გიგლა აგულაშვილის განცხადებით,...

1

description

ელიტური კორუფციის ხელისშემწყობი ფაქტორებზე კვლევა დღეს მწვანე ალტერნატივამ გამოაქვეყნა. ანგარიში ფონდ ღია საზოგადოება საქართველოს მხარდაჭერით მომზადდა და მისი მიზანი ელიტური კორუფციისა და ბიზნესზე სახელმწიფო ზეწოლის შემთხვევების გამოვლენა იყო. "კვლევების შედეგად გამოვლინდა სისტემური პრობლემები, რაც ნაყოფიერ ნიადაგს ქმნის საქართველოში ელიტური კორუფციის განვითარებისათვის. ამასთანავე, აღმოჩნდა, რომ რიგ შემთხვევებში, სხვადასხვა სექტორთან დაკავშირებულ კვლევებში ერთი და იგივე პიროვნებები ფიგურირებენ," - ნათქვამია ანგარიშში, რომლის შესწავლასაც გიგლა აგუაშვილი აპირებს.