30 50 - press.tsu.edu. ანაგაძე ანა... · PDF file 2 ივანე...
date post
26-Sep-2020Category
Documents
view
0download
0
Embed Size (px)
Transcript of 30 50 - press.tsu.edu. ანაგაძე ანა... · PDF file 2 ივანე...
2
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი
სლავისტიკის სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი
რუსეთის ისტორიის სასწავლო-სამეცნიერო კათედრა
ანა მანაგაძე
ევროპული წყაროები რუსეთისა და კავკასიის
ქვეყნების ურთიერთობების შესახებ
(მე-19 საუკუნის 30 - 50-იანი წლები)
რუსეთისმცოდნეობის დოქტორის (Ph.D.) აკადემიური ხარისხის
მოსაპოვებლად წარმოდგენილი
დისერტაცია
სამეცნიერო ხელმძღვანელი: ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,
ასოც. პროფ. დალი კანდელაკი
თბილისი
2017
ავტორის სტილი დაცულია
3
შ ი ნ ა ა რ ს ი
შესავალი .................................................................................................................................... 3
თავი 1. აპოლინარი რუკევიჩი და მისი ნაშრომი „მოხუცი ერივნელის
მოგონებები“ ...................................................................................................25
§ 1. ბიოგარფიული ცნობები ..... ...................................................................................... ......25
§ 2. პოლონელები რუსეთის იმპერიის სამსახურში .......................................................... 27
§ 3. ცალკეული კავკასიის კორპუსის ისტორიიდან.. ........................................................ 36
§ 4. ნიკოლოზ I-ის ვიზიტი კავკასიაში. სამშვიდობო პროექტების ილუზია
და რეალობა ...............................................................................................................................52
§5.1834-1838 წლების საბრძოლო მოქმედებები ჩრდილო-დასავლეთ კავკასიაში .......65
თავი 2. გრაფი დე სუზანე რუსეთის კავკასიური პოლიტიკის შესახებ ...................... 75
§ 1. გრაფი დე სუზანეს ვიზიტი კავკასიაში ............. ......................................................... 75
§ 2. პოლიტიკური და სამხედრო ვითარება ჩრდილოეთ კავკასიაში XIX საუკუნის
40-იანი წლების დასაწყისში ..................................................................................................77
§3. გარფი დე სუზანეს მოსაზრებები XIX საუკუნის 40-იან წლებში რუსების მიერ
დაშვებულ სტრატეგიულ შეცდომებზე ............................................................................... 86
§ 4. რუსეთის იმპერიის კოლონიალური პოლიტიკა კავკასიაში XIX საუკუნის
40-იან წლებში .......................................................................................................................... 96
§ 5. თბილისი XIX საუკუნის 30-50-იან წლებში ............................................................... 111
თავი 3. თეოფილ ლაპინსკის ცნობები რუსეთისა და კავკასიის ქვეყნების
ურთიერთობების შესახებ ............................................................................................... 118
§ 1. თეოფილ ლაპინსკის ბიოგრაფია ................................................................................. 118
§ 2. პოლონელი ემიგრანტების მოღვაწეობა კონსტანტინოპოლში .............................. 119
§ 3. ინგლისელების და პოლონელების მისია კავკასიაში .............................................. 126
§ 4. ლაპინსკის რაზმი ჩერქეზეთში .................................................................................... 133
§ 5. ცნობები საქართველოზე ............................................................................................... 147
§ 6. ექსპედიციის დასასრული ............................................................................................ 151
§ 7. მოღალატე ჩერქეზეთში. ლაპინსკის ექსპედიცია - რუსული დაზვერვის
პროექტი ................................................................................................................................... 155
დასკვნა ..................................................................................................................................... 173
გამოყენებული წყაროები და ლიტერატურა ..................................................................... 178
4
შესავალი
თემის აქტუალობა
ცნობებს რუსეთისა და კავკასიის ქვეყნების ურთიერთობების შესახებ XIX
საუკუნის უამრავ ევროპულ წერილობით წყაროში ვხვდებით. მათ მიმართ ინტერესი
დღესაც არ განელებულა. ევროპელები წინა საუკუნეებშიც იყვნენ დაინტერესებულნი
რეგიონში მიმდინარე პროცესებით და კვლავაც აკვირდებიან მიმდინარე მოვლენებს.
კავკასია შორეული წარსულიდან სხვადასხვა ქვეყნების პოლიტიკურ,
სამხედრო და სავაჭრო ინტერესების არეალს წარმოადგენდა. ამის გამო, საუკუნეების
განმავლობაში იქმნებოდა განსაკუთრებული კულტურული სივრცე, სადაც
გაერთიანებულ იქნა კავკასიის, აღმოსავლეთის და დასავლეთ ევროპის ხალხის
უნიკალური კულტურა და ტრადიციები (ფილინა 2016 :315).
ევროპულ მასალებში კავკასიის შესახებ ცნობები განსაკუთრებულად დიდი
რაოდენობით XIX საუკუნიდან გვხვდება. ეს გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ
იკვეთება ევროპული სახელმწიფოების დაინტერესება კავკასიის გეოპოლიტიკური
და სავაჭრო-ეკონომიკური მდგომარეობით, ქვეყნის მრავალფეროვანი ბუნებით და
სხვ. XIX საუკუნის რუსეთის იმპერიის დიდი კავკასიური ომები ევროპის
პოლიტიკოსთა თუ საზოგადო მოღვაწეთა დაინტერესების ობიექტი გახდა. იმ
პერიოდში ხდებოდა