Business Intelligence ბუნებრივი გაზის რეალიზაციის...

32
- 1 - პროექტის ავტორი: ნიკო კინკრიაშვილი ხელმძღვანელი: ილია რევია Business Intelligence ბუნებრივი გაზის რეალიზაციის სფეროში თარიღი: 21.07.2016

Transcript of Business Intelligence ბუნებრივი გაზის რეალიზაციის...

Page 1: Business Intelligence ბუნებრივი გაზის რეალიზაციის სფეროში_Niko Kinkriashvili_MBA16 2

- 1 -

პროექტის ავტორი: ნიკო კინკრიაშვილი

ხელმძღვანელი: ილია რევია

Business Intelligence

ბუნებრივი გაზის

რეალიზაციის სფეროში

თარიღი: 21.07.2016

Page 2: Business Intelligence ბუნებრივი გაზის რეალიზაციის სფეროში_Niko Kinkriashvili_MBA16 2

სარჩევი ნაშრომის შინაარსი ............................................................................................................................... - 1 -

დამნერგავი კომპანია ............................................................................................................................ - 2 -

კომპანიაში დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფა.............................................................. - 3 -

1C საწარმო .......................................................................................................................................... - 3 -

როგორ ხდება ამ პროგრამაში მუშაობა ..................................................................................... - 4 -

Docflow ................................................................................................................................................ - 4 -

როგორ ხდება ამ პროგრამაში მუშაობა ..................................................................................... - 5 -

ბილინგის პროგრამა ......................................................................................................................... - 6 -

როგორ ხდება ამ პროგრამაში მუშაობა ..................................................................................... - 7 -

პრობლემის წამოჭრა ............................................................................................................................. - 8 -

რა არის BI.............................................................................................................................................. - 10 -

პროექტის მიზანი ................................................................................................................................ - 11 -

რეპორტინგი ......................................................................................................................................... - 12 -

ვინ და როგორ გამოიყენებს ამ მოდულს .................................................................................... - 13 -

პერსონალის მართვის დეპარტამენტი .................................................................................... - 13 -

ფინანსური დეპარტამენტი ........................................................................................................ - 14 -

დისტრიბუციის სამსახური ....................................................................................................... - 15 -

იურიდიული და ხაზინის სამსახურები ................................................................................. - 16 -

მენეჯერული რეპორტინგი........................................................................................................ - 17 -

რეპორტინგი გარე ორგანიზაციებისთვის .............................................................................. - 18 -

ტარიფის სიმულაცია .......................................................................................................................... - 19 -

კაპიტალური დანახარჯები ........................................................................................................... - 20 -

საოპერაციო დანახარჯები ............................................................................................................. - 21 -

ნორმატიული დანაკარგის ღირებულება .................................................................................... - 21 -

ბუნებრივი აირის რეალიზაციის საპროგნოზო მოცულობა ................................................... - 22 -

ტარიფების სიმულაციის მოდულის ოპერირების სქემა.......................................................... - 22 -

პროექტის განხორციელების წინაპირობა ....................................................................................... - 25 -

პროექტის განხორციელების გეგმა .................................................................................................. - 26 -

პროექტის რისკები .............................................................................................................................. - 27 -

პროექტის ბიუჯეტი ............................................................................................................................ - 28 -

დასკვნა .................................................................................................................................................. - 29 -

ბიბლიოგრაფია .................................................................................................................................... - 30 -

Page 3: Business Intelligence ბუნებრივი გაზის რეალიზაციის სფეროში_Niko Kinkriashvili_MBA16 2

- 1 -

ნაშრომის შინაარსი

ამ პროექტის მიზანია სოკარ ჯორჯია გაზის ჯგუფ კომპანიებში არსებული

მონაცემებისა და ინფორმაციის ავტომატიზაცია და ოპტიმალური გამოყენება, რათა

მენეჯმენტს გაუადვილდეს გადაწყვეტილებების მიღება და Business Intelligence

სტრატეგიის სწორი განხორციელება. დღეს-დღეისობით ეს მიმდინარეობა საკმაოდ

ფართოდ განიხილება სხვადასხვა მოწინავე კომპანებში. ელექტრონული მონაცემთა

ბაზების, ცხრილების გამოყენებამ და ხელმისაწვდომი ინფორმაციის რაოდენობის

ზრდამ წარმოშვა ამ ინფორმაციის უფრო კომპლექსური დამუშავების მოთხოვნა.

ნაშრომის მთავარი მიზანია შესთავაზოს დამნერგავ კომპანიას BI ფუნქციონალის

მიმართულებები და იმ წინაპირობების ჩამოყალიბება რომელიც საჭიროა კომპანიაში

ამ სისტემის წარმატებული დანერგვისთვის. გარდა ამისა ნაშრომის მიზანია

კორპორატიულ დონეზე ბიზნეს ინფორმაციის მართვის ოპტიმალური და

უნიფიცირებული გზების გამონახვა.

ასევე ბიზნეს პროცესების ცვლილებების ჩამოყალიბება, რომელიც კომპანიას

დაეხმარება სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის უნიფიცირებაში და სწორი BI

სტრატეგიის გატარებაში. რისი შედეგიც იქნება გადაწყვეტილების მიღების პროცესის

წახალისება.

ამ პროექტის ზოგადი მიზნებია:

უნიფიცირებული და ოპტიმალური გზების ჩამოყალიბება რისი მეშვეობითაც

მოხდება ინფორმაციის შეგროვება

ტექნიკური წინაპირობის ჩამოყალიბება, რომელიც კომპანიას დაეხმარება ამ

პროექტის წარმმატებით განხორციელებაში

BI და ბიზნეს ანალიტიკის ტექნიკების შეთავაზება რომელიც, ჩემი აზრით,

უნდა იყოს ამ პროექტის განხორციელების ბაზისი

Page 4: Business Intelligence ბუნებრივი გაზის რეალიზაციის სფეროში_Niko Kinkriashvili_MBA16 2

დამნერგავი კომპანია

აზერბაიჯანის რესპუბლიკის სახელმწიფო ნავთობკომპანია (SOCAR) საქართველოს

ნავთობისა და ბუნებრივი გაზის სექტორში 2006 წლიდან საქმიანობს. საქართველოში,

კომპანია „SOCAR"-ის აფილირებული კომპანიები გაზის სექტორში არიან შპს „სოკარ

ჯორჯია გაზი", სს „სოკარ ჯორჯია გაზ დისტრიბუშენი" და სს „საქორგგაზი",

შემდგომში ერთობლივად წოდწებული - „სოკარ გაზი”-ს ჯგუფი.

"სოკარ გაზი”-ს ჯგუფის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს:

ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და განაწილების საქმიანობა ;

მოსახლეობისა და კომპანიების გაზმომარაგებით უზრუნველყოფა;

ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელების მშენებლობა, რეაბილიტაცია და

ექსპლუატაცია.

"სოკარ გაზი”-ს ჯგუფი დღეისათვის, მთელი საქართველოს მასშტაბით, ბუნებრივი

გაზის მომარაგებით 400 ათასზე მეტ აბონენტს უზრუნველყოფს. მომხმარებლებს

საქართველოს მასშტაბით ემსახურება 45 სერვისცენტრი და თანამედროვე

სატელეფონო მომსახურების ცენტრი - 16 114. "სოკარ გაზი”-ს ჯგუფი საქართველოში

ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია, მის ჯგუფში გაერთიანებულ კომპანიებში

დასაქმებულია არანაკლებ 2200 თანამშრომლისა.

შპს "სოკარ ჯორჯია გაზი" „სოკარ ენერჯი ჯორჯია"-ს შვილობილი კომპანიაა.

კომპანია ეწევა გაზის მიწოდების და განაწილების საქმიანობას, ამასთან კომპანია

ბუნებრივი გაზით უზრუნველყოფს პირდაპირ მომხმარებლებს და მიმწოდებლებს.

შპს "სოკარ ჯორჯია გაზი" მთელი ქვეყნის მასშტაბით გაზიფიცირების უმსხვილეს

პროექტს ახორციელებს. პროექტის ფარგლებში საქართველოს ქალაქებსა და

სოფლებში ბუნებრივი გაზის გამანაწილებელი ქსელების მშენებლობა-რეაბილიტაცია

მიმდინარეობს, რაც მოსახლეობის ბუნებრივი გაზით მომარაგებას უზრუნველყოფს.

გაზიფიკაციის პროექტის მნიშვნელოვანი ნაწილი 2017 წელს დასრულდება და

ბუნებრივი გაზით სარგებლობა საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 75%-ს

შეეძლება. ასევე კომპანიამ 2008-2016 წლებში, მთელი საქართველოს მასშტაბით 250-

Page 5: Business Intelligence ბუნებრივი გაზის რეალიზაციის სფეროში_Niko Kinkriashvili_MBA16 2

მდე ქალაქისა და სოფლის გაზიფიცირება მოახდინა. განხორციელებული

სამუშაოების შედეგად, ამ პერიოდში 209 ათასზე მეტ პოტენციურ აბონენტს მიეცა

საშუალება ქსელში ჩართულიყო.

დღეს-დღეისობით კომპანიაში ინფორმაციის დამუშავება ხდება სხვადასხვა

პროგრამული უზრუნველყოფიდან ამოღებული მონაცმების ელექტრონული

ცხრილებით დამუშავება. როგორც წარმოგიდგენიათ 400 ათასზე მეტი აბონენტის

ინფორმაციის დამუშავებას ელექტრონული ცხრილებით ძალზედ ბევრი დრო მიაქვს

და წარმოშობს ადამიანური შეცდომის რისკებს, რაც როგორც ზევით აღვნიშნე გავლენა

ახდენს გადაწყვეტილების მიღების პროცეზე.

კომპანიაში დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფა

დღეის მდგომარეობით კომპანიაში გვხვდება სამი ძირითადი პროგრამული

უზრუნველყოფა: 1C საწარმო (ERP სისტემა), Docflow ელექტრონული

დოკუმენტბრუნვის სისტემა და ბილინგის სისტემა. შემდეგ ნაწილში განვმარტავ

თითოეულ პროგრამას, რას მოიცავს, რა ინფორმაციას აგენერირებს, როგორ და ვის

მიერ გამოიყენება ეს პროგრამა თუ ინფორმაცია.

1C საწარმო

ეს არის ქლაუდ ტიპის სისტემა რომელიც მიმართულია კომპანიაში ფინანსური და არა

მარტო ფინანსური პროცესების ავტომატიზაციისკენ. ამ პროგრამაში კომპანიის

ბუღალტრული, მმართველობითი, ლოგისტიკის, ძირითადი საშუალებების, ხაზინის,

პერსონალისა და ხელფასების მართვის მოდულები მუშავდება. ეს ERP სისტემა

გამორჩეულია მსოფლიო ბაზარზე თავისი მოქნილობით, ანუ შესაძლებელია ამ

პროგრამის მოდულების მორგება სხვადასხვა კომპანიების ბიზნეს პროცესებთან და

განსხვავებით მისი კონკურენტებისგან, SAP და ORACLE ისგან, ბევრად იაფია მისი

დანერგვა და შემდგომ უკვე მისი ექსპლუატაცია. რუსეთის ბაზარზე ყველაზე

გამოყენებადი ERP სისტემაა.

Page 6: Business Intelligence ბუნებრივი გაზის რეალიზაციის სფეროში_Niko Kinkriashvili_MBA16 2

როგორ ხდება ამ პროგრამაში მუშაობა

სისტემის მთავარი მომხამრებლები არიან ბუღალტრები, ლოგისტიკის, ფინანსური

ანალიზის, ხაზინის, იურიდიული სამსახურის,ქონების მართვის, სერვის ცენტრების

და სხვა დეპარტამენტების თანამშრომლები. ასევე სისტემაში მუშაობენ გაზიფიკაციის

სამუშაოებისა და მილსადენების მშენებლობა/რეაბილიტაციის კონტრაქტორი

ორგანიზაციის თანამშრომლები ვებ წვდომით.

სოკარის ჰოლდინგში შემავალი ყველა კომპანია (ნავთობპროდუქტების, გაზის,

მარკეტების, დაცვის მომსახურების კომპანიები) მუშაობს ერთიან სისტემაში.

სისტემა იყოფა ცნობარების, დოკუმენტების, ანგარიშგებების, რეგისტრებისა და

პროცესების ნაწილებად.

სოკარის ჰოლდინგში შემავალი ყველა ორგანიზაცია პროგრამაში იყენებს მრავალ

ცენტრალიზებულ ცნობარებს (მაგალითად: თანამდებობების, ზომითი ერთეულების,

ნომენკლატურის, რეგიონების, რაიონების, ქალაქების და ასე შემდეგ). ასევე

პროცესებიც და დოკუმენტებიც საუკეთესო პრაქტიკაზე დაყრდნობითაა სისტემაში

რეალიზაბული და კომპანიების სპეციფიკაზეა მორგებული - სისტემაში ყველა

პროცესის ასახვისათვის შექმნილია შაბლონები.

თუ მონაცემი განეკუთვნება რამდენიმე მოდულს ,სისტემაში ინფორმაციის ერთხელ

შეყვანისას (დოკუმენტის გატარებისას) პარალელურად ხდება მისი ასახვა რამდენიმე

მოდულში - მაგალითად საქონლის მიღების ოპერაციას სისტემაში არეგისტრირებს

საწყობის ოპერატორი სისტემაში ავტომატურად ასახული სასაქონლო ზედნადების

საფუძველზე. დოკუმენტის დარეგისტრიებისთანავე (გატარებისთანავე) ხდება მისი

ასახვა მმართველობით აღრიცხვის, ფინანსური აღრიცხვის, ლოგისტიკური

აღრიცხვის მოდულებში (ანალოგიური მიდგომაა სხვა მოდულებშიც).

Docflow

Docflow ანუ ელექტრონული დოკუმენტ-ბრუნვის სისტემა წარმოადგენს კომპანიაში

დანერგილი პროცედურების განხორციელების ძირითად სისტემას. ამ პროგრამაში

Page 7: Business Intelligence ბუნებრივი გაზის რეალიზაციის სფეროში_Niko Kinkriashvili_MBA16 2

ინახება უბრალო სამსახურეობრივი ჩანაწერიდან დაწყებული, მომწოდებლებთან

გაფორმებული ხელშეკრულებებით დამთავრებული ყველა დოკუმენტი, თუ წერილი.

აქ შეხვდებით ხელშეკრულებებს პოტენციურ მომხმარებლებთან, შვებულებაზე

მოთხოვნას და ა.შ. ამ სისტემის მომხმარებელები არიან კომპანიის უკლებლივ ყველა

თანამშრომელი, აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ რომ ეს სისტემა საკმაოდ

საინტერესო და გამოსაყენებელ ინფორმაციას ინახავს. ამ პროგრამაში არსებული

ინფორმაცია დღეს გამოიყენება მხოლოდ პროცედურების სამართავად, მე შევეცდები

მოგვიანებით დაგანახოთ თუ როგორ შეიძლება დამატებით, ამ ინფომრმაციის

გამოყენება სრულყოფილი რეპორტინგისთვის, რათა კიდევ უფრო სრულყოფილი

ინფორმაცია მიეწოდოს მენეჯმენტს.

როგორ ხდება ამ პროგრამაში მუშაობა

ძალიან მოკლედ შევეცდები დაგანახოთ, თუ რა პროცესები ხორციელდება და როგორ

ხორციელდება ეს პროცესები კომპანიაში. ამ პროგრამაში ინახება ყველა

ხელშეკრულება რომელიც კომპანიას აქვს ან ჰქონდა დადებული (პროგრამის

დანერგვის დღიდან). როგორ ხვდება ეს ინფორმაცია პროგრამის საცავში?! ყველა

ხელშეკრულება რომელსაც უნდა მოეწეროს ხელი, ინიციატორის მიერ ვებ პორტალის

საშუალებით იტვირთება ქსელში, ამის შემდეგ ეს განაცხადი მიემართება იურიდიულ

დეპარტამენტში, სადაც ხდება ამ ხელშეკრულების გავლა საჭიროების შემთხვევაში

ჩასწორება და შემდეგ უკვე ხდება მისი გადამისამართება ხელხმომწერ პირზე.

სამსახურეობრივი ჩანაწერის შემთხვევაში ინიციატორი თავის უშუალო უფროსს

უგზავნის მოთხოვნას, უფროსი წყვეტს დაადასტუროს თუ უარყოს კონკრეტული

მოთხოვნა და შესაბამისად ხდება ამ ჩანაწერის გადამისამართება პასუხისმგებელ

პირზე. გარდა ამისა პროგრამა გამოიყენება დავალებების გასაცემად, ამ სისტემის

საშუალებით შესაძლებელია გაიცეს დავალება შესაბამისი დედლაინით, რაც გვაძლევს

ინფორმაციას თანამშრომლების ეფექტიანობაზე და დედლაინების

დაკმაყოფილებაზე.

დღეს ეს პროგრამა გამოიყენება როგორც ინფორმაციის საცავი და მარშრუტიზატორი,

ამ სისტემაში არსებული ინფორმაციის ანალიზი კომპანიაში არ ხორციელდება, ჩემი

Page 8: Business Intelligence ბუნებრივი გაზის რეალიზაციის სფეროში_Niko Kinkriashvili_MBA16 2

პროექტი ითვალისწინებს ამ სისტემის საცავში არსებული ინფორმაციის დამუშავებას

და სხვა პროგრამულ უზრუნველყოფებთან რეკონსილაციას.

ბილინგის პროგრამა

ბილინგის სისტემა სპეციალურად სოკარის გაზის ჯგუფისთვის დაიწერა, რაც

გულისხმობს რომ მასში სრულად არის გათვალისწინებული კომპანიის

სტრატეგიული მოთხოვნილებები. ეს პროგრამა მოიცავს აბონენტებთან

ურთიერთობის სრულ ციკლს, და ასევე აქვს ინტეგრაციის საშუალება სხვა

პროგრამულ უზრუნველყოფასთან, რომელიც გვხვდება კომპანიაში. მაგალითისთვის,

ბილინგის სისტემა სრულად უნდა იყოს ინტეგრირებული 1C საწარმოსთან, ამით

პრაქტიკულად სხვადასხვა პროგრამულ ბაზებში არაერთგვაროვანი მონაცემების

არსებობის რისკი აღმოიფხვრება. ეს პროგრამული უზრუნველყოფა აგენერირებს

ჯგუფის შემოსავლებს, რაც თავისთავად ნიშნავს რომ ინფორამციის არათანხვედრა

სხვადასხვა ბაზებში იწვევს საგადასახადო რისკსაც. ეს გვაძლევს საშუალებას

ეფექტურად ვაწარმოოთ ამ პროგრამაში ასახული ინფორმაცია, მაგრამ ეს სისტემა არ

ითვალისწინებს სხვადასხვა აქტივობის ავტომატიზაციას.

პროგრამაში გათვალისწინებულია აბონენტებთან სრული ურთიერთობა, ანუ ყველა

სერვისი, რასაც კომპანია სთავაზობს მომხმარებელს. ეს სერვისებია

გაზის მიწოდება

გაზის განაწილება

გაზის ტრანსპორტირება

გაზიფიკაცია (ახალი მომხმარებლის მიერთება)

დამატებითი წერტილის მომსახურება

ჩაჭრა/აღდგენის სამუშაოები

მრიცხველის შეცვლა

სიმძლავრის გაზრდა

მრიცხველის გადაადგილება

Page 9: Business Intelligence ბუნებრივი გაზის რეალიზაციის სფეროში_Niko Kinkriashvili_MBA16 2

როგორ ხდება ამ პროგრამაში მუშაობა

ბილინგის პროგრამაში კომპანიის უკლებლივ ყველა აბონენტი და მათი ისტორია, მათ

მიერ მოხმარებული პროდუქტი, გადახდების დინამიკა არის ასახული. კომპანიის

მთავარი საქმიანობიდან გამომდინარე პროგრამის ინფორმაციის მთავარი ნაწილი

შედგება ბუნებრივი გაზის ოპერაციებისგან, კერძოდ აბონენტების ჩვენებების

დავალიანებების, გადახდების და ა.შ. იმისთვის რომ ეს ინფორმაცია მოხვდეს

ბილინგის სისტემის ბაზაში სპეციალური შიდა სტრუქტურული ერთეულის

თანამშრომლები პერიოდულად აკეთებენ მომხმარებელთან დამონტაჟებული

მრიცხველებიდან ჩვენებების აღებას, ეს პროცესი ხორციელდება მობილური

ტერმინალების საშუალებით. თითოეული წამკითხველი აღჭურვილია ამ

მოწყობილობით და თვეში გაწერილი გრაფიკის მიხედვით ახდენს კონკრეტული

აბონენტების წაკითხვას. ამ პროცესის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია

აიტვირთება თვითონ ბილინგის სისტემის ბაზაში, რაც არის აბონენტზე დარიცხვის

განხორციელების საფუძველი.

გადახდის შემთხვევაში მომხმარებელი თანხას იხდის ელექტრონულად, ანუ

კომპანიაში არ ოპერირებს სალარო. რაც გულისხმობს რომ ყველა აბონენტის გადახდა

აისახება პირდაპირ კომპანიის საბანკო ანგარიშებზე. ბილინგის პროგრამა ვებ

სერვისის დახმარებით ურთიერთობს სხვადასხვა ბანკებთან და ახდენს გადახდების

ალოკაციას აბონენტებზე. გადახდის ინფორმაცია პროგარამაში აისახება საავანსე

ანგარიშზე, რის შემდეგაც ხდება ავანსის ანგარიშის გადანაწილება სერვისების

მიხედვით ანუ „კლირინგის“ ოპერაცია. ამ ოპერაციის დროს ხდება მიმდინარე და

ვადაგადაცილებული ვალების იდენტიფიცირება და ხელშეკრულების მიხედვით

მათი გადაფარვა სისტემაში ინტეგრირებული ალგორითმის შესაბამისად (სერვისების

კლირინგის პრიორიტეტები რამდენიმეს არსებობის შემთხვევაში), რათა მივიღოთ

აბონენტზე სერვისის ჭრილში მოთხოვნები. ყოველი სააღრიცხვო თვის ჭრილში ხდება

იმ აბონენტების იდენტიფიცირება რომლებსაც არ დაუფარავს მოხმარებული სერვისის

ღირებულება და შესაბამისად ხდება ამ აბონენტებზე სერვისის მიწოდების შეწყვეტა.

Page 10: Business Intelligence ბუნებრივი გაზის რეალიზაციის სფეროში_Niko Kinkriashvili_MBA16 2

ბილინგის პროგრამაში ინფორმაციის მთავარი შემყვანები არიან დისტრიბუციის

სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც უშუალოდ ელექტორნული

მოწყობილობების საშუალებით იღებენ აბონენტებისგან ჩვენებებს და ახდენენ მათ

სისტემაში ასახვას.. გარდა დისტრიბუციის თანამშრომლებისა სისტემაში ინფორმაცია

შეყავთ ბილინგის ოპერატორებს, ვინც ძირითადათ დაკავებულები არიან საბანკო

გადახდბის დადასტურების, დაზუსტების სტატუსების იდენტიფიკაციით,

ფაქტორინგების სისტემაში ასახვითა და ინფორმცაიის კორექტირებებით.

ინტეგრაციები უნდა ახსნა რომ იარპი სისტემაში კონსოლიდირებული ინფორმაცი

მიდის 5 პროცესის ჭრილში. რა ობიექტების ჭრილში ხდება კონსოლიდაცია და რატომ

(ამას დაგაწერინებ).

პრობლემის წამოჭრა

დღეს ვაწყდებით სიტუაციას, სადაც მომხმარებლებს (კომპანიის თანამშრომლებს)

უწევთ კომპანიაში არსებული სხვადასხვა პროგრამებიდან სათითაოდ ინფორმაციის

ამოღება ელექტრონული ცხრილების მეშვეობით და მათი დამუშავება,

კონსოლიდაცია, რის შემდეგ ეს ინფორმაცია ინახება მხოლოდ იმ ადამიანთან ვინც ის

დაამუშავა. სხვადასხვა ფორმატის მონაცემები და სხვადასხვა პირის მიერ

ელექტრონულ ცხრილებში დამუშავებული მონაცემები წარმოშობს უკონტროლო და

მოუწესრიგებელი მონაცემების ზრდას კომპანიის შიგნით, რაც ხშირ შემთხვევაში

იწვევს მონაცემების არასწორ ინტერპრეტაციას და რამოდენიმე ტიპის შედეგს, რაც

საბოლოო ჯამში იწვევს კომპანიაში გადაწყვეტილების მიმღები პირების შეცდომაში

შეყვანას, რაც შეიძლება აისახოს არაეფექტურ გადაწყვეტილებებში.

შეცდომით რეგისტრირებული მონაცემების გარდა, სხვადასხვა ელექტრონული

სისტემებიდან ინდივიდუალურად დაგენერირებული მონაცემები მოითხოვს

საკმაოდ ბევრი ადამიანის ჩართულობას, რათა მოხდეს ამ მონაცემების ინფორმაციაში

გარდაქმნა, რაც ზრდის ადამიანური შეცდომის დაშვების ალბათობას.

Page 11: Business Intelligence ბუნებრივი გაზის რეალიზაციის სფეროში_Niko Kinkriashvili_MBA16 2

ასევე კომპანიის მონაცემების შენახვა ცალკეულ ფაილებში თანამშრომლების

პერსონალურ კომპიუტერებზე წარმოშობს კომპანიიდან ინფორმაციის გაჟონვის

რისკებს.

მიუხედავათ BI გამოყენების მზარდი ტრენდისა, გამოკვლევები აჩვენებენ რომ 90%

კომპანიებში, სადაც BI დანერგილია, თანამშრომლები კვლავ იყენებენ ელექტრონულ

ცხრილებს. ისინი იღებენ ინფორმაციას როგორც BI სისტემიდან, ასევე სხვადასხვა

პროგრამული უზრუნველყოფებიდან და ახდენენ ხელით დამუშავებას.

ხელმისაწვდომი ინფორმაციის კატასტროფული ზრდა იწვევს ელექტონული

ცხრილების მეშვეობით მის დასამუშავებლად საჭირო დროის გაზრდას და

სირთულეს, რაც საერთო ჯამში BI თვითღირებულებას ზრდის.

ერთადერთი ეფექტური შედეგის მიღება შესაძლებელია კომპანიის შიგნით

უნიფიცირებული საზომების და ხედვების ჩამოყალიბებით. გარდა ამ ფაქტორებისა BI

არასწორი გამოყენების მიზეზი შესაძლოა იყოს მონაცმების არასათანადო ხარისხი.

თვითონ BI შედარებით ახალი მიმდინარეობაა, შესაბამისად, ის განიცდის ევოლუციას

რაც ხელმისაწვდომი ინფორმაციის ზრდით არის გამოწვეული. ამ ინფორმაციის

სწორი გამოყენება კი ბევრი კომპანიის სტრატეგიის ნაწილადაც იქცა. ამ ინფორმაციას

კი ეწოდა “Big Data”. “Big Data” განმარტავენ როგორც დიდი მოცულობის, დიდი

ბრუნვადობის და დიდი ნაირსახეობის ინფორმაციულ აქტივს რომელიც მოითხოვს

ეკონომიურ, ინოვატორულ დამუშავებას გადაწყვეტილების მიღების

წასახალისებლად.

როგორც ზევით ვახსენე, ბუნებრივი გაზის განაწილება საქართველოს

კანონმდებლობით წარმოადგენს რეგულირებად საქმიანობას, ეს საქმიანობა

რეგულირდება საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული

სააგენტოს (სემეკი) მიერ. მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება

მოსახლეობის მიერ მოხმარებული გაზის ტარიფის ყოველწლიური გადათვლის

შესახებ. ახალი ტარიფის დაანგარიშება ხდება ლიცენზიანტი კომპანიების მიერ

სატარიფო განაცხადზე დაყრდნობით. თვითონ სატარიფო განაცხადის

მომზადებისთვის საჭიროა რამოდენიმე სრუქტურული ერთეულის სრული

ჩართულობა რამოდენიმე თვის განმავლობაში, რათა მოხდეს ინფორმაციის

Page 12: Business Intelligence ბუნებრივი გაზის რეალიზაციის სფეროში_Niko Kinkriashvili_MBA16 2

სრულყოფილად წარდგენა. მარეგულირებელმა ორგანომ გამოსცა ტარიფის

დაანგარიშების მეთოდოლოგია სადაც განმარტებულია თუ როგორ მოხდება ტარიფის

დაანგარიშება და რა ინფორმაციაა წარმოსადგენი ტარიფის დაანგარიშებისთვის.

მოკლედ რომ ვთქვათ სატარიფო განაცხადის ქვეში წარსადგენია კომპანიაში

პერიოდში გაფორმებული ხელშეკრულებები, ფინანსური ინფორმაცია და

ბიუჯეტირებული მონაცემები გარკვეულ ფორმატში. ამ ინფორმაციის

გაფანტულობისა და სიდიდის გამო საჭიროა მრავალი ადამიანის ჩართვა ამ პროცესში

რასაც რეალურად შეუძლია გამოიწვიოს მუშახელის ნაკლებობა და კომპანიისთვის

სახელფასო ხარჯის გაზრდა.

რა არის BI

გარტნერის განმარტებით BI არის ტერმინი რომელშიც ერთიანდება პროგრამული

უზრუნველყოფა, ინფრასტრუქტურა და საუკეთესო პრაქტიკები რათა შედეგად

მივიღოდ იმფორმაციის ავტომატიზაცია, რაც მენეჯმენტს ეხმარება გადაწყვეტილების

მიღებაში. ეს განმარტება საკმაოდ ზოგად წარმოდგენას გვაძლევს ამ პროდუქტის

შესახებ, რაც უშვებს იმ ფაქტს რომ ეს ტერმინი სხვადასხვაგვარად იყოს

განმარტებული. მაგ: ტურბანის განმარტებით, BI არის პროგრამული უზრუნველყოფა

რომელიც სხვადასხვა მანიპულაციებით და პროცესებით მონაცემებთან

ინტერაქტიულ ურთიერთობას გვთავაზობს. ჩემი განმარტებით, ეს არის კომპანიის

ინტელექტი, რომ წარმოვიდგინოთ ერთი პროგრამა სადაც შესაძლებელი იქნება

აისახოს კომპანიაში დანერგილ ყველა პროცესი, პროცედურა, იმ თანამშრომლების

ანალიტიკურ აზროვნება, რომელებიც დღეს იყენებენ ელექტრონულ ცხრილებს, ანუ

შევასწავლით თუ როგორ არის კომპანია მოწყობილი და შემდეგ დავავალებთ

გარკვეული ინფორმაციის გენერირებას, რომელსაც ის ამ ყველა პროცედურის და

ანალიტიკის გავლით ჩვენთვის სასურველ ფორმაში მოაქცევს. ზემოხსენებულ

განმარტებებთან დამატებით ეველსონი განმარტავს BI ს როგორც მეთოდოლოგიების,

პროცესების, არქიტექტურის და ტექნოლოგიების ნაკრებს რომელიც გარდაქმნის

მონაცმებს აზრიან და გამოსაყენებელ ინფორმაციად. ლონქუისტი, პირტიმაკი და

Page 13: Business Intelligence ბუნებრივი გაზის რეალიზაციის სფეროში_Niko Kinkriashvili_MBA16 2

კარჯალუოტო აჯამებს BI ს იდეას როგორც, მენეჯერული კონსეპტი და იარაღი

რომელიც გამოიყენება ორგანიზაციის ბიზნეს ინფორამციის მართვაში და ეფექტური

გადაწყვეტილებების მიღებაში.

პროექტის მიზანი

ამ პროექტის უმთავრესი მიზანია კომპანიაში არსებული მონაცემების, რომლებიც

გენერირდება ზემოხსენებულ სამ პროგრამულ ბაზაში, უნიფიცირება და

რეკონსილაცია. მიმდინარე პერიოდში ეს სამი პროგრამა 1C საწარმო, Docflow და

ბილინგის სისტემა ოპერირებენ დამოუკიდებლად ერთმანეთისგან, რაც წარმოშობს ამ

მონაცმების ფიზიკური რეკონსილაციის საჭიროებას. საუკეთესო შემთხვევაში, ამ

დავალებისს დასაკმაყოფილებლად საჭიროა კომპლექსური მონაცემთა ანალიზი და

ელექტრონული ცხრილების გამოყენება. იქედან გამომდინარე რომ მონაცმების

რაოდენობა რომელიც გენერირდება ამ პროგრამების მეშვეობით დროში

ექპონენციალურად იზრდება და შესაბამისად ართულებს ამ დავალების შესრულებას,

ამასთან ერთად დღეს არსებული ელექტრონულ ცხრილებს არ გააჩნიათ იმის რესურსი

რომ ამ ზომის მონაცმები დაამუშაონ.

1C საწარმო აგენერირებს დეტალურ ინფორმაციას სოკარ გაზ ჯგუფის ხარჯების,

ძრითადი საშუალებების შესახებ, როდესაც დეტალური ინფორმაცია შემოსავლების

შესახებ გენერირდება ბილინგის პროგრამაში. წარმოიშობა საჭიროება ამ ინფორმაციის

კონსოლიდციისა და თანხვედრის, რაც გულისხმობს სხვადასხვა ფორმატის

მონაცემების ამოღებას თითოეული პროგრამიდან და მათ დამუშავებას. იქედან

გამომდინარე რომ ამ პროცესის შედეგი არის გადაწყვეტილების მიმღებისთვის

მთავარი დასაყრდენი ინფორმაცია სტრატეგიულად სწორი და ეფექტური

გადაწყვეტილების მიღებისთვის, შედეგად მიღებული ინფორმაცია უნდა მომზადდეს

აკურატულად რეპორტინგის პერიოდების ჭრილში.

Page 14: Business Intelligence ბუნებრივი გაზის რეალიზაციის სფეროში_Niko Kinkriashvili_MBA16 2

ამ პროექტის უმთავრესი მიზანია სტრატეგიული ინფორმაციის სწრაფი და ურისკო

გენერირება, რათა მენეჯმენტს გაუმარტივდეს სტრატეგიულად მნიშვნელოვანი

გადაწყვეტილების მიღება. ეს ყველაფერი მოხდება დამატებითი მოდულის

დახმარებით, რომელიც შეაჯამებს კომპანიაში არსებული და მომავალში დანერგილ

პროგრამულ ბაზების მონაცემებს და დამხმარე ალგორითმების მეშვეობით მოახდენს

რეპორტინგს რომელიც აქტუალური იქნება ყველა დონის მენეჯმენტის რგოლისთვის.

ამ მოდულში მოხდება ამ მონაცმების ერთ ფორმატში მოქცევა რათა გამარტივდეს

მონაცმეთა ბაზების ერთმანეთთან დაკავშირება.

მე წარმოგიდგენთ ამ პროექტის ორ ძირითად მიმართულებას:

რეპორტინგი

ტარიფის სიმულაცია

შევეცდები განვმარტო რას წარმოადგენს თითოეული მიმართულება და რა შედეგს

მივიღებთ საბოლოოდ.

რეპორტინგი

სისტემის ეს ნაწილი ძირითადად განკუთვნილია დეტალური ანალიზის

ჩასატარებლად და ახალი კონტროლის მექანიზმების შესაქმნელად. ეს მოდული

საშუალებას მისცემს სოკარის ჯგუფის შუა და ზედა რგოლის მენეჯმენტს სწრაფად და

ეფექტიანად მიიღოს მისთვის საჭირო ინფორმაცია. რეპორტინგის მოდულის

მომხმარებლები ინქებიან ყველა შუა რგოლის მენეჯმენტის წარმომადგენელი

სტუქტურული ქვედანაყოფები. სათითაოდ ყველა სტრუქტურულ ერთეულთან

მოხდება ამ მოდულის ოპერაციებისა და ფუნქციონალის შეთანხმება. შევეცდები

მოკლედ მიმოვიხილაო, თუ რა შესაძლებლობები შეიქმნება თითოეული

დეპარტამენტისთვის. პროექტის დანერგვის პერიოდში მოხდება კონსულტაციები

სტრუქტურულ ერთეულებთან, რის შედეგადაც უკვე გაიწერება დამატებითი

ფუნქციონალი, რომელიც გაამარტივებს მათ სამუშაოს და საშუალებას მისცემთ უფრო

ღრმა ანალიზის გაკეთების. აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ეს მოდული მთლიანად იქნება

Page 15: Business Intelligence ბუნებრივი გაზის რეალიზაციის სფეროში_Niko Kinkriashvili_MBA16 2

მოწყობილი წარსულ და მიმდინარე პერიოდის ინფორმაციის დამუშავებაზე.

რეალურად ეს მოდული იქნება ინფორმაციის მომწესრიგებელი შესაბამის

შაბლონებში, რომლებიც მოთხოვნილი იქნება კომპანიის სხვადასხვა საშუალო

რგოლის მენეჯმენტისგან და მათ დაქვემდებარებაში მყოფი პირებისგან.

ვინ და როგორ გამოიყენებს ამ მოდულს

პერსონალის მართვის დეპარტამენტი

როგორც ავღნიშნე კომპანიაში დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფების

აღწერისას, დღეს-დღეისობით Docflow გამოიყენება მხოლოდ როგორც

მარშრუტიზატორი, ანუ დავალებების და შიდა პროცედურების სამართავად. ეს

მოდული შესაძლებლობას მისცემს ამ სამსახურს აკონტროლოს ინფორმაცია

თანამშრომლების შესახებ. კერძოდ ეს მოხდება შემდეგნაირად, ეს მოდული

დააკავშირებს 1C საწარმოში არსებულ ინფორმაციას თანამშრომლების

ანაზღაურებაზე და ბონუსებზე (დაზღვევა, კვება, მატერიალური დახმარება,

ტრეინინგები) და მოახდენს მათ მიერ უშუალოდ შესრულებულ სამუშაოსთან

თანხვედრას. თანამშრომლის მიერ უშუალოდ შესრულებული სამუშაო გულისხმობს

პროგრამა Docflow ში მათზე გაცემული დავალებების სტატუსებს, რამდენად სრულად

შესრულდა, ვადებში რამდენად მოთავსდა და რამდენად დატვირთული იყო

თანამშრომელი კონკრეტულ პერიოდში.

კომპანიაში არ არის დანერგილი კონკრეტული საბონუს-მალუსე სისტემა, ანუ არ

ხდება კარგი თანამშრომლის წახალისება ან ცუდის დასჯა. ეს ყველაფერი ასახვას

ნახულობს თანამშრომლების მოტივაციაზე და მათ ეფექტურ მუშაობაზე. იქედან

გამომდინარე რომ არ არსებობს კომპანიაში თანამშრომლებზე ინფორმაციის

დამუშავების პრაქტიკა, ეს პრობლემა საკმაოდ აქტუალური ხდება კომპანიის

ზრდასთან ერთად. რეპორტინგის მოდული პერსონალის მართვის დეპარტამენტს

საშუალებას მისცემს უკვე აკონტროლოს თანამშრომლების შესახებ ინფორმაცია და

Page 16: Business Intelligence ბუნებრივი გაზის რეალიზაციის სფეროში_Niko Kinkriashvili_MBA16 2

დანერგოს შესაფერისი KPI ყველა სამუშაოს მიხედვით, რის შედეგადაც შესაძლებელი

იქნება უკვე საბონუს-მალუსე სისტემის დანერგვა კომპანიაში.

ფინანსური დეპარტამენტი

მენეჯმენტის გადაწყვეტილებები კომპანიაში ძირითადად დაყრდნობილია

ფინანსური დეპარტამენტის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე. შესაბამისად ეს არის

სტრუქტურული იერარქიის ის დონე სადაც ინფორმაციის სიზუსტეს და მიწოდების

სისწრაფეს გადაწყვეტილების მიღებაში მნიშვნელოვანი როლი აქვს. როგორც

ავღნიშნე მონაცემების სიდიდის და მრავალფეროვნების გამო რეალურად ვერ

ხერხდება დაწვრილებითი ანალიზის ჩატარება გარკვეულ საკითხებზე. ამ მოდულის

დახმარებით ფინანსური დეპარტამენტი შეძლებს უფრო ფართო ანალიზის ჩატარებას

და უფრო ზუსტი ინფორმაციის მიწოდებას მენეჯმენტზე, რის საფუძველზეც შემდგომ

მოხდება კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება. შესაძლებელი იქნება აბონენტის

დონეზე მომგებიანობის დაანგარიშება, სერვისცენტრების დონეზე ზუსტი

მომგებიანობის გაანგარიშება, ინვესტიციებზე ამონაგების ზუსტი დაანგარიშება, რაც

საშუალებას მისცემს მენეჯმენტს გააკეთოს გარდამტეხი გადაწყვეტილებები.

მაგალითისთვის ვისაუბრებ ინვესტიციების ნაწილზე, კომპანიისთვის

ყოველწლიური საინვესტიციო დანახარჯების ძირითადი ნაწილი მოდის

სადისტრიბუციო ქსელის განვითარებაზე და ახალი მომხმარებლების მიერთებაზე.

იმისთვის რომ მოხდეს საინვესტიციო რესურსის სწორად გადანაწილება,

მომგებიანობაზე დაყრდნობით, საჭიროა თითოეული ინვესტიციით მიღებული

ახალი აბონენტების მიერ შემოტანილი წილი რეალიზაციაში და შესაბამისი

ექსპლუატაციის ხარჯები რომელიც გასაწევი იქნება ამ ინვესტიციაზე შემდგომ

პერიოში. იქედან გამომდინარე რომ კომპანია წარმოდგენილია მთელი საქართველოს

მაშტაბით მოხმარებები ტერიტორიების მიხედვით განსხვავდება ასევე განსხვავდება

ჰავა და პირობები რაც განაპირობებს უკვე სადისტრიბუციო ქსელის ექსპლუატაციის

დანახარჯებს. დღეს ამ მონაცემების დასამუშავებლად საჭიროა კომპაიის ბალანსე

არსებული გაზსადენების დანახარჯების და ამ გაზსადენებზე არსებული აბონენტების

დაკავშირება. შეგახსენებთ რომ კომპანია ემსახურება 500,000 მდე მომხმარებელს და

Page 17: Business Intelligence ბუნებრივი გაზის რეალიზაციის სფეროში_Niko Kinkriashvili_MBA16 2

კომპანიის ბალანსე 600 მილიონამდე ღირებულების გაზსადენები ფიქსირდება.

შესაბამისად შეუსრულებელ მისიად რჩება ამ ორი კომპონენტის ერთანეთთან

დაკავშირება და ზუსტი ანალიზის ჩატარება. ეს მოდული 1C საწარმოს ბილინგის

სისტემის და Docflow ს მეშვეობით თავს მოუყრის შესაბამის ინფორმაციას და მოგვცემს

უკვე ინფორმაციას რომელსაც ფინანსური დეპარტამენტი გამოიყენებს ინვესტიციის

რენტაბელურობის გათვლებში, რაც საბოლოო ჯამში მენეჯმენტს მისცემს საშუალებას

საინვესტიციო რესური გადაანაწილოს უფრო სწორად. ეს მოდული 1C სისტემიდან

გამოითხოვს ინფორმაციას ძირითადი საშუალებების და მათზე გახარჯული

სარეაბილიტაციო-საექსპლუატაციო დანახარჯებს, ბილინგის სისტემიდან მოხდება

აბონენტებზე მომგებიანობის გაანგარიშება უფრო ვიწრო ტერიტორიებზე (მაგ.

უბნებზე). ხოლო Docflow დან მოხდება ინფორმაციის წამოღება თუ რამდენად ხშირად

ხდებოდა ამა თუ იმ გაზსადენზე სარეაბილიტაციო სამუშაოები.

ეს არის ერთი მაგალითი თუ როგორ დაეხმარება ეს მოდული ფინანსურ

დეპარტამენტს. დეპარტამენტის მოთხოვნებიდან გამომდინარე მოხდება შაბლონების

ჩაშენება რის მიხედვითაც გაიწერება ალგორითმები და მოხდება სრულყოფილი

რეპორტინგის წარმოება შემცირებულ ვადებში, და ეს პროცესი იქნება დაწვრილებით

ანალიზზე დაფუძნებული.

დისტრიბუციის სამსახური

დისტრიბუციის სამსახურს ევალება უზრუნველყოს ბუნებრივი გაზის

ტრანსპორტირების ქსელიდან აბონენტებამდე უწყვეტი და ხარისხიანი მიწოდება,

ხარისხიან მიწოდებაში იგულისხმება დანაკარგების მინიმიზაცია, გარდა ამისა

დისტრიბუციის სამსახურს აქვს პირდაპირი შეხება აბონენტებთან, წამკითხველები

დისტრიბუციის სამსახურის ქვეშ არიან მოქცეულები.

დისტრიბუციის სამსახურის ეს მოდული დაეხმარება საოპერაციო საქმიანობის

განხორციელებაში. მაგალითისთვის აბონენტების მიერ საეჭვო მოხმარების დროული

აღმოჩენა, ბუნებრივი გაზის დანაკარგების კუთხით ავარიული გაზსადენის ავარიამდე

იდენტიფიცირება. კომპანიაში იგეგმება აბონენტების ივენტარიზაცია, ანუ მოხდება

აბონენტების მიერ გამოყენებული მოწყობილობების აღწერა. აღწერა ითვალისწინებს

Page 18: Business Intelligence ბუნებრივი გაზის რეალიზაციის სფეროში_Niko Kinkriashvili_MBA16 2

ამ მოწყობილობების ბუნებრივი გაზის მოხმარების მიხედვით დაჯგუფებას, რაც

საშუალებას მოგვცემს გავაკეთოთ მოსახლეობის მიერ ბუნებრივი გაზის მოხმარების

სიმულაცია. ეს ნიშნავს რომ ამ მოდულის დახმარებით შესაძლებელი იქნება

თითოეული აბონენტისთვის მოხმარების ინტერვალის გაანგარიშებას, რაც თავის

მხრივ მოგვცემს აბონენტის მოხმარებაზე კონტროლს. კონტროლში იგულისხმება

ბუნებრივი გაზის მიტაცების გამოვლება დროულად. აბონენტები რომლებიც ამ

ინტერვალიდან ამოვარდებიან ის აბონენტები საეჭვო სიაში ჩავარდებიან და

აუცილებლობის შემთხვევაში განხორციელდება შესაბამისი სანქციები. აქვე

დავამატებ, რომ ბუნებრივი გაზის განაწილების პროცესში, ანუ ტრანსპორტირების

სისტემიდან აბონენტამდე მიწოდების პროცესში, დაკარგული გაზი რომელიც

აღემატება სემეკის მიერ დადგენილ დანაკარგის ნორმატივს კომპანიისთვის

წარმოადგენს ფინანსურ ზარალს. ეს ზედმეტი დანაკარგი იბეგრება საგადასახადო

მიზნებისთვის. შესაბამისად ამ კალკულაციების წარმოება მოგცემს დანაკარგის

შემცირების საშუალებას. ინფორმაცია რომელიც გამოყენებული იქნება ამ

ოპერაციისთვის მთლიანად დაგენერირდება ბილინგის ბაზიდან.

იურიდიული და ხაზინის სამსახურები

ამ ორ სამსახურს ურთიერთობა ნაწილობრივ იკვეტება ერთმანეთთან, კერძოდ ამ

სამსახურებს ევალებთ კონტრაქტორ ორგანიზაციებთან ურთიერთობა. ერთი მხარე

აფორმებს ფორმალურ ურთიერთობას სადაც გაწერილია ვალდებულებები და

შესრულების გრაფიკები ხოლო მეორე პასუხისმგებელია ანგარიშწორების დროულად

განხორციელებისთვის. კონტრაქტორების რაოდენობიდან გამომდინარე

ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების და მოთხოვნების შესრულების

კონტროლი საკმაოდ კომპლექსური ხდება. ეს ორი სამსახური იყენებს ელექტრონულ

ცხრილებს რათა აკონტროლონ ცენტრალური ოფისიდან გაფორმებული

ურთიერთობებზე ინფორმაცია, რაც შეეხება რეგიონებში გაფორმებულ

ხელშეკრულებებს, ამის კონტროლი ჯერჯერობით ვერ ხორციელდება. შესაბამისად

რეგიონიდან მოთხოვნილი ყველა გადარიცხვა გადის ბუღალტერიის გავლით,

რეესტრების სახით. რეგიონიდან მოდის მოთხოვნა კონკრეტულ კონტრაგენტებზე

Page 19: Business Intelligence ბუნებრივი გაზის რეალიზაციის სფეროში_Niko Kinkriashvili_MBA16 2

თანხის გადახდის, რის შემდეგაც ბუღალტერია გადის ამ დოკუმენტების

ვალიდურობას და აძლევს ვერიფიკაციას გადარიცხვას. როდესაც ბუღალტერიიდან

მიღებულია თანხმობა ხაზინის სამსახური ახდენს უკვე ფიზიკურად ანგარიშწორებას.

რეპორტინგის მოდულს შეუძლია ამ პროცესიდან ამოიღოს ბუღალტერიის რგოლი,

რაც გაამარტივის პროცედურას და დაზოგავს მუშახელს. ეს პროცესი განხორცილდება

1C საწარმოს და Docflow ს მეშვეობით, კერძოდ ეს მოდული მოახდენს

ხელშეკრულების ძირითადი პარამეტრების კონტრაქტორი ორგანიზაციის,

ვალდებულების შესრულების პირობას, გადახდის ვადების და ხელშეკრულების

მოქმედების ვადების გამოთხოვნას Docflow ს პროგრამიდან, ხოლო ინფორმაციას თუ

გაიწია თუ არა სერვისი, სრულად შესრულდა თუ არა და დარჩენილ ვალდებულებას

კონკრეტული ხელშეკრულებების ქვეშ რეპორტინგის მოდული გამოითხოვს 1C

საწარმოდან და შეჯამებულ ინფორმაციას წარუდგენს ინიციატორს.

ეს პრობლემა წარმოშობილია მონაცემთა ფორმატების სხვაობის გამო,

არაუნიფიცირებული სისტემების გამო. ამ ორი მონაცემის ფიზიკურად დაკავშირება

მოითხოვს საკმაოდ დიდ ადამიანურ რესურს, იქედან გამომდინარე რომ

ხელშეკრულებები ფორმდება ყოველდღე და შესაბამისად წარმოიშობა

ვალდებულებები. ამ პროცესის ხელით დამუშავება მოითხოვს დამატებით

პერსონალს, რომლის გამოყენებაც მხოლოდ ამ საქმეზე უნდა მოხდეს, შესაბამისად ეს

მოდული დაუზოგავს კომპანიას ახალ პერსონალის დაქირავების ხარჯს და

გამოუნთავისუფლებს ბუღალტერიაში ამ საკითხებით დაკავებულ თანამშრომლებს.

მენეჯერული რეპორტინგი

როგორც ავღნიშნე თითოეული სამსახურისთვის ცალცაკლე უნდა მოხდეს

პრიორიტეტული რეპორტების შაბლონების ჩამოყალიბება, რაც ითვალისწინებს

მათთან გაღრმავებულ კონსულტაციებს, რათა მაქსიმალურად მოხერხდეს მათ

აზრიანი მოთხოვნების დაკმაყოფილება ამ მოდულის საშუალებით. მსგავსად

კომპანიის შასუალო მენეჯმენტის წარმომადგენლებთან ურთიერთობისა მოხდება

უშუალოდ მენეჯმენტთან იმ ძირითადი რეპორტების შაბლონებზე ჩამოყალიბება

რომელიც შემდგომში გახდება მათთვის გადაწყვეტილების მიღებისთვის საინტერესო.

რა თქმა უნდა მენეჯმენტი არ იქნება შეზღუდული მხოლოდ ამ რეპორტებით, მათ

Page 20: Business Intelligence ბუნებრივი გაზის რეალიზაციის სფეროში_Niko Kinkriashvili_MBA16 2

ექნებათ წვდომა ყველა ტიპის რეპორტზე რომელიც გამოიყენება საშუალო რგოლის

მენეჯერების მიერ, გარდა ამისა პროგრამაში იქნება საშუალება ახალი რეპორტების

გენერირების მოთხოვნების შესაბამიასად. რეალურად რეპორტინგის მოდული იქნება

პლატფორმა რომელიც გააერთიანებს კომპანიაში დანერგილ პროგრამულ ბაზებში

არსებულ ინფორმაციას, შესაბამისად იქნება შესაძლებლობა ამ ინფორმაციის

საჭიროებისამებრ სხვადასხვა ფორმატით დანახვის.

რეპორტინგი გარე ორგანიზაციებისთვის

სოკარ ჯორჯია გაზის ჯგუფის წევრი კომპანიები, როგორც მოგეხსენებათ

დაკავებულია ბუნებრივი რესურსის რეალიზაციისთ და არის ერთადერთი

იმპორტიორი ამ რესურსის, შესაბამისად ჯგუფი სხვადასხვა სახელმწიფო

დაწესებულებების ყურადღების ქვეშ იმყოფება. ჯგუფს ასევე აქვს ვალდებულება

პერიოდული რეპორტინგის ორგანიზაციებთან როგორებიცაა საქართველოს

სტატისტიკის დეპარტამენტი და სემეკი. რეპორტების მოთხოვნა ხდება

ყოველკვარტალურად და ყოველწლიურად, და რა თქმა უნდა მოთხოვნის ფორმები

ერთმანეთისგან ძალზედ განსხვავდება. მიმდინარე პერიოდში კვარტლური ფორმების

შევსებაზე მუშაობს ფინანსური დეპარტამენტი და დისტრიბუციის სამსახური, ამ

ფორმების შევსებას ჯგუფში შემავალი ყველა კომპანიისთვის სჭირდება დაახლოებით

ერთი კვირა. ხშირად შემთხვევაში მოდის მოთხოვნა კომპანიის აქციონერებისგანაც

იგივე პერიოდში მისაწოდებელ სხვა ინფორმაციაზე. როდესაც ეს ყველა მოთხოვნა

ემთხვევა ერთმანეთს რთული ხდება დედლაინებში ჩატევა და შესაბამისად სხვა

მიმდინარე სამუშაოების ხარჯზე ხდება ამ მოთხოვნების დაკმაყოფილება.

რეპორტინგის მოდულის მეშვეობით შესაძლებელი იქნება ამ მოთხოვნების უმოკლეს

ვადაში დაკმაყოფილება და ამაზე საერთოდ არ დაიხარჯება ადამიანური რესურსი. ეს

მოხდება წინასწარ გაწერილი შაბლონებით და ალგორითმებით, ინფორმაციის

გამოთხოვნა მოხდება საჭიროებისამებრ კომპანიაში არსებული ყველა პროგრამულ

ბაზასთან. აღსანიშნავია გარე ორგანიზაციები ინფორმაციის წარდგენას ითხოვენ

გარკვეული ფორმებით, შესაბამისად ამ ფორმის შაბლონების და ალგორითმების

გაწერა მოხდება მხოლოდ ერთხელ და აღარ იქნება საჭირო ყოველ ჯერზე შაბლონებშ

ცვლილებების შეტანა.

Page 21: Business Intelligence ბუნებრივი გაზის რეალიზაციის სფეროში_Niko Kinkriashvili_MBA16 2

ამით დავასრულებ რეპორტინგის ნაწილზე საუბარს. ამ მოდულის ფუნქციონალი რომ

შევაჯამოთ ვიღებთ შემდეგ სურათს, ეს მოდული საშუალებას მისცემს სხვადასხვა

სტრუქტურულ დანაყოფებს ახალი პროცესების დანერგვის, ანთავისუფლებს

არსებულ პერსონალის დატვირთულობას, საგრძნობლად ამცირებს ინფორმაციის

მომზადების დროს, ქმნის ახალ კონტროლის მექანიზმებს და უფრო მარტივს ხდის

გადაწყვეტილების მიღებისთვის საჭირო გასავლელ გზას როგორც მენეჯერისთვის

ისევე უშუალოდ შემსრულებლისთვის, ასევე ამცირებს ახალი პერსონალის

დაქირავების ხარჯს რომელიც გამოწვეულია ამ ინფორმაციის ელექტრონულ

ცხრილებში დამუშავებით.

ტარიფის სიმულაცია

სემეკის მიერ დადგენილი ტარიფის მეთოდოლოგიის მიხედვით, ჩვენ შეგვიძლია

გავაკეთოთ ტარიფის სიმულაცია მენეჯმენტის სხვადასხვა გადაწყვეტილებისთვის,

რაც საშუალებას მისცემს მენეჯმენტს მაქსიმალურად ეფექტურად დააბანდოს

კომპანიის სახსრები.

ტარიფის დაანგარიშება, მეთოდოლოგიის მიხედვით, ხორციელდება საპროგნოზო

რეგულირებადი დანახარჯების შეფარდებით განაწილებულ/მიწოდებლ ბუნებრივი

არისი რაოდენობასთან. ამ მეთოდოლოგიის მიზანია მომხმარებელი დაიცვას

მონოპოლიური ფასებისგან და ლიცენზიან კომპანიას შეუქმნას სტაბილური

ოპერირების გარემო. შესაბამისად კომისია იყენებს დანახარჯები პლიუს მეთოდს

ტარიფების დაანგარიშებისთვის.

რას წარმოადგენს რეგულირებადი დანახარჯების ბაზა, ეს არის კომპანიის მიერ

მომდევნო წლის საპროგნოზო კაპიტალური, საოპერაციო და ნორმატიული

დანაკარგების შესყიდვის ხარჯების ჯამი. ბუნებრივი გაზის რეალიზაციის

ოპერაციებში გვხდება სამი ტიპის საოპერაციო არეალი, ეს არის ბუნებრივი გაზის

მიწოდება, განაწილება და ტრანსპორტირება. როგორც ავღნიშნე, ქვეყნის მაშტაბით

Page 22: Business Intelligence ბუნებრივი გაზის რეალიზაციის სფეროში_Niko Kinkriashvili_MBA16 2

ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებას ეწევა შპს საქართველოს გაზის

ტრანსპორტირების კომპანია ხოლო დანარჩენი ორი საქმიანობა მთლიანად კერძო

კომპანიებს აქვთ მიბარებული. სოკარის ჯგუფის კომპანიები ეწევიან როგორც

ბუნებრივი გაზის განაწილებას ის მიწოდებას შესაბამისად ტარიფის დაანგარიშების

მიზნებისთვის უნდა მოხდეს შესაბამის საქმიანობაზე დანახარჯების ალოკაცია.

კაპიტალური დანახარჯები

მეთოდოლოგიის მიხედვით საპროგნოზო კაპიტალური დანახარჯები მთლიანად

დაფუძნებულია კომისიის მიერ გაკეთებულ დაშვებაზე, სადაც განსაზღვრულია რომ

კომპანიის მიერ მომდევნო წელს გასაწევი კაპიტალური დანახარჯები იქნება

კომპანიის ძირითადი საშუალებებზე ამონაგები, კაპიტალის საშუალო შეწონილ

ღირებულებით, დამატებული მომავალი წლის ცვეთა. იმისთვის რომ სინქრონში

მოვიყვანოთ კომპანიაში დანერგილი პროგრამული ბაზებთან ეს ყველაფები

შეგახსენებთ რომ, პროგრამა 1C საწარმოში არის დეტალური ინფორმაცია კომპანიის

ბალანსზე რიცხული ძირითადი საშუალებების შესახებ და შესაბამისად ეს მონაცმები

იქნება ჩართული ტარიფის სიმალაციის მოდულში გამოყენებული. ტარიფების

დაანგარიშების მეთოდოლოგიით კომისიამ საშუალოვადიან პერიოდში გადაწყვიტა

კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულება დაეფიქსირებინა შემდეგნაირად,

კომისიის მიერ კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების (WACC)

განსაზღვისათვის სესხის წილი მთლიან კაპიტალში გაითვალისწინება 60%-ის

ოდენობით. კომისია ურისკო საპროცენტო განაკვეთს განსაზღვრავს სახელმწიფო

გრძელვადიან საერთაშორისო ობლიგაციებზე ვადის გასვლამდე წლიური

შემოსავლის ოდენობით, ხოლო ბაზრის რისკის პრემიასა და სესხის პრემიას

საექსპერტო დასკვნების ან/და შედარებითი ანალიზის საფუძველზე. შესაბამისად

კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულების (WACC) განისაზღვრება ქვემოთ

მოცემული კომპონენტების სიდიდეებზე დაყრდნობით:

ა) ურისკო საპროცენტო განაკვეთი (rrf) – 7.50%;

ბ) სესხის პრემია (DP) – 3.50%;

Page 23: Business Intelligence ბუნებრივი გაზის რეალიზაციის სფეროში_Niko Kinkriashvili_MBA16 2

გ) ბაზრის რისკის პრემია (rm- rrf) – 7.25%;

დ) სექტორული რისკის კოეფიციენტი (β) – 1.00

შედეგად კომისიის მიერ დადგენილი კაპიტალის საშუალო შეწონილი ღირებულება

გადასახადებამდე განისაზღვრა 13.45% ით. ზემოთ მოყვანილ ინფორმაციაზე

დაყრდნობით დარჩა ერთადერთი კომპონენტი იმისთვის რომ გავაკეთოთ მომავალი

წლისთვის კომპანიის კაპიტალური დანახარჯების პროგნოზი, ეს არის ცვეთა, რომლის

პროგნოზიც გაკეთდება კომპანიაში არსებული ძირითადი საშუალებების დეტალურ

ინფორმაციაზე დაყრდნობით.

საოპერაციო დანახარჯები

საოპერაციო დანახარჯები ითვალისწინებს კომპანიის საპროგნოზო ხარჯებს,

რომელიც აუცილებელია ბუნებრივი გაზის მიწოდება/განაწილებისთვის. ამ

ინფორმაციის პროგნოზი ხორციელდება ისტორიულ მონაცმებზე და სამომავლო

პოლიტიკაზე დაყრდნობით, რომელსაც განსაზღვრავს მენეჯმენტი. დეტალური

ისტორიული მონაცემები ინახება ისევ და ისევ 1C საწარმოს მონაცმეთა ბაზაში, ხოლო

რაც შეეხება სამომავლო პოლიტიკას, ეს პროექტი, Business Intelligence, ითვალისწინებს

ამ კომპონენტის ცვალებადობას. რა იგულისხმება ცვალებადობაში, ანუ შესაძლებელი

იქნება სხვადასხვა სცენარების ჩამოყალიბება და პროგრამა ამ სცენარების მიხედვით

გამოთვლის საპროგნოზო ხარჯების მაჩვენებელს, ამ ნაწილზე ვრცლად ცოტა

მოგვიანებით ვისაუბრებ.

ნორმატიული დანაკარგის ღირებულება

ნორმატიული დანაკარგი წარმოადგენს ბუნებრივი გაზის დანაკარგის დასაშვები

მოცულობა, რომელიც წარმოიშვება ტრანსპორტირების ან გამანაწილებელი ქსელით

ბუნებრივი გაზის ტრანსპორტირებისას, განაწილებისას ან გატარებისას. ეს არის

კომისიის მიერ დადგენილი ის ნორმა რომელიც სრულიად გამართული

სადისტრიბუციო ქსელში არის მისაღები. მარეგულირებენ კომისიას დადგენილი აქვს

პროცენტული მაჩვენებელი ყველა განაწილების ლიცენზიანტი კომპანიისთვის,

Page 24: Business Intelligence ბუნებრივი გაზის რეალიზაციის სფეროში_Niko Kinkriashvili_MBA16 2

სალიცენზიანტო არეალის და ბუნებრივი გაზის სადისტრიბუციო ქსელების

მდგომარეობის მიხედვით. სოკარის ჯგუფის კომპანიებისთვის ნორმატიული

დანაკარგის ოდენობა რეგიონების მიხედვით იცვლება 1.382% დან 5% მდე.

ინფორმაცია თუ რომელ არეალში რა ნორმატიული დანაკარგებია განსაზღვრული

ინახება ბილინგის პროგრამაში. ამით უკვე ვხედავთ ბილინგის ბაზარსთან

სინქრონიზაცის მოთხოვნას, რათა სრულყოფილი სატარიფო სიმულაცია მივიღოთ.

ბუნებრივი აირის რეალიზაციის საპროგნოზო მოცულობა

რეალიზებული ბუნებრივი გაზის მოცულობა კომპანიის შემოსავლების მთავარი

მაგენერირებელი კომპონენტია. შესაბამისად მისი კონტროლისთვის კომპანია

ძალზედ დიდ რესურსებს მოიხმარს. რეალიზაციის მოცულობაზე ინსტორიული

მონაცემები ინახება ბილინგის ბაზაში. მისი პროგნოზირებისთვის იდეალურ

დასაყრდენს წარმოადგენს ისტორიული მაჩვენებლები და მისი მოხმარების დინამიკა.

შესაბამისად ტარიფის მიზნებისთვის ამ ფაქტორის განსაზღვრა მოხდება

ფორკასტინგის მოდულის გამოყენებით.

ტარიფების სიმულაციის მოდულის ოპერირების სქემა

ეხლა შევეცდები შევაჯამო სატარიფო მეთოდოლოგიის მიერ მოთხოვნილი

ინფორმაციები და მოვახდინო მათი დაკავშირება კომპანიაში დანერგილ პროგრამულ

უზრუნველყოფებთან. ამის შემდეგ უკვე ჩამოვაყალიბებ სქემას თუ როგორ მოხდება

ტარიფების დაანგარიშების სიმულირება.

ტარიფების მეთოდოლოგიის მიხედვით, ტარიფის დასაანგარიშებლად საჭირო

ინფორმაცია კონკრეტულ ხარჯებზე ინახება შემდეგ პროგრამებში:

დეტალური ინფორმაცია ძირითად საშუალებებზე - 1C საწარმო

დეტალური ინფორმაცია კომპანიის საოპერაციო დანახარჯებზე - 1C საწარმო

ინფორმაცია ნორმატიული დანაკარგების შესახებ - ბილინგის პროგრამა

ინფორმაცია გაზის რეალიზებულ მოცულობებზე - ბილინგის პროგრამა

Page 25: Business Intelligence ბუნებრივი გაზის რეალიზაციის სფეროში_Niko Kinkriashvili_MBA16 2

დასაწყისისთვის ავღწერ თუ როგორ და რა ინფორმაციის შეგროვება მოხდება ამ

მოდულში, შემდეგ გავადალ იმ შესაძლებლობებზე რომელსაც ეს მოდული

შესთავაზებს მის მომხმარებელს და უშუალოდ ტარიფების სიმულაციის მოდულის

მომხმარებლის ინტერფეისზე.

პროგრამა 1C საწარმოში ინახება ინფორმაცია კომპანიის ბალანსზე რიცხული ყველა

ძირითადი საშუალების შესახებ, როდის შეიქმნა, როდის შევიდა ექსპლუატაციაში,

ადგილ-მდებარეობაზე, ღირებულებაზე, განხორციელებულ ინვესტიციაზე შესაბამის

აქტივზე და დაგროვილ ცვეთაზე. ეს მოდული, მოთხოვნის საფუძველზე, გამოიყენებს

1C საწარმოში არსებულ ინფორმაციას ძირითად საშუალებებზე და მოახდენს მის

ინტეგრაციას თავის ბაზაში. ამის შემდეგ მოთხოვნის საფუძველზე მოხდება

ფორკასტინგის მოდულიდან საპროგნოზო საოპერაციო დანახარჯების გენერირება და

ეს ინფორმაციაც აისახება ტარიფის სიმულაციის მოდულის ბაზაში. იგივე

ფორკასტინგის მოდულის მეშვეობით მოხდება საპროგნოზო რეალიზაციის

მოცულობების და ნორმატიული დანაკარგების განსაზღვრა. სქემატურად ეს ასე

გამოიყურება

ფუნქციები რომელსაც ტარიფის სიმულაციის მოდული შესთავაზებს მომხმარებელს:

კონკრეტული მოვლენების ცლილებით გამოწვეული ეფექტი - მაგ:

ინვესტიციების ოდენობის ცვლილება, ახალი აბონენტების დაერთების

რაოდენობის ცვლილება.

ახალი პროცესების შემუშავება - მაგ. საკადრო პოლიტიკის ცვლილება ან ახალი

პროცესების დანერგვა და ა.შ რისი დაპროგნოზებაც ისტორიულ მონაცემებზე

დაყრდნობით არ მოგვცემს სწორ ინფორმციას.

ამ ყველაფრის ასახვა ინტერფეისში მოხდება შემდეგნაირად, კაპიტალური

დანახარჯებისთვის ცალკე გაკეთდება სქროლ ფუქცია რის მეშვეობითად

შესაძლებელი ინქება გარკვეული ტიპის კაპიტალური დაბანდების რაოდენობის

ცვლილება. ახალი აბონენტების რაოდენობისთვის იქნება ცალკე გამოყოფილი ველი

სადაც შესაძლებელი ინქება ახალი აბონენტების მიერთების რაოდენობის მითითება,

რის საფუძველზეც მოხდება ინვესტიციების ნაწილში ახალ აბონენტებზე გასაწევი

Page 26: Business Intelligence ბუნებრივი გაზის რეალიზაციის სფეროში_Niko Kinkriashvili_MBA16 2

კაპიტალური დანახარჯების კომპონენტის ცვლილება, ამ ინფორმაციის დაგენერირება

მოხდება ფორკასტინგის მოდულთან ურთიერთობით.

ახალი პროცესების შემუშავებისთვის გამოყოფლი იქნება ცალკე ველი სადაც

შესაძლებელი იქნება ამ პოლიტიკის გატარებით მიღებული პროცენტული ექფექტის

მითითება ტარიფის მეთოდოლოგიით გათვალისწინებული კონრეტული

კომპონენტის მიხედვით. მაგალითად ხარჯების ზრდის ან კლების პროცენტული

მაჩვენებელი.

ჯამში მივიღებთ ერთ გვერდს სადაც შესაძლებელი იქნება ტარიფის

გაანგარიშებისთვის საჭირო კონკრეტული კომპონენტების ცვლილება, ამ ცვლილებით

გამოწვეული ეფექტის დანახვა სამომავლო ტარიფზე და ზემოსხენებული

ინფორმაციიაზე დაყრდნობით სამომავლო ტარიფს. ეს მოდული საშუალებას

მოგვცემს დავზოგოთ ადამიანური რესურსი, რომელიც საჭიროა ამ ინფორმაციის

ხელით ელექტრონულ ცხრილებში დასამუშავებლად.

ტარიფის სიმულაციის მოდულიდან შესაძლებელი იქნება რეპორტის დაგენერირება

იმ შაბლონში რომელიც მოთხოვნილია სემეკის მიერ, სატარიფო განაცხადის

წარსადგენად. გარდა ამისა შესაძლებელი იქნება მენეჯერული, მოკლე რეპორტის

გენერირებაც სადაც გამოჩნდება მხოლოდ ის მთავარი კომპონენტები, ზედა დონეზე,

რომლის მიხედვითაც მოხდება ტარიფის დაანგარიშება და თვითონ შედეგი.

აღსანიშნავია ის ფაქტი რომ ეს ინფორმაცია რასაც დააგენერირებს ეს მოდული არ

გამოიწვევს კომპანიის ინფორმაციის საცავში დუბლირებული მონაცმების შესახვას.

კონკრეტული შემთხვევის დროს მოხდება ამ ინფორმაციის თავიდან გენერირება

სხვადასხვა მოდულებთან და პროგრამულ უზნუვლეყოფასთან მოთხოვნების

საფუძველზე. შესაძლებელი იქნება მხოლოდ შეყვანილი ინფორმაციის დამახსოვრება

კონკრეტული მომხარებლის ქვეშ რათა საჭიროების შემთხვევაში მართივად მოხდეს

ძველი სიმულაციის დაგენერირება. ეს კომპანიას დაუზოგავს დამატებითი

ინფორმაციის საცავების შესყიდვის ხარჯებს.

Page 27: Business Intelligence ბუნებრივი გაზის რეალიზაციის სფეროში_Niko Kinkriashvili_MBA16 2

პროექტის განხორციელების წინაპირობა

ამ მაშტაბის პროექტის განხორცილება, უპირველეყოვლისა მოითხოვს მენჯმენტის

ინტერესს და დიდ ჩართულობას. ბიზნეს ანალიტიკის სწორი დანერგვა უნდა გახდეს

კომპანიის ერთერთი სტრატეგიული მიზანი, რათა მოხდეს ამ პროექტის სწორად

წარმართვა. პროექტი მოითხოვს თანამშრომლების გადამზადებას, და ცნობიერების

გარკვეულ წილად ცვლილებას რათა კომპანიაში პრაქტიკულად სრულად

აღმოიფხვრას ელექტრონული ცხრილების გამოყენება. პროექტის

განსახორცილებლად უმთავრეს წარმოადგენს მენეჯმენტის მზაობა, ახალი

პროცედურების დანერგვა, პროცესების გადაწყობა, ადამიანური რესურსის გამოყოფა

და სხვა მსგავსი ტიპის ღონისძიებები.

BI მოდულის დანერგვა მოითხოვს საშუალო რგოლის მენეჯმენტის უკლებლივ ყველა

წევრის ჩართულობას. საშუალო რგოლის მენეჯმენტში იგულისხმება

ცენტრალიზაციის წერტილი, სოკარის ჯგუფის შემთხვევაში ეს არის ცენტრალური

ოფისის ყველა სტუქტურული ერთეული. პროექტის მიმართულებებზე საუბრის

დროს მოვიყვანე მაგალითები, თუ როგორ დაეხმარება ეს პროექტი თითოეულ

ქვედანაყოფს თავისი საქმის უფრო ეფექტურად მართვაში, შესაბამისად მათი

ჩართულობის გარეშე ამ პროექტის განხორციელება დიდი საფრთხის წინაშე დგება.

სწორედ მენეჯმენტმა უნდა უზრუნველყოს უკლებლივ ყველა ამ თანამშრომელის

ჩართულობა და სწორედ ამიტომ არის აუცილებელი ამ პროექტის განხორციელების

აყვანა სტრატეგიულ მნიშვნელობის დონეზე. იმისთვის რომ მიღწეული იქნეს

ეფექტიანობა საჭიროა, რომ BI დაკავშირებული იყოს კომპანიის მიზნებთან და

თავსებადი იყოს კომპანიის სტრატეგიასთან.

პროექტის დანერგვის პერიოდი დაახლოებით ერთი წელია, დაწყებიდან მის სრულ

ინტეგრაციამდე კომპანიის საქმიანობაში. ამ პერიოდის განმავლობაში ადგილი ენქება

მუდმივ კონსულტაციებს კონკრეტულ სტუქტურულ ერთეულებთან რათა ზუსტად

მოხდეს მათი მოთხოვნების და საჭიროებების დაკმაყოფილება. გარდა ამისა საჭირო

იქნება კომპანიაში დანერგილი პროგრამული უზრუნველყოფების კიდევ უფრო

Page 28: Business Intelligence ბუნებრივი გაზის რეალიზაციის სფეროში_Niko Kinkriashvili_MBA16 2

უნიფიცირება და სტანდრტიზირება, რათა სამომავლოდ პრობლემატური არ გახდეს

ინფორმაციის თავსებადობა სხვადასხვა პროგრამული უზრუველყოფის ჭრილში.

ასევე საჭირო იქნება გარე რესურსების მოზიდვა რათა ტექნიკურად გაიმართოს BI

მოდული და შემდგომ უკვე მოხდეს მისი ექსპლუატაცია, ვინაიდან კომპანიას არ

გააჩნია შესაბამისი სპეციფიკის და კვალიფიკაციის თანამშრომლები ინფორმაციული

ტექნოლოგიების მიმართულებით.

პროექტის განხორციელების გეგმა

ამ ნაწილში მოკლედ ვისაუბრებ თუ როგორ დაინერგება ეს სისტემა კომპანიაში. საწყის

ეტაპზე მოხდება ტექნიკური დავალების ჩამოყალიბება და ანალიტიკური ჯგუფის

შერჩევა. ანალიტიკური ჯგუფი იქნება ჩართული როგორც ტექნიკური დავალების

შემუშავებაში ასევე კომპანიაში არსებული პროცედურების ოპტიმიზაციაში, რათა

პროექტის დანერგვისთვის მომზადდეს კომპანია. ამ პროცესს დასჭირდება ერთიდან

ორ თვემდე პერიოდი. რათა სრულად მოხდეს კომპანიის შიდა პროცედურების,

პროცესების და ინფორამციის შეგროვების მეთოდების გადაწყობა, ისეთი გზით რომ

პროექტის დანერგვის პერიოდში არ გამოიწვიოს ზედმეტი პრობლემები. აღსანიშნავია

რომ ტექნიკური დავალების და პროცესების გადახედვა პარალელურად უნდა

წარიმართოს. მას შემდეგ რაც დასრულდება ამ ნაწილზე მუშაობა საქმეში ჩაერთვებიან

დეველოპერები და ანალიტიკოსები. ანალიტიკოსები ამ პროექტში იქნებიან სრული

დატვირთვით ჩართულები, რადგან მათზე იქნება დამოკიდებული ამ სისტემის

თავსებადობა კომპანიის სტრატეგიულ მიზნებთან. ამასთან ერთად ანალიტიკოსებმა

უნდა აწარმოონ მოლაპარაკებები კომპანიის სხვადასხვა სტრუქტურულ

ერთეულებთან რათა სრულად მოხდეს მათ საჭიროებეების გათვალისწინება

სისტემაში. პარალელურად პროექტის განხორცილების ყველა ეტაპზე იქნება

გათვალისწინებუი სტატუს შეხვედრებია პროექტის მენეჯერსას და აღმასრულებელი

დონის მენეჯმენტთან. უშუაოდ სისტემის პროგრამული დამუშავება შედგება სამი

ნაწილისგან, სისტემის პარამეტრების კონფიგურაცია, სისტემის პროგრამული

დამუშავება ტექნიკურ დავალებასთან შესაბამისობაში და მოთოდოლოგიური

Page 29: Business Intelligence ბუნებრივი გაზის რეალიზაციის სფეროში_Niko Kinkriashvili_MBA16 2

დოკუმენტის შექმნა/განახლება. პროექტის ეს ნაწილი ყველაზე ხანგრძლივ პერიოდს

მოითხოვს იგი დაახლოებით 5-7 თვემდე გასტანს. ემ ეტაპზე უკვე ჩაშენებული იქნება

რეპორტების შაბლონები და ალგორითმები. პირველი პროტოტიპის წარდგენა

მოხდება 9 თვის თავზე, რის შემდეგაც დაიწყება ტესტირების და ტრეინინგების

პერიოდი. ტესტირების ნაწილი შედგება ხუთი ეტაპისგან ესენია: ტესტირების

მეთოდის განსაზღვრა, ტესტირების სცენარების შემუშავება, სისტემის ტესტირება,

სისტემის განსხვავებული როლის მომხმარებლებისთვის ინსტრუქციების შექმნა და

სისტემის საპილოტე გაშვება/პერსონალის ტრეინინგი. პროექტის ამ ნაწილის

განხორცილებას დასჭირდება 2-4 თვე, საერთო ჯამში პროექტის განხორციელებას

დასჭირდება 12-13 თვე.როგორც კი დაიწყება ტესტირების პროცესი, საჭირო იქნება

კომპანიის მაშტაბით ყველა თანამშრომლის გადამზადება, რომლებსაც შეყავთ

ინფორმაცია რომელიმე პროგრამულ უზრუნველყოფაში.

პროექტის რისკები

როგორც ზევით ვისაუბრე, BI სისტემის დანერგვისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა

აქვს მენეჯმენტის მხარდაჭერას. პროექტის უმთავრესი რისკი არის მენეჯმენტის

მფარველობის ნაკლებობა. ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე, ყველა ერიდება

ცვლილებებს, შესაბამისად თუ არ იქნება მენეჯმენტის მხარდაჭერა ვერ მოხდება

ცალკეულ სტუქტურულ ერთეულებთან პროდუქტიული მუშაობა, რამაც საბოლოოდ

შესაძლოა მოგვცეს არასრული სისტემა, რომელსაც რეალურად ვერ გამოიყენებს

კომპანია.

რისკ ფაქტორს წარმოადგენს ასევე თანამშრომლების არასწორი მოთხოვნები.

არსებობს ფენომენი როცა სტრუქტურულ ერთეულებს უნდათ რომ მიეცეთ

შესაძლებლობები მაგრამ არ იციან რა უნდათ. ამ ფენომენის არსებობა რისკ ქვეშ

აყენებს სისტემის ეფექტურობას.

დაფინანსებაც წარმოადგენს კიდევ ერთ რისკს, ამ სისტემის სტრატეგიული

მნიშვნელობიდან გამომდინარე აუცილებელია სწორი დეველოპერების და

ანალიტიკოსების შერჩევა. თუ მოხდება ამ ნაწილში სახსრების შეზღუდვა, სისტემა

Page 30: Business Intelligence ბუნებრივი გაზის რეალიზაციის სფეროში_Niko Kinkriashvili_MBA16 2

შეიძლება არასწორი მიმართულებით განვითარდეს და მოგვცეს სრულიად სხვა

შედეგი.

ასევე პროექტის სწორ განხორციელებას რისკ ქვეშ აყენებს ცვალებადი მოთხოვნები.

მნიშვნელოვანია თავიდანვე ჩამოყალიბდეს ძირითადი მოთხვოვნები ამ სისტემის

მიმართ, რათა სწორი ბაზისი შეიქმნას. პროექტის განხორცილების ეტაპზე ახალი

მოდულების და სისტემების დაშენების მოთხოვნა, რეალურად მოშლის სისტემის

მდგრადობას. ეს საბოლოოდ აისახება იმაში რომ არასდროს არ მოხდება ამ სისტემის

დასრულება.

პროექტის ბიუჯეტი

პროექტის დანერგვისთვის გასაწევი ხარჯების ძირითად ნაწილს წარმოადგენს ამ

სისტემის პროგრამული დამუშავება, დეველოპმენტი, მოწყობილობები და

ლიცენზიები. როგორც აღინიშნა კომპანიას არ ჰყავს შესაბამისი კვალიფიკაციის და

გამოცდილების მქონე კადრები ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით,

შესაბამისად საჭირო იქნება გარე რესურსების მოზიდვა. გარდა უშუალოდ

პროგრამისტებისა, პროექტის წარმატებით განსახორციელებლად საჭიროა ერთი გარე

ანალიტიკოსის მოძიებაც, რომელიც შეხედავს კომპანიას გარედან. საერთო ჯამში

პროექტის ჯგუფი უდნა შედგებოდეს სამი პროგრამისტის, ორი ანალიტიკოსის(ერთი

შიდა და ერთი გარე), ორი სპეციალისტის(რომლებიც ტრეინინგებზე იქნებიან

პასუხისმგებლები და იმუშავებენ ინფორმაციის თავსებადობაზე) და პროექტის

მენეჯერისგან. ჯამში ამ პერსონალზე დანახარჯი საშუალოდ 500,000 ლარი იქნება

პროექტის განმავლობაში. ხოლო დანარჩენი ხარჯი იქნება სუფთად ტექნიკური ტიპის

ხარჯი, ეს მოიცავს სერვერების, ზოგადად ჰარდვეარის ლიცენზიების და დანერგვის

ღირებულებას. პრაქტიკები აჩვენებს რომ სოკარის ჯგუფის ზომის კომპანიებისთვის

ეს ხარჯი დაახლოებით ერთ მილიონი აშშ დოლარს შეადგენს. ჯამში სოკარის

ჰოლდინგისთვის ამ პროექტის შემშავების და დანერგვის მონეტარული ღირებულება

საშუალოად 1.2 მილიონ აშშ დოლარს.

Page 31: Business Intelligence ბუნებრივი გაზის რეალიზაციის სფეროში_Niko Kinkriashvili_MBA16 2

დასკვნა

ჩემს მიერ წარმოდგენილი პროექტი განკუთვნილია სოკარ ჯორჯია გაზის

ჯგუფისთვის, და სთავაზობს ბიზნეს ანალიტიკური(BI) სისტემის დანერგვას. ამ

სისტემის დანერგვა ჰოლდინგის მენეჯმენტს მისცემს შესაძლებლობას უფრო სწრაფად

და ეფექტურად მიიღოს სტრატეგიული გადაწყვეტილებები. ამ პროექტის საჭიროება

გამოწვეულია ინფორამციის დიდი რაოდენობით და უფრო ზუსტი ანალიტიკის

მოთხოვნით. ინფორმაციის სიდიდე წარმოშობს მისი ელექტრონული ცხრილების

მეშვეობით დამუშავების პრობლემას, რაც ზღუდავს კომპანიის ანალიტიკოსებს უფრო

ღრმა ანალიზის გაკეთებისგან. ეს პროექტი მოიაზრებს კომპანიაში დანერგილი

პროგრამული უზრუნველყოფის ერთამნეთთან რეკონსილაციას. წარმოდგენისთვის

ეს სისტემა იქნება ცალკედ განყენებული ქლაუ სისტემა, რომელიც კომპანიაში

არსებული სხვა სისტემებისგან მოახდენს ინფორმაციის გამოთხოვნას და მის

დამუშავებას კომპლეხური ანალიზის და ალგორითმების მეშვეობით, რათა მენჯმენტს

წარუდგინოს ის ერთადერთი სწორი ინფორმაცია.

ამ პროექტის განხორციელებას კომპანიაში უნდა მიენიჭოს სტრატეგიული

მნიშვნელობა, რათა მოხდეს მისი პოტენციალის სრულად გამოყენება. გარდა ამისა,

წარმატებული იმპლემენტაციისტვის აუცილებელია აღმასრულებელი მენეჯმენტის

ჩართულობა და მფარველობა.

სისტემის დანერგვა ითვალისწინებს თორმეტიდან-ცამეტ თვემდე საპროექტი ჯგუფის

შექმნას რომელიც პასუხისმგებელი იქნება, ამ პროექტის წარმატიბით

განხორციელებაზე, შესაბამისი ცვლილებებით და გადამზადებებით.

Page 32: Business Intelligence ბუნებრივი გაზის რეალიზაციის სფეროში_Niko Kinkriashvili_MBA16 2

ბიბლიოგრაფია

Gartner. Nine Fatal Flaws in Business Intelligence Implementations

გარტნერი. ცხრა ფატალური ხარვეზი BI დანერგვისას

Pirttimäki, Lönnqvist & Karjaluoto 2006. Measurement of Business Intelligence in a Finnish

Telecommunications Company.

პირტიმაკი, ლონქვისტი და კარჯალუოტო. ბიზნეს ანალიტიკის საზომები ფინეთის

სატელეკომუნიკაციო კომპანიაში.

Evelson, Boris. Topic Overview: Business Intelligence – An Information Workplace Report.

ბორის ეველსონი. ბიზნეს ანალიტიკა

Turban, Efraim. Business Intelligence. A managerial approach.

ერაფიმ ტურბანი ბიზნეს ანალიტიკა, მენეჯერული მიდგომა.

www.socargas.ge

www.wikipedia.org