aprili 2016 w საგვარეულოთა კავშირის გვარი და...

6
CB gaxsovdes visi gorisa xar!aprili 2016 w. სრულიად საქართველოს გვარის წინამძღოლთა დარბაზის საბჭოს და საქართველოს საგვარეულოთა კავშირის გვარი და გვარიშვილობისგაზეთი გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ქრისტე აღსდგა! ჭეშმარიტად აღსდგა! ქრისტე აღდგა, გიხაროდეთ, შეგეწიოთ უფლის მადლი! ქრისტე აღდგა საქართველოვ, აღორძინდი, გამიხარდი! გაიხარეთ ქართველებო, წარსულს გაჰყვეს ძველი დარდი, გულს ნაღველი გადიყარეთ, დაგეფინოთ პირზე ვარდი! სავალ გზაზე სიყვარული მოგყვებოდეთ გზად და ხიდად. ქრისტე აღდგა, გიხაროდეთ, ქრისტე აღდგა! ჭეშმარიტად! ნარგიზა ტურძილაძე

Transcript of aprili 2016 w საგვარეულოთა კავშირის გვარი და...

Page 1: aprili 2016 w საგვარეულოთა კავშირის გვარი და …217.147.235.82/bitstream/1234/157969/1/Gvari_Da_Tradicia_2016_N4.pdf · 2 gvari

CB

„gaxsovdes visi gorisa xar!”

aprili 2016 w.სრულიად საქართველოს გვარის წინამძღოლთა დარბაზის საბჭოს და საქართველოს

საგვარეულოთა კავშირის “გვარი და გვარიშვილობის” გაზეთი

გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს!

ქრისტე აღსდგა!

ჭეშმარიტადაღსდგა!

ქრისტე აღდგა, გიხაროდეთ,შეგეწიოთ უფლის მადლი!

ქრისტე აღდგასაქართველოვ,აღორძინდი, გამიხარდი!გაიხარეთ ქართველებო, წარსულს გაჰყვეს ძველი დარდი, გულს ნაღველი გადიყარეთ,დაგეფინოთ პირზე ვარდი!სავალ გზაზე სიყვარულიმოგყვებოდეთ გზად და ხიდად.

ქრისტე აღდგა, გიხაროდეთ,ქრისტე აღდგა!ჭეშმარიტად!

ნარგიზა ტურძილაძე

Page 2: aprili 2016 w საგვარეულოთა კავშირის გვარი და …217.147.235.82/bitstream/1234/157969/1/Gvari_Da_Tradicia_2016_N4.pdf · 2 gvari

gvari da tradicia2 NNN#4 aprili 2016

vixilavT arasamTavrobo organizaciis “'saqarTvelos samefo saxlis” organizaciuli struqturis proeqts

2016 წლის 4 აპრილს გაიმართა სრულიად საქარ-თველოს გვარების წინამძღოლთა დარბაზის აქტივის შეკრება.

კრებას თავმჯდომარეობდა თენგის მაისურაძე, მდივანი ნინო სულამანიძე. დღის წესრიგი: აჭარის მა-მულაშვილთა საგვარეულო კავშირის მოქმედების შე-სახებ.

მომხსენებლები: კავშირის თავმჯდომარე ნიაზ ბოლქვაძე – საქართველოს საგვარეულო მოძრაობაში მიმდინარე მოვლენები და ორგანიზაციულ-სტრუქტუ-რული რეფორმის შესახებ;

დარბაზის საბჭოს თავმჯდომარე ლევან ფრუიძე;ხაჩიძეების გვარის წინამძღოლი დალი ხაჩიძე –

სკოლებში რელიგიური უმრავლესობის წარმომადგე-ნელთა მდგომარეობის შესახებ.

სიტყვით გამოვიდნენ: ელგუჯა ჩხაიძე, თემურ ნი-ჟარაძე, წმინდა ნიკოლოზის ტაძრის წინამძღვარი მამა თევდორე, ლიანა კლარჯეიშვილი, დარბაზის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე ვაჟა ნადირაშვილი.

მომხსენებლებმა და სიტყვით გამომსვლელებმა აღ-ნიშნეს საგვარეულო მოძრაობაში მიმდინარე მოვლე-ნების ნაკლოვანებები. გარდაქმნების და რეფორმების აუცილებლობა. მოუწოდეს რეფორმებისათვის შექმ-ნილ საორგანიზაციო ჯგუფს დროულად დაამთავრონ ახალი წესდების დამუშავება, რათა დაურიგდეს გვა-რის წინამძღოლებს განხილვისათვის.

მოიწონეს აჭარის მამულაშვილთა კავშირის მუშა-ობა, დასახული ამოცანების შესასრულებლად.

საინფორმაციო ქრონიკა

ელგუჯა ბურდულის საიუბილეო საღამოშოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრში ჩატარდა სა-

იუბილეო საღამო მიძღვნილი ცნობილი კინომსახიობის, ბურდულების გვარის წინამძღოლის, სრულიად საქართველოს გვარების წინამძღოლ-თა დარბაზის საბჭოს წევრის, არაგველთა ხევისბერის ელგუჯა ბურდუ-ლისადმი.

მოგონებებით და სიტყვით გამოვიდნენ საზოგადო მოღვაწეები, ბატონ ელგუჯას მეგობრები და თაყვანისმცემლები. საქართველოს საგვარეულოთა კავშირის ,,გვარი და გვარიშვილობის” და გვარების წინამძღოლთა დარბაზის სახელით ბატონ ელგიჯას მიესალმნენ ვაჟა ნა-დირაშვილი, ერეკლე ბრეგვაძე და კახა ბიწაძე. მათ გადასცეს მილოცვის ადრესი და საქართველოს საგვარეულოთა კავშირის ,,გვარი და გვარიშ-ვილობის” საპატიო სიგელი, საგვარეულო მოძრაობაში აქტიური მონა-წილეობისათვის.

საღამომ ჩაიარა გულთბილ ატმოსფეროში, მხატვრული ნომრების თანხლებით: სიმღერები შეასრულეს ირმა სოხაძემ, ელგუჯა ბურდულის შვილებმა და სხვებმა.

Page 3: aprili 2016 w საგვარეულოთა კავშირის გვარი და …217.147.235.82/bitstream/1234/157969/1/Gvari_Da_Tradicia_2016_N4.pdf · 2 gvari

gvari da tradicia 3NNN#4 aprili 2016

ჭუმბურიძეთა გვარის წარმოშო-ბის ისტორიაზე დოკუმენტურად დასაბუთებული, სარწმუნო მასა-ლა არ მოგვეპოვება. არსებობს ვა-რაუდები, ვერსიები. ერთ–ერთი ვერსიის თანახმად, იმერეთში ჭუმ-ბურიძეთა გვარის წინაპრები სამეგ-რელოდან გადმოვიდნენ ბატონთან კონფლიქტის გამო. საგზლად ხურ-ჯინით წაბლი – მეგრულად ჭუბუ-რი - წამოუღიათ და მეფეს ეახლნენ ჭუმბურიძის გვარით, ერთგულება – მორჩილება შეჰფიცეს მას. მეორე ვერსიით, ჭუმბურიძეთა გვარის წი-ნაპრები სვანეთიდან ჩამოვიდნენ, სადაც სოფელ ჭუბერის მკვიდრ-ნი ყოფილან და გვარიც აქედან მიუღიათ. მესამე ვერსია სამცხეს უკავშირდება, რადგან სამცხეურ დიალექტზე „ჭუმბური“ ერბოში მო-შუშულ დაფხვნილ პურს ნიშნავს. და ბოლოს, ჭუმბური საკუთარი სა-ხელი ყოფილა ძველ საქართველოში და ამიტომ ისე, როგორც ქართული გვარების უმრავლესობა, ეპონიმუ-რი ტიპისაა, ანუ მის ფუძეში ფიქსი-რებულია წინაპრის საკუთარი სახე-ლი.

ასეა თუ ისე, ერთი, რაც თამა-მად შეიძლება ითქვას და ეჭვს არ

იწვევს, ჭუმბურიძეთა გვარის წარ-მომადგენლები, რომელთა რიცხოვ-ნობა საპროგნოზო მონაცემებით დღეისთვის 5000 კაცამდეა, ოდით-გან ეროვნულ ტრადიციებზე იყვ-ნენ აღზრდილნი და შეძლებისდაგ-ვარად თავისი წვლილი შეჰქონდათ ქვეყნის ეკონომიკური და სულიერი განვითარების საქმეში.

დღეისათვის საქართველოში ათას გავრცელებულ გვარს შორის რიცხოვნობით ჭუმბურიძეთა გვარი 116–ე ადგილზეა, ხოლო იმერეთში გავრცელებულ გვარებს შორის კი 30–ე ადგილზე. ყველაზე მეტი ჭუმ-ბურიძე ცხოვრობს ზესტაფონის რაიონში – 1150–ზე მეტი, თბილის-ში – 800–ზე მეტი, ლაგოდეხში – 360–ზე მეტი, ჭიათურაში – 350–ზე მეტი, თერჯოლაში – 250–ზე მეტი.

დღემდე მოკვლეული მასალე-ბის მიხედვით, ჭუმბურიძეთა გვარი ყველაზე ადრე მოიხსენიება ნიკორ-წმინდის ეკლესიის ხელნაწერში – „თვენი“, რომელიც იმერეთის მეფის გიორგი II–ის დაკვეთითაა შესრუ-ლებული და იოვაკიმე ჭუმბურიძისა და ზოსიმე კარგარეთელის მიერაა გადაწერილი 1562 წელს.

ჭუმბურიძეები მოხსენებულია

აგრეთვე 1578 წლით დათარიღე-ბულ ქუთაისის საყდრის ბეგარის (გადასახადების) დავთარში.

1716 წლითაა დათარიღებული სათავადაზნაურო სიგელი, რო-მელსაც ხელს აწერს ბატონიშვილი დავითი (იმერეთის მეფის გიორგი VI–ის ძე). ამ სიგელით დავით ბატო-ნიშვილმა სამეფო კარის ცნობილ სახლთუხუცესს და ქალაქთა და ცი-ხეთა მოურავს ჭუმბურიძეს უბოძა ერთი გლეხის ოჯახი. როგორც ჩანს, ეს ისტორიული ფაქტი აქვს გამოყე-ნებული მწერალ აკაკი ბელიაშვილს თავის ისტორიულ რომანში „ოქროს ჩარდახი“, სადაც საუბარია სამეფო-ში ცნობილ მოურავზე ჯაჯანა ჭუმ-ბურიძეზე.

1716 წლითაა დათარიღებულია აგრეთვე სათავადაზნაურო სიგე-ლი, რომელიც ნიკოლოზ ჭუმბური-ძეს გადაუწერია. 1720–1730 წლებს მიეკუთვნება ხახულის ღვთისმ-შობლისათვის შეწირულობის სამე-ფო სიგელი, რომელსაც სხვებთან ერთად ოთარ ჭუმბურიძეც აწერს ხელს.

1762 წლითაა დათარიღებული იმერეთის მეფის სოლომონ I-ის უწ-ყისი, რომელიც სიმონეთელ გიორგი ჭუმბურიძისა და მისი შთამომავ-ლობისათვის ქონებრივ და საგადა-სახადო საკითხებს ეხება.

1774 წლის 26 აგვისტოს დავით ბატონიშვილს (შემდგომში იმერე-თის მეფე დავით II), თავის ერთგულ კაპანაძეთათვის წყალობის წიგნი უბოძებია, რომელსაც ამოწმებს სახლთუხუცესი და მოურავი გიორ-გი ჭუმბურიძე.

1784 წლის 16 თებერვალს იმე-რეთის მეფის დავით II–ის მიერ დამ-ტკიცებული სიგელით სვირის წმინ-და გიორგის სახელობის ეკლესიას ებოძა მამული, რომელსაც მოურავი გიორგი ჭუმბურიძეც ადასტურებს. 1791 წლის ბეგარის გარიგების ერთ–ერთ წიგნში მოხსენიებულია სიმონეთელი მღვდელი გიორგი ჭუმბურიძე.

1787-1797 წლების იმერეთის მე-ფეების დავით II–ისა და სოლომონ II–ის სიგელებში მოხსენიებულია სიმონეთის, ბოსლევისა და საზანოს ჭუმბურიძეები. რუსი გენერლის ლაზარევის 1801 წლის 22 თებერ-ვლის მოხსენებას ერთვის გამოჩე-ნილ ქართველ მეომართა სია, სა-დაც მოიხსენიება კაპიტანი გიორგი ჭუმბურიძე. 1804 წლის მორიგების ერთ–ერთ წიგნში მოხსენიებული არიან ბოსლევში მცხოვრები ჭუმ-ბურიძეები და მიქაბერიძეები. 1808

წელს კონსტანტინე ბატონიშვილს სვირის წმინდა გიორგი ეკლესი-ისათვის წყალობის წიგნი უბოძე-ბია, რომელსაც მოურავი ქაიხოსრო ჭუმბურიძეც ადასტურებს.

1850 წლით დათარიღებული იმე-რეთის თავადთა და აზნაურთა წო-დებას მიკუთვნებულ პირთა სიაში, რომელიც ქართველების წარდგინე-ბით რუსმა მოხელეებმა შეადგინეს და ამის შემდეგ რუსეთის იმპერა-ტორმა დაამტკიცა, მოხსენიებულია სიმონეთელ აზნაურთა თვრამეტი კომლი.

შეიძლება სხვა მრავალი ფაქტის მოყვანა ჭუმბურიძეთა გვარის ის-ტორიული წარსულიდან. აშკარაა, რომ XVI-XIX საუკუნეებში ქართულ სიგელ–გუჯრებში და სხვა დოკუ-მენტებში ჭუმბურიძენი წარმოდგე-ნილინ არიან, როგორც იმერეთის მეფეთა, დედოფალთა, ბატონიშ-ვილთა, კათალიკოსთა, მიტროპო-ლიტთა, თავადთა და აზნაურთა ერ-თგული და სანდო პირები.

იმერეთის სამეფო ლაშქარში ჭუმბურიძეთა გვარის მეომრები თავად აბაშიძეთა, წერეთელთა და ჩხეიძეთა დროშებს ქვეშ იბრძოდ-ნენ.

დღემდეა შემონახული ჭუმბუ-რიძეთა გვარსახელის ფუძე ზემო იმერეთის ტოპონიმიკაში. ასე მაგა-ლითად: ჭუმბურიძეების უბნებად მოიხსენიება მცირე დასახლებები სოფლებში: ეწერში, სასახლისუბან-ში, ქვემო ბერეთისაში და წირქვალ-ში; ჭუმბურიძეების ახო–საძოვარი ჭიათურის სატყეოში და სახნავი სოფელ ზემო ჭალოვანში; ჭუმბუ-რიძის გვერდი – ტყე სოფელ დიდ-წიფელაში; ჭუმბურიძის ნამოსახლი – სახნავი სოფელ რცხილათში; ჭუმ-ბურიძისეული ვენახი არგვეთასა და ღორეშაში; ტყე – ზედა საქარაში; ყანა სოფელ სასახლისუბანში და სხვა.

როდესაც კახეთის დაცარიელე-ბულ მიწებზე უცხო თესლის დამკ-ვიდრების საშიშროება იდგა, სამ-შობლოს მგზნებარე სიყვარულით ანთებულ რაჭისა და იმერეთის სხვადასხვა გვარის წარმომადგენ-ლებთან ერთად, ჭუმბურიძენიც უყოყმანოდ ჩასახლდნენ ლაგოდე-ხის რაიონში და მოკლე დროში სანი-მუშო სამეურნეო, საზოგადოებრივი და ინტელექტუალური თვისებებით წარმოჩნდნენ. ასევე, მოხდა ქვემო ქართლსა და სამცხე–ჯავახეთშიც, ძირითადად აწყურში.

ბევრი გამოჩენილი პიროვნების სახელი ამშვენებს

ჭუმბურიძეთა გვარის ისტორია და თანამედროვეობა

Page 4: aprili 2016 w საგვარეულოთა კავშირის გვარი და …217.147.235.82/bitstream/1234/157969/1/Gvari_Da_Tradicia_2016_N4.pdf · 2 gvari

gvari da tradicia4 NNN#4 aprili 2016

ჭუმბურიძეთა გვარს, რომელთა შესახებ

საზოგადოებამ, განსაკუთრებით ახალგაზრდობამ უნდა იცოდეს.

საფრანგეთში, ლევილის ქართ-ველთა სასაფლაოზე განისვენებს ნიკოლოზ (კოლია) ჭუმბურიძე (1886–1933), ეროვნულ–გამათავი-სუფლებელი მოძრაობის აქტიური წევრი (ფსევდონიმი „კაჟი“), რო-მელიც დემოკრატიული საქართ-ველოს მთავრობის შემადგენლო-ბაში იყო ემიგრაციაში. მისი შვილი ჯუმბერ ჭუმბურიძე გამოჩენილი ლიტერატურათმცოდნე, ფილო-ლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილისის უნივერსიტეტის პროფე-სორი იყო. თავისი პრინციპულობის, ფართო განათლებისა და ინტელექ-ტის გამო მას უნივერსიტეტის სინ-დისს უწოდებდნენ.

თეიმურაზ სერგის–ძე ჭუმბუ-რიძე (1891–1937) ცნობილი ქართ-ველი პედაგოგი, სახალხო განათ-ლების დამსახურებული მოღვაწე, დასავლეთ საქართველოს განათლე-ბის განყოფილების გამგე, ავტორი წიგნებისა „საზოგადოებათმცოდნე-ობა“ და „პოლიტიკური ეკონომიის მოკლე კურსი“, აღიარებული, ავტო-რიტეტიანი და უაღრესად განათლე-ბული პიროვნება იყო. მრავლისმეტ-ყველია ის ფაქტი, რომ 1930 წელს, როცა მაიაკოვსკიმ ტრაგიკულად დაასრულა სიცოცხლე, სამგლოვი-არო სხდომა, მაშინდელი საბჭოთა კავშირის მასშტაბით, სახელდახე-ლოდ ქუთაისში შეიკრიბა. მოხსენე-ბა წაიკითხა და მაიაკოვსკის ლიტე-რატურული მოღვაწეობა პირველად შეაფასა თეიმურაზ ჭუმბურიძემ. გამოჩენილი კარდიოლოგი, მედი-ცინის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, აკადემიკოსი ირაკ-ლი ჭუმბურიძე თეიმურაზის შვილი იყო. ბატონი ირაკლი, შეიძლება ითქვას, ექიმად იყო დაბადებული. მისი საუბარი, გულისხმიერი დამო-კიდებულება ავადმყოფებისადმი სამაგალითო იყო. ბატონი ირაკლი თანამოგვარეთათვის „დიდი ჭუმ-ბურიძის“ სახელით იყო ცნობი-ლი. დღეს ბატონი ირაკლის საქმეს ღირსეულად აგრძელებს მისი ვაჟი, ცნობილი ექიმი–კარდიოლოგი მუ-რაზ ჭუმბურიძე.

უაღრესად განსწავლული და თვალსაჩინო მოღვაწე იყო თეიმუ-რაზ ჭუმბურიძის ბიძაშვილი ალექ-სანდრე ჭუმბურიძე. ქუთაისის სათავადაზნაურო გიმნაზიის დამ-თავრების შემდეგ ჯერ პეტერბურ-გის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, შემ-დეგ კი ლაიპციგის უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი დაამ-თავრა. აღსანიშნავია, რომ ალექსან-დრე პეტერბურგის უნივერსიტეტში სწავლისას იმდენად გამორჩეული

ინტელექტუალი იყო, უნივერსიტე-ტის რეკომენდაციით ლევ ტოლ-სტოის შვილიშვილების აღმზრ-დელ–მასწავლებლად მიუწვევიათ. უცხოეთიდან სამშობლოში დაბ-რუნების შემდეგ ალექსანდრე აქ-ტიურად მონაწილეობდა ქვეყნის პერსპექტიული სოციალურ–ეკონო-მიკური განვითარების გეგმების და ბიუჯეტის შედგენაში. სამწუხაროდ, მას არ დასცალდა სრულად დაეხარ-ჯა თავისი ენერგია მშობლიური ქვეყნის სამსახურში. თეიმურაზის მსგავსად, ისიც განუკითხაობის მსხვერპლი გახდა, 1938 წელს და-აპატიმრეს და ციხეში გარდაიცვა-ლა.

ჭუმბურიძეთა საგვარეულოს საამაყო და უსაყვარლესი პიროვ-ნებაა გამოჩენილი ფილოლოგი და კრიტიკოსი, მეცნიერების დოქტო-რი, ივ.ჯავახიშვილის სახ. თბილი-

სის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, გელათის მეცნიერება-თა აკადემიის აკადემიკოსი ზურაბ ჭუმბურიძე. ბატონი ზურაბი ცნო-ბილი მეცნიერი და პედაგოგია, აღი-არებულია უცხოეთშიც. მისმა ცნო-ბილმა წიგნებმა „როგორ გაჩნდა სიტყვა“, „რა გქვია შენ“, „დედა ენა ქართული“, „ქართული ხელნაწე-რების კვალდაკვალ“ მკითხველთა დიდი მოწონება დაიმსახურა და მის ავტორს კი პოპულარობა და აღი-არება მოუტანა. ამასთან ერთად, ბატონი ზურაბი არის უაღრესად კეთილი და ყურადღებიანი, საზო-გადოებრივად აქტიური პიროვნება. მისი ოჯახი: მეუღლე, ლეილა ნიკო-ლაიშვილი, შვილები – თამარი და ნინო, სიძე – რამაზ ქურდაძე, მეც-

ნიერ–ფილოლოგები, პროფესორე-ბი არიან.

ქართული ფარმაციის გუშაგი – არაოფიციალურად ასეთი წოდება ჰქონდა მინიჭებული კოლეგებისა-გან თბილისის სახელმწიფო სამე-დიცინო უნივერსიტეტის პროფე-სორს, მედიკურ–ბიოლოგიური და სოციალური მედიცინის აკადემიის აკადემიკოსს ბიძინა ჭუმბურიძეს. ბატონმა ბიძინამ ეროვნული და პროფესიული პასუხისმგებლო-ბა სრულად გამოამჟღავნა მაშინ, როცა 9 აპრილის ტრაგედიის შედე-გების შემსწავლელი კომისიისათ-ვის მოამზადა დასკვნა, რომელიც ა.სობჩაკმა თავის მოხსენებაში გამოიყენა და მთელმა მსოფლიომ შეიტყო, რა მოხდა საქართველო-ში 1989 წლის 9 აპრილს. ბატონი ბიძინას ვაჟი პროფესორი ვახტანგ ჭუმბურიძე ცნობილი ექიმი–კარდი-

ოლოგია. ასევე პროფესორია ფარ-მაციის დარგში მეორე ვაჟი – თამაზ ჭუმბურიძე, რომელიც ხელოვნების მოყვარულიც არის, რასაც ცხად-ყოფს მის მიერ შექმნილი ჭუმბუ-რიძეთა საგვარეულო გერბი. აქვე პატივით უნდა ვახსენოთ ბიძინა ჭუმბურიძის მეუღლე და ვახტან-გისა და თამაზის დედა, მედიცინის დამსახურებული მოღვაწე, ქალბა-ტონი რუსუდანი.

საგანგებოდ ცალკე აღნიშვნის ღირსი არიან მეორე მსოფლიო ომის მონაწილენი, რომლებმაც განსა-კუთრებით გამოიჩინეს თავი: აბო ჭუმბურიძე, ცნობილი ჟურნალისტი და სამხედრო კორესპონდენტი, გე-ნერალ ჩანჩიბაძის დივიზიის სავე-ლე გაზეთის რედაქტორი უგზოუკ-

ვლოდ დაიკარგა ფრონტზე 1944 წელს; სამამულო ომისა და წითელი დროშის ორდენებით მკერდდამშ-ვენებული დაუბრუნდა სიმონეთს ომიდან ექიმი იასონ (იაშა) გიორ-გის ძე ჭუმბურიძე; ალექსანდრე (დუხუნა) ჭუმბურიძე პოლკოვნიკის ჩინით ვალმოხდილი დაბრუნდა სო-ფელ როკითში, წლების მანძილზე იყო ბაღდათის სამხედრო კომისა-რი; ექიმი კარპე ჭუმბურიძე, მისი ძმა აბო ჭუმბურიძე, პოლკოვნიკი, სამხედრო ექიმი, ომის შემდგომ პე-რიოდში მოღვაწეობდა სამხედრო ექიმად სხვადასხვა რესპუბლიკაში, დიდი პატივით დაკრძალა ომის ვე-ტერანთა კავშირმა სანკტ–პეტერ-ბურგში 2009 წელს. სამამულო ომის მონაწილე იყო ექიმი პავლე ჭუმბუ-რიძე, რომელიც ექიმად მუშაობდა ზესტაფონისა და ლაგოდეხის რაი-ონებში. მისი შვილიშვილები პაატა და ზვიადი აფხაზეთისათვის ომის მონაწილენი არიან, დაიჭრნენ კი-დეც. დღეს ისინი ბიზნესის თვალსა-ჩინო წარმომადგენლები არიან.

საკმაოდ ცნობილი პიროვნებები იყვნენ: თბილისის „დინამოს“ ბო-რის პაიჭაძის თაობის ფეხბურთელი გიორგი (ჟორა) ჭუმბურიძე; დამსა-ხურებული პედაგოგები – დიომიდე, ალექსანდრე (საშა), კალერია, ქეთო, ლეონინე და ვალოდია ჭუმბურიძე-ები; ძველი თაობის დამსახურებუ-ლი რკინიგზელები: მირონ, ვარდენ, ალექსანდრე, ერმიგონ, ამბროსი, პარმენ, ალიოშა, შალიკო ჭუმბუ-რიძეები. გაზეთ „ამიერკავკასიის რკინიგზე ლის“ საკუთარი კორეს-პონდენტი დავით სევასტის ძე ჭუმ-ბურიძე; ჭიათურისა და ბეღლევის რკინიგზის სადგურების უფროსი დავით იასონის ძე ჭუმბურიძე; რკი-ნიგზელთა საშუალო თაობის ღირ-სეული წარმომადგენლები – გიორგი (ჯოჯია), პეტუშა, გივი, მიშა ჭუმბუ-რიძეები. საქართველოში პროფკავ-შირული მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი, მრავალი ორ-დენისა და მედლის კავალერი ილია დავითის–ძე ჭუმბურიძე; კავშირ-გაბმულობის დარგის დამსახურე-ბული მუშაკი ვალოდია ბიქტორის–ძე ჭუმბურიძე; კომერსანტი დავით (ბიჭიკო) ჭუმბურიძე, იგი ილია ჭუმბურიძესთან ერთად საგვარე-ულო შეკრებების ინიციატორი იყო, სამწუხაროდ, ტრაგიკულად დაიღუ-პა კრიმინალებთან შებრძოლები-სას ოჯახისა და გვარის ღირსების დაცვისას. ჭუმბურიძეთა გვარის კოლორიტული პიროვნებები იყვ-ნენ: ცნობილი პროვიზორი, თერ-ჯოლის რაიონული ცენტრის აფთი-აქის მმართველი რეზო ჭუმბურიძე, სამთო ინჟინერი გიგილა ბენიას–ძე ჭუმბურიძე, ელექტრო ინჟინერი ვანიჩკა პორფილეს-ძე ჭუმბურიძე, მრავალმხრივ განს-

Page 5: aprili 2016 w საგვარეულოთა კავშირის გვარი და …217.147.235.82/bitstream/1234/157969/1/Gvari_Da_Tradicia_2016_N4.pdf · 2 gvari

gvari da tradicia 5NNN#4 aprili 2016

წავლული ბუღალტერი აკაკი იასონის-ძე ჭუმ-

ბურიძე, სწავლული აგრონომი და სახელმწიფო მოხელე შალვა ოქრო-პირის-ძე ჭუმბურიძე, გამოჩენილი ადვოკატი კუკური ჭუმბურიძე, წიგ-ნიერი სახელმწიფო მოხელე ლევან (ლეუშა) ჭუმბურიძე, კომერსანტი გივი ჭუმბურიძე, რევიზორ-ბუღალ-ტერი ტიტე ჭუმბურიძე, ინჟინერი, რამდენიმე მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ჟორა ჭუმბური-ძე, სახელმწიფო მოხელე საბა ჭუმ-ბურიძე, ომის მონაწილე, პედაგოგი, შემდგომში მილიციის პოლკოვნიკი ვახტანგ კონსტანტინეს–ძე ჭუმბუ-რიძე, ექიმები – მაყვალა და ლილი ჭუმბურიძეები და სხვები.

ბოსლევში მოღვაწეობს დამსახუ-რებული პედაგოგი, ომის ვეტერანი შოთა ილიას–ძე ჭუმბურიძე და პო-ლიციის ვეტერანი, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაინ-ვალიდებული ვახტანგ გიორგის–ძე ჭუმბურიძე. აქტიურად საქმიანობს რუსთავში ასევე პოლიციის ვეტე-რანი, ვიცეპოლკოვნიკი – მურმან დავითის ძე ჭუმბურიძე.

ჭუმბურიძეები ამაყობენ გვარის სათნო, უმშვენიერესი, გულისხ-მიერი ექიმით – ლია ჭუმბურიძით. იგი დღემდე მისაბაძი მოთმინებით უმკლავდება ტრაგედიას, რომელიც მოკლე დროში შვილის – შესანიშ-ნავი მეცნიერისა და ლექტორის, პროფესორის, ღირსების ორდე-ნის კავალერის გია ბარელაძისა და მეუღლის – სამხედრო ექიმის, მე-დიცინის დოქტორის, პოლკოვნიკ პალადიონ ბარელაძის გარდაცვა-ლების გამო განიცადა. ანალოგი-ური მძიმე ტრაგედია განიცადეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსი-ტეტის ბიბლიოთეკის დამსახურე-ბულმა თანამშრომელმა, ლამარა ჭუმბურიძემ მეუღლისა და შვილის დაღუპვის გამო, მეგონა, გულნაზი და მანანა ჭუმბურიძეებმა მეუღლე-ების გარდაცვალებასთან დაკავში-რებით. ენით აუწერელი ტრაგედია დაატყდა თავს უკეთილშობილეს ქალბატონს მერი ჭუმბურიძეს ერ-თადერთი ვაჟკაცის ტრაგიკულად დაღუპვის გამო.

ჭუმბურიძეთა გვარს ამშვენებენ:დამსახურებული სამართალდამ-

ცველი ნუნუ ჭუმბურიძე; პოლი-ტოლოგიის დოქტორი, შესანიშნავი მეცნიერი და ორატორი, პროფესო-რი, ქუთაისის კოლორიტი, აღიარე-ბული თამადა და ყველა კეთილი საქმის აქტიური მონაწილე ოთარ ჭუმბურიძე; მეცნიერი და ბიზნეს-მენი, პროფესორი, პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფე-დერაციის აღმასრულებელი დირექ-ტორი ლავრენტი ჭუმბურიძე;

ცნობილი ჟურნალისტი იოსებ

(სოსო) ჭუმბურიძე. სოსო წლების მანძილზე სამაგალითოდ უძღვებო-და გაზეთ „თბილისის“ რედაქციას როგორც მთვარი რედაქტორი. სამ-წუხაროდ, დღემდე ჭიანურდება ამ პოპულარული გაზეთის აღდგენა; საქართველოში სპორტული კარა-ტეს დამკვიდრებისა და განვითა-რების მოამაგე, პოპულარიზატორი, მწვრთნელი და მრავალი ჯილდოს მფლობელი ავთო ჭუმბურიძე.

საქართველოს შეირაღებული ძალების ღირსეული წარმომად-გენლები არიან: სასიქადულო მა-მულიშვილი, გვარდიის გენერალ–ლეიტენანტი ჯემალ ჭუმბურიძე და დამსახურებული პოლკოვნიკე-ბი თემურ, ნიკოლოზ, და ჯამბულ ჭუმბურიძეები; მხატვარი ვიქტორ ჭუმბურიძე; სტომატოლოგები რო-ბერტი და ნელი ჭუმბურიძეები; ინჟინერი ლომარი ჭუმბურიძე, რომელიც ვაჟკაცურად უმკლავდე-ბა საყვარელი მეუღლის უდროოდ გარდაცვალების ტრაგედიას;

ახალგაზრდა, უკვე ცნობილი დიპლომატი ზვიად (სანდრო) ჭუმ-ბურიძე;

შესანიშნავი პიროვნება, იუმო-რის ნიჭით დაჯილდოებული თამაზ ჭუმბურიძე;

მღვდლები: ზოსიმე და კახაბერ ჭუმბურიძეები;

მეცნიერების დოქტორები, პრო-ფესორები ანა, ზურიკო, გიორგი და რუსუდან ჭუმბურიძეები; სწავლუ-ლი აგრონომი დათუნა ჭუმბურიძე.

სოფელ ნახშირღელის საჯარო სკოლის დირექტორი ქართლოს ჭუმბურიძე; ეროვნული მოძრაობის ახალგაზრდა წარმომადგენლები თუმურ, ნუკრი და ბათუ ჭუმბური-ძეები;

ექიმები რეზო, დავით, გიორგი და გივი ჭუმბურიძეები; სამედიცი-ნო საქმის ახალგაზრდა სპეციალის-ტიები - და-ძმა ნინო და გიორგი თა-მაზის ძე ჭუმბურიძეები;

ახალგაზრდა ექიმი–სტომატო-ლოგი გიორგი ჭუმბურიძე;

ხატმწერი ირაკლი ჭუმბურიძე – საგვარეულო ხატის ავტორი;

მუსიკოსი თამუნა ჭუმბურიძე;პროკურორი ვახტანგ ჭუმბური-

ძე;საბანკო სისტემის პერსპექტი-

ული თანამშრომლები ნინო და თა-მუნა ჭუმბურიძეები;

ბიზნესმენები და მეწარმეები: ბორის, თემურ, ფრიდონ, რამინ, გუ-რამ, კოლია, გოგი,თომა, გია, დათო, კობა, გელა, პაატა, ზაზა, ნიკა, თენ-გიზ, სპარტაკ, მამუკა, რატი, გიორ-გი ჭუმბურიძეები;

სახელმწიფო მოხელეები, ბე-სიკ, დათო, რატი, ზვიად, მალხაზ, ლაშა, პეტრე, ირაკლი ჭუმბურიძე-ები; უკვე პოპულარული მსახიობე-ბი სიკო და გიორგი ჭუმბურიძეები,

ქორეოგრაფი თამუნა ჭუმბურიძე და სხვები.

ჭუმბურიძეებს ახარებთ საქარ-თველოს ფეხბურთის ფედერაციის ვიცე–პრეზიდენტის კახა ჭუმბუ-რიძის, მსოფლიოს მრავალგზის პრიზიორის, კარატეში საქართვე-ლოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის მალხაზ ჭუმბურიძის, ფარიკაობაში საქართველოს მრა-ვალგზის ჩემპიონის ხათუნა ჭუმ-ბურიძის და წყალბურთში საქართ-ველოს ნაკრების მეკარის ზურიკო ჭუმბურიძის სპორტული და სამსა-ხურებრივი წარმატებები.

ნაადრევად და მოულოდნელად გამოაკლდნენ გვარს მისი თვალსა-ჩინო წარმომადგენლები: სინდისი-სა და პატიოსნების განსახიერება, პროკურორი თამაზ ჭუმბურიძე, ცნობილი მოსამართლეები ლუარა და თემურ ჭუმბურიძეები, ცხო-ნებული თემური ალმოდებულ ავ-ტობუსიდან არ გადმოვიდა, ვიდრე ქალებისა და ბავშვების უსაფრთ-ხოება არ უზრუნველყო საკუთარი თავგანწირვის ფასად. უდროოდ დაამწუხრეს ოჯახები გუგულა, რუსუდან, ცისანა (ქუსო) რეზო და მაია ჭუმბურიძეებმა, შინაგან საქ-მეთა სამინისტროს პერსპექტიულ-მა ახალგაზრდა პასუხისმგებელმა თანამშრომლებმა: აჩიკო და მურ-თაზ ჭუმბურიძეებმა; გვარის კო-ლორიტული პიროვნებები იყვნენ გელა, რამაზ, სულიკო და გია ჭუმ-ბურიძეები; სტუდენტობა ვერ მოას-წრეს უნიჭიერესმა ახალგაზრდებმა ირაკლი და ნატო ჭუმბურიძეებმა. ერთ წელზე ცოტა მეტი გავიდა, რაც უზომოდ დაამწუხრა ოჯახი, გვარი და ნათესაობა ქართლოს ჭუმბუ-რიძის ნაადრევმა გარდაცვალებამ. იგი იყო ძმობისათვის, მეგობრო-ბისთვის, დახმარებისთვის, სიყვა-რულისთვის დაბადებული კაცი. სა-ქართველოს ფეხბურთის სამყაროს ცნობილი წარმომადგენელი, ბევრი წამოწყებისა და ღონისძიების ავ-ტორი და ნოვატორი. მისი უფრო-სი ვაჟი, საჯარო სკოლის მოსწავ-ლე კახა, მამის მსგავსად აქტიური, გვარის მოყვარული ახალგაზრდაა. ამიტომაც იგი საგვარეულო კავში-რის გამგეობის წევრადაა არჩეული. კრიმინალებთან შეტაკების დროს მამაცურად დაიღუპა შესანიშნავი ახალგაზრდა, პერსპექტიული სა-მართალდამცველი ზაზა ჭუმბური-ძე, მოულოდნელად გარდაიცვალენ საკმაოდ ცნობილი მწვრთნელები ფეხბურთში გურამ და შუქრი ჭუმ-ბურიძეები. განათლების სისტემის წარმატებული ხელმძღვანელი – მუ-შაკი გურამ ჭუმბურიძე. მათ ხსოვ-ნას სათუთად ინახავენ ოჯახები და გვარის წარმომადგენლები.

ბევრი შესანიშნავი ახალგაზრდა იზრდება გვარში, ისინი ტრადიცი-

ულად ყოველი თვის პირველ კვირას იკრიბებიან სამების ტაძრის ეზოში საგვარეულო ხესთან, ტაძარში ან-თებენ სანთლებს, გეგმავენ ერთობ-ლივ ღონისძიებებს. ჭუმბურიძეების საგვარეულო ხატი ყველა ჭუმბური-ძის ოჯახში 2–3 დღით უნდა დაბრ-ძანდეს, ოჯახში რჩება საგვარეულო ხატისა და გერბის მინი ვარიანტი. ხატი ამჟად იმერეთშია.

საგვარეულო საზოგადოებას ახლო მომავალში გადაწყვეტილი აქვს: ჭუმბურიძეთა გვარის რიც-ხოვნობის ახალი მონაცემების დად-გენა; მასალების შეგროვება „ჭუმ-ბურიძეთა საგვარეულო მატიანის“ (ენციკლოპედიის) გამოსაცემად; ჭუმბურიძეთა გვარის წარმომდა-გენლებთან შეხვედრა სიმონეთში, ბოსლევში, საზანოში, ჭიათურაში, ლაგოდეხში. ჭუმბურიძეთა გვარის წარმომადგენლების გაწევრიანება „თავად–აზნაურთა და მათ თანამდ-გომთა საზოგადოებაში“; უცხოეთ-ში მცხოვრებ ჭუმბურიძეთა ოჯახე-ბის მოძიება და მათთან კონტაქტის დამყარება; ჭუმბურიძეთა გვარის ნიჭიერ, წარჩინებულ მოსწავლეთა და სტუდენტთა მოძიება; გვარის მრავალშვილიანი ოჯახების გამოვ-ლენა და მათთვის ქველმოქმედების წინადადების შემუშავება და სხვა.

ჭუმბურიძეები, განსაკუთრებით ახალგაზრდობა, მტკივნეულად გა-ნიცდის იმ მძიმე სოციალურ მდგო-მარეობას, რომელიც, სამწუხაროდ, ჯერჯერობით ჩვენს ქვეყანაში არ-სებობს, მაგრამ ოპტიმისტურად არიან განწყობილნი და თვლიან, რომ ეს ღონისძიებები ხელს შეუწ-ყობს გვარის წარმომადგენელთა ამაღლებული განწყობილების შექ-მნას, ურთიერთდახმარებისა და მხარდაჭერის სურვილის გაღრმა-ვებას, ნათესაური კავშირის განმ-ტკიცებას, რაც გარკვეულ წვლილს შეიტანს ქვეყნის სოციალურ–ეკო-ნომიკური და სულიერი ცხოვრების დონის გაუმჯობესებაში.

უნდა ვივარაუდოთ, რომ სტა-ტიაში ასახვა ვერ ჰპოვა ჭუმბური-ძეთა გვარის რიგმა წარჩინებულმა წარმომადგენლებმა, რისთვისაც მათ ბოდიშს ვუხდი. ამ ხარვეზს გა-მოასწორებს, საგვარეულო ხატის ჭუმბურიძეთა ოჯახებში დაბრძანე-ბიდან მიღებული ინფორმაცია.

მამია ჭუმბურიძე საგვარეულო

კავშირის თავმჯდომარე, ეკონომიკის

დოქტორი, პროფესორი, ბიზნესის მეცნიერებათა აკადემიის

აკადემიკოსი.

აპრილი, 2016 წელი

Page 6: aprili 2016 w საგვარეულოთა კავშირის გვარი და …217.147.235.82/bitstream/1234/157969/1/Gvari_Da_Tradicia_2016_N4.pdf · 2 gvari

gvari da tradicia6 NNN#4 aprili 2016

Yyvela sagvareulo kavSirs, Yyvela winamZRols, Yyvelas vinc erTgulia sagvareulomoZraobis, vinc sakuTari gvaris patriotia

გთხოვთ ითანამშრომლოთ გაზეთ ,,გვარი და ტრადიციასთან”, მოგვაწოდეთ მასალები (სტატიები, ინფორმაციები, ფოტოები) საგვარეულო კავშირების შესახებ, საგვარეულო მოძრაობის, საქართველოს დემოგრაფიულ და სოციოლოგიურ, აგრეთვე ეროვნულობის და მართმადიდებლობის შენარჩუნებისა და განმტკიცების პრობლემატურ საკითხებზე, ვიზრუნოთ საგვარეულოთა კავშირის ,,გვარი და გვარიშვილობის” და გვარის წინამძღოლთა დარბაზის მატერიალურ-ფინანსურ და ტექნიკური ბაზის განმტკიცება განვითარებისათვის. მასალები გამოგვიგზავნეთ E-mail:[email protected]

Cveni rekvizitebia: saredaqcio kolegiaსრულიად საქართველოს გვარის წინამძღოლთა დარბაზის ფონდის/კ 404953154ბანკი: ,,რესპუბლიკა” ბანკია/ა GE51BR0000010385861378

მისამართი: ქ. თბილისი, წმინდა სამების საკათედრო ტაძარი საკონტაქტო ტელეფონები: 790770871; 593 531 950

levan fruiZevaJa nadiraSvili tel: 599 90-26-01Tengiz maisuraZe tel: 599 97-41-90merab lekveiSvili tel: 577 41-02-00nino sulamaniZe tel: 592 12-34-56

მისამართი: ქ. თბილისი, წმინდა სამების საკათედრო ტაძარისაკონტაქტო ტელეფონი: 790770871

CB

ISSN 2449-2280გაზეთის ელექტრონული ვერსია იხილეთ: www.dspace.nplg.gov.ge

mkiTxvelTa sayuradRebod!მოწოდებული მასალების შინაარსზე და ფაქტების სისწორეზე რედკოლეგია პასუხს არ აგებს.

ინდიკო შაუთიძეხანმოკლე და მძიმე ავადმყოფობის შემდეგ შაუთი-

ძეების გვარს გამოაკლდა შესანიშნავი პიროვნება, დამსახურებული ინჟინერი, ღვაწლმოსილი ადამიანი ინდიკო მიხეილის-ძე შაუთიძე.

იგი დაიბადა 1928 წლის 1 აპრილს ამბროლაურის რაიონის სოფელ სადმელში. საშუალო სკოლის დამთავ-რების შემდეგ მუშაობა დაიწყო რუსეთში, ვოლგა-დო-ნის არხის მშენებლობაზე. შემდეგ სწავლა განაგრძო საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში. ინსტი-ტუტის დამთავრების შემდეგ მუშაობდა სახელმწიფო საპროექტო ინსტიტუტ ,,საქშახტპროექტში”. წლების მანძილზე იყო განყოფილების უფროსი.

იყო მრავალი ჯილდოს მფლობელი, მათ შორის ,,ღირსების ორდენის”. თანამშრომლებს შორის სარ-გებლობდა დიდი პატივისცემით და სიყვარულით.

ჰყავდა შესანიშნავი მეუღლე ქალბატონი ელენე ჭი-ჭინაძე, რომელთანაც შექმნა სანიმუშო ოჯახი და ამ-რავლა შაუთიძეების გვარი: შვილებით, შვილიშვილე-ბით და შვილთაშვილებით.

თანავუგრძნობთ და სამძიმარს ვუცხადებთ ოჯახს და შაუთიძეების გვარს ღირსეული პიროვნების ბატონ ინდიკო შაუთიძის გარდაცვალების გამო.

საქართველოს საგვარეულოთა კავშირი ,,გვარი და გვარიშვილობა”

ქართული ანბანი უკლებლივ აკმა-ყოფილებს ყველა იმ პირობას, რაც საერთოდ ანბანს მოეთხოვება. იგია ყველაზე სრულყოფილი ანბანი არსე-ბულ ანბანთა შორის. ყიველი ბგერა გა-მოიხატება ცალკეული ნიშნით, ყოველი ნიშანი მუდამ ერთი და იგივე ბგერის გამომხატველია.

ყველა ევროპული ენა ერთი დიდი სირთულის წინაშე დგას,–ესაა ორთოგ-რაფია.

ქართველთათვის, თავიანთი სრულ-ყოფილი ანბანის წყალობით, ეს სირთუ-ლე თითქმის არ არსებობს.

ქართული ანბანი თავისუფლად შეიძ-ლება გამოყენებული იქნას მთელი

კავკასიური ენების საერთო ანბანის სა-ფუძვლად.

პ.კ. უსლარირუსი ენათმეცნიერი

კავკასიური ენები ნარჩენია ენა-თა დიდი ოჯახისა, რომელიც მცი-რე აზიასა და ხმელთაშუა ზღვის მთელს აუზს მოიცავდა და რომლი-საგანაც დასავლეთში ბასკური დაგ-ვრჩა.

ფრიდრიჰ მიულერიავსტრიელი ენათმეცნიერი

ქართული ენის ბგერათა სიუხვესა და მრავალფეროვნებას ქართული ანბანი სრულად და ზუსტად გამოხატავს; ყო-ველ ცალკეულ ბგერას ცალკეული ასო-ნიშანი შეესაბამება, ყოველი ასო-ნიშანი ზუსტად და მკაფიოდ გამოითქმის; ამ თვალსაზრისით ვერცერთი სხვა ანბანი ქართულ ანბანს ვერ შეედრება.

უილიამ ედუარდ დავიდ ალენიინგლისელი ორიენტალისტი

თავდაპირველად ქართველური და ე.წ. კავკასიური ენები ერთიდა-იმავე ბუნებისა და უმჭიდროესად მონათესავე ენები ყოფილა; დროთა განმავლობაში სხვასხვა მიზეზის გამო ერთმანეთს დაშორებიან და სამ-ხუთ დიდ მთავარ ენათა ჯგუ-ფად ქცეულან.

ივ. ჯავახიშვილი

კარტოგრაფიული ხელოვნების გამოგონების პატივდება სრული-ადაც არ ეკუთვნის მცირე აზიის ბერძნებს. იგი ბევრად უფრო ადრე ხმარებაში ყოფილა კოლხეთის მოგ-ზაურ ვაჭართა შორის.

კარლ რიტერიგერმანელი გეოგრაფი

კოლხთა ოქროს საწმისი იყო ტყავ-ზე ნაწერი წიგნი, შემცველი იმისა, თუ ვით უნდა გაკეთდეს ოქრო.

იოანე ანტიოქელიVII საუკუნის ისტორიკოსი

კოლხებს შენახული აქვთ თავიან-თი მამათაგან ნაწერი კვირბები, რომლებზედაც ირგვლივ მოგზაურ-თათვის ნაჩვენებია ზღვის და ხმე-ლეთის ყველა გზა და საზღვარი.

აპოლონიოს როდოსელიძვ. წელთაღრიცხ. III ს. მეცნიერი და

პოეტი

14 აპრილი დედაენის დღეამსოფლიოში დაახლოებით სამი ათასამდე ენა არსებობს, ანბანი კი – მხო-

ლოდ თოთხმეტი (არაბული, ბერძნული, ებრაული, ეთიოპიური, იაპონური, ინდური, კორეული, ლათინური, მონღოლური, სირიული, სლავურ-კირი-ლური, სომხური, ქართული, ჩინური)..

ცნობილია ქართული ანბანის სამი სახეობა: ასომთავრული, ნუსხური და მხედრული.

სხვადასხვა დროს ქართული ანბანის ამ სამი სახეობიდან იხმარებოდა სხვადასხვა:

მეცხრე საუკუნემდე – ასომთავრული.მეცხრედან მეთერთმეტემდე – ნუსხური.მეთერთმეტედან დღემდე იხმარება მხედრული.ქართულუ ანბანის ყოველ ასოს, ისევე, როგორც სხვა ანბანთა ასოებს,

თავისი რიცხვითი მნიშვნელობა აქვს.(უნის შემოღებამდე, ონი და ვიე ერთად ნიშნავდა უნს, ხოლო რიცხვითი

მნიშვნელობა 400 ჰქონდა ვიეს)..