საქართველოს ჯანდაცვის სფეროს...

19
საერთაშორისო ფონდი “კურაციო” 2013 © საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი: 2013 წლის აპრილი კვლევა დაფინანსებული და მომზადებულია საერთაშორისო ფონდი “კურაციო”-ს მიერ

description

საერთაშორისო ფონდი "კურაციო" აქვეყნებს კვლევის "საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი" შედეგებს, რომელიც საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესებს და ცვლილებებს აფასებს და ჯანდაცვის ექსპერტთა სამომავლო მოლოდინებს აღწერს. გამოკითხულ ექსპერტთა მიერ გამოთქმული მოსაზრებების საფუძველზე კვლევაში შეფასებულია ჯანდაცვის სფეროში არსებული მდგომარეობა 2012 წლის ნოემბრიდან 2013 წლის აპრილის თვემდე. კვლევაში მონაწილეობა მიიღო 91-მა ექსპერტმა. კვლევაში ყურადრება გამახვილებულია საყოველთაო დაზღვევის ეკონომიკურ შედეგებზე, მთავრობის მიერ ბოლო თვეებში გადადგმული ნაბიჯების მოსალოდნელ გავლენაზე კერძო ინვესტიციებზე, მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, სამედიცინო მომსახურების ხარისხსა და სამედიცინო განათლებაზე; ჯანდაცვის დაფინანსების პოლიტიკაზე.

Transcript of საქართველოს ჯანდაცვის სფეროს...

Page 1: საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი: 2013 წლის აპრილი

საერთაშორისო ფონდი “კურაციო” 2013 ©

საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი: 2013 წლის აპრილი

კვლევა დაფინანსებული და მომზადებულია

საერთაშორისო ფონდი “კურაციო”-ს მიერ

Page 2: საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი: 2013 წლის აპრილი

საერთაშორისო ფონდი “კურაციო” 2013 © 2

წინასიტყვაობა

წარმოდგენილი კვლევა საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესების შესახებ ექსპერტების მოსაზრებების და მოლოდინების შესწავლის პირველი მცდელობაა

ვიმედოვნებთ, რომ მიღებული შედეგები საზოგადოებას და ხელისუფლებას დაეხმარება შეიტყოს ექსპერტთა მოლოდინები და მოსაზრებები და საჭიროების შემთხვევაში სახელმწიფო პოლიტიკის ფორმირებისას გამოიყენოს

საერთაშორისო ფონდი კურაციო მიზნად ისახავს ყოველ ექვს თვეში ერთხელ განახორციელოს ამგვარი კვლევა, რათა დინამიკაში დააკვირდეს დარგში მიმდინარე მოვლენებს, ცვლილებებს და ამ ცვლილებების მიმართ ექსპერტების დამოკიდებულებას.

Page 3: საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი: 2013 წლის აპრილი

საერთაშორისო ფონდი “კურაციო” 2013 ©

კვლევის შედეგები ასახავს მხოლოდ იმ ექსპერტთა მოსაზრებებს და მოლოდინებს, რომელთაც კვლევაში

მიიღეს მონაწილეობა. შესაბამისად ამ შედეგების ინტერპრეტაცია სიფრთხილეს საჭიროებს და მექანიკურ განზოგადებას არ ექვემდებარება

საავტორო უფლებები დაცულია. შედეგების ციტირება ნებადართულია წინასწარი თანხმობის გარეშე მხოლოდ სათანადო წყაროს მითითების

შემთხვევაში

Page 4: საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი: 2013 წლის აპრილი

საერთაშორისო ფონდი “კურაციო” 2013 ©

4

მოკლე ცნობები კვლევაში მონაწილეთა შესახებ

კითხვარი დაეგზავნა 170 ექსპერტს

პასუხი გასცა 91-მა ექსპერტმა, სამწუხაროდ ძირითადად თბილისიდან

ექსპერტთა ფართო სპექტრი

სამინისტროებიდან და სამთავრობო სტრუქტურებიდან

სამედიცინო და საგანმანათლებლო დაწესებულებებიდან

საერთაშორისო ორგანიზაციებიდან

პროფესიული ასოციაციებიდან და სადაზღვევო ორგანიზაციებიდან

კვლევითი (საექსპერტო) ჯგუფებიდან

საკმარისი ექსპერტული და ასაკობრივი ცენზით და სასურველი გენდერული ბალანსით

მონაწილეთა 77%-ს ათ წელზე მეტი დაინტერესებულია ჯანდაცვის სფეროთი

მონაწილეთა 74%-ის ასაკი 41-60 წელია

მონაწილეთა 48.9% ქალბატონია

Page 5: საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი: 2013 წლის აპრილი

საერთაშორისო ფონდი “კურაციო” 2013 ©

სამედიცინო მომსახურების ხარისხი და სამედიცინო განათლება

Page 6: საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი: 2013 წლის აპრილი

საერთაშორისო ფონდი “კურაციო” 2013 © 6

როგორ შეიცვალა სამედიცინო მომსახურების ხარისხი ბოლო 6 თვის მანძილზე?

ექპერტთა უმეტესობას (61-73%) მიაჩნია, რომ ბოლო ექვსი თვის მანძილზე სამედიცინო მომსახურების ხარისხი და მისი ცალკეული ელემენტი (სანიტარული პირობები, პერსონალის კეთილგანწყობა, კონფიდენციალურობა, პაციენტის ავტონომია, ინფორმირებულობა და ჩართულობა სამკურნალო პროცესში) არ შეცვლილა. მხოლოდ მცირე ნაწილი 19-24% მიიჩნევს, რომ ხარისხის ამ ელემენტებში აღინიშნება ოდნავი გაუმჯობესება.

ზოგადად, სამედიცინო მომსახურების ხარისხზე ექსპერტთა აზრი თითქმის გაყოფილია: 40% თვლის, რომ ხარისხი ოდნავ გაუმჯობესდა, 45% მიიჩნევს, რომ არაფერი შეცვლილა და 11%-ს კი მიაჩნია, რომ მომსახურების ხარისხი ბოლო 6 თვეში ოდნავ გაუარესდა.

ეს ყოველივე ცხადყოფს, რომ სამედიცინო მომსახურების ხარისხი კვლავაც რჩება დარგის ერთ-ერთ საჭირბოროტო საკითხად, სადაც საგრძნობი ცვლილებები ჯერ არ გატარებულა

Page 7: საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი: 2013 წლის აპრილი

საერთაშორისო ფონდი “კურაციო” 2013 © 7

ქვეყანაში არსებული სამედიცინო განათლების სისტემის ადეკვატურობა

მიუხედავად მრავალწლიანი მცდელობისა, ექსპერტთა უმრავლესობის (95-98%) აზრით ქვეყანაში ექიმებისთვის და ექთნებისთვის დღეს მოქმედი სამედიცინო განათლების სისტემა ნაკლებად ან საერთოდ არ არის ადეკვატური;

ასევე ექსპერტების უმეტესობა (65%) მიიჩნევს, რომ სამედიცინო განათლების გაუმჯობესების კუთხით მთავრობის მიერ ქმედითი ნაბიჯები ჯერ არ გადადგმულა, რაც ცხადყოფს რომ სამედიცინო ხარისხის გაუმჯობესებისთვის საჭირო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი მთავრობის მხრიდან მნიშვნელოვან ყურადღებას საჭიროებს;

სამწუხაროა, რომ მიუხედავად მრავალი მცდელობისა, ეს მეტად მნიშვნელოვანი საკითხი ჯერაც ვერ პასუხობს საზოგადოების მოთხოვნებს და საჭიროებებს, რაც საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში დარგს მნიშვნელოვან გამოწვევებს უყენებს.

Page 8: საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი: 2013 წლის აპრილი

საერთაშორისო ფონდი “კურაციო” 2013 ©

ჯანდაცვის დაფინანსება: მთავრობის პოლიტიკა და სამომავლო

მოლოდინები

Page 9: საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი: 2013 წლის აპრილი

საერთაშორისო ფონდი “კურაციო” 2013 © 9

მთავრობის მიერ ბოლო 6 თვეში გადადგმული ნაბიჯების ექსპერტული შეფასებები

ჯანდაცვის დაფინანსების მოცულობის ზრდის, ჯანდაცვის დაფინანსების პრიორიტეტების და მექანიზმების შესახებ მთავრობის მიერ გაცხადებული პოლიტიკა ექსპერტების მხრიდან სკეპტიკურ შეფასებებს იმსახურებს. კერძოდ:

ექსპერტების 59% ჯანდაცვის დაფინანსების კუთხით გადადგმულ ნაბიჯებს ნაკლებად ადეკვატურად მიიჩნევს, ხოლო 25% თვლის, რომ ეს ნაბიჯები აბსოლუტურად არ იყო ადეკვატური. იმ ექსპერტთა ხვედრითი წილი კი, რომელიც პოზიტიურად აფასებს გადადგმულ ნაბიჯებს 15%-ს არ აღემატება;

რაც შეეხება ჯანდაცვის სექტორის დაფინანსების მოცულობას, ათიდან ცხრა ექსპერტი თვლის, რომ ეს მოცულობა ნაკლებად ან საერთოდ არ იყო ადეკვატური და მხოლოდ 9% მიიჩნევს, რომ ეს მოცულობები აბსოლუტურად ადეკვატურია.

სავარაუდოა, რომ ექსპერტთა ამგვარი შეფასებები ყურადსაღები და გასათვალისწინებელია სამომავლო პოლიტიკის ფორმირებისას.

Page 10: საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი: 2013 წლის აპრილი

საერთაშორისო ფონდი “კურაციო” 2013 © 10

სამომავლო მოლოდინები შემდეგი 6 თვის მანძილზე

ექსპერტების ნახევარზე მეტი (51-53%) ელოდება, რომ შემდეგი 6 თვის მანძლიზე მოსალოდნელია ჯანდაცვაზე ფინანსური ხელმისაწვდომობისა და მოსახლეობის ფინანსური დაცულობის ოდნავი გაუმჯობესება, თუმცა სკეპტიკოსთა წილი, რომლებიც თვლიან, რომ ამ კუთხით ან არაფერი შეიცვლება ან კიდევ ოდნავ გაუარესებას ექნება ადგილი, მნიშვნელოვანია (35-45%);

რაც შეეხება სამედინო მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესებას, გამოკითხულთა 61% ცვლილებებს საერთოდ არ ელოდება; ყოველი მეოთხე კი ხარისხის ოდნავი გაუარესების მოლოდინშია. სამწუხაროდ, ზომიერად ოპტიმისტურად განწყობილთა წილი, რომლებიც ხარისხის გაუმჯობესებას ელიან, მეტად დაბალია - 14%.

Page 11: საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი: 2013 წლის აპრილი

საერთაშორისო ფონდი “კურაციო” 2013 © 11

სამომავლო მოლოდინები შემდეგი 6 თვის მანძილზე

გამოკითხულ ექსპერტთა 49% სამედიცინო ბაზარზე მედიკამენტების ოდნავი გაიაფების მოლოდინშია, ხოლო თითქმის ამდენივე (45%) შემდეგი 6 თვის მაძლიზე მედიკამენტებზე ფასის მნიშვნელოვან ცვლილებას (ზრდას თუ შემცირებას) არ ელოდება;

რაც შეეხება სამედიცინო მომსახურების ფასს, უმეტესობა (71%) თვლის, რომ შემდეგი 6 თვის მაძლიზე ფასის ცლილება მოსალოდნელი არ არის. თუმცა არიან ექსპერტები - 8%, რომელთაც ფასის შემცირების მოლოდინი აქვთ და 17%, რომლიც ფასის ოდნავი ზრდის მოლოდინშია.

Page 12: საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი: 2013 წლის აპრილი

საერთაშორისო ფონდი “კურაციო” 2013 ©

სახელმწიფო პოლიტიკა და შემდეგი 6 თვის მოლოდინები

Page 13: საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი: 2013 წლის აპრილი

საერთაშორისო ფონდი “კურაციო” 2013 © 13

სამომავლო მოლოდინები შემდეგი 6 თვის მანძილზე

მეტად მრავალფეროვანია მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდება საკუთარი ხარჯით დაზღვეულთა რაოდენობის ზრდის თუ შემცირების კუთხით. მართალია მნიშვნელოვანი ნაწილი (არა უმეტესობა) 43% მიიჩნევს, რომ საკუთარი ხარჯით დაზღვეულთა ოდენობა ოდნავ შემცირდება, არიან ექსპერტები, რომლებიც ამ კონტიგენტის ზრდას ელის (12%) და რომლებიც მნიშვნელოვან შემცირებას (17%). ასევე საკმაო რაოდენობა - 26% თვლის, რომ ამ მხრივ არაფერი შეიცვლება;

რაც შეეხება მოლოდინს პაციენტის ჯიბიდან გადახდასთან დაკავშირებით, ექსპერტთა მოლოდინი თითქმის თანაბრად არის გადანაწილებული: ყოველი მესამე ექსპერტი ჯიბიდან გადახდების ოდნავ ზრდას ელის და ყოველი მეოთხე ოდნავ შემცირებას. ამდენივე თვლის რომ ამ მხრივ არაფერი შეიცვლება. პაციენტის ჯიბიდან გადახდები, მრავალი წლის მანძილზე წარმოადგენდა და წარმოადგენს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან პრობლემას. შესაბამისად ის, თუ რა რეალურ გავლენას იქონიებს დარგში მიმდინარე რეფორმები ჯიბიდან გადახდებზე მეტად მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის უახლოეს პერსპექტივაში.

Page 14: საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი: 2013 წლის აპრილი

საერთაშორისო ფონდი “კურაციო” 2013 © 14

მთავრობის მიერ ბოლო 6 თვეში გადადგმული ნაბიჯების მოსალოდნელი გავლენა კერძო ინვესტიციებზე

დარგის სამომავლო განვითარებისთვის დამატებითი ინვესტიციების საჭიროება (კერძო თუ სახელმწიფო) ეჭვგარეშეა. ექსპერტების უმრავლესობის აზრით - 66%, მოსალოდნელია რომ სახელმწიფო პოლიტიკა კერძო ინვესტიციებს ყველაზე მეტად შეაფერხებს სადაზღვევო ინდუსტრიაში. ასევე გამოკითხულთა 39% მიიჩნევს რომ ამავე მიზეზით შეფერხდება კერძო ინვესტიციები საავადმყოფო/სამკურნალო დაწესებულებებში;

რაც შეეხება ფარმაცევტულ სფეროს (წარმოებას, იმპორტს, დისტრიბუციას) აქ გამოკითხულთა ნახევარზე მეტი თვლის, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა კერძო ინვესტიციებზე არანაირ გავლენას არ იქონიებს;

თუმცა ასევე უნდა აღნიშნოს რომ არის ექსპერტთა მნიშვნელოვანი ნაწილი (16-31%), რომლებიც მიიჩნევენ, რომ სახელმწიფო პოლიტიკა ხელს შეუწყობს დარგის სხვადასხვა სფეროში კერძო ინვესტიციებს.

Page 15: საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი: 2013 წლის აპრილი

საერთაშორისო ფონდი “კურაციო” 2013 © 15

მთავრობის მიერ ბოლო 6 თვეში გადადგმული ნაბიჯების მოსალოდნელი გავლენა სახელმწიფოს როლზე

ბოლო 6-7 წლის მანძილზე მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკის შედეგად სახელმწიფოს როლი ჯანდაცვის სფეროში ზომიერად შესუსტდა. ის თუ რამდენად პოზიტიური თუ ნეგატიური შედეგი გამოიღო ამ პოლიტიკამ, სამომავლო კვლევის საგანია. ამ გამოკითხვის ფარგლებში საინტერესო იყო ექსპერტების მოლოდინის შესწავლა თუ როგორ შეიცვლება სახელმწიფოს როლი გამომდინარე ბოლო თვეებში მთავრობის მიერ გაცხადებული პოლიტიკის შედეგად;

ექსპერტთა უმეტესობა (82%) მიიჩნევს, რომ სახელმწიფოს როლი გაიზრდება საავადმყოფოებში და სამკურნალო დაწესებულებებში და ასევე ნახევარზე მეტი თვლის, რომ სახელმწიფოს როლი მნიშვნელოვანი იქნება სადაზღვევო სფეროში;

რაც შეეხება ფარმაცევტულ სფეროს, აქ თითქმის გაიყო იმ ექსპერტების აზრი, რომლებიც თვლიან, რომ სახელმწიფოს როლი გაიზრდება და რომლებიც არანაირ ცვლილებას არ ელოდებიან.

Page 16: საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი: 2013 წლის აპრილი

საერთაშორისო ფონდი “კურაციო” 2013 © 16

მთავრობის მიერ ბოლო 6 თვეში გადადგმული ნაბიჯები რა გავლენას იქონიებს მოსახლეობის ჯანმრთელობაზე

ნებისმიერი ქვეყნის ჯანდაცვის დარგის ამოცანაა მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესება. აქედან გამომდინარე, კვლევაში დავინტერესდით, გაგვეგო ექსპერტთა დამოკიდებულება თუ რა გავლენას იქონიებდა მთავრობის პოლიტიკა მოსახლეობის ჯანმრთელობის გაუმჯობესებაზე;

შედეგად:

ექპერტთა 61% ელოდება რომ მთავრობის პოლიტიკა მნიშვნელოვნად ან უმნიშვნელოდ შეუწყობს ხელს მოსახლეობის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას. ამ კუთხით სკეპტიკოსთა წილი მეტად უმნიშვნელოა - 6%.

Page 17: საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი: 2013 წლის აპრილი

საერთაშორისო ფონდი “კურაციო” 2013 ©

დასკვნითი ნაწილი

Page 18: საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი: 2013 წლის აპრილი

საერთაშორისო ფონდი “კურაციო” 2013 © 18

დასკვნები (1)

1. სამედიცინო მომსახურების ხარისხი კვლავაც რჩება დარგის ერთ-ერთ საჭირბოროტო საკითხად, სადაც, მიუხედავად ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი მცდელობისა საგრძნობი ცვლილებები ჯერ არ გატარებულა. მოლოდინი, რომ მომდევნო 6 თვის მანძილზე, ამ მხრივ, მნიშვნელოვანი წინსვლა იქნება არაოპტიმისტურია;

2. საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში, მოსალოდნელია, რომ სამედიცინო ხარისხის გაუმჯობესებას მნიშვნელოვანდ შეაფერხებს სამედიცინო კადრის მომზადების სისტემის არაადეკვატურობა. ეს სისტემა მნიშვნელოვან ცვლილებებს საჭიროებს, იმისთვის, რომ პასუხობდეს დღევანდელობის და საზოგადოების მოთხოვნებს;

3. ბოლო თვეებში ჯანდაცვის დაფინანსების კუთხით მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯები ექსპერტების სკეპტიკურ შეფასებას იმსახურებს. თუმცა მომავლის მიმართ ექსპერტების მოლოდინი - კერძოდ, ჯანდაცვის ფინანსური ხელმისაწვდომობის და მოსახლეობის ფინანსური დაცულობის გაუმჯობესების კუთხით გაყოფილია;

4. რაც შეეხება სამედიცინო მომსახურების ფასის ცვლილებას, ექსპერტების უმრავლესობა მომდევნო 6 თვის მანძილზე რაიმე ცვლილებას არ ელოდება.

Page 19: საქართველოს ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი: 2013 წლის აპრილი

საერთაშორისო ფონდი “კურაციო” 2013 © 19

დასკვნები (2)

5. ექსპერტთა მოლოდინი რომ მედიკამენტების ფასებში რაიმე ცვლილებაა მოსალოდნელი გაყოფილია. ალბათ, სახელმწიფოს მხრიდან უფრო კონკრეტული ქმედებები (განცხადებები) არის საჭირო რომ მოლოდინი ჩამოყალიბდეს;

6. არსებობს მოლოდინი, რომ მთავრობის მიერ ჯანდაცვის დაფინანსების სფეროში გაცხადებული პოლიტიკა, შეამცირებს საკუთარი ხარჯით დაზღვეული მოსახლეობის რაოდენობას, რაც ალბათ არ იქნება პოზიტიური მოვლენა. ეს უკანასკნელი კი მოსალოდნელია რომ გამოიწვევს სადაზღვევო სფეროში კერძო ინვესტიციების შემცირებას. ამ მოლოდინს ექსპერტების ორი მესამედი იზიარებს;

7. ექსპერტების უმეტესობა მომდევნო ექვსი თვის მანძილზე სახელმწიფოს როლის მნიშვნელოვან გაზრდას ელის, მაგრამ ძირითადად სამკურნალო დაწესებულებებში. ასევე ექსპერტთა ნახევარი ელოდება სახელმწიფოს როლის ზრდას სადაზღვევო სფეროში/კომპანიებში;

8. მოლოდინები, რომ დარგში მიმდინარე მოვლენები პოზიტიურ გავლენას იქონიებს მოსახლეობის ჯანრმთელობაზე ზომიერად ოპტიმისტურია.