შეხვედრა UN CRPD-ს მონიტორინგის თემაზე

21
შშშშშშშშშ შშშშ შშშშშშშშ UN CRPD-შ შშშშშშშშშშშშ შშშშშშ შშშშშშშშშშშშ: შშშშშშშშშშშ შშშშშშშშშ შშშშშშშშშშშშშ PHR შშშშშშშშშ შშშშშშ: შშშშშშშშ შშშშშშშშშ შშშშშ 23.01.2014 (ოოოო ოო ოოოოოოო ოოოოო ოოოოოოოოოოო, ოოოოო ოოოოოოოოოოოო ოოოოოოოოოოოოო ოოოოოოოოოოოო ოოოოოოოოოო) ოოოოოოოოოო ოოოოოოოოოოო: 1. ოოოოო ოოოოოოოოოოო - ოოოოოოოოოოო ოოოოოოო ოოოოო ოოოოოოოოოოოო ოოოოოოოოო. 2. ოოოო ოოოოოოოოოოოოოო - ოოოოოოოოო ოოოოოოოოოო ოოოოოოოოოოოო. 3. ოოოო ოოოოოოოო - ოოოო, ოოოოოო ოოოოოოოოოოო. 4. ოოოო ოოოოოოოო - ოოოოოოოოოოო ოოოოოოოოოო ოოოოოოოოოოო. 5. ოოოოო ოოოოოოოოო - ოოოოოოოო ოოოოოოოოოოოოოო ოოოოო ოოოოოოო - ოოოოოოოო ოოოოოოოოოო. 6. ოოოო ოოოოოოოოოო - ოოოოოოოო ოოოო. 7. ოოოო ოოოოოოოოოო - ოოოოოოოოო ოოოოოოოოოოოოოოო ოოოოოოოოო ოოოოოო, NGO "Disabled Child and Society". 8. ოოო ოოოოოოოოო - ოოოოოოოოოოოო ოო ოოოოოოოოოოოო ოოოოოო 9. ოოოოო ოოოოოოოოოოო - ოოოოოოო ოოოო ოო ოოოოოოო 10. ოოოოოო ოოოოოოო - ოოოოოოოო ოოოოოოოოოოოოო ოოოოოოოოოოოოოო. 11. ოოოოო ოოოოოოოოო - ოოოოოოოოო ოოოოო 12. ოოოოოო ოოოოოოოო - ოოოოოოოო ოოოოოოოოოოოოო ოოოოოოოოოოოო. 13. ოოოო ოოოოოოოო - ოოოოოოოოოოოოო ოოოოოოოოო ოოოოოოოოოოოო ოოოოოო 14. ოოოო ოოოოოოოო - ოოოოოოოო ოოოოოოოოოოოოოო ოოოოოო ოოოოოოოოოოო. 15. ოოოოოო ოოოოოოოო - ოოოოოოოოოოო ოოოოოოოოო ოოოოოოოოოო ოოოოოოოო 16. ოოოოო ოოოოოოოოოოო - ოოოოო ოოოოოოო ოოო 17. ოოოოო ოოოოოოოოოო - ოოოოოოო ოოოოოოოო ოოოო. 18. ოოოო ოოოოოოოოოო - ოოოოოოოოოოოოო ოოოოოოოო ოოოოოოოოოოოოო. 19. ოოოოო ოოოოოოოოო - ოოოოოოოოოოოოო ოოოოოოოო ოოოოოოოოოოოოო. 20. ოოო ოოოოოოოო - ოოოოოო ოოოოოოოოო ოოოოო ოოოოოოო ოოოოოოოო ოო ოოოოოოოოოოოოო ოოოოოოო "ოოოოო ოოოოოოოო". 21. ოოოო ოოოოოოოოოო - EMC 22. ოოოოოო ოოოოოოოოო - ოოოოოოო ოოოოოო ოოოოოოოოოო. 1

description

ორგანიზატორი: პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის PHRშეხვედრის ადგილი: თბილისის იუსტიციის სახლი 23.01.201

Transcript of შეხვედრა UN CRPD-ს მონიტორინგის თემაზე

Page 1: შეხვედრა UN CRPD-ს მონიტორინგის თემაზე

შეხვედრის ოქმი

შეხვედრა UN CRPD-ს მონიტორინგის თემაზე

ორგანიზატორი: პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის PHR

შეხვედრის ადგილი: თბილისის იუსტიციის სახლი

23.01.2014

(ოქმი არ გახლავთ ზუსტი ტრანსკრიპტი, თუმცა მაქსიმალურად მიახლოვებულია გამომსვლელთა ტექსტებთან)

შეხვედრაში მონაწილეები:

1. ნათია გოგოლაშვილი - საქართველოს ინვალიდ ქალთა საერთაშორისო ასოციაცია.2. ნინო აღდგომელაშვილი - გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში.3. ნანა შარაშიძე - ქალი, ბავშვი საზოგადოება.4. ლაშა ცაიშვილი - საქართველოს უსინათლოთა საზოგადოება.5. დიანა გელაშვილი - თანაბარი შესაძლებლობები ქვემო ქართლში - მომავალი

საქართველო.6. ნინო ნინუაშვილი - ფიზიკური პირი.7. ნინო მარუაშვილი - გარდაბნის მუნიციპალიტეტის თერაპიული ცენტრი, NGO "Disabled

Child and Society".8. ეკა კემულარია - დემოკრატიისა და განვითარების ცენტრი9. თამარ მაჭარაშვილი - კავშირი ქალი და რეალობა10. გიორგი ძნელაძე - კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის.11. ირინა ინასარიძე - ასოციაცია ანიკა12. გიორგი კოხრეიძე - მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემოსათვის.13. კობა ნადირაძე - დამოუკიდებელი ცხოვრების ახალგაზრდული ცენტრი14. ნინო ბაიდაური - მოძრაობა ხელმისავწვდომი გარემო ყველასათვის.15. მანანა შარაშიძე - საქართველოს ფსიქიკური ასოციაციის კოალიცია16. ელისო რეხვიაშვილი - ქალთა კავშირი რეა17. თეონა ყაჭეიშვილი - კავშირი მშობელთა ხიდი.18. ლალი წულეისკირი - თანამშრომლობა თანაბარი უფლებებისთვის.19. პაატა სხირტლაძე - თანამშრომლობა თანაბარი უფლებებისთვის.20. ლია ტაბატაძე - დაუნის სინდრომის მქონე ბავშვთა მშობელთა და პროფესიონალთა

კავშირი "ჩვენი ბავშვები".21. ლინა ღვინიანიძე - EMC22. მაგული შაღაშვილი - პირველი ნაბიჯი საქართველო.23. ფირაშვილი ნათია - სახალხო დამცველის ოფისი.24. ანა აბაშიძე - პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის25. ანა არგანაშვილი - პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის.26. ბესარიონ ბოხაშვილი - გაეროს ადამიანის უფლებების უმაღლესი კომისრის ოფისი.27. ჯონი კვინიკაძე - დანაშაულის პრევენიისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრი.28. მაია ნასრაშვილი - დანაშაულის პრევენიისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრი.

1

Page 2: შეხვედრა UN CRPD-ს მონიტორინგის თემაზე

შეხვედრა გახსნა დანაშაულის პრევენციისა და ინოვაციური პროგრამების ცენტრის ხელმძღვანელმა, ჯონი კვინიკაძემ, რომელმაც ისაუბრა ცენტრის მხარდაჭერაზე საქართველოს UN CRPD -ს იმპლემენტაციისა და შშმ პირთა უფლებების გაძლიერების კუთხით. ასევე დამსწრე არასამთავრობო ორგანიზაციებს შესთავაზა თანამშრომლობა არასრულწოვანთა განრიდებისა და მედიაციის პროგრამის ფარგლებში, თუმცა იქვე აღნიშნა, რომ აღნიშნული თანამშრომლობის ფორმატი შესაძლებელია და საჭიროა განხილული იყოს ცალკე შეხვედრაზე.

ანა აბაშიძემ წარმოადგინა ორგანიზაციის “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის” დაარსების ისტორია და მიზნები, ასევე შეხვედრის მნიშვნელობა და ფუნქცია.

ბესარიონ ბოხაშვილი: გილოცავთ დღესასწაულებს და განსაკუთრებით მინდა მოგილოცოთ კონვენციის რატიფიკაცია, დღევანდელი ჩემი პრეზენტაციით 10 წუთის განმავლობაში მინდა ყურადღება მივაპყრო 2 უმნიშვნელოვანეს საკითხს. პირველი ეს არის თუ რა მონიტორინგის მექანიზმია გათვალისწინებული კონვენციით და მისი თანდართული ოქმით და მეორე, ადგილობრივ დონეზე რა შეგვიძლია გავაკეთოთ მის ხელშეწყობად.

რაც შეეხება მონიტორინგის საკითხს, როგორც თქვენთვისაა ცნობილი კონვენციის დამატებითი ოქმი ითვალისწინებს მონიტორინგის უმნიშვნელოვანეს ორგანოს, რომელიც ძალიან ტიპიურია გაეროს ხელშეკრულებების საზედამხედველო ინსტრუმენტებისა. ეს გახლავთ კომიტეტი, ექსპერტთა კომიტეტი, შედგება 12 წევრისაგან. კომიტეტი 3 მიმართულებით ახორციელებს სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების ეფექტიან შესრულებაზე ზედამხედველობას. 1. ეს არის პირველ ეტაპზე 2 წლის შემდეგ და, მერე უკვე, 4 წლის შუალედებში სახელმწიფოს მიერ კომიტეტისთვის წარდგენილი ანგარიშების განხილვა. კომიტეტი თქვენი მეშვეობით იღებს ალტერნატიულ მოხსენებებს, ადარებს ამ ინფორმაციას და გამოაქვს დასკნითი კომენტარები სახელმწიფოს მიერ კონვენციის შესრულების თაობაზე. 2. ეს არის ინდივიდუალური საჩივრების მიღება დარღვეულ უფლებებზე. ანუ ნებისმიერ პირს, რომელიც თვლის, რომ გაეროს შშმ პირთა უფლებებით გარანტირებული რომელიმე უფლება დაერღვა, მას აქვს იმის შესაძებლობა რომ სამართლიანი და ეფექტიანი შიდასახელმწიფოებრივი მექანიზმების ამოწურვის შემდეგ მიმართოს აღნიშნულ კომიტეტს. 3. მესამე და ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელიც გააჩნია ამ კომიტეტს არის: ე.წ. ზოგადი მოხსენებების გამოცემა, რომელსაც გაეროს საზედამხედველო მექანიზმები გამოსცემენ ხოლმე და

2

Page 3: შეხვედრა UN CRPD-ს მონიტორინგის თემაზე

განმარტავენ რა უფლებები და ვალდებულებები აქვს დაკისრებული სახელმწიფოს.

იურიდიული კაზუისტიკით არ შეგაწყენთ თავს, მხოლოდ გეტყვით როგორია თქვენი თითოეულის როლი, რათა დაცული იყოს ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები, რომელიც სახელმწიფომ მიიღო 2013 წლის 26 დეკემბერს. პირველი და მნიშნელოვანი, თუკი ეს [არასამთავრობოების] საზოგადოება მოახერხებს ერთობლივი და საერთო ანგარიში წარუდგინოს გაეროს, იმ სახელმწიფო მოხსენების შესახებ, რომელიც არაუგვიანეს 2 წლისა სახელმწიფომ უნდა წარუდგინოს კომიტეტს, ეს იქნება შესანიშნავი. მე პირობას გაძლევთ, რომ ნებისმიერ საზედამხედველო კომიტეტთან მიმართებაში ასე ხდება ხოლმე ანგარიშების წარდგენა. სულ ახლახანს იყო ანალოგიური გაეროს ბავშვთა უფლებების თუ სხვა კონვენციებთან მიმართებაში.

სულ მცირე, ორი წლის განმავლობაში, თქვენ მოგეცემათ საშუალება, რომ ერთობლივი მოხსენება წარუდგინოთ გაეროს. სახელმწიფო ბუნებრივია ყოველთვის მიმარულია გარკვეულწილად გაზვიადებულად წარმოადგინოს მიღწევები ქვეყანაში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით, თქვენ კი გაეროს ყურადღება უნდა მიაპყროთ იმ ხარვეზებზე, რომელიც არსებობს ქვეყანაში ადამიანის უფლებების განხორციელების კუთხით.

იმისათვის რომ თქვენ გამოიყენოთ ყველა მექანიზმი სრულფასოვნად, თქვენ და ჩვენ ერთად უნდა მოვახდინოთ გაეროს აღნიშნული კონვენციის დამატებითი ოქმის ლობირება, რათა შემდგომში თქვენ გქონდეთ შესაძლებლობა, რომ აღნიშნულმა კომიტეტმა მოავლინოს კომიტეტის წევრები ადგილზე მონიტორინგისთვის და თქვენ შეძლოთ ინდივიდუალური საჩივრების წარდგენა ამ კომიტეტში.

გია ძნელაძე: [სახელმწიფო წარმომადგენლებმა] ხმამაღლა განაცხადეს იმის შესახებ რომ მაქსიმუმ 2 წელში იქნება რატიფიცირებული დამატებითი ოქმი.

ბესარიონ ბოხაშვილი: უდიდესი მნიშვნელობა აქვს თუ როგორ მოახდენთ თქვენ, სამოქალაქო საზოგადოება კონსოლიდირებას. კომიტეტს ყოველთვის ურჩევნია მიიღოს ერთიანი მოხსენება არასამთავრობო ორგანიზაციებისგან. თუკი მოახერხებთ და ერთი ანგარიშის წარდგენაზე შეთანხმდებით, ჩვენი ოფისი სიამოვნებით გაგიწევთ დახმარებას. თუ ამას ვერ მოვახერხებთ, მაშინ ჩვენ შეგვიძლია ჩვენს თავზე ავიღოთ კოორდინაციის გარკვეული მექანიზმი, ისევე როგორც, ვეხმარებით სხვა საზედამხედველო ორგანოებისთვის ალტერნატიული ანგარიშების წარდგენის პროცესს. ახლა თუ კითხვები გაქვთ, სიამოვნებით გიპასუხებთ.

3

Page 4: შეხვედრა UN CRPD-ს მონიტორინგის თემაზე

ანა არგანაშვილი: მე დავსვამ კითხვას, რომელიც ალბათ ყველა დამსწრეს აინტერესებს, ჩვენ ვიცით რომ ახლა მიდის მსჯელობა მონიტორინგის განმახორციელებელი უწყების დასახელებასთან დაკავშირებით, ისიც ვიცით რომ ომბუდსმენი არის სავარაუდოდ ყველაზე რეალისტური ამ ფუნქციისათვის. ზოგადად, ქვეყნები როგორი მონიტორინგის მოდელს ირჩევენ და როგორი შეიძლება იყოს არასამთავრობოების მონაწილეობა ამ პროცესში?

ბესარიონ ბოხაშვილი:: უნივერსალური მოდელი, რომ გითხრათ არსებობსო, ეს არ არსებობს, სხვადასხვა ქვეყანა ირჩევს სხვადასხვა მოდელს. ჩვენი რეალობიდან გამომდინარე, თუკი შექმნილი იქნებოდა არასამთავრობო ორგანიზაციათაშორისო კომისიის მოდელი [პრაქტიკასა და კანონმდებლობის ზედამხედველობისათვის, ანალიზისთვის] მე ვფიქრობ რომ ძალიან კარგი იქნება. ასევე, სახალხო დამცველი ჩვენს ქვეყანაში არის კონსტიტუციული ორგანო, რომელიც კონსტიტუციის 43-ე მუხლის მიხედვით იცავს ყველას უფლებას, და სახელმწიფომ კიდევ დიდი დახმარება უნდა აღმოაჩინოს მას ამ ფუნქციის განხორციელებისათვის. ჩვენ არასამთავრობო ორგანიზაციებს ვეხმარებით როგორც კოორდინაციის კუთხით, ასევე ზოგ მათგანს შესაძლოა მივცეთ შესაძლებლობა და გავაძლიეროთ რომ დაესწრონ გაეროს კომიტეტის სხდომას ჟენევაში, სადაც ეს ანგარიშები განიხილება. ასევე გვაქვს ხოლმე გარკვეული თანხები, რათა ალტერნატიული ანგარიშების მომზადებაში დავეხმაროთ არასამთავრობოებს, კომიტეტი აჯერებს ყველა ამ ანგარიშს და სახელმწიფოს მითითებს იმ ინფორმაციაზე, რომელიც სახელმწიფოს ანგარიშში შეიძლება არ იყოს, მაგრამ შეიძლება ეწეროს არასამთავრობოების ანგარიშებში. ამის შემდეგ კომიტეტი სახელმწიფოს აძლევს ინფორმაციას, როგორ აღმოფხვრას ეს ხარვეზები ადამიანის უფლებების სფეროში.

გიორგი ახმეტელი (ვინაიდან ინტერნეტის ხარისხის გაუარესების გამო გამომსვლელის ჩართვა სკაიპის მეშვეობით აშშ-დან ხშირად წყდებოდა, აღნიშული ტექსტი წერილობითი სახით მოგვაწოდა თავად გამომსვლელმა, რომელიც ინტეგრირდა ოქმში): ის, რომ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი ორგანიზაციები ჩართულნი უნდა იყვნენ კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგში, ამაზე ორი აზრი არ არსებობს და არც სადავოა რამე. ვსაუბრობთ მათი ჩართულობის ფორმებზე მონიტორინგის განმახორციელებელ მექანიზმში, რომლის შექმნაც სახელმწიფოს ევალება. თუმცა, ჩართულობის ამ ფორმებს თავად კონვენციის 33–ე მუხლი და მასთან ერთად გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის მიერ გამოცემული კონვენციის მონიტორინგის სახელმძღვანელო განსაზღვრავს.

კონვენციის 33–ე მუხლში გაწერილია მონიტორინგის სამწახნაგოვანი მექანიზმი, ერთი მხრივ, მთავრობის სახით, მეორე მხრივ, ადამიანის უფლებათა ეროვნული

4

Page 5: შეხვედრა UN CRPD-ს მონიტორინგის თემაზე

ინსტიტუტის სახით (რომელიც ჩვენს შემთხვევაში შეიძლება იყოს ომბუდსმენის ოფისი და მასთან ერთად ასევე ანტიდისკრიმინაციული ინსპექტორის უწყება, როდესაც იგი ჩამოყალიბდება), გარდა იმისა, რომ კონვენციის მონიტორინგის ორივე ამ რგოლს ევალება შშმ პირთა და მათი ორგანიზაციების ხელშეწყობა/ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესებსა და სამუშაო პროცესში, ამავე მუხლის მესამე პუნქტი ასევე ადგენს მონიტორინგის განმახორციელებელ სისტემაში მესამე რგოლად შშმ პირთა და მათი ორგანიზაციების, სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციების დამოუკიდებლად (და მეინსტრიმულად) ჩართვას და არა მხოლოდ ალტერნატიული, ჩრდილოვანი ანგარიშების წერის „უფლების მიცემას“. რამდენადაც ამ უკანასკნელის უფლება ამ ორგანიზაციებს ისედაც აქვთ და ვერავინ დაუშლის.სამივე ეს რგოლი თანასწორად და თანაბრად ახორციელებს კონვენციის აღსრულების მონიტორინგს, საკუთარი უფლებამოსილების და მანდატის ფარგლებში.

აუცილებლად დაისმება საკითხი და აქამდეც ბევრჯერ გაჟღერებულა გამოწვევა თემში მონიტორინგისთვის საჭირო რესურსებისა და კომპეტენციების შესახებ.თუმცა, ჩემს მიერ ნახსენებ მონიტორინგის სახელმძღვანელოში ასევე წაიკითხავთ, რომ მონიტორინგში შშმ პირთა და მათი ორგანიზაციების ჩართვა (რაც კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, სახელმწიფოს ვალდებულებაა), მოითხოვს მათი, როგორც ცალკეული პირების და თუ ორგანიზაციების გაძლიერებას და შესაძლებლობების განვითარებას. ამ დროს თანაბრად არის გათვალისწინებული შესაძლებლობების გაძილიერება და მონიტორინგში ჩართვა ყველა ფაქტორის გათვალისწინებით (სქესი, ასაკი, სოციალური სტატუსი, გეოგრაფიული ადგილსამყოფელი და თავისთავად, შესაძლებლობის ნებისმიერი ტიპის შეზღუდვის მქონე პირთა თემის წარმომადგენლობითობა).

არსებული პროექტები – სამოქალაქო სექტორში, მათ შორის არსებულ DPO-ებში [disability persns organisations] მონიტორინგის ჩატარების გარკვეული გამოცდილება არსებობს. ჩვენი ორგანიზაციაც ვიყავით ერთ–ერთი ის დიპიო, რომელმაც განვახორციელეთ 2011 წელს სპორტის სამინისტროს ახალგაზდული ცენტრის ვებგვერდზე თავმოყრილი 400-მდე ახალგაზდული სერვისის მონიტორინგი, სადაც მხოლოდ 7 სერვის პროვაიდერი აღმოჩნდა ხელმისაწვდომი შშმ პირთათვის.) ამაზე და არსებულ გამოცდილებაზე კობა ნადირაძე მოგახსენებთ მოგვიანებით უფრო მეტს, მე როგორც ვიცი.

შესაძლებლობის გაზრდა სწორედ ის ვალდებულებაა, რომელიც ინტეგრირებულია და ერთგვარად წინ უძღვის კიდევაც მონიტორინგის სისტემის გამართვას. 

5

Page 6: შეხვედრა UN CRPD-ს მონიტორინგის თემაზე

თუნდაც, დღევანდელი შეხვედრის ორგანიზატორების, "პარტნიორობა ადამიანის უფლებებისათვის" ორგანიზაციის სახით და არამარტო მათი სახით, ქვეყანას იმის რესურსიც აქვს, რომ შშმ პირები და მათი ორგანიზაციები მონიტორინგისთვის საჭირო კომპეტენციებით აღიჭურვონ. ანა არგანაშვილს და ანა აბაშიძესაც მინდა ვთხოვო, რომ ცოტა რამ გვითხრან თავიანთ გამოსვლებში, მათ მიერ ჩატარებული ტრენინგების დროს სად დაინახეს თემში სუსტი მხარეები და თავის მხრივ, როგორც ტრენერები რაში ხედავენ გამოწვევებს, რომ უფრო ეფექტური გახდეს დატრენინგებული დიპიოების ქმედუნარიანობა და მათ შეძლონ კვალიფიციური დამოუკიდებელი მონიტორინგის განხორციელება. ხოლო იმ ორგანიზაციებმა, რომელნიც შესაძლოა მონიტორინგის შექმნილი მექანიზმის მიღმა დარჩნენ, შეძლონ ჩრდილოვანი ანგარიშების მომზადება. თემის გაძლიერებისათვის და მათ მონიტორინგში სრულფასოვნად და თანასწორად ჩართვისათვის ყველა არსებული და ხელმისაწვდომი რესურსის გამოყენება არის საჭირო და მე ჩემის მხრივ, შემიძლია მოგცეთ პირობა, რომ საერთაშორისო კონტაქტების საშუალებით ძლიერ და გამოცდილ ტრენერებთან, ორგანიზაციებთან, შეგვიძლია უზრუნველვყოთ გაცვლითი პროგრამებიც არსებული დიპიო ორგანიზაციების გასაძლიერებლად და მათგან (პოტენციური პარტნიორებისგან) ამის თაობაზე უკვე გვაქვს თანხმობა. განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიმაჩნია იმ დიპიო ქსელის გაძლიერება, რომელიც რეგიონებში მოღვაწეობს.

რა თქმა უნდა, ასევე მნიშვნელოვანია ამ პროცესებში, 33–ე მუხლის იმავე მესამე პუნქტის ფარგლებში სერვის პროვაიდერების და მათი გაერთიანებების როლი.

მოკლედ შევეხები აქამდე გამოთქმულ მოზარებებს იმის თაობაზე, ვინ და როგორ უნდა განახორციელოს კონვენციის იმპლემენტაციის მონიტორინგი. როგორც ეს ზემოთ უკვე აღვნიშნე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, მიმაჩნია რომ მონიტორინგი უნდა განახორციელოს არაერთმა სხეულმა და ეს არის არამხოლოდ ჩემი პირადი ან ჩვენი ორგანიზაციის მოთხოვნა, ამასვე ითხოვს თავად კონვენცია და მონიტორინგის სახელმძღვანელო.

საუბარია ომბუდსმენის ოფისის მიერ მონიტორინგის განმახორციელებელ ორგანოდ აღიარებაზე, რასაც ჩვენ მხარს ვუჭერთ. თუმცა, ამ შემთხვევაში ვფიქრობ ომბუდსმენის წარმომადგენელმა უნდა მოგვცეს გარანტია, რომ აპარატის მიერ განხორციელებულ მონიტორიგნში ჩართულ შშმ პირებს და მათ ორგანიზაციებს ექნებათ დამოუკიდებლობის მაღალი ხარისხი. ასევე ვფიქრობ, რომ მონიტორინგის განხორციელებაში მნიშვნელოვანი რესურსი იქნება ანტიდისკრიმინაციული კანონით გათვალისწინებული ადამიანის უფლებათა ინსპექტორის უწყება, რომელიც იმედი მაქვს, მალე ჩამოყალიბდება.

6

Page 7: შეხვედრა UN CRPD-ს მონიტორინგის თემაზე

კატეგორიულად არ ვეთანხმები საკორდინაციო საბჭოსთვის 33.3-ით გათვალისწინებული მონიტორინგის ფუნქციის მინიჭებას, რადგან ისინი არც კი არიან დიპიოების და შშმ პირების მიერ არჩეულნი. მიუხედავად იმისა, რომ მათი არჩევის წესზე მუშაობისას გვქონდა ამის მცდელობა ზუსტად კონვენციის მოთხოვნების გათვალისწინებით. ჩვენ ყველამ მაშინვე ვიცოდით, რომ კონვენციას უახლოეს მომავალში დიდი ალბათობით მიიღებდნენ. მაგრამ პასუხად ვიღებდით, რომ ჯერ კონვენცია არ მიუღია საქართველოს და დპო–ების ჩართულობა და გაძლიერება უპერსპექტივო ახირება იყო. თუმცა, ამასაც რომ თავი დავანებოთ, საბჭოს აქვს თავისი არანაკლებ მნიშვნელოვანი ფუნქცია.

ბესარიონ ბოხაშვილი: დიდი მადლობა გიორგის, რომელმაც ძალიან ამომწურავად ისაუბრა მონიტორინგის თემაზე. განვიხილოთ სამი უმნიშვნელოვანესი საფეხური, რომელიც უნდა იყოს ადგილობრი მონიტორინგთან დაკავშირებით. ვფიქრობ იმის მოლოდინი, რომ სახელმწიფო ახალ სტრუქტურას შექმნის ამ კონვენციის მონიტორინგისთვის, გადამეტებულია. პირველი, მიმაჩნია, რომ ეს შეიძლება უშუალო ფუნქცია იყოს ანტიდისკრიმინაცის ინსპექტორისა, თუ ის ეფექტიანად იმუშავებს, ის ძალიან კარგად შეასრულებს ამ ფუნქციას. მეორე, ჩემი აზრით, უალტერნატივო ეს უნდა იყოს სახალხო დამცველი, რომელსაც აქვს კონსტიტუციით მინიჭებული მონიტორინგის უფლებამოსილებები, და რომელიც ერთმნიშვნელოვნად აკმაყოფილებს პარიზის პრინციპებს. მესამე, რაზეც სულ ახლახანს გამოვთქვით ჩვენი მოსაზრებები: ორგანიზაციათაშორისი გარკვეული პლატფორმის შექმნა, არასამთავრობოებისა, რომელიც მუდმივად იქნება საქმის კურსში მიმდინარე პრაქტიკაზე და კანონმდებლობაზე.

ნათია ფირაშვილი: ორგანიზაციათაშორისი პლტფორმის შექმნა და თქვენი მუშაობა შესაძლებელია, მაგრამ სახელმწიფოს მისი წარდგენის ვალდებულება არ გააჩნია.

ბესარიონ ბოხაშვილი: ამ სახელმძღვანელოში [შშმ პირთა კონვენცია პარლამენტარებისთვის] არის ვალდებულება ჩადებული, რომ სახელმწიფომ არა მხოლოდ მორალურად არამედ ფინანსურადაც ხელი შეუწყოს 33-ე მუხლის განხორციელებას. ეს არ ნიშავს რომ ყველა აქ მყოფ მაგალითად, 25 ორგანიზაციას სრული დაფინანსება უნდა მისცეს, მაგრამ ელემენტარულად, იმისათვის რათა ამ ორგანიზაციათაშორისმა ორგანომ შეძლოს ეფექტური მუშაობა, გონივრული თანხა მაინც უნდა იქნას გამოყოფილი მათი მუშაობის უზრუნველსაყოფად.

კობა ნადირაძე: მე მინდა მოხსენება გავაკეთო შშმ პირთა უფლბების მონიტორინგის გამოცდილებაზე და კომპეტენციაზე, რომელიც არის დაგროვებული არასამთავრობო ორგანიზაციებში.

7

Page 8: შეხვედრა UN CRPD-ს მონიტორინგის თემაზე

არსებული გამოცდილება და რესურსები [მუქად აღნიშნულია არასამთავრობოები და დიპიოები, რომლებიც იყვნენ ჩართულნი ან განახორციელეს მონიტორინგი].

1. საქართველოს სახალხო დამცველის პერიოდული საპარლამენტო და სპეციალური ანგარიშები (3 მათგანში მონაწილეობდა დამოუკიდებელი ცხოვრების ახალგაზრდული ცენტრი);

2. ტურისტული ინფრასტრუქტურის მონიტორინგი კახეთში (კახეთის რეგიონის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტეგრაციის ცენტრი და დამოუკიდებელი ცხოვრების ახალგაზრდული ცენტრი)

3. "შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები და ადვოკატირება". განხორციელდა 2010-2012 წლის სამოქმედო გეგმის იმპლემენტაციის მონიტორინგი და შეფასება (ასოციაცია „დეა“, საქართველოს ახალგაზრდა იუსრისტთა ასოციაცია, ადამიანის უფლებები XXI საუკუნე - „ადამი“).

4. ახალგაზრდული სერვისების ხელმისაწვდომობის მონიტორინგი (მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემო ყველასათვის)

5. კახეთის რეგიონში განახლებული ინფრასტრუქტურის მისაწვდომობის მონიტორინგი (ტრენერთა საკვალიფიკაციო ცენტრი, კახეთის რეგიონის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინტეგრაციის ცენტრი და დამოუკიდებელი ცხოვრების ახალგაზრდული ცენტრი)

6. საქართველოს ფსიქიატრიული დაწესებულებები - პრობლემები, საჭიროებები, რეკომენდაციები (ადამიანის უფლებათა ცენტრი, თანამშრომლობა თანაბარი უფლებებისათვის )

7. სოციალური ინფრასტრუქტურის მონიტორინგი თბილისში (მოძრაობა ხელმისაწვდომი გარემოსათვის).

8. პანდუსი საქართველო - განახორციელა პანდუსების მონიტორინგი.

9. კოალიცია დამოუკიდებელი ცხოვრება - ახორციელებდა საარჩევნო პროცესის მონიტორინგს შშმ პირთა ჩართულობის მხრივ.

აქვე უნდა დავამატოთ ის ორგანიზაციები, რომელთაც შესაძლოა ორგანიზაციულად არ განუხორციელებიათ მონიტორინგი, მაგრამ დღეს-დღეობით აერთიანებენ სერიოზულ ადამიანურ რესურსსა და პროფესიონალებს, რომლებიც წარსულში სხვა ორგანიზაციების მანდატით იყვნენ მონიტორინგში ჩართულნი:

8

Page 9: შეხვედრა UN CRPD-ს მონიტორინგის თემაზე

1. EMC - ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი

2. პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის.

თუმცა ცხადია ეს ჩამონათვალი ამომწურავი არ არის და იგი გაუმჯობესდება თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

ანა არგანაშვილი: მე არ დავიწყებ ყველა კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს მონიტორინგის მოდელების განხილვას, ავირჩევ ერთ მოდელს და მასზე ვისაუბრებ. პირველ რიგში მინდა შემოგთავაზოთ ასეთი მიდგომა, არ დავიწყოთ საუბარი იმ პოზიციიდან თუ რა რეალობა გვაქვს დღეს, არამედ ვიფიქროთ, როგორი გვინდა იყოს მომავალში ეს მონიტორინგი და მერე დავსახოთ გზები, როგორ მივიდეთ ამ ჩვენთვის სასურველ რეალობამდე. ორი წლის წინ კონვენციაც არ გვქონდა და ახლა ის უკვე გვაქვს. მთავარია, ვაღიაროთ, რომ არაფერი შშმ პირების შესახებ არ უნდა მოხდეს მათი ჩათულობის გარეშე.

ახლა ვისაუბროთ ახალი ზელანდიის მოდელზე, რომელიც მე ბევრ სხვა მოდელს შორის ავირჩიე და ჩემი აზრით, იგი აერთიანებს ბევრ ისეთ დეტალს, რომელიც ჩვენთვის მისაღებია. თუმცა ასეთივე მოდელი, ცხადია სხვა ქვეყნებსაც აქვს და ამიტომ მას ნუ დავარქმევს მხოლოდ ახალი ზელანდიის მოდელს.

ამ ქვეყანაში, ადამიანის უფლებების ეროვნულ ინსტიტუტს, ანუ ადამიანის უფლებების კომისარსა და ომბუდსმენს აქვს მინიჭებული 33.2 მუხლის მიხედვით ერთობლივი როლი ამ მონიტორინგის განხორციელებისა. ამ კონკრეტული მონიტორინგის გამო მათ ერთნახევარი მილიონით გაეზარდათ დაფინანსება. ეს არის ჩემი აზრით ვალდებულება, მთავრობამ გაზარდოს ბიუჯეტი მაგ. ომბუდსმენს, თუ ეს ვალდებულება მასზე გადავა. სხვა შემთხვევაში სამოქალაქო საზოგადოებას ექნება მონიტორინგის ძალიან მაღალი სტანდარტით მოთხოვნა მის მიმართ, რასაც ომბუდსმენი გაზრდილი რესურსების გარეშე ვერ გააკეთებს.

ახალ ზელანდიაში, ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტის პარალელურად, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ასევე დაეკისრათ ვალდებულება განახორციელონ კონვენციის მონიტორინგი. ახალ ზელანდიაში შეიქმნა შშმ პირთა ორგანიზაციების კოალიცია, მონიტორინგის მიზნით, რომელთაც, როგორც ბესომ აღნიშნა, ასევე აფინანსებს სახელმწიფო. ეს ბევრად უფრო ნაკლები თანხაა $ 750 000, მაგრამ ეს არის სახელმწიფოს მიერ ნების გამოვლენა იმის თაობაზე, რომ სახელმწიფო აძლიერებს შშმ პირთა ორგანიზაციებს, რაც ასევე გათვალისწინებული კონვენციაში. თუმცა ეს ცხადია არასამთავრობო ორგანიზაციებს ძალიან დიდ პასუხისმგებლობას აკისრებს, რომ იყვნენ კონსოლიდირებულნი და ერთობლივი შეთანხმებით გააკეთონ ხარისხიანი მონიტორინგი. სწორედ ეს შშმ პრგანიზაციები თავად შშმ პირებთან იკვლევენ თუ როგორ შეცვალა მათი ცხოვრება კონვენციამ.

9

Page 10: შეხვედრა UN CRPD-ს მონიტორინგის თემაზე

ახლა გადმოვინაცვლოთ საქართელოს რეალობაზე, ჩვენი აზრით შესაძლებელია განხილული იყოს ამ მოდელის დანერგვაც სახელმწიფოს მხრიდან, თუმცა ჩნდება რამდენიმე კითხვა მაგ. ომბუდსმენთან დაკავშირებით:

1. რა რესურსით გააძლიერებს მას სახელმწიფო?

2. როგორ გადალახავს ომბუდსმენი ორგანული კანონით გათვალისწინებულ შეზღუდვას კერძო სამართლის იურიდიული პირების (ორგანიზაციების) მიმართ რეკომენდაციის გაცემაზე. როგორც მოგეხსენებათ, დღევანდელი მდგომარეობით ომბუდსმენი მონიტორინგს ახორციელებს საჯარო უწყებების ან საჯარო ფუნქციის განმახორციელებელი ორგანიზაციების მიმართ, მაშინ როდესაც, კონვენცია ცალსახად აღნიშნავს, რომ კონვენციის მონიტორინგი უნდა განხორციელდეს, როგორც კერძო ისე საჯარო სტრუქტურების მიმართ.

ამ პრობლემის გადასაჭრელა ხომ არ იქნება უპრიანი, სახელმწიფომ კონვენციით გათვალისწინებული მონიტორინგის განსახორციელებლად ნომინირება გაუკეთოს როგორც ომბუდსმენს ისე ანტიდისკრიმინაციულ ინსპექტორს, ვინაიდან სწორედ ამ უკანასკნელის მარეგულირებელ საკანონმდებლო ჩარჩოში მოიაზრება როგორც კერძო ისე საჯარო სტრუქტურების მონიტორნგი. რა თქმა უნდა, ორივე სტრუქტურამ კონვენციის მონიტორინგის განხორციელებისას უნდა ჩართონ შშმ პირები, მაგრამ ეს ფორმატი ვერ მოიცავს შშმ პირთა ორგანიზაციების (DPO), როგორც იურიდიული პირების ჩართვის შესაძლებლობას, ხოლო ასეთის აუცილებლობას აყენებს კონვენცია, როგორც ზემოთ ვისაუბრეთ

ამიტომ შესაძლებელია პარალელურად, სახელმწიფომ გააძლიეროს და ფინანსურად ხელი შეუწყოს შშმ პირთა ორგანზიაციების მხრიდან მონიტორინგის კოალიციის ჩამოყალიბებას, რომლის საშუალებითაც ისინი მოახდენენ თვითორგანიზებას და ჩაატარებენ მონიტორინგს დამოუკიდებლად. ეს ერთდროულად კონვენციის რამდენიმე მუხლის აღსრულებას უზრუნველყოფს: როგორც მონიტორინგში შშმ პირთა ორგანიზაციების ჩართვას, ასევე ამ ორგანიზაციების გაძლიერებას.

ამვე დროს ჩვენ გარკვეული გადაკვეთის წერტილები უნდა მოვნახოთ ამ ორ მონიტორინგის მიმართულებას შორის: ერთი მხრივ მიმაჩნია რომ ომბუდსმენს აქვს შესანიშნავი რესურსი გააძლიეროს ეს არასამთავრობო ორგანიზაციები განათლებით და მონიტორინგის უნარების ამაღლებით. მეორე მხრივ, ამ ორგანიზაციებმა უნდა შექმნან მონიტორინგის სამოქალაქო კონცეფცია და გეგმა, სადაც ცხადია რიგ სფეროებში ომბუდსმენისა და ანტიდისკრიმინაციული სტრუქტურის ერთიანობას გადამწყვეტი როლი ექნებათ.

ამავე ფორმატში შევეხოთ ზოგადად ენჯეოების დაფინანსების მოდელს. ჩვენ ვიცით, რომ სამოქალაქო საზოგადოების მდგრადობაში ბევრ ევროპულ

10

Page 11: შეხვედრა UN CRPD-ს მონიტორინგის თემაზე

ქვეყანაში დიდი წვლილი სწორედ სახელმწიფოს შეაქვს დაფინანსების უზრუნევლყოფით. მაგალითად შვედეთში არსებობს მოდელი, რომლს თანახმადაც შესაძებელია ენჯეობი დაფინანსდნენ სახელმწიფოს მხრიდან, მაგრამ ეს დაფინანსება უნდა უზრუნველყოფდეს მათ დამოუკიდებლობას და მდგრადობას, ანუ არის რამდენიმეწლიანი დაფინანსება და არ არის დამოკიდებული სახელმწიფოს მოულოდნელ გადაწყვეტილებაზე მის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

ეს არის ერთ-ერთი მოდელი და არ აქვს არანაირი რეკომენდაციის ფორმა, ახლა უკვე თქვენი არჩევანია გაითვალისწინებთ მას თუ არა.

ნათია ფირაშვილი: მოგესალმებით, ვფიქრობ რომ ნაყოფიერად მიდის შეხვედრა. მოგეხსენებათ რომ ამ თემასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ოფისმა გუშინ დააფიქსირა პოზიცია. გაეროს 2006 წლის  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციის  33-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, ,,მონაწილე სახელმწიფოები, მათი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი სისტემის შესაბამისად (შეიძლება ეს იყოს ფედერალური, დეცენტრალიზირებული და სხვა), ქვეყნის შიგნით ინარჩუნებენ, აძლიერებენ, ასახელებენ (ჩვენ ასეთი ინსტიტუტი გვაქვს ამიტომ ეს ნაწილი გვეხება) ან აყალიბებენ წინამდებარე კონვენციის პოპულარიზაციის, დაცვისა და განხორციელების მონიტორინგისათვის აუციელებელ სტრუქტურას, რომელიც საჭიროების მიხედვით მოიცავს ერთ, ან რამოდენიმე (აუცილებლად რამდენიმე მექანიზმი შექმენითო არ ითხოვს) დამოუკიდებელ მექანიზმს. ასეთი სახის მექანიზმის დასახელებისა ან შექმნის შემთხვევაში, მონაწილე ქვეყნები მხედველობაში იღებენ ადამიანის უფლებების დაცვისა და პოპულარიზაციის ეროვნული ინსტიტუტების სტატუსსა და ფუნქციონირების პრინციპებს.“ (საქართველოში ასეთი ეროვნული ინსტიტუტი დღეს მხოლოდ ერთია სახალხო დამცველის ოფისი. ინტიტუტის რეპუტაცია, კომპეტენცია და გამოცდილება ადამიანის უფლებათა  მონიტორინგის კუთხით ხაზგასასმელია)რატომ საქართველოს სახალხო დამცველი?

1. იგი წარმოადგენს ადამიანის უფლებათა დაცვისა და პოპულარიზაციის საქართველოს კონსტიტუციით დადგენილ ეროვნულ ინსტიტუტს, რომელსაც ირჩევს პარლამენტი.2.   საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტი ინსტიტუტს საგანმანათლებლო ფუნქციას ანიჭებს,3.  ხოლო 31 მუხლის თანახმად საქართველოს სახალხო დამცველი ასრულებს პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციებს, რის საფუძველზეც ხორციელდება დახურული დაწესებულებების მონიტორინგი.4.  საქართველოს სახალხო დამცველს ჰყავს 40-ზე მეტი ექსპერტი უფლებათა დაცვის საკითხებში (მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და დისკრიმინაციის საკითხებში ექპერტები),

11

Page 12: შეხვედრა UN CRPD-ს მონიტორინგის თემაზე

5.  აქვს პირველადი მატერიალურ-ტექნიკური და ადმინისტრაციული რესუსუსები, რომელიც საჭიროა ზემოაღნიშნული ფუნქციის განსხორციელებლად.6.   სახალხო დამცველი აქვს A კატეგორია ევროპის ადამიანის უფლებადაცვით ინსტიტუტებს შორის7. საერთაშორისო ადამიანის უფლებადაცვით ინსტიტუტებთან აქვს მჭიდრო თანაშრომლობის გამოცდილება მონიტორინგის განხორცილებისთვის8. საქართველოს სახალხო დამცველი მონიტორინგს ახორცილებს პარიზის პრინციპების სრული დაცვით და სხვა.

ხოლო, რაც შეეხება, 33-ე მუხლის მესამე ნაწილს, რომელზეც ჩემი ხედვა მაქვს და მინდა რომ გაგიზიაროთ, მე ასე ვკითხულობ ყოველშემთხვევაში, შშმ პირთა ორგანიზაციების ქსელის ჩამოყალიბებას და გაძლიერებას შეიძლება ჰქონდეს მონიტორინგის ან იმპლემენტაციის ფუნქცია.

ანა არგანაშვილი: იმპლემენტაციის კუთხით საკოორდინაციო საბჭო შშმ პირების მონაწილეობით უკვე გვყავს მაგრამ მათ მონიტორინინგის ფუნქციას ვერ დავაკისრებთ.

გია ძნელაძე: იმპლემენტაციის ფუნქცია სხვაა და მონიტორინგის ფუნქცია სხვა, მათ ერთმანეთში ნუ ავურევთ.

გოგა კოხრეიძე: ბატონო ბესო, გთხოვთ განგვიმარტოთ ვის მიმართ აქვს ომბუდსმენს პასუხისმგებლობა.

ბესარიონ ბოხაშვილი: კანონდმებლობის მიხედვით ეს არის პარლამენტი.

გოგა კოხრეიძე: პრობლემა ისაა, რომ პარლამენტის მიმართ პასუხისმგებლობა რჩება, ხოლო საზოგადოების მიმართ პასუხისმგებლობა არა. კანონში ამას ვერ დაწერ, მაგრამ განხორციელების თვალსაზრისით ეს არის ძალიან მნიშნელოვანი.

გია ძნელაძე: რადგან დღეს კონკრეტულად მონიტორინგზე შევიკრიბეთ მე მინდა ჩემი აზრი მოგახსენოთ. ახალი ზელანდიის მოდელი მისაღებია აბსოლუტურად ჩემთვის. რა თქმა უნდა, უნდა გაიზარდოს ომბუდსმენში შშმ ცენტრის დაფინანსებაც, რაც გულისხმობს მათი პასუხისმგებლობის გაზრდას, ასევე სახსრები უნდა გამოინახოს იმ არასამთავრობოების ჯგუფისთვის, რომელიც მონიტორინგს განახორციელებს. რადგან პრემიერის საკოორდინაციო საბჭოს აქვს სრულიად სხვა ფუნქცია, ეს არის საკონსულტაციო საბჭო და აქვს მხოლოდ ზედამხედველობის ფუნქცია და შშმ პირთა საჭიროებები მიაქვს პრემიერამდე, ამიტომ ის ვერ იქნება მონიტორინგის განმახორციელებელი. ანუ კონვენციის მიხედვით, იქმნება ორი უწყება, ერთი არის მის განხორციელებაზე ზედემხედველი ორგანო, ანუ ეს არის სახელმწიფო ორგანო, საჯარო უწყება. შესაძლოა ეს იყოს საკოორდინაციო საბჭო, ამას კანონი არ კრძალავს მაგრამ ის გარდაიქმნება საჯარო იურიდიულ პირად და არასამთავრობოების

12

Page 13: შეხვედრა UN CRPD-ს მონიტორინგის თემაზე

წარმომადგენლობა კვდება შიგნით. ამიტომ, მე გამოვრიცხავ ახლანდელმა საკოორდინაციო საბჭომ განახორციელოს იმპლემენტაციაზე ზედამხედველობა, რადგან ეს ფაქტობრივად აუქმებს მასში არასამთავრობოების მონაწილეობას და ისინი გახდებიან ჩინოვნიკები. მაშინ, ჩვენ უნდა შევქმნათ რამე ალტერნატიული, სადაც არასამთავრობო სექტორს ექნება ჩართულობა. მეორე, მე ვფიქრობ, რომ ეგეთი უწყება, ანუ იმპლემენტაციაზე ზეამხედველი, შეიძლება იყოს ორი უწყება ჯანდაცვის ან იუსტიციის სამინისტრო, რომელთაგანაც მე პირადად უპირატესობას ვანიჭებ იუსტიციის სამინისტროს. ხოლო საკოორიდნაციო საბჭოს მონიტორინგი, უნდა განახორციელოს არასამთავრობოების მონიტორინგის კოალიციამ (თუ რაც ერქმევა) აუცილებლად. მაგითიც უნდა დაიწყონ.

ანა არგანაშვილი: საკოორდინაციო, საზედამხედველო ორგანო იმდენად მნიშვნელოვანი და მონიტორინგისგან განსხვავებული თემაა, მე მას არ დავაკნინებდი რომ დღეს განხილულად ჩაგვეთვალა. იქნებ ცალკე მოიწვიოთ შეხვედრა მის განსახილველად.

ელისო რეხვიაშილი: ზოგადად მომწონს კონსტრუქციული ტონალობა ჩვენი შეხვედრის. მოხდა ძალიან საინტერესო ზოგადი ინფორმაციის წარდგენა, მოდელების, მონიტორინგის უნარების პოზიციონირება, რაც ლოგიკურია და საქმის წინსწრებით გაკეთებას ნიშავს. მაგრამ ერთი რამ არის მნიშნელოვანი, ეს არის საკონსოლიდაციო უნარ-ჩვევების ნაკლებობა. დღევანდელი შეხვედრა არს მაგალითი: როდესაც კონკრეტულ საკითხებზე ვართ ორიენტირებულები, ბევრად უფრო მარტივად ხდება ერთიანი აზრის ან თუნდაც საპირისპირო აზრის მოსმენის შესაძლებლობა. სამომავლოდ კარგი იქნება, რომ რაღაც-რაღაცეებზე შეთანხმება მოხდეს და მომავალ შეხვედრებშიც ვიყოთ ასეთივე კონსტრუქციული, როგორც დღეს და რაღაც წესებზე შევთანხმდეთ.

მაგული შაღაშვილი: ჩვენ აქ 25 ორგანიზაცია ვართ, კარგია რომ აუთლაინი გავაკეთეთ, მაგრამ ეს უნდა შევთავაზოთ სხვა ორგანიზაციებს, მოვისმინოთ მათი აზრიც, სადღაც ერთი კვირის ვადაში.

ანა არგანაშვილი: გია ძნელაძემ შემოგვთავაზა 100 კაციანი შეხვედრის შესაძლებლობა და თუ ისევ ძალაშია, შეგვიძლია ეს გამოვიყენოთ.

ანა აბაშიძე: ცხადია არც არავის უფიქრია რომ 25 კაცი რამეს გადაწყვეტს, ეს არის პირველი განხილვა, სტრატეგიულად იუსტიციის სამინისტროში, რაც არის იმის სიმბოლო რომ არასამთავრებოები ერთვებიან სახელმწიფოს მონიტორინგში. ამის შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია მუშაობა განვაგრძოთ 100-კაციან თუ 200-კაციან აუდიტორიაში.

მაგული შაღაშვილი: ასევე საკოორდინაციო საბჭოსთან მექნებოდა თხოვნა, რომ როდესაც რაღაც ხდება ძალიან კარგია სოციალური მედიის გამოყენება. თითქმის ყველას მიუწვდება ხელი, მხოლოდ 100 ორგანიზაცია მაინც ვერ

13

Page 14: შეხვედრა UN CRPD-ს მონიტორინგის თემაზე

წარმოადგენს ყველას. ეს სამწუხაროდ აქამდე არ ხდებოდა, მე ვიღებ დღის წესრიგს იმ შეხვედრაზე, რომელიც უკვე ჩატარდა, ჩემს აზრს არავინ არ იზიარებს, შეიძლება სულაც არ ვეთანხმებოდი დღის წესრიგს, ასევე ანგარიშს არ ვიღებთ მათი მუშაობის შესახებ. მნიშნელოვანი არის ის, რომ ჩვენც გავუკეთოთ სხვა ორგანიზაციებს უკუკავშრი, რაზე ვისაუბრეთ აქ. თუ შევთანხმდებით, დავდოთ ხოლმე ინფორმაცია ფბ-გვერდზე, ”მოვითხოვოთ საქართველომ რატიფიკაცია გაუკეთოს UN CRPD-ს”

ნინო აღდგომელაშვილი: შეგვიძლია ჯგუფის სახელი შევცვალოთ, მაგ. “მოვითხოვოთ UN CRPD-ს ეფექტური იმპლემენტაცია და დამატებითი ოქმის რატიფიკაცია”. იმისათვის რომ ჩავერთოთ ამ პროცესებში და მოვახდინოთ მონიტორინგი, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციებმა, გვჭირდება ცოდნა იმისა, როგორ გავაკეთოთ მონიტორინგი. ინფორმაციის სახით ვიტყოდი, რომ ჩვენი პარტნიორებ პოლონეთიდან “ჰელსინკის ფონდი” ელიან პროექტზე პასუხს, რომელშიც სხვა საკითხებთან ერთად გათვალისწინებული აქვთ მონიტორინგის მექანიზმები და უნარების სწავლება.

ანა აბაშიძე - ახლა როგორც არასდროს, გვჭირდება რესურსების გაერთიანება და მობილიზება.

ლინა ღვინიანიძე- ვინაიდან თქვენ იფიქრეთ ახალზელანდიურ მოდელზე, ასეთი ორგანიზაციები [არასამთავრობოები] როგორ ახორციელებენ დახურულ დაწესებულებებში მონიტორინგს? ამ მანდატს საიდან აიღებენ.

ნათია ფირაშვილი - რატომ უნდა გავიზიაროთ ან მივიღოთ უპირობოდ ზელანდიური გამოცდილება, როცა ჩვენი ქვეყანა ევროპისკენ მიისწრაფის. და ევროპული გამოცდილება სწორედ ადამიანის უფლებათა ინსტიტუტებზე აკეთებს არჩევანს კონვენციით სახელმწიფოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების მონიტორინგისას. მაგალითად:შვედეთი- თანასწორობის ომბუდსმენიდანია - ადამიანის უფლებათა ინსიტუტიპოლონეთი- სახალხო დამცველის ოფისიავსტრია-ომბუდსმენის საბჭოგერმანია- ადამიანის უფლებათა ინსტიტუტისახალხო დამცველის მიერ განხორციელებულ მონიტორინგში ჩართული პირები (ფიზიკური პირები (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები/მათი წარმომადგენლები), როგორც ექპერტები და იურიდიული პირები (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და მათ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები, მათი პროფესიული კავშირები, აკადემიური წრეები) თანამშრომლობის მემურანდუმის, პარტნიორობის საფუძველზე) კი სახალხო დამცველის მანდატის ქვეშ უფრო გაძლიერდებიან და შეძლებენ დახურული დაწებულებების მონიტორინგსაც, რომლის გარეშეც ჩატარებული მონიტორინგი ვერ იქნება

14

Page 15: შეხვედრა UN CRPD-ს მონიტორინგის თემაზე

სრულყოფილი. კონვეცია სწორედ სახელმწიფოს მიერ კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების მონიტორინგს მოიცავს, რაც სახელმწიფო დაქვემდებარებაში მყოფი დახურული დაწესებულებების  (პანსიონატები, საპატიმროები, სამხედრო სამსახური, ფსიქიატრიული დაწესებულებები) მონიტორინგსაც საჭიროებს.ვფიქრობ, სახალხო დამცველის ინსტიტუტის ფარგლებში მონიტორინგის მექანიზმის გაძლიერება ეფექტური მონიტორინგის განხორციელების საფუძველი იქნება.

სახალხო დამცველი არის ერთადერთი უწყება, რომელიც არის ადამიანის უფლებების ეროვნული ინსტიტუტი და ის იქნება წარდგენილი როგორც მონიტორინგის უწყება, ხოლო ამ ქოლგის ქვეშ, რასაც სახალხო დამცველი ჰქვია, არასამთავრობო ორგანიზაციები და შშმ პირები ჩართული უნდა იყვნენ, რეალურად შშმ პირები ამ მანდატით მხოლოდ გაძლიერდებიან, რადგან დამატებით ექნებათ შესაძლებლობა განახორციელონ მონიტორინგი დახურულ დაწესებულებებში. ანუ მონიტორინგს გააკეთებენ ერთად, მაგრამ ერთიანი დასრულებული სახით გაიგზავნება ანგარიში. ეს არის ჩემი პოზიცია.

გია ძნელაძე: რა პრობლემაა რომ იყოს ცალკე ეს არასამთავრობოების საბჭო?

ნათია ფირაშვილი: მე პრობლემას ვერ ვხედავ, უბრალოდ მგონია რომ სახალხო დამცველის მანდატი გააძლიერებს შშმ პირებს. შშმ პატიმრებიც გვყავს, შშმ ჯარისკაცებიც გვყავს. ალტერნატიული რეპორტის გაგზავნის უფლება ყველას ყოველთვის შეუძლია, დღესაც კი.

გია ძნელაძე: არ გეკამათებით ნათია იმაზე რომ ომბუდსმენი შშმ ფიზიკურ პირებსაც ჩართავს მონიტორინგში და მისცემს თავის მანდატს [რწმუნებას] და მე მგონი არც ისაა პრობლემა, რომ იურიდიულმა პირებმა ანუ არასამთავრობოებმა თავისი მონიტორინგის გაერთიანება შექმნან.

ნათია ფარაშვილი: არანაირი პრობლემა არ არის, უბრალოდ ეგ ანგარიში წავა თუ არ წავა, აი, ეს არის. მე უბრალოდ ვამბობდი, რომ ეს ხომ უფრო ეფექტური არ იქნებოდა, როგორც ლინამ თქვა...

დამსწრეთაგან ერთდროულად რამდენიმე ამბობს: ლინას ეს არ უთქვამს.

ლინა ღვინიანიძე: აქ ჩვენ იმიტომ არ ვართ რომ რამე გადაწყვეტილება მივიღოთ, ხომ მართალია. მნიშვნელოვანია, რომ ყველა მოდელი განვიხილოთ, ის მოდელი, რომელიც შემოგვთავაზა ანამ და ის მოდელი, რომელზეც ეხლა ლაპარაკობს სახალხო დამცველი. ანუ აქ არის რისკი ის რომ არასამთავრობოებს შეიძლება არ ჰქონდეს წვდომა მაგ. ციხეებზე, ეს რისკი არსებობს, ამიტომ ვიფიქროთ იმაზე, ამ მოდელში როგორ აღვჭურვოთ ისინი ამ მანდატით - ეს არის ერთი მოდელი და მეორე მოდელი, რომელზეც თქვენ საუბრობდით არის, ის გამოცდილება რაც არის, როდესაც დამოუკდებელ

15

Page 16: შეხვედრა UN CRPD-ს მონიტორინგის თემაზე

ორგანოში [ომბუდსმენთან] არიან ჩართულნი გარკვეული სახით [შშმ პირები]. თუმცა, ეს არ გამორიცხავს იმას, რომ იყოს ალტერნატიული საბჭო, რომელიც ცალკე გააკეთებს მონიტორინგს. რისკები ერთ შემთხვევაში არის სრულყოფილების ნაკლებობა [დახურულ დაწესებულებებში შეღწევის პრობლემიდან გამომდინარე] და მეორე, დამოუკიდებლობის და სახელმწიფოს მეინსტრიმული მონიტორინგისგან გამიჯვნის ნაკლებობა. ორივე მოდელი უნდა განვიხილოთ და დღეს არ გადავწყვიტოთ.

გოგა კოხრეიძე: დახურულ დაწესებულებებს რაც შეეხება, ჩვენ შეიძლება შევთანხმდეთ კონკრეტულ პიროვნებებზე და მათზე მოხდეს ამ უფლებამოსილების დელეგირება, რომ შევიდენ მაგ დახურულ დაწესებულებებში და ეგ არ არის რთული საკითხი. მაგრამ, მეორე მომენტია, საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრას წინ უძღოდა კონვენციის მიღება და ყველა გადაწყვეტილებას საფუძვლად უნდა დაედოს ეს კონვენცია და არა მანამდე არსებული სხვა დოკუმენტები, რადგან ის ძალიან კარგად და ნათლად ასახავს შშმ პირთა უფლებებს. აზერბაიჯანში მაგ. დღემდე არ არის განსაზღვრული არც იმპლემენტატორი და არც მონიტონგის უწყებება. მაგრამ ჩვენ გვჭირდება ერთ თვეში ამაზე ინტენსიური მსჯელობა და პრემირ-მინისტრთან პოზიციის წარდგენა, მე მინდა ამის ორგანიზება გააკეთოს სამდივნომ და საჭიროა ფეისბუქიც ეფექტურად გამოვყენოთ. ეს საკითხი ჩემი გასატანია საკოორდინაციო საბჭოზე და მე უნდა დავიცვა პოზიცია, ამიტომ ვიმუშავოთ ეფექტურად ერთობლივად. მე ვთხოვ სამდივნოს დაგვეხმაროს შეხვედრების ორგანიზებაში.

ანა აბაშიძე: ჩვენ არ გვაქვს სამწუხაროდ ფინანსური რესურსი რომ დიდი დარბაზი დავიქირავოთ და დიდი შეხვედრა გავმართოთ.

ანა არგანაშვილი: იქნება ოქმი, აიტვირთება ჩვენი ორგანიზაციის ფბ გვერდზე, რომელიც საჯაროა, განვიხილავთ ორივეს, იმ თანმიმდევრობით, როგორც აქ განვიხილეთ. ეს კონკრეტული შეხვედრა, კიდევ ვიმეორებ, რომ გადაწყვეტილების მიღებას არ ემსახურებოდა ეს შეხვედრა. ახლა უკვე, ამ ორი მოდელიდან, რომელს შესთავაზებთ პრემირ-მინისტრს საკოორდინაციო საბჭო, თქვენი საქმეა.

ნინო ბაიდაური: რომელ ორ მოდელზეა ანა საუბარი, მე ვერ გავიგე, ერთი მოდელი გულისხმობს იმას რომ შშმ პირები სახალხო დამცველთან ინტეგრირებული სახით იქნებიან მონიტორინგში ჩართული და, მეორე მოდელი გულისხმობს, როგორც სახალხო დამცველთან ინტეგრირების შესაძლებლობას, ისე ცალკე მონიტორინგს განხორციელების შესაძლებლობას. ანუ აქ რა არის სადავო? ისედაც, ნებისმიერ ვარიანტში იქნება ჩართული სახალხო დამცველთან შშმ პირები მონიტორინგში.

16

Page 17: შეხვედრა UN CRPD-ს მონიტორინგის თემაზე

გოგა კოხრეიძე: სახალხო დამცველს ამტკიცებს უმრავლესობა, სახალხო დამცველი ამ შემთხვევაში აკონტროლებს მთავრობას, რომელიც უმრავლესობის მხრიდან არის. ანუ ჩვენს მიერ მონიტორინგის დროს დაფიქსირებული ფაქტები შესაძლებელია ანგარიშში არ მივიდეს ბოლომდე, აი ამას რას ვუშვებით.

ნინო ბაიდაური: ერთი რამეც გავითვალისწინოთ, კონვენცია მიზნად ისახავ თემის და შშმ პირების გაძლიერებას და არა რომელიმე სტრუქტურის გაძლიერებას, რომ მერე იმან გააძლიეროს შშმ პირები.

ანა არგანაშვილი: ამიტომაც გვაქვს ორი მოდელი, ბევრ ხალხს მოვიწვევთ, იქაც გავაცნობთ. თუ მხოლოდ ერთი ადამიანი იქნება რომელიმე მოდელის მხარდამჭერი, მივხვდებით რომ არაპოპულარულია. მერე უკვე თქვენ საკოორდინაციო საბჭოსთან მიიტანთ გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრამდე. ყველას დიდი მადლობა მობრძანებისთვის.

ოქმი შეადგინა: ანა არგანაშვილმა.

24.01.2014

17