_ახალგაზრდების პრობლემები

6
0 ქართველ ახალგაზრდებში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება

Transcript of _ახალგაზრდების პრობლემები

0

ქართველ ახალგაზრდებში არსებული პრობლემების

იდენტიფიცირება

1

აღნიშნული კვლევა განხორციელდა კონკურსის „ქართველი ახალგაზრდობის

წარმომადგენელი გაეროში“ კანდიდატის, თეონა ლავრელაშვილის მხარდამჭერი

საინიციატივო ჯგუფის მიერ. კვლევის მიზანია, მოხდეს ახალგაზრდული პრობლემების

იდენტიფიცირება, რათა კანდიდატმა გამარჯვების შემთხვევაში სწორად დასვას აქცენტები

გაეროს „პოსტ-2015 დღის წესრიგში“ და საერთაშორისო ტრიბუნიდან გააჟღეროს ქართველი

ახალგაზრდების რეალური პრობლემები.

ბოლო დროს, სულ უფრო მეტი ახალგაზრდა გამოხატავს უკმაყოფილებას მთელი რიგი

პრობლემების გამო, რომელთაც ისინი ყოველდღიურ სტუდენტურ ცხოვრებაში აწყდებიან.

ეს პრობლემები სხვადასხვა ტიპისაა და თვისობრივი განსხვავება შეინიშნება სხვადასხვა

უნივერსიტეტის სტუდენტების შეხედულებებს შორის. ამის მიუხედავად, მაინც

შესაძლებელია ზოგადი ტენდენციის გამოყოფა.

აღნიშნული კვლევის ფარგლებშიც გამოკითხვა ჩატარდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო

უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და საქართველოს უნივერსიტეტის

სტუდენტებს შორის. სულ გამოიკითხა 450 სტუდენტი. როგორც აღინიშნა, აღნიშნული

კვლევა მიზნად ისახავს ქართველ ახალგაზრდებში არსებული ყველაზე მწვავე პრობლემების

იდენტიფიცირებას.

ყველა უნივერსიტეტის სტუდენტთა უმეტესობამ იმ პრობლემებს შორის, რომელთაც

უნივერსიტეტში აწყდებიან, განსაკუთრებით აღნიშნა შემდეგი პრობლემები:

მოუწესრიგებელი ცხრილები, კეთილმოწყობილი საკვები ობიექტის არარსებობა, სასწავლო

მასალის დიდი რაოდენობა, ლექტორების არაპროფესიონალიზმი, სწავლის დიდი

გადასახადი, დაბალი მოტივაცია. თსსუ–ს სტუდენტები განსაკუთრებით გამოყოფენ

სტუდენტურ თვითმართველობასთან არსებულ პრობლემებს, რომელიც მათი აზრით

არასამართლიანად მოქმედებს სტუდენტებთან მიმართებაში. ასევე საუბრობენ

უნივერსიტეტის კეთილმოწყობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და ანტისანიტარიაზე.

თსუ–ს სტუდენტები ძირითად პრობლემად ცხრილებთან და ბაზებთან არსებულ ხარვეზებს

მიიჩნევენ. ასევე ხშირ შემთხვევაში ქართულენოვანი სასწავლო მასალის არარსებობას,

რომელიც, მათი აზრით, არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს სტუდენტთა გარკვეულ

ნაწილს, რომელიც არ ფლობს უცხო ენას სათანადო დონეზე. აქვე ხაზგასასმელია, რომ

სტუდენტები საუბრობენ ლექტორთა გარკვეული ნაწილისგან გულგრილობასა და

უპასუხისმგებლობაზე, რაც ძირითადად გამოიხატება ლექციების გაცდენაში და

სილაბუსებთან დაკავშირებულ პრობლემებში.

2

სამ ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემას შორის გამოიკვეთა შემდეგი ძირითადი

პრობლემები:

რაც შეეხება დასაქმების საკითხს, გამოკითხულ სტუდენტთა მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილი

მუშაობს ანაზღაურებად სამსახურში, თუმცა უფრო მეტი ჩართულია მოხალისედ ან

სტაჟიორად სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის საქმიანობაში:

სტუდენტთა უფლებების დაცულობის დონეს გამოკითხულ სტუდენტთა უმეტეტესობა

საშუალო და საშუალოზე მაღალ შეფასებას აძლევს. ამ მხრივ, სხვადასხვა უნივერსიტეტბს

შორის არსებითი განსხვავება არ დაფიქსირებულა. სტუდენტთა უფლებების დაცულობის

მაჩვენებელი ქულების მიხედვით შემდეგნაირია:1

1 შენიშვნა: 1 ქულა - სტუდენტთა უფლებები საერთოდ არ არის დაცული, 10 ქულა - სტუდენტთა

უფლებები დაცულია სათანადო დონეზე.

40%

29%

31%გადასახადი

ინფრასტრუქტურა

ტექნიკური

გაუმართაობა

14%

86%

ხართ თუ არა დასაქმებული?

კი

არა

3

კვლევამ აჩვენა, რომ გამოკითხულთა დიდი უმრავლესობა მონაწილეობას იღებს სამოქალაქო

აქტივობებში (ტრენინგებში, სემინარებში და ა.შ.) და აკადემიურ ღონისძიებებში. ეს იმ

დასკვნის გამოტანის საშუალებას გვაძლევს, რომ ამგვარ ღონისძიებებთან დაკავშირებით

მათი ინფორმირებულობის დონე საკმაოდ მაღალია. ამ მხრივ აქტივობა ასევე შეიძლება იყოს

შედეგი ისეთი ორგანიზაციების რაოდენობის ზრდისა, რომლებიც საკუთარ საქმიანობას

ახორციელებენ ამ მიმართულებით:

როგორც გამოკითხვამ აჩვენა, სტუდენტთა უმრავლესობას სურვილი აქვს, ჩაერთოს საჯარო

დისკუსიებში, რადგან თვლიან, რომ ეს არის შესაძლებლობა, განივითარონ კრიტიკული

აზროვნება და სწორად მსჯელობის უნარი. ასევე, ეს საშუალებას მისცემს სტუდენტებს,

გაიგონ ერთმანეთის შეხედულებები და საქმის კურსში იყვნენ საზოგადოებაში არსებული

პრობლემების შესახებ.

კი

არა

69%

31%

იღებთ თუ არა მონაწილეობას სამოქალაქო

აქტივობებში (ტრენინგები, სემინარები)?

კი არა

4%

3%4%

8%

11%

20%19%

20%

7%

4%

რამდენ ქულას მიანიჭებთ სტუდენტთა

უფლებების დაცვას საქართველოში?

1 ქულა

2 ქულა

3 ქულა

4 ქულა

5 ქულა

6 ქულა

7 ქულა

8 ქულა

4

კვლევაში მონაწილეთა დაახლოებით 50% რეგიონის წარმომადგენელია და ფაქტიურად

არავინ აპირებს უკან დაბრუნებას. ეს ბუნებრივია, ცუდი ტენდენციაა, თუმცა

უპერსპექტივობა აიძულებს რეგიონის სტუდენტთა უმეტესობას, რომ დასაქმება ისევ

დედაქალაქში ეძებოს, სადაც სამასახუს პოვნა გაცილებით ადვილია, ვიდრე რეგიონებში.

ასევე ყველა გამოკითხულმა კითხვაში მიუთითა, რომ აქვთ იდეა, რომელსაც ვერ

ახორციელებენ, თუმცა არაა დაკონკრეტებული უცდიათ თუ არა ასეთი იდეის

განხორციელება წარსულში:

რეგიონის წამომადგენლების მიერ კითხვაზე, სწავლის დასრულების შემდეგ აპირებენ თუ

არა რეგიონში დაბრუნებას, პასუხები პროცენტულად შემდეგნაირად გადანაწილდა:

აღსანიშნავია, რომ მათი უმრავლესობა, ვინც აღნიშნულ კითხვაზე დადებითად უპასუხა,

თბილისთან ახლოს, რუსთავში, გორში და სხვა ახლოსმდებარე ქალაქში ცხოვრობს.

51%

49%

თბილისი რეგიონი

68%

32%

კი არა

5

ზოგადად, ქართველი ახალგაზრდების წინაშე არსებული პრობლემებიდან, ყველა, პირველ

რიგში, დასაქმების პრობლემას და უპერსპექტივობას გამოყოფს. ასევე განათლების

არასაკმარის დონეს და სასურველი პირობების არარსებობას შესაძლებლობების სრულად

რეალიზებისთვის. აღნიშნავენ ასევე სტუდენტებში ერთიანობის და ზოგადად მოტივაციის

ნაკლებობას. მნიშვნელოვანი ნაწილი პრობლემად მიიჩნევს ინტერნეტზე, კერძოდ

სოციალურ ქსელებზე გაზრდილ დამოკიდებულებას. ერთ–ერთ ძირითად პრობლემად

სახელდება ქართველი ახალგაზრდების უუნარობა დროის სწორად განაწილების საკითხში,

რაც გამოიხატება მის არასწორ და არამიზნობრივ გამოყენებაში.

დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ ქართველ სტუდენტებს მეტწილად მსგავსი

პრობლემები აერთიანებთ. მათ სურთ იყვნენ უფრო აქტიურები, თუმცა ხშირ შემთხვევაში,

ამას ვერ ახერხებენ არასაკმარისი ხელშეწყობის გამო. მათი ნაწილი თვლის, რომ შეძლებდ

უფრო მეტს, რომ ჰქონდეს საშუალება სრულად გამოავლინოს პოტენციალი. ამისათვის კი

პირველ რიგში, სისტემურ ნაკლოვანებებს თვლიან წინაღობად.

კვლევამ ნათლად აჩვენა ტენდენციები და მოახდინა პრობლემების ნათლად

იდენტიფიცირება, რაც მის მთავარ დანიშნულებას წარმოადგენდა.