1. 2.library.court.ge/judgements/50122016-11-25.pdf · სამართლის...

20
სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge 1 საქართველოს სახელით საქმე # 330510015801976 საქმე N3/762-14 19 ივნისი, 2014 . . თბილისი თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა შემადგენლობა სხდომის თავმჯდომარე - თეა თადაშვილი მოსამართლეები - თეა ძიმისტარაშვილი ირაკლი შენგელია სხდომის მდივანი - ბეატრიჩე პაპანდოპულოვი აპელანტი (მოსარჩელე) - . ., წარმომადგენლები - . ., მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, წარმომადგენელი - . ., მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო,

Transcript of 1. 2.library.court.ge/judgements/50122016-11-25.pdf · სამართლის...

Page 1: 1. 2.library.court.ge/judgements/50122016-11-25.pdf · სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) 1 . გ ა დ

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge

1

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა საქართველოს სახელით

საქმე # 330510015801976 საქმე N3ბ/762-14 19 ივნისი, 2014 წ. ქ. თბილისი

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა შემადგენლობა

სხდომის თავმჯდომარე - თეა თადაშვილი

მოსამართლეები - თეა ძიმისტარაშვილი

ირაკლი შენგელია

სხდომის მდივანი - ბეატრიჩე პაპანდოპულოვი

აპელანტი (მოსარჩელე) - გ. მ., წარმომადგენლები - პ. ჯ., მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, წარმომადგენელი - თ. ქ., მოწინააღმდეგე მხარე (მოპასუხე) - გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო,

Page 2: 1. 2.library.court.ge/judgements/50122016-11-25.pdf · სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) 1 . გ ა დ

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge

2

წარმომადგენელი - თ. ხ., დავის საგანი – მატერიალური ზიანის ანაზღაურება; გასაჩივრებული გადაწყვეტილება – რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება; საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენით; აპელანტის მოთხოვნა: 1. აპელანტის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნა - რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება 2. გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნებზე მითითება: გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით მოსარჩელის - გ. მ.-ს სარჩელი მოპასუხეების - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ მატერიალური ზიანის სახით თანხის - 38 446.67 ლარის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; დასკვნები ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით: 2.1. 2006 წლის 24 ოქტომბერს გარდაბნის რაიონის გ.-ს საკრებულოს სპეციალური აუქციონის მომწყობი კომისიის №XX ოქმით გარდაბნის რაიონის სოფელ გ.-ში მდებარე 32,5 ჰა მიწის ნაკვეთზე გამართულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა მოქალაქე ზ. ს. (სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს: გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება (ს.ფ.14-26); ოქმი -№35 , დანართი 16.11.2012 წლის სხდომის ოქმზე).

2.2. საქართველოს ეკონომიური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების გარდაბნის რაიონის ტერიტორიული ორგანოს მიერ 2006 წლის 14 ნოემბერს №XX ოქმით ზ. ს.-ზე გაიცა სადავო მიწის ნაკვეთი (სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს: გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება (ს.ფ.14-26); ოქმი -35 დანართი 16.11.2012 წლის სხდომის ოქმზე).

Page 3: 1. 2.library.court.ge/judgements/50122016-11-25.pdf · სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) 1 . გ ა დ

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge

3

2.3. აუქციონზე შეძენილი უძრავი ქონება, მდებარე გარდაბნის რაიონის სოფელ გ.-ში, საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ზ. ს.-ს სახელზე (სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას: საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 10-11)). 2.4. 2008 წლის 22 ივლისს ზ. ს.-მ მ. შ.-სგან ისესხა 16300 აშშ დოლარი, გ. მ.-საგან 17500 აშშ დოლარი, ხოლო ქ. მ.-საგან 21700 აშშ დოლარი, რომლის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკით დაიტვირთა ზ. ს.-ს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი საკადასტრო მონაცემებით: სარეგისტრაციო ზონა: გარდაბანი-(კოდი)XX, სექტორი გ.-(კოდი)XX, კვარტალი-XX, ნაკვეთი-XXX, ფართობი 324898.00კვ.მ (დაზუსტებული) (სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს: სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, დანართი სხდომის ოქმზე). 2.5. აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2010 წლის 04 მარტის განკარგულებით ზ. ს.-ს სახელზე რიცხული, იპოთეკით დატვირთული მიწის ნაკვეთი ნატურით გადაეცათ კრედიტორებს გ. მ.-ს, ქ. მ.-ს და მ. შ.-ს და მიწის ნაკვეთი (საკადასტრო მონაცემებით: სარეგისტრაციო ზონა: გარდაბანი-(კოდი) XX, სექტორი გ.-(კოდი)XX, კვარტალი-XX, ნაკვეთი-XXX, ფართობი 324898.00კვ.მ) საჯარო რეესტრში აღრიცხული იქნა გ. მ.-ს, მ. შ.-ს და ქ. მ.-ს სახელზე (სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს: განკარგულება (ს.ფ.12), საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 13), სასამართლოს გადაწყვეტილება (ს.ფ.14-26). 2.6 გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით, ძალაში შესვლის დღიდან თანმდევი შედეგებით ბათილად იქნა ცნობილი გარდაბნის რაიონის გ.-ს საკრებულოს სპეციალური აუქციონის მომწყობი კომისიის სპეციალურ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი XX.XX.2006 წლის №XX ოქმი, ძალაში შესვლის დღიდან თანმდევი შედეგებით ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების გარდაბნის ტერიტორიული ორგანოს მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელიXX.XX.2006 წლის №XX ოქმი თანმდევი შედეგებით; ძალაში შესვლის დღიდან თანმდევი შედეგებით ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ჩანაწერი-სარეგისტრაციო გადაწყვეტილება ზ. ს.-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის (სარეგისტრაციო ნომრით:XX.XX.XX.XXX) რეგისტრაციის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის XX.XX.2010 წლის №XXXXXXXXXXXX-XX გადაწყვეტილება (სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას:სასამართლოს გადაწყვეტილება (ს.ფ.14-26). 2.7. დღეისათვის საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო მონაცემებით: სარეგისტრაციო ზონა: გარდაბანი - (კოდი)XX, სექტორი გ. - (კოდი)XX, კვარტალი-XX, ნაკვეთი-XXX, ფართობი 324898.00კვ.მ, საკუთრების უფლების რეგისტრაცია გაბათილებულია (სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას: საჯარო რეესტრის ამონაწერი (ს.ფ. 27).

Page 4: 1. 2.library.court.ge/judgements/50122016-11-25.pdf · სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) 1 . გ ა დ

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge

4

დასკვნები სამართლებრივ გარემოებებთან დაკავშირებით: 2.8. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „გ“ პუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების თაობაზე. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, თუ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან კანონიერ ინტერესებს, ბათილად იქნა ცნობილი, ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას დაინტერესებულ მხარეს, კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთგაწონასწორების საფუძველზე უნდა აუნაზღაურდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მიყენებული ქონებრივი ზიანი. სასამართლომ განმარტა, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად გამოცხადების საფუძველია მმართველობის „კანონიერების პრინციპი“, რომელიც მოითხოვს კანონიერების აღდგენის მიზნით უკანონო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გაუქმებას. ამ მნიშვნელოვან პრინციპს უპირისპირდება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის პრინციპი. დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, როდესაც მან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და ამ აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. საქართელოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ პუნქტის თანახმად, აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც დაინტერესებულ მხარეს ანიჭებს რაიმე უფლებას ან სარგებელს, ხოლო ამავე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად, დაინტერესებული მხარეა ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება; მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით ბათილად ცნობილი გარდაბნის რაიონის გ.-ს საკრებულოს სპეციალური აუქციონის მომწყობი კომისიის სპეციალურ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი XX.XX.2006 წლის №XX ოქმი და სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების გარდაბნის ტერიტორიული ორგანოს მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელიXX.XX.2006 წლის

Page 5: 1. 2.library.court.ge/judgements/50122016-11-25.pdf · სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) 1 . გ ა დ

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge

5

№XX ოქმი წარმოადგენენ აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა მიმართაც კანონიერი ნდობა ჰქონდა არა მოსარჩელე გ. მ.-ს, არამედ ზ. ს.-ს, რადგან ეს ოქმები გამოცემული იყო მის მიმართ და მას ანიჭებდა აუქციონზე შეძენილ უძრავ ქონებაზე საკუთრების მიღების უფლებას. შესაბამისად, აღნიშნული აქტების ბათილად ცნობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაც გააჩნია ზ. ს.-ს, როგორც დაინტერესებულ პირს. ამასთან, სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მიუხედავად ზემოთ აღნიშნული აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და ზ. ს.-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის რეგისტრაციის შესახებ საჯარო რეესტრის ჩანაწერის ბათილად ცნობისა, ძალაშია და არ არის გაუქმებული ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს აღმასრულებლის 2010 წლის 04 მარტის განკარგულება, რომლითაც კრედიტორებს - გ. მ.-ს, ქ. მ.-ს და მ. შ.-ს ნატურით გადაეცათ იპოთეკის საგანი, რადგან აღნიშნული აქტი არ წარმოადგენს გაბათილებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების თანმდევ შედეგს და იგი, გაბათილებული აქტებისაგან დამოუკიდებლად, წარმოქმნის საკუთრების მიღების უფლებას მასში მითითებულ უძრავ ქონებაზე. ამდენად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა აუნაზღაურდეს აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მიყენებული ზიანი არის უსაფუძვლო და არ უნდა დაკმაყოფილდეს. რაც შეეხება მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების საკითხს, სასამართლომ მიუთითა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, სასამართლომ განმარტა, რომ ზიანის ანაზღაურების აუცილებელ პირობას წარმოადგენს ის, რომ სახეზე უნდა იყოს ზიანი, მოქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და დამდგარ ზიანსა და მოქმედებას შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო ქმედება მოსარჩელის მიმართ არ იკვეთებოდა, რადგან სახეზე არ იყო ზიანის დაკისრების ზემოთ აღნიშნული პირობები. 3. სააპელაციო საჩივრის საფუძვლები ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები:

Page 6: 1. 2.library.court.ge/judgements/50122016-11-25.pdf · სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) 1 . გ ა დ

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge

6

3.1. აპელანტის განმარტებით, სასამართლომ მართალია უდავოდ დაადგინა ფაქტობრივი გარემოებები, თუმცა არასწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მათ. სასამართლომ აღნიშნა, რომ ვინაიდან ბათილად ცნობილი ადმინისტრაციული აქტები გამოცემული იყო ზ. ს.-ს მიმართ, მხოლოდ მას გააჩნდა მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაც, რაც, აპელანტის აზრით, არასწორია, ვინაიდან ზ. ს.-ს არანაირი ზიანი არ მიუღია თუნდაც იმის გამო, რომ 2012 წლის 12 მარტიდან, ანუ ადმინისტრაციული აქტების ბათილად ცნობამდე 2 წლით ადრე მიწის ნაკვეთი მის საკუთრებაში აღარ ირიცხებოდა და აქედან გამომდინარე, ზ. ს. ვერ მიმართავს სასამართლოს. ფაქტია, რომ ზ. ს.-ს მიმართ გამოტანილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობით საკუთრების უფლება დაკარგეს გ. მ.-მ, მ. შ.-მ და ქ. მ-მ, ანუ მათ ინტერესებს პირდაპირ და უშუალოდ მიადგა ზიანი. 3.2. სააპელაციო საჩივრის ავტორი ასევე არ ეთანხმება სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ სადავო აქტების მიმართ კანონიერი ნდობა გააჩნდა არა გ. მ.-ს, არამედ ზ. ს.-ს, რაც მცდარია, ვინაიდან საჯარო რეესტრის ამონაწერის უტყუარობის პრეზუმფციიდან გამომდინარე, ისევე როგორც ს.-სთვის, მ.-სთვისაც აღნიშნული ამონაწერი იყო უტყუარი და მას ჰქონდა კანონიერი ნდობა ამ აქტის მიმართ, შესაბამისად, მას კანონიერი ნდობა ჰქონდა ამონაწერში მითითებული უფლების დამადასტურებელი იურიდიული დოკუმენტის მიმართაც, რომლის საფუძველზეც საჯარო რეესტრმა მოახდინა საკუთრების რეგისტრაცია. აქედან გამომდინარე, აპელანტის აზრით, სასამართლომ არასწორად განმარტა გ. მ.-ს მიმართ კანონიერი ნდობის საკითხი ზემოაღნიშნულ აქტებთან მიმართებაში. 3.3. სააპელაციო საჩივრის ავტორი ასევე არსწორად მიიჩნევს სასამართლოს მიერ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის გამოყენებასაც და აღნიშნავს, რომ ეს მუხლი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით არ არის დადგენილი ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან ზიანის ანაზღაურების ვალდებულება. შესაბამისად, სასამართლოს არ უნდა ეხელმძღვანელა აღნიშნული მუხლით, ვინაიდან სზაკ-ის 208-209-ე მუხლებში კონკრეტულად არის გაწერილი ადმინისტრაციული ორგანოების ვალდებულება ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით. 3.4. სასამართლო გადაწყვეტილებაში აღნიშნავს, რომ მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო ქმედება მოსარჩელის მიმართ არ იკვეთება, ანუ მოცემულ შემთხვევაში, აპელანტის განმარტებით, სასამართლო არაპირდაპირ მიუთითებს, რომ სარჩელი აღძრულია არასათანადო მოპასუხის მიმართ. შესაბამისად, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლი და არასათანადო მოპასუხე შეეცვალა სათანადო მოპასუხით.

Page 7: 1. 2.library.court.ge/judgements/50122016-11-25.pdf · სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) 1 . გ ა დ

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge

7

3.5. აპელანტი აღნიშნავს, რომ სასამართლომ არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 3065-ე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლები, ვინაიდან როგორც ცნობილია მ.-ს და სხვებს ზ. ს.-ს ქონება გადაეცათ საკუთრებაში ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს განკარგულებით „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რომლის 75-ე მუხლი და ასევ სამოქალაქო კოდექსის 306-ე მუხლი ცალსახად მიუთითებს, რომ აუქციონზე შეძენილი ქონების ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება ამ ნივთთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე, ე.ი. გ. მ. და სხვები გახდნენ არამარტო მიწის ნაკვეთის მესაკუთრეები, ასევე გახდნენ სუდაძის ნაცვლად ამ მიწის ნაკვეთთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილეები ანუ უფლებამონაცვლეები. 4. დავასთან დაკავშირებული პროცესუალური ფაქტები: 4.1. აღსანიშნავია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 05 ივნისის განჩინებით აპელანტის - გ. მ.-ს სააპლეაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა (იხილეთ 05.06.2013 წლის განჩინება, საქმის მე-2 ტომი, ს./ფ. 91-100); თბილისის სააპელაციო სასამართლოს 05.06.2013 წლის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა გ. მ.-მ და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება. 4.2. დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2014 წლის 27 მარტის განჩინებით გ. მ.-ს საკასაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, გაუქმდა თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2013 წლის 05 ივნისის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდა იმავე სასამართლოს. უზენაესი სასამართლოს განჩინება ემყარება შემდეგ ფაქტობრივ და სამართლებრივ საფუძვლებს: საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულია სახელმწიფო ორგანოებისა და მოსამსახურეების უკანონო ქმედებით დამდგარი ზიანის ანაზღაურების უფლება, კერძოდ, კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 ნაწილის მიხედვით, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან. საქართველოს კონსტიტუციით აღიარებული უფლების რეალიზაციას ემსახურება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავი, რომელიც უშუალოდ აწესრიგებს ადმინისტრაციული ორგანოს პასუხისმგებლობის საკითხს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ

Page 8: 1. 2.library.court.ge/judgements/50122016-11-25.pdf · სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) 1 . გ ა დ

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge

8

მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. ზიანის ანაზღაურების განსაკუთრებული წესია დადგენილი ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლით, რომლის შესაბამისად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო. ამდენად, მოქმედი კანონმდებლობა ადგენს საჯარო მოხელის ქმედებით ან გადაწყვეტილებით მიყენებულ ზიანის სახელმწიფოს მხრიდან ანაზღაურების ვალდებულებას. ზიანის ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია შემდეგი პირობების არსებობა: ქმედება, რამაც ზიანის ანაზღაურების ვალდებულება წარმოშვა, დაკავშირებული უნდა იყოს საჯარო-სამართლებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან, ამ უფლებამოსილების განხორციელების პროცესში დაშვებული დარღვევა მიმართული უნდა იყოს სხვა პირის უფლებების შელახვისკენ, სახეზე უნდა იყოს ზიანის მიმყენებლის ბრალი და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირი. სასამართლოებმა გ. მ.-სათვის საკუთრების უფლების გაუქმებით დამდგარი მატერიალური ზიანის ანაზღაურებაზე პასუხისმგებელ პირებად არ მიიჩნიეს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოები. გარკვეულწილად წინააღმდეგობრივია სასამართლოთა გადაწყვეტილებები, რამდენადაც სასამართლოებმა ერთის მხრივ მიუთითეს, რომ გარდაბნის რაიონის გ.-ს საკრებულოს სპეციალური აუქციონის მომწყობი კომისიის სპეციალურ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 2006 წლის XX ოქტომბრის №XX ოქმი და სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების გარდაბნის ტერიტორიული ორგანოს მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი 2006 წლის XX ნოემბრის №XX ოქმი წარმოადგენდა აღმჭურველ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა მიმართაც კანონიერი ნდობა ჰქონდა ზ. ს.-ს, რომლის მიმართაც იყო გამოცემული მითითებული აქტები და აღნიშნული აქტების ბათილად ცნობით მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება გააჩნდა მას, როგორც დაინტერესებულ პირს. ანუ სასამართლოებმა დაადასტურეს ზიანის ანაზღაურების მავალდებულებელი ქმედების განხორციელების ფაქტი მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან. მეორეს მხრივ სასამართლოებმა მიუთითეს, რომ უკანონო ქმედებას ადგილი ჰქონდა ზ. ს.-ს და არა გ. მ.-ს მიმართ, რამდენადაც უძრავ ქონებაზე გ. მ.-ს საკუთრების უფლების წარმოშობის უშუალო საფუძველი იყო არა ბათილად

Page 9: 1. 2.library.court.ge/judgements/50122016-11-25.pdf · სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) 1 . გ ა დ

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge

9

გამოცხადებული პრივატიზაციის აქტები, არამედ სასამართლო აღმასრულებლის 2010 წლის 4 მარტის №05/05-XX/XX-XX განკარგულება, რომელიც სასამართლოების განმარტებით, დავის საგანი არასდროს გამხდარა და ძალაშია. შესაბამისად, გ. მ.-ს შესაძლებლობა ჰქონდა მარეგისტრირებელი ორგანოსათვის ხელახალი მიმართვისა და განკარგულების ხელახლა წარდგენის გზით კვლავ მოეთხოვა უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების რეგისტრაცია. ამდენად, დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან ადგილი ჰქონდა საჯარო უფლებამოსილების განხორციელების პროცესში კანონის მოთხოვნათა დარღვევას. აღნიშნული დადასტურებულია გარდაბნის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2011 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით, რომლითაც სწორედ იმის გამო, რომ გარდაბნის რაიონის გ.-ს საკრებულოსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს მხრიდან მიწის პრივატიზაციის შესახებ აქტები გამოიცა უკანონოდ, სასამართლომ ბათილად ცნო ისინი. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის 75-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად (2010 წლისათვის მოქმედი რედაქცია), აუქციონზე გაყიდული ნივთის ახალი მესაკუთრე იკავებს ძველი მესაკუთრის ადგილს და ხდება საკუთრების გადასვლის მომენტში არსებული ნივთთან დაკავშირებული სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილე. ამავე მუხლის მე-6 ნაწილის შესაბამისად, უძრავი ნივთის ახალ მესაკუთრეზე გადასვლის მომენტიდან ძველი მესაკუთრე კარგავს ყოველგვარ უფლებას ამ ნივთზე. იგივე დანაწესს შეიცავს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქცია. ამდენად, ზ. ს.-ს ქონების გ. მ.-ს, მ. შ.-სა და ქ. მ.-სათვის გადაცემის შემდეგ, მათ ჩაანაცვლეს ზ. ს. უძრავ ნივთთან დაკავშირებულ უფლებებში და დაიკავეს მისი ადგილი. შესაბამისად, თუ დადასტურებული იქნება ადმინისტრაციული ორგანოების უკანონო ქმედებებით ზიანის მიყენების ფაქტი ზ. ს.-სთან მიმართებაში, ანაზღაურების ვალდებულება უნდა გავრცელდეს გ. მ.-თან მიმართებაში, რამდენადაც იძულებით აუქციონზე ქონების გ. მ.-სათვის გადაცემით მასზე გადავიდა უძრავ ნივთთან დაკავშირებული უფლებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ ვერ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მოსაზრება, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებით არ შელახულა გ. მ.-ს უფლებები და მათი გაბათილებით მას ზიანი არ მისდგომია. რაც შეეხება სასამართლოთა მსჯელობას, რომ გ. მ.-ს უფლება წარმოიშვა აღმასრულებლის განკარგულებით, რომელიც არ გაუქმებულა, საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ განმსაზღვრელია არა ის გარემოება, რომ აღმასრულებლის განკარგულება ქონების ნატურით გადაცემის შესახებ უშუალოდ პრივატიზაციის შედეგად არ

Page 10: 1. 2.library.court.ge/judgements/50122016-11-25.pdf · სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) 1 . გ ა დ

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge

10

გამოცემულა, არამედ ის, რომ პრივატიზაციის შედეგად ზ. ს.-ს მიერ შეძენილი ქონება გახდა სესხის უზრუნველყოფის საშუალება, იპოთეკის საგანი, რომლის რეალიზაციაც მოახდინა აღმასრულებელმა. აღსრულების შედეგად ქონების შემძენი გახდა გ. მ., რომელზეც გადავიდა ქონებასთან დაკავშირებული უფლებები და მან ჩაანაცვლა ნივთის მესაკუთრე. იმ ვითარებაში, თუ ზ. ს.-ს საკუთრების უფლება არ წარმოეშობოდა სადავო, სპეციალურ აუქციონზე შეძენილ უძრავ ქონებაზე, ამ ქონებაზე არც გ. მ.-ს საკუთრება იარსებებდა, რამდენადაც მიწის ნაკვეთი ვერ გახდებოდა ზ. ს.-სთან დადებული ხელშეკრულების საგანი. ამდენად, საკასაციო სასამართლომ ვერ გაიზიარა სააპელაციო სასამართლოს მსჯელობას, რომ ვინაიდან გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილება არ შეიცავდა პირდაპირ მითითებას აღმასრულებლის განკარგულებაზე, იგი ძალაშია და არ უნდა იქნეს განხილული გაბათილებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების თანმდევ შედეგად. სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად გამოცხადდა როგორც ზ. ს.-ს საკუთრების უფლება სპეციალურ აუქციონზე შეძენილ მიწის ნაკვეთზე, ასევე მარეგისტრირებელი ორგანოს გადაწყვეტილება გ. მ.-სა და სხვა იპოთეკარების სახელზე განხორციელებული საკუთრების რეგისტრაციის შესახებ. შესაბამისად, იმ პირობებში, თუ აღმასრულებლის განკარგულება არ განიხილება ზ. ს.-ს უფლების დამდგენი აქტების თანამდევ შედეგად, ასეთად არც იპოთეკარების სახელზე განხორციელებული რეგისტრაცია უნდა ყოფილიყო მიჩნეული. თუმცა გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „ბ“ პუნქტის შესაბამისად, ბათილად იქნა ცნობილი როგორც ზ. ს.-ს, ასევე შემდომ გ. მ.-ს საკუთრების უფლების დამდგენი დოკუმენტები, როგორც პრივატიზაციის აქტების თანამდევი შედეგები. შესაბამისად, გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით აღდგა რა სახელმწიფოს უფლება სადავო უძრავ ქონებაზე და მასზე გაუქმდა კერძო პირთა საკუთრება, აღმასრულებლის განკარგულებამ იძულებითი აუქციონის წესით ქონების გასხვისების შესახებ დაკარგა იურიდიულ ძალა და უსაფუძვლოა მითითება იმ გარემოებაზე, რომ აღმასრულებლის განკარგულების საფუძველზე გ. მ.-ს კვლავ ეძლევა საკუთრების აღდგენის შესაძლებლობა. გ. მ. წარმოდგენილი სარჩელით ითხოვდა მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურებას 38446,67 ლარის ოდენობით. მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად მოსარჩელე უთითებდა იმ გარემოებაზე, რომ მოთხოვნის იძულებითი აღსრულების შედეგად მისთვის, მ. შ.-სა და ქ. მ.-სათვის ნატურით გადაცემული უძრავი ქონების - 324898 კვ.მ. მიწის ნაკვეთის საწყისი ფასი ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2010 წლის 4 მარტის №05/05-XX/XX-XX განკარგულების თანახმად, შეადგენდა 115340 ლარს. შესაბამისად, ვინაიდან ქონება ნატურით გადაეცა სამ იპოთეკარს, მოსარჩელემ ზიანის სახით მოითხოვა გადაცემული ქონების ღირებულების 1/3 - 38446,67 ლარი. ამასთან,

Page 11: 1. 2.library.court.ge/judgements/50122016-11-25.pdf · სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) 1 . გ ა დ

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge

11

საქმის მასალების თანახმად, მოსარჩელემ სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე შეამცირა სარჩელის ფასი და ზიანის სახით მოითხოვა 31707 ლარის ანაზღაურება, რაც მოიცავდა გ. მ.-ს მიერ რეალურად გაწეულ ხარჯებს, კერძოდ, ზ. ს.-სათვის სესხის სახით გადაცემული ძირითადი თანხნის - 17500 აშშ დოლარის ექვივალენტ თანხას ეროვნულ ვალუტაში, ასევე მის მიერ გადახდილ საარბიტრაჟო მოსაკრებელს - 1041 ლარს და აღსრულების საფასურს - 1791 (1139+ 652) ლარს. სააპელაციო სასამართლომ უარი უთხრა რა მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, განჩინება არ შეიცავს მსჯელობას ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით. მოცემული სარჩელის ფარგლებში გ. მ. ზიანის სახით ითხოვს ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისის კომპენსაციას. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას უნდა იმსჯელოს რეალურად დამდგარი დანაკლისის ოდენობაზე სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში. საკასაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას (განჩინებას) და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. ამდენად, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემული საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო სასამართლომ, უნდა იმსჯელოს მითითებულ გარემოებებზე და მისცეს მათ სწორი სამართლებრივი შეფასება, ასევე უნდა დაადგინოს საქმის ფაქტობრივი გარემოებები მოთხოვნის ოდენობასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საკასაციო საჩივარი მას უნდა დაეკმაყოფილებია ნაწილობრივ, უნდა გაეუქმებია გასაჩივრებული განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნებოდა იმავე სასამართლოს. 5. გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების დასაბუთება: სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ აპელანტის - გ. მ.-ს სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს; უნდა გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ უნდა იქნეს ახალი გადაწყვეტილება; მოსარჩელის - გ. მ.-ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს; მოპასუხეებს - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უნდა დაეკისროთ სოლიდარულად მოსარჩელის - გ. მ.-ს სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით თანხის - 38 446.67 (ოცდათვრამეტი ათას ოთხასორმოცდაექვსი ლარი, სამოცდაშვიდი თეთრი) ანაზღაურება შემდეგ გარემოებათა გამო:

Page 12: 1. 2.library.court.ge/judgements/50122016-11-25.pdf · სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) 1 . გ ა დ

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge

12

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში, ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი თვალსაზრისით შემოწმებისას, სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლების მოთხოვნებით. კოდექსის 385-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ პუნქტით დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს უბრუნებს პირველი ინსტანციის სასამართლოს ხელახლა განსახილველად, თუ ადგილი აქვს 394-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებს; იმავე 385-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ სააპელაციო სასამართლოს შეუძლია არ გადააგზავნოს საქმე უკან და თვითონ გადაწყვიტოს იგი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ სამართლის ნორმები დარღვეულად ითვლება, თუ სასამართლომ: ა) არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა; ბ) გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა; ფაქტობრივი დასაბუთება სააპელაციო პალატამ საქმეზე დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები: 5.1. დადგენილია, რომ 2006 წლის 24 ოქტომბერს გარდაბნის რაიონის გ.-ს საკრებულოს სპეციალური აუქციონის მომწყობი კომისიის №XX ოქმით გარდაბნის რაიონის სოფელ გ.-ში მდებარე 32,5 ჰა მიწის ნაკვეთზე გამართულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა მოქალაქე ზ. ს.; სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს: 24.10.2006 წლის ოქმი №35 (საქმის 1-ლი ტომი, ს/ფ. 124); 5.2. დადგენილია, რომ საქართველოს ეკონომიური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების გარდაბნის რაიონის ტერიტორიული ორგანოს მიერ 2006 წლის XX ნოემბერს №XX ოქმით ზ. ს.-ზე გაიცა

Page 13: 1. 2.library.court.ge/judgements/50122016-11-25.pdf · სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) 1 . გ ა დ

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge

13

სადავო მიწის ნაკვეთი; სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს: 14.11.2006 წლის ოქმი N35 (საქმის 1-ლი ტომი, ს./ფ. 123); 5.3. დადგენილია, რომ აუქციონზე შეძენილი უძრავი ქონება, მდებარე გარდაბნის რაიონის სოფელ გ.-ში, საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ზ. ს.-ს სახელზე. სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას: საჯარო რეესტრის ამონაწერი (საქმის 1-ლი ტომი, ს./ფ. 10-11). 5.4. დადგენილია, რომ 2008 წლის 22 ივლისს ზ. ს.-მ მ. შ.-სგან ისესხა 16300 აშშ დოლარი, გ. მ.-საგან 17500 აშშ დოლარი, ხოლო ქ. მ.-საგან 21700 აშშ დოლარი, რომლის უზრუნველსაყოფადაც იპოთეკით დაიტვირთა ზ. ს.-ს საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი საკადასტრო მონაცემებით: სარეგისტრაციო ზონა: გარდაბანი-(კოდი)XX, სექტორი გ.-(კოდი)XX, კვარტალი-XX, ნაკვეთი-XXX, ფართობი 324898.00კვ.მ (დაზუსტებული); სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს: 22.07.2008 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (საქმის მე-2 ტომი, ს./ფ. 46-49); 5.5. დადგენილია, რომ სპკ ,,დ. ი. ა.-ს’’ 23.10.2009 წლის NXX/XX-XX გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა რა გ. მ.-ს საარბიტრაჟო სარჩელი, მოპასუხეს - ზ. ს.-ს გ. მ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის - 17 500 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის, პირგასამტეხლოს - ყოველდღიურად სესხის ძირითადი თანხის 0.3 %-ის ოდენობით 2009 წლის 22 აპრილიდან 2009 წლის 23 ოქტომბრამდე, საარბიტრაჟო მოსაკრებლის - 1 041 ლარის გადახდა; სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს: 23.10.2009 წლის საარბიტრაჟო გადაწყვეტილება (საქმის მე-2 ტომი, ს./ფ. 73-78); 5.6. დადგენილია, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2010 წლის 04 მარტის განკარგულებით ზ. ს.-ს სახელზე რიცხული, იპოთეკით დატვირთული მიწის ნაკვეთი ნატურით გადაეცათ კრედიტორებს გ. მ.-ს, ქ. მ.-ს და მ. შ.-ს და მიწის ნაკვეთი (საკადასტრო მონაცემებით: სარეგისტრაციო ზონა: გარდაბანი-(კოდი) XX, სექტორი გ.-(კოდი)XX, კვარტალი-XX, ნაკვეთი-XXX, ფართობი 324898.00კვ.მ) საჯარო რეესტრში აღრიცხული იქნა გ. მ.-ს, მ. შ.-ს და ქ. მ.-ს სახელზე; სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებებს: 04.03.2010 წლის განკარგულება (საქმის 1-ლი ტომი, ს.ფ.12), საჯარო რეესტრის ამონაწერი (საქმის 1-ლი ტომი, ს./ფ. 13);

Page 14: 1. 2.library.court.ge/judgements/50122016-11-25.pdf · სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) 1 . გ ა დ

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge

14

5.7. დადგენილია, რომ გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით, ძალაში შესვლის დღიდან თანმდევი შედეგებით ბათილად იქნა ცნობილი გარდაბნის რაიონის გ.-ს საკრებულოს სპეციალური აუქციონის მომწყობი კომისიის სპეციალურ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 24.10.2006 წლის №XX ოქმი, ძალაში შესვლის დღიდან თანმდევი შედეგებით ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების გარდაბნის ტერიტორიული ორგანოს მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი 14.11.2006 წლის №XX ოქმი თანმდევი შედეგებით; ძალაში შესვლის დღიდან თანმდევი შედეგებით ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ჩანაწერი-სარეგისტრაციო გადაწყვეტილება ზ. ს.-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის (სარეგისტრაციო ნომრით:XX.XX.XX.XXX) რეგისტრაციის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 12.03.2010 წლის №XXXXXXXXXXXX-XX გადაწყვეტილება; სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას: 20.06.2011 წლის სასამართლოს გადაწყვეტილება (საქმის 1-ლი ტომი, ს./ფ.14-26); 5.8. დადგენილია, რომ დღეისათვის საჯარო რეესტრში მიწის ნაკვეთზე, საკადასტრო მონაცემებით: სარეგისტრაციო ზონა: გარდაბანი - (კოდი)XX, სექტორი გ. - (კოდი)XX, კვარტალი-XX, ნაკვეთი-XXX, ფართობი 324898.00კვ.მ, საკუთრების უფლების რეგისტრაცია გაბათილებულია; სასამართლო დაეყრდნო შემდეგ მტკიცებულებას: საჯარო რეესტრის ამონაწერი (საქმის 1-ლი ტომი, ს.ფ. 27); სამართლებრივი დასაბუთება 5.9. აპელანტი გ. მ. მისთვის მატერიალური ზიანის მიყენების წყაროდ, საფუძვლად იმ გარემოებას განიხილავს, რომ იგი თუმცა წარმოადგენდა უძრავი ქონების - გარდაბნის რაიონის სოფელ გ.-ში მდებარე 32,5 ჰა მიწის ნაკვეთის (უძრავი ქონების ნაწილის) მესაკუთრეს, გარდაბნის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2011 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებიდან გამომდინარე მან აღნიშნული საკუთრების უფლება დაკარგა, რითაც განიცადა მატერიალური ზიანი; აპელანტი გ. მ. მისთვის მიყენებული მატერიალური ზიანის წარმოშობაზე პასუხისმგებელ პირებად მიიჩნევს მოპასუხეებად დასახელებულ ადმინისტრაციულ ორგანოებს - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს; აპელანტი მატერიალური ზიანის გამომწვევ უშუალო მიზეზად განიხილავს მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას - სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონების - გარდაბნის რაიონის სოფელ გ.-ში მდებარე 32,5 ჰა მიწის ნაკვეთის

Page 15: 1. 2.library.court.ge/judgements/50122016-11-25.pdf · სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) 1 . გ ა დ

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge

15

პრივატიზების პროცესის არასწორად დაგეგმვასა და წარმართვას, ქონების პრივატიზების თაობაზე უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემას; რაც შეეხება განცდილი მატერიალური ზიანის ოდენობას, საქმის სააპელაციო სასამართლოში ხელახალი განხილვის დროს აპელანტმა - გ. მ.-მ სრულად დაუჭირა მხარი თავის სააპელაციო საჩივარს, აგრეთვე თავის პირველნდელ სასარჩელო მოთხოვნას, კერძოდ, აპელანტმა ითხოვა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება, საქმეზე ახალი გადაწყვეტილებით მისი (მოსარჩელის - გ. მ.-ს) სარჩელის სრულად დაკმაყოფილება - მოპასუხეებისთვის - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის მატერიალური ზიანის სახით თანხის - 38 446.67 ლარის სოლიდარულად დაკისრება; აპელანტმა ასანაზღაურებელი ზიანის ოდენობა დაასაბუთა შემდეგნაირად: სესხის ძირითადი თანხა შეადგენდა 17 500 აშშ დოლარს, ანუ 24 500 ლარს (17 500 *1.4 = 24 500); პირგასამტეხო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.3 %-ს ანუ, 52.5 აშშ დოლარს, ვადაგადაცილებული დღეთა რაოდენობა შეადგენდა 183 დღეს, შესაბამისად, პირგასამტეხლოს ჯამი - 9 607 აშშ დოლარს (183 *52.5 = 9 607), ანუ 13 450 ლარს (9 607 *1.4 = 13 450); არბიტრაჟის მოსაკრებელი 1 041 ლარი, აღსრულების ხარჯი - 780 ლარი; სესხის ძირითადი თანხის - 24 500 ლარის, პირგასამტეხლოს ჯამის - 13 450 ლარისა და არბიტრაჟის მოსაკრებლის - 1 041 ლარის ჯამი უდრის 38 991 ლარს. 5.10. ასევე, აპელანტის მტკიცებით, დამდგარ ზიანსა და მოპასუხეთა მართლსაწინაარმდეგო ბრალეულ მოქმედებებს შორის მიზეზობრივი კავშირი ვლინდება მთელი რიგი მოვლენებისა და ფაქტების უწყვეტ და თანმიმდევრულ ჯაჭვში; მოვლენები და მოვლენათა თანმიმდევრულობა ამგვარად გამოიყურება: 1. გარდაბნის რაიონის გ.-ს საკრებულოს სპეციალური აუქციონის მომწყობი კომისიის 2006 წლის 24 ოქტომბრის №XX ოქმით გარდაბნის რაიონის სოფელ გ.-ში მდებარე 32,5 ჰა მიწის ნაკვეთზე გამართულ აუქციონში გამარჯვებულად გამოცხადდა მოქალაქე ზ. ს.. 2. საქართველოს ეკონომიური განვითარების სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების გარდაბნის რაიონის ტერიტორიული ორგანოს 2006 წლის 14 ნოემბერს №XX ოქმით ზ. ს.-ს გადაეცა საკუთრების უფლება ზემოხსენებულ უძრავ ნივთზე; 3. 14.11.2006 წლის #XX ოქმის საფუძველზე ზ. ს.-მ საჯარო რეესტრში დაირეგისტრირა საკუთრების უფლება. 4. 2008 წლის 22 ივლისს ერთის მხრივ ზ. ს.-სა და მეორეს მხრივ მ. შ.-ს, გ. მ.-სა და ქ. მ.-ს შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება (იპოთეკით დაიტვირთა ზ. ს.-ს საკუთრებაში არსებული გარდაბნის რაიონის სოფელ გ.-ში მდებარე 32,5 ჰა მიწის ნაკვეთი); ხელშეკრულება ასევე დარეგისტრირდა საჯარო რეესტრში; 5. აღსრულების ეროვნული ბიუროს ქვემო ქართლის სააღსრულებო ბიუროს 2010 წლის 04 მარტის N05/05-XX/XX-XX განკარგულებით ზ. ს.-ს სახელზე რიცხული, იპოთეკით დატვირთული მიწის ნაკვეთი ნატურით გადაეცათ კრედიტორებს - გ. მ.-ს, ქ. მ.-ს და მ. შ.-ს; 6. სასამართლო

Page 16: 1. 2.library.court.ge/judgements/50122016-11-25.pdf · სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) 1 . გ ა დ

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge

16

აღმასრულებლის 04.03.2010 წლის განკარგულების საფუძველზე გარდაბნის რაიონის სოფელ გ.-ში მდებარე 32,5 ჰა მიწის ნაკვეთი საჯარო რეესტრში აღრიცხული იქნა გ. მ.-ს, მ. შ.-ს და ქ. მ.-ს საკუთრებად. 7. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით, ძალაში შესვლის დღიდან თანმდევი შედეგებით ბათილად იქნა ცნობილი გარდაბნის რაიონის გ.-ს საკრებულოს სპეციალური აუქციონის მომწყობი კომისიის სპეციალურ აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი 24.10.2006 წლის №XX ოქმი, ძალაში შესვლის დღიდან თანმდევი შედეგებით ბათილად იქნა ცნობილი სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების გარდაბნის ტერიტორიული ორგანოს მიწისა და სხვა უძრავი ქონების შეძენის დამადასტურებელი14.11.2006 წლის №XX ოქმი თანმდევი შედეგებით; ძალაში შესვლის დღიდან თანმდევი შედეგებით ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ჩანაწერი-სარეგისტრაციო გადაწყვეტილება ზ. ს.-ს საკუთრებაში არსებული უძრავი ნივთის (სარეგისტრაციო ნომრით:XX.XX.XX.XX) რეგისტრაციის შესახებ; ბათილად იქნა ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს გარდაბნის სარეგისტრაციო სამსახურის 12.03.2010 წლის №XXXXXXXXXXXX-XX გადაწყვეტილება (ეს უკანასკენლი ეხება გ. მ.-ს და სხვათა საკუთრების უფლების რეგისტრაციას). 8. გარდაბნის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილების საფუძველზე მარეგისტრირებელმა ორგანომ ასევე გააუქმა მ. შ.-ს, გ. მ.-სა და ქ. მ.-ს საკუთრების უფლების რეგისტრაცია. 5.11. სასარჩელო მოთხოვნის, მოპასუხე პირთა წრის (მოპასუხეთა სტატუსის) და თავად აპელანტის მიერ მოხმობილი ფაქტებისა და მსჯელობის (დასაბუთების) გათვალისწინებით მართებულია, რომ მოცემული დავის გადასაწყვეტად გამოყენებულ იქნეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-208-ე მუხლები, აგრეთვე საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი; კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლით დადგენილია, რომ თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი. იმავე კოდექსის 208-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დადგენილია, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. იმავე 208-ე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო.

Page 17: 1. 2.library.court.ge/judgements/50122016-11-25.pdf · სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) 1 . გ ა დ

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge

17

ასევე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლით დადგენილია, რომ პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის ანალიზი ცხადყოფს, რომ დელიქტით გამოწვეული ზიანი მხოლოდ მაშინ ანაზღაურდება, თუკი: პირი მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგოდ, პირის მოქმედება იყო განზრახი ან გაუფრთხილებელი (ანუ ბრალეული), უშუალოდ ამ მართლსაწინააღმდეგო, განზრახმა ან გაუფრთხილებელმა (ბრალეულმა) მოქმედებამ ზიანი მიაყენა სხვა პირს, კერძოდ შელახა პირის ქონებრივი ან/და არაქონებრივი უფლებები ან/და კანონით დაცული ინტერესები; დელიქტით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად აუცილებელია, რომ ზემოხსენებული სამივე პირობა არსებობდეს ერთდროულად, ერთობლიობაში; სააპელაციო პალატს მიაჩნია, რომ მოცემულ სადავო შემთხვევაში სახეზეა ზემოთ დასახელებული სამივე პირობის ერთდროულობა; შესაბამისად, მოპასუხეები ვალდებულები არიან, აანაზღაურონ დამდგარი მატერიალური ზიანი; სარჩელით მოთხოვნილი ზიანის თანხის (38 446.67 ლარი) ოდენობა დასაბუთებულია, მოსარჩელე ითხოვს სწორედ იმ ოდენობის თანხის ანაზღაურებას, რა რაოდენობის ანაზღაურებასაც იგი მიიღებდა იპოთეკის საგნის - მიწის ნაკვეთის კანონით დადგენილი წესით რეალიზაციის (მოვალეთათვის ნატურით გადაცემის) პირობებში. 5.12. გარდაბნის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2011 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით დადასტურებულია, რომ სახელმწიფოს კუთვნილი უძრავი ქონების - გარდაბნის რაიონის სოფელ გ.-ში მდებარე 32,5 ჰა მიწის ნაკვეთის პრივატიზების პროცესთან დაკავშირებით გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები - 24.10.2006 წლის №35 ოქმი და XX.XX.2006 წლის №XX ოქმი უკანონო, ბათილი აქტებია და მათი (აქტების) უკანონობაზე პასუხისმგებლობა ეკისრებათ უშუალოდ მათ გამომცემ ადმინისტრაციულ ორგანოებს - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (სახელმწიფო ადმინისტრაციულ ორგანოს) და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს), მათვე უნდა აგონ პასუხი მათი უკანონო ადმინისტრაციული აქტებით გელა მამაიაშვილისთვის მიყენებული მატერიალური ზიანისთვის. გარდაბნის რაიონული სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული 2011 წლის 29 ივნისის გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში იგულისხმება, რომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოებს, თავის დროზე (ადმინისტრაციული წარმოებისას) შეეძლოთ სწორად გადაეწყვიტა სახელმწიფო ქონების პრივატიზების საკითი; თუ არსებობს ადმინისტრაციული ორგანოსთვის კონკრეტულ ვალდებულებათა დამდგენი სამართლებრივი ნორმები, არსებობს ასევე ამ ნორმათა სწორად გაგების, განმარტებისა და გამოყენების ვალდებულებაც. სამართლებრივი ნორმები არ იქმნება იმ მიზნით, რომ მათგან გამომდინარე ყველა სამართლებრივი საკითხი უცილოდ და

Page 18: 1. 2.library.court.ge/judgements/50122016-11-25.pdf · სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) 1 . გ ა დ

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge

18

უპირობოდ გადაიზარდოს დავაში და გახდეს სასამართლო განხილვის საგანი; ადმინისტრაციული სამართლის კონკრეტული ნორმები ადმინისტრაციულ ორგანოებს აკისრებს კონკრეტული საკითხების (ამ შემთხვევაში -სახელმწიფოს კუთვნილი ქონების პრივატიზების შესახებ საკითხის) ადმინისტრირების, ანუ მოგვარების, გადაწყვეტის უფლებამოსილებას, რაც თავისთავად გულისხმობს ამ უფლებამოსილების კეთილსინდისიერად, კანონის მიზნების შესაბამისად გამოყენების ვალდებულებას და როდესაც ადმინისტრაციული ორგანო არ ასრულებს ამ ვალდებულებას, იგულისხმება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილი თანამდებობის პირი მოქმედებს ბრალეულად - განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით, წინააღმდეგ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა ამტკიცოს, რომ იგი (მისი მოხელე) არაბრალეულია, რომ მისი მხრიდან ადგილი არ აქვს არც განზრახვას და არც უხეშ გაუფრთხილებლობას, რაც, მოცემულ სადავო შემთხვევაში მოპასუხე მხარეს არც კი უცდია, თუმცა ასეც რომ არ იყოს, საქმესთან დაკავსირებული ფაქტები იმაზე მიუთითებს, რომ მოპასუხეები მოქმედებდნენ ბრალეულად; ბრალეულობა განზრახია თუ უხეშად გაუფრთხილებელი, ზიანის ანაზღაურების მიზნებისთვის არსებითი მნიშვნელობის მატარებელი არ არის, რადგან როგორც განზრახვის, ისე - უხეში გაუფრთხილებლობის დროს ზიანი უნდა ანაზღაურდეს და თანაც - სრულად. 6. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა 6.1. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება გამოტანილია საქმის გარემოებების არასწორი სამართლებრივი შეფასების, სადავო ურთიერთობისთვის კანონის ნორმის არასწორი შეფარდების საფუძველზე, რაც იძლევა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ საფუძვლებს. სსკ–ის 386–ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს შეუძლია თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე. იგი თავისი განჩინებით უარს ამბობს სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე ან გასაჩივრებული გადაწყვეტილების შეცვლით იღებს ახალ გადაწყვეტილებას საქმეზე. პალატის მოსაზრებით, აპელანტის სააპელაციო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად ისე, როგორც ეს მითითებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში. 7. საპროცესო ხარჯები 7.1. დადგენილია, რომ აპელანტ გ. მ.-ს სამართალწარმოების არცერთ ეტაპზე სახელმწიფო ბაჟი არ გადაუხდია; დადგენილია, რომ აპელანტი გ. მ. ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,მ” ქვეპუნქტის თანახმად, განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან. 7.2. აპელანტის - გ. მ.-ს სააპელაციო საჩივრის (სარჩელის) სრულად დაკმაყოფილების პირობებში მოპასუხეები - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების

Page 19: 1. 2.library.court.ge/judgements/50122016-11-25.pdf · სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) 1 . გ ა დ

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge

19

სამინისტრო და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო, თანახმად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლისა, ასევე თანახმად ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის 1-ლი პუნქტის ,,უ” ქვეპუნქტის, განთავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებსიგან;

სარეზოლუციო ნაწილი:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ იხელმძღვანელა რა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილით, მე-2, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-9, 55-ე, 257-ე, 386-ე, 389-ე, 397-ე მუხლებით

გადაწყვიტა:

1. აპელანტის - გ. მ.-ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდეს;

2. გაუქმდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმეზე მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება;

3. მოსარჩელის - გ. მ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს;

4. მოპასუხეებს - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების

სამინისტროს და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დაეკისროთ სოლიდარულად მოსარჩელის - გ. მ.-ს სასარგებლოდ მატერიალური ზიანის სახით თანხის - 38 446.67 (ოცდათვრამეტი ათას ოთხასორმოცდაექვსი ლარი, სამოცდაშვიდი თეთრი) ანაზღაურება;

5. მოპასუხეები - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების

სამინისტრო და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საკრებულო განთავისუფლებულები არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებსიგან;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს საკასაციო საჩივრით საქართველოს

უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (თბილისი, ძმები ზუბალაშვილების ქ. №32) თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მეშვეობით (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის ჩაბარებიდან 21 (ოცდაერთი) დღის ვადაში.

თავმჯდომარე: თეა თადაშვილი

Page 20: 1. 2.library.court.ge/judgements/50122016-11-25.pdf · სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) 1 . გ ა დ

სამართლის ელექტრონული ბიბლიოთეკა (სები) www.library.court.ge

20

მოსამართლე: თეა ძიმისტარაშვილი

ირაკლი შენგელია