პროექტი - Parliament · 1 პროექტი საქართველოს...

28
1 პროექტი საქართველოს კანონი ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ თავი I ზოგადი დებულებები მუხლი 1. კანონის მიზნები, რეგულირების სფერო და ძირითადი პრინციპები 1. წინამდებარე კანონი მიზნად ისახავს ფიზიკურ პირთა ჯანმრთელობის დაცვის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულებას. 2. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების და პრეკურსორების ბრუნვასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ლეგალური ბრუნვისა და მათი უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის სამართლებრივ საფუძვლებს და ნარკოლოგიური დახმარების პრინციპებს. 3. კანონის ძირითადი პრინციპებია: ) საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულება; ) ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და პრეკურსორების ბრუნვაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელების უზრუნველყოფის ხელშეწყობა; ) ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპიული ნივთიერებების და პრეკურსორების ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობის ცალკეულ სახეობებზე სახელმწიფოს კომპეტენციის განსაზღვრა; ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ბრუნვასთან დაკავშირებულ სამართალდარღვევათა წინააღმდეგ მიმართულ პროფილაქტიკურ ღონისძიებათა პრიორიტეტულობა და ნარკომანიის პრევენციის სტიმულირება. მუხლი 2. საქართველოს კანონმდებლობა ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ საქართველოს კანონმდებლობა ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს

Transcript of პროექტი - Parliament · 1 პროექტი საქართველოს...

Page 1: პროექტი - Parliament · 1 პროექტი საქართველოს კანონი ნარკოტიკული საშუალებების

1

პროექტი

საქართველოს კანონი

ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული

ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური

დახმარების შესახებ

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1. კანონის მიზნები, რეგულირების სფერო და

ძირითადი პრინციპები

1. წინამდებარე კანონი მიზნად ისახავს ფიზიკურ პირთა ჯანმრთელობის

დაცვის, სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და

საერთაშორისო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა შესრულებას.

2. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე ნარკოტიკული

საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების და პრეკურსორების ბრუნვასთან

დაკავშირებულ ურთიერთობებს, ადგენს სპეციალურ კონტროლს

დაქვემდებარებული ნივთიერებების ლეგალური ბრუნვისა და მათი უკანონო

ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო პოლიტიკის სამართლებრივ

საფუძვლებს და ნარკოლოგიური დახმარების პრინციპებს.

3. კანონის ძირითადი პრინციპებია:

ა) საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებულ მოთხოვნათა

შესრულება;

ბ) ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და

პრეკურსორების ბრუნვაზე სახელმწიფო კონტროლის განხორციელების

უზრუნველყოფის ხელშეწყობა;

გ) ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპიული ნივთიერებების და

პრეკურსორების ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობის ცალკეულ

სახეობებზე სახელმწიფოს კომპეტენციის განსაზღვრა;

დ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ბრუნვასთან

დაკავშირებულ სამართალდარღვევათა წინააღმდეგ მიმართულ პროფილაქტიკურ

ღონისძიებათა პრიორიტეტულობა და ნარკომანიის პრევენციის სტიმულირება.

მუხლი 2. საქართველოს კანონმდებლობა ნარკოტიკული

საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების,

პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ

საქართველოს კანონმდებლობა ნარკოტიკული საშუალებების,

ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური

დახმარების შესახებ ეფუძნება საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს

Page 2: პროექტი - Parliament · 1 პროექტი საქართველოს კანონი ნარკოტიკული საშუალებების

2

საერთაშორისო ხელშეკრულებებს და შედგება წინამდებარე კანონის, სხვა

კანონებისა და მათ საფუძველზე შემუშავებული კანონქვემდებარე ნორმატიული

აქტებისაგან.

მუხლი 3. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტება

ამ კანონის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი

მნიშვნელობა:

1. ნარკოტიკული საშუალება – მცენარე, ბუნებრივი ან სინთეზური

წარმოშობის ნებისმიერი ნივთიერება ან მისი შემცველი პრეპარატი, რომელიც

შეტანილია გაეროს 1961 წლის ნარკოტიკულ საშუალებათა შესახებ ერთიანი

კონვენციის თანდართულ სიებში (I და II სია);

2. ფსიქოტროპული ნივთიერება – მცენარე, ბუნებრივი ან სინთეზური

წარმოშობის ნებისმიერი ნივთიერება ან პრეპარატი, რომელიც შეტანილია გაეროს

1971 წლის ფსიქოტროპულ ნივთიერებათა შესახებ კონვენციის თანდართულ

სიებში (I, II, III და IV სია);

3. პრეკურსორი – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის ნივთიერება,

რომელიც არ წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალებასა და ფსიქოტროპულ

ნივთიერებას, მაგრამ შეიძლება გამოყენებულ იქნეს საერთაშორისო კონტროლს

დაქვემდებარებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული

ნივთიერების დამზადებისას და რომელიც გაეროს 1988 წლის ნარკოტიკული

საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ

კონვენციის მიხედვით შეტანილია სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული

პრეკურსორების სიებში.

4. უშუალო პრეკურსორი – ნივთიერება, რომელზე უშუალო ზემოქმედებითაც

შესაძლებელია მიღებული იქნეს ნარკოტიკული საშუალება ან ფსიქოტროპულ

ნივთიერება.

5. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების შემცველი

პრეპარატი – ნებისმიერ ფიზიკურ მდგომარეობაში არსებული კომბინირებული

სამკურნალო საშუალება, რომელიც ფარმაკოლოგიურად აქტიურ სხვა

ნივთიერებასთან (ნივთიერებებთან) ერთად შეიცავს ერთ ან რამდენიმე სპეციალურ

კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებას და არ მიეკუთვნება საქართველოში

სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების სიებს;.

6. ნარევი – ნებისმერ ფიზიკურ მდგომარეობაში არსებული, უკანონოდ

დამზადებული, ნებისმიერი ფორმისა და შემცველობის ნაზავი, რომელიც შეიცავს

ერთ ან მეტ სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ნივთიერებას;.

7. ნარკოტიკული საშუალების ანალოგი – ბუნებრივი ან სინთეზური

წარმოშობის ნივთიერება, რომელიც სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ

ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა სიებში არ არის შეტანილი და რომლის ქიმიური

სტრუქტურა და/ან ზემოქმედება მსგავსია კონტროლს დაქვემდებარებული

ფსიქოაქტიური ნივთიერებების ქიმიური შემადგენლობისა და/ან ზემოქმედებისა.

8. ფსიქოაქტიური ნივთიერება – ბუნებრივი ან სინთეზური წარმოშობის

ნებისმიერი ნივთიერება, რომელიც ზემოქმედებას ახდენს ადამიანის ცენტრალურ

ნერვულ სისტემაზე და იწვევს მისი ფსიქიკური მდგომარეობის ცვლილებას.

Page 3: პროექტი - Parliament · 1 პროექტი საქართველოს კანონი ნარკოტიკული საშუალებების

3

9. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული

ფსიქოაქტიური ნივთიერებები – ამ კანონს თანდართულ სიებში შეტანილი ყველა

ნივთიერება, მისი წამლის ფორმა (თუ ასეთის არსებობა შესაძლებელია), მცენარე,

პრეპარატი და ნარევი;.

10. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფსიქოაქტიურ

ნივთიერებათა სიები – ამ კანონის ¹ 1 დანართით გათვალისწინებული, სპეციალურ

კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ჩამონათვალი.

11. სპეციალური კონტროლი – ღონისძიებათა ერთობლიობა, რომელსაც

სახელმწიფო იყენებს I, II, III და IV სიებში მითითებული ნივთიერების, მისი

წამლის ფორმის, მცენარისა და პრეპარატის უკანონო ბრუნვის თავიდან

ასაცილებლად.

12. ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერებების და

პრეკურსორების ბრუნვა – საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული

ფსიქოაქტიური ნივთიერების შემცველ მცენარეთა დათესვა, მოყვანა, კულტივირება,

ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტრიპული ნივთიერების ან პრეკურსორის შექმნა,

წარმოება, გადამუშავება, აღრიცხვა, დამზადება, შენახვა, გადაგზავნა, გადაზიდვა,

გაცემა, რეალიზაცია, განაწილება, შეძენა, გასაღება, გამოყენება, მოხმარება,

განადგურება, შემოტანა, გატანა, ტრანზიტი, რეექსპორტი, ჩაბარება.

13. ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების და

პრეკურსორების ლეგალური ბრუნვა – ბრუნვა საქართველოს კანონმდებლობის

დაცვით.

14. ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების და

პრეკურსორების უკანონო ბრუნვა – ბრუნვა საქართველოს კანონმდებლობის

დარღვევით.

15. ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების და

პრეკურსორის შექმნა – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული

ნივთიერებების ანალოგების შემუშავება.

16. წარმოება – ოპიუმის, კოკას ფოთლის, კანაფის ან კანაფის ფისის

გამოცალკევება იმ მცენარისაგან, რომლისგანაც ისინი წარმოიქმნებიან, გარდა

ფარმაცევტული წარმოებისა.

17. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების

ფარმაცევტული წარმოება – საქართველოში სპეციალურ კონტროლს

დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების სერიული მიღება შესაბამისი

უფლების მქონე საწარმოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

18. დამზადება – ყველა ის პროცესი, გარდა წარმოებისა, რომლის

საშუალებითაც შეიძლება მიღებულ იქნეს ნარკოტიკული საშუალება,

ფსიქოტროპული ნივთიერება ან უშუალო პრეკურსორი, ასევე ერთი ნარკოტიკული

საშუალების / ფსიქოტროპული ნივთიერების სხვა ნარკოტიკულ საშუალებად /

ფსიქოტროპულ ნივთიერებად გარდაქმნა. დამზადება მოიცავს ასევე პრეპარატების

დამზადებას, გარდა იმ პრეპარატებისა, რომლებიც მზადდება აფთიაქებში.

19. ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების და

პრეკურსორების გადამუშავება – მცენარის, ნივთიერების ან პრეპარატის უცხო

მინარევებისაგან გაწმენდა, მისგან სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული

Page 4: პროექტი - Parliament · 1 პროექტი საქართველოს კანონი ნარკოტიკული საშუალებების

4

ფსიქოაქტიური ნივთიერების გამოყოფა, ამ ნივთიერების კონცენტრაციის შეცვლა,

ან ისეთი ნივთიერების მიღება, რომელიც არ ექვემდებარება კონტროლს.

20. ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების და

პრეკურსორების გადაგზავნა – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული

ფსიქოაქტიური ნივთიერების საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილება

ნებისმიერი საშუალებით, ტვირთის გამგზავნის, მიმღებისა და ადრესატის

დაუსწრებლად.

21. ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების

გადაზიდვა (გადატანა) – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული

ფსიქოაქტიური ნივთიერების საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილება

ნებისმიერი საშუალებით, მათი განმკარგავი ან მფლობელი ფიზიკური და

იურიდიული პირის მიერ.

22. ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების გაცემა –

უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოში სპეციალურ კონტროლს

დაქვემდებარებული ნივთიერებების II და III სიაში შეტანილი ნივთიერების

გადაცემა ფიზიკურ პირზე სათანადო დანიშნულებით, უფასოდ ან დადგენილი

ფასით.

23. ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების

რეალიზაცია – უფლებამოსილი პირის მიერ საქართველოში სპეციალურ

კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების II და III სიაში შეტანილი

ნივთიერების გადაცემა იურიდიულ პირზე, უფასოდ ან დადგენილი ფასით.

24. ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების და

პრეკურსორის გამოყენება – სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული

ფსიქოაქტიური ნივთიერების გამოყენება საქართველოს კანონმდებლობით

დადგენილი წესით.

25. ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების და

პრეკურსორის გასაღება – კანონმდებლობის დარღვევით ნარკოტიკული

საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების და პრეკურსორის გადაცემა,

ანაზღაურების სანაცვლოდ ან უფასოდ, მიუხედავად გადაცემის მიზნისა.

26. ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარება –

II და III სიებში შეტანილი ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული

ნივთიერების მოხმარება ექიმის დანიშნულებით.

27. ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების უკანონო

მოხმარება – I, II და III სიებში შეტანილი ნარკოტიკული საშუალების და

ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარება ექიმის დანიშნულების გარეშე.

28. ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების და

პრეკურსორის საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა (შემოტანა-გატანა)

– ნარკოტიკული საშუალების, ფსიქოტროპული ნივთიერების და პრეკურსორების

შემოტანა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიიდან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე,

ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გატანა.

29. ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების

შემცველი მცენარეების დათესვა – მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია

ნარკოტიკული ნივთიერებების შემცველი მცენარის თესლის ნიადაგში შეტანასთან

Page 5: პროექტი - Parliament · 1 პროექტი საქართველოს კანონი ნარკოტიკული საშუალებების

5

ან ნერგის დარგვასთან, მიწის ნებისმიერ ნაკვეთზე, მათ შორის აუთვისებელ

მიწებზე.

30. ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების

შემცველი მცენარეების მოყვანა – მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია

დათესილი და დარგული მცენარეების მოვლასთან მათი მომწიფების მიზნით.

31. ნარკოტიკული საშუალებების და ფსიქოტროპული ნივთიერებების

შემცველი მცენარეების კულტივირება – ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი

მცენარეების სელექცია; მოქმედება, რომელიც მიმართულია იმ მცენარის ახალი

სახეობის ან ჰიბრიდის მიღებისაკენ, რომლებიც ან რომელთა ნაწილებიც შეიცავენ

ნარკოტიკულ საშუალებებს.

32. ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების

შენახვა – ნებისმიერი გამიზნული ქმედება, დაკავშირებული საქართველოში

სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური ნივთიერებების I, II

და III სიებში შეტანილი ნივთიერებების ფაქტობრივ ფლობასთან, შენობაში,

სამალავში ან სხვაგვარად, თუ ეს ქმედება დაკავშირებული არ არის მათ

გადატანასთან, მიუხედავად შენახვის ხანგრძლივობისა.

33. ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების განაწილება

– პირისათვის მასზე გამოყოფილი კონკრეტული რაოდენობისა და სახეობის

საშუალებისა და ნივთიერების გადაცემა უფლებამოსილი პირის მიერ

34. ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების შეძენა –

საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების I, II

და III სიაში შეტანილი ნივთიერების დაუფლება ნებისმიერი გზით.

35. ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების და

პრეკურსორის განადგურება – ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული

ნივთიერებების და პრეკურსორის გაუვნებელყოფა.

36. ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების და

პრეკურსორის ტრანზიტი – ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული

ნივთიერებების და პრეკურსორის გადაადგილება ერთი ქვეყნის ტერიტორიიდან

მეორე ქვეყნის ტერიტორიაზე საქართველოს ტერიტორიის გავლით.

37. ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების და

პრეკურსორის რეექსპორტი – საქართველოს ტერიტორიაზე საბაჟო ტერიტორიის

გავლით შემოტანილი ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული

ნივთიერებების და პრეკურსორის ექსპორტი

38. ჩაბარება – ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების

და პრეკურსორის გადაცემა უფლებამოსილ ორგანოებზე.

39. ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების რეფერენს-

სტანდარტი – მაღალი სიწმინიდის მქონე სტანდარტული მეტროლოგიური

საშუალება ქიმიური ნივთიერების სახით, რომელიც ახასიათებს ნარკოტიკული

საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების თვისებებს და შემადგენლობას.

40. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების აღრიცხვა –

სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ლეგალური ბრუნვის

აღრიცხვის ერთიანი სისტემა.

Page 6: პროექტი - Parliament · 1 პროექტი საქართველოს კანონი ნარკოტიკული საშუალებების

6

41. სპეციალიზებული ნარკოლოგიური დაწესებულება –

წამალდამოკიდებულების მკურნალობის უფლების მქონე სამედიცინო

დაწესებულება.

42. ნარკოტიკული საშუალების და ფსიქოტროპული ნივთიერების მოხმარების

ფაქტის დადგენისათვის საჭირო პროცედურაზე თავის არიდება – უფლებამოსილი

პირისათვის კლინიკური ან/და ლაბორატორიული გამოკვლევის მოთხოვნაზე

უარის თქმა.

43. ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების და

პრეკურსორების კვოტა – საერთაშორისო კონტროლს დაქვემდებარებულ

ნარკოტიკულ საშუალებებზე, ფსიქოტროპულ ნივთიერებებსა და პრეკურსორებზე

საქართველოს წლიური მოთხოვნილების საფუძველზე განსაზღვრული და გაეროს

ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო კომიტეტის მიერ გამოყოფილი

ლიმიტი.

44. წამალდამოკიდებულება – დაავადება, რომელიც ხასიათდება

ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულებით.

45. ნარკომანია – დაავადება, რომელიც ხასიათდება სპეციალურ კონტროლს

დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიმართ დამოკიდებულებით.

46. ნარკომანიით დაავადებული პირი – პირი, რომელსაც შესაბამისი

სამედიცინო დაწესებულების მიერ დადგენილი აქვს სპეციალურ კონტროლს

დაქვემდებარებულ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულების დიაგნოზი.

47. მომხმარებელი – პირი, რომელიც ექიმის დანიშნულების გარეშე მოიხმარს

სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას, მაგრამ

მის მიმართ არ აქვს ჩამოყალიბებული დამოკიდებულება.

48. სომატონარკომანი – ტკივილის სინდრომით მიმდინარე რომელიმე

სომატური ავადმყოფობით დაავადებული პირი, რომელსაც ექიმის მიერ

კანონიერად დაენიშნა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური

ნივთიერება და მის მიმართ ჩამოყალიბებული აქვს დამოკიდებულება, რაც

დადასტურებულია შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ.

49. სარეაბილიტაციო ღონისძიებები – სპეციალურ კონტროლს

დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიმართ დამოკიდებულ

პირთა გამოჯანმრთელებისა და საზოგადოებრივი ინტეგრაციისაკენ მიმართული

სამედიცინო და სოციალური ღონისძიებების ერთობლიობა.

50. ნარკოტიკული საშუალებების შემცველი მცენარეები – გაეროს 1961 წლის

ნარკოტიკულ საშუალებათა შესახებ ერთიანი კონვენციის პირველი მუხლით

განსაზღვრული მცენარეები:

ა) მცენარე კანაფი – კანაფის სახეობის ნებისმიერი მცენარე;

ბ) კანაფი – მცენარე კანაფის წვერო ყვავილებით და ნაყოფით (გარდა თესლის

და ფოთლისა, როცა მათ წვეროები თან არ ახლავს), რომლებიდანაც არ არის

გამოდევნილი არ არის ფისი, რა სახელწოდებითაც არ უნდა იყოს მოხსენიებული.

გ) კანაფის ფისი – მცენარე კანაბისიდან გამოყოფილი გაწმენდილი ან

გაუწმენდავი ფისი;

დ) კოკაინის ბუჩქი – ერითროქსილონის სახეობის ნებისმიერი მცენარე;

Page 7: პროექტი - Parliament · 1 პროექტი საქართველოს კანონი ნარკოტიკული საშუალებების

7

ე) კოკას ფოთოლი – კოკაინის ბუჩქის ფოთოლი, გარდა იმ ფოთლებისა,

რომლებსაც მთლიანად გამოცლილი აქვთ ეკგონინი, კოკაინი და ეკგონინის

ჯგუფის სხვა რომელიმე ნებისმიერი ალკალოიდი;

ვ) სამედიცინო ოპიუმი – გადამუშავებული ოპიუმი, რომელიც გამოიყენება

სამედიცინო მიზნებისათვის;

ზ) ოპიუმი – ხაშხაშის (Pაპავერ სომნიფერუმ) შედედებული რძეწვენი;

თ) ოპიუმის შემცველი ყაყაჩო – პაპავერ სომნიფერუმის ჯიშის ყველა მცენარე;

ი) ყაყაჩოს ნამჯა – ოპიუმის ყაყაჩოს ყველა დაქუცმაცებული ნაწილი, გარდა

თესლებისა

51. ნარკოტიკებთან დაკავშირებული პოლიტიკის საბჭო – ეროვნული

მაკოორდინირებელი ორგანო, რომლის მიზანია ქვეყანაში ნარკომანიის

გავრცელებისა და ნარკოტიკული საშუალებების/ფსიქოტროპული ნივთიერებების

უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ეფექტიანი უწყებათაშორისი თანამშრომლობის

უზრუნველყოფა.

52. მარაგი – ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული II და III სიებში შეტანილი იმ

ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების რაოდენობა,

რომელიც განკუთვნილია ქვეყნის ტერიტორიაზე სამედიცინო, საექსპერტო ან

სამეცნიერო მიზნებისათვის. მარაგი არ მოიცავს ნარკოტიკული საშუალებებისა და

ფსიქოტროპული ნივთიერებების იმ რაოდენობას, რომელიც განთავსებულია

ქვეყანაში ან ტერიტორიაზე: საცალო ვაჭრობის აფთიაქების ან სხვა უფლებამოსილი

საცალო ვაჭრობის ობიექტების და დაწესებულებების მიერ თერაპიული ან

სამეცნიერო ფუნქციების განსახორციელებლად; ან როგორც “სპეციალური მარაგი”.

53. სპეციალური მარაგი – ქვეყნის ტერიტორიაზე არსებული II და III სიებში

შეტანილი იმ ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების

რაოდენობა, რომელიც იმყოფება სპეციალური სახელმწიფოებრივი მიზნებისათვის

და საგანგებო / განსაკუთრებული გარემოებებისათვის.

მუხლი 4. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული

ფსიქოაქტიური ნივთიერებების სიები

1. გაეროს 1961 წლის, 1972 წლისა და 1988 წლის კონვენციებით

გათვალისწინებული ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული ნივთიერებები

და პრეკურსორები, მათზე დამოკიდებულების ჩამოყალიბების მაღალი

პოტენციალის, გავრცელების, ზემოქმედების ხანგრძლივობის, სოციალური

მნიშვნელობისა და საზოგადოების ჯანმრთელობისათვის საშიშროების მიხედვით,

შეტანილია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ

ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა შემდეგ სიებში:

ა) საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფსიქოაქტიურ

ნივთიერებათა I სია - მოიცავს უმაღლესი სამედიცინო და სოციალური რისკის

მქონე ნარკოტიკულ საშუალებებს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, რომელთა

საქართველოს ტერიტორიზე გამოყენება, დღევანდელი მდგომარეობით,

აკრძალულია ნებისმიერი სახით, გარდა განსაკუთრებული სამეცნიერო-

კვლევითი საქმიანობისა.

Page 8: პროექტი - Parliament · 1 პროექტი საქართველოს კანონი ნარკოტიკული საშუალებების

8

ბ) საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფსიქოაქტიურ

ნივთიერებათა II სია – მოიცავს მაღალი სამედიცინო და სოციალური რისკის

მქონე ნარკოტიკულ საშუალებებს და ფსიქოტროპულ ნივთიერებებს, რომელთა

საქართველოს ტერიტორიზე გამოყენება ნებადართულია სამედიცინო მიზნით;

მათი გამოწერის, შენახვის, აღრიცხვის, შესყიდვისა და გადაზიდვა-გადაგზავნის

წესებს განსაზღვრავს შესაბამისი ნორმატიული აქტები;

გ) საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფსიქოაქტიურ

ნივთიერებათა III სია – მოიცავს საშუალო სამედიცინო და სოციალური რისკის

მქონე ფსიქოტროპულ ნივთიერებებს და უშუალო პრეკურსორებს, რომელთა

საქართველოს ტერიტორიზე გამოყენება ნებადართულია სამედიცინო მიზნით;

მათი გამოწერის, შენახვის, აღრიცხვის, შესყიდვისა და გადაზიდვა-გადაგზავნის

წესებს განსაზღვრავს შესაბამისი ნორმატიული აქტები.

დ) საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ ფსიქოაქტიურ

ნივთიერებათა IV სია - მოიცავს სოციალური რისკის მქონე ნივთიერებებს -

პრეკურსორებს, რომლებიც გამოიყენება სხვადასხვა კონტროლირებადი

ნივთიერებების სინთეზის ან/და დამზადების პროცესში. მათი შენახვის,

აღრიცხვის, შესყიდვისა და გადაზიდვა-გადაგზავნის წესებს განსაზღვრავს

შესაბამისი ნორმატიული აქტები.

2. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული

ფსიქოაქტიური ნივთიერებების სიები (შემდგომში სიები) ასახულია ამ კანონის ¹ 1

დანართში და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.

3. ნარკოტიკული საშუალებები, ფსიქოტროპული ნივთიერებები და

პრეკურსორები სიებში შეიტანება მათი საერთაშორისო არარეგისტრირებული

(გენერიკული) დასახელებით ან/და ქიმიური დასახელებებით ან/და

არარეგისტრირებული ტრივიალური დასახელებით, რომელიც აგრეთვე მოიცავს

ყველა სინონიმს და კომერციულ დასახელებას.

4. კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური ნივთიერებების სიებში

ცვლილებების შეტანა, ასევე სიებში იმ ნივთიერებათა დამატება, რომლებიც

მანამდე არ ექვემდებარებოდა კონტროლს, ხორციელდება ამ კანონის მე-15 მუხლის

შესაბამისად.

მუხლი 5. ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებებისა და

უშუალო პრეკურსორების კონტროლის რეჟიმი

1. I სიაში შეტანილი ნივთიერებები ექვემდებარებიან კონტროლის უფრო

მკაცრ რეჟიმს, ვიდრე II სიაში შეტანილი ნივთიერებები.

2. II სიაში შეტანილი ნივთიერებები ექვემდებარებიან კონტროლის უფრო

მკაცრ რეჟიმს, ვიდრე III სიაში შეტანილი ნივთიერებები.

3. პრეპარატები ექვემდებარება კონტროლის იგივე ზომებს, რომელსაც მისი

შემცველი ნარკოტიკული საშუალებები ან ფსიქოტროპული ნივთიერებები, ხოლო

თუ პრეპარატი შეიცავს რამდენიმე ასეთ ნივთიერებას, მაშინ იგი ექვემდებარება

Page 9: პროექტი - Parliament · 1 პროექტი საქართველოს კანონი ნარკოტიკული საშუალებების

9

ზომებს, რომლებიც გამოიყენება უფრო მკაცრ კონტროლს დაქვემდებარებული

ნივთიერების მიმართ. ამ პუნქტის დებულებები არ ვრცელდება ამ მუხლის მეორე

პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებზე.

4. აკრძალულია საერთაშორისო კონტროლს დაქვემდებარებულ

ნივთიერებებზე, მათ შემცველ მცენარესა ან პრეპარატებზე უფრო ნაკლებად მკარი

კონტროლის ზომების დაწესება, ვიდრე ეს საერთაშორისო სტანდარტებითაა

დადგენილი.

მუხლი 6. უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული სპეციალურ

კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების და მათი შემცველი პრეპარატების

ოდენობები

1. უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული

საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების და უშუალო პრეკურსორების

მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები განისაზღვრება ამ კანონის ¹ 2

დანართში და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.

2. უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული სპეციალურ

კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით

დიდი ოდენობები განისაზღვრება გრამებში I, II და III სიებში შეტანილ

ნივთიერებებზე.

3. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების შემცველი

წამლის ფორმის (ტაბლეტი, კაფსულა, ამპულა, და სხვა) ოდენობები განისაზღვრება

გრამებში, სუფთა ნივთიერებაზე გადაანგარიშებით, მათი შემავსებლების (შაქარი,

წყალი, სახამებელი და სხვა) გარეშე, ხოლო პრეპარატის ან ნარევის შემთხვევაში –

იმ ნივთიერების გარეშე, რომელიც არ ექვემდებარება სპეციალურ კონტროლს.

4. იმ შემთხვევაში, თუ უკანონო ბრუნვიდან ამოღებული პრეპარატი ან

ნარევი შეიცავს ორ ან რამდენიმე სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ

ნივთიერებას, ოდენობა განისაზღვრება იმ ნივთიერებაზე გადაანგარიშებით,

რომლის უკანონო ბრუნვაზე (დადგენილი ოდენობით) გათვალისწინებულია

სასჯელის უფრო მკაცრი ზომა.

თავი II

საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური ნივთიერებების

ბრუნვის სფეროში სახელმწიფოს კომპეტენცია და მათი უკანონო ბრუნვის

წინააღმდეგ საქმიანობის სახელმწიფო კოორდინაცია

მუხლი 7. საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური

ნივთიერებების ბრუნვის სახელმწიფო რეგულირება

Page 10: პროექტი - Parliament · 1 პროექტი საქართველოს კანონი ნარკოტიკული საშუალებების

10

საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური

ნივთიერებების ბრუნვის სამართლებრივ რეგულირებას ახორციელებენ მხოლოდ

საამისოდ უფლებამოსილი სახელმწიფო ორგანოები.

მუხლი 8. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული

ფსიქოაქტიური ნივთიერებების ბრუნვის სფეროში სახელმწიფოს კომპეტენცია

1. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული

ნივთიერებების ბრუნვის სამართლებრივ რეგულირებას ახორციელებენ მხოლოდ

საამისოდ უფლებამოსილი სახელწიფო ორგანოები.

2. სახელმწიფო უზრუნველყოფს ნარკოტიკული საშუალებებისა და

ფსიქოტროპული ნივთიერებების ხელმისაწვდომობას საჭირო რაოდენობითა და

ფორმით, სამედიცინო, სამეცნიერო და საქართველოს კანონმდებლობით

ნებადართული სხვა მიზნებისათვის, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

3. საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური

ნივთიერებების II სიაში შეტანილი ნივთიერებების საქართველოში შემოტანა

ხორციელდება მხოლოდ სახელმწიფო დაკვეთით. კონტროლს დაქვემდებარებული

ფსიქოაქტიური ნივთიერებების II სიაში შეტანილ ნივთიერებათა შემომტანებთან

სახელმწიფო დამკვეთს წარმოადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და

სოციალური დაცვის სამინისტრო.

4. საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური

ნივთიერებების III სიაში შეტანილი ნივთიერებების საქართველოში შემოტანის

უფლება აქვთ მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის მქონე იურიდიულ პირებს.

5. საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური

ნივთიერებების სიებში შეტანილი ფსიქოტროპული ნივთიერებების

ფარმაცევტული წარმოების მოცულობას განსაზღვრავს საქართველოს შრომის,

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

6. საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური

ნივთიერებების IV სიაში შეტანილი ნივთიერებების საქართველოში შემოტანასა და

საქართველოდან გატანაზე კონტროლს ახორციელებენ საქართველოს ფინანსთა

სამინისტროს შესაბამისი სამსახურები.

7. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ლეგალური

ბრუნვის წესების შესრულებასა და ნარკოლოგიური დახმარების ხარისხის

კონტროლს ახორციელებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური

დაცვის სამინისტრო, შესაბამისი სამსახურების მეშვეობით.

8. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების

გამოსაწერი რეცეპტის ბლანკების საჭირო რაოდენობით დამზადებას

უზრუნველყოფს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

სამინისტრო.

Page 11: პროექტი - Parliament · 1 პროექტი საქართველოს კანონი ნარკოტიკული საშუალებების

11

მუხლი 9. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული

ფსიქოაქტიური ნივთიერებების სახელმწიფო კვოტები

1. საქართველოს წლიური მოთხოვნილების გათვალისწინებით საქართველოში

კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური ნივთიერებების II და III სიებში

შეტანილი ნივთიერებების სახელმწიფო კვოტებს დადგენილი ფორმით

ყოველწლიურად განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და

სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები და დასამტკიცებლად

წარუდგენს ნარკოტიკების კონტროლის გაეროს საერთაშორისო კომიტეტს.

2. იურიდიული პირები საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და

სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილ ვადაში და დადგენილი

ფორმით, ყოველწლიურად წარუდგნენ საქართველოში კონტროლს

დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური ნივთიერებების II და III სიებში შეტანილი

ნივთიერებების ბრუნვის შესახებ ინფორმაციას, რომელიც მოიცავს შემდეგ

მონაცემებს: მომავალ წელს კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური

ნივთიერებების საჭირო რაოდენობა; გასულ წელს გახარჯული რაოდენობა;

დარჩენილი მარაგის მიზნობრიობა და გამოყენება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნის შეუსრულებლობა გამოიწვევს

პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა

კოდექსით დადგენილი წესით.

4. პრეკურსორების კვოტებს განსაზღვრავს საქართველოს გარემოს დაცვისა და

ბუნებრივი რესურსების სამინისტრო IV სიაში შეტანილ ნივთიერებებზე და

დასამტკიცებლად წარუდგენს გაეროს ნარკოტიკებზე კონტროლის საერთაშორისო

კომიტეტს.

მუხლი 10. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული

ფსიქოაქტიური ნივთიერებების შეფუთვა და მარკირება

1. პირობები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს სამკურნალო დანიშნულების

სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური ნივთიერების

შეფუთვა და მარკირება, განისაზღვრება ამ კანონით და „წამლისა და

ფარმაცევტული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით.

2. საქართველოში წარმოებული ფსიქოტროპული ნივთიერების, აგრეთვე

საქართველოში შემოტანილი სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული

ფსიქოაქტიური ნივთიერების შეფუთვის ფორმა უნდა გამორიცხავდეს მისი

მთლიანობის დაურღვევლად წამალთან შეხების შესაძლებლობას.

მუხლი 11. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული

ფსიქოაქტიური ნივთიერებების პროპაგანდა და რეკლამირება

1. აკრძალულია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული

ფსიქოაქტიური ნივთიერებების სიებში შეტანილი ნივთიერებების ყოველგვარი

პოპულარიზაცია და რეკლამა - ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული

ნივთიერების შექმნის, მოხმარების, გამოყენების, შეძენის ადგილების შესახებ

ინფორმაციის გავრცელება, რეკლამის მიზნით წიგნების, ბროშურებისა და

Page 12: პროექტი - Parliament · 1 პროექტი საქართველოს კანონი ნარკოტიკული საშუალებების

12

მასობრივი საინფორმაციო საშუალებების, მათ შორის ინტერნეტის გამოყენება,

გარდა სპეციალიზირებული პროფესიული ლიტერატურისა.

2. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული

ფსიქოაქტიური ნივთიერებების II და III სიებში შეტანილი ნივთიერებების შესახებ

ინფორმაციის გავრცელება ნებადართულია მხოლოდ „წამლისა და ფარმაცევტული

საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

მუხლი 12. ანგარიშგება საქართველოში სპეციალურ კონტროლს

დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური ნივთიერებების ლეგალური ბრუნვის

სფეროში საქმიანობის შესახებ

1. ყველა სახელმწიფო ორგანო, იურიდიული პირი და ინდივიდუალური

მეწარმე, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ახორციელებს სპეციალურ

კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური ნივთიერებების ლეგალურ

ბრუნვასთან დაკავშირებულ საქმიანობას, ვალდებულია დადგენილი წესით

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს

წარუდგინოს ინფორმაცია თავისი საქმიანობის შესახებ.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნის

შეუსრულებლობა გამოიწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ

სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.

მუხლი 13. საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური

ნივთიერებების ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული

ოპერაციების რეგისტრაცია

საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური

ნივთიერებების ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული ყველა ოპერაცია

რეგისტრირდება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის

მიერ დადგენილი წესით.

მუხლი 14. ნარკოტიკებთან დაკავშირებული პოლიტიკის საბჭო

1. ქვეყნის მასშტაბით ნარკომანიის გავრცელებისა და ნარკოტიკების უკანონო

ბრუნვის წინააღმდეგ ეფექტური და კოორდინირებული უწყებათაშორისი

მუშაობის უზრუნველსაყოფად იქმნება ნარკოტიკებთან დაკავშირებული

პოლიტიკის საბჭო (შემდეგში – საბჭო)

2. საბჭოს შემადგენლობასა და საქმიანობის წესი განისაზღვრება

რეგლამენტით, რომელსაც მისივე წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს

პრეზიდენტი.

3. საბჭო უფლებამოსილია მიიღოს მუშაობისათვის საჭირო დოკუმენტაცია

ნებისმიერი სახელმწიფო დაწესებულებიდან.

4. საბჭო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით,

საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით,

საქართველოს კანონებითა და ნორმატიული აქტებით.

5. საბჭო საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში უფლებამოსილია კოორდინაცია

გაუწიოს სახელმწიფო, ადგილობრივ, საზოგადოებრივ და სხვა ორგანიზაციათა

Page 13: პროექტი - Parliament · 1 პროექტი საქართველოს კანონი ნარკოტიკული საშუალებების

13

(დაწესებულებათა) შეთანხმებულ მოქმედებებს, განახორციელოს მათ საქმიანობაზე

მონიტორინგი, საქართველოს ეროვნული ანტინარკოტიკული სტრატეგიის

განხორციელების მიზნით მოიძიოს შესაბამისი რესურსები, ნარკომანიის

პრობლემასთან დაკავშირებულ საკითხებზე მოახდინოს ოპერატიული რეაგირება,

შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები და ხელი შეუწყოს საერთაშორისო

თანამშრომლობის გაფართოებას.

მუხლი 15. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ

ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა სიებში ცვლილებების შეტანა

1. ადგილობრივი ნარკოლოგიური და კრიმინოგენული სიტუაციის

გათვალისწინებით, სათანადო დასაბუთების შემთხვევაში, დასაშვებია სიებში

ცვლილებებისა და დამატებების შეტანა, კერძოდ, რომელიმე ნივთიერების, მისი

წამლის ფორმის, მცენარის ან/და პრეპარატის ერთი სიიდან მეორეში გადატანა,

სიიდან ამოღება ან ახალი ნივთიერების, მისი წამლის ფორმის, მცენარის ან/და

პრეპარატის დამატება.

2. სიებში ცვლილების ან/და დამატების შეტანის საფუძველია:

ა) გაეროს გენერალური მდივნის ოფიციალური შეტყობინება;

ბ) სამედიცინო დაწესებულებების, საექსპერტო-კრიმინალისტიკური,

სასამართლო-საგამოძიებო, სამართალდამცავი ორგანოების ხელთ არსებული,

სტატისტიკურად დადასტურებული ინფორმაცია კონკრეტული მცენარის,

ნივთიერების, მისი წამლის ფორმის ან პრეპარატის უკანონო მოხმარების ან/და

გამოყენების ფაქტებზე;

გ) სხვა დასაბუთებული აუცილებლობა.

3. კონტროლს დაქვემდებარებულ ფსიქოაქტიურ ნივთიერებათა სიებში

ცვლილებების შეტანას ახორციელებს საქართველოს პარლამენტი.

მუხლი 16. უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული

სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ოდენობებში

ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული სპეციალურ

კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების ოდენობებში ცვლილებებისა და

დამატებების შეტანას ახორციელებს საქართველოს პარლამენტი.

თავი III

საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური

ნივთიერებების გამოყენების სფერო

მუხლი 17. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული

ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენება

Page 14: პროექტი - Parliament · 1 პროექტი საქართველოს კანონი ნარკოტიკული საშუალებების

14

საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური

ნივთიერებების გამოყენება ნებადართულია სამედიცინო, ვეტერინარული,

საექსპერტო, სასწავლო, სამეცნიერო-კვლევითი, დიაგნოსტიკური მიზნით.

მუხლი 18. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული

ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენება სამედიცინო მიზნით

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

სამინისტრო განსაზღვრავს სამკურნალო დანიშნულების იმ ფსიქოაქტიური

ნივთიერებების ჩამონათვალსა და რაოდენობას, რომელთა გამოყენება პირველადი

სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით ნებადართულია საქართველოს

ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საჰაერო, საზღვაო და სარკინიგზო ტრანსპორტში,

მათ შორის საერთაშორისო რეისების შესრულებისას.

2. ნებისმიერი ტრანსპორტით საერთაშორისო რეისების შესრულებისას,

საერთაშორისო ღონისძიებების, მათ შორის უცხო ქვეყნის წარმომადგენლებთან

ერთობლივი სამხედრო წვრთნების ჩატარებისას, მგზავრთა და მონაწილეთა

პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით, ნებადართულია II და III

სიებში შეტანილი სამკურნალო საშუალებების საქართველოს ტერიტორიაზე

შემოტანა და საქართველოს ტერიტორიიდან გატანა. აღნიშნული პროცესი არ

განიხილება როგორც ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული

ნივთიერებების იმპორტი, ექსპორტი ან ტრანზიტი.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული საერთაშორისო

ღონისძიებების დაწყებამდე დაინტერესებული უწყება წერილობით მიმართავს

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, რის

საფუძველზეც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

სამინისტრო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მისამართით გასცემს შესაბამის

წერილს, რაც საქართველოს საბაჟო ორგანოებისათვის წარმოადგენს სპეციალურ

კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების გატარების ან

გატარებაზე უარის თქმის საფუძველს.

მუხლი 19. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული

ფსიქოაქტიური ნივთიერებების გამოყენება საექსპერტო და დიაგნოსტიკურ

საქმიანობაში

საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური

ნივთიერებების საექსპერტო და დიაგნოსტიკურ საქმიანობაში გამოყენების უფლება

აქვთ მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის მფლობელ იურიდიულ პირებს და საამისოდ

უფლებამოსილ სახელმწიფო დაწესებულებას.

მუხლი 20. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული

ფსიქოაქტიური ვთიერებების გამოყენება სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით

საქმიანობაში

სასწავლო და სამეცნიერო-კვლევით საქმიანობაში ფსიქოაქტიური ნივთიერებების

გამოყენების უფლება აქვთ მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის მქონე იურიდიულ

პირებს

Page 15: პროექტი - Parliament · 1 პროექტი საქართველოს კანონი ნარკოტიკული საშუალებების

15

მუხლი 21. საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური

ნივთიერებების გამოყენება ვეტერინარულ საქმიანობაში

ვეტერინარული სამსახურებისა და ცხოველთა ჭერის საქმიანობისათვის

საჭირო სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური

ნივთიერებების გამოყენების წესს ამტკიცებს საქართველოს სოფლის მეურნეობის

მინისტრი საქართველოს შორმის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

სამინისტროსთან შეთანხმებით.

მუხლი 22. საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური

ნივთიერებების გამოყენება ტრანზიტით მიმავალი და საქართველოს

ტერიტორიაზე დროებით ან მუდმივად მყოფი ავადმყოფის მკურნალობის მიზნით

1. საქართველოს ტერიტორიაზე ტრანზიტით მიმავალ ავადმყოფს უფლება

აქვს მკურნალობის მიზნით თან იქონიოს საქართველოში კონტროლს

დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური ნივთიერებები სათანადო სამედიცინო და

საბაჟო დოკუმენტებთან ერთად.

2. თუ ტრანზიტით მიმავალი ავადმყოფი ვერ ტოვებს საქართველოს

ტერიტორიას და მას მკურნალობის გასაგრძელებლად ესაჭიროება საქართველოში

სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური ნივთიერებები, მაშინ

ამ სამკურნალო საშუალებებით ავადმყოფის უზრუნველყოფა ხდება საქართველოს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დადგენილი

წესით.

3. საქართველოს ტერიტორიაზე დროებით ან მუდმივად მყოფ ავადმყოფს

უფლება აქვს იქონიოს საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული

ფსიქოაქტიური ნივთიერებები სათანადო სამედიცინო დოკუმენტებთან ერთად.

თავი IV

საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური

ნივთიერებების ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობის ცალკეული სახეობების

განხორციელება

მუხლი 23. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო

საშუალებების ლეგალური ბრუნვის სფეროში სანებართვო საქმიანობა და

ნებართვის გაცემასთან

დაკავშირებული ძირითადი მოთხოვნები

1. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების

ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებული სანებართვო საქმიანობა რეგულირდება

შესაბამისი ნორმატიული აქტით.

Page 16: პროექტი - Parliament · 1 პროექტი საქართველოს კანონი ნარკოტიკული საშუალებების

16

2. სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების

ლეგალურ ბრუნვასთან დაკავშირებულ საქმიანობაზე ნებართვას გასცემს წამლის

სააგენტო.

3. ლიცენზირებას ექვემდებარება ის შენობა-ნაგებობაც ან სათავსიც, სადაც

ინახება:

ა) II სიაში მითითებული ნარკოტიკული საშუალებებისა ან/და

ფსიქოტროპული ნივთიერებების სტრატეგიული მარაგი;

ბ) ნარკომანიით დაავადებულ პირთა ჩანაცვლებითი მკურნალობისათვის

საჭირო ჩამანაცვლებელი ნარკოტიკული საშუალებები ან/და ფსიქოტროპული

ნივთიერებები.

4. ლიცენზირებას არ ექვემდებარება საქართველოს შინაგან საქმეთა და

თავდაცვის სამინისტროების დაქვემდებარებაში არსებულ ტერიტორიებზე

შეიარაღებული დაცვის ქვეშ განთავსებული შენობა-ნაგებობები და სათავსები.

მუხლი 24. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული

ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი მცენარეების დათესვა, მოყვანა და

კულტივირება

1. აკრძალულია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული

ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი მცენარეების დათესვა, მოყვანა,

კულტივირება, გარდა სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა.

2. სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისათვის ნარკოტიკული საშუალების და

ფსიქოტროპული ნივთიერების შემცველი მცენარეების დათესვა, მოყვანა და

კულტივირება ნებადართულია მხოლოდ დახურულ სივრცეში (კაპიტალურ

შენობაში).

3. სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისათვის სპეციალურ კონტროლს

დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემცველი მცენარეების

დათესვის, მოყვანისა და კულტივირების წესს განსაზღვრავს საქართველოს შრომის,

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო საქართველოს სოფლის

მეურნეობის სამინისტროსთან ერთად.

მუხლი 25. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული

ფსიქოაქტიური ნივთიერებების ფარმაცევტული წარმოება

საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური

ნივთიერებებიდან ნებადართულია ფსიქოტროპული ნივთიერებების

ფარმაცევტული წარმოება შესაბამისი ლიცენზიის მქონე იურიდიული პირის მიერ.

მუხლი 26. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული

ფსიქოაქტიური ნივთიერებების დამზადება

საქართველოში ნებადართულია მხოლოდ სპეციალურ კონტროლს

დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური ნივთიერებების III და IV სიებში შეტანილი

ნივთიერებების დამზადება მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის მქონე იურიდიული

პირის მიერ.

Page 17: პროექტი - Parliament · 1 პროექტი საქართველოს კანონი ნარკოტიკული საშუალებების

17

მუხლი 27. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული

ფსიქოაქტიური ნივთიერებების გადამუშავება

აკრძალულია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული

ფსიქოაქტიური ნივთიერებების გადამუშავება, გარდა სასწავლო, სამეცნიერო-

კვლევითი და საექსპერტო-დიაგნოსტიკური საქმიანობისათვის.

მუხლი 28. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული

ფსიქოაქტიური ნივთიერებების შენახვა

1. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული

ფსიქოაქტიური ნივთიერებების შენახვის უფლება აქვთ:

ა) ფიზიკურ პირს – ექიმის დანიშნულებით, სამკურნალო მიზნით, პირადი

მოხმარებისათვის შეძენილი სამკურნალო საშუალებებისა, სათანადო სამედიცინო

დოკუმენტებთან ერთად;

ბ) შესაბამისი ლიცენზიის მქონე იურიდიულ პირებს, ხოლო მათგან მხოლოდ

IV სიაში შეტანილი პრეკურსორებისა – ინდივიდუალურ მეწარმეს

კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) წამლის სააგენტოს, კანონმდებლობით გათვალისწინებული საქმიანობის

განხორციელებისათვის;

დ) საქართველოს იუსტიციისა და საქართველოს შინაგან საქმეთა

სამინისტროების საექსპერტო-კრიმინალისტიკური საქმიანობის

განმახორციელებელ სამსახურებს - კანონმდებლობლობით გათვალისწინებული

საქმიანობის განხორციელებისათვის;

ე) უკანონო ბრუნვიდან ამოღებული საქართველოში სპეციალურ კონტროლს

დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური ნივთიერებების შენახვის უფლებამოსილების

მქონე სახელმწიფო დაწესებულებას.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის “ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებულ პირებს

უფლება აქვთ შეინახონ საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული

ფსიქოაქტიური ნივთიერებების მხოლოდ ის რაოდენობა, რომელიც საჭიროა მათი

საქმიანობისათვის.

3. ამ მუხლის “გ” დ” და “ე” ქვეპუნქტებით განსაზღვრულ იურიდიულ პირებსა

და სახელმწიფო ორგანოებს უფლება აქვთ, შეინახონ .I სიაში მითითებული

ნივთიერებებიც.

4. აკრძალულია საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული

ფსიქოაქტიური ნივთიერებების შენახვა საბაჟო საწყობის რეჟიმში.

მუხლი 29. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული

ფსიქოაქტიური ნივთიერებების შეძენა

საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური

ნივთიერებების შეძენის უფლება აქვთ:

ა) ფიზიკურ პირს – სამკურნალო მიზნით, სპეციალური რეცეპტის

საფუძველზე;

Page 18: პროექტი - Parliament · 1 პროექტი საქართველოს კანონი ნარკოტიკული საშუალებების

18

ბ) შესაბამისი ლიცენზიის მქონე იურიდიულ პირს აღნიშნულ საქმიანობაზე

შესაბამისი ლიცენზიის მქონე იურიდიული პირისაგან, საქართველოს

კანონმდებლობით ნებადართული საქმიანობის განხორციელების მიზნით.

მუხლი 30. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული

ნივთიერებების გადაგზავნა

აკრძალულია საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული

ნივთიერებების გადაგზავნა.

მუხლი 31. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული

ფსიქოაქტიური ნივთიერებების გადაზიდვა (გადატანა)

1. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული

ფსიქოაქტიური ნივთიერებების გადაზიდვის (გადატანის) უფლება აქვთ მათ

გამოყენებაზე შესაბამისი ლიცენზიის მფლობელ იურიდიულ პირებს.

2. იურიდიული პირების მიერ საქართველოში სპეციალურ კონტროლს

დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური ნივთიერებების II სიაში შეტანილი

ნივთიერებების გადაზიდვა ხორციელდება მხოლოდ პოლიციის დაცვის

თანხლებით.

3. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული

ფსიქოაქტიური ნივთიერებების გადაზიდვის დროს პოლიციის მიერ დაცვის

განხორციელებისა და შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმების წესს ამტკიცებენ

საქართველოს შინაგან საქმეთა და შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური

დაცვის მინისტრები.

4. ფიზიკურ პირს უფლება აქვს გადაზიდოს (გადაიტანოს) ნარკოტიკული

საშუალება მისი შეძენის დამადასტურებელ სამედიცინო დაწესებულების მიერ

გაცემულ დოკუმენტებთან ერთად. ასეთი დოკუმენტების ფორმას და გაცემის წესს

ამტკიცებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრი.

მუხლი 32. საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური

ნივთიერებების გაცემა

საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური

ნივთიერებების გაცემის უფლება აქვს შესაბამისი ლიცენზიის მქონე იურიდიულ

პირს აღნიშნულ საქმიანობაზე შესაბამისი ლიცენზიის მქონე იურიდიულ პირზე,

აგრეთვე ფიზიკურ პირზე სათანადო დოკუმენტაციის საფუძველზე.

მუხლი 33. საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური

ნივთიერებების რეალიზაცია

საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური

ნივთიერებების რეალიზაციის უფლება აქვს მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის მქონე

იურიდიულ პირს - შესაბამისი ლიცენზიის მქონე იურიდიულ პირზე, სათანადო

დოკუმენტაციის საფუძველზე.

Page 19: პროექტი - Parliament · 1 პროექტი საქართველოს კანონი ნარკოტიკული საშუალებების

19

მუხლი 34. საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური

ნივთიერებების შემოტანა, გატანა, ტრანზიტი, რეექსპორტი

1. საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების II და III

სიებში შეტანილი ნივთიერებების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან

გატანის უფლება აქვს მხოლოდ შესაბამისი ლიცენზიის მქონე იურიდიულ პირებს,

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს

დაკვეთით. შემოტანილი კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური

ნივთიერებების მიმღებ ორგანიზაციათა ნუსხას ამტკიცებს საქართველოს შრომის,

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.

2. საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური

ნივთიერებების შემოტანამდე (გატანამდე) შემომტანი (გამტანი) იურიდიული პირი

ვალდებულია მიიღოს წინასწარი ნებართვა, რომელსაც გასცემს შრომის,

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები.

3. სანებართვო მოწმობის გაცემამდე შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური

დაცვის სამინისტროს შესაბამისი სამსახურები სპეციალურ კონტროლს

დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების შემოტანას (იმპორტს) და გატანას

(ექსპორტს) წინასწარ ათანხმებს ექსპორტიორი (იმპორტიორი) ქვეყნის

უფლებამოსილ კომპეტენტურ ეროვნულ ორგანოსთან (შემდგომში კომპეტენტური

ორგანო), რისთვისაც გასცემს წინასწარი საიმპორტო (საექსპორტო) შეთანხმების

დოკუმენტს.

4. საქართველოში წინასწარ შეთანხმებას ექვემდებარება ნებისმიერი

დანიშნულების სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერების

იმპორტი (ექსპორტი), გარდა IV სიაში ჩამოთვლილი ნივთიერებებისა)

5. წამლის სააგენტო უფლებამოსილია, წინასწარი შეთანხმების დოკუმენტი

გასცეს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული შემდეგი ნივთიერებების

იმპორტზე (ექსპორტზე):

ა) II და III სიაში ჩამოთვლილ, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებულ

ნივთიერებებზე;

ბ). IV სიის II ცხრილში მითითებულ პრეკურსორებზე ნებართვას გასცემს

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.

6. ამ წესის ფარგლებში ნებადართულია I სიაში შეტანილი ნივთიერებების

რეფერენს-სტანდარტების საქართველოში შემოტანა მხოლოდ სასწავლო,

სამეცნიერო-კვლევით და საექსპერტო-კრიმინალისტიკური საქმიანობის

განხორციელების მიზნით.

7. სასწავლო, სამეცნიერო-კვლევით და საექსპერტო-კრიმინალისტიკურ

საქმიანობაზე უფლებამოსილ პირს ან სახელმწიფო დაწესებულებას უფლება აქვს,

განახორციელოს სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების (მათ

შორის რეფერენს-სტანდარტების) იმპორტი, შესაბამისად, მხოლოდ სასწავლო,

სამეცნიერო-კვლევითი და საექსპერტო-კრიმინალისტიკური საქმიანობის

განხორციელების მიზნით (ამ შემთხვევაში იმპორტი ხორციელდება მხოლოდ

წინასწარი შეთანხმების დოკუმენტის საფუძველზე).

8. საქართველოში აკრედიტებულ საელჩოს (საკონსულოს) ამ წესის

ფარგლებში უფლება აქვს საელჩოში (საკონსულოში) მომუშავე პერსონალის (გარდა

Page 20: პროექტი - Parliament · 1 პროექტი საქართველოს კანონი ნარკოტიკული საშუალებების

20

საქართველოს მოქალაქის) მკურნალობის მიზნით განახორციელოს სპეციალურ

კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებების იმპორტი.

9. სამკურნალო საშუალებების იმპორტზე წინასწარი შეთანხმების

დოკუმენტი გაიცემა იმ შემთხვევაშიც, როდესაც საიმპორტო სამკურნალო

საშუალება წამლის ფორმის სახით არ ექვემდებარება საერთაშორისო კონტროლს,

მაგრამ მწარმოებელი ქვეყანა საქართველოს მხარისაგან მოითხოვს ამ დოკუმენტს.

ამავე უფლებით სარგებლობს წამლის სააგენტოც, თუ საქმე ეხება საქართველოში

წარმოებულ, სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების

შემცველი პრეპარატის ექსპორტს ან კანონმდებლობით დადგენილ სხვა

შემთხვევებს.

10 საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური

ნივთიერებების გატანის შემდეგ წამლის სააგენტო იმპორტიორი ქვეყნის

კომპეტენტური ორგანოდან საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებული წესით

მოითხოვს ინფორმაციას გატანილი ნივთიერებების რაოდენობისა და

დანიშნულების ადგილამდე მიტანის შესახებ.

11. საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური

ნივთიერებების შემოტანის შემდეგ წამლის სააგენტო ექსპორტიორი ქვეყნის

კომპეტენტურ ორგანოს საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებული წესით

აწვდის ინფორმაციას შემოტანილი ნივთიერებების რაოდენობის შესახებ.

12. საქართველოში კონტოლს დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური

ნივთიერებების შემოტანის (გატანის) შემდეგ საქართველოს საბაჟო ორგანოები

აფიქსირებენ შემოტანილი (გატანილი) ნივთიერებების რაოდენობას და ამ

ინფორმაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უგზავნიან

წამლის სააგენტოს.

13. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში იმპორტის განხორციელებისას

სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალების

ფაქტობრივი რაოდენობა აღემატება წამლის სააგენტოს მიერ გაცემულ სანებართვო

მოწმობაში მითითებულ რაოდენობას, საბაჟო ორგანო აცნობებს წამლის სააგენტოს

ფაქტობრივად შემოტანილი რაოდენობის შესახებ და მოქმედებს საქართველოს

კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

14. იმ შემთხვევაში, თუ ექსპორტის განხორციელებისას საბაჟო ორგანოს მიერ

აღმოჩენილ იქნა სხვაობა სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო

საშუალებების ფაქტობრივ რაოდენობასა და წამლის სააგენტოს მიერ გაცემულ

სანებართვო მოწმობაში მითითებულ რაოდენობას შორის მეტობის ან ნაკლებობის

მხარეს, საბაჟო ორგანო აკავებს საქონელს, აცნობებს წამლის სააგენტოს საექსპორტო

საქონლის ფაქტობრივი რაოდენობის შესახებ, რის შემდგომ წამლის სააგენტო და

საბაჟო ორგანოები, თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, სწავლობენ მიზეზებს და

მოქმედებენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

15. საქართველოს ტერიტორიაზე იმ საბაჟო ორგანოების ნუსხას, საიდანაც

ნებადართული იქნება კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური

ნივთიერებების შემოტანა და გატანა, განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა

სამინისტროს შესაბამისი სამსახური საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი

წესით.

Page 21: პროექტი - Parliament · 1 პროექტი საქართველოს კანონი ნარკოტიკული საშუალებების

21

16. აკრძალულია საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული

ფსიქოაქტიური ნივთიერებების:

ა) შემოტანა და გატანა საფოსტო ყუთის ან ბანკის მისამართით;

ბ) გატანა მიწერითი საბაჟო საწყობის მისამართით, გარდა იმ შემთხვევისა,

როდესაც იმპორტიორი ქვეყნის კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემულ წინასწარ

ნებართვაში მითითებულია მიწერითი საბაჟო საწყობი;

გ) ტრანზიტი;

დ) რეექსპორტი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც საერთაშორისო

ორგანიზაციები ახორციელებენ პროგრამით გათვალისწინებულ საქმიანობას;

17. საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური

ნივთიერებების წინასწარი ნებართვის გარეშე შემოტანის მცდელობისას

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახური უზრუნველყოფს

ტვირთის უკან დაბრუნებას მომწოდებლის ხარჯით.

18. საქართველოში სტიქიური უბედურების ან სხვა საგანგებო სიტუაციების

დროს კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემომტანი

და გამტანი იურიდიული პირები არ საჭიროებენ წინასწარ ნებართვას. ამ დროს

შემოტანილი სამკურნალო დანიშნულების კონტროლს დაქვემდებარებული

ფსიქოაქტიური ნივთიერებების ლეგალურ ბრუნვაზე ვრცელდება ამ კანონით

გათვალისწინებული კონტროლის რეჟიმი.

19. საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური

ნივთიერებების II და III სიებში შეტანილი ნივთიერებების საქართველოში

შემოტანისა და საქართველოდან გატანის წესებს ამტკიცებს საქართველოს შრომის,

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი საქართველოს ფინანსთა

სამინისტროს შესაბამის სამსახურთან შეთანხმებით.

20. IV სიაში მითითებული პრეკურსორების იმპორტისა და ექსპორტის წესს

შეიმუშავებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების

სამინისტრო და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან

შეთანხმებით დასამტკიცებლად წარუდგენს საქართველოს მთავრობას.

21. IV სიაში შეტანილი პრეკურსორების იმპორტისა და ექსპორტის წინასწარი

შეთანხმების დოკუმენტის ფორმებს ამტკიცებს საქართველოს გარემოს დაცვისა და

ბუნებრივი რესურსების მინისტრი

მუხლი 35. საქართველოში სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული

ფსიქოაქტიური ნივთიერებების რეცეპტის გამოსაწერი სპეციალური ბლანკის

შეკვეთა, დამზადება, შეძენა, შენახვა, აღრიცხვა, გაცემა და რეცეპტის გამოწერა

1. საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური

ნივთიერებების რეცეპტის გამოწერა ნებადართულია მხოლოდ საქართველოს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ დამტკიცებულ

რეცეპტის სპეციალურ ბლანკზე.

2. რეცეპტების გამოსაწერი სპეციალური ბლანკების შეკვეთის, დამზადების,

შეძენის, აღრიცხვის, გაცემისა და რეცეპტის გამოწერის წესებს ამტკიცებს და ამ

წესების შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს საქართველოს შრომის,

Page 22: პროექტი - Parliament · 1 პროექტი საქართველოს კანონი ნარკოტიკული საშუალებების

22

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ხოლო ამ წესების

შესრულებაზე კონტროლს ახორციელებს წამლის სააგენტო.

3. შესაბამისი სერტიფიკატის მფლობელ ექიმს უფლება აქვს სპეციალურ

ბლანკზე გამოწეროს II და III სიებში შეტანილი, საქართველოში რეგისტრირებული

სამკურნალო საშუალებების რეცეპტი.

მუხლი 36. საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური

ნივთიერებების განადგურება

განადგურებას ექვემდებარება:

ა) უკანონო ბრუნვიდან ამოღებული კონტროლს დაქვემდებარებული

ფსიქოაქტიური ნივთიერებები და მათი შემცველი მცენარეები, გარდა ამ კანონით

გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ბ) ავადმყოფის მკურნალობისათვის გაცემული და უკან დაბრუნებული

სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული სამკურნალო საშუალებები;

გ) სამედიცინო, საექსპერტო, სასწავლო და ვეტერინარიული საქმიანობისას

გამოყენებული სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების

ნარჩენები;

დ) ვადაგასული და ნებისმიერი ზემოქმედების შედეგად გამოყენებისათვის

უვარგისი კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური ნივთიერებები;

ე) უკანონო მფლობელობიდან ამოღებული სპეციალურ კონტროლს

დაქვემდებარებული ნივთიერებები;

ვ) სპეციალურ კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებები

კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

მუხლი 37. კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური

ნივთიერებების IV სიაში შეტანილი ნივთიერებების ლეგალური ბრუნვის

წესები

სხვადასხვა სფეროში გამოყენებისათვის ნებადართული კონტროლს

დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური ნივთიერებების IV სიაში შეტანილი

ნივთიერებების ლეგალური ბრუნვის წესებს საერთაშორისო მოთხოვნების

გათვალისწინებით შეიმუშავებენ საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების

შესაბამისი ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი V

შეზღუდვები ნარკომანიით დაავადებულ პირთა მიმართ

მუხლი 38. პროფესიულ საქმიანობაზე დადგენილი შეზღუდვები

1. სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფის,

ფიზიკურ პირთა ჯანმრთელობის, მორალური ფასეულობების, უფლებებისა და

Page 23: პროექტი - Parliament · 1 პროექტი საქართველოს კანონი ნარკოტიკული საშუალებების

23

სხვა კანონიერი ინტერესების დაცვის მიზნით, საქართველოში კონტროლს

დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური ნივთიერებების I და II სიებში შეტანილი

ნივთიერებების ექიმის დანიშნულების გარეშე მომხმარებელ პირთა მიმართ

საქართველოში დადგენილია შეზღუდვები ცალკეულ პროფესიებსა და

საქმიანობებზე

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებულ მომეტებული საფრთხის

წყაროსთან დაკავშირებულ საქმიანობათა ნუსხას განსაზღვრავს საქართველოს

მთავრობა.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დადგენილ საქმიანობათა და

პროფესიათა წარმომადგენლებისათვის საქართველოში კონტროლს

დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური ნივთიერებების I და II სიებში შეტანილი

ნივთიერებების მოხმარების ფაქტზე პერიოდული შემოწმება – არანაკლებ

წელიწადში ერთხელ - სავალდებულოა. აღნიშნული პროფესიის მუშაკთათვის

საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური ნივთიერებების I

სიაში შეტანილი ნივთიერებების მოხმარებისა და II სიაში შეტანილი

ნივთიერებების უკანონოდ მოხმარების ფაქტი სამსახურიდან დათხოვნის

საფუძველია, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ისინი ამ ნივთიერებებს მოიხმარენ

სამკურნალო მიზნით და გააჩნიათ ამის დამადასტურებელი ექიმის დანიშნულება.

თავი VI

ნარკოლოგიური დახმარება

მუხლი 39. ნარკოლოგიური დახმარების ზოგადი პრინციპები

1. სახელმწიფო აფინანსებს ნარკომანიით დაავადებული პირის, ნარკოტიკული

საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მომხმარებელთა გამოკვლევას,

დიაგნოსტიკას, შემოწმებას, მკურნალობას და სარეაბილიტაციო ღონისძიებების

ჩატარებას „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით

დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში.

2. ნარკომანიით დაავადებულ პირს, ნარკოტიკული საშუალებებისა და

ფსიქოტროპული ნივთიერებების მომხმარებლებს ნარკოლოგიური დახმარება

გაეწევა შესაბამისი ლიცენზიის მქონე სპეციალიზებულ ნარკოლოგიურ

დაწესებულებაში, გაცხადებულად, კონფიდენციალურად ან ანონიმურად,

ნებაყოფლობით ან სავალდებულო წესით. არასრულწლოვან პაციენტს

ნარკოლოგიური დახმარება გაეწევა კანონმდებლობით დადგენილი წესით.

3. ნარკომანიით დაავადებულ პირის, ნარკოტიკული საშუალებებისა და

ფსიქოტროპული ნივთიერებების მომხმარებლების მკურნალობა ნარკოტიკული

საშუალებებით აკრძალულია, გარდა სასიცოცხლო ჩვენებისა, სტაციონარის

პირობებში შესაბამისი სტანდარტის მიხედვით ნარკოტიკული დამოკიდებულების

მოხსნის პერიოდისა, აგრეთვე ნარკომანიის ჩანაცვლებითი სპეციალური

პროგრამის განხორციელებისა.

4. ნარკომანიის ჩანაცვლებითი პროგრამით მკურნალობის მეთოდიკას

განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

სამინისტრო.

Page 24: პროექტი - Parliament · 1 პროექტი საქართველოს კანონი ნარკოტიკული საშუალებების

24

5. ნარკომანიით დაავადებულ პირთა, ნარკოტიკული საშუალებებისა და

ფსიქოტროპული ნივთიერებების მომხმარებელთა გამოკვლევის, შემოწმების,

ექსპერტიზის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის, რეაბილიტაციისა და

მეთვალყურეობის წესებს განსაზღვრავს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა

და სოციალური დაცვის სამინისტრო.

6. გამოკვლევის, ექსპერტიზისა და დიაგნოსტიკის შემთხვევებში ნარკომანიით

დაავადებულ პირზე, ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული

ნივთიერებების მომხმარებლებზე ვრცელდება „ფსიქიატრიული დახმარების

შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.

მუხლი 40. ნარკოლოგიური დახმარების სისტემა და ფორმები

1. ნარკოლოგიური დახმარების სისტემა წარმოადგენს ნარკოლოგიური

დაწესებულებებისა და ჯანდაცვის სფეროს სხვა რგოლების ერთობლიობათა

სისტემას, რომლის საქმიანობა მიმართულია ნარკოტიკული საშუალებებისა და

ფსიქოტროპული ნივთიერებების მოხმარების პროფილაქტიკის, ნარკოტიკული

საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მომხმარებელთა და

ნარკომანიით დაავადებულ პირთა დიაგნოსტიკის, გამოვლენის, ადეკვატური

საკონსულტაციო, სამკურნალო და სარეაბილიტაციო მომსახურების

უზრუნველყოფისაკენ.

2. ნარკოლოგიური დახმარების ფორმებს მიეკუთვნება ნარკოტიკული

საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მომხმარებელთა და

ნარკომანიით დაავადებულ პირთა კონსულტირება, ამბულატორიული

ნარკოლოგიური დახმარება, სტაციონარული ნარკოლოგიური დახმარება, ფსიქო-

სოციალური რეაბილიტაცია, სავალდებულო მკურნალობა.

მუხლი 41. სპეციალიზებული ნარკოლოგიური დაწესებულება

1. სპეციალიზებული ნარკოლოგიური დაწესებულება ახორციელებს

ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების

მომხმარებელთა და ნარკომანიით დაავადებულ პირთა სპეციფიკურ სამედიცინო-

ფსიქოლოგიურ დახმარებას. სპეციალიზებულ დაწესებულებებს მიეკუთვნება:

სტაციონარული და/ან ამბულატორიული ნარკოლოგიური სამსახურები,

ჩანაცვლებითი თერაპიის ცენტრები, სარეაბილიტაციო ცენტრები.

2. სპეციალიზებული ნარკოლოგიური დაწესებულება, რომელიც

ახორციელებს ნარკოლოგიურ დახმარებას, ექვემდებარება ლიცენზირებას

საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

მუხლი 42. ნარკომანიით დაავადებულ პირთა გამოვლენა,

აღრიცხვა და ნარკოტიკული საშუალებისა და

ფსიქოტროპული ნივთიერების მიღების ფაქტის დადგენა

1. საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების I, II და III

სიაში შეტანილი ნივთიერების მიღების ფაქტი დგინდება კლინიკური ან/და

Page 25: პროექტი - Parliament · 1 პროექტი საქართველოს კანონი ნარკოტიკული საშუალებების

25

ლაბორატორიული გამოკვლევის საფუძველზე, საქართველოს შინაგან საქმეთა

მინისტრისა და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული სტანდარტით.

2. ინფორმაცია საქართველოში ნარკომანიით დაავადებულ პირთა,

ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების

მომხმარებელთა შესახებ თავსდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და

სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალურ საინფორმაციო ბანკში.

3. ყველა სახელმწიფო ორგანო, იურიდიული პირი და ინდივიდუალური

მეწარმე, რომელიც ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე ნარკოტიკული

საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების მომხმარებელთა,

ნარკომანიით დაავადებულ პირთა გამოკვლევას, დიაგნოსტიკას, შემოწმებას,

სარეაბილიტაციო ღონისძიებების ჩატარებას, ვალდებულია აწარმოოს მათი

აღრიცხვა დადგენილი წესის შესაბამისად და მიაწოდოს ინფორმაცია საქართველოს

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცენტრალურ

საინფორმაციო ბანკს დადგენილ ვადებში.

4. ანონიმური მკურნალობის შემთხვევაში სპეციალიზებულ ნარკოლოგიურ

დაწესებულებებს უფლება აქვთ საინფორმაციო ბანკში ინფორმაცია გააგზავნონ

პერსონალური მონაცემების გარეშე. ასეთი მონაცემები წარმოადგენს საექიმო

საიდუმლოებას, რომლის განსაიდუმლოება ხდება მხოლოდ პაციენტის თანხმობით

ან კანონმდებლობით დადგენილი წესით.

5. ნარკომანიის დიაგნოსტირებას ახდენს სპეციალიზებული ნარკოლოგიური

დაწესებულება კომისიური წესით, არანაკლებ სამი ექიმი-ნარკოლოგის

მონაწილეობით, რომელიც ნარკომანიით დაავადებულ პირზე ორ ეგზემპლარად

ადგენს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური სამინისტროს მიერ დადგენილ

სააღრიცხვო ბარათს. ერთი ეგზემპლარი ეგზავნება ცენტრალურ საინფორმაციო

ბანკს, მეორე – რჩება დაწესებულებაში.

მუხლი 43. ნარკომანიით დაავადებულ პირთა მკურნალობა

1. ნარკომანიით დაავადებულ პირს მკურნალობა უტარდება სპეციალიზებულ

ნარკოლოგიურ დაწესებულებაში საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და

სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული სტანდარტის შესაბამისად.

2. საკუთარი სახსრებით ნებაყოფლობითი მკურნალობის შემთხვევაში

ნარკომანიით დაავადებულ პირს უფლება აქვს დადგენილი წესით შეინარჩუნოს

ანონიმურობა, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსებული მკურნალობა ღია

ან კონფიდენციალურია.

3. ანონიმური მკურნალობის შემთხვევაში ნარკომანიით დაავადებული პირი

ვალდებულია სამედიცინო დაწესებულებას დადგენილი წესით წარუდგინოს

პირადობის დამადასტურებელი საბუთი. ასეთი საბუთის საფუძველზე მას ენიჭება

სპეციალური კოდი, რომლის გაშიფვრა ხდება მისი თანხმობით ან სასამართლოს

გადაწყვეტილებით, კანონმდებლობით დადგენილი წესით.

4. პაციენტის მიერ პირადობის დამადასტურებელი საბუთის წარდგენის,

მისთვის სპეციალური კოდის მინიჭებისა და კონფიდენციალობის დაცვის წესებს

Page 26: პროექტი - Parliament · 1 პროექტი საქართველოს კანონი ნარკოტიკული საშუალებების

26

ადგენს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

სამინისტრო.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დარღვევა

გამოიწვევს პასუხისმგებლობას კანონმდებლობით დადგენილი წესით.

თავი VI

გარდამავალი დებულებები

მუხლი 44. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით

გასატარებელი ღონისძიებები

1. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის

სამინისტრომ შეიმუშაოს და დაამტკიცოს:

ა) საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერებების II და III

სიაში შეტანილი ნივთიერებების ბრუნვის შესახებ ანგარიშგების ფორმა, ამ კანონის

მე-9 მუხლის შესაბამისად;

ბ) სამკურნალო დანიშნულების იმ ნარკოტიკული საშუალებებისა და

ფსიქოტროპული ნივთიერებების ჩამონათვალი და რაოდენობა, რომელთა

გამოყენება პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის მიზნით

ნებადართულია საქართველოს ტერიტორიაზე რეგისტრირებულ საჰაერო, საზღვაო

და სარკინიგზო ტრანსპორტში, მათ შორის საერთაშორისო რეისების

შესრულებისას;

გ) ფიზიკური პირის მიერ ნარკოტიკული საშუალების გადაზიდვისას

სამედიცინო დაწესებულების მიერ გასაცემი დოკუმენტების ფორმა და გაცემის წესი,

ამ კანონის 31-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად;

ე) სამეცნიერო-კვლევითი და საექსპერტო-დიაგნოსტიკური საქმიანობის

განხორციელების მიზნით შემოტანილი კონტროლს დაქვემდებარებული

ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიმღებ ორგანიზაციათა ნუსხა;

ვ) საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური

ნივთიერებების საქართველოში შემოტანისა და საქართველოდან გატანის წესები,

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამის სამსახურთან შეთანხმებით;

ზ) საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური

ნივთიერებების გამოსაწერად რეცეპტის სპეციალური ბლანკი; ასევე რეცეპტების

გამოსაწერი სპეციალური ბლანკების შეკვეთის, დამზადების, შეძენის, აღრიცხვის,

გაცემისა და რეცეპტის გამოწერის წესები;

თ) იმ სამკურნალო საშუალებების ჩამონათვალი, რომელთა რეცეპტის

სპეციალურ ბლანკზე უნდა გამოიწეროს;

ი) ცალკეულ პროფესიათა და საქმიანობათა ნუსხა, რომელთა

განხორციელებისას აუცილებელია ნარკოლოგიური შემოწმება, ამ კანონის 38-ე

მუხლის საფუძველზე;

Page 27: პროექტი - Parliament · 1 პროექტი საქართველოს კანონი ნარკოტიკული საშუალებების

27

კ) ნარკომანიით დაავადებულ პირთა, ნარკოტიკული საშუალებებისა და

ფსიქოტროპული ნივთიერებების მომხმარებელთა გამოკვლევის, შემოწმების,

ექსპერტიზის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის, რეაბილიტაციისა და

მეთვალყურეობის წესები;

ლ) ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპული ნივთიერებების

მომხმარებელთა, ნარკომანიით დაავადებულ პირთა საინფორმაციო ბანკის

წარმოების წესი;

მ) ნარკომანიით დაავადებულ პირთა მკურნალობის სტანდარტი, ამ კანონის

43-ე მუხლის შესაბამისად;

2. საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტრომ საქართველოს შრომის,

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთობლივად

შეიმუშაოს და დაამტკიცოს:

ა) ვეტერინარული სამსახურებისა და ცხოველთა ჭერის საქმიანობისათვის

საჭირო კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური ნივთიერებების

გამოყენების წესი;

ბ) სამეცნიერო-კვლევითი მიზნებისათვის კონტროლს დაქვემდებარებული

ფსიქოაქტიური ნივთიერებების დათესვის, მოყვანისა და კულტივირების წესი;

3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქართველოს შრომის,

ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთობლივად

შეიმუშაოს და დაამტკიცოს:

ა) საქართველოში კონტროლს დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური

ნივთიერებების გადაზიდვის დროს პოლიციის მიერ დაცვის განხორციელებისა და

შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმების წესი;

ბ) ნარკოტიკული საშუალებისა და ფსიქოტროპული ნივთიერების მიღების

ფაქტის დადგენის წესი

4. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ შეიმუშაოს და დაადგინოს:

იმ საბაჟო ორგანოების ნუსხა, საიდანაც ნებადართული იქნება კონტროლს

დაქვემდებარებული ფსიქოაქტიური ნივთიერებების შემოტანა და გატანა;

მუხლი 45. კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებით

გასაუქმებელი ნორმატიული აქტები

1. კანონის ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად ჩაითვალოს:

ა) 2002 წლის 5 დეკემბერის კანონი „ნარკოტიკული საშუალებების,

ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური

დახმარების შესახებ“.

---

მუხლი 43. კანონის ამოქმედება

ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

Page 28: პროექტი - Parliament · 1 პროექტი საქართველოს კანონი ნარკოტიკული საშუალებების

28

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

თბილისი,

2008 წლის -----

¹