ჰომოფობია - ჰომოსექსუალ(ებ)(იზმ)ის...

39
ჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰ (ჰჰჰჰჰ. ὁμοφοβία — ὁμοιος ჰჰჰჰჰჰჰ – „ჰჰჰჰჰ“, „ჰჰჰჰ“ ჰჰ φόβος ჰჰჰჰჰ – „ჰჰჰჰ“) ჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰ, ჰჰჰჰჰჰჰჰჰ, ჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰ. ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰ ჰჰჰჰჰ. ჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰ ჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰ 1969 ჰჰჰჰ. ჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰ, ჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰ ჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰ “ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰ ჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ” ჰჰჰჰჰჰჰ 1971 ჰჰჰჰ. ჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰ phobos (ჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰ) ჰჰ homo- (ჰჰჰჰჰ). ჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰ “ჰჰჰჰ” ჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰ ჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ homo (ჰჰჰჰჰჰჰჰ). ჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰ “ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ” ჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰ. ჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰ “ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ” 1967 ჰჰჰჰ. ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰ (ჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰ) ჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰ ჰჰ ჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ. ჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰ ჰჰჰჰჰჰჰ. ჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰ(ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰ). ჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰ ჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰ. ჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰ ჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰ ჰჰჰჰ ჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ (ჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰ ჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ). ჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰ, ჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰ, ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ. ჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰ, ჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰ, ჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ. ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰ, ჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰ. ჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰ ჰჰ ჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰ ჰჰჰჰჰჰჰჰჰ

description

ჰომოფობია - ჰომოსექსუალ(ებ)(იზმ)ის შიში

Transcript of ჰომოფობია - ჰომოსექსუალ(ებ)(იზმ)ის...

Page 1: ჰომოფობია - ჰომოსექსუალ(ებ)(იზმ)ის შიში

ჰომოფობიატერმინი ჰომოფობია (ბერძნ. ὁμοφοβία — ὁμοιος ჰომოიოს – „იგივე“, „ტოლი“ და φόβος ფობოს – „შიში“) ნიშნავს უსაფუძვლო შიშს, განდგომას, ან დისკრიმინაციას ჰომოსექსუალობისა და ჰომოსექსუალთა მიმართ. გამომდინარეობს სიტყვებისგან ჰომოსექსუალი და ფობია.

ოქსფორდის განმარტებითი ლექსიკონის მიხედვით ტერმინი ჰომოფობია თანამედროვე მნიშვნელობით პიველად ბეჭდვით სიტყვაში გამოყენებული იყო ჟურნალ თაიმში 1969 წელს. სიტყვის შემქმნელად შეიძლება ვიგულისხმოთ ფსიქოლოგი ჯორჯ ვაინბერგი, რომელმაც ამ სიტყვას პოპულარიზაცია საკუთარ წიგნში “საზოგადოება და ჯანსაღი ჰომოსექსუალი” გაუკეთა 1971 წელს. მასში შერწყმულია ბერძნული ტერმინები phobos (პანიკური შიში) და homo- (იგივე). ტერმინში ჰომოფობია “ჰომო” მოდის სიტყვიდან ჰომოსექსუალი და არა ლათინური ტერმინიდან homo (მამაკაცი). ტერმინის შესაძლო წინამორბედი იყო “ჰომოეროტოფობია” ნახსენები დრ. ვაინრაიტ ჩერჩილის მიერ შრომაში “ჰომოსექსუალური ქცევა მამაკაცებში” 1967 წელს.

ინტერნალიზებული ჰომოფობია

ინტერნალიზებული ჰომოფობია (ან ეგოდისტონიკური ჰომოფობია) როგორც წესი მიუთითებს ჰომოსექსუალთა მიერ საკუთარი თავის ან სხვა მსგავსთა მიმართ ჰომოფობიაზე. მისი დამახასიათებელია საკუთარი სექსუალური ორიენტაციის მიმართ დისკომფორტი ან უარყოფა.ამგვარი მდგომარეობის შედეგი საკუთარი ჰომოსექსუალური ვნებების მწვავე რეპრესიაა(არაცნობიერში განდევნაა). სხვა შემთხვევებში დროდადრო შეიძლება გამოვლინდეს გააზრებული შინაგანი წინააღდეგობა ღრმა რელიგიურ ან სოციალურ რწმენებსა და ძლიერ ემოციონალურ ლტოლვასა და მოთხოვნას შორის. ამგავრი შინაგანი წინააღმდეგობა როგორც წესი კლინიკურ დეპრესიას იწვევს და ჰომოსექსუალ მოზარდთა შორის თვითმკვლელობისადმი მიდრეკილების მაღალი დონე ნაწილობრივ ამ ფენომენის მიერ უნდა იყოს განპირობებული (სხვათა აზრები და მოქმედებაც ძლიერი ზეგავლენის ფაქტორია ორივე შემთხვევაში).ბევრი ადამიანი ამ სიტუაციაში ცდილობს პრობლემის გადაჭრას, რაღაც დროის განმავლობაში მაინც, თავშეკავებით. ეს შედარებით იოლი არჩევანია, რადგან რწმენათა სისტემები ხშირად ნეიტრალური არიან ჰომოსექსუალური გრძნობების მიმართ, მაგრამ კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ამგვარი გრძნობებით მოქმედებას.

ინტერნალიზებული ჰომოფიბია ხშირად მიეკუთვნება გაცნობიერებულ ან გაუცნობიერებულ ქმედებას, რომელშიც დამკვირვებელს ჰეტერონორმატიულობისა და ჰეტეროსექსიზმის მოთხოვნებთან შესაბამისობის სურვილი უჩნდება. ეს შეიძლება მოიცავდეს ადამიანის რომანტიული პარტნიორის სქესის ან სქესთა როლის შესახებ შაბლონური წარმოდგენის შექმნას. მეცნიერთა მტკიცებით (მათ შორის ზიგმუნდ ფროიდი “ფსიქოანალიტიკურ თეორიაში”) ყველაზე ჰომოფობი ადამიანები თავად არიან რეპრესირებული ჰომოსექსუალები(ანუ მათ გააჩნიათ ჰომოსექსუალური ლტოლვის უფრო ძლიერი დონე). 1996 წელს ჯორჯიის უნივერსიტეტში ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ ჰომოფობ მამაკაცებს (ჰომოფობიის ინდექსის მიხედვით) გაცილებით მეტ შემთხვევაში ჰქონდათ ერექცია ჰომოეროტიული გამოსახულებების დათვალიერებისას ვიდრე არა-ჰომოფობ მამაკაცებს.

Page 2: ჰომოფობია - ჰომოსექსუალ(ებ)(იზმ)ის შიში

=====================================================

ეს სტატია გადმოტანილი მაქვს ვიკიპედიიდან. ასევე ამ თემატიკას შეგიძლიათ გაეცნოთ აქაც: http://www.inclusive-foundation.org/ ან http://www.women.ge

მსურს რამოდენიმე ნიუანსზე გავამახვილოთ ყურადღება. კერძოდ იმაზე თუ რას ნიშნავს განდევნილი ჰომოსექსუალური ლტოლვა და რატომ იწვევს იგი ძლიერ დეპრესიას და არც თუ ისე იშვიათად თვითმკვლელობას.

ალბათ არ იქნება თქვენთვის სიახლე ის, რომ ძველი ბერძნული კულტურა მიეკუთვნება ბისექსუალურ კულტურას. შესაბამისად აღარაა გასაკვირი ალექსანდრე მაკედონელის კერძო მაგალითიც. საერთოდ ძველი ბერძნები თვლიდნენ, რომ ახალგაზრდა ჭაბუკი პირველად უნდა დაწოლილიყო, რაც შეიძლება გონიერ და ბრძენ ზრდასრულ(ან ხნიერ) მამაკაცთან რათა მასზე გადმოსულიყო ყველა ის სათნოება რაც მას გააჩნდა. საერთოდ ბერძნები სექსუალობის მიმართ ძალიან ანტიკონსერვატიულები იყვნენ. დიოგენეზე ცნობილია, რომ სახალხოდ მასტურბირებდა და თან ამბობდა: ”ნეტავ შიმშილის დათრგუნვაც ასეთი ადვილი იყოს!” -ათენელებმა დიდი პატივიტ დაკრძალეს იგი. ბერძნებზე კიდევ შემიძლია დავამატო მაგალითად ის, რომ უმამაცესი მეომრები, რომლების საბრძოლველად დიდ მანძილებზე მიდიოდნენ და ექმნებოდათ სექსუალურად კრიზისული მდგომარეობა მიმართავდნენ ორალურ სექსს ერთმანეთში. ერთ-ერთი გავრცელებული მოსაზრების თანახმად ორალურ სექსს სწორედ ამ გარემოებამ ჩაუყარა საფუძველი.მეტ-ნაკლებად დამაკმაყოფილებელი ზემორე მსჯელობა ვფიქრობ შეგიქმნიდათ ფონს იმისათვის რასაც შემდეგ წაიკითხავთ: ფსიქოანალიტიკური თეორიის მიხედვით ადამიანი თავისი ფსიქო-სექსუალური განვითარების სტადიაზე გაივლის ერთ-ერთ ეტაპს(12-15) წლის ასაკში, რომელშიც ის საკმაოდ გამოხატული ბისექსუალია, რადგან მისი ლტოლვა არ არის მიმართული კონკრეტული მახასიათებლებისაკენ(ოიდიპალური აკრძალვის გამო) შესაბამისად აქ ეყრება საფუძველი შესაძლო ჰომოსექსუალობის დათრგუნვას. მაგალითს მოვიყვან: ჩემი კლიენტების უმრავლესობას ერთხელ მაინც ჰქონიათ ჰომოსექსუალური სიზმარი; ისინი ფიქრობდნენ, რომ ამის მიზეზი ბოლო ღამეს ნანახი ფილმი ან რაიმე სხვა მსგავსი მიზეზი იყო, მაგრამ რეალობა ისაა, რომ ყველა მამაკაცის ცნობიერების მიღმა არის ლტოლვის სამეფო, რომელიც ვერ არჩევს ვერც სქესს, ვერც ცოცხალ-არაცოცხალს, ვერც არსებას და მითუმეტეს ოჯახისწევრებს--ამის შესაბამისად არაცნობიერში არსებობს: ჰომოსექსუალური, ნეკროფილური, ზოოფილური და ინცესტური პოტენციის მქონე ლტოლვები. ეხლა წარმოვიდგინოთ ერთი რამ: ვთქვათ თქვენ ვინ ეხლა ამას კითხულობთ ხართ ჰეტეროსექსუალი და შესაბამისად თქვენი ლტოლვა არის მიმართული საწინააღმდეგო სქესის მიმართ აღმოჩნდით ჰომოსექსუალთა საზოგადოებაში, რომლებიც დასცინიან და უარყოფენ თქვენ ორიენტაციას, გამოხატავენ სხვადასხვა ფორმის აგრესიას თქვენს მიმართ, როგორც ჰეტეროსექსუალის მიმართ და თქვენ ამასთანავე არ გაქვთ საშუალება მოძებნოთ პარტნიორი და ეს გარემოება გრძელდება ძალიან ბევრი წლის განმავლობაში. რას ფიქრობთ რა ემართება თქვენს ჰეტეროსექსუალობას? თქვენ მხოლოდ ორი გზა გაქვთ: სექსუალური კომპრომისი ან ლტოლვის დათრგუნვა. კომპრომისი არასდროს მოგიტანთ ისეთი ხარისხის კმაყოფილებას, როგორსაც განიცდიდით ქალთან და დათრგუნული სექსუალური ენერგია კი გარდაიქმნება აგრესიათა და ნევროზად, რომელიც არის არაცნობიერის სიმპტომატური გამოხატულება ლიბიდოს(განდევნილი სექსუალური ენერგიის) საგანგაშოდ მაღალ დონეზე. ასეთ დღოს დამახასიათებელია ჭარბი ემოციურობა, ადვილად გაღიზიანებადობა და

Page 3: ჰომოფობია - ჰომოსექსუალ(ებ)(იზმ)ის შიში

ა.შ... მსგავსი მდგომარეობის გაგრძელება იწვაევს აგრესიისა და ნევროტიზმის ისეთ დონემდე აწევას, რომლელიც აღარ ექვემდებარება კონკრეტულ გარემოში გამოხატვას და ის გარდაიქმნება თვითდესტრუქციულ, ზოგჯერ მაზოხისტურ ლტოლვად და საბოლოოდ მან შესაძლოა მიაღწოის სუიციდს ანუ თვითმკვლელობას, რაც ეჭვგარეშეა, რომ შინაგანი სულიერი ტანჯვისგან გათავისუფლების უალტერნატივო საშუალებად აღიქმება სუბიექტის მიერ.

http://lib.ge/body_text.php?5423 - კარსტოჩეა

http://lib.ge/body_text.php?6289 - ინტერვიუ

რელიგია, მორალი და პოლიტიკა. რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია ჰომოსექსუალიზმის წინაშესინზიანა ანდრეა კარსტოჩეა თარგმანი ფრანგულიდან - ბასილ კობახიძე

ბრიუსელის თავისუფალი უნივერსიტეტი

მოხსენება წარმოდგენილი იყო კონფერენციაზე: “ევროპული საჯარო სივრცე და რელიგია”, 16-17/02/2006, მონსი, ბელგია.

ისტორიაში 1989 წელი დღემდე გარდატეხის ეტაპად ითვლება: პოლიტიკის, ეკონომიკის, საზოგადოებრივ-კულტურული პრობლემების ანალიზის ათვლის წერტილს კომუნისტური რეჟიმის დამხობა წარმოადგენს. ანალიტიკოსები მას საუკუნის დასასრულის უმნიშვნელოვანეს მოვლენად და ახალი ეპოქის დასაწყისად თვლიან. წინამდებარე ნაშრომიც არ წარმოადგენს გამონაკლისს: რუმინული კომუნისტური სისტემის ნგრევამ, რომელსაც დემოკრატიული რეჟიმის დამყარების მცდელობები მოჰყვა, საზოგადოების ყველა დონეზე მრავალრიცხოვან ცვლილებებს გაუხსნა გზა. ინსტიტუციებმა, საზოგადოების მოწყობის და ფუნქციონირების საშუალებებმა მძაფრი გარდაქმნა განიცადეს და ახალი ცხოვრების მოთხოვნებზე პასუხის გაცემის აუცილებლობის წინაშე დადგენენ. ამ კონტექსტში რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია (1) , რომელიც “ცეზარო-პაპიზმის ”(2) ბიზანტიური მოდელის მემკვიდრეა, აგრეთვე აღმოჩნდა დემოკრატიული რეფორმების წინაშე. კომუნისტური რეჟიმის პერიოდში მართლმადიდებელმა ეკლესიამ მრავალი ტანჯვა განიცადა ხელისუფლების ანტირელიგიური პოლიტიკის (3) გამო. 1944 წლის შემდეგ ეკლესია სრულიად განდევნილ იქნა საჯარო სივრციდან: სკოლებში აიკრძალა რელიგიის სწავლება, საავადმყოფოებში გაუქმდა ღვთისმსახურება, დაანგრიეს მრავალი ტაძარი და

------1. მართლმადიდებელი ეკლესია რუმინეთის მოსახლეობის უმრავლესობის ეკლესიას წარმოადგენს. 1992 და 2002 წლის გამოკითხვების შედეგების მიხედვით, მართლმადიდებელ ეკლესიას რუმინელების 87 % აკუთვნებს თავს. თუმცა ეს შედეგები საკამათო გახდა, რადგან საუბარი იყო გამოკითხვის მწარმოებელთა არაპროფესიონალიზმზე და ციფრების გაყალბებაზე. თეორიული დისკუსია შეიძლება შეეხოს განსხვავებას “სოციალურ მართლმადიდებლებსა” და “ეკლესიურ მართლმადიდებლებს” შორის, ანუ იმათ შორის, ვინც სიტყვით აცხადებს ეკლესიისადმი კუთვნილებას და ვინც პრაქტიკულად ცხოვრობს

Page 4: ჰომოფობია - ჰომოსექსუალ(ებ)(იზმ)ის შიში

რწმენის მიხედვით. ამ საკითხზე იხ. ანტონელა კაპელ პოგაჩეანი (Antonela Capelle Pogacean) ““მართლმადიდებლობის დაბრუნება პოსტ-კომუნისტურ რუმინეთში (Du retour de l’orthodoxie dans la Roumanie post-communiste)”, L’Autre Europe, nr. 36-37, 1998, pp. 117-139.2. ოლივიე ჟილე (Olivier Gillet), რელიგია და ნაციონალიზმი. რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის იდეოლოგია კომუნისტური რეჟიმის პერიოდში (Religion et nationalisme. L’idéologie de l’Eglise Orthodoxe Roumaine sous le régime communiste), Editions de l’Université de Bruxelles, Bruxelles, 1997.3. სხვა ყველა ეკლესიებმაც განიცადეს კომინისტური რეჟიმის რეპრესიები. განსაკუთრებით ბერძნულ-კათოლიკურმა ეკლესიამ, რომელიც სახელმწიფომ საერთოდ გააუქმა და ქონება ჩამოართვა.----

მონასტერი. იმის მიუხედავად, რომ ეკლესია თავის თავს თვლის ეროვნულ ეკლესიად და ისტორიულადაც ამგვარადაა აღიარებული, იგი იძულებული გახდა სახელმწიფოს დამორჩილებოდა. ეს მსხვერპლი წარმოდგენილია, როგორც აუცილებელი კომპრომისი, რათა ეკლესია კანონგარეშე არ გამოეცხადებინათ და მას შეძლებოდა ფუნდამენტური ინსტიტუციონალური პრინციპების (ავტოკეფალია(4) , დამოუკიდებლობა(5) , სინოდალურობა (6) ) შენარჩუნება და საკუთარი არსებობის გაგრძელება, როგორც “ისტორიაში რუმინელი ქრისტიანი ერის წარმოშობიდან მოყოლებული მისი სულიერი დედისა”(7) . რუმინელი ქრისტიანი ერის კოლექტიური იდენტურობის შენარჩუნებაზე თეორიული ზრუნვა და ათეისტური კომუნისტური რეჟიმის მიერ ეროვნული სულის დაზიანებისათვის წინააღმდეგობის მცდელობა, ხელს არ უშლის ეკლესიას კომუნისტურ ხელისუფლებასთან პრაქტიკულ კომპრომისებში, რეჟიმისადმი ადაპტაციასა და პოლიტიკურ დაქვემდებარებაში(8) , განსაკუთრებით კომუნისტური ხელისუფლების ბოლო წლებში(9) . 1989 წლის შემდეგ რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიაც აღმოჩნდა რეფორმებისა და რევიზიის აუცილებლობის წინაშე. დემოკრატიზაციისა და გარდამავალი პერიოდის, აგრეთვე ევროპული ინტეგრაციისა და სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში გაწევრიანების კონტექსტმა წარმოშვა არამარტო ახალი პრობლემები, არამედ მოთხოვნებიც, რომელთაც შესაბამისი პასუხები სჭირდებოდათ. ეკლესია ცდილობს მოერგოს ახალ სიტუაციას და იმავდროულად განსაზღვროს თავისი როლი საზოგადოებაში. კომუნისტური რეჟიმის მიერ თავსმოხვეული მდუმარების და პასიურობის დრო წავიდა. ამას ყველაზე მკაფიოდ წარმოაჩენს ეკლესიის მონაწილეობა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ (10) ცხოვრებაში. ის გარემოება, რომ სასულიერო

---------4 რუმინეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ ავტოკეფალია 1885 წელს გამოაცხადა, ხოლო საპატრიარქო ღირსება 1925 წელს შეიძინა; იგი მსოფლიო საპატრიარქოზე არ არის დამოკიდებული და რუმინეთის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედებს. 5 საკითხი ეხება მის იურიდიულ დამოუკიდებლობას; სახელმწიფოს კონტროლი ვრცელდება მხოლოდ ეკლესიის გარეგან ქმედებებზე და არა მის სულიერ მოღვაწეობაზე; თეორიულად აღნიშნული დამოუკიდებლობა წარმოადგენს პოლიტიკური და რელიგიური ხელისუფლების გაყოფის გარანტიას. საკითხის უფრო ღრმა ანალიზისათვის იხ. ო. ჟილე, op. cit., pp. 33-38, 80-91.6 ეკლესიას მართავს წმინდა სინოდი.7 პატრიარქ თეოქტისტეს ფორმულა, რომელიც იყენებს XIX საუკუნის

Page 5: ჰომოფობია - ჰომოსექსუალ(ებ)(იზმ)ის შიში

რომანტიკოსი პოეტის ემინესკუს იდეას მართლმადიდებლობის შესახებ.8 სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის არსებითი ელემენტია ხსენებული “ბიზანტიური სიმფონია”, ანუ ჰარმონია ორ ხელისუფლებას შორის, რაც გულისხმობს ეკლესიის დაქვემდებარებას და მის მონაწილეობას სახელმწიფო საქმეებში. ერთი სიტყვით, ეკლესია და სახელმწიფო ჰარმონიულად თანამშრომლობენ საერთო პრობლემების გადაჭრისათვის. 9 “ბიზანტინიზმი და ნაციონალიზმი მართლმადიდებლური იდეოლოგიის მრავალწლიან ელემენტებს წარმოადგენენ; მათი დაკვირვება შეგვიძლია მთელი XX საუკუნის განმავლობაში ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის სფეროში”, ლუჩიან ბოია (Lucian Boia), ისტორია და მითი რუმინულ ცნობიერებაში (რუმინულად), Humanitas, Bucuresti, 1997, პპ. 34. აგრეთვე იხ. ნიკოლა ბარდოს-ფელტორონი (Nicolas Bardos-Feltoronyi), ეკლესიები და სახელმწიფოები ევროპის ცენტრში. გეოპოლიტიკური განაზრებანი (Eglises et Etats au centre de l’Europe. Réflexions géopolitiques), l’Harmattan, Paris, 2000. ეს უკანასკნელი გამოყოფს ეკლესიის მოღვაწეობის სამ ფაზას 1971-1989 წლების პერიოდში, მესამე არის “ნაციონალისტური, უფრო მეტად კი კულტურული მცდელობა დაიცვას საფრთხის ქვეშ მყოფი კომუნისტური მთავრობა (1985-1989)”, პირველი ფაზაა “ეკუმენური მოღვაწეობა (1979-1980)” და მეორე “მსოფლიო მშვიდობის მოძრაობებთან თანამშრომლობა (1980-1985)”. 10 ხშირად გადაჭარბებულიც კი, რაც გამოიხატება სასულიერო პირების თითქმის ყოველდღიურ სატელევიზიო გამოსვლებით პრაიმ-ტაიმის დროს, ყველა ოფიციალურ ღონისძიებებზე პრეზიდენტის გვერდზე პატრიარქის ყოფნით, ნებისმიერი წარმოების, მათ შორის კონიაკის ქარხნების კურთხევით და ა.შ.---------

პირთა ერთი ნაწილი კომუნისტურ რეჟიმთან(11) მორალურ კომპრომისებზე მიდიოდა, ეკლესიისათვის არ წარმოადგენს დაბრკოლებას, რათა თავი წარმოაჩინოს როგორც “ზნეობის ერთადერთმა დამცველმა იდეოლოგიური კრიზისის პერიოდში” და ერის “სულიერმა ამაღორძინებელმა”. სახელმწიფოს მონობიდან განთავისუფლების შემდეგ, ეკლესია გამუდმებით ცდილობს განამტკიცოს თავისი დამოუკიდებლობა, დაიცვას საკუთარი ინტერესები, მოიპოვოს უფრო მეტი გავლენა და შეიქმნას ახალი როლი ახალ დემოკრატიულ სახელმწიფოში.ჩვენი მიზანია გამოვიკვლიოთ და გავაანალიზოთ თუ რა საშუალებებით ცდილობს რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია გავლენისა და აღიარების მოპოვობას ქვეყნის ევროპეიზაციის(12) კონტექსტში. რომელი ინსტრუმენტების მობილიზაციას აკეთებს იგი საზოგადოებაში რეინტეგრაციისათვის და როგორ წარმოუდგენია საკუთარი მონაწილეობა დემოკრატიზაციის პროცესში? ეკლესიის მიზანი დამკვიდრდეს, როგორც პოლიტიკური პარტნიორი ეწინააღმდეგება ქვეყნის ინტერესებს ევროპულ დონეზე? მისი მოთხოვნა, რომ იყოს მორალური ნორმების ერთადერთი და უდავო დამდგენი, ეწინააღმდეგება ევროპულ პრინციპებს? Aაი, რამდენიმე კითხვა, რომელნიც წარმართავენ ჩვენს ანალიზს.დასახული მიზნის მისაღწევად გადავწყვიტეთ გავაანალიზოთ კონკრეტული, მაგრამ მრავლისმთქმელი პროცესი – ჰომოსექსუალური ურთიერთობების დეკრიმინალიზაცია რუმინეთში. აგრეთვე მნიშვნელოვანი იქნებოდა სხვა პრობლემების განხილვაც, მაგალითად სკოლებში რელიგიის სწავლება ან მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება რელიგიური უმცირესობების მიმართ რუმინეთში. მაგრამ ჰომოსექსუალური ურთიერთობების დეკრიმინალიზაცია წარმოაჩენს ელემენტების მთელ სერიას, რომელიც ნათელყოფს იმ წინააღმდეგობებსა და მტკივნეულ პრობლემებს, რომელთა გაანალიზებასაც ვაპირებთ: დაძაბულობა ეკლესიის ნაციონალისტურ

Page 6: ჰომოფობია - ჰომოსექსუალ(ებ)(იზმ)ის შიში

მსოფლმხედველობასა და ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ მიზნებს შორის, ანტინომია რელიგიურ - მორალური კონსერვატიზმის პრინციპებსა და ადამიანის უფლებების თანამედროვე მოთხოვნებს შორის, კონფლიქტი ევროპეიზაციასა და ეროვნულ სპეციფიკურობას შორის. ამ ასპექტების ანალიზს ორ ეტაპად მოვახდენთ: პირველად განვიხილავთ რუმინეთში ჰომოსექსუალიზმის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს, რათა ნათელვყოთ ის პირობები, რომელთაც რუმინულ საზოგადოებაში შესაძლებელი გახადეს დებატები ჰომოსექსუალიზმის შესახებ. შემდეგ ვნახავთ, თუ როგორ გამოიყენა რუმინეთის მართლმადიდებელმა

-----11 მრავალმა მართლმადიდებელმა მიტროპოლიტმა მოიხადა საჯაროდ ბოდიში კომუნისტურ რეჟიმთან თანამშრომლობისათვის. 1995 წელს, როდესაც ეკლესია ავტოკეფალიის 110 წლისთავს აღნიშნავდა, სასულიერო პირების მიერ 1989 წლამდე ჩადენილი დანაშაულების გამო, პატრიარქმა თეოქტისტემ პატიება სთხოვა რუმინელ ხალხს. 12 ტერმინი ევროპეიზაცია ხშირად იხმარება, მაგრამ ნათლად არ არის განსაზღვრული; ინტენსიურად გამოიყენება, როგორც ინტელექტუალურ, ასევე მედიატიკურ და პოლიტიურ დებატებში, მოიხსენიება ყოველ დისკურსში, რომელიც აღმოსავლეთ ევროპას ეხება. ტერმინი გულისხმობს მრავალგანზომილებიან ჰარმონიზაციას ევროპული სივრცის ყველა დონეზე; ევროპეიზაცია, იმავდროულად, მიმართულია ევროკავშირის საზღვრების შიგნით, როგორც ღირებულებებისა და საერთო ინსტიტუციების გაზიარება, და ევროკავშირის გარეთ, როგორც წარმატებული მოდელის გავრცელების პროცესი. ჩვენს სტატიაში ამ ტერმინს განმარტებითი მნიშვნელობით არ ვიყენებთ, არამედ უფრო დისკურსის ეკონომიის მიზნით; ამდენად ჩვენ მეორე მიმართულება გვაინტერესებს, ანუ ეროვნული სახელისუფლებო სისტემების ადაპტაცია ევროპულ პოლიტიკურ ცენტრთან და ევროპულ ნორმებთან (მესამე მნიშვნელობის შესაბამისად, რომელსაც ნათელყოფს ჯ. პ. ოლსენი (J.P. Olsen) თავის სტატიაში “ევროპეიზაციის მრავალსახეობა” (“The Many Faces of Europeanization”) in Journal of Common Market Studues, vol.40, n.5, 2002, pp.921-52).-----

ეკლესიამ ჰომოსექსუალიზმის დეკრიმინალიზაციის საკითხი რათა მოეხვეჭა უფრო მეტი გავლენა და გამხდარიყო ხელისუფლების პარტნიორი. ჩვენ გავაანალიზებთ ამ პრობლემატიკისადმი რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულებას, მის მიერ განხორციელებულ კონკრეტულ ქმედებებს აღნიშნულ საკითხზე საკუთარი პოზიციის დასამკვიდრებლად საზოგადოებაში, აგრეთვე ეკლესიის ქმედებების გავლენას პოლიტიკურ სფეროზე..

I. ჰომოსექსუალიზმის დეკრიმინალიზაციის პრობლემა რუმინეთში

მიზნების დადგენის შემდეგ, ჩვენი კვლევის კითხვებზე პასუხების მოსაძებნად, პირველ ნაწილში გავაანალიზებთ თუ რა პირობებში წარმოიშვა აღნიშნული საკითხი და მოითხოვა გადაჭრა ანუ ჰომოსექსუალური ურთიერთობების დეკრიმინალიზაცია. ზემოთაღნიშნული ასპექტები თითქოს არ წარმოადგენენ ჩვენი ანალიზის მთავარ ინტერესს, მაგრამ ისინი არიან დისკუსიის პარამეტრები და საშუალებას მოგვცემენ უკეთესად გამოვკვეთოდ მთავარი მონაწილის – რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის – როლი ჰომოსექსუალიზმის მიმართ. განვიხილავთ ჰომოსექსუალური ურთიერთობების დეკრიმინალიზაციის

Page 7: ჰომოფობია - ჰომოსექსუალ(ებ)(იზმ)ის შიში

ისტორიას და იმ ფაქტორებს, რომლებმაც შესაძლებელი გახადეს აღნიშნული ცვლილება. 1989 წელს, კომუნისტური რეჟიმისაგან მემკვიდრეობით მიღებული სისხლის სამართლის კოდექსი შეიცავდა მე-200 მუხლს, რომელიც ჰომოსექსუალურ აქტს, განხორციელებულს სრულწლოვანი პიროვნებების მიერ, ნებაყოფილობით და არასაჯაროდ, თვლიდა დანაშაულად და სჯიდა 1 დან 5 წლამდე(13) თავისუფლების აღკვეთით. ოფიციალურად ჰომოსექსუალები “არ არსებობდნენ”, ისინი განდევნილი იყვნენ საზოგადოებიდან; მათი დაპატიმრება და ამ “სტიგმის” შანტაჟისათვის გამოყენება ჰომოსექსუალებისადმი დამოკიდებულების ერთადერთი მანერა იყო, რომლის გამართლებაც სისხლის სამართლის კოდექსის აღნიშნული მუხლით ხდებოდა. ამგვარი სიტუაცია კომუნისტური რეჟიმის დამხობის შემდეგაც საკმაო ხანს გრძელდებოდა; ჰომოსექსუალური ურთიერთობების მქონე პიროვნებებს პოლიცია აპატიმრებდა, ძალადობის გამოყენებით კითხავდა და ციხეში აგზავნიდა. სამაგიეროდ ჰომოსექსუალიზმის პრობლემა, რომელიც ტაბიურებული იყო 1989 წლამდე, ნელ-ნელა ექცევა მედიის ინტერესის სფეროში. თუ ქალთა ჰომოსექსუალურობა გამოიყენებოდა მხოლოდ როგორც მამაკაცთა ჰეტეროსექსუალური ფანტაზიების აქსესუარი, მამაკაცთა ჰომოსექსუალურობა მუდმივად წარმოდგენილი იყო კრიმინალთან კავშირში, როგორც სკანდალი, გარყვნილება, საზოგადოების “თანამედროვეობის ბოროტებით” დაავადების შემაშფოთებელი სიმპტომი. მეორეს მხრივ, თვითონ ჰომოსექსუალებს აზრის გამოთქმის საშუალება არ ეძლეოდათ: გეებისა და ლესბოსელების უფლებების დაცვის ორგანიზაციის დაარსების ორი მცდელობა წარუმატებლად დამთავრდა,

-----13 მუხლი 200 შეიცავდა ოთხ პარაგრაფს ჰომოსექსუალიზმის შესახებ: (1) “ერთი და იგივე სქესის პიროვნებებს შორის სქესობრივი ურთიერთობა ისჯება თავისუფლების აღკვეთით 1 დან 5 წლამდე. (2) არასრულწლოვანის, თავდაცვის ან საკუთარი ნების გამოხატვის უნარის არმქონე პიროვნების ჩათრევა პირველ პარაგრაფში აღწერილ აქტში, ან თუ ის არის ძალადობის შედეგი, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 2 დან 7 წლამდე. (3) თუ მეორე პარაგრაფში აღწერილმა აქტმა გამოიწვია მსხვერპლის სხეულისა და ჯანმრთელობის დაზიანება, სასჯელი განისაზღვრება 3 დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. თუ მან გამოიწვია მსხვერპლის სიკვდილი ან თვითმკვლელობა, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით 7 დან 15 წლამდე. (4) პიროვნების დაყოლიება პირველ პარაგრაფში აღწერილი აქტის განხორციელებაზე ან მისთვის ამის შთაგონება, ისჯება თავისუფლების აღკვეთით 1 დან 5 წლამდე”. -----

მან მხოლოდ რამდენიმე თვე იარსება, ისე, რომ რეგისტრაციაშიც არ გაატარეს (14). უფრო მეტიც, 1993 წლამდე სექსუალური უმცირესობების უფლებებს არც ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია არ იცავდა. 1993 წელს ადამიანის უფლებების დაცვის რუმინეთის ასოციაციამ – ჰელსინკის(15) კომიტეტმა დაიწყო პროგრამა “ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესება საკანონმდებლო ცვლილებებით(16) ”. აქედან მოყოლებული ასოციაცია იცავს სექსუალური უმცირესობების უფლებებს. პირველ ეტაპზე იგი საპატიმროების მონიტორინგს ატარებდა, რათა დაედგინა სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის სხვა და სხვა პარაგრაფების მიხედვით დაკავებული პიროვნებების რაოდენობა (17).

Page 8: ჰომოფობია - ჰომოსექსუალ(ებ)(იზმ)ის შიში

1993 წელს უკავშირდება აგრეთვე რუმინეთში პირველად, უმაღლეს დონეზე დებატების დაწყება ჰომოსექსუალიზმის შესახებ: რუმინეთის მთავრობის ინიციატივით, სისხლის სამართლის კოდექსის რეფორმის კანონპროექტი შეიცავს ჰომოსექსუალების წინააღმდეგ მიმართული მუხლის ცვლილებას.საინტერესოა თუ როგორ აიხსნება ამ საკითხის წამოჭრა აღწერილ პირობებში?ევროსაბჭოში(18) გაწევრიანების თხოვნის პასუხად, რუმინეთმა მრავალი ევროპელი ოფიციალური პირის ვიზიტი მიიღო, რომელთაც სოციალურ და პოლტიკურ სფეროებში მიღწევების შესახებ დაწერეს მოხსენებები. რუმინეთის მთავრობის მიმართ 1993 წლის 28 სექტემბრით დათარიღებული პასუხით, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, სხვა რეკომენდაციებთან ერთად, გამოთქვა იმედი, რომ რუმინეთი იმგვარად შეცვლიდა კანონმდებლობას, რათა “(...) სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლი აღარ თვლიდეს დანაშაულად სრულწლოვანი პიროვნებების არასაჯარო, ნებაყოფილობით ჰომოსექსუალურ ურთიერთობას(19) ”. შიდა კანონმდებლობის მოდიფიკაცია ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოსაყვანად, როგორც ევროსაბჭოში გაწევრიანების აუცილებელი პირობა, ნათლად წარმოჩნდება რუმინეთის მთავრობის მიერ სისხლის სამართლის კოდექსის შესახებ დისკუსიის დაწყების

-----14 რუმინული საზოგადოების კონტექსტისათვის ამგვარი სიტუაცია არ არის გასაკვირი. იმ პერიოდში სამოქალაქო სექტორი ძალიან სუსტი იყო, მაშინ როცა საზოგადოების ორგანიზაციის სფეროში გაუბედავი და ბუნდოვანი ნაბიჯები იდგმებოდა.15 ასოციაცია 1990 წელს დაარსდა. შემდგომში მას მოვიხსენიებთ როგორც APADOR-CH16 პროგრამა 1993 წლის 3 თებერვალს დაიწყო.Aაქცენტი კეთდებოდა კანონპროექტების შესაბამისობაზე კონსტიტუციასთან, საერთაშორისო ნორმებთან, ევროპული დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სტანდარტებთან.17 იუსტიციის სამინისტროში სახელმწიფო მდივნის ფლორინ კოსტინიუს (Florin Costiniu) მიერ წარმოდგენილი მონაცემებით 1993 წლის 10 ნოემბრისათვის დაკავებული იყო 65 პირი, აქედან 38 უკვე მსჯავრდებული იყო, დანარჩენების მიმართ მიმდინარეობდა გამოძიება (Journal Officiel No.218/1993). მიუხედავად ამისა, სხვა და სხვა წყაროები განსხვავებულ თარიღებს გვაწვდიან... ფაქტია, რომ 1998 წლამდე მრავალი ადამიანი იყო დაპატიმრებული მე-200 მუხლის მიხედვით. მარიანა ჩეტინერის (Mariana Cetiner) საქმე, რომელსაც 1997 წლის 17 ივნისს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, Amnesty International--ის მრავალი საპროტესტო კამპანიის მიზეზი გახდა. ეს ორგანიზაცია ჩეტინერს სინდისის პატიმრად მიიჩნევს. იხ. EUR 39/30/97, EUR 01/001/98, EUR 39/10/98. 18 რუმინეთი ევროსაბჭოს წევრი 1993 წლის 7 ოქტომბერს გახდა. 19 AVIS No 176 (1993) 1 რუმინეთის მიერ ევროსაბჭოში გაწევრიანებაზე წარმოდგენილი თხოვნის შესახებ, დისკუსია საპარლამენტი ასამბლეაში 28 სექტემბერი 1993 წელი (46-ე სესია) (იხ. Doc. 6901, პოლიტიკური საკითხების კომისიის მოხსენება, მომხსენებელი: ფრიდრიჰ კიონინგი (Friederih Köning) – 19 ივლისი 1993 წ.; Dოც. 6918 იურიდიული საკითხებისა და ადამიანის უფლებების კომისიის მოხსენება, მომხსენებელი: გუნარ იანსონი (Gunnar Jansson) – 20 სექტემბერი 1993 წ.; და Doc. 6914, არაწევრ ქვეყნებთან ურთიერთობის კომისიის მოხსენება, მომხსენებელი: თეოდოროს პანგალოსი (Theodoros Pangalos) – 16 სექტემბერი 1993 წ.) ტექსტი მიღებულია საპარლამენტო ასამბლეის მიერ 1993 წლის 28 სექტემბერს (46-ე სესია).

Page 9: ჰომოფობია - ჰომოსექსუალ(ებ)(იზმ)ის შიში

-----

მთავარ ფაქტორს წარმოადგენს; უფრო მეტიც, მე-200 მუხლის რეფორმის თაობაზე ევროსაბჭოს ცხადი რეკომენდაციები ნათელყოფენ რუმინეთში ჰომოსექსუალიზმის შესახებ დებატების დაწყების მიზეზს. მთავრობის მიერ შეთავაზებული შესწორება კარგად გამოხატავს ამ იდეას: მე-200 მუხლის პირველი პარაგრაფის დამატებით “თუ იწვევს საჯარო სკანდალს”, იმედოვნებენ რადიკალური ცვლილებების გარეშე, “ღირსეულად” უპასუხონ ევროპული სტრუქტურების მოთხოვნებს, რადგან რადიკალურ ცვლილებებს ძნელად იღებს საზოგადოება. მიუხედავად ამისა, მთავრობის წინადადებამ სენატში ისეთი მძაფრი პოლემიკა გამოიწვია, გადაწყვეტილების მიღების პროცესი იმდენად რთული აღმოჩნდა, რომ მთლიანად კანონპროექტის განხილვის ბლოკირების საშიშროება გაჩნდა. სენატმა მოახერხა მთავრობის წინადადებისათვის ხმათა უმრავლესობით დაეჭირა მხარი(20) , მაგრამ დეპუტატთა პალატაში სიტუაცია გართულდა: წინადადება და მთლიანად სისხლის სამართლის კოდექსის რეფორმის კანონპროექტი დეპუტატებმა არ მიიღეს. პარლამენტის ორ პალატას შორის მრავალი კონსულტაციისა და მოლაპარაკების შედეგად, კომუნისტური რეჟიმის დამხობის შემდეგ პირველად, რუმინეთის სისხლის სამართლის კოდექსის პირველი რეფორმა მხოლოდ 1996 წელს განხორციელდა. მოხდა ერთი სქესის პიროვნებებს შორის ურთიერთობის შესახებ მუხლის ნაწილობრივი ცვლილება: მე-200 მუხლის პირველი პარაგრაფი ახდენს არასაჯარო ჰომოსექსუალური ურთიერთობების დეკრიმინალიზაციას, მაგრამ ახალი პირობის(21) დამატება “თუ იწვევს საჯარო სკანდალს” იძლევა ნებისმიერი ინტერპრეტაციისა და სამართლებრივი დევნის საშუალებას, რადგან სისხლის სამართლის კოდექსი არ განმარტავს ტერმინ “საჯარო სკანდალის” მნიშვნელობას. უფრო მეტიც, ახალი პარაგრაფი(22) ზღუდავს გამოხატვის თავისუფლებას და კრძალავს შეკრებასა და ასოციაციების შექმნას.რაც პირველი შეხედვით კანონმდებლობის ლიბერალიზაციად ჩანდა, სინამდვილეში სოციალური უფლებების შეზღუდვა აღმოჩნდა. ეს მოწმობს, რომ საზოგადოების მიერ ჰომოსექსუალურობა ძალიან რთულად აღიქმება როგორც ინდივიდუალური მდგომარეობა, პირადი არჩევანი, უფლება პირად ცხოვრებაზე, მისაღები განსხვავებულობა. ეს აგრეთვე აჩვენებს რუმინეთის პოლიტიკური ელიტის უუნარობას გააცნობიეროს განსვავებულობა, მის ძლიერ წინააღმდეგობას აღიაროს ჰეტეროსექსუალურობისაგან განსხვავებული სექსუალურობის ფორმის არსებობა, მის პრობლემებს განიხილოს აღნიშნული საკითხები ადამიანის უფლებებისა და დისკრიმინაციის კონტექსტში.ევროპული ინსტიტუციების მოთხოვნებისათვის “ღირსეული” პასუხის გაცემის მცდელობა მხოლოდ ამ შედეგით დამთავრდა და კიდევ დიდხანს რჩებოდა პროგრესის გარეშე; ამ დროს ევროსაბჭოში გაწევრიანებისა და ევროპაში ინტეგრაციის პრობლემების აქტუალიზაცია ქვეყნის შიგნით ხდებოდა. APADOR-CH ევროპულ რეკომენდაციებზე დაყრდნობით აპროტესტებს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვებს. გარდა ამისა იგი მხარს უჭერს სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვის არაფორმალურ მცირე ჯგუფს,

------20 63 თანახმა, 28 წინააღმდეგი, 8-მ თავი შეიკავა, სენატის 1994 წლის 3 თებერვლის სესია.21 მე-200 მუხლის პირველი პარაგრაფი ახალი ფორმულირებით: “ერთი და იგივე სქესის პიროვნებებს შორის საჯაროდ განხორციელებული სქესობრივი ურთიერთობა, ან თუ იწვევს საჯარო სკანდალს, ისჯება თავისუფლების აღკვეთით

Page 10: ჰომოფობია - ჰომოსექსუალ(ებ)(იზმ)ის შიში

1 დან 5 წლამდე”. 22 იგივე მუხლის მე-5 პარაგრაფი 1 დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთით სჯის პირს, რომელმაც “ დარწმუნებით ან სხვა საშუალების გამოყენებით აიძულა პირი მასთან ჰომოსექსუალურ ურთიერთობაზე, შექმნა პროპაგანდის ასოციაცია ან რაიმე ფორმით ახორციელებს ამ მიზნით პროზელიტიზმს”.------

რომლის საფუძველზე ჩამოყალიბდა Accept ჯგუფი(23) _ გეებისა და ლესბოსელების უფლებების დამცველი პირველი რუმინული ასოციაცია. ეს ორგანიზაცია თავის მოღვაწეობაში სარგებლობს ევროპული ინსტიტუციების მხარდაჭერით და ცდილობს უმაღლეს დონეზე შეინარჩუნოს პრობლემისადმი ინტერესი.რუმინეთში ჰომოსექსუალიზმის პრობლემა მთელი 90-იანი წლების განმავლობაში რჩება ამ ორგანიზაციების(24) ყურადღების სფეროში. მრავალი დოკუმენტი წარმოაჩენს შეუსრულებელ ვალდებულებებს: მათ შორის რეზოლუცია 1123 (1197) – რუმინეთის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ(25) – გახდა მთავრობის მიერ ახალ პარლამენტში შეტანილი კანონპროექტის საფუძველი. ამჯერად რუმინეთის მთავრობა მოითხოვდა მე-200 მუხლის პირველი პარაგრაფის გაუქმებას, რათა რუმინეთის სისხლის სამართლის კოდექსი შესაბამისობაში მოსულიყო ევროკავშირის კანონმდებლობასთან, ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციასთან და ევროსაბჭოს რეკომენდაციებთან. მთავრობის ეს წინადადებაც წარუმატებელი გამოდგა: მართალია 2000 წლის 28 ივნისს დეპუტატთა პალატამ 180 ხმის უმრავლესობით იგი მიიღო(26) , მაგრამ ამ ფაქტს შედეგი არ მოჰყოლია, რადგან სენატმა კანონპროექტი აღარ განიხილა(27) . “ევროკომისიის დასკვნა რუმინეთის თხოვნაზე ევროკავშირში გაწევრიანებისათვის” და აგრეთვე “ევროკომისიის რეგულარული მოხსენებები ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში რუმინეთის მიერ განხორციელებული პროგრესული ღონისძიებების შესახებ” თავის მხრივ წარმოადგენენ შენიშვნების(28) სიას ჰომოსექსუალიზმის სამართლებრივი მდგომარეობის თაობაზე და ხაზს უსვამენ კანონმდებლობის აღნიშნული ასპექტის სასწრაფო (29) ცვლილების აუცილებლობას.

-----23 დასაწყისში ბუქარესტში მცხოვრები თანამოაზრეების პატარა კომიტეტი, რომელიც 1994 წელს გახდა Bucharest Acceptance Group. იგი ორი წელი ცდილობდა რეგისტრაციის გავლას, როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია და მიზანს მხოლოდ 1996 წელს მიაღწია. აქედან მოყოლებული Accept-ი ახორციელებს დისკრიმინაციული კანონმდებლობის ცვლილების ლობირებას 24 თავდაპირველად რეფორმების მიზეზი იყო ევროპული სტანდარტებისადმი შესაბამისობა ევროსაბჭოში გასაწევრიანებლად. შემდგომ რუმინეთის მიზანი გახდა ევროკავშირში გაწევრიანება, რისთვისაც მან ახალი რეკომენდაციები მიიღო. ევროკავშირში გაწევრიანების თხოვნა რუმინეთმა 1995 წლის ივნისში შეიტანა, 1997 წლის 15 ივლისს კი ევროკავშირის კომისიის პასუხი მიიღო: “ Agenda 2000 – ევროკომისიის დასკვნა რუმინეთის თხოვნაზე ევროკავშირში გაწევრიანებისათვის”, DOC/97/18.25 საპარლამენტო ასამბლეის 1997 წლის 24 აპრილის დისკუსია (14-ე სესია). 26 კანონპროექტი სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ, რათა იგი შეესაბამებოდეს რეზოლუცია 1123/1997-ს. მან 180 ხმა მიიღო, 14 წინააღმდეგი იყო, ხოლო 40-მა თავი შეიკავა; კანონპროექტის მე-9 მუხლმა ანუ კოდექსის მე-200 მუხლის გაუქმებამ, მიიღო 122 ხმა, 63 წინააღმდეგი

Page 11: ჰომოფობია - ჰომოსექსუალ(ებ)(იზმ)ის შიში

და 17-მა თავი შეიკავა; დეპუტატთა პალატის 2000 წლის 28 ივნისის სესია, , in Journal Officiel no.100/2000. 27 კანონპროექტი სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ, რათა იგი შეესაბამებოდეს რეზოლუცია 1123/1997-ს სენატში განსახილველად შევიდა 2002 წლის 26 ნოემბერს, ამ თარიღისათვის, როგორც ქვემოთ ვიხილავთ, კანონპროექტის განხილვას აზრი აღარ ჰქონდა.28 “მიუხედავად ამისა, სხვა მრავალ მნიშვნელოვან სფეროებში არ ჩანს სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების მდგომარეობის საგრძნობი გაუმჯობესება[...] 1998 ივლისში, სისხლის სამართლის კოდექსის რეფორმის კანონპროექტი, რომელიც ეხებოდა ჰომოსექსუალიზმის, დიფამაციის, ხელისუფლების შეურაცხყოფის საკითხებს, პარლამენტმა არ მიიღო და მთავრობას უკან დაუბრუნა”, ევროკომისიის რეგულარული მოხსენება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში რუმინეთის მიერ განხორციელებული პროგრესული ღონისძიებების შესახებ 1998 გ.10. 29 “ასამბლეა დაბეჯითებით სთხოვს რუმინეთის ხელისუფლებას სისხლის სამართლის კოდექსის იმ ნორმების შეცვლას [...] რომლებიც ეწინააღმდეგებიან ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიერ დადგენილ ფუნდამენტალურ თავისუფლებებს” რეზოლუცია 1123 (1197) – რუმინეთის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების შესახებ, დამტკიცებული ასამბლეის მიერ 1997 წლის 24 აპრილს (14-ე სესია), პარაგრაფი 14.------

საბოლოოდ რუმინეთის მთავრობამ თავის თავზე აიღო პასუხუსმგებლობა ჰომოსექსუალური ურთიერთობების შესახებ კანონმდებლობის რეფორმაზე, 2001 წლის 21 ივნისს გამოსცა საგანგებო ბრძანებულება 89/2001 და მთლიანად გააუქმა მე-200 მუხლი, რითაც წერტილი დაუსვა დისკუსიებს, დებატებსა და დაპირისპირებას.ათწლიანი დისკუსიების, კონსულტაციების, დებატებისა და განხილვების შემდეგ რუმინეთმა მოახერხა ევროპული ინსტიტუციების მიერ რეკომენდირებული ცვლელებების განხორციელება. დასავლურ ქვეყნებთან და აშშ-სთან შედარებით მართლაც მნიშვნელოვნად სწრაფი ცვლილებაა; თუმცა სხვა პოსტ-კომუნისტურ ქვეყნებთან(30) შედარებით ჰომოსექსუალიზმის დეკრიმინალიზაციის პროცესი ნელი და ხანგრძლივი აღმოჩნდა, რომელსაც დაუსრულებელი წინააღმდეგობები ხვდებოდა. პრობლემამ გამოიწვია ისეთი მონაწილის მობილიზაცია, რომელიც საკუთარ ვალდებულებად თვლის ერისა და მისი მორალური ჯანმრთელობის დაცვას: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია ძალზე აქტიურად მონაწილეობდა ამ პროცესში. რეფორმის შესახებ წარმოებულ მრავალწლიან დებატებში ეკლესიის განცხადებები მუდმივად გამოირჩეოდა უკიდურესი სიმძაფრით.

II. რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია – ეროვნული ტრადიციული მორალის მცველი

რუმინეთში ჰომოსექსუალიზმის დეკრიმინალიზაციის შესახებ დებატების დაწყების კონტექსტი და სექსუალური უმცირესობების შესახებ რეფორმის ქრონოლოგია, შესაძლებლობას მოგვცემს განვიხილოთ მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით. უფრო მეტიც, მისი სტრატეგია გაანალიზებული იქნება ევროპეიზაციის პოლიტიკური სიტუაციისა და

Page 12: ჰომოფობია - ჰომოსექსუალ(ებ)(იზმ)ის შიში

საკანონმდებლო პროცესის ფონზე. დებატები ჰომოსექსუალური ურთიერთობების დეკრიმინალიზაციის შესახებ მიმდინარეობდა ისეთ სოციალურ და პოლიტიკურ პერსპექტივაში, რომელშიც ეკლესია უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა.

დანაშაულის ხუთი ტიპი

ჰომოსექსუალურობის შესახებ რელიგიური თვალთახედვა საკმაოდ ცალსახაა და მის დიდ ცოდვად განხილვა მხოლოდ რუმინული მართლმადიდებლობისათვის არაა დამახასიათებელი. მამაკაცთა შორის სქესობრივი ურთიერთობის უპირობო დაგმობა რომის იმპერიის არსებობის ბოლო პერიოდში გამოიკვეთა და იგი ბიბლიას ემყარებოდა. ლევიტელთა წიგნის რამდენიმე ციტატა გახდა ჰომოსექსუალი მამაკაცის, “სოდომიტის” დაგმობის სიმბოლო:“არ დაწვე მამაკაცთან დედაკაცური წესით. ეს სისაძაგლეა” (ლევ. 18:22), კიდევ “ვინც მამაკაცთან დაწვება ისე, როგორც ქალთან წვებიან, სიბილწეს ჩაიდენენ ორივენი.უნდა მოკვდნენ. მათზეა მათი სისხლი” (ლევ. 20:13). სწორედ ეს ციტატებია ხშირად მოყვანილი ჰომოსექსუალთა დევნის გასამართლებლად. ამას ემატება სოდომის განადგურების ისტორია დაბადების წიგნში (დაბ. 19),

-----30 ბულგარეთმა ჰომოსექსუალიზმის დეკრიმინალიზაცია ჯერ კიდევ 1968 წელს მოახდინა, ხოლო რუსეთის ფედერაციამ 1993 წელს.-----

რამდენიმე ციტატა მოციქულ პავლეს რომაელთა მიმართ ეპისტოლედან(31) და უფრო მოგვიანებით წმინდა იოანე ოქროპირის, ნეტარი ავგუსტინესა და წმინდა თომას აქვინელის კომენტარები და განმარტებები(32) . საუკუნეების განმავლობაში სხვა და სხვა ეკლესიებმა განსხვავებული მნიშვნელობა მიანიჭეს ამ საკითხს: ზოგიერთი კონფესია უფრო ლიბერალური და გახსნილია, ზოგიერთი კი მტკიცედ რჩება იმ პოზიციაზე, რომლის მიხედვითაც ჰომოსექსუალურობა ეწინააღმდეგება ქრისტიანული მორალის ფუნდამენტურ ღირებულებებს. თუ ამერიკისა და კანადის ეპისკოპალური (ანგლიკანური) ეკლესიები და შვედეთის ლუთერული ეკლესია, დღეს სულ უფრო და უფრო გახსნილები (33) არიან ჰომოსექსუალი მორწმუნეების მიმართ, ცხოვრების სტილის ცვლილებები და კერძოდ ჰომოსექსუალურობის აღიარების გავრცელება მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს მართლმადიდებელი სასულიერო პირებისათვის მსოფლიოს ყველა კუთხეში(34) . როგორც “ბუნების საწინააღმდეგო მოვლენა”, ჰომოსექსუალიზმი ისევე მიუღებელია, როგორც აბორტი, კონტრაცეპცია ან მასტურბაცია; ის განაშორებს ადამიანს სულიერი ცხოვრებისაგან და საფრთხეს უქმნის მის მორალს. ფლორა ლერუა-ფორჟოს(35) (Flora Leroi-Forgeot) მიხედვით ჰომოსექსუალიზმის დაგმობის მრავალსაუკონოვანი ქრისტიანული ტრადიცია ემყარება “დანაშაულების” გარკვეულ ტიპებს: ადამიანური ღირსების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული: ჰომოსექსუალური ურთიერთობა არღვევს ღვთის ქმნილების ჰარმონიას, რადგან ამცირებს ქმნილების გვირგვინს – მამაკაცს. დანაშაული ბუნების წინააღმდეგ: ჰომოსექსუალიზმი ეწინააღმდეგება ღვთიურ წესებს, რადგან ღმერთმა შექმნა მამაკაცი და ქალი, ამიტომ “კაცმა არ უნდა დაუტევოს ქალთან ბუნებრივი ცხოვრების წესი”. დანაშაული საზოგადოების წინააღმდეგ: ღმერთმა გაანადგურა სოდომი, რაც იყო ღვთის სასჯელი ამ ქალაქის მცხოვრებთა ჰომოსექსუალურობის გამო. კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული: გამომდინარეობს იმ შეხედულებიდან, რომ ჰომოსექსუალიზმი არის ყველაზე საშინელი დანაშაული და

Page 13: ჰომოფობია - ჰომოსექსუალ(ებ)(იზმ)ის შიში

ყველაზე საშიში ცოდვა. იგი შეიძლება განიმარტოს უცხოს შესახებ სილოგიზმის გამოყენებით: ჰომოსექსუალი ყველაზე საშინელი დამნაშავეა, ჩემი ჯგუფის მტერი ყველაზე საშინელი დამნაშავეა, ე. ი.

----31 “ამიტომაც მისცა ისინი ღმერთმა საგინებელ ვნებებს, ვინაიდან ქალებმა მათი ბუნების წესი არაბუნებითით შეცვალეს; ასევე კაცებმაც დაუტევეს ქალებთან ბუნებრივი ცხოვრების წესი, და გულისთქმით გახურებულნი აღერივნენ ერთმანეთს, მამრი მამრთან იქმოდა სარცხვინელს, და თვითონვე იღებდნენ თავიანთი ცთომის საკადრის სასჯელს” (რომ. 1:26-27).32 უფრო ღრმა ანალიზისათვის იხ. ჯ. ბოსუელი (J. Boswell), ქრისტიანობა, სოციალური ტოლერანტობა და ჰომოსექსუალიზმი: ჰომოსექსუალები დასავლეთ ევროპაში ქრისტიანობის პირველი პერიოდიდან მეთოთხმეტე საუკუნემდე (Christianisme, Social Tolerance and Homosexuality: Gay People in Western Europe from the Beginning of the Christian Era to the Fourteen Century), Chicago University Press, 1980; აგრეთვე დანიელ ბორილო და დომინიკ კოლა (Daniel Borillo et Dominique Colas), ჰომოსექსუალურობა პლატონიდან ფუკომდე. კრიტიკული ანთოლოგია (L’ homosexualité de Platon à Foucault. Anthologie critique), Paris, Plon, 2005. 33 ამერიკისა და კანადის ეპისკოპალური (ანგლიკანური) ეკლესიები უშვებენ ჰომოსექსუალების მღვდლად კურთხევას, ხოლო შვედეთის ლუთერულმა ეკლესიამ შეიმუშავა ჰომოსექსუალი წყვილის კურთხევის რიტუალი. 34 ეკლესიათა მსოფლიო საბჭოს (ემს) რწმენისა და მოწყობის კომისიის პლენარულ შეხვედრაზე, რომელიც 2004 წლის 28 ივლისიდან 6 აგვისტომდე მიმდინარეობდა კუალა ლუმპურში, ეს საკითხი დისკუსიის თემა გახდა; იხ. ოლივიე შოპფერი (Olivier Schopfer) მართლმადიდებელთა ხმებს მოუსმინეს, მაგრამ მათთვის ყოველთვის გასაგები არ არიან (Les voix orthodoxies sont entendues, mais pas toujours comprises), ემს-ს დოკუმენტი, 6 აგვისტო 2004 წ., http://www2.wcc-coe.org/pressreleasesfr.nsf/index/Feat-04-29.html35 ჰომოსექსუალიზმის იურიდიული ისტორია ევროპაში (Histoire jurudique de l’homosexualité en Europe), Paris, PUF, 1997.-----

ჰომოსექსუალი ჩემი ჯგუფის მტერია(36) . აღნიშნულ არგუმენტები ყოველთვის შეადგენენ ჰომოსექსუალიზმის დაგმობის საფუძველს, მისი არსობრივად მწვალებლური ბუნების გამო.ყველა ეს დანაშაულები ფართოდ გამოიყენება რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ ჰომოსექსუალიზმის დაგმობისათვის. როგორც აღნიშნავს ფ. ლერუა-ფორჟო დანაშაულის ერთი ტიპი არ გამორიცხავს მეორეს და ხშირად მათი აკუმულირება უფრო მეტ სიმძიმეს ანიჭებს დაგმობას(37) . გარდა ამისა რუმინელი ჰომოსექსუალების ხვედრი კიდევ უფრო მძიმეა, რადგან რუმინული მართლმადიდებლობის კონტექსტში ჩამოთვლილ ოთხ ტიპს ემატება დანაშაულის მეხუთე ტიპი: ერის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული. ეს ასპექტი დამატებით განმარტებას საჭიროებს: ჰომოსექსულიზმი მარტო იმიტომ არ არის ცოდვა, რომ ხელს უშლის ერის გამრავლებას; საკითხი ეხება ერისა და ეკლესიის გაიგივებას, რასაც მოკლედ შევეხეთ ჩვენი ნაშრომის დასაწყისში, მართლმადიდებლობა განიხილება რუმინელი ხალხის მთავარ შემაკავშირებლად და “რუმინელობის” ფუნდამენტად (38). მართლმადიდებლობასა და რუმინელ ერს შორის კავშირის მიხედვით, რომელიც ემყარება რუმინელი ხალხის ორიათასწლოვან ისტორიას და “დაკურ-რომაულ (39) ” წარმომავლობას, იყო მართლმადიდებელი ნიშნავს უბრალოდ იყო

Page 14: ჰომოფობია - ჰომოსექსუალ(ებ)(იზმ)ის შიში

-----36 დავსძენთ, რომ ეს სილოგიზმი ლოგიკურად არც ისე ძლიერია... უფრო ვრცელი დისკუსიისათვის საეკლესიო ტრადიციაში დანაშაულების აღნიშნული ოთხი ტიპის შესახებ იხ. ფლორა ლერუა-ფორჟო, op.cit. pp.21-49.37 აგრეთვე იხ. Vestitorul Ortodoxiei (მართლმადიდებლობის მაცნე), რუმინეთის მართლმადიდებლური საპატრიარქოს ყოველკვირეული საინფორმაციო ჟურნალი, 1993-2000, განსაკუთრებით ჰომოსექსუალიზმისადმი მიძღვნილი შემდეგი ნომრები; 103/15 ოქტომბერი 1993, 106/15 დეკემბერი 1993, 113/31 მარტი 1994, 125/30 ნოემბერი 1994, 229-230/15 ივლისი 1999. აგრეთვე იხ. პეტრე სემენი (Petre Semen), “ეკლესიის დამოკიდებულება ჩვილთა მკვლელობის, ბავშვების მიტოვების, ნარკოტიკებისა და ჰომოსექსუალიზმის მიმართ წმინდა წერილის შუქზე” (რუმინულად) in Teologie si viata (ღვთისმეტყველება და ცხოვრება), An IX (1999) nr. 7-12, ივლისი-დეკემბერი, პ. 75-96, ეტნას მთავარეპისკოპოსი ქრიზოსტომი (Hrisostom de Etna), მართლმადიდებლური სამოძღვრო ფსიქოლოგიის ელემენტები (რუმინულად), Galati, Editions Bunavestire, 2003, მღვდელი მარკ-ანტუან კოსტა დე ბორეგარი (Marc-Antoine Costa de Beauregard), სექსუალურობის ღვთისმეტყველება. ჰეტეროსექსუალურობა და ჰომოსექსუალურობა ქრისტიანული თვალთახედვით (რუმინულად, თარგმანი ფრანგულიდან), Bucuresti, Editions Christiana, 2004. 38 “ისტორიაში ჩვენი ეკლესია რუმინელ ერთან ერთად დაიბადა და მისი ბედი გაიზიარა. ეკლესიამ უდიდესი წვლილი შეიტანა რუმინელი ხალხის ეროვნული, სულიერი და მორალური ერთიანობის განმტკიცებაში, მის დამოუკიდებელ და თავისუფალ ერად ჩამოყალიბებაში მსოფლიოს ხალხთა შორის”, ნ. ვორნიჩესკუ (N. Vornicescu), “ედიტორიალი: რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის როლი რუმინელი ერის კულტურის ჩამოყალიბებასა და განმტკიცებაში (Editorial: La rôle de l’Eglise orthodoxe roumaine dans la sauvgarde et l’affirmation de la culture du peuple roumain)”, რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი ამბები (Nouvelles de l’Eglise Orthodoxe Roumaine), XVIII, 1988,3, პ.4. 39 ამ შეხედულებამ XVIII საუკუნეში ჰპოვა გავრცელება ტრანსილვანიის სკოლის წყალობით (Scoala ardeleana). მის მიხედვით, რეგიონში გაბატონებულ “სამ ერთან”- მადიარებთან, საქსონელებთან და სიკულებთან – შედარებით, რუმინელების უძველესობა და განსაკუთრებულობა მდგომარეობდა დაკებისაგან მათ პირდაპირ წარმომავლობაში. ეს უკანასკნელნი კი რომანიზებული და ლათინიზებული იყვნენ ტრაიანედან და ავრელიანემდე რომის იმპერატორების ლეგიონების მიერ. იდეა ჩაუშესკუმ აიტაცა ცნობილი გამონათქვამით: “რუმინეთი, ლათინური კუნძული სლავურ ოკეანეში”. ამას მართლმადიდებელი ეკლესია უმატებს თავის როლს, როგორც საუკუნეების განმავლობაში ეროვნული იდენტურობის გარანტისა. საკითხზე უფრო ვრცელი დისკუსიისათვის იხ. ო. ჟილე, ოპ.ციტ, თავი “ერი და მართლმადიდებელი ეკლესია (L’Eglise Orthodoxe et la Nation)”, pp.75-102. -----

რუმინელი, ხოლო იყო რუმინელი ნიშნავს იყო მართლმადიდებელი(40) . ჰომოსექსუალიზმი ამ კონტექსტში წარმოჩნდება, როგორც საფრთხე რუმინული კოლექტიური იდენტურობის, ეროვნული ტრადიციისა და ერის განსაკუთრებულობისათვის, როგორც ნაპრალი “რუმინელობის” ციხე-სიმაგრეში. წარმოშობის დღიდან ქრისტიანს(41) ე. ი. ჯანსაღსა და უბიწოს, რუმინელ ერს არ შეიძლება რაიმე შეხება ჰქონდეს ჰომოსექსუალიზმთან; ეს გარეგანი ზეგავლენაა, რომელიც წარმართი ერებისაგან მოდის და მას წინააღმდეგობა უნდა გაეწიოს ერის ჯანმრთელობისა და ღირსების შესანარჩუნებლად. ჰომოსექსუალიზმი

Page 15: ჰომოფობია - ჰომოსექსუალ(ებ)(იზმ)ის შიში

ცოდვაა და ამიტომ უნდა დაიგმოს; რადგან ისჯება ცოდვა და არა ცოდვილი(42) . ეს უკანასკნელი იპოვის ჭეშმარიტ გზას, თუ აღიარებს თავის ცოდვას, გამოავლენს კეთილ ნებას და დაუტევებს ამპარტავნებას. ეკლესია გულითადად და მოთმინებით იღებს ცოდვილებს, მიუტევებს და სთავაზობს მათი მდგომარეობის გამოსაწორებლად აუცილებელ სულიერ საშუალებებს – აღსარებას, ლოცვასა და მარხვას. ის რასაც მართლმადიდებლობა სთავაზობს ჰომოსექსუალს, როგორც გამოსავალს, არის ჰომოსექსუალის მიერ საკუთარი “ბიწის” და “ვნების” უარყოფა და აბსოლუტურ უბიწოებაში ცხოვრება სულიერი მოძღვრის ხელმძღვანელობით.ეკლესია, როგორც “ორიათასწლოვანი რუმინული სულის” დარაჯი, ცდილობს დაიცვას თავისი შვილები, ამიტომ იგი საზოგადოებას, პარლამენტს და მთავრობას წარუდგენს თავის არგუმენტებს მრავალი მიმართვისა და დეკლარაციის სახით, რათა დააბრკოლოს ჰომოსექსუალური ურთიერთობების დეკრიმინალიზაცია.

ეკლესია, როგორც ერთ-ერთი არასამთავთავრობო ორგანიზაცია... (43)

1989 წლის შემდეგ რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია რთული ამოცანის წინაშე აღმოჩნდა: აუცილებელი იყო ეკლესიას ჩამოეყალიბებინა თავისი როლი, რომელიც ადექვატური იქნებოდა ახალი დემოკრატიისათვის. იმავდროულად, მისი, როგორც ეროვნული იდენტურობის გარანტის მანდატი, ყოველთვის ძალაში იყო და ეკლესია მას მძაფრად გამოკვეთდა: ყველა დონეზე დიდი ცვლილებების კონტექსტში, ეკლესია წარმოაჩენს მტკიცე მსოფლმხედველობას, რომელიც ეყრდნობა ტრანსცენდენტურ, და ამდენად ხელშეუხებელ ღირებულებებს. მისი სტრატეგია საკმაოდ წარმატებული გამოდგა, რადგან ბოლო წლებში ჩატარებულმა სოციოლოგიურმა გამოკითხვებმა აჩვენა, რომ

------40 ეს იდეა მკაფიოდ ჩამოაყალიბა XX საუკუნის პირველი ნახევრის რუმინელმა ფილოსოფოსმა ნაე იონესკუმ (Nae Ionescu): “ჩვენ იმიტომ ვართ მართლმადიდებლები, რომ ვართ რუმინელები, და იმიტომ ვართ რუმინელები, რომ ვართ მართლმადიდებლები”, Îndrerptar ortodox (მართლმადიდებლური გზამკვლევი), ციტ. ო. ჟილეს მიერ, op.cit., p.91.41 დაკურ-რომაული წარმოშობის შესახებ შეხედულებას ემატება თეორია რუმინეთში ქრისტიანული სარწმუნოების უძველესობის თაობაზე: რუმინელი ერი თითქოს უკვე ქრისტიანი დაიბადა, რადგან კარპატო-დუნაის სივრცეში ქრისტიანობა I საუკუნეში ნაქადაგები იყო მოციქულ ანდრიას მიერ. იხ. რუმინელი ავტორების შეხედულებების სინთეზი ო. ჟილე, op.cit., pp.84-85. 42 “ეკლესია გმობს ცოდვას და არა ცოდვილს...” აცხადებს პატრიარქი თეოქტისტე, Pe treptele slujirii crestine (პატრიარქის ქადაქებათა კრებული), ვოლ.8, პ.188, 1995 წლის 15 სექტემბრის ქადაგება.43 ნ. ბარდოს-ფეტორონის ფორმულა: “ეკლესიები შეიძლება ჩავთვალოთ მრავალსაუკუნოვან არასამთავრობო ორგანიზაციებად. როგორც ასეთები, ისინი ახორციელებენ ძალაუფლებას და პოლიტიკურ ქმედებებს. აგრეთვე ისინი თავიდან ვერ აიცილებენ ძალაუფლებისათვის დამახასიათებელ წინააღმდეგობრიობას და ყველა პოლიტიკური აქციებიისათვის ასევე ფუნდამენტურ ორმაგ სტანდარტებს”. ”. Op.cit., p.53.------

მოსახლეობა ყველაზე მეტად ეკლესიას ენდობა(44). ნდობის ამ კაპიტალზე

Page 16: ჰომოფობია - ჰომოსექსუალ(ებ)(იზმ)ის შიში

დაყრდნობით ეკლესია განსაკუთრებულ ადგილს მოითხოვს პოლიტიკურ სცენაზე და არ ერიდება თავისი გავლენის გამოყენებას გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.მაგალითად, 90-იანი წლების დასაწყისში ეკლესიამ გააპროტესტა აბორტებთან (45) დაკავშირებული კანონმდებლობის ლიბერალიზაცია. ქრისტიანული მსოფლმხედვდლობის მიხედვით აბორტი ძალიან მძიმე დანაშაულს წარმოადგენს, რომელიც მიმართულია სიცოცხლის უფლებისა და ბუნების კანონების წინააღმდეგ. აგრეთვე ეკლესია აბორტს უწოდებს “ერის წინაშე დანაშაულს”. 1989 წლამდე არსებული მკაცრი ნორმების გაუქმების შემდეგ, აბორტის, როგორც კონტრაცეპციის საშუალების ფართომასშტაბიანმა გამოყენებამ, აჩვენა, რომ აბორტის უფლების შემზღუდველი კანონის მიღების შანსები ძალიან მცირე იყო. ეკლესიამაც დაინახა, რომ მისი ძალისხმევა წარუმატებელი იქნებოდა და ამიტომ ამ საკითხის თაობაზე ზეწოლა შეწყვიტა. სამაგიეროდ, ჰომოსექსუალური ურთიერთობების დეკრიმინალიზაცია ეკლესიის ძალაუფლების გამოყენების პრაქტიკული და რეალისტური საშუალება აღმოჩნდა. ერთის მხრივ, საქმე გვაქვს არასრულად და ნეგატიურად ინფორმირებული რუმინული საზოგადოების უარყოფით დამოკიდებულებასთან(46) აღნიშნული საკითხის მიმართ. ამიტომ ეკლესიას თავის ქმედებებში შეუძლია გამოიყენოს არა მხოლოდ მოსახლეობის უზარმაზარი ნდობის ფაქტორი, არამედ ამ საკითხისადმი, როგორც ასეთისადმი, სფეციფიკური დამოკიდებულებაც. მეორეს მხრივ, ძალიან ძნელია ისეთი პოლიტიკოსის პოვნა, რომლის ცნობიერებაში ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს სათანადო ადგილი ეკავოთ. გარდა ამისა ჰომოსექსუალურობა, როგორც ცხოვრების

-----44 კითხვაზე: “როგორია თქვენი ნდობა ეკლესიისადმი?” პასუხები იყო: დიდი_44 % და ძალიან დიდი–39 %, მთლიანად 83 %; მეორე ადგილი ხმების 62 %-ით არმიამ დაიკავა. ბოლო ადგილებზე განაწილდნენ იუსტიციის სამინისტრო, სასამართლო, პარლამენტი და პოლიტიკური პარტიები.45 1966 წელს, N 770 დეკრეტის მიხედვით, რუმინეში აბორტის გაკეთება აეკრძალათ 40 წელზე ქვემოთ ასაკის ქალებს, რომელთაც ჯერ არ ჰყავდათ ოთხი შვილი მაინც. კანონმდებლობის მიზანი იყო რუმინეთის მოსახლეობის მრავალი მილიონით გაზრდა. ეს დეკრეტი გააუქმა 1989 წლის შემდეგ მიღებულმა პირველმა დეკრეტ-კანონმა, რომელმაც აბორტების შესახებ ძალიან ლიბერალური პოლიტიკა დაადგინა. ექიმის მიერ გაკეთებული აბორტი ლეგალურია ორსულობის მეთოთხმეტე კვირამდე და კანონი არ მოითხოვს მოფიქრების რაიმე ვადას. აბორტების რაოდენობამ მკვეთრად მოიმატა: 1989 წელს იყო 192 000, ხოლო 1990 წელს კი 992 300. რუმინეთში აბორტების რაოდენობა ხუთჯერ უფრო მეტია ვიდრე დასავლეთ ევროპის ქვეყნებში ((UNICEF, www.unicef.org). მართალია კონტრაცეპციული აბებისა და სტერილიზაციის გარდა კონტრაცეპცია ოფიციალურად არ იკძალებოდა, მაგრამ ის ქალებისათვის მატერიალურად ხელმისაწვდომი არ იყო. ჩაკეტილი საზღვრების გამო ქალები საზღვარგარეთ ვერ მიდიოდნენ აბორტის გასაკეთებლად. ორსულობების რიცხვმა მკვეთრად მოიმატა 1969 წლისათვის შობადობა მილიონით გაიზარდა. იმატა იატაკქვეშა აბორტების რიცხვმაც მიღებული ზომების მიუხედავად (წარმოებდა ორსული ქალების აღრიცხვა მათ სამუშაო ადგილებზე, იკრძალებოდა იატაკქვეშა აბორტის დროს დაზიანებული ქალის მკურნალობა მანამ, სანამ ეს ქალი არ დაასახელებდა იატაკქვეშა აბორტმახერს და ა. შ.), ეს იწვევდა მშობიარე ქალების სიკვდილიანობის ზრდას. დიქტატორის დამხობის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ 1969 წელს, N 770 დეკრეტმა შობადობა ორი მილიონით გაზარდა, მაგრამ 11 000-ზე

Page 17: ჰომოფობია - ჰომოსექსუალ(ებ)(იზმ)ის შიში

მეტი ქალის სიკვდილი გამოიწვია. საკითხზე უფრო ღრმა ანალიზისათვის იხ. გეილ კლიგმანი (Gail Kligman), სიყალბის პოლიტიკა. შობადობის კონტროლი ჩაუშესკუს რუმინეთში. ((The Politics of Duplicity. Controlling Reproduction in Ceausescu’s Romania), Berkley, Los Angeles, University of California Press,1998.46 1993 წელს ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით ხუთიდან ოთხი რუმინელი ფიქრობდა, რომ ჰომოსექსუალური აქტი დაუშვებელი იყო და ჰომოსექსუალიზმის სრული განადგურება ლეგიტიმურ ეროვნულ ინტერესებში შედიოდა. 2000 წელს ჩატარებულმა აჩვენა, რომ გამოკითხულთა 86 % არ ისურვებდა თავის მეზობლად ჰომოსექსუალს, ხოლო 2002 წლის გამოკითხვის შედეგად გამოკითხულთა 59 %-მა განაცხადა, რომ LGBT (ლესბოსელი, გეი, ბისექსუალი, ტრანსექსუალი) ადამიანები არანორმალურები არიან.-----

ალტერნატიული სტილი პოლიტიკურ სივრცეში არ ითვლება ლეგიტიმურად (47). ამგვარ პირობებში, ეკლესია უყოყმანოდ ცდილობს გააჟღეროს თავის ხმა და დაამკვიდროს საკუთარო პოზიცია. რელიგიური რიტუალების დროს სამღვდელოების ქადაგების, ჰომოსექსუალიზმის საწინააღმდეგო სტატიების შემცველი რელიგიური გამოცემების, დიდ რელიგიურ დღესასწაულებზე წარმოთქმული ქადაგებების გარდა, ეკლესია საკანონმდებლო პროცესზე ზეწოლას ახორციელებს პარლამენტის, მთავრობისა და მედიისათვის გაგზავნილი უამრავი მიმართვებითა და დეკლარაციებით. ყოველი კანონპროექტი, პარლამენტში სისხლის სამართლის კოდექსის რეფორმის ყოველი განხილვა, მე-200 მუხლის ცვლილების ყოველი წინადადება აწყდება მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების წინააღმდეგობას. საპროტესტო განცხადებებში ვპოულობთ უკვე ცნობილ იდეებს: ეკლესია არის “ორიათასწლოვანი რუმინული სულის” ერთადერთი დამცველი დასავლელი მკრეხელებისაგან, რომელთაც ამ სულის გარყვნა შეუძლიათ და ქრისტიანული მორალი ერთადერთი მტკიცე საფუძველია, რომელზე დაყრდნობით შესაძლებელია “დასავლეთის ათეისტური საზოგადოების დეგრადაციის” გამკლავება.მაგალითად, 1994 წელს, პარლამენტისადმი გაგზავნილ პირველ მიმართვაში მართლმადიდებელი პატრიარქი თეოქტისტე სისხლის სამართლის ძველი კოდექსის შენარჩუნებას ითხოვს და აცხადებს, რომ ევროპაში ინტეგრაციისათვის სრულიადაც არ არის აუცილებელი რუმინეთის მიერ საკუთარი ღირებულებების უარყოფა: “როგორც რუმინელი ერის გამაერთიანებელი მორალური ცნობიერება, ეკლესია, პარლამენტის ფუნქციებში ყოველგვარი ჩარევის გარეშე, მიმართავს პარლამენტის მორწმუნე წევრებს, რათა მიიღონ ისეთი კანონები, რომლებიც დაიცავენ ადამიანის ღირსებას, ერის მორალურ სიჯანსაღეს, ოჯახის სიმტკიცეს და რუმინული საზოგადოების სულიერ აღორძინებას (48)”.რამდენიმე წლის შემდეგაც, როდესაც 2000 წლის 28 ივნისს, დეპუტატთა პალატამ დაამტკიცა კანონპროექტი სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ, რათა იგი შეესაბამებოდეს რეზოლუცია 1123/1997-ს(49) , რუმინეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ პოზიციები არ შეცვალა. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ამჯერად, მთავრობამ მოითხოვა მე-200 მუხლის პირველი პარაგრაფის გაუქმება, რათა რუმინეთის სისხლის სამართლის კოდექსი შესაბამისობაში მოსულიყო ევროკავშირის

-----47 პოლიტიკური პარტიებიდან მხოლოდ ერთი, რუმინეთის უნგრელთა დემოკრატიული კავშირი (რუდკ) წარსდგა რეფორმების ჩამოყალიბებული

Page 18: ჰომოფობია - ჰომოსექსუალ(ებ)(იზმ)ის შიში

პროგრამით, რომელიც მე-200 მუხლის პირველი პარაგრაფის გაუქმებასაც ითვალისწინებდა; რაც შეეხება დანარჩენებს, პარლამენტში გამომსვლელთა უმრავლესობა, პირადი პასუხისმგებლობით ეწნააღმდეგებოდა სისხლის სამართლის კოდექსიდან აღნიშნული მუხლის ამოღებას. დებატების ბოლო ეტაპზე, ეროვნულ-ლიბერალურმა პარტიამ (ელპ) და დემოკრატიულმა პარტიამ (დპ) მხარი დაუჭირეს მე-200 მუხლის გაუქმებას, თუმცა დპ ითვლის რამდენიმე ჰომოფობ წევრს (მაგ. ტრაიან ბასესკუ, რომელიც 1991-1992 და 1996-1997 წლებში ტრანსპორტის მინისტრი იყო, 2000 წლის ივნისიდან დედაქალაქის მერი; როგორც პრეზიდენტობის კანდიდატის და შემდგომ ქვეყნის პრეზიდენტის, მისი პოზიცია დიამეტრალურად განსხვავებულია); მეორე მხარეს კი, რუმინეთის სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ (რსდპ) ერთიანი პოზიცია ვერ შეიმუშავა.48 პატრიარქ თეოქტისტეს 1994 წლის მიმართვა პარლამენტისადმი, გამოცემულია ბროშურაში Homosexualitatea: propaganda a degenerarii umane (ჰომოსექსუალიზმი: ადამიანის დეგენერაციის პროპაგანდა), AშჩOღ, 1995.49 კანონპროექტმა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებებისა და დამატებების შესახებ, რათა იგი შეესაბამებოდეს რეზოლუცია 1123/1997-ს მიიღო 180 ხმა, 14 წინააღმდეგი იყო, ხოლო 40-მა თავი შეიკავა; დეპუტატთა პალატის 2000 წლის 28 ივნისის სესია,in Journal Offucuel no.100/2000.-----

კანონმდებლობასთან, ევროპის ადამიანის უფლებათა კონვენციასთან და ევროსაბჭოს რეკომენდაციებთან. 2000 წლის 13 სექტემბერს, რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა, სენატორებს და დეპუტატებს პატრიარქის მიერ ხელმოწერილი მიმართვა გაუგზავნა და მის შესახებ პრესკონფერენციაც გამართა. ეკლესიის ხელმძღვანელებმა გამოთქვეს “ღრმა მწუხარება დეპუტატთა პალატის მიერ მე-200 მუხლის გაუქმების გამო” და გამოხატეს “დიდი შეშფოთება სენატში მომავალი დებატების თაობაზე ამ პრობლემასთან დაკავშირებით”.მოსახლეობის უმრავლესობის სახელით, ეკლესია პარლამენტარებისაგან ითხოვს “ხმა არ მისცენ, ისეთ კანონს, რომელიც ეწინააღმდეგება ქრისტიანულ მორალს, ბუნების კანონს, ოჯახის ღირსებასა და დანიშნულებას”. 1994 წლის მიმართვა მოითხოვდა მე-200 მუხლის შენარჩუნებას, რომლის მიხედვითაც ჰომოსექსუალური ურთიერთობები ყოველთვის დასჯადი იყო, მაშინაც კი, როდესაც ადგილი ჰქონდა, არასაჯაროდ, ნებაყოფილობით, სრულწლოვან პიროვნებებს შორის (50), 2000 წლის მიმართვაში ჩანს პოზიციების გარკვეული შერბილება: “ეკლესია თქვენ არ გთხოვთ ისეთი კანონების მიღებას, რომლებიც დასჯიდნენ ამ არაბუნებრივ ცოდვაში ჩავარდნილ ადამიანებს. (...) იმავდროულად, ჩვენ აუცილებლად ვთვლით სამართლებრივი სანქციების მიღებას ამ პრაქტიკის პროპაგანდის წინააღმდეგ, იქნება ეს განხორციელებული საჯარო მანიფესტაციებით, მედიისა თუ ამ მიზნის მქონე სხვა ინსტიტუციების გამოყენებით”. პრესკონფერენციაზეც იგივე იდეებს გამოთქვამდნენ: საპატრიარქოს პრესცენტრის ხელმძღვანელმა, მღვდელმა კონსტანტინე სტოიკამ (Constantin Stoica) განაცხადა, რომ “ეკლესიას არ უნდოდა ჰომოსექსუალების ციხეში ჩასმა, მაგრამ იგი ეწინააღმდეგებოდა მათი პროპაგანდის გავრცელებას(51) ”. თავის მხრივ მთავარეპისკპოსმა კასიანემ (Casian) ხაზი გაუსვა ჰომოსექსუალიზმის ბიწიერებას: “მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს, რომ ჰომსექსუალიზმი არის ცოდვა, რომელიც ეწინააღმდეგება რელიგიას, ოჯახს, საზოგადოების იმ ღირებულებებს, რომელთაც იცავს ჩვენი ეკლესია(52) ”. მთავრობის მიერ მე-200 მუხლის გაუქმებამდე რამდენიმე თვით ადრე, 2001 წლის მაისში, ეკლესიამ კვლავ

Page 19: ჰომოფობია - ჰომოსექსუალ(ებ)(იზმ)ის შიში

წამოჭრა ეს პრობლემა: გამოიყენა რა პრეზიდენტ იონ ილიესკუს დასწრება სადღესასწაულო წირვაზე, პატრიარქმა თეოქტისტემ განაცხადა, რომ “არ შეიძლება ბუნების საწინააღმდეგო ქმედების ლეგალიზაცია”.ეკლესიის დემარშებს ემატება მისი სატელიტური ორგანიზაციების აქციები (მაგ. რუმინეთის მართმადიდებელ ქრისტიან სტუდენტთა ასოციაცია – ASCOR ) ან სხვა დამოუკიდებელი ნაციონალისტური და ექსტრემისტული ასოციაციების მანიფესტაციები, რომლებიც მართლმადიდებლური სარწმუნოების სახელით მოქმედებენ. ეს ასოციაციები იმავე არგუმენტებით მანიპულირებენ, რომლებსაც ეკლესია იყენებს. აღსანიშნავია, რომ ეკლესია არასოდეს დისტანცირებულა მათი ქმედებებისა და განცხადებებისაგან (მაგ. Nea Dreapta – ახალი მემარჯვენეები (53) ).

-----50 “… მე-200 მუხლის მხოლოდ ამჟამინდელი ფორმა დაიცავს ჩვენს მოქალაქეებს ამ არაბუნებრივი ბიწიერების გავრცელებისაგან” წერდა პატრიარქი პრეზიდენტს და პარლამენტარებს.51 Central Europe Online, 13.09.2000.52 იგივე .53 დაარსდა 2000 წლის დასაწყისში, ორგანიზაცია თავის მთავარ მიზნად აცხადებდა მე-200 მუხლის გაუქმებისა და აგრეთვე “სექტების პროზელიტიზმის” და “ბოშების პრობლემის” წინააღმდეგ ბრძოლას. რუმინეთში ნაციონალისტური და ექსტრემისტული ორგანიზაციებისა და მათი მართლმადიდებელ ეკლესიასთან ურთიერთობის შესახებ იხ. გაბრიელ ანდრეესკუ (Gabriel Andreescu), ექსტრემიზმის მემარჯვენე ფრთა რუმინეთში (Right-Wing Extremism in Romania), Centrul de Resurse pentru diversitate culturala, Cluj, 2003. -----

რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიისა და სხვა სტუდენტური ორგანიზაციების დახმარებით, ASCOR-მა დაიწყო ხელმოწერების შეგროვება სახალხო კანონპროექტის მხარდასაჭერად, რომელიც ჰომოსექსუალიზმს კრიმინალად გამოცხადებდა იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტი საწინააღმდეგო კანონს მიიღებდა. ASCOR-ს იმჟამად შეშფოთების მიზეზი არ ჰქონდა, რადგან 1994 წლის ოქტომბერში დეპუტატთა პალატამ მე-200 მუხლი უცვლელად დატოვა და სისხლის სამართლის კოდექსის რეფორმაზე საერთოდ უარი თქვა. მიუხედავად იმისა, რომ რუმინეთმა 1994 წლის 6 ივნისს მოახდინა ადამიანის უფლებათა კონვენციის რატიფიცირება. ამ ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ აქციათა შორის არის რუმინეთში პირველი საჯარო დისკუსია ჰომოსექსუალიზმის შესახებ, რომელიც 1995 წლის 19 იანვარს გაიმართა. დისკუსიაში მონაწილეობდნენ ღვთისმეტყველები, იურისტები, სოციოლოგები და მედიკოსები(54) . წაკითხული მოხსენებები ASCOR-მა თავისი ხარჯით გამოსცა ბროშურად Homosexualitatea: propaganda a degenerarii umane (ჰომოსექსუალიზმი: ადამიანის დეგენერაციის პროპაგანდა). ბროშურაში წარმოდგენილია სხვა და სხვა პერსპექტივა – რელიგიური, სამართლებრივი, სამედიცინო, სოციოლოგიური, სამოქალაქოც კი –ჰომოსექსუალიზმის შესახებ. ყველანი ამ მოვლენას აცხადებენ ამორალურად და ნეგატიური შედეგების მომტანად ადამიანური ცხოვრების ყველა დონეზე. გამოცემაში დაბეჭდილია პატრიარქის პარლამენტარებისადმი 1994 წლის მიმართვა, მას ემატება ახალი ღია წერილი მღვდელმთავრების, დეკანოზებისა და სხვა და სხვა ქრისტიანული ასოციაციების ხელმოწერებით. ეს წერილი 1995 წლის მაისში გაეგზავნათ პრეზიდენტ იონ ილიესკუს, სენატორებს და დეპუტატებს(55) . გარდა ამისა, ახალი

Page 20: ჰომოფობია - ჰომოსექსუალ(ებ)(იზმ)ის შიში

მემარჯვენეები ეკლესიის პოზიციას ჰომოსექსუალიზმის შესახებ უფრო რადიკალურ ფორმას ანიჭებენ და სენატის შენობის წინ მანიფესტაციებს აწყობენ მთავრობის მიერ ჰომოსექსუალური კავშირების ლეგალიზაციის წინააღმდეგ, იმ მიზნით, რომ “მოახდინონ ინდივიდის ხელახალი განსულიერება (sic) და გაეროვნებულობა (sic), რუმინელი ერის გადასარჩენად და მის ღმერთთან შესარიგებლად”. ვიდრე ვნახავდეთ, თუ როგორ აისახება ეს აქციები პოლიტიკაზე და რა როლს თამაშობს ეკლესია საჯარო სივრცეში, ერთი საკითხი მოითხოვს განხილვას – ეკლესიის პოზიციის ამბივალენტურობა და ორმაგი სტანდარტები. მთელი განსახილველი პერიოდის განმავლობაში ეკლესიის წარმომადგენელთა დისკურსმა ევოლუცია მხოლოდ ორმაგი სტანდარტების მხრივ განიცადა: ზოგჯერ სასულიერო პირები აბსოლუტურად ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს აკეთებდნენ. თუ დასაწყისში ნათელი იყო, რომ მათ მე-200 მუხლის არანაირი ცვლილება არ სურდათ, ბოლოს, პოზიციის კონცენტრირება “საჯარო პროპაგანდისა და პროზელიტიზმის (sic)” აკრძალვაზე მოხდა. ჩვეულევრივ, განცხადებების უმრავლესობა არანაირად არ ჯდება კარტეზიანული ლოგიკის ჩარჩოებში. აი, მრავლისმეტყველი მაგალითი: “ბოლოს

-----54 სინამდვილეში ეს მოვლენა დისკუსია არ იყო, რადგან საწინააღმდეგო აზრი არ იყო წარმოდგენილი. ყველა მონაწილე აცხადებდა, რომ ჰომოსექსუალიზმი არანორმალური, ამორალური და პათოლოგიური მოვლენაა: “ამორალური და სამარცხვინი აქტი”, “ნამდვილი გარყვნილება”, “ავადმყოფობა”, “არანორმალური ვნება”, “გადახრა”, “ცოდვა’, “პიროვნების ღირსების შეურაცხყოფა”, “კრიმინალი”, “ფსიქოლოგიური დარღვევა”, “თანამედრვე პათოლოგია”, “საზოგადოებისათვის დამღუპველი ქცევა”... დასკვნა ნათელია: საჭიროა ჰომოსექსუალიზმის გავრცელებისათვის ხელის შეშლა, რადგან იგი ემუქრება ჩვენი ცივილიზაციის საფუძვლებს. 55 ბროშურა წლების განმავლობაში ვრცელდებოდა უფასოდ, 2000 წელსაც კი, საგანმანათლებლო ორგანიზაციების გამოფენაზე, სადაც ASCOR-ს თავისი სტენდი ჰქონდა.-----

და ბოლოს აუცილებელია განვმარტოთ, რომ ჩვენი პოზიცია, ჩვენი ეკლესიის პოზიცია სულიერი და მორალურია. იურიდიული თვალსაზრისით ჩვენ ტოლერანტობას ვემხრობით. ჩვენ თანაუგრძნობთ ამ ძმებს და მათ ტანჯვას, გულწრფელად გვინდა, რომ დავეხმაროთ და ვლოცულობთ მათთვის. მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ შეგვიძლია მხარი დავუჭიროთ, ბოროტების, ცოდვის ლეგალიზაციას(56) ” (ხაზგასმა ჩვენია). ჰომოსექსუალიზმის შესახებ მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიციები ნათელია, მაგრამ არ შეიძლება მათი უფრო ღრმა მნიშვნელობის იგნორირება რუმინეთის ევროპაში ინტეგრაციის საერთო პროცეში. ეკლესია უყოყმანოდ უჭერს მხარს რუმინეთის ინტეგრაციას ევროპულ ოჯახში: “როგორც ეკლესია, კულტურა და სარწმუნოება, ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ იმ პერიოდიდან, როდიდანაც ვარსებობთ ისტორიაში, როგორც ქრისტიანი ერი...” განაცხადა პატრიარქმა(57) . მეორეს მხრივ, ჰომოსექსუალიზმის დეკრიმინალიზაციის საწინააღმდეგო არგუმენტები დიამტერალურად განსხვავდებიან ამ განცხადებისაგან: “რაში გვჭირდება კონსტიტუციის მიერ მართლმადიდებელი ეკლესიის მოსახლეობის უმრავლესობის ეკლესიად აღიარება, როცა მთავრობა წარმართულ ევროკავშირში გვაწევრიანებს?(58) ”. თუ გადავლახავთ თავდაპირველ

Page 21: ჰომოფობია - ჰომოსექსუალ(ებ)(იზმ)ის შიში

წინააღმდეგობრიობას, მაშინ ამ ბრძოლაში მობილიზებული არგუმენტების ფონზე დავინახავთ ევროპის მომავლის მართლმადიდებლურ კონცეპციას: საქმე ეხება რწმენას და იმედს იმის შესახებ, რომ დიდი ევროპის მომავალი ქრისტიანული იქნება. ამ პერსპექტივაში ევროპას დასჭირდება ქრისტიანული, მათ შორის რუმინულ-მართლმადიდებლური ღირებულებები, რადგან ევროპული პროექტის სტაბილურობა და წარმატება მის ქრისტიანულ საფუძველზეა დამოკიდებული: “თუ დადასტურებულია, რომ ევროპისათვის ძალიან მნიშვნელოვალია გაერთიანება ეკონომიკურ სფეროში, არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ მან დაიბრუნოს თავისი პირველადი ქრისტიანული სული, რათა ჰქონდეს მომავალი (59)”. მართალია ეს იდეა ნათელად არ არის წარმოჩენილი სასულიერო პირთა დისკურსში; ხანდახან ისინი რჩებიან წინააღმდეგობრივ პოზიციებზე და აქედან გამომდინარეობს ევროპის იდეის უარყოფა, რადგან იგი განძარცულია სულიერებისაგან: “ევროპა, რომელში ინტეგრაციისკენაც მოგვიწოდებენ, არის მხოლოდ ეკონომიკურ და პოლიტიკურ კრიტერიუმებზე დაშენებული ევროპა, მას სულიერებისა და კულტურის კვალიც არ ეტყობა, რელიგიაზე საუბარიც არ არის (60)”.

-----56 პროფესორი დრ. მღვდელი კონსტანტინე გალერიუ (Constantin Galeriu), “ჰომოსექსუალიზმის მართლმადიდებლურ-ქრისტიანული თვალთახედვა”, ნიკოდიმ მანდიტას (Nicodim Mandita) წიგნიდან გაქცევა სოდომიდან და გომორიდან ანუ როგორ გადავურჩეთ ბიწიერების ჯოჯოხეთს (Fuga din Sodoma si Gomora sau cum sa iesim din iadul desfranarilor), Agapis, 2003. 57 Pe treptele slujirii crestine (პატრიარქის ქადაქებათა კრებული), vol.8, p.352, 1996 წლის 19 აპრილის ქადაგება.

58 ანტიქრისტე (Antihrist), ათონის წმინდა მთა (Sfântul Munte Athosს), 1993.59 ციტატა პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლედან, Vestitorul Ortodoxiei (მართლმადიდებლობის მაცნე), XII, 1 აპრილი, 2000.60 მიტროპოლიტი ბართლომეუ ანანია (Bartlomeu Anania), ციტ. ლუჩიან დობრატერის (Lucian Dobrater) სტატიიდან “ევროპა არ გვაიძულებს მივიღოთ ჰომოსექსუალიზმი, ელექტრონიკა, ნარკოტიკები, აბორტები, გენური ინჟინერია (Europa ne propopune sa acceptam homosexualitate, electronica, droguri, avorturi, inginerie genetica”, ყოველდღიური გაზეთი Evenimentul Zilei 16.04.1998. ანანია დასძენს: “აზრი არა აქვს ევროპაში გაწევრიანებას ან მისკენ ლტოლვას. ისტორიულად, გეოგრაფიულად, კულტურულად და რელიგიურად რუმინეთი ყოველთვის ევროპა იყო. უფრო მეტიც, ჩვენი კულტურისა და ცივილიზაციის მიხედვით ევროპასთან შედარებით ძალიან დაწინაურებული ვიყავით [...]. დაგლახაკებული ევროპა, სულგამოცლილი, ეს ყველაზე დიდი საშინელებაა. ევროპა გვაიძულებს მივიღოთ სექსი, ჰომოსექსუალიზმი, ბიწიერება, ნარკოტიკები, აბორტები...”. ------

სახელმწიფო თავისთვის, ეკლესია თავისთვის? (61)

რუმინეთის მარლთმადიდებელი ეკლესია თავის მიზნად წარმოაჩენს, რომ “სახელმწიფოს მოქალაქეები ღვთის სასუფევლის მოქალაქეებად აქციოს და საზოგადო სიკეთეს ემსახუროს”. იგი ცდილობს საზოგადოებაში დაამკვიდროს ქრისტიანული მორალის ნორმები, როგორც მტკიცე და ხელშეუხებელი ღირებულებები და კანონმდებლებს მოუწოდებს მათით იხელმძღვანელონ, რათა არ დაზიანდეს რუმინელი ერის მორალური ჯანმრთელობა. თავის მხრივ კანონდებლები გულგრილნი არ რჩებიან ეკლესიის მოწოდებების მიმართ;

Page 22: ჰომოფობია - ჰომოსექსუალ(ებ)(იზმ)ის შიში

როდესაც მთავრობის მიერ შეტანილი სისხლის სამართლის კოდექსის რეფორმის კანონპროექტის შედეგად, პარლამენტის ორივე პალატის დღის წესრიგში დგება მე-200 მუხლის საკითხი, დისკუსიებში ჩანს ეკლესიის წარმომადგენელთა პოზიციების გამოძახილი და გამოიყენება ეკლესიის ანალოგიური არგუმენტები(62) . რუმინეთის კონსტიტუცია(63) რელიგიის თავისუფლებასა და რელიგიური ორგანიზაციების სახელმწიფოსაგან დამოუკიდებლობას აცხადებს. კონსტიტუცია ამბობს: “აზრის და შეხედულების თავისუფლების, აგრთვე რელიგიის თავისუფლების შეზღუდვა არანაირი ფორმით არ შეიძლება. არავინ არ შეიძლება იქნეს იძულებული თავისი მსოფლმხედველობის საწინააღმდეგოდ მიიღოს რაიმე შეხედულება ან ირწმუნოს რაიმე რელიგია” (29.1). “რელიგიური ორგანიზაციები თავისუფალნი არიან და მათი მოწყობა ხდება მათივე საკუთარი წესდების მიხედვით კანონით დადგენილ პირობებში” (29.3) და “რელიგიური ორგანიზაციები სახელმწიფოსაგან დამოუკიდებელნი არიან” (29.5). თუმცა ციტირებული საკანონმდებლო ტექსტი არ შეიცავს უფრო დეტალურ დისპოზიციებს სახელმწიფოსა და ეკლესიის ურთიერთობის შესახებ. მართლმადიდებელი ეკლესია, ადასტურებს რა თავის დამოუკიდებლობას სახელმწიფოსაგან, იმავდროულად ხაზს უსვამს “სიმფონიას” სულიერ და მიწიერ სფეროებს შორის და გამოკვეთს იმ გარემოებას, რომ რელიგიური და პოლიტიკური ხელისუფლებები ერთმანეთს ავსებენ. ეკლესია ფორმალურად კი აღიარებს პარლამენტს, როგორც წარმომადგენლობით პოლიტიკურ ინსტიტუციას და ქვეყნის ერთადერთ საკანონმდებლო ორგანოს, მაგრამ ცდილობს “წვლილი’ შეიტანოს საკანონმდებლო პროცესში და მის “შედეგიან” წარმართვაში, განსაკუთრებით კი განახორციელოს კონტროლი რათა პარლამენტმა “სწორი” გადაწყვეტილებები მიიღოს. თავის მხრივ, პარლამენტიც დიდ ადგილს უთმობს ეკლესიის შეხედულებებს და მის რჩევებს მხოლოდ იშვიათად, კულუარებში აკრიტიკებს. მე-200 მუხლის რეფორმის შესახებ დისკუსიების მიმდინარეობისას ეკლესიამ ჩამოაყალიბა თავისი არგუმენტები დეპუტატებისადმი გაგზავნილ

------61 ჟან-პოლ სკოტის (Jan-Paul Scot) ნაშრომის სახელმწიფო თავისთვის, ეკლესია თავისთვის: 1905 წლის კანონმდებლობის გაგებისათვის (L’Etat chez lui, L’Eglise chez elle: comprendre la loi de 1905), Paris, Seuil, 2005, სათაურის პარაფრაზი.62 “ჩვენ მივიღეთ პატრიარქ თეოქტისტეს მიერ ხელმოწერილი რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართვა, იგი, ქრისტიანობის სახელით, გვთხოვს უცვლელად შევინარჩუნოდ მე-200 მუხლი”, აღნიშნა დეპუტატთა პალატაში თავის გამოსვლაში დეპუტატმა რაზვან დობრესკუმ (Rasvan Dobrescu) 1994 წლის 25 ოქტომბერს (Journal Officiel No.219/1994). 63 1989 წლის შემდეგ პირველი კონსტიტუცია 1990 წლის 21 ნოემბერს იქნა მიღებული. 2003 წელს 429/2003 ძალით კონსტიტუციაში ცვლილებები განხორციელდა. რელიგიის თავისუფლებას ორივე ვერსიაში 29-ე მუხლი ეხება (Journal Officiel No. . 767/2003). ------

მიმართვებში, ფაქტიურად ანალოგიურია მრავალი პარლამენტარის პოზიციაც. პოლიტიკოსები გამოკვეთენ რელიგიურ არგუმენტს და აცხადებენ, რომ დასავლეთის ძალზედ სეკულარიზებული ქვეყნებისაგან განსხვავებით, მართლმადიდებლურ-ქრისტიანულ მორალს განსაკუთრებული ადგილი უკავია რუმინულ საზოგადოებაში; დისკუსიებიდან გამომდინარე მთავარი იდეის მიხედვით, ზოგიერთი რუმინელი პოლიტიკოსისათვის ჰომოსექსუალიზმი

Page 23: ჰომოფობია - ჰომოსექსუალ(ებ)(იზმ)ის შიში

აბსოლუტურად უცხო მოვლენაა, რომელსაც არავითარი კავშირი არა აქვს რუმინელ ერთან, უფრო მეტიც რუმინელი ჰომოსექსუალები არ არსებობენ. რუმინელი ერი ჯანმრთელი ერია, რასაც უზრუნველყოფს მისი მთავარი თვისება – მართლმადიდებლობა, ამიტომ ჰომოსექსუალიზმი “უცხოთაგან” მოსული რამაა, და გარეგანი გავლენის შედეგს წარმოადგენს. ქრისტიანული მორალი, რომელიც მკაფიოდ უარყოფს ასეთი ტიპის ურთიერთობებს, რუმინელ ერს ანიჭებს განსაკუთრებულობას და მისი იგნორირება შეუძლებელია. ევროპაში ინტეგრაცია შესაძლებელია მხოლოდ ამ განსაკუთრებულობის შენარჩუნებით, რომელიც მხედველობაში მიღებული და პატივცემული უნდა იქნეს. მაგალითისათვის ვნახოთ დებატების სტენოგრამები, რომელში მონაწილე სხვადასხვა პოლიტიკური შეფერილობის პარლამენტარებს – აგრარული, ქრისტიანული, თვით სოციალ-დემოკრატიული თუ ლიბერალური პარტიების წარმომადგენლებს - ერთნაირი დამოკიდებულება აქვთ ქრისტიანული ღირებულებების მიმართ:ტეიუ პაუნესკუ (Teiu Paunescu), სენატორი – რუმინეთის სოციალ-დემოკრატიული პარტია (რსდპ): “რუმინელები ქრისტიანი ერია; უმრავლესობა მართლმადიდებლები არიან. ვფიქრიბ ჩვენი ქრისტიანული მორალი გვიკრძალავს კანონის ასეთი ცვლილების მიღებას (64)”.იონ კოჟა (Ion Coja), სენატორი - რუმინეთის აგრარულ-დემოკრატიული პარტია (რადპ): “განსახილველი საკითხი ეხება ქრისტიანულ სარწმუნოებას და ქრისტიანულ მორალს. [...] ჩვენ ჯანსაღი ერი ვართ. ჩვენ გვჭირდება მე-200 მუხლი, რათა ჯანსაღი დავრჩეთ და მკაფიოდ განვაცხადოთ, რომ არ დავუტევებთ ჩვენ საკუთარ მეობას. Uუბრალოდ არ ღირს, რომ დავუტევოთ ჩვენი საკუთარი თავი (65) ”.პეტრე ტურლეა (Petre Turlea), სენატორი - რუმინეთის ეროვნული ერთიანობის პარტია (რეეპ): “ამგვარი ლიბერალიზაცია ეწინააღმდეგება რუმინელი ერის მორალს, ეს მორალი კი ევროპულ ერთიანობაში რუმინელი ერის ინდივიდუალურობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს [...] ეს ლიბერალიზაცია იქნება რუმინელი ერის არსებობისათვის ზიანის მიყენება (66) ”.გეორგე კატუნეანუ (Gheorghe Catuneanu), დეპუტატი – ეროვნულ-ლიბერალური პარტია (ელპ): “ჩვენ ჯანსაღი ერი ვართ” ან “ჩვენ არ გვქონია ასეთი ურთიერთობების პრაქტიკა, ჩვენ არ ვიცით ეს რა არის(67)” .Pპეტრუ დუგულესკუ (Petru Dugulescu), დეპუტატი – ქრისტიან-დემოკრატ გლეხთა ეროვნული პარტია (ქდგეპ): “მე ძალიან კარგად ვიცი, რომ ვიმყოფებით პოსტ-რევოლუციური კანონდებლობის შემუშავების პროცესში და ამიტომ ვცდილობთ ვისწავლოთ ევროპის მაგალითზე [...] მაგრამ ევროპა, ხომ პოსტ-ქრისტიანულია ბატონებო! [...] ბიბლია ამბობს, რომ სიწმინდე განამტკიცებს ერს, ხალხს; სამაგიეროდ, ცოდვა ეს ერის სირცხვილია (68)”.

-----64 1993 წლის 9 ნოემბრის სესია, Journal Officiel No.216/1993.65 იგივე.66 1997 წლის 7 სექტემბრის სენატის სესია, Journal Officiel No.147/1995.67 1993 წლის 10 ნოემბრის სესია, Journal Officiel No.218/1993.68 1994 წლის 13 ოქტომბრის სესია, Journal Officiel No.208/1994.-----

მირჩეა ჩიუმარა (Mircea Ciumara), დეპუტატი – ქდგეპ: “ევროსაბჭოს ყოველი ერის მორალური ტრადიციის დაცვაზე აქვს პრეტენზია [...] უკვე ორიათასი წელია ეს ქრისტიანული ეკლესია ჩვენ გვაძლევს ეროვნულობას; საჭიროა დავემორჩილოთ ჩვენი რუმინელი ერის მართლმადიდებელი ეკლესიის სწავლებას(69) ”.

Page 24: ჰომოფობია - ჰომოსექსუალ(ებ)(იზმ)ის შიში

ემილ ტეოდორ პოპესკუ (Emil Teodor Popescu), დეპუტატი – ქდგეპ: “ერის სიჯანსაღე დამოკიდებულია განსახილველი პრობლების დაბალანსებულ გადაჭრაზე. ჩვენ ვიმყოფებით დაშვებულისა და აკრძალულის ზღვარზე: ერთის მხრივ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა, კონსტიტუცია; მეორეს მხრივ ერის სიჯანსაღე. ამ ყველაფერზე ვიფიქროთ და არა მაინც და მაინც ევროპაზე!(70) ”.პოლიტიკოსებმა კარგად იციან ხალხის ეკლესიისადმი დიდი ნდობის შესახებ, ამიტომაც ცდილობენ გაამართლონ მოსახლეობის მოლოდინი, არ მიიღონ არაპოპულარული, გადაწყვეტილებები და ამით საფრთხე არ შეუქმნან ამომრჩევლების მათდამი ნდობას. ამ მხრივ უმაღლესი ევროპული ფორუმებიდან მოსულ რეკომენდაციებს პოლიტიკოსებისათვის მნიშვნელობა არა აქვთ.დეპუტატი იონ კოჟა, რადპ, აცხადებს: “მინდა გამოვთქვა ნამდვილი რადპ-ული, ნამდვილი გლეხური პოზიცია: სისხლის სამართლის კოდექსის რეფორმის შესახებ, უფრო დასავლეთით განლაგებული ევროპული ქვეყნებიდან მიღებულ რეკომენდაციებს, სერიოზული ყურადღება არ უნდა მივაქციოთ. ბატონებო! ყურადღება უნდა მიექცეს რუმინული საზოგადოების დამოკიდებულებას ამ რეკომენდაციებისადმი. თუ რეკომენდაციებს სერიოზულად მივიღებთ მთელი ქვეყანა დაგვცინებს! (71) ”.გეორგე დუმიტრასკუ (Gheorghe Dumitrascu), რსდპ: “აღნიშნული პრობლემა ისეთია, რომ მისი განხილვა არც ჩვენ შეგვიძლია და ამ თემაზე საუბარი არც ამომრჩევლებთან შეიძლება, თორემ ისინი აქედან ყველას გაგვყრიან (72) ”.თავის მხრივ დეპუტატი ვალერიუ შუიანი (Valeriu Suian), რეეპ, აცხადებს: “წარმოიდგინეთ რომ ამ საკითხზე რეფერენდუმი ჩატარდა, მოსახლეობის 99,9 % ხომ წინააღმდეგი იქნება. [...] ჩვენ უნდა ვაჩვენოთ, რომ ხალხის წარმომადგენლები ვართ (73) ”.რეფერენდუმის საკითხს მხოლოდ დებატებში გამოყენებული არგუმენტის მნიშვნელობა არ ჰქონდა. ეს თემა ფართოდ მუსირებდა ჰომოსექსუალიზმის დეკრიმინალიზაციასთან დაკავშირებით. მისი მნიშვნელობა კიდევ უფრო გაიზარდა, როდესაც იუსტიციის მინისტრმა განაცხადა: “ვიცი, რომ შეიძლება მრავალი შოკირებული დარჩეს, მაგრამ ჩემი პირადი აზრით, ისეთ ქვეყანაში, როგორც ჩვენია, [რუმინეთის მართლმადიდებელი] ეკლესიის წინააღმდეგობისა და აღნიშნულ საკითხზე გამართული მძაფრი დისკუსიების გათვალიწინებით, მე, რეფერენდუმის გარდა, სხვა გამოსავალს ვერ ვხედავ (74) ”.მოყვანილი ციტატების მიხედვით ორი დასკვნის გაკეთება შეგვიძლია: ერთის მხრივ პოლიტიკოსების უმრავლესობის გამონათქვამები, მათ პირად პოზიციებს წარმოადგენენ. როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, ჰომოსექსუალიზმის

-----69 იგივე.

70 იგივე.

71 1993 წლის 2 ნოემბრის სესია, Journal Officiel No. 208/1993.72 1993 წლის 9 ნოემბრის სესია, Journal Officiel No. 216/1993.73 იგივე.

74 იუსტიციის მინისტრის როდიჩა სტანოიუს (Rodica Stanoiu) დეკლარაცია, 21.12.2000, Radio Pro FM Bucarest.-----

საკითხზე პარტიების შიგნით კონსენსუსი ვერ იქნა მიღწეული; ამ საკითხზე

Page 25: ჰომოფობია - ჰომოსექსუალ(ებ)(იზმ)ის შიში

პარტიული ხაზის შემუშავება არ ფუნქციონირებს, როგორც სტრატეგია სხვა პარტიებთან მოლაპარაკებისას. რადგან ზოგიერთ პარტიას საერთო-პარტიული პოზიცია არა აქვს, აგრეთვე ზოგიერთი პარლამენტარის აზრით, პარტიული პოზიციები ყოველთვის საკმარისად დამაჯერებელი არ არის. მეორეს მხრივ, ნათელია, რომ ჰომოსექსუალიზმის პრობლემა ეროვნულ ინტერესებში შემავალ საკითხად ჩაითვალა. რეფერენდუმის ჩატარების უფლებას კონსტიტუცია მხოლოდ იმ პრობლემებზე იძლევა, რომლებიც ეროვნულ ინტერესებს ეხებიან (75) (ხაზგასმა ჩვენია). აქ ჩვენ ვხედავთ რელიგიურ არგუმენტს, რომელიც ჰომოსექსუალიზმს ერის წინაშე ჩადენილ დანაშაულთან აიგივებს. რაც შეეხება ხელისუფლების წარმომადგენლებს, იმ განცხადებებშიც, რომლებშიც ისინი პირდაპირ არ იშველიებენ ქრისტიანულ მორალს, მათი კონცეპციების საფუძველს მაინც ეკლესიის არგუმენტები წარმოადგენს. ეს ყველაფერი საშუალებას გვაძლევს რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია გავლენიან პროტაგონისტად ჩავთვალოდ, რომელიც რუმინეთში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს ჰომოსექსუალიზმის შესახებ წარმოებულ დებატებში (76) ; მორალური კონსერვატიზმი და ეკლესიის გავლენა მიეკუთვნებიან იმ ფაქტორთა რიცხვს, რომელთაც დააბრკოლეს რეფორმა, ხოლო მართლმადიდებლობასა და ეროვნებას გაიგივება მნიშვნელოვანი ბარიერი იყო მე-200 მუხლის გაუქმების პროცესში. თუმცა ყოველგვარი ნაჩქარევი განზოგადება მიუღებელია და ამ ორ ინსტიტუციას შორის ურთიერთობა, დემოკრატიზაციისა და ევროპაში ინტეგრაციის პროცესის კონტექსტში, უფრო კომპლექსური ჩანს ვიდრე “ბიზანტიური სიმფონიის” კლასიკური დოქტრინის მიხედვით.

დასკვნა

ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ მართლმადიდებელი ეკლესიის მობილიზაციამ ნათელყო, თუ როგორი მოუწყობელია პოლიტიკისა და რელიგიის ურთიერთობა, რომელსაც შესაბამისი ფორმა ჯერაც ვერ მიუღია რუმინეთში. ეკლესიის სახელმწიფოსაგან გამოყოფა, სეკულარიზაცია – ამ ასპექტებმა რუმინულ საზოგადოებაში საბოლოო ადგილი ვერ დაიმკვიდრეს. ეკლესიისა და

-----75 რუმინეთის კონსტიტუციის 90-ე მუხლი: “რუმინეთის პრეზიდენტს, პარლამენტთან კონსულტაციის შემდეგ, უფლება აქვს სთხოვის მოსახლეობას, რეფერენდუმის ფორმით საკუთარი ნების გამოხატვა ეროვნულ ინტერესებში შემავალ პრობლემაზე”.76 ამ შეხედულების დამადასტურებელი მრავალი იდეა ვრცელდება, რომელთა მიხედვითაც ეკლესიას დიდი “დამსახურება” მიუძღვის, რადგან ყოველგვარი მანიფესტაციების გარეშე მოახერხა ჰომოსექსუალიზმის დეკრიმინალიზაციის დაბრკოლება. მაგ. “... პარლამენტი დიდხანს ცდილობდა მე-200 მუხლის გაუქმებას, მაგრამ ეკლესიის მძაფრი წინააღმდეგობის გამო ეს მხოლოდ 2001 წლის სექტემბერში მოახერხა...” წერს იულიანა კონოვიჩი (Iuliana Conovici) სტატიაში “რუმინული მართლმადიდებლობა და თანამედროვეობა. რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ოფიციალური განცხადებები 1989 წლის შემდეგ (L’orthodoxie roumaine et la modernité. Le discours officiel de l’Eglise Orthodoxe Roumaine après 1989)”, in Studia politica. Romania Political Science Review, vol. IV, No. 2/2004, p.396. 2004 წლის 4 მაისს Accept ჯგუფმა მოაწყო საჯარო დებატები სახელწოდებით: ““Despre noi, minoritatile sexuale in Romania (ჩვენს შესახებ. სექსუალური უმცირესობები რუმინეთში)”. დებატებზე მიიწვიეს მღვდელი აურელიანე

Page 26: ჰომოფობია - ჰომოსექსუალ(ებ)(იზმ)ის შიში

(Aურელიან), რომელმაც უპასუხა: “1996 წლამდე პარლამენტმა ვერ მოახერხა ამ კანონპროექტის განხილვა, ეს მხოლოდ მღვდლისა და სენატორის ნეკულაი სიმეონ ტატუს (Neculai Simeon Tatu) წყალობით მოხდა, მისი გარდაცვალების შემდეგ კი დრო იხელთეს...”. აგრეთვე, ჰომოფობიის ლექსიკონში (Dictionnaire de l’homophobie) მოთავსებულ სტატიაში “მართლმადიდებლობა”, ნიკოლა პლანი (Nicolas Plagne) აღნიშნავს: “რუმინეთის ეკლესიის ზეწოლის გამო პარლამენტმა არასრულად გააუქმა ევროპის მიერ დაგმობილი დისპოზიციები”, პ. 299.-----

სახელმწიფოს ურთიერთობას ორმხრივი ინსტრუმენტალიზაცია შეიძლება ეწოდოს: ერთის მხრივ, ეკლესია ერთვება პოლიტიკურ პროცესში და წარმოადგენს პოლიტიკურ დიალოგში პარტნიორს, უფრო სწორად “ძალაუფლებიან პარტნიორს(77) ”. ის ცდილობს ხელისუფლებასთან მიმართებაში შეინარჩუნოს თავისი პრივილეგირებული სტატუსი, სწორედ ამისთვის გამოიყენა ჰომოსექსუალიზმის დეკრიმინალიზაციის პრობლემა. თუმცა სხვა შემთხვევების გახსენებაც შეიძლება: ეკლესიამ წარმატებული კამპანია აწარმოა სახელმწიფოს მიერ ბერძნული-კათოლიკური ეკლესიისათვის კომუნისტური პერიოდში ჩამორთმეული ქონების რესტუტუციის წინააღმდეგ; ხელი შეუშალა ჩაუშესკუს უშიშროების სამსახურის (Securietate) თანამშრომელი სასულიერო პირების დოსიეების გამოქვეყნებას. მეორეს მხრივ, სახელმწიფო პოლიტიკურ ინსტრუმენტად იყენებს რელიგიას და ამ ქმედებას ქრისტიანულ-მორალური არგუმენტებით ამართლებს. რელიგია ეფექტური იარაღია საარჩევნო კამპანიების დროს. თუმცა პოლიტიკოსები ეკლესიას ყველაფერში არ უწევენ ანგარიშს და ტოტალურ თანამშრომლობას არა აქვს ადგილი. როგორც ვნახეთ, მართალია საპარლამენტო გამოსვლები ქრისტიანულ-მორალური სულისკვეთებითაა გაჟღენთილი, მაგრამ ეკლესიამ მაინც ვერ მოიგო ბრძოლა ჰომოსექსუალიზმის წინააღმდეგ. დეპუტატთა პალატამ გააუქმა მე-200 მუხლი და უფრო მეტიც, მთავრობამ იტვირთა რეფორმაზე პასუხისმგებლობა. რეფორმის ისტორიის განმარტების ჩვენეული ჰიპოთეზის მიხედვით, ეკლესია თავის გავლენას ახორციელებდა უფრო მეტად რუმინული საზოგადოებისათვის და განსაკუთრებით კი პოლიტიკური კორპუსისათვის დამახასიათებელი მორალური კონსერვატიზმის გამოყენებით, ვიდრე კონკრეტული აქციებით. ეს კი საბოლოდ აღმოჩნდა ჩარევა საკანონმდებლო პროცესსა და დემოკრატიული სახელმწიფოს ფუნქციონირებაში. კიდევ ერთ მაგალითს, რომელიც ნათელყოფს, რომ ეკლესიის გავლენასაც აქვს საზღვარი, წარმოადგენს კანონპროექტი რელიგიური ორგანიზაციების შესახებ: ეკლესია ცდილობდა “ეროვნული ეკლესიის” სამართლებრივი სტატუსი მოეპოვებინა და ამ მიზნით რამდენიმე კანონპროექტიც წარადგინა, მაგრამ ყველა მისი ინიციატივა უარყოფილი იქნა. ის ფაქტი, რომ 1989 წლის შემდეგ ეკლესია სულ უფრო მეტი ძალაუფლების მოხვეჭას ცდილობს, დადასტურებას არ საჭიროებს; მაგრამ მიაღწია მან საბოლოო გამარჯვებას? ჩვენი პასუხი ნეგატიურია. ზოგჯერ პოლიტიკური ხელისუფლება მას თავის სამსახურში აყენებს, ზოგჯერ ეკლესიას თავისი გააქვს, მაგრამ ჩვენ შორსა ვართ ისეთი სიტუაციისაგან, როდესაც ეკლესიასა და სახელმწიფოს შორის ჰარმონიული ურთიერთობაა და ისინი ერთმანეთთან თანამშრომლობენ საზოგადოების პრობლემების მოსაგვარებლად.ჩვენს ნაშრომში განხილული პერიოდის განმავლობაში, რუმინეთში, სულიერმა და მიწიერმა სფეროებმა ვერ მოახერხეს თანამშრომლობა ქიშპობის გარეშე. 1993 წლიდან 2001 წლამდე(78) ჰომოსექსუალიზმი იყო ის თემა, რომლის გამოყენებითაც ეკლესია საკუთარ თავის ამკვიდრებდა როგორც მორალისა და

Page 27: ჰომოფობია - ჰომოსექსუალ(ებ)(იზმ)ის შიში

-----77“power sharing partener”” ტერმინი ეკუთვნის გაბრიელ ანდრეესკუს, იხ. მისი სტატია Biserica Ortodoxa romana ca actor al integrarii europene (რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც ევროპული ინტეგრაციის მონაწილე), ელექტრონული ვერსია, 2002: “რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესია გახდა ქვეყნის მმართველი პოლიტიკური ძალების ძალაუფლებიანი პარტნიორი”. 78 ნაშრომი არ განიხილავს ეკლესიის პოზიციას მე-200 მუხლის გაუქმების შემდეგ, თუმცა ეს უაღრესად საინტერესო თემაა: ეკლესიამ ბრძოლა გააგრძელა, თუ, როგორც აბორტების პრობლემის შემთხვევაში, ჩრდილში დარჩა და უფრო მომგებიანი საკითხი მოძებნა?-----

ეროვნული იდენტურობის დამცველი. მით უმეტეს, რომ ჰომოსექსუალიზმი წარმოჩნდებოდა როგორც გარეგანი, გახრწნილი და გარყვნილი დასავლეთის სეკულარული და ათეისტური საზოგადოებების ზეგავლენის შედეგი. ევროპეიზაცია, რომლისკენაც მტკიცედ მიდის ქვეყანა აღმოჩნდა საშიში გზა და მასზე სიარული დიდი სიფრთხილით გვმართებს. ამ კონტექსტში ჩანს აღნიშნული განწყობების შედეგები სახელმწიფოს შიგნით, კერძოდ ნაციონალისტების მძაფრი წინააღმდეგობა ევროპული ინტეგრაციის პოლიტიკის მიმართ. ეკლესია კი იყენებს ძველ ინსტრუმენტებს: ნაციონალიზმს და კოლექტიურ იდენტურობას. კომუნისტურ ეპოქაში წინწამოწეული ნაციონალისტური დისკურსი, გარდამავალ პერიოდშიც ეფექტური აღმოჩნდა. ამგვარი არგუმენტების გამოყენებით ეკლესია ნათლად ადასტურებს თავის ოპოზიციას პლურალიზმის, ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების, დემოკრატიის ევროპული კრიტერიუმების მიმართ. ამ კონტექსტში კი განცხადებები სარწმუნოებით გაერთიანებული, ქრისტიანული ევროპისაკენ ლტოლვის შესახებ, წარმოჩნდება, როგორც მართლმადიდებლური სულის ერთი ლამაზი ილუზია და მეტი არაფერი...

ეკლესია, ადამიანის უფლებები და ჰომოსექსუალობა (ბასილ კობახიძე)ჟურნალი ,, მე "

ქვეყანაში ჰომოფობიის ხარისხზე გავლენას ახდენს არა მხოლოდ ტრადიციული იდეოლოგიისა და დომინანტური რელიგიის დამოკიდებელობა სექსუალობის მიმართ რეპრესიულობის თვალსაზრისით, არამედ კონკრეტული რელიგიური ინსტიტუტების ოფიციალური პოზიცია და მისი ცალკეული წარმომადგენელთა საჯარო გამოსვლები. სამომავლოდ რელიგიისა და სექსუალობის თემას ჟურნალის ცალკე ნომერს დავუთმობთ, რადგან თემა საკმაოდ მოცულობითია, ამჟამად კი ჩვენი საუბრის თემა ეკლესიის, როგორც სოციალური ინსტიტუტის ჰომოფობიური პოლიტიკის პრობლემასა და მიზეზებს შეეხება. ჩვენი რუბრიკის სტუმარი ამჟამად ბ-ნი ვასილ კობახიძეა, რომელსაც არაერთი სტატია აქვს გამოქვეყნებული საეკლესიო-საზოგადოებრივი პრობლემების შესახებ.

მე: პოლიტიკოსებისა და ცალკეული სასულიერო პირების უკიდურესად აგრესიული განცხადებების ფონზე, რომლებიც ხშირად შეიცავს უშუალო მოწოდებებს ძალადობრივი მოქმედებისაკენ, საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიცია უფრო ფრთხილი და თავშეკავებულია. თუმცა, შინაარსობრივად ნაკლებად ჰომოფობიური როდია. საპატრიარქოს მიერ გაკეთებული განცხადებები, სულ მცირე, უშუალო წინააღმდეგობაში მოდის

Page 28: ჰომოფობია - ჰომოსექსუალ(ებ)(იზმ)ის შიში

ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან, როგორიცაა თვითგამოხატვის თავისუფლება, შეკრების თავისუფლება და სხვ., რომელიც კონსტიტუციითაა გარანტირებული. საქართველოში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე რამდენად შესაძლებლად გეჩვენებათ ამ საკითხზე ეკლესიის პოზიციასა და ადამიანის უფლებებს შორის გარკვეული კომპრომისის მოძებნა?

ვასილ კობახიძე: თვითონ ადამიანის უფლებების გაგება მართლმადიდებლური ეკლესიებისათვის ახალი საკითხია. რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, რომელიც მათ შორის იდეოლოგიურად ყველაზე აქტიურია, უკვე შეიმუშავა მართლმადიდებლური კონცეფცია ადამიანის უფლებების შესახებ, რომელშიც მოცემულია აბსოლუტურად აბსურდული იდეები იმის შესახებ რომ ადამიანის უფლებებზე უფრო პრიორიტეტულია მისი მოვალეობები, რომ ადამიანი და პიროვნება კი არ არის უზენაესი ღირებულება, არამედ სამშობლო, სიწმინდეები და ა.შ ჩვენი სასულიერო პირების ცალკეული საჯარო გამოსვლებს თუ დავეყრდნობით, გამოდის, რომ ადამიანს უფლებები საერთოდ არა აქვს, აქვს მხოლოდ მოვალეობები.დღევანდელ დღეს მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიცია, როგორც საზოგადოებრივი ინსტიტუციისა, საკმაოდ შორს დგას მართლმადიდებლური თეოლოგიის მსოფლმხედველობისაგან. ეს შეუსაბამობა რელიეფურად ვლინდება ადამიანის უფლებების სისტემასთან დაკავშირებით, ჰომოსექსუალებისა და სხვადასხვა უმცირესობებთან მიმართებაში. რუმინელი ავტორის, სინზიანა ანდრეა კარსტოჩეას1 ((Sinziana Andrea Carstocea) http://lib.ge/body_text.php?5423 კვლევამ დიდი შთაბეჭდილება მიახდინა ჩემზე, რადგან რუმინეთის ეკლესიის მიმართებას ეხება ჰომოსექსუალობის საკითხთან (თუმცა, ტექსტში გაანალიზებულია სახელმწიფო ინსტიტუტების პოზიციაც). სიტუაცია იმდენად ჰგავს ჩვენთან არსებულ მდგომარეობას, რომ საკმარისია შეცვალოთ სიტყვა “რუმინეთი” “საქართველოთი” და იფიქრებთ, რომ ავტორი ჩვენთან არსებულ პრობლემებს აანალიზებს. რუმინეთის გარდა, ეს ტენდენცია მკვეთრადაა გამოხატული სხვა ქრისტიანული აღმოსავლეთის ქვეყნებშიც (რუსეთი, სერბეთი და ა.შ.) ვგულისხმობ ყველაზე დევნილი, დაჩაგრული უმცირესობების ხარჯზე საკუთარი ძალაუფლების განმტკიცების პროცესს, რის შესახებაც ჩვენს საზოგადოებაში ხმას არავინ იღებს და მათ შორის, არც ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები. შარშან დაგეგმილ აქციას “ყველა განსხვავებული, ყველა თანასწორი”, რომელშიც სხვადასხვა უმცირესობის წარმომადგენლებს უნდა მიეღოთ მონაწილეობა, საკმაოდ აგრესიული რეაქცია მოჰყვა ჩოხაში გამოწკეპილი საზოგადო მოღვაწეებისა და პოლიტიკოსებისაგან. იყო უშუალო მოწოდებები ძალადობისაკენ და მუქარა. საკუთარი პოზიცია საქართველოს საპატრიარქომაც დააფიქსირა. მაშინ, როცა საჭირო იყო, ორგანიზაციებმა, ვინც ვალდებული იყო ხმა აემაღლებინა ამის წინააღმდეგ, თავი შეიკავა. ეს იმის მიმანიშნებელია, რომ ჩვენთან სამოქალაქო საზოგადოება ჯერ კიდევ არაა ჩამოყალიბებული. დისკუსიისა და დიალოგის დაწყება ამ თემაზე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ოღონდ ეს ისეთმა ჯგუფმა უნდა დაიწყოს, როგორც რუმინეთშია და ეს გარკვეულ სამოქალაქო თვითგანწირვას გულისხმობს.ამასთან დაკავშირებით, საინტერესოა კიდევ ერთი ფაქტი. მაშინ მინდოდა განცხადების გაკეთება, მაგრამ ჩვენ იზოლაციაში ვართ და ტრიბუნა არ გვეძლევა სამწუხაროდ. ამიტომ, მსვლელობაში მონაწილე რელიგიური უმცირესობის წარმომადგენლებს შევთავაზე, რომ ერთობლივი განცხადება გაგვეკეთებინა. მათ მიპასუხეს, რომ თავადაც აღშფოთებულები იყვნენ, ჰომოსექსუალთა მონაწილეობით ამ მსვლელობაში, რომ მათ არაფერი აქვთ საერთო ჰომოსექსუალობასთან და ამ საკითხთან მიმართებაში ჩოხოსნების და

Page 29: ჰომოფობია - ჰომოსექსუალ(ებ)(იზმ)ის შიში

საპატრიარქოს პოზიციას იზიარებდნენ. საინტერესო ისაა, რომ მათი უმრავლესობა ქართველი კი არა, ევროპელი იყო. აღმოჩნდა, რომ ჩვენს რეალობაში დასავლურმა ფასეულობებმა უკანა პლანზე გადაინაცვლა და ისინი სრულად იზიარებენ იმ პრიციპებს, რომლითაც ჩვენი საზოგადოება ფუნქციონირებს. იდეოლოგიურად ტოტალიტარული საზოგადოება, რომელიც უფრო ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩამოყალიბდა, მნიშვნელოვანწილად განსაზღვრავს ნეგატიურ დაამოკიდებულებას ჰომოსექსუალთა მიმართ. მით უმეტეს, როცა ეს რელიგიაზე დაფუძნებული იდეოლოგიაა. აქ ერთი მნიშვნელოვანი მომენტია. მართლმადიდებლურ თეოლოგიაში ძალიან საშიშ პიროვნებად ითვლება ნეოფიტი, ახლადმოქცეული ადამიანი, რომელიც “ჭეშმარიტებაში” დგას და მოვალეობად თვლის ჭკუა ასწავლოს ყველას. პოსტსაბჭოთა ტიპის ნეოფიტი შეიძლება შევადაროთ 20-იანი წლების კომკავშირელს, რომელსაც ასევე გულწრფელად სწამდა საკუთარი სიმართლის, როცა აბეზღებდა მამას ვთქვათ, თეთრგვარდიელებთან კავშირის გამო. ჩვენი საზოგადოება ახლა არის რელიგიური ნეოფიტი. სამწუხაროდ, ჩვენი საზოგადოების დიდი ნაწილი მართლა იზიარებს სახელმწიფო იდეოლოგიად გაფორმებულ მართლმადიდებლურ-ეთნონაციონალისტურ მითოლოგიას. მედია საშუალებების მეშვეობით და სახელმწიფოს ხელშეწყობით ეკლესია ცდილობს ეს იდეოლოგია საზოგადოების რაც შეიძლება დიდ ნაწილს მოახვიოს თავს. ეკლესია ამკვიდრებს შეხედულებას ბიოლოგიაზე, ისტორიაზე, მორალზე და ბუნებრივია, მოიაზრებს რა თავის წევრებად მთელ საზოგადოებას, მათ სექსუალურ ცხოვრებასაც ის ხელმძღვანელობს. სხვა საკითხია აქვს თუ არა მას ამის უფლება მართლმადიდებლური თეოლოგიის მიხედვით. მე ვსაუბრობ მოცემულობაზე, როცა ხდება ეკლესიური ადამიანის დამონება და მანქურთიზაცია. ასეთ პირობებში სექსუალური ცხოვრების რეგულაცია კი არა, დილით კბილების გამოხეხვაც კი მოძღვართან შეთანხმებით უნდა მოხდეს.

მე: სხვა კონფესიებმა მეტ-ნკლებად შეიცვალეს დამოკიდებულება ჰომოსექსუალობის საკითხის მიმართ. ეს ერთი მხრივ, შესაძლოა უკავშირდებოდეს სექსოლოგიის, როგორც მეცნიერების განვითარებას და შესაბამისად, ადამიანის სექსუალობის ბუნების უფრო ღრმა მეცნიერულ გაგებას. მეორე მხრივ, მნიშვნელოვანია ისიც, რომ სხვა კონფესიების წარმომადგენლები უფრო ღია არიან საჯარო დებატებისა და კამათისათვის. როგორ ფიქრობთ, რამდენად განაპირობებს მართლმადიდებლური ეკლესიის აგრესიულ პოლიტიკაზე ის ფაქტი, რომ პრაქტიკულად ეკლესია მთლიანად ახდენს დისკურსის მონოპოლიზაციას და არ ტოვებს თავისუფალ სივრცეს ამ საკითხებზე საჯარო დებატებისათვის.

ვ.კ.: მსოფლიოში ყველაზე მეტი დისკუსია ამ საკითხთან დაკავშირებით ანგლიკანურ ეკლესიაში ხდება და არა მხოლოდ ბრიტანეთში, არამედ ავსტრალიასა და ამერიკის ეპისკოპალურ ეკლესიაშიც. ლიბერალური დამოკიდებულების თვალსაზრისით გამოიჩევიან სკანდინავიის ქვეყნების ლუთერული ეკლესიებიც. ამის გამოDრუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ურთიერთობაც კი შეწყვითა დანიის ლუთერულ ეკლესიასთან.როცა ამ საკითხზე ვსაუბრობთ, აუცილებლად უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისაგან ორი რამ. ერთია, როცა ვსაუბრობთ იმაზე, თუ რომელიმე კონკრეტულმა ეკლესიამ, რა უმრავლესობის ეკლესიასაც არ უნდა წარმოადგენდეს ის, უნდა მოახვიოს თუ არა თავზე სეკულარულ საზოგადოებას თავზე საკუთარი შეხედულებები სხვადასხვა ბერკეტების გამოყენებით და მეორეა ქრისტიანი ჰომოსექსუალის პრობლემა ეკლესიის წიაღში. აქ შემოდის თეოლოგიური

Page 30: ჰომოფობია - ჰომოსექსუალ(ებ)(იზმ)ის შიში

მომენტები და ეს დებატების საგანია. საინტერესოა, რომ ერთ-ერთ ბოლო ენციკლიკაში იოანე პავლე II აღიარებს ჰომოსექსუალი ადამიანის არსებობას, თუმცა უკრძალავს სქესობრივ ცხოვრებას. გარკვეულწილად, ეს ლეგიტიმაციაც წინ გადადგმული ნაბიჯია. ეპისკოპალურ ეკლესიაში არიან პასტორები, რომლებიც ღიად აღიარებენ ჰომოსექსუალობას. აქ შემოდის ძალიან საინტერესო საკითხი. რუსეთის მართლმადიდებლურმა ეკლესიამ, რომლის იდეოლოგიური ფილიალსაც წარმოადგენს ჩვენი ეკლესია, დაგმო მათი არსებობის ფაქტი. მათ განცხადებაში ხაზგასმულია, რომ აღმაშფოთებელია, რომ სასულიერო პირი საჯაროდ აღიარებს საკუთარ ორიენტაციას. რუსეთის ეკლესიამ პრაქტიკულად დაგმო არა ჰომოსექსუალობა, არამედ მისი საჯაროდ აღიარება (открытость). სწორედ ეს ღიაობა, გახსნილობა ეწინააღმდეგება მათ მორალურ სისტემას, თორემ ყველამ იცის, რომ იერარქიულ სისტემაშიც არიან ჰომოსექსუალები. უბრალოდ, ისინი უფრო მეტად არიან ტრამვირებული და დეკლარირების დონეზე აგრესიული ჰომოფობიით გამოირჩევიან. გამონაკლისს არც საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესია წარმოადგენს. 1983 წელს სინოდმა ორი მიტროპოლიტი და ერთი არქიმანდრიტი განკვეთა ჰომოსექსუალობის გამო. თუმცა, ეს საკითხი არასოდეს ქცეულა განხილვის საგნად. განსხვავებით კათოლიკური ეკლესიისაგან, რომელსაც აქვს მაგისტერიუმი, რაც ნიშნავს, რომ ყველა საკითხზე აზრი უკვე ჩამოყალიბებულია, სტრუქტურიზებულია და ამგვარად ისწავლება, თეორიულად მართლმადიდებლურ ეკლესიაში არსებობს სივრცე დიალოგისა და დისკუსიებისათვის, თუმცა ამ მხრივ პირველი ნაბიჯები ჯერ კიდევ გადასადგმელია.

მე: თუ იმ რეაქციის მიხედვით ვიმსჯელებთ, რაც პაკო ტაბატაძის საჯარო აღიარებასა და ამის ნიადაგზე სატელევიზიო შოუდან მის გაძევებას მოჰყვა, ეკლესიისათვის მთავარ პრობლემას საჯარო სივრცეში ასეთი ადამიანების გამოჩენა და ამ საკითხებზე ღია საუბარი ქმნის, რაც ავტომატურად ცოდვის პროპაგანდა აღიქმება.აგრესიულ დამოკიდებულებას და ზიზღს ჰომოსექსუალთა მიმართ ჩვენს საზოგადოებაში დიდწილად განსაზღვრავს საპატრიარქოს მიერ დეკლარირებული იდეოლოგია, თუმცა ეს ყოფით კულტურაშიცაა ფესვგადგმული, რადგან ფეოდალურ-ტრადიციულ საზოგადოებაში უმცირესობების ხარჯზე ხდება საკუთარი იდენტობის დამტკიცება - იქნება ეს სხვაგვარად მოაზროვნეები, ბავშვები, ქალები თუ ჰომოსექსუალები. პაკო ტაბატაძის შემთხვევაში საპატრიარქო კულუარულად ჩაერია. პირდაპირ ტელევიზიაში კი არ დარეკეს, არამედ პოლიტიკური ხელმძღვანელობის მეშვეობით მიაღწიეს მის გამოძევებას გადაცემიდან. რუმინეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პოზიციის მსგავსად, ჰომოსექსუალობა მხოლოდ ღმერთის საწინააღმდეგო ქცევა კი არაა, არამედ ერის მტრობასაც ნიშნავს. “ერისა და სახელმწიფოს მტრებით” კი უშიშროება უნდა დაკავდეს და იგივე მეთოდები გამოიყენოს, რასაც ჩეკა იყენებდა. იგივე პოზიცია აქვს ეკლესიას არამართლმადიდებელთა მიმართაც. ამდენად მე ვფიქრობ, აქ საუბარია არა მხოლოდ საჯარო სივრცეში გამოჩენა/არგამოჩენაზე, არამედ თვითონ არსებობაზე. მეორე მხრივ, ჰომოფობიის თვალსაზრისით საქართველო გამონაკლისი არაა და ჰომოსექსუალთა მიმართ აგრესიული დამოკიდებულება ბევრ ქვეყანაში შეიმჩნევა. სწორედ ამიტომ, ერთ-ერთ ინტერვიუში (მაშინ სასულიერო პირი ვიყავი) ვთქვი, რომ ჰომოსექსუალთა უფლებების პირველი დამცველი, როგორც დევნილი და მარგინალიზებული უმცირესობისა უნდა იყვნენ ქრისტიანები. სწორედ ეკლესია უნდა იცავდეს მათ პოლიტიკური რადიკალებისა და საზოგადოების აგრესიულად განწყობილი ნაწილისაგან.

Page 31: ჰომოფობია - ჰომოსექსუალ(ებ)(იზმ)ის შიში

_______________________________

1. სინზიანა ანდრეა კარსტოჩეა. რელიგია, მორალი და პოლიტიკა. რუმინეთის მართლმადიდებლური ეკლესია ჰომოსექსუალიზმის წინაშე. მოხსენება წარმოდგენილი იყო კონფერენციაზე: “ევროპული საჯარო სივრცე და რელიგია”. 16-17.02.2006, მონსი, ბელგია.

(ესაუბრა ეკა აღდგომელაშვილი)