13 თვე თეკლა...

170

Transcript of 13 თვე თეკლა...

Page 1: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ
Page 2: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

13 თვე

თეკლა იორდანიშვილი

Page 3: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

თავი 1კერესელიძე ანი რომ გავიცანი, 7 წლის ვიყავი. ანი 9-ის იყო. მას მერე ვმეგობრობთ. ანისმეჯვარე ვარ ორივე ქორწინებისას. ზუსტად ვიცი, მესამეჯერ თუ გათხოვდა, უჩემობასვერ აიტანს. რაც საკუთარი თავი მახსოვს იმ დროიდან მახსოვს ანიც. ჩემი ყველაზეუღალატო მეგობარია. როცა ყველაზე მეტად მიხაროდა, ჩემთან იყო და მივხვდი,გასაჭირშიც არასოდეს დამტოვებდა.

ანი ბავშვობიდან ხატავს. ბოლო დროს დიზაინერობა დაიწყო (ისევე როგორც ნახევარმათბილისმა ამ უახლოეს წარსულში :)) მიუხედავად იმისა, რომ დღემდე ვერშევთანხმდით იმ ფერთა გამაზე, რასაც ის კოსტუმებისთვის იყენებს, მგონია, რომძალიან დიდი მომავალი აქვს. ჩემი მშობლები საზღვარგარეთ რომ წავიდნენ, მას მერეკიდევ მეტად დავახლოვდით.

ეს ბოლო პერიოდია, კუს ტბაზე ავიტეხე ვარჯიში. ანის ძალიან ეზარება, მაგრამ არმაწყენინა და „ძალით ამყვა“, ამიტომ კვირაში 2-ჯერ სავარჯიშოდ თითქმის ძალითმივათრევ.

იმ საღამოს განსაკუთრებულად ციოდა. ზამთრის სუსხმა თავისი გააკეთა – სარბენბილიკზე ოთხად ოთხი ადამიანი დავლანდე. ისიც ძალიან შორს. სამი წრის მერეგავიყინე. წვიმაც დაიწყო. ანი არსად ჩანდა. კუთხის კაფესთან გავჩერდი დაგლინტვეინი შევუკვეთე. ღრმა ნაფაზი დავარტყი და ფეხები სკამზე შემოვალაგე.მიყვარს სუფთა ჰაერზე განმარტოება. წვიმაც მიყვარს. წვიმისგან დასველებული მიწისსუნიც.

-გონდოლით მოცურავ კუსტბაზე? – ვკითხე სიცილით ანის

-ნახევარი საათია მანქანას ვერ ვაყენებ – მესმის წუწუნის ხმა ტელეფონში

-კარგად ვარჯიშობ, ვერაფერს იტყვი! – დამცინავი ტემბრი შეემატა ჩემს ხმას

-უკვე ივარჯიშე? – გაოცდა ის

-მაპატიე, რომ გელოდები 1 საათია – აღშფოთება ვერ დავმალე მე

-გაგყინე, ხო? – გუდაურის ტანსაცმელში გამოწყობილი, ქოშინით მომიახლოვდა ანი,ჩანთა სკამზე ჩამოდო და ჩემი გლინტვეინი მოსვა.

-დაახლოებით.

-ვერ გამოვეტიე სახლიდან. ლადო იყო მოსული.

-აუფ! – სახე მომერყა მე

Page 4: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

-ხო.

-სიგარეტი გინდა? – ვკითხე ღიმილით

-მოსაწევსაც მოვწევდი ისე მომიშალა ნერვები.

ორივეს გაგვეცინა.

-რა უნდოდა?!

-შერიგება!

-წარმომიდგენია, როგორ გაგახარა! – ისტერიულად გამეცინა მე

-არადა, რა ბედნიერად ვთხოვდებოდი – სიცილით დაიწყო მან.

-შენი მეორედ გათხოვება ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო – ირონიულადდავეთანხმე მე.

-საერთოდ ვინ მოიგონა ეს გათხოვება? რა იდიოტობაა არ მესმის.

-სამწუხაროდ, ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სადაც სხვანაირად (ერთეული ხალხისგარდა) ბავშვს ვერ გააჩენ. ბავშვი კი ყველას უნდა ჰყავდეს.

-შვილი მაინც გამეჩინა – ამოიოხრა მან

-ყველაფერი წინ გაქვს, მოსავლელად ორი კატაც გეყოფა.

-მეზარება ვარჯიში – მითხრა შეპარვით

-აუტანელი ხარ! ერთ წრეზე მაინც წადი, მიდი! იქნებ შენი ოცნების მამაკაცი აქ მაინცშეგხვდეს – გამეცინა მე

-ძალიან მეზარება – სახეზე ხელები აიფარა მან

-მაინც წახვალ ერთ წრეზე! – თითქმის ვუბრძანე მას და სკამიდან ძალით ავაგდე.

-რა გვეშველებოდა ქართველებს ეს კუსტბა რომ არ გვქონდეს?! – ამოიოხრა ანიმ და ენაგამომიყო

-მიდი, მიდი ბევრს ნუ ლაპარაკობ!

-მაშინ დღეს ჩემთან რჩები! თუ კი-ვივარჯიშებ. თუ არა და – არა!

-არაფერი გეშველება – დანანებით გადავაქნიე თავი და მასთან დარჩენას შევპირდი.

“საბედისწერო ტელეფონი”

Page 5: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

იმ ღამით ტელეფონი ანისთან დამრჩა, თავი რატომ არ მრჩება სადმე, არ ვიცი.სახლიდან დავურეკე და სადმე შეგხვდები, მომაწოდეთქო ვუთხარი.

-გამოვედი უკვე, ნი და გზად სადმე რომ დაგიტოვო?

-მაინც, სად? – ვეკითხები ბუზღუნით

-აი, მესამე ხეზე რომ ჩამოვკიდო, რუსთაველის გამზირზე? – გადაიკისკისა ანიმ

-რა კარგია, რომ ხუმრობის ხასიათზე ხარ დილიდან – ვუთხარი მთქნარებით.

-კაი, სადმე დაგიტოვებ, ნუ!

-ხოდა სად, შვილო, სად? – აღვშფოთდი მე

-აი, ვთქვათ რედისონში, ადმინისტრაციაში მივალ და დაგიტოვებ, აქვე ვარ.

-ოოო, მანდ რა მოვა! – ფანჯარაში გავიხედე მე და წვიმის დანახვაზე სახე მომერყა

-მაშინ იყავი სახლში შუადღემდე და რეპეტიციაზე მოგიტან!

-ვიკომ რომ დარეკოს? – კიდევ ერთხელ გავხედე წვიმას და დავიჯღანე მე

-მაშინ ჩაიცვი, გელოვანო და მოდი რედისონში! – მიბრძანა ანიმ

-სხვა გზა არც დამიტოვე და.. კარგი – ვუთხარი ორაზროვნად და გავთიშე.

მესიკვდილებოდა ზემელზე ასვლა ამ სიცივეში, მაგრამ ნუ, არ გამოვიდოდა ჩემიუტელეფონობა. ვიკო აუცილებლად დარეკავდა და გადავირეოდი, რომ არ მეპასუხა.ამიტომ, ბევრი აღარ მიფიქრია, უცბად ჩავიცვი ჯინსი, საწვიმარი და სახლიდანგამოვედი.

Page 6: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

“ნინა გელოვანი”ნინა მეორედ ჩვენი მეგობრის დაბადების დღეზე ვნახე. იმ დღეს მე ძალიან მეზარებოდაქორწილიდან რესტორანში მისვლა, მარა იმდენჯერ დამირეკეს ბიჭებმა, მივედი!მაგიდას მივუახლოვდი და ის იყო, ხალხს უნდა მივსალმებოდი, რომ დავმუნჯდი –ჩემს პირდაპირ, მაგიდის ბოლოში ნინა იჯდა, გელოვანი.

ეგრევე უკან გადავახვიე კადრი და კიდევ ერთხელ გამიხარდა, რესტორანში შესვლამდესუნამო რომ დავისხი, ქორწილიდან არცთუ ისე გადალეწილი რომ გამოვედი და ის,რომ პლასტიკურ ბარათზე ერთი-ორი ერთეული მეგულებოდა სამი ნულით.

ბიჭი ყოველთვის ხვდება რა შანსი აქვს ქალთან. უკვე გამომუშავებული მაქვს, ერთიმზერით ვხვდები.მანერით, ჟესტით, ქცევით. ნინასთან შანსი დიდი მქონდა. ამასადასტურებდა მისი ღიმილი ჩემს ყველა ხუმრობაზე. მე მსგავსი თავისუფალი და ლაღიგოგო არც მყავდა ნანახი.ძალიან უშუალო იყო ურთიერთობაში და ძალიან მაგრადცეკვავდა, ისეთი თავისუფალი იყო, რომ არ მცოდნოდა, ვერც კი წარმოვიდგენდი, რომთბილისელი იყო.

-ძალიან მაგარი გოგო რომ ხარ, იცი? – გამიღიმა ცეკვის დროს უცნობმა

-მადლობა – მთვრალი მზერა ვესროლე მის გარუჯულ სახეს

-მართლა, თბილისელი ხარ?

პირველად ვხედავ ადამიანს რომელიც გამარჯობის მერე მსგავს კითხვას მისვამს…

-ვაიმე, ვერაა ეს ბიჭი კარგად, ვინმემ მოხედეთ – სუფრაზე ჩემს მეგობრებს გავძახესიცილით.

უცნობს გაეღიმა.

-ისეთი მაგარი გოგოხარ, თბილისელი არც მგონიხართქო, მინდოდა მეთქვა –განმიმარტა მან

-შენთვის, თუ გინდა, იტალიელი ვიქნები, არაა პრობლემა – გავიღიმე ორაზროვნად

-ასეთი თავისუფალი გოგო არც მინახავს ცხოვრებაში

-და დატყვევებულ გოგოებს სად ნახულობ 21 საუკუნეში? – გულწრფელად ვიკითხემე.

უცნობი ისევ გაწითლდა სიცილისგან.

-რა დასანანია, – გავაგრძელე მშვიდად – არადა ვიზუალურად არ გეტყობა რომ

Page 7: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

აფრენ.

-აი, ხომ გეუბნები, შენნაირი გოგოები არ არსებობენთქო? – თვალი ჩამიკრა მან

-ერთადერთი ვარ და ისიც შენ გეცეკვები, მიდი, ჩაიფიქრე რამე – ისევ ყურებამდეგამეხა ღიმილი.

-წამო, სადმე ყავა დავლიოთ – უცბად მომიჭრა მან

-მე უცნობებს არ დავყვები ყავის დასალევად – თავი დავიფასე მე

-ვიკო, (ლევან) ცივაძე, ერთი თბილისელი ბიჭი ვარ, 29 წლის – გამიღიმა მან – ხომგამიცანი? ახლა წავედით!

-გადასარევად ხუმრობ – მის სითამამეზე ინსტინქტურად გამეცინა

-თან, მე შენ კაი ხანია გიცნობ – ასევე მშვიდად მომიჭრა მან.

-ოხ, საიდან? – სერიოზულად დავინტერესდი

-1 წლის წინ მყავხარ ნანახი ბუკიას ბაღში!

-ძნელი ყოფილა ვარსკვლავობა – ისევ გამეცინა მე

-არ გჯერა? ძალიან კარგად მახსოვს, ანისთან ერთად იყავი, კერესელიძესთან

-ანისთან ერთად ვიქნებოდი, ჩემი ბავშვობის მეგობარია, მაგრამ მე საერთოდ არმახსოვხარ.

-არ გახსოვარ? – გაოცდა ის – ნუ, გადავიტან მაგ ფაქტს როგორმე

ორივეს სიცილი აგვიტყდა

-ცივაძე ხომ? – გონება დავძაბე მე – რატი ცივაძის რა ხარ?

-ძმა – იყო უცნობის პასუხი.

ემოციისგან გამოვფხიზლდი.

-რაა?- არ დავიჯერე მე – ღმერთო, სადა ხარ? – რესტორნის ჭერს ავხედე და სიცილიამიტყდა – ლიკას და გიორგის შვილი ხარ?

-საიდან იცნობ ჩემებს? – გამოშტერდა ის

-გიორგი და მამაჩემი კურსელები არიან, ოჯახებით ვახლობლობთ, ჰელოუ! – გიჟივითგამეცინა ისევ – და კავსაძეზე, სხვათაშორის შენ სახლში წრეში – ბურთი მაქვსნათამაშები, რატის დაბადების დღეზე.

Page 8: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

-როდის? – გაოცდა ის – კი მარა, მე სად ვიყავი?

-შენ? – ჩავეკითხე მას – შენ მაშინ თაფლობის თვე გქონდა

-აჰაჰა – სიმწრის სიცილს უფრო ჰგავდა უცნობის სიცილი.

-დიახ! – ვთქვი ამაყად მე

-რა პატარაა ეს თბილისი – სიგარეტს ღიმილით მოუკიდა მან. თქმით კი, მეტიაღარაფერი უთქვამს.

-თბილისი კი, ნამდვილად პატარაა – თავი დავუქნიე და ღრმა ნაფაზი დავარტყი.

– ჰა, დავლიოთ ყავა?

ალბათ ამ ტექსტზე ავვარდი: ) ან უბრალოდ ნასვამზე ავვარდი, ან ძალიან რომმომეწონდა მაგიტომ, სხვა შემთხვევაში ხომ არ წავყვებოდი გაცნობიდან 15 წუთში ბიჭსყავაზე. მაგრამ წავედი! ხომ დაუჯერებელია?! ხოდა დაიჯერეთ, ავდექი და წავედი!

-კაი, დავლიოთ ყავა – გავუღიმე მას და ჩანთა ავიღე.

-სად წავიდეთ? – მკითხა მან მას მერე რაც მანქანაში ჩავჯექით

-სადმე – მხრები ავიჩეჩე.

უცნობმა გამიცინა და მანქანა დაძრა.

-შეყვარებული გყავს? – მკითხა პატარა პაუზის მერე

-როგორ გგონია? – მეღიმება მე

-არ ვიცი – მიღიმის ისიც

-მაშინ არ გეტყვი! – ენა გამოვუყავი მას (ღმერთო, როგორ ვიქცევი!)

-მითხარი – ჩამაცივდა ის

-შენთვის რა მნიშვნელობა აქვს?! – მოგონილი გაოცებით ვიკითხე მე

-უბრალოდ მაინტერესებს – ეღიმება მას

-„უბრალოდ“ არაფერი ხდება – გამეღიმა მე

-სპეციალობით ვინ

ხარ ? – მეკითხება ის

-ნათელმხილველი – ყურებამდე მეხევა სიცილი მე

Page 9: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

უცნობი გადაყირავდა სიცილისგან

-მაშინ მიმკითხავე მომავალი – მთხოვს ის

-დამსახურება უნდა მაგას – თავი დავიფასე მე

-გადავიხდი, დეიდა, შენი ლამაზი თვალების ჭირიმე – ისევ მთხოვს ის

-მოვიფიქრებ – გამეცინა მე

-მართლა, პროფესიით რა ხარ, მითხარი!

-მსახიობი ვარ – დავსერიოზულდი მე

-აუ, მეთქი საიდან მეცნობი – სახე გაუბრწყინდა მას

-სარეკლამო ვიდეო რგოლში ხარ გადაღებული – გაიხსენა მან

-რგოლებში – შევუსწორე მე

-ხახახა- ძალიანაც არ აგივარდეს თავში – მითხრა მან

-გუშინ არ დავბადებულვარ, რამენაირად! – გავაგრძელე გრაციოზულად – შენ რასსაქმიანობ?

-მე ბანკში ვმუშაობ – მითხრა მან

-რას აკეთებ? – დავინტერესდი მე და სიგარეტს მოვუკიდე

-ბანკის დაცვაში ვარ – იყო პასუხი.

სიგარეტის კვამლი გადამცდა და ხველა ამიტყდა.

ო, ღმერთო! რატომ! ღმერთივით ბიჭი და რაღა დაცვაში! – გავიფიქრე ჩემთვის

-რომელ ყავას დალევ ?- მკითხა მან და ღია კაფესთან გააჩერა.

უხერხულად შევიშმუშნე. დაცვის ბიჭს რამე იაფიანი უნდა შევუკვეთო, მე რომგადავიხადო შერცხვება,

არადა…. რატომ, რატოომ!!!! – საკუთარ თავს ვეჩხუბები შინაგანად

-ამერიკანოს – ვთქვი ბოლოს (ჰაჰა, 3 ლარის თემაა – გავიფიქრე ჩემთვის).

უცნობმა გამიღიმა და მანქანიდან გადავიდა.

დაცვის ბიჭისთვის ახალი BMw ცოტა მეუცნაურა. ასევე მეუცნაურა ძვირფასიპარფიუმის არომატი.

Page 10: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

რა-რა და, პარფიუმსა და ბრენდებში გადასარევად ვერკვევი. არაფერი არაა იმაზეცუდი, როგორც დაბალი ხარისხის სუნამო. ლევანს კი აშკარად კარგი რაღაც ასხია,მგონი სულაც დიორია, კი, ზუსტად ეგაა – HOMME და თქვენ წარმოიდგინეთტუალეტის წყალი კი არა, არც მეტი-არც ნაკლები, პარფიუმი!!!

-წესით, გემრიელი უნდა იყოს – ყავა გამომიწოდა მან

-გემრიელია – ვთქვი მე ყავა მოვსვი თუ არა – ძალიან დიდი მადლობა! – შემეცოდა მისიბიუჯეტი.ალბათ მაქსიმუმ 500 ლარი აქვს ხელფასი – ვფიქრობ ჩემთვის და სახესსაცოდავად ვჭმუხნი, რა გაუჭირდათ ცივაძეებს ასეთი, დაცვაში რომ ამუშავებენშვილს.

-მიხარია, თუ მოგწონს – ხომ არ გვეჭამა?!

-უი, არა – ისტერიულად დავიკივლე მე

-რატომ? – ჩემი ისტერიით ცოტა გაოცდა ის

-არ მშია- მხრები ავიჩეჩე – ძალიან დავიღალე და სიმართლე გითხრა, სახლში თუდამტოვებ, ძალიან გამიხარდება – ბენზინი გაქვს? – ვიკითხე ფრთხილად

-ბატონო ?- ვერ გაიგო მან

-ბენზინი თუ გაქვს – სიცილით გავიმეორე მე

-რა კითხვაა, რა იყო, ქობულეთში ხომ არ უნდა დაგტოვო?! – სიცილი აუტყდა მას

-ბობოყვათში! – სერიოზული სახე მივიღე მე, მაგრამ თავი ვერ შევიკავე და ისტერიულისიცილი ამიტყდა მეც

-ხომ ხარ ღირსი, მართლა წაგიყვანო და იქ ჩამოგსვა? – თავი კმაყოფილად დამიქნიამან

-პლეხანოვზე თუ შეიძლება – ვთქვი გრაციოზულად

-კარგი, არის! – გაიღიმა მან და ელბაქიძეზე ჩაუხვია.

სახლში გაღიმებული ავედი. ღამითაც გაღიმებულს მეძინა!

Page 11: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

“კატებიანი სახლი”ანი ატენზე ცხოვრობს, ქონგურებიან სახლში. ბავშვობის მოგონებებიდან მხოლოდ ესსახლი მახსოვს, ვეებერთელა, სვეტებიანი სახლი. რაღაცით ცოტა ოპერის ფოიეს რომჰგავდა, ყოველ შემთხვევაში მე ასე მეჩვენებოდა. ანის ბაბუა, აკადემიკოსი ზურაბკერესელიძე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო მუშაკი იყო. მახსოვს,საღამოობით მე და ანის როგორ გვასწავლიდა ზურა ბაბუა ჭადრაკს, როგორგვიყვებოდა საქართველოს ისტორიას. მახსოვს, რომ ადუღებდნენ ძველი სამოვარითჩაის და როგორ აცხობდნენ ტკბილ ქადებს. თუ კარგად მოვიქცეოდით, ფრჩხილებზელაქსაც გვისმევდა ანის მამიდა, ანა კერესელიძე, რომელმაც, საუბედუროდ, ოჯახისწევრებისგან განსხვავებით, მხოლოდ ფრჩხილზე ლაქის წასმა იცოდა. ანის მშობლებიწლებია გერმანიაში ცხოვრობენ. ბებია- ბაბუა, 5 წლის წინ გარდაიცვალნენ. ანი ახლამარტო ცხოვრობს. 2 უიღბლო ქორწინების შემდეგ, ცოტახანი სიმშვიდე არჩია და აგერუკვე 6 თვეა, მარტოა. ქმრები რომ მობეზრდა, ორი სიამის კატა (კაცმა არ იცის სად,იშოვა) აიყვანა და მათთან ყოფნით ერთობა. ზამთრის საღამოებს თითქმის სულანისთან ვატარებთ. ისევ ვადუღებთ სამოვარით ჩაის და ისევ ტკბილეულსმივირთმევთ. ანი გიჟდება თეატრზე, ყველა ჩემს სპექტაკლს სიხარულით ესწრება,ხშირად-რეპეტიციასაც. არაჩვეულებრივი გემოვნება და ხედვა აქვს. მიყვარს როცადიდხანს ფიქრობს და მერე უცბად მეტყვის: „მეორედ რომ გამოხვედი სცენაზე, სხვაფერის ტუჩსაცხი გესვა და მე ძალიან მომხვდა თვალში, პირველ მოქმედებაშიმალისფერი იყო, მეორეში- წითელი, ხოდა, ჩამოყალიბდი, ნინა, მაყურებელი ამყველაფერს შეამჩნევს“. ისტრიული სიცილი მიტყდება და ვეხუტები მას.

-რა გაცინებს, მართლა, სერიოზულად! – თავს იმართლებს ის

-კიდევ, ის ბიჭი გეპრანჭება, შენი პარტნიორი!

-ოო, დაიწყე ახლა, ისევ…

-არ დამიჯერო, არა – თავს უკმაყოფილოს აქნევს ის და სიგარეტს აბოლებსგრაციოზულად

-რაღაც ვერ ხარ, ხო? – მეკითხება უცბად ღიმილით

პასუხის გაცემის ნაცვლად გავჩუმდი

-ნინა?! – მეკითხება ისევ მშვიდად ის

-ერთი ბიჭს მოვწონვარ – ამოვღერღე მე

-აუფ! ვის? – მეკითხება ის და ყავას მისხამს

-აუ, არ მკითხო!

Page 12: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

-ვის? – ჩაის კოვზე დაინიავა მან

-რატი ცივაძის ძმას – ვთქვი და სიცილი ამიტყდა

-ხო არ აფრენს? – ტუჩთან მიტანილი ყავა წამით გააჩერა მან და მერე ოდნავ მოსვა

-აფრენს!

-მერე?

-არაფერი, იმ დაბადების დღის მერე სულ მეხმიანება.

-წავიდეს, ცოლს მიხედოს – ხმა გაუმკაცრდა ანის

-ხო – ვთქვი ორაზროვნად

-მაგ საღამოს ყველანი ძალიან მთვრალები ვიყავით, იქნებ მოგეჩვენა?!

-შეიძლება – გავიღიმე მე

-ნინა, შენც მოგწონს? – თვალებში ჩამხედა მან. იდიოტივით გავიცინე.

-როგორ უნდა მომეწონოს, ცოლიანი ბიჭი?!

-რა ვიცი, იქნებ გამოშტერდი?! – გაიცინა მან

-არა, მე არ ვშტერდები – თავი დავიმშვიდე მე

-ფრთხილად იყავი – მითხრა მან და ყავა მოსვა – ცოლზე არაფერი უთქვამს?

-რა უნდა ეთქვა? – გადავირიე, მე

-რა ვიცი, მაგალითად ის, რომ უბედურია – ღრმა ნაფაზი დაარტყა მან და იქვემწოლიარე კატა კალთაში ჩაისვა.

-ხო, ყველა ცოლიანი კაცის სტანდარტულად გულისამაჩუყებელი მონოლოგი –დავეთანხმე მას

-რომ არ გაუმართლათ და რომ ძალიან უჭირთ ასე ცხოვრება – პათოსით თქვა მან

-ხო, ვითომ სახლშიც დივანზე რომ ძინავთ – ეგ კატეგორია.

-ბეჭედს რომ იხსნიან შენთან მოსვლამდე და თითზე მაინც რომ ეტყობათ ბეჭდის„რაზნიცა“

-ჰაჰაჰა – გადავყირავდი სიცილისგან

-ან ჯიბეში რომ ინახავენ – არ გაჩერდა ანი

Page 13: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

-ან მანქანაში სიჩქარის გადამრთველთან რომ უგდიათ – ხმამაღლა გადავიკისკისე მე

-ერთუჯრედიანები! თითქოს თბილისში ვინმე რამეს დამალავს.

-აბა! – დავეთანხმე მე

-ხოდა რაო, კიდე რა თქვა ?! რომ ცეკვავდით კი დავინახე, ისე

-რა ვიცი.. არაფერი, რა მაგარი გოგო ხარო – გაგიჟდა

-კაი ერთი-თქო – კატა ჩაიხუტა მან – წავიდეს, გაიაროს! რატის რომ გირიგებენ მთელიცხოვრება მისი მშობლები, თუ იცის?

-საიდან უნდა იცოდეს? – გავიცინე მე – ასი წელია მშობლებთან არ უცხოვრია

-მაინც, ძალიან მაინტერესებს, რომ გაიგებს, რა რეაქცია ექნება – თვალები ეშმაკურადაუციმციმდა მას

-შენ იცნობ მაგის ცოლს, ხო?

-ვიცნობ რა, 2 ჯერ მყავს ნანახი, ლადოს დასთან მეგობრობდა, იქიდან მახსოვს.

-როგორია?

-არანაირი – გაიცინა მან

-მაინც?

-ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული – მხრები აიჩეჩა მან

-რა უცნაურია – გამეღიმა მე

-მე ვიცი, ძალიან შეჭამა ეს ბიჭი და მაგიტომ აერიათ სიტუაცია.

-ხო, მეც ეგრე ვიცი, ძალიან ეჭვიანი იყო.

-უიმე, ერთხელ ცხოვრობ და ისიც ფეხზე რომ გყავს ძაღლივით გამობმული კაცი, რამარაზმია?!

-არ მესმის – მხრები ავიჩეჩე მე

-ეგ რა ურთიერთობაა, არ ვიცი… რად გინდა საერთოდ

ისეთი, ვისაც არ ენდობი.

-შეიძლება უბრალოდ იმ გოგოს რაღაცეები ეჩვენებოდა, ზოგი ხომ ძალიან ეჭვიანია?

-ეგეთი ეჭვიანი როცა ხარ, ეგ იმაზე მეტყველებს, რომ შენ გაქვს პრობლემა – მეორე ჭიქა

Page 14: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

ყავა დაისხა მან, არა?

-ხო, აბა რა – დავეთანხმე მე

-კომპლექსია ეგ – გაიღიმა მან – არ უნდა? კარგად იყოს!

-შენ ნამეტანი ხარ, ანი! – გავიცინე მე

-ნუ იგონებ – თვალები მოჭუტა მან – გადასარევად იცოდა ჩემმა ქმარმა, რომ ალერგიამქონდა სმაზე. ვერ შეიგნო უბრალოდ და ნერვი აღარ მქონდა მასთან ყოფნის.

-ძალიან არ გყვარებია, მარტო მაგის გამო დაშორება არ მესმის – აღვშფოთდი მე

-მიყვარდა, მაგრამ ჩემი თავი უფრო მიყვარს – გააგრძელა კატის ფერება მან – თანმარტო ეგ ფაქტორი არ იყო – დაამატა პატარა პაუზის შემდეგ.

-აბა რა იყო? – სპეციალურად ჩავეკითხე მას

-ნუ, იყო რაღაც-რაღაცეები – სიტყვა ბანზე ამიგდო მან – მაგრამ, ჯერ ერთხელგათხოვება რა არის ხომ აზრზე ხარ და მერე, მეორედ რომ თხოვდები, როგორ უნდააფრენდე?! – გაიცინა მან

-ხო, ნუ ხდება – ყავა მოვსვი მე

-ხოდა, გონებით იცხოვრე, თორე მარტო გული გაგაჭენებს და ვერ დაიმორჩილებ მერეთავს – გამაფრთხილა მან

-არა, არაფერი არ იქნება. კარგი საღამო გავატარეთ და დავიშალეთ – გავიღიმე მე დასაერთოდ გადავიფიქრე დაბადებისდღის შემდეგ განვითარებული ისტორიისმოყოლა.

-ხო, თან ისეთი ახლობელი ოჯახია, სისულელეა მაგაზე ფიქრიც კი – თვალი ჩამიკრაანიმ და კატას ცხვირზე აკოცა.

Page 15: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

“მერე…”ვიკომ მოუხშირა ჩვენთან მეგობრობა. ის საღამო მე სამუდამოდ დავივიწყე. უფროსწორად, ვიფიქრე, რომ მისი ჩემდამი სიმპატია, მხოლოდ ჩემი ფანტაზიის ნაწილიიყო.

ფანტაზიის, ან გადაჭარბებული ალკოჰოლის :) ამიტომ მაქსიმალურად ვცდილობდი,არაფერი შემემჩნია. ერთ საღამოს მეგობრები ერთ-ერთ კაფეში ვიყავით. რომგამოვდიოდით ძალიან წვიმდა. ვიკომ სახლში დაგტოვებო შემომთავაზა. დანარჩენ 10კაცს ავადმყოფად რომ არ შევერაცხე, უპრობლემოდ დავთანხმდი და მანქანაშიჩავჯექი.

-ნინა – დაიწყო მან

სიგარეტს მოვუკიდე და კითხვის ნიშნის სახით შევხედე

-ამდენ ხალხთან ერთად აღარ ვაპირებ მე შენს ნახვას – გამიღიმა მან

-ოხ – გავიცინე და ნერვიულობა რომ არ შემტყობოდა, ფანჯარას ჩავუწიე – აბა, რასაპირებ? (ღმერთო, როგორ მომწონს!)

-ვაპირებ, მარტომ რომ გნახო.

(დაცვის ბიჭს რა ამბიცია აქვს – გავიფიქრე ჩემთვის)

-რატომ, რამე საქმე გაქვს? – თავი გამოვიშტერე მე

-ნტ – თავი გადააქნია მან – მეგობრობა მინდა

გამეცინა

-რა იყო, არ გჯერა? – დაინტერესდა ის

-მემეგობრე, არ მაქვს პრობლემა – გავიცინე მე

-ხოდა, მაშინ შენი ნომერი მომეცი, მეგობრულად –თვალი ჩამიკრა მან

-კარგი – გავიღიმე და ნომერი ჩავაწერინე. პრინციპში, მაინც არ ავიღებ და რა აზრიაქვს- ისევ ჩემთვის გავიფიქრე მე და მხიარულად გადმოვედი მანქანიდან.

***

მას მერე, რაც მე მეასედ ავკრიფე ნინას ნომერი და ასევე უშედეგოდ დავკიდე ყურმილი,ამაშუკელმა გამომიარა და ბიჭებთან ავედით, ვსვამდით. რომ არ დამელია, ალბათ,მარტივ მამრავლებად დამემსხვრეოდა ტვინი. ეს გამწარებულზე სმა მაგარი

Page 16: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

გამოსავალი გვაქვს კაცებს. ანუ ეს იგივეა, რაც გაბრაზებულზე ხმით კარგად დაგემრიელად იტირო. ისე, როგორც გოგოები აკეთებენ. კაცს ეგრე რომ არ შეუძლია,ამიტომაც სვამს. უბრალოდ ერთი რამე გვერევა: შეიძლება სასმელს გული კიგადააყოლო, მაგრამ მერე ისე გაგიმძაფრდეს ემოცია, რომ უარესი გააკეთო – მანქანადაამტვრიო, მიხვიდე, იჩხუბო, იყვირო ან სიყვარული აუხსნა, სახლიდან ძალითგამოიყვანო, პატიება თხოვო… მოკლედ, ასწორებს სმა.. მე მაგრად მევასება. იმღამითაც ბოლომდე დავლიეთ. ნასვამზე ნაკლებად ფიქრობ და მეტად თამამდები.თუმცა, რასაც ამბობ, ყველაფერს მართალს ამბობ. გამორიცხულია, ნასვამზე მოიტყუო.რბილად რომ ვთქვა, თავი არ გაქვს ტყუილის თქმის . ძლივს გეძლევა საშუალება, რომსიმართლე აღიარო და მთვრალზეც მოიტყუო?- შანსი არაა! ამბობ იმას, რაც არის დაამბობ ისე, როგორც არის. ყოველშემთხვევავში, ბიჭი ასეა და გოგოები არ ვიცი. გოგოებსფხიზლებს ვერ ვუგებ და ნასვამ ქალზე რა ვილაპარაკო?!– რაო , ვიკო, არაო? – ასანთიმესროლა ამაშუკელმა

– ხო, არაფერია ახალი. კიდევ არ იღებს ეს გოგო ყურმილს და შეიძლება, სადაც ვნახავიქ დავუმტვრიო ტელეფონი! ეს ყურმილის „არ აღება“ ახალი სტილია? დასჯაა, თუ რათემაა? გამაგიჟა 2 დღეა! სახლში როგორ ავადგე, პროსტა, მაგრამ ისე ვარ, ალბათ მალესახლშიც ავადგები!– არ აღება მოდაშია – გაიცინა ამაშუკელმა- კიკეთში მინდოდადარჩენა და ეგეც გადავიფიქრე. მეზარება.– ვახ, ვიკო, ვიკო! – თავი გადააქნიაამაშუკელმა და კონიაკი ჩამოასხა.– ღმერთო ჩემო, ხომ შეიძლება ეს გოგო რომ აღარმიყვარდეს, ნუთუ არ შეიძლება?!– არ შეიძლება – ავტომატურად მიპასუხა მან – უნდაეწამო ლევან ცივაძე, ხომ ხედავ, ცოდვებმა შენც გიწია: )

*******

შებინდებული იყო როცა ვიკომ დამირეკა.

არ ვუპასუხებთქო რომ ვთქვი, მომენტალურად გადავიფიქრე, მისი ზარი ისეგამიხარდა.

-რას შვები? – მკითხვა მან

-არაფერს

-კიდევ ნაწყენი ხარ? – მკითხა იმავე ტონალობაში

არ ვიცი რა ჯანდაბა ვუპასუხო და ჩუმად ვარ

-კაი, ანუ აღარ ხარ – გამიღიმა ყურმილს მიღმა მან

გამეცინა მაგრამ არ ვიმჩნევ. “ნინა დაიღუპები, არ აყვე დაიღუპები”- მეძახის ჩემიშინაგანი ხმა

-ლევან, დალიე? – არ ვტყდები ბოლომდე მე

-დავლიე! – მშვიდი ტონით აგრძელებს ის

Page 17: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

-არ მინდა მთვრალი რომ მირეკავდე – ვთქვი ბოლოს

-და ფხიზელი რომ გირეკავდე, გინდა? – ისევ იღიმის ის

-სად ხარ, ე ? – სიტყვა ბანზე ავუგდე მე. ვიკოს სიცილი აუტყდა

-გეკითხები, გინდა თუ არა გინდა, რომ გირეკავდე?

-არ ვიცი! – ძლივსგასაგონად ვთქვი მე და ვიგრძენი, კიდევ ერთხელ როგორგამაჟრიალა ნერვიულობისგან.

-ანუ გინდა!

-ლევან მე არ მინდა ზედმეტი თავის ტკივილი – გულწრფელად ვუთხარი მე

-არაფერი არ იქნება, ნინა, დამიჯერე. გამოხვალ ყავაზე?

-არც მარტო მინდა შენი ნახვა – ვიუარე მე

-აი, ხომ ხედავ, ნინა, ისევ თავიდან იწყებ – ღრმა ნაფაზი დაარტყა ვიკომ

-ლევან, მართლა არ შემიძლია!

-რატომ, შეგჭამ? – ისევ იცინის ის

-არ მინდა, რა..

– ვერც ვხსნი ბოლომდე

-ნუთუ არ შეიძლება, რომ შემთხვევით მენახე თბილისში, ქუჩაში და ერთად ყავადაგველია? სვეტიცხოველში გამომყევი და ჯვარი დავიწეროთ-მეთქი კი არ გთხოვ.ვიკოს სიტყვებზე სახე გამებადრა და სიხარულისგან კინაღამ დავიკივლე, მაგრამმალევე მოვედი გონს და გავჩუმდი.

-ნახევარი საათით! – წინასწარ შევათანხმე მე

-უხ, ეს შენი „ნახევარი საათი“ : ) კარგი! – გაეცინა მას – 2 წუთში სკვერთან ვიდგები,ჩამოდი!

ვერ ვიტან “გადატყლარჭულ” გოგოებს. გადაკოცნისას პირში რაღაც დაუდგენელიპარფუმერიის გემო რომ გრჩება. რაღაც გაჯნარევ-ტონალურ-რუმიანული. მაგრამ მაინცყველაზე კოშმარი მგონია, გადაკოცნის მერე პარფიუმერიის ბრჭყვიალები რომ გედებალოყაზე და გეი-აღლუმიდან გამოქცეულ ტიპს რომ ჰგავხარ, “მუჟიკური” გარეგნობით.(თუმცა მაინც უცნაურად ლოყებბრჭყვიალა ეფექტით). რა მარაზმია, ღმერთო ჩემო, არმესმის. უდიდეს პატივს ვცემ ყველას, ვინც ძალიან ოდნავ, იყენებს ამ საშუალებებს.ზომიერად ისმევს მაკიაჟს და ბუნებრივობას არ კარგავს.

Page 18: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

ნინა საერთოდ არ იღებება, ძალიან იშვიათად, ისიც ძალიან ოდნავ.. თმა აქვს გრძელი,ოდნავ მოჩალისფრო და ძალიან ბრჭყვიალა. მწვანე თვალები და ხორბლისფერი კანიაქვს. მე თუ მკითხავთ, სულ ყველაზე ლამაზია! მარტო ლამაზი რომ არის მაგიტომ კიარ გავგიჟდი? გაბრაზებულიც, მოწყენილიც, გახარებულიც, ჯინსებშიც და კედებშიც,ქუსლებზეც და სვიტერშიც ძალიან თავისუფალი და უშუალო რომ არის, მაგიტომშემიყვარდა. მიყვარს ის, რომ არაფერს არ მთხოვს, იცის მოკითხვა “როგორ ხარ?”- არისდა არა “სად ხარ”? მიყვარს მისი არომატი.. ყოველთვის გრილი და გამჭვირვალე….. აი,რომ ჩაეხუტები და ფილტვის ფსკერამდე შეიგრძნობ ამ სურნელს. მიყვარს ის, რომარასდროს იტყუება. ემოცია სახეზე ეტყობა და არა ჟესტიკულაციაზე. მიყვარს მისითვალები.. ზურმუხტისფერ-მოხავსისფრო, ლამაზი, მეტყველი თვალები. მიყვარს, რომძალიან ხალისიანია,მაგარი იუმორის გრძნობა აქვს და ყველა სიტუაციაში პოზიტივსეძებს.. მიყვარს, რომ თავზე არასდროს მახვევს საკუთარ აზრს. მიყვარს, რომ ვგრძნობ,თუ როგორ მიყურებს. ისეთი მზერა აქვს, რომ მზად ვარ, აფხაზეთი დავიბრუნო – თანმარტომ! და მიყვარს იმიტომ, რომ ასეთი მაგარი გოგოა!

სოფო ჩანქსელიანი

მე და სოფო უბნელები ვიყავით. ის ბაზალეთზე ცხოვრობდა, მე კავსაძეზე. ერთსკოლაში ვსწავლობდით. თურმე მთელი ბავშვობა ვუყვარდი. ძაღლიც მარტო იმიტომაყიდინა მშობლებს, ეზოში რომ ხშირად ყოფილიყო. არც მახსოვს როგორ გავიცანი, 17წლის რომ ხარ, ყველაფერი ძალიან მარტივია შენთვის. სამეგობროში პირველი ვიყავი,ვისაც შეყვარებული ჰყავდა და ეს ფაქტი ძალიან მომწონდა. რაღაც კაცად (თუ დიდად)ვგრძნობდი თავს, რა უტვინო ვიყავი, მეცინება!

რომ გამოვაცხადე, ცოლი მომყავსთქო, ჩემი მშობლები ძალიან დაიბნენ. ლიკა საერთოდისტერიკაში ჩავარდა. იმის მერე უფრო გაგიჟდა, რაც სოფოს სვანური წარმომავლობისადა მკაცრი წესების შესახებ გაიგო. მაგრამ, არაფერმა გაჭრა. მაგ ასაკში წინააღმდეგობასროცა გიწევენ, კიდევ უფრო მეტად ჯიუტდები – დაუწერელი კანონია. წკაპ! და აი, ასემარტივად მოვიყვანე ცოლი. 18 წლის ბიჭმა 17 წლის გოგო! რაოდენ უცნაურადაც არუნდა ჟღერდეს, 20 წლის ასაკში მივხვდი, რომ ცოლი არ მიყვარს. ისე და ასე კი არა,საერთოდ არ მიყვარს!

არც ის ვიცი, საერთოდ თუ მიყვარდა. როდესაც პატარა ასაკში ოჯახს ქმნი, (დაარამხოლოდ პატარა ასაკში, ისედაც, უმრავლეს შემთხვევაში) გოგოზე ძალიან ბევრირამეა დამოკიდებული. სოფო არაფერს თმობდა, პირიქით, სულ ის იყო მართალი, მე-დამნაშავე. ეჭვიანობდა ყველაზე და ყველაფერზე! ბავშვობის მეგობრებზეც, კი!

არც ჩემი მეგობრები მოწონდა, არც მათი კომპანია. არსად არ მომყვებოდა, სულმაკონტროლებდა, სახლიდან გავიდოდი თუ არა, 200 ჯერ მირეკავდა. ისტერიულადმამოწმებდა… ბოლოს ნერვებმა მიმტყუვნა! ყოველდღე ვჩხუბობდით… არ შედგა!არაფერი გამოვიდა. ურთიერთობაში გავიყინე… აღარ მიყვარდა! და მანაც არაფერიგააკეთა იმისთვის, რომ მასთან ყოფნა მომენდომებინა. მე ძალიან სამართლიანი ვარურთიერთობებში. არ შემიძლია თვალის დახუჭვა, არც ტყუილი შემიძლია! 2 წლისთავზე დავისვი და ყველაფერი ვუთხარი. ისტერიკა დაიმართა, საყვარელი გყავს დამაგიტომ გინდა ჩემი მიტოვებაო, მამით და ბიძებით დამემუქრა. რაც კი მტვრევადიიყო, ყველაფერი დალეწა. კარი გამოვიჯახუნე და გამოვედი… ისტერიჩკა!!!! ეგეთი

Page 19: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

გოგო ხო ღირსია, მართლა საყვარელი გაიჩინო?!… ისეთი გაღიზიანებული ვიყავი,საერთოდ არაფერი მინდოდა. ახალი ურთიერთობა კი არა, ქალის დანახვა არ შემეძლო.საერთოდ ჩავკეტე ეგ თემა, არ ვლაპარაკობდი საერთოდ. ყელში ამომივიდა! აღარმინდოდა ახალი ურთიერთობა, ახალი ვალდებულება, საერთოდ სერიოზულიარაფერი მინდოდა. არ მინდოდა იქამდე, სანამ…

Page 20: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

“ალკოჰოლნარევი პარფიუმი”-როგორ ხარ?

-კარგად, შენ?

-მეც.. არ გძინავს?

-არა, ფილმს ვუყურებ – ღიმილი ყურებამდე გამეხა სიხარულისგან

-არ გშია?

-ღამის პირველზე არ ვჭამ – სიცილი ამიტყდა მე

-“ვაფშეტა” ორია, მაგრამ ეგ სიტუაციას არ ცვლის – გაიცინა მან

მეც გამეცინა

-კაი, მაშინ ყავა დავლიოთ! – მანქანა დაქოქა ვიკომ

-ლევან, არ გვინდა ხალხში გამოჩენა, რა! – თითქმის მუდარით ვთხოვე

-ნინა, ამ დროს სძინავს ხალხს. ვინ უნდა დაგვინახოს? – ისეთმა თავდაჯერებულმამითხრა, უარი ვეღარ ვუთხარი და გავჩუმდი.

-მაშინ სახლთან არ მომაკითხო, ქუჩის კუთხესთან გააჩერე

-და ფეხით რომ მოხვიდე, არ გირჩევნია? რა ქუჩის კუთხესთან, შუაღამისას სად უნდაიარო? უცბად მოვალ და შენც უცბად ჩამოდი – გამიღიმა მან

კამათს აზრი არ ჰქონდა, ამიტომ დავთანხმდი.

მანქანა სანაპიროს მხრიდან გავაჩერეთ და ბამბის რიგისკენ წავედით.

მიყვარს თბილისის ასეთი საღამოები.

ჰაერში სუფთა არომატი და სითბონარევი ალკოჰოლის სურნელი რომ იგრძნობა,სადღაც, მუსიკაც.. თუნდაც შორს და თუნდაც ფრაგმენტულად…..

ნაწყვეტ-ნაწყვეტ ქარის მოტანილ რიტმს რომ აყვები და ისე რომ აგრძელებ ქუჩაშისიარულს..

ღამეს სხვა, ძალიან ძლიერი, მაგიური ძალა აქვს..

მიყვარს თბილისის ღამეები.. ზაფხულში ამ ქალაქს ღამეც ღვიძავს და იმავე ტემპით

Page 21: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

ცხოვრობს როგორც დღე, მე ვიტყოდი, კიდევ მეტად პომპეზურადაც კი.

ბამბის რიგის კუთხესთან მამაჩემის მეგობრის გადაფხრეწილად მთვრალი

ბიჭი – გიგი შეგვხდა. თან არაბუნებრივი სიხარულით, ან როგორ მიცნო და არ ავერიესხვაში, მაშინ როცა მას ფეხიც საგრძნობლად ერეოდა – არ ვიცი!

ეჭვის თვალით დაათვალიერა ვიკო, მაგრამ ალბათ მიხვდა, ნამდვილად უადგილო იყოამის გარჩევა, ამიტომ ასევე ფეხარეული წავიდა.

– კიდევ ერთი სიტყვა რომ ეთქვა შენთვის, კიბიდან დავაგორებდი – მშვიდადწამჩურჩულა ვიკომ ყურში და ხელი გადამხვია.

– გითხარი, არ გვინდა ყავის დალევა, თან ასეთ ადგილას –მეთქი. მაგრამ შენ არ გესმისქართული და რა გავაკეთო?! – აღვშფოთდი მე

– იტალიურად მითხარი, იქნებ გავიგო – წამისისინა მან და სიგარეტს გაუკიდა.

აღნიშნულ ადგილს მოვუახლოვდით, თუ არა, იქ იმდენი ხალხი დამხვდა, გარუჯულიკანის მიუხედავად, საგრძნობლად გავფითრდი. ვიწროდ ჩარიგებული მაგიდებიდანიფრქვეოდა სასმელნარევი ძვირფასი პარფიუმის არომატი. თბილისის ბომონდიშესანიშნავად ატარებდა ზაფხულისთვის უჩვეულოდ გრილ ღამეს გარეთ, ღია ცის ქვეშ,მეგობრების ატმოსფეროში.

პირველივე კაფიდან ვიკოს დაუძახეს და დაიწყო ჩემი წამება. გონებაშეზღუდული თუმივა ღამის 3 საათზე იქ, სადაც სრულიად საქართველო ერთობა. რომ გეკითხა, ხალხსვერიდებოდი! რა უტვინო ვარ, ღმერთო! -გავიფიქრე დანანებით და იმედიანადდავუწყე სხვა მაგიდებს თვალიერება, იქნებ მართლა არავინ იყოს ჩემი ნაცნობი.. ერთიშეხედვით, მართლაც არავინ ჩანს..

ვდგავარ დიდი, განათებული ქუჩის ლამპიონთან, და ვფიქრობ, რომ არასწორია, იმისკეთება, რასაც ვაკეთებ. “რა მინდოდა.. რატომ გავები ამ უაზრო შარში, თუ თავიდანვეიცი, რომ არ შეიძლება, რატომ არ წყვეტ, მაშინვე?!” – ვეკითხები ჩემს თავს და ისევავტომატურად ვასწორებ მდგომარეობას – იმიტომ, რომ არც არაფერი ხდება,ბოლოსდაბოლოს ყავას ვსვამ, მართლა ჯვარს ხომ არ ვიწერ?! – დავიმშვიდე თავი დასიგარეტს მოვუკიდე.

-აქ დავლიოთ ყავა?! – ვიკომ ხელი გადამხვია და მაგიდაზე მიმითითა

-დავლიოთ – ვთქვი მე და ხელი გავაშვებინე. ვიკოს სახე შეეცვალა, მაგრამ არ შეიმჩნია.ყავა შეკვეთილი არ გვქონდა, ვიღაცამ ზურგს უკან რომ დამიძახა:

-ნინა? როგორ ხარ? – ტირილით მოვბრუნდი და ჩემი ნათლიის შვილი რომ დავინახე,შვებით ამოვისუნთქე.

-კარგად ვარ, შენ? – გავუღიმე ნათიას და მაგიდასთან მოვიპატიჟე – ყავას არ დალევ?

Page 22: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

-არა, იყოს – მითხრა მან და სახეზე კითხვის ნიშნები გამოესახა – ვინაა ეს მაგარი ბიჭი –თითქმის ჩამკივლა ყურში მან. ვიკოს ყავა გადასცდა და სიცილი აუტყდა.

-ლევან ცივაძე – წამოდგა და ხელი გაუწოდა ნათიას

-ძალიან სასიამოვნო – გაინაზა ხმა ნათიამ და ასევე ხმამაღლა წამჩურჩულა – “ერთადხართ”?

-არა ცალ-ცალკე, თუმცა ყავის სმა მოგვინდა ერთად და ამიტომ აქეთ გადმოვჯექით –გადაიხარხარა ვიკომ

-კაი, მიდი ნინა, აღარ მოგაცდენ, გოგოები ვზივართ იქით ნატუნას დაბადებისდღეა,გამოგივლი ამ დღეებში.. სასიამოვნო იყო, ნახვამდის – აჩქარებით დაემშვიდობა ისლევანს და გაბრუნდა.

-კიდევ ვინმე რომ გამოგვეცხადოს, ჩამოგახრჩობ! – ვუთხარი ლევანს საყვედურით

-კაი, აბა რომელ ლამპიონზე ჩამომკიდებ, უკვე დავიწყო ლამპიონების შერჩევა? –მითხრა მან სიცილით და ცაში აიხედა. ავიხედე მეც. მოჭედილი იყო ვარსკვლავებითცა. ყველგან ზაფხულის თბილი არომატი იგრძნობიდა.

მთელი ქუჩის გაყოლებაზე ფერად-ფერად საჰაერო ფრანებს გრილი ნიავი მოუსვენრადათამაშებდა.

-რაღაც უნდა გკითხო – დაიწყო ვიკომ მშვიდად

-გისმენ – ვთქვი მე და ყავა მოვსვი

-ცოლად გამოყვები? – მკითხა ვიკომ სერიზული სახით და ღრმა ნაფაზი დაარტყა.

ისე დავიბენი ხველება ამიტყდა. ვიკოს გაეღიმა

-არ გეხუმრები, მიპასუხე!

-რანაირად, ლევან? – სიცილი ამიტყდა მე. ნერვიულობისგან სიგარეტს მოვუკიდე დალატეს ჭიქას დავუწყე თვალიერება.

-შემომხედე, რომ გელაპარაკები

-აჰა, გიყურებ – თვალი გავუსწორე გაღიმებულმა და გულისცემა საფეთქელთანვიგრძენი.

-ხომ იცი, შენ რაც ხარ ჩემთვის?!

-ლევან! – მშვიდად გავაქნიე თავი მე

-ნუ მაწყვეტინებ! – თითქმის მთხოვა მან – ხომ იცი?

Page 23: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

-არ გინდა – ისევ ვაგრძელებ მე – შენც არ იცი რა გინდა, თან ნასვამი ხარ.

-მითუმეტეს, ნასვამზე არ იტყუებიან – გამიღიმა მან – გავაწერ ხელს და გამომყევიცოლად.

-არ შემიძლია – თავი გავაქნიე მე

-რა არ შეგიძლია? – დაიბნა ის

-ამ თემაზე აქ, ნახევარი თბილისის გასაგონად ლაპარაკი.

-მითხარი, გამომყვები? – არ შემეშვა ის – ოფიციანტმა ფორთოხლის წვენი მომიტანა დავიკოს სიტყვებზე გაეღიმა

-ვნახოთ – ვთქვი ორაზროვნად და გავიღიმე.

-ეგ პასუხი არაა – გაეცინა ვიკოს

-დრო მოიტანს თავისას, ლევან… რაღა ჩემს გამო უნდა დაანგრიო ოჯახი..

-ჩემი ოჯახი ისედაც დანგრეულია! – მშვიდად განაცხადა მან.

ვზივარ და არ ვიცი, რა ვუპასუხო. ის რომ ვთქვა, რასაც ვფიქრობ, დილამდე უნდავეკამათო, თან არც ღირს.. ნასვამზე ვერაფერს გაიგებს..

-მე ჩემს საქმეს მივხედავ და მერე ვიცი, რასაც გავაკეთებ – სიგარეტი ჩაწვა ვიკომ დაგამიღიმა. აღარაფერი მითქვამს. ფორთოხლის წვენი მოვსვი და ცაში მოცეკვავე ფრანებსავხედე. სადღაც გულის სიღრმეში ძალიან მეტკინა, მაგრამ არც ეგ შემიმჩნევია.

-უკაცრავად, ხილს ახლა კრეფთ, თუ რა ხდება? – ისეთი მოკრძალებული ტონითმიმართა ოფიციანტს, რომ მან გაბრაზებაც ვერ შეძლო

-ახლავე – იყო პასუხი, რომელსაც მოკრძალებული სიცილი მოჰყვა.

-დეგენერატი ხარ! – სახეზე მენიუ ავიფარე მე – არ ვარ მე შენთან ერთად!

-ეს გოგო ცალკეა და ის გადაიხდის – გასძახა მან მიმტანს

-აუტანელო! – გადავიხარხარე მე და სიგარეტის კოლოფი ვესროლე

-ხილი ერთი საათის წინ შევუკვეთეთ, აშკარად, არა?! – მხრები გაოცებით აიჩეჩა მან.

როგორც იქნა, ნანატრი შეკვეთა მოიტანეს.

-გინდა გზის პირას წავიდეთ და იქ შევჭამოთ?

-რა მოიგონე? – სიცილი ამიტყდა მე

Page 24: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

-წავედით! – გადამიწყვიტა მან – ჩვენზე რამდენია?! ა, კიდევ იცით რა მითხარით,თეფშიანად რომ წავიღო ეს ხილი, რა ეღირება?

-თეფშიანად?- ვერ გაიგო ოფიციანტმა

-დიახ – გაიცინა ვიკომ – ეს თეფში რა ღირს?

-წარმოდგენა არ მაქვს, ვიკითხავ – ისევ გაეცინა მიმტან გოგონას და გაოცებული სახითშებრუნდა კაფეში. ვიკომ ანგარიში გადაიხადა და უზარმაზარი თეფში ხილიანადწამოიღო.

-ძალიან პრაქტიკულია, თან მოდიხარ, თან ალუჩას ჭამ – მიხსნიდა გზაში ის

-ასე, სულელივით რომ მოდიხარ, საერთოდ არ ხარ თვალშისაცემი – გიჟივითმეცინებოდა მე

– ა,შენ გინდა რომ წამოიღო? არაა პრობლემა – მითხრა მან და ხილის თეფშიგამომიწოდა. სიცილისგან ჩავიკეცე. ჩაიკეცა ისიც და თეფში ქვაფენილზე დადო.

სრულიად მთელმა ბამბის რიგმა ჩვენ დაგვიწყო ყურება.

-დედას გაფიცებ, რა მოწიეთ? – თავზე ლევანის მეგობარი ბექა ამაშუკელი დაგვეხატა

-ბექა, ძალიან ცუდად ვარ – ძლივს ამოვისუნთქე მე და ისევ სიცილი ამიტყდა.

-ეს რა არის? – ხილით სავსე თეფშს დახედა ამაშუკელმა და კიდევ უფრო დაიბნა

-ეს არის კათარზისი – ყურში ჩაჰკივლა ვიკომ და წამომაყენა – შეგვიძლია დაგპატიჟოთ,გვაქვს ალუჩა, ალუბალი და ბანანი.

-არ ხართ კარგად! – დაასკვნა ამაშუკელმა – საით?

-ვსეირნობთ! – ორაზროვნად თქვა ვიკომ და სიგარეტს გაუკიდა

-მე სახლში მივდივარ – დაუფიქრებლად ვთქვი მე

-კაი, აბა, კარგად! – დამემშვიდობა ლევანი

მეორეჯერ ჩავიკეცე ქვაფენილზე.

ამაშუკელსაც გაეცინა და სამივემ ქვაფენილზე გავაგრძელეთ სიცილი.

ძალიან შეშლილი ღამე იყო,

შეშლილი და ლაღი…

სახლში ღამის 5 საათზე მივედი.

Page 25: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

***

ერთ დღეს რეპეტიციიდან რომ გამოვედი, 8 საათი იყო. რუსთაველზე ესპრესო ვიყიდედა სეირნობა გავაგრძელე. არ მინდოდა სახლში. იმდენად მაგარი ამინდი იყო, ყველგანმინდოდა სახლის გარდა. მიყვარს შემოდგომა თბილისში, საერთოდ ვთვლი, რომსექტემბერი ყველაზე “ჩემი” თვეა. მიყვარს ქარვანარევი ჭადრები, ჩამოცვენილიფოთლების მთელი არმია და ცოფდაკარგული მზის სითბო. მელიქიშვილის კუთხესთანქართულ-ამერიკული ბანკის წინ გავჩერდი. ღიმილით ავხედე შენობას და იქვე მდგომსიმპათიურად ჩაცმული დაცვის ბიჭს მივუახლოვდი.

-გამარჯობა! – დავიწყე პრანჭვით მე

-გამარჯობა ქალბატონო, გისმენთ! – გამიღიმა მან

-უკაცრავად,

თქვენთან უნდა მუშაობდეს ერთი ჩემი მეგობარი, ლევან ცივაძე. თუ იცით, დღესმორიგეა?

დაცვის ბიჭს სახეზე გაოცება დაეხატა და პატარა პაუზის შემდეგ დაიწყო:

-დარწმუნებული ხართ, რომ სახელი და გვარი არ გეშლებათ?

-დიახ, დარწმუნებული ვარ – ისევ გავიპრანჭე მე

-იცით რაშია საქმე, ამ ბანკში ერთადერთი პიროვნება მუშაობს ამ სახელითა და გვარითდა ის ბანკის მმართველია.

ესპრესო გადამცდა. ხველება და ხარხარი ერთდროულად ამიტყდა. ვიდექი ასე,ოფიციალურად გამასხარავებული ვიკოს მიერ და არ ვიცოდი, რა მექნა. დაცვის ბიჭმაცოტახანი მიყურა და მერე მანაც გაიღიმა.

-რას არ გაიგებ – ვთქვი ბოლოს და ნახევრადსასვე ყავის ჭიქა იქვე ურნაში ჩავახეთქე.

-კარგად იყავით – გამიღიმა დაცვის ბიჭმა და სიგარეტს მოუკიდა.

Page 26: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

„ქალის ფსიქოლოგია“გოგოებს არც ძმაკაცობის ფენომენი არ ესმით. არადა, ვერაფრით ვერ ვხვდები, ესროგორ არ უნდა გესმოდეს ადამიანს. “დღესაც ბექასთან ერთად ხარ?”- ისე იოცებდაჩემი ცოლი, გეგონება ვღალატობდი. “დღესაც” რას ნიშნავს? რაიმე, განსაკუთრებულიდღეებია დაწესებული მეგობრებთან ყოფნისას, რეგლამენტია, თუ რა ხდება? მე რომმეკითხა, “კიდევ ფრჩხილებს იკეთებ, კაცო? რა ამბავია!” ან “ კიდევ ეპილაციაზე ხარ,ამთვეშიც? :) ” – ხომ გადაირეოდა – “დღესაც ყავას სვამ?” დროზე მობრძანდი სახლში! –დაახლოებით ესაა ბიჭისთვის ძმაკაცთან ყოფნის აკრძალვა. ქალი ის ფენომენია,რომელიც ასევე ვერ იგებს, რატომ უნდა დაეხმარო მეგობარს რამდენჯერაცდასჭირდება ეს. მაგიჟებს ფრაზა “შენს მეტი სხვა არავინ ჰყავს?, დაგანებოს თავი”. ან“კიდევ დასალევად მიგათრევს”? – დასალევად ძალით წაყვანა ისეთივე სასაცილოა,როგორც ქალისთვის შოპინგის დაძალება. რომ არ უნდა და რომ აძალებ – წადი, შენიჭირიმე, აი, ფული, იშოპინგე – და ის უარზე რომ იყოს, ჰაჰაჰა! ვერ ვიცხოვრებ იმქალთან, რომელსაც ახსნას დავუწყებ, ამას რატომ ვაკეთებ და იმასთან რატომ ვარ. არშემიძლია! აი, ის იდეალური სიტუაცია მინდა, უთქმელად რომ ყველაფერს ხვდებიან.აბსოლუტურად ზედმეტების გარეშე! ასეთია ნინა, უხ! ვგიჟდები! მაგიტომშემიყვარდა.

„კავსაძის 5ა“

საერთოდ არ მინდოდა იმ დღეს სამსახურიდან გამოსვა, აი, საერთოდ! ჩემს თავსვებრძოდი. ლევანი 2 კვირა არ მყავდა ნანახი. ვიმალებოდი. საკუთარ თავსვუმტკიცებდი, რომ არ შეიძლებოდა ამ ურთიერთობის განვითარება. ვგრძნობდი, რომძალიან მომწონდა ეს ბიჭი… მომწონდა კი არა, მიყვარდებოდა, ამიტომ მასთანყველანაირი კონტაქტი გავწყვიტე. გავწყვიტე და ავორთქლდი. გამოვცვალეტელეფონის ნომერი. საღამოებს მხოლოდ ატენზე ვატარებდი, ანისთან. იშვიათადვჩნდებოდი ჩვენი საერთო მეგობრების წრეში და თითქმის ყოველ ღამე მეტირებოდა!

– ნინა, ნორმალური ხარ? – თითქმის ჩამკივლა დედაჩემა ყურმილში.

-გამარჯობა დედა, როგორ ხარ? – მისი ისტერული ტონი ავად მეჩვენა, მაგრამ შევეცადეარ შემემჩნია.

-ვისთან ერთად ბრძანდებოდი გუშინ, შუაღამის 3 საათზე?

-ანისთან ერთად! -არ დავიბენი მე

-ვისი მანქანით დაქროდი სიგარეტანთებული?

-ანის შეყვარებულის – მეხის დაცემის მოლოდინში ტყუილების მთელი კასკადიგავჭიმე

-აჰა, ანის შეყვარებულის? გასაგებია! და გვერდით ვიკო ცივაძე რაღატომ გეჯდა?

Page 27: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

-ანის შეყვარეულის მეგობარია და იმიტომ – შევეცადე არ გამცინებოდა

-კარგი და სად იყო მანქანის პატრონი თვითონ?

-უკან იჯდა ანისთან ერთად . (შესაშური სამსახიობო ნიჭი მაქვს, ნამდვილად)

-შენ მე დებილი ხომ არ გგონივარ? გეკითხები! – იყო მკაცრი პასუხი

-არ მგონიხარ! – გავიღიმე ყურმილში

-სულ გამოშტერდი, გოგო?

-რა გინდა, დედა?

-რა მინდა? რა მინდა და სანამ გული გამხეთქია რეალობისგან, სასწრაფოდ დაამთავრეეგ მასკარადი, მამაშენის ყურამდე რომ მივიდეს, ცოცხლად დაგმარხავს და მე ვეღარცგიშველი.

და ისე, ცნობისთვის, ყველაფერს რომ თავი დაანებო, ეგ ბიჭი ჯერ კიდევ ოფიციალურქორწინებაშია სოფოსთან და სანამ სვანების კლანს არ დაუხვრეტიხარ, შეეშვი მსგავსქცევას. გარდა იმისა რომ თავი მოგვეჭრება, სიცოცხლისთვისაც საშიშია ეგ მეტიჩრობა,გასაგებია?

-არაფერი არ ხდება, დედა!

-როცა მოხდება, გვიანი იქნება! – იყო ისევ მკაცრი პასუხი – და დღესვე მოაგვარე ესყველაფერი. ბიჭი დაილია თბილისში? გონს მოდი, იცოდე.

ყურმილი დავკიდე და ტირილი მომინდა. რატომ, რაღა ეგ ბიჭი, რა დავაშავე! ისეთხასიათზე ვიყავი, არავინ რომ არ გინდა. ჩუმად რომ გინდა ჯდომა- შენთვის, სწორედისეთზე. მარა ბავშვების ზეიმს წინასწარ არავინ მითანხმებს, ამიტომაც იძულებულივიყავი ჩემი ნათლულის ზეიმზე თითქმის ძალით მივსულიყავი.

ბაღი ფალიაშვილის ქუჩაზეა, ლიმნისფერ შენობაში. იქაურობას მივუახლოვდი თუ არა,მალინისფერმა გისოსებმა თვალები ამიჭრელა. მალინისფერმა მწვანე აიწონა-დაიწონები შეცვალა..

რაღაც ნოსტალგიური გრძნობა მაქვს, ჩემს ბავშვობასთან და ძალიან მშობლიურთანასოცირებული,

დადიანის 4 ნომერში ჩემი ბაღი და ჩემი ბაღელი ვოვა კარპინსკი გამახსენდა. სწორედის ვოვა, სათამაშოს გამო პლოსტმასის ფოცხით რომ ვცემე:) ძალიან მრცხვენია, მაგრამჩემი ბრალი ნამდვილად არ ყოფილა. ხვეწნის მიუხედავად, არაფრით არ მათხოვავედრო და ნიჩაბი – არ შეგიჭამ, სილით ავავსებ და ისევ დაგიბრუნებთქო ვუთხარი,მაგრამ მაინც რომ არ დათმო, ძალიან გავბრაზდი, იქვე მიგდებული პლოსტმასისფოცხი ავიღე და თავში 2-ჯერ ჩავარტყი :) ერთი სიტყვით, გოგოს გარდა ყველაფერივიყავი. მამა დაიბარეს კრებაზე და სულ „ალქაჯი“ მეძახეს. კრებიდან გამოსულმა მამამ

Page 28: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

მითხრა, ჩათვალე, რომ არაფერიც არ მომხდარა და დაიმახსოვრე, შემდეგში კიდევ თუარ გათხოვა სათამაშო, ადექი და „ვედრო“ ჩაარტყი თავშიო – რა მყავს მამა? ჯიგარი!

ასეთი მხიარული ამბების გახსენების მერე ერთსაათიანმა ზეიმმა სრულიად მომიღობოლო. იქიდან გამოსულმა, ვიფიქრე, რომ ძალიან

კარგი იქნებოდა სეირნობით განტვირთვა. გაზაფხულმა გამომათაყვანა ზოგადად, თუზეიმმა არ ვიცი, ამიტომაც ტვინის განიავება გადავწყვიტე.

ღიმილით გავუყევი ჭავჭავაძის ქუჩას.. გადასარევი ამინდი იყო, სასიამოვნოდ რომგთენთავს და მუშაობის გარდა ყველაფერზე რომ გაფიქრებს. ვათვალიერებ მაღაზიებსდა ვფიქრობ, რა იქნებოდა ყველაფერი მარტივად რომ მეძლეოდეს ცხოვრებაში, მარ-ტივ-ად.. წამების გარეშე. აი, „პოდნოსზე“ რომ დამიდონ რაიმე და ისე მომიტანონ,ერთხელ მაინც ცხოვრებაში, ხომ შეიძლება ?! ერთი რამ მაინც! ან სამსახურიშემომთავაზონ შემთხვევით, ან პლაჟზე მწოლიარეს დამადგეს თავზე ვინმე დამითხრას: ჰოლივუდი გელოდება, გოგონა, გაიღიმე! შენნაირ მსახიობს ვეძებდი! ანქუჩაში სეირნობის დროს, აი ისე, ჭავჭავაძის ქუჩაზე მოსეირნეს , უკან გადაწეულკიკინას რომ მივიქნევ, ასფალტზე 1000 ევრო ვიპოვო! ისე თუ ნატვრაა, ცოტა მეტივინატრო ჯობს… რა, ცუდი იქნებოდა? ეგრევე ბერლინში ჩავქანდებოდი საშოპინგოდ…ჩემთანაც ხდებოდეს სასწაულები ხანდახან, ნუთუ არ შეიძლება?!

55-ე სკოლიდან სამმა ბიჭმა ჩამოირბინა. ერთმა დაუყვირა მეორეს – ხვალ მეზარებამოსვლა და არ ვიქნები, „ვაიბერში“ მომწერეთ ისტორია რას იზამსო. სიტყვადამთავრებული არ ჰქონდა, რომ ჩემთვის ამოუცნობი ფირმის მანქანის კარი გახსნა დაასეთივე სისწრაფით დაქოქა იგი. იგივე გააკეთა დანარჩენმა ორმაც. თვალი გავაყოლემხოლოდ კვამლს, მანქანას ვეღარ… და მივხვდი, რომ ახლა სხვა დროა და ახლა ყველასაკუთარი მანქანით დადის სკოლაში… 16-17 წლის ბავშვები ეძახე და ისეთიფიზიონომიით იყვნენ, რაღაც მომენტში, გაპრანჭვაც კი მომინდა:)

სულელივით ვიცინი და ვაგრძელებ გზას… მახსენდება, როგორ მივდიოდი ფეხითსკოლაში, ქარშიც, თოვლშიც, წვიმაშიც, არც ვაიბერი ვიცოდით რა იყო და მითუმეტეს,არც მობილური ტელეფონი გვქონდა. თუმცა, მაინც ძალიან მხიარულად ვატარებდითდროს… და სახლამდე მანქანით კი არა, ფეხით რომ მაცილებდა ჩემი პარალელურიკლასელი ლაშა უზნაძე, მაგაზე მაგარი არაფერი მქონია სკოლის პერიოდში…გადასარევი იყო.. : ) კუთხეში ვიღაც ზე – ელეგანტურმა ქალმა შემოუხვია, ულამაზესიკაბა ეცვა, ხელში ორი, ერთმანეთზე სიმეტრიულად დადებული თეთრი ყუთი ეჭირა დაშავი ლამაზი სათვალე ეკეთა. მომიახლოვდა და მიღიმის… ინსტიქტურად მეცგავუღიმე და უცბად მივხვდი, როგორ გადამესხა მდუღარე, როცა მან სათვალე მოხსნადა მხიარულად დაიწყო:

-ნინა, ჩემო საყვარელო, როგორ ხარ?!

-ვაიმე, ლიკა დეიდა, ვერც გიცანით – ვთქვი გულწრფელად და გული რომ არწამსვლოდა, ქვედა ტუჩი მოვიკვნიტე. გაჭრა! ტკივილმა ცოტა გონს მომიყვანა.

-სად მიბრძანდები? – მკითხა მან ღიმილით

Page 29: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

-სამსახურში მაგვიანდება – მოვროშე მე და გამახსენდა, როგორ მოვბოდიალობ აგერუკვე 1 საათი ჭავჭავაძეზე და ვიღაც „მალალეტკებს“ ვეპრანჭები გზად,უსაქმურობისგან.

-უიმე, გამორიცხულია რომ არ აგიყვანო ახლა სახლში ყავაზე და ამ უგემრიელესნამცხვარზე- ყუთზე მიმითითა ლიკამ და ისევ გამიღიმა

-ვაიმე, მართლა ძალიან მეჩქარება! – ვიწყებ ზუზუნს მე თუმცა ვიცი, უშანსო ვარ

-გამორიცხულია, ნუ! – მიღიმის ლიკა- აქვე ვართ, წამოდი და 15 წუთში გაგიშვებ- სხვაგზა არ მქონდა, კარგი-თქო გავიღიმე და ლიკას გავყევი.

-მითხარი რა, რას შვებიან შენები, მამა, დედა, როგორ არიან? რამდენი ხანია არგვინახავს ერთმანეთი, ისე დავიკარგეთ.. ისე.. რატი ჩამოვიდა, იცი? – მეკითებაგამომცდელად ლიკა

-უი, ჩამოვიდა? – მეხის დაცემის მოლოდინში ვიკვირვებ მე – დიდი ხანია?

-ერთი კვირაა, მეგობარმა დაპატიჟა აბასთუმანში რამდენიმე დღით. როგორც კიდაბრუნდება, გირეკავ და გამოდი, კარგი?

-კარგით- ვამბობ ორაზროვნად

-კარგით კი არა, აუცილებლად გამოხვალ! – მიღიმის ლიკა – იმდენი ხანია არ გინახავთერთმანეთი, რომ…

-ჰო, ფაქტიურად სტუდენტობის მერე- ვაგრძელებ დაბნეულად და სულელივით უკან-უკან ვიყურები.. სულ მგონია, რომ ვიკო გამომიხტება რომელიმე კუთხიდან..

-ხოდა, აბა, როგორ შეიძლება, მითხარი?! – აღშფოთდა ლიკა

-არაფრით არ შეიძლება!- ვაგრძელებ კიდევ მეტად დაბნეული..

ეზოში შუვუხვიეთ…

შვებით ამოვისუნთქე…

ვიკოს მანქანა არსად იდგა.. შიშით ავხედე მესამე სართულს და საკუთარი თავისდამშვიდება დავიწყე „არ დგას მანქანა, ანუ არაა სახლში, დამშვიდდი!“

-ხოდა, ასე არ ფიქრობ? – გააგრძელა ლიკამ

-მე მითხარით, რამე? – გავიღიმე დაბნეულად

-დაღლილი ხარ, ჩემო გოგო?! ახლა დაგასვენებ – თავზე ხელი გადამისვა ლიკამ დაკარი გამიღო. შემოსასვლელშივე ვიკოს არომატმა ამიწვა ცხვირის ნესტოები დამეძებარივით დავიწყე საკიდზე მისი ქურთუკის თვალებით ძებნა… ქურთუკი არსად

Page 30: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

ჩანდა.

-შემოდი რა, ნინა – დამიძახა ლიკამ სამზარეულოდან

ჩანთა იქვე სარკესთან ჩამოვდე და ნელი ბაბიჯით შევედი სამზარეულოში.

-ლატე გირჩევნია, თუ ამერიკანო? – მიღიმის ის

-ლატე – ვთქვი და შევეცადე საბოლოოდ დავმშვიდებულიყავი. არადა არ გამომდის!მაინც მღრღნის რაღაც შიგნიდან … მოსვენებას არ მაძლევს.. ყველაზე

მეტად მინდა, რომ უცბად ჩავისხა მუცელში ყავა და გავიქცე აქედან, სანამ თავზე ვიკოდამადგება. ღმერთო, რა დაგიშავე?! ტირილი მეორედ მომინდა მე და ღრმადამოვისუნთქე.

-სასწაული ქვეყანაა, საოცარად ეგზოტიკურიც და ახალიც, სიგიჟეა! ქუჩაში რომდადიხარ გგონია, რომ ყველაფერი მინის და გამჭვირვალეა, სახლები, მაღაზიები, ყველაშენობა…ხოდა ვუთხარი ჩემ ქმარს, დუბაიდან რომ არ ჩავიტანო აი ეს სერვიზი სახლში,გული გამისკდება დარდისგან-თქო. ხოდა, შევეცოდე და მიყიდა. რა სილამაზეა,თქვი?!

-სასწაული! – ვთქვი ნერვიული აღტაცებით და ყავა მოვსვი.

-მომიყევი შენზეც, რა. რა ხდება ახალი? შეყვარებული ხომ არ გყავს? – მკითხრა ლიკამდა სიგარეტს მოუკიდა.

-უი, არა – ვთქვი მე და ვინანე სასეირნოდ კი არა, საერთოდ სახლიდან რომ გამოვედიდღეს.

-რა უცნაურია .. არავინ არ გამოჩნდა შენი მოსაწონი? – ღრმა ნაფაზი დაარტყა ლიკამ

-ეგრე გამოდის – ცალყბად ვიღიმი მე და მესამედ მინდება ტირილი. ერთი კი გავიფიქრეყველაფერის თქმა, მაგრამ მაშინვე გადავიფიქრე. რა ვუთხრა, უმცროსი არა, მაგრამ შენიუფროსი შვილი მომწონს სიგიჟემდე და გამიგე, დეიდა-თქო?

-ხოდა ძალიანაც კარგი! ბედია ეს! ჩამოვიდეს ერთი ვაჟბატონი აბასთუმნიდან –მხიარულად გააგრძელა ლიკამ

თავიდან-ფეხებამდე გავწითლდი. ისე გავწითლდი, რომ მაგიდაზე მიგდებული „ვოგი“დავინიავე

-რა ცხელია ეს ყავა! – მხოლოდ ამის თქმა მოვახეხე გადარეულმა

-კომპოტი მაქვს, უკომპოტესი! თან ცივი, გინდა ? – მკითხა გამომცდელად ლიკამ დამაცივრისკენ გაემართა

-კი! – გავიღიმე მალინისფერმა და კომპოტის მოლოდინში კიდევ ერთხელ ვიკბინე

Page 31: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

ტუჩზე.

შუადღით საშინელმა პახმელიამ გამაღვიძა. საათს რომ დავხედე 3 ხდებოდა.მოსაკლავია დედაჩემი, კიდევ ის დამლაგებელი მოიყვანა, ლამზირა (ჯერ სახელი, რადღირს!) ხმამაღლა რომ იცინის (ძირითადად თავისთვის:) და ასევე ხმამაღლა რომესაუბრება საბერძნეთში მყოფ თავის დეიდაშვილ მარინას! ყველა საუბრის მოკლეშინაარსს უპრობლემოდ მოგიყვებით, ისეთ ხმაზე გაჰკივის. შემარყია ტიპშამ! ახლაცმისი ისტერიული სიცილი ისმის, რა დავაშავე ღმერთო!

ძლივს ავეხიე ლოგინს და შორტები ამოვიცვი, ისიც ძალით. რად უნდა ამ სახლსკვირაში 5 დღე ლაგება?- ხმამაღლა ვილანძღები მე – ჩემი ოთახის მეტი დასალაგებელიისედაც არაფერია, რატომ იბარებს ამ „მეცო-სოპრანოს“ მქონე კენტავრს სახლშიდედაჩემი, ყოველ მეორე დღეს, ვერ ვხვდები. თავი მისკდებოდა, სასწრაფოდმესაჭიროებოდა სითხე, ბევრი სითხე, ძალიან ბევრი!

კორიდორში ნაცნობი არომატი მომხვდა ცხვირში, მაგრამ ყურადღება არ მიმიქცევია.გამოყოლილი მაქვს ზოგადად ნინას არომატი, ყველგან მეჩვენება. განსაკუთრებითმაშინ, როცა ძალიან მენატრება-ხოლმე. საკმარისია წარმოვიდგინო, და მისი სიახლოვეგარანტირებული მაქვს წარმოსახვაში. ამ ქალის ისტერიულმა სიცილმა უბრალოდწყობიდან გამომიყვანა, ამიტომ მთელი ძალით შევაღე სამზარეულოს კარი… დამივხვდი, რომ საბოლოოდ დამემართა „ბელაია“ : ჩემს სამზარეულოში ნინა იჯდა დაარც მეტი, არც ნაკლები, დედაჩემს მხიარულად ესაუბრებოდა!

-ლევან, რა სახე გაქვს? – შეშფოთებით შემომხედა ლიკამ

ვდგავარ კარებში, არ ვინძრევი. მგონია, რომ მესიზმრება, ან ისევ მთვრალი ვარ, ანგავგიჟდი!!!

-ცუდად ხარ? მიპასუხე!

-არა – საიდან ამოვუშვი ხმა თვითონ არ ვიცი

-ლევან, ლურჯი ხარ! – თითქმის დაიკივლა ლიკამ – მგონი დროა, ნაკლები სვა!

-ლურჯი ვარ? – გავიმეორე მე და ნინას შევხედე. ნინას მიტკლისფერი ედო. რა ფერთაგამაა, ღმერთო ჩემო – გავიფიქრე გულში

-ხო, ლურჯი ხარ სრულებით, მოდი, დაჯექი.

-არა, არ მინდა, მგონი რაღაც მომეჩვენა… გადამივლის – თვალი ოდნავ მოვჭუტე დამაცივარს დავეყრდენი სრული სერიოზულობით, მართლა რომ არ წავქცეულიყავი.

-ნინა, უკაცრავად, ეს ჩემი უფროსი ბიჭია, გაიცანი – უხერხულად დაიწყო ლიკამ –მაისური არ გაგაჩნია, შვილო? – ღიმილით კბილებში გამოსცრა მან

-უი, მართლა ? რა სასიამოვნოა, ნინა- მითხრა ნინამ და ხელი გამომიწოდა. მისულამაზეს ხელს დავხედე და თვალები იქამდე დავხუჭე, სანამ სრულიად არ

Page 32: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

დაბნელდა ირგვლივ. ვერაფრით ვერ ვიჯერებ, რომ ეს ამბავი აქ, დედაჩემისსამზარეულოში ხდება.. იცოდეს ლიკამ სიმართლე, თავისივე ხელით გამოიჭრიდანამცხვრის მწვანე დანით ყელს.:)

-ეს ჩემი მოურჯულებელი შვილია, რატის არ ჰგავს – ღიმილით აგრძელებს ის

-აბა, სად შევედრები ცაზე მაღალს – გამეღიმა მე თან ვცდილობ, რაღაც ლოგიკამოვნახო ნინასა და ჩემს სამზარეულოში ყავის სმას შორის.

-ლევან, ეს იცი ეს რომელი ნინაა?- მხიარულება შეემატა ლიკას ხმას

-რომელი?- ავყევი დედაჩემს მშვიდად

-ხომ გახსოვს მამას მეგობარი, მერაბ გელოვანი? – აი მერაბის შვილია. ვაპირებ, რომმოვიტაცო რატისთვის და სახლში დავისვა.

ნინას ხველება აუტყდა, მე კი ისევ საგრძნობლად დამიბნელდა თვალთ. მეგონა, რომვიღაცამ ეს მწვანე დანა ტარამდე

ჩამარტყა ფილტვში და სუნთქვა გადამიკეტა. სიმწრისგან გამეცინა და სკამზეჩამოვჯექი.

-გემოვნება გაქვს ლიკა, ხო იცი?!- დავიწყე დამცინავად

-ნახე, ლევან რა გოგოა! – არ მეშვებოდა ის. გახედვაც კი არ შემეძლო ნინასკენ, ერთიგრადუსითაც ვერ ვაიძულე თავი, მივბრუნებულიყავი

-ნამდვილად, კრასავიცაა!- ვთქვი ხმადაბლა და სიგარეტს გავუკიდე.

-ყავას დალევ?

-დარიშხანს! – ვთქვი ხმადაბლა

-რა შაშხს? – ვერ გაიგო ლიკამ და კარადიდან ყავის ქილებს დაუწყო გამოლაგება – შაშხისად გვაქვს ლევან? – მხრები აიჩეჩა მან.

-არ გვაქვს? არადა მეგონა, რომ გვქონდა – არც ვიცი, რას ვბოდავ და ისტერიულადმეღიმება. ნინას სახეზე უფრო მეღიმება, ჩემზე მეტად დაბნეული ჩანგლით რომ ხატავსნამცხვრის კრემზე უაზრო ფიგურებს. მერე აბრუნებს ამ ნამცხვრის ნაჭერს ჩემსკენ დამიღიმის. მაგიდისკენ გავიხედე და გავშეშდი – „რძალი “! – ეწერა ნამცხვრის ნაჭერს.კვამლი გადამცდა და ხველება რომ დამეფარა, სიმწრით გადავიხარხარე.

ლიკამ გაოცებით შემომხედა – რა მოგელანდა?- მკითხა სიცილით

-“პროსტა” – მხრები ავიჩეჩე მე – კაი ხასიათზე ვარ!- ვუთხარი ისე, რომ ნინასთვისთვალი არ მომიშორებია. ნინამ კრემზე დაწერილი ასოები წაშალა და ყავა მოსვა.არაფერს იმჩნევს, რა ნიჭი აქვს ამ გოგოს სამსახიობო, გადავირევი!

Page 33: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

-და რომ იტაცებ, თვითონ თანახმაა, ლიკა?- გავძახე დედაჩემს, რომელიც ხილსრეცხავდა

-თანახმაა! – მითხრა ღიმილით

-რა ვიცი, რაღაც სახეზე ბედნიერებას დიდად ვერ ვატყობ! – ვიღიმი მე. ნინას ეცინებადა არ იმჩნევს.

-შენ პახმელიაზე, ხარ და მაგიტომ ვერ ატყობ – მიღიმის ლიკა

-პახმელიაზე ვარ, ბრმა კი არა – ისევ არ ვაშორებ თვალს ნინას – ანუ მოგწონს ჩემი ძმა?– ვეკითხები მშვიდად. ნინა ჩუმადაა და ყავას სვამს, მაგრამ გადასარევად ვატყობ,როგორ უკრთება ყვრიმალი ნერვიულობისგან. ასე მაშინ ემართება, როცა დაძაბულია..მე რას გამომაპარებს…

-მე მითხარი რამე? – მეკითხება მშვიდად და სიგარეტს აბოლებს

-ოსკარს გადმოგცემდი სიამოვნებით – ვთქვი ხმადაბლა და სიგარეტი შევაბოლე

-რისთვის? – ირონიულად მპასუხობს ის

-ქალის საუკეთესო როლისთვის! – ისევ გამეღიმა მე

-ბავშვებო, კომპოტი კიდევ ვის უნდა? – ლიკას დაძახებაზე გამოვფხიზლდი, მაგრამმაინც ვიგრძენი, როგორ დამეჭიმა რაღაც მარცხნივ, მკერდის მხარეს. უნდა შევწყვიტო,თორემ მართლა მომკლავს ეს სმა..

-არა ლიკა, მადლობა – სიგარეტი ჩააქრო ნინამ – მართლა გამომაგდებენ სამსახურიდანრომ არ დავბრუნდე – თავისი ფინჯანი აიღო მან, გვერდზე სპეციალურად გამედო, ისეგამიარა და ფინჯანი მაგიდაზე ჩამოდო

-რატო, კაცო, ცოტახანიც დარჩენილიყავი – მასპინძლური დავიჭირე მე

-მართლა წასასვლელი ვარ! – თქვა მან და ლიკას აკოცა – უგემრიელესი ყავა იყო,მადლობა!

-აი, რატი ჩამოვა თუ არა, გირეკავ! – ამბობს დედაჩემი და ძალიან მინდა ამ დროს ესკომპოტი გადავასხა თავზე, გაატრაკა ამ რატით, რა!

-აუცილებლად დაგირეკავთ, აუცილებლად! – ავყევი დედაჩემს მეც და ნინას თვალი-თვალში გავუყარე.

ნინა იღიმის და თვალს ჩემსკენ აპარებს, მე ვეწევი და ისეთი სახით ვდგავარ, თითქოსმაგრად მკიდია ეს საუბარი, არადა მზად ვარ, ორივე ჩამოვკიდო ფეხებით.პახმელიიდან გამომიყვანეს იმდენი მგესლეს!

-ლევან, გააცილე სტუმარი, აქვე მუშაობს, პეტრიაშვილის კუთხესთან – მეუბნება ის და

Page 34: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

მანქანის გასაღებს მაწვდის. სასიამოვნოდ მეღიმება.

-ვაიმე, რას ამბობთ?! – ისტერიკაში ჩავარდა ნინა – რად მინდა გაცილება!

-როგორ გეკადრებათ – გავიქაჩე მე – რა დამაძინებს, სტუმარი დანიშნულებისადგილამდე თუ არ მივიყვანე – რაღაც ჭკვიანური მაინც რომ თქვა ამ ქალმა, მიხარია! –2 წუთი მაისურს გადავიცმევ და მოვალ – სახეში შევცინე ნინას, რომელსაც ისევშეუკრთა ყვრიმალი და მე კიდევ ერთხელ წარმოვიდგინე, როგორ არ უნდა ჩემთანერთად მარტო დარჩენა. არ უნდა კი არა, ოფიციალურ ისტერიკაშია! და სიამოვნებისანგამეღიმა. კარადიდან მისივე ჩამოტანილი მაისური გამოვიღე და ოთახშიდავბრუნდი.

-რა კარგი მაისურია?! – მკითხა ლიკამ

-ერთმა ნაშამ მაჩუქა – ვთქვი მხიარულად და ნინას გავუღიმე

-რეებს ბოდავ, მართლა პახმელიაზე ხარ შენ! – აღშფოთდა ლიკა და ხელით მანიშნა –ენა გააჩუმე, უხერხულიაო.

– წავედით? – ვთქვი ზედმეტად მხიარულმა

-კი – კბილებში გამოცრა ნინამ და ლიკას დაემშვიდობა. ვიცმევ ქურთუკს დაკმაყოფილებისგან მეცეკვება!

-გკოცნი დედი, აბა შენ იცი – მომაძახა ლიკამ და კარი მოხურა.

რკინის კარი ყრუდ მიჯახუნდა. სადარბაზოში მარტო დავრჩით. მე ნინას ვუყურებ, ისმე.

-რა ხდება, მეღადავებით? – ვიკითხე მომხდარით გაოცებულმა

-ვინ გეღადავება, შენ არ იცი, მე რა დამემართა დედაშენი რომ დავინახე.

-არადა ვიცი, სპეციალურად წამოყევი,

ჩემი ნახვა გინდოდა – ვიწყებ მე

-მართალი ხარ და მრცხვენია აღიარება! – მეთანხმება ნინა

-აი, დედას ვფიცავარ, მეგონა, რომ ჭკუიდან შევიშალე – სიცილი ამიტყდა უცბად

-შენ არ იცი, რა სახე გქონდა, კარი რომ გააღე – ნინასაც გაეცინა

-შენ? რა დაგემართა რომ დამინახე? – სიცილს ვუმატე მე

-სპეციალურად დაგეგმილი ფილმის სიუჟეტს ჰგავდა – გაეღიმა ნინას.

Page 35: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

-რა რომანტიული ხარ – სიგარეტს მოვუკიდე სიცილით

ნინას სახეზე უკმაყოფილება შეეტყო, ამიტომ შევეცადე პოზიტიური ნოტი ისევშემებრუნებინა

-მაინც გნახე, ხედავ? შენი ფეხით ამოგიყვანე სახლში.

ნინა დუმს

-საერთოდ არ მიფიქრია, სახლში თუ იქნებოდი – აგრძელებს ის თამამად

-მოიცა რა , ზუსტად იცოდი! – არ ვთმობ მე

-ნეტარ არიან, მორწმუნენი – მიღიმის ის

-ხო მაინც გნახე? ეს ბედია, ნინა! ხედავ?

-ლიკაც ასე ამბობს რატიზე – თვალებში ჩამხედა მან და გამიცინა

-მერილინ მონროს მსგავსად შენც ძმებზე გიჟდები, ოღონდ ცივაძეებზე

-ოფიციალური იდიოტი ხარ! – მითხრა ნინამ პატარა პაუზის მერე

-უი, რატომ? – გავიოცე მე

-იმიტომ! – მეუბნება ის და თვალები ემღვრევა და მე ვიცი, რომ ეს მისი სუსტიწერტილია, რომელიც ასევე წარმატებით ვუპოვე.

-ოო, კაი რა, წამოდი, ბევრი დრო არ მაქვს, სამსახურში უნდა დაგტოვო და მივხედოჩემს საქმეებს. ნინა გაშეშებული დგას, არ ინძრევა.

-დიდხანს გელოდო? – ვკითხე მშვიდად და კიბეებზე დავეშვი. ნინა წამომყვა.

-არ მჭირდება შენი დატოვება, ჩემითაც გადასარევად მივალ! – წაისისინა მან

-რას ამბობ, ჩემი რძალი ფეხით როგორ ვატარო! – ვეუბნები მე და ვიცი, კიდე ერთისიტყვაც და ავატირებ

-თავი დამანებე, რა! – მითრა მან გაბზარული ხმით

ეზოში გავედით. როგორც ვივარაუდე, ლიკა აივანზე იყო გადმოკიდებული და ხელსგვიქნევდა. იცის, მეზიზღება, როცა მიყურებს აივნიდან, თითქოს პატარა ვიყო. სულ ასეაკეთებს, როცა სახლიდან გავდივარ, ისტერიულად მამოწმებს, მშვიდობით ჩავალსადარბაზოდან მანქანამდე, თუ – არა :)

ნინას კარი გალანტურად გავუღე და საჭეს მივუჯექი. მთელი გზა ხმა არ ამოგვიღია.პეტრიაშვილის 15 ნომერთან გავაჩერე მანქანა და ღრმად ამოვისუნთქე.

Page 36: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

-ლევან, მართლა ძალიან გთხოვ, შემეშვი! – თითქმის ტირილით თქვა ნინამ

ისტერიული სიცილი ამიტყდა.. აი ასე, ვიჯექი და გიჟივით ვიცინოდი. ნინა დაბნეულიმიყურებდა, არ იცოდა რა ექნა, თან ეტირებოდა, თან არა.

-2 კვირა რომ გირეკავ და არ იღებ ყურმილს, რა საქციელია?!

-მეზიზღები, ლევან! – იმეორებს თუთიყუშვით ის

-გუშინ რომ ეზოდან გეძახდი, ვერც ეგ გაიგე, ხო?

-ვერ!

-კალანდაძეზე რომ თვალი ამარიდე და ქუჩის მეორე მხარეს გადახვედი, გგონია, ვერდაგინახე?

-…

-რატომ იქცევი ასე უაზროდ?! – გამეღიმა მე

-არ მინდა, რომ გნახო! – იყო მოკლე პასუხი

-მე რომ მინდა?! – სიგარეტს გავუკიდე მე

-მარტო შენ ჭკუაზე ვერ ივლის მთელი სამყარო, ლევან – თვალს მარიდებს ის დაფანჯარაში იყურება ის, სულ ასე იქცევა, როცა ეტირება.

-შენც გინდა ჩემთან და რატომ მაწამებ, გამაგებინე?! – ვაგრძელებ მშვიდად

-აზრი არ აქვს ლევან, შეცდომა იყო თავიდანვე… სანამ ძალიან არ დაგვიანებულა,უნდა გავჩერდეთ.

-იმიტომ მიყვარდი, რომ სტანდარტული ქართველი გოგო არ იყავი, ჩაბჟირებულიაჩემებებით და უაზრო ფობიებით: „ურთიერთობის დაწყების“ ფობია, „ერთად ყოფნის“ფობია, „დაშორების“ ფობია, „მერე რა იქნება“-ს ფობია, მომავლის შიში… – თვალიგავუსწორე ნინას და სერიოზული სახე მივიღე.

-ვერ ამაგდებ ლევან, მაინც არაფერი გამოგივა – გამიღიმა მან

-მაშინ, გამოდის , რომ შენ მართლა რატი გიყვარს! – გამეღიმა ისევ

-მორჩა, საკმარისია! – თვალები დაუწვრილდა სიბრაზისგან ნინას, ჩანთა აიღო დაკარები ისე მომიჯახუნა, მეგონა სახეში ხელი გამარტყა.

Page 37: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

“ახალი წელი”ქალებში არ მიმართლებს :) სანამ ცოლს მოვიყვანდი, ერთ რუს გოგოსთან დავდიოდი.ნატა ერქვა, რუსაკოვა იყო გვარად. დავდიოდი ცოტახანი. რუსისთვის თავისუფალიპირადი ცხოვრება ახალი არაა, ისევე, როგორც პარტნიორის ხშირი ცვლა, მაგრამ ბედიხომ უნდა ყველაფერს ?! – ნატას შევუყვარდი. გადამეკიდა, აღარ მეშვებოდა. მერე იყოსახლში მოდგომები, მუქარა.. ხან ასე მომიდგა, ხან ისე, მაგრამ არაფერმა გაჭრა – ვერმოვატყუებდი, არ მიყვარდა! რადგან დარწმუნდა, არაფერი გამოვიდოდა, მთხოვა,ხანდახან მენახა, თვეში ერთხელ მაინც. რომ ვთქვა პატიოსნად ვასრულებდი მისთხოვნასთქო, არ ვიქნები მართალი, მაგრამ, ხანდახან მაინც ვრჩებოდი მასთან, ისე,ათასში ერთხელ, მაგრამ ვრჩებოდი. ვგიჟდები სლავი ქალების სხეულზე. გრძელკიდურებზე, მოვლილ კანზე. იმაზე, რომ ქართველი გოგოებისგან განსხვავებით ძალიანმარტივად საურთიერთონი არიან. გინდა დარჩებიან შენთან, არ გინდა, თავისთანწაგიყვანენ. არც ტელეფონის ნომერს დაგიტოვებენ და არც სახელს გეტყვიან – მიდი დამიპოვნე, თუ ბიჭი ხარო – გაიცინებენ. თბილისელ გოგოსთან ერთად ღამე დარჩენისმეორე დღეს მასთან სახლში უნდა ახვიდე და ხელი ოფიციალურად ითხოვო. რუსებსარც “მომავლის შიში” აქვთ და არც “ვაი, და ვერ გავთხოვდე”- ს ფობია, იმიტომაცყველაზე მეტს იღებენ ცხოვრებისგან და არ მისტირიან არც ერთ რომანსა და თავისდაკარგვას. მევასებიან რუსები! მარტივია მათთან ურთიერთობა :) იმ ზამთარს, ახალწელს რესტორანში ვხვდებოდით. მე რომ მივედი ბიჭები უკვე ძალიან მთვრალებიდამხვდნენ. ნინამ რათქმაუნდა დააგვიანა :) მაგრამ რომ მოვიდა, ისეთი მოვიდა, რომჭვიშტარი გადამცდა ემოციისგან და ზუსტად 15 წუთი დამჭირდა გონზემოსასვლელად. მაგარი გრძნობაა არაფერს რომ არ იმჩნევ, უფრო სწორედ მე კივიმჩნევდი, მაგრამ ნინას დაჟინებული მოთხოვნით ვცდილობდი ზედმეტადთვალშისაცემი არ ვყოფილიყავი. საშინლად აზარტული იყო, ეს ყველაფერი დამეცინებოდა, ნინამ ასე რომ ამიყოლია. რაღა დაგიმალოთ და რესტორანში ძალიანმოსაწყენი სიტუაცია იყო. სიგარეტი ავიღე და ნინას თვალით ვანიშნე, გამომყოლოდა.მანაც არ დააყოვნა.

-რას შვები? – გავუღიმე მე

-ძალიან უაზრო სიტუაციაა, თუ მე მეჩვენება? – მთქნარებით დაიწყო ნინამ

-ძალიან მოსაწყენია! – დავეთანხმე მას

-რა მუსიკაა? დამეძინა! – გაიცინა მან

-ხო, სულ მეგონა, რომ დები იშხნელები ან ახლა გამოვიდოდნენ ბანტიანი გიტარით, ანცოტახნის მერეϑ

ნინამ ისე გაიცინა, ხელი შევაშველე აივნიდან რომ არ გადავარდნილიყო.

-მოდი რა, მოვტყდეთ – უცბად გიჟურმა აზრმა გამიარა თავში

Page 38: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

-და სად წავიდეთ? – მხრები აიჩეჩა მან

-სადმე! სად გინდა?

-მოდი მაკდონალდში მივიდეთ! – თვალები სიხარულით აუციმციმდა ნინას

-ახალ წელს მარტო იაღოველები თუ მიდიან მაკდონალდში – გამეცინა მე

-ხოდა, მომბეზრდა ეს საცივი და გოჭი. წამო, რამე სხვა სტილის საჭმელები ვჭამოთ.

ნინას ხელი გადავხვიე და ზუსტად 15 წუთში დავტოვეთ მოსაწყენი რესტორანი.

მაკდონალდსი ცარიელი იყო.

მხოლოდ ერთი ჭორფლიანი ბრიტანელი იჯდა და მშვიდად სვამდა ყავას თავისთვის,სულ არ ედარდებოდა ახალი წელი. ეჭვი მაქვს, არც ძველიც.

-მოდი, რა ფანჯარასთან?! – მთხოვა ნინამ. უხმოდ დავემორჩილე.

-ისე დავიღალე, რა თვითგვემაა ეს ქუსლიანი ფეხსაცმელი, ვინ მოიგონა?! ან რატომჩავიცვი საერთოდ?

-გაიხადე თუ გაწუხებს – შევთავაზე თავაზიანად

-მართალია – დამეთანხმა ნინა. თვალის დახამხამებაში ფეხსაცმელები გაიხადა, სკამზეშემოდო და ფეხმორთხმით მოთავსდა სავარძელზე. სიცილი ამიტყდა.

-რატომ იცინი? – გაოცებული მეკითხება ის

-ძალიან გიჟი გოგო ხარ! – ისევ გავუღიმე მე

-შენ რომ ვინმეს სიგიჟე გაგიკვირდება, რა! – გაიცინა მან

უცბად კარი გაიღო და მივხვდი, რომ ბედი მართლა არ გამაჩნია! დარბაზში შემოვიდანატა რუსაკოვა. “რაღა შენ… და რაღა აქ“ – ლამის ხმამაღლა ვთქვი მე.

-ვიკოო! – ისე დაიკივლა ნატამ ინსტიქტურად წამოვდექი

-როგორ ხარ, ნატა?

-კარგად, შენ ? с новым годом, милый – ჩამეხუტა ის.

-მეც არამიშავს, გილოცავ!

-ой, ти не один ?

-გაიცანი, გელოვანი ნინა – ძალით გავიღიმე მე

Page 39: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

ნატამ ნაძალადევად გაიღიმა და ძალიან სასიამოვნოაო – წაილუღლუღა მერეშებრუნდა და უცბად გავიდა შენობიდან

-ძალიან დავძაბე შენი დაქალი – მხიარულად გააგრძელა ნინამ

-მგონი, მართლა დაიძაბა – ვთქვი დაუფიქრებლად

-რატომ შემოვიდა, მგონი ისიც დაავიწყდა – გადაიხარხარა მან – აშკარად შიოდა მაგგოგოს და რომ დაგინახა, მეტყველება წაერთვა. ვინაა?

-ერთი გოგოა, რა – დავიწყე ენის ბორძიკით

-ნამდვილად დავინახე, რომ ერთი იყო- დამცინა ნინამ

-ხო, პროსტა ნატაშაა, ჩემი ძველი ნაცნობი.

ნინამ გამიცინა და ყავა მოსვა.

ოხ, ეს ბიჭების ძველი ნაცნობები – ისევ გაიცინა მან. მეც გავიცინე და სიტუაცია რომშემემსუბუქებინა ნაყინის შესაკვეთად ავდექი.

Page 40: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

“პლეხანოვი”მიყვარს ეს უბანი. რამდენჯერაც ნინას ვტოვებ, იმდენჯერ, ყველაზე ლამაზ უბნადმეჩვენება. ეს ზედმეტი სიმთვრალის ბრალია, თუ ამ გოგოს გადაჭარბებულისიყვარულის, ნამდვილად ვერ გეტყვით.

-ეს ძველი სახლები მომწონს, იტალიური ეზოებით, ეზოებში რამდენიმე წყებადერთმანეთში გადაგრეხილ-გადახლართული სარეცხის თოკებითა და თვითონსარეცხით. ვიწრო დერეფნებით, დიდი შუშაბანდებით, გაზაფხულის თბილისაღამოებით, აივანზე ოჯახის დიასახლისების ჭორაობით… ეზოში კაცების ნარდისჩხაკუნითა და ერთად ღვინის სმით.

-მეც მიყვარს – ვპასუხობ და ვგრძნობ რომ მართლა მიყვარს. რაც ამ გოგოს ეხება,ყველაფერი მიყვარს, უბანიც კი.

-არ გიყვარს შენ პლეხანოვი, ადრე მითხარი ძალიან ცხელი და დახუთულიაო – წყენითმეუბნება ის

-ასე ვთქვი?! – ვერ ვიხსენებ ბრალდებას – ალბათ შენს გასაბრაზებლად ვთქვი – თავსვიმართლებ მე.

-უბრალოდ მინდა, რომ აქაურობა კარგად გააკეთოს ვინმემ. გაუმყაროს საძირკველისახლებს, გაალამაზონ და შეღებონ ფასადები… ბევრი ლამპიონი მინდა… განათებულიპროსპექტი და ღიმილიანი ხალხი.

-უი, ღიმილიანი ხალხზე ვერ შეგპირდები. ქართველი ერი, ცოტა მოიკოჭლებსღიმილში.

-რატომ? – იცის რომ მართალი ვარ, მაგრამ მაინც მეკამათება ის

-ღიმილით ევროპაში იღიმებიან, საქართველოში არის მოდაში მუქი ტანსაცმელი დამუქი გაგება.

-ნუ იგონებ! – მიღიმის ნინა – აი, მე სულ ვიღიმი და შენც

-მე შენ რომ გიყურებ მაგიტომ ვიღიმი, სულ კი არ მეღიმება?! – თავი ვიმართლე მე

ნინას სიცილი აუტყდა.

-არა ლევან, შენ ძალიან დადებითი ბიჭი ხარ – მხრებზე ჩამოყრილ თმას ისწორებს ისდა უფრო კომფორტულად ირგებს ჩემი მანქანის სავარძელს. ვუყურებ ამ გოგოს დავფიქრობ, რა იქნებოდა, თავიდანვე რომ გამეცნო, აი, ბევრად ადრე, სანამ დავიწყებდიბოდიალსა და წოწიალს, „მასოვკაში“ ათქვეფასა და უაზრო დროის ხარჯვას

Page 41: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

-ხოდა მინდა, რომ ძალიან ლამაზი იყოს ეს ქუჩა, განსაკუთრებულად თვალშისაცემი,ხომ მაგარი იქნებოდა, ლევან? – წარსულზე ფიქრისგან გამომაფხიზლა ნინამ

-კიდევ რამეს დაამატებთ? – ვეკითხები მშვიდად და თავი მართლა თბილისის მერიმგონია – აი, ეს შენობა დავტოვოთ, თუ მოვანგრიოთ? – სიგარეტიან ხელს ვიშვერნახევრადგადმოზნექილ და წელშიგაღუნული სახლისკენ და ვხვდები, ნინამ მართლარომ მოინდომოს, თვალისდახამხამებაში შიშველი ხელებით დავშლი ამ შენობას.

-რა სულელი ხარ – ჩამეხუტა ნინა – კიდევ აუცილებლად გაითვალისწინე, რომ მინდაბევრი ლამპიონი ქუჩებში.

-მე არ მიყვარს ამდენი სინათლე და შენ ეს ლამპიონები რატომ აიჩემე, ამიხსნი? –მეცინება მე და თმაზე ვკოცნი.

-არ ვიცი- მხრებს იჩეჩავს ნინა – მომწონს. განსაკუთრებით ფანჯრის მიღმა მომწონსლამპიონების ყურება. ოდნავდაორთქლილი მინიდან ლამპიონები ემსგავსებიან ცაშიგაშვებულ ფრანებს, არასდროს შეგიმჩნევია?

-არა – გამეღიმა ისევ – მაგრამ ამიერიდან დავაკვირდები – კიდევ ერთხელ ვაკოცეთმაზე ნინას და სიგარეტს მოვუკიდე.

-აი, დააკვირდი – მითხრა მან და მინას სული შეუბერა – შეხედე! – დაორთქლილიშუშისკენ მომწია მან – ხედავ? ოდნავ გადღაბნილი კადრია და ზუსტად იმ ფრანისასოციაციაა, ჰაერში რომ უშვებენ, არა?

სახე ახლოს მივუტანე და ლოყაზე ვაკოცე

-ლევან! გაიხედე! – ძალით მახედებს ის და კიდევ მეტად მეხუტება. მე ამ დროსსხეულში ისეთი სითბო მეღვრება, სიამოვნებისგან მაჟრიალებს და ვხვდები, ეს გოგოჩემი იდეალია! მისი ყველაფერი მიყვარს. ბრჭყვიალა და გრძელი ჩალისფერი თმა,მოხაკისფრო თვალები, ლამაზი კბილები და ღიმილი, რომელსაც უბრალოდ ჭკუიდანგადავყავარ! სულ მინდა, რომ ვუყურო და ვუყურო, მერე ვეფერო და მერე კიდევვუყურო, ვუყურო დაუსრულებლად! ჩემთვის ის სრულყოფილია, სრულყოფილიათხემით-ტერფამდე და არ მედარდება, ვინ ჩადგება ჩვენ ორს შორის, რადგან ვიცი, რომმხოლოდ მე მეკუთვნის! მარტო ჩემია, სამუდამოდ!

-ხედავ, რა ლამაზია ? – ხელს იშვერს ნინა ლამპიონისკენ და მიღიმის – ყველგან ამლამპიონებით განათებული ქუჩები მინდა, მეტი არაფერი!

-მე შენ მიყვარხარ! – ვეუბნები ისე, რომ საერთოდ არ მესმის მისი ტიტინი.

ნინა მიღიმის და ჩუმდება – და ვიცი, შენც იგივეს გრძნობ ნინა, რომც არაფერი თქვა,მაინც ვიცი- ვაგრძელებ მე. გენიალური სიტყვაა „მიყ-ვარ-ხარ“, ანუ მეც ვარ და შენცხარ, ამიტომ არ მაინტერესებს შენი პასუხი: რადგან ერთხელ უკვე გითხარი, ეს გრძნობაუკვე ორივეს გვეხება.

Page 42: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

ნინას ისევ ეცინება

-ძალიან აფრენ, საიდან მოიგონე?! – მეკითხება ის და ვიცი, სიგიჟემდე უხარია ჩემიასეთი გაფრენა. კაცი ყოველთვის გრძნობს გვერდით მყოფი ქალის განწყობას. თან მე,პლუს, შესაშური ინტუიცია მაქვს.

-ხო ეგრეა, მითხარი?

-რა, ლევან? – თავს იშტერებს ის – ანუ, გიყვარვარ?

-„გიყვარვარ“ – ძალიან ეგოსიტი სიტყვაა, 2ჯერ “ ვარ“-ს მოიცავს :) ამიტომ,

მე ისევ პირველ ჩვენებას ვაწვები – მე შენ მიყვარხარ!

ვიცი 100 % – ით იგრძნო მან ჩემი ემოცია და მე დავიკარგე გრძნობის ლაბირინთში…

სადაც ჩემი ფეხით შევვარდი,

მიუხედავად იმისა,

რომ მეუბნებოდნენ – არ დაიწყოო!

დაახლოებით ისეთი ცდუნებაა, მშიერს მწვადის სურნელი ცხვირის რეცეფტორებს რომგაგიღიზიანებს და იმ მიმართულებით რომ წახვალ (უკანმოუხედავად) საითაცშიმშილი წაგიღებს…

დიახ!

მე ეს გოგო მშიოდა

და მწყუროდა

და ზოგადად

ეს გოგო იყო ჩემი ხსნა,

ჩემი თავშესაფარი.

და … ავიჩემე!

არა იმიტომ, რომ „ არ შეიძლებოდა“

(როცა მომეწონა, საერთოდ არ ვიცოდი, ვინ იყო)

არც იმიტომ, რომ ის ყველაზე ლამაზია,

(ბევრია ლამაზი, რომელიც არასოდეს მოგინდება,

Page 43: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

„მოგინდება“- ყველანაირი გაგებით…)

უბრალოდ ეს იყო ჩემი ადამიანი,

ჩემი ცხოვრების ადამიანი,

გოგო ალუჩისფერი თვალებითა

და ბრჭყვიალა თმით.

Page 44: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

“თეატრში”იმ საღამოს სპექტაკლი მქონდა.

წინა ღამით ფრანგული ფილმების სეანსი მოვაწყვე.

ან რატომ გადავწყვიტე გათენება,მაშინ როცა მეორე დღეს, მთელი დღე დოღისცხენივით უნდა მერბინა,არავინ იცის.

შესაბამისად,დილით ელექტროშოკი დამჭირდა გონზე მოსასვლელად და ყავის ცივიშხაპის მიღება, ადამიანს რომ დავმსგავსებოდი.

ძალით ვჭამე საჭმელი.

გულის ფრიალით ვივარჯიშე და

ერთი მოყუდებით დავლიე ენერგეტიკული სასმელი,შუა სპეკტაკლის დროს რომ არწამსვლოდა გული.

ტაქსში „თხა და გიგოსავით“ მეჭირა სცენარი, თუმცაღა მიუხედავად იმისა,რომქართულად და შავით-თეთრზე ეწერა ტექსტი, აზრის გამოტანა მაინც მიჭირდა:)ტაქსიდან გრაციოზულად გადმოვესვენე და საგრიმიორიში მოჩვენებითი სიმხნევითშევაბიჯე.

სინათლე ავანთე,ჟაკეტი გავიხადე და…

ჩემმა კივილმა დარბაზში დაკიდებული ვეებერთელა ჭაღი შეარყია.

შიშისგან ჩავიკეცე!

საგრიმიოროში, ჩემს საკუთარ სკამზე,ჩემი პარტნიორი ლადოს კოსტუმშიგამოჯგიმული ლევან ცივაძე იჯდა და სიგარეტს ჩვეული სიმშვიდით აბოლებდა.

ჩემს რეაქციაზე კი ისეთი ისტერიული სიცილი აუტყდა,რომ მეგონა, დაიხრჩობოდა!

– ავადმყოფო შენ!

– ავადმყოფო მე!-გამაჯავრა მან-ისე,საღოლ,ნინო სურგულაძესაც კი შეშურდება შენიისეთი მაღალი ბგერები აიღე – მეცო სოპრანო!

– ღმერთო,როგორ გაკლია!- ჩანთა ვესროლე მას.

– სროლებს არ ვართ!- მთხოვა მან

– სროლა კი არა, მოსაკლავი ხარ!- ვერ ვმშვიდდებოდი მე

Page 45: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

– მზად ვარ დასჯისთვის-დამეთანხმა ის- ასე შეგეშინდა?

– არა, გავითამაშე- ენა გამოვუყავი მე- რა გაცვია, სად მიაგენი?- სიცილი ამიტყდამოულოდნელად

– ეს იმ გამოსი..შტერებულის ტანსაცმელია?- გადააკეთა სიტყვა მან

– ხო, მერე რა გინდა?- მშვიდად გავაგრძელე დიალოგი

– შენი მალინისფერი კაბის ჩაცმა მინდოდა მეტი ეფექტისთვის,მაგრამ მივხვდი, არჩამეტეოდა და ისევ ეს ფრაკი ვარჩიე.

– ძალიან დიდი მადლობა ჰოლანდიელი ტრანსვისტიტივით რომ არ დამხვდიმალინისფერ კაბაში მოკაზმული- წარმოვიდგინე ვიკო ამ „ჟაბო დეკოლტეში“ დაცუდად გავხდი სიცილისგან.

– არაფრის, არაფრის- შეიფერა მან

– გაიხადე, სპექტაკლი ნახევარ საათში იწყება!

– აქვე გავიხადო? ნახევარი საათი არ გვეყოფა,საყვარელო – გამომწვევად მითხრა მან

– ლევან,ნუ ცანცარებ!

– მე რომ ვითამაშო იმის ნაცვლად, არ შეიძლება?

– ლევან, ხომ არ აფრენ?-სერიოზულად შემეშინდა მე

– აი, კაცურად რომ ვთხოვო, ერთი დღით არ დამითმობს როლს?- სერიოზულადდაფიქრდა ის

– რას დაგითმობს? წრეში-ბურთი კი არაა, თეატრში ხარ და სპექტაკლია- მეტიდამაჯერებლობისთვის დავუმარცვლე მე

– უი, თეატრში ვართ? მე შენთან სახლში ვიყავი მეგონა- ისევ ყურებამდე გაეხა ღიმილიმას-მაინც ზეპირად ვიცი მაგის ტექსტი, თამაშს რაღა უნდა – მხრები აიჩეჩა მან

– ლევან,არ შემარყიო,იცოდე! – ტუჩები ამიკანკალდა ნერვიულობისგან

– სადაა თქვენი რეჟისორი?- სიგარეტს მოუკიდა მან

– ლევან, გეყოფა!- სრულ ისტერიკამდე ათიოდე ნაბიჯი მაშორებდა

– კარგი, რა გჭირს, მართლა კი არ გამოვალ სცენაზე- გამიღიმა მან ფერი დამიბრუნდა

– რატომ მაგიჟებ, რა გინდა?!- ამოვიკნავლე საცოდავად

– გეხუმრები, ნინა – სახეზე ისევ ღიმილი დაეხატა მას.

Page 46: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

მივუახლოვდი და ჩავეხუტე

ვიკომ მარჯვენა ხელი გამომართვა და უსახელო თითზე თვალის დახამხამებაშიულამაზესი, მთელ სიბრტყეზე თვლებით მოჭედილი ბეჭედი გამიკეთა.

– ეს რა არის?- მოულოდნელობისგან გავფითრდი

– ეს არის ჩემი ნაწილი და სანამ გიკეთია, იცოდე რომ ჩემთან ხარ, სულ!

– ლევან!- თვალები ამემღვრა სიხარულისგან

– არ მოიხსნა, კარგი? ძალიან მიყვარხარ!

– მეც- წამომცდა ინსტინქტურად

– დარბაზში ვიქნები და მერე სახლში დაგტოვებ, კარგი?

გავუღიმე.

ჩემს ტვინში რევოლუცია ხდებოდა.

ვაპაუზებდი და ვახვევდი კადრებს.

ხან თვალები მემღვრეოდა, ხან მეცინებოდა.

სად აღმოვაჩინეთ ამ ორმა არანორმალურმა ადამიანმა ერთმანეთი?!

ეს იყო ძალიან მაგარი რამ…

ეს ნამდვილად ბედისწერა იყო…

და იყო საშინლად აზარტული

თუმცაღა ყველამხრივ,

აბსოლუტურად ყველამხრივ აკრძალული თამაში :)

პირველმა მოქმედებამ მშვიდობით ჩაიარა- გული არ წამსვლია.

მეორე მოქმედებაში, იმ ეპიზოდში სადაც ლადო გამოდის და 15 წუთიან სცენასვთამაშობთ, უკონტროლო მდგომარეობა შეიქმნა.

არ მეჩვენებიდა,

არც დამსიზმრებია

აი,ასე,

Page 47: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

სავსებით მოულოდნელად

ჩემს წინ ვიკო ცივაძე დადგა და მთელი გულით გამიღიმა.

ორი ნაბიჯი გადავდგი და სკამს დავეყრდენი, რომ არ წავქცეულიყავი.

მდგომარეობა ისევ მან განმუხტა,

როცა ზედმიწევნით ზუსტი ტექსტით დაიწყო ვრონსკის როლის თამაში.

გამოშტერებული ვიდექი სცენაზე.

გონზე ვერ მოვდიოდი, რომ ეს ყველაფერი,

აქ,

აი, ამ სცენაზე,

ორასი კაცის წინ ხდებოდა…

ჩამომახრჩობდნენ!

დამხვრეტდნენ!

რას მიზამდა ჩემი რეჟისორი, არც კი ვიცი!

რატომ, რატომ, რატოოომ?!

რა ჯვარი მაქვს ასეთი,

რაღა გიჟი შემიყვარდა!

ო, ღმერთო!

თვალები დავხუჭე, ღრმად ამოვისუნთქე და საუბარი გავუბი.

არ მახსოვს რამდენი ხანი ვიდექი სცენაზე,

მოქმედება დამთავრდა თუ არა,

კულისებში მდგარს ჩვენი რეჟისორი, თამაზ აბულაძე მომიახლივდა.

საკუთარ აზროვნებაში დავემშვიდობე

სცენას, გამოვიტირე კარიერა და ბოლო სიტყვებით ვლანძღე ცივაძე-ჩემიდამაქცეველი.რომელმაც აბსოლუტურად გაუაზრებლად, თავისი ტუტუცური ქცევითდამინგრია მთელი ჩემი შეგნებული არსებობის მანძილზე ამ საქმეში ჩადებულიშრომა.

Page 48: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

– ნინა!- მომმართა მან

– დიახ ბატონო თამაზ, ყველაფერი ჩემი ბრალია… მე ვარ მოსაკლავი…

– ნამდვილად ყველაფერი შენი ბრალია.შენ რომ არა, ამ ბიჭს ვერავინ აღმოაჩენდა.

– ბატონო?- ყურებს არ დავუჯერე მე

– ძალიან ახალგაზრდაა და ნიჭიერი, დასაქმებულია სადმე? ჩვენს ახალ სპეკტაკლშიშემიძლია ერთი კარგი,მთავარი როლი შევთავაზო.

რას იტყვი, მომცემ რეკომენდაციას?!

“სანდრო მალაშხია”

მე და სანდრო მალაშხია კლასელები ვიყავით. მთელი ბავშვობა ვუყვარდი. ცოტა მეცმომწონდა.

სულ სხვა უბანში ცხოვრობდა, მაგრამ ჩემს სკოლაში სწავლობდა. დედა ჰყავდამოხუცი. ძალიან საყვარელი და ტკბილი, მაგრამ თავისი თავისთვის მოუცლელი,მოუვლელი ქალი. სახედანაოჭებული.

ხელმოკლედ ცხოვრობმდნენ. მაგრამ ამის მიუხედავად, სანდრო სულ მპატიჟებდასკოლის ბუფეტში. ეს ქალი თავიდან ყველას მისი ბებია გვეგონა. მახსოვს სანდროროგორ გაწითლდა, ბიჭებმა რომ უთხრეს – ბებომ მოგაკითხაო. ბებია კი არა,დედაჩემიაო – თქვა ნერვიულობისგან ალისფერმოკიდებულმა. მას მერე ამ თემაზებავშვებს აღარც გვილაპარაკია.

წლები ისე გავიდა, აღარც შემხვედრია არსად.

2 კვირის წინ ანის ახალი ტანსაცმლის კოლექციის ჩვენება ჰქონდა და იმ წვეულებაზევიყავი.

თავზე ერთი ფარშევანგი არ მყავდა შემოსმული, თორემ ისე, ულტრაგამოპრანჭულიგახლდით.

უკან რომ ვბრუნდებოდი ქუჩაში ნაცნობი სახე შემხვდა, მაგრამ ვერაფრით ვერგავიხსენე ვინ იყო. ვიღაც ბიჭს ესაუბრებოდა და რომ დამინახა, საუბარი შეწყვიტა

-ნინა?! როგორ ხარ? – გადამკოცნა უცნობმა

-ვაიმე, მაპატიე, ვერ გიხსენებ – შევწუხდი მე

-სანდრო ვარ, მალაშხია – გამიღიმა მან და ჩემს თვალწინ ისევ ის პატარა,შელახულშარვლიანი ბიჭი წარმომიდგა, სკოლის ბუფეტში ფუნთუშებს რომყიდულობდა ჩემთვის.

Page 49: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

-ვაიმე, სანდრო! – სიხარულით კიდევ ერთხელ გადავეხვიე მას – აქ საიდან? ასი წელიაარ მინახიხარ!

-არადა სულ თბილისში ვცხოვრობ! – მხრები აიჩეჩა მან.

კარგად ეცვა, ძალიან გამხდარი და გარუჯული იყო.

-გადასარევად გამოიყურები – ვუთხარი მე რაც მისი ტანსაცმელი 2-ჯერ ცალითვალით, თუმცა კარგად შევათვალიერე – მუშაობ?!

-ვშრომობ – გამიღიმა მან – შენ?

-მეც!

-სულ გხედავ ტელევიზიით. ისევ ისეთი კრასავიცა ხარ!

– ჩემო საყვარელო – ხელი მოვკიდე მკლავზე მას. ხელები ჰქონდა დაკოჟრილი,ნამუშევარი და გარუჯული – ახლა ახალ სპექტაკლს ვდგამთ და უცილებლად მოდი,გამიხარდება!

-მოვალ – დამპირდა ის და გამიღიმა – ანი როგორაა, კერესელიძე? კიდევ ხომ არგათხოვდა?

-გათხოვებით აღარ – გავიცინე მე – მაგრამ დიდ მოდაშია გადავარდნილი. ბევრიშემოთავაზება აქვს საზღვარგარეთ, ახლაც მისი ჩვენებიდან მოვდივარ

-მომიკითხე რომ ნახავ, იქნებ შევიკრიბოთ კიდეც, ძალიან მომენატრეთ – თქვა მან დაგადამკოცნა – გამიხარდა რომ გნახე

-მეც, სანდრო ძალიან! – გამოვტრილადი და კიდევ ერთხელ გამიხარდა, რომ ზე-გამოპრანჭული მნახა ბიჭმა, რომელსაც ძალიან ვუყვარდი ბავშვობაში. და უბრალოდსპორტულებში კი არ ჩავუქროლე (რა ფორმაშიც ძირითადად დავრბივარ ხოლმეკუსტბაზე, შაბათ-კვირას) ზუსტად ვიცი, სპორტულებშიც ძალიან მოვეწონებოდი,მაგრამ გული მაინც დამწყდებოდა დიდი დოზა პარფიუმის, გალიანოს ქუსლიანიფეხსაცმლის და პრადას ჩანთის გარეშე რომ ვენახე. (მიუხედავად იმისა, რომ ისშეიძლება, ზემოჩამოთვლილიდან ვერც ერთ ბრენდში ვერ გარკვეულიყო:).

სპექტაკლი გვიან დამთავრდა. საგრიმიოროში ვიყავი ჩემმა განათების სპეციალისტმარეზომ რომ დამიკაკუნა კარზე. კარი გავაღე და უშველებელი თაიგულით რომ დავინახეის სიცილი ამიტყდა.

-რა არის რეზო ბიძია, ეს?

-ვიღაცა უნდა იყოს შენზე უგონოდ შეყვარებული – გამიცინა მან – კულისებშიდატოვეს, შიგნით ბარათიცაა – თვალი ჩამიკრა მან

-ძალიან დიდი მადლობა – ლოყაზე ვაკოცე რეზოს და თაიგული გამოვართვი

Page 50: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

“ყველაზე არათბილისელ გოგოს მსოფლიოში”

P.S. 1 საათია დამთავრდა სპექტაკლი, გამოდი მაგ შენობიდან და პირობას გაძლევ, ჩემიხელით მოგაშორებ მაკიაჟს.”

– იდიოტი! – გადავიხარხარე მე, თმა თვალისდახამხამებაში დავიშალე, ჯინსიამოვიცვი და ხმაურით გამოვიკეტე საგრიმიორო.

– “გათენდა, ეს მერამდენედ გათენდა” – სიმღერა დაიწყო ვიკომ, როგორც კი დამინახა

– რა გამღერებს ? – გამეცინა მე და მანქანაში ჩავჯექი.

– გათენდა ადამიანო, აღარც მეგონა დღეს თუ თეატრიდან გამოაღწევდი

– რა თაიგულებს მიგზავნი? – გავიცინე ისევ

– მოგეწონა?

– კი, ძალიან დიდი მადლობა! – ვთქვი პატარა პაუზის მერე

– არ მოგეწონა! – სახე მოეღრუბლა მას

– მართლა მომეწონა! – შევეცადე დამაჯერებელი ვყოფილიყავი – მაგრამ მე საერთოდყვავილები არ მიყვარს

– ოხ, აბა რა გიყვარს?

– არ ვიცი, ყვავილები საერთოდ რატომ

უნდა აჩუქო ქალს, არ მესმის – ვთქვი და გადავიკისკისე

– აბა, რა უნდა აჩუქო? მაინცდამაინც სუნამო? – გაუკვირდა მას

– მაგალითად, ვაშლები – ვთქვი მხიარულად

– რა ვაშლები? – ვერ გაიგო ვიკომ

– ვაშლი არ იცი? ხილია ეგეთი, არის წითელი, ყვითელი, მწვანე – სიგარეტს მოვუკიდემე

ვიკო გადაბჟირდა

-ვაშლი როგორ გაჩუქო, გოგო? – ძლივს ამოთქვა მან

-აი, გადასარევად ვიჩუქებ – თავი დავუქნიე მე

-სპექტაკლის მერე, ვაშლი გაჩუქო? – კიდევ ერხელ ჩამეკითხა ის

Page 51: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

-შეგიძლია ალუჩაც და მსხალიც – საქმე გავუმარტივე მე

-არ ხარ ნორმალური! – მითხრა მან და თვალის კუთხესთან მაკოცა.

Page 52: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

“რესტორანი მარანი”ვგიჟდები ქორწილებზე.

თან ახლობლების ქორწილზე.

პლუს თუ ჩემი მეგობარია, საერთოდ ჭკუა მეკეტება.

ლიკა ნემსაძე ჩემი მეგობარი და ვიკოს სკოლელი იყო. ორივე მისი ძალიან ახლობელივიყავით.

შესაბამისად ქორწილში ორივე მივდიოდით, რა თქმა უნდა ცალ-ცალკე.

-საერთოდ არაფერს იმჩნევ, იცოდე- ვაფრთხილებდი ვიკოს და თან ლიკასთვისსაჩუქარს ვეძებდი

– არაფერს არ შევიმჩნევ!- მპირდებოდა ის და უკან დამყვებოდა- სხვადასხვა სკამებზეუნდა ვიჯდეთ?

– ხო, აბა გვერდით როგორ მოგიჯდე?

-რა მოხდა, ვითომ შემთხვევით მოვხვდით ერთად- აღშფოთდა ის

-რაღა სულ შენს გვერდით უნდა ვხვდებოდე, ისიც შემთხვევით?!- გამეცინა მე- თანსულ ახლობლები ვიქნებით ამიტომ განსაკუთრებით კარგად უნდა მოვიქცეთ, გესმის,ლევან?!

– მესმის!- თავი დამიქნია მან თუმცა შევატყე, დიდად არ უხაროდა ამ თემაზე ზედმეტისაუბარი.

-მითუმეტეს რომ დალევ, არ დაიწყო სიმღერების მიძღვნები და ჰაერში ატაცებები-გამეცინა მე

-კარგი- ავტომატურად მიქნევს თავს ის – ეს საყურე?- მაწყვეტინებს მონოლოგს ვიკო დადახლთან ჩერდება.

-ლამაზი საყურეა, მაგრამ ცოტათი ალა პუგაჩოვას სტილია, რას იტყვი?!

-რატომ? ლამაზია- ცდილობს ბოლომდე არ გაეცინოს მას

-იდიოტი ხარ- ისტერიული სიცილი მიტყდება მე და ვცდილობ გამყიდველს არვაგრძნობინო, რომ ოფიციალური მასხარა მახლავს თან, რომელიც ხალხის საქვეყნოდდაცინვას არ ერიდება.

-მოკლედ, მაქსიმალურად გააკონტროლე სიტუაცია- სერიოზული სახით დავასრულე

Page 53: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

საუბარი მე- ვერც ერთი ვერ უნდა მიხვდეს რომ ერთად ვართ

-ღმერთო, რამეს მატყობ რომ გონებადაქვეითებული ვარ და მაგიტომ მიმეორებ ერთსადა იმავეს თუ repeat-ზე დააყენე ტექსტი? ვერ გავიგე – დამიმარცვლა მან. ყველაფერიათიანზე იქნება.არ ინერვიულო!

საერთოდ ეგ დღე საოცრად დაიწყო.

ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ დილით ჩამეძინა.

თმის დავარცხნაზე 11 საათზე ვიყავი სალონში ჩაწერილი.

ზუსტად 11-ზე გამეღვიძა.

დამხვდა ალბათ 110 გამოტოვებული ზარი, აქედან 90 ვიკოს დარეკილი იყო დანარჩენი-სხვების. სრულიად საქართველომ დამირეკა მაგ დილით,ზარი გათიშული დამხვდა!მართლა გამოშტერებული უნდა იყო ადამიანი, რომ მაღვიძარა დააყენო ხმაგათიშულაპარატზე.როგორც ჩანს, შემთხვევით დამეჭირა ხელი! ან რატომ არ მომტყდა ეს ხელი,რა მინდოდა, საერთოდ!

გიჟივით ვიბანავე, დარწმუნებული ვარ, ნახევრად ქაფიანმა ჩავიცვი მოხარშულიაბრეშუმის კაბა, რომელსაც კერესელიძე 8 თვე კერავდა.(რომ ჰკითხო,ზოგადად ძალიანსწრაფად მუშაობს).

ან რა შეკერვა უნდოდა არ ვიცი, ყველაზე მარტივი თარგი, ეგრედწოდებული ტომარა-კაბა.2 წუთში რომ იკერება, აი ისეთი!

და ისეთი სისწრაფით გამოვედი სახლიდან, სახლში მტვერი დადგა.

სალონში ფეხი შევდგი თუ არა, ვიკომ დარეკა:

– არ დამაცადო ამოსუნთქვა!- გამეცინა მე

– უი, ნინა, ცოცხალი ხარ?

– არა საიქიოდან გესაუბრები-სიცილი ამიტყდა ისევ

– ერთი, კარგი ყურის აპარატი ჩემზეა!

– ხმა გამორთული მქონია- დავიმორცხვე მე

– ძალიან გონივრული გადაწყვეტილება იყო ამ დილისთვის:)-დამცინა მან

– თავი დამანებე,ჩემი გასაჭირიც მეყოფა-ვთქვი საცოდავად

– მე ვსვამ შამპანურს დილიდან- ყურმილის მეორე მხარეს ალკოჰოლნარევი ტემბრივიგრძენი

Page 54: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

– მეეჭვება გვარი ცივაძე არისტოკრატული იყოს-ამიტყდა სიცილი მე

– ხახახა- გულიანად გაეცინა მასაც-არისტოკრატულობისთვის შენი ცისფერი სისხლიც

საკმარისია- მითხრა მან

– აბა, რა გასმევს შამპანურს დილიდან?!

– საყვარელი მეგობრის ბედნიერება- იყო ლოგიკური პასუხი.

– შენ ოღონდ მიზეზი გქონდეს- გამეცინა ისევ

– ერთ საათში მზად დამხვდი და ტელეფონი ახლოს დაიდე, ჭკუიდან არ გადამიყვანო-გამაფრთხილა მან

– მეტი აღარ დალიო, რა! – ვთხოვე მე

– არის! არ დავლევ! – გაეცინა მას

– რესტორანში ადამიანური სახე მინდა გქონდეს, ნუ პირველი 1 საათის განმავლობაშიმაინც – ვუთხარი ირონიული ღიმილით!

მაინცდამაინც იმ დღეს დამვარცხნა ჩემმა სტილისტმა საოცრად,

ლედი გაგას მსგავს ქმნილებას ვგავდი!

ბუნებრივი ვარცხნილობის ნაცვლად, თავზე ჭაღი დამადგეს!

რატომ?!

რაღა დღეს?!

ლანძღვით გამოვედი იქიდან და მანქანაში შევეცადე დამეშალა რუდუნებით შეხვეულიჩემი თმის დაუმორჩილებელი ლოკონები. ვიკოს დავურეკე ჩემით მოვალ, შენპირდაპირ რესტორანთან შეგხვდებითქო. თმა დავიშალე, მაკიაჟი გავიკეთე და ცოტათიდავემსგავსე ქალაქელ გოგოს თუ არა, მანქანა დავქოქე.

ვიკომ დააგვიანა.

ვურეკავდი, არ მპასუხობდა.

ყველაზე ლამაზი მაგიდისკენ ავიღე გეზი, ჩამოვჯექი, გავუკიდე სიგარეტს დამოვემზადე დროის სატარებლად.

ქორწილი ჩვეული პომპეზურობით მიმდინარეობდა.

ჩემი მზერა შემოსასვლელიდან დარბაზისკენ გამომართულმა ბრჭყვიალა ობიექტმამიიპყრო. დისკოთეკის ბურთივის ბზინვარე კაბაში საგულდაგულოდ ჩატენილი ქალი

Page 55: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

მომსახურე პერსონალს რაღაცას ეწიწინებოდა. დავაკვირდი და სიცილი ამიტყდა –ლიკა ნემსაძის (პატარძლის) მედიდურ დედას, სვეტა დეიდას, აშკარადგადაემლაშებინა საკუთარ ვიზუალზე ზრუნვა.

თვითონ სვეტა, დაბალი ქალია, პუტკუნა.

ეცვა 170 სანტიმეტრიანი თეთრი „ენელო“ ფეხსაცმელი „პლატფორმზე“ .

ან რატომ გადაწყვიტა მწვალებლობა ერთადერთი ქალიშვილის ქორწილში,გაუგებარია.

იმპერატორივით გაჯგიმული დადიოდა

აქეთ-იქით და დირექტივებს იძლეოდა. იმდენად უჭირდა სიარული ამეგრედწოდებულ „ეიფელის კოშკზე“, რომ საკუთარი და, ნანა დაყვებოდა სეფექალივითდა პერიოდულად ხელს აშველებდა, მარმარილოს გალაპლაპებულ იატაკზე რომ არმოედინა ზღართანი.

ის იყო თამადამ მესამე სადღეგრძელო შესვა, რომ გაიღო რესტორნის კარი დაამაშუკელს პლიუს ცივაძე შემოვიდა დარბაზში. პლიუს- იმიტომ რომ ერთმანეთზეგადახვეულები იყვნენ.

გულმა გამკრა.

მივხვდი, ეს ყველაფერი დილიდან „არისტოკრატულად“ ზედმეტი შამპანურის გამოდაიწყო

და აუცილებლად ექნებოდა ასევე „მხიარული“ გაგრძელება.

ცივაძემ ხალხს თვალი მოავლო და პირდაპირ სიძეს გასძახა

„თქვე პიდარასტებო, სად დასვით ჩემი შეყვარებული?!“

მიწა თუ არ გამისკდებოდა და თუ არ ჩამიტანდა, არ მეგონა.

მეხის დაცემა და დადუღება უკვე ტკბილი ოცნება იყო!

-უხ, ნინა, როგორ გავერთობით, ხომ არ იცი – ღრმად ამოისუნთქა ანიმ და შუბლიხელისგულით დაიზილა

-რა ხმაზე ბღავის თან?! – სიმწრის სიცილმა გადამირბინა სახეზე

-აი, ამ ბლაგვი დანით გამოვჭრი ყელს – წამისისინა კერესელიძემ და ვიკოსკენგაემართა

-რა დღეში ხარ, ადამიანო? – უთხრა მოკრძალებული სიცილით მას და ხელკავიგაუკეთა

Page 56: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

-სადაა ნინა? – მთვრალი მზერა მიაპყრო მან ანის

-წამოეთრიე, წამოდი – ყურში თითქმის ჩაჰკივლა მან და ჩვენი მაგიდისკენწამოიყვანა.

ვიკოს ამაშუკელიც გამოყვა.

მალინისფერი დამედო და რომ არ შემემჩნია, ლიმონათი მოვსვი და ხელსახოციდავინიავე.

თვალებში დამიბნელდა სიმწრისგან – ლიმონათის ნაცვლად არაყი გადავკარი!

ძლივს ამოვისუნთქე და ხველება ამიტყდა.

-ჩემო სიცოცხლე – ჩამეხუტა ვიკო და სკამი ახლოს მოწია ჩემსკენ

-როგორ ხარ, ლევან? – შევეცადე ირგვლივ მსხდომთა გამოშტერებული სახისთვისყურადღება არ მიმექცია

-გადასარევად ვარ, შენ ?- გამიღიმა მან.

(ღმერთო როგორ მინდოდა, რომ მომეკლა!!!!)

ან ეს ხაჭაპურიანი თეფში თავში ჩამერტყა და ნიგვზიანი ბადრიჯანი თმაზე წამესვა!

მაგრამ ვერაფერი ვქენი, იდიოტივით გავიღიმე და შევეცადე ხელი გამეშვებინა.

-აუ, რატომ მაშვებინებ ხელს? – გაიოცა მან

-ლევან, დიდი ხანია არ გინახივარ და ალბათ მოგენატრე! – გამომცრა კბილებში

-რა დიდი ხანია, გუშინ ერთად არ ვიყავით, კიკეთში?

ანის ლიმონათი გადაცდა და ხველება აუტყდა.

მივხვდი, ამ იდიოტის გამო, სუიციდით თუ არ დავასრულებდი სიცოცხლეს,აუცილებლად ანი მომკლავდა დღის ბოლოს.

-სხვა რა არის ახალი? – მოგონილი ინტერესით დაუწყო მან ბიჭებს საუბარი

-სხვა არის ის, რომ მე ცოლად მომყავს შენი დაქალი- ყურებამდე გაეხა ღიმილი ვიკოს.

-უი, რა საინტერესოა, როდის? – ასევე მოგონილი იუმორით აგრძელებს ანი დათვალებს მიბრიალებს პერიოდულად

-აი, როგორც კი დასრულდება ქორწილი, ეგრევე! – მხიარულად გააგრძელა ვიკომ

გვერდით მსხდომებმა წყვილმა ჭამა შეწყვიტა და ჩვენ დაგვიწყო ყურება.

Page 57: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

-და ჩემი რომელი დაქალი მოგყავს ცოლად, თვითონ ცოლიან ბიჭს? – გაიღიმა ანიმ

-მე ცოლი დიდი ხანია არ მყავს – გაიღიმა ვიკომ – არა, „ამაშ“? – ამაშუკელს გახედამხიარულად მან

-აბა, რაა! – თვალი ჩაგვიკრა მან და ხაჭაპური ჩაიტენა პირში

მეორედ ვინატრე სიკვდილი!

-აჰა, ესეც მე ვარ? – ნიშნისმოგებით გადმოგვხედა ვიკომ – აქედან ყველანი მივდივართჩემს ქორწილში, ხო, ნინ?

სხვა ვერაფერი რომ ვერ მოვიფიქრე, ინსტინქტურად ფეხი დავადგი ვიკოს იქნებმიხვდეს და გაჩუმდესთქო.

-ფეხს მადგამს ვიღაც? – გაიოცა მან და მაგიდის ქვეშ შეიხედა

-ღმერთო, რა დავაშავე! – აღმომხდა სიმწრის სიცილი

-ან მე რა დავაშავე?! – საცოდავად იკითხა ანიმ, რომელსაც ამაშუკელი საცეკვაოდეპატიჟებოდა

-ხოდა, რაზე შევჩერდით? – იკითა ვიკომ

-წამოდი, რა ვიცეკვოთ? – არ დაველოდე მის პასუხს ისე ავაგდე სკამიდან

-ამ ხალხს ნორმალური არ ვგონივარ – ყურში ჩამჩურჩულა ანიმ

-შენ თუ გგონია, მე ვარ ამათ თვალში ადექვატური, ძალიან ცდები – მივაძახე მას დახალხის ნაკადს შევუერთდი.

-ნორმალური ხარ?- ვიკოს ისეთ ხმაზე ჩავკივლე ყურში სცენაზე მდგარმა მომღერალმაცკი მე გადმომხედა

-რა გინდა? – კმაყოფილებამ გადაურბინა ვიკოს სახეზე

-რეებს ლაპარაკობ? არ გთხოვე, ხმა არ ამოიღო და ხალხს სალაპარაკო არ მიცეთქო?მეღადავები?

-რა ვთქვი ახლა, ისეთი?! – არ დაიჯერა მან

-რა, რა თქვი? მთელი ხალხი შენ გიყურებს, რას აკეთებ, ნორმაში ხარ?

-ო, ნინა, მოიცა, რა!

-რა მოიცა, რა?! – გავცეცხლდი მე

-ჩჩჩჩ! – ტუჩებზე საჩვენებელი თითი დამადო მან – არ გინდა „სკანდალები“!

Page 58: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

-ვიკო! თუ გიყვარვარ, ხმა აღარ ამოიღო, იცოდე ყველა ყველაფერს მიხვდება!

-მიხვდეს, მერე, ვის უმალავ?!

-ვიკო! – ხმა შემეცვალა მე

-რა გინდა, რა?! – გაეცინა მას და ისე დამაბზრიალა თავბრუდახვეულმა რამდენიმეწუთით ხმა ვერ ამოვიღე.

-წესიერად

მოიქეცი! – ვთქვი მე. მართლა ყველა ჩვენ გვიყურებს!

-ეგ იმიტომ, რომ ცეკვის დიდოსტატი ვარ – თქვა ამაყად მან

-იდიოტი ხარ! – ვთქვი გულწრფელად მე

-იდიოტი დიდოსტატი – თავი დამიქნია მან

-წამოდი, დავსხდეთ!

-აუ, ძალიან გამისწორდა, ერთიც ვიცეკვოთ, რა! – მთხოვა მან

-დავიღალე!- გავჯიუტდი მე

-კარგი, წამოდი – დამემორჩილა ის და მაგიდასთან მიმაცილა.

-პირადად მე, მოვიხიბლე თქვენი ცეკვით და 10 ქულას გიწერთ – გადაიხარხარა ბექაამაშუკელმა

-ძალიან გცემ! – სიცილი ამიტყდა მე

-მცემეთ, ქალბატონო ნინა! ის სად წავიდა? – თვალი ვიკოს გააყოლა ამაშუკელმა

-ჯანდაბაში! ცოტახანი დამანებოს თავი! რა დალიეთ ამისთანა?

-შამპანური, 2- 2 ბოთლი – აღიარა ბექამ

-და ახლა ვინმემ ამ ბიჭს ღვინოში დიაზეპამი რომ ჩაუყაროს, არა? – სერიოზულადშევეკითხე კერესელიძეს – იქნებ დაოკდეს ცოტა?!

-ძვირფასო მეგობრებო! – მიკროფონში გაისმა ნაცნობი ხმა. სცენისკენ გავიხედე და თუტვინში სისხლი თუ არ ჩამექცეოდა, არ მეგონა.

სცენაზე ვიკო ცივაძე იდგა თბილისური – „ძველბიჭურს“ + „დერსკი“ პოზით.

-რა უნდა ამ მანიაკს, რაა? – აღმოხდა ანის

Page 59: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

-ჩემი სიკვდილი უნდა! – თვალები ამემღვრა მე

-მოვკლავ გეფიცები! – დამპირდა კერესელიძე

-დაგასწრებ! – ვთქვი აბსოლუტურად დარწმუნებით

-ჩემო საყვარელო ადამიანებო, სასმელმა გამათამამა, თორემ არც ვიკადრებდი ამდენს –მესმოდა ექოსავით სცენიდან – მე დღეს სიყვარული მალაპარაკებს…

-საღოლ „ცივექს“! – დაუსტვინა მეგობარს ამაშუკელმა

-„ამაშ“ ძმა ხარ ჩემი! – იყო სცენიდან „დერსკი“ პასუხი

-თავს მოვიკლავ, დედას ვფიცავარ! – ვთქვი მე

-ეს ის სიყვარულია, რომელსაც ველოდი მთელი ცხოვრება და რომელიც ისეთისიმძაფრით მოვიდა, დამღუპა! – ისმოდა სცენიდან.

ზურგით ვიჯექი და ისტერიულად ვიცინოდი. ეს იყო ნერვიული შეტევა!

-და მე მინდა, საქვეყნოდ გამოვუტყდე ამ გოგოს ჩემს გრძნობაში! ნინა, შენ ჩემისიცოცხლე ხარ! – ექომ მთელი დარბაზი მოირბინა.

რესტორანში სიჩუმემ დაისადგურა და

სრულიად მთელმა საქართველომ ჩემსკენ გამოიხედა.

ლურჯი ფერი დამედო, მაგრამ რა უნდა მექნა,

ხმა არ ამომიღია.

ან რა უნდა მეთქვა,

იმას ვფიქრობდი,

საერთოდ ცოცხალი თუ

გადავრჩებოდი ამ ინციდენტის შემდეგ:

სრულიად 300-მა კაცმა გაიგო, რომ ლევან ცივაძე ყურებამდეა შეყვარებული ჩემზე!

რა ლამაზია! :)

-პატარძალთან ბოდიშის მოხდით – თავი დაუხარა ვიკომ მოკრძალების ნიშნად ლიკანემსაძეს, რომელსაც ისეთი გაოგნებული სახე ჰქონდა, საერთოდ არაფერი ესმოდა იმწუთში – ეს სიმღერაც მხოლოდ შენ გეძღვნება, ნინა! – დაასრულა თავისი სიტყვა ვიკომ.

Page 60: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

დარბაზში“ მუხამბაზის“ ჰანგები აჟღერდა.

ამ სიტყვებს ტაში და ოვაცია მოჰყვა.

ვიჯექი და არ ვიცოდი რა მექნა,

მეჩხუბა?

მეყვირა?

საქმე გამერჩია?

მესაყვედურა?

გამხარებოდა?

მეც ტაში დამეკრა?

შემეფერებინა?!

რა ჯანდაბა უნდა მექნა სამასი კაცის წინაშე, რაა?!

ხალხის ნაკადს

სვეტა გამოეყო და ჩემსკენ გამოემართა.

-ანი, მიშველე! – აღმომხდა მე და მივხვდი ტუალეტში გაქცევასაც კი ვერმოვასწრებდი.

-დედიკო, როგორ ერთობით? – იკითხა მან და სახეზე ყალბმა ღიმილმა გადაურბინა

-ძალიან კარგი ქორწილია – საოცარი ტყუილი მოვიფიქრე წამნახევარში

-და რა სიურპრიზებს გვიწყობენ შენი მეგობრები?!- ინტერესიანი მზერა მომაპყროსვეტამ. მუქი ტუჩის კონტურის ქვემოდან (რომელიც არავინ არ იცის, რატომ ესვასაერთოდ) საოცრად ლაპლაპებდა აუხსნელი მალინისფერი ფერის ტუჩსაცხი! უცბადამ ქალის ვიზაჟისტის ახლოს გაცნობა მომინდა და თვალებში ჩახედვა, მაკაიჟისგაკეთებისას საერთოდ ფხიზელი თუ იყო, ნეტავ! საოცარი ფერთა გამა იფრქვეოდასვეტას სახიდან!

-ნიძლავი ჰქონდა წაგებული ჩემთან, რომ სიყვარულს ამიხსნიდა –თვალისდახამხამებაში გამინათდა გონება ფანტაზიამ – აბა, თქვენ ეს ყველაფერიმართალი გეგონათ? კარგით, რა!

-რა საინტერესოა! – თქვა სვეტამ უკმაყოფილოდ და გვერდზე მსხდომ ქალთა კოლონასშეუერთდა საუბარში.

Page 61: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

-ისე ძალიან მაგარი ბიჭია, ნინა! – მითხრა კერესელიძემ მშვიდად და ღიმილით მოსვალიმონათი

-შენც გააფრინე?! – შევიცხადე მე

-რა შუაშია? ამის გაკეთებას ხომ თავი უნდა?! ვინ გააკეთებდა ამ ყველაფერს ცივაძისგარდა?!

-ღმერთო, რა მეშველება?! – ვთქვი შეშფოთებულმა

-არა, არც ერთი ცოლიანი ადამიანი არ გააკეთებდა 300 კაცის წინაშე მსგავს სიგიჟეს, ჰა,რას ფიქრობ?!

-შენ გირჩევნია ჩემს პანაშვიდზე რას იცმევ, ის მოიფიქრო – ვთქვი ასევე გასაოცარისიმშვიდით და სიგარეტი საფერფლეში ჩავაქვრე.

Page 62: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

“მდგომარეობა „ კაპიშონს+სათვალე“რა ჯანდაბად მრჩება ტელეფონები სხვადასხვა ადგილას რატომ? რატომ? რაზევფიქრობ? რა ჯანდაბაზე? ამინდი სწორედ რომ შესანიშნავი იყო სეირნობისთვის.წვიმას პლიუს ქარი – ბუნების „უსვეცკესი“ მიქსი. მხედველობას ზოგადად არ ვუჩივიდა რატომ ჩავთვალე, რომ წვიმაში ფეხით სეირნობა კარგი იდეა იყო, არ ვიცი.ფანჯრიდან წვიმასთან ერთად ქარიც რატომ ვერ შევამჩნიე, ესეც ძალიან საინტერესოა.ქარი იყო ნამდვილად, თან საკმაოდ ძლიერი. აი, ისეთი, მთელ რუსთაველზე მწკივშიჩამდგარ ვერხვებს მორიგეობით რომ აცეკვებს.

როგორც იქნა, მივაღწიე სასტუმრომდე. ფოიეში შესვლისთანავე შევეცადე ცაშიატყორცნილი თმა რამენაირად დამელაგებინა. რესეფციასთან მდგარი გოგონას სახისგამომეტყველებაზე მივხვდი, ქარმა დამამარცხა! გაპრიალებული დახლის ანარეკლზესაკმაოდ მკვეთრად დავინახე ჩემი ულამაზესი ვარცხნილობა-დიახ ბატონებო,ანარეკლიდან ვერსაჩეს ოფიციალურ ემბლება მიღიმოდა. ელვისებური სისწრაფითგავისწორე „ნაჩოსი“ და რესეფციონისტს გავუღიმე:

-გამარჯობა,ცოტა სულელურად კი გამომდის, მაგრამ ჩემ მეგობარს მობილურიტელეფონი უნდა დაეტოვებინა, თქვენთან.. აქ, რესეფციაში… ვერ დამეხმარებით? –ვიკითხე ძალიან თავაზიანად.

-არვიცი, ვიკითხავ- გამიღიმა გოგონამ და ტელეფონით სადღაც რეკვა დაიწყო.

-მადლობა – ვთქვი ნაზად და ირგვლივ მიმოვიხედე.

ვგიჟდები სასტუმროებზე! ჩემი ნება რომ იყოს, მთელი ცხოვრება სასტუმროშივიცხოვრებდი, ძალიან მომწონს ეს გარემო… არასტანდარტული და ზედმეტადმოწესრიგებული… მიმღების გაპრიალებული დარბაზი განსაკუთრებულად პომპეზურიმეჩვენა იმ დილით. მეორე მხარეს ინგლისელი წყვილი ამომიდგა. უსაქმურობისგანაღარ ვიცი, თავი რითი გავირთო და წყვილს ვათვალიერებ. სადად ჩაცმულები იყვნენ.მე თუ მკითხავ, უთავმოყვაროდ სადადაც კი:

უბრალო პერანგები და უფორმო ჯინსები.

მამაჩემის ახალგაზრდობაში ჩეკებზე რომ იყიდებოდა – აი, ის უჟასი მოდელები.

ხახახა!

უბედურება.ჯი : )

მაგრამ ჩემოდნებს რომ შევხედე, კინაღამ წავიქეცი.

5 ცალი ჩემოდანი,

Page 63: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

ხუთივე სხვადასხვა ზომის

და ხუთივე „პრადა“.

ქუჩაში რომ შეგხვდნენ კაი, გაპრიალებულ 20 თეთრიანს ჩაახუტებ,

რიგითი მათხოვრები გეგონებათ,

ხოდა, გეკითხებით, აი, სადაა ლოგიკა?!

-უკაცრავად – ესაა, თქვენი ტელეფონი? – ფიქრიდან გამომაფხიზლა რესეფციონისტისხმამ. ვხედავ ჩემს ტელეფონს მაწვდის. მე მას მადლობას ვუხდი და ვბრუნდები. უფროსიცილის გაგონებაზე ვბრუნდები, რომელიც ძალიან მეცნობა…

ის გრძნობა მაქვს, ცოტა დროში არეულ, ფრაგმენტებად დაგლეჯილ სიტუაციას რომგახსენებს .. გახსენებს არომატს, მიმიკას, მაგრამ წამის მეათასედში ვერ აკავშირებმოვლენას ადრესატამდე…

თავი ავწიე და გავქვავდი!

ლიფტიდან ვიკო და ვიკოზე გადახლართული ნატა მოდიოდნენ.

ის ნატა, ახალ წელს რომ გაუგებარი დიალოგით დაშორდა ვიკოს, სწორედ ის ნატა,„ერთი გოგო“ რომ იყო ვიკოსთვის…

თვალები დავხუჭე და ისევ გავახილე,

სამწუხაროდ, არ მეჩვენებოდა…

ეს ნამდვილად ცივაძე იყო და ისიც- ნამდვილად ნატა!

ასევე წამის მეოცედში მინდა, რაიმე დამამშვიდებელი გარემოება მოვიგონო,

ჩემივე სიცოცხლის გადასარჩენად,

მაგრამ ამაოდ!

იქნებ, სასტუმროში „შემთხვევით“ შეხვდნენ? იქნებ, ლიფტში „შემთხვევით“დაემთხვნენ ერთმანეთს?

ის , კაი ვთქვათ, სპაში ეგდო,

ეს… ?!

ეს…

იქნებ ვინმე უცხოელის სანახავად იყო?! – რა უტოპიაა, ღმერთო! – ჩემივე თავზემეშლება ნერვი.

Page 64: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

ტვინში კადრი შევანელე…

ღრმად ამოვისუნთქე, თითქოს დავაპაუზე

და ისევ „ფლეი“-ს დავაჭირე ხელი…

ბოლო იმედი მაქვს-ნატას სახე გადამარჩენს!

იქნებ, ნატა არ იყოს ლოგინიდან იმ წუთის ამდგარი…

იქნებ…

მაგრამ, არა!

საბოლოოდ გადავიწურე იმედი!

ვერ მოიტყუებ თავს, არ გამოვა!

სიფხიზლის კოეფიციენტი

სახეზე ყველას ეტყობა! განაჩენი ცალსახაა! – ღამე ერთად იყვნენ – და იგი არექვემდებარება გაპროტესტებას, რადგან : 1.ნატა მაქსიმუმ 10 წუთის გაღვიძებულია !!! –სახეზე ეტყობა, ნუ! მეტიც, დავიფიცები, წყალიც არ გადაუვლია, თორე ცოტაგამოფხიზლდებოდა! 2.ვიკო – ნაბახუსევი!!!

3. ამაზე მეტყველებს ჩემი „ეგრედწოდებული შეყვარებულის“ ოდნავ დაღეჭილიპერანგი, რომელიც არაპროფესიონალურად დამალეს ასევე მოკუჭული პიჯაკის ქვეშ. ანუარესი -დამალვა დიდად არც უცდიათ.

4. ნავთს ცეცხლზე მისხამს – გასაპარსი წვერი!

5. ყურები დამიგუბა ამ „რუსული გემოვნებოთ“ ჩაცმული ქაჯის სიცილმა !!!

საფეთქლამდე“ სტრელკები“ და კოჭებამდე (თმის ძირებიდან უკვე დამწვარი, მაგრამრაც მთავარია, გრძელი) თმა! ო, ბოჟე!

მერე თვალები ამიჭრელდა და მუხლებში სისუტე ვიგრძენი. იქვე დივანზე დავესვენე.

მერე დიდხანს, ძალიან დიდხანს ტრიალებდა რედისონის გაპრიალებულიდარბაზი…

სწორედ ისე,

ჩემს ბავშვობაში რომ ვკატაობდი მუშტაიდის პარკის ცხენებიან საქანელაზე, მუდამწრეზე რომელიც დადის დაუსრულებლად!

მერე ავდექი და ნელა წამოვედი გასასვლელისკენ. ვერ ვხვდებოდი, გული უფრო

Page 65: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

მტკიოდა, თუ თვალები… მერე..

სათვალე გავიკეთე, კაპიშონი ჩამოვიმხე ღრმად ჩავისუნთქე და ქუჩაში გამოვედი.

***

-2 დღე დაუსრულებლად რომ გირეკავ, ვერ გავიგე, არ გესმის? –გაბრაზებულჩახლეჩილძველბიჭური ხმით მკითხა ლევანმა

-უი, მე მირეკავ? – ვიკითხე გაოცებით

-აბა, ვის უნდა დავურეკო, ხო, შენ გირეკავ, ნინა! – ვერ

გაიგო ხუმრობა მან

-რა ვიცი, მეთქი, ნატას ნომერში აგერიე – წავისისინე მე – კარგი დრო ატარეთ შენ და“ვითომ ამაშუკელმა” რედისონში?

-სად ხარ-თქო, გეკითხდები! – ხმა გაუმკაცრდა ლევანს

-მე რატომ მირეკავ?! – ვკითხე გამომწვევად

-გეკითხები და მიპასუხე! – აფეთქდა ბოლოს

-არსად! – ვუპასუხე პატარა პაუზის შემდეგ

-არსად არ ხარ? – ირონიული ტონი შეემატა მის ხმას

-არა! – ისევ წავისისინე მე

-აუ, ნინა, სად ხარ მითხარი, თორე აი, ..

-აი, რაა? გეკითხები?! – გამოვედი წყობიდან – კიდევ შენ რომ მაწვები აქეთ რქებით დაგყოფნის სითავხედე, რომ მემუქრები ?! რას მემუქრები, რას?!

-მითხარი, სად გნახო! – მიბრძანა მან

-იმ ქვეყნად! იქამდე შენს ნახვას არ ვაპირებ. თუმცა ვერც იქ მნახავ, იმიტომ, რომ შენაუცილებლად ჯოჯოხეთში მოხვდები! – თითქმის დავიყვირე მე. ვიკო გაჩუმდა.

-1 წუთით გნახავ და დამელაპარაკე, მარტო ერთი წუთი მინდა.

-დანახვა არ მინდა შენი, გესმის?! აღარ დამირეკო! – ვთქვი მე, ტელეფონი ლოგინზედავახეთქე კედელს მივეყუდე , ხელები სახეზე ავიფარე და ავტირდი.

Page 66: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

“გულის „გაბზარული“ მდგომარეობა”მაკიაჟი როგორ გამიკეთეს არ მახსოვს, არც ის, თმაზე შინიონი როგორ მომარგეს…ტვინამდე ამ ინფოს მიტანა ისე მიჭირდა, ისე! ვიკო სხვა ქალთან, სხვასთან.. თანბედნიერი, მომღიმარი, კმაყოფილი… თავბრუ მეხვეოდა განუწყვეტლივ .. მერე მახსოვსსცენა. მაგასაც იმით მივხვდი, როცა ჩვენი ტექნიკოსი რეზოს უზარმაზარმა განათებამსახე დამწვა. სცენაზეც გაუნძრევლად ვიდექი, არაფერი მესმოდა, ტექსტს მექანიკურადვიძახდი, მექანიკურად ვიღიმოდი, ყველაფერს მექანიკურად ვაკეთებდი. ავტო-რეჟიმზერომ დააყენო ორგანიზმი, აი ისე. პროგრამა ჩავრთე და გავყევი. თუმცა, სცენარისმიხედვით, სადაც ჩემი გმირი კეტავს ოთახის კარს და ტირილს იწყებს, ისეთი ღრიალიდავიწყე, ჩემმა პარტნიორმა ბექამ ძალიან დაბნეულმა შემომხედა და „ხო, კარგადხარო?!“ – წამჩურჩულა. ვერ მოვიტყუები და ნამდვილად არ ვიყავი კარგად ან როგორუნდა ვყოფილიყავი ვიკოს ღალატის მერე.

კარგად კი არა, არ ვიყავი საერთოდ. არსად აღარ ვიყავი. და ეს იყო ტრაგედია.

გავიდა კიდევ ორი დღე. მე არ ვიცი, ეს როგორი გრძნობაა. უფრო სწორედ ვიცი, მაგრამვერბალურად როგორ გამოვხატო, ვერ ვხვდები.. ან რა უნდა თქვა ამ დროს, არ ვიცი. ანრა ვიფიქრო… მაშინ როცა ადამიანს უყვარხარ და როცა ადამიანი გიყვარს, როცაყველაფერი მასთან გაკავშირებს და როცა განურჩევლად სქესისა, ყველაზე ეჭვიანობს,ყველაზე – ვინც მე მეხება. როცა მანქანით ჩემი ქუჩის კუთხესთან შეუძლია იდგესმთელი დღე და მთელი ღამე იმისთვის, რომ უბრალოდ თვალი მომკრას. იდგესწვიმაშიც, ქარშიც, მარტო იმიტომ, რომ ჩემს ოთახში ანთებულ სინათლეს მოკრასთვალი და დარწმუნდეს, რომ მე სახლში მივედი მშვიდად. არ ვიცი, რა ვთქვა მაშინ,როცა სწორედ ეს ბიჭი მღალატობს. სწორედ ეს ბიჭი, აი, ეს!

ცეცხლი რომ წაგიკიდონ, ისე ვარ. მგონია, რომ უკითხავად ჩამსვეს ცხელ ქვაბში დახინკალივით ვთუხთუხებ. მტკივა თვალები, სახე და ტვინი. მარცხნივ კი, ერთიმფეთქავი ორგანო, რომელიც 23 წელი მონოტონურად მიცემდა ისე დადუმდა, მგონი,საერთოდ გამიჩერდა. ვერ ვხვდები, იმედგაცრუებული უფრო ვარ, თუ დამცირებული.მგონი, უბრალოდ გაშტერებული ვარ და ვერ ვიჯერებ, რომ ეს ჩემს თავს ხდება. როცამარტო შენ რომ უყვარხარ, მარტო შენ, აი, შენ! და შენს იქით გოგოს საერთოდ რომ ვერაღიქვამს… და უცბად… ასეთ რამეს აკეთებს.. მოკლედ.. სუნთქვა მიჭირს…

და ისე, როგორც არასდროს მინდა დამალვა. სათვალე ან კაპიშონი.. ან ორივე ერთად..ხო, ორივე ერთად უკეთესია, ცოტახანი ასე მირჩევნია, არავის ანარეკლიც არ მინდაარსად, არამც თუ სარკე, ჩემი თავის დანახვაც არ მინდა. სიჩუმე მინდა და მინდა ლევანცივაძე, ისეთი როგორიც მყავდა, ისეთი როგორიც ვიცი, რომ არის… ან არც არის…მაგრამ, მაინც მინდა!

Page 67: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

“კატო მახალდიანი”ეგ დღე ზოგადად, ცოტა არეულად მახსოვს. უფრო სწორედ, არეულად კი არა, ცოტაარათანმიმდევრულად. ჯერ იმიტომ, რომ 2 ღამენათევი და გათიშული ვიყავი, მერეიმიტომ რომ პახმელიაზე ვერ გამოვედი და მტკიოდა თხემით-ტერფამდე ყველაფერი.რა საშინელი გრძნობაა, არა?! ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ თითქოს შუბლიდანწარბებისკენ ვიღაც ზის და მქაჩავს ტვინს მერე ეს მოქაჩული ტვინი თვალებთანჩერდება და მამძიმებს. ისე გამომიშრა ორგანიზმი, უკვე მირაჟულად მელანდებალიმნიანი წყალი და თითქმის ბოლომდე დარწმუნებული ვარ, რომ მოსეს მე დავყავდიუდაბნოში მთელი 40 წელი თან მარტო მე, სხვა არავინ.:)

ნუ, ის ფაქტი, რომ ქალის აზროვნება 190 გრადუსით ემიჯნება კაცისას, ცალსახაა. სულმაინტერესებდა რატომ ხდება, რომ ერთსა და იმავე ფაქტზე სხვადასხვა,აბსოლუტურად განსხვავებული მოსაზრება გვაქვს. მახსოვს, ჩემი ცოლი როგორვარდებოდა კრუნჩხვაში, თუ ვერ გავიხსენებდი ბოლოს როგორი კაბა იყიდა. ან ისფაქტი, რომ დღეს ვალენტინობაა (არადა,რატომ უნდა აღნიშნო მართლმადიდებელმაკათოლიკური დღესასწაული, საერთოდ ვერ გამიგია), რატომ არ აღვნიშნე ის ფაქტი,რომ მან დღეს თმა გადაივარცხნა მარჯვნიდან მარცხნივ და არა პირიქით; ან ის, რომდღეს უკეთია ბეჭედი, რომელიც ეკეთა როცა მესამედ შემხვდა ეზოში(პახმელიაზემყოფს) (ჯერ ხო, ფხიზელი მაგრად ვიმახსოვრებ გოგოებისთვისსასიცოცხლომნიშვნელობისმქონე მსგავს უაზრო ნიუანსებს) და მერე პახმელიაზემყოფს რომ მთხოვ, სულ მცირე, თავხედი ხარ!

და მერე კითხვა: არ გახსოვს? და საყვედური: აუ, როგორ არ გახსოვს?! რავიცი, რატომუნდა ვიმახსოვრო ამდენი უაზრო დეტალი?! რა საჭიროა?! მესმის ეწყინოს, მისიდაბადების დღის დავიწყება, ან შეუღლების თარიღის… დანარჩენზე რატომ დავიღალოფსიქიკა, ჩემთვის გაუგებარია. და მაინც რა უცნაური აჩემებები აქვთ გოგოებს,გადაირევი, კაცს აზრადაც რომ არ მოუვა, ისეთი, საოცარად გამაოგნებელი თან.ისტერიული გოგოებს ვერ ვიტან. გიჟივით აქტიურებს! აი, ძალიან, ძალიან ბევრს რომლაპარაკობენ, „ვითომ უკომპლექსოები“ რომ არიან, „ძააან მოდებულები თბილისს“.ფეისბუკში მინიმუმ 3000 მეგობარი რომ ჰყავთ ისტერიულად რომ იცინიან! ღმერთო,ყველას ჩამოხრჩობა მინდება!

-ვიკო, ხო? აუ, მე შეენ გიცნოობ! – გაწელილი საუბრები რატომღაც რომ ჰგონიათ, რომძალიან კარგი ტონია. თავი მტკივდება ეგრევე, აი, მომენტალურად.

ქალი უნდა იყოს მშვიდი, მხიარული, მარა არა ისტერიული:) თავდაჭერილი, მარა არაუზრდელი. არ ვიცი, რატომ ვერ ხვდებიან ქალები ამას.

ეგრევე შეტევაზე რომ გადმოდიან, გაცნობიდან 10 წუთში და რომ სჯერათ, რომ ამითდააბამენ კაცს… აი, ზუსტად ასეთი შემთხვევაა კატერინა მახალდიანი.

-მე არა! – ვპასუხობ მშვიდად და ლუდის სმას ვაგრძელებ

Page 68: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

-კატო მახალდიანი – აგრძელებს შეტევას ის

-სასიამოვნოა – ვპასუხობ ორაზროვნად და მეცინება

-მოწყენილი ხარ? – გაოცებული მეკითხება ის და ერთი ამოსუნთქვით სვამს ორმაგტეკილას.

-ოჰო – გამაჟრიალა მე – რამ გაგამწარა ადამიანო?

-მინდა, მალე დავთვრე – მპასუხობს ის და მიცინის. კიდე გამაჟრიალა, კბილებზეწითელი პომადა უსვია, ფუ, ჩემი!

-მგონი, უკვე მთვრალი ხარ და რავიცი, მგონი, აღარ გინდა მეტი – არც ვიცი რატომვერევი საერთოდ, თავშიც ქვაც უხლია!

-შეყვარებული გყაავს? – ისევ განგებ წელავს საუბარს კატო, მასაც (ისევე, როგორც ამკატეგორიის ქალებს) ჰგონია, რომ კაი ტიპობაა, ეს მარაზმი საუბარი.

-არა! – მეცინება მე

-და არ გინდა, რომ შენი გოგო ვიყო?

-არა!- ზედმეტი პირდაპირობით გაოცებულს უნებლიედ ლუდი გადამცდა

-ლამაზი რომ ვარ, მაინც არ გინდა?

სისხლის გათეთრება დამემართება მალე. რა უბედურებაა ამდენი შეტევა?!.

-ლამაზი ხარ?! – სერიოზულად დამაეჭვა ასეთმა განცხადებამ

-რა, არ ვარ?! – ისე გადაიხარხარა, შემეშინდა ინერციით ბარის სკამიდან არგადმოვარდნილიყო! (ჯერ მთვრალი და მერე ქალი!!!!) სიცილის დროს 32 – ვე კბილიგამოუჩნდა, ყველა კბილი პომადიანი! ვერაფრით ვერ ვხვდები, ზედა ყბის მე-6 მე-7კბილს როგორღა მიწვდა: )

კიდევ ერთხელ გამაჟრიალა.

-რა ვიცი! – კბილებზე ფიქრს ვერ ვიშორებ თავიდან

-წამო რა, შენთან? – შტურმით მიღებს ის

-უკაცრავად, ვინ ბრძანდებით?- გულწრფელად ვიკვირვებ

-ხომ გითხარი, კატო ვარ, მახალდიანი.

-არაფერს მეუბნება შენი სახელი და გვარი – მშვიდად ვაგრძელებ ლუდის სმას მე

-ანუ არ გინდა?! კაი, ამჯერად არ დაგაძალებ

Page 69: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

-უი, დიდი მადლობა! – სიცილს ვეღარ ვიკავებ მე

-არაფრის, მარა შემდეგში, იცოდე, ვერ გადამირჩები! – ძალიან მკაცრად მითხრა მან,“ჩოლკა“ ისტერიულად გაისწორა და ფეხარეული წავიდა კორიდორისკენ.

გაოცებისგან წავუსტვინე.

-ძალიან “აპასნი“ გოგოა – სიცილით მითხრა ჩემმა მეგობარმა ბექა ამაშუკელმა

-ვინაა, იცნობ?

-მაგარი მთვრალია, თან უპატრონო – გამიღიმა ბექამ

-ხო, ნამდვილად! – ვთქვი მე

და გულში კიდევ ერთხელ მოვუხადე ღმერთს მადლობა, კაცად რომ დავიბადე.

-არადა, არ იყო ძაან ცუდი, რატომ გააგდე? – სიცილით აგრძელებს ამაშუკელი

-არც შენ გეტყვის უარს, დაეწიე – წავისისინე მე და სიგარეტს გავუკიდე

ამაშუკელმა, სიგარეტის კოლოფი მესროლა და 200 გრამი ვისკი შეუკვეთა.

-რატომ იბანძებენ თავს გოგოები, ხომ არ იცი? – მახალდიანის შემთხვევამ ჩამაფიქრა

-არ ჰგონია, რომ იბანძებს და იმიტომ. პირიქით, ასე თვლის რომ, კაი ტიპია.

-და რატომ თვლის, ეგ არ მესმის – გულწრფელად მეცოდება ის

-რას გაიგებ, ვიკო, ახალი ტენდენციაა „აქტიური ნაშობა“ – მხრებს იჩეჩავს სიცილითამაშუკელი

-ადრეც ვნახე, ისევ ამ ბარში, აი, ზუსტად ასევე ეწელებოდა ვიღაც ტიპს, ცოტახანიდადიოდნენ კიდეც, მარა მერე რათქმაუნდა მალევე დამთავრდა. ახლა ისევ ახალმსხვერპლს ეძებს. მობეზრება სცოდნია მაგ სიტუაციას: )

-აჰაჰა!- გადავიხარხარე მე

– ხო, როცა იწყებ, გაჩერება რთული ყოფილა – იცინის ბექაც და ვისკით სავსე ჭიქასმაწვდის

-არადა, ძალიან უშნოც არაა – შევეცადე ობიექტურად შემეფასებინა მახალდიანი

-ბოზურად რომ არ ჩაიცვას, ალბათ კი- მეთანხმება ის

-ხო აი, ოდნავ რომ დააგრძელოს კაბის სიგრძე, დეკოლტე რომ მოიშოროს და..

Page 70: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

-არა, ჯერ უნდა დამშვიდდეს – ვაწყვეტინებ მე და სიცილისგან უკვე მეტირება

-მართალია – თავს მიქნევს ბექა – 2 დიაზეპამი, დღეში სამჯერ

-გაჩუმდი! – ფისტაშკა გადამცდა და ხველება ამიტყდა

-ისეთი ქალები მოდიან, აზრი ეკარგება ფლირტს, ეგრევე ლოგინში გიხტებიან, ძალიანუინტერესო გახდა ქალთან ურთიერთობა, რას იტყვი?!

-ნამდვილად! – ვეთანხმები მე – თუმცა, რომ გითხრა, ძალიან მწყინს, რახან ასეიქცევიანთქო, მოგატყუებ. ამაშუკელი უკვე ხაოდა სიცილისგან.

-არა, ის ჯობს 3 წელი შეყვარებულთან რომ დადიხარ და დადიხარ და დადიხარ: )მარაზმი!

-არა, მე შენ გეტყვი რა ხდება, საქართველოში არის ყველაფერი უსაზღვრო დაუკიდეგანო! ან ქალიშვილები არიან ან ბოზობენ, შუაში არ არსებობს!

-რატომ, ბოზია ახლა მახალდიანი?

-არა, ძალიან წესიერი გოგოა, ვერ შეატყვე? – სიგარეტს გავუკიდე მე და ღრმა ნაფაზედავარტყი. სიგარეტმა ნინა გამახსენდა.

-რაზე ფიქრობ? – გრძელი პაუზა უყურადღებოდ არ გამორჩენია ამაშუკელს

-ნინაზე!- სიგარეტი ბოლომდე ჩავწვი მე

-მერე?

-არაფერი- მხრები ავიჩეჩე მე

-სულ არაფერი? – შუბლი შეკრა ბექამ

-ნტ – თავი გავაქნიე მე

-არაა მარტივი, ვიკო – თავი დამიქნია მან – ვერ გაამტყუვნებ, ქალებს საერთოდ არესმით ეგეთი რაღაცეები…

-შემიწირა ამ უაზრო შეცდომამ!

-უაზრობა, რა.. ეგ ღალატი ჰგონიათ და ღალატი, რთული საპატიებელია!

-რა არის ღალატი, მეღადავები? არც მახსოვს, გესმის? საერთოდ არ მახსოვს იქ საიდანაღმოვჩნდი.

-ხოდა შენც კიდე, ქალაქის ცენტრში მდებარე სასტუმროში რომ არ აგეთრია ეგ გოგო, არშეგეძლო?! – მისაყვედურა მან

Page 71: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

-სად ამეთრია, გოგომ ლიფტიდან „გადამიქნია“ – გამეღიმა მე

-ხო ნუ, მაინც ხომ გაყევი?!

-ხო, გადავუხვიე!

-ხოდა არ იყო საჭირო!

-კაი რა, ხომ იცი, რომ ახურებ! არაფერი არ ყოფილა, საერთოდ არ მაღელვებს ეგადამიანი, მეტიც, ფეხებზე მკიდია, უბრალოდ ტვინი შემიჭამა, გესმის? გამბურღა!

-და შენ ძალიან არ გინდოდა, ხო? – გაიცინა ბექამ

-ძალიან არ მედარდებოდა იმ წუთში ნატა, ყველაზე ნაკლებად ნატაზე ვფიქრობდი. რაჯანდაბად მოვიდა არც ვიცი. ვიღაცას მოაკითხრა და რომ დამინახა, შემოიხიატანსაცმელი – გამეღიმა მე

-გაიხადა და თქვა „მოდი ჩემთანო?“ – სიუჟეტი გაამძაფრა მან

-დაახლოებით – თავი დავუქნიე მე

-ნუ იგონებ! – არ დამიჯერა ამაშუკელმა

-შენც იგივეს იზამდი!

-…

-კი, კი, შენც იგივეს გააკეთებდი!

-ხო, ალბათ – სიგარეტს მოუკიდა მან

-იმიტომ, რომ არაფერი არც ყოფილა, არაფერი მახსოვს, მერე დავიძინე, ავდექი დაადრევე გამოვედი. ძლივს გამოვტენე ეგ გოგო, ნომრიდან, მაგრამ… ბედი ხომ უნდა?! არმაქვს!

-კაი, ყველას დაემართებოდა – დამამშვიდა მან

-რაღა მე?!

-ხდება ხოლმე!- ვისკი გაამეორა ბექამ

-ხოდა არ უნდა მომხდარიყო. ერთ წამში დამემხო თავზე ყველაფერი. წარმოიდგინე,რომ მოზაიკას აწყობ, აი, ურთულესს, ფაქტიურად შეუძლებელ ნახატს. აწყობ ერთიწელი, ნელ-ნელა, თითქმის ასრულებ და დარჩენილი გაქვს 1 ნატეხი, რომელიცნამდვილად გქონდა და ახლა ვეღარ პოულობ, გესმის? დაკარგე, აივნიდანგადაგივარდა… ან ნაგავს გადაყოლე. ზიხარ და უყურებ ამ დაუსრულებელ ნახატს, არცნახატია, არც არაფერი, არადა სულ ერთი რაგაღაც აკლია, რომ სრულყოფილება იყოს…

Page 72: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

აი, ეგ ნატეხი დავკარგე.

-რომ დაელაპარაკო?

-მერამდენედ?!

-მეასედ!

-5-ჯერ დავიწყე… არც მისმენს!

-ხოდა მოასმენინე ძალით.

-არ უნდა… მგონი ჯობს ცოტა გადაუაროს და მერე შევუბრუნო. არადა,

ნუ აი, რაზე კივის და რაზე ირყევა, კაი რა?! „ვოობშე“ თემა რა არის? – გაუგებარია!კივის არაფრისთვის.

-არ ესმით ვიკო, ქალები ვერც გაიგებენ…

-ხო, მაგათთვის ერთი რაღაც ინთება ტვინში – წკაპ, წითელი ღილაკი და დამთავრდა.მე მაგას ალარმ-დეტექტორს ვეძახი, ამოქოქა და მორჩა, აღარაფერი ესმის, ყველაფერსბლოკავს, ბლოკავს, ბლოკავს ყველა სავარაუდო ვარიანტს. მისთვის ეს უპატიებელია!

-ხო, გოგოები ვერ გაიგებენ…

-ძალიან უაზროდ აზროვნებენ! უტოპიაა, აი რომ დალიო წყალი- დანაშაულია?დაახლოებით ეგეთ რამეზე მეუბნება სხვაში გამცვალეო. ძალიან მთვრალი ვიყავი, აი,ძალიან! .. კაი, ჰო, ჯანდაბას, არ უნდა გამეკეთებინა, ვიცი, მაგრამ… არც გრძნობამქონდა და არც ემოცია.. არც მისი დაძინებისთვის მიყურებია, გესმის? დიდად არცმედარდებოდა საერთოდ დაიძინებდა, თუ არა… გვიან მელაპარაკებოდა რაღაცას,მახსოვს. მარა, აი, რას… არ ვიცი… ისიც კი არ მახსოვს, რა სუნამო ესხა… არადა ქალსარომატით ვიმახსოვრებ…

ნინა ძალიან რომ მენატრება, მის სურნელს ვგრძნობ, აი ასე, უცბად ვგრძნობ და მერეკიდევ უფრო მიმძაფრდება ეს გრძნობა. სულ მენატრება, კანით მენატრება, გესმის?შეხებით. ეგრეა, როცა ადამიანი გიყვარს სხვანაირად აღიქვამ, სხვანაირად ფიქრობ,შენთვის გამორჩეულია და უნიკალური- ეს სიყვარულია. ნატა, ნაშის თემა იყო…გაიარა და დამთავრდა, 15 მაქსიმუმ 20 წუთით იყო და მორჩა

ისე, თითქოს არც არაფერი ყოფილა – გესმის?- ნინას არ ესმის!

-ხოდა კიდევ ერთხელ სცადე, გადაუვლის და სცადე, თუ გიყვარს არ გაუშვა, გესმის? –თვალი თვალში გამიყარა ამაშუკელმა

-არსადაც არ წავა! – ვთქვი მე და 2 მაგი ვისკი შევუკვეთე ბარმენს.

Page 73: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

“საკანი # 9″დღე 1

გამთენიისას ტკივილმა გამაღვიძა. თვალი ძლივს გავახილე. მციოდა. ოთახი, სადაცაღმოვჩნდი

მაქსიმუმ 8 კვადრატული თუ იქნებოდა. ბნელი და ცივი, ტკივილის მერე ოთახშიარსებული სინესტე ვიგრძენი,

სველი კედლების მძაფრი და ნოტიო არომატი,

უჟანგბადობა…

თავბრუ მეხვეოდა.. მეხვეოდა გაუთავებლად. ექთანმა შემოიხადა და პულსისგასინჯვის მერე თვალებში ჩამხედა.

-ძალიან გტკივა? – მკითხა ფრთხილად მან

მინდოდა მეთქვა “ასატანად-თქო“ მაგრამ ისეთი ჭახანი დაიწყო ჩემმა ყბამტკივილისგან გავლურჯდი.

-უი, მაპატიე, ვერ ილაპარაკებ, ყბა მოტეხილი გაქვს

სახე ყბასთან ერთად მომერყა..

-ლავიწიც და წვივიც – მშვიდად გააგრძელა ექთანმა – სიკვდილი უნდოდათ შენი? რადააშავე?- სევდიანად გაეღიმა მას.

ხმას ვერ ვიღებ… ტვინში მილიარდი აზრი მიტრიალებს. ვხვდები, რომ რაღაც მინიმუმ2 ზომით პატარა „შლემში“ მაქვს სახე ჩატენილი, საშინელ ტკივილს ვგრძნობ! მეშინიატვინი არ შემიშუპდეს ამ სივიწროვისგან.

როგორ მინდა, რომ ეს ყველაფერი მესიზმრებოდეს, ღმერთო ჩემო! ნუთუ, ღირდა ესყველაფერი ამდენ წამებად?

ყველა ადამიანს უფიქრია, ალბათ ციხეზე. თავისდაუნებურად მაინც.. გამორიცხულია,ერთხელ მაინც არ გაიფიქრო ამ დაწესებულებაზე. მინდა ვაღიარო, რომ ეს იმაზებევრად ცუდი სიტუაციაა, ვიდრე შეიძლება წარმოიდგინო.

ჯანდაბამდე გზა ჰქონოდეთ სვანებს! და მათ უაზრო წესებს! ტვინდახუფულები! არცერთი წუთი არ ვნანობ მომხდარს. დროის უკან დაბრუნება რომ შემეძლოს, მაინციგივეს გავაკეთებდი, როგორღაც ხომ უნდა დასრულებულიყო ეს სიგიჟე?! მართალია,მსხვერპლად შემიწირა, მაგრამ უმტკივნეულოდ არ გამოვიდოდა… სისხლი მაინც

Page 74: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

დაიღვრებოდა, ვიცოდი! ამიხდა კიდეც! წინ მაქვს ბევრი დაუსრულებელი წელი… დაყველა ნინას გარეშე.

“აგვისტოს ცხელი საღამო”

ნინას რომ გავუარე 9 საათი ხდებოდა. მშვიდი თბილისის ცხელი საღამო. პლეხანოვზე2-ჯერ მეტად ცხელა, მაგრამ ამას ნინასთან როგორ ვიტყვი, სამშობლოს ღალატშიდამდებს ბრალს და მაშინვე დაიწყებს: რატომ, კავსაძეზე მინუს 10 გრადუსია?

მე მეცინება უბანზე მის ასეთ ისტერიულ ჩაბჟირებაზე და არაფერს ვიმჩნევ. ის მერესერიოზულად ბრაზდება და კიდევ მეტად უწითლდება ალუბლისფერი ტუჩები.

იმ საღამოს კიკეთში მივდიოდით ჩემი სახლის სანახავად. 2 თვე ვცდილობდი ნინასდაყოლიებას. როგორც იქნა, დავითანხმე. მალოდინა, მაგრან ამჯერად, მხოლოდ 15წუთი: ) არარეალური მაჩვენებელია. ეს იმდენად მცირე პერიოდია, რომ აღვშფოთდიკიდეც- ყველაფერი მოასწარი, დავიჯეროთქო? პასუხად ჩანთა მომხვდა მხარზე.

ვგიჟდები იმაზე, რომ ცოტა არაადეკვატურია ჩემთან მიმართებაში. :)

და მეც კონტროლს ვკარგავ, როცა ერთად ვართ.

ვგიჟდები, რომ სულ მომწონს და

სულ ისეთია, რომ „ნინა, რა ლამაზი ხარ“-ს ვუმეორებ და ჩემი უკიდეგანო სიყვარულისმიუხედავად, დავიფიცები, რომ ყოველ თქმაზე – გულწრფელი ვარ.

ნინას ხაკისფერი გრძელი კაბა ეცვა, სადა, წელზე ქამრით და მკერდზე ჯიბეებით. თმაგაშლილი ჰქონდა, კიდევ მეტად მბზინვარე და გახუნებული. ხომ ყველას უხდებარუჯი, მაგრამ ამ გოგოზე ნამზეური განსაკუთრებით ლამაზია!

თვალები კიდევ მეტად უმდოგვისფერდება და ბერძნულ, ბრინჯაოსფერ ქანდაკებასემსგავსება.

-ჩემებმა იციან, რომ კინოში მივდივარ, 12-ზე უნდა დამაბრუნო – მანქანაში ჩამჯდარიარაა, უკვე ულტიმატუმს მიყენებს.

-კონკია ხარ! – გამეცინა მე და სიგარეტს გავუკიდე. ნინამ გაიცინა და მხარზე ისევვიგრძენი მისი ჩანთის უხეში შეხება.

-წაგართმევ მაგ ჩანთას – ვუღიმი მე და თავი ყველაზე მაგარი ბიჭი მგონია იმიტომ, რომვიცი, მთელი 3 საათი ჩემთან მეყოლება!

კიკეთში გრილოდა. ჭიშკარი შევაღე თუ არა, ბალახის, ზაფხულის, წვიმისა და აგარაკისსუნი ვიგრძენი

-უი, აქ როგორ გრილა!- ხელები მხრებზე მოიხვია ნინამ და ოთახს დაუწყოთვალიერება – ძალიან მყუდრო სახლია, ლევან – მიღიმის ის

Page 75: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

-გინდა ბუხარი ავანთოთ?! – ძალიან მინდა მალევე მოვუგვარო ეს მცირედიდისკომფორტი

-კი – გამიღიმა ნინამ

-მოდი, ჩაის დაგალევინებ და იქამდე ბუხარსაც აგინთებ.

ჩაის მე გავაკეთებ, შენ ბუხარი აანთე – ნინამ თავი დამიქნია

-აი, მარცხნივ შედი და იქაა ჩაიდანი და ჭიქები… კარადაში ჩაი… იმედია – მეღიმებამე

-მივაგნებ, რამენაირად – იცინის ნინა

ბუხარი მალევე ავანთე, ვერანდიდან ოთახში შემოვიტანე 2 ჩალის სავარძელი,რომელზეც რბილი პლედები ეფინა, განჯინიდან გამოვიღე წითელი ღვინო დაბოკლები.

-ძალიან მყუდრო სახლია – მიღიმის ნინა და ჩაის ჭიქას მაწვდის

-ხო, მამაჩემმა ეს ლიკას უყიდა, ჭკუა რომ ეკეტება ხედებზე – სიცილი ამიტყდა მე

-ძალიან მაგარი ხედია – დამეთანხმა ნინა

-სიმართლე გითხრა, აქ როცა ვარ, სულ მთვრალი ვარ ძირითადად. რომ დათვალო,მაქსიმუმ 2-ჯერ ვარ გასული აივანზე, ასე რომ ეს რომანტიკული სიტუაცია დიდად არმაინტერესებს – გამეცინა მე

-რა უინტერესოები ხართ ბიჭები – ამოიხვნეშა ნინამ და ჩაი მოსვა – გავიყინე ლევან –სიცილით

მითხრა მან

-კიდევ გცივა?! ყურებს არ დავუჯერე მე, მანქანიდან ჟაკეტი გადმოვიღე და ჩავაცვი.ხელი მოვკიდე, სულ გაყინული ჰქონდა მკლავები. მერე მთელი სხეულით ჩავეხუტე დაგავჩუმდი. გაჩუმდა ისიც.

ვიცი, რომ ჩახუტებას რაღაც მაგიური ძალა აქვს. და მგონია, რომ ეს ყველაზე ინტიმურიპროცესია.

-გათბი ცოტა? – ვკითხე ნინას

-ცოტა, კი- მიღიმის ის

-აი, 3 ჭიქა და გახურდები – სავარძელი ბუხართან ახლოს მოვწიე და ღვინით სავსე ჭიქამივაწოდე. ნინა სავარძელზე ჩამოჯდა, პლედი მუხლებზე შემოიხვია და სიგარეტსმოუკიდა. სიგარეტს მოვუკიდე მეც.

Page 76: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

-რატომ ხარ ჩუმად? – ღრმა ნაფაზი დავარტყი მე

-ვფიქრობ – მიღიმის ის

-რაზე ?- მეღიმება მეც

-შენზე, ლევან! – ისევ მიღიმის ის

მე არ ვიცი სხვა როგორაა, მაგრამ ძალიან მომწონს ნინა სახელით რომ მომმართავს,ხშირად. თან სულ „ლევან“ – ით. ასე მარტო ლიკა მეძახის. დანარჩენი სამყაროსთვისვიკო ვარ. (ჯერ ლევანიკო ვიყავი, მერე ლევიკო და ბოლოს ვიკო).

-მერე რას ფიქრობ ჩემზე? – ისევ მეღიმება მე

-უბრალოდ ვფიქრობ- მხრებს იჩეჩავს ის და მოწევას აგრძელებს

-მე სულ შენთან მინდა!

-….

-და სულ მენატრები – ვაგრძელებ მე. ნინას თვალის კუთხე უკრთება და ჩაის სმასაგრძელებს.

-არ გინდა ლევან! – მშვიდად მაწყვეტინებს ის.

-ცოტახანი ასე რომ ვიყოთ?!.. ცოტახანი და მერე ყველაფერს დავალაგებდი –ვაგრძელებ ისევ მე

-მოდი დავლიოთ – მიღიმის ის – ლევან ყველაფერი თავისით დალაგდება, ნუ უსწრებმოვლენებს

– სულ შენზე რომ მეფიქრება, რა გავაკეთო? – არ ვუსმენ მას

-შშშ! – ტუჩებზე ხელს მაფარებს ის და ლოყაზე მკოცნის, სუნთქვა მიჩერდება. არომატიაქვს გრილი, ლოტუსნარევი, ძალიან გამჭვირვალე და ჰაეროვანი. ყველაზე მეტადმაინც ის მიყვარს, რომ სულ თვალებში მიყურებს. რამდენჯერაც არ უნდა მივმართო,თვალს არ მაშორებს. ასეთ ხალხს მეტად ვენდობი…

ღმერთო როგორ … ეს გოგო!

აი, პროსტო როგორ… მიყვარს!

-კიდევ დაგისხამ, ხო? – მეღიმება მე

-მიდი! – ჭიქას მაწვდის ის – იცი, ახალი როლი მაქვს, ანნა კარენინას ვთამაშობ

-შენ არ თქვი, ტრაგედიები არ მაინტერესებსო? – გამეღიმა მე

Page 77: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

-ლევან! – საყვედურის ტონით მპასუხობს ის

-ტრაგედიები ლაივში არ შემიძლია, თამაშით – ვითამაშებ, არაა პრობლემა – ისევმიღიმის ის

-ვინ თამაშობს ვრონსკის როლს? არ თქვა შერმადინიო, თორე ფეხებით ჩამოვკიდებ –სიგარეტი ბოლომდე ჩავწვი მე

-არაფერსაც არ ჩამოკიდებ – სიცილი აუტყდა მას – საიდან მიხვდი, ეგ რომ იყო?

-კაი, მართლა თორნიკე იქნება? უნამუსო ვიყო თუ არ ვცემო! – ყურებს არ ვუჯერებ მე

-ნუ აფრენ! – გადაიკისკისა მან და ბოლოდე დალია ღვინო

-ნინა, გეპრანჭება ეგ ბიჭი!

-საიდან მოიტანე?! – შეიცხადა მან

-მეც კაცი ვარ და ვიცი!

-რას ამბობ, მეგობარია!

-ოო, გეუბნები, მაცემინებს თავს- მეთქი

-მეგობარია, ლევან, დაიჯერე!

-არ გიყურებს მეგობრულად!

-საიდან მოიგონე? – მეკითხება ნინა, (არადა გადასარევად იცის, რომ მართალი ვარ,მაგრამ არ დათმობს, ვიცი).

-როცა გელაპარაკება, სხვანაირად გიყურებს, არამეგობრულად!

-ნუ იგონებ! – არ ტყდება ნინა და იცინის. მე იმაზე ვგიჟდები, როცა ვიცი, მართალი ვარდა ის მარწმუნებს, რომ ეგრე არაა!

-ჩემნაირად გიყურებს! – მოვუჭერი მე

-შენნაირად?- შეკრთა ის

-დიახ! – ვთქვი ამაყად – ყველა გზა მოგიჭერი ნინა, დამნებდი!

ნინას ისტერიული სიცილი აუტყდა

-ნელა, არ გადავარდე სავარძლიდან – ხელი შევაშველე მე

-აუ, რა საშინელი ბიჭი ხარ! – სიცილისგან ვერ იმართება ნინა

Page 78: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

-მწარეა სიმართლე?- სიცილითვე ვპასუხომ მე და ვცდილობ დივნიდანჩამოსრიალებული ფეხზე წამოვაყენო.

-არაა, სიმართლე! – კიდევ თავისას იმეორებს ის და სიცილისგან ტირის

-აღიარე, რომ მართალი ვარ! – არ ვეშვები მე და ვგრძნობ, რომ მეც ვიკეცები- ღმერთოჩემი, აბა 58 კილო ვარო? მგონი იტყუები!

-არ ხარ მართალი, არა! – თმას ისწორებს ის და ძალით მსვამს თავისთან ახლოს,იატაკზე.

-მაინც ვცემ ის უბედურს, ან უარი თქვას როლზე! – კავკასიური სისხლი ყივის ჩემში

-ლევან! – მსაყვედურობს ნინა – გეყოს, რა!

-აქ ხურგადაა ჩვეულებრივი – ბუხარს შევხედე, რომელმაც კინაღამ წამწამებიშემიტრუსა და სიცილი ამიტყდა

-გადასარევია ხურგადა – იცინის ნინა და ღვინოს წრუპავს.

ხელი გადავხვიე და ჩემსკენ მოვწიე. თმა ჰქონდა ნოტიო და ისიც ლოტუსის ყვავილისარომატით გაჯერებული. მერე დიდხანს ვიჯექით ასე ცეცხლთან და ვუყურებდით,როგორ იწვოდა ბოლო ნაკვერჩხალი.

ბევრი რამის თქმა მინდოდა და ვერ ვალაგებდი. არ ვიცოდი, საიდან დამეწყო…

-სხვა

გოგოს რატომ არ ესმის იმდენი, რამდენიც შენ? – ვკითხე მოულოდნელად

-იმიტომ, რომ ჩემი მსგავსი მხოლოდ მე ვარ – გამიღიმა მან

-ნინა, თავიდანვე შენ რატომ არ შემხვდი?

-იმიტომ რომ მე პლეხანოველი ვარ, შენზე 4 წლით პატარა და იმიტომ რომ მე არვასეირნებდი შენს ეზოში ძაღლს.

-რატომ იკბინები? – სევდიანად გამეღიმა მე

-კაი, მაპატიე, ცუდად გამომივიდა – ტუჩზე იკბინა ნინამ

მერე ისევ ჩავეხუტე და თმაზე ვაკოცე.

-დარჩები ჩემთან? – ვკითხე, ისე, რომ ნაკვერჩხლისთვის თვალი არ მომიშორებია.

-არ შემიძლია, ლევან – თავი გააქნია მან

-ხო, მესმის. მახსოვს, დაგპირდი, ერთი თქმის მერე თუ არ დამთანხმდებოდი, არ

Page 79: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

დამეძალებინა.. ეს ის სიტუაციაა, რომელსაც არ გეგმავენ.. ან რჩებიან, ან არა.

-ხო – თავი დამიქნია მან და ჩემ ჟაკეტში გაეხვია – დამტოვებ სახლში?!

-კი – ვთქვი ორაზროვნად – და მაინც, ნინა – რაღაც ბურთისებრი გამჩხირა ყელში- შენარ იცი, როგორ მინდა, რომ ჩემთან რჩებოდე!

აღმაშენებლის 148

ანიმ ზარი რომ დარეკა, 10 საათი იყო. პიჟამოში გამოწყობილს საერთოდ დამავიწყდა,ვინმეს რომ ველოდებოდი.

-ამჯერად რაღა ხდება? – მითხრა ქურთუკის ჩამოკიდვისთანავე.

-შემოდი- ვთქვი და ამოვიოხრე

-დაიწყე! – თითქმის მიბრძანა მან

-ვერ ვიწყებ – იდიოტივით მეცინება და ვცდილობ მეოთხედ მოვუკიდო სიგარეტს

-ნინა, სანთებელა არ მუშაობს! – მიმითითა მან

-ანი, არც კი ვიცი, როგორ დავიწყო…

-თავიდან დაიწყე!

-შენ რომ დღეს რედისონში დამიტოვე ტელეფონი… – ენის ბორძიკით ვიწყებ მე

-ხო, მერე? მიხვედი?

-მივედი… ტელეფონიც წამოვიღე – ცრემლებს ძლივს ვიკავებ მე

-მერე? – გაოცებული სახით მიყურებს ანი

-ვიკო შემხვდა.. ნატასთან ერთად.. იქ იყვნენ… ღამე ერთად დარჩნენ და მე რომტელეფონის ასაღებად მივედი, მაშინ გამოდიოდნენ სასტუმროდან ანის მოლურჯოფერი დაედო.

-ხო! – ვთქვი მე და ნიკაპამდე ჩამოსრიალებული მარილიანი ბურთი პიჟამისსახელოთი მოვიწმინდე.

-ვერ გავიგე – ყურებს არ უჯერებს ის – და დარწმუნებული ხარ, რომ…

-ანი! – საყვედურით შევხედე მას

-… რა იცი?

-ანი! – ბრმა ხომ არ ვარ? ერთად იყვნენ.. ბიჭი, რომელსაც ყველაზე მეტად ვუყვარვარ

Page 80: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

და რომელიც ყველაზე მეტად მაფასებს, რომლისთვისაც განსაკუთრებული ვარ დარომელიც ჩემს გარეშე ვერ სუნთქავს, ის მღალატობს! თან ქალაქის ცენტრში, ყველასდასანახად, აი, აქვე, ზემელზე! თან აბსოლუტურად მშვიდად და მხიარულად!

-კაი, რა! – თავი გადააქნია ანიმ – რა ჯანდაბად დაგრჩა ჩემთან ტელეფონი! რაგინდოდა! ან მე რაღა მანდ დაგიტოვე, ღმერთო, ეს ხომ ჩემ გამო მოხდა!

-ანი, გეყოფა! კიდევ კარგი ეგრე მოხდა! კიდევ კარგი, მე ვნახე, თორე სხვას ხომარასოდეს დავუჯერებდი!

-მოიცადე… იმან ვერ დაგინახა?

-ვერა, მე დახლთან ვიდექი ბაბაიაგას ვიდზე, რომც შემოეხედა ვერ მიცნობდა.საერთოდ არც შევუნიშნივარ…სად ეცალა ჩემთვის, ნატა ჰყავდა კისერზე შარფივითშემოხვეული.

-არ მჯერა! – სიგარეტი ბოლომდე ჩაწვა მან და თვალები აემღვრა – არ დაურეკავს?

-ნტ – ღიმილით გავაქნიე თავი მე – აცადეთ, ერთობა ბიჭი

-და როცა დარეკავს, შეიმჩნევ?!- კიდევ უფრო გამომცდელად მკითხა ანიმ

-ყველაფერი დამთავრდა.. მე მოვრჩი … აქამდეც არ უნდა მიმეყვანა საქმე – ვთქვიგადაჭრით და ლიმნიანი ყავა მოვსვი.

“იასანმისფერი ხიდი”

-ნინა, რას შვები?

-მცივა, შენ? – სიცილი ამიტყდა უეცრად

-ეგრე ცივა კოჯორში? – ყურებს არ დაუჯერა ლევანმა

-ხო, აი აქ რომ იყო, ძალიან გაგიხარდებოდა შენ, ბედნიერი იქნებოდი მინუს 10გრადუსია – ჟაკეტი მოვიხვიე მე

-კაი, მაშინ გარეთ ვარ და გამოდი – იყო პასუხი

-ხუმრობ ალბათ, ლევან – ხმა შემეცვალა მე

-ნტ – იყო კიდევ მეტად თავდაჯერებული პასუხი

-როგორ გამოვიდე, შუაღამეა!

-რა იყო, მოგიტაცებენ? – სიცილი აუტყდა მას

-მომიტაცებენ! – ვთქვი თავდაჯერებით

Page 81: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

-მოიცა, მარტო ხარ, არა? – დაიბნა ის

-დაახლოებით – მძინარე დეიდაჩემს შევხედე და გამეცინა

-ხო ნუ, ნანა არ ითვლება – ყურმილშიც კი მივხდი ისეთი ღრმა ნაფაზი დაარტყა მან

-ცოტახნით გამოვალ – შევაპარე მე

-არა, ამჯერად ცოტახნით ვერ გამოხვალ ნინა, უთხარი რომ თბილისში წახვედი, შენმამეგობარმა იმშობიარა, ან გათხოვდა, ან მანქანამ დაარტყა და თბილისში დაგჭირდაწასვლა

-რა მოიგონე ახლა ? – სარკეში ჩავიხედე და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომნამდვილად არ იყო კარგი დრო პაემნისთვის. ხომ არის, ისეთი დღე რომ ვერ ხარ, აი,რაღაცნაირად, მონგრეულ, მოშვებულ, გათიშული, როცა კეტებისა და დიდი მაისურისხასიათზე ხარ, ჰამაკში წოლისა და პლედში ტოლმასავით

გახვევის, შენთვის ყოფნის, რა.. მოკლედ რომ ვთქვათ… აი, ზუსტად ეგრე ვიყავი,მაგრამ ვიკოს მოშორება ასეთი ადვილი რომ ყოფილიყო, ყველაფერი ბევრად მარტივადამეწყობოდა ცხოვრებაში.

-სად მივდივართ? – კითხვა შევუბრუნე მე

-ყავა დავლიოთ სადმე, ბარში – სიცილი აუტყდა ვიკოს

-ბარი არ მინდა – ვიუარე მე, ბარში ყველგან სიგარეტს ეწევიან

-ბარი ნინა, მთა და ბარი – სიცილი აუტყდა ვიკოს – კოჯორი მთაა, მე ბარშიგეპატიჟები

-აჰაჰაჰა – თავი ვერ შევიკავე, მე – რატომ, მთის ჰაერი არ მოგწონს?

-ვაკელი ვარ, რა ვქნა, ბარი მირჩევნია – გამიღიმა მან

-ნუ შემჭამე ამ შენი ვაკით – გულწრფელად შევწუხდი მე

-ჩაიცვი, გელოდები – თითქმის მიბრძანა მან

-ოკ – გავიღიმე მე

ხელში რაც მომხვდა, ჯინსი, მაისური და კეტები ჩავიცვი, ჩანთაში ჩავყარე კოსმეტიკა,კბილის ჯაგრისი (ვინც პირველად კითხულობთ ჩემს მოთხრობას, გეტყვით, რომ წიკიმაქვს, ყველგან კბილებს ვიხეხავ, ხანდახან რესტორნის საპირფარეშოშიც კი;) სუნამო არდავინანე და კარი გამოვიკეტე.

ყველაზე მეტად მიყვარს, როცა გოგოს სადად აცვია. ნინამ ლოტუსნარევი არომატიშემოიტანა ჩემს მანქანაში. უბრალო მაისურშიც ისეთი ლამაზია ეს გოგო, ხანდახან

Page 82: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

უბრალოს სიხარულისგან მეღიმება და მიხარია ის, რომ უბრალოდ მე ამ გოგოსვაღელვებ, მე ვაღელვებ და არავინ დანარჩენი. ჩემგან წყინს და ჩემი ახარებს ყველაზემეტად! ძალიან მაგარია!

-სად მივდივართ? – მეკითხება და ისევ არანორმალურად უბრჭყვიალებს თმა დაკანი.

-ხანდახან არ მგონიხარ რეალური, ნინა – ვეუბნები სავსებით გულწრფელად

-ვერ გავიგე?- მპასუხობს დაბნეული

-აი, როგორ შეიძლება ასეთი მაგარი იყო?!

-ძალიან მოგენატრე, ლევან?- სიცილი უტყდება მას

-ნტ – თავს ვაქნევ და კიდევ უფრო მეტად მეღიმება

-აბა, რა ხდება?! – ეღიმება მასაც

-კაი, არაფერი – ისევ თავს ვაქნევ. ამაყია, კი არ მეტყვის: დამიკონკრეტე გინდა, თუ არა,რას გულისხმობო. მერე მხრებს იჩეჩავს ის და ღიმილით სიგარეტს უკიდებს

-სად მიდივართ? – კითხვას მიმეორებს ის

-ყავა დავლიოთ რა, სადმე – ვპასუხობ მშვიდად

-ჯერ რაღაც არ მინდა, ცოტა მერე?! – მეკითხება ის

-ხო, მეც მაგისი თქმა მინდოდა, გზაშიც ხომ გავა დრო…

ნინამ ჩემი ნათქვამი ცოტა ვერ გაიგო, მაგრამ აღარ ჩამძიებია. თბილისისკენგადავუხვიე.

-რას შვები, მომიყევი – მის ბრინჯაოსფერ მკლავებს ვუყურებ და მეღიმება – ნამზეურიდაიმატე?

-დიახ, დავიმატე – მპასუხობს ის – რა გავაკეთო სხვა კოჯორში?! კიდევ… ახალ სცენარსვკითხულობდი მთელი დღე

– რა მაგარია, მთელი დღე დასვენება!

-ხო, ისე დავიღალე ეს თვე, 24 საათი სპექტაკლი- რეპეტიცია, სპექტაკლი-რეპეტიცია,რეპეტიცია და მერე ისევ რეპეტიცია, გავგიჟდი – ამოიოხრა მან

-ძალიან მაგარია ჰამაკი და სიჩუმე – დავეთანხმე მე

-ხო, აუცილებელია… ხანდახან მგონია, რომ ეს სახლი რომ არ მქონდეს, შევირყეოდი.

Page 83: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

თუ ვერ ვარ, ან ვიღლები, ან სულაც მარტო ყოფნა მინდა, მაშინ მოვდივარ აქ დავრჩები… 2 დღეში უკეთ ვარ… სრული რეაბილიტაციაა სულის – მიღიმის ის

-ჩემი კრასავიცა ხარ შენ – შუბლზე ვკოცნი მე

ნინა ჩუმადაა. მხარზე თავს მადებს და სიგარეტს ეწევა.

-მალე მივალთ?- მეკითხება ის

-ისე რა – თვალი ოდნავ მოვჭუტე მე და საათს დავხედე

-სად მიგყავარ? – მეკითხება ეჭვით

-ყველაზე მაგარი ყავა სადაც კეთდება, იქ – ვპასუხობ მშვიდად და თან თვალს ვხუჭავ,მეხის დაცემის მოლოდინში. ვიცი, გადამერევა ბოლომდე რომ ვთქვა, სად მიმყავს.

-მაინც ლევან? – არ მეშვება ის

-ცოტა ხანში ნახავ- თავს ვიძვრენ მე

-იგოეთს გავცდით, ლევან – ნინამ გაოცებით შემომხედა

-ხოდა გადაყარე ხურდები : ) სტამბულში მიმყავხარ! – ვთქვი ძალიან მშვიდად დასაგრძნობლად მოვუმატე სიჩქარეს

-მეღადავები! – გაეცინა მას

-ნტ- ვიღიმი მე – სულ არ ვღადაობ

-ხო არ აფრენ?! – ვერ იჯერებს ის

-ვაფრენ? ნტ – აბსოლუტურად გადასარევად ვგრძნობ თავს

-რა სტამბული, ლევან?! – გაფითრდა ის

-შენ არ იცი, რა ყავას აკეთებენ იმ კაფეში- სულელურად ვიღიმი მე და ვცდილობსიმშვიდე შევინარჩუნო

-ლევან, მოაბრუნე! – თითქმის მიბრძანა მან

-ნტ – თავს ვაქნევ მე – გამორიცხულია ნინა, ცხოვრებაში ერთხელ , მე გადავწყვეტროდის დაგაბრუნო სახლში!

-რა იყო, მიტაცებ? – ვერ ხვდება ვერაფერს ის

-არა, ყავის დასალევად მიმყავხარ – მეცინება მე

-კი მარა, სხვა ქვეყანაში თუ მივდივართ, არ უნდა გაგეფრთხილებინე?! – ისტერიკაში

Page 84: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

ვარდება ის – არაფერი არ წამომოიღია, ან სად უნდა დავრჩე? ან როდისვბრუნდები???

-ხვალ დავბრუნდეთ, რა

პრობლემაა?! – გულწრფელად ვერ ვხვდები, მისი ასეთი აღშფოთების მიზეზს.

-გავიგე, მაგრამ ხომ შეგეძლო, გეთქვა?! – ვერ მშვიდდება ის

-ნინა, 1 საათით რომ მხვდები, მოსვლიდან კიდევ ნახევარი საათი მანქანაში გელოდები,იმდენი ხანი იპრანჭები. რომ მეთქვა სტამბულში მიმყავხართქო, ერთ კვირამოუნდებოდი ჩემოდნის ჩალაგებას. პასუხად, ნინას მძიმე ჩანთა მივიღე მხარში.

მე სიცილი ამიტყდა და სიგარეტს მოვუკიდე.

– კაი, ხო, გაიღიმე, უკვე ძალიან მალე მივალთ – ვეცადე დაძაბული სიტუაციაგანმემუხტა

-კი, ძალიან მალე მივალთ, 6-7 საათში – წამისისინა მან

-ნუ მებუზღუნები – მეწყინა მე

-ასე ხომ არ შეიძლება ლევან ?! – მსაყვედურობს ის – მხოლოდ კბილის ჯაგრისი მაქვსწამოღებული

-რა გინდა, ყველაზე მნიშვნელოვანი ნივთი წამოგიღია – გამეცინა მე

პასუხად ისევ ტყავის მძიმე ჩანთა მივიღე

-რა გიდევს მაგ ჩანთაში?! – ვკითხე გულწრფელად

-მზითვი – ისევ წამისისინა მან

გადავიხარხარე

-ცოტა დავიღალე, 1 საათით დაჯდები? – საჭეზე მივუთითე მე

ნინას სახე გაებადრა. მაგრამ მანქანა დაქოქა თუ არა, საერთოდ ვინანე, რომ შევთავაზემსგავსი რამ

-მგონი ოდნავ სწრაფად დადიხარ – ვთქვი სიჩქარით დაბნეულმა

-ხო? არ შემიმჩნევია – მპასუხობს ის და სიგარეტს უკიდებს

-ნინა! ფრთხილად! – კივილი აღმომხდა უშველებელი სატვირთო მანქანის დანახვაზე –კინაღამ ტრაილერმა გადაგიარა!

-რა იყო ლევან, გეშინია?! – მეკითხება ის გამომწვევად

Page 85: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

-ნინა, ცუდად ხუმრობ- ვპასუხობ მე და კიდევ უფრო მეტად ვიძაბები

-საერთოდ არ ვხუმრობ – მიღიმის ის და ისეთ „აბგონზე გადის“ თვალებს მართლავხუჭავ შიშისგან

-აბა,მაგარი ბიჭი ვარ და არაფრის მეშინიაო?! – აგრძელებს ის ჩემზე ფსიქოლოგიურზეწოლას

-ნინა, გეყოფა! – სერიოზულად ვიწყებ ნერვიულობას მე

-არა, არ მეყოფა – მიღიმის ის – ბოლომდე რომ მივადგა, როგორ გგონია, აიტან?!

სიცილი ამიტყდა

-ეგ ნერვიული სიცილია, ლევან! – კმაყოფილი მიქნევს ის.

-მიდი, მიადგი – გავთამამდი ბოლოს (ვხელმძღვანელობ იმ პრინციპით, რომ ქალიბავშვია და პირიქით უნდა ელაპარაკო სასურველი შედეგის მისაღწევად) – ჩემიგამოთვლით ასე თუ ივლი, 3 საათში უკვე იმ კაფეში ვიქნებით, მეტიც- ყავაცშეკვეთილი გვექნება. ნინას ჩემს სიტყვებზე ხარხარი აუტყდა, თავი ვეღარ შეიკავა დასიჩქარეს უკლო.

-გადმოდი მანქანიდან და აღარასოდეს არ დაჯდე ამ ადგილზე – ვუთხარი როცა ცოტასული მოითქვა სიცილით.

საპასუხოდ – მხარში ისევ მძიმე ჩანთა ვიგრძენი.

ასე მხიარულად ჩავედით სარფში. სარფიდან ზუსტად 1 საათში სტამბულშიჩავფრინდით.

სტამბულში თბილოდა.

მიყვარს თურქეთი…

მათი განსაკუთრებული და უმაღლესი სერვისი მიყვარს.

მიყვარს, ის, რომ ბევრი და გემრიელი ტკბილეული აქვთ.

საუკეთესო ჩაი და ყველაზე არომატული ყავა.

ყავა, რომლის გამო მართლა ღირს ამ სიშორეზე ჩამოქანება, თან თუ ასეთი იდეალურიგოგო მოგყავს, ხომ მითუმეტეს!

ეს საოცარი ბარი, სადაც ჯადოსნური ყავა მზადდება ზუსტად ბოსფორის სრუტესთან,ულამაზეს სასტუმროს სულ ბოლო სართულზეა.

Page 86: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

შენობა მაღალი ვიტრაჟებით, საუცხოო გემოვნებითა და ულამაზესი ინტერიერითგამოირჩევა.

იატაკიდან – ჭერამდე შემინული, ძალიან ეფექტურია!

სასტუმროს ქუჩიდან რომ გავხედე, ვერც დავუშვი რომ ევროპაში არ ვიყავი.

ულამაზეს ვიტრაჟიდან შევიჭყიტე შიგნით თუ არა, ლამაზმა ავეჯმა მიიზიდა ჩემიყურადღება. ტყავის მძიმე დივნებითა და სავარძლებით.

შავისა და ყავისფრის ასეთი გემოვნებიანი შეხამება, პირველად ვნახე…

ბარი სულ ხეშია გადაწყვეტილი…

მიყვარს ასეთი ინტერიერი,

ხე განსაკუთრებულ სიმყუდროვეს ქმნის…

შინდისფერი და მუქი ყავისფერი ხე…

ბარში ხის არომატი..

ხის, ყავისა და ვანილის არომატმა ისე დამათრო, შესვლისთანავე სიამოვნებისგანგავიღიმე..

და ბართან მუქი მწვანე ტყავის სკამზე დავეშვი.

ვიკომ იქვე ქურთუკი მიაგდო, სიგარეტს მოუკიდა ბართან კომფორტულად მოთავსდათუ არა, ბარმენს 2 ყავა შეუკვეთა თურქულად.

-თურქული სად ისწავლე? – ვიკითხე გაოცებულმა

-აქ – მიღიმის ვიკო

-ხშირად მოდიხარ-ხოლმე?- კიდევ უფრო მეტად დავიბენი მე

-რა მკითხე? – ჩაფიქრებულმა მეორე ღერს მოუკიდა – აი, ყავაც მოიტანეს, ნახე პროსტარა ყავაა, ნინა, შეიძლება, გულის შეტევა დაგემართოს სიამოვნებისგან.

-აქ ხშირად მოდიხართქო? – ჩავიხვიე ეჭვიანი ცოლივით მე

-კოველ კვირას, ნაშების ახალი პარტია ჩამომყავს თუ არა, აქ მომყავს – ისესერიოზულად მიპასუხა მან ყავა გადამცდა.

-ხომ მაგარი ყავაა? – სიცილი აუტყდა მასაც

-ძალიან ცხელია, ჯერ ვერ გავიგე როგორია – ძლივს ამოვიკნავლე გალურჯებულმა

Page 87: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

-ნაშებზე გაგეცინა თუ ჩემზე ? – მეკითხება ის და ეშმაკურად უციმციმებს თვალები

-ნაშებზე – ენა გამოვუყავი მე და სიგარეტს მოვუკიდე – რა სილამაზეა ლევან! – ვთქვიდა ბარს მოვავლე თვალი

-ხომ ყველაზე ლამაზი ადგილია? – მეკითხება ის

და ვხედავ როგორ ახარებს ჩემი აღტაცება – იცი, რამდენი ხანი ვგეგმავდი ამ ყავისსმას? – თვალებში მიყურებს ვიკო

გავწითლდი. რომ არ შემემჩნია გავიღიმე და იქვე დადებულ მენიუს დავუწყე უაზროდთვალიერება .

-ნინა, გადადე ეგ მენიუ – იცინის ის. უაზროდ ვხურავ ისედაც წაუკითხავ მენიუს დავცდილობ თვალი გავუსწორო.

-აი, ნახე ნინა – ფანჯარასთან მიდის ის და ფარდას წევს – მოდი, გეხვეწები. ფანჯარასმივუახლოვდი და გადავიხედე. ჩემს წინ უდიდესი და ულამაზესი ხიდიაგადაჭიმული, სულ განათებული და უსასრულო …

უსასრულოდ უსასრულო…

-ღმერთო, სად მომიყვანე?! – აღმომხდა აღტაცებით. ვიკო მომიახლოვდა და მხარზეთავი დამადო.

გულისცემა საფეთქელთან ვიგრძენი, მაგრამ არ გავნძრეულვარ.

გული ამიჩუყდა…

ყველაფერმა ერთად იმოქმედა…

ჩემზე ასეთმა ზრუნვამ..

ამხელა გზამ ..

სხვა ქვეყანამ..

მარტო დარჩენამ…

სიყვარულმა…

მონატრებამ…

და ისე, როგორც არასდროს მინდოდა ტირილი…

აი, გულწრფელად , მართლა ძალიან, ძალიან მინდოდა!

მაგრამ აი, ამხელა გზის მერე, ჯადოსნური ყავის გასინჯვისა

Page 88: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

და ასეთ სასტუმროში მოხვედრის მერე ფანჯარასთან მდგარი, ამ ბედნიერ დღეს, ასეთიხედით დამტკბარი,

ასეთ ბიჭთან და

აბღავლებული?!

ცოტა არაადეკვატური ვიქნებოდი,

არაადეკვატური და უმადური..

ამიტომ თავი შევიკავე,

უფრო სწორად ტირილი ღამისთვის გადავდე. :)

-ხომ მოგწონს ნინა? – მეკითხება ვიკო

-ძალიან! – ვპასუხობ გაბრუებული მე და მინდა მთელი გულით ტვინი გამოვრთო..

გამოვრთო ბოლომდე… და თუნდაც ერთი დღე მშვიდად ვიყო, ვიყო სინდისის ქენჯნისგარეშე!

მართალი ჩემს თავთან, სხვა აღარც მედარდება, ჩემი თავი მჭამს, თუ მჭამს!

-რა უცნაური ლამპიონებითაა განათებული ეს უზარმაზარი ხიდი… ხედავ?!

-ხო – სული შევუბერე მინას – ცაში გაშვებული ფრანებია აქაც, ასე შორს ჩემითბილისიდან, ლამპიონები აქაც ცის ფრანებს გვანან ლევან, ნახე..

ემოცია ძალიან მძაფრი იყო…

ისეთი მუხტი მოიტანა ამ ბიჭმა ჩემში, ვგრძნობ, რომ ემოციისგან ვთვრები.

მე კიდევ უფრო მეტად მინდება ტირილი, და კიდევ უფრო ნაკლებად მინდება ამტირილის ღამისთვის გადადება… :) ღრმად ვსუნთქავ იქნებ, წამწამებზე მომდგარიმარილიანი წყლის ჭავლი რამენაირად შევაკავო…

იდიოტივით ვიღიმი, ვიკოს ხელს ვაშვებინებ და მშვიდი სახით ვბრუნდები ბართან.ვიკო ცოტახანი ფანჯარასთან დგას და მერე ბრუნდება, თვალები მასაც ამღვრეულიაქვს…

ორივე არ ვიმჩნევთ ერთმანეთის მდგომარეობას.

ესაა სიტუაცია, როცა ის ვერ მეუბნება ვერაფერ კონკრეტულს

და როცა მე სათქმელიც არ მაქვს….

Page 89: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

უბრალოდ ყველაზე ძალიან, სულ სულ ყველაზე ძალიან მინდა, რომ ეს ბიჭი იყოსწარსულის

გარეშე და იყოს მარტო ჩემი! მხოლოდ ჩემი!

-არ გშია ?! – ისევ ის არღვევს დუმილს

-ნტ – თავს ვაქნევ მე და ისევ ჩვენს სიტუაციაზე ვფიქრობ

-მიდი, რა, მარტო არ მაჭამო – მიღიმის ის

-კაი – ნაძალადევად ვთანხმდები მას და ვცდილობ, რაიმე პოზიტიურზე ვიფიქრო.არადა მთელი გზა, მახსოვს ძალიან მშიოდა.

-ცეზარი იყოს? და რაიმე ფრეში, მოიცადე, მოგიძებნო – ყურადღებით კითხულობსმენიუს ის – ანანასი?

-იყოს! – ვიღიმი მე და იმაზე ვფიქრობ, რომ უბედური, ისტერიჩკა და პსიქოპატკა ცოლისახლშიც ჰყავდა, რომელსაც გამოექცა… ჩემში ამ ბიჭს ზუსტად ეს თავისუფლება დაპოზიტივი უყვარს, რაც რეალურად მართლა ძალიან გადაჭარბებულად მაქვს.. ამიტომსჯობს ისევ პირველ ჩვენებას დავუბრუნდე და არ გავხდე ტიპიური „ეჭვიანი,დეპრესიული ქართველი ახალგაზრდა (თუმცა მრავალგზის უკვე დაღლილი) გოგო“.

-მე რამე ხორციანი მინდა, ვისკი და მინერალური… ნინა, რატომ მოიწყინე? – მენიუდანმზერა ჩემს გამოშტერებულ სახეზე შეაჩერა მან

-მოვიწყინე? – სამსახიობო ნიჭი მოვიშველიე მე

-ხო, რაღაც ჩაფიქრდი – მიღიმის ის

იდიოტივით ვიღიმი და მხრებს ვიჩეჩავ ისევ. ფანჯრისკენ ვიყურები და კიდევ მეტადმიჭირს თავის დაჭერა. რა ჯანდაბა დამემართა, დეპრესიისკენ რა მიმათრევს? რამე ხომარ ჩამიყარეს წყალში – ისტერიული ტირილის მომგვრელი? რა ბღავილი ამიტყდა ამჯადოსნურ ადგილას – ჩემს „მეორე მეს“ ვეჩხუბები შინაგანად და ვცდილობ,დაბადებიდან თანდაყოლილი სამსახიობო ნიჭი გამოვიყენო ამ „ჯადო“ სიტუაციისგანსამუხტად. ყავა მართლაც იდეალური იყო. არასოდეს დამავიწყდება მისი გემო.ასოციაციით როგორც მეგონა, ზუსტად ეგეთი, რაღაც ფორთოხლისმაგვარციტრუსოვანი შევიგრძენი. ისეთი, განსაკუთრებულად რომ დაგამახსოვრდება დააუცილებლად კიდევ რომ მოგინდება გასინჯვა.

ვიკო თვალს არ მაშორებდა, თითქოს უნდოდა ბოლომდე დარწმუნებულიყო, რომ მისი“ყავის სმის” სიურპრიზმა ბოლომდე აღმაფრთოვანა.

-თქვი, როგორია? – მოუსვენრად აუციმციმდა თვალები მას

-ძალიან უცხო და გემრიელი – გავიღიმე მე

Page 90: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

-ხომ ძალიან უცნაური გემო აქვს?

-კი, ფორთოხლის – გამეცინა მე

-ჩაარტყი – ხელი გამომიწოდა მან – ვიცოდი, რომ ზუსტად მიხვდებოდი, რატომგადავირიე ამ ყავაზე

ხელი გავუწოდე და მსუბუქად დავარტყი.

-რა ლამაზია ეს რესტორანი – უხერხულობის გადასაფარად ხელს ვაშვებინებ მას დათმას ყურზე ვიწევ

-მოდი, ეს ჩვენი ადგილი იყოს – სიგარეტს გაუკიდა მან

-კარგი – ვიღიმი მე

-არავის უთხრა ამ სასტუმროს შესახებ – მიცინის ის

-კარგი – ისევ მეღიმება მე

-ახლა დავლიოთ – მითრხა ლევანმა და სანამ ვუპასუხებდი ისევ ორმაგი ვისკიშეუკვეთა ჩვენთვის

-დაღლილზე ძალიან მოგვეკიდება – გამეცინა მე

-ხოდა დავთვრეთ – ისევ მხიარულად აუციმციმდა თვალები მას

მე ისევ გამეცინა და სიგარეტს მოვუკიდე

-მომიყევი რა, შენზე – მუქ, ყავისფერ სავარძელში კარგად მოკალათდა ვიკო და მთელიყურადღება ჩემზე გადმოიტანა

-რა მოგიყვე? – ცოტა უხერხულად გავიღიმე

-რამე, რაც გინდა – მხრებბი აიჩეჩა მან

გავჩუმდი. არ ვიცი რისი მოყოლა მინდა

-სულ ერთია, რამე მომიყევი – ისევ მთხოვს ის

ვისკი მოვწრუპე და ფანჯრისკენ გავიხედე

-საბავშვო-ბაღში ბიჭი რომ მყავს ნაცემი, იცი?

-რაა? – სიცილი აუტყდა მას – შეენ?

-ხო, მე

Page 91: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

-ასეთმა სიფრიფანამ ბიჭი როგორ ცემე? – არ დამიჯერა მან

-აი, გადასარევად ვცემე, პლოსტმასის ფოცხი ჩავარტყი თავში – გადავიხარხარე მე

-კაი, რა! – თვალები გაუფართოვდა მას

-დედას ვფიცავარ!

-რა დაუნდობლობაა – გაეცინა ვიკოს

-არ მათხოვა თავისი სათამაშოები და ძალიან გავბრაზდი

-მერე უნდა გეცემა? – შეეცოდა მას ჩემი ბაღელი

-რა მექნა, ვერაფრით ვერ გამოვწიწკნე ხელიდან ვედრო და ნიჩაბი.მარტო თამაშობდაღორივით სილაში – ვთქვი მხიარულად და ჭიქა ბოლომდე მოვიყუდე.

ვიკო სიცილისგან გადაყირავდა.

-აუ, ძალიან „აპასნია“ შენი გაბრაზება – ძლივსგასაგონად თქვა მან და ცრემლიმოიწმინდა

-ხოდა, ფრთხილად იყავი – მეორე ჭიქა მოვსვი მე

-გავითვალისწინებ – გამიღიმა მან

-აი, ზუსტად ასეთი ინტერიერი მინდა სახლში – ვთქვი მე და ულამაზეს ფარდებსშევხედე.

რესტორანში მუქი მელნისფერი ფარდები ეკიდა, ჭერიდან ლამინატის ბოლომდედაშვებული, სულ სადა, კუთხეში სამაგრზე ლამაზად დამაგრებული.

მაღალი ვიტრაჟები კი ისეთი გაპრიალებული იყო, რომ თავი ღია ფანჯარაში მეგონა…თბილი ფერების ინტერიერი და ვანილის არომატი…

ალკოჰოლმა მალევე დამირბინა სხეულში და სასიამოვნოდ გამათბო.

-ნეტა რა ხდება კოჯორში?- გამეღიმა მე – თუ ნახა დეიდაჩემმა ჩემი წერილი.

-კოჯორში ალბათ ცივა – გამიღიმა ლევანმა – მე შენ მოგიტაცე იმ სიცივიდან და ამზაფხულში ჩამოგიყვანე

-ზღაპრულ ზაფხულში – უცბნად გული ამიჩუყდა ვიკოს საქციელზე

-ძალიან დიდი მადლობა, ლევან – მოკრძალებულად გავუღიმე მე

-რისთვის? – კითხვისნიშნით სავსე მზერა მომაპყრო ლევანმა

Page 92: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

-ყველაფრისთვის – ისევ მოკრძალებულად გავუღიმე მას.

-ნუ იგონებ – თავი გააქნია მან და ღრმა ნაფაზი დაარტყა

-ძალიან მაგარი ბიჭი ხარ!

-ეს ზედა ისე გიხდება – სიტყვა ბანზე ამიგდო მან

-ხოო? მეც ძალიან მიყვარს, უბრალოა და ლამაზი

-შენ ყველაფერი გიხდება! – დაასკვნა მან

-მადლობა – დავიმორცხვე მე

-და რა თმა გაქვს! სულ მგონია, რომ რაღაცას ისმევ ასე რომ გიბრჭყვიალებდეს

-არაფერს არ ვისმევ – გამეღიმა მე

-მიყვარს შენი არომატი. ძალიან რომ მენატრები, ვცდილობ შენი არომატი გავიხსენო დაშენ წარმოიდგინე, ვგრძნობ-ხოლმე

-ლევან, რა საყვარელი ხარ!

-უსაყვარლესი! – იცინის ის

-კიდევ მიყვარს თვალებს ოდნავ რომ ხრი და სახეს რომ მარიდებ…მაშინგანსაკუთრებულად გულწრფელი ხარ, ვიცი!

-მე მიყვარს შენ ის ცისფერი პერანგი რომ გაცვია – ავყევი მე

-მეც მიყვარს ეგ პერანგი – დამეთანხმა ის – და კიდევ მიყვარს შენი თვალები…მწვანე,ჭაობისფერი რომ დაკრავს ხანდახან… კიდევ მიყვარს, ძალიან ჯიუტი რომ ხარ,მაგრამ საბოლოოდ მაინც მე რომ ვიმარჯვებ.

სიცილი ამიტყდა. ლევანი გაჩუმდა.

-რაზე ფიქრობ? – ისევ ვისკი მოვსვი მე

-მე? – ჩამეკითხა ის – შენს დაჩაგრულ ბაღელზე

-ნუ მატყუებ – გადავიხარხარე მე

-კაი, მაშინ შენზე – გამიღიმა მან

-და ჩემზე რას ფიქრობ? – ვისკიმ გამათამამა მე

-ვფიქრობ, რომ ძალიან კარგი გოგო ხარ – ისევ ღრმა ნაფაზი დაარტყა მან

Page 93: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

-აუფ! – მეტს არაფერს ფიქრობ? – მეწყინა მე

-მეტი უნდა ვიფიქრო? – ისევ მიცინის ის

-კარგი – გავიბუტე მე და მესამე ჭიქა შევუკვეთე თურქ ბარმენს ინგლისურად

-ბევრი არ მოგივიდეს – ეცინება ლევანს და თავისთვისაც ვისკის უკვეთავს.

-არ მომივა – ენას ვუყოფ მას და სიგარეტს ვუკიდებ

-როგორ მიყვარხარ – მეუბნება ის და თვალს არ მაშორებს

-ლევან, ნუ მაწითლებ! – გულწრფელად ვთხოვ მას და ვგრძნობ როგორ მემატებასიმხურვალე ყვრიმალზე

-შენ სასმელი გიცვლის ფერს, ნუ იტყუები –

არ იჯერებს ვიკო

-სასმელი არ მაწითლებს – პატარა ბავშვივით ვჭმუხნი შუბლს უკმაყოფილოდ დავცდილობ საუბარი სხვა თემაზე გადავუტანო

-შენ? გიყვარვარ? – გამომცდელად მიყურებს ის

-ლევან.. – ისევ თავს ვარიდებ პასუხს მე და უაზროდ ვათამაშებ ხელში სიგარეტისკოლოფს

-მითხარი! – მშვიდად მიმეორებს კითხვას ის

-არ გეტყვი – თავს ვაქნევ და დურაკივით მეღიმება

-ძალიან სასაცილო ხარ – მიღიმის ვიკო და სიგარეტს უკიდებს

-რატომ ვარ სასაცილო?

-ხარ და იმიტომ!

-რადგან არ გპასუხობ, მაგიტომ?

-ხო, მაგიტომ – თავს მიქნევს ის

-და რატომ გინდა, გიპასუხო?

-მაინტერესებს, როდემდე ამარიდებ თავს.

მე მხრებს ვიჩეჩავ ,ისევ დურაკივით ვიღიმი და ვეწევი

-არა, მართლა პრინციპის ამბავია, მეტი არაფერი – მარწმუნებს ის

Page 94: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

-ხოდა, პრინციპულად ჩუმად ვარ

-რა იყო, აღიარება გიტყდება? – დამცინავად მეკითხება ის

-არაფერიც არ მიტყდება – თავს ვეღარ ვიძვრენ მე და ისევ ვსვავ ვისკის

-მაშინ თქვი! – ჩამაცივდა ვიკო

-ოო, არ მინდა! – ვჯიუტობ მე

-და რა გგონია, მე დებილი ვარ, თუ ვერ ვხვდები ვერაფერს? – ისევ ეშმაკურადუციმციმებს თვალები მას

-და რას ხვდები, აბა, მითხარი – კითხვას ვუბრუნებ და ვჩუმდები პასუხისმოლოდინში

-ნინა, კარგი, რა! – კმაყოფილად ეღიმება მას და ზეთისხილს მთავაზობს

-შენ ხომ არ გიტყდება ლაპარაკი? ხოდა მითხარი მაშინ – ზეთისხილს ვართმევ დაკიდევ უფრო მეტად ვემზადები პასუხისთვის

-გოგოს თუ არ უნდა, არაფერი არასოდეს არ ხდება, ეგ ხომ იცი, რომ ეგრეა? – მშვიდადიწყებს ის

-მხოლოდ გოგოზე არაა ყველაფერი გადმოკიდებული, ლევან!

-თუ გოგოს არ უნდა, ეს იმას ნიშნავს, რომ არაფერიც არ იქნება- ჯიუტად მიმეორებსის.

-კარგი. მაშინ ისიც ხომ ფაქტია, რომ თუ ბიჭმა არ მოინდომა, გოგო არ იქნებაინიციატორი?

-ვინ გითხრა? – გაოცდა ვიკო

-ნუ, „აწყვეტილებზე“ არ მაქვს საუბარი – მშვიდად ვაგრძელებ მე და ვგრძნობ, როგორიწყებს ტრიალს რესტორანი

-მთელმა თბილისმა აიწყვიტა – იცინის ვიკო

-ხო ნუ, მე მთელი თბილისი არ ვარ – აღშფოთებას ვერ ვმალავ და ვხვდები, რომნასვამზე ბევრად ემოციური ვარ და ოდნავ უკონტროლოც: )

-ნუ მეჩხუბები – იცინის ის – მე ეგ არ მითქვამს

-მე ყველა არ ვარ – ვიღიმები კმაყოფილი და ვხედავ რომ რესტორანი ტრიალს უმატებს– ლევან, ძალიან დავთვერი – ვამბობ საცოდავად და უკვე მიორმაგდება კადრი

Page 95: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

-მეც – დამამშვიდა მან – მოდი ჩემთან – ხელს მიწვდის ის

-შენ მოდი – ადგომას შევეცადე , მარა გზაშივე გადავიფიქრე

-აუ, ვერც დგები? – გადაიხარხარა მან – უბრალოდ მაინტერესებს, ადექი და სწორხაზზე გაიარე, გთხოვ!

-ოო, ლევან! – მთვრალი, მაგრამ მაინც მომთხოვნია ჩემი ტონი

-ხო, კარგი, მე მოვალ – დგება ის და ჩემთან ახლოს ჯდება.

მომიახლოვდა თუ არა, ვანილის, ყავის, ვისკის და ხის სუნის მიუხედავად ვიგრძენი

მისი მძაფრი,მაგრამ გრილი არომატი.

ყნოსვის რეცეპტორი უნდა გავიქრო – გავიფიქრე ჩემთვის – ასეთი მგრძნობელობა უკვედამღუპველია.

ვიკო მომიახლოვდა და ჩამეხუტა

-რა ხდება ჩვენს შორის, როგორ გგონია? – ჩუმად მეკითხება ის

მე მინის დიდი ვიტრაჟიდან ჰორიზონტს გავხედე, ბოსფორზე გადაჭიმული ხიდიუსაშველოდ გრძელი მეჩვენა

-არ ვიცი, ლევან – ვთქვი პატარა პაუზის მერე და მინდა, რომ გული გამიჩერდეს!

-სულ შენთან რატომ მინდა?! – კითხულობს ის და ისიც ჰორიზონტს უყურებს

-არ ვიცი – მოწყენით მეღიმება მე და მინდა ეს კადრი დავაპაუზო

-შენნაირი გოგო მე არ მინახავს, ნინა – აგრძელებს ის

-როგორი?- მეღიმება მე

-იდეალური – თვალებში მიყურებს ის

-არ ვარ იდეალური, ლევან. იდეალური არავინაა.

-შენ ხარ იდეალური! – უარყოფის ნიშნად თავს აქნევს ის

-ნუ იგონებ – მეღიმება მე

-არ ვიგონებ – მიღიმის ის

-რა ხედია! – ისევ ჰორიზონტს გავხედე კმაყოფილმა

-მიხარია, რომ მოგწონს.. სწორად შემირჩევია!

Page 96: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

-ნამდვილად! – თავი დავუქნიე მე – რა გგონია, ამ ხიდის იქით რა არის?

-ამ ხიდის? – თვალი გააყოლა სივრცეს მას

-ხო, აი ამ უსასრულო ხიდის იქით – ვიმეორებ მე

-უსასრულო ხიდის იქით არის … უსასრულო სივრცე – გამიღიმა მან

გამეცინა მეც

-ლოგიკურია! – თავი დავუქნიე მე

-მოდი დავრჩეთ აქ – მთხოვს ის

-სულ?- გავიოცე მე

-ხო რა, სულ!

-რა უნდა ვაკეთოთ?

-ვიცხოვროთ სანამ ფული მაქვს – მიღიმის ის

-რომ აღარ გექნება, მერე?

-მერე იტალიურის მასწავლებლად დაიწყე მუშაობა. მეც სადმე

ვიმუშავებ – სიგარეტს გაუკიდა მან – თბილისში აღარავის რომ არ ვემახსოვრებით, მერედავბრუნდეთ.

-ასე ,მარტო ვიყოთ მერე?

-ხო, ცუდი იქნება?

-რა ვიცი – ისევ ვიცინი და ვგრძნობ, რომ ძალიან მთვრალი ვარ, ისეთი რომ ლაპარაკიცძალიან მეზარება.

წარმოვიდგინე, მართლა რომ დავრჩე აქ, ამ ზღაპრულ ადგილას, ვიკოსთან ერთად,რამაგარი იქნება და სიამოვნების ჟრუანტელმა დამიარა სხეულში.

-სულ გვერდით მეყოლები – აგრძელებს ის – სულ ჩემთან იქნები, არ გინდა?

-ლევან… – არც კი ვიცი რა ვთქვა მე

-მითხარი! – არ მეშვება ის და კიდევ მეტად მეხუტება.

მე სოფო მახსენდება, იმდენჯერ, რამდენჯერაც ვიკო მეხება და ცუდად მხდის ამაზეფიქრი, მკლავს!

Page 97: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

-მე მახსოვს როგორი დაბნეული იყავი პირველად რომ მნახე – ვცდილობ რამეპოზიტიურზე ვიფიქრო

-ბუკიას ბაღთან? – ეღიმება მას

-ხო, „დაჟე“ მახსოვს რა გეცვა – ისევ ვიღიმი მე

-აბა, არ მახსოვს ეგ დღეა რომ მითხარი? მეც მახსოვს რა გეცვა – თვალები უცინისვიკოს

-აბა, რა მეცვა?

-ჯინსები და კედები – მპასუხობს ის

-აბა, რა ფერის კედები? – ვამოწმებ მას

-მელნისფერი!

-საიდან გახსოვს? ბიჭებს ხომ არ შეუძლიათ მსგავსი დეტალების დამახსოვრება? –თავბრუ მეხვევა, მაგრამ არ ვიმჩნევ მე

-ხო, ადრე არ მამახსოვრდებოდა – თავს მიქნევს ვიკო – მაგრამ შენ რომ გნახე, იმის მერემარტო შენი სახე და ის ლურჯი კედები მეჩვენებოდა ყველგან. იცი, რა გიჟი გრძნობაა?!ქუჩაში რომ დადიხარ და ყველგან რომ ეძებ… სადაც ერთხელ ნახე, სულ იმ ადგილებსრომ ათვალიერებ.. ყოველდღე, მთელი დღე… სულ… და რომ ვიღაცას ამსგავსებ,გიჟივით რომ უყურებ და რომ მოტრიალდება და.. რომ შეგეშალა! აუ, ძალიან ცუდიგრძნობაა.

-მერე სად მიპოვე?

-მოკლედ დიდხანს ვფიქრობდი, სად მომენახე. ბოლოს დავგუგლე „ყველაზე ლამაზიგოგო თბილისში“ ხოდა ინტერნეტმა შენი სახელი და გვარი ამომიგდო – სერიოზულადდაასრულა მას

-ხახახა – გადავიხარხარე მე – რა აფერისტი ხარ!

-მართლა ეგრე გიპოვნე, არ გჯერა?

-არა! – ვიცინი ისევ

-დავლიოთ? – მეკითხება ის

-დავლიოთ! – თავხედურად არ ვნებდები მე

-ძალიან დათვრები, იცოდე – მაფრთხილებს ის

-უკვე ძალიან მთვრალი ვარ – თავს ვაქნევ მე – ერთი ჭიქა ამინდს არ შემიცვლის

Page 98: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

-კარგი – გამიღიმა მან და სასმელი შეუკვეთა

-და მაინც, რა მაგარი ადგილია, ლევან – მეასედ ვამბობ და ყურებამდე მეხევა ღიმილი

-ბედნიერი ვარ! – მეასედ მპასუხობს ის და მასაც სულელურად ეცინება- ნინა, მოდიგამომყევი ცოლად!

-ლევან, ნუ იწყებ თავიდან – ხელს პირზე ვაფარებ მას და შუბლზე ვკოცნი

-აუ, როგორი მთვრალი ხარ! – გაოცებას ვერ მალავს ის

-რატომ? – უშედეგოდ ვცდილობ თავის გამოფხიზლებას.

-შუბლზე იარაღი რომ დამედო, არ მაკოცებდი – იცინის ის – შენ ხომ ძალიანთავდაჭერილი გოგო ხარ. შენთვის სითამამე „ტეხავს“

-ვერ ამაგდებ, ლევან, არ გინდა – ვისკის ვსვავ და თვალებში ვუყურებ მას

-მაინც რატომ არ ტყდები ბოლომდე, გამაგებინე, რა?! – სიცილით მეკითება ის

-აი, ეგრე მინდა – სახეს ძლივს ვიყენებ, რომ არ გამეცინოს

-ძალიან გოიმური „ობრაზია“ – გულწრფელად მიწასთან გამასწორა მან

-დაე, იყოს! – მშვიდად ვაგრძელებ სმას მე და ფანჯარაში ვიყურები

-მე მიყურე, თორემ ჩამოგიფარებ ფარდებს – დაიღალა ჩემი ხედის ყურებით ის

ორივეს გაგვეცინა.

-აღარ მეგონა, ასე ვინმეს თუ შევიყვარებდი – ისევ იწყებს ის

-მაინც რატომ ამიჩემე, მეტყვი? – თვალსადახელშუა ვთამამდები მე

-არ ვიცი – გულწრფელად მპასუხობს ის

-აი, რა ნახე ასეთი ჩემში?! – ამპარტავნული ტონი შეემატა ჩემი ხმის ტემბრს – მარტოიმიტომ, რომ ლამაზი ვარ?

-ლამაზი ხარ? – მეკითხება გაოცებით ის

-ჰაჰაჰა – გადავიკისკისე მე – არა?!

-მარტო ლამაზი არა, ნინა, შენ ხარ ერთადერთი გოგო, ვისთანაც დაბალანსებულადვხედავ სილამაზესა და უნაკლო..ვანებას – ენა დაება მას

-„უნაკლო-ვანება“ რაღაც ახალია?! – სკამიდან რომ არ ჩამოვსრიალებულიყავი, ხელითდავეყრდენი ბარის დახლს. ვიკო გადაყირავდა.

Page 99: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

-უნაკლოობა, უნაკლო ხარ, ანუ, ამისი თქმა მინდოდა – თავს იმართლებს ის

-მეტი აღარ დალიო! – ვურჩიე მეგობრულად მე

-აუფ! – იცინის ის

-მართლა – ვცდილობ ფოკუსი გავასწორო, მაგრამ უშედეგოდ

-….

-თან იცი რატომ ვარ შენთან კარგად? ძალიან სხვანაირი ხარ, არასტანდარტული,მხიარული, ლამაზი… ნინა, ისეთი ლამაზი ხარ, ხანდახან არ მჯერა, რომ რეალურია ესსილამაზე.

-ლევან, მგონი, შენ ჯერ კიდევ ვერ ხვდები, რომ ღვთაებრივი სილამაზე მაქვს,ϑ

სირცხვილია, გეყოფა ჩემი ქება – მართლა შევწუხდი მე

-მე შენ გეძებდი, გესმის? – მშვიდად აგრძელებს ის – და მინდა, რომ სულ ჩემთან იყო,სულ!

-მეც მინდა – ვთქვი ძლივსგასაგონად – მაგრამ წარულს ვერ გავექცევით,ლევან – რაღაცბურთისმაგვარი მომაწვა ყელში

-წარსული, წარსულია ნინა. ის იყო და დასრულდა, უკან მხოლოდ სულელი იყურება.მე არ მაინტერესებს შენი წარსული და არც მადარდებს.

-არ სრულდება ! ფაქტია! და მე მადარდებს შენი წარსული, ლევან – არც კი ვიცი, როგორგავბედე ამის თქმა

-ყველა უშვებს შეცდომას, არც მე ვიყავი გამონაკლისი – მშვიდი ტონით გააგრძელა მან

-აქამდეც არ უნდა მიგეყვანა საქმე – არც ეს ვიცი, როგორ გავბედე

-ეგ მხოლოდ მე მეხება – შენ მაგაზე არ იდარდო – მშვიდად გამაჩუმა მან

-ეგ მეც მეხება – არც ვიცი, საერთოდ ვინ მეკითხება ამდენს რომ ვტლიკინებ.

-მე მგონი, ბოლო ჭიქა აღარ უნდა დაგელია – გულწრფელად მეუბნება ის და მიღიმის –რატომ ბუინობ?

გავჩუმდი. მივხვდი, რომ ძალიან უტაქტო იყო ჩემი გამოსვლა.

-ხო, მგონი მეტი დალევა საჭირო არ იყო – უხერხულად გავიღიმე ისევ

-შენ არაფერზე არ იდარდო, კარგი? საერთოდ არაფერზე. გინდა მეც ერთი სასაცილოისტორია მოგიყვე?

Page 100: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

-მიდი – ხელის გრაციოზული მოძრაობით დავრთე ნება მას

-მოკლედ ერთ საღამოს ძალიან ბევრი დავლიეთ ბიჭებმა, ძალიან ბევრი,უთავმოყვაროდ ბევრი! და გამთენიისას მივედი სახლში. ძლივს გავიხადე ტანსაცმელი,ისეთი მთვრალი ვიყავი. ვიფიქრე, ხვალ კვირა დღეა, კარგად გამოვიძინებ და აზრზემოვალთქო. გათენდა… საშინელი წვიმიანი ამინდია…

თვალი რომ გავახილე, 1 საათი იყო დაწყებული…

თავი მისკდებოდა…

იცი, რა საშინელი გრძნობაა ეგეთი პახმელია? გოგოები მაგას ვერასოდეს გაიგებთ,

გგონია, რომ ვიღაცა ტვინს გიკენწლავს – გადაიხარხარა მან

– აკენწლვა – საიდან მოიტანე?- გადავიკისკისე მეც

– არ ვიცი – მხრებს იჩეჩავს ის – მომისმინე, ხოდა მოკლედ ნაბეღლავი მელანდება, აი,მირაჟი მაქვს რომ ნაბეღლავს ვსვამ. ლიკას იმედზე ჩემი მტერი თუ იქნებოდა, ამიტომისევ მე ვიზუნე ჩემს თავზე, სპორტულები ჩავიცვი, მანქანის გასაღები ავიღე დასახლიდან გამოვედი.

საშინლად ვგრძნობ თავს. მგონია, რომ სახე ჟგუტით მაქვს გადაჭიმული.

მანქანაში ვჯდები

გათიშული,

გასაპარსი,

თმაგაბურძგნული!

-გაჩუმდი ! – ისტერიკა მაქვს სიცილისგან

-ხახახა – თავს ძლივს იკავებს ისიც – ხოდა, მომისმინე! – ხოდა მოკლედ ვჯდებიმანქანაში და მივდივარ ქუჩის მეორე მხარეს მაღაზიაში. მივაყენე მანქანა და ვხედავდაკეტილია. ვახ! ბედი არ გინდა? რატომ ისვენებს ეს მაღაზია კვირას?- ვბრაზდები მედა ვუხვევ მელიქიშვილისკენ.

მოვუხვიე თუ არა, ხალხის გრძელმა ნაკადმა მიიპყრო ჩემი ყურადღება. რა ხდება?ვინაა ცუდად? – ვფიქრობ ჩემთვის… ვხედავ უზარმაზარი რიგია … მერე ვხედავ, ჩემითანამშრომლები დგანან გარეთ.. ჩოჩქოლია ატეხილი… მანქანა შევანელე და ..

საშინელმა აზრმა ამატკია საფეთქლები

ტელეფონს დავხედე იმედიანად, მაგრამ გავშრი…

Page 101: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

ეკრანზე, შუაში, გარკვევით შავით- თეთრზე:

„ორშაბათი, 4 მაისი“ წავიკითხე.

-ვაიმეე!!! – ცრემლები წამომივიდა სიცილისგან – და არ თქვა, რომ – ფილიალისგასაღები შენ გქონდა!

-კი, ნინა, ეგრე იყო!

-ჰაჰაჰა – და ეს ამდენი ხალხი შენ გელოდებოდა?

-ნამდვილად! ბანკი დახურული იყო, ორშაბათ დღეს, შუადღის 1 საათამდე!!!!

-ავადმყოფი ხარ! – გულწრფელად დავაფიქსირე ჩემი პოზიცია

-გეთანხმები – სახეზე ხელები აიფარა ვიკომ – შენ არ იცი, ეს რა საშინელება იყო,კინაღამ გავრეკე.

-ნაკლები უნდა სვა – გავუღიმე მე

-ხო, ალბათ – გამიღიმა მან.

ვიკო გადმოიხარა და თავზე მაკოცა.

მერე თვალებზე და ბოლოს საფეთქელთან.

გამაცია.

მე ვიცი, რომ ეს ქიმიაა…

ეს მხოლოდ ურთიერთობა და ხასიათით შეწყობა არაა…

არც უბრალოდ მოწონება… და მითუმეტეს,

მხოლოდ ვნება…

ეს არის ის, როცა შეხებისას სუნთქვა გეკვრება და მის გარეშე გცივა…

ნამდვილად ქიმიაა…

ენდორფინების გადაჭარბებული დოზა…

და უსასრულობაში გარდამავალი ემოცია…

ბოსფორის ხიდივით უსასრულო…

მდგომარეობა, როცა ემოცია ჟანგბადზე მეტია…

Page 102: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

და ეს ყველაფერი, არომატით, ნამდვილად ჰგავს ვანილნარევ ყავას, ყავასციტრუსოვანი სიგრილით…

საშინელმა თავის ტკივილმა გამაღვიძა. ზუსტად ისეთი თავისტკივილი მქონდა, ვიკორომ ყვებოდა, მეგონა, რომ საფეთქელთან ვიღაც მეჯდა და კონტრაბასზე უკრავდა.

საკუთარ სხეულზე შემთხვევით შევნიშნე თხელი,

2 ზომით დიდი, გრილი არომატით გაჯერებული მაისური.

ვიკოს ეძინა.

მისი ბრინჯაოსფერი მხრები განსაკუთრებით შთამბეჭდავი იყო სპილოსძვლისფერი თეთრეულის ფონზე.

ოთახში იყო ზღვის სუნი…

ფრაგმენტულად გამახსენდა წინანდელი ღამე…

რესტორნის ვიტრაჟები…

ბოსფორზე გადაჭიმული ხიდი…

2 მაგი ვისკი ლიმნით…

ვიკოს სახე და ხელები…

მერე თვალები…

სახე…

ისევ ხელები,

არომატი!!!

მეშინია ჭკუიდან არ გადამიყვანოს ამ ემოციამ – გავიფიქრე ჩემთვის.

ნომერში აღმოვაჩინე შავთეთრი და მგონი ყველაზე ლამაზი აბაზანა, რაც კი ოდესმემინახავს და კიდევ ვანილნარევი ყავა… მეზიზღება დღე! საერთოდ, რატომ გათენდა არმესმის!დღის შუქი ყველაფერს აფუჭებს. ყველა საგანი ელფერს კარგავს, იმელფერის,რომელსაც შუქჩრდილები ქმნიან… არც ბოსფორზე გადაჭიმული ხიდიდამხვდა ისეთი ჯადოსნური, როგორიც ღამე მეჩვენა…

არც სივრცე მომეჩვენა ისე უსასრულოდ,როგორც რამდენიმე საათის წინ…

გათენდა და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა,

გათენდა და … გამოვფხიზლდი.

Page 103: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

ეს იყო ჯადოსნური მგზავრობა, ჯადოსნური ადგილი და ჯადოსნური სიტუაციაყველაფერი ზღაპრული და გადასარევი იყო, აბსოლუტურად ყველაფერი, რეალობისგარდა… მანქანაშიც მთელი გზა მეძინა. უკან რომ ვბუნდებოდი მახსოვს, ავტობანისმთელ რიგზე კრეჭდნენ ბალახს. ბალახის საჭრელის ზუზუნი სადღაც ღრმა ძილშიცჩამესმოდა და პერიოდულად მომდიოდა ახალი ბალახის არომატი.. გაზაფხულთან დასიმწვანესთან ასოცირებული… არ მინდოდა გამოფხიზლება, არც დაბრუნება, არაფერიარ მინდოდა დროის გაჩერების გარდა. მანქანის ღია ლუქიდან მზის შუქჩრდილებისახეზე დამთამაშებდა და მარჯვენა ყვრიმალს მითბობდა… თბილისშივბუნდებოდი…

Page 104: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

“საკანი#9″თვალები რომ გავახილე, უკვე შებინდებული იყო. თავი ნაკლებად მტკიოდა, ყბაც. ჩემგვერდით ლოგინზე შუახნის ასაკის კაცი დავინახე. ლოგინზე იჯდა და რაღაცასკითხულობდა. ყურადღების მიქცევის მიზნით ოდნავ ჩავახველე. უცნობი მოტრიალდადა გამიღიმა.

-გამარჯობა, მე მოშე ვარ – მითხრა მეგობული ტონით – უკეთ ხარ?

-კი, მადლობა, ცოტა უკეთ – მუცლის ფსკერიდან წარმოვთქვი მე – თვალები მტკივაცოტა.

-მიხარია, უკეთ რომ ხარ – ისევ გამიღიმა მან და თვალი მომავლო სხეულზე თუ არაისევ გააგრძელა საუბარი – ასე ვინ გაგიმეტა?

-დიდი ხნის ისტორიაა – დეტალებისგან თავი შევიკავე მე

-ხო, არაა კარგი. თუ გინდა ბიძაჩემი აფთიაქარია და რაიმე წამალს დავამზადებინებ,ყველაფერი უცბად მოგირჩება, დაგენაცვლე!

-არა.. იყოს – თავი შევიკავე მე

-მე მაინც მოვატანინებ და თუ არ მოგიხდა, არ წაისვა.

-ვინაა ბიძაშენი?- მეგობრულად გავაგრძელე მე

-ჩაშკა – მაგას რომ აფთიაქი ჰქონდა ლესელიძის ქუჩაზე, მაშინ არავის არაფერი ებადა.

გამეცინა.

-ჩაშკას ყველა თბილისელი იცნობს. სახელი რომ არ გითქვამს შენი ?!

-ლევან ცივაძე – მაპატიე, ჯერ ცოტა მაინც მიჭირს საუბარი

-მესმის – გამიღიმა მან – რაღაც ხულიგანს არ გავხარ, დიდი ხნით შემოგაგდეს?

-არავინ იცის ჯერ – კრიჭა შემეკრა ბრაზისგან

-ეჰ, მე 3 წელი უკვე მოვიხადე, მეკიდევ 2 დამრჩა.

-შენ რაღატო ხარ, აქ?

-გაუგებრობის გამო – მხრები აიჩეჩა მან – მეგობარმა გამაკოტრა და შარში გამხვია.არადა ებრაელებში ეგ ძალიან იშვიათია, ისეთივე იშვიათია, როგორც ოჯახისდანგრევა.

Page 105: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

-ხო, ოჯახის დანგრევა ცუდია – ინსტიქტურად გამეღიმა მე

-აბა რა, ოჯახი წმინდაა!

-თუ აღარ გინდა? თუ შენი ყოფნა აუტანელია და არც სინდისთან ხარ მართალი,მაშინაც?

– მაშინ არა. ყველაფერი უნდა აღიარო და შენგან გაათავისუფლო.

-ეხ, მოშე, ყველას მაგდენი რომ ესმოდეს…

-თუ არ ესმის, კარგად ვერ უხსნი. ყველა ცოლს მოსიყვარულე მეუღლე უნდა, თუ ვერაქცევ სათანადო ყურადღებას ქალს, რატომ უნდა აწამო? ყველაფერს გამხელა ჯობს,ახსნა. ხდება ხოლმე, ცხოვრებაში ყველაფერი ხდება – მშვიდად დამარტყა მუხლზეხელი მან

-ხო, ყველაფერი ხდება – დავეთანხმე მე – ზუსტად მაგიტომ მოვხვდი აქ. ჩუმად რომვყოფილიყავი, არაკაცულად, ასე კი არ დავისჯებოდი.

-არამგონია შეგნების მქონე ადამიანმა ასეთი მდგომარეობა არ გაიგოს.

-არა, გოგომ კი გაიგო, მაგრამ ცოლის ძმას არ უნდა გაგება.

-ჩეჩნები არიან? – გაიოცა ებრაელმა

-არა უარესი – ალბათ პირველად გამეცინა ამ ერთი თვის მანძილზე, მე – სვანები!

მოშე გაჩუმდა და სიგარეტს მოუკიდა.

-ხო, არაა მარტივი სიტუაცია, შვილები გყავთ?

-არა – თავი უკმაყოფილოდ გადავაქნიე მე და რაღაც ბურთისმაგვარი ვიგრძენიგლანდებთან

-ეგ კარგია. ბავშვები განსაკუთრებულად განიცდიან მსგავს რაღაცეებს.

-ხო.. არც შვილი მყავს, არც ცოლი და აღარც შეყვარებული – ამოვიოხრე მე

-ყველა პრობლემა ერთად დაგტეხია თავს – ღრმა ნაფაზი დაარტყა მან

-აბა, არადა, ღმერთია მოწამე, მართალი ვარ!

-ხანდახან მართალი კაცი მეტად იჩაგრება, მაგრამ ეგეც დროებითია, იცოდე ლევან.თბილისელი ხარ?

-კი, ვაკელი

-დაგენაცვლე, მე ავლაბრელი ვარ! ისე მენატრება ჩემი ავლაბარი, ყოველ ღამე ავლაბრის

Page 106: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

ქუჩები მესიზმრება

-ოჯახი გყავს, მოშე?

-კი, 2 შვილი რებეკა და ისააკი. ტკბილი ცოლი. მოხუცი დედა-თვალები აუწყლიანდამას

დავიძაბე.

-შენ რატო დაანგრიე შენი ბუდე? – მკითხა მოულოდნელად

-ეგრე მოხდა..კომფორტულად არასდროს ვყოფილვარ ჩემს ბუდეში. ცოლს ჩემი არესმოდა. ბევრჯერ ვცადე სიტუაციის დალაგება, მაგრამ მარტომ ვერაფერი შევცვალე.

-რატომ, არ უყვარდი? – ვერ გაიგო მან

-ზედმეტად ვუყვარდი. არაჯანმრთელად იქცეოდა, მეგობრებთან რომ ვიყავი, იმათზეცეჭვიანობდა. სულ ცუდ ხასიათზე იყო. სულ უკმაყოფილო.

-არ ყვარებიხარ შენ მაგ ქალს – მშვიდად მითხრა მან

-არ ვიცი. მე მაინც მგონია, რომ „ჩემი“ არ იყო – მხრები ავიჩეჩე მე

-როცა გიყვარს, მას თავისუფლებას აძლევ, გინდა რომ ასიამოვნო, სურვილებიშეუსრულო, სათამაშო კი არაა იყიდო და დაიდო, სადაც გინდა იქ გადადო – ცოლ-ქმრობა ფილოსოფიაა. სულ ჩხუბი სადაური წესია? ეგ სიყვარული აღარაა.

-ხო, ალბათ – ვთქვი ორაზროვნად – ძალიან კარგი გოგოა, ძალიან ვეცადე, ბოლომდევეცადე, მაგრამ არაფერი გამომივიდა, მართლა ძალიან ვდარდობდი. მერე გადამიარა..მერე გავცივდი.

-და რატომ ვერ გაიგეს?

-ხისთავებიანი არიან! სვანები!

-თუ ასეთი უხასიათო იყო, რატომ მოიყვანე?

-18 წლის ვიყავი, რა ჭკუა უნდა მოკითხო ამ ასაკის ბავშვს? მაგრამ ასაკშიც არაასაქმე…

-ასაკი არაფერ შუაშია. პიროვნებად ან იბადები, ან არა – მშვიდად გააგრძელა მოშემ –ძალიან

საწყენია, მაგრამ თუ ასეთი გულწრფელი იყავი, ძალიან უსამართლოა ის, რაც შენსთავს ხდება.

-„უბრალოდ“ არაფერი ხდება, ალბათ დავიმსახურე – გულწრფელად ვთქვი მე

Page 107: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

-ხანდახან ყველაფერი ხდება, ეგ სამყაროს დასარულს არ ნიშნავს. თუ არ წაიქეცი, ვერმიხვდები, რა გემო აქვს ლაღად სირბილს, თუ არ დამარცხდი, ვერასდროს დააფასებგამარჯვებას.

-არვიცი, ალბათ მართალი ხარ, მოშე.

-საუბრით თავი ხომ არ შეგაწყინე? სუსტად ხარ შენ და დაიღლებოდი. დაისვენე ახლადა რომ გაიღვიძებ ძალიან გემრიელ რამეს გაჭმევ. რიმამ გამომიგზავნა ჩემმა ცოლმა,მაცა და ხარაზოთი, გაგისინჯავს?

-არა! – გამეცინა მე

-ხოდა გაგასინჯებ! – გამიღიმა მან და სინათლე ჩააქრო.

“სვანი ჩანქსელიანი”

და მაინც რა იყო სოფოსთან დაშორების ბოლო წვეთი?! ასე გადაჭრით დაერთმნიშვნელოვნად რომ დავსვი წერტილი?!

მე და ბიჭებმა სამწვადე ვიყიდეთ და ჩემთან ავდიოდით, სახლში . ჩემმა ცოლმა რომგაიგო, სახლში ძმაკაცები ამომყავდა, „აუუუ“ -ს ძახილით გამითიშა ტელეფონი.

კინაღამ ყურმილში თავი გავყავი, მაგრამ მაინც მოვითმინე და ისე ავედი სახლშიარაფერი შემიმჩნევია.

მალევე დავრწმუნდი, რომ სუფრის გაშლას საერთოდ არ აპირებდა. უხმოდ გამოვიღეთეფშები და ჭიქები. ხალხში აყალ-მაყალის მომხრე ისედაც არ ვარ, ღრმადამოვისუნთქე და ვთხოვე კარტოფილი შეეწვა, ხორცს ისედაც მე ვაკეთებდი. სოფომგაოცებით შემომხედა და ძალიან მშვიდად, საჯაროდ გამოაცხადა: მე დღეს ძალიანდავიღალე და უნდა დავიძინო.

ცოლი კაცის სარკეა.

ის შენზე იმაზე მეტად მეტყველებს, ვიდრე ,ზოგადად, შენ შეგიძლია საკუთარ თავზეისაუბრო.

ის რომ უხასიათო იყო, კარგი!

ის, რომ უტაქტოდ იქცეოდა (პერიოდულად ჩემი გამუდმებული ჩხუბის მიუხედავად) –კარგი!

ის, რომ ჩემსას არაფერს ითვალისწინებდა – გავიარეთ!

ის, რომ არ მაფასებდა როგორც კაცს და მე ჩემი ადგილს ვკარგავდი ოჯახში – ამასვერავის ვაპატიებდი.

ჭკუიდან გადამიყვანა!

Page 108: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

ეს კულმინაცია იყო.

ეს იყო ბოლო წვეთი.

მაგ საღამოს ძალიან ბევრი დავლიეთ ბიჭებმა.

2 საათზე კი მე, ლევან ცივაძემ, იმ სახლის კარი საბოლოოდ გამოვიხურე

ისე , რომ ერთი სიტყვაც არ მითქვამს.

ეს იყო საბოლოო გადაწყვეტილება.

და მე მივხვდი, რომ ყველაფერი დამთავრდა!

10 დღე ისე გავიდა, სოფო არც შემხმიანებია.

მერე დამირეკა და დაბრუნებას არ აპირებო?- მკითხა.

არაფერი მიპასუხია. რა უნდა მეპასუხა? არ იყო ეს ადამიანი ადეკვატური!

ვუთხარი, რომ ამ დღეებში მივიდოდი და ტანსაცმელს წამოვიღებდი. სხვა საერთომასთან არაფერი მქონდა. აღარც ლაპარაკი მინდოდა. ბინას ვუტოვებდი, მანქანასაც.მისგან არაფერს ვითხოვდი საერთოდ. ოღონდ შორს ყოფილიყო, მზად ვიყავიამისთვის ფულიც კი გადამეხადა. ერთადერთი რაც მაფიქრებდა იყო ვაჩე, სოფოს ძმა.არ მადარდებდა არც მამამისი, არც ბიძამისი – ისინი შედარებით შეგნებულები იყვნენ.ვაჩე – უმძიმესი თემა იყო, მაგრამ თავს ვერ შევწირავდი მაგათ, მშვიდი და ღირსეულიცხოვრება მინდოდა.

Page 109: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

„სკოჩის პრინციპი“ანისთან რომ მივედი 10 საათი ხდებოდა. ისეთ ხასიათზე ვიყავი, თავის მოწამლვამინდოდა. ოთახში შევედი თუ არა, ცხვირში ლიმნის არომატი მომხვდა. ანი კექსსაცხობდა. სამოვრიდან მხიარულიად იფრქვეოდა კარამლისფერი ორთქლი.

-რა გჭირს? – მკითხა ანიმ

-არაფერი – ვთქვი უხალისოდ

-აბა, რას ჩამოგტირის ცხვირ-პირი?

-დავიღალე, რეპეტიაზე ვარ 13 საათია!

-ეგეთი პროფესია გაქვს, რას იზამ? – მხრები აიჩეჩა მან – აი, მე ღამის 10-დან ვიწყებ დაალბათ დამათენდება

-ელოდები ვინმეს? – დავიჯღანე მე

-ერთი უკრაინელი უნდა მოვიდეს, აი ეს კაბა უნდა მოვაზომო – თავი დამიქნია მან

-ოოო – უკმაყოფილოდ დავაბაკუნე ფეხები და დივანზე გრაციოზულად დავეშვი –მეზარება უცხო ხალხი

-მოვა, მოვაზომებ და წავა, როდიდან გახდი კაცთმოძულე? – გაოცდა ანი და სიგარეტსგაუკიდა.

-არავის ხასიათზე არ ვარ! – ვთქვი გაბუტულმა და თმა სახეზე შემოვიხვიე.

-კარგი, რადგან ცხოვრება აღარ გინდა და ყველაფერმა შენთვის აზრი დაკარგა,სარდაფში ცოტა ვირთხის წამალი დამრჩა, ამოგიტან და თავი მოიწამლე! ასე მოხდა დაასე უნდა მომხდარიყო. შემთხვევით რომ არაფერი ხდება, ხომ იცი? ან რა საერთოგქონდა მაგ არანორმალურ ბიჭთან! სპეციალურად გათვალა, დავიჯერო?!

-არადა, აშკარად ძალიან შემთხვევით მოხდა ეს ყველაფერი.. რა მინდოდა, ღმერთო,რატომ დავიწყე საერთოდ!

-არ დაწყებულა შემთხვევით, ეს სიგნალია კოსმოსიდან: ნინა გელოვანო, ცოტა აზრზემოდიო!

-ხო, ნამდვილად იური გაგარინმა გამომიგზავნა ვიკო ცივაძე.

-შე ათეისტო, შენ! – სერიოზულად აღშფოთდა ანი

-ოო, კაი რა!

Page 110: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

-შეიგნე რასაც გეუბნებიან… მაინც ფიქრობ, რომ ნახვა არ გინდა?

-არა! – ვთქვი მკაცრად

– ნინა, მგონი მაინც ჯობს, აახსნევინო.

-რა უნდა ამიხსნას? ნაშასთან გართობა როცა მე ვუყვარვარ, პარალელურ რეჟიმში? ამასახსნა უნდა?

-იქნებ, არც არაფერი ყოფილა? – პოზიტური განწყობა შეემატა მის ხმას

-ხანდახან, ეჭვი მაქვს, რომ ვიკო ფულს გიხდის პიარში – სერიოზულად ვუთხარი მე

-რა დებილი გოგო ხარ, ღმერთო ჩემო! – სიგარეტი გააბოლა მან

-ერთად იყვნენ. ღამე დარჩა ყოფილ საყვარელთან, ეს სიყვარულია? ცოლი რომ ვიყო,მერე რას იზამს, ხვდები?

-მე მაინც მგონია, რომ უნდა მოისმინო!

-არ მაინტერესებს აღიარებითი ჩვენება, როგორი კარგი ვარ და როგორ შეეშალა და რომაუცილებლად უნდა შევურიგდე! კარგად იყოს!

-ცხელ გულზე ლაპარაკობ მაგას – თავისისას არ იშლიდა ის

-ძალიანაც გრილი მაქვს გული – არ გავტყდი მე

-ხო, მაგრამ იქნებ რას გეუბნება?!

-არ მაინტერესებს!“სკოჩის პრინციპია“ ანი, გესმის?

-რა სკოჩი? – ანიმ გაოცებით შემომხედა

-ერთხელ რაღაცას რომ ამაგრებ „სკოჩით“, ხომ კარგად მაგრდება? აი, ახლა აიღე დამოხსენი „სკოჩი“ ამ საგანს, მერე ისევ თავიდან მიამაგრე – ისეთივე მყარი დამაგრებაიქნება?! – არა! ზუსტად ეგაა პასუხი! – არა!!! ერთხელ გაბზარული გული არმთელდება, ვერ ვენდობი, აღარ ვენდობი. გეკითხები, როცა არ ენდობი, რა აზრი აქვსმასთან ყოფნას?!

-….

-ხოდა, ნუ შემჭამე.

-მერე არ ინანო, მე უბრალოდ გაფრთხილებ!

-არ ვინანებ! არაფერი არ მინდა!

-ნუ იგონებ, ეს ყველაფერი არ ნიშნავს იმას, რომ ცხოვრება შეწყვიტო – გაიცინა ანიმ და

Page 111: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

ყავა დამისხა – ჩვენი მასწავლებელი შემხვდა, ნათელა ისაკაძე, მოგიკითხა დიდისიყვარულით.

-ვიცოდი, დღეს რაღაც გამიხარდებოდა, როგორაა? – დავიწყე უხალისოდ – 100 წელიაარ მინახავს

-100 წლისაა, რავიცი, როგორ იქნება?! ძალიან უჭირს… ძლივს გამიხსენა და რა მთხოვაიცი? კალამი!

-რა კალამი?

-საწერი კალამი!

-რად უნდა? – ვერ გავიგე მე

-წერა მინდა და საშუალება არ მაქვს, ვიყიდოო!

-კაი, რა! – თვალები ცრემლით ამევსო მე

-50 ლარი ისე ჩავუდე ჯიბეში ვერც გაიგო, ძალიან შემეცოდა – ამოიოხრა ანიმ

-არ უთხარი?

-არა, რა უნდა მეთქვა?! – შეიცხადა ანიმ

-არ მიაფრიალოს ეგ ორმოცდაათი ლარი, ცხვირსახოცი არ ეგონოს – სიცილი ამიტყდა –მე

-იმედია, გაარჩევს ფულსა და ცხვირსახოცს – მხიარულად დაამთავრა მან

-მაგ ასაკში შვილიშვილებს ვერ ცნობენ, „ნიტო შტო“ 50 ლარიანზე გამოსახულ თამარმეფეს, ანიჩკა!

-ჰაჰაჰაჰა – სიცილი აუტყდა მას.

გამეცინა მეც

-ხო მაინც გაგაცინე! – ნიშნისმოგებით მითხრა მან

-ნამდვილად გამეცინა – ვაღიარე მე

-ხოდა, მოეშვი გლოვას! საქართველოში 3 მილიონი ადამიანი არსებობს, რატომ გგონია,რომ ვიკო შეუცვლელია?!

-იმიტომ, რომ მე ის მიყვარს! – ვთქვი საცოდავად

-გიყვარს და უნდა ებრძოლო სრულიად სამყაროს – მისი სტატუსის გამო, ახლობლების– თავის მართლების გამო, შენს მშობლებს – ამ არჩევანის გამო, საკუთარ თავს – ვიკოს

Page 112: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

საქციელის

გამო – გიღირს?

-არა! – ვთქვი მშვიდად

-უბრალოდ, მაინც მგონია, რომ უნდა მოისმინო რას გეტყვის.

-არ მაინტერესებს. აქამდეც შეეძლო განძრეულიყო, თავი მოება ერთი ყველაზესერიოზული საქმისთის, გადაეჭრა ეს პრობლემა. არაფერი გააკეთა? – ხოდა კარგადიყოს!

-რა ვიცი… შვილებს ტოვებენ და მაინც ანგრევენ ოჯახებს, როცა უნდათ – მითხრა ანიმძალიან ფრთხილად

-არავის ტანსაცმელი არ მინდა, არამც თუ ქმარი.. სოფო მესიზმრება ყოველ ღამე..მარაზმია ეს ყველაფერი

-ხო, ცოტა უცნაურია, თუ ასე თავს იგიჟებს, რატომ არ მიყავს საქმე ბოლომდე?

-არ უნდა და იმიტომ! – გული ისევ ამიჩუყდა მე

-არამგონია – თავი გააქნია ანიმ. მე მაინც ვფიქრობ, რომ უბრალოდ ვერ მოიცალა, თორეგეგმაში ნამდვილად აქვს, სხვა შემთხვევაში არც დაიწყებდა არაფერს, იდიოტი ხომარაა?

-იდიოტია! – ამოვიოხრე მე და ბუხარს ფეხები მივუფიცხე

-არაა იდიოტი, ნინა. მას მართლა ძალიან უყვარხარ, უბრალოდ დააცადე, რატომგადაიქეცი სტანდარტულ ქართველ შლეგიან ქალად?

-შლეგიანი რომ ვყოფილიყავი, ნატალიას იქვე სასტუმროში ვითრევდი თმით

-ოო, სცენებიღა გაკლია ცხოვრებაში – შეიცხადა მან

-ხოდა, არ ვარ ეგეთი და რა გავაკეთო, უბრალოდ.. უბრალოდ ვიკოს საქციელმაგამანადგურა… ძალიან შეურაცხყოფილი ვარ…

-არ ვიცი მე “სკოჩი” და შენი საოცარი „ჰენდმეიდი“ თეორიები, მაგრამ ვთვლი, რომერთხელ მაინც უნდა უპასუხო, როცა გირეკავს.

რაღაცის თქმას ვაპირებდი, მაგრამ უცბად ზარმა დარეკა. ანი წამოდგა და სხეულისრხევით განარნარდა შემოსასვლელისკენ.

თვალები დავაელამე. მესიკვდილებოდა ხალხთან კონტაქტი და „კაპიშონს პლიუსსათვალე“ ვინატრე, თუმცა ამაოდ.. თვალისდახამხამებაში ჩემს წინ მაღალი,მაღალფეხება, ულამაზეს მკერდიანი გოგო დაიხატა ლურჯი თვალებითა და

Page 113: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

უთამვოყვაროდ მოკლე კაბით.

თვალები გამიფართოვდა ემოციისგან და წარმოვიდგინე, ბიჭებს რა ემართებათ მსგავსიქალღმერთის დანახვაზე. სლავური სისხლი მაინც სულ სხვაა, მომკალი და მაინცსხვაა.

-ნინა, გაიცანი, ეს ნადიაა, ჩემი უკრაინელი მოდელი

-სასიამოვნოა – გავუღიმე რუსულად

-ჩემთვისაც- ჰოლივუდის ღიმილი მესროლა ნადიამ და მერე უცმად აჩქარებითმიუბრუნდა ანის

-კაბას გადავიცმევ და უნდა გავიქცე, საყვარელო.

-სად გეჩქარება? – გაეღიმა ანის

-ვაიმე, შეყვარებული ვარ, გოგოებო! – სახე გაებადრა ნადიას

-ქართველია! – არც კი ვიცი საიდან, ისე დავსვი დიაგნოზი მე

-კი, ქართველია – ისევ გაებადრა სახე ნადიას

-უიმე, სად იშოვე? – გაეცინა ანის

-ეგვიპტეში გოგოებო! – სავარძელჩი ჩაესვენა ის

-იქ გაიცანი? – გამეცინა მე

-კი, სასტუმროში გავიცანი. აუ, ისეთი „დერსკი“ და „მაგარი“ ბიჭია !

-ვაიმეე – ანიმ თვალები დამიელამა

-აუ, რა ქვია, ვინაა? – დავინტერესდი მე

-რა ქვია და გიორგი, ძალიან მაგარი ბიჭია, შავი რეიბანით დადის, სადღაც აქვეცხოვრობს, შეიძლება იცნობდეთ კიდეც, გოგოებო.

-ყველა გიორგის ერთი შავი რეიბანი აქვს თბილისში, რას გაიგებ? – იდიოტივითგამეცინა მე

-რა თქვი? – ვერ გაიგო ჩემი ქართული ნადიამ

-არაფერი – გამეღიმა მე – რა გვარია? – დავინტერესდი

-მაისურაძე! – ძლივს დააბოლოვა ნადიამ

-გიკა მაისურაძე ??? – ანის ყავა გადაცდა – გოგო, ჩვენი სკოლელი? ღმერთო, როგორ არ

Page 114: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

ვიცნობთ! ეგ ჩმორ.. ჩვეულებრივი კრასავჩიკი- გადააკეთა ტაქტიანად მან

-ხო, კრასავჩიკია ნამდვილი! – ყურებამდე გაეხა ღიმილი ნადიას

-შენ მოგიკვდი მე! – წავჩურჩულე ანის და მოდელისთვის კაბის მორგება დავიწყე.

– აკლია ამ საცოდავს – ასევე წამჩურჩულა ანიმ – ყავას ხომ არ დალევა, ნადი?

-არა, ისე მეჩქარება, ვერ დავლევ! ხოდა გოგოებო, ისეთი ბიჭი მყავს, მეამაყება!

-მაინც როგორ მოგაწონა თავი? – მომენტალურად ხუმრობის ხასიათზე დავდექი მე.ანიმ ფეხი წამკრა, მაგრამ არ შევიმჩნიე.

-რითი და, სასტუმროში ვართ ერთი დღეა … და დავაპირეთ კლუბში წასვლა. შევდივარკლუბში, ვიფიქრე, დავდგებით ბართან, დავლევთ, ვიცეკვებთ, კარგ დროსგავატარებთქო. შევდივარ და ვხედავ დაბრონილია 3 „ვიპ“ მაგიდა. ადმინისტრაციამეპატიჟება ამ მაგიდასთან, ვფიქრობ, რა ხდება, მე რა შუაში ვარ?! თურმე ამ ჩემს ბიჭსსამივე მაგიდა არ დაუბრონია?! თითო ღირდა 150 დოლარი.

-რატომ, ერთ მაგიდაზე ვერ გაიშხლართებოდა?! – აღშფოთება ვერ დამალა ანიმ. მეგავლურჯდი სიცილისგან.

-არა, მეგობრებიც დაპატიჟა, ისინი ბართან ხომ არ დადგებოდნენ? – ქართულად გაიოცანადიამ

-აბა, რა, როგორ ეკადრება ქართველს ბართან დგომა?- ავყევი მეც – არაფერი არგვეშველება, არასდროს! – წავჩურჩულე ანის

-ისეთი ამაყი ვიყავი, გოგოებო, ისეთი! – აღფრთოვანებას ვერ მალავდა ნადია

-რა უხარია აზრზე ხარ?! – ყურში თითქმის ჩამკივლა ანიმ და ქინძისთავი გამომიწოდა– რა რეგვენია მაგის რჩეული, ნეტავ, თუ იცის?

-ხოდა კიდევ, აუ, ისეთი ეჭვიანი

და ისეთი მაგარი ბიჭია! – არ ჩერდებოდა ის

-ან ის თუ იცის, ჩემს პირველ ქმარს რომ ჰყავს 3-ჯერ ნაცემი – არ ჩერდებოდა ანი

-გაჩუმდი – სიცილი ძლივს შევიყავე და უხერხულად ჩავახველე – ხოო? ეჭვიანია? –გავიოცე მე – სად იციან ქართველ ბიჭებმა ეჭვიანობა?!

-გიორგიმ იცის! – ნიშნისმოგებით მითხრა მან – მოკლედ,რომ დავიღალე ამ კლუბშიუბრალოდ ჯდომით, ვთხოვე – წამოდი, ვიცეკვოთთქო

-მერე? წამოგყვა ? – წარმოვიდგინე როგორ ცეკვავს მთვრალი გიკა და ცუდად გავხდისიცილისგან

Page 115: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

-ხოდა, მითხრა: სად უნდა წახვიდე, მოდი და ჩემს გვერდით იჯექიო. გავგიჟდი ისეთიეჭვიანი და ვაჟკაცურია!!

-შე საცოდავო, შენ – თავი უკმაყოფილოდ გადავიქნიე მე

-თან ისეთი გემოვნებიანია!!! – გიჟდება მუსიკაზე, ფრენკ სინატრაზე-ზე

-მეტი არც იცის არავინ მაგ უბედურმა – ანიმ თვალები ისევ დააელამა. გალურჯებულმავანიშნე გაჩუმებულიყო, იმიტომ , რომ უკვე თავს ვეღარც ვიკავებდი

-და კიდევ ძალიან უყვარს კინემატოგრაფია – ფილმები.

ანიმ წაიყმუვლა

-„კინემატოგრაფია“- იცის ეს სიტყვა, საერთოდ რას ნიშნავს? – წამისისნა მან

-მაისური აქვს, ნათლიმამას „ქავერით“ და სულ მაგ მაისურით დადის, აუ, გარუჯულსხეულზე ისე უხდება!!! მოკლედ გოგოებო, დავრწმუნდი, რომ ძალიან იღბლიანი ვარ,ასეთი ბიჭი რომ შემხვდა! – დაასრულა აღფრთოვანებით მან.

ეს უკვე კულმინაცია იყო და სიცილისგან გული რომ არ გამჩერებოდა, წყლის დალევამოვიმიზეზე და ოთახიდან გამოვედი.

მას მერე რაც ნადია წავიდა და მე ასმეერთე ჭიქა ჩაი დავლიე ორგანიზმის გაწმენდისპრინციპით, მივხვდი, რომ სახლში წასვლაც არ იყო ცუდი იდეა. ამიტომ, ანისმადლობა გადავუხადე ყველაფრისთვის და ატენის ქუჩიდან გამოვედი.

სახლს რომ მივუახლოვდი თენდებოდა. საკუთარ თავს ვერ ვპატიობდი, რომ 13სანტიმეტრიან ქუსლზე არ დამეზარა მთელი დღე ცხენივით სირბილი. მეტიც, ქუსლზესიარული იქით იყოს,თავი გავიგიჟე- ანისგან ქსოვილების ჩასალაგებელი უკვეგამოსაყენებად უვარგისი ყუთები წამოვათრიე (ვინ მექაჩებოდა!) მე გადაგიყრი, მაინცმივდივართქო. ყოვლად აუტანელი იყო ჩემი მდგომარეობა, მიუხედავად იმისა, რომ„პრადა“ მეცვა! სახლის კუთხეს მივუახლოვდი თუ არა, ფარები მომანათაუზარმაზარმა სატვირთო მანქანამ, შიშისგან შევხვტი კიდევ, სანამ გავაანალიზე, რომ ესმხოლოდ ნაგვის მანქანა იყო და არა უცხოპლანეტელთა ხომალდი. უზარმაზარ რკინისმექანიზმს ნაჩქარევად გვერდი ავუარე, განზე დავდექი და გავქვავდი: მანქანაზეშემომხტარი არც მეტი, არც ნაკლები, სანდრო მალაშხია დავინახე. ზუსტად არ ვიცი,მაგრამ ვიგრძენი რომ პირი ინსტინქტურად გავაღე, თუმცა ხმა არ ამომიღია.

ამ სიგიჟიდან ისევ სანდრომ გამომაფხიზლა:

-სად დადიხარ ამ სიბნელეში ქალბატონო?!

-სანდრო??… როგორ ხარ? კერესელიძესთან ვიყავი, ახალი კოლექცია აქვს და ვეხმარები– ძლივსგასაგონად ამოვუშვი ბგერათა წყება.

-ძალიან კარგად გამოიყურები – გამიღიმა მან! ღმერთო ჩემო, ისეთი მშვიდი იყო და

Page 116: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

ისეთი ჩვეულებრივი! არანაირი დაძაბულობა და ნერვიულობა.. მიღიმოდა დამიყურებდა ანთებული თვალებით,

არც ერთი წამით არ უნანია რომ ვნახე, არც ერთით!

-ეს ყუთები, ნაგავია? – მკითხა მხიარულად მან ყუთებს დავხედე და ვერ მივხვდი, რაუნდა მეთქვა..

-მომეცი, გადავაგდებ! – ისევ გამიღიმა მან

-იყოს, სანდრო, იყოს! – გული მომიკვდა უცბად მე

-რატომ? – ძალიან გაიოცა მან – ბიჭი ვარ, მოგეხმარები- თვალის დახამხამებაშიგამომართვა ნაგავი და მანქანაში შეაფრიალა. მერე მშვიდად ისევ ძველი ადგილზემოკალათდა და ხელი დამიქნია – გკოცნი ნინა, დროებით!

გაშეშებული ვიდექი შუა ქუჩაში. იქამდე სანამ საერთოდ არ დაიკარგა სივრცეში ნაგვისმანქანა სანდროსთან ერთად და ვფიქრობდი რა ცხოველი ვარ… რა „პრადა“ და რა„ვერსაჩე“ ადამიანი როგორ შრომობს, რომ იარსებოს და მაინც როგორ გაპრანჭულიშემხვდა 2 კვირის წინ…

მერე გამახსენდა სანდროს დაკოჟრილი და მზემოკიდებული ხელები..

მახსოვს მაშინ ჩემი ვიწრო აზროვნება მხოლოდ იმით იყო კმაყოფილი, რომ „გალიანოს“ფეხსაცმელი მეცვა! ღმერთო, რა პრიმიტიული ვარ და რა მდაბიო სანდროს ფონზე!ფუ!

როგორი ლაღი იყო… როგორი ნათელი ღიმილი ჰქონდა, ნეტა ოდესმე შევძლებდი მისადგილას ყოფნას და ასე ღირსეულად თავის დაჭერას?!- არამგონია!

თავი ამტკივდა ნერვიულობისგან, ძალიან მეძინებოდა, ამიტომ როგორც იქნა დავძარიგაშეშებული სხეული და სახლისკენ შევუხვიე!

Page 117: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

“გაქცევა”ანის სახლი აქვს სარფში, შუაგულ ტყეში,ზღვიდან 5 წუთის სავალზე.

ვერაფრით ვერ წარმოიდგენ, თუ შეიძლება ასე ახლოს და ასე შორს იყო ზღვასა დაცივილიზაციასთან.

ზუსტად 5 წუთში ან მუსიკის გუგუნი დაგიგუბებს ყურებს, ან ზღვის სუჩუმე.

ადგილი სადაც სულ ტყის სიო უბერავს და ჩიტების ჭიკჭიკი გაფხიზლებს.

მიყვარს აქ ჩამოსვლა!

ეს სახლიც განსაკუთრებულად მიყვარს.

თუ ატენზე სვეტები, გედები და მტრედები, მადონას ჭურჭლით გამოძეძგილი კარადადა ბლომად სამკაულია კამეას გამოსახულებით, სარფში კერესელიძეების აპარტამენტიულტრა თანამედროვეობით გაგაოცებს.

მე მსგავსი რამ არსად მინახავს.

ყველაფერი არის ხის. სადა,სუპერ-პრაქტიკული და კომფორტული.

ავეჯი – მხოლოდ ჭილოფის.

ეზოში მთელს სიგრძეზე გაჭიმული ჰამაკითა და რბილი სავარძლებით.

ღია ფანჩატურით, დიდი აივნებითა და ხის თანამედროვე დივნებით.

სახლში 6 ოთახია, ექვსივეს ზღვის ხედით!

ჩემი სარფში ჩასვლა ვიკო ცივაძემ დააჩქარა თავისი უსასრულო ვაშლის ათკილოიანიპარტიის კულისებში გამოგზავნებით, სახლში მუდმივი მოკითხვებითა და ჩემიდაჟინებული მოთხოვნის მიუხედავად, სიტუაციის გაოფიციალურებით.

ისეთ დღეში ვიყავი, ადგილს ვერსად ვეღარ ვპოულობდი.

ყველგან ვიკო მელანდებოდა.

უცბად გავხდი მასზე ისეთი დამოკიდებული,როგორც არავისზე არასდროს.

ერთი რამ იყო ცხადი, მე ვიკო ცივაძე მიუხედავად ყველაფრისა მიყვარდებოდა.მდგომარეობა, როცა ცივი გონებით ვეღარ წყვეტ,

როდესაც სიტუაცია შენზე მეტად უმართავია!

Page 118: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

ვიღუპებოდი. სასწრაფოდ განმარტოება, სახეში კარგი გვარიანი შემოტყლაშუნება დაერთი ზომაზე სქელი შოლტი მჭირდებოდა.

ამ ყველაფერს ერთად ზუსტად სამ დღეში ჩამიტარებდა ქორწინებების დიდოსტატი,ბობოქარი წარსულის მქონე კერესელიძე, რომლის კატეგორიულმა ტონმა უბრალოდმართლა შემაშინა.

ამიტომ მე 2 საათში ჩავალაგე ბარგი, ჩავხტი მატარებელში, გავთიშე ტელეფონი დასარფისკენ გავემართე.

ანი მზემოკიდებული და მთვრალი დამხვდა.

– რა ლამაზი ხარ!- გამეცინა დანახვისთანავე

– კიდევ კარგი, ჩამობრძანდი – ჩამეხუტა ის

– კარგ ხასიათზე ხარ?-გამეცინა მე

– ნინა კი არ ვარ, ცუდ ხასიათზე რომ ვიყო-დამეჯღანა ის და კარადიდან ბოკლებიგადმოდგა-ხო დალევ?

– მშია!-ვთქვი საცოდავად

– თან დალიე – გამიღიმა მან და მაცივრიდან ტუნას სალათი, შავი პური და საზამთროგამოიღო.

– რა ბედნიერებაა სიმშვიდე!-მწვანე ეზოში გაშლილი ჰამაკს გავხედე მე და კმაყოფილმაგავიღიმე.

– რა ვიცი, იხრჩობი თბილისში, და.. – მხრები აიჩეჩა ანიმ და სიგარეტს მოუკიდა.

ხმა არ ამომიღია.

– მომიყევი, როგორ ხარ?! იმედია, სრულიად საქართველოს არ გააგებინე, ზღვაზე რომხარ :)

– არავინ არაფერი არ იცის-გამეღიმა მე.

– ეგ კარგია! ტელეფონი მაჩვენე- თითქმის მიბრძანა მან

– გათიშულია-სიცილით ამოვიღე ჯიბიდან ტელეფონი და წინ დავუდე.

– ეს ჩემთან იქნება-უჯრაში შეაგდო ჩემი მობილური ანიმ და საკეტით გადაკეტა.სიცილი ამიტყდა

– იცინე რამდენიც გინდა. შენ იმაზეც იცინოდი, რომ გითხარი „შეტოპავთქო“ – წარბიაწია მან.

Page 119: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

ამოვიოხრე.

– რომ არ შევტოპო, იმიტომ ჩამოვედი აქ – თავი გავიმართლე მე

– ოხ,ნინა, ნინა-ღრმა ნაფაზი დაარტყა მან და ყავა დაასხა – როგორ ხარ, ისე? – მკითხაპატარა პაუზის მერე

– მენატრება – მხრები ავიჩეჩე მე – მაგრამ დავამთავრე. ათ დღეში რომ ჩავალ,დაველაპრაკები, რომ ყველაფერი დამთავრდა და ამით მორჩება.

– ხო, ეგრე ჯობს – თავი დამიქნია მან.დილით სანაპიროზე გავიდეთ, კაცი-შვილი არააასე ადრე, გაშავდები, დაისვენებ, გამოიძინებ და ყველაფერი თავისით დალაგდება-მომიახლოვდა და ჩამეხუტა ის

– ანი! როგორ მიყვარხარ – ხელები წელზე მოვხვიე მე

– წამოდი, ცხელი შხაპი მიიღე და მერე ფილმებს ჩავუჯდეთ გვიანობამდე – კატაჩაიხუტა მან, საჰაერო კოცნა გამომიგზავნა და ხალათის ფრიალით ოთახიდანგავიდა.

Page 120: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

“კვალდაკვალ”საღამო ხანი იყო პლეხანოვზე რომ შევუხვიე.ნინას სახლის ფანჯრები დაკეტილი იყო.ათი წუთი ვაკაკუნე კარზე.არავინ გამიღო. ბოლოს ჩემი ხმაურით შეწუხებულმაპირველი სართულის მეზობელმა,რომელსაც ჩემი წარმოდგენით ჰქვია ლიანა,ამომხედადა ხმამაღლა დამიძახა:

– ვინ გნებავთ ახალგაზდავ?

– გამარჯობა, ნინას ვეძებ, გელოვანს

– ნინა არ არის, თქვენ ვინ ბრძანდებით? – იყო კითხვა

– ლევან ცივაძე – ხელი გალანტურად გავუწოდე მას

ლიანამ გამიღიმა.ვიგრძენი, რომ ძალიან ესიამოვნა ჩემი საქციელი და სასწრაფოდდაფქვა:

– ნინა გუშინ შუადღით ვნახე ბოლოს.ჩემოდნით იყო.მეეჭვება მშობლებთან წასულიყო,პატარა ჩემოდნით შემხვდა.ჩვენმა მეზობელმა ტაქსისტმა წაიყვანა მანქანით.

გურამი ჰქვია, აქვე აჩერებს ხოლმე მანქანას ეზოსთან, შავი მანქანა ჰყავს.

– ძალიან დიდი მადლობა, ჩემო კეთილო ადამიანო- ხელი ისევ გალანტურადჩამოვართვი მას და გამოვბრუნდი

-ყმაწვილო!-მომაძახა ლიანამ-თუ რამეა, თქვენ მე საერთოდ არ გინახივართ – თვალიჩამიკრა მან და კარი მიხურა.

Page 121: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

“რელაქსი”დილის 5-ზე დაგვეძინა ან 6-ზე, არ მახსოვს. შუადღის 1 საათზე ძლივს ავახიე სახებალიშს. სიცხემ გამაღვიძა, ოთახში გამოღებული ფანჯრიდან შემოდიოდა მზისა დაზღვის სუნი. ჩქარა ავდექი, ყავა აბაზანაში დავლიე, გადავივლე და პლაჟზე გავიქეცი.ანი უკვე მზეს ეფიცხებოდა და მისი რუჯიდან გამომომდინარე, სავარაუდოდ მზისამოსვლიდან უნდა გასულიყო პლაჟზე :)

-სულ არ ხარ შავი! – გამეცინა მე

-გაიღვიძე? ნახე რა ამინდი დაგახვედრე? მიდი გაცურე და შემომიერთდი, ისეთიგრილი წყალია, გადაირევი.

თმა ავიწიე, ბეჭდები მოვიხსენი, იქვე შეზლონგზე დავყარე და წყალში შევსრიალდი.სიამოვნებისგან გამაცია… წყლის თერაპია თუ გადამარჩენს – ვფიქრობდი ჩემთვის –არაფერი ისე არ მშველის, როგორც ცურვა. ზურგზე დავწექი და თვალები დავხუჭე.

რა იქნება, გავიღვიძო და ყველაფერი თავის ადგილას იდგეს. ჩემი პირადი, ვიკოსოჯახი, სხვადასხვა პრობლემა… აი, ამოვიდე წყლიდან და სულ სხვანაიარდ იყოსყველაფერი, დალაგებულად! .. რატომ არ შეიძლება… რამდენი ხანი ვიტივტივე ასე არმახსოვს.

სანამ წყალი ყველა უჯრედში არ გამიჯდა და თითები არ დამიჭმუჭნა, იქამდე არმოვეშვი ზღვას. მერე თმა გავიწურე, ღრმად ამოვისუნთქე, რბილ პირსაწმენდზემოვკალათი, სიგარეტს მოვუკიდე და გაყინული სხეული მზეს მივაფიცხე.

სიჩუმემ ყურები დამიგუბა..

სადღაც შორს დედა-შვილი დავლანდე.. ლამაზი გოგო იყო და ასევე ლამაზი ბიჭიჰყავდა.. ოქროსფერთმიანი, გარუჯული… უცბად ძალიან მომინდა ამ ბავშვის ხელავყოფილიყავი, ისევ ბაღში მეარა დადიანის # 4-ში და ისევ მეთამაშა ქვიშაში, ჩემსჯგუფელ ვოვასთან. მიყვარს ეგ უდარდელი ხანა, რომელიც თვალისდახამხამებაშიგარბის.. დრო, როცა ყველაზე მძაფრად აღიქვამ მოვლენებს. და დრო, როცა სხვასაზრუნავი და სადარდებელი არ გაქვს, მხოლოდ ის, რომ „მალე მოვიდეს დედა“ დასახლში წაგიყვანოს.. მენატრება და მინდა ეგ დრო!

Page 122: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

“საკანი #9″– მახსოვს ბავშვობაში ისრაელში ერთი მეზობლის ბავშვთან ვმეგობრობდი.სათამაშოლოტო ჰქონდა.დღე და ღამე იმ ლოტოთი ვთამაშობდი. მსგავსი გასართობი არც კიმეგონა, თუ შეიძლებოდა ყოფილიყო. დღეს, ჩემმა შვილებმა არც იციან ლოტოს ხიბლი.სხვა თაობაა, პლანშეტები, ტაბლეტები და აიპადები უპირველესია მათთვის.კომუნიკაცია შეეზღუდათ.თავიან სამყაროში ჩაიკეტნენ და სულიერებადაკარგეს.წიგნებითაც ნაკლებად იქცევენ თავს.მე არ ვიცი, რა მეშველება.არადაადამიანი მაშინ იღუპება, როდესაც სულიერ საზრდოს ვერ იღებს-წიგნებიდან,თეატრიდან,ოპერიდან!

– ხო, მართალი ხარ ჩემო მოშე, დრომ მოიტანა.

სამწუხაროდ, ბევრი რამის გაკეთება ვერც მე მოვასწარი.ნინა იტალიაში ცხოვრობდა,გიჟდება იტალიურზე, რამდენჯერმე დავაპირე სწავლა, ელემენტარულ დონეზე მაინცმინდოდა მცოდნოდა, რომ ერთ მშვენიერ დღეს დავლაპარაკებოდი, მაგრამ მაგასაც ვერმოვაბი თავი.

მოშეს სახე გაუბრწყინდა და ისე როგორც არასდროს, თვალები აუციმციმდა.გამიკვირდა მაგრამ არაფერი მიკითხავს.მერე მომიახლოვდა, ხელი მხიარულადწამარტყა მხარზე და მშვიდად დაიწყო:

– პროფესიით მხატვარი ვარ,სანამ სამშენებლო ბიზნესში წავიდოდი, 4 წელიფლორენციის სამხატვრო უნივერსიტეტში ვსწავლობდი. გინდა გასწავლო იტალიური?დროის მეტი რა გვაქვს?!

ყურები დამიგუბდა სიხარულისგან.

– მითხარი, რომ არ მატყუებ!-თითქმის შევყვირე მე და გულწრფელად გადავეხვიეებრაელს.

– დღესვე დავიწყოთ-გადაჭრით ვთქვი მე და სიგარეტი მხიარულად ჩავწვისაფერფლეში.

Page 123: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

“ზაზა ჩანქსელიანი”შებინდებული იყო ბაზალეთის ქუჩაზე რომ შევუხვიე.

ერთი ხუთი წუთი მანქანაში ვიჯექი.

მერე გადმოვედი და მესამე სართულზე ავედი.

ზაზა მარტო იყო სახლში.

მისალმების მერე მისაღებისკენ მიმითითა შევიდეთო.

შევედით.

– რაღაც ხდება, ტყუილად არ მოხვიდოდი შენ- მითხრა გამომცდელად მან დასიგარეტს მოუკიდა.

– ხო, ზაზა,საქმეზე მოვედი- დავიწყე მშვიდად.მაქსიმალურად ვცდილობდი, არმენერვიულა.

– დაიწყე, გისმენ- მითხრა მან და ვისკი დამისხა. ჭიქა ბოლომდე მოვიყუდე და ღრმადამოივისუნთქე.

– ზაზა, მე და სოფოს დიდი ხანია აგვერია ურთიერთობა.

რამდენიმე წელია ამაოდ ვცდილობ სიტუაციის დალაგებას.

ასჯერ გადავდგი მისკენ ნაბიჯი.

მას ერთი არ გადმოუდგამს…

ათასჯერ ვეცადე, მისთვის ამეხსნა, რომ მე კაცი ვარ და მხოლოდ მის ჭკუაზე ვერვივლი. ხან საქმე იქნება, ხან სუფრა, ხან დამაგვიანდება, ხან უხასიათოდ ვიქნები.ზოგადად არ ვარ ცუდი ხასიათის პატრონი, მიცნობთ თქვენც, მაგრამ ცხოვრებაა…

თუმცა, არასოდეს მისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია,

არ დამიმცირებია, პირიქით, სულ მე ვცდილობდი სიტუაციის გამოსწორებას…

ზაზამ ჩაახველა და ვისკის ჭიქას მიაშტერდა.

– არ ვიცი, რა უნდა ვქნა ამ დროს- თქვა მან პატარა პაუზის შემდეგ – მე შენ დიდ პატივსგცემ. ცუდი ვერ იქნები, ისეთი ოჯახისშვილი ხარ.

მამაც ვაჟკაცი კაცი გყავს.კარგის მეტი თქვენგან არაფერი მახსენდება, მაგრამ ახლა

Page 124: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

საითკენაც მიგყავს საუბარი, ეგ ფაქტი ძალიან მაბნევს.

– ზაზა, მე ვიცი, რომ მსგავს სიტუაციაში მხოლოდ ერთი მხარე არ არის დამნაშავე…

როცა ასე ირევა ოჯახი, იქ მხოლოდ ერთი ვერ იქნება მტყუანი,მაგრამ ამ შემთხვევაშისოფო ძალიან დამნაშავეა.ან მიჩვეულია ასეთ ცხოვრებას,სადაც ის გეგმავს, ის წყვეტს,კანონის დამწერიცა და მოსამართლეც თავადაა…

მე მართლა არ ვიცი როგორ უნდა ვიცხოვრო გოგოსთან, რომელიც ჩემზე არფიქრობს,არც ჩემს სამეგობროს იღებს,არც მე მცემს პატივს, და საერთოდ, არაფერს არუწევს ანგარიშს…

ისეთ ოჯახში ვარ გაზრდილი, კაცს თავისი ადგილი რომ ჰქონდა და ქალს თავისი.

ორივე თანასწორი ვალდებულებებით სარგებლობდა,თუმცა მაინც კაცზე იყო ბოლო,გადამწყვეტი სიტყვა.ჩემს გემბანზე შტურმანი ქალი ვერასოდეს იქნება, იმ მარტივიმიზეზის გამო, რომ მე ქმარი ვარ, მე მოვიყვანე ის ცოლად და არა პირიქით…

– სოფოს არასოდეს ჰქონია მარტივი ხასიათი,მე მესმის შენი- თავი დამიქნია ზაზამ-მაგრამ საკუთარ შვილზე საყვედურების მოსმენაც, არაა იოლი მოსასმენი, ხომ გესმის?!…

ბევრჯერ გავაფრთხილე ჩემი შვილი, ბევრჯერ…ვიცოდი, პატარა ასაკი თავისას იზამდაოდესმე.. მაგრამ ასაკზეც არ არის, ძალიან ხისტი ხასიათი აქვს. ახლა რას აპირებ?

– მე წამოვედი, ზაზა. დავუტოვე მანქანა, სახლი. მინდა რომ კარგად იყოს.

როგორ მიყვარს თქვენი ოჯახი, იცი…ახლაც ძალიან ვნერვიულობ…

ვიცი, რასაც ნიშნავს თქვენთვის ამ სიტყვების მოსმენა, მაგრამ სხვა გზა არ დამიტოვა.ჩემი ცოლი იყო ამდენი წელი, მასზე ზედმეტს არავის არ ვათქმევინებ სანამ ცოცხალივარ. მაგრამ ჩვენი ერთად ყოფნა აღარ გამოვა.

როდესაც ადამიანი არ მენდობა, მუდმივად მეჩხუბება, ჩემს აზრს არ ითვალისწინებსდა პატივს არ მცემს, მიჭირს დავიჯერო, რომ ვუყვარვარ.

ეს ყველაფერი აჩემებას უფრო ჰგავს, ვიდრე სიყვარულს..

თუ რამე არასწორს ვაკეთებ, მითხარით…

თუმცა არც ჩემს ადგილას ყოფნას ვურჩევდი ვინმეს, თან როცა თქვენნაირ პიროვნებასვეუბნები იმას, რომ მან მე რაც მანდო – საკუთარი შვილის მომავალი, მისი ბედი და მეცპირობა დავდე, ღირსეულად ვუპატრონებდი, ვერ შევასრულე. თვალები ამემღვრა.მართლა ძალიან მოჭირდა ამ თემაზე საუბარი.

– ვიკო, კარგად გიცნობ მე შენ. არ ხარ უღირსი პიროვნება და მჯერა მე იმის, რაც მემითხარი. ნამდვილად არ არის შენს ადგილზე ყოფნა ადვილი.სოფო მტყუანია მთავარ

Page 125: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

საკითხში. იმ სიტუაციაში, რაც შენ საერთოდ არ გიხსენებია.

თუმცა ვიცი, არანაკლებ როლს თამაშობს. როდესაც ქალი შვილს არ გიჩენს, მისისაქციელი არაა გამართლებული.

– მე ეგ საერთოდ არ მიხსენებია, ზაზა. შვილამდე არის ის, რომ ელემენტარულ პატივსარ მცემს და ეს, დამერწმუნე, იმაზე მეტად დამამცირებელია, ვიდრე შეგიძლიაწარმოიდგინო.

– ვერაფერს ვიზამ. ეგეთი ხასიათი აქვს – დასძინა მან და სიგარეტს მოუკიდა- მე მაინცდაველაპარაკები, ავუხსნი სიტუაციას.დანარჩენი თვითონ გადაწყვიტოს.უღირს შენითავი, გონს მოეგოს, არ უღირს – სახლში მოვიდეს.თავისი გადასაწყვეტია.

– როგორც გნებავთ- ვთქვი მე- ამდენ ჩხუბს ცალკე და მშვიდად ყოფნა სჯობს.

– გამუდმებით ჩხუბი ანგრევს ურთიერთობას.ასე ნამდვილად არ გამოვა-თავიდამიქნია მან და სიგარეტი ნერვიულად ჩააქრო.

სუბტროპიკი

მიყვარს საღამოს ზღვის ნაპირზე სიარული, სიცხეგადავლილი დღის შემდეგ, გრილიქუჩების ოდნავ ნესტიანი არომატი, ზღვის ჩუმი ხმა და განათებული, ხმამაღალირესტორნების თვალიერება. გარუჯული კანი

მიყვარს, მასზე ზომიერად მოპრიალე დამატენიანებელი ზეთის ბზინვარება, ოდნავნოტიო თმის სურნელი და პარფიუმშერეული სუბტროპიკული ჰავა.

იმ დღით ჩვენი საყვარელი რესტორანი,ზომაზე მეტად ხალხმრავალი იყო.

– მე რომ სიმშვიდე მომინდება, მაშინ გახდება აქაურობა „ბროდვეი“-ვთქვი სიცილით

– გავერთობით-თვალი ჩამიკრა ანიმ და 2 ჭიქა წითელი ღვინო შეუკვეთა.

– სულ მაინტერესებდა, რატომ მიყვებიან „კრასავიცები“ მასიურად შეუხედავებს?-ჩვენსგვერდით გაღიმებულ შველისფეხება გოგოს შევხედე და მისი პარტნიორის დანახვაზეგამაჟრიალა.

– არ ვიცი! – შუბლი უკმაყოფილოდ შეჭმუხნა ანიმ

– გოიმი არ იყოს და, პრინციპში, ყველა სხვა სიტუაცია ასატანია, არა?

– ხო, რთულია როცა შუბლზე პროვინცია გახატია,რომელსაც ვერც ჩამოირეცხავ დავერც დამალავ.

– ხო, მაგრამ გოიმებს უმართლებთ ყველაზე მეტად, ფაქტია!

– ნამდვილად! მე, მაინც კიდევ ერთს -„სიმაღლეს“ დავამატებდი შენს კრიტერიუმს –

Page 126: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

ღრმა ნაფაზი დაარტყა ანიმ

– დედაჩემივით აზროვნებ-გამეცინა მე

– ვითომ შენ არ გაქვს გართულება სიმაღლეზე, რა!

– ნუ, სასურველია მაღალი იყოს, ნამდვილად, მაგრამ ალ პაჩინო, ერთი მეტრი და 50სანტიმეტრიანი კაცი ჯიბეში ისვამს ნახევარი მსოფლიოს მოხეულ ჯეელებს.

– ოხ, თქვა,რა!- გაეცინა მას- ალ პაჩინო ერთადერთია, რამე რეალურზე მელაპარაკე

– აი, რეალობაა ის, რაც შენს გვერდით ხდება, გაყვება ეს ულამაზესი, ამ „ორღობეს“ცოლად, კარგად დაფერთხავს, გაუჩენს შვილს და მერე აუცილებლადგაშორდება.იმიტომ, რომ ფული კარგია, მაგრამ 24 საათი ერთუჯრედიანი ამებისყურებაც არაა მარტივი საქმე.

თან როცა ტალახის პროცედურები, ეგრედწოდებული „ქილის მასაჟები“ და მომავალი2-3 წლით გარდერობი განაღდებული გაქვს, ბევრად კაი ტიპის „დათრევის“ ამბიციაგიჩნდება.

ანის სიცილი აუტყდა, მე ღვინო მოვსვი

– ჩადო მიწაში – გაიცინა მან

-რეალობა ასეთია-მხრები ავიჩეჩე მე.

სიტყვა დამთავრებული არ მქონდა, რომ რესტორნის სცენაზე უცნობი მამაკაციდაგვეხატა, რომელმაც სასიამოვნო საღამოს გატარება გვისურვა. მომენტალურადგამოვფხიზლდი, როგორც კი სიმღერა დაიწყო.

– ღადაობს, ეს, ხო? – გაოცებით შემომხედა ანიმ

– ნტ! მღერის-თავი უიმედოდ გადავაქნიე მე. ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაცაბსოლუტურად გამჭვირვალე თეთრი ტილოს პერანგი ეცვა და ჩერტკოევისთვისშესაშური ილეთებით იწონებდა თავს, აგუტინის რეპერტუარიდან ყველაზე ცნობილჰიტს გაჰკიოდა.

– ო, ღმერთო! -აღმომხდა მე

– იარაღი რომ მქონდეს, ვესროდი – თვალები დააელამა ანიმ

– ამ კაცს ვინმემ უთხრა, რომ კარგი ხმა აქვს? აგუტინმა ამის ნამღერი რომ მოისმინოს,ნერვიულობისგან ის ხვეული თმა გაუსწორდება.

ანი ჩაბჟირდა.ჩვენს გვერდით მჯდომმა შველისფეხება გოგომ კი საყვედურითგადმოგვხედა და ცოტა ხმადაბლაო-გვთხოვა.

Page 127: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

– ჩემი ლოგიკა არასოდეს იტყუება-გამიღიმა ანიმ-ვინც როგორია, ისეთივე ჰყავსგვერდით.გოიმი-გოიმს- მხიარულად დაასრულა მან და მეცამეტე ჭიქა მომიჭახუნა.

სახლში გამთენიისას მივედით. სიცილისგან საგრძნობლად მტკიოდა მუცლის პრესი.და ძილშიც კი ჩამესმოდა ამ „ძალით აგუტინი“ მჩქეფარე ნამღერი -ო, მაიე, ო მაიო , ომაია…

სამკუთხედი

წვიმის ხმამ გამაღვიძა.ანი ამდგარიყო და უკვე ბლინებს აცხობდა.კულინარიისადმიასეთი მიდრეკილი ადამიანი იშვიათად მინახავს.გოგო, რომელსაც ერთდროულადეხერხება ცხობაც და ხორცის წვაც. ამ ყველაფრის მიუხედავად, შეუძლია, იყოსმუდმივად ზღაპრულ ფორმაში.

– აი, ამდენი რომ ვჭამო, დარეჯან თათქარიძესაც გადავუჯოკრავ- ვთქვი საცოდავადდა ანის მიერ გაშლილ სუფრას გადავხედე.

-ყველაფერი უნდა ჭამო, უბრალოდ პატარა ულუფა.

-ძალიან პატარა ულუფაა-ხორცის რულეტს გავხედე, რომელიც მაგიდის მთელსიბრტყეზე იყო გადაჭიმული და ჰაერზე გრილდებოდა.

-შენ რა გინდა, მაინც არაფერი გეტყობა და მე თითოეულ კილოგრამის მერე ფიტნესცენტრში უნდა მოვიკლა თავი.

კარგად გეძინა?

-კი, რა ამინდია?!

-სახლში ყოფნის-ნისლიცაა, ხედავ?!

-მეზიზღება ზღვაზე წარღვნა-შუბლი შევჭმუხნე მე

-მაპატიე, ამინდმა ვეღარ შეგითანხმა, რომ უნდა ეწვიმა-სიცილი აუტყდა ანის-ყავადალიე და ახალი კოლექციის შედგენაში დამეხმარე.აქ მაქვს ნაჭრებიწამოღებული,ამარჩევინებ?

-რომ არ დაგეზარა!-ისევ შევჭმუხნე შუბლი მე

-გეყოფა ზუილი, რა იყო ისევ შემოგიტია?

-ხო!- ვთქვი უხალისოდ და დაორთქლილი მინის დანახვაზე ვიკო გამახსენდა.

– რომ ჩავრთო ტელეფონი და გამოტოვებულ ზარები ვნახო?-ვითხოვე საცოდავად.

– მომესმა რამე?-გაიოცა ანიმ

Page 128: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

-კაი, არ ვნახავ- იმედი გადავიწურე მე

-დალიე ყავა და დავიწყოთ-თითქმის მიბრძანა მან და ნაჭრების შემოსატანად გავიდა.

ღამის 12 საათამდე ვაწყობდით ჩვენებაზე გასატან მასალას. ერთმანეთი დავხოცეთმუქი და მყვირალა ფერების კომბინაციაზე. როგორც იქნა შევთანხმდით და ისიყო,დასაძინებლად ვაპირებდი გასვლას,რომ კარზე ზარი გაისმა.

-მეზობელია,ლია, ეზო დავალაგებინე და ფული უნდა მივცე. სამსახურის მერემოვალო,დამპირდა.შემოსასვლელში დევს ფული,200 ლარია. მიეცი, კარგი?!

-აუ,ანი,ძალიამ მეზარება,რა!- გავძახე გათიშულმა

-გთხოოოოვ!-მემუდარა საშხაპედან ანი-თმააქაფებული ხომ არ ჩავალ?

-რაღა ახლა მოგინდა ბანაობა-ვთქვი ბუზღუნით, ხალათი შემოვიგდე მხრებზე დაკიბეზე დავეშვი.

შემოსასვლელში ავიღე ფული და კარი მხიარულად

გავაღე.

ფიგურა,

რომელიც აღვიქვი,

მირაჟი მეგონა,

ან ჰალუცინაცია.

გაოცდებით და,

ეს ფიგურა საერთოდ არ გავდა ქალისას.

წამის მეასედში ვიგრძენი მუცელში, როგორ დამიარა ნერვიულობამ,მოულოდნელობისგან ვიკივლე და კარი სწრაფად მოვხურე.

მერე მივხვდი, როგორ დამეხვა თავბრუ და ცოტახანი კარის სახელურს დავეყრდენი.

კარს უკან გავიგონე სიცილის ხმა, რომელსაც ისევ ზარი მოჰყვა.

კარი გაიღო და მე მივხვდი, რომ სერიოზულად შევაშინე ის.

-დაგასტუკე! – გავუღიმე ნინას, რომელსაც მიწისფერი დაედო შიშისგან.

-შენ აქ საი…დან? – ძლივს ამოთქვა გაფითრებულმა

-კარგად ისვენებთ გოგოებო? – გავუღიმე მას

Page 129: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

-როგორ მომაგენი? – კიდევ მეტად გაფითრდა ის

-მარტივად! – ისევ გამეღიმა მე და ნინას მეზობელი ლამარა გამახსენდა

-არავინ იცის, აქ რომ ვარ – მითხრა კიდევ უფრო დაბნეულმა.

-კაი, ახლა, არ ღირს შიშისგან კრუნჩხვაში ჩავარდნა. ისეთი სახე გაქვს, თითქოსგითხარი, რომ გეი ვარ და ორსულად ვარ ამაშუკელისგან.

-იდიოტი ხარ ნამდვილი! – როგორც იქნა გაეცინა მას

-ტყუილი იდიოტი ნეტავ, როგორია, ?!- სიგარეტს გავუკიდე მე – არ შემიპატიჟებ?

-შემოდი – მითხრა დაუფიქრებლად

-ვიდზე კი, ხარ, ისე – ნინას შიშველ სხეულს თვალი შევავლე მე და გულისაგრძნობლად ამიჩქარდა.

ნინა გაწითლდა და ხალათი შემოიცვა

-სულ გამოვშტერდი – თქვა მორიდებით

-„მობილური ტელეფონი გამორთულია არ გასულია მომსახურების ზონიდან“ –გავუღიმე მას

-ხო – დაიმორცხვა მან

-რა „ხო“? – ისევ გამეცინა მე

-რა არ მოგწონს? – მკითხა მან გამომწვევად

-რატომ გაქვს გამორთული? – თვალი გამიშტერდა მე

-ასე მინდა! – მითხრა მან კიდევ მეტად გამომწვევად

-ოუფ! – სიგარეტი საფერფლეს ჩავაჭყლიტე

-არ მინდოდა არავისთან კონტაქტი

-აა- თავი დავუქნიე მე

-ხო, ნუ არ მინდოდა ვიკო! – ხმა შეეცვალა მას – და ნუ მიყურებ ეგრე!

-როგორ გიყურებ? – ვთქვი მე ისე, რომ ნაკვთიც არ შემრხევია

-რაღაცნაირად – ისევ სიფერმკრთალემ გადაუარა ნინას

-რატომ გამოიქეცი? – კიდევ უფრო გამიმკაცრდა ხმა

Page 130: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

-აღარ მინდა – მითხრა თავდახრილმა მან

-რა აღარ გინდა? – არ ვეშვები მე

-ეს… ყველაფერი…

-ჩემთან აღარ გინდა? – არ დავიჯერე მე

-ასე აღარ შემიძლია – დამითმო მან

-ყველაფერი მოგვარდებათქო- ხომ გითხარი?

-ხოდა როცა მოგვარდება, მერე დავფიქრდები – შეპარვით მითხრა მან

-აა , გასაგებია – თავი დავუქნიე მე

-და ახლა, რას ფიქრობ, სანამ არ ყველაფერი არ დალაგებულა?

-ახლა კარის მიხურვა მინდა – თვალები აემღვრა მას

-მაინც შემოვალ – გამეღიმა მე

-არა, ლევან, არ შეიძლება

-ვინ თქვა, რომ არ შეიძლება? – ისევ შეტევაზე გადავდივარ. (ქალის ფსიქოლოგიაა, თუერთხელ დათმე, ხელიდან გაგისხლტება, ამიტომ არაფრით არ უნდა გაუშვა ხელიდანსადავეები)

-….

-მითხარი, რომ ჩემთან აღარ გინდა და ახლავე წავალ – სიგარეტს მოვუკიდე მე

-არ მინდა – ავტომატურად გაიმეორა მან

-ტყუილი არ ითვლება – გამეცინა მე

-არ ვიტყუები! – გაჯიუტდა ის

-იტყუები!

-ნტ- თავი გააქნია მან

-მაშინ, რატომ გეტირება? – გავაგრძელე ფსიქოლოგიური ზეწოლა

-არ მეტირება – ხმაში ბზარი გაუჩრდა მას

მივუახლოვდი და ჩავეხუტე. არ შემწინააღმდეგებია. თმა ჰქონდა ნოტიო დაარომატული. მზემოკიდებული სხეული მონოტონურად უთრთოდა, ჩახუტებისთანავე

Page 131: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

მისი მკვეთრი არითმია ვიგრძენი. დავმშვიდდი. ისევ აქ იყო, ისევ ჩემთან და მივხვდიარსად არ წავიდოდა. არ ვიცი რამდენი ხანი ვიდგებოდით ასე, პირსახოცშემოხვეულიანი რომ არ შემოსულიყო ოთახში.

-ლევან? – რუჯის მოუხედავად ანიც საგრძნობლად გაფითრდა ჩემს დანახვაზე.

-მიდი, ახლა შენ ჩავარდი კომაში – გამეცინა ინსტინქტურად

-აქ რა გინდა? – მკითხა ცარცისფერმა

-ბინის ქირაობა მინდა და დათვალიერება თქვენი სახლიდან დავიწყე

სამივეს გაეცინა.

-როგორ მოგვაგენი ? – გაიოცა მან

-ოო, ყველა გოგო ერთნაირად როგორ აზროვნებს და ერთნაირი კითხვები როგორ აქვსგავგიჟდები! – ამოვიოხრე მე – იმას კი არ მკითხავთ“ როგორ ვიმგზავრე“ ან „მშია თუარა“, ეგრევე „როგორ მოხვედი? ვინ გითხრა?“ – კალაშნიკოვი მხვდება შუბლზე, ხო?საიდან მოგაგენით და ხილვა მქონდა! ხილვა!

-იდიოტი ხარ! – გაიცინა ანიმ

-ერთ ფრაზებს რანაირად მეუბნებით- სერიოზულად გავოცდი მე – მიწყობითერთნაირს, თან?

ისევ გაეცინათ

-მე თუ არ დავლიე, შეიძლება გავგიჟდე. ჩაიცვით, სადმე წავიდეთ.

ნინა დაიბნა. ანიმ ჭერში ყურება დაიწყო.

-ნინა, ვერ გაიგე, რაც ვთქვი? – ცოტა ირონია შემეპარა ხმაში.

-მე მეძინება – მშვიდად თქვა ანიმ – თან მირჩევნია, მარტოებმა ილაპარაკოთ – დაამატაღიმილით და ოთახიდან ჩუმად გავიდა.

-ჟაკეტს ავიღებ – მითხრა მან ღიმილით

და საძინებლისკენ წავიდა.

-ჩამოგახრჩობ! – თავისი ოთახიდან ხელი დამიქნია ანიმ და ცერა თითით ყელზეჭრილობა მოხაზა.

-ნუ გეშინია – უარყოფის ნიშნად თავი გადავაქნიე მე

-ვიცი შენი „ ნუ გეშინია“ – გამაჯავრა მან

Page 132: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

-მართლა არ შევურიგდები – ვუპასუხე მშვიდად

-კარგი, აი, ვნახავ! – ნიშნისმოგებით მითხრა ანიმ

-ნახე – დავეჯღანე მე

-მაგასთან ღამე დარჩენის იმედიც არ გქონდეს – მითხრა მშობლის ტონით ბოლოს.

ხომ არ გაგიჟდითქო გავიოცე მე და შემოსასვლელში მდგარი ვიკოსკენ წავედი.

საკანი #9

-როგორ ხარ? – ჩამეხუტა ამაშუკელი

-არამიშავს.

-სიგარეტი და საჭმელი მოგიტანე. ლიკამ გამომატანა. რას შვები?

-რა უნდა ვქნა? – მხრები ავიჩეჩე მე – შენ როგორ ხარ?

-ვარ, რა! – სიგარეტს მოუკიდა ამაშუკელმა. რატომღაც იმ დილით ანერვიულებულიმეჩვენა

-რა გჭირს? – მისი მღელვარება არ გამომპარვია მე

-რა ვიცი – მრავლისმთქმელი მზრეა მომაპყრო მან

-რა ხდება? – სუნთქვა შემეკვრა მე

-არ ვიცი, როგორ უნდა გითხრა – ნერვიულმა სიცილმა გადაუარა სახეზე მას

-აუ, ნინაზე თუ უნდა მითხრა, ოღონდ ის არ მითხრა, რომ…

ამაშუკელმა სათვალე მაგიდაზე ჩამოდი, სახეზე ხელები აიფარა და თავი დამიქნია

-გათხოვდა? – დავიყვირე მე

-ხო! – მეხივით გამიორმაგდა ბექას ხმა

-სად? როდის? – დავიღიალე მე

-დეტალები არ ვიცი. გავიგე, რომ გათხოვდა.

ტელეფონიც გავიგე, დაგიტოვებ, მაინც, რავიცი. თუ გგონია, რომ უნდა დარეკო,დაურეკე – მითხრა მან ფრთხილად და გაჩუმდა. ყურები დამიგუბდა. მივხვდი, რომყველაფერი დამთავრდა. ეს იყო ტრაგედია. ეს იყო ქვეყნის აღსასრული.

ჯერ ისტერიული სიცილი ამიტყდა. მერე გული მეტკინა და სუნთქვა გამიჭირდა.. მერე

Page 133: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

აღარაფერი მახსოვს… იმ დროს ჩემთვის საათი გაჩერდა და მაშინ ღმერთიც აღარარსებობდა. მე მოვკვდი!

***

– მართლა როგორ მომაგენი? – ვერ მოვითმინე და მაინც ვკითხე

– ასე რატომ გაინტერესებს?! – ეცინება მას და მშვიდად მოაბიჯებს ხრეშიან ქუჩაზე.

– არავინ იცოდა, სად ვიყავი და მაგიტომ-მეღიმება იდიოტივით

– მონდომების ამბავია-მითხრა ღიმილით და სიგარეტს მოუკიდა.

– არ ხარ ნორმალური!

– სიყვარული ნორმალური მდგომარეობა არ არის,ნინა – თავი დამიქნია მან- გშია?

– ნტ-თავი გავაქნიე მე

-ყავა?

-არც ყავა მინდა.

-აბა,ასე ვიაროთ ფოთამდე?-

გაეცინა მას

-ასე შორს ვართ უკვე?-გონიოს გზას გავხედე მე

– გინდა ზღვასთან ჩავიდეთ?-თვალები აუციმციმდა მას

-წამო-ხელი გავუწოდე მე და კენჭებიან გზას გავუყევით

-შეხვალ ზღვაში?- მკითხა შეპარვით მან

-შენ?-კითხვა შევუბრუნე მას

-მე ვერ, ცურვა არ ვიცი-დაიმორცხვა მან.

სახე მომერყა.

კაცმა რომ ცურვა არ იცის, იმას როგორ უნდა ენდო საერთოდ არ მესმის.

არასპორტული ქალი მეზიზღება, კაცი კი არა.

-როგორ არ იცი,კი მარა?-მაინც არ დავიჯერე მე

-წყლის შიში მაქვს-მხრები აიჩეჩა მან

Page 134: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

– რომ ვიხრჩობოდე, ვერ გადამარჩენ? – სასოწარკვეთილება დამეხატა სახეზე.

– მეც შემოვალ წყალში და დავიხრჩობ თავს სიმწრით.

– რა ტრაგედიაა, ღმერთო ჩემო!

რაღაცნაირად მეწყინა,

ან არ ველოდი,

ან არ ვიცი,

გავბრაზდი.

ხომ უაზრობაა? – მაგრამ მაინც გავბრაზდი.

– შენ შეცურე თუ გინდა, მე გიყურებ-გამიღიმა მან

– არ მინდა-სოლიდარობა გამოვუცხადე მას.(მაგრამ მაინც არ მესმის კაცმა მანქანისტარება, ცურვა და ქალის დაცვა როგორ არ უნდა იცოდეს).

– რადგან ვერ ვცურავ, ნუ ამომწერ კაცთა სიიდან-სიცილით მითხრა მან.

გამეცინა.

-საშინაო დავალება გექნება: იტალიური ენისა და ცურვის სწავლა.

-იტალიურის სწავლა ხვალამდე გამიჭირდება, მაგრამ ცურვაზე ასეთი გართულება თუგქონდა, არ ვიცოდი. ამიტომ აუცილებლად ვისწავლი, გპირდები.

ვიკომ ხელი გადამხვია და თავისკენ მიმწია.

– აღარ გვინდა დამალობანა, კარგი?

– ლევან-გამეღიმა მე

– სულელი ხომ არ ვარ, ნინა, როცა ვხედავ რომ მაქვს შანსი, რატომ გგონია, რომ თავსდაგანებებ?

– ყოველ ჯერზე ვკვდები, მაგრამ მაინც ყოველ ჯერზე ვცდილობ, ამოგაგდო ჩემიცხოვრების დღის წესრიგიდან-ჩუმად დავიწყე მე-როცა ხედავ, რომ ასე ვცდილობ,ყველანაირად მინდა შენგან თავის დაღწევა, რატომ არ მეხმარები, ჩემი წამებამოგწონს?

– და შენ რა გგონია, მე დავუშვებ შენს დაკარგვას? ასე მარტივი გგონია ჩემიცხოვრებიდან ჩახსნა? ან რა უფლებით აკეთებ? შემითანხმე რამე? აზრი მკითხე?გეკითხები?

Page 135: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

ჩუმად ვიჯექი, არ ვიცოდი რა მეპასუხა. არც ის ვიცოდი, რა მომეგონებინა, ვიცოდიმხოლოდ ერთი – მე ეს ბიჭი ყველაზე მეტად მიყვარდა! იმიტომ კი არა რომ ძალიანსიმპატიური და ცოტათი გიჟი იყო. იმიტომ რომ ეს იყო ჩემი ადამიანი!

– ლევან…მე არ შემიძლია სხვისი ქმარი-ძლივს ამოვღერღე მე

-არავისი არ ვარ!

შეიგნე ერთხელ და სამუდამოდ! დაივიწყე ჩემი წარსული. ის შენ არ გეხება. კიდევერთხელ დამემალები და აღარ გაპატიებ, გესმის? არ გაპატიებ, რომ ეგოისტურადმხოლოდ შენ ფიქრობ.

შენი გადასაწყვეტი არ არის ჩვენი დაშორების საკითხი და არ მიფრთხილდები მე,რომელსაც საკუთარ თავზე მეტად მიყვარხარ.მიყვარხარ ნებისმიერ შემთხვევაში დასულ მეყვარები, იმიტომ, რომ შენ ხარ პირველი ფიქრი, რითიც ვიღვიძებ და ბოლო –რითიც ვიძინებ.

– ლევან!გეყოფა!- ცრემლებს ვეღარ ვიკავებდი მე

– და ეს გრძნობა შეკვეთით არ მოსულა, ნინა,არც შემთხვევითია ეს ყველაფერი.ცხოვრებაში მოვლენები ისე ხდება, როგორც უნდა მოხდეს, გესმის? არ მედარდებაგარეშე ფაქტორები, მიყვარხარ და ჩემთან იქნები, იმიტომ რომ მე სხვანაირად ვერვიცხოვრებ და იმიტომ, რომ მე სხვანაირად არ მინდა!

წამო, თბილისში წავიდეთ!

– აღარ ვიცი,რა გავაკეთო-ვთქვი მშვიდად და სახე ზღვისკენ შევაბრუნე.

შავი იყო უკიდეგანო სივრცე. პერიოდულად ტალღა მოდიოდა ჩვენსკენ და გზაშივეჩერდებოდა. ვგიჟდები ზღვის ხმაზე.იოდის სუნი და სიმშვიდის შეგრძნება რომ მოაქვსშენამდე.

ზღვა ჩემთვის ერთგვარი თერაპირაა.

ზღვისა და ცეცხლის ყურება შემიძლია უსასრულოდ.

ყველაზე მეტად მამშვიდებს.

იმ ღამით ზღვა იყო ზედმეტად მშვიდი.

ვიკოს არომატმა თავბრუ დამახვია.

ეს ნამდვილად იყო ქიმია.

როდესაც შეხებისას გაჟრიალებს,

და როცა ემოციაც ზღვასავით ტალღებად დაგდის სხეულში.

Page 136: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

და როცა გრძნობა მუცლიდან გულისკენ მიიპარება

და როცა თვრები, ემოციით თვრები!

– ხანდახან მგონია, რომ გული გამისკდება, თუ არ ჩაგეხუტები-გამიღიმა ვიკომ

– მომენატრე- ვთქვი მე და ისევ ღრმად ჩავისუნთქე მისი არომატი.

– მაინც რომ გიპოვნი,ხომ იცი? და რაღატომ იმალები? სად უნდა წახვიდე, რომ ვერმოგაგნო?

– არ ვიცი – კმაყოფილებამ გადამირბინა სახეზე.

– ზღვა, ცოტა საშიში ტიპია ღამით, არა?!

– კი, მეც მეშინია, რომ ვუყურებ- უკიდეგანო სივრცეს გავხედე და გამაცია.

– რომ მითხრა,მეორე ნაპირზე დგახარ და მელოდები,ცურვით ჩამოვალ!

– ცურვა რომ არ იცი? – ტყუილში დავიჭირე მე

– მაინც გამოვცურავ, ხვალამდე ვისწავლი!- მშვიდად გააგრძელა მან.

გამეცინა.

ნიავს იოდისა და ნესტის არომატი ერთად მოქონდა.

ვარსკვლავებით იყო მოჭედილი ცის თაღი.

მელნისფრად იღებებოდა უნაპირო ჰორიზონტი.

– გამომყევი თბილისში, დღესვე- მთხოვა მან.

ამოვიოხრე.

– დრო მინდა.ცოტახანი მარტო უნდა ვიყო.

– შენს აქ დატოვებას მე არ ვაპირებ-წელზე ხელი მომიჭირა მან

– თუ გიყვარვარ, ცოტახანი მაფიქრე- მუდარით შევხედე მას

– ნინა! – უკმაყოფილების ნიშნად თავი გადააქნია მან

– რამდენიმე დღე,სულ რამდენიმე და დავბრუნდები…

– ზეგ რომ გავიღვიძებ, თბილისში დამხვდები?- თვალის კუთხეში მაკოცა მან.

გონება გამითიშა ემოციამ.

Page 137: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

ისე, რომ ხმას ვერ ვიღებდი.

-ვიქნები!-გულის კარნახს ავყევი მე. ამავდროულად პირსახოცშემოხვეული ანიგამახსენდა, რომელიც სახლში შესვლისთანავე გლოკ 21 -ს მომაბჯენდა შუბლზე ,52კალიბრიანს და 11-ვე ტყვიას შუბლზე დამაცლიდა, როგორც კი გაიგებდა, რომშევრიგდით.

არც ეგ მედარდებოდა.

ამ ნირვანის შემდეგ,დაე, მომკვდარიყავი,ყველაფერზე მოვაწერდი ხელს:)

უკან რომ ვბრუნდებოდით, ერთ-ერთი რესტორნიდან კარგად შეზარხოშებული ხალხიგამოდიოდა.ერთ-ერთმა თვალი გამოგვაყოლა და ხმამაღლა დაიძახა

– ვიკო!

– ვა,სანდრო?!- სახე გაუბრწყინდა ლევანს. როგორ ხარ?

– არამიშავს,შენ?

– მეც კარგად. რამდენი წელია არ მინახიხარ!

– რაც ნაკრებიდან წახვედი არც მინახიხარ, სად დაიკარგე ბიჭო, ეგრე უნდა?

– ხო, დავიკარგე ძალიან, სულ ვმუშაობ. გაიცანი ეს ნინაა- წელზე ხელი მომხვია მან

– სასიამოვნოა!- გავუღიმე მას

– ისვენებ?

– არა, საქმეზე ჩამოვედი და უკან ვბრუნდები, დღესვე.

– მერე, არ გადაცურე ზღვა?- იკითხა უცნობმა მხიარულად

– აბა, სარფამდე ჩადიოდა და მოვაბრუნე, ოღონდ კამერით იყო- გადავიკისკისე მე

– სარფი არ ვიცი, მაგრამ შეკვეთილიდან-ფოთამდე ნამდვილად ვნახე როგორ ჩავიდა 40წუთში.

– ვერ გავიგე? – არ დავიჯერე მე

– საქართველოს ჩემპიონი რომ ხარ ცურვაში,მალავ ბიჭო?!- გაუკვირდა სანდროს.

– მოიცა,რა! როდის ეგ ამბავი იყო- ღრმა ნაფაზი დაარტყა ვიკომ და თვალი ჩამიკრა.

– აუ, ლევან, მართლა ძალიან გცემ – ვერ დავმალე აღშფოთება, როგორც კი უცნობებსგამოვცდით.

Page 138: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

– ო, კაი რა, დაუჯერე ყველას – ბოლომდე არ გატყდა ის

– უნამუსობაც არის და უნამუსობაც! – საყვედურით გადავხედე მას

– ხო გადამწყვეტი იყო შენთვის ჩემი ცურვა?- დიახ! საქართველოს ჩემპიონი ვარ, ახლაკეთილი ინებე და გამომყევი ცოლად!

სიცილი ამიტყდა. უფრო სიმწრის.

-შეიძლება, სულ ასე მატყუებდე? – გავიბუტე მე

-ვგიჟდები, როცა გატყუებ – კმაყოფილება გაიღიმა მან

-აუტანელო! – ენა გამოვუყავი მე

-და შენ რომ ამ დროს ბრაზდები და რომ გგონია,

რომ არ იმჩნევ და ამ დროს მე რომ გატყობ, როგორ ოსტატურად ნიღბავ ემოციას, აი,მაგაზე ვგიჟდები. ძალიან შევცდი ფინანსურზე რომ ჩავაბარე, ფსიქოლოგი ვარმოწოდებით.

-პრინციპში, შენ ფსიქიატრია უფრო გაგიტაცებდა, მაგრამ … – სიცილი ამიტყდა მე

ვიკოს კვამლი გადაცდა და ხველებით დაიხრჩო.

-აუ, დღესვე გამომყევი თბილისში, რა! – მთხოვა მან სული მოითქვა, თუ არა – ისეგამართობ, რომ როგორ ჩავალ თბილისამდე ვერ გავიგებ

-2 დღე რამეს გიწყვეტს? – თავი დავიფასე მე – 2 დღეში ჩამოვალ, სპექტაკლი მაქვს,ყველა ვარიანტში უნდა ჩამოვიდე

-კარგი, იყოს როგორც შენ გინდა – მითხრა მან თვალისდახამხამებაში მაკოცა დამანქანა დაქოქა

გამეღიმა მის თავხედობაზე, მაგრამ თქმით აღარაფერი მითქვამს.

-ნინა! – დამიძახა მან – „დამალობანებს“ აღარ ვართ იცოდე!

-აუფ – რატომ, ვითომ? – გამომწვევად ვუთხარი მე

-იმიტომ რომ მე მარტო ცურვაში კი არა,“დაჭერობანაშიც“ ჩემპიონი ვარ – გამიღიმა დასიგარეტს მოუკიდა მან.

-დაჭერობანა ნამდვილად იცი! – დავეთანხმე სიცილით – რატომ გადამეკიდასაერთოდ, მეტყვი? რამე დაგიშავე?

-კი, დამიშავე! – იყო პასუხი

Page 139: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

-და მაინც, რა? – გამეცინა მეც

-რომ დაიბადე! – მითხრა მან და მანქანა დაძრა.

“საკანი #9″

-და მაინც რა მოხდა, მეტყვი? – სიგარეტს მოუკიდა მოშემ

-რაზე? – ვკითხე ლოგინზე წამოწოლილმა

-ნინას რატომ არ უთხარი, რომ ყველაფერი მოგვარდა და სოფოს მამას დაელაპარაკეოფიციალურად დაშორებაზე?

-ვერ მოვასწარი – სიმწრის ღიმილმა გადამირბინა სახეზე – იმ ღამით ვაჩეს შეველეწე,მერე დამაპატიმრეს და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადამიყვანეს.

მერე ეგრედწოდებულ „ლეზბალნიცაზე“ 1 თვე ვიწექი, მერე აქ გადმომიყვანეს, შენთან,როდისღა მენახა?!

-ცუდ დროს, ცუდ ადგილას – ამოიოხრა მოშემ

-ნამდვილად – თავი დავუქნიე მე – ცოტა ადრე, ან ცოტათი გვიან რომ გამოჩენილიყოჩემს ცხოვრებაში…

-ზუსტად ეგაა ცხოვრება, რომ ჩვენ ვერ ვმართავთ მას. რაღაც დეტალებს ვცვლით,მხოლოდ იმ კუთხით, რაც შეგვიძლია.

განაჩენი – ჩვენს ძალებს აღემატება…

მას მხოლოდ ის, ერთადერთი წყვეტს – თვალები პატარა სარკმელში ნაგლეჯადშემოჭრილი ცისკენ გააპარა მან.

-რავიცი – მხრები ავიჩეჩე მე – ცხოვრებაში ბოროტება მე არ ჩამიდენია.

არავისთვის ცუდი არ მისურვებია, ყველას გვერდით ვედექი… ასე რატომ უნდავისჯებოდე?

-მე მაინც, მგონია, რომ ეს ყველაფერი იმიტომაა, რომ ჭკუა ისწავლო. ხანდახან ესყველაფერი იმიტომ ხდება, რომ დაფიქრდე. ყველაფერზე დაფიქრდე და ახალიფურცლიდან დაიწყო ცხოვრება. მადლობა ღმერთს , აუტანელი ვადით არ ხარ აქ..დრო მალე გაფრინდება.

– სამი წელი რომ მომცენ, 1095 დღე გამოვა ჯამში აქ გატარებული – ვთქვიდაუფიქრებლად

-ასე უცბად როგორ დათვალე? – გადაირია მოშე

Page 140: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

-ეგ ერთადერთი ნიჭი მაქვს ღვთისგან ბოძებული – გამეცინა მე – მეორე კლასში ვიყავი,დედაჩემმა რომ აღმოაჩინა, რომ გამრავლების ტაბულის დაზეპირება არაფერში არმჭირდებოდა, იმდენად მარტივად ვამრავლებდი სამნიშნა ციფრებს ერთმანეთზე.

-რა მაგარი ნიჭია! – აღფღთოვანდა მოშე.

-აბა – გამეღიმა ისევ

-აბა, საათები დათვალე! – მკითხა გამომცდელად მან

-3 წელზე?

-ხო, აი, აქ გატარებული საათები დათვალე!

-26280!

-ღმერთო ჩემო! – გამოშტერდა მოშე

-არადა, ზუსტად იმ დროს დამიჭირეს, როცა ცხოვრებას ახალი ფურცლიდან ვიწყებდი– ხელები სახეზე ავიფარე მე.

-მტკივნეულია, მესმის – თავი დამიქნია მოშემ – მაგრამ იქნებ ყველაფერი მაინცგამოგივიდეს?

-გათხოვილი დავაშორო?- გული შემეკუმშა გათხოვილი ნინას წარმოდგენაზე.

-იქნებ უკვე დაშორდნენ? – გამიღიმა მან

-რავიცი! – სადღაც, გულის სიღრმეში იმედის ნაპერწკალი ამენთო

-ყველაფერი ხდება, ლევან! ცხოვრება სიურპრიზებით არის აღსავსე.

-კარგი სიურპრიზები იყოს, ამიერიდან. ცუდი აღარ მინდა! – უაზროდ გამეღიმა მე

-ლევან, ძალიან მაგარი ადამიანი ხარ და დარწმუნებული ვარ რომ შენ,დამსახურებულად, კარგად იქნები!

-ეხ, მოშიკ, სიმართლე გითხრა, მე უკვე აღარაფრის მჯერა.

Page 141: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

“გადადებული რეისი”ყველაზე მეტად მეზიზღება რეისის გადადება! აეროპორტში ცხვარივით დგომა დასაათების გაყვანის მიზნით მაღაზიების უაზრო თვალიერება. პირველი 2 საათიმომწონს ბოდიალი, მერე ვიღლები. ბოლოს ყავის სმისა და კრუასანებით რომ ვიჯერებგულს, ხალხის თვალიერებას ვიწყებ. მალე ისიც მბეზრდება და მერე სულ მეფიქრება.მეფიქრება ყველაფერზე. უცხო ქვეყანაში ყოველთვის ვაძლევ უფლებას საკუთარ თავს,ნებისმიერ საკითხზე ვიფიქრო. ისეთ რაღაცეებზეც კი, რასაც თბილისში თავსვარიდებ.

ბევრი დრო გავიდა. არ ვიცი სად არის. როგორ არის. ცხოვრება ჩვეული რიტმით მიდის. დღეებიმიქრიან.

მიჭირს თბილისის დატოვება, მაგრამ ჩემი კარიერისთვის ახლა გადამწყვეტი ეტაპია.

ასეთი მოწვევის ხელიდან გაშვების უფლება არ მაქვს. გამიჭირდება 3 თვე ოკეანის გაღმაყოფნა.

ძალიან შორსაა ამერიკა! ქვეყანა სადაც ყველა ოცნება სრულდება, ადგილი, სადაცყველაფერი შესაძლებელია.

-უკაცრავად, გოგონა!გოგონა! – ჩამძახა ავიაკომპანიის წარმომადგენელმა

-დიახ – თვალები გავახილე მე.

-უამინდობის გამო ფრენა გადაიდო – გამიღიმა მან

-მითხარით, რომ ეს ყველაფერი მესიზმრება – თავის გამოფხიზლებას შევეცადე მე

-ძალიან ვწუხვარ! – მოკრძალებული სახით იუარა მან

-კარგი! რამდენი საათით გადაიდო? – უკმაყოფილოდ გავაგრძელე მე

-ხვალ შუადღით 3 საათამდე- გამიღიმა მან და მეხის დაცემის მოლოდინში გაინაბა

-ღმერთო, ოღონდ ეს არა! – ისეთ ხმაზე ამოვიკვნესე, ჩემს ირგვლივ ყველა გაჩუმდა დამე მომაპყრო მზერა

-ძალიან დიდი ბოდიში ჩვენი კომპანიის სახელით – კიდევ მეტად მოკრძალებულადგააგრძელა გოგონამ – ისეთი ნისლია, ფიზიკურად ვერ აფრინდება თვითმრინავი.

-„ბოდიში“ ნეტა შველოდეს საქმეს! ნისლი და წარღვნა მაგათ! – დავწყევლე კომპანია მე

Page 142: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

– რაღა დღესაა ეს ჯადო ამინდი?!

-არ ვიცი – საცოდავად ამოიკნავლა გოგონამ – ხვალ 1:30 წუთზე გელოდებით ისევ აქ

-შევეცდები, დროულად მოვიდე – წავისისინე მე

გოგონამ გამიღიმა და თვალს მიეფარა.

დავრჩი მარტო ორი ჩემოდნით, ერთი კოლოფი სიგარეტითა და გაფუჭებულიხასიათის ამარა.

სახლში დარეკვა გადავიფიქრე. ან რატომ მენერვიულებინა ჩემები. დაღლილობისგანსახსრები მტკიოდა. სასწაფოდ მესაჭიროებოდა ცხელი შხაპი და გამოძინება. სასტუმროუნდა მომენახა და დამესვენა.

უცბად სუნთქვა შემეკვრა და თავში არც კი ვიცი საიდან, გამიელვა ერთმა საოცარმააზრმა.

გიჟივით გამეცინა,

ჩემოდნები სასწრაფოდ ავიღე და

გასასვლელისკენ გავედი ტაქსის გასაჩერებლად.

Page 143: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

“ბოსფორზე”თბილისსში დაბრუნება ძალიან მიჭირს.

ასე მგონია, რომ სუნთქვას გადამიკეტავს ნეიტრალური ზონა და მერე მშობლიურმიწაზე ფეხის დადგმა.

13 წლის ვიყავი პირველად რომ საჩხუბრად მივდიოდი. არაფერს ვიმჩნევდი, თუმცამაინც საგრძნობლად მიკანკალებდა მუხლები:)

ზუსტად იგივეს ვგრძნობ ახლაც. მაგრამ ვერ ვხდები ასე რა მაფორიაქებს.

ნინა!

ნინა!

ნინა!

სად გნახო, როგორ გნახო!

რომ არ გნახო, გავგიჟდები!

-ჩამოფრინდი, დედა ?- ტელეფონის გაბმულმა ზარმა გამომაფხიზლა

-ხო, ლიკა, კარგად ვიმგზავრე. სახლში ხარ?

-რაც დაგაბარე, ის სუნამო ჩამომიტანე? – ვერ ისვენებს ის

-დედა, ამომასუნთქე, რა! – აღმომხდა მე – ხვალამდე მაინც ვერ ვიქნები თბილისში, რადროს სუნამოა!

-სტარბაქსის ყავაც წამომიყოლე – გაიცინა მან

-კარგი, დედა! – გამეღიმა მეც – არაფერი არ გამოგცვლის არასდროს!

-რა, თქვი დედი? – ვერ გაიგო ლიკამ

-არაფერი, ლიკა, გკოოცნი! – დავუმარცვლე მე და ტელეფონი გავთიშე. საათს დავხედე,1 სრულდებოდა. იქნებ დავიძინო? – საკუთარ თავს ვკითხე მე. არადა არ მეძინება.სიგარეტის მოწევა მომინდა. და ცოტა დალევაც, ან ბევრი დალევაც. ცოტას – ბევრისჯობს! :) პერანგი შემოვიცვი, საფულე ავიღე და სასტუმროს ოთახის კარიგამოვიხურე.

“აღმაშენებელის აღმა – შენება”

Page 144: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

ანი რომ მოვიდა მეძინა. ძლივს გამოვფხილზდი ავდექი და თვალდახუჭული გავედიკარის გასაღებად.

-ნორმალური ხარ?- გაეცინა მას ჩემს დანახვაზე

-არა- გამეღიმა მე

-4 საათია! – მაჯის საათი ცხვირთან მომიშვირა მან

-არ მაინტერესებს – მხრები ავიჩეჩე მე – მეძინება!

-რა გენაღვლება… შენი ამინდია, წვიმს – გამიღიმა მან

-გადასარევი – თვალები გამიბრწყინდა მე

-წამო სადმე, ყავა დავლიოთ – გამიღიმა მან

-აუ, მეზარება! – ისევ ლოგინში შევწექი მე და საბანი თავზე დავიმხე მე

-წამოდი, რა! – საყვედურით მითხრა ანიმ

-ანი, არ მინდა!

-რა გჭირს? – გაოცდა ის

-დღეს წოლის დღე მაქვს – ვთქვი საბნიდან

-ნუ, ბოდავ! – აივნისკენ წავიდა ის

-აქ რა ამბავი ხდება, ხედავ?!

– ვხედავ-ვთქვი საბნიდან

-და რას აშენებებ? – კიდევ მეტად გაოცდა ანკა

– მეტრო შემოჰყავთ პირდაპირ ჩემი სახლის ეზოში-გადავიხარხარე საბანს მიღმა.

– რა იდიოტი ხარ, -გაეცინა ანის. გამოდი კარვიდან, სახლში მაინც დამალევინე ყავა,ადამიანო- მთხოვა მან

– კარგი, ხო, ჯანდაბას,ავდგები-ფარხმალი დავყარე მე. არადა გულწრფელადმესიკვდილებოდა ფეზხე ადგომა, გონზე მოსვლა და ზოგადად არსებობა.

– და ვინაა, რაღა აღმაშენებლის ქუჩას უკეთებს რესტავრაციას, ატენზეც გამოიარონ,რა!- შემიკვეთა მან

– გადავურეკავ თბილისის მერიას და შენზეც ვთხოვ- გამეცინა ისევ.

Page 145: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

– და ვინ აკეთებს საერთოდ, რა კომპანიაა? – ჩამაცივდა ის

– არ ვიცი, ვიღაც უცხოელი ბიზნესმენია გვარად დავიდოვი. გაგიჟდა ამ უბანზე დაჩადო ამ მშენებლობაში ინვესტიცია, რა იყო, გშურს?- სერიოზულად აღვშფოთდი მე

– ვაკეშიც მოვიდეს- შემიკვეთა მან- თუ გაიცანი ეს ხალხი, ვაკეშიც გამოუშვი.

– ღმერთო, შენ ვინ ხარ? ვის ოჯახშიც შენ შეხვალ!

– არსად აღარ ვაპირებ შესვლას, საკმარისია რაც მე ოჯახებში ვიარე- სიცილით ყავამოსვა მან და სიგარეტს მოუკიდა -ასე, პიჟამით უნდა იარო?

– რა არ მოგწონს, ვერ ვხვდები? მესმის მოუწესრიგებელმა ვიარო, თმამოუვლელმა,ფრჩხილებგაუკეთებელმა და მაშინ მომცე შენიშვნა. ამას ვერ ხედავ?- წინადღითსაგულდაგულოდ დავარცხნილი კიკინა ცხვირზე შემოვიხვიე მე- ხოდა, აი რამნიშვნელობა აქვს სახლში ცხენით ვივლი, თუ პიჟამით?

– შენ ყველაფერი გიხდება- საჰაერო კოცნა გამომიგზავნა მან და ღრმა ნაფაზიდაარტყა.

– გინდა შენც პიჟამოს ჩაგაცმევ, მომიწექი გვერდზე და ფილმებს ჩავუჯდეთ?!

– გავიხსენოთ ახალგაზრდობა- გაეცინა ანის

– ჩვენ ახლაც ახალგაზრდები ვართ ანი, ცხოვრება მხოლოდ 30 წლის მერე იწყებათურმე

– ღმერთო, რა გიჟი გოგო ხარ- გამიღიმა მან და სიგარეტი მხიარულად ჩააქროსაფერფლეში.

Page 146: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

“დეჟავუ”ტაქსი სასტუმროსთან რომ გავაჩერე, 10 საათი ხდებოდა. ცოტა შეცვლილი დამხვდაიქაურობა, თუმცა ძველი ხიბლი 6 წლის მერეც შენარუნჩუნებული ჰქონდა.

მომუშავე პერსონალიდან ვცდილობდი ნაცნობ სახეს წავწყდომოდი სადმე. მესამესართულზე მომცეს ნომერი. ოთახში შესვლისთანავე მეგონა, ყველა მომენტიმიმეორდებოდა. აბაზანის კარი შევაღე და შავ-თეთრის კომბინაცია რომ დავინახე,გამაჟრიალა. ჩემოდნები კარადასთან დავალაგე და აივნისკენ წავედი. კარი გამოვაღედა თვალდახუჭული გავედი. მინდოდა წარმოსახული სურათი რეალობასდამთხვეოდა. ასე 2 წუთი ვიდექი, მერე ნელ-ნელა ჯერ თვალის კუთხე გავაღე, ბოლოსკი ფართოდ გავახილე თვალები. სუნთქვა შემეკვრა! ჩემს წინ იმაზე ბევრად პომპეზურიბოსფორის ხიდი დამხვდა, ვიდრე მეხსიერებაში მქონდა ჩარჩენილი. კიდევ უფრომეტად განათებული. სივრცეც მეტად მასშტაბური. ერთი წამით სევდა ჩამიდგათვალში, მაგრამ უცბად მოვედი გონს, ღრმად ამოვისუნთქე და ოთახში შემოვბრუნდი.თან მეძინებოდა, თან მშიოდა. ამიტომ ცხელი შხაპის მიღების მერე, მაინც ჭამავამჯობინე ძილს:) ჯინსის შარვალზე კედები ამოვიცვი, ტელეფონი ავიღე და ბარისკენგავემართე.

Page 147: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

“ვიკო ცივაძე”ვზივარ და ვუყურებ ჰორიზონტს. მეძინება და ოთახში ასვლა მეზარება. ასეთისიგრილე არც მახსოვს სტამბულში არასდროს. ბოლოს აქ რომ ვიყავი, ისეთი ხმაურიანიიყო ეს ადგილი, ისეთი ხალხმრავალი. დღეს ძალიან მშვიდი და თავდაჭრილიდამხვდა აქაურობა. ალბათ მასაც წლები ჩემსავით მოემატა.

რაღაც ნოსტალგიური გრძნობა მაქვს. თვალწინ მიდგება კოლაჟივით კადრებიწარსულიდან. ადგილები, სიტუაციები, არომატები…

სიგარეტს მოვუკიდე და ის იყო ბარმენს ორმაგი ვისკი შევუკვეთე ყინულით, რომრესტორანში ძალიან ლამაზი გოგონა შემოვიდა. თხელი სხეულით და მბზინვარეთმით, პირველივე მაგიდას მიუჯდა, ოფიციანტს დაუძახა და ძალიან დახვეწილიინგლისურით რაღაც იკითხა მენიუდან. თურქმა ბიჭმა, რომელიც აუცილებლადგამოსაცდელი ვადით იქნებოდა აყვანილი მიმტანის პოზიციაზე, თვალშისაცემითავაზიანობით გაუბა გოგონას საუბარი. შორს იყვნენ, მაგრამ მოსვლისთანავე გოგონასსილუეტს ჩემდაუნებურად, მაინც დავაკვირდი. მომეწონა! რა სამწუხაროა შორს რომზის- გავიფიქრე ჩემთვის. ადგომა და ზედმეტი რევერანსი ძალიან მეზარებოდა. ახლოსრომ მჯდარიყო, აუცილებლად გავუბამდი საუბარს. უცბად გოგონამ გაიცინა, გაიცინაზუსტად ისე, როგორც… და ზუსტად წამის მეათასედში მე გული გამიჩერდა. გიჟივითწამოვხტი სკამიდან და მთელი ძალით დავიყვირე:

-ნინააააააააა!!

გოგონამ ოფიციანტთან საუბარი შეწყვიტა და მზერა ჩემსკენ შეაჩერა. გავფითრდი.მოულოდნელობისგან სუნთქვა შემეკვრა და მისკენ წავედი. არასდროს დამავიწყდებაის გაოგნებული სახე, რომელსაც რაც უფრო მეტად ვუახლოვდებოდი, სულუფრო მაშინებდა, იმდენად ჰგავდა რეალურს.

-ღმერთო, ლევან! – ძალიან დაბნეულად წამოიძახა ნინამ და წამოდგა.

-ნინა! – ხელი მოვკიდე მას და მთელი ძალით ჩავიხუტე.

მე არ ვიცი ამაზე მძაფრი გრძნობა თუ მქონია ოდესმე. ამაზე მძაფრი განცდა.. ამაზეწრფელი და ამაზე მოულოდნელად, ოდესმე, რაიმე თუ მიგრძვნია!

ღმერთო! რამდენი წელი გავიდა და ის ისევ ისეთივეა, როგორიც ბოლოს დავტოვე.ნაცნობმა არომატმა ტვინის უჯრედები ჩამიკეტა. ისევ ლოტუსის ყვავილი, ისევ ჩემილამაზი ბრჭყვიალა თმა, ის ვისაც ვნატრობდი! ვინც ასეთი მიუწვდომელი მეგონა, ისევჩემს წინ იდგა და ისევ ისეთივე ლამაზი იყო, კიდევ მეტადაც ლამაზი,ვიდრე მახსოვდა.

-როგორ ხარ? – გამიღიმა მან – აქ საიდან?

Page 148: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

-თბილისში ვბრუნდები.. შენ ? – ვთქვი ჯერ კიდევ გონზემოუსვლელად

-ამერიკაში მივფრინავდი… ამინდის გამო გადაიდო ფრენა, სადღაც ხომ უნდადავრჩენილიყავი, და ბარემ – თვალებით მიცინოდა ის

-ღმერთო, დაუჯერებელია! – სიხარულის ისტერიკა დამემართა მე

-ხო! – გაიცინა ნინამ

-სხვა, ახალი?

-არამიშავს ლევან – გულწრფელობის მიუხედავად, მაინც მოკრძალებული მეჩვენა ის

-რამდენი წელია გეძებ – ვთქვი დაუფიქრებლად

-ნუ იგონებ რაღაცას – ისევ მოკრძალებულად გაიღიმა მან – მოდი, დაჯექი!

უსიტყვოდ დავემორჩილე. ტკივილით მივხვდი, რომ ანთებული სიგარეტი ხელზემეწვებოდა და საფერფლეში მომენტალურად ჩავაქვრე. მზემოკიდებული იყო, კიდევმეტად გამხდარი და უბრალოდ ულამაზესი. ღრმად დეკოლტირებული პერანგიდანმკერდთან არსებული ძვლების დათვლაც კი შევძელი.

-რა ლამაზი ხარ! – იმავე ინერციით გავაგრძელე საუბარი.

-ლევან! – გაიღიმა მან და თმა მხრებს უკან გადაიყარა – ძალიან კარგად გამოიყურებიშენც!

-გონზე არ ვარ, ისე მიხარია შენი ნახვა! რომ შემოხვედი კი შემოგხედე, მაგრამ შორსიყავი და უცბად ვერ აღვიქვი, ღმერთო, რას წარმოვიდგენდი!

-მეთქი ვინ მეძახის, რომელმა ქართველიმა აღმომაჩინა აქ-თქო ვიფიქრე – გაოცებას ვერმალავდა ისიც

-აუ!!!! რა მაგარია! – დავიყვირი ემოციისგან მე

-ხახახა, შენ არ იცვლები, ლევან – გაიცინა ისევ

-რამდენი გეძებე! – უცბად დავსერიოზულდი მე და მზერა მისი თითებისკენგადავიტანე. თხელი, გაშავებული მაჯები ლიმნისფერი პერანგიდან ანათებდნენ.უცბად, მარჯვენა ხელის უსახელო თითზე 20 გრამიანი ოქროს რგოლი შევნიშნე დაგავშეშდი. თითქოს ცოტა თვალებშიც დამიბნელდა ემოციისგან…

-შენ გათხოვილხარ, გავიგე – დავიწყე მძიმედ

-ხო – თქვა მან ფრთხილად და ხელები მაგიდისქვეშ მოათავსა

-დიდი ხანია? – კბილებში გამომცრა მე

Page 149: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

-მეორე წელია – კიდევ მეტი სიფრთხილით გააგრძელა მან

სიმწრით ნიკაპის ქვეშ ამოდებულ მუშტზე ვიკბინე და რომ არ შემემჩნია, კიდევ ორმაგივისკი შევუკვეთე ბარმენს

-შენ რას მიირთმევ?- ვკითხე მოჩვენებითი სიმშვიდით

-მე ჩაი მინდა- გამიღიმა მან

-არ გშია?- ვკითხე გამომცდელად

-ნტ – იყო ძალიან ნაცნობი და მონატრებული პასუხი. გამეცინა.

-რა გაცინებს? – მეკითხება ნინა

-ჩვენი ერთად ყოფნის დრო მახსენდება – ვთქვი მშვიდად. ნინა შეიშმუშნა დაორაზროვნად გაიღიმა, თუმცა საგრძნობლად შეუკრთდა თვალის კუთხე.

-რას შვები, საით ხარ? – სიტყვა ბანზე ამიგდო მან

-სხვადასხვა საქმეში ვარ – ასევე ორაზროვნად გავაგრძელე მე – ხან იმას ვაკეთებ, ხანამას

-აა – აღარ ჩამეძია ის

-შენ? – ვთქვი მე და სიგარეტს მოვუკიდე

-მე კონტრაქტით მიმიწვიეს ამერიკაში ,

ფილმს იღებენ, ერთ-ერთ ეპიზოდურ როლზე დამამტკიცეს!

-ვახ, რა მაგარია! – ვთქვი მე – საინტერესო ფილმია?

-ძალიან! – გამიღიმა ნინამ

-რა ჟანრია? – ისევ გამეცინა მე

-რომანტიკა- მითხრა ნინამ გამომწვევად. ფერი შემეცვალა, მაგრამ არ შევიმჩნიე

-დაიძაბააა! – გადაიკისკისა ნინამ

-სულაც არა! – ვიუარე მე

-რა არა, მიტკლისფერი დაგედო, ვიკო! – მხარზე მსუბუქად წამკრა ხელი მან

-მიტკლისფერი არა, ის – ბოლომდე არ გავტყდი მე

-შენ როგორ ხარ? როგორაა ნატა?

Page 150: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

-წარმოდგენა არ მაქვს – სახე შემეცვალა მე

-მდა – ისევ ირონიულად გაეღიმა მას

-არადა, კარგი მეგობრები იყავით, მახსოვს – წამისისინა მან

-ნუ იგონებ ზღაპრებს – შევეცადე არ ავყოლოდი მის გამოწვევას

-არაფერსაც არ ვიგონებ! – ისევ გამიღიმა მან

-რაღაც რომ გთხოვო, შეიძლება? – ვკითხე მოულოდნელად

-გისმენ – დაინტერესდა ის

-ეს ბეჭედი რომ მოიხსნა, ცოტახანი, შეგიძლია?! – 20 გრამიან რგოლზე მივუთითე მე

-რატომ ?- ვერ გაიგო მან

-უბრალოდ მინდა, რომ არ გეკეთოს!

-და ეგ რამეს შეცვლის ? – მოკრძალებულად გაეღიმა მას

-ძალიან გთხოვ, ამდენი წელია არ მინახიხარ, თუ ძალიან დისკომფორტს არ შეგიქმნის,ცოტახანი მოიხსენი.

გამაცია მაგრამ არ შევიმჩნიე. ანდა რა უნდა გამეკეთებინა, თავი გამეგიჟებინა -არა ვერმოვიხსნითქო?! უსიტყვოდ მოვიხსენი ბეჭედი და ყელზე დაკიდებულ ჯვარს შევაბი.შევეცადე, მაქსიმალურად დამემალა მუხლები, რომელიც ისე მიკანკალებდა,შემეშინდა, მაგიდაზე მდგარ ვიკოს ვისკის ჭიქაზე არ გადასულიყო ვიბრაცია. ღრმადამოვისუნთქე და გავიღიმე

-მადლობა! – ჩემი საქციელით კმაყოფილმა მითხრა მან

-შენები როგორ არიან? – აღარ ვიცი რაზე ველაპარაკო ბიჭს, რომელიც ამქვეყნადყველაზე მეტად მიყვარდა.

-ლიკა თბილისშია, მელოდება. მამაჩემი გერმანიაშია, რატისთან.

-როგორაა რატი? – მაზოლზე ფეხი დავაჭირე მას

-კარგად! – მითხრა ზუსტად ისეთივე ემოციით, როგორითაც კითხვა დავსვი.

-ცოლი არ მოუყვანია? – დავინტერესდი მე

-არა, ეგეც შენ გელოდებოდა – წამისისინა მან

-იდიოტი ხარ! – გამეცინა ინსტინქტურად

Page 151: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

-აბა, რა პასუხს ელოდი? – გაეცინა მასაც

-სულ არ შეცვლილხარ – ვთქვი პატარა პაუზის მერე.

მზემოკიდებული იყო და ცოტათი სევდიანი. თვალები კიდევ უფრო დაწვრილებოდა,ეს ემართებოდა ყოველთვის, როცა სასმელს სვამდა. გამეღიმა.

-მოდი დავლიოთ?! – შემომთავაზა მან – ასი წელია არ მინახიხარ :)

-მოდი- დავთანხმდი მე.

-იმ დღეს ვიხსენებდი… საერთოდ შენზე იმდენს ვფიქრობდი, იმდენს, არც კიწარმოგიდგენია.. და იმ დღეს ვიხსენებდი იმ ისტორიას, შენ რომ წაყევი ორგამოჩერჩეტებულ დაქალს გორში და მთელი გზა რომ გირეკე.

-ხახახა- მთელი გულით გამეცინა მე – ეგ იყო ყველზე კოშმარი გასეირნება, რაც კიოდესმე მქონია

– და იცი, რა მითხარი?! თუ მანქანა არ იყო მწყობრში, რამ წაგიყვანათ ამ სიშორეზე?

-ვიცოდი, როო? უკანა გზაზე დამსვეს.. ყველა ნასვამი იყო, რა მექნა?- თვალისდახამხამებაში დავლიე ვისკი და ჭიქა მაგიდაზე ჩამოვდე.

-დღემდე მახსოვს რა დამემართა, რომ მითხარი, სიჩქარე მეორედან მესამეში არვარდება და მუხრუჭით მიჭირს გაჩერებაო.

-ხახახა, ვაიმეე, მაგაზე კოშმარი მანქანა არ მინახავს მე. გარდა იმისა, რომ მეორედანჩაქუჩით ეგრევე მეოთხეში ვაგდებდი, მუხრუჭი ფაქტიურად არ მუშაობდა და მანქანასეგრედწოდებული „რაზვალი“ კი არ ჰქონდა, მანქანა მარჯვნივ დადიოდა!

-ხახახა – სიცილისგან გაწითლდა ვიკო

-გეფიცები – მხიარულად გავაგრძელე მე – მარჯვნივ კი არ „მიქონდა“ საჭე, მხოლოდმარჯვნივ მიდიოდა! ამ ყველაფერს ემატება ის რომ მარცხენა ფარი ეკონომიურადციმციმებდა და არ მქონდა მართვის მოწმობა.

-რამდენი წლის იყო მანქანა? – ძლივს ამოისუნთქა მან

-24-ის, ზუსტად ჩემხელა! – გადავიხარხარე მე

-საღოლ ძმაო, გორგასლის ორდენით დაგაჯილდოვებდი, ჩემი ნება რომ იყოს ამხალხის მშვიდობით ჩამოყვანისთვის.

-აბა, არ მაფასებდნენ სათანადოდ – მეორე ჭიქა გადავკარი მე

-ცუდები! – გამიღიმა მან

Page 152: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

-არც შენ მაფასებდი, სხვათაშორის! – მივხვდი ალკოჰოლი კუჭიდან როგორმიიპატებოდა ტვინისკენ.

-მე ნუ გადმომწვდი, ახლა- სიცილი აუტყდა მას

-ეჰ, ვიკო! რა დრო გავიდა, ახლა მეცინება რომ ვიხსენებ.– სულ მინდოდა ერთხელშენი დაქალების წრეში რომ იქნებოდი,იქ მოვსულიყავი შენთან “დუბლიონკით”–ვაიმე, რატომ? – კინაღამ სკამიდან ჩამოვვარდი მე– უბრალოდ, რეაქციამაინტერესებდა!– როგორ მართობდი, რა დრო იყო.- როგორ მომენატრე! შენთანლაპარაკი მომენატრა, შენი იუმორი, სიცილი… ამბობენ, ის უნდა მოიყვანო ცოლად,ვისთანაც ყველაზე კარგად აწყობ საუბარსო. ეგეც ვერ შევასრულე…

ვიჯექი სავარაუდოდ, ფერმკრთალი, გულისცემას ყურთან ვგრძნობდი და ვერვაზროვნებდი. მილიარდი კითხვის დასმა მინდოდა მაგრამ მშვიდი სახით ვუყურებდიჰორიზონტს.

-ბედნიერი ხარ? – უცბად მკითხა მან. მოულოდნელობისგან კვამლი გადამცდა.

-კი –

მხრები ავიჩეჩე მე

-მართლა მაინტერესებს, ხარ ბედნიერი? – ხმა დაუსერიოზულდა მას

-კი, ლევან! კარგად ვარ – თავდაჯერებული პასუხის მიუხედავად საგრძნობლადმომემატა მუხლების კანკალი.

-კარგია, მიხარია! – თქვა მან

-შენსკენ რა ხდება, ბობოქარი წარსულის პატრონს, ახლა არავინ გიყვარს? – მეგობრულიტონი შემეპარა ხმაში

-მიყვარს! – იყო კონკრეტული პასუხი

-ხოო? – ათასი გავლილი წლის მიუხედავად, მაინც ამეწია მარცხენა წარბი

-კი! – გამიღიმა მან – და სხვათაშორის, შენ გადასარევად იცნობ – მითხრა ორაზროვნადმან

-ვინაა? – გამოვშტერდი მე

-შენ ხარ, ნინა!

ამის ატანა უკვე შეუძლებელი იყო. მუხლებზე ხელსახოცი მივიფარე და უაზროდგამეღიმა.

-ეჭვი გეპარებოდა?

Page 153: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

ვიგრძენი შეტევაზე გადმოდიოდა და სიგარეტს მოწევა გავაგრძელე.

-ნუ იგონებ რაღაცას – დავიწყე სიცილით თავის გამოშტერება მე

-რა, არ მიყვარდი, თუ რატომ არ გჯერა?! – გაიოცა მან

-კაი, ლევან, რაა! – რედისონი გამახსენდა და რაღაც ბურთისმაგვარი გამეჩხირა ყელში –შენ მაშინ თვითონ არ იცოდი, რა გინდოდა.

-მე ყოველთვის შენ მიყვარდი, ნინა, და ეს შენ გადასარევად იცოდი, არ გინდა ახლაიმის მტკიცება, რომ ასე არ იყო.

-ნუ, არ გესმის ქართული და რა გავაკეთო?! – გამეღიმა მე და ღრმა ნაფაზი დავარტყი.

-იტალიურად მკითხე, იქნებ გამაგებინო – ისეთი ტონით მითხრა, ცოტა დავიბენი

-მართლა, რომ გკითხო?! – გამოვიწვიე მე

-მიდი, მკითხე! – კიდევ მეტად თავდაჯერებულმა მითხრა მან

-რომ არ მიპასუხო იტალიურად, არ შეგრცხვება? – ვუთხარი იტალიურად

– Ma se ti risposto, non ti resti stupido (და რომ გიპასუხო, შენ არ გამოშტერდები)? – იყო,ძალიან სუფთა, მილანური აქცენტით პასუხი.

მეგონა, რომ ჰალუცინაცია დამემართა. ეს ნამდვილად ვიკო ლაპარაკობდა, დანამდვილად იტალიურად.

-Sei sorpreso si? (გაოცდი, არა)? – გააგრძელა მან

-Dove hai imparato (სად ისწავლე)? – ძლივს ამოვთქვი მე

-რა მნიშვნელობა აქვს, მაგას… ხომ ვისწავლე? – ქართული თავდაჯერებულობითგააგრძელა მან

-როდის? – ყურებს არ ვუჯერებდი მე

-ორი წელია უკვე – გაეღიმა მას

-ვიკო! ღმერთო! – აღფრთოვანებას ვერ ვმალავდი მე

-ამდენი როდის მოასწარი?

-დრო მქონდა – ისევ გაეცინა მას

-აბა, მითხარი, როგორაა ღრუბელი?

-Nuvola!

Page 154: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

-ჭიქა?

-Bicchiere!

-უშენობა?

– Essere senza di te!

-ღმერთო ჩემო, გავგიჟდები! – ვთქვი და თვალებზე ცრემლი მომადგა

-ეს იმიტომ გავაკეთე, რომ ჩემი თავისთვის დამემტკიცებინა, რომ ყველაფრის გაკეთებაშემიძლია შენი გულისთვის.

-კი მარა, დაჭერილი იყავი 3 წელი, როდისღა ისწავლე?! – გამოვშტერდი მე

-მონდომების ამბავია! – მითხრა ამაყად.

(ბევრი რამის თქმა შემეძლო „მონდომებასთან“ დაკავშრებით, მაგრამ კიდევ ერთხელშევიკავე თავი)

უცბად ვიგრძენი, რომ თავბრუ დამეხვა და ყურები დამიგუბდა.

-პირველად ვარ შემოდგომით სტამბულში – დაიწყო ისევ მან

-მეც- ავტომატურად ვეთანხმები მე

-ასეთი სიგრილე თუ იქნებოდა, არც მეგონა, გინდა რამე მოგახურო, ხომ არ გცივა?!

-არა – თავი მშვიდად გადავაქნიე მე

-ყოველთვის გული მწყდებოდა ზაფხულის სეზონს შემოდგომა რომ ცვლიდა. მახსოვსაგარაკზე რა სიხარულით ავდიოდი და ზაფხულის ბოლოს როგორ ვბრაზობდი, ყველარომ ტოვებდა იქაურობას. თითოეული ჩემი მეგობრის წასვლას ისე განვიცდიდი, ვერგეტყვი.

-არის რაღაც სევდიანი შემოდგომაში – ვთქვი ღიმილით მე

-ხო, ნოსტალგიურია ნამდვილად, სიმწვანეს ოქროსფერი რომ ცვლის… სიცხეს-სიგრილე.. მხიარულებას- სიჩუმე. სასწაული არ არის ჩვენი აქ შეხვედრა?! – ისევმშვიდი ტონით გააგრძელა მან

-ნამდვილად სასწაულია, მგონია რომ „დეჟა ვუ“ მაქვს – თავი დავუქნიე მე

-ეჰ, ნეტა „დეჟა ვუ“ გვქონდეს…როგორ მინდა, რომ დრო უკან დავაბრუნო, იცი? –ღრმად ამოისუნთქა მან და ბოსფორის ხიდს გახედა

ხმა არ ამომიღია. უბრალოდ მივხვდი, რომ წარსულში „ჩვენი ისტორია“ მე ძალიან

Page 155: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

მტკივნეულად გადავიტანე და ეს იარა უკვალოდ არ გამქრალა.

-ხედავ, ჩვენი ხიდი როგორ გაულამაზებიათ? – განათებულ ხიდზე მიმითითა მან

-ეს ადგილი იმდენჯერ დამსიზმრებია – ვთქვი პატარა პაუზის მერე

-მეც – თავი დამიქნია ვიკომ

-კადრებად მაქვს აწყობილი ეგ პერიოდი მეხსიერებაში – გამეღიმა მე

-ხო, კარგი პერიოდი იყო. მაგის მერე ბედნიერი აღარც ვყოფილვარ – თქვა მან

ისევ გავჩუმდი, არ ვიცოდი, რა მეთქვა.

-მეხსიერებაში იმდენჯერ მქონდა შენთან შეხვედრა წარმოდგენილი, იმდენჯერ! –თვალები დახუჭა მან

-ვიკო, ეგ ყველაფერი ბავშვობა იყო, ძალიან კარგი პერიოდი. ამასობაში გავიზარდეთ –დავიწყე სიტუაციის განმუხტვა მე

-ნინა, კარგი, რა! – გამიღიმა მან

გამეღიმა.

-არ დავლიოთ „ჩვენი ყავა“?

-არ მინდა! – ვთქვი დაუფიქრებლად.

-რატომ?

-არ მინდა ამდენი რამის გახსენება –

გავიღიმე მე

-ეგ მარტო ჩვენი ისტორიაა, ბოლოჯერ ვსვამ ყავას შენთან ერთად, იქნებ?! ან აქ როდისმოხვდები კიდევ, ნეტავ, მოხვდები საერთოდ?

-არ ვიცი – მხრები ავიჩეჩე და ცას ავხედე უიმედოდ.

-ხოდა დავლიოთ – მომიჭრა მან და 2 ყავა შეუკვეთა ბარმენს.

გამაცია.

-რაღაცის თქმა გინდა და არ მეუბნები!

ისევ გამეღიმა და ისე, როგორც არასდროს მომინდა ტირილი

-მითხარი – ჩემსკენ გადმოიხარა ვიკო.

Page 156: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

ავტომატურად უკან დავიხიე და სახე ავარიდე.

-2 მაისის მერე, ყოველი სპექტაკლის დასრულებისას ვაშლიან კალათს ვეძებდითვალებით კულისებში და ყოველი ფარდის ჩამოფარების შემდეგ, გასახდელშიშესვლისას ვნატრობდი, რომ იქ შენ დამხვედროდი. საათებით ვმჯდარვარ ზღვისნაპირზე, ანისთან და გამიხსენებია ჩვენი ერთად გატარებული დრო ზღვაზე და ვერვხსნიდი, უბრალოდ ვერ ვხსნიდი, რატომ არ მოხდა ყველაფერი ისე, როგორც უნდამომხდარიყო.

-იმიტომ რომ დამაგვიანდა – თვალები აემღვრია ვიკოს – იმიტომ რომ იდიოტი ვარ!

გამეღიმა, მაგრამ სადღაც გულის სიღრმეში ძალიან შემეკუმშა გული.

-იმიტომ, რომ კაცს, ერთი შანსი რომ მოგეცემა, იმდენად დიდგულდები, რომ სულგგონია, ბევრი დრო გაქვს. ამასაც მოასწრებ და იმასაც. თუ დღეს არ გელაპარაკება, ხვალნახავ და დაგელაპარაკება, თუ ხვალაც არ გნახავს, ზეგ აუცილებლად შეხვდები, ან 2კვირის მერე… იმაზე არ ფიქრდები, რომ შეიძლება „ხვალ“ აღარ იყოს! საერთოდ აღარიყოს! აი, ჩემსავით…

-კარგი, ლევან – ისევ გამეღიმა მე – ასე მოხდა, ანუ ასე უნდა მომხდარიყო.

-არა, ნინა შეცდომის გამო წავაგე..

-ყველაფერი წინ გაქვს, ჯერ 35 წლის ხარ, ცხოვრება ახლა იწყება! – მის გამხნევებასშევეცადე მე

-ნუ მამშვიდებ, ისე გამოგდის : ბიჭი რომ გოგოს შორდება და ძალიან რომ აქებს- შენძალიან მაგარი ხარ, საუკეთესოს იმსახურებ, კარგად იქნები. თუ ასეთი კარგია,რაღატომ ტოვებ, ადამიანო?!

რამდენი წლის ვარ, ეგ გახსოვს? – სითბო ჩაეღვარა თვალებში მას

გამეღიმა

-მე შენი დაბადების დღეც გადასარევად მახსოვს, უბრალოდ..

-არ მილოცავ..

-ხო – ისევ სევდა შემეპარა ხმაში- ყოველ ჯერზე მახსენდება, მაგრამ არ გილოცავ..

-ერთი შეცდომის გამო რატომ დავისაჯე ასე მწარედ, მეტყვი?- დაუფარავიგულისტივილით მკითხა მან – ერთხელ დამლაპარაკებოდი! რამდენჯერ ვცადე ახსნა! –თითქმის მიყვირა მან

-არ მინდოდა შენი ახსნა, გადარეული ვიყავი! – თავი დავიცავი მე – რა უცნაურია,მთელი ცხოვრება თავს ვუმტკიცებ, რომ არ უნდა მიყვარდეს გმირის გამო- მსახიობი.მსახიობი არის მსახიობი, რომელიც ქმნის გმირის სახეს. ის გმირი ვერასდროს გახდება,

Page 157: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

ვერასდროს! შენც მსახიობი აღმოჩნდი, მე კი გმირი მიყვარდა.

-ნუ იგობენ რაღაცას – გაეცინა მას

-არაფერსაც არ ვიგონებ.

-აბა რა გმირისა და მსახიობის დუელი მოაწყვე?

-მომეშვი რა, ისეთი გადარეული ვიყავი, ხუმრობისთვის ნამდვილად არ მეცალა.

-რამ გადაგრია, გოგო, ნაშამ ?!

-ლევან, თავი დამანებე! – ინსტინქტურად გამეცინა მე.

-ვერ დაგანებებ, როგორ დაგანებო, მითხარი და ვიზამ! – ისევ თვალები აემღვრა მას –წარმოიდგინე მარტო ერთ რამეზე ვოცნებოდი, გარეთ რომ გამოვიდოდი, შენგათხოვილი არ დამხვედროდი.

-ნუ რას იზამ – მხრები ავიჩეჩე მე – მილიარდი გოგოა, მონახავ შენ ისეთი ხარ, ვინმეს.

ოფიციანტის მოტანილი ყავა ფრთხილად მოვსვი და მივხვდი, რომ კიდევ მეტადმომერია ცრემლი. არომატი! გემო! ცოტაც და ემოციისგან გული წამივიდოდა!

-არავინ არ მინდა! – იყო კატეგორიული პასუხი.

-მაშინ იყავი და ილოთე კიდევ 100 წელი – წავისისინე მე – ნაკლები გესვა დადატეულიყავი ერთ ადგილზე, შენთან ვიქნებოდი

-ნერვებს ნუ მიშლი – სიმწრით გაეცინა ლევანს და ყავა უხალისოდ მოსვა – ერთი შანსიხომ ყველას აქვს?

-გააჩნია მაგ შანსს როდის იყენებ, ლევან! – ვთქვი სიცილით

-რა მნიშვნელობა აქვს როდის ვიყენებ, ხომ მაქვს ერთი შანსი?

-თავის დროზე რომ ყოფილიყო, კი, გექნებოდა.

-დრო არ არსებობს ნინა, ის ადამიანებმა გამოიგონეს მარტივად რომ ეცხოვრათ. ერთიდროა, უბრალოდ დავარქვით „გუშინ“ „დღეს“, „ხვალ“.

-რაღაც სასწაულებს ნუ მიყვები – ისევ გამეცინა მე

-ეგრეა, როცა გიყვარს, გიყვარს და გიყვარს, თუ აღარ გიყვარს, გამოდის არცგყვარებია!

– არაა ეგრე, ლევან

-ეგრეა, ეგრე – მშვიდად დასძინა მან

Page 158: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

-სახეზე რა გჭირს? – სიტყვა ბანზე ამიგდო ნინამ

-ამას გულისხმობ? – ყბაზე ხელი მოვისვი მე

-ხო, ეს ნაკერებია? – გაიოცა მან

-ხო ავარიაში მოვყევი – ვაჩე ჩანქსელიანი გამახსენდა მე და სიმწრისგან კრიჭაშემეკვრა

-როდის ასწრებ ამდენ რამეს?! – გაეღიმა მას – კარგია, რომ გადარჩი!

-ეს თუ გადარჩენაა, კი!

– წამომცდა ინსტინქტურად

-ნუ, ცოცხალი რომ ხარ, არ გაკმაყოფილებს? – ისევ გაეღიმა ნინას და სიგარეტსმოუკიდა.

-გახსოვს, შარდენზე რომ ვიყავით და შუაღამისას ხილიანი თეფშით რომდავდიოდით?

-ჰაჰაჰა, ხშირად მახსენდება ეგ დღე – თქვა ნინამ – მაგრამ ლიკა ნემსაძის ქორწილიკიდევ უფრო ხშირად მახსენდება.

-ვაიმე! – გადავიხარხარე მე – ღმერთო, რა მთვრალი ვიყავი!

-არა, კაცო, სად იყავი მთვრალი?! – იუარა მან

-უმთვრალესი ვიყავი – თავი დავუქნიე ნინას

-მაგ დღის მერე იყო, კინაღამ სახლიდან რომ გამომაგდეს – ისევ სიცილი აუტყდა ნინას– ან რას მერჩოდი, 2 დღით ადრე გაფრთხილებდი, კარგად მოიქეცი, ნერვები არმომიშალოთქო.

-შენ გგონია, სპეციალურად დავლიე? უნამუსო ვიყო, მართლა შემთხვევით მოხდაყველაფერი – თავი გავიმართლე მე

-სცენაზეც შემთხვევით ახვედი და სიმღერაც შემთხვევით მომიძღვენი? – არ მომეშვანინა

-აუ, ხო, რეები ვაკეთე – ლიკას ქორწილი გამახსენდა და ცოტა შემრცხვა კიდეც

-ძალიან მაგარი ქორწილი იყო – ისევ გაეღიმა ნინას

-„ჩვენი“ ყველა დღე ძალიან მაგრად მახსენდება – ვთქვი მე და ნინას თვალი-თვალშიგავუყარე.

Page 159: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

-სულ ერთი წელი ვიყავით ჯამში და კიდევ ერთი თვე ერთად, არადა წიგნის დაწერაშეიძლება იმდენი ისტორია შეგვემთხვა.

-წელიწადი და ერთი თვე არა, ნინა, 13 თვე!

-ხო, ნუ 13 თვე – დამთანხმდა ის

-თან ცოტა და თან რამდენი დროა, არა?!

-ხო – თავი დამიქნია მან – 13 თვე და ყველაზე ლამაზი, ყველაზე გიჟური ისტორიებისნაკრები გვაერთიანებს…

-ყველაზე ბედნიერი შენთან ვიყავი- ვთქვი ხმადაბლა – და ზუსტად იმიტომ მინდოდა,ყველას გაეგო, როგორ მიყვარდი, რომ ძალიან კარგად ვგრძნობდი შენს გვერდით თავს

-ხო, არასდროს ერიდებოდი ხალხს, ჩემგან განსხვავებით – თავი დამიქნია მან

-ხო, იმიტომ რომ მე დასამალი არაფერი მქონია. ყველაზე მეტად მიყვარდი დამინდოდა ყველას სცოდნოდა.

-მაგარი იყო – სევდა შეეპარა ნინას ხმის ტემბრს – შენს შემდეგ ვისაც კი მოვწონდი,ყველას შენ გადარებდი და კიდევ მეტად მტკიოდა გული, რომ ასე უაზროდდასრულდა ჩვენი ურთიერთობა.

-იმ ღამით მე შენთან მოვდიოდი, დედას ვფიცავარ, ვაკეში გადავუხვიე საქმეზე და მერეშენთან მოვდიოდი..

-მაგრამ ყველაზე მეტად ის კი არ მწყინს, ასე რომ მოხდა- დაიწყო ნინამ ფრთხილად –შენ მე რატომ მიღალატე, ეგ ვერ გავიგე. თან იმ გოგოსთან, რომელთანაც ადრეურთიერთობა გქონდა, თან საკმაოდ სერიოზული.

-უნამუსო ვიყო, რამე თუ მახსოვდეს, საერთოდ! – თავის მართლება დავიწყე მე –მართლა უაზროდ გამოვიდა, თორემ, რეალურად, ფაქტი არაა ასეთ ისტერიკაშიჩასავარდნი

-შენთვის შეიძლება ლევან, მაგრამ მე მაშინ მოვკვდი, თქვენ ერთად რომ დაგინახეთ. იმდღეს დავმუნჯდი და იმ დღეს გამიჩერდა გული.

-ნინა, მაპატიე – იყო პასუხი, რომელიც იმდენად გულწრფელი იყო, იმდენად სუფთა,ვეღარაფერი ვთქვი.

-კაი, ლევან, რატომ მებოდიშები..

-იმიტომ, რომ დამნაშავე ვარ. მე შენ ყველაზე მეტად მიყვარდი და ზუსტად ასე რომმიყვარდი და რომ დამათმობინეს შენი თავი, მაგიტომ მაპატიე. უტვინობა მაპატიე დადაუფიქრებლობა. ის მაპატიე, რომ დღეს შენ გათხოვილი ხარ. მაგის პატიება როგორუნდა შეძლო საერთოდ, არ ვიცი, მაგრამ, მაპატიე…

Page 160: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

-ლევან! – ცრემლი შემერია ხმაში

-არ იტირო, გეხვეწები – უტვინოებზე არ ტირიან!

-ლევან! – ისევ დავიწყე მე (აუტანელი იყო მისი გულწრფელობა!)

-ნინა… ისე მომენატრე, შენი სიცილი მომენატრა… შენი არომატი.. ხმა…

ჩუმად ვიყავი, ხმას ვერ ვიღებდი, არ ვიმჩნევდი, მაგრამ მაინც საგრძნობლადმითრთოდა თითები. მისკენ მივიწიე და ხელი მოვკიდე.

-ყველაფრის დალაგებას რომ ვაპირებდი, ზუსტად მაშინ ამერია ცხოვრება –უსამართლობაა, არა?

-რაღა დღეს გადაიდო ჩემი რეისი – ვთქვი დანანებით.

-კიდევ კარგი გადაიდო – სახეზე ხელები აიფარა მან.

გავჩუმდი.

ისიც.

-რა დრო გასულა – საათს დავხედე მე – თენდება .

ლევანმა ჰორიზონტს გახედა და სიგარეტს გაუკიდა .

-ძალიან იმოქმედა შენთან შეხვედრამ – ვთქვი პატარა პაუზის მერე.

-ნინა, როგორ მიყვარხარ, იცი?! – ნინა, შემომხედე!

-ლევან! – თავი გააქნია მან

-შემომხედე!

თვალი გავუსწორე და გული მეტკინა.

-ცხოვრებაში პირველად, არაკაცურად რომ მოვიქცე, შეიძლება?

-რას გულისხმობ? – ვერ გავიგე მე

-შენ ხომ ჩემი მეორე ნახევარი იყავი? ხო ეგრე იყო?

-…

-ხოდა მოდი, რა წამოდი ჩემთან ერთად, დამიბრუნოს შენმა ქმარმა რაც მთელიცხოვრება ჩემი იყო.

-13 თვე მთელი ცხოვრებაა, ლევან? – გამეღიმა მე

Page 161: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

-ჩემთვის მთელი ცხოვრებაა – იყო მოკლე პასუხი – შენთან გატარებული დღეების მეტი

არაფერი არც მახსენდება მთელი ჩემი 35 წლიანი ცხოვრებიდან!

-ლევან – გამეღიმა მე – რას ამბობ?!

-არ გაფრინდე ამერიკაში და ჩემთან წავიდეთ. შენ ხომ ძალიან გიყვარს იტალია? 2წელია იქ ვცხოვრობ. ძილშიც ხელჩაკიდებული მეყოლები, არსად არ გაგახედებუჩემოდ, გესმის? წამოდი, რა?! – თვალებში ჩამხედა მან – თუ გინდა მუხლებზედავდგები.

-ლევან! – დავიყვირე მე და სკამიდან წამომხტარს ისევ სკამისკენ მივუთითე. ცოტახანიგაშეშებული იდგა.მერე ნელა დაჯდა თავის ადგილზე.

მე ყურები დამიგუბდა და არაფერი მესმოდა. ან რა უნდა გამეგო, ოფიციალურისაგიჟეთი მქონდა ტვინში, ვერ ვხვდებოდი სად ვიყავი და რა ხდებოდა, ჩემს თავს თუხდებოდა, თან ამ სიმძაფრით!

-წამოხვალ? – ვიკოს დაჟინებულმა კითხვამ გონზე მომიყვანა

-ლევან, ქმარი მყავს, რომელიც მიყვარს!

-ხოდა, დატოვე!

– სისულელეა ეს ყველაფერი – ცრემლნარევმა ღიმილმა გადამირბინა სახეზე

-ნინა, წამოდი, გემუდარები – სახე აელეწა მას

-ლევან შეუძლებელია! – თქვი მე და ცოტა რომ დავმშვიდებულიყავი ოფიციატს წყალიშევუკვეთე

-დაივიწყე ეგ სტერეოტიპები, ყველაფერი შეიძლება, თუ მოინდომებ!

-ლევან – ჩემი მკლავებიდან თავის გათავისუფლებას შეეცადა ის – არსად აღარ გაგიშვებ– ვუთხარი მშვიდად და კიდევ უფრო ჩავეხუტე

ლევან, არ მაწყენინო, გამიშვი ხელი – თითქმის მიბრძანა მან. ავტომატურადჩამოვეხსენი და ცოტა გონზე მოსასვლელად ამერიკანო შევუკვეთე. მერე გავჩუმდი.

არ ვიცოდი რა მეთქვა. ეს დიალოგი 6 წლის შემდეგაც ძალიან მძიმე იყო ჩემთვის.ვიჯექით ერთად, ამდროს ცალ-ცალკე მყოფნი და ვუყურებდით ბოსფორის უკიდეგანოხიდს. ხიდი, რომელიც ორივესთვის განსაკუთრებულ მოგონებებთან ასოცირდებოდა.

ორივეს გვქონდა სევდიანი ნოსტალგია, ნოსტალგია მსოფლიოში ყველაზე მხიარულირომანის.

და მე ყველაზე მეტად ერთი ფაქტი მკლავდა: ვიკოს ისევ ვუყვარდი და იმაზე მეტად

Page 162: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

ვუყვარდი, ვიდრე წარმომედგინა.

და მზად იყო ყველაფერი თავიდან დაეწყო, უნდოდა მხოლოდ ერთადერთი რამ, ჩემი„კი“ სხვა არაფერი. სიტყვა, რომლის თქმასაც ამდენი წელი ველოდი… და სიტყვა,რომელიც მაშინდელ რეალობაში ჩემი გადაწყვეტილება ვერ იქნებოდა…

მე უკვე ჩემი ცხოვრება მქონდა,

მას – თავისი.

– უცნაურია უბრალოდ – დაიწყო მან – 6 წლის მერე რომ ყველაფერი ისევ ერთ წრეზედატრიალდა. მე, შენ, თურქეთი, გადადებული რეისი, ჩვენი სასტუმრო, ჩვენი ბარი,ბოსფორის ხიდი… თითქოს გუშინ იყო – თავი დავუქნიე მე – ფოტო კოლაჟივით მაქვსმეხსიერებაში და ძალიან რომ მენატრები სულ ნაცნობ ფრაგმენტებს ვიხსენებ, იმ ჩვენი13 თვიდან…

-მეც ძალიან კარგად მახსოვს ყველა ეპიზოდი. შემიძლია ჩავრთო ეგ ფილმი დავუყურო, როგორ დაიწყო, როგორ გაგრძელდა…

-მე არ მაყურებინებ? – ყავის ჭიქა მივუჭახუნე ნინას ცხვირზე

-შენც ხომ ზეპირად იცი? – ჩამეკითხა ის

-ვიცი, მაგრამ შენი დანახული მაინტერესებს :)

-გაყურებინებ! – დამეთანხმა ნინა

-ანდა, თავიდან ზეპირად ვიცი ისედაც, შეგიძლია გადაახვიო და ბოლო… ანუ, ფილმიროგორ მთავრდება, ეგ მაჩვენო? – ვკითხე გამომცდელად

-იცი, ნამდვილად გაჩვენებდი ფინალს, მაგრამ ერთი პრობლემა აქვს ამ ჩემპროექტორს,

-და რა პრობლემაა? – დავინტერესდი მე

-ის ღილაკი, რომელიც წინ ახვევს კადრს, გაფუჭებული აქვს. შენ შეგიძლია მხოლოდუკან დაბრუნდე, ან დააპაუზო, წინ არ ახვევს – გაეღიმა ნინას

-ეჰ, ნინა! – დანანებით გადავაქნიე თავი და სიგარეტს მოვუკიდე- არადა ხომ დაგირეკე..ეგეც ბედი იყო ალბათ.

-როდის დამირეკე? – თვალები აენთო მას

-რომ გავიგე შენი გათხოვების ამბავი, მაშინ! ვიფიქრე, თუ დაველაპარაკე,გადავაფიქრებინებ, თუ ვერ დაველაპარაკები ესეიგი, არ მეკუთვნის ეგ გოგოთქო.ამაშუკელმა რომ მნახა, შენი ნომერი მაშინ დამიტოვა…

Page 163: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

-მერე? – შუბლი შეჭმუხნა მან

– მერე დავრეკე და გათიშული გქონდა – გამეღიმა მე.

-ალბათ საქართველოში უკვე აღარ ვიყავი – თქვა ნინამ დანანებით.

-მერე მესიჯი გამოგიგზავნე- გამეღიმა მე- დავიჯერო, არ მიგიღია?

-არა, დედასვფიცავარ.

-ხო, ალბათ ის ტექსტიც სადღაც ნეიტრალურ ზონამდე მივიდა და მერე დაიკარგა ..

-ხო, ლევან, თუ ესემესი 24 საათის განმავლობაში არ მივიდა ადრესატამდე, იკარგება –თავი დავუქნიე მე. მერე ისევ ჩამეხუტა და ასე ვიჯექით ალბათ კიდევ ერთი საათი.ვიკოს ბევრი რამის თქმა უნდოდა მაგრამ ვერ ამბობდა.

ან რა უნდა ეთქვა, ისედაც ყველაფერი მის თვალებში ამოვიკითხე.

საათს რომ დავხედე 1 სრულდებოდა.

-უნდა წავიდე – ვთქვი ჩუმად და ადგომა დავაპირე.

-რომ არ გაგიშვა?- მშვიდად მითხრა მან

-არ გამოვა, ლევან! – გამეღიმა მე

-რატომ არ გამოვა? – გაიოცა მან

-არ გამოვა და იმიტომ!

-შენ მთელი ცხოვრება ჩემი სიყვარული იქნები – მითხრა მან

გავიღიმე, თქმით

კი არაფერი მითქვამს. მთელი გულით საოცრად მინდოდა ჯღავილი და ღრმადვსუნთქავდი „კერხერივით“ რომ არ გამომეშვა ცრემლის ჭავლი თვალებიდან.

-აეროპორტამდე მიგაცილებ, წამოდი – მითხრა მან და ანგარიშის მოტანა სთხოვაოფიციანტს.

-ვიკო, არ გინდა – ვთხოვე მე

-რატომ არ მინდა? – გაიოცა მან

-არ გინდა და იმიტომ – თავი ქვემოთ დავხარე მე

-„ვიკო“- თი მომმართე?- წყენამ გადაუბრინა სახეზე მას

Page 164: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

-ასე მოგმართე? – ვიკითხე დაუფიქრებლად

-ხო, „ლევანით“ არ მოგიმართავს. კიდევ ერთი დასტური, იმისა, რომ მე შენთვისგანსაკუთრებული აღარ ვარ. არ მწყინს.. ან მწყინს, სულ ცოტათი – აღიარაბოლოს

-რა საყვარელი ხარ – ვუთხარი გულწრფელად – შენ მე ყოველთვის მემახსოვრები,იმიტომ, რომ მართლა ძალიან გიყვარდი…

-იმიტომ , რომ მე კიდევ უფრო მეტად მიყვარხარ – გააგრძელა მან – ნინა, ეს ჩემისავიზიტო ბარათია. იცოდე, წახვალ თუ არა, იმ წუთიდან დაველოდები შენს ზარს,ნებისმიერ დროს, ნებისმიერ სიტუაციაში დაველოდები, გესმის?! ვიდექი დაცრემლები ღაპა-ღუპით მომდიოდა სახეზე…

ვიდექი იმ ბიჭის წინ, ვინც სულ რამდენიმე წლის წინ მთელი შეგნებული არსებითმიყვარდა. ბიჭი, რომლის სიყვარულიც მეკრძალებოდა,

რომელიც ყველაზე ცუდ დროსა და ცუდ ადგილას გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, თუმცაწარუშლელი კვალი დატოვა.

-ლევან, დიდი მადლობა – სავიზიტო ბარათი გამოვართვი მას და ხელსახოცი ავიღეთვალების შესამშრალებლად.

-გაგაცილებ, გთხოვ! – პატარა ბავშვივით მთხოვა მან

-თუ გიყვარვარ, არ გამაცილო – ვთქვი მე და მთელი სხეულით ჩავეხუტე

-ნინა, …დამიბრუნდი, რა!

ეს იყო კულმინაცია!

ისეთი ისტერული ტირილი ამიტყდა, თურქი ოფიციანტისა და ბარმენის სახისგამომეტყველებით მივხვდი, ზომაზე მეტად შეშინდნენ. სხვადასხვა ენაზე კივსაუბრობდით, მაგრამ დარწმუნებული ვიყავი, ისინი მაინც ყველაფერს გადასარევადმიხვდნენ.

-გამიშვი, ლევან – თითქმის ვემუდარე მას.

ვიკომ ხელი გამიშვა, შემომატრიალა და თვალისდახამხამებაში მაკოცა.

კიდევ ერთხელ ჩავეხუტე მას და უკანმოუხედავად გამოვედი რესტორნიდან.

უკან აღარ მიმიხედავს. ფოიეში ზურგით ვიდექი და ლიფტის გაპრიალებულიანარეკლიდან მაინც დავინახე ვიკოს ლამაზი, მზემოკიდებული სილუეტი.ბრინჯაოსფერი სხეული, თეთრი პერანგით, მხრებში ოდნავ მოხრილი, „თბილისური“დგომითა და სიგარეტით ხელში.

Page 165: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

მთელი გზა აეროპორტამდე ვტიროდი.

ცოტა რომ დავმშვიდდი, ვიკოს სავიზიტო ბარათს დავხედე და მივხვდი, საბოლოოდშევიშალე ჭკუიდან.

შავით თეთრზე წავიკითხე:

ლევან ( ვიკო) ცივაძე,

„დევიდოვი და კომპანია“

აღმასრულებელი დირექტორი.

“ნეიტრალური ზონა”

-ანი რას შვები?! – თითქმის ჩავკივლე ყურმილში ნეიტრალური ზონიდან მას

-რა ხდება, როგორ ხარ? – გაოცდა ის

-აეროპორტიდან გირეკავ, ანი!

-რა გინდა აეროპორტში, უკვე ჩაფრინდი? – გამოშტერდა ის

-არა, ანი, სასწაული მოხდა. რეისი გადაიდო ჩემი, სტამბულში გავჩერდი 1 დღე, ჩემიდა ვიკოს სასტუმროში მივედი და იქ დამხვდა!

-ვინ, ვიკო? – ხმა შეეცვალა მას

-ხო, ვიკო დამხვდა სასტუმროს რესტორანში.

-რანაირად? – არ დაიჯერა მან

-არ ვიცი! გაგიჟებული ვარ! ის თბილისში მოფრინავდა და ისიც იმ სასტუმროში იყოგაჩერებული

-დაუჯერებელია!

-ისევ ვუყვარვარ გესმის? კიდევ მეტად ვუყვარვარ..

-ღმერთო ჩემო!- აღმოხდა ანის

-და იცი, იტალიური იცის ჩემსავით, ჩემს გამო ისწავლა, გესმის? და ლაპარაკობსჩვეულებრივად!

-კაი, რაა – ვიგრძენი როგორ გაუფართოვდა ანის თვალები ყურმილის მიღმა

-მაგრამ ეს ყველაფერი არ არის! – ვთქვი ჩუმად

Page 166: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

-იმედია, არანაირ სიურპრიზს არ მიმზადებ – შიშნარევი ხმით მითხრა ანიმ

-ანი, მთელი აღმაშენებლის ქუჩას ვიკომ გაუკეთა რესტავრაცია, გესმის? მთელი ესსამშენებლო კამპანია მისი ინიციატივაა… მე როგორზეც ვოცნებობდი, ზუსტად ისეგააკეთა ჩემი უბანი…

იმ ბიზნესმენ დევიდოვს და ვიკოს ერთი კომპანია აქვთ… ანი, გესმის?

ანი გაჩუმდა, ხმას ვერ იღებდა მაგრამ სუნთქვით მივხვდი, ეტირებოდა.

-ანი! მითხარი რამე – ვთხოვე მას

-ძალიან მაგარი ბიჭია! – თქვა ანიმ – უბრალოდ ცუდ დროს მოხვდა შენს გვერდით.თავისი მაქსიმუმი გააკეთა და არ გაუმართლა. არ აეწყო.. ცხოვრებაა, ნინა… ხდება…

-ხო – ამოვიოხრე მე

-შენ? – იყო კითხვა რომლის უკან მხოლოდ მე მივხვდი რას გულისხმობდა

-მე არაფერი… მე გაყინული ვარ….

-დარწმუნებული ხარ?

-კი! ცდაც არ მეპატიება!

-ღმერთო, რა უცნაურია!

-ეჰ, დრო ყველაზე დამანგრეველი ძალა ყოფილა…

-ვინ წარმოიდგენდა – გაეღიმა ანის

-უბრალოდ ძალიან განვიცადე – ისევ ცხვირში მომიჭირა ემოციამ მე

– მესმის. ხანდახან ყველაფერი ისე არ ხდება, ჩვენ როგორც გვინდა. თქვენ ორივესსხვადასხვა ცხოვრება გაქვთ უკვე. რადგან ასე ხდება, ესეიგი ასე უნდა მომხდარიყო.

-ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი – ამოვიოხრე

მე

-მესმის ჩემო საყვარელო, მაგრამ ღმერთმა უკეთ იცის ვის – რა… ვერაფერს იზამ, ნინა,ც’ესტ ლა ვიე – გამიღიმა ყურმილს იქიდან ანიმ – დამირეკე რომ ჩახვალ ამერიკაში დამეტი აღარ იფიქრო!

-მიყვარხარ და გკოცნი!

-მეც, დროებით.

Page 167: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

-და ის სავიზიტო ბარათი გადააგდე – მირჩია მან

-რატომ ? – გამეცინა მე

-იმიტომ! უკან მხოლოდ სულელები იხედებიან!

-კარგი, გკოცნი – ისევ გამეღიმა მე

-არადა, ზუსტად ვიცი, დაიტოვებ – გაეცინა მას

-გკოცნი-თქო – გავიცინე მე და ყურმილი დავკიდე. ცოტახანი გაუნძრევლად ვიდექი.მერე სავიზიტო ბარათი ჩანთაში ჩავიდე, სიგარეტი ამოვიღე და მოსაწევი წერტილისკენგავემართე.

Page 168: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

„მეგაპოლისი“ნიუ იორკში დილის 5-ზე ჩავფრინდი. ციოდა. ერთი სული მქონდა, ბოლოსდაბოლოსმიმეღწია სასტუმრომდე და დამესვენა. 13 საათი მგზავრობა, ნამეტანია. თან ასეთიადრენალინის ფონზე. ნახევრადმკვდარმა გავაჩერე ყვითელი ტაქსი და მისამართიმივუთითე. სასტუმრომდე როგორ მივედი არ მახსოვს. მთელი გზა სტამბულისსასტუმროს ვიტრაჟები, ხედები და ბოსფორის ხიდი მედგა თვალწინ, ვგრძნობდიციტრუსოვანი ყავის და ვიკოს არომატს. მეშინოდა არ გავგიჟებულიყავი ემოციისგან.ვერ ვხვდებოდი რა დრო იყო. დროის შეგრძნება სტამბულის მერე დავკარგე. ჩემი ტაქსიულამაზესი სასტუმროს წინ გაჩერდა. ვარაუდით გადმოვათრიე ჩემი ვეებერთელა 2ჩემოდანი და სასტუმროში შევედი. სასტუმრო ზედმეტად ნათელია. თვალებს რომმოჭუტავ სიკაშკაშისგან, ისეთი. თვალს მჭრის ყველა გამვლელის მომღიმარი სახე.ნაძალადევად ვიღიმი და ვცდილობ, დავივიწყო გუშინდელი ღამე, თუ გუშინწინდელი,არ ვიცი, როგორც გამოდის… რესეფციაში ულამაზესი გოგონა მხვდება. მიღიმის.ვესალმები და ოთახის ნომერს ვიღებ. უცბად გოგონა ტრიალდება და ხალისიანიტონით აგრძელებს:

-გელოვანი ხართ ხომ, „მის“? – ძლივს ამოიკითხა ჩემი გვარი მან

-დიახ, გელოვანი – თავი დავუქნიე მე

-თქვენთვის წერილია!

-შეუძლებელია – გამეღიმა მე

-შესაძლებელია, დაახლოებით 2 საათის წინ დატოვეს.

-ვინ დატოვა? ნახევარი საათიც არ იქნება, რაც ჩამოვფრინდი – თვალები საგრძნობლადგამიფართოვდა მე.

-არ ვიცი, დატოვეს! – მუქი მუყაოს კონვერტი გამომიწოდა გოგონამ. დესკს დავეყრდენიგული რომ არ წამსვლოდა და კონვერტს თავი წამის მეასედში მოვახიე:

„საშინელ „პაზმელიაზე“ ვარ! :) იმედია, მშვიდობით ჩაფრინდი. გაგეცინება და, ჩემირეისიც გადაიდო. აეროპორტში დავრჩი, უკან მიბრუნება დამეზარა. ხოდა, ვზივარჩემოდანზე ფეხებშემოლაგებული და შენზე ვფიქრობ. გადასარევი ადგილიააეროპორტი. არ ვიცი რატომ, მაგრამ აფრენამდე ყოველთვის ძალიან ბევრი ფიქრიმომდის. მიყვარს თბილისი, მსგავსი ქალაქი სხვაგან არსად მეგულება. მიყვარს ჩემისამეგობრო, ყველაზე მაგარი მეგობრები მე მყავს და ძალიან ამაყი ვარ ამით. მიყვარსჩემი ოჯახი. ჩემი ეზო, ჩემი მეზობლები. ეს სული რაც თბილისშია, სხვაგან ვერ ვიპოვე.იმიტომაც, პატარა ბავშვივით, რა დროც არ უნდა იყოს და სადაც არ უნდა ვიყო, გულიმაინც ჩემი ქალაქისკენ მექაჩება. გნებავთ, სისხლის ყივილი დაარქვით ამას, გნებავთ –აჩემება!

Page 169: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

თბილისი შენთან ასოცირდება, ნინა! ეს კიდევ ერთი მიზეზია, რატომ მეჩქარება აქდაბრუნება. თვითმფინავის ილუმინატორიდან კიდევ მეტად მეპატარავება ჩემიქალაქი, თუმცა სულ ღიმილს მგვრის ჩემი მიწის დანახვა. შენც აქ მეგულები, შენთანერთი ნაბიჯით ახლოს ვარ და მაგიტომ! გრძნობა, როცა სულ გეძებ ქუჩაში დასიტუაცია, როცა სულ მაკლიხარ. ყველა ქალში შენს სილუეტს ვეძებ, შენს იუმორს,სიცილს, არომატს. შენი არომატი მხოლოდ შენ გაქვს და შენც ერთადერთი ხარ, ვიცი.საკრალური ციფრია ცამეტი! მაგრამ ჩემთვის ყველაზე მაგარ, დაუვიწყარ, შეუდარებელსიყვარულის ისტორიასთან ასოცირდება! შენთან ერთად ყოფნის წელიწადი და ერთითვე! ჩემი ცხოვრების ყველაზე ნათელი ხანაა. პერიოდი, რომელიც სულმემახსოვრება.

და მიუხედავად იმისა, რომ დღეს შენ შემთხვევით სხვისი ცოლი გქვია, სხვას უმზადებდილით ყავას და უწესრიგებ გარდერობს, არ მიშლის ხელს, რომ მაინც ჩემი საყვარელიქალი იყო. იცოდე, ჩვენ აუცილებლად ვიქნებით ერთად… სხვანაირად ვერ გადავრჩებიდა იმიტომ… და ეს შენი დღევანდელი სტატუსი, იცოდე, დროებითია. ძალიან რომმიყვარხარ, ზუსტად მაგიტომ არ ვცვლი ახლა შეგნებულად არაფერს.

ისიც ვიცი, გათენდება და მომწერ! ვერ გაუძლებ, ვერ აიტან ამდენ სიმართლეს,პრობლემა შენი პოვნა იყო და ახლა? ახლა ვეღარავინ დამათმობინებს შენს თავს.გელოდები… გელოდები წვიმიან და მზიან ამინდში. გელოდები იმიტომ, რომ ამისტორიის ლოგიკური დასასრული სხვანაირად არ წარმომიდგენია! გწერ პირველადდა უკანასკნელად! არჩევანი უკვე შენზეა! გთხოვ, გადაიფიქრე. დამიჯერე ერთხელმაინც ცხოვრებაში და ჩამოდი. კიდევ უფრო გაგიმარტივებ არჩევანის გაკეთებას – ააგდეხურდა ზევით და გაითვალე, მაინც არ მეშინია, იცი რატომ? ხურდას ორივე მხარესჩემთან ჩამოსვლა ეწერება და იმიტომ! იმიტომ რომ დაგინახე, მაშინ შემიყვარდი… დაიმიტომ, რომ ჩემზე დრო არ მოქმედებს! დაგინახე და

შენი ბედი გადაწყდა!

დღეს ვცხოვრობ შენი გემოვნებით შერჩეული სახლის მესამე სართულზე და ფარდისმიღმა ქუჩას ვუყურებ. დღეს მილანში წვიმაა გამოცხადებული და როგორ გგონია,იწვიმებს? თუ იწვიმებს აეროპორტში ლამაზი ქოლგით დაგხვდები, ზუსტად ისეთივიყიდე, შენ სტამბულის სასტუმროში რომ დაგრჩა და მთელი გზა რომ წუწუნებდი.დღევანდელი თაიგულიც მე შევუკვეთე შენთვის, იქნებ გაიზარდე და შეგიყვარდაყვავილები?! სასტუმროში ხარ, ნეტავ? ყველა წესიდან გამომდინარე, თბილისისდროით 11 სააათზე უნდა მოეტანათ. მოგიტანეს? შემთხვევით შენს ქმარს, უფროსწორედ ყოფილ ქმარს არ დაურეკო, მადლობის მოსახდელად, არ გადამრიო, იცოდე!

ჰმ! მოკლედ წავედი, ხვალ საღამოს ვახშამს ვუკვეთავ 2 კაცზე და არ დაიგვიანო,იცოდე, გაციებული საჭმლის ჭამის ატანა არ მაქვს :) უსაფრთხო მგზავრობას და მეტფიქრს გისურვებ. ზოგადად, ბევრი ფიქრი ასწორებს! იფიქრე და იოცნებე იმიტომ, რომერთ მშვენიერ დღეს ყველაფერი აგიხდება! და ამის მე ყველაზე მეტად მჯერა!

Bon voyage – საყვარელო!

-უკაცრავად „მის“? „მის“ ცუდად ხართ? ჯონ, სასწრაფოდ დარეკე 911 – ზე!

Page 170: 13 თვე თეკლა იორდანიშვილი4love.ge/books/tekla-iordanashvili-13-tve.pdf · თავი 1 კერესელიძე ანი რომ

ვიზიტორმა, 304-ე ნომრიდან გონება დაკარგა.

თბილისი, 2014

4Love.Ge © 2008-2015