სათავგადასავლო ტურიზმი (Adventure travel)

26
თაკო ზურებიანი მაიკო ჯიქიძე
  • Upload

    -
  • Category

    Travel

  • view

    838
  • download

    7

Transcript of სათავგადასავლო ტურიზმი (Adventure travel)

Page 1: სათავგადასავლო ტურიზმი (Adventure travel)

თაკო ზურებიანიმაიკო ჯიქიძე

Page 2: სათავგადასავლო ტურიზმი (Adventure travel)
Page 3: სათავგადასავლო ტურიზმი (Adventure travel)

ტურიზმისა და მოგზაუობის ტრადიცია სათავეს ჯერ კიდევ XVIII საუკუნეში იღებს. თანამედროვე ტურისტული მოძრაობის დამფუძნებლად ითვლება თომას კუკი. დასვენებისა და გართობის მიზნით გამგზავრება პირველად პოპულარული გახდა ძველ რომაელებს შორის, რომლებიც ძირითადად პირამიდების დასათვალიერებლად მიემგზავრებოდნენ. შემდგომში მოგზაურობის ფორმები და გეოგრაფია ფართოვდება. უფრო მრავალფეროვანი ხდება ამ მოგზაურობის მიზნებიც: სანახაობრივი, სასწავლო, რელიგიური და სხვა. შენდება მოგზაურთა დროებით გასაჩერებელი სახლები, საზაფხულო აგარაკები, რეზიდენციები. მოსახლეობის იმ შეძლებული ფენების წარმომადგენლებს, ვინც ცნობისმოყვარეობისთვის მოგზაურობდა უცხო ქვეყნებში, XVII საუკუნის მიწურულიდან ტურისტებს უწოდებენ. ტურისტული მოგზაურობის გეოგრაფია გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება. ადამიანებს ყოველთვის ჰქონდათ მისწრაფება დასვენებისა და მოგზაურობისკენ. ძველ ეგვიპტეში, სპარსეთში, ბაბილონში, ანტიკურ საბერძნეთში და რომში პოპულარული იყო დასვენების ისეთი ფორმები როგორიცაა: ნადირობა, დოღი, ჭიდაობა, მშვილდოსნობა და სხვა. დროთა განმავლობაში დასვენება უფრო მრავალფეროვანი და ორგანიზებული ხდებოდა.დღესდღეითობით ყველაზე პოპულარული გახდა ექსტრემალური ტურები ტურიზმის ბიზნესში. შესაბამისად მოთხოვნილებებიც გაიზარდა იმ ხალხში, რომელთაც ხიბლავთ დაუვიწყარი და მძაფრი შეგრძნებები.როგორც ექსტრემალები ამბობენ: ”საკმარისია ერთხელ გამოსცადოთ და შეიგრძნოთ ექსტრემით გამოყოფილი ადრენალინი და იგი იქცევა თქვენი ცხოვრების განუყრელ ნაწილად. ”

Page 4: სათავგადასავლო ტურიზმი (Adventure travel)

სათავგადასავლო ტურიზმი არის ტურიზმის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც გულისხმობს ეგზოტიკურ ადგილებში მოგზაურობას. სათავგადასავლო ტურიზმის პოპულარობა სწრაფად იზრდება.

აშშ-ს მიერ დაფუძნებული სათავგადასავლო მოგზაურობის ასოციაციის განცხადებით, სათავგადასავლო მოგზაურობად შეიძლება ჩაითვალოს ნებისმიერი ტურისტული აქტივობა, რომლის შემადგენელი კომპონენტებია: ფიზიკური აქტივობა, კულტურული შემეცნება და ბუნების ჩართულობა. ეგზოტიკურ ადგილებად ითვლება: ვულკანი, უდაბნო, ჯუნგლები, ტუნდრა და ა.შ. ტურიზმის ეს სახეობა, ჩვეულებრივ, არის არასტანდარტული ტური ეგზოტიკურ და ეკოლოგიურად სუფთა ბუნებრივ გარემოში, რაც დაკავშირებულია უჩვეულო მოგზაურობებთან და ტრანსპორტის არატრადიციულ სახეობასთან.

Page 5: სათავგადასავლო ტურიზმი (Adventure travel)

ეგზოტიკური ტურიზმის ერთ-ერთიმიმართულებაა ვულკანური ტურიზმი რაც ტურისტებში ძალიან პოპულარული გახდა.მიუხედავად იმისა, რომ ვულკანები გარკვეულ საფრთხეს წარმოადგენენ, დედამიწაზე არსებობს ათასობით ადამიანი, რომლებიც სწორედ ამ ადგილებისკენ ისწრაფვიან

Page 6: სათავგადასავლო ტურიზმი (Adventure travel)

ვულკანებს შორის პირველ ადგილზეა ჰავაიზე მდებარე მოქმედი ვულკანი კილავუე, სადაც დამთვალიერებელს გაყინული ლავისა და ულამაზესი ლანდშაფტის ხილვა შეუძლია.

Page 7: სათავგადასავლო ტურიზმი (Adventure travel)

მეორე ადგილზეა ვულკანი მაუნტ-ლიამუიგა, რომელიც სენტ-კისტში მდებარეობს. ამ ტერიტორიაზე ექსკურსიის დროს ტურისტები ბამბუკის ტყეებს გაივლიან და ვულკანურ ტბაში ბანაობასაც შეძლებენ.

Page 8: სათავგადასავლო ტურიზმი (Adventure travel)

სამეულის კიდევ ერთი წევრია კილიმანჯაროს მთა, რომელიც ტანზანიის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენს.

Page 9: სათავგადასავლო ტურიზმი (Adventure travel)

აღსანიშნავია აგრეთვე ვულკანი ვეზუვი და ვულკანი იელოუსტონი

Page 10: სათავგადასავლო ტურიზმი (Adventure travel)

ტურისტთა მიზიდვის ერთ-ერთ საინტერესო ადგილს წარმოადგენს ვულკანური წარმოშობის კელიმუტუს ტბა, რომელიც ტურიზმის საყრდენია კუნძულ ფლორესზე. კუნძული მდებარეობს ინდონეზიის არქიპელაგზე (აღმოსავლეთ ნაწილში).

Page 11: სათავგადასავლო ტურიზმი (Adventure travel)

თავგადასავლების მოყვარულ ტურისტებს ასევე ძალიან იზიდავთ მოგზაურობა უდაბნოებში.

Page 12: სათავგადასავლო ტურიზმი (Adventure travel)

სათავგადასავლო ტურიზმში იზრდება ჯუნგლების როლი, რაც განისაზღვრება მრავალმხრივი ფიზიკური რესურსებით დედამიწის რეგიონებში. ჯუნგლებში ტურიზმი ეხება რეგიონის კულტურასა და საქმიანობას. ტურები ჯუნგლებში გახდა ძირითადი კომპონენტი მწვანე (ტროპიკული) ტურიზმის მიმართულებით. ამ მხრივ ყველაზე საინტერესოა ამაზონის ტყეები, რომელიც ყველაზე მსხვილი და ბიოლოგიურად მრავალფეროვანი ტროპიკული ტყეებია. იგი ცნობილია, როგორც "დედამიწის ფილტვები". ასევე აღსანიშნავია ჯუნგლები აზიასა და აფრიკაში

Page 13: სათავგადასავლო ტურიზმი (Adventure travel)

ცალკეულ შემთხვევებში სათავგადასავლო ტურებიდაკავშირებულია გარკვეულ და სერიოზულ ფიზიკურ დატვირთვებთან, რომლებიც გამბედაობასა და ცოდნასმოითხოვენ. წარმოგიდგენთ რამდენიმე სახეობას:

Page 14: სათავგადასავლო ტურიზმი (Adventure travel)

რაფტინგი (ქართულად ჯომარდობა”,) - ეს არის სპორტის და ტურიზმის პოპულარული სახეობა მთელს მსოფლიოში, დასვენების აქტიური სახეობა, რისთვისაც გამოიყენება გასაბერი ნავი. როგორც წესი, დაშვება ხდება სხვადასხვა სირთულის მთის მდინარეებზე. დასვენების ეს ექსტრემალური სახეობა პოპულარული გახდა 1970-იანი წლებიდან მოგვიანებით კი ტრანსპორტირების საშუალებები როდესაც დაიხვეწა და გაუმჯობესდა, ჯომარდი იქცა გასართობ, ექსტრემალურ სპორტად. დღეისათვის უსაფრთხოოების ზომები მაქსიმალურ დონეზეა აყვანილი თანამედროვე გასაბერ ნავებს აკეთებენ გამძლე მრავალფენიანი რეზინის მასალისაგან და აქვთ რამდენიმე დამოუკიდბელი განყოფილება, რაც არის გარანტია იმისა, რომ ნავი არ ჩაიძირება, რომელიმე განყოფილების დაზიანების შემდგომ. რაფტინგი შეიცავს გარკვეულ რისკებს და შეიძლება საშიში იყოს თუ არ იქნა დაცული უსაფრთხოების ზომები. საფრთხე შეიძლება მოდიოდეს როგორც გარემო პირობებიდან, ასევე მონაწილეების არასწორი ქცევის გამო. ამიტომყოველი რაფტინგის წინ ტურის მონაწილეებს უტარდებათ ინსტრუქტაჟი, რომლის დროსაც განემარტებათ ნავში ჯდომის, ნიჩბების მოსმის წესები. ყველა მონაწილეს ურიგდება სამაშველო ჟილეტი და ჩაფხუტი. სასურველია ჰიდროკოსტიუმისა და სპეციალური ფეხსაცმლის ტარებაც.ამ პირობების გათვალისწინებით, რაფტინგი საკმაოდ უსაფრთხო და სასიამოვნო გართობად შეიძლება იქცეს.

https://www.youtube.com/watch?v=ByIIq3jFOKo

Page 15: სათავგადასავლო ტურიზმი (Adventure travel)

აერონავტიკა (ჰაერნაოსნობა) - ტურიზმის ეს სახეობა იმით არის საინტერესო, რომ ტურისტებს შეუძლიათ დატკბნენ დედამიწის ულამაზესი ხედებით საჰაერო ბურთებით მოგზაურობისას.

Page 16: სათავგადასავლო ტურიზმი (Adventure travel)

დაივინგი (წყალში ყვინთვა) - ქყალქვეშა ტურიზმის ერთ-ერთი აქტიური სახეობაა. რაც უფრო ღრმად ჩადიხარ წყალში, მით უფრო საინტერესოა ზღვა და მით მეტი ადრენალინი გამოიყოფა. ამასათანავე, მეტია საფრთხეც. დაივინგის დროს ძირითადად საფრთხეს ქმნიან თევზთა საშიში სახეობები, რომელთაც თუ გინდათ თავი აარიდოთ, არ უნდა გააბრაზოთ, არ უნდა დაურღვიოთ მყუდროება. საშიშია აგრეთვე კიბოსნაირები, ლოდები, კლდეები, წყალმცენარეები. ამიტომ, დაივინგის საზოგადოება გიდის გარეშე ტურებს არ აწყობს. წყალქვეშა ცურვისას განსაკუთრებით საინტერესოა ჩაძირული გემებისა და თვითმფრინავების დათვალიერება. ზღვის მცენარეები და საერთოდ, მისი სამყარო ამოუცნობი საიდუმლოა და ამავდროულად ძალიან საინტერესო. დაივინგის უამრავი სახეობა არსებობს:ავტონომიური, არაავტონომიური, მოხალისეთა, სამკურნალო და სხვა. მოხალისეთა ყვინთვის მიზანია დასვენება. იგი სრულდება ინსტრუქტორების თანხლებით და თავის მხრივ გულისხმობს ყვინთვის ისეთ სახეობებს, როგორიცაა წყალქვეშა ნადირობა, წყალქვეშა ფოტოგრაფია, ორიენტალური ყვინთვა კომპასით და სხვა.საქართველოში დაივინგი საკმაოდ პოპულარული და განვითარებულია. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიაზე წყალქვეშა ცურვა შესაძლებელია სარფში, კვარიათში, ციხისძირსა და პალიასტომის ტბაზე.

Page 17: სათავგადასავლო ტურიზმი (Adventure travel)

• სქაიდაივინგი - პირდაპირი თარგმნით ნიშნავს ცაში ყვინთვას. მის დროს გამოიყენება პარაშუტი და მდგომარეობს თავისუფალ ვარდნაში, რომელიც იწყება თვითმფრინავიდან გადმოხტომისას პარაშუტის გაშლამდე.

https://www.youtube.com/watch?v=xFEN7BQ7Zus

Page 18: სათავგადასავლო ტურიზმი (Adventure travel)

FLYBOARD მფრინავი დაფა იმართება მცურავის მიერ რეზინის მილის საშუალებით. მცურავი მანიპულირებს პედლებით, რომელიც არის რეზინის მილის სარქველი. მცურავის დაწოლა პედლებზე გამოიტყორცნის ჰაერს და წყლისა და ჰაერის ურთიერთქმედებით დაფა ჰაერში ადის. დაახლოებით 6წლის წინ, აკვაბაიკის ფრანგმა ჩემპიონმა, ფრენკი ზაპატამ მსოფლიოს FLYBOARD-ი - საშუალო ზომის, წყლის ჭავლზე მომუშავე პლატფორმა წარუდგინა, რომელიც ფეხებზე მაგრდება და პერსონალურ საფრენ საშუალებას წარმოადგენს. საფრენი დაფა მალე ძალიან პოპულარული გახდა, თუმცა სულ მალე ზაპატამ, გაუმჯობესებული HOVERBOARD-ი წარადგინა.ახალი მოდელი დიდი ზომის სკეიტბორდივით გამოიყურება. წინამორბედისგან განსხვავებით მას ორის ნაცვლად ერთი მოზრდილი წყლის თავაკი აქვს. აღნისნული მოწყობილობა იმდენად მძლავრია, რომ საათში 37 კილომეტრამდე სიჩქარის განვითარებაც შეუძლია. მას მიერთებული აქვს მძლავრი სატუმბი, რომელიც გრძელი მილის საშუალებით იწოვს წყალს და შემდეგ დიდი წნევით გამოაქვს გარეთ. მთლიანი კომპლექსის ღირებულება საკმაოდ ძვირია - თუ წყლის ზედაპირზე ფრენა გინდათ, 5850 დოლარის გადახდა მოგიწევთ

https://www.youtube.com/watch?v=LHL16av4C9k

Page 19: სათავგადასავლო ტურიზმი (Adventure travel)

ალპინიზმი - ეს არის სპორტისა და დასვენების ერთ-ერთი სახეობა. მის მიზანს წარმოადგენს მთების მწვერვალზე ასვლა. მწვერვალზე ასვლის შემდეგ, ალპური ზონები და ულამაზესი ხეობები იშლებადა თავისუფლების მშვენიერი განცდა გვეუფლება. ალპინიზმის სპორტული არსი მდგომარეობს მწვერვალებისაკენ მიმავალ გზაზე ბუნებრივად წარმოშობილი წინაღობების (სიმაღლე, რელიეფი, ამინდი) გადალახვაში.

Page 20: სათავგადასავლო ტურიზმი (Adventure travel)

ტორნადოზე "ნადირობა" - აშშ-ში არსებობს რამდენიმე სპეცსამსახური, რომლებიც ადრენალინის მოყვარულ ტურისტებს აძლევენ "ცოცხალ" ტორნადოსთან შეხვედრის გარანტიას

Page 21: სათავგადასავლო ტურიზმი (Adventure travel)

ზორბი - ორ დიდ ერთმანეთში ჩამჯდარ სფეროში თავსდება ადამიანი, რომლის ხელფეხი და წელი მაგრდება სფეროს შიდა კედელზე. შემდეგ ხდება სფეროს დაგორება მთიდან. იგი დიდი სიჩქარით მიჰქრის და ხტუნავს ფერდობის კოლბოხებსა და უსწორმასწორო გზებზე

https://www.youtube.com/watch?v=qPKKtvkVAjY

Page 22: სათავგადასავლო ტურიზმი (Adventure travel)

კოსმოტურიზმი - ტურიზმის ეს სახეობა ყველაზე ძვირადღირებულია. მიუხედავად ამისა, მისი როლი მნიშვნელოვნად იზრდება ტურიზმის სფეროში და ექსპერტები მიიჩნევენ, რომ კოსმოსური ტურიზმი მალე ძალიან პოპულარული გახდება.

სპეციალურად ტურისტებისათვის, კოსმოსში გაიხსნება სასტუმრო. ეს სასტუმრო კლიენტებს საშუალებას მისცემს კოსმოსში 80 წუთში ავიდნენ და მზის ამოსვლა და ჩასვლა15-ჯერ ნახონ დღეში. რა თქმა უნდა უფრო ძვირი ეღირება ოთახები ჩვენი პლანეტის ხედით. ეს სიამოვნება სულ რაღაც 4.4 მლნ (აშშ) დოლარი ეღირება და ამ ფასად კოსმოსში სამ დღე-ღამეს გაატარებენ. სანამ კლიენტები კოსმოსში ავლენ, ისინი გაივლიან 8 კვირიან ვარჯიშს.

Page 23: სათავგადასავლო ტურიზმი (Adventure travel)

კლდეზე ცოცვა და სამთო ველო ტურიზმი

Page 24: სათავგადასავლო ტურიზმი (Adventure travel)

კანიონინგი-„კანიონინგი“ მოიცავს სხვადასხვა ტექნიკას, როგორიცაა: ფეხით სიარული, ჩანჩქერებზე თოკით დაშვება, ცოცვა, ცურვა და გადმოხტომა.„კანიონინგი“ საკმაოდ პოპულარული აქტივობაა დასავლეთ ევროპის ქვეყნებში და მისდამი ინტერესი მსოფლიო მასშტაბით თანდათანობით იზრდება. ამ კუთხით საქართველოს დიდი პოტენციალი გააჩნია, რომელიც საჭიროებს შესწავლას და განვითარებას

Page 25: სათავგადასავლო ტურიზმი (Adventure travel)

ექსტრემალური ტურიზმის სახეობათა რიგი დღითიდღე იზრდება და ფართოვდება. უკანსაკნელ პერიოდში გამოჩნდა შემდეგი ახალი სახეობები:სქაისერფინგი - ეს არის პარაშუტით გადმოხტომა სერფინგისტის დაფით.ფრირაიდი - თხილამურებით ან სნოუბორდით თავისუფალი დაშვება მთის ფერდობზე მოუმზადებელ ტრასაზე.ბანგი-ჯამფინგი - გულისხმობს ხიდიდან თავქვე გადმოხტომას, როდესაც მიწამდე მხოლოდ 10-დან 20 მ-მდე მანძილი რჩება. ბოლო ხანებში ტურისტებს სთავაზობენ ხტომებს კანიონებში ან დაბალ სიმაღლეზე მიმავალი ვერტმფრენიდან

Page 26: სათავგადასავლო ტურიზმი (Adventure travel)

მადლობა ყურადღებისთვის