პროექტი "ლეშამუგეს ეკლესია" -...

17
აააააააააა აააააა აააააა ააააააააა აააააააააა ააააააააააააააა ააააააააა ააააა აააააა ააააა XII ააააა აააააააააააა: აააა ააააა ა ა ა ა ა ა ა ააააააააა ააააააა 2014 აააა აააააა

Transcript of პროექტი "ლეშამუგეს ეკლესია" -...

Page 1: პროექტი "ლეშამუგეს ეკლესია" - პრეზენტაცია

აკადემიკოს ეგნატე ფიფიას სახელობის წალენჯიხის

მუნიციპალიტეტის ჩქვალერის თემის საჯარო

სკოლა

XII კლასიპრეზენტატორი: მეგი ფიფია

პ რ ო ე ქ ტ ილეშამუგეს

ეკლესია

2014 წლის აპრილი

Page 2: პროექტი "ლეშამუგეს ეკლესია" - პრეზენტაცია

ლ ე შ ა მ უ გ ე ს ე კ ლ ე ს ი ა

Page 3: პროექტი "ლეშამუგეს ეკლესია" - პრეზენტაცია

ეკლესიის მდებარეობალეშამუგეს ჯგეგეს (წმიდა გიორგის), ამჟამად მაცხოვრის შობის ეკლესია მდებარეობს წალენჯიხის რაიონის სოფელ ჩქვალერში, ლეშამუგეს უბანში.

Page 4: პროექტი "ლეშამუგეს ეკლესია" - პრეზენტაცია

ქართულენოვანი ვიკიპედიის მონაცემებით, ეკლესია XIX საუკუნეშია აშენებული. ხალხში არსებობს რამდენიმე ვერსია: ერთი ვერსიით, XVIII საუკუნეშია აგებული, მეორეთა მტკიცებით - XVII საუკუნეში, მესამენი ფიქრობენ, რომ ძეგლი გაცილებით ადრე, XII საუკუნეში აიგო. გადმოცემის მიხედვით, ეკლესია სწორედ იმ ადგილასაა აშენებული, სადაც ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელმა აღმართეს კურთხეული ჯვარი.

ეკლესიის აგების დრო

Page 5: პროექტი "ლეშამუგეს ეკლესია" - პრეზენტაცია

თავიდან ლეშამუგეს ეკლესია ჯგეგეს (წმიდა გიორგის) სახელობისა ყოფილა. 1999 წლის 23 ნოემბერს, როცა აქ ღვთისმსახურება აღდგა, ძეგლი იკურთხა მაცხოვრის შობის სახელობაზე.

Page 6: პროექტი "ლეშამუგეს ეკლესია" - პრეზენტაცია

{ეკლესიის შენობა აგებულია თლილი ქვისაგან. ცენტრალური შესასვლელი კარის ზემოთ, კედელზე, გამოსახულია ასევე ქვისაგან გამოკვეთილი ჯვარი. კედლების საყრდენს წარმოადგენს ურთხელისაგან გამოთლილი ბოძები.

ეკლესიის აღწერა

Page 7: პროექტი "ლეშამუგეს ეკლესია" - პრეზენტაცია

ეკლესიის მნიშვნელობა

ცნობილმა საზოგადო მოღვაწემ, მეცნიერმა და კულტურის ძეგლთა დიდმა მოამაგემ, აკაკი ჭანტურიამ, ლეშამუგეს ეკლესია შეიტანა სამეგრელოს იმ 21 არქიტექტურული ძეგლის ნუსხაში, რომელთაც ქართული კულტურისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდათ. მათ „პირველხარისხოვან ძეგლებს“ უწოდებდნენ და ეს სტატუსი ბოლშევიკთა რისხვისგან იცავდა.

Page 8: პროექტი "ლეშამუგეს ეკლესია" - პრეზენტაცია

ლეშამუგეს ეკლესია ბოლშევიკებმა გაძარცვეს. სხვა სიმდიდრეებთან ერთად გაუტანიათ უნიკალური ნაკეთობის ოქროს ხატი - წმიდა გიორგის გამოსახულებით. გადაუწვავთ დიაკვან ისიდორე შამუგიას სახლი, სადაც ინახებოდა ეკლესიის არქივი. დანგრევას ძეგლი გადაურჩა ადგილობრივი მოსახლეობის თავგანწირვის შედეგად. სამრეკლოს გადარჩენა ვერ მოხერხებულა. დიდი ხნის შემდეგ მისი აღდგენა მოუნდომებიათ, საძირკველიც ჩაუყრიათ, მაგრამ საქმე ბოლომდე ვერ მიუყვანიათ.

ეკლესიის გაძარცვა

Page 9: პროექტი "ლეშამუგეს ეკლესია" - პრეზენტაცია

ეკლესიაში დაცულია ხატები. მათი უმეტესობა შამუგიების შემოწირულია, რომლებიც ტრადიციულად პირველ სექტემბერს აღნიშნავენ შამუგიობას. ერთ-ერთი უძველესი ხატი ეკლესიის მეთვალყურის, ბოჩო შამუგიას ვაჟმა თორნიკემ შემოსწირა ეკლესიას.

Page 10: პროექტი "ლეშამუგეს ეკლესია" - პრეზენტაცია

ეკლესიის მიმდებარე ტერიტორია მთლიანად სასაფლაოს უჭირავს. როგორც ყველაზე წმიდა ადგილას, ყველა აქ ასაფლავებდა თავის მიცვალებულს. სხვა სოფლებიდანაც კი აქ მოასვენებდნენ გარდაცვლილებს. გადმოცემის მიხედვით, წყავაშიდან (დაახლ. 15 კილომეტრზეა ჩქვალერიდან, მაღლა მთაში, დღეს იქ მხოლოდ ოთხი ოჯახი ცხოვრობს) ჩამოუსვენებიათ გარდაცვლილი ზამთარში. სანამ ჩამოსულან, იმდენი მოუთოვია, მიცვალებული ვერ დაუსაფლავებიათ, სამ დღეს ისიდორე შამუგიას ოჯახში დაუსვენებიათ და მხოლოდ მეოთხე დღეს დაუსაფლავებიათ.

წმიდა ადგილი

Page 11: პროექტი "ლეშამუგეს ეკლესია" - პრეზენტაცია

{

ეკლესიის უკანასკნელი წინამძღვარი აქვსენტი ჭანტურია იყო დიდი მეცნიერის, აკაკი ჭანტურიას, ძმა. დეკანოზი საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე მსახურობდა ლეშამუგეს ეკლესიაში. იგი ვაჟიშვილმა აიძულა უარი ეთქვა მსახურებაზე, რათა ოჯახი ეხსნა ბოლშევიკთა მხრიდან აწიოკებისაგან. დეკანოზმა ინერვიულა, ლოგინად ჩავარდა და მალე გარდაიცვალა. დასაფლავებულია ეკლესიის შესასვლელ კართან, მეუღლის გვერდით (საფლავების კვალი არ ჩანს).

დეკანოზი აქვსენტი ჭანტურია

Page 12: პროექტი "ლეშამუგეს ეკლესია" - პრეზენტაცია

საუკუნოვანი ცაცხვი

Page 13: პროექტი "ლეშამუგეს ეკლესია" - პრეზენტაცია

{

როდესაც ეს ცაცხვი დაურგავთ, იმდენად დიდი ხე ყოფილა, ხუთ კაცს ძლივს აუტანია. ხეზე დიდი ზარია ჩამოკიდებული (ეს ის ზარია, წალენჯიხის ტაძრის დაკარგული ზარის ნაცვლად რომ იყო მოტანილი). ეს ზარი წალენჯიხის მაცხოვრის სახელობის საკათედრო ტაძრიდან გადმოიტანეს.

ცაცხვის ისტორია

Page 14: პროექტი "ლეშამუგეს ეკლესია" - პრეზენტაცია

ხეზე გაკრულია ძველი სპილენძის ფირფიტა, რომელზედაც გაკეთებულია წარწერა: „ დარგულია ბარუქ და სოლომონ ფიფიების მიერ 1903 წელს მშობლების გუდუნასა და სალომეს სასაფლაოზე, აქვე განისვენებს გუდუნას დედ-მამა ძღვაია მეუღლით ქეთევანით, აკაკი ბარუქის ძე და კალო სოლომონის ძე ფიფიები“. აქ მოხსენიებულ პირთაგან შემორჩენილია მხოლოდ ერთის-კალოს საფლავის ძეგლი : „კალო ს.ფიფია, დ.1899, გ.1934.“ სხვათა საფლავების კვალი არ ჩანს.

Page 15: პროექტი "ლეშამუგეს ეკლესია" - პრეზენტაცია

{

XX საუკუნის ნახევარში ბოლშევიკების მიერ დანგრეული ძეგლი აღდგა XX საუკუნის 80-იან წლებში. ძირითადი მსახურებისთვის კი ეკლესია 1999 წელს მომზადდა. აშენდა ტრაპეზი და ამბიონი.მოპირკეთდა სამკვეთლო. ტაძრის მღვდლად იკურთხა მამა ანდრია მარღანია (ამჟამად დეკანოზი). პირველი დიდი დღესასწაული, რომელიც ეკლესიაში აღდგენის შემდეგ აღინიშნა, იყო გიორგობა.

ეკლესიის აღდგენა

Page 16: პროექტი "ლეშამუგეს ეკლესია" - პრეზენტაცია

წირვისთვის საჭირო ინვენტარი საყდარს მიაწოდა საქართველოს საპატრიარქომ, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, მცხეთა-მთიანეთის მთავარეპისკოპოსის, ილია II -ის, ლოცვა-კურთხევით.

Page 17: პროექტი "ლეშამუგეს ეკლესია" - პრეზენტაცია

გმადლობთ ყურადღებისათვის!