მოგზაურობა წმიდა მთაზე

128
  • Upload

    -
  • Category

    Travel

  • view

    144
  • download

    0

Transcript of მოგზაურობა წმიდა მთაზე

1

მოგზაურობა წმიდა მთაზე

(დოკუმენტური მოთხრობა)

შესავალი

დიდება ღმერთსა ყოვლადმოწყალესა და მოსიყვარულესა !!!

საოცარია ცხოვრება.ისეთი მოულოდნელობებით არის სავსე,რომელზე

არათუ ოცნება,ხშირად გაფიქრებაც კი არ მოგივა თავში ადამიანს.ასევე

განსაცდელებიც,რომლის წარმოდგენა კი არა,გულში გავლებაც არასოდეს

მოგინდება კაცს.

მხოლოდ მოგვიანებით,როდესაც ყველაფერი ჩაივლის ხოლმე,მერეღა

ვხვდებით,რა უსუსურები და უმეცრები ვართ ადამიანები; მაშინ

ვაცნობიერებთ,რომ ყველაფერი ღვთის ნებით და დაშვებით

ხდება.უდიდესი მადლიც და ძლიერი განსაცდელებიც,თუმცა ორივე

წყალობაა ჩვენთვის.ჩვენივე სასიკეთოდ და საცხოვნებელად უშვებს

ღმერთი ყოველივეს.

სწორედ ერთ ასეთ გასაოცარ შემთხვევაზე მინდა მოგითხროთ,არ

მომერიდება ვთქვა სასწაულზე,რომელიც უფლის წყალობით განვიცადე

და რომელმაც სამუდამოდ დაიმკვიდრა ადგილი ჩემს გულსა და

გონებაში.

მინდა მოგითხროთ იმ საოცარ მოგზაურობაზე,რომელიც უფალმა

უდიდესი მადლით და სიყვარულით მარგუნა და რომელსაც თვით

ყველაზე ნეტარ სიზმარშიც კი ვერასოდეს ვერც წარმოვიდგენდი და ვერც

გავიფიქრებდი.

2

მაგრამ სანამ მოგზაურობის აღწერას შევუდგებოდე,მინდა მცირეოდენი

წინასიტყვაობა წავუმძღვარო მას.

პირველ რიგში მინდა მოგახსენოთ,რომ ყოველივეს ისე აღვწერ,როგორც

ჩემი მწირი გონება და მეტყველება მომცემს ამის საშუალებას,რაც ალბათ

საკმაოდ დაშორებული იქნება იმისგან,რაც ჭეშმარიტად ვიხილე და

განვიცადე.თუმცა მთელი ჩემი არსებით ვეცდები მაქსიმალური

სიზუსტით და სიწრფელით გადმოგცეთ ყოველივე ნანახი და

განცდილი.გადმოგცემთ იმასაც,რაც არც თუ სასიამოვნოა ჩემთვის და

ალბათ უნდა მრცხვენოდეს კიდეც,მაგრამ ჭეშმარიტება მხოლოდ

სასიამოვნი განცდები არ არის და ყოველმა ქრისტიანმა,რომელიც ყვება

თავის შესახებ,ის სამარცხვინო მომენტებიც უნდა აღიაროს,რაც განიცადა

და გადახდა. ასე ვთვლი და სწორედ ასედაც ვეცდები სრული

სიმართლით,ყოველ შემთხვევაში,როგორც პირადად ვფიქრობ,

გადმოგცეთ ყოველი სიტყვა თუ აზრი.

არ შეგაწყენთ თავს იმის აღწერით,როგორ და როდის დავიწყე

ეკლესიური ცხოვრება.მართალია ჭეშმარიტებისგან ჯერ ძალიან შორს

ვარ,მაგრამ ვცდილობ,ვწვალობ და ვფიქრობ,რომ ღვთის მადლით

მივიწევ წინ და მაქვს იმედი,რომ ჯერ ადამიანად ვიქცევი, შემდეგ კი

ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ქრისტიანად,თუ უფლის ნება იქნება,რა

თქმა უნდა.

ჩემს სულიერ ნათლიად მამა გაბრიელს ვთვლი.მან ჩამაფიქრა უფალზე

სერიოზულად,ღრმად.მისმა უდიდესმა სათნოებამ,სიყვარულმა და

სიბრძნემ ჩამინერგა წყურვილი შემეცნო უფალი და დავდგომოდი

ჭეშმარიტების გზას.

შემდეგ იყო მამა გიორგი ბასილაძე,მამა ვიტალი და ის უდიდესი და

უწმიდესი ჩვენი მამები,რომელთაც ხარბად დავეწაფე,როგორც თოთო

ბავშვი დედის რძეს.

3

ემიგრაციაში მყოფს,მართალია,ბევრი დრო არ მქონდა,მაგრამ

ვცდილობდი,როგორც შემეძლო ისე გამომეყენებინა ეს დრო,ჩემივე

სულის გადასარჩენად.

ვუსმენდი მამა არჩილ მინდიაშვილის,მამა გიორგი პავლოვის,მამა ილია

ჩიკვაიძის და სხვა უსაყვარლესი ჩვენი მოძღვრების ქადაგებებს და გული

სიყვარულით ივსებოდა,სულში კი ჩაუქრობელი ცეცხლი გიზგიზებდა.

ვცდილობდი,არცერთი წირვა არ გამეცდინა.ჩემს ქალაქში ქართული

ეკლესიის არარსებობის გამო,სიარული სერბულ ეკლესიაში დავიწყე

ოჯახთან ერთად,რადგან ლონდონში სიარული ყოველ წირვაზე

უბრალოდ შეუძლებელი გახლდათ.გაცდენა კი არ მინდოდა,რადგან

კარგად გავათვიცნობიერე,რომ დედამიწის ზურგზე არ არის უკეთესი

ადგილი,ვიდრე ღვთის ტაძარია და ვერასოდეს უკეთესად ვერ

გამოიყენებ ისედაც მცირე დროს ადამიანი,ვიდრე წირვაზე,რომელზეც

უამრავი წმინდანი და ანგელოზი ესწრება თავად უფალთან და დედა

ღვთისმშობელთან ერთად და განა შეიძლება სადმე უკეთესი ადგილი

არსებობდეს,განა შეიძლება უკეთეს ადგილას წავიდეს ადამიანი ან რაიმე

მიზეზი გამონახოს წირვაზე დაუსწრებლობისა?

4

მე წირვას ვადარებ ულამაზეს და უმშვენიერეს ქორწილს,რომელზეც

მიწვეულები ვართ და მასზე არწასვლა დიდ უგუნურებას ნიშნავს,ხოლო

როდესაც ადამიანი არ ცდილობს ხშირად ეზიაროს ,მაგონებს ამ

წვეულებაზე დაპატიჟებულ სტუმარს,რომელიც ქორწილს შორიდან

ადევნებს თვალს,თვითონ კი არც ჭამს,არც სვამს და არც მხიარულობს

ნეფე–პატარძალთან და სხვა სტუმრებთან ერთად.ასე ვფიქრობ და

მართალი ვარ თუ არა,დაე უფალმა განსაჯოს.

სოციალურ ქსელ ფეისბუქის გვერდზე ჩემი პირადი მონაცემები გავაუქმე

და მთლიანად ღვთის სიყვარულს და წმიდა მამების ქადაგებებს

მივუძღვენი.სახელი იცით ალბათ,“მართლმადიდებლობა ან სიკვდილი“

დავარქვი,რომელიც ათონის ესთიგმენის მონასტრის დევიზია და ნიშნავს

არა მათ სიკვდილს,ვინც მართლმადიდებელი არ არის,როგორც ბევრს

ჰგონია და ზოგჯერ მლანძღავენ და მაგინებენ კიდეც ამის გამო,არამედ

იმას,რომ ამ ადამიანებს მართლმადიდებლობის დაკარგვას სიკვდილი

5

ურჩევნიათ;რომელთათვისაც მართლმადიდებლობა ყველაზე უზენაესი

ფასეულობაა და სიკვდილსაც სიხარულით მიიღებენ ამის გამო.სწორედ

ამიტომ მომეწონა მეც მათი ეს დევიზი და ჩემი ფეისბუქის სახელად

შევარჩიე.მინდოდა ჩემი მცირედი შრომით ჩემს სულსაც დავხმარებოდი

და სხვისასაც,ერთად გაგვევლო ყოველი ნაბიჯი და ვზიარებოდით

უფლის ჭეშმარიტებებს და წმიდა მამათა სიბრძნეებს,ვისაც ამის

სურვილი ექნებოდა.მე თავად „თოთო ბავშვი“ სარწმუნოებაში,სხვა

„ბავშვებსაც“ ვიწვევდი ჩემს გვერდზე,რომ ერთად გაგვევლო ის ტკბილი

გზა,უფლისკენ რომ მიდის და სულს და გულს ახარებს და აცისკროვნებს.

...და როგორც იცით,რამდენიმე წელია, არსებობს გვერდი სახელით

„მართლმადიდებლობა ან სიკვდილი“,რომლის წამყვანიც თქვენი მონა–

მორჩილი გახლავთ.

ამაზე არ გავამახვილებდი თქვენს ყურადღებას,ეს რომ მნიშვნელოვანი

არ იყოს შემდგომი თხრობისათვის.

არ ვიცი ამის გამო,თუ უფრო ჩემი დიდი ცოდვილობის გამო,უფალმა

ჩემზე უდიდესი მადლი და წყალობა გამოიღო და ისეთ სასწაულს

მაზიარა,რასაც ათონის წმიდა მთაზე მოგზაურობა ჰქვია.

6

ერთ მშვენიერ დღეს,ჩემი სერბი მოძღვარი,ძალიან თბილი და

მოსიყვარულე მამა ნენადი, მეძახის და მასთან ერთად ჯვართამაღლების

დღესასწაულზე ათონის წმიდა მთაზე მოგზაურობას მთავაზობს.

აღელვებისგან ჯერ დავიბენი,მაგრამ მიუხედავად იმისა,რომ

დაფიქრების ვადა მომცა,არც კი შევყოყმანებულვარ,მაშინვე

დავთანხმდი.არათუ დავთანხმდი,იმ დღესვე ავიღე გასამგზავრებელი და

უკან დასაბრუნებელი ბილეთები.

მითხრა,რომ ჯერ ბელგრადში ჩავიდოდით,სადაც მამა ნენადი

მასპინძლობას გამიწევდა,მერე კი მანქანით ათონის მთისკენ

გავემგზავრებოდით.მითხრა ისიც,რომ ჩავიდოდით სალონიკშიც და

მოვილოცავდით დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის ტაძარს და მის

წმიდა ნაწილებს.

არ ვიცი,ვინ რას იფიქრებდა,მე კი ყველაზე უგუნური არსება ვიქნებოდი

დედამიწის ზურგზე,ამ შემოთავაზებაზე უარი რომ მეთქვა.ჩემი მორცხვი

ბუნების გამო ძალიან მაწუხებდა პირადად მამაოსთან სტუმრობა და

მოწიწებით სასტუმროში დაბინავების ნებართვა ვითხოვე,თუმცა მაშინვე

7

უკუაგდო ეს წინადადება და ისე დამაჯერებლად გამაჩუმა,რომ მეორედ

ამაზე ხმა აღარ ამომიღია.

რა თქმა უნდა,სიხარულის და ბედნიერების გრძნობა უზომო იყო,მაგრამ

არც გაოგნება და შოკი ახლდა ამას ყველაფერს და რომ აღარ მოვეშვი

მამაოს მიმართ მადლიერების გრძნობის გამოხატვას,რამდენჯერმე

გამიმეორა,რომ თვითონ არაფერ შუაში იყო და ურჩიეს ჩემი წაყვანა,

თუმცა ჩემს გახარებულ თავში ეს ნაკლებად შედიოდა და და მხოლოდ

მოგვიანებით,მოგზაურობის ბოლოს გავიგე,რომ მამა ნენადი არ ტყუოდა

და ჩემი წაყვანა მრევლის ნაწილმა და მათ შორის ტაძრის ერთერთმა

გავლენიანმა ფიგურამ,ასე ვთქვათ ზედამხედველმა,ურჩია,როგორც

ეკლესიაში ერთერთი ყველაზე ხშირად მოსიარულე ადამიანისა.

ასე იყო თუ ისე,ღმერთმა ამ ადამიანების სახით უდიდესი სიხარული და

ბედნიერება მაჩუქა და მომცა საშუალება ეს უდიდესი წმიდა ადგილი

მომელოცა.

8

როდესაც ცოტათი დავწყნარდი და ვიგრძენი,რომ ეს სიზმარი არ იყო და

ნამდვილად ხდებოდა,რაზეც ფიქრიც კი წარმოუდგენელი იყო,ვეცადე

წარმომედგინა წინასწარ,როგორ იქნებოდა ყველაფერი და როგორ

წარიმართებოდა ყოველივე.

დარწმუნებული ვარ,ყოველი ქართველი,რომელიც ათონის მთაზე

მიემგზავრება,უპირველესად ივერონის მონასტერზე და ივერიის

ღვთისმშობლის მოლოცვაზე ოცნებობს.რა თქმა უნდა,არც მე ვიყავი

გამონაკლისი,თუმცა კარგად ვხვდებოდი,რომ ეს ალბათ შეუძლებელი

იქნებოდა.არ ვიცოდი,ხუთდღიანი მოგზაურობიდან რამდენი დღე

დავყოფდით ათონის მთაზე და რომელი მონასტრების ნახვის საშუალება

გვექნებოდა.რა თქმა უნდა,გუმანით ვხვდებოდი,რომ მამაო სერბულ

მონასტერში,ჰილანდარში წამიყვანდა,მაგრამ ვფიქრობდი იმაზეც,რომ

იქნებ როგორმე, ერთი საათით მაინც,კარის ღვთისმშობელს ვხლებოდი

და თუნდაც დაუჯდომელი წამეკითხა.ვფიქრობდი,ჩემი ნება რომ

ყოფილიყო,აუცილებლად ვნახავდი ესთიგმენის მონასტერსაც, რომლის

დევიზიდანაც მოდიოდა ჩემი გვერდის სახელი და რომელზეც ოცნებაც

კი საერთოდ წარმოუდგენლად მეჩვენებოდა.თუმცა,სიმართლეს ვიტყვი,

უიმედობაც მეუფლებოდა–20 მონასტრიდან რაღა იმ მონასტერში

წავიდოდით,სადაც მე მინდოდა?ეს წარმოუდგენელი გახლდათ.

დარწმუნებული ვიყავი,რომ მამაო სერბულ მონასტერში,ჰილანდარში

წამიყვანდა.

ვფიქრობდი ამას ყველაფერს და ერთი სული მქონდა,როდის ვნახავდი

მოძღვარს შემდეგ წირვაზე,რომ ყველაფერი ზუსტად გამეგო,რადგან იმ

პირველ დღეს ისეთი აღგზნებული და დაბნეული ვიყავი ასეთი

მოულოდნელი ბედნიერებისაგან,რომ არც კი მიკითხავს,სად და რამდენი

დღით მივდიოდით.

როდესაც მამა ნენადი ვნახე,მოწიწებით ვკითხე,მექნებოდა თუ არა

საშუალება,თუნდაც ერთი საათი,კარის ღვთისმშობელი მენახა ივერონის

მონასტერში.

9

მამაომ მიპასუხა,რომ მივდივართ ესთიგმენის მონასტერში,საიდანაც

ივერიის მონასტერი ძალიან შორია.ლაპარაკია ერთ ან ორ ღამეზე.თუ

ორი ღამით დავრჩებოდით,მექნებოდა ამის საშუალება,ხოლო თუ

ერთით,სავარაუდოდ არა.

ესთიგმენის მონასტერს რომ მოვკარი ყური,ენა დამება და

მოულოდნელობისგან დავმუნჯდი,მხოლოდ კითხვა შევუბრუნე,სად

მივდივართ მეთქი?–ესთიგმენის მონასტერშიო,დამიდასტურა მამაომ.

მოგვიანებით შევიტყვე,რომ მივდიდოდით რა თქმა უნდა ჰილანდარში,

ხოლო ესთიგმენის მონასტერში სტუმრობა იყო დაგეგმილი და რადგან

მე ივერონის მონასტერში სტუმრობაზე ვეკითხებოდი მამაოს,მანაც

სწორედ ეს იგულისხმა.თუმცა ამას მაშინ მნიშვნელობა არ ჰქონდა.

მთავარი იყო,რომ ვნახავდი იმ მონასტერს,რომელზეც ოცნებაც კი

წარმოუდგენელი იყო.მე,რომლის გვერდსაც „მართლმადიდებლობა ან

სიკვდილი“ ერქვა,ვნახავდი იმ მონასტერს,რომლის თავზეც ფრიალებს

დროშა წარწერით“მართლმადიდებლობა ან სიკვდილი“.

10

ეს იმდენად დაუჯერებელი და წარმოუდგენელი გახლდათ,რომ

დიდხანს ვიყავი გაბრუებული და შოკირებული.არ მახსოვს,როგორ

დავჯექი მანქანაში,როგორ წავედი.მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი,რომ

ასეთი დამთხვევა შეუძლებელი იყო,წარმოუდგენელი და

გასაცვიფრებელი.არც მამაომ და არც სხვა ვინმემ არც ის იცოდა,რომ მე

ფეისბუქში გვერდი მქონდა „მართლმადიდებლობა ან სიკვდილი“ და

არც ის,თუ რა დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამას ჩემთვის.იცოდა მხოლოდ

უფალმა ღმერთმა, უზენაესმა და უსასრულომ.

ამ ფიქრებში გართულს წინ კიდევ ერთი სასწაული მელოდა.მანქანაში

ხშირად ვუსმენ სხვადასხვა მოძღვართა ქადაგებებს როგოც ქართულ,

ასევე რუსულ ენებზე.იმ დღესაც,ეკლესიისკენ მიმავალ გზაზე ჩართული

მქონდა ერთერთი რუსი მამის ქადაგება სიკდილისშემდგომ ცხოვრებაზე.

ტაძრიდან გამოსულმა გავაგრძელე ქადაგების მოსმენა,მაგრამ

ბედნიერებისაგან დაბინდულს და გაოგნებისგან არეულს ერთი სიტყვა

არ გამიგია ქადაგებიდან.მხოლოდ ამ უეცარ და გამაოგნებელ სასწაულზე

11

ვფიქრობდი,იმ მადლსა და წყალობაზე,რაც უფალმა ჩემზე გამოიღო.ვერ

ვიჯერებდი,ეს როგორ შეიძლებოდა მომხდარიყო.

–არა,ეს შეუძლებელია,ასეთი დამთხვევა წარმოუდგენელია.ნუთუ

შემთხვევით დაემთხვა ასე? ვფიქრობდი და ...

უცებ,თითქოს ყურში ჩამძახესო,ზუსტად იმ წამში მკაფიოდ მომესმა

რუსი მოძღვრის სიტყვები,რომელთაც სიტყვა სიტყვით გთავაზობთ:

„Случайность-это псевдоним Бога.Ничего случайного не бывает.“

ანუ: „დამთხვევა–უფლის ფსევდონიმია.არაფერი შემთხვევით არ ხდება

ქვეყანაზე“

მეტს ამაზე არაფერს გეტყვით,თავად წარმოიდგინეთ,რა დამემართებოდა

ამ სიტყვების გაგონების შემდეგ და რა მდგომარეობაში ვიქნებოდი.ამის

გადმოცემა სიტყვებით ყოვლად შეუძლებელია.

მოგვიანებით,როდესაც ეს ადგილი განმეორებით მოვისმინე, გავოცდი,

როგორ არის გამოყოფილი ეს ფრაზა მთელი ქადაგებიდან, თითქოს

შეგნებულადაა ეს გაკეთებული და განსაკუთრებულად ხმამაღლა და

გამორჩეულად ნათქვამი.

სიმართლისათვის მინდა მოგახსენოთ–ძალიან კარგად ვიცოდი

მანამდეც,რომ არაფერი შემთხვევით არ ხდება ქვეყანაზე და ყოველივე

უზენაესის ნებაა,მაგრამ იმდენად უღირსად ჩავთვალე ჩემი თავი ასეთი

დიდი წყალობისათვის,ამის დაჯერება კი არა,წარმოდგენაც მიჭირდა.

ეხლა კი ვხვდები,რომ უფლის წყალობა არა მხოლოდ ღირსეულებზე,

არამედ უღირსებზეც ხშირად გადმოდის,რათა თვალები აეხილოთ და

სწორი გზით იარონ.ალბათ ასე იყო ჩემს შემთხვევაშიც და ერთი წამითაც

არ მიფიქრია,რომ რამეთი დავიმსახურე ეს დიდი წყალობა ღვთისა.

...და ბოლოს.დავამატებ მხოლოდ იმას,რომ ჩემდა გასაოცრად,როდესაც

მოგვიანებით ათონის მთის რუკას დავხედე,აღმოვაჩინე,რომ სერბული

12

მონასტერი ჰილანდარი და ესთიგმენის მონასტერი გვერდიგვედ არიან

ერთმანეთთან.იმდენად ახლოს,რომ გეგონება ერთი მონასტრიდან რომ

ფეხს გადადგამ,მეორე მონასტერში აღმოჩნდებიო.

აი,ეს მინდოდა წინასიტყვაობის მაგიერ მეთქვა და თუ უკვე არ

დაგღალეთ და თავი არ შეგაწყინეთ,დავიწყებ მოგზაურობის აღწერას.

მოგზაურობის დასაწყისი

ბელგრადის საერთაშორისო აეროპორტში დავეშვით.უკვე ღამის 12–ის

ნახევარია.მამა ნენადი მეუღლესთან ერთადაა,მე–მარტო.სამივე ტაქსში

ვსხდებით და ავტოსადგურისკენ მივდივართ.ძალიან ლამაზიაო

13

ბელგრადი,გამიგია,მაგრამ აეროპორტი ქალაქგარეთაა.არაფერი

განსაკუთრებული ჯერ არ ჩანს.იმედი მაქვს,რომ მომეცემა ბელგრადის

დათვალიერების საშუალება.ეხლა კი სხვა ქალაქში უნდა წავიდეთ–

ალექსინაცში.იქ,სადაც მამა ნენადი დაიბადა და გაიზარდა,სადაც მისი

სახლია.მივედით ავტოსადგურში.ჯერჯერობით არაფერი

განსაკუთრებული არ დამინახავს.არც ვფიქრობ ეხლა ამაზე.ისედაც

დაღლილებს,კიდევ ორსაათნახევრიანი მგზავრობა გვიწევს ავტობუსით.

ამდენივე დაგვჭირდა ლონდონის აეროპორტამდე,ამდენივე ვიფრინეთ.

ხოდა საკმაოდ დაღლილ–დაქანცულებს ერთი სული გვაქვს,როდის

მივალთ სახლამდე,რომ დავწვეთ და დავიძინოთ.თანაც ხვალ ძალიან

მნიშვნელოვანი დღეა,ათონის მთისკენ უნდა დავიძრათ.ამიტომაც

მეჩქარება დაძინებაც და მეორე დღის გათენებაც.

დილის სამ საათზე მამაოს სახლში ვართ.მამაო თავის დედას

მაცნობს,თავისივე ოთახს მითმობს და მივდივართ დასაძინებლად.

დაღლილ–დაქანცულს ოთახის დათვალიერების თავიც არ მაქვს,ვხედავ

კედელზე ჩამოკიდებულ ხატებს,მამაოს გამოსაცვლელ ანაფორებს,

ჯვრებს,წიგნებს და უამრავ სხვადასხვა ნივთს.მყუდრო და პატარა

ოთახის უზარმაზარ საწოლზე ვწვები და ვიძინებ.

მამა ნენადი 35 წლისაა.5 წლის შეუღლებულია,მაგრამ შვილი ჯერ არ

ჰყავს.ბირმინგემის სერბულ ტაძარში დიდი ხანი არაა,რაც მოღვაწეობს.

ყოფილა მანამდე რამდენჯერმე ჩამოსული,მაგრამ სულ ცოტა ხნით.ეხლა

კი მუდმივად ამ ტაძრის მსახურია,თუმცა მუდმივი ვიზა ჯერ არა

აქვს.ენაში მეცადინეობს,რომ გამოცდები ჩააბაროს და რეზიდენტის

სტატუსი მიიღოს.მანამდე კი წვალობს,როგორც შეუძლია.მიდის და

მოდის სერბიიდან ინგლისში და ემსახურება უფალს და ხალხს.მანამდე

რუსი მოძღვარი გვყავდა,მაგრამ რაღაც პრობლემების თუ გაუგებრობის

გამო დატოვა ეკლესია და სხვა ტაძარში მსახურობს ამჟამად.

14

მამა ნენადის ჩამოსვლისთანავე მასთან საოცრად თბილი და

კეთილმოსურნე ურთიერთობები ჩამომიყალიბდა.მიკვირდა კიდეც,განა

რით დავიმსახურე,ასეთი ყურადღებით და სითბოთი რომ მეპყრობა

მეთქი.არ ვარ მიჩვეული გადამეტებულ ყურადღებას ჩემს მიმართ.

ერთხელ სამრეკლოზეც კი ამიყვანა და ზარები დამარეკინა. მხოლოდ

გვიან მივხვდი,რომ მამაო ბუნებით არის სათნო და კეთილი.ყველასთან

მომღიმარი და მოსიყვარულე და მე აქ არაფერ შუაში ვარ.სერბიაში

სტუმრობისას კი დავრწმუნდი,როგორ უყვარს ყველას მისი დანახვა და

15

მასთან ყოფნა,ვინც კი მას იცნობს.ის ჯერ ახალგაზრდაა, მაგრამ საკმაოდ

გავლენიანი და ცნობილი პიროვნება სერბულ ეკლესიაში. მოგვიანებით,

სულ სხვა დასახლებაში,ერთერთი მონასტრის წინამძღვარმა გაიგო რა,

რომ მისი მრევლი ვიყავით,დიდი სიყვარულით მოიხსენია და ძალიან

გონიერ და ნიჭიერ ადამიანად დაახასიათა.

აი,ამ ადამიანის წყალობით მოვხვდი ამ მოგზაურობაში და ეხლა მის

პირად ოთახში ვწევარ და მძინავს.

სამი–ოთხი საათის ძილის შემდეგ ვდგები.სად გვაქვს ძილის დრო,

ათონისკენ მივემგზავრებით.ძილს მერეც მოვასწრებთ.დილის ლოცვებს

ვკითხულობ და თან მამაოს ოთახს,ამჯერად უფრო გულდასმით,

ვათვალიერებ.უფლის და ღვთისმშობლის ხატებთან ერთად,წმიდა

პარასკევას და წმიდა გიორგის ხატები უკიდია მთავარ კედელზე.სწორედ

ამ ხატების ქვეშ მეძინა ღამით უზარმაზარ საწოლზე. მამაო მესალმება და

16

თავის საქმეებზე გარბის.ის არის ამ მოგზაურობის ხელმძღვანელი და

ორგანიზატორი.ჩემს გარდა,ვიცი,სხვებიც მოდიან ათონზე,თუმცა ჯერ

არ ვიცი,ვინ და რამდენი.

სანამ მამაო ბრუნდება,მე მის დედასთან ყავის სმით ვიქცევ თავს და

რუსულ–ინგლისურად რაღაცნაირად ვახერხებთ გასაუბრებას. მისგან

გავიგე ბევრი რამ.გავიგე,რომ მამა ადრე გარდაცვლია მამაოს და დედას

გაუზრდია.მისგან გავიგე,რომ 5 წლის დაოჯახებულს შვილი ჯერ არ

ჰყავს და ასე შემდეგ.

მამაო მალე ბრუნდება და წასასვლელად ვემზადებით.ვალაგებ ჩემს

ბარგს და გავდივართ.ასე მგონია,აქ აღარ დავბრუნდები და მის სათნო

დედას გულმხურვალედ ვემშვიდობები.მანქანაში ვსხდებით და

ალექსინაცის ეკლესიაში მივდივართ.მანამდე კი მამა ნენადი მამა ივანს

მაცნობს კიდევ ორ ადამიანთან ერთად,რომლებიც ასევე მოდიან ჩვენთან

ერთად ათონზე.სწორედ მამა ივანი ზის საჭესთან,რომელსაც

ეკლესიისკენ მივყავართ.

იქ,მეორე მანქანით კიდევ გვხდება ხალხი.ისინიც ჩვენთან ერთად

მოდიან.მამა ნენადის გარდა მე მხოლოდ ერთ ადამიანს ვიცნობ.

ტრაიანი,ჩვენი ეკლესიის სული და გული.ეს ადამიანი ეკლესიას

საკუთარი შვილივით დაჰფოფინებს.სანთლებს უვლის,ნამწვავებს

აგროვებს და ცალკე ყუთში ალაგებს.მოკლედ,ჩვენი ეკლესიის

ზედამხედველია.მას ვიცნობდი,მაგრამ არც ისე ახლოს.მხოლოდ

მისალმებით და მცირეოდენი გასაუბრებით.თუმცა მამაოსგან

ვიცოდი,რომ აქ იქნებოდა და ჩვენთან ერთად იმგზავრებდა ათონზე.

ტრაიანი 80 წლისაა,თუმცა 70–ზე მეტს ვერაფრით ვერ ვიფიქრებდი და

როცა ასაკი მითხრა,გაოცებული შევყურებდი.ღმერთმა ჯანმრთელობა ნუ

მოუშალოს.საკმაოდ მხნედ და ახალგაზრდულად გამოიყურება.

მამა ნენადი მანქანებში გვანაწილებს.ამჯერად სხვა მანქანაში

ვჯდები,თუმცა ორივე ერთი ფერის ვოლქსვაგენია და ისე გვანან

17

ერთმანეთს,ტყუპები გეგონებათ.ტრაიანი მძღოლს მაცნობს. პიტერი

ქვია,ჩემო ძმააო,ამბობს.პუტკუნა და სასიამოვნო გარეგნობის კაცი, ასე

55–60 წლის იქნება.ტრაიანის შემყურე,აღარ მიკვირს,რომ საკმაოდ ბევრი

შემეშალოს ასაკის განსაზღვრისას.გვერდზე ტრაიანი უზის.უკან კი

კიდევ ერთი ნენადი და მე ვსხედვართ.

ალბათ ფიქრობთ,რად უნდა ამდენს რომ მიედ მოედებაო.მართალიც

იქნებოდით,მაგრამ შემდგომში თავადვე მიხვდებით,ამ ადამიანებს

რაოდენ დიდი ადგილი აქვთ დათმობილი ჩემს მომავალ თხრობაში და

საერთოდ,რამხელა მნიშვნელობა–ჩემს მოგზაურობაში.ამიტომაც

შევჩერდი მათზე ოდნავ დაწვრილებით.ტრაიანს და პიტერს

ვგულისხმობ.

ორი მანქანით 9 კაცი ვიძვრებით და ვიწყებთ მგზავრობას.მეც

კომფორტულად ვეწყობი და სასიამოვნო სიურპრიზების და ახალი

განცდების მოლოდინში სიამოვნებით ვიყურები აქეთ–იქით.ყველაფერი

მაინტერესებს.დღის სინათლეზე კარგად დავინახავ სერბიას,

მაკედონიას,საბერძნეთს.დიახ,სწორედ ეს ქვეყნები უნდა გავიაროთ,რომ

ათონის მთამდე მივიდეთ.

18

ალექსინაცი პატარა და მყუდრო ქალაქია.წყნარი და უშფოთველი.

საქართველოს პატარა ქალაქს ან დაბას მაგონებს,სადაც ადამიანები

უხმაუროდ,მშვიდად ცხოვრობენ.ქუჩებით,სახლებით,მაღაზიებით

ძალიან წააგავს ჩვენს გარემოს.შემდგომში უამრავი რამ ვნახე ისეთი,

რამაც საქართველო გამახსენა და გამაოცა.თუმცა ამაზე ცოტა

მოგვიანებით.

მალე ქალაქიდან გავდივართ და გზა მთებისკენ მიემართება.ვიყურები

აქეთ–იქით და თვალებს არ ვუჯერებ.

ირგვლივ მთებში პატარა სახლები,დასახლებები იმერეთის,რაჭის თუ

მაღალმთიანი აჭარის სოფლებს მაგონებს.როგორ გავს.აქეთ მდინარე

ჩამოედინება. აღფრთოვანებული ვუხსნი ჩემს თანამგზავრებს,რომ

აქაური ბუნება ძალიან ჰგავს საქართველოსას,რომ ჩვენთანაც არის ასეთი

მთები, მდინარეები,მთებში მივარდნილი სოფლები და მიკვირს

19

კიდეც,ნეტავ როგორ ცხოვრობს იქ ხალხი,რითი ირჩენენ თავს?ტყეები

მაღალი წიწვოვანი და ფოთლოვანი ხეებითაა დაფარული.ტრაიანი

მიხსნის,რომ როდესაც მაკედონიაში გადავალთ,იქ ამ სიმაღლე ხეებს

ვეღარ ვნახავ და რომ ყველაზე მაღალი ხე 50 სანტიმეტრისაა.ხუმრობს,რა

თქმა უნდა.

ცოტა ხანში გზიდან გადავდივართ და ერთერთ ულამაზეს სასტუმრო–

რესტორანთან ვაჩერებთ.მოგვიანებით ვიგებ,რომ ეს ერთერთი ყველაზე

ცნობილი სასაუზმე თუ სასადილოა(არც კი ვიცი რა ვუწოდო),სადაც

უამრავი მგზავრი ჩერდება და გვარიანად ნაყრდება.უზადო სისუფთავე

და მყუდროება სუფევს უზარმაზარ რესტორანში,რომელსაც ძალიან

კოხტა,ასევე უზარმაზარი გარე აივანი აქვს ლამაზი ფანტანებით და წინ

მთების ულამაზესი ხედებით.თბილი და საამური ამინდია და ჩვენც

აივანზე ვსხდებით სასაუზმოდ.

20

სწორდ აქ გავსინჯე პირველად სერბული ნაციონალური საჭმელი

„ბესკოვიცა“,რომელიც მრგვალი პურის შუაში ჩადებულ დიდი ხორცის

ნაჭერს წარმოადგენს.როგორც ბურგერი,ოღონდ ბევრად დიდი და

ნოყიერი.შიგთავსი,როგორც ამიხსნეს,საქონლის,ღორის და ცხვრის

ხორცის ნარევია.ცოტათი წვნიანიც კი.

დავნაყრდით,ყავაც დავაყოლეთ,ცოტა დავისვენეთ და გავუდექით

გზას.აღარ ვამბობ,რომ ვცდილობ ყველგან სამახსოვრო ფოტოები და

ვიდეოკლიპები გადავიღო.ვგონებ ეს ისედაც ნათელია და ამის შესახებ

ვფიქრობ აღარ ღირს საუბარი და რამდენჯერმე გამეორება.

გარკვეული დროის შემდეგ,გავდივართ სასაზღვრო შემოწმებას და

მაკედონიის ტერიტორიაზე შევდივართ.როგორ ტრაიანმა ადრევე

გამაფრთხილა,ტყეები მართლაც მეჩხერი და დაბალტანიანი ხეებით

იცვლება,თუმცა გზა ისევ მთებში გადის და დანარჩენი ისევ იგივეა,ერთი

21

განსხვავებით.ორივე მხარეს უამრავი ვენახი გადაშლილა და ისეთი

შეგრძნება მაქვს,თითქოს კახეთის გზატკეცილზე მივქრივარ.თუმცა ისიც

უნდა მოგახსენოთ,რომ ჩვენი ვენახები ბევრად მაღალი და ფართოა.

თუმცა მაინც ძალიან გაოცებული და გახარებული ვარ და გულში

ვღიღინებ: –აქ რამ მოგიყვანა,შე მადლიანო შენა ჰა?..

რა თქმა უნდა,ჩემს თანამგზავრებს კვლავ აღფრთოვანებული და

განცვიფრებული ვუხსნი,რომ ეს ყოველივე ძალიან ჰგავს საქართველოს;

რომ ჩვენი მადლიანი სამშობლო ღვინის ქვეყანაა და რომ ქართული

ღვინო უმეტეს შემთხვევაში უმაღლეს ჯილდოებს იღებს ღვინის ამა თუ

იმ საერთაშორისო ფესტივალებზე თუ კონკურსებზე.

საუბარს საუბარი მოყვება,ხუმრობას ხუმრობა.პიტერი საკმაოდ ხუმარა

კაცია,ხანდახან ვერც კი გაიგებ,ისე ხუმრობს.ჩვენც ვხუმრობთ და

მხიარულად და ხალისიანად მივუყვებით გზას.

წინასწარ მინდა გითხრათ,რომ ამ ადამიანს განსაკუთრებულად

დავუახლოვდი და შემდგომში ამ სიახლოვემ უზარმაზარი,გადამწყვეტი

როლი ითამაშა ერთერთ,ჩემთვის ძალზედ მნიშვნელოვან მომენტში,

რაზეც თავის დროზე მოგახსენებთ.

აი ასე,მხირული განწყობით და ბედნიერი გამომეტყველებით მივადექით

კიდეც საბერძნეთის საზღვარს.

სასაზღვრო შემოწმება აქაც ყოველგვარი გართულების გარეშე გავიარეთ

და გავუყევით საბერძნეთის გზას სალონიკისაკენ.თუმცა უნდა

აღვნიშნო,რომ არც ბერძნულ,არც სერბულ და არც ინგლისურ ენაზე ამ

ქალაქს სალონიკი არ ქვია.მას თესალონიკს ეძახიან,ისევე ,როგორც

ადრიან ხანაში.სალონიკი ქართულ ენაში კი სავარაუდოდ რუსულიდან

შემოვიდა.ეს ჩემი ვარაუდია მხოლოდ და შეიძლება ვცდებოდე კიდეც.

თუმცა მე თხრობისას, ჩვენი ტკბილი ენის პატივსაცემად მაინც

სალონიკად მოვიხსენიებ.

22

პირველი შთაბეჭდილება ქალაქში შესვლისას არც ისე სახარბიელო

დამრჩა.უფრო პირიქით,ცოტა იმედგაცრუება და სევდა დამეუფლა.

ჭუჭყიანი და საღებავით დათხაპნილი შენობები.წარწერებით და უაზრო

ნახატებით აჭრელებული.ღარიბული ქუჩები უინტერესო და უფერული

პეიზაჟებით.სამწუხაროდ,რაღაცით ჩვენს ზოგიერთ ქუჩებს

მიმსგავსებული.თუმცა,მადლობა უფალს,ეს პირველი შთაბეჭდილება

ცრუ აღმოჩნდა და შემდგომში საკმაოდ ლამაზი და კოხტა ქალაქი

ვიხილე.ლამაზი სკვერებით,შენობებით და განსაკუთრებით ტაძრებით.

გადატვირთული გზების და ფეხითმოსიარულეთა ფონზე ეს ქალაქი

სულაც არ აღმოჩნდა ისეთი ურიგო,როგორც თავიდან მეგონა.შემრცხვა

ჩემი სულსწრაფობის და ნაადრევად გამოტანილი დასკვნები გამო.

მამა ნენადმა ცოტა ხნით დაგვტოვა და რაღაც საქმეების გასარკვევად

გაემართა.ამასობაში კაფეში დავსხედით და ვინ ყავით და ვინ უბრალოდ

ცივი წყლის სმით შევიქციეთ თავი.სწორედ ამ დროს მამა ივანს

გავესაუბრე და უფრო ახლოს გავიცანი.ფეიბუქზე მეგობრობაც კი

გადავწყვიტეთ და შემდგომში დავმეგობრდით კიდეც.

აღსანიშნავია ის გარემოება,რომ მამა ნენადიც,მამა ივანიც,პიტერიც და

სხვა სერბი მეგობრებიც საკმაოდ კარგად ფლობენ ინგლისურ ენას და

მათთან კომუნიკაცია საერთოდ არ გამჭირვებია.აღარაფერს ვამბობ

ტრაიანზე,რომელიც,როგორც გაირკვა,1953 წლიდან ინგლისში ცხოვრობს

და ფაქტიურად სუფთად და უშეცდომოდ საუბრობს ამ ენაზე.დედით

ბერძენს,ცოტა ბერძნულ ენაზე საუბარიც ეხერხება და მისი ეს ცოდნა

მომავალში ზიარებისას გამომადგა,რაზეც მოგვიანებით მოგახსენებთ.

მამა ნენადი რამდენიმე საათის შემდეგ დაბრუნდა.როგორც შემდგომში

შევიტყვე,დაგეგმილი ყოფილა დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის

ტაძრის მოლოცვა,მაგრამ უდროობის გამო ეს ვერ მოვახერხეთ,თუმცა

მამაო შეგვპირდა,რომ უკანა გზაზე ამ ტაძარს აუცილებლად

მოვილოცავდით.მანამდე კი მამა ნენადმა და მე ტაძარში რამდენიმე

წუთით შევირბინეთ.ისევ ჩემდამი უდიდესი პატივისცემის ნიშნად

23

მამაომ წამიყვანა თან.მანქანები გადატვირთულობის გამო შორს

გავაჩერეთ და მხოლოდ ორნი გავემართეთ ტაძრისკენ,სადაც მამაოს

გერმანიიდან ჩამოსული ბულგარელი მეგობარი,სვეტოზარი ელოდა,

რომელიც შემდგომში ჩვენს მანქანაში მეხუთე მგზავრი აღმოჩნდა

ათონისკენ მიმავალ გზაზე.როგორც მოგახსენეთ,მამაოს ნებართვით ამ

დიდებულ ტაძარში რამდენიმე წუთით მაინც შევედი და მის ყველაზე

დიდ სიწმინდეს ვეახელი.

ლუსკუმაში მოთავსებულ დიმიტრი თესალონიკელის წმიდა ნაწილებს

ისეთი სურნელება ასდის,რომლის მსგავსიც,მე პირადად,ცხოვრებაში

არასოდეს არაფერი მიგრძვნია.თუმცა ისიც უნდა აღვნიშნო,რომ მე

უმეცარს და უგნურს,თითქმის არც არაფერი მინახავს და მომილოცავს

მანამდე.უზარმაზარი განცდებით და შთაბეჭდილებებით

სავსე,გულდაწყვეტილი გამოვედი ტაძრიდან და უკვე ვოცნებობდი იმ

24

დღეზე,როცა დავბრუნდებოდი ამ ტაძარში და სიჩქარის

გარეშე,გულიანად მოვილოცავდი ამ დიდებულ და ენით აუწერელ

წმიდა ადგილს.ერთადერთი ის მამშვიდებდა,რომ ათონის მთაზე

მივემგზავრებოდი და არანაკლებ დიდი სიწმინდეების ნახვა მელოდა

წინ.მარტო ფეხის დადგმა ამ წმიდა მიწაზე უკვე უდიდეს ბედნიერებად

მიმაჩნდა და მიმაჩნია.

დიდმოწამე დიმიტრის ტაძრიდან რომ გამოვედით,უკვე გვარიანად

შებინდებული იყო.ცხადი იყო და მანამდეც ვიცოდი,რომ ათონისკენ

მომდევნო დღეს გავემგზვრებოდით.ამ ღამეს კი სად გავათევდით,ჯერ არ

ვიცოდი.კითხვაც მერიდებოდა.სადაც მიმიყვანდნენ,იქ გავათევდი და

აღარ ჩავთვალე საჭიროდ ზედმეტი კითხვებით შემეწუხებინა ვინმე.

სალონიკიდან კარგა ხანს ვიარეთ და მივადექით ქალაქ

ურიანოპოლისისთან ,ზღვის პირას მდებარე ერთ პატარა დასახლებას,

25

რომელიც კაფე–ბარებით და სასტუმროებით არის სავსე.საცხოვრებელი

კორპუსები არც შემინიშნავს და არც ყოფილა თურმე,როგორც გავარკვიე.

ეს არის ადგილი ტურისტებისთვის, უმეტესად იმ ადამიანებისთვის,ვინც

ათონის მთაზე გამგზავრების წინ ღამის გათევას,დანაყრებას და

დასვენებას საჭიროებენ.

თავიდან,იმ საღამოს ასეთი შთაბეჭდილება დამრჩა,რადგან ქალი

თითქმის არ დამინახავს,მომსახურე პერსონალის გარდა.კაფე–ბარებსა

თუ რესტორნებში მხოლოდ მამაკაცთა საზოგადოებას ვხედავდი,თუმცა

უკანა გზაზე მგზავრობისას ქალთა სქესის უამრავი წარმომადგენელიც

ვიხილე და გაირკვა,რომ თურმე თევზაობის მოყვარულებიც ხშირად

დადიან ამ ადგილას დასასვენებლად.

ასეა თუ ისე,ამ ლამაზ და მყუდრო,პალმებით და სხვა ტროპიკული

ხეებით გამშვენებულ პაწაწინა კურორტზე ჯერ გვარიანად დავნაყრდით,

26

შემდეგ კი დასასვენებლად ერთ პატარა სასტუმროში დავბინავდით.

მეორე დილას კი სანატრელი და სანუკვარი მიზნისკენ, ათონისკენ

გავემართეთ.

ათონი

ათონის წმიდა მთა ნახევარკუნძულია,თუმცა მასზე მოხვედრა

ხმელეთიდან აკრძალულია და მხოლოდ ზღვიდანაა შესაძლებელი.

არავინ იცის,ასე ვინ და რატომ დაადგინა,ზოგმა გველები მომიყვანა

27

მიზეზად,ზოგმა კიდევ რა,თუმცა მე პირადად ნამდვილი მიზეზი ვერ

დავადგინე.ასეა დაწესებული და ყველანი ამ გზით მიდიან ათონზე,

ვიზიტორებიც და თავად ათონელი ბერებიც,რომელნიც არაერთი ვნახე

ნაპირზე.ზოგს პროდუქტი მიჰქონდა,ზოგს კიდევ რა.

ჩვენი ღამისთევის ადგილიდან დაახლოებით 15–20 წუთი კიდევ ვიარეთ

და არაერთი სასტუმრო და კაფე–რესტორები გავიარეთ.თავად ის

დასახლებაც,საიდანაც გემები ათონზე მიდიან,ასევე სასტუმროებით

არის გადაჭედილი,თუმცა როგორც მითხრეს,აქ ღამის გათევა

გაცილებით ძვირია და ცოტა მოშორებით,ისე როგორც ჩვენს

შემთხვევაში,უფრო იაფი და მოხერხებულია.სიმართლე გითხრათ,ეს

დეტალები მე ნაკლებად მაინტერესებდა და იმ დროს ჩემთვის სულ არ

28

ჰქონდა მნიშვნელობა,სად,რა და როგორ ღირდა.მთავარი იყო,რომ მე აქ

ვიყავი,ამ ნაპირზე და მალე ათონზე გავემგზავრებოდი.

ნაპირზე უამრავი მაღაზიაა ნაირნაირი ლამაზი ნივთებით

გამშვენებული;

კაფე–ბარები,სასაუზმეები.მოკლედ ყველაფერი,რაც ტურისტებისთვისაა

საჭირო,თუმცა ყველაზე მეტად მე საეკლესიო მაღაზიებმა

დამაინტერესა.ნებისმიერი ზომის უამრავი ლამაზი

ხატები,ჯვრები,კრიალოსნები,სუვენირები ათონის მთის

გამოსახულებით.შევყურებდი ამ სილამაზეს და ყველაფერი მინდოდა,

რომ შემძლებოდა ყველა ნივთს შევიძენდი.დავაპირე კიდეც რამდენიმე

ხატის ყიდვა,განსაკუთრებით ივერიის ღვთისმშობლისა,მაგრამ უკანა

გზაზე დაბრუნების მომენტისთის გადავდე ყველაფერი და მერე გაირკვა,

რომ სწორედაც მოვქცეულვარ,რადგან ათონის არცერთ მონასტერში ამის

29

ნაკლებობა ნამდვილად არ არის და ალბათ დამეთანხმებით,რომ წმიდა

მთიდან წამოღებული ყოველი ნივთი ბევრად ფასეულია და ძვირფასი,

ვიდრე იქვე,ნაპირზე გასაყიდად გამოტანილი,თუმცა შეიძლება ერთიც

და მეორეც ბერების ხელით იყოს დამზადებული. ამიტომ,ამჯერად,

მხოლოდ ფოტორეპორტიორობით დავკმაყოფილდი.

სანამ ამას ყველაფერს ვნახავდი და გადავიღებდი,მანამდე მამა ნენადმა

ყველას ათონზე გამგზავრების ვიზა და გემის ბილეთები გამოგვიტანა

ერთერთი შენობიდან,რომელიც იქვე მდებარეობს.

გახარებულმა ჩავიხუტე გულში ეს ძვირფასი ქაღალდი–ვიზა,რომელსაც

ბერძნულად „დიამონტირიონს“ ეძახიან.ამჟამად ბილეთიც და ვიზაც

საგულდაგულოდ მაქვს შენახული ძვირფასი მოგზაურობის

მოსაგონებლად.

30

31

ათონზე მიმავალ ხომალდს რა დავარქვა არ ვიცი.ეს არც გემია,არც

კატარღა,უფრო რაღაც საშუალო.საერთოდ მათ კატარღებს ეძახიან და

ასეთებს ხშირად ნახავთ საზღვაო თუ სამდინარე ექსკურსიებზე.მე მაინც

გემს დავუძახებ ჩემს თხრობაში და ვეცდები ცოტა გასაგებად აგიხსნათ.

გემი რამდენიმე სართულიანი გემბანისგან შედგება.პირველი ორი

სართული დახურული კაბინებია,სადაც ალბათ 50–60 ადამიანი თუ

დაეტევა თითოში.ამდენივე ეტევა ზედა ღია გემბანზე,რომელიც

საზაფხულო თეატრს გაგონებს ადამიანს.გეცნოთ ხომ?დიახ,სწორედ

ასეთი გემები დადიან ათონისკენ.კარგ ამინდში ყველა ზედა გემბანზე

ცდილობს მოხვედრას,რათა მოგზაურობის ყოველი წამით დატკბეს და

სრულად შეიგრძნოს ის ნეტარება,წმიდა მთასთან მიახლოებას რომ

ახლავს თან.

32

ჩემს მოგზაურობას,სამწუხაროდ,წვიმიანი ამინდი დაემთხვა,თუმცა ამას

არ შეუშლია ხელი ზედა გემბანი მაინც სავსე ყოფილიყო ხალხით,

რომელთა შორის ჩვენი ჯგუფიც გახლდათ.

ვინ ფეხზე იდგა,ვინ უსაფრთხო ადგილას იჯდა რომ არ

დასველებულიყო,ვინ სველ სკამს ამშრალებდა და ტენტის ქვეშ

დგამდა,რომ მასზე დამჯდარიყო. მოკლედ,ყველა თავის თავს უვლიდა

და პატრონობდა,როგორც შეეძლო.

საოცარი იყო და არ შემიძლია არ ვთქვა,როგორ მოსდევდნენ თოლიები

გემს.მთელი გუნდი,როგორც საჰაერო გამცილებლები არ მოგვშორებიან

33

და უკან მოგვყვებოდნენ.

ვისთვისაც ეს მგზავრობა პირველი არ იყო,მათ უკვე კარგად იცოდნენ

თოლიების ამბავი და ზოგს მათთვის საკვებიც მოემზადებინა და

პირდაპირ ხელიდანაც კი აჭმევდნენ.საოცარი სანახაობა

გახლდათ.არაფერი ამის მსგავსი აქამდე მე არ მენახა. ვუყურებდი ამას

ყოველივეს და ეჭვიც არ ეპარებოდა,რომ ყოველივე ეს ღვთიურთან

ძალიან ახლოს იყო და გასაოცარი ამაში არაფერიც არ გახლდათ.ეს არ

იყო ჩვეულებრივი მოგზაურობა,არ მივცურავდით ჩვეულებრივი

მიწისაკენ და არც ის ადამიანები იყვნენ ჩვეულებრივი, ვისთან

შეხვედრასაც ვაპირებდით.ეს გახლდათ თავად დედა ღვთისმშობლის

მფარველობის და მზრუნველობის ქვეშ მყოფი ოაზისი და ამას ყველანი

ძალიან კარგად ვაცნობიერებდით.

გემი რამდენიმე პატარა ნავსადგურში ჩერდება.პირველივე ნავსადგური

ჩვენია.იქ მიკროავტობუსები დგანან,რომელთაც სტუმრები ჰილანდარის

მონასტერში მიყავთ.გემი კი აგრძელებს სვლას და ეხლა შემდეგი

34

ნავსადგურისაკენ იღებს გეზს.დრო არ დამინიშნავს,მაგრამ ალბათ

დაახლოებით 40–50 წუთი ვიცურეთ.როგორც ვვარაუდობ,ერთი ამდენი

დრო დასჭირება ალბათ ბოლო ნავსადგურამდე მისვლას,თუ მეტი არა.

“დიამონტირიონში“ წინასწარ იწერება,რამდენი ღამით და სად სურს

სტუმარს გაჩერება.როგორც წესი,უარს არავის ეუბნებიან სარწმუნოების

თუ აღმსარებლობის მიუხედავად.პირადად მე ჰილანდარის სტუმრებში

ერთი ჩინელიც კი ვიხილე.მართალია, სავსებით შესაძლებელია იგი

მართლმადიდებელიც ყოფილიყო,მაგრამ ეს არ არის სტუმრის მიღების

ძირითადი პირობა და როგორც მოგახსენეთ,ყველა მამრობითი სქესის

სტუმარს,რამდენადაც ვიცი,ვიზიტზე თანხმობას უცხადებენ.

ათონზე სტუმრობის ყველა წესზე და კანონზე რომ ვისაუბროთ,ეს

ძალიან შორს წაგვიყვანს და ვგონებ ამას ეხლა არც აქვს ძალიან დიდი

მნიშვნელობა.ძირითადს ისედაც მოგახსენებთ,რომ ადვილი

წარმოსადგენი იყოს ყველაფერი,ხოლო დანარჩენი,სიმართლე გითხრათ,

თავადაც არ ვიცი სრულყოფილად.

როგორც კი ათონის წმიდა მიწაზე ფეხი დავდგი,დავემხე მუხლებზე და

უფალს მადლობა შევწირე ამ უსაზღვრო და ენითუთქმელი

წყალობისათვის.განა შეიძლება ასეთ დიდ მადლს ეზიარო ასეთი

ცოდვილი,ღვთისმშობლის კურთხეულ მიწაზე დადგა ფეხი და არ

ემთხვიო მას და თაყვანი არ სცე? მე ეს ვერც წარმომედგინა სხვანაირად

და არც მიფიქრია შემეხედა,სხვა როგორ მოიქცეოდა.რომ შემძლებოდა,

ჩავემხობოდი ამ წმიდა მიწას და დიდხანს არ ავიღებდი თავს.თუმცა

ყველამ თავისი საქმე იცის.მთავარი ის არ არის,რას მოიმოქმედებ

გარეგნულად,მთავარია რას გრძნობს გული და რითი სუნთქავს

სული...და თუ გული გეუბნება,მაშინ შეგიძლია გააკეთო ის,რასაც თვლი

საჭიროდ და აუცილებლად.

მიკროავტუბუსებით გავუყევით გზას მონასტრისაკენ.ალბათ არ არის

საჭირო იმის აღწერა,თუ რა საოცრად ლამაზი და მშვენიერი ბუნებაა

35

ირგვლივ.მხოლოდ იმას მოგახსენებთ,რომ გზაზე თხელი,ყვითელი

ქვიშაა დაყრილი,რომელიც სულ ახლახანს დაუყრიათ და ადრე არ

ყოფილა.როგორც შევიტყვე,ხანძრის ჩასაქრობად აჩქარებული ერთერთი

მღვდელმსახური მანქანით გადავარდნილა გზიდან და დაღუპულა.

სწორედ ამიტომ დაუყრიათ მთელ გზაზე ქვიშა,რომ მსგავსი სამწუხარო

ინციდენტები აღარ მოხდეს,რადგან გზა საკმაოდ ვიწროა და მძღოლის

უდიდეს პროფესიონალიზმს და ყურადღებას მოითხოვს, ხოლო წვიმიან

ამინდში,როგორშიც ჩვენ ვმგზავრობდით, გზაზე დაყრილი სილა

სწორედ რომ მოსწრება გახლდათ უსაფრთხოების გაძლიერების

თვალსაზრისით.ერთი ორჯერ ისეთი შეგრძნებაც კი გაგვიჩნდა,თითქოს

მანქანა ესესაა გადავარდებაო,ორივე მხარეს საკმაოდ ღრმა ხევი

იმზირებოდა.პიტერმა რამდენჯერმე გადამახედა კიდეც ფანჯრიდან,

აქაოდა,ნახე,რა ბეწვის ხიდზე დადისო.თუმცა სიმართლე გითხრათ,

36

ერთი წამითაც არ შემპარვია ეჭვი,რომ მძღოლი,რომელიც ალბათ

მეათასედ მაინც გადიოდა ამ გზას,ხატებით და ჯვრებით შემკულ

მიკროავტობუსს უპრობლემოდ მიიყვანდა დანიშნულების ადგილამდე.

ასეა თუ ისე,ღვთის წყალობით მშვიდობით მივადექით სერბულ

მონასტერს ჰილანდარს,რომელიც ისეთი ლამაზი ჩანდა გზიდანაც და

მიახლოებისასაც,რომ ჯობს სურათებზე იხილოთ,ვიდრე ჩემი მწირი

ენით ვცადო ამის გადმოცემა.

მამა ნენადმა ყველაფერი ზუსტად გათვალა.26 სექტემბერია.

ჯვართამაღლების დღესასწაულს ათონის წმიდა მთაზე შევხვდებით.

სამწუხაროდ,მხოლოდ ერთი ღამე გვაქვს ათონზე გასატარებელი.

მამაოსგან ვიცი,რომ ამ მონასტერში პატიოსანი ჯვრის ნაწილი აქვთ და

გვექნება ბედნიერება ამ უდიდეს სიწმინდეს ვემთხვიოთ.

წარმოუდგენელია,მე,უდიდესი ცოდვილი და უღირსი,უნდა ვემთხვიო

იმ ჯვრის ნაწილს,რომელზეც უფალი იესო ქრისტეს სისხლი დაიღვარა,

რომელზეც ის ეწამა ჩვენი ცოდვების გამო.ამის გაფიქრებაც კი

37

წარმოუდგენელია,ეს უდიდესი სასწაულია,სიზმარია.თუმცა,მოდი,ამაზე

მოგვიანებით უფრო დაწვრილებით მოგახსენებთ,მანამდე კი მივყვეთ

ქრონოლოგიას.

ქვაფენილებით მონასტრის ქვედა შენობებისკენ მივდივართ. მაცნობენ,

რომ ეს თანამედროვედ აგებული პატარ შენობები ახალი აშენებულია და

სპეციალურად სტუმრებისთვისაა გამოყოფილი.ბარგს გარეთ

გვატოვებინებენ და ერთ დიდ სასადილო ოთახში შევყავართ. მყუდრო

და ხისგან ლამაზად მოწყობილ ოთახში პატარპატარა ჯგუფებად

გვსვამენ მაგიდებთან.თმაშებნეული ახალგაზრდა კაცი,სავარაუდოდ

მორჩილი,სტუმრების სიას კითხულობს,რათა დაადგინოს,ყველა არის

თუ არა ჩამოსული,ვინც ვიზაში ითხოვა მონასტრის სტუმრობა.ყველა

ადგილზეა.თავიდანვე გვაფრთხილებენ,რომ შენობების შიგნით,ასევე

ტაძარში ფოტო და ვიდო გადაღება კატეგორიულად აკრძალულია.გარეთ

38

კი,რამდენიც გენებოთ,კი ბატონო.გულდასაწყვეტია,მაგრამ სხვა რა გზაა?

აქაურ კანონებს უნდა დავემორჩილოთ.

ლახათ–ლუხუმით და ყავა–ჩაით გვიმასპინძლდებიან.გვთავაზობენ

სერბულ ნაციონალურ სასმელს რაკიასაც.თუმცა მარხვაზე მყოფი

ზიარებისთვის ვემზადები და ალკოჰოლურ სასმელზე უარს ვამბობ,

დანარჩენს კი საიმოვნებით შევექცევი.

გვაცნობენ დღის განრიგსაც.4 საათზე საღამოს ლოცვაა ტაძარში,შემდეგ

სადილი.8 საათზე კი საზეიმო წირვა–ლოცვა დაიწყება,რომელიც დილის

4 საათამდე გასტანს.დილის 7 საათზე ლიტურღია,9–ზე საუზმე.12

საათისთვის კი უკვე უნდა გავემგზავროთ.ეხლა კი სასტუმრო ოთახებში

მივყავართ,სადაც 4 საათამდე თავისუფალი დრო გვაქვს.სამკაციან

ჯგუფებად გვყოფენ და ოთახებში გვანაწილებენ.ტრაიანი,პიტერი და მე

ერთად ვართ.ერთ უზარმაზარ სასტუმრო დარბაზში შევყავართ,სადაც

39

ალბათ 50–მდე საწოლია.შესაძლოა უფრო მეტიც,დათვლა შეუძლებელია,

მაგრამ პიტერმა,რომელიც მეორედ არის ჰილანდარში,იცის,რომ

გვერდით,რამდენიმესართულიან პატარა შენობაში,იქვე,უფრო პატარა

ოთახებია და სთხოვს,იქ მოგვათავსონ,რაზეც თანხმობას ვიღებთ და

მალე მეორე სართულზე 7 საწოლიან სასტუმრო ოთახში ვხვდებით.

ჯერ მხოლოდ სამნი ვართ და საწოლებს თავად ვირჩევთ. ერთ კედელზე

უფლის ხატია,მეორეზე დედა ღვთისმშობლის.ბულგარელი მეგობარი

სვეტოზარი,რომელიც ჩვენს მანქანაში მეხუთე მგზავრად დაგვემგზავრა,

გახსოვთ ალბათ,ჩვენი მცდელობის მიუხედავად სხვა ოთახში ხვდება და

გული გვწყდება.დავმეგობრდით გზაში უკვე და აქაც ერთად გვინდა

ყოფნა,მაგრამ რა ვუყოთ,ყველაფერი ჩვენს ნებაზე არ არის.

12 საათზე ცოტა მეტია,4 საათამდე თავისუფალი ვართ.გარეთ ისევ

წვიმს.მამაოს ვეკითხები,თუ როდის ვნახავთ ესთიგმენის მონასტერს.ამას

ჩემთვის უზარმაზარი მნიშვნელობა აქვს.ამის სრულყოფილად ახსნა არ

40

შემიძლია,თუმცა მოკლედ მამა ნენადისთვისაც და ჩემი ახალი სერბი

მეგობრებისთვისაც ნათქვამი მაქვს,რომ ჩემი ფეიბუქის სახელი

„მართლმადიდებლობა ან სიკვდილი“ სწორედ ესთიგმენის

მონასტრიდან მოდის და ჩემთვის უაღრესად დიდი ბედნიერება

იქნებოდა ამ მონასტრი ნახვა,რაზეც ადრე ოცნებაც კი წარმოუდგენელი

გახლდათ.მამაო მპასუხობს,რომ ესთიგმენის მონასტერი დღეს უნდა

გვენახა,მაგრამ წვიმის გამო ეხლა წასვლა შეუძლებელია,რადგან გზა

ცოტა შორია და ტალახიანი იქნება,მაგრამ მპირდება,თუ გადაიღებს,მოვა

და წაგვიყვანს.ჯერ წმიდა ვასილის პატარა მონასტერს,შემდეგ კი

ესთიგმენს ვეწვევით,თუ არადა მაშინ ხვალ,ოღონდ პირობა ისევ მშრალი

ამინდია,ანუ თუ არ იწვიმებს.

გულდაწყვეტილი ვარ,იმედგაცრუებული.ნუთუ ისე უნდა დავტოვო

ათონის მთა,რომ ვერც ესთიგმენის მონასტერი ვერ უნდა ვნახო?ვერც

მეთქი იმიტომ ვამბობ,რომ ივერიის ღვთისმშობლის ხატის მოლოცვა

ივერონში საბოლოოდ გამოირიცხა და ეხლა ესთიგმენიც სანატრელი

მიხდება.თუმცა უკმაყოფილებას როგორ გამოვთქვამ?ღმერთმა ასეთი

დიდი წყალობის ღირსი გამხადა.მე უგნური როგორ გავბედავ ხმა

ამოვიღო და რაიმე პრეტენზია გამოვხატო?გული მწყდება მხოლოდ,რომ

მოლოდინი არ მართლდება,რომ წვიმს და ეს ხელს მიშლის იმ ოცნების

ასრულებაში,რომელიც სრულიად მოულოდნელად ახდენადი გახდა და

რომელზეც მამა ნენადმა ჯერ კიდევ ინგლისში ყოფნისას გამომიცხადა.

რას ვიზამ, “რაც უფალს გულში არ უწერია,იმას ახდენა არ უწერია“,

მახსენდება ჩემივე სიტყვები და უფლის ხატთან მივდივარ სალოცავად.

ვემხობი მუხლებზე და ვევედრები:

„–უფალო,გევედრები,ნუ გამიშვებ აქედან ისე,რომ ესთიგმენის

მონასტერი არ ვნახო.ასეთი დიდი წყალობა გამოიღე ჩემზე უღირსზე.

მომანიჭე ეგ ბედნიერებაც,მოაწყვე ისე,რომ მოვახერხო მისი ნახვა.

ოღონდ თუ იქნება ნება შენი და არა ჩემი.გევედრები უფალო“–

დაახლოებით ასე.ვდგები და ჩემს საწოლზე ვჯდები.

41

ყველანი დაღლილები ვართ მგზავრობით.პიტერი მაშინვე წამოწვა და

დაძინებას აპირებს.დაძინებას აპირებს ტრაიანიც.მე საეკლესიო

მაღაზიაში მინდა წასვლა.პიტერი მპირდება,რომ მოგვიანებით

გამომყვება,ეხლა კი ჯობია ყველამ დავისვენოთ.წვიმს და არ ღირს არსად

წასვლა.

ეხლა კი კიდევ ერთ სასწაულზე მინდა გიამბოთ,რომელსაც მე სხვა

სახელს ნამდვილად ვერ ვუწოდებ.როდესაც ყველაფერი გავიხსენე და

ავწონდავწონე,დავრწმუნდი,რომ უფალმა ღმერთმა,კიდევ ერთი დიდი

სასწაულის,უზარმაზარი მადლის და წყალობის ღირსი გამხადა.მე

მოგიყვებით და თქვენ თავად განსაჯეთ.

42

სასწაული

გაოგნებული შევყურებდი საწოლზე მწოლიარე ჩემს სერბ მეგობრებს და

გულდაწყვეტილმა მივმართე:

–მე რომ ეხლა წამოვწვე და დავიძინო,მთელი სიცოცხლე სანანებელი

მექნება ეს წუთები და ვერასოდეს ვერ მოვიშორებ გულიდან.არათუ

წუთი,ყოველი წამი ამ მიწაზე იმდენად ძვირფასია,რომ ამის გადმოცემაც

კი არ ძალმიძს და მე ეს წუთები ძილში გავატარო?არასოდეს არ

მაპატიებს უფალი ამას.ხომ მეტყვის:– მე მოგეცი ამ წმიდა მიწაზე ფეხის

დადგმის საშუალება და შენ შენი დრო ძილში გაატარეო?

მოკლედ,მე ვერაფრით ეხლა ვერ დავიძინებ და გავალ სურათებს მაინც

გადავიღებ,თუნდაც წვიმაში მეთქი.

43

ფანჯარასთან მივედი და...ჰოი საოცრებავ,აღარ წვიმდა.მხოლოდ

უმნიშვნელოდ ცრიდა.აღარ წვიმს მეთქი,შეიძლება გარეთ გასვლა.

...და ამ დროს,სრულიად მოულოდნელად,პიტერი,ეს ზორბა კაცი,

რომელიც კარგად ვიცოდი როგორი დაღლილიც იყო(თან ის ჩვენი

მძღოლიც გახლდათ),საწოლიდან წამოხტა და მეც შენთან მოვდივარო–

გამომიცხადა.მაინცდამაინც არ მჭირდებოდა სურათების გადაღებისთვის

დახმარება,მაგრამ რა თქმა უნდა ძალიან გამიხარდა და ერთად გავედით

ოთახიდან.მაშინ ამაზე არც მიფიქრია რაიმე სერიოზულად,პატივი მცა

ადამიანმა და გამომყვა.

ტაძრის ეზოში გავედით და რამდენიმე სურათი გადავიღეთ.ეზოში

ერთადერთი ადამიანი შევნიშნეთ და ჩვენდა გასაოცრად ის ჩვენი

ბულგარელი მეგობარი სვეტოზარი აღმოჩნდა.მართლაც საოცარი

იყო,რას აკეთებდა მარტოდმარტო ასეთ ამინდში ეს ადამიანი ტაძრის

44

ეზოში.ვიფიქრე,ალბათ თვითონაც სურათებს იღებს მეთქი.

პიტერმა მონასტრის გარეთ გასვლა შემოგვთავაზა,რათა საუკეთესო

პეიზაჟები გადაგვეღო,რაზეც სიამოვნებით დავთანხმდით და სამივე

ერთად გავემართეთ.მალე მონასტრის გარეთ აღმოვჩნდით გზაზე,

რომელიც აქამდე არ ვიცოდით და საკმაოდ ძველი და საინტერესო

ჩანდა.პიტერმა აგვიხსნა,რომ ამ გზით ადრე სერბი მეფეები მონასტერში

დადიოდნენ მოსალოცად.იქვე ზეთისხილის ბაღები გვაჩვენა.მონასტრის

ხედიც აქედან ძალიან ლამაზი გახლდათ.

შემდეგ პიტერმა შემოგვთავაზა,ამ გზას გავყოლოდით და მალე ზღვის

ნაპირზე გავიდოდით,სადაც ულამაზესი ხედები იშლებოდა.

სიამოვნებით გავყევით,რადგან,როგორც გვითხრა,სავალი სულ 10 წუთის

მანძილზე იყო.მაგრამ როდესაც 10 წუთიც გავიდა 15–იც,მეტიც და ზღვა

ჯერ არ ჩანდა,შევწუხდი.პიტერს ვთხოვე,მოდი უკან დავბრუნდეთ,ხომ

45

ხედავ აღარ წვიმს და მამა ნენადი მოვა ჩვენს წასყვანად,ჩვენ კი არ

დავხვდებით მეთქი.არ მინდოდა ჩემი უგნური საქციელის გამო

ესთიგმენის მონასტრის ნახვის შესაძლებლობა დამეკარგა და

სამუდამოდ სანანებელი გამხდომოდა.ისიც მინდა გითხრათ,რომ

ტელეფონები საერთოდ გათიშულები გახლდათ და არავითარი

საშუალება მამაოსთან დაკავშირების არ გვქონდა.

პიტერი მომიბრუნდა და მითხრა:

–გინდა ესთიგმენის ნახვა? წავიდეთ და ვნახოთ,ეხლა,ამ წუთას.მამაო არ

მოვა წასაყვანად.ხომ ხედავ ხან წვიმს,ხან ჩერდება(მართლაც ასე

იყო).ხვალ კი არავითარი დრო არ გვექნება ამისთვის.დამიჯერე,ეს

ერთადერთი შანსია.არც იმის გარანტია გვაქვს,რომ ხვალ არ იწვიმებს.

ჩვენ შეგვიძლია წვიმაშიც ვიაროთ,ვინ გვიშლის? დაფიქრდი,სანანებელი

46

არ გაგიხდეს შემდეგ,უკეთეს მომენტს ვერ იპოვი და ისე წახვალ,რომ

საერთოდ ვერ ნახავო.

თავიდან კატეგორიულად ვიუარე,მამაოს ნებართვის გარეშე ამას ვერ

ვიზამ მეთქი.მერე რა ვუთხრა,თავი რით გავიმართლო?ის ჩვენს წაყვანას

აპირებს,ჩვენ კი ჩუმად გავიპაროთ მეთქი?თან გზაც არ ვიცი,იქნებ აქეთ

არც არის? 4 საათზე კი უკვე მონასტერში უნდა ვიყოთ.არა,მოდი ეხლავე

გავბრუნდეთ სანამ გვიან არ არის,იქნებ გვეძებს კიდეც მეთქი.

ისევ წვიმა წამოვიდა.აი,ხომ ხედავ,წვიმს,არ მოვა ეხლა მამაო ჩვენთან–

მეუბნება პიტერი–მე ყველაფერს ავუხსნი.სიმართლეს ვეტყვით,ჩვენ ხომ

თავიდან წასვლა არც გვქონდა გადაწყვეტილი და მხოლოდ სურათების

გადასაღებად წამოვედით? მერე მოხდა ასე და წამოვედით.

არა,არ შემიძლია–ვეუბნები პიტერს გულდაწყვეტილი და გულში

ცეცხლი მიგიზგიზებს.რა თქმა უნდა,სიგიჟემდე მინდა ესთიგმენის

ნახვა, მაგრამ არა უსინდისობის,ორპირობის და ღალატის ხარჯზე.

მამაოს ვერ დავაღალატებ,არ შემიძლია,ვამბობ გულდაწყვეტილი.

ამ დროს პატარა მოტორიანი საოცრება ჩერდება ჩვენთან და წაყვანას

გვთავაზობს.მოტორიანი ლაფეტი,ალბათ ასე დავარქმევდი.

კარგი,წამო ზღვა მაინც ვნახოთ–მეუბნება პიტერი და უხალისოდ

მივყვები.თან იმას ვფიქრობ,ვაითუ მამაო მოვიდეს და არ დავხვდეთ.

საკმაოდ დიდი მანძილი გაგვატარა და ერთ პატარა მონასტერთან ახლოს

გაგვიჩერა,რომელი წმიდა ვასილის რეკონსტრუქციაში მყოფი მონასტერი

აღმოჩნდა,რომლის ნახვასაც მამა ნენადი ასევე შეგვპირდა ესთიგმენის

ნახვამდე.მონასტრამდე ასე,სამასიოდე მეტრია.ისე,ცნობისმოყვარეობის

გამო ესთიგმენის ადგილმდებარეობას ვეკითხები ჩვენს მძღოლს.ხელით

მიმართულებას მაჩვენებს და ნახევარი საათის სავალიაო,მეუბნება.წმიდა

ვასილის ტაძარი საპირისპირო მიმართულებითაა.

47

დავადექით გზას.პიტერი კვლავ ცდილობას ამიხსნას,რომ ამაზე კარგი

საშუალება ესთიგმენის ნახვისა ჩვენ არ გვექნება და ჯობია ეხლავე

გადავწყვიტოთ.

–ხომ ხედავ,ღმერთიც გვეხმარება,რამხელა გზა გამოვიარეთ

ტრანსპორტით.დრო საკმაოდ გვაქვს,მოვასწრებთ.მამაოს მე ავუხსნი

ყველაფერს.კარგი კაცია,გაგვიგებს და და არ გაგვიბრაზდება,აი ნახავ–

მეუბნება პიტერი.

მახსენდება ჩემი ლოცვა,თხოვნა უფლისადმი.იქნებ ეს სწორედ ის

არის?საიდან გაჩნდა ასე მოულოდნელად ესთიგმენის ნახვის საშუალება?

ჯერ წვიმამ გადაიღო,მერე ეს კაცი ლოგინიდან წამოხტა და აქეთ

წამომიყვანა.ეს ტრანპორტი საიდანღა გაჩნდა?პიტერი ესთიგმენში

წასვლას მთავაზობს და მე ვეურჩები,თუმცა მიზეზიც სოლიდური

მაქვს.მაგრამ იმასაც ვფიქრობ,თუ პიტერი მართალია და არ დავუჯერე,

სამუდამოდ სანანებელი გამიხდება და მთელი ცხოვრება სინანულის

გრძნობა არ მომასვენებს.ვგრძნობ,რომ მართალს ამბობს–ხვალ ჩვენ ასეთი

შანსი აღარ გვექნება,დრო არ გვეყოფა.მამა ნენადს მეც გულწრფელად

ავუხსნი ყველაფერს და იმედია გამიგებს....და როგორც იქნა ვთანხმდები

იმ პირობით,თუ მომეხმარება,მამაოს სიმართლე ვუთხრათ და

ავუხსნათ,რომ ყოველივე სრულიად შემთხვევით მოხდა და

გამიზნულად არ წამოვსულვართ.

პიტერი უყოყმანოდ მთანხმდება და ისე უხარია,თითქოს მისი ოცნება

ყოფილიყოს ესთიგმენის ნახვა და მე ვუშლიდი ამაში ხელს.სვეტოზარი

ხმას არ იღებს,იღიმის და ყველაფერზე თანახმაა.

ოღონდ ჯერ წმიდა ვასილის მონასტერი ვნახოთ,აქ ვართ ბარემ,

გვთავაზობს პიტერი და ორივე უყოყმანოდ ვთანხმდებით.დრო გვაქვს.

ჩაირთო ჩემი მათემატიკური აზროვნება და ზუსტად ვთვლი,რამდენი

წუთი შეგვიძლია ვიყოთ აქ,წმ.ვასილის მონასტერში,რამდენი წუთი

დაგვრჩება ესთიგმენისთვის,თუ გზის დროს გამოვაკლებთ და იმის

48

გათვალისწინებით,რომ 4 საათზე უკვე ჰილანდარში უნდა ვიყოთ.40

წუთიდან ერთ საათამდე დრო გვექნება და მიხარია.გააჩნია,რამდენ ხანში

დავადგებით ესთიგმენის გზას.მივდივართ ამ ძალიან პატარა

მონასტრისკენ და გული და ფეხები უკან მრჩება.ეხლავე დავადგებოდი

სანატრელ გზას,მაგრამ არ მაქვს უფლება.ამ ორ ადამიანსაც უნდა

გავუწიო ანგარიში და თანაც უსინდისობა იქნება ჩემი მხრიდან ამ

მონასტრის მონახულების გარეშე სხვა მონასტრისკენ წავიდე.

შევდივართ წმიდა ვასილის მონასტერში.შიგ არავინ ცხოვრობს,მხოლოდ

მუშები არიან და მუშაობენ.ერთერთი მათგანი პიტერის მეზობელი

აღმოჩნდა ბელგრადიდან და სიამოვნებით გვიწევს მეგზურობას.

დავდივართ,ვათვალიერებნთ ძველებურ ფრესკებს და სურათებს ვიღებთ

მონასტრის თუ ზღვის ლამაზი პიეზაჟების ფონზე.

49

მონასტრის წმიდა ადგილებს ვათვალიერებთ.ვნახულობთ ხატწერის

სახელოსნოსაც,სადაც ხატები იწერება.შევდივართ ერთერთ პატარა

დარბაზში და წმიდა ხატებს ვეამბორებით და თაყვანს ვცემთ.გავდივართ

აივანზე,სადაც ულამაზესი ზღვის პეიზაჟებინ იშლება და კვლავ

სურათებს ვიღებთ.

დრო კი გადის.ჩემთვის გულში დაგეგმილი ათი წუთის მაგივრად

ბევრად მეტი გადის და გულში ცეცხლი მინთია.ერთი სული მაქვს,

როდის დაამთავრებს პიტერი მეზობელთან საყოფაცხოვრებო

საკითხებზე საუბარს და როდის დავადგებით ესთიგმენის გზას,

ვხვდები,რომ ყოველი ზედმეტად დახარჯული წუთი ესთიგმენის დროს

აკლდება და ლამის გული ამომვარდეს მოუთმენლობისგან.პიტერი

მატყობს შფოთიანობას და როგორც იქნა ამთავრებს უაზრო საუბარს.

ჩვენს გიდს მადლობას ვუხდით და ვემშვიდობებით.თუმცა მანამდე ისევ

50

ესთიგმენმამდე მანძილის შესახებ ვეკითხებით.შორს ზღვის ნაპირზე

კოშკივით ნაგებობა მოჩანს.იქიდან ნახევარი საათის სავალია,გვეუბნება

ჩვენი გიდი და უკვე ვხვდები,რომ დრო უფრო და უფრო ცოტა

გვაქვს,თითქმის არაფერი...

საათს დავყურებ.დრო არც ისე ბევრია.თუმცა 20–30 წუთი ალბათ,ისიც

საუკეთესო შემთხვევაში,მაინც გვაქვს.

ეეჰ,ეხლა ტაქსი გვინდა–სევდანარევი კილოთი ვხუმრობ და ჩემს

მეგობრებს ვთხოვ წინ იარონ, რათა მე ჩემი შუადღის ლოცვა გზადაგზა

მაინც შევძლო.

როგორც კი ლოცვებს ვამთავრებ,გზაზე პიკაპის ტიპის მანქანა

ჩნდება.თუმცა არც ის ვიცით საიდან მოდის და არც ის,საით მიდის.

პიტერი ხელს უქნევს და მანქანაც აჩერებს.ვსხდებით და მივყვებით.

51

მანქანს ბერი ატარებს.ეს გასაოცარი არც არის.ათონზე ტრასპორტი არ

დადის.ბერები კი საჭიროების შემთხვევაში ხან მანქანებს ხმარობენ,

როგორც ამ წუთას ვიხილეთ,ხან „მოტორიან ლაფეტს“,რითაც

ვიმგზავრეთ უკვე და ხანაც საკუთარ ფეხებს.აქ არავინ არავის ეკითხება

სად მიდიხარ და რატომ. გჭირდება?–გაგიჩერებს და წაგიყვანს,რაღაც

მანძილზე მაინც.აქ ისეთი გარემო სუფევს,რომ გრძნობ,ყველა ყველას

ძმაა.მოწიწებით უნდა მოეპყრო ყველას.თავად სინდისიც არ მოგცემს

საშუალებას, სხვანაირად იფიქრო.ათონზე ხარ ბოლოს და ბოლოს,

ღვთისმშობლის წმიდა მთაზე.

საკმაო მანძილის გავლის შემდეგ ესთიგმენის შესახვევთან ჩამოვდივართ

და ბერს ვემშვიდობებით.

–ესეც შენი ტაქსი,ხომ ინატრე?–მეუბენა პიტერი და იცინის.

ეხლაღა მახსენდება,რომ ტაქსი მართლაც ვინატრე და ეხლაღა მოვედი

აზრზე,რომ ეს კიდევ ერთი სასწაულია და წყალობა უფლისა.უკვე

მერამდენე? ვრწმუნდები,რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე,ვხედავ

თავად უფალი გვეხმარება და სიხარულით ვადგებით ესთიგმენის

გზას.მინდა აღვნიშნო,რომ ჩემი გათვლები მაინც მცდარი გამოდგა,

რადგან ნახევარი საათი არ იყო საკმარისი მონასტერში მისასვლელად და

უკან დასაბრუნებლ გზასაც თუ გავითვალისწინებთ,რომ არა ლაფეტი და

ბოლოს ეს ღვთის მიერ გამოგზავნილი „ტაქსი“, ესთიგმენის მონასტრის

მონახულებას ვერ მოვასწრებდით,ფიზიკურად არ გვეყოფოდა დრო.ამას

მაშინ მივხვდი,როდესაც ჰილანდარში დავბრუნებულმა სველი

ტანსაცმლის გამოცვლა ძლივს მოვასწარი,რომ საღამოს ლოცვაზე

დაგვიძახეს.

გზაში წვიმამ ბევრჯერ შეგვახსენა თავი,დავსველდით კიდევაც

გვარიანად,მაგრამ განა ამას ახლა ჩვენი შეჩერება შეეძლო?მივიწევდით

დასახული მიზნისკენ ბედნიერები და მხიარულები.აი მონასტერიც

გამოჩნდა,ულამაზესი დიდებული შორეული ხედით.

52

წვიმისა და ქარის გამო ზღვა საკმაოდ ბობოქრობდა,მაგრამ ეს მეტ

სილამაზესაც კი მატებდა ამ დიდებულებით და იდუმალები მოსილ

უზარმაზარ ქვის ნაგებობას.დავინახე კოშკიც,რომლის თავზეც ამაყად

ფრიალებს შავი დროშა წარწერით“მართლმადიდებლობა ან სიკვდილი“.

პირველად მონასტერს უკანა მხრიდან მივადექით.როგორც გაირკვა,

ზღვიდან მხოლოდ მონასტრის უკანა მხარე ჩანს,შესასვლელი კი

საპირისპირო მხარესაა.მივემართებით იქით და პატარა ტალავერის

გავლით გზას ვადგებით.მინდა შავ ყურძენს მოვეფერო და ისევ ვფიქრობ:

–აქ რამ მოგიყვანა,შე მადლიანო შენა ჰა?.. ვერ გავბედე,მომეწყვიტა და

ერთი მარცვალი მაინც მეხმია,რასაც ეხლა ძალიან ვნანობ.ალბათ არ

იქნებოდა დიდი დანაშაული.მალე მონასტრის ცენტრალურ კედელსაც

მივადექით.

53

მადლობა უფალს,ღირს მყო ამის ხილვისა.უზომოდ მადლიერი და

ბედნიერი ვარ.ნუთუ ეს მართლა ხდება და მე აქ ვარ,ათონის მთაზე,

ესთიგმენის მონასტრის წინ და ამას ყოველივეს საკუთარი თვალებით

ვხედავ? მიჭირს დაჯერება,მაგრამ ასეა,აქ ვარ.რამდენი ინატრებდა ჩემს

ადგილას ყოფნას,ჩემზე ბევრად ღირსეული და დამსახურებული.მე კი,ეს

უღირსი და ცოდვილი კაცი ვდგევარ ამ წმიდა მიწაზე და მაინც ვერ

ვხვდები,რატომ გაიღო უფალმა ჩემზე ასეთი დიდი წყალობა.ვემხობი

მიწას და მადლობას ვწირავ უფალს ყველაფრისათვის. ეს უკვე გვიან,

კარგად დაფიქრების შემდეგ ვხვდები,როგორ მაზიარა უფალმა კიდევ

ერთ სასწაულს,როგორი გზებით მომიყვანა აქ და როგორ უცებ,თვალის

დახამხამებაში ამისრულა ლოცვაში ნათხოვი სურვილი. რომ არა

პიტერი,ვერასოდეს ვნახავდი ესთიგმენის მონასტერს და ისე

დავტოვებდი ამ წმიდა მიწას,სამუდამო ტკივილს გავიყოლებდი თან

54

ამის გამო.

შემდგომში კარგად გავაცნობიერე,რომ მეორე დღეს,როგორც პიტერი

ამბობდა,არავითარი შანსი არ იყო აქ მოსვლისა,რადგან მხოლოდ 15–20

წუთიღა თუ დამრჩა თავისუფალი დრო და ესთიგმენზე ლაპარაკიც კი

საერთოდ წარმოუდგენელი იქნებოდა.თუმცა უფალმა ეს არ დაუშვა და

მართლაც საოცარი სასწაულის ღირსი გამხადა.საოცარია თავად პიტერის

არჩევა და მისი სახით ჩემი ესთიგმენში მოყვანა.მთელი დღის

ნამგზავრები და დაღლილ–დაქანცული კაცი,უკვე დაწოლილი და ლამის

ჩაძინებული,ლოგინიდან დგება და წვიმიან ამინდში მივყავარ სწორედ

იქ,სადაც სულ რამდენიმე წუთის წინ უფალს შევევედრე ჩემი

რამენაირად მოხვედრა.

ეხლა რომ ვფიქრობ ამაზე,კარგად ვხვდები,რომ მხოლოდ ეს იყო ალბათ

ერთადერთი გზა ჩემი სურვილის ასრულებისა. ვერანაირად ვერც მარტო

55

და ვერც სხვა ადამიანის დახმარებით წვიმიან ამინდში ესთიგმენს ვერ

ვნახავდი.არათუ ვნახავდი,წასვლაზეც კი ვერ ვიფიქრებდი.დიახ,რომ არა

პიტერი,ეს ოცნება ალბათ სამუდამოდ აუსრულებელ ოცნებადვე

დარჩებოდა და დავბრუნდებოდი სახლში ბედნიერი,მაგრამ მაინც

გულგატეხილი.

სწორედ ამ სასწაულის შესახებ გიამბობთ ეხლა თქვენ და თქვენთან

ერთად განვიცდი თავიდან ყოველივეს.უღრმესი მადლობა პიტერს

ამისთვის და უპირველეს ყოვლისა უფალს,რომელიც ხშირად ისეთი

გამაოგნებელი გზებით მიგიყვანს მიზანთან,რომ დიდხანს ვერც კი

იჯერებ ადამიანი და მხოლოდ გვიან ხვდები მის სიბრძნეს და

სიდიადეს,თუმცა მხოლოდ სულ პატარა,მცირე დოზით,იმდენად,

რამდენადაც ეს უმეცარ ადამიანს შეუძლია.

მინდა წინასწარ ისიც მოგახსენოთ,რომ მამა ნენადიმა გაიგო რა,რომ

ესთიგმენის მონასტერი მოვილოცეთ,გაუხარდა კიდეც,რომ სურვილი

56

ავისრულე და ალბათ მხრებიდან ტვირთიც კი ჩამოსცილდა პირობის

შეუსრულებლობისა.არა თუ წყენა არ გამოუხატავს,მომიწონა კიდევაც

საქციელი,მითხრა,რომ სწორად მოვიქეცი და ჩათვალე,რომ ჩემი

კურთხევა გქონდაო.ეს კიდევ ერთი საოცრება იყო ჩემთვის,მაგრამ იმის

მერე რასაც ვეღირსე,ეს,სიმართლე გითხრათ, დიდად აღარ გამკვირვებია,

თუმცა ძალიან მესიამოვნა და დავრწმუნდი,რომ აბსოლუტურად სწორი

გადაწყვეტილება მივიღე.მაგრამ სწორი გადაწყვეტილებ იყო არა

იმიტომ,რაც მამა ნენადმა მითხრა,არამედ იმიტომ,რომ ეს უფლის

ნება,მისი უდიდესი მადლი და წყალობა გახლდათ,თუმცა ჩემთვის ასევე

დიდი და დაუვიწყარი სასწაული.

აი,ეს არის,რისი შესახებაც მინდოდა მომეთხრო ამ თავში,თუმცა სანამ

დავასრულებდე,მინდა ბოლომდე გიამბოთ ესთიგმენის შესახებ ის,რაც

ვნახე და განვიცადე.

57

მაშ ასე,უფალს მადლობა შევწირე და მონასტრის შესასვლელისკენ

დავიძარით.შესვლისთანავე აპარატი მოვიმარჯვე და გადასაღებად

მოვემზადე,თუმცა ერთერთმა ბერმა კატეგორიულად აგვიკრძალა

ყოველგვარი გადაღება და დიდი ხვეწნა მუდარის შემდეგ მხოლოდ

ერთი სურათის გადაღების უფლება გამოვითხოვე.თუმცა ჩემდა

სამარცხვინოდ უნდა ვაღიარო,რომ „ერთი“ რამდენიმედ ვაქციეთ

უჩუმრად და ეს უფლება ბოროტად გამოვიყენეთ,იმდენად ძვირფასი

გახლდათ ჩემთვის აქ გადაღებული ყოველი კადრი და ამ

დაუმორჩილებლობისათვის უფალს შენდობას ვთხოვ.

ესთიგმენის მონასტერი დანარჩენი 19–სგან გამორჩეულია და აქაური

ბერების ყოფაცხოვრებაც განსხვავებულია სხვებისგან.ამას თავისი

მიზეზები აქვს.ამ მონასტრის ცხოვრებაში ბოლო ათწლეულების

განმავლობაში იყო ტრაგიკული მოვლენები,რამაც გავლენა იქონია

58

მონასტრის ცხოვრებაზე და მის დამოკიდებულებაზე საერთოდ

მომსვლელებზე.ამ მონასტრის ბერები ცდილობენ ღირსეულად ატარონ

ჭეშმარიტი მართლმადიდებლობის სახელი და მათი მონასტრული

ცხოვრება მკაცრად უფრო ასკეტურია,ვიდრე სხვა მონასტრებისა.მისი

ბინადარნი არ ხმარობენ ელექტროენერგიას,სავარაუდოდ არც გაზს და

საკმაოდ მკაცრი რეჟიმით ცხოვრობენ.როგორც შევატყვე,არ ყავთ

ვიზიტორები, ღამისთევით მისული სტუმრები,როგორც ეს სხვა

მონასტრებში ხდება,თუმცა არა მგონია რომელიმე სტუმარს უარი

უთხრან ღირსეულ მასპინძლობაზე.

მონასტრის ეზო ძალიან ლამაზია თავისი გამწვანებით და მოვლა

პატრონობით.ეტყობა სათუთი,ნაზი დამოკიდებულება და დიდი შრომა

აქაური ბერებისა.აღარაფერს ვამბობ ულამაზეს შენობა–ნაგებობებზე და

კოშკებზე.სამწუხაროდ,ტაძრის კარი დაკეტილი დაგვხდა და მოლოცვა

59

ვერ მოვახერხეთ.საეკლესიო მაღაზიაში უშუქობის გამო ცოტა

ბნელოდა,თუმცა მცირეოდენი სამახსოვრო ნივთების და ხატების შეძენა

მაინც მოვახერხე,მაღაზიის ზედამხედველი ბერის აშკარა

უკმაყოფილების და ჩვენს მიმართ საკმაოდ უხეში და მკაცრი

დამოკიდებულების მიუხედავად.ეტყობა,რომ მომსვლელებს აქ ეჭვით

უყურებენ,მაგრამ ვიცი რა ამ მონასტრის ისტორია,ეს არ მიკვირს და ამ

მცირე უსიამოვნო და ერთადერთ უარყოფით გარემოებას ვცდილობ

ყურადღება არ მივაქციო,რამეთუ უკვე შემოსასველიდანვე ნანახი მყავს

საკმაოდ კეთილგანწყობილი და სათნო გამომეტყველების ადამიანები.

უდროობამ მაინც თავისი ქნა და სამწუხაროდ იძულებული ვართ უკან

გავბრუნდეთ ჰილანდარისკენ.ეხლა,ამ დროს კიდევ უფრო მკაფიოდ

შევიგრძნობ,რამდენად მნიშვნელოვანი ყოფილა ჯერ პატარა ლაფეტის,

ხოლო შემდგომ მანქანა–„ტაქსის“ გამოჩენა,თორემ საერთოდ ვერაფერს

60

მოვასწრებდით და უზომოდ მადლიერი ღვთისა, დაღლილები, მაგრამ

ბედნიერები და კმაყოფილები სერბული მონასტრისაკენ მიმავალ გზას

ვადგებით.

სველები და დაცემამდე დაქანცულები მონასტერში ვბრუნდებით და ის

არის ვიცვლი და საწოლზე ვწვები,რათა თუნდაც 10 წუთი მაინც

დავისვენო,რომ საღამოს ლოცვაზე გვეძახიან.გაკვირვებული საათს

ვუყურებ.მეგონა ცოტაოდენი დრო კიდევ მქონდა დასასვენებლად.

არა,არ მქონია.უკვე 4 საათია.

ტაძარი

61

ტაძარი სამი ნაწილისგან შედგება.პირველ ნაწილს პირობითად

შესასვლელი ვუწოდოთ.საკმაოდ ფართე დარბაზი არაფრით არ არის

გადატვირთული.მეორე დარბაზში გასასვლელთან,ორივე მხარეს,დიდი

ხატები კიდია.

მარჯვნივ უფლის,მარცხნივ კი ღვთისმშობლის.ხატების წინ ორი პატარა

მაგიდა დგას სანთლების დასანთებად.უფლის ხატთან ახლოს

განიერი,მაგრამ თხელი მრავალუჯრიანი კარადა დგას.როგორც შემდგომ

გაირკვა სანთლების და სხვა საეკლესიო ნივთების შესანახად. ირგვლივ

ხის ლამაზად ხელნაკეთი დასაკეცი სკამებია დამაგრებული. შუაში კი

ადგილი საკმაოდ ფართეა და მრავალი ადამიანი ეტევა.

მეორე დარბაზში რომ გახვიდე,რამდენიმე საფეხური კიბეზე უნდა

აიარო.ბევრი არა,სულ 2–3.ეს დარბაზი ოდნავ უფრო მაღალზეა,ვიდრე

წინა.ფართი თითქმის იგივეა,თუ არ ჩავთვლით შუაში მდგარ ორ მსხვილ

კოლონას,რომელთაც ეტყობა გამაგრების ფუნქცია აკისრიათ.ეს

დარბაზიც წინას გავს–მესამე დარბაზში შესასვლელთან ორივე მხარეს

უფლის და ღვთისმშობლის დიდი ხატებია ზუსტად იგივე განლაგებით,

როგორც წინა დარბაზში.ნაკლები განათება მეტ სიმყუდროვეს და

62

სიმშვიდეს ანიჭებს ამ დარბაზს.ესეც,როგორც წინა დარბაზი,ირგვლივ

ხის სკამებით არის შემოსაზღვრული.თითოეულში დაახლოებით 20–25

სკამია.

სკამს ვეძახი,თორემ მეფის დასაბრძანებელს უფრო გავს მაღალი

სახელურებით და უმშვენიერესი დიზაინით,რომელზეც შეგიძლია

სურვილის შემთხვევაში ისე დაჯდე,თითქოს დგახარო და მაღლიდან

იყურები, როგორც ავტობუსის მეორე იარუსიდან.ხოლო თუ

ჩვეულებრივად დაჯდები,მაშინ სახელურები იმდენად მაღლა

დარჩება,რომ ვერანაირად ზედ ხელებს ვერ დააწყობ,თუ არ ადექი და ისე

ხარ შიგ შეყუჟული,როგორც პატარა ქოხში.სკამები პატარა ამბიონივით

ამაღლებულია,ხისსავე ფესხასდგამი აქვთ და ესეც თავისებურ

დიდებულ ელფერს მატებს მათ.ყოველი სკამი,ფეხისადგილიდან

დაწყებული და სახელურებით დამთავრებული,ერთ მთლიანს,დიდ

მასიურ საბრძანებელს წარმოადგენს.ალბათ ასეთ მშვენიერ ტაძარს

სხვანაირი არც მოუხდებოდა.მართალია შესასველი კარები გვერდიდან

63

ამ დარბაზსაც აქვს,მაგრამ ის უფრო მცირეცაა და არც ისე

ჭრიალებს,როგორც მთავარი შემოსასვლელი,რომელიც ხშირად იღება

მომსვლელების გამო და პირველ დარბაზს უფრო ხმაურიანს ხდის.ამ

კარით კი უფრო საულიერო პირები სარგებლობენ.

მინდა აქვე აღვნიშნო,რომ ტაძარში მდებარე ყოველი ხატის დაბლა

კუთხეში ან შუაში პატარა ხატი–ასლია დამაგრებული და ყოველი

მომლოცველი, როგორც წესი,მთავარი ხატის თაყვანისცემისას პატარა

ხატს ეამბორება.ეს როგორც მივხვდი,აქაური წესია,რადგან

ჩვენ,სტუმრები, მხოლოდ იმას ვიმეორებთ,რასაც აქაური ბერები

აკეთებენ,ანუ ისევე ვეამბორებით და ვეთაყვანებით ხატებს,როგორც

ისინი.თუმცა ვერც იმას ვიტყვი,რომ არ დამინახავს,როგორ ეამბორებიან

თავად უზარმაზარ ხატებს და ეს არავის აუკრძალავს.მაგრამ როცა

ხედავ,რომ თავად მონასტრის ბერები პატარა ხატებს ეამბორებიან და

დიდ ხატებს ერიდებიან თავმდაბლობის და საკუთარი უღირსების

64

გრძნობის გამო,ვფიქრობ,შენც უნდა მოერიდო ადამიანი და პატივი სცე

მათ წესებს,რათა დიდი ხატის ამბორით უფრო მეტიჩრობა არ

გამოხატო,ვიდრე თაყვანისცემა.მე პირადად ასე გავიგე და შეიძლება

ვცდებოდე კიდეც.

მესამე და მთავარი დარბაზი ამ ორისგან სრულიად განსხვავებულია.

თითქოს სრულიად სხვა სამყაროში შედიხარო.

ეს არის ღვთიური სიმდიდრის და სილამაზის არაჩვეულებრივი ნაზავი.

მდიდრულად მორთული უზარმაზარი სასანთლე ჭაღი მეფურ იერს

აძლევს აქაურობას. ირგვლივ რამდენიმე ასევე ულამაზესი პატარა ჭაღია

სხვადასხვა ზომის სანთლებით გაწყობილი.დავასწრებ მოვლენებს და

ვიტყვი,რომ ღვთისმსახურებისას ამ ჭაღებს დროდადრო აქანავებენ და

ისეთი შთაბეჭდილება იქმნება,თითქოს ანგელოზები დაფრინავენო.ამის

გადმოცემა სიტყვებით ცოტა რთულია.რთულია წარმოდგენაც.ეს

65

ადამიანმა საკუთარი თვალით უნდა ნახოს.მე მსგავსი მანამდე არაფერი

მენახა.ეს არის იშვიათი სანახაობა,ულამაზესი მსახურება და

თაყვანისცემა ღვთისა.

მთავარი დარბაზი მხოლოდ ამით არ არის გამორჩეული,არც მხოლოდ

მდიდრულად გაწყობილი კანკელით და ლამაზი ხალიჩებით თუ სხვა

აქსესუარებით.აქ არის სულ ცოტა ორი(რაც მე ვიცი,ყოველ შემთხვევაში)

უდიდესი სიწმინდე რომელთანაც მიახლოება ალბათ ყოველი

მართლმადიდებელის სანუკვარი ოცნებაა.ერთი წმიდა სვიმეონის

ლუსკუმაა,რომელშიც მისი წმიდა ნაწილები ინახება.ხოლო მეორე თვით

დედა ღვთისმშობლის სამხელიანი ხატი,რომელმაც მობრძანება

ჰილანდარის მონასტერში თავად ინება,თუმცა ალბათ მისი ისტორია

გეცოდინებათ და თავს აღარ შეგაწყენთ ამით.

66

ჯვართამაღლების დღესასწაულზე ტაძარში კიდევ ერთი უდიდესი

სიწმინდე გამოაქვთ, პატიოსანი ჯვრის ნაწილი.დიახ,სწორედ იმ

ჯვრის,რომელზეც მაცხოვარი გაეკრა ჩვენო ცოდვების გამო.ამის

გაფიქრება და წარმოდგენა ცოტა რთულია,შეიძლება სიზმარში გეგონოს

კაცს თავი.მქონდა ბედნიერება ამ უწმიდესი ჯვრის ნაწილს,რომელიც

თავადაც პატარა ჯვარს წარმოადგენს,ისევე როგორც წმიდა სვიმეონის

ნაწილებს და სამხელიანი ღვთისმშობლის დიდებულ ხატს,ორჯერ

ვხლებოდი და თაყვანი მეცა,როგორც საზეიმო წირვაზე,ასევე მეორე

დილით, ლიტურღიაზე.

სამწუხაროდ,ძალიან ცუდი აღმწერი ვარ და არ შემიძლია არათუ

სრულად,არამედ მიახლოებითაც კი იმ დიდებულების და ღვთიური

მშვენიერების აღწერა,რაც ტაძრის მთავარ დარბაზს ახასიათებს.ამიტომ

ბოდიშის მოხდით ამაზე შევჩერდები და თხრობას გავნაგრძობ.

საღამოს ლოცვა 40–50 წუთს გაგრძელდა.ტაძრის უმთავრესი დარბაზი

უმეტესად ყოველთვის სავსეა და იქ,წინა რიგებში მოხვედრა ყოველთვის

რთულია,თუმცა სურვილის შემთხვევაში შეუძლებელი არ არის.ყველა

წირვაზე,ასე თუ ისე,ღვთის მადლით და წყალობით ეს რამდნეჯერმე

მოვახერხე.მსურველები არც მეორე დარბაზში არიან ნაკლები,თუმცა

იქიდან მხოლოდ მთავარი დარბაზის შესასვლელი კარი ჩანს და

სრულად აღთქმა იმისა,რაც იქ ხდება,შეუძლებელია.მხოლოდ ჭაღების

ტრიალისას ეფინება ნათელი მთელ ტაძარს და არაჩვეულებრივ

სანახაობას ქმნის.ასევე მრავლადაა ხალხი შემოსასვლელ დარბაზშიც,

თუმცა იქიდან უკვე საერთოდ არ ჩანს,რა ხდება კანკელის წინ.

საღამოს მსახურებამ მშვიდად ჩაიარა.ის ზღაპრული ღვთისმსახურება,

რაზეც ზემოთ მოგახსენეთ,მოგვიანებით,საზეიმო წირვაზე ვიხილე.

დარწმუნებული ვარ, ბევრს საოცარი და განსაკუთრებული გრძნობა

დაეუფლებოდა იქ ყოფნისას და ალბათ ზღაპარშიც ეგონებოდა თავი,

თუმცა ვერ ვიკადრებ ტყუილს და ვერ ვიტყვი,რომ მსგავსმა განცდებმა

შემიპყრო.

67

ეხლა რომ ვფიქრობ ყველაფერზე,დარწმუნებული ვარ,ვერ გავაცნობიერე

სრულად,სად ვიმყოფებოდი,რა სიწმინდეებთან მქონდა საქმე.რას

ვიზამთ,როცა ადამიანი უგნური და ბრიყვი ხარ,თავად ღმერთის წინაც

რომ დაგაყენონ,მაინც უგნურად დარჩები.

თუმცა არც ის შემიძლია ვთქვა,რომ გულგრილი შევცქეროდი

ყოველივეს.ყველაზე მკაფიო,რაც შევიგრძენი,გახლდათ საშინელი

სურვილი ტირილისა,მონდომებაც არ იყო საჭირო,ცრემლები თავისით

იკვლევდნენ გზას და მოდიოდნენ დაუსრუებლად,განსაკუთრებით

მაშინ,როდესაც წმიდა ხატების წინ ვიდექი და უფალს და დედა

ღვთისმშობელს ჩემს გატანჯულ სამშობლოსა და გაწამებულ ხალხს

ვავედრებდი.მახსენდებოდა,რამდენი დარდი,ტკივილი,ცრემლი და

უბედურება გადაიტანა ჩემმა ქვეყანამ,რამდენი გაუბედურებული,

გაჭირვებული, სნეული ადამიანია,რომელთაც დახმარება სჭირდებათ და

საშველი კი არსაიდან აქვთ.არ ვიცი,ეს რა იყო.ტირილი ხშირად

მომნდომებია,მაგრამ ასეთი?არასოდეს მსგავსი არ განმიცდია.ცრემლები

ღაპაღუპით მცვიოდა და ამის შეჩერება არც მინდოდა და არც მიცდია.

68

შეიძლება სწორედ ეს არის ის განსაკუთრებული,რასაც ამ ტაძარში

განიცდის ადამიანი და ტყუილად მქონდა მანამდე იმედი რაიმე სხვა

განსხვავებული გრძნობისა.ვიდექი და ვტიროდი...და თქვენ

წარმოიდგინეთ,მსიამოვნებდა კიდეც ეს ტირილი.გული მეწვოდა,მაგრამ

ტირილი მსიამოვნებდა და შესაძლებელი რომ ყოფილიყო,

დაუსრულებლად ვიტირებდი ასე მარადიულად.ნეტავ საკუთარი

ცოდვებისათვის ტირილი შემეძლოს ასე.მაშინ ნამდვილად

მომიტევებდა უფალი და სასუფევლის ღირსს გამხდიდა.შესაძლოა სულ

ოდნავ,მაგრამ უკვე წარმოდგენილი მაქვს,რა ნეტარებაა უფლის წინ

დგომა და ტირილი.მე ეს,ღვთის წყალობით,ცოტათი ვიგრძენი.

ეხლა ცოტა ხნით სასადილოში სადილზე გადავინაცვლოთ,რომელიც

საღამოს ლოცვის შემდგომ გაიმართა და ვნახოთ,რით იკვებებიან

69

მონასტრის ბინადარნი და მათი სტუმრები.

არ ვიცი,სასადილო დავარქვა თუ რამე სხვა იმ უზარმაზარ დარბაზს,

სადაც მაგიდები გახლდათ გაშლილი.ეს მაგონებდა ქორწილის

სუფრას,რომელზეც უამრავი სტუმარი იყო მიწვეული.ადგილები ჯერ

ბერ–მონაზვნებმა და ღვთისმსახურებმა დაიკავეს.შემდეგ კი ჩვენ,

ცოდვილებსაც გვერგო პატივი.მცირე ლოცვის შემდეგ ყველანი

დავსხედით.მთელი სადილის განმავლობაში პატარა ამბიონზე იდგა

ერთერთი ბერი და სახარებიდან ადგილებს კითხულობდა.კითხულობდა

შეუჩერებლად,მანამდე,სანამ სადილი არ დასრულდა.სადილად მწვანე

ლობიოს ხილვამ,სიმართლე გითხრათ,ცოტა გამაოცა.არ მეგონა,თუ აქ,ამ

შორეულ წმიდა მხარეში ჩვენი ჭყინტი ლობიოს მსგავსს რამეს

ვიხილავდი. იქვე თეფშზე წვრილად დაჭრილი კიტრი ელაგა.მაგიდაზე

ეწყო აგრეთვე ლამაზი ჭურჭლით მარილი,ძმარი,საწებელა და ასევე

ლამაზი ლიტრიანი გრაფინით ღვინო და ალუმინის დოქით წყალი.

70

საკმარისად იყო მონასტერშივე გამომცხვარი პური,რომელთაც დროთა

განმავლობაში ამატებდნენ,რათა არავის მისი ნაკლებობა არ ეგრძნო.

უზეთო მარხვაზე მყოფი შეშფოთებული ვუყურებდი საკვებს და არ

ვიცოდი მეხმია თუ არა,იყო მასში ზეთი თუ არა.მაგრამ როცა წამოდგომა

დავაპირე საკითხავად,ერთერთმა ბერმა მაშინვე შემამჩნია,ხელით

მანიშნა იყავიო და სასწრაფოდ მოირბინა ჩემთან.კითხვა დაწყეული არ

მონდა,რომ უცებ მიპასუხა,არ შეშფოთდე,ყოველივე უზეთოაო.მეც

დამშვიდებული დავჯექი და უდიდესი სიამოვნებით მივირთვი ეს

განსაკუთრებული და გასაოცარო ბერული სადილი,რომელიც

დაახლოებით 20 წუთს გაგრძელდა,რაც სავსებით საკმარისი აღმოჩნდა

იმისთვის,რომ ყველა დანაყრებულიყო. ხოლო სადილის დასრულებისას,

ისევ მცირე ლოცვის შემდეგ,ისეთივე სიმშვიდით და

ორგანიზებულობით დავტოვეთ სასადილო,როგორც შევედით.

შესაძლოა არც იყო საჭირო ასე დაწვრილებით აღმეწერა ყველაფერი,

მაგრამ არ შემიძლია ერთი გულისტკივილი არ გამოვხატო,რაც სადილის

დროს დამეუფლა.

მათემატიკური გონებით უცბად გადავთვალე სტუმართა რაოდენობა და

აღმოვაჩინე,რომ მაგიდას 80–ზე მეტი ვიზიტოტრი უჯდა.დაახლოები 40–

50 ღვთის მსახური ბერებთან ერთად.ანუ დარბაზში დაახლოებით 130

კაცი იჯდა.(მეორე დილას,საუზმისას ვიზიტორთა რაოდენობამ 100–ს

გადააჭარბა).

ვიჯექი ჩემთვის და სირცხვილის გრძნობა მაწუხებდა.ამ ბერებს რომ

შევყურებდი,შეწუხებული ვფიქრობდი:–ვინ იცის,ამ სათნო ადამიანებს

რა ძალისხმევა დასჭირდათ იმისთვის,რომ საერო ცხოვრება

მიეტოვებინათ და უფლისთვის მიეძღვნათ თავი.ამ შორეულ,

ცივილიზაციისგან მოწყვეტილ მხარეში მოსულიყვნენ და ღვთის

მიმართ ლოცვაში,მარხვასა და მღვიძარებაში გაეტარებინათ დარჩენილი

სიცოცხლე.ხოლო მე,ვინმე უგნური და უბადრუკი,80 ჩემნაირ

უბადრუკთან ერთად ვზივარ აქ,მათ გვერდით და იმის საშუალებასაც კი

71

არ ვაძლევ,რომ სადილი წყნარად,ხალხის გარეშე მიირთვან საკუთარ,

მონაზვნურ წრეში.

სტუმართმოყვარეობის გამო მიგვიღეს,დაგვაბინავეს,

გვაჭმევენ,გვასმევენ,მერე ტაძარში ღვთის მადლსა და წყალობას

გვაზიარებნენ და ჩვენ,გაბღენძილები და კმაყოფილები,დავტოვებთ ამ

წმინდა მიწას და შემდეგ მეგობრებში და ახლობლებში ვიტრაბახებთ,რა

წმიდა ადგილები მოვინახულეთ და რას ვეღირსეთ.ეს ჩუმი და წყნარი

არსებანი კი ხვალ კიდევ ათეულობით ჩემნაირ ვიგინდარას მიიღებენ და

მოემსახურებიან, ზეგაც,მაზეგაც და ასე დაუსრულებლად.რამდენი

ადამიანი უნდა გამოკვებონ ყოველდღიურად იმ ბერებმა, რომლებიც

გასასვლელ კარებში თავდახრილები გვაცილებდნენ ნასადილევ

სტუმრებს და ამ საქციელით ბოდიშსაც კი გვიხდიდნენ,თუ რამე მათი

მომზადებული არ მოგვეწონა? ამის შესახებ ადრევე ვიცოდი და

თავდახრილი ბერები რომ დავინახე, საცოდავად მოკუნტულები და

მორჩილები,მაშინ გამახსენდა და მივხვდი,რა არარაობა და უსაქმური

72

ვარ.

ვფიქრობდი და მიკვირდა, როდის აქვთ ამ ადამიანებს მოსვენება

ჩვენგან,საერო ადამიანებისგან? რატომღაც ამაზე ადრე არ მიფიქრია.

ალბათ იმიტომ,რომ არ ვიყავი აქ ნამყოფი და ასე დაწვრილებით არ

ვიცოდი ყველაფერი,თუმცა უმეტესად წაკითხული მქონდა ყოველივეზე

და ცოტაოდენი წარმოდგენა მქონდა.შემრცხვა და ძალიან ვინანე,რომ

ჩამოვედი და ჩემი უმეცრებით, თუმცა მარტომ არა,ყველასთან ერთად,ეს

სათნო და ღმრთისმოყვარული ადამიანები შევაწუხე.მე ხვალ წავიდოდი,

ეს ადამიანები კი ახალ სტუმრებს მიიღებდნენ,მერე ისევ და მერე ისევ...

და როგორც გავიგე,ზაფხულის სეზონში იმდენი ხალხი აწყდება თურმე

ათონს,რომ წარმოდგენაც კი ძნელია.თითქოს კურორტი იყოს ეს ადგილი

და დამთვალიერებლები კი მოდიან და მოდიან.წმინდა ადგილის

მოლოცვას რა ჯობია,მაგრამ რაღაა იმ ბერების ცხოვრება,თუ ყოველდღე

ათეულობით უცხო ადამიანი ეჩხირება თვალში და აწუხებს?რამდენი

პროდუქტი სჭირდებათ ამ ადამიანებს ჩემნაირების გამოსაკვებად?...და

73

იმისთვის,რომ მე პატივი მცენ,რამდენიმე ბერმა სამზარეულოში უნდა

იტრიალოს დილიდად დაღამებამდე და ლოცვას და მსხურებას

მოწყვეტილი ჩემნაირების დანაყრებაზე ზრუნავდეს,სადილის დროს

ოფიციანტივით გვემსახურობოდეს ცოდვილებს,ხოლო სადილის შემდეგ

კარებში თავმოხრილი დადგეს და ბოდიში მიხადოს,თუ რამე არ

მომეწონა მათი დამზადებული.კარგი,ისინი მორჩილებას ასრულებენ და

მათ თავმდაბლობას და მოყვასის სიყვარულს არა ქვს საზღვარი.მაგრამ

ჩვენ? ჩვენ სინდიდსი არ გაგვაჩნია? ჩვენ ვფიქრობთ მათზე?

ეს გრძნობა საზეიმო წირვაზეც გამიმძაფრდა,როდესაც ხალხით

გადაჭედილ ტაძარში ბერებს გავლაც კი უჭირდათ და იძულებული

იყვნენ ხალხის მასაში ვიწრო გასასვლელები ეძებნათ,რომ მთავარ

დარბაზში შესულიყვნენ და უდიდესი სიწმინდეებისათვის თაყვანი

ეცათ. არ ვიცი,რას ფიქრობდნენ ეს სათნო ადამიანები,მე კი ჩემი

ცოდვილი ბუნებით მოფიქრალს ეს არ მომეწონებოდა და ალბათ

საერთოდ ცალკე სკიტში გავიდოდი საცხოვრებლად,სადაც რამდენიმე

ბერი ცხოვრობს მშვიდად,ლოცვასა და ღვთისმსახურებაში ათენ–

აღამებენ და რომელთაც ჩემნაირი უმეცარი ადამიანები არ აწუხებენ.

ვფიქრობდი ამას ყოველივეს და გული მტკიოდა ჩემი ეგოიზმის და

ამპარტავნების გამო.ნეტავ შესაძლებელი ყოფილიყო,სულ რამდენიმე

საათით სიწმინდეების მონახულება და უკან გაბრუნება,რომ ამ სათნო

ადამიანებისთვის ჩვენი იქ ყოფნით ხელი არ შეგვეშალა და

დაგვებრკოლებინა.არ ვიცი როდიდან,მაგრამ ასეა თუ ისე,ასეთი

ცხოვრების წესი მონასტრებში დიდი ხანია დამკვიდრებული გახლავთ

და მთელი გულითაც რომ მომენდომებინა,ვერაფერს გავაწყობდი.მე თუ

არა,ჩემს ადგილას სხვა უგნური იქნებოდა.თუმცა ეს მე სრულებითაც არ

მამშვიდებდა და ის გულისტკივილი და სინანული,რაც იქ, იმ დარბაზში

სადილობისას გამიჩნდა,ბოლომდე გამყვა და და იმ განწყობილებამდე

მიმიყვანა,რომ არასოდეს აქ აღარ მოვალ და არ შევაწუხებ ამ ადამიანებს.

არ ვიცი,შეიძლება ვინმემ გამოთაყვანებული და იდიოტი მეძახოს,მაგრამ

74

გულწრფელად და სრული ჭეშმარიტებით მოგახსენებთ ჩემს განცდებს

და ფიქრებს.

საზეიმო წირვა 8 საათზე იწყებოდა.ამიტომ მანამდე საკმარისი დრო

მქონდა აღსარების და ზიარებსწინა ლოცვებიც წამეკითხა და ცოტა

დასვენებაც მომესწრო.ძალიან დაღლილი ვიყავი,მაგრამ რაც

აუცილებელი იყო,იმას ვერაფრით ვერ გადავდებდი.დარწმუნებული

ვიყავი,წირვის მერე ვერ შევძლებდი ლოცვების წაკითხვას,რადგან

დილის 4 საათზე უნდა დამთავრებულიყო და ლიტურღიამდე,რომელიც

7 საათზე იწყებოდა,სულ 3 საათიღა მრჩებოდა დასაძინებლად.ამიტომ

თავს ძალა დავატანე,ლოცვების წიგნს მოვკიდე ხელი და დაბლა

ჩავედი,რათა მორჩილისთვის მეკითხა,სადმე სამლოცველო ოთახი ხომ

არ ჰქონდათ,რომ წყნარად მელოცა.სამწუხაროდ,ასეთი ოთახი არ

აღმოჩნდა.საძინებელ ოთახში კი სტუმრები ისვენებდნენ და არ შემეძლო

ჩემი ლოცვებით შემეწუხებინა.თან სხვისი თანდასწრებით ლოცვა

მიჭირს,თვით ტაძარშიც კი და ყურადღება მეფანტება.თანაც ხმამაღალი

ლოცვა მიყვარს.მაშინ გადავწყვიტე ტაძრის ეზოში,ფარდულში

მელოცა,რადგან ისევ წვიმდა და გარეთ ვერსად შევაფარებდი

თავს.დავიწყე კიდეც,მაგრამ ორპირ ქარში უკვე გაციების საშიშროება

დამემუქრა და ერთი საათი ასეთ ქარში დგომა დიდი უგუნურება

იქნებოდა ჩემი მხრიდან და საზეიმო წირვის და მითუმეტეს

ხვალინდელი ზიარების წინ არავითარი სურვილი არ მქონდა ავად

გავმხდარიყავი.არ ვიცი,შემთხვევით მოხდა თუ ღვთის ნებით,გულმა

პირდაპირ ტაძრისკენ გამიწია.კარები ღია აღმოჩნდა და ჩემს სიხარულს

საზღვარი არ ჰქონდა.იქვე რუსი მომლოცველი ფსალმუნებს

კითხულობდა.გავეცანით და გამოველაპარაკეთ ერთმანეთს,სიკეთე და

კეთილდღეობა ვუსურვეთ და ჩვენ ლოცვებს დავუბრუნდით.ცოტა ხნის

შემდეგ რუსმა დაამთავრა ლოცვა და წავიდა.დავრჩი ამ უზარმაზარ და

დიდებულ ტაძარში მარტოდმარტო.თუმცა შუა და მითუმეტეს მთავარ

დარბაზში შესვლა ვერ გავბედე და ლოცვები იქვე,უფლის და

75

ღვთისმშობლის ხატებთან წავიკითხე.მოვასწარი დასრულება და

დაბნელდა კიდეც.

სამწუხაროდ,დრო ისევ ვერ გამოთვალე და დასასვენებლად რომ

მოვემზადე,უკვე 8 საათი ხდებოდა და საზეიმო წირვა იწყებოდა.

76

საზეიმო წირვა

ჩემს მეგობრებს,რომელთაც აქ ყოფნის გამოცდილება უკვე ჰქონდათ

ვკითხე,აპირებდნენ თუ არა მთლიან წირვაზე დასწრებას.მათ

მიპასუხეს,რომ ამას ვერ შეძლებდნენ და მკითხეს,რა მერჩია–გვიან

წავსულიყავით და ბოლომდე დავსწრებოდით თუ ეხლავე

წავსულიყავით, წირვიდან ადრე გამოვსულიყავით და დაგვესვენა?

რადგამ არჩევანი მე მომანდეს,მიუხედავად იმისა,რომ მთელი დღის

დაღლილი და დაქანცული ვიყავი,როგორც ფიზიკურად,ასევე

გადატანილი ემოციებით,მაინც დასაწყისიდანვე დასწრება ვამჯობინე.

ჯერ დავიწყოთ და მერე გამოჩნდება,სადამდე შევძლებთქო,ასე ვუთხარი

და ასეც გადაწყდა.

77

ტაძარში რომ შევედით,წირვა რამდენიმე წუთის დაწყებული გახლდათ.

ხალხი უკვე ისედაც ბევრი იყო და ნელნელა კიდევ გროვდებოდა.

სკამებზე ადგილები არ იყო,ყოველ სკამზე ვიღაც იჯდა და ვიფიქრე,

ეტყობა ესენიც ჩემსავით დაღლილები არიან მეთქი.სანთლები დავანთე

ხატებთან და ცოტაოდენი ლოცვის შემდეგ შუა დარბაზში გავედი.იქ

საკმაოდ ბნელოდა.თუ რამე სინათლე გაკრთებოდა,მხოლოდ

შესასვლელიდან ან მთავარი დარბაზიდან სანთლების წყალობით,თორემ

სხვა სინათლის წყარო იქ არ გახლდათ.შუა დარბაზში დავდექი და

ცრემლები კვლავ წყაროსავით წამსკდა.გამახსენდა ბავშვობაში სიცილის

ოთახები რომ იყო ხოლმე.ეხლაც არის ალბათ ბავშვებისთვის.გამახსენდა

იმიტომ,რომ თურმე ტირილის ოთახიც არსებულა.მე ეხლა სწორედ იქ

ვიდექი და შეუჩერებლად ვტიროდი.ბნელოდა და ვერავინ დამინახავდა

და დამაბრკოლებდა.ვის ცალია ჩემი თვალების საცქერლად,როდესაც

ათონის წმიდა მთაზე,მონასტერში დგას და საზეიმო წირვას ესწრება?

ვფიქრობდი და ვლოცულობდი ყველასთვის,ვიზეც შეიძლებოდა

მელოცა,ვინც ვიცოდი და ვიცნ არა,ვინც გავიხსენე და ვინც ვერა.კარგად

ვაცნობიერებდი,რომ ეს უდიდესი მადლი და წყალობა იყო ღვთისა,რომ

მე ცოდვილს ჩემი სამშობლოსთვის და ჩემი ერისთვის მელოცა,ჩემი

მეგობრებისთვის,მათ შორის ვირტუალური,ოჯახისთვის,

გადაცვლილებისათვის.გამახსენდა,მე თავად ემიგრანტს და

სამშობლოდან წლობით გადახვეწილს,მთხოვეს, ემიგრანტებისთვის

ილოცეო.ახალი ძალით იფეთქეს ცრემლებმა.გამახსენდა,რამდენი

გაწამებული ქართველია უცხო მიწაზე,რამდენი სათაყვანებელი და

ხელით სატარები ქართველი ქალია გაუსაძლის მდგომარეობაში,ჩვენი

ტკბილი დედები,დები,შვილები.როგორ უვლიან სხვის ოჯახებს,რომ

თავიანთი შიმშილით არ მოუკვდეთ.როგორ უვლიან სხვის გიჟ და

გადარეულ მოხუცებს,რომ საკუთარი მიტოვებული დედებისთვის

წამლის ფული იშოვონ.მახსენდებოდა ეს ყველაფერი და ცრემლები

თავისით იკვლევდნენ გზას.ვლოცულობდი მათთვისაც,ვინც

წამოსვლამდე მთხოვა და მათთვისაც ,ვინც ვერ მოასწრო ეთხოვა.განა

78

თხოვნა იყო მთავარი,უფალი ხომ ყველას შემწეა,ყველას მშობელი?მეც,ეს

ცოდვილი კაცი,ვიდექი ამ „ტირილის ოთახში“ და ვლოცულობდი

ყველასთვის,ვიზეც კი შესაძლებელი იყო და ვინც გაიხსენა ჩემმა ფიქრმა

და გონებამ.

თუმცა ისიც მინდა გითხრათ,რომ მარტო არ ვყოფილვარ.მთელი

წირვა,რაც იქ ვიყავი,სამმა გიორგიმ ერთად განვვლეთ.ერთი გულის

ჯიბეში მყავდა–წმიდა გიორგი,მეორე გულზე მყავდა მიხუტებული–მამა

გიორგი და თავად თქვენი მონა მორჩილი–უხეირო გიორგი.ვიდექით ეს

სამი გიორგი ერთად,როგორც ერთარსება და ერთად ვტიროდით,ერთად

განვიცდიდით და ერთად ვლოცულობდით ამ დიდებულ ღვთის

ტაძარში.

აქვე მინდა აღვნიშნო,რომ რადგან ვტიროდი,ამით იმის თქმა სულაც არ

მინდა,როგორი კარგი მლოცველი ვარ.არამც და არამც.დღემდე წესიერად

ლოცვა ვერ მისწავლია და ამას ვაღიარებ.მე მხოლოდ იმის თქმას

ვცდილობ,რომ ისეთი წმიდა და ღვთიური გარემო სუფევდა იმ ტაძარში,

რომ ჩემნაირი ცოდვილიც კი აატირა.აი,ეს მინდოდა მხოლოდ მეთქვა.

79

80

მამა გიორგი პავლოვის ლამინირებული სურათი,რომელიც ჩემმა

მეგობარმა გამომიგზავნა–სწორედ ის სურათი,რომელსაც მირონი

სდიოდა ერთერთ ოჯახში–დიდი სიყვარულით წამოვიღე ათონის მთაზე,

რამეთუ ვიცოდი და ეხლაც მჯერა,რომ სურათი კი არა,თავად მამა

გიორგი იყო ჩემთან,ეს უტკბილესი და უსაყვარლესი მოძღვარი.

ისევე,როგორც მხოლოდ ხატი კი არ მედო გულის ჯიბეში,არამედ თავად

წმიდა გიორგი იყო ჩემთან,მარად ჩვენი შემწე და მფარველი.

მამა გიორგის სურათზე ბევრი გაოცებულიც კი მეკითხებოდა,ვინ

არისო.ზოგს წმინდანი ეგონა,ზოგს ვინმე გარდაცვლილი ახლობელი(მამა

გიორგი დიდხანს გვიცოცხლოს და გვიდღეგრძელოს ღმერთმა),ზოგს ვინ

და ზოგს ვინ.მე კი მოკლედ ვპასუხობდი,რომ ეს ჩემი უსაყვარლესი

მოძღვარია.მე რომ მამა გიორგიზე დამეწყო მოყოლა,არც დრო

მეყოფოდა,არც გონიერება და ვერც ვერავის ვერაფერს გავაგებინებდი.

ისევე,როგორც ვერც მამა გაბრიელის შესახებ ავუხსნიდი ვინმეს,ვინც არ

იცის, ვერც მამა გიორგი ბასილაძის და ვერც მამა ვიტალის

შესახებ.ყველას თავისი ქვეყნის წმინდანი უყვარს და ნაკლებად,რომ სხვა

ქვეყნის წმიდა მამებით დაინტერესდეს მოულოდნელად,თუ აქამდე არ

გაუგია არაფერი.ხოდა აბა როგორ უნდა ავუხსნა უცხო ადამიანს,ვინ

არის მამა გიორგი?ეს მხოლოდ იმან იცის,ვინც მას იცნობს,ვისაც მასთან

რაიმე შეხება ჰქონია.

სიმართლე გითხრათ,მე იმან გამაოცა,რომ მამა პაისი ათონელის,ამ

უდიდესი წმინდა მამის შესახებ მამა ნენადმა არაფერი იცოდა,

გაგონილიც კი არ ჰქონდა და როდესაც მოგვიანებით,იმავე სერბული

მონასტრის საეკლესიო მაღაზიაში მამა პაისის სქელტანიანი წიგნი

დავინახე მისი უზარმაზარი პორტრეტით ყდაზე,გახარებულმა მაშინვე

მამა ნენადს ვაჩვენე,რომელიც საბედნიეროდ იმ წუთას მაღაზიაში

გახლდათ და სიხარულით ვაუწყე,რომ აი,ეს იყო მამა პაისი ათონელი,

რომელიც მე ასევე უზომოდ მიყვარს.

81

დრო გადიოდა,დაღლა ნელნელა მძიმედ მეკიდებოდა.ფეხის ქუსლები

მტკიოდა და ფეხები მეკეცებოდა.ძალიან მინდოდა დაჯდომა და

დასვენება.ჯერ წირვა ახალი დაწყებული გახლდათ,მთელი ღამე წინ იყო

და რომ არ დავმჯდარიყავი,სადამდე გავძლებდი არ ვიცოდი.ტაძარში

შესვლისთანავე პიტერი და ტრაიანი დავკარგე და არ ვიცოდი სად

იყვნენ.შუა დარბაზიდან,ტირილით რომ გული ვიჯერე,შესასვლელ

დარბაზში ჩამოვედი.ტრაიანი ერთერთ სკამზე იჯდა.სხვები კი ყველა

დაკავებული გახლდათ.როდესც მივუახლოვდი,წამოდგა და ადგილი

დამითმო. დიდხანს ვიუარე,80 წლის კაცს როგორ წავართმევდი ადგილს,

მაგრამ დამარწმუნა,ეხლა მე შევალ შიგნით და როცა გამოვალ,მერე შენ

დამითმეო.ამ პირობით დავთანხმდი და დაღლილდაქანცული სკამზე

დავეშვი.ვიფიქრე,ნახევარ საათს დავისვენებ,მერე ტრაიანიც მოვა და

ისევ ავდგები მეთქი.არასოდეს მიყვარდა წირვის დროს ჯდომა.ბერძნულ

ეკლესიებში ისევე ზიან,როგორც კათოლიკურში.ეს არასწორად მიმაჩნდა

ყოველთვის.სამწუხაროდ,იგივე ხდება ლონდონის ქრთულ ტაძარში,

რომელიც ანგლიკანური ეკლესიის დაქირავებულ შენობას წარმოადგენს

და ჩვენი ქართველებიც ისევე ზიან წირვის დროს,როგორც ინგლისელები

ან იტალიელები.სამწუხაროა,მაგრამ ასეა.მოძღვარი კი ამას მშვიდად

უყურებს და ეს ჩვეულებრივ მოვლენად მიაჩნია.ეტყობა,რომ თვითონვე

დართო ნება.მე ვინ ვარ,რომ განვსაჯო,მხოლოდ ჩემს დამოკიდებულებას

მოგახსენებთ.

ამიტომ,ყველანაირად ვცდილობდი,რაც შეიძლება ნაკლები

ვმჯდარიყავი,მაგრამ ისეთი დაღლილი გახლდით და ისე მტკიოდა

ფეხები,რომ ეხლა ამაზე კი არ ვფიქრობდი,არამედ ვმარჩიელობდი,

რამდენ ხანს გავძლებდი წირვაზე.თუმცა დიდხანს ჯდომა მაინც არ

მომიწია,ტრაინმა შუა დარბაზის შესასვლელიდან ხელი დამიქნია,

სასწრაფოდ აქ მოდიო.სკამს დანანებით დავხედე,ადგილი დაიკარგება

მეთქი,მაგრამ სხვა რა გზა იყო,რადგან მეძახდა,ავდექი და წავედი.მოდი

ჩქარა,შენ ეს უნდა ნახოვო,მითხრა მიახლოებისას და მთავარი

დარბაზისკენ წარმიძღვა.

82

სწორედ მაშინ ვნახე პირველად ჭაღების ტრიალი,რაზეც ზემოთ

მოგახსენეთ.პირველად იმ აზრმა გამიელვა,რომ ჭაღები თავად

ტრიალებდნენ,როგორც კანდელი ივერიის ღვთისმშობლის წინ,მაგრამ

თან მიკვირდა,ამდენი ჭაღი ერთდროულად რომ ტრილებდა.ისიც

ვიფიქრე,ეს რომ ღვთის ძალით ხდებოდეს,ამაზე მთელ ქვეყანას

ეცოდინებოდა მეთქი.თუმცა,მაინც გავარკვიე და მერე დავინახე კიდეც,

რომ ამას ღვთისმსახურები თავად აკეთებდნენ განსაკუთრებულ

მომენტებში და ეს იმდენად ლამაზი სანახაობა გახლდათ,როგორც

მოგახსენეთ,ანგელოზთა ფრენას მაგონებდა.

დაახლოებით 11 საათისთვის პიტერმა და ტრაიანმა დატოვეს ტაძარი და

დასასვენებლად გაემართნენ.სვეტოზარი არ ვიცოდი სად იყო და დავრჩი

მარტო ამ ჩვენი ოთხეულიდან.ამ ოთხ ადამიანს ყველაზე ახლო

ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა ერთმანეთთან და თითქმის სულ ერთად

ვიყავით ხოლმე.ოთხი მუშკეტერიც კი ვუწოდეთ ჩვენს გუნდს.ტრაიანი

დარტანიანი გახლდა,პუტკუნა და საყვარელი პიტერი–პორთოსი,სუსტი

83

და ახალგაზრდა სვეტოზარი–არამისი,თქვენს მონა მორჩილს კი ათოსობა

ერგო.ალბათ ესეც ნიშანდობლივია,რომ ათოსი ინგლისურად ათონის

მთას ქვია.ბერძნულად კი მას „აგიონ ოროსს“ ეძახიან–წმიდა მთას.

ეს ერთი გარემოების გამო გამახსენდა:

ჯერ კიდევ ინგლისში ყოფნისას,როდესაც მამა ნენადმა მასთან ერთად

მოგზაურობა შემომთავაზა,მან სწორედ ასე მითხრა,“აგიონ ოროსზე“

მივდივარ და თუ წამოხვალო.მე მაშინ არ ვიცოდი,ეს რას ნიშნავდა და

რამე ტაძარი მეგონა რომელიმე წმინდანის ნაწილებით.

–თუ შეიძლება მეუღლეს წამოვიყვან მეთქი.

გაეცინა–იქ ქალებს არ უშვებენო.

გავიოცე–ქალებს ათონის წმიდა მთაზე არ უშვებენ და არ ვიცოდი,ასეთი

აკრძალული ადგილი თუ კიდევ სადმე იყო მეთქი.

სწორედ ათონის მთაზე მივდივართო.“აგიონ ოროს“ ბერძნულად წმიდა

მთას ნიშნავსო.აი მაშინ იყო სწორედ,რომ ჩემს სიხარულს და

ბედნიერებას საზღვარი არ ჰქონდა და მაშინვე უყოყმანოდ დავთანხმდი.

გიჟი ხომ არ ვიყავი,უარი მეთქვა?

ჩვენ კი ისევ საზეიმო წირვას დავუბრუნდეთ.

პიტერმა ბოდიში მომიხადა,მითხრა რომ ხვალ მანქანა უნდა ემართა

მთელი დღე და დასვენება სჭირდებოდა.ტრაიანი კი ოთხმოცი წლის კაცი

გახლდათ მაინც და მთელი ღამე ვერ გაძლებდა,თუმცა არავითარი

ბოდიში მას ჩემთან არ სჭირდებოდა,ეს ჩემთვისაც ნათელი გახლდათ და

უხერხულადაც კი ვიგრძენი თავი და ხუმრობით ვუსაყვედურე კიდეც,

რომ არ სჭირდებოდა ჩემთვის ამის ახსნა.მამა ნენადი მამა ივანთან

ერთად წირვაში იღებდნენ მონაწილეობას.მართალია სრულად არა,

მაგრამ მაინც.სვეტოზარი არ ვიცოდით სად იყო,ხოლო ჩვენი ათეულის

დანარჩენი წევრები ისევე უცხო დარჩნენ ჩემთვის,როგორიც თავიდანვე

84

იყვნენ და არავითარი ურთიერთობა მათთან არ მქონია,მიუხედავად

იმისა,რომ ერთი მათგანი,ასევე ნენადი,როგორც ადრე მოგახსენეთ,

პიტერის მანქანით ჩვენთან ერთად მგზავრობდა.

ჩემი სერბი მეგობრების წასვლიდან სულ მალე,ასე ნახევარ საათში ძილი

ისე მომეკიდა,რომ თავის დაჭერა ძალიან მიჭირდა.ვგრძნობდი,რომ ვერც

მე გავძლებდი და ალბათ მეც დასაძინებლად გავემართებოდი.

სიმართლისათვის უნდა აღვნიშნო,რომ ბოლო სამ დღეში მხოლოდ 12

საათი მეძინა.ამას თუ დავუმატებთ იმ დაღლას,განცდებს და ყოველივეს,

რაც მგზავრობას და შემდეგ ესთიგმენის მონასტერში ვიზიტს ახლდა,

ალბათ წარმოიდგენთ ჩემს ფიზიკურ მდგომარეობას და არ განმსჯით

მკაცრად.მაინც გადავწყვიტე,12 საათამდე დავრჩენილიყავი და თუ

გამოფხიზლებას ვერ შევძლებდი,დასაძინებლად წავსულიყავი.

მიუხედავად იმისა,რომ სკამი მოვიპოვე და დასვენება შემეძლო,დაღლამ

თავისი ქნა და ისეთი ძილი მომერია,ლამის სკამზე მეძინა.მივხვდი,რომ

არ ვიყავი ისეთი ძლიერი,დაღლილობას მოვრეოდი და საზეიმო წირვაზე

ძილს–ასეთ უღირს საქციელს,უფლის და ღვთისმშობლის ასეთ

შეურაცხყოფას,როგორც ვფიქრობდი–საწოლში ძილი ვარჩიე და

გასასვლელისკენ გავემართე. კარები ჭრიალით გავაღე და გარეთ გავედი.

ერთი წამით კარებთან შევჩერდი.სინდისმა დამტუქსა.შემრცხვა ჩემი

მცირედმორწმუნეობის და სულმოკლეობის გამო.არ ვიცი,სინდისის ხმა

იყო თუ ვინმე სხვისა,აშკარად ჩამესმა სულში:

–ნუ წახვალ.დაბრუნდი უკან.ეცადე გაუძლო ბოლომდე.ეს წუთები

არასოდეს დაბრუნდება და გამეორდება.ნუ გაიხდი სანანებლად.

დაფიქრდი,რამხელა შეცდომას უშვებ.ღმერთმა ასეთი მადლი გიბოძა,შენ

კი დასაძინებლად მიდიხარ.ძილს ყოველთვის მოასწრებ.თუნდაც სულ

რომ უძილარი დარჩე,განა ესაა მთავარი?აქ გატარებული ყოველი წუთი

კი შეუფასებელია,ნუ გაუშვებ ხელიდან ამ წყალობას ღვთისას.შეირგე და

დააფასე–მეუბნებოდა შინაგანი ხმა და სიმართლე უნდა ვთქვა,მართლაც

85

ძალიან შემრცხვა.მივხვდი,რამდენად უღირსი გახლდით ასეთი

მადლისა.იმ წუთში,აბსოლუტურად დარწმუნებული ვიყავი,რომ

დიდხანს ვერ გავუძლებდი,იმდენად არ მჯეროდა ჩემი ძალების,მაგრამ

მაინც მოვბრუნდი და სინდისის ხათრით,მერე რომ სათქმელი არაფერი

ჰქონოდა,ტაძარში შევედი.

მთავარ დარბაზში შევედი და გავჩერდი.

უნდა მოგახსენოთ,რომ ხალხი ნელნელა გაიკრიფა იმ დროისთვის და

უკვე სირთულეს აღარ წარმოადგენდა მსახურების თავისუფლად

ხილვა.არათუ შეღწევა,თუ მოინდომებდა კაცი,პირველ რიგებშიც კი

მოახერხებდა დგომას და სრულყოფილად მონაწილეობას საზეიმო

წირვაში.

დაახლოებით 15–20 წუთი ვიდექი.შემდეგ შუა დარბაზში გავედი და ამ

საკმაოდ დაბნელებულ გარემოში თავისუფალი სკამი ვიპოვე.გამიხარდა

და სიხარულით გავემართე მისკენ.ვიფიქრე დასვენების საშუალება თუ

86

მომეცემოდა,იქნებ როგორმე გამეძლო ბოლომდე.მამა გიორგი ისევ

მკერდზე მყავდა მიკრული და იმედი მქონდა,რომ ისიც დამეხმარებოდა.

მაგრამ ძილთან ბრძოლა არათუ დამთავრდა,ახალი ძალით დაიწყო და

ისეთი გააფთრებით შემომიტია,რომ მარტო ნამდვილად ვერ

გავუმკლავდებოდი ასეთ თავდასხმას.მე რომ ცოტათი ღირსი

ვყოფილიყავი აქ დგომისა,იმასაც კი ვიფიქრებდი ეშმაკი მებრძვის

მეთქი,მაგრამ ჩემნაირ უღირსთან რაში სჭირდებოდა ეშმაკს ბრძოლა?

ალბათ არხეინად მიყურებდა და სიცილით იგუდებოდა,მცირე

წინააღმდეგობის გაწევაც რომ არ შემეძლო ძილის სურვილისათვის.

ჩემდა სამარცხვინოდ ისიც უნდა ვთქვა,რომ რამდენჯერმე ჩამთვლიმა

კიდეც,მაგრამ მაინც არ ვნებდებოდი და ვცდილობდი სიმხნევე

შემენარჩუნებინა.როდესაც მივხვდი,რომ ამას ვერ შევძლებდი,გავბედე

და დასახმარებლად უფალს მივმართე.არ მინდოდა ასეთი უღირსი და

სამარცხვინო თხოვნით მიმემართა,მაგრამ სხვა გზა არ მქონდა.შემდეგ კი

მამა გიორგის ვევედრებოდი:

–ჩემო ტკბილო მამა გიორგი,ვიცი რომ ეხლა ჩემთან ხარ და ჩემთან

ერთად ესწრები ამ საზეიმო წირვას. გევედრები,გამაძლებინე,მომეცი

ძალა ძილს მოვერიო და ბოლომდე გავუძლო ამ ბრძოლას.ნუ მისცემ

ბოროტს უფლებას გაიმარჯვოს და შერცხვენილმა და დამარცხებულმა

დავტოვო ტაძარი.მომეცი ძალა და სიფხიზლე,გამაძლებინე

ბოლომდე,გევედრები!

დაახლოებით ორი საათი საშინელი ბრძოლები მქონდა.არ მეშვებოდა

ძილის ეშმაკი,მაგრამ არც მე ვუთმობდი და უკვე წასვლაზე ფიქრიც კი

საერთოდ ამოვიგდე თავიდან.რომც დავცემულიყავი,აღარ ვაპირებდი

ტაძრიდან უდროოდ გასვლას.მებრძოდა,მაგრამ ვუძლებდი და ღვთისა

და მამა გიორგის იმედი მქონდა.

87

წირვა დილის 4 საათამდე უნდა გაგრძელებულიყო.ასე იყო ნათქვამი და

ეს ცოტა უიმედობას კი მისახავდა გულში,მაგრამ მაინც მჯეროდა,უკვე

მტკიცედ მჯეროდა,რომ გავძლებდი.

თუმცა სრულიად მოულოდნელად და ჩემდა გასახარად ძილის ეშმაკთან

ბრძოლა უფო ადრე დამთავრდა,ვიდრე მეგონა და ჩემი ტანჯვაც

დასრულდა.

დაახლოებით დილის 2 საათისთვის წირვის უმნიშვნელოვანესი ნაწილი

დაიწყო.მონასტრის ბერები საკურთხევლისკენ დაიძრნენ და ხატების წინ

მეტანიების შესრულება დაიწყეს.ეს ძალიან ლამაზი სანახაობა გახლდათ.

დედამიწის ანგელოზები თითქოს დასრიალებდნენ ტაძარში და

სიწმინდეებს ეამბორებოდნენ.განსაკუთრებული პატივით ერთერთ ხატს

სცემდნენ თაყვანს სამი სრული მეტანიით და მივხვდი,რომ ეს რაღაც

ძალიან დიდი სიწმინდეს წარმოადგენდა,თუმცა ჩემდა სამარცხვინოდ

უნდა ვაღიარო,რომ არ ვიცოდი,ვისი ხატი გახლდათ ეს. ასევე უნდა

ვაღიარო,რომ მგზავრობისათვის ძალიან ცუდად მოვემზადე. არ

ვიცი,რითი მქონდა თავი გამოტენილი,მაგრამ ერთხელაც კი არ მიცდია

ინტერნეტით ჰილანდარის მონასტრის შესახებ ინფომაციას გავცნობოდი

და ეხლა ჩემი უმეცრებისგან შერცხვენილი არ ვდგარიყავი ამ დიდებულ

ადგილას.თუმცა მეგონა,რომ ესთიგმენში მივემგზავრებოდით და

მხოლოდ სულ ბოლო მომენტში შევიტყვე,რომ ჩვენი ღამისთევის და

ძირითადი სტუმრობის ადგილი ჰილანდარი გახლდათ.

ხატი კანკელის მოპირდაპირე მხარეს,ოდნავ მარცხნივ მდებარეობდა და

დამსწრე მრევლისთვის შეუძლებელი იყო მისი დანახვა და მხოლოდ

მიახლოების შემთხვევაში შეიძლებოდა მისი ხილვა.ხატის გვერდით

მაღალ სკამზე მონასტრის იღუმენი გახლდათ დაბრძანებული და ბერებს

ხელზე ამბორის ნებას აძლევდა.ბერებს კი მრევლი მიყვებოდა.

მივყვებოდი მეც და ამ წუთიდან წირვის დასრულებამდე, ძილი

საერთოდ აღარც კი გამხსენებია.აქ ისეთი ატმოსფერო სუფევდა,ძილი კი

88

არა ნეტავ ეს არ დასრულდეს არასოდესო,ინატრებდა კაცი.ღვთის

მადლით მოვიდა ჩემი ჯერიც და ხატს მივუახლოვდი.

ეს გახლდათ დედა ღვთისმშობლის უმშვენიერესი ხატი–ორიგინალი,

ოქროს,ვერცხლის და სხვა უამრავი შეწირული ძვირფასი ნივთებით

შემკული ღვთაება.მშვენიერების,სიწმინდის და ღვთიური

დიდებულების უმაღლესი მწვერვალი,რომლის იქით უკვე მხოლოდ

უფალია.მე,ეს ცოდვილი და უღირსი კაცი,რომელიც სულ ცოტა ხნის წინ

ძილის ეშმაკს ვებრძოდი,ჩემს სიცოცხლეში პირველად, უტკბილესი

დედა ღვთისმშობლის უდიადესი გამოსახულების წინ ვიდექი,

რომელსაც სამხელიანი ღვთისმშობლის სასწულმოქმედი ხატი

ჰქვია.გაკვირვების და გაოგნების დრო არ მქონდა,უკან ხალხი

მელოდებოდა.ყველას მსგავსად,მეც სამი სრული მეტანია შევასრულე და

მის მცირე ასლს ვეამბორე, ხოლო შემდეგ მონასტრის იღუმენს ხელზე

ვემთხვიე.

შემდგომში დიდხანს ვფიქრობდი ამ საოცარ ბედნიერ წუთებზე.კიდევ

კარგი,ამ ხატის ისტორია მაინც ვიცოდი და სრულ უმეცრებაში ყოფნა არ

მომიწია.წინასწარვე მინდა გითხრათ,რომ სახლში დაბრუნებისას მაშინვე

ინტერნეტს ვეცი და ჰილანდარის სიწმინდეებს გავეცანი.ჩემდა

გასაკვირად აღმოვაჩინე,რომ ამ მონასტერში ინახება ასევე

ძუძუსმაწოვებელი დედა ღვთისმშობელი,აკათისტოს ღვთისმშობელი და

სხვები,მაგრამ ისინი მე არ მინახავს,არ ვიცი იმ მომენტში მათი იქ

არყოფნის თუ ჩემი სიბრიყვის გამო.

სამხელიანი დედა ღვთისმშობლის თაყვანისცემის შემდეგ მონასტრის

ანგელოზებს წმიდა სვიმეონის წმიდა ნაწილების და ირგვლივ მყოფი

სხვა ხატების თაყვანის საცემად მივყვებოდით უწყვეტ ჯაჭვად და თავი

სიზმარში მეგონა.

89

90

შემდგომში,სულ ერთი წამით წარმოვიდგინე,დასაძინებლად რომ

წავსულიყავი,ამ ნეტარი წუთების მაგივრად ლოგინში უნდა

ვწოლილიყავი და უსიამო ჟრუანტელმა დამიარა.ცივმა ოფლმა დამასხა

და უფალს და მამა გიორგის გუმხურვალე მადლობას ვწირავდი,რომ ეს

არ დაუშვეს და ამ დიდ ბედნიერებას ბოლომდე მაზიარეს.

თუმცა ეს ყველაფერი როდი გახლდათ.მალე ტაძარში თვით

ყოვლადპატიოსანი ჯვრის ნაწილი შემოაბრძანეს და ზღაპარი

გაგრძელდა.

აღარას ვამბობ ჭაღების ტრიალზე და ჩრდილების თამაშზე,

რომელზედაც ადრე მოგახსენეთ.პატიოსანი ჯვარი დარბაზის შუაგულში

დააბრძანეს.მის თაყვანის საცემად ბერები სამ–სამად მიემართებოდნენ

და ასევე სამი სრული მეტანიის შემდეგ,უდიდეს სიწმინდეს

91

ეამბორებოდნენ.ეს ისეთი ლამაზი სანახაობა გახლდათ, რომლის ენით

გადმოცემა საკმაოდ რთულია,მით უმეტეს როდესაც იქ დგახარ და

ელოდები,როდის გააკეთებ იმავეს და ასეთ ღვთიურ ბედნიერებას

ეზიარები.მადლობა უფალს,რომ ასეთი დიდი სასწაულის ღირსი

გამხადა.

აი ასეთ ვითარებაში დასრულდა ჯვართამაღლების ეს დიდებული

ზეიმი ჰილანდარის მონასტერში და უზომოდ ბედნიერი და გახარებული

დილის 3 საათზე სასტუმრო ოთახში დავბრუნდი.

ეხლა კი დიდი სიამოვნებით ჩავწექი ჩემს ლოგინში და 3 საათით ალბათ

ცხოვრებაში ერთერთი ყველაზე ტკბილი ძილით დამეძინა.მეტი არც

დრო მქონდა და არც სურვილი,რომ ძვირფასი წუთები ძილში

გამეტარებინა.

საზეიმო წირვაზე ბოლომდე დასწრება კიდევ ერთი რამით აღმოჩნდა

ჩემთვის მნიშვნელოვანი.წირვის დასრულებამდე ცოტა ხნით ადრე,მამა

ნენადმა ხელი მომკიდა და თავისკენ მომქაჩა.მის გვერდით მჯდარი

ბერი,სწორედ ის ქართველი ბერი ილარიონი გახლდათ,რომლის

შესახებაც ადრევე ვიცოდი და რომლის გაცნობასაც მამა ნენადი

შემპირდა,რაც პირნათლად შეასრულა კიდეც.რამდენიმესიტყვიანი

გასაუბრების შემდეგ ბერი ილარიონი შემპპირდა,რომ მეორე

დღეს,წირვის შემდეგ გამესაუბრებოდა.აქვე მინდა აღვნიშნო,რომ ეს

წმინდა ადამიანი, რომელიც თოთხმეტი წელია უკვე ჰილანდარში

მოღვაწეობს, სინამდვილეში ზღვის ნაპირას,განცალკევებით ცხოვრობს.

ამიტომაც არ მოხერხდა აქამდე მისი ნახვა.მეორე დღეს,მართლაც

გავესაუბრე ამ ადამიანს,თუმცა ბევრი ვერაფრის თქმა მოვახერხე,

როგორც ჩემი მისდამი უდიდესი მოწიწების და პატივისცემის გამო,ასევე

ჩემი სიმორცხვის და გაუბედავობის წყალობით.მაგრამ რაც შევძელი,

იმითაც კმაყოფილი ვიყავი.აქ,ამ შორეულ უცხო მხარეში ჩემი

სამშობლოს პატარა წმიდა ნაწილი,სამშობლოზე და ერზე მლოცველი

ქართველი ბერი ვიხილე და უკვე ესეც დიდი წყალობა გახლდათ

92

ჩემთვის.მინდა აღვნიშნო ისიც,რომ ბერი ილარიონი არაჩვეულებრივად

საუბრობს სერბულ ენაზე,რამაც, სიმართლე გითხრათ სასიამოვნოდ

გამაოცა კიდეც.უნდა მოგახსენოთ ასევე,რომ ეს ერთადერთი ქართველი

არ გახლდათ,ვინც ჰილანდარში ვიხილე.ჩემდა გასაოცრად,სწორედ

ჯვართამაღლების ამ დღესასწაულზე მასთან ჩამოსული გახლდათ მისი

ძმა სამ მეგობართან ერთად,რომელთა გაცნობის ,მათთან გასაუბრების და

სურათების გადაღების ბედნიერებაც მხვდა წილად.

ღმერთმა დალოცოს ბერი ილარიონი! დღეგრძელობა და სულიერი

სიმშვიდე ვუსურვოთ ამ ღვთივსათნო ადამიანს! მასთან ერთად მისი ძმა

თავის მეგობრებთან ერთად,ბერი ერმოლაოსი და ათონზე მოღვაწე

ყველა ქართველი ბერი.სრულიად საქართველო დალოცოს ღმერთმა

თავის შვილებით,მიუხედავად იმისა თუ სად არიან ! მე კი თქვენის

ნებართვით განვაგრძობ თხრობას.

დილის წირვამაც არაჩვეულებრივ ატმოსფეროში ჩაიარა.ამჯერად

დარბაზები გადაჭედილი იყო ხალხით და მთავარ დარბაზში მოხვედრა

საკმაოდ რთული გახლდათ.ღვთის მადლით და წყალობით,ისევ მხვდა

ბედნიერება სამ–სამი სრული მეტანიით,როგორც წინა ღამეს,ვმთხვეოდი

ტაძრის უდიდეს სიწმინდეებს: სამხელიანი დედა ღვთისმშობლის

სასწაულმოქმედ ხატს,ყოვლადპატიოსანი ჯვრის ნაწილს და წმიდა

სვიმეონის ლუსკუმას.

დგებოდა გადამწყვეტი მომენტი–ევქარისტია,ანუ წმიდა ზიარება.

მიუხედავად მამა ნენადის შეპირებისა,საზეიმო წირვაზე აღსარების

ჩაბარების საშუალება არ მომეცა.ვიფიქრე,ალბათ დილას შევძლებ

მეთქი.ტრაიანმა მიმიყვანა ერთ ძალზედ დაბალტანიან სათნო

ბერთან,რომელიც,თურმე,როგორც წესი,იბარებს აღსარებას.ბერმა

ბუზღუნი დაიწყო.გაოცებულმა ტრაიანს შევხედე და მისი ბერძნული

ენის ცოდნის წყალობით გავარკვიე რაშიც იყო საქმე.ბერი

მსაყვედურობდა,რომ წინა საღამოს არ ჩავაბარე აღსარება –ეტყობა გეძინა

და ამისთვის არ გეცალაო–მეუბნებოდა.გული კი დამწყდა

93

დაუმსახურებელი საყვედურის გამო,მაგრამ ხმას როგორ ამოვიღებდი?

მორცხვად დავხარე თავი და დასჯილი მოსწავლესავით ავიტუზე.იცის

უფალმა,ძალიანაც მინდოდა,მაგრამ არც ვინმე დამინახავს აღსარება

ჩაებარებინოს საზეიმო წირვაზე და არც მამა ნენადთან მომეცა ამის

საშუალება,როგორც იმედი მქონდა მანამდე.ასეა თუ ისე,ამ პატარა ტანის

სათნო ბერმა ჩაიბარა ჩემგან აღსარება და გამიხსნა გზა კიდევ ერთი

უდიდესი სიხარულისა და ბედნიერებისაკენ,რასაც ათონის წმიდა მთაზე

ზიარება ჰქვია.

მეტს აღარ შეგაწუხებთ წვრილმანებით,ჩემო მკითხველო.ლიტურღიის

მსვლელობის წესი ყველამ კარგად იცით და არანაირ საჭიროებას არ

წარმოადგენს დეტალურად აღვწერო ყოველივე.არავითარი განსხვავება

არ ყოფილა,თუ არ ჩავთვლით მხოლოდ ადგილს და გარემოს,სადაც იგი

აღესრულებოდა,სხვა დანარჩენი ჩვეულებრივი წესით წარიმართა და

უამრავი ადამიანიც ეზიარა.

წირვის შემდეგ საუზმეც ისეთივე წესით ჩატარდა,როგორც წინა საღამოს

სადილი.ლოცვით,წმიდა სახარების კითხვის თანხლებით და ა.შ.

განსხვავება მხოლოდ საკვებსა და სტუმართა რაოდენობაში გახლდათ.

ამჯერად ვიზიტორთა რაოდენობა 100–ს აჭარბებდა.ამ გარემოებამ კიდევ

ერთხელ გამახსენა წინა საღამოს განცდილი გულისტკივილი და კიდევ

ერთხელ მაიძულა დავფიქრებულიყავი,უნდა ვაწუხებდეთ თუ არა ამ

წმიდა ადამიანებს ჩვენი სტუმრობით.

ადრეც მოგახსენეთ და კიდევ ერთხელ ვიტყვი,რომ პიტერი სრულიად

მართალი აღმოჩნდა.დრო იმდენად მცირე გვქონდა,რომ არანაირი

საშუალება ესთიგმენის მონასტრის სტუმრობისა არ გვექნებოდა.გარდა

ამისა,მოსაგვარებელი მქონდა რამდენიმე აუცილებელი საქმე–წმიდა

მიწის მოპოვება მეგობრებისთვის და ახლობლებისთვის წასაღებად,

სამახსოვრო ხატების და სხვა ნივთების შეძენა საეკლესიო მაღაზიაში,

ვიდეო და ფოტო მასალის დამატება და სხვა.ყოველივე ამის შემდეგ

94

მხოლოდ 20 წუთი დამრჩა,სანამ ავტობუსით ნაპირისკენ დავეშვებოდით,

რათა გემით დიდ მიწას დავბრუნებოდით.

სანამ ათონის წმიდა მთას დავემშვიდობებით,მინდა ორიოდე სიტყვა

გამგზავრების წინა პერიოდზეც მოგახსენოთ.

ნაპირზე გემის მოლოდინში მომეცა საშუალება ცოტაოდენი ზღვის სილა

ამეღო და ულამაზესი და გასაოცარი სილამაზის ზღვის ფერადი კენჭები

მომეგროვებინა,რომელთაგან ბევრმა გამაოცა თავისი იშვიათობით და

მათზე უცნაური ფიგურების გამოსახულებით, თორემ ზღვის ლამაზი

კენჭები ვის არ უნახავს?ერთერთ ქვაზე თავად ღვთისმშობლის მსგავსი

გამოსახულებაც აღმოვაჩინე და მისი მშვენიერებით და უნიკალურობით

ჩემი ახლადშეძენილი მეგობრებიც გავაოცე.

95

როგორც ადრე მოგახსენეთ,ჩვენი ნავთსაყუდელი პირველი გაჩერება

გახლდათ დიდი მიწიდან მომავალი სტუმრებისათვის,მაგრამ ბოლო

ათონის მთიდან მიმავალი გემისთვის.ამის აღნიშვნა უმიზეზოდ არ

დამჭირვებია.გემი,რომელსაც ველოდებოდით, იმდენად დატვირთული

მოვიდა,რომ ჩვენს წაყვანაზე კატეგორიული უარი განაცხადა და

დავრჩით ასე, გაურკვეველ მდგომარეობაში რამდენიმესაათიანი

მოლოდინის რეჟიმში.მაგრამ მიუხედავად პირველი გულგატეხილობისა

და იმედგაცუებისა,მადლობელი ვარ ღვთისა რომ ასე მოხდა,რამეთუ

მომეცა საშუალება აქ,ათონის წმიდა მთაზე,ზღვის ნაპირზე ივერიის

ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატის დაუჯდომელი წამეკითხა,რაზეც

ვოცნებობდი მანამდე,თუ ამ სიწმინდის ნახვის საშუალება არ მექნებოდა.

ჩემდა გასახარად,ღმერთმა ეს სურვილიც გასაოცარი და დაუჯერებელი

გზით ამისრულა.თქვენ წარმოიდგინეთ,უდროობის გამო ამის

საშუალებაც კი არ მომეცა ჰილანდარის მონასტერში ყოფნისას და

ამისთვის საჭირო დრო უფალმა არაჩვეულებრივ გარემოში,ზღვის

ტალღების სასიამოვნო შრიალის ფონზე მარგუნა.წვიმა,რომელიც ყოველ

წამს აპირებდა დაშვებას,თითქოს ვინმე აკავებსო,ვერ ბედავდა ჩემს

შეწუხებას და მხოლოდ მცირე წვეთებით მახსენებდა თავს,თითქოს

მეუბნებოდა:–აქ ვარ და დროზე წაიკითხე,რასაც კითხულობ,თორემ

დავეშვები და კარგა გვარიანადაც დაგასველებო.მეც სრული სიმშვიდით

აღვასრულე ჩემი საქმე.

ბევრჯერ მილოცია ღია ცის ქვეშ,მაგრამ ეს იყო ლოცვა,რომელიც

არასოდეს დამავიწყდება ჩემს სიცოცხლეში.რომლის მსგავსიც,ეჭვი

მეპარება,როდისმე განვიცადო კიდევ ოდესმე.დედა ღვთისმშობლის

სანუკვარ ხატამდე ვერ მივაღწიე,მაგრამ ცოტა შორიდან ვუკითხავდი

საგალობელს და მჯეროდა,რომ მას ჩემი ესმოდა.სულ რამდენიმე

კილომეტრი იყო ჩვენს შორის მანძილი და ყველაფერს რომ თავი

დავანებოთ,ხატიც და მეც,ერთ მიწაზე ვიყავით მაინც და ვიცოდი,რომ

წმიდა მარიამი მიიღებდა ჩემს ლოცვას როგორც ისეთს,მისი ხატის წინ

მდგომარეს რომ მელოცა.

96

ამაში კიდევ ერთხელ მაშინაც დავრწმუნდი,როდესაც ლოცვის

დამთავრების შემდეგ გემი მოგვადგა და ჩვენი წასვლის დროც დადგა.

ასე გამოზომილად ვერანაირად ვერ გავთვლიდი,ეს რომ უფლის და

ღვთისმშობლის ნება არ ყოფილიყო და ღმერთს ვევედრები,მაპატიოს ეს

ამპარტავნება,თუ ვცდები.კარგად ვიცი,რომ ეს მხოლოდ უფლის კიდევ

ერთი(უკვე მერამდენე)წყალობა და მადლი გახლდათ,კიდევ ერთი

სასწაული და არა რაიმე ჩემი დამსახურება.

ჩემმა სერბმა მეგობრებმა ისიც კი მითხრეს,შენ რომ არ გელოცა,გემი ჯერ

არ მოვიდოდაო.გემი მართლაც უფრო გვიან უნდა მოსულიყო,როგორც

ვიცოდით და ეხლა,ასე რომ „დაემთხვა“ ლოცვის დასრულებას,გარედან

მართლაც ჰგავდა მათ მოსაზრებას,მაგრამ ეს რა თქმა უნდა ასე არ

გახლდათ და მიუხედავად ჩემი მცდელობისა,დამერწმუნებინა ჩემი

მეგობრები,რომ მე სულ სხვა ლოცვას ვკითხულობდი და გემთან ეს

97

არავითარ კავშირში არ იყო,ვერაფრით ვერ დავარწმუნე ისინი მათი

აზრის სიმცდარეში.თუმცა ბევრი აღარ ჩავციებივარ და დავანებე თავი,

რადგან მაინც არაფერი გამომდიოდა.ეგონათ ჩემი თავმდაბლობის გამო

არ ვაღიარებდი ამას.ასე სჯეროდათ და არაფრის გაგონება არ უნდოდათ.

აი,ეს იყო ბოლო,რაც ათონის მთის დატოვებასთან დაკავშირებით

მინდოდა მეთქვა.გემმა ტალღები გააპო და პორტისკენ აიღო გეზი.

ისევ გამცილებელი თოლიები; სევდიანი მზერით გამოთხოვება წმიდა

მიწასთან,რომელიც სულ უფრო და უფრო უკან რჩებოდა და სადაცაა

თვალს მიეფარებოდა; უხალისო თვალიერება უკვე ნაცნობი ლამაზი

პეიზაჟებისა და...აი,ნაპირიც გამოჩნდა.ათონის წმიდა მთა კი მხოლოდ

მოგონებადღა დარჩა.

98

დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის ტაძარი

ათონის წმიდა მთა უკან დარჩა,თუმცა ამით ჩვენი მოგზაურობა არ

დასრულებულა.წინ კიდევ უამრავი ულამაზესი სანახაობა გველოდა.

ვეცდები მოკლედ აღვწერო ყოველივე და აღარ შეგაწყინოთ თავი

ზედმეტი წვრილმანებით.

ურიანოპოლისში დავბრუნდით და პირველი რამაც გამაოცა,სუსტი

სქესის წარმომადგენელთა სიმრავლე გახლდათ კაფე–ბარებსა თუ

რესტორნებში,გამნსაკუთრებით ახალგახრდა გოგონებისა.გაოცებულმა

გამოვკითხე ჩემს მეგობრებს და მხოლოდ მაშინ შევიტყვე,რომ ეს

ადგილი არა მხოლოდ ათონზე გამგზავრების მსურველთათვის ყოფილა

განკუთვნილი,როგორც პირველად მეგონა,არამედ ოჯახური

დასვენებისთვისაც არაჩვეულებრივი ყოფილა,განსაკუთრებით კი

თევზაობის მოყვარულთათვის,თუმცა სიმართლე გითხრათ,ამ

უმშვენიერეს ბერძენ მანდილოსნებს მეთევზეობის არაფერი

ეტყტობოდათ.უფრო დროის სატარებლად და გასართობად იყვნენ აქ

ჩამოსულები.

მცირეოდენი დავისვენეთ და გზას გავუყევით.რამდენიმე საათის შემდეგ

დავბრუნდით თესალონიკში.მანქანა სადგომზე დავაყენეთ და ნანატრი

დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის ტაძრისკენ გავემართეთ.

ტაძარი საკმაოდ დიდია და შესვლისთანავე იგრძნობა ღვთივსულიერი

სინატიფე და დიდებულება,თუ ასე შეიძლება ითქვას. შესასვლელშივე,

მარჯვენა მხარეს,უზარმაზარი იერუსალიმის ღვთისმშობლის

ულამაზესი ხატი შემოგეგებებათ.ძნელია,თვალი მოსწყვიტო ამ

სილამაზეს.მაშინვე გიჩნდება სურვილი,თაყვანი სცე და ეამბორო.

წარმოუდგენელი კრძალულება გიჩნდება ადამიანს,ისეთი სიდიადე და

ღვთაებრივი მშვენიერება გამოსჭვივის ხატიდან.აქამდე ეს ხატი

99

მხოლოდ ინტერნეტში მქონდა ნანახი და თვალით ნანახმა,რა თქმა უნდა,

ყოველგვარ წარმოდგენას გადააჭარბა.

ასეთი მშვენიერებანი არა ერთი და ორია ამ ტაძარში.ყველას აღწერას ვერ

შევძლებ,რადგან ასე დაწვრიელბით ამ ტაძრის დათვალიერების

საშუალება არც ამჯერად მქონდა,თუმცა ყველაზე მთავარ სიწმინდეს,

დიდმოწამე დიმიტრი თესალონიკელის წმიდა ნაწილებს ვეახელი და

გარკვეული დროც დავყავი იქ.ეს პატარა,მაგრამ უაღრესი სინატიფით და

გემოვნებით მოწყობილი ფარდული ისეთ სურნელებას აფრქვევს,

ჟრუანტელი გივლის მთელ სხეულში და წამით უფალთანაც კი გრძნობ

თავს.ამის გადმოცემა სიტყვებით შეუძლებელია.ჩემი დახასიათება

მხოლოდ უსუსური მცდელობაა იმ საოცარი, არაამქვეყნიური,ღვთიური

მადლის გადმოცემისა,რაც აქ სუფევს და რომლის მსგავსი,როგორც ადრე

100

მოგახსენეთ,სიცოცხლეში არაფერი შემიგრძვნია მანამდე.თავად

ფარდული,თუ ასე შეიძლება ეწოდოს,საკმაოდ მცირეა.

მასში მხოლოდ დიმიტრი თესალონიკელის ლუსკუმაა დასვენებული და

ორივე მხარე ღია აქვს–ერთი შესასვლელად და მეორე

გასასვლელად.ფარდულის წინა მხარეს წმინდანის უზარმაზარი ხატი

კიდია.სურნელებას რომ თავი დავანებოთ,ეს ისეთი სილამაზეა,რასაც

იშვიათად ნახავს ადამიანი. შეუძლებელია,ეს ერთხელ ნახო და

სამუდამოდ არ დაგრჩეს გულში, სულსა და გონებაში.

ტაძარი უზარმაზარია და ბერძნულ ყაიდაზე,სკამებით არის გაწყობილი.

ზუსტად ვერ გეტყვით,მაგრამ ალბათ რამდენიმე ასეული ადამიანი

დაეტევა.მისი ინტერიერის დიზაინი იმდენად მდიდრულად არის

101

მოწყობილი,რომ ენით ამის გადმოცემა შეუძლებელია.კოლონებით

დამშვენებულ დარბაზში უამრავი ხატია ჩამოკიდებული.

102

103

საეკლესიო მაღაზიაში ამ დიდი წმინდანის მირონი და ზეთიც შევიძინე

ხატებთან და სხვა სამახსოვრო ნივთებთან ერთად და გულდაწყვეტილმა,

მაგრამ საოცრად ბედნიერმა და ამაღლებულმა ამ დიდებულების ხილვის

გამო,დავტოვეთ ტაძარი.

არ შემიძლია გულისტკივილით არ გავიხსენო ერთი ფაქტი.რადგან

გულახდილად გიყვებით ყოველივეს,ამ მცირე უსიამოვნო ამბავსაც

გავიხსენებ.ტაძრიდან რომ გამოვედით,ერთადერთი მათხოვარი

შემოგვებება გზაზე.ალბათ სხვებიც იქნებიან მეთქი,ვიფიქრე,მაგრამ

არა,მხოლოდ ერთი იყო.ერთი ხეიბარი ქალი იყო მაშინაც,როდესაც

პირველად ვნახე ეს ტაძარი.გამიკვირდა,ნეტავ რატომ მეტი არ არის

მეთქი.ჩემი ქვეყანა გამახსენდა,უამრავი ატირებული და გატანჯული

ადამიანით,რომელიც უკანასკნელ დამცირებას იტანს და სამათხოვროდ

დგება ქუჩაში,განსაკუთრებით ტაძრის კართან.ის სათნო და

104

მოკრძალებული ადამიანები,რომლებიც ცრემლიანი და იმედიანი

თვალებით ევედრებიან ყოველ გამვლელს,რომ სახლში მცირეოდენი

პურის ფული მიიტანონ.

მათხოვარს მცირეოდენი თანხა მივეცი.ჩემს უკან ჩვენი ჯგუფის სხვა

წევრებიც მოდიოდნენ და იმედი მომეცა,ესენიც შეეწევიან მეთქი.მწარედ

შევცდი.ჯერ ერთმა ჩაურა,მერე მეორემ,მესამემ მეოთხემ.შვიდმა თუ რვა

კაცმა ისე ჩაუარეს ამ გასაცოდავებულ ადამიანს,რომ შეხედვაც კი არ

იკადრა არცერთმა.ხოლო ბოლომ,რადგან მათხოვარი დაჟინებით

სთხოვდა,ოდნავ ხელიც კი კრა,მომშორდიო. გული დამეწვა,გაოცებული

შევყურებდი ამას ყოველივეს და თვალებს არ ვუჯერებდი.ეს ადამიანები,

რომლებიც სულ ცოტა ხნის წინ ათონის მთაზე იყვნენ,უფლის ჯვარს და

დედა ღვთისმშობლის ხატს ეამბორნენ,ხოლო ამ წუთას უდიდესი

მართმადიდებლური ტაძრიდან გამოდიოდნენ,ერთადერთ მათხოვარს

ზედაც არ უყურებდნენ და ხელსაც კი კრავდნენ,აქაოდა წადი და შენი

ტოლი ნახეო.გაოგნებისაგან არ ვიცოდი რა მექნა.არც ბერძნები

იკლავდნენ მაინცდამაინც თავს და ტირილი მომინდა.

ისევ ჩემი ქართველები გამახსენდა–ჩემი თბილი,მოსიყვარულე,მოწყალე

და გულიანი ქართველები.თავად უქონელებს,გაჭირვებულისთვის

ლუკმა რომ არ ენანებათ და თავისი გულის ნაჭერსას კი გაუნაწილებენ

რომ შეეძლოთ.ქართველებზე ვამბობ,ძვირფასებო,ნამდვილ

ქართველებზე და სხვებში არ შეგეშალოთ.

ისევ მივედი მათხოვართან,მივეცი მცირეოდენი მოწყალება და ეს მათ

მაგივრად გაძლევ და გული არ დაგწყდეს მეთქი,ვუთხარი.არა მგონია

გაეგო,თუმცა ეს არ იყო მაშინ მთავარი.მე ამ მათხოვარზე მეტად ის

უგულო ადამიანები შემეცოდნენ,თავისდა უნებურად დიდ ცოდვაში

რომ ეხვეოდნენ და ვერც კი აცნობიერებდნენ ამას.“ვინც გთხოვს ყველას

მიეცი“–გამახსენდა უფლის სიტყვები.–თქვე დალოცვილებო,იქნებ თავად

უფალი გთხოვთ,თქვენ რა იცით?–მივმართე გულში და ეს

გულისტკივილი დიდხანს გამყვა გზაზე.

105

თუმცა მოგვიანებით,მომდევნო დღეს,როდესაც უკვე ბელგრადში

მათხოვრისთვის ჯიბისკენ წავიღე ხელი,ჩემდა სამწუხაროდ,ჩემივე

მეგობრები ლამის ხელებში ჩამაფრინდნენ,არ მისცე,ალბათ დასალევად

უნდაო.ვეცადე ამეხსნა,რომ ამას არ ჰქონდა ჩემთვის მნიშვნელობა,

შესაძლოა მშიერი იყო და ამისთვის უნდოდა,ვინ იცოდა ეხლა ეს?...და ეს

მაშინ,როცა ირგვლივ,ამ ძველებურ მაგრამ ძვირადღირებულ კაფე–

ბარებსა თუ რესტორნებში გართობის და ჭამა–სმის მოყვარული

უამრავის სულელი ტურისტი ფულს რაში ყრიდა არც კი იცოდა.მასეც

რომ ყოფილიყო და ამ გასაცოდავებულ ადამიანს თუნდაც დალევა

მონდომებოდა, ამათი შემხედვარე არც ეს ჩანდა დიდ საოცრებად და

უბედურებად.მაგრამ მთავარი სხვა რამ იყო და გავუმეორე იგივე,რაც

ტაძართან ვიფიქრე წინა დღეს:–ვინც გთხოვს, ყველას მიეცი–ამბობს

უფალი და მორჩა.განა ასე რთულია ამის გაგება?მე გული სხვა რამემ

დამწყვიტა.როგორც უკვე მივხვდი ამ ორი შემთხვევიდან,აქ

მათხოვრებისთვის ფულის მიცემა და დახმარება არ ყოფილა,როგორც

ჩანს,მიღებული და ალბათ ამიტომაც იყვნენ თითზე ჩამოსათვლელნი,

რაკი თავადაც იცოდნენ ეს და მგონია,რომ უცხოელების იმედით უფრო

იდგნენ ტაძართანაც და ბელგრადშიც, ტურისტების თავშეყრის

ადგილას,იქნებ აქ მაინც ვნახოთ ხეირიო.არ ვიცი,მე ასეთი

შთაბეჭდილება დამრჩა და ღმერთს ვთხოვ,მაპატიოს,თუ ვცდები. სამი

მათხოვარი ვნახე სხვადასხვა დროს და არცერთი ადამიანი,მათ

მოწყალებას აძლევდეს.შესაძლოა ასეთი გაჭირვებული ადამიანები

მართლაც ერთეულები არიან და ამიტომაც არ ჩანან.ღმერთმა ქნას,ასე

იყოს.მოდი,ჩვენც ასე ჩავთვალოთ,ჯობია,დანარჩენი კი უფალმა იცოდეს.

ამ სევდიანი გადახვევის შემდეგ დავუბრუნდეთ ჩვენს მოგზაურობას.

106

წმიდა საბას ლავრა

ისევ გამოვიარეთ საბერძნეთის და მაკედონიის საბაჟოები და სერბიაში

დავბრუნდით.არა აქვს მნიშვნელობა,რა დროს გაივლი იმ სასტუმრო–

რესტორანს,რაზედაც მოგზაურობის დასაწყისში მოგახსენეთ.ეს საგზაო

სასტუმრო,გახლავთ,ანუ მოტელი,როგორც ეძახიან.როგორც წესი,აქ

ყველა მოდის და საუზმობს,სადილობს,ვახშმობს.აი ღამის ტრაპეზს კი რა

დავარქვა,არ ვიცი.შუა ღამეს კაი გადაცილებული გახლდათ,როდესაც

უზრამაზარ გადავსებულ დარბაზში ძლივს ვიპოვეთ ადგილი და უკვე

მეორედ,სერბულ ნაციონალურ საჭმელს “ბესკოვიცას“ მადიანად

შევექეცით.

ალექისნაცში დილის 6 საათზე ჩავედით.მამაომ ისევ თავის სახლში

მიმიყვანა.მეორე დღე კი პიტერს და ტრაიანს მივყვებოდი ბელგრადში,

რომელთაც თავის თავზე აიღეს ჩემზე შეფობობა, როგორც ტურისტზე და

უვნებლად და უსაფრთხოდ ჩემს აეროპორტში მიყვანას შეპირდნენ მამა

ნენადს.ისევ სულ რამდენიმე საათი ძილი და საუზმის და ცოტაოდენი

საუბრის შემდეგ ბელგრადისკენ გავეშურეთ.

ისევ გამაოცა სერბიის საქართველოსთან მსგავსებამ.სერბიის სოფლებს

გავდიოდით და მსგავსება ისეთი დიდი იყო,მეგონა საქართველოს

მიწაზე ვიყავი,თუმცა უნდა აღვნიშნო,რომ ჩვენი სოფლის სახლები და

ეზოები,მომეჩვენა რომ უფრო დიდია,ვიდრე სერბიაში.სხვა მხრივ კი

ვერაფერ თვალშისაცემ განსხვავებას ვერ ვხედავდი და მიხაროდა,რომ

ცოტათი მაინც გავდა ჩემს სამშობლოს ეს მხარე.მთები,მდინარეები,

სიმინდის ყანები,სოფლის გზაზე გასაყიდად გამოტანილი ხილ–

ბოსტნეული და მრავალი სხვა.

უფრო მეტი გაოცება საქართველოსთან მსგავსების მხრივ თურმე

ბელგრადში მელოდა,თუმცა ამაზე ცოტა მოგვიანებით.

107

გზაზე ერთ პატარა,მაგრამ ძალზედ მყუდრო და ლამაზ წმიდა რომანის

სახელობის მამათა მონასტერში გავიარეთ.გამაოცა ამ დგილის

სიმშვიდემ და უზრუნველობამ.

რომ შემძლებოდა,დიდხანს დავრჩებოდი აქ და დავისვენებდი.შუა ტყეში

ჩაფლულ ამ პატარა სავანეს,თითქოს არც არაფერი აკავშირებდა

ცივილიზაციასთან,ისეთი გარემო გახლდათ შექმნილი.ხოლო ამ

მონასტრის ბერების მიერ მორთმეული თაფლი, ერთერთი

უგემრიელესია,რაც კი გამისინჯავს.მინდა აქვე აღვნიშნო,რომ სწორედ ამ

მონასტრის მოძღვარმა გვიქო მამა ნენადი დიდი სიყვარულით და

პატივისცემით,რაზე ზემოთ მოგახსენეთ.

108

ბელგრადით ჩემი გაოცება შესასვლელიდანვე დაიწყო.ამ ულამაზეს და

უზარმაზარ ქალაქში სანამ შეხვალთ,მაღალ მთაზე ფუნიკულიორის

ანძის ტყუპისცალია აღმართული,რომელსაც სერბები ავალას ეძახიან.

გაოცებული შევყურებდი და ვერაფრით ვერ გამეგო,რა გასხვავებაა ჩვენს

ფუნიკულიორთან შედარებით.

ქალაქის ცენტრალური ქუჩები ისეთივე ფართოა,როგორც თბილისში,

ერთმანეთთან დამაკავშირებელი გასასვლელებიც ისეთივეა, როგორც

ჩვენს საყვარელ დედაქალაქში–ზოგან ვიწრო,ზოგან განიერი,ირგვლივ

რამდენიმესართულიანი კოხტა,პატარა სახლებით.მოკლედ, ძალიან

მაგონებდა თბილისს.ამას დაუმატეთ ტრამვაის ხაზები,რომელიც ლამის

მთელ ქალაქს გასდევს.ხოლო კულმინაცია გახლდთ ის წუთი,როდესაც

გვერდზე ტროლეიბუსმა ჩამიქროლა.პირდაღებული შევჩერებოდი ჩემს

109

მეგობრებს და ვეკითხებოდი,ეს მართლა ბელგრადია თუ 80–იანი წლების

თბილისში ვარ და მეხუმრებიან?

ტრამვაი და ტროლეიბუსი მსოფლიოს უამრავ ქალაქშია და ეს არ არის

გასაოცარი,მაგრამ ყოველივე ისე გავდა იმ თბილისს,რომელიც მე

მახსოვს,რომ ამის ახსნა უბრალოდ მიჭირს სიტყვებით.

ჩემდა გასახარად,სერბმა მეგობრებმა ბელგრადის დათვალიერება წმიდა

საბას ლავრით დამწყებინეს.ამ უზარმაზარმა,განათებულმა,დიდებით

მოსილმა ტაძარმა ჩემში პირველ რიგში წმიდა სამების ტაძრის ასოციაცია

გამოიწვია–ისეთივე მშვენიერი,დიდებული და ღვთაებრივი,როგორიც

ჩვენი, ქართველების სიამაყე.არც არის გასაკვირი.როგორც ამიხსნეს,

წმიდა საბას ლავრა ყველაზე დიდი მართლმადიდებლური ტაძარია არა

მარტო სერბიაში, არამედ მთელი ბალკანეთის ნახევარკუნძულზე.

110

ამ უზარმაზარ,მეფურ საოცრებას ჩემი მწირი ენით ვერ ავხსნი.ყოველ

შემთხვევაში,მხოლოდ აქ ყოფნისას მივხვდი,რას წარმოადგენს

სინამდვილეში ლავრა და რა დიდებულებითაა მოსილი.ასეთი რამ

მხოლოდ ტელევიზორში თუ მინახავს.გრჩება შთაბეჭდილება,რომ შენ

ერთი პატარა ტილი ხარ ამ უზარმაზარ საოცრებაში და ათასობით

შენნაირი რომ მოიყვანო და დააყენო შენს გვერდით,მაინც შეუმჩნეველი

და უმნიშვნელო დარჩებით,იმდენად დიდ ზღაპარში ამოვყავი თავი.

აღარ შევუდგები დეტალურად მის აღწერას,არ მივცემ თავს უფლებას,

ჩემი მწირი მჭერმეტყველებით შეურაცხყოფა მივაყენო ამ დიდებულ

საოცრებას.ეს უნდა ნახო,განიცადო,იგრძნო.ეს არის ალბათ ათი ტაძარი

ერთად აღებული,სიგრძეში,სიგანესა და სიმაღლეში; ათჯერ

გამრავლებული თავისი საოცარი და არაჩვეულებრივი ხატებით,

ფრესკებით,გუმბათებით,ზარებით,თვით ულამაზესი საეკლესიო

111

მაღაზიებითაც კი,რომლებიც რამდენიმეა შიგ ტაძარში.თავად ლავრაში

კიდევ ერთი დარბაზია,სადაც ლიტურღიის ჩატარებაა შესაძლებელი და

ეს დარბაზი ისეთი დიდია,სიამოვნებით ვინატრებდი ამ ზომის

ეკლესიაში სიარულს.

ხოლო რაც შეეხება ტაძრის ცენტრალურ ადგილს,ის იმდენად

უზარმაზარია,არ ვიცი,იქ წირვები ტარდება თუ არა, ხალხმრავლობის

შემთხვევაში თუ ადამიანს ხელი არ ჩაკიდე, დაკარგავ და არა მგონია,რომ

იოლად იპოვო.

ლავრა სიდიდით იმხელაა,ალბათ ერთი კვირა არ გეყოფა ადამიანს,

ყველაფერი რომ გულდასმით დაათვალიერო.სამწუხაროდ,ჩემი იქ

ყოფნის დროს ტაძარში სარესტავრაციო სამუშაოები მიმდინარეობდა და

კედლებზე ფრესკების დანახვა შეუძლებელი გახლდათ,დაფარული იყო

112

ბადეებით,რაც შეუძლებელს ხდიდა ამ ღვთაებრივი სილამაზის

ბოლომდე აღთქმისა.

ასეა თუ ისე,შესაძლებლობისდაგვარად მაქსიმალურად გამოვიყენე

დრო,როგორც მისი დათვალიერების,ასევე ხატების და სიწმინდეების

მოლოცვისათვის,სანთლების დასანთებად,საეკლესიო მაღაზიაში

სამახსოვრო ნივთების შესაძენად და უაღრესად კმაყოფილმა და

მადლიერმა დავტოვე ეს არამიწიერი საოცრება.

113

114

115

ბელგრადი.სერბიის საკათედრო ტაძარი.

მოგზაურობის დასასრული.

შემდგომ ამისა ჩემმა სერბმა მეგობრებმა ბელგრადის ერთერთ ყველაზე

კოლორიტულ რაიონში წამიყვანეს.როგორც ამისხნეს,ამ ადგილას წინა

საუკუნეებში ქვეყნის სახელგანთქმული მწერლები,პოეტები,მხატვრები,

არქიტექტორები და სხვა სახელოვანი ადამიანები იკრიბებოდნენ.

ის ადამიანები აღარ იყვნენ,ხოლო ის ძველებური გარემო თავისივე

კოლორიტით შენარჩუნებული გახდათ,რითაც უამრავ ტურისტს

იზიდავდნენ.მეგობრებმა სიამაყით მაჩვენეს ქვაფენილებით მოფენილი

116

გზა,რომლის ორივე მხარეს ადგილი მხოლოდ ძველებურ ტავერნებს

ეკავათ.

ჩემმა პასუხმაც არ დააყოვნა და ავუხსენი ჩემს მეგობრებს,რომ თბილისში

უამრავი ქუჩა გვაქვს ქვაფენილებით დამშვენებული და ამით ვერც

გამაოცებენ და ვერც მომხიბლავენ.რაც შეეხება ტავერნებს,იქ ცოცხალი

მუსიკა უკრავს.აკორდეონზე,გიტარაზე თუ სხვადასხვა სერბულ

ნაციონალურ საკრავზე ამღერებული მუსიკოსები მაგიდებს გარშემო

უვლიან და სტუმრებს ართობენ,რომლებიც იძულებულნი არიან,უნდათ

თუ არა,იხტიბარის გაუტეხელად საფულეს მოჰკიდონ ხელი და

მუსიკოსებისათვის გასამრჯელო გაიმეტონ.ეს ის ადგილია სწორედ,

რაზედაც ცოტა ზემოთ მოგახსენეთ,როდესაც მათხოვარზე მქონდა

საუბარი.ვუყურებდი ამ ქარფშუტა,უდარდელ და უზრუნველ

117

ტურისტებს თუ აქაურ გართობისმოყვარულ სერბებს და სიმართლე

გითხრათ გული,მეკუმშებოდა.

დიდ ხანია ასეთი სანახაობები და გართობები აღარ მიტაცებს და რაც

უფალთან ახლოს არ დგას,ჩემში უკურეაქციას და ზიზღსაც კი

იწვევს.მაგრამ ჩემს სერბ მასპინძლებს ჩემი გრძნობების გამო ვერ

დავწყვეტდი გულს და ვაძლევდი საშუალებას, ბოლომდე დაეხარჯათ

სტუმართმოყვარეობის ის განცდა,რომ ამით უზარმაზარ პატივს

მცემდნენ და დიდ სიამოვნებას მანიჭებდნენ. ერთერთ ასეთ ტავერნაში

ჩემი სურვილის წინააღმდეგ შემიყვანეს კიდეც,ვითომ ლუდის

დასალევად.თუმცა ლუდს არ ვსვამ და პიტერისა და ტრაიანისგან

განსხვავებით მხოლოდ ხილის წვენით დავკმაყოფილდი.მაგრამ

როდესაც მუსიკოსებმა ჩვენთვის დაიწყეს სიმღერა,სიმართლე

გითხრათ,სირცხვილისაგან სად წავსულიყავი არ ვიცოდი.ჯერ ერთი

118

იმიტომ,რომ არ ვარ მე ღირსი იმ პატივისა,ვინმემ პერსონალურად

მიმღეროს და მეორეც,ყოველივე იმის შემდეგ,რაც განვიცადე და

გამოვიარე, ყოველივე იმ ღვთიურისა და ამაღლებულის შემდეგ,ეხლა,აქ

ჯდომა და გართობა,რბილად რომ ვთქვათ,საკმაოდ ვულგარულად

მეჩვენებოდა.

თავისი კოლორიტულობის და მიმზიდველობის მიუხედავად,

მეჩვენება,რომ არ არის ეს ის ადგილი, სადაც მართლმადიდებელი

ქრისტიანი უნდა იჯდეს და დარდიმანდიანად ერთობოდეს.თუმცა ჩემი

მეგობრების ხათრით ყოველივე დავითმინე და ჩემი უსიამო განცდები

მათთვის არ მიგრძნობინებია.ასე იყო თუ ისე,ეს ადამიანები ამას

ყოველივეს ჩემს პატივსაცემად აკეთებდნენ და რა უფლება მქონდა ჩემი

ახირებების გამო თუმდაც მცირე საყვედური ან უკმაყოფილება გამებედა

მათთვის?

119

მეორე დილას ბელგრადის დათვალიერება გაგრძელდა.

თითქოს აქ შეიძლებოდა დაგვემთვარებინა კიდევაც,მაგრამ არ შემიძლია

არ აღვნიშნო ერთი ფრიად მნიშვნელოვანი აღმოჩენა.სანამ ჩემი

მეგობრები დილიდან ისევ ექსკურსიაზე გამაქანებდნენ,ერთ ცნობილ და

სახელგანთქმულ პატარა კაფეში შემიყვანეს სასაუზმოდ.ამის თქმას არ

ჩავთვლიდი ალბათ საჭიროდ და არ შეგაწუხებდით მისი აღწერით,რომ

არა ერთი რამ.სერბებს ჰქონიათ ნაციონალური საჭმელი ცომში

ჩადებული ყველის სახით,რომელიც სხვა არაფერია თუ არა ფენოვანი

ხაჭაპური,რომელსაც ისინი ბურეკს ეძახიან.შევყურებდი ამ საოცრებას

ჯერ ვიზუალურად,ხოლო გემოს გასინჯვის შემდეგ გულდაწყვეტილმა

აღვნიშნე,რომ ხაჭაპური ქართველების სიამაყე მეგონა და მას თუ აქ,ცხრა

მთას იქით,შორეულ სერბიაში მივირთმევდი,ვერაფრით ვერ

წარმოვიდგენდი.ანუ, სერბებმა,ასე ვთქვათ,თავიანთ სახაჭაპურეში

120

შემიყვანეს და ფენოვანი ხაჭაპურით–ბურეკით გამიმასპინძლდნენ.

მაგრამ მარტო ეს არ გახლდათ გასაოცარი.იქვე ვიხილე ზუსტად ისეთივე

გამოცხობილი რამ,რაც ზუსტად ისევ გამოიყურება,როგორც აჭარული

ხაჭაპური.ვუყურებდი და თვალებს არ ვუჯერებდი.არ ვიცი,რამდენად

ხაჭაპური იყო ეს საოცრება,მაგრამ ვიზუალურად რომ ზუსტი ასლი

გახლდათ,ეს აშკარად ჩანდა.თუმცა არ გამისინჯავს და ამაზე მეტს ვერ

გეტყვით.

სამართლიანობისთვის ისიც მინდა აღვნიშნო,რომ სერბებს ყველიანი

ბურეკის გარდა,ეროვნულ სამზარეულოში აქვთ,ხორციანი, ჰემიანი,

ყველით და ხორცით ნარევი და სხვა სახის ბურეკებიც.თუმცა მაინც

მჯერა,რომ ამას იქით ისინი არ „შემოჭრილან“ ჩვენს ნაციონალურ

სამზარეულოში და ხაჭაპურის იმ უამრავ სახეობას,ჩვენ რომ გვაქვს,

ქართველებს,მათი ერთი ფენოვანი ბურეკი მაინც ვერ გაუტოლდება.

აღარას ვამბობ ხინკალზე, კუბდარსა თუ ჩვენს სხვა უამრავ ნაციონალურ

სიამაყეზე,რომლებიც სერბებს არც კი დაესიზმრებათ.“ბესკოვიცა“ და

„ბურეკი“ გახლდათ ის ყველაზე საამაყო,რითაც ჩემი სერბი მეგობრები

თავს იწონებდნენ,მაგრამ მიუხედავად მათი არაჩვეულებრივი გემოსი და

მადის აღმძვრელი სურნელებისა,ალბათ დამეთანხმებით,ქართველს

დიდად ვერ გამაოცებდნენ.

საუზმის შემდეგ უამრავი ლამაზი სანახაობა ვიხილე.ვნახე ნატოს მიერ

დაბომბილი შენობებიც,რომელთაც უდანაშაულო ადამიანების

მსხვერპლი მოჰყვა.დავათვალიერეთ ბელგრადის ყოფილი სამხედრო

ფორტი,რომელიც რომაელებს ეკუთვნოდათ და ეხლა მუზეუმადაა

ქცეული თავისი უძველლესი სამხედრო ექსპონატებით და ულამაზესი

სკვერებით და კაფეებით.ძველებური ციხე–სიმაგრე თანამედროვე

გამწვანებით,ასე დავარქმევდი უფრო.

121

ბოლოს ჩემმა მეგობრებმა სერბიის საკათედრო ტაძარში მიმიყვანეს.

როდესაც ეს უღვთაებრივესი სილამაზე ვიხილე,ჩემს მეგობრებს

ხუმრობანარევი საყვედურით მივმართე–ეს საოცრება თუ გქონდათ

ბელგრადში,პირველად ეს უნდა გეჩვენებინათ მეთქი და აქვე

ბიბლიიდან ის ნაწყვეტი გავიხსენე, როდესაც უფალმა პირველი

სასწაული მოახდინა და წყალი ღვინოდ გადააქცია.გამახსენდა

სტუმრებმა მასპინძელს რომ მიმართეს–ქორწილში ჯერ საუკეთესო

ღვინო მიაქვთ და შენ პირიქით რატომ მოიქეცი,თუ ასეთი ღვინო გქონდა

რატომ აქამდე არ გამოიტანეო.

ტრაიანმა მოკლედ და ლამაზად მიპასუხა–ჩვენ შენ მოგართვით

ტორტი,ბელგრადის სახით,ხოლო ეს,რაც ბოლოს იხილე,ამ ტორტის

წვერზე დამშვენებულკი მარწყვი გახლავსო.სიამოვნებით დავეთანხმე

ასეთ შეფასებაში.

122

123

ეს იყო საშუალო ზომის,მაგრამ დიდებულებით, საოცარი ფრესკებით და

ხატებით დამშვენებული ტაძარი; ბრწყინვალე არქიტექტურით,

მდიდრული ქვით ნაგები კოლონებით,წითელი ხალიჩებით, ულამაზესი

ძვირფასი ხისგან გამოთლილი და მოჩუქურთმებული კანკელით და

მდიდრული საეპისკოპოსო დასაბრძანებელი სკამებით, ულამაზესი

ფრესკებით მორთული გუმბათებით. მსგავსი მშვენიერება მართლაც

არასოდეს მინახავს ცხოვრებაში და ასეთი ზეციური სილამაზის ხილვით

დასრულებული ჩემი მოგზაურობა მართლაც მწვერვალი გახლდათ იმ

ბედნიერებისა,რაც უფალმა მომმადლა და მიწყალობა.

124

125

126

ჩემი ეს მოთხრობაც,როგორც მოგზაურობა,დასასრულს მიუახლოვდა.

თვითმფრინავი ლონდონის აეროპორტში დაეშვა და სულ რამდენიმე

საათში უკვე სახლში ვიყავი ჯერ კიდევ გაოგნებული და გაბრუებული იმ

საოცარი და დაუვიწყარი თავგადასავალით,რაც ღვთის მადლით

გადამხდა.ის გრძნობები,განცდები,სიხარულის თუ ბედნიერების

წუთები,რაც ამ მოგზაურობის დროს გადავიტანე,ვერ შეედრება

ვერაფერს,რაც აქამდე მქონდა ცხოვრებაში განცდილი.ეს არის ის,რასაც

ვერასოდეს ვერ დავივიწყებ,რაც სამუდამოდ დარჩება გულში,სულსა და

გონებაში.

დასასრულს მინდა გულწრფელად განვაცხადო,რომ ძალიან კარგად ვიცი

და ვაცნობიერებ,რომ ყოველივე ის,რაც გადამხდა,არამც და არამც არ

ყოფილა ჩემი რაიმე დამსახურების გამო და უამრავზე უამრავი

ადამიანია ირგვლივ,ვინც ჩემზე მეტად იმსახუბდა და იმსახურებს

127

ღვთის მადლსა და წყალობას.ნურასოდეს ნურავინ იფიქრებს,რომ

დამსახურების გამო მიეზღვება რაიმე ღვთისაგან.უფლის სიდიადეს,

სიბრძნეს და გონირებეას ვერასოდეს ვერც შევწვდებით და ვერც

გავიგებთ ,რატომ წყალობს უღირსებს და რატომ არ აჯილდოებს

ღირსეულთ ამავე ცხოვრებაში.ეს ჩვენი საქმე არ გახლავთ და დაე,ისევ

უფალს მივანდოთ ყოველივე.

ამას იმიტომ ვამბობ,რომ ვიცი,არ ვიყავი ღირსი უფლის ასეთი საჩუქრისა

და თუ მაინც ვეღირსე,ეს ჩემთვის დიდი საიდუმლოა და ალბათ

ვერასოდეს ამოვხსნი.მხოლოდ ის ვიცი,რომ უფალს უზომოდ

ვუყვარვართ ყველანი და და მე ეს სიყვარული ძალიან კარგად ვიგრძენი.

თუ თავი შეგაწყინეთ ჩემი განცდებით,ზედმეტი წვრილმანებით ან რაიმე

სხვა უინტერესო მოგონებებით,უმორჩილესად გთხოვთ, მაპატიოთ !

მე კი,თუ რამე უღირსი საქციელი ჩავიდინე ამ მოგზაურობის დროს,ან

ისე ვერ მოვიქეცი,როგორც უფალი ელოდა ჩემგან,ვევედრები ღმერთს

შენდობას და მოტევებას.ვევედრები,მე ცოდვილი,წყალობას უზენაესს–

სამებას,ერთარსებას და განუყოფელს,რომლისა არს სუფევა,ძალი და

დიდება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე,ამინ !!!