შიდა პლანეტები 3

12
პპპპპპპპპ პპპპპპპპ პპპპპ პპპპპპპპპ პპპპპპპპპპპპპპპპპ VI პპპპპ 2014პ

description

შიდა პლანეტები

Transcript of შიდა პლანეტები 3

Page 1: შიდა პლანეტები 3

პლანეტები პედაგოგი თამარ გელაშვილი

ბუნებისმეტყველება

VI კლასი

2014წ

Page 2: შიდა პლანეტები 3

მერკური

Page 3: შიდა პლანეტები 3

მერკურიმერკური — მზესთან ყველაზე ახლოს მდებარე პლანეტაა.

ის ასევე ყველაზე პატარაა და მისი ორბიტა ყველაზე ექსცენტრიულია მთელ რვა პლანეტას შორის.

რომაული ღმერთის - მერკურის სახელწოდება აქვს. მერკური ღმერთების შიკრიკი, მედიატორი იყო.

მერკურის ზედაპირი ძალიან კრატერიანია და გარეგნობით დედამიწის მთვარეს ძალიან ჰგავს. ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ მერკური მილიარდობით წლების განმავლობაში გეოლოგიურად არააქტიური იყო.

მერკურზე არ არის წყალი, არ არსებობს ატმოსფერო, არ ქრის ქარი. დღე ძალიან ცხელია. დღისით ტემპერატურა + 4900C- ია, ხოლო ღამით საშინლად ყინავს და თემპერატურა -1700C - ია. მერკური საკუთარი ღერძის გარშემო ძალიან ნელა ბრუნავს. აქ დღეები და ღამეები ძალიან გრძელია.

Page 4: შიდა პლანეტები 3

ვენერა

Page 5: შიდა პლანეტები 3

ვენერა ვენერა (ძვ. ქართული სახელწოდება ასპიროზი[5]

, მთიები, ხარიპარია, ცისკრის ვარსკვლავი) — მეორე პლანეტაა მზიდან და მას ხშირად დედამიწის დობილს უწოდებენ, ვინაიდან ორივე ციური სხეული ერთმანეთს საკმაოდ ემსგავსება სიდიდითა და შემადგენლობით. პლანეტას რომაელი სიყვარულის ქალღმერთის ვენერას სახელი ჰქვია.

ზოგიერთი ასტრონომი იყენებს ზედსართავს "სითერიული", რომელიც მომდინარეობს "სითერეა"-დან, ძველ ბერძნულ მითოლოგიაში აფროდიტეს ალტერნატიული სახელი.

ვენერა იმდენად ნათელი და კაშკაშა პლანეტაა, რომ ხშირად ამოუცნობი მფრინავი ობიექტი, “მფრინავი თეფში” ჰგონიათ. პლანეტების უმრავლესობა თავისი ღერძის გარშემო დასავლეთიდან აღმოსავლეთისაკენ ბრუნავს. ვენერა, კი მათგან განსხვავებიტ თავისი ღერძის გარშემო პირუკუ ტრიალებს. ვენერა კლდოვანი პლანეტაა. მისი ზედაპირი ასობით ვულკანით, კრატერითა და ლავით არის დაფარული. ვენერას სხვადასხვა დროს სხვადასხვა კოსმოსური სადგური მიუახლოვდა, მაგრამ პლანეტის სიმხურვალის გამო მალევე დაიწვა, თუმცა გარკვეული ინფორმაციის დედამიწაზე გადმოცემა მაინც მოასწრო.

Page 6: შიდა პლანეტები 3

დედამიწა

Page 7: შიდა პლანეტები 3

დედამიწადედამიწა მზის სიტემაში სიდიდით მეხუთე პანეტაა. სხვა

პლანეტებიდან, რომ შეგვეძლოს გადმოხედვა , იგი მკაფიო კაშკაშა ვარსკვლავად გამოჩნდება. დედამიწა ერთადერთი პლანეტაა მზის სისტემაში , რომელზეც ცოცხალი ორგანიზმების სიცოცხლისათვის საჭირო პირობებია. მისი ასაკი 4,6 მილიარდი წელია. დედამიწა სფეროსებრი ციური სხეულია, თუმცა ბურთივით იდეალურად მრგვალი არ არის, პოლუსებთან ოდნავ შებრტყელებულია.

დედამიწა მზისგან 149,6 მლნ. კმ-ითაა დაშორებული მზისგან.

დედამიწის ზედაპირის უდიდესი ნაწილი წყალს უკავია. მეცნიერები წყალს სხვა პლანეტებზეც ეძებენ.

დედამიწას სუნთქვისათვის საჭირო ჰაერის გარსი - ატმოსფერო აკრავს. დედამიწის ატმოსფეროში ბევრად მეტი ჟანგბადია , ვიდრე სხვა პლანეტის ატმოსფეროს ჟანგბადი. ჯანგბადი კი სიცოცხლის წყაროა.

Page 8: შიდა პლანეტები 3

დედამიწის ფართობი 510 მილიონი კმ-ია. დედამიწის სიდიდეს დიდი მნიშვნელობა აქვს . სწორედ მისი მასა განსაზღვრავს მის მიზიდულობის ძალას, რომლითაც იგი ატმოსფეროს და თავის ბუნებრივ თანამგზავრს მთვარეს იკავებს.

მთვარე დედამიწის ერთადერთი ბუნებრივი თანამგზავრია - დედამიწის გარშემო ბრუნავს. ზომით იგი 4 -ჯერ პატარაა დედამიწაზე, ხოლო მასით 84-ჯერ. მთვარეს ატმოსფერო არ გააჩნია.

მთვარის ზედაპირი უზარმაზარი ღრმულებით - “ოკეანეებითა” და “ზღვებითაა “ დაფარული. მათზე მრავლადაა კრატერებიც. ზოგჯერ სავსემთვარეობისას დედამიწა მთვარე სა და მზეს შორის მოექცევა ხოლმე. დედამიწა მზის სხივებს ეფარება და მთვარის დაბნელება ხდება. მთვარის დაბნელება უფრო დიდხანს გრძელდება, ვიდრე მზის დაბნელება. , რადგან დედამიწას ბევრად მეტი ჩრდილი აქვს.

მთვარ ე ერთადერთი ციური სხეულია, რომლის ზედაპირზე ადამიანმა ფეხი დაადგა.

Page 9: შიდა პლანეტები 3

მარსი

Page 10: შიდა პლანეტები 3

მარსი მარსი (ძვ. ქართული სახელწოდება მარიხი[4]) — მეოთხე

პლანეტა სიშორით მზის სისტემაში. მას რომაული ომის ღმერთის მარსის სახელი ჰქვია (არესი ბერძნულ მითოლოგიაში). მას მეტსახელად ”წითელი პლანეტა” ჰქვია დედამიწიდან, ღამის ცაზე, მისი შეფერილობის გამო. მას ორი თანამგზავრი ჰყავს - ფობოსი და დეიმოსი - მცირე და უსწორმასწორო ზედაპირის მქონე სხეულები, შესაძლოა მარსის გრავიტაციაში მოქცეული ასტეროიდები იყოს.

მარსი ყველაზე მეტად ჰგავს დედამიწას, თუმცა მასზე 2-ჯერ პატარაა. იგი ნათლად მოცანს, რადგან მისი ზედაპირი რკინის ჟანგით არის დაფარული. მარსზე მრავალი ჩამქრალი ვულკანი და კრატერია. აქ მდებარეობს მთა ოლიმპი, რომელიც ყველაზე მაღალი მთაა მზის სიტემაში. მისი სიმაღლე 28 კმ-ია. 2020 წელს ამერიკელების მიერ დაგეგმილია მარსზე ექსპედიციის მოწყობა.

Page 11: შიდა პლანეტები 3

პრეზენტაციაზე:მუშაობდნენ

გიორგი პაპაშვილისაბა ლეჟავა

ნიკა ჯოღერდიშვილილაშა წიკლაურიმარიამ სურმავა

Page 12: შიდა პლანეტები 3

დასასრული

გმადლობთ ყურადღებისთვის