ივანე ჯავახიშვილის ნაკვალევზე

42
ივანე ჯავახიშვილის ნაკვალევზე

description

 

Transcript of ივანე ჯავახიშვილის ნაკვალევზე

ივანე ჯავახიშვილის ნაკვალევზე

ივანე ჯავახიშვილის ნაკვალევზე

სოფლის სოციოლოგთა კლუბი

თბილისი

2015

სარჩევი

შესავალი ................................................................................................................................................... 5

სოფლის სოციოლოგიის განვითარების ისტორია C.R. Hoffer–ის მიხედვით .................................... 6

ძირითადი მიგნებები .............................................................................................................................. 9

კვლევის დიზაინი ...................................................................................................................................12

თვისებრივი კვლევის დიზაინი .........................................................................................................12

რაოდენობრივი კვლევის დიზაინი ...................................................................................................13

თვისებრივი კვლევა ................................................................................................................................16

ესეების ანალიზი .................................................................................................................................16

შედარებითი ანალიზი ........................................................................................................................19

სოფელი არადეთი ...............................................................................................................................19

დემოგრაფიული სტრუქტურა .......................................................................................................19

სოფლის მეურნეობა ........................................................................................................................20

მიგრაცია ...........................................................................................................................................21

საგანმანათლებლო და სხვა სახის დაწესებულებები ..................................................................21

სოფელი გრემი .....................................................................................................................................23

დემოგრაფიული სტრუქტურა .......................................................................................................23

სოფლის მეურნეობა ........................................................................................................................24

მიგრაცია ...........................................................................................................................................25

საგანმანათლებლო და სხვა დაწესებულებები .............................................................................25

თანამედროვეობის ანალიზი .................................................................................................................27

არადეთი ...............................................................................................................................................27

გრემი.....................................................................................................................................................28

რაოდენობრივი კვლევა ..........................................................................................................................29

სოფელში არსებული პრობლემები....................................................................................................29

სამოქალაქო ჩართულობის ფორმები ................................................................................................31

თვითმმართველობის საქმიანობის შეფასება ...................................................................................33

ახალი ინფორმაციის მიღების წყარო ................................................................................................36

კომპიუტერი/ინტერნეტი და გამოყენების მიზნობრიობა ..............................................................38

ბიბლიოგრაფია ........................................................................................................................................40

კვლევის განმავლობაში, სხვადსხვა ეტაპზე გაწეული დახმარებისთვის, „სოფლის

სოციოლოგთა კლუბი“ მადლობას უხდის: ამირან ბერძენიშვილის, ლიკა წულაძეს,

ივანე კეჭაყმაძეს, ნინო დურგლიშვილს, დავით სიჭინავას, გიორგი ღვედაშვილს, ნანი

მაჭარაშვილს, თამარ მახარაძეს, ზურა მჭედლიშვილს, სოციალურ და პოლიტიკურ

მეცენიერებათა ფაკულტეტის ადმინისტრაციის თანამშრომლებს, ივანე ჯავახიშვილის

სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს,

სოფელ არადეთისა და გრემის მოსახლეობას, თითეოულ იმ ადამინს, ვინც მხარი

დაუჭირა ჩენს პროექტს, მოხალისეებს, vivus.ge–სა და ertad.ge–ს.

მკვლევართა ჯგუფი: თემურ გუგუშვილი, მარიამ კაპანაძე, სალომე დოლიძე, ნუნუ

სიკინჭალაშვილი, მარიამ შარია, თეო იმერლიშვლი.

მოხალისეები: კარლო მეგულაშვილი, ოთარ სალდაძე, ლიკა სანთელაძე, ლიკა

ქადაგიშვილი.

მოცემული დოკუმენტი წარმოადგენს კვლევის ანგარიშს, რომელიც ჩატარდა კვლევითი

პროექტის – „ივანე ჯავახიშვილის ნაკვალევზე“ – ფარგლებში. კვლევა ertad.ge–ს

დაფინანსებითა და თსუ–ს მხარდაჭერით, „სოფლის სოციოლოგთა კლუბმა“ ჩაატარა.

შესავალი

დღეს აღარავინ დავობს, რომ ემპირიული სოციოლოგია სათავეს იღებს უ.

თომასისა და ფ. ზნანეცკის მრავალტომეული გამოკვლევიდან „პოლონელი გლეხი

ევროპასა და ამერიკაში“, რომელიც 1918-1921 წლებში გამოქვეყნდა. ეს დიდი მასშტაბის

სოციოლოგიური გამოკვლევაა, რომელშიც გადმოცემულია მთელი მეთოდი და ყველა

მონაცემის ერთობლიობა. ამ კვლევამ შემოიტანა შერჩევით შემთხვევათა, პირად

დოკუმენტთა შესწავლის ახალი მეთოდი, რომელიც ახლაც გამოიყენება

სოციოლოგიაში. სწორედ აქედან იწყება ახალი ეტაპი ამერიკული და ევროპული

სოციოლოგიური კვლევის განვითარებაში.

ქართული ემპირიული სოციოლოგია კი სათავეს 1910 წლიდან იღებს. სწორედ ამ

წელს ჩაატარა ივანე ჯავახიშვილმა პირველი ქართული კვლევა სოფლის შესახებ.

ჯავახიშვილის ჩატარებული აქვს სამი სოციოლოგიური გამოკვლევა და ყველა მათგანი

ემპირიული ხასიათისაა. ეს ნიშნავს, რომ ამ გამოკვლევათა ავტორი ქართულ

აზროვნებაში ემპირიული სოციოლოგიის პირველი წარმომადგენელია. მეოცე საუკუნის

დასაწყისში, სოციოლოგია უფრო თეორიულ ხასიათს ატარებდა, ვიდრე პრაქტიკულს.

ემპირიულ კვლევებს სისტემური ხასიათი არ ჰქონდა. მაშინ, როცა მსოფლიოში ამ

კუთხით პირველი ნაბიჯები იდგმებოდა, მათ შორის იყო ივანე ჯავახიშვილი. უფრო

მეტიც, ცალკეულ ქვეყნებში ემპირიული სოციოლოგიის განვითარება უფრო გვიანდელ

პერიოდშიც მოხდა. მაგალითად, საფრანგეთში 20-იან წლებამდე ბატონობდა

თეორიული სოციოლოგია. ამ მხრივ საქართველო მართლაც ერთ-ერთი პირევლია და ეს

ივანე ჯავახიშვილის დამსახურებაა. მისი სოციოლოგიური ნააზრევი ემპირიულ

სოციოლოგიამდე ჩატარებულ ემპირიულ კვლევათა რიცხვს ეკუთვნის. ჯავახიშვილმა

პირველი ანკეტა სოფელის შესახებ შეადგინა 1910 წელს. საერთოდ, სოფლის

სოციოლოგიიის საწყისად მიჩნეულია 1915 წელი, როდესაც ამერიკის შეერთებული

შტატების ვიკსონის უნივერსიტეტის პროფესორმა ჩარლზ გეპლანმა გამოაქვეყნა

ნაშრომი – „სოფლის საზოგადოების სოციალური ანატომია“.

ივანე ჯავახიშვილმა კვლევა ჩაატარა XX საუკუნის დასაწყისში, როდესაც

მოსახლეობის 75% სოფლად ცხოვრობდა. ეს პერიოდი შეიძლება ჩაითვალოს

საქართველოში ურბანიზაციისა და ინდუსტრიალიზაციის წინა პერიოდად. აღნიშნული

მდგომარეობა ხასიათდება სოფელში მოსახლეობის შემცირების დაწყებითა და

ზოგადად, ქალაქის/ქალაქური ცხოვრების წესის განვითარებით. იყო დავა,

დარჩენილიყო საქართველო სასოფლო-სამეურნეო ქვეყნად თუ საკუთარი ინდუსტრია

განევითარებინა. კვლევა ჩატარდა ივ. ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით, ოთხი

რეგიონის (გურია, იმერეთი, ქართლი და კახეთი) ცხრა სოფელში. მიზანი იყო, რომ

გაერკვიათ, თუ რა მდგომარეობა იყო სოფლად აღნიშნულ პერიოდში და რა

მდგომარეობაში იყო გლეხი კარს მომდგარი ურბანიზაციისა და ინდუსტრიალიზაციის

პირობებში. რადგან აღწერა ჩატარდა ზემოთ განხილული ტრანსფორმაციების წინარე

პერიოდში, მისი მნიშვნელობა თანდათან იზრდება.

გასული საუკუნის 70–იან წლებში, ქალაქის მოსახლეობამ გადააჭარბა სოფელში

მცხოვრებ ადამიანთა რაოდენობას. სოფლიდან ემიგრირებული მოსახლეობის დიდმა

ნაწილმა თავი მოიყარა დედაქალაქში, რამაც მოსახლეობის არაპროპორციული

გადანაწილება გამოიწვია. რაც შეეხება რაიონულ ცენტრებს, ისინი, დედაქალაქისგან

განსხვავებით, ნელი ტემპით ვითარდებიან. აღსანიშნავია ისიც, რომ ემიგრირებული

მოსახლეობის უმრავლესობას წარმოადგენენ ახალგაზრდები – მთავარი სამუშაო და

რეპროდუქციული ძალა. ამ ყველაფერთან ერთად, სოფლის ფორმირებაზე გავლენას

ახდენს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესებიც. საქართველო დგას

მოსალოდნელი ცვლილებების წინა პერიოდში. მიმდინარეობს თვითმმართველობის

რეფორმა, ამ რეფორმის მიზანია მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა და სოფლის

განვითარება სხვადასხვა მიმართულებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, აქტუალურია

თანამედროვე სოფლის მდგომარეობის კვლევა. ასევე, მნიშვნელოვანია, ამჟამინდელი

სიტუაციის შედარება სოფლის ადრინდელ ყოფასთან და ცვლილებების დინამიკაში

განხილვა, მისი ანალიზი. შედარების საშუალებას კი გვაძლევს 1910 წელს ივანე

ჯავახიშვილის მიერ ჩატარებული კვლევა.

სოფლის სოციოლოგიის განვითარების ისტორია C.R. Hoffer–ის მიხედვით

აშშ–ში სოფლის მოსახლეობის შესწავლა დაიწყეს სწორედ იმიტომ, რომ საჭირო

იყო სასოფლო–სამეურნეო პროდუქციის წარმოების პროცესში ადამიანიური ფაქტორის

შესახებ ცოდნის გათვალისწინება. სოფლის სოციოლოგიის მიმართულებით

გამოკვლევები უმეტესწილად შესრულებულია აშშ–ს სოფლის მეურნეობის

დეპარტამენტის მიერ.

როგორც წესი, სოფლის მოსახლეობასა და ეროვნულ კეთილდღეობას შორის

კავშირი ყოველთვის იყო გააზრებული, მაგრამ, 1908 წლამდე, სერიოზული ყურადღება

არ ექცეოდა სოფლის სოციალურ პრობლემებს. 1908 წელს, აშშ–ს პრეზიდენტმა,

თეოდორ რუზველტმა შექმნა „სოფლის ცხოვრების კომისია“ (Country Life Commission).

კომისიის მიზანი იყო, გამოეკვლიათ სასოფლო დასახლებების სოციალური

მდგომარეობა. კომისიის კვლევის ანგარიში გამოქვეყნდა 1911 წელს, რის შემდეგაც

სოფლის სოციოლოგია გახდა მსჯელობის საგანი და ყურადღების ობიექტი.

კომისიის ანგარიშის პოპულარობა განაპირობა უკვე არსებული პრობლემების

შესწავლა–გაანალიზებამ. მაგალითად, იყო სარეალიზაციო ბაზრის პრობლემა,

რომელიც მოიცავდა პროდუქციის წარმოებასა და განაწილებასთან დაკავშირებულ

კითხვებს. ასევე, თავისუფალი მიწების სწრაფად ათვისებასთან ერთად, ნიადაგის

შემცირების ნიშნები ჩანდა და სხვა. სასოფლო–სამეურნეო კოლეჯები და

ექსპერიმენტული ადგილები დაფუძნდა იმისთვის რომ გაეზარდათ სოფლის

კეთილდღეობა, ამისთვის კი ფერმერებისთვის უკეთესი პროდუქტის წარმოების

შესაძლებლობა უნდა მიეცათ. სწორედ მუშაობის პროცესში მივიდნენ იმ აზრამდე, რომ

სასოფლო–სამეურნეო პროგრამის გასაუმჯობესებლად აუცილებელია ადამიანური

ფაქტორის გათვალისწინებაც.

იქამდე მიწისა და კაპიტალის ფაქტორები, როგორც წარმოების აუცილებელი

ელემენტები, კარგად იყოს შესწავლილი. გაცილებით მეტი იწერებოდა ძროხების,

ღორების, მარცვლეულის შესახებ, ვიდრე იმ ფერმერების შესახებ, ვინც ამუშავებდა

მიწას, უვლიდა საქონელს და ეწეოდა სასოფლო–სამეურნეო საქმიანობას. აუცილებელი

გახდა მათი ცოდნისა და კვალიფიკაციის ამაღლება, მნიშვნელობა მიენიჭა სამეცნიერო

და ბიზნეს ტრენინგებს ფერმერებისთვის.

1910–1915 წლებში, ბევრ სასოფოლო–სამეურნეო კოლეჯის კურიკულუმს სოფლის

სოციოლოგიის კურსი დაემატა. არ არის გამოქვეყნებული რაიმე სახის წყარო, სადაც

იქნებოდა სოფლის სოციოლოგიის კურსის შინაარსის დეტალური აღწერა. თუმცა

ცნობილია გარკვეული ხაზგასმები. მაგალითად, ისეთი სათაურები, როგორიცაა

„სოფლის სოციოლოგია“, „სოფლის ცხოვრება“, „სოფლის სოციალური ინსტიტუტები“,

„სოფლის ლიდერობა“ ხშირად მეორდებოდა. პრაქტიკულად, სოფლის სოციოლოგიის

ყველა კურსი წარმოდგენილი იყო ან სოციოლოგიის დეპარტამენტიდან, ან ეკონომიკის

დეპარტამენტიდან. ინგლისში კი ლიტერატურისა და ისტორიის დეპარტამენტები

ფიგურირებდა, მაგალითად კურსი სახელწოდებით „სოფლის ცხოვრების

ლიტერატურა“.

როგორც კი სოფლის სოციოლოგია გახდა შესწავლის საგანი, მაშინვე გამოიცა

სახელმძღვანელო წიგნებიც: „An Introduction to Rural Sociology“ (by Vogt), და „Rural

Sociology“ (by Gillette). აღსანიშნავია სხვა გამოცემებიც – „The Farmer's Church“ (by

Wilson), და „The Suburban Trend“ (by Douglass). სოფლის სოციოლოგიის

საუნივერსიტეტო სწავლებაც ასევე მნიშვნელოვანი და ეფექტურია, მნიშვნელოვანია

სასოფლო–სამეურნეო ეკონომიკის შესწავლაც. 1924 წელს, ჟურნალმა – American Journal

of Sociology – გამოაქვეყნა დოქტორანტთა დისერტაციების ჩამონათვალი, რომელთა

შორისაც იყო სოფლის სოციოლოგიასთან დაკავშირებული 8 თემა. უნივერსიტეტებს

შორის იყვნენ: მიჩგანის უნივერსიტეტი, კოლუმბიის უნივერსიტეტი, მინესოტას

უნივერსიტეტი, ჩიკაგოს უნივერსიტეტი და სხვა.

სხვა უწყება, რომელმაც მნიშვნელოვანი კვლევები ჩაატარა სოფლის

მოსახლეობაში, არის Children's Bureau of the United States Department of Labor. ბიუროს

კვლევა დაკავშირებული იყო სოციალური პათოლოგიის პრობლემებთან. ბიუროს

პუბლიკაციები არის სოფლად ბავშვის სოციალური კეთილდღეობის შესახებ

მეცნიერული ინფორმაციის ერთ–ერთი საუკეთესო წყარო. ასევე, კერძო

ორგანიზაციებიც სწავლობდნენ სასოფლო არეალებს, მაგალითად სოციალური და

რელიგიური კვლევების ინსტიტუტი.

დღესდღეობის აზრთა სხვადასხვაობაა იმის შესახებ თუ რა და როგორ უნდა

ისწავლებოდეს სოფლის სოციოლოგიის კურსზე. ეს სხვადასხვაობა განაპირობა ამ

დარგში დაგროვებულმა ცოდნამ და გამოცდილებამ, პრაქტიკებისა და მეთოდების

მრავალფეროვნებამ. დღევანდელი გამოკვლევები არის უფრო დეტალური და სოფლის

ცხოვრების მრავალ ასპექტს მოიცავს, რადგან ადამიანური ფაქტორი კომპლექსურად

უნდა შეისწავლებოდეს. შესაბამისი მეთოდები და პროცედურები კი მოითხოვს

დროსა და შესაძლებლობას, დიდ ინვესტიციას.

მომზადებულია C.R. Hoffer–ის სტატიის – THE DEVELOPMENT OF RURAL SOCIOLOGY –

მიხედვით

ძირითადი მიგნებები

შედარებითი ანალიზი

კვლევითი პროექტის „ივანე ჯავახიშვილის ნაკვალევზე“ ერთ–ერთი მიზანია

გამოავლინოს საუკუნის განმავლობაში მომხდარი ცვლილებები. არსებული

დოკუმენტებისა და მოპოვებული მონაცემების ანალიზმა წარმოაჩინა შემდეგი

განსხვავება თუ მსგავსება 1910 წლისა და 2014 წლის მდგომარეობებს შორის.

საუკუნის განმავლობაში სოფლის მოსახლეობის ეთნიკური და რელიგიური

შემადგენლობა შეიცვალა. 1910 წელთან შედარებით, დღევანდელი გრემი და

არადეთი ეთნიკურად და რელიგიურად მრავალფეროვანია.

საუკუნის განმავლობაში გაიზარდა მიგრაციის დონე და შეიცვალა მისი

ფორმები. 1910 წლისგან განსხვავებით, მოსახლეობის სოფლებიდან გადინება

ხდება მეტი ინტენსივობით და სხვადასხვა მიმართულებით, როგორც ქვეყნის

შიგნით, ასევე მის გარეთ. მიგრაციის განსაკუთრებით აქტიური ფორმაა შრომითი

მიგრაცია.

დროთა განმავლობაში შეიცვალა მიწის ფლობასთან დაკავშირებული

მდგომარეობა. 1910 წლის სოციალურ და წოდებრივ დაყოფათა გამო, მიწას ვერ

ფლობდა მოსახლეობის დიდი ნაწილი. დღესდღეობით მიწას სხვადასხვა

რაოდენობით ფლობს ორივე სოფლის ყოველი მოსახლე.

საუკუნის განმავლობაში არ შეცვლილა გრემში და არადეთში ძირითადი

სასოფლო სამეურნეო კულტურები. მიუხედავად სხვადასხვა სფეროს

განვითარებისა, სოფლის მოსახლეობას მოჰყავს ტრადიციული კულტურები და

არ ცდილობენ ახალი ჯიშების გამოყვანა/დანერგვას.

დროთა განმავლობაში შეიცვალა მიწის დამუშავების კულტურა. კერძოდ,

თანამედროვებაში, 1910 წელთან შედარებით, სოფლის მოსახლეობა მიწის

დამუშვებასა და მოსავლის აღებისას იშვიათად ეხმარება ერთმანეთს . ნადისა და

ნაცვალგარდობის ნაცვლად, მოსახლეობა ძირითადად დამხმარე ძალად

დაქირავებულ მუშახელს იყენებს.

მნიშვნელოვანი ცვლილება მოხდა საგანმანათლებლო სისტემაში. 1910 წლისაგან

განსხვავებით, დღეს ორივე სოფელში არის სკოლა. თუმცა უმნიშვნელოვანესი

მსგავსება ამ ორ პერიოდს შორის არის ის, რომ არც საუკუნის წინ და არც დღეს

სოფლებში არ არსებობს ბიბლიოთეკა.

ესეების ანალიზი

სკოლის მოსწავლეთა დაწერილი ესეების ანალიზის შემდგომ გამოვლინდა შემდეგი:

ორივე სოფლის მოსწავლეთათვის უმნიშვნელოვანეს პრობლემას წარმოადგენს

წყლის პრობლემა. ეს პრობლემა მოიცავს როგორც სასმელ, ასევე სარწყავი წყლის

პრობლემას. ეს შედეგი ეხმიანება რაოდენობრივი კვლევის მიერ სოფელ გრემში

გამოვლენილ ყველაზე აქტუალურ პრობლემას

სოფელი არადეთისა და გრემის ახალგაზრდებისთვის თითქმის თანაბრად

მნიშვნელოვანია მათ სოფლებში გართობის საშუალებებისა და ადგილების

არარსებობა.

ახალგაზრდებს აწუხებთ შემეცნებითი და საგანმანათლებლო საკითხებიც.

ამიტომ, ერთ–ერთ მთავარ პრობლემად, ორივე სოფლის მასშტაბით, დასახელდა

ბიბლიოთეკის არარსებობა.

ორივე სოფელში მნიშნელოვან პრობლემას წარმოადგენს ნარჩენების

გადამუშვება.ვინაიდან სანაგვე ურნები საკმარისი რაოდენობით არ არის, ორივე

სოფელში ვხვდებით ნარჩენებს გარემოში.

რაოდენობრივი კვლევა

რაოდენობრივი კვლევის შედეგებიდან გამომდინარე შესაძლებელია გამოვყოთ

შემდეგი დასკვნები:

სოფელ გრემში გამოიყო ორი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა, რომლის

მოგვარებაც შესაძლებელია მუნიციპალიტეტის ძალისხმევით. პრობლემები:

სასმელი წყლისა და სარწყავი წყლის პრობლემა. სოფელ არადეთში მსგავსი

ტიპის პრობლემებად გამოიყოფა: გზის პრობლემა. ამასთან უნდა აღინიშნოს, რომ

მოსახლეობას აწუხებს სოფლის წარმოებასთან დაკავშირებული პრობლემები,

როგორიცაა: სასუქის სიძვირე, საძოვრები, მოსავლის რეალიზაცია, სარწყავი

წყალი .

სოფელ გრემსა და არადეთში სამოქალაქო ჩართულობის დონე შეიძლება ითქვას

დაბალია. იმ მოსახლეობას შორის, ვისაც ერთხელ მაინც გამოუყენებია

სამოქალაქო ჩართულობის ფორმა ორივე სოფელში ყველაზე პოპულარულია

თვითმართველობასთან დაკავშირება და არსებულ პრობლემებზე საუბარი.

არადეთის შემთხვევაში გამოიკვეთა კიდევ ერთი ფორმა – ხელმოწერების

შეგროვება, კონკრეტული პრობლემის მოგვარების მიზნით.

ყველაზე არაპოპულარული სამოქალაქო ჩართულობის ფორმებია არადეთში –

მედიასთან დაკავშირება, ხოლო გრემში აქციაში მონაწილეობა.

წარსული საქმიანობის შეფასებისას გრემში ყოველი მეორე მცხოვრები

კმაყოფილია მუნიციპალიტეტის მუშაობით. არადეთის შემთხვევაში ეს

მაჩვენებელი მცირეა და ყოველი მეოთხე ადამიანია კმაყოფილი. შეგვიძლია

ვთქვათ, რომ გრემში განხორციელებული საქმიანობა უფრო მნიშვნელოვანია

მოსახლეობისთვის, ვიდრე არადეთში.

სამომავლო პოლიტიკის განსაზღვრისას, ორივე სოფელში კომუნიკაცია

ადგილობრივ მოსახლეობასა და თვითმართველობის წარმომადგენლებს შორის

სუსტია. მოსახლეობის ნახევარზე მეტი ან არ ეთანხმება სამომავლოდ დაგეგმილ

სამუშაოებს, ან არ იცის არა სამუშაოების შესრულდება.

მუნიციპალიტეტში მიმდინარე მოვლენების შესახებ მოსახლეობა ყველაზე

ხშირად იღებს ახალ ინფორმაციას ტელევიზიიდან ან

მეგობრები/მეზობლებისგან.

კომპიუტერის ხელმისაწდომობასთან შედარებით გამოყენების პროცენტული

მაჩვენებელი დაბალია, ეს ფაქტი დაფიქსირდა ორივე სოფელში.

კვლევის დიზაინი

კვლევის მიზანია, წარმოვაჩინოთ თანამედროვე სოფლის პრობლემები და

შევიმუშაოთ რეკომენდაციები შესაბამისი სტრუქტურებისათვის. ივანე ჯავახიშვილის

მიერ ჩატარებულ კვლევასთან შედარებითი ანალიზის გზით, გამოვავლინოთ საუკუნის

განმავლობაში სოფელში მომხდარი ცვლილებები და ვიკვლიოთ ამ ცვლილებების

მიზეზები.

ჩვენი კვლევა მოიცავს ივანე ჯავახიშვილის მიერ 1910 წელს ჩატარებული კვლევის

დროს შერჩეულ ოთხი რეგიონიდან (შიდა ქართლი, კახეთი, გურია და იმერეთი)

მხოლოდ ორს, კახეთსა და შიდა ქართლს, კერძოდ, სოფელ გრემსა და არადეთს.

მონაცემების მოსაპოვებლად გამოვიყენეთ თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევის

მეთოდები.

კვლევასთან დაკავშირებით ჩვენი ჰიპოთეზაა – სოფელ გრემსა და არადეთში,

საუკუნის განმავლობაში მომხდარი ცვლილებები გარკვეულ სფეროში დადებითად

უნდა აისახულიყო, ხოლო რიგ საკითხებში, შესაძლოა, სტაგნაცია ან/და რეგრესი

აღინიშნებოდეს.

თვისებრივი კვლევის დიზაინი

1910 წელს, ჯავახიშვილის კითხვარი შედგებოდა 31 კითხვისაგან. კითხვარი

მოიცავდა საკითხთა ფართო სპექტრს. შედარებითი ანალიზის გასაკეთებლად, სწორედ

აღნიშნულ კითხვებზე დაყრდნობით შევისწავლეთ სოფლის დღევანდელი

მდგომარეობა. დოკუმენტების ანალიზის მეთოდით დავამუშავეთ 1910 წლის კვლევის

მონაცემები და ჩვენს ხელთ არსებულ სხვა მასალები.

თვისებრივი (შედარებითი) კვლევის ამოცანები

სოფლის მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური ყოფის, დემოგრაფიული

სტრუქტურის, ინფრასტრუქტურისა და კომუნიკაციის, სოფლის კულტურულ–

საგანმანათლებლო ცხოვრების, სოფელში არსებული მიგრაციული პროცესების

შესწავლა;

ივანე ჯავახიშვილის მიერ ჩატარებულ კვლევასთან შედარებითი ანალიზის

გზით საუკუნის განმავლობაში სოფელში მომხდარი ცვლილებების გამოვლენა

და ანალიზი.

ასევე ჩავატარეთ ესეების კონკურსი სახელწოდებით - „ჩემი სოფლის პრობლემა“.

კონკურსში მონაწილეობა მიიღეს გრემისა და არადეთის სკოლის მოსწავლეებმა. ესეები

გავაანალიზეთ რაოდენობრივი კონტენტ ანალიზისა და დისკურსის ანალიზის

მეთოდებით.

54%

46%

სოფელი არადეთი

ქალი კაცი

67%

33%

სოფელი გრემი

ქალი კაცი

რაოდენობრივი კვლევის დიზაინი

თანამედროვე სოფლის პრობლემების გამოსავლენად, პროექტის ფარგლებში ჩავატარეთ

რაოდენობრივი კვლევა. მისი მიზანი იყო იმ თემების გამოკვლევა, რომლებიც არ

შედიოდა ივანე ჯავახიშვილის მიერ შემუშავებულ ანკეტაში, თუმცა დღეს

აქტუალურია ქართული სოფლისთვის. ჩვენი მიზნის მისაღწევად გამოიყო სამი

ამოცანა:

სოფლის მოსახლეობის სამოქალაქო ჩართულობის შეფასება

მოსახლეობის მიერ მუნიციპალიტეტის შესახებ ახალ ინფორმაციის მიღების

წყაროების შესწავლა

კომპიუტერისა და ინტერნეტის გამოყენების მიზნობრიობის დადგენა

ვინ გამოვკითხეთ?/შერჩევა

რაოდენობრივი კვლევის გენერალურ ერთობლიობას (იმ ადამიანთა

ერთობლიობას, რომლებზეც საბოლოო კვლევის შედეგები უნდა განზოგადდეს)

წარმოადგენს ორი სოფლის, არადეთისა და გრემის მოსახლეობა. შერჩევის მეთოდად

გამოვიყენეთ ორსაფეხურიანი სტრატიფიცირებული შერჩევა. პირველ ეტაპზე შერჩევის

ჩარჩოს1 დახმარებით მარტივი ალბათური შერჩევის მეთოდის გამოყენებით შეირჩა ის

ოჯახები, სადაც ინტერვიუერები უნდა მისულიყვნენ. მეორე ეტაპზე, კიშის მეთოდის2

გამოყენებით, ინტერვიუერი თავად არჩევდა რესპონდენტს.

საველე სამუშაოები – გამოკითხვა განხორციელდა ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე,

29–30 ნოემბერს, გამოიკითხა სოფელ არადეთის მოსახლეობა (115 რესპონდენტი), ხოლო

მეორე ეტაპზე, 1–2 დეკემბერს, სოფელ გრემის მოსახლეობა (150 რესპონდენტი).

#1.რესპონდენტის სქესი, სოფელი არადეთი #2. რესპონდენტის სქესი, სოფელი გრემი

12010 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ამომრჩევლთა სია 2THE LAST-BIRTHDAY SELECTION METHOD

0

10

20

30

40

50

60

არასრული

საშუალო

საშუალო პროფესიული არასრული

უმაღლესი

სტუდენტი უმაღლესი

გრემი არადეთი

0 10 20 30 40 50 60

დასაქმებული საჯარო სექტორში

დასაქმებული კერძო სექტორში

თვითდასაქმებული

უმუშევარი

სტუდენტი

პენსიონერიარადეთი

გრემი

სოფელ არადეთში 115 გამოკითხული რესპონდენტიდან 46% კაცი იყო , ხოლო

54% –ქალი. მათი ასაკობრივი სტრუქტურა შემდეგნაირად გამოიყურება: 18–დან 25–

წლამდე არის 12%, 26–დან 45–მდე 30%, 46–დან 60–მდე 27%, ხოლო 61–დან და ზემოთ

30%. განათლების მიხედვით რესპოდენტების უმრავლესობას ჰქონდა საშუალო და

პროფესიული განათლება.

#3. რესპონდენტის განათლება

გამოკითხულთა 31% დასაქმებულია საჯარო და კერძო სექტორში, ხოლო 19%

თვითდასაქმებულია. უმუშევართა რაოდენობა შერჩევაში არის 44%, მათგან 26%

დიასახლისია, დანარჩენი პროცენტული წილი გადანაწილდა პენსიონერებსა (23.5 %) და

სტუდენტებზე (1 %).

#4. რესპოდენტის დასაქმების სტატუსი

სოფელ გრემში, როგორც აღინიშნა, გამოიკითხა 150 რესპონდენტი, მათ შორის 33%

კაცი და 67% ქალი. არადეთის მსგავსად, რესპოდენტების უმრავლესობას ჰქონდა

პროფესიული და საშუალო განათლება. ხოლო ასაკობრივი სტრუქტურა აქ

შემდეგნაირად გადანაწილდა: 18–დან 25–წლამდე არის 14%, 26–დან 45–მდე 20%, 46–

დან 60–მდე 30%, ხოლო 61–დან და ზემოთ 36 %.

დასაქმების სტატუსის მიხედვით პროცენტული მაჩვენებლები შემდეგი სახითაა

წარმოდგენილი: დასაქმებული კერძო/საჯარო სექტორში და თვითდასაქმებული

წარმოადგენს 26%-ს. უმუშევართა წილი არის 37%, მათი ნახევარი დიასახლისია,

სტუდენტების წილი გრემშიც დაბალია - 5%, პენსიონერები – 35%.

კვლევის ინსტრუმენტი

კვლევის ინსტრუმენტად გამოვიყენეთ სტრუქტურირებული კითხვარი, რომელიც

შემუშავდა ამოცანების შესაბამისად.

მონაცემთა ანალიზი

საველე სამუშაოების დასრულების შემდეგ მონაცემები მომზადდა SPSS (Statistical

Package for the Social Sciences)-ში შესაყვანად. პროგრამაში შეყვანილი მონაცემები

დამუშავდა/გაიწმინდა ანალიზისთვის. განზოგადებისა და კორელაციების დასადგენად

გამოვიყენეთ ერთგანზომილებიანი და ორგანზომილებიანი ანალიზის მეთოდები.

თვისებრივი კვლევა

ესეების ანალიზი

პროექტის ფარგლებში. სოფელ არადეთსა და გრემში ჩატარდა ესეების კონკურსი,

დასახელებით „ჩემი სოფლის პრობლემა“. ამ სათაურის ქვეშ სკოლის მოსწავლეებს

უნდა დაეწერათ ესეები და გადმოეცათ თავიანთი მოსაზრებები სოფლის პრობლემების

შესახებ. სკოლის მოსწავლეთა ასაკი მერყეობდა 14–18 წლამდე, სულ

ჯამში ესეების რაოდენობა გახლდათ 15. მიღებული შედეგები, კერძოდ, ბავშვების

მიერ დაწერილი ესეები, გავაანალიზეთ დისკურსისა და რაოდენობრივი კონტენტ

ანალიზის მეშვეობით და გამოვავლინეთ მათ მიერ დასახელებული ძირითადი

პრობლემები.

სოფელ გრემში გამოვლინდა პრობლემები შემდეგი თანმიმდევრობით:

პრობლემა რაოდენობა

უმუშევრობა 4

სარწყავი არხები 3

გასართობი ადგილები და საშუალებები 3

სკოლის პრობლემები 2

ბიბლიოთეკა 2

სასმელი წყალი 2

ნარჩენების გადაყრა 1

მიწის დამუშავება 1

მოსწავლეები აღნიშნავენ, რომ ხშირად: “ახალგაზრდებს უმუშევრობის გამო

ქუჩაში უწევთ ყოფნა“ (ნინო–X კლასი). ასევე გამოიკვეთა სოფელში ბიბლიოთეკის არ

არსებობის პრობლემა: “ხშირად დამჭირვებია წიგნი, რომელიც მე არ მაქვს, ასევე არ

მაქვს ინფორმაცია ბიბლიოთეკის არსებობასთან დაკავშირებით გრემში“ (მარიამი–XI

კლასი). .ახალგაზრდებისთვის პრობლემას წარმოადგენს მიწის დამუშვებასთან

დაკავშირებული საკითხები, ერთ–ერთი მათგანი აღნიშნავს, რომ: “ტრაქტორების

სიმცირის გამო გლეხები დროულად ვერ ახერხებენ მიწის დამუშვებას, შესაბამისად

დროულად ვერ თესავენ და სასურველი რაოდენობის მოსავალს ვერ იღებენ“ (ნოდარი–

XII კლასი).

სოფელ არადეთში პრობლემათა გადანაწილება შემდეგნაირად მოხდა :

პრობლემა რაოდენობა

გასართობი ადგილები და საშუალებები 8

ნარჩენების გატანა 7

სარწყავი არხები 6

შიდა გზები 6

გარე განათება 6

ბიბლიოთეკა 2

სკოლა 2

აფთიაქი 2

ბავშვებისთვის უპირველესი პრობლემა გასართობი ადგილებისა და

საშუალებების არ არსებობა აღმოჩნდა. მათ სურთ დროის საინტერესოდ გატარება,

თუმცა ამის შესაძლებლობა შეზღუდული აქვთ: „ახალგაზრდები დღის გარკვეულ

ნაწილს სკოლაში, ხოლო დანარჩენს სახლში ატარებენ, ან გარეთ ეგრედ წოდებულ „

ბირჟაზე“ (მარიამი–XI კლასი). გართობის გარდა მოსახლეობის ახალგაზრდულ ნაწილს

აწუხებს ნარჩენების გადამუშავებისა და გატანის საკითხი: “იმის გამო, რომ ქუჩაში არ

დგას სანაგვე ურნები, მოსახლეობა სხვადასხვა სახის ნაგავს გარემოში ყრის, რაც იწვევს

ეკოლოგიურ პრობლემებს“ (მარიამი–IX კლასი). მიწის დამუშვება არადეთელი

ბავშვებისათვის ერთ–ერთი უმთავრესი საკითხია: “როდესაც ერთი რწყავს ნაკვეთს,

მეორე უნდა დაელოდოს, ამასობაში შეიძლება დღეები და კვირაც კი გავიდეს და ხალხს

ნაკვეთები უფუჭდებათ“ (მარი– VIII კლასი).

ესეების ანალიზის შედეგად გამოვლინდა სოფლად არსებული საერთო

პრობლემები, რომლებიც ახალგაზრდობას აწუხებს:

პრობლემა

სარწყავი არხები

გასართობი ადგილები და საშუალებები

ბიბლიოთეკა

გარე განათება

ნარჩენების გატანა

აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ არადეთის მოსწავლეთა შორის უმუშევრობის პრობლემა არ

გაჟღერებულა, მაშინ , როდესაც გრემში ეს უპირველესია. სხვა პრობლემები, სარწყავი

არხი, ბიბლიოთეკა, გარე განათება, მდინარეებისა და გარემოს დანაგვიანება და

მთავარი პრობლემა – გასართობი ადგილებისა და საშუალებების სიმწირე –

ახალგაზრდებისთვის საერთოა, რაც გვაძლევს საშუალებას ვივარაუდოთ, რომ

სოფელში მცხოვრებ ახალგაზრდებს მსგავსი პრობლემები აწუხებთ.

შედარებითი ანალიზი

სოფელი არადეთი

რუკა 1. სოფელი არადეთი

დემოგრაფიული სტრუქტურა

ჩვენი კვლევითი პროექტის მიზანია, 1910 წლისა და 2014 წლის მონაცემების

შედარებით გამოვავლინოთ, თუ რა ცვლილებები მოხდა საუკუნის განმავლობაში

არადეთსა და გრემში. უკვე არსებულ კითხვარზე მუშაობის შედეგად შევიმუშვეთ

კვლევის მოდიფიცირებული ინსტრუმენტი, რომელიც მოიცავს 1910 წლის ჩანაწერებსა

და ჩვენს მიერ დამატებულ შეკითხვებს. კითხვარი გვაძლევს საშუალებას

ცვლილებებთან ერთად სოფლისთვის აქტუალური პრობლემებიც გამოვავლინოთ.

გამოკითხვის შედეგად მიღებული მონაცემებისა და დოკუმენტების ანალიზის შედეგად

შეგვიძლია გამოვყოთ გარკვეული ცვლილებები და მსგავსებანი.

თავდაპირველად, კითხვარის მიხედვით, უნდა განვიხილოთ სოფლის

ადგილმდებარეობა და დემოგრაფიული მონაცემები. სოფელი არადეთი მდებარეობს

ქარელის რაონში და წარმოადგენს ვაკის სოფელს. 1910 წლის მონაცემებით, არადეთში

სახლობდა 224 კომლი. დღევანდელი მონაცემებით, სოფელში ცხოვრობს 102 კომლი და

მოსახლეობის საერთო რაოდენობაა 436 ადამიანი. როგორც ვხედავთ, სოფელში კომლთა

რაოდენობა მნიშვნელოვნად არის შემცირებული.

ივანე ჯავახიშვილს, კვლევის ინსტრუმენტის შედგენისას, ყურადღება

გამახვილებული აქვს რელიგიურ და ეთნიკურ შემადგენლობებზე. 1910 წლის

არადეთში ყოველი მოსახლე ეთნიკურად ქართველია, 2014 წელს სურათი ოდნავ

იცვლება და მოსახლეობის შემადგენლობაში შედის რამდენიმე სომეხი მოსახლე. რაც

შეეხება რელიგიურ მდგომარეობას, საუკუნის წინ არადეთში არსებობდა ერთი ეკლესია,

სადაც მსახურობდა მღვდელი და დიაკონი. იმ დროისთვის: “ყველანი

მარლთმადიდებლური სარწმუნოებისანი არიან“. სოფელი ეკლესიას თავისი ხარჯებით

ინახავდა: “მღვდლისა და დიაკონის სასარგებლოდ თითოეული კომლი იხდის

წლიურად ათ მანეთს“. გარდა ამისა, სხვადასხვა მომსახურებას თავისი საფასური

ჰქონდა: “მღვდლის მოქმედების აღსრულებაში მაგ.: „მონათვლა, წესის აგება, ჯვრის

წერა და სხვა, მღვდელი კმაყოფილია ამ უკანასკნელ დროს მცირე სასყიდლით (3–5

მანეთი)“. დღევანდელ არადეთში არის ორი ეკლესია და მათ შორის მხოლოდ ერთში

აღესრულება წირვა–ლოცვა, სოფელს ჰყავს ერთი მღვდელი. რელიგიური მრწამსის

მიხედვითაც ნაირფეროვნება შეინიშნება. გარდა მარლთმადიდებლებისა, აქ ვხვდებით

რამდენიმე იაჰოვას მოწმესა და ერთ მუსლიმს. დღევანდელი ეკლესიის საარსებო

წყაროს წარმოადგენს საპატრიარქოს მიერ გამოყოფილი სახელფასო ფონდი და

შეწირულობა.

სოფლის მეურნეობა

ასევე მნიშვნელოვანი განსხვავებაა მიწის ფლობის მიხედვით. ამ ცვლილებათა

გასაგებად გასათვალისწინებელია რიგი ფაქტორები. 1910 წლის მონაცემებით,

არადეთის მოსახლეობაში თითოეულ კაცს აქვს 3–დან 4 ქცევამდე მიწა, ანუ 3600 კვ.მ

ნაკვეთი, თუმცა აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სოციალური სტრუქტურიდან

გამომდინარე, ნაწილს პირად საკუთრებაში ჰქონდა ეს მიწა, ხოლო ნაწილს ღალად

ჰქონდა აღებული, ანუ ეგრედ წოდებული ბეგარის საფუძველზე. ასევე აღნიშნულია,

რომ იმ დროს მიწის იჯარით აღება არ შეიძლებოდა. დღევანდელ არადეთში, ყოველ

მოსახლეს აქვს საკუთარი მიწა და ამუშავებს მას. მიწის იჯარით აღება დასაშვებია,

თუმცა არ არის გავრცელებული პრაქტიკა მოსახლეობაში. „სულ რამდენიმე მოსახლეს

აქვს მიწა იჯარით აღებული და ამუშავებს.“

სოფელში გავრცელებულ კულტურათა სახეობები თითქმის არ იცვლება საუკუნის

განმავლობაში. 1910 წელს არადეთში აქტიურად მისდევდნენ მებაღეობას,

მებოსტნეობას, მევენახეობას და მოჰყავდათ სიმინდი, განსაკუთრებით დიდი

რაოდენობით. 2014 წლის მონაცემები იდენტურია – სოფელ არადეთში ძირითადი

საქმიანობა კვლავ მებაღეობა და მებოსტნეობაა, ძირითადი შემოსავლის წყარო კი

სიმინდის მოყვანა, ასევე ვაშლი და ხილი, რომელსაც სოფლის მოსახლეობა ჰყიდის.

რაც შეეხება მიწის დამუშავების ხერხებს, 1910 წლის არადეთში არსებობდა წესი,

როდესაც მეზობლები ეხმარებოდნენ ერთმანეთს, გაჭირვებულ მოსახლეს უფასოდ,

ხოლო შეძლებულებს – გარკვეული თანხის სანაცვლოდ. დღევანდელ არადეთში, მიწას

ძირითადად ამუშვებენ მუშახელის დახმარებით, რომლის მომსახურება დღეში 25 ლარი

ღირს. არსებობს შემთხვევები, როდესაც მეზობლები ერთად ამუშავებენ მიწას და

მოსავალს იყოფენ, თუმცა ნადის ტრადიცია სოფლად არ არის შენარჩუნებული.

მოპოვებული პროდუქტი, უმეტეს შემთხვევაში, სოფლის მოსახლეობის სარჩოს

წარმოადგენდა და წარმოადგენს. 1910 წლის დოკუმენტებში აღნიშნულია, რომ:

“წლიური შემოსავალი ზემოხსენებული სოფლისა უდრის: სიმინდი 50 ფუთი, ღვინო 50

ფუთი, ღომი 20 ფუთი. უმეტეს ნაწილს წლიური მოსავალი ჰყოფნის, უმცირესობა

ზედმეტ მრავალს ჰყიდის“ . დღესდღეობით არადეთის მოსახლეობის უმრავლესობა

საკუთარ მოხმარებისთვის იყენებს პროდუქტს, დარჩენილს კი სხვადასხვა საშუალებით

ჰყიდის. როგორც ადგილობრივი მოსახლე აღნიშნავს: „მე და ჩემს ოჯახს სიმინდი

დათესილი გვქონდა ჰექტარ ნახევარზე და მისი მოვლა და დამუშავება გასცდა 3500

ლარს და მოგება დაახლოებით 1000 ლარი შეადგინა“ (ნინო–33 წლის).

მიგრაცია

1910 წლის კითხვარში გამახვილებულია ყურადღება შიდა მიგრაციებზე, კერძოდ

მოსახლეობის ნაწილის სეზონურ გასვლებზე სოფლიდან: “ამ უკანასკნელ წლებში,

ადგილობრივი მკვიდრი მიდის სამუშაოდ ზაფხულობით და ისიც დროგამოშვებით,

როგორც მამაკაცები, ისე დედაკაცები საუფლისწულო მამულებში“. 2014 წლის

მონაცემებით 8 ადამიანი საზღვარგარეთ არის სამუშაოდ წასული, ხშირი არის

მიგრაციები ქვეყნის შიგნით, სეზონურ სამუშაოთა და განათლების მიღების მიზნით.

უმაღლესი განათლებისა და სამხედრო ვალდებულების გამო სოფელი დროებით

დატოვებული აქვს დაახლოებით 50 ადამიანს.

საგანმანათლებლო და სხვა სახის დაწესებულებები

ივანე ჯავახიშვილს გამახვილებული აქვს ყურადღება მიმდინარე საგანმანათლებლო

პროცესებზე. სოფელ არადეთში საუკუნის წინ სხვადასხვა სახის სკოლა იყო:

“ორკლასიანი სემინარიული სასწავლებელი და სამრევლო ერთკლასიანი

სასწავლებელი. სემინარიულ სასწავლებელში ირიცხება 30 მოსწავლე, ორივე სქესისა,

სამრევლოში – 27. ორივე სასწავლებელში მსახურობს სულ 4 მასწავლებელი“ .

მოსწავლეთა და მასწავლებელთა ეთნიკური წარმომავლობა ერთგვაროვანია, კერძოდ

ქართული. მოსწავლეთა სქესთა გადანაწილება შედგომია – 47 ბიჭი და 10 გოგონა.

დღევანდელ არადეთში სკოლა მეზობელ სოფელ საღოლაშენშია, სადაც მოსწავლეები

სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტით დადიან. მოსწავლეთა რაოდენობა არის 249

და მასწავლებელთა – 26. ბუნებრივია, საუკუნის განმავლობაში შეიცვალა

საგანმანათლებლო სისტემა, სოციალური და გენდერული ფონი გაუმჯობესდა და

ყველას შეუძლია სკოლაში სიარული და ეს სავალდებულოცაა. თუმცა არის ფაქტორები,

რომლებიც მნიშვნელოვნად არ შეცვლილა, კერძოდ ბიბლიოთეკა. 1910 წელს

ბიბლიოთეკა არ არსებობდა არადეთში, თუმცა ინტერვიუერი აღნიშნავს, რომ:

“მიუხედავად ამისა, ჟურნალ–გაზეთების კითხვა საკმაოდ გავრცელებულია.“

დღევალდენ არადეთში ბიბლიოთეკის ფუნქცია სკოლას აქვს შეთავსებული, თუმცა

ბევრმა მათგანმა არ იცის მისი არსებობის შესახებ და ბიბლიოთეკის არ არსებობას

პრობლემად ასახელებს ესეში: “როგორც ზოგადად, ასევე არადეთის გამორჩეულ

პრობლემად ახალგაზრდობისთვის მიმაჩნია საჯარო ბიბლიოთეკის არ ქონა“ (გიორგი –

XII კლასი). საერთო დამოკიდებულებაც და ინტერესიც ბიბლიოთეკასთან

დაკავშირებით არაერთგვაროვანია ახალგაზრდებში: “სოფელში ვინ შევა

ბიბლიოთეკაში, თავისუფალი დრო რომ მქონდეს, სხვა რამეში გამოვიყენებდი“

(თემური–XII კლასი). სოფელის მოსახლეობა ჟურნალ–გაზეთებს ქარელის რაიონში

ყიდულობს.

1910 წლის მონაცემებში მოიპოვება ინფორმაცია სოფლად არსებულ სხვადასხვა სახის

დაწესებულებათა შესახებ: “ხსენებულ სოფელში უმეტესობა არის საწვრილმანო

დუქნები, რომლის მეპატრონედ არიან ქართველები–ადგილობრივი მკვიდრნი“.

ინტერვიუერი ეხება სხვადასხვა პროფესიებს, რომლებიც სოფელში გვხვდება, კერძოდ:

“ამ სოფელში არიან ხუროები, მეფეჩეები და სხვა, ყველანი ადგილობრივი მკვიდრია,

რომლებიც თავისი ხელობის გარდა მისდევენ სხვა სამუშოებსაც“ . თანამედროვე

სოფელ არადეთში ვხვდებით ორ მაღაზიას, რომელიც არის ძირითადად სასურსათო,

თუმცა იქ შევხვდებით ყოველდღიური საჭიროების სხვადასხვა ნივთებს, გარდა საკვებ–

სანოვაგისა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ სოფელში საკმაოდ განვითარებულია ეგრედ

წოდებული გარე ვაჭრობა. აქ შეხვდებით, ხორცით მოვაჭრეებს, რომელთაც თავიანთი

საქონელი მანქანით დააქვთ. ასევე, გზაზე შეხვდებით არადეთიდან და მიმდებარე

სოფლებიდან მოვაჭრეებს, რომლებიც ხილ–ბოსტნეულს ჰყიდიან. შეიძლება ითქვას,

რომ ეს მათი არსებობის მნიშვნელოვანი წყაროა. სოფელში არ არის სხვა

დაწესებულებები, კერძოდ ამბულატორია, აფთიაქი, სადალაქო, რომელთა არ არსებობა

პრობლემად გაჟღერდა რესპოდენტებთან საუბარში.

სოფელი გრემი

სოფელ გრემის შესახებ არსებული მასალების ანალიზის შედეგად გამოვლინდა რიგი

ცვლილებები, რომელიც მოხდა საუკუნის განმავლობაში.

რუკა 2. სოფელი გრემი

დემოგრაფიული სტრუქტურა

ყვარლის მუნიციპალიტეტის რაიონის სოფელი გრემი მდებარეობს ალაზნის

ვაკეზე. სოფელში მცხოვრებ კომლთა რაოდენობაა 401, ხოლო მოსახლეობის რაოდენობა

1084. საუკუნის განმავლობაში კომლთა რაოდენობა გაიზარდა, კერძოდ 1910 წელს

სოფელი გრემი ითვლიდა 154 კომლს. რაც შეეხება მოსახლეობის რაოდენობას, ის

უმნიშვნელოდ შემცირებულია, ადრე სოფელში სახლობდა 1124 ადამიანი. სოფელში

სქესთა გადანაწილება შემდეგი იყო, მამაკაცი 603, ხოლო ქალები – 521. დღევანდელ

სოფლებსი სქესთა გადანაწილება არ აღიწერება და შესაბამისად მონაცემები უცნობია.

რაც შეეხება 1910 წლის ეთნიკურ და რელიგიურ სურათს, სოფელ გრემში

სახლობდა ერთი სომხური და ორი ებრაული ოჯახი, სულ მთლიანი მოსახლეობიდან 15

კაცი გახლდათ ეთნიკურად არაქართველი. ინტერვიუერის აღნიშვნით, სოფელში სულ

სამი ეკლესიაა და აქედან ორი გაუქმებულია და ერთში აღევლინება წირვა–ლოცვა.

„სოფელს ჰყავს ერთი მღვდელი, ერთი დიაკონი და ერთი მნათე“. ეკლესიას სოფლის

მოსახლეობა გარკვეულ გადასახადს უხდიდა წლიურად: “დრამას–წელიწადში თითო

კომლი იხდის, ერთი კოდი პურითა და ხუთი ლიტრა ქერით“ ( კოდი 10 ლიტრა

ხორბალი). ასევე გარკვეული რიტუალების აღსრულება გადასახადთან იყო

დაკავშირებული: “ჯვრის საწერს იხდიან 10 მან., სამარხს–3 მან, მოსანათლს–50 კაპ.

მთელი შემოსავლიდან სამი მეოთხედი მიაქვს მღვდელს და ერთი მეოთხედი

დიაკვანს“. დღევანდელ გრემში მოსახლეობის უმრავლესობა ეთნიკურად ქართველია,

მხოლოდ სამი ოჯახია არაქართული წარმოშობის, კერძოდ გვხვდებიან სომხები.

როგორც სოფლის მკვიდრნი აღნიშნავენ, ისინი: “ასიმილირებულნი არიან, ქართველები

არიან ყველანაირად, მუსაევი მაგალითად ქრისტიანულად არის მონათლული“. არის

ერთი ეკლესია, სადაც აღესრულება წირვა–ლოცვა. ეკლესიის მსახურნის შემოსავალი

დამოკიდებულია შემოწირულობებზე და საპატრიარქოს მიერ გამოყოფილ ხელფასზე.

სოფლის რელიგიური შემადგენლობა მრავალფეროვანია 1910 წელთან შედარებით,

კერძოდ აქ გვხვდება დაახლოებით 10–12 იაჰოვას მოწმე ოჯახი, როგორც ერთ–ერთმა

მოსახლემ აღნიშნა მათთან: „ ჩვეულებრივად მეზობლობს ხალხი თუმცა სიტყვაში

აქილიკებენ ხოლმე“ .

სოფლის მეურნეობა

მიწის ფლობის მხრივ 1910 წლის გრემის მონაცემები შეცვლილია დროთა

განმავლობაში. როგორც ინტერვიუერი აღნიშნავს: “ყველას არ აქვს საკუთარი მიწა. 60

კომლს მიწა (საკუთარი) არ ააქთ. ისინი იღებენ საღალეთ ან ხაზინის ან თავადების

მიწას“. რაც შეეხება თანამედროვე გრემს, როგორც ინტერვიუში აღნიშნავენ. სოფელში

არ არის ადამიანი, რომელსაც მცირე მიწის ნაკვეთი მაინც არ ჰქონდეს, თუმცა

განსხვავებული ფართობის მიწებს ფლობენ: „ჰექტარი და 25 ჰქონდათ თავიდან ყველას,

მაგრამ გაჭირვებამ და მძიმე სოციალურმა ფონმა გამოიწვია ის, რომ მათ მოუწიათ

გაეყიდათ ეს მიწები“ . მიწის იჯარით აღების პრაქტიკა არც სოფელ გრემში გვხვდება.

სოფელი გრემში უძველესი დროიდან მისდევდნენ მევენახეობას და

მარცვლეულიც მოჰყავდათ. აღნიშნულია, რომ: “ სოფელი ვენახ–ბაღიანია“. სოფელ

გრემში, 1910 წელს, ძირითად სასოფლო–სამეურნეო საქმიანობას წარმოადგენდა ხვან–

თესვა, კერძოდ პურისა და ქერის მოყვანა და მევენახეობა. როგორც დოკუმეტებშია

მოხსენიებული: “მებაღეობა, მებოსტნეობას მცირენი მისდევენ“. თანამედროვე გრემში

მარცვლეული კულტურები და მევენახეობა კვლავ ინარჩუნებს აქტუალურობას და

შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენს. „უმუშევარია ხალხი, პირადი მეურნეობა

აქვთ, ყურძენი მოჰყვათ, სიმინდი მოჰყვათ, ხორბალი მოჰყვათ“ . აღსანიშნავია ის, რომ

სოფელში გავრცელებული კულტურაა საზამთრო.

1910 წელს მიწის დამუშავების დროს გავრცელებული იყო მამითადისა და

ნაცვალ–გარდობის ტრადიციები. რომლთა მიხედვითაც სოფლის მოსახლეობა

ეხმარებოდა ერთმანეთს, როგორც აღნიშნულია ძირითადად უქმე დღეებში

გაჭირვებულებს უფასოდ, ხოლო შეძლებულთ გარკვეული თანხის სანაცვლოდ:

“ზაფხულში 60 კაპ., ზამთარში 25–30 კაპ. თითი კაცზე“. აღსანიშნავია, რომ ნაცვალ–

გარდობის ტრადიცია დღემდე შემონახულია: „ზოგი მოსახლე ერთმანეთს ეხმარება

ნაცვალ–გარდა ჰქვია, შენ რომ მოეხმარები ისიც მოგეხმარება“. თუმცა მიწის

დასამუშავებლად ძირითადად დაქირავებულ მუშხელს იყენებენ.

მოწეული მოსავლიდან მიღებული შემოსავალი განსხვავებული იყო 1910 წლის

გრემში, ამას განაპირობებდა სოციალური სტატუსი, დოკუმენტებში ინტერვიუერი

რამოდენიმე კატეგორიად ჰყოფს მოსახლეობას: ა) 5 კომლი– 400 მანეთი ბ) 80 კომლი–

180/200 მანეთი გ) დანარჩენი –50/100 მანეთი. როგორც აღნიშნავენ: “უმრავლესობას არც

კი ჰყოფნის შემოსავალი“ . დღევანდელ გრემში ძირითად შემოსავალს მოწეული

პროდუქტის რეალიზაცია ქმნის. არ არსებობს კონკრეტული სტატისტიკა, თუ

საშუალოდ რამდენს გამოიმუშავებს ადამიანი, მიახლოებით ერთი ჰექტარი ვენახის

დამუშავება 3000 ლარზე მეტი უჯდება ადამიანს. ინტერვიუში აღნიშნავენ, რომ

ყურძენს იბარებენ ადგილობრივი ქარხნები, ასევე სახლმწიფო, ხდება საზამთროსა და

ქერის გაყიდვა: “ყურძენს იბარებეს ქარხნები, სახელმწიფომ სუბსიდია გამოჰყო და 1

ლარი არის რქაწითელის ფასი, სხვა დანარჩენზე, მაგალითად სიმინდზე მყიდველი

უნდა მონახო კერძოდ“. ეს ყველაფერი საშუალებას აძლევს სოფელში მცხოვრებ

ადამიანს გამოიმუშაოს სარჩო.

მიგრაცია

1910 წლის გრემში მიგრაცია არ იყო აქტუალური, როგორც ინტერვიუერი აღნიშნავს:

“საზოგადოდ სოფლიდან არსად არ მიდიან სამუშაოდ“. დღევანდელ გრემში კი

სიტუაცია მნიშვნელოვნად არის შეცვლილი, როგორც ჩვენმა რესპოდენტმა აღნიშნა:

“საზღვარგარეთ ბევრია წასული, ძირითადად დიასახლისები, ქალბატონები“ .

არაოფიციალური სტატისტიკით, სოფლიდან 10 ადამიანია გასული, ძირითადად

ქალები. რაც შეეხება შიდა მიგრაციებს, სოფლის მოსახლეობის ახალგაზრდა ნაწილი

აქტიურად მიემართება დიდი ქალაქებისაკენ, ძირითადად სასწავლებლად. ასევე

მოსახლეობის გარკვეული ნაწილი დადის სეზონურ სამუშაოებზე, ისევ კახეთის

რეგიონის სხვადასხვა ქალაქში.

საგანმანათლებლო და სხვა დაწესებულებები

1910 წლის ინტერვიუს მიხედვით: “სოფელში არავითარი სკოლა არ არსებობს.“ ასევე:

“სოფელში არავითარი ბიბლიოთეკა არ მოიპოვება. ჟურნალ გაზეთებს თუ შეხვდებით

თავადიშვილების ოჯახებში“. დღევანდელ გრემში არის 9 კლასიანი სკოლა, სადაც

სწავლობს 40 მოსწავლე და მასწავლებელთა რაოდენობაა 19. ბავშვები 9 კლასის

დამთავრების შემდეგ სოფელ ენისელის სკოლაში გადადიან. ბავშვების მიერ

დასახელებულ პრობლემათა შორის გვხვდებოდა სკოლასთან დაკავშირებული

პრობლემები, მათ სურთ, რომ გრემის სკოლა 12 კლასიანი იყოს. ასევე გარკვეულ

პრობლემებთან არის დაკავშირებული გრემში ბიბლიოთეკის საკითხი. დღესდღეობით

ბიბლიოთეკა არ ფუნქციონირებს და წიგნები ინახება სოფლის გამგეობაში. როგორც

გამგებელი აღნიშნავს: „სამი ბიბლიოთეკა იყო ჩვენთან ადრე, ახლა რომც გავხსნათ

მაინც არავინ მივა წიგნის გამოსატანად“ . თუმცა მოსწავლის აღნიშვნით: „ხშირად

დამჭირვებია წიგნი, რომელიც მე არ მაქვს, მაგრამ არ მომიძებნია სხვაგან, რადგან არ

მაქვს ინფორმაცია ბიბლიოთეკის არსებობასთან დაკავშირებით გრემში“ (მარიამი–XI

კლასი). სოფელის მოსახლეობა ჟურნალ–გაზეთებს რაონულ ცენტრში ყიდულობს,

რამდენიმე ადამიანს გამოწერილი აქვს რეგიონული გაზეთი.

1910 წლის გრემში იყო სამი დუქანი, რომელთა მფლობელნი გახლდნენ ადგილობრივი

მკვიდრნი, რომლებიც ვაჭრობდნენ წვრილმანი ნივთებით. რაც შეეხება სხვადასხვა

საჭირო პროფესიას, აქ გვხვდებოდნენ: “მჭედელი, დურგალი, კალატოზი და სხვა“.

არადეთისაგან განსხვავებით: “სოფელში ყოველთვის დაიარებიან დალალები“.

მოსახლეობა მათგან საქონელს ჰყიდულობდა მოსავლითა და ფულით. 2014 წლის

გრემში ვხვდებით 5 მაღაზიას, ერთ პურის საცხობს, რომლებიც ადგილობრივ

მკვიდრთა მფლობელობაშია. ასევე არის ამბულატორია. სოფლის ტერიტორიაზეა ორი

ღვინის ქარხანა, რომელიც არ არის ადგილობრივთა მფლობელობაში, თუმცა აქ

დასაქმებულია გრემის მოსახლეობა.

თანამედროვეობის ანალიზი

არადეთი

იმის შემდეგ, რაც ჯავახიშვილმა კვლევა ჩაატარა, საუკუნეზე მეტი გავიდა.

ბუნებრივია, დრომ ცვლილებებიც მოიტანა: ტექნიკური პროგრესი, ინფრასტრუქტურის

განვითარება. გვაინტერესებდა, თუ როგორ აისახა ეს ყველაფერი სოფლის

მდგომარეობაზე, ამიტომ დავამატეთ რამდენიმე კითხვა, რომელიც 1910 წლის

კვლევაში არ ფიგურირებდა. ერთ-ერთია სოფლის დაფინანსების საკითხი.

ამ დროისათვის არადეთს არ აქვს საკუთარი ბიუჯეტი და თანხებს

მუნიციპალიტეტი საჭიროების მიხედვით გამოყოფს.

,,საღოლაშენში გაკეთდა გზა, აქაც ვიწყებთ ცენტრალურ გზაზე ასფალტის

გაკეთებას.“

რაც შეეხება ტრანსპორტს, ყოველ ნახევარ საათში დადის მანქანა ქარელამდე. ასე

რომ, ამ მხრივ სოფელში კომუნიკაციის პრობლემა არ აქვთ.

მოსახლეობის უმეტესობას აქვს მაგთი სატის ტელევიზია. ასევე ხელი მიუწვდებათ

უკაბელო ინტერნეტზე, მაგრამ არ აქვთ მედპუნქტი და აფთიაქი.

სოფელში ძალიან მწვავედ დგას დასაქმების პრობლემა. არ არის არც კოოპერატივი

და არც კერძო საწარმო, სადაც მოსახლეობა მუშაობას შეძლებდა. საქმიანობის

ძირითადი სფერო არის სოფლის მეურნეობა. მოსახლეობა ამუშავებს მიწებს, მოჰყავს

ხილი და მარცვლეული და შემდეგ თავად ცდილობს მის გაყიდვას. ვაჭრობის

ძირითადი ადგილი საავტომობილო გზაა. როგორც თავად გარემოვაჭრე არადეთელები

ამბობენ, ძალიან უჭირთ პროდუქტის რეალიზება და რომ მოგებაზე ლაპარაკი

ზედმეტია, მაშინ, როცა იმ თანხის ამოღებასაც ვერ ახერხებენ, რაც მოსავალის

მოსაწევად დახარჯეს.

თუმცა იმასაც აღნიშნავენ, რომ წელს სახელმწიფო დაეხმარა მათ ჩამოყრილი

ვაშლის გასაღებაში. მიუხედავად ამისა, სოფლის სოციალური მდგომარეობა საკმაოდ

მძიმეა. დაახლოებით 20 ოჯახი სიღარიბის ზღვარზეა და სოციალურ დახმარებას იღებს.

სოფელში გავრცელებულია მესაქონლეობა, ჰყავთ შინაური ფრინეველებიც, მაგრამ

უნდა აღინიშნოს, რომ ისინი ძირითადად საოჯახო მოხმარებისათვის გამოიყენება.

სოფლის ახალგაზრდებისათვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს

გასართობი ადგილების ნაკლებობა. ,,ვეცადეთ, თხოვნით მივმართეთ რწმუნებულს,

რომ გაეხსნათ სტადიონი, მაგრამ რეაგირება არ ჰქონდათ.“

გრემი

რაც შეეხება გრემს, ისევე როგორც არადეთში, არც აქაა კოოპერატივი. თუმცა,

ფუნქციონირებს ღვინის ორი ქარხანა. მართალია მესაკუთრე გრემელი არაა, მაგრამ

ადგილობრივი მოსახლეობა ჰყავს დასაქმებული და მათგან ყიდულობენ ყურძენს.

ასევე, სახელმწიფომ გამოჰყო გარკვეული სახის სუბსიდია– სიმინდი , საზამთრო,

ხორბალი– ამ ყველაფრის რეალიზება ხდება. მოსავლის მოყვანა და დამუშვება 3000

ლარზე მეტი ჯდება.

სოფლის ძირითად პრობლემად სოციალურ გაჭირვებასა და უმუშევრობა

ასახელებენ. „არ არის საკმარისი თანხმები, რომ გაიხსნას საწარმოები და შეიქმნას

სამუშაო ადგილები.“ სოფელში 54 სოციალურად დაუცველი ოჯახი ცხოვრობს.

სოფელში 2013 წელს სოკარმა შეიყვანა გაზი მაგრამ გათბობის ძირითადი

საშუალება მაინც შეშის ღუმელია. მუნიციპალიტეტი ადგენს სიებს და მოდის

ბარათები, ხის მოჭრის მოთხოვნით. 42 ლარის საფასურად 7 კუბამეტრს შესას იღებენ.

ხეების ჭრის გამო გაჩანაგდა ქარსაცავი ზოლები. „ტყე, რომ იჩეხება აღარ ხდება მისი

აღდგენა, მოსახლეობა თავად ვერ გაუწევს ამას ორგანიზებას.“

გრემელებს განსაკუთრებით მწვავედ აწუხებთ როგორც სასმელი, ასევე სარწყავი

წყლის პრობლემა. ,,სასმელ წყალზე გვაქვს სეზონურად კლება, ზამთარში ყინვები რომ

იწყება, მაშინ.“

უკვე მოგვარებულია გარე განათების საკითხიც. გრემში საკაბელო ტელევიზია

არაა, მაგრამ საკმაოდ ბევრს აქვს კომპიუტერი და ინტერნეტი. გაზეთებს კი რაიონში

ყიდულობენ. ახალგაზრდებისთვის 2 სტადიონიცაა სოფელში. თუმცა აღარ

ფუნქციონირებს კლუბი, 400 კაციანი დარბაზით, რომელიც საკმაოდ აქტიური ობიექტი

იყო და თეატრებსაც მასპინძლობდა.

ისევე როგორც არადეთში, შინაური ცხოველები გრემშიც საოჯახო

მოხმარებისთვისაა. ,,რაღაც პერიოდი მეცხოველეობამ გადაარჩინა სოფელი -

გაჭირვების დროს ჰყიდდნენ რძის პროდუქტს“.

სოფლის განვითარებისთვის გამოყოფილია 25000 ლარი და მოსახლეობასთან

შეთანხმებით უნდა გადაწყდეს როგორ დაიხარჯოს ეს თანხა. თან ისე, რომ რაც

შეიძლება მეტ ადამიანს მოუტანოს სარგებელი. ,,გამგეობაში ერთი წარმომადგენელი და

სამი სპეციალტი გვყავს, რომლებიც გვეხმარებიან სადაო საკითხების მოგვარებასა და

ინფორმაციის გადაზუსტებაში.“

0% 20% 40% 60% 80%

ეკონომიკური და სოციალური პრობლემები

უმუშევრობა

შეშა და გათბობის ხელმისაწვდომობა

კომუნალური პირობები

ინფრასტრუქტურა

მაგისტრალის მშენებლობით გამოწვეული

პრობლემები

სოფლის მეურნეობის წარმოებასთან დაკავშირებული

პრობლემები

საჯარო სივრცე სოციალური/კულტურული

აქტივობისთვის

სამედიცინომომსახურებასთან დაკავშირებული

პრობლემები

სხვა

რაოდენობრივი კვლევა

სოფელში არსებული პრობლემები

სამოქალაქო ჩართულების ბლოკის პირველი კითხვა ეხება სოფლის პრობლემებს.

რესპონდენტებს უნდა დაეფიქსირებინათ სამი პრობლემა, რომლებიც, მათი ხედვით,

სოფლისათვის (გრემი და არადეთი შესაბამისად) აქტუალური და დროულად

მოსაგვარებელია.

#5. სოფელ გრემის პრობლემები

სოფელ გრემის შემთხვევაში ასეთ პრობლემებად გამოიკვეთა: კომუნალური

პირობები (61%), სოფლის მეურნეობის წარმოებასთან დაკავშირებული პრობლემები

(52%) და უმუშევრობა(36%). აღსანიშნავია, რომ კომუნალური პირობებიდან ყველაზე

ხშირად(93%) იყო დასახელებული წყლის პრობლემა, ხოლო სოფლის მეურნეობის

წარმოებასთან დაკავშირებული პრობლემებიდან კი ყველაზე ხშირად(82%) სარწყავი

წყალი.

0% 20% 40% 60% 80% 100%

ეკონომიკური და სოციალური პრობლემები

უმუშევრობა

შეშა და გათბობის ხელმისაწვდომობა

კომუნალური პირობები

ინფრასტრუქტურა

მაგისტრალის მშენებლობით გამოწვეული

პრობლემები

სოფლის მეურნეობის წარმოებასთან

დაკავშირებული პრობლემები

საჯარო სივრცე სოციალური/კულტურული

აქტივობისთვის

სამედიცინომომსახურებასთან დაკავშირებული

პრობლემები

სხვა

სოფელ არადეთის შემთხვევაში, როგორც გრაფიკზე ჩანს, თითქმის ათიდან ცხრა

ადამიანს აწუხებს სოფელში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები. კერძოდ,

გარე განათება, ელექტრობოძების სიძველე, გზები და სხვ. მოსახლეობისათვის მათ

შორის ყველაზე აქტუალურია(66%) გზის პრობლემა. როგორც გრემში, ასევე

არადეთშიც, გამოიკვეთა (41%) სოფლის მეურნეობის წარმოებასთან დაკავშირებული

პრობლემები (სასუქის სიძვირე, საძოვრები, მოსავლის რეალიზაცია, სარწყავი წყალი),

მაგრამ ამ შემთხვევაში, რომელიმე კონკერტული პრობლემის გამოყოფა შეუძლებელია.

როგორც ზემოთ აღინიშნა, გრემის მოსახლეობის 36%-ის განცხადებით აქტუალურია

უმუშევრობის პრობლემა, არადეთის შემთხვევაში კი ეს მაჩვენებელი უფრო მაღალია და

39%-ს შეადგენს.

#5. სოფელ არადეთის პრობლემები

არადეთის მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილს(5%) აწუხებს ახალი

მაგისტრალის მშენებლობით გამოწვეული პრობლემები.

0% 20% 40% 60% 80% 100%

ხელმოწერების შეგროვება

აქცია

თვითმმართველობა

მედია

NGO

არ მიცდია

არ მიუთითა

მიუთითა

0% 20% 40% 60% 80% 100%

ხელმოწერების შეგროვება

აქცია

თვითმმართველობა

მედია

NGO

არ მიცდია

არ მიუთითა

მიუთითა

სამოქალაქო ჩართულობის ფორმები

მას შემდეგ რაც დავადგინეთ, თუ რა პრობლემები აწუხებს არადეთისა და გრემის

მოსახლეობას, ვცადეთ გაგვეგო თუ როგორ ცდილობდნენ/ცდილობენ მათ მოგვარებას.

#6. სამოქალაქო ჩართულობის ფორმები/ სოფელი გრემი

#7. სამოქალაქო ჩართულობის ფორმები/ სოფელი არადეთი

გრემის მოსახლეობის 75%–ს სოფელში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად

არ გამოუყენებია სამოქალაქო ჩართულობის არცერთი ფორმები. მათ მიერ ყველაზე

ხშირად განხორციელებული აქტივობა არის თვითმმართველობასთან დაკავშირება

კონკრეტული პრობლემის მოსაგვარებლად. აღსანიშნავია, რომ ჩამოთვლილი

ფორმებიდან, პრობლემის მოსაგვარებლად არავის მიუმართავს რაიმე სახის

აქციისათვის (ორგანიზებული შეხვედრა კონკრეტული პრობლემის გადაჭრის

მოთხოვნის მიზნით).

0

5

10

15

20

25

30

ხელმოწერების

შეგროვება

აქციაში

მონაწილეობა

თვითმმართველო

ბასთან

პრობლემაზე

საუბარი

მედიასთან

დაკავშირება

NGO–ს

წარმომადგენლებ

თან დაკავშირება

არადეთი გრემი

არადეთში 62% არის იმ ადამიანების წილი, რომლებსაც არცერთი ტიპის

აქტივობაში არ მიუღიათ მონაწილეობა. მოსახლეობის 28%–ს მონაწილეობა აქვს

მიღებული ხელმოწერების შეგროვებაში, ასევე 23%-მა პრობლემის არსებობის შესახებ

მიმართა თვითმმართველობას.

#8. სამოქალაქო ჩართულობის ფორმები

თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრები და არსებულ

პრობლემებზე საუბარი ორივე სოფლის მოსახლეობისთვის ყველაზე პოპულარული

სამოქალქო ჩართულობის ფორმაა. არადეთის მოსახლეობის უფრო დიდი ნაწილი

იყენებს ხელმოწერების შეგროვებას, როგორც პრობლემის მოგვარების გზას. არადეთის

შემთხვევაში, არ დაფიქსირდა მედიასთან მიმართვის არცერთი ფაქტი, ხოლო გრემში

ასეთი აქტივობა არის აქციაში მონაწილეობა.

არ გამოვლინდა სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება სქესის,

განათლების, დასაქმების სტატუსისა და ასაკის მიხედვით.

8%

9%

18%

21%

34%

10%

6%

14%

7%

11%

31%

31%

0% 5% 10% 15% 20% 25% 30% 35% 40%

სრულებით ვეთანხმები

ვეთანხმები

ნეიტრალური

არ ვეთანხმები

სრულებით არ ვეთანხმები

არ ვიცი

2015 წლის ბიუჯეტის შეფასება განხორციელებული საქმიანობის შეფასება

თვითმმართველობის საქმიანობის შეფასება

მოსახლეობას ვთხოვეთ, თვითმმართველობის მიერ განხორციელებული

საქმიანობის შეფასება - რამდენად შეესაბამებოდა მათ სურვილებს ის პროექტები,

რომლებიც სოფელში განხორციელდა. ყოველი მესამე ადამიანი სოფელ არადეთში

თვლის, რომ სრულიად განსხვავებული პრობლემები უნდა მოგვარებულიყო სოფელში.

ეს მიუთითებს იმაზე, რომ პოლიტიკის განსაზღვრის დროს, სოფლის საზოგადოებასა

და თვითმმართველობას შორის სათანადო კომუნიკიაცია ვერ ხერხდება. ჩვენ ასევე

ვთხოვეთ, 2015 წლის ბიუჯეტის შეფასება. გვაინტერესებდა მათი აზრი – იმის შესახებ,

თვლიდნენ თუ არა, რომ 2015 წლის ბიუჯეტში გათვალისწინებულია სოფლის

მოსახლეობისათვის პრიორიტეტული საკითხები. შედეგები ამყარებს იმ დასკვნას, რომ

სოფელ არადეთში, თვითმმართველობას არ აქვს საკმარისი კომუნიკაცია ადგილობრივ

მოსახლეობასთან, რადგან მოსახლეობის 31%-მა არ იცის თუ რა არის დაგეგმილი

მომავალი წლისათვის და ასევე 31% თვლის, რომ მათი სურვილები არ იქნება

გათვალისწინებული.

#9. თვითმმართველობის საქმიანობის შეფასება/სოფელი არადეთი

სოფელ გრემის შემთხვევაში იმ ადამიანების რაოდენობა ჭარბობს(29%), რომლებიც

სრულებით არ ეთანხმებიან მათ სოფელში უკვე განხორციელებულ პროექტებს და

თვლიან, რომ სხვა უფრო მნიშვნელოვანი პრობლემები აქვს სოფელს. ამასთან, 38%

ეთანხმება ან სრულებით ეთანხმება, რომ ის პრობლემები, რომლებიც მოგვარდა

19%

19%

14%

11%

29%

7%

9%

12%

5%

10%

23%

39%

0% 5% 10% 15% 20% 25% 30% 35% 40% 45%

სრულებით ვეთანხმები

ვეთანხმები

ნეიტრალური

არ ვეთანხმები

სრულებით არ ვეთანხმები

არ ვიცი

2015 წლის ბიუჯეტის შეფასება განხორციელებული საქმიანობის შეფასება

სოფელში, მათთვისაც პრიორიტეტული იყო. რაც შეეხება 2015 წლის ბიუჯეტს,

მოსახლეობის 39%-მა არ იცის იქნება თუ არა მათი აზრი გათვალისწინებული შემდეგი

წლის ბიუჯეტში. 23% კი სრულებით არ ეთანხმება დაგეგმილ სამუშაოებს.

#10. თვითმმართველობის საქმიანობის შეფასება/სოფელი გრემი

არსებული შედეგების გათვალისწინებით, სოფელ გრემშიც არ არის საკმარისი

კომუნიკაცია თვითმმართველობასა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის.

ამასთან აუცილებელია აღინიშნოს, ის ფაქტი, რომ ორივე სოფელში სამოქალაქო

ჩართულობის ფორმებს შორის ყველაზე პოპულარულია თვითმმართველობის

წარმომადგენლებთან დაკავშირება და არსებული პრობლემების გაცნობა.

სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის 2015 წლის ბიუჯეტის

შეფასების დროს არადეთსა და გრემს შორის. უკვე განხორციელებული საქმიანობის

შეფასებისას ეს განსხვავება არსებობს. გრემში თითქმის ყოველი მეორე ეთანხმება წინა

წლებში თვითმმართველობის მიერ განხორციელებულ პროექტებს, მაშინ როდესაც

არადეთში ყოველი მეოთხე ადამიანი მიიჩნევს საჭიროდ უკვე განხორციელებულ

პროექტებს. შესაბამისად არ დათანხმების მაჩვენებელი არადეთში უფრო მაღალია

ვიდრე გრემში (იხ. გრაფიკი #11. თვითმმართველობის საქმიანობის შეფასება).

0

10

20

30

40

50

60

70

80

არადეთი გრემი

24

48

76

52

ვეთანხმები არ ვეთანხმები

#11. თვითმმართველობის საქმიანობის შეფასება

0,0 10,0 20,0 30,0 40,0 50,0 60,0 70,0

ტელევიზია

რადიო

ჟურნალ–გაზეთები

მეგობრები/მეზობლები

ნათესავები

ოჯახის წევრები

გრემი არადეთი

ახალი ინფორმაციის მიღების წყარო

რაოდენობრივი კვლევის ერთ–ერთი ამოცანა იყო გაგვერკვია თუ საიდან იღებს

არადეთისა და გრემის მოსახლეობა ახალ ინფორმაციას მუნიციპალიტეტებში (ქარელი

და ყვარელი) მიმდინარე მოვლენების შესახებ.

სანდო მედიის შეფასების დროს, სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ

არის გრემისა და არადეთის შემთხვევაში. ორივე სოფლის მოსახლეობისათვის სანდო

მედიას წარმოადგენს ტელევიზია (გრემი–63%; არადეთი–53%.). არადეთის

მოსახლეობის 30% სანდო წყაროდ მიიჩნევს ასევე მეგობრებს/მეზობლებს, გრემის

შემთხვევაში კი 27% .

#12. ახალი ინფორმაციის სანდო წყარო

გრემისა და არადეთის მოსახლეობა ყველაზე ხშირად (არადეთი–78% და გრემი–

76%) მათი მუნიციპალიტეტის შესახებ ინფორმაციას იღებს ტელევიიზის საშუალებით.

სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება არ არის საცხოვრებელი ადგილის

მიხედვით. მეგობრების/მეზობლების როგორც, ახალი ინფორმაციის წყაროს

0,0

10,0

20,0

30,0

40,0

50,0

60,0

70,0

80,0

ტელევიზია

რადიო

ჟურნალ–

გაზეთები

მეგობრები/

მეზობლებინათესავები

ოჯახის

წევრები

სხვა

არადეთი გრემი

შეფასებისას კი სტატისტიკურად მნიშვნელოვანი განსხვავება გამოვლინდა. გრემში

ყოველი მეორე ადამიანი ასევე ახალ ინფორმაციას იღებს მეგობრებისა და

მეზობლებისგან. არადეთში, როგორც გრაფიკზე ჩანს ეს მაჩვენებელი უფრო დიდია –

68%.

#13. ახალი ინფორმაციის მიღების წყარო

0,0

10,0

20,0

30,0

40,0

50,0

60,0

70,0

80,0

მიუწვდომელია მისაწვდომია არ იყენებს იყენებს

გრემი

არადეთი

კომპიუტერი/ინტერნეტი და გამოყენების მიზნობრიობა

ინტერნეტისა და მისი გამოყენების მიზნობრიობას კითხვარის ბოლო ბლოკი

დაეთმო. საქართველოს დედაქალაქსა და ქალაქებში უფრო გამარტივებულია

ინტერნეტით სარგებლობა ვიდრე, მის სოფლებში. მთავრობის განცხადებით

საქართველოს მასშტაბით ყველა სოფელში, რომელშიც 200–ზე მეტი ადამიანი

ცხოვრობს, ოპტიკურ-ბოჭკოვანი მაგისტრალის შეყვანა განხორციელდება.

ინტერნეტის ხელმისაწვდომობის საკითხი, რა თქმა უნდა, ვერ აისახებოდა ივანე

ჯავახიშვილის მიერ 1910 წელს დამუშავებულ კითხვარში, მაგრამ დღეს, როდესაც

ვირტუალური სამყარო ფართოვდება, აუცილებლად მივიჩნიეთ ამ თემის კვლევა ჩვენი

პროექტის ფარგლებში.

გრემის მოსახლეობის 41%-ისათვის ხელმისაწვდომია ინტერნეტი კომპიუტერის ან

სხვა საშუალებით. ინტერნეტის გამოყენების მაჩვენებელი ხელმისაწვდომობასთან

შედარებით დაბალია(28%).

არადეთში ინტერნეტი ხელმისაწვდომია მოსახლეობის 53%-ისათვის, აქაც

განსხვავებულია ხელმისაწვდომობისა და გამოყენების მაჩვენებლები. არადეთში

ინტერნეტს იყენებს მოსახლეობის 36%.

#14. ინტერნეტის გამოყენების და ხელმისაწვდომობის დონე

0,0

10,0

20,0

30,0

40,0

50,0

60,0

18-25 26-45 46-60 60+

არადეთი გრემი

თამაშები

საკომუნიკაციოდ

ახალი ამბები

Online_shopping

მუსიკა/ფილმები

ინფორმაცია

არადეთი გრემი

ინტერნეტის გამოყენებასთან დაკავშირებით, სტატისტიკურად მნიშვნელოვანი

განსხვავებაა ასაკობრივ ჯგუფებს შორის, როგორც არადეთში, ისე გრემში. ინტერნეტ

მომხმარებლებს შორის ყველაზე დიდი პროცენტული წილი უჭირავთ 18–დან 25–

წლამდე ახალგაზრდებს, ვიდრე სხვა ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენლებს.

#15. ინტერენტის გამოყენება ასაკობრივი ჯგუფების მიხედევით

რაც შეეხება ინტერნეტის გამოყენების მიზნობრიობას, როგორც გრემში, ასევე

არადეთში, მას ძირითადად საკომუნიკაციოდ იყენებენ (არადეთი–52%; გრემი–45%).

ასევე ორივე სოფელში მოსახლეობა აქტიურად (არადეთი–36%; გრემი–31%) იყენებს

ინტერნეტს ახალი ამბების გასაგებად. ყველაზე ნაკლებად ინტერნეტს მოიხმარენ Online

shopping-სთვის

#16. ინტერნეტის გამოყენების მიზნობრიობა

ბიბლიოგრაფია

ხალნაწერთა ეროვნული ცენტრი, ივანე ჯავახიშვილის კვლევის 1910 წლის

ტრანსკრიპტი სოფელ არადეთისა და გრემისთვის

კოდუა, ე. (1997). ივანე ჯავახიშვილის სოციოლოგიური და ისტორიის ფილოსოფიური

ძიებანი. თბილისი, თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა.

Hoffer, C.R. (2015). The Development of Rural Sociology. The University of Chicago Press and

JSTOR.

http://www.diva-gis.org/gdata

http://napr.gov.ge/