შუმერები

19
სსსს სსსსსსსს სსსსსსსსსსსსსსს სსს.სსსსსსსსს სსსსსს სსსსს სსსსსსსს სსსსსსსს: ს.სსსსსსსსსსსს შშშშშშ შშ შშშშშ

Transcript of შუმერები

Page 1: შუმერები

სსიპ დმანისის მუნიციპალიტეტის სოფ.განთიადის საჯარო სკოლაისტორიის პედაგოგი: ე.დევრისაშვილი

შუმერი და აქადი

Page 2: შუმერები

გეოგრაფიული მდებარეობა

მესოპოტამია და მისი მოსახლე ხალხები: მესოპოტამია - მიწა ორ მდინარეს შორის - წარმოადგენს კლასიკურ სახელწოდებას იმ მიწებისა, რომლებიც ტიგროსსა და ევფრატს შორის მდებარეობენ; განსაკუთრებით კი უძველესი ასურეთისა და ბაბილონისა. მისი დიდი ნაწილი შედის დღევანდელ ერაყში, მცირე ნაწილები კი აღმოსავლეთ სირიაში, თურქეთსა და ირანში, თუმცა თანამედროვე ერაყი ზოგიერთ იმ მხარესაც მოიცავს, რომელიც მესოპოტამიის მიღმა მდებარეობს.  მესოპოტამიის დასახლება ჯერ კიდევ უძველესი დროიდან დაიწყო და ნეოლითის პერიოდში კიდევ უფრო დაჩქარდა. თავდაპირველად ბუნებრივი და კლიმატური პირობებით უფრო კომფორტული ჩრდილოეთ მესოპოტამია დასახლდა. ეს უძველესი არქეოლოგიური კულტურები - ხასუნის, ხალაფის და სხვ. - ჯერ კიდევ არცერთი ეთნიკური ჯგუფისთვის არ არიან მიკუთვნებულები.  უფრო მოგვიანებით ჩნდება დასახლებები სამხრეთ მესოპოტამიაშიც. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ელ-უბეიდეს არქეოლოგიური კულტურა, რომელიც V ათასწლეულის ბოლო მესამედსა და IV ათასწლეულის პირველ ნახევარს მიეკუთვნება.

ზოგიერთი მკვლევარი მათ შუმერებს მიაწერს, მაგრამ შესაძლოა ის პროტო-შუმერულ ტომებს მიეკუთვნებოდა. შუმერთა დასახლება სამხრეთ მესოპოტამიის უკიდურეს ნაწილში III-IV ათასწლეულების მიჯნაზე ფიქსირდება, მაგრამ ზუსტი დროის განსაზღვრა, თუ როდის დასახლდნენ შუმერები ტიგროსისა და ევფრატის ველზე, მეტად რთულ ამოცანას წარმოადგენს

Page 3: შუმერები

წარმომავლობა

შუმერთა წარმოშობა, ისევე როგორც მათი ენების ნათესაური კავშირების ძიება, კვლავაც სადავო საკითხად რჩება, რადგან დღეისთვის არ გაგვაჩნია საფუძვლიანი არგუმენტები რომ შუმერული ენა რომელიმე ენობრივ ჯგუფს მივაკუთვნოთ.  შუმერები შეერივნენ ადგილობრივ მოსახლეობას და აითვისეს მათგან ადგილის ტოპონიმები, სამეურნეო მიღწევები და რელიგიური წარმოდგენები.

Page 4: შუმერები

დამსახურება მსოფლიო ცივილიზაციის წინაშე

ირიგაცია ბორბალი

Page 5: შუმერები

დამწერლობაშუმერებმა წერა თიხის ფირფიტებზე ლერწმით დაიწყეს. ყოველი სიმბოლო აღნიშნავდა რაიმე საგანს, ან ამ საგანთან დაკავშირებულ ცნებას. მაგალითად, სიმბოლო "ფეხები" ნიშნავდა სიარულს, მოსვლას, მოტანას, დგომას. ამრიგად, გრამატიკული ფორმები დამწერლობაში არ აისახებოდა, და ეს თავდაპირველად არც იყო საჭირო, რადგან დოკუმენტებში აისახებოდა მხოლოდ ციფრები და გამოსათვლელი პროდუქტების სიმბოლოები. მხოლოდ ძვ. წ. 2400 წლისთვის მიიღო ლურსმულმა დამწერლობამ ისეთი სახე, რომ მისი მეშვეობით შესაძლებელი გახდა ინფორმაციის სრულყოფილად გადაცემა.ლურსმული დამწერლობით ფილარაც შეეხება ლურსმულ დამწერლობას, თიხის ფირფიტაზე ძალიან რთულია სიმბოლოების ასახვა, ამიტომაც მიიღო დროთა განმავლობაში სიმბოლოებმა ის ფორმა, რომელსაც ლურსმული დამწერლობის სახით ვიცნობთ.

Page 6: შუმერები

შუმერული საცხოვრებელიშუმერები სახლებს ალიზისგან (გამოუწვავი თიხა ) აშენებდნენ და ლერწმით ხურავდნენ. ამგვარ სახლს ყოველ წელიწადს თხით ლესავდნენ.ევფრატის ადიდების შემდეგ სახლები ან მდინარეს მიჰქონდა, ან ნაპირიდან შორს რჩებოდა, რის გამოც შუმერები ხშირად ტოვებდნენ სახლებს,სათევზაოდ და მდინარეზე სამოგზაუროდ იყენებდნენ ლერწმისგან მოწნულ პარატა, მრგვალ ნავებს.თიხისგანვე ამზადებდნენ ჭურჭელს.

Page 7: შუმერები

მიწათმოქმედებაშუმერები აშრობდნენ ჭაობებს, მშრალ ნიადაგზე კი საირიგაციო სისტემას ანვითარებდნენ.მიწას ამუშავებდნენ თოხით და პრიმიტიული ხის კავით,ჰქონდათ კაჟისპირიანი ნამგალი.კულტივირებული მცენარეები იყო: ქერი.შვრია,სელი,ოსპი... ვაზი ცუდად ხარობდა ამიტომაც ღვინო ჩრდილოეთიდან შემოჰქონდათ.გამწევ ძალად ხარს და სახედარს იყენებდნენ.ძვ.წ. III ათასწლეულში შეიქმნა ,,სამიწათმოქმედო ალმანახი”, სადაც აღწერილი იყო ცალკეული სამიწათმოქმედო სამუშაოები და რეკომენდაციები.ძვ.წ.IV ათასწლეულში ჩნდება სპილენძი.ძვ.წ. III ათასწლეულის მეორე ნახევარში კი ბრინჯაო.

Page 8: შუმერები

შუმერული ქალაქ-სახელმწიფოებიური,ურუქი,ნიფური,ქიში,ლაგაში,უმა

Page 9: შუმერები

ლაგაში

Page 10: შუმერები

სოციალური ფენები

Page 11: შუმერები

რელიგია HTTP://EN.WIKIPEDIA.ORG/WIKI/SUMER#MEDIAVIEWER/FILE:GENEALOGY_OF_SUMERO-

AKKADIAN_GODS.JPG

Page 12: შუმერები

შუმერული რელიგიის შესახებ ჩვენი ცოდნა მომდინარეობს არქეოლოგიური გათხრებით აღმოჩენილი ტექსტებიდან - მითებიდან, ეპოსებიდან, შელოცვებიდან და ჰიმნებიდან, რომლებიც თიხის ფირფიტებზე იყო დატანილი და შემდეგ გამომწვარი. ასეთმა ფირფიტებმა  ჩვენამდე მრავლად მოაღწია. ჩვენთვის ცნობილია ასობით ღვთაების სახელი. მათ შედგენილობაში უპირატესად ოთხი ღვთაებაის - ცის ღვთაების ანის, ჰაერის ღვთაების ენლილის, წყლის ღვთაების ენქისა და დედა-ღვთაების ნინხურსანგას სახელი შედის. შუმერებისათვის სამყაროს მთავარი ელემენტები იყო მიწა და ცა. სამყაროს შუმერულად ერქვა “ან-ქი”, ანუ “ცა-მიწა”. მათი წარმოდგენით, დედამიწა იყო ბრტყელი დისკო, ცა კი – ცარიელი სივრცე, რომელიც ზემოდან და ქვემოდან მყარ ზედაპირს ეყრდნობოდა. დედამიწასა და ცას შორის იყო “ლილ”, ანუ ქარი  (ჰაერი, ნიავი, სული). “ცა-მიწას” ოთხივე მხრიდან ერტყა ოკეანე. ამ ოკეანეში წარმოიშვა სწორედ ცა და დედამიწა, რომლებიც ერთმანეთისაგან გამოყოფილი იყო ატმოსფეროთი. შემდეგ ატმოსფეროსგან წარმოიქმნენ მანათობელი სხეულები: მზე, მთვარე, პლანეტები და ვარსკვლავები. როცა დედამიწას გამოეყო ცა, გაჩნდა მცენარეები, ცხოველები და ბოლოს, ადამიანი. ძალიან საინტერესოა ადამიანის შექმნის შუმერული მითი: ღვთაებანი ბჭობენ, რა ძნელია საკვების მოპოვება. ისინი ენქისგან ელიან დახმარებას, მაგრამ ენქის ძინავს. დედამისი ნამუ გააღვიძებს და თხოვს, ღვთაებათათვის მსახური გააჩინოს. მართლაც, ენქი გააჩენს ადამიანს, რათა ემსახუროს ღვთაებებს.

Page 13: შუმერები

საკულტო მსახურება სრულდებოდა ტაძარებში. შუამდინარეთში აღმოჩენილია ამ პერიოდის პატარაცა და დიდი ტაძრები. ყველა ისინი ერთი პრინციპითაა აგებული: დიდ ოთახში მოთავსებულია ნიში, სადაც ღვთაების კერპი იდგა. დიდ ქალაქებში საფეხურებიანი ტაძრები იდგა, რომელსაც ზიქურატი ერქვა. მას მთის ფორმა ჰქონდა, ვარაუდობენ, რომ ზემოთ, პატარა ოთახში სიწმინდე ინახებოდა

Page 14: შუმერები

ზიკურათი (რეკონსტრუქცია)

Page 15: შუმერები

შუმერებმა იცოდნენ, რომ ადამიანი გარდაცვალების შემდეგ სიკვდილის ქვეყნად მიეშურებოდა, რომელსაც უწოდებდნენ “ქვეყანას, საიდანაც არ ბრუნდებიან”. მათი წარმოდგენით, მხოლოდ რაღაც განსაკუთრებულ შემთხვევაში შეიძლებოდა ამა-ქვეყნად დაბრუნება. პირველი შუმერული ტექსტი, სადაც ნასენებია ის ქვეყანა, მეფე ურნამუს ტექსტია. როდესაც მეფე იმ ქვეყნად მოხვდა, “შვიდ ღვთაებას” ძღვენი მიართვა. მხოლოდ ამის შემდეგ მიდის იგი მისთვის განსაზღვრულ ადგილას, სადაც მას გილგამეში ხვდება და მიწისქვეშა ცხოვრების წესებს უხსნის. შუმერთა წარმოდგენით, სამოთხე განკუთვნილი იყო არა მოკვდავ კაცთათვის, არამედ მხოლოდ უკვდავ ღვთაებათათვის.  ერთადერთ მოკვდავი, რომელიც სამოთხეში შეუშვეს, იყო ზიუსუდრა, ბიბლიური ნოეს პროტოპიპი. “წარღვნის მითი”: ანმა, ენლილმა, ენქიმ და ნინხურსანგამ შავთავიანთა (შუმერების) მოდგმა შექმნეს, გააჩინეს მცენარეები, მცხოველები. დააარსეს ხუთი ქალაქი: ერიდუ, ბად-თიბირა, ლარაქი, სიფარი და შურუფაქი. ქალაქები ღვთაებებს ჩააბარეს. ღვთაებებმა გადაწყვიტეს წარღვნის მოვლენა და ადამიანთა განადგურება. ზოგიერთი ღვთაება უკმაყოფილო ყოფილა ამგვარი მკაცრი გადაწყვეტილებით. ზიუსუდრა ღვთისმოშიში მეფე იყო. ღვთაებებმა მას სიზმარში ამცნეს, როგორ უნდა გადარჩენილიყო, ურჩიეს აეგო ხომალდი, რათა თავი გადაერჩინა. წარღვნა შვიდ დღესა და ღამეს ბობოქრობდა, მერვე დღეს ისევ გამოჩნდა მზის ღმერთი უთუ და დედამიწას სხივები მოჰფინა. ზიუსუდრა განერთხო მის წინაშე და მსხვერპლი შესწირა. ღვთაებებმა მას მარადიული სიცოცხლე მიანიჭეს. შემდეგ იგი აიყვანეს დილმუნში, საიდანაც “მზე ამოდის”.

Page 16: შუმერები

კულტურა

Page 17: შუმერები

აქადი

აქადელი მეფის, სავარაუდოდ სარგონის ბრინჯაოს ქანდაკებაძვ.წ. XXIII-XXII სს.

Page 18: შუმერები

წარმომავლობა

მესოპოტამიის ჩრდილოეთ ნაწილში ძვ.წ. III ათასწლეულიდან და შეიძლება უფრო ადრეც, ცხოვრობდნენ აღმოსავლეთსემიტური, ტყავის მწარმოებელი ტომები. მათ ენას აქადური ეწოდა  და რამდენიმე დიალექტი ჰქონდა - სამხრეთ მესოპოტამიაში ბაბილონური, ჩრდილოეთში, ტიგროსის ველის შუა ნაწილში - ასირიული. რამდენიმე საუკუნის განმავლობაში სემიტები შუმერებთან ერთად თანაცხოვრებას ეწეოდნენ, ძვ.წ. III ათასწლეულის შემდეგ კი სამხრეთისკენ დაიწყეს მოძრაობა და III ათასწლეულის ბოლოსთვის თითქმის მთელი მესოპოტამია დაიკავეს. რის შედეგადაც აქადურმა ენამ შუმერული მეტად შეავიწროვა.  ძვ.წ. II ათასწლეულში შუმერული ენა უკვე მკვდარ ენას წარმოადგენდა, მხოლოდ რელიგიისა და ლიტერატურის ენად რჩებოდა და ძვ.წ. I ათასწლეულამდე ისწავლებოდა. შუმერული ენის განდევნა არ ნიშნავდა შუმერთა ფიზიკურ განადგურებას. შუმერები შეერივნენ სემიტებს, მაგრამ შეინარჩუნეს რელიგია და კულტურა, რომელიც მათგან აქადელებმაც აითვისეს მცირე განსხვავებებით. 

Page 19: შუმერები