ისიათუ - Palitral...4 ღირს კი იქ საქმის...

49
1 ნანია-ნანო ისიათუ

Transcript of ისიათუ - Palitral...4 ღირს კი იქ საქმის...

1

ნანია-ნანო

ისიათუ

2

თავი 1.

ერთ პატარა საპორტო ქალაქ ისიათუში დიდი გამოცოცხლება შეინიშნებოდა.

ბოლო დროს ბიზნესმენები სერიოზულად დაინტერესდნენ ამ რეგიონის

განვითარებით. ზღვისპირა ქალაქი იმდენად მიმზიდველი გახდა არა მარტო

ინვესტორებისთვის არამედ ტურისტებისთვისაც, რომ მოსახლეობა ჩამოსული

ვიზიტორების უწყვეტ ნაკადს ვეღარ აუდიოდა.

ისიათუს პოპულარობას ქვეყნის ცენტრალურ ტელევიზიებში სარეკლამო

რგოლების გამუდმებულმა ტრიალამაც შეუწყო ხელი. სწორედ რეკლამის წყალობით

გახდა ეს უძველესი ქალაქი მიმზიდველი და სულ რაღაც ორ წელიწადში ახალი

სიცოცხლით დაიწყო ცხოვრება. ერთი სიტყვით, ინვესტორების წყალობით ქვეყნის

ძირძველი საპორტო ქალაქი მრავალსაუკუნოვანი ისტორიითა და ტრადიციით,

საოცრად გამოცოცხლდა და იქ მცხოვრებმა ხალხმაც საგრძნობლად ამოისუნთქა.

ინფრასტრუქტურის განვიარებამ და ახალმა თანამედროვე პოსტმოდერნისტულმა

შენობა–ნაგებობებმა, რომლებიც ყოველ დღე ლამის სოკოებივით ამოდიოდა, ისიათუს

თითქოს ძველი იერი დააკარგვინა. რაც დრო გადაიოდა ქალაქი მით უფრო მეტად

იზრდებოდა, ფართოვდებოდა და მშვენდებოდა. ახალი და ძველი უბნები ისე

შეერწყნენ ერთმანრთს, კაცი ვერ გაარჩევდა სად მთავრედებოდა ქალაქის ძველი

საზღვერი და საიდან იწყებოდა ახალი. ქალაქში, მართალია, საგრძნობლად მომრავლდა

ახალმშენებლობები, ისიათუელები თავის ძველ ტრადიციებს არ ღალატობდნენ,

ანტიკური ხანის კულტურულ ძეგლებს უვლიდნენ და სათუთად უფრთხილდებოდნენ.

ისიათუს დაარსებასთან დაკავშირებით ძველ ისტორიულ წყაროებში შემონახული

საინტერესო ლეგენდაც არსებობდა. შეყვარებული წყვილი ისი და ათუ მრავალი წლის

მანძილზე ცდილობდა დაქორწინებას. მაგრამ ხელოვნურად შექმნილი უამრავი

პრობლება მათ ხელს უშლიდა. ქალიშვილის არჩევანით უკმაყოფილო ტირანი

მშობლები ძალისხმევას არ იშურებდნენ და ათასგვარი ხრიკებით ეწინააღმდეგებოდნენ

მათ ერთად ყოფნას. მრავალგვარი დაბრკოლების, ტკივილის, წყენის მიუხედავად

წყვილი არ გატყდა. მათ მიიღეს რადიკალური გადაწყვეტილება: მიატოვეს მშობლიური

კუთხე და დასახლდნენ ისეთ ადგილას სადაც მტარვალს ხელი არ მიუწვდებოდა.

სიყვარულის ბოროტებაზე გამარჯვების სიმბოლოდ კი ქალაქი გააშენეს. მადლიერმა

შთამომავლობამ ბედნიერი წყვილის საპატივცემულოდ და დამაარსებლების

უკვდავსაყოფად ქალაქს - ისიათუ უწოდა. ისიათუელები სიამაყით ყვებოდნენ

ლეგენდის შესახებ და მშობლიურ ქალაქს „შეყვარებულთა ნავსაყუდელს“

უწოდებდნენ.

3

-ლეს, სახლში ხარ? ახლა გავიღვიძე! რა დრო გასულა?! დემი წაიყვანე სკოლაში? -

შემოესმა მეგობრის ხრინწიანი ხმა სამზარეულოში მოფუსფუსე ახალგაზრდა

სანდომიანი სახის ქალბატონს.

-ოჰო, როგორც იქნა ადექით, თქვენო აღმატებულესობავ?!-ირონიულად გამოსძახა

ლესლმა და დაამატა

- მე კი წავიყვანე ბავშვი სკოლაში, მაგრამ შენი მდგომარეობა უკვე სერიოზულად

მაღელვებს! კიდევ რამდენი ხანი უნდა იბორიალო სახლში აჩრდილივით

თმაგაბურძგნული და ხალათში?

ნახევრად ნამძინარევი ფემკრთალი სახის ქალბატონი მძიმედ ჩაეშვა სავარძელში.

მას პასუხის გაცემა არც კი უფიქრია ისე ზანტად დააჭირა პულტს თითი. მანამ სწორედ

მაშინ ჩართო ტელევიზორი, როცა ისაითუს განახლებაზე და ქალაქის

პოპულარიზაციაზე გადიოდა სიუჟეტი.

–ლეს, შეხედე, აი ამ ქალაქიდან არიან ჩემი წინაპრები. მეც ისიათუში დავიბადე.

ნახე რა საოცარი ბუნაბა და მდებარეობა აქვს?!–გასძახა მეგობარს ქალმა და სავარძელში

გემრიელად მოკალათდა.

–მანა, რას ნიშნავს ამდენი ხანი შენი პრობლემებით, რომ იყავი დაკავებული?!

გარშემო რა ხდებაოდა საერთოდ არ გაინტერესებდა?! - ყავის ფინჯნებით ხელში

ოთახში შემოვიდა ლესლი და მეგობრის გვერდით სავარძელში ფრთხილად დაეშვა.

-ისიათუზე სიუჟეტები ტელევიზიით უკვე რამდენი ხანია გამუდმებით ტრიალებს.

სხვათა შორის, ამ პატარა ქალაქში სერიოზული ინვესტიციები იდება და ძალიან

სწრაფად ვითარდება. თითქმის ყველა წარმატებული ფირმა დაინტერესდა ისიათუთი

და იქ ბიზნესის დაწყება საკმაოდ კარგ ტონად ითვლება.

–მართლა, ლეს? მე კი ისე ვიყავი ჩართული ამ გაუთავებელ სასამართლო

პროცესებში და ქონების გაყოფის საკითხებში, აქამდე ამის შესახებ არც კი მსმენია. ახლა

ვუყურებდი სიუჟეტს და თან ვფიქრობდი: ჩვენი ბიზნესის რაღაც ნაწილი ხომ არ

გადაგვეტანა ისიათუში? სასამართლოს მერე სერიოზული კაპიტალი გადმოვიდა ჩემს

მფლობელობაში. ფულის ბანკში გაჩერებას მირჩევნია ახალ საქმეში დავაბანდო. თან

ქმართან განშორების მერე აქ დარჩენაც აღარ მინდა. გადავწყვიტე ცხოვრება

რადიკალურად შევცვალო. ვხვდები აქაურობა უკვე სულს მიხუთავს და საოცრად

მთრგუნავს.

–ლეს, გთხოვ, იფიქრე ამ საკითხზე! თუ გინდა წავიდეთ ისიათუში,

დავათვალიეროთ იქაურობა, გავიგოთ როგორი ბიზნესგარემოა. ადგილზე გავარკვიოთ

4

ღირს კი იქ საქმის წამოწყება? ყველაფერი როგორც გჩვევია ისე აწონ–დაწონე და შენი

თანხმობაც თუ იქნება .......

–თანხმობა იქნება! თქვენი შემოთავაზება ნამდვილად დროულია! -უეცრად

გააწყვეტინა ლესლმა მეგობარს:

-ურიგო არ იქნება სერიოზულად რომ დავფიქრდეთ ამ საკითხზე. რაღა დაგიმალო

და მეც მომხრე ვარ რადიკალური გარდაქმნების. იქნებ ასეთი ცვლილება როგორღაც

ჩვენს ცხოვრებაზეც აისახოს და ორივეს საშველი დაგვადგეს. ხომ ხედავ არცერთი ვართ

ბედნიერი. შენ სულ ახლახან ოჯახი დაგენგრა. მე კი ვერაფრით ვერ ავაწყვე ჩემი

პირადი. ღირს გარისკვა!- ლესლი ოდნავ შეყოვნდა, სერიოზული გამომეტყველება უცებ

შეეცვალა და ეშმაკურად დაამატა:

-ისიათუს შესახებ ამას წინათ საინტერესო სატელევიზიო სიუჟეტი გადიოდა,

ქალაქი მრავალი საუკუნის წინ შეყვარებულ წყვილს დაუარსებია. „ცდა ბედის

მონახევრეაო“- უთქვამთ, წამოდი, წავიდეთ იქნებ ჩვენც ვეწიოთ საწადელს! მანა, ბევრს

ნუღარ ვიფიქრებთ, თუ საქმეს ვერ წამოვიწყებთ, დავათვალიეროთ მაინც ეს უძველესი

მხარე! შენს მშობლიურ ქალაქში მეგზურობას ხომ გამიწევ?

–მეგზურობას კი გაგიწევ, მაგრამ ექსკურსიამძღოლად ნამდვილად ვერ

გამოვდგები. მე ალბათ ცხრა-ათი წლის ვიქნებოდი მამამ სახლ–კარი რომ გაყიდა და

ისილაში გადმოვედით საცხოვრებლად. რა საინტერესოა, ნეტავ კიდევ დგას ჩვენი

ძველი სახლი? მე როგორც მახსოვს სახლი კი არა ნამდვილი სასახლე იყო, უზარმაზარი

დარბაზებით და თლილი ქვის გალავნით. კიდევ რკინის ძველებური ჭიშკარი მახსოვს.

ლეს, მოგონებები შემომაწვა, აუცილებლად წავიდეთ! დღესვე დავჯავშნი ბილეთებს!

- ჯერ ერთი, ჩვენი თვალით ვნახოთ როგორი საინვესტიციო გარემოა, მეორე,

ბავშვობას გავიხსენებ და მესამეც, სიტუაციის შეცვლით ცოტათი გადავხალისდებით.

ლეს, ხომ ხედავ უკვე სამი მიზეზი ჩამოვთვალე ისიათუში წასასვლელი! სანამ

გამიგრძელებია სჯობს სამზადისს შევუდგეთ. ეს ბოლო ნახევარი წელი ორივეს ისეთი

რთული და დაძაბული გვქონდა რამოდენიმე დღით დასვენება არცერთს გვაწყენდა.

–მანა, ამას წინათ კურსელი შემხვდა და სწორედ მან მიამბო ამ ქალაქის შესახებ.

ისიათუში რამოდენიმე ჩემს მეგობარს სერიოზული ბიზნესდაბანდება გაუკეთებია და

დიდ პროექტებს არიან შეჭიდებულები. „კიდევ ბევრი რამ იგეგმება და თუ ჩამოხვალ

ძალიან გაგვახარებო“-მითხრეს. ახლობლებისგან უნდათ შექმნან კორპორაცია. ხომ იცი,

დღეს ყველა ერთგულ და გამოცდილ მოკავშირეს ეძებს. ჩვენი ფირმა კი ჯერ კიდევ

მამაშენის დროიდან მოყოლებული ბიზნესწრეებში კარგი და სანდო პარტნიორის

რეპუტაციით სარგებლობს, ამიტომ ყველგან სიამოვნებით მიგვიღებენ.

5

-ხოდა, რაღას ველოდოთ?! წინ ისიათუსკენ!-მხიარულად წამოიძახა მანამ და

ოპტიმიზმით აღსავსე ფეხზე წამოიჭრა.

–სიმართლე გითხრა, ბავშვის ამბავიც სერიოზულად მაღელვებს!-შეფიქრიანებული

განაგრძობდა ლესლი:

-დამის რას უპირებ?როგორ ფიქრობ, რამოდენიმე დღით ისიც წავიყვნოთ თუ ძიძას

დავუტოვოთ? გაიზარდა, აღარ არის პატარა, უკვე ათი წლის ბიჭია. არა მგონია ხელი

რომ შეგვიშალოს. მამამისთან განშორების და თქვენი ოჯახის დანგრევის ამბავი მანაც

მტკივნეულად განიცადა. იქნებ თან წაგვეყვანა? ბავშვი ცოტას გადახალისდება და

გაერთობა.–შესთავაზა მეგობარს ლესლმა.

–მართალი ხარ, ლეს! როგორი ნაღვლიანი თვალებით იყურებოდა იმ დღეს მამამისი

ნივთებს, რომ ალაგებდა და სახლიდან მიდიოდა, ნეტავ გენახა. შთაბეჭდილება დამრჩა

თითქოს დამმა უცებ დაკარგა სილაღე და ბავშვობა. სულ რაღაც ერთ დღეში ჩემი შვილი

დაკაცდა და დაბრძენდა. ნამდვილად არ მინდა მის ფსიქიკაზე ასე ძალიან იმოქმედოს

ჩვენმა განქორწინებამ. დამს რაც ჩემი და მამამისის დაშორების ამბავი შეიტყო იმის მერე

წესიერად არც კი გაუცინია. სულ დაღონებული და ჩაფიქრებული დადის. სიტუაციის

შეცვლამ შეიძლება მასზეც დადებითად იმოქმედოს. სერიოზული დაფიქრება

გვმართებს, არ მინდა ისედაც ტრამვირებული ბავშვი წინასწარ ავაფორიაქო. მოდი,

ცხელ გულზე ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს ნუ მივიღებთ. თავიდან მე და შენ წავიდეთ,

დავათვალიეროთ იქაურობა, კორპორაციის წევრები მოვინახულოთ, გავესაუბროთ, რას

გვირჩევენ, რას შემოგვთავაზებენ?! საბოლოო გადაწყვეტილებას რომ მივიღებთ დამი

მხოლოდ მაშინ წავიყვანოთ. მე მგონი ასე სჯობს!

-სავსებით გეთანხმები!-მოუწონა გადაწყვეტილება მეგობარმა

–ლეს, თავდაპირველად მე უნდა დავაღწიო დეპრესიას თავი და შემდეგ შვილს

მივხედო, თორემ ასე არაფერი გამოგვივა. ისე უცებ და მოულოდნელედ მოხდა ჩემი

ოჯახის დანგრევა, ჯერ თავად ვერ მოვსულვარ გონზე. მიუხედავად იმისა საბოლოო

სასამართლო პროცესის გამართვამდე მოსაფიქრებლად და გასაანალიზებლად ექვსი

თვე მქონდა, როგორც ჩანს მაინც არ მჯეროდა ჩემი ქმარი ოჯახს თუ დაანგერევდა და

იმ სულელ ქალს გაეკიდებოდა- მანას შავ დიდრონ თვალებში ნაღველი ჩაეღვარა.

მიტკალივით თეთრ, ფერმკრთალ პირი-სახეზე კი სევდიანმა ჩრდილმა გადაურბინა

-ეჰ, რაც მოსახდენი იყო მოხდა, უკვე ვერაფერს შევცვლი, ბედისწერას ვერსად

გავექცევი! წარსულზე ფიქრს თავი უნდა დავანებო და ცხოვრება სუფთა ფურცლიდან

დავიწყო.

-ყოჩაღ! უკვე მომწონს შენი განწყობა!-გაკვირვებული გახედა ლესლიმ მანას

6

-ასე მგონია, ნელ-ნელა გამოვალ დეპრესიიდან, მაგრამ სამწუხაროდ საკუთარ

თავზე ჯერ-ჯერობით მაინც კონტროლი მაქვს დაკარგული. უკვე მერამდენე დღეა

უმოქმედოდ ვარ, სახლიდან ფეხს არ ვადგამ.

-ჩემო კეთილო ლეს, ხომ ხედავ, შენი არაერთი მცდელობის მიუხედავად, მაინც ვერ

მშველი?! როგორც ჩანს პრობლემა კვლავ ჩემშია! სასამართლოს მერე უკვე რამდენი ხანი

გავიდა, მაგრამ ძალა არ მყოფნის თავი ხელში ავიყვანო. სად გაქრა ძლიერი, საქმიანი,

უკომპრომისო მანა? რატომ დამემართა ასეთი იმედგაცრუება?! რა ხდება თავადაც ვერ

ვხვდები?

-„ამ ქვეყანად პირველი და უკანასკნელი ქალი,ვისაც უღალატეს მე ხომ არ ვარ?

მსოფლიოში უამრავი ადამიანი ჩემ ბედს იზიარებს. რა მოხდა, რამ დამაძაბუნა?“

ხშირად ჩემს თავს ვუწყრები და ვუბრაზდები, მაგრამ სამწუხაროდ ამგვარი

არგუმენტები მე არ მამშვიდებს და არ მაწყნარებს. როგორც ჩანს საკუთარ თავს ვერ

ვპატიობ მისი სიყვარულის ასე რომ მჯეროდა. დარწმუნებული ვიყავი უჩემოდ ვერც

ერთ წუთს ვერ იცხოვრებდა?!

-არა, ჩემნაირი გულუბრყვილო, ჩერჩეტი და თავდაჯერებული ქალი არ უნდა იყო!

ალბათ თავი ძალიან ჭკივიანი რომ მეგონა იმიტომ დამემართა ასეთი იმედგაცრუება! -

მანა სახეზე წამოწითლდა, გუგები ოდნავ გაუფართოვდა და სუნთქვა გაუხშირდა.

აშკარა იყო ანერვიულდა. ვინ მოსთვლის უკვე მერამდენეჯერ შეუჩერებლად უყვებოდა

მეგობარს თავის გულის ნადებს.

–ლესლი, ვხვდები და ვათვიცნობიერებ, რომ ის რაც აქამდე იყო წარსულს ჩაბარდა,

მაგრამ ახალი ცხოვრების სუფთა ფურცლიდან დაწყება მიჭირს. ჩემს თავს ამ ბოლო

დროს ვერ ვცნობ? არ ვიცი, თავადაც ვერ ვხსნი რა ხდება?! ალბათ ყველაფერი რომ

დამთავრდა-უცებ იმიტომ მოვეშვი? ნუთუ ისევ წარსულში ვარ ჩარჩენილი და სიახლის

მეშინია? განა ვერ ვხვდები შენც რომ დაგღალე ჩემი გაუთავებელი პრობლემებით,

მაპატიე, დაიკო! – მანა მეგობარს მოეხვია და ატირდა.

ლესლი შეეცადა მის დამშვიდებას, მაგრამ ყელზე მიბჯენილი ბურთულა სიტყვის

თქმის საშუალებას არ აძლევდა, თვალებზე მომდგარი ცრემლები კი ღაპაღუპით

ცვიოდა. მან ერთი ღრმად ამოიოხრა, მეგობარს თავი თავზე მიადო და თავადაც

აქვითინდა.

–ლეს, მე მგონი შენ მართალი ხარ! იქნებ ისილი მართლაც არ არის ჩვენთვის

ბედნიერების და წარმატების მომტანი ქალაქი?! მოდი, არ შევუშინდეთ ახალ

გამოწვევებს და ყველაფერი თავიდან დავიწყოთ! ჩვენ ხომ ჯერ კიდევ საკმაოდ

ახალგაზრდები ვართ და ყველაფერი წინ გვაქვს! ვცადოთ,იქნებ გაგვიმართლოს!

დასაკარგი კი უიღბლობის და იმედგაცრუების მეტი არც ერთს არაფერი გვაქვს!

7

თავი 2.

ისიათუს პატარა აეროპორტში ისილის თვითმფრინავი ასაფრენ ბილიკზე

მშვიდობიანად დაეშვა. იქიდან ორი ახალგაზრდა საკმაოდ სიმპათიური ქალბატონი

გადმობრძანდა. გარეგნობით რომელი რომელს სჯობდა ვერაფრით იტყოდი.

მიუხედავად იმისა ორივე მაღლები, თხელები და საოცრად ქალურები იყვნენ, მაინც

რადიკალურად განსხვავდებოდნენ ერთმანეთისაგან. ერთი შავგვრემანი, უზომოდ

ლამაზი უძირო თვალებით, თეთრ თხელ პირისახეზე გადაკალმული შავი წარბებით და

ოდნავ კეხიანი ცხვირით, საოცრად მიმზიდველი, ველური და გამომწვევი გარეგნობისა

იყო. მეორე კი შედარებით ღია: წაბლისფერი თმით, ფერმკრთალი სახით, თხელი

ნატიფი ნაკვთებით, სანდომიანი გამომეტყველებით, სინაზესა და სითბოს

განასახიერებდა.

იმედით აღსავსენი, ბედნიერი სახეებით ქალბატონები მოაბიჯებდნენ

თვითმფრინავის ტრაპზე. ორივეს დიდი მიზნები და გეგმები ჰქონდა დასახული.

„მოითხოვე და მოგეცემაო!“–უთქვამთ. ხოდა მეგობრებიც ითხოვდნენ! არა, უფრო

ზუსტად რომ გამოვხატოთ მათი განწყობა, ისინი დარწმუნებულები იყვნენ იმაში, რომ

სურვილები და იმედები ნამდვილად ასრულდებოდა ქალაქში, რომელსაც ხალმა

„სიყვარულის ქალაქი“, „შეყვარებულთა ნავსაყუდელი“ შეარქვა.

მანა და ლესლი აეროპორტიდან პირდაპირ სასტუმროსკენ გაემართნენ. მათ

ისიათუს ყველაზე ფეშენებელურ სასტუმროში წინასწარ ჰქონდათ ნომერი

დაჯავშნილი. მანა ტაქსის ფანჯრიდან ყურადღებით ათვალიერებდა ქუჩებსა და

შენობებს. მას გული საოცრად უცემდა. ქალი ოცდახუთწლიანი განშორების შემდეგ

პირველად დაბრუნდა მშობლიურ ქალაქში. მანას ყველაფერი აინტერესებდა. მას

გონებაში უნდოდა აღედგინა ის ადგილები, რომელიც ბავშვური მეხსიერებიდან დროსა

და ჟამს ჯერ კიდევ ვერ წარეშალა. „უძღები“ შვილი ცდილობდა გაეხსენებინა ის ქუჩა,

სადაც ერთ დროს მისი წინაპრები ცხოვრობდნენ. ლესლიმ მეგობარს სახეზე

დაძაბულობა შეატყო და ყურში ჩასჩურჩულა:

–მანა, ტყუილად ნერვიულობ, ინტუიცია მკარნახობს ეს ქალაქი ორივეს დიდ

ბედნიერებას მოგვიტანს! ისეთი ოპტიმიზმით და შემართებით ვარ განწყობილი ჩემი

თავის თავადაც მიკვირს?!

მანას თითქოს ამ სიტყვების გაგონება სურდა. მას უეცრად ნაღველი და სევდა

სახიდან გაეფანტა და თვალები სიხარულით აუციმციმდა. მეგობრებმა ის დღე

სასტუმროს ნომერში გაატარეს, კარგად დაისვენეს და მეორე დილას ქალაქის

დასათვალიერებლად გაემართნენ.

8

მანა ისე ცქმუტავდა და ხალისობდა პატარა გოგონას მოგაგონებდათ.

შთაბეჭდილება დაგრჩებოდა,თითქოს ჯადოსნურ ქალაქში სეირნობდა და თითოეული

ზღაპრის პერსონაჟის გამოჩენას მხიარული შეძახილებით ხვდებოდა. ქალის

მეხსიერებაში აღდგენილი ყოველი შენობა თუ ქუჩა მასში დიდ აღტაცებას და

სიხარულს იწვევდა.

დამქანცველი სიარულის და ხეტიალის შემდეგ მეგობრები ისიათუს ერთ-ერთ

ძველ უბანში აღმოჩნდნენ, სადაც ძირითადად კერძო სახლები იყო განლაგებული.

ქალაქის ამ ნაწილში რატომღაც ჯერ კიდევ შერჩენილიყო ისიათუს

მრავალსაუკუნოვანი სული და კოლორიტი. ამ უბანში ცივილიზაციას ჯერ ან ვერ, ან

შეგნებულად, არ შემოეღწია. აქ ჯერ კიდევ ხელუხლებლად შენარჩუნებულიყო შუა

საუკუნეების ქალაქის ძველი იერსახე.

მანა გაფართოებული თვალებით ათვალიერებდა ყოველ სახლს, ყოველ ნაგებობას,

რაიმე რომ არ გამორჩენოდა.

ქვაფენილიან, მოკირწყლულ შუკებში კარგა ხნის დამქანცველი ხეტიალის შემდეგ,

მანამ მოულოდ ენერგიის მოზღვავება იგრძნო. მას სახე ერთიანად აელეწა. ის თეთრი

ქვით ნაგებ მაღალ გალავანთან შედგა და აღელვებულმა ხმამაღლა წამოიძახა:

–ლეს, ვიპოვე! დარწმუნებული არა ვარ, მაგრამ ასე მგონია ჩემი წინაპრების კარ-

მიდამოს მივაგენი! ნახე, ძველებური ჭიშკარი! თუ არ ვცდები ეს სახლი უნდა იყოს!-

მანას გახშირებული გულისცემა თავადვე ესმოდა. გაოცებული და ბედნიერი შავ

კაკლისოდენა დიდრონ თვალებს აქეთ-იქეთ ატრიალებდა და სიხარულით გამოწვეულ

მოზღვავებულ ცრემლებს ვეღარ მალავდა.

–მანა, დარწმუნებული ხარ? გალავანი მაღალია, იქნებ ეზოში როგორმე შეგვეხედა

და შენობაც გვენახა! მასპინძლისთვის ხომ არ გვეხმო, რას იტყვი?–შესთავაზა ლესლმა

–სახლისთვის ერთხელ მაინც რომ შემევლო თვალი არ იქნებოდა ურიგო! ჩემს

სიმართლეში საბოლოოდ დავრწმუნდებოდი. როგორ ფიქრობ ახლანდელ მფლობელს

ეცოდინება ოცდახუთი წლის წინ ვის ეკუთნოდა ეს სახლი?

ის იყო მანა ზარის ჩამოკვრას აპირებდა, უეცრად რკინის ჭიშკარმა დაიჭრიალა და

ეზოდან ახალგარდა მამაკაცი გამოვიდა. ის უცნობების დანახვამ ცოტა არ იყოს

დააფრთხო, მაგრამ მყისვე ტურისტებად ჩათვალა და კარზე აბრის მიმაგრებას შეუდგა.

მეგობრებს მასპინძლისთვის არაფერი უკითხავთ ისე ადევნებდნენ მის საქმიანობას

თვალყურს და აბრაზე წარწერის წაკითხვას ლამობდნენ. უცებ ქალბატონებმა

ერთმანეთს ეშმაკურად გადახედეს და გაეღიმათ:

9

–ბატონო, აქაურობის გაყიდვა გაქვთ გადაწყვეტილი?

-სწორედაც რომ ასეა!-მოკლედ და მკაცრად უპასუხა ეზოდან გამოსულმა.

-ჩვენ კი ამ უბანში ვაპირებდით სახლის შეძენას. წინააღმდეგი ხომ არ იქნებით

თქვენი კარ–მიდამო რომ დავათვალიეროთ?–მორიდებით იკითხა მანამ

ახალგაზრდა კაცს თვალები სიხარულისგან გაუბრწყინდა და მოულოდნელი

სტუმრები სახლში შეიპატიჟა.

ქალბატონებმა ჭიშკრის ზღურბლს გადააბიჯეს თუ არა უზარმაზარ ეზოში

აღმოჩნდნენ, სადაც მრავალწლოვანი ხეები და უცხო მცენარეები იწონებდნენ თავს.

სიძველის და მოუვლელობის მიუხედავად, ნარგავები მნახველზე მაინც საოცარ

შთაბეჭდილებას ახდენდნენ.

მანა ყურადღებით და დაკვირვებით ათვალიერებდა იქაურობას და თვალები ისე

უბრწყინავდა ლესლი მყისვე მიხვდა, რომ ეს ძველებური კარ–მიდამო ერთ დროს მისი

მეგობრის წინაპრებს ეკუთვნოდათ.

ეზოს შუაგულში XVIII-XIX საუკუნეებისათვის დამახასიათებელი ნაგებობა იდგა

კოშკურით დაგვირგვიდებული. სახლი, ისევე როგორც გალავანი სპილენძისფერი

თლილი ქვით იყო ნაგები და მიუხედავად სიძველისა და მოუვლელობისა მაინც

ზვიადად და ამაყად გამოიყურებოდა. შენობას წინა საუკუნეებისათვის

დამახასიათებელი ვიწრო მოგრძო ფანჯრები და ორფრთიანი მოჩუქურთმებული ხის

შესასვლელი კარი ამშვენებდა.

მეგობრები რამოდენიმე საფეხურის ასვლის შემდეგ უზარმაზარ ჰოლში

აღმოჩდნენ. შესვლისთანავე მათ მეორე სართულიდან დაშვებული ძველებური ჭაღი

მოხვდათ თვალში, რომელიც იქაურობას კიდევ უფრო მეტ სიდიადეს ჰმატებდა.

დარბაზის ერთ კუთხეში სპილენძისფერი თლილი ქვით მოპირკეთებული ბუხარი

იწონებდა თავს. მის წინ აქეთ–იქედან მასიური ხის დიდი სავარძლები იდგა. ოთახის

ორივე მხრიდან მეორე სართულზე ასასვლელი მარმარილოს კიბეები მიუყვებოდა,

რომელიც ზემოთ ერთმანეთს უერთდებოდა და პატარა აივანს ქმნიდა.

პირველ სართულზე უზარმაზარი სასადილო ოთახის გარდა სამზარეულო,

მომსახურე პერსონალისთვის განკუთვნილი რამოდენიმე ოთახი და საკუჭნაოები იყო

განლაგებული. მეორე სართულზე ერთ დიდ სასტუმრო დარბაზს თუ არ ჩავთვლით,

ძირითადად საძინებლები და მოსასვენებელი ოთახები იყო. სახლში მრავლად იდგა

ძველებური ავეჯი, რომელიც შალითაში იყო შეფუთული. გარშემო ყველაფერს მტვერი

ჰქონდა დადებული. აშკარა იყო, კარ-მიდამოს მზრუნველი პატრონის ხელი აკლდა.

იქაურობას სიძველის და მოუვლელობის ელფერი დაჰკრავდა.

10

–ბატონო, თუ საიდუმლო არ არის, რატომ ჰყიდით ამ სახლს? როგორც ჩანს აქ დიდი

ხანია უკვე არვინ ცხოვრობს?–იკითხა მანამ.

–ქალბატონო, მართალი ბრძანდებით უკვე ხუთი წელია აქ არავინ ცხოვრობს. ეს

კარ–მიდამო ალბათ, ასე ოცდახუთი წლის წინ ჩემმა მშობლებმა შეიძინეს. მამას

სიბერეში მრავალსართულიან ბინაში ცხოვრება არ მოუნდა და ეს კერძო სახლი იყიდა.

ახლა ალბათ ძნელი წარმოსადგენია, მაგრამ ადრე აქაურობა ქალაქის გარეუბნად

ითვლებოდა. გარშემო ხეხილის ბაღები, კერძო სახლები და ვენახები იყო. ისიათუ ამ

ბოლო ოცი წლის მანძილზე ისე შეიცვალა და გაიზარდა, რომ ახლა ეს ადგილი ერთ–

ერთ ძველისძველ უბნად ითვლება. ჩემს მშობლებს აქაურობა ძალიან მოსწონდათ და

ბედნიერადაც ცხოვრობდნენ. ხუთი წლის წინ მამა გარდაიცვალა, დედა მარტო ვეღარ

დარჩა ამ უზარმაზარ სახლში და ჩემთან გადავიყვანე საცხოვრებლად. მეც ძალიან

მიყვარს ეს სახლი. მის გაყიდვას არც დავაპირებდი, მაგრამ ამ ბოლო დროს ხშირად

ვეღარ ჩამოვდივარ. როგორც მოგეხსენებათ ამხელა სახლ–კარის მოვლა–პატრონობას

გარკვეული ფინანსები სჭირდება. ალბათ ერთი შეხედვითაც შეამჩნევდით აქაურობა

სერიოზული სარემონტო და მისახედია, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული. მე

კი სათანადო სახსრები არა მაქვს, ვეღარ ვუვლი. ამას წინათ ბიზნესში ხელი მომეცარა

და სერიოზული ფინანსური პრობლემების წინაშე აღმოვჩნდი. ბანკიდან სესხი მაქვს

გამოტანილი და კრედიტი დასაფარი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ კარ–მიდამოს

გაყიდვა. არ დაგიმალავთ, ჩემთვის მთავარია სწრაფად გავყიდო და ბანკის ვალი

დავფარო. ამიტომ დიდ თანხას ნამდვილად არ ვითხოვ.

მეპატრონის გულწრფელი „აღსარების“ და მის მიერ დასახელებული თანხის

მოსმენის შემდეგ, მეგობრები, მიუხედავად იმისა სახლის ყიდვას არ აპირენდნენ,

სერიოზულად დაინტერესდნენ. მათ მესპინძელს თავიანთი განზრახვა გაუმხილეს და

მეორე დღის საღამომდე მოცდა სთხოვეს. რაზეც დადებითი პასუხი მიიღეს.

ქალბატონები ეზოდან კმაყოფილები, მაგრამ ემოციურად დატვირთულები

გამოვიდნენ. განსაკუთრებით მანა ღელავდა.

–ლეს, რას ფიქრობ ვიყიდოთ სახლი?აქაურობა ძალიან მომწონს. მიუხედავად იმისა

ისიათუში ავაწყობთ თუ არა ბიზნეს ეს სახლი მაინც მინდა შევიძინო.

-რატომ?-გაკვირვებული იკითხა მეგობარმა

-ჯერ ერთი ჩემი წინაპრების სახლია, მეორეც თანხა ძალიან დაბალია. როგორც ჩანს

პატრონი დროში იწვება და ამიტომ ყიდის ასე იაფად. თან მისი მოულოდნელი, აბრით

ხელში გამოსვლაც უცნაურ დამთხვევად ჩავთვალე. სულ ცოტა ხუთი წუთით გვიან რომ

გამოსულიყო, არც კი გვეცოდინებოდა, სახლი რომ იყიდებოდა. რაღაც გული

მიგრძნობს ეს კარ-მიდამო უნდა შევიძინოთ. მართალია, მამას ისიათუ არ უყვარდა,

11

ყველაფერი გაყიდა და აქამდე მოსასვლელი ყველა ხიდი დაწვა, მაგრამ მე ხომ ხედავ

გულმა მაინც მშობლიური კუთხისკენ გამომიწია..

–ლეს,თქვი რამე! რატომ ხარ ჩუმად? როგორც ვხვდები სახლი შენც მოგეწონა!

–მანა, მართალი ხარ! აქაურობა მეც ძალიან მომეწონა და თუ ისიათუში

დავფუძნდით საცხოვრებლად ამაზე უკეთეს ადგილს ვერც კი ვნახავთ. მიუხედავად

იმისა ქალაქის ერთ–ერთი ცენტრალური უბანია, მაინც დაცულია გაუთავებელი

ორომტრიალისგან და შემაწუხებელი ქაოსისგან. უზარმაზარი ეზო მრავალწლიანი

უცხო ნარგავებით, ესეც იშვიათობაა და უდაოდ აღსანიშნავია. დამღლელი და

დამქაცნცველი სამუშაო დღის შემდეგ აქ ჯდომას და მოსვენებას ალბათ არაფერი

აჯობებს. ამ ყოველივეს თუ გავითვალისწინებთ, ნაუცბადევი გადაწყვეტილების მიღება

მაინც არაფერში გვარგებს. მიუხედავად იმისა პატრონი ძვირად არ ყიდის, შენობა

საოცრად სარემონტოა.

-აბა, დაფიქრდი რამდენი რამ აქვს გასაკეთებელი. სახლი ამ ეტაპზე

გამოუსადეგარია ექსპლუატაციისთვის. ჩემი ზედაპირული გათვლებით აქაურობა

საცხოვრებლად ვარგისი რომ გახადო, საკმაოდ დიდი თანხები დაგჭირდება. ისიც

გასათვალისწინებელია, თუ ჩვენ აქ ბიზნესს არ წამოვიწყებთ ისილიდან ამხელა კარ–

მიდამოს მოვლა–პატრონობა იოლი არ იქნება.

- მანა, აბა გაიხსენე რამდენი სახლი გვაქვს ნაყიდი და დაკეტი. ზოგიერთ მათგანში

წელიწადში ერთხელაც კი ვერ ვახერხებთ ჩასვლას.სამუშაოდ თუ აქეთ არ გადმოვალთ,

დარწმუნებული ვარ ეს „ციხე–დარბაზიც“ სხვა დანარჩენი გამოკეტილი სახლების ბედს

გაიზიარებს. მოდი, ნუ ავჩქარდებით, ჩემს მეგობრებს გავესაუბროთ, საინტერესოა რას

შემოგვთავაზებენ და შემდგომში იმის მიხედვით განვსაჯოთ გვიღირს თუ არა ახალი

შენაძენის გაკეთება.

–როგორც ყოველთვის მართალი ხარ! შენ რომ არ მყავდე ალბათ რამდენ

სისულელეს გავაკეთებდი. სულ ვჩქარობ და გადაწყვეტილებებსაც სწრაფად ვიღებ.

დღეს აქ რომ არ ყოფილიყავი დარწმუნებული ვარ სახლი უკვე ნაყიდი მექნებოდა.

–ნუ იდანაშაულებ თავს, მართალია მე დინჯად, აუღელვებლად, უფრო

რაციუნალურად ვუდგები ყველაფერს, სამაგიეროდ აღიარე შენს სისხარტეს და

გამჭრიახობას რამდენჯერ მოუტანია წარმატება?! ჩვენ ერთმანეთს ვაბალანსებთ: მე შენ

გავსებ და გეხმარები, შენ კი მე. ასე რომ მხოლოდ ჩემი მისამართით ნათქვამი

ქათინაური უსამართლობა იქნება.

მეგობრებმა მოილაპარაკეს სახლის ყიდვის ბედი ბიზნესმენებთან შეხვედრის

შემდეგ გადაეწყვიტათ.

12

თავი 3

ისიათუ იმის მერე, რაც ინვესტორებისთვის მიმზიდველ, პერსპექტიულ და

პრესტიჟულ ადგილად გამოცხადდა, ბევრი ახალგაზრდა ბიზნესმენი დაინტერესდა ამ

პატარა ქალაქით. ნაწილი დამოუკიდებლად ცდილობდა ბიზნესის აწყობას, ზოგიც

გაერთიანებებს ქმნიდა და ახალ–ახალი პროექტების განხორცილებას ერთობლივი

ძალებით ცდილობდა. სწორედ ასეთი კორპორაცია შექმნეს ისილიდან ჩამოსულმა

ახალგაზრდა წარმატებულმა ბიზნესმენებმა და „ისიათუ გილდია“ უწოდეს. მათ

შეიმუშავეს წესდება, დასახეს სამუშაო გეგმა და გადაწყვიტეს ელიტალურ

გაერთიანებაში მხოლოდ გამოცდილი, სახელმოხვეჭილი და წარმატებული

ბიზნესმენები მოეზიდათ. ახალგაზრდებს ძალიან დიდი გეგმები და პროექტები

ჰქონდათ ჩაფიქრებული, რომელებიც სერიოზული ინვესტირებას და ბევრ ჭკვიან,

კრიატიულ საქმიან ადამიანს მოითხოვდა. მათ გადაწყვიტეს პირველ რიგში

საახლობლო წრეში მოეძიათ გამოცდილი და შეუბღალავი რეპუტაციის ბიზნესმენები,

გაეცნოთ თავიანთი გეგმები, მათგანაც მოესმინათ საინტერესო შემოთავაზებები.

ერთობლივი მოლაპარაკებებისა და კონსენსუსის მიღწევის შემთხვევაში ახალ წევრებს

გილდიაში გასაწევრიანებლად გზა ხსნილი ჰქონდათ.

„ისიათუ გილდიის“ რამოდენიმე წევრი ლესლის კურსელი და მეგობარი იყო.

სწორედ ისინი დაუკავშირდნენ და შესთავაზეს მას კორპორაციაში გაერთიანება.

შეხვედრა ბიზნესმენებთან ხუთ საათზე იყო დანიშნული. ზუსტად დათქმულ

დროს ორივე ქალბატონი შეკრებაზე გამოცხადდა. თუ შეხვედრა წარმატებით

ჩაივლიდა, ამის შემდგომ წესდების თანახმად იმართებოდა ღია კენჭისყრა, სადაც

გილდიის ყველა წევრი ღებულობდა მონაწილეობას.პრეტენდენტი ხმათა

უმრავლესობას თუ მოიპოვებდა ხდებოდა გილდიის სრულუფლებიანი წევრი. მანამ და

ლესლიმ გასაუბრება წარმატებით გაიარეს და კენჭისყრაც დაინიშნა.

სამდღიან დაუღალავ რუტინილ შრომას უკვალოდ არ ჩაუვლია. თითქმის ყველა

წევრმა თანხმობა განაცხადა კორპორაციაში „მანა გროუფის“ გაწევრიანებაზე.

გაერთიანებაში შეტანილი თანხის მიხედვით და საკონტროლო პაკეტის შესაბამისი

პროცენტის გათვალისწინებით ქალბატონებმა ცალ–ცალკე მოიპოვეს ხმის მიცემის

უფლება.

ერთი სიტყვით კენჭისყრა წარმატებით დასრულდა. ლესლი და მანა მიღწეული

შედეგოთ კმაყოფილები დარჩნენ.

რადგან მეგობრები შეთახმდნენ ახალ ქალაქში გადმოსვლას და თან ბავშვის

გადმოყვანას, საცხოვრებელი საკითხის მოგვარება აუცილებელი გახდა. მანას ბევრი

აღარ უფიქრია, მან საბოლოოდ გადაწყვიტა ყოფილი მამა–პაპისეული სახლი

13

გამოესყიდა. სანამ ლესლი ისილიში ათასგვარ ფორმალურ და არაფორმალურ

საკითხებს მოაგვარებდა, მას დაუყოვნებლივ და სასწრაფოდ უნდა წამოეწყო შენობის

სარემონტო-სარეაბილტაციო სამუშაოები, რათა რაც შეიძლება მოკლე დროში კარ-

მიდამო საცხოვრებლად ვარგისი გამხდარიყო.

მანა რადგან დროში იწვებოდა და მშობლიურ ქალაქში თავს ჯერ-ჯერობით მაინც

უცხოდ თვლიდა, დახმარება ლესლის მეგობრებს სთხოვა. მათაც პარტნიორს ხელი

უმალ მოუმართეს და ისიათუში ერთ–ერთი ცნობილი იურისტი გააცვნეს.

ბონი, სწორედ ასე ეძახდნენ ამ ერთობ მოხერხებულ, ერთი შეხედვით ყურადღებიან

და გულისხმიერ ბატონს, რომელიც მართალია ხალხში დიდი პატივით და

სიყვარულით არ სარგებლობდა, მაგრამ გინდა არ გინდა ჩამოსული თუ იქაური, ყველა

მასთან იჭერდა საქმეს. მიუხედავად იმისა ბონი ისიათუელი არ იყო, ქალქში საკმაოდ

გავლენიან ფიგურად ითვლებოდა. ის ბიზნესმენთა პირველივე ნაკადს ჩამოჰყვა და

მალევე აუღო ალღო იქაური ცხოვრების რიტმს. ბონმა ჩასვლისთანავე განსჭვრიტა

რომელი საქმე იქნებოდა მისთვის მომგებიანი და სარფიანი. ალღომ ნამდვილად არ

უღალატა. მცირედი ფიქრის შემდეგ მან იურიდუილი ფირმა დააარსა, რომელიც

აქტიურად ჩაება უძრავი და მოძრავი ქონების ყიდვა–გაყიდვის პროცესში. ბონის ფირმა

არა მარტო ყიდვა–გაყიდვით იყო დაკავებული, არამედ უფასო რჩევებსაც აძლევდა

მოსახლეობას და ნოტარიუსის დახმარებასაც უწევდა. უფასო კონსულტაციების და

ზედმეტი „გულისხმიერების“ წყალობით ბატონი ბონი ისიათუში უცებ გახდა ცნობილი

და ყველასთვის სასურველი პიროვნება.

სულ ცოტა ხანში ამ ახალგაზრდა კაცმა იმდენი მოახერხა, რომ მის გარეშე ქალაქში

ერთი გოჯი მიწაც არ იყიდებოდა. ერთი მხრივ ეს ჩამოსული კაცი, მართალია, ძალიან

ბევრ ადამიანს ეხმარებოდა, მაგრამ მეორე მხრივ, მასთან მისულ „უბრალო მოკვდავებს“

კარგა გვარიანადაც ყვლეფდა. ბონის კლიენტებს შორის არა მარტო ადგილობრივი

მოსახლეობა, არამედ ახალჩამოსული ბიზნესმენებიც იყვნენ, რომელთაც უცხო ქალაქში

მეგობრული რჩევა და დახმარება ნამდვილად ესაჭიროებოდათ. თავისი მოქნილობის

და მოხერხებულობის წყალობით, სულ რაღაც ექვს თვეში ბონმა სერიოზული კაპიტალი

დააგროვა და ახლა თავად დაიწყო ჩალის ფასად ადგილობრივი მოსახლეობისგან იმ

სტრატეგიული ობიექტების შესყიდვა, რომელთაც შემდგომში ხუთმაგ და ათმაგ ფასად

ყიდიდა.

ასე იყო თუ ისე, ბატონი ბონი ქალაქში დიდი პოპულარობით სარგებლობდა.

ახალჩამოსულ სტუმრებსაც ძირძველი ისიათუელივით ხვდებოდა და მასპინძლობას

უწევდა. ბონი ვიზიტორის გეგმებს პირველი თავად ეცნობოდა და ამის შემდგომ, თუ

საჭიროდ ჩათვლიდა სტუმარს კიდევ უფრო უახლოვდებოდა, თუ არა და ისე

14

ტექნიკურად მოიშორებდა, ახლადჩამოსული მასზე გაბრაზების ნაცვლად–

მადლიერების გრძნობითაც კი იმსჭვალებოდა.

მაგრამ, როგორც ხალხში ამბობენ, ამ ქვეყანად ცუდიც და კარგიც დიდი ხანი ვერ

დაიმალებაო. კაცმა შენი ბოროტი და არაგულწრფელი განზრახვები რაც არ უნდა

ლამაზად შეფუთო და გააფორმო, ბოლომდე მაინც ვერ დამალავ. ბონსაც სწორედ რომ

ასე დაემართა. ვინც მას ახლოს და კარგად იცნობდა, მათში დიდი სიყვარულით და

პატივისცემით ნამდვილად არ სარგებლობდა. მარგამ მიუხედავად ამისა სათხოვნელად

და საქმის გასაკეთებლად გინდა არ გინდა მაინც ყველა მასთან მიდიოდა.

აი, ასე აღმოჩნდა მანა იურიდიულ ფირმაში ბონის პირისპირ. ბატონ იურისტს

პირველივე დანახვსთანავე გულში ჩაუვარადა ახალგაზრდა სიმპათიური და საკმაოდ

მდიდარი ქალბატონი. მან იმდენი მოახერხა, მანას დიდი ნდობა და პატივისცემა

საოცრად მოკლე დროში მოიპოვა. სახლის გადაფორმების საქმე რაც შეიძლება

შემჭიდროვებულ ვადებში მოაგვარა და საბოლოოდ ქალის ერთგული მეგობრის

მანტიაც მოისხა.

მოქნილი და მოხერხებული ბონის მომსახურეობით, მანა საკმაოდ კმაყოფილი

დარჩა. სულ რაღაც სამ დღეში ყველანაირი საბუთი იურისტს მზად ჰქონდა და მამა–

პაპისეული სახლი ქალის მფლობელობაში გადავიდა.

წარმატებული საქმის დასრულების შემდეგ ბონმა მანა უკეთ გასაცნობად ვახშამზე

მიიპატიჟა.ქალისთვისაც ძალიან ბევრს ნიშნავდა უცხო ქალაქში ასეთი ცნობილი და

საქმიანი ადამიანის გაცნობა. ასე რომ შემოთავაზებულ წინადადებასის უყოყმანოდ

დასთანხმდა და ბატონ ბონს შეხვდა.

საღამომ ჩინებულად ჩაიარა. იურისტმა მომხიბლავი და თანაც მდიდარი

მანდილოსნის შესახებ ყველაფერი დაწვრილებით შეიტყო. მის მომავალ გეგმებზეც

საკმაოდ ამომწურავი ინფორმაცია მიიღო. ბონს გალანტურობაში და ჯენტლმენობაში

ვერავინ აჯობებდა. ამიტომ მისი უზადო საქციელით მოხიბლული ქალბატონი

ნასიამოვნები და კმაყოფილი დაბრუნდა სასტუმროში.

-ლეს, ისეთი ბედნიერი ვარ თავად ვერ აგიწერ! რაღაც ძალიან კარგად დაიწყო

ისიათუში ჩვენი ვიზიტი. როგორ მძივებივით აეწყო ყველაფერი: ახალი საქმე, მამა-

პაპისეული ბინის შეძენა და საოცრად მომხიბვლელი, გალანტური ჭკუით დატენილი

მამაკაცი.

–მანა, რა ხდება ვერ გცნობ? ამ ახალგაზრდა იურისტმა ისე მოგნუსხა ადამიანმა რომ

გისმინოს ფრთაშესხმული ანგელოზი ეგონება. ნუთუ მართლაც ასეთი

არაჩვეულებრივი პიროვნებაა, თუ კვლავაც შენი ფანტაზიის ნაყოფია მისი ამგვარი

15

გაფეტიშება? წარმოსადეგი, სიმფათიური, ჭკვიანი, ელეგანტური და აღარ მახსოვს

კიდევ რა ეპითეტები იხმარე მის განსადიდებლად! ქათინაურებს არ იშურვებ ამ

ბატონის მისამართით!

-ლეს, ხომ იცი, მე თავადაც არ მჯერა იდიალური მამაკაცების არსებობის, მაგრამ

ბონი ისეთია თითქოს ვერანაირ ნაკლს ვერ უპოვნი: პირველ რიგში ახოვანი და

წარმოსადეგი, ანტიკური ეპოქის მამაკაცისათვის დამახასიათებელი საკმაოდ

გამოკვეთილი სწორი ნაკვთებითა და საოცრად მომნუსხველი მზერით.

გეფიცები,ნებისმიერ ქალს თავბრუს დაახვევს.

-შეჩერდი, აღარ მინდა ამ კაცის ამდენი ქების მოსმენა! გთხოვ, მიწაზე დაეშვი!

რამდენჯერ უნდა წაიტეხო ცხვირი, რამდენჯერ უნდა გატკინონ გული? ყველა შენნაირი

ალალი და უბოროტო ნუ გგონია! რამდენჯერ უნდა ისარგებლონ შენი

გულუბრყვილობით?! გირჩევ ბატონ ბონს სანამ უკეთ არ გავიცნობთ, ცრუ ილუზიებს

ნუ შეიქმნი მის პიროვნულ ღირსებებზე.

-არ იღელვო, ამჯერად უფრო ფრთხილი ვიქნები! მიუხედავად მისი

მომაჯადოვებელი გარეგნობისა არის მასში რაღაც ისეთი რაც გაფრთხობს და გაშინებს.

-ოჰო, ყოჩაღ შენ! ნაკლიც შეუნიშნავს? ხომ ვერ მეტყვი რამ დაგაფრთხო?

-როგორ აგიხსნა არ ვიცი, ასე მგონია ბონს სიცილი არ უხდება. საერთოდ როგორც

შევნიშნე იშვიათად იცინის. მაგრამ ერთი-ორჯერ რომ გაიღიმა მისმა ნაკვთებმა ისეთი

ცბიერი და ყალბი გამომეტყველება მიიღო, ცოტა არი იყოს შემეშინდა.

-მანა, შემპირდი ჩემს ჩამოსვლამდე ჭკვიანად იქნები და ნაჩქარევ

გადაწყვეტილებებს არ მიიღებ!

–ლეს, ჩემზე არ იდარდო!მე დღეს ჩინებულ ხასიათზე ვარ და ალბათ იმიტომაც

მეჩვენება ყველა ასეთი კარგი და კეთილი. მამა-პაპისეული სახლის შეძენით

გამოწვეული სიხარულით ვარ აღფრთოვანებული! ჯერ კიდევ არ მჯერა,თანაც მიკვირს

ასე უცებ და დაუბრკოლებლად როგორ დავიბრუნე წინაპრების მამული!

-ახლა ერთი სული მაქვს როდის დავიწყებ ამ „ციხე–სიმაგრის“ გარემონტებას და

როდის გადმოვალთ აქ საცხოვრებლად. დაიკო, მე მგონი სწორად მოვიქეცით ისიათუში

რომ გადავწყვიტეთ ბიზნესის წამოწყება!

–მეც ასე ვფიქრობ! რატომღაც დარწმუნებული ვარ, სულ მალე რადიკალურად

შეიცვლება ჩვენი ცხოვრება და შესაძლოა ისეთი დაკავებულები აღმოვჩნდეთ

ერთმანეთთან სალაპარაკოდაც ვერ მოვიცალოთ. ისიათუს გილდიის წევრებით და

მათი ბიზნესგეგმებითაც ძალიან კმაყოფილი დავრჩი. ახალგაზრდა ენერგიული და

16

მიზანდასახული ხალხია. ისინი მართლაც დიდ წარმატებას მიაღწევენ. ამ მხარის

განვითარების სწორი და რეალური გეგმები აქვთ დასახული. მართალია, ნახევარი

გილდიის წევრებს ვიცნობდი: ზოგი ჩემი მეგობარია, ზოგიც კარგი ნაცნობი, მაგრამ

მინდა ავღნიშნო დანარჩენი პარტნიორები, რომელებიც ახლა გავიცანი. მათაც საკმაოდ

დადებითი შთაბეჭდილება მოახდინეს ჩემზე. ერთი სიტყვით სამუშაო გარემო კარგი

იქნება, რაც ძალიან მახარებს!

–ლეს, ისე რა უცებ მიგვიღეს გილდიაში? გამოგიტყდები და ერთობ სასიამოვნო იყო

ყველა წევრი თანახმა რომ იყო ჩვენი გაწევრიანების!

–შენ, რა ეჭვი გეპარებოდა? მანა, ჩვენ შეიძლება რაღაც–რაღაც შეცდომებს

ვუშვებდით, უშეცდომო დღეს ვინ არის? მაგრამ ჯერ კიდევ მამაშენიდან მოყოლებული

ჩვენი ფირმა ძალიან კარგი რეპუტაციით სარგებლობს. სახელი გვაქვს, კაპიტალი-

სერიოზული, გვიცნობენ როგორც წარმატებულ ბიზნესმენებს. რას უნდა შეეშალა

ხელი? თან ჩემმა მეგობრებმა ხომ ნახე ისეთი რეკომენდაცია გაგვიწიეს ქვას გახეთქავდა.

–სრულიად გეთანხმები და თან კიდევ ერთხელ აუცილებლად უნდა ვაღიარო, რომ

საკმაოდ საინტერესოდ იწყება ისიათუში ჩვენი პირველი ნაბიჯები! ბიზნესის საქმე

უკვე გადაწყდა, შესანიშნავი სახლი შევიძინეთ, ახლა გავარემონტებთ და ახალი

საინტერესო ცხოვრებისთვის გზა ხსნილი გვაქვს! ხვალ დილით დამის სკოლის ამბავს

მოვაგვარებ და შუადღისთვის ისილიში შეგვეძლება გამგზავრება. ბატონმა ბონმა ერთი

სკოლა მირჩია და თან დირექტორთანაც რეკომენდაციის გაწევას შემპირდა.–მანას

ირონიულად გაეღიმა.

–ლეს,ნუ მიყურებ საყვედურით აღსავსე თვალებით. სანამ ქალაქს გავიცნობთ ასეთი

ადამიანის დახმარება ნამდვილად დაგვჭირდება. თან მე არაფერი არ მითხოვია თავად

იჩენს გულისხმიერებას და უნდა მეგობრულად დამეხმაროს. რა ვქნა უარი ვუთხრა?

ჯერ–ჯერობით სიკეთის მეტი ჩემთვის არაფერი გაუკეთებია. შემდგომში კი პირობას

გაძლევ არ გაგაბრაზებ, ფრთხილად ვიქნები. ახლა კი დავიძინოთ ემოციებისგან ვარ

დაცლილი! გამოგიტყდები,ერთი სული მაქვს თავს ბალიშზე როდის დავდებ!

თავი 4

მეგობრები ჩაფრინდნენ თუ არა ისილიში მოვალეობები გადაინაწილეს და

ისიათუში გადასასვლელად სამზადისს შეუდგნენ.თითქოს ყველაფერი კარგად

17

მიდიოდა, მაგრამ წინააღმდეგობას სწორედ იქ წააწყდნენ, საიდანაც არ ელოდნენ. მანას

ათი წლის ვაჟი უცხო ქალაქში გადასვლაზე სასტიკ უარზე იყო.

დედის და დეიდის დიდი ხვეწნა–მუდარის და ათასგვარი დაპირებების შემდეგ

ბიჭი მხოლოდ ერთი პირობით დათანხმდა. მათ შორის ამგვარი შეთანხმება შედგა:

დამს თუ არ მოეწონებოდა ისიათუში ცხოვრება, დედა-შვილი ორ თვეში კვლავ

მშობლიურ ქალაქში დაბრუნებდნენ.

სულ რაღაც ერთ კვირაში მანამ თავისი საქმეები მოაწესრიგა და ბავშვთან ერთად

ისიათუში გადავიდა საცხოვრებლად. რახან ბიზნესის ნაწილი ისილიშიც რჩებოდა

ლესლი ჯერ–ჯერობით დედაქალაქში დარჩა.

ისიათუში მანა სანამ ახალშეძენილ სახლს გაარემონტებდა ქალაქის ცენტრში,

სკოლასთან ახლოს ბინა იქირავა და დამისთან ერთად დასახლდა.

დედა–შვილს თავიდან ცოტა გაუჭირდათ უცხო პირობებთან შეგუება. დამის

სასტიკად არ მოეწონა ახალი სკოლა და თანაკლასელები, მაგრამ შეთანხმებას ხომ არ

დაარღვევდა?! ბიჭმა წინასწარ შემუშავეული ტაქტიკიდან გამომდინარე ორი თვით

მოცდა გადაწყვიტა. „წინდახედული“ ბავშვი დიდად არ წუწუნებდა და გაუთავებელი

საყვედურებით მანას არ აწუხებდა, სამაგიეროდ შესაძლებლობას ხელიდან არ უშვებდა

ახალი სკოლა, კლასელები და პედაგოგები რომ არ გაექილიკებინა.

სანამ ლესლი ისილიში ბიზნესის საქმეებს აგვარებდა, მანა ახალნაყიდი სახლის

გარემონტებით იყო დაკავებული. მას სურდა შენობისთვის ძირძველი იერი

შეენარჩუნებინა და ნაკლებად დაეტვირთა თანამედროვე ელემენტებით. ის დილიდან

დაღამებამდე მუშებთან ერთად შრომობდა და იმდენად მოსწონდა თვისი იმჟამინდელი

საქმიანობა, რომ დაღლას საერთოდ ვერ გრძნობდა. ქალი ყოველ დღე ხედავდა თავისი

შრომის შედეგს და საოცრად ხარობდა. საღებავში და ცემენტში ამოსვრილი აუწერლად

ბედნიერი იყო იმით, რომ წინაპრების ლამის ნანგრევებად ქცეულ სახლს– ახალი

სიცოცხლე შთაბერა.

ერთ დღესაც მანა ჩვეულ ფორმაში, საქმეში გართული, რამოდენიმე მუშასთან

ერთად ეზოში მდგარი ფანჩატურის აღდგენა–რეაბილიტაციის სამუშათი იყო

დაკავებული. უცებ ზარის ხმა გაისმა.ერთ–ერათმა მუშამ კარი გააღო და ზღურბლზე

ახალგაზრდა საკმაოდ სიმფათიური წარმოსადეგი გარეგნობის მამაკაცი გამოჩნდა.

სტუმართან გასაუბრების შემდეგ მუშა მანასთან მივიდა:

–ქალბატონო, თქვენთან საუბარი სურთ.

–ნეტა ვინ არის? ამ შუა მუშაობაში მოსვლა შეიძლებოდა?–გაიღიმა მანამ და უცხოს

შესახვედრად წავიდა.

18

-გამარჯობა, ქალბატონო, მე გახლავართ დენის რივალიხი. თქვენ ბრძანდებით ამ

სახლის მფლობელი?

–დიახ, მე გახლავართ!

–ქალბატონო, პირდაპირ საქმეზე გადავალ. როგორც გავიგე ეს სახლი სულ ახლხანს

გაქვთ შეძენილი და ვიცი ჯერ არ ცხოვრობთ?

–დიახ ასეა!

–ამიტომ გავბედავ და რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ ჩემი თხოვნა, მაინც

მოგახსენებთ....–ახალგაზრდა შეყოვნდა, თითქოს არ იცოდა როგორ დაეწყო თავისი

სათქმელი. ბოლოს ძალ–ღონე მოიკრიბა, მანას გამჭოლი მზერა სტყორცნა და დაიწყო.

–ქალბატონო, ვიცი გაგიკვირდებათ. მაგრამ...... ერთს გთხოვთ.... სიტყვას ნუ

გამაწყვეტინებთ და სათქმელი ბოლომდე დამასრულებინეთ. როგორც თქვენი

მეზობლებისგან შევიტყვე ეს კარ–მიდამო სულ ახლახან შეგიძენიათ......

-დიახ, მართალი ბრძანდებით!-მყისვე დაეთანხმა მანა მოულოდნელ სტუმარს,

რომელსაც აშკარა იყო საკმაოდ უჭირდა სათქმელის გაჟღერება.

-ქალბატონო, რახან საცხოვრებლად ჯერ არ გადმოსულხართ......ასე ვთქვათ .... არ

დაფუძნებულხართ..... იქნებ დამითმოთ ეს სახლი..... მომყიდოთ....

-რააა? ვერ მივხვდი, რა გნებავთ?- უცებ სიბრაზე შეერია ხმაში მანას

-მე მსურს ეს კარ-მიდამო თქვენგან გამოვისყიდო. არ მაინტერესებს სახლის

შეძენაში რამდენი გადაიხადეთ. ნებისმიერი თანხა, რაც გსურთ შეგიძლიათ

დაასახელოთ. არ დაგიმალავთ ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანია აქაურობის შეძენა–

თქვენს ნებისმიერ მოთხოვნას დავაკმაყოფილებ!–კაცი აშკარა იყო ძალიან ღელავდა და

სათქმელს ძლივს ძლივობით უყრიდა თავს.

–ბატონო, არ დაგიმალავთ და ნამდვილად შეძელით ჩემი გაკვირვება. თავად

როგორც აღნიშნეთ სახლი სულ ახლახანს შევიძინე და მისი გაყიდვა სრულიად არ

მსურს! ასე რომ სამწუხაროდ უარი უნდა გითხრათ.

–ქალბატონო, ნუ აჩქარდებით, გთხოვთ. მე იმდენად დიდ თანხას გთავაზობთ,

თქვენ თავისუფლად შეძლებთ სხვა სახლის ყიდვასაც და უამრავი ფულიც დაგრჩებათ.

ჯერ დაფიქრდით,ასე უცებ ნუ მეტყვით უარს.

–ბატონო, დენის, ტყუილად ირჯებით. მე ამ სახლის გაყიდვას არ ვაპირებ. თუ

მაინცდამაინც ამ უბანში გნებათ ცხოვრება, აქვე მეზობლად როგორც გავიგე იყიდება

19

მიწა და თქვენ თავისუფლად შეძლებთ სახლის აშენებას. ახლა კი კარგად

ბრძანდებოდეთ.

–ქალბატონო, კიდევ ერთხელ გთხოვთ, დაფიქრდით. სწორედ იმ მიწას, რომელიც

ახლა ახსენეთ მე თავად გიყიდით და ისე, რომ საერთოდ არ შეწუხდებით, თქვენი

გემოვნებით, ავაშენებ სახლს. გეფიცებით, მე თავად ვუხელმძღვანელებ ყველაფერს. თან

რა თქმა უნდა ჩვენი შეთანხმება გამყარებული იქნება ხელშეკრულებით. პირობას

გაძლევთ სულ რამოდენიმე თვეში აშენებულ და გარემონტებულს სახლს ჩაგაბარებთ.

თქვენ მხოლოდ დიზაინერთან გექნებათ ურთიერთობა. დაფიქრდით, ამდენ წვალებას

ახლა რომ შრომობთ არ გირჩევნიათ ეს ყოველივე თითის გაუმძრევლად მიიღოთ?

–ბატონო, დენის, თქვენ სამწუხაროდ მწარედ ცდებით. ჯერ ერთი თქვენი ფული

არაფერში მჭირდება, მეორეც მიწის შეძენას მე კი ნუ მთავაზობთ, თქვენთვის იყიდეთ

და აიშენეთ ისეთი სახლი როგორიც გენებოთ. და ბოლოს, მე ჩემს საკუთარ კარ–

მიდამოში ფუსფუსით კი არ ვიღლები და ვწვალობ, არამედ დიდ სიამოვნებას

ვღებულობ. თან სწორედ ახლა ძალიან დაკავებული ვარ და თქვენთან ფუჭმა ლაპარაკმა

უამრავ საქმეს მომაცდინა.–მანას სახეზე სიბრაზე დაეტყო. აბეზარ სტუმარს ვერა და ვერ

იშორებდა.

–ქალბატონო, თქვენ რომ იცოდეთ რამდენი ხანია ამ სახლს ვეძებ და რა ძვირფასია

ჩემთვის– ნამდვილად დამითმობდით. მე ხომ სულ რაღაც ერთი თვე დამაგვიანდა.

ნუთუ არ შეგიძლიათ გამიგოთ?

–ვერაფრით ვერ გაგიგებთ. და მეტიც,ძალიან მიხარია რომ დაგაგვიანდათ და არ

დამასწარით ამ სახლის შეძენა. ახლა თქვენს ადგილას მე ვიქნებოდი და სიმართლე

გითხრათ, სულაც არ ვისურვებდი თქვენნაირად უიმედო სიტუაციაში ყოფნას. ახლა კი

კარგად ბრძანდებოდეთ, ძალიან შემაწუხეთ! უკვე აშკარაა ხელს მიშლით მუშაობაში.

–ქალბატონო, როგორ გაგაგებინოთ, რომ ეს სახლი ჩემთვის ძალიან ძვირფასია?!

გთხოვთ, შედით ჩემს მდგომარეობაში. თქვენთვის ხომ სულერთია აქ იცხოვრებთ თუ

მეზობლად?

–თქვენ წარმოიდგინეთ და არც ჩემთვის არის სულერთი. ეს კარ–მიდამო ჩემთვისაც

ძალიან ძვირფასია და კიდევ ერთხელ გიმეორებთ არ ვყიდი! გთხოვთ წაბრძანდეთ!

ასეთი მოძალადე მყიდველი ჯერ არ მინახავს!–უკვე ხმას აუწია მანამ.

–ქალბატონო, ე. ი. სასტიკ უარზე ხართ? სულ ცოტათი მაინც არ გსურთ შეხვიდეთ

ჩემს მდგომარეობაში? ეს უბრალო ახირება არ არის, აქაურობა ჩემთვის ნამდვილად

ძვირფასია და თქვენ ამის გაგება არ გსურთ!-სტუმატი მასპინძელს არ ჩამორჩა და იგივე

რეგისტრში ხმამაღლავე დაუბრუნა პასუხი

20

-რა თქმა უნდა არ მსურს! ძალიან გთხოვთ დავასრულოთ ამ თემაზე საუბარი! მე

გადაწყვეტილებას არ შევცვლი!

-რახან ასეა დაიმახსოვრეთ ჩემი სახელი და გვარი. დრო მოვა და თქვენ ინანებთ

დღეს უარით რომ მისტუმრებთ. ადრე თუ გვიან აქაურობა მაინც ჩემი გახდება. მე

ყველანაირ ხერხს მივმართავ ეს კარ–მიდამო ჩემს ფლობელობაში რომ გადმოვიდეს!–

უკვე ბობოქრობდა სტუმარი და სიბრაზისგან ყველანაირ ეთიკის ზღვარს გადადიოდა.

–თქვენ რა მემუქრებით? ასე გგონიათ შემაშინებთ? ცდებით და თანაც მწარედ!

ბრძოლას მიცხადებთ? კეთილი და პატიოსანი, მე მზად ვარ! ოღონდ წინასწარ

გაფრთხილებთ, მერე არ ინანოთ.–მანამ გულიანად გადაიკისკისა.

–თუ გგონიათ რახან ქალი ვარ დამჩაგრავთ, ძალიან ცდებით? მე უკვე მიჩვეული ვარ

თქვენნაირ ადამიანებთან „ტკბილ“ და „მეგობრულ“ ურთიერთობებს, ასე რომ ჩემთვის

უცხო არა იქნება შერკინება! ვნახოთ ვინ აჯობებს?!

–ასეთ გულქვა ქალბატონს ჯერ არ შევხვედრივარ! იქნებ ჩემი ისტორია რომ

მოგესმინათ, მაშინ მაინც დაგეთმოთ სახლი. მაგრამ, არა, დარწმუნებული ვარ, ჩემი

მონათხრობი გულს ვერანაირად ვერ აგიჩუყებდათ და თქვენს პრინციპებს არ

დაგათმობინებდათ! თქვენ ხომ გულცივი და ამაყი თანამედროვე ქალბატონი

ბრძანდებით, რომელიც მხოლოდ იმაზე ფიქრობს არ დაჩაგრონ ან ვინმე არ მოერიოს.?!

ამ ჭიდილში და მამაკაცებთან გაუთავებელ ბრძოლაში კდებამოსილებას, სინაზეს და

სილაზათეს რომ კარგავთ ქალები– აზრადაც არ მოგდით!

–ბატონო, დენის! მამაკაცი ბრძანდებით და ნამდვილად არ შეგეფერებათ

ქალბატონისთვის ამდენი შეურაცხყოფის მიყენება. მაპატიეთ, მაგრამ ეს თქვენს

სისუსტეზე მიუთითებს. რა ხდება? მეჩვენება თუ უკვე შეშინდით და უკან იხევთ?–

ირონიულად ჰკითხა მანამ თვალი თვალში გაუყარა და დაამატა:

–სიმართლე გითხრათ სულ არ მაინტერესებს თქვენს მიერ გამოგონილი

სენტიმენტალური ისტორიის მოსმენა. ძალიან კარგად ვიცნობ თქვენი ტიპის

მამაკაცებს: საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად და მიზნის მისაღწევად

შეუძლიათ „ეშმაკსაც“ კი მიჰყიდონ სული!

–ქალბატონო, უკვე ზედმეტ უფლებებს აძლვთ საკუთარ თავს, გამოიჩინეთ მეტი

კორექტულობა!–გაბრაზებული დაიყვირა დენისმა.

–კიდევ მე მიმითითებთ კორექტული საქციელისკენ? სახლში შემომივარდით,

თქვენს სურვილებს თავზე მახვევთ, შეურაცხყოფას მაყენებთ და კიდევ მე გავჩერდე?

საკმარისია, მიბრძანდით აქედან! თქვენთან საუბარიც კი შეუძლებელია!–გაცოფებული

21

მანა პასუხს აღარ დაელოდა ისე შეაქცია დაუპატიჟებელ სტუმარს ზურგი და სახლისკენ

წავიდა.

–თქვენსას არ იშლით? კარგი, ბატონო! გაფრთხილებთ, წინ უკომპრომისი ბრძოლა

გელით!– მიაძახა დენისმა მანას და ეზოდან გავიდა.

თავი 5

ერთი თვე შესრულდა, რაც მანა თავის ვაჟთან ერთდ ისიათუში ჩავიდა

საცხოვრებლად. ლესლი ჯერ–ჯერობით ისევ ისილიში იყო და გადასვლას არ

ჩქარობდა.

მარტო დარჩენილი დედა–შვილი ნელ–ნელა უწყობდნენ ფეხს პატარა ქალაქის

რიტმს და იქაურ ცხოვრებას ეგუებოდნენ. მანა ისე იყო გართული სახლის სარემონტო

სამუშაოებით, სამშენებლო ბიზნესის წამოწყებაც კი გადაწყვიტა. ახლა მხოლოდ მისი

მეგობრის ლესლის თანხმობას ელოდებოდა.

ქალის პირად ცხოვრებაში პატარ–პატარა ძვრებიც შეინიშნებოდა. ახალგაზრდა

იურისტი, ბატონი ბონი ქალს გვერდიდან არ შორდებოდა და ღირსეულ მეგობრობას

უწევდა. მიუხედავად იმისა მანა ძლიერი ქალი იყო და არავის დახმარებას არ

საჭიროებდა, მამაკაცის თანადგომა მაინც სიამოვნებდა.

მანა ბედნიერი იყო იმითაც, რომ დამი რაც დრო გადიოდა მით ნაკლებად

წუწუნებდა და საყვედურობდა დედას. ბიჭმა, როგორც ჩანს სკოლაში ახალი მეგობრები

გაიჩინა და ისილიში გადასვლაზე აღარაფერს ამბობდა. ასე იყო თუ ისე ქალი

კმაყოფილი და ბედნიერი იყო თავისი ცხოვრების წესით. მას მხოლოდ ერთი რამ

აწუხებდა, ერთგული მეგობრის ლესლის გარეშე ყოფნა ძალიან უჭირდა.

გაზაფხულის მშვიდი და წყნარი დილა გათენდა.სახლში ზარის ხმა გაისმა.

შეშინებული მანა ფეხზე წამოიჭრა და კართან მივიდა. ის ასე დილა უთენია არავის

ელოდა:

–ვინ არის?–შეშინებული იკითხა მასპინძელმა

–ლესლი ვარ, კარი გამიღე!–გაისმა მეგობრის მხიარული ხმა.

მანამ კარი სასწრაფოდ გააღო და სტუმარს გადაეხვია.

22

–ნეტავ, იცოდე როგორ მომენატრე! რატომ არ გამაფრთხილე ჩამოსვლას თუ

აპირებდი?! აეროპორტში დაგხვდებოდი!–უსაყვედურა მან.

–რად მინდოდა დახვედრა?!ასე არ სჯობია?! სიურპრიზი მოგიწყვე! ვიცოდი

უცაბედი ჩამოსვლა უფრო გაგახარებდა და გაგამხიარულებდა.

–შენი ჩამოსვლა კი ძალიან გამიხარდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ ამხელა მანძილს

ტყუილად არ გამოივლიდა. რა ხდება ჩვენს თავს?

–არაფერი, ნუ ნერვიულობ! შენ, როგორც ჩანს, ისე ხარ გართული

„ხუროთმოძღვრებით“ საერთოდ დაგავიწყდა გილდიის წევრები რომ ვართ და თვეში

ერთხელ შეკრება გვაქვს. ნუთუ არ დაგირეკეს?

–მართალი ხარ, ახლა გამახსენდა! შენ რომ არ ჩამოსულიყავი ვაღიარებ, საერთოდ

თავიდან მქონდა ამოვარდნილი. ლეს, ისე მომეწონა მშენებლობა, გადავწყვიტე პატარა

სასტუმრო ავაშენო.

-ამას წინათ ქალაქგარეთ ვიყავი გასული და ჩემი გეგმების გახორციელებისთვის

შესაფერისი ადგილები შევათვალიერე! იმ მიწებზე ადრე თურმე უცხო ჯიშის ვენახები

ყოფილა გაშენებული და ჩემს წინაპრებს ეკუთვნოდათ. მევენახეობას და სოფლის

მეურნეობას მე არ ვაპირებ, მაგრამ დასასვენებელი კომპლექსის გასაშენებლად

ჩინებული ადგილია. გარშემო მთები, სამ–ოთხ კილომეტრში კი ლივლივა ზღვა.

დარწმუნებული ვარ მოგეწონება. ახლა რახან ჩამოხვედი, აუცილებლად გაჩვენებ. ხომ

იცი შენი აზრი რამდენად მნიშვნელოვანია ჩემთვის.

–მანა, შენ უკვე აღარ ხუმრობ! მართლაც გაგიტაცა მშენებლობამ თუ მამა–

პაპისეული მიწების დაბრუნების სურვილი უფრო გამოძრავებს? გამოტყდი!

–ერთიც და მეორეც. აქაურობა ძალიან მომწონს. ასეთი შეგრძნება მაქვს თითქოს

თავიდან დავიბადე. შენ აღარ აპირებ გადმოსვლას? ძალიან მაკლიხარ? მომიყევი რა

ხდება ისილიში.

–არაფერი, ყველაფერი ძველებურად არის. სულ ცოტა ხანში საქმეებს მოვაგვარებ და

მეც შემოგიერთდები. ახლა მითხარი სარემონტო სამუშაოები რა სტადიაშია? როდის

ჩაგვაბარებ სახლს?

–მე რომ ვფიქრობდი იმ დროში ვერ ვეტევი. კიდევ სამი–ოთხი თვე დამჭირდება.

ლეს, ძირფესვიანად ვაკეთებ ყველაფერს. რომ იცოდე იმდენი გაუთვალისწინებელი

გარემოება გამოიკვეთა, ერთი შეხედვით ვერც წარმოიდგენდი. უბრალო მუშასავით

ვშრომობ და ისე მსიამოვნებს თავადაც მიკვირს.

23

ქალბატონები სამზარეულოს მაგიდას მიუსხდნენ და მასლაათი ახლა ფინჯან

ყავასთან გააგრძელეს.

–ლეს, გილდიაში ხომ არ იცი რა ხდება? როგორც მითხრეს ერთი მხრივ შეკრებაა და

მეორეს მხრივ ვიღაც ახალი წევრების არჩევა იგეგმებაო? ნეტავ ვინ არიან? ხომ არ

უთქვამთ წინასწარ?

–არა, წარმოდგენა არა მაქვს. დღეს მათი წარდგენა და გაცნობა იქნება. ხვალ

კენჭისყრა ჩატარდება. როგორც მითხრეს ამით იხურება გილდიაში გაწევრიანება.

გამოდის ბოლო კანდიდატებს ვირჩევთ. პრეტენდენტი ოთხი წევრია, ჩვენ ორი

საუკეთესო უნდა შევარჩიოთ და ხვალ გავაწევრიანოთ.

–დღეს რომელ საათზეა შეკრება? გილდიიდან რომ დამიკავშირდნენ სწორედ მაშინ

ხის მასალას ვცლიდი. უნდა გამოგიტყდე, ისე ვიყავი საქმეში გართული არაფერი

მახსოვს.

–სამ საათზე. მანა, ასეთი უყურადღებობა, როგორ შეიძლება? მე რომ არ

ჩამოვსულიყავი ალბათ არც კი გაგახსენდებოდა. ეს კი ჩვენს იმიჯზე ცუდად

იმოქმედებდა. როგორი თვისება გაქვს, ერთ რამეს რომ აკეთებ ისე ხარ ჩაფლული,

გარშემო სხვა არაფერი არ გაინტერესებს.

–შენი იმედი მაქვს, ჩემო ძვირფასო და იმიტომაც ვიქცევი ასე უპასუხისმგებლოდ,

მაპატიე!-გაიღიმა მანამ და მეგობარს მოეხვია

–ლეს, არ გაბრაზდე, დღეს სამ საათზე ვერაფრით წამოვალ!

-რატომ?-გაკვირვება ვერ დამალა სტუმარმა

-სანტექნიკოსები მყავს დაბარებული. მიწაში ძველი მილები გასკდა და

აუცილებლად უნდა გამოვცვალო. ამის გამო ისედაც რამოდენიმე დღე დამეკარგა.

ვფიქროვ, ჩემი წამოუსვლელობით არაფერი დაშავდება. რაც მთავარია, შენ ხომ იქნები.

გთხოვ, რაღაც მიზეზი მოიფიქრე!

–კარგი, რაღაცას მოვიფიქრებ.შენთან შეწინააღმდეგებას აზრი მაინც არ აქვს.

დარწმუნებული ვარ ისე მოიქცევი, როგორც გაქვს გადაწყვეტილი. ახლა დამიზე მიამბე,

როგორ არის? მართლა აღარ აპროტესტებს აქ ცხოვრებას?

–თავიდან ძალიან განიცდიდა და ცოტ–ცოტას წუწუნებდა. რა სასაცილოა, პატარა

კაცი! ერთი მხრივ, ძალიან ცდილობდა ორთვიანი შეთანხმება არ დაერღვია, სიტყვა არ

გაეტეხა, მეორე მხრივ აქ გადმოსვლით უკმაყოფილებას ვერ მალავდა. ეს ბოლო ხანია,

აღარაფერს ამბობს. არ ვიცი, მართლა მოეწონა აქაურობა თუ შეგნებულად ხმას არ

24

იღებს. ნუთუ დროის გასვლას ელოდება? რა ხდება ვერაფრით ვხვდები. ლეს,

შენებურად ყველაფერი გამოკითხე, გაიგე რა აქვს გადაწყვეტილი?

–კარგი, გავარკვევ. ახლა ის მომიყევი შენს პირად ცხოვრებაში რა ხდება.

„ერთგული“ მეგობარი როგორ გყავს?

–ბონი? მშვენივრად! ვურთიერთობთ, ვმეგობრობთ. თუ რაიმე მჭირდება

ყოველთვის მზად არის დამეხმაროს.

–ეს ყველაფერი ზედაპირულად,გასაგებია! მაგრამ შენ ის მითხარი გულში რა ხდება?

–ნუ ღელავ, ჯერ–ჯერობით არაფერი. ლეს, არ დაგიმალავ, ძალიან მომწონს,

თითქოს დადებითი პიროვნება ჩანს, ჭკვიანი, განათლებული,ცდილობს არაფერი

შეეშალას, მაგრამ რაღაც გულს არ ეკარება. უფრო სარფიან პარტიად განიხილება,

ვიდრე.....

–ვიდრე მამკაცად, რომელიც შეიძლება შეგიყვარდეს არა? ძალიანაც კარგი. ბონს,

სიმართლე გითხრა ჩემი მეგობრები დიდად არ აქებენ. როგორც გჩვევია,აჩქარებისგან

და სწრაფი გადაწყვეტილებების მიღებისგან, თავი შეიკავე. ჯერ ძალიან ცოტა დროა

გასული.

–ლეს, ნუ დარდობ! ჩვენი ურთიერთობა მეგობრობიდან სხვა ფაზაში რომ

გადაიყვანოს თავადაც არ ჩქარობს. ასე რომ ჯერ–ჯერობით პირად ცხოვრებაში

სიმშვიდე და სიწყნარეა. შენსკენ რაიმე ხომ არ შეცვლილა? ის ბედოვლათი ხომ არ

დაბრუნებულა?

–არა, და რომც დაბრუნდეს აღარ მივიღებ! ჩემი ცხოვრების საუკეთესო წლები

შევწირე მის ლოდინს! ასეთი გადაუწყვეტელი და გაორებული არსება არჩი რომ არის

მეორე არ მინახავს. ხომ არ შეიძლება შვიდი წელი ვერ გაარკვიო რა გინდა? გიყვარს თუ

არა ქალი ამის გაგებას რა უნდა? მე ვფიქრობ, როგორც შენთვის ბონია კარგი პარტია, მეც

მისთვის მხოლოდ კარგი პარტია ვიყავი და მეტი არაფერი. ამ წლების მანძილზე

უბრალოდ უკეთესი ვერ იპოვა და სწორედ ამიტომ არც ვეთმობოდი და თავსაც ვერ

მანებებდა. მე კი სულელი, ყურებამდე შეყვარებული მზად ვიყავი დავლოდებოდი

რამდენი ხანიც უნდოდა. შედეგად მივიღე ის რომ ამ ასაკში მარტო დავრჩი: არც შვილი,

არც ოჯახი...

–ლეს,ისეთი შეყვარებული იყავი სხვა მამაკაცებს კაცებად ვერ აღიქვავდი და აბა რა

იქნებოდა? არჩის იქით არ იყურებოდი. რამდენს გთხოვდი და გემუდარებოდი თავი

დაგენებებინა, ამოგეგდო გულიდან. მაგრამ არაფერი გესმოდა, არაფრის გაგონება არ

გინდოდა. სიყვარულისგან დაბრმავებული იყავი.

25

- ადამიანი ალბათ თავად უნდა მიხვდეს და განსაჯოს რა უნდა. როგოროც ჩანს

დროის ფაქტორიც გარკვეულ როლს თამაშობს-ნაღვლიანად დაამატა ლესლმა

-მე ბედნიერი ვარ შენგან ამას რომ ვისმენ. იცი, რატომღაც მეგონა გული ისევ

მიგიბრუნდებოდა მისკენ, კვლავ აღადგენდი ურთიერთობას. მსგავსი რამ ერთხელ

მომხდარა თუ ორჯერ?

–მანა, სრული პასუხისგებლობით გეუბნები ყველაფერი დასრულდა.

–დასრულდა და ძალიანაც კარგი!

-ახლა დამის ადგომის დროა, სკოლაში უნდა წავიდეს. ლეს, მიდი გააღვიძე, რომ

დაგინახავს, ხომ იცი როგორ გაუხარდება. მე კი წასასვლელად მოვემზადები. დღეს

უამრავი საქმე მაქვს. საღამოს შევხვდებით!

-მახარებს შენი შემართება! ვხედავ, ძველი მანა დაბრუნდა!-ირონიულად გაეღიმა

სტუმარს და დამის გასაღვიძებლად ოთახიდან გავიდა

-ლეს, ყურადღებით შეათვალიერე და გაარკვიე ვინ იქნებიან ჩვენი მომავალი

პარტნიორები? თვალები კარგად გაახილე, რა იცი რა ხდება? ხომ გაგიგონია: უიღბლო

სიყვარულის საუკეთესო წამალი, ახალი სიყვარულიაო! - მხიარულად მიაძახა მანამ

თავი 6

მანამ მეგობარი სახლში დატოვა, ბავშვი სკოლაში მიიყვანა და სამშენებლო

მასალების შესაძენად წავიდა. ის იყო დატვირთული მანქანით სახლს მიუახლოვდა, გზა

გადაკეტილი დახვდა. ორი უზარმაზარი ტრაილერი მეზობელ სახლთან ისე

უხერხულად იდგა გავლა შეუძლებელი იყო. მანა შეეცადა გაერკვია რა ხდებოდა,

მანქანიდან გადავიდა და ის იყო მუშებთან გასაუბრებას აპირებდა ნაცნობი სახე

შენიშნა. ქალი შედგა, ნამდვილად არ სურდა ამ ადამიანთან შეხვედრა, მაგრამ უკვე

გვიანი იყო.

–ქალბატონო, რამ შეგაწუხათ, გადაწყვეტილება ხომ არ შეცვალეთ?

–არა, ბატონო, დენის და არც არასდროს შევცვლი!

-მე კი თქვენთვის სასიამოვნო სიურპრიზი მაქვს! შეგამჩნიეთ ჩემი დანახვა ძალიან

„გაგეხარდათ“ და შევეცდები უფრო მეტად გაგაბედნიეროთ. თქვენი მეზობელი გავხდი

26

და გპირდებით უფრო ხშირად მოგიწევთ ჩემი ხილვა! - დენისს დამცინავი ღიმილი

დასთამაშებდა სახეზე.

-ახლა მითხარით რამ შეგაწუხათ? როგორც მეზობელი მზად ვარ დაგეხმაროთ!–მან

ბოლო ფრაზა ისეთი ირონიით წარმოსთქვა, მანამ ინანა მანქანიდა რომ გადმოვიდა.

–თქვენი ტრაილერები ისეა ჩახერგილი უბრალოდ შეუძლებელია გზის

გაგრძელება. იქნებ კეთილი ინებოთ და გაათავისუფლოთ სავალი ნაწილი. უამრავი

საქმე მაქვს და აქ ტყუილად ლოდინს ნამდვილად არ ვაპირებ!–მანა ცოტათი შეყოვნდა

და შემდეგ გააგრძელა:

–ბატონო დენის, არ შემიძლია არ ავღნიშნო ის ფაქტი, როგორ გამახარა თქვენმა

გადაწყვეტილებამ. სიმართლე გითხრათ ნამდვილად არ ველოდი ასე ოპერატიულად

თუ გაითვალისწინებდით ჩემს რჩევას და მეზობლად სახლს შეიძენდით–ქალმა ეს

ყოველივე ისეთი დამცინავი ტონით წარმოსთქვა, დენისს სურვილი გაუჩნდა

მეზობელი კიდევ უფრო მეტად გაებრაზებინა.

–ქალბატონო,თქვენი სახელი არ ვიცი, თუ მეტყვით მადლობელი დაგრჩებით!

–მანა–მოკლედ მოუჭრა მან

–ქალბატონო,მანა მე ყველანაირად ვეცდები გზა რაც შეიძლება მალე

გაგითავისუფლოთ, მაგრამ სამწუხაროდ ორი–სამ საათზე ადრე ვერ მოხერხდება.

მასალებია გადმოსატვირთი, მაპატიეთ.-დენისი ის იყო წასვლას აპირებდა, უეცრად

მკვეთრად შემობრუნდა და ირონიული ტონით დაამატა:

-სანამ დაგემშვიდობებით მინდა დავძინო, რომ ჩვენი პირველი ერთობ

„სასიამოვნო“ შეხვედრის შემდეგ, მე გადავწყვიტე თქვენი რჩევები ზედმიწევნით

გავითვალისწინო. გულწრფელად გპირდებით შედეგით კვლავ არაერთხელ

გაგახარებთ! მშენებლობის დასრულებას უმოკლეს ვადებში ვაპირებ. ეჭვი არ მეპარება

სულმოუთქმელად ელით როდის ავაშენებ სახლს და როდის გავხდები თქვენი

მეზობელი!–დენისმა გულიანად გადაიხარხარა.

–თქვენ რა, საერთოდ ჭკუიდან შეიშალეთ! თუ ხუმრობთ მე საერთოდ არ მეცინება.

გზა გაათავისუფლეთ თორემ სათანადო ორგანოებს მივმართავ! ეჭვი არ მეპარება ისინი

გაიძულებენ დაიცვათ ელემენტარული წესრიგი.

–ქალბატონო მანა, ხომ სწორედ მოგმართავთ? სანამ მანქანას ჩამოვცლი უნდა

დამელოდოთ. სახლი აშენებული რომ მქონდეს აუცილებლად შეგიპატიჟებდით

ფინჯან ყავაზე, მაგრამ ახლა მანქანაში მოცდა მოგიწევთ. თქვენი დახმარების დიდი

სურვილი მაქვს, მაგრამ სამწუხაროდ თავს ზევით ძალა არ არის. თუ გნებავთ მიმართეთ

27

სათანადო ორგანოებს, მათ ადამიანური ენით ავუხსნი და დარწმუნებული ვარ

ყველაფერს გაიგებენ.

–თქვენ გინდათ თქვათ, რომ ადამიანური ენა მე არ მესმის? რატომ გსიამოვნებთ

განუწყვეტლივ ჩემი შეურაცხყოფის მოყენება? ეს თქვენს გაუზრდელობაზე და დაბალ

ინტელექტზე მიუთითებს. ახლავე დავრეკავ სადაც საჭიროა!

–ქალბატონო, მანა, გაფრთხილებთ, ვერაფერს მიაღწევთ, სულ ტყუილად

გაირჯებით. გაიხედეთ, მუშებს მანქანის დაცლა უკვე დაწყებული აქვთ. რომ მოვიდნენ

პოლიციის თანამშრომლები რას იზავენ, დამაჯარიმებენ? ეგ არის და ეგ. ტრაილერს

მაინც ვერ გადაწევენ! ასე რომ სჯობს ნერვებს გაუფრთხილდით, მანქანაში ჩაჯექით და

მშვიდად დაელოდოთ!–დენისი ზეიმობდა ქალზე გამარჯვებას. ომის მოგება იცოდა

ჯერ ძალიან შორს იყო, მაგრამ ამ უმნიშვნელო შერკინების წარმატებით დასრულება

კაცს დიდ ბედნიერებას ანიჭებდა.

მანა მიხვდა დენისთან ჭიდაობას აზრი არ ჰქონდა: ჯერ სანამ პოლოცია მოვიდოდა,

მერე სანამ გაარკვევდა რა ხდებოდა.... ერთი სიტყვით ტყუილად ლოდინს და აბაზარი

მეზობლის გამარჯვებული სახის ყურებას აზრი არ ჰქონდა. ამიტომ ის მანქანაში ჩაჯდა

და იქაურობას სწრაფად გაეცალა.

–„ამ გიჟს ვის გადავეყარე?–ფიქრობდა მანა და თან მანქანას მიაგელვებდა– ბედი არ

გინდა, თან ზუსტად ცხვირწინ რომ დამისახლდა?! ჩემი ბრალია, თავად შევთავაზე ეს

მიწის ნაკვეთი ეყიდა?! მაგრამ რას ვიფიქრებდი ასეთი არანორმალური თუ იქნებოდა?

არადა ერთი შეხედვით მშვენიერი სიმფათიური და მომხიბვლელი კაცია. არც უვიცობის

და გაუზრდელობის ეტყობოდა რამე?! როგორც ჩანს მისი სურვილი ყველაზე და

ყველაფერზე მაღლა დგას! წარუმატებლობას ვერ ეგუება. რახან საწადელს ვერ მიაღწია

ბრძოლა სწყურია! ომი გინდა ბატონო, დენის? მიიღებ! აქამდე ამაზე არ მიფიქრია და

სიმართლე გითხრა, პირველი შეხვედრის შემდეგ საერთოდაც არ გამხსენებიხარ?!

კეთილი და პატიოსანი ვიღებ შენს გამოწვევას და მიფრთხილდი!“

„მისი სურვილი ყველაზე და ყველაფერზე მაღლა დგას! ეს ფრაზა აშკარად მეცნობა!

–გაიფიქრა მანამ და ირონიულად გაეღიმა.

–ლესლი მიმეორებს ხშირად, როგორ არ უნდა მეცნოს?! რატომ ვბრაზობ? ამ

არანორმალურს მამაჩემის სახლის ყიდვა რომ დაესწრო, ალბათ ჭკუიდან გადავიდოდი!

მართლაც ყველანაირ ხერხს ვიხმარდი, რომ სახლი ხელში ჩამეგდო! მე საფუძვლიანი

მიზეზი მაინც მაქვს ჩემი წინაპრების აშენებული სახლია და რაღაც პერიოდი თავადაც

ვცხოვრობდი. მაგრამ ეს ვიღას დაეკარგა? რატომ არის ასე ძალიან დაინტერესებული

აქაურობის შეძენით? ვერ გავიგე?“

28

–„უფ, რა დროს დენისია?! იმდენი საქმე და საფიქრალი მაქვს! ნეტავ ვიცოდე ტვინს

ტყუილად რატომ ვიჭეჭყავ და ნერვებს რატომ ვიშლი?! ვიღაც უზნეო კაცს რატომ უნდა

ჩემი სახლის ყიდვა რაში მაინტერესებს? ეს არის ადამიანი, რომელიც წინააღმდეგობებს

ვერ იტანს. როგორც კი დაბრკოლება შეხვდება ყველაზე და ყველაფერზე ბრაზობს!–

მანას ისევ გაეღიმა. ისევ ლესლის სიტყვებს ვიმეორებ, რომელსაც ხშირად ამბობს კვლავ

ჩემი მისამართით. ნუთუ ეს გიჟი ხასიათით მართლა ასე მგავს?

–აი, ახლა ვხვდები რატომ ვერ გავუგეთ ერთმანეთს და პირველივე

შეხვედრისთანავე რატომ ვიჩხუბეთ. როგორც ჩანს ბევრი საერთო თვისება გვაქვს!

ბუნების კანონიდან გამომდინარე ერთნაირი მუხტის მატარებელი საგნები ერთმანეთს

განიზიდავენ! ახსნაც მარტივია! აი თურმე რა საჭირო ყოფილა სკოლაში ფიზიკის

სწავლა!- მანამ ირონიულად გაიღიმა და ფიქრთა მსვლეოლბას კვლავ სერიოზული

გამომეტყველებით მიჰყვა

-კარგი, მაშინ ასე ძალიან თუ მგავს მარტივ ლოგიკას მივყვეთ: საინტერესოა, რატომ

უნდა ჩემი სახლის ყიდვა?! ფაქტი სახეზეა, თავად ისიათუდან არ ბრძანდება, ადრე მისი

წინაპრები აქ ვერ იცხოვრობდნენ. გასაყიდი სახლები გარშემო უამრავია. ნეტავ რა უნდა,

რა მიზანი ამოძრავებს, რა არ ასვენებს?! - მანა შეფიქრიანებული სახით გზას გაჰყურებდა

და მანქანას მექანიკურად გაუაზრებლად მიაგელვებდა.

-ჩემი აზრით ამ ყოველივეს ერთადერთი ახსნა აქვს: ადრე ნახა, მოეწონა, ყიდვა

გადაწყვიტა და დააგვიანდა. სახლი რომ მომწონებოდა მეც ხომ ზუსტად ასე

მოვიქცეოდი! გაყიდული რომ დამხვედროდა ათასგვარ სისულელეს მოვიფიქრებდი

ხელში ჩასაგდებად. ეს არის და ეს! სხვა ახსნა ნამდვილად ვერ ვხდები რა უნდა ჰქონდეს!

ნეტავ ვიცოდე მისი უზნეო საქციელის უკან რა იმალება!

-არაფერი....- თავის დასმულ კითხვას თავადვე პასუხობდა ქალი

-აბა, მამამისის აშენებული რომ არა არის ეს მეც ხომ კარგად ვიცი!–უცებ მანას

ნაღვლიანმა ჩრდილმა გადაუარა. ის შეკრთა და მანქანა უნებლიედ მკვეთრად

დაამუხრუჭა. წამით სახეზე თითქოს ყველა ნერვი აუთამაშდა. ქალს ეტყობოდა რაღაცამ

სერიოზულად ააფორიაქა. აშკარა იყო მანას სურდა სასწრაფოდ გათავისუფლებულიყო

იმ „რაღაცისგან“, მაგრამ მისი დაძაბულობის ხარისხით თუ ვიმსჯელეთ ვერ ახერხებდა.

ბოლოს მან როგორც იქნა ღრმად ამოისუნთქა და თავი რამოდენიმეჯერ გააქნია.

–სისულელეა! სი-სუ-ლე-ლე! შეუძლებელია! –აღმოხდა ქალს. მერე უეცრად

გაეცინა, საათს დახედა, მანქანა დაქოქა და დაძრა:

–ღმერთო ჩემო, რა დრო გასულა?! იმედია გზა გათავისუფლებული დამხვდება.

ამდენ ხანში ორ მანქანას კი არა მთელ ეშელონს დაცლიდა კაცი.

29

მანა არ შემცდარა. გზა თავისუფლებული დახვდა. მუშები ეზოში

დაფუსფუსებდნენ. ახალი მეზობელი კი აღარსად ჩანდა.

თავი 7

კარგად გვარიანად იყო შებინდებული მანა სახლში დაღლილ–დაქანცული

დაბრუნდა. მას ერთი სული ჰქონდა ლესლი ენახა და თავისი „ახალგამომცხვარი“

მეზობლის ამბავი მოეყოლა, თან ძალიან აინტერესებდა,როგორ ჩაიარა ბიზნესმენებთან

შეხვედრამ. საბედნიეროდ მეგობარი შინ დახვდა.

–მანა, რატომ დაიგვიანე ასე ძალიან?

–მაპატიე, ლეს, ჩემი ბრალი არ არის. ერთ გიჟს გადავეკიდე, უფრო სწორედ რომ

ვთქვათ ის გადამეკიდა და საშველს არ მაძლევს. დილით გზა გადამიკეტა და საქმეები

ამიტომაც გამეწელა გვიან ღამემდე.

მანამ მეგობარს დაწვრილებით მოუყვა დენისთან ურთიერობის შესახებ.

–აბა, ახლა მითხარი როგორ მოვიქცე? ბრძოლა გამომიცხადა და ყველანაირად

ცდილობს ნერვები მომიშალოს.

–მანა, რაც მოყევი იქედან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ორი ვარიანტია: ერთი,

ნამდვილად არ არის ფსიქიურად გაწონასწორებული ადამიანი და რახან მისი

სურვილის შესრულებას წინ გადაეღობე, ყველანაირ ხერხს მიმართავს წყობილებიდან

გამოგიყვანოს, თავისი გაიტანოს და პოზიცია დაგათმობინოს; და მეორე, შესაძლოა

რაღაც სხვა ინტერესი აქვს ამ სახლთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენთვის ჯერ–

ჯერობით უცნობია. სიმართლე გითხრა ძალიან საინტერესოა რასთან გვაქვს საქმე?

გთხოვ, ფრთხილად იყავი რამე შარში არ გაგხვიოს!

–კარგი რა ლესლი! ალბათ სწორედ ამაზე აქვს გათვლა, რახან ქალი ვარ ფიქრობს

დამაფრთხობს და უკან დამახევინებს. აი შენ ხომ უკვე შეგეშინდა და სიფრთხილისკენ

მომიწოდებ?!

–შესაძლებელია! ჩემნაირი ადამიანი ალბათ უკან დაიხევდა. თვალში მაინც არ

შეეჩხირებოდა. მაგრამ შენ!....–ქალს გაეცინა. ის ბატონი შენ არ გიცნობს კარგად, ჩემო

მანა!– ლესლის კვლავ გაეცინა– თან არ იცის შენ რაც უფრო მეტ წინააღმდეგობას

აწყდები, მით მეტად აზარტში შედიხარ. აი, რა ვერ გაითვალისწინა შენმა ახალმა

30

მეზობელმა. ისე მართლა საინტერესოა რატომ უნდა მაინდამაინც ჩვენი სახლის ყიდვა?

შენ რას ფიქრობ?

–არ ვიცი. ერთი აზრი ამეკვიატა. სანამ ყველაფერს არ გავარკვევ არაფრის თქმა არ

მინდა.

–ოოოოო, როგორ გიყვარს იდუმალებით მოცილი ამბები?! ბავშვობიდან ასე იყავი.

უზომო ფანტაზია გქონდა. მახსოვს ისეთ საოცარ ისტორიებს იგონებდი, მაგიჟებდი. და

რაც ყველაზე საინტერესოა მაჯერებდი. კარგი ამ ეტაპზე შენთვის შეინახე, არაფერს არ

გკითხავ. სამაგიეროდ მე მაქვს რაღაც–რაღაცეები მოსაყოლი.-იდუმალებით მოცული

ხმით ნახევრად გასაგებად დაიჩურჩულა ლესლიმ

-მეგობარო, მეჩვენება თუ თვალებში კვლავ ამურის ნაპერწკლები აკიაფდნენ?-

შესძახა მან და მეგობარს დაჟინებული მზერა მიაპყრო

- მანა, ერთი ნახვით ადამიანის მოწონების გჯერა?

–რაა, ეს რა მესმის? მე თავად არ განმიცდია,მაგრამ ამბობენ: არა მარტო მოწონება,

არამედ ერთი ნახვით შეყვარებაც კი შესაძლებელიაო. გამოტყდი, ვინ არის ის

ბედნიერი?

–მანა, საოცრად დაბნეული ვარ საიდან დავიწყო არ ვიცი! ერთი სიტყვით,

გილდიაში ხვალ ბოლო წევრების მიღებაზე ჩატარდება კენჭისყრა. სულ ოთხი

პრეტენდენტი ფირმაა. აქედან ერთი ისილიდან არის, დანარჩენები, სხვადასხვა

ქალაქებიდან. დღეს მოხდა მათი პრეზენტაცია და გაცნობა. გახსოვს, ადრე როგორც

ჩვენი იყო. აუცილებლად უნდა ყოფილიყავი! შენს გამო ძალიან უხერხულ სიტუაციაში

ჩავვარდი.

–თემას ნუ ცვლი ლეს, პირობას გაძლევ მომავალში ყველა სხდომას დავესწრები. შენ

ის მითხარი, მეც რომ ვიცოდე, ხვალ ბოლო წევრს ვირჩევთ და ამის შემდგომ აღარავის

არ ექნება შესაძლებლობა რომ გაწევრიანდეს ჩვენს გილდიაში?

– კი, ხვალ ბოლო წევრის კენჭისყრა ჩატარდება. ხმათა უმრავლესობით გადაწყდება

მათი გაწევრიანება. მე ყველაზე მეტად ისილიდან ჩამოსული კომპანიის

წარმომადგენელი მომეწონა. როგორც გაირკვა ორი ძმა უძღვება ამ ფირმას და საკმაოდ

წარმატებულები არიან.

-არ დაგიმალავ და მშვენიერი პრეზენტაცია ჰქონდა. ძალიან ჭკვიანი და

გონებაგახსნილი კაცი ჩანს, უამრავი საინტერესო იდეები აქვს. ერთი სიტყვით ძალიან

მომეწონა! ამ კაცის ფონზე სხვა დანარჩენი ფირმები საერთოდ არ გამოჩდნენ და

31

საოცრად უღიმღამონი მეჩვენენ. მანა, ჩვენი ორი ხმა აუცილებლად მათკენ უნდა

წავიდეს.

–მოიცა, ვერ გავიგე, აბა ორი ძმაო. შენ ერთზე ყვები. და საერთოდ დავიბენი?!

-ლეს, ჯერ ის მომიყევი ვინ მოგეწონა და მერე განვიხილოთ გილდიის ამბები. მე

შენი პირადი უფრო მაინტერესებს!

–მანა, რა სულსწრაფი ხარ! სწორედ იმ ადამიანზე გიყვები ვინც მომეწონა. ეს

ახალგაზრდა „ქერი@დენი კომპანი“–ს ერთ–ერთი მფლობელია. პრეზენტაციაზე

თვითონ მარტო იყო, ძმა ხვალ ჩამოვა. მანა, იცი რა სიმპატიური კაცია! ჩემი თავის მე

თვითონ მიკვირს ასე რამ გადამრია: მაღალი, ახოვანი, მხარბეჭიანი, შავგვრემანი,

უზარმაზარი კუპრივით შავი მოელვარე თვალებით და სწორი, ოდნავ კეხიანი

ცხვირით!

–შენ აპოლონ ბელვედერსკის მიღწერ თუ ბიზნესმენს?!–მანამ გულიანად

გადაიკისკისა.

–არ მჯერა?! ლესლი, ეს შენ ხარ? ყოჩაღ, არ დაუტყვევები ხარ ერთი ნახვით?!

გამოტყდი, მისი იდეები უფრო მოგეწონა თუ თავად ბიზნესმენი?!

–ბოროტო, ნუ დამცინი! ხომ გეუბნები მე თავადაც არ ვიცი რა დამემართა.

ოფიციალური სხდომის შემდეგ ყველასთან მოვიდა, გაგვესაუბრა. ძალიან სასიამოვნო

და საინტერესო მოსაუბრეა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ამ ადამიანს მთელი

ცხოვრებაა ვიცნობდი. ვიღაცას ძალიან მაგონებს და ვერფრით მივხვდი ვის?

–გაები, ჩიტო, მახეში?! ლეს, იქნებ შენი მოხიბვლა წინასწარ განიზრახა,ხმა რომ

მისცე? ცოტა წინდახედულობა გამოვიჩინოთ. ასე უცებ ნუ აყვები ემოციებს!

-არა მგონია? ასეთი ფლიდი ნამდვილად არ ჩანს!

-კარგი, ბატონო! იყოს ნება შენი, გავაწევრიანოთ გილდიაში, მაგრამ შენს

კეთილგანწყობას ამ ეტაპზე ასე აშკარად ნუ გამოაჩენ. ხვალ მეც ვნახავ, ერთი კარგად

შევათვალიერ-შემოვათვალიერებ! ძალიან მაინტერესებს, ნეტავ ვინ არის ასეთი მაგარი,

ეს აისბერგივით ცივი ქალი ასე უცაბედად რომ მოგხიბლა?!

მეგობარი დუმდა. სამწუხაროდ ამ ეტაპზე საკუთარი ემოციების თავადაც უკვირდა

და პასუხი არ ჰქონდა.

–ლესლი, სხდომა რომელ საათზეა დანიშნული?

–სამზე და არ დაიგვიანო!

32

–არ არსებობს, საქმეები მაქვს! ასე მეგონა საღამოს იქნებოდა!

-მანა, დაგვიანება და მითუმეტეს გაცდენა დაუშვებელია!

- კარგი, ნუ მიყურებ ასე გაბრაზებული! აუცილებლად მოვალ!

–შენ იმ სახლმა თავი დაგაკარგვინა. არაფერი გაინტერესებს რემონტის გარდა!

-ნუ ბრაზობ, მოვალ! აუცილებლად მოვალ!

შუა ღამე გადასული იყო მეგობრები დასაძინებლად რომ წავიდნენ. მაგრამ

სამწუხაროდ ძილი არც ერთს არ ეკარებოდა: ლესლი ბიზნესმენზე ფიქრობდა, მანა კი

„ახალგამომცხვარ“ მეზობელზე. აშკარა იყო, დენისი სერიოზულად იყო განწყობილი

მასთან საბრძოლველად და უკან არაფერზე დაიხევდა. შესაბამისად ქალიც სათანადოდ

უნდა მომზადებულიყო- დღევანდელივით კვლავ მარცხი რომ არ განეცადა.

თავი 8

მანა დილით ადრე ადგა. სამ საათზე დანიშნულმა გილდიის სხდომამ გეგმები

აურია: პირველ რიგში სარემონტო სამუშაოები უნდა მოეგვარებინა,ხოლო შემდეგ

ბიზნესმენებთან შესახვედრად სათანადოდ მომზადებულიყო. ამიტომ ის სახლიდან

ადრიანად გავიდა და დამის წაყვანა ლესლის სთხოვა.

ქალი ის იყო სახლს უახლოვდებოდა, გზა კვლავ სამშენებლო საქონლით

დატვირთული მანქანებით ჩახერგილი დახვა. მანამ გრძელი და გამაყრუებელი

სიგნალი მისცა, მაგრამ ამ ქმედებას შედეგი არ მოჰყოლია. მეზობლის კარ-მიდამოში

მოფუსფუსე მუშებმა ერთი ალმაცერად გამოხედეს და საქმე აუღელვებლად განაგრძეს.

–ამის მოთმენა აღარ შეიძლება!–წამოიძახა გაცეცხლებულმა ქალმა და მანქანიდან

გადმოვიდა. ის მშვიდად მივიდა მძღოლთან და ბრძანებლური ტონით მიმართა:

–ხუთ წუთში გზა თუ არ გექნებათ გათავისუფლებული ჩემს თავზე პასუხს არ ვაგებ!

გეფიცები,ისეთ ფოიერვერკს მოგიწყობთ მთელი ცხოვრება რომ გახსოვდეთ! ბოლოს და

ბოლოს ერთ ჯარიმას მეც გადავიხდი!

–ქალბატონო, ადრიანად იმიტომ მოვიტანეთ სამშენებლო მასალა, არავინ

შეგვეწუხებინა. რას ვიფიქრებდით თუ თქვენც ასე უთენია მოხვიდოდით. ახლა ცოტა

ხანი უნდა მოითმინოთ, სხვა გზა არ არის. მუშებს ვერ მოვაცდენ!–თქვა მამაკაცმა,

რომელიც როგორც ჩანს მშენებლობას ხელმძღვანელობდა.

33

–უკვე საკმარისია, ჩემს თავზე პასუხს აღარ ვაგებ!–იყვირა მანამ და ერთ–ერთ

მანქანასთან მივიდა. ყველა დაბნეული უყურებდა გააფთრებულ ქალს.

–გადმოდი მანქანიდან, სასწრაფოდ!–დაუყვირა მძღოლს. კაცს აზრადაც არ მოსვლია

ბრძანების შესრულება, მაგრამ ქალმა უკან აღარ დაიხია და წინანდელზე უფრო

ხმამაღლა იყვირა:

–გადმოდი, თორემ პოლიციას გამოვუძახებ! არასწორი პარკირებისთვის და ქალთან

უდიერი მოპყრობის გამო გეფიცები, ისეთ ჯარიმას აგკიდებ მთელი ცხოვრება ვერ

გადაიხადი!

დაბნეულ მძღოლს წინააღმდეგობა აღარ გაუწევია ისე დაემორჩილა ბრძანებს. მანას

გასაღების თხოვნა აღარ დასჭირდა, რადგან მანქანაში დახვა. ის მარდად დაჯდა

უზარმაზარი ტრაილერის საჭესთან, საკეტი გადაატრიალა და დანარჩენ მძღოლებს

დაუყვირა:

–ხუთ წუთს გაძლევთ დროს! თუ გზას არ გაათავისუფლებთ რაც მოგივათ,საკუთარ

თავებს დააბრალეთ!– მანამ ფრაზა დაასრულა თუ არა მანქანა პირდაპირ ერთად

შეჯგუფული მუშებისკენ დაძრა.

შეშინებული ხალხი აქეთ –იქეთ დაიფანტა.

–ქალბატონო, შეჩერდით! გთხოვთ!–ყვიროდნენ შეშინებული მძღოლები და

მუშები.

მანამ მანქანის ძრავი გამორთო და სალონიდან გადმოსძახა:

–ვიმეორებ,ხუთ წუთში სავალ ნაწილს თუ არ გაათავისუფლებთ, ჩემს თავზე პასუხს

არ ვაგებ! წამზომი ჩართულია, სასწრაფოდ იმოქმედეთ! -ყვიროდა გაცეცხლებული.

სულ რაღაც ათ წუთში ქალის მოთხოვნა შესრულებული იყო.

-წინასწარ გაფრთხილებთ, მეორეჯერ აღარ გაბედოთ გზის გადაკეტვა!–ამაყად

გასძახა შეკრებილებს შედეგით კმაყოფილმა და საჭეს მიუჯდა.

მანა ბედნიერი გამომეტყველებით მიადგა საკუთარი კარ-მიდამოს ალაყაფის

კარებს და გამარჯბული სახით გადმოვიდა მანქანიდან!

-ესეც ასე, რევანში აღებულია!-დასძინა ნახევრად გასაგებად და წინა დღისაგან

განსხვავებით ეზოში თავაწეულმა შეაბიჯა.

დრო ისე მალე გავიდა ქალმა ვერც კი შენიშნა. საათს რომ დახედა უკევე ორი

სრულდებოდა:

34

–ღმერთო ჩემო, ვაგვიანებ!–წამოიძახა შეშინებულმა, ხელოსნებს მოკლე

მითითებები მისცა და სასწრაფოდ მანქანაში ჩაჯდა.

ოთხის ნახევარი იქნებოდა მანას მანქანა ოცსართულიანი შენობის წინ რომ გაჩერდა.

ქალი ავტომობილიდან მკვირცხლად გადმოვიდა და სწრაფი ნაბიჯით ფოიესკენ

გასწია. ის იყო ლიფტს უახლოვდებოდა, უცებ უცხო ხმა შემოესმა:

–ქალბატონო, მოიცადეთ ერთი წუთით!

მანა მობრუნდა და ახალგაზრდა საკმაოდ სიმფათიური მამკაცი დაინახა.

–ქალბატონო, მანქანიდან რომ გადმოდიოდით საფულე დაგივარდათ. ისე სწრფად

შემოხვედით შენობაში ძლივს დაგეწიეთ! ეს თქვენია?–უცნობმა ქალს მოწითალო ნივთი

გაუწოდა.

–ღმერთო ჩემო, როდის დავკარგე?–მანამ თავისი საფულე იცნო.

–უღრმესი მადლობა! თქვენ თავად არ იცით როგორ დამეხმარეთ! საფულე რომ

დამეკარგა რამდენი ბარათის აღდგენა დამჭირდებოდა დაფიქრებაც კი მზარავს?! სულ

ცოტა ორი კვირა ხელ–ფეხ შეკრული ვიქნებოდი, არადა პირადობის მოწმობიდან

დაწყებული ყველაფერი აქ მიდევს! კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა! თქვენ კეთილი

რაინდივით მომევლინეთ!

–რას ბრძანებთ, ქალბქტონო, მე უბრალოდ შევნიშნე მანქანიდან რომ

გადმოდიოდით საფულე დაგივარდათ! არანაირი საგმირო საქმე მე არ ჩამიდენია!

ამ საუბარში იყვნენ, რომ ლიფტის კარი გაიღო. ორივე კაბინაში შევიდა.

–რომელ სართულზე მიბრძანდებით?–იკითხა მამაკაცმა.

–მეოცეზე!–მოკლედ უპასუხა ქალმა

–უპრიანი იქნება გავიცნოთ ერთმანეთი, წინააღმდეგი ხომ არ იქნებით? ქერი, –

წარმოთქვა უცნობმა და ხელი გაუწოდა.

–მანა,–მოკრძალებულად უპასუხა ქალმა.

–მანა, რა უცხო სახელი გაქვთ! სიმართლე გითხრათ აქამდე არ მსმენია!

–მართალი ბრძანდებით. ეს შემოკლებული სახელი მამამ დამარქვა. ისე კი მარია–

ანა მქვია!–მორიდებით გაიღიმა მან და დიდრონი თვალები ოდნავ დახარა.

მანას აშკარა იყო ძალიან მოეწონდა ახალი ნაცნობი. მართლაც რომ წარმოსადეგი

და საკმაოდ სიმფატიური კაცი იყო ბატონი ქერი! ლამაზი ნამდვილად არ იყო, მაგრამ

35

მის მამაკაცურ გარეგნობაში სიძლიერე და ვაჟკაცობა იგრძნობოდა. ღია წაბლისფერი

გრძელი უკან გადავარცხნილი თმა, თაფლისფერი წვრილი თვალები და დაბალზე

გაკრეჭილი ოდნავ წითური წვერი მის გარეგნობას რაღაცნაირ განსაკუთრებულ შარმს

ჰმატებდა. ვერცერთი მანდილოსანი ვერ ჩაუვლიდა მას გულგრილად.

–ქალბატონო მანა, ნუთუ აქ მუშაობთ?

-არ შეიძლება? ასე რატომ გაგიკვირდათ?

-თუ უზრდელობაში არ ჩამომართმევთ, დაუფარავად მოგახსენებთ. ჩემი ნება რომ

იყოს თქვენნაირი მომხიბლავი მანდილოსანი მოდის ბიზნესით უფრო უნდა იყოს

დაკავებული ვიდრე მშენებლობით და მრეწველობით! ამ შენოში კი, როგორც ვიცი,

თანაც მეოცე სართულზე, მხოლოდ ბიზნესგილდიაა განთავსებული! ახლა არ

მითხრათ, რომ ისიათუს გილდიის წევრი ბრძანდებით და სამ საათზე თქვენც

დანიშნულ სხდომაზე მიგეჩქარებათ!–ჰკითხა ქერიმ

–მართალი ბრძანდებით!–გაეცინა ქალს– საიდან იცით გილდიის სხდომა, რომ

იმართება? შემთხვევით თქვენც ამ შეკრებაზე დასასწრებად ხომ არ მიდიხართ?–

ეშმაკურად იკითხა ქალმა.

–სწორედაც, რომ სხდომისთვის ჩამოვედი ისილიდან. დღეს გაირკვევა მიგვიღებენ

თუ არა ისიათუს გილდიაში მე და ჩემს ძმას. სწორედ მისი დაჟინებული თხოვნით ვარ

დღეს აქ. სიმართლე გითხრათ, აქამდე დიდი სურვილი არ მქონდა ამ პატარა ქალაქში

ბიზნესის წამოწყების, მაგრამ თქვენთან შეხვედრის მერე, მოხარული ვიქნები თუ

გავწევრიანდებით ამ ორგანიზაციაში! თქვენ, უკვე ხართ გილდიის წევრი, თუ

ჩემნაირად პრეტენდენტი ბრძანდებით?

–მე უკვე გახლავრთ ამ ორგანიზაციის წევრი! ბატონო ქერი, ისეთი სიკეთე

გამიკეთეთ ჩათვალეთ თქვენ და თქვენს ძმას ჩემი ხმა კენჭისყრის დროს

გარანტირებული გექნებათ. მანას ლესლის თხოვნა საერთოდ ამოუვარდა თავიდან.

–ქალბატონო, მე საფულე იმისთვის ნამდვილად არ მომიტანია დაუმსახურებლად

ხმა რომ მომეპოვებინა. მაგრამ არ დაგიმალავთ და გამოგიტყდებით: საოცრად

სასიამოვნო მოსასმენია ჩემს მხარდაჭერას რომ აპირებთ!–ეს წარმოთქვა თუ არა ქერმა,

ლიფტის კაბინა მეოცე სართულზე გაჩერდა და კარი გაიღო. მამაკაცმა ჯენტლმენურად

ქალს გზა დაუთმო და ორივე სხდომათა დარბაზისკენ წავიდნენ.

უზარმაზარ, ფართო ფანჯრებიან მზისაგან გაჭახჭახებულ ოთახში, მრგვალი

მაგიდის გარშემო ყველას განკუთვნილი ადგილი დაეკევებინა. მხოლოდ ორი სკამი

იდგა ცარიელი, ისეთი შთაბეჭდილება დაგრჩებოდა თითქოს მანას და ქერის მისვლას

ელოდნენ.

36

მანამ უცებ თვალი მოავლო დამსწრე საზოგადეობას, ლესლი მოძებნა და მის

გვერდით ცარიელ სკამზე დაეშვა.

–ძალიან ვნერვიულობდი, სად იყავი ამდენ ხანს? დენისის ძმის თვითფრინავმა

უამინდობის გამო ჩამოფრენა დააგვიანდა. კიდევ კარგი მას ველოდით, თორემ შენს

გამო კვლავ უხერხულ მდგომარეობაში აღმოვჩნდებოდი. უკვე აღარ ვიცოდი რა უნდა

მომეგონებინა.–გაბრაზებული სახით გადაულაპარაკა ლესელიმ მეგობარს

–ნუ ნერვიულობ, რაც მთავარია არავის მოვუკითხივარ! აბა ახლა დამანახე შენი

ფავორიტი რომელია? ლეს, ხმის მიცემა ორ პრეტენდენტზე შეიძლება?

-არა!

- სანამ აქ შემოვიდოდი ერთ ადამიანს პირობა მივეცი ჩემი ხმის იმედი გქონდეს-

თქო! მერე მოგიყვები, არ გამიბრაზდე და არ გეწყინოს, გთხოვ!

ლესლმა გაკვირვებული შეხედა მანას! მაგრამ ამ დროს სხდომის თავმჯდომარის

ხმა გაისმა:

–ბატონებო, ვითხოვ თქვენს ყურადღებას. დღეს ჩვენს გილდიაში ჩატარდება

კენჭისყრა, რომლის შედეგადაც აირჩევა ორგანიზაციის ბოლო წევრი! ამიტომ

მოგიწოდებთ სწორი და სამართლიანი არჩევანი გააკეთოთ...–სანამ გილდიის

თავმჯდომარე თავის შესავალ სიტყვას დაასრულებდა, მანამ მაგიდის გარშემო

მსხდომებს გადახედა. ძალიან უნდოდა ქერისთვის თვალი კიდევ ერთხელ შეევლო.

ქალმა შეფარვით დაიწყო მაგიდის გარშემო მსხდომი საზოგადოების დათვალიერება.

აი ქერიც დაინახა. მანამ ნაზად გაუღიმა, ის იყო მზერა მის გვერდით მჯდომი

მამაკაცისკენ გადაიტანა, რომ უცებ გაშეშდა, საკუთარ თვალებს არ უჯერებდა.

–ბატონებო, მოემზადეთ ღია კენჭისყრისთვის!–შემოესმა მანას თავმჯდომარის

მჭახე ხმა.

გვერდში მჯდომმა ლესლმა, გაოგნებულ მანას ხელი წაჰკრა:

–რა გჭირს, არ დაგემართა?

მაგრამ სამწუხაროდ პასუხი ვერ მიიღო.

სხდომის თავმჯდომარემ თავისი საქმიანობა მონოტონურ, ჩვეულ ტემპში

განაგრძოდა და დამსწრე საზოგადოებას კიდევ ერთხელ ღია კენჭისყრისკენ მოუწოდა.

ის სათითაოდ ასახელებდა კანდიდატებს და ხმებს ითვლიდა. მანა უკვე გამეხებული

სახით უყურებდა მის წინ მჯდომ მამაკაცს და არ იცოდა რა გადაწყვეტილება მიეღო.

37

დენისიც ცოტა არ იყოს დაიძაბა. გილდიის სხდომაზე „მტრის“ ასეთ უეცარ

გამოჩენას ნამდვილად არ ელოდა. ბედის უკუღმართობით გაოგნებული, უკვე თავადაც

აცნობიერებდა, რომ მისი წარმატების გასაღები კვლავ ამ ჯიუტი და მოურჯულებელი

ქალის ხელში აღმოჩნდა.

დენისი მიხვდა, რომ უკვე მეორეჯერ გადაიკვეთა მათი გზები და

მოწინააღმდეგისაგან განსხვავებიდ ის კვალა არასახარბიელო პოზიცაში იყო.

მეტოქეები ამჯერად პირისპირ ისხდენენ და გამჭოლი მზერით ერთმანეთს თვალს არ

აშორებდნენ.

დენისმა იგრძნო ნელ-ნელა გულისცემა როგორ უხშირდებოდა, სული ეკვროდა და

სუნთქვა როგორ უჭირდა. სხდომის სხვა წევრებს მისთვის აღელვება, რომ არ შეენიშნათ,

უცებ დაიხარა და ძმას რაღაც გადაულაპარაკა. ქერიმ გაკვირვებული სახით შეხედა

მანას. ქალმა უხერხულად იგრძნო თავი და თვალები ძირს დახარა.

სხდომათა დარბაზში კენჭისყრა დასასრულისკენ მიდიოდა. მანა და ლესლი ყველა

დასახელებულ კანდიდატს უარყოფით პასუხს აძლევდნენ.

–და ბოლოს კენჭისყრაში მონაწილეობას იღებენ „ქერი@დენი კომპანი“–ს

წარმომადგენლები: ბატონი დენისი და ქერი რივალიხეები–დინჯად განაგრძობდა

თავმჯდომარე, თან გილდიის წევრებს არჩევნებში მონაწილეობისაკენ მოუწოდებდა.

მანა ისეთი დაძაბული იჯდა, ხვდებოდა რომ ყურში არაფერი ესმოდა. სანამ ორჯერ არ

გაიმეორეს მისი სახელი გონზე ვერ მოვიდა:

–ქალბატონები მანა და ლესლი „მანა გროუფი“–დან თქვენი გადაწყვეტილება

გაგვაცანით თუ შეიძლება. მხარს უჭერთ „ქერი@დენი კომპანი“–ს გაწევრიანებას ჩვენს

გილდიაში, თუ პირიქით წინააღმდეგი ბრძანდებით?

–მე წინააღმდეგი ვარ!–წარმოსთქვა მანამ და დენისს გამჭოლი მზერა სტყორცნა.

დიახ, მის წინ სწორედ აბეზარი მეზობელი დენისი იჯდა. რაც არ უნდა სამწუხარო

ყოფილიყო მისი დაუძინებელი „მტერი“ იმ ადამიანის ძმა აღმოჩნდა, რომლის მიმართაც

მანა პირველივე შეხვედრისთანავე კეთილად განეწყო, და რომელსაც კენჭისყრის დროს

დახმარება აღუთქვა. და ბოლოს დენისი, სწორედ ის ადამიანი იყო, რომელიც ლესლის

წინა დღით ასე ძალიან მოეწიონა.

ლესლი გაოგნებული უყურებდა თავის პარტნიორს და ვერაფრით ხვდებოდა მისი

თხოვნის მიუხედავად რატომ შეცვალა მანამ გადაწყვეტილება.

–ლეს, შენ რაც გაქვს გადაწყვეტილი ისე მოიქეცი. დადებითი პასუხი მიეცი! მე

ყურადღებას ნუ მომაქცევ, საქმის ვითარებას მოგვიანებით აგიხსნი–გადაუჩურჩულა

მანამ.

38

–ქალბატონო ლესლი, თქვენი ხმა როგორც აღმოჩნდა გადამწყვეტია.

–მე თანახმა ვარ „ქერი@დენი კომპანი“ რომ გაწევრიანდეს ჩვენს გილდიაში. –

წარმოსთქვა ქალმა და მეგობარს გახედა.

–სწორედ მოიქეცი ლეს! მე მიხარია ჩემმა გადაწყვეტილებამ რომ არ დაგაბნია!–

უთხრა მანამ და მეგობარს ხელი მოუჭირა.

–ღია კენჭისყრა დასრულდა! ხმის დამთვლელმა კომისიამ გამარჯვებული

გამოავლინა. მხოლოდ ერთი ხმის უპირატესობით ჩვენი გილდიის სრულუფლებიანი

წევრები გახდნენ ბატონები ქერი და დენის რივალიხეები, რასაც მათ დიდი სიხარულით

ვულოცავ. სხდომას კი დახურულად ვაცხადებ!–დაასრულა თავისი გამოსვლა

თავმჯდომარემ.

დამსწრე საზოგადოება მყისვე წამოიშალა. ისინი დენისთან და მის ძმასთან

მიდიოდნენ და გილდიაში გაწევრიანებას ულოცავდა. მანა ადგილიდან არ იძროდა.

–გამაგებინე დღეს რატომ იქცევი ასე არაადეკვატურად? ყველა ჩვენ გვიყურებს.

უხერხულია, წამოდი მივულოცოთ.კენჭისყრის დროს ისედაც საოცრად დავაბნიეთ

ხალხი. –გადაუჩურჩულა ლესლიმ მეგობარს.

–მე არ მინდა, შენ წადი–გაჯიუტდა მანა.

–რა ბზიკმა გიკბიდა, მილოცვას წინ რა უდგას! არ ვიცი თქვენს შორის რა ხდება,

მაგრამ გინდა არ გინდა ერთად თანამშრომლობა მოგვიწევს და მათთან შეხვედრას

ვერსად გაექცევი, წამოდი!–ლესლიმ მანას ხელი მოჰკიდა და ძმებისკენ წაიყვანა.

–გილოცავთ, ბატონებო ,კეთილი ყოფილიყოს თქვენი მობრძანება ჩვენს დიდ

ოჯახში!–დაიწყო ლესლიმ,–დენის როგორც მივხვდი ბატონი ქერი, თქვენი ძმაა არა?–

ქალმა გაიღიმა და გასაცნობად ხელი გაუწოდა.

–დენისის უფროსი ძმა, ქერი რივალიხი! თქვენ რომ არა ახლა მილოცვებს ალბათ

სხვა კომპანია მიიღებდა. დიდ მადლობას მოგახსენებთ ნდობისთვის! თქვენი სახელი?

–ქერიმ ხელი ჩამოართვა ქალს და გაუღიმა.

–ლესლი ვოროგი, ეს კი ჩემი და გახლავთ მანა!

–ჩვენ ერთმანეთი უკვე გავიცანით! როგორც ჩანს,ქალბატონი მანა თქვენგან

განსხავებით სწრაფად ცვლის გადაწყვეტილებებს.–საყვედურის ტონით წარმოსთქვა

ქერმა

მანა გაუნძრევლად იდგა და ხან ქერის, ხანაც დენისს გამჭოლი მზერით თვალს არ

აშორებდა.

39

–ბატონო, ქერი, მართალი ბრძანდებით მე შეიძლება ჩემი გადაწყვეტილებით იმედი

გაგიცრუეთ, მაგრამ მერწმუნეთ, რომ მომესურვებინა დღეს ჩვენი გილდიის წევრი არც

თქვენ და არც თქვენი ძმა არ იქნებოდით. მე და ლესლი, ერთმანეთან შეუთანხმებლად

არაფერს ვაკეთებთ!-უცებ ასანთივით აენთო მანა.

-და კიდევ დავსძენ. ჩემმა დამ რომ იცოდეს, ბატონი დენისი ვინ არის, გარწმუნებთ

ხმას არ მოგცემდათ. ამიტომ სანამ წინასწარ დასკვნებს გააკეთებთ, სჯობს თქვენს ძმას

გაესაუბროთ.–მანა სიბრაზისგან თვალებიდან ნაპერწკლებს ყრიდა. ის ახლა დენისს

მიუბრუნდა:

–ბატონო დენის, დარწმუნებული ვარ, ჩემს ადგილზე რომ ყოფილიყავით სულ

სხვაგვარად მოიქცეოდით! ერთი წუთითაც არ მეპარება ეჭვი იმაში, რომ თქვენს ხმებს

აუცილებლად ჩვენს საწინააღმდეგოდ გამოიყენებდით.

–ბატონო ქერი,–ახლა მეორე ძმას მიუბრუნდა–სწორედ თქვენთვის მოცემული

პირობა გახდა იმის მიზეზი, რომ ლესლიმ ხმა მოგცათ. სწორედ ჩვენი წყალობით, ახლა

აქ ბრძანდებით და მილოცვებს იღებთ! ასე რომ თქვენგან საყვედურს ნამდვილად ვერ

მივიღებ! შემდეგისთვის დაიმახსოვრეთ „მანა გროუფი“ პირობას არასოდეს არღვევს!–

გამძვინვარებული მანა მკვეთრად შემოტრიალდა და სწრაფი ნაბიჯით დატოვა

დარბაზი.

დაბნეული ლესლი და ქერი დენის შესცქეროდნენ.

–რა ხდება თქვენს შორის დენ, შენ მაინც ამიხსენი? –გაკვირვებული მიმართა ქერიმ

ძმას.

–გრძელი ისტორიაა, მერე მოგიყვები. ქალბატონო ლესლი, მადლობა მინდა

გადაგიხადოთ მხარდაჭერისთვის და დღეს საღამოს ჩვენს გაწევრიანებსთან

დაკავშირებით გამართულ ვახშამზე დაგპატიჟოთ.–მორიდებით წარმოსთქვა დენმა.

–მადლობა,მაგრამ როგორც ჩანს ვერ მოვახერხებ. ბატონო დენის, მემგონი მივხვდი

ვინც ბრძანდებით!მიუხედვად მანას თხოვნისა, ეს ყოველივე ცოტა ხნით ადრე, რომ

მცოდნოდა, მერწმუნეთ სულ სხვა გადაწყვეტილებას მივიღებდი. ჩემი დის მტერი ჩემი

მტერიცაა. ახლა კი კარგად ბრძანდებოდეთ.

–დენისს, რა მტრობაზეა ლაპარაკი? რას ერჩი ამ ანგელოზივით ქალებს? გამაგებინე

ბოლოს და ბოლოს რა ხდება? ესოდენ უსუსურად და შეურაცხყოფილად არასდროს

მიგრძვნია თავი. რა „საგმირო“ საქმეები ჩაიდინე ამ მოკლე ხანში?

–ახლა არ შემიძლია,მერე მოგიყვები. მანა ერთ რამეში მართალია: დღეს მას რომ

ჰქონდა შანსი, მსგავს მე ხელიდან ნამდვილად არ გავუშვებდი! ზუსტად ვიცი არ

40

დავინდობდი!–ჩაილაპარაკა დენისმა და საკუთარი სიტყვების შერცხვა. მიუხედავად

წარმატებისა, მან თავი მაინც დამარცხებულად იგრძნო.

თავი 9

ახალგაზრდა ქალბატონები „ქერი@დენი კომპანი“–ს მიერ გამართულ წვეულევაზე

არ წავიდნენ.ორივე საშინლად დათრგუნული და სევდიანი ჩანდა. ისინი ხმის

ამოუღებლად ისხდნენ და ჩაის მიირთმევდნენ. ბოლოს დუმილი მანამ დაარღვია:

–ლეს, კარგი რა, ნუ დარდობ, ვინ არ შემცდარა?ასეთი ხანმოკლე შეხვედრის მერე,

საიდან უნდა მიმხვდარიყავი როგორი ადამიანი იყო?

–მანა, ჩემს თავზე ვბრაზობ, ასე სწრაფად როგორ მომხიბლა და ამაცუნდრუკა

ამხელა ქალი! მართალია, გუშინ სულ რაღაც სამი საათით ვიყავით ერთად, მაგრამ

ისეთი წესიერი, ჭკვიანი და კარგი ადამიანის შთაბეჭდილება დატოვა, ვერც კი

წარმოვიდგენდი ასეთი საძაგლობოების ჩადენას თუ შეეძლობდა! დღესაც სანამ სხდომა

დაიწყებოდა კარგა ხანი ერთად ვისხედით, ვმუსააფობდით, უამრავ თემას შევეხეთ და

განვიხილეთ. შთაბეჭდილება დამრჩა თითქოს თავადაც მოხარული იყო ჩემთან

ყოფნით. რა სულელი ვარ?! - გაოცებას ვერ მალავდა ლესლი

–მანა, ხომ ვიცი რაც გაგიკეთა! იმის ნაცვლად გავბრაზდე და შემეზიზღოს ვხდები,

მაინც ძალიან მომწონს! გამოგიტყდები, ახლაც არ ვარ მის მიმართ გულგრილი. რა ვქნა

არ ვიცი?! აშკარაა, ჩემს თავს ვერ ვერევი! მინდა არ მინდა მაინც სულ დენისზე ვფიქრობ!

როგორ მოვიქცე, მირჩიე?

–კარგი, დაწყნარდი,ასე ძალია ნუ ნერვიულებ?! მეც საოცრად დაბნეული ვარ! ქერი

მომეწონა! მიუხედავად იმისა ჩემთვის არაფერი დაუშავებია ვხვდები, ძმის გამო

მასთანაც არ შეიძლება ურთიერთობა.

–მანა, ერთი რამ ვერ გავიგე! რატომ მოისურვე გილდიაში მათი გაწევრიანება?

ჩვენთვის უკეთესი არ იქნებოდა მეც უარყოფითი პასუხი მიმეცა? ერთმანეთს

აღარასოდეს აღარ შევხდებოდით! ხომ იცოდი ჩემი ხმა გადამწყვეტი რომ იყო?

–ლეს, სიმართლე გითხრა ამაზე ალბათ ბევრმა ფაქტორმა იმოქმედა: პირველი ის,

რომ შენ ძალიან გინდოდა დენისი გილდიის წევრი ყოფილიყო და ჩემთან

დაპირისპირება რომ არა, ახლა ბედნიერი სახით, წვეულებაზე მის გვერდით იქნებოდი;

-მეორეც ის, რომ ქერის მხარდაჭერა აღვუთქვი და არ მინდოდა სიტყვა გამეტეხა;

41

-მესამე ის, როგორადაც არ უნდა გაგიკვირდეს, მიუხედავად ყველაფრისა დენისზე

გული ცუდს მანიც არ მეუბნება.

- და ბოლოს, არის კიდევ ერთი ფაქტორი რატომაც ხმა მიგაცემინე, მაგრამ ჯერ ნუ

მკითხავ. სანამ ბოლომდე არ გავარკვევ, მოდი ეს ჩემს პატარა საიდუმლოდ დარჩეს.

ცოტა დრო მომეცი და ყველაფერს ნათელი მოეფინება.

–ბავშვობიდან დამღალა შენმა საიდუმლოებებმა. მანა, იცი რა გადავწყვიტე, სანამ

შენ აქ ამ აბურდულ „გორგოლას“ გამობურდავ, მანამდე მე ისილიში ვიცხოვრებ!

-ჩინებული გადაწყვეტილებაა!

-ახლავე დავრეკავ აეროპორტში!–ლესლიმ ტელეფონი აიღო და ის იყო ბილეთი

უნდა დაეჯავშნა, უცებ მობრუნდა, მის წინ მჯდომ მანას შეხედა და უთხრა:

–მშიშარა და ცუდი ვარ არა? ასეთ რთულ ვითარებაში გტოვებ და გავრბივარ! შენ ასე

ხომ არასდროს მოიქცევი?

–ლესლი, დამშვიდდი! სწორი გადაწყვეტილებაა! მეც მირჩევნია ისილიში ყოფნა.

ასე უფრო წყნარად ვიქნები!

-დენისი უდაოდ მომხიბვლელი მამაკაცია და ყოველდღე მასთან შეხვედრა ძალიან

გაგიჭირდება. შენ ასეთი აღელვებული და თავგზააბნეული შეყვარებულობის დროსაც

არ ყოფილხარ! რა ვიცი ალბათ არსებობს ერთი ნახვით მოწონება! დაბრუნდი ისილიში,

მე აქ მშვიდად და წყნარად გავარკვევ ყველაფერს! პირობას გაძლევ, ყოველ საღამოს

ჩაგაბარებ პატაკს!–მანა გაიჭიმა და სამხედროს მოსამსახურესავით ხელი თავთან

მიიტანა. ორივეს გულიანად გაეცინა.

–ლეს, არ ვიცი რატომ, მაგრამ ამ რთულ სიტუაციაშიც კი გული კარგს მიგრძნობს!-

დაამატა ფრთხილად მან და იმედიანი მზერა მიაპყრო მეგობარს.

–გიჟი ოპტიმისტი ხარ! რაც აქ გადმოხვედი საოცრად შეიცვალე!იმედგაცრუებული

და დეპრესიული მანა შარშანდელი თოვლივით გაქრა. მისი ადგილი ძლიერმა, ამაყმა

და ბედნიერმა, წინათ რომ ვიცნობდი, ისეთმა ქალმა ჩაანაცვლა და მე ეს ძალიან

მახარებს!

-ლეს, დამის ეწყინება შენი წასვლა! როგორი გახარებული იყო აქ რომ იყავი!

-გეთანხმები, ბავშვს ნამდვილად გულს დავწყვეტ. ნეტავ გენახა როგორი

ენთუზიაზმით მათვალიერებინებდა ქალაქს, მიყვებოდა ათასგვარ ისტორიებს!ცოტა არ

იყოს გაკვირვებული ვუსმენდი და ყურებს არ ვუჯერებდი.-გაეღიმა ლესლის.

42

-მართლა, ხომ არ გაგირკვევია ჩემი შვილი ამ ბოლო დროს ისილიში გადასვლაზე

ხმას რატომ არ იღებს? ასე მგონი მასაც მოეწონა აქაურობა.

–სულ დამავიწყდა მეთქვა. ამ დღეების ორომტრიალმა თავბრუ ისე დამახვია

დამისთან საუბრის შესახებ რომ მომეყოლა სულ ამომივარდა თავიდან. მანა, შენი ვაჟი

შეთანხმების ექვსი თვით გადაწევას აპირებს.

–რატომ, ექვსი თვის მერე რა ხდება? რატომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება ხომ არ

გიკითხავს?

–ვკითხე და ბევრი რამ გავარკვიე! როგორც აღმოჩნდა მის ჯგუფში ისილიდან ახალი

გოგონა გადმოსულა. დამიმ მითხრა: „ძალიან სუსტი, ნაზი და დაუცველი ადამიანის

შთაბეჭდილებას ტოვებსო. რომ შემოვიდა კლასში მომეჩვენა თითქოს ყველასი და

ყველაფრის ეშინოდაო.“ ერთი სიტყვით გოგონა დამის გვერდით დაუსვამთ. შენს

ვაჟკაცს ეს პაწაწა არსება შეცოდებია და დახმარება და მეგობრობა შეუთავაზებია. ისიც

სიამოვნებით დათანხმებია და ახლა სწორედ მარიას და მამამისს უნდა უმადლოდე

დამი ხმას რომ არ იღებს.

–მარია და მამამისი ექვს თვესთან რა კავშირშია, ვერ მივხვდი.

–მარიას მამა ისიათუში ბიზნესის ასაწყობად გადმოსულა.როგორც ჩანს, გოგონა

შენი შვილივით განიცდიდა საცხოვრებლის და სკოლის შეცვლას. ვფიქრობ, დამიმ

ურჩია მას მშობლებთან შეთანხმება დაედო. მარიას მამასაც გაუფორმებია შვილთან

შეთანხმება, მხოლოდ დროის ხანგრძლივობა ორი თვის ნაცვლად ექვსი თვით

შეუცვლია. შენი შვილი, როგორც ნამდვილი ჯენტლმენი, ქალს განსაცდელში მარტოს

ხომ არ მიატოვებს?! ასე რომ სულ ცოტა ხანში დამი მოგადგება და შეთანხმებას ექვსი

თვით გადაგაწევინებს. ახლა მიხვდი რატომ არ იღებს ვაჟბატონი ხმას ისილიში

გადასვლაზე!

–მივხვდი და ძალიანც მიხარია! ექვსი თვის მერე რა მოხდება კაცმა არ იცის. ყოჩაღ,

მარიას მამას, არ ვიცნობ,მაგრამ უკვე პატივს ვცემ! ერთი დიდი პრობლემისგან

გამათავისუფლა! ლეს, როგორ გგონია ჩვენს ბიჭს შემთხვევით მარია ხომ არ შეუყვარდა!

–არა, თავიდან მეც შემეპარა ეჭვი და ვკითხე, მაგრამ დამი არც კი დაფიქრებულა

სასტიკი უარი მტკიცა და თან შემარცხვინა: „როგორ იფიქრე?! ხომ გითხარი ჩემი

მეგობარიაო! მე და ის მსგავს სიტუაციაში აღმოვჩნდით და კარგად გვესმის

ერთმანეთისო. თან ორივე ისილიდან ვართ და ესეც გვაერთიანებსო.“ შენი შვილი

ძალიან დაჭკვიანებული და დაბრძენებული მომეჩვენა!

–ლეს, სიმართლე გითხრა არ მინდა შენი გაშვება! მომენატრები ძალიან! სახლის

რემონტით ისე ვარ დაკავებული ბონის გარდა ვერავისთან ვერ ვურთიერთობ!

43

–უი, ბონი რომ უნდა მენახე სულ დამავიწყდა. არ გამოჩენილა?–იკითხა ლესლიმ

–როგორ არა, დღე არ გავა რომ არ დამირეკოს.ძირითადად იქ მაკითხავს, ერთად

ვსადილობთ, ვსაუბრობთ და როგორც დიდი ხნის მეგობრები ისე ვურთიერთობთ. მე

თუ მკითხავ ძალიანაც სწორად იქცევა, სისწრაფე ამ საქმეში არცერთს არ გვარგებს!

–მართალი ხარ! ათასჯერ უნდა გაზომო და ერთხელ გაჭრა. ჩემნაირად დაუდევრად

კი არ უნდა მოიქცე დანახვისთანავე რომ გადავეშვი სიყვარულის მორევში!

–კარგი რა! უბრალოდ ძალიან რთული პეროიდი გაქვს და გინდოდა ყურადღება

სხვა რამეზე გადაგეტანა. დარწმუნებული ვარ ისილიში ჩასვლისთანავე დაგავიწყდება

ბატონი დენისი! მეც იგივე არ გავაკეთე? სარემონტო სამუშაოებით ისე დავკავდი, სულ

მალე მივხვდი სხვა დანარჩენზე საფიქრალი დრო აღარ მქონდა. ასე ნელ–ნელა

მდგომარეობიდანაც გამოვედი. ლეს, მე და შენ ერთად ისეთი ძლიერები ვართ,

დამიჯერე ეს ორი შეშლილი ვერაფერს დაგვაკლებს!

–ვიცი და ეჭვი არ მეპარება! ბრძოლა უნდათ, ვიბრძოლოთ!გპირდები ისილიში

მალე მოვილევ საქმეებს და შემოგიერთდები.ამ ვეშაპებთან მართლა მარტო ხომ არ

დაგტოვებ!

–ხომ იცი სანამ ერთად ვართ, ვერავინ მოგვერევა!–უთხრა მანამ და მეგობარს

გადაეხვია.

თავი 10

გილდიის სხთომათა დარბაზიდან გამოსულ ძმებს სახეზე სიხარულის ნაცვლად

სევდა ეტყობოდათ. რა იყო მათი დაღონების მიზეზი, ჯერ–ჯერობით თავადაც ვერ

აცნობიერებდნენ, მაგრამ ერთი რამ ნათელი იყო, მათ მიერ გამართულ წვეულებაზე,

სწორედ ის ადამიანები არ მივიდოდნენ, ვისი დანახვაც ყველაზე მეტად

გაუხარდებოდათ. ძმები ხმის ამოუღებლად მანქანაში ჩასხდნენ და გეზი სასტუმროსკენ

აიღეს, იქ სადაც დროებით დენისის „რეზიდენცია“ იყო განთავსებული.

დუმილი უფროსმა ძმამ დაარღვია:

–დენ, არაფერს მომიყვები? რა მტრობაზეა ლაპარაკი? რა ხდება თქვენს შორის?

როგორ ფიქრობ არ უნდა ვიცოდე? რატომ დუმხარ?

–მოგიყვები, მაგრამ სიმართლე გითხრა ამ გადმოსახედიდან მრცხვენია და ვიცი

არასწორედ მოვიქეცი. მოყოლაც მიჭირს, მაგრამ კარგად გიცნობ, სანამ ჩემგან

44

ამომწურავ ინფორმაციას არ მოისმენ, ვიცი არ მომეშვები. ამიტომ სჯობს

„აღსარება“დროზე ჩაგაბარო.

დენისმა ღრმად ამოისუნთქა და ძმას ყველაფერი დაწვრილებით უამბო.

–ქერი, ხომ იცი რა იმპულსური ხასიათი მაქვს. ადამიანი რაც უფრო მეტ

წინააღმდეგობას მიწევს, მით უფრო მეტად მიმძაფრდება ბრძოლის სურვილი. ეს გიჟი

ქალიც, როგორც ჩანს ჩემნაირი ხასიათის აღმოჩნდა და რქებით დავეტაკეთ ერთმანეთს.

კი, ვაღიარებ ზედმეტი მომივიდა, მაგრამ, საერთოდ არ მოისურვა ჩემი მოსმენა! ამან

უფრო მეტად გამაბრაზა და გამაგიჟა!

–რა აბდა უბდას მიყვები! ვერაფერი გავიგე! მოგწონს მანა და იმიტომ ეჩხუბე, თუ

სხვა მიზეზი არსებობს, რომელიც არ ვიცი. შენი მონაყოლიდან სწორედ ასეთი

შთაბეჭდიელება მრჩება.

–არა ქერი, რა მოწონებაზეა ლაპარაკი?! ვაღიარებ, საკმაოდ მომხიბლავი ქალია,

მაგრამ საქმის ვითარება სულ სხვაგვარადაა.

–იქნებ დამდო პატივი და უფრო დაწვრილებით კიდევ ერთხელ ამიხსნა! მე

დარწმუნებული ვარ მოგწონს და წინააღმდეგობას რომ გიწევს სწორედ ეს გაგიჟებს!

–არა, მანა არ მომწონს! დაწყნარდი მისი და, ლესლი მომეწონა! რა ჩაიციკლე

მოგწონს, მოგწონს..... არ არის ასე!

–აბა, მაშინ მითხარი ქალს ცხოვრებაში პირველად ნანახი უცნობი მამაკაცისთვის

რატომ უნდა გადაეცა ახალნაყიდი სახლი, ან რატომ უნდა დაინტერესებულიყო მისი

პრობლემებით?

-დენის, მანასი არ ვიცი, მაგრამ მე მართლა ძალიან მაინრესებს ასეთი რა

გულისამაჩუყებელი ისტორიის მოყოლას აპირებდი, სრულიად უცნობ ადამიანს

შენთვის სახლი რომ დაეთმო?!

–ქერი ეს სახლი ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს!–წამოიძახა დაუფიქრებლად

დენისმა.

–შენ ხომ არ შეიშალე ჭკუიდან?! შემომხედე ერთი! მე, უფროს ძმას, რომელმაც შენს

შესახებ ლამის შენზე მეტი ვიცი, რას მეუბნები, რომ სრულიად უცხო ქალაქში ერთხელ

ნანახი სახლი შენთვის ბევრს ნიშნავს? ბავშვობაში გადავარდი? ისევ გჯერა შენს მიერ

გამოგონილი ისტორიების? და გინდა, როგორც არაერთხელ მომხდარა მეც დამაჯერო?

დიდი წარმოსახვის და ფანტაზიის ნიჭით დაჯილდოვებული რომ ხარ ჩემთვის

ცნობილია, მაგრამ ამხელა კაცს, რაღაც აბსურდების მტკიცებას თუ დამიწყებდი,

45

ნამდვილად არ მეგონა. ეს ზღაპრები მანასთვის შეინახე, მაგრამ როგორც მივხვდი არც

მან მოგისმინა. ჭკვიანი ქალია! სწორედ ამიტომ, მომეწონა!

-რაა, მანა მოგეწონა? იმ შეშლილმა ასე ერთი ნახვით როგორ მოგხიბლა?-

ირონიულად გაიღიმა უმცროსმა ძმამ

–ეხ, დენის შენი სიჯიუტე და ფანტაზიები, რომ არა დღეს ორივე და ჩვენს გვერდით

იქნებოდა და დროსაც ჩინებულად გავატარებდით!–წარმოსთქვა ნაღვლიანად ქერიმ.

–ვაღიარებ შევცდი, რა ვქნა თავს ხომ არ მოვიკლავ?

–თავის მოკვლას არავინ გთხოვს, ეს საქმე უნდა გამოასწორო! გაჯიუტება რომ იცი

ისე კი არ მოიქცე, ბოდიში მოიხადე და უკან დაიხიე. გინდა თუ არ გინდა ბევრჯერ

გადაიკვეთება თქვენი გზები. საერთო საქმის გარდა, როგორც მივხვდი მეზობლობიც

ყოფილხართ! გაუთავებელი ჩხუბი და კინკლაობა კარგს არც ერთს, არც მეორეს არ

მოგიტანთ. ძმაო, რაღაც მოიფიქრე და სანამ ჩამოვალ ეს საქმე გამოასწორე. არ გარგებთ

მტრობა და ქიშპობა-დამიჯერე!

–ვიცი, ნუ დარდობ, თავად მოვაგვარებ ყველაფერს. მაგრამ მინდა გითხრა იოლი

საქმე არ იქნება იმ გადარეულთან შერიგება! დღეს დილით ისეთი შეშინებული

დამხვდნენ მუშები, მისი სახელის გახსენებაზეც კი ცივი ოფლი ასხავდათ

–კიდევ მოხდა რაიმე, რაც მე არ ვიცი?–გაკვირვებული იკითხა ქერიმ

–ჩემს ეზოსთან გზა ყოფილა კვლავ გადაკეტილი. მანას ისე დაუწიოკებია მუშები,

ვინ საით გარბოდა თვითონაც არ იცოდნენ.– დენისმა გულიანად გაიცინა და მანას

„საგმირო“ ამბის შესახებ ძმას დაწვრილებით უამბო.

მანას მიერ მუშების დაწიოკების ამბავზე ძმებმა კარგად იხალისეს და ცოტათი

გუნება–განწყობაც გამოუკეთდათ.

–დენის სიმართლეს გეტყვი, მანა ძალიან მომეწონა! არის მასში რაღაც ისეთი, რამაც

მიმიზიდა.

–ვაღიარებ, კარგი ქალია, მაგრამ მე მისი და უფრო მომეწონა. ჩემს გემოვნებას

ლესლი უფრო აკმაყოფილებს. მშვიდი, გაწონასწორებული, ქალური. აბა ის სრული

ალქაჯია! ისე როგორი დები არიან, საერთოდ არ გვანან ერთმანეთს არც

ფიზიკურად,არც ხასიათით.

–შენ ვისზე ლაპარაკობ? ჩვენ რომ კაცმა შემოგვხედოს გარეგნობით საერთოდ არ

ვგავართ ერთმანეთს.

–იმიტომ რომ შენ მამას გავდი, მე კი დედას.

46

–აღიარე, ხასიათიც სრულიად განსხვავებული გვაქვს!–ქერი უცებ გაჩერდა,

თვალები უცნაურად მოჭუტა თითქოს რაღაცის გახსენებას ლამობსო.

–დენის, ერთი შეხედვით, უნდა ვაღიარო, ხასიათებით შენ და მანა ძალიან გავხართ

ერთმანეთს. თან რა შევნიშნე იცი, შენნაირი ჩვევა ჰქონია: როცა ბრაზობს, შენ მსგავსად

მარცხენა წარბს წევს მაღლა. აბა სხვა დროს დააკვირდი.

–რა გინდა, ისევ ჩხუბისკენ მომიწოდებ!–გაეცინა დენისს

–ქერი, ლესლიმ ხომ არ გახსოვს რა თქვა, რა გვარი ვარო?- შეფიქრიანებული და

ცოტათი დაბნეული იკითხა დენისმა

–რაში გაინტერესებს? მე მგონი ვოროგი.

–მართალი ხარ, მეც გამახსენდა ვოროგი. აქაური გვარი არ უნდა იყოს. როგორც ჩანს

სამხრეთელები არიან. იმ მხარეშია გავრცელებული ასეთი გვარები.

–მერე აქ როგორ მოხვდნენ!–იკითხა ქერიმ

–ისინიც ჩვენნაირად ისილიდან არიან. წარმოშობით სამხრეთიდან იქნებიან.–

განუმარტა დენისმა.

–ხო, ალბათ. ჩვენი წინაპრები ხომ აღმოსავლეთიდან იყვნენ. რა საოცარია

ცხოვრება?დენ, ვინ იფიქრებდა ამ პატარა ქალაქში თუ მოინდომებდი გადმოსვლას?

შენს გასაქანს ისილის მაშტაბები არ ყოფნიდა და უცებ ასეთი რადიკალური

ცვლილება.... სიმართლე გითხრა მიკვირს, თანაც ძალიან.–ქერიმ მცირედი პაუზა

გააკეთა.

დენისს შთაბეჭდილება დარჩა თითქოს უფროსს ძმას რაღაცის თქმა კიდევ

უნდოდა, მაგრამ ცოტას ორჭოფობდა. ბოლოს ქერიმ ვერ მოითმინა და დაბალი ხმით

დაიწყო:

–დიდი ხანია რაღაც მინდა გითხრა, მაგრამ რატომღაც სულ ვიკავებ თავს! ახლა კი

რახან დავიწყე დავასრულებ სათქმელს: დედის გარდაცვალების მერე ძალიან შეიცვალე.

დენისი უცებ შეცბა, მანქანა შეაჩერა და ძმას ეჭვისთვალით გახედა:

–როგორ შევიცვალე კარგისკენ თუ ცუდისკენ?

–მანასთან დაკავშირებით ისტორიას თუ არ ჩავთვლით, უნდა ვაღიარო კარგისკენ!

ადრე შენი თავის გარდა არავიზე ფიქრობდი, თავში ქარი გქონდა. ახლა უფრო მეტად

მზრუნველი და ყურადღებიანი გახდი, განსაკუთრებით ჩემს მიმართ!

47

–კარგი „ბიჭი“ თუ გავხდი ამდენი ხანი რატომ არ მითხარი?–უკვე მშვიდი ტონით

ეშმაკურად იკითხა დენისმა

–იმიტომ რომ მე შენი ასეთი ცვლილებით უზომოდ კმაყოფილი ვარ და მეშინია

თვალი არ გეცეს–ქერის გაეცინა და ძმას მხარზე ხელი შემოჰკრა.

–როგორც ჩანს „დადუღდა მაჭარი“, რაც მე საოცრად მახარებს!

დენისი კმაყოფილი სახით განაგრძობდა მანქანის მართვას და აზრადაც არ მოსვლია

ძმისთვის დამატებით ახსნა-განმარტებები მიეცა.

იმ საღამოს ძმებმა გილდიის სხვა წევრებთან ერთად მშვიდი,სასიამოვნო და

საქმიანი ვახშამი გამართეს. მეორე დღეს ქერიმ დენისის ახალი სახლის მშენებლობა

მოინახულა და საღამოს ისილიში გაფრინდა.

თავი 11

ისითუში ცხოვრება ჩვეული რიტმით მიდიოდა. მანა და დენისი სახლების

მშენებლობა–გარემონტებით იყვნენ დაკავებულები და შეძლებისდაგვარად

ცდილობდნენ ერთმანეთს არ შეხვედროდნენ. გილდიის ოფიციალური სხდომა, თუ

რაიმე საგანგებო მდგომარეობას არ ჩავთვლით, მხოლოდ თვეში ერთხელ იმართებოდა.

ამ შემთხვევაში „ჭირვეული მეზობლები“ ერთმანეთს რომ არ შეხვედროდნენ

დასახმარებლად დედ–მამიშვილებს მიმართავდნენ. ისინიც თავნება და-ძმას უარს ვერ

ეუბნებოდნენ და შესაბამისად ქერის და ლესლის თვეში ერთხელ უწევდათ ისილიში

ჩამოსვლა და სხდომაზე დასწრება.

ისილიდან ჩამოსულ პარტნიორებს გასაყოფი ნამდვილად არაფერი ჰქონდათ,

ამიტომ მათ ჩინებულად გაუგეს ერთმანეთს. ქერის და ლესლის თვითმფრინავით

მგზავრობა რამოდენიმეჯერ ერთადაც კი მოუწიათ, რამაც ისინი კიდევ უფრო მეტად

დაახლოვა.

ერთფეროვნულად, აუღელვებლად საქმიანად და მშვიდად გავიდა ოთხი თვე.

მანას სარემონტო სამუშაოები ფინიშისკენ მიდიოდა. მართლაც, უზადო და

დახვეწილი გემოვნებით იყო სახლი განახლებული. დიდი და პატარა ისიათუში მის

მიერ აღდგენილ კარ–მიდამოზე ლაპარაკობდა. სულ რაღაც ორი კვირა და ქალი თავის

ვაჟთან და ლესლისთან ერთად ახალმოსახლეობის აღნიშნას გეგმავდა. მანას ძალიან არ

48

უნდოდა დენისისა და მისი ძმის დაპატიჟება, მაგრამ ლესლის დაჟინებულ მოთხოვნას

დაჰყვა და მოსაწვევები მათ სახელებზეც დააბეჭდინა.

ქალმა საზეიმო ვახშამის მოსაწყობად ისიათუში ცნობილი სადღესასწაულო

საღამოებისა და წვეულებების კომპანია „სლემი“დაიქირავა. „სლემის“ მენეჯერის

რელიზის დედა, როგორც შემდგომში გაირკვა მანას შორეული ნათესავი აღმოჩნდა.

ამიტომ როგორც ახლობელს და ნათესავს კომპანიის მენეჯერი ისე ამოუდგა ქალს

მხარში და ყოველი მისი კაპრიზი დააკმაყოფილა.

მანას პირად ცხოვრებაში მცირეოდენი წინსვლაც შეინიშნებოდა. ბატონი ბონი,

კვალვაც ჩინებულ მეგობრობას უწევდა და პატარა ქალაქში ხალხი ნელ–ნელა მათი

ურთიერთობის შესახებაც ალაპარაკდა. ქალის შესაძლო გათხოვების შესახებ ჭორმა

დენისის ყურამდედაც მიაღწია. კაცს, რატომღაც არ მოეწონა ამგვარი ამბის მოსმენა,

მყისვე იგრძნო გული როგორ შეეკუმშა და მისდა გასაოცად ცუდ გუნებაზე დადგა.

„-ასე ძალიან რატომ გამანერვიულა ამ ინფორმაციამ? ვერ ვხვდები?!–თავისთვის

ფიქრობდა ის

–ნუთუ ძმის წინაშე თავს დამნაშავედ ვგრძნობ? დარწმუნეებული ვარ მე რომ არა

ქერის და მანას უფრო ახლო ურთიერთობა ექნებოდა და მის ცხოვრებაში ბატონი ბონი

იქნებოდა ნუთუ არა კიდევ საკითხავია.....

-ნეტავ,ამიტომ მეწყინა ასე ძალიან? არ ვიცი, ვერ ვხვდები. იქნებ მანა მომწონს? არა,

აფსურდია! მე ლესლი მომწონს! აბა რა ხდება? რა ხდება და ბონი არ მომწონს, თან

სასტიკად! ის გაქსუებული და გაქნილი კაცი! ძალიან უნდოდა ჩემთან

ჩამოსვლისთანავე დაახლოება, მაგრამ არაფერი გამოუვიდა! ერთი გამაგებინა ამ

სულელ მანას რამ მოაწონა? ქალების გემოვნებას ხომ ვერაფრით ვერ მიხვდები? არ

მჯერა მე ამ აფერისტი ადვიკატის სიყვარულის. მომენტებში ისეთი ცბიერი თვალები

აქვს, ტანში გაგცრის! ასეთი ადამიანი კი ვერაფრით იქნება გულწრფელნი! ეს ჩერჩეტი

მანა რამენაირად უნდა გავაფრთხილო“–უცებ დენისი გაჩერდა და ხმამაღლა

წარმოთქვა:

–მე მგონი მართლა გავრეკე! ისე ვზრუნავ მანაზე თითქოს ჩემი და ან ახლობელი

იყოს! რაც უნდა ის უქნია, რაში მენაღვლება. მე შენ გეტყვი დაელაპარაკები და ან

მოგისმენს, ან გაიგებს? სჯობს, ჩემს საქმეებს მივხედო!მე ვინ მეკითხება მანას

შეყვარებული კარგია თუ ცუდი!

-არა და შეიძლება ჭორიც იყოს. ხალხი ჭრელია, სიმართლეს რას გაიგებ!–დაიმშვიდა

დენისმა თავი, მაგრამ რაღაც უხილავი ჭია რატომღაც მაინც გულს უღრღნიდა და

49

აწუხებდა.უსიამოვნო ფიქრები რომ გაეფანტა,მან ძმასთან გადაწყვიტა დალაპარაკება

და სასწრაფოდ ნომერი აკრიფა:

–ქერი, როგორ ხარ? რა ხდება ისილიაში ახალი და კარგი?

–დენის დამასწარი, სწორედ ახლა ვაპირებდი შენთან დარეკვას. მოსაწვევი მიიღე?

დღეს საღამოს ვაპირებ ჩამოსვლას და თერთმეტ საათზე აეროპორტში დამხვდი!

–რა მოსაწვევი, არაფერი ვიცი?

–როგორ? მანამ არ დაგპატიჟა წვეულებაზე? ახალმოსახლეობას იხდის და როგორც

გავიგე ყველა გილდიის წევრი იქ იქნება.სწორედ ამიტომაც ვაპირებ მხოლოდ ერთი

დღით ჩამოსვლას, თორემ აქ უამრავი საქმე მაქვს და ყველაფერს როგორ მოვასწრებ არც

კი ვიცი. თითქოს ჯინაზე ჩვენი უცხოელი პარტნიორები დღეს ჩამოვიდნენ და

ხვალისთვის დამინიშნეს შეხვედრა. ახლა იმას ვფიქრობ, გამოსავალი როგორ ვიპოვო?

ხომ იცი ეს შეხვედრა ჩვენთვის რა მნიშვნელოვანია, არადა მანას დაპატიჟების

იგნორირებაც არ მინდა.

–ქერი, ნუ ღელავ! გამოსავალი მე უკვე ვიპოვე! ჩემთან მოსაწვევი ჯერ არ

მოუტანიათ. ორი ვარიანტია: ან არ აპირებენ ჩემს დაპატიჟებას, ან დღეს საღამოს

მოიტანენ. მოდი, მე ახლა სასწრაფოდ ავიღებ ბილეთს და ისილიში ჩამოვალ, შენ კი

მშვიდად წახვალ წვეულებაზე. ასე ორ კურდღელს მოვკლავთ, არც ჩვენი საქმე

გაფუჭდება და თან არავის გავანაწყენებთ. თუ ჩემი დაპატიჟება უნდოდათ ადრე

გამოეგზავნათ მოსაწვევი და თუ არ აპირებენ ჩემს სტუმრობას, ძალიანაც კარგი თუ

ქალაქში არ ვიქნები!

–ჩინებული გადაწყვეტილებაა. ასე მოვიქცეთ! ძალიან გამიკვირდა ამდენი ხანი

რატომ არ მოგიტანეს მოსაწვევი. დარწმუნებული ვარ დაგპატიჟებენ,მაგრამ ვეჭვობ შენი

გაბრაზება მოინდომა ქალბატონმა მანამ!

–ხოდა არაფერი არ გამოუვა! მოსაწვევს, რომ მოიტანენ ქალაქში აღარ ვიქნები.

ახლავე ბილეთს ვიღებ და ისილიში მოვფრინავ.

ძმები მართლები აღმოჩნდნენ. მანამ დენისის დაპატიჯება შეგნებულად დააგვიანა,

რადგანაც მისი გაბრაზება ჰქონდა განზრახული. მაგრამ იმედი გაუცრუვდა, საღამოს

მოსაწვევი უკან მიუბრუნეს, რადგანაც დენისი ქალაქში აღარ იყო.