ოპერაციათა მენეჯმენტი (რეფერატი...

13
კკკკკკკკ “Atos Origin” რრრრრრრრ ოოოოოოოოოო ოოოოოოოოოოო

description

ეკონომიკის, ბიზნესის რეფერატი . მიმოხლივა კომპანიის " Athos origin". მოკლე რეფერატი მისი ბიზნესში მიმდინარე პროცესის შესახებ.

Transcript of ოპერაციათა მენეჯმენტი (რეფერატი...

Page 1: ოპერაციათა მენეჯმენტი (რეფერატი ეკონომიკაში)

კომპანია“Atos Origin”

რეფერატი

ოპერაციათა მენეჯმენტში

Page 2: ოპერაციათა მენეჯმენტი (რეფერატი ეკონომიკაში)

ი .ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ,

ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტი ,

Page 3: ოპერაციათა მენეჯმენტი (რეფერატი ეკონომიკაში)

ს ა რ ჩ ე ვ ი

შესავალი -------------------------------------------------------------- 4

კომპანიის შესახებ --------------------------------------------------- 4

მისი მიღწევები ------------------------------------------------------- 6

საქმიანობის წარმართვის მეთოდები ----------------------------- 6

ინტეგრაცია სხვა კომპანიებთან ------------------------------------ 8

ინოვაციური მიმართულებები ------------------------------------- 9

გამოყენებული ლიტერატურა -------------------------------------- 11

შესავალი

Page 4: ოპერაციათა მენეჯმენტი (რეფერატი ეკონომიკაში)

თანამედროვე ბიზნესის-სამყაროში გამართული ოპერაციათა მენეჯმენტი ყველა კომპანიის წარმატებული მუშაობის საწინდარს წარმოადგენს . იგი არის ქმედებათა ერთობლიობა , დაწყებული ოპერაციების დაპროექტებიდან , დამთავრებული საბოლოო პროდუქციის გამოშვებითა და მათზე კონტროლით .

თუ საწარმოს მოწესრიგებული არ აქვს ამ მოქმედებათა ჯაჭვის თუნდაც ერთი რომელიმა ნაწილი , მაშინ მთელი კომპანიის მუშაობა შეიძლება შეფერხდეს და გამოიწვიოს წარმუმატებლობები . ამიტომ , ოპერაციათა მენეჯმენტის თითოეულ ასპექტს დიდი ყურადღება ექცევა.

ამ შემთხევაში კი ჩვენ განვიხილავთ ATOS Origin-ის ოპერაციათა მენეჯმენტს.

კომპანიის შესახებ

„ATOS ORIGIN” არის საერთაშორისო კორპორაცია , რომელიც ბაზარს სთავაზობს საერთაშორისო საინფორმაციო ტექნოლოგიების სერვის და ამ მხრივ არის ერთ-ერთი წამყვანი კომპანია მსოფლიოში . მისი მთავარი მიზანია თავისი სერვისი აქტიურად მიაწოდოს საწარმოო დანიშნულების კომპანიების ნებისმიერ ფილიალს გლობალური მასშტაბით . მეორე მნიშვნელოვანი მიმართულება არის ის , რომ იგი ცდილობს ინოვაციური გზების მეშვეობით მოახდინოს თავისი საქმიანობის აუტომატიზაცია .

Page 5: ოპერაციათა მენეჯმენტი (რეფერატი ეკონომიკაში)

იგი მრავალი წელია უკვე მსხვილი ბიზნესის წარმომადგენელი კომპანიაა, და აქვს გამოცდილება, თუ როგორ აწარმოოს საქმიანობა, ამასთან, რა თქმა უნდა, ყველა მსხვილი კომპანიის ისტორია მოიცავს სხვადასხვა პერიოდებს, როდესაც მათ გაიარეს რთული ეტაპები, და წარმატებული მმართველების მეშვეობით მათ თავი დაუღწევიათ კრახისაგან. ერთ-ერთი ასეთი მსხვილი კომპანიაა Atos Origin-იც, რომელსაც გააჩნია ინდივიდუალური მეთოდები და მიდგომები , თუ როგორ მართოს საწარმოო და მომსახურების სფეროები. ამ კომპანიაში არსებული მენეჯერების მაგალითებით შეუძლიათ ისარგებლონ სხვა კომპანიის მენეჯერებმაც.

კომპანიის მიღწევები

გარდა ძირითადი საქმინობისა, კომპანია ცდილობს გააფარ-თოვოს მომსახურეობა და დაიკავოს ვიწრო სპეციალიზაციის

Page 6: ოპერაციათა მენეჯმენტი (რეფერატი ეკონომიკაში)

ბაზრების შიდა პოზიციები . მას ჰყავს უამრავი პარტნიორები რომლებიც დაკავებული არიან მასობრივი პროდუქციის გაცვლა-გამოცვლით . კომპანიამ წარმატებული საქმიანობის მეშვეობით შეიძინა 50 000-მდე თანამშრომელი 40 ქვყნის მასშტაბით . მისი წლიური შემოსავალი 8 მილიარდი დოლარის .

კომპანიის ესეთი წარმატება გამოწვეულია მისი ეფექტურდ შესრულებული სამუშაოებით , ინტეგრაციით , დაგეგმვითა და კონტროლით , უფრო მეტად კი მოქნილისაოპერაციო საქმიანობით . იგი ემსახურება რამოდენიმე ასეულ კომპანიას ამერიკაში , ევროპაში და აზიაში , უფრო მეტად კი ყურადღებას ამახვილებს ცნობილ კომპანიებზე , როგორიცაა: L’Oreal , General Motors ,Martins და სხვა .

საქმიანობის წარმართვის მეთოდები

კომპანიის ოპერაციათა მენეჯმენტი აქტიურად ცდილობს აკონტროლოს ოპერაციების მიმდინარება , ამავდროულად იგი აყალიბებს კლიენტთა მომსახურებისათვის მაღალ-კომფორტულ გარემოს . ერთ-ერთი წარმატებული ნაბიჯი არის ის , რომ კომპანიას ჰყავს მრავალი ურთიერთგანსხვავებული მენეჯერი , რაც ნებისმიერი პრობლემატური საკითხის გადაჭრის საწინდარი ხდება ხოლმე .

"ATOS ORIGIN"-ს აქვს მაღალხარისხოვანი მიწოდების ჯაჭვი და ავტომატიზაციის დონე , რაც მის კლიენტებისათვის ხელსაყრელ პირობებს ჰქმნის . მისი მექანიზმი

Page 7: ოპერაციათა მენეჯმენტი (რეფერატი ეკონომიკაში)

უზრუნველყოფს რომ მრავალი მწარმოებელი ერთმანეთთან მჭიდროდ დააკავშიროს და ბიზნეს-საქმიანობა შეუფერხებლად აწარმოონ . გამართული მუშაობა კი ყველა კომპანიის მენეჯმენტისათვის მომგებიანია , ამიტომაც ისინი სწორედ ამ კომპანიას მიმართავენ ხოლმე .

კომპანიის მისია არის აწარმოოს დივერსიფიცირებული ავტომატური მომსახურება , შექმნას ინტეგრირებული და სწრაფი სისტემა , რაც კომპანიას ოპერაციათა ადვილად მართვის საშუალებას მისცემს . ეს კომპანია არის მსოფლიოს ოლიმპიური თამაშების პარტნიორი და მისი საინფორმაციო სისტემის ტექნოლოგიებით უზრუნველმყოფელი . აგრეთვე მის აუდიტორიაში შედის საჯარო კორპორაციები , რადგანაც ასეთი კორპორაციების გაკოტრების დაბალი რისკი არსებობს , ამიტომაც "ATOS ORIGIN" უფრო ხანგრძლივვადიან თანამშრომლობას ეწევა მსხვილ კომპანიებთან . იგი სთავაზობს კომპანიებს საწარმოო ოპერაციების ეფექტურობის 58%-იან ზრდას, 15% ზრდას პროდუქტიულობაში, და დეფექტური წარმოების 50%-იან შემცირებას, რაც საკმაოდ კარგი მაჩვენებლებია. კომპანიის დევიზია: «ოპტიმალური მდგომარეობის მიღწევა ერთ კონკრეტულ ქარხანაში, უკვე დიდი ნაბიჯია, ხოლო ქარხანათა და ბაზართა ოპერაციების ინტეგრირებული და ოპტიმალური მუშაობა კი უკვე დიდი წარმატებაა». კომპანიას თავისი მოკრძალებული წვილიც მიუძღვის გლობალური ტელე-კომუნიცაკიების გაუმჯობესების საქმეში.

ინტეგრაცია სხვა კომპანიებთან

Page 8: ოპერაციათა მენეჯმენტი (რეფერატი ეკონომიკაში)

ამავდროულად კომპანიის მიერ წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენდა კომპანია "Apriso"-სთან გაერთიანება .პირველი კომპანიის ტექნიკური საშუალებები შეუერთდა მეორე კომპანიის განვითარებულ მექანიზმებს და ერთობლივი ძალებით უფრო მზარდი საქმიანობა წამოიწყეს . ამავდროულად ორი კომპანიის განსხვავებულმა კორპორაციულა კულტურამ გამოიწვია საქმიანობის მკვეთრი დივერსიფიკაცია , რასაც კლიენტურის გაზრდა მოჰყვა .

მათ ერთად შეძლეს ბაზრისთვის შეეთავაზებინათ ულტრა-

თანამედროვე პროგრამული მხარდაჭერა , პროგრამული პლატფორმები და სისტემები , რამაც მის მრავალ კლიენტს გადაუჭრა რთული საკითხები . ის საფრთხე , რაც შეიძლება მოჰყოლოდა ორი კომპანიის გაერთიანებას , (კერძოდ დისჰარმონია თანამშრომლებს შორის) დაძლეულ იქნა ეფექტიანი მენეჯმენტისა და მენეჯერების მეშვეობით . "ATOS ORIGIN" -ის ერთ-ერთი წარმატებული პროექტი იყო ვიწრო სპეციალიზაციის ბაზრის მონაწილეების მომარაგება სასაწყობე პროგრამებით , რამაც გამოიწვია სხვადასხვა ქვეყნების მაზრების მთლიანი დაპყრობა . მის პლიუსად ითვლება აგრეთვე მომსახურე სამუშაოების შეთავაზება , ტექნიკის

Page 9: ოპერაციათა მენეჯმენტი (რეფერატი ეკონომიკაში)

რემონტი და ამგვარად გაერთიანებული ოპერაციათა ჯაჭვი კლიენტთათვის შეუცვლელი ხდება . საწარმოო რესურსების დაგეგმვის , მექანიზმისა და სტრუქტურის შექმნით მიღწეულ იქნა მაღალი შედეგები .

ინოვაციური მიმართულებები

ასევე თვალშისაცემია კომპანიის ხედვა ინოვაციური კუთხითაც . ოპერაციების გამარტივების გამო ის აკეთებს აქცენტს, რომ თავისი დაბანდებები გადანაწილებულ იყოს ულტრა-თანამედროვე საინფორმაციო და ტექნოლოგიურ კომპანიებზე , ასევე ახალი ენერგო რესურსების ძიების სფეროში . მან მოაწყო გარკვეული სქემები , რომლებიც უზრუნველყოფს რომელიმე კომპანიის მთლიანი მომსახურების პაკეტს . კერძოდ , მასში შედის: კლიენტის კომპანიის ოპერაციათა მენეჯმენტი , საქმიანობის წარმართვა , პრობლემათა გაზომვა , მოლაპარაკებების წარმოება ამ კომპანიის პარტნიორებთან , საგადასახადო საქმიანობის მოწესრიგება და აღრიცხვა .

კომპანიამ ბირთვული ენერგიის გამოყენების გზით მოახერხა ინოვაციური ხელსაწყოების შექმნა , რამაც ინჟინერების ყურადრებაც

მიიპყრო და ამ მხრივად გაიზარდა საერთო შემოსავლები . ამ მიმართულებით საქმიანობამ ის შედეგიც გამოიღო , რომ უკვე "ATOS ORIGIN" განაგებს საფრანგეთის ბირთვული

Page 10: ოპერაციათა მენეჯმენტი (რეფერატი ეკონომიკაში)

ენერგიის სისტემას , უზრუნველყოფს მის გამართულ მუშაობას და საინფორმაციო სისტემის უზრუნველყოფას . ამან სახელი გაუთქვა კომპანიას , რის შედეგადაც სხვა ქვეყნებმაც დაამყარეს მასთან ურთიერთობა , კერძოდ ეს ქვეყნებია: რუსეთი , ჩინეთი და დიდი ბრიტანეთი .

ბოლო დროს , უკვე კომპანიამ დაიწყო ელექტროენერგიის სექტორში შემოსვლა , კერძოდ მან დაიწყო გადამცემი ხაზების შექმნა , რათა ენერგოდისტრიბუციის სფეროშიც გარკვეული ინოვაციები შეიტანოს .

გამოყენებული ლიტერატურა :

Page 11: ოპერაციათა მენეჯმენტი (რეფერატი ეკონომიკაში)

http://atos.net/

http:// wikipedia .org /

www.google.com