გვერდი - max.ge · 2014-12-07 · საქართველოს...

2
საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის სკოლა (ფაკულტეტი) კვალიფიციური აკადემიური პერსონალის ხელმძღვანელობით სწავლება მიმდინარეობს აკადემიური განათლების სამივე საფეხურზე შემდეგი მიმართულებებით: ეკონომიკა ხელმძღვანელი ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი მიხეილ ჯიბუტი; ასოცირებული პროფესორი ნინო დამენია. ბიზნესის ადმინისტრირება ხელმძღვანელი ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი მიხეილ თოქმაზიშვილი; ასოცირებული პროფესორი ფიქრია წოწკოლაური. ტურიზმის ბიზნესი ხელმძღვანელი სრული პროფესორი ნიკო კვარაცხელია. ცალკეული საგანმანათლებლო პროგრამების გათვალისწინებით, სასწავლო კურსები მიჰყავთ აგრეთვე საათობრივი ანაზღაურების წესით მოწვეულ კვალიფიციურ პედაგოგებს. ქართულ უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის სკოლა (ფაკულტეტი) 2010 წელს შეიქმნა. საგანმანათლებლო პროგრამებისადმი მზარდი ინტერესი განაპირობებს ინტენსიურ მუშაობას სკოლის გაფართოების მიმართულებით. გათვალისწინებულია ახალი საგანმანათლებლო პროგრამების ამოქმედებაც. ფაკულტეტზე სწავლება აკადემიური განათლების სამივე საფეხურზე ხორციელდება. სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. მოქმედი სტუდენტური კლუბები არაერთი საინტერესო ღონისძიების ინიციატორები არიან. მიმართულება ეკონომიკაეკონომიკის მიმართულებას აკადემიური განათლების სამივე საფეხური აქვს. კურსდამთავრებულებს შესაბამისად ენიჭებათ: ეკონომიკის ბაკალავრის/მაგისტრის /დოქტორის აკადემიური ხარისხი. საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში სტუდენტები იძენენ გარკვეულ ცოდნას ეკონომიკური კვლევების თანამედროვე მეთოდებისა და მათი გამოყენების შესაძლებლობებზე, გამოიმუშავებენ დინამიკურ ეკონომიკურ გარემოში პრაქტიკული მუშაობის უნარჩვევებს, რათა თეორიული და სპეციალური ცოდნის სინთეზით დაეუფლონ კონკრეტული ეკონომიკური ანალიზის ჩვევებს. ბაკალავრიატის კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს სახელმწიფო მართვის ორგანოებში, ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კერძო ფირმებში. სამაგისტრო პროგრამა იძლევა ფუნდამენტური ეკონომიკური თეორიის ცოდნას, რაც შემდგომ მუშაობაში მაგისტრებს დაეხმარება დაეუფლონ მეცნიერული კვლევისა და სწავლების უნარჩვევებს მიკრო და მაკროდონეზე. დასაქმების სფეროა ეკონომიკისა და ბიზნესის საწარმოები და ფირმები, სასწავლო და სამეცნიერო ანალიტიკური ცენტრები. სადოქტორო პროგრამის მიზანია, დოქტორანტმა მიიღოს ფუნდამენტური ცოდნა ეკონომიკურ თეორიაში, დაეუფლოს ეკონომიკის მეცნიერული კვლევის მეთოდოლოგიას და მეთოდიკას, შეძლოს დამოუკიდებლად სამეცნიერო კვლევების წარმართვა, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის ლექციასემინარების ჩატარება. დასაქმების სფეროა ეკონომიკისა და ბიზნესის აკადემიური ორგანიზაციები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, სამეცნიერო ანალიტიკური ცენტრები. მიმართულება ბიზნესის ადმინისტრირებათანამედროვე მსოფლიო ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე, ქართული უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს სხვადასხვა საფეხურის ბიზნესადმინისტრირების პროგრამებს მენეჯმენტისა და ადმინისტრირების სფეროში. ფაკულტეტზე სწავლება მიმდინარეობს აკადემიური განათლების სამივე საფეხურებზე. საბაკალავრო პროგრამა ორიენტირებულია ბიზნესის ადმინისტრირებაში კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაზე, სტუდენტებისათვის პროფესიული და პრაქტიკული საქმიანობისათვის აუცილებელი უნარჩვევების გვერდი 1 (სულ 2)

Transcript of გვერდი - max.ge · 2014-12-07 · საქართველოს...

Page 1: გვერდი - max.ge · 2014-12-07 · საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი

ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის სკოლა (ფაკულტეტი) კვალიფიციური აკადემიური პერსონალის ხელმძღვანელობით სწავლება მიმდინარეობს აკადემიური განათლების სამივე საფეხურზე შემდეგი მიმართულებებით:

ეკონომიკა ­ ხელმძღვანელი ­ ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი მიხეილ ჯიბუტი; ასოცირებული პროფესორი ნინო დამენია.

ბიზნესის ადმინისტრირება ­ ხელმძღვანელი ­ ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, სრული პროფესორი მიხეილ

თოქმაზიშვილი; ასოცირებული პროფესორი ფიქრია წოწკოლაური.

ტურიზმის ბიზნესი ­ ხელმძღვანელი ­ სრული პროფესორი ნიკო კვარაცხელია. ცალკეული საგანმანათლებლო პროგრამების გათვალისწინებით, სასწავლო კურსები მიჰყავთ აგრეთვე საათობრივი ანაზღაურების წესით მოწვეულ კვალიფიციურ პედაგოგებს.

ქართულ უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის მართვის სკოლა (ფაკულტეტი) 2010 წელს შეიქმნა. საგანმანათლებლო პროგრამებისადმი მზარდი ინტერესი განაპირობებს ინტენსიურ მუშაობას სკოლის გაფართოების მიმართულებით. გათვალისწინებულია ახალი საგანმანათლებლო პროგრამების ამოქმედებაც. ფაკულტეტზე სწავლება აკადემიური განათლების სამივე საფეხურზე ხორციელდება. სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ საუნივერსიტეტო ცხოვრებაში. მოქმედი სტუდენტური კლუბები არაერთი საინტერესო ღონისძიების ინიციატორები არიან.

მიმართულება “ეკონომიკა” ეკონომიკის მიმართულებას აკადემიური განათლების სამივე საფეხური აქვს. კურსდამთავრებულებს შესაბამისად ენიჭებათ: ეკონომიკის ბაკალავრის/მაგისტრის /დოქტორის აკადემიური ხარისხი.

საბაკალავრო პროგრამის ფარგლებში სტუდენტები იძენენ გარკვეულ ცოდნას ეკონომიკური კვლევების თანამედროვე მეთოდებისა და მათი გამოყენების შესაძლებლობებზე, გამოიმუშავებენ დინამიკურ ეკონომიკურ გარემოში პრაქტიკული მუშაობის უნარ­ჩვევებს, რათა თეორიული და სპეციალური ცოდნის სინთეზით დაეუფლონ კონკრეტული ეკონომიკური ანალიზის ჩვევებს. ბაკალავრიატის კურსდამთავრებულს შეუძლია დასაქმდეს სახელმწიფო მართვის ორგანოებში, ეკონომიკისა და ბიზნესის სფეროში, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებსა და კერძო ფირმებში. სამაგისტრო პროგრამა იძლევა ფუნდამენტური ეკონომიკური თეორიის ცოდნას, რაც შემდგომ მუშაობაში მაგისტრებს დაეხმარება დაეუფლონ მეცნიერული კვლევისა და სწავლების უნარ­ჩვევებს მიკრო­ და მაკროდონეზე. დასაქმების სფეროა ეკონომიკისა და ბიზნესის საწარმოები და ფირმები, სასწავლო და სამეცნიერო ანალიტიკური ცენტრები. სადოქტორო პროგრამის მიზანია, დოქტორანტმა მიიღოს ფუნდამენტური ცოდნა ეკონომიკურ თეორიაში, დაეუფლოს ეკონომიკის მეცნიერული კვლევის მეთოდოლოგიას და მეთოდიკას, შეძლოს დამოუკიდებლად სამეცნიერო კვლევების წარმართვა, ბაკალავრიატისა და მაგისტრატურის სტუდენტებისთვის ლექცია­სემინარების ჩატარება. დასაქმების სფეროა ეკონომიკისა და ბიზნესის აკადემიური ორგანიზაციები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციები, სამეცნიერო ანალიტიკური ცენტრები.

მიმართულება “ბიზნესის ადმინისტრირება” თანამედროვე მსოფლიო ბაზრის მოთხოვნიდან გამომდინარე, ქართული უნივერსიტეტი სტუდენტებს სთავაზობს სხვადასხვა საფეხურის ბიზნესადმინისტრირების პროგრამებს მენეჯმენტისა და ადმინისტრირების სფეროში. ფაკულტეტზე სწავლება მიმდინარეობს აკადემიური განათლების სამივე საფეხურებზე. საბაკალავრო პროგრამა ორიენტირებულია ბიზნესის ადმინისტრირებაში კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაზე, სტუდენტებისათვის პროფესიული და პრაქტიკული საქმიანობისათვის აუცილებელი უნარ­ჩვევების

გვერდი 1 (სულ 2)

Page 2: გვერდი - max.ge · 2014-12-07 · საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის

საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტი

ჩამოყალიბება­განვითარებაზე. ბაკალავრიატის კურსდამთავრებულს შეუძლია იმუშაოს სახელმწიფო და კერძო დაწესებულებებსა და საწარმოებში. სამაგისტრო პროგრამა მიზნად ისახავს კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებას, რომლებიც თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მეთოდების გამოყენებით შეძლებენ ბიზნეს სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრის რეკომენდაციების შემუშავებას, სამეცნიერო­კვლევითი სამუშაოების ჩატარებას. მაგისტრატურაში მენეჯმენტის სწავლება კონკრეტიზირებულია ზოგადი მენეჯმენტის, განათლების მენეჯმენტის, ტურიზმის მენეჯმენტის, აგრობიზნესის მენეჯმენტის და სხვა კონკრეტული სფეროების მიხედვით.

დოქტორანტურაში სწავლების მიზანია, დოქტორანტმა მიიღოს ღრმა ცოდნა და გახდეს ექსპერტი, გაერკვეს ბიზნეს საქმიანობისთვის მნიშვნელოვან ინოვაციურ ცვლილებებში, წარმატებით გააგრძელოს კვლევითი საქმიანობა მის მიერ არჩეულ სფეროში .

მიმართულება ტურიზმის ბიზნესი 2012 წელს ფაკულტეტმა მიიღო ერთი ჯგუფი ბაკალავრიატის საფეხურზე, სპეციალობით ”ტურიზმის ბიზნესი”. საბაკალავრო პროგრამა ორიენტირებულია საბაზისო საუნივერსიტეტო განათლების მიღებაზე, ტურიზმის ბიზნესის მართვის თეორიული საფუძვლების სწავლებასა და ტურიზმის ბიზნესის და კურორტების სფეროში კვალიფიციური სპეციალისტების მომზადებაზე. პროგრამის მიზანია: ტურიზმის ბიზნესის დარგის მართვის თანამედროვე ტექნოლოგიათა დაუფლება და მმართველობით გადაწყვეტილებათა მიღების უნარ­ჩვევათა გამომუშავება; ტურიზმის ბიზნესის დარგის, აგრეთვე, საზოგადოებრივი სექტორის ორგანიზაციათა ეკონომიკურ სამსახურებში პრაქტიკული საქმიანობისათვის აუცილებელ უნარ­ჩვევათა ჩამოყალიბება­განვითარება; კურსდამთავრებულებს ენიჭებათ ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის ადმინისტრირებაში ტურიზმის სპეციალობით, რომელთაც

გააჩნიათ საბაზისო ცოდნა ფუნდამენტურ და სპეციალურ დისციპლინებში; შესწავლილი აქვთ ტურიზმის ბიზნესის ფუნქციონირების კანონზომიერებები მიკრო, მაკრო და საერთაშორისო დონეებზე; შეუძლიათ ტურიზმის მართვის თანამედროვე პრინციპებისა და მეთოდების, ინფორმაციული ტექნოლოგიების გამოყენება.

მიიღეთ უმაღლესი განათლება ჩვენს ფაკულტეტზე და გახდით თქვენი საქმის პროფესიონალი.

გისურვებთ წარმატებებს!!!

გვერდი 2 (სულ 2)