Enpard - სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა,...

8
სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა ფერმერების გაძლიერება ადამიანთა ცხოვრების გაუმჯობესება

description

 

Transcript of Enpard - სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა,...

Page 1: Enpard - სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა, ფერმერების გაძლიერება, ადამიანთა

სოფლის მეურნეობისხელშეწყობა

ფერმერებისგაძლიერება

ადამიანთა ცხოვრებისგაუმჯობესება

pic on page one deleted_a1_Layout 1 1/13/15 5:18 PM Page 1

Page 2: Enpard - სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა, ფერმერების გაძლიერება, ადამიანთა

სოფლის მეურნეობაშიდასაქმებულია საქართველოსსამუშაო ძალის 55%, მაგრამიგი ქვეყნის მშპ-ის მხოლოდ9,3%-ს შეადგენს

pic on page one deleted_a1_Layout 1 1/13/15 5:18 PM Page 2

Page 3: Enpard - სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა, ფერმერების გაძლიერება, ადამიანთა

3

სოფლის მეურნეობას ყოველთვის გადამწყვეტიადგილი ეკავა საქართველოს ეკონომიკაში. 1990წელს სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში 29,7%-სშეადგენდა. მაგრამ საბჭოთა კავშირის დაშლამსექტორის პარალიზება გამოიწვია. მიუხედავადიმისა, რომ სექტორში სამუშაო ძალის ორმესამედზე მეტი იყო დასაქმებული, წარმოებამნიშვნელოვნად შემცირდა: 2013 წელს სოფლისმეურნეობამ მშპ-ის მხოლოდ 9,3% შეადგინა. ასევემკვეთრად შემცირდა მწარმოებლურობა, რამაცგამოიწვია საქართველოს ჩამორჩენა რეგიონისსხვა ქვეყნებთან შედარებით.

საქართველოს ფერმერების დაახლოებით 95%მცირე ფერმერები არიან, რომლებიც ჩვეულებრივამუშავებენ ერთ ჰექტარ მიწას და საშუალოდ ორძროხას ფლობენ. შეზღუდული წარმოება ართმევსმათ შესაძლებლობას, კონკურენცია გაუწიონიმპორტს და, ამავე დროს, დაბალი შემოსავალიიმას ნიშნავს, რომ ისინი ვერ შეძლებენ ხელახალინვესტირებას მათი მიწისა და საქონლის

მწარმოებლურობის გასაუმჯობესებლად. ამისშედეგად ვღებულობთ ფერმერული საქმიანობისმხოლოდ თავის გატანის მიზნით წარმოების დასიღარიბის მანკიერ წრეს.

ამიტომ სოფლის მეურნეობის მდგომარეობისგაუმჯობესებას სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვსსაქართველოს ეკონომიკისთვის. ევროპისსამეზობლო პოლიტიკის ამჟამინდელი სამოქმედოგეგმა განსაკუთრებულ პრიორიტეტს ანიჭებს ამსექტორის განვითარებას და მის უფროკონკურენტუნარიანად ქცევას როგორც თავადქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

და ეს სწორედ რომ დროულია. 2014 წლის ივნისშისაქართველომ და ევროკავშირმა ხელი მოაწერესხელშეკრულებას ღრმა და ყოვლისმომცველითავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ (DCFTA),რომელიც ქართულ პროდუქციას გზას უხსნის იმ 500მილიონი მომხმარებლისაკენ, რომლებიც ევროპულბაზარს წარმოადგენენ.

საქართველოში სიღარიბის ერთ-ერთი ძირეული მიზეზი ისარის, რომ ვერ მოხერხდა სოფლისმეურნეობის მოდერნიზება.

pic on page one deleted_a1_Layout 1 1/13/15 5:18 PM Page 3

Page 4: Enpard - სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა, ფერმერების გაძლიერება, ადამიანთა

4

ENPARD ციფრებში (მილიონი ევრო)ფინანსური დახმარება საქართველოს მთავრობას („საბიუჯეტო დახმარება“) 24.52014-2020 წლების სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის განხორციელება 7სულ მცირე 30 რაიონში ფერმერებისთვის საკონსულტაციო სამსახურების დაარსება 5.5სახელმწიფო პროგრამები ფერმერთა სულ მცირე 350 კოოპერატივისთვის დახმარების გასაწევად 8.5სოფლის მეურნეობის სამინისტროში პოლიტიკის დანაყოფის შექმნა 2სოფლის მეურნეობის სტატისტიკის გაუმჯობესება 1.5სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტებისთვის ტექნიკური დახმარების გაწევა 7სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსპერტთა გუნდი სოფლისმეურნეობის სამინისტროსთვის დახმარების გასაწევად 2.5ტექნიკური დახმარების გაწევა კოოპერატივების განვითარების სააგენტოსათვის 2.5გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ აჭარის სოფლის მეურნეობისსამინისტროსთვის ტექნიკური დახმარების გაწევა 1გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ აჭარის აგროსერვისცენტრისთვისტექნიკური დახმარების გაწევა 1არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის განკუთვნილი გრანტები 19.754 გრანტი 160 კოოპერატივისთვის ფინანსური და ტექნიკური დახმარების გასაწევად 16გრანტები 2 რაიონში სოფლის განვითარების საპილოტე პროექტებისათვის 3გრანტები უმაღლესი განათლებისა და კვლევის ხელშეწყობისათვის 0.75შეფასება, მონიტორინგი, საჯაროობა 0.75სულ 52

შენიშვნა: 2014 წელს ENPARD-ის თავდაპირველ - 40 მილიონი ევროს ოდენობის - ბიუჯეტს დაემატა 12 მილიონი ევროსაქართველოს მიერ დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაში მიღწეული წარმატების აღსანიშნავად.

pic on page one deleted_a1_Layout 1 1/13/15 5:18 PM Page 4

Page 5: Enpard - სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა, ფერმერების გაძლიერება, ადამიანთა

5

ევროკავშირის სამეზობლო პარტნიორობასოფლის მეურნეობის და სოფლისგანვითარებისათვის (ENPARD) ხუთწლიანიპროგრამაა (2013 წლის მარტი – 2018 წლისმარტი), რომელიც მიზნად ისახავსსაქართველოს სოფლის მეურნეობის სექტორისგამოცოცხლებას ხელისუფლებას, სამოქალაქოსაზოგადოებასა და ფერმერებს შორისმრავალმხრივი თანამშრომლობის პირობებში.ამ 52 მილიონ ევროიანი პროგრამისამოცანებია:• სექტორის ინსტიტუტების, განსაკუთ -

რებით კი სოფლის მეურნეობისსამინისტროს შესაძლებლობებისა დაეფექტიანობის გაზრდის ხე ლშ ეწყობა;

• ფერმერთა „ნოუ-ჰაუს“ გაძლიერებარაიონის დონის საკონსულტაციო დასაინფორმაციო ცენტრების მე შვეო ბით;

• ფერმერებთან და ფერმერებს შორისთანამშრომლობის გაძლიერებამწარმოებლურობის გასაზრდელად დამასშტაბზე ორიენტირებულიეკონომიკის მისაღწევად; და

• სოფლად დასაქმების მდგომარ ე ობისდა საცხოვრებელი პირობებისგაუმჯობესება.

სოფლის მეურნეობის მხარდაჭერა2014 წელს საქართველოს ხელისუფლებამმიიღო 2014-2020 წლების სოფლისმეურნეობის განვითარების სტრატეგია,რომელშიც ჩამოყალიბებულია სექტორისმოდერნიზებისთვის აუცილებელი რეფორ მები,დაწყებული სოფლის მეურნეობასთანდაკავშირებულ ინსტიტუტებში ცოდნისა და„ნოუ-ჰაუს“ განვითარებით და თანამშრ -ომლობის გაღრმავებით. პროგრამა ENPARD-ის ფარგლებში სოფლის მეურნეობისსამინისტროს ეწევა დახმარება რეფო რმებისგასატარებლად მისი შესაძლებ ლობებისგაზრდაში.

ENPARD-ის ფარგლებში სამინისტროსთვისგამოიყოფა 24,5 მილიონი ევროს ფინა ნსურიდახმარება - ანუ საბიუჯეტო დახმა რება - მასშემდეგ, რაც შესრულდება ევროკ ომისიასა დასაქართველოს მთავ რო ბას შორისშეთანხმებული პირობები. ეს პირობები მოიცავსისეთი კანონების გატარებას, რომლებიც ხელსშეუწყობს ფერმერთა და სოფლად მომუშავემეწარ მეთა კონკურენტუნარ იანობის გაზ რდას,სოფლის მეურნეობის სამინისტროს მოდე -რნიზებას მისი მუშაობის გაუმჯ ობესების მიზნითდა საინფორმაციო ქსელის, ანუსაინფორმაციო-საკონ სულტ აციო სისტემისმოწყობას რაიონული დონ ის საინფორ მაციოცენტრებზე დაყრ დნობ ით.

საინფორმაციო-საკონსულტაციო სისტემამიზნად ისახავს საუკეთესო სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის, ახალი ტექნო ლოგიე -ბისა და ეროვნული და საერთ აშორისობაზრების პირობების შესახებ ფერმერთაცოდნის გაღრმავებას. ქვეყა ნაში უკვეშექმნილია 52 საინფორმაციო ცენტრი,რომლებშიც დასაქმებულია 350 სპეციალისტი.ეს სპეციალ ისტები ფერმე რებს ყოველდღ -იურად უწევენ კონსულ ტაციას. მხოლოდაჭარის ავტონომიურ რეგიონში დაახლ ოებით20 000 ფერმერი იღებს რეგულ არულადრჩევებს ექსპერტ ებისაგან.

კიდევ ერთი პრიორიტეტული სფეროასექტორში მომუშავე ინსტიტუტებში ცოდნისა დაეფექტიანობის გაუმჯობესება. სოფლისმეურნეობის სამინისტროში პროგრამა ENPARDდა სურსათისა და სოფლის მეურნეობისორგანიზაცია (FAO) ერთობლივად მუშაობდნენპოლიტიკის დანაყოფის შესაქმნელად,მონიტორინგისა და შეფასების სისტემებისშემოსაღებად და რეგულარულადაგროვებდნენ ზუსტ სტატისტიკურ მონაცემებსრაციონალური ინვესტიციებისთვის დაგანვითარებასთან დაკავშირებული

რას წარმოადგენს ENPARD?

pic on page one deleted_a1_Layout 1 1/13/15 5:18 PM Page 5

Page 6: Enpard - სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა, ფერმერების გაძლიერება, ადამიანთა

6

ფერმერთა შესაძლებლობების გაძლიერებაევროპაში ფერმერთა კოოპერატივები საშუალებასაძლევს მცირე ფერმერებს, მიაღწიონ მასშტაბზეორიენტირებულ ეკონომიკას და გავიდნენ ბაზარზე.მაგრამ ყოფილი საბჭოთა კავშირის რესპუბლიკათაუმეტესობაში სიტყვა „კოოპერატივის“ გაგონებისასადამიანებს „კოლმეურნეობა“ ესმით - ყოფილსაბჭოთა კავშირში კოლექტიური ფერმერობისძალზე არაპოპულარული ფორმა. გამონაკლისს არცსაქართველო წარმოადგენს: 2013 წლამდეკოოპერატივები აქ ფაქტობრივად არ არსებობდა.

პროგრამა ENPARD-ის ფარგლებში მრავალ დონეზემიმდინარეობდა მუშაობა ამგვარი დამოკიდებულებისშესაცვლელად - დაწყებული კანონმდებლობით დადამთავრებული ცალკეული ფერმერებისდამოკიდებულებით. 2013 წელს საქართველოსპარლამენტმა დაამტკიცა საქართველოს კანონისასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შესახებ,რომელმაც შექმნა სტიმულები ფერმერთათვისძალების გასაერთიანებლად - კერძოდ, ქონების,საშემოსავლო და გრანტებზე გადასახადებისგანგანთავისუფლება. დაარსდა კოოპერატივებისგანვითარების სააგენტო ბიზნესზე ორიენტირებულიკოოპერატივების შექმნის ხელშესაწყობად დაფერმერების ქმედუნარიანობის გასაზრდელად.სააგენტო ყოველ რეგიონში მუშაობს და თავისიარსებობის პირველი 18 თვის განმავლობაში მანინფორმაცია მიაწოდა და ტრენინგი ჩაუტარა 32 000-ზე მეტ ფერმერს.

ENPARD-ი ფერმერებთან ურთიერთობას ამყარებსასევე სამოქალაქო საზოგადოებრივიორგანიზაციების მეშვეობით. თექვსმეტი ქართულიდა საერთაშორისო ორგანიზაცია დაჯგუფდა ოთხკონსორციუმად, რომლებსაც ხელმძღვანელობენCARE (ავსტრია), Mercy Corps (შოტლანდია),Oxfam (გაერთიანებული სამეფო) და People inNeed (ჩეხეთის რესპუბლიკა). ამ კონსორციუმებმა

მიიღეს გრანტები ქვეყნის 45 რაიონში 160კოოპერატივის ჩამოყალიბების ხელშესაწყობად.გარდა ამისა, ერთობლივი პროგრამის ფარგლებში,რომლის თანადაფინანსებას გაერო-ს განვითარებისპროგრამა ახორციელებს, დახმარება გაეწევააჭარის ავტონომიურ რეგიონს.

შედეგები იმედის მომცემია. 2014 წლის მაისში 8რეგიონში ჩატარებულმა გამოკითხვამ აჩვენა, რომიმ მცირე ფერმერთა წლიური პროცენტულიოდენობა, რომლებმაც იციან კოოპერატივებისშესახებ, 104%-ით გაიზარდა. 2014 წლისნოემბრისთვის ქვეყანაში დარეგისტრირდა მცირეფერმერთა 300-ზე მეტი კოოპერატივი და ეს რიცხვისწრაფად იზრდება. კოოპერატივებიმრავალფეროვან პროდუქციას უშვებენ - რძისპროდუქტებსა და ღვინოს, ციტრუსებსა დაბოსტნეულს, თევზსა და თაფლს, ყვავილებს.

ადამიანთა ცხოვრების გაუმჯობესებასაქართველოს მოსახლეობის ნახევარი ცხოვრობსსოფლად, სადაც საშუალო შემოსავალი ორჯერნაკლებია თბილისში არსებულ საშუალოშემოსავალზე.

მაგრამ სიღარიბესთან ბრძოლა სოფლად მხოლოდსოფლის მეურნეობის გაუმჯობესებას არ ნიშნავს. ესგულისხმობს ასევე სოფლის მეურნეობაზე, როგორცშემოსავლის უპირველეს წყაროზე,დამოკიდებულების შემცირებას. ENPARD-ისფარგლებში გამოიყო 3 მილიონი ევრო ორისაპილოტე პროექტისათვის ისეთი სექტორებისგასაძლიერებლად, როგორებიც არის ეკოტურიზმი,წარმოება და მომსახურება, ასევე დინამიკურიშრომის ბაზრის შესაქმნელად. აღნიშნული ორისაპილოტე პროექტი ყურადღებას გაამახვილებსისეთ ტერიტორიებზე, სადაც სოფლის მეურნეობადაბალი მწარმოებლურობით გამოირჩევა,როგორიც არის მთიანი ადგილები.

CARE: PEOPLE IN NEED: OXFAM: MercyCorps: UNDP:

pic on page one deleted_a1_Layout 1 1/13/15 5:18 PM Page 6

Page 7: Enpard - სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა, ფერმერების გაძლიერება, ადამიანთა

7

მდინარეების აბაშისა და ნოღელას შესართავთანმდებარე აბაშაში ბინა დაიდო ქალებისაგანშემდგარმა ჯგუფმა, რომლებმაც მიმდინარე წლისდასაწყისში წარმოუდგენელი ბიზნეს-ავანტიურაწამოიწყეს დასავლეთ საქართველოში მდებარექალაქისათვის, რომელშიც 6 400 ადამიანიცხოვრობს: ვარდების მოყვანა სათბურებში.

40-60 წლის ქალები: ლეილა, ნანა, მანანა, ინგა დანანა მთელი ცხოვრებაა მეგობრობენ - ყველამათგანი განათლებული, საკუთარ საქმეზეშეყვარებული და უმუშევარია. ყველა გამოცდილიფერმერია და წლების განმავლობაშიყოველდღიურად ერთად მუშაობდნენ, ოღონდ მათმუშაობას თან არ ახლდა ბაზარზე ორიენტირებულიმიდგომა.

სერიოზული ნახტომისათვის მათ სჭირდებოდათმცირედი დახმარება - ზუსტად რომ ვთქვათ, 7 790ევრო.

პროგრამა ENPARD-მა და საქართველოსკანონმდებლობაში ახლახან შეტანილმაცვლილებებმა, რომლებიც მიზნად ფერმერთაჯგუფებისთვის დახმარების გაწევას ისახავდა,დაარწმუნა ხუთი ქალი, ოფიციალურადდაერეგისტრირებინათ ფერმერთა კოოპერატივი.2014 წლის აპრილში მათ განაცხადი შეიტანეს EN-PARD-ში და შერჩეულები იქნენ დაფინანსებისთვისდა ტექნიკური დახმარების მიღებისთვის. 2014 წლისოქტომბერში ისინი დარეგისტრირდნენ როგორცკოოპერატივი სახელწოდებით „ვარდი 2014“.დასაბრუნებელმა გრანტმა - ანუ ნულპროცენტიანმასესხმა კოოპერატივის პროექტებისთვის მომავალისესხების დასაფინანსებლად - 18 000 ლარის (7 790ევრო) ოდენობით შესაძლებლობა მისცა მათ,აეშენებინათ 250 მ2-ის ფართობის სათბური 1600ძირი ვარდით „ვარდი 2014“-ის თავმჯდომარის,ნანა ფანცულაიას კუთვნილ მიწის პატარა ნაკვეთზე.და დაიწყო მათი საქმიანობა.

ვარდების მოშენება მათი ოცნება იყო -განსაკუთრებით ავალანჟის და შავი ბაკარასი -

მაგრამ იმისათვის, რომ ბიზნესი სტაბილურიგამხდარიყო, გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდაბაზრის კვლევას, ტექნიკურ ცოდნას და მტკიცეგადაწყვეტილებას.

„ვარდი 2014“-მა აღმოაჩინა, რომ ყვავილებისმოშენება იშვიათი საქმეა სამეგრელო- სვანეთისრეგიონში; კოოპერატივის ორმა წევრმა გაიარატრენინგი სათბურების ოპერირებაში და მიიღოყვავილების მოშენების სპეციალიზაცია. და რაცშეეხება მტკიცე გადაწყვეტილებას, ეს ის არის, რაცამ ხუთ ქალბატონს ნამდვილად არ აკლია.

„ჩვენი ბიზნესგეგმის მიხედვით, ორ წელიწადშიერთხელ ერთ ახალ სათბურს დავამატებთ. დღესჩვენ შეგვიძლია გავახაროთ 1600 ძირი, რომლებიც,ცხრა აქტიურ თვეში, 38 000 ვარდს გამოისხამენ, 38000 ლარის (16 559 ევრო) საერთო ღირებულებით.ეს ნიშნავს 11 000 ლარის (4 793 ევრო) მოგებას,რომლის რეინვესტირებაც შეგვიძლია ჩვენსბიზნესში“, - ამბობს ლეილა ჩოჩია, რომელმაცწამოჭრა სათბურის იდეა აშშ-ის საერთაშორისოგანვითარების სააგენტოში გავლილი ტრენინგისშემდეგ.

„ვარდი 2014“ პიონერია, და არა მარტო მხოლოდქალების შემადგენლობის გამო. იგი ასევეერთადერთი „სტარტაპ“ ბიზნესია იმ 11კოოპერატივს შორის, რომლებიც შეარჩიაკონსორციუმმა CARE-ის ხელმძღვანელობით და იგიიყო პირველი ჯგუფი მუნიციპალიტეტში, რომლისშექმნაც განაპირობა საინფორმაციო დასამობილიზაციო კამპანიამ - მას შემდეგ ფერმერთაკიდევ ოთხი ჯგუფი ჩამოყალიბდა.

მაგრამ ეს კოოპერატივი მეტია, ვიდრე უბრალოდბიზნესი. 2014 წლის დასაწყისში მისი ერთ-ერთიწევრი აპირებდა თურქეთში წასვლას სამუშაოსსაძებრად, რათა ოჯახი გაეტანა.

,,ENPARD-ის პროექტმა მომცა შესაძლებლობა,დავრჩენილიყავი სამშობლოში, მიმეხედაოჯახისთვის და თან შემოსავალიც მქონოდა.“

„ვარდი“: ვარდების მოყვანა აბაშაში

pic on page one deleted_a1_Layout 1 1/13/15 5:18 PM Page 7

Page 8: Enpard - სოფლის მეურნეობის ხელშეწყობა, ფერმერების გაძლიერება, ადამიანთა

ეს პუბლიკაცია ევროკავშირის მხარდაჭერით გამოიცა. მისი შინაარსი

მხოლოდ “Action Global Communications“-ის პასუხისმგებლობას

წარმოადგენს და არ შეიძლება გაგებული იქნეს, თითქოს ის

ევროკავშირის შეხედულებებს ასახავს.

ENPARD-ის კომუნიკაციის განყოფილებასაქართველო, თბილისი 0165,

ფალიაშვილის ქ. 84ა, ბინა 3ტელ.: (995 32) 222 40 90

pic on page one deleted_a1_Layout 1 1/13/15 5:18 PM Page 8