Bukleti 1-QarTuli Iaragi -Statiebi Zepiri Prezentaciistvis

17
სტატიები ზეპირი პრეზენტაციისათვის თემა: ქართული იარაღი ჯგუფი: გიორგი ნებიერიძე, ნინო სამხარაძე, ნინო კუპრაძე, ნათია ზმოიანი, ნათია ლუტიძე. Zveli qarTuli iaraRis saxeobebi, ganviTarebis etapebi ქვის ხანის იარაღები იარაღი ქართველი კაცის ცხოვრებაში ოდითგანვე განსაკუთრებულ როლს ასრულებდა. ის იყო არა მხოლოდ ბრძოლის, არამედ თავდაცვის საშუალება. ჩვენ თვალი გავადევნეთ იარაღის განვითარების ეტაპობრივ პროცესს და აღმოვაჩინეთ, რომ qვის ხანიდან მოყოლებული დღემდე, ქართველ კაცს იარაღი ხელიდან არ გაუგდია. საქართველოში აღმოჩენილია ქვედა და ზედა პალეოლითის ხანის ნაბინავრები. მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ძველი ქვის ხანის იარაღებიც კი შემოინახა ქართულმა მიწამ. მხედველობაში მაქვს აშელის ხანის კაჟის იარაღები. ეს ხანა, როგორც ვარაუდობენ, 90-100 ათას წელს გრძელდებოდა. უფრო მნიშვნელოვანია მუსტიეს ხანის ნაბინავრები, ამ დროს უკვე იარაღის რაოდენობა იზრდება. გვაროვნული საზოგადოება ყალიბდება. ეს პროცესი კი ითხოვს aვდაცვას არამხოლოდ მტაცებელი და საშიში ცხოველებისაგან, არამედ ერთმანეთისაგანაც. სამწუხაროდ, ანტაგონიზმი საზოგადოების ყველა ეტაპზე ჩნდება. ძვ..აღ.IIIათასწლეულს მე-2 ნახევარში ბრინჯაოს კულტურა იჩენს თავს და ბატონობს. ჩემი სურვილი იყო, გამომეთვალა, რა ხნისაა პირველი იარაღის ნიმუში, რომელიც ქვის ხანამ შემოგვინახა. პასუხზე დიდხანს ვიფიქრე და როდესაც ციფრებმა თავგზა ამირიეს, მარტივად დავასკვენი: პირველი იარაღი იმ ხნისაა, რა ხნისაცაა ადამიანის მოდგმა. საქართველოს ადრებრინჯაოს ხანის ძეგლების აბსოლუტური ხნოვანება ძვ.. III ათასწლეულის შუა ხანებითა დაII ათასწლეულის პირველი ნახევრით განისაზღვრება, შუაბრინჯაოს ხანისა ძვ..II ათასწლეულის შუა ხანებითა და მისი მეორე ნახევრით; გვიანბრინჯაოსი ძვ.. II ათასწლეულის ბოლო საუკუნეებით და I ათასწლეულის პირველ საუკუნეებით, .. ძვ.XII VIII სს. ამ ხანებში ყალიბდება დასავლურ ქართული და აღმოსავლურ ქართული ბრინჯაოს კულტურა. ძვ.. II ათასწლეულის ბოლო საუკუნეებში თავს იჩენს რკინა, .. იწყება ადრეული რკინის ხანა, მაგრამ აღმოჩენები გვიჩვენებენ, რომ იმ დროს ჯერ კიდევ ძალიან ფართოდ არის გავრცელებული ბრინჯაოს იარაღ სამკაული. ძვ.. VIII საუკუნიდან ბრინჯაო და სპილენძი უმთავრესად სამკაულების სახით გვხვდება, იარაღი რკინისა კეთდება, .. იწყება რკინის ფართო ათვისების ხანა. რა თქმა უნდა, საზოგადოებრივ ცხოვრებაშიაც მნიშვნელოვანი vლილებებია მომხდარი. საქართველოში ინტენსიურად მიმდინარეობს ეთნოგენეზის პროცესი და ისახება უძველესი სახელმწიფო წარმონაქმნები. ძვ. . VI-IV_ ახ. . III -IV საუკუნეები არის ქართული ადრემონათმფლობელური სამეფოების ხანა, რომელსაც პირობით ანტიკურ ხანას ვუწოდებთ. ამ ეპოქის არქეოლოგიური ძეგლები ეგრისის (კოლხეთის ) და ქართლის (იბერიის) სამეფოების ტერიტორიიდან მომდინარეობს და მეტწილად დაწინაურებულ საქალაქო ცხოვრებას ახასიათებს. ახ.. IV და მომდევნო საუკუნეები ქართული ფეოდალიზმის ხანაა. ამ ხანის არქეოლოგიურ ძეგლთა შორის გამოიყოფა სამი უმთავრესი ჯგუფი:

Transcript of Bukleti 1-QarTuli Iaragi -Statiebi Zepiri Prezentaciistvis

Page 1: Bukleti 1-QarTuli Iaragi -Statiebi Zepiri Prezentaciistvis

სტატიები ზეპირი პრეზენტაციისათვის

თემა: ქართული იარაღი ჯგუფი: გიორგი ნებიერიძე, ნინო სამხარაძე, ნინო კუპრაძე, ნათია ზმოიანი, ნათია

ლუტიძე.

Zveli qarTuli iaraRis saxeobebi, ganviTarebis etapebi

ქვის ხანის იარაღები

იარაღი ქართველი კაცის ცხოვრებაში ოდითგანვე განსაკუთრებულ როლს

ასრულებდა. ის იყო არა მხოლოდ ბრძოლის, არამედ – თავდაცვის საშუალება. ჩვენ

თვალი გავადევნეთ იარაღის განვითარების ეტაპობრივ პროცესს და აღმოვაჩინეთ, რომ qვის

ხანიდან მოყოლებული დღემდე, ქართველ კაცს იარაღი ხელიდან არ გაუგდია. საქართველოში

აღმოჩენილია ქვედა და ზედა პალეოლითის ხანის ნაბინავრები. მნიშვნელოვანია ის ფაქტი,

რომ ძველი ქვის ხანის იარაღებიც კი შემოინახა ქართულმა მიწამ. მხედველობაში მაქვს

აშელის ხანის კაჟის იარაღები. ეს ხანა, როგორც ვარაუდობენ, 90-100 ათას წელს

გრძელდებოდა.

უფრო მნიშვნელოვანია მუსტიეს ხანის ნაბინავრები, ამ დროს უკვე იარაღის

რაოდენობა იზრდება. გვაროვნული საზოგადოება ყალიბდება. ეს პროცესი კი ითხოვს

თaვდაცვას არამხოლოდ მტაცებელი და საშიში ცხოველებისაგან, არამედ – ერთმანეთისაგანაც.

სამწუხაროდ, ანტაგონიზმი საზოგადოების ყველა ეტაპზე ჩნდება.

ძვ.წ.აღ.IIIათასწლეულს მე-2 ნახევარში ბრინჯაოს კულტურა იჩენს თავს და

ბატონობს.

ჩემი სურვილი იყო, გამომეთვალა, რა ხნისაა პირველი იარაღის ნიმუში, რომელიც ქვის

ხანამ შემოგვინახა. პასუხზე დიდხანს ვიფიქრე და როდესაც ციფრებმა თავგზა ამირიეს,

მარტივად დავასკვენი: პირველი იარაღი იმ ხნისაა, რა ხნისაცაა ადამიანის მოდგმა.

საქართველოს ადრებრინჯაოს ხანის ძეგლების აბსოლუტური ხნოვანება ძვ.წ. III

ათასწლეულის შუა ხანებითა დაII ათასწლეულის პირველი ნახევრით განისაზღვრება,

შუაბრინჯაოს ხანისა – ძვ.წ.II ათასწლეულის შუა ხანებითა და მისი მეორე ნახევრით;

გვიანბრინჯაოსი – ძვ.წ. II ათასწლეულის ბოლო საუკუნეებით და I ათასწლეულის პირველ

საუკუნეებით, ე.ი. ძვ.წ XII – VIII სს. ამ ხანებში ყალიბდება დასავლურ – ქართული და

აღმოსავლურ – ქართული ბრინჯაოს კულტურა.

ძვ.წ. II ათასწლეულის ბოლო საუკუნეებში თავს იჩენს რკინა, ე.ი. იწყება ადრეული

რკინის ხანა, მაგრამ აღმოჩენები გვიჩვენებენ, რომ იმ დროს ჯერ კიდევ ძალიან ფართოდ არის

გავრცელებული ბრინჯაოს იარაღ – სამკაული.

ძვ.წ. VIII საუკუნიდან ბრინჯაო და სპილენძი უმთავრესად სამკაულების სახით

გვხვდება, იარაღი რკინისა კეთდება, ე.ი. იწყება რკინის ფართო ათვისების ხანა.

რა თქმა უნდა, საზოგადოებრივ ცხოვრებაშიაც მნიშვნელოვანი ცvლილებებია

მომხდარი. საქართველოში ინტენსიურად მიმდინარეობს ეთნოგენეზის პროცესი და ისახება

უძველესი სახელმწიფო წარმონაქმნები. ძვ. წ. VI-IV_ ახ. წ. III -IV საუკუნეები არის ქართული

ადრემონათმფლობელური სამეფოების ხანა, რომელსაც პირობით ანტიკურ ხანას ვუწოდებთ.

ამ ეპოქის არქეოლოგიური ძეგლები ეგრისის (კოლხეთის ) და ქართლის (იბერიის)

სამეფოების ტერიტორიიდან მომდინარეობს და მეტწილად დაწინაურებულ საქალაქო

ცხოვრებას ახასიათებს.

ახ.წ. IV და მომდევნო საუკუნეები ქართული ფეოდალიზმის ხანაა. ამ ხანის

არქეოლოგიურ ძეგლთა შორის გამოიყოფა სამი უმთავრესი ჯგუფი:

Page 2: Bukleti 1-QarTuli Iaragi -Statiebi Zepiri Prezentaciistvis

ა) ადრეფეოდალური (IV-X სს);

ბ) შუაფეოდალური (XI-XIII სს);

გ) გვიანფეოდალური (XIII-XIX სს);

ფეოდალური ხანის მასალები გვიჩვენებენ განვითარებულ საქალაქო ცხოვრებას

(ხელოსნობა, ვაჭრობა, კულტურა და ხელოვნება) და წარმოდგენას გვიქმნიან ფეოდალური

ხანის ნასოფლართა შესახებ.

მინდა, წარმოგიდგინოთ ქვის ხანის იარაღები, რომლებიც ეკუთვნის მდ. ჯეჯორის

ხეობაში, ქვაისის მახლობლად მდებარე კუდაროსა და წონას გამოქვაბულებს. უაღრესად

საინტერესო იარაღებია ნაპოვნი სოფ. კაცხის მიდამოებში (ჭიათურის რ.). აქ აღმოჩენილთაგან

განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ჩინებულად ნათალი აშელური ხელცული და ზოგი

თანმხლები ინვენტარი. კარგად ჩამოყალიბებული მუსტიეური იარაღები ნაპოვნია ძევრის

გამოქვაბულში და სოფ. ჭილოვანის ღია სადგომზე.

Oponentebis SekiTxvebi:

1. sad mdebareobs jejoris xeoba?

2. ras niSnavs mustieuri?

3. ra SegZina Temaze muSaobam? ra iyo SenTvis siaxle?

4. Tu apireb am sakiTxis ganvrcobas SemdgomSic?

5. ra fotomasalas agvirCevdi bukletisaTvis?

1. saWrisi;

2. saWrisi;

3. dana;

4. saxvreti;

5. saxvreti;

6. saWrisi;

7. saxvreti;

8. saxvreti;

9. Zvlis iaraRi;

10. kaJis iaraRi;

11. kaJis iaraRi;

12. kaJis iaraRi;

13. kaJis iaraRi;

14. safxeki.

Page 3: Bukleti 1-QarTuli Iaragi -Statiebi Zepiri Prezentaciistvis

1. qinZisTavebi;

2. uZvelesi mesopotamiuri

culi;

3. culi;

4. yuamiliani culi;

5. qinZisTavebi;

6. yuamiliani culi;

7.

8. ankesi;

9. Subis piri;

10. satevari;

11. Satevari xiStis magvari;

12. RerZoiani Subi;

13. Subis magvari iaraRi.

ენეოლითის

ხანის იარაღები

ჩემმა მეგობრებმა უკვე

ისაუბრეს ქვისა და

ენეოლითის ხანის იარაღებზე.

საკითხის შესწავლისას გვერდს

ვერ აუვლით

საზოგადოებრივი და

ტექნიკური პროგრესის

მომდევნო ეტაპს--- რკინის

ათვისებისა და

ტექნოლოგიების დახვეწის

პერიოდს.ამის შედეგად

ბრინჯაოს მახვილი იცვლება რკინით.

ძვ.წ.აღ III-VI სს. სამარხეულ ინვენტარში გვხვდება რკინის ვიწრო პირიანი და წვეტით

დაბოლოებული მახვილები, რომელთა სიგრძე ზოგჯერ 70 სმ-ს აღემატება. აღსნიშნავია, რომ

მათ ტარი, უფრო სწoრად ტარის ჩoნჩხი, ბრინჯაოსი აქვთ, მაგრამ საქმე ისაა, რომ ამ მახვილებს

თვით აქვთ რკინისავე გრძელი ყუნწი, რoმელზედაც მWიდროდ შემოგაrsულ-შემოჭედილია

ბრინjაოს მრგვალგანიvკვეთიანი ერთიანი, ან კიდევ, ორი ოთხწახნაგა მასიური ფირფიტისაგან

შემდგარი ბრტყელი ტარი, ასეთ მახვილთა უმრავლესობა სამთავროში ვხვდებით ხის

ქარქაSში ჩასმულს. საერთოდ უნდა აღინიშნოს, რომ არა მარtო რკინის, ბრინჯაოს მახვილებიც

აღჭურვილი ყოფილან სამხარიღლიე (პორტუპეის) თასმით, რომელიც თავის მხრივ შემკული

ყოფილა ბრინჯაოს პაწია ნახევარსფერული კოლიტებით. მასვე ჰხლებია დასამოკლებელ-

მოსაფონებელი ბლოკირების ბალთა, და თასმის წვერების შესაყარი და განსატოტებელი

რგოლი oრთავე ბრინჯაოსი.

Page 4: Bukleti 1-QarTuli Iaragi -Statiebi Zepiri Prezentaciistvis

იარაღების შემდეგ სახეს შუბი წარმოადგენდა. იგი პირის მოყვანილობით ძლიერ

წააგავს მის თანამედროვე მოკლე ტარშეურჩენელ სატევრებს. საჩხვლეტი პირი უმთავრესად

სამკუთხედის მოყვანილობისაა. იშვიათად კი ალოეს ენის ფორმისა. უდიდესი სიგრძე 40 სმ

აღწევს, უმცირესისა- 10-12 სმ. ადრინდელი ცuლები მასრაგახრილები, ხოლო ბრინჯაო-

რკინისა და საკუთრივ ადრეული რკინის ხანის შუბისპირები მთლიანად, შეკრულმასრიანებია

oრსავე შემთხვევაში იარაღის ჩამოსხმასთან გვაქვს საქმე.

შუბთან არის დაკავშირებული ე.წ. ბუნიკი, რომელსაც სხვაგვარად საჩიხარსაც

უწოდებენ.ისიც ბრინჯაოსაგან არის ნაკეთები. წარმოადგენს გუმბათისებურ დაბოლოებულ

ცილინდრულ სხეულს. აქვს წყვილი ნახვრეტი მარჭვლებისათვის. მას ჩვეულებრივ ტარის

ბოლოზე წამოაცვავდნენ ხოლმე. ბუნიკს სხვადასხვა ზომისა და მიყვანილობისას ვხვდებით.

მათი ზომები 5-20 სმ მერყეობს. ხშირად კონცენტრული ლილოვაკებით, კოპებითა და

სხვადასხვა გეoმეტრიული სახეებით შემკული ბუნიკები.

შეიარაღების ერთ არსებით სახეობათაგანს მშვილდისარი წარმოადგენდა.

მშვილდისარiს შესახებ მსჯელობისას ჩვენს განკარგულებაშია მხოლოდ ისრიsპირი, რაც

შეეხება მშვილდს, ლარსა და ისრის ზროს, ისინი, რა თქმა უნდა, ჩვენამდე არ მოღწეულა . ამ

დროს ისრიპირებს აკეთებდნენ როგორც სპილენძ-ბრინჯაოსაგან, აგრეთვე, რკინესა და

ძვლისაგან. გვიანი ბრინჯაოს ხანის ადრეულ საფეხურებზე გავრცელებული ჩანს ბრინჯაოს

თუ სპილენძის თხელი ფირფიტისაგან გამოჭრილი ისარისპირი სამკუთხა მოყვანილობისა,

გველის ნესტარისებრი. ნას ფუძე ხშირად ამოღარული აქვს, ხოლო წვერის მახლობლად

ნახვრეტი აქვს დატანებული. ზოგი მათგანი საკმაოდ სქელი ფირფიტისაგან არის გაკეთებული

და ძროში ჩასამაგრებლად ნახვრეტის მაგიერ ყუნწი აქვს გამoყვანილი. აღსანიშნავია, რომ

ისრისპირის ეს ტიპი ბრინჯაოდან რკინის ხანაშიც გადასულა, ოღონდ ამ დროს იგი

უმთავრესად რკინისაგან და ძვლისაგან უკეთებიათ. ამგვარი ისრისპირები ყველაზე ადრე

სამთავროს სამაროვანზე ჩნდება,ის 600-700 წლის მანძილზე იყო გავრცელებული და ამის გამო

სამთავროული ტიპის ისრისპირის სახელითაა ცნობილი.

ისრისპირების ერთ ყველაზე მრავალრიცხოვანსა და კარგად ჩამოყლიბებული ტიპის

შემცველ ჯგუფს ე.წ. აღმოსავლურ-ამიერკავკასიური ისრიპირები (ტაბ. XV, 6,8). ისინი დიდია,

გრძელი, მასიური და საგრძნობლად დიფერენცირებული ნაწილების მქონე.

isrispirebis erT yvelaze mravalricxovansa da kargad Camoyalibebuli tipis Semcvel jgufs e.w.

aRmosavlur- amierkavkasiuri isrispirebi. isini didia, grZeli, masiuri da sagrZnoblad diferencirebuli

nawilebis mqone.

Oponentebis SekiTxvebi:

1. Seni statia isrispirebze sakmao warmodgenas gviqmnis. erT-erT citataSi, romelsac dRes

literatures gakveTilze ganvixilavdiT, iyo isris ramdenime saxelwodeba: qeiburi, qiburji –

Tu SegiZlia maTi saxeobebi migviTiTo ekranze?

2. Statia sakmaos sainteresoa, magram, Cemi azriT, ver asaxavs epoqis srulyofil saxes. Ras

vgulisxmob? Aanu ra aklia Sens gamokvlevas?

3. ra iyo yvelaze rTuli muSaobis procesSi?

4. rogor Seajere saxelwodebebi mopovebul masalaTa

Page 5: Bukleti 1-QarTuli Iaragi -Statiebi Zepiri Prezentaciistvis

1.satevari;

2.pirdaSaSruli satevari (vercxlis) ;

3.Subis wveri;

4.satevari(kaliani brinjao);

5.Subis wveri(brinjao);

6.brinjaos foladiseburi satevris piri;

7.satevris piri;

9.yuamiliani culi;

10.celiseburi iaraRi(brinjao);

12.xelSubis wveri;

13.culi(brinjao);

14.satevris piri.

Page 6: Bukleti 1-QarTuli Iaragi -Statiebi Zepiri Prezentaciistvis

1. culi; 2. culi kolxuri; 3. Solurpiriani culi; 4.culi; 5.swortariani culi; 6.kolxuri culi; 7.culi;

8.Subis wveri; 10.satevari; 11.culi-namgali; 12.namgali;

13.Toxi, 15.Toxi; 16.waldi.

Page 7: Bukleti 1-QarTuli Iaragi -Statiebi Zepiri Prezentaciistvis

ganviTarebuli brinjaos xana da Semdgomi etapebi

ჩემმა მეგობრებმა უკვე ისაუბრეს ქვისა და ენეოლითის ხანის იარაღებზე. საკითხის

შესწავლისას გვერდს ვერ ავუვლით საზოგადოებრივი და ტექნიკური პროგრესის მომდევნო ეტაპს---

რკინის ათვისებისა და ტექნოლოგიების დახვეწის პერიოდს.ამის შედეგად ბრინჯაოს მახვილი

იცვლება რკინით.

ძვ.წ.აღ III-VI სს. სამარხეულ ინვენტარში გვხვდება რკინის ვიწრო პირიანი და წვეტით

დაბოლოებული მახვილები, რომელთა სიგრძე ზოგჯერ 70 სმ-ს აღემატება. აღსნიშნავია, რომ მათ ტარი,

უფრო სწირად, ტარის ჩინჩხი, ბრინჯაოსი აქვთ, მაგრამ- ჩვენთვის უკვე ცნობილი ტარებისაგან

ტიპოლოგიურად სრულიად განსხვავებული. საქმე ისაა, რომ ამ მახვილებს თვით აქვთ რკინისავე

გრძელი ყუნწი, რიმელზედაც მჭიდროდ შემოგარსულ-შემოჭედილია ბრინჯაოს

მრგვალგანივკვეთიანი ერთიანი, ან კიდევ, ორი ოთხწახნაგა მასიური ფირფიტისაგან შემდგარი

ბრტყელი ტარი, ასეთ მახვილთა უმრავლესობას სამთავროში ვხვდებით, ხის ქარქაშში ჩასმულს.

საერთოდ, უნდა აღინიშნოს, რომ არა მარტო რკინის, ბრინჯაოს მახვილებიც აღჭურვილი ყოფილა

სამხარიღლიე (პორტუპეის) თასმით, რომელიც, თავის მხრივ, შემკული ყოფილა ბრინჯაოს პაწია

ნახევარსფერული კოლიტებით. მასვე ხლებია დასამოკლებელ-მოსაფონებელი ბლოკირების ბალთა და

თასმის წვერების შესაყარი და განსატოტებელი.

იარაღების შემდეგ სახეს შუბი წარმოადგენდა. იგი პირის მოყვანილობით ძლიერ წააგავს თავის

თანამედროვე მოკლე ტარშეურჩენელ სატევრებს. საჩხვლეტი პირი უმთავრესად სამკუთხედის

მოყვანილობისაა. იშვიათად კი- ალოეს ენის ფორმისა. უდიდესის სიგრძე 40 სმ აღწევს, უმცირესისა-

10-12 სმ. ადრინდელი ცალები მასრაგახრილებია, ხოლო ბრინჯაო-რკინისა და საკუთრივ ადრეული

რკინის ხანის შუბისპირები – მთლიანად შეკრულმასრიანებია, ორსავე შემთხვევაში იარაღის

ჩამოსხმასთან გვაქვს საქმე.

შუბთან არის დაკავშირებული ე.წ. ბუნიკი, რომელსაც სხვაგვარად საჩიხარსაც უწოდებენ. ისიც

ბრინჯაოსაგან არის ნაკეთები. წარმოადგენს გუმბათისებურ დაბოლოებულ ცილინდრულ სხეულს.

აქვს წყვილი ნახვრეტი მარჭვლებისათვის. მას, ჩვეულებრივ, ტარის ბოლოზე წამოაცვამდნენ ხოლმე.

ბუნიკს სხვადასხვა ზომისა და მიყვანილობისას ვხვდებით. მათი ზომები 5-20 სმ მერყეობს. ხშირად

გვხვდება კონცენტრული ლილოვაკებით, კოპებითა და სხვადასხვა გეიმეტრიული სახეებით შემკული

ბუნიკები.

შეიარაღების ერთ არსებით სახეობათაგანს მშვილდისარი წარმოადგენდა. მშვილდისრის

შესახებ მსჯელობისას ჩვენს განკარგულებაშია მხოლოდ ისრიპირი, რაც შეეხება მშვილდს, ლარსა და

ისრის ზროს, ისინი, რა თქმა უნდა, ჩვენამდე არ მოღწეულა . ამ დროს ისრიპირებს აკეთებდნენ

როგორც სპილენძ-ბრინჯაოსაგან, აგრეთვე, რკინისა და ძვლისაგან. გვიანი ბრინჯაოს ხანის ადრეულ

საფეხურებზე გავრცელებული ჩანს ბრინჯაოსა თუ სპილენძის თხელი ფირფიტისაგან გამოჭრილი

ისრისპირი სამკუთხა მოყვანილობისა, გველის ნესტრისებრი. მას ფუძე ხშირად ამოღარული აქვს,

ხოლო წვერის მახლობლად ნახვრეტი აქვს დატანებული. ზოგი მათგანი საკმაოდ სქელი

ფირფიტისაგან არის გაკეთებული და ძროში ჩასამაგრებლად, ნახვრეტის მაგიერ, ყუნწი აქვს

გამოყვანილი. აღსანიშნავია, რომ ისრისპირის ეს ტიპი ბრინჯაოდან რკინის ხანაშიც გადასულა,

ოღონდ ამ დროს იგი უმთავრესად რკინისა და ძვლისაგან უკეთებიათ. ამგვარი ისრისპირები ყველაზე

ადრე სამთავროს სამაროვანზე ჩნდება,ის 600-700 წლის მანძილზე იყო გავრცელებული და ამის გამო

სამთავროული ტიპის ისრისპირის სახელითაა ცნობილი.

ისრისპირების ერთ ყველაზე მრავალრიცხოვანსა და კარგად ჩამოყლიბებული ტიპის შემცველ

ჯგუფს ე.წ. აღმოსავლურ-ამიერკავკასიური ისრიპირები წარმოადგენს. ისინი დიდია, გრძელი,

მასიური და საგრძნობლად დიფერენცირებული ნაწილების მქონე.

ოპონენტების შეკითხვები:

1. გვიჩვენე ეკრანზე ისრისპირის სამთავროული ვარიანტი.

2. რატომ აღარ შემოგვრჩა მშვილდი და ლარი?

3. ყველაზე მეტად რომელმა იარაღმა მიიპყრო შენი ყურადღება და რატომ?

4. რატომ დაიწუნა ადამიანმა სპილენძის იარაღი?

5. ამ თემაზე მუშაობისას რა პრობლემის წინაშე დადექი?

Page 8: Bukleti 1-QarTuli Iaragi -Statiebi Zepiri Prezentaciistvis

1.satevri piri; 2. satevris piri;

3.satevris piri; 4.wverkveTili

Maxvili; 5.wvetiani maxvili;

6.isrispiri; 7.swormxrebiani satevari;

8. isrispiri; 9.namgali; 10. Kolxuri culi;

11. Bbrtyeli culi;

12. culi; 13. Subi.

Page 9: Bukleti 1-QarTuli Iaragi -Statiebi Zepiri Prezentaciistvis

ზესტაფონის მწირი ექსპონატები

მოგესალმებით, ჩემო მეგობრებო, და საგანგებოდ არჩეული თემის ირგვლივ უნდა

გესაუბროთ. როცა გადაწყდა, იარაღის სახეობათა და ნიმუშთა, აღნაგობათა და

წარმომავლობათა შესახებ გამოკვლევების ჩატარება, გადავწყვიტე, იოლად გამოვსულიყავი,

წიგნებში ჩიჩქნა ამერიდებინა და გამზადებული მასალით წარვმდგარიყავი თქვენ წინაშე.

ერთი სიტყვით, ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმს მივაშურე. მე შენ გეტყვი, მისვლა

გამიჭირდებოდა, ჩვენი სკოლიდან რამდენიმე ნაბიჯზეა, მაგრამ ახლა რომ მიზნობრივი

გამოკითხვა ჩავატარო, დარწმუნებული ვარ, საკმაოდ დაბალი იქნება იმ კლასელთა

პროცენტული რაოდენობა, რომლებსაც ეს მუზეუმი დათვალიერებული აქვს.

(ისმის საწინააღმდეგო ხმები)

მაპატიეთ, სულ დამავიწყდა, ჩვენ რომ იქ ერთხელ გაკვეთილი ჩაგვიტარა

ქალბატონმა დარეჯან მაღლაკელიძემ, მაგრამ მაშინ მე თვალში არ მომხვედრია ის გარემოება,

რამაც ახლა ამგვარი საუბრის საფუძველითა და ტონით განმაწყო. რატომ? შეხედეთ ეკრანს და

თავად მიხვდებით. მუზეუმში ამჯერად დაცულია ხუთიოდე ხანჯალი, სამი ხმალი, თოფის

სამი კონდახი და აი ეს კი მართლაც განძია. ჩვენ არ გვისწავლია ,,დიდოსტატის მარჯვენა'',

მაგრამ ეს ქვის ,,ყუმბარები'' რომ ნახა, მასწავლებელმა აგვიხსნა ლოდსარტყორცნიაო, უფრო

სწორად ეს უკვე გატყორცნილი ლოდია, ლოდსატყორცნს კი ზესტაფონის მუზეუმში ვერ

ნახავთ.

ვნახე ერთადერთი ჯაჭვის პერანგი, დაჟანგული და დაფხავებული, მაგრამ მაინც

სიამაყით ამვსები – ეს პერანგი მხარბეჭიანი და ძლიერი კაცისა იქნებოდა, იმდენად ფართო

მხრები აქვს. ის კაცი კი ჩვენი წინაპარია.

ახლა საკითხს ოდნავ გავცდები და მოგახსენებთ, რომ ეს მუზეუმი ჩემი მშობლების

ახალგაზრდობისას დახუნძლული იყო ექსპონატებით. მათგან ვიცი, რომ გივი ჯაოშვილი,

ჩვენი სკოლის ისტორიის ყოფილი მასწავლებელი 50-იანი წლებიდან, თავს დაჰკანკალებდა

თითოეულ ნივთს, მაგრამ სამოქალაქო დაპირისპირებისა და სამწუხარო მოვლენების დროს,

მხედველობაში მაქვს განუკითხაობის პერიოდი, ზესტაფონის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი

3-ჯერ გაუძარცვავთ. დღეს აქ დარჩენილია საბჭოთა პერიოდის ამსახველი ფოტოკოლაჟი და

ფეროშენადნობთა ქარხნის ისტორია; თუმცა მე მაინც ვამყარებ კავშირს ისტორიულ

წარსულთან თუნდაც ამ ქარხნით. რადგან რკინის დამუშავება, მეტალის შექმნა მაგონებს

ენეოლითის პერიოდს, როცა ადამიანმა ქვას ხელი გაუშვა და რკინით შეიარაღდა. მერე

ფოლადიც გამოჩნდა და ახლა, როცა ვარსკვლავური ომების ჰოლივუდური გათამაშების

პროცესს თვალს ვადევნებ, მეჩვენება, რომ წინ ათასი აღმოჩენა გველის და ამ აღმოჩენებს ჩემი

თაობა საფუძველსაც ჩაუყრის და დააგვირგვინებს კიდეც.

მაგრამ იმ ტკივილს რომ არ მივუბრუნდე, რითაც დავიწყე, არ შემიძლია, მახსოვს,

ერთხელ ქართულის გაკვეთილზე მასწავლებელმა ,,ბედი ქართლისას'' ახსნისას ლამის

გვატირა, აღა-მაჰმად-ხანმა მძარცველური ომი მოგვიწყო და აგვითხარა თბილისიო. მე კი, ეს

ჩემი მუზეუმი ქართველმა ,,აღა-მაჰმად-ხანმა'' რომ ამიოხრა, თანაც სამჯერ, ეს არის

მოქალაქეობა? განა ისტორიული და ეროვნული ქონება სამოქალაქო აზროვნების

ადამიანისათვის საზოგადოებრივ ღირებულებას არ უნდა წარმოადგენდეს? მინდა ჩვენი

კლასი და ეს გაკვეთილი იყოს ახალი ინიციატივის მოთავე – მივმართოთ ყველას, ვისაც ეს

ექსპონატები სახლში დაუდევს (თუ უკვე საზღვარგარეთ არ გაუტანია) თავმოსაწონებლად,

დაუბრუნოს ქვეყანას თავისი საგანძური. შევადგინოთ ამგვარი განცხადება:

,,ჩვენი მუზეუმის ფონდი მწირია, რადგან 3-ჯერ გაიძარცვა წინა საუკუნის

Page 10: Bukleti 1-QarTuli Iaragi -Statiebi Zepiri Prezentaciistvis

მიწურულში. გთხოვთ, თუ რომელიმე ნივთის, რელიქვიური ექსპონატის, ისტორიული

ღირებულების მქონე საგნის არსებობის ან დაბრუნების გზა იცით, დაგვიკავშირდით 7

საჯარო სკოლის XI კლასში.''

ნუ გეცინებათ! არავინ გამოგვეხმაურება, არა? იქნებ მოხდეს სასწაული. თუ არა და -

ჩვენი მოქალაქეობრივი ვალი ხომ მოხდილი გვექნება?

Oponentebis SekiTxvebi:

1. agvixseni Sen mier warmodgenili eqsponatebis daniSnuleba.

2. Mag gancxadebis garda, xom SeiZleba sxva gzac gamovZebnoT?

3. Seni azriT, am lodebs rogori xelsawyoTi isrodnen? Tu SegiZlia rom warmoidgino igi?

4. Seni saqme rom iyos zestafonSi axali muzeumis gaxsna, ras moifiqrebdi?

Page 11: Bukleti 1-QarTuli Iaragi -Statiebi Zepiri Prezentaciistvis
Page 12: Bukleti 1-QarTuli Iaragi -Statiebi Zepiri Prezentaciistvis
Page 13: Bukleti 1-QarTuli Iaragi -Statiebi Zepiri Prezentaciistvis

ძვ. ქართული იარაღის სრულყოფილი სახე

კაცობრიობის პროგრესს თან სდევდა ანტაგონიზმი და მუდმივი ბრძოლა

დამკვიდრების, არსებობის, მოპოვებისა და განდიდებისათვის. ცულით შეიარაღებული და

შუბმომარჯვებული კაციც საშიშია და ავტომატმომარჯვებულიც. მაგრამ იარაღი კი არ არის

იმდენად საშიში, რამდენადაც ომის სურვილი. სისხლმა ბევრჯერ წალეკა დედამიწა,

სიკვდილის კალოს კი ეფექტურად ატრიალებდა მშვილდიდან ნატყორცნი ისარი, შუბი,

მახვილი, ხმალი -ფრანგული, გორდა, ლოდსარტყოცნი,

ტარანტი, მაგრამ სიბევრეს უფრო ძლიერი იარაღი

სჭირდებოდა და არენაზე გამოჩნდა ისიც: თოფი და

ზარბაზანი, მაგრამ სანამ ამ მნიშვნელოვან პროგრესზე

ვისაუბრებდე, მინდა ქართველი მეომრის

აღკაზმულობაზე ვისაუბროთ: შუბი, ფარი, მახვილი,

ისარი, მშვილდი, ხმალი, აბჯარი, მუზარადი, საბარკული,

სამკლავე, ასე შეჯავშნულიდა დამძიმებული ადამიანის

მიერ ომში გამოჩენილი სიჩქარე შესაშურია. ახლა ერთი

ცნობილი ამბავი უნდა გაგახსენოთ ,,ვეფხისტყაოსნიდან,,:

,,აბჯრითა

გავლა არად მიჩს

ჭირად, გატანა

ფარისა, შიგან

ჩავსხლტები

კისკასად, ვეცემი

მსგავსად ძარისა’’

ეს ფრიდონი

გახლავთ. იგი

ქამანდზე გავლას

აპირებს, თანაც

აბჯარასხმული.ჩვენ

ჩამოვთვალეთ

საჭურველი, პროექტორით გაჩვენებთ შეჭურვილ

მეომარს და თქვენვე განსაჯეთ,რამდენად რეალურია

ფრიდონის ნათქვამი. თუმცა რუსთაველისგან

ჰიპერბოლიზაციას, ანუ გაზვიადებას მიჩვეულნი ვართ,

მაინც საინტერესოა ერთი დეტალი: ,,შიგან ჩავხტები

კისკასად, «-ასეთი იყო ბრძოლის ჟინი - ,,კისკაცი,,

მეომრების ისტორიია ქართლის ცხოვრება, რომელსაც

გიორგი ლეონიძემ,, ქართლის მკვლელობის ძველი

ამბავი უწოდა. ახლა სრულყოფილად გაჩვენებთ

ეკრენზე ქართული იარაღის სახეობებს. ისინი მონაწილეობდნენ დიდგორსა და შამქორში,

ბასიანსა და კრწანისში. მათ დაიცვეს ჩვენი მიწა-წყალი.

კარგად დააკვირდით ამ ნიმუშებს: გორდა, დავითფერული, ფრანგული, აღვირი,

მათრახი... მათი ვიზუალური მხარე ნათლად მიუთითებს, რომ იარაღი იყო

უმნიშვნელოვანესი ნივთი. მოსევადებული, მოოქროვილი, მოვერცხლილი, ორნამენტებით

შემკული ეს ექსპონატები ქაართველი ერის ძლურებასა და სიძლიერეზე მიუთითებს.

Page 14: Bukleti 1-QarTuli Iaragi -Statiebi Zepiri Prezentaciistvis

თანამედროვე ქართული ჯარის მიღწევები __ მთელი ერის სიამაყე

თანამედროვე ქართულ ჯარამდე

აღმაშენებელმა 40 000 ყივჩაღი ჩამოასახლა. ეს ფაქტი იმჟამინდელი

ქართველების გულსა და გონებაში რა განცდებსაც აღძრავდა-შესანიშნავად არის ასახული

ხალხურ ''ყივჩაღსა'' და გიორგი ლეონიძის ''ყივჩაღის პაემანში'',ხალხური ლექსიდან ერთი

მნიშვნელოვანი პასაჟი უნდა შეგახსენოთ:ყივჩაღი ქართველი კაცის ოჯახის შებილწვას

ბედავს, იგი ბადაგნასვამია, აერია დავთრები და ვიღაცის ლამაზი ცოლისკენ ხელი წაუცდა, კი

არ წაუცდა--''ხელი მოჰხვია, აკოცა, მოზიდნა ნაწნავს თმისასა''. იცით თქვენ ქართველი კაცის

ამბავი:''გავსჭერი ცხენი და კაცი, წვერი ვუჩინე მიწასა''--დიახ, მოკლა ქართველმა ოჯახის

შემაბილწველი, მაგრამ მის აზრობრივ დასკვნას

მეტი მნიშვნელობა აქვს:''არ იყო ღირსი,

მაჰშორდა ცქერას ნათელის მზისასა.''

მაშასადამე: პირველი ბრალდება:

ჩამოსახლებული ყივჩაღებისადმი

აგრესიულობა,

ქართული ოჯახების სიწმინდის

შებღალვა, ვერშეთვისება ქართულ სამოქალაქო

ცხოვრებასთან.

მეორე ბრალდება უკვე გიორგი

ლეონიძის ლექსში გაისმა:1.''ჩასაფრებული

ვსინჯავ იარაღს''--ეს საიქიოდან მობრუნებული

ყივჩაღია და ეპატიება,მკვლელის მისამართით

ამბობს ამას.

2.''მცხეთას ვუმტვრიე

საკერტურები,ვლეწე ტაძრები კელაპტრიანი,''--

აი,ეს მეორე ბრალდება

გაუმართლებელია,რადგან მცხეთისათვის

კარიბჭის შემტვრევა ქართული სახელმწიფოს

განადგურების სურვილს ნიშნავს,ხოლო

კელაპტრიანი ტაძრების დალეწვა—

მართმადიდებლობის,რელიგიური მტრობის

გამოხატვასა და აგრესიულობას,ამ კუთხით.

ახლა მე თქვენ გეკითხებით:რა

დასკვნა გავაკეთოთ?ის, რომ არ ეპიტნავებათ

ერთმანეთი ჩამოსახლებულ ყივჩაღებსა და

ქართველებს,მაგრამ დავით აღმაშენებელმა

ისინი ერთი მნიშვნელოვანი მიზნისტვის მოიწვია---საქართველოს ჰყოლოდა რეგულარული

ჯარი. ის კი,რაზეც ვისაუბრეთ, წვრილმანია ამ დიდებულ იდეასთან შედარებით.

და შეიქმნა კიდეც ასეთი ჯარი რა მივიღეთ შედეგად?შამქორი, ბასიანი,

გამარჯვება და წინსვლა, ასეთია სტრატეგიული მიზანდასახულობის ეფექტური შედეგი.

ჩემი მსჯელობა მაინც ლიტერატურული მიმართულებით გაიქცა,ამიტომ ძველი

ქართული ჯარის სიძლიერის გამომხატველ კიდევ ერთ მხატვრულ ამონარიდს

შემოგთავაზებთ:

Page 15: Bukleti 1-QarTuli Iaragi -Statiebi Zepiri Prezentaciistvis

''ვუბრძანე წვევა ლაშქართა,გავგზავნე მარზაპანია.

იგი ვარსკვლავთა ურიცხვნი მოკრბეს ინდოთა სპანია,

შორით და ახლოთ ყველაი მართ ჩემკენ მონასხპანია,

ერთობ ლაშქრითა აივსო მინდორი, კლდე-კაპანია.

ფიცხლა მოვიდეს,არ ექმნა მათ შინა ხან-დაზმულობა;

აღლუმი ვნახე,მეკეთა ლაშქართა მოკაზმულობა,

სიჩაუქე და სიკეთე,კეკლუცად დარაზმულობა,

ტაიჭთა მათთა სიმალე,აბჯართა ხვარაზმულობა.' '

მე მგონია,ყველა მიხვდა,რატომ გავიხსენე ეს ეპიზოდი.დიახ,ჩემო მეგობრებო,

''ვეფხისტყაოსანი''ქართვეი კაცისდაწერილია,ამბობენ ჰიპერბოლიზაცია ამ თხზულებაში პიკს

აღწევს,მაგრამ... განა შეიძლება,ეპოქას გაექცეს პოეტი?! ის ამ ფრაგმენტებში ქართული ჯარის

ანალოგს წარმოაჩენს.იმ ჯარისას,რომელმაც რუკნადინს თავბედი აწყევლინა.''ვარსკვლავზე

ურივხვი ''იყო საქართველოს ლაშქარი,ყურადღება მიაქციეთ სიტყვებს:''აღლუმი ვნახე,მეკეთა

ლაშქართა მოკაზმულობა;''კეკლუცად დარაზმულობა,'' ''ერთობ ლაშქრითა აივსო

მინდორი,კლდე-კაპანია.'' და ამ ჯარს საფუძველიდავიტ აღმაშენებლის მიერ ყოვჩაღების

ჩამოსახლებითაც ჩაეყარა.ისინი შემდგომში შეერივნენ ქართველებს;მე გამიგონია,რომ

არსებობს ქართული გვარების შესახებ ასეთი აზრი;თუ გვარში ცხოველისა და ფრინველის

სახელი ურევია,ყივჩაღური წარმოშობისაა.

მაგალითისათვის:ჩიტორელიძე,მელაძე,ქათამაძე,ჩხიკვაძე და ა.შ. იმედია, ჩვენი

ქართულის მასწავლებელი არ შემრისხავს თავისი გვარის ამ კონტექსტში მოხსენების გამო.

ჩემი დასკვნა ასეთი იქნება: მიზანი ამართლებს საშუალებას. ჯარი არის შემდგარი

სახელმწიფოს ნიშანი.მიხვდით,რასაც ვგულისხმობ,ალბათ,დღევანდელი საქართველოს

სიამაყე ნამდვილსდ არის ქართული ჯარი,ნატოს სტანდარტებთან მიახლოებული

გაწვრთნითაც და შეიარაღებითაც.ეს მე მახარებს,როგორც მომავალ მოქალაქეს.

ალტერნატიული მოსაზრება ყივჩაღთა შესახებ

მინდა გამოვეხმაურო ჩემი მეგობრის მოსაზრებას ყივჩაღთა ჩამოსახლებისა და

საქართველოში რეგულარული ჯარის შექმნის შესახებ. თანამედროვე მკვლევართა ერთი

ჯგუფი მაგალითად, ისტორიკოსი სოსო მარგიშვილი ძალიან საინტერესო ინფორმაციას

გვაწვდის.

დავით აღმაშენებლის მემატიანე ძალიან მკაფიოდ და გარკვევით წერს, რომ დავითმა

საქართველოში გადმოასახლა ყივჩაღთა 40 ათასი ოჯახი, სულ 200 ათასი ადამიანი. მემატიანე

საქართველოს მეფის თანამებრძოლი და ყივჩაღთა გადმოსახლების თვითმხილველი იყო.

ამდენად, ეს ციფრი, თითქოს, ზუსტი უნდა იყოს და ისტორიოგრაფიაში ასეც განიხილებოდა,

მაგრამ სხვა გარემოებები საწინააღმდეგოზე მიუთითებს.

უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ მთელი რიგი რუსი თუ უკრაინული

მეცნიერებები (ტოლოჩკო, ბუდაევი, კნიაზკინი, გუმილიოვი, პლეტნევა და სხვ.) მემატიანეს ამ

ციფრს გადაჭარბებულად მიიიჩნევენ და ამბობენ, რომ ყივჩაღთა ამხელა მასის საქართველოში

გადმოსახლება შეუძლებელი იქნებოდაო. ამ მტკიცების მთავარ საფუძველს წარმოადგენს ის

გარემოება, რომ ერთი ხელისუფლების ქვეშ გაერთიანებული მომთაბარეთა ცალკეული

გაერთიანებები, ე.წ. ურდოები, ასეთ მასშტაბებს ვერ აღწევდნენ. მთელი რიგი გათვლების

მიხედვით, დავით აღმაშენებლის დროს სამხრეთ რუსეთის სტეპებში, ვოლგიდან დნეპრამდე

მცხოვრებ ყივჩაღთა მაქსიმალური რაოდენობა იყო 500-600 ათასი ადამიანი, რომლებიც

გაერთიანებული იყვნენ 12 სხვადასხვა ურდოში. ერთ-ერთ ასეთ ურდოს წარმოადგენდა ზემო

დონის გაერთიანება, რომელსაც ეკუთვნოდნენ საქართველოში გადმოსული ყივჩაღები. თუ

Page 16: Bukleti 1-QarTuli Iaragi -Statiebi Zepiri Prezentaciistvis

ჩვენ ჩავთვლით, რომ ყივჩაღთა საერთო მასიდან ერთი მესამედი გადმოვიდა საქართველოში,

მაშინ, გამოდის, რომ რუსეთის სტეპებიდან საქართველოსკენ მომხდარა ყივჩაღთა მასობრივი

მიგრაცია, რაც აუცილებლად რამდენიმე ურდოს უნდა მოეხდინა და ასახულიყო სამხრეთ

რუსეთის სტეპების დემოგრაფიაზეც. ასეთი მასშტაბის გადაადგილება აუცილებლად

გამოიწვევდა დიდი ტერიტორიების დაცვას ყივჩაღებისაგან, რაც ისტორიაში არ ფიქსირდება.

ვლადიმირ მონამახის შემოტევების გამო ყივჩაღებმა მხოლოდ რამდენიმე პუნქტი დატოვეს

და არა მთლიანად დონის სტეპები, რის გამოც ისინი პატარა მანძილზე გადაადგილდნენ. ამას

კი რუსეთის სტეპებში დემოგრაფიული ცვლილებები არ გამოუწვევია, რაც 200-ათასიანი მასის

მიგრირების შემთხვევაში აუცილებლად მოხდებოდა. დავითის დროს ყივჩაღთა ძირითადი

მასა დონის სტეპებში ისევე განაგრძობდა მომთაბარეობას, როგორც ეს ხდებოდა მანამდე, რაც

იმას ნიშნავს, რომ რუსეთის სტეპებიდან საქართველოში არ გადმოსულა იმ რაოდენობის

ყივჩაღი, რაზეც დავითის მემატიანე მიუთითებს. არგუმენტის მოსაყვანად შორს რომ არ

წავიდეთ, მოგახსენებთ საყოველთაოდ ცნობილ ფაქტს. კალკას ბრძოლის დროს ყივჩაღები

ისევე იყვნენ დასახლებული ვოლგა-დნეპრის შორის ტერიტორიაზე, მათ შორის __ მდინარე

დონზეც, როგორც ადრე. რაც მიუთითებს იმაზე, რომ 100 წლის შემდეგაც ყივჩაღები ისევე

იყვნენ დონის სტეპებში, როგორც დავითის მეფობამდე.

გარდა ამისა, არსებობს სხვა გარემოებებიც, რომლებიც მემატიანის ციფრის მიღებას

შეუძლებელს ხდის. მაგალითად, თუ ჩვენ მივიღებთ ამ ციფრს – 200 ათასს, მაშინ რეალობად

უნდა მივიჩნიოთ ისიც, რომ ამ რაოდენობის მომთაბარეებს თან გარკვეული რაოდენობის

შინაური ცხოველებიც უნდა მოჰყოლოდა. არსებული გათვლებით, მომთაბარეთა თითო

ოჯახს უნდა ჰყოლოდა, მინიმუმ, 25 სული საქონელი – ცხენი, ხარი, ძროხა, ცხვარი და სხვ.

რაც 40 ათას ოჯახზე მილიონს შეადგენს. მათ უნდა ჰყოლოდათ, მინიმუმ, 2 საზიდარიც, 1

ოჯახისთვის, მე-2 საბარგო, რაც 80 ათასს შეადგენს. აქედან კი საკმაოდ ადვილი

გამოსათვლელია, თუ როგორი ორგანიზაციული პრობლემა უნდა ყოფილიყო ასეთი მასის არა

მხოლოდ საქართველოში დასახლება, არამედ მათი ტრანსპორტირება და მოწესრიგებულად

შემოყვანა. საქართველოში ასეთი რაოდენობის ხალხისა და ცხოველების შემოსვლას, ყველაზე

ნაკლებ, შეიძლებოდა, ეკონომიკური კოლაფსი გამოეწვია. რომ არაფერი ვთქვათ პოლიტიკურ,

ეთნიკურ თუ მენტალურ პრობლემებზე. შედარებისათვის წარმოიდგინეთ, 80 ათასი

ავტომობილისგან შემდგარი კოლონა დარიალის ხეობაში და დასკვნები თავად გააკეთეთ.

დავით აღმაშენებლის მემატიანის ხელნაწერი ჩვენამდე გვიანდელი ვერსიებით მოვიდა.

არ არის გამორიცხული, რომ გადაწერების დროს ციფრები შეცვლილიყო, თუმცა არც ის არის

გამორიცხული, რომ თავად მემატიანეს ჩაეწერა არასწორი ციფრი. უკვე აღვნიშნე, რომ შუა

საუკუნეების ქრონიკების ციფრები მთლიანობაში სანდო მონაცემები არ არის. მაგალითად,

იგივე მემატიანე თრიალეთის ბძოლასთან გდაკავშირებით წერს, რომ სელჩუკების არმიაში

იყო 100 ათასი მეომარი, მისი თხზულებები სომხურ თარგმანში მითითებულია 10 ათასამდე.

ორივე ისტორიული წყაროა და იმის დასადგენად, თუ რომელია უფრო სწორი ალბათ, ეპოქის

ზოგადი მასშტაბების გამოყენება იქნება უკეთესი და არა ერთმანეთთან ამ ციფრების

მექანიკური შედარება.

არითმეტიკულად ზუსტი ციფრის დადგენა შეუძლებელია, დაახლოებით მასშტაბების

კი – შესაძლებელია. მაგალითად, უკრაინელი მეცნიერი კოლოჩკო იმაზე დაურდნობით, რომ

ერთი ყივჩაღური ურდოს საშუალო სიდიდე, დაახლოებით 40-50 ათასი ადამიანი იყო,

მიიჩნევდა, რომ დავითის მიერ საქართველოში გადმოყვანილ ყივჩაღთა რაოდენობა იქნებოდა

40 ათასი ადამიანი, ესე იგი, დაახლოებით 8 ათასი ოჯახი. ეს ბევრად რეალური ციფრია. ჩემი

აზრით კი, შეიძლება, კიდევ უფრო ნაკლები ყოფილიყო. რდგან საქართველოში წამოსულ

ყივჩაღთა ზემო დონის ურდოს ბელადის, ათრაქა შირაღანის ძის ძმა, სირჩანი, დონის

სტეპებში დარჩა როგორც ურდოს მეთაური. ესე იგი, საქართველოში ურდოს მხოლოდ ნაწილი

ჩამოვიდა, რითაც გამოდის, რომ, თუ ურდოს შემადგენლობაში 40-50 ათასი იქნებოდა, მაშინ

ათრაქას მეთაურობით ამ რაოდენობაზე ნაკლები, დაახლოებით, 25 ათასი ადამინი უნდა

წამოსულიყო, საიდანაც მეომარი, შესაბამისად, 5 ათასი იქნებოდა.

Page 17: Bukleti 1-QarTuli Iaragi -Statiebi Zepiri Prezentaciistvis

თანამედროვე ქართული ჯარი

თემას მეც ლიტერატურული ასპექტიდან განვსაზღვრავ, დავიწყებ იმით, რომ წინა

მოხსენებაში ერთი ფრაზა იყო ისეთი, აუცილებლად ისევ რომ უნდა გავიმეორო, ეს

ტარიელის სიტყვებია:

,,აღლუმი ვნახე, მეკეთა ლაშქართა მოკაზმულობა.''

ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ქართველებს სიამაყის გვავსებდა კართული

აღლუმის ცქერა. მწყობრში ჩამდგარი მეომრების ,,მოკაზმულობა,'' დისციპლინებული სვლა

და სამხედრო აღჭურვილობა. ეს ყველაფერი კი ციდან არ ჩამოფრენილა. ქვეყანა ფეხზე

დადგა. წელში გაიმართა. სახელმწიფოებრივი აზროვნების ჩამოყალი-

ბებად მეჩვენება ის მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ ქართველები ხშირად წუწუნებენ

სოციალურ პრობლემებზე, მაგრამ არც ერთ მათგანს არასოდეს უთქვამს საყვედური

ხელისუფლებისათვის იმის გამო, რატო მიდის სახელმწიფო ბიუჯეტიდან თანხები

ქართული ჯარის შენახვას და შეიარაღებაზეო.

მე მივაგენი ერთ ძალიან მნიშვნელოვან ფოტოს. მასზე ასახულია ქართული

არტილერიის უნიკალური ექსპონატი XIII საუკუნიდან. მინდა მის გვერდით

წარმოგიდგინოთ XXI საუკუნის ქართული არტილერიის სიამაყე.

XIII saukune

ახლა კი ქართული ჯარის მიღწევებსაც გადავხედოთ:

http://www.civil.ge/geo/article.php?id=3933