CiDA-ს მაისის თვის ელექტრონული...

12
www.cida.ge ყოველთვიური ელექტრონული გამოშვება #3 მაისი თქვენი ადგილობრივი პარტნიორი კონფერენცია ,,სახელმწიფო იურიდიული დახმარება: რეალობა და გამოწვევები“ 23 მაისს, თბილისში, სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში“ სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) ორანიზებითა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა კონფერენცია ,,სახელმწიფო იურიდიული დახმარება: რეალობა და გამოწვევები“. კონფერენციას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე გიორგი არსოშვილი, იურიდიული დახმარების სამსახურის უფროსი ირაკლი კობიძე, აღნიშნულ სფეროში მომუშავე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აგრეთვე ადვოკატები ესწრებოდნენ. კონფერენციაზე ხელი მოეწერა იურიდიული დახმარების სამსახურსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის მემორანდუმს საინფორმაციო- საკონსულტაციო ქსელის ჩამოყალიბების შესახებ. მინისტრის მოადგილემ CiDA-ს კონფერენციის ორგანიზებისა და იუდიული დახმარების სფეროში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. ,,მნიშვნელოვანი კონფერენცია ჩატარდა იქიდან გამომდინარე, რომ დღეს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი არასამთავრობო სექტორსა და უფასო იურიდიული დახმარების სამსახურს შორის. მემორანდუმი შეეხება რეფერირების სისტემას, რაც გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი სოციალურად დაუცველი, რომელიც საჭიროებს დახმარებას და თუ სამსახური ვერ ფარავს მის მოთხოვნილებებს, მოხდება გადამისამართება იმ არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომლებიც არიან ჩართული ამ სფეროში, ამიტომ სამინისტროსთვის და სამსახურისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო“, - განაცხადა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე გიორგი არსოშვილმა. სახელმწიფოსა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობას ხაზი იუდიული დახმარების სამსახურის უფროსმა ირაკლი კობიძემაც გაუსვა: ,,იურიდიული დახმარება არ არის მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა. მასში ჩართული უნდა იყოს არასამთავრობო სექტორი, რომელსაც ამ კუთხით გამოცდილება აქვს. ჩვენ უნდა კოორდინირებულად ვიმოქმედოთ, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობა იყოს მაქსიმალურად დაცული“.

description

ყოველი თვის დასაწყისში CiDA საკუთარ პარტნიორებსა და მომხმარებლებს ელექტრონული ფორმატით – ბიულეტენის სახით აწვდის ინფორმაციას გასული თვის საქმიანობის შესახებ. ბიულეტენების ელექტორნული ვერსიები ატვირთულია მისამართზე www.cida.ge

Transcript of CiDA-ს მაისის თვის ელექტრონული...

Page 1: CiDA-ს მაისის თვის ელექტრონული ბიულეტენი.

www.cida.ge

ყოველთვიური ელექტრონული გამოშვება#3 მაისი

თქვენი ადგილობრივი პარტნიორი

კონფერენცია ,,სახელმწიფო იურიდიული დახმარება: რეალობა და გამოწვევები“

23 მაისს, თბილისში, სასტუმრო ,,ქორთიარდ მარიოტში“ სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) ორანიზებითა და სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა კონფერენცია ,,სახელმწიფო იურიდიული დახმარება: რეალობა და გამოწვევები“. კონფერენციას სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე გიორგი არსოშვილი, იურიდიული დახმარების სამსახურის უფროსი ირაკლი კობიძე, აღნიშნულ სფეროში მომუშავე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, აგრეთვე ადვოკატები ესწრებოდნენ.

კონფერენციაზე ხელი მოეწერა იურიდიული დახმარების სამსახურსა და არასამთავრობო ორგანიზაციებს შორის მემორანდუმს საინფორმაციო-საკონსულტაციო ქსელის ჩამოყალიბების შესახებ. მინისტრის მოადგილემ CiDA-ს კონფერენციის ორგანიზებისა და იუდიული დახმარების სფეროში გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

,,მნიშვნელოვანი კონფერენცია ჩატარდა იქიდან გამომდინარე, რომ დღეს გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი არასამთავრობო სექტორსა და უფასო იურიდიული დახმარების სამსახურს შორის. მემორანდუმი შეეხება რეფერირების სისტემას, რაც გულისხმობს იმას, რომ ნებისმიერი სოციალურად დაუცველი, რომელიც საჭიროებს დახმარებას და თუ სამსახური ვერ ფარავს მის მოთხოვნილებებს, მოხდება გადამისამართება იმ არასამთავრობო ორგანიზაციებში, რომლებიც არიან ჩართული ამ სფეროში, ამიტომ სამინისტროსთვის და სამსახურისთვის მნიშვნელოვანი ღონისძიება იყო“, - განაცხადა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილე გიორგი არსოშვილმა.

სახელმწიფოსა და არასამთავრობო სექტორის თანამშრომლობას ხაზი იუდიული დახმარების სამსახურის უფროსმა ირაკლი კობიძემაც გაუსვა:

,,იურიდიული დახმარება არ არის მხოლოდ სახელმწიფოს პრეროგატივა. მასში ჩართული უნდა იყოს არასამთავრობო სექტორი, რომელსაც ამ კუთხით გამოცდილება აქვს. ჩვენ უნდა კოორდინირებულად ვიმოქმედოთ, რომ სოციალურად დაუცველი მოსახლეობა იყოს მაქსიმალურად დაცული“.

Page 2: CiDA-ს მაისის თვის ელექტრონული ბიულეტენი.

ww

w.c

ida

.ge

კონფერენციაზე იურიდიული დახმარების სამსახურის შესაძლებლობებისა და საჭიროებების კვლევის პრეზენტაციაც მოხდა, ასევე წარმოდგენილი იქნა იურიდიული დახმარების სამსახურის მხარდამჭერი სამუშაო ჯგუფის რეკომენდაციები. კონფერენცია დისკუსიით დასრულდა.

,,ძალიან საინტერესო კონფერენცია გამოვიდა, მნიშვნელოვანი იყო უფასო იურიდიული დახმარების სამსახურის განვითარებასთან დაკავშირებული მოსაზრებები, ასევე მემორანდუმი, რომელიც გაფორმდა სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანოებს შორის. ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობა თანამშრომლობის, ეს თანამშრომლობა კი თავისთავად მხარდასაჭერია“, - განაცხადა აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის JILEP პროგრამის ხელმძღვანელის მოადგილე გიორგი ჩხეიძემ.

კონფერენცია ორგანიზებული იყო პროექტის ,,სისხლის სამართლის რეფორმების იმპლემენტაციის სტრატეგიის მონიტორინგი და ანალიზი უფასო იურიდიული დახმარების სფეროში, რომელსაც ახორციელებს CiDA. კონფერენცია დაფინანსებული იყო ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის მიერ ,,სამოქალაქო ინიციატივა დამოუკიდებელი სასამართლოსთვის“ პროექტის ფარგლებში, აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტისა (EWMI) და შვედეთის განვითარების სააგენტოს (Sida) მეშვეობით.

Page 3: CiDA-ს მაისის თვის ელექტრონული ბიულეტენი.

ww

w.c

ida

.ge

G-PAC-მა ,,უფლება გაქვს იცოდე“ კამპანია დაიწყო

აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის (EWMI) პროგრამის ,,საჯარო პოლიტიკის, ადვოკატირებისა და სამოქალაქო საზოგადოების განვითარება საქართველოში“ (G-PAC) ფარგლებში, პროგრამის ხელმძღვანელმა ფრონ ნაზიმ საქართველოს მასშტაბით შეხვედრა-დისკუსიების ციკლი დაიწყო, რომლის სახელწოდებაა ,,უფლება გაქვს იცოდე“. სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA)ორგანიზებით პირველი ასეთი შეხვედრა 29 მაისს თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა. პროექტის ხელმძღვანელმა ადგილობრივი არასამთავრობო სექტორისა და

თვითმმართველობის წარმომადგენლებს G-PAC-ის პროგრამები, ბოლო ორი წლის განმავლობაში გაწეული მუშაობა და მიმდინარე გრანტები გააცნო. აღსანიშნავია, რომ მსგავსი სახის შეხვედრა, რომელიც დონორის მხრიდან სამოქალაქო სექტორისთვის ანგარიშის ჩაბარებას ისახავდა მიზნად, პირველად ჩატარდა. ფრონ ნაზიმ დამსწრეებს დეტალური ინფორმაცია მიაწოდა, რომელ პროექტზე რა თანხა გაიცა, რამდენია დარჩენილი და რა არის ის პრობლემები, რომლებიც დღეს სექტორსა და დონორს შორის არსებობს.

G-PAC-ის პროგრამების პრეზენტაცია 2011 წლის თებერვლიდან 2012 წლის აპრილის ჩათვლით პერიოდს მოიცავდა.

,,ჩვენი პროგრამა უკვე 2 წელია, რაც საქართველოში ხორციელდება და მუდმივად მქონდა შეგრძნება, რომ აუცილებლად უნდა მოგვეყოლა ორგანიზაციებისთვის რას ვაკეთებთ, რა წარმატებებს მივაღწიეთ, რა წარუმატებლობები გვაქვს. ამიტომ გადაწყდა ამ შეხვედრების ჩატარება. ჩვენ ვალდებულები ვართ ორგანიზაციებს ჩავაბაროთ ანგარიში ჩვენი საქმიანობის შესახებ. ძალიან საინტერესო დისკუსია იყო, რაც მთავარია, ბევრი შეკითხვა დაისვა. ჩვენი ერთ-ერთი მიზანია ის, რომ შეიცვალოს სტრუქტურა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა დაიწყონ კითხვების დასმა და დონორებს მოსთხოვონ პასუხი, რა საქმიანობას ახორციელებენ“,_განაცხადა პროექტის ხელმძღვანელმა ფრონ ნაზიმ.

დისკუსიაზე არასამთავრობო სექტორის მხრიდან არა ერთი კითხვა დაისვა, რომელზეც პროექტის ხელმძღვანელმა დეტალურად გასცა პასუხი. შეხვედრის მონაწილეები დისკუსიით კმაყოფილი დარჩნენ.

,,საინტერესო შეხვედრა იყო, მე ვარ მისი გრანტიორი ორგანიზაცია. განსაკუთრებით აღვნიშნავ იმ ფაქტს, რომ როდესაც დონორი ანგარიშს აბარებს ორგანიზაციებს, ეს ძალიან კარგია. პირადად მე ძალიან ბევრი რამ გავიგე ისეთი, რაც ცნობილი არ იყო ჩემთვის“, - აღნიშნა სამოქალაქო აქტივობის ცენტრის დირექტორმა მედეა ხუროშვილმა.

სამოქალაქო საზოგადოებისა და თვითმმართველობის წარმომადგენლების შემდეგ პროექტის ხელმძღვანელი თელავის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა და სამაგისტრო პროგრამა გააცნო.

შეხვედრას აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტის ( EWMI) G-PAC-ის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციებიც ესწრებოდნენ, რომლებმაც საკუთარი მუშაობის სტილსა და მეთოდებზე ისაუბრეს. CiDA-ს დირექტორმა ზვიად დევდარიანმა კი სამოქალაქო სექტორს თავის მხრივ დახმარება შესთავაზა პროექტების მომზადებასთან დაკავშირებით და საკუთარი გამოცდილებაც გაუზიარა.

Page 4: CiDA-ს მაისის თვის ელექტრონული ბიულეტენი.

ww

w.c

ida

.ge

თელავის შემდეგ შეხვედრა-დისკუსია 31 მაისს რუსთავში CiDA-ს საკონფერენციო დარბაზში ქვემო ქართლის არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შედგა. ,,შეხვედრა ნამდვილად საინტერესო იყო, დონორის მხრიდან კრიტიკულად მოწოდებული ინფორმაცია ანუ სურვილი რეალურად მოერგოს საზოგადოების მოთხოვნილებას, კონსულტაციები გაიაროს ბენეფიციარებთან მანამ, ვიდრე დაგეგმავს აქტივობებს და ამავე დროს გამოიყენოს ყველა რესურსი იმისათვის, რომ ხელმისაწვდომი გახადოს მის ხელთ არსებული ინფორმაცია რეგიონისთვის და ამით გააუმჯობესოს გარემო, არის ძალიან კარგი პრეცენდენტი და ვფიქრობ, რომ იქნება შედეგიანი“, _განაცხადა რუსთავის თვითმმართველობის წარმომადგენელმა ნატო მოლოდინმა.კამპანია ,,უფლება გაქვს იცოდე“ ივნისის ბოლოს დასრულდება. შეხვედრები სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) მიერ, პროექტის „სამოქალაქო ორგანიზაციების აღმოსავლეთ საქართველოს ქსელი“ ფარგლებში იყო ორგანიზებული.პროექტი „სამოქალაქო ორგანიზაციების აღმოსავლეთ საქართველოს ქსელი“ ხორციელდება სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) მიერ. პროექტი მხარდაჭერილია აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის G-PAC პროგრამის ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური რესურსებით.

CiDA ცენტრალური საარჩევნო კომისიის სამუშაო ჯგუფის წევრია

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინიციატივით ეთნიკური უმცირესობების ამომრჩევლებისათვის სამუშაო ჯგუფი შეიქმნა, რომელიც ეთნიკურ უმცირესობებთან მიმართებაში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესების კუთხით აქტიურად იმუშავებს.

სამუშაო ჯგუფში ცესკოს ადმინისტრაციისა და საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის, ეთნიკური უმცირესობების საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის ოფისის, ასევე სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლების შედიან.

Page 5: CiDA-ს მაისის თვის ელექტრონული ბიულეტენი.

ww

w.c

ida

.ge

აქცია საზოგადოებისთვის სასარგებლო

აქტივობების მხარდასაჭერად

პროექტის „საზოგადოებისათვის სასარგებლო აქტივობები“ ფარგლებში 11 მაისს, რუსთავში, მუნიციპალური თეატრის წინ მდებარე დასვენების პარკში სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA)–მ, რუსთავის მერიისა და არასაპატიმრო სასჯელთააღსრულებისა და პრობაციის

ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს მხარდაჭერით, აქცია მოაწყო. აქციაში პროექტის ბენეფიციარებთან ერთად, მონაწილეობდნენ სხვა ახალგაზრდებიც, CiDA-ს დირექტორი ზვიად დევდარიანი და ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს უფროსი ვაჟა ბრაგვაძე. აქციის მიზანი კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობებში ჩართვა იყო.

,,სამოქალაქო განვითარების სააგენტო რუსთავში იწყებს ახალ პროექტს, რომლის მიზანია კანონთან წინააღმდეგობაში მყოფი ახალგაზრდების ჩართვა საზოგადოებრივად სასარგებლო საქმიანობებში. პროექტის ფარგლებში ჩატარდა პირველი ღონისძიება. პრობაციონერებთან და განრიდების პროგრამაში

ჩართულ ახალგაზრდებთან ერთად შემოვუბარეთ ხეებს და შევეცადეთ რუსთავის განვითარებაში ჩვენი წვლილი შეგვეტანა“, - განაცხადა CiDA–ს დირექტორმა ზვიად დევდარიანმა.

აქციის მნიშვნელობა აღნიშნა ქვემო ქართლის პრობაციის ბიურის უფროსმა ვაჟა ბრაგვაძემ:,,სისხლის სამართლის ლიბერალიზაციის ფარგლებში, CiDA–სთან ერთად პრობაციის ბიუროში

აღრიცხვაზე მყოფი ახალგაზრდები იმყოფებიან პარკში, სადაც ტარდება დასუფთავების აქცია. ამ ახალგაზრდებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანია მსგავს ღონისძიებებში მონაწილეობა და საზოგადოებაში ინტეგრაცია“.

სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA) ერთი წლის განმავლობაში პროექტის ფარგლებში რუსთავში მცხოვრებ 50-დან 60-მდე კანონთან წინააღმდეგობაში მყოფ არასრულწლოვანს საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობებში ჩართავს, ჩაატარებს ტრენინგებს პიროვნულ განვითარებასა და პროექტების წერაში, ასევე მოაწყობს არასრულწლოვანთა სადისკუსიო შეხვედრებს წარმატებულ და ცნობილ ადამიანებთან, დაგეგმავს სპორტულ ღონისძიებებს და სხვა საქმიანობებს.

პროექტს „საზოგადოებისათვის სასარგებლო აქტივობები“ საქართველოს იუსტიციის სამინისტრო აფინანსებს.

Page 6: CiDA-ს მაისის თვის ელექტრონული ბიულეტენი.

ww

w.c

ida

.ge

საკონსულტაციო შეხვედრები მცხეთა–მთიანეთისა და გორის არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის

17 მაისს მცხეთაში, ,,ძალადობისგან დაცვის ეროვნული ცენტრის“ ოფისში, პროექტის „სამოქალაქო ორგანიზაციების აღმოსავლეთ საქართველოს ქსელი“ ფარგლებში, მცხეთა–მთიანეთის არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის საკონსულტაციო შეხვედრა გაიმართა. CiDA–ს წარმომადგენლებმა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს საკუთარი შეხედულება და გამოცდილება გაუზიარეს საზოგადოებრივ ორგანიზაციებში კვლევის მეთოდებსა და საქმიანი ურთიერთობების წარმოების საკითხებზე.

,,გავაცანით სოციოლოგიური კვლევის მეთოდები, აქცენტი გაკეთდა თვისობრივი კვლევის ინსტრუმენტების გამოყენებაზე, ანუ როგორ უნდა მოახდინონ კვლევა საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა საკუთარი რესურსის გამოყენებით, როგორ ხდება ინტერვიუს აღება, აუდიტორიის შერჩევა. ეს ყველაფერი გამოადგებათ მათ ორგანიზაციული განვითარებისა და პრობლემის უკეთესად გამოკვეთისთვის“, -აღნიშნა პროექტის კოორდინატორმა თეონა ცხოვრებაძემ.

CiDA–ს მეორე წარმომადგენელმა ნინო შოშიაშვილმა კი შეხვედრის მონაწილეებს

საქმიანი ურთიერთობების წარმოების მეთოდები გააცნო, კერძოდ, როგორ ხდება მოლაპარაკებების წარმოება, როგორია წარმატებული მოლაპარაკებები, ეფექტური კომუნიკაცია და ოქროს წესები საქმიან ურთოერთობებში.

შეხვედრის ყველა მონაწილეს საკონსულტაციო დოკუმენტები: ,,კვლევის ინსტრუმენტები საზოგადოებრივი ორგანიზაციებისთვის“ და ,,საქმიანი ურთიერთობების წარმოების შესახებ გზამკვლევი” გადაეცათ, რომლებიც პროექტის ,,სამოქალაქო ორგანიზაციების აღმოსავლეთ საქართველოს ქსელი“ ფარგლებში მომზადდა.

,,დღევანდელი შეხვედრა ხელს შეუწყობს საზოგადოებრივი ორგანიზაციების უმთავრესი

დანიშნულების-სოციუმის პრობლემის მიზანმიმართულ კვლევასა და სწორ ანალიზს, პროექტის მიზნისა და პრობლემის აღწერის სწორ ფორმულირებას და საქმიანი ურთიერთობის წარმართვას“, -განაცხადა ,,დუშეთის განვითარების ფონდის“ დამფუძნებელმა ეკა როსტიაშვილმა.

ანალოგიური საკონსულტაციო შეხვედრა 18 მაისს გორში, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ოფისში ადგილობრივი არასამთავრობო სექტორისთვის ჩატარდა.

,,თემატიკა ძალიან საინტერესო იყო. აღსანიშნავია მისი პრაქტიკული ხასიათი. ინფორმაცია კვლევების შესახებ იყო კონკრეტული და ლაკონური, იგივე შეიძლება ითქვას მოლაპარაკების ტექნიკაზე. ეს ყველაფერი ჩვენს საქმიანობაში სასიკეთოდ გამოგვადგება“,-აღნიშნა ასოციაციის ,,ქართლის დედა“ წარმომადგენელმა ლეილა ქავთარაძემ.

შეხვედრები სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) მიერ, პროექტის „სამოქალაქო ორგანიზაციების აღმოსავლეთ საქართველოს ქსელი“ ფარგლებში იყო ორგანიზებული.

პროექტი „სამოქალაქო ორგანიზაციების ა ღმოსავლეთ საქართველოს ქსელი“ ხორციელდება სამოქალა-ქო განვითარების სააგენტოს (CiDA) მიერ. პროექტი მხარდაჭერილია აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის G-PAC პროგრამის ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ფინანსური რესურსებით.

Page 7: CiDA-ს მაისის თვის ელექტრონული ბიულეტენი.

ww

w.c

ida

.ge

JOIN-ის ფარგლებში პირველი ეტაპის აქტივობები დასრულდა

პროექტი ს ,,ადგილობრივი აქტორების გაერთიანება ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისა და მმართველობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ (JOIN) ფარგლებში პირველი ეტაპის აქტივობები დასრულდა. პროექტის წარმომადგენლები ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის ექვსივე სამიზნე მუნიციპალიტეტში

იმყოფებოდნენ, სადაც ყველა დაინტერესებულ მხარეს შეხვდნენ.

,,მუნიციპალიტეტებში წარვადგინეთ პროექტის ძირითადი მიზნები, მოვუწოდეთ დაინტერესებულ მხარეებს, რომ აქტიურად ჩაერთონ ადგილობრივი ბაზრის განვითარების გეგმების შემუშავების პროცესში. ეს არის პირველი ეტაპი პროექტის, შემდგომ ეტაპზე კი ჩამოყალიბდება სამუშაო ჯგუფი, რომელიც ჩაერთვება ბაზრის გავითარების გეგმების

შემუშავებაში. ამ პროცესს ფასილიტაციას გაუწევს პროექტის კონსულტანტების ჯგუფი. კონსულტანტები მომავალი 6 თვის განმავლობაში მუნიციპალიტეტებში სამუშაო ჯგუფებთან იმუშავებენ“,_აღნიშნა პროექტის კოორდინატორმა ნინო ჩიტორელიძემ.

პროექტი ,,ადგილობრივი აქტორების გაერთიანება ინკლუზიური ეკონომიკური განვითარებისა და მმართველობისათვის სამხრეთ კავკასიაში“ (JOIN) 3 წლიანი ინიციატივაა და მას ავსტრიის განვითარების სააგენტო აფინანსებს. პროექტი ხორციელდება CARE ავსტრიისა და CARE საერთაშორისო კავკასიაში მიერ, პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად: საქართველოში - ,,სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA)“ და სომხეთში - ,, აგრობიზნესისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრი (CARD)“.

Page 8: CiDA-ს მაისის თვის ელექტრონული ბიულეტენი.

ww

w.c

ida

.ge

კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებს პიროვნული განვითარების საკითხებზე ტრენინგი ჩაუტარდათ

29 და 31 მაისს რუსთავში, სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) ოფისში, პროექტის ,,საზოგადოებისათვის სასარგებლო აქტივობები“ ფარგლებში კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისთვის პიროვნული განვითარების საკითხებზე ტრენინგი ჩატარდა. არასრულწლოვნებმა განათლებისა და პროფესიულ ბაზარზე ორიენტირების უნარები, CV-ს წერა, გასაუბრებისა და პრეზენტაციის ტექნოლოგიები, ჯგუფში მუშაობის პრინციპები და ლიდერის უნარ-ჩვევები

შეისწავლეს. ტრენინგს CiDA-ს ტრენერი თინათინ დეკანოსიძე უძღვებოდა.,,დღეს ახალგაზრდებს სჭირდებათ დახმარება იმ მიზნით, რომ არ დაკარგონ დიდი დრო ძიებაში.

ჩვენ მათ ვასწავლით, როგორ უნდა მოიძიონ ესა თუ ის ინფორმაცია, როგორ გაიკვალონ გზა, ვუხსნით რა არის მათი არსი ამ ქვეყანაზე, მისია, მიზანი, სად არიან და რას აკეთებენ დღეს, სად ხედავენ საკუთარ თავს მომავალში. ბავშვებიც აქტიურად ჩაერთვნენ ამ ტრენინგებში და ვფიქრობ, მიღებული ინფორმაცია გამოადგებათ“, - აღნიშნა თინათინ დეკანოსიძემ.

აღსანიშნავია, რომ კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებთან ერთად ტრენინგს კანონთან კონფლიქტში არმყოფი არასრულწლოვნებიც ესწრებოდნენ. ტრენინგი CiDA-ს ორგანიზებითა და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს მხარდაჭერით ჩატარდა.

პროექტი მიზნად ი სახავს რუსთავში მცხოვრები კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების-თვის ახალი ცოდნისა და უნარების გადაცემას, საზოგადოებაში ინტეგრაციასა და პიროვნულ განვითარებას.

პროექტს ,,საზოგადოებისათვის სასარგებლო აქტივობები“ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაფინანსებით სამოქალაქო განვითარების სააგენტო (CiDA) ახორციელებს.

Page 9: CiDA-ს მაისის თვის ელექტრონული ბიულეტენი.

ww

w.c

ida

.ge

CiDA-მ სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის ანალიზი წარადგინა

18-20 მაისს, ბათუმში გაიმართა პრეზიდენტთან არსებული შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ეროვნული საბჭოსა და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს გაფართოებული სხდომა.

სხდომაზე წარდგენილი იყო შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის 2011 წლის სამოქმედო გეგმის სამთავრობო ანგარიში და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნული უმცირესობების საბჭოს ალტერნატიული ანგარიში. ანგარიშები წარდგენილი იყო თემატურად შემდეგ სფეროებში: განათლება, კულტურა, სამოქალაქო, პოლიტიკური,

ეკონომიკური და სოციალური ინტეგრაცია და მედია. შეხვედრაზე CiDA-ს დირექტორმა წარადგინა სამოქალაქო ინტეგრაციის პოლიტიკის ანალიზი.

CiDA-ს რეკომენდაციები ასახულ იქნა უმცირესობების საბჭოს მიერ მომზადებულ საბოლოო თემატურ რეკომენდაციებში, რომლებიც წარედგინა სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლებს.

ღონისძიება ორგანიზებული იყო საქართველოს პრეზიდენტთან არსებული შემწყნარებლობისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საბჭოსა და სახალხო დამცველთან არსებული ტოლერატობის ცენტრის მიერ. კონფერენცია ჩატარდა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული საქართველოს გაეროს ასოციაციის პროექტის „ეროვნული ინტეგრაციის გაძლიერება“, უმცირესობათა საკითხთა ევროპული ცენტრისა და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით.

კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება დაფუძნდა

10 მაისს, იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება დაფუძნდა. პრეზენტაცია ყვარელში, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმში გაიმართა. საზოგადოების დაფუძნებას ესწრებოდნენ საზოგადო მოღვაწეები, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების, აგრეთვე – ბიზნესწრეების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. დაფუძნების ცერემონიალს საქართველოს პრეზიდენტიც დაესწრო.

იუსტიციის სამინისტროს ინიციატივით, პირველ ეტაპზე, საქართველოს სამასამდე სოფელში გაიხსნება სპეციალური, კომპიუტერული მომსახურების ცენტრები, სადაც ადგილობრივი ინსტრუქტორები იმუშავებენ. პროექტის მიზანია, რეგიონების მოსახლეობამ აითვისოს კომპიუტერი. ამ ცენტრებში მოსახლეობა არა მხოლოდ ინტერნეტით სარგებლობასა და საჭირო ინფორმაციის მოძიებას შეისწავლის, არამედ იმასაც, საკუთარი პროდუქცია ონლაინ როგორ გაყიდოს.

კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების ერთ-ერთი დამფუძნებელია სამოქალაქო განვითარების სააგენტოა (CiDA).

Page 10: CiDA-ს მაისის თვის ელექტრონული ბიულეტენი.

ww

w.c

ida

.ge

აჩი არველაძე რუსთავში კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვნებს

შეხვდა

24 მაისს, რუსთავის მეტალურგის სტადიონზეб სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) ორგანიზებითა და არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ქვემო ქართლის პრობაციის ბიუროს მხარდაჭერით, კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნები ცნობილ ფეხბურთელ არჩილ არველაძეს შეხვდნენ. სადისკუსიო შეხვედრაზე არველაძე არასრულწლოვნებს საკუთარი სპორტული ცხოვრებისა და მიღწევების შესახებ ესაუბრა, მათ კითხვებს უპასუხა და რამდენიმე რჩევაც მისცა.

,,რადგან თვითონ მოინდომეს ბავშვებმა ჩემთან შეხვედრა, ალბათ, გარკვეულწილად იმოქმედებდა მათზე ჩემი რჩევა თუ დარიგება, ის ამბები, რაც მოვუყევი ჩემი ცხოვრებიდან და გამოცდილებიდან გამომდინარე. ასეთ ბავშვებთან შეხვედრა ხშირად მქონია და საერთოდ, თუ შემიძლია ვინმეს ჩემი გამოცდილება გავუზიარო, ვცდილობ, მათთან ყოველთვის ვიკონტაქტო“, - განაცხადა არველაძემ.

პროექტი მიზნად ისახავს რუსთავში მცხოვრები კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნებისთვის ახალი ცოდნისა და უნარების გადაცემას, საზოგადოებაში ინტეგრაციასა და პიროვნულ განვითარებას. CiDA ერთი წლის განმავლობაში პროექტის ფარგლებში რუსთავში მცხოვრებ 50-მდე კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანს საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმიანობებში ჩართავს, ჩაატარებს ტრენინგებს პიროვნულ განვითარებასა და პროექტების წერაში, ასევე განახორციელებს სპორტულ ღონისძიებებს ა და სხვა აქტივობებს.

შეხვედრა პროექტის ,,საზოგადოებისათვის სასარგებლო აქტივობები“ ფარგლებში ჩატარდა. პროექტს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დაფინანსებით CiDA ახორციელებს.

Page 11: CiDA-ს მაისის თვის ელექტრონული ბიულეტენი.

ww

w.c

ida

.ge

აშშ-ს ელჩის მოადგილემ კონკურსში გამარჯვებულები დააჯილდოვა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილემ ბრიჯით ბრინკიმ 22 მაისს წერით კონკურსში გამარჯვებულებს საკუთარ ბინაში უმასპინძლა. მიღებას მოსწავლეებთან ერთად მათი მშობლები, მშვიდობის კორპუსის მოხალისეები და ის ორგანიზაციები ესწრებოდნენ, რომლებმაც კონკურსის ჩატარებაში გარკვეული წვლილი შეიტანეს.

ელჩის მოადგილე გამარჯვებულ მოსწავლეებს მიესალმა, მათ დიპლომები და წიგნები გადასცა და რამდენიმე რჩევაც მისცა.

,,ჩემთვის დიდი პატივია თქვენი მიღება. მინდა, სამი რჩევა მოგცეთ: იოცნებეთ ამბიციურად, გამოიყენეთ თქვენი შესაძლებლობები და არასოდეს დანებდეთ. ეს სამი რჩევა არ დაგავიწყდეთ“, - მიმართა ბრიჯით ბრინკიმ მოსწავლეებს.

წერითი კონკურსი საერთაშორისოა და ის მსოფლიოს 17 ქვეყანაში ტარდება და მას ფასილიტაციას მშვიდობის კორპუსის მოხალისეები უწევენ. კონკურსზე საქართველოდან საჯარო სკოლების 800 მოსწავლის ნამუშევარი იყო წარდგენილი.

საქართველოში კონკურსი პირველად 2003 წელს ახალციხეში ჩატარდა, შემდეგ კი მტელი ქვეყნის მასშტაბი შეიძინა.

ბათუმელი მე-7 კლასის მოსწავლე ირაკლი ხუხუნაიშვილი საქართველოდან კონკურსის საერთაშორისო გამარჯვებული გახდა და მან დიპლომთან ერთად სპეციალური პრიზიც მიიღო. ირაკლი ამერიკული აკადემიის საზაფხულო ბანაკში 4 კვირით გაემგზავრება.

,,კონკურსის თემა იყო ,,რომელი ცხოველი ჰგავს ადამიანს ძაღლის გარდა“. მე დავწერე დინოზავრების შესახებ და გავიმარჯვე. დღეს ძალიან ბედნიერი ვარ და მიხარია, რომ საზაფხულო სკოლაში წავალ“,- აღნიშნა ირაკლი ხუხუნაიშვილმა.

ელჩის მოადგილემ ბრიჯით ბრინკიმ სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA)კონკურსის ორგანიზებისთვის მადლობა გადაუხადა.

,,მსგავსი ტიპის ინიციტივები არის მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნების დაახლოებისთვის. მხოლოდ ის არ არის საკმარისი, რომ ჩვენი ქვეყნები მთავრობების დონეზე იყვნენ სტრატეგიული პარტნიორები, ხალხები უნდა იყვნენ პარტნიორები და ასეთი ინიციატივები ამას უწყობს ხელს, ადამიანები იცნობენ ერთმანეთის კულტურას, ენას და ცხოვრების წესს“,- განაცხადა CiDA-ს დირექტორმა ზვიად დევდარიანმა.

კონკურსი ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს დაფინანსებით ჩატარდა.

პროექტ „JOIN“-ის ფარგლებში პარტნიორთა შეხვედრა გაიმართა

31 მარტს ერევანში პროექტის „ადგილობრივი აქტორები ერთიანდებიან ეკონომიკური განვითრებისა და მმართველობისათვის სამხრეთ კავკასიაში - JOIN“ პარტნიორთა შეხვედრა გაიმართა. სამოქალაქო განვითრების სააგენტოს, სომხეთის აგრობიზნესისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრის და ქეა საერთაშორისოს ერთობლივ სამუშაო შეხვედრაზე პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების განხილვა და წარმატებული პრაქტიკის გაზიარება მოხდა. პარტნიორებმა პროექტის მოსალოდნელი შედეგების განხორციელებისათვის აუცილებელი ეტაპები, მათ შორის, ბიზნესის განვითარების საინფორმაციო ცენტრების მოდელი განიხილეს და მომავალი 2 თვის საქმიანობაც დაგეგმეს.

პარტნიორები შეხვდნენ ადგილობრივი ბაზრის განვითრებაში დაინტერესებულ მხარეებს: სომხეთში გერმანიის ტექნიკური თანამშრომლობის წარმომადგენლობას და სომხეთის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელობას მომავალი თანამშრომლობის შესაძლებლობების გამოვლენის მიზნით.

Page 12: CiDA-ს მაისის თვის ელექტრონული ბიულეტენი.

ww

w.c

ida

.ge

გამოცემა მომზადებულია სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (CiDA) მიერ

რუსთავში საზოგადოებრივი საბჭო შეიქმნა

რუსთავის საკრებულოსთან არსებულმა საზოგადოებრივმა საბჭომ მუშაობა დაიწყო.საბჭომ პირველი შეხვედრა29 მაისს ჩაატარა, სადაც საბჭოს წევრებმა სათათბირო ორგანოს მიზნები და ამოცანები განიხილეს, წარმოადგინეს ის კონკრეტული წინადადებებიც, რომელთა საფუძველზეც საბჭოს სამუშაო გეგმა–გრაფიკი შედგა.

საზოგადოებრივი საბჭო 2012 წლის აპრილში, საკრებულოს განკარგულებით შეიქმნა. მის შემადგენლობაში რუსთავის მერიის, საკრებულოს, საზოგადოებრივი ორგანიზაციების, ბიზნეს–სფეროს წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები არიან. 19–კაციან სათათბირო ორგანოს ადგილობრივ ხელისუფლებასა და საზოგადოებას შორის მედიატორის ფუნქცია ექნება და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ამაღლებაზე იზრუნებს.

როგორც საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარე ლეილა აფციაურიაცხადებს,საბჭოსაზოგადოებისთვის საინტერესო, მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო თემებზე იმუშავებს.

„არსებობს უფლებები და არსებობს მოვალეობებიც, ამიტომ ყველამ ერთად, როგორც საზოგადოების წევრებმა, ისე ადგილობრივმა ხელისუფლებამ უნდა გადავანაწილოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობები. თვითმმართველობა არ არის ცალკე ორგანო, ის მთლიანად ქალაქია. ჩვენ მზად ვართ, ვიტვირთოთ ეს საპასუხისმგებლო მისია და კრეატიულად, ოპერატიულად და ღირსეულად წარვუძღვეთ ჩვენს საქმიანობას“,– განაცხადა ლეილა აფციაურმა.

საბჭოს ამოქმედებას მნიშვნელოვნად მიიჩნევს CiDA–ს დირექტორი, თუმცა ზვიად დევდარიანი ფიქრობს, რომ საბჭომ თავისი ფუნქცია რეალურად უნდა შეასრულოს.

,,თავად ის, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა ცდილობს საზოგადოებასთან ურთიერთობით სფეროს ინსტიტუციონალიზებას, საკმაოდ მნიშვნელოვანია. მსგავსი ტიპის საბჭოები ადრეც შექმნილა, ახლაც იქმნება, მაგრამ მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება ფართოდ იყოს ამ პროცესში საზოგადოება ჩართული, ყველა სფეროს წარმომადგენელი, მათ შორის არასამთავრობო ორგანიზაციები.თუმცა,დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ არ დარჩეს ფიქტიურ ინსტრუმენტად და რეალურად მოახერხოს საბჭომ საზოგადოების პრობლემები მიიტანოს თვითმმართველობამდე და თავის მხრივ, თვითმმართველობის ინიცირებული პროექტების შესახებ მოახდინოს საზოგადოების ინფორმირება“,-აღნიშნა ზვიად დევდარიანმა.

სამიზნე აუდიტორიის შერჩევა, მოსახლეობისთვის საინტერესო და აქტუალური საკითხების გამოვლენა, ინიციატივებისა და მოსაზრებების გენერირება, დისკუსიები, ფოკუს–ჯგუფებთან შეხვედრები, აქტიური საინფორმაციო კამპანიები, საზოგადობრივი აზრის კვლევა, – ყველა აღნიშნულ საკითხს საბჭო საკუთარი დებულებისა და უფლებამოსილების ფარგლებში განახორციელებს.