5 (18) , 2018 -4 . 6:13-20; . 9:17-31.patriarchate.ge/wp-content/uploads/2018/03/...ერთი,...

17
5 (18) მარტი, 2018 დიდმარხვის მე-4 კვირიაკე ღირსისა იოანე სინელისა, კიბისაღმწერელისა წირვაზე ებრ. 6:13-20; მარკ. 9:17-31. 1

Transcript of 5 (18) , 2018 -4 . 6:13-20; . 9:17-31.patriarchate.ge/wp-content/uploads/2018/03/...ერთი,...

Page 1: 5 (18) , 2018 -4 . 6:13-20; . 9:17-31.patriarchate.ge/wp-content/uploads/2018/03/...ერთი, რომელიც გვითხრა დ აღგვითქვა, მეორე

5 (18) მარტი, 2018

დიდმარხვის მე-4 კვირიაკე

ღირსისა იოანე სინელისა, კიბისაღმწერელისა

წირვაზე – ებრ. 6:13-20; მარკ. 9:17-31.

1

Page 2: 5 (18) , 2018 -4 . 6:13-20; . 9:17-31.patriarchate.ge/wp-content/uploads/2018/03/...ერთი, რომელიც გვითხრა დ აღგვითქვა, მეორე

წმინდა პავლე მოციქულის

ეპისტოლე ებრაელთა მიმართ – 6:13-20

წმ. წმ. პავლე მოციქული და იოანე ოქროპირი

13 რადგანაც ღმერთმა, როცა აბრაამს აძლევდა აღთქმას, რაკიღა თავზე უმეტესი არავინ ჰყავდა დასაფიცარი, თავისი თავი დაიფიცა,

13 რამეთუ აბრაჰამს აღუთქუა ღმერთმან, ვინაჲთგან არავინ იყო უფროჲსი, რომელსამცა ფუცა, ფუცა თავისა თჳსისა;

14 და უთხრა: „ჭეშმარიტად, კურთხევით გაკურთხებ შენ, და გამრავლებით გამრავლებ შენ“.

14 და თქუა, ვითარმედ: კურთხევით გაკურთხო შენ და განმრავლებით განგამრავლო შენ.

15 და ასე, სულგრძელობით მიიღო აღთქმა.

15 და ესრეთ სულგრძელ იქმნა და მიემთხჳა აღთქუმასა.

16 ხალხი უმეტესს იფიცავს და ფიცია მათი ყოველი ცილობის დასასრული.

16 რამეთუ კაცთა უფროჲსისა მიმართ ფუციან და ყოვლისა ცილობისა მათისა დასასრულსა დასამტკიცებელად ფიცი არს.

2

Page 3: 5 (18) , 2018 -4 . 6:13-20; . 9:17-31.patriarchate.ge/wp-content/uploads/2018/03/...ერთი, რომელიც გვითხრა დ აღგვითქვა, მეორე

17 ამიტომ ღმერთმა, რომელსაც სურდა აღთქმის მემკვიდრეთათვის ეჩვენებინა თავისი ნების გარდუვალობა, შუამდგომლობისთვის მიმართა ფიცს.

17 რომლითა უმეტესად უნდა ღმერთსა ჩუენებად მკჳდრთა მათ მის აღთქუმისათა შეუძრველობაჲ ზრახვისა მისისაჲ, შუამდგომელ ყო ფიცი,

18 რათა ორი გარდუვალი საქმის მეშვეობით, რაშიაც შეუძლებელია ეცრუა ღმერთს, მტკიცე ნუგეში გვქონოდა ყველას, ვინც ვისწრაფეთ ჩავჭიდებოდით ჩვენს წინაშე დასახულ იმედს,

18 რაჲთა ორთავე მათ საქმეთა მიერ შეუძრავთა, რომელთა შინა შეუძლებელ იყო ცრუებად ღმერთი, ძლიერი ნუგეშინის-ცემაჲ გუაქუენდეს ჩუენ, რომელნი-ესე შევევედრენით შეკრძალვად წინა-განმზადებულსა მას სასოებასა,

19 რომელიც ჩვენი სულისათვის იგივეა, რაც მტკიცე და სანდო ღუზა, თვით ფარდის მიღმაც რომ აღწევს,

19 რომელი ვითარცა ხარისხი გჳპყრიეს სულისაჲ კრძალული და მტკიცე და შემავალი შინაგანსა მას კრეტსაბმელსა,

20 სადაც ჩვენს წინამორბედად შევიდა იესო და, წესისამებრ მელქისედეკისა, მღვდელმთავარი გახდა უკუნისამდე.

20 სადა-იგი წინამორბედად ჩუენთჳს შევიდა იესუ, წესსა მას ზედა მელქისედეკისსა მღდელთმოძღუარ იქმნა იგი უკუნისამდე.

13. მოციქულმა, თავდაპირველად, გულის სიღრმემდე შეძრა ებრაელები და შიში მოჰგვარა, მერე ჯერ ქებით ანუგეშა, შემდეგ – უფრო ძლიერმოქმედი საშუალებით: უთხრა, რომ აუცილებლად მიიღებენ, რასაც ელოდებიან. ეს ნუგეში წარსული მოვლენებიდანაა აღებული, რაც მათთვის უფრო დამაჯერებელი იყო. როცა სასჯელით ემუქრება, მოციქული ახლანდელი მოვლენებით აშინებს, ხოლო როცა ჯილდოებს ჰპირდება, მაშინ წარსულით ანუგეშებს და მიუთითებს, თუ როგორ მოქმედებს ჩვეულებრივ ღმერთი: მაშინვე კი არ ასრულებს აღთქმებს, არამედ გარკვეული დროის შემდეგ. ამის მიზეზი ისაა, რომ წარმოადგინოს თავისი ძლიერების მძლავრი ტკიცებულება და ჩვენში რწმენა აღძრას, რათა ადამიანები, როდესაც მწუხარებაში ცხოვრობენ და ვერ იღებენ ვერც აღთქმას და ვერც ჯილდოს, ღვაწლში არ მოდუნდნენ. მოციქულს შეუძლია, ბევრი მაგალითი წარმოადგინოს, მაგრამ ყველა სხვას უტევებს და აბრაამზე ჩერდება; ჯერ ერთი იმიტომ, რომ პიროვნება იყო მნიშვნელოვანი, მაგრამ უფრო იმიტომ, რომ ეს მას თავად შეემთხვა, როგორც ამას ეპისტოლის ბოლოში მოციქული ამბობს: „ესე ყოველნი ... არღა მოეღო მათ აღნათქუემი იგი, არამედ შორით

3

Page 4: 5 (18) , 2018 -4 . 6:13-20; . 9:17-31.patriarchate.ge/wp-content/uploads/2018/03/...ერთი, რომელიც გვითხრა დ აღგვითქვა, მეორე

იხილეს იგი და მოიკითხეს ... არა მოიღეს აღნათქუემი იგი, ... რაჲთა არა თჳნიერ ჩუენსა სრულ იქმნენ“ (ებრ. 11:13, 39-40). 14. ასეთი მორჩილებისათვის კურთხევით გაკურთხო შენ და განმრავლებით განგამრავლო შენ. შეხედე ჯილდოს, კურთხევის სიუხვეს: კიდევ უფრო გავამრავლებ შენს თესლს. ძე, რომელიც ჩემთვის დასაკლავად გაიმეტე, ცის ვარსკვლავებივით და ზღვის ქვიშასავით გაგიმრავლებს შთამომავლობას. 15. ესრეთ სულგრძელ იქმნა და მიემთხჳა აღთქუმასა (მიიღო აღთქმა). თუკი აღთქმა მიიღო, მაშ ბოლოში როგორ ამბობს, არ მიუღიაო? საქმე ისაა, რომ აქ და იქ სხვადასხვა აღთქმებზეა ლაპარაკი, რათა ორმაგად ანუგეშოს ებრაელები. აღუთქვა ღმერთმა აბრაამს, რომელზედაც აქ არის საუბარი, და დიდი ხნის შემდეგ შეუსრულა; ხოლო რომელზედაც იქ არის ნათქვამი, ასეთი არ ყოფილა. და ესრეთ სულგრძელ იქმნა და მიემთხჳა აღთქუმასა. ხომ ხედავ, მხოლოდ აღთქმას კი არ აღუსრულებია ყველაფერი, არამედ სულგრძელებასაც? აქ მოციქული შიშს შთააგონებს ებრაელებს, – ეუბნება, რომ ხშირად აღთქმა ადამიანთა სულმოკლეობის გამო არ სრულდება. ეს მან დაამტკიცა ისრაელი ხალხის მაგალითზე, რომელიც სულმოკლეობდა და ამიტომ ვერ იღებდა აღთქმულს, ხოლო აბრაამის მაგალითზე საპირისპიროს ამტკიცებს. ბოლოს ის კიდევ უფრო რაღაც დიდს შეაგონებს: ეუბნება, რომ სხვებმა, თუმც სულგრძელები იყვნენ, აღთქმული მაინც ვერ მიიღეს, მაგრამ ამის გამო მოწყინებაში არ ჩავარდნილან. 16. კაცთა უფროჲსისა მიმართ ფუციან და ყოვლისა ცილობისა მათისა დასასრულსა დასამტკიცებელად ფიცი არს. სწორია, მაგრამ ვინ ეფიცებოდა აბრაამს? ძე ხომ არა? არა, – ამბობ შენ. ასე რატომ ამბობ? პირიქით, სწორედ ის; თუმცა კამათს არ დავიწყებ. როდესაც იგი იფიცებს იმავე ფიცით: „ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ“, განა ცხადი არ არის, რომ უფრო ზევით არავინაა, ვისითაც დაიფიცებდა? როგორც მამა იფიცებდა, ძეც ისევე იფიცებს საკუთარი თავით: „ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ“. აქ მოციქული შეახსენებს მათ იმ ფიცის შესახებ, რასაც ხშირად გამოთქვამდა ქრისტე, როდესაც ამბობდა: („ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ“) „რომელი ჰრწმენეს ჩემი, არა მოკუდეს იგი უკუნისამდე“ (ინ. 8:58; 10:1, 7; 11:27). რას ნიშნავს: ყოვლისა ცილობისა მათისა დასასრულსა დასამტკიცებელად ფიცი არს? სხვაგვარად რომ ვთქვათ: ფიცით გადაიჭრება ყოველგვარი საცილო საკითხი. – არა ესა თუ ის, არამედ ყოველგვარი. ხოლო თუ რაში მდგომარეობს ფიცი, იგი ამას ასე ხსნის: „იფიცებენ უმაღლესით“. ვინაიდან კაცთა მოდგომა უნდობელია, ამიტომ ღმერთი ჩვენთვის დამახასიათებლამდე დადის; იგი იფიცებს ჩვენთვის, – თუმცა უნდობლობა შეუფერებელია მასთან მიმართებით, – ეს იმის მსგავსია, როგორც „ტანჯვის გზით ისწავლა მორჩილება“ (ებრ. 5:8), იმიტომ, რომ ხალხი უფრო მეტად გამოცდილებით შეცნობილს მიიჩნევს სარწმუნოდ. 17. ღმერთს ადამიანი ფიცის გარეშეც უნდა ენდოს, მაგრამ რადგანაც უმეტესად უნდა ღმერთსა ჩუენებად მკჳდრთა მათ მის აღთქუმისათა შეუძრველობაჲ ზრახვისა მისისაჲ, შუამდგომელ ყო ფიცი. აქ მოციქული მორწმუნეებსაც გულისხმობს, ამიტომ ახსენებს ისეთ აღთქმას, ზოგადად ყველა ჩვენგანს რომ ეხება. შუამდგომელ ყო ფიცი, – ამბობს. აქაც კვლავ ძის შესახებ ლაპარაკობს, როგორც შუამდგომელზე ხალხსა და ღმერთს შორის.

4

Page 5: 5 (18) , 2018 -4 . 6:13-20; . 9:17-31.patriarchate.ge/wp-content/uploads/2018/03/...ერთი, რომელიც გვითხრა დ აღგვითქვა, მეორე

18. ორთავე მათ საქმეთა მიერ შეუძრავთა, რომელთა შინა შეუძლებელ იყო ცრუებად ღმერთი. რომელია ეს ორი საქმე? ერთი, რომელიც გვითხრა დ აღგვითქვა, მეორე ის, რომ აღთქმულს ფიცი დაურთო. ადამიანებს სიტყვა უფრო სარწმუნოდ მიაჩნიათ, როცა ის ფიცითაა განმტკიცებული, – ამიტომ დაურთო ფიცი. ხომ ხედავ, ღმერთი საკუთარ ღირსებაზე კი არ ზრუნავს, არამედ კაცთა დასარწმუნებლად უშვებს, რომ საკუთარ თავზე ისეთი რამ თქვას, რაც მისი ღირსებისათვის შეუფერებელია, და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მსმენელი დაარწმუნოს. აბრაამთან დაკავშირებით მოციქული აჩვენებს: ყველაფერი ეს იყო ღმერთის, და არა აბრაამის სულგრძელების საქმე – როდესაც ღმერთმა კეთილინება, ნათქვამი ფიცით განემტკიცებინა, მსგავსად იმისა, როგორც ამას ადამიანები აკეთებენ, მაშინ მან საკუთარი თავი დაიფიცა. ადამიანები ღმერთს იფიცებენ, როგორც ვინმე დიდს. ღმერთს არ დაუფიცია საკუთარი თავი, როგორც ვინმე დიდი, მაგრამ ნათქვამი მაინც შეასრულა. საკუთარი თავით დაფიცება ერთნაირი არ არის ღმერთისა და კაცის შემთხვევაში, რადგან კაცს არ გააჩნია საკუთარ თავზე ძალაუფლება. ასე რომ, ხომ ხედავ, მოციქულმა ეს თქვა არა იმდენად აბრაამთან, რამდენადაც ჩვენთან მიმართებით, რათა ძლიერი ნუგეშინის-ცემაჲ გუაქუენდეს ჩუენ, რომელნი-ესე შევევედრენით შეკრძალვად წინა-განმზადებულსა მას სასოებასა. ზემოთ მან თქვა, რომ სულგრძელ იქმნა და მიემთხჳა აღთქუმასა, და ახლაც ამბობს: ძლიერი ნუგეშინის-ცემაჲ გუაქუენდეს ჩუენ. თუმცა არ დაურთავს: „რადგან ღმერთმა დაიფიცაო“. რას ნიშნავს: წინა-განმზადებულსა მას სასოებასა? – იმ აღთქმების საფუძველზეო, ამბობს, მომავალს ველოდებით, რადგან თუკი ის ძველი აღთქმები დიდი ხნის შემდეგ შესრულდა, მაშინ ესეც აუცილებლად შესრულდება მომავალში. ასე გვარწმუნებს მომავლის შესახებ ის, რაც აბრაამს შეემთხვა. 19. ჩვენ, ვინც ამქვეყნად ვცხოვრობთ და ამ ცხოვრებიდან ჯერ არ გავსულვართ, მოციქული წარმოგვადგენს, როგორც უკვე აღთქმულის მიღწეულთ, ვინაიდან სასოებით ჩვენ უკვე ზეცაში ვიმყოფებით. იმედი იქონიეთ, – გვეუბნება, – რადგან ეს აუცილებლად შესრულდება, დასამოწმებლად კი ამბობს: უკეთ რომ ვთქვათ, სასოებით თქვენ უკვე მიაღწიეთ ამას. არ უთქცამს, ჩვენ შევდივართ კრეტსაბმელს შიგნითო, არამედ: სასოება შევიდა, რაც უფრო სამართლიანი და დამაჯერებელია. როგორც გემიდან ჩაშვებული ღუზა არ აძლევს საშუალებას, რომ გემი ტალღებმა გაიტაცოს, რანაირი ქარიც უნდა ამოვარდეს, არამედ დამაგრებული და უძრავია, – ასეა სასოებაც. და შეხედე, ჩვენთვის როგორი ახლობელი შედარება მოიტანა: არ მიუთითებია საფუძველზე, რომელიც მაინდამაინც შესაფერისი არ იქნებოდა ამ შემთხვევაში, არამედ ღუზაზე. მისი მეშვეობით ღია ზღვაში მყოფი გემი, თითქოსდა დაუმაგრებელი, წყალზე ისე დგას, როგორც ხმელეთზე; ირყევა და არც ირყევა. ხოლო საკმაოდ მტკიცე და სიბრძნისმოყვარე ადამიანებთან მიმართებით ქრისტემ შესაფერისად მიიჩნია, სიტყვა „საფუძველი“გამოეყენებინა: „რომელმან აღაშენა სახლი თჳსი კლდესა ზედა... და არა დაეცა, რამუთუ დაფუძნებულ იყო კლდესა ზედა“ (მთ. 7:24); ხოლო იმ ადამიანების შემთხვევაში, რომელნიც მთლად მტკიცენი არ არიან და იძულებულნი ხდებიან სასოებით ისარგებლონ, პავლემ სამართლიანად გამოიყენა ეს გამოთქმა – ღუზა. მღელვარება და ქარიშხალი არყევს გემს, მაგრამ სასოება არ აძლევს საშუალებას, რომ ტალღებმა გაიტაცოს, ასე რომ, სასოება რომ არ გაგვაჩნდეს, დიდი ხანია

5

Page 6: 5 (18) , 2018 -4 . 6:13-20; . 9:17-31.patriarchate.ge/wp-content/uploads/2018/03/...ერთი, რომელიც გვითხრა დ აღგვითქვა, მეორე

დავიძირებოდით; მას არა მხოლოდ სულიერ, არამედ ყოფით ცხოვრებაშიც დიდი ძალა აქვს: ვაჭრობაში, მიწათმოქმედებაში, ომში. იმედის გარეშე ადამიანი ხელს არ მოჰკიდებს საქმეს. მოციქულმა მას უბრალოდ ღუზა კი არ უწოდა, არამედ – მტკიცე და სანდო, რათა აჩვენოს, რომ ვინც მას ემყარება, ის აუცილებლად გადარჩება; ამიტომაც დასძენს: შემავალი შინაგანსა მას კრეტსაბმელსა. რას ნიშნავს ეს გამოთქმა? იგივეს, რაც: ზეცას მიაღწია. 20. სასოება რომ სრული და ჭეშმარიტი იყოს, ამისათვის მოციქული ფიცის შესახებ ნათქვამს უფლის მიერ საქმით აღსრულებულ მტკიცებულებასაც ურთავს: სადა-იგი წინამორბედად ჩუენთჳს შევიდა იესუ. წინამორბედი ისაა, ვინც ვიღაცის წინ მიდის, როგორც მაგალითად, იოანე იყო წინამორბედი ქრისტესი. და არა მხოლოდ „შევიდა“, არამედ „წინამორბედად ჩვენთვის შევიდა“, ასე რომ, ჩვენც უნდა გავყვეთ მას, რადგან წინამორბედსა და მის უკან მიმავალს შორის არ უნდა იყოს დიდი დაშორება, – წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენი წინამორბედი ვერ იქნება. წინამორბედი და მის უკან მიმავალნი ერთსა და იმავე გზაზე უნდა იდგნენ; პირველის საქმეა – წინ იაროს, უკანასკნელთა – მას მიჰყვნენ. ამბობს: წესსა მას ზედა მელქისედეკისსა მღდელთმოძღუარ იქმნა იგი უკუნისამდე. აი, კიდევ ერთი სხვა ნუგეში, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი მღვდელთმთავარი უფრო აღმატებული და გაცილებით უკეთესია, ვიდრე იუდეველი მღვდელთმთავრები, და არა მხოლოდ გამორჩევის მეთოდით, არამედ ადგილითაც, კარვითაც, აღთქმითაც და პიროვნებითაც; თუმცა ეს ხორცშესხმული ქრისტეს შესახებაა ნათქვამი. ამრიგად, რამდენადაც დიდია განსხვავება ქრისტესა და აარონს შორის, იმდენადვე დიდი უნდა იყოს განსხვავება ჩვენსა და იუდეველებს შორის. შეხედე, ჩვენ მაღლა გვყავს მსხვერპლად შეწირული კრავი, მაღლა გვყავს მღვდელთმთავარი, მაღლაა ჩვენი სამსხვერპლო. ამიტომ ისეთი მსხვერპლნი უნდა შევწიროთ, რომლებიც ამ სამსხვერპლოზე დაიდება, მისი შესაფერისი იქნება – არა ცხვრები, არა ხარები ან ქონი. ყოველივე ამის შეწირვა შეწყდა და მათ ნაცვლად შემოტანილია სიტყვიერი მსახურება. რა არის სიტყვიერი მსახურება? სულიერი – „სულ არს ღმერთი, – ნათქვამია წმინდა წერილში, – და თაყუანის-მცემელთა მისთა სულითა და ჭეშმარიტებითა თანა-აც თაყუანის-ცემაჲ“ (ინ. 4:24). ეს ისეთი მსახურებაა, რომელსაც არ სჭირდება არც სხეულები, არც იარაღები, არც ადგილები, არამედ: სიმშვიდე, უბიწოება, გულმოწყალება, უღვარძლობა, სულგრძელება, თავმდაბლობა. ასეთი მსხვერპლები ჯერ კიდევ ძველ აღთქმაშია მითითებული: „შეწირეთ მსხუერპლი სიმართლისა და ესევდით უფალსა“ (ფს. 4:6), – ამბობს დავითი; და კიდევ: „შენდა შევწირო მსხუერპლი ქებისაჲ“ (ფს. 115:8); „მსხუერპლმან ქებისამან მადიდოს მე“ (ფს. 49:23); „მსხუერპლი ღმრთისაჲ არს სული შემუსრვილი“ (ფს. 50:19); „რასა ეძიებს შენგან უფალი, არამედ ქმნასა მსჯავრისასა და შეყუარებასა წყალობისასა და მზად-ყოფასა სლვად უფლისა თანა ღმრთისა შენისა“ (მიქ. 6:8); „შესაწირავი და მსხუერპლი არა გთნდა, ხოლო ჴორცნი დამამტკიცენ მე; საკუერთხები ცოდვისათჳს არა ითხოვე. მაშინ ვთქუ: ესერა, მოვალ; თავსა წიგნთასა წერილ არს ჩემთჳს. ყოფად ნებისა შენისა, ღმერთო ჩემო, ვინებე, და შჯული შენი შუვა მუცელსა ჩემსა“ (ფს. 39:7-9); „რად მოგაქუს ჩემდა გუნდრუკი საბაჲთ“ (იერ. 6:20); „განმაშორენ ჩემგან ოხრანი გალობათა შენთანი და ფსალმუნი საგალობელთა შენთაჲ არა

6

Page 7: 5 (18) , 2018 -4 . 6:13-20; . 9:17-31.patriarchate.ge/wp-content/uploads/2018/03/...ერთი, რომელიც გვითხრა დ აღგვითქვა, მეორე

ვისმინო“ (ამ. 5:23); მაგრამ მის ნაცვლად, „წყალობაჲ მნებავს და არა მსხუერპლი“ (ოს. 6:6). ხომ ხედავ, როგორი მსხვერპლია ღმერთისთვის სათნო? ხომ ხედავ, რომ ის ძველი მსხვერპლები დიდი ხანია შეწყვეტილია, ესენი კი მათ ნაცვლადაა შემოტანილი? ჩვენც ეს მსხვერპლები უნდა შევწიროთ. ისინი მდიდარი და შეძლებული ადამიანების შესაწირია, ესენი – სათნო ცხოვრების ადამიანების; ისინი გარეგნულია, ესენი – შინაგანი; იმათი შეწირვა ყველას შეუძლია, ამათ კი ცოტა ვინმე ცოტა თუ შესწირავს. რამდენადაც ადამიანი ცხვარზე უკეთესია, იმდენადვე ეს ახალი მსხვერპლი ძველზე აღმატებული და უმჯობესია, იმიტომ, რომ აქ შენ საკუთარ სულს სწირავ. არის კიდევ სხვა სახის მსხვერპლი, ჭეშმარიტად – ყოვლადდასაწველი; ეს არის წმინდა მოწამეთა სხეულები. მათ სულიც წმინდა აქვთ და სხეულიც, ისინი კეთილსურნელებას გამოსცემენ. და შენც, თუკი მოინდომებ, შეგიძლია, ასეთი მსხვერპლი შესწირო. კი მაგრამ როგორ, თუკი არ შეგიძლია, საკუთარი სხეული დასაწვავად ცეცხლს მისცე? სამაგიეროდ შეგიძლია, სხვა ცეცხლს მიეცე, მაგალითად, ნებაყოფლობითი სიღატაკის ცეცხლს, მწუხარების ცეცხლს. როდესაც ვინმეს შეუძლია, ფუფუნებასა და დიდებაში იცხოვროს, მაგრამ საკუთარ თავს მოღვაწეობრივი და მწუხარე ცხოვრებით აკვდინებს, განა ეს ყოვლადდასაწველი არ არის? მოაკვდინე შენი სხეული და ჯვარს აცვი იგი, და შენც ასევე მიიღებ მოწამის გვირგვინს. რასაც იქ მახვილი აკეთებს, დაე აქ გულმოდგინებამ გააკეთოს. ნუ აინთება შენში და ნუ შეგიპყრობს ვერცხლისმოყვარეობა, არამედ დაიწვას და განადგურდეს ეს უგუნური ვნება სულიერი ცეცხლით, მოიკვეთოს სულიერი მახვილით. ეს კეთილი მსხვერპლია, რომელსაც მღვდელი არ სჭირდება, არამედ – მხოლოდ მისი შემწირველის კეთილი ნება. მშვენიერია ის მსხვერპლი, რომელიც მიწაზე შეიწირება, მაგრამ ზეცაში მიიღება. განა არ გვაოცებს, თუ როგორ გარდამოვიდა ცეცხლი ძველ დროში და ყველაფერი შთანთქა (3 მეფ. 18:38)? ახლაც შეიძლება გარდამოვიდეს ცეცხლი, გაცილებით უფრო სასწაულებრივი, და ყველაფერი შეთავაზებული გაანადგუროს ან, უკეთ რომ ვთქვათ, კი არ გაანადგუროს – ზეცაში აიტანოს, რადგან ის ფერფლად კი არ აქცევს ძღვენს, არამედ ღმერთთან ააქვს. ასეთი იყო კორნელისუსის შესაწირი: „შეისმნეს ლოცვანი შენნი, – ესმის მას, – და ქველისსაქმენი შენნი მოიჴსენნეს წინაშე ღმრთისა“ (საქ. 10:31). აი, ბრწყინვალე შეთავსება! მაშინ ვართ ჩვენ შესმენილნი, როდესაც თავადაც გვესმის ჩვენთან მოსული გლახაკების ხმა. წმინდა წერილში ნათქვამია: „რომელმან დაიყუნეს ყურნი არა სმენად უძლურისა, იგიცა ხადოდის უფალსა და არა ვინ იყო, რომელმანცა ისმინა მისი“ (იგავ. 21:13); „ნეტარ არს, რომელმან გულისჴმა-ყოს გლახაკისა და დავრდომილისა, დღესა ბოროტსა იჴსნას იგი უფალმან“ (ფს. 40:2). ეს ის დღეა, ძალიან მძიმე რომ იქნება ცოდვილთათვის. რას ნიშნავს: გულისჴმა-ყოს? გაიგოს, თუ რა არის სიგლახაკე, ჩასწვდეს სიღატაკის არსს, – ვინც ადამიანის უბედურებას გაიგებს, ის ხომ მაშინვე აღმოუჩენს მას მოწყალებას. პირს ნუ მიიბრუნებ, როცა გლახაკს დაინახავ, პირიქით, საკუთარი თავი წარმოიდგინე მის ადგილას და დაფიქრდი, რას ისურვებდი მის მდგომარეობაში სხვებისგან? „გულისხმაჰყოს“, – ამბობს. წარმოიდგინე, რომ ისიც შენსავით თავისუფალია, შენსავით კეთილშობილური წარმომავლობისაა და შენთან ყველაფერი საერთო აქვს. მიუხედავად იმისა, რომ იგი არაფრითაა შენზე ნაკლები, შენ მას შენს ძაღლებთანაც კი არ ათანაბრებ: ესენი პურით მაინც ძღებიან, ის კი ხშირად მშიერი

7

Page 8: 5 (18) , 2018 -4 . 6:13-20; . 9:17-31.patriarchate.ge/wp-content/uploads/2018/03/...ერთი, რომელიც გვითხრა დ აღგვითქვა, მეორე

იძინებს. ასე რომ, თავისუფალი შენს მონებზე ნაკლები ხდება. მაგრამ მონებიო, – იტყვი, – ჩვენ გვემსახურებიანო. ამიხსენი, მაინც რა მსახურებას გიწევენ? კარგად გემსახურებიან? მაგრამ თუ დაგიმტკიცებ, რომ იგი შენს მონებზე მეტ სამსახურს გიწევს, მაშინ რას იტყვი? მას შეუძლია, მსჯავრის დღეს ცეცხლისგან გიხსნას. შენს მონებს ეს შეუძლიათ? როდესაც ტაბითა მოკვდა (საქ. 9:36-42), ვინ აღადგინა იგი? მონებმა, მის ირგვლივ რომ დაფუსფუსებდნენ, თუ გლახაკებმა? შენ კი ისიც არ გინდა, რომ თავისუფალი ადამიანი მონებს გაუთანაბრო. აი, წარმოიდგინე, რომ გარეთ ყინავს. გლახაკი წევს გზაზე, ჩამოძონძილი, გაყინული და მშიერი, სიცივისგან კბილებს აწაკწაკებს, მთელი თავისი გარეგნობით თანაგრძნობას აღძრავს; შენ კი, თბილად ჩაცმული და შექეიფიანებული, გვერდს უვლი მას. ამის შემდეგ როგორ გინდა, რომ ღმერთმა გამოგიხსნას, როცა უბედურებაში აღმოჩნდები? შენ ხშირად გითქვამს: ისეთ მდგომარეობაში თუ აღმოვჩნდი, რომ ვინმემ ბევრი შესცოდა ჩემ წინაშე, მე მას ვაპატიებ, და ნუთუ ღმერთი არ მაპატიებს? ნუ იტყვი ამას; შენ იმასაც კი თაკილობ, ვისაც არაფრით შეუცოდავს შენ წინაშე და რომელსაც, შეგეძლო, დახმარებოდი. მაშ როგორღა მოგიტევებს ღმერთი თავის წინაშე ჩადენილ ცოდვებს? განა ეს გეჰენიას არ იმსახურებს? და აი, რა არის უცნაური: ხშირად უსიცოცხლო, მკვდარ სხეულს, რომელიც უკვე პატივს აღარ გრძნობს, შენ მოოქროვილ სამოსს აცმევ, მაგრამ ქუჩაში რომ დატანჯულს, ავადმყოფს, გაწამებულს, შიმშილითა და სიცივით გათანგულს დაინახავ, შენ ის გეზიზღება, უკეთეს შემთხვევაში – გულგრილი რჩები მისდამი. ე. ი. საკუთარი პატივმოყვარეობა უფრო გაწუხებს, ვიდრე ღვთის შიში. მაგრამ ვაი, რომ მხოლოდ ამაზე არ ჩერდები! თუ გლახაკი მოგიახლოვდა, მაშინვე იწყებ საყვედურების გამოთქმას: რატომ არ მუშაობს? რატომ ჭამს, თუ მუშაობა არ სურს? მაგრამ შენ თავად, მითხარი, საკუთარი შრომით მოიპოვე, რასაც ფლობ? განა მამისგან არ მიიღე მემკვიდრეობა? და თუნდაც გეშრომა, განა ამიტომ უნდა უსაყვედურო სხვას? ნუთუ არ გაგიგონია პავლეს სიტყვები: „ხოლო თქუენ, ძმანო, ნუ გეწყინების კეთილის ყოფად“ (ნუ მოგბეზრდებათ სიკეთის ქმნა)? და ამას მას შემდეგ ამბობს, რაც ასეთი რამ თქვა: „ვისაც შრომა არ სურს, მაშინ ნურც ჭამს“ (2 თეს. 3:13, 10). მაგრამ ის გლახაკიო, – იტყვი, – მატყუარააო. რას ამბობ, ადამიანო? ხმელა პურისა და ჩასაცმელისთვის შენ მას მატყუარას ეძახი? მაგრამ მაშინვე გაყიდის თუ ტანსაცმელი მივეციო, – იტყვი. როგორ, ნუთუ ყველა გლახაკი უქმი ცხოვრებისგან გახდა ასეთი? ნუთუ არც ერთი მათგანი არ ჩავარდნილა ამ ყოფაში არც გემზე განცდილი კატასტროფის გამო, არც სასამართლოს შეცდომით, არც გაქურდვის მიზეზით, არც რაიმე უბედური შემთხვევით, არც ავადმყოფობით, არც სხვა რამ გარემოებით? მაგრამ ჩვენ მაინც, როდესაც გლახაკის ხმა გვესმის, როცა მსგავს უბედურებაზე იგი ხმამაღლა ჩივის, თვალები კი ამ დროს ცად აქვს აპყრობილი, მოშიშვლებული თავით, გაშლილი თმით, დაძონძილი, მაშინვე მას მატყუარას, ცბიერს და გაიძვერას ვუწოდებთ; ნუთუ არ გრცხვენია? ვის უწოდებ მატყუარას? თუ არ გინდა რამე მისცე, ნუ გალანძღავ მაინც ადამიანს. ფული აქვს და თავს იკატუნებსო, – ამბობ. ეს შენს განსჯას ემსახურება და არა მისას; მან იცის, რომ სასტიკი გულის ადამიანებთან აქვს საქმე, უფრო მხეცებთან, ვიდრე ადამიანებთან, და რომ რამდენი საწყალობელი სიტყვაც უნდა თქვას, ეს არავის შეძრავს, ამიტომ იძულებულია, კიდევ უფრო საცოდავი სახე მიიღოს, რათა შენი გული მოალბოს. როდესაც დავინახავთ, რომ ვიღაც სუფთა ტანსაცმლით გვიახლოვდება, ვამბობთ: ის მატყუარაა, ასე იმიტომაა ჩაცმული, რომ

8

Page 9: 5 (18) , 2018 -4 . 6:13-20; . 9:17-31.patriarchate.ge/wp-content/uploads/2018/03/...ერთი, რომელიც გვითხრა დ აღგვითქვა, მეორე

გვაჩვენოს, თითქოს კეთილშობილი ოჯახიდანაა, ხოლო თუ პირიქით, ჭუჭყიანი ტანსაცმლით დადის, მაშინ ვსაყვედურობთ. მაშ რა ქნას უბედურმა? ჰოი, სისასტიკევ! ჰოი, უგრძნობლობავ! რატომ იშიშვლებენო, – ამბობ, – დასახიჩრებულ ასოებს? შენ გამო! ჩვენ რომ თანამგრძნობნი ვყოფილიყავით, მაშინ არ დასჭირდებოდათ ასეთი საშუალებისთვის მიემართათ; ერთი შეხედვით რომ შეძლებოდათ ჩვენი გულის მოდრეკა, მაშინ მსგავს ხერხს არ მიმართავდნენ. რომელ ჭკუათმყოფელს მოუნდება ასეთი გოდება, ასეთი საშინელი სანახაობა, საკუთარი დასახიჩრებული სხეულის სახალხოდ გამოფენა და მასსავით გაშიშვლებულ ცოლთან ერთად ყველას წინაშე ტირილი, ბავშვებთან ერთად თავზე ფერფლის წაყრა? რა შეიძლება იყოს ასეთ უკიდურესობაზე უარესი? მაგრამ ჩვენ თანალმობის ნაცვლად, პირიქით, განვიკითხავთ მათ. როგორ შეიძლება რომ ყოველივე ამის შემდეგ იმაზე ვიწუწუნოთ, რომ ღმერთი ჩვენს ლოცვებს არ ისმენს? რომ ჩვენს თხოვნებს არ აკმაყოფილებს? საყვარლებო, ნუთუ ეს არ გაშინებთ? მაგრამ, – იტყვი, – ხშირად გამიცია მოწყალება. კი მაგრამ, შენ თვითონ ყოველდღე არ ჭამ საჭმელს? ნუთუ შვილებს თავიდან მოიშორებ, ხშირადაც რომ მოგადგნენ თხოვნით? ჰოი, უსირცხვილობავ! გლახაკს უსირცხვილოს უწოდებ! როცა სხვისას იტაცებ, არ მიიჩნევ თავს უსირცხვილოდ, პურის მთხოვნელი კი უსირცხვილოა? ნუთუ არ იცი, რა ძლიერია კუჭის მოთხოვნილება? განა მისთვის არ აკეთებ ყველაფერს? განა სულიერ საქმეებს მის გამო არ უტევებ? შენთვის აღთქმულია ზეცა და ცათა სასუფეველი, შენ კი კუჭის ძალადობას ექვემდებარები, ვერ უძლებ მის შემოტევებს და უგულებეყოფ ამ აღთქმებს. აი, რა არის ჭეშმარიტი უსირცხვილობა! ნუთუ ვერ ხედავ ხეიბარ მოხუცებს? მაგრამ, – ჰოი, ბოროტსიტყვაობავ! – ეს, ამბობ, ამდენ ოქროს სესხად გასცემს, ის კიდევ იმდენს, და მაინც წყალობას ითხოვენო. თქვენ ახლა ბავშვების იგავ-არაკებს ყვებით, ძიძებისგან რომ ისმენენ ისინი; მე ასე არ ვფიქრობ, არ მჯერა, ეს შეუძლებელია! მავანი მევახშეა, მაგრამ თავისი შეძლებულობის მიუხედავად მოწყალებას ითხოვს? რატომ, მითხარი? რა შეიძლება იყოს მათხოვრობაზე უფრო სასირცხვილო? უმჯობესია მოკვდე, ვიდრე იმათხოვრო. მაგრამ ჩვენ სანამდე ვიქნებით გულქვები? როგორ, ნუთუ ყველა მათგანი მევახშეა? ნუთუ ყველა მატყუარაა? ნუთუ არც ერთი არაა ნამდვილი გლახაკი? არიანო, ამბობ, თანაც – ბევრი. მაშ, რატომ არ ეხმარები, თუ ზუსტად იცი მათი ცხოვრება? არა, ეს საბაბი და თავისმართლებაა. „რომელი გთხოვდეს შენ, მიეც; და რომელსა უნდეს სესხებად შენგან, ნუ გარე-მიიქცევი“ (მთ. 5:42; ლკ. 6:30); „ნუ იქმნების ჴელი შენი განმარტებულ სესხსა ზედა და მიცემად მომუჭულ“ (ზირ. 4:35). ჩვენ არა ვართ სხვათა ცხოვრების მსაჯულებად დადგენილნი; ასე რომ იყოს, არავის მივცემდით მოწყალებას. როდესაც ღმერთს ევედრები, განა არ შესთხოვ: „ცოდვათა სიჭაბუკისა და უმეცრებისა ჩემისათა ნუ მოიჴსენებ“ (ფს. 24:7)? ასევე, გლახაკის შესახებაც, თუნდაც ის დიდი ცოდვილი იყოს, იგივე იფიქრე და მის ცოდვებს ნუ მოიხსენებ. ამჟამად კაცთმოყვარეობის დროა და არა – მკაცრი სამსჯავროსი; წყალობის და არა – განსჯის. მას შია, ჭამა უნდა; თუ გინდა დაეხმარე, თუ არა – უარი უთხარი, მაგრამ ნუ დაიწყებ კვლევას, თუ რატომ დაგლახაკდა და გაუბედურდა. შენ თავად არ გინდა დაეხმარო და სხვასაც ხელს უშლი ამაში? ხომ შეიძლება, ვინმემ შენგან გაიგონოს, რომ ეს გლახაკი მატყუარაა, ის, მეორე კი, მევახშეა? და ისიც აიღებს დ არც ერთს დაეხმარება და არც მეორეს, რადგან იფიქრებს, ყველა ასეთიაო. ცნობილია, რომ ადვილად ვიჯერებთ ცუდ ხმებს, კარგს კი ძნელად. ჩვენ არათუ უბრალოდ

9

Page 10: 5 (18) , 2018 -4 . 6:13-20; . 9:17-31.patriarchate.ge/wp-content/uploads/2018/03/...ერთი, რომელიც გვითხრა დ აღგვითქვა, მეორე

გულმოწყალენი უნდა ვიყოთ, არამედ – როგორც ჩვენი ზეციერი მამა (მთ. 5:48). იგი ყველას კვებავს: მეძავს, მრუშს, მატყუარას და, საერთოდ, ყველანაირ ბოროტმოქმედს. წუთისოფელში აუცილებელიც კი უნდა იყოს ასეთების მრავლად არსებობა; ღმერთი ხომ ყველას აცმევს და შიმშილისგანაც არავინ კვდება, თუ არა საკუთარი სურვილით. ამრიგად, ჩვენ გულმოწყალენი უნდა ვიყოთ. თუ ვინმეს უჭირს და გთხოვს, დაეხმარე. მაგრამ ამჟამად ისეთ უგუნურებამდე ვართ მისულნი, რომ ასე ვიქცევით არათუ გლახაკების, ქუჩის შესახვევებში რომ დადიან, არამედ მონოზვნების მიმართაც. ესა და ეს მატყუარააო, – ამბობენ! განა ადრეც არ მითქვამს თქვენთვის, რომ თუკი განურჩევლად ყველას გავუწვდით დახმარების ხელს, მაშინ მუდმივად გულმოწყალენი ვიქნებით, ხოლო თუ გამოკვლევას დავიწყებთ, მაშინ ვერასდროს გავხდებით მოწყალენი? ნუთუ ის ლუკმა-პურისთვის გატყუებს? მას რომ ოქროს ტალანტები და ვერცხლი მოეთხოვა, ან ძვირფასი სამოსელი, ან მონები, ან სხვა რამ მსგავსი, მაშინ სამართლიანი იქნებოდა, მისთვის ცრუ გვეწოდებინა; მაგრამ თუ იგი ასეთს არაფერს ითხოვს, არამედ მხოლოდ საჭმელსა და ჩასაცმელს, და ზომიერების ფარგლებში სახმარ ნივთებს, მაშინ მითხარი, განა ეს მატყუარებს ახასიათებთ? მოდით, დავუტევოთ ეს უადგილო, სატანური და დამღუპველი განმრჩევლობა. როცა ვინმე დაიწყებს ლაპარაკს, რომ ის ეკლესიის დასის წევრია, ან საკუთარ თავს მღვდელს უწოდებს, მაშინ გამოიკვლიე, გაიკითხე, რადგან ასეთ ადამიანთან ურთიერთობა გამოკვლევის გარეშე უსაფრთხო არ არის, – ამაში დიდი საშიშროება იმალება. ხოლო როცა ვინმე საჭმელს გთხოვს, მაშინ ნუ გამოიკვლევ, რადგან ასეთ შემთხვევაში შენ უფრო იღებ, ვიდრე გასცემ. თუ გინდა, აბრაამის სტუმართმოყვარეობა გაიხსენე. მას რომ თავისი სტუმრების ვინაობები ერკვია, მაშინ ანგელოზებსაც ვერ მიიღებდა: შეიძლება არ ჩაეთვალა ისინი ანგელოზებად და სხვებთან ერთად მათაც უარს ეტყოდა გამასპინძლებაზე. მაგრამ რადგანაც ყველა სტუმარს იღებდა, ამიტომ ანგელოზებიც მიიღო. განა შენგან წყალობის მიღებულთა სიცოცხლის გამო გაძლევს ღმერთი ჯილდოს? არა, – შენი განწყობისთვის, გულმოწყალებისთვის, სიკეთისთვის, კაცთმოყვარეობისთვის. თუ ეს ყველაფერი შენს ხასიათშია, მაშინ შენც მიიღებ ყველანაირ სიკეთეს, რომელთა ღირსნიც დაე, ჩვენ ყველანი გავხდეთ ჩვენი უფლის, იესო ქრსტეს მადლითა და კაცთმოყვარეობით, რომლისა არს დიდება, ხელმწიფება და პატივი თანა მამით და სულიწმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ.

წმინდა მღვდელთმთავარი იოანე ოქროპირი

10

Page 11: 5 (18) , 2018 -4 . 6:13-20; . 9:17-31.patriarchate.ge/wp-content/uploads/2018/03/...ერთი, რომელიც გვითხრა დ აღგვითქვა, მეორე

წმინდა სახარება წმინდა მარკოზ მახარებელისაგან საკითხავი – 9:17-31

17 ერთმა კაცმა ხალხიდან მიუგო მას: მოძღვარო, ჩემი ძე მოგგვარე, შეპყრობილი სიმუნჯის სულით.

17 და მი-ვინმე-უგო მას ერთმან მის ერისაგანმან და ჰრქუა: მოძღუარ, მოვიყვანე ძე ჩემი შენდა, რომლისა თანა არს სული უტყუებისაჲ.

18 სადაც მოიხელთებს, ძირს დასცემს; დუჟი გადმოსდის, კბილებს აღრჭიალებს და შეშდება. ვუთხარი შენს მოწაფეებს, განდევნეთ-მეთქი, მაგრამ ვერ შესძლეს.

18 და სადაცა დააპყრის იგი, დააკუეთის, და პეროინ და იღრჭენნ კბილთა და განჴმებინ. და უთხარ მოწაფეთა შენთა, რაჲთამცა განკურნეს, და ვერ შეუძლეს.

19 ხოლო იესომ პასუხად თქვა: ო, ურწმუნო მოდგმავ, როდემდის ვიქნები თქვენთან? როდემდის მოგითმენთ თქვენ? აქ მომგვარეთ!

19 მიუგო იესუ და ჰრქუა: ჵ ნათესავი ურწმუნოჲ! ვიდრემდე ვიყო თქუენ თანა? ვიდრემდე თავს-ვიდებდე თქუენსა? მომგუარეთ მე იგი აქა!

20 მიჰგვარეს იგი, და იხილა თუ არა იესო, სულმა შეარყია ბავშვი, მიწაზე დაეცა და გორავდა დუჟმორეული.

20 და მოჰგუარეს იგი მას. და იხილა რაჲ იგი, მეყსეულად სულმან არაწმიდამან დააკუეთა იგი; და და-რაჲ-ეცა ქუეყანასა, გორვიდა და პეროოდა.

21 ჰკითხა მამამისს: რამდენი ხანია ასე? ხოლო მან მიუგო: სიყრმითგანვე.

21 და ჰკითხა იესუ მამასა მისსა: რაოდენი ჟამი აქუს, ვინაჲთგან შეემთხჳა ესე?

11

Page 12: 5 (18) , 2018 -4 . 6:13-20; . 9:17-31.patriarchate.ge/wp-content/uploads/2018/03/...ერთი, რომელიც გვითხრა დ აღგვითქვა, მეორე

ხოლო მან ჰრქუა: სიყრმითგან.

22 მრავალჯერ ჩაუგდია სულს ცეცხლსა თუ წყალში, რათა დაეღუპა იგი. მაშ, თუ რამ შეგიძლია, შეგვიწყალე და შეგვეწიე.

22 და მრავალ-გზის ცეცხლსა შთააგდო ეგე და წყალსა, რაჲთამცა წარწყმიდა ეგე, არამედ რაჲ ძალ-გიც, შემეწიე ჩუენ და წყალობა-ყავ ჩუენთჳს.

23 ხოლო იესომ უთხრა მას: თუ შეგიძლია გწამდეს, ყველაფერი შესაძლოა მორწმუნისათვის.

23 ხოლო იესუ ჰრქუა მას: უკუეთუ ძალ-გიც რწმუნებად, ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა.

24 ბავშვის მამამ მყისვე შეჰღაღადა ცრემლების ფრქვევით: მწამს, უფალო; შეეწიე ჩემს ურწმუნოებას.

24 და მეყსეულად ჴმა-ყო მამამან მის ყრმისამან და ჰრქუა ცრემლით: მრწამს, უფალო, შემეწიე ურწმუნოებასა ჩემსა.

25 როდესაც დაინახა იესომ, რომ ხალხი ეხვევა გარშემო, შერისხა სული და უთხრა: ყრუ-მუნჯო სულო! გიბრძანებ გამოხვიდე მაგისგან და აღარასოდეს შეხვიდე მასში!

25 და ვითარცა იხილა იესუ, რამეთუ შეკრბებოდა ერი მის ზედა, შეჰრისხნა სულსა მას და ჰრქუა უტყუსა და ყრუსა სულსა: მე გიბრძანებ შენ: განვედ მაგისგან და ნუღარა შეხუალ მაგისა!

26 სულმა შეჰყვირა, საშინლად შეარყია იგი და გამოვიდა, ხოლო ბავშვი მკვდარს დაემსგავსა; ასე რომ, ბევრი ამბობდა კიდეც: მოკვდაო.

26 და ღაღატ-ყო და ფრიად გორვიდა და განვიდა მისგან; და იქმნა იგი, ვითარცა მკუდარი, ვითარმედ მრავალნი იტყოდესცა, ვითარმედ: მოკუდა.

27 მაგრამ იესომ ხელი მოჰკიდა, წამოაყენა და ისიც აღდგა.

27 ხოლო იესუ უპყრა ჴელი მისი და აღადგინა იგი, და აღდგა.

28 როდესაც სახლში შევიდა, მისმა მოწაფეებმა განცალკევებით ჰკითხეს: რატომ ჩვენ ვერ შევძელით მისი განდევნა?

28 და ვითარცა შევიდა იესუ სახიდ, მოწაფეთა მისთა თჳსაგან ჰკითხეს მას: რაჲსათჳს ჩუენ ვერ შეუძლეთ განძებად მას?

29 და უთხრა მათ: ამ მოდგმას ვერაფრით ვერ განდევნი, თუ არა ლოცვით და მარხვით.

29 ხოლო თავადმან ჰრქუა მათ: ესე ნათესავი ვერ შესაძლებელ არს განსლვად, გარნა ლოცვითა და მარხვითა.

30 წამოვიდა იქიდან, გალილეა გადაიარა და არ უნდოდა ვინმეს გაეგო ეს.

30 და მიერ განვიდეს და წარმოჰვლიდეს გალილეასა; და არა უნდა, რაჲთამცა აგრძნა ვინ.

31 ვინაიდან ასწავლიდა თავის მიწაფეებს და ეუბნებოდა მათ, რომ ძე კაცისა მიეცემა კაცთა ხელში, მოკლავენ მას

31 რამეთუ ასწავებდა მოწაფეთა თჳსთა და ეტყოდა მათ, რამეთუ: ძე კაცისაჲ მიეცემის ჴელთა კაცთასა, და მოკლან

12

Page 13: 5 (18) , 2018 -4 . 6:13-20; . 9:17-31.patriarchate.ge/wp-content/uploads/2018/03/...ერთი, რომელიც გვითხრა დ აღგვითქვა, მეორე

და, სიკვდილის შემდეგ, მესამე დღეს აღდგება მკვდრეთით.

იგი; და, მო-რაჲ-კუდეს, მესამესა დღესა აღდგეს.

17-18. რატომ გადმოსდიოდა პირიდან დუჟი, რატომ აღრჭიალებდა კბილებს და რატომ შეშდებოდა? – იმიტომ, რომ ეშმაკით შეპყრობილებს თავდაპირველად, და სხეულის სხვა ნაწილებზე მეტად, ტვინი უზიანდებათ, რადგან ამ ფსიქიკურ ცენტრს ეშმაკი ერთგვარ პლაცდარმად იყენებს, საიდანაც უკვე, როგორც ციხესიმაგრიდან, მთელ სხეულს თრგუნავს; ხოლო როცა ტვინი დაზიანებულია, მაშინ ნერვებზე და სხეულის სახსრებზე ანთებითი პროცესები იწყება, რაც ფსიქიკური ცენტრიდან მომდინარე ფუნქციების ნორმალურ მუშაობას აფერხებს. ამას მოსდევს შფოთვა, სისუსტე და უგონო, გაუცნობიერებელი მოძრაობა სხეულის ყველა იმ ნაწილისა, რომლებიც ადამიანის ნებამ უნდა მართოს; განსაკუთრებით ეს ყბებს ეხება, როგორც პირველადი დაზიანების ნაწილთან (ტვინთან) ყველაზე ახლომდებარე ორგანოს. ორგანოთა ფუნქციების დარღვევის გამო გახშირებული სუნთქვაც ჩვეულ რიტმს კარგავს და გამოყოფილი სითხე დიდი ოდენობით გროვდება არხების გზით ბაგეებთან; შედეგად, საწყალობელს ბაგეზე ქაფი ადგება. ამიტომაც სდიოდა ამ ეშმაკეულს პირიდან დუჟი, ყბას ყბაზე ურტყამდა და შეურაცხად აღგზნებაში მყოფი კბილებს აღრჭიალებდა. ხოლო შეშდება ის ამის შემდეგ ეშმაკის მიერ მიყენებული ძლიერი ზიანის გამო: როგორც მზის სხივებით წარმოქმნილი ორთქლი მას შემდეგ, რაც სითბო მატულობს, ამავე სითბოთი იფანტება და ქრება, ასეა ამ შემთხვევაშიც – ორგანიზმის მიერ გამოყოფილი შინაგანი სინესტე რამდენიმე ხნის შემდეგ მთლიანად იხარჯება, როცა ეშმაკის მოქმედება ძლიერდება, – როგორც ეს, საერთოდ, სხეულის ნესტიანობას ახასიათებს, – და შედეგად, ეშმაკეული ნესტისგან იცლება და შრება, ანუ შეშდება.

ეშმაკეულის მამამ უფალთან საუბარში ბოლოს დასძინა, რომ მან სთხოვა მოწაფეებს, მაგრამ მათ ვერ შეძლეს მისი შვილისგან ეშმაკის განდევნა.

19. უფალმა კი პასუხად არა მხოლოდ მას, არამედ ყველას მიმართა შემდეგი სიტყვებით: ჵ ნათესავი ურწმუნოჲ! ვიდრემდე ვიყო თქუენ თანა? ვიდრემდე თავს-ვიდებდე თქუენსა? იმის საფუძველზე, რომ მოწაფეებმა ვერ შეძლეს ეშმაკის განდევნა, ვფიქრობ, იქ მყოფმა იუდეველებმა ამით არცთუ მცირე გმობის საბაბი მიიღეს: თუკი აღსრულებული სასწაულების დროსაც არ ერიდებოდნენ გმობას, მაშინ წარმომიდგენია, რას აღარ იტყოდნენ, როცა ამისთვის საბაბი მიეცემოდათ! ამიტომ უფალმა, რაკი მათი დრტვინვა გაიგონა, სრულიად უარყო და შეარცხვინა ისინი არა მხოლოდ მკაცრი სიტყვებით, არამედ საქმითაც და კაცთმოყვარეობით სავსე სიტყვებითაც, რადგან აღნიშნულ ნათქვამს დაურთო: მომგუარეთ მე იგი აქა!

20. და მოჰგუარეს იგი მას. როცა ეშმაკმა ქრისტე იხილა, შეარყია ბავშვი და მიწაზე დასცა, და გორავდა იგი დუჟმორეული. ეს იმიტომ, რომ უფალმა დაუშვა, აშკარად ეჩენებინა ბოროტს თავისი ბოროტება.

21. უფალმა ბავშვის მამას ჰკითხა: რაოდენი ჟამი აქუს, ვინაჲთგან შეემთხჳა ესე? ამ კითხვას იგი კაცთმოყვარეობიდან გამომდინარე უსვამს, რომ რწმენასთან მიიყვანოს,

13

Page 14: 5 (18) , 2018 -4 . 6:13-20; . 9:17-31.patriarchate.ge/wp-content/uploads/2018/03/...ერთი, რომელიც გვითხრა დ აღგვითქვა, მეორე

და რწმენიდან – ლოცვამდე. ეს ადამიანი იმდენად შორს იყო რწმენისგან, რომ არც კი ლოცულობდა შვილის გადარჩენისათვის, რადგან ნთქვამია: უთხარ მოწაფეთა შენთა, რაჲთამცა განკურნეს, – ფეხებში არ ჩავარდნია, არ შევედრებია, არ უთხოვია. ჩანს, რომ არც უფალს შესთხოვს. ამიტომ უფალი სულგრძელად ტოვებს ყრმას თავის წინაშე მწოლიარედ და იწყებს მის მამასთან საუბარს, ეკითხება შვილის ამბავს და ცდილობს, სათხოვნელად აღძრას იგი.

22. ხომ ხედავ, რაოდენ დიდია ამ კაცის ურწმუნოება? – ეუბნება: რაჲ ძალ-გიც (თუ რამ შეგიძლია). რა თქმა უნდა, ამით აჩვენა, რომ არ სწამს მისი შესაძლებლობისა.

23. იესუ კი პასუხობს: უკუეთუ ძალ-გიც რწმუნებად, ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა.

რა თქმა უნდა, უფალმა იცის მისი ურწმუნოების შესახებ, მაგრამ სურს, რწმენაში მოიყვანოს, თან აჩვენებს, რომ სწორედ მისი ურწმუნოების გამო იყო, მოციქულებმა ეშმაკი რომ ვერ განდევნეს. ყურადღებით გამოიკვლიე, რას მოგვითხრობს მახარებელი: ის არ ამბობს, რომ უფალმა სიტყვები: „უკუეთუ ძალ-გიც რწმუნებად“ იმ აზრით თქვა, თითქოს იგი ყოველთვის ითხოვდეს რწმენას განკურნების მსურველთაგან, – არა; ამ შემთხვევაში იგი, როგორც მეუფე და ადამიანთა სულების მცველი, ზრუნავს, რომ ისინი რწმენის საშუალებით განკურნოს.

წმინდა მღვდელთმთავარი გრიგოლ პალამა

24. და მეყსეულად ჴმა-ყო მამამან მის ყრმისამან და ჰრქუა ცრემლით: მრწამს, უფალო, შემეწიე ურწმუნოებასა ჩემსა.

რა აზრი დევს ქრისტეს სიტყვებში: „მო-რაჲ-ვიდეს ძე კაცისაჲ, პოვოს-მეა სარწმუნოებაჲ ქუეყანასა ზედა?“ (ლკ. 18:8). ეს მან თქვა სრულყოფილი რწმენის შესახებ – ასეთ რწმენას იშვიათად შეხვდები ქვეყანაზე. მიუხედავად ამისა, უფლის ეკლესია სავსეა ამ რწმენით: ვინ შევიდოდა მასში, იქ რომ რწმენა არ ყოფილიყო? ვინ ვერ გადადგამს მთას, თუკი სრულყოფილი რწმენა ექნება? (შდრ. მთ. 17:20; 21;21). თავად მოციქულებს შეხედეთ: არ მიატოვებდნენ ყველაფერს, არ გაქელავდნენ ამა საუკუნის იმედებს და არ გაჰყვებოდნნე ქრისტეს, დიდი რწმენა რომ არ ჰქონოდათ. და მაინც, სრულყოფილი რწმენის შემთხვევაში არ ეტყოდნენ მას: „შემძინე ჩუენ სარწმუნებაჲ!“ (ლკ. 17:5). მიაქციე ყურდღება ერთსაც და მეორესაც: რწმენას და რწმენის არასრულყოფილებას. როდესაც მამას საკურნებლად ბოროტი სულით შეპყრობილი შვილი მოჰყავს, უფალი ეუბნება, რომ თუ შეუძლია ირწმუნოს, მაშინ ყველაფერი შესაძლებლია მორწმუნისათვის. მამა პასუხობს: მრწამს, უფალო, შემეწიე ურწმუნოებასა ჩემსა. რწმენა ვლინდება, როცა იგი ამბობს: „მრწამს“, ხოლო არასრულყოფილი რწმენა – როცა ამბობს: „შემეწიე ურწმუნოებასა ჩემსა“.

სხვა განმარტება. ლოცვა კვდება, როდესაც რწმენა არ არის საკმარისი. ვინ ლოცულობს იმაზე, რაც არ სწამს? ნეტარი მოციქულიც, როცა ლოცვას ახალისებს, ამბობს: „ყოველმან რომელმან ჰხადოს სახელსა უფლისასა, ცხოვნდეს“ (საქ. 2:21; შდრ. რომ. 10:13). ამით აჩვენებს, რომ რწმენა ლოცვის წყაროა (წყაროს წყალი ვერ იდენს, თუ მისი სათავე დაშრა) და ამბობს: „ვითარ უკუე ხადონ (როგორ უხმონ მას),

14

Page 15: 5 (18) , 2018 -4 . 6:13-20; . 9:17-31.patriarchate.ge/wp-content/uploads/2018/03/...ერთი, რომელიც გვითხრა დ აღგვითქვა, მეორე

რომლისა მიმართ არა ჰრწმენა?“ (რომ. 10:14). ამიტომ უნდა ვირწმუნოთ, რომ ვილოცოთ (შდრ. მარკ. 11:24; მთ. 21:22), და ვილოცოთ, რომ არ დაიშრიტოს ის რწმენა, რომლითაც ვლოცულობთ!

ნეტარი ავგუსტინე იპონიელი

25. შემდეგ უფალმა შერისხა არაწმინდა სული, როცა დაინახა, რომ მის ირგვლივ სწრაფად იკრიბებოდა ხალხი; და ეს იმიტომ, რომ არ უნდოდა, ხალხის სიმრავლის წინაშე განეკურნა ეშმაკეული და ამით თავისი ძალა და დიდება საჯაროდ გამოეჩინა. ხოლო სიტყვებით: განვედ მაგისგან და ნუღარა შეხუალ მაგისა, უფალი გვამცნობს, რომ ადამიანის ურწმუნოების გამო, შეიძლება, კვლავ შესულიყო ეშმაკი მასში, თუ იგი არ აუკრძალავდა.

ეს ეშმაკი (ჩვენი ცდუნება რომ სურს) ყრუ-მუნჯია. ყრუ იმიტომ, რომ არ სურს, ღვთაებრივი სიტყვების მოსმენა; მუნჯი – რადგან არც სხვებისთვის შეუძლია, რაიმე სულისთვის სასარგებლოს გადაცემა.

ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

26. ბოროტმა სულმა რომ შეჰყვირა, ეს არ ნიშნავს, რომ იგი მუნჯი არ იყო. ლაპარაკის უნარი გულისხმობს, რომ სიტყვები გამოითქმის გონებისთვის აღსაქმელად; ყვირილი კი მხოლოდ ხორხისმიერი ბგერების გამოცემაა. რაც შეეხება იმას, რომ ყრმა გორავდა, ეს ნიშნავს, რომ დაშვებულია, ეშმაკმა ამ დონემდე შეარყიოს ადამიანი და მიიყვანოს იგი თითქმის სასიკვდილო მდგომარეობამდე, რათა გამოაშკარავდეს მთელი მისი სივერაგე და ბოროტება.

27. უფალმა მოჰკიდა ხელი ყრმას, წამოაყენა და ისიც ადგა. ეს ნიშნავს, რომ იგი მრავალგვარად მოქმედებს. ხელი მოჰკიდა – ეს იყო ჩვენთვის, ქმნილებისათვის, დამახასიათებელი მოქმედება; მაგრამ მისი განკურნება უბედურებისგან და ფეხზე წამოყენება, ეს უკვე არის ღვთაებრივი და ცხოველმყოფელი (ენერგიების) გამოვლინება.

წმინდა მღვდელთმთავარი გრიგოლ პალამა 28. მოწაფეებს ეშინოდათ: ხომ არ დაუკარგავთ უფლისგან ბოძებული მადლი და ეს ხომ არ იყო მიზეზი იმისა, რომ ეშმაკი ვერ განდევნეს? საგულისხმოა მათი კეთიკრძალულებაც: როცა უფალი განმარტოვდა, მხოლოდ მაშინ მიეახლნენ მას. 29. ესე ნათესავი. რომელ ნათესავზე (მოდგმაზეა) საუბარი? ეშმაკების მთელ მოდგმაზე, რომელიც სხვაგვარად არ განიდევნება თუ არა ლოცვითა და მარხვით. მანაც უნდა იმარხულოს, ვინც მათგან იტანჯება და მანაც, ვისაც ტანჯულთა განკურნება სურს; ერთსაც და მეორესაც სჭირდება ეს. მხოლოდ მარხვა არ არის საკმარისი, არამედ – ლოცვაც; და არა მხოლოდ ლოცვა, არამედ – მარხვაც. ჭეშმარიტი მაშინაა ლოცვა, როცა ის მარხვასთანაა შეუღლებული; როცა მლოცველი საჭმლით არ არის დამძიმებული, მაშინ ის მსუბუქად და ადვილად ლოცულობს.

ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი

15

Page 16: 5 (18) , 2018 -4 . 6:13-20; . 9:17-31.patriarchate.ge/wp-content/uploads/2018/03/...ერთი, რომელიც გვითხრა დ აღგვითქვა, მეორე

30-31. ძველი აღთქმის რჯულს, რაც უნდა მკაცრად დაეცვა ის ადამიანს, მაინც ვერ აჰყავდა იგი ქრისტიანობის სიმაღლემდე. მისი არასრულყოფილება ქრისტიანულ სწავლებასთან შედარებით ყველაზე თვალსაჩინოდ იმით ვლინდებოდა, რომ ის თითქმის არ ებრძოდა ადამიანის თავისმოყვარეობას, მის ამპარტავნებას, დიდებისმოყვარეობას, პატივმოყვარეობას – ერთი სიტყვით, ადამიანის ცხონების იმ მტერს, რომელიც ქრისტიანობაში ყველაზე მნიშვნელოვან საშიშროებადაა მიჩნეული. ძველი აღთქმა, უმთავრესად, გარეგნული ქცევის წესებს განსაზღვრავდა. ქრისტიანობა კი, უპირატესად, შინაგან კაცთან ბრძოლას მოითხოვს – ეგოისტურ „მე“-სთან. უფლის მოწაფეები – ყოველ შემთხვევაში, პირველ ხანებში – ამ ბრძოლის აუცილებლობას ვერ აცნობიერებდნენ. მათთვის ჯერ კიდევ არ იყო სავსებით ნათელი ქრისტიანული ზნეობის არსი და, იმავდროულად, მისი სიმაღლე, რომელიც სწორედ საკუთარი თავისა და, ასევე, პირადული და ნაციონალური თავისმოყვარეობის უარყოფის ღვაწლში მდგომარეობს. მართალია, მას შემდეგ, რაც ქრისტეს გაჰყვნენ, მათ უარი თქვეს ყოფითი ცხოვრების კეთილდღეობაზე, მაგრამ ისინი, როგორც ჩანს, იმედოვნებდნენ, რომ ამის წილ მიწიერ სიკეთეებს მიიღებდნენ მომავალ მესიანურ სამეფოში; თავიანთი ძველებური თავისმოყვარეობა, ყველა მისი გამოვლინებით, მათ არ ჰქონდათ სრულად უარყოფილი. ამასთან დაკავშირებით ისინი ჯერ კიდევ წვრთნას საჭიროებდნენ.

სახარების ამ მონაკვეთში ჩვენ ვხედავთ, რომ უფალი იზრახავს, თავის მოწაფეებს აჩვენოს ადამიანური თავისმოყვარეობის ამაოება და მისი შეუთავსებლობა ახალი სწავლების პრინციპებთან.

და მიერ განვიდეს და წარმოჰვლიდეს გალილეასა; და არა უნდა, რაჲთამცა აგრძნა ვინ. რამეთუ ასწავებდა მოწაფეთა თჳსთა და ეტყოდა მათ, რამეთუ: ძე კაცისაჲ მიეცემის ჴელთა კაცთასა, და მოკლან იგი; და, მო-რაჲ-კუდეს, მესამესა დღესა აღდგეს.

უფლის სიტყვების უბრალო, სიტყვასიტყვითი გააზრება, რა თქმა უნდა, ძნელი არ იყო, და მოწაფებსაც მშვენივრად ესმოდათ, თუ რას ნიშნავს იყო გაცემული და მოკლული. თუმცა ამის დაჯერება არ შეეძლოთ. მათ ეგონათ, რომ უფალი აქაც იგავურად ლაპარაკობდა, სინამდვილეში კი სულ სხვა რამ იგულისხმებოდა მის სიტყვებში, მაგრამ კერძოდ, რა? – ამას ვერ ხვდებოდნენ. „ხოლო იგინი უმეცარ იყვნეს სიტყუასა ამას და ეშინოდა კითხვად მისა“ (მარკ. 9:32). პირდაპირი მნიშვნელობით მისი სიტყვები იმდენად საშინელი და შეუსაბამო ჩანდა იმასთან, რასაც თავისი მოძღვრისგან ელოდებოდნენ, რომ ამ აზრით მათი მიიღება იმ დროს მათთვის შეუძლებელი იყო.

გალილეაში ფარული მოგზაურობა, როგორც ამას უფალი გეგმავდა, მათ მაინდამაინც არ იზიდავდა: მოწაფეებს ერჩივნათ, ღიად ევლოთ, მიეპყროთ საყოველთაო ყურადღება, რომ ხალხი ყოველი მხრიდან მიწყდომოდა მათ მოძღვარს და სულ უფრო გაზრდილიყო მისი მიმდევრების რიგები, რომ მათი მოგზაურობა ტრიუმფალურ სვლად ქცეულიყო, – როგორც ეს მესიას შეეფერებოდა. მერე კი... მერე მათ უკვე წარმოდგენილი ჰქონდათ მომავალი დიდების პერსპექტივები, ხმაურიანი გამარჯვებები, საძულველი რომაული უღლისგან გათავისუფლება, სამეფო პატივი, ხელისუფლების დიდება და ძლიერება, აღფრთოვანებული ოვაციები... და მთელი ამ ბრწყინვალების ცენტრში მათი მოძღვარი და მის გვერდზე, მისი დიდების სხივებქვეშ –

16

Page 17: 5 (18) , 2018 -4 . 6:13-20; . 9:17-31.patriarchate.ge/wp-content/uploads/2018/03/...ერთი, რომელიც გვითხრა დ აღგვითქვა, მეორე

ისინი, მისი უახლოესი თანამუშაკნი, რომლებმაც პირველებმა შეიცნეს მასში მესია და ყველგან და ყოველთვის მასთან იმყოფებოდნენ.

რა თქმა უნდა, ეს პერსპექტივები აღაგზნებდა მოციქულთა იმდროინდელ დიდებისმოყვარეობას, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო დამდაბლებული ტანჯვითა და ქრისტეს სწავლების აზრის ჭეშმარიტი წვდომით. უეჭველად, ეს დიდება მათ თავისთვისაც სურდათ და ელოდებოდნენ. და აი, უცებ საუბარი სიკდილისა და გამცემლობის შესახებ... რას ნიშნავს ეს? ნუთუ მთელი მათი ფიქრები მხოლოდ და მხოლოდ მირაჟი იყო?

უფალი კი, ამ დროს, განგებ არღვევს მათ ილუზიებს, განგებ მოსავს თავის მოგზაურობას ისეთი იდუმალებით, რომ ის უფრო დევნილი დამნაშავის გაქცევას წააგავს, ვიდრე პოპულარული მოძღვრის მშვიდ და დიდებულ გადაადგილებას; განგებ ლაპარაკობს თავის მოახლოებულ ვნებებზე, სიკვდილზე, რათა საკუთარი მოწაფეების დიდებისმოყვარე წარმოდგენები დაამდაბლოს და გააგებინოს, რომ მათი პატივმოყვარე ოცნებები არ სჭირდება მის საქმეს, და რომ არა მიწიერი დიდება, არამედ შეურაცხყოფა და ტანჯვა ელოდება მას და მასთან ერთად მის ერთგულ მიმდევრებს, რომ სწორედ ამ ვნებებსა და დამცირებაში მდგომარეობს ის ღვაწლი, რომლისთვისაც მათ მოუხმო. აი, რას ვერ აცნობიერებდნენ მაშინ უფლის მოწაფენი, რამეთუ „უმეცარ იყვნენ სიტყუასა ამას“.

მღვდელმოწამე და აღმსარებელი ვასილი პრეობრაჟენსკი

17