სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

87
სოფლის მოსახლეობის კვლევა

description

სოფლის მოსახლეობის კვლევა განხორციელდა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოებისრეგიონული ქსელი“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია"სიდა" აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის G-PAC პროგრამის მხარდაჭერითა და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.კვლევაში

Transcript of სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

Page 1: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

სოფლის მოსახლეობის

კვლევა

Page 2: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

სოფლის მოსახლეობის კვლევა განხორციელდა პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების

რეგიონული ქსელი“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაცია

"სიდა" აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის G-PAC პროგრამის მხარდაჭერითა

და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით.

კვლევაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლებელია არ გამოხატავდეს არასამთავრობო

ორგანიზაცია "სიდას" აღმოსავლეთ დასავლეთის მართვის ინსტიტუტის G-PAC პროგრამისა

და აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მოსაზრებებს.

Page 3: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

სარჩევი

კვლევის წინაპირობა მიზანი ................................................................................................................... 4

კვლევის დიზაინი ..................................................................................................................................... 4

შერჩევის დიზაინი ................................................................................................................................ 5

სირთულეები, რომლებიც შეგვხვდა კვლევის დროს ..................................................................... 8

კვლევის არეალი ................................................................................................................................ 8

დემოგრაფიული მონაცემები ................................................................................................................ 10

ძირითადი შედეგები .............................................................................................................................. 16

ეკონომიკა და ქონება .......................................................................................................................... 16

სერვისებზე ხელმისაწვდომობა ........................................................................................................ 16

ადგილობრივი ხელისუფლების აღქმა ............................................................................................ 17

ოჯახის ეკონომიკა ხარჯები .................................................................................................................. 20

ქონება ........................................................................................................................................................ 26

ხელმისაწვდომობა სხვადასხვა სერვისზე .......................................................................................... 30

ადგილობრივი ხელისუფლების აღქმა და მოქალაქეთა აქტივობა ................................................ 43

ინფორმირებულობა პარლამენტის ტეპუტატის საქმიანობის შესახებ ..................................... 63

დამოკიდებულება საზოგადოებრივი გაერთიანების მიმართ ...................................................... 66

ადგილობრივი დავები და მათი გადაჭრის გზები ............................................................................ 76

განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმირებულობა და

მათი ეფექტიანობის აღქმა ..................................................................................................................... 77

მიგრაცია და ურთიერთობა სხვა რეგიონებთან ................................................................................ 81

საკომუნიკაციო არხები .......................................................................................................................... 84

Page 4: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

კვლევის წინაპირობა

წინამდებარე კვლევის მიზანს წარმოადგენდა საქართველოს სოფლის მოსახლეობის

საჭიროებებისა და შესაძლებლობების შესწავლას. 2013 წლის იანვარსა და თებერვალში

რეგიონული ქსელის ფარგლებში ჩატარდა კვლევა, რომელიც ითვალისწინებდა

საქართველოს რეგიონების (თბილისის გარდა) მოსახლეობის არსებული პრობლემების

დადგენას და ამ პრობლემების შესაბამისობის ინდეტიფიცირებას იმ აქტივობებთან,

რომელსაც ახორციელებდნენ ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციები. როგორც

აღნიშნულმა კვლევამ აჩვენა სიტუაცია რეგიონულ ცენტრებსა და და სოფლებს შორის

განსხვავდებოდა. ეს განსხვავება განსაკუთრებით თვალშისაცემი იყო სოფლისა და ქალაქის

მოსახლეობის მიერ პრობლემების მოგვარების შესაძლებლობების აღქმისას. ამ გარემოებიდან

გამომდინარე 2013 წლის ივნის-ივლისში ჩატარებული კვლევის მიზანს წარმოადგენდა იმ

შესაძლებლობების და რესურსების აღწერა, რომელიც აქვს სოფლის მოსახლეობას

საქართველოს რეგიონებში.

კვლევის ამოცანებს წარმოადგენდა:

1. სოფლის მოსახლეობის ოჯახის სტრუქტურის აღწერა

2. არსებული კერძო და სოფლისთვის საერთო ქონების შესწავლა

3. სოფლის მოსახლეობის ხარჯების და შემოსავლების შესწავლა

4. სოფლის მოსახლეობის მიერ ადგილობრივი ხელისუფლების აღქმა და სამოქალაო

აქტივობის შეაფსება

5. მართლმსაჯულების განხორცილებეის გავრცელებული მოდელის აღწერა

6. სოფლის მოსახლეობის დამოკიდებულების იდენტიფიცირება სხვადასხვა

საზოგადოებრივი გაერთიანების მიმართ

7. ინფრასტრუქტურული პროექტების ეფექტურობის აღქმა სოფლის მოსახლეობის მიერ

8. მიგრაციული პროცესების შესწავლა

კვლევის დიზაინი

მიზნის მისაღწევად და კვლევის ამოცანების გადასაწყვეტად კვლევითი ჯგუფის მიერ

არჩეული იქნა კვლევის რაოდენობრივი მეთოდი. კვლევის ინსტრუმენტად გამოყენებული

იქნა სტრუქტურირებული ანკეტა. საკვლევი საკითხები ჩამოყალიბდა 2013 წლის ზამთრის

რაოდენობრივი და თვისობრივი კვლევის შედეგად, რამაც გაამარტივა ინსტრუმენტის

შედგენა.

Page 5: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

შერჩევის დიზაინი

შერჩევისას გამოყენებული იქნა სოფლის მოსახლეობის აღწერის მონაცემები და „სიდას“

ბაზები სოფლის მოსახლეობის რაოდენობების შესახებ.

კვლევის სპეციფიკიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ თითოეულ რეგიონში

გამოგვეკითხა თანაბარი რაოდენობის რესპონდენტები (150 თითოეულ რეგიონში).

სოფლების შიგნით შერჩევის ფორმირებისთვის გამოვიყენეთ მოსახლეობის რაოდენობები,

მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით სოფლები დავყავით 3 პირობით კატეგორიად: პატარა

სოფელი - 50-დან 200-მდე მოსახლე, საშუალო სოფელი - 200-დან 1000-მდე მოსახლე, დიდი

სოფელი - 1000 -დან ზევით მოსახლე.

როგორც დიაგრამიდან ჩანს, ყველაზე გავრცელებული სოფლები არის 200-500-მდე

მაცხოვრებლით.

დიაგრამა 1. სოფლების განაწილება მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით

Page 6: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

რეპრეზენტატული შერჩევის მისაღებად და სოფლის მოსახლეობის მუნიციპალურ

სერვისებზე წვდომის უკეთ დადგენის მიზნით, მიზანშეწონილად მივიჩნიეთ ყველა

რეგიონიდან აგვერჩია ორი, მოსახლეობის მიხედვით ყველაზე მრავალრიცხოვანი

მუნიციპალიტეტი. თითოეულ მუნიციპალიტეტში კი შემთხვევითი შერჩევით სამი სოფელი

- მოსახლეობით 50-დან ზევით1

თითოეულ სოფელში გამოვიკითხეთ რესპონდენტები მოსახლეობის რაოდენობის

პროპორციულად.

ამ ტიპის შერჩევამ მოგვცა საშუალება კვლევაში ჩაგვერთო ყველა ტიპის სოფლის

მოსახლეობა, როგორც მცირე, ასევე დიდი.

სულ გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 1496-მა რესპონდენტმა საქართველოს მასშტაბით.

1 კვლევებმა ცხადყო, რომ მცირერიცხოვანი სოფლები, რომლებიც აღწერილი იყო 2000 წელს, დღეისათვის

დაცლილია.

Page 7: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

7

რესპონდენტები შეირჩნენ შემთხვევითი ხეტიალის პრინციპით, ოჯახიდან გამოიკითხა მხოლოდ ერთი რესპონდენტი.

Page 8: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

8

სირთულეები, რომლებიც შეგვხვდა კვლევის დროს

ყველაზე მნიშვნელოვანი სირთულე, რომელსაც კვლევის მონაწილეთა ჯგუფი წააწყდა

საველე სამუშაოების ეტაპზე, ეს იყო პატარა სოფლების მოსახლეობის არასაკმარისი

რაოდენობა შერჩევით გათვალისწინებული რესპონდენტების მოსაგროვებლად. ეს

სირთულე გადაწყვეტილი იქნა მსგავსი სიმჭიდროვის სოფლის დამატებით და/ან

ჩანაცვლებით.

კვლევის არეალი

ცხრილი 1. კვლევაში მონაწილე მუნიციპალიტეტები და სოფლები

მუნიციპალიტეტი სოფელი

აჭარა ქობულეთი ხუცუბანი

შუაღელე

ოხტომი

ჭახათი

ხელვაჩაური კახაბერი

შარაბიძეები

კვარიათი

გურია ოზურგეთი ოზურგეთი

თხინვალი

გონებისკარი

არჩეული

ლანჩხუთი ქვემო შუხუთი

ქვედა მამათი

ორაგვე

იმერეთი ზესტაფონი არგვეთა

შროშა

ლელაძისეული

წყალტუბო გეგუთი

ჟონეთი

მექვენა

მცხეთა-მთიანეთი მცხეთა მუხრანი

გოროვანი

ცხვარიჭამია

დუშეთი დაბა ფასანაური

წითელსოფელი

ქვემო მლეთა

რაჭ-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი ამბროლაური სადმელი

ზემო ჟოშხა

კვირიკეწმინდა

ქვედა ლუხვანო

Page 9: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

9

ცაგერი ორბელი

ბარდნალა

ნაკურალეში

ტოლა

სამეგრელო - ზემო სვანეთი ზუგდიდი რუხი

ანაკლია

ოირემე

სენაკი ძველი სენაკი

საცხვიტაო

რეკა

სამცხე-ჯავახეთი ახალქალაქი ხულგუმო

ჩუნჩხა

თახჩა

ახალციხე წნისი

ზემო სხვილისი

ივლიტა

ჭაჭარაქი

ქვემო ქართლი მარნეული ყიზილ-აჯლო

ილმაზლო

პატარა ბეგლარი

გარდაბანი სართიჭალა

მზიანეთი

კიკეთი

შიდა ქართლი გორი კარალეთი

მეღვრეკისი

შავშვები

ხაშური ცხრამუხა

ნაბახტევი

ზემო ბროლოსანი

კახეთი გურჯაანი კარდანახი

ზეგაანი

ყიტაანი

თელავი რუისპირი

სანიორე

კობაძე

გამოკითხული რესპონდენტების 29,2%-მა არ იცოდა რა ასაკის იყო მისი სოფელი, 28,3 %-

ის აზრით მათი სოფელი სამ საუკუნეზე მეტს ითვლის, 31,5%-ის აზრით 1-დან 3

საუკუნემდე, ხოლო 11% -ის ინფორმაციით მისი სოფელი 1 საუკუნის ან ნაკლებისაა.

თითქმის ერთნაირი განაწილებაა, როგორც პატარა, ასევე საშუალო და დიდ სოფლებში.

Page 10: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

10

დემოგრაფიული მონაცემები

გამოკითხულთა შორის უმრავლესობა (98,2%) ადგილობრივი მაცხოვრებელია, ხოლო 1,8%

დევნილი. გამოკითხულთა საშუალო ასაკი 50 წელია.

დიაგრამა 2. რესპონდენტთა ასაკობრივი განაწილება

გამოკითხულთა 61.4% ქალი, ხოლო 35,9% მამაკაცია.

რესპონდენტებს შორის უმეტესობა ოჯახის უფროსი (41,2%), ან ოჯახის უფროსის

მეუღლეა (40,6%). აღსანიშნავია, რომ ოჯახის უფროსად თავს 70,7 % მამაკაცი, ხოლო

29,6% ქალი თვლის. ოჯახის უფროსის მეუღლედ კი 96% შემთხვევაში ქალი მიიჩნევს.

Page 11: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

11

გამოკითხულთა 86% ეთნიკურად ქართველად მიიჩნევს თავს, 7,4% - სომეხი, ხოლო 5% -

აზერბაიჯანელია.

დიაგრამა 3. რესპონდენტთა დასაქმება

დიაგრამა 4. რესპონდენტთა განათლება

Page 12: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

12

ოჯახის წევრთა რაოდენობა მერყეობს 1-დან 11-მდე, საშუალო რაოდენობა შეადგენს 4

წევრს. დიაგრამაზე #5 მოცემულია გამოკითხულთა ოჯახის წევრთა რაოდენობების

განაწილება.

დიაგრამა 5. განაწილება ოჯახის წევრთა რაოდენობის მიხედვით

Page 13: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

13

რესპონდენტთა 47% არა აქვს პროფესია. ყველაზე გავრცელებული პროფესია არის

სამედიცინო სფეროს ტექნიკური პერსონალი, ექთნები, სანიტრები და ა.შ. ცხრილში

ჩამოთვლილია ის პროფესიები, რომელსაც ფლობდა 15 რესპონდენტზე მეტი მაინც. სულ

დასახელდა 78 პროფესია/ხელობა.

ცხრილი 2. რესპონდენტთა ყველაზე გავრცელებული პროფესიები

პროფესიები %

სამედიცინო სფეროს მუშაკები, ექთნები და ა.შ. 4.4

ეკონომისტები 4.0

საშუალო განათლების პედაგოგები 3.7

ბუღალტერ-მოანგარიშეები 6.0

ფილოლოგები 3.5

მსუბუქი ავტომობილების, ტაქსისა და ფურგონების მძღოლები 2.3

აგრონომები და მონათესავე პროფესიების სპეციალისტები 1.3

ფილოსოფოსები, ისტორიკოსები და პოლიტოლოგები 1.2

ინჟინერ-მექანიკოსები 1.1

სამოქალაქო მშენებლობის ტექნიკოსები 1.1

ელექტროტექნიკოსები 1.1

ფიზიკურ და ტექნიკურ მეცნიერებათა სპეციალისტები, 1.0

მკერავები, მქარგავები და მონათესავე პროფესიების მუშაკები 1.0

Page 14: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

14

გამოკითხულთა მხოლოდ 6,4% პასუხობს, რომ ბოლო 2 წლის მანძილზე პროფესიული

გადამზადების საჭიროება ჰქონია. ყველაზე მეტი რაოდენობა აქედან მცირერიცხოვან

სოფელშია.

გამოკითხულთა უმრავლესობისთვის (86,4%) კვალიფიკაციის ამაღლება ხელმისაწვდომი

არ არის.

დიაგრამა 6. კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობის შეფასება

როგორც მოსალოდნელი იყო, დიდი და საშუალო სოფლის რესპონდენტების უფრო მეტი

ნაწილისთვის არის კვალიფიკაციის ამაღლების და პროფესიული გადამზადების

შესაძლებლობა ხელმისაწვდომი, ვიდრე პატარა სოფლისთვის.

დიაგრამა 7. პროფესიული გადამზადების ხელმისაწვდომობის შეფასება . განაწილება სოფლის სიდიდის

მიხედვით

Page 15: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

15

გამოკითხულთა 13,5%-ის პასუხების მიხედვით სასწავლებლად წასული სოფლის

ახალგაზრდობიდან უკან, სოფელში არავინ ბრუნდება, 51,7%-ის პასუხების მიხედვით,

მხოლოდ უმცირესობა, ხოლო გამოკითხულთა მესამედის (31,8%) პასუხების მიხედვით

ახალგაზრდების უმრავლესობა უბრუნდება სოფელს. გამოკითხულთა 1.3%-ის პასუხის

მიხედვით კი, მათ სოფელში ახალგაზრდები არ არიან,

რესპონდენტებს ვეკითხებოდით თუ რითი არიან დაკავებული ის ახალგაზრდები,

რომლებიც ბრუნდებიან სოფელში. ამ კითხვაზე პასუხების განაწილება იხ.დიაგრამაზე #8

დიაგრამა 8. რითი არიან დაკავებული სოფელში დაბრუნებული ახალგაზრდები სწავლის დასრულების შემდეგ

Page 16: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

16

ძირითადი შედეგები

ეკონომიკა და ქონება

ერთ სულზე გადაანგარიშებით, ყველა ხარჯის გათვალისწინებით, სოფლის მოსახლეობის

ყოველდღიური ხარჯი შეადგენს 5,5 ლარს. აღსანიშნავია, რომ მცირე სოფლის

მოსახლეობის ყოველდღიური ხარჯი (5,7 ლარი) ოდნავ აღემატება საშუალო (5,6 ლარი) და

დიდი სოფლის მოსახლეობის ყოველდღიურ ხარჯებს (5,3ლარი).

გამოკითხულთა 95.3%-ს აქვს საკუთარი სახლი, მათ შორის 65.4%-ს რეგისტრირებული.

90%-ს აქვს მიწა, მათ შორის 62,8%-ს ეს მიწა რეგისტრირებული აქვს. გამოკითხულთა

საცხოვრებელი 96,4% შემთხვევაში რესპონდენტის ოჯახის საკუთრებას წარმოადგენს.

გამოკითხულთა უმრავლესობის საცხოვრებელი უზრუნველყოფილია ელექტროენერგიით

და სასმელი წყლით. ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა სოფლებში ჯერ კიდევ დაბალია და

მოსახლეობის მხოლოდ 15% აქვს სახლში ინტერნეტთან წვდომის შესაძლებლობა.

გამოკითხულ სოფლებში საშუალოდ 0,1ჰა-დან 15 ჰა-მდე მიწის ნაკვეთს ფლობენ.

გამოკითხულთაგან ყველაზე დიდ ნაწილს 68,2%-ს შინაური ფრინველი ჰყავს, ხოლო 54%-

ს ფური (მეწველი ძროხა). თუ შევადარებთ რეგიონებს, ყველაზე მეტი საქონელი ჰყავთ

სამცხე-ჯავახეთში (85%), ყველაზე ნაკლები აჭარაში, კახეთსა და მცხეთა-მთიანთში.

(გამოკითხულთა 30%-ს).

სერვისებზე ხელმისაწვდომობა

გამოკითხული სოფლებიდან 14 სოფლის (გამოკითხული 60 სოფლის დაახლოებით

მეოთხედი, 23.3%) მოსახლეობის ნახევარზე მეტი გვპასუხობს, რომ მის სოფელს საძოვარი

არა აქვს. ეს სოფლები უმთავრესად გურიასა და აჭარაში მდებარეობს. რესპონდენტთა

14% ის პასუხების მიხედვით მის სოფელს მეზობელ სოფელთან საზიარო საძოვარი აქვს.

იმ სოფლებში, რომლებსაც აქვს საძოვარი, რესპონდენტთა ნახევარი

არადამაკმაყოფილებლად თვლის საძოვრებზე ხელმისაწვდომობას. საძოვრებზე

ხელმისაწვდომობა 4 ქულიან სკალაზე საშუალოდ 2.42 ქულით შეფასდა.

სოფელში გაუნაწილებელი მიწები მიტოვებულია, ან იჯარითაა გაცემული სოფელში

/სოფლის გარეთ მცხოვრებ პირზე, რომელიც სახელმწიფოს უხდის იჯარას.

რესპონდენტთა ნახევარზე მეტი თვლის, რომ სოფელში არსებული მუნიციპალური

რესურსები უსამართლოდ ნაწილდება.

სასოფლო-სამურნეო ბარათების მიღება რესპონდენტებისთვის მნიშვნელოვანი იყო -

ბარათების მიღების მნიშვნელოვნება 5 ბალიან სკალაზე 4,7 ქულით შეფასდა. ბარათების

Page 17: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

17

მიღება ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა პატარა სოფლებისთვის - 4.82, ყველაზე

დაბალი შეფასება დაფიქსირდა დიდ სოფლებში - 4.62. განსხვავება სტატისტიკურად

მნიშვნელოვანია. შეფასება ვერ გააკეთა მხოლოდ 3.4%-მა. სასოფლო-სამურნეო ბარათების

განაღდების პროცესი რესპონდენტთა უმეტესობის აზრით უპრობლემოდ წარიმართა.

როგორც აღმოჩნდა, სოფლებში ყველაზე ნაკლებად არის სასოფლო-სამურნეო ინვენტარის

მაღაზიები, ფერმერთა მომსახურებისა და მექანიზაციის ცენტრები, კლუბები, აფთიაქები,

ბიბლიოთეკები და პროფესიული სასწავლებლები.

ადგილობრივი ხელისუფლების აღქმა

რესპონდენტთა აზრით, მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე ადგილობრივ ხელისუფლებას

არანაირი (34,6%) ან ძალიან მცირე გავლენა აქვს (24,8%). მხოლოდ 7,7% თვლის, რომ

ადგილობრივ ხელისუფლება დიდი გავლენას ახდენს მათ ყოველდღიურობაზე.

მიუხედავად ამისა სხვადასხვა სერვისებთან დაკავშირებით პრობლემის წარმოქნისას

მოსახლეობა პირველ რიგში ძირითადად სოფლის რწმუნებულს მიმართავს, შემდეგ კი

გამგებელს.

რესპონდენტების 40,1% ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაში პასუხისმგებლობას

აკისრებს ადგილობრივ ხელისუფლებას, 37,1% კი თვლის, რომ პასუხიმგებლობა

ადგილობრივ მთავრობასთან ერთად თემის წევრებმაც უნდა გაიზიარონ. სოფლის

სხვადასხვა პრობლემებზე პასუხისმგებელ პირებად მოსახლეობა ძირითადად სოფლის

რწმუნებულსა და გამგებელს მიიჩნევს. ცენტრალურ ხელისუფლების პასუხისმგებლობად

კი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა სახელდება. თავად მაცხოვრებელთა

პასუხისმგებლობა სასაფლაოებზე ზრუნვით შემოიფარგლება. გამოკითხული

რესპონდენტების ნახევარზე მეტი თვლის, რომ ადგილობრივი ხელისუფლების

კომპეტენციაში პირველ რიგში უნდა შედიოდეს სოციალურად დაუცველი ადამიანების

დახმარება. მეორე-მესამე ადგილებზე მელიორაცია და კეთილმოწყობა აღმოჩნდა.

რესპონდენტთა ყველაზე ნაკლები რაოდენობა თვლის, რომ ადგილობრივი

ხელისუფლების საქმეა ბიბლიოთეკა, სანიაღვრე სისტემისა და სასაფლაოების მოვლა.

რესპონდენტთა უმეტესობა თვლის, რომ ადგილობრივი მთავრობა მეტ-ნაკლებად

ეფექტურად მუშაობს, 10%-მდე რესპონდენტი ნეგატიურად აფასებს მის მუშაობას.

გამოკითხულთა უმრავლესობა (88%) თვლის, რომ სოფლის რწმუნებულის ინსტიტუტი

არჩევით უნდა იყოს, ამ აზრს განსაკუთრებით პატარა სოფლების მოსახლეობა უჭერს

მხარს.

რესპონდენტები პასიურნი არიან ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაში წვლილის

შეტანის თვალსაზრისით: უფრო მცირე ჯგუფია დარწმუნებული საკუთარ ძალებში

Page 18: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

18

ადგილობრივი პრობლემების გადაწყვეტის კუთხითა და სამომავლოდ ამ საქმიანობაში

მონაწილეობის შესაძლებლობაში.

სოფლის მცხოვრებთა მოქალაქეობრივი აქტივობა დაბალია, ისინი ძალიან იშვიათად

არიან ჩართულები ადგილობრივი ხელისუფლებასთან ერთად საკითხების გადაჭრაში,

იშვიათად დადიან შეხვედრებზე, მონაწილეობენ მოხალისეობრივ საქმიანობაში და ა.შ.

მათი თვითშეფასება აქტიურობის საკითხში 4 ქულიან სკალაზე 1.37 ქულის ტოლია,

რომელიც საშუალოზე დაბალ მაჩვენებელს წარმოადგენს. ყველაზე აქტიური საშუალო

ზომის სოფლებია.

რესპონდენტები საკმაოდ პასიურნი არიან ადგილობრივ ხელისუფლებასთან

ურთიერთობაშიც. ისინი, ვისაც რაიმე მიზეზის გამო ჰქონიათ კავშირი, უფრო მეტად

სოფლის რწმუნებულსა (14,2%) და გამგებელს (11,4%) უკავშირდებიან. საშუალო სოფელის

მაცხოვრებლებს უფრო ხშირად მიუმართავთ სოფლის რწმუნებულისა და

გამგებელისთვის, დიდი სოფლის მოსახლეობას კი საკრებულოს თავმჯდომარესთვის.

გამოკითხულთა 75.8% თვლის, რომ აუცილებელი ან სასურველია არსებდეს სოფლის

მოსახლეობით დაკომპლექტებული რაიმე ტიპის გაერთიანება მოხალისეობრივ

საწყისებზე. გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ მოსახლეობით

დაკომპლექტებულ გაერთიანებას სათათბიროსთან ერთად, გადაწყვეტილების მიმღები

ფუნქციაც უნდა ჰქონდეს.

რესპონდენტების უმრავლესობის (69%) აზრით მოსახლეობის წარმომადგენლებისგან

შემდგარი საბჭო /კრება უნდა იკრიბებოდეს სოფლის კეთილმოწყობის საკითხებთან

დაკავშირებით. მომდევნო ადგილები ადგილობრივი გზების შეკეთებასა და სარწყავი

სისტემის მართვა/მოვლა/განაწილებას ერგო. ყველაზე ნაკლები ხმა ერგო საძოვრებთან

დაკავშირებულ საკითხებს.

რესპონდენტთა უმრავლესობა მზადაა სოფლის პრობლემების მოსაგვარებლად

მონაწილეობა მიიღოს სოფლის საბჭოს/კრების საქმიანობაში. რესპონდნეტთა პასიური

ნაწილის რაოდენობა, რომელიც უფრო არ ან არ ჩაერთვება მსგავს აქტივობაში

გამოკითხულთა 21%-ს შეადგენს. 14,3%-ს გაუჭირდა პასუხის გაცემა.

მათ შორის ვინც მზადაა ჩაერთოს საბჭოს საქმიანობაში, მხოლოდ 10.7%-ს შეუძლია

სოფლის საკითხების გადაწყვეტისთვის საქმიანობაში ყოველკვირა ჩართვა, მესამედზე

ოდნავ მეტს (38,4%) თავისი დრო მხოლოდ თვეში ერთხელ შეუძლია დაუთმოს ამ

საქმიანობას, ასევე მესამედზე ოდნავ ნაკლებს (30%) კი მხოლოდ კვარტალში ერთხელ.

რესპონდენტთა 54% თვლის, რომ სოფლის კრების წევრობა სავალდებულო უნდა იყოს

სოფელში რეგისტრირებული ყველა მაცხოვრებლისთვის. 32%-ს საწინააღმდეგო

მოსაზრება აქვს. სოფლის კრების წევრობისა და შესაბამისად სოფლის პრობლემების

მოგვარებაში ჩართვის უფლება, გამოკითხულთა 53,3%-ის აზრით აქვს ნებისმიერ

ადამიანს, რომელსაც სოფლის ტერიტორიაზე უძრავი ქონება აქვს. 38,8% თვლის, რომ

Page 19: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

19

ასეთი უფლება მხოლოდ სოფელში რეგისტრირებულ, საარჩევნო ხმის უფლების მქონე

პირს უნდა ჰქონდეს.

რესპონდენტებს ვთხოვეთ შეეფასებინათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივა

კოოპერაციების წახალისების შესახებ. აღმოჩნდა, რომ 68,2%-ს ამ ინიციატივის შესახებ არ

სმენია. რესპონდენტთა 61%-ს უჭირს პასუხის გაცემა გაერთაინდებოდა თუ არა მსგავს

კოოპერატივებში. 23% უარყოფითად პასუხობს კითხვას, 16% მზადაა გაერთიანდეს

კოოპერატივებში.

გამოკითხულთა 39% არ იცის ვინ არის მათი მაჟორიტარი დეპუტატი. რესპონდენტთა

42,5% არ აქვს ინფორმაცია მათი დეპუტატის პარლამენტში საქმიანობის შესახებ.

რესპონდენტთა ნახევარზე მეტი (52,6%) მხოლოდ წინაასარჩევნო შეხვედრებისას

შეხვედრია თავის ოლქის დეპუტატს, 39,3% საერთოდ არ შეხვედრია მას. არჩევნების

შემდეგ რესპონდენტთა მხოლოდ 13,8% ჰქონია კონტაქტი დეპუტატთან არჩევნების

შემდგომ შეხვედრებზე, 4%-ს კი - საკუთარი/თანასოფლელების მიერ ინიცირებულ

შეხვედრაზე. რესპონდენტების 56%-მა არ იცის სად მდებარეობს მათი მაჟორიტარი

დეპუტატის ბიურო.

Page 20: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

20

ოჯახის ეკონომიკა, ხარჯები

გამოკითხულთა 41% ოჯახის ფინანსურ შესაძლებლობებს ცუდად ან ძალიან ცუდად

აფასებს. 10,2%-ის პასუხების მიხედვით არსებული შემოსავლით ვერ უზრუნველყოფენ

მინიმალურ მოთხოვნილებას კვებაზე და შემოსავალი / მოსავალი კვებაზეც არ ჰყოფნით.

გამოკითხულთა 58%-ის პასუხების მიხედვით მათი ფინანსური მდგომარეობა საშუალო,

ან დამაკმაყოფილებელია. მათ შუძლიათ ყოველდღიური საჭიროებების მთლიანად ან

ნაწილობრივ დაკმაყოფილება.

დიაგრამა 9. ფინანსური შესაძლებლობების შეფასება

პატარა სოფელში ორჯერ მეტია (18,6%) იმ რესპონდენტთა წილი, ვინც თავისი ოჯახის

ფინანსურ შესაძლებლობებს, როგორც ძალიან ცუდს, ისე აფასებს, დიდ სოფელთან

შედარებით (7,5%).

უმეტესობა რესპონდენტებისა გვპასუხობს, რომ მათი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა

ბოლო 6 თვის მანძილზე არ შეცვლილა. საერთო ჯამში, ოდნავ მეტია იმ რესპონდენტების

რაოდენობა (13%), რომლებიც თვლიან, რომ მათი ოჯახის ფინანსური მდგომარეობა

გაუარესდა, ვიდრე მათი, ვინც თვლის, რომ გაუმჯობესდა (21%). ამ შემთხვევაში სოფლის

სიდიდე არ ახდენს გავლენას ფინანსური მდგომარეობის ცვლილების აღქმაზე.

Page 21: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

21

დიაგრამა 10. ოჯახის ფინანსური მდგომარეობის ცვლილება ბოლო 6 თვის მანძილზე

სამომავლოდ პროგნოზი უფრო ოპტიმისტურია და ფინანსური მდგომარეობის

გაუმჯობესებას შემდეგი 12 თვის განმავლობაში, საერთო ჯამში გამოკითხულთა მესამედი

ელოდება.

დიაგრამა 11. ფინანსური მდგომარეობის ცვლილების სამომავლო ხედვა (მომავალი 12 თვე)

Page 22: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

22

გასული 12 თვის მანძილზე სახელმწიფოსთვის დახმარების, ან შემწეობის თხოვნით

გამოკითხულთა 32,7%-ს მიუმართავს. მათ შორის, ვინც მიმართა სახელმწიფოს თხოვნით,

66%-ის პასუხების მიხედვით დახმარება სახელმწიფოსგან არ მიუღიათ.

დიაგრამა 12. მიიღეს თუ არა დახმარება

მათ შორის ვინც მიიღო დახმარება სახელმწიფოსგან, 72,3% ამბობს, რომ ეს დახმარება

ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის.

გასული 6 თვის განმავლობაში გამოკითხულთა 22,3%-მა ისარგებლა ჯანმრთელობის

დაზღვევის სახელმწიფო პროგრამით. მათ შორის, ვინც ისარგებლა, უმეტესობისთვის ეს

მომსახურება ძალზე მნიშვნელოვანი იყო, ისევე, როგორც მთლიანად

გამოკითხულებისთვის.

Page 23: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

23

დიაგრამა 13. რამდენად მნიშვნელოვანია ჯანმრთელობის დაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობა.

(ყველა რესპონდენტი ერთად)

ისეთი გრძელვადიანი ხარჯების დიაპაზონი წლის განმავლობაში ლარში, როგორიცაა

ტანსაცმელი, საყოფაცხოვრებო საქონელი, განათლება, ჯანდაცვა, საქონელი,

საცხოვრებელი ფართის შეძენა/გარემონტება, მერყეობს 0-დან 30 000 ლარამდე (ყველა

ხარჯი ერთად). საშუალოდ, წლის განმავლობაში გრძელვადიანი დანახარჯები ერთ

ოჯახზე გადაანგარიშებით შეადგენს 179 ლარს. დიაგრამაზე # 14 მოცემულია

გრძელვადიანი ხარჯების საშუალოების განაწილება.

Page 24: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

24

დიაგრამა 14. ყოველწლიური ხარჯების საშუალოების განაწილება ერთ ოჯახზე გადაანგარიშებით

ყოველთვიური ხარჯები ერთ ოჯახზე გადანგარიშებით შეადგენს 140 ლარს. ყველაზე

მეტი ხარჯი, რაც გასულ თვეს გასწიეს რესპონდენტებმა არის სესხი (10 000 ლარი).

ყოველდღიური ხარჯებიდან ყველაზე მეტს გამოკითხული ოჯახები საკვებზე ხარჯავენ.

დიაგრამა 15. ყოველდღიური ხარჯების საშუალო

Page 25: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

25

ერთ სულზე გადაანგარიშებით, ყველა ხარჯის გათვალისწინებით სოფლის მოსახლეობის

ყოველდღიური ხარჯი შეადგენს 5,5 ლარს. აღსანიშნავია, რომ მცირე სოფლის

მოსახლეობის ყოველდღიური ხარჯი (5,7 ლარი) ოდნავ აღემატება საშუალო (5,6 ლარი) და

დიდი სოფლის მოსახლეობის ყოველდღიურ ხარჯებს (5,3 ლარი).

Page 26: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

26

ქონება

გამოკითხულთა 95.3%-ს აქვს საკუთარი სახლი, მათ შორის 65.4%-ს რეგისტრირებული.

90%-ს აქვს მიწა, მათ შორის 62,8%-ს რეგისტრირებული. გამოკითხულთა საცხოვრებელი

96,4% შემთხვევაში რესპონდენტის ოჯახის საკუთრებას წარმოადგენს. საცხოვრებელი,

რომელშიც რესპონდენტები ცხოვრობენ, საშულოდ 5 ოთახისგან შედგება.

დიაგრამა 16. რეგისტრირებული უძრავი ქონება

გამოკითხულთა უმრავლესობის საცხოვრებელი უზრუნველყოფილია ელექტროენერგიით

და სასმელი წყლით.

ცხრილი 3. რითაა უზრუნველყოფილი რესპონდენტთა საცხოვრებელი

სულ დიდი

სოფელი

საშუალო

სოფელი

პატარა

სოფელი

ელექტროობა 96.8% 96.9% 96.2% 97.7%

სასმელი წყალი 82.6% 84.7% 79.3% 81.2%

თხევადი აირით გაზმომარაგება (ბალონი) 53.3% 44.1% 67.3% 59.6%

უკაბელო ტელეფონი (არ იგულისხმება მობილური) 41.1% 40.9% 44.4% 35.3%

ტელეფონი 38.8% 44.8% 27.3% 39.4%

გაზმომარაგების ცენტრალური სისტემა 34.9% 51.4% 9.2% 24.3%

გათბობის ინდივიდუალური სისტემა (იგულისხმება გაზის

გამათბობელი, ღუმელის გარდა)

21.0% 24.2% 18.0% 14.7%

კანალიზაცია 20.8% 22.1% 18.5% 20.6%

ინტერნეტი 15.2% 16.4% 13.7% 13.8%

ცხელი წყლის ცენტრალური სისტემა 2.9% 4.9% 2.7% 2.0%

Page 27: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

27

როგორც ცხრილიდან #3 ჩანს, ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა სოფლებში ჯერ კიდევ

დაბალია და მოსახლეობის მხოლოდ 15.2% აქვს სახლში ინტერნეტთან წვდომის

შესაძლებლობა.

გამოკითხულ სოფლებში საშუალოდ 0,1ჰა-დან 15 ჰა-მდე მიწის ნაკვეთს ფლობენ. ყველაზე

გავრცელებული კულტურა, რომელიც მოყავს სოფლის მოსახლეობას, არის სიმინდი,

პომიდორი და კარტოფილი. კულტურების ჩამონათვალი დასახელების სიხშირის

მიხედვით მოცემულია ცხრილში # 4

ცხრილი 4. 2013 წელს მოყვანილი კულტურები2.

კულტურა %

პასუხებიდან

სიმინდი 19.6%

პომიდორი 11.6%

კარტოფილი 11.3%

ყურძენი 10.0%

ნიგოზი, თხილი, ნუში, 5.7%

კურკოვანი ხილი (ალუბალი, ქლიავი, ატამი, ტყემალი …) 4.9%

ლობიო 4.8%

ციტრუსი (ლიმონი, მანდარინი, ფორთოხალი) 4.6%

კიტრი 4.3%

მწვანილი, ბოლოკი, წიწაკა 4.2%

ხორბალი 3.4%

ფხალეული, ლობიო, პარკოსნები 3.1%

ხახვი 3.1%

ვაშლი 2.7%

საქონლის საკვები (თივა, ჩალა, ნამჯა) 1.2%

საქონლის საკვები მარცვლეული (ქერი, შვრია, სოიო) 1.0%

მსხალი 0.7%

სხვა ხილი ....(კომში, მუშმალა . . .) 0.6%

სუბტროპიკული ხილი (კარალიოკი, ხურმა, ბროწეული, ლეღვი . . ) 0.6%

ბადრიჯანი 0.5%

ნიორი 0.5%

კომბოსტო 0.4%

ჭარხალი 0.3%

კენკროვანები (მარწყვი, ჟოლო, მოცხარი, მაყვალი, ხურტკმელი) 0.2%

ბოსტნეულის ნერგები, ჩითილები 0.2%

სტაფილო 0.1%

საზამთრო, ნესვი, კვახი 0.1%

ჩაი 0.1%

ტყის ხილი (წაბლი) სოკო 0.1%

2 განაწილება დათვლილია პასუხებიდან

Page 28: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

28

გამოკითხულთაგან ყველაზე მეტ ნაწილს 68,2%-ს შინაური ფრინველი ჰყავს, ხოლო 54%-ს

ფური (მეწველი ძროხა). თუ შევადარებთ რეგიონებს, ყველაზე მეტი საქონელი ჰყავთ

(85%) სამცხე-ჯავახეთში, ყველაზე ნაკლები აჭარაში, კახეთსა და მცხეთა-მთიანეთში.

(გამოკითხულთა 30%-ს).

დიაგრამა 17. რა ნაწილს ჰყავს შინაური ცხოველები

ცხრილი 5. რა ნაწილს ჰყავს შინაური ცხოველები. განაწილება სოფლის სიდიდის მიხედვით

შინაური ცხოველები დიდი სოფელი საშუალო სოფელი პატარა სოფელი

%

ფური (მეწველი ძროხა) 46.0 62.5 67.7

ხარი 2.8 3.1 2.7

ხბო 30.6 42.0 46.4

ცხვარი 1.6 4.9 4.1

თხა 0.8 2.5 0.5

ღორი 18.8 25.6 23.2

Page 29: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

29

შინაური ფრინველი 66.3 74.2 67.7

ვირი 0.1 1.1 0.9

ცხენი 1.6 2.7 2.3

კურდღელი 2.3 3.8 1.8

ფუტკარი /სკები 2.3 5.6 5.0

ცხრილი 6. რამდენ ოჯახს ჰყავს შინაური ცხოველები , მაქსიმალური, მინიმალური და საშუალო რაოდენობა

ოჯახზე

ოჯახების რაოდენობა ვისაც

ჰყავს

მინიმუმ მაქსიმუმ საშულო

ოჯახზე

ცალი

ფური (მეწველი ძროხა) 812 1 15 2

ხარი 48 1 5 1

ხბო 546 1 15 2

ცხვარი 44 1 25 6

თხა 19 1 12 2

ღორი 320 1 100 2

შინაური ფრინველი 1026 1 100 16

ვირი 10 1 12 3

ცხენი 31 1 10 1

კურდღელი 40 1 30 7

ფუტკარი /სკები 58 1 300 17

Page 30: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

30

ხელმისაწვდომობა სხვადასხვა სერვისზე

გამოკითხული სოფლებიდან 14 სოფლის (გამოკითხული 60 სოფლის დაახლოებით

მეოთხედი, 23.3%) მოსახლეობის ნახევარზე მეტი გვპასუხობს, რომ მის სოფელს საძოვარი

არა აქვს. ეს სოფლები უმთავრესად გურიასა და აჭარაში მდებარეობს. სოფლის ზომა არ

განსაზღვრავს, აქვს თუ არა სოფელს საძოვარი.

საძოვრები ძირითადად ან სოფელში მდებარეობს, ან სოფლის გარეთ. რესპონდენტთა 14%

ამბობს, რომ მის სოფელს მეზობელ სოფელთან საზიარო საძოვარი აქვს.

დიაგრამა 18. საძოვრების მდებარეობა

ცხრილი 7. საძოვრების მდებარეობა. განაწილება სოფლების სიდიდის მიხედვით

დიდი

სოფელი

საშუალო

სოფელი

პატარა

სოფელი

%

სოფელში 44.3 48.9 50.3

მეზობელ სოფელსა და ჩვენს სოფელს საერთო

საძოვარი აქვთ და ის ორივე სოფლის

ტერიტორიაზეა

16.1 13.0 8.5

საძოვარი სოფლის გარეთ მდებარეობს 34.8 36.3 37.3

არ ვიცი/ მ.პ.გ 4.9 1.8 3.9

Page 31: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

31

მიუხედავად იმისა, რომ საძოვრების უმეტესობა სოფელთან ახლოს მდებარეობს, იმ

სოფლებში, რომლებსაც აქვს საძოვარი, რესპონდენტთა ნახევარი არადამაკმაყოფილებლად

თვლის საძოვრებზე ხელმისაწვდომობას. საძოვრებზე ხელმისაწვდომობა 4 ქულიან

სკალაზე საშუალოდ 2.42 ქულით შეფასდა.

დიაგრამა 19. საძოვრებზე ხელმისაწვდომობა

რეგიონებს შორის გურიის გამოკითხული რესპონდენტები ყველაზე მაღალ შეფასებას

აძლევენ საძოვრებზე ხელმისაწვდომობას.

ცხრილი 8. საძოვრებზე ხელმისაწვდომობა. განაწილება რეგიონების მიხედვით

რეგიონი Mean

აჭარა 2.63

კახეთი 2.31

შიდა ქართლი 2.04

მცხეთა მთიანეთი 2.31

იმერეთი 2.08

რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი 2.76

სამეგრელო-ზემო სვანეთი 2.7

გურია 3.09

ქვემო ქართლი 2.2

სამცხე-ჯავახეთი 2.42

Page 32: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

32

რესპონდენტთა აზრით საძოვრები ძირითადად სოფლისა და სახელმწიფო საკუთრებაშია.

დიაგრამა 20. საძოვრების საკუთრების ტიპი

ცხრილი 9. საძოვრების საკუთრების ტიპი. განაწილება სოფლის სიდიდის მიხედვით

დიდი

სოფელი

საშუალო

სოფელი

პატარა

სოფელი

%

კერძო 1.6 1.1

სოფლის საერთო საკუთრება 40.5 36.9 44.4

სახელმწიფო საკუთრება 41.3 44.7 35.9

არ ვიცი/ მ.პ.გ 16.7 17.4 19.6

რესპონდენტთა თითქმის ნახევარმა არ იცის არის თუ არა მათ სოფელში გასანაწილებელი

მიწები. გამოკითხული 34 სოფლის რესპონდენტებმა აღნიშნეს, რომ მათ სოფელში ჯერ

კიდევ არის გასანაწილებელი მიწები.

Page 33: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

33

დიაგრამა 21. არის თუ არა თქვენს სოლფელში გასანაწილებელი მიწები

სოფელში გაუნაწილებელი მიწები მიტოვებულია, ან იჯარითაა გაცემული სოფელში

/სოფლის გარეთ მცხოვრებ პირზე, რომელიც სახელმწიფოს უხდის იჯარას (დიაგრამა #22).

რესპონდენტთა 19,5% ამბობს, რომ გაუნაწილებელი მიწები უცხოელებზეა იჯარით

გაცემული.

დიაგრამა 22.გაუნაწილებელი ტერიტორიების მოვლა

Page 34: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

34

რესპონდენტთა ნახევარზე მეტი თვლის, რომ სოფელში არსებული მუნიციპალური

რესურსები უსამართლოდ ნაწილდება (ძალიან უსამართლოდ 22%, უფრო უსამართლოდ

30%).

დიაგრამა 23. მუნიციპალური რესურსების განაწილების სამართლიანობის აღქმა

Page 35: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

35

ცხრილი 10. მუნიციპალური რესურსების განაწილების სამართლიანობა. განაწილება სოფლის სიდიდის

მიხედვით

დიდი

სოფელი

საშუალო

სოფელი

პატარა

სოფელი

%

ძალიან უსამართლოდ 7.9 7.2 5.9

უფრო უსამართლოდ 21.4 24.9 18.2

უფრო სამართლიანად 23.7 36.4 37.3

ძალიან სამართლიანად 3.1 4.9 4.1

არ ვიცი/მ.პ.გ 43.8 26.5 34.5

რესპონდენტთა უმეტესობა თავისი სოფლისთვის ტრადიციულ საქმიანობად

მეცხოველეობას (47,9%), მებოსტნეობას (55%) და მეხილეობას მიიჩნევს (35,6%).

ცხრილი 11. ტრადიციული საქმიანობა

მებოსტნეობა 55.9%

მეცხოველეობა 47.9%

მეხილეობა 35.6%

რძის პროდუქტების წარმოება (რძე,ყველი,მაწონი,ხაჭო და ა.შ) 15.2%

მევენახეობა 8.3%

ტურიზმი/საკურორტო მომსახურება 6.0%

მემარცვლეობა 5.6%

ტყის პროდუქტების შეგროვება (სოკო,გირჩა და ა.შ) 4.2%

არ ვიცი/მ.პ.გ. 3.9%

Page 36: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

36

თევზჭერა 1.5%

მეთუნეობა 1.1%

მიწათმოქმედება 0.9%

მეჩაიობა 0.7%

ხელით ქსოვა 0.6%

ხალიჩების ქსოვა 0.5%

ნადირობა 0.3%

თევზსაშენი მეურნეობა 0.3%

მეთხილეობა 0.3%

ტურისტული ლაშქრობა და მთამსვლელობა 0.2%

ზამთრის სპორტი 0.1%

მესათბურეობა 0.1%

ვაჭრობა 0.1%

კვლევის ერთ-ერთ საკითხს წარმოადგენდა ამათუიმ დაწესებულების სოფელში არსებობა

და მათი მომსახურების ხარისხით კმაყოფილების შეფასება.

ცხრილი 12. დაწესებულების არსებობა

დაწესებულება სოფლების

რაოდენობა, სადაც არ

არის დასახელებული

დაწესებულება

საბავშვო ბაღი 23

სკოლა 6

პროფესიული სასწავლებელი 45

ამბულატორია 18

აფთიაქი 38

ბიბლიოთეკა 27

კლუბი 40

სასოფლო სამეურნეო ინვენტარის მაღაზია 50

ფერმერთა მომსახურებისა და მექანიზაციის ცენტრები 51

იმ სოფლებში, სადაც არის დასახელებული დაწესებულებები, მომსახურების ხარისხით

კმაყოფილება შემდეგნაირად განაწილდა3:

ცხრილი 13. სხვადასხვა დაწესებულების მომსახურებით კმაყოფილება

mean

საბავშვო ბაღი 2.45

3 მომსახურებით კმაყოფილების შეფასება ხდებოდა 3 ქულიან სკალაზე

Page 37: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

37

სკოლა 2.50

პროფესიული სასწავლებელი 2.26

ამბულატორია/პოლიკლინიკა 2.41

აფთიაქი 2.42

ბიბლიოთეკა 2.35

კლუბი/კულტურის სახლი 2.16

სასოფლო სამეურნეო ინვენტარის მაღაზია 2.47

ფერმერთა მომსახურების და მექანიზაციის ცენტრი 2.43

რესპონდენტთა უმრავლესობა სოფლის სხვადასხვა პრობლემებზე პასუხისმგებელ

პირებად ძირითადად სოფლის რწმუნებულსა და გამგებელს მიიჩნევს. ცენტრალურ

ხელისუფლების პასუხისმგებლობად უმეტესობამ ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობა,

გაზის გაყვანა და საბავშვო ბაღებით უზრუნველყოფა დაასახელა. თავად მაცხოვრებელთა

პასუხისმგებლობა კი სასაფლაოებზე ზრუნვით შემოიფარგლება. ცხრილი #14.

Page 38: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

38

ცხრილი 14. სოფლის პრობლემების მოგვარებაზე პასუხისმგებლობა

სასმ

ელი

წყლ

ით

მომა

რაგ

ება

გაზ

ის

გაყ

ვანა

მყარ

ი ნ

არჩე

ნებ

ის

/

ნაგ

ვის

მო

გრ

ოვე

ბა

და

გად

აყრ

ადგ

ილ

ობ

რი

ვი

გზ

ები

ს შე

კეთ

ება

/

მოვლ

საბ

ავშ

ვო ბ

აღებ

ით

უზ

რუ

ნველ

ოფ

გამ

წვან

ებუ

ლი

დას

ასვე

ნებ

ელი

ადგ

ილ

ები

მოწყ

ობ

ა დ

ა მო

ვლა

ქუჩე

ბი

ს /

გზ

ები

გან

ათებ

კულ

ტუ

რუ

ლი

ღო

ნისძ

იებ

ები

მოწყ

ობ

სასა

ფლ

აოს

მო

ვლა

ეკო

ნომი

კურ

ზრ

დი

ს ხ

ელშე

წყო

ბა

(სო

ფლ

ის

მეუ

რნე

ობ

ა,

დას

აქმე

ბა,

ბი

ზნე

სი)

სოფლის მაცხოვრებლები 3.3 0.3 11.8 2.9 0.1 1.5 0.1 3.7 36.5 0.5

საკრებულოს წევრი 1.2 0.3 0.4 0.9 0.5 0.8 0.3 0.9 1.3

საკრებულოს თავმჯდომარე 4.6 3.1 3.1 3.4 2.4 4.9 3.7 4.9 2.2

სოფლის რწმუნებული 36.4 16.6 26.3 34.0 21.8 28.4 19.1 34.2 27.7 12.4

გამგებელი 30.3 28.9 31.0 38.0 40.7 37.3 36.7 38.7 25.3 19.3

რეგიონის გუბერნატორი 5.7 7.8 0.7 3.8 7.0 2.4 3.8 1.9 0.9 6.1

ცენტრალური

ხელისუფლება

5.5 20.0 2.9 10.4 19.4 8.4 12.2 6.1 2.3 47.9

დონორი ორგანიზაციები,

საზოგადოებრივი

ორგანიზაციები

0.3 1.6 0.1 0.4 1.2 2.8 1.5 0.7 1.6 1.6

კომუნალური სამსახურები 10.4 18.4 20.5 3.1 0.1 8.5 19.5 0.9 1.3

Page 39: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

39

გამოკითხულთა შორის სასოფლო-სამეურნეო ბარათების/ვაუჩერების4 მფლობელების

ყველაზე დიდ ჯგუფებს შეადგენენ მიწის მესაკუთრეები, რომელთაც მიღებული აქვს 100

ლარიანი ბარათი5 (36,8%) და კომბინირებული ბარათი (25,5%), ყველაზე მცირერიცხოვან

ჯგუფში (5,4%) შედიან 510 ლარის ღირებულების ნომინალური ბარათის მიმღები მიწის

მესაკუთრეები.

დიაგრამა 24. რა სახის სასოფლო სამეურნეო ბარათი / ვაუჩერი მიიღეთ?

რესპონდენტთა 91%-ის თანახმად, ბარათები დროულად დარიგდა.

4 საქართველოს მთავრობის 2013 წლის საგაზაფხულო პროგრამით განსაზღვრული „მცირემიწიან ფერმერთა

საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ ფარგლებში ფერმერებს მთელი საქართველოს

მასშტაბით დაურიგდათ ნომინალური სასოფლო-სამეურნეო ბარათები, რომლითაც მათ შეუძლიათ მიმდინარე

წლის 1 აგვისტომდე შეიძინონ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონელი და ინვენტარი. მიმდინარე

წელს პროექტის განხორციელებისთვის 180 მლნ ლარზე მეტი იყო გათვალისწინებული. 5100 ლარიანი ნომინალური ბარათი განკუთვნილია 0.25 ჰექტარზე მცირე მიწის მესაკუთრეებისთვის;

კომბინირებული ბარათი -ნიადაგის ხვნა, ხნულის დადისკვა/გაფხვიერება (0.25 - ჰა-დან 1.25 ჰა ფართობის

სახნავი მიწის მესაკუთრეებისთვის);

300 ლარიანი ნომინალური ბარათი- სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონელი და ინვენტარის

შეძენისთვის (0.25 - ჰა-დან 1.25 ჰა ფართობის სახნავი მიწის მესაკუთრეებისთვის)

510 ლარის ღირებულების ნომინალური ბარათი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლისა და

ინვენტარის შეძენისთვის (0.25-ჰა-დან 1.25ჰა-ის ნარგავების მესაკუთრეებისთვის)

640 ლარის ღირებულების ნომიმალური ბარათი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქონლისა და

ინვენტარის შეძენისთვის (1.25-ჰადან 5 ჰა-მდე სახნავი მიწის ფართობის, ან მხოლოდ მრავალწლიანი

ნარგაობის მქონე ფერმერებისთვის)

Page 40: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

40

დიაგრამა 25. სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგების დროულობა

კვლევის ჩატარების ეტაპისთვის, რესპონდენტებს, სხვადასხვა სახის ვაუჩერი, უკვე

მიღებული ჰქონდათ. ვაუჩერი, სხვადასხვა მიზეზების გამო ჯერ არ ჰქონდა მიღებული

მხოლოდ 14,2%-ს (212 რესპონდენტი). ამ რესპონდენტთა უმეტესობა დიდი და პატარა

სოფლებიდანაა, შესაბამისად 16,5% და 20%. (იხ. ცხრილი #15.)

ცხრილი 15. ნომინალური ბარათების მფლობელთა განაწილება სოფლების სიდიდის მიხედვით

რა ტიპის ბარათი მიიღეს დიდი

სოფელი

საშუალო

სოფელი

პატარა

სოფელი

%

100 ლარიანი ნომინალური ბარათი 39.7 37.5 24.1

კომბინირებული ბარათი 25.6 29.2 17.7

300 ლარიანი ნომინალური ბარათი 10.6 11 15

510 ლარის ღირებულების ნომინალური ბარათი 3.6 7.2 8.6

640 ლარის ღირებულების ნომინალური ბარათი 4.6 9.9 15.5

ჯერ არ მიმიღია ვაუჩერი 16.5 7 20

ვაუჩერის მიუღებლობის ძირითად მიზეზად რესპონდენტები ძირითად სიაში არ

ყოფნასა (41,3%) და პროგრამაში ვერ მოხვედრას ასახელებენ (30,7%). მიწის

რეგისტრაციის არქონის გამო სასოფლო-სამურნეო ბარათი ვერ მიიღო 7,8%-მა.

მიუხედავად იმისა, რომ „მცირემიწიან ფერმერთა საგაზაფხულო სამუშაოების

ხელშეწყობის პროექტით“ მიღებული ნომინალური ბარათების განაღდება 1

Page 41: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

41

აგვისტომდეა6 შესაძლებელი, რესპონდენტების 7,9%-ს კვლავ აქვს იმედი, რომ მიიღებს

ბარათს7.

დიაგრამა 26. სასოფლო-სამეურნეო ბარათების მიუღებლობის მიზეზები (განაწილება 212 რესპონდენტის

პასუხების მიხედვით - ვისაც არ მიუღია ვაუჩერი)

ცხრილი 16. სასოფლო-სამეურნეო ბარათების მიუღებლობის მიზეზები. განაწილება სოფლების სიდიდის

მიხედვით

დიდი

სოფელი

საშუალო

სოფელი

პატარა

სოფელი

%

არ ვიყავი ძირითად სიაში 40.2 66.7 36.6

მიწა არ მქონდა დარეგისტრირებული 10.3 9.5

მიწა არ მაქვს 10.3 19.0

გვპირდებიან /ველოდებით 3.4 17.1

გვარი იყო შეცდომით / პირადი ნომერი 1.7 4.8 2.4

დამატებით სიაში ჩავეწერეთ .9

განცხადი არ შემივსია 1.7

მეორე ვაუჩერი არ მიმიღია 31.6

6http://moa.gov.ge/?projects=%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%9A%E

1%83%9D-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%9D-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A6%E1%83%90%E1%83%96%E1%83%98 7 კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 2013წ. ივლისში

Page 42: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

42

პროგრამაში ვერ ჩავჯექი 43.9

სასოფლო-სამურნეო ბარათების განაღდების პროცესი რესპონდენტთა უმეტესობის აზრით

უპრობლემოდ წარიმართა.

დიაგრამა 27. სასოფლო-სამეურნეო ბარათების განაღდების პროცესი

რესპონდენტები, რომელთაც ჰქონდათ გარკვეული პრობლემები ბარათების განაღდებისას,

ასახელებენ შემდეგ მიზეზებს: ბარათის დაკარგვა, სრულად არ გამოყენება, ინვენტარის

უფრო ძვირად მიყიდვა.

სასოფლო-სამურნეო ბარათების მიღება რესპონდენტებისთვის მნიშვნელოვანი იყო -

ბარათების მიღების მნიშვნელოვნება 5 ბალიან სკალაზე 4,7 ქულით შეფასდა. ბარათების

მიღება ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა პატარა სოფლებისთვის - 4.82, ყველაზე

დაბალი შეფასება დაფიქსირდა დიდ სოფლებში - 4.62. განსხვავება სტატისტიკურად

მნიშვნელოვანია. შეფასება ვერ გააკეთა მხოლოდ 3.4%-მა.

ცხრილი 17. სასოფლო-სამეურნეო ბარათების მიღების მნიშვნელოვნების შეფასება. განაწილება სოფლების

სიდიდის მიხედვით

დიდი

სოფელი

საშუალო

სოფელი

პატარა

სოფელი

ყველა

სოფელი

ერთად

%

უმნიშვნელო .6 .2 .6 .5

უფრო უმნიშვნელო .7 1.2 1.2 1.0

არაფერი შეცვალა 6.4 4.2 1.8 5.1

უფრო მნიშვნელოვანი 20.2 19.3 8.4 18.3

Page 43: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

43

მნიშვნელოვანი 72.0 75.1 88.0 75.1

ადგილობრივი ხელისუფლების აღქმა და მოქალაქეთა აქტივობა

რესპონდენტთა აზრით, მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზე ადგილობრივ ხელისუფლებას

არანაირი (34,6%) ან ძალიან მცირე გავლენა აქვს (24,8%). მათი მხოლოდ 7,7% თვლის, რომ

ადგილობრივ ხელისუფლება დიდი გავლენას ახდენს მათ ყოველდღიურობაზე.

დიაგრამა 28. ადგილობრივი ხელისუფლების გავლენა რესპონდენტთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე

თავად რესპონდენტებს ძირითადად აინტერესებთ რა ხდება ადგილობრივ

ხელისუფლებაში ("ძალიან მაინტერესებს" - 23,1%, "მეტ-ნაკლებად მაინტერესებს" - 47,5%).

დიაგრამა #29

დიაგრამა 29. ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობისადმი ინტერესი

დიდ სოფლებში შედარებით ნაკლებად ინტერესდებიან ადგილობრივი ხელისუფლების

საქმიანობით დიაგრამა #30

Page 44: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

44

დიაგრამა 30. ადგილობრივი ხელისუფლების საქმიანობისადმი ინტერესი. განაწილება სოფლების სიდიდის

მიხედვით

რესპონდენტებს შევთავაზეთ ფრაზები ადგილობრივი ხელისუფლების შეფასებისთვის.

შეფასება ხდებოდა 5 ქულიან სკალაზე. მიღებული შედეგების მიხედვით ადგილობრივი

ხელისუფლების საინტერესო განზოგადებულ სურათს ვიღებთ: იგი პატიოსანი და სანდოა,

უსმენს მოსახლეობის პრობლემებს, ეფექტურია და კარგად მუშაობს, ამავე დროს

რესპონდენტები უფრო ნაკლებად ეთანხმებიან, რომ იგი "ფულს ხარჯავს ჭკვიანად",

"ადგილობრივი თემის საჭიროებებს აყენებს პერსონალურ ინტერესებზე მაღლა",

"ადგილობრივი თემის საჭიროებებს აყენებს საკუთარი პოლიტიკური პარტიის

ინტერესებზე მაღლა".

Page 45: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

45

დიაგრამა 31. ადგილობრივი ხელისუფლების შეფასება

სერვისებით კმაყოფილების შეფასებისას ყველაზე მაღალი საშუალო ქულა მიენიჭა

საბავშვო ბაღებით უზრუნველყოფას, მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგებას და

ქუჩების/გზების განათებას. ყველაზე დაბალი საშუალო ქულა დაფიქსირდა გამწვანებული

დასასვენებელი ადგილების შექმნა/მოწყობა/მოვლის, კულტურული ღონისძიებების

მოწყობისა და სარწყავი წყლით მომარაგების სერვისის შეფასებისას.

Page 46: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

46

დიაგრამა 32. სერვისებით კმაყოფილება

სხვადასხვა საკითხების მოგვარებაში ადგილობრივი მთავრობის ჩართულობის

შეფასებისას ყველაზე მაღალი შეფასებები8 მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგებამ,

საბავშვო ბაღებით უზრუნველყოფამ და ადგილობრივი გზების შენარჩუნებამ მიიღო.

ადგილობრივი მთავრობის ჩართულობა შედარებით დაბალი ქულით ფასდება

სასაფლაოების მოვლის, გამწვანებული დასასვენებელი ადგილებისა და კულტურული

ღონისძიებების მოწყობის საკითხების მოგვარებაში.

8 4 ქულიანი შეფასების სკალა

Page 47: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

47

დიაგრამა 33. სხვადასხვა საკითხების მოგვარებაში ადგილობრივი მთავრობის ჩართულობა

სხვადასხვა სერვისებთან დაკავშირებით პრობლემის წარმოქნისას მოსახლეობა პირველ

რიგში ძირითადად სოფლის რწმუნებულს მიმართავს, შემდეგ კი გამგებელს.

Page 48: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

48

დიაგრამა 34. პრობლემების გადაწყვეტის გზები

რესპონდენტთა 37% ფიქრობს, რომ ადგილობრივი მთავრობის მიერ გადაწყვეტილების

მიღების პროცესში მამაკაცები უფრო არიან ჩართულები, 35% კი თვლის, რომ ქალები და

მამაკაცები თანაბრად არიან ჩართულნი. მხოლოდ 3%-ია ქალების აქტიურობის მიმართ

ოპტიმისტურად განწყობილი და თვლის, რომ ქალები უფრო აქტიურად მონაწილეობენ

ადგილობრივ მთავრობასთან ურთიერთობის პროცესში.

დიაგრამა 35. ადგილობრივი მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობა

Page 49: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

49

ცხრილი 18. ადგილობრივი მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართულობა. განაწილება

სოფლების სიდიდის მიხედვით

დიდი

სოფელი

საშუალო

სოფელი

პატარა

სოფელი

%

ქალები უფრო მეტად არიან ჩართულები 3.2 2.5 0.9

მამაკაცები უფრო მეტად არიან ჩართულები 37.9 35.5 40.9

თანაბარად არიან ჩართულები 34.7 36.6 31.4

არ ვიცი/მ.პ.გ 24.2 25.4 26.8

გამოკითხულთა 34%-ის აზრით ადგილობრივ მთავრობას ადეკვატური გავლენა აქვს და

არ არის საჭირო ქმედებები ამ გავლენის შესაცვლელად. დაახლოებით ამდენივე

რესპონდენტი თვლის, რომ გავლენა არასაკმარისია და სასურველია/აუცილებელია მისი

გაზრდა (შესაბამისად 23,5% და 13,8%).

დიაგრამა 36. ადგილობრივი მთავრობის გავლენა

Page 50: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

50

დიდ და საშუალო სოფლებში ადგილობრივი მთავრობის გავლენის გაზრდას უფრო მეტი

მიიჩნევს აუცილებლად, ვიდრე პატარა სოფლებში. პატარა სოფლების მოსახლეობა

ნაკლებად კატეგორიულია და გავლენის გაზრდას სასურველად მიიჩნევს.

ცხრილი 19. ადგილობრივი მთავრობის გავლენა. განაწილება სოფლების სიდიდის მიხედვით

დიდი

სოფელი

საშუალო

სოფელი

პატარა

სოფელი

%

ადგილობრივ მთავრობას აქვს დიდი გავლენა / ძალაუფლება

და აუცილებელია მისი შემცირება

4.3 2.7 2.3

ადგილობრივ მთავრობას აქვს დიდი გავლენა / ძალაუფლება

და სასურველია მისი შემცირება

7.8 7.2 3.6

ადგილობრივ მთავრობას აქვს საკმარისი გავლენა /

ძალაუფლება და არ არის მისი გავლენის შეცვლა საჭირო

30.3 38.9 38.2

ადგილობრივ მთავრობას აქვს მცირე გავლენა / ძალაუფლება

და სასურველია მისი გაზრდა

22.6 21.6 30.5

ადგილობრივ მთავრობას აქვს მცირე გავლენა / ძალაუფლება

და აუცილებელია მისი გაზრდა

13.5 17.1 8.6

მ.პ.გ 21.4 12.6 16.8

Page 51: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

51

რესპონდენტთა უმეტესობა თვლის, რომ ადგილობრივი მთავრობა მეტ-ნაკლებად

ეფექტურად მუშაობს, 10%-მდე რესპონდენტი ნეგატიურად აფასებს მის მუშაობას

(საერთოდ არ მუშაობს - 1,9%, ძალიან არაეფექტურად - 7,6%)

დიაგრამა 37. ადგილობრივი მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის შეფასება

პატარა სოფლების მოსახლეობიდან უფრო მეტი თვლის, რომ ადგილობრივი მთავრობა

უფრო არაეფექტურად მუშაობს.

ცხრილი 20. ადგილობრივი მთავრობის საქმიანობის ეფექტურობის შეფასება. განაწილება სოფლების სიდიდის

მიხედვით

დიდი

სოფელი

საშუალო

სოფელი

პატარა

სოფელი

%

ადგილობრივი მთავრობა საერთოდ არ მუშაობს 1.6 1.8 3.2

ადგილობრივი მთავრობა ძალიან არაეფექტურად

მუშაობს

7.2 7.4 9.1

ადგილობრივი მთავრობა უფრო არაეფექტურად

მუშაობს

27.2 26.1 34.5

ადგილობრივი მთავრობა მეტნაკლებად

ეფექტურად მუშაობს

59.1 55.1 45.0

ადგილობრივი მთავრობა ძალიან ეფექტურად

მუშაობს

4.7 9.0 7.7

Page 52: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

52

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების საქმიანობის შეფასებისას

მნიშვნელოვანი სხვაობა არ დაფიქსირებულა: მოსახლეობა, რომელიც ძირითადად

სოფლის რწმუნებულსა და გამგებელთან ურთიერთობს და სხვადასხვა საკითხის

გადაჭრისას პირველ რიგში მათ მიმართვას, მცირედით უკეთ აფასებს მათ, ვიდრე

ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებს.

დიაგრამა 38. ხელისუფლების წარმომადგენელთა საქმიანობის შეფასება

გამოკითხული რესპონდენტების ნახევარზე მეტი თვლის, რომ ადგილობრივი

ხელისუფლების კომპეტენციაში უნდა შედიოდეს სოციალურად დაუცველი ადამიანების

დახმარება. მეორე-მესამე ადგილებზე მელიორაცია და კეთილმოწყობა აღმოჩნდა.

რესპონდენტთა ყველაზე ნაკლები რაოდენობა თვლის, რომ ადგილობრივი

ხელისუფლების საქმეა ბიბლიოთეკა, სანიაღვრე სისტემისა და სასაფლაოების მოვლა.

დიაგრამა 39. ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციები

Page 53: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

53

გამოკითხულთა უმრავლესობა (88%) თვლის, რომ სოფლის რწმუნებულის ინსტიტუტი

არჩევით უნდა იყოს, ამ აზრს განსაკუთრებით პატარა სოფლების მოსახლეობა უჭერს

მხარს.

დიაგრამა 40. სოფლის რწმუნებული ინსტიტუტის არჩევითობა

Page 54: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

54

ცხრილი 21. სოფლის რწმუნებული ინსტიტუტის არჩევითობა. განაწილება სოფლების სიდიდის მიხედვით

დიდი

სოფელი

საშუალო

სოფელი

პატარა

სოფელი

%

კი 86.4 86.5 94.5

არა 2.4 .4 .9

არ ვიცი/მ.პ.გ. 11.2 13.0 4.5

გამოკითხული რესპონდენტების უმრავლესობა დაინტერესებულია სოფლის საქმეებით,

18,7% ძალიან მცირედით არის დაინტერესებული, 7,8% კი საერთოდ არ ინტერესდება.

დიაგრამა 41. სოფლის საქმეებისადმი ინტერესი

Page 55: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

55

ცხრილი 22. სოფლის საქმეებისადმი ინტერესი. განაწილება სოფლების სიდიდის მიხედვით

დიდი

სოფელი

საშუალო

სოფელი

პატარა

სოფელი

%

საერთოდ არ ვარ დაინტერესებული 8.3 6.1 9.1

ძალიან მცირედით დაინტერესებული 20.3 17.8 14.5

მეტ-ნაკლებად დაინტერესებული 49.0 47.2 48.2

ძალიან დაინტერესებული 22.4 28.8 27.3

მ.პ.გ. .2 .9

მიუხედავად იმისა, რომ რესპონდენტები იჩენენ ინტერესს სოფლის საქმეების მიმართ,

მათი ჩართულობა არცთუ ისე მაღალია: მათ შორისაც კი, ვინც ძალიან დაინტერესებულია

სოფლის საქმეებით, მხოლოდ 50%-ია ჩართული.

დიაგრამა 42. ჩართულობა სოფლის საქმეებში

ცხრილი 23. ჩართულობა სოფლის საქმეებში. განაწილება ინტერესის მიხედვით

საერთოდ

არ ვარ

ჩართული

ძალიან

მცირედით

ჩართული

ვარ

მეტ-

ნაკლებად

ჩართული

ვარ

ძალიან

ჩართული

ვარ

საერთოდ არ ვარ დაინტერესებული 87.9% 8.6% 3.4% 0.0%

ძალიან მცირედით ვარ დაინტერესებული 28.6% 54.3% 16.4% .7%

მატ-ნაკლებად დაინტერესებული 16.9% 33.3% 48.8% 1.0%

ძალიან დაინტერესებული 14.2% 16.0% 50.0% 19.8%

რესპონდენტების თითქმის ნახევარი გათვითცნობიერებულია ადგილობრივი

ხელისუფლების წარმომადგენლებთან დაკავშირების გზების, გადაწყვეტილების

Page 56: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

56

პროცესში ჩართვის შესაძლებლობების, ხელისუფლების კომპეტენციების შესახებ.

შედარებით ნაკლებმა იცის სად შეიძლება მოიპოვოს ინფორმაცია ხელისუფლების

საქმიანობაზე და დანაპირების შესრულების შესახებ.

რესპონდენტები პასიურნი არიან პრობლემების მოგვარებაში წვლილის შეტანის

თვალსაზრისით: უფრო მცირე ჯგუფია დარწმუნებული საკუთარ ძალებში ადგილობრივი

პრობლემების გადაწყვეტის კუთხითა და სამომავლოდ ამ საქმიანობაში მონაწილეობის

შესაძლებლობაში.

დიაგრამა 43. მოსახლეობის ინფორმირებულობა ადგილობრივი ხელისუფლების კომპეტენციის შესახებ.

ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაში ჩართვისთვის მზაობა

Page 57: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

57

რესპონდენტების 40,1% ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაში პასუხისმგებლობას

აკისრებს ადგილობრივ ხელისუფლებას, 37,1% კი თვლის, რომ პასუხიმგებლობა

ადგილობრივ მთავრობასთან ერთად თემის წევრებმაც უნდა გაიზიარონ.

დიაგრამა 44. პასუხისმგებლობა ადგილობრივი პრობლემების მოგვარებაზე

სოფლის მცხოვრებთა მოქალაქეობრივი აქტივობა დაბალია, ისინი ძალიან იშვიათად

არიან ჩართულები ადგილობრივი ხელისუფლებასთან ერთად საკითხების გადაჭრაში,

იშვიათად დადიან შეხვედრებზე, მონაწილეობენ მოხალისეობრივ საქმიანობაში და ა.შ.

მათი თვითშეფასება აქტიურობის საკითხში 4 ქულიან სკალაზე 1.37 ქულის ტოლია,

რომელიც საშუალოზე დაბალ მაჩვენებელს წარმოადგენს. დიაგრამაზე #45 მოცემულია

საშუალო ქულები აქტივობის სხვადასხვა საკითხის შეფასებისთვის, ხოლო ცხრილში # 24

მოცემულია ამ აქტივობებზე პროცენტული განაწილება.

Page 58: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

58

დიაგრამა 45. მოსახლეობის სამოქალაქო აქტივობა

როგორც მონაცემების შედარებამ გვაჩვენა, სხვადასხვა სიდიდის სოფლებს შორის

აქტივობის კუთხით სტატისტიკურად სანდო განსხვავებები დაფიქსირდა, ყველაზე

აქტიური საშუალო ზომის სოფლებია.

Page 59: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

59

ცხრილი 24. მოსახლეობის სამოქალაქო აქტივობა. განაწილება სოფლების სიდიდის მიხედვით

არასდროს ერთხელ იშვიათად

(2-3-ჯერ)

რამდენჯერმე

%

ადგილობრივი ხელისფულების წარმომადგენლებთან

საჯარო შეკრებებზე დასწრება (წინასაარჩევნო

კამპანიების/ღონისძიებების გარდა)

57.5 15.8 16.6 10.1

სოფლის წევრების / მოსახლეობის შეკრებაზე დასწრება 59.1 14.0 16.2 10.7

ადგილობრივი პრობლემის დაყენებაში ან გადაჭრაში

სხვებთან ერთად მონაწილეობა

69.5 10.4 11.5 8.6

მოხალისეობრივი საქმიანობა 83.8 6.6 5.1 4.5

დემონსტრაციაში ან საპროტესტო ღონისძიებაში

მონაწილეობა

92.4 4.1 1.3 2.1

მედიასთან დაკავშირება პრობლემის გაშუქების

თაობაზე (ზარი გაზეთის რედაქციაში, რადიოში, ტვ-

შოუში )

96.5 2.3 .7 .5

ადგილობრივი ხელისუფლებისთვის წერილის გაგზავნა 96.3 2.0 1.0 .7

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან

პირადად დაკავშირება

88.1 4.9 4.0 2.9

რესპონდენტები საკმაოდ პასიურნი არიან ადგილობრივ ხელისუფლებასთან

ურთიერთობაში. ისინი, ვისაც რაიმე მიზეზის გამო ჰქონიათ კავშირი, უფრო მეტად

სოფლის რწმუნებულსა (14,2%) და გამგებელს (11,4%) უკავშირდებიან.

დიაგრამა 46. ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობა

Page 60: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

60

სოფლებს შორის დაფიქსირდა სხვაობა: საშუალო სოფელის მაცხოვრებლებს უფრო

ხშირად მიუმართავთ სოფლის რწმუნებულისა და გამგებელისთვის, დიდი სოფლის

მოსახლეობას კი საკრებულოს თავმჯდომარესთვის.

ცხრილი 25. ადგილობრივ ხელისუფლებასთან ურთიერთობა. განაწილება სოფლის სიდიდის მიხედვით

დიდი

სოფელი

საშუალო

სოფელი

პატარა

სოფელი

%

საკრებულოს წევრი 4.7 7.4 5.9

სოფლის რწმუნებული 10.7 20 15.9

გამგებელი 11.6 11.5 10.9

საკრებულოს თავმჯდომარე 4.1 2.7 2.3

ადგილობრივი პრობლემების მოსაგვარებლად რესპონდენტები9 ყველაზე ხშირად

საკრებულოს თავმჯდომარესა და სოფლის რწმუნებულს მიმართავენ, ფინანსური

დახმარებისა და ინფორმაციის მისაღებად კი გამგებელს.

დიაგრამა 47. ადგილობრივი ხელისუფლებისადმი მიმართვის მიზეზი

ის რესპონდენტები, რომელთაც მიუმართავთ ადგილობრივი ხელისუფლების

წარმომადგენლებისთვის, საშუალოზე მაღალ შეფასებას აძლევენ მათ კონტაქტით

კმაყოფილების შეფასებისას.

9 პასუხები დათვლილია იმ რესპონდენტების პასუხებიდან, რომელთაც მიუმართავთ ადგილობრივი

ხელისუფლებისთვის.

Page 61: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

61

დიაგრამა 48. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონტაქტის შეფასება

ცხრილი 26. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან კონტაქტის შეფასება. განაწილება სოფლის

სიდიდის მიხედვით

დიდი

სოფელი

საშუალო

სოფელი

პატარა

სოფელი

mean

საკრებულოს წევრი 3.49 3.42 3.09

სოფლის რწმუნებული 3.60 3.48 3.36

გამგებელი 3.40 3.22 3.24

საკრებულოს თავმჯდომარე 3.54 2.83 3.13

მიუხედავად იმისა, რომ დადებითად შეფასდა ის სერვისი, რომელიც მიიღეს

ადგილობრივი სტრუქტურებიდან, გამოკითხულების მხოლოდ 12.6% თვლის, რომ

შემდგომშიც ექნება ურთიერთობა მათთან. ნახევარზე ოდნავ მეტი 55% თვლის, რომ არ

ექნება ან არა, ხოლო 32.4% თვლის, რომ სავარაუდოდ აღარ ექნება ურთიერთობა

ადგილობრივ ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გაწეული სერვისით

კმაყოფილების ხარისხი გავლენას არ ახდენს რესპონდენტების სამომავლო

მიმართვიანობის მონაცემებზე.

Page 62: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

62

დაბალი ჩართულობის მიუხედავად, რესპონდენტთა 78.7 თვლის, რომ სოფლის

მოსახლეობა ჩართული უნდა იყოს სოფლის მართვაში, 18.2%-მა თავი შეიკავა ამ კითხვაზე

პასუხის გაცემისგან.

დიაგრამა 49. სოფლის მართვაში მოსახლეობის ჩართულობის საჭიროება

პატარა სოფლის მოსახლეობის მეტი ნაწილი ამბობს, რომ სოფლის მოსახლეობა სოფლის

მართვაში ჩართული უნდა იყოს (85%), ვიდრე საშუალო (76%) და დიდი (78.5%).

Page 63: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

63

ინფორმირებულობა პარლამენტის ტეპუტატის საქმიანობის შესახებ

რესპონდენტებს ვეკითხებოდით იცოდნენ თუ არა, ვინ არის მათი ოლქის მაჟორიტარი

დეპუტატი: 39% არ იცის ვინ არის მათი მაჟორიტარი დეპუტატი. მათგან, ვინც იცოდა,

დასახელდა შემდეგი ადამიანები, სია წარმოდგენილია უცვლელად, როგორც დაასახელეს

რესპონდენტებმა:

ცხრილი 27. დასახელებული მაჟორიტარი დეპუტატები

დეპუტატები

1 გოგი ქავთარაძე

2 აკაკი ბობოხიძე

3 სამველ პეტროსიანი

4 ვაჟა ჩიტაშვილი

5 პარვიზ ზეინალოვი

6 მახიდ დარზიევი

7 სულეიმანოვი

8 ისმაილოვი

9 მამედოვი

10 ირაკლი ტრიპოლსკი

11 ვახტანგიშვილი

12 ზვიად კვაჭანტირაძე

13 თემიურ ჩხაიძე

14 მისაბიშვილი

15 ახალაია

16 გუნავა

17 ფეიქრიშვილი გიორგი

18 პაპუაშვილი

19 ფატი ხალვაში

20 ანზორ თხილაიშვილი

21 მალხაზ ბაუჟაძე

22 ხუნდაძე

23 ავთო მელაძე

24 ღვინიაშვილი

25 სერგო ხაბულიანი

26 გელაშვილი

27 გოჩა ენუქიძე

Page 64: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

64

28 გელა სამხარაული

29 მურმან დუმბაძე

30 როსტომ ხალვაში

რესპონდენტთა 42,5% არ აქვს ინფორმაცია მათი დეპუტატის პარლამენტში საქმიანობის

შესახებ.

დიაგრამა 50. მაჟორიტარი დეპუტატების პარლამენტში საქმიანობის შეფასება

რესპონდენტთა ნახევარზე მეტი (52,6%) მხოლოდ წინაასარჩევნო შეხვედრებისას

შეხვედრია თავის ოლქის დეპუტატს, 39,3% საერთოდ არ შეხვედრია მას. არჩევნების

შემდეგ რესპონდენტთა მხოლოდ 13,8% ჰქონია კონტაქტი დეპუტატთან არჩევნების

შემდგომ შეხვედრებზე, 4%-ს კი საკუთარი/თანასოფლელების მიერ ინიცირებულ

შეხვედრაზე.

დიაგრამა 51 . შეხვედრები მაჟორიტარ დეპუტატთან

Page 65: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

65

რესპონდენტების 24% ამბობს, რომ დანამდვილებით იცის მაჟორიტარი დეპუტატების

მიერ მოსახლეობასთან მოწყობილი შეხვედრების შესახებ. 17,4% დარწმუნებულია, რომ

დეპუტატი არ აწყობს შეხვედრებს. 25,1% ვარაუდობს, რომ დეპუტატი აწყობს შეხვედრებს,

ოღონდ ამის შესახებ თავად ინფორმირებული არ არის.

დიაგრამა 52. ინფორმირებულობა მაჟორიტარი დეპუტატის მიერ მოსახლეობასთან მოწყობილი შეხვედრების

შესახებ

რესპონდენტების 61%-მა არ იცის სად მდებარეობს მათი მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო.

დიაგრამა 53. ინფორმირებულობა მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ადგილმდებარეობის შესახებ

Page 66: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

66

მათგან ვიც იცის, სად მდებარეობს მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო, 52,1%-მა არ იცის

როგორ მიმართოს ბიუროს. 47,9%-მა კი იცის.

დიაგრამა 54. ინფორმირებულობა მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროსადმი მიმართვის რეგულაციების შესახებ

დამოკიდებულება სოფლის საზოგადოებრივი ფორმით მმართველობის

მიმართ

გამოკითხულთა 75.8% თვლის, რომ აუცილებელი ან სასურველია არსებდეს სოფლის

მოსახლეობით დაკომპლექტებული რაიმე ტიპის გაერთიანება მოხალისეობრივ

საწყისებზე.

Page 67: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

67

დიაგრამა 55. მოსახლეობის მოხალისეობრივ საწყისებზე არსებული გაერთიანების საჭიროება

გამოკითხულთა უმრავლესობა თვლის, რომ მოსახლეობით დაკომპლექტებულ

გაერთიანებას სათათბიროსთან ერთად, გადაწყვეტილების მიმღები ფუნქციაც უნდა

ჰქონდეს.

დიაგრამა 56. სოფლის მოსახლეობის გაერთიანების (საბჭო/კრება) ფუნქციები

დიდ სოფლებში კიდევ უფრო მეტია (82,5%) იმ ადამიანთა რიცხვი, რომელიც ამ

მოსაზრებას ემხრობა (განსხვავება სტატისტიკურად სანდოა). საშუალო და პატარა

სოფლებში პასუხები თითქმის ერთნაირად განაწილდა.

რესპონდენტების უმრავლესობის (69%) აზრით მოსახლეობის წარმომადგენლებისგან

შემდგარი საბჭო /კრება უნდა იკრიბებოდეს სოფლის კეთილმოწყობის საკითხებთან

Page 68: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

68

დაკავშირებით. მომდევნო ადგილები ადგილობრივი გზების შეკეთებასა და სარწყავი

სისტემის მართვა/მოვლა/განაწილებას ერგო. ყველაზე ნაკლები ხმა ერგო საძოვრებთან

დაკავშირებულ საკითხებს.

დიაგრამა 57. საბჭოს/კრების შესაძლო კომპეტენციები

პასუხები, თითქმის ერთნაირად განაწილდა სხვადასხვა სიდიდის სოფლებში, თუმცა

მაინც განსხვავდება საშუალო სიდიდის სოფლების რესპონდენტთა მოსაზრებები. კერძოდ,

უფრო მეტი საშუალო ზომის სოფლის რესპონდენტი თვლის, რომ საკითხები, რომელთა

მოსაგვარებლად შეიძლება იკრიბებოდეს ადგილობრივი მაცხოვრებლებით

Page 69: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

69

დაკომპლექტებული საბჭო/კრება, არის საძოვრების მართვა, სარწყავი სისტემის მართვა და

საძოვრების მოვლა. იხ ცხრილი #28

ცხრილი 28. საბჭოს/კრების შესაძლო კომპეტენციები. განაწილება სოფლების სიდიდის მიხედვით

დიდი

სოფელი

საშუალო

სოფელი

პატარა

სოფელი

ადგილობრივი გზის შეკეთება 39.5% 36.1% 39.9%

სოფლის კეთილმოწყობა 73.2% 61.3% 69.3%

ნარჩენების მართვა (ნაგვის გატანა) 13.5% 15.0% 13.1%

საქონლის საძოვრებზე

გაშვება/მოვლა (ნახირის გარეკვა)

8.9% 13.9% 7.2%

საძოვრების ერთობლივი მოვლა 5.0% 7.1% 3.3%

საერთო ტყის რესურსების მართვა და

მოვლა

9.8% 11.7% 10.5%

სარწყავი სისტემის მართვა / მოვლა /

განაწილება

15.0% 22.9% 19.6%

არ ვიცი/მ.პ.გ. 3.3% 3.4% 3.3%

რესპონდენტებს ვთხოვეთ შეეფასებინათ სოფლის გაერთიანების საქმიანობაში

ჩართვისთვის მზაობა. რესპონდენტთა უმრავლესობა მზადაა სოფლის პრობლემების

მოსაგვარებლად მონაწილეობა მიიღოს სოფლის საბჭოს/კრების საქმიანობაში.

რესპონდნეტთა პასიური ნაწილის რაოდენობა, რომელიც უფრო არ ან არ ჩაერთვება მსგავს

აქტივობაში გამოკითხულთა 21%-ს შეადგენს. 14,3%-ს გაუჭირდა პასუხის გაცემა.

დიაგრამა 58. სოფლის გაერთიანების (საბჭო/კრება) საქმიანობაში ჩართვისთვის მზაობა

პატარა სოფლების რესპონდენტებში 64,1%-ს შეადგენენ ის პირები, რომლებიც უფრო

ჩაერთვებიან სოფლის გაერთიანების (საბჭო/კრება) საქმიანობაში.

Page 70: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

70

ცხრილი 29. სოფლის გაერთიანების (საბჭო/კრება) საქმიანობაში ჩართვისთვის მზაობა. განაწილება სოფლების

სიდიდის მიხედვით

დიდი

სოფელი

საშუალო

სოფელი

პატარა

სოფელი

%

არ ჩავერთვები 8.5 5.3 3.9

უფრო არ ჩავერთვები 12.1 17.7 15.0

უფრო ჩავერთვები 54.9 53.8 64.1

აუცილებლად ჩავერთვები 10.0 7.9 5.2

არ ვიცი/მ.პ.გ. 14.6 15.4 11.8

მათ შორის ვინც მზადაა ჩაერთოს საბჭოს საქმიანობაში, მხოლოდ 10.7%-ს შეუძლია

სოფლის საკითხების გადაწყვეტისთვის საქმიანობაში ყოველკვირა ჩართვა, მესამედზე

ოდნავ მეტს (38,4%) თავისი დრო მხოლოდ თვეში ერთხელ შეუძლია დაუთმოს ამ

საქმიანობას, ასევე მესამედზე ოდნავ ნაკლებს (30%) კი მხოლოდ კვარტალში ერთხელ.

დიაგრამა 59. სოფლის საბჭოს საქმიანობაში ჩართვის სავარაუდო სიხშირე

რესპონდენტთა 54% თვლის, რომ სოფლის კრების წევრობა სავალდებულო უნდა იყოს

სოფელში რეგისტრირებული ყველა მაცხოვრებლისთვის. 32%-ს საწინააღმდეგო

მოსაზრება აქვს.

Page 71: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

71

დიაგრამა 60. სოფლის საბჭოს/კრების სავალდებულო წევრობა

სოფლის კრების წევრობისა და შესაბამისად სოფლის პრობლემების მოგვარებაში ჩართვის

უფლება, გამოკითხულთა 53,3%-ის აზრით აქვს ნებისმიერ ადამიანს, რომელსაც სოფლის

ტერიტორიაზე უძრავი ქონება აქვს. 38,8% თვლის, რომ ასეთი უფლება მხოლოდ სოფელში

რეგისტრირებულ, საარჩევნო ხმის უფლების მქონე პირს უნდა ჰქონდეს.

დიაგრამა 61. სოფლის კრების წევრობის უფლება

რესპონდენტებს ვთხოვეთ შეეფასებინათ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივა

კოოპერაციების წახალისების შესახებ. აღმოჩნდა, რომ 68,2%-ს ამ ინიციატივის შესახებ არ

სმენია.

Page 72: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

72

დიაგრამა 62. სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოოპერაციების წახალისების ინიციატივის შეფასება

ცხრილი 30. სოფლის მეურნეობის სამინისტროს კოოპერაციების წახალისების ინიციატივის შეფასება.

განაწილება სოფლების სიდიდის მიხედვით

დიდი

სოფელი

საშუალო

სოფელი

პატარა

სოფელი

%

ძალიან უარყოფითად .9 1.6 1.4

უფრო უარყოფითად 1.8 2.5 1.4

ვთვლი, რომ ამით არაფერი შეიცვლება 8.2 4.3 5.4

ძალიან დადებითად 10.0 8.3 7.3

უფრო დადებითად 10.5 11.7 12.2

უარი პასუხზე 3.2 3.4 3.4

არ მსმენია ასეთი ინიციატივის შესახებ 65.5 68.3 68.8

რესპონდენტთა 61%-ს უჭირს პასუხის გაცემა გაერთაინდებოდა თუ არა მსგავს

კოოპერატივებში. 23% უარყოფითად პასუხობს კითხვას, 16% მზადაა გაერთიანდეს

კოოპერატივებში.

დიაგრამა 63. კოოპერატივებში გაერთიანებისთვის მზაობა

Page 73: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

73

გამოკითხულთა მხოლოდ 8.9% ამბობს, რომ მათ სოფელში სათემო ორგანიზაცია მუშაობს.

დიაგრამა 64. სოფლებში სათემო ორგანიზაციის არსებობის შესახებ ინფორმირებულობა

სულ გამოკითხული 60 სოფლიდან, ქვემოთ ჩამოთვლილ 19 სოფელში მცხოვრებმა

რესპონდენტებმა თქვეს, რომ გაუგიათ სათემო ორგანიზაციის შესახებ მათ სოფელში.

Page 74: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

74

ცხრილი 31. დასახელებული სოფლები სათემო ორგანიზაციებით

სოფლები

ხუცუბანი

ქვემო შუხუთი

ოზურგეთი

თხინვალი

გონებისკარი

ჟონეთი

სადმელი

ორბელი

ბარდნალა

ძველი სენაკი

მზიანეთი

კარდანახი

ზეგაანი

ყიტაანი

სანიორე

ხულგუმო

ზემო სხვილისი

ივლიტა

ქვედა ლუხვანო

რესპონდენტების 61,2% სათემო ორგანიზაციების საქმიანობას აფასებს, როგორც "უფრო

სასარგებლოს"10, 19% კი როგორც "ძალიან სასარგებლოს".

დიაგრამა 65. სათემო ორგანიზაციების საქმიანობის შეფასება

10

დათვლილია იმ რესპონდენტების პასუხებიდან, რომელთაც იციან სათემო ორგანიზაციების საქმიანობის

შესახებ

Page 75: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

75

სათემო ორგანიზაციების საქმიანობაში მოსახლეობის ჩართულობა არ არის მაღალი: მათ

შორის ვისაც გაუგია სათემო ორგანიზაციიე შესახებ, მხოლოდ 10%-ს მიუღია მათ მიერ

მოწყობილ ღონისძიებაში მონაწილეობა.

Page 76: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

76

ადგილობრივი დავები და მათი გადაჭრის გზები

რესპონდენტებს ვთხოვეთ, გაეხსენებინათ სოფელში არსებული სადავო საკითხები.

შედეგების მიხედვით, ნახევარზე მეტს საერთოდ არ სმენია თავის სოფელში რაიმე სახის

დავების შესახებ. მათ შორის ვისაც რაიმე ინფორმაცია აქვს, სმენია ძირითადად მიწის,

სამეზობლო და საოჯახო დავების შესახებ.

დიაგრამა 66. სადაო საკითხები სოფლად

სოფლის მოსახლეობა, სადავო საკითხების გადასაწყვეტად გამგეობას უფრო მიმართავს,

ვიდრე სასამართლოსა და პოლიციას. თუმცა, როგორც შედეგებმა აჩვენეს, ყველაზე

ხშირად პრობლემას მაინც პირადად აგვარებენ. დიდი სოფლის რესპონდენტების

პასუხების მიხედვით დიდი სოფლის მოსახლეობა უფრო ხშირად მიმართავს გამგეობას,

სასამართლოს და პოლიციას, ხოლო პატარა სოფლის მოსახლეობა უფრო მეტად

მიმართავს ადგილობრივ ავტორიტეტებს და ან თავად აგვარებენ პრობლემებს.

ცხრილი 32. სადავო საკითხების გადაწყვეტის გზები

ხშირად იშვიათად

არასდროს

მ.პ.გ

მიმართავენ სასამართლოს 8.9 25.1 30.5 35.6

მიმართავენ გამგეობას 22.9 30.9 16.9 29.3

მიმართავენ პოლიციას 7.0 34.8 27.0 31.2

მიმართავენ ადგილობრივ უხუცესებს 1.6 15.4 41.6 41.4

მიმართავენ ადგილობრივ ავტორიტეტებს .8 9.9 45.1 44.2

აგვარებენ პირადად, ცდილობენ არ

გაახმაურონ საკითხი

50.5 17.9 3.7 27.9

Page 77: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

77

განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ

ინფორმირებულობა და მათი ეფექტიანობის აღქმა

დიაგრამა 67. ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმირებულობა

ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების შესახებ ინფორმაცია ჰქონდა 9

პატარა სოფელის, 17 დიდი სოფლისა და 14 საშუალო სოფლის მოსახლეობას. ძირითადად

დასახელდა შემდეგი პროექტები:

დიაგრამა 68. შესრულებული ინფრასტრუქტურული პროექტები

Page 78: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

78

რესპონდენტების მეხუთედმა არ იცის ვინ განახორციელა მათ თემში ინფრასტრუქტურის

რეაბილიტაციის პროექტი. 37,6%-ის აზრით ადგილობრივმა ხელისუფლებამ, 17,7%

თვლის, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ, 12,9% კი პროექტს ადგილობრივი

მაცხოვრებლების მიერ განხორციელებულად თვლის.

დიაგრამა 69. ინფრასტრუქტურული პროექტის განმახორციელებელი სტრუქტურები

გამოკითხულთა 97% პასუხობს, რომ განხორციელებული პროექტები ახლაც სასარგებლოა.

რესპონდენტებს ვთხოვეთ გაეზიარებინათ ჩვენთვის მათი მოსაზრებები

ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ გადაწყვეტილების მიმღებ სტრუქტურებზე.

გამოკითხულთა პასუხების მიხედვით ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ 37%

შემთხვევაში გადაწყვეტილებას ადგილობრივი ხელისუფლება იღებს, 20,2%-ში

ცენტრალური ხელისუფლება, ხოლო 24.2%-ში ადგილობრივი მოსახლეობა.

Page 79: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

79

დიაგრამა 70. ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ გადაწყვეტილების მიმღები სტრუქტურები

რესპონდენტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ აუცილებელი (60%) ან სასურველია (37%)

საჯარო განხილვები თემში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების

შესახებ.

დიაგრამა 71. თემში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ საჯარო განხილვების

საჭიროება

პატარა სოფლებში განსაკუთრებით ბევრია საჯარო განხილვების მომხრე რესპონდენტთა

რაოდენობა.

Page 80: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

80

ცხრილი 33. თემში განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ საჯარო განხილვების

საჭიროება. განაწილება სოფლების სიდიდის მიხედვით

დიდი

სოფელი

საშუალო

სოფელი

პატარა

სოფელი

%

დიახ, ეს აუცილებელია 57.6 59.6 68.2

დიახ, სასურველია 38.0 37.8 30.0

არ ვთვლი, რომ ეს საჭიროა 3.0 1.3 .5

არ ვიცი/მ.პ.გ. 1.3 1.3 1.4

განხილვების გამართვის შემთხვევაში რესპონდენტების 44% ფიქრობს, რომ შესაძლოა

მიიღოს მონაწილეობა ინფრასტრუქტურული პროექტების განხილვაში, 24% აუცილებლად

მიიღებს მონაწილეობას. 19% სავარაუდოდ არ ჩაერთვება განხილვებში.

დიაგრამა 72. საჯარო განხილვებში შესაძლო სამომავლო მონაწილეობა

ცხრილი 34. საჯარო განხილვებში შესაძლო სამომავლო მონაწილეობა. განაწილება სოფლების სიდიდის

მიხედვით

დიდი

სოფელი

საშუალო

სოფელი

პატარა

სოფელი

%

დიახ, აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას 20.3 27.2 31.4

შესაძლოა მივიღო მონაწილეობა 43.8 43.6 43.6

სავარაუდოდ არ მივიღებ მონაწილეობას 21.1 17.8 13.2

არ ვიცი 14.8 11.5 11.8

Page 81: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

81

გამოკითხულთა უმეტესობა პასუხობს, რომ მის თემს ეკონომიკური განვითარების გეგმა

არ აქვს.

მიგრაცია და ურთიერთობა სხვა რეგიონებთან

საგულისხმოა, რომ გამოკითხულთა უმეტესობის პასუხის მიხედვით, მათი ოჯახის წევრი

ან ახლო ნათესავი არ არის სამუშაოდ წასული საქართველოს სხვა რეგიონში. მხოლოდ

7.9% ამბობს, რომ მათი ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი სხვა რეგიონში მუშაობს. მათგან

ვინც სხვა რეგიონშია წასული სამუშაოდ, 62% თბილისში მუშაობს.

სხვადასხვა რეგიონების მოსახლეობას ერთმანეთთან ურთიერთობა აქვთ ძირითადად

განათლების, დასაქმების, სამედიცინო დახმარების საკითხების, ნათესაური კავშირების

საფუძველზე. მიუხედავად იმისა, რომ გამოკითხულთა მხოლოდ 7,9%-ის ოჯახის წევრია

სამუშაოდ წასული სხვა რეგიონში, დაახლოებით ორჯერ მეტი რაოდენობა (16.8%) თვლის,

მათი რეგიონიდან სხვა რეგიონში სამუშაოდ მიდიან ადამიანები. იხ ცხრილი #35

ცხრილი 35. ურთიერთობა სხვა რეგიონის მოსახლეობასთან

% პასუხებიდან

ჩვენი ბავშვები/ახალგაზრდები სწავლობენ სხვა რეგიონის სხვადასხვა დასახლებულ

პუნქტში (ქალაქი, რაიონული ცენტრი ან სოფელი)

20.4%

ჩვენი მოსახლეობა დასაქმებულია სხვა რეგიონის დასახლებულ პუნქტებში (ქალაქი,

რაიონული ცენტრი ან სოფელი)

16.8%

ჩვენი მოსახლეობა იღებს სამედიცინო დახმარებას სხვა რეგიონის სხვადასხვა

დასახლებულ პუნქტებში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში

13.9%

ჩვენს მოსახლეობას აქვს ნათესაური/სამეგობრო კავშირები სხვა რეგიონის

მოსახლეობასთან

13.5%

ჩვენი მოსახლეობა ყიდის/ყიდულობს პროდუქციას სხვა რეგიონის დასახლებულ

პუნქტებში (ქალაქი, რაიონული ცენტრი ან სოფელი)

12.9%

სხვა რეგიონის მოსახლეობა ყიდის/ყიდულობს პროდუქციას ჩვენთან 10.4%

ჩვენი მოსახლეობა სტუმრობს სხვა რეგიონში არსებულ კულტურულ/სპორტულ

დაწესებულებებს (ბიბლიოთეკა, კულტურის სახლი, კინო, თეატრი, სტადიონი და ა.შ)

და იღებს მონაწილეობას კულტურულ/სპორტულ ღონისძიებებში

4.3%

სხვა რეგიონის მოსახლეობა დასაქმებულია ჩვენთან 1.1%

სხვა რეგიონის ბავშვები/ახალგაზრდები სწავლობენ ჩვენთან 1.1%

სხვა რეგიონის მოსახლეობა სტუმრობს ჩვენს დასახლებაში არსებულ

კულტურულ/სპორტულ დაწესებულებებს (ბიბლიოთეკა, კულტურის სახლი, კინო,

თეატრი, სტადიონი და ა.შ) და იღებს მონაწილეობას კულტურულ/სპორტულ

ღონისძიებებში

1.0%

სხვა რეგიონის მოსახლეობა იღებს სამედიცინო დახმარებას ჩვენთან არსებულ

სამედიცინო დაწესებულებებში

.4%

Page 82: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

82

არ გვაქვს ურთიერთობა სხვა რეგიონის მოსახლეობასთან 4.2%

გამოკითხულთა 16%-ის ოჯახის წევრი საზღვარგარეთ მუშაობს. როგორც მოსალოდნელი

იყო პატარა სოფლებიდან უფრო მეტი ადამიანია წასული უცხოეთში სამუშაოდ, ვიდრე

დიდი და საშუალო სოფლიდან.

დიაგრამა 73. გყავთ თუ არა ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი (შვილები, დები/ძმები, მშობლები, რძალი / სიძე),

რომელიც სამუშაოდ არის წასული ქვეყნის გარეთ. დადებითი პასუხების განაწილება სოფლის სიდიდის

მიხედვით

როგორც კვლევამ აჩვენა, მიგრანტების ყველაზე მეტი რაოდენობაა რუსეთში, ხოლო

შემდეგ თურქეთსა და საბერძნეთში. პასუხების განაწილება იხილეთ დიაგრამაზე # 74.

Page 83: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

83

დიაგრამა 74. რომელ ქვეყნებში არიან სამუშაოდ წასული რესპონდენტის ოჯახის წევრები

Page 84: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

84

საკომუნიკაციო არხები

ნაციონალური სატელევიზიო არხების რეიტინგში ლიდერობენ "ტელეიმედი" (75,1%) და

რუსთავი 2 (71,9%). ყველაზე მცირე მაყურებელი "ტაბულასა" და "ITV

ინტერნეტტელევიზიას" ჰყავს. გამოკითხულთა 4,5% ვერ უყურებს ნაციონალურ არხებს,

2,7% კი თავად არ უყურებს.

დიაგრამა 75. ნაციონალური სატელევიზიო არხების რეიტინგი

Page 85: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

85

დიაგრამა 76. ადგილობრივი ტელევიზიების რეიტინგი

ადგილობრივი ტელევიზიებიდან ლიდერობს აჭარის ტელევიზია (5,1%), "ოდიში" (4,5%),

ATV 12 (4.1%). ადგილობრივ არხებს ვერ უყურებს 53,8%, არ უყურებს 21,1%.

გამოკითხულთა 88% არ უსმენს რადიოს. 4,2% უსმენს რადიო "არ დაიდარდოს", 1,2%

რადიო "ფორტუნას", 1% რადიო "ათინათს".

Page 86: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

86

დიაგრამა 77. რადიოარხების რეიტინგი11

გამოკითხულთა 67% გაზეთებსა და ჟურნალებს არ კითხულობს. ყველაზე პოპულარული

ბეჭდვითი მედიასაშუალება არის ჟურნალი "სარკე", რომელსაც გამოკითხულთა 16%

კითხულობს.

დიაგრამა 78. ბეჭდვითი მედიის რეიტინგი (პირველი 5 მედიასაშუალება)

11

დასახელებული ათეული

Page 87: სოფლის მოსახლეობის კვლევა R-CSN.pdf

87

მათ შორის, ვისაც აქვს წვდომა ინტერნეტთან (20%), ყველაზე პუპულარული სოციალური

ქსელები და გასართობი გვერდებია.

დიაგრამა 79. ინტერნეტგვერდების რეიტინგი