ძველი ეგვიპტე

15
ძძძძძ ძძძძძძძ აააააა: აააააა აააააააააა

description

ეგვიპტის ისტორიის ძირითადი მოვლენები

Transcript of ძველი ეგვიპტე

Page 1: ძველი ეგვიპტე

ძველი ეგვიპტეავტორი: ფიქრია

სიდამონიძე

Page 2: ძველი ეგვიპტე

გ./თემა: უძველესი სამდინარო ცივილიზაციები - ეგვიპტეგ./ მიზანი:ისტ.XI.3. მოსწავლეს შეუძლია სახელმწიფოს რაობისა და მნიშვნელობის ანალიზი.

ისტ. XI .4. მოსწავლეს შეუძლია მმართველობითი სტრუქტურების ჩამოყალიბებისა და დროში ცვალებადობის ანალიზი.

ისტ. XI.5. მოსწავლეს შეუძლია საქართველოსა და მსოფლიოში საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკვანძო საკითხების კვლევა.

ისტ.XI.6. მოსწავლეს შეუძლია სოციალური სტრუქტურების ურთიერთ-მიმართებების კვლევა.

ისტ.XI.7. მოსწავლეს შეუძლია ამა თუ იმ ქვეყნის მატერიალურ და სულიერ კულტურაზე რელიგიის გავლენის ანალიზი.

ისტ.XI.8. მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა კულტურების ურთიერთზეგავლენის

საკითხების კვლევა.

Page 3: ძველი ეგვიპტე

გაკვეთილის თემის გეგმა

1. გეოგრაფიული მდებარეობა და ზოგადი დახასიათება.

2. ეგვიპტის ერთიანი სამეფოს შექმნა.

3. ეგვიპტური რელიგია

4. ეგვიპტის ომები

5. ამენხოტეპ მე-4 რეფორმა

6. ეგვიპტისა და ხეთების ომი

აქტივობები: 1. ტექსტის დამუშავება.2. სახელმძღვანელოს წყაროებზე მუშაობა?..

Page 4: ძველი ეგვიპტე

ძველი ეგვიპტე (ეგვიპტურად:  „კემე“ – შავი ქვეყანა)

უძველესი ცივილიზაცია ჩრდილო-აღმოსავლეთ აფრიკაში, ნილოსის გავაკების არეალში, სადაც ამჟამად თანამედროვე ქვეყანა ეგვიპტე მდებარეობს. ცივილიზაცია აღმოცენდა დაახლოებით ძვ. წ. 3150 წელს. მან თითქმის 4 000 წელი იარსება იზოლირებულად. შქმნა განსაკუთრებული კულტურა, რომელსაც თვით თანამედროვენიც კი მოწიწებით ეთაყვანებიან.

Page 5: ძველი ეგვიპტე

ფარაონი

ეგვიპტის მეფე. მას ეგვიპტელები ღმერთად მიიჩვენდნენ. ფარაონები უდიდეს როლს ასრულებდნენ ეგვიპტელთა ცხოვრებაში. ისინი ერთდროულად ქვეყნის მმართველებიც იყვნენ და უმაღლესი ქურუმებიც. ფარაონი იყო განკაცებული ღმერთი დედამიწაზე და ღმერთი სიკვდილის შემდეგ. თვით ტერმინი ”ფარაონი” ორი სიტყვის შერწყმაა: ”პერ-აა”, რაც ”დიდ სახლს” ნიშნავდა. ფარაონს ქარაგმულად იხსენიებდნენ, რათა მისი სახელი ტაბუდადებული ყოფილიყო. ამ სახელის ხმამაღლა წარმოთქმა არ შეიძლებოდა.გადმოცემის თანახმად, პირველი ფარაონი თვით ღმერთი ”რა” იყო. შემდეგ მოდიოდნე სხვა ღმერთები. მოგვიანებით, ტახტზე ოსირისისა და ისიდის ვაჟი ”ხორი”ასულა. ხორი ეგვიპტის ყოველი დინასტიის ფარაონის პირველსახედა პორტრეტია .ეგვიპტელებს სწამდათ, რომ ფარაონები დედოფლისა და რას ჰიეროგამიური კავშირის შედეგად ჩნდებოდნენ. ფარაონს მრავალიცოლი ჰყავდა, მაგრად მთავარი ერთი იყო და ქვეყნის დედოფლის ტიტულსაც ის ატარებდა. მხოლოდ ფარაონისა და დედოფლის საკრალური კავშირის შედეგად დაბადებული ბავშვი შეიძლება გამხდარიყო ეგვიპტის ფარაონი.

ეგვიპტეს ფარაონი ზოგჯერ ქალებიც მართავდნენ. მაგალითად, ნიტოკრისი - VI დინასტია; ნეფრუსებეკი - XII დინასტია, ძვ. წ. 1789-1785; ჰატშეფსუტი - XVIII დინასტია, ძვ. წ. 1490-1468

Page 6: ძველი ეგვიპტე

მუმია

 ბალზამირებით შენახული სხეული. მუმიას უწოდებენ არა მარტო ადამიანის, არამედ ნებისმიერი სხვა ცოცხალი ორგანიზმის სხეულს, რომელსაც სპეციალური ქიმიური დამუშავება უტარდება, რის შედეგადაც წყდება, ან ნელდება ქსოვილების დაშლის პროცესი. განასხვავებენ ხელოვნურად და ბუნებრივად მუმიფიცირებულ სხეულებს.

Page 7: ძველი ეგვიპტე

მუმიის დამზადება (მუმიფიცირება)ცხედრებს ქურუმები ამუშავებდნენ და ეს პროცესი 70 დღეს გრძელდებოდა.1.ძველი ეგვიპტელები ფიქრობდნენ, რომ ტვინი უსარგებლორამ იყო. ამიტომ თავის ქალიდან ცხვირის გავლით კაუჭით გამოჰქონდათ და აგდებდნენ.2.შინაგან ორგანოებს: ნაწლავებს, ღვიძლს, კუჭსა და ფილტვებსსხეულის მარცხენა მხარეს გაკეთებული ხვრელიდან იღებდნენ. მერე ორგანოებს მარილს აყრიდნენ და გამოაშრობდნენ.3.გული სხეულში რჩებოდა, რადგან ძვერ ეგვიპტელებს მიაჩნდათ, რომ გული გონების ცენტრი იყო.4.ნატრიუმის მარილს მლაშე ტბის ნაპირებზე მოიპოვებდნენ.მას ცხედარს აყრიდნენ და 40 დღის განმავლობაში აშრობდნენ. როცა მთელი ტენი შეიწოვებოდა, ცხედარი აღარ გაიხრწნებოდა.5.მას შემდეგ ბალზამირებისთვის განკუთვნილ მაგიდაზე ათავსებდნენ, დაბალზამებული გვამიდან სითხე დაუბრკოლებლად გამოდიოდა და ცხედარი კარგად გამოშრებოდა.

6. სამკაულებსა და ავგაროზებს გარდაცვლილს ტილოს სახვევებში გახვეულს ატანდნენ.7.შინაგან ორგანოებს ტილოში ახვევდნენ და გამომშრალი ცხედრის მუცლის ღრუში აბრუნებდნენ ან კანოპებში ინახავდნენ.8.დაბალზამების მერე მუმიას თავს უხვევდნენ ტილოს სახვევით.9.დაბინტულ სხეულს ტილოს ქსოვილში ახვევდნენ. იმქვეყნიურ სამყაროში გარდაცვლილის სულს ღვთაება ანიბისი წარუძღვებოდა. გადახვევა ტილოს ბოლო ფენის გადახვევით მთავრდებოდა. სანამ მუმიას კუბოში მოათავსებდნენ, მოოქრულ ნიღაბს უკეთებდნენ.10.კუბოს ადამიანის სხეულის ფორმა ჰქონდა, იცავდა სხეულსაც და სულსაც. გარდაცვლილის პორტრეტს კუბოს თავზე გამოსახავდნენ.

Page 8: ძველი ეგვიპტე

ეგვიტური პირამიდები

 ეგვიპტის ფარაონებისათვის, ძვ. წ. XXVIII-საუკუნიდან XX საუკუნემდე აგებული ძვალშესალაგები. ეგვიპტის პირამიდები მსოფლიოს პირველი საოცრებაა.პირამიდებს შორის პირველი იყო მესამე დინასტიის ფარაონის, ჯოსერის პირამიდა, რომელიც ქრ. შობამდე XXVIII საუკუნეში ააგეს. მისი არქიტექტორი ფარაონის კარის ხუროთმოძღვარი და პირველი ვეზირი, იმხოტეპი იყო.  ჯოსერის პირამიდა თავიდან 147მეტრი იყო, ამჟამად კი 134 მეტრია. 

დღეს შემორჩენილი ეგვიპტის ასამდე პირამიდიდან ყველაზე დიდი და აღსანიშნავია გიზის პირამიდები. მათ შორის ყველაზე დიდია ფარაონ ხეოფსის პირამიდა. იგი ააშენეს ქრ. შ-მდე XXVI საუკუნეში. 

პირველი მეცნიერი და სწავლული, რომელმაც პირამიდები მოინახულა, ისტორიის მამა, ჰეროდოტე იყო. იგი თავის ჩანაწერებში აღფრთოვენებით საუბრობს პირამიდებზე..

Page 9: ძველი ეგვიპტე

ეგვიპტის ომები. ჰიქსოსები

აზიელი ტომები, რომლებიც დაახლოებით ძვ. წ. 1720 წელს წინა აზიიდან შეიჭრნენ ეგვიპტეში, დამკვიდრდნენ ნილოსის დელტაში (თითქმის 140 წელი იბატონეს). მათ დააარსეს თავიანთი დედაქალაქი ავარისი.

სახელი ჰიქსოსები ეგვიპტურია,  მანეთონთან იგი "მწყემსთა მეფეებს" აღნიშნავს, ხოლო უფრო ადრე "ქვეყნების მმართველებს". ჰიქსოსების ნამდვილი ეთნიკური სახელწოდება უცნობია. 

ჰიქსოსებისგან გაიცნეს ეგვიპტელებმა ცხენი და ბორბლიანი ტრანსპორტი.

ჰიქსოსები იყვნენ პირველები, ვინც ეგვიპტე ხანგრძლივი პერიოდით დაიპყრეს.

ჰიქსოსებმა გაამარტივეს ეგვიპტური დამწერლობა და შექმნეს ანბანური.

Page 10: ძველი ეგვიპტე

ამენჰოტეპ IV   ეხნატონი

ეხნატონის ქანდაკება ეგვიპტის მუზეუმში.

ამენჰოტეპ IV-მ მრავალღმერთიანობის ძველი ტრადიციული ფორმა ღვთაება ატონის სახელმწიფო კულტით შეცვალა. რელიგიის რეფორმა შეეხო ცხოვრების ყველა მხარეს და განსაკუთრებული კვალი დატოვა ხელოვნებაში. ინგრეოდა ძველი კანონები და დოგმები, იქმნებოდა, უფრო ცოცხალი მხატვრული სტილი. ამონის კულტთან დაკავშირებულ ქურუმობასა და ნომარქოსთა არისტიკრატიასთან შინაური ბრძოლისას ფარაონი საშუალო, თავისუფალ ფენებს ეყრდნობოდა. ააგო ახალი დედაქალაქი ახეტატონი და თავად ეხნატონი (ეხნე-იოტი - "ატონისათვის მარგი") დაირქვა.ამენჰოტეპ IV-ის გარდაცვალების შემდეგ მისი რელიგიის რეფორმა გააუქმეს მისის მემკვიდრის ტუტანჰამონის დროს და ამონის კულტი კვლავ აღადგინეს.

Page 11: ძველი ეგვიპტე

ტუტანჰამონიტუტანხამონი (ამონის ცოცხალი ხატება) თავდაპირველად ტუტანხატონი (ატონის ცოცხალი ხატება) (ძვ. წ. 1355 — ძვ. წ. 1337) 

Новая сенсация! Фараон Тутанхамон оказался грузином!Тутанхамон оказался "лицом кавказской национальности"

Page 12: ძველი ეგვიპტე

ქადეშის ბრძოლა ძვ. წ. 1274 წელი

 ბრძოლა მოხდა ეგვიპტისა და ხეთების იმპერიებს შორის. გაიმართა ქალაქ კადეშთან, დღევანდელი სირიის ტერიტორიაზე.

ეგვიპტის ჯარს ხელმძღვანელობდა რამზეს II

ხეთების ჯარს — მუვათალი II. 

ეს იყო ყველაზე დიდი ეტლების ბრძოლა.ბრძოლაში, დაახლოებით, 5,000-6,000 ეტლი მონაწილეობდა. ბრძოლაში გამარჯვება ორივე მხარემ თავის თავზე მიიწერა.

ამ ბრძოლაში დაიდო საზავო ხელშეკრულება, რომელიც მიჩნეულია თანასწორი და ურთიერთსასარგებლო ხელშეკრულების უძველეს ნიმუშად. მისი ასლი დღეს გაეროს შტაბ-ბინას ამშვენებს.

რამზეს II ეტლზე კადეშის ბრძოლაში (აბუ-სიმბალის ტაძარი)

Page 13: ძველი ეგვიპტე

ყველაზე მეტად განვითარებული დარგები ძველ ეგვიპტეში

•ასტრონომია

•არქიტექტურა

•მედიცინა და სხვ.

Page 14: ძველი ეგვიპტე

კლასში სამუშაო1. რას ეჭირა განსაკუთრებული ადგილი ეგვიპტელთა რწმენა-წარმოდგენებში?2. იმსჯელეთ ფარაონ ეხნატონის რეფორმის შესახებ. თქვენი აზრით, რატომ უარყვეს იგი ეხნატონის სიკვდილის შენდეგ?3. როგორ ახასიათებს ჰეროდოტე ეგვიპტის ბუნებას? (წყარო 1.)4. იმსჯელეთ ეგვიპტელთა ზეგავლენის შესახებ ბერძნებზე. (წყარო 2)

საშინაო დავალება:1. მოიძიეთ დამატებითი მასალები ძველეგვიპტური პირამიდების შესახებ.2. მოამზადეთ პრეზენტაცია მათი მშენებლობის თაობაზე.3. მოემზადეთ დისკუსიისათვის სხვადასხვა თეორიებზე პირამიდების აგების შესახებ.

Page 15: ძველი ეგვიპტე

გმადლობთ, ყურადღებისათვის!გისურვებთ წარმატებებს!