საქართველოსმთავრობა - SMR.GOV.GE3 გარემო,...

20
საქართველოს მთავრობა ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმა 3 ივლისი, 2010

Transcript of საქართველოსმთავრობა - SMR.GOV.GE3 გარემო,...

Page 1: საქართველოსმთავრობა - SMR.GOV.GE3 გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს გამყოფი ხაზებით

საქართველოს მთავრობა

ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმა

3 ივლისი, 2010

Page 2: საქართველოსმთავრობა - SMR.GOV.GE3 გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს გამყოფი ხაზებით

2

ჩართულობის სტრატეგიის სამოქმედო გეგმა

I. შესავალი

საქართველოს ხელისუფლების მიერ შემუშავებული გრძელვადიანი, ახლებური მიდგომა საქართველოს იურისდიქციის ქვეშ მყოფი, საქართველოსგანუყოფელი ნაწილების - აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთისმოსახლეობის მიმართ, საშუალებას აძლევს მათ, ისარგებლონ საქართველოსდანარჩენ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისთვის არსებული სიკეთეებით.საქართველოს ხელისუფლების მიზანია - გამყოფ ხაზებს მიღმა დარჩენილმოსახლეობასთან დაახლოება, მათი კეთილდღეობის გაუმჯობესების, იზოლაციისშემცირების, პიროვნების და რეგიონული უსაფრთხოების დაცვისთვის.

აღნიშნული პოლიტიკა ჩამოყალიბებულია საქართველოს მთავრობის მიერ2010 წლის 27 იანვარს დამტკიცებულ ჩართულობის სტრატეგიაში. დადგენილებით. წარმოდგენილი სამოქმედო გეგმა სახელმწიფო სტრატეგიის პრაქტიკულირეალიზაციისაკენ გადადგმული ნაბიჯია. იგი მოიცავს მთელ რიგ ინიციატივებს, რომლებიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ამჟამადლეგალურად მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობის, მათთვის საქართველოსმოსახლეობისათვის არსებული შეღავათების ხელმისაწვდომობის გაზრდისა დასაქართველოს სამოქალაქო ცხოვრებაში მონაწილეობის შესაძლებლობებისგაუმჯობესებისაკენ არის მიმართული. შესაბამისად, სამოქმედო გეგმა ხელს უწყობსსაზოგადოების ერთმანეთისაგან დაშორიშორებული წევრების შერიგების პროცესს.

სამოქმედო გეგმაში ასახული პრინციპები თანაბრად ეხება აფხაზეთსა დაცხინვალის რეგიონს/სამხრეთ ოსეთს და ამ რეგიონებში ლეგიტიმურად მცხოვრებმოსახლეობას, განურჩევლად სქესისა, რელიგიური მრწამსისა, პოლიტიკურიშეხედულებებისა და ეთნიკური კუთვნილებისა. საქართველოს მთავრობააცნობიერებს განსხვავებულ გამოწვევებს, რაც გამომდინარეობს გეოგრაფიულითავისებურებიდან, დემოგრაფიული რეალობიდან, არსებული პოლიტიკურივითარებიდან, მოსახლეობის ჩართულობისა და სხვადასხვა გარემოებისა თუშესაძლებლობის გათვალისწინებით, რაც ასახულია სამოქმედო გეგმის სხვადასხვაკომპონენტში.

სახელმწიფო სტრატეგიაში ჩამოყალიბებული მიდგომა ადამიანზეაორიენტირებული (ჰუმანოცენტრულია). სამოქმედო გეგმის მიზანია შექმნას ისეთი

Page 3: საქართველოსმთავრობა - SMR.GOV.GE3 გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს გამყოფი ხაზებით

3

გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს გამყოფი ხაზებით დაშორიშორებულიმოსახლეობის ინტენსიურ ურთიერთობებს, თანამშრომლობას, პარტნიორობასა დასაქართველოში მცხოვრებთა შორის ნდობის აღდგენას. საქართველოს მთავრობასმიაჩნია, რომ ამ ღონისძიებათა წარმატებული განხორციელებით მიაღწევს გაყოფილისაზოგადოების შერიგებას და ნდობის გაძლიერებას.

სამოქმედო გეგმა მოიცავს ოთხ განზომილებას - ჰუმანიტარულს, ადამიანურს, სოციალურსა და ეკონომიკურს, რაც მოიცავს პროგრამების და პროექტების ფართოსპექტრს, რომელიც მიესადაგება ერთ ან რამდენიმე პროგრამულ განზომილებას. სამოქმედო გეგმის ფარგლებში შემუშავებული შვიდი ინსტრუმენტი მოემსახურებადა უზრუნველყოფს სამოქმედო გეგმაში ასახული ღონისძიებებისა და პროექტებისგანხორციელებას. აღნიშნული ინსტრუმენტები ეფუძნება ადგილზე არსებულრეალურ საჭიროებებს და ადგილობრივი ინიციატივების პრიორიტეტულობისპრინციპს.

სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ინიციატივები უნდა შეესაბამებოდესსაქართველოში მოქმედ კანონმდებლობას, მათი ნაწილის განხორციელება რიგშემთხევაში მოითხოვს ახალი პროცედურების ჩატარებას და ადმინისტრაციულისტრუქტურების შექმნას. სამოქმედო გეგმის თანახმად შემუშავდება შესაბამისისამართლებრივი ბაზა, რომელიც საშუალებას მისცემს საქართველოს მთავრობასგანახორციელოს დასახული ინიციატივები. საქართველოს მთავრობის მიერსამოქმედო გეგმის დამტკიცების შემდეგ, შემუშავდება და საქართველოს პარლამენტსწარედგინება საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი.

2008 წლის ოქტომბერში საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული “ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ” საქართველოს კანონი, რომელშიც ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად 2010 წლის თებერვალში შევიდა ცვლილებები, საქართველოს მთავრობას ანიჭებს უფლებას, მისცეს თანხმობა იმპროგრამებსა და პროექტებს, რომლებიც პასუხობს ჰუმანიტარულ აუცილებლობასდა ხელს უწყობს ნდობის აღდგენას. სამოქმედო გეგმა გამოხატავს საქართველოსმთავრობის მხარდაჭერას იმ პროექტების მიმართ, რომლებიც თანხვედრაშიაჩართულობის სტრატეგიაში ასახულ მიზნებთან და საქართველოს კანონთან“ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.” შემუშავდება საქართველოს მთავრობისდადგენილება, რომელიც გაამარტივებს კანონმდებლობით გათვალისწინებულპროცედურებს, სამოქმედო გეგმის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებთანმიმართებაში.

Page 4: საქართველოსმთავრობა - SMR.GOV.GE3 გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს გამყოფი ხაზებით

4

II. მეთოდოლოგია

სამოქმედო გეგმა ასახავს საქართველოს მთავრობის განზრახვას; სამოქმედოგეგმის შემუშავების პროცესში ინტენსიური კონსულტაციები მიმდინარეობდა ყველაიმ მხარესთან, რომელიც აქტიურად იყო ჩართული სახელმწიფო სტრატეგიისშემუშავების პროცესში, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებთან, საზოგადოებრივორგანიზაციებთან, ექსპერტთა ჯგუფებთან, საერთაშორისო არასამთავრობოორგანიზაციებთან, სხვა ქვეყნის მთავრობებსა და მთავრობათაშორისორგანიზაციებთან. სამოქმედო გეგმა მოიცავს უკვე არსებულ ერთობლივ პროექტებსდა ნდობის აღდგენის მექანიზმებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთოსეთის მონაწილეობით; სამუშაო დოკუმენტები გაზიარებულია ამ რეგიონებისმაკონტროლებელ ძალაუფლებასთან. სამოქმედო გეგმის წარმატებისათვისაუცილებელია, ყველა დაინტერესებულმა მხარემ გამოხატოს მისდამი უწყვეტიინტერესი და მხარდაჭერა.

სამოქმედო გეგმა ყოვლისმომცველი, მრავალმხრივი დოკუმენტია დაწარმოადგენს სამომავლო განვითარების ერთგვარ საფუძველს. გეგმა ემყარება ოთხპროგრამულ განზომილებას და პროექტებს, რომლებიც მიმართულია აფხაზეთისადა ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის კეთილდღეობისკენ დამიზნად ისახავს მათ დაახლოებას გამყოფი ხაზების მეორე მხარეს მყოფადამიანებთან. პროგრამული განზომილებების უზრუნველსაყოფად შემუშავდებაშვიდი ინსტრუმენტი.

რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიხელმძღვანელობს სამოქმედო გეგმის შემუშავებას და ზედამხედველობას გაუწევსმის განხორციელებას; ასევე მოახდენს საქართველოს მთავრობის მიერ სამოქმედოგეგმის მხარდაჭერისათვის განსახორციელებელ ღონისძიებათა კოორდინაციას დაგაითვალისწინებს სამოქალაქო საზოგადოების რჩევებს ამ საკითხებში.

სამოქმედო გეგმა საფუძველია იმ პროგრამებისათვის, რაც სტრატეგიისამოქმედებას მოემსახურება; დოკუმენტი მუდმივად განახლებადია; იგი გადაიხედებაყოველ ექვს თვეში ერთხელ სამუშაო და ყოველ სამ წელიწადში ერთხელსტრატეგიულ დონეებზე; ამ პროცესს კოორდინაციას გაუწევს უწყებათაშორისისამუშაო ჯგუფი, რომელსაც უხელმძღვანელებს საქართველოს ვიცე-პრემიერი/სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში. სამუშაო ჯგუფიმოახდენს სამოქმედო გეგმის მონიტორინგსა და შეფასებას, ყველა დაინტერესებულიმხარის მონაწილეობით.

Page 5: საქართველოსმთავრობა - SMR.GOV.GE3 გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს გამყოფი ხაზებით

5

საქართველოს მთავრობისთვის მნიშვნელოვანია, რომ სამოქმედო გეგმისგანხორციელების პროცესში თავისი წვლილი შეიტანოს სხვადასხვა პარტნიორმა, მათშორის აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან, რისთვისაცსაქართველოს მთავრობა შექმნის თანამონაწილეობისთვის საჭირო საკონსულტაციომექანიზმს.

III. ჩართულობის ოთხი განზომილება

საქართველოს მთავრობა მიზნად ისახავს აფხაზეთისა და ცხინვალისრეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობასთან დაახლოებას ჰუმანიტარულ, ადამიანურ, სოციალურ და ეკონომიკურ სფეროებში. სამოქმედო გეგმის ძირითადინაწილი წარმოადგენს იმ პროექტების ნუსხას, რომლებიც პირდაპირ ზეგავლენასახდენს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისკეთლდღეობის გაუმჯობესებაზე, რათა მათ ჰქონდეთ იგივე შესაძლებლობები, როგორიც საქართველოს დანარჩენ მოსახლეობას; ასევე, ხელს უწყობსურთიერთქმედებას გახლეჩილი საზოგადოების წევრებს შორის. ზემოხსენებულსაკითხებზე რეაგირების მნიშვნელობა ხაზგასმულია გაერო-ს “ათასწლეულისგანვითარების მიზნების” დოკუმენტში (2015 წ.) რომელიც ეხება სიღარიბისაღმოფხვრის, ჯანდაცვის, განათლების, სქესთა თანასწორობის, ეკოლოგიურიმდგრადობის უზრუნველყოფის საკითხებს.

სახელმწიფო სტრატეგიამ განსაზღვრა რამდენიმე პროგრამული განზომილება დამიზნები, სამოქმედო გეგმა კი მათ ფარგლებში ახდენს იმ პროექტების შემუშავებას, რომლებსაც საქართველოს მთავრობა უკვე ახორციელებს, გეგმავსგანსახორციელებლად ან მიზნად ისახავს მათ განხორციელებას პარტნიორორგანიზაციებთან ერთად. აღნიშნული პროგრამული განზომილებებია:

ჰუმანიტარული განზომილება:

ჰუმანიტარული დახმარება; სტიქიური უბედურებები;

ადამიანზე ორიენტირებული განზომილება:

საზოგადოებათაშორისი ურთიერთობები კულტურული მემკვიდრეობისა და იდენტობის შენარჩუნება ინფორმაციის დაუბრკოლებელი გავრცელება

Page 6: საქართველოსმთავრობა - SMR.GOV.GE3 გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს გამყოფი ხაზებით

6

ადამიანის უფლებები ახალგაზრდული აქტივობა

სოციალური განზომილება:

განათლება ჯანდაცვა გარემოს დაცვა

ეკონომიკური განზომილება

ვაჭრობა ერთობლივი წარმოება კომუნიკაცია ინფრასტრუქტურა

IV. ჩართულობის ინსტრუმენტები

შვიდი ახალი ინსტრუმენტი უზრუნველყოფს სამოქმედო გეგმის მიზნებისგანხორციელებას. ეს ინსტრუმენტები ხელს უწყობს აფხაზეთისა და ცხინვალისრეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ინტეგრაციას საქართველოს სამოქალაქოცხოვრებაში; კომუნიკაციას და კოორდინაციას თბილისსა და აფხაზეთის დაცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მაკონტროლებელ ძალაუფლებას შორის; ასევე ინსტიტუციური, ფინანსური და ადმინისტრაციული საფუძვლებისჩამოყალიბებას სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პროექტებისთვის. ცალკეული მიზნის მისაღწევად შეიქმნება დამოუკიდებელი სტრუქტურა, რომელიცუზრუნველყოფს თითოეული ინსტრუმენტის ფუნქციონირებას. ყველა ესსტრუქტურა დამოუკიდებლად იმუშავებს და მათ კოორდინაციას გაუწევსრეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი, რომელიც, იმავე დროს, განაგრძობს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთოსეთის მიმართ ჩართულობის პოლიტიკის შემუშავებასა და გატარებას.

1. ნეიტრალური სტატუსის მქონე საკოორდინაციო მექანიზმი

სამოქმედო გეგმა აყალიბებს ნეიტრალური სტატუსის მქონე საკოორდინაციომექანიზმს (LM), რათა გამარტივდეს კომუნიკაცია საქართველოს მთავრობას,

Page 7: საქართველოსმთავრობა - SMR.GOV.GE3 გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს გამყოფი ხაზებით

7

აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მაკონტროლებელძალაუფლებასა და ამ რეგიონებში მოქმედ ნებაყოფლობით გაერთიანებებს შორის.

საკოორდინაციო მექანიზმის მიზანია ორმხრივად მისაღები დაურთიერთსასარგებლო პროექტებისა და ღონისძიებების ხელშეწყობა, ასევეადგილზე პროექტების განმახორციელებელი სუბიექტებისათვის დახმარების გაწევა.

საკოორდინაციო მექანიზმი შედგება ორივე მხარესთან შეთანხმებული დაერთობლივად დანიშნული კოორდინატორებისგან, ითვალისწინებს ოფისებს მცირედამხმარე პერსონალით როგორც სოხუმსა და ცხინვალში, ასევე თბილისში. მექანიზმი, შესაძლოა, დაეფუძნოს მანამდე არსებულ ფორმატებს, როგორიცააქართულ/აფხაზური ორმხრივი საკოორდინაციო კომისია. საკოორდინაციომექანიზმი იმოქმედებს საერთაშორისო ჰუმანიტარული ორგანიზაციის ეგიდით.

2. პირადობის ნეიტრალური მოწმობა და სამოგზაურო დოკუმენტი

საქართველოს ხელისუფლება შეიმუშავებს ორი ტიპის ნეიტრალურ დოკუმენტს, რაც კიდევ უფრო ხელმისაწვდომს გახდის აფხაზეთისა და ცხინვალისრეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვის სოციალურ მომსახურებას, ასევეგაუმარტივებს თავისუფალ გადაადგილებას.

აღნიშნული დოკუმენტების გაცემამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაუკარგოსმოტივაცია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის იმმცხოვრებლებს, რომელთაც სურთ აიღონ საქართველოს მოქალაქეობისდამადასტურებელი პირადობის მოწმობა ან პასპორტი.

საქართველოს მოსახლეობა უფლებამოსილია, თანაბრად ისარგებლოს ყველასამოქალაქო უფლებითა და სოციალური შეღავათით; საქართველოს მთავრობამიზნად ისახავს უფრო ხელმისაწვდომი გახადოს ყველა პრივილეგია. საქართველოსმოქალაქის პირადობის მოწმობის აღებისას არსებული იმ პრაქტიკული დაპოლიტიკური სირთულეების აღმოფხვრის მიზნით, რომლებსაც აფხაზეთსა დაცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ლეგიტიმურად მცხოვრები მოსახლეობააწყდება, შემუშავდა შესაბამისი საკანონმდებლო ბაზა. ამის საფუძველზეგამარტივებული წესით გაიცემა ,,პირადობის ნეიტრალური მოწმობა” (NID). აღნიშნული მოწმობა მიმღებ პირს უფლებამოსილს ხდის მოითხოვოს ყველა ისსოციალური შეღავათი, რომელიც საქართველოს მოქალაქისათვის არის

Page 8: საქართველოსმთავრობა - SMR.GOV.GE3 გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს გამყოფი ხაზებით

8

განსაზღვრული; ასევე აწარმოოს სამეწარმეო და არასამეწარმეო საქმიანობა, დასაქმდეს კერძო და საჯარო სექტორში. (,,ნეიტრალური” ამ შემთხვევაში ნიშნავს,,ნეიტრალურს მოქალაქეობის მიმართ”. პირადობის ნეიტრალური მოწმობის გაცემა-მიღება მხოლოდ პრაქტიკული მიზნებისთვისაა განკუთვნილი. აფხაზეთისმკვიდრთათვის “პირადობის ნეიტრალური მოწმობა” იქნება ორ ენაზე - აფხაზურ დაქართულ ენებზე, საქართველოს კონსტიტუციის თანამხმად.) აღნიშნული მოწმობამიმღებ პირს ასევე საშუალებას აძლევს, მიიღოს ,,სამოგზაურო ნეიტრალურიდოკუმენტი” (NTD) და კანონიერად იმოგზაუროს საზღვარგარეთ (სამოგზაურონეიტრალური დოკუმენტი არსებითად წარმოადგენს იმავე laissez-passer-ს). სამოგზაურო ნეიტრალური დოკუმენტი თავიდან აგვარიდებს საერთაშორისოსამართლის დარღვევით გაცემული უცხოური პასპორტების საჭიროებას. ამპასპორტების უკანონობა დადასტურებულია “საქართველოში კონფლიქტის შესახებფაქტების დამდგენი დამოუკიდებელი საერთაშორისო მისიის” ანგარიშში(ტალიავინის ანგარიში). სამოგზაურო ნეიტრალური დოკუმენტი შემუშავდებასაერთაშორისო სამართლის ექსპერტებთან თანამშრომლობით, რათა გავიზიაროთარსებული გამოცდილება და უზრუნველყოფილ იქნეს დოკუმენტის საერთაშორისოსამართალთან მისადაგება.

3. ნდობის ფონდი

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში, ასევე გამყოფ ხაზებსშორის პროექტების განმახორციელებელი ორგანიზაციებისათვის გრანტების გაცემისმიზნით შეიქმნება ნდობის ფონდი, რომლის მართვა განხორციელდებასაერთაშორისო ორგანიზაციების მიერ და რომელიც შეითავსებს დონორთამრჩევლის ფუნქციებსაც. ფონდი გააიოლებს დონორთა და გრანტის მიმღებთაკოორდინაციას და უზრუნველყოფს, დაფინანსებული პროექტების სამოქმედოგეგმის ოთხ განზომილებასთან თანხვედრას; თუმცა, ამავე დროს არ გამორიცხავსდონორთა მიერ სხვა ღირებული პროექტების დაფინანსებას, რეინტეგრაციისსაკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატთან კონსულტაციებისგავლით.

ნდობის ფონდის ზუსტი ფორმატი განისაზღვრება სამოქმედო გეგმის დამტკიცებისშემდეგ; მაგალითისთვის შეიძლება გამოდგეს ევროკავშირი-აფრიკისინფრასტრუქტურული ნდობის ან მსოფლიო ბანკის ავღანეთის რეკონსტრუქციისნდობის ფონდები. ფონდი ასევე გაითვალისწინებს ევროკავშირი/გაეროს

Page 9: საქართველოსმთავრობა - SMR.GOV.GE3 გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს გამყოფი ხაზებით

9

განვითარების პროგრამის ნდობის აღდგენის ადრეული რეაგირების მექანიზმის(COBERM) გამოცდილებას.

4. ერთობლივი საინვესტიციო ფონდი

ერთობლივი საინვესტიციო ფონდი (GIF) დაარსდება აფხაზეთსა და ცხინვალისრეგიონში/სამხრეთ ოსეთში, ასევე გამყოფ ხაზებს შორის მოქმედი საწარმოებისათვის, საწყისი კაპიტალის გაცემის მიზნით. ერთობლივი საინვესტიციო ფონდი დაეხმარებაისეთ ბიზნესსაქმიანობას, რომელიც მიზნად ისახავს ადგილობრივი ეკონომიკურიგანვითარების, დასაქმებისა და გამყოფი ხაზებით დაშორიშორებულ მოსახლეობასშორის კომერციული კავშირების ხელშეწყობას. კერძო საინვესტიციო ფონდსერთობლივად დააფინანსებენ დონორი ორგანიზაციები და ბიზნესსტრუქტურები დაიგი ისარგებლებს ეროვნული და რეგიონული სავაჭრო პალატების მომსახურებით.

5. თანამშრომლობის სააგენტო

თანამშრომლობის სააგენტოს (CA) დაარსება, ხელი შეუწყობს ურთიერთობებსგამყოფი ხაზების ორივე მხარეს. ჩართულობის სტრატეგიის განხორციელებასაჭიროებს დამატებით ფუნქციებს, რომლებსაც ვერ შეითავსებენ არსებულისახელმწიფო სტრუქტურები. შესაბამისად, რეინტეგრაციის საკითხებშისაქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის კონტროლქვეშ ჩამოყალიბდებასაჯარო სამართლის იურიდიული პირი - თანამშრომლობის სააგენტო, რომლისსაქმიანობაც ხელს შეუწყობს სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამებისგანხორციელებას.

თანამშრომლობის სააგენტო დაეხმარება ორგანიზაციებს გამყოფი ხაზების ორივემხარეს პარტნიორების მოძიებაში, ბიზნეს გარემოს გაუმჯობესების მიზნითდახმარებას აღმოუჩენს ადგილობრივ ხელისუფლებებს; ასევე უზრუნველყოფს, პროექტის საქმიანობის და ბიზნესის შესაბამისობასა საქართველოსკანონმდებლობასა და საერთაშორისო სამართალთან; ჩამოაყალიბებსშესაძლებლობებს პოტენციური პარტნიორებისთვის საქართველოში დასაზღვარგარეთ.

Page 10: საქართველოსმთავრობა - SMR.GOV.GE3 გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს გამყოფი ხაზებით

10

6. ფინანსური ინსტიტუტი

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მოქმედი ჰუმანიტარულიდა განვითარების ორგანიზაციების, ისევე როგორც ბიზნესის ნორმალურიფუნქციონირებისათვის, საჭიროა ფინანსური ოპერაციების განხორციელება. აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში საქართველოს მთავრობისთანხმობით დარეგისტრირებული ფინანსური ინსტიტუტის (FI) მეშვეობითშესაძლებელი გახდება ანგარიშების გახსნა და მომსახურება, ფულადიგადარიცხვების წარმოება და სხვა სამართლებრივი ოპერაციების განხორციელება. ფინანსური ინსტიტუტი შეიძლება მართოს საქართველოში უკვე არსებულმარომელიმე ბანკმა, შეზღუდული კომერციული საბანკო ფუნქციებით.

7. ინტეგრირებული სოციალურ-ეკონომიკური ზონა

ბიზნესსაქმიანობისა და სოციალური მომსახურების წარმართვისათვის საჭიროინფრასტრუქტურით აღჭურვილი ინტეგრირებული სოციალურ-ეკონომიკური ზონა(ISEZ) შეიქმნება გამყოფი ხაზების სიახლოვეს საქართველოს კონტროლქვეშარსებულ ტერიტორიაზე და შექმნის მოთხოვნას პროდუქციასა და მომსახურებაზეგამყოფ ხაზებს შორის.

ინტეგრირებული სოციალურ-ეკონომიკური ზონა აყალიბებს ერთგვარ ქსელს, რომელიც მოიცავს როგორც საჭირო ნედლეულის მიწოდებას პროდუქციისწარმოებისათვის, ასევე საბოლოო პროდუქციის შექმნას, შეფუთვას, ხარისხისკონტროლს და დისტრიბუციას. ძირითადი ორიენტირი აღებულია სოფლისმეურნეობაზე, თუმცა არ გამოირიცხება სხვა მომგებიანი ბიზნესსაქმიანობისგანვითარება. აღნიშნული ინიციატივა ასევე ითვალისწინებს საჭიროებათა ანალიზს; ფერმერებისათვის სათესლე მასალის მიწოდებას და მათთვის ტექნიკურიმხარდაჭერის უზრუნველყოფას (პროფესიული სწავლება, მიწის დასამუშავებელიაპარატურის მიწოდება, შენახვა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზისუზრუნველყოფა). ISEZ-ის ფარგლებში შეიქმნება შესაბამისი ინფრასტრუქტურასოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამუშავებისა და დაფასოებისათვის. ამგვარად, ბიზნესინტერესები გადაწონის პოლიტიკურ წინააღმდეგობებს და გამყოფიხაზების გადაკვეთით გამოწვეულ დამატებით საოპერაციო ხარჯებს.

ISEZ-ის ფარგლებში მოქმედი საწარმოებისა და იქ დასაქმებული მოსახლეობისათვისშესაძლებელია შეიქმნას შეღავათიანი საგადასახადო გარემო.

Page 11: საქართველოსმთავრობა - SMR.GOV.GE3 გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს გამყოფი ხაზებით

11

ინტეგრირებული სოციალურ-ეკონომიკური ზონა ხელს შეუწყობს სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექპორტს, ისარგებლებს საქართველოს ბიზნეს-კავშირებით, ასევე იმ სპეციალური სავაჭრო რეჟიმებით რითაც სარგებლობს ან მომავალშიისარგებლებს საქართველო. საგანგებოდ შექმნილი აკრედიტირებულილაბორატორია და შესაბამისობის შეფასების ორგანო მოახდენს საექსპორტოდგამზადებული იმ პროდუქციის სერტიფიცირებას, რომელიც ან წარმოებულია,აღნიშნულ ზონაში ან შეტანილია აფხაზეთიდან და ცხინვალისრეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან.

V. პროგრამული განზომილებები და პროექტები

მოცემული განზომილებები არ არის ამომწურავი; საქართველოს მთავრობამოელის, რომ ყველა დაინტერესებული მხარე წარმოადგენს და განახორციელებსისეთ პროექტებს, რომლებიც თანხვედრაშია სამოქმედო გეგმაში მოცემულ დაგაზიარებულ მიზნებთან. დასახელებული პროგრამული განზომილებები მხოლოდკონცეფციის ორგანიზებას ახდენს. შესაბამისად, პროექტები შეიძლება ემსახურებოდეს რამდენიმე მიზანს ერთდროულად და თავსებადი იყოს რამდენიმეპროგრამულ განზომილებასთან. (სპეციფიკური მითითების გარეშე, “ერთობლივი” გულისხმობს გამყოფი ხაზების ორივე მხარეს მცხოვრებ მოსახლეობას, განსაკუთრებით დევნილებსა და გაყოფილი საზოგადოების წევრებს).

1. ჰუმანიტარული განზომილება

1.1 ჰუმანიტარული დახმარება

სამოქმედო გეგმა მხარს უჭერს ორგანიზაციათა ძალისხმევას, რომელიცმიმართულია აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრებიმოსახლეობის ყოფის შემსუბუქების, სიცოცხლისა და ადამიანის ღირსებისშენარჩუნებისაკენ. სამოქმედო გეგმის ფარგლებში ჩამოყალიბებული ახალიინსტრუმენტები გაუადვილებს აღნიშნულ ორგანიზაციებს არსებული ბარიერებისგადალახვას.

Page 12: საქართველოსმთავრობა - SMR.GOV.GE3 გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს გამყოფი ხაზებით

12

1.2 სტიქიური უბედურებები

სტიქიური უბედურებები ზიანს აყენებს ორივე მხარეს მცხოვრებმოსახლეობას. სამოქმედო გეგმა მოიცავს პრევენციული ზომების გატარებას, რაცგამიზნულია გამყოფი ხაზების ორივე მხარეს ეკოლოგიური კატასტროფისა დაეპიდემიის შედეგად გამოწვეული ზიანის შემცირებისათვის:

რეგიონში არსებულ საერთო საფრთხეებზე ერთობლივი კვლევის ჩატარება, მათ შორის მიწისძვრის, მეწყერის და ზვავსაშიშროების, ასევე ცხოველურიგზით გადამდები ინფექციური დაავადებების;

ერთობლივი სწრაფი რეაგირების მექანიზმების შექმნა. (სამაშველო დასარეაბილიტაციო ოპერაციებისათვის);

ერთობლივი სწავლების ჩატარება სამაშველო და სარეაბილიტაციოოპერაციების განმახორციელებელი კონტინგენტისთვის.

2. ადამიანზე ორიენტირებული განზომილება

2.1 საზოგადოებათაშორისი ურთიერთობები

სამოქმედო გეგმა ეფუძნება თანამშრომლობას არა მარტო ისეთ პრაქტიკულსაკითხებში, რომლებსაც მატერიალური მოგების მოტანა შეუძლია, არამედ იმკავშირების აღდგენაში, რომლებიც არსებით როლს თამაშობს შერიგების პროცესშიდა თავისთავად, უკვე ღირებულია. აღნიშნული ღონისძიებები მიმართულიაძირითადად აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში ამჟამადმცხოვრებ და ამ ტერიტორიებიდან დევნილ მოსახლეობას შორის კავშირებისაღდგენაზე, გარდა საგანგებოდ აღნიშნული შემთხვევებისა.

სამოქმედო გეგმა ეფუძნება ნდობის აღდგენის ღონისძიებებსა დაარაფორმალურ დიალოგს სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის. საქართველოს მთავრობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს გაეროსუშიშროების საბჭოს #1325 რეზოლუციას. რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოსსახელმწიფო მინისტრის აპარატი უზრუნველყოფს სამოქმედო გეგმისგანხორციელებას ამ რეზოლუციის შესაბამისად.

სამოქმედო გეგმა მხარს დაუჭერს შემდეგ ინიციატივებს:

Page 13: საქართველოსმთავრობა - SMR.GOV.GE3 გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს გამყოფი ხაზებით

13

ოჯახურ ღონისძიებებში მონაწილეობა: ძეობა, ქორწილი, დაკრძალვა, საფლავების მონახულება და რელიგიური ცერემონიები;

შერეული ოჯახების შეხვედრებისა და ვიზიტების ხელშეწყობა გამყოფიხაზების ორივე მხარეს;

უხუცესთა შეხვედრების ხელშეწყობა; რელიგიური (მოლოცვისთვის) და ისტორიულ-კულტურული ვიზიტების

ხელშეწყობა; ჟურნალისტთა გაცვლა; პროფესიული გაცვლა (არ შემოიფარგლება მხოლოდ დევნილი

მოსახლეობით); კულტურის და სპორტის სფეროში გაცვლითი ღონისძიებების ხელშეწყობა (არ

შემოიფარგლება მხოლოდ დევნილი მოსახლეობით); უგზოუკვლოდ დაკარგულთა მოძიების, გადმოსვენების და პატიმართა

გაცვლის კომისიების დაარსება;

2.2. კულტურული მემკვიდრეობისა და თვითმყოფადობის შენარჩუნება

სამოქმედო გეგმა მოიცავს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც უფრო აქტიურადმოემსახურება აფხაზური და ოსური კულტურული მემკვიდრეობისა და იდენტობისშენარჩუნებას საქართველოში. ეს ასევე გულისხმობს ოსური ენის, როგორცეროვნული უმცირესობის ენის და საქართველოს კონსტიტუციის თანახმადაფხაზური ენის, როგორც აფხაზეთში სახელმწიფო ენის დაცვას:

აფხაზური კულტურის შესახებ აფხაზურ და ქართულ ენებზე და ოსურიკულტურის შესახებ ოსურ და ქართულ ენებზე წიგნების გამოცემა;

აფხაზური და ოსური ენების სწავლების ხელშეწყობა ქართულ სკოლებსა დაუნივერსიტეტებში;

კულტურული მემკვიდრეობის დაცვა-შენარჩუნებაზე მომუშავე აფხაზურიდიასპორის ორგანიზაციებთან კონტაქტების დამყარება; ყოველწლიურიკონფერენციის გამართვა;

კულტურული მემკვიდრეობის შენარჩუნებისათვის საჭირო ერთობლივისაქმიანობების განსახორციელებლად UNESCO-ს მხარდაჭერის მოპოვება;

სოხუმის არქივის განვითარების ხელშეწყობა (თბილისის არქივი უკვეაგზავნის საარქივო მასალებს);

Page 14: საქართველოსმთავრობა - SMR.GOV.GE3 გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს გამყოფი ხაზებით

14

აფხაზური და ოსური კულტურის კუთხეების დაარსება მუზეუმში, თბილისში.

აფხაზურ - და ოსურენოვანი რადიო მაუწყებლობის ხელშეწყობა. ღვთისმსახურების თავისუფლად აღსრულების ხელშეწყობა, სასულიერო

პირების გადაადგილებისა და რელიგიური სიწმინდეების ტრანსპორტირებისთავისუფლების უზრუნველყოფის გზით (საკოორდინაციო მექანიზმისფარგლებში).

2.3. ინფორმაციის დაუბრკოლებელი გავრცელება

სამოქმედო გეგმის ყველა განზომილება ხელს უწყობს გაყოფილსაზოგადოებას შორის ინფორმაციის დაუბრკოლებელ გავრცელებას, რომელიცამავდროულად თავადაც სარგებლობს ამ სიკეთით. სამოქმედო გეგმა შეიცავსმექანიზმებს, რომლებიც მიმართულია ინფორმაციის გავრცელების გაუმჯობესებაზე:

აფხაზეთიდან, ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთიდან და დანარჩენისაქართველოდან წარმოდგენილი ჟურნალისტებისათვის რეგულარულიშეხვედრების ორგანიზება;

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ჩართვასაქართველოსათვის გათვალისწინებულ სასწავლო ტურებსა თუ პროგრამებში- ნატოში, ევროკავშირსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში;

გახლეჩილი საზოგადოების წევრებს შორის ურთიერთობისა და სოციალურიკომუნიკაციისათვის ერთობლივი ინტერნეტ პორტალის შექმნა. ინტერნეტისმოხმარების ხელშეწყობა, გამომდინარე საქართველოს მთავრობისინიციატივიდან შეღავათიანი და სწრაფი ინტერნეტ-მიწოდების შესახებ;

გამყოფი ხაზების მიმდებარე ტერიტორიებზე განთავსებულირადიო/სატელევიზიო გადამცემი სადგურების ფუნქციონირებისგაუმჯობესების უზრუნველყოფა.

2.4. ადამიანის უფლებები

საქართველო დაინტერესებულია, დაიცვას საკუთარი მოსახლეობისუფლებები, მათ შორის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში. სამოქმედო გეგმა მოიცავს რიგ ღონისძიებებს, რომლებიც მიზნად ისახავსუფლებების დაცვასა და ადამიანის უფლებათა სფეროში ცოდნის გაღრმავებას:

Page 15: საქართველოსმთავრობა - SMR.GOV.GE3 გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს გამყოფი ხაზებით

15

ომის შედეგად დაზარალებულ ტერიტორიებზე ადამიანთა უფლებებისმონიტორინგის განსახორციელებლად, წინასწარ შეთანხმებული ფორმატისფარგლებში, ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებისადა ადამიანის უფლებათა საკითხებზე მომუშავე სამთავრობათშორისიორგანიზაციების მოწვევა;

ადამიანის უფლებების საკითხებთან დაკავშირებით შესაბამისისაგანმანათლებლო საქმიანობის ხელშეწყობა კონფლიქტის შედეგადდაზარალებულ ტერიტორიებზე; საინფორმაციო ბუკლეტების გამოცემა, თარგმნა და სემინარების ჩატარება;

სოციალური სამართლისა და საკუთრების უფლების საკითხებზე მომუშავეჯგუფების მხარდაჭერა კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ადგილებში.

2.5. ახალგაზრდული აქტივობა

გაყოფილი საზოგადოების ახალგაზრდა თაობას არ ახსოვს საქართველოკონფლიქტებამდე. სამოქმედო გეგმა მოიცავს სპორტულ, კულტურულ და გასართობღონისძიებებს, რათა ერთად შეკრიბოს გამყოფი ხაზებით დაშორიშორებულიახალგაზრდობა, გააღრმავოს მათი მეგობრობა და ხელი შეუწყოს ურთიერთგაგებასმომავალ თაობებში:

კონცერტებისა და თეატრალური წარმოდგენების დადგმა გამყოფი ხაზებითდაშორიშორებული ახალგაზრდა შემსრულებლების მონაწილეობით;

გამყოფი ხაზებით დაშორიშორებული ახალგაზრდა სპორტსმენებისათვისსპორტული შეჯიბრებებისა და სპორტული შეკრება/ვარჯიშების გამართვა;

გამყოფი ხაზებით დაშორიშორებული ბავშვებისათვის საზაფხულო ბანაკებისდაარსება.

ახალგაზრდა ლიდერთა ერთობლივი პროგრამების შემუშავება საქართველოსმომავალი ელიტისათვის;

საქართველოსათვის განკუთვნილ ახალგაზრდულ საგრანტო პროგრამებშიაფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრებიმოსახლეობის მონაწილეობა.

Page 16: საქართველოსმთავრობა - SMR.GOV.GE3 გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს გამყოფი ხაზებით

16

3. სოციალური განზომილება

3.1 განათლება

პირადობის დამადასტურებელი ნეიტრალური მოწმობის მქონე აფხაზეთისადა ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობა სრულფასოვნად გამოიყენებსსაქართველოს მოქალაქეებისათვის განკუთვნილ საგანმანათლებლოშესაძლებლობებს. მათ საშუალება მიეცემათ, ჩააბარონ საქართველოს უმაღლესსასწავლებლებში, მონაწილეობა მიიღონ საქართველოს სტუდენტებისათვისგანკუთვნილ საერთაშორისო სასტიპენდიო პროგრამებში; საქართველოსმასწავლებლებისათვის შეთავაზებულ საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში.

სამოქმედო გეგმაში ჩამოყალიბებული ქმედითი ზომები წაახალისებს დაგაუადვილებს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობასსაგანმანათლებლო შესაძლებლობებით სარგებლობას:

პირადობის ნეიტრალური მოწმობების მქონე პირთათვის უმაღლესსასწავლებლებში მისაღები ეროვნული გამოცდების ჩაბარების შესაძლებლობააფხაზურსა და ოსურ ენებზე, ასევე რუსულ ენაზეც;

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის სტუდენტებისთვისსაგანმანათლებლო მოწმობების სერთიფიცირება საერთაშორისოსტანდარტების მიხედვით;

საქართველოს მთავრობის ახალი პროგრამის ,,ერთი პერსონალურიკომპიუტერი ერთი ბავშვისთვის” თანახმად, აფხაზეთისა და ცხინვალისრეგიონის/სამხრეთ ოსეთის ყველა პირველკლასელი მოსწავლისთვისპერსონალური კომპიუტერის შეთავაზება;

ახალი პროგრამის “ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” ხელმისაწვდომობა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთოსეთისთვის. აღნიშნული პროგრამა ითვალისწინებს ინგლისური ენის ათასინსტრუქტორს მთელი ქვეყნის მასშტაბით; ამასთან ერთად უცხო ენების(ევროპული ენები) შესწავლას შესაძლებელია ხელი შეუწყოს სხვაპროგრამებმაც რაც გაადვილებს საერთაშორისო ინტეგრაციას;

საქართველოს განათლების სამინისტროში არსებული უწყებათშორისიკომისია და სამუშაო ჯგუფი, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთოსეთის მეცნიერებთან ერთად, აფხაზურ და ოსურ ენებზე, შექმნის დაწყებითიკლასების სახელმძღვანელოებს და სპეციალურ ლიტერატურას საბავშვო ბაღისაღსაზრდელთათვის;

Page 17: საქართველოსმთავრობა - SMR.GOV.GE3 გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს გამყოფი ხაზებით

17

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში აფხაზოლოგიის მიმართულებისგაფართოება, გაცვლითი აკადემიური პროგრამების ჩამოყალიბება აფხაზეთშიარსებულ ინსტიტუტებთან;

ერთობლივი კვლევითი პროექტებისათვის სპეციალური დაფინანსების(გრანტების) უზრუნველყოფა;

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული ბიბლიოთეკებისათვისდახმარება (ბეჭდვითი მასალით, ელექტრონული რესურსებით, ინფრასტრუქტურითა და მენეჯმენტის გამოცდილებით).

3.2 ჯანდაცვა

ჯანდაცვის სფეროში საქართველოს მოქალაქეებისათვის არსებული შეღავათებიგანკუთვნილია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთისმოსახლეობისათვისაც; შესაბამისად, პირადობის დამადასტურებელი ნეიტრალურიმოწმობის მქონე პირებს შეეძლებათ მთელი ქვეყნის მასშტაბით ისარგებლონსამედიცინო მომსახურებით, მათ შორის გადაუდებელ შემთხევაში სასწრაფოტრანსპორტირებით. სამოქმედო გეგმა მოიცავს ქმედით ზომებს, რათა გაუმჯობესდეს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მცხოვრები მოსახლეობისჯანმრთელობისა და ჯანდაცვის პირობები:

ერთობლივი კვლევის ჩატარება თბილისში თავმოყრილი და ზუგდიდისათვისსაჭირო რესურსების დასადგენად. აქცენტი გაკეთდება აივ/შიდსზე, ტუბერკულიოზზე, ონკოლოგიურ დაავადებებზე, ნარკოტიკებისგადაჭარბებულად მოხმარებაზე და ტრანსნაციონალურ ინფექციურსაფრთხეებზე;

დაავადებათა ადრეულ პრევენციაზე ორიენტირებული ჯანდაცვის სფეროშიმომუშავე სამუშაო ჯგუფის შექმნა;

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში არსებულ სამედიცინოსაჭიროებათა მოთხოვნის განსაზღვრა დიაბეტისა და ტუბერკულიოზითდაავადებულთათვის;

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისსამედიცინო დაზღვევის პაკეტის ხელმისაწვდომობა; სპეციალური ფონდისშექმნა იმ შემთხვევებისთვის, რაც არ იფარება სამედიცინო დაზღვევით;

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის მოსახლეობისათვისმობილური კლინიკების შეთავაზება;

Page 18: საქართველოსმთავრობა - SMR.GOV.GE3 გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს გამყოფი ხაზებით

18

სანიტარიულ და ფიტოსანიტარიულ საკითხებთან დაკავშირებითთანამშრომლობა;

აივ/შიდსთან დაკავშირებული კონსულტაციების გაწევა და ანალიზისჩატარება;

უშვილობასთან დაკავშირებული მკურნალობის უზრუნველყოფა.

3.3 გარემოს დაცვა

ბუნებრივი გარემო წარმოადგენს საქართველოს ყველა რეგიონის სიმდიდრეს, გარემოს დაბინძურება კი არ ცნობს პოლიტიკურ გამყოფ ხაზებს.

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში გარემოს დაცვითიღონისძიებების გატარება; ამ მიმართულებით მომუშავე არასამთავრობოორგანიზაციების ასევე გარემოს დამცველი ჯგუფებისა და სამეთვალყურეოორგანიზაციათა ხელშეწყობით;

დაცული ტერიტორიების დაარსება აფხაზეთსა და ცხინვალისრეგიონში/სამხრეთ ოსეთში საქართველოს ეროვნული პარკების სისტემისმიხედვით; UNESCO-ს მიერ დაცული ტერიტორიის სტატუსის მინიჭება.

4. ეკონომიკური განზომილება

მიუხედავად კონფლიქტის შედეგად შექმნილი მძიმე ვითარებისა, ორივემხარეს არსებული კონტაქტებისა, პროდუქციისა და სავაჭრო ცენტრების სიახლოვისგამო,კვლავაც არსებობს ვაჭრობა და გამყოფი ხაზების გადაკვეთის ფაქტები. კერძოდ, ქალაქების ზუგდიდისა და გორის ბაზრები თუ სავაჭრო ობიექტები უფრომიმზიდველია აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში მყოფისაქმიანი ადამიანებისა და მომხმარებლებისათვის, ვიდრე სხვა პოტენციურიბაზრები, ტერიტორიული სიახლოვის და პროდუქტებზე დაბალი ფასების გამო.

სამოქმედო გეგმა აღმოფხვრის არსებულ წინააღმდეგობებს და შექმნისვაჭრობისთვის საჭირო ახალ შესაძლებლობებს, რათა ხელი შეუწყოს არსებულსავაჭრო ურთიერთობებს. ეკონომიკური ურთიერთობების, ერთობლივი წარმოების, ინფრასტრუქტურისა და სატრანსპორტო კავშირების გასაუმჯობესებლადგასატარებელია შემდეგი ღონისძიებები:

Page 19: საქართველოსმთავრობა - SMR.GOV.GE3 გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს გამყოფი ხაზებით

19

4.1 ვაჭრობა

ბაზარზე მისვლის გამარტივება ავტობუსის დანიშვნით, რომელიც იმოძრავებსგამყოფი ხაზებიდან ზუგდიდის, ქუთაისის, ბათუმის, გორის, თბილისისმიმართულებით; ან აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთისსანომრე ნიშნებით მოძრავი ავტობუსებისათვის გამყოფი ხაზებისგადმოკვეთის უფლების მიცემა; სავაჭრო ცენტრებისაკენ მიმავალი გზებისშეკეთება;

ინტეგრირებული სოციალურ-ეკონომიკური ზონის ფარგლებში პროფესიულიგანათლებისა და სასწავლო ცენტრების დაარსების გზით დასაქმებისხელშეწყობა; ისეთი მრეწველობის განვითარება, რომელიც მოითხოვს დიდირაოდენობით მუშახელს;

აკრედიტირებული საგამოცდო ლაბორატორიებისა და შესაბამისობისშემფასებელი ორგანოების ჩამოყალიბების გზით საერთაშორისო კომერციულურთიერთობებში ინტეგრაციის ხელშეწყობა; შესაბამისობის შემფასებელიორგანო მოახდენს ადგილობრივი პროდუქციის სერტიფიცირებასსაერთაშორისო და რეგიონული სტანდარტების მიხედვით.

4.2. ერთობლივი წარმოება

ერთობლივი წარმოების მხარდაჭერა; გამყოფ ხაზებს შორის მოქმედი ერთობლივი საწარმოებისათვის საწყისი

კაპიტალის მოძიების ხელშეწყობა.

4.3 კომუნიკაცია

აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან/სამხრეთ ოსეთთან საფოსტოგზავნილების გაცვლის აღდგენა მოსახლეობის ურთიერთკავშირისხელშესაწყობად;

აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის უზრუნველყოფადაბალტარიფიანი და მაღალსიჩქარიანი ინტერნეტმომსახურებით;

ცხინვალის მოსახლეობის ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებებითუზრუნველყოფის მიზნით, ციფრული სისტემის რადიოსარელეო ხაზის გორი-ცხინვალის მონაკვეთის აღდგენითი სამუშაოების ერთობლივადგანხორციელება;

Page 20: საქართველოსმთავრობა - SMR.GOV.GE3 გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს გამყოფი ხაზებით

20

ქ. ფოთსა და ქ. სოხუმს შორის წყალქვეშა ოპტიკურ-ბოჭკოვანი საკაბელომაგისტრალის მშენებლობის საკითხის ერთობლივი შესწავლა, რომელიცუზრუნველყოფს ფართოზოლიან სატელეკომუნიკაციო მომსახურებას დაშესაძლებელს გახდის ყველა სახის ინფორმაციისა და მომსახურების (ხმა, მონაცემები და გამოსახულება) გადაცემას და ამინფორმაციასთან/მომსახურებებთან აფხაზეთში მცხოვრები მოსახლეობისშეუზღუდავ დაშვებას.

4.4 ინფრასტრუქტურა

ქ. ბათუმსა და ქ. სოხუმს შორის საზღვაო სამგზავრო მარშრუტის დანიშვნა; საირიგაციო სისტემების რეაბილიტაცია; აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში სკოლებისა და

საავადმყოფოების რეაბილიტაცია, სანიტარიული ნორმების დაცვით. პროექტის ფარგლებში ჩატარდება ადგილობრივი საჭიროებების ანალიზი დაგანისაზღვრება სარეაბილიტაციო შენობების პრიორიტეტი.