აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი პაულო...

63

Click here to load reader

  • Upload

    -
  • Category

    Education

  • view

    260
  • download

    16

Transcript of აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი პაულო...

Page 1: აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო
Page 2: აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო
Page 3: აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო

ბიბლია. მათთან ერთად შეიტანეს წმინდა მოციქულთა წერილები და ყველაფერი

სხვა, რაც „შესაფერისი“ იყო იმ დროისათვის და, ეპისკოპოსთა რწმენით,

ქრისტიანობის უმთავრეს პრინციპებს უკეთ გამოხატავდა. ეპისკოპოსთა ყრილობისა

და მათ მიერ შერჩეული წიგნების სიის ნახვა მურატორის კანონშია შესაძლებელი.

დანარჩენი წიგნები, მსგავსი ნეგ-ჰამადანის ხელნაწერისა, არ შეუტანიათ ახალ

აღთქმაში, ან ქალის ავტორობის მიზეზით (მაგალითად, მარიამ მაგდალინელის

სახარება), ან იმის გამო, რომ მათში იესო სრულად აცნობიერებდა საკუთარ ღვთიურ

მისიას და, შესაბამისად, მისი გარდაცვალება ნაკლებ მტკივნეული, გამოუკვეთელი

ჩანდა.

* * *

1974 წელს ინგლისელმა არქეოლოგმა სერ უოლტერ უილკინსონმა კიდევ ერთი,

არაბულ, ძველ ებრაულ და ლათინურ ენებზე შესრულებული ხელნაწერი აღმოაჩინა.

იგი კარგად იცნობდა ამ რეგიონში მსგავსი აღმოჩენების განმკარგავ კანონებს და

ხელნაწერი კაიროს მუზეუმის ანტიკვარიატის განყოფილებას გაუგზავნა. მალევე

პასუხად მიიღო, რომ ამ ხელნაწერის სულ ცოტა 155 ასლი მაინც იყო მთელ

მსოფლიოში (სამი მათგანი მუზეუმს ეკუთვნოდა) და თითქმის იდენტურები იყვნენ.

რადიოკარბონის ტესტმა (რომელსაც ორგანული მატერიის ასაკის განსასაზღვრად

იყენებენ) უჩვენა, რომ ხელნაწერი შედარებით გვიანდელ პერიოდს ეკუთვნოდა,

მაგრამ არა უგვიანეს 1307 წლისა. არც ისე რთული გახლდათ იმის დადგენა, რომ

ხელნაწერის აღმოჩენის ადგილი ეგვიპტის ტერიტორიის გარეთ მდებარე ქალაქი აკრა

იყო. შესაბამისად, არც რაიმე შეზღუდვა ვრცელდებოდა ხელნაწერის ქვეყნიდან

გატანაზე და სერ უოლტერმა წერილობითი ნებართვა მიიღო ეგვიპტის

მთავრობისაგან (Ref. 1901/317/IFP-75, 23 ნოემბერი, 1974 წ.)

* * *

სერ უოლტერის ვაჟს 1982 წელს, შობის საღამოს შევხვდი, პორტმადოგში, უელსში.

მახსოვს, მამამისის მიერ აღმოჩენილი ხელნაწერი ახსენა, მაგრამ ამისთვის დიდი

ყურადღება არცერთს მიგვიქცევია. ჩვენ თბილი ურთიერთობა შევინარჩუნეთ და

სულ მცირე – ორჯერ მაინც კიდევ შევხვდით, როდესაც უელსს ვეწვიე ჩემი წიგნების

უკეთ გაყიდვისთვის.

2011 წლის 30 ნოემბერს ზემოხსენებული ხელნაწერის ასლი მივიღე. მის ტექსტს

უცვლელად წარმოგიდგენთ.

Page 4: აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო

ვისურვებდი, წერა ამით დამეწყო:

„ახლა, როდესაც ჩემი ცხოვრება აღსასრულს უახლოვდება, ყველაფერს, რაც ამ

ქვეყნად მისწავლია, მომავალ თაობებს ვუტოვებ. დაე, კარგად გამოიყენონ ეს ცოდნა.“

მაგრამ ვაი, რომ მართალი არ იქნებოდა. ჯერ სულ რაღაც ოცდაერთი წლის ვარ.

მშობლებმა არც სიყვარული დამაკლეს, არც განათლება. დავქორწინდი ქალზე,

რომელიც მიყვარს და რომელსაც ვუყვარვარ. თუმცა, ხვალიდან ცხოვრება

ერთმანეთს დაგვაცილებს და ცალ-ცალკე ვივლით ბედისწერისა და სიკვდილის

გზებზე.

ჩვენი ოჯახისთვის დღეს 1099 წლის 14 ივლისია. ბავშვობის დღეები მეგობარ

იაკობთან თამაშში გავლიე იერუსალიმის მყუდრო კედლებში. მისი ოჯახისთვის

ახლა 4859 წელია. ყოველთვის დიდი სიამაყით მეუბნება ხოლმე, რომ იუდაიზმი ჩემს

რელიგიაზე გაცილებით ძველია. ღირსეულმა იბნ ალ-ასირმა ცხოვრება იმ ისტორიის

ჩაწერას მიუძღვნა, რომელიც სადაცაა დასრულდება. მისთვის 492-ე წელი იწურება.

მართალია, ვერც თარიღებზე ვთანხმდებით და ვერც ღვთისმსახურებისთვის

საუკეთესო გზებზე, მაგრამ მაინც უდრტვინველად ვცხოვრობთ.

ერთი კვირის წინ სამხედრო მეთაურებმა შეხვედრა გამართეს. ფრანგი ჯარისკაცები

ასი თავით აღემატებიან ჩვენებს და აღჭურვილობაც გაცილებით უკეთესი აქვთ.

არჩევანის წინაშე დავდექით: მიგვეტოვებინა ქალაქი ან გვებრძოლა სისხლის

უკანასკნელ წვეთამდე. მარცხი გარდაუვალი იყო, თუმცა უმეტესმა ჩვენგანმა მაინც

დარჩენა ამჯობინა.

მუსულმანები ამ დროისათვის ალ-აქსას მეჩეთთან შეკრებილან, ხოლო ებრაელები

მებრძოლთ „მიჰრაბ დავუდთან“ – დავითის კოშკთან აგროვებენ. სხვადასხვა უბანში

მცხოვრებ ქრისტიანებს კი ქალაქის სამხრეთ ნაწილის დაცვა დაევალათ.

ქალაქის კედლებს მიღმა უკვე ჩანს დაშლილი გემებისგან აწყობილი მტრის საალყო

კოშკები. მოწინააღმდეგის შენაერთების მოძრაობა გვაფიქრებინებს, რომ ხვალ

დილით შემოგვიტევენ და მიწას ჩვენი სისხლით მორწყავენ პაპის, ქალაქის

„გათავისუფლებისა“ და „ღვთაებრივი განგების“ სახელით.

იმავე მოედანზე, სადაც ათასწლეულის წინ რომაელმა მმართველმა, პილატე

პონტოელმა იესო ბრბოს ჯვარზე გასაკრავად გადასცა, ამ საღამოს ყველა ასაკის ქალი

და მამაკაცი ვიკრიბებით იმ ბერძენის სანახავად, რომელსაც კოპტის სახელით

ვიცნობთ.

უცნაური კაცია ეს კოპტი. ჯერ კიდევ უწვერული ყრმა იყო, მშობლიური ქალაქი,

ათენი რომ მიატოვა. გაემართა სიმდიდრისა და თავგადასავლების საძიებლად,

თუმცა წარუმატებლობამ და შიმშილმა აიძულა ჩვენს ქალაქში კარდაკარ მოწყალება

Page 5: აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო

ეთხოვა. მოსახლეობის სტუმართმოყვარეობამ საერთოდ ააღებინა ხელი

მოგზაურობის სურვილზე და დარჩენა გადააწყვეტინა.

სამსახური მეწაღის სახელოსნოში იშოვა და იბნ ალ-ასირის მსგავსად ყველაფერს,

რასაც ხედავდა და ესმოდა, მომავალი თაობებისთვის იწერდა. არასოდეს

გამოუთქვამს სურვილი რომელიმე რელიგიის აღმსარებელი გამხდარიყო და არც

ვინმეს უცდია, გადაებირებინა. მისი რწმენით, ახლა არც 1099 წელია, არც 4859 და,

მით უმეტეს, არც 492-ის მიწურული. კოპტს მხოლოდ აწმყო დროისა და უცნობი

ღმერთის – მოირასი სწამს. მისი თქმით, ეს ღვთიური ძალა ეფუძნება ერთადერთ

კანონს, რომლის დარღვევაც სამყაროს აღსასრულს გამოიწვევდა.

კოპტის სიახლოვეს იერუსალიმში გავრცელებული სამი რელიგიის პატრიარქები

დასხდნენ. ამ საუბარს ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი არ დასწრებია,

რადგან ძალიან იყვნენ დაკავებულნი იმ ბრძოლის ორგანიზებით, რომელიც, ჩვენი

ღრმა რწმენით, სრულიად უაზრო გამოდგებოდა.

„მრავალი საუკუნის წინ ამ მოედანზე ერთ კაცს მსჯავრი დასდეს და სიკვდილი

მიუსაჯეს,“ თქვა ბერძენმა. „სიკვდილის გზაზე მიმავალმა ქალების ჯგუფს ჩაუარა.

დაინახა რა, როგორ მოთქვამდნენ, უთხრა: მე კი ნუ დამტირით, არამედ დაიტირეთ

იერუსალიმი. ის იწინასწარმეტყველა, რაც ახლა ხდება. ხვალიდან ჰარმონია

არეულობად იქცევა; მხიარულებას სევდა ჩაანაცვლებს, მშვიდობა კი გზას დაუთმობს

ომს, რომელიც განუზომლად დიდხანს გაგრძელდება.“

არაფერი გვითქვამს, რადგან არ ვიცოდით, რისთვის ვიყავით შეკრებილნი. ალბათ

მორიგ ქადაგებას ველოდით ამ დამპყრობლებზე, საკუთარ თავს „ჯვაროსნებს“ რომ

უწოდებენ.

კოპტი თითქოს ტკბებოდა ამ დაბნეულობით. დიდი ხნის დუმილის შემდეგ კი ახსნას

შეუდგა:

„მათ შეიძლება დაანგრიონ ქალაქი, მაგრამ ვერ ხელყოფენ იმას, რაც მან გვასწავლა.

ძალზედ მნიშვნელოვანია, იგივე ბედი არ ეწიოს ცოდნასაც, რაც ჩვენს კედლებს,

სახლებსა და ქუჩებს მოელის. მაინც, რა არის ცოდნა?“

პასუხი არავის გაუცია და მანაც განაგრძო:

„ცოდნა არის არა სიცოცხლისა და სიკვდილის შესახებ აბსოლუტური ჭეშმარიტება,

არამედ ის, რაც ყოველდღიურ გამოწვევებთან ჭიდილსა და მათ დაძლევას

შეგვაძლებინებს. არაფერი აქვს საერთო წიგნებიდან ნასწავლ ფაქტებთან; რაც

მხოლოდ იმაზე ფუჭი კამათისთვის გამოდგება, თუ რა მომხდარა ან მოხდება. ცოდნა

ყოველი კეთილის მოსურნე ადამიანის გულშია დაბუდებული.“

კოპტმა გვითხრა:

Page 6: აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო

„მე სწავლული გახლავართ. მრავალი წელი დავუთმე ანტიკვარიატის მოძიებას,

საგნების კლასიფიცირებას, ისტორიული მოვლენების ჩაწერასა და პოლიტიკის

განხილვას. მიუხედავად ამისა, არ ვიცი, რაზე გელაპარაკოთ. ღვთიურ ძალას

შევთხოვ, განწმინდოს ჩემი გული. დამისვით კითხვები და გიპასუხებთ. ძველი

ბერძენი მასწავლებლებიც სწორედ ასე იქცეოდნენ. მოსწავლეები ისეთ საკითხებზე

უსვამდნენ კითხვებს, რაზეც საკუთარი აზრი არ ჰქონდათ ჩამოყალიბებული და

მასწავლებლებიც პასუხობდნენ მათ.“

„მაინც, რაში გვარგია ეს პასუხები?“ – იკითხა ვიღაცამ.

„ზოგი ჩაიწერთ ჩემ სიტყვებს, ზოგიც – დაიმახსოვრებთ. ყველაზე მნიშვნელოვანი

მაინც ისაა, რომ ხვალიდან მიაშუროთ ქვეყნიერების ოთხსავე მხარეს და სხვათაც

უამბოთ, რასაც აქ მოისმენთ. მხოლოდ ასე შევძლებთ ჩვენი ქალაქის სულის

გადარჩენას. ადრე თუ გვიან, ავაღორძინებთ იერუსალიმს, არა მხოლოდ ქალაქს,

არამედ ცოდნის სათავესაც, რომელშიც ხელმეორედ გამეფდება მშვიდობა.“

„ყველამ კარგად ვიცით, ხვალ რაც გველის, – თქვა მეორემ, – ხომ არ აჯობებდა,

სამშვიდობო მოლაპარაკება განგვეხილა, ან ბრძოლისათვის მოვმზადებულიყავით?“

კოპტმა მის გვერდით მსხდომ სასულიერო პირებს გადახედა და მსწრაფლ

შემობრუნდა ხალხისკენ.

„წინასწარ არ ვიცით, რა მოგველის, რადგან ყოველი დღე სავსეა კარგი და ცუდი

მომენტებით. როდესაც კითხვებს დამისვამთ, დაივიწყეთ ქალაქს მომდგარი

მებრძოლები და სხეულებში ჩაბუდებული შიში. დღევანდელი მოვლენების

მომავალი თაობისთვის გადაცემა ჩვენი ამოცანა არ არის; ამაზე ისტორია იზრუნებს.

ნაცვლად ამისა, ვისაუბრებთ ყოველდღიურ ცხოვრებასა და იმ სირთულეებზე,

რომლებიც დავძლიეთ. მომავლისთვის მხოლოდ ამას ექნება მნიშვნელობა, რადგან

არ მგონია, რაიმე შეიცვალოს თუნდაც მომდევნო ათასი წლის განმავლობაში.“

* * *

პირველად ჩემმა მეზობელმა იაკობმა სთხოვა:

„გვესაუბრე მარცხზე“

მან უპასუხა:

როგორ გგონიათ, ზამთარში ხიდან მოწყვეტილი ფოთოლი თავს სიცივისგან

დამარცხებულად მიიჩნევს?

Page 7: აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო

ხე ეტყვის ფოთოლს: „ცხოვრების წესი ასეა. შეიძლება გეგონოს, რომ სიკვდილი

გიწერია, მაგრამ ჩემში განაგრძობ არსებობას. შენი წყალობით ვცოცხლობ, რადგან

სუნთქვის საშუალებას მაძლევ. სწორედ შენ უნდა გიმადლოდე, რომ დაღლილი

მოგზაურისთვის ჩრდილი შემითავაზებია და ამით თავი დაფასებულად მიგრძნია.

ჩემი სხეულის ნაწილი ხარ. ჩვენ ერთნი ვართ“.

კაცი, რომელიც წლების მანძილზე ემზადებოდა მსოფლიოს უმაღლესი მწვერვალის

დასალაშქრად, განა დამარცხებულად აღიარებს თავს, როდესაც მთასთან მისულს

მოახლოებული ქარიშხალი შეაფერხებს? იგი ეტყვის მთას: „ახლა არ მიმიღებ? ერთ

დღესაც გამოიდარებს და მწვერვალსაც მივაღწევ. მანამდე კი აქ იდგები და

დამელოდები.“

პირველი შეყვარებულისგან უარის მიღების შემდეგ, ახალგაზრდა კაცი სიყვარულზე

როდი ჩაიქნევს ხელს. ნაცვლად ამისა, იტყვის: „ვიპოვი იმას, ვინც ჩემს გრძნობას

უკეთ გაიგებს და ცხოვრების ბოლომდე ბედნიერი ვიქნები.“

ბუნების ციკლს არც გამარჯვება ახასიათებს, არც მარცხი. არსებობს მხოლოდ

მოძრაობა.

ზამთარი ბატონობისთვის იბრძვის, მაგრამ ბოლოს ეგუება გაზაფხულის

გამარჯვებას, რომელსაც თან ყვავილები და ბედნიერება მოაქვს.

ზაფხულს სწამს, რომ თბილი დღეები დედამიწას რგებს და არც არასოდეს

მოაკლებდა მათ, რომ არა შემოდგომის შემოსვლა, რომელიც დედამიწას დასვენების

საშუალებას აძლევს.

გაზელი ბალახს ჭამს, ლომი კი – გაზელს. მთავარი არ არის, ვინ უფრო ძლიერია.

უბრალოდ, ღმერთი ასე გვიჩვენებს სიკვდილისა და მკვდრეთით აღდგომის ციკლს.

ამ ციკლში არც გამარჯვებულები არსებობენ, არც დამარცხებულები. მხოლოდ

სავალდებულო საფეხურებია. თუ ადამიანი ამას გაითავისებს – გათავისუფლდება,

იოლად შეეგუება რთულ დროებას და თავს უფლებას არ მისცემს, დიდებამ

დაათროს.

ორივე გაივლის. ერთს მეორე შეცვლის. ციკლი კი გაგრძელდება, სანამ ხორცს არ

გავეყრებით და ღვთაებრივ ძალას არ მოვიპოვებთ.

შესაბამისად, მოედანზე გამოსულ მებრძოლს – ნებით იქნება იქ თუ ბედის

უკუღმართობით – დაე, მოსალოდნელი ბრძოლის სიხარული უვსებდეს სულს. თუ

პატივსა და ღირსებას შეინარჩუნებს, წაგების შემთხვევაშიც არ იქნება

დამარცხებული, რადგან სული ხელშეუვალი დარჩება.

Page 8: აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო

არავის დაადანაშაულებს მომხდარში. მას შემდეგ, რაც პირველად უარყვეს, არ

დავიწყებია, რომ ამით მის სიყვარულის უნარს არაფერი დაკლებია. რაც სიყვარულია,

ომიც ის არის.

ბრძოლაში დამარცხება, ან იმ ყველაფრის დაკარგვა, რაც გვეგონა, რომ გაგვაჩნდა –

დაგვამწუხრებს. თუმცა, როდესაც ეს გრძნობაც გაივლის, აღმოვაჩენთ თითოეულ

ჩვენგანში დამალულ ძალას, რომელიც გაგვაკვირვებს და საკუთარი თავის

პატივისცემას გვასწავლის.

მიმოვიხედავთ, ჩავილაპარაკებთ – ესეც გადავიტანეო და ჩვენივე სიტყვები

გაგვამხნევებს.

მხოლოდ ისინი, ვინც საკუთარ ძალას ვერ შეიცნობენ, იტყვიან, დავმარცხდიო, და

დამწუხრდებიან.

სხვები მარცხით დაიტანჯებიან და თავს დამცირებულად იგრძნობენ

გამარჯვებულთა შეურაცხმყოფელი სიტყვების გამო. შეიძლება ცრემლიც კი

მოადგეთ, მაგრამ თვითგვემას არასოდეს მოჰყვებიან. იციან, რომ ბრძოლა მხოლოდ

დროებით შეჩერდა და ამ მომენტისთვის უპირატესობა მოწინააღმდეგის მხარეზეა.

უსმენენ საკუთარ გულისცემას. გრძნობენ შიშსა და დაძაბულობას. გადახედავენ

ცხოვრებას და აღმოაჩენენ, რომ შიშის მიუხედავად მათ სულებში კვლავაც ცოცხალია

რწმენა. ეს გზის გაგრძელებაში ეხმარებათ.

ცდილობენ, გაიაზრონ, რა გააკეთეს სწორად და რაში შეცდნენ. მოგებულ დროს

იყენებენ დასასვენებლად, ჭრილობის შესახორცებლად, ახალი სტრატეგიის

შესამუშავებლად და უკეთ აღსაჭურვად.

მერე კი დგება ახალი ბრძოლის დღე. კვლავ ეშინიათ, მაგრამ მოქმედების

აუცილებლობასაც ხედავენ. წინააღდეგ შემთხვევაში სამუდამოდ მიწაზე

განრთხმულნი დარჩებიან. ძალას იკრებენ და მოწინააღმდეგეს უპირისპირდებიან იმ

ტანჯვა-წამებაზე ფიქრით, რომელიც ერთხელ გადაიტანეს და რომლის გამეორებაც

აღარ სურთ.

წინა მარცხი კარნახობთ, რომ ამჯერად უნდა გაიმარჯვონ თუ აღარ სურთ იმავე

ტკივილის გადატანა.

თუ ახლაც ვერ მიაღწიეს წარმატებას, შემდეგ ჯერზე გაიმარჯვებენ. თუ არც შემდეგ

ჯერზე გაუმართლებთ, კიდევ მოსინჯავენ ძალებს. მთავარი ფეხზე წამოდგომაა.

დამარცხდება მხოლოდ ის, ვინც დანებდება. სხვა ყველა გამარჯვებულია.

ოდესმე ეს რთული დრო ჩვეულებრივ ამბად იქცევა და სიამაყით მოუყვებიან

მსმენელთ. ხალხი ყურს დაუგდებს და სამ მნიშვნელოვან რამეს ისწავლის:

Page 9: აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო

მოთმინებით დაელოდე მოქმედების დროს;

არ გაუშვა ხელიდან შესაძლებლობა;

იამაყე ნაიარევით.

თითოეული იარა სხეულზე ამოტვიფრული მედალია. ის აშინებს მტერს, რადგან

ბრძოლაში გამოცდილების დასტურს წარმოადგენს, ამიტომ ხშირად ეს უკანასკნელი

იძულებული ხდება დაპირისპირებას მოერიდოს და უთანხმოება მოლაპარაკებით

გადაჭრას.

ნაიარევი უფრო ხმამაღლა მეტყველებს, ვიდრე მისი გამომწვევი ხმალი.

* * *

როდესაც შენიშნა, რომ კოპტმა ლაპარაკი დაასრულა, ერთმა ვაჭარმა სთხოვა:

„აღგვიწერე დამარცხებული ხალხი“.

მან უპასუხა:

დამარცხებულია ის, ვისაც ხელი არასოდეს მოსცარვია.

მარცხი ერთი რომელიმე ბრძოლის, ან ომის წაგებას ნიშნავს. ხელმოცარვა კი

საშუალებას არ გვაძლევს ბრძოლა განვაგრძოთ.

ვმარცხდებით, როდესაც რაღაც ძალიან გვინდა და ვერ ვიღებთ. ხელმოცარვა ოცნების

საშუალებასაც არ გვაძლევს. მისი დევიზია: „თუ არაფერს მოელი, არც იმედი

გაგიცრუვდება“.

მარცხი მომდევნო ბრძოლაში ჩართვისას სრულდება, ხელმოცარვა კი უსასრულოა და

ცხოვრების ბოლომდე მიგვყვება.

მარცხი მას ახასიათებს, ვინც მიუხედავად შიშისა, ენთუზიაზმითა და რწმენით

ცხოვრობს.

მარცხი მამაცთა ხვედრია. მხოლოდ მათ იციან მისი ღირსეულად მიღება და

გამარჯვებით ტკბობა.

იმის სათქმელად არ მოვსულვარ, მარცხი ცხოვრების ნაწილია-მეთქი. ეს ისედაც

ცხადია. მხოლოდ დამარცხებული შეიცნობს სიყვარულს. პირველ ბრძოლებს ხომ

Page 10: აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო

სწორედ ამ უკანასკნელის სამფლობელოში ვმართავთ და ხშირად ვმარცხდებით

კიდეც.

ის მინდა გითხრათ, რომ არსებობს ხალხი, ვინც საერთოდ არ დამარცხებულა.

მათ არც არასოდეს უბრძოლიათ.

მოახერხეს, აერიდებინათ იარები, დამცირება, უსუსურობის განცდა და ისეთი

მომენტებიც, როდესაც ღმერთის არსებობაში თვით მეომრებსაც კი ეპარებათ ეჭვი.

ასეთი ხალხი სიამაყით იტყვის: „არასოდეს წამიგია ბრძოლა.“ თუმცა ვერ იტყვიან –

მოვიგეო.

არ გეგონოთ, ეს ადარდებდეთ. ქმნიან საკუთარ სამყაროს, რომელშიც თავს დაცულად

გრძნობენ. თვალს ხუჭავენ უსამართლობასა და ტანჯვაზე; უსაფრთხოების განცდა

ეუფლებათ, რადგან არ უწევთ ყოველდღიურ გამოწვევებთან გამკლავება, მაშინ,

როდესაც სხვები უშიშრად ეჭიდებიან მსგავს დაბრკოლებებს.

არასოდეს სმენიათ სიტყვები „ნახვამდის“, ან „დავბრუნდი. შემეგებე მხურვალე

სალმით კაცისა, რომელმაც დამკარგა და ისევ მიპოვნა.“

ვისაც მარცხი არ განუცდია, მუდამ ბედნიერი და აღმატებული ჩანს. იმ ჭეშმარიტების

ბატონ-პატრონებად მოაქვთ თავი, რომლის მისაღწევად თითიც არ გაუნძრევიათ.

ყოველთვის ძლიერის მხარეს არიან; აფთრებს ჰგვანან, რომლებიც მხოლოდ ლომების

მიერ დატოვებული ნარჩენებით იკვებებიან.

საკუთარ შვილებს ასწავლიან: „არ ჩაერთოთ კონფლიქტში, თორემ დამარცხდებით.

თქვენი აზრები თქვენთვის შეინახეთ და პრობლემებიც არ გექნებათ. თუ ვინმე

შემოგიტევთ, ნურც გეწყინებათ და ნურც პასუხის გაცემით დაიმცირებთ თავს.

ცხოვრება სავსეა გაცილებით მნიშვნელოვანი ბრძოლებით.“

მხოლოდ ძილის წინ, წარმოსახვით ბრძოლებში უსწორებენ თვალს

განუხორციელებელ ოცნებებს; უსამართლობას, რომელზეც თვალი დახუჭეს;

სიმხდალეს, სხვებს რომ დაუმალეს, მაგრამ საკუთარ თავს – ვერა; ცხოვრების გზაზე

თვალებში მოკიაფე შუქით შემომხვდარ სიყვარულს. იმ სიყვარულს, რომელიც

ღმერთმა არგუნათ, მაგრამ გამბედაობა არ ეყოთ, თავით გადაშვებულიყვნენ მის

მორევში.

საკუთარ თავს ჰპირდებიან, ხვალიდან შევიცვლებიო.

თენდება მომდევნო დღე და გონებაში ერთადერთი, დამაუძლურებელი კითხვა

უტივტივებთ: „ვაითუ, ვერ შევძლო?“

ამის გამო არაფერს აკეთებენ.

ვაი მას, ვინც არ დამარცხებულა! ცხოვრებაში ვერასოდეს იგემებს გამარჯვებას.

Page 11: აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო

* * *

„გვესაუბრე მარტოობაზე“, – უთხრა ახალგაზრდა ქალმა, რომელიც ქალაქის

უმდიდრეს კაცზე უნდა დაქორწინებულიყო, მაგრამ მტრის შემოსევის გამო გაქცევა

უხდებოდა.

კოპტმა უპასუხა:

მარტოობის გარეშე სიყვარულს დიდხანს ვერ შეინარჩუნებთ.

სიყვარულს დასვენება სჭირდება, რათა ცაში აიჭრას და სხვა ფორმებით

მოგვევლინოს.

მარტოობის გარეშე გაუხარელი დარჩება მცენარეცა და ცხოველიც; მიწა ნაყოფს ვერ

გამოიღებს; ბავშვი ცხოვრებას ვერ ისწავლის; ხელოვანი კი – ვერაფერს შექმნის.

არანაირ საქმეს არ ჩაეყრება საფუძველი და არც გარდაიქმნება.

მარტოობა კი არ აქრობს სიყვარულს, არამედ ავსებს მას.

მარტოობა არ ნიშნავს ურთიერთობის გაქრობას. ეს არის დრო, როდესაც საკუთარ

გულებში თავისუფლად ვიხედებით და უფრო იოლად ვწყვეტთ, როგორ

წარვმართოთ ცხოვრება.

ნეტარ არს ის, ვინც არ უშინდება მარტოობას და საკუთარ თავთან დარჩენას; ვინც

გამუდმებით არ ცდილობს რამე აკეთოს, თავშესაქცევი ეძიოს ან სხვები განსაჯოს.

თუ არ განმარტოვდი, თავს ვერასოდეს შეიცნობ.

თუ თავი ვერ შეიცანი, სიცარიელეც შეგაშინებს.

თუმცა არ არსებობს სიცარიელე. ჩვენს სულებში ვრცელი სამყაროა დაფარული და

აღმოსაჩენი. ის ჩვენშია, ხელუხლებელი და დიადი, მაგრამ ამავდროულად, იმდენად

უცხო და ძლევამოსილი, რომ მისი არსებობის აღიარება გვიჭირს.

ამ სამყაროს აღმოჩენა გვაიძულებს შევეგუოთ ფაქტს, რომ იმაზე შორს შეგვიძლია

წასვლა, ვიდრე გვეგონა. ეს კი გვაშინებს. გვირჩევნია, ავერიდოთ რისკს. ნებისმიერ

დროს შეგვიძლია განვაცხადოთ, გასაკეთებელი არ გავაკეთე, რადგან საშუალება არ

მომცესო.

უფრო კომფორტულია. უსაფრთხოა. თუმცა, ამავდროულად, საკუთარი ცხოვრების

უარყოფის ტოლფასიცაა.

Page 12: აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო

ვაი მას, ვისაც ურჩევნია ცხოვრება იმის მტკიცებაში გაატაროს, შესაძლებლობები არ

მქონიაო.

რადგან ყოველ განვლილ დღესთან ერთად უსუსურობის ჭაობში ჩაეფლობიან და

ბოლოს მისგან თავის დაღწევის ძალაც აღარ ექნებათ. ვერც მანათობელ სხივს

შეამჩნევენ თავს ზემოთ.

ნეტარ არიან ისინი, რომლებიც ამბობენ, გამბედაობა გვაკლიაო.

რადგან იციან, რომ ეს სხვისი ბრალი არ არის. ადრე თუ გვიან გამონახავენ საჭირო

ძალას და თავს დააღწევენ როგორც მარტოობას, ისე მისთვის დამახასიათებელ

იდუმალებას.

* * *

მათთვის კი, ვინც არ უშინდება ყველა საიდუმლოებისთვის ფარდის ამხდელ

მარტოობას, ყველაფერს სხვა გემო აქვს.

მარტოობაში შეიგრძნობენ სიყვარულს, რომელიც სხვა შემთხვევაში შეიძლება

შეუმჩნევლად სწვეოდათ. მარტოობაშივე შეიცნობენ და დააფასებენ სიყვარულს,

რომელმაც მიატოვა.

მარტოობისას შეძლებენ გადაწყვიტონ, ღირს თუ არა, გამოედევნონ დაკარგულ

სიყვარულს, ან იქნებ ჯობს შეელიონ მას და ახალ გზას დაადგნენ.

მარტოობაში მიხვდებიან, რომ „არას“ თქმა ყოველთვის არ ნიშნავს ძუნწობას და არც

ყველაფერზე თანხმობაა ხელგაშლილობის ტოლფასი.

ვინც განმარტოებას მოახერხებს, არ უნდა შეუშინდეს ეშმაკის ჩიჩინს, დროს

ტყუილად აცდენო.

ან თუნდაც დემონთა მთავრის უფრო დამთრგუნველ სიტყვებს – შენი დარდი არავის

აქვსო.

ღვთიური ძალა გვისმენს არა მარტო სხვებთან საუბრისას, არამედ მაშინაც, როდესაც

ვდუმვართ და მარტოობას წყალობად ვიღებთ.

ასეთ დროს მისი სხივები გვეფინება და გვაგრძნობინებს, რაოდენ მნიშვნელოვანნი

და საჭირონი ვართ ამ ქვეყნად მისი საქმისთვის.

ამ ჰარმონიასთან ზიარებისას გაცილებით მეტს ვიღებთ, ვიდრე შევთხოვდით.

Page 13: აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო

* * *

ვისაც მარტოობა ტვირთად აწევს, უნდა ახსოვდეს, რომ ცხოვრების უმნიშვნელოვანეს

მომენტებში ყოველთვის მარტონი ვართ.

არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი ადამიანი ესწრება ბავშვის დაბადებას. იგი თვითონ

იღებს გადაწყვეტილებას, იცოცხლოს.

თუნდაც ხელოვანი ავიღოთ – ნამუშევარი კარგი რომ გამოუვიდეს, უნდა გაყუჩდეს

და მხოლოდ ანგელოზთა ხმას უსმინოს.

თითოეული ჩვენგანი არასასურველი სტუმრის, სიკვდილისთვის თვალის

გასწორებისას, არსებობის ამ ყველაზე შემაძრწუნებელ მომენტში, მარტო იქნება.

როგორც სიყვარულია ღვთაებრივი მდგომარეობა, ისე მარტოობაა – ადამიანური.

მათთვის, ვისთვისაც უცხო არ არის სიცოცხლის სასწაული, ეს ორი მდგომარეობა

მშვიდობიანად თანაარსებობს.

* * *

ბიჭმა, რომელსაც ქალაქის დატოვება უწევდა, სამოსი ჩამოიგლიჯა:

„ხალხს მიაჩნია, რომ ბრძოლისთვის არ ვვარგივარ. გამოუსადეგარი ვარ.“

მან უპასუხა:

ზოგი ამბობს, არავის ვუყვარვარო. თუმცა, უპასუხოდ დარჩენილი

სიყვარულისთვისაც კი არსებობს იმედი, რომ ერთ დღესაც გაღვივდება.

სხვები დღიურებში წერენ: „ჩემი გენია შეუმჩნეველი რჩება, ნიჭი – დაუფასებელი,

ხოლო ოცნებები – განუხორციელებელი.“ მაგრამ მათთვისაც არსებობს საკმარისი

ბრძოლის შემდეგ ყველაფრის შეცვლის იმედი.

ზოგიც კარდაკარ დაიარება და ხალხს ეუბნება, სამუშაოს ვეძებო. იციან, რომ თუ

მოითმენენ, ადრე თუ გვიან ვინმე შეიპატიჟებს.

* * *

Page 14: აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო

არიან ისეთებიც, ვინც ყოველ დილით გულდარდიანნი იღვიძებენ. ისინი არ ეძიებენ

სიყვარულს, აღიარებას ან საქმეს.

თავისთვის ამბობენ: „გამოუსადეგარი ვარ. თავის გადარჩენისთვის ვცხოვრობ და

კაციშვილს არ ანაღვლებს, რას ვაკეთებ.“

გარეთ მზე ანათებს. ოჯახის წევრებით გარშემორტყმულნი ცდილობენ, ბედნიერი

სახე მიიღონ, რადგან სხვათა თვალში ყველაფერი აქვთ, რაზეც ოდესმე უოცნებიათ.

თუმცა, ღრმად სწამთ, რომ არავის სჭირდება ისინი – ან იმიტომ, რომ ძალიან

ახალგაზრდები არიან და უფროსებს თავიანთი საზრუნავი აქვთ, ან ოჯახის უმცროს

წევრებს მოხუცებულობის გამო არ სცალიათ მათი აზრის მოსასმენად.

პოეტი დაწერს რამდენიმე ტაეპს და გადააგდებს იმაზე ფიქრით, მაინც არავის

დააინტერესებსო.

მუშა სამსახურში მიდის და ზედმიწევნით იმეორებს წინა დღით შესრულებულ

საქმეს. სჯერა, დღესვე რომ დაითხოვონ, ვერავინ შეამჩნევს მის არყოფნას.

ახალგაზრდა ქალი კაბის კერვისას დიდ შრომას აქსოვს თითოეულ წვრილმანში,

მაგრამ როდესაც მას დღესასწაულზე ჩაიცვამს, ხალხის თვალებში შეძლებს

ამოიკითხოს: არც სხვებზე ლამაზი ხარ და არც უშნო. შენი კაბა ერთ-ერთია

მილიონიდან, მთელ მსოფლიოში ამ წუთშივე უამრავი დღესასწაული იმართება –

ზოგი დიდ სასახლეებში, ზოგიც პატარა სოფლებში, სადაც ყველა ერთმანეთს იცნობს

და ეჭორავება სხვა ქალების სამოსის შესახებ.

მის კაბაზე არაფერი უთქვამთ. ყველას შეუმჩნეველი დარჩა. არც ლამაზი ეთქმოდა,

არც უშნო. ჩვეულებრივი კაბა იყო.

გამოუსადეგარი.

ახალგაზრდები აცნობიერებენ, რომ ქვეყანა სავსეა უზარმაზარი პრობლემებით და

მათ გადაჭრაზე ოცნებობენ, თუმცა მათი შეხედულებები არავის აინტერესებს. „არ

იცით, სინამდვილეში როგორია ცხოვრება, – ეუბნებიან მათ, – მოუსმინეთ უფროსებს

და უკეთესი წარმოდგენა შეგექმნებათ, რა უნდა მოიმოქმედოთ.“

ხანში შესულმა ხალხმა ცხოვრებისეულ სირთულეებთან ყოველდღიურ ჭიდილში

დააგროვა ცოდნა და გამოცდილება. როდესაც ამ ყველაფრის მომავალი

თაობებისთვის გადაცემის დრო დგება, მათ არავინ უსმენს; დროება შეიცვალაო,

ეუბნებიან, ცვლილებებს ფეხი აუწყვეთ და ახალგაზრდებს მოუსმინეთო.

უსარგებლობის განცდა არც ასაკს დაგიდევთ, არც ნებართვას ელოდება, ისე ხრავს

სულს. გამუდმებით იმეორებს: „არავის აინტერესებ. არარაობა ხარ. ქვეყნიერებას არ

სჭირდები.“

Page 15: აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო

ცხოვრებისთვის მნიშვნელობის მინიჭების სასოწარკვეთილი მცდელობა ბევრს

რელიგიისაკენ ახედებს. რწმენის სახელით ბრძოლა კარგი გამართლებაა იმ ვითომდა

დიადი საქმისთვის, რომელმაც მსოფლიო უნდა გარდაქმნას. ღვთის საქმეს

ვაკეთებთო, ირწმუნებენ თავს.

ჯერ ღვთისმოსავები ხდებიან, შემდეგ – მქადაგებლები, ბოლოს კი –

ბრმადმორწმუნენი.

არ ესმით, რომ რელიგია საიდუმლოს გასაზიარებლად და ღვთისმსახურებისთვის

შეიქმნა და არა სხვათა დასამორჩილებლად ან საკუთარ რწმენაზე მოსაქცევად.

ღვთიური სასწაულის უპირველესი გამოვლინება სიცოცხლეა. ამაღამ დაგიტირებ

იერუსალიმო, რადგან სადაცაა ღვთიური ერთობის ეს გაგება გაქრება მომდევნო

ათასი წლის განმავლობაში.

* * *

ჰკითხეთ მინდვრის ყვავილს: „შენი აზრით, სასარგებლო ხარ? აყვავების მეტს ხომ

არაფერს აკეთებ.“

ის გიპასუხებთ: „ლამაზი ვარ და სილამაზეა ჩემი ცხოვრების არსი.“

ჰკითხეთ მდინარეს: „სასარგებლოდ მიიჩნევ თავს? შენ ხომ მხოლოდ ერთი

მიმართულებით მიედინები?“

მდინარე გიპასუხებთ: „სულაც არ ვცდილობ სასარგებლო ვიყო. მე უბრალო მდინარე

ვარ.“

ღმერთის თვალში არაფერია ამქვეყნად უსარგებლო. ხიდან ფოთოლი არ

ჩამოვარდება, თქვენი თავიდან კი – თმა, ერთი მწერიც არ მოკვდება

გამოუსადეგარობის გამო, ყველაფრის არსებობას აქვს მიზეზი.

შენ კი, კითხვის დამსმელო, „გამოუსადეგარი ვარ“ – ასე საკუთარ თავს პასუხობ.

ეგ აზრი მალე მოგწამლავს და სიცოცხლეშივე მოკვდები, მიუხედავად იმისა, რომ

იარსებებ, შეჭამ, იძინებ და შეეცდები, შეძლებისადგვარად თავი შეიქციო.

ნუ ეცდები, იყო სასარგებლო. საკმარისია, საკუთარ თავს ეყუდნოდე. ყველაზე

მნიშვნელოვანი ეს არის.

ნურც გაუსწრებ და ნურც ჩამორჩები შენს სულს, რადგან სწორედ ის გიჩვენებს

ყოველი გადადგმული ნაბიჯისგან მიღებულ სარგებელს. ზოგჯერ ისტორიის

მდინარებას გადამწყვეტ ბრძოლაში მონაწილეობა ცვლის; სხვა დროს კი იმავეს

Page 16: აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო

გაკეთება შემთხვევითი გამვლელისთვის უმიზეზოდ ღიმილის ჩუქებითაა

შესაძლებელი.

ამგვარად, უნებლიედ შეიძლება გადაარჩინოთ სრულიად უცხო ადამიანი, რომელიც

უსარგებლობის განცდას შეეპყრო და თავის მოსაკლავად იყო მზად, სანამ ღიმილმა

არ უბოძა ახალი იმედი და თავდაჯერებულობა.

* * *

საკუთარი ცხოვრება ზედმიწევნით რომც შეისწავლო და გაიხსენო ყველა მომენტი,

როდესაც იტანჯებოდი, ოფლში იწურებოდი, მაგრამ გაღიმება მოახერხე ამ

მზისქვეშეთში, მაინც ვერ გაიგებ, როდის გამოადექი სხვას.

ცოცხალი არსება არასოდესაა უსარგებლო. თითოეული სულის მოვლინებას თავისი

მიზეზი აქვს.

ვინც მართლა ეხმარება სხვებს, სულაც არ ცდილობს, გამოსადეგი იყოს. ასეთი ხალხი,

უბრალოდ, ნაყოფიერად ცხოვრობს. რჩევას იშვიათად იძლევიან, მაგრამ თავად არიან

სამაგალითონი.

ნუ დაივიწყებთ, ისე იცხოვროთ, როგორც ყოველთვის გსურდათ. მოერიდეთ ხალხის

გაკიცხვას და მეტი ყურადღება დაუთმეთ საკუთAარი ოცნებების ასრულებას. ეს

შესაძლოა არც ისე მნიშვნელოვნად მოგეჩვენოთ, მაგრამ ღმერთი ყველაფერს ხედავს

და იცის, რომ თქვენს მიერ სხვებისთვის მიცემული მაგალითი მას სამყაროს

გამოსწორებაში ეხმარება. ყოველდღიურად იგი უფრო მეტ წყალობას მოიღებს

თქვენზე.

* * *

როდესაც არასასურველი სტუმარი გეწვევა, გეტყვის:

„სამართლიანია, იკითხო: „ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო, რატომ მიმატოვე მე“. მაგრამ

შენი ცხოვრების უკანასკნელ წამს მე დავინახე: სუფთა სახლი, გაშლილი სუფრა,

მოხნული მინდვრები, პირმომცინარი ყვავილები. ყველაფრისთვის წესისამებრ

მიგიჩენია ადგილი. მიმხვდარხარ, რომ დიდ ცვლილებებს წვრილმანები ახდენენ.

სწორედ ამიტომ, მე შენ სამოთხეში წაგიყვან.“

Page 17: აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო

* * *

მკერავმა ქალმა, ალმირამ, თქვა:

„შემეძლო, ჯვაროსნების მოსვლამდე დამეტოვებინა ქალაქი. აქამდე ეგვიპტეშიც

ჩავიდოდი და სამსახურიც მექნებოდა ნაშოვნი, მაგრამ ცვლილებების ყოველთვის

მეშინოდა.“

კოპტმა უპასუხა:

ცვლილებები გვაშინებს, რადგან გადატანილი ტანჯვა-წამება და გაღებული

მსხვერპლი გვაფიქრებინებს, რომ ჩვენს სამყაროს კარგად ვიცნობთ.

ეს სამყარო შეიძლება სულაც არ იყოს სხვებზე უკეთესი და სრულებითაც არ

გვაკმაყოფილებდეს, მაგრამ, სხვა თუ არაფერი, უსიამოვნო მოულოდნელობებით

მაინც არ დაგვტანჯავს. ფეხი არ დაგვიცდება.

თუ საჭირო გახდა, მცირე შესწორებებს შევიტანთ და ყველაფერი კალაპოტს

დაუბრუნდება.

ვხედავთ, რომ მთები ყოველთვის ერთ ადგილას დგანან. ვიცით, რომ უკვე გაზრდილ

ხეს გადარგვა ახმობს.

ვამბობთ, გვინდა მთებივით უდრეკნი და ხეებივით ხელშეუხებელნი ვიყოთო,

მაგრამ ღამით ხშირად გვაღვიძებს ფიქრი: „ნეტავ, ჩიტივით შემეძლოს ერთ დღეს

მოვინახულო დამასკო და ბაღდადი, შემდეგ კი სახლში დავბრუნდე“.

ან: „ნეტავ, ქარს ვგავდე, რომელიც კაცმა არ იცის საიდან მოდის ან საით მიემართება

და ნებისმიერ წამს, მიზეზების აუხსნელად შეუძლია იცვალოს მიმართულება“.

თუმცა, მეორე დღეს გვახსენდება, რომ ჩიტები გამუდმებით გაურბიან მონადირეებს

და მტაცებელ ფრინველებს, ქარი კი ხშირად ქარბორბალად იქცევა ხოლმე და გზად

ყველაფერს ანადგურებს.

სასიამოვნოა იმაზე ფიქრი, რომ მომავალში იოლად გამოვნახავთ დროს

მოგზაურობისთვის და დავიკმაყოფილებთ წადილს. ეს გვამხნევებს, რადგან

ვხვდებით, რომ ბევრად მეტი შეგვიძლია, ვიდრე ვაკეთებთ. ოცნება არ არის სარისკო.

სახიფათო მხოლოდ მისი რეალობად ქცევის მცდელობაა.

დადგება დღე, როდესაც იღბალი კარს მოგვადგება – ან ბედის ანგელოზის ნაზი

კაკუნით შეგვეხმიანება, ან არასასურველი სტუმრისთვის დამახასიათებელი

ბრაგაბრუგით. ორივე მათგანი გვეტყვის, ახლავე შეიცვალეო. არა ერთი კვირის,

თვის, ან წლის შემდეგ, არამედ ახლავე.

არასასურველ სტუმარს ყოველთვის ვუჯერებთ. ყველაფერს ვიცვლით, რადგან იგი

გვაშინებს – სოფელს, ჩვეულებებს, ფეხსაცმელს, საკვებს, საქციელს. არასასურველ

Page 18: აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო

სტუმარს ვერ ვაიძულებთ, ნება დაგვრთოს დავრჩეთ ისეთებად, როგორებიც ვართ.

კამათს აზრი არ აქვს.

ბედის ანგელოზსაც ვუჯერებთ, მაგრამ ვეკითხებით: „რას მოგვცემს ეს?“ „ახალ

ცხოვრებას“, – გვპასუხობს იგი.

ვფიქრობთ: „მართალია, ცხოვრება პრობლემებითაა სავსე, მაგრამ გადაუჭრელი

არაფერია. სამაგალითონი უნდა ვიყოთ მშობლებისთვის, მასწავლებლებისთვის,

ბავშვებისთვის და სწორ გზას არ გადავუხვიოთ. მეზობლებიც კი მოელიან, ვუჩვენოთ

შეუპოვრობა – არ დავყაროთ ფარ-ხმალი ძნელბედობის ჟამს და გადავლახოთ ყველა

დაბრკოლება“.

სიამაყის გრძნობას გვიღვიძებს ხოტბის მოსმენა იმის გამო, რომ ცვლილებებს

ვუძალიანდებით და ბრმად მივყვებით გზას, რომელიც ბედმა გვარგუნა.

ეს დიდი შეცდომაა.

სწორი მხოლოდ ბუნების გზაა, მუდმივად ცვალებადი, როგორც დიუნები უდაბნოში.

თუ ვინმე ფიქრობს, მთები არ იცვლებიანო, ცდება – მათ მიწისძვრა წარმოშობს,

ხოლო ქარი და წვიმა წარეცხავს. მიუხედავად იმისა, რომ ვერ ვამჩნევთ, ყოველდღე

ოდნავ განსხვავებულნი არიან.

მთები იცვლებიან და ეს სიამოვნებთ კიდეც. ერთმანეთს ეუბნებიან – რა კარგია,

მუდამ ერთი და იგივე გარეგნობა რომ არ გვაქვსო.

თუ ვინმე ფიქრობს, ხეები არ იცვლებიანო, ისიც ცდება. მათ უწევთ შეეგუონ

ზამთარში გაშიშვლებას და ზაფხულში შემოსვას. არც იმ ადგილს არიან მიჯაჭვულნი,

სადაც ფესვები აქვთ გადგმული, რადგან მათ თესლს ქარი და ფრინველები

ავრცელებენ.

ხეებსაც უხარიათ. მეგონა, ერთი ვიყავი, მაგრამ ვხედავ, გავმრავლებულვარო –

ეუბნებიან გარშემო ამოზრდილ შვილებს.

* * *

ბუნება გვეუბნება, შეიცვალეთო.

ვინც არ უფრთხის ბედის ანგელოზს, ესმის, რომ წინ უნდა მიიწევდეს მიუხედავად

შიშისა და ეჭვისა; არ უნდა დაითრგუნოს კიცხვისა და მუქარისაგან.

გადასინჯავენ საკუთარ ღირებულებებს და უპირისპირდებიან ცრურწმენებს.

მოყვარენი ცდილობენ, დაარიგონ: „რა საჭიროა ასე მოქცევა? ყველაფერი გაქვს, რაც

Page 19: აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო

გჭირდება – მშობლების სიყვარული, ცოლ-შვილი, ხელობა, რომლის შესწავლასაც

ამდენი დრო მოანდომე. მოერიდე სხვის მიწაზე უცხოდ ქცევის საშიშროებას.“

მიუხედავად ამისა, არ უშინდებიან პირველი ნაბიჯის გადადგმას – ზოგჯერ

ცნობისმოყვარეობის, ზოგჯერ ამბიციის, ყველაზე ხშირად კი მაინც თავგადასავლის

ძიების დაუოკებელი წყურვილის გამო.

გზის ყოველი მოსახვევი უფრო და უფრო აშინებთ, მაგრამ ამავდროულად აკვირვებთ

კიდეც, რადგან მიუხედავად ყველაფრისა, უფრო ძლიერები და ბედნიერები ხდებიან.

სიხარული – ყოვლისშემძლე ღმერთის უმთავრესი წყალობაა. თუ ბედნიერნი ვართ,

ესე იგი, სწორ გზას ვადგავართ.

შიში თანდათანობით ქრება, რადგან არ ვასაზრდოებდით.

ამ გზაზე მიმავალთ ერთი კითხვა არ გვასვენებს: „ხომ არ დააზარალებს სხვებს ჩემს

მიერ განხორციელებული ცვლილებები?“

თუ ვინმე გიყვარს, გინდა ბედნიერი იყოს. თავიდან შეიძლება შიში შემოგიჩნდეს,

მაგრამ ეს გრძნობა სიამაყით შეიცვლება, როდესაც დაინახავ, რომ იმას აკეთებს, რაც

სურს და მიდის იქ, სადაც ყოველთვის ოცნებობდა წასულიყო.

მოგვიანებით შეიძლება თავი მიტოვებულად ვიგრძნოთ და უსუსურობის განცდა

დაგვეუფლოს.

მოგზაურები ხშირად გადაეყრებიან ხოლმე მსგავსი გრძნობებით შეპყრობილ ხალხს.

საუბრისას გამოარკვევენ, რომ მარტონი არ არიან; მხარდამხარ განაგრძობენ სვლას და

ერთმანეთს სხვადასხვა დაბრკოლებებთან გამკლავების ხერხებს უზიარებენ. იმაზე

მეტად ივსებიან სიბრძნითა და სიცოცხლით, ვიდრე შესაძლებელი ეგონათ.

როდესაც კარვებში წვანან უძილობით, დარდითა და მწუხარებით გატანჯულნი,

თავს ეუბნებიან: „ხვალ კიდევ ერთ ნაბიჯს გადავდგამ. თუ გამიჭირდა, გზა ვიცი და

დავბრუნდები, თუმცა ბევრს არც წინსვლა დამაკლებს.“

* * *

ერთ მშვენიერ დღეს გზა მოულოდნელად შეწყვეტს მოგზაურის გამოცდას და მის

გულუხვად დაჯილდოებას შეუდგება. მგზავრის გატანჯული სული

შემოთავაზებული ხელგაშლილობით დატკბება და ახალ გამოწვევებისთვის

მოემზადება.

Page 20: აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო

მანამდე ანგარიშმიუცემლად გადადგმული თითოეული ნაბიჯი ახლა გააზრებულ

მსვლელობად იქცევა.

ნაცვლად შვების მომგვრელი უსაფრთხოების განცდას მიცემისა, ახალ გამოწვევებთან

გამკლავების სიამოვნებას ეზიარება.

მოგზაური კვლავ მიემგზავრება. იმდენად მოწყენილობას აღარ უჩივის, რამდენადაც

დაღლილობას, თუმცა, ასეთ დროს ჩერდება, პეიზაჟით ტკბება და სვლას

დასვენებული განაგრძობს.

ნაცვლად საკუთარი ცხოვრების იმ გზების მოჭრაში გალევისა, ყოველთვის რომ

აშინებდა, საკუთარი სავალის სიყვარულს ეჩვევა.

იმ შემთხვევაში, თუ ჯერ უცნობია, საით მიემართება, ან მცდარ გადაწყვეტილებებს

იღებს, მის გამბედაობას ღმერთი დაინახავს და სწორ გზაზე დასაბრუნებლად საჭირო

შთაგონებას უბოძებს.

მოსვენებას არ აძლევს მომავალ დაბრკოლებებზე ფიქრი, მაგრამ ის უფრო აშინებს,

ვაითუ მათ ვერ გაუმკლავდეს. როდესაც მიმართულებას აირჩევს და უკან დასახევ

გზებს მოიჭრის, აღმოაჩენს, რომ უზარმაზარი ნებისყოფა ჰქონია და ყველა გარემოება

მის გადაწყვეტილებებს ერგება.

სიძნელე – უძველესი ხელსაწყოა, შექმნილი მარტივი მიზნისთვის – დაგვეხმაროს

საკუთარი პიროვნების განსაზღვრაში.

რელიგიები გვასწავლიან, რომ ღმერთთან მიახლოების გზები მხოლოდ რწმენა და

ცვლილებაა.

რწმენა გვაჩვენებს, რომ არასოდეს ვართ მარტონი.

ცვლილება გვეხმარება, შევიყვაროთ იდუმალება.

როდესაც საქმეს ცუდი პირი გამოუჩნდება, თავს კი მარტოდ და უძლურად

ვიგრძნობთ, უკან ვერ გავიხედავთ, რადგან ჩვენი შეცვლილი სულის დანახვა

შეგვაშინებს.

არ შევუშინდებით ხვალინდელ დღეს, რადგან წინა დღით ღმერთმა გადმოგვხედა.

მისი მზრუნველობა არასოდეს მოგვაკლდება.

სწორედ ეს მზრუნველობა დაგვიფარავს ტანჯვისაგან, ან მისთვის თავის

ღირსეულად გართმევის ძალით აღგვავსებს.

დაგეგმილზე ბევრად შორს წავალთ. გავეშურებით იქით, საიდანაც ცისკრის

ვარსკვლავი ამოიწვერება. განვლილი მანძილის სიდიდე გაგვაკვირვებს, რადგან

იმაზე ბევრად მეტი იქნება, ვიდრე წარმოგვედგინა.

Page 21: აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო

* * *

შეიცვლები თუ არა, არასასურველი სტუმარი მაინც მოგაკითხავს. მაგრამ ვინც

შეიცვალა, მხოლოდ მას ექნება სათქმელი, საინტერესო ცხოვრება განვვლე და

ნაბოძები სიცოცხლე ამაოდ არ გამიფლანგავსო.

თქვენ, ვისაც თავგადასავლის ძიება სახიფათო საქმე გგონიათ, გეუბნებით:

ერთფეროვნება ადამიანს გაცილებით ადრე კლავს.

* * *

ვიღაცამ სთხოვა:

„როცა საქმე წახდება, გამხნევება თუ გვიშველის. გველაპარაკე სილამაზეზე.“

მან კი მიუგო:

ხალხი ხშირად ამბობს, შინაგანი სილამაზე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე

გარეგანიო.

არ არის მართალი.

თუ ასეა, მაშინ რატომ ხარჯავენ ყვავილები ამდენ ენერგიას ფუტკრების მისაზიდად?

რატომ გარდაიქმნებიან წვიმის წვეთები ცისარტყელად მზის დანახვისას? იმიტომ,

რომ ბუნება სილამაზეს მიელტვის და მხოლოდ მაშინ კმაყოფილდება, როდესაც იგი

წარმოჩინდება. გარეგანი სილამაზე ხილულად ქცეული შინაგანი მშვენიერებაა,

რომელიც ჩვენს თვალებში ჩამდგარ შუქში აისახება. არაფრის მთქმელია ვისიმე

ცუდი ჩაცმულობა, გაბატონებულ იდეალებთან შეუსაბამობა, ან თუნდაც, სხვებზე

შთაბეჭდილების მოხდენის ყოველგვარ მცდელობაზე უარის თქმა. თვალები სულის

სარკეა და ყველაფერს ასახავს, რაც ერთი შეხედვით დაფარული ჩანდა. ამასთანავე,

სარკესავით აირეკლავს იმ ადამიანის გამოსახულებას, ვინც მათში ჩაიხედება. თუ

სხვის თვალებში მაცქერალის სული წყვდიადს მოუცავს, მხოლოდ საკუთარ

სიმახინჯეს დაინახავს.

სილამაზე ყველა ქმნილებაში ცოცხლობს, მაგრამ სახიფათოა ის გარემოება, რომ

უმეტესწილად, მოწყვეტილი ვართ ღვთიურ ძალას და თავს უფლებას ვაძლევთ,

სხვათა შეხედულებებმა ჩვენზე გავლენა მოახდინოს. საკუთარ სილამაზეს

უარვყოფთ, რადგან სხვები ვერ, ან არ ხედავენ მას. ნაცვლად ისეთებად დარჩენისა,

Page 22: აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო

როგორებიც ვართ, ვცდილობთ სხვებს მივბაძოთ, ის სახე მივიღოთ, რაც ხალხის

აზრით „ლამაზია“. ნელ-ნელა სული გვიუფერულდება, ნებისყოფა გველევა და

მთელი პოტენციალი, რაც ქვეყნიერების გასალამაზებლად გვქონდა, უკვალოდ ქრება.

გვავიწყდება, რომ სამყარო ისეთია, როგორსაც წარმოვიდგენთ.

ადრე თუ მთვარის შუქი ვიყავით, ახლა მხოლოდ გუბე ვართ, რომელიც მას

აირეკლავს და მალე მზე ამოაშრობს. ყოველივე კი იმის გამო, რომ ერთხელ ვიღაცამ

გვითხრა, მახინჯი ხარო, ან ის ლამაზიაო. ამ მარტივი სიტყვებით წაგვართვეს

თავდაჯერებულობა.

შედეგად დავმახინჯდით და გავბოროტდით.

* * *

ასეთ დროს, შეგვიძლია ნუგეში ვპოვოთ ეგრეთ წოდებულ „სიბრძნეში“, რაც

არაფერია იმ ხალხის მიერ შეკრებილი აზრების გარდა, ვისაც სამყაროს განმარტება

უქცევია მიზნად, სიცოცხლის იდუმალების პატივისცემა კი დავიწყებია. ეს „სიბრძნე“

უსარგებლო წესებს, კანონებსა და ყაიდას ამკვიდრებს, რომელთა დანიშნულებაც

ქცევის ნორმების ჩამოყალიბებაა.

ამ ცრუ სიბრძნის თანახმად, არ უნდა დავეძებდეთ სილამაზეს, რადგან იგი

ზედაპირული და წარმავალია.

არც ეს არის მართალი. ამ მზისქვეშეთში არსებული ყველა ქმნილება, ფრინველი

იქნება ეს თუ მთა, ყვავილი თუ მდინარე, დაბადების სასწაულს წარმოადგენს.

თუ არ ავყვებით ცდუნებას, სხვებმა განგვისაზღვრონ პიროვნება, ჩვენს სულებში

დასადგურებულ მზეს გაბრწყინების საშუალებას მივცემთ.

სიყვარული გვერდზე ჩაგვივლის და გვეტყვის, არასოდეს შემიმჩნევიხარო.

ჩვენი სული კი უპასუხებს: „მეტი ყურადღება უნდა გამოიჩინო და დამინახავ. შენი

თვალების ახელას დიდი ძალისხმევა დასჭირდა, მაგრამ რაკი ერთხელ შემნიშნე,

ნუღარ მიმატოვებ, რადგან ყველას გვსურს სილამაზეს ვეზიაროთ.“

სილამაზე მრავალფეროვნებაშია და არა ერთგვაროვნებაში. გინახავთ ჟირაფი

გრძელი კისრის, ან კაქტუსი ეკლების გარეშე? მთებს ჩვენს ირგვლივ უსწორმასწორო

მწვერვალები სძენენ შთამბეჭდავ იერს. ყველა ერთნაირი რომ იყოს, აღარ

გამოიწვევდნენ ჩვენში აღტაცებას.

Page 23: აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო

სწორედ მრავალფეროვნებაა, რაც გვაოცებს და გვიზიდავს.

თუ კედარს ვუყურებთ, ის აზრი კი არ გვიტრიალებს, ყველა ტოტი ერთი ზომისა

უნდა იყოსო, არამედ – რა მყარად დგასო.

გველის დანახვისას არავინ იტყვის, ეს მიწაზე დახოხავს, მე კი წელში გამართული

დავიარებიო. ნაცვლად ამისა, ვფიქრობთ: „შეიძლება პატარაა, მაგრამ მრავალფერი

კანი აქვს, მოძრაობა – მოხდენილი, თანაც ჩემზე ბევრად ძლიერია.“

როდესაც აქლემს უდაბნოში მივყავართ, არასოდეს ვიტყვით, კუზიანია და უშნო

კბილები აქვსო. მხოლოდ იმას ვიფიქრებთ, სიყვარულს ერთგულებისა და გაწეული

შრომის გამო იმსახურებს, რადგან მის გარეშე ქვეყნიერებას ვერ მოვივლიდიო.

დაისი მაშინ უფრო ლამაზია, როდესაც ცა სხვადასხვა ფორმის ღრუბლებითაა

მოფენილი. მხოლოდ ასეთ დროს აღიბეჭდება მასზე ფერთა სიუხვე, ასეთ დროს

უჩენს ადამიანს ოცნებისა და ლექსის წერის სურვილს.

ვაი მათ, ვინც ფიქრობს, ლამაზი არ ვარ და ამიტომ არ მოუკაკუნებია ჩემს კარზე

სიყვარულსო. მოუკაკუნა, მაგრამ როდესაც კარი გაუღეს, შემოსაპატიჟებლად არ

იყვნენ მზად.

უმიზნოდ გამოედევნენ სილამაზეს და დაავიწყდათ, რომ ისედაც მშვენივრად

გამოიყურებოდნენ.

ცდილობდნენ, სხვებისთვის მიებაძათ, სიყვარული კი ყველასგან განსხვავებულს

ეძებდა.

ცდილობდნენ, სხივები აერეკლათ და ვერ ხვდებოდნენ, რომ ბრწყინვალება შიგნიდან

მოდის.

* * *

ახალგაზრდა კაცმა, რომელიც იმ ღამით აპირებდა გამგზავრებას, თქვა:

„ყოველთვის მიჭირდა მიმართულების არჩევა.“

მან უპასუხა:

მზის მსგავსად, სიცოცხლეც ყველა მიმართულებით ანათებს.

დაბადებიდან ყველაფერი ერთდროულად გვწადია და მოზღვავებულ ენერგიას ვერ

ვაკონტროლებთ.

Page 24: აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო

თუ ცეცხლის დანთება გვინდა, მზის სხივების ერთ წერტილში ფოკუსირება უნდა

მოვახდინოთ.

ღვთიურმა ძალამ სამყაროს უდიდესი საიდუმლო – ცეცხლი გაუზიარა. არა მხოლოდ

მწველი, არამედ ისიც, რომელიც ხორბალს პურად აქცევს.

დგება დრო, როდესაც შინაგანი ცეცხლის კონცენტრირება გვჭირდება, რათა

ცხოვრებას მნიშვნელობა შევძინოთ.

მერე კი ცად აღვავლენთ კითხვას: „რას ნიშნავს ყოველივე ეს?“

ზოგი მაშინვე გვერდზე გადადებს ამ კითხვას, რადგან დამთრგუნველია, ძილს

გაკარგვინებს და ვერც პასუხს მიაკვლევ იოლად. ასეთი ხალხი ხვალინდელ დღეს

ზუსტად ისე გაატარებს, როგორც გუშინდელს.

ხოლო როდესაც არასასურველი სტუმარი ეწვევათ, იტყვიან, სიცოცხლე მოკლე იყო

და ეს წყალობაც ფუჭად გავფლანგეო.

* * *

სხვები არ უფრთხიან კითხვის დასმას, მაგრამ საკუთარი აზრის უქონლობის გამო, იმ

ხალხის ნაწერების გაცნობას იწყებენ, რომელთაც თვალი გაუსწორეს ამ გამოწვევას.

შედეგად, პოულობენ პასუხს, რომლსაც მართებულად მიიჩნევენ.

ასეთ შემთხვევაში, ნაპოვნ პასუხს ემონებიან. იგონებენ წესებს და კანონებს იმის

შესახებ, რაც ცხოვრების ერთადერთ ჭეშმარიტ მიზნად მიაჩნიათ და ცდილობენ,

სხვებსაც დააჯერონ თავიანთი შეხედულების სისწორე. ტაძრებს ამ მოსაზრების

გასამყარებლად აგებენ, ასამართლებენ ყველას, ვინც შეეწინააღმდეგება მათ მიერ

აბსოლუტურ ჭეშმარიტებად მიჩნეულ რწმენას.

* * *

თუმცა, ისეთებიც არსებობენ, რომლებიც თავიდანვე ხვდებიან, რომ ეს უპასუხო

კითხვაა.

მასთან ჭიდილში დროის უაზროდ ხარჯვის ნაცვლად, მოქმედებას იწყებენ.

იხსენებენ საკუთარ ბავშვობას და რა ავსებდათ ენთუზიაზმით მაშინ;

უგულებელყოფენ უფროსების რჩევას და ცხოვრებას გატაცებებს უძღვნიან.

Page 25: აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო

ენთუზიაზმი წმინდა ცეცხლია.

ნელ-ნელა აღმოაჩენენ, რომ მათი ქმედება ადამიანისთვის იდუმალ

მისწრაფებებთანაა დაკავშირებული. ამ იდუმალების პატივისცემის ნიშნად თავს

ხრიან და ლოცულობენ, რათა არ გადაუხვიონ ჯერ კიდევ შეუცნობელი გზიდან,

რომელსაც მხოლოდ გულში აგიზგიზებული ცეცხლის გამო დაადგნენ.

როცა ახერხებენ, ინტუიციას ეყრდნობიან, ხოლო თუ ეს უკანასკნელი დააღალატებს,

დისციპლინას იშველიებენ.

შეშლილებს ჰგვანან. ხშირად გიჟებივით იქცევიან, მაგრამ გიჟები მაინც არ ეთქმით.

უბრალოდ, ჭეშმარიტ სიყვარულსა და სურვილს მიაგნეს. ეს ორი კი იმ მიზანსა და

მიმართულებაზე მიუთითებთ, რომელთაც უნდა მისდიონ.

მათი სურვილი უბიწოა, სიყვარული – წმინდა და ყოველი ნაბიჯი – გამიზნული.

როდესაც ეჭვი ღრღნით და დარდი მოეძალებათ, ლოცულობენ: „მე ხომ იარაღი ვარ.

ღმერთო, დამრთე ნება ისეთ იარაღად ვიქცე, რომელიც შენს ნებას აღასრულებს“.

გზა კი აირჩიეს, მაგრამ საბოლოო მიზანი შეიძლება, მხოლოდ მაშინ გამოარკვიონ,

როდესაც არასასურველი სტუმარი ეწვევათ. ამაში ჩანს იმ ადამიანის სილამაზე,

რომელიც წინსვლას განაგრძობს და მეგზურად ენთუზიაზმი და სიცოცხლის

იდუმალების პატივისცემა მიჰყვება; მისთვის გზა ლამაზი, ტვირთი კი მსუბუქია.

მიზანი ხან დიდია, ხანაც პატარა. ან შორს არის, ან იქვე, ორ ნაბიჯში, მაგრამ მის

საძიებლად პატივითა და ღირსებით აღჭურვილნი მიემართებიან. იციან, რისი

ტოლფასია თითოეული ნაბიჯი, რაოდენ დიდი ძალისხმევა, მომზადება და

მიხვედრილობა დასჭირდა ყოველივეს.

თვალი არა მხოლოდ მიზნის მიღწევაზე უჭირავთ, არამედ ყველაფერზე, რაც გარშემო

ხდება. ხშირად უხდებათ დასვენება, რადგან ძალა ელევათ.

ასეთ დროს სიყვარული იჩენს თავს: „გგონია გარკვეული მიზნისკენ მიისწრაფი,

მაგრამ მისი არსებობის ერთადერთი გამართლება შენი მისდამი სიყვარულია. ცოტა

შეისვენე, მაგრამ როგორც კი ძალას მოიკრებ, გზა განაგრძე, რადგან შენმა მიზანმა

შეიტყო, რომ მისკენ მიდიოდი და ისიც შენს შესახვედრად მორბის.“

* * *

ვინც უგულებელყოფს კითხვას, ვინც პასუხობს მას და ვისაც ესმის, რომ საპასუხოდ

ერთადერთი გზა მოქმედებაა, ყველა ერთნაირ დაბრკოლებებს გადააწყდება და ერთი

Page 26: აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო
Page 27: აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო

„არ დაგღალა ლოდინმა?“

„დამღალა, – მიუგებს ვარდი, – მაგრამ ფურცლები თუ დავკეცე, დავჭკნები და

მოვკვდები.“

სიყვარული შეიძლება არ გვეწვიოს, მაგრამ მის მისაღებად მაინც ყოველთვის მზად

უნდა ვიყოთ. ზოგჯერ, როდესაც მარტოობა ტვირთად გვაწვება, მასთან გამკლავების

ერთადერთი გზა სიყვარულია.

* * *

ცხოვრების უდიადესი მიზანი სიყვარულია, დანარჩენი – დუმილი.

სიყვარული გვესაჭიროება მაშინაც კი, როდესაც იქამდე მივყავართ, სადაც ცრემლის

ტბებია – უცნობ, იდუმალ სამყარომდე.

ცრემლები თავადვე ამბობენ სათქმელს. როცა გვგონია, ტირილით გული ვიჯერეთ,

მათი ნაკადი მაინც არ წყდება, მაგრამ თუ დავიჯერებთ, რომ ცხოვრება ერთი გრძელი

გასეირნებაა სევდის ველზე, მაშინვე გაქრება.

მიუხედავად ტკივილისა, გულღიანი დავრჩით.

რადგან ვხვდებით, რომ ვინც მიგვატოვა, მზე თან არ წაუღია და მის ადგილას

წყვდიადი არ დაუტოვებია. უბრალოდ, მიგვატოვა. ყველა დამშვიდობებას თან

შეფარული იმედი ახლავს.

სჯობს გყვარებოდა და დაგეკარგა, ვიდრე არასოდეს გყვარებოდა.

* * *

ერთადერთი არჩევანი ამ უმართავი ძალის მორევში თავით გადაშვებაა. შეგვიძლია,

ვთქვათ: „ადრეც განმიცდია ძლიერი ტანჯვა და ვიცი, რომ არც ეს გასტანს დიდხანს.“

ამით სიყვარულს განვდევნიდით, სიცოცხლისთვის კი გვამებად ვიქცეოდით.

ბუნება ღვთის სიყვარულის გამოვლინებაა. რასაც უნდა ვაკეთებდეთ, იგი ჩვენს

სიყვარულს არ იშლის. ამიტომ პატივი ვცეთ და შევითვისოთ მისი გაკვეთილი.

გვიყვარს, რადგან სიყვარული გვათავისუფლებს – ისეთ რამეს გვათქმევინებს, რის

გულში გასავლებადაც, გამბედაობა არ გვყოფნიდა.

ათასჯერ გადადებულ გადაწყვეტილებებს ვიღებთ.

ვეჩვევით „არას“ თქმას, სიტყვისა, რომელსაც მანამდე ისე ვერიდებოდით, თითქოს

დაწყევლილი ყოფილიყო.

Page 28: აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო

ვეჩვევით „ჰოს“ თქმას და მოსალოდნელი შედეგები აღარ გვაშინებს.

გვავიწყდება ყველაფერი, რაც სიყვარულზე გვასწავლეს, რადგან თითოეულ ახალ

შეგრძნებას თავისი ტანჯვა და აღტყინება სდევს თან.

ხმამაღლა ვმღერით, როდესაც შეყვარებული ჩვენგან შორსაა, და ხმადაბლა

ვუკითხავთ ლექსებს, როცა ახლოსაა. ასე ვიქცევით მაშინაც კი, თუ არ გვისმენს და

ყურადღებას არ აქცევს ჩვენს სიმღერებსა და ლექსებს.

სამყაროს თვალდახუჭულნი არ შევცქერით და არ ვჩივით, ბნელაო. თვალები

ფართოდ გვაქვს გახელილი, იმ იმედით, რომ სინათლე დაუჯერებელი ოცნებების

ახდენაში დაგვეხმარება. ყოველივე ეს სიყვარულის ნაწილია.

ჩვენი გული სიყვარულისთვის ღიაა და უშიშრად ვნებდებით მას, რადგან ვიცით,

დასაკარგი არაფერი გვაქვს.

როდესაც სახლში ვბრუნდებით, ვიგებთ, რომ ვიღაც გველოდებოდა; იმავეს ეძებდა,

რასაც ჩვენ; ჩვენნაირ მღელვარებასა და წყურვილს შეეპყრო.

სიყვარული ღრუბლად ქცეულ წყალს ჰგავს, იგი ცაში ასულა და შორიდან

ათვალიერებს ყველაფერს. იცის, რომ ერთ დღესაც დედამიწას დაუბრუნდება.

რადგან სიყვარული წვიმად ქცეული ღრუბელია, რომელიც მიწისაკენ მოიწევს და

მინდვრებს რწყავს.

სიყვარული უბრალო სიტყვაა, სანამ ნებას მივცემთ მთელი ძლევამოსილებით

შეგვიპყროს.

სიყვარული, უბრალოდ, სიტყვაა, სანამ ვინმე გამოჩნდება და მნიშვნელობას

მიანიჭებს.

ხელს ნუ ჩაიქნევ. გახსოვდეს, რომ გასაღებების აცმიდან კარს ყოველთვის

უკანასკნელი აღებს.

* * *

ერთი ახალგაზრდა არ დაეთანხმა:

„ლამაზი სიტყვებით ლაპარაკობ, მაგრამ საქმე ისაა, რომ დიდი არჩევანი არასოდეს

გვაქვს. ცხოვრება და ხალხი ჩვენს ნაცვლად გეგმავს ჩვენს ბედს.“

მოხუცმა კაცმა კი დაამატა:

„მე უკან ვერ დავბრუნდები და დაკარგულ დროს ვეღარ დავიბრუნებ.“

Page 29: აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო

კოპტმა უპასუხა:

რასაც ახლა ვიტყვი, მტრის შემოსევის პირობებში შეიძლება სრულიად უსარგებლო

იყოს, მაგრამ მაინც დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვები, რათა ყველამ გაიგოს, როგორ

ვცხოვრობდით იერუსალიმში.

* * *

მცირე ხნის ფიქრის შემდეგ ასე განაგრძო:

უკან ვერავინ დაბრუნდება, მაგრამ წინ წასვლას ხომ არაფერი უშლის ხელს.

ხვალ მზე ამოვა და საკუთარი თავისთვის ერთადერთი რამ გექნებათ სათქმელი:

ამ დღეს ისე შევხედავ, თითქოს ჩემს ცხოვრებაში პირველი იყოს.

ოჯახის წევრებს გაოცებული და აღტაცებული გადავხედავ. გავიხარებ იმით, რომ

გვერდით მყვანან და უჩუმრად იზიარებენ ყბადაღებულ, მაგრამ ნაკლებად

გააზრებულ სიყვარულს.

ჰორიზონტზე გამოჩენილ პირველსავე ქარავანს გავყვები, იმის უკითხავად, თუ საით

მიემართება და მაშინვე მივატოვებ, როდესაც რაიმე უფრო საინტერესო მომჭრის

თვალს.

მათხოვარს ჩავუვლი და ფულს მთხოვს. მივცემ, ან უბრალოდ თვალს ავარიდებ. რაც

უნდა მივცე, მთელ ფულს მაინც სასმელზე დახარჯავს. ამაზე ფიქრში გართულს მისი

შეურაცხმყოფელი სიტყვები ჩამესმება, თუმცა მივხვდები, რომ ეს ურთიერთობის

დამყარების მისეული გზაა.

გვერდზე ჩავუვლი კაცს, რომელიც ხიდის დანგრევას ცდილობს. მის შეჩერებას

შევეცდები, ან მეც შემაფერხებს ის აზრი, რომ, რადგან ხიდს ანგრევს, ესე იგი მეორე

მხარეს არავინ ელოდება და ამ ხერხით ცდილობს, საკუთარ მარტოობას

გაუმკლავდეს.

ყველას და ყველაფერს ისე შევხედავ, როგორც პირველად. განსაკუთრებით

უმნიშვნელო რამეებს, რომელთაც შევეჩვიე და გადამავიწყდა, რაოდენ

სასწაულებრივნი არიან. მაგალითად, უცნობი ძალით მოძრავ ქვიშას უდაბნოში,

რადგან ქარი ჩემთვის უხილავია.

პერგამენტის ნაჭერს მუდამ თან ვატარებ და, იმის ჩანიშვნის ნაცლად, რაც ისედაც არ

დამავიწყდება, ავდგები და ლექსს დავწერ. მერე რა, თუ ადრე არასოდეს დამიწერია

Page 30: აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო

და არც მომავალში ვაპირებ. ის მაინც მეცოდინება, რომ ოდესღაც მეყო გამბედაობა,

გრძნობები სიტყვებით გადმომეცა.

როდესაც პატარა, ნაცნობ სოფელს მივუახლოვდები, უჩვეულო გზით შევალ. სახეზე

ღიმილი დამეფინება და ხალხი ერთმანეთს ეტყვის, ალბათ, გაგიჟდა, თორემ რა

გააცინებდა, ომმა და უბედურებამ მიწები გაავერანაო.

მე არ შევწყვეტ ღიმილს, რადგან მსიამოვნებს, გიჟი რომ ვგონივარ. ამის თქმას

ვცდილობ: „შეიძლება ჩემი სხეული გაანადგუროთ, მაგრამ სულს ვერაფერს

დააკლებთ.“

ამაღამ, გამგზავრებამდე, მოვაწესრიგებ მთელ გროვას ნივთებისას, რომელთათვისაც

არასოდეს მყოფნიდა მოთმინება. მათში ჩემი წარსულის მცირე ნაწილს აღმოვაჩენ.

წერილები, ჩანაწერები, ამონარიდები და ჩანახატები არსებობას განაგრძობენ; უამრავ

უცნაურ ამბავს მიამბობენ წარსულსა თუ მომავალზე, ქვეყნიერების სხვადასხვა

კიდეზე, ყველა განვლილ გზაზე, ჩემი ცხოვრების აღმართებსა და დაღმართებზე.

ჩავიცვამ პერანგს, რომელსაც ხშირად ვატარებ და პირველად შევნიშნავ ნაკერებს;

წარმოვიდგენ ხელებს, რომელთაც მოქსოვეს იგი, და მდინარის ნაპირს, სადაც ბამბა

იზრდებოდა. გავიაზრებ, რომ ყველა ეს ჩემთვის უხილავი რამ ამ პერანგის წარსულის

ნაწილია.

შეგუებული ნივთებიც კი – მაგალითად, სანდლები, ამდენხანს ტარების შემდეგ ჩემი

სხეულის ნაწილად რომ ქცეულა – იდუმალ წარსულს შეუმოსავს.

მომავლისაკენ ავიღებ გეზს და დაუბრკოლებლად სვლაში სანდლებზე დარჩენილი

ნაკაწრები დამეხმარება, რომლებიც მათ წარსულში წაბორძიკებისას დავაჩნიე.

დაე ყველაფერი, რასაც ხელს შევახებ, თვალით დავინახავ და პირით გემოს

გავუსინჯავ, განსხვავებული, მაგრამ ამავე დროს, ნაცნობი იყოს. ამგვარად

ყველაფერი გაცოცხლდება და ამიხსნის, რატომ გამომყვა ასე დიდხანს; მაზიარებს იმ

გრძნობების ხელახლა აღმოჩენის სასწაულს, რომელთაც რუტინამ ფერები

დააკარგვინა.

დავლევ ჩაის, რომელიც არასოდეს გამისინჯავს, რადგან სხვებმა მითხრეს, საშინელი

გემო აქვსო; გავისეირნებ ქუჩაზე, ადრე რომ არ გამივლია, რადგან სხვებმა მითხრეს,

უინტერესოაო; თვითონ გადავწყვეტ, მინდა თუ არა სხვა დროსაც დავუბრუნდე მას.

ხვალ თუ მზიანი დღე იქნება, მინდა მზეს წესიერად შევხედო.

თუ ღრუბლიანი დღე იქნა, დავაკვირდები, საით გაემართებიან მათი ფთილები.

ყოველთვის მგონია, დრო არ მყოფნის, ან საკმარის ყურადღებას არ ვიჩენ. ხვალ კი

თვალს მივადევნებ ღრუბლების მოძრაობას, ან მზის სხივებს და მათ მიერ

წარმოქმნილ ჩრდილებს.

Page 31: აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო

ჩემს თავზე გადაჭიმულ ცას ათასწლეულების მანძილზე უამრავი მართებული ახსნა

მოუძებნა ადამიანმა.

დავივიწყებ ყველაფერს, რაც მისწავლია ვარსკვლავებზე და ისინი გადაიქცევიან

ანგელოზებად, ან ბავშვებად, ან სულაც იმად, რისი დაჯერებაც იმ წამს მომინდება.

დრომ და ცხოვრებამ ყველაფრისთვის ლოგიკური ახსნა მაპოვნინეს, მაგრამ ჩემი

სული იდუმალებით საზრდოობს. იდუმალება მჭირდება, მჭირდება ჭექა-ქუხილში

გაბრაზებული ღმერთის გრგვინვა ამოვიცნო, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი

თქვენგანი ამას მწვალებლობად მიიჩნევდა.

მინდა ცხოვრება ფანტაზიით ავივსო – გაბრაზებული ღმერთის იდეა ბევრად უფრო

უცნაური, შიშისმომგვრელი და საინტერესოა, ვიდრე ბრძენკაცების მიერ ახსნილი

ბუნებრივი მოვლენა.

პირველად გავიღიმებ ისე, რომ თავს დამნაშავედ არ ვიგრძნობ, რადგან სიხარული

ცოდვა არ არის.

პირველად ავერიდები ყველაფერს, რაც ტკივილს მომაყენებს, რადგან ტანჯვა

უსარგებლოა.

არ დავიწუწუნებ ცხოვრებაზე და არ ვიტყვი: „ყველაფერი მუდამ ერთნაირია და ამის

შესაცვლელად არაფრის გაკეთება არ შემიძლია.“ ამ დღეს ისე გავატარებ, თითქოს

პირველი იყოს და წარმოუდგენელ რამეებს აღმოვაჩენ.

მიუხედავად იმისა, რომ ზოგან უთვალავჯერ გამივლია და ერთი და იმავე

ხალხისთვის „დილა მშვიდობის“ მითქვამს, დღევანდელი მისალმება სხვანაირი

იქნება. მოვალეობას კი არ მოვიხდი, არამედ დავლოცავ. იმედს დავიტოვებ, რომ

ყველა, ვისაც დაველაპარაკები, ჩაწვდება სიცოცხლის მნიშვნელობას, მიუხედავად

კართან მომდგარი საფრთხისა.

ყურს დავუგდებ სიმღერის სიტყვებს, რომელსაც ქუჩაში მღერიან და არავინ უსმენს,

რადგან მათი სულები შიშს დაუმძიმებია: „მმართველი სიყვარულია, მაგრამ არავინ

იცის ტახტრევანი სად აქვს; ამ საიდუმლო ადგილის მისაგნებად საჭიროა სიყვარულს

დანებდე.“

მეყოფა გამბედაობა, შევაღო ჩემი სულისკენ მიმავალი წალკოტის კარი.

დაე, შევხედო თავს ისე, თითქოს პირველად ვამყარებდე კავშირს საკუთარ

სხეულთან და სულთან.

დაე, ისეთად მივიღო თავი, როგორიც ვარ: ადამიანი, რომელიც სხვებივით დადის,

განიცდის და მეტყველებს, მაგრამ მიუხედავად მისეული ხინჯებისა, მაინც მამაცია.

Page 32: აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო

დაე, გამაოცოს ჩემთვის ჩვეულმა ქცევამ, ისე რომ თავად მეჩვენოს უცხოდ; ისე

მძაფრად შევიგრძნო ყველაფერი, როგორც ბაღდადიდან შემობერილი ქარის

მოტანილი უდაბნოს ქვიშის ჩხვლეტა სახეზე; აღვივსო ისეთი სათუთი წუთებით,

როდესაც მძინარე ცოლს ვუყურებ და ვცდილობ, წარმოვიდგინო, რა ესიზმრება.

თუ მარტოს მძინავს, ავდგები, ფანჯარასთან მივალ და ცას მივაპყრობ მზერას. ეს

დამარწმუნებს, რომ მარტოობა არ არსებობს, მთელი სამყარო ჩემს გვერდითაა.

შედეგად, დღის თითოეულ წუთს ისე გავლევ, თითქოს ყოველი მათგანი მუდმივად

მოულოდნელობებით ყოფილიყოს აღსავსე. მე განვიცდიდი ამ ყველაფერს, „მე“,

რომელიც არც მამაჩემს შეუქმნია, არც დედაჩემს და, მით უმეტეს, არც სწავლა-

განათლებას, არამედ ჩამოაყალიბა თითოეულმა გრძნობამ, რაც აქამდე განმიცდია და

მალევე დამვიწყებია, რათა ხელახლა განმეცადა.

ეს თუ ჩემი უკანასკნელი დღეა, ბოლომდე დავტკბები მისით, უმანკო ბავშვივით

გავატარებ, თითქოს ყველაფერს პირველად ვაკეთებდე.

* * *

ვაჭრის ცოლმა უთხრა: „გველაპარაკე სექსზე.“

მან უპასუხა:

ადამიანები ჩურჩულით საუბრობენ ამაზე, რადგან წმინდა საქმე ცოდვიან აქტად

უქცევიათ.

სამყარო ასეა მოწყობილი. აწმყოს განძარცვა რეალობისაგან, შეიძლება, სახიფათო

იყოს, მაგრამ დაუმორჩილებლობასაც აქვს დადებითი მხარეები, თუკი ვიცით,

როგორ გამოვიყენოთ იგი.

ორი სხეულის შეერთება სექსი არ არის. ეს მხოლოდ სიამოვნებაა. სექსი ბევრად

აღემატება სიამოვნების მიწიერ განცდას.

სექსის დროს განტვირთვა და დაძაბულობა ერთდროულად ეუფლება ადამიანს,

ისევე, როგორც ტკივილი და სიამოვნება, ან თუნდაც მორცხვობა და გამბედაობა,

რომელიც თავისთვის დაწესებული ზღვარის გადალახვაში ეხმარება.

როგორ თანაარსებობენ სრულიად საპირისპირო განცდები ასე ჰარმონიულად?

ამისთვის ერთადერთი გზა არსებობს – გრძნობებისადმი სრული დანებება.

დანებება ნდობის გამოხატულებაა.

Page 33: აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო

წარმოსახვა ვერ დაიტევს, რა მოხდებოდა არა მხოლოდ სხეულების, არამედ სულების

შერთვაც რომ შეგვეძლოს.

ერთად დავადგეთ დანებების სახიფათო გზას – ის ერთადერთია, რომლის მიყოლაც

ღირს.

ამან ჩვენი სამყაროც რომ შეცვალოს, არაფერს ვკარგავთ, რადგან სულისა და ხორცის

გამაერთიანებელი კარის გაღებით, მხოლოდ ჭეშმარიტ სიყვარულს ვიძენთ.

დავივიწყოთ, რაც გვასწავლეს, თითქოს გაცემა კეთილშობილური საქციელია, ხოლო

მიღება – დამამცირებელი. ხალხის უმეტესობისთვის სიყვარული მხოლოდ გაცემას

ნიშნავს, მაგრამ მიღებაც მისი გამოხატულებაა. თუ სხვას საშუალებას მივცემთ,

გაგვაბედნიეროს, ამით მასაც გავახარებთ.

* * *

როდესაც სექსუალური აქტის დროს ზედმეტ მზრუნველობას ვიჩენთ და მხოლოდ

პარტნიორის სიამოვნებაზე ვფიქრობთ, ჩვენი სიამოვნება მცირდება, ან საერთოდ

ქრება.

თუ ძალგვიძს, თანაბარი მონდომებით გავცეთ და მივიღოთ, სხეული მშვილდის

ლარივით დაიჭიმება, ხოლო გონება გასატყორცნად მომზადებული ისარივით

მოდუნდება. ასეთ დროს აზროვნება აღარაფერს განაგებს და ჩვენი ერთადერთი

მეგზური ინსტინქტი ხდება.

როდესაც სული და ხორცი ერთმანეთს ერწყმის, ხოლო ღვთიური ენერგია ავსებს

სხეულის არა მხოლოდ იმ ნაწილებს, რომელთაც ხალხის უმეტესობა ეროტიულად

მიიჩნევს, არამედ თითოეულ თმის ღერსა და კანის უჯრედს, ისინი სრულიად უცხო

ფერებად იღვრებიან. ორი მდინარე ერთდება და უფრო ლამაზი, ძლიერი მდინარე

წარმოიქმნება.

ყველაფერი, რაც სულიერია, ხორცს ისხამს, ხოლო ხორციელი – სულიერ ენერგიად

იქცევა.

ყველაფერი დასაშვებია, რაც პარტნიორისთვის მისაღებია.

ზოგჯერ სიყვარულს ღლის ნაზი სიტყვებით საუბარი. მაშ, მივცეთ საშუალება,

გამოვლინდეს მთელი სიდიადით, მზესავით აბრდღვიალდეს და ქარიშხალივით

წააქციოს ხეები.

Page 34: აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო

თუ წყვილიდან ერთ-ერთი მთლიანად დანებდება, მეორეც იგივეს იზამს, რადგან

დარცხვენა ცნობისმოყვარეობით შეიცვლება, ხოლო ეს უკანასკნელი იმ მხარეების

შეცნობაში დაეხმარება, რომელთა არსებობის შესახებ წარმოდგენაც კი არ ჰქონდა.

სექსი უნდა აღიქვათ როგორც ძღვენი, ერთგვარი რიტუალი გარდაქმნისა. ყველა სხვა

რიტუალის მსგავსად ამ შემთხვევაშიც განიცდით დასასრულის თანამდევ ექსტაზს,

მაგრამ ეს არ უნდა აქციოთ ერთადერთ მიზნად. უფრო მნიშვნელოვანია

პარტნიორთან ერთად გავუყვეთ გზას უცნობ ტერიტორიამდე, სადაც ოქროს,

საკმეველსა და მურს მივაკვლევთ.

ნუ დაუკარგავთ სიწმინდეს მნიშვნელობას. თუ ეჭვი შემოგიჩნდათ, გახსოვდეთ, რომ

ასეთ დროს მარტონი არ ვართ. ორივე მხარე ერთსა და იმავეს განიცდის.

უშიშრად გახსენით ფანტაზიების საიდუმლო ყუთი. ერთის გამბედაობა მეორესაც

თანაბარი სიმამაცით აღავსებს.

ვისაც ჭეშმარიტად უყვარს, შეძლებს არ შეუშინდეს განსჯას და შეაბიჯოს

მშვენიერების წალკოტში. ეს იქნება არა უბრალოდ ორი სხეულისა და სულის

შეხვედრა, არამედ ერთი წყაროს სათავე, რომლიდანაც სიცოცხლის წყალი

მოედინება.

ვარსკვლავები გადმოხედავენ მათ შიშველ სხეულებს, შეყვარებულები კი არ

დაირცხვენენ. ჩიტები ახლოს ჩაუფრენენ და შეყვარებულებიც ფრინველთა გალობას

წაბაძავენ. გარეული ცხოველები დიდი სიფრთხილით მიუახლოვდებიან, რადგან

მათ თვალწინ გადაშლილი სანახაობა ბევრად ველურია, ვიდრე თვითონ არიან. ისინი

მოწიწებისა და მორჩილების ნიშნად დახრიან თავებს.

დროც გაჩერდება, რადგან იქ, სადაც სიამოვნებას ჭეშმარიტი სიყვარული შობს,

ყველაფერი უსასრულოა.

* * *

ერთ-ერთმა მებრძოლმა, რომელიც ემზადებოდა მეორე დღეს სიკვდილთან

შესახვედრად და, ამისდა მიუხედავად, კოპტის მოსმენა გადაეწყვიტა, თქვა:

„ერთობა გვეწადა და ამის ნაცვლად დავიქსაქსეთ. დამპყრობლებმა გზად ქალაქები

ააოხრეს და ეს უკანასკნელნი იმ ომის შედეგებს იმკიან, რომელში ჩაბმაც არ სურდათ.

რა უნდა უამბონ გადარჩენილებმა შვილებს?“

მან კი მიუგო:

Page 35: აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო

მარტონი ვიბადებით და მარტონი მოვკვდებით. თუმცა, სანამ ამქვეყნად

დავიარებით, ჩვენი რწმენის მიღებას და განდიდებას ხალხი განაპირობებს.

მთელი ჩვენი ცხოვრება საზოგადოებაა და ისიც თვითგადარჩენის უნარს გვძენს. ასე

იყო, როდესაც გამოქვაბულებში ვცხოვრობდით და ასეა დღესაც.

პატივი ეცით მათ, ვინც თქვენს გვერდით აღიზარდა. პატივი ეცით მათ, ვინც

გასწავლიდათ. როცა დრო მოვა, უამბეთ სხვებს თქვენი ამბები და გადაეცით ცოდნა.

ამგვარად განაგრძობს საზოგადოება არსებობას და ტრადიცია უცვლელი რჩება.

ვინც სიხარულსა და იმედგაცრუებას სხვებს არ უზიარებს, სრულად ვერ შეიცნობს

საკუთარ ნაკლსა და დადებით თვისებებს.

* * *

ამავდროულად მოერიდეთ საფრთხეს, რომელიც ყველა საზოგადოებას ემუქრება:

ქცევის მიღებული ნორმებისადმი ხალხის დაქვემდებარებას, ამ ნორმების ნიმუშად

კი საკუთარი შეზღუდულობა, შიში და ცრურწმენა უქცევიათ.

ეს შეიძლება ძვირად დაგიჯდეთ, რადგან თუ გინდათ, თავისიანად მიგიჩნიონ,

მოგიწევთ ყველას ასიამოვნოთ.

ეს საზოგადოების სიყვარულს კი არ გამოხატავს, არამედ საკუთარი თავის

დაუფასებლობის დასტურია.

ნუ ეცდებით ყველას ასიამოვნოთ, თორემ პატივისცემას ვერავისგან დაიმსახურებთ.

მხოლოდ მაშინ გცემენ პატივს და შეგიყვარებენ, თუ თავი გიყვარს.

მეგობრები და მოკავშირეები იმ ხალხში ეძიეთ, ვისაც სჯერა საკუთარი თავის და

ყოველგვარ საქმესაც თავდაჯერებულნი ეკიდებიან.

არ მოგიწოდებთ ისეთ ხალხთან დაახლოვებას, ვინც თქვენსავით ფიქრობს. მე

გეუბნებით: „დაიახლოვეთ ხალხი, რომელთაც განსხვავებული შეხედულებები აქვს

და თქვენს სიმართლეში ვერასოდეს დაარწმუნებთ.“

მეგობრობა სიყვარულის ერთ-ერთი სახეა, ხოლო განსხვავებული აზრები და

შეხედულებები სიყვარულზე გავლენას ვერ ახდენს. სიყვარული მეწყვილეს

უპირობოდ ეგუება და ორივეს თავისებურად განვითარების საშუალებას აძლევს.

მეგობრობა ადამიანის მიმართ ნდობის გამოვლენაა და არა მისდამი დამორჩილება.

ნუ შეეცდებით, სიყვარულის ნებისმიერ ფასად მოპოვებას, რადგან იგი

შეუფასებელია.

Page 36: აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო

მეგობრად არ უნდა მიიჩნიოთ ისეთი ხალხი, ვინც ყველას ყურადღებას იპყრობს,

თვალში ეჩხირება და ამბობს: „ჩემი მჯობი, ჩემსავით ხელგაშლილი და კეთილი, კაცი

არ დაიარება მთელ იერუსალიმში.“

ნამდვილი მეგობარი ის არის, ვისაც შეხედულების ჩამოსაყალიბებლად საქმის

საბოლოო შედეგის ცოდნა არ სჭირდება. ასეთი ხალხი, საფრთხის მიუხედავად,

იმთავითვე იღებს გადაწყვეტილებებს.

მათი სული თავისუფალია და თუ ცხოვრება მოიტანს, პირვანდელ არჩევანსაც

იოლად შეცვლიან. უშიშრად ადგებიან გაუკვალავ გზებს, თავიანთ თავგადასავლებს

სხვებსაც უამბობენ და ასე ამდიდრებენ ქალაქსა თუ სოფელს.

თუ ერთხელ განვლეს მცდარი და სახიფათო გზა, არ გეტყვიან, ჩემსავით არასოდეს

მოიქცეო.

უბრალოდ, გეტყვიან, ერთხელ მცდარი და სახიფათო გზა ავირჩიეო.

მიზეზი კი ისაა, რომ ისევე აფასებენ თქვენს თავისუფლებას, როგორც თქვენ – მათსას.

მოერიდეთ მას, ვინც მხოლოდ მწუხარების ჟამს დგას თქვენს გვერდით და ცდილობს

განუგეშოთ. სინამდვილეში ამით საკუთარ თავს ეუბნება: „მე უფრო ძლიერი ვარ,

უფრო ჭკვიანი. ასეთ შეცდომას არ დავუშვებდი“.

დაუახლოვდით მას, ვინც მხიარულების ჟამს გიდგათ გვერდში, რადგან მის გულს

ეჭვი და შური არ ღრღნის. მხოლოდ თქვენი ბედნიერება ახარებს.

მოერიდეთ მას, ვინც თავს თქვენზე ძლიერად მიიჩნევს, რადგან სინამდვილეში ამით

მხოლოდ საკუთარ სისუსტეს ფარავს.

დაუახლოვდით მას, ვისაც არ ეშინია, იყოს მოწყვლადი, რადგან იგი

თავდაჯერებულია და ესმის, რომ ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას გვიცდება ფეხი.

მისთვის ეს არა სისუსტის, არამედ ადამიანური ბუნების გამოვლინებაა.

მოერიდეთ მას, ვინც ყოველი მოქმედების წინ გაუთავებლად ლაპარაკობს. მას, ვინც

ნაბიჯსაც არ გადადგამს, თუ დარწმუნებული არ არის, რომ ეს აღიარებას მოუტანს.

დაუახლოვდით მას, ვინც თქვენი შეცდომის დანახვისას არასოდეს იტყვის: „მე

სხვანაირად გავაკეთებდი.“ ვისაც მსგავსი შეცდომა არ დაუშვია, განსჯის უფლება არ

აქვს.

მოერიდეთ მას, ვინც მეგობრებს იძენს გარკვეული სოციალური სტატუსის

შესანარჩუნებლად, ან იმ კარის შესაღებად, რომელთან მიახლოების საშუალება სხვა

მხრივ არ ჰქონია.

Page 37: აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო

დაუახლოვდით მას, ვისაც ერთადერთი მნიშვნელოვანი კარის გაღება აინტერესებს –

თქვენი გულისა, რადგან ნებართვის გარეშე არასოდეს ხელყოფს თქვენს სულს და არც

მომაკვდინებელ ჭრილობას მოგაყენებთ იმის გამო, რომ გული გადაუშალეთ.

მეგობრობა მდინარეს ჰგავს: გვერდს უქცევს კლდეებს, არ უშინდება მინდვრებსა და

მთებს, ზოგჯერ დაგუბდება, მთლიანად ამოავსებს მიწაში გაჩენილ ღრუს და კვლავ

განაგრძობს დინებას.

როგორც მდინარეს არ ავიწყდება მისი საბოლოო მიზანი – ზღვა, ისე არ ივიწყებს

მეგობრობა, რომ მისი არსებობის ერთადერთი მიზეზი სხვათა სიყვარულია.

მოერიდეთ მას, ვინც ამბობს: „მეყო, მეტს არაფერს მოვიმოქმედებ“. მას ვერ გაუგია,

რომ არც სიცოცხლეს და არც სიკვდილს დასასრული არ აქვს. ისინი მხოლოდ

მარადისობის სხვადასხვა საფეხურს წარმოადგენენ.

დაუახლოვდით მას, ვინც ამბობს: „ყველაფერი რიგზეა, მაგრამ სვლა მაინც უნდა

განვაგრძოთ“. ასეთი ხალხი აცნობიერებს ხილულ ჰორიზონტს მიღმა გადაბიჯების

საჭიროებას.

მოერიდეთ მათ, რომლებიც იკრიბებიან საზოგადოებისთვის საჭირო

გადაწყვეტილებების მისაღებად, ხოლო საკითხებს სერიოზულად და თავმომწონედ

განიხილავენ. მათ ესმით პოლიტიკა; სხვებზე შთაბეჭდილების მოხდენით

ცდილობენ სიბრძნე გამოამჟღავნონ; თუმცა ვერ ხვდებიან, რომ თავიდან ერთი ღერი

თმის ჩამოვარდნის გაკონტროლებაც კი შეუძლებელია. დისციპლინა

მნიშვნელოვანია, მაგრამ ინტუიციასა და მოულოდნელობებს კარ-ფანჯარა არ უნდა

დავუხშოთ.

დაუახლოვდით მას, ვინც მღერის, ამბების მოყოლით იქცევს თავს, სიცოცხლით

ტკბება და თვალები ბედნიერებისაგან უბრწყინავს, რადგან ბედნიერება გადამდებია

და ყოველთვის ახერხებს პრობლემის გადაჭრის გზა დაგვანახოს, მაშინ როცა ლოგიკა

მხოლოდ დაშვებული შეცდომის ახსნას თუ გვაპოვნინებს.

დაუახლოვდით მას, ვინც სიყვარულის შუქს გაბრწყინების საშუალებას აძლევს

ყოველგვარი შეზღუდვის, განსჯისა და სარგებლის გარეშე; ვინც მას არ ახშობს ვერ

გაგების შიშით.

როგორც უნდა გრძნობდეთ თავს, ყოველი დილა იმაზე ზრუნვით დაიწყეთ, რომ

საკუთარ ნათელს გაბრწყინების საშუალება მისცეთ.

ვისაც თვალები აქვს, დაინახავს ამ შუქს და მოინუსხება.

Page 38: აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო

* * *

ახალგაზრდა ქალმა, რომელიც იშვიათად გამოდიოდა სახლიდან, რადგან ეგონა, მისი

არსებობა არავის ადარდებდა, წარმოთქვა:

„გვითხარი რამე სინატიფის შესახებ.“

ხალხი აჩოჩქოლდა:

„რა დროს სინატიფეზე ლაპარაკია, როცა მტერი კარს მოგვდგომია და სადაცაა ქუჩებს

ჩვენი სისხლით მორწყავს.“

კოპტს გაეღიმა. ეს არ იყო დამცინავი ღიმილი. პირიქით, იგი ახალგაზრდა ქალის

გამბედაობის მიმართ პატივისცემით აღივსო.

მან უპასუხა:

სინატიფეს ხშირად მიიჩნევენ გარეგნული მხარის ზედაპირულ თვისებად. ეს

შეხედულება მცდარია. ზოგიერთი სიტყვა ნატიფია, ზოგიც ადამიანს გულს

დაუკოდავს და გაანადგურებს, მაგრამ ყველა მათგანი ერთი და იმავე ასოებით

იწერება. ყვავილი ნატიფია, მაშინაც კი, როდესაც მინდვრის ბალახებშია მიმალული.

გაზელის სირბილიც დახვეწილი და ნატიფია, თუნდაც ლომს გაურბოდეს.

სინატიფე გარეგნული თვისება როდია. იგი სულის ის ნაწილია, რომლის დანახვა

სხვებსაც შეუძლიათ.

მაშინაც კი, როდესაც ვნება მატულობს, სინატიფე საშუალებას არ იძლევა ორი

ადამიანის დამაკავშირებელი ძაფები გაწყდეს.

სინატიფე გამოიხატება არა იმით, რაც გვაცვია, არამედ იმით, თუ როგორ ვიხდენთ ამ

სამოსს.

იგი თავს იჩენს არა ხმლის ქნევის ოსტატობაში, არამედ დიალოგში, რომლის

დახმარებითაც ომს თავიდან ავიცილებთ.

* * *

სინატიფე მიიღწევა მაშინ, როდესაც ყოველივე ზედმეტს მოვიშორებთ. ეს

გვაპოვნინებს სიმარტივესა და გულისხმიერებას. რაც უფრო მარტივია ადამიანის

ჩვეულება, მით უკეთესი, ზომიერი და ლამაზია იგი.

მაინც რა არის სიმარტივე? ეს არის სიცოცხლის ჭეშმარიტ ღირებულებათა თავმოყრა.

თოვლი ლამაზია, რადგან ყოველთვის ერთი ფერისაა.

Page 39: აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო

ზღვა ლამაზია, რადგან გაშლილ მინდორს წააგავს.

უდაბნო ლამაზია, რადგან ერთი შეხედვით მხოლოდ ქვებისა და ქვიშისაგან შედგება.

თუმცა, როდესაც მეტი ყურადღებით დავაკვირდებით, დავინახავთ, რაოდენ ღრმა და

სრულყოფილია თითოეული მათგანი. შევიცნობთ მათ ყველა თვისებას.

ცხოვრებაში უმარტივესი რამ ყველაზე საუცხოო აღმოჩნდება ხოლმე. მაშ, ნება

მიეცით, თავი იჩინოს.

თუნდაც მინდვრის შროშანი ავიღოთ. როგორ იზრდება იგი? არც იკლაკნება და არც

თავს ხრის. თვით დიად სოლომონ მეფესაც ვერ დაახასიათებდი ამგვარად.

რაც უფრო ახლოს მიდის გული სიმარტივესთან, მით უკეთ შეუძლია უშიშრად და

თავისუფლად შეიყვაროს. რაც უფრო უშიშრად უყვარს, მით მეტად ავლენს

სინატიფეს ყოველ განზრახვაში.

სინატიფეს კარგი გემოვნება არ განსაზღვრავს. ყველა კულტურას სილამაზის

თავისებური აღქმა გააჩნია და ხშირად ის ძლიერ განსხვავდება ჩვენი

შეხედულებისგან.

თუმცა მთელ მსოფლიოში ყველა თემსა და ხალხს გააჩნია სინატიფესთან

დაკავშირებული ღირებულებები: სტუმართმოყვარეობა, ღირსება, ზნე-ჩვეულებები.

ქედმაღლობა ზიზღსა და შურს აღვივებს, ხოლო სინატიფე პატივისცემასა და

სიყვარულს იწვევს ხალხში.

ქედმაღლობა გვაიძულებს, თანამოძმენი დავამციროთ. სინატიფე სინათლისაკენ

მიმავალ გზაზე გვაყენებს.

ქედმაღლობა სიტყვების წარმოთქმას ართულებს, რადგან მისი აზრით ჭკუა მხოლოდ

რჩეულთათვის მიუცია გამჩენს; სინატიფე კი რთულ აზრებს ყველასთვის გასაგებ

ენაზე წარმოთქვამს.

როდესაც ჩვენს არჩეულ გზას ვადგავართ, ნატიფად მივუყვებით მას და სინათლეს

ვასხივებთ. ნაბიჯი მტკიცეა, მზერა გამჭოლი, მოძრაობა – დახვეწილი. ყველაზე

რთულ დროებაშიც მტერი სისუსტეს ვერ შეგვამჩნევს, თუ სინატიფე გვიცავს.

იგი გვხიბლავს, რადგან თავს ზედმეტი ძალისხმევის გარეშე წარმოაჩენს.

მხოლოდ სიყვარული ასხამს ხორცს მიუღწეველ ოცნებებს.

მათი გარდასახვა კი მხოლოდ სინატიფეს შეუძლია.

Page 40: აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო

* * *

კაცმა, რომელიც ყოველ დილით ადრე დგებოდა ცხვრის ფარის ქალაქის საძოვრებზე

გასარეკად, წამოიძახა:

„ასეთი ლამაზი სიტყვებით ლაპარაკი რომ შეგძლებოდა, მთელი ცხოვრება სწავლას

მიუძღვენი. ჩვენ კი ოჯახების სარჩენად ყოველდღიური შრომა გვიწევს.“

მან უპასუხა:

ლამაზი სიტყვებით ლაპარაკი პოეტებს სჩვევიათ. ერთ დღესაც ვინმე დაწერს:

ჩამეძინა და მესიზმრა, თითქოს ცხოვრება მხოლოდ ბედნიერებით ყოფილიყოს

აღსავსე.

გამეღვიძა და აღმოჩნდა, რომ იგი მოვალეობის მოხდას მთხოვდა.

აღვასრულე ჩემი ვალი და ცხოვრებაც ბედნიერებით ამევსო.

საქმე სიყვარულის გამოვლინებაა, რომელიც ხალხს აკავშირებს. მისით ვგებულობთ,

რომ სხვების გარეშე ცხოვრება არ შეგვიძლია და მათაც ამდენადვე ვჭირდებით.

ორი სახის საქმე არსებობს.

პირველია საქმე, რომელსაც დღიური სარჩოს მოსაპოვებლად ვაკეთებთ. ასეთ

შემთხვევაში, ადამიანები, უბრალოდ, საკუთარ დროს ყიდიან, თუმცა ვერ ხვდებიან,

რომ მას ვეღარ დაიბრუნებენ.

მთელი ცხოვრება ოცნებობენ დასვენების შესაძლებლობაზე. როდესაც ამის დრო

დადგება, მოხუცები იქნებიან და ვეღარ დატკბებიან სიცოცხლით. ასეთი ხალხი

საკუთარ საქციელზე პასუხისმგებლობის აღებას გაურბის. ამბობენ, არჩევანი არ

მაქვსო.

თუმცა სხვა სახის საქმეც არსებობს. ხალხი მასაც დღიური სარჩოს მოსაპოვებლად

აკეთებს, მაგრამ ცდილობენ ყოველ წუთს სხვების მიმართ ერთგულება და

სიყვარული გამოხატონ.

ამ სახის საქმეს შესაწირი ჰქვია.

მაგალითად, ორი ადამიანი შესაძლოა ერთსა და იმავე კერძს ამზადებდეს, ზუსტად

ერთნაირი ინგრედიენტებით, მაგრამ ერთი სიყვარულს აქსოვდეს საქმეში, მეორე კი

ამ ყველაფერს მხოლოდ მუცლის ამოსავსებად აკეთებდეს. შედეგი ერთმანეთისგან

ძლიერ განსხვავებული იქნება, მიუხედავად იმისა, რომ სიყვარული არც ხილულია

და არც წონადი.

ვინც შესაწირს გაიღებს, აუცილებლად დაჯილდოვდება. რაც მეტად გამოამჟღავნებს

სიყვარულს, მით მეტად გაიზრდება მისი გრძნობა.

Page 41: აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო

როდესაც ღვთიურმა ძალამ სამყარო შექმნა, პლანეტებსა და ვარსკვლავებს, ზღვებსა

და ტყეებს, მინდვრებსა და მთებს, ყველას მიეცა საშუალება მის დაბადებაში მიეღო

მონაწილეობა. მათთან ერთად ხალხსაც მიეცა სიტყვა.

ზოგმა თქვა: „არ გვინდა. შეცდომებს ვერ გამოვასწორებთ და უსამართლობას ვერ

შევებრძოლებით.“

სხვამ დასძინა: „შუბლიდან ჩამოწურული ოფლით მოვრწყავ მინდვრებს და ამ გზით

ვადიდებ შემოქმედს.“

შემდეგ ეშმაკი გამოჩნდა და ტკბილი ხმით ჩასჩურჩულა: „ამ ლოდის მთის წვერზე

ატანა მოგიწევს და ახვალ თუ არა, მაშინვე ძირს ჩამოგორდება.“

ვისაც ეშმაკისა სჯეროდა, თქვა: „ცხოვრების არსი ერთი და იმავე საქმის უსასრულოდ

გამეორებაა.“

ვისაც არ სჯეროდა, მიუგო: „მაშ, შევიყვარებ ლოდს, რომელიც მთის წვერზე უნდა

ავიტანო. ამგვარად, ქვასთან გატარებული ყოველი წუთი საყვარელ არსებასთან

გატარებული იქნება.“

შესაწირი უსიტყვო ლოცვაა. სხვა ლოცვების მსგავსად, ისიც მორჩილებას მოითხოვს –

არა მონურს, არამედ თავისუფალი არჩევანისა.

აზრი არ აქვს, იძახო: „ბედი უსამართლოდ მექცევა. სხვები ოცნებებს ისრულებენ, მე

კი მხოლოდ სარჩოს მოსაპოვებლად ვაკეთებ საქმეს.“

ბედი არავის მიმართაა უსამართლო. საბოლოოდ, არჩევანი მაინც ჩვენია – შეგვიძლია

გვიყვარდეს ან გვძულდეს, რასაც ვაკეთებთ.

თუ გვიყვარს, ყოველდღიური საქმეც იმდენ სიამოვნებას მოგვანიჭებს, რამდენსაც

საკუთარი ოცნებების ასასრულებლად გზას დამდგარი ხალხი იღებს.

არავინ იცის, რამხელა მნიშვნელობა აქვს მათ გაკეთებულ საქმეს. სწორედ ამაშია

შესაწირის სილამაზე და იდუმალება. ეს ჩვენთვის მონდობილი მისიაა და

სანაცვლოდ ჩვენს მინდობასაც მოითხოვს.

გლეხი მიწის დამუშავებისას მზეს ვერ ეტყვის, დღეს მეტად იკაშკაშეო; ვერც

ღრუბლებს – ამ საღამოს გაწვიმდითო. მხოლოდ ის უნდა გააკეთოს, რაც საჭიროა:

მოხნას მიწა, დათესოს მარცვალი და მოთმინებით დაელოდოს მოსავალს.

სასოწარკვეთილება დაეუფლება, თუ მოსავალი გაუნადგურდა და შრომა წყალში

ჩაეყარა. მაგრამ ისიც, ვინც ოცნებების ასახდენად გზას დასდგომია, არაერთხელ

ინანებს მიღებულ გადაწყვეტილებას; მოუნდება, დაბრუნდეს და ლუკმა-პურის

მოსაპოვებლად სამსახური იშოვოს.

Page 42: აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო

მომდევნო დღეს კი, თითოეული მუშისა და თავგადასავლების მაძიებლის გულს

აღტყინება და თავდაჯერებულება აღავსებს. ორივე დაინახავს შესაწირის მიერ

გამოღებულ ნაყოფს და გაიხარებს, რადგან ერთ სიმღერას მღერიან: მათთვის

მინდობილი ამოცანისგან მოგვრილ მხიარულ ჰანგს.

მელექსეს შიმშილი მოკლავდა, მწყემსები რომ არ არსებობდნენ. მწყემსს დარდი

მოუღებდა ბოლოს მელექსის სიტყვების დამღერება რომ არ შესძლებოდა.

შესაწირის გაღებით სხვებს საშუალებას აძლევთ შეგიყვარონ, სიყვარულის უნარს

ანიჭებთ.

* * *

იმავე კაცმა კიდევ ერთი კითხვა დაუსვა კოპტს:

„რატომ უმართლებს ზოგიერთს სხვებზე მეტად?“

ამ კითხვაზე მიუგო:

სხვების მიერ შენი შრომის აღიარება არ განაპირობებს წარმატებას. იგი დიდი

მზრუნველობით დათესილი მარცვლის ნაყოფია.

როდესაც მოსავლის აღების დრო დადგება, შეგიძლია თქვა, წარმატებას მივაღწიეო.

შენ წარმატებას მიაღწიე საკუთარი შრომის გამო პატივისცემის დამსახურებაში,

რადგან მუშაობდი არა მხოლოდ თავის სარჩენად, არამედ სხვების მიმართ

სიყვარულის გამოსამჟღავნებლადაც.

მოახერხე, ბოლომდე მიგეყვანა საქმე, მიუხედავად იმისა, რომ გზა მოულოდნელი

სირთულეებით იყო აღსავსე. როდესაც ჭირ-ვარამმა შემართება მოგაკლო,

დისციპლინა მოიშველიე. როდესაც დაღლილობის გამო დისციპლინაც ხელიდან

გისხლტებოდა, თავს ამოსუნთქვის საშუალება მიეცი და დამშვიდებულმა დაგეგმე

სამომავლო ნაბიჯები.

ვერ დაგაუძლურა ვერც ერთმა მარცხმა. რისკის მოყვარული ხალხისთვის მსგავსი

ცხოვრებისეული დაბრკოლებები გარდაუვალია. აგონიას არ მისცემიხარ დანაკარგის

გამო, როდესაც რომელიმე იდეამ არ გაამართლა.

არ შეუჩერებიხარ დიდების მომენტებს, რადგან საბოლოო მიზნისთვის ჯერ არ

მიგეღწია.

Page 43: აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო

როდესაც მიხვდი, რომ დახმარება გჭირდებოდა, თავი დამცირებულად არ გიგრძნია.

სხვას როცა სჭირდებოდა დახმარება, არც მაშინ შეგშინებია საიდუმლოს გამხელის, ან

სხვათაგან გამოყენებისა და ყველაფერი უჩვენე, რაც მანამდე გესწავლა.

ვინც აკაკუნებს, გაუღებენ.

ვინც ითხოვს, მიეცემა.

ვინც ნუგეშს სცემს მოყვასს, იცის, რომ საჭიროების შემთხვევაში მსგავს თანადგომას

მიიღებს.

თუ ამათგან არცერთი მოხდება, მაგრამ კვლავ განაგრძობ ლოდინს, ადრე თუ გვიან

მაინც დაინახავ უშურველად გაღებული წყალობის ნაყოფს.

წარმატება მათ ეწვევა, ვინც დროს არ კარგავს საკუთარის სხვათა საქმიანობასთან

შედარებაში. იმის სახლში იბუდებს, ვინც ყოველდღე ამბობს, ყველაფერს გავაკეთებ

რაც შემიძლიაო.

ვინც მხოლოდ წარმატებას ეძიებს – იშვიათად პოულობს, რადგან ეს უკანასკნელი არა

დასასრული, არამედ შედეგია.

ამ აზრის აკვიატება არაფრად გვარგია. მხოლოდ გზას თუ აგვაცდენს და ცხოვრებით

ტკბობის საშუალებას გაგვიქრობს.

ყველა, ვისაც ჩვენი ქალაქის სამხრეთით წამომართული მთისხელა ოქროს გროვა

აქვს, მდიდარი როდია. ჭეშმარიტად მდიდარია ადამიანი, რომელიც არსებობის

ყოველ წამს სიყვარულის ძალით ივსება.

მიზანი არ უნდა დაივიწყო, მაგრამ მისკენ მიმავალ გზაზე თუ ცოტა ხნით შეჩერდები

და თვალწინ გადაშლილი ხედით დატკბები, არაფერს დაკარგავ. გზის

გაგრძელებისას ყოველი გადადგმული ნაბიჯი უფრო და უფრო მიგაახლოებს

მანამდე თვალუწვდენელ ადგილებთან. გამოიყენე შესაძლებლობა გაეცნო

ყველაფერს, რაც ადრე არც კი შეგინიშნავს.

ასეთ დროს საკუთარ თავს უნდა ჰკითხო: „კვლავ ხელუხლებელია ჩემი

ღირებულებები? მხოლოდ იმას ვცდილობ, რომ სხვებს ვასიამოვნო და ის ვაკეთო,

რასაც ჩემგან ელიან? თუ მართლა მივიჩნევ შესრულებულ საქმეს ჩემი სულისა და

შემართების გამოვლინებად? ნებისმიერ ფასად მინდა წარმატების მიღწევა, თუ

წარმატებული ვარ, რადგან ყოველი დღე სიყვარულით მავსებს?“

სწორედ ეს არის ნამდვილი წარმატება – ცხოვრებისეული სიმდიდრის მოხვეჭა, და

არა სკივრის ოქროთი გამოტენა.

Page 44: აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო

კაცი გეგმავს: „ამ ფულს გამოვიყენებ სახნავად, სათესად, მოსავლის ასაღებად და

ბეღლის ასავსებად, რათა არაფერი მოვიკლო.“ თუმცა, როდესაც არასასურველი

სტუმარი ეწვევა, მისი ყოველი მცდელობა ამაო გამოდგება.

ვისაც ყური აქვს სმენად, ისმინოს.

ნუ ეცდებით გზა დაიმოკლოთ. გაუყევით შორ გზას და აკეთეთ საქმე, რომელიც მიწას

უფრო ნაყოფიერად აქცევს, ხოლო გარემოს – გაალამაზებს.

ნუ ეცდებით დროის ბატონ-პატრონებად იქცეთ. თუ ნაყოფს ადრე მოწყვეტთ, მკვახე

იქნება და არავის არგებს. თუ შიშის, ან გულდაუჯერებლობის გამო მოსავლის აღებას

გადადებთ, ხილი დალპება.

შესაბამისად, უნდა დააფასოთ მოსავლის აღების დრო.

დაელოდეთ, გარდაქმნის სასწაულმა შედეგი გამოიღოს.

სანამ ხორბალს საცხობში არ მოვათავსებთ, მას პური არ ეთქმის.

სანამ სიტყვებს ერთად არ წარმოვთქვამთ, მათ ლექსი არ ეთქმით.

სანამ მქსოველი არ მოქსოვს ძაფებს, მათ სამოსი არ ეთქმით.

* * *

როდესაც სხვებისთვის შესაწირის მიძღვნის დრო დადგება, გაიკვირვებენ და

ერთმანეთს გადაულაპარაკებენ: „წარმატებული კაცი ეს ყოფილა, რადგან ყველას

სურს მისი შრომის ნაყოფი დააგემოვნოს.“

არავინ იკითხავს, ეს ხილი რა გარჯით მოიწიეს, რადგან ვინც საქმეს სიყვარულით

ეკიდება, თავისი შრომის ნაყოფს უხილავ სინატიფეს სძენს. როგორც ტანმოვარჯიშე

აიწევა ხოლმე ჰაერში ზედმეტი ძალისხმევის გარეშე, ისევე ბუნებრივ მოვლენად ჩანს

მიღწეული წარმატება.

თუ ვინმე მაინც გაბედავს ამ კითხვის დასმას, პასუხად მიიღებს: ვაპირებდი,

ყველაფერზე ხელი ჩამექნია; მეგონა ღმერთი აღარ ისმენდა ჩემს თხოვნებს; ხშირად

მიხდებოდა მიმართულების შეცვლა და ბევრჯერ გზასაც ავცდენილვარ. თუმცა,

მიუხედავად ამ ყველაფრისა, სწორ გზაზე დაბრუნება მაინც მომიხერხებია, რადგან

მივმხვდარვარ, რომ სხვაგვარად ცხოვრება შეუძლებელია.

ვისწავლე, რომელი ხიდი გამევლო და რომელი დამეწვა.

Page 45: აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო

* * *

მე ვარ პოეტი, გლეხი, ხელოვანი, ჯარისკაცი, მამა, ვაჭარი, გამყიდველი,

მასწავლებელი, პოლიტიკოსი, ბრძენი და კაცი, რომელიც ამ ყველაფრის მიუხედავად,

ძლივს უვლის ოჯახსა და შვილებს.

ვიცი, რომ ბევრი ჩემზე ცნობილი ადამიანი დაიარება ქვეყანაზე და ამ სახელს

იმსახურებენ კიდეც. სხვათა შემთხვევაში, ეს ამაოებისა და ფუჭი ამბიციის

გამოვლინებაა, რაც, სავარაუდოდ, დროის გამოცდას ვერ გაუძლებს.

რა არის წარმატებაო, მეკითხებით.

წარმატებაა, შეგეძლოს ყოველ ღამე გულდამშვიდებული დაწვე დასაძინებლად.

* * *

ალმირამ, რომელსაც კვლავაც სჯეროდა, რომ ანგელოზთა და მთავარანგელოზთა

არმია დაეშვებოდა ციდან წმინდა ქალაქის გადასარჩენად, სთხოვა:

„გვესაუბრე სასწაულების შესახებ.“

მან უპასუხა:

რა არის სასწაული?

მისი განმარტების უამრავი გზა არსებობს: ის, რაც ბუნების კანონებს ეწინააღმდეგება;

დიდი გასაჭირის ჟამს მოულოდნელი შვება; ავადმყოფის განკურნება და ხილვები;

დაუჯერებელი შემთხვევები; ან, თუნდაც, უკანასკნელ წამს თავის დაძვრენა

არასასურველი სტუმრის მკლავებიდან.

თითოეული მათგანი სწორია, მაგრამ სასწაული დიდად აღემატება ამ მარტივ

განმარტებებს. იგი მოულოდნელად გვივსებს გულს სიყვარულით. მისი

აღსრულებისას დიდი მოწიწებით ვიღებთ წყალობას, რომელიც ღმერთმა მოიღო

ჩვენზე.

მამაო ჩვენო, სასწაული ჩვენი არსობისა, მომეც ჩუენ დღეს.

მაშინაც, როცა დიადი მიზნები გაგვიტაცებენ და მას ვერ ვამჩნევთ; მაშინაც, როცა

ყოველდღიურ საქმიანობაში ჩართულნი ვერ ვხედავთ, როგორ გვიადვილებს

გასავლელ გზას.

Page 46: აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო

როდესაც დავმწუხრდებით, დაგვეხმარე, მხედველობიდან არ გამოგვრჩეს: ყვავილის

გაფურჩქვნა, ვარსკვლავებით მოჭედილი ცა, ჩიტების შორიდან მომავალი სტვენა ან

ჩვენს სიახლოვეს მყოფი ბავშვების ჟრიამული.

დაგვეხმარე, გავაცნობიეროთ, რომ ზოგი რამ იმდენად მნიშვნელოვანია, მათ სხვების

დაუხმარებლად უნდა ვეზიაროთ. თავი მარტოდ და უსუსურად არ უნდა ვიგრძნოთ,

რადგან ყოველთვის გვიფარავ. მზად ხარ შეგვეწიო, თუ ჩვენი დაუდევრობა

უფსკრულში გადაჩეხვას გვიქადის.

დაგვეხმარე, უშიშრად განვაგრძოთ წინსვლა და აუხსნელ მოვლენებთან შეგუება

ვისწავლოთ, მიუხედავად დაუძლეველი მოთხოვნილებისა – ყველაფერს ჩავეძიოთ

და გამოვარკვიოთ.

დაგვეხმარე, დავიჯეროთ, რომ სიყვარულის ძალა წინააღმდეგობებში იმალება; იგი

დროს უძლებს, რადგან ცვალებადია, და არა იმის გამო, რომ მუდამ ერთნაირია და

სირთულეებთან გამკლავება არ უხდება.

დაგვეხმარე, გავიგოთ, რომ როდესაც ვხედავთ, როგორ მედიდურობს თავმდაბალი

კაცი, ხოლო ქედმაღალი – თავმდაბლობს, სასწაულის მომსწრენი ვხდებით.

დაგვეხმარე, გავიაზროთ, რომ ფეხის დაღლისას, სიარულს გულში შემორჩენილი

ძალა შეგვაძლებინებს, ხოლო თუ გულიც დაგვეღლება – რწმენა.

დაგვეხმარე, უდაბნოს ქვიშის თითოეულ მარცვალში სახესხვაობის სასწაული

შევნიშნოთ. დაე, ამან შეგვაძლებინოს დავრჩეთ ისეთებად, როგორებიც ვართ.

როგორც ქვიშის ორი მარცვალი ვერ იქნება ერთნაირი, ისე ორი ადამიანი ვერ

იაზროვნებს და მოიქცევა ერთმანეთის მსგავსად.

დაგვეხმარე, თავმდაბლად მივიღოთ და გულღიად გავცეთ.

დაგვეხმარე, გავაცნობიეროთ, რომ სიბრძნე იმალება არა მიღებულ პასუხებში,

არამედ იმ კითხვების იდუმალებაში, რომლებიც ასე გვილამაზებენ სიცოცხლეს.

დაგვეხმარე, ტყვედ არ გვაქციოს იმან, რაც გვგონია რომ ვიცით, რადგან

სინამდვილეში ბევრი არაფერი გვესმის ბედისა. დაე, ამან დაგვიფაროს გზიდან

გადაცდენისგან და შეგვაძლებინოს დავაფასოთ ოთხი მთავარი ზნე ადამიანისა:

სიმამაცე, სინატიფე, სიყვარული და მეგობრობა.

* * *

მამაო ჩვენო, სასწაული ჩვენი არსობისა, მომეც ჩუენ დღეს.

Page 47: აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო

როგორც მთის მწვერვალისკენ მიიკლაკნება მრავალი ბილიკი, ისევე ძევს უამრავი

გზა ჩვენი მიზნისკენ. დაგვეხმარე, ამოვიცნოთ ის, რომლის გაყოლაც ღირს

სიყვარულის საპოვნელად.

დაგვეხმარე, ჩვენში მიძინებული სიყვარული გამოვაღვიძოთ, სანამ სხვებში

შევეცდებოდეთ მის გამოღვიძებას. მხოლოდ ამგვარად თუ დავიმსახურებთ

სიყვარულს, მგზნებარებასა და პატივისცემას.

დაგვეხმარე, ერთმანეთისაგან გავარჩიოთ ჩვენი ბრძოლები; ისინი, რომელში

ჩართვაც სურვილის საწინააღმდეგოდ გვიხდება, და ისინი, რომლებსაც ვერ

ავიცილებთ, რადგან გზაზე ბედმა დაგვახვედრა.

აგვიხილე თვალი, რათა დავინახოთ, რომ ერთი დღე მეორეს არასოდეს ჰგავს.

თითოეულს თავისი სასწაული ახლავს თან, რაც გვეხმარება, არ შევწყვიტოთ

სუნთქვა, ოცნება და არსებობა მზისქვეშეთში.

დაე, ჩვენი ყურიც ისმენდეს არასასურველ სიტყვებს, რომელთაც თანამოძმენი

უშურველად გვაყრიან, მიუხედავად იმისა, რომ არც რჩევა გვიკითხავს და არც ის

იციან, რა ცეცხლი ტრიალებს ამ დროს ჩვენს სულში.

როდესაც რამის თქმას დავაპირებთ, დაე ვიმეტყველოთ არა მხოლოდ კაცის, არამედ

ანგელოზის ენითაც და ვთქვათ: „სასწაული არ ეწინააღმდეგება ბუნების კანონებს; ასე

გვეჩვენება, რადგან არ ვიცით, რა კანონები განკარგავენ მას.“

როდესაც ამ ყველაფერს მივაღწევთ, თავი დავხაროთ პატივისცემის ნიშნად და

ვაღიაროთ: „ბრმა ვიყავი, მაგრამ თვალი ამეხილა; მუნჯი ვიყავი, მაგრამ ახლა

ლაპარაკი შემიძლია; ყრუ ვიყავი, ახლა კი მესმის, რადგან ღმერთმა სასწაული

მოახდინა ჩემში და რაც დაკარგული მეგონა, ყველაფერი დამიბრუნდა.“

* * *

სასწაულს ასე სჩვევია – საფარველს გლეჯს და ყველაფერს ჩვენს დაუკითხავად

გარდაქმნის, მაგრამ იმის საშუალებას არ გვაძლევს, ვიხილოთ, რა იმალებოდა მის

მიღმა.

გვეხმარება კლანჭებიდან უვნებელნი დავუსხლტეთ გზაზე გადამდგარ სიკვდილს,

მაგრამ არ გვიჩვენებს, რა ხერხით.

გვიღებს გაუტეხელი საკეტებით ჩარაზულ კარებს, ისე რომ გასაღებს არ იყენებს.

მზეს პლანეტებს ჩუქნის, რათა მარტოდ არ იგრძნოს თავი ვრცელ სამყაროში.

პლანეტებს კი ახლოს არ უშვებს, რათა მზემ არ შთანთქას.

Page 48: აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო

გვეხმარება შრომით ვაქციოთ ხორბალი პურად, მოთმინებით ყურძენი – ღვინოდ,

ხოლო ოცნებების ახდენით სიკვდილი – სიცოცხლედ.

მაშ, მამაო ჩვენო, სასწაული ჩვენი არსობისა, მომეც ჩუენ დღეს.

და მოგვიტევე, რომ ყოველთვის ვერ ვამჩნევთ მას.

* * *

კაცმა, რომელიც ქალაქის კედლებს მომდგარი მტრის საბრძოლო შეძახილებს

უსმენდა და ოჯახის მომავალზე დარდობდა, თქვა:

„გვესაუბრე მღელვარებაზე“.

კოპტმა უთხრა:

მღელვარებას არაფერი უშავს.

დროს ღმერთი განაგებს და არა კაცი, თუმცა ადამიანისთვის დამახასიათებელია,

ცდილობდეს შეძლებისდაგვარად სწრაფად მიაღწიოს საწადელს.

ან განდევნოს ის, რაც მასში შიშის დაბუდებას უწყობს ხელს.

ასე ვართ ბავშვობიდან მოყოლებული, სანამ არ მივაღწევთ ასაკს, როდესაც

ცხოვრებაზე გულს ავიცრუებთ. თუ მჭიდროდ ვართ დაკავშირებულნი აწმყოსთან,

გამუდმებით ვიქნებით ვინმეს, ან რაიმეს მოლოდინში.

შეუძლებელია, დაამშვიდო მგზნებარე გული და მოსთხოვო დაბადების სასწაულის

მდუმარედ აღქმა, დაძაბულობის, შიშისა და პასუხგაუცემელი კითხვების გარეშე.

მღელვარება სიყვარულის თანმდევია და ამის გამო დამნაშავედ არ უნდა ვცნოთ.

შეუძლებელია, უთხრა კაცს, არ ინერვიულოო, როდესაც მთელი ცხოვრება და ფული

ოცნებაში დააბანდა, მაგრამ შედეგის გამოღებას ჯერ კიდევ ელოდება. გლეხი ვერ

დააჩქარებს დროის სვლას და ნაყოფს ადრე ვერ მოკრეფს. ნაცვლად ამისა,

მოუთმენლად ელის შემოდგომას მოსავლის ასაღებად.

შეუძლებელია, მეომარს მოსთხოვო, ბრძოლის წინ არ ინერვიულოს. ამ

მომენტისთვის ხომ მუხლჩაუხრელად შრომობდა, გაიღო ყველაფერი, რაც გააჩნდა

და, მართალია, სჯერა, რომ მზად არის, მაგრამ მაინც შიშობს – ვაითუ მთელი გარჯა

ამაო გამოდგესო.

Page 49: აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო

მღელვარება ადამიანთან ერთად გაჩნდა და თუ მის მოთვინიერებას ვერ

მოვახერხებთ, მოგვიწევს მასთან ერთად ცხოვრებას მაინც შევეგუოთ – ზუსტად ისე,

როგორც ქარიშხლებთან ცხოვრება ვისწავლეთ.

ვინც ვერ შეეგუება, მისთვის ცხოვრება კოშმარს დაემსგავსება.

ის, რის გამოც ყოველ წუთს მადლიერებას უნდა გამოხატავდნენ, უდიდეს წყევლად

ექცევათ ხოლმე. სურთ, დრო სწრაფად გავიდეს, მაგრამ ვერ ხვდებიან, რომ ამით

არასასურველი სტუმრის მოსვლასაც აჩქარებენ.

ან, კიდევ უარესი, მღელვარების მოშორების მცდელობისას ისეთ საქმეებს აკეთებენ,

უფრო მეტად აღელდებიან ხოლმე.

როდესაც დედა შვილის სახლში დაბრუნებას ელოდება, ვერ იშორებს იმ აზრს, რომ

მას, შეიძლება, რაღაც საშინელება დამართოდა.

ვისაც უყვარს, ფიქრობს: „ჩემი შეყვარებული ჩემია, მე კი – მისი. სად აღარ ვეძებე,

მაგრამ მაინც ვერ მივაკვლიე. ყოველი ქუჩის კუთხეში, ვისაც უნდა ვკითხო, პასუხს

ვერავინ მცემს. “ ასეთი ფიქრების შედეგად სიყვარულისთვის დამახასიათებელი

მღელვარება სასოწარკვეთილებად იქცევა.

როდესაც მუშა წამოწყებული საქმის შედეგს ელოდება, ამასობაში დამატებით სხვასაც

აკეთებს. საბოლოო ჯამში კი ლოდინის პერიოდი უფრო და უფრო ხანგრძლივდება.

ცოტა ხანში ერთი მეორეს დაემატება და მისი მღელვარებაც გაიზრდება. იგი

უძლური ხდება, შენიშნოს ცის, ვარსკვლავების, ან ეზოში მოთამაშე ბავშვების

მშვენიერება.

ამგვარად, დედა იქნება, მუშა თუ შეყვარებული, ყველა მათგანი სიცოცხლეს წყვეტს

და საშინელი შედეგის მოლოდინით იტანჯება; ისმენენ ჭორებს და წუწუნებენ, რომ

დღეს დასასრული არ უჩანს. მეგობრების, ოჯახის წევრებისა და თანამშრომლების

მიმართ აგრესიულები ხდებიან. ცუდად იკვებებიან – ან უზომოდ ჭამენ, ან ლუკმა არ

გადასდით ყელში. დაღამდება თუ არა, თავს ბალიშზე დებენ, მაგრამ ჩაძინება

უჭირთ.

სწორედ ამ ხერხით ქსოვს მღელვარება საფარველს, რომლის მიღმა განჭვრეტა

მხოლოდ სულის თვალებს შეუძლია.

მათში კი დაღლილობისგან ბინდი ჩამდგარა.

ამ დროს კაცობრიობის დაუძინებელი მტერი – აკვიატებული აზრი იჩენს თავს:

„შენი ბედ-იღბალი ჩემს ხელთაა. გაიძულებ, არარსებული რამ გაძებნინო.“

„შენი ცხოვრების სიხარულიც მე მეკუთვნის. დღეიდან შენი სული მოსვენებას ვერ

ჰპოვებს, რადგან განვდევნი ყოველგვარ შემართებას და მის ადგილს დავიკავებ.“

Page 50: აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო

„მთელ ქვეყანას შიშს მოვფენ და სადაც უნდა წახვიდე, შიში დაგეუფლება, მაგრამ არ

გეცოდინება – რატომ. არც არის საჭირო, მიზეზი იცოდე. მთავარია, გეშინოდეს და

შიშს ასაზრდოებდე.“

„შენი შრომა, რასაც ერთ დროს შესაწირის სახე ჰქონდა, ჩემს საკუთრებაში გადმოდის.

ხალხი იტყვის, კარგ მაგალითს იძლევა მუხლჩაუხრელი შრომითო. შენ კი გაუღიმებ

და დაფასებისთვის მადლობას გადაუხდი. თუმცა, ჩაგესმება ჩემი ხმა და გულის

სიღრმეში გეცოდინება, რომ შენი შრომა მე მეკუთვნის. მისი მეშვეობით ყველას და

ყველაფერს დაგაცილებ – მეგობრებს, შენს ვაჟს და საკუთარ თავსაც კი.“

„იმუშავე მეტი, რათა ფიქრისთვის დრო აღარ დაგრჩეს; მეტი, ვიდრე გჭირდება, რათა

ერთბაშად შეწყვიტო სიცოცხლე.“

„შენი სიყვარული, რაც ერთ დროს ღვთიური ძალის გასხივოსნება იყო, ახლა მე

მეკუთვნის. ვინც გიყვარს, ერთი წამითაც არ მოგშორდება გვერდიდან, რადგან მე

შემოგჩენივარ და გიჩიჩინებ: ფრთხილად, თორემ შეიძლება წავიდეს და აღარ

დაბრუნდეს-მეთქი.“

„შენი ვაჟიც, რომელსაც ამქვეყნად თავისი გზა უნდა ეპოვნა, ახლა ჩემ ხელშია.

გაიძულებ, გული გაუწყალო ზედმეტი ნერვიულობით და თავგადასავლის ძიების

სურვილი მთლად წაუხდინო. დატანჯავ, როდესაც გაგანაწყენებს და თავს

დამნაშავედ აგრძნობინებ, რადგან მოლოდინი ვერ გაგიმართლა.“

* * *

ასე რომ, მღელვარება ცხოვრების ნაწილია, მაგრამ საშუალება არ უნდა მისცეთ,

გმართოთ.

თუ მოგიახლოვდათ, თქვით: „არ ვღელავ ხვალინდელზე, რადგან ღმერთი უკვე იქ

მელოდება“.

თუ შეეცდება დაგარწმუნოთ, რომ ნაყოფიერი ცხოვრებისთვის ბევრი სხვადასხვა

საქმის კეთებაა საჭირო, უთხარით: „თავისუფალი დრო მჭირდება, რათა

ვარსკვლავებს ვუცქირო და მათში შთაგონება ვპოვო საქმის უკეთ გასაკეთებლად“.

თუ შიმშილის აჩრდილით დაგემუქრებათ, უთხარით: „კაცს მარტო პური კი არ

აცოცხლებს, არამედ ყოველი სიტყვა, რომელიც ღმერთის პირიდან გადმოდინდება.“

თუ გეტყვით, რომ თქვენი სატრფო აღარ დაბრუნდება, უთხარით: „ჩემი სატრფო

ჩემია, ხოლო მე კი მისი. მდინარის პირას აძოვებს ცხვარს და მისი სიმღერა იმ

Page 51: აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო
Page 52: აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო

საბოლოოდ, უნდა შევეგუოთ, რომ ჩვენი სული, მიუხედავად უკვდავობისა, მაინც

გაბმულია შესაძლებლობებით და შეზღუდვებით აღსავსე დროის ქსელში.

სურვილსა და ოცნებას, რომელთაც იგი მოუცავთ, დასაბამი აქვთ. ვიღაცამ დაუდო

მათ სათავე. ის ვიღაც კი წმინდა სიყვარულია და მხოლოდ ჩვენი ბედნიერება სურს.

მან აღგვჭურვა ოცნებებისა და სურვილების განხორციელებისთვის საჭირო ყველა

იარაღით.

თუკი რთული დროება გიდგათ, გახსოვდეთ: შეიძლება, გადამწყვეტი ბრძოლები

წააგეთ, მაგრამ მთავარია გადარჩით და კვლავ აქ ხართ.

სწორედ ეს არის გამარჯვება. იბედნიერეთ და გიხაროდეთ, რომ წინსვლის უნარი არ

დაგიკარგავთ.

უხვად მოჰფინეთ სიყვარული მინდვრებსა და საძოვრებს, დიდი ქალაქის ქუჩებსა და

უდაბნოს დიუნებს.

გამოიჩინეთ მზრუნველობა გლახაკთა მიმართ, რადგან ისინი საშუალებას გაძლევენ,

გულისხმიერი ბუნება გამოამჟღავნოთ.

გებრალებოდეთ მდიდარნიც, რომლებიც ყველასა და ყველაფრის მიმართ

უნდობლობას იჩენენ; ბეღლები მარცვლეულით გამოუტენიათ, ხოლო სკივრები

ოქროთი, თუმცა ყველაფრის მიუხედავად მარტოობის განდევნას ვერ ახერხებენ.

ხელიდან ნუ გაუშვებთ სიყვარულის გამოხატვის შესაძლებლობას, განსაკუთრებით

ახლობელთათვის, რადგან მათთან ყველაზე მეტად ვფრთხილობთ იმის შიშით,

გული არ ვატკინოთ.

გიყვარდეთ, რადგან ეს სარგებელს პირველ რიგში თქვენ მოგიტანთ. გარშემო

არსებული სამყარო ადრე თუ გვიან დაგაჯილდოებთ, იმ შემთხვევაშიც კი, თუ

ხშირად გიხდებოდათ გეთქვათ, ჩემი სიყვარულის არავის ესმისო.

სიყვარულს გაგება არ სჭირდება. მხოლოდ მისი ჩვენებაა საჭირო.

შესაბამისად, რა მოგელით მომავალში, მთლიანადაა დამოკიდებული თქვენი

სიყვარულის უნარზე.

ამისათვის კი საჭიროა სრული თავდაჯერებით აკეთებდეთ საქმეს. ნუ მისცემთ სხვას

უფლებას გითხრათ, ეს გზა სჯობს, ან ასე სვლა გაგიადვილდებაო.

უდიდესი საჩუქარი, რაც ღმერთმა გვიწყალობა, გადაწყვეტილების მიღების უნარია.

ბავშვობიდან მოყოლებული ჩაგვჩიჩინებდნენ, რომ რისი გაკეთებაც გვინდოდა,

შეუძლებელი იყო. წლების მატებასთან ერთად, გვემატება მცდარი შეხედულებები,

შიში და დანაშაულის გრძნობაც.

Page 53: აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო

გათავისუფლდით მათგან. არა ხვალ, ან ამაღამ, არამედ ახლავე.

უკვე გითხარით: უამრავ ჩვენგანს სჯერა, რომ თუ ოცნებებს გამოვედევნებით და

ყველაფერს უკან მოვიტოვებთ, საყვარელ ხალხს გულს ვატკენთ.

თუმცა, ვისაც ჭეშმარიტად სურს ჩვენთვის სიკეთე, უნდათ, რომ ბედნიერები ვიყოთ,

მაშინაც კი, თუ არ ესმით, რას ვაკეთებთ. თავიდან ისინი შეეცდებიან, წასვლაში ხელი

მუქარით, დაპირებებითა და ცრემლებით შეგვიშალონ.

მომავალი თავგადასავლის ყოველი დღე რომანტიკით უნდა იყოს აღსავსე, რადგან

ქვეყნიერებას ასე სჭირდება. ასე რომ, როდესაც ცხენზე ამხედრდებით, შეიგრძენით,

როგორ გელამუნებათ სახეზე სიო და დატკბით თავისუფლების დაუოკებელი

შეგრძნებით.

ამავე დროს არ დაივიწყოთ, რომ წინ გრძელი გზა გიძევთ. თუ მხოლოდ რომანტიკა

გაგიტაცებთ, დიდი შანსია დამარცხდეთ. დროდადრო უნდა შეისვენოთ და ცხენს

ამოსუნთქვის საშუალება მისცეთ, თორემ შეიძლება წყურვილმა მოკლას, ან ქანცი

გაუწყდეს.

ყური დაუგდეთ სიოს ჩურჩულს, მაგრამ ცხენსაც ნუ დაივიწყებთ.

როდესაც გეჩვენებათ, რომ საქმე კარგად მიდის და ოცნებაც ნელ-ნელა ხორცს ისხამს,

სწორედ მაშინ გმართებთ უწინდელზე მეტი ყურადღების გამოჩენა. სწორედ ოცნების

განხორციელებისას შეგიჩნდებათ დანაშაულის მღრღნელი განცდა.

მიხვდებით, როცა მიუახლოვდებით ადგილს, სადაც ცოტას თუ დაუდგამს ფეხი და

იფიქრებთ, რომ არ იმსახურებთ, რასაც ცხოვრება გაძლევთ.

დაგავიწყდებათ, რამდენი დაბრკოლება გადალახეთ, როგორ იტანჯეთ და რა გაიღეთ.

დანაშაულის გრძნობის გამო შეიძლება გაუცნობიერებლად დაამსხვრიოთ ის, რის

შენებასაც ამდენი დრო მოანდომეთ.

ეს ყველაზე რთული დაბრკოლებაა, რადგან გამარჯვების უარყოფას თან გარკვეული

სიწმინდის აურა ახლავს.

თუ ადამიანი იმსახურებს იმას, რისთვისაც ამდენ ხანს იბრძოდა, მიხვდება, რომ

მიზნამდე მარტო არ მისულა და ღვთის უხილავი ხელი გაუძღვა.

მხოლოდ მან იცის თავისი ფასი, ვისაც ყოველი გადადგმული ნაბიჯის დაფასებაც

შეუძლია.

* * *

Page 54: აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო

ერთი წერის მცოდნე კაცი გამალებით ცდილობდა, ჩაენიშნა კოპტის თითოეული

სიტყვა. ისე იყო გაბრუებული, თავი სიზმარში ეგონა. ცოტა ხნით შეისვენა.

მოათვალიერა ხალხის დაღლილ-დაქანცული სახეები, სასულიერო პირები,

რომლებიც უსიტყვოდ უსმენდნენ კოპტს და ეს ყველაფერიც სიზმრის ნაწილად

მოეჩვენა.

იმისათვის, რათა დარწმუნებულიყო განცდილის სინამდვილეში, წარმოთქვა:

„გვესაუბრე ერთგულებაზე“.

კოპტმა მიუგო:

ერთგულება ჰგავს მაღაზიას, რომელშიც დახვეწილი გემოვნებით გაფორმებული

ლარნაკები იყიდება; მაღაზიას, რომლის გასაღებიც სიყვარულმა გვიბოძა.

ამ ლარნაკებიდან თითოეული ლამაზია, რადგან განსხვავებულია, ისევე როგორც

ნებისმიერი ადამიანი, წვიმის წვეთი, მთის პირას მთვლემარე კლდე.

ზოგჯერ, სიძველის ან გაუმართაობის გამო, თარო ვარდება და ყველაფერი ძირს

იყრება. მაღაზიის პატრონი საკუთარ თავს ეუბნება: „ამ კოლექციის შეგროვებას

უამრავი წელი და დიდი სიყვარული მივუძღვენი, თუმცა ლარნაკებმა მიღალატეს და

დაიმსხვრნენ.“

ეს კაცი მაღაზიას გაყიდის და წავა. იგი მარტოსულ, გამწარებულ კაცად იქცევა,

რომელსაც სჯერა, რომ ცხოვრებაში ვეღარავის ენდობა.

ცხადია, ლარნაკი შეიძლება გატყდეს, ისევე როგორც ერთგულების პირობა. ასეთ

შემთხვევაში, უმჯობესია ნამსხვრევები მოვხვეტოთ და გადავყაროთ, რადგან

გატეხილი აღარ გამრთელდება.

ზოგჯერ შეიძლება თარო ჩამოტყდეს და ყველაფერი დაიმსხვრეს, მაგრამ ეს

მეპატრონის ბრალი არ იყოს. ხომ შეიძლება, მიწისძვრა მოხდეს, ქალაქს თავს მტერი

დაესხას, ან, სულაც, მოუქნელი მყიდველი შემოვიდეს და თაროს დაეჯახოს.

უბედურება რომ მოხდება, ყველა ერთმანეთს ადანაშაულებს. ამბობენ, ვინმე უნდა

მიმხვდარიყო, რა მოხდებოდაო. ან კიდევ – მე თქვენს ადგილას, პრობლემებს

ავიცილებდიო.

ერთი წამითაც ნუ დაიჯერებთ ამას. ყველანი დროის მსვლელობის ტყვეები ვართ და

მისი შეცვლის უნარი არ გაგვაჩნია.

დრო გავა და ჩამოტეხილ თაროს ვინმე შეაკეთებს.

მას კი ქვეყნად დამკვიდრებისთვის მებრძოლი სხვა ლარნაკებით შეავსებენ. მაღაზიის

ახალი მეპატრონე, რომელსაც ესმის, რომ ყველაფერს აქვს დასასრული, გაიღიმებს და

იტყვის: „იმ უბედურმა შემთხვევამ შესაძლებლობა მომცა და შევეცდები, შანსი

Page 55: აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო

ხელიდან არ გავუშვა. მოვიძიებ ხელოვნების ნიმუშებს, რომლებიც ადრე არც კი

ვიცოდი თუ არსებობდა“.

ასეთი მაღაზიის სილამაზე ყოველი ლარნაკის გამორჩეულობაშია, მაგრამ, როდესაც

მათ ერთმანეთის გვერდით ათავსებენ, მნახველს ჰარმონიის განცდა ეუფლება. ისინი

მექოთნის გარჯასა და მხატვრის ოსტატობას ამჟღავნებენ.

ხელოვნების თითოეული ნიმუში ადვილად იტყოდა: „მინდა შემამჩნიონ და

აქაურობას თავი დავაღწიო“. მაგრამ ნაბიჯიც რომ გადაედგა, ნამსხვრევების უფასურ

გროვად იქცეოდა.

ეს მსჯელობა ისევე მიესადაგება ადამიანებს, როგორც ლარნაკებს.

არც ტომები, გემები, ხეები და ვარსკვლავებია გამონაკლისი.

თუ ამას გავიაზრებთ, დღის ბოლოს მეზობელს გვერდზე მივუჯდებით და ჯეროვანი

პატივისცემით მოვუსმენთ მის სათქმელს, ხოლო შემდეგ იმასაც ვეტყვით, რისი

გაგონებაც სჭირდება. არცერთი ჩვენგანი შეეცდება საკუთარი აზრების მეორისათვის

თავს მოხვევას.

ტომებს შეიძლება ერთმანეთისგან მთები აშორებდეს, ხალხს კი დიდი მანძილი,

მაგრამ, ამისდა მიუხედავად, არსებობს სულების ერთიანობა. ყველანი ერთობის

ნაწილს წარმოვადგენთ, ერთობისა, რომელიც არ არის გადაჭედილი უაზრო

სიტყვებით. ნაცვლად ამისა, ფართო გამზირებითაა მოფენილი და ერთმანეთთან

აკავშირებს ყველაფერ შორეულს, რასაც დროისაგან მიყენებული ზიანის

გამოსწორება სჭირდება.

შესაბამისად, დაბრუნებულ სატრფოს უნდობელი თვალით არასოდეს შეხედავენ,

რადგან ერთგულება გვერდიდან არ მოშორებიათ.

კაცი, რომელიც გაჩაღებული ომის გამო წინა დღით მტრად მიიჩნეოდა, მეორე დღეს

მეგობრად აღიქმება, რადგან ომი დასრულდა, ცხოვრება კი გრძელდება.

შვილი, რომელიც მოგზაურობდა, ადრე თუ გვიან დაბრუნდება, გზაზე მიღებული

გამოცდილებით გამდიდრებული. მამა ვაჟს ხელგაშლილი შეეგებება და მსახურებს

უბრძანებს: „მოართვით საუკეთესო ხალათი, ბეჭედი და ჩააცვით სანდლები, რადგან

ჩემი შვილი მკვდარი იყო და ახლა ცოცხალია. დაკარგული მყავდა და ვიპოვე.“

* * *

Page 56: აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო

კაცმა, რომლის სახეზეც დროს ნაოჭებით დაეჩნია კვალი, ხოლო მის სხეულზე

შემორჩენილი ჭრილობები გადატანილი ბრძოლების ამბებს ცხადად ჰყვებოდნენ,

უთხრა:

„გვითხარი, რა იარაღი გამოვიყენოთ, როცა საშველი აღარ არის.“

მან უპასუხა:

სადაც ერთგულებას დაუდია ბინა, იარაღს რა ხელი აქვს.

ყველა იარაღი ბოროტის ხელსაწყოა, რადგან ბრძენს ისინი არად არგია.

ერთგულება პატივისცემაშია ფესვგადგმული, პატივისცემა – სიყვარულის ნაყოფია,

ხოლო სიყვარული თავდაჯერებულობას გვმატებს, ნაცვლად იმისა, რომ ყველასა და

ყველაფრის მიმართ უნდობლად განგვაწყოს. შედეგად, გამოხედვაში სისპეტაკე

გვიბრუნდება.

თუ ბრძენკაცს ვისიმე დასუსტება სურს, პირველ რიგში დაარწმუნებს, რომ ძლიერია.

შედეგად ეს კაცი მახეში გაებმება, თავისზე ძლიერს დაუპირისპირდება და თავს

დაიღუპავს.

თუ ბრძენკაცს ვისიმე დამდაბლება უნდა, ჯერ მთის მწვერვალზე აიყვანს და

საკუთარ ძლევამოსილებაში დაარწმუნებს. ისიც დაიჯერებს, რომ კიდევ უფრო

მაღლა ასვლა შეუძლია და უფსკრულში გადაიჩეხება.

თუ ბრძენკაცს სხვისი სამფლობელო ხიბლავს, მას საჩუქრებით აავსებს. ამ

უკანასკნელს იმდენი უსარგებლო ნივთის მოვლა მოუწევს, რომ დანარჩენს

ყველაფერს დაკარგავს იმის შენარჩუნებით გართული, რაც ჰგონია, რომ აქვს.

თუ ბრძენკაცი ვერ ხვდება, რას გეგმავს მოწინააღმდეგე, იგი ცრუ შეტევას წამოიწყებს.

ჩვენ ყოველთვის მზად ვართ თავის დასაცავად, რადგან იმ შიშსა და პარანოიას

ვყავართ შეპყრობილნი, რომ არავის მოვწონვართ.

მოწინააღმდეგე, რაც უნდა ხელმარჯვე იყოს, მაინც მერყევი ხასიათის გამოდგება და

პროვოკაციას გადამეტებული ძალით უპასუხებს. შედეგად, გამოააშკარავებს ყველა

იარაღს, რასაც კი ფლობს და ბრძენკაციც მოახერხებს მტრის ძლიერი და სუსტი

მხარეების შესწავლას. როდესაც შეიტყობს, რამხელა წინააღმდეგობას უნდა ელოდეს,

იგი ან შეუტევს, ან უკან დაიხევს.

სწორედ ამ გზით ახერხებს ერთი შეხედვით თვინიერი და სუსტი დაიპყროს და

დაამარცხოს ის, ვინც ძლევამოსილი და შეუდრეკელი ჩანს.

Page 57: აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო

* * *

ბრძენკაცები ხშირად ამარცხებენ მებრძოლთ, თუმცა მებრძოლებიც ამარცხებენ

ბრძენკაცთ. ამის ასაცილებლად, საჭიროა მივილტვოდეთ მშვიდობისა და

ჰარმონიისკენ, რაც ადამიანებს შორის განსხვავებაში ბინადრობს.

დაჭრილმა თავს უნდა ჰკითხოს: „ღირს გული სიძულვილით ავივსო და ამ ტვირთით

დავიმძიმო ცხოვრების გზა?“

ამ ხერხით იგი სიყვარულის ერთ-ერთ დამახასიათებელ თვისებას – მიტევებას

ავლენს. ეს საშუალებას აძლევს გაცხარებული ბრძოლისას წამოსროლილი ლანძღვის

გამო, რომელსაც დრო მალე გააქრობს, როგორც ქარი ფანტავს ხოლმე უდაბნოს

ქვიშაზე დატოვებულ ნაფეხურებს, თავი შეურაცხყოფილად არ იგრძნოს.

როდესაც მიუტევებ, შეურაცხმყოფელი ხვდება შეცდომას, შედეგად კი

თავმდაბლობითა და ერთგულებით ივსება.

შევიცნოთ ჩვენი მამოძრავებელი ძალები.

ნამდვილი გმირი ის კი არ არის, ვინც დიადი საქმეებისთვის დაბადებულა, არამედ

ის, ვისაც პატარ-პატარა საქმეებით ერთგულების ფარი შეუკრავს.

როდესაც იგი მოწინააღმდეგეს უეჭველი სიკვდილისგან, ან ღალატისგან იხსნის, მის

ქმედებას არასოდეს დაივიწყებენ.

ჭეშმარიტი სიყვარული არ იცის მან, ვინც სატრფოს ეუბნება: „გვერდით უნდა მყავდე

და გამუდმებით შენზე ვზრუნავდე, რადგან ერთმანეთის ერთგულება გვმართებს“.

მან უნდა გაიგოს, რომ ერთგულება და თავისუფლება უერთმანეთოდ ვერ

იარსებებენ; შეეგუოს, პატივი სცეს სატრფოს ოცნებებს და ღალატმა არ შეაშინოს. ამას

მხოლოდ სიყვარულის ძალაზე მინდობით თუ მოახერხებს.

ჭეშმარიტი მეგობარი ის არ არის, ვინც გეტყვის: „დღეს დამჭერი და დამამწუხრე.“

ნამდვილი მეგობარია, ვინც გეტყვის: „დღეს ჩემთვის და, ალბათ, შენთვისაც უცნობი

მიზეზების გამო ჭრილობა მომაყენე, მაგრამ ვიცი, რომ ხვალ შენი დახმარების იმედი

შემიძლია მქონდეს. ასე რომ დარდს და სევდას არ მივეცემი“.

შენ კი უპასუხებ: „უღალატო კაცი ხარ, რადგან მითხარი ის, რასაც განიცდიდი.

არაფერია იმაზე უარესი, ვიდრე მეგობარი, რომელსაც ერთგულება შენს ყოველ

ნაკლზე თვალის დახუჭვა ჰგონია.“

ყველაზე გამანადგურებელი იარაღი არც სხეულთა მკვეთელი შუბია და არც

კედლების დამანგრეველი ზარბაზანი, არამედ სიტყვა, რომელიც ისე მოსპობს

სიცოცხლეს, სისხლის კვალსაც კი არ დატოვებს. მისი ნაჭრილობევი არასოდეს

ხორცდება.

Page 58: აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო

მაშ, ვიყოთ ჩვენი ენის ბატონები და არა ჩვენი სიტყვების მონები. თუ სხვა

გამოიყენებს სიტყვებს ჩვენს წინააღმდეგ, ნუ ჩავერთვებით ბრძოლაში, რომლის

მოგებაც შეუძლებელია. თუ სულმდაბალი მეტოქის დონეზე დავეცემით, შეტაკება

ბნელში მოგვიწევს, სადაც ერთადერთი გამარჯვებული წყვდიადის მბრძანებელი

შეიძლება იყოს.

* * *

ერთგულება მარგალიტია ქვიშის მარცვლებს შორის და მხოლოდ ისინი ხედავენ,

ვისაც მისი მნიშვნელობა ესმის.

შეიძლება, ბევრჯერ ეცადონ განხეთქილების ჩამოგდებას, მაგრამ მაინც ვერაფერს

დააკლებენ ძვირფას თვალს, რომელიც ერთად ყოფნაში ეხმარება მათ, ვისაც ასე

სჭირდებათ ერთმანეთი.

ერთგულებას თავს ვერავის მოახვევთ ძალით, დაშინებით, ან მუქარით.

ეს არჩევანია, რომლის გაკეთებაც მხოლოდ შეუდრეკელი სულის პატრონთ ძალუძთ.

რადგან არჩევანზეა დამოკიდებული, ღალატს ვერასოდეს აიტანს, მაგრამ

შეცდომების პატიებას არ ითაკილებს.

რადგან არჩევანზეა დამოკიდებული, დროსაც უძლებს და წარმავალ

დაპირისპირებებსაც.

* * *

მსმენელთაგან ერთმა ახალგაზრდა კაცმა შენიშნა, რომ მზე სადაც იყო ჩაესვენებოდა

და კოპტთან შეხვედრაც დასრულდებოდა და ჰკითხა მას:

„მტრებზე რაღას გვეტყვი?“

მან კი თქვა:

ჭეშმარიტად ბრძენი კაცი არასოდეს იგლოვებს არც ცოცხალს და არც მკვდარს.

მიიღეთ ბრძოლა, რომელიც ხვალ მოგელით, რადგან უკვდავი სულები ვართ და

ხშირად გვიწევს ისეთ გარემოებებთან გამკლავება, ჩვენ რომ არ აგვირჩევია.

ასეთ დროს დაივიწყეთ ფუჭი კითხვები, რადგან ისინი მეომრის რეაქციას მხოლოდ

ანელებენ.

Page 59: აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო

ბრძოლის ველზე გასული მეომარი იქ ბედისწერას მოუხვედრებია და ბოლომდე

უნდა მიენდოს მას. ბრალი მათი, რომლებიც ფიქრობენ, რომ ან უნდა მოკლან და ან

დაიხოცონ. ღვთიური ძალის განადგურება შეუძლებელია; იგი მხოლოდ ფორმას

იცვლის. ძველ დროში ბრძენი ხალხი ამბობდა:

„მიიღე ეს ყოველივე დიადი გეგმის ნაწილად და სვლა განაგრძე. კაცს არ

განსაზღვრავს მიწიერი ბრძოლები, რადგან მსგავსად ქარისა, იღბალი და

გამარჯვებაც ხშირად იცვლიან მიმართულებას. ვინც დღეს დამარცხდა, ხვალ

გაიმარჯვებს, მაგრამ ამისათვის საჭიროა, ბრძოლას ღირსეულად მოვეკიდოთ.

როგორც ახალ სამოსს ვიცვამთ და ძველს ვყრით, ასევე იღებს ახალ ხორცს სული,

ხოლო ძველსა და გამოუსადეგარს ტოვებს. ამის ცოდნა დაგვეხმარება, სხეულზე

დარდით თავი აღარ დავიტანჯოთ.“

სწორედ ამ ბრძოლაში ჩავებმებით ამაღამ ან ხვალ დილით. მას ისტორია შემოინახავს.

რადგან ჩვენი შეხვედრა დასასრულს უახლოვდება, ამაზე დროს ნუ დავკარგავთ.

აჯობებს სხვა სახის მტერზე გესაუბროთ. მათზე, ვისაც ჩვენს გვერდით ვპოვებთ.

ცხოვრებაში უამრავ მეტოქესთან მოგვიწევს გამკლავება, მაგრამ ყველაზე რთული

დასამარცხებელი ის იქნება, ვისიც შეგვეშინდება.

რასაც უნდა ვაკეთებდეთ, მოწინააღმდეგე ყოველთვის გვეყოლება, მაგრამ ყველაზე

სახიფათო მაინც ის იქნება, ვისაც მეგობრად მივიჩნევთ.

ყველანი ვიტანჯებით, როდესაც ღირსებას გვილახავენ, მაგრამ უდიდეს ტკივილს

სწორედ ისინი მოგვაყენებენ, რომელთაც მისაბაძ მაგალითებად მივიჩნევდით.

თავიდან ვერ ავიცილებთ მათთან შეხვედრას, ვინც გაგვწირავს და გვიღალატებს,

მაგრამ შეგვიძლია მანამდე განვერიდოთ ბოროტს, სანამ სახეს იჩენდეს. ყოველგვარი

გადამეტებული სიკეთე გასცემს ზურგს უკან დამალულ, გულში ჩასაცემად

გამზადებულ დანას.

ერთგულ ხალხს არ სჭირდება თავის მოკატუნება, რადგან მათი სულები

ულაპარაკოდ ამჩნევენ ერთმანეთის დადებით და უარყოფით თვისებებს.

მოერიდეთ მას, ვინც გამუდმებით ცდილობს, გასიამოვნოთ.

მოერიდეთ ტკივილს, რომელიც შეიძლება თავს მიაყენოთ სულმდაბალ და მხდალ

ადამიანთან დაახლოებით. არავის დადანაშაულებას აღარ აქვს აზრი ავი საქმის

შესრულების შემდეგ, რადგან პასუხისმგებელი თავად სახლის მეპატრონეა,

რომელმაც ბოროტის მოქმედს კარი გაუღო და შემოიპატიჟა.

რაც უფრო სათუთია ცილისმწამებელი, მით უფრო სახიფათოა მისი ყოველი ქმედება.

ნუ მიენდობით იმ სუსტ სულებს, რომლებიც ვერ ეგუებიან ძლიერი სულის პატრონს.

Page 60: აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო

თუ ვინმე შეგეკამათებათ მოსაზრებებისა და იდეალების შესახებ, უკან ნუ დაიხევთ,

ჩაერთეთ ბრძოლაში, რადგან კონფლიქტი ცხოვრებას მუდამ თან სდევს და

დროდადრო სააშკარაოზე გამოტანაც სჭირდება.

ნუ იბრძოლებთ სიმართლის დასამტკიცებლად, ან საკუთარი მოსაზრებებისა და

იდეალების სხვებისთვის თავზე მოსახვევად. ბრძოლაში ჩაერთეთ მხოლოდ სულის

სიწმინდისა და შეუბღალავი ნების შესანარჩუნებლად. ბრძოლის დასრულებისას

ორივე მოპაექრე გამარჯვებული იქნება, რადგან მათ გამოსცადეს საკუთარი

შესაძლებლობები.

მაშინაც კი, თუ ერთ-ერთი მათგანი იტყვის, მოვიგეო, ხოლო მეორე იფიქრებს,

წავაგეო და დამწუხრდება.

თუ ერთიმეორის გამბედაობასა და შეუპოვრობას პატივს სცემენ, დადგება დრო,

როდესაც მხარდამხარ გაივლიან ქუჩაში, თუნდაც ამას ათასი წელი დასჭირდეს.

თუ ვიღაც უბრალოდ თქვენს გამოწვევას ცდილობს, ჩამოიბერტყეთ ქვიშა ფეხებიდან

და გზა განაგრძეთ. მხოლოდ ღირსეულ მეტოქეს შეებრძოლეთ და ყურადღების

ღირსად ნუ ჩააგდებთ მას, ვინც ეშმაკობით ცდილობს უკვე დასრულებული ომის

გაჭიმვას. ასე ხშირად ხდება.

ასეთი ხრიკები არ ახასიათებთ ბრძოლის ველზე დაპირისპირებულ მეომრებს,

რადგან მათ იციან, იქ რისთვის არიან. ეს მათი თვისებაა, ვისაც მარცხისა თუ

გამარჯვების საკუთარი საჭიროებისამებრ გადაბრუნება არ ეთაკილება.

მტერი შენს წინ მდგომი, ხმალშემართული მებრძოლი ნუ გეგონება. იმას უნდა

უფრთხილდე, ვინც გვერდზე გიდგას, მაგრამ ზურგსუკან დანას მალავს.

ყველაზე მნიშვნელოვანი ომის წარმოებას არ სჭირდება ამაღლებული, ანდა ბედს

შეგუებული სული. თითქოს მშვიდად ვლაპარაკობთ, მაგრამ მთავარი ომი ახლა

მძვინვარებს და მას ჩვენი სული უქცევია ბრძოლის ველად, სადაც კეთილი –

ბოროტს, სიმამაცე – სიმხდალეს, ხოლო სიყვარული შიშს უპირისპირდება.

სიძულვილს იმავეთი ნუ უპასუხებთ, უმჯობესია სამართლიანობა გამოიჩინოთ.

ქვეყანა არ არის დაყოფილი მეგობრებად და მტრებად. არსებობენ მხოლოდ სუსტები

და ძლიერები.

ძლიერს გამარჯვებაში დიდსულოვნება ახასიათებს.

სუსტები დამარცხებულთ დაესევიან ხოლმე და ავიწყდებათ, რომ მარცხი

გარდამავალია. წაგებულთაგან იმათ არჩევენ, ვინც ყველაზე მოწყვლადი ჩანს.

ჰკითხეთ თავს, მსგავსი რამ თქვენ რომ დაგმართნოდათ, ისურვებდით

გამარჯვებული ასე მოგქცეოდათ?

Page 61: აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო

თუ პასუხი დადებითი იქნება, ცხოვრების ბოლომდე ვერ გათავისუფლდებით ამ

არჩევანისგან. ყოველთვის იოლი საკბილო გახდებით, როდესაც გაბედული

გადაწყვეტილების მიღება დაგჭირდებათ. შეიძლება, გამარჯვებულივით

ქედმაღლურად ილაპარაკოთ, მაგრამ ნებისმიერი შეძლებს თქვენს თვალებში

ამოიკითხოს დამარცხებულის გამომეტყველება.

თუ პასუხი უარყოფითი იქნება, მაშინ მაგრად უნდა დადგეთ. სჯობს მაშინ აჯანყდე,

როდესაც ჭრილობები ადვილად გიხორცდება – იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამას დრო და

მოთმინება სჭირდება.

შეიძლება, რამდენიმე უძილო ღამე გაატაროთ ფიქრში, ამას არ ვიმსახურებო.

ან იფიქროთ, რომ სამყარო უსამართლოა, რადგან ისე გულღიად ვერ შეგეგებათ,

როგორც ელოდით. ანდა ის აზრი არ მოგასვენებთ, კოლეგების, სატრფოს, ან

მშობლების წინაშე უხერხულად და დამცირებულად რომ იგრძენით თავი.

თუ არ დანებდებით, აფთრების ხროვა ადრე თუ გვიან მოგშორდებათ და სხვა

მსხვერპლის საძიებლად გაეშურება, რომელსაც დახმარების გარეშე, მარტოს მოუწევს

მსგავსი გაკვეთილის სწავლა.

მაშასადამე, მტრები სიმამაცეში გამოსაცდელად არ დაგხვედრიან გზაზე. ეს მხდალი

ხალხია, რომლებიც შენი სისუსტის გამოცდას ლამობენ.

* * *

ბინდი ჩამოწოლილიყო. კოპტი სასულიერო პირებს მიუბრუნდა და ჰკითხა, მისი

ნათქვამი სიტყვების მოსმენის შემდეგ რაიმეს დამატება ხომ არ სურდათ.

სამივემ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია.

რაბინმა თქვა:

როდესაც დიდმა რაბინმა დაინახა, რა ცუდად ეპყრობოდნენ ებრაელებს, ტყეში

წავიდა, წმინდა ცეცხლი დაანთო და განსაკუთრებული ლოცვით შესთხოვა ღმერთს

თავისი ხალხის დაცვა. ღმერთმაც სასწაული მოუვლინა.

მოგვიანებით, მისი მოწაფე მივიდა იმავე ალაგას და თქვა: „სამყაროს განმგებელო, არ

ვიცი, როგორ დავანთო წმინდა ცეცხლი, თუმცა განსაკუთრებული ლოცვის წაკითხვა

შემიძლია; გევედრები შეისმინე!“ სასწაული ამჯერადაც მოხდა.

თაობა შეიცვალა და ერთმა რაბინმა, დაინახა რა, როგორ დევნიდნენ მის ხალხს,

გადაწყვიტა წმინდა ადგილზე მისულიყო. მან ასე ილოცა: „არც ცეცხლის დანთება

Page 62: აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო

ვიცი, არც განსაკუთრებული ლოცვის წაკითხვა შემიძლია, მაგრამ ადგილი ჯერ

კიდევ მახსოვს. ღმერთო, შეგვეწიე!“ ღმერთი დაეხმარა მათ.

ორმოცდაათი წლის შემდეგ, ერთმა დაუძლურებულმა რაბინმა ლოცვა აღავლინა: „არ

ვიცი, როგორ დავანთო წმინდა ცეცხლი, არც განსაკუთრებული ლოცვა მახსოვს და

ვერც იმ ადგილს ვაგნებ ტყეში. შემიძლია მხოლოდ ეს ამბავი მოვყვე და იმედი

ვიქონიო, რომ ღმერთი ჩემს თხოვნას შეისმენს.“

ამჯერადაც მოხდა სასწაული.

თქვენც გაუდექით გზას და სხვებსაც უამბეთ, რაც ამ საღამოს მოისმინეთ.

* * *

იმამი, რომელიც ალ-აქსას მეჩეთს ხელმძღვანელობდა, მოთმინებით დაელოდა

რაბინის სიტყვის დასრულებას და შემდეგ დაიწყო:

ერთი კაცი მეგობარ ბედუინს მიადგა დახმარების სათხოვნელად:

„ვალი მაქვს გადასახდელი და შეგიძლია, ოთხი ათასი დინარი მასესხო?“

მეგობარმა ცოლს შეაგროვებინა, რაც კი რამ ძვირფასი გააჩნდათ, მაგრამ მაინც არ იყო

საკმარისი. წავიდნენ და მეზობლებს სთხოვეს ფული, სანამ საჭირო რაოდენობა არ

შეაგროვეს.

როდესაც კაცი გაემგზავრა, ცოლმა შენიშნა, რომ ქმარი ტიროდა.

„რამ დაგამწუხრა? იმაზე დარდობ, ვაითუ მეზობლების ვალი ვერ გადავიხადოთ?“

„არა, ეგ არაფერ შუაშია. ვტირი იმიტომ, რომ ის ჩემი ძვირფასი მეგობარია, მე კი მისი

გასაჭირის შესახებ არაფერი ვიცოდი, სანამ კარზე არ მომადგა და დახმარება არ

მთხოვა.“

ასე რომ, გაუდექით გზას და ყველას გააგებინეთ, რაც ამ საღამოს მოისმინეთ, რათა

მანამდე შევძლოთ ჩვენი ძმების დახმარება, სანამ დასჭირდებათ.

* * *

როდესაც იმამმა დაასრულა, ქრისტიანმა მღვდელმა იქადაგა:

Page 63: აკრაში ნაპოვნი ხელნაწერი   პაულო კოელიო

გამოვიდა მთესველი დასათესად. ისე მოხდა, რომ თესვისას ზოგი მარცვალი

გზისპირას ჩავარდა, მოვიდნენ ფრინველები და აკენკეს იგი; ზოგი კლდოვანზე

დაცვივდა, სადაც მიწა ბევრი არ იყო და მალე აღმოცენდა, ვინაიდან ნიადაგს სიღრმე

არ ჰქონდა, ხოლო მზის ამოსვლისას დაჭკნა და, რაკი ფესვი არ ასაზრდოებდა, გახმა;

ზოგი ეკლებში ჩაცვივდა, გაიზარდა ეკლები და გააჩანაგა ისინი; ზოგი კი კარგ მიწაზე

დავარდა და ნაყოფი გამოიღო: ზოგმა ასი, ზოგმა სამოცი და ზოგმაც ოცდაათი.

თქვენც განაბნიეთ მარცვალი, სადაც უნდა წახვიდეთ, რადგან წინასწარ არასოდეს

ვიცით, რომელი მათგანი გამოიღებს ნაყოფს და გაანათლებს მომავალ თაობებს.

იერუსალიმი ღამის წყვდიადს მოეცვა. კოპტმა ყველას სთხოვა, სახლებში

დაბრუნებულიყვნენ და მისი სიტყვები ჩაეწერათ. მათ კი, ვინც წერა არ იცოდა, მისი

ნათქვამის დამახსოვრება ეცადათ. თუმცა, სანამ ყველანი წავიდოდნენ, თქვა:

„არ იფიქროთ, ქვეყანაზე მშვიდობის დასამკვიდრებლად მოვსულიყავი. არა, დღეის

ამას იქით ქვეყნიერებას მოვივლით მოღერებული უხილავი ხმლით, რათა

განვავრცოთ შემწყნარებლობა და ვებრძოლოთ მიმტევებლობის ნაკლებობას. ეცადეთ

ეს ხმალი თან იქონიოთ, სადაც უნდა წახვიდეთ. თუ სიარულს ვეღარ შეძლებთ,

სიტყვა, ან ხელნაწერი იმას გადაეცით, ვინც ღირსია მისი ტრიალისა“.

„თუ ქალაქი, ან სოფელი თქვენს მიღებაზე უარს იტყვის, ნუ შეეხვეწებით.

გამობრუნდით იმავე გზით, რითაც იქამდე მიხვედით და ფეხებიდან მტვერი

ჩამოიბერტყეთ. თაობები შეიცვლებიან, მაგრამ ვერ მოიშლიან ერთი და იმავე

შეცდომის გამეორებას“.

„ნეტარ არიან ისინი, რომლებიც ამ სიტყვებს მოისმენენ, ან დაწერილს წაიკითხავენ,

რადგან საფარველი თავიდან ბოლომდე ჩამოიხევა და არაფერი დარჩება მათთვის

გაუმხელელი“.

„მშვიდობით იარეთ“.