სოფლის განვითარების ახალი მიდგომის...

4
წინამდებარე ბროშურის შინაარსზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტსა და მერსი ქორფსს და იგი არავითარ შემთხვევაში არ გამოხატავს ევროკავშირის მოსაზრებებსა და შეხედულებებს საკონტაქტო ინფორმაცია საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ახალქალაქის ოფისი გუსან ჰავასის #7, 0700, ახალქალაქი, საქართველო ტელ: +995 599 199746 / +995 599 193662 www. akhalkalakilag.ge [email protected] www.facebook.com/akhalkalakilag სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალქალაქში

Transcript of სოფლის განვითარების ახალი მიდგომის...

Page 1: სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა …€¦ · პროექტის შესახებ

წინამდებარე ბროშურის შინაარსზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს

საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტსა და მერსი ქორფსს და იგი არავითარ შემთხვევაში

არ გამოხატავს ევროკავშირის მოსაზრებებსა და შეხედულებებს

საკონტაქტო ინფორმაცია

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ახალქალაქის ოფისი

გუსან ჰავასის #7, 0700, ახალქალაქი, საქართველო

ტელ: +995 599 199746 / +995 599 193662

www. akhalkalakilag.ge

[email protected]

www.facebook.com/akhalkalakilag

სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალქალაქში

Page 2: სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა …€¦ · პროექტის შესახებ

პროექტის შესახებ

პროექტი “სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალქალაქში”

ხორციელდება საქართველოში, სამცხე-ჯავახეთში, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში,

სოფლის მეურნეობის განვითარების ევროპის სამეზობლო პროგრამის (ENPARD II)

ფინანსური მხარდაჭერით.

პროექტის წამყვანი ორგანიზაციაა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

(GIPA) პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: მერსი ქორფსი, დასავლეთ კორკის

განვითარების პარტნიორობა (WCDP) და ELVA - საზოგადოებრივი ჩართულობა.

პროექტის მიზანია: ქვემოდან-ზემოთ მიმართული, ინკლუზიური გადაწყვეტილებების

დანერგვა, რომელიც ახალქალაქის თემებისა და ადგილობრივ ჯგუფების სრულ

ჩართულობას ითვალისწინებს. განსაკუთრებული აქცენტი ქალებისა და

ახალგაზრდების ჩართულობაზე გაკეთდება.

პროექტი “სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალქალაქში”

ეფუძნება LEADER (სოფლის განვითარების საქმიანობათა შორის კავშირები) მიდგომას,

რომელიც ინტეგრირებული სოფლის განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელოვანი

ინსტრუმენტია ევროკავშირში 1991 წლიდან.

LEADER მეთოდოლოგიის პრინციპების თანახმად, ახალქალაქში შეიქმნა ადგილობრივი

განვითარების ჯგუფი (LAG), რომელიც ადგილობრივი რესურსების გათვალისწინებით

განსაზღვრავს პრიორიტეტებსა და საჭიროებებს ადგილობრივი განვითარების

სტრატეგიის საშუალებით. ადგილობრივი განვითარების ჯგუფი მხარს უჭერს და

აფინანსებს საგრანტო განაცხადებს ადგილობრივი თემებისა და ეკონომიკის

განვითარებისთვის.

პროექტის ხანგრძლივობა: 40 თვე (იანვარი/ 2017– აპრილი / 2020)

პროექტის ჯამური ბიუჯეტი: 2 444 444 ევრო.

ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG)

ადგილობრივი განვითარების ჯგუფი (LAG) მუნიციპალიტეტის კერძო, საჯარო და

სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებულ სამოქალაქო

პლატფორმას წარმოადგენს (30 წევრი). ადგილობრივი განვითარების ჯგუფი,

მუნიციპალიტეტის შესაძლებლობებისა და გამოწვევების გაანალიზების საფუძველზე,

სოფლის განვითარების პრიორიტეტებს განსაზღვრავს და ადგილობრივი განვითარების

სტრატეგიას შეიმუშავებს. ახალქალაქის განვითარების ჯგუფი არის მთავარი

გადაწყვეტილების მიმღები ორგანო და ასრულებს შემდეგ ამოცანებსა და მოვალეობებს:

ადგილობრივ თემებთან კონსულტაციების შედეგად ქმნის, ამტკიცებს და

ახორციელებს ადგილობრივ განვითარების სტრატეგიას;

ქმნის შეფასებისა და შერჩევის არადისკრიმინაციულ და გამჭვირვალე პროცედურებს

ქვე-პროექტების განხილვისა და შერჩევის შესახებ, აფასებს ყველა ქვე-პროექტის

განაცხადს იმ კრიტერიუმების შესაბამისად, რომლებიც ასახულია ადგილობრივი

განვითარების სტრატეგიაში;

არჩევს ყველაზე ძლიერ ქვე-პროექტებს და განსაზღვრავს დაფინანსების ოდენობას

ანგარიშვალდებულ ორგანოსთვის დასამტკიცებლად წარდგენამდე;

ახორციელებს თემის მიერ წარმართული ადგილობრივი განვითარების სტრატეგიისა

და შერჩეული ქვე-პროექტების მონიტორინგს, რათა შეაფასოს მათი ეფექტურობა და

სარგებელი მუნიციპალიტეტისთვის.

ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია (LDS)

ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების სტრატეგია წარმოადგენს ახალქალაქის

ეკონომიკური, სოციალური, კულტურული და ეკოლოგიური განვითარების ხელშეწყობისა

და მისი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესების ხედვას. ადგილობრივი

განვითარების სტრატეგია შემუშავებული იქნა ახალქალაქის მოსახლეობის ფართო

ფენებთან, მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და

განსაკუთრებით, ახალქალაქის განვითარების ჯგუფის წევრებთან კონსულტაციების

მეშვეობით.

ახალქალაქის განვითარების სტარტეგიის ელექტრონული ვერსიის ჩამოსატვირთად ეწვიეთ

ვებ-გვერდს: www.akhalkalakilag.ge

Page 3: სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა …€¦ · პროექტის შესახებ

ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის მთავარი მიზანია:

ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება, ადგილობრივი ეკონომიკის დივერსიფიცირება, ადგილობრივი

მოსახლეობის ინტეგრაცია და მუნიციპალიტეტის გადაქცევა უკეთეს საცხოვრებელ ადგილად.

ფოტოზე: ახალქალაქის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ვიზიტი ირლანდიაში, 2017 წლის ნოემბერი.

მთავარი მიზნის შესაბამისად განსაზღვრულია ოთხი ძირითადი ამოცანა, რაც არის

ადგილობრივი განვითარების სტრატეგიის საფუძველი:

1. ადგილობრივი შემოსავლის გაზრდა და ადგილობრივი ეკონომიკის მდგრადი

განვითარების ხელშეწყობა

2. სოციალური ინტეგრაციის გაუმჯობესება განათლების, კულტურის, ახალგაზრდობისა და

გენდერული თანასწორობის საკითხებზე ფოკუსით

3. ადგილობრივი ტურიზმის პოტენციალის გაფართოება და ადგილობრივი კულტურული

მემკვიდრეობის კონსერვაცია და მხარდაჭერა

4. მუნიციპალიტეტში ეკოლოგიური გარემოს გაუმჯობესება და გარემოსდაცვითი

პრაქტიკის დანერგვა

საგრანტო კონკურსი

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველას, ვისაც აქვს იდეა და ფიქრობს, რომ მისი

განხორციელება დაეხმარება მუნიციპალიტეტის განვითარებას, ახალქალაქის LAG-ის მიერ შემუშავებული

4 სტრატეგიული პრიორიტეტის შესაბამისად. საგრანტო კონკურსის წესით, ახალქალაქის LAG შეარჩევს

საშუალოდ 40 ძლიერ ქვე-პროექტს. საგრანტო განაცხადის წარდგენა შეუძლია: ბიზნეს ორგანიზაციებს,

ასოციაციებს, კოოპერატივებს, სამთავრობო უწყებებს, სათემო ჯგუფებს, ფიზიკურ პირებს. იმისათვის, რომ

წარდგენილი საპროექტო განაცხადი შეირჩეს დაფინანსებისთვის თითოეულმა განმცხადებელმა უნდა

გაიაროს სამი ეტაპი: 1. ინტერესთა გამოხატვის წარდგენა (EoI). 2. სრული განაცხადის წარდგენა. 3.

ტექნიკური შეფასება. შერჩევის პროცესი განხორციელდება ყოველ ეტაპზე და თითოეული პროექტის

განაცხადი საბოლოოდ დამტკიცებული ან უარყოფილი იქნება LAG-ის უმრავლესობის გადაწყვეტილების

საფუძველზე. მე-2 და მე-3 ეტაპზე გადასულ კანდიდატებს ჩაუტარდებათ დამატებითი ტრენინგები და

კონსულტაციები სრული განაცხადის შესავსებად. პირველი ეტაპისთვის (ინტერესთა გამოხატვის ეტაპი)

იხილეთ შემდეგი ინფორმაცია:

მოთხოვნილი საგრანტო თანხა

მინიმალური საგრანტო თანხა შეადგენს - 1 000 ლარს

მაქსიმალური საგრანტო თანხა შეადგენს - 150 000 ლარს

საშუალო საგრანტო თანხა შეადგენს - 50 000 ლარს

თანადაფინანსება სავალდებულოა ყველა განმცხადებლისთვის შემდეგი პროცენტულობით:

კომერციული საწარმოები ( შპს, კერძო მეწარმეები და ა.შ.) - მინიმუმ 35%

მუნიციპალური და სახელმწიფო ორგანიზაციები - მინიმუმ 35%

სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები - მინიმუმ 20%

არასამთავრობო ორგანიზაციები, ასოციაციები, და სხვა ორგანიზაციები - მინიმუმ 15%

ადგილობრივი სათემო ჯგუფები და ფიზიკური პირები - მინიმუმ 15%

შენიშვნა: თანადაფინანსებად ჩაითვლება როგორც საკუთარი ფინანსური თანამონაწილეობა ასევე მესამე

მხარისგან (ფიზიკური და იურიდიული პირებისგან) მოზიდული თანხები.

განაცხადი ინტერესთა გამოხატვის შესახებ შეფასდება, შემდეგი 7 კრიტერიუმის მიხედვით:

1. გეოგრაფიული მდებარეობა: პროექტი უნდა განთავსდეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის

საზღვრებში

2. საგრანტო თანხა: მოთხოვნილი საგრანტო თანხა შეადგენდეს 1,000 ლარიდან 150,000 ლარამდე

3. პროექტის პერიოდი: პროექტის განხორციელება მთლიანად უნდა დასრულდეს 2020 წლის 1

მაისამდე

4. თანადაფინანსება: თანადაფინანსების თანხა უნდა შეესაბამებოდეს განმცხადებლის სტატუსის

მიხედვით მოთხოვნილ თანხებს

Page 4: სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა …€¦ · პროექტის შესახებ

5. LDS -თან თანხვედრა: განაცხადმა უნდა აჩვენოს, რომ პროექტი აკმაყოფილებს LDS-ის, სულ

მცირე, ერთ მიზანს და ერთ შედეგს. შესაძლებელია ერთზე მეტ მიზანთან და შედეგთან

კავშირი. გარდა ამისა, განაცხადმა ასევე უნდა აჩვენოს, რომ პროექტი შეესაბამება ერთ-ერთი

გადამკვეთი ამოცანის შესრულებას.

6. განმცხადებლის იურიდიული სტატუსი: ყველა კომერციულ, არაკომერციულ პროექტზე

განმცხადებელი არ არის ვალდებული რომ იყოს რეგისტრირებული, იურიდიული პირი.

არაკომერციული პროექტებისთვის განმცხადებელი შეიძლება არ დარეგისტრირდეს.

7. კანონიერება: ყველა საქმიანობა უნდა შეესაბამებოდეს კანონიერების კრიტერიუმებს. უკანონო

საქმიანობა არ ფინანსდება.

ქვემოთ მოცემულ ნახაზზე ნაჩვენებია საგრანტო კონკურსის ჩატარების გრაფიკი

ინფორმაცია ინტერესთა გამოხატვის ფორმის, მისი წარდგენის პროცედურების და ვადების

შესახებ, იხილეთ ვებ-გვერდზე: www.akhalkalakilag.ge ან მოგვმართეთ შემდეგ მისამართზე:

გუსან ჰავასის #7, 0700 ახალქალაქი, საქართველო.

პროექტის განმახორციელებელი ორგანიზაცია და პარტნიორები

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი 1994 წელს შეიქმნა.

ინსტიტუტის სოფლის მეურნეობის განვითარების დეპარტამენტი 2003

წლიდან ახორციელებს პროგრამებს სოფლის განვითარებისა და სოფლის

მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის. პროგრამები

მოიცავს შემდეგ მიმართულებებს: სოფლის მეურნეობა, ვეტერინარია,

ცხოველთა ჯანმრთელობა, სურსათის უვნებლობა, სოფლის მეურნეობის

სტატისტიკა, აგრობიზნესი, პროფესიული განათლება და სოფლის

ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება.

"მერსი ქორფსი" წარმოადგენს საერთაშორისო არაკომერციულ ორგანიზაციას,

რომელიც 1979 წელს ჩამოყალიბდა და მუშაობს 40-ზე მეტ ქვეყანაში. მერსი

ქორფსის მისიაა: გაჭირვების, სიღარიბის და ჩაგვრის შემცირება

ადამიანებისთვის უსაფრთხო, პროდუქტიული და სამართლიანი

საზოგადოების მშენებლობაში დახმარების გზით. ორგანიზაცია

საქართველოში 2000 წლიდან მუშაობს და განახორციელა არაერთი

ეკონომიკური განვითარების, სოფლის მეურნეობის მხარდაჭერისა და გარემოს

დაცვის პროგრამა ქვეყნის მასშტაბით.

West Cork Development Partnership (WCDP) აერთიანებს

ირლანდიის სოფლების 36 ადგილობრივ კომპანიას,

რომლებმაც LEADER მიდგომის დანერგვა 90-იანი წლების

დასაწყისიდან დაიწყო. კომპანიამ მხარი დაუჭირა

სხვადასხვა ინიციატივას და მომსახურებას დასავლეთის

კორკის რეგიონის განვითარებისთვის.

WCDP-ის მუშაობის მთავარი მიზანი იყო, მოსახლეობისთვის ეჩვენებინა იმ

პროექტებისა და ინიციატივების, ასევე გარემოს დაცვისა და კულტურული

აქტივობების მნიშვნელობა და ღირებულება, რომლებიც მხარს დაუჭერდა

ადგილობრივი თემებისა და საწარმოების განვითარებას.

ელვა საზოგადოებრივი ჩართულობა - საერთაშორისო ორგანიზაციაა,

რომელიც ხელს უწყობს თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებას

სოციალური სარგებლისთვის. ელვას გუნდი ქმნის ვებ და მობილურ

პლატფორმებს მსოფლიოს 10-ზე მეტ ქვეყანაში. საქართველოში ორგანიზაციის

ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა ახალგაზრდების გაძლიერება

ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროს განვითარების ხელშეწყობით. ამ

კუთხით, ორგანიზაციას უკვე განხორციელებული აქვს არაერთი პროექტი.