წმინდა ილია მართალი

Post on 02-Jul-2015

689 views 8 download

description

წმინდა ილია მართალი, ილია ჭავჭავაძის ცხოვრების დეტალები

Transcript of წმინდა ილია მართალი

წმი და ი ლი ა მარ თ ალი( ი ლი ა გ რ ი გ ოლი ს ძე ჭავჭავაძე )

ილიამ სწავლა ჯერ თბილისის კერძო პანსიონში, შემდგომ კი-კეთილშობილთა გიმნაზიაში განაგრძო.

ადრე საქართველოში უმაღლესი სასწავლებლები არ იყო და ამიტომ, ვისაც სწავლის გაგრძელება უნდოდა, რუსეთში უნდა წასულიყო.

ილიაც დაადგა შორეულ გზას რუსეთისაკენ.

სწორედ ამ დროს დაიწერა მისი ცნობილი ლექსი ,,ყვარლის მთებს’’, რომლითაც ილია სამშობლოს ოთხი წლით ემშვიდობებოდა:

,,სამშობლო მთებო, თქვენი შვილი განებებთ თავსა,მაგრამ თქვენს ხსოვნას ვერ მივცემ მე დავიწყებასა:თქვენ ჩემთან ივლით განუყრელად ვით ჩემი გული,თქვენთან, ჰე მთებო, ბუნებითა შეუღლებული!’’

ილია იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაირიცხა. მან იცოდა, რომ სამშობლოს განათლებული ადამიანები სჭირდებოდა. ამიტომ დაუღალავად შრომობდა, ბევრს მეცადინეობდა, კითხულობდა.

მან თავის გარშემო შემოიკრიბა პეტერბურგში მყოფი ქართველები, რომლებიც მასავით ცოდნის გასაღრმავებლად ჩასულიყვნენ იქ. ისინი ერთად ფიქრობდნენ საქართველოს მომავალზე და იმაზე, თუ რითი შესძლებდნენ დახმარებოდნენ სამშობლოს.

სწავლის დასრულების შემდეგ ილია სამშობლოში დაბრუნდა.

ოთხი წლის განმავლობაში მას ძალიან ენატრებოდა სამშობლო და თავისი გრძნობები და ემოციები აღწერა ნაწარმოებში ,,მგზავრის წერილები’’.

ილიას ძალიან ბევრი რამის გაკეთება სურდა. საქართველო იმ დროს მეტად მძიმე მდგომარეობაშიიყო, არ არსებობდა ქართული სკოლები. იმ სკოლებშიკი, რომლებიც მაშინ საქართველოში იყო, მხოლოდრუსულად ასწავლიდნენ.

ილიამ და მისმა მეგობრებმა დააარსეს „ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება“, რომელიც სრულიად უსასყიდლოდ ასწავლიდა ხალხს წერა-კითხვას, ურიგებდა წიგნებს. . ბევრმა ადამიანმა წერა-კითხვა არ იცოდა.

ილია ჭავჭავაძის მონდომებით დაარსდა ასევე ქართული ჟურნალი, რომელსაც „საქართველოს მოამბე“ ერქვა. მასში გამოჩენილი ქართველი მწერლების ლექსები, მოთხრობები, პოემები, წერილები იბეჭდებოდა.

არ ყოფილა დღე და წუთი, ილიას საქართველოზე არ ეფიქროს. საჭირო იყო ერის გამოღვიძება, მართალი სიტყვის თქმა... ილიაც არ ერიდებოდა მხილებას.1877 წელს მან დააარსა

გაზეთი ,,ივერია’’, რომელიც ვრცლად და ფართოდ ასახავდა ხალხისა და ქვეყნის ყოველდღიური ცხოვრების მთავარ და საარსებო პრობლემებს, მათი გადაჭრის გზებს.

„ივერიამ“ განსაკუთრებული როლი შეასრულა ქართული მწერლობის განვითარების საქმეში. მასთან თანამშრომლობდნენ:აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, ვაჟა-ფშაველა, ალექსანდრე ყაზბეგი, ნიკო ლომოური, ეკატერინე გაბაშვილი, სოფრომ მგალობლიშვილი, სტეფანე ჭრელაშვილი და სხვა მწერლები.

ილია ჭავჭავაძე ასევე აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ პოლიტიკურ და ლიტერატურულ გაზეთ ,,დროებასთან’’.

ჯერ კიდევ თავისი მოღვაწეობის დასაწყისში განაცხადა ილია მართალმა:

„სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა, სარწმუნოება. თუ ამათაც არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავსცემთ შთამომავლობას?’’

მან დაგვიტოვა უამრავი ლექსი, პოემა, მოთხრობა, წერილი, რომელთა ერთადერთი ტკივილი და საზრუნავი საქართველო და მისი მომავალი იყო, მათში ილიამ დაგვისახა გზა, რომლითაც უნდა ვიაროთ, თუ გვინდა, ჩვენი სამშობლო ძლიერი, თავისუფალი და გაბრწყინებული იყოს.

1907 წლის 30 აგვისტოს თბილისიდან საგურამოს მიმავალი ეტლი, რომელშიც ილია და მისი მეუღლე ოლღა გურამიშვილი იმყოფებოდნენ, წიწამურის ტყესთან შედგა. თოფის გრიალმა შეძრა დიდებული გარემო. ილია ზეზე წამოიჭრა: „შესდექით, უბედურნო, ილია ვარ!!!“ - დაიძახა, მაგრამ ტყვიამ გაუჩერა ქრისტესა და სამშობლოს სიყვარულით აღვსილი გული.

ეს საშინელი ამბავი ელვასავით მოედო სრულიად საქართველოს. გლოვითა და ტირილით აივსო სახლები. ილიას ხომ ყველა ერის მამად, უგვირგვინო მეფედ თვლიდა. „საქართველო დაობლდაო“, ასე შეაფასეს მაშინდელმა ქართველებმა ილიას სიკვდილი.

გასვენებაზე ქუჩები გაჭედილი იყო ხალხით, ყველას სურდა, უკანასკნელი პატივი მიეგო სათაყვანო მამულიშვილისთვის.

ქართველმა ერმა თავისი მოწიწება და სიყვარული იმით გამოხატა, რომ ილიას ნეშტი თბილისის ერთ-ერთ უწმინდეს ადგილას – მთაწმინდაზე დაკრძალა.

ილიამ კი სიცოცხლეშივე შეუნდო თავის მკვლელებს ცნობილი ლექსით „ლოცვა“:

„მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა,მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა;არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა,არ მინდა, ამით შეურაცხვყო მე ლოცვა წმიდა…არამედ მსურს მე, განმინათლდეს ცით ჩემი სული,შენგან ნამცნების სიყვარულით აღმენთოს გული,რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან,გთხოვდე: „შეუნდე, არ იციან, ღმერთო, რას იქმან!“

წიწამური. აქ მოკლეს ილია ჭავჭავაძე

ილიას ძეგლი წიწამურში

ილიას სახლ-მუზეუმი საგურამოში

ილია ჭავჭავაძე და მისი მეუღლე ოლღა გურამიშვილი

წმიდა ილია მართლის სახელობის ტაძარი საგურამოში

ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი ყვარელში

ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ-მემორიალური მუზეუმი თბილისში

ილია და აკაკი