გმირის სხეული - ხელოვნების...

12
გმირის სხეული : ხელოვნების ჰიტლერისეული თეორია ბორის გროისი ყველა, ვინც დღეს გმირებსა და ჰეროიკულზე დაიწყებს საუბარს, აუცილებლად შეეხება ფაშიზმის, ნაციონალსოციალიზმის და ჰიტლერის თემას. ფაშიზმმა ჰეროიკულის წარმოება პოლიტიკურ პროგრამამდე აამაღლა. მაგრამ, რა არის გმირი? რა განასხვავებს მას არაგმირისგან? ჰეროიკული აქტი გმირის სხეულს, მედიუმს, მესიჯად გარდაქმნის. ამ აზრით, გმირი განსხვავდება პოლიტიკოსების, მეცნიერების, მეწარმეების, ფილოსოფოსებისგან, ვისი სხეულებიც მათი სოციალური ფუნქციების მიღმა იმალებიან. მაგრამ როცა სხეული თავისთავს უშუალოდ ავლენს, როცა აფეთქებს თავისთვის ჩვეული სოციალური როლების გარსს, გმირის სხეული მიიღება. მაგალითისთვის, ასეთ ფეთქებად სხეულებს ქმნიდნენ და გამოფენდნენ იტალიელი ფუტურისტები. მათ უარყვეს ხელოვანის, როგორც ხელოვნების ბაზრისთვის ხატების მიმწოდებლის ტრადიციული როლი და ამის სანაცვლოდ, თავიანთი სხეული აქციეს ხატად. და ეს სხეულები პასიურები არ ყოფილან : ისინი მებრძოლნი, ენთუზიაზმით და ემოციებით აღსავსენი, მფეთქავები და ფეთქებადები მოკლედ, ჰეროიკულები იყვნენ. ანტიკური გმირების სხეულები გიჟურ ვნებას ჰყავდა შეპყრობილი და ისინი მზად იყვნენ გაენადგურებინათ ან განადგურებულიყვნენ. იტალიურმა ფაშიზმა და გერმანულმა ნაციონალსოციალიზმმა შეითვისეს არტისტული პროგრამა, რომელიც სხეულის მედიუმს მესიჯად გარდაქმნიდა, და ამ მესიჯს პოლიტიკური მნიშვნელობა შესძინეს. ეს მესიჯები უკავშირდებოდნენ არა შეხედულებებს, თეორიებს, პროგრამებს, არამედ სხეულებს ათლეტთა, მებრძოლთა, ჯარისკაცთა სხეულებს. სხეულის მესიჯად ქცევა, უპირველეს ყოვლისა, არენას, სცენას საჭიროებს ან, დღევანდელ პირობებში, გაშუქებას, პუბლიკას, რომელსაც მედია ქმნის. სწორედ ამიტომ ვაწყდებით დღეს გმირულის თუნდაც არაექსპლიციტურ, მაგრამ მაინც საყოველთაო დაბრუნებას. იმიტომ, რომ დღეს თეატრის სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც, საბოლოო ჯამში, ყველაფერი სხეულზეა დამოკიდებული. ამ სამყაროში ყველა დისკურსი დაიყვანება ბგერათა წყებებზე, სლოგანებზე, ამოძახილებზე. თანამედროვე მედიავარსკვლავები პოპულარულნი ხდებიან მხოლოდ თავიანთი სხეულების მეშვეობით, და არა იმით, რასაც ამბობენ ან აკეთებენ. ეს ათლეტური სხეულებია, რომლებიც დიდ დატვირთვას განიცდიან, სხეულები რომლებიც იბრძვიან, სხეულები, რომლებსაც საფრთხე ემუქრებათ, მაგრამ ასევე როკვარსკვლავთა სხეულებიც, რომლებიც ვნებით შეპყრობილები ფეთქავენ, მოდელების, მსახიობების, პოლიტიკოსების სხეულები და კამიკაძეებისა, რომლებიც სხვა სხეულებთან ერთად ფეთქდებიან. და რაკი მათ მედია ასახავს, აღწერს და განადიდებს, ისინი ჩვენს კოლექტიურ წარმოსახვაზე დომინირებენ. ფაშიზმმა ახალი, სხეულის ეპოქა შექმნა, და ჩვენ მასში ცხოვრებას განვაგრძობთ. მიუხედავად იმისა, რომ თავად ფაშიზმი, როგორ პოლიტიკური პროგრამა,

Transcript of გმირის სხეული - ხელოვნების...

Page 1: გმირის სხეული - ხელოვნების ჰიტლერისეული თეორია

გმირის სხეული : ხელოვნების ჰიტლერისეული თეორია

ბორის გროისი

ყველა, ვინც დღეს გმირებსა და ჰეროიკულზე დაიწყებს საუბარს, აუცილებლადშეეხება ფაშიზმის, ნაციონალ­სოციალიზმის და ჰიტლერის თემას. ფაშიზმმაჰეროიკულის წარმოება პოლიტიკურ პროგრამამდე აამაღლა. მაგრამ, რა არის გმირი? რაგანასხვავებს მას არაგმირისგან? ჰეროიკული აქტი გმირის სხეულს, მედიუმს, მესიჯადგარდაქმნის. ამ აზრით, გმირი განსხვავდება პოლიტიკოსების, მეცნიერების,მეწარმეების, ფილოსოფოსებისგან, ვისი სხეულებიც მათი სოციალური ფუნქციებისმიღმა იმალებიან. მაგრამ როცა სხეული თავისთავს უშუალოდ ავლენს, როცა აფეთქებსთავისთვის ჩვეული სოციალური როლების გარსს, გმირის სხეული მიიღება.მაგალითისთვის, ასეთ ფეთქებად სხეულებს ქმნიდნენ და გამოფენდნენ იტალიელიფუტურისტები. მათ უარყვეს ხელოვანის, როგორც ხელოვნების ბაზრისთვის ხატებისმიმწოდებლის ტრადიციული როლი და ამის სანაცვლოდ, თავიანთი სხეული აქციესხატად. და ეს სხეულები პასიურები არ ყოფილან : ისინი მებრძოლნი, ენთუზიაზმითდა ემოციებით აღსავსენი, მფეთქავები და ფეთქებადები ­ მოკლედ, ჰეროიკულებიიყვნენ. ანტიკური გმირების სხეულები გიჟურ ვნებას ჰყავდა შეპყრობილი და ისინიმზად იყვნენ გაენადგურებინათ ან განადგურებულიყვნენ. იტალიურმა ფაშიზმა დაგერმანულმა ნაციონალ­სოციალიზმმა შეითვისეს არტისტული პროგრამა, რომელიცსხეულის მედიუმს მესიჯად გარდაქმნიდა, და ამ მესიჯს პოლიტიკური მნიშვნელობაშესძინეს. ეს მესიჯები უკავშირდებოდნენ არა შეხედულებებს, თეორიებს, პროგრამებს,არამედ სხეულებს ­ ათლეტთა, მებრძოლთა, ჯარისკაცთა სხეულებს.

სხეულის მესიჯად ქცევა, უპირველეს ყოვლისა, არენას, სცენას საჭიროებს ­ ან,დღევანდელ პირობებში, გაშუქებას, პუბლიკას, რომელსაც მედია ქმნის. სწორედამიტომ ვაწყდებით დღეს გმირულის თუნდაც არაექსპლიციტურ, მაგრამ მაინცსაყოველთაო დაბრუნებას. იმიტომ, რომ დღეს თეატრის სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც,საბოლოო ჯამში, ყველაფერი სხეულზეა დამოკიდებული. ამ სამყაროში ყველადისკურსი დაიყვანება ბგერათა წყებებზე, სლოგანებზე, ამოძახილებზე. თანამედროვემედიავარსკვლავები პოპულარულნი ხდებიან მხოლოდ თავიანთი სხეულებისმეშვეობით, და არა იმით, რასაც ამბობენ ან აკეთებენ. ეს ათლეტური სხეულებია,რომლებიც დიდ დატვირთვას განიცდიან, სხეულები რომლებიც იბრძვიან, სხეულები,რომლებსაც საფრთხე ემუქრებათ, მაგრამ ასევე როკვარსკვლავთა სხეულებიც,რომლებიც ვნებით შეპყრობილები ფეთქავენ, მოდელების, მსახიობების,პოლიტიკოსების სხეულები ­ და კამიკაძეებისა, რომლებიც სხვა სხეულებთან ერთადფეთქდებიან. და რაკი მათ მედია ასახავს, აღწერს და განადიდებს, ისინი ჩვენსკოლექტიურ წარმოსახვაზე დომინირებენ.ფაშიზმმა ახალი, სხეულის ეპოქა შექმნა, და ჩვენ მასში ცხოვრებას განვაგრძობთ.მიუხედავად იმისა, რომ თავად ფაშიზმი, როგორ პოლიტიკური პროგრამა,

Page 2: გმირის სხეული - ხელოვნების ჰიტლერისეული თეორია

კულტურული მეინსტრიმიდან განიდევნა. და თავად ეს განდევნა იმის მაუწყებელია,რომ არ შეგვიძლია თვალი გავუსწოროთ ჩვენივე მედიის რეალობას. რაც მთავარია, ჩვენყველაზე მნიშვნელოვან შეკითხვებს ვარიდებთ თავს : რა განასხვავებსმედიავარსკვლავის გმირულ სხეულს აუდიტორიის არაგმირული სხეულებისგან? სადგადის სხეულებრივი ზღვარი, რომელიც გმირსა და არაგმირს მიჯნავს? ეს შეკითხვებიწარმოიშობა იმიტომ, რომ დემოკრატიული თანასწორობა, რომელიც იდეოლოგიურსივრცეში პოსტულირდება, არ აისახება მედიის რეალობაში. იმიტომ, რომ, მართალია,დღევანდელობის მედიადემოკრატიაში ყველა იდეოლოგია, თეორია და დისკურსითანასწორია, ­ და, შესაბამისად, არარელევანტურია ­ მაგრამ მასშივე სხულები არექვემდაბრებიან თანასწორობის პრინციპს.

ლედი გაგა “ხორცის სამოსით”

ნაციონალ­სოციალიზმსა და ჰიტლერს, ცხადია, ჰქონდათ პასუხი ასეთ კითხვებზე ­რასა.ჰიტლერი ამბობდა : „როცა იბრძვის არსებობისთვის, ყველა რასა იყენებ იმ ძალებსა დაღირსებებს, რომლებიც ბუნებისგან ებოძა. მხოლოდ ის ფიქრობს და იქცევაჰეროიკულად, ვინც გმირობისთვის შესაფერისია... არსებები, რომლებიც ბუნებითადწმინდად პროზაულები არიან ­ მაგალითად, ფიზიკურად არაჰეროიკული არსებები ­თავიანთ არაჰეროიკულ თვისებებს გადარჩენისთვის ბრძოლაშიც ამჟღავნებენ. თუმცა,ზუსტად ისევე, როგორც საზოგადოების არაჰეროიკულ ელემენტებს შეუძლიათჰეროიზმისკენ მიდრეკილები არაგმირებად აქციონ, მტკიცედ ჰეროიკულებსაც

Page 3: გმირის სხეული - ხელოვნების ჰიტლერისეული თეორია

ძალუძთ ერთპიროვნულად დაუმორჩილონ სხვა ელემენტები თავიანთ ბუნებას.“ამ იდეოლოგიის გათვალისწინებით, ჰიტლერი აღნიშნავდა, რომ, რაკი გერმანელიხალხი განსხვავებული რასობრივი სუბსტანციებისგან შედგება, არ შეიძლება მისიდახასიათება როგორც ერთმნიშვნელოვნად ჰეროიკულისა და უნდა ვაღიაროთ „რომჩვენი შესაძლებლობების სპექტრი ჩვენივე ფოლკის შიდა რასობისრივი სტრუქტურითიყო განპირობებული“. მაგრამ ამ დაკვირვების შედეგი ჰიტლერს არ აკმაყოფილებდა,და, ამიტომაც, მან ნაციონალ­სოციალიზმი ასე განსაზღვრა : „ მას სურს, რომ ჩვენიფოლკის პოლიტიკურმა და კულტურულმა ელიტამ შეითვისოს სახე და ბუნება იმრასისა, რომლის ჰეროიზმმაც, ამ რასისავე ბუნებაში ფესვგადგმულმა, შექმნაგერმანელი ფოლკი სხვადასხვა ელემენტთა კონგლომერატისგან. აქედან გამომდინარე,ნაციონალ­სოციალიზმი თავის მიზნად ისახავს ჰეროიკულ აღზრდას როგორც სისხლის,რასის, პირად ღირსებებთან, ისე სელექციის მარადიულ კანონებთან მიმართებით...“

ამიტომაც, ჰიტლერი თავს გერმანელი ხალხის მწვრთნელად, აღმზრდელად მიიჩნევდა.„ვარკვლავური ომების“ ჯედაების მსგავსად, ის ელტვოდა ფარულ, რასობრივადდეტერმინირებულ ძალებს, რომლებიც გერმანელი ფოლკის სხეულში უნდა აღმოეჩინადა რომლის მობილიზებაც უნდა მოეხდინა. უკანასკნელი წლების ფილმები წალეკესასეთივე მწვრთნელების ფიგურებმა. კუნგ­ფუს მასწავლებელთა უსასრულო წყებაყველა სახის ფილმებში ­ ყველაზე იაფფასიანი B movie­ებიდან1 „მატრიცამდე“ და„მოკალი ბილამდე“ ­ ცდილობენ მიაღწიონ იმას, რომ მათმა აღსაზრდელმა დაივიწყოსყველაფერი რაც აქამდე უსწავლია, სმენია, უფიქრია და ენდოს მხოლოდ თავისისხეულის შინაგან, ფარულ ინსტიქტებს და აღმოაჩინოს ძალები, რომლებიც მათსხეულებს გენეტიკამ უბოძა. რეალობაშიც, მრჩეველთა ათასები და ათიათასებიურჩევენ ათლეტებს, პოლიტიკოსებს და მეწარმეებს ენდონ თავიანთ თავს, იმოქმედონსპონტანურად და ინსტინქტურად, აღმოაჩინონ თავიანთი სხეულები. საკუთარისხეულის აღმოჩენა, შესაბამისად, ჩვენი ეპოქის უდიდესი ხელოვნება გახდა.

მესამე რაიხში ამ ხელოვნებას ოფიციალური სტატუსი გააჩნდა. ჰიტლერი ამბობდა, რომ„ხელოვნება დიადი მისიაა, რომელიც გვიბიძგებს ფანატიზმისკენ.“ და რომ„ხელოვნებას ვერაფრით განვაცალკევებთ ადამიანის არსისგან... თუნდაც, ცხოვრებისსხვა ასპექტების დასწავლა იყოს შესაძლებელი, ხელოვნება ყოველთვის შინაგანი,თანდაყოლილია...“ ჰიტლერისთვის ნამდვილი ხელოვნება გმირული რასის, გმირულისხეულის გაცხადება და მისთვის ძალაუფლების მინიჭებაა. ეს ხელოვნებამისაწვდომია მხოლოდ მათთვის, ვისაც ჰეროიკულობა ბუნებისგან ებოძა, რაკი ასეთი,ჭეშმარიტი ხელოვნება თავად არის გმირული მისია. ამგვარად, არტისტი გმირსუტოლდება. ამიტომაც, ჰიტლერი მიიჩნევდა, რომ ხელოვნება ჰეროიკულს უბრალოდკი არ ასახავს, არამედ თავად არის ჰეროიკული აქტი, რაკი რეალობის, ფოლკისცხოვრების კონტურებს მოხაზავს. და ეს აქტი, რომელიც სხეულებრივი აქტიც არის ­რადგან შეუძლებელია მისი გამიჯვნა იმ ადამიანის სხეულისგან ვინც მას ასრულებს ­არტისტ­გმირის შემოქმედების ნაყოფია და ვალიდური უნდა იყოს არა მხოლოდაწმყოსთვის, არამედ მარადისობისთვისაც. ჰიტლერის თვალთახედვით,

Page 4: გმირის სხეული - ხელოვნების ჰიტლერისეული თეორია

არაჰეროიკული, „მოდერნული“ ხელოვნება ვერასდროს შეიძენს მარადიულღირებულებას, რადგან ის არ გამოხატავს ჰეროიკულის დეტერმინაციას ხელოვანისსხეულის დონეზე, და, ამის მაგივრად, ცდილობს დაემყაროს თეორიას, დისკურსს,სტილსა თუ მოდას. შედეგად, მოდერნული ხელოვნება ღალატობს, ვერ ასრულებსთავის უზენაეს მისიას, რადგან თეორია, დისკურსი და კრიტიციზმი ზედაპირული, იმეპოქისთვის დამახიასეთებელი ფენომენებია, რომელიც უგულვებელყოფს და მალავსხელოვანის სხეულს. სწორედ ამიტომ აცხადებდა ჰიტლერი, რომ მისი სახელოვნებოპოლიტიკის მთავარი ამოცანა იქნებოდა ხელოვნების გათავისუფლება სახელოვნებოკრიტიკისგან, რომელიც წმინდად თეორიული კონცეპტებით აზროვნებს ­ და ამ მიზნისმისაღწევად, უკან არაფერზე დაიხევდა. შედეგად, მას სურდა შეექმნა ჰეროიკულიხელოვნება, რომელსაც მარადიული ღირებულება ექნებოდა.

ერნსტ ლიბერმანი; “ყლის პირას”შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს გამუდმებული აქცენტირება ხელოვნების მარადიულღირებულებაზე მხოლოდ დისკურსი იყო, რიტორიკული ხერხი, რომელიც რეჟიმისდანაშაულებათა გასამართლებლად გამოიყენებოდა. ეს მოსაზრება კარგავსდამაჯერებლობას, თუ გავითვალისწინებთ, რომ ჰიტლერი ამავე არგუმენტებსიყენებდა, როცა მოუწოდებდა თავისივე პარტიის წევრებს შეეწირათ თავიანთიუშუალო პოლიტიკური მიზნები ხელოვნებისთვის, რომელსაც მარადიულიღირებულება ექნებოდა. ის მათ ეკითხებოდა: „გვაქვს თუ არა უფლება, თავიშევწიროთ ხელოვნებას მაშინ, როცა ჩვენს გარშემო ამდენი სიღარიბე, უბედურება დასასოწარკვეთილებაა?“ პასუხი, რა თქმა უნდა არის: „დიახ, გვაქვს და ასეც უნდამოვიქცეთ“ ­ და, ამგვარად, ჰიტლერი ამხელდა ხელოვნების მნიშვნელობისარაჯეროვან შეფასებას პარტიის იმ წევრების მიერ, ვისაც სურდა რომ მესამე რაიხისხელთ არსებული ძალაუფლება მხოლოდ ეკონომიკასა თუ არმიას მომსახურებოდა დაარა ­ ხელოვნებას. ამიტომაც, ამტკიცებდა ჰიტლერი, მესამე რაიხი მარადიულადიარსებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ შექმნის ხელოვნებას, რომელსაც მარადიული

Page 5: გმირის სხეული - ხელოვნების ჰიტლერისეული თეორია

ღირებულება გააჩნია. და ეჭვგარეშეა, რომ ჰიტლერისთვის სახელმწიფოს არსებობისლეგიტიმაცია მხოლოდ მარადიულობის პერსპექტივა შეიძლებოდა ყოფილიყო.ამგვარად, თუკი პოლიტიკა იმედოვნებდა, ჩაებარებინა უმთავრესი, მარადიულობისგამოცდა, მისი უმაღლესი მიზანი მარადიული ღირებულების მქონე ხელოვნებისწარმოება უნდა გამხდარიყო. შესაბამისად, მარადიულობის ცნება იყო ქვაკუთხედიჰიტლერის რეფლექსიებისა ჰეროიკულ ხელოვნებაზე ­ ხელოვნებაზე, როგორცჰეროიკულ აქტზე.

ჰეროიკულობა სხვა არაფერი იყო გარდა სურვილისა, გეცხოვრა მარადიულიდიდებისთვის და გეარსება მარადიულობაში. ჰეროიკულ აქტს განსაზღვრავდა მისიტრანსცენდენცია დროებით, წარმავალ მიზნებზე. მისი ცენტრალური როლისა და დიდიგავლენის გათვალისწინებით, უპრიანი იქნება, მარადიულობის ეს კონცეპტიდეტალურად განვიხილოთ.

უპირველეს ყოვლისა, ჰიტლერი არასდროს გულისხმობდა მარადიულობაშიინდივიდის სულის უკვდავობას. მისი მარადიულობა პოსტ­ქრისტიანული დაზედმიწევნით მოდერნული იყო, რაკი წმინდად მატერიალური, სხეულებრივიგახლდათ ­ მარადიულობა ნანგრევებისა, რელიკვიებისა, რომლებიც გარდასულმაცივილიზაციებმა დატოვეს. ეს მატერიალური ნაშთები, რომლებიც ნებისმიერცივილიზაციაზე დიდხანს იცოცხლებენ, მომავალ თაობებში ან განცვიფრებას,აღფრთოვანებას აღძრავენ ­ გამოწვეულს ჰეროიკულის, არტისტულის, კრეატიულიაქტის ნაკვალევთა შეცნობით ­ ან სავსებით უინტერესოები იქნებიან მათთვის. აქედანგამომდინარე, ჰიტლერისთვის ხელოვნების მარადიული ღირებულება არისშთაბეჭდილება, რომელსაც ის მომავლის აუდიტორიაზე მოახდენს. და, უპირველესყოვლისა, ჰიტლერი სწორედ ამ, მომავალი აუდიტორიის მოხიბვლას ცდილობდა,სწორედ მათგან ელოდა ესთეტიკურ აღიარებას წარსულის, ანუ ჰიტლერის აწმყოსმონუმენტებისა. ამიტომაც ჰიტლერი აწმყოს არქეულოგიურ, მომავლის არქეოლოგისაან ხელოვნების მოყვარულის პერსპექტივიდან აღიქვამდა ­ და სწორედ ესპერსპექტივა ესახებოდა უმაღლეს ესთეტიკურ მსაჯულად. არქეოლოგიურიპერცეფცია მჭიდროდ აკავშირებდა ჰიტლერს მგრძნობელობასთან, რომელიც ფართოდიყო გავრცელებული მის ეპოქაში. შეკითხვა, როგორ აისახებოდა მათი აწმყოისტორიულ პერსპექტივაში, მოდერნულობის მრავალ მწერალსა და არტისტსაწუხებდა. მაგრამ, მეორე მხრივ, სწორედ აქ უპირისპირდებოდა ჰიტლერი არტისტულიმოდერნიზმის მეინსტრიმს. ტიპური მოდერნული არტისტი რეპორტიორია,დამკვირვებელი, რომლებიც სხვებს თავისი დაკვირვების შედეგებს აცნობს. ამ აზრით,მოდერნული არტისტი იმავე სივრცეში მოძრაობს, რომელშიც თეორიტიკოსი,კრიტიკოსი ან მწერალი. ამის საპირისპიროდ ჰიტლერს არ სურდა დაკვირვებოდა;ეწადა დაკვირვებოდნენ. და არა მხოლოდ დაკვირვებოდნენ, აღფრთოვანებულიყვნენმისით, გაეკერპებინათ, გმირად დაესახათ. მისთვის ხელოვნება, არტისტი დახელოვნების ნიმუში დაკვირვებისა და ანალიზის სუბიექტები კი არა, აღფრთოვანებისობიექტები იყვნენ. მისთვის დამკვირვებლები, დამთვალიერებლები, კრიტიკოსები,

Page 6: გმირის სხეული - ხელოვნების ჰიტლერისეული თეორია

მწერლები, არქეოლოგები ყოველთვის სხვები იყვნენ. და ამიტომ, ჰიტლერისთვისუმთავრესი კითხვა გახდა: შეძლებდა კი ის, როგორც ხელოვან­გმირი, გაეძლომომავლის არქეოლოგის განსჯისთვის? როგორ უნდა გაეხადა უეჭველი, რომგანუსაზღვრელი, შეუცნობელი მარადიულობა მისი ნამოქმედარითაღფრთოვანდებოდა? მომავალი დამკვირვებელი დიადი უცნობია, რომელსაც არ აქვსწვდომა არტისტის სულზე, ვინც არ იცის მისი მიზნებისა და მოტივების შესახებ ­ დავისზეც, ამიტომაც, ძნელად თუ მოახდენენ გავლენას წარსულის თეორიულიდისკურსები ან პოლიტიკური პროპაგანდა. მომავალი შემფასებელი ხელოვნებისნიმუშის მხოლოდ გარეგან, სხეულებრივ, მატერიალურ მხარეს განსჯის. მისიმნიშვნელობა, შინაარსი და საწყისი ინტერპრეტაციული ჩარჩო მისთვის უცილობლადშეუცნობელნი დარჩებიან. ამიტომაც, ჰიტლერისთვის ხელოვნების ხელოვნებადაღიარება არ უკავშირდება სულიერ ტრადიციას, ერთი სუბიექტის, ერთი თაობის მიერმეორისთვის კულტურის გადაცემას. მხოლოდ ამიტომაც შეგვიძლია მივიჩნიოთჰიტლერი რადიკალური მოდერნულობის პროდუქტად. მას აღარ სჯეროდა, რომშეიძლება კულტურა „სულიერად“გადაეცეს მომავალს. ჰიტლერის თვალსაზრისითღმერთის სიკვდილის შემდგომ კულტურის, ტრადიციის სული და, შესაბამისად,ნებისმიერი კულტურული მნიშვნელობა, სასრული და მოკვდავი გახდა. ამგვარადმარადიულობა, რომელზეც ჰიტლერი საუბრობს, სულიერი კი არა, მატერიალურია,მარადიულობაა კულტურის სულიერების მიღმა. და, მაშასადამე, ხელოვნებისმარადიული ღირებულების საკითხი მატერიამდე, დამკვირვებლის სხეულამდედაიყვანება.

ამიტომ ჰიტლერი მიიჩნევდა, რომ ხელოვნებაში ჰეროიკულის ძიებას არავითარიკავშირი არ აქვს დიადი წარსულის ზედაპირულ სტილიზაციასთან. ის სავსებითუარყოფდა წარსულის წმინდად ექსტერნალურ, ფორმალისტურ იმიტაციას, რომელიცცდილობდა ხელოვნების ისტორიის სახელმძღვანელოებიდან ნასესხები წარსულიარტისტული სტილები ტექნიკური მოდერნულობის პროდუქტების შესაქმნელადგამოეყენებინა. ჰიტლერი აცნობიერებდა, რომ მსგავსი მცდელობები წარსულშირეგრესირებდნენ და აშორებდნენ არტისტს თავის ჭეშმარიტ მიზანს, მიეღწიაისტორიული ეპოქის შესატყვისი არტისტული სრულყოფილებისთვის. ჰიტლერიძლიერ ირონიული იყო ამ რეგრესიულ ტრენდებზე საუბრისას. თავის პოლემიკაში მათწინააღმდეგ, ის ხშირად მოიხმობდა არგუმენტებს, რომლებსაც მოდერნიზმისწარმომადგენლები ­ მისთვის „ებრაელები“ ­ იყენებდნენ ასეთ შემთხვევებში. ისამბობდა: „ნაციონალ­სოციალისტურმა სახელმწიფომ თავი უნდა დაიცვას იმნოსტალგიით შეპყრობილთა უეცარი აღმოცენებისგან, ვინც მიიჩნევენ, რომ მათივალია, ნაციონალ­სოციალისტურ რევოლუციას „theutsche kunst 2 შესთავაზონ,თავიანთი რომანტიკული კონცეფციების ქაოტური სამყაროდან წარმოქმნილიმემკვიდრეობა დაადონ ხუნდებად მომავალს. ისინი არასდროს ყოფილანნაციონალ­სოციალისტები. ისინი ან განდეგილად ეყუდნენ გერმანული ოცნებისსამყაროში ­ სამყაროში, რომელიც ებრაელებს ყოველთვის ღიმილს გვრიდათ ­ ანმორჩილად, გულუბრყვილოდ მიჰყვებოდნენ ბურჟუაზიული რენესანსის ნეტარ

Page 7: გმირის სხეული - ხელოვნების ჰიტლერისეული თეორია

ბრბოებს. ამიტომაც გვთავაზობენ დღეს რკინიგზის სადგურებს გერმანულირენესანსის სტილში. აბრებსა და დამღებს გოთიკური ასოებით, სიმღერების ტექსტებსნასესხებს ფოგელვეიდედან 3, მოდას გრეტჰენისა და ფაუსტის სამყაროდან... არაბატონებო!... თუკი ჩვენი ცხოვრების სხვა ასპექტებში მივეცით საშუალება გერმანულსულს განვითარებისა, არც იმის უფლება გვაქვს, ვიძალადოთ თანამედროვეობაზეხელოვნების სფეროში შუა საუკუნეების სასარგებლოდ“.

თავად საკითხის ასე დასმა, თუ რომელი სტილი იყო შესაფერისი მესამე რაიხისხელოვნებისთვის, ჰიტლერისთვის ფუნდამენტური შეცდომად მიაჩნდა, რადგანთვლიდა, რომ ტერმინი სტილი ზუსტად ისევე რყვნიდა ხელოვნებას, როგორც „ახლის“,სიახლის ცნება. ჰიტლერისთვის ხელოვნების ნაწარმოები ღირებულია მხოლოდ იმშემთხვევაში, თუკი ახერხებს მიაღწიოს სრულყოფილებას მაშინ, როცა პასუხობსსპეციფიკურ, კონკრეტულ, აწმყოს გამოწვევას ­ და არა მაშინ, როცა წარმოჩნდება,როგორც უნივერსალური სტილის, ახლისა თუ ძველის, ნიმუში. მაგრამ როგორგანსაზღვრავს დამთვალიერებელი, რომ ამა თუ იმ კონკრეტულმა ხელოვნებისნაწარმოებმა მიაღწია შესაძლო სრულყოფილების ზღვარს სპეციფიკური, კონკრეტულიამოცანის გადაჭრისას? საერთოდ როგორ შეგვიძლია შევქმნათ და შევაფასოთხელოვნება თუკი ყველა ცნობილი ესთეტიკური კრიტერიუმი, ახალიცა და ძველიც,„შუასაუკუნეობრივი“ თუ „მოდერნული“, უსარგებლო და მეტიც, ხელოვნებისთვისდამღუპველად მიიჩნევა? იმისათვის, რომ სწორად განსაჯოს ხელოვნების ნაწარმოებისესთეტიკური ღირებულება, დამთვალიერებელს უნდა გააჩნდეს გარკვეული გემოვნება

Page 8: გმირის სხეული - ხელოვნების ჰიტლერისეული თეორია

­ სახელდობრ კარგი, სწორი, ზუსტი გემოვნება. ანუ: ხელოვნების ნიმუშისადეკვატურად განსასჯელად ­ დამატებითი განმარტებების, თეორიების,ინტერპრეტაციების მოუშველიებლად ­ მსაჯულს „მარადიული“ გემოვნება სჭირდება.ის უნდა გააჩნდეს არტისტსაც, ვისაც სურს რომ თავისი ეპოქის მიღმაც მიიჩნიონღირებულად. უკვე ცხადი ხდება, როგორ შეიძლება ხელოვნება გახდეს მარადიული :ხელოვნება, რომელიც ღირებული იქნება ეპოქებისთვის შეიძლება შეიქმნას მხოლოდმაშინ, როცა ა) ხელოვანს ისეთივე გემოვნება აქვს, როგორიც დამთვარიებელს და ბ)როცა გარანტირებულია, რომ ეს გემოვნება დროის გამოცდას გაუძლებს. ყველამცდელობას, თავი დავაღწიოთ ამ ფუნდამენტურ მოთხოვნას, რომელიც ერთმანეთსაჯაჭვავს ხელოვანისა და დამთვარიელებლის ესთეტიკურ გემოვნებებს, ჰიტლერიმტკიცედ უარყოფს. ხელოვანსა და დამთვარიელებელს შორის მედიატორი არშეიძლება იყოს არც დისკურსი და არც განათლება, რადგან ისინი ყოველთვისზედაპირულნი, კონვენციურნი და დროებითნი არიან. გარანტიას იმისა, რომხელოვნების ნიმუშს პუბლიკა მიიჩნევს სრულყოფილად, იძლევა მხოლოდფუნდამენტური თანხვედრა ხელოვანისა და პოტენციური დამთვარიებლისგემოვნებებს შორის, რომელიც წინ უსწრებს ყოველგვარ რეფლექსიას.

მაგრამ როგორ შეძლებს ვინმე ­ არტისტი თუ დამთვარიელებელი ­ დაეუფლოს ამგვარ,ფუნდამენტურ გემოვნებას, თუკი ყველა გემოვნება თავისი ეპოქითააგანპირობებული? ეს ჰიტლერის ხელოვნების თეორიის საკვანძო კითხვაა და მასზეპასუხი არის : რასა. მხოლოდ რასის ცნებამ მისცა ჰიტლერს საშუალება დაეშვაშესაძლებლობა ასეთი, ფუნდამენტური, არათეორიული, არადისკურსულიერთიანობისა ხელოვანსა და დამთვალიერებელს შორის. და მართლაც : თანამედროვეხელოვნების ისტორიას კვალად გასდევს დაუსრულებელი ჩივილი იმაზე, რომ ისმეტისმეტად დამოკიდებულია კომენტარზე, მეტისმეტად დამძიმებულია თეორიით.დღესაც კი, რეგულარულად ვისმენთ მოწოდებებს ყველა თეორიის, ინტერპრეტაციის,დისკურსიის უარყოფისა და ხელოვნების ნაწარმოების წმინდა პერცეფციაზეკონცენტრირებისკენ. თუმცა, საბოლოო ჯამში, ეს განუწყვეტელი მოწოდებებიუპასუხოდ ტოვებენ კითხვას, რა გარანტია გვაქვს, რომ ეს წმინდა პერცეფციასაერთოდაც შეუძლებელი არ არის? და როგორ მიგვიყვანს ასეთი არაინფორმირებულიპერცეფცია ესთეტიკური განსჯის შესაძლებლობამდე, თუკი არ იარსებებს დისკურსი,რომელიც არტისტის ქმნილებას დამთვარიელებლის შეფასებასთან დააკავშირებს? ისეჩანს, რომ, მართლაც, მხოლოდ რასის თეორია ხნის, როგორ შეიძლება აღვიქვათხელოვნების ნაწარმოები ყოველგვარი თეორიის დაუხმარებლად.

ამის მიზეზი ისაა, რომ რასის თეორიას ანალიტიკური ფოკუსი დისკურსისგანზომილებიდან სხეულისაზე გადააქვს. ჰიტლერის თვალასაზრისით, ხელოვნებისნაწარმოები განაცხადი კი არა, სხეულია. სხეული, რომელიც სხვა, სახელდობრ,არტისტის სხეულისგან წარმოიშობა. ამიტომაც, ყველაფერი, რაც ხელოვნებასუკავშირდება, სხეულებრივი განზომილების ფარგლებში თავსდება. და, შეიძლებაითქვას, რომ დამთვალიერებელს შეუძლია ხელოვანის ქმნილების იდენტიფიცირება

Page 9: გმირის სხეული - ხელოვნების ჰიტლერისეული თეორია

და ადეკვატურად აღქმა ყოველგვარი დისკურსის დახმარების გარეშე, მხოლოდიმიტომ, რომ მისი სხეული აგებულებით ხელოვანის სხეულის იდენტურია ­ და,შესაბამისად, მასსავით რეაგირებს გარეგან სტიმულებზე. არტისტული გემოვნებაშედგება მხოლოდ ამ, წმინდად სხეულებრივ, ინსტინქტურ რეაქციათა ტოტალობისგან.ამიტომაც, შეიძლება ითქვას რომ ჩვენ შეგვიძლია ამოვიცნოთ ხელოვნების ნიმუში დადავტკბეთ მისით მხოლოდ იმიტომ, რომ ამ უკანასკნელთა შექმნელი დამომხმარებელი ერთსა და იმავე, ადამიანურ რასას მიეკუთვნებიან. ამავე თეორიისთანახმად, უცხოპლანეტელები ვერ შეძლებენ ამოიცნონ, აღიქვან ადამიანურიხელოვნება, დატკბნენ მისით, რადგან ისინი მეტისმეტად განსხვავდებიანადამიანებისგან, არ გააჩნიათ ჩვენი მსგავსი სხეული და ინსტინქტები. ცხადიაჰიტლერს არ სჯეროდა, რომ კაცობრიობა ერთადერთი რასისგან შედგება, რადგაცაწყდებოდა არსებით განსხვავებებს სხვადასხვა ხალხების გემოვნებებს შორის.შედეგად, მან დაასკვნა, რომ კაცობრიობა განსხვავებული რასებისგან შედგება დასხვადასხვა ხალხებს იმიტომ აქვთ განსხვავებული გემოვნება, რომ სხვადასხვა რასებსგანეკუთვნებიან. ეს კი ნიშნავს : იმისათვის, რომ ხელოვნებამ მარადიულიღირებულება შეიძინოს, თავად სხეულსაც უნდა გააჩნდეს მარადიული კომპონენტი. დაეს კომპონენტი, სხეულის თანდაყოლილი მარადიულობა, რასაა. მხოლოდ იმდამთვალიერებელს შეუძლია წარსულის ხელოვნებაში ჰეროიკული ამოიცნოს, ვისაცთავადაც ერგო ბუნებისგან გმირული მისწრაფებები.

ამგვარად, ჰიტლერის აზრით, რასობრივი და ხელოვნების თეორიები არსობრივ, უხილავერთობას ქმნიან. საერთოდაც, რასები იმიტომ არსებობენ, რომ მათ გარეშე ვერაფრითავხსნით, როგორ შეიძლება ხელოვნება ტრანსისტორიული იყოს ­ ანუ რატომ არისშესაძლებელი, მომავლთა თაობებმა წარსულის ხელოვნებით ისიამოვნონ. რასობრივითეორია ხელოვნებას ავტონომიურს ხდის ისტორიასთან, კულტურასა და ხელოვნებისკრიტიკასთან მიმართებით.

რწმენა, რომ ხელოვნების საკითხი, საბოლოო ჯამში, სხეულამდე დაიყვანება, თავისიარსით, ზედმიწევნით მოდერნულია. ის ჩვენი ეპოქის რეაქციაა ღმერთის სიკვდილზე,რომელიც სულის, გონების, თეორიის, ფილოსოფიის, მეცნიერების, ისტორიისსიკვდილად აღიქმება. ხელოვნების აღქმის ამ, მყისიერ სხეულებრივ რეაქციაზედამყარებულ მიდგომას დღეს იმისთვისაც იყენებენ, რომ უარყონ ყველაინტერპრეტაციული დისკურსი და შერაცხონ ისინი ხელოვნების ფალსიფიკაციად, ანუ,ფალსიფიკაციად იმ სპონტანურობისა, რომლითაც ხელოვნების ნიმუშზედამთვალიერებლის სხეული რეაგირებს. მოდერნულ და თანამედროვე ხელოვანთაგანარც ისე ცოტა დაეთანხმებოდა დასაწყისს ჰიტლერის ერთ­ერთი გამოსვლისა,რომლითაც ის პუბლიკის წინაშე 1937 წელს წასდგა : „კულტურული დეკადანსისერთ­ერთი მაუწყებელია ის, რომ უკანასკნელ წლებში არანორმალურად გაიზარდახელოვნების თეორიაზე შექმნილ ნაშრომთა რაოდენობა“.

Page 10: გმირის სხეული - ხელოვნების ჰიტლერისეული თეორია

ბუხენვალდის საკონცენტრაციო ბანაკი

ჰიტლერის აზრით, ხელოვნების მარადიული ღირებულება სათუო გახდებოდა, თუკი ისარ მოაწესრიგებდა რასობრივ მემკვიდრეობას და არ იზრუნებდა იმაზე, რომ მომავალიდამკვირვებლის სხეულს ხელოვნებაზე სწორი რეაქცია ჰქონოდა. სწორედ აქვლინდება ჰიტლერის თეორიის ორიგინალურობა: მან დისკუსიის საგნად ხელოვნებისკი არა, აუდიტორიის წარმოება აქცია. მისთვის ნაკლებად მნიშვნელოვანი იყო კარგიხელოვნების შექმნა ­ ბოლოს და ბოლოს, ის ხომ უკვე არსებობდა ­ ვიდრედამთვალიერებელთა ისეთი მასის წარმოება, რომელიც ამ ხელოვნებას სწორადაღიქვამდა შორეულ მომავალშიც კი. სინამდვილეში მესამე რაიხი ერთადერთინაწარმოების შექმნას ცდილობდა, ­ დამთვალიერებლისა, რომელიც შეძლებდა ამოეცნოდა დაეფასებინა ჰეროიკული ელემენტი ხელოვნებაში. იქ უნდა დავბრუნდეთ,საიდანაც დავიწყეთ: ჰიტლერი თვლიდა, რომ არაფრით შეიძლება, ხელოვნება გმირისასახვით დაკმაყოფილდეს. მისთვის, და ამ აზრით ის მოდერნულობის შვილია,ხელოვანი არის გმირი. არტისტული ქმნადობა თავის თავში არის აქტიური, გმირულიაქტი ­ და აქ მნიშვნელობა არ აქვს, რას ქმნის არტისტი, ხელოვნების ნიმუშს თუსახელმწიფოს. რაც უფრო დიდებულია ეს აქტი, მით უფრო ცხადი ხდება მისიშემქმნელის ჰეროიზმი, რადგან ასეთი აქტი, როგორც უკვე აღინიშნა, სულიერი კი არა,სხეულებრივია. ჰეროიკული რასის ქმნილებათა შენიშვნა და მათით აღფრთოვანებაშესაძლებელია მხოლოდ იმ მონუმენტებში, რომლებიც ამ რასის წარმომადგენელთასხეულებმა აღმართეს. თუმცაღა, უმთავრესი ნაწარმოები დამკვირვებელია, რომელსაცჰეროიკული პოლიტიკა გმირული რასის წევრად აქცევს. ჭეშმარიტი პოლიტიკური

Page 11: გმირის სხეული - ხელოვნების ჰიტლერისეული თეორია

ხელოვნება, ჰიტლერისთვის, ჰეროიკულ სხეულთა უწყვეტი წარმოებაა. ის, თუ რაშედეგები მოჰყვა ამ იდეალის განხორციელებისკენ მიმართულ ძალისხმევას, კარგადააცნობილი და აქ ბევრი არაფრის დამატებაა საჭირო. ალბათ, ესეც საკმარისი იქნება:ხელოვნებასთან მიმართებით, ეს ძალისხმევა რედუქციის, დესტრუქციის,რეგრესიისკენ მიმართულად წარმოჩნდა. სხვაგვარად, როგორც კი ჰიტლერს მიეცაშესაძლებლობა, არტისტულად ემოქმედა ფოლკის სხეულთან და სახელმწიფოსთანმიმართებით, მან სწორედ იმ პროგრამით დაიწყო ხელმძღვანელობა, რომელსაცთეორიულ სიბრტყეზე მოდერნულ, „გადაგვარებული“ ხელოვნებას მიაწერდა.რეალობაში, მესამე რაიხის საქმიანობა წარმოადგენდა ადამიანების განუწყვეტელანიჰილაციას ან, ჯორჯო აგამბენის სიტყვებით, მათი არსებობის „შიშველსიცოცხლემდე“ დაყვანას. ყველა კონსტუქციული მისწრაფება, ყველა პროგრამა,რომელიც მიზნად ისახავდა გამოეყვანა ჰეროიკული რასა რასათა შეჯვარებისსაუკუნეებზე გათვლილი პროექტის მეშვეობით, საბოლოო ჯამში მხოლოდ დამხოლოდ თეორია აღმოჩნდა.

ისტორიისთვის ჰიტლერი წაგებულის, დამარცხებულის განსახიერებაა, რომელმაცვერაფერი დაასრულა, რაც წამოიწყო ­ თვით რედუქცია და ანიჰილაციაც კი.გასაოცარია, მაგრამ ჰიტლერმა მოახერხა, საშინლად დამარცხებულიყო არა მხოლოდპოლიტიკური და სამხედრო თვალსაზრისით, არამედ მორალურითაც ­ ეს კი ლამისუნიკალური ისტორიული მიღწევაა, რადგან, როგორც წესი, ცხოვრებისეულ მარცხსმორალური გამარჯვება აწონასწორებს ან ­ პირიქით. როგორც აბსოლუტურიდამარცხებული, ჰიტლერი გარკვეულ მიმზიდველობას ჩვენს დროშიც ინარჩუნებს,რადგან მოდერნული ხელოვნება ყოველთვის ადიდებდა დამარცხებულის ფიგურას(საყურადღებოა, რომ სწორედ ამ გატაცების გამო გმობდა ჰიტლერი მას ასეგაშმაგებით). ჩვენ შევეჩვიეთ აღვფრთოვანდეთ poète maudit­ისა 4 და artiste raté­ს 5ფიგურებით, მათი ფიგურებით, ვინც მოდერნული წარმოსახვის გმირები არაგამარჯვებით, არამედ შთამბეჭდავი დამარცხებით გახდნენ. და დამარცხებულთარბოლაში, რომლის ორგანიზებაც საკუთარ თავზე მოდერნულმა კულტურამ აიღო,ჰიტლერმა, თუნდაც უნებლიედ, გასაოცარ წარმატებას მიაღწია.

თარგმნეს: თორნიკე ჭუმბურიძემ და სოსო ჭაუჭიძემ____________________________________________________________________________

1. B movie ­ დაბალბიუჯეტიანი ფილმი, რომელსაც ჰოლივუდის ოქროს ხანაში სხვა,უფრო წარმატებულ ფილმთან ერთად აჩვენებდნენ. შემდგომში იქცამეორეხარისხოვანი ფილმის სინონიმად.2. theutsche kunst – deutsche kunst­ ის, „გერმანული კულტურის“, არქაული ფორმა.3.ფოგელვეიდე ­ შუა საუკუნეების გერმანული ლირიკული პოეზიის ცნობილიწარმომადგენელი.4. poète maudit (ფრ.) – „დაწყევლილი პოეტი“. ხელოვანი, რომელიც საზოგადოების გარეთან მის წინააღმდეგ ცხოვრობს, გარიყული, მარგინალია.

Page 12: გმირის სხეული - ხელოვნების ჰიტლერისეული თეორია

5. artiste raté ­ წარუმატებელი, არდაფასებული ხელოვანი.