილი უბედურების გამო გულშიზიზღნარევი უპატივცემულობით განიმსჭვალება საკუთარი თავისადმი. ხოლო საკუთარითავისადმი უპატივცემულობასა და მანკიერებას შორის ყოვლად მსახვრალიურთიერთკავშირი არსებობს. ისინი ერთიმეორეს ასაზრდოებენ, ისინი ერთმანეთს ხელსუწყობენ შეთქმულებივით და შედეგსაც შემზარავს ვიღებთ. ასე დაემართა პიპზამსაც. ისსვამდა, რადგან თავისი თავისადმი პატივისცემა დაკარგა და მას სულ უფრო და უფროკარგავდა, ვინაიდან ყველა კეთილი სურვილი, გამოსულიყო ამ მდგომარეობიდან,მარცხით გვირგვინდებოდა. სახლში მას ტანსაცმლის კარადაში შემონახული ჰქონდაბოთლი, სავსე დამღუპველი სამსალით, მოყვითალო ფერის შხამიანი სითხით, რომლისსახელიც უმჯობესია არ ვახსენოთ. ამ კარადის წინ ლობგოტ პიპზამი ხშირად დაჩოქილიმდგარა, თითები დაუკბენია სიმწრისგან და ბოლოს მაინც დანებებია ცთუნებას, – ჩვენარცთუ გვესიამოვნება ასეთი ამბების თხრობა, მაგრამ ისინი ჭკუის სასწავლნი არიანფრიად.

და აი, ის მიდიოდა სასაფლაოს გზაზე, თან შავ ხელჯოხს მიაკაკუნებდა. ნაზი სიო მისცხვირსაც ელამუნებოდა, მაგრამ ვერ გრძნობდა ამას. მაღლა აზიდული წარბებით,გულგრილად და სევდიანად უჭვრეტდა ქვეყანას ეს საბრალო და წყალწაღებული კაცი!

უეცრად უკნიდან რაღაც ხმაური შემოესმა და ყური მიაპყრო; რაღაც სრიალის მაგვარიჩქამი უახლოვდებოდა შორიდან დიდი სისწრაფით. მიტრიალდა და ადგილზევე გაშეშდა:ეს ველოსიპედი იყო. ჰაერით დატუმბული რეზინის სალტეები ხრეშით თხლად მოფენილნიადაგზე რბილად მოსრიალებდნენ; ველოსიპედი ქარივით მოქროდა და მხოლოდპიპზამის დანახვისას, რომელიც შუა გზაზე გაჩერებულიყო, შეანელა სვლა.

ზედ ჭაბუკი იჯდა, ჯერ კიდევ სავსებით პირტიტველა ყმაწვილი, უდარდელი ტურისტი.ღმერთო ჩემო, მას აზრადაც არ მოუვიდოდა ამა ქვეყნის ძლიერთა და დიადთარიცხვისთვის მიეკუთვნებინა თავი. მანქანაც სრულიად საშუალო ხარისხისა იყო,რომელიღაც უცნობი ქარხნის პროდუქციას წარმოადგენდა და, სულ ბევრი, ორასიოდემარკა ეღირებოდა. ამგვარი სატრანსპორტო საშუალებით ჭაბუკი ქალაქგარეთგამოსულიყო სასეირნოდ, მოელვარე პედლებით პირდაპირ ფართოდ გადაშლილ

Page 21: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

მინდორ-ველებში! ვაშა! მას ჭრელი პერანგი ეცვა ნაცრისფერი კურტაკის ქვევით,სპორტული გეტრები და მთელ ქვეყანაზე ყველაზე გამომწვევი კეპი, კეპი კი არა, თავადგანსახიერებული სიანცე, ღია ყავისფრად კუბოკრული და ღილაკით თავზე. ხოლო კეპისქვემოდან ურჩხად ნაზარდი ქერა და გრუზა ქოჩორი გამოსჩროდა და შუბლის ზეგარდმოდახვავებოდა. თვალები ცისფერი ჰქონდა და მოელვარე. იგი დაუდევრად მოქროდა,მოქროდა ისე, როგორც თავად ცხოვრება, და ზარს აწკარუნებდა, მაგრამ პიპზამი არდაძრულა ადგილიდან, გაუნძრევლად იდგა და გარინდებული მიშტერებოდახორცშესხმულ ცხოვრებას.

ჭაბუკმა გაჯავრებული მზერა ესროლა და ნელა აუქცია გვერდი, მაგრამ ამ დროსპიპზამმაც განაგრძო წინსვლა და, როდესაც ველოსიპედმა ოდნავ წინ გაუსწრო, მძიმედდა მკაფიოდ თქვა: – ნომერი ცხრა ათას შვიდას შვიდი.

შემდეგ მაგრად მოკუმა პირი და დაჟინებით დაბლა დაიწყო ყურება, თუმცა კი გრძნობდა,გაოცებული ჭაბუკი მე მიყურებსო.

ჭაბუკი ახლა უკან მოტრიალებულიყო, ცალი ხელი დასაჯდომისთვის ჩაევლო და სულნელა მიჰყავდა ველოსიპედი.

– რაო, რა თქვით? – შეეკითხა იგი.

– ნომერი ცხრა ათას შვიდას შვიდი, – გაიმეორა პიპზამმა. – ბევრი არაფერი. მეშევატყობინებ თქვენ შესახებ, სადაც ჯერ არს.

– შეატყობინებთ? – შეეკითხა ჭაბუკი და კიდევ უფრო შემოტრიალდა და კიდევ უფრონელა წაიყვანა ველოსიპედი, თან საჭეს გამალებით ატრიალებდა აქეთ-იქით, რომწონასწორობა დაეცვა.

– აუცილებლად, – მიუგო პიპზამმა, ჭაბუკისგან უკვე ხუთი-ექვსი ნაბიჯით დაშორებულმა.

– მერედა, რას? – ჰკითხა ჭაბუკმა და ველოსიპედიდან გადმოვიდა. იგი ერთ ადგილასიდგა და გაკვირვებული უცქერდა პიპზამს.

– ეს თქვენ თვითონაც მშვენივრად იცით.

– ნურას უკაცრავად, მე არაფერი ვიცი.

– უნდა იცოდეთ.

– მე არაფერი ვიცი და არც მსურს ვიცოდე! – უთხრა ჭაბუკმა და თან ველოსიპედსმიუბრუნდა, რათა გზა განეგრძო. იგი იმათ რიცხვს ეკუთვნოდა, რომელთაც ასეთშემთხვევაში შიშისგან ენა მუცელში არ უვარდებათ.

– მე შევატყობინებ, სადაც ჯერ არს, რომ ველოსიპედი დაგყავთ არა შარაგზაზე, სადაც ესნებადართულია, არამედ აქ, სასაფლაოს გზაზე, – უთხრა პიპზამმა.

– დიდება შენდა, ღმერთო! – თქვა ჭაბუკმა და უკმაყოფილებისა და მოუთმენლობისგამომხატველი სიცილით კიდევ ერთხელ მოტრიალდა პიპზამისკენ. – კი, მაგრამ ამას ვერხედავთ? აი, სალტეების რამდენი ნაკვალევი ატყვია ამ გზას. აქ ყველას დაჰყავსველოსიპედი, ვისაც კი მოესურვება.

– ეს ჩემთვის სულერთია, – მიუგო პიპზამმა, – მე მაინც ჩემსას ვიქმ.

– როგორც გენებოთ, – მიაძახა ჭაბუკმა და ველოსიპედს სხარტად მოახტა, მხოლოდერთხელ გაჰკრა მიწას ფეხი, მარჯვედ გადაალაჯა და დასაჯდომზე გაიჭიმა. მერეგამალებით აამუშავა ფეხები, რათა რაც შეიძლება სწრაფად გაქანებულიყო, რაცსრულიად ბუნებრივი იყო ამგვარი ჯეელისთვის.

– თქვენ ეი! – დაუყვირა პიპზამმა აკანკალებული ხმით. – თუ თქვენ კიდევ ივლით ამ გზაზე,მე უსათუოდ მოვახსენებ ამის შესახებ.

მაგრამ „ხორცშესხმული ცხოვრება“ უკვე ვერ ამჩნევდა მას და სულ უფრო და უფრომზარდი სიჩქარით უდარდელად მიქროდა წინ.

იმ წამს რომ ლობგოტ პიპზამის სახე გენახათ, უთუოდ დიდად შეძრწუნდებოდით. მას ისე

Page 22: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

მაგრად მოეკუმა პირი, რომ ლოყები და თვით ნაკვერჩხალივით გავარვარებულიცხვირიც კი საშინლად დამანჭვოდა და მისი თვალები არაბუნებრივად ზევით აწეულწარბებს ქვემოდან რაღაც შლეგური გამომეტყველებით მისჩერებოდნენ წინ მიმავალველოსიპედს. უეცრად ადგილიდან მოწყდა და წინ გაექანა. თვალის დახამხამებაში უკანმოიტოვა მოკლე მანძილი, რომელიც ველოსიპედიდან აშორებდა, და დასაჯდომს ქვევითჩამოკიდებულ ჩანთას სწვდა, ორივე ხელით ჩააფრინდა, პირდაპირ ზედ ჩამოეკიდა დაისევ არაადამიანურად მოკუმული ტუჩებით, ხმის ამოუღებლად და ველურიგამომეტყველებით, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, თავისკენ ეწეოდა წინ მსრბოლ და აქეთ-იქით მოქანავე მანქანას. ასე რომ, გარეშე მაყურებელს გაუჭირდებოდა გადაეწყვიტა, ამკაცს ჯიბრით არ სურდა ჭაბუკისთვის გზის განგრძობის საშუალება მიეცა თუ უნდოდათვითონაც ზედ აჰკიდებოდა, თან გაჰყოლოდა და მოელვარე პედლებით გაენავარდაფართოდ გადაშლილ მინდორ-ველებში. ვაშა! მაგრამ ველოსიპედმა დიდხანს ვერგაუძლო ამ სასოებადაკარგულ ტვირთს, გაჩერდა, გვერდზე გადაიხარა და წაიქცა.

აქ უკვე გაცხარდა ჭაბუკი. არც აცია, არც აცხელა და, ცალ ფეხზე მდგომმა, ერთი ისეთიდარტყმა აგემა მკერდში პიპზამს, რომ რამდენიმე ნაბიჯზე ისროლა. შემდეგ მუქარითაღსავსე და უკმეხი ხმით მიმართა: – თქვენ ალბათ მთვრალი ხართ, მოწყალეოხელმწიფევ! ერთი გაბედეთ და კიდევ შემაჩერეთ და ისეთს მოგაკერებთ დრუნჩში, რომთვალთ დაგიბნელდეთ. გასაგებია? სათითაოდ ჩაგიმტვრევთ მაგ ნეკნებს! ჰოდა,გაფრთხილდით! – ამ სიტყვებზე მან ზურგი აქცია ლობგოტ პიპზამს, აღშფოთებულმაკიდევ უფრო მაგრად ჩამოიფხატა შუბლზე ქუდი და ისევ მოახტა ველოსიპედს. არა, ისსრულებით არ ეკუთვნოდა იმათ რიცხვს, ვისაც ამგვარ შემთხვევაში შიშისგან ენა მუცელშიუვარდებათ. ამჯერადაც ჩაუქად მოახტა ველოსიპედს. მხოლოდ ერთხელ გაჰკრა ფეხიმიწას, მარჯვედ გადაალაჯა დასაჯდომს, უმალვე დაეუფლა მანქანას და პიპზამი ხედავდა,როგორ ეკარგებოდა თვალთახედვიდან ჭაბუკის ზურგი.

ის იდგა, ქშინავდა და გარინდებული უცქერდა მსრბოლავ ცხოვრებას. ჭაბუკი კი არხეინადგანაგრძობდა გზას. არავითარი ავარია, არავითარი მარცხი; არც ბორბალი დაშვებია, არცქვა დახვედრია გზაზე. ჩიტივით მსუბუქად მიქროდა. და აი, პიპზამმა ანაზდად ყვირილიმორთო, ლანძღვა წამოიწყო. იტყოდით, ნადირი ღრიალებსო, იმდენად აღარ ჰგავდამისი ხმა ადამიანისას.

– ახლავე შეჩერდით! – უყვიროდა იგი. – არ გაბედოთ გზის განგრძობა! თქვენი ადგილიშარაზეა და არა აქ, სასაფლაოს გზაზე. გესმით?! გადმოდით, ახლავე ძირს გადმოდით!თქვენ ეი, მე მოვახსენებ, სადაც ჯერ არს! გიჩივლებთ! ო, ნეტავი გადმოვარდებოდე,ნეტავი ძირს დაენარცხებოდე, შე თავქარიანო ვიგინდარავ, წიხლებით შეგდგებოდი დასახეს ჩაგინაყავდი, შე შეჩვენებულო, შე ლაწირაკო!..

გინახავთ ამის მსგავსი რამ?! სასაფლაოს გზაზე დამდგარა კაცი და ილანძღება, ბღავისპირზე დუჟმორეული, იჭაჭება, იფხორება, ხელ-ფეხს იქნევს აქეთ-იქით და ვერასგზით ვერდამშვიდებულა. ველოსიპედი დიდი ხანია ცამ ჩაყლაპა და ის კი მაინც განაგრძობდა: –დააკავეთ! დააკავეთ! სასაფლაოს გზაზე გაბედა შემოსვლა! გადმოათრიეთველოსიპედიდან ეგ წყეული მატრაკვეცა! ოჰ, ოჰ! ერთი ხელში ჩამაგდებინა შენი თავი, რასიამოვნებით გამოგშიგნავდი, შე ძაღლის ლეკვო, შე ბრიყვო ქარაფშუტავ, ოტროველავ,გაგრიავ! გადმოდი, ახლავე ძირს გადმოდი! ნუთუ არავის შეუძლია ძირს გადმოაგდოს ესმხეცი, ესა და მტვერში აგორაოს. ჰმ, გასეირნება მოინდომა და ისიც სად – სასაფლაოსგზაზე! როგორ, შე არამზადავ, შე თავხედო, შე წყეულო ოინბაზო, როგორ გაბედე!ცისფრად მოელვარე თვალები რომ გაქვს, ამით მოგაქვს თავი?! კი, მაგრამ სხვა რაგაბადია ამის მეტი?! ეშმაკსაც წაუღია ისინი, შე ბრიყვო, შე ტუტუცო, შენა!..

აქ პიპზამი უკვე ისეთ სალანძღავ სიტყვებზე გადავიდა, რომელთა განმეორება ყოვლადშეუძლებელია. ის პირზე დუჟმორეული და მეტისმეტი დაძაბვისგან ხმაჩახლეჩილი, რაცძალი და ღონე ჰქონდა გაჰყვიროდა ყველაზე უწმაწურ ქუჩურ გამოთქმებს და თან მთელიტანით ცახცახებდა. შარაგზიდან პატარა ბავშვებმა მოირბინეს, კალათითა და პინჩერისჯიშის ძაღლით. თხრილზე გადმოღოღდნენ, გარს შემოერტყნენ მყვირალ კაცს დაცნობისმოყვარედ მიაჩერდნენ მის შეშლილ სახეს. მუშებმაც, რომლებიც იქ, უკან, ჯერკიდევ დაუმთავრებელ ნაგებობათა ირგვლივ ფუსფუსებდნენ, ანდა შუადღის შესვენებადაეწყოთ და ღია ცის ქვეშ სადილობდნენ, მიაქციეს მას ყურადღება და დღიურადმომუშავე დედაკაცებთან ერთად გასწიეს გზაზე შეჯგუფებული ადამიანებისკენ. პიპზამი კი

Page 23: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

ამასობაში არ ცხრებოდა, პირიქით, სულ უფრო და უფრო მეტი გააფთრებითმძვინვარებდა, ვეღარაფერს ამჩნევდა ირგვლივ და მუშტებს იქნევდა გაშმაგებით ხანზევით, ცისკენ და ხანაც ყველა მიმართულებით. ფეხებს სცემდა დედამიწას, ტრიალებდა,მუხლებში იკეცებოდა, მერე ისევ სწორდებოდა, იჭიმებოდა, იძაგრებოდა, რათა რაცშეიძლება ხმამაღლა დაეყვირა. თან ერთი წამითაც არ სწყვეტდა ლანძღვა-გინებას დასულის მოთქმასაც კი არ აცლიდა თავის თავს. გასაოცარი იყო პირდაპირ, საიდანმოსდიოდა ეს სიტყვათა გაუთავებელი ნიაღვარი. სახე საშინლად გასჭარხლებოდა,ცილინდრი კეფაზე მოჰქცეოდა, პერანგის გულისპირი ჟილეტიდან ამოსჩროდა. ამასთან,უკვე დიდი ხანია დავიწყებოდა, საიდან დაიწყო და ზოგად მსჯელობებში გახლართულიისეთ რამეებს ქაქანებდა, რომლებიც თვით შორეულ კავშირშიაც კი არ იყვნენთავდაპირველ მიზეზთან. ის თან თავის თავსაც ჰკიცხავდა აღვირახსნილიცხოვრებისთვის, თან ღმერთს უხმობდა მსაჯულად ისევ ისეთივე შეუფერებელი ტონითადა ლანძღვა-გინებით აღსავსე გამოთქმებით.

– აქეთ, აქეთ მოდით ყველა! – ღრიალებდა ის. – არა თქვენ, არა მხოლოდ თქვენ, არამედსხვებიც, ისინიც, რომლებსაც კეპი ხურავთ და ცისფრად მოელვარე თვალები აქვთ. ისეთჭეშმარიტებებს ჩაგძახებთ ყურში, რომ სამარადისო ციებ-ცხელებამ აგიტანოთ, თქვეთავქარიანო ტუტუცებო, თქვენა!.. იცინით და მხრებს იჩეჩავთ, არა?.. ჰო, მე ვსვამ... რა თქმაუნდა, ვსვამ! ლოთი ვარ, გეთანხმებით, მაგრამ მერე რა მოხდა?! განა ეს ყველაფერია?განა ყველაფერი უკვე გათავდა? განა განკითხვის დღე წინ არ გვიდევს? მოვა ეს დღეც,თქვე არარანო, და უფალი ღმერთი განგვსჯის ჩვენ, ყველას... ძე ღვთისა გამოჩნდება ცათაშინა, თქვე ცოდვის შვილნო, თქვე გარეწარნო, და ამქვეყნიური არ იქნება მსჯავრი მისი!იგი ჩააგდებს თქვენს გულმხიარულ მოდგმას უკუნეთში, ჯოჯოხეთის გეენაში, იქ, სადაცსუფევს მოთქმა და...

პიპზამის ირგვლივ ახლა უკვე დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი. ზოგი იცინოდა, ზოგიცშუბლშეჭმუხნილი მისჩერებოდა. მშენებლობიდან კიდევ მოსულიყვნენ მუშები დადღიურად მომუშავე დედაკაცები. ერთ მეურმეს შარაზე გაეჩერებინა ოთხთვალა,თხრილზე გადასულიყო და ისიც ხალხში იდგა შოლტით ხელში. ვიღაც მკლავში სწვდაპიპზამს და შეანჯღრია, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ჯარისკაცთა რაზმმა ჩაიარაგვერდით. რაზმელები კისერს იღრეცდნენ მისკენ და იცინოდნენ. პინჩერმაც ვეღარშეიმაგრა თავი, წინა თათები მიწას მიაბჯინა და, კუდამოძუებულმა, პირდაპირ სახეშიშეჰყეფა პიპზამს.

და აი, უეცრად ლობგოტ პიპზამმა რაც ძალი და ღონე ჰქონდა ერთხელ კიდევდაიღრიალა: – გადმოდი, ახლავე ძირს გადმოდი, შე ბრიყვო, შე გაუთლელო, შენა! –შემდეგ მკლავით ჰაერში ფართო ნახევარი წრე მოხაზა და მოცელილივით ჩაიკეცა.ანაზდეულად დადუმებული და ცნობისმოყვარე მაყურებლებით გარშემორტყმული, იგიშავი ბორცვივით იყო დამხობილი დედამიწაზე. ცილინდრი თავიდან გადასძვრა,გაგორდა, ერთი შეთამაშდა მიწაზე და შემდეგ პატრონივით გაშეშდა ერთ ადგილზე.

ორი ქვისმთლელი დაიხარა უძრავად დაგდებული პიპზამისკენ. მათ ერთმანეთთანმოილაპარაკეს ამ უცნაური შემთხვევის გამო, მოილაპარაკეს ჭკვიანურად, საქმიანად,როგორც ეს მუშა-ხალხს შეჰფერის. შემდეგ ერთ-ერთი მათგანი ფეხზე წამოდგა დასწრაფი ნაბიჯით სადღაც გაეშურა. დანარჩენები კი ერთხანს კიდევ დასტრიალებდნენთავს უგრძნობელ სხეულს. ზოგი რითი ცდილობდა ეშველა, ზოგიც – რითი. ერთმა სახეზეწყალი შეასხურა ტოლჩიდან, მეორემ ბადიიდან მუჭაში არაყი დაისხა და საფეთქლებიდაუზილა, მაგრამ ყველაფერი ამაო გამოდგა.

ამასობაში მცირეოდენი ხანი გავიდა. შემდეგ მოისმა ბორბლების ხმაური და შარაზესასწრაფო დახმარების კარეტა გამოჩნდა, რომელსაც ორივე მხარეს ვეებერთელაწითელი ჯვარი ეხატა და შიგ მომცრო ტანის ორი მოხდენილი ცხენი ება. კარეტასასაფლაოს გზაზე შეჯგუფული ხალხის გასწვრივ გაჩერდა. კოფოდან ორი ფორმაშიგამოწყობილი სანიტარი გადმოხტა. ერთი მათგანი კარეტის უკანა მხარისკენ გაემართა,კარი გააღო და გამოსაწევი საკაცე მოამზადა, ხოლო მეორე თხრილზე გადახტა,ცნობისმოყვარეთა წრე გაარღვია და დამსწრეთაგან ერთ-ერთის დახმარებით ბატონიპიპზამი კარეტისკენ წაიღო. იგი საკაცეზე დადეს და კარეტაში შეაცურეს, სწორედ ისევე,როგორც პურს შედგამენ ხოლმე საცხობ ღუმელში; შემდეგ კარი მიკეტეს და ფორმაშიგამოჯგიმული სანიტრები კვლავ კოფოზე წამოსხდნენ. ეს ყოველივე დიდი სიზუსტით

Page 24: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

გაკეთდა, შეჩვეული ხელის მარჯვე მოძრაობით, მარდად და სხარტად, სწორედ ისევე,როგორც ცირკში.

და ლობგოტ პიპზამი წაიღეს იქიდან.

ბედნიერებაჩუ! სხვის სულში გვინდა ჩავიხედოთ. ისე, სხვათა შორის, გაკვრით, ორიოდე გვერდზე,რადგან საქმე ყელამდე გვაქვს. ჩვენ პირდაპირ ფლორენციიდან მოვდივართ,გარდასული დროიდან. იქ ყველაფერი რიგზე როდი ყოფილა, საქმე შფოთიანსა დასამძიმო ამბებს ეხებოდა. ახლა მთელი ეს დავიდარაბა უკან დაგვრჩა და კვლავმივიჩქარით. საითო? იქნებ სამეფო სასახლეში, ვინ იცის!.. იშვიათი, მკრთალად მოკიაფეამბავი ლამობს ჩვენ თვალწინ გადაშლას... ანა, ბარონის ქალო ანა, საბრალო პატარა ანა,რა ცოტა დრო გვრჩება შენთვის!

სამმაგი ტაქტი და ჭიქების ჭახუნი, კვამლი, ფუსფუსი, ხმაური, ზუზუნი, სიმღერა,მოცეკვავეთა ფეხის ხმა: ვინ არ გვიცნობს და ვინ არ იცის ჩვენი პატარა სისუსტე, ასე რომგვიყვარს დიდხანს შეუმჩნევლად ჯდომა იქ, სადაც სიცოცხლე თავის ყველაზე უბირდღესასწაულს მართავს, – ეს იმიტომ ხომ არ ხდება, რომ სწორედ აქ გამოჩნდებიანხოლმე ადამიანის ტკივილები და ვნებანი ყველაზე მეტი სიმღერითა და სისრულით?

– ავანტაჟიორო! – მთელი დარბაზის გასაგონად შესძახა ბარონმა ჰარიმ, ჰუსართაროტმისტრმა და გაჩაღებული ცეკვა ანაზდად შეწყვიტა. მარჯვენა ხელით ჯერაც ეხვეოდათავის მანდილოსანს, მარცხენით კი დოინჯი შემოეყარა. – ეს ვალსი კი არა, რაღაცსამგლოვიარო ზარია, ადამიანო! თქვენი არსება სრულიად მოკლებულია რიტმისგრძნობას. ერთთავად დაცურავთ ან ფართხალებთ. უხმეთ ლეიტენანტ ფონ გელბზატელსდა სთხოვეთ, ერთხელ კიდევ დაუკრას, რომ ხალხმა რიტმი აიღოს. მიბრძანდით,ავანტაჟიორო! თუ გნებავთ, იცეკვეთ. იქნებ ცეკვა უფრო გეხერხებათ.

ავანტაჟიორი წამოდგა, დეზების წკარუნით გაეცალა და უსიტყვოდ დაუთმო ადგილილეიტენანტ ფონ გელბზატელს, – ამან კიდევ თავისი დიდი თეთრი ხელები ფართოდგაშალა და დანჯღრეულ, მოჟღარუნე-მოგუგუნე ფორტეპიანოს კლავიშებზე გრძელი,თეთრი თითები მსუბუქად შეათამაშა.

ბარონ ჰარის მართლა ჰქონდა გამჯდარი ძვალსა და რბილში ტაქტი, ცეკვისა და მარშისტაქტი, სილაღე და სიამაყე, ბედნიერება, რიტმი და გამარჯვების ნება. ოქრომკედითმოქარგული ჰუსარის სერთუკი ერთობ შვენოდა მის ახალგაზრდულ მოღაჟღაჟე სახეს,რასაც ზრუნვისა და ფიქრის მცირეოდენი დაღიც კი არ აჩნდა. მზედაკრული ღაწვებიოდნავ შეჰფაკლოდა, როგორც ემართებათ ხოლმე ქერა ადამიანებს, თუმცა ულვაშებიცდა თმაც წაბლისფერი ჰქონდა – ქალები, მოგეხსენებათ, ამაში გამორჩეულ სინატიფესხედავენ. ალისფერი ნაჭრილობევი მარჯვენა ლოყაზე მის გულღია სახეს კადნიერისიმამაცის იერს აძლევდა. არავინ იცოდა, რას მოწმობდა ეს ნაიარევი, – ნახმლევი იყო თუცხენიდან გადმოვარდნის კვალი, – მაგრამ განა სულერთი არ არის? ერთნაირადმომხიბლავია. ბარონი ღმერთივით ცეკვავდა.

ავანტაჟიორი კი ერთთავად დაცურავდა ან ფართხალებდა – თუ ნებას მომცემთ ვიხმარობარონ ჰარის გამოთქმა. მეტისმეტად გრძელი ქუთუთოები ჰქონდა, რის გამოც ვერაფრითახერხებდა თვალების რიგიანად გახელას. სამხედრო სამოსიც უხერხულად ეცვა, თითქოსსხვის ტანზე ჰქონოდა შეკერილი, და მარტო ღმერთმა უწყოდა, რანაირად მოხვდასამხედრო სამსახურში. „მერცხლების“ ამ საკლუბო შექცევაშიაც უხალისოდმონაწილეობდა, მოსვლით კი მაინც მოვიდა, რადგანაც ისედაც დიდი სიფრთხილემართებდა, რომ უსიამოვნებას არ გადაჰკიდებოდა: ჯერ ერთი, ჩამომავლობით მდაბიოთაწრიდან იყო. მეორე კიდევ, მის სინდისს ტვირთად აწვა ერთი წიგნი, მოგონილ ამბავთაკრებული, რაც თვითონვე დაწერა ან, როგორც იტყვიან, შეთხზა. ახლა ყოველ მსურველსშეეძლო დუქანში იმ წიგნის შეძენა. ცხადია, ყოველივე ეს ავანტაჟიორის წინააღმდეგერთგვარ ეჭვს აღძრავდა.

ჰოჰენდამის ოფიცერთა საკრებულო დარბაზი სიდიდით გამოირჩეოდა. სიმართლე რომითქვას, მეტად ფართოც კი იყო იმისთვის, რომ იმ საღამოს იქ თავშეყრილ ოცდაათ

Page 25: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

ადამიანს დრო გაეტარებინა. კედლები და მუსიკოსებისთვის განკუთვნილი ტრიბუნებიდამშვენებული იყო წითლად შეღებილი თაბაშირის ყალბი საფარველით. უგემოვნოდშეთითხნილ ჭერზე ეკიდა ორი მომრგვალებული ჭაღი, რომლებშიაც ირიბად დადგმულისანთლები ციმციმებდნენ და იღვენთებოდნენ. სამაგიეროდ, შვიდი საგანგებოდგაგზავნილი ჰუსარი მთელი დილა მოუნდა სანთლით ხის იატაკის გაპრიალებას, ისე, რომბოლოს და ბოლოს, ბატონ ოფიცრებს არ შეეძლოთ მეტ ფუფუნებაზე ოცნება ამ დათვისბუნაგში, ამნაირ სოროში, ასეთ აბდერაში, როგორიცაა ჰოჰენდამი. სხვა მხრივ, თუდღესასწაულს კიდევ აკლდა რაიმე მორთულობა, ამ დანაკლისს ზედმეტადანაზღაურებდა თავისებური საზეიმო განწყობილება, რაც საღამოს საგანგებო იერსსძენდა და იმის ქედმაღლური შეგნებიდან გამომდინარეობდა, რომ დიდ საქმეში არიან,რაღაც აკრძალულსა და მიუღებელს სჩადიან, საღამოს „მერცხლების“ თანხლებით რომატარებენ.

თვით ოფიცერთა სულელი მსახურები, რომლებიც სამრიგად მიმოფანტულსა და თეთრსუფრაგადაფარებულ პატარა მაგიდებთან დადგმულ ყინულიან ჭურჭელში შამპანურისახალ-ახალ ბოთლებს აცივებდნენ, თვით ეს უბირი ადამიანებიც კი ცდილობდნენდაეფარათ ღიმილი და ერთიმეორეს დამცინავი თვალებით გადახედავდნენ ხოლმე,როგორც გამოცდილმა მსახურებმა იციან, თავიანთ ბატონებს სახიფათო საქმეებში რომეხმარებიან, ხოლო მომხდარზე პასუხისმგებლობას თავიდან იცილებენ, – სულ კი იმისგამო, რომ ნადიმს „მერცხლები“ ესწრებოდნენ!

– მერცხლები! რომელ მერცხლებზე ლაპარაკობთ?

– ერთი სიტყვით, ესენი გახლდათ „ვენის მერცხლები“ – ოცდაათიოდე კეკლუცი –გადამფრენ ფრთოსანთა გუნდივით რომ დაეხეტებოდნენ ხოლმე ქალაქიდან ქალაქში,მეხუთე ხარისხის სამიკიტნოებსა და თეატრ-ვარიეტეებში გამოდიოდნენ და ჩიტებივითჟღურტულებდნენ თავიანთ საყვარელ პოპულარულ სიმღერას: „როცა მერცხლებიდაბრუნდებიან, მამაკაცები გაბრუვდებიან!“

კარგი სიმღერა იყო, მსუბუქი იუმორით შეზავებული, და მომღერლებიც იმეორებდნენდამსწრეთა თანამგრძნობი ნაწილის ტაშის გრიალში.

ასე გამოჩნდნენ „მერცხლები“ ჰოჰენდამშიც და გუგენფილდის ლუდხანაშიც დაიწყესჭიკჭიკი. ჰოჰენდამში გარნიზონი იდგა, – მთელი ჰუსართა პოლკი, – რაც მომღერლებსიმის იმედს აძლევდა, რომ ცხოველ გამოხმაურებას პოვებდნენ ადგილობრივსაზოგადოებაში, მის გავლენიან სფეროებში. მართლაც, იმაზე მეტიც ხვდათ, რასაცელოდნენ: ინტერესით კი არა, აღტაცებით მიიღეს. უცოლშვილო ოფიცრები მთელღამეებს ატარებდნენ მათ ფერხთით, ისმენდნენ „მერცხალთა სიმღერებს“ დაქალიშვილების სადღეგრძელოდ ზედიზედ ცლიდნენ გუგენფილდის თეთრი ლუდითსავსე თასებს. ცოტა ხნის შემდეგ მათ შეუერთდნენ ცოლიანი ბატონებიც და ერთ მშვენიერდღეს მთელი თავისი ბრწყინვალებით გამოცხადდა პოლკოვნიკი ფონ რუმლერი,რომელმაც სრული თანაგრძნობით უცქირა პროგრამის მსვლელობას, ბოლოს კი„მერცხლების“ აღტაცებული ქებაც ინება.

აი, აქ მომწიფდა ლეიტენანტებისა და როტმისტრების გეგმა, რომ თავიანთ ინტიმურწრეში შეეყვანათ „მერცხლები“: შეერჩიათ მათგან ათიოდე ულამაზესი ქალიშვილი დამოეწვიათ ნადიმზე, შუშხუნა ღვინოებისა და ცეკვის საღამოზე. ქვეყნის ყბაში რომ არჩაცვენილიყვნენ, ზედა ფენას თავი ისე უნდა დაეჭირა, ვითომ არაფერი იცის, და ასეგასინჯეთ, იძულებულიც კი გახდა, რომ ნადიმში მონაწილეობაზე უარი ეთქვა. თუმცასაღამოს წვეულებაში მონაწილეობდნენ არა მარტო უცოლო ლეიტენანტები, არამედოჯახს მოკიდებული ოფიცრებიც, თვით როტმისტრები, თანაც (სწორედ ამაშიმდგომარეობდა გამოგონების მთელი პიკანტურობა, მთელი მისი ლაზათი) – თანაცთავიანთი ცოლების თანხლებით!

დაბრკოლება და ეჭვები? ლეიტენანტ ფონ ლევცანს ბედმა გაუღიმა, ენაზე ოქროს სიტყვამოადგა: „ჯარისკაცის გზაზე დაბრკოლება და ეჭვები მხოლოდ იმისთვის არსებობს, რომდასძლიოს და გაფანტოსო“. დაე, ჰოჰენდამელებს თავზარი დაეცეთ, როცა შეიტყობენ,რომ ოფიცრებმა თავიანთ ცოლებს „მერცხლები“ გააცნეს – თვითონ ისინი ხომ ასეთრამეს ვერასოდეს გაბედავენ! მაგრამ ცხოვრებაში არსებობს ისეთი სიმაღლე, არსებობს

Page 26: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

ისეთი გაბედული, საზღვარს გადაცილებული სამყარო, სადაც ნება გეძლევათ ისგააკეთოთ, რაც დაბალ სფეროებში უსათუოდ ლაქას მოგცხებდათ ან პატივს აგყრიდათ.განა პატივცემული ჰოჰენდამელი მოქალაქეები მიჩვეულნი არ არიან თავიანთ ჰუსართაყოველნაირ უჩვეულო ოინებს? ბატონი ოფიცრები დღისით, მზისით მიაჭენებდნენ ცხენებსტროტუარზე, როცა ასეთი ფანტაზია მოუვლიდათ. ჰო, ასედაც ხდებოდა. განა ერთსაღამოს საბაზრო მოედანზე დამბაჩების სროლაც არ ატყდა? ცხადია, არც ამას ჩაიდენდავინმე, თავნება ოფიცრების გარდა. მერე, განა ვინმეს გაუბედავს ამის გამო ბუზღუნი? ის კიარა, ასეთი რამეც მომხდარა ნამდვილად.

ერთხელ დილით, ასე ხუთიდან ექვს საათამდე, როტმისტრი ბარონი ჰარი კარგ გუნებაზებრუნდებოდა იმ ადგილიდან, სადაც რამდენიმე ამხანაგთან ერთად ღამე გაატარა. თანახლდნენ როტმისტრი ფონ ჰუნემანი, ლეიტენანტები და უმცროსი ლეიტენანტები: ლე-მესტრი, ბარონი ტრუხზესი, ფონ ტრუტენაუ და ფონ ლიჰტერლოო. როცა ეს ვაჟბატონებიძველ ხიდზე გადიოდნენ, წინ მეფუნთუშე ბიჭი შემოხვდათ, მხარზე ნამცხვრით სავსეკალათა ედგა და დილის სიგრილით დამტკბარს უდარდელი სიმღერა გაება.

– ხელები მაღლა! – შესძახა უეცრად ბარონმა ჰარიმ, კალათი აიტაცა, შეარხია და ჰაერშიისე მკვირცხლად შეატრიალა, რომ ერთი ფუნთუშა არ გადავარდნილა, შემდეგ მოიქნიადა ხიდის მოაჯირზე გადაისროლა. კალათმა ფართო წრე შემოხაზა, რაც ბარონისღონეზე მეტყველებდა, შემდეგ კი შორს, შორს, მღვრიე ტალღებში გადაეშვა. ყმაწვილიჯერ შიშისა და მოულოდნელობისგან გაქვავდა. შემდეგ კი, როცა ნახა, როგორსაცოდავად მიცურავდნენ მისი ფუნთუშები და საცოდავად იძირებოდნენ, ხელები ცისკენაღმართა, ჰაერი შესაბრალისი გოდებით შესძრა და სრულიად სასოწარკვეთილმა აღარიცოდა, რა ეღონა. ბატონი ოფიცრები ერთხანს თავს იქცევდნენ ყმაწვილის ბავშვურიწყრომით, შემდეგ ბარონმა ჰარიმ გადაუგდო მონეტა, რაც სამჯერ აღემატებოდამდინარეში გადაყრილი ფუნთუშების ღირებულებას, – და ოფიცრებმა სიცილით მიაშურესთავიანთ სახლებს. ახლა კი ყმაწვილი მიხვდა, საქმე ბატონებთან მქონიაო და გაჩუმდა.

ამ ამბავმა მალე მოიარა ქალაქი, და მერე რა მოჰყვა ამას? განა გაბედა ვინმემ შუბლისშეკვრა, რა მოხდა და რატომ მოხდაო? ღიმილითა თუ კბილთა კრაჭუნით, არ ვიცით,მაგრამ ქალაქელებს ბარონ ჰარისა და მისი ამხანაგებისთვის ასეთი ოინის პატიებამოუხდათ. ესენი ხომ ბატონები იყვნენ! აი, ასევე შეხვდნენ ოფიცერთა ცოლები„მერცხლებსაც“.

ეტყობოდა, ავანტაჟიორს ვალსის დაკვრაზე უკეთ არც ცეკვის ილეთები გაეგებოდა.ყოველ შემთხვევაში, არავინ გაუწვევია და წყნარად მიუჯდა ერთ პატარა მაგიდასთანმოკალათებულ ბარონესა ანას, ბარონ ჰარის მეუღლეს, თავი მდაბლად დაუკრა დამორიდებით გადაულაპარაკა ორიოდე სიტყვა. „მერცხლებთან“ საუბრის უნარიახალგაზრდა კაცს სრულიად არ აღმოაჩნდა. პირდაპირ ეშინოდა მათი და ეგონა, რომამნაირ ქალიშვილებს, რაზედაც უნდა ჩამოუგდო სიტყვა, აუცილებლად ახირებულ კაცადმოვეჩვენებიო. ამაზე ფიქრიც კი უსაშველოდ ტანჯავდა ავანტაჟიორს.

მაგრამ რაკი მას, მრავალი დუნე და უმწეო ადამიანის მსგავსად, უსაძაგლესი მუსიკაც კიადუმებდა, აძაბუნებდა და ფუჭ მეოცნებედ აქცევდა, აგრეთვე იმიტომაც, რომ მისდამისრულიად გულგრილი ბარონესა ანაც რაღაც დაფანტულ პასუხებს აძლევდა, მალეორივენი გაჩუმდნენ, მხოლოდ იმას დასჯერდნენ, რომ გაყინული, ოდნავ ნაძალადევი,ორივესთვის დამახასიათებელი რაღაც უცნაური ღიმილით შესცქეროდნენ მოცეკვავეწყვილების ტრიალსა და გოგმანს.

ჭაღებში ალის ენები ცახცახებდნენ და სანთლები ისე იღვენთებოდნენ, რომთავდაპირველ ფორმას კარგავდნენ, გაცივებული სტეარინის ხორკლიანი კორძებითიფარებოდნენ, ძირს კი ლეიტენანტ ფონ გელბზატელის ცეცხლოვანი რიტმის მორჩილიწყვილები სრიალებდნენ და ტრიალებდნენ. პატარა ფეხები მსუბუქად ტოკავდნენ,მოხდენილად რონინებდნენ და ბრუნავდნენ, მამაკაცთა გრძელი ფეხები ოდნავღაიხრებოდნენ, ზამბარასავით სწყდებოდნენ იატაკს და წრეში ელვასავით გაცურდებოდნენხოლმე. ქარიშხალივით ტრიალებდნენ კაბები, დარბაზის ორომტრიალში ციალებდაჰუსართა ღია სამოსელი, გრძნობიერებით მიბნედილი მანდილოსნები თავებს დაბლახრიდნენ, საროტანს არხევდნენ და ოფიცერთა მკლავებს ენდობოდნენ.

Page 27: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

ბარონი ჰარი მოსირმულ გულ-მკერდში იკრავდა განსაკუთრებულად ლამაზ „მერცხალს“.სახითაც თითქმის ეხებოდა ქალის სახეს და პირდაპირ თვალში თვალი ჰქონდა გაყრილი.ბარონის მეუღლე ანა ღიმილით შესცქეროდა ამ წყვილს. იქით კიდევ კოპწია ლეიტენანტიფონ ლიხტერლოო ატრიალებდა ერთ პატარა, ფუნთუშა, ბურთივით მრგვალ„მერცხალს“. ქალს მკერდი მეტისმეტად გაშიშვლებული ჰქონდა. ერთ-ერთი ჭაღის ქვეშკიდევ, – ეს უდავო ჭეშმარიტებაა, – ლეიტენანტ ფონ ჰუნემანის ცოლი, – ქვეყნად ყველაზემეტად შამპანური რომ უყვარს, – თავდავიწყებით დააქროლებდა მესამე „მერცხალს“,მოხდენილ, ჭორფლიან ქმნილებას, რომელსაც ასეთი პატივისგან სახე უღაჟღაჟებდა.

– საყვარელო ბარონესა, – ეუბნებოდა შემდეგ ქალბატონი ფონ ჰუნემანი ლეიტენანტ ფონტრუხზესის მეუღლეს, – ამ ქალიშვილებს სულაც არ ეთქმით გაუნათლებელი. შეუძლიათთითებზე ჩამოგითვალონ იმპერიის ყველა ცხენოსანი გარნიზონი.

ეს ქალი „მერცხალთან“ იმიტომ ცეკვავდა, რომ ორი მანდილოსანი ზედმეტი აღმოჩნდა.ცეკვით გატაცებულთ სრულიად ვერ შენიშნეს, როგორ თანდათანობით ჩამოსცილდნენდანარჩენი წყვილები და შესაძლებლობა მისცეს ამ ორს მთელი სისრულითგამოევლინათ თავიანთი ნიჭი. ბოლოს ორივე მოცეკვავე ქალმა მაინც შენიშნა ეს ამბავი,ერთიმეორეს გადაეხვივნენ და დარბაზის შუაგულში დადგნენ, რათა მოემკათ თავიანთიგულმოდგინების ნაყოფი – საყოველთაო ტაშის ქუხილი, სიცილი და წამოძახილი„ბრავო!“

შემდეგ შამპანურის სმა გაჩაღდა, თეთრხალათიანი მსახურები დაფაცურდნენ. ახლა„მერცხლებს“ უნდა ემღერათ, იმის მიუხედავად, მოასწრეს დასვენება თუ არა.

მწკრივად დაწყობილი იდგნენ ესტრადაზე, დარბაზის ერთი კუნჭული ეჭირათ და იქიდანისროდნენ თვალთა ისრებს, მხრები და მკლავები გაშიშვლებული ჰქონდათ, ხოლოსამოსელი, ღია-რუხი ფერის ვესტონები და პატარა შავი ფრაკები, მერცხალთაშეფერილობას მოგაგონებდათ. ფეხზე ეცვათ ისრებიანი რუხი წინდები და ძალზე ღია,მეტისმეტად მაღალქუსლიანი ფეხსაცმელები. შავგვრემანებიც იყვნენ და ქერებიც,უდარდელი სქელი ქალებიცა და სიგამხდრით გამორჩეული კოხტა ბანოვანნიც. ზოგსწითლად მოეთითხნა ლოყები და ზოგსაც თეთრად უელავდა ცირკის მასხარასავით,მაგრამ ყველას ჩრდილავდა ერთი პატარა შავგვრემანი ქალი, ბავშვური ხელები დანუშისებური თვალები რომ ჰქონდა – ის, რომელთანაც ახლახან ბარონი ჰარი ცეკვავდა.ჯერაც უწინდებურად მოღიმარი ბარონის ქალი ანაც აღიარებდა, „მერცხლებს“ შორის ამქალიშვილს ტოლი არა ჰყავსო.

ახლა „მერცხლებმა“ წამოიწყეს სიმღერა, ლეიტენანტი ფონ გელბზატელიც უკანგადაიხარა, თავი ქალიშვილებისკენ მიაბრუნა და წინ გაწვდილი ხელები კლავიშებზეშეათამაშა. მის აკომპანემენტს აყოლილი „მერცხლები“ შეწყობილად მღეროდნენ იმაზე,რომ ისინი გადამფრენი მერცხლები არიან, რომ მთელი ქვეყნიერება გადასერეს; რომგაფრენილებს თან მიჰყვებათ ყველას გული. იმღერეს აგრეთვე უაღრესად პოპულარულიმელოდიური სიმღერა, რომელიც ასე იწყებოდა: „ო, როგორ გვიყვარს სამხედროები!

მაშ, მოგვაპყარით სახე დროებით!“

და ასევე თავდებოდა. მერე, მსმენელთა დაჟინებითი მოთხოვნით, ერთხელ კიდევშეასრულეს „მერცხლების სიმღერა“ და ბატონმა ოფიცრებმაც, თვით მერცხლებზე უკეთრომ დაიზეპირეს მათი საგალობელი, აღფრთოვანებით მისცეს ბანი: „როცა მერცხლებიდაბრუნდებიან, მამაკაცები გაბრუვდებიან!“

დარბაზი ზანზარებდა. სიმღერის, ხარხარის, ზრიალისა და დეზების წკარუნისგანყურთასმენა აღარ იყო. ანა ისევ იღიმებოდა. იჯდა და შესცქეროდა ამ ქეიფსა დალაგამაწყვეტილ მხიარულებას. უკვე თავიც სტკიოდა, გულიცა, და სიამოვნებითწავიდოდა სადმე სხვაგან, რომ მისი ქმარი, ბარონი ჰარი, ასე თავდავიწყებული მონაწილეარ ყოფილიყო ყოველივე იმისა, რაც აქ ხდებოდა.

– დღეს კარგად მოვილხინე, – მიუბრუნდა ანა გვერდით მჯდომ ქალს ცოტა ხნის წინ, რაკითვითონაც ეგონა, მართლა მოვილხინეო. პასუხი დუმილი და ირონიული გამოხედვა იყო.ანას მოაგონდა, რომ საზოგადოებაში მიღებული არ არის ასეთი რამეების თქმა. თუ ვინმესემხიარულება, კიდევაც უჭირავს თავი მხიარულად, ხოლო ასეთი რამეების გამოტანა და

Page 28: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

საზოგადოებაში ამაზე ლაპარაკი, რაც უნდა იყოს, სარისკო და უცნაური საქმეა, სწორედისევე, როგორც სრულიად უაზროა საზოგადოებაში ასეთი რამის თქმა: – იცით, დღესუხალისოდ ვარო.

ბარონის ქალი ანა სრულ სიწყნარესა და მარტოობაში გაიზარდა, თავისი მამისზღვისპირა მამულში და დღემდე ვერ შეეთვისებინა მაღალი საზოგადოების მთავარიჭეშმარიტებანი, თუმცა ძალიან ეშინოდა გარშემომყოფთა ჩამოშორებისა და სულით დაგულით სურდა ისეთი ყოფილიყო, როგორნიც სხვები არიან, რომ ცოტათი მაინცჰყვარებოდათ. ფერმკრთალი ხელები ჰქონდა და ფერფლისფერი ქერა თმა, რაცმეტისმეტად მძიმედ აწვა მის ვიწროსა და ნაზ სახეს. მოთეთრო წარბებს შორისგასჩენოდა მოგრძო ნაოჭი, რაც მის ღიმილს რაღაც ტანჯულ, ავადმყოფურ იერსაძლევდა.

საქმე ისაა, რომ ანა აღმერთებდა თავის ქმარს. დიახ, ნუ იცინით! ფუნთუშებით გართობისგამოც კი აღმერთებდა, რადგან მორჩილად, რაღაც ლაჩრული, დამამცირებელისიყვარულით ეტრფოდა, თუმცაღა მეუღლე ყოველდღე ატყუებდა და გულს ქარაფშუტაბიჭივით უჯიჯგნიდა. ანა იტანჯებოდა თავისი სიყვარულით როგორც ქალი, რომელსაცეზიზღებოდა საკუთარი სინაზე და სისუსტე და ესმოდა, რომ ქვეყანას ძალა და ტლანქიმხიარულება განაგებდა. დიახ, იგი ისევე ემორჩილება თავის სიყვარულსა და ტანჯვას,როგორც უსიტყვოდ მინებდა ჰარის, როცა მან ვნების ხანმოკლე მოზღვავებისას ხელისთხოვა. ეს იყო მეოცნებე მარტოსული, იმის წყურვილით გატაცებული, რომ ყველა მისივნებითა და ქარტეხილით შეეცნო ცხოვრება.

სამმაგი ტაქტი და ჭიქების ჭახუნი, – ფუსფუსი, კვამლი, ცეკვა და სიმღერა, – აი, სად იყოჰარის სტიქია და მისი სამეფო. მაგრამ იმავე სამეფოში დანავარდობდა ანაც, რადგან იქიყო მისი ოცნება, მისი ბედნიერება, სიყვარული და სიცოცხლე.

გულგახსნილობავ! მიამიტო, მოზეიმე გულგახსნილობავ, შენა ხარ ადამიანის მომშლელიდამამცირებელი, უნაყოფო საცთურით აღსავსე საწამლავი, აზრისა და სიმშვიდისაღვირახსნილი მტერი; ნეტავ, რა უნდა იყოს შენზე საზარელი?

ასე ატარებდა საღამოებსა და ღამეებს ბარონის ქალი ანა: იჯდა იმ უმძაფრესიწინააღმდეგობით ქენჯნილ-წამებული, რაც მისი გარემოცვის სრულ სიცარიელე-უბადრუკობასა და იმ ავადმყოფურ აღგზნებას შორის იყო, რომელიც ღვინოს, ყავას,ვნებიან მუსიკასა და ცეკვას გამოეწვია: იჯდა და შესცქეროდა, როგორ აჯადოებდა მისიჰარი ლამაზ მხიარულ ქალებს; იმიტომ კი არ აჯადოებდა, რომ მათში განსაკუთრებულმიმზიდველობას ხედავდა, არამედ იმიტომ, რომ ამას პატივმოყვარეობა სთხოვდა, იმისსაჩვენებლად, თუ როგორ უღიმის ბედი, რა ნებიერია და რა უცხოა მისთვის უარი, მარცხი,დაუკმაყოფილებელი სურვილები. რამდენ ტკივილს აყენებდა ანას ეს ამაოება და როგორუყვარდა მაინც ქმარი! რა წარმტაცი იყო და რა საამო მარტო ეს აზრი, რომ იგი ეგზომლამაზია, ასე ახალგაზრდა და მომაჯადოებელი! რა ტანჯვით აღაგზნებდა სხვა ქალთასიყვარული მისას, საკუთარს! და როცა ყველაფერი თავდებოდა, როცა იმ ნადიმისშემდეგ, რასაც ქმრის მიზეზით ასეთ დარდსა და მღელვარებაში ატარებდა, საკუთართავზე შეყვარებული ჰარი ურცხვად ტრაბახობდა თავისი უკანასკნელი გამარჯვებით, –მაშინ დგებოდა წამები, როდესაც ქალის ბრაზი და სიძულვილი მისსავე სიყვარულსუტოლდებოდა, და მაშინ ქმარს „არამზადასა“ და „ფუქსავატს“ უწოდებდა გულში,ცდილობდა, დუმილით დაესაჯა, სასაცილო, საცოდავი დუმილით.

სწორად გაგიგეთ, ბარონის პატარა ქალო ანა? სწორად გადმოგცემთ იმ გრძნობებს,რომლებიც შენს საცოდავ ღიმილს ეფარებიან, როცა „მერცხლები“ თავიანთ სიმღერებსჭიკჭიკებენ? ვილაპარაკოთ იმაზე, როგორ წევხარ ხოლმე შენს ლოგინში, დამცირებულიდა შესაბრალისი, როგორ ამაოდ ხარჯავ სულიერ ძალებს ისეთი ნაკვესების, მახვილისიტყვებისა და მოსწრებული პასუხების მოგონებაზე, რომლებიც იმისთვის უნდა გეპოვა,რომ ზრდილი და თავაზიანი მანდილოსნის სახელი მოგეხვეჭა, და რომლებიც ვერ იპოვე.ვილაპარაკოთ განთიადის მრუმე საათებზე, როცა ბურანში მყოფი, დარდისგანდასუსტებული, ქმრის მხარზე ტირი, ის კი რომელიმე ცარიელი, ალერსიანი, უმნიშვნელოსიტყვით განუგეშებს, და უეცრად იმის შეგნება გაგკრავს, რომ დიდი სისულელეა მისმხარზე შენი ცრემლთა ფრქვევა.

Page 29: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

ავად რომ გაგიხდეს, – ხომ მართალია? – სულ იოლი, უმნიშვნელო ავადმყოფობა, მისიუბრალოდ შეუძლოდ ყოფნა იკმარებს იმისთვის, რომ ოცნების მთელი სამყაროგადაგეშალოს და იგი ტანჯულ ბავშვად წარმოგიდგეს. აი, წევს შენ წინაშე, უძლური, სუსტი,უღონო, და როგორც იქნა, მხოლოდ შენ გეკუთვნის. ნუ გრცხვენია! ნუ გძულს საკუთარითავი! უბედურება ხშირად ურიგო ამბებს გვაჩვევს, ჩვენ ვიცით ეს, ჩვენ ვხედავთ ამას,საბრალო პატარა მარტოსულო. ამისთანები კი არ გვინახავს ჩვენს ხეტიალში! მაგრამ აი,ამ პატარა ავანტაჟიორზე კი შეგეძლო ცოტა გეზრუნა, გრძელ ქუთუთოებს რომ არხევს,შენ გვერდით მჯდომი, და სიამოვნებით რომ გაიზიარებდა შენს მარტოობას – თვითონაცმარტოა და იმიტომ. მაშ, რატომ არ აქცევ ყურადღებას? იმიტომ ხომ არა, რომ შენისაკუთარი სამყაროს შვილია და არა მეორისა, სადაც მხიარულება და სიამაყე, რიტმი დაძლევის ყიჟინა მეფობს? დიახ, მწარეა, ერთ სამყაროშიც უცხო იყო და მეორეშიც – ესვიცით! მაგრამ შერიგება აქ შეუძლებელია.

მქუხარე ტაშის გრიალმა დაფარა ლეიტენანტ გელბზატელის უკანასკნელი აკორდები.„მერცხლების“ სიმღერა დამთავრდა. ფრენით ჩაინავარდეს ესტრადის საფეხურები, ძირსშეჯგუფებული ოფიცრებიც ხელს აშველებდნენ. ბარონი ჰარი ეხმარებოდა იმ პატარაშავგვრემან ქალს, ბავშვური ხელები რომ ჰქონდა, და ამას მარდად აკეთებდა, საქმისსრული ცოდნით. ცალი ხელი თეძოზე ედო, მეორეც წელზე შემოეჭდო და ასე, თითქმისხელში ატაცებული აუჩქარებლად მიიყვანა პატარა მაგიდასთან, რომელზედაც სავსებოთლები იდგა, იქ ფიალა შეუვსო შამპანურით, ისე, რომ ქაფი ზედ გადავიდა, ნელამიაჭახუნა სასმისი, თან განუწყვეტლივ, დაჟინებით, გაურკვეველი ღიმილით ჩასცქეროდათვალებში.

ჰარიმ ბევრი დალია. ნაჭრილობევი შესწითლებოდა თეთრ შუბლზე, მკვეთრად რომგამოირჩეოდა მზედაკრულ სახეზე, მაგრამ წელში გამართული იყო, მკვირცხლი,თავისუფალი მიმოხვრა ჰქონდა და არა ვნებამორეული.

მათი მაგიდა დარბაზის მეორე მხარეს იდგა, იმ მაგიდის პირდაპირ, რომელსაც ბარონისმეუღლე ანა უჯდა. ქალი რამდენიმე ზოგადი სიტყვით გადაულაპარაკებდა ხოლმემეზობელს, იმავე დროს კი ყურდაცქვეტილი უსმენდა ქმრისა და „მერცხლის“ სიცილს, თანჩუმად, დამცირებული სახით ადევნებდა თვალს მათ ყოველ მოძრაობას. ეს იყო უცნაური,მტანჯველი, დაძაბული მდგომარეობა, რაც საშუალებას გვაძლევს, დავიცვათსაყოველთაოდ მიღებული პირობითობა საზოგადოებაში, მექანიკურად განვაგრძოთსაუბარი ერთ ადამიანთან, იმ დროს, როცა მთელი სულიერი ზრახვა და გულისთქმამიმართულია მეორისკენ, ვისაც თვალყურს ადევნებ.

ერთი-ორჯერ ანას ეჩვენა, თითქოს პატარა „მერცხალმა“ თვალი გაუსწორა, – იქნებ ამცუგრუმელამ რაღაც იცის? იქნებ იცნობს ბარონის მეუღლე ანას? რა მომხიბლავია ესქალიშვილი, რა თამამია, რა უდარდელი, რამდენი სიცოცხლეა მასში, რა მაცდურია!გავიხედოთ და ჰარის შეჰყვარებოდა, როგორ დაიტანჯებოდა იმ ქალისთვის! ანააპატიებდა, გაუგებდა, თანაუგრძნობდა კიდეც! და ანაზდად ანამ იგრძნო, რომ ამ„მერცხლით“ მისი გატაცება ბევრად უფრო ღრმა და მხურვალეა, ვიდრე ის, რასაცმისადმი ჰარი განიცდის.

პატარა „მერცხალი“! ღმერთო ჩემო, მას ემის ეძახდნენ და იყო მდაბიო, უბირი, ამ სიტყვისსრული მნიშვნელობით. მაგრამ რა კარგი ჩანდა! მშვენიერი შავი თმის კულულებიქობავდა მის ფართო, მგრძნობიარე, პატარა მეტყველ სახეს, შავი ნუშისებრი თვალებიჰქონდა, მარგალიტებივით ჩამწკრივებული თეთრი კბილები უმშვენებდა პატარა პირს,მსუბუქად გამოძერწილი მისი ხელები თითქოს საალერსოდ უხმობდნენ ადამიანს, მაგრამყველაზე უკეთესი მისი მხრები იყო, რომელთაც დროდადრო რაღაც გამოუთქმელიმომხიბლაობით, შემპარავად და ქალური სინატიფით შეარხევდა ხოლმე. სწორედ ესშიშველი მხრები ხიბლავდნენ საშინლად ბარონ ჰარის. არაფრით არ უნდოდა, რომ ქალსმხრები დაეფარა, ემის კი თავში უცნაური აზრი მოუვიდა: შალი მოისხა, და ბარონმამოხადა შალი. დაიწყო ხმაურიანი ბრძოლა ამ შალისთვის, რომლის მოხურვასაცგაჯიუტებული „მერცხალი“ თავგამოდებით ლამობდა. ამასთან ვერც ერთი იქმყოფთაგანი, ვერც ბარონი ჰარი, ვერც მისი მეუღლე, ვერც ვინმე სხვა, სრულიად ვერამჩნევდა, რომ ამ პატარა დაკარგულ არსებას მთელი საღამოს განმავლობაშინაღვლიანად მიუწევდა გული ახალგაზრდა ავანტაჟიორისკენ – იმ ყმაწვილისკენ,თავიდანვე რომ მოაცილეს როიალს იმის გამო, რომ არ აღმოაჩნდა რიტმის გრძნობა.

Page 30: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

„მერცხალს“ ხიბლავდა მისი დაქანცული მზერა და მანერები, ესახებოდა რაღაცკეთილშობილ, ყარიბ, უცნობ პოეტად, რაღაც სულ სხვა ქვეყნიდან მოსულად, – იმ დროს,როცა ბარონ ჰარის მანერები მეტისმეტად ნაცნობი და მოსაწყენი იყო მისთვის. და„მერცხალი“ თავს უაღრესად უბედურად გრძნობდა, გამოუთქმელად იტანჯებოდა იმისგამო, რომ ავანტაჟიორი, თავის მხრივ, თანაგრძნობის არავითარ ნიშანს არ აძლევდა.

დალეული სანთლები სუსტად ბჟუტავდნენ პაპიროსის ლურჯ კვამლში, ბოლქვებად რომდაცურავდა ადამიანთა თავებზე. დარბაზი გაჟღენთილი იყო ყავისა და საჭმელების სუნით.გახურებული ხალხის ორთქლი, მძიმე, უგვანო ატმოსფერო სულის შემხუთველად რომშეგუბებულიყო „მერცხალთა“ ორაზროვანი სუნამოსგან, თავს დასტრიალებდაყოველივეს – პატარა თეთრ მაგიდებს, ხალხის სიცილს, ჩურჩულს, ხითხითსა დამოარშიყეთა ცელქობას.

ბარონის მეუღლე ანა აღარ ლაპარაკობდა. ქალს სასოწარკვეთილება დაეუფლა.დარდის, სიძულვილის, შურის, სიყვარულისა და საკუთარი თავის ზიზღის საშინელგრძნობათა ნარევმა, – მოკლედ, იმ მდგომარეობამ, რასაც ეჭვი ჰქვია და ადგილი არექნებოდა, ქვეყანა რომ ოდნავ უკეთესი ყოფილიყო, – ისე შეუკუმშა გული, გაძალიანებისთავიც აღარ ჰქონდა.

კმარა მოტყუება. კეთილ ინებოს და ნახოს, რა დღეშია მისი ცოლი, რცხვენოდეს მისი,მკერდში ერთი პატარა გრძნობის ნატამალი მაინც გამონახოს მისთვის.

ანამ ჰარის მაგიდას გადახედა. მათი თამაში მეტისმეტად შორს წასულიყო. ყველანიღიმილით, ცნობისმოყვარეობით შესცქეროდნენ ჰარის და მის „მერცხალს“.

ჰარიმ რაღაც ახალი მოიგონა: „მერცხლის“ ბეჭდისთვის ბრძოლა მოისურვა, რადაც უნდადასჯდომოდა, ბეჭდები გადაეცვალა. მუხლები ქალის მუხლებს მიაბჯინა, სკამზე დააკრადა გაშმაგებით ჩაავლო ხელში ხელი, ცდილობდა გაეშალა მისი პატარა, მუშტადშეკრული ხელი. ცხადია, საქმე იმით დასრულდა, რომ კაცმა გაიმარჯვა.

საზოგადოების საერთო ღრიანცელსა და მოწონების შეძახილებში წააძრო „მერცხალს“ვიწრო გველის-სახე ბეჭედი და საჯაროდ გაუკეთა თავისი საქორწინო ბეჭედი.

მაშინ ბარონის მეუღლე ანა წამოდგა. აღშფოთება და კაეშანი, შეუკავებელი მისწრაფება,რომ განმარტოებულიყო, სიბნელეში წასულიყო, სასოწარკვეთილი ქალის განზრახვა,რომ დაესაჯა, საჯარო ხმაურით შეერცხვინა ქმარი, ოღონდ კი რამენაირად მიექცია მისიყურადღება, – ყოველივე ეს ტვირთად დააწვა პატარა ანას. მოტყდა და მოიხარა ბარონისმეუღლე ანა. სრულიად ფერწასულმა უკან გასწია სკამი და გასასვლელს მიაშურა.

ეს იყო სენსაცია.

ადამიანები გამოფხიზლდნენ, ყველანი წამოდგნენ და სერიოზული გამომეტყველებითგადახედეს ერთიმეორეს. რამდენიმე მამაკაცმა ჰარის დაუძახა. ხმაური უეცრად შეწყდა.

აქ კი სრულიად მოულოდნელი რამ მოხდა. „მერცხალი“ გადაჭრით დადგა ბარონისმეუღლე ანას მხარეზე. ქალის მარადიულმა ინსტინქტმა ჩაუნერგა თანაგრძნობა სხვადამცირებული დედაკაცის უბედურებისა და სასიყვარულო ტანჯვისადმი თუ თავისმასაკუთარმა ტანჯვამ, ახალგაზრდა დაქანცული ავანტაჟიორის გულცივობით გამოწვეულმა,ძნელი სათქმელია, მაგრამ ასეთი რამ კი გააკეთა, რამაც ყველა გააოცა.

– თქვენ არამზადა ხართ! – შესძახა ხმამაღლა საერთო დუმილში და ხელი ჰკრაშერცხვენილ ბარონ ჰარის.

მხოლოდ სამი სიტყვა: „თქვენ არამზადა ხართ!“ – მეტი არაფერი. ამის შემდეგ ქალისწრაფად აღმოჩნდა კართან მდგარი ანას გვერდით.

– მაპატიეთ! – უთხრა ისე წყნარად, თითქოს დარბაზში მყოფთაგან სხვა არავინ მიაჩნია ამსიტყვების მოსმენის ღირსად. – ინებეთ თქვენი ბეჭედი. – ამასთან ჰარის საქორწინობეჭედი მის მეუღლეს ხელში ჩაუდო. უეცრად ბარონის მეუღლემ გოგონას სავსე სახისსითბო იგრძნო ამ ხელზე: მერცხალმა რბილი მხურვალე ტუჩები დააკონა.

– მაპატიეთ! – გაიმეორა და გაიქცა.

Page 31: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

იდგა ბნელში ბარონის ქალი ანა, კარს მოფარებული, ვერანაირად ვერ მოსულიყო გონსდა ელოდა, როდის დაწყნარდებოდა ეს მოულოდნელი ამბავი მის თავში. უცბად თვალებიმოხუჭა: ერთი წამით მოევლინა ბედნიერების გრძნობა, რაღაც უცხო, ტკბილი დამხურვალე ბედნიერებისა.

კმარა! არც ერთი ზედმეტი სიტყვა! კარგად ჩაუფიქრდით ამ პატარა, მაგრამ ძვირფასწვრილმანს. იდგა სრულიად გაოგნებული ქალი, აღტაცებული და მოხიბლული, მაგრამრითი? იმით, რომ რომელიღაც სულელ მოხეტიალე მომღერალ გოგონას აზრადმოუვიდა მისი ხელი დაეკოცნა?

აქ უნდა დაგშორდეთ, ბარონის ქალო ანა, შუბლზე გეამბორებით, ბედნიერადბრძანდებოდეთ! დროა, წავიდეთ! მშვიდად იძინე! მთელ ღამეს გაატარებს შენთანსიზმრად უცხო „მერცხალი“, რომელმაც მოგხედა და ცოტაოდენი ბედნიერება მოგანიჭა.

ეს იმიტომ, რომ ბედნიერების მსუბუქი თრთოლა გვათრობს ხოლმე, როცა წამიერად დამაცდურად უახლოვდება ერთმანეთს ეს ორი სამყარო, რომელთა შორის ხან აქეთ, ხანიქით ამაოდ რონინებს ოცნება ჩვენი.

1904

მძიმე საათიიგი სასოწარკვეთილი წამოდგა პატარა, ძველთაძველი საწერი მაგიდიდან დათავჩაქინდრული გაემართა ოთახის მოპირდაპირე კუთხეში სვეტივით აღმართულიღუმლისკენ. ხელები კაფელს მიადო; შუაღამე კარგა ხნის გადასული იყო და ღუმელიგაცივებული დახვდა. ეგონა, სითბო მცირეოდენ შვებას მაინც მოჰგვრიდა, მაგრამ ესიმედიც გაუცრუვდა. ღუმელს ზურგით მიეყრდნო; გაწყალებულ მაქმანებიან ღამის ხალათსრომ იფუთნიდა, ხველება აუტყდა. სულის მოსათქმელად ძლივს შეისუნთქა ჰაერი.როგორც ყოველთვის, ახლაც სურდო სჭირდა და ცხვირი დახშული ჰქონდა.

რაღაც უცნაური, სულის შემხუთველი სურდო შეეყარა და ვერასგზით ვეღარ დააღწია თავიამ სენს. ქუთუთოები შეუშუპდა, ნესტოები დაუსივდა, დაუსკდა; ავადმყოფობა მძიმებანგივით გაუჯდა სხეულში და აწვალებდა. იქნებ იმან მოთენთა, ექიმის დაჟინებით,რამდენიმე კვირა ისევ ოთახში რომ გამოიკეტა? ეს ტყვეობა, ალბათ, ქრონიკულიკატარის სამკურნალოდ და მკერდისა და მუცლის არეში მწვავე ტკივილებისგასაყუჩებლადაა საჭირო. თანაც რამდენიმე კვირა იენში ცუდი ამინდი დაიჭირა,უღიმღამო, პირქუში და ცივი, ისეთი, სხეულის ყოველ ნერვს რომ აღიზიანებს. დეკემბრისმიუსაფარი და ეული ქარი ბუხრის საკვამურში გულისმომკვლელად მოთქვამდა ღამისწყვდიადით მოცულ, უდაბურ მინდვრებში უგზო-უკვლოდ ქროლასა და სულის უკურნებელკაეშანზე. ასეა თუ ისე, ეს უნებური პატიმრობა არც აზრებს რგებდა რამეს და არც სისხლისიმ რიტმს, რომლისგანაც აზრები იბადება.

ღარიბულ, მოუხერხებელ და უბრალო ექვსკუთხა ოთახს ჰქონდა შეთეთრებული ჭერი დაირიბუჯრედიანი შპალერით აკრული კედლები, რომლებზედაც ოვალურ ჩარჩოებშიჩასმული სილუეტები ეკიდა. ოთახში ხუთიოდე სკამი და თამბაქოს კვამლი იდგა; საწერმაგიდაზე, ხელნაწერის თავთან ორი სანთელი ენთო. ფანჯრებზე სიმეტრიულად აკეცილი,იაფფასიანი ჩითის მოკლე ფარდები ეკიდა. ჩითის ნაჭრები თბილი, ღია წითელი ფერისაიყო; მას უყვარდა ეს ფარდები და ვერ ელეოდა, რადგან ისინი ამ ძალზე სადად დაღარიბულად გაწყობილ ოთახში კეთილდღეობის ილუზიას ქმნიდნენ.

იგი ღუმელთან იდგა, თვალებს ახამხამებდა და დაძაბული, ტანჯული სახით მიჩერებოდახელნაწერს, რომელსაც ეს-ეს არის გამოექცა. უყურებდა ამ ტვირთს, ამ სიმძიმეს, ამსინდისის ქენჯნას, ამ ზღვას, წვეთ-წვეთად რომ უნდა შეესვა, ამ საშინელ განზრახვას,რითაც თავს იწონებდა, იტანჯებოდა და რაც სამოთხედ და ჯოჯოხეთად გადაქცეოდა.საქმე ჯერ თითქოს კარგად მიდიოდა, მერე შეფერხდა, გაჭიანურდა, ახლა კი შეჩერდა.ყველაფერი ავდრის, კატარისა და დაღლილობის ბრალია. იქნებ თვით ნაწარმოებიამანკიერი? ან მასზე დახარჯული შრომა? იმთავითვე ბედუკუღმართი, დასაღუპადგანწირული საქმე ხომ არ წამოიწყო?

Page 32: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

მაგიდა იმიტომ მიატოვა, რომ უნდოდა ხელნაწერს ცოტათი მაინც გასცლოდა, იცოდა,მასთან სივრცობრივი დაშორება დაეხმარებოდა, ნაწარმოები მთლიანობაში დაენახა,განეჭვრიტა და სიუჟეტის განვითარების ახალი გზები მოეძებნა. განა იშვიათად მომხდარა,რომ ადამიანი სწორედ მაშინ შეუპყრია ბრძოლის ჟინს, როცა ბრძოლის ველს გასცლიადა წუთით სული მოუთქვამს? განა ასეთნაირად თავის გაღიზიანება ლიქიორით ან მაგარიყავით აგზნებაზე უფრო არ მიეტევება კაცს?

მაგიდაზე პატარა ფინჯანი დგას. ის ხომ არ მოიშველიოს გაჭირვებისას? არა, არა, რაცასვა, ისიც მეტია! მარტო ექიმმა რომ დაუშალა, კიდევ არაფერი. უფრო ანგარიშგასაწევმაადამიანმაც, ვაიმარში რომ ცხოვრობს და მას მძაფრად, მტერ-მოყვრის სიყვარულითუყვარს, დაბეჯითებით ურჩია, ასეთ რამეებს დაეხსენიო. ბრძენიაო, სწორედ მასზე ითქმის.მან კარგად იცის, როგორ უნდა ცხოვრება, წერა; დღეებს ტყუილუბრალოდ არ იმწარებსდა თავს ყოველთვის დიდი სიფრთხილით ეკიდება.

სახლი სიჩუმეს მოეცვა. მხოლოდ შორიდან აღწევდა ციხის შესახვევში სტვენითშემოჭრილი ქარის ზუზუნი და ისმოდა, როგორ შხაპუნობდნენ ფანჯრის მინებზე წვიმისწვეთები. ყველას ეძინა, – ეძინათ სახლის პატრონს და მისიანებს, ლოტასა და ბავშვებს.მხოლოდ ის ფხიზლობდა, იდგა მარტოდმარტო ცივ ღუმელთან და განაწამები სახითუყურებდა ხელნაწერს, რომლისაც აღარაფერი სწამდა, რადგან დაუკმაყოფილებლობისავადმყოფური გრძნობა მოერია. მისი თეთრი, შეხვეული კისერი ძალზე გრძელიგეჩვენებოდათ. ხალათის გადახსნილ კალთებს შორის მოღრეცილი ფეხები მოუჩანდა.მაღალი, ნატიფი შუბლიდან, ფერმკრთალი ძარღვებით დასერილი საფეთქლებიდანქერა თმა უკან ჰქონდა გადავარცხნილი. თმაზე ოდნავ მუქი ჯიღა წარბები დიდ კეხიანცხვირთან თითქმის ერთდებოდა, რაც მის ღრმად ჩამჯდარ, აღგზნებულ თვალებს რაღაცტრაგიკულ გამომეტყველებას ანიჭებდა. რაკი ცხვირით სუნთქვა უჭირდა, დროდადროთხელ ტუჩებს ხსნიდა. გამოკეტილში ყოფნისგან ჩაყვითლებული ჭორფლიანი ლოყები ამდროს უფრო მოდუნებული გეჩვენებოდათ.

არა, ნამდვილად ხელი მოეცარა და ამაოდ ცოდვილობს! ლაშქარი! ლაშქარი უნდაგამოეყვანა ნაწარმოებში! იმ დროს ყველაფერი ლაშქარზე იყო დაფუძნებული! თუ ჯარიმართლად ვერ დახატა, ლაპარაკიც აღარ შეიძლება იმ უჩვეულო ხელოვნებაზე, რამაცმაყურებელი უნდა დაარწმუნოს. გმირიც ხომ არაფრით ჰგავს გმირს; კეთილშობილება დასიცოცხლე აკლია! ჩანაფიქრი მცდარი გამოდგა. ენაც ყალბი იყო და ნაწარმოებიშთაგონებას მოკლებული მშრალი თხრობა გამოვიდა ისტორიისა – გაჭიანურებული,მსჯელობით გადატვირთული და სცენისთვის უვარგისი!

კეთილი, მაშ ყველაფერი დამთავრდა, მარცხი განიცადა. სამარცხვინოდ მოეცარა ხელი.ფუჭი წამოწყება ყოფილა ეს ნაწარმოები. კერნერს ხომ არ მისწეროს ეს ამბავი, კეთილკერნერს, რომელსაც სჯერა მისი, ბავშვის უსაზღვრო ნდობით სწამს მისი გენია. ის ჯერხუმრობაში გაუტარებს, მერე სულმოკლეობისთვის დატუქსავს, შეევედრება. კერნერი ხომნამდვილი მეგობარია. ეჭვით, წვალებითა და ძიებით შექმნილ კარლოსს გაახსენებს ისიცხომ ესოდენი ტანჯვისა და ჯაფის შემდეგ ბოლოს და ბოლოს ჩინებული, სასიქადულონაწარმოები დადგა. მაშინ სულ სხვა დრო იყო! მაშინ ჯერ კიდევ შესწევდა უნარი, საქმესბედნიერი ხელით მოჰკიდებოდა და გამარჯვებით დაეგვირგვინებინა. განა მაშინ არ იყომერყეობა და ბრძოლა? როგორ არა! განა იმხანად უფრო მძიმედ არ ავადმყოფობდა,გაჭირვებული, ეული ქვეყნისგან განდგომილი, ღატაკი და მიუსაფარი არ იყო?!სამაგიეროდ, ახალგაზრდა გახლდათ, მთლად ჭაბუკი! ცხოვრებას როგორადაც უნდადაეთრგუნა მისი სხეული, სული მსწრაფლ აღსდგებოდა ხოლმე და სევდისა დაუიმედობის მტანჯველ საათებს რწმენისა და შინაგანი ტრიუმფის საათები მოსდევდა.სადღაც გაქრა ასეთი საათები, ძალზე იშვიათად ეწვევა ხოლმე. შემოქმედმა მთელი კვირაუნდა გაატაროს აზრთა ბურუსში, ერთი ადგილი ტკეპნოს და მხოლოდ ამის ფასად უნდამოიპოვოს ერთი ისეთი ღამე, როდესაც უცებ იგრძნობს და მიხვდება, რის გაკეთებასშეძლებდა, ასეთი ღამეები უხვად რომ ჰქონოდა მომადლებული. საოცრად მოიქანცა, სულრაღაც ოცდაჩვიდმეტი წლისაა და უკვე ძალა გამოელია. რწმენა დაკარგა, რწმენა,მომავლისთვის ბრძოლაში და უმძიმეს დღეებში იმედის ვარსკვლავივით რომ უნათებდა.და რა მწარე იყო შემდეგი ფაქტი: ჭეშმარიტად სავსე და ნაყოფიერი, თურმე, სწორედგაჭირვებისა და უპოვრობის ის წლები ყოფილა, რომლებიც ტანჯვისა და გამოცდისწლებად მიაჩნდა. ახლა კი, როცა რამდენადმე ეწია ბედნიერებას, როცა საზოგადოების

Page 33: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

აღიარება და კანონიერი უფლებები მოიპოვა, პატივი და თანამდებობა აქვს, ცოლ-შვილიჰყავს, სწორედ ახლა უმტყუნა ძალამ და დამარცხდა. ისღა დარჩენია, ყველაფერზე ხელიჩაიქნიოს და სასოწარკვეთილებას მიეცეს.

ამოიკვნესა, თვალებზე ხელი აიფარა და გამწარებული მოჰყვა ოთახში სიარულს. უცებსაშინელმა აზრმა გაუელვა. ამ ფიქრმა ისე დააფრთხო, რომ იმ ადგილზე, სადაც ის ფიქრიწარმოიშვა, ვეღარ გაჩერდა. კედელთან მივიდა, სკამზე ჩამოჯდა გადაჭდობილი ხელებიმუხლებს შორის მოწყვეტით ჩაჰკიდა და დაღვრემილი დააცქერდა იატაკს.

სინდისი... რა მწარედ ქენჯნის სინდისი! ბევრს სცოდავდა, ყოველი განვლილი წელიმიუტევებელი ცოდვა იყო საკუთარი სხეულის, ამ ფაქიზი ინსტრუმენტის მიმართ. ჭაბუკურმავნებათაღელვამ, თეთრად ნათევმა ღამეებმა, თამბაქოს კვამლით სავსე ოთახშიგატარებულმა დღეებმა, დღეებმა, როცა სული ზეიმობდა და სხეულზე აღარავინფიქრობდა, ათასგვარმა სასმელმა, მუშაობის დროს რომ გადაკრავდა ხოლმეაღსაგზნებად, – ყველაფერმა ახლა იჩინა თავი და შურს იძიებდა.

თუ შურისძიებაზე მიდგა საქმე, ის არ შეეპუება ღმერთებს, ჯერ დანაშაულს რომჩაადენინებენ ხოლმე ადამიანს და მერე სასჯელს მოუვლენენ. ისე იცხოვრა, როგორცუნდა ეცხოვრა. იმისთვის სად ეცალა, ბრძნულად მოეწყო ცხოვრება ან წინდახედულობაგამოეჩინა.

როცა სუნთქავს, ახველებს და ამთქნარებს, აი, აქ, ყოველთვის ერთსა და იმავე ადგილზერაღაც ავის მომასწავებელ ტკივილს, ჯოჯოხეთურ ჩხვლეტას გრძნობს, თითქოს რაღაცღრღნის შიგნიდან. ამ ტკივილს მას აქეთ ვერ დააღწია თავი, რაც ამ ხუთი წლის წინერფურტში კატარული ხურვება, ფილტვების ანთება გადაიტანა. მაინც რას მოასწავებს ესტკივილი? ექიმმა შეიძლება ძალიან მოიკატუნოს თავი და სინამდვილე დაუმალოს,მაგრამ უიმისოდაც ხომ კარგად იცის, რითაც გათავდება ეს შეტევები. სად ჰქონდა იმისდრო, საკუთარ თავს სათუთად, ზნეობრივად მოჰკიდებოდა. თუ რამის გაკეთებას აპირებს,დღესვე, ახლავე უნდა მოასწროს, უნდა აჩქარდეს. ზნეობრიობა? მაინც როგორ მივიდაიქამდე, რომ სწორედ ცოდვა, სხეულის გამომფიტველი მავნე შრომა მიაჩნია ყოველგვარსიბრძნეზე, ფხიზელი გონების კარნახით არსებობაზე უფრო ზნეობრივად. არა,ზნეობრიობის საზომი წმინდა სინდისის შენარჩუნების საზიზღარი ხელობა კი არა,ბრძოლა და გაჭირვება, ვნება და ტკივილია.

ტკივილი! ამ სიტყვის გახსენებაზე ღრმად ამოიოხრა. წამოდგა, გულხელი დაიკრიფა.ქერა, შეერთებულ წარბებქვეშ გამომზირალ თვალებში მომხიბლავი შუქი ჩაუდგა.ადამიანს უბედური, მთლად წყალწაღებული მანამ არ ეთქმის, სანამ იმდენი ძალა კიდევშერჩენია, რომ თავის გაჭირვებას ძლიერი და დახვეწილი სიტყვები მოუძებნოს. ძნელიაიმდენი სულიერი სიმხნევე გამოიჩინო, რომ გაბედო და ამაღლებული, ლამაზი სიტყვებითილაპარაკო საკუთარ სიცოცხლეზე; შენი ტანჯვა ჩახუთულ ჰაერს და კარგამოკეტილობასარ მიაწერო; იმდენი ჯანმრთელობა შეინარჩუნო, რამდენიც სულიერ პათოსს სჭირდება,რომ შენს ფიზიკურ არსებობაზე მაღლა დადგომა, სხვა სამყაროს განჭვრეტა და განცდამოახერხო. ყოვლისმცოდნემ მხოლოდ აქ უნდა გამოიჩინო გულუბრყვილობა და იმდენიშეძლო, რომ ტკივილი ირწმუნო; და მასაც ისე ღრმად, შინაგანად სწამდა ის, რომ ამრწმენის წყალობით სატკივარი არც ცუდს მოუტანდა და არც ამაოდ ჩაუვლიდა. როცახელნაწერს გახედა, მისი მკლავები უფრო მჭიდროდ შემოეჭდო გულმკერდს. რა არისნიჭი? განა ის თავისთავად ტანჯვა არ არის? და ნუთუ კარგი ნიშანი არაა, ასე რომ ტანჯავსის წყეული ხელნაწერი, იქ, მაგიდაზე რომ დევს? განა არის ამაში რამე უჩვეულო?სიტყვების მოზღვავება არასდროს უგრძნია და ოდესმე რომ ეგრძნო, სწორედ მაშინშეეპარებოდა ეჭვი საკუთარ თავში. სიტყვების უზომოდ მოზღვავება მხოლოდქარაფშუტებსა და დილეტანტებს სჩვევიათ, იმათ, ვინც ადვილად კმაყოფილდებიანმიღწეულით, უვიცთ, რომელთაც არა უწყიან, რას ნიშნავს ტალანტის უღლის გაწევა დატვირთება მთელი სიცოცხლის განმავლობაში, რადგან ტალანტი, ბატონებო დაქალბატონებო, მანდ, ქვევით, პარტერში რომ ბრძანდებით, მსუბუქი ტვირთი, გასართობირამ უნარი როდი გახლავთ, ტალანტი თავიდათავი მოთხოვნილება, იდეალისკრიტიკული ცოდნა, დაუკმაყოფილებლობაა, რომელიც ტანჯვით იწრთობს და იხვეწსშემოქმედებით ძალას! დიდი, დაუდეგარი სულის ადამიანებისთვის ტალანტი უდიდესისასჯელია.

Page 34: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

შორს მოთქმა-ჩივილი, არც ტრაბახია საჭირო! მოთმინებით, მოკრძალებით უნდაიფიქრო იმაზე, რისი ზიდვაც ბედმა გარგუნა! და რა უშავს, თუ კვირაში არც ერთი დღე, არცერთი საათი არ გამოერევა ტანჯვა-წვალების გარეშე. წვალებასა და ჯაფას,ცხოვრებისეულ მოთხოვნილებებსა და დაბრკოლებებს ნუ მიანიჭებ დიდ მნიშვნელობას,არად ჩააგდე, – აი, რა განადიდებს ადამიანს!

წამოდგა, ჯიბიდან კოლოფი ამოიღო და თამბაქო ხარბად დაყნოსა, მერე ხელები ზურგზეშემოიწყო და ისე მოჰყვა ოთახში ბოლთის ცემას, სანთლების ალს რხევა დააწყებინა. –დიდების მოხვეჭა! სხვებში გამორჩევა! სახელის საქვეყნოდ განთქმა და უკვდავება!რაოდენ მაღალია ეს მიზანი იმ ადამიანთა ყოველგვარ ბედნიერებაზე, დავიწყება დაუკვალოდ გაქრობა რომ უწერიათ. მსოფლიო აღიარებას უნდა მიაღწიოს, ერებისაღიარება უნდა მოიპოვოს! ვისაც არაფერი გაეგება ამ ოცნებისა და მისკენ ლტოლვითმიღებული ტკბობისა, დაე, ილაყბოს და თავმოთნეობა უყიჟინოს! სხვებში გამორჩეულიმით უფრო თავმოთნეა, რაც უფრო მეტად ევნება და ეწამება! თქვენს თავს მიხედეთ,თქვენს თავს! – მიმართავს იგი მათ, ვისაც მაღალი მოწოდება არ გააჩნია და ძალზეემსუბუქება ცხოვრების ტვირთი. პატივმოყვარეობა კი დასძენს: ნუთუ ფუჭად უნდაჩამიაროს ამდენმა ტანჯვა-წვალებამ. არა, მან უნდა განმადიდოს მე!

დიდი ცხვირის ნესტოები გაუფართოვდა. წარბებქვემოდან მუქარით გამომზირალთვალებს აცეცებდა, მარჯვენა ხელი ღამის ხალათის ჯიბეში ჩაეყო, ხოლო დამუშტულიმარცხენა დაშვებული ჰქონდა. ჩაცვენილ ლოყებზე იმ ნელი ცეცხლიდან ამოჭრილმაალმურმა გადაჰკრა, რომელიც ხელოვანი ადამიანის სულის სიღრმეში საკუთარი „მეს“ვნებიან სიყვარულად გიზგიზებს ყოველთვის. კარგად იცის, რაც არის ამ სიყვარულითთრობა. ზოგჯერ საკუთარი თავისადმი ისეთი ფაქიზი გრძნობა დაეუფლებოდა ხოლმე,მზად იყო, ამ გრძნობისთვის მოეხმარებინა ტალანტი და ხელოვნებისგან მინიჭებულიმთელი უნარი და შესაძლებლობა. მას აქვს ამის უფლება, ამ საქციელში არაფერიაარაკეთილშობილური, რადგან საკუთარი თავის სიყვარულზე მეტად სწამდა, რომყოველთვის რაღაც მაღალს ემსახურებოდა, ემსახურებოდა უანგაროდ, გარდაუვალიმოთხოვნილების კარნახით, თავს თანდათან ინადგურებდა, მსხვერპლად ეწირებოდა.ერთი ეჭვი არ ასვენებდა: ისე არავინ დამდგარიყო მასზე მაღლა, თუ უფრო მეტად არეწამებოდა იმ რაღაც მაღლისთვის.

შეჩერდა, სახე ხელებში ჩარგო, თითქოს რაღაცას გაურბისო, ოდნავ გვერდზე გადაიხარა,მაგრამ უკვე გვიან იყო. იგრძნო, რა მწარედ შეუკუმშა გული გარდაუვალმა აზრმა იმნათელ, მიწიერ, მგრძნობიარე, ღვთაებრივად გაუცნობიერებელ ადამიანზე, ვაიმარში რომცხოვრობს და მას მტერ-მოყვრის უსაზღვრო სიყვარულით უყვარს. როგორც ყოველთვის,ამ აზრმა უფრო ააფორიაქა; იგრძნო, რა სწრაფად და ბეჯითად აუმუშავა გონება იმისგახსენებამ, რომ საკუთარი არსება და შემოქმედება უნდა განასხვავოს, გამიჯნოს დადაიცვას იმ ადამიანის შემოქმედებისგან. განა ის უფრო მაღლა დგას? განა მას შეუპოვარბრძოლაში სისხლის ფასად მოუპოვებია გამარჯვება? განა მისი დამარცხება ტრაგიკულისანახაობა იქნებოდა? შეიძლება ის ღმერთიც იყოს, მაგრამ გმირი ვერ იქნება: უფროადვილია იყო ღმერთი, ვიდრე გმირი. დიახ, ადვილია... იმისთვის, ვაიმარელისთვის არისადვილი! ალბათ შემეცნებასა და შემოქმედებას შორის მარჯვედ და ბრძნულად ზღვრისდადების უნარს მოაქვს ტანჯვისგან ხსნა, სიხარული და ნაყოფიერება. მაგრამ თუშემოქმედება ღვთაებრივი რამ არის, მაშინ შემეცნება გმირობაა, ხოლო ღმერთსა დაგმირს თავის თავში ის აერთიანებს, ვინც შეიმეცნებს და ისე ქმნის!

ნებისყოფა და სურვილი სიძნელესთან, ტვირთთან ჭიდილისა... თუ გრძნობს ვინმე,ნერვების რაოდენ დაძაბვად და საკუთარ თავთან ბრძოლად უღირს ერთი წინადადება,ერთი რიგიანი აზრი. ის თითქმის უმეცარი, მცირედ განათლებული, ბურანით მოცული დადაუდეგარი მეოცნებეა. საუკეთესო სცენის დაწერაზე მეტად იულიუსის ერთი წერილისშეთხზვა უჭირს და განა სწორედ ამიტომ არ უნდა იდგეს მისი შრომა სხვათა შრომაზემაღლა? ტანჯვის რა მძიმე გზაა გასავლელი, რა მძიმე ბრძოლაა გადასატანი შინაგანიმოთხოვნილების პირველი რითმიდან თემამდე, სიუჟეტამდე, ფორმამდე; აქედანაზრამდე, სახემდე, სიტყვამდე თუ ბგერამდე. დიდი ვნებით გაჟღენთილი მისი ყოველინაწარმოები ფორმის, სახის, სრულყოფილისა და ხელშესახებისადმი ეჭვნეულისიყვარულის ნაყოფი იყო. ის მთელი არსებით, ჟინიანად ილტვოდა მეორე ოქროპირიადამიანის ნათელი სამყაროსკენ, მისკენ, ვინც ძალდაუტანებლად სდებდა სახელს

Page 35: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

ღვთაებრივად გასხივოსნებულ საგნებს.

მაგრამ იმ ადამიანის გასაგონად მაინც აცხადებს: ვინ არის მისი ტოლი ხელოვანი, მისიბადალი პოეტი, არარაობისგან ვინ ქმნის? მასავით ყველაფერს საკუთარი გულიდან ვინმოიპოვებს? განა ლექსი მის სულში ისე არ იბადება, ვით მუსიკა, ვით ყოფიერებისპირველსახეობა – გაცილებით ადრე, ვიდრე შედარებებსა და რითმებშიჩამოყალიბდებოდეს? სიბრძნე, ვნება სხვა არაფერია, თუ არა საშუალება და საბაბი სხვარაღაცის გადმოსაცემად, რასაც ძალიან უმნიშვნელო კავშირი აქვს სიბრძნესთან დავნებასთან და რაც სულის ორფეოსისეულ სიღრმეში იბადება. სიტყვები, ცნებები მხოლოდკლავიშებია, რომლებსაც მისი ხელოვნება უხილავი სიმების ასაჟღერებლად იყენებს; სხვავინმე თუ ჩასწვდომია ასეთ რამეს? კეთილი ადამიანები ხოტბას ასხამენ იმ რწმენისთვის,რითაც ის სულის უხილავ სიმებს ღვთაებრივად აჟღერებს. მისი უსაყვარლესი სიტყვა,უმაღლესი პათოსი, სამრეკლოს დიდი ზარი, რომლითაც ხალხს სულთა ზეიმზე მოუხმობსდა მასებს იზიდავს, – თავისუფლებაა. სინამდვილეში ის მათზე მეტ ან ნაკლებმნიშვნელობას ანიჭებს ამ სიტყვას. თავისუფლება... მაინც რას ნიშნავს ეს? მონარქიისწინაშე მოქალაქეობრივი უფლების მოპოვებას ხომ არა? თუ გიფიქრიათ მაინც, რაშეუძლია იგულისხმოს მასში ხელოვანის სულმა? თავისუფლება, განთავისუფლება...განთავისუფლება, მაგრამ რისგან? ალბათ ბედნიერებისგან, ადამიანური ბედნიერებისგან,ამ ოქროს ბორკილებისგან, ამ მოქნილი და შარბათივით ტკბილი მოვალეობისგან.

თავის დაღწევა ბედნიერებისგან... ბაგე აუთრთოლდა, ეტყობოდა, გულისყური ისევშინაგან სამყაროს მიაპყრო, სახე ხელებში ჩარგო.

მეორე ოთახში გავიდა. ჭაღის ლურჯად მოლივლივე შუქი ანათებდა იქაურობას.ფანჯარას ამოქარგული ფარდის კალთები ფარავდა. საწოლთან მივიდა. კალმით ნახატისახისკენ დაიხარა... ქალს შავი კულული ჩამოშლოდა ფერმკრთალ ღაწვზე; ბავშვური ბაგეოდნავ გახსნოდა... ჩემო მეუღლევ! ძვირფასო! იმისთვის ხომ არ აგიყოლია ჩემმა სევდამდა შენი თავი მომგვარა, რომ ბედნიერებად გადამქცეოდი? აკი იქეცი კიდეც, მშვიდობაშენდა! იძინე უშფოთველად, ნუ აახელ მაგ საამურ, გიშრის გრძელ წამწამებს, ნუშემომხედავ იმ დიდი, ღამესავით უძირო თვალებით, მაშინ რომ მიცქერდი, როცადამეძებდი და მიხმობდი. ღმერთმანი, ძალიან, ძალიან მიყვარხარ! ეგ არის მხოლოდ,ხშირად ისე მქანცავს ტანჯვა და ჭიდილი იმ ამოცანასთან, ჩემი არსება რომ მისახავს,ძალა აღარ შემწევს ამ გრძნობას მივაგნო ჩემში. ამიტომ ვერ ვახერხებ მთელი არსებითშენთან ყოფნას, ბოლომდე ვერ ვარ შენით ბედნიერი, რადგან ჩემმა უზენაესმამოვალეობამ აღმიკვეთა ეს ბედნიერება...

ქალს ეამბორა, მერე მის ნაცნობ სითბოს გაერიდა. იქაურობას თვალი მოავლო და თავისოთახში დაბრუნდა. სამრეკლოს ზარის ხმამ ამცნო, რომ შუაღამე უკვე კარგა ხნისგადასული იყო, მაგრამ ამ ხმამ მძიმე საათის კეთილად დამთავრებაც აუწყა. შვებითამოისუნთქა, პირი მტკიცედ მოკუმა. მაგიდასთან მივიდა და კალამი აიღო. რა საჭიროატყუილუბრალოდ თავის ტეხა! არაფერს არგებს ასე ღრმად აზროვნება, ამან შეიძლებაავნოს კიდეც. არა, არ უნდა შეტოპოს ქაოსში, ხოლო თუ შეტოპა, რაც შეიძლება სწრაფადუნდა დააღწიოს თავი. ქაოსიდან, აზრთა ოკეანიდან დღის სინათლეზე ის უნდაამოიტანოს, რაც უკვე მომწიფებულია და ჩამოყალიბებული ფორმის მიღება შეუძლია. რადროს ზედმეტი ფიქრია! შრომაა საჭირო! გამორჩევა, გამიჯვნა, ფორმის მიცემა,დამთავრებაა საჭირო!

და ეს ტანჯვით შობილი ნაწარმოებიც დაამთავრა. იქნება კარგი არ გამოუვიდა, მაგრამ,რაც მთავარია, დაამთავრა, დამთავრებული კი კარგი აღმოჩნდა. და მისი სულიდან,მუსიკიდან და იდეებიდან სულ ახალ-ახალი ნაწარმოებები, ბრწყინვალე ქმნილებებიიბადებოდა, რომელთა ღვთაებრივ ფორმაში ისე საოცრად იგრძნობოდა უსაზღვროსამყაროს ფეთქვა, როგორც ზღვიდან ამოღებულ ნიჟარას გამოჰყვება ხოლმე ტალღებისბუბუნი.

1905

სიკვდილი ვენეციაში

Page 36: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

*

გუსტავ აშენბახი, ანუ ფონ აშენბახი, როგორც დაბადებიდან ორმოცდაათი წლისშესრულების შემდეგ ოფიციალურად უწოდებდნენ, 19.. წლის გაზაფხულის ერთ საღამოს,– 19.. წლისა, რომელიც თვეების განმავლობაში ესოდენ მრისხანედ უჭვრეტდა ჩვენსკონტინენტს, – მიუნხენის პრინცრეგენტერშტრასეზე გამოვიდა თავისი ბინიდან დამარტოდმარტო გაემართა გარეუბნისკენ სასეირნოდ. მწერალი აღაგზნო დილისსაათებში გაწეულმა მძიმე და მსახვრალმა შრომამ, რომელიც სწორედ ამ ეტაპზემოითხოვდა უზენაეს რუდუნებას, გამჭრიახობასა და სიზუსტეს ნებელობისა, და მაინცვეღარც ნასადილევს შეძლო შეეჩერებინა შინაგანი შემოქმედებითი მექანიზმის მუშაობა,ის „motus animi cont inuus[1]“, რომელშიც, როგორც ციცერონი ამბობს, მჭევრმეტყველებისარსი მდგომარეობს. თვალზე რული არ მოეკიდა, დღისით ძილი კი ძალთა მზარდიგამოფიტვის გამო ერთობ სჭირდებოდა და შვებას მოჰგვრიდა. ასე რომ, ჩაის შემდეგუმალვე გარეთ გაეშურა იმ იმედით, ჰაერი და სიარული გამომაცოცხლებს და ნაყოფიერსაღამოს მომიტანსო.

მაისის დამდეგი გახლდათ, მაგრამ წვიმიან და ცივ კვირათა შემდეგ შუა ზაფხულივითცხელი ამინდი დაიჭირა. ინგლისურ ბაღში, მიუხედავად იმისა, რომ იგი ჯერ მხოლოდნაზად შეემოსა სიმწვანეს, ჰაერი ისე იყო შეხუთული, როგორც აგვისტოში და იმ მხარეს,რომელიც ქალაქს უშუალოდ ეკვროდა, ეტლები და მოსეირნეები ზიმზიმებდნენ.აუმაისტერის სამიკიტნოში, სადაც სულ უფრო და უფრო მივარდნილმა და უკაცრიელმაბილიკებმა მიიყვანეს, აშენბახმა ერთ წამს მხიარულ მეინახეებს უყურა ბაღში, რომლისზღუდესთან რამდენიმე ღია ეტლი და კარეტა იდგა, და იქიდან კი (მზე უკვე ჩასასვლელადგადაიწვერა) ისევ შინისკენ წამოვიდა, მაგრამ არა პარკით, არამედ მინდორ-მინდორ და,ვინაიდან დაღლილობა იგრძნო და თანაც ფორინგის თავზე ცა საავდროდ იღუშებოდა,ჩრდილოეთ სასაფლაოსთან ტრამვაის დაელოდა, რომელიც უმოკლესი გზით ჩაიყვანდაქალაქში.

შემთხვევით კაციშვილი არ აღმოჩნდა არც გაჩერებაზე და არც მის მახლობლად. არავინარ იყო აგრეთვე უნგერეშტრასეზე, რომლის ქვაფენილზეც ობლად გაწოლილიყვნენშვაბინგის მიმართულებით მსრბოლი ბრჭყვიალა რელსები, და არც ფორინგისგზატკეცილზე ჩანდა ეკიპაჟის ნასახი; ჩამიჩუმი არ ისმოდა ქვისმთლელთასახელოსნოების მესერთა მიღმა, სადაც გასაყიდად გამოდგმული ჯვრები, მემორიალურიდაფები და ძეგლები თითქოსდა მეორე, ჯერ დაუსახლებელ სასაფლაოს ქმნიდნენ,მოპირდაპირე მხარეს კი დაისის არილში მდუმარედ აღმართულიყო ეგვტერისბიზანტიური ნაგებობა. ბერძნული ჯვრებითა და ღია ფერებში შესრულებულიჰიერატიკული გამოსახულებებით დამშვენებულ ფასადზე სიმეტრიულად განლაგებულიწარწერებიც იყო, ოქროს ასოებით გამოყვანილი რჩეული თქმები, რომელნიც საიქიოცხოვრებას შეეხებოდნენ, როგორიცაა, მაგალითად: „მიდიან იგინი სამყოფელსა ღვთისა“,ანდა: „უნათებდეს მათ ნათელი საუკუნო“. ტრამვაის მოლოდინში აშენბახი რამდენიმეწუთს ამ ფორმულათა კითხვით ერთობოდა და ცდილობდა გონების თვალით მათგამჭვირვალე მისტიკაში ჩაძირულიყო, მაგრამ მერე გამოერკვა ზმანებათაგან დაპორტიკში, ორივე აპოკალიფსური ცხოველის ზევით, რომლებიც კიბეს დარაჯობდნენ,ვიღაც კაცი შენიშნა და მისმა, ცოტა არ იყოს, მოულოდნელმა გამოჩენამ აშენბახის აზრებსსულ სხვა მიმართულება მისცა.

ეგვტერიდან გამოვიდა ბრინჯაოს კარით თუ გარედან მოსულს შეუმჩნევლად აევლო კიბე,გაურკვეველი იყო. აშენბახი ბოლომდე არ ჩაჰყოლია ამ საკითხს და უფრო პირველიმოსაზრებისკენ იხრებოდა. ეს კაცი შუატანის გახლდათ. გამხდარი, უწვერული და თვალშისაცემად ნოღა ცხვირის პატრონი, იგი წითურთმიანთა ტიპს ეკუთვნოდა და ამ ტიპისთვისდამახასიათებელი რძესავით თეთრი და ჭორფლიანი კანი ჰქონდა კიდეც. აშკარადეტყობოდა, რომ ბავარიელი არ უნდა ყოფილიყო, რაზედაც ყოველ შემთხვევაშიგარკვევით მიუთითებდა ფართო და სწორკიდეებიანი ჩალის ქუდი, რომელიც თავზეეხურა და უცხოელისა და შორიდან მოსულის იერს აძლევდა, თუმცა მხრებზე წმინდაწყლის ბავარიული ზურგჩანთა კი ეკიდა და მოყვითალო მოუთელავი მაუდის ქურთუკიეცვა; მარცხენა ხელზე, რომლითაც დოინჯი შემოეყარა, რაღაც ჰქონდა გადაკიდებული –ალბათ ნაცრისფერი საწვიმარი, მარჯვენაში კი რკინისბუნიკიანი ჯოხი ეპყრა, რომელიც

Page 37: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

ცერად დაებჯინა იატაკზე, ფეხი ფეხზე გადაეჭდო და თეძოთი მის სახელურსდაყრდნობოდა. თავი ზეაწია და საკინძეგაღეღილი სპორტული პერანგიდან ამოჩრილგამხდარ კისერზე ადამის ვაშლი რელიეფურად გამოსახვოდა; შორეთს გასცქეროდა,თითქო რაღაცას ეძებდა უფერული, წითურწამწამებიანი თვალებით, რომელთა შორისპაჭუა და ნოღა ცხვირთან საოცრად შეხამებული ორი შვეული, ენერგიული ნაოჭიაღბეჭდვოდა. მის პოზაში – შესაძლოა, ასეთ შთაბეჭდილებას ხელს უწყობდაამაღლებული და ამამაღლებელი ადგილსამყოფელი – იყო რაღაც ქედმაღლური, თამამიდა ველურიც კი. ჩამავალი მზის სხივებით თვალმოჭრილს მოეჭმუხნა სახე, თუ საერთოდრაღაც წუნი ჰქონდა, ტუჩები ერთობ მოკლე უჩანდა, კბილებიდან ზევით და ქვევითგადაწეულები, ასე რომ, ღრძილებიც კი გაშიშვლებული ჰქონდა და მათ შორის თეთრი დაგრძელი კბილები გამოკრთოდნენ.

ადვილი შესაძლებელია, რომ აშენბახი, როდესაც ასე ნაწილობრივ გონებაგაფანტულად,მაგრამ ამავე დროს გამომცდელად ათვალიერებდა უცნობს, ჯეროვნად მორიდებული არიყო, რადგან ანაზდეულად შენიშნა, მზერაზე უცხოც მზერით პასუხობდა, თანაც ისედაჟინებით და ჯიქურად, რომ აშკარა იყო, უნდოდა იძულებული გაეხადა აშენბახი, თვალიაერიდებინა მისთვის და მანაც, უსიამოვნოდ შეცბუნებულმა, ზურგი აქცია და მესერსდაუყვა, თან გადაწყვიტა ყურადღება აღარ მიექცია ამ კაცისთვის და იმწამსვე დაავიწყდაკიდეც. გაურკვეველი იყო, იმან იმოქმედა მის წარმოსახვაზე, რომ უცნობი მოგზაურსწააგავდა, თუ სხვა რომელიმე ფიზიკურ ან სულიერ ზეგავლენას მიუძღოდა ბრალი,მაგრამ ეს კია, რომ სრულიად მოულოდნელად იგრძნო, როგორ საოცრადგაუფართოვდა შინაგანი სამყარო: უჩვეულო ჩქროლამ აიტანა, შორეული მხარეებისკენჭაბუკურმა ლტოლვამ, განცდამ, რომელიც ისე ცხოველი, ისე ახალი, ან უფრო სწორად,ისე დიდი ხნის წინათ დავიწყებული და უჩვეულო იყო, რომ ზურგზე ხელებდაწყობილი დამიწას ჩაშტერებული ერთ ადგილზე გაშეშდა, რათა ამ გრძნობის არსსა და რაობაშიგარკვეულიყო.

მოგზაურობის სურვილი იყო, სხვა არაფერი, მაგრამ როგორც ნამდვილმა სალმობამ, ისეშემოუტია, ვნებასავით წაეკიდა და ლამის ცნობა წაართვა. ხილვა სწყუროდა, მისმაფანტაზიამ, რომელიც სამუშაო საათების შემდეგ ჯერაც არ დამცხრალიყო, ერთ მთლიანხატებაში მოაქცია მრავალსახოვანი დედამიწის ყველა სასწაული და საშინელება, რადგანმათ ერთდროულად წარმოდგენას ლამობდა. იგი ხედავდა, ხედავდა ლანდშაფტს,ტროპიკულ ჭაობებს ხვატით შეხუთული ზეცის ქვეშ, ტენიანს, უხვს, ურჩხულს,პირველყოფილი მსოფლიოს უღრანი ადგილების მსგავსს, მოფენილს კუნძულებით,ჭანჭრობებით და გამდინარე წყლებით, რომელთაც შლამი მოაქვთ, – ხედავდა, როგორამოშვერილიყვნენ ბანჯგვლიანი და ტანკენარი პალმები ახლოსაც და შორეთშიცგვიმრების უსიერი ტევრიდან, ცვრიანი, რძიანი და საოცარი ყვავილებით დახუნძლულიმცენარეულის წიაღიდან, – ხედავდა უცნაური მოყვანილობის ხეებს, რომელთაც ფესვებიპირდაპირ ჰაერიდანვე ჩაესოთ ნიადაგში, მწვანედ მოკამკამე შეტბორებულ ნაკადებში,სადაც უცხო ჯიშის ფრინველები გაფხორილნი, უშნონისკარტიანი და გარინდებულნიიდგნენ თავთხელ ადგილებში, წყალში მოტივტივე, რძესავით თეთრ და თეფშებივითდიდრონ ყვავილებს შორის, და ქეშად იყურებოდნენ, – ხედავდა ლელიანში, ბამბუკისდამუხლულ ღეროებს შორის, ორ მოელვარე ნაღვერდალს – ჩასაფრებული ვეფხვისთვალებს და გრძნობდა, როგორ უთრთოდა გული ძრწოლისა და შეუცნობელიწადილისგან. მერე ეს ზმანება განქარდა, აშენბახმა ერთი გაიქნია თავი და საფლავისქვისმთლელთა სახელოსნოების გასწვრივ სეირნობა განაგრძო.

კარგა ხანია, ყოველ შემთხვევაში მას შემდეგ, რაც საიმისო სახსრები მუდამ ხელთჰქონდა, რომ საითაც სურდა, იქით გამგზავრებულიყო, მოგზაურობას მხოლოდ დამხოლოდ როგორც ჰიგიენურ ღონისძიებას, ისე უყურებდა, რომელიც ჟამიდან ჟამზე უნდაგანახორციელო, თუნდაც შენს განწყობილებასა და მიდრეკილებებს ეწინააღმდეგებოდეს.იმ ამოცანებით ერთობ დაკავებული, რასაც საკუთარი მეობა და ევროპული სულიაკისრებდა, იმ ვალდებულებებით გადატვირთული, რომლებიც შემოქმედების სფეროშიჰქონდა აღებული, და თანაც გართობის არმოყვარული, იგი ზიზილ-პიპილებიანი გარესამყაროსთვის არ გამოდგებოდა და მარტოოდენ ჭვრეტით კმაყოფილდებოდა, რაიცდედამიწის ზურგზე ყოველ ადამიანს ძალუძს, ისე, რომ თავის წრეს ძალიან არ დაშორდეს.იგი არასოდეს აუტანია ცდუნებას, ევროპას გასცილებოდა. ხოლო მას შემდეგ, რაც მისიცხოვრება ნელ-ნელა დაისისკენ გადაიხარა და უკვე აღარ შეეძლო ხელის ერთი აქნევით,

Page 38: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

როგორც უბრალო ხუშტური, თავიდან მოეცილებინა ხელოვანისთვის დამახასიათებელიშიში, რომ ყველაფერს ვერ მოასწრებდა, რომ ჟამი მანამდე დარეკდა, ვიდრე მოწოდებასბოლომდე აღასრულებდა და შეეწირებოდა, გარეგნულად მისი მყოფობა თითქმისმხოლოდ იმ მშვენიერი ქალაქით შემოიფარგლა, რომელიც სამშობლოდ ექცა, და მთაშიაშენებული ტლანქი სოფლური სახლით, სადაც წვიმიან ზაფხულს ატარებდა ხოლმე.

და ისიც, რაც ეს-ეს არის ეგზომ გვიან და ანაზდეულად თავს დაატყდა, სულ მალეგონებისა და სიყრმიდანვე გამომუშავებული თვითდისციპლინის მეშვეობით ალაგმა დაკალაპოტში ჩააყენა. გადაწყვეტილი ჰქონდა, ვიდრე სოფლად გაემგზავრებოდა,გარკვეულ დონემდე მიეყვანა ნაწარმოები, რომლისთვისაც ახლა ცხოვრობდა, და აზრიქვეყნად ხეტიალზე, რაც რამდენიმე თვეს მოაცდენდა, ერთობ ქარაფშუტულად დაარაგეგმაშეწონილად ეჩვენებოდა. სერიოზულად ამის გულში გავლებაც კი არ იქნებოდა.მიუხედავად ამისა, ძალიან კარგად უწყოდა, სად ედო სათავე ასე ერთბაშად მოვარდნილცდუნებას. გაქცევის წყურვილი იყო, გამოუტყდა საკუთარ თავს, ეს კაეშნიანი ლტოლვაშორეულისა და ახლისკენ, ეს წადილი განთავისუფლებისა, ტვირთის მოხსნისა,თავდავიწყებისა, – იგი განელტვის თავის ქმნილებას, ჯიუტი, ცივი და გატაცებულიმსახურების სადაგ დღეთა ერთფეროვნებას. მართალია, უყვარდა თავისი ქმნილება დათითქმის უყვარდა აგრეთვე გულისწამღები ბრძოლაც, რომელიც ყოველდღიურადხელახლა ჩაღდებოდა მის უდრეკ, ამაყ და ესოდენ მრავალგზის ნაცად ნებისყოფასა დაიმ მზარდ მოქანცულობას შორის, რომლის შესახებაც არავის უნდა სცოდნოდა რა დარომელიც ხელის მოცარვისა და უნიათობის ნასახითაც კი არ უნდა დასტყობოდა მისქმნილებას. მაგრამ მშვილდის ერთობ დაჭიმვაც და ეგზომ ცხოველმყოფლადმოზღვავებული სურვილის ხელაღებით ჩაკვლაც არ იქნებოდა გონივრული. თავისისამუშაო გაახსენდა და იმ ადგილზე დაიწყო ფიქრი, რომელზედაც გუშინდელივითდღესაც გაიხირა და, რომელიც, როგორც ჩანდა, არც გულდასმით დახვეწასა და არცხელის ერთი მოსმით გამოკვეთას არ ეპუებოდა. ბევრჯერ მიუბრუნდა, ცდილობდადაბრკოლება გადაელახა ანდა გვერდი აევლო მისთვის, მაგრამ კვლავ და კვლავ უკანიხევდა შეურვებული. რაიმე განსაკუთრებულ სიძნელეს კი არ წასწყდომია, არამედუნიათო ჭოჭმანის გამო იტკეპნებოდა ერთ ადგილზე, რაც ახლა უკვე მარად დაუცხრომელუკმაყოფილებაში გამოიხატებოდა. თუმცა კი დაუკმაყოფილებლობა სიყრმიდანვე ნიჭისარსად და შინაგან ბუნებად მიაჩნდა და მისი გულისთვის იოკებდა და ლაგმავდაგრძნობას, ვინაიდან უწყოდა, რომ ეს უკანასკნელი განწყობილია არხეინმიახლოებითობასა და ნაწილობრივ სრულქმნილს დასჯერდეს. ჰოდა, ნუთუდამონებულმა გრძნობამ ახლა უღალატა, შური იძია და ამიერიდან უარი უთხრა მისიხელოვნების საზრდოობაზე, აღფრთოვანებაზე და თან წარიტანა ყველა ის სიხარული დააღტყინება, რომელსაც ფორმა და გამოსახვა გვანიჭებს? არა, ურიგოდ როდი წერდა: მისიასაკის უპირატესობას ყოველ შემთხვევაში ის მაინც შეადგენდა, რომ მარადგულდაჯერებული იყო თავის ოსტატობაში. მაგრამ იმ დროს, როდესაც მთელიგერმანელი ერი თაყვანსა სცემდა ამ ოსტატობას, მწერალს იგი არ ახარებდა. ასე ეგონა,რომ მის ნაწარმოებს იმ მგზნებარე და გიჟმაჟი გუნება-განწყობილების ნიშანწყალიაკლდა, რომელიც სიხარულის პირმშოა და ღრმა შინაარსზე, ამ აგრეთვე არცთუუმნიშვნელო ღირსებაზე უფრო გაახარებს მკითხველთა სამყაროს. ზაფხულისა ეშინოდა,სოფლად პატარა სახლში მარტოდმარტო დარჩენისა, მოახლე გოგოს ამარა, რომელიცკერძებს უმზადებს და მსახურისა, რომელიც ამ კერძებს სუფრაზე მოართმევს ხოლმე;ეშინოდა მთებისა და ციცაბო კლდეთა ჩვეული ხედებისა, ნიადაგ უკმაყოფილოსა დაგარინდებულს კვლავ გარს რომ შემოერტყმიან. მაშასადამე, საჭიროა რაიმე ცვლილება,სადმე სხვაგან წასვლა, დღეების გაფლანგვა, უცხო ჰაერი და ახალი სისხლის შემოშვება,რათა ზაფხული ასატანი და ნაყოფიერიც იყოს. ასე რომ, უნდა გაემგზავროს – მოხდეს,რაც მოსახდენია. მხოლოდ ძალიან შორს კი არა, ვეფხვებთან, რა თქმა უნდა, არ ჩავა.ერთი ღამე საძილე ვაგონში და სამი-ოთხი კვირა დასვენება რომელიმე საქვეყნოდგანთქმულ აგარაკზე საყვარელ სამხრეთში...

ამ ფიქრებში იყო გართული, როდესაც უნგარერშტრასედან ტრამვაი მორახრახდა და შიგჩაჯდომისას გადაწყვიტა, რომ ეს საღამო რუკისა და რკინიგზის მარშრუტებისშესწავლისთვის დაეთმო. ტრამვაის ბაქანზე ის ჩალისქუდიანი კაცი გაახსენდა, მისი აქარცთუ უშედეგო დაყოვნების მოზიარე, და თვალით ძებნა დაუწყო, მაგრამ ვერ გაიგო, სადგაქრა, რადგან ვერც ძველ ადგილას, ვერც გაჩერებასთან და ვერც ტრამვაიში ვერ

Page 39: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

აღმოაჩინა.

ფრიდრიჰ პრუსიელის ცხოვრებისადმი მიძღვნილი ნათელი და მძლავრი პროზაულიეპოპეის ავტორი რუდუნებით აღსავსე ხელოვანი, რომელიც დიდხანს მუყაითად ქსოვდაფერად-ფერადი სახეებით მდიდარი და ერთი იდეის ჩეროში ნაირგვარ ადამიანთა ბედ-იღბლის გამაერთიანებელი რომანის – „მაიას“ ხალიჩას; შემოქმედი იმ ძლიერიმოთხრობისა, რომელსაც „უბადრუკი“ ეწოდება და რომელიც მადლიერიახალგაზრდობის მთელ თაობას უღრმესი შემეცნების მიღმა ზნეობრივი გაბედულებისშესაძლებლობას უჩვენებდა; დაბოლოს (ამით ამოიწურება კიდეც მის მიერ სიმწიფისასაკში შექმნილ ნაწარმოებთა მოკლე ნუსხა) დამწერი მგზნებარე ტრაქტატისა – „სული დახელოვნება“, რომელსაც მისი ჩამომყალიბებელი ძალისა და დიალექტიკურიმჭევრმეტყველების გამო სერიოზული კრიტიკოსები უშუალოდ მიამიტი დასენტიმენტალური პოეზიის შესახებ შილერისეულ მსჯელობათა გვერდით აყენებდნენ, –გუსტავ აშენბახი დაიბადა ლ-ში, სილეზიის სამხრეთ პროვინციის საოლქო ქალაქში,სასამართლოს დიდი მოხელის ოჯახში. მისი წინაპრები ოფიცრები, მოსამართლეები,ადმინისტრაციული მოხელეები იყვნენ და მეფისა და სახელმწიფოს სამსახურში მყოფნი,მკაცრ, წესიერსა და მწირ ცხოვრებას ეწეოდნენ. შედარებით მგზნებარე სული ერთხელგამოვლინდა მათ შორის, ერთი მქადაგებლის პიროვნებაში; უფრო მჩქეფარე,მგრძნობიარე სისხლი ოჯახს წინა თაობაში მწერლის დედის, ჩეხი ლოტბარისქალიშვილის მხრიდან შეერია. ეს მისგან მომდინარეობდნენ უცხო რასის ნიშნებიაშენბახის გარეგნობაში. ფხიზელი და საქმიანი კეთილსინდისიერების შეხამებამ მრუმე დამხურვალე იმპულსებთან წარმოშვა ხელოვანი და თანაც სწორედ ეს თავისებურიხელოვანი.

მთელი არსებით იღვწოდა სახელისთვის და თუმცა ნაადრევად და წინამასწარად არა,მაგრამ მაინც საკმაოდ ადრე გამოიჩინა თავი საზოგადოებაში წერის გაბედული დამკვეთრად ინდივიდუალური მანერის წყალობით. ჯერ კიდევ გიმნაზისტი იყო, რომ უკვესახელი ჰქონდა მოხვეჭილი. ხოლო ათიოდე წლის შემდეგ წარმომადგენლობა ისწავლა,საწერი მაგიდიდან აუდგომლად თავისი სახელის მეურვეობა, კეთილგანწყობილი დასაფუძვლიანი პასუხის გაცემა ორიოდე სტრიქონით, რადგან პასუხი მოკლე უნდაყოფილიყო (უკეთუ მრავალნი შესთხოვენ იმას, ვინაც წარმატებას მიაღწია და ნდობისღირსია). ორმოცი წლისას, დაღლილ-დაქანცულს უშუალო სამუშაოს ჭაპანის წევით,ყოველდღიურად უამრავი წერილის გადასინჯვა უხდებოდა, რომლებიც დედამიწის ყველაკუთხის მარკებით იყო შემკული.

როგორც ბანალური, ისევე ექსცენტრიკული ამბებიდან თანაბრად დაშორებული მისი ნიჭიიმისთვის იყო შექმნილი, რომ ერთსა და იმავე დროს ფართო საზოგადოების ნდობა დამცოდნეთა აღტაცებული და ხელშემწყობი თანაგრძნობა მოეპოვებინა. ასე რომ,ჭაბუკობიდანვე ყოველმხრივ მოწოდებული იყო დიად საქმეთათვის, არაჩვეულებრივსაქმეთათვის, და არასოდეს განეცადა, რა არის მოცალეობა ან დაუდევარი დაუზრუნველი ახალგაზრდობა, როცა ოცდათხუთმეტი წლისა ვენაში ავად გახდა, ერთმაგამჭრიახმა დამკვირვებელმა მის შესახებ საზოგადოებაში ასეთი აზრი გამოთქვა: „იცითრა, აშენბახი თავიდანვე აი ასე ცხოვრობდა, – და მარცხენა ხელის თითები მაგრადმომუშტა, – და არასოდეს აი ასე“, – თან ხელის მტევანი გაშალა და სავარძლისსახელურზე თავისუფლად ჩამოჰკიდა. მარჯვედ იყო ნათქვამი, ხოლო ზნეობრივი სიმამაცეკი აქ ის გახლდათ, რომ ბუნებით არცთუ მეტისმეტად ჯანმრთელი აღნაგობისა, მხოლოდმოწოდებული იყო განუწყვეტელი დაძაბულობისთვის და არა დაბადებული ამისთვის.

მზრუნველმა ექიმებმა ბიჭს სკოლაში სიარული აუკრძალეს და იძულებული იყო შინესწავლა. მარტოდმარტო, უამხანაგებოდ გაიზარდა და მაინც დროულად მიხვდა, რომისეთ თაობას ეკუთვნოდა, რომელშიც ნიჭი კი არა, არამედ მისი გაფურჩქვნისთვისაუცილებელი ფიზიკური საყრდენი წარმოადგენდა იშვიათობას, – თაობას, რომელიცადრე იძლევა თუკი რამ კარგად აბადია და ხანში შესული ჩვეულებრივ უკვე უძლურია.მაგრამ მისი საყვარელი სიტყვა იყო „გაძლება“. ფრიდრიჰ პრუსიელზე დაწერილრომანშიაც სხვას არას ხედავდა, თუ არა აპოთეოზს ამ სიტყვა-ბრძანებისა, რომელიცქმედით-ვნებითი სიქველის მომცველად ესახებოდა. თანაც მხურვალედ სწყუროდამოხუცებულობამდე მიეღწია, რადგან იმთავითვე სწამდა, რომ ჭეშმარიტად დიადი,ყოვლისმომცველი და მართლაც პატივდებული შეიძლება მხოლოდ იმ ხელოვნებას

Page 40: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

ეწოდოს, რომელსაც ადამიანის მყოფობის ყველა საფეხურზე დამახასიათებელინაყოფიერებით გამოვლენა ხვდა წილად.

ვინაიდან იმ ამოცანათა ზიდვა, რომლებითაც მას ნიჭი ტვირთავდა, ნაზი მხრებითუხდებოდა და დიდხანსაც სურდა ევლო, ამიტომ, უწინარეს ყოვლისა, დისციპლინასჭირდებოდა, ხოლო დისციპლინა, საბედნიეროდ, მემკვიდრეობით დაჰყვა მამისმხრიდან. ორმოცი, ორმოცდაათი წლისა, იმ ასაკისა, როდესაც სხვები დროს ფლანგავენ,ხუშტურებს ასდევენ, თავს ინუგეშებენ და დიად გეგმათა შესრულებას გადასდებენ ხოლმე,იგი დღეს იმით იწყებდა, რომ მკერდსა და ზურგზე ცივ წყალს გადაივლებდა, შემდეგ ერთწყვილ მაღალ თაფლის სანთელს დაამაგრებდა ხელნაწერის თავთით ორივე მხარესმდგარ ვერცხლის შანდლებში და ძილში დაგროვილ ძალებს ორი-სამი საათისგანმავლობაში კეთილსინდისიერად და რუდუნებით მსხვერპლად სწირავდა ხელოვნებას.მისატევებელი იყო და არსებითად მის მორალურ გამარჯვებასაც კი მოწმობდა ის, რომსაქმეში ჩაუხედავთ „მაიას“ სამყარო ანდა ეპიკური ტილოები, რომლებზედაც ფრიდრიჰისგმირული ცხოვრება იშლებოდა, შეკუმშული ძალისა და ერთი ხანგრძლივი ამოსუნთქვისქმნილებად მიაჩნდათ, მაშინ როდესაც ისინი უფრო ყოველდღიური კრიტიკისა და მძიმეშრომის შედეგად იყვნენ ასობით ცალკეული აღფრთოვანებით ერთ დიად მასადდაზვინულნი და მხოლოდ იმიტომ წარმოადგენდნენ შედევრს, როგორც მთლიანად,ისევე ყოველ ცალკეულ დეტალში, რომ მათი შემოქმედი მედგარი ნებისყოფითა დაშეუპოვრობით, იმისი მსგავსით, რომელმაც მისი მშობლიური პროვინცია დაიპყრო,წლების განმავლობაში უძლებდა ერთსა და იმავე ნაწარმოებზე დაძაბულ მუშაობას და მისშექმნას მხოლოდ და მხოლოდ ყველაზე ქმედით, ყველაზე ღირსეულ საათებსანდომებდა.

იმისთვის, რომ მნიშვნელოვანმა ნაწარმოებმა დაუყოვნებლივ ფართო და ღრმაზემოქმედება მოახდინოს, საჭიროა, იდუმალი ნათესაობა და თვით იდენტურობაც კიარსებობდეს შემოქმედის პირად ბედსა და მისი თანამედროვე თაობის საერთო ხვედრსშორის. ადამიანებმა არ უწყიან, რატომ ადიდებენ ხელოვნების ამა თუ იმ ნაწარმოებს.მცოდნენი შეიძლება სულაც არ არიან, მაგრამ თავი მოაქვთ, რომ ასობით ღირსებააღმოაჩინეს, ოღონდაც კი ამით თავიანთი მხურვალე თანაგრძნობა გაამართლონ,მაგრამ მოწონების ნამდვილი მიზეზი კი ის არის, რაც არ აიწონება – სიმპათია. აშენბახმაერთხელ, ერთ ნაკლებად თვალში საცემ ადგილას გაკვრით შენიშნა, რომ თითქმისყოველივე დიადი ნიადაგ რაღაცის მიუხედავად მკვიდრდება, მწუხარებისა და ტანჯვის,სიღარიბისა და მიტოვებულობის, ჯანის სიძაბუნისა და მანკიერების, ვნებისა დაათასგვარი დაბრკოლების მიუხედავად. მაგრამ ეს უფრო მეტი იყო, ვიდრე უცაბედადდაცდენილი შენიშვნა, ეს იყო გამოცდილება, მისი ცხოვრებისა და სახელმოხვეჭილობისნამდვილი ფორმულა, მისი შემოქმედების გასაღები; და განა გასაკვირია, რომ იგი მისყველაზე თავისებურ პერსონაჟთა მორალურ ხასიათსა და გარეგან მოქმედებაზეცვრცელდებოდა?

იმ ახალი, მრავალგზის განმეორებული და მაინც ინდივიდუალური სახის მქონე გმირისტიპზე, რომელსაც უპირატესობას ანიჭებდა ეს მწერალი, ერთმა ჭკვიანმა ანალიტიკოსმაჯერ კიდევ ადრე დაწერა, რომ იგი კონცეფციაა „ინტელექტუალური და ჭაბუკურისიმამაცისა, რომელიც ამაყი კდემამოსილებით კბილს კბილზე აჭერს და გაუნძრევლადდგას, მაშინ როდესაც ტანში მახვილებსა და შუბებს უყრიან“. ეს ლამაზად იყო ნათქვამი,მახვილგონივრულად და ზუსტად, მიუხედავად იმისა, რომ ასეთი ფორმულირება ერთობპასიური ჩანდა. ვინაიდან ჭირსა შიგან გამაგრება, ლაზათი ტანჯვაში ნიშნავს არა მხოლოდამტანობას; იგი აქტიური ქმედებაა, პოზიტიური ტრიუმფი და წმინდა სებასტიანის ხატებაუმშვენიერესი სიმბოლოა საერთოდ ხელოვნებისა თუ არა, ყოველ შემთხვევაში იმხელოვნებისა მაინც, რომელზედაც ლაპარაკია აქ. საკმარისია ჩავიხედოთ ამმოთხრობაში წარმოდგენილ სამყაროში, რომ დავინახოთ: ელეგანტური თავშეკავება,რომლეიც უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მალავს საზოგადოების თვალთაგან შინაგანგანძარცვულობას, ბიოლოგიურ გახრწნას, ჩაყვითლებულ, გრძნობაშემუსვრილსიმახინჯეს, რომელიც ახერხებს თავისი მბჟუტავი ღადრის კამკამად აალებას დამშვენიერების საბრძანებელში მეუფის როლამდე აღზევებას; უფერულ უძლურებას,რომელიც სულის გაღველფილი წიაღიდან იკრებს ძალას, რათა მთელი დიდგულა ხალხიჯვრის წინაშე, თავის ფერხთა წინაშე დასცეს; საამურ მანერას, რომელსაც ფორმისადმიუსაგნო, მაგრამ მკაცრი მსახურების ჟამს იჩენს; ყალბ, სახიფათო ცხოვრებას, ნერვების

Page 41: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

გამომფიტავ კაეშნიან ლტოლვას და მატყუარად დაბადებულის ხელოვნებას. ვინცჩაუკვირდებოდა ასეთი და მსგავსი ბედ-იღბლის მქონეთ, უთუოდ ეჭვი დაებადებოდა,რომ საერთოდ არსებობს კია კიდევ სხვაგვარი გმირობა, თუ არა ის, რომელსაც სუსტებისჩადიან? ანდა ყოველ შემთხვევაში რომელი გმირობაა ასეთზე უფრო თანადროული?გუსტავ აშენბახი იმათი პოეტი იყო, ვინც ღონემიხდილობის მიჯნამდეა მისული და ისემუშაობს, გადატვირთულთა, უკვე გაცვეთილთა, მაგრამ ჯერ კიდევ ფეხზე მდგომთა,მოქმედების ყველა იმ მორალისტთა, რომელნიც ტანმორჩილნი და უსახსრონი,ნებისყოფის გაალმასებისა და გონივრული განმგებლობის წყალობით ერთხანს მაინცახერხებენ დიადებად წარმოგვიდგენენ. ბევრს შეხვდებით ასეთს, ისინი ეპოქის გმირებიარიან და ყველამ შეიცნო თავი მის შემოქმედებაში, ხელმეორედ აღმოაჩინა თავისი თავი,თანაც აღიარებული, ამაღლებული, ხოტბაშესხმული სახით და მადლიერი ავტორსსახელს უხვეჭდა ქება-დიდებით.

იგი ახალგაზრდა იყო და გაურანდავი, როგორც მისი თანამედროვეობაც და, ამუკანასკნელისგან ცდუნებული, საჯაროდ წაიბორძიკებდა ხოლმე, შეცდომებს უშვებდა,თავის სუსტ მხარეებს ამჟღავნებდა. სიტყვითა და საქმით სცოდავდა ტაქტისა დაგონივრულობის მიმართ. მაგრამ ღირსება მოიპოვა, რომლისკენაც სწრაფვა, როგორციგი ამტკიცებდა, თან დაჰყვება ხოლმე ყოველ დიდ ნიჭს, უფრო მეტიც, შეიძლებოდაგვეთქვა, რომ მთელი მისი განვითარება ღირსებისკენ შეგნებული და შეუპოვარი, ეჭვისადა ირონიის მიერ აღძრული ყოველგვარი დაბრკოლების გადამლახავი აღმავლობა იყო.

ცოცხალი, სულიერად იოლად მისაწვდომი განსახიერება ბიურგერულ მასებს ატკბობს,მაგრამ მგზნებარე და უშუალო ახალგაზრდობას მარტოოდენ პრობლემატური იტაცებს.და აშენბახიც ისეთი პრობლემატური და უშუალო იყო, როგორიც კი რომელიმე ჭაბუკიშეიძლება იყოს. სულს ხარკს უხდიდა გაფაციცებით, მტაცებლურად ამუშავებდა შემეცნებისმადანს, სათესლე მარცვლეულსაც კი ფქვავდა, ამხელდა საიდუმლოებებს, ეჭვი შეჰქონდანიჭში, ღალატობდა ხელოვნებას და იმ დროს, როდესაც მის მიერ გამოძერწილიქმნილებანი რწმენით აღსავსე თაყვანისმცემელთ ატკბობდნენ, ამაღლებდნენ დააღაფრთოვანებდნენ, იგი, ჭაბუკი ხელოვანი, ოციოდე წლის ახალგაზრდებს ანცვიფრებდაცინიკური მსჯელობით ხელოვნებისა და ხელოვნებისადმი მსახურების საჭოჭმანო არსისშესახებ.

მაგრამ, როგორც ჩანს, კეთილშობილი და მძლავრი სული არაფრის მიმართ ისესწრაფად და ძირისძირობამდე არ ჩლუნგდება, როგორც შემეცნების მძაფრ და მწარეგაღიზიანებათა მიმართ; და, რა თქმა უნდა, ყმაწვილის თვით ყველაზე მძიმეგანწყობილება და კეთილსინდისიერი საფუძვლიანობა ზედაპირული ჩანსდაოსტატებული ვაჟკაცის ღრმა გადაწყვეტილებებთან შედარებით – უარყოს ცოდნა,უკუაგდოს, მაღლა აწეული თავით გადააბიჯოს ზედ, რამდენადაც მას შეუძლია ოდნავმაინც მოადუნოს, სიმამაცე და ღირსება წაართვას ნებისყოფას, მოქმედებას, გრძნობასადა თვით ვნებასაც კი. განა სახელგანთქმული „უბადრუკი“ სხვაფრივ შეიძლებოდაგაგებულიყო, თუ არა როგორც ზიზღის გადმონთხევა ეპოქის უხამსი ფსიქოლოგიზმისმისამართით? ხსენებულ მოთხრობაში უხამსი ფსიქოლოგიზმი განსახიერებულია იმდონდლო, ბრიყვი და ნახევრად არამზადას სახით, რომელიც ბედს იმით ეწევა, რომცოლს უძლურების, მანკიერებისა და ეთიკური არასრულფასოვნების გამო პირტიტველაყმაწვილს უგდებს ხელში და ჰგონია, რომ მდაბალი საქციელი განცდათა სიღრმის გამოშეიძლება შეენდოს. მძლეთამძლე სიტყვა, რომლითაც აქ გაკიცხული იყო გასაკიცხი,იუწყებოდა ყოველგვარი ზნეობრივი ორჭოფობიდან გადახვევას, დაცემულობისადმიყოველგვარი სიმპათიის დაგმობას, უარის თქმას უპრინციპო გულშემატკივრობაზეცნობილი სენტენციისა: „ყველაფერი გაიგო, ნიშნავს ყველაფერი მიუტევო“, და ის, რაც აქმზადდებოდა, უფრო მეტიც, რაც აქ უკვე სისრულეში იქნა მოყვანილი, იყო „ხელმეორედშობილი უშუალობის სასწაული“, რომლის შესახებაც ოდნავ მოგვიანებით ამავე ავტორისერთ-ერთ დიალოგში ხაზგასმით, ხელახლა და არცთუ საიდუმლოებით აღსავსე კილოსგარეშე იყო ლაპარაკი. საოცარი თანხვედრაა! იქნებ ამ „ხელმეორედ შობის“, ამ ახალიღირსებისა და სიმკაცრის სულიერი შედეგი იყო მშვენიერების გრძნობის თითქმისწარმოუდგენელი გაცხოველება, ფორმის ის კეთილშობილი სიწმინდე, სისადავე დათანაბარზომიერება, რაც სწორედ იმ დროისთვის გამოვლინდა ავტორში და რამაც მისქმნილებებს ერთხელ და სამუდამოდ ოსტატობისა და კლასიკურობის ესოდენ სასურველიბეჭედი დაასვა?

Page 42: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

მაგრამ ზნეობრივი მიზანსწრაფვა ცოდნის მიღმა, ამომხსნელი და დამაბრკოლებელიშემეცნების მიღმა, – განა იგი თავის მხრივ ისევ სამყაროსა და ადამიანის სულისგაუბრალოებას, ზნეობრივ გამარტივებას არ ნიშნავს და, მაშასადამე, სიავისა,აკრძალულისა და ზნეობრივად დაუშვებლისკენ სწრაფვის გაძლიერებასაც? და განაფორმას ორმაგი სახე არა აქვს? განა იგი ერთსა და იმავე დროს ზნეობრივიცა და უზნეოცარ არის? – ზნეობრივი როგორც შინაგანი დისციპლინის შედეგი და გამოხატულება,ხოლო უზნეო და თვით აღვირახსნილიც კი, რამდენადაც ბუნებით მორალურინდიფერენტულობას მოიცავს და არსებითად იმისთვისაც კი იღვწის, რომ მორალურსთავისი ამაყი და თვითმპყრობელური სკიპტრის წინაშე ქედი მოახრევინოს.

ასეა თუ ისე, განვითარება იგივე ბედისწერაა და როგორ შეიძლება ის, რომელსაც თანახლავს ფართო საზოგადოების საყოველთაო ნდობა, სხვაფრივ არ მიმდინარეობდეს,იმასთან შედარებით, რომელიც ბრწყინვალებას მოკლებულია და სახელის საამურტვირთს არ იცნობს? მარტოოდენ გამოუსწორებელ ბოჰემას მიაჩნია მოსაწყენად დადაცინვის საღერღელი ეშლება, როდესაც დიადი ნიჭი აზატდება, ლიბერტიანულ ნაჭუჭსამსხვრევს, ეჩვევა სულის ღირსების ცხადლივ აღქმას, მარტოობის საუფლოს კარზემიღებულ ზნე-ჩვეულებებს ითვისებს, მარტოობის, რომელიც აღსავსე იყო განუკითხავ-განუზიარებელი, მკაცრად ერთპიროვნული ტანჯვა-ვაებით, ბრძოლებით და ბოლოს მაინცკაცთა შორის პატივი და ძალაუფლება მოახვეჭინა. რამდენი თამაში, შეუპოვრობა დასიტკბოებაა ნიჭის თვითჩამოყალიბებაში! ერთგვარი ოფიციოზურ-აღმზრდელობითირაღაც გაჩნდა დროთა ვითარებაში გუსტავ აშენბახის ნაწერებში; ბოლო წლებში მისისტილი გაურბოდა ფიცხელ სითამამეს, იკლიკანტურ და ახლებურ შუქ-ჩრდილებს, იგისანიმუშო და ჩამოყალიბებული, დახვეწილი და ტრადიციული, მდგრადი, ფორმალური,თვით ფორმულის მსგავსიც კი გახდა, და როგორც ამას ლუდოვიკო XIV-ის შესახებგადმოცემა ამტკიცებს, მანაც, უკვე, ხანში შესულმა, თავისი მარაგიდან ყოველი მდაბალისიტყვა განდევნა. მაშინ იყო სწორედ, რომ განათლების ორგანოებმა მისინაწარმოებებიდან რჩეული ადგილები რეკომენდებულ სასკოლო ქრესტომათიებშიშეიტანეს. შინაგანად კმაყოფილი იყო და უარიც არ უთქვამს, როდესაც მას, „ფრიდრიჰის“მგოსანს, ერთ-ერთმა გერმანელმა მთავარმა, რომელიც ის-ის იყო ტახტზე ავიდა,დაბადებიდან ორმოცდაათი წლისთავის აღსანიშნავად პირადი აზნაურობა უბოძა.

რამდენიმე მოუსვენარი წელიწადისა და სადმე დამკვიდრების ამაო ცდის შემდეგ მანკარგა ხანია უკვე მიუნხენი აირჩია მუდმივ სამყოფლად და ისეთ პატივისცემაშიცხოვრობდა იქ, როგორიც მოაზროვნეს მხოლოდ ცალკეულ განსაკუთრებულშემთხვევებში ხვდება ხოლმე წილად. ცოლად ჯერ კიდევ სიჭაბუკის ჟამს შეირთოსწავლულის ოჯახიდან გამოსული ქალიშვილი, მაგრამ ხანმოკლე ბედნიერების შემდეგ ამუკანასკნელის სიკვდილმა უდროოდ გაჰყარა ისინი და მხოლოდ ერთი ქალიშვილიღადარჩა მისგან, რომელიც ახლა გათხოვილი ჰყავდა, ხოლო ვაჟი არასოდეს ჰყოლია.

გუსტავ ფონ აშენბახი საშუალოზე ოდნავ დაბალი ტანისა იყო, შავგვრემანი დაწვერგაპარსული. თავი ცოტათი დიდი უჩანდა თითქმის ჩია სხეულთან შედარებით. უკანდავარცხნილი თმა, კეფაზე შეთხელებული, ხოლო საფეთქლებთან მთლადგაჭაღარავებული, გარს ეკვროდა მაღალსა და ნაოჭებით გადახნულ შუბლს. ჩარჩოშიჩაუსმელ მინებიანი ოქროს სათვალის უღელი მაგრად ჩასჭდეოდა მსხვილი დაკეთილშობილად მოყვანილი ცხვირის კეხზე. პირი დიდი ჰქონდა, ხან მოშვებული, ხანაცანაზდეულად თხელი და დაძაბული; ლოყები გამხდარი, ნაოჭებით დასერილი, დამოხდენილად ჩამოქნილი ნიკაპი შუაზე ნაზად გაყოფილი. ასე იტყოდით, ვინ იცის, რა არგადახდენიაო ამ მეტწილად მარტვილივით გვერდზე გადახრილ თავს; და მაინც, ესხელოვნება გახლდათ, რომელმაც გამოიწვია ზემოაღნიშნული ფიზიოლოგიურიწარმონაქმნი, მძიმე და მღელვარე ცხოვრების შედეგი რომ არის ხოლმე ჩვეულებრივ. ამშუბლის მიღმა იშვა ვოლტერსა და მეფეს შორის ომზე წარმოებული საუბრის მღელვარერეპლიკები: ეს დაღლილი და სათვალის მინებიდან შორს მაცქერალი თვალებიხედავდნენ შვიდწლიანი ომის ლაზარეთთა სისხლიან ჯოჯოხეთს. ხელოვნებაპირადულად, ცალკეული შემოქმედის თვალსაზრისითაც ინტენსიურ ცხოვრებასგულისხმობს, იგი უფრო ღრმად აბედნიერებს, უფრო სწრაფად ფიტავს და იმას, ვინც მასმსახურებს, სახეზე წარმოსახვითსა თუ სულიერ ავანტიურათა კვალს აღუბეჭდავს; თვითგარეგნულად წყნარი და მონასტრული ცხოვრების შემთხვევაშიც გარკვეული დროის

Page 43: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

მანძილზე ისეთ განებივრებულობას, ჭარბ სინატიფეს, დაღლილობას და ნერვულცნობისმოყვარეობას წარმოშობს, როგორსაც ძნელად თუ გამოიწვევს თვით ყველაზებობოქარი ვნებებითა და ამქვეყნიური სიამით აღსავსე ცხოვრება.

*

ამ გასეირნების შემდეგ მრავალმა საერო და ლიტერატურული ხასიათის საქმემდაახლოებით ორი კვირა კიდევ დააყოვნა მოგზაურობას მოწყურებული მწერალიმიუნხენში. ბოლოს ბრძანა, ოთხი კვირის შემდეგ, ე.ი. იმ დროისთვის, როდესაც უკანდაბრუნებას აპირებდა, მზად ჰქონოდათ მისი სააგარაკო სახლი სოფლად და მაისისმეორე ნახევარში ღამის მატარებლით ტრიესტს გაემგზავრა, სადაც ერთი დღე და ღამედარჩა და მომდევნო დილას პოლაში მიმავალი გემით განაგრძო გზა.

ვინაიდან უცხო და უჩვეულო გარემოს ეძიებდა, რომელიც თან ახლოც უნდა ყოფილიყო,ადგილსამყოფლად ბოლო წლებში სახელგანთქმული კუნძული აირჩია, რომელიცადრიატიკის ზღვაში, ისტრიის ნაპირის მახლობლად მდებარეობდა, ლამაზადდაკბილული კლდეების წყებით იყო გაშლილ ზღვაში შემორაგული, ფერად-ფერადფალას-ფულასში გამოწყობილ და უცნაურად მჟღერ ენაზე მოლაპარაკე ხალხითდასახლებული. მაგრამ წვიმა და მძიმე ჰაერი, პროვინციული, პირწმინდადავსტრიელთაგან შემდგარი საზოგადოება ოტელში და ზღვასთან იმ წყნარი, გულითადიდამოკიდებულების ნაკლებობა, რომელსაც მარტოოდენ ქვიშით მოფენილი ნაზი ნაპირიგვანიჭებს, აღიზიანებდა მას და სულ უფრო და უფრო რწმუნდებოდა, რომ იქ არ მოხვდა,საითკენაც მიილტვოდა. საით მიეწეოდა გული, ჯერ კიდევ ნათელი არ იყო მისთვის და ესკითხვა აწვალებდა ერთთავად. გემების მარშრუტები შეისწავლა, მაძებრის თვალითგასცქეროდა სივრცეებს და ანაზდეულად, როგორც მოულოდნელი, მაგრამ ამავე დროსთავისთავად გასაგები რამ, თვალწინ დაუდგა მოგზაურობის მიზანი. თუ გსურს, ერთღამეში მიაღწიო რაღაც შეუდარებელსა და ზღაპრულად უჩვეულოს, სად უნდაგაემგზავრო? განა ეს ნათელი არ არის? აბა, რა უნდა აქ?! აშკარად შეცდა, რომ აქჩამოვიდა. იქ უნდა გამგზავრებულიყო. დაუყოვნებლივ გამოასწორებს შეცდომას და წავააქედან. და აი, კუნძულზე ჩამოსვლიდან კვირა-ნახევრის შემდეგ სწრაფმავალიმოტორიანი ნავი სისხამ დილას ჯანღით შესუდრულ ტალღებზე მიაქროლებდა მასა დამის ბარგს უკან, სამხედრო ნავსადგურისკენ, სადაც მხოლოდ იმიტომ დადგა ხმელეთზეფეხი, რომ მაშინვე ტრაპით სველ ერდოზე ასულიყო გემისა, რომელსაც ორთქლის ქვაბიუკვე გაეხურებინა და ვენეციაში წასასვლელად მზად იყო.

ეს გახლდათ ძველისძველი, გაჭვარტლული და პირქუში იტალიური გემი, რომელსაცთავისი დრო უკვე მოეჭამა. მღვიმისებურ, ხელოვნურად განათებულ შიდა კაიუტაში,საითკენაც აშენბახს გემზე ასვლისთანავე ერთი კუზიანი და უსუფთაო მეზღვაური წაუძღვათავაზიანი ღრეჭით, მაგიდასთან იჯდა თხისწვერა კაცი, რომელსაც ქუდი ქეშადჩამოეფხატა შუბლზე, პირის კუნჭულში სიგარის ნამწვი გაეჩარა და მთელი თავისიფიზიონომიით ძველებური ცირკის დირექტორს მოგაგონებდათ. იგი დაუძაბავი საქმიანიგამომეტყველებით, თითქოს იმანჭებაო, მგზავრთა ვინაობას იწერდა და ბილეთებსაძლევდა მათ. „ვენეციაში!“ გაიმეორა აშენბახის ნათქვამი, შემდეგ ხელი გაიწოდა დაკალამი ცალ მხარეზე დაყირავებული სამელნის ფსკერზე მელნის ფაფისებურ ნარჩენშიჩააწო. „ვენეციაში, პირველი კლასი! ინებეთ, ბატონო ჩემო!“ თან მსხვილი ასოებით რაღაცდაჯღაბნა ქაღალდზე, ზედ ცისფერი ქვიშა მოაყარა ქილიდან, დაიცადა, ვიდრე იგი თიხისჯამში ჩაიპნეოდა, ყვითელი, გაძვალტყავებული თითებით დაკეცა ქაღალდი და ისევგანაგრძო წერა. „მოგზაურობის მიზანი საუცხოოდ შეგირჩევიათ, – ლაყბობდა თანამასობაში, – ო, ვენეცია! დიდებული ქალაქია! დაუოკებლად იზიდავს განათლებულთროგორც თავისი ისტორიით, ისევე ამჟამინდელი მომხიბლაობითაც!“ მის მოძრაობათაგაშანდაკებულ სიმარდესა და უსაგნო ლაყბობას, რომელიც თან ახლდა მათ, ჰქონდარაღაც გამაბრუებელი და თვალისამხვევი, თითქოს ეშინოდა, რომ სანამ დრო იყო,მგზავრს ვენეციაში გამგზავრება არ გადაეფიქრებინა. ფული სწრაფად გამოართვა დახურდა კრუპიეს გაწაფულობით გადმოუგდო მაგიდაზე გადაკრულ დალაქავებულ მაუდზე.„კარგ დროს ტარებას გისურვებთ, ბატონო ჩემო!“ – დასძინა მან და მსახიობივით თავიდაუკრა. – დიდ პატივს მდებთ, რომ თქვენი წაყვანა მხვდა წილად... აბა, ბატონებო!“ –შესძახა მან დაუყოვნებლივ და თან ხელი მაღლა ასწია, თითქოს უამრავი მგზავრი ეხვია

Page 44: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

გარს. ნამდვილად კი ბილეთის მსურველი აღარავინ იყო. აშენბახი გემბანზე დაბრუნდა.

ცალი ხელით მოაჯირზე დაყრდნობილი უჭვრეტდა მოცლილთა ბრბოს, რომელიც გემისწასვლის მოლოდინში ნაპირზე ზიმზიმებდა, და გემზე მყოფ მგზავრებს. ისინი, ვინც მეორეკლასით მგზავრობდნენ, კაცები და ქალები, ქვედა გემბანზე, გემის წინა ნაწილში,დაყუნცულიყვნენ, სკამებად ყუთები და მაფრაშები გამოეყენებინათ, ზედა გემბანისმგზავრთა საზოგადოებას კი ყმაწვილ კაცთა ჯგუფი შეადგენდა, რომლებიც, როგორცჩანდა, პოლელი ნოქრები იყვნენ, იტალიაში ექსკურსია მოეწყოთ და ამით აღტაცებულნიიყვნენ. თავი მოსწონდათ, ამაყობდნენ თავიანთი წამოწყებით, ყაყანებდნენ, იცინოდნენ,თვითკმაყოფილებით შეპყრობილნი ტკბებოდნენ საკუთარი მიმიკით და მოაჯირზეგადაყრდნობილები მოსწრებულ დამცინავ სიტყვა-თქმებს გასძახოდნენ ამხანაგებს,რომლებიც იღლიაში პორტფელამოჩრილები მიდიოდნენ სანაპიროზე – თავ-თავიანთსავაჭროებში მიეშურებოდნენ, თან ხელჯოხს უქნევდნენ გემზე მყოფ მეინახეებს. ერთიმათგანი, რომელიც ერთობ ახალმოდურად ღია ყვითელ საზაფხულო კოსტიუმში, წითელჰალსტუხსა და ჩაუქად ზეაკეცილ კიდეებიან პანამაში იყო გამოწყობილი, დანარჩენთაგანმჩხავანა ხმითა და უზომო აღტყინებით გამოირჩეოდა. მაგრამ ის იყო, აშენბახმა ოდნავუფრო დაკვირვებით შეავლო თვალი და მაშინვე ძრწოლვით შენიშნა, რომ ყმაწვილი კაციყალბი გახლდათ. მისი ხანდაზმულობა ეჭვს არ იწვევდა: თვალებისა და პირის ირგვლივნაოჭები ეფინა. მქრქალ ვარდისფერ ლოყებზე გრიმი წაეცხო. წაბლისფერი თმა,ჭრელბაფთიანი ჩალის ქუდის ქვეშ რომ ჩამოსცვენოდა, პარიკი იყო, ყელიც დამჭკნარიდა დაძარღვული ჰქონდა, ხოლო მაღლა აპრეხილი ულვაშები და ესპანურ ყაიდაზემოშვებული წვერი – შეღებილი. ყვითლად ჩაკიწკიწებული კბილები, რომელთაც სიცილისდროს აჩენდა, იაფფასიან პროთეზს წარმოადგენდა, ხოლო ხელები – ორივე საჩვენებელთითზე ბეჭდებით შემკული ხელები, ნამდვილი მხცოვანისა იყო. შეძრწუნებული აშენბახითვალყურს ადევნებდა, როგორ ეჭირა თავი ამფსონებში. ნუთუ არ იციან, ნუთუ ვერამჩნევენ, რომ მოხუცია, უმართებულოდ აცვია მათებრ დარდიმანდული, ფერად-ფერადისამოსელი და უმართებულოდ სურს, ერთ-ერთ მათგანად გაასაღოს თავი? როგორცჩანდა, შეჩვეულნი იყვნენ მასთან, მიღებული ჰყავდათ თავიანთ წრეში, რადგან როგორცთავის სწორს, ისე ეპყრობოდნენ და გაუბრაზებლად პასუხობდნენ მუჯლუგუნებზე,რომელთაც ხუმრობით ხან ერთს სთავაზობდა გვერდში და ხან მეორეს. როგორშეიძლებოდა ეს მომხდარიყო? აშენბახმა შუბლზე ხელი აიფარა და თვალები მილულა;ქუთუთოები ეწვოდა, რადგან წინა ღამით ძალიან ცოტა ეძინა. ასე ეგონა, თითქოსყოველივემ ფერი იცვალა, თითქო სიზმარეული ჩვენება დაიწყო და ქვეყნიერებასაოცრად უცხო და მახინჯ იერს იღებდა, რასაც ბოლო მოეღებოდა, თუ სახეს ცოტათიმოიჩრდილავდა და მერე ხელახლა მიმოიხედავდა. მაგრამ სწორედ იმ წამს ისეთიგრძნობა დაეუფლა, თითქო სადღაც მიცურავდა და უგუნური შიშით შეპყრობილმათვალები გაახილა და დაინახა, რომ გემის მძიმე და მრუმე კორპუსი ნელ-ნელასცილდებოდა ნავმისადგომის კედელს. მანქანა გამალებით მუშაობდა, ხან წინ ეწეოდაგემს, ხან უკან და დუიმობით ფართოვდებოდა სხვადასხვა ფერად მოციგლიგე ჭუჭყიანიწყლის ზოლი სანაპიროსა და გემს შორის, რომელმაც მოუქნელი მანევრების შემდეგ,როგორც იქნა, გაშლილი ზღვისკენ მიაბრუნა ბუგშპრიტი. აშენბახი მარჯვენა ბორტზეგადავიდა, სადაც კუზიანს უკვე გაეშალა მისთვის შეზლონგი, ხოლო დალაქავებულფრაკში გამოწყობილი სტიუარდი შეეკითხა, რას ინებებთო.

ცა ნაცრისფერი იყო და ნოტიო ქარი უბერავდა. ნავსადგური და კუნძულები უკან დარჩა;ხმელეთი სწრაფად მიიმალა ბურუსით მოცულ ჰორიზონტზე. ნესტით გაჟღენთილიჭვარტლის ფიფქები მორეცხილ გემბანზე ცვიოდნენ, რომელიც ვერა და ვერგამშრალიყო. ერთი საათი თუ იქნებოდა გასული, რომ ზედ ტენტი გადასჭიმეს, რადგანწვიმა დაიწყო.

პალტოში გახვეულიყო, მუხლებზე წიგნი ედო და ისე ისვენებდა ჩვენი მგზავრი. დროშეუმჩნევლად მიედინებოდა. წვიმამ გადაიღო და ტილოს ფარდაც აკეცეს. ცის კიდურზეხმელეთის ნასახიც არ ჩანდა, ზეცის პირქუში გუმბათის ქვეშ უდაბური ზღვისთვალშეუდგამი ბადრო გართხმულიყო. მაგრამ ცარიელ, დაუნაწევრებელ სივრცეში ჩვენსშეგრძნებას დროის საზომი აღარ გააჩნია და უსაზღვროების ბინდში ვრიალებთ.საკვირველი ჩვენებანი აირივნენ მთვლემარის თავში; პრანჭია ბერიკაცი და თხისწვერაჯეელი, გემზე ბილეთებს რომ ყიდდა, რაღაცას გაურკვევლად ანიშნებდნენ, აბნეულ,მისნურ სიტყვებს ეუბნებოდნენ, და აშენბახს ჩაეძინა.

Page 45: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

შუადღისას სასაუზმოდ ჩაიყვანეს კაიუტ-კომპანიაში, რომელიც დერეფანს ჰგავდა, რადგანმასში ყოველი კაიუტიდან კარი გამოდიოდა. აქ, გრძელი მაგიდის ბოლოში (აშენბახიმაგიდის თავში დასვეს), ათი საათიდან მოყოლებული ქეიფობდნენ ნოქრები და მათშორის ბერიკაციც მხიარულ კაპიტანთან ერთად. საუზმე მწირი იყო და მწერალმასწრაფად მოათავა. გული ზევით მიეწეოდა, გარეთ, უნდოდა ზეცისთვის შეეხედა: ხომ არმოიწმინდებოდა ვენეციის ზეგარდმო.

ეჭვიც არ ეპარებოდა, რომ ასე მოხდებოდა, ვინაიდან ეს ქალაქი მუდამგაცისკროვნებული ხვდებოდა. მაგრამ ცაც და ზღვაც კვლავ ამღვრეული და ტყვიისფერიიყო, ჟამიდან ჟამზე სცრიდა კიდეც და იგი შეურიგდა იმ აზრს, რომ საზღვაო გზით ჩასულსსულ სხვა ვენეცია დახვდებოდა, ვიდრე სახმელეთოთი ჩასულს დახვედრია ოდესმე.მთავარ ანძასთან იდგა და შორეთს გასცქეროდა, ხმელეთის გამოჩენას ელოდებოდა.მოაგონდა სევდიანი ენთუზიასტი პოეტი, რომელსაც ოდესღაც აქვე, ამ წყლისსივრცეებიდან წარმოუდგა საოცნებო თაღები და სამრეკლოები, და ჩუმად იმეორებდაზოგიერთ ადგილს იმ დიადი სიმღერისა, რომელიც მაშინ პოეტის აღტაცებულმამოკრძალებამ, ბედნიერებამ და მწუხარებამ შეთხზა; ამ უკვე გარკვეულ ფორმაშიჩამოყალიბებული გრძნობით აჩქროლებული ეკითხებოდა თავის მკაცრსა და დაღლილგულს: ეწერა თუ არა კიდევ ახალი აღფრთოვანება და შეჩქვიფება, დროგადასულიავანტიურა გრძნობისა მას, მოცლილ მოგზაურს?

აი, მარჯვნივ ამოტივტივდა დაბალი ნაპირი, ახლა უკვე მეთევზეთა ნავებმაგამოაცოცხლეს ზღვა, გამოჩნდა მობანავეთა კუნძულიც, გემმა მარცხნივ მოიტოვა იგი,ნელი სვლით შესრიალდა ვიწრო პორტში, რომელიც ამ კუნძულის სახელს ატარებს, დალაგუნაში გაჩერდა უბადრუკი და ჭრელაჭრულა ქოხმახების წინ, ვინაიდან სანიტარულისამსახურის ორჩხომელს უნდა დალოდებოდა.

მთელი საათი გავიდა, ვიდრე ის გამოჩნდებოდა. თითქოს ჩასულები იყვნენ ვენეციაში დათან თითქოს არც იყვნენ ჩასულები; არავის ეჩქარებოდა, მაგრამ მაინც მოუთმენლობამშეიპყრო ყველანი. ახალგაზრდა პოლელები, პატრიოტიზმით წაქეზებულები, თუ შეიძლებასამხედრო საყვირთა სიგნალებითაც, რომლებიც საზოგადოებრივი ბაღების მხრიდანმოისმოდა წყლის ზეგარდმო, გემბანზე გამოეფინნენ და ასტით შეზარხოშებულნი „ვაშას“გასძახოდნენ ბერსალიერებს, რომლებიც წყალგაღმა წვრთნას გადიოდნენ. მაგრამნამდვილად ამაზრზენი იყო იმის ცქერა, თუ რა მდგომარეობამდე მიეყვანა კოხტაპრუწაბერიკაცი ახალგაზრდებთან ცრუ ამფსონობასა და ტოლის დაუდებლობას. მისმოხუცებულ თავს აღარ შეეძლო ღვინოს ისე გამკლავებოდა, როგორც ჭაბუკთა მედგართავებს და შესაბრალისად დამთვრალიყო. გამოლენჩებული იყურებოდა. ძლივსიმაგრებდა აკანკალებულ თითებს შორის გაჩრილ სიგარეტს, ბარბაცებდა, გაჭირვებითინარჩუნებდა წონასწორობას და ღვინით გამობრუჟული ხან წინ გადაიზნიქებოდა, ხან უკანგადაექანებოდა, ადილიდან დაძვრას კი ვერ ბედავდა, რადგან გრძნობდა, რომ პირველინაბიჯის გადადგმისთანავე წაიქცეოდა. და მაინც, ყოვლად უბადრუკ სიანცეს იჩენდა,ყველას, ვინც კი მიუახლოვდებოდა, ღილზე ებღაუჭებოდა, ლუღლუღებდა, ვიღაცასთვალს უკრავდა, ხითხითებდა, მაღლა სწევდა ბეჭდიან დამჭკნარ საჩვენებელ თითსრომელიღაც ბრიყვული ანგლობისთვის და ენის წვერით საზიზღრად, ორაზროვნადილოკავდა ტუჩებს. აშენბახი წარბშეკრული უჭვრეტდა და კვლავ ისეთი გამაბრუებელიგრძნობა ეუფლებოდა, თითქოს სამყარო ოდნავ შესამჩნევ, მაგრამ დაუოკებელმიდრეკილებას იჩენდა, ახირებული, კარიკატურული სახე მიეღო. მაგრამ ეს კია, რომგარემოებამ საშუალება არ მისცა აშენბახს ამ გრძნობას აჰყოლოდა, რადგან მანქანაკვლავ ამუშავდა, ადუგდუგდა და გემმა, რომელსაც მიზნიდან ასე ახლოს მოუხდაგაჩერება, ისევ განაგრძო სვლა წმ. მარკოზის არხით.

მაშ ასე, კვლავ ხედავდა ამ საკვირველ ქალაქს, ამ ზღაპრულ ნავსადგურს, მისფანტასტიკურ ნაგებობათა თვალისმომჭრელ ანსამბლს, რომლითაც რესპუბლიკამოახლოებული ზღვაოსნის მოკრძალებულ მზერას ხვდებოდა ხოლმე. სასახლისა დაამოოხვრათა ხიდის ჰაეროვან დიდებულებას, ლომისა და წმ. მარკოზის გამოსახულებიანსვეტებს ნაპირზე, საარაკო ტაძრის წინ გამოწეულ ბრწყინვალე ფრთას, გასცქეროდა ხედსხიდის ღიობში, ვეება საათს, და თან ფიქრობდა, რომ ვენეციაში ხმელეთით, რკინიგზისსადგურის მხრიდან ჩასვლა იგივე იყო, რაც სასახლეში სამარქაფო კარიდან შესვლა, დარომ მხოლოდ ასე, როგორც ამჟამად ის, მხოლოდ გემით, მარტოოდენ ღია ზღვის

Page 46: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

მხრიდან უნდა ეწვიო ქალაქთა შორის ყველაზე გაუგონარსა და არნახულ ქალაქს.

ძრავა გაჩერდა, გონდოლები ერთად შექუჩებულნი გამოეშურნენ გემისკენ, საბიჯელაჩაუშვეს, პირველნი საბაჟოს მოხელეები ამოვიდნენ და დაუყოვნებლივ შეუდგნენსაქმიანობას; შემდეგ მგზავრებს ნება დართეს გემი დაეტოვებინათ. აშენბახმა განაცხადა,რომ გონდოლა სჭირდება, რომელიც იმ ნავმისადგომთან გადაიყვანს და ბარგსაცგადაუტანს, სადაც ქალაქსა და ლიდოს შორის მავალი კატარღა ჩერდება: იგი ზღვისპირას აპირებს დაბინავებას. ჩანაფიქრს უწონებენ და მის სურვილს ბორტს მიღმაადგილობრივ დიალექტზე მოკინკლავე გონდოლიერეებს გადასძახებენ. მაგრამ ნაპირზეგადასვლა ჯერ მაინც არ ძალუძს, წინ საკუთარი ზანდუკი ეღობება, რომელიც დიდიჭაპანწყვეტით ჩააქვთ საბიჯელაზე. ამიტომ ერთი-ორი წუთის განმავლობაში საშუალებაარა აქვს თავი დააღწიოს ამაზრზენი მოხუცის აბეზარ ყურადღებას. ბერიკაცს ეტყობა,ღვინის ზარხოშმა გადააწყვეტინა თავაზიანად გზა დაულოცოს უცხოელს. „ბედნიერ დროსტარებას გისურვებთ, – კიკინებს იგი და თან ფეხის ქუსლებს ერთმანეთს უტყაპუნებს. –კეთილად მოგვიგონებდეთ! Au revoir, excusez et bon Jour[2], თქვენო აღმატებულებავ!“ –თან პირი წყლით ევსება, თვალებს ნაბავს, პირის კუნჭულებს ილოკავს და ბებრული ბაგისქვეშ შეღებილი ესპანური წვერი ებურძგლება. „ქათინაურებს იმსახურებთ, – განაგრძობსის ბლუკუნს და ჰაეროვან კოცნას უგზავნის. – ქათინაურებს იმსახურებთ, ჩვენო კარგო,ჩვენო მშვენიერო, ჩვენო ტურფავ“... აქ უეცრად მის ზედა ყბას კბილების პროთეზისცილდება და ქვედა ტუჩზე უვარდება. აშენბახს შესაძლებლობა ეძლევა, ხელიდანდაუსხლტეს. „ჩვენო ტურფავ, ჩვენო სულიკო“... – ესმის მას ზურგს უკან მოყრუყუნე,დახშული ბგერები, როდესაც თოკის მოაჯირზე მოჭიდებული კიბეზე ეშვება.

ვის არ განუცდია წამიერი ჩქროლვა, იდუმალი კრძალვა და ძრწოლა, როდესაც ვენეციურგონდოლაში პირველად, ანდა დიდი ხნის გადაჩვეული ჩამჯდარა? ეს საოცარი ნავიოდნავ არ შეცვლილა, ისე მოაღწია გარდასული რომანტიკული დროებიდან ჩვენამდე დაისე შავია, როგორც არც ერთი სხვა საგანი, კუბოს გარდა. იგი მოგვაგონებს უჩუმრისპირდა დანაშაულებრივ თავგადასავლებს მოკამკამე ღამეში, მაგრამ უფრო მეტად კი თავადსიკვდილს, საკაცეს, წესის აგებასა და უკანასკნელ, მდუმარე სვლას. და ვის არ შეუნიშნავს,რომ დასაჯდომი ამ ნავში, ეს კუბოსავით შავი, გალაქული და მქრქალი შავითვეგამოკრული სავარძელი ყველაზე რბილი, ყველაზე სათუთი და საამურია მთელდედამიწის ზურგზე? აშენბახმაც აღიქვა ეს, როდესაც გონდოლიერს ფერხთითა და ნავისცხვირზე პეწენიკად ერთად დალაგებული ბარგის პირდაპირ ჩამოჯდა. მენავეებიკინკლაობას განაგრძობდნენ; უხეშად, გაუგებრად და მუქარით აღსავსე ჟესტიკულაციითმიმართავდნენ ერთმანეთს. მაგრამ წყალზე მდებარე ქალაქის თავისებური მდუმარებათითქოსდა შეფარვით ისრუტავდა, მატერიალურობას აცლიდა და წყლის ზედაპირზეფანტავდა მათ ხმებს. აქ, ნავსადგურში, თბილოდა. სიროკოს თბილი ფშვინვაელამუნებოდა ბალიშების ფაფუკ სტიქიონში ნებიერად ჩაფლულ მოგზაურს, რომელმაცთვალები მილულა და ტკბებოდა ერთსა და იმავე დროს უჩვეულო და სანეტარომოდუნებით. „გზა ჩვენი ხანმოკლეა, – ფიქრობდა იგი. – ნეტავი მარად ასეგაგრძელდებოდეს!“ ნავი ნელა ირწეოდა და აშენბახი გრძნობდა, როგორ შორდებოდაგონდოლების ორომტრიალსა და გონდოლიერთა აყალმაყალს.

როგორი სიჩუმე, როგორი ღრმა მდუმარება ივანებდა მის ირგვლივ! ისმოდა მხოლოდნიჩბის წყალთან შეხების ჩქამი და ტალღების ყრუ დგაფუნი, რომელნიც ნავს წყლიდანმაღლა ამოჩრილ, აფთის მაგვარი ისრით შეიარაღებულ შავსა და წვეტიან ცხვირზეეჯახებოდნენ, და კიდევ ერთი რამ – რაღაც დუდუნი. ეს მეგონდოლე ბუტბუტებდა, თავისთავს ელაპარაკებოდა, კბილებში სცრიდა სიტყვებს და ნაწყვეტ-ნაწყვეტადწარმოთქმული ბგერები მისი მკლავების დაძაბული მუშაობით იყვნენ გათანგულნი.აშენბახმა თვალები გაახილა და ცოტა არ იყოს, ეუცხოვა, რომ ლაგუნაგაფართოებულიყო და ღია ზღვის მიმართულებით მიცურავდნენ. როგორც ჩანდა, არშეიძლებოდა ერთობ გულარხეინად ყოფილიყო და უნდა ეღონა რამე, რომ მისისურვილი შეესრულებინათ.

– ხომ იცით, ნავმისადგომთან უნდა მიმიყვანოთ, – უთხრა მან და თან ნახევრად უკანმიბრუნდა.

ბუტბუტი შეწყდა, მაგრამ პასუხი არ მიუღია.

Page 47: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

– ნავმისადგომთან უნდა მიმიყვანოთ-მეთქი! – გაიმეორა მან და ახლა მთლიანადმიტრიალდა, რათა სახეში შეეხედა გონდოლიერისთვის, რომელიც მის ზურგს უკან იდგა,ნავის შემაღლებულ ადგილზე და მქრქალ ცაზე მკაფიოდ ისახებოდა. ეს იყო უსიამო,სულაც მძვინვარე შესახედაობის კაცი, მეზღვაურის ლურჯი ხალათ-შარვალი ეცვა, წელზეყვითელი შარფი შემოერტყა და თავზე უკვე ფორმადაკარგული და ჩამოძენძილი ჩალისქუდი დარდიმანდულად გვერდზე მოეგდო. სახის ნაკვთები და ქერა ხუჭუჭა ულვაშებიპაჭუა ცხვირის ქვეშ სრულებით არ უგავდა იტალიელს. თუმცა ტანსუსტი და ამდენადთავისი ხელობისთვის არცთუ მაინცდამაინც გამოსადეგი ჩანდა, მაგრამ ნიჩბის ყოველმოსმას მთელი სხეულის ძალას ატანდა და ძალზე ენერგიულად მიჰყავდა გონდოლა.რამდენჯერმე მეტისმეტი დაძაბვისგან ტუჩები ისე დაეჭიმა, რომ თეთრად ჩაკიწკიწებულიკბილები გამოუჩნდა. წითური წარბები შეეკრა და სტუმრის თავს ზევით იყურებოდა.უეცრად როყიოდ, თითქმის უხეში კილოთი დასძინა: – თქვენ ხომ ლიდოში მიდიხართ.

აშენბახმა მიუგო: – მერე რა. მე გონდოლა მხოლოდ იმიტომ დავიქირავე, რომ წმ.მარკოზის მოედანზე გადაგეყვანეთ. იქიდან კი ვაპორეტოთი წავალ.

– ვაპორეტოთი ვერ წახვალთ, ბატონო ჩემო.

– მაინც რატომ ვერა?

– იმიტომ, რომ ვაპორეტოს ბარგი არ გადააქვს.

აშენბახს მოაგონდა, რომ მართლაც ასე იყო და გაჩუმდა. მაგრამ უკმეხი, თავხედური დააქაურებისთვის ეგზომ უჩვეულო მოპყრობა უცხოელისადმი აუტანელი ეჩვენა და უთხრა: –ეს უკვე ჩემი საქმეა. მე იქნებ მინდა ბარგი შესანახად მივაბარო, უკან გაბრუნებამოგიხდებათ.

დუმილი სუფევდა. მხოლოდ ნიჩბის მოსმის ხმა და გონდოლის ცხვირზე ტალღების ყრუდგაფუნი ისმოდა. შემდეგ კვლავ დაიწყო ბუტბუტი. გონდოლიერი კბილებში ცრიდასიტყვებს – საკუთარ თავს ელაპარაკებოდა.

რა უნდა ექნა? მარტოდმარტო იყო ნავში ამ საოცრად ურჩ, ტლუ და შეუპოვარადამიანთან და აბა, ჩვენს მოგზაურს რა გზა ჰქონდა, როგორ უნდა გაეყვანა თავისი?თანაც რა საამურად მოისვენებდა ფაფუკ ბალიშებზე, თუკი არ აღშფოთდებოდა! განათვითონ არ ისურვა, რომ გზა ხანგრძლივი ყოფილიყო, არასოდეს დასრულებულიყო?ყველაზე გონივრული იქნებოდა ბედს მინდობოდა და, რაც მთავარია, ყველაზესასიამოვნოც. ბანგივით მომადუნებელი რაღაც ჰქონდა მის სავარძელს, ამ შავითგამოკრულ დაბალ დასაჯდომს, ასე ნაზად რომ არწევდა ზურგს უკან მდგომი თავქეიფაგონდოლიერის ნიჩბის ყოველ მოსმაზე. ეჭვმა, რომ ბოროტმზრახველს ჩაუვარდა,ბუნდოვნად გაუელვა თავში, მაგრამ აქტიურ თავდაცვაზე ზრუნვა აზრადაც არ მოსვლია.კიდევ უფრო ამაზრზენად ეჩვენებოდა ის ამბავი, რომ შეიძლებოდა ყოველივე უბრალოდფულის გამოძალვა ყოფილიყო. მოვალეობისა თუ თავმოყვარეობის მსგავსმა გრძნობამ,როგორც მოგონებამ, რომ საშიშროება თავიდან უნდა აეცილებინა, აიძულა ერთხელკიდევ მოეკრიბა ძალ-ღონე და შეჰკითხვოდა: – რამდენს მოითხოვთ გადაყვანაში?

გონდოლიერს პოზა არ შეუცვლია, მის ზეგარდმო განაგრძობდა ცქერას და ისე მიუგო: –არაფერია, გადაიხდით.

სრულიად აშკარა იყო, რაც უნდა ეპასუხა ამაზე და აშენბახმაც მექანიკურად წარმოთქვა: –არაფერსაც არ გადავიხდი, არაფერს-მეთქი, გესმით, თუკი იქ არ წამიყვანთ, სადაც მემინდა.

– თქვენ ხომ ლიდოში მიდიხართ.

– ჰო, მაგრამ თქვენთან ერთად არა.

– მე კარგად მიმყავხართ.

„ეს მართალია, – გაიფიქრა აშენბახმა და კვლავ მოეშვა. – მართლაც კარგად მიგყავარდა თუნდაც ჩემს საფულეზე გეჭიროს თვალი და უკნიდან ნიჩბის ჩარტყმით სავანეშიგამისტუმრო, მაინც უნდა ითქვას, რომ კარგად მატარებდი“.

მაგრამ არაფერი ამის მსგავსი არ მომხდარა. პირიქით, მოხეტიალე მუსიკოსებით,

Page 48: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

ქალებითა და კაცებით, სავსე ნავიც კი შემოუერთდათ, რომლებიც გიტარებისა დამანდოლინების აკომპანემენტით მღეროდნენ; აღარ სცილდებოდნენ გონდოლას, ისეახლოს მიდიოდნენ, რომ ლამის ნავები ერთმანეთს შეხებოდნენ, და თან წყალზეგამეფებულ სიწყნარეს უცხოელის ყურისთვის გამიზნული სარფიანი სიმღერებითარღვევდნენ. აშენბახმა ფული ჩაუყარა მათ გამოწვდილ ქუდში და ისინიც გაჩუმდნენ დაუკუიქცნენ. ახლა ისევ გაისმა გონდოლიერის ბუტბუტი, კვლავ ხამუშ-ხამუშ, ნაწყვეტ-ნაწყვეტად რომ ესაუბრებოდა საკუთარ თავს.

და აი ასე, ქალაქს მიმავალი გემით აღძრული ტალღით დარწეულნი, ჩავიდნენ ლიდოში.ნაპირზე მუნიციპალიტეტის ორი მოხელე დადიოდა წინ და უკან, ხელები უკან დაეწყოთდა ლაგუნისკენ იყურებოდნენ. აშენბახი გონდოლიდან ნავმისადგომზე ერთ-ერთი იმბერიკაცის დახმარებით გადმოვიდა, რომელთაც ვენეციის ყველა ნავმისადგომთანშეხვდებით და რომლებიც ბარჯებით არიან შეიარაღებული. წვრილი ფული არაღმოაჩნდა და ნავმისადგომის მახლობლად მდებარე ოტელში შევიდა, რომდაეხურდავებინა და იმდენი მიეცა გონდოლიერისთვის, რამდენსაც თვითონ მიიჩნევდასაჭიროდ. ვესტიბიულში უხურდავებენ ფულს, უკან ბრუნდება და ხედავს: ბარგიორთვალაზე ზღვის პირას ალაგია, გონდოლა და გონდოლიერი კი გამქრალან.

– მოცოცხა, – ეუბნება ბარჯიანი ბერიკაცი, – ცუდი კაცია, ბატონო ჩემო, პატენტი არა აქვს.ერთადერთი გონდოლიერია, რომელსაც პატენტი არა აქვს. დანარჩენებმა აქ დარეკეს.ჰოდა, შენიშნა, რომ ელოდნენ და მოცოცხა.

აშენბახმა მხრები აიჩეჩა.

– ბატონო, უფასოდ იმგზავრეთ და... – უთხრა მოხუცმა და ქუდი გაუწოდა. აშენბახმა ფულიჩაუგდო შიგ. ბრძანა, მისი ბარგი მობანავეთა ოტელში წაეღოთ და ორთვალას გაჰყვახეივანში, თეთრად აყვავებულ ხეივანში, რომლის ორივე მხარეს სამიკიტნოები,ფარდულები და პანსიონები იყო ჩამწკრივებული და რომელიც კუნძულს გარდიგარდმოსერავდა და ზღვამდე ეშვებოდა.

ვრცელ ოტელში იგი უკნიდან, ბაღის ტერასის მხრიდან შევიდა, განვლო წინკარი, ვეებავესტიბიული და კანტორას მიაშურა. ადრევე აცნობა: ჩამოვდივარო და თავაზიანადშეეგებნენ, აღარ იცოდნენ, როგორ ესიამოვნებინათ. ადმინისტრატორმა, შავულვაშა,პატარა, ჩუმმა და ფარისევლურად ზრდილობიანმა კაცმა, ფრანგულ ყაიდაზე გამოჭრილსერთუკში გამოწყობილმა, ლიფტით აიყვანა ზევით, მესამე სართულზე და მისთვისგანკუთვნილი ნომერი უჩვენა, ალუბლის ხის ავეჯით მოწყობილი კოხტა ოთახი, რომელიცდამათრობლად სურნელოვანი ყვავილებით მოერთოთ და რომლის ფანჯრებიც გაშლილზღვას გადასცქეროდნენ. როცა ადმინისტრატორი წავიდა, აშენბახი ერთ-ერთ მათგანთანმივიდა და ვიდრე მის ზურგს უკან ბარგი შემოჰქონდათ და ოთახში ალაგებდნენ, გარეთიყურებოდა, უჭვრეტდა თითქმის უკაცრიელ ნაპირს, რაც ჩვეულებრივი იყო ნაშუადღევს,და მზით გაუნათებელ ზღვას, რომელსაც მოქცევა დაეწყო და დაბალსა და გრძელტალღებს დინჯი თანაბარზომიერებით გზავნიდა ნაპირისკენ.

მარტოსულის დაკვირვებანი და განცდები ერთსა და იმავე დროს უფრო ბუნდოვანიცაადა უფრო ღრმაც, ვიდრე იმისა, ვინც საზოგადოებაში ტრიალებს. მისი ფიქრები უფრომძიმეა, ახირებული და მარად კაეშნით შეფერილი. წარმოდგენები და შეგრძნებები,რომელნიც ერთი შეხედვით, ერთი უბრალო გაცინებით, აზრთა გაცვლა-გამოცვლითშეიძლებოდა სულ იოლად თავიდან მოგვეშორებინა, ზომაზე მეტად აწვალებენ მას,გულში ჩახვეულნი სულ უფრო და უფრო ღრმავდებიან, მნიშვნელოვან ამბად იქცევიან,თავგადასავლად, ავანტიურად, ღრმა განცდად. მარტოობა წარმოშობს ორიგინალურს,თამამს, შემაცბუნებლად მშვენიერს – პოეზიას. მაგრამ იგი აძლევს დასაბამს აგრეთვეყოველივე უკუღმართს, შეუსაბამოს, აბსურდულსა და დაუშვებელს. ასე რომ, გზაში ნანახიდა განცდილი – ამაზრზენი კოხტაპრუწა ბერიკაცი და მის მიერ „სულიკოს“ ბლუკუნი,დევნილი გონდოლიერი, რომელსაც გასამრჯელო ხელიდან გამოეცალა – ახლაცაღელვებდა მგზავრის სულს; რაიმე სიძნელეს კი არ უქმნიდა გონებას, არსებითადგანსჯისთვის მასალასაც კი არ იძლეოდა და მაინც ყოვლად საკვირველი და ამდენადშემაშფოთებელიც ჩანდა. აშენბახი თან თვალებით ზღვას სალამს უძღვნიდა და უხაროდა,რომ ვენეცია ასე ახლოს იყო, ასე ხელმისაწვდომი იყო მისთვის. ბოლოს ფანჯარასმოშორდა, პირი დაიბანა, რამდენიმე მითითება მისცა მოსამსახურე გოგოს, რათა რაც

Page 49: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

შეიძლება მარჯვედ მოწყობილიყო, და მწვანე ლივრეაში გამოწყობილ შვეიცარს,რომელიც ლიფტს ემსახურებოდა, უბრძანა პირველ სართულზე ჩაეყვანა.

ჩაი დალია ზღვის მხარეს მდებარე ტერასაზე, შემდეგ დაბლა დაეშვა სანაპირო ბულვარზედა კარგა მანძილი განვლო ოტელ „ექსცელსიორის“ მიმართულებით, ხოლო როდესაცუკან დაბრუნდა, უკვე ვახშმობის ჟამი იყო მოახლოებული და ტანსაცმელი უნდაგამოეცვალა. ეს, როგორც ყოველთვის, აუჩქარებლად, გულდასმით მოიმოქმედა, რადგანმიჩვეული იყო ჩაცმის დროს მუშაობას და მაინც ცოტა ნაადრევად ჩავიდა ვესტიბიულში,სადაც მიუხედავად ამისა, ოტელის მდგმურთა დიდ ნაწილს მოეყარა თავი, ერთმანეთს არიცნობდნენ, თავი ისე ეჭირათ, რომ ვითომ არც აინტერესებდათ ერთმანეთი და ყველანივახშმის მოლოდინში იყვნენ. აშენბახმა მაგიდიდან გაზეთი აიღო, ერთ-ერთ ტყავისსავარძელში ჩაეშვა, თავმოყრილი საზოგადოების თვალიერებას შეუდგა და სიამოვნებითშენიშნა, რომ აქაური დამსვენებლები ხელსაყრელად განსხვავდებოდნენ იმათგან, ვინცპირველ აგარაკზე დახვდა.

მის თვალწინ ვრცელი, შემწყნარებლურად მრავლისმომცველი ჰორიზონტი გადაიშალა.ყრუდ ისმოდა თითქმის ყველა დიდი ენის ერთმანეთში არეული ბგერები. მთელმსოფლიოში მიღებული საღამოს კოსტიუმი, ეს მუნდირი წესიერებისა, გარეგნულად ერთკეთილგონივრულ მთლიანობაში ადუღებდა ადამიანთა მოდგმის სახესხვაობებს. აქნახავდით ამერიკელის გრძელსა და გამხდარ სახეს, მრავალრიცხოვან რუსულ ოჯახს,ინგლისელ მანდილოსნებს, გერმანელ ბავშვებს ფრანგი გადიების თანხლებით. როგორცჩანდა, სლავური ელემენტი ჭარბობდა. იქვე მის მახლობლად პოლონურადლაპარაკობდნენ.

ბამბუკის მაგიდის ირგვლივ მოზარდთა ჯგუფს მოეყარა თავი, ჯერ კიდევ მთლად ნორჩებს– მათ გუვერნანტი ქალი უწევდა მეურვეობას: სამ გოგონას, რომლებიც თხუთმეტ-ჩვიდმეტი წლისანი უნდა ყოფილიყვნენ და თოთხმეტიოდე წლის გრძელთმიან ბიჭუნას.განცვიფრებულმა აშენბახმა შენიშნა, რომ ბიჭი არაჩვეულებრივად ლამაზი იყო. მისიფერმკრთალი და კოხტად მოყვანილი სახე, თაფლისფერი თმით თითქო ჩარჩოშიჩასმული, სწორი ცხვირით, სანდომიანი პირითა და სათუთი, ღვთაებრივად სერიოზულიგამომეტყველებით, უკეთილშობილესი ხანის ბერძნულ ქანდაკებებს აგონებდა ადამიანსდა ფორმის უხალასეს სრულყოფილებასთან ერთად, ისე განუმეორებლად დათავისებურად მომხიბლავი იყო, რომ მაყურებელი მაშინვე იფიქრებდა: არც ბუნებაში დაარც სახვით ხელოვნებაში ასე სრულყოფილ ქმნილებას არასოდეს შევხვედრივარო.თვალში საცემი იყო აგრეთვე აშკარა პრინციპული სხვაობა და-ძმის აღზრდაში, რაც მათჩაცმულობასა და თავდაჭერაში ვლინდებოდა. სამივე დის მორთულობა, რომელთაგანუფროსი უკვე დაქალიშვილებულად შეიძლებოდა ჩათვლილიყო, იმდენად სადა და უბიწოიყო, რომ თითქმის ამახინჯებდა მათ. ისეთი კაბები ეცვათ, რომელთაც მხოლოდმონასტერში ატარებენ: შავი ფიქალის ფერი, ნახევრად გრძელი, უღიმღამო და განგებტანში გამოუყვანელი. თეთრი, გადმოკეცილი საყელოებით – ამ ერთადერთი ნათელისამკაულით გაწყობილი სამოსელი სხეულის ყოველგვარ მომხიბლაობას ახშობდა დააქარწყლებდა. თავზე მაგრად გადასხეპილ-მიტკუცული თმა გოგონების სახეებსმონაზვნებივით ცარიელ, არაფრისმთქმელ გამომეტყველებას ანიჭებდა. აქ, რა თქმა უნდა,დედის ხელი იგრძნობოდა, რომელსაც, აშკარა იყო, აზრადაც არ მოსდიოდა ბიჭისმიმართაც იგივე პედაგოგიური სიმკაცრე გამოეჩინა, გოგონებისთვის აუცილებლად რომმიაჩნდა. ბიჭს, ეტყობოდა, ნებიერად და სათუთად ზრდიდნენ. ვერ გაებედათ მაკრატლითშეხებოდნენ მის ლამაზ თმას. კულულები შუბლზე, ყურებსა და კისერზე ჩამოსცვენოდა დაამით მოგაგონებდათ „ბიჭუნას, რომელიც ხიჭვს იძრობს“. ინგლისური მეზღვაურისკოსტიუმი, რომლის განიერი სახელოები ბოლოში ვიწროვდებოდა და მის ჯერ კიდევბავშვურ, მაგრამ ნატიფ ხელებს სათუთ მაჯებთან მჭიდროდ შემოტმასნოდა, ზონრებით,ღილკილოებით და მოქარგულობით მის ნაზ ფიგურას რაღაც მდიდრულსა და ნებიერიერს ანიჭებდა. იგი აშენბახისკენ ნახევრად შემობრუნებული იჯდა, ცალი ფეხი – მას შავილაკის ფეხსაცმელები ეცვა – მეორის წინ დაედგა, დაწნული სავარძლის სახელურზედაყრდნობილიყო იდაყვით და მომუჭული ხელი ლოყაზე შემოეჭდო, დაუდევარი დაგრაციოზული პოზა ჰქონდა და არა ეცხო რა იმ თითქმის დამამდაბლებელითავდაჭერილობისა, რომელსაც, როგორც ჩანდა, მიჩვეულნი იყვნენ მისი დები. ავად ხომარ იყო? რადგან მისი ფერმიხდილი პირის კანი, სპილოსძვლისფერი, ასეთ მკვეთრკონტრასტს ქმნიდა მრუმე ჩარჩოსავით გარშემომდგარ ოქროცურვილ კულულებთან. ან

Page 50: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

იქნებ უბრალოდ ნანინანატრი შვილი იყო, მიკერძოებული ყურადღებითა და სიყვარულითგააზიზებული? აშენბახს გუნება უფრო ამ უკანასკნელს უკარნახებდა. არტისტული ბუნებისმქონეთ თითქმის ყოველთვის აქვთ თანდაყოლილი ვერაგული მიდრეკილება,უსამართლობას შეურიგდნენ, ოღონდაც იგი მშვენიერებას ქმნიდეს და არისტოკრატიულმიკერძოებულობას ამჯობინებენ, თაყვანს სცემენ მას.

კელნერმა ჩამოიარა და ინგლისურ ენაზე გამოაცხადა, ვახშამი მზად არისო.საზოგადოება ნელ-ნელა მინის კარით სასადილო დარბაზში გაიკრიფა. დაგვიანებულნილიფტებიდან გამოდიოდნენ, ვახშამზე მიეშურებოდნენ. დარბაზში უკვე ჩამოატარესკერძები, მაგრამ ყმაწვილი პოლონელები ისევ ბამბუკის მაგიდას უსხდნენ და აშენბახიც,ღრმა სავარძელში მარჯვედ მოწყობილი და თანაც მშვენიერების ჭვრეტით გართული,მათთან ერთად იცდიდა.

ბოლოს გუვერნანტმა, ტანმორჩილმა, ჩასუქებულმა და წითელსახიანმა ქალმა ანიშნა,ადექითო, მაღლა ასწია წარბები, სკამი უკან გააჩოჩა და მდაბლად დაუკრა თავივესტიბიულში შემოსულ მაღალ ბანოვანს, რომელსაც თეთრით გაწყობილი ნაცრისფერიკაბა ეცვა და თვალ-მარგალიტით იყო მორთული. ამ ქალს თავი ცივად და ღირსეულადეჭირა. მისი ოდნავ დაპუდრული თმის ვარცხნილობაც და კაბაც აღსავსე იყო იმსისადავით, რომელიც განსაზღვრავს გემოვნებას ყველგან, სადაც კი სათნოებაგანუყრელად თან სდევს არისტოკრატიზმს. შეიძლება რომელიმე დიდი გერმანელიმოხელის მეუღლეც იყო. ესაა მხოლოდ: რაღაც ზღაპრულად მდიდრულ იერს აძლევდასამკაულები, რომლებიც მართლაცდა ფასდაუდებელი იყვნენ – ჩამოსაკიდი საყურე დაალუბლისოდენა მქრქალად მოციაგე მარგალიტების ერთობ გრძელი, სამმაგი მძივი.

ბავშვები სწრაფად წამოდგნენ და რიგრიგობით მოიხარნენ, რათა ხელზე მთხვეოდნენდედას, რომელსაც მოვლილ, მაგრამ ოდნავ დაღლილსა და წვეტიანი ცხვირით შემკულსახეზე თავშეკავებული ღიმილი გამოესახა. იგი ზევიდან დაჰყურებდა ბავშვებს დაფრანგულად რამდენიმე სიტყვა უთხრა გუვერნანტ ქალს. შემდეგ მინის კარისკენგაემართა და მოზარდებიც თან გაჰყვნენ: გოგონები ასაკის მიხედვით მოეწყვნენ, მათ უკანგუვერნანტი მიდიოდა, ხოლო ყველაზე ბოლოს ბიჭი. მან რატომღაც უკან მოიხედა, ვიდრესასადილო დარბაზში შედგამდა ფეხს, და ვინაიდან ვესტიბიულში უკვე სხვა აღარავინ იყო,მისი საოცრად დაბინდული ნაცრისფერი თვალების მზერა აშენბახისას შეხვდა, რომელიცჭვრეტით გართულიყო, გაზეთი მუხლებზე ჩამოვარდნოდა და მიმავალ ჯგუფს თვალს არაშორებდა.

ის, რასაც აშენბახი ხედავდა, მაინცდამაინც საკვირველი რამ კი არ იყო: ბავშვები უდედოდარ წავიდნენ ვახშამზე, მას დაელოდნენ, მოკრძალებით მიესალმნენ და დარბაზშიშესვლისას საყოველთაოდ მიღებული წესები დაიცვეს. მაგრამ ყოველივე ამას ისეხაზგასმით, ისე დახვეწილად და საკუთარი ღირსების შეგნებით იქმოდნენ, რომ აშენბახისაოცრად ააღელვა ამ ამბავმა. რამდენიმე წამს კიდევ დაახანა, შემდეგ თვითონაც შევიდასასადილო დარბაზში, სადაც თავისი მაგიდა უჩვენეს, რომელიც, როგორც მანგულდაწყვეტით შენიშნა, ერთობ შორს იყო პოლონელთა ოჯახიდან.

დაღლილი და, მიუხედავად ამისა, სულიერად მაინც აღგზნებული, იგი მთელიხანგრძლივი ვახშმის განმავლობაში აბსტრაქტული, უფრო მეტიც – ტრანსცენდენტურიაზრებით იქცევდა თავს, ფიქრობდა იმ იდუმალებით აღსავსე კავშირზე, რომელიცკანონზომიერსა და ინდივიდუალურს შორის უნდა დამყარდეს, რომ მშვენიერი ადამიანიწარმოიშვას, შემდეგ ფორმისა და ხელოვნების ზოგად პრობლემებზე გადავიდა დაბოლოს დაასკვნა, ჩემი აზრები და აღმოჩენები სვებედნიერ სიზმარეულ ჩვენებებსწააგვანან, რომელნიც ცხადლივ სავსებით ფუჭი და უვარგისი აღმოჩნდებიან ხოლმეო.ვახშმის შემდეგ საღამოს სურნელით მოცულ პარკში გავიდა, თამბაქო მოსწია, ერთ ხანსმერხზე იჯდა, შემდეგ ისეირნა, ადრე დაწვა დასაძინებლად და მთელი ღამე ღრმა, მაგრამნაირ-ნაირი სიზმრებით აფორიაქებულ ძილში გაატარა.

*

მეორე დღეს ამინდი არ გაუმჯობესდა. ქარი ხმელეთის მხრიდან ქროდა. ღრუბელთამქრქალი ფენით დაფარული ცის ქვეშ ზღვა ჩლუნგად გარინდებულიყო, თითქო

Page 51: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

დანაოჭებულ-შედედებული, პროზაულად ვიწრო ჰორიზონტითა და ნაპირიდან ისე შორსუკუქცეული, რომ ქვიშის მეჩეჩები წყება-წყებად გაეშიშვლებინა. აშენბახმა ფანჯარაგამოაღო და მოეჩვენა, რომ ლაგუნიდან სიდამპლის სუნი მოდიოდა.

უგუნებობამ შეიპყრო. იმწამსვე გამგზავრებაზე დაიწყო ფიქრი. ერთხელაც, მრავალი წლისწინათ, გაზაფხულის სვებედნიერი დღეების შემდეგ ასეთივე ტაროსმა მოუსწრო დაიმდენად აუტანელი გახადა მისი აქ ყოფნა, რომ იძულებული შეიქნა, ვენეციიდანგაქცეულიყო. და ახლაც განა მაშინდელივით არ აიტანა მოწყენილობის ციებ-ცხელებამ,განა კვლავინდებურად არა გრძნობს წნევას საფეთქლებში და ქუთუთოებიც დამძიმებულიარა აქვს? ადგილის ერთხელ კიდევ გამოცვლა გააწვალებს; მაგრამ თუ ქარი არშეიცვალა, მაშინ აქ დარჩენაზე ფიქრი ზედმეტია. ყოველი შემთხვევისთვის ბარგიმთლიანად არ გაუხსნია. ცხრა საათზე ვესტიბიულსა და სასადილო დარბაზს შორისმდებარე ბუფეტში ისაუზმა.

აქ საზეიმო მდუმარება სუფევდა, რაც დიდი სასტუმროების სიამაყეს შეადგენს.ოფიციანტები რბილლანჩებიანი ფეხსაცმელებით უხმაუროდ დადიოდნენ. ჩაის ჭურჭლისწკრიალი, ნახევრად ჩურჩულით წარმოთქმული სიტყვა – აი ყველაფერი, რასაც აქგაიგონებდით. ერთ-ერთ კუთხეში კარიდან ირიბად და თავისგან ორი მაგიდისმოშორებით აშენბახმა პოლონელი გოგონები და მათი აღმზრდელი შენიშნა. მხრებშიგამართულნი ისხდნენ, მონაცრისფრო ქერა თმა, ეტყობოდათ, ეს-ეს არის უკანგადაეტკიცათ, ქუთუთოები დასწითლებოდათ, პატარა თეთრი გადმოსაკეცისაყელოებითა და თეთრივე მანჟეტებით გაწყობილი ხეშეში ტილოს ლურჯი კაბები ეცვათდა ერთმანეთს მურაბას აწვდიდნენ: თითქმის უკვე დაემთავრებინათ საუზმე და ბიჭი კიარსად ჩანდა.

აშენბახმა გაიღიმა. „ერთი ამ პატარა ფეაკოსს დამიხედეთ! – გაიფიქრა მან. – ეტყობა,დებისგან განსხვავებით, უფლება აქვს, რამდენიც უნდა, იმდენი იძინოს“. და ერთბაშადგამხიარულებულმა გუნებაში ციტატა წარმოთქვა: „სამკაულები ფერად-ფერადი, აბანოთბილი და მყუდროება“.

დინჯად ისაუზმა და ფოსტა გამოართვა პორტიეს, რომელმაც მოსირმული ქუდი მოიხადადა ისე შემოვიდა დარბაზში. შემდეგ პაპიროსი გააბოლა და რამდენიმე წერილიც გახსნა.ამიტომ მოხდა, რომ იმ ძილისგუდას, მოსვლასაც შეესწრო, რომელსაც იქ, კუთხეში მდგარმაგიდასთან, ელოდებოდნენ.

მინის კარიდან შემოვიდა, ირგვლივ გამეფებულ მდუმარებაში ირიბად გადასერა დარბაზიდა დებთან მივიდა. სიარული, გნებავთ, იმის მიხედვით გემსჯელათ, თუ როგორ ეჭირატანი, გნებავთ, იმის მიხედვით, თუ როგორ ამოძრავებდა მუხლებს, ანდა როგორ ადგამდათეთრ ტუფლებში გამოწყობილ ფეხებს, არაჩვეულებრივად მომხიბლავი, ძალზე მსუბუქი,ერთსა და იმავე დროს სათუთიცა და ამაყიც ჰქონდა. და მას კიდევ უფრო ამშვენებდაბავშვური მორცხვობა, რომლითაც გზაში ორჯერ გადახედა დარბაზში მყოფთ დაორჯერვე თვალები ძირს დახარა. ღიმილით რაღაც წარმოთქვა რბილ, ნელა მოდუდუნეენაზე, მაგიდას მიუჯდა, აშენბახისკენ თავისი დახვეწილი პროფილი მიაქცია და ესუკანასკნელიც ყმაწვილის ჭეშმარიტად ღვთაებრივმა სილამაზემ ხელახლა განაცვიფრა,ლამის შეაკრთო კიდეც. ბიჭს დღეს თეთრზოლებიანი ლურჯი თხელი ბლუზა ეცვა,მკერდზე წითელი აბრეშუმის ბანტითა და თეთრი უბრალო გადმოუკეცავი საყელოთიშემკული. ხოლო ამ საყელოდან კი, რომელიც მაინცდამაინც არც ეხამებოდა მთელკოსტიუმს, ამოწვდილიყო ენით აღუწერელი სილამაზის ყვავილი – ყმაწვილი ეროსისთავი, პაროსის მარმარილოს მოყვითალო არილით, კალმით ნახატი სერიოზულიწარბებით, მართკუთხედად ჩამოშლილი ხვეული თმით, რომელიც მრუმედ და სათუთადეფინა საფეთქლებსა და ყურებზე.

„კარგია, კარგი!“ – გაივლო გულში აშენბახმა იმ პროფესიულად ცივი მოწონებით,რომელშიც ხვევენ ხოლმე ზოგჯერ ხელოვანნი სრულყოფილი ქმნილების ჭვრეტითმოგვრილ აღტაცებას. შემდეგ გაიფიქრა: „ღმერთმანი, ზღვა და ნაპირი რომ არ მელოდეს,აქ დავრჩებოდი, ვიდრე შენც აქ იქნებოდი!“ – და წამოდგა, განვლო წინკარი, სადაცმოკრძალებით მიესალმა ოტელის მოსამსახურე პერსონალი, ჩაიარა დიდი ტერასა დაფიცარნაგით პირდაპირ სასტუმროს მდგმურთათვის შემოზღუდულ პლაჟს მიაშურა.ნაპირზე მან მისთვის განკუთვნილი კაბინის ჩვენება სთხოვა ტილოს შარვალში,

Page 52: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

მეზღვაურის ხალათსა და ჩალის ქუდში გამოწყობილ ფეხშიშველა მოხუცს, რომელიც იქ,ეტყობოდა, დარაჯად იყო; მაგიდა და სავარძელი გარეთ, ქვიშით მოფენილ ფიცრულბაქანზე დაადგმევინა, ხოლო თვითონ ზღვისკენ გააჩოჩა ცვილივით ოქროსფერ ქვიშაზეშეზლონგი და ზედ მოხერხებულად წამოწვა.

პლაჟის ხედი, სტიქიონის პირას უზრუნველად და გზნებით თავშემაქცევარი კულტურისჭვრეტა ისე ართობდა და ახარებდა, როგორც არასოდეს. ნაცრისფერსა და გლუვ ზღვასაცოცხლებდნენ ბავშვები, რომლებიც წყალში ჭყუმპალაობდნენ, მოცურავეები, ჭრელსაბანაო კოსტიუმებში გამოწყობილ დამსვენებელთა ფიგურები, რომლებსაც ხელებითავქვეშ ამოედოთ და ქვიშრობ მეჩეჩებზე იწვნენ. ზოგნი კიდევ წითლად და ლურჯადშეღებილ პატარა, უხერხემლო ნავებში ისხდნენ, ნიჩბებს უსვამდნენ და იცინოდნენ,როდესაც ნავი გადაუბრუნდებოდათ ხოლმე. კაბინების გრძელი მწკრივის წინ, რომელთაბაქნებზე ხალხი, როგორც პატარა ვერანდებზე, ისე იჯდა, ერთსა და იმავე დროსაზარტული გატაცება და ზანტი გარინდებულობა სუფევდა. ერთმანეთთან მისვლა-მოსვლა და მასლაათი იყო გაჩაღებული. თავი მოჰქონდათ დილის საგულდაგულოდშერჩეული, ნაირ-ნაირი ელეგანტური ტუალეტით და ამასთანავე ტკბებოდნენ სიშიშვლით,დაურცხვენლად სარგებლობდნენ ზღვის პირას ამ მხრივ დაშვებული თავისუფლებით.სულ წინ, სველსა და ხვრეშ ქვიშაზე ცალკეული მობანავენი დაეხეტებოდნენ, თეთრსაბანაო ხალათებში ანდა პლაჟისთვის განკუთვნილ განიერსა და ჭრელ კოსტიუმებშიგამოწყობილნი. მარჯვნივ ბავშვებს ქვიშისგან იკლიკანტური ციხე-კოშკი აეშენებინათ დამისი ქონგურები ყველა ქვეყნის ალმებით შეემკოთ. ნიჟარების, ტკბილეულის და ხილისგამყიდველებს მუხლებზე დაეჩოქათ და საქონელს ალაგებდნენ. მარცხნივ იმ კაბინებიდანერთ-ერთის წინ, რომლებიც, პირდაპირ ზღვისკენ ჩამწკრივებულნი, სხვებისგარდიგარდმო იდგნენ და ამ მხარეს პლაჟს ზღუდავდნენ, რუსების ოჯახიდაბანაკებულიყო: წვეროსანი და მსხვილკბილა კაცები, ზანტი და დონდლო ქალები;ბალტიელი ქალიშვილი, რომელიც მოლბერტთან იჯდა, ზღვას ხატავდა და თანდროდადრო სასომიხდილივით წამოიძახებდა ხოლმე რაღაცას; ორი მახინჯი, მაგრამუწყინარი გამომეტყველების ბავშვი; თავსაფრიანი მოხუცი გადია, რომელსაც ფაქიზად დამონასავით ერთგულად ეჭირა თავი. ყველანი მადლიერნი ტკბებოდნენ ცხოვრებით.დიდები წამდაუწუმ ეძახდნენ გაუგონარ, ცელქ ბავშვებს. ეტყობოდა, ორიოდე იტალიურისიტყვა იცოდნენ და დიდხანს ეხუმრებოდნენ კურიოზულ ბერიკაცს, რომლისგანაცტკბილეული იყიდეს, ერთმანეთს კოცნიდნენ ლოყებზე და არად დაგიდევდნენ, რომგარეშენი ხედავდნენ ამას.

„მაშ ასე, ვრჩები, – გაიფიქრა აშენბახმა. – უკეთეს ადგილს სად ვნახავ?“ – ხელებიმუხლებზე გადაიჯვარედინა და თვალი ზღვის შორეულ სივრცეს მიაპყრო, რომელიცგაურბოდა მის მზერას, იკარგებოდა, დაუსაბამო და ერთფეროვან ბურუსში იძირებოდა.აშენბახს ზღვა სულის სიღრმიდან მომდინარე მიზეზთა გამო უყვარდა: სიმშვიდისმოთხოვნილების გამო, რაც თავაუღებლად მომუშავე ხელოვანს ახასიათებს, რომელიცმსახვრალი მრავალმაგობით დაქანცულია და მარტივისა და თვალშეუდგამის მკერდსსურს შეეფაროს; აკრძალული, მისი ამოცანის დიამეტრულად საწინააღმდეგო და სწორედგანსაკუთრებით მაცდუნებელი სწრაფვის გამო განუყოფლისა, უსაზღვროსა დამარადიულისადმი, ე.წ. არარაობისადმი. სრულყოფილის მკერდზე დავანება სანუკვარილტოლვაა იმისა, ვინც შედევრისთვის იღვწის; და განა არარაობაც სრულყოფილებისფორმა არ არის? აი, ასე იყო ჩაძირული სიცარიელის ჭვრეტაში, რომ ანაზდეულადნაპირის ქობის ჰორიზონტალური ხაზი ადამიანის ფიგურამ გადასერა, და როდესაცაშენბახმა უსაზღვროებას მზერა მოსწყვიტა და გონს მოვიდა, დაინახა, რომ ეს ისევ ისლამაზი ბიჭი იყო. მარცხენა მხრიდან მომავალმა წინ ჩაუარა ქვიშაზე. ფეხშიშველიმოდიოდა, ეტყობოდა, წყალში ჩასასვლელად მომზადებულიყო, კენარი ფეხებიმუხლებამდე გაეშიშვლებინა, ნელიად, მაგრამ ისე მსუბუქად და ამაყად მოაბიჯებდა,თითქო თავის დღენი სულ უფეხსაცმლოდ ევლო, და გარდიგარდმო ჩამწკრივებულიკაბინებისკენ იხედებოდა. მაგრამ როგორც კი რუსების ოჯახს მოჰკრა თვალი, რომლებიციქ შეხმატკბილებულად იქცევდნენ თავს, რისხვითა და ზიზღით სახე მოეღრუბლა. შუბლიშეიკრა, პირი შეუთამაშდა, ბაგეებიდან სახის ცალ მხარეს ანჩხლმა თრთოლამ დაურბინადა ლოყა დაუსერა, წარბები ისე მოეღუშა, რომ მათი დაწოლის გამო თვალები თითქოჩაუცვივდა და ახლა მათ ქვემოდან სიძულვილის მრუმე და მრისხანე ენითმეტყველებდნენ. შემდეგ თვალები დაბლა დახარა, მაგრამ ერთი წამიც არ გასულა, რომ

Page 53: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

ისევ მოხედა უკან მუქარით, უარმყოფელი, უკუმგდებელი მოძრაობით მხარი აიჩეჩა დამტრებს ზურგი აქცია.

რაღაც სათუთმა გრძნობამ, შიში იყო ეს თუ პატივისცემა, ან სირცხვილის განცდა, აიძულააშენბახი განზე გაეხედა, თავი ისე დაეჭირა, ვითომც არაფერი დაენახა. უკეთუვნებათაღელვის შემთხვევით, მაგრამ სერიოზულ მჭვრეტელს არ ეგების დანახულითთუნდაც მხოლოდ საკუთარ აზრთა სალაროში ისარგებლოს. მიუხედავად ამისა, ერთსადა იმავე დროს გახარებულიც და აღელვებულიც იყო, ანუ, სხვაგვარად რომ ვთქვათ, –გაბედნიერებული. გულარხეინი, უცერემონიო ყოფის წინააღმდეგ მიმართულმა ამბავშვურმა ფანატიზმმა ღვთაებრივად ცარიელ ადამიანურ დამოკიდებულებებშიგადაიტანა და ბუნების სანუკვარი პირმშო, რომელიც თითქოს მხოლოდ თვალისსაამებლად იყო დაბადებული, უფრო ღრმა ყურადღების ღირსი გახადა. და ამანსილამაზით ისედაც მნიშვნელოვან ხატებას მოზარდისას ისეთი მასშტაბი შესძინა,რომელიც აიძულებდა უფრო სერიოზულად მოპყრობოდა მას, ვიდრე ყმაწვილის ასაკიიძლეოდა ამის უფლებას.

არ მიბრუნებულა, ისე უსმენდა ბიჭის ხმას, მის ანკარა და ოდნავ სუსტ ხმას, რომლითაცუკვე შორიდანვე ესალმებოდა ქვიშის ციხესიმაგრესთან თამაშით გართულ ამხანაგს.მასაც უპასუხეს და რამდენჯერმე სახელიც დაუძახეს, საალერსო სახელი. აშენბახიცდილობდა გაეგონა, მაგრამ ვერა გაარჩია რა, ორიოდე მელოდიური მარცვლის მეტი –„აძიო“-სა თუ უფრო „აძიუ“-ს მსგავსი რაღაც, ძახილის დარად გავრცობილი უ-ბგერითბოლოში. ტკბებოდა ამ სახელის კეთილხმოვანებით, პატრონზე ზედგამოჭრილადმიაჩნდა, რამდენჯერმე გაიმეორა კიდეც გუნებაში და კმაყოფილი შეუდგა ფოსტისგადათვალიერებას.

მუხლებზე გაიშალა პატარა ბიუვარი, ხელში ავტოკალამი მოიმარჯვა და მიღებულიწერილებიდან ზოგიერთზე პასუხის წერას შეუდგა. მაგრამ უკვე თხუთმეტიოდე წუთისშემდეგ დაენანა, რომ გონების თვალი მოსწყვიტა ყველაზე სანუკვარ სანახაობას,რომელსაც კი იცნობდა, და უგულო სამუშაოს ანაცვალა იგი. განზე გადადო ავტოკალამიდა ზღვას დაუბრუნდა, მაგრამ დიდი ხნით არა, ქვიშის ციხე-კოშკთან მოთამაშეყმაწვილების ხმამ მიიპყრო მისი ყურადღება, შეზლონგის საზურგეს მოხერხებულადმიაყრდნო თავი და მარჯვნივ გაიხედა, რომ დაენახა, რას აკეთებდა პირმშვენიერი აძიო.

მაშინვე მას დაადგა თვალი; წითელი ბანტი მის მკერდზე თვალში ხვდებოდა ადამიანს.სხვებთან ერთად ძველ ფიცარს სდებდა ხიდად ქვიშის ციხე-კოშკის ირგვლივ გაყვანილსველ თხრილზე და თან ხმამაღლა და თავის ქნევით იძლეოდა მითითებებს, თუ ვის რაუნდა გაეკეთებინა. სულ ათიოდე ბავშვს მოეყარა თავი მის ირგვლივ, ბიჭებსა დაგოგონებს, მისი ასაკისა და უფრო უმცროსებს, რომლებიც ერთიმეორეს არ აცდიდნენლაპარაკს პოლონურსა და ფრანგულ ენებზე, აგრეთვე ბალკანურ კილოებზე. მის სახელსსხვებზე უფრო ხშირად ახსენებდნენ. ეტყობოდა, ყველა ესწრაფოდა მისი გულისმონადირებას, მასთან მეგობრობას, ყველა აღტაცებული იყო აძიოთი. ერთი მათგანი, ისიცპოლონელი, რომელსაც „იაშუს“-მაგვარ სახელს ეძახდნენ, ჩასკვნილი ბიჭი, როგორცჩანდა, მისი უახლოესი ვასალი და მეგობარი იყო. მას სარტყელით გაწყობილი ტილოსკოსტიუმი ეცვა და შავ თმაზე საცხი ჰქონდა წასმული. როცა ქვიშის ციხესიმაგრისმშენებლობას მორჩნენ, ხელიხელგადახვეულებმა ჩაიარეს პლაჟზე და იმან, რომელსაც„იაშუს“ ეძახდნენ, აკოცა პირმშვენიერს.

აშენბახმა კინაღამ თითი დაუქნია მუქარის ნიშნად. „შენ კი კრიტობულოს, – გაიფიქრა მანღიმილით, – ერთი წლით სამოგზაუროდ გასწიე! უკეთუ სულ მცირე ეგ დრო მაინცგჭირდება, რომ გამომრთელდე“. შემდეგ ისაუზმა მსხვილი მწიფე მარწყვით, რომელიცაქვე იყიდა ხილის ვაჭრისგან. ძალიან დათბა, თუმცა მზე ისევ ვერ ატანდა ბურუსში,რომლითაც ცა იყო დაფარული. სიზანტემ შეიპყრო მისი სული, ხოლო გრძნობები წყნარიზღვის დაუსრულებელი და გამაბრუებელი დუდუნით ტკბებოდნენ. გამოცნობა,გამოკვლევა იმისა, თუ რა სახელი იყო ეს, რომელიც დაახლოებით „აძიოდ“ ჟღერდა, ამსერიოზულ კაცს სრულიად ღირსეულ ამოცანად, დიდმნიშვნელოვან საქმედ ეჩვენებოდა.ბოლოს მოიშველია თუკი რამ ახსოვდა პოლონურიდან და დაადგინა, რომ ეს „ტაძიო“უნდა ყოფილიყო, „ტადეუშის“ კნინობითი ფორმა და ძახილის დროს ალბათ „ტაძიუდ“ისმოდა.

Page 54: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

ტაძიო ბანაობდა. აშენბახმა, რომელმაც ერთ ხანს თვალთახედვიდან დაკარგა იგი, შორსზღვაში აღმოაჩინა მისი თავი და მკლავი, რომელსაც ნიჩაბივით უსვამდა წყალში, რადგანეტყობოდა, ზღვა იქაც თავთხელი იყო, მაგრამ ნაპირზე, როგორც ჩანდა, უკვე შეეშინდათ,კაბინებიდან უკვე გაისმა ქალების ხმა. ეს მას ეძახდნენ. ყველა მის სახელს იმეორებდა,მთელი პლაჟი აივსო მისი სახელის რბილი თანხმოვნებითა და გავრცობილი „უ“-დაბოლოებით, სახელისა, რომელსაც რაღაც სანეტაროც და ველურიც ჰქონდა ერთსა დაიმავე დროს: „ტაძიუ! ტაძიუ!“ უკან გამობრუნდა, გამოიქცა, თავი უკან გადაეგდო და ისემოარღვევდა წყალს, რომელიც წინ ეღობებოდა, ფეხებით აჭყაპუნებდა, აქაფებდა, დაიმის დანახვა, თუ როგორ ამოდიოდა სტიქიონიდან ეს ცოცხალი ხატება, ვაჟობისკვირაძალზე ჯერაც სათუთი და ამო, სველი და აწეწილი კულულებით, როგორმოისწრაფოდა და განელტვოდა ზეცისა და ზღვის წიაღს ეს ნაზ ღვთაებასავითპირმშვენიერი ქმნილება, მითიურ წარმოდგენებს აღვიძებდა ადამიანში, თითქოპირველყოფილ ეპოქათა ფორმის დასაბამისა და ღმერთების დაბადების ხანის პოეტურიმაცნე ყოფილიყოს. აშენბახი თვალებდახუჭული ისმენდა სიმღერას, რომელიც მისი სულისსიღრმეში ხმიანობდა და ისევ და ისევ იმეორებდა გუნებაში, რომ აქ კარგი იყო და აქდარჩებოდა.

ბანაობის შემდეგ ტაძიო ქვიშაზე იწვა და ისვენებდა. თეთრ ზეწარში იყო გახვეული,რომელიც მარჯვენა იღლიის ქვეშ ჰქონდა გატარებული, და თავი შიშველ მკლავზედაედო. მაშინაც კი, როდესაც აშენბახი მას არ უჭვრეტდა და ორიოდე გვერდსწაიკითხავდა ხოლმე წიგნში, რომელიც თან წამოეღო, თითქმის მუდამ ახსოვდა, რომ ისიქ იწვა და რომ საკმარისი იყო თავი ოდნავ მარჯვნივ მიებრუნებინა და კვლავ იხილავდასაოცარ მშვენებას. ლამის ერწმუნა კიდეც, რომ აქ მისი სიმყუდროვის დასაცავად იჯდა,საქმეებით გართული, მაგრამ ფხიზლად მყოფი, – კეთილშობილი ყრმის დასაცავად,რომელიც იქ, მარჯვნივ, მის შორიახლო იწვა. და მამობრივმა კეთილგანწყობილებამ დამთრთოლვარე სინაზემ იმისა, ვისაც ზვარაკად მოაქვს თავი და სულის შინაგანი სახმილითქმნის მშვენიერებას, აღუვსო და აუღელვა გული იმისადმი, ვინც დაჯილდოებულიამშვენიერებით.

შუადღისას პლაჟი დატოვა, ოტელში დაბრუნდა და ლიფტით თავის ოთახში ავიდა. კარგახანს იდგა სარკის წინ, უჭვრეტდა შევერცხლილ თმას. დაღლილსა და დაგრძელებულსახეს, თან თავის სახელზე ფიქრობდა: სახელმოხვეჭილი იყო, ქუჩაში ბევრნი ცნობდნენდა მოკრძალებით ათვალიერებდნენ. ყოველივე ამას მუდამ მარჯვედ და კოხტადმოქნეულ სიტყვას უნდა უმადლოდეს. მოიგონა ყველა გარეგნული წარმატება, რაც კიოდესმე ხვდომოდა წილად ნიჭის გამოისობით, ისიც კი გაიხსენა, რომ აზნაურობა უბოძეს.შემდეგ მეორე საუზმეზე გასწია. ჩავიდა სასადილო დარბაზში და თავის პატარამაგიდასთან დანაყრდა. როცა ნასაუზმევი უკან ბრუნდებოდა და ლიფტში ჩაჯდა,ფეხდაფეხ ყმაწვილები მიჰყვნენ, შეცვივდნენ ამ ზევით-ქვევით მსრბოლავ საკანში. ისინიცსაუზმიდან ბრუნდებოდნენ. ტაძიოც მათთან იყო. სულ ახლოს იდგა აშენბახთან,პირველად აღმოჩნდა მასთან ისე ახლოს, რომ მწერალი გარკვეული მანძილიდან კი არაღიქვამდა, როგორც ნახატს უყურებენ ხოლმე, არამედ სრულიად ზედმიწევნით, მისიადამიანობის ყოველ ნიშატს არჩევდა. ვიღაც დაელაპარაკა ბიჭუნას და ვიდრე ტაძიოენით აღუწერელი მომხიბლავი ღიმილით პასუხობდა, უკვე მეორე სართულზე გაჩნდნენდა ისიც, თვალდახრილი, უკანსვლით ლიფტიდან გავიდა. „სილამაზე კდემამოსილია“, –დაასკვნა აშენბახმა და ახლა იმაზე დაიწყო დაბეჯითებით ფიქრი, თუ სახელდობრ რატომ.ამასთან არ გამოჰპარვია, რომ ტაძიოს არცთუ საუცხოო კბილები ჰქონდა: ოდნავარათანაბარი და მქრქალი, ჯანსაღი კრიალი კი არ გაუდიოდათ, არამედ მყიფე დაგამჭვირვალენი ჩანდნენ, როგორც ზოგჯერ სისხლნაკლულებს აქვთ. „ძალზე სუსტია დაავადმყოფური, – ფიქრობდა აშენბახი. – ალბათ სიბერემდე ვერ მიაღწევს“. – და უარითქვა განესაჯა ის კმაყოფილება, რომელიც ამის გაფიქრებაზე დაეუფლა.

ორი საათი ნომერში გაატარა და ნაშუადღევს ვაპორეტოთი ვენეციაში გაემგზავრა.ლაგუნას სიდამპლის სუნი უდიოდა. წმ. მარკოზის მოედანზე გადმოვიდა, ჩაი დალია და,როგორც საერთოდ სჩვეოდა ხოლმე აქ, ქუჩებში სასეირნოდ გასწია, მაგრამ ამჯერადგასეირნებას მისი განწყობილებისა და გადაწყვეტილებების მთლიანი შეცვლა მოჰყვაშედეგად.

სულისშემხუთავი, აუტანელი პაპანაქება იდგა შუკებში; ჰაერი ისე დამძიმებულიყო, რომ

Page 55: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

ათასგვარი სუნი, რომელიც ბინებიდან, დუქნებიდან, სამიკიტნოებიდან ატანდა, ზეთისა დაპარფიუმერიის ოხშივარი და ვინ იცის, კიდევ რისა – ბოლქვებად შეკრული იდგა და არიფანტებოდა. პაპიროსის კვამლი ერთ ადგილას ტრიალებდა და მხოლოდ ნელი-ნელიშლებოდა. ქუჩებში მოლაშლაშე ხალხი აღიზიანებდა სასეირნოდ წამოსულ აშენბახს,ნაცვლად იმისა, რომ გაერთო. რაც უფრო დიდხანს დადიოდა, მით უფრო მტანჯველადეუფლებოდა ის საძაგელი გუნება-განწყობილება, რომელიც მხოლოდ ზღვის ჰაერსშეუძლია აღძრას სიროკოსთან ერთად და რომლის დროსაც ადამიანი ერთსა და იმავედროს აღგზნებულიც არის და მოთენთილიც. ცივმა ოფლმა დაასხა. თვალებიღალატობდნენ, გული უღონდებოდა, აციებ-აცხელებდა, საფეთქლებში სისხლი უცემდა.საქმიანი შუკების ზედახოცვას გაექცა და ხიდებით ღარიბთა უბნებს მიაშურა. იქმათხოვრებმა მოაღორეს და ლამის დაახრჩო არხების მყრალმა ანაორთქლმა. წყნარმოედანზე, ერთ-ერთ იმ მიგდებულ და მოჯადოებულ ადგილას, რომლებსაც შეხვდებითვენეციის წიაღში, შადრევნის პირას ჩამოჯდა, შუბლი შეიმშრალა და მიხვდა, რომ აქედანგამგზავრება იყო საჭირო.

უკვე მეორეჯერ და ამჯერად საბოლოოდ გამოირკვა, რომ ეს ქალაქი ამნაირი ამინდისდროს ძალიან სწყენდა. გაჯიუტება და აქ დარჩენა უგუნურება იქნებოდა, ხოლოშეიცვლიდა თუ არა ქარი მიმართულებას, სრულიად გაურკვეველი იყო. უნდა სასწრაფოდეღონა რამე. ახლავე შინ დაბრუნება არ შეიძლებოდა. არც აგარაკი და არც ზამთრის ბინამზად არ იყო მის მისაღებად. მაგრამ მარტო აქ ხომ არ იყო ზღვა და პლაჟი, სხვაგანაცმოიძებნებოდა ერთიცა და მეორეც. იქ არ იქნებოდა ეს საშინელი ლაგუნა, მისიციებცხელებიანი ოხშივარი. მოაგონდა, რომ ძალიან უქეს პატარა საზღვაო კურორტიტრიესტის მახლობლად. რატომ არ უნდა გაემგზავროს იქ? და თანაც დაუყოვნებლივ,რათა დრო იმდენი დარჩეს, რომ ერთხელ კიდევ ადგილის გამოცვლად ღირდეს. შემდეგმიიჩნია, რომ გადაწყვეტილება უკვე მიიღო და წამოდგა. გონდოლების უახლოესსადგომთან ერთ-ერთ მათგანში ჩაჯდა და არხების მრუმე ლაბირინთით, მარმარილოსლომებიან კოპწია აივნების ქვეშ, შენობათა გალიპული კუთხეების შემოვლით, ფირმათავეება ფირნიშებიან სასახლეთა დაღვრემილი ფასადების გასწვრივ, რომელთაგამოსახულებაც მოლიცლიცე წყალში ირეკლებოდა, წმ. მარკოზის მოედნისკენ გასწია. ესკი არცთუ ისე იოლი საქმე იყო, რადგან გონდოლიერი, რომელსაც ბადე-მაქმანებისფაბრიკებისა და მინასაბერი სახელოსნოებისგან დავალებული ჰქონდა, განუწყვეტლივცდილობდა რისიმე დათვალიერებაზე ან ყიდვაზე დაეყოლიებინა. და თუ ეგზოტიკურიმგზავრობა ვენეციაში მას ისევ და ისევ აჯადოებდა, ამ დაცემული დედოფლის ვაჭრუკანასული, უცხოელის ქისას დახარბებული, მაინც თავისას იქმოდა და ამაზრზენად დაგამომაფხიზლებლად მოქმედებდა.

როგორც კი დაბრუნდა ოტელში, ჯერ არ ესადილა, რომ ბიუროში განაცხადა:გაუთვალისწინებელ გარემოებათა გამო იძულებული ვარ, ხვალ დილით ადრეგავემგზავროო. ოტელის ადმინისტრაციამ სინანული გამოთქვა და მას ანგარიშიგამოუწერეს. შემდეგ ისადილა და შეხუთული საღამო უკანა ტერასაზე გაატარა, დასარწევსავარძელში იწვა და ჟურნალებს კითხულობდა. ხოლო მოგვიანებით, ვიდრედასაძინებლად დაწვებოდა, ბარგიც შეკრა.

კარგად არ ეძინა, რადგან ხვალ ისევ მგზავრობა მოელოდა და ეს აწუხებდა. როდესაცდილით ფანჯარა გამოაღო, ცა ისევ მოღრუბლული იყო, მაგრამ ჰაერი უფრო ცინცხალიჩანდა და აშენბახი უმალვე სინანულმა შეიპყრო. ცხადია, იჩქარა და წინდაუხედავადმოიქცა, როდესაც ოტელის ადმინისტრაციას განუცხადა, რომ გამგზავრებას აპირებდა.განა ეს ავადმყოფურ და შეურაცხად მდგომარეობაში მყოფის მოქმედება არ იყო? ცოტარომ მოეცადა, არ აპილპილებულიყო და როგორმე ვენეციის ჰაერს შეჰგუებოდა, ანდაამინდის გაუმჯობესებას დალოდებოდა, ახლა ფაციფუცისა და ვაი-ვაგლახის ნაცვლადდილას გუშინდელივით პლაჟზე გაატარებდა. მაგრამ გვიანღაა! უნდა გაემგზავროს,ახლაც ის უნდა სურდეს, რაც გუშინ უნდოდა. ჩაიცვა და რვა საათი იქნებოდა, რომსასაუზმოდ პირველ სართულზე ჩავიდა.

ბუფეტში ჯერ არავინ იყო, როდესაც შიგ შევიდა, მაგრამ ვიდრე იჯდა და შეკვეთილსელოდებოდა, თითო-ოროლა კლიენტიც გამოჩნდა. ხოლო ჩაის ფინჯანი უკვე პირთანჰქონდა მიტანილი, რომ პოლონელი გოგონებიც შემოვიდნენ გუვერნანტი ქალისთანხლებით: თავდაჭერილნი, დილის სიხალისით აღვსილნი და თვალებდაწითლებულნი.

Page 56: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

მათ ფანჯარასთან კუთხეში მდგარ თავიანთ მაგიდას მიაშურეს. თითქმის მაშინვე აშენბახსქუდმოხდილი პორტიე ეახლა და შეახსენა, გამგზავრების დროა, ავტომობილი გარეთიცდის, რომ თქვენ და დანარჩენი მგზავრები ოტელ „ექსცელსიორში“ წაგიყვანოთ,საიდანაც მოტორიანი ნავი ყველას კომპანიის კერძო არხით სადგურამდე მიგიყვანთო.დრო არ ითმენსო. აშენბახს კი მიაჩნდა, რომ საჩქარო არაფერი იყო. მატარებლისგასვლამდე ერთ საათზე მეტი რჩებოდა. ბრაზი მოუვიდა, რომ სასტუმროებს წამსვლელმდგმურთა ნაადრევად გასტუმრება ჰქონდათ ჩვეულებად და პორტიეს მოუჭრა:დამაცადეთ ჩემთვის წყნარად ვისაუზმოო, ისიც ჭოჭმანით უკან გატრიალდა, მაგრამ ხუთიწუთის შემდეგ ისევ უკან დაბრუნდა: მანქანა მეტს ვეღარ დაიცდისო. მაშინ ჩემი ზანდუკიგაატანეთ და წავიდესო, – მიუგო აშენბახმა გაჯავრებით. – მე თვითონ კი, როცა დროიქნება, სახაზინო თბომავლით წამოვალ და საერთოდ ჩემს გამგზავრებაზე ზრუნვა მემომანდეთო. მოსამსახურემ თავი დაუკრა. აშენბახმა, გახარებულმა იმით, რომ აბეზარიშეგონებებისგან თავი დაიხსნა, საუზმე აუჩქარებლად დაამთავრა. შემდეგ კელნერსგაზეთიც კი მოატანინა. დრო მართლაც ძალიან ცოტაღა იყო დარჩენილი, როდესაც,ბოლოს და ბოლოს, წამოდგა. და აი, მოხდა ისე, რომ სწორედ იმ წამში მინის კარიდანტაძიო შემოვიდა. თავისიანების მაგიდისკენ მიმავალი კინაღამ წასასვლელადწამომდგარ აშენბახს დაეჯახა, მოკრძალებით თვალები დახარა ჭაღარათმიანი დაშუბლმაღალი კაცის წინაშე, შემდეგ მომხიბლავი ჩვეულებისამებრ მაშინვე ფართოდგააღო თვალები. სათუთად შეხედა ძიას და გაიარა. – მშვიდობით, ტაძიო! – გაიფიქრააშენბახმა. – რა ცოტა ხანს გიმზერდი! – და ჩვეულების წინააღმდეგ გულში ნაფიქრიტუჩებითაც გამოსახა, თავისთვის წაიდუდუნა და დაუმატა: – კურთხეულიმც იყავ! – მერეგამგზავრების თადარიგს შეუდგა: დაარიგა არყის ფული, გამოეთხოვა ფრანგულსერთუკში გამოწყობილ პატარა და ჩუმ ადმინისტრატორს და ქვეითად მოსულიქვეითადვე წამოვიდა ოტელის მსახურის თანხლებით, რომელსაც მისი ხელბარგიმოჰქონდა. თეთრად აყვავებული ხეივანი გამოიარა, გადასერა კუნძული, ნავმისადგომთანგემში ჩაჯდა, ადგილი დაიკავა და ყოველივე, რაც ამას მოჰყვა, გოლგოთას გზა გახლდათ,სავალალო ღარიბობა სინანულის წიაღსა შინა.

ეს ნაცნობი გზა იყო, რომელიც ლაგუნაზე წმ. მარკოზის მოედნის გასწვრივ და კანალეგრანდეს აღმა მიემართებოდა. აშენბახი მრგვალ მერხზე იჯდა გემის ცხვირზე, მკლავითმოაჯირს დაყრდნობოდა, ხელი თვალებზე მიეჩრდილა. საზოგადოებრივი ბაღები უკანდარჩა. ერთხელ კიდევ გამოჩნდა პიაცეტა მთელი მეფური მომხიბლაობით და კვლავგაუჩინარდა. ახლა სასახლეების გრძელი მწკრივი დაიწყო და, როდესაც სანაოსნო გზამშეუხვია, რიალტოს დიდებულად შეკრული მარმარილოს კამარა გამოკრთა. აშენბახიუჭვრეტდა ყოველივე ამას და ლამის გული გარღვეოდა. ქალაქის ატმოსფეროს, ამსიდამპლის სუნს, რომელიც ზღვიდან და ჭანჭრობებიდან სცემდა და აიძულებდა, აქედანგაქცეულიყო, ახლა, სინაზითა და გულისტკივილით აღვსილი, ღრმად ისუნთქავდა.როგორ შეიძლებოდა არ სცოდნოდა, ვერ მოესაზრა, რა ძალიან ჰქონდა გულშიჩავარდნილი აქაურობა? რაც დღეს დილით ოდნავი სინანული იყო, გუმანით დაეჭვებაიმაში, რომ სწორად მოიქცა თუ არა, ახლა ნამდვილ კაეშნად, ტკივილად, სულისკირთებად ექცა და ისე აღონებდა, რომ მრავალგზის ცრემლი მოადგა თვალებზე. ვერეპატიებინა თავისთვის, რომ ეს ამბავი ვერ გაითვალისწინა. ყველაზე მძიმე, ჟამიდან ჟამზეკი თითქმის აუტანელი იყო მისთვის ის აზრი, რომ ვენეციას ვეღარასოდეს იხილავდა, რომმას სამუდამოდ ეთხოვებოდა, რადგან უკვე მეორეჯერ გამოირკვა, რომ ეს ქალაქი ავადხდიდა, უკვე მეორეჯერ მოუხდა თავქუდმოგლეჯილს დაეტოვებინა იგი. ასე რომ,ამიერიდან აქ ყოფნას ისე უნდა უყურებდეს, როგორც აკრძალულ ხილს, მიუწვდომელრამეს, რისი უნარიც არ შესწევს. ამიტომ ამაოდ არ უნდა დაშვრეს და აქ არ ჩამოვიდეს.უფრო მეტიც, გრძნობდა, რომ თუ ახლა გაემგზავრებოდა აქედან, სირცხვილი და სიჯიუტეაიძულებდა, აღარასოდეს სწვეოდა საყვარელ ქალაქს, რომლის წინაშეც ორგზისაღმოჩნდა ფიზიკურად უძლური. და ეს განხეთქილება სულიერ მოთხოვნილებასა დაფიზიკურ შესაძლებლობას შორის ამ სიბერეში შესულ კაცს ერთბაშად ისე მძიმე დამნიშვნელოვანი ეჩვენა, ხოლო ფიზიკური მარცხი ისე სამარცხვინოდ და სააუგოდ, რომვერაფრით გაეგო, როგორ დაყარა ფარ-ხმალი გუშინ ასე იოლად, რაიმე სერიოზულიბრძოლის გარეშე, და გადაწყვიტა ეღიარებინა და ეტვირთა იგი.

ამასობაში თბომავალი რკინიგზის სადგურს უახლოვდება. ტკივილი და სასოწარკვეთააშენბახს საბოლოოდ უმღვრევს სულს. გამგზავრება გაწამებულ მწერალს შეუძლებლად

Page 57: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

ეჩვენება, მაგრამ დაბრუნებაც არანაკლებ. ასე რომ, მთლად თავგზააბნეული შედისსადგურის შენობაში. დრო ძალზე ცოტაღა რჩება და არც ერთი წამი არ უნდა დაკარგოს,თუ არ უნდა, რომ მატარებელმა გაუსწროს. მას კი ეს არცა სურს და სურს კიდეც. მაგრამდრო არ ითმენს, მიერეკება მას. აშენბახი სასწრაფოდ ყიდულობს ბილეთს და ხალხითმოზიმზიმე მოსაცდელ დარბაზში ოტელის აგენტს დაეძებს. აგერ ისიც. მოხელე აშენბახსმოახსენებს, რომ მისი ზანდუკი უკვე გაგზავნეს ტვირთად. უკვე გაგზავნეს? დიახ, კომოსკენ.რაო, კომოსკენ? და ნაჩქარევი ბრაზმორეული კითხვებიდან და დაბნეული პასუხებიდანირკვევა, რომ აშენბახის ჩემოდანი ოტელ „ექსცელსიორის“ საბარგო განყოფილებამსხვების ბარგთან ერთად სრულიად მცდარი მიმართულებით გაგზავნა.

აშენბახმა მხოლოდ გაჭირვებით შეინარჩუნა სახის ისეთი გამომეტყველება, როგორიცშეეფერებოდა ასეთ მდგომარეობას. არაჩვეულებრივმა სიხარულმა, წარმოუდგენელმამხიარულებამ შეძრა მისი მკერდი შინაგანად, გული ლამის საგულედან ამოვარდნოდა.მოხელე გაქანდა, იქნებ ჯერ არ გაუგზავნიათ და დავაკავოო, მაგრამ, როგორცმოსალოდნელი იყო, ხელცარიელი დაბრუნდა. მაშინ აშენბახმა განაცხადა, რომ უბარგოდვერსად წავიდოდა, უკან დაბრუნდებოდა ოტელში და დაელოდებოდა, ვიდრე ჩემოდანსუკან დააბრუნებდნენ. შემდეგ იკითხა: თბომავალი ისევ რკინიგზის სადგურთან დგას, თუწავიდაო? ისევ აქ დგას, – მიუგო მოხელემ, მერე სხაპასხუპით რაღაც წაუდუდუნაიტალიურად მოლარეს და ბილეთი უკან მიაღებინა, შეჰფიცა აშენბახს, დეპეშასგავგზავნით, ყოველ ღონეს ვიხმართ, რომ ზანდუკი უმოკლეს ვადაში უკან დააბრუნონო.ასე და ამგვარად, საკვირველი ამბავი მოხდა: მგზავრი, რომელიც სულ ოციოდე წუთისწინათ მოვიდა რკინიგზის სადგურზე, კანალე გრანდეთი ისევ უკან ბრუნდებოდა ლიდოზე.

უცნაური და დაუჯერებელი, სამარცხვინო და სასაცილო, სიზმარეული ჩვენების დარიამბავი გადახდა: ბედისწერის ახირებული ოინის გამო კვლავ ხედავდა ადგილებს,რომელთაც ერთი საათი არ იყო გასული, რომ უღრმესი კაეშნით მოცული სამუდამოდეთხოვებოდა. პატარა და მარდი ხომალდი სასაცილო სიჩაუქით მიაპობდა წყალსგონდოლებსა და გემებს შორის და მიზნისკენ მიისწრაფოდა, ხოლო მისი ერთადერთიმგზავრი ბრაზისა და უკმაყოფილების ნიღაბქვეშ იმ ბიჭის შიშნარევ სიხარულსა დამღელვარებას მალავდა, რომელმაც გამოქცევა მოახერხა. ისევ და ისევ ეცინებოდაგუნებაში ამ „უიღბლობაზე“, რომელიც, როგორც თვითონ ეუბნებოდა საკუთარ თავს,თვით ყველაზე იღბლიანსაც კი შეშურდებოდა. ახლა ახსნა-განმარტების მიცემამოუხდებოდა. უნდა გაეძლო გაკვირვებული სახეებისთვის. მერე კი, – იმშვიდებდა თავს, –ყოველივე ისევ კარგად იქნება. რაც მთავარია, უბედურება თავიდან აიცილა, შეცდომაგამოასწორა, და ყოველივე, რაც ეგონა, რომ უკან დარჩა, ახლა ისევ მის თვალწინგადაიშლება და შეეძლება, რამდენ ხანსაც სურს, იმდენ ხანს დატკბეს... თანაც სწრაფისვლა ატყუებს, თუ ყველაფერთან ერთად, ახლა ქარიც ზღვის მხრიდან უბერავს?

ტალღები ეხეთქებოდნენ ვიწრო არხის დაბეტონებულ კედლებს, რომელიც მთელკუნძულზე იყო გათხრილი და ოტელ „ექსცელსიორამდე“ მიდიოდა. იქ ავტობუსიელოდებოდა უკან მობრუნებულ მდგმურს და აქოჩრილი ზღვის გასწვრივ მიმავალიპირდაპირი გზით მობანავეთა ოტელამდე მიიყვანა. სერთუკში გამოწყობილი პატარატანის ადმინისტრატორი ფართო კიბეზე დაეშვა და ქვევით შეეგება აშენბახს.

ფარისევლური თავაზიანობით სინანული გამოთქვა მომხდარი გაუგებრობის გამო.ყოვლად სამწუხარო ამბავიაო, როგორც პირადად ჩემთვის, ისევე მთელისასტუმროსთვის. დაბეჯითებით მოიწონა აშენბახის გადაწყვეტილება, ზანდუკს აქდალოდებოდა. მართალია, თქვენი ოთახი უკვე გავეცით, მაგრამ მეორე, მასზეარანაკლებ კარგი ახლავე შეგიძლიათ დაიკავოთ. „Pas de chance, monsiuer[3]“, – უთხრაღიმილით შვეიცარმა, როდესაც ლიფტი ზევით ასრიალდა. და აი, ჩვენი ლტოლვილიკვლავ დაბინავდა აქ ერთ-ერთ ნომერში, რომელიც არც მდებარეობითა და არცმოწყობილობით არ ჩამოუვარდებოდა ადრინდელს.

ამ უცნაური დილის გაწამაწიით დაღლილმა და გაბრუებულმა აშენბახმა ჩანთიდანნივთები ამოალაგა, ოთახში გაანაწილა და ღია ფანჯარასთან მდგარ სავარძელზეჩამოჯდა. ზღვას ღია მწვანე ფერი მიეღო. ჰაერი უფრო გამჭვირვალე და სუფთა ჩანდა,ხოლო კაბინებითა და ნავებით მოფენილი პლაჟი – უფრო ჭრელი, თუმცა ცა ისევნაცრისფერი იყო. აშენბახს მუხლებზე ხელები დაეკრიფა და გარეთ იხედებოდა.კმაყოფილი იყო ისევ აქ ყოფნით, ხოლო უკმაყოფილო და გაჯავრებულიც კი თავის

Page 58: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

მერყევ ხასიათზე, საკუთარი გულისთქმის უცოდინარობაზე. ასე დაჰყო თითქმის ერთისაათი, ისვენებდა განუსჯელ ზმანებებში ჩაძირული. შუადღისას ტაძიო შენიშნა, ზოლიანიტილოს კოსტუმი ეცვა, წითელი ბანტით შემკული და ზღვიდან მოდიოდა, განვლო პლაჟისზღუდე და ფიცარნაგზე მოაბიჯებდა ოტელისკენ. აშენბახს მაღლიდან რიგიანად არცგაერჩია, რომ მაშინვე იცნო და ის იყო დააპირა კიდეც რაღაც ამდაგვარი რამ გაეფიქრა:„ბიჭოს, ტაძიო, შენც ისევ აქა ხარ!“ – მაგრამ იმავ წამს იგრძნო, როგორ ჩაიძირა დადადუმდა ეს დაუდევარი მისალმება მისი გულის ხალას სიმართლეში, – იგრძნო სისხლისაღტყინება, სიხარული, სულის ტკივილი და მიხვდა, რომ აქედან წასვლა ასე ძალიანსწორედ ტაძიოს გამო უმძიმდა.

გარინდებული იჯდა, ვერავინ ამჩნევდა მის მაღალ სამყოფელზე და საკუთარ სულშიიხედებოდა. სახის ნაკვთები გამოუცოცხლდა, წარბები აეწია, დაკვირვებული,ცნობისმოყვარე და გაცისკროვნებული ღიმილი აღებეჭდა პირზე. მერე ზეასწია თავი დაორივე ხელი, რომლებიც სავარძლის სახელურებიდან დუნედ ჰქონდა ჩამოშვებული, წინგაიწოდა და ჰაერში გაასავსავა, თითქო რაღაცას ეხვეოდა და მაღლა იტაცებდა, თითქოეგებებოდა და გულში იკრავდა ვიღაცას. ეს იყო გულღია მისალმებისა და რუდუნებითდახვედრის ჟესტი.

ამიერიდან ალეწილღაწვებიანი შიშველი ღმერთი დღენიადაგ დააქროლებდაგაღველფილ ოთხრაშიან ეტლს ცის სივრცეებში და მისი ოქროსფერი კულულებიფრიალებდნენ აღმოსავლეთიდან ამოვარდნილ ქარზე. აბრეშუმივით ბრჭყვიალასითეთრე გადაჰკვროდა შორეთში ზანტად მოლივლივე ზღვას. ქვიშა გავარვარებულიიყო. ეთერის მოვერცხლისფრო-მოცისფრო ჭავლის ქვეშ ჟანგისფერი ტილოებიგადაეჭიმათ კაბინების წინ და მკაფიოდ გამოსახულ ჩრდილის ლაქებზე, რომელსაც ისინინაპირს ჰფენდნენ, მობანავენი მთელ დილის საათებს ატარებდნენ. მაგრამ სანეტარო იყოსაღამოც, როცა პარკში მცენარეები ბალზამისებურ სურნელს აფრქვევდნენ, ცის მნათობნიფერხულს აბამდნენ მაღლა და ღამეში ჩაძირული ზღვის დუდუნი ესალბუნებოდა სულს.ასეთი საღამოები საწინდარი იყო ახალი მზიანი დღეებისა, რომლებიც აღსავსენი იყვნენოდნავ მოწესრიგებული მოცალეობით და შემკულნი ყოველ ფეხის ნაბიჯზე ჩასაფრებულსვებედნიერ შემთხვევათა ამოურწყავი შესაძლებლობებით.

სტუმარი, რომელიც აქ მისთვის არცთუ არასასურველმა გაუგებრობამ დატოვა, სულაც არაპირებდა თავისი ავლადიდების უკან მიღებაში ხელახლა გამგზავრების საბაბი დაენახა.ორი დღე ითმენდა საჭირო ნივთების ნაკლებობას და დიდ სასადილო დარბაზში საგზაოკოსტიუმით ჩადიოდა. ხოლო შემდეგ, როდესაც, როგორც იქნა, გზააბნეული ზანდუკიკვლავ მის ოთახში შემოიტანეს, ძირისძირობამდე ამოალაგა იქიდან ყველაფერი დაკარადა და კომოდის უჯრები გამოავსო, რადგან ჯერჯერობით გადაწყვეტილი ჰქონდა,რამდენ ხანსაც მოეპრიანებოდა, იმდენ ხანს დარჩენილიყო აქ და უხაროდა, რომ პლაჟზეახლა აბრეშუმის კოსტიუმით იქნებოდა, ხოლო სადილობაზე კი, როგორც წესი და რიგია,საღამოს შავი კოსტიუმით გამოცხადდებოდა ხოლმე.

ამგვარი ყოფის საამურმა ერთფეროვნებამ უკვე ჩაითრია, სათუთმა და ბრწყინვალეგანცხრომით აღსავსე ცხოვრებამ სწრაფად გააბრუა. და მართლაც, სხვა რომელადგილსამყოფელშია გაერთიანებული სამხრეთის ზღვის პირას კეთილმოწყობილიცხოვრების სიამენი და საოცარ, საარაკო ქალაქთან ესოდენ უშუალო და ხელმისაწვდომისიახლოვე?! აშენბახს განცხრომა არ უყვარდა. სადაც უნდა ყოფილიყო და როცა უნდაყოფილიყო, ზარ-ზეიმი, უქმად ყოფნა, დროს ტარება არ იტაცებდა. თვითახალგაზრდობის ჟამსაც კი შეშფოთებული გაურბოდა მას. გული ამაღლებული შრომისკენეწეოდა, სადაგ დღეთა წმინდა და გონივრული მსახურებისკენ. მხოლოდ აქაურობააჯადოებდა, ადუნებდა მის ნებელობას, ბედნიერს ჰყოფდა. ზოგჯერ დილაობით, როცაკაბინის საჩრდილობელქვეშ იჯდა და ოცნებით გასცქეროდა სამხრეთის ზღვის სილურჯეს,ანდა თბილ ღამეში, როდესაც ვარსკვლავებით მოოჭვილი ზეცის ქვეშ, გონდოლისბალიშებზე მიყრდნობილი, შინ, ლიდოზე, ბრუნდებოდა წმ. მარკოზის მოედნიდან, სადაცგვიანობამდე უყვარდა დარჩენა, და ფერად-ფერადი სინათლები, სერენადის დარხეულიჰანგები უკან რჩებოდა, აგონდებოდა სახლი სოფლად, მთებში, ზაფხულობით ადგილიმისი შემოქმედებითი ბრძოლებისა, სადაც ღრუბლები ზედ ბაღის თავზე დაცურავდნენ,საშინელი ელჭექი საღამოობით შუქს აქრობდა სახლში და ყვავები, რომელთაც საკვებსუყრიდა ხოლმე, ფიჭვის კენწეროებზე დაქანაობდნენ. მაშინ ეჩვენებოდა, რომ ელიზიუმში

Page 59: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

გამოიქცა, ქვეყნიერების კიდეზე, სადაც ადამიანებს იოლზე იოლი ცხოვრება ჰქონდათმომადლებული, სადაც არც თოვლი და არც ზამთარი, არც ქარიშხალი და არცკოკისპირული წვიმა იცოდა, ოკეანის მარად გრილი და ნაზი სუნთქვა ელამუნებოდაყოველივეს და დღეები სანეტარო მოცალეობაში გადიოდა, მთლიანად მზესა და მისდღეობებს ეძღვნებოდა.

აშენბახი ხშირად, თითქმის განუწყვეტლივ ხედავდა პატარა პოლონელ ბიჭ ტაძიოს;შეზღუდული გარემო და ყველასთვის საერთო განრიგი ხელს უწყობდა იმას, რომმშვენიერი არსება თითქმის მთელი დღე, გარდა ხანმოკლე შუალედებისა, მის გვერდითიყო. მწერალი ყველგან ხედავდა, ყველგან ხვდებოდა მას: ოტელის ქვედა დარბაზებში,სანაოსნო გზით ქალაქში მოწყობილ გადამახალისებელ გასეირნებებზე და ქალაქიდანუკან დაბრუნების დროს, თავად დიდებულ მოედანზეც და საერთოდ ყოველ ფეხისნაბიჯზე, როცა ამას შემთხვევა მოიტანდა. მაგრამ უმთავრესად კი დილა ანიჭებდასვებედნიერი სისტემატურობითა და გულუხვიობით შესაძლებლობას პირმშვენიერიქმნილებისთვის კრძალვითა და შთაგონებით ეჭვრიტა პლაჟზე. დიახ, ბედნიერების ესგარდაუვალობა, ხელშემწყობ გარემოებათა ეს ყოველდღიური და თანაბარზომიერიგანახლება გახლდათ სწორედ, რაც მას კმაყოფილებითა და სიხარულით აღავსებდა, რაცმისთვის აქ ყოფნას ეგზომ სანუკვარსა და მზიან დღეთა მდოვრ მდინარებას ეგზომშეუმჩნეველს ხდიდა.

ადრე დგებოდა, რასაც უწინ სამუშაოს მედგარი მოძალების შემთხვევაში თუ იქმოდა, დასხვებზე ადრე მიდიოდა პლაჟზე, როდესაც მზე ჯერ კიდევ ნაზად ათბობდა და ცისკრისზმანებებში ჩაძირული ზღვა თვალისმომჭრელად ქათქათებდა. მეგობრულადესალმებოდა პლაჟის ზღუდესთან მდგარ დარაჯს და შინაურულად სალამს უძღვნიდააგრეთვე ფეხშიშველა და ჭაღარაწვერიან ბერიკაცსაც, რომელიც კაბინას ულაგებდახოლმე, ყავისფერ საჩრდილობელს უშლიდა და სავარძელსა და მაგიდას გარეთუდგამდა ბაქანზე. აშენბახი ჩაეშვებოდა ამ სავარძელში და ახლა მის განკარგულებაშიიყო სამი-ოთხი საათი. ამ ხნის განმავლობაში მზე ზენიტს აღწევდა და საშინელ ძალასიძენდა, ზღვა სულ უფრო და უფრო ლურჯი ხდებოდა, ხოლო აშენბახს ტაძიოს ყურებაშეეძლო.

ხედავდა, როგორ უახლოვდებოდა მარცხნიდან, ზედ ზღვის პირას გაყოლებით, ანროგორ გამოდიოდა კაბინების მწკრივიდან, ანდა კიდევ, არცთუ უეცარი სიხარულისგანშეკრთომის გარეშე, ანაზდეულად შენიშნავდა, რომ მისი მოსვლა გამოჰპარვოდა. ტაძიოუკვე აქ იყო, თეთრით გაწყობილი ლურჯი საბანაო კოსტიუმის ამარა, – ახლა მხოლოდისღა ეცვა ხოლმე პლაჟზე, – და უკვე შესდგომოდა მზისგულზე ქვიშაში ფუსფუსს, – ამსაამურსა და უსაგნო საქმიანობას, რომელიც თამაშიც იყო და დასვენებაც, – წინ და უკანსიარულს, ჭყუმპალაობას, თხრას, პოლტაობას, წოლას და ცურვას. ქალები ბაქნიდანადევნებდნენ თვალს, წკრიალა ხმებით ეძახდნენ: „ტაძიუ! ტაძიუ!“ და ისიც მიირბენდახოლმე მათთან და გატაცებით, ხელების ქნევით, უამბობდა, რაც ის-ის იყო განეცადა,უჩვენებდა, რაც ეპოვა ან დაეჭირა: ნიჟარებს, ცხენთევზებს, მედუზებს, გან-განზე მცოცავკიბორჩხალებს. აშენბახს ერთი სიტყვაც არ გაეგებოდა ტაძიოს ნალაპარაკევიდან დათუნდაც ბიჭის ნათქვამი სრულიად ბანალური რამ ყოფილიყო, მის ყურში მაინც ბუნდოვანკეთილხმოვანებად იღვრებოდა. ასე რომ, ბიჭის უცხოური მეტყველება მუსიკად იქცეოდა,ცხრათვალა მზე დაუშრეტელ ბრწყინვალებას ჭარბად აფრქვევდა ბიჭუნას თავზე დაამაღლებული მჭვირვალება ზღვისა მისი ხატების ფონი იყო მარად.

მალე აშენბახმა ამ კეთილშობილი და ლაღი სხეულის ყოველი ნაკვთი და ყოველი პოზაზეპირად იცოდა. რამდენჯერაც უნდა ენახა, იმდენჯერ ხელახლა ესალმებოდა,გახარებული, მშვენიერი ქმნილების თითოეულ ნაცნობ წვრილმანს და მისაღფრთოვანებასა და გრძნობათა ნაზ ჩქროლვას ბოლო არ უჩანდა. ზოგჯერ ქალები ბიჭსდაუძახებდნენ, რომ მათ კაბინასთან მისულ სტუმარს მისალმებოდა, და ისიც გამორბოდაწყლიდან, სველი მიირბენდა ხოლმე მათთან, თავს გაიქნევდა, რომ კულულებიდან წყალიჩამოებერტყა, და ხელს გაუწვდიდა სტუმარს ცალ ფეხზე დაყრდნობილი, მაშინ როდესაცმეორე ფეხი მუხლში ოდნავ ჰქონდა მოხრილი და მხოლოდ თითის წვერებით ეხებოდაქვიშას. თან ოდნავ შემობრუნებულ-მოტრიალებული ტანი საოცრად მომხიბლავად ეჭირა,სანდომიანად დაძაბული იყო, კდემითა და თავაზიანობით აღვსილი, ერთდროულადთავმომწონეც და მოვალეობის არისტოკრატიული შეგრძნებით გამსჭვალულიც. ზოგჯერ

Page 60: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

მკერდამდე საბანაო ზეწარში გახვეული იწვა ქვიშაზე, ნაზად ჩამოქნილ მკლავსეყრდნობოდა და პატარა მუშტი ნიკაპქვეშ ჰქონდა ამოდებული. ხოლო ის კი, რომელსაც„იაშუს“ ეძახდნენ, მის გვერდით იყო დაყუნცული, აღარ იცოდა, რითი ეამებინატაძიოსთვის, და, ჭეშმარიტად, არაფერი შეიძლებოდა იმ ღიმილზე უფრომომაჯადოებელი ყოფილიყო, რომელიც ამ რჩეულს თვალებსა და ბაგეებზედასთამაშებდა, როდესაც თავისზე უმრწემესსა და ყურმოჭრილ მონას შეხედავდა ხოლმე.ზოგჯერაც ზედ ზღვის პირას იდგა განმარტოებით, თავისიანებისგან განცალკევებით,მთლად ახლოს აშენბახთან, იდგა, სწორად, ხელები თავზე შემოეწყო, ნელიად ირწეოდადა ოცნებით გასცქეროდა ზღვის სილურჯეს, მაშინ როდესაც პატარა ტალღები,რომლებიც ნაპირისკენ გამორბოდნენ, ფეხის თითებზე ელამუნებოდნენ. საფეთქლებსადა კეფაზე თაფლისფერი კულულები ეფინა, მზე უნათებდა ოდნავ შესამჩნევ ღინღლსხერხემლის ზედა ნაწილზე. ლამაზად მოყვანილი ნეკნები და მკერდის პროპორციულიხაზები ატანდა თხელი ზეწრის ქვეშ. ქანდაკებასავით გლუვი იღლიები ჰქონდა ჯერაც,მუხლებს ქვემოთ კანი უკრიალებდა და მოცისფრო ძარღვები მის სხეულს რაღაცგამჭვირვალე მასალისგან ჩამოქნილის იერს ანიჭებდა. სისხლის როგორი შერჩევა, აზრისროგორი სიზუსტე იყო ასახული ამ ლაღად გაწოლილი და სრულყოფილი ყრმისსხეულში! მაგრამ განა მკაცრი და ხალასი ნებისყოფა, რომელმაც წყვდიადში შვა დაშემდეგ დღის სინათლეზე გამოიტანა ეს ღვთაებრივი გამოსახულება, მისთვის, როგორცხელოვანისთვის, ნაცნობი და ახლობელი არ იყო? განა მასშიც არ მოქმედებდა ეს ძალა,როდესაც, ფხიზელი ვნებით აღტყინებული, მარმარილოს ლოდინად ენისა კენარ ფორმასაზატს ჰყოფდა, რომელსაც საკუთარ სულში სჭვრეტდა და ადამიანის სულიერი სილამაზისხატად და ძეგლად წარმოგვიდგენდა?

ხატად და ძეგლად! მისი თვალები გარს ევლებოდნენ სილურჯის პირას დავანებულკეთილშობილ ფიგურას და ექსტაზში შესულს სწამდა, რომ ამ ჭვრეტით თავადმშვენიერებასაც სწვდებოდა, ფორმას, როგორც ღვთაებრივ აზრს, ერთადერთსა დახალას სრულყოფილებას, რომელიც სულის საუფლოში მკვიდრობს და რომელიც აქსახითა პირისათა ადამიანისა იყო წარმოდგენილი, რათა სინატიფისა და მომხიბლაობისგამო მხურვალე თაყვანისცემის საგანი ყოფილიყო. ეს ზარხოში გახლდათ და ხანშიშესული ხელოვანი მას ანგარიშმიუცემლად და ხარბად დაეწაფა. სული უღელავდა,მთელი მისი რაობა შეძრული იყო. მეხსიერებაში გამომზეურდნენ ძველთაძველი,სიყმაწვილის ტრადიციულად ათვისებული, მაგრამ აქამდე საკუთარი ცეცხლით აღუნთებიაზრები. განა სადღაც არ ჰქონდა წაკითხული, რომ მზეს ჩვენი ყურადღებაინტელექტუალური ამბებიდან გრძნობად საგნებზე გადააქვს? იგი ისე აბრუებს დააჯადოებს ჩვენს გონებას და მახსოვრობას, – ნათქვამი იყო იქ, – რომ აღტაცებულსა დამოხიბლულ სულს ნეტარებისგან სრულიად ავიწყდება საკუთარი თავი და მზითგანათებულ საგანთაგან უმშვენიერესზეა მთლიანად გადაგებული, უფრო მეტიც:მარტოოდენ სხეულის მეშვეობით ძალუძს მაშინ ამაღლდეს უზენაეს განჭვრეტამდე. ამურიმართლაცდა მათემატიკოსთა მსგავსად იქცევა, რომლებიც უნიჭო ბავშვებს წმინდაფორმათა ხელშესახებ გამოსახულებებს უჩვენებენ. ასევე ეს ღმერთიც, რათა ჩვენთვისსულიერი ხილული გახადოს, სიამოვნებით იყენებს სახეს და ფერებს ადამიანისსიყმაწვილისა, რომელსაც ხსოვნის იარაღად აქცევს, სილამაზის ყველა ნიშანწყლითამკობს და მის დანახვაზე ტკივილითა და სასოებით ვენთებით.

ამას ფიქრობდა აღტყინებული აშენბახი, ამას განიცდიდა და ზღვის ბუბუნისა და მზისკამკამიდან მისთვის წარმტაცი სურათი მოიქარგა. ეს იყო ასწლოვანი ჭადარი ათენისკედლების მახლობლად, ის ყვავილების სურნელებით აღსავსე წმინდა ჩერო, რომელსაცნიმფებისა და აქელეოსის პატივსაცემად მოტანილი ქანდაკებები და სათნო საბოძვარნიამშვენებდნენ. ფართოდ განტოტვილი ხის ძირას ანკარა წყარო მოჩუხჩუხებდა მრგვალიდა წვრილი კენჭებით დაფარულ კალაპოტში, ჭრიჭინობელები ჭრიჭინებდნენ, ხოლომდელოზე, რომელიც ოდნავ დაქანებული იყო ისე, რომ მწოლიარეს თავი, როგორცბალიშზე, ისე ჰქონდა მისვენებული, ორნი წამოწოლილიყვნენ, მცხუნვარე დღისპაპანაქებისთვის აქ შეეფარებინათ თავი. ერთი უკვე ხნიერი იყო, მეორე – ახალგაზრდა,პირველი – მახინჯი და ბრძენი, მეორე – ლამაზი და სიყვარულის ღირსი. თავაზიანისიტყვებითა და გონებამახვილური, წამახალისებელი ხუმრობით ასწავლიდა სოკრატეფედროსს სრულყოფილებისა და სიქველისადმი კაეშნიანი ლტოლვის ამბავს.მოუთხრობდა იმ მწველ შიშზე, რომელიც წაეკიდება ხოლმე მგრძნობიარეს მარადიული

Page 61: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

მშვენიერების ნიშატის ხილვის ჟამს. ელაპარაკებოდა ცუდმადი და კურთხევასმოკლებული ადამიანის გულის წადილთა შესახებ, რომელსაც არ ძალუძს მშვენიერებაწარმოიდგინოს, ოდეს მის გამოსახულებას განჭვრეტს და მოკრძალებული თაყვანისცემისუნარი არ გააჩნია. ელაპარაკებოდა წმინდათა წმინდა შიშის შესახებ, რომელიცკეთილშობილ სულს ეუფლება ღვთაების მსგავსი სახისა და სრულყოფილი სხეულისდანახვაზე, – იმ მღელვარების შესახებ, რომელიც მას ამ დროს იპყრობს და ლამის გონისავსებით წაართვას; ვერ ბედავს რიგიანად თვალი გაუსწოროს და აღმერთებს იმას, ვინცამ მშვენიერებით დაჯილდოებულია. დიახ, მზად არის მსხვერპლიც შესწიროს ხოლმე,როგორც კერპს, იმისა რომ არ ეშინოდეს, ადამიანები გიჟად შემრაცხავენო. უკეთუმხოლოდ მშვენიერებაა, ჩემო ფედროს, სიყვარულის ღირსი და ამავე დროს ხილულიცარის; გახსოვდეს, სწორედ იგია ერთადერთი ფორმა სულიერისა, რომელიც შეიძლებაგრძნობით აღვიქვათ და ავიტანოთ. თორემ აბა რა დაგვემართებოდა, რომ ღვთაებრივიმთლიანად, რომ გონება, სიქველე და ჭეშმარიტება გრძნობად აღქმაში მოგგვლენოდა?განა არ დავილეოდით და დავიწვებოდით სიყვარულისგან, როგორც ოდესღაც სემელაზევსის წინაშე? ასე რომ, მშვენიერება გრძნობიერებისთვის გზაა სულისკენ, – მარტოოდენგზა, მხოლოდ საშუალება, ჩემო პატარა ფედროს... და მერე, მან, ცბიერმა არშიყმა,ყოვლად მოსწრებული აზრი გამოთქვა, რომ მოტრფიალე უფრო ახლოა ღვთაებასთან,ვიდრე სატრფო, უკეთუ მათგან მხოლოდ პირველშია ღმერთი და მეორეში კი არა, –ყველაზე დახვეწილი და კვიმატი აზრი, რომელიც კი ოდესმე მოსვლია ადამიანს თავში დარომელმაც დასაბამი მისცა ტრფიალის მთელ ეშმაკობასა და ფარულ ხვაშიადს.

მწერლის ბედნიერებას ის აზრი შეადგენს, რომელიც მთლიანად გრძნობად შეიძლებაიქცეს და გრძნობა, რომელიც მთლიანად აზრში შეიძლება გადაიზარდოს. ამგვარიმფეთქავი აზრით, ამგვარი ზუსტი გრძნობით იყო გამსჭვალული და გათანგულიმარტოსული აშენბახი მაშინ, იმ აზრით, რომ ბუნება ნეტარებისგან თრთის, ოდეს სულიკრძალვით ქედს იხრის მშვენიერების წინაშე. ანაზდეულად წერა მოსწყურდა. მართალია,ამბობენ, რომ ეროსს უქმობა უყვარს, მხოლოდ მისთვის არის შექმნილი, მაგრამ კრიზისისამ წერტილში აღფრთოვანებამ მისი ისრით მოწყლულს შემოქმედებისკენ უბიძგა. საბაბითითქმის სულერთი იყო. პრობლემების გადაჭრის სურვილმა, მოთხოვნილებამკულტურისა და გემოვნების დიდსა და მწველ საკითხზე დაბეჯითებით და აშკარად აზრისგამოთქმისა, აიტანა მისი ინტელექტი, ოტებულს წამოეწია. საგანი მისთვის ნაცნობიგახლდათ, განცდილი ჰქონდა. დაუძლეველმა სურვილმა შეიპყრო ერთბაშად: იგი თავისისიტყვის ნათლით გაეცისკროვნებინა. თანაც გულით უნდოდა ტაძიოს თანდასწრებითემუშავა, წერის დროს ბიჭის აღნაგობა ნიმუშად ჰქონოდა, სტილით მისი სხეულისხაზებისთვის მიებაძა, რომელიც ღვთაებრივად მიაჩნდა, და მისი სილამაზე სულისსაუფლომდე აეყვანა, როგორც ტროელი მწყემსი აიტაცა ჰაერში ოდესღაც არწივმა.არასოდეს ისე ტკბილი და სანეტარო არ ყოფილა მისთვის სიტყვა, არასოდეს ისეცხოვლად არ უგრძნია, რომ ეროსი სიტყვაშიაც არის დავანებული, როგორც ამმსახვრალად სანუკვარ საათებში, როდესაც შეუღებავ მაგიდას უჯდა საჩრდილობელქვეშ,თავის კერპს უჭვრეტდა, მისი ხმა ყურში მუსიკად ეღვრებოდა და ტაძიოს მშვენებისმიხედვით თავის პატარა თხზულებას, იმ გვერდ-ნახევარ რჩეულ პროზას აყალიბებდა,რომლის სიწმინდეს, კეთილშობილებას და გრძნობის აღმაფრენ დაძაბულობას მოკლეხანში მრავალთა აღტაცება უნდა გამოეწვია. უთუოდ კარგია, რომ მსოფლიო მარტოოდენმშვენიერ ნაწარმოებს ეცნობა და არა მის სათავეებსაც, მის წარმომქმნელ პირობებსაც;ვინაიდან წყაროების ცოდნა, რომლებიც ხელოვანის შთაგონებას ასაზრდოებენ, ხშირადდააბნევდა, დააფრთხობდა მკითხველს, და ამდენად მშვენიერი ქმნილების ზემოქმედებასგააქარწყლებდა. საოცარი საათები იყო! საოცრად დამღლელი ჯაფა! სულისა დასხეულის საოცრად ნაყოფიერი ურთიერთობა. როცა აშენბახმა მუშაობა შეწყვიტა დაპლაჟიდან წამოსასვლელად გაემზადა, თავი ძალზე დაღლილად, გამოფიტულად იგრძნოდა სინდისიც კი ქენჯნიდა, თითქოს რაიმე წრეგადასული ჩაედინოს.

მეორე დილით აშენბახი ის იყო ოტელიდან გამოვიდა, რომ კიბიდანვე ტაძიო შენიშნა,რომელიც მარტოდმარტო მიდიოდა ზღვისკენ და უკვე პლაჟის ზღუდეს უახლოვდებოდა.უმალვე სურვილი, უბრალო აზრი დაებადა, შემთხვევით ესარგებლა და იმასთან, ვინცთავისდა უნებლიეთ ამდენი აღმაფრენა და მღელვარება მოუტანა, ძალდაუტანებელი დამხიარული ნაცნობობა გაება, დალაპარაკებოდა, მისი პასუხითა და მწყაზარი გამოხედვითგაეხარა. პირმშვენიერი ყმაწვილი აუჩქარებლად მიდიოდა, სულ იოლად შეიძლებოდა

Page 62: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

დასწეოდა და აშენბახმა ნაბიჯს აუჩქარა. ფიცარნაგზე წამოეწევა, კაბინების უკან, უნდათავზე ხელი გადაუსვას ან მხარზე შეეხოს და რომელიღაც სიტყვები, ალერსიანიფრანგული ფრაზა ბაგეზე უთამაშებს, – და აი, გრძნობს, რომ მის გულს, შეიძლება სწრაფისიარულისგან, ბაგაბუგი გააქვს, რომ სულს ძლივსღა ითქვამს და მხოლოდხმაჩავარდნილი და ხმაათრთოლებული თუ შეძლებს ლაპარაკს; ჭოჭმანობს, ცდილობსთავს დაეუფლოს, უეცრად შიში იპყრობს, რომ ერთობ დიდხანს მისდევს ლამაზ ბიჭუნასასე ფეხდაფეხ, ეშინია, მისი ყურადღება არ მიიქციოს და უკან არ მოიხედოსგაკვირვებულმა, მიაშურებს მას, გამბედაობა ღალატობს, უარს ამბობს განზრახვაზე დათავჩაქინდრული ჩაუვლის გვერდით.

„უკვე გვიან არის! – გაიფიქრა აშენბახმა იმწამსვე. – ერთობ გვიან!“ მაგრამ მართლა გვიანკი იყო? ამ ნაბიჯს, რომელიც მან არ გადადგა, სულ ადვილად შეიძლებოდა მისდასასიკეთოდ, შვებად და სასიხარულოდ განსაკუთრებული გამოფხიზლება მოჰყოლოდა.მაგრამ მას, ხანში შესულ ადამიანს, ალბათ არც უნდოდა გამოფხიზლება, რადგანზარხოში მისთვის ერთობ ძვირფასი იყო. ვინ ამოხსნის ხელოვანის ცხოვრების არსსა დარაობას! ვინ გაიგებს, როგორ მჭიდროდ არის მასში არაცნობიერად შერწყმულიდისციპლინა და აღვირახსნილობა! აშენბახი უკვე აღარ იყო თვითკრიტიკისთვისგანწყობილი: გემოვნება, მისი ეპოქის სულისკვეთება, საკუთარი თავის პატივისცემა,სიმწიფე და გვიან შეძენილი უბრალოება ხელს უშლიდა დაენაწევრებინა წამაქეზებელიმიზეზები და დაედგინა, სინდისისა თუ უნიათობისა და უძლურების გამო ვერ შეასრულათავისი განზრახვა. თავგზა აბნეული ჰქონდა, ეშინოდა, რომ ვინმეს, თუნდაც პლაჟისდარაჯს, შეიძლებოდა მისი გაქცევისთვის, მისი მარცხისთვის თვალი ედევნებინა. ეშინოდა,მასხრად არ აეგდოთ. თუმცა კი გულში თვითონვე ეცინებოდა თავის წმიდათაწმიდაკომიკურ შიშზე. „შევცბი, – ფიქრობდა ის, – შევცბი და შეშინებული მამალივით ფრთებიდავუშვი შუა ბრძოლაში. ალბათ ეს მართლაც ღმერთი გვართმევს ხოლმე სატრფოსხილვის ჟამს სიმამაცეს და ჩვენს ამაყ სულს მიწასთან ასწორებს“... იგი თავს იქცევდა,ოცნებობდა და ერთობ ქედმაღალი იყო, რომ გრძნობის შიში ჰქონოდა.

უკვე ყურადღებას არ აქცევდა, რომ იმ შვებულების ვადა გადიოდა, რომელიც საკუთართავს მისცა და შინ დაბრუნება აზრადაც არ მოსდიოდა. ფული უხვად გამოიწერა.საფიქრებლად მხოლოდ ისღა ჰქონდა, რომ შეიძლებოდა პოლონელთა ოჯახიგამგზავრებულიყო. თუმცა კი ოტელის პარიკმახერს ჩუმ-ჩუმად გამოჰკითხა და შეიტყო,რომ პოლონელები მასზე ცოტა ხნით ადრე ჩამოსულიყვნენ აქ. მზე მოეკიდა სახესა დახელებზე. ქარის მლაშე სუნთქვამ გამოაწრთო ტრფიალისთვის და თუ უწინ ძილით, კვებითან ბუნების წიაღში მოპოვებულ ძალებს ჩვეულებრივ იმწამსვე მუშაობაში ხარჯავდა, ახლაყველაფერს, რასაც მზე, მოცალეობა და ზღვის ჰაერი ყოველდღიურად ანიჭებდა,დიდსულოვნად და ფუქსავატურად ზარხოშსა და განცდებში ახურდავებდა.

ცოტა ეძინა, საამურად ერთფეროვან დღეებს სვებედნიერი მოუსვენრობით აღსავსეხანმოკლე ღამეები ჰყოფდა. მართალია, ადრე ბრუნდებოდა ოტელში, რადგან ცხრასაათზე, როცა ტაძიო გაქრებოდა ხოლმე მისი თვალთახედვის არედან, დღე უკვედამთავრებულად ეჩვენებოდა, მაგრამ როგორც კი ირიჟრაჟებდა, რაღაც სანეტარო შიშიშესძრავდა და შემკრთალს გამოეღვიძებოდა. ეს მის გულს აგონდებოდა განცდილი, არაცლიდა ლოგინში წოლას, ფეხზე წამოაგდებდა და ისიც, სისხამი დილის სიგრილისგანთავი რომ დაეზღვია, ხალათს გადაიცვამდა, შემდეგ ღია ფანჯარას მიუჯდებოდა და მზისამოსვლას ელოდებოდა. ეს საოცარი მოვლენა ძილში განწმენდილ მის სულსსათნოებითა და კრძალვით აღავსებდა. ზეცა, ხმელეთი და ზღვა ჯერაც მინასავითგამჭვირვალე მკვდრისფერ ბინდში იყო გახვეული; ჯერაც დაცურავდა ფერგამკრთალივარსკვლავი უსხეულო უსასრულობაში, მაგრამ სიომ დაჰბერა, მიუვალი სავანეებისფრთოსანმა მაცნემ და ქვეყანას აუწყა, რომ ეროსი წამოდგა საქორწინო სარეცლიდან დაის პირველი, უნაზესი ვარდისფერი არილი, რომლითაც სამყაროს გაღვიძება საცნაურიხდება, ცისა და ზღვის უშორეს წიბოზე უკვე გამოისახა. ახლოვდებოდა ქალღმერთი,ჭაბუკთა მაცთუნებელი, რომელმაც კლეიტოსი და კეფალოსი მოიტაცა და შურით აღვსილოლიმპიელთა ჯიბრზე ორიონის ტრფიალით ტკბებოდა. ვარდი დაიფრქვა ქვეყნიერებისკიდეზე, ენით უთქმელად ფაქიზი ათინათი და ყვავილობა ატყდა. პაწაწკინტელაღრუბლები, გაბადრულნი, გაკაშკაშებულნი, მსახურ ამურთა დარად დანანაობდნენვარდისფერ და ლაჟვარდოვან ნელსურნელებაში, ძოწისფერი ჩამოიღვარა ზღვაზე დამანაც თითქო ზვირთებით აიტაცა და ნაპირისკენ წინ წამოიღო, ოქროს შუბებმა გაიელვეს

Page 63: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

ცის კაბადონზე ქვევიდან ზევით, ბრჭყვიალი ხანძრად იქცა, უხმაუროდ, ღვთაებრივი,არამიწიერი ძლიერებით ამოიზიდა ღველფი და ღადარი, ალის ენები ზეცას გაელამუნნენდა ძმის წმინდა რაშები გაბასრული ფლოქვებით აიჭრნენ დედამიწის სფეროს ზეგარდმო.

ამ ღვთაებრივი დიდებულებით გაცისკროვნებული იჯდა მარტოეული აშენბახი დაგატაცებით უყურებდა, მერე თვალები დახუჭა და ქუთუთოები მარადიული სასწაულისამბორს დაანება. აწ გარდასული განცდები, ადრინდელი, სანუკვარი გულის წადილნი,რომლებიც ჩაიკლა იმით, რომ მკაცრად ემსახურებოდა მოწოდებას, ახლა ასე უცნაურადსახეშეცვლილნი დაუბრუნდნენ, – ცნობდა მათ და დაბნეული, შეცბუნებული ღიმილითესალმებოდა, ფიქრობდა, ოცნებობდა, მისი ტუჩები ნელიად ვიღაცის სახელსჩურჩულებდნენ და აი, ასე პირმოღიმარსა და ზეცისკენ თავაწეულს, მუხლებზეხელებჩამოვარდნილს ერთხელ კიდევ ჩასთვლიმა სავარძელში.

დღე კი, რომელიც ასე მგზნებარედ და საზეიმოდ დაიწყო, საოცრად ამაღლებული დამითურად ნირშეცვლილი დარჩა მთლიანად. საიდან მოდიოდა, სად იწყებოდა ეს ქროლა,რომელიც ასე ერთბაშად, ასე ნაზად და ღრმააზროვნად, ზენაარი ჩაგონების დარადელამუნებოდა მის საფეთქლებსა და ყურს? ღრუბლების თეთრი ფთილები ისეგაჰკვროდნენ ცას, თითქოს ოლიმპოს ღმერთთა ფარები ყოფილიყვნენ საძოვარზეგაშვებულნი. უფრო ძლიერი ქარი ამოვარდა და პოსეიდონის რაშებმა ჯირითი დაიწყეს,ყალყზე დგებოდნენ, დაქროდნენ, ან იქნებ ეს ლურჯკულულიანის ხარები იყვნენ,რომლებიც ბღუოდნენ და რქებით ეხეთქებოდნენ ერთმანეთს? შორეულ კლდოვანნაპირზე კი ტალღები ისე ხტოდნენ, როგორც ანცი ციკნები. ღვთაებრივად გარდაქმნილმადა სასიცოცხლო ვნებით აღსავსე სამყარომ მოიცვა მოჯადოებული აშენბახი, მის გულსუნაზესი ზღაპრები ეზმანებოდა. ხშირად, როდესაც მზე ვენეციის მიღმა ეშვებოდა, იჯდაპარკში, მერხზე, და ტაძიოს უყურებდა, რომელსაც ფერადსარტყელიანი თეთრი კოსტიუმიეცვა და ხრეშმოყრილ, დატკეპნილ მოედანზე ბურთის თამაშით იქცევდა თავს. ისეთიგრძნობა ჰქონდა, თითქოს ჰიაცინტს უჭვრეტდა, რომელიც უნდა მომკვდარიყო, რადგანორი ღმერთი გამიჯნურებოდა. თვით ზეფირის გულისმღრღნელ ეჭვსაც გრძნობდამეტოქისადმი, რომელმაც მისანი, მშვილდი და კიფარა დაივიწყა, ოღონდაც პირმშვენიერჭაბუკთან ეთამაშა მარად; ხედავდა ბადროს, რომელიც ულმობელმა ეჭვმა სტყორცნალამაზმანის თავს, ფერმიხდილი ხელში იყვანდა ჩაკეცილ სხეულს და უტკბეს სისხლიდანამოფეთქილ ყვავილზე მისი უსაზღვრო ჩივილი იყო აღბეჭდილი...

არაფერია იმ ადამიანთა შორის არსებულ დამოკიდებულებაზე უფრო უცნაური დასაჩოთირო, რომლებიც ერთმანეთს მხოლოდ შეხედვით იცნობენ, რომლებიც ყოველდღე,ყოველ საათშიაც კი ხვდებიან ერთმანეთს, აკვირდებიან და ამასთან საყოველთაოდმიღებული წესებისა თუ საკუთარი ხუშტურის გამო გარეგნულად თავი ისე უჭირავთ,თითქო გულგრილნი იყვნენ ურთიერთისადმი, უცხოებივით უსიტყვოდ და უსალმოდხვდებიან ერთიმეორეს. მოუსვენრობითა და გაფაციცებული ცნობისმოყვარეობით არიანატანილნი, ერთმანეთის გაცნობისა და ერთმანეთთან ურთიერთობის ბუნებრივიმოთხოვნილების დაუკმაყოფილებლობითა და ჩაკვლით გამოწვეული ისტერიულიგანწყობილებით შეპყრობილნი და ამასთანავე ერთგვარად დაძაბულნიცურთიერთპატივისცემის გამო. უკეთუ ადამიანებს მანამდე უყვართ და პატივს სცემენერთმანეთს, ვიდრე ერთმანეთის განჩინება არ ძალუძთ და ტრფიალი და გზნება უკმარიშეცნობის ნაყოფია მხოლოდ.

რაიმე ურთიერთობა და ნაცნობობა აუცილებლად უნდა დამყარებულიყო აშენბახსა დაყრმა ტაძიოს შორის. მართლაც, მათგან უფროსმა, თავისდა სასიხარულოდ, შენიშნა, რომმისი ყურადღება და თანაგრძნობა არცთუ სავსებით უყურადღებოდ რჩებოდა. რააიძულებდა, მაგალითად, პატარა ტურფას, რომ დილით, როდესაც პლაჟზე გამოვიდოდა,კაბინების უკან, ფიცარნაგზე კი არ გაივლიდა, არამედ აუცილებლად ქვიშაზე, აშენბახისკაბინის წინ, თან ზოგჯერ სრულიად უმიზეზოდ ისე ახლოს ჩაუვლიდა, რომ ლამის მისმაგიდას ან სკამს წამოსდებოდა, და მხოლოდ შემდეგ გასწევდა თავისიანებისკენ? ანიქნება ამას მიზიდულობის ძალა იქმოდა, იქნებ უფრო ძლიერი გრძნობა ჰიპნოზივითმოქმედებდა ნაზსა და უმანკო ობიექტზე? აშენბახი ყოველდღე ელოდა ტაძიოს გამოჩენასდა ჟამიდან ჟამზე თავს ისე იჭერდა, თითქოს საქმით იყო გართული და ვერ შენიშნა მისიმოსვლა, მაგრამ ზოგჯერ აიხედავდა და მათი მზერა ერთმანეთს შეხვდებოდა. ორივენიღრმად სერიოზულნი იყვნენ. უფროსის განსწავლული და ღირსებით აღსავსე სახე

Page 64: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

არაფრით ამჟღავნებდა შინაგან მღელვარებას, მაგრამ ტაძიოს თვალებში გამომცდელიკითხვა იყო აღბეჭდილი, სიარულში გაუბედაობა ეტყობოდა, თვალებს დაბლა ხრიდა,მერე ისევ ზევით აღაპყრობდა სანდომიან მზერას და როცა უკვე ჩაივლიდა, რაღაცსაცნაურს ჰყოფდა მის თავდაჭერაში, რომ მხოლოდ აღზრდა უშლიდა ხელს, უკანმოეხედა.

მაგრამ ერთ საღამოს სხვაგვარად წარიმართა ყველაფერი. პოლონელი და-ძმანი დამათი გუვერნანტი ქალი სადილობის ჟამს, როგორც ეს დაუყოვნებლივ შენიშნაშეფიქრიანებულმა აშენბახმა, არ გამოცხადდნენ დიდ დარბაზში. ნასადილევს,პოლონელთა ოჯახის არყოფნით შეშფოთებული, ისევე, როგორც იყო, საღამოსკოსტიუმსა და ჩალის ქუდში გამოწყობილი, ოტელის წინ, ტერასის ძირას ბოლთის ცემასშეუდგა. არ გასულა დიდი ხანი, რომ რკალური ფარნების შუქზე ერთბაშად მონაზვნებისმსგავს დებსა და აღმზრდელ ქალს, ხოლო მათ უკან, ოთხი ნაბიჯის მოშორებით, ტაძიოსაცმოჰკრა თვალი. როგორც ჩანდა, რაღაც მიზეზის გამო ქალაქში ესადილათ და ახლანავმისადგომიდან ბრუნდებოდნენ. ეტყობოდა, ზღვაზე გრილოდა: ტაძიოსმოოქრულღილებიანი ლურჯი მეზღვაურული ქურთუკი ეცვა და თავზეც შესაბამისი ქუდიეხურა. ვერც მზესა და ვერც ზღვის ქარს ვერ გაერუჯა მისი სახე, კანი კვლავინდებურადმარმარილოსებრ მოყვითალო ჰქონდა. მაგრამ დღეს სიგრილისა თუ ფარნებისმთვარისებური შუქის გამო უფრო ფერმკრთალი ჩანდა, ვიდრე ჩვეულებრივ. ერთიმეორისჯუფთი წარბები უფრო მკაფიოდ გამოსახვოდა, თვალები უფრო ჩაღრმავებული დადანისლული უჩანდა. ენით უთქმელად ლამაზი იყო და აშენბახმა ახლაც, როგორც უწინაცმრავალგზის, გულისტკივილით იგრძნო, რომ სიტყვას გრძნობადი მშვენიერებისმარტოოდენ ხოტბა ძალუძს და არა მისი ცოცხალი გადმოცემა.

მომზადებული არ იყო ამ სანუკვარი შეხვედრისთვის, მოულოდნელად მოხდა ყოველივე,და დრო არ ეყო, რომ დინჯი და დარბაისლური გამომეტყველება მიეღო, სიხარული,გაკვირვება და აღტაცება იყო დაუფარავად მის სახეზე აღბეჭდილი, როდესაც მისი მზერა„დაკარგული“ ბიჭის მზერას შეხვდა, და იმავ წამს ტაძიომ გაიღიმა: მას გაუღიმა,მრავლისმეტყველად, გულითადად, მომხიბლავად, გულღიად და ბაგეები ოდნავ განაღო.ეს ანკარა წყლის ზედაპირზე დახრილი ნარცისის ღიმილი იყო, სულის სიღრმიდანმომდინარე, მოჯადოებული და გარინდებული ღიმილი, რომლითაც იგი თავისი მწყაზარიგამოსახულებისკენ იწვდის ხელებს, – ოდნავ მწარე ღიმილი, მწარე იმის გამო, რომ ამაოდსწადია თავისი აჩრდილის მთრთოლვარე ბაგეებს დაეკონოს, კოკეტური,ცნობისმოყვარე, ოდნავ დაძაბული, მოჯადოებული და მომაჯადოებელიც.

და მანაც, ვისთვისაც ეს ღიმილი იყო განკუთვნილი, თან წარიტანა იგი როგორცსაბედისწერო საბოძვარი. აშენბახი ისე შეჩქვიფებული იყო, რომ ტერასისა და ბაღისგანათებას მოერიდა და სწრაფი ნაბიჯით პარკის ჩაბნელებულ ნაწილს მიაშურა. უცნაურსიტყვებს, მრისხანე და ნაზ შეგონებებს ჩურჩულებდნენ მისი ტუჩები: „ასე არ უნდაგაუღიმო! გესმის, არავის არ შეიძლება ასე გაუღიმო!“ – ირგვლივ ყვავილების სურნელიიდგა, რომელიღაც მერხზე დაეშვა, მღელვარებისგან აღარ იცოდა, რა ექნა. ხელებიდაბლა დაეშვა, ძლეული იყო – წამდაუწუმ ჟრუანტელი უვლიდა ტანში – და ნატვრისა დაკაეშნიანი ლტოლვის მარადიულ ფორმულას ჩურჩულებდა, ამ შემთხვევაში შეუძლებელს,აბსურდულს, სამარცხვინოს, სასაცილოს და მაინც წმინდას, ამ შემთხვევაში ღირსეულსადა პატივდებულს: „მე შენ მიყვარხარ!“

*

ლიდოზე ყოფნის მეოთხე კვირას გუსტავ ფონ აშენბახმა გარე სამყაროში გარკვეულიცვლილებები შენიშნა. ჯერ ერთი, ოტელის მდგმურთა რაოდენობა, მიუხედავად იმისა,რომ გახურებული სეზონი იყო, უფრო კლებულობდა, ვიდრე მატულობდა. განსაკუთრებითკი მის ირგვლივ გერმანულმა ენამ იკლო და ბოლოს სულაც მიწყდა. ასე რომ, სასადილოდარბაზში და პლაჟზე მხოლოდ უცხო ბგერები ხვდებოდა მის ყურს. მეორეც,პარიკმახერთან საუბარში, ვისთანაც ახლა ხშირად დადიოდა, ერთი ისეთი სიტყვადაიჭირა, რომელმაც დიდად გააოცა. ამ კაცმა რომელიღაც გერმანელთა ოჯახი ახსენა,ჩამოსვლისთანავე დაუყოვნებლივ უკან გაემგზავრნენო. მერე ყბედობა განაგრძო დაფარისევლურად დაუმატა: „თქვენ კი აქ რჩებით, ბატონო ჩემო, თქვენ ამ უბედურებისა არ

Page 65: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

გეშინიათ!“ აშენბახმა გაკვირვებულმა შეხედა: „უბედურებისა?“ – გაიმეორა მან. ყბედს ხმაჩაუწყდა, გამალებით განაგრძო მუშაობა და თავი ისე დაიჭირა, თითქო შეკითხვა არცგაეგონოს. ხოლო როდესაც აშენბახი არ მოეშვა და დაჟინებით ჩაეკითხა, განაცხადა,არაფერი ვიციო და, დაბნეული, ენაწყლიანი მასლაათით შეეცადა კლიენტის ყურადღებასხვა საგანზე გადაეტანა.

ეს შუადღისას იყო, ნაშუადღევს კი, როდესაც სიო ოდნავ არ იძვროდა და გაგანია სიცხეიდგა, აშენბახი ვენეციაში გაემგზავრა; მანიაკური მოთხოვნილება ჰქონდა ყველგანგაჰყოლოდა პოლონელ ბავშვებს, რომლებიც, როგორც შენიშნა, ნავმისადგომისკენგაემართნენ გუვერნანტი ქალის თანხლებით. წმ. მარკოზის მოედანზე თავისი კერპი ვერიპოვა, მაგრამ როდესაც მოედნის ჩრდილოვან მხარეს რკინის მრგვალ მაგიდასთან იჯდადა ჩაის შეექცეოდა, ანაზდეულად ჰაერში რაღაც უცნაური სუნი იგრძნო. მას, როგორცახლა მოეჩვენა, უკვე მრავალი დღე იყო ანგარიშმიუცემლად იყნოსავდა, – აფთიაქისრაღაც მოტკბო სუნი, რომელიც უბედურებას, ჭრილობებსა და საეჭვო სისუფთავესაგონებდა. კვლავ შეამოწმა და დარწმუნდა, რომ მართლაც ასე იყო. დაამთავრა ჩაი დამოედანი ტაძრის მოპირდაპირე მხრიდან დატოვა. ვიწრო ქუჩაბანდებში სუნი გაძლიერდა.ქუჩის კუთხეებში დაბეჭდილი პლაკატები იყო გაკრული, რომლებიც ქალაქის მამათასახელით მოსახლეობას აფრთხილებდნენ, ხამანწკები და ნიჟარები არ ეჭამათ და არცწყალი დაელიათ არხებიდან გასტრიტული სისტემის გარკვეულ დაავადებათა გაჩენისსაფრთხის გამო, რაც ამგვარი ამინდის დროს მუდამ არსებობსო. აშკარა იყო, რომ ესგანცხადება საქმის ნამდვილ ვითარებას ალამაზებდა. ხიდებსა და მოედნებზე ხალხსმოეყარა თავი, ხმას არ იღებდნენ, და მათ შორის იდგა ისიც, უცხოელიც, აკვირდებოდამათ და ფიქრობდა.

შემდეგ ერთ-ერთ მედუქნეს, რომელიც თავისი სავაჭროს კარებში ნარინჯის ასხმულებსადა ყალბ ამეთვისტოთა ყელსაბამებს შორის აყუდებულიყო, შეეკითხა: ეს ავბედითი სუნირას უნდა მოასწავებდესო. მანაც ჯერ შეურვებული თვალით შეათვალიერა, მაგრამ მერესასწრაფოდ მოიკრიბა მხნეობა: „პროფილაქტიკური ღონისძიებაა, ბატონო ჩემო! – მიუგომან ხელების ქნევით. – პოლიციის განკარგულება, რომელიც არ შეიძლება არმოვიწონოთ. ასეთი ამინდი კაცს სიქას აცლის. სიროკო მავნებელია ჯანმრთელობისათვის.ერთი სიტყვით, სიფრთხილეს იჩენენ, შეიძლება ზედმეტს, მაგრამ ხომ გესმით“... აშენბახმამადლობა გადაუხადა და გზა განაგრძო. თბომავალზეც, რომლითაც ლიდოზე დაბრუნდა,ეცა ეს რომელიღაც სადეზინფექციო საშუალების სუნი.

ოტელში შესვლისთანავე წინკარში იმ მაგიდას მიაშურა, რომელზეც გაზეთები ელაგა დამათ თვალიერებას შეუდგა. უცხოურებში ვერაფერი იპოვა. გერმანულებში კი აღნიშნულიიყო რაღაც ხმები, მოჰყავდათ მერყევი ციფრები, ოფიციალური უარყოფანი და ეჭვიშეჰქონდათ ამ უკანასკნელთა სიმართლეში. აი, თურმე რამ გამოიწვია გერმანელთა დაავსტრიელთა გაქრობა. დანარჩენი ერების წარმომადგენლებმა კი, ეტყობოდა, არაფერიიცოდნენ, ვერაფერს ხვდებოდნენ და, მაშასადამე, არც არაფერი აშფოთებდათ. „ამაზეარაფერი არ უნდა ითქვას! – გაიფიქრა აღელვებულმა აშენბახმა და თან გაზეთებიმაგიდაზე დაყარა. – კრინტიც არ უნდა დაიძრას!“ მაგრამ ამავე დროს კატასტროფამ,რომელიც გარე სამყაროს მოელოდა, კმაყოფილებით აღავსო. ვინაიდან ვნება, ისევეროგორც ბოროტმოქმედება, ვერ ეგუება მდგრად წესრიგსა და ყოველდღიურობისთანაბარზომიერ მსვლელობას. ერთხელ და სამუდამოდ დადგენილი ყოფის შერყევა,ქვეყნის ამღვრევა და არევ-დარევა მისთვის სასურველია, რადგან ქვეცნობიერად ამაშიგამორჩენას მოელის. ასევე აშენბახიც ანგარიშმიუცემლად კმაყოფილი იყო ვენეციისუსუფთაო შუკებში არსებული ვითარებით, ხელისუფალნი ასე რომ ჩქმალავდნენ, –ქალაქის ამ უკეთური საიდუმლოებით, რომელიც მისი გულის ხვაშიადს ერთვოდა დარომლის დაცვაც მისთვის ესოდენ არსებითი ამბავი იყო. რადგან გამიჯნურებულსმხოლოდ ისღა ადარდებდა, რომ შეიძლებოდა ტაძიო გამგზავრებულიყო დათავზარდაცემული თავის თავს გამოუტყდა, რომ არ იცოდა, უმისოდ როგორ გაძლებდა.

ბოლო ხანებში უკვე აღარ სჯერდებოდა ტურფა ტაძიოსთან იმ შეხვედრებსა დასიახლოვეს, რომელსაც დღის განრიგი და იღბლიანი შემთხვევა ანიჭებდა; უკანდასდევდა, უთვალთვალებდა. კვირაობით, მაგალითად, პოლონელები არასოდესმოდიოდნენ პლაჟზე; აშენბახი მიხვდა, რომ წმ. მარკოზის ტაძარში დადიოდნენ წირვაზედა მაშინვე თვითონაც იქით გასწია. გავარვარებული მოედნიდან ტაძრის ოქროცურვილ

Page 66: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

ბინდბუნდში შესვლისთანავე შენიშნა ის, ვისაც ეძებდა. სალოცავ მერხზე დაეხარა თავი დაისე იჯდა. მწერალი უკან გაჩერდა დამსკდარ მოზაიკურ იატაკზე, მუხლებზე დაჩოქილმორწმუნეთა შორის, რომლებიც პირჯვარს ისახავდნენ და ლოცვანს დუდუნებდნენ.აღმოსავლური ტაძრის ჭარბი და მოუქნელი ბრწყინვალება მასზე დამთრგუნველადმოქმედებდა. წინ მძიმე შესამოსელში გამოწყობილი მღვდელი დადიოდა, საცეცხლურსიქნევდა და გალობდა. საკმეველი ხრჩოლავდა და საკურთხევლის სანთელთა უმწეო ალსკვამლის ნისლში ხვევდა. უსისხლო მსხვერპლად შეწირვის მსუყე და მოტკბო სურნელსოდნავ შესამჩნევად სხვა რაღაც ერეოდა: დაავადებული ქალაქის სუნი. მაგრამ კვამლსადა სანთლების ლიცლიცში აშენბახმა დაინახა, როგორ მოატრიალა თავი ლამაზმა,თვალებით მოძებნა იგი და იპოვა კიდეც.

შემდეგ, როდესაც ბრბომ ტაძრის კარიბჭიდან გაკაშკაშებულ და მტრედებით მოზიმზიმემოედანზე იხუვლა, შმაგი მიჯნური ტაძრის წინკარში დაიმალა, იქ ჩასაფრდა და ნახა,როგორ გამოვიდნენ პოლონელები ეკლესიიდან, როგორ საზეიმოდ გამოეთხოვნენბავშვები დედას, როგორ გადასერა ამ უკანასკნელმა მოედანი და შინისკენ გაემართა,მაშინ როდესაც ტურფა ტაძიომ, მონაზონმა დებმა და გუვერნანტმა ქალმა მარჯვნივგასწიეს და „საათიანი კოშკის“ ჭიშკრით „მერჩერიაში“ შევიდნენ. აშენბახმა ისინი ოდნავწინ გაუშვა, მერე თვითონაც უკან გაჰყვა და ვენეციაში სეირნობის მთელი ხნისგანმავლობაში შეუმჩნევლად უკან დასდევდა. ჩერდებოდა, როდესაც პოლონელებისადმე დაყოვნდებოდნენ, სამიკიტნოებსა და ეზოებს აფარებდა თავს. რათა გაეტარებინაისინი, თუ შემთხვევით უკან გამობრუნდებოდნენ; ხან თვალს მიეფარებოდნენ დაგახურებულ-გაოფლილი დაეძებდა ხიდებსა და ჭუჭყიან შუკებში, მკვდრისფერი ედებოდასახეზე, როცა ანაზდეულად გადააწყდებოდა მათ ვიწრო გასასვლელში, სადაც თავისდასაძვრენი არსად იყო. და მაინც არ შეიძლება ითქვას, რომ იტანჯებოდა. თავიცა დაგულიც ზარხოშით ჰქონდა გაბრუებული და მიაბიჯებდა დემონს აყოლილი, რომელსაცადამიანის გონებისა და ღირსების ფეხქვეშ გათელვა უყვარს.

ბოლოს ტაძიომ და მისიანებმა გონდოლას მოუხმეს და აშენბახმაც, რომელიც, ვიდრეისინი შიგ ჩასხდებოდნენ, შენობის გამონაშვერისა თუ შადრევნის უკან იმალებოდა, იგივემოიმოქმედა, როგორც კი მათი გონდოლა ნაპირს მოშორდა. ათრთოლებული ხმითსასწრაფოდ უთხრა მენავეს, აგერ იმ გონდოლას, რომელმაც ეს-ეს არის კუთხეში უნდაშეუხვიოს, გარკვეული ინტერვალის დაცვით შეუმჩნევლად უკან სდიეო. თან უხვადდასაჩუქრებას შეჰპირდა. ტანში გააჟრჟოლა, როდესაც გონდოლიერმა გაქნილიამფსონის მზადყოფნით იმავე კილოზე უპასუხა: ყველაფერი ისე იქნება, როგორც თქვენგაგიხარდებათო.

რბილ შავ ბალიშებზე მისვენებული მისრიალებდა აშენბახი, მინანაობდა ასევე შავი დანისკარტივით წვეტიანი ცხვირის მქონე მეორე ნავის კვალდაკვალ, რომელზედაცვნებათაღელვას მიეჯაჭვა. ჟამიდან ჟამზე პოლონელთა გონდოლა თვალს მიეფარებოდახოლმე და მაშინ ღონდებოდა და მოუსვენრობა იპყრობდა. მაგრამ მისი მძღოლი, თითქოთავისი დღენი, სხვისი დევნის გარდა, არაფერი ეკეთებინოს, მოხერხებული მანევრებით,სწრაფად გზის გადაჭრით ანდა შემოკლებით, ყოველთვის ახერხებდა, რომ სასურველიგონდოლა აშენბახს მხედველობის არეში ჰქონოდა. სიო არ იძვროდა და ჰაერში ისევ ისსუნი ტრიალებდა. მზე ანაორთქლთა ოხშივარში ატანდა, რომლითაც ცა ფიქლისფრადიყო შეღებილი, და საშინლად აცხუნებდა. წყალი ბუყბუყით ეხეთქებოდა ფიცრებს დალოდებს. გონდოლიერის დაძახილზე, ნაწილობრივ გამაფრთხილებელსა დანაწილობრივ მისასალმებელზე, წყლის ლაბირინთის გარინდებული შორეთიდან საოცარითანხვედრით გაისმოდა საპასუხო შეძახილი. მაღლა განლაგებული პატარა ბაღებიდანხავსმოდებულ კედლებზე ხეხილის თეთრი და ძოწისფერი ყვავილები ეკიდნენ და ნუშისსურნელს აფრქვევდნენ. მავრიტანული ჩუქურთმებით შემკული ფანჯრებიგამოკრთებოდნენ ხოლმე ბინდბუნდში. რომელიღაც ეკლესიის მარმარილოსსაფეხურები ეშვებოდა წყალში. ზედ მათხოვარი დაყუნცულიყო, ქუდი წინ გამოეშვირა დათან თვალის ბაიებს აჩენდა – აქაოდა, ბრმა ვარო! ძველმანებით მოვაჭრე თავისბუდრუგანა დუქნის წინ იდგა და მგზავრს შემპარავი ჟესტ-მიმიკით ეპატიჟებოდა შიგნით იმიმედით, რომ რამეს დასტყუებდა. ეს ვენეცია იყო, ფარისეველი და საეჭვო ლამაზმანი,ნახევრად ზღაპარი და ნახევრად მახე უცხოელისთვის, ქალაქი, რომლის დამპალ ჰაერშიოდესღაც ხელოვნება ნებიერი თავაშვებულობით გაიფურჩქნა და რომელმაც თავისიმუტრიბნი მონანავე და მაცდურად მთვლემარე ჰანგებით დააჯილდოვა. გრძნობამორეულ

Page 67: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

აშენბახს ეჩვენებოდა, თითქოს მის თვალებში მთელი ეს სიდიადე იღვრებოდა. ყურებში ესმაცდური ჰანგები ედგა, თან არ ავიწყდებოდა, რომ ქალაქს სალმობა მოსდებოდა, მაგრამანგარების გამო ფარავდა ამას და ახლა უფრო მოურიდებლად გასცქეროდა წინმოლივლივე გონდოლას.

გაოგნებულს სხვა აღარა ახსოვდა და არც სურდა ხსომებოდა, სათაყვანებელი არსებისგარდა, რომელმაც ცეცხლი წაუკიდა, სულ მისთვის სურდა ედევნა, მასზე ეოცნება, დაროდესაც გვერდით არ ჰყავდა, მიჯნურთა ჩვეულებისამებრ მისი აჩრდილისთვის ედუდუნანაზი სიტყვები. მარტოობა, უცხო მხარეში ყოფნა და ნაგვიანევი, ბანგივით გამაბრუებელიზარხოში სძენდა სითამამეს და აბედვინებდა თვით ყოვლად უცნაური ამბები შიშისა დაკდემის გარეშე ჩაედინა. ასე რომ, ერთხელ, მაგალითად, გვიან საღამოს ვენეციიდან რომბრუნდებოდა, ოტელის მეორე სართულზე ტურფა ტაძიოს კართან გაჩერდა, ვნებისგანმთვრალმა შუბლი ამყოლს მიაყრდნო და დიდხანს იდგა ასე. არას დაგიდევდათ, რომშეიძლებოდა ამ შლეგურ პოზაში ვინმე წასწყდომოდა, ვინმეს წაესწრო მისთვის.

და მაინც, იყო მომენტები, როდესაც ასე თუ ისე, გონს მოდიოდა და ცდილობდა თავიდაემორჩილებინა. „რა მემართება! – შეურვებული ფიქრობდა მაშინ. – რა მემართება!„როგორც ყოველ ადამიანს, ვისაც თანდაყოლილი უნარით მოპოვებული ღვაწლი თავისწარმომავლობისადმი არისტოკრატიულ ინტერესს უღვიძებს, მასაც სჩვეოდა წინაპართამოგონება. თუ ცხოვრებაში რაიმეს მიაღწევდა ან რაიმე მნიშვნელოვანი გადახდებოდა,უნდოდა გულდაჯერებული ყოფილიყო, რომ უთუოდ მათ თანხმობას, მოწონებასა დაპატივისცემას დაიმსახურებდა. ახლაც მათზე ფიქრობდა, აქ, ამ ყოვლად შეუსაბამოამბავში გახვეული, გრძნობის ესოდენ ეგზოტიკური სიჭარბით ატაცებული; აგონდებოდამათი მკაცრი თავდაჭერილობა, ხასიათის ვაჟკაცური სიწმინდე და ნაღვლიანადეღიმებოდა. რას იტყოდნენ ისინი? და ან რა შეეძლოთ ეთქვათ თუნდაც მთელ მისცხოვრებაზე, რომელიც სავსებით ნირშეცვლილი იყო მათ მიერ განვლილთან შედარებით,– ხელოვნებით შერისხულ ცხოვრებაზე, რომელსაც მამათა ბიურგერული სულისკვეთებისშესაბამისად, ოდესღაც თვითონაც დასცინა ჭაბუკურ შეგონებათა სახით და რომელსაცარსებითად მაინც მათი ცხოვრების დაღი ესვა! განა ისიც არ მსახურობდა, ჯარისკაცი დამეომარი არ იყო, როგორც მრავალნი მის წინაპართაგან? – უკეთუ ხელოვნება ომია,გამომფიტავი ბრძოლაა, რომელსაც დღეს დიდხანს ვერ გაუძლებ. თვითდაძლევითა დაათასი რამის გადალახვით გამსჭვალული ცხოვრებისთვის, რომელიც მან დროისშესაფერისი ნაზი გმირობის ხატებად აქცია, მართლაც შეიძლებოდა ვაჟკაცური დამამაცური ეწოდებინა. ამასთანავე ეჩვენებოდა, რომ თითქოს ეროსი, რომელსაც იგიდამონებული ჰყავდა, რატომღაც სწორედ ამგვარ ცხოვრებას შეეფერებოდა დაგანსაკუთრებით სწყალობდა კიდეც. განა ყველაზე პატივდებული არ იყო ეროსი ყველაზემამაც ხალხთა შორის და განა არ თქმულა კიდეც, რომ სწორედ სიმამაცის წყალობითჰყვაოდა იგი მათ ქალაქებში? გარდასულ დროთა მრავალ მებრძოლ გმირს უტარებიანებაყოფლობით მისი უღელი, ვინაიდან დამცირებად არ ითვლებოდა ამ ღმერთის მიერგამოტანილი განაჩენი. და საქციელი, რომელსაც აუგად მოიხსენიებდნენ, როგორცსიმხდალის მაჩვენებელს, თუ სხვა მიზნით იქნებოდა ჩადენილი – მუხლის მოდრეკა, ფიცი,გაუთავებელი ვედრება და მონური მორჩილება, მიჯნურისთვის სამარცხვინოდ არითვლებოდა, არამედ, პირიქით, ქებას იმსახურებდა.

ამნაირი აზრები უტრიალებდა თავში გონებადაბინდულ აშენბახს, ამნაირად ცდილობდაფეხქვეშ საყრდენი არ გამოსცლოდა და ღირსება შეენარჩუნებინა. მაგრამ ამავე დროსგანუწყვეტლივ გაფაციცებით თვალს ადევნებდა უკეთურ ამბებს, რომლებიც ვენეციისქუჩაბანდებში ხდებოდა, გარე სამყაროში მძვინვარე სენს, რომელიც მისი გულისსალმობას მრუმედ ერწყმოდა და მის ვნებათაღელვას ბუნდოვანი იმედებით ჰკვებავდა.იმის სურვილით აღტაცებული, რომ რაიმე ახალი და უტყუარი შეეტყო ქალაქში არსებულიმდგომარეობისა და სენის გავრცელების შესახებ, კაფეებში ფურცლავდა გერმანულგაზეთებს, რადგან ოტელის წინკარში მდგარ მაგიდაზე მათ უკვე მრავალი დღე იყოვეღარ იხილავდით. გაზეთები ერთიმეორის საწინააღმდეგო ცნობებს ათავსებდნენ. ჯერ,როგორც ჩანდა, დაავადებისა და სიკვდილიანობის ოცამდე შემთხვევა უნდა ყოფილიყო,შემდეგ ორმოცი, ბოლოს ასი და უფრო მეტიც კი. მაგრამ ამასთანავე ეპიდემიისარსებობას უარყოფდნენ და დაავადების მხოლოდ ცალკეულ, გარედან შემოტანილშემთხვევებზე მიუთითებდნენ. შიგადაშიგ გაბნეული იყო აგრეთვე გაფრთხილებანი დაპროტესტები იტალიელ ხელისუფალთა სახიფათო თამაშის წინააღმდეგ. ასე რომ,

Page 68: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

ნათლად წარმოდგენა იმისა, თუ რა ხდებოდა სინამდვილეში, შეუძლებელი იყო. და მაინც,მარტოსულ აშენბახს მიაჩნდა, რომ რაღაც განსაკუთრებული უფლება ჰქონდა, ამსაიდუმლოს ზიარებოდა და თუმცა აქ გარეშე კაცი იყო, მაინც უცნაურ კმაყოფილებასგრძნობდა, როდესაც საქმეში ჩახედული ვერაგული კითხვებით მიმართავდა და მათ, ვინცმოვალენი იყვნენ დუმილი დაეცვათ, აშკარა ტყუილს ათქმევინებდა. ერთ დღეს,მაგალითად, დიდ სასადილო დარბაზში საუზმობისას ადმინისტრატორს გამოელაპარაკა,ფრანგულ სადარბაზო სერთუკში გამოწყობილ პატარა და ფეხაკრეფით მოსიარულეკაცს, რომელიც მოსაუზმეთა შორის დააბიჯებდა, ყველას ესალმებოდა, ყველაფერსთვალყურს ადევნებდა და აშენბახის მაგიდასთანაც შეჩერდა, რომ ორიოდე სიტყვა ეთქვამისთვის. „არა, მაინც რატომ არის, – შეეკითხა აშენბახი დაუდევრად, ვითომც აქარაფერიაო, – რომ ამ ბოლო დროს ვენეციაში დეზინფექციას აკეთებენ?“ „პოლიციისღონისძიებაა, – ფარისევლურად მიუგო ადმინისტრატორმა. – და საზოგადოებისჯანმრთელობის დასაცავადაა გამიზნული. პოლიციის ვალია დროულად დაგვაზღვიოსასეთი მცხუნვარე და შეხუთული ამინდის შესაძლო მავნე ზემოქმედებისგან“. „ბარაქალაპოლიციას!“ – შესძახა აშენბახმა, მათ ორიოდე სიტყვა კიდევ უთხრეს ერთმანეთსმეტეოროლოგიურ საკითხებზე და ადმინისტრატორი წავიდა.

იმავე დღეს, ეს უკვე ნასადილევს, საღამოთი, ქალაქიდან ჩამოსულმა მოხეტიალემომღერალთა პატარა დასმა ოტელის წინ მდებარე ბაღში კონცერტი გამართა. ორი კაციიყო და ორიც ქალი. რკალური ფარნის რკინის ბოძთან ატუზულიყვნენ და ფარნის შუქითთეთრად განათებული სახეები ტერასისკენ მიეპყროთ, სადაც დამსვენებლები ყავასა დაგამაგრილებელ სასმელებს შეექცეოდნენ და ხალხური სახიობით ტკბებოდნენ. ოტელისპერსონალი, მელიფტეები, კელნერები, კონტორის მოხელეები ვესტიბიულის კარებიდანიყურებოდნენ. რუსების ოჯახს განცხრომაში ყველაზე მეტი მონდომება და უშუალობაგამოეჩინა, ბაღში ჩაეტანათ ბამბუკის სკამები, რათა შემსრულებლებთან უფრო ახლოსყოფილიყვნენ, და იქ ნახევარწრედ ისხდნენ დიდად კმაყოფილნი. ბატონების უკან მათიმოხუცი მხევალი იდგა. თავზე ჩალმასავით წაეკრა ხილაბანდი.

მანდოლინას, გიტარას, გარმონს და წრიპინა ვიოლინოს მოცლა არ ჰქონდათ მათხოვარვირტუოზთა ხელში. ინსტრუმენტულ ნომრებს სიმღერები ენაცვლებოდა. ქალთაგან უფროახალგაზრდამ ტკბილფალცეტიან ტენორთან ერთად წვრილი და მოწიწინე ხმით მწველისატრფიალო დუეტი შეასრულა. მაგრამ როგორც ხალასი ნიჭის პატრონმა და დასისსულმა და გულმა კაცებიდან მეორემ გამოიჩინა თავი, გიტარის დამკვრელმა, რომელსაცე.წ. კომიკური ბარიტონი ჰქონდა, თან ხმა თითქმის არ გააჩნდა, მაგრამ მეტყველიმიმიკითა და საგრძნობი კომიკური ექსპრესიით იყო დაჯილდოებული. ვეება საკრავითხელში ხშირად გამოეყოფოდა ხოლმე თავისიანებს და რამპისკენ მოიწევდა გამომწვევიმოძრაობით, რათა ანცი ოინებისთვის წამახალისებელი სიცილით დაესაჩუქრებინათ.განსაკუთრებით პარტერში მოკალათებული რუსები იყვნენ აღტაცებულნი მისისამხრეთული სიმკვირცხლით; ტაშითა და შეძახილებით აქეზებდნენ, რომ უფროგულდაჯერებული ყოფილიყო და მეტი სითამამე გამოეჩინა.

აშენბახი მოაჯირთან იჯდა და ჟამიდან ჟამზე ბაგეს ბროწეულის წვენისა და სოდიანიწყლის ნარევით იგრილებდა, რომელიც ლალისფრად კამკამებდა მის წინ მდგარ ჭიქაში.მისი ნერვები ხარბად ეწაფებოდნენ ამ მონანავე ჰანგებს, ამ ვულგარულ და მიბნედილ-მინაზებულ მელოდიებს, ვინაიდან ვნებათაღელვა სინატიფის გრძნობას აჩლუნგებს დამთელი სერიოზულობით ვეძლევით იმ ხიბვლასა და გაღიზიანებებს, რომელთაცსიფხიზლეში იუმორით შევხვდებოდით, ანდა ზიზღით უკუვაგდებდით. ტაკიმასხარასნახტომთა ყურებაში სახის ნაკვთები დაბრეცოდა და ზედ თითქმის მტკივნეული ღიმილიდასთამაშებდა. ვითომც აქ არაფერიაო, ისე იჯდა, თუმცა ყურადღება ერთ რამეზე ჰქონდაგამახვილებული, შინაგანად უკიდურესად დაძაბული იყო, რადგან მისგან ექვსიოდენაბიჯის მოშორებით ქვის მოაჯირს ტაძიო მიჰყუდებოდა.

სარტყელიან თეთრ კოსტიუმში იყო გამოწყობილი, რომელსაც ხანდახან იცვამდა ხოლმესადილობის ჟამს, მისთვის განუყრელი და თანდაყოლილი გრაციით მარცხენა ხელისიდაყვი მოაჯირზე დაეყრდნო. ფეხები გადაეჯვარედინებინა, მარჯვენით დოინჯიშემოერტყა და ისეთი სახით უჭვრეტდა ქვევით მდგარ მოხეტიალე მუტრიბთ, რომელიცუფრო ღიმილს კი არა, არამედ ზედაპირულ ცნობისმოყვარეობას, თავაზიან ყურადღებასგამოსახავდა. ზოგჯერ მხრებში გაიმართებოდა, გულ-მკერდს წინ გამოსწევდა და ორივე

Page 69: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

ხელის მოხდენილი მოძრაობით თეთრ ქურთუკს სარტყელის ქვეშ გაისწორებდა ხოლმე.ხოლო ზოგჯერ კი, – ამას ზეიმით აღნიშნავდა ხანში შესული აშენბახი, გონება ემღვრეოდადა ძრწოლა იპყრობდა, – ზოგჯერ კი ყოყმანითა და მორიდებულად, ანდა ანაზდეულადდა სწრაფად, თითქო მოუმზადებელს უნდა წაასწროსო, მარცხენა ბეჭისკენ მიაბრუნებდათავს და მასთან გამიჯნურებულისკენ გაიხედავდა, მაგრამ მის მზერას ვერ იჭერდა,რადგან ყოვლად სამარცხვინო საზრუნავი აიძულებდა შეჩქვიფებულ აშენბახს, თვალიაერიდებინა მისთვის. მათ უკან ტერასაზე ქალები ისხდნენ, რომლებიც ტაძიოსპატრონობდნენ და საქმე უკვე იქამდე იყო მისული, რომ გამიჯნურებულ აშენბახს ეშინოდა,თვალში არ მოხვედროდათ და ეჭვი არ მიეტანათ. უფრო მეტიც: ძარღვებში სისხლიეყინებოდა იმის მოგონებაზე, რომ უკვე მრავალგზის შემჩნეული ჰქონდა – პლაჟზე,ოტელის ვესტიბიულში თუ წმ. მარკოზის მოედანზე იქნებოდა ეს, ისინი ყოველთვისმოიხმობდნენ ხოლმე ტაძიოს, როდესაც აშენბახის მახლობლად აღმოჩნდებოდა.ყოველნაირად არიდებდნენ მას. აქედან გამომდინარე საშინელი შეურაცხყოფაგაუგონრად აწამებდა მის თავმოყვარეობას, ხოლო სინდისი ხელს უშლიდა, ამაზე თვალიდაეხუჭა.

ამასობაში გიტარის დამკვრელმა საკუთარი აკომპანემენტით სოლო დაიწყო, იმხანადმთელ იტალიაში მოდებული მრავალსტროფიანი ქუჩური სიმღერა, რომლის მოძახილსმთელი დასი დააქუხებდა ხოლმე. მომღერალი საკმაო პლასტიკურობასა და დრამატიზმსსძენდა რომანს. ტანსუსტი და მისავათებულ-მიხრწნილი სახის მქონე, იგი თავისიანებისგანგანცალკევებით იდგა ხრეშმოყრილ ბაქანზე, თავხედურსა და ანც პოზაში, გაქუცულიფეტრის შლაპა კეფაზე მოეგდო, წითური ქოჩორი წინ ძნასავით ედგა და სიმთა წკრიალშიმომნუსხავი რეჩიტატივით ისე აყრიდა კვიმატ ოხუნჯობებს ტერასაზე მსხდომთ, რომშემოქმედებითი დაძაბვისგან შუბლზე ძარღვები ებერებოდა. ვენეციელს სულ არ ჰგავდა,უფრო ნეაპოლელ კომედიანტს მოგაგონებდათ, ნახევრად ავარას, ნახევრად ოინბაზს,უხეშსა და გამბედავს, საშიშსა და თავშესაქცევს. სიმღერას, რომელიც შინაარსის მხრივსრულიად ბანალური რამ იყო, იგი მიმიკითა და სხეულის მოძრაობით, ეშმაკურადთვალის ჩაკვრითა და პირის კუნჭულში ენის წვერის თამაშით რაღაც ორაზროვანსა დადასაგმობს ხდიდა. ჩვეულებრივი ქალაქური ტანსაცმლის ქვეშ სპორტული პერანგი ეცვადა გადმოკეცილი საყელოდან გამხდარი ყელი ამოსჩროდა, რომელზედაც თვალშისაცემად დიდი და გაშიშვლებული ადამის ვაშლი უჩანდა. ფერმკრთალი, ნოღაცხვირიანიდა ქოსა სახე, რომლის ნაკვთების მიხედვით მის ასაკს ვერ დაადგენდით, თითქო სულერთიანად გადახნული ჰქონდა მანჭიაობითა და მანკიერებით, ხოლო მის დაუდეგარპირის ღრეჭას საოცრად ეხამებოდა ორი ნაოჭი, რომელიც ჯიუტად, მრისხანედ, თითქმისველურადაც კი აღბეჭდვოდა წითურ წარბებს შორის, მაგრამ მარტოეული აშენბახისყურადღებას ყველაზე უფრო ის იქცევდა, რომ ტაკიმასხარას საეჭვო ფიგურას თავისიგანსაკუთრებული ატმოსფეროც ერტყა გარს. სახელდობრ, ყოველთვის, როგორც კიმოძახილს დაიწყებდა, მომღერალი მანჭვა-გრეხვითა და მისალმების ნიშნად ხელისქნევით გროტესკულ ჩამოსვლას შეუდგებოდა, აშენბახს სულ ახლოს ჩაუვლიდა ხოლმედა ყოველთვის კრაბოლის ხსნარის საშინელ სუნს შეახრჩოლებდა.

სიმღერას რომ მორჩა, ფულის შეგროვებას შეუდგა. ჯერ რუსებს მიადგა, რომლებმაც,როგორც ჩანდა, სიამოვნებით დაასაჩუქრეს. შემდეგ საფეხურებზე ამოვიდა. თუ სახიობისდროს თავხედურად იქცეოდა, ახლა აქ, მაღლა, რაც შეიძლება მოკრძალებულად ეჭირათავი. წელში ოთხად მოკეცილი დაიპარებოდა მაგიდებს შორის, ქუსლს ქუსლზე სცემდადა თავს უკრავდა ყველას. თან მონა-მორჩილის იქედნური ღიმილით იღიმებოდა დამსხვილ კბილებს აჩენდა, მაშინ როდესაც ორი ნაოჭი წითურ შუბლზე ისევ ისე მრისხანედჰქონდა აღბეჭდილი. ამ უცნაურ არსებას, რომელიც ლუკმაპურის ფულს აგროვებდა,ოტელის მკვიდრნი ცნობისმოყვარეობითა და ერთგვარი ზიზღით უყურებდნენ, და თითისწვერებით უყრიდნენ ხურდა ფულს ფეტრის შლაპაში, რადგან მასთან შეხებასერიდებოდნენ. კომედიანტსა და წესიერ საზოგადოებას შორის ფიზიკური დისტანციისმოსპობა, როგორი სიამოვნებაც უნდა მიანიჭოს პირველმა მეორეს, ყოველთვისგარკვეულ უხერხულობას წარმოქმნის. მომღერალი გრძნობდა ამას და ცდილობდადანაშაული მუცელზე ხოხვით გამოესყიდა. ბოლოს აშენბახსაც მიუახლოვდა და ის სუნიცთან მიიტანა, რომელსაც ირგვლივმყოფთაგან, როგორც ჩანდა, არავინ აქცევდაყურადღებას.

– ყური დამიგდე! – უთხრა დახშული ხმით, თითქმის მექანიკურად, მარტოეულმა

Page 70: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

აშენბახმა. – ვენეციას დეზინფექციას უკეთებენ. ვერ მეტყვი, რატომ?

ოინბაზმა ჩახლეჩილი ხმით მიუგო: – ეგ სულ პოლიციის ბრალია, ბატონო ჩემო! მისიგანკარგულებაა ასეთი სიცხისა და სიროკოს გამო. სიროკო სულს უხუთავს ადამიანს,ჯანმრთელობას ვნებს... – ისე ლაპარაკობდა, თითქოს უკვირდა, ეს რა საკითხავიაო, დახელისგულით უჩვენა, როგორ ძლიერ უხუთავს სულს სიროკო ადამიანს.

– მაშ, ვენეციაში რაიმე სენი არ არის? – ხმადაბლა გამოსცრა აშენბახმა კბილებში.

მასხარას კუნთოვანმა სახის ნაკვთებმა კომიკური გაუგებრობის გრიმასა გამოსძახეს: –სენი? რა სენი? განა სიროკო სენია? ან იქნებ პოლიციაა სენი? ხუმრობას ინებებთ! ჰმ,სენიორ! ღმერთმა დაგვიფაროს! წინასწარი ღონისძიებაა. გამიგეთ თუ არა? პოლიციისგანკარგულება ასეთი ტაროსის მავნე ზემოქმედების გასაქარწყლებლად... – თან როლშიშევიდა და ხელების ქნევა დაიწყო.

– კეთილი, – ისევ ხმადაბლა და მოკლედ მოუჭრა აშენბახმა, შეუსაბამოდ მსხვილი ფულიმარდად ჩაუგდო შლაპაში და შემდეგ თვალით ანიშნა, წადიო. ისიც დაემორჩილა,გაუღრიჭა, თავი დაუკრა რამდენჯერმე და გაშორდა. მაგრამ კიბესთანაც არ იყო მისული,რომ ოტელის ორი მოხელე დაეძგერა, მათ შუაში მოიმწყვდიეს და ჩურჩულითჯვარედინად დაკითხვა დაუწყეს. გიტარის დამკვრელი მხრებს იჩეჩავდა, ირწმუნებოდა,იფიცებოდა, არაფერი მითქვამსო, და მართლაც ეტყობოდა, რომ არ ტყუოდა. ამიტომდაეხსნენ და ისიც ბაღში დაბრუნდა. ფარნის ქვეშ თავისიანებთან ხანმოკლემოლაპარაკების შემდეგ კვლავ წინ წამოდგა სამადლობელი და გამოსათხოვარისიმღერის შესასრულებლად.

თუ მეხსიერება არ ატყუებდა, აშენბახი პირველად ისმენდა ამ სიმღერას, ანცს, გაუგებარდიალექტზე დაწერილს და სიცილ-ხარხარის მოძახილით შემკულს, რომელსაც მუდამთავის დროზე რაც ძალი და ღონე ჰქონდა მთელი დასი აიტაცებდა ხოლმე. მოძახილისდროს წყდებოდა სიტყვებიც, საკრავთა აკომპანემენტიც და მარტოოდენ რიტმულად ასეთუ ისე ორგანიზებული, მაგრამ ერთობ ბუნებრივად წარმოსახული სიცილი რჩებოდა,რომელსაც ყველაზე ნიჭიერად, ისე, რომ ნამდვილისგან ვერ გაარჩევდით, გიტარისდამკვრელი ასრულებდა. ახლა, როდესაც ხელოვნებამ კვლავ აღადგინა დისტანცია მასსადა მაღლა მსხდომ ბატონებს შორის, მომღერალს ისევ დაუბრუნდა გამბედაობა და მისიხელოვნური სიცილი, ტერასისკენ ურცხვად მიმართული, მქირდავი სიცილი იყო. უკვესტროფის საარტიკულაციო ნაწილის ბოლოშივე გეჩვენებოდათ, რომ მომღერალსსაშინლად უღიტინებდა რაღაც, დაისლუკუნებდა, ხმა აუთრთოლდებოდა, პირზე ხელსაიფარებდა, მხრები აუთამაშდებოდა და საჭირო მომენტში „ვაჰაო“ დაიძახებდა,დაუოკებელი სიცილი წასკდებოდა, და თანაც ისე დამაჯერებლად, რომ ყველასგადაედებოდა ხოლმე და ტერასაზე სრულიად უსაგნო, თვითმყოფი მხიარულებაგამეფდებოდა. ეს კი, როგორც ჩანდა, მომღერლის სიანცეს აორკეცებდა. მუხლებიეკეცებოდა, ხელებს ბარძაყებზე იტყაპუნებდა, ხანაც ფერდებში იტაცებდა, მთელი ტანითირხეოდა და კი აღარ იცინოდა, არამედ ღრიალებდა; თითს მაღლა იშვერდა, თითქოზევით მსხდომ მოცინარ საზოგადოებაზე სასაცილო აღარა იყო. ასე რომ, ბოლოსყველანი სიცილით იგუდებოდნენ ბაღში და ვერანდაზეც, კარებში გამოფენილიკელნერების, მელიფტეებისა და ოტელის დანარჩენი პერსონალის ჩათვლით.

აშენბახი სკამის ზურგზე კი აღარ იყო მისვენებული, არამედ წელში გამართულიყო,თითქოს თავდასაცავად ან გასაქცევად ემზადებაო. მაგრამ სიცილ-ხარხარს, ჰოსპიტლისსუნს, დაბლიდან რომ სცემდა, და ტურფა ტაძიოს სიახლოვეს, მისთვის საამურ სიზმარეულჩვენებაში გაერთიანებულს, განუყოფლად, განუშორებლად გაეთანგა მისი გრძნობაცა დაგონებაც. ყველა გართული იყო, ყველა თავს იქცევდა, ამიტომ ტაძიოსკენ გახედვა გაბედადა როდესაც თვალი მიაპყრო, შენიშნა, რომ ტურფა ყმაწვილმაც მზერითვე უპასუხა. თანსერიოზული სახე შეინარჩუნა, ზუსტად ისე, თითქოს აშენბახის თავდაჭერას დაგამომეტყველებას შეხამებოდეს, თითქოს საერთო განწყობილება იმიტომ ვერიყოლიებდა, რომ აშენბახზეც ვერ ახდენდა იგი გავლენას. ბავშვურ, მაგრამმრავლისმეტყველ დამყოლობაში იყო რაღაც, რაც ისე ინადირებდა, ისე იპყრობდაადამიანის გულს, რომ ჭაღარა კაცმა თავი ძლივს შეიკავა, სახე ხელებში არ ჩაემალა.ხოლო როდესაც ტაძიო შემთხვევით წელში გასწორდა და ჰაერი შეისუნთქა, აშენბახსეგონა, ალბათ მკერდის არეში ჭვალი ადგას და ამიტომ თუ ამოიოხრაო. „ძალზე სუსტია

Page 71: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

და, როგორც ჩანს, სიბერემდე ვერ მიაღწევს“, კვლავ გაიფიქრა მან იმ ნათელხილვით,რომელიც ზოგჯერ საოცრად ძალუძს ზარხოშსა და მგზნებარე ლტოლვას; და გულიალალი საზრუნავითა და ჭარბი სიამოვნებით აღევსო ერთდროულად.

ამასობაში ვენეციელებმა კონცერტი დაამთავრეს და აიბარგნენ. ისინი ტაშით გააცილესდა გიტარის დამკვრელს შემთხვევა ხელიდან არ გაუშვია, წასვლისას ერთხელ კიდევდაიწყო ოინბაზობა: ქუსლს ქუსლსა სცემდა, ჰაეროვან კოცნას უგზავნიდა მაყურებლებს დავინაიდან სიცილი არ ცხრებოდა, მასხარაც გაორკეცებული ენერგიით ხუმრობდა.მისიანები ბაღიდან უკვე გარეთ გავიდნენ, რომ მან ახლა უკან-უკან დაიხია და ფარნისბოძს თითქო რაც ძალი და ღონე ჰქონდა დაეჯახა, ვითომდა ტკივილისგან ოთხადმოიკეცა და ისე გაიძურწა ჭიშკრიდან. იქ ერთბაშად მოიძრო ანგალი ხელმოცარულისნიღაბი, გასწორდა, ჩაუქად გაიჭრა წინ, ოტელის ბინადართ ენა გამოუყო თავხედურად დასიბნელეში გაუჩინარდა. მაყურებლები დაიშალნენ. ტაძიო უკვე კარგა ხანია მოაჯირთანაღარ იდგა. მაგრამ მარტოეული აშენბახი კელნერთა გასაოცრად კიდევ დიდხანს უჯდაჭიქაში ჩარჩენილ ბროწეულისწვნიან ნაყენს. ღამე წინ მიიწევდა, დრო დანაწევრდა. მისიმშობლების სახლში, მრავალი წლის წინათ, ქვიშის საათი იყო, – ახლაც ერთბაშადთვალწინ დაუდგა ეს პატარა, მყიფე, მაგრამ მნიშვნელოვანი ხელსაწყო. უჩუმრად, წვრილჭავლად იფრქვეოდა ჟანგისფრად შეღებილი ქვიშა მინის ვიწრო ყელიდან და როცა ზედანაწილში მიილეოდა, იქ პატარა მბრუნავი ძაბრი ჩნდებოდა.

*

მეორე დღესვე, ნაშუადღევს, შეუპოვარმა აშენბახმა ახალი ნაბიჯი გადადგა გარესამყაროს შესახებ სინამდვილის შესატყობად და ამჯერად სრული წარმატებითაც.სახელდობრ, მოგზაურობათა ინგლისურ ბიუროში შეიარა, რომელიც წმ. მარკოზისმოედნის მახლობლად მდებარეობდა, სალაროში ცოტაოდენი ფული გადაცვალა დამოხელეს, რომელიც მოემსახურა, დაეჭვებული და უნდობი სახით ისევ ის მსახვრალიკითხვა მისცა. ეს გახლდათ შალის კოსტიუმში გამოწყობილი ინგლისელი, ჯერაცახალგაზრდა, შუაზე გაყოფილი თმითა და ერთმანეთთან ახლოს დასმული თვალებით.დარბაისლურად და ლოიალურად ეჭირა თავი, რაც ანცი სამხრეთის ფონზე ერთობუცხოდ და უცნაურად ჩანდა. ჯერ ასე დაიწყო: „ნუ გედარდებათ, სერ, ეს ისეთიღონისძიებაა, რომელიც რაიმე სერიოზულ ამბავს არ მოასწავებს. აქ ხშირად იძლევიანამგვარ განკარგულებებს, რათა სიცხისა და სიროკის მავნე ზემოქმედება თავიდან იქნესაცილებული“... მაგრამ შემდეგ ცისფერი თვალები ზევით აღაპყრო, კლიენტის დაღლილიდა ოდნავ მწუხარე მზერა დაიჭირა, რომელიც მქირდავად მისი ტუჩებისკენ იყომიმართული და გაწითლდა. „ასეთია ოფიციალური განმარტება, – განაგრძოშეჩქვიფებულმა ხმადაბლა, – რომლის დაჩემებაც აქ საჭიროდ მიაჩნიათ. მაგრამ მეგეტყვით, რომ ამის უკან კიდევ სხვა რამეც იმალება“. და შემდეგ თავის პატიოსან დამარჯვე ენაზე აშენბახს სიმართლე მოუყვა.

უკვე რამდენიმე წელი იყო, რაც აზიური ქოლერა გავრცელებისა და სხვა ქვეყანაშიც ფეხისმოკიდების გაძლიერებულ ტენდენციას იჩენდა. განგის დელტის თბილ ჭაობებშიჩასახული, აღმოცენებული იმ პირველყოფილ უღრანსა და ურჩხ ტევრთა ჭარბ და უმაქნისსაუფლოს აშმორებულ ოხშივართან ერთად, სალმობა დიდხანს და უჩვეულოდ მწვავედმძვინვარებდა ჰინდუსტანში, აღმოსავლეთით – ჩინეთში, ხოლო დასავლეთით ავღანეთსადა სპარსეთში შეიჭრა და მთავარ საქარავნო გზებს ადევნებული მთელი თავისისაშინელებანით ასტრახანამდე და თვით მოსკოვამდეც კი მიაღწია. ჰოდა, ვიდრე ევროპაკანკალებდა, რომ იქიდან ქოლერის აჩრდილი ხმელეთით მასაც ეწვეოდა, სირიელმავაჭრებმა იგი ზღვით შემოიტანეს და თითქმის ერთდროულად ხმელთაშუა ზღვისრამდენიმე ნავსადგურში იჩინა თავი. ტულონსა და მალაგაში ამოიყურყუმალავა,პალერმოსა და ნეაპოლში მრავალგზის გაიელვა მისმა მრისხანე სახემ და, როგორცჩანდა, სულაც აღარ აპირებდა კალაბრიისა და აპულიოს მიტოვებას. ნახევარკუნძულისჩრდილოეთი გადაურჩა, მაგრამ ამა წლის მაისის შუა რიცხვებში ვენეციაში ერთსა დაიმავე დღეს საშინელი ვიბრიონები აღმოჩენილ იქნა მენავის შეგირდისა და მემწვანილედედაკაცის გამოფიტულ და გაშავებულ გვამებში. ეს ამბავი დამალეს, მაგრამ ერთიკვირის შემდეგ ასეთი შემთხვევა უკვე ათი იყო, შემდეგ ოცი, ოცდაათი, და თანაც სულსხვადასხვა კვარტალში. ვინმე ავსტრიული პროვინციის მკვიდრი, რომელსაც თავისდა

Page 72: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

საამებლად რამდენიმე დღე გაეტარებინა ვენეციაში, მშობლიურ პატარა ქალაქშიდაბრუნების შემდეგ გარდაიცვალა არცთუ ორაზროვანი სიმპტომებით და ამ გზითპირველმა ხმებმა ლაგუნაზე გაშენებული ქალაქის უკეთურ მდგომარეობაზე გერმანულგაზეთებში გამოჟონა. ვენეციის ხელისუფლებამ ამაზე უპასუხა: ქალაქის სანიტარიულიპირობები ისეთია, რომ უკეთესი არ შეიძლებაო და სენთან საბრძოლველად საჭიროღონისძიებანი მიიღო. მაგრამ, როგორც ჩანდა, ინფექციამ სურსათში შეაღწია,ბოსტნეულში, ხორცსა და რძეში, რადგან უარყოფილი და მიჩქმალული ეპიდემია მუსრსავლებდა ხალხს ვენეციის ვიწრო ქუჩაბანდებში. ნაადრევი ზაფხულის სიცხე, რომელმაცარხებში წყალი გაათბო, განსაკუთრებით ხელს უწყობდა მის გავრცელებას. ლამის ისიც კიეფიქრა კაცს, რომ სენმა ახალი ძალა მოიკრიბა და მის აღმძვრელთა მდგრადობა დანაყოფიერება გაორკეცდაო. მორჩენის შემთხვევა იშვიათი იყო; ასი ავადმყოფიდანოთხმოცი კვდებოდა, თანაც საშინელი ტანჯვა-წამებით, რადგან სნეულება უკიდურესადმწვავედ მიმდინარეობდა და ხშირად იმ უსაშინლეს ფორმას იღებდა, რომელსაც„მშრალს“ უწოდებდნენ. ამგვარ შემთხვევებში სხეული ვეღარ ახერხებდასისხლძარღვებიდან წყლის დიდი რაოდენობით გამოყოფის ალაგმვას. რამდენიმესაათის განმავლობაში ავადმყოფი სულ ერთიანად გამოშრებოდა და იხრჩობოდაფისივით ბლანტი სისხლისგან, საშინელი კრუნჩხვებითა და ხრინწიანი გმინვით. კიდევკარგი, თუ, როგორც ეს ზოგჯერ ხდებოდა, შეტევა იოლად, ცუდად გახდომის შემდეგიწყებოდა და ღრმა გონებამიხდილობის ფორმით მიმდინარეობდა. ამ მდგომარეობიდანსნეული ან სულ, ანდა თითქმის სულ ვეღარ გამოდიოდა. ივნისის დამდეგს ჩუმ-ჩუმადგაივსო Ospedale civico[4]-ს საიზოლაციო ბარაკები, ობოლთა ორივე სახლში ადგილებიაღარ ჰყოფნიდათ და შემაძრწუნებლად გაცხოველებული მიმოსვლა დამყარდა ახალშენობათა სანაპიროსა და კუნძულ სან მიკელეს შორის, რომელზედაც სასაფლაო იყო.მაგრამ საყოველთაო ზარალის შიში, ამას წინათ საზოგადოებრივ ბაღში გახსნილინახატების გამოფენის ინტერესები, გაკოტრების საფრთხე, რომლის წინაშეცაღმოჩნდებოდნენ ამ ამბის გახმიანებისა და პანიკის შემთხვევაში ოტელები, სავაჭროები,მთელი მრავალმაგი ტურისტული წარმოება, ამ ქალაქში უფრო ძლიერი აღმოჩნდა,ვიდრე სიმართლის სიყვარული და საერთაშორისო ხელშეკრულებათა პატივისცემა.სწორედ ამ შიშმა აიძულა ხელისუფლება, ჯიუტად მიჰყოლოდა მიჩქმალვისა დაუარყოფის პოლიტიკას. ვენეციის სამედიცინო სამსახურის უფროსი, ფრიადღვაწლმოსილი კაცი, აღშფოთებული გადადგა თანამდებობიდან და იგი გაუხმაურებლადუფრო გამგონე პიროვნებით შეცვალეს. ხალხმა იცოდა ეს. მაღალი წრეების კორუფციამირგვლივ გამეფებულ გაურკვევლობასა და საგანგებო მდგომარეობასთან ერთად,რომელშიაც ქალაქი მასში მოთარეშე სიკვდილმა ჩააგდო, დაბალი ფენების გარკვეულიმორალური აღვირახსნილობა გამოიწვია, ბნელი, ანტისოციალური მიდრეკილებანიწაახალისა, რაც თავშეუკავებლობასა და დანაშაულთა გახშირებაში გამოიხატა.საღამოობით ქუჩები სავსე იყო მთვრალებით, რასაც უწინ ვერ ნახავდით. ამბობდნენ, რომბოროტმზრახველთა გამო ღამით ქალაქში გავლა სახიფათო იყო. გახშირდამძარცველთა თავდასხმები და მკვლელობებიც კი. ბარე უკვე ორჯერ გამოირკვა, რომვითომდა ეპიდემიის მსხვერპლნი სინამდვილეში ნათესავებს მოეწამლათ და ისეგაესტუმრებინათ საიქიოს; პროფესიულმა გარყვნილებამაც ისეთი თავხედური დააღვირახსნილი ფორმები მიიღო, როგორიც უწინ აქაურობისთვის უცხო იყო და მხოლოდქვეყნის სამხრეთში და საერთოდ აღმოსავლეთში თუ შეხვდებოდით.

აი, უმთავრესი იქიდან, რაც ინგლისელმა აშენბახს მოუთხრო, და ბოლოს დაასკვნა: –კარგს იზამთ, ხვალისთვის თუ არ გადადებთ და დღესვე გაემგზავრებით. ორიოდე დღეშიუთუოდ კარანტინს გამოაცხადებენ.

– გმადლობთ, – მიუგო აშენბახმა და ბიუროდან გამოვიდა.

მოედანზე უმზეო პაპანაქება იდგა. უცხოელები, რომელთაც არაფერი იცოდნენ, კაფეებისწინ ისხდნენ, ანდა მტრედებით დახუნძლულ ტაძართან იდგნენ და უცქეროდნენ, როგორირეოდნენ, ფრთხიალებდნენ, ერთმანეთს აძევებდნენ ეს ფრინველები დახელისგულიდან სიმინდის მარცვლებს ჰკენკავდნენ. აღელვებული, ციებ-ცხელებაატანილი და მოზეიმე, რომ სიმართლეს მიაკვლია, თან ზიზღისმომგვრელი გემოთი პირშიდა საარაკო ურვით მოცული წინ და უკან დააბიჯებდა მარტოეული აშენბახი დიდებულისტოვას ფილებზე. სინდისის განმწმენდი და წესიერი ნაბიჯის აწონ-დაწონით იყოგართული. დღეს საღამოსვე, სადილის შემდეგ, შეეძლო მისულიყო მარგალიტებით

Page 73: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

მორთულ ბანოვანთან და ეთქვა, უკვე სიტყვებიც კი ჰქონდა შერჩეული: „ნება მიბოძეთ,ქალბატონო, მე, სრულიად უცხოს, რჩევა მოგცეთ. გაგაფრთხილოთ, გითხრათ ის, რაცანგარებამ დაგიმალათ, დაუყოვნებლივ გაემგზავრეთ ტაძიოსა და თქვენსქალიშვილებთან ერთად! ვენეციაში ეპიდემია მძვინვარებს!“ მაშინ შეეძლება დამცინავიღვთაების იარაღად ქცეულ ბიჭუნას გამოთხოვების ნიშნად თავზე ხელი შეახოს, შემდეგგამოტრიალდეს და გაიქცეს ამ ჭაობიდან. მაგრამ ამავე დროს გრძნობდა, რაუსასრულოდ შორს იყო იმისგან, რომ ამგვარი ნაბიჯის გადადგმა სერიოზულადგანეზრახა. ასეთი რამ უკან დააბრუნებდა, ისევ იმად აქცევდა, რაც წინათ იყო. მაგრამიმისთვის, ვინც ერთხელ დასძლია საკუთარი თავი, არაფერია ისე საძულველი, როგორცსაკუთარ თავთან დაბრუნება. თეთრი ნაგებობა გაახსენდა, დაისის სხივებში მოციაგეწარწერებით შემკული, რომელთა გამჭვირვალე მისტიკაში გონების თვალით ჩაიძირა.შემდეგ იმ საკვირველი მოგზაურის ფიგურაც, რომელმაც მას, ხანში შესულ ადამიანს,შორეულ და უცხო მხარეებში მოგზაურობის ბობოქარი ჭაბუკური ვნება გაუღვიძა; და აზრიშინ დაბრუნებაზე, გონივრულობასა და სიფხიზლეზე, ჯაფასა და ოსტატობაზე იმდენადაუტანელი მოეჩვენა, რომ სახეც კი აემღვრა ფიზიკური ზიზღის გამომხატველიგრიმასისგან. „კრინტი არ უნდა დავძრა“, – ჩურჩულებდა იგი დაჟინებით. და კიდევ:„კრინტსაც არ დავძრავ!“ იმის შეგნება, რომ ისიც თანამონაწილე იყო, რომ მასაც ბრალიედებოდა, ზარხოშს ჰგვრიდა, აბრუებდა, ისევე როგორც ცოტაოდენი ღვინო ათრობსდაღლილ გონებას. ინფექციამოდებული და გაპარტახებული ქალაქის სურათი რიალებდამის თავში და გაუგონარ, გონებისთვის მიუწვდომელ და ენით უთქმელად სანუკვარიმედებს უღვიძებდა. აბა, რას წარმოადგენდა ის მაღალი ბედნიერება, რომელზედაც ეს-ესარის ოცნებობდა, ამ მოლოდინთან შედარებით? აბა, რას აქნევდა ხელოვნებასა დასიქველეს, თუკი მათ ქაოსის სიამენი დაუპირისპირდებოდნენ? კრინტი არ დაუძრავს დადარჩა.

იმ ღამეს აშენბახმა საშინელი სიზმარი ნახა, – თუკი შეიძლება სიზმარი ეწოდოსხორციელად და სულიერად განცდილს, რომელიც, მართალია, ღრმა ძილში სრულიადთავისთავადად და ცხადლივ იხილა, მაგრამ ისე კი არა, რომ თავი ამბავთა მკვლელობისგარეშე, სივრცეში დამოუკიდებლად მყოფად ეგრძნო, არამედ მოქმედების ასპარეზიუფრო მისი სული იყო თავად და ამბები გარედან შემოიჭრნენ, ფეხქვეშ გათელეს მისიწინააღმდეგობა – მძაფრი ინტელექტუალური წინააღმდეგობა, ითარეშეს და მისიარსებობა, მისი ცხოვრების კულტურა აიკლეს და გაანადგურეს.

შიში იყო დასაწყისი, შიში და გულისწადილი, და კიდევ – ძრწოლით აღსავსეცნობისმოყვარეობა იმისადმი, რაც უნდა მომხდარიყო. ღამე სუფევდა და გრძნობებიგამახვილებული ჰქონდა, უკეთუ შორიდან რაღაც აურზაური ახლოვდებოდა, ერთმანეთშიარეული ხმები ისმოდა: თქარათქური, ჟღარუნი, დგანდგარი და ყრუ ქუხილი, გამყინავიშეძახილები და საცნაური ღმუილი – გაბმული „უ“ ბგერა, – ყოველივე ამას მსჭვალავდნენდა ხანაც ამაჟრჟოლებლად ტკბილად ახშობდნენ ჟინიანად მოღუღუნე ფლეიტის ჰანგები,რომელნიც თვით შიგნეულშიაც კი ატანდნენ ურცხვად და აჯადოებდნენ ადამიანს. მაგრამმან იცოდა სიტყვა, რომელიც ბუნდოვნად, მაგრამ მაინც სახელს არქმევდა იმას, რაცახლოვდებოდა: „უცხო ღვთაება!“ ღველფის მცხუნვარე ოხშივარი ავარდა მაღლა დააშენბახის მზერას მისი აგარაკის მსგავსი მთაგორიანი ადგილი წარმოუდგა. დაფხავებულსინათლეში, ტყით შემოსილი მაღლობიდან ზვავივით მოსწდნენ, ხეებსა და ხავსმოდებულტინის ლოდებს შორის მოგორავდნენ ადამიანები, ცხოველები, გუნდ-გუნდად, მძვინვარეურდოებად და მთელი ფერდობი წალეკეს სხეულებით, ცეცხლის ალებით, ზიმზიმითა დათავბრუდამხვევი ფერხულით. დიაცებს ფეხებში ებლანდებოდათ ნადირთა ერთობგრძელი ტყავები, რომლებიც წელს ქვემოთ ერტყათ, თავები უკან გადაეგდოთ დაგმინვით აჟღრიალებდნენ დაირებს, იქნევდნენ მაშხალებს, რომელთაც ნაპერწკლებისცვიოდათ აქეთ-იქით, და გაშიშვლებულ ხანჯლებს; ზოგს ენამოსარსარე გველისთვის შუატანზე წაევლო ხელი და ისე მოჰქონდა, ზოგსაც საკუთარი ძუძუები ეპყრა ხელთ დაკივილით მორბოდა. რქოსანი და ბანჯგვლიანი მამაკაცები, რომელთაც წინსაფრებივითეკიდათ ნადირის ტყავის ნაფლეთები და თავები წინ წაეხარათ, ხელ-ფეხს იქნევდნენ,სპილენძის წინწილებს აქუხებდნენ და გააფრთებით სცემდნენ ბობღანებს, მაშინ როდესაცჩატრუკნული ბიჭები მწვანე ყლორტებით შემოგრაგნილი კვერთხებით ვაცებსსჩხვლეტდნენ ფერდებში, თან რქებში ჩაბღაუჭებულნი ყიჟინას სცემდნენ, როდესაც თხებიშეიკუნტრუშებდნენ და მათაც თან აითრევდნენ ხოლმე. ყველანი გატაცებით გაიძახოდნენ

Page 74: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

იმ სახელს, რომელიც რბილი თანხმოვნებისგან შესდგებოდა, გაბმული „უ“ ახლდაბოლოში და ერთსა და იმავე დროს გაუგონრად ტკბილიცა და ველურიც იყო. ერთგან ისეგუგუნებდა ჰაერში, თითქო ირემი ყვირისო, მეორეგან მას გამოძახილის დარადმრავალმაგი ხმა ეპასუხებოდა შლეგური ზარ-ზეიმით. ამ სახელით მოუხმობდნენერთმანეთს ფერხულისა და როკვისკენ. განუწყვეტლივ გაისმოდა იგი, მაგრამ ყოველივესმსჭვალავდა, ყოველივეს განაგებდა ფლეიტის დაბალი მიმზიდველი ჰანგები და განამასაც არ იზიდავდა, მას, რომელიც უარყოფდა და მაინც განიცდიდა ამ ღრეობას? განაურცხვად და დაჟინებით არ მოუხმობდა ზეიმისკენ, უზენაესი და უსაზომო მსხვერპლისკენ?დიდი იყო მისი ზიზღი, ძრწოლა, პატიოსანი – მისი სწრაფვა, ბოლომდე დაეცვა თავისიმეობა ამ უცხოსგან, მედგარი და ღირსეული სულისთვის მტრული ფენომენისაგან. მაგრამღრიანცელი, ყმუილი, მთის ხმიერი ექოთი გაათკეცებული, მძლავრობდა, იზრდებოდა დაშლეგურ ორომტრიალში ხვევდა აშენბახს. ათასგვარი სუნი უბურავდა გონებას, მწვავესიმყრალე თხათა, აქოშინებულ სხეულთა ოფლის ოხშივარი და შეტბორებული წყლისდამბალი მონაბერის მსგავსი რაღაც; ამას ერთვოდა კიდევ ნაცნობი სუნი, იარებისა დამოარული სალმობის სუნი. ბობღანთა ბრაგუნზე გულიც უფეთქავდა, თავბრუ ეხვეოდა,ბრაზი მოერია, დაბრმავდა, ავხორცულმა ზარხოშმა აიტანა და სულმა მისმა ღმერთისფერხულში ჩაბმა მოიწადინა. უხამსი სიმბოლო, ვეება ხისგან გამოთლილი, გამოხსნეს დააღამაღლეს. მაშინ კიდევ უფრო აღვირახსნილად იწყეს ლაშლაში და იმ საცნაურისახელის ძახილი. პირზე დუჟმორეულნი ბობოქრობდნენ, ერთმანეთს ახელებდნენ მრუშიმოძრაობით და ხელების ჟინმორეული ლაციცით; სიცილითა და ხვნეშით ურჭობდნენურთიერთს ეკლიან კვერთხებს სხეულში და გადმომთქრიალე სისხლს ულოკავდნენ.მაგრამ მათთან ერთად და მათშიაც იყო ის, ვინც სიზმარს ხედავდა, მონა-მორჩილი უცხოღვთაებისა. უფრო მეტიც: ეს თვითონ იგი იყო, ოდეს ისინი გააფთრებით დასდევდნენმხეცებს, ხოცავდნენ და ნაფლეთ-ნაფლეთ სთქვლეფდნენ მათ თბილ ხორცს, ოდესგადათხრილ ხავსიან ნიადაგზე განურჩეველი შუღლი დაიწყო, ზვარაკად ღვთაებისა. დამისმა სულმა იგემა სიძვა და დამღუპველი გახელებაც იწვნია.

ამ სიზმრიდან აშენბახი მოთენთილი და გატეხილი გამოერკვა. ახლა უკვე დემონისყურმოჭრილი მონა იყო. უკვე აღარ ეშინოდა, თუ ვისიმე დაკვირვებულ მზერას დაიჭერდა.აღარ დაგიდევდათ, ვინმეს ეჭვს აღუძრავდა თუ არა. მით უმეტეს, რომ ყველა გარბოდა,ეცლებოდა იქაურობას; პლაჟზე მრავალი კაბინა ცარიელი იყო, სასადილო დარბაზშიცსაგრძნობლად შეთხელდა ხალხი და ქალაქში უცხოელს იშვიათად თუ შეხვდებოდით.სიმართლემ, როგორც ჩანდა, გამოჟონა და პანიკის თავიდან აცილება, მიუხედავადდაინტერესებულ პირთა მედგარი ერთობლივი წინააღმდეგობისა, უკვე აღარშეიძლებოდა. მაგრამ მარგალიტებით შემკული ბანოვანი თავისიანებითურთ არსადმიდიოდა, იმიტომ თუ, რომ ხმებს მის ყურამდე არ მიეღწია, ანდა შეიძლება ამაყი დაუშიშარი იყო და ხმებს არ ასდევდა. ასე რომ, ტაძიო აქ იმყოფებოდა და ვნებითშეპყრობილ აშენბახს ჟამიდან ჟამზე ეჩვენებოდა, რომ გახიზვნა და სიკვდილი ირგვლივყოველ ხელშემშლელ სულდგმულს აღგვიდა და ის მარტოდმარტო დარჩებოდა ტურფატაძიოსთან ერთად ამ კუნძულზე. უფრო მეტიც: ოდეს იგი დილით ზღვის პირას თავისმძიმე, დაჟინებულ, მიუტევებელ მზერას სასურველ არსებას მიაპყრობდა, ან ოდესსაღამოს ბინდბუნდში სამარცხვინოდ დასდევდა ქუჩაბანდებში, რომლებშიაც ამაზრზენისიკვდილი დაძრწოდა შეფარვით, მაშინ გაუგონარი რამ დასაშვებად და ზნეობრივიკანონი ძალადაკარგულად ესახებოდა.

როგორც ყველა მიჯნურს, მასაც სურდა, თავი მოეწონებინა და აძრწუნებდა აზრი, რომ ესშეუძლებელი იყო. კოსტიუმს ახალგაზრდულად ღია ფერის დეტალებს ურთავდა,პატიოსან თვლებს იკეთებდა და სუნამოს ისხურებდა; დღეში რამდენჯერმე აუარებელდროს ანდომებდა ტუალეტს და სასადილო დარბაზში გამოპრანჭული, აღელვებული დააღგზნებული ჩადიოდა ხოლმე. სანუკვარი ყმაწვილის წინაშე, რომლითაც იყომოხიბლული, თავისი სიბერეში შესული სხეული ეზიზღებოდა; ჭაღარა თმისა დაწაწვეტებული სახის ნაკვთების შემყურეს კდემა და უსასოობა ეუფლებოდა, ფიზიკურადგარდაქმნა და გადახალისება სწყუროდა. ოტელის საპარიკმახეროს ხშირი სტუმარიგახდა.

სავარძლის საზურგეზე გადასვენებული და თეთრ ზეწარაფარებული, ყბედი დალაქისმზრუნველ ხელთა ქვეშ, განაწამები მზერით უჭვრეტდა იგი თავის გამოსახულებას სარკეში.

Page 75: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

– ეჰ, უკვე ჭაღარა ვარ, – ჩაილაპარაკა მან და თან პირი წყენისგან გვერდზე მოექცა.

– დიახ, ცოტათი, – მიუგო დალაქმა. – და უნდა მოგახსენოთ, რომ ამაში ცოტათი თქვენსდაუდევრობასაც, საკუთარი გარეგნობისადმი გულგრილობას მიუძღვის ბრალი, რაცღირსშესანიშნავ პიროვნებათა მხრივ სრულიად გასაგები, მაგრამ არცთუ აუცილებლადსანაქებო ამბავია. მით უმეტეს, რომ სწორედ ამგვარ ადამიანებს არ შეჰფერითცრურწმენები ჰქონდეთ იმის შესახებ, რომ ყველაფერი აუცილებლად ბუნებრივი უნდაიყოს, თუ ხელოვნურიც შეიძლება დაშვებულ იქნეს. თუ ლოგიკურად ვიმსჯელებდით დაზოგიერთთა ამგვარ ზნეობრივ სიმკაცრეს კბილებზედაც გავავრცელებდით, ბევრი ამასკურიოზად მიიჩნევდა. ბოლოს და ბოლოს, ჩვენ იმაზე ხნიერნი არ ვართ, ვიდრე ამას ჩვენისული და გული აღიქვამს და ჭაღარა თმა ზოგჯერ უფრო ცრუობს, ვიდრე მისი კორექტურა,რომელიც სამარცხვინოდ მიაჩნიათ. თქვენ, მაგალითად, ბატონო ჩემო, უფლება გაქვთთქვენს ბუნებრივ თმის ფერზე, და თუ ნებას მიბოძებთ, მას ახლავე დაგიბრუნებთ.

– ეს როგორ? – იკითხა აშენბახმა.

მაშინ ენამჭევრმა დალაქმა სტუმარს თავი ორნაირი წყლით დაბანა, ჯერ ღია ფერისაში,შემდეგ მუქში და აშენბახს თმა ისე გაუშავდა, როგორც ახალგაზრდობაში ჰქონდა.შემდგომ ამისა სახვევი მაშით თმა ნაზად დაუტალღა, უკან დაიხია და თავისი ნახელავიშეათვალიერა.

– ახლა ისღა დაგვრჩენია, – თქვა მან, – რომ სახის კანიც ოდნავ გადავახალისოთ.

და იმ ხელოვანის დარად, რომელსაც ვერა და ვერ დაუმთავრებია სამუშაო, ვერა და ვერუჯერებია გული, იგი დაუცხრომლად გადადიოდა ერთი მანიპულაციიდან მეორეზე.

სავარძელში მარჯვედ მჯდარი აშენბახი, რომელსაც არათუ წინააღმდეგობის გაწევისუნარი აღარ შესწევდა, არამედ, პირიქით, უფრო გამხნევებული და აღელვებულიც კი იყოიმით, რაც ხდებოდა, ხედავდა სარკეში, რომ წარბები უფრო მკაფიოდ დათანაბარზომიერად მოემშვილდა, თვალების ჭრილი დაუგრძელდა და იმის წყალობით,რომ ქუთუთოები ოდნავ მოუხატა ფანქრით დალაქმა, მათ ელვარებაც მოემატათ, ხოლოუფრო ქვევით, სადაც კანი გახევებული და მოყავისფრო ჰქონდა, კარმინის ოდნავმაშეხებამ ღაწვები ვარდისფრად შეუფაკლა, ეს-ეს არის სისხლნაკლულ ტუჩებზეჟოლოსფერი წაეკიდა, ნაოჭები ლოყებზე, პირის ირგვლივ, თვალების უპეებშინელსაცხებლისა და ტუალეტის წყლის ზემოქმედებით გაუჩინარდა და აშენბახმაგულისძგერით შენიშნა, რომ სარკიდან მას შეღერებული ჭაბუკი უმზერდა. ბოლოსკოსმეტიკოსმა გული იჯერა და, როგორც ეს მისი ჯურის ხალხს სჩვევია, ფარისევლურითავაზიანობით მადლობა გადაუხადა იმას, ვისაც მოემსახურა.

– უმნიშვნელო შემწეობა აღმოგიჩინეთ, – დაუმატა მან და თან უკანასკნელი წვრილმანიკორექტივი შეიტანა აშენბახის გარეგნობაში. – ახლა, ბატონო ჩემო, არხეინად შეგიძლიათვინმეს გაუმიჯნურდეთ.

და ისიც ფრთაშესხმული, საოცნებოდ გაბედნიერებული, თავგზააბნეული და შემკრთალიწამოვიდა. წითელი ჰალსტუხი ეკეთა და ფართოკიდეებიან ჩალის ქუდს ჭრელი ბაფთაუმშვენებდა.

თბილი, გრიგალის მაუწყებელი ზღვაური ამოვარდა. დროდადრო წამოწინწკლავდა,მაგრამ ჰაერი ნოტიო, მძიმე და სიდამპლის ოხშივარით იყო აქოთებული. ყურებიბარტყუნით, დგაფუნით, ზუზუნით ჰქონდა გამოჭედილი და აშენბახს ეჩვენებოდა, თითქოსსივრცეში ქარის ავი სულები დარიალებდნენ, თითქოს ზღვის ამაზრზენი ფრინველებიტუსაღის ულუფას კორტნიდნენ, ძიძგნიდნენ და სკინტლით ბილწავდნენ. უკეთუ პაპანაქებამადას უკარგავდა ადამიანს და რატომღაც ისეთი გრძნობა გეუფლებოდათ, თითქოკერძები სალმობის აღმძვრელობით იყო მოწამლული.

ერთხელ, ნაშუადღევს, პირმშვენიერი ტაძიოს დევნით გართული აშენბახი სნეულიქალაქის ქუჩაბანდთა ლაბირინთის სიღრმეში შეიჭრა და ორიენტაცია დაკარგა, რადგანშუკები, არხები, ხიდები და მოედნები ტყუპებივით ჰგავდნენ ერთმანეთს. ჰორიზონტისმხარეებიც აღარ იცოდა, სად რომელი იყო, რადგან მხოლოდ იმასღა ფიქრობდა, რომდევნის საგანი, სანატრელი ხატება, თვალთაგან არ დაჰკარგვოდა, იძულებული,სამარცხვინო სიფრთხილე დაეცვა, ხან კედელს აჰკვროდა და ხან წინ მიმავალთა ზურგს

Page 76: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

უკან დამალულიყო, დაღლილობას ვეღარ გრძნობდა, ვეღარ გრძნობდა, როგორგამოუფიტა განცდებმა და განუწყვეტელმა დაძაბულობამ სხეულიცა და სულიც. ტაძიოუკან მისდევდა თავისიანებს, ვიწრო გასასვლელებში, როგორც წესი, წინ გაატარებდაგუვერნანტ ქალს, მონაზონთა მსგავს დებს და მათ უკან მარტოდ მიმავალი, დროდადროთავს მოაბრუნებდა, მხარს უკან გამოაპარებდა საოცრად მონაცრისფრო მწუხრისფერთვალთა მზერას, რათა დარწმუნებულიყო, მისდევდა თუ არა თაყვანისმცემელი.დაინახავდა მას, მაგრამ გაცემით კი, არ გასცემდა. ამ აღმოჩენით მთვრალი აშენბახი,ტაძიოს თვალებით ანდამატურად მიზიდული, ვნებათაღელვის ოინბაზურ საბელზეგამობმული, ასდევნებოდა თავის უხამს სასოებას. მაგრამ ბოლოს მაინც დაკარგა იგი.პოლონელებმა რადიკალურად ამოზნექილი ხიდი გადალახეს და მდევარმა თაღისსიმაღლის გამო თვალთახედვიდან დაკარგა ისინი. ხოლო როდესაც, თავის მხრივ, ისიცავიდა ხიდზე, ტაძიო და მისი ახლობლები უკვე აღარსად ჩანდნენ. სამივე მიმართულებითეძება ისინი, პირდაპირ და ვიწრო, უსუფთაო სანაპიროს გასწვრივ ორივე მხარეს, მაგრამამაოდ. ბოლოს ნერვიულმა გადაღლამ და საერთო სისუსტემ აიძულა, ძებნაზე ხელიაეღო.

თავი უხურდა, მთელ ტანზე წებოვანი ოფლი ადგა და სხეული უცახცახებდა. წყურვილიახრჩობდა და აქეთ-იქით იხედებოდა, რომ რითიმე პირი დაესველებინა. ბოსტნეულისრომელიღაც პატარა დუქნის წინ ცოტაოდენი მარწყვი იყიდა, გადამწიფებული,დაჭყლეტილი და გზადაგზა შეექცა. მის წინ მოჯადოებულივით უკაცრიელი პატარამოედანი გადაიშალა და აშენბახმა იცნო, ეს სწორედ ის ადგილი იყო, სადაც რამდენიმეკვირის წინათ ვენეციიდან გაქცევის გეგმა მიიღო, რომლის განხორციელებაშიც შემდეგხელი მოეცარა. მოედნის შუაგულში ჩამოჯდა წყალსაცავის საფეხურებზე და თავი მისგალავანს მიაყრდნო. სიჩუმე სუფევდა, ქვაფენილზე ბალახს ამოეხეთქა. ყველგან ნაგავიეყარა. ირგვლივ შემოჯარული არათანაბარი სიმაღლის ქარცემული სახლებიდან ერთიგამოირჩეოდა, რომელიც სასახლეს ჰგავდა. მის ისრულ სარკმელთა მიღმა სიცარიელესდაესადგურებინა. პატარა აივნებს ლომები ამკობდნენ. მეორე სახლის ქვედა სართულზეაფთიაქი იყო. ქარის თბილ მონაბერს დროდადრო კარბოლის სუნი მოჰქონდა.

იქ იჯდა დიდოსტატი, სახელმოხვეჭილი ხელოვანი, „უბადრუკის“ ავტორი, რომელმაცეგზომ სანიმუშოდ დახვეწილ ფორმაში გამოხატა უარყოფითი დამოკიდებულებაბოჰემისა და ყოფიერების მღვრიე სიღრმეებისადმი, უფსკრულის ცდუნებას სძლია დადაჰგმო დასაგმობი, აღზევებული, მძლე საკუთარი ცოდნისა და გადამლახავიყოველგვარი ირონიისა, მასების მოკრძალებულ ნდობას ჩვეული, ის, ვისი სახელიცოფიციოზური გახდა, ვისაც აზნაურობა მიაკუთვნეს და ვის სტილსაც მისაბაძ მაგალითადუსახავდნენ ბავშვებს სკოლაში, – ის იჯდა იქ, ქუთუთოები დაბლა დაეხარა და მხოლოდჟამიდან ჟამზე იჩქითად გამოკრთებოდა ხოლმე მათ ქვემოდან და იმწამსვეგაუჩინარდებოდა ირიბული, დამცინავი და შეურვებული მზერა, ხოლო მისი დამჭკნარიტუჩები, კოსმეტიკით ოდნავ შეფერილნი, ჩურჩულებდნენ ცალკეულ სიტყვებს იქიდან, რაცუცნაური ზმანების ლოგიკურობით წარმოიქმნებოდა მის ნახევრად მთვლემარე ტვინში.

„უკეთუ მშვენიერებაა, ფედროს, კარგად დაიმახსოვრე ეს, მხოლოდ მშვენიერებაღვთაებრივიც და ხილულიც ამავე დროს. მაშასადამე, იგი გრძნობადის გზაა, პატარაფედროს, ხელოვანის გზაა სულისკენ. მაგრამ განა შეიძლება დაიჯერო, ჩემო ძვირფასო,რომ ის, ვისთვისაც სულისკენ მიმავალი გზა გრძნობაზე გადის, ოდესმე სიბრძნესა დაჭეშმარიტ მამაკაცურ ღირსებას მიაღწევს? ან იქნებ უფრო ისა გგონია (შენთვის მომინდვიაამის გადაწყვეტა), რომ ეს საამური, მაგრამ სახიფათო გზაა, ჭეშმარიტად დამღუპველიცოდვის გზა, რომელიც აუცილებლად წაწყმენდისკენ მიემართება? უკეთუ უნდა უწყოდე,რომ ჩვენ, პოეტებს, ისე არ ძალგვიძს მშვენიერების გზით ვიდოდეთ, თუ ეროსი არგვახლავს თან და წინამძღოლობას არ იჩემებს. დაე, თუნდაც თავისებურად გმირები დაგამობრძმედილი მეომრები ვიყოთ, მაინც დიაცებს ვემსგავსებით, ვინაიდან ტრფიალიაღგვამაღლებს, ხოლო ჩვენი კაეშნიანი ლტოლვა მარად სიყვარული უნდა იყოს, – ესააჩვენი თავშექცევაც და თავლაფდასხმაც. ახლა, მე მგონი, ხედავ, რომ ჩვენ, პოეტებს, არცბრძენნი შეგვიძლია ვიყოთ და არც ღირსეულნი, რომ ჩვენ აუცილებლად უნდა შევტოპოთ.აუცილებლად ფუქსავატობა და გრძნობის ავანჩავანობა გავწიოთ. ჩვენი ოსტატობისსტილს სიცრუე და ოინბაზობა წარმოადგენს, ჩვენი სახელი, დიდება და პატივი,რომელსაც გვდებენ – მტკნარი სისულელეა, ბრბოს ნდობა ჩვენდამი – უდიდესი კურიოზი,ხოლო ხალხისა და ახალგაზრდობის აღზრდა ხელოვნების მეშვეობით – ერთობ

Page 77: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

გაბედული და მავნე წამოწყება. უკეთუ როგორ შეიძლება აღმზრდელად გამოდგეს ის,ვისაც იმთავითვე უფსკრულისკენ ლტოლვა აქვს თანდაყოლილი? ჩვენ შეგვიძლია ზურგივაქციოთ ამ უფსკრულს და ღირსება მოვიპოვოთ, მაგრამ რამდენიც უნდა ვიჩალიჩოთ,იგი მაინც გვიზიდავს. ასე უარვყოფთ დამანაწევრებელ შემეცნებას, რადგან შემეცნებას,ფედროს, ღირსება და სიმკაცრე არ გააჩნია, იგი მცოდნეა, გამგები, მიმტევებელი,მდგრადობისა და ფორმის გარეშე; უფსკრულისკენ მიილტვის, თავად არის უფსკრული.ასე რომ, მას გადაჭრით უარვყოფთ და ამიერიდან მარტოოდენ მშვენიერებას ვეძიებთ,ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, უბრალოებას, სიდიადეს, ახალ სიმკაცრეს, მეორეულსიხალასეს და ფორმას, მაგრამ ფორმა და სიხალასე, ფედროს, ზარხოშსა დაგულისთქმას გვიღვიძებენ და კეთილშობილი სული შეიძლება ისეთ შემაძრწუნებელგულარძნილობამდე მიიყვანონ, როგორსაც მისი მშვენიერი სიმკაცრე გმობს, შეიძლებადა კიდეც მიიყვანენ უფსკრულამდე. გეუბნები, ჩვენ, პოეტებს, იქით მიგვიძღვიან ისინი,უკეთუ მხოლოდ გზიდან გადავარდნა ძალგვიძს და არა აღმაფრენა. ახლა მე მივდივარ,ფედროს, შენ კი აქ დარჩი; და მხოლოდ მაშინ, როდესაც თვალს მივეფარები, წამოდიშენც“.

რამდენიმე დღის შემდეგ აშენბახი თავს უქეიფოდ გრძნობდა და დილით ოტელიდანჩვეულებრივზე უფრო გვიან გამოვიდა. ცდილობდა, როგორმე დაეძლია თავბრუსხვევა,რომელიც დროდადრო შემოუტევდა ხოლმე. ის მხოლოდ სანახევროდ იყო ფიზიკურიხასიათისა და სულ უფრო და უფრო მზარდი შიში ახლდა თან, გამოუსავლობის,უპერსპექტივობის განცდა. ამასთან ვერ გეტყოდათ, გარე სამყაროსაც შეეხებოდა იგი, თუმხოლოდ მის საკუთარ არსებობას. ვესტიბიულში გასაგზავნად დამზადებული ბარგისმთელი გროვა შენიშნა, მეკარეს შეეკითხა, ვინ მიემგზავრებაო და პასუხად პოლონურიარისტოკრატიული გვარი მოახსენეს, რომელსაც ფარულად დიახაც იცნობდა. ამისგაგონებაზე არც ერთი ნაკვთი არ შეტოკებულა მის მიხრწნილ სახეზე, მხოლოდ ოდნავზეასწია თავი, თითქოს შემთხვევით შეიტყო ისეთი რამ, რაც არ უნდა სცოდნოდა, და კიდევშეეკითხა: როდისო? ამაზე მეკარემ მიუგო: „მეორე საუზმის შემდეგო“. აშენბახმა თავიდაუქნია და ზღვისკენ გაემართა.

მიუსაფარი იყო იქაურობა. წყლის ფართო და გლუვ ზოლს, რომელიც პლაჟს გრძლადგადაჭიმული პირველი მეჩეჩისგან ჰყოფდა, ჟრუანტელივით უვლიდნენ, ზღვისმიმართულებით მიგორავდნენ ტალღები. შემოდგომისა და დრომოჭმულობის დაღი ესვაამ ოდესღაც ჟივილ-ხივილით აღსავსე, ფერად-ფერადად შემკულ და ამჟამად კი თითქმისმიტოვებულ დასასვენებელ ადგილს, სადაც უკვე ქვიშასაც კი აღარ ინახავდნენ სუფთად.ფოტოგრაფიული აპარატი უპატრონოდ იდგა სამფეხა შტატივზე ზღვის კიდესთან და ზედგადაფარებული შავი ნაჭერი ბარტყუნით ფრიალებდა ცივ ქარში.

ტაძიო, სამ თუ ოთხ ამხანაგთან ერთად, რომლებიც კიდევ შემორჩენოდნენ, მარჯვნივმიდიოდა თავისი კაბინიდან. ხოლო აშენბახს მუხლებზე საბანი გადაეფარებინა, ზღვასადა კაბინების მწკრივიდან დაახლოებით შუა ადგილას შეზლონგზე იწვა და უკანასკნელადუჭვრეტდა ტაძიოს. ბავშვებს არავინ ადევნებდა თვალყურს, რადგან ქალები, ეტყობოდა,გამგზავრების სამზადისით იყვნენ გართულნი. მალე მათი თამაში გამწვავდა და ჩხუბშიგადაიზარდა. იმ ჩასკვნილ ბიჭს, რომელსაც სარტყელიანი კოსტიუმი ეცვა, შავ თმაზე საცხიესვა და რომელსაც „იაშუს“ ეძახდნენ, სახეში ქვიშა შეაყარეს. ისიც, გამწარებული დადაბრმავებული, ტაძიოს ეცა და ჭიდაობა დაუწყო, რაც დაუყოვნებლივ შედარებით უფროსუსტი ტურფა ტაძიოს წაქცევით დამთავრდა. მაგრამ ამ გამოთხოვების ჟამს, როგორცჩანდა, უმრწემესში მაამებლობის გრძნობა ულმობელმა უხეშობამ შესცვალა და იგიხანგრძლივი მონობისთვის შურისძიებას ლამობდა. ამიტომ გამარჯვებული წაქცეულსაცარ მოეშვა, პირიქით, ზურგზე მუხლი დააბჯინა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა სახესქვიშაში ურგავდა. ასე რომ, ტაძიოს, ბრძოლისგან ისედაც სულშეგუბებულს, დახრჩობაემუქრებოდა. იგი ამაოდ ცდილობდა ძირს ჩამოეგდო ყმაწვილი, რომელიც მხრებზე აწვა.მისი კონვულსიური მოძრაობები მხოლოდ ხანგამოშვებით მეორდებოდა და ბოლოს უკვეოდნავ თუ შეტოკდებოდა ხოლმე. შეძრწუნებული აშენბახი ის იყო საშველად წამოხტომასაპირებდა, რომ მოძალადემ როგორც იქნა, ხელი გაუშვა თავის მსხვერპლს. ტაძიო, ძალზეგაფითრებული წამოჯდა და, ცალი ხელით ქვიშაზე დაყრდნობილი, რამდენიმე წუთისგანმავლობაში არ განძრეულა. თმა ასწეწვოდა და თვალები მრუმედ უელავდა. შემდეგწამოდგა და ნელა გაშორდა ამხანაგებს. ჯერ მას მხიარულად დაუძახეს, მერე შემკრთალიხმითა და მუდარებით, მაგრამ ვერ გააგონეს. შავგვრემანი, რომელიც ეტყობოდა, უკვე

Page 78: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის

ნანობდა თავის საქციელს, დაეწია და შერიგება უნდოდა, მაგრამ ტაძიომ მხრისმოძრაობით თავიდან მოიშორა და ქეშად გაემართა ქვევით, წყლისკენ. ფეხშიშველა იყოდა, როგორც ყოველთვის, წითელი ბანტით შემკული ზოლებიანი ტილოს კოსტიუმი ეცვა.

წყლის პირას ერთხანს თავჩაქინდრული იდგა, ფეხის წვერით სველ ქვიშაზე რაღაცფიგურებს ხაზავდა, შემდეგ პლაჟსა და უახლოეს მეჩეჩს შორის მდებარე ზღვის თავთხელგანშტოებაში შევიდა, რომელიც ყველაზე ღრმა ადგილას მუხლებამდეც კი ვერსწვდებოდა, ზანტად გასტოპა და მეჩეჩზე გავიდა. იქ ერთ წამს შეჩერდა და სახე შორეულსივრცეს მიაპყრო, მერე მარცხნივ გასწია, გაშიშვლებული მიწის გრძელი და ვიწროზედაპირის გასწვრივ. ხმელეთიდან წყლის ფართო ზოლით დაშორებული, ხოლოამხანაგებისგან ამაყი გულისწყრომით გამოთიშული, როგორც უაღრესად განყენებულიდა თავისთავადი ფენომენი დააბიჯებდა იგი ზღვის პირას, ბურუსით მოცულიუსაზღვროების წინაშე და თმას ქარი უწეწავდა. ერთხელ კიდევ შეჩერდა შორეთშიგასახედად, ცალი ხელით წელზე დოინჯი ერტყა და ძირითადი პოზა არ შეუცვლია, მაგრამანაზდეულად, თითქოს რაღაც გაახსენდაო, თითქოს რაღაცამ უბიძგაო, ზედატანიგრაციოზულად მოაბრუნა ნაპირისკენ და მხარს უკან გამოიხედა. მისი მჭვრეტელი ისევ იქიჯდა, ისევე იჯდა, როგორც მაშინ, სასადილო დარბაზში, როდესაც ეს მონაცრისფრო-მწუხრისფერი გამოხედვა მის მზერას პირველად შეხვდა. თავი შეზლონგის საზურგისთვისმიეყრდნო და ნელიად იქით მიაბრუნა, საითკენაც მეჩეჩზე მოარულმა გადაინაცვლა, მერეზეასწია, თითქოსდა ტაძიოს მზერას მზერითვე უნდა შეეგებოსო და მკერდზე ჩამოუვარდა.ასე რომ, მისი თვალები ქვეშიდან იყურებოდნენ, ხოლო სახემ უნიათო, საკუთარ შინაგანსამყაროში ჩაძირულის გამომეტყველება მიიღო, როგორც ეს ძილის ბურანში ღრმადწასულთ სჩვევიათ. მას კი ეჩვენებოდა, რომ ფერმკრთალი და ნატიფი ფსიქაგოგიგაღმიდან უღიმოდა, ხელს უქნევდა, რომ ხელით, რომლითაც ეს-ეს არის დოინჯი ერტყა,შორეთისკენ მიუთითებდა, წინ მიუძღოდა რიალით საბედისწერო დაუსაბამობისკენ და,როგორც ყოველთვის, დააპირა უკან გაჰყოლოდა.

რამდენიმე წუთი გავიდა, ვიდრე შეზლონგში გვერდზე ჩამოცურებულ აშენბახთან ვინმემიირბენდა საშველად. მწერალი მის ნომერში დაასვენეს და თავზარდაცემულმამსოფლიომ იმავე დღეს კრძალვით მიიღო ცნობა მისი გარდაცვალების შესახებ.

1911

Page 79: მოიჭედა და სან მარკოს მდიდრული თეატრალური ფასადის … · თომას მანი იმედის