Download - Telavi Series-#9

Transcript
Page 1: Telavi Series-#9

#9, marti, 2011

Telavuri seriebi

Page 2: Telavi Series-#9

Cveni radioFM 103.8

Cveni r

adio

Tqv

eni

ganw

yobi

sTvi

s

uaxlesi informacia

CarTe da usmine

FM 103.8

sayvareli hitebiaxali kompoziciebi

Telavuri seriebi 1

Page 3: Telavi Series-#9

Telavis socialuri qseli

www. Telaveli. ge

Telavi internetSi

Telavuri seriebi 2

Page 4: Telavi Series-#9

redaqtorisagan

giorgi beJaniSvili

Telavuri seriebi 3

გამარჯობა!

სასიამოვნოა კიდევ ერთხელ შეხვედრა თქვენთან, ჩვენო ვირტუალურო და რაც მთავარია ერთგულო მკითხველო!

ქალბატონებს მარტის განვლილ დღესასწაულებს მოგილოცავთ!

მეცხრე ნომერი თქვენს წინაშეა! აღარ შევჩერდები სტატისტიკაზე, ვინაიდან ის კვლავ სტაბილურად 800 მკითხველზეა გაყინული, რაც მე პირადად როგორც რედაქტორს ცოტა მაშინებს, მაგრამ ამასთანავე მახარებს, ვინაიდან დღევანდელ დროში ასეთი სტაბილურობა ალბათ ჩვენი ჟურნალისთვის, რომელიც არც ბეჭდურადაა და თან ენთუზიასტთა ამალა ამზადებს საუკეთესო ვარიანტი თუ არა, ერთ - ერთი კარგი ვარიანტი მაინცაა!

ცვლილებების შესახებ მოგახსენებთ ორი სიტყვით და ზემოთ ნახსენებ სტაბილურობას ცოტა ეჭვის ქვეშაც დავაყენებ. გულწრფელად რომ ვთქვათ, მცირედი პრობლემებია დროულად გამოსვლასთან, რუბრიკების შენარჩუნებასა და

ავტორთა მიმართებაში.

დრო, ერთ – ერთი ყველაზე ძვირფასი რამ თითოეული ჩვენთაგანისათვის დაუნდობლად გარბის და ჩვენ - გუნდი, რომელიც რეალურად სხვადასხვა ადგილებსა თუ სამსახურებში მომუშავე ადამიანებისგან შევდგებით, ვერ ვახერხებთ ‘’მკვდარი ხაზებისა’’ და მათნაირთა დაცვასა თუ მოფრხთილებას, ეს მეც მეხება . . . თუმცა მცირე სიზარმაცე თუ დროის მენეჯმენტთან მწყრალად ყოფნა ხომ ხელოვანთა გამორჩეული დაავადებაა, ასე რომ ბოლომდე კრიტიკულნიც ნუ ვიქნებით . . .

რაც შეეხება რუბრიკებს, ისინი ნელ - ნელა ქრებიან ჟურნალიდან - ასე მაგალითად, ახალი ნომრიდან უკვე გაქრნენ ‘’ ჩემი ქუჩა ’’ და ‘’ ჩვენ გარშემო ’’ . ჩვენმა გუნდმა ისინი თითქოს ამოწურა და ამასთანავე ინტერესიც დაკარგა. მოგეხსენებათ მკითხველისთვის იქმნება ეს ყოველივე, ჩვენ კი მკითხველები საქართველოს მრავალი კუთხიდან გვყავს, ვთვლით, რომ მათ ასეთი „ ვიწრო “ რუბრიკებისადმი ინტერესი არ გააჩნიათ. ეს თითქოს უფრო ლოკალურ სახეს აძლევდა ჟურნალს და ამიტომაც , ჩვენ როგორც ონლაინ ჟურნალმა, რომელიც ყველას ეკუთვნის და არა მარტო თელაველებსა თუ კახელებს მართებულად მივიჩნიეთ მათი ამოღება ჟურნალის ფურცლებიდან.

და ბოლოს ავტორები . . . ზოგიერთი მათგანი ერთდროულად 2 ან 3 ადგილას მუშაობს და ძალიან დაძაბული სამუშაო გრაფიკის გამო ვერ ახერხებენ ჩვენთვის წერას. მე პიარადად, როგორც რედაქტორს დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში ასეთი რამ აღარ მოხდება და გამოთიშვის (თუნდაც ერთთვიანი) ნაცვლად, პირიქით დაგვემატებიან ახალი ავტორები. ამჯერად კი ტორასამ ვერ შეძლო სტატიის მომზადება ჩვენთვის.

ჟურნალის მეცხრე

ნომერი გამოდის და სურვილებისა თუ სიამაყესთან ერთად პასუხისმგებლობის განცდაც თანთათან იზრდება, კი შეიძლება საქართველოს უამრავ რეგიონში თუ დიდ ქალაქშიც კი არ იყოს მსგავსი ტიპის ონლაინ ჟურნალი, თან ასეთ უტიფარ და შიშველ ენთუზიაზმზე დამყარებული, მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ გვაძლევს იმის უფლებას, რომ 32 კბილი გამოვაჩინოთ სიხარულისაგან ყბადაბჩენილებმა და თვითკმაყოფილებას მივეცეთ. მოგიწოდებთ ყველას! მკითხველებსა თუ ავტორებს, ფეისბუქელებსა თუ ყველას ვინც შემთხვევით წააწყდა ჟურნალის ამ ნომერს, იაქტიურეთ, იმოქმედეთ, მოგვაწოდეთ იდეები, შემოგვიერთდით რათა უფრო ძლიერები გავხდეთ, უფრო ბევრნი გავხდეთ და შევქმნათ ის, რაც სამომავლოდ წაგვადგება. ჩემი სუბიექტური აზრით კი ეს ჟურნალი მომავალს, ჩვენსას, თქვენსას, რაიონისას, რეგიონისას და მთელი საქართველოსას წაადგება, თუ რათქმაუნდა გავაუმჯობესებთ და სწორად გამოვიყენებთ. ასე რომ . . . ყველაფერი ჩვენს ხელთაა!

აქ დავასრულებ და ისევ ვირტუალურ სამყაროში შეხვედრის იმედით დაგემშვიდბებით!!!

მომავალ მიმოწერამდეე!

Page 5: Telavi Series-#9

9

kontaqti

[email protected]

15

SemqmnelebimTavari redaqtori

Jurnalistebi

giorgi beJaniSvili

zura ZuliaSvili

soso miqelaZe

konsultantineli cqitiSvili

avtorebi

fiqria yuSitaSvili

giorgi javaxiSvili

dizaini

irine jandieri

foto

P.R. menejeriTiniko xanjaliaSvili

ilustracialevan laSxi

Telavuri

girCevTseriebi

stilist - koreqcia

qeTi SaverdoSvilinona winwalaSvili

nino osiaSvili

naTia nayeuri

mariam abaSiZefiqria yuSitaSvili17

23

37

47

57

41

55maia mamulaSvili

Sinaar

si

soso miqelaZe

zaza kevliSvili

maia mamulaSvili

Tornike xaCiZEe

F gverdiUCNAURI.COM

paatas kinolenta

Telavuri seriebi 4

paralelebi

5

Art redaqtori

zaza kevliSvilivaxo mosiaSvili

qeTi SaverdoSvili

zaza kevliSviliTiniko xanjaliaSvili

giorgi beJaniSvili

qeTi iosebaSvili

Tornike xaCiZe

Toresa Mossy

29

biografia49 cxra mTasa da

cxra zRvas iqiT

istoria

8 16 61

garekanis foto - qeTi iosebaSvili

Page 6: Telavi Series-#9

Telavuri seriebi 5

saavtoro zaza kevliSvilis gverdi

Page 7: Telavi Series-#9

Telavuri seriebi 6

moCvenebiTi bedniereba

zaza kevliSvili

uw

ედუარდ შევარდნაძის დრიონდელ საქართველოს ტელესივრცეში არსებობდა ერთი დადგმული ტელე-შოუ, რომელსაც “რა ხდება?” ერქვა.ჟურნალისტი, ვინმე კოკა ყანდიაშვილი, საღამოს 11 საათზე, ბედნიერი სახით გამოგვეცხადებოდა ხოლმე და ხან შემოვლითი და ხანდახან პირდაპირი გზებით ხელისუფლების წარმატებებზე ლაპარაკობდა.ხელისუფლების,რომელმაც საკუთარი მოსახლეობის 90 პროცენტი უკიდურეს გაჭირვებამდე და უიმედობამდე მიიყვანა.შოუს ერთადერთი მიზანი ჰქონდა:ხალხის დარწმუნება, რომ ყველაფერი კარგადაა! მერე იყო ზარები,სადაც დაქირავებული ხალხი პირდაპირ ეთერში სახელმწიფოს სწორ გეზსა და ხელისუფლების იდეალურობაზე ყვებოდა ათასგვარ ზღაპრებს.ხალხიც დამამშვიდებელი აბებივით ყლაპავდა ამ სიმულაციებს და ბედნიერი მიემართებოდა დასაძინებლად. ,,კოკა მთელი ოჯახი გიყურებთ ავტსტრიიდან და ძალიან გვიყვარხარ“-ეს ფრაზა, იდეის ავტორების გათვლით, ყველა ახალ გადაცემაში უნდა ყოფილიყო,მხოლოდ ქვეყნების დასახელებები იცვლებოდა.კოკაც,ბედნიერი სახით იჯდა, იღიმოდა (თითქოს არ იცოდა, რომ ეს ზარები იქვე,თბილისიდან მავანთა დავალებით ხორციელდებოდა) და მადლობებს პერსონალურად იხდიდა.ასე,პრიმიტიულად

შეიმუშავა ბედნიერების რეცეპტი მაშინდელმა სისტემამ,რომლისგანაც დიდ კრეატიულობას არავინ ელოდა.

საგულისხმო ფაქტია,რომ დღევანდელ საქართველოში არცერთ რეიტინგულ არხზე არ არსებობს შოუ,სადაც დარეკავ და საკუთარ პოზიციას დააფიქსირებ.და არა იმიტომ რომ წინა ხელისუფლებას ხალხის აზრი აინტერესებდა და ახალს კი არა-რეალურად ხალხის აზრი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში არცერთ ხალისუფლებას არ აინტერესებდა-არამედ შეიცვალა მიდგომები და შეიცვალა იდეოლოგია.

ხელისუფლება დღეს ვალოსიპედს ან რაიმე ახალს არ იგონებს.უბრალოდ, ჩართულია ტვინის გამორეცხვის აპრობირებული მეთოდებიდან ერთ-ერთი (რას გვიშვრება სოროსიში არ აგვერიოს), რომელიც დიდი ხნის წინ შემუშავდა და გამოიცადა სხვა ქვეყნებში. 60-იან წლებში ამერიკაში გაჩნდა ახალი ნარატივი-ყველას პირზე ეკერა ამო (ამოუცნობი მფრინავი ობიექტი), ნასას ბაზაზე შეიქმნა სამეცნიერო კვლევითი ცენტრები,რომლებსაც უშუალოდ ამ მოვლენის შესწავლა დაევალათ,მოკლედ,ეს თემა იქცა ხელისუფლების საჯილდაო ქვად. იდებოდა გასაოცარი ვოდეოები, ფოტოები, თვითმხილველთა მონაყოლები,

რომელთა გაცნობის შედეგადაც ყველაზე სკეპტიკურად განწყობილი ადამიანებიც კი საფიქრალში ვარდებოდნენ.მხოლოდ 40 წლის შემდეგ აეხადა ყველაფერს ფარდა - ნასას მაღალჩინოსნებმა, ხელისუფლების მაშინდელმა წევრებმა და ჟურნალისტებმა აღიარეს, რომ საქმე გვქონდა სიმულაციასთან-კენედის სიკვდილი,ეკონომიკური კატასტროფა და “დიდი დეპრესიით” გამოწვეული სოციალური პანიკა უნდა ყოფილიყო ნიველირებული,ანუ მოსახლეობის ყურადღება უნდა გადაეტანათ რაღაც ძალიან დიდზე და მნიშვნელოვანზე.ასეთად კი სწორედ უცხოპლანეტელები და მათგან მომდინარე საშიშროება იქნა შერჩეული.

დღავანდელი კონიუნქტურა სხვა რეალობას გვთავაზობს-ორი მანდილოსნის ყველაზე რეიტინგული შოუები,რომლებიც დაკვირვებული და გონიერი მაყურებლისთვის სნობიზმის და მდაბიო გემოვნების რეპრეზენტაციად აღიქმება, გადაცემებში იწვევენ ოდიოზურ ადამიანებს-ძველი,დახავსებული ფეისები და “საზოგადო მოღვაწენი”, რომელთა უმრავლესობამ ძალიან საეჭვო გზებით მოიხვეჭა “პოპულარობა” უნიჭობის ტირაჟირებას ჯიუტად აგრძელებენ ცისფერი ეკრანებიდან და ცდილობენ დაგვარწმუნონ, რომ მსოფლიო კულტურის ტენდენციებს

Page 8: Telavi Series-#9

ეს ჩაკეტილი წრე განგებ იქმნება - არ უნდა ვიცოდეთ

რა გზებით ვითარდება ცივილური ევროპა“ ”

avtori: zaza kevliSvili

Telavuri seriebi 7

თბილისი განსაზღვრავს.მეორე ფლანგზეა იუმორისტული შოუები იგივე დავალებით –ხალხმა უნდა იფიქროს, რომ ყველაფერი კარგადაა.ეს ერთგვარი სანსარაა-წრე ჩაკეტილია და გასასვლელი არსადაა-უნდა მოგვწონდეს ეს ყველაფერი და თუ არ მოგწონს უნდა შევეგუოთ.დღევანდელი ხელისუფლების მხრიდან რაიმე სერიოზულ დამოკიდებულებას ხელოვნებისადმი არ უნდა ველოდეთ-აქ მიაჩნიათ, რომ ბოჩელი ყველაზე დიდი საოპერო მომღერალია(ცოტამ თუ იცის, რომ იგი საესტრადო მომღერლად ითვლება),ხოლო გია ბუღაძე ყველაზე დიდი მხატვარი.არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ამ სივრცეში კომფორტულად გრძნობს პირველი ჯამბაზი თავისი შოუთი,რომელიც ისევ და ისევ ხელისუფლების რეკლამირებას ემსახურება.მერეო,მეკამათა ერთხელ ერთი მეგობარი,იქ კრიტიკაც არის,საკმაოდ მწვავეო.ინფანტილურად ნუ შევხედავთ ამ საკითხს-ყველა ხელისუფლებას სჭირდება ზომიერი კრიტიკა,ამაში ფულსაც კი იხდიან,რათა ცივილურმა ქვეყნებმა ავტოკრატიულ მმართველობაში და მასმედიის მიმხრობაში არ დაადანაშაულონ სისტემა.

ფაქტი ერთია.ქვეყანაში არ არსებობს არცერთი გადაცემა,რომელიც თანამედროვე ქართული კულტურის ანალიზს დაეთმობა.კურიერის ბოლოს ჩაკვეხებული ბიჭოლას დეფილე ან ნოდიკო ტატიშვილის ახალი ალბომის პრეზენტაცია არავის აინტერესებს თავად ნოდიკოს ოჯახის წევრებისა და რამოდენიმე მეგობრის გარდა,ეს ჩაკეტილი წრეც განგებ იქმნება-არ უნდა ვიცოდეთ რა გზებით ვითარდება ცივილური ევროპა,თორემ იგივეს ჩვენც მოვინდომებთ და ამ ხელისუფლების გეგმებში ეს ნამდვილად არ შედის.

მეტყვით ალბად, პოლიტიკურ განწყობაზე ხარო-არადა როგორ გინდა ამას გვერდი აუარო,ისეთ ქვეყანაში

ვცხოვრობთ, სადაც ძალიან დიდი ფული მოჩვენებითი ბედნიერების ილუზიებზე იხარჯება,არადა ამ ფულით რამდენი დიდი მუსიკოსის ჩამოყვანა,რამდენი კარგი გამოფენის მოწყობა,რამდენი ნიჭიერი რეჟისორის დაფინანსება შეიძლებოდა!

არ ვიცი, რამდენი ხანი მოგვიწევს ამ მახინჯ ფერხულში ცეკვა,რამდენი ხანი უნდა ღებულობდნენ გადაწყვეტილებებს ჩვენ მაგიერ,რამდენი ხანი უნდა გვჯეროდეს, რომ კრის დე ბურგი ყველაზე დიდი მომღერალია სამყაროში,რამდენი ხანი უნდა გვეგონოს შაბათის შოუს აბსოლუტურად მდარე იუმორი ყველაზე “ჯიგრული” და ხალასი ნიჭი და ჩაის კოვზე ჩაიკოვსკიში გვერეოდეს.გამოსავალის ძიებაში, მივედი ერთ დასკვნამდე,სადაც გაიხედავ:საღამოს ჩაიზე შეკრებები,მეზობლების ჭორაობა,ფეისბუკის “ინტელექტუალური” გარჩევები თუ სხვა-ყველა მაინც ამ

უნიჭო თუ ნიჭიერ,მდარე თუ ხარისხიან,ცუდ თუ კარგ გადაცემებზე ლაპარაკობს-ესეიგი ყველაფერი ნორმის ფარგლებშია,მიზანი შესრულებულია და ამაზე “ზემოთ “ქირქილებენ.”დიახ,კარგად იციან, რომ საცინლად აქვთ საქმე,რადგან ერი 30 წლის მანძილზე ცდილობს და ჯერაც ვერ გაარკვია, რომ უნიჭობაზე ლაპარაკი ამა თუ იმ კონტექსტში კონტრეკლამის ფორმაა და ისევ მის პოპულარიზაციას ემსახურება.მეინსტრიმის მამები ზუსტად იმ დონის გადაცემებით გვამარაგებენ,რომელიც გვეკუთვნის.ბედნიერებაც ნამცხვარივით ცხვება.

Mმინდა ტექსტი დალაი ლამას გენიალური გამონათქვამით დავამთავრო-“ბედნიერება არავის მიეცემა გამზადებული სახით,ის ჩვენი ძალისხმევის შედეგად მოდის!”

Page 9: Telavi Series-#9

Telavuri seriebi 8

Tel

avuri

seriebi

girCevT

avtori: paata CaxvaSvili

The Eagle

კიდევ ერთი ისტორიული სურათი ლეგენდად ქცეულ რომაულ მეცხრე ლეგიონზე. 2011 წლის 11 თებერვალს კინოეკრანებზე გამოვიდა ეპიკური ფილმი - The Eagle. იგი დაფუძნებულია ბრიტანელი ავტორის, როზმარი სატკლიფის 1954 წელს გამოქვეყნებულ რომანზე „The Eagle of the Ninth”. ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა რომაელი ცენტურიონის, მარკუს აკვილას თავგადასავლის შესახებ ბრიტანეთში, სადაც ის გაუჩინარებულ მეცხრე ლეგიონისა და მასთან ერთად დაკარგული მამის ძიებას იწყებს. რომაული ბრიტანეთი, ადრიანეს კედელი, პიქტური ტომები, პირქუში ბუნება, ორთაბრძოლები, თავგადასავალი, მეგობრობა და თავგანწირვა ფილმის მთავარი დამახასიათებელი თემებია.

სურათის რეჟისორია ოსკაროსანი კევინ მაკდონალდი (One Day in September; Touching the Void; The Last King of Scot-land; State of Play), რომელმაც ფილმისათვის რეალური სახის მიცემისა და ისტორიული სიზუსტის შესაქმნელად უდიდესი სამუშაო გასწია. იგი საფუძვლიანად გაეცნო ძველი ეპოქის ბრიტანეთსა და მის ადგილობრივ ტომთა ცხოვრებას. ფილმში გამოყენებულია ძველი კელტური და პიქტური ენები.

მთ. როლებში:

ჩენინგ ტეიტუმი - მარკუს ფლავიუს აკვილა

ჯემი ბელი - ესკა

დონალდ საზერლენდი - მარკუს აკვილას ბიძა

მარკ სტრონგი - გუერნი

ტაჰარ რაჰიმი - ტომის მეთაური

დენის ო’ჰეარი - ლუტორიუსი

ფილმმა პრემიერისთანავე მიიპყრო ყურადღება და უდიდესი მოგება მოუტანა მის შემქმნელებს. ასე რომ ისტორიულ და სათავგადასავლო კინოთა მოყვარულებს ნამდვილი საჩუქარი ელით ამ მეტად საინტერესო და ლამაზი ფილმის სახით.

Page 10: Telavi Series-#9

Telavuri seriebi 9

saavtoro soso miqelaZis gverdi

კოცნა -სიცოცხლე რომ ღირს

Page 11: Telavi Series-#9

Telavuri seriebi 10

soso miqelaZe

uw

სიხარულის მოლოდინი - სიცოცხლის მწვერვალია. ყველაფერი სწორედ ამით დაიწყო. მან „მულატკა“ დაირქვა. ის სულ თვრამეტი წლის იყო, როცა მიმატოვა, სმენა დამეხშო და დროებითმა სიყრუემ შემიპყრო. ალბად, არც ღირს იმის ხსენება, რამდენად რთული იყო ეს ჩემთვის. ცხადად მახსოვს, რომ მაშინ სიყრუეზე მეტად შინაგანი გამოუთქმელობა მაწუხებდა. ისიც მახსოვს, რომ იმხანად გამიძლიერდა გემოვნებითი შეგრძნებები და ღვინით ტკბობის განცდა. ზედმეტი არც ის იქნება გავიხსენო, რომ ვერც ფულს ვშოულობდი და მთელი ჩემი ძალისხმევანი მიმართული იყო ოკულტიზმსა და არაცნობიერთან დიალოგისაკენ. როგორც ერთი ჩემი მეგობარი ხუმრობდა - „ქიმერას ცხვირს ვუზომავდი“.

ჩატში ამოვირჩიე ნიკი „რონინი“. რონინი იაპონურ საბრძოლო ხელოვნებაში სამურაია, რომელიც პატრონის გარეშე დარჩა და არ ეყო სიმტკიცე ან მიზეზთა საკმარისობა მუცლის გამოსაფატრად. ეს ოდიოზური ზედმეტსახელი იყო კორდონი ჩემსა და ჩატის საზოგადოებას შორის. გარედან კი „რონინი“ - ჩემი პიროვნების მუყაოს სამყარო და მუდმივად ცვალებადი შეხედულებების ბრძოლის ველი იყო. ჩატში ცოტა ხანს ვრჩებოდი, სანამდე გონება არ იწყებდა სიმფონირებას კამერულ-ლიტერატურული პასაჟებით და ჩემი სტილი არ აღონებდა მოჩატავე ახალგაზრდობას. ზოგი ჩატერი შერეკილად და ლაყაფად მთვლიდა - ტიპად, ვინც თავს უფლებას აძლევს მხატვარს თეთრი ფერის სითეთრის საიდუმლო დაუსაბუთოს და სახვით ხელოვნებაში შავი ფერის უმიზეზობის ჰიპოთეზა წამოაყენოს. მე კი, რონინს იმ ფერმერს ვადარებდი, რომელიც თავს ამოიქოლავს ხოლმე საკვირველებებით განთქმულ ფერმაზე და თითოეულ კერძსა და საჭმელს კაზმავს ლიმონის ნაჭრით - C ვიტამინის ფასდაუდებელი და უფასო ნაკრები, ხოლო მერე ოსვენციმური ამტანობით მიათრევს საათის მცირე ისარს დღის დასასრულისაკენ. ეს ფერმა ჩემი ცნობიერება იყო, რომელიც აღარ უშვებდა შიგნით სიცხოცხლეს.

„უნ, დო, თღუა!“ - ვეუბნებოდი საკუთარ თავს, აი, მივწერ მულატკას რაღაც ზეჭკვიანურს და იგი შემიყვარებს და გადმოხტება ჩატიდან პირდაპირ ჩემს ფერმაში, მაგრამ ხშირად ჩემი თავი ღვინით გადავსებული ბოკალი იყო და სიბრძნე უკან მომიტოვებდა ხოლმე.

მიუხედავად ასაკობრივი სხვაობის გამო ჩემსა და მულატკას შორის უჩვეულოდ თანასწორი ურთიერთობები იყო. ის ელვასავით შემოენთო ჩემი ფანტაზიებისა და შინაგანი სიურეალიზმის სამყაროში. მე ვერ დავიტრაბახებდი ცხოვრებისეული წარმატებით, ის კი მაინც მხიარულად მიწვდიდა თავის უმანკო ხელს, როგორც ბავშვი, რომელიც ქუჩაში უპატრონო ავადმყოფ ლეკვს პოულობს, სახლში მიჰყავს და თავს ანგარიშს არ აძლევს, რა არის ამ საქციელში უფრო მეტი - პასუხისმგებლობა თუ სიკეთე?

გაცნობისთანავე მულატკამ მომიხაზა წრე, რომელსაც არ უნდა გავცდენოდი. ,,მე მიყვარს „რექვიემი“, მოცარტი“ - ხაზგასმით აღნიშნა მან. ეს დამიბეჭდა ანდერლაინით, ისეთი საყვედურის კონტექსტით, თითქოს მე სალიერის თანამოაზრე ვყოფილიყავი.

წარმოაჩინა რა რამდენიმე წინადადებით კომპეტენცია რიგ ცხოვრებისეულ და პრაქტიკულ საკითხებში, მულატკა რამის წამეჩხუბა საესტრადო მომღერლების გამო. მის სიტყვებში იყო უზომო ყმაწვილური ჟინი ახლიდან ჩამოაყალიბოს ათეულობით თაობის აქსიომები. ვიფიქრე, რომ მსგავსად იქცეოდნენ ბაბილონის გოდოლის მშენებლებიც, საკუთარი ჩანაფიქრის ნანგრევებთან.

თუმც შემდეგ მულატკას რაღაც სრულიად გაუთვალისწინებული დაემართა, რაღაცამ შეცვალა მისი ჩემდამი დამოკიდებულება. ის გახდა განსაკუთრებულად თავაზიანი, რითაც უნებლიეთ გამოაცოცხლა ჩემი მოკვდავი გრძნობები. მულატკა ვირტუალური საზოგადოების დედოფალი იყო, ყოვლისშემძლე და გავლენიანი, თუნდაც ერთი სასვენი ნიშნით, ნახევარი სიტყვითა და სლენგით დ, როდესაც ჩემი ალღოიანი მეგობარი, რომელიც ზემოთ უკვე ვახსენე, ნახევარი საათის განმავლობაში ყურში ჩამყვიროდა, რომ ვემსგავსებოდი ბეთჰოვენს, თვალწინ წარმომიდგა გენიალური გერმანელი კომპოზიტორის სვე-ბედი: ჯულიეტა გვიჩიარდი, „მთვარის სონატ“–ის რეალური ადრესატი. მე ჩავუფიქრდი გენიოსების განწირულობას და იმ მანკიერებას, რომლის წიაღშიც თვლემს

...quegli occhi verdi come il mare...

...ზღვისფერი მწვანე თვალები... („კარუზოს ხსოვნას“)

Page 12: Telavi Series-#9

Telavuri seriebi 11

წარმომიდგა გენიალური გერმანელი კომპოზიტორის სვე-ბედი: ჯულიეტა გვიჩიარდი, „მთვარის სონატ“–ის რეალური ადრესატი. მე ჩავუფიქრდი გენიოსების განწირულობას და იმ მანკიერებას, რომლის წიაღშიც თვლემს სიკეთის მარცვალი და ყველაფერს ამას დავუკავშირე მულატკაცა და საკუთარი თავიც.

მე ვუცქერდი სამყაროს ფართოდ გახელილი თვალებით და ჩემს მზერაში იმდენი ბავშვურობა იყო, რომ ამას ბევრი უბოდიშოდ აღნიშნავდა: „შენ პატიოსანი ადამიანის გამოხედვა გაქვს!“. სინამდვილეში კი კარგა ხანი იყო დავიწყებული მქონდა რა არის შთაგონება და სწორედ მშვენიერი მულატკას სახე ჩემს ქვეცნობიერში, როგორც დახვეწილი საოჯახო ფსიქოლოგი, შეუდგა მუშაობას რონინის შთაგონების აღზევებაზე. მულატკა ამსხვრევდა გრძნობების ყველა საკონტროლო ბარიერს, შლუზს, რომ ენახა რა არის იქ ასეთი საშინელი - იქ, იმ სამანებს მიღმა. ყველაზე მეტად მეშინოდა რამით დამეზიანებინა მულატკა და ამიტომ პერიოდულად კვერს ვუკრავდი. მულატკამ აღმოაჩინა, რომ ჩემი საყვარელი ზღაპრებია „საძაგელი იხვის ჭუკი“ და „დედოფალი-ბაყაყი“. მან ისიც დაადგინა, რომ მე კვლავაც ვიყავი საკუთარი თავისა და სამყაროს მიერ ექსორიაქმნილი „საძაგელი იხვის ჭუკი“.

ყოველწუთიერად ფეხდაფეხ მდევდა და მტანჯავდა აზრი იმ სამყაროს შესახებ, რომელიც დარჩებოდა ჩემს შემდეგ: სად არის ჩემი ძალის მიტანის წერტილი, საიდანაც გარემო იწყებს გარდასახვას? მე ვიგვიანებდი რეალურ ცხოვრებაში და ვერ ვასწრებდი, ვიყავი მოუქნელი, სულელი და ვიყავი მხეცი, რომელიც ეჭვქვეშ აყენებდა კუთვნილებას საკუთარი გვარისადმი. და მე ვიცოდი, ვიცოდი ზეპირად ნაწერებით აჭრელებული რუქა ჩემი სულიერი ლაბირინთების. თუმც ადამიანს ვერ გადაასხამ ყალიბიდან ყალიბში, როგორც სანთელს ან კალას. მცირედი გასხივოსნებების დროს, მე ვენთებოდი იმ აზრით, რომ სასწაული ჩემშია და გადვიქცეოდი ხოლმე ოქროსმაძიებელ-ფანატიკოსად. მე ვიჟღინთებოდი აზრით, რომ ლუვრიცა და მოსეც ჩემში არიან, როგორც ბრილიანტი კრისტალში. და ამ მიგნებებით შემართული ვლამობდი იგივე სხვა ადამიანებშიც აღმომეჩინა.

შინაგანად მე ვიყავი სრულიად სხვა, სხვა სხვა... მაგრამ ვერანაირად ვერ ვახერხებდი სამყაროსათვის ეს გამომეჟღავნებინა. მე ვჩქარობდი ყველაფერში და სანაცვლოდ იაფფასიან ,,показуха“-ს ვიღებდი. მე ვფიქრობდი ჯვაროსნებსა და რონინებზე, თურქული იათაგანით აფატრულ დარდანელის სრუტეზე. ჯარისკაცებზე, რომლებიც თვინიერად სწირავდნენ სიცოცხლეს და ადამიანებზე, რომლებსაც უფალი ირჩევდა და მათი ბაგეებით მეტყველებდა. მე ვფიქრობდი, რომ მწერლობა იყო ჩემი ინფანტილიზმი და საშუალება გამეჭიმა ჩავლილი ბავშვობა. მე ვუსმენდი მოჩუხჩუხე წყაროს რითმიკას და მინდოდა გადამეხედა, როგორც მულატკას ჩემს კორდონს მიღმა, რა არის იქ, ამ წყალს იქით? ცხოვრება ორაზროვნად აკრეჭდა კბილებს და იმავდროულად კოცნით მავსებდა, მაგრამ მე შეუჩერებლად ვიმეორებდი: „შენ ასეთი მშვენიერი ხარ!“.

მულატკასთან ერთად უცნუარი სიზმრები და კითხვები შემოიჭრა ჩემს ცხოვრებაში. მე ვეწინააღმდეგებოდი სიბერეს, რომელიც ფრთებგაშლილი, შემართული მთელი ჰორიზონტით, წყალდიდობასავით მოიწევდა ჩემსკენ. მე არ ვიცოდი საზღვარი, სად უნდა გავჩერებულიყავი, რომ ჩემი აზროვნება უფრო რეალისტური გამხდარიყო, იმ პროცესების უნისონად, რაც გარესამყაროში მიმდინარეობდა. ჩემს კარმას ცალსახად ერთი მიზნისაკენ მიათრევდა - გამეგო სად მივდივარ და რა არის იმის საზღაური, რომ ადამიანად დავიბადე! მე ვგრძნობდი ამ ღრმა დაუკმაყოფილებლობას და მუდმივ მოწყვეტილობას იმისაგან, რაც ხდებოდა ირგვლივ და ვივიწყებდი ზედსართავ სახელებს საგანთა ხატოვნების ასაღწერად.

სიზმრებში მე ვკოცნიდი საეკლესიო ზარებს, რომლებიც ცოცხლებს საფლავის გზას ულოცავენ, ხოლო მკვდრებს აუწყებენ, რომ მათი დრო ახლოვდება. მე ვიყავი ყველაფერი, რადაც შემწევდა ყოფნა: კუნძული, წყალი, აზრი, ხეობა... ღამის მატარებლებს ჩემს ცხოვრებაში მოჰყავდათ და გაჰყავდათ ობოლი ბავშვები, უცოდველი არსებების ბრბოები, ვისზეც მეურვეობა უნდა ამეღო, რათა მათგან შემდეგ ურჩხულები არ დაზრდილიყვნენ. ჩემი ხმა, მომაჯადოებელი ხმა, შურით აანთებდა ორფეოსსაც! მაგრამ იგი კარგავდა ძალას იმ მთებს შორის, რომლებიც ოთახის მცენარეებივით მე თვითონვე აღმოვაცენე. მესიზმრებოდა, რომ ანგელოზი, მთესველის მსგავსად, ყოველ ღვთის დილას „ადამიანობას“ აფქრვევდა დედამიწას. მეომარი თუ მღვდელი, ექიმი თუ ჯალათი, მასწავლებელი თუ ცოდნის გამანადგურებელი, უბრალო ადამიანები იბერტყამდნენ ტანისამოსს, ეგონათ რ,ა რომ ეს უბრალოდ მტვერია... ან კიდევ პირიქით, - საკუთარ სულს ამ სასწაულმოქმედი მტვრით აპრიალებდნენ.

არავინ უწყის, როგორ მიხვდნენ ადამიანები დაეკავშირებინათ ხმელეთის ორი ნაწილი ხიდით, როგორ დაედოთ გარდიგარდმო ორი ხის ტოტი და ჯვარი გაეკეთებინათ. არავინ უწყის, ვინ ასწავლა ადამიანს ტუჩები საკოცნელად შეეკრა. ან როგორი ყოფილიყო ბეთჰოვენი? ბეთჰოვენი-პიროვნება და არა კომპოზიტორი... ჩვენ ჩვენი სულიერი განცდებისა და გრძნობების მარიონეტები უფრო ხშირად ვართ, ვიდრე ამას ვაღიარებთ. მე ვხედავდი მეხსიერებას, როგორც გოგონას ტატუირებით „იცხოვრე ლამაზად“. არაფერი შეედრება ლამაზად მცხოვრებ ადამიანს და მე შევიცანი, რომ ყოველ ჩვენგანი ინატრებდა ასეთი გამხდარიყო!

ჩემი გრძნობები არ ცოცხლდებოდა. ვიღვიძებდი გაღიზიანებული და შეშინებული. ყოველი დილა იწყებოდა მერცხლების გუნდის მისალმებით, რომელიც კეკლუცად ეხვეოდა მაღალი ძაბვის სადენებს. „ნუ დარდობ, ძვირფასო! - მწერდა მულატკა. - ვერაფერი შეედრება შენი ემოციების სიღრმეს“. ეს იყო ჩემი საუზმე. ცხოვრების განსაკუთრებული სასუსნავი - იყო შეყვარებული იმ ადამიანების მიერ, რომლებიც შენზე პატარები არიან და სწამთ შენი რჩეულობის. მე ვუსმენდი ფინიკის გემოსა და ზამბახების სურნელს და სულ უფრო მეტად ვიქცეოდი მხეცად. მე ვსწავლობდი საკუთარ თავს, როგორც სასკოლო საგანს და ერთხელ გამოვუტყდი რონინს, რომ ოცდახუთი წლის შემდეგ სულ უფრო და უფრო მომწონდა ჩემზე არანაკლებ ათი წლით უმცროსი ქალები. ეს იყო კიდევ ერთი

Page 13: Telavi Series-#9

uw

Telavuri seriebi 12

ხერხი ბავშვობაში დარჩენის, დროის მდინარის ჩატბორვის. ხანდახან ვხატავდი მულატკას საკუთარ ფანტაზიებში, მესმოდა მისი არარსებული ხმის ექო. რა სიმაღლე უნდა ჰქონოდა ამ ხმას, ალტია ეს თუ სოპრანო?

„ხორბლისფერი კანი უნდა ჰქონდეს, დანამდვილებით!“... - იბადებოდა ჩემში აზრი. მიყვარდა რა ახალგაზრდა კანი, მე არ ვუღრმავდებოდი, რას მოასწავებდა გრძნობათა აქცენტირება ქალის კანზე. რის გამო მიიღო კანმა ჩემი აღქმისათვის ესოდენ ძლიერი მნიშვნელობა? რატომ მოქმედებდა ეს კრიტერიუმი აგრერიგად ჩემს ანტიპათიებზე? ან ვან გოგი რომ ვყოფილიყავი, რანაირად ავსახავდი ამას ტილოზე? მე ვხედავდი მის ცნობიერებაში პუჩინის ნორმას. ადამიანს, რომელიც მგავდა თავისი გაქცევებით შეთხზულ სამყაროში, სადაც ბენვენუტო შლიდა თავის სასწაულებს პირველხარისხოვან ოქროზე, სადაც კავკასიელი გლეხკაცი ასწორებდა გუთნის კლანჭას და ქედებით დაჩრდილული მებაღე კრეფდა მზისფერ ატამს.

ჩატიდან გასვლისას ყველას ვწერდი „შეხვედრამდე“, მას კი - „არივედერჩი!“. „არივედერჩი ჩემს სმენად ყველაზე მეტად მოსწონდა: ცეცხლთაყვანისმცემლობის არიული სული აღრეული ინდურ ვედებში და ნაზი ერთგულების სულისკვეთებაში...

იმ ზაფხულის დღეს, როდესაც ბოლოს და ბოლოს ჩვენ უნდა შევხვედრილიყავით, მე ვიდექი ყვავილების მაღაზიის ვიტრინასთან და ვაკვირდებოდი მეწამული გლადიოლუსის გამოპრანჭულ ბუტკოს. მტვრიანებთან ერთად ის განუმეორებელი პა-ს შესრულებაში გაშეშდა. ამ თვალხატულ არსებებს სიკვდილმა სიცოცხლის რამდენიმე საათი აჩუქა. თუმც ვერაფერი შეედრებოდა სილამაზით მარადისობის ამ კოცნას. მე გამახსენდა, რომ სულ რაღაც ორ საათში მოვეფერებოდი მულატკას, როგორც თვალები - ანთებულ სანთელს.

ჩვენი ამპარტავნობის მიღმა ულამაზესი სამყაროები სულდგმულობენ. პროდოსა და შეუპოვარი კალის ჯარისკაცის სამყაროები, მარჯნის მყვინთავების, უდაბნოების, ბედუინებისა და ვარდების სამყაროები. აგრეთვე იმ ხვარაზმის, რომელიც ღრუბლებს შეზრდილი მაინც ხრის თავის ჭაღარა მინარეთებს, ამბობს რა ბავშვური უშუალობით და პირველაღმომჩენის გრძნობით: „არ არს უფალი უდიდეს ალაჰისა!“. ყველაფერი ეს ჯაჭვების, მოლეკულების რგოლებია, ჩვენი მიხვედრილობებისა და ალბათობების რგოლები. და ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული, რამდენად შორს შევტოპავთ იმისათვის, რომ ავიტაცოთ ჩვენი გონდოლა მიწიდან და ვიყოთ ისეთივე ბედნიერები, როგორც პირველი ადამიანი, ვინც იკაროსის შემდეგ ცაში აიჭრა და დედამიწის ზედაპირზე უვნებელი დაეშვა.

მე გამახსენდა, რომ დაწყებით კლასებში მამამ ლამაზი შავი-ნარინჯისფერით ნეილონის ქურთუკი მიყიდა. ასეთი იმ დროს არავის ჰქონდა. მთელს სკოლაში ამ ქურთუკით ვიწონებდი თავს, მაგრამ ერთხელ გაკვეთილებიდან დაბრუნებული დედას აჩქარებით ვუყვებოდი ჩემი სასკოლო წარმატებების შესახებ და შემთხვევით ქურთუკის სახელო გახურებულ ღუმელს იდაყვის არეში შევახე. მშობლებს ახალი ქურთუკის ფული არ ჰქონდათ, ამიტომ იგი დაკემსეს იგივე ამომწვარი ნაჭრით და მაიძულეს სკოლაში ასე მევლო. სიამაყის ნაცვლად ეს ჩემი საყვარელი ქურთუკი დისკომფორტისა და სირცხვილის საგანი გახდა. ყველაზე მთავარი კი ის იყო, რომ სწორედ ამ დროს მიყვარდა ერთი ხვეულთმიანი საყვარელი გოგონა პარალელური კლასიდან. ამ ბებკის გამო თავს ყოველთვის უხერხულად ვრძნობდი. ვფიქრობდი იმაზე, რომ გოგონაში ისეთ სიმპათიას აღარ გამოვიწვევდი. იქნებოდა უბრალოდ თანაგრძნობა, და, შესაძლოა, დაცინვაც. ოცი წლის შემდეგ უკვე მულატკას სწორედ იმ პატარა გოგონას ვადარებდი. უბრალოდ მსურდა ხმა მიმეწვდინა მის ემოციებისათვის, თუმცა ის წყეული ქურთუკი ისევ გულმკერდს მიბოჭავდა.

და კიდევ მულატკა წარმომედგინა ერთ ნაზ არსებად, რომელიც ფლორენციაში შემეფეთა. იტალიაში ყოფნისას, ერთი თავისუფალი დღე გამომიჩნდა და დილაუთენია საჩქაროდ „ფირენცა“-ს გავემგზავრე. ფლორენციას, როგორც მას ევროპელები უწოდებენ, ჩემი დითირამბები არ სჭირდება. გულის სიღრმემდე გაოცებული და აღტაცებული მე დავეხეტებოდი ამ მშვენიერი ქალაქის ცენტრში და გზამკვლევით ხელში მტკიცედ მივემართებოდი პონტე-ვეკიო-ს ხიდისაკენ. გრანდიოზულ პალაცო დელ ნუომოსთან ერთი საშუალო სიმაღლის ლამაზ გოგოს დავაშტერდი, რომელიც, არ ვიცი რის გამო, მომეჩვენა ფრანგად და რაღაც აუხსნელმა გარემოებებმა მაიძულეს მისადმი მიმეპყრო მთელი გულისყური. გოგონა მაღალქუსლიან ფეხსაცმელზე იყო შემდგარი, ამაყი და ტანადი, ოქროსფერი გაშლილი თმებით, თეთრი პერანგით და ფართე შავი ქვედაკაბით. გოგოს რაღაც თეთრი ჩანთა მიჰქონდა, საიდანაც ამაყად სუვენირი-რაინდი იმზირებოდა. იგი ჩემსავით პალაცო ვეკიოს გზას ეძებდა. მას მობურცული ტუჩები ჰქონდა და, როდესაც ეს გამომეტყველება გავიმეორე, გამოვიდა: „მე და ფლორენცია“. შემდეგ ჩვენი გზები ალე გრაციეს ხიდთან და მედიჩის ბიბლიოთეკასთან მეორედ გადაიკვეთა. იგი მოტოციკლისტებს ეკითხებოდა როგორ მიეგნო პალაცო ვეკიოსთვის და ამ დროს მისი წარმოსადეგობა ოდნავადაც არ შეცვლილა. გოგონამაც შეამჩნია, რომ ერთმანეთს კიდევ ერთხელ შევეჩეხეთ. მისი გარეგნობით დატყვევებულს, მინდოდა მივსულიყავი და მეთხოვა ერთად გადაგვეღო ფოტოსურათი, რასაც იტალიაში ხშირად ვაკეთებდი, მაგრამ ახლა თითქოს ფეხები ერთანეთზე მიმეწება. ის კი ფიქრის დროს ნამდვილად არ მიტოვებდა. ის ხომ ფლორენცია იყო?! მე გავყევი გოგოს პონტე-ვეკიოსაკენ და ხიდამდე ჩავუხვიე პალაცო დელ-ვეკიოსთან.

...მზემ გზად ღრუბლები დაუშვა და ნარინჯის ელფერთა მრავალსახეობა წინ გაიფინა. დონატელოს ქანდაკების ძირში, ქუჩის მუსიკოსი გიტარაზე უკრავდა როკოკოს დროინდელ „ბარკაროლას“. ასი მეტრიდან უკვე დავინახე ჰერაკლეს უზარმაზარი ფიგურა, ხოლო მის უკან ახოვანი დავითის ქანდაკება. იქვე აღმოვაჩინე ბაროკოს მაღალფარდოვანი ტექნიკისათვის დამახასიათებელი ფასადების დეტალიზირებული ინკრუსტაცია. ამ მომენტს ნახევარი ცხოვრება ველოდი. მუსიკა, სასახლეებისა და მოედნების ენითაღუწერელი სილამაზის პანორამა. თითქოს

Page 14: Telavi Series-#9

ვიღაც, ძალიან მსუბუქი და იმავდროულად მძიმე, დააბიჯებს თქვენს ნერვებზე, სულის ზედაპირზე. სხვადასხვა ეროვნების ადამიანები დაბრძანებულან სასახლის საფეხურებზე, როგორც ჩვეულებრივ გამაგრილებელ სასმელს შთანთქამენ სილამაზეს, ივიწყებენ ყველანაირ მტრობასა და გაუგებრობას. ყველგან გამეფებულა სიყვარული, სიყვარული და მხოლოდ სიყვარული. შემოქმედმა დაუტოვა მხოლოდ ერთი ენა - სილამაზე... შემდეგ დაუკრა ჰობოიმ, ოდნავ სამგლოვიაროდ და ტრაგიკულის ზეიმით. შეყვარებულები ქანდაკებებზე დატანილ წარწერებს კითხულობდნენ. დავითის წინ დავჯექი და ჩავუფიქრდი სამყაროს მოწყობას, ადამიანური სულის მონობას. რას აღარ ვაკეთებთ, რომ საკუთარი გრძნობები არ დავინახოთ, არ შევამჩნიოთ ჩვენი სულის ჭეშმარიტი სილამაზე?

გავიარე რა ქანდაკებათა რიგში, მე კვლავ ვიცანი ჩემი ფრანგი გოგონას ნაცნობი სილუეტი მარმარილოს ლომებთან. მის იერში იმდენი მიუწვდომლობა იყო, რომ მოვისურვე ფლორენცია ამ გოგოს გაცნობით დამემახსოვრებინა. კიდევ ერთხელ შევცბი: „რა და როგორ უნდა ვუთხრა?“, რადგან პალაცო ვეკიოს შემდეგ საკუთარ თავი ესოდენ არაფრისმთქმელად მომეჩვენა. გოგომაც, ამოიკითხა რა ჩემი აზრები, თვალი ამაყად ამარიდა. მე კაპიტულაცია გამოვაცხადე და ვამჯობინე მისი ჭვრეტით დავმტკბარიყავი.

ამ ფრანგ ქალთან ჩვენი გზები იმ დღეს კიდევ არაერთხელ გადაიყარა, ჯერ პონტე ვეკიოზე, შემდეგ პიაცა დელ პიტიზე. თუმცა უკვე დამარცხებული ვიყავი და უარი ვთქვი ავანტიურაზე, რომელიც კაცს მამაკაცად აქცევს. ჩემს მოგონებებში მხოლოდ ლამაზმანი-ფლორენცია დარჩა!

რაღა ვთქვა და ბედისწერა გვაშორებდა და გვაკავშირებდა მე და მულატკას. ერთხელ მან დემონსტრატიულად გაწყვიტა ჩემთან კონტაქტი. მას მიაჩნდა, რომ თვითონ არიდებდა თავს ურთიერთობებს, თუმც ეს თავად მე ვიყავი დაკავებული საკათარი პიროვნების განადგურებით. ამ ქალში წარმოუდგენელი იყო იძულებით რაიმე გრძნობის გამოწვევა. ამიტომ მოთმინებით ველოდებოდი, სანამდე მასში რაღაც შეიცვლებოდა.

შეხვედრა ხიდთან მდებარე კაფესთან დავნიშნეთ. მე ვიჯექი, ვეწეოდი მენთოლიან სიგარეტს, ვწრუპავდი კრიოშონს და ვლამობდი სასურველი განწყობილების გამოწვევას. რაღაც დაუკვეთავი დიალოგები იშლებოდა ჩემს ცნობიერებაში, რომელიც „პოლაროიდი“-ს ფოტოაპარატივით აფიქსირებდა ყველაფერს, რაც გარშემო მიმდინარეობდა. ოფიციანტი-გოგონები, მენიუ, სარეკლამო დაფები, ჩემი აქ ყოფნის აზრი - ყველაფერი ერთმანეთში აიზილა. მოედნის საათმა, საბოლოოდ დაიღალა რა ჩემი ტანჯვა-წამებით, სამჯერ ჩამოჰკრა. ამის გაგონებაზე მაჯის საათს დავხედე. ხიდის მოაჯირზე ფრთაფარფატით რამდენიმე მტრედი დაეშვა. ქვაფენილზე მანქანამ გაიარა. უმნიშვნელო პაუზის შემდეგ ფეხით მოსიარულეთა მორიგი ტალღა დაიძრა. რამდენიმე წამში ხიდის მეორე მხრიდან მულატკაც გამოჩნდა - შეუმჩნეველი, თანაბარი ნაბიჯით, როგორც ის გოგონა ფლორენციიდან. მის სილუეტი წამიერად კოჭლმა რაბინმა გადაფარა. მე დაუოკებელმა ღელვამ შემიპყრო, გულმა ფეთქვა დაიწყო, ხელებს კი უძლურება დაეუფლა. უკვე ვეღარ მესმოდა სად იყო თამაში და რა უნდა მეკეთებინა? ეს სრულიადაც არ იყო ჩატი, სადაც შემეძლო საკუთარი თავის შეთხზვა და წინადადებების კორექტირება. ეს იყო რამდენიმე წამის ფიზიკური სივრცე, რაც ჩვენს შორის რჩებოდა. მყისიერად მომინდა, რომ აქ არ ვყოფილიყავი. რას იფიქრებდა მულატკა ჩემს შესახებ? მაგრამ მან უკვე დამინახა და რაღაც ტრანსცენდენტურის მოლოდინით მე წამოვიწიე სკამიდან. ის ძალიან ახლოს მოვიდა... გული თითქოს ამოიფრქვა მკერდიდან!

ეს იყო ულამაზესი ლურჯი თვალები, ზღვასავით მოელვარე «quegli occhi verdi come il mare», როგორც მღეროდა პავაროტი. მისმა მოსიყვარულე ნათელმა მზერამ მთელი ჩემი მოჩვენებითი ხელოვნური თავდაჯერებულობა ამოაშრო. მე ისევ ის ბიჭუნა გავხდი, მიღწევებისა და ღირსებების გარეშე, იდაყვთან დაკერილი ქურთუკით. ,,რონი? ეს ხომ შენ ხარ?“ - მკითხა მან მშვიდად.

მე მივხვდი, რომ ჩემს ქურთუკს არ აქვს მისთვის არანაირი მნიშვნელობა, როგორც შეყვარებულის სასიკვდილო სნეულებას ნამდვილი ქალისათვის. პასუხად რაღაც წავილუღლუღე. ის აგრძელებდა ჩემი თვალების ცქერას, რაზეც თავისი პირადი წარმოდგენა ჰქონდა. მეც მინდოდა ვყოფილიყავი ასეთივე თამამი და უბრალო, მაგრამ არ შემეძლო გამეკეთებინა ის, რაზეც ათასჯერ მიოცნებია, მიფიქრია და გუნებაში რეპეტიცია გამივლია. უბრალოდ მისი ხელის ხელში აღებაც კი არ შემეძლო...

,,რა არის, რონ?“ - გამიღიმა მისი თვალების ზღვამ.

მე მექანიკურად მივიზიდე მულატკა ჩემსკენ და გულში ჩავიხუტე. ვიგრძენი რა მისი სხეულის სითბო და ქალის მშვენიერი ხელები ზურგზე, თითქოს ახალი სიცოცხლე გავითავისე. მისი კანი იყო ზუსტად ისეთი, როგორზედაც ვოცნებობდი - მისი თვალები, ცხვირი, ოქროსფერი თმები, უმანკო ტუჩები. ხელთ მეკავა წამიერება, საოცარი ქმნილება, ქალი– სახელად სამოთხე. მისმა სუნამომ გონება დამიბნელა. მე შევიგრძენი, როგორ გვაქცევს ერთი მოქმედება და წამის ერთი გაელვება მნათობად და რა ძალა აქვს ორ ადამიანს, რომლებმაც ერთმანეთში ღვთაებრივი აღმოაჩინეს. ჩვენი ტუჩები ამბორში შეერწყა ერთმანეთს. ამიტანა განცდამ, რომ მთელი ჩემი სიცოცხლე ღირდა ამ ერთ შეხებად. მე შევიცანი, რომ ვარ!

მისი ტუჩები წითელი სამყურას ყვავილებივით იყო... აიშალა და სხვადასხვა მხარეს ცაში აიჭრა მტრედების გუნდები... სამყურას მდელომ ბავშვობიდან შემოანგრია ჩემი ცნობიერება. პატარა ყვავილები, რომლებსაც ვკრეფდით და მათში ჩაბუდებულ სურნელოვან არომატს ვწუწნიდით. მე ჩავკეტე უსასრულობის წრე.

avtori: soso miqelaZe

Telavuri seriebi 13

Page 15: Telavi Series-#9

Telavuri seriebi 14

Page 16: Telavi Series-#9

avtori: maia mamulaSvili

maia mamulaSvili

kaxeT

is

med

iis

gamo

wve

va

saavtoro maia mamulaSvilis gverdi

Telavuri seriebi 15

მთავარი საკითხი, რაზეც ქვემოთ ვისაუბრებთ, მედიის დაფინანსებაა, რაც მთლიანად განსაზღვრავს მედიის დამოუკიდებლობას. 2011 წლის დასაწყისიდან კახეთის მედიისათვის მთავარი თემა თავად მედიის ფინანსური წყაროები და მისი გამჭირვალეობა გახდა, კახეთში არსებული მედია-საშუალებები ზედიზედ ერთმანეთის მიყოლებით შეუდგნენ იმის გარკვევას, თუ რა წყაროებით არსებობენ და აქედან გამომდინარე, ვის ინტერესებს ემსახურებიან ისინი.

მწვავე კრიტიკამ და ფაქტებმა, რაც სხვადასხვა სახის მედიამ ერთმანეთის მიმართ გაახმოვანა, საზოგადოებას სწორი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობა უნდა მისცეს.

თემის განხილვას ბიძგი ახალი მედია-პროგრამების დასაწყისმა მისცა: ამერიკის მთავრობამ ქართული მედიის დასახმარებლად ახალი პროგრამების განხორციელება დაიწყო, რაც უდავოდ მნიშვნელოვნად აისახება მის მდგომარეობაზე საქართველოს რეგიონებში, მათ შორის კახეთშიც.

იმ ფონზე, როდესაც საქართველოს სარეკლამო ბაზარი მწირია და მცირე, ხოლო ადგილობრივი ბიზნესის სარეკლამო პოტენციალი კიდევ უფრო შეზღუდული, ეს ფაქტორი მედიას დამატებითი წყაროების მოპოვებისაკენ უბიძგებს.უკვე დიდი ხანია კახეთის ბევრმა მედია-საშუალებამ თვითგადარჩენის მიზნით იოლი ფულის შოვნის გზას მიაგნო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოლიდურ თანხებს იღებს. მართალია ამ ფულის მიზნობრიობა ზოგჯერ სარეკლამო შემოსავლებთან არის გაიგივებული, მაგრამ იოლი ფულის სუნი საინფორმაციო გამოშვებებს, ვებ-გვერდებსა თუ სტატიებს დიდი ხანია ასდის და საზოგადოების მიმართ მედიის ნდობის ხარისხს უფრო მეტად აქვეითებს.

მეორე საკითხი სწორედაც რომ ფინანსების გამჭირვალეობაა. მაშინ, როდესაც მედიის შემოსავალი მხოლოდ ერთი წყაროა, თუნდაც ეს მხოლოდ გრანტები იყოს, ასეთი მედიის არსებობის საკითხი ეჭვქვეშ დგება. მით უფრო, როცა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა მედიის ბიუჯეტის მთლიანი ბრუნვის 80%-ზე მეტია. ამ შემთხვაში, მართლაც რომ რიტორიკულია შეკითხვა, რისთვის, ან ვისთვისაა საჭირო ასეთი გაზეთი, თუ ტელევიზია?

რადიო `ჰერეთი~-ის მიერ მოკვლეული მასალების მიხედვით, 2010 წელს ადგილობრივმა მუნიციპალიტეტებმა კახეთში მედიის დაფინანსებისათვის ჯამში 200000 ლარზე მეტი გაიღეს და ეს მაშინ, როდესაც ადგილობრივი სარეკლამო ბაზრის მაქსიმალურ მოცულობას, შესაძლოა ხუთჯერ აღემატებოდეს.

ამ მარტივი და შესაძლოა, დილეტანტური გამოთვლებითაც კი შეიძლება ვიმსჯელოთ მედიის ე.წ `დამოუკიდებელ~ წყაროებზე. ამ მედიების სერვისები, უკეთეს შემთხვევაში, დიდი REნიშნით, ანდა ჩარჩოებიანი ფოტომასალით შემოიფარგლება, რომელიც დათვური სამსახურის გარდა, თავის დამფინანსებლებს ვერაფერ ბედენას უწევს.

ხელისუფალთა აზრით, `დაკმაყოფილებული~ მედია ავი ძაღლი აღარ იქნება და მშვიდად ამოისუნთქვის საშუალება მიეცემა, თუმცა ეს მიდგომა თავად დამფინანსებლისთვის არის საფრთხის შემცველი. ჯერ ერთი, `გაყიდული მედია~ ყველგან და ყველასთან გაიყიდება და მეორეც, დამახინჯებულ სარკეში ჩახედვა არა მხოლოდ ხელისფლებას, საზოგადოებასაც დააავადებს.სწორი მიდგომა, თუ როგორ უნდა იშოვოს მედიამ სუფთა ფული, მხოლოდ მედიის, როგორც ბიზნესის წარმოების მიდგომაშია, რომელსაც შესაფერისი გარემო, ცოდნა და ბევრი შრომა სჭირდება. სამწუხარო რეალობაა, რომ ეს სამივე ფაქტორი კახეთის მედიისთვის ჯერ კიდევ მიუღწეველი ამოცანაა. ჭეშმარიტად კარგი ის არის, რომ თვითგადარჩენისა და თვითლუსტრაციის ზღვარზე მყოფ მედიას საზოგადოების თანადგომა და ძლიერი სამოქალაქო კონტროლი სჭირდება, რომლის ნაწილიც თავად უნდა გახდეს.

Page 17: Telavi Series-#9

Tel

avuri

seriebi

girCevT

avtori: paata CaxvaSvili

Unknown (ასევე ცნობილია როგორც -

Unknown White Male)

Telavuri seriebi 16

ფსიქოლოგიურ - დეტექტიური თრილერი, რომელიც დაფუძნებულია ფრანგი ავტორის, დიდიე ვან კოველარტის 2003 წელს გამოცემულ რომანზე - „Hors de Moi”.

ეს ევროპულ - ამერიკული ფილმი უაღრესად საინტერესო და ჩახლართული სიუჟეტით გამოირჩევა: დოქტორი მარტინ ჰარისი, მეუღლე ლიზთან ერთად ბერლინში მიემგზავრება ბიოტექნოლოგიურ სამეცნიერო აკადემიაზე დასასწრებად, სასტუმროში მისვლისას ის აღმოაჩენს რომ ხელჩანთა აეროპორტში დარჩა და ტაქსით სწრაფად ბრუნდება უკან. მაგრამ გზაზე მომხდარი ავტოავარიის გამო ის გონებას კარგავს და შემდეგ ოთხ დღეს ჰოსპიტალში ატარებს. სასტუმროში დაბრუნებისას კი საკუთარი მეუღლე სხვა მამაკაცთან ერთად ხვდება, იგი ეუბნება რომ არ იცნობს მას. თვითმარქვია მამაკაცი კი მისი სახელითა და გვარით სარგებლობს. გამოუვალ სიტუაციაში მყოფ დაბნეულ მარტინს ხელთ არცთუ მყარი მტკიცებულებები აქვს საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად, თუმცა ის შეუპოვრად იწყებს ძიებას მის გარშემო არსებულ ადამიანთა წრეში...

ფილმის კინოჩვენება შედგა ბერლინის რიგით 61 - ე კინოფესტივალზე. მსოფლიო პრემიერა კი 18 თებერვალს ჰქონდა. სურათის რეჟისორია ჟაუმა კოლეტ-სერა (House of Wax; Goal 2; Orphan).

მთ. როლებში:

ლაიამ ნისონი - მარტინ ჰარისი

დაიან კრიუგერი - ჯინა, ტაქსის მძღოლი

ჯენუარი ჯოუნსი - ელიზაბეტ ჰარისი

ეიდან ქვინი - მარტინი „B“

ბრუნო განცი - ერნსტ იურგენი

ფრენკ ლანჯელა - პროფესორი როდნი კოული

სებასტიან კოხი - პროფესორი ბრესლერი

კარლ მარკოვიჩი - დოქტორი ფარგე

Page 18: Telavi Series-#9

Telavuri seriebi 17

fiqria yuSitaSvilis gverdisaavtoro

Page 19: Telavi Series-#9

Telavuri seriebi 18

fiqria yuSitaSvili

Sen ise Sors xar, vici, ar moxval,da me var mSvidi, rogorc arasdros,vgrZnob, ar momiwevs zedmeti Relva,

karze kakunma romc daaxanos!

ise Sorsa xar, fiqrebsRa gawvden,sizmrad nanaxi guls ar eTmobi,

TviT bediswera erToba odenam ucnauri urTierTobiT.

Senze fiqrebSi gadis zamTari,adneba bages Tovlis fifqebi,

da Tuki moxval Rameul sizmrad,gTxov, alionze nu gamiqrebi!

Txovna

Page 20: Telavi Series-#9

Telavuri seriebi 19

. . .

Tqven mTxovT, mogmarToT mxolobiT ricxvSi

da me vibnevi rogorc mowafe,

Tqven eliT Cemgan udardel sicils,

me viTvli riTmiT wuTebs da wamebs.

Tqven ucnaurad maridebT mzeras

da siwiTlisgan morcxvad Tavsa xriT,

da Cvens saubars etyoba ltolva

raRac sxva kuTxiT, raRac sxva ganxriT...

Tqven gaxalisebT fantaziebi

da Semxtar sicils axvedrebT gzavnils,

me ki memCneva daRla da Tmena

umisamarTod ltolvili mgzavris.

vici, erTxelac umisamarTos

rom daerqmeva saTqmels saxeli,

da Cemi Rawvic Seifakleba,

viT gaSlil velze ucxo Zaxveli.

me marTobs Cveni performansebi

da inteleqtis mini-sparingi,

da bediswerac TamaS-TamaSiT

xalisobs sityvis celqi ganrigiT.

Page 21: Telavi Series-#9

Telavuri seriebi 20

. . .

baraTaSvili werda meranze,

uZRvnida leqsebs laJvard cisa fers,

mec minda giTxra, rogor miyvarxar

da ver vpoulob sityvebs Sesafers...

galaktioni sWvretda angeloss,

iisfer Tovls da vardebs silaSi,

mec poezias veTamamebi,

rogorc Tavneba, jiuti bavSvi.

lado etrfoda Tbilisis havas,

niko firosmans da saaTnavas,

mec minda , SevZlo, riTma vaCuqo

fiqris siances da mzeras Tamams.

murmani qsovda Wrel-Wrula CiTebs,

uyvarda TeTri tilo naqargi,

mec minda leqsSi riTmad Cavtio,

ratom xar Cemi da ase kargi.

anas TuTis xe aWdobda mklavebs,

Wia-marias fiqrebs andobda,

minda icode, Tundac leqsebiT,

es guli Senze rogor dardobda...

dRes sxva xmebia, sxva riTmebia,

sxva saxelebis ucxo parnasi,

da mrCeba mxolod, rom siyvarulis

leqsebiT axsnis momeces Sansi.

Page 22: Telavi Series-#9

vali

me ver agixsni, xSirad rad vTvrebi,

ratom vawvaleb sarkmlis darabas,

da vcdilob, frTxilad Semovxsna kari,

roca mpasuxob: `saxlSi ara var!~

ver getyvi, ratom garideb mzeras,

Sens danaxvaze rad krTeba guli,

ratom mgonia, rom mxolod CemTvis

anaTebs caze varskvlavT krebuli.

me vercerT kiTxvas ver vupasuxeb,

aris kiTxvebi qveynad CamWreli,

da aRar vici, ra vTqva rodesac

riTmas ar rCeba metad saTqmeli.

ver vityvi axals, sityva yoveli

aris amao da gacrecili,

Cemi cxovrebis savali gzebic

gamxdara mxolod mrude wrewiri.

da rogorc ciyvi garbis borbalSi,

rom miaRwios mizans sanukvars,

viT gulubryvilo da celqi bavSvi

davxari mzeze aCrdils sakuTars.

aCrdili tydeba mzis aTinaTze,

liclicebs rogorc sanTlis patruqi,

Telavuri seriebi 21

Page 23: Telavi Series-#9

da sadRac mesmis nazi CurCuli,

roca mexeba mzera saluqi.

morCa, dReidan mzeris var mona

da mxolod mas, erTs, vemorCilebi,

Tu Cemma leqsma ver gagagona,

uxerxul riTmis bgeris CrdilebiT.

Crdili eqoa Cemi gulisa,

da veRar vicav punqtuacias,

Tu mixvdi, raic mindoda meTqva?

_ umweo gancdis situacia...

me ver avxseni, rad wamoviwye

Tema saSiSi da saxifTo,

vici, daitevs yvela leqsis Tqmas

Tabaxis TeTri zewari farTo.

me am leqss gCuqni rogorc saxsovars,

Camesmis Seni xma idumali,

roca daxedav, gagaxsendeba,

rom sadRac dagrCa qali, viT vali...

avtori: fiqria yuSitaSvili

Telavuri seriebi 22

Page 24: Telavi Series-#9

Tornike xaCiZis gverdi

Black & White

Page 25: Telavi Series-#9
Page 26: Telavi Series-#9
Page 27: Telavi Series-#9
Page 28: Telavi Series-#9
Page 29: Telavi Series-#9
Page 30: Telavi Series-#9
Page 31: Telavi Series-#9

paatas

kinolenta

Telavuri seriebi 30

Page 32: Telavi Series-#9

Telavuri seriebi 31

ჩვენი ჟურნალის მორიგი კინოსტატია ოსკარების რიგით 83-ე დაჯილდოებას დაეთმობა. გრანდიოზული ცერემონია, რომელსაც ამერიკის კინოაკადემია (Academy of Mo-tion Picture Arts and Sciences) წარმოგვიდგენს, ტრადიციულად ლოს-ანჯელესის „კოდაკის თეატრში“ გაიმართა. წითელი ხალიჩებით გარშემორტყმულ და კინო –ინდუსტრიაში მოღვაწე ხალხით გადატვირთულ ლოს-ანჯელესის ამ ცხელ წერტილში, შოუდ ქცეულ კაბების, დიზაინერებისა და მსახიობ ქალთა ჩვენებას უამრავი ტელეწამყვანი, ჟურნალისტი, ფოტორეპორტიორი და ტელეარხი აკვირდებოდა. ამ საათნახევრიანი ულამაზესი სტარტის შემდეგ კი უშუალოდ თეატრში გადაინაცვლა მაყურებელმა და ცერემონიალიც დაიწყო. წამყვანებად მოგვევლინნენ ჰოლივუდის ახალგაზრდა ვარსკვლავები, ჯეიმს ფრანკო და ენ ჰეტევეი. მათი პირველი გამოჩენა ეკრანზე საინტერესო და სახალისო ვიდეოკადრებით დაიწყო, სადაც ისინი იმ ათ ფილმთა შორის იყვნენ კინო–მონტაჟის წყალობით ჩასმულები, რომელნიც წლის მთავარი ფილმისათვის იყო წარდგენილი ოსკარზე. წამყვანების პირველი აპლოდისმენტებისთანავე, პირველ პრეზენტერად პუბლიკამ იხილა ოსკაროსანი მსახიობი ტომ ჰენკსი, მან ოსკარების მფლობელები ორ ნომინაციაში გამოავლინა: საუკეთესო მხატვრულ გაფორმებასა და საუკეთესო საოპერატორო ნამუშევარში. დიზაინ-გაფორმება-დეკორაციებში ოსკარი აიღო ფილმმა - ,,Alice in Wonderland“, ხოლო მთავარ ოპერატორისთვის განკუთვნილი პრიზი გადაეცა ფილმს - ,,Inception“.

ამის შემდეგ კი ყველასათვის უდავოდ სასიამოვნო სიურპრიზი გახლდათ 95 (!!!) წლის კინოლეგენდის, კირკ დაგლასის სცენაზე გამოჩენა, ეს გამოსვლა ალბათ საღამოს ყველაზე იუმორისტული და ემოციური იყო და ვინც ეს ნახა, იმედია აღარასოდეს დაავიწყდება ღრმად მოხუცებული მსახიობის ფრაზები და მკაფიო იუმორი. „მამა დაგლასმა“ მაყურებელი ძირითადად ავსტრალიელ ჰიუ ჯეკმენსა და ბრიტანელ კოლინ ფერტზე ახალისა და ყველა ქალბატონის მიმართ გამოხატა ულევი სიყვარული. შემდეგ კი ის ხუთი ნომინანტი ქალი-მსახიობი ამცნო ხალხს, რომელნიც ქალის მეორეხარისხოვან როლისათვის ეცილებოდნენ ერთმანეთს: ემი ადამსი ფილმისათვის - ,,The Fighter“, ელენა ბონემ კარტერი ფილმისათვის - ,,The King’s Speech“, ჯაკი ვივერი ფილმისათვის

. . . and the Oscar goes to:

- ,,Animal Kingdom“, ჰეილი სტეინფილდი ფილმისათვის - ,,True Grit“ და მელისა ლეო ფილმისათვის - ,,The Fighter“. კირკ დაგლასმა კონვერტის გახსნისას კვლავ აცინა მაყურებელი და დაბალი ხმით მელისა ლეოს სახელი გააჟღერა. პრიზიორ მსახიობი ქალისათვის, რომელიც ულამაზესი ვერცხლისფერი კაბით იწონებდა თავს, ოსკარი სასიხარულო სიურპრიზი გამოდგა (ისევე როგორც მისი „ოქროს გლობუსი“ ამ როლისათვის), რაც მის თავმადაბალ, ემოციურ, მხიარულსა და მსუბუქ სამადლობელ ტექსტშიც გამოიხატა. რაც შეეხება მელისა ლეოს აღნიშნულ როლს, ამ ქალბატონს გარჯა უდავოდ ღირსეულად დაუფასდა, იგი მართლაც ბრწყინვალედ ასრულებს ფილმში მრავალშვილიან „გმირი დედ“ –ის როლს.

მისი და კირკ დაგლასის მისამართით ხანგრძლივი ოვაციის შემდეგ სცენაზე გამოვიდა ახალგაზრდა დუეტი - ჯასტინ ტიმბერლეიკი და მილა კუნისი. მათ იუმორის თანხლებით გამოაცხადეს მორიგი საოსკარე ნომინაცია: საუკეთესო ანიმაციურ ფილმისათვის გამარჯვებულად დასახელდა კომპანია ,,Pixar“-ის მორიგი შედევრი -,, Toy Story 3“, აჯობა რა ორ კონკურენტს: ,,How to Train Your Dragon“ და ,,L’Illusionniste“. დიახ, ამ მართლაც ბრწყინვალე ანიმაციამ 2010 წელს არნახული ფურორი მოახდინა კინოსამყაროში (რად ღირს მხოლოდ ფილმის შემოსავალი - 1,063,161,943 $) და ოსკარიც დამსახურებულად აიღო მისმა რეჟისორმა ლი უნკრიშმა.

წლის საუკეთესო ორი სცენარის გამოსავლენად კი ვიხილეთ თეთრ სმოკინგებში გამოწყობილი ორი ჰოლივუდელი მსახიობი - ჯოშ ბროლინი და ხავიერ ბარდემი. მათ თავდაპირველად ადაპტირებულ სცენარისთვის გამოავლინეს ოსკარის მფლობელი: აარონ სორკინი ფილმისათვის - ,,The Social Network“ (ადაპტირებული სცენარისთვის ბენ მეზრიხის 2009 წელს დაწერილი წიგნიდან - ,,The Accidental Billion-aires“, რომელიც უდიდეს სოციალურ ქსელის, Facebook-ის დამაარსებლების შესახებ მოგვითხრობს), გამარჯვებული სცენარისტის კონკურენტები კი იყვნენ: დენი ბოილი და საიმონ ბოფოი ფილმისათვის - ,,127 Hours“; მაიკლ არნდტი, ჯონ ლასეტერი, ენდრიუ სტენტონი და ლი უნკრიში ფილმისათვის - ,,Toy Story 3“; ეთან და ჯოელ კოენები ფილმისათვის - ,,True Grit“ და დებრა გრანიკი და ენ როზელინი ფილმისათვის - ,,Winter’s

Page 33: Telavi Series-#9

Telavuri seriebi 32

Bone“. ოსკარი აარონ სორკინისათვის (რომელმაც ამ სცენარით ყველა კინოჯილდო მოიგო) თითქმის არავის გაჰკვირვებია და საერთო მოსაზრებით მისი სცენარი, მიუხედავად ადაპტირებისა, 2010 წელს მართლაც საუკეთესო იყო. ორიგინალ სცენარისთვის კი ბროლინ-ბარდემის წყვილმა გამაჯვებულად დაასახელა დეივიდ საიდლერი ფილმისათვის - ,,The King’s Speech“, რომლის კონკურენტებიც იყვნენ: ქრისტოფერ ნოლანი ფილმისათვის - ,,In-ception“; მაიკ ლი ფილმისათვის - ,,Another Year“; სკოტ სილვერი, პოლ ტამეისი და ერიკ ჯონსონი ფილმისათვის - ,,The Fighter“ და ლიზა ხოლოდენკო და სტიუარტ ბლუმბერგი ფილმისათვის - ,,The Kids Are All Right“. ოსკაროსანი სცენარის მოხუცმა ავტორმა კი მეტად ემოციური სიტყვებით გაუსვა ხაზი საკუთარ ასაკს და კინოაკადემიას უდიდესი მადლობა გადაუხადა აღიარებისათვის.

ოსკარის შემდეგი გამარჯვებულის დასახელება კი მეტ–ნაკლებად სიურპრიზი იყო, თუმცა სიურპრიზი უკვე აღარ ეთქმის დანიური ფილმის, „შურისძიების“ (დანიურად ჟღერს, როგორც - ,,Hævnen“, თუმცა ამერიკულ კინოგაქირავებაში თარგმნეს, როგორც „უკეთეს სამყაროში“ – ,,In a Better World“) აღიარებას ნომინაციაში - საუკეთესო უცხოური ფილმი. ამ ევროპულმა სურათმა ყველას გასაკვირად წელს რამდენიმე კინოჯილდო მოიგო და მისმა რეჟისორმა, სუზან ბირმაც, ალბათ, დამსახურებულად აიღო ოსკარი რასელ ბრენდ-ჰელენ მირენის ხელიდან. სიტყვა „ალბათ“-ს იმიტომ ვწერ, რომ ქართველი მაყურებლისთვის ჯერ-ჯერობით მართლაც უცხო და უცნობია ეს დანიური ფილმი, რომელიც ასე დააფასა ამერიკის კინოაკადემიამ.

ოსკარის მორიგი მფლობელის გამოსავლენად სცენაზე წარდგა ოსკაროსანი ქალი-მსახიობი რის უიზერსპუნი, რომელმაც აკადემიური მისასალმებელი სიტყვის შემდეგ მეორეხარისხოვანი მამაკაცის როლისათვის მებრძოლი ხუთი კანდიდატის გვარი ამცნო მაყურებელს: ქრისტიან ბეილი ფილმისათვის - ,,The Fighter“, ჯონ ჰოუკსი ფილმისათვის - ,,Winter’s Bone“, მარკ რუფალო ფილმისათვის - ,,The Kids Are All Right“, ჯერემი რენერი ფილმისათვის - ,,The Town“ და ჯეფრი რაში ფილმისათვის - ,,The King’s Speech“. ხსენებულ ნომინაციაში სანუკვარი ჯილდოსათვის ბრძოლა არავის დაუთმო ქრისტიან ბეილმა და ოსკარიც სრულიად დამსახურებულად მოიპოვა ფილმით - „მებრძოლი“ –

,,The Fighter“. ამ, მართლაც ნიჭიერმა (გაიხსენეთ მისი ბავშობის დროინდელი როლები ფილმებში - „მიო ჩემო, მიო“ და „მზის იმპერია“) მსახიობმა და ბევრისთვის უბრალოდ ფანტასტიკა-ექშენ-ბლოკბასტერების გმირმა, აღნიშნული როლისათვის, რომლისთვისაც პრეტენზიას ბრედ პიტი და მეთ დეიმონი აცხადებდნენ, მართლაც დიდი მსხვერპლი გაიღო: საგრძნობლად დაიკლო წონაში, აითვისა ბოსტონურ-ირლანდიური აქცენტი და დაუმეგობრდა ყოფილ მოკრივესა და შემდგომში ნაციხარ ნარკომანს, დიკი ეკლუნდს (ვის როლსაც ფილმში ასრულებს), რათა ძირეულად შეესწავლა მისი ხასიათი და მანერები. ჯილდოთი ხელში, წარმოთქმულ ხანგრძლივ სიტყვას კი მაყურებლებში მჯდარი დიკი ეკლუნდიც ადევნებდა თვალს, რომელმაც ემოცია ვერ დამალა და ფეხზე მდგარმა, ტაშისა და გადაძახილების თანხლებით მიულოცა ოსკარი ქრისტიან ბეილს.

ამის შემდეგ წამყვანებმა გამოაცხადეს ორი ავსტრალიელი მსახიობის გვარი, რომელთაც წლის საუკეთესო ფილმ-კომპოზიტორისთვის განკუთვნილი ოსკარის მფლობელის ვინაობა გაანდეს მსოფლიოს, მხიარულმა ჰიუ ჯეკმენმა და ულამაზესმა ნიკოლ კიდმანმა კონვერტიდან ტრენტ რეზნორისა და ატიკუს როსის გვარები წაიკითხეს ფილმიდან - ,,The Social Network“. კინომუსიკის ამ ახალბედა ავტორებს კი მართლაც ღირსეული ნომინანტები ეცილებოდნენ ოსკარისათვის: ალექსანდრ დეპლა (,,The King’s Speech“), ჯონ პაუელი (,,How to Train Your Dragon“), ეი არ რაჰმანი (,,127 Hours“) და ჰანს ციმერი (,,Inception“).

ავსტრალიელ მსახიობთა დუეტი კი არანაკლებ სიმპათიურმა წყვილმა შეცვალა, ერთ დროს ჰოლივუდის ამომავალ ვარსკვლავად შერაცხულმა მეთიუ მაკკონაჰიმ და მიმდინარე ცერემონიალზე მყოფ ქალბატონთა შორის ერთ-ერთ ულამაზეს კაბაში გამოწყობილმა სკარლეტ იოჰანსონმა (სხვათა შორის კაბის ფერი მისივე სახელის შესაბამისად ჰქონდა არჩეული - Scarlet ანუ მეწამული, ალისფერი) ორი ოსკარი გადასცეს ფილმს - ,,Inception“, ხმის მონტაჟსა და ხმის ეფექტებში. ამ ორ ტექნიკურ ნომინაციაში ქრისტოფერ ნოლანის მართლაც ორიგინალურ ფილმს სხვა კანდიდატებიდან ვერავინ შეეცილა.

წამყვანთაგან მცირე იუმორისტული გამოსვლის uw

Page 34: Telavi Series-#9

ჯეიმს ფრანკო და ენ ჰეტევეი

Telavuri seriebi 33

Page 35: Telavi Series-#9

შემდეგ, ორი ნომინაციის გამოსავლენად ვიხილეთ ოსკაროსანი ქალბატონი კეიტ ბლანშეტი, მან ჯერ საუკეთესო გრიმის ნომინაციაში გამოავლინა ოსკარის მფლობელი, სადაც ჯილდო გადაეცა რიკ ბეიკერსა და დეივ ელსის ფილმისათვის - ,,The Wolfman“ (აღსანიშნავია, რომ კინოგრიმიორ რიკ ბეიკერისთვის ეს მისი რიგით მე-7 (!!!) ოსკარი გამოდგა), ხოლო საუკეთესო კოსტიუმების დიზაინისათვის ოსკარი აიღო კოლინ ეტვუდმა ფილმისათვის - ,,Alice in Wonderland“. შეგახსენებთ ,რომ მას უკვე ჰქონდა ორი ოსკარი ფილმებისათვის - ,,Chicago და Memoirs of Geisha“.

ცერემონიალის ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესო წარდგენა იყო საუკეთესო ვიზუალურ სპეცეფექტებისა და საუკეთესო მონტაჟის ნომინაციების დასახელება ცნობილი კინოტანდემის, რობერტ დაუნი უმცროსისა და ჯიუდ ლოუს მიერ, მათ გამოსვლამდე კი მაყურებელმა იხილა ამერიკის ერთ-ერთი გამორჩეული კომიკოსის, ბროდვეის თეატრის ლეგენდის, ბობ ჰოუპის ციფრული პროექციის სახით მიღებული პრეზენტაცია, რითაც ყველამ კიდევ ერთხელ დაინახა კინემატოგრაფიაში არსებული თანამედროვე სპეცეფექტების მნიშვნელობა და ეფექტიანობა. არტურ კონან დოილის ნაწარმოების კინოგმირებმა კი ოსკარი გადასცეს ფილმს -,, Inception“, ვიზუალური ეფექტებისათვის, ხოლო საუკეთესო მონტაჟისათვის ჯილდო აიღო ფილმმა - ,,The Social Network“.

საუკეთესო სიმღერის ასარჩევად კინოაკადემიამ არ დაარღვია ერთგვარი ტენდენცია, რაც იმაში გამოიხატება, რომ ნომინაციაში - სიმღერა ფილმიდან, ხშირად იმარჯვებს ნაწარმოებები ანიმაციებიდან (გაიხსენეთ ოსკაროსანი კინოსიმღერები მულტიპლიკაციებიდან: Monsters Inc., Tar-zan, The Prince of Egypt, Pocahontas, The Lion King, Aladdin, Beauty and the Beast და The Little Mermaid) და გამარჯვებულად დაასახელა კინო–კომპოზიტორი და შემსრულებელი რენდი ნიუმენი მხიარული და ტემპიანი სიმღერისათვის - We Belong Together, ანიმაციური ფილმიდან - Toy Story 3. მიღებული ოსკარი მუსიკოსისთვის რიგით მეორე გამოდგა.

საღამოს, ალბად, ყველაზე დიდი მოულოდნელობა კი

იყო წლის საუკეთესო რეჟისორის დასახელება, გამარჯვებულის ვინაობა გასული წლის ასევე სიურპრიზების მქონე ქალმა, რეჟისორმა კატრინ ბეგელოუმ, ჰილარი სუენკთან ერთად გვამცნო: ოსკარი მოიპოვა ახალგაზრდა ბრიტანელმა რეჟისორმა ტომ ჰუპერმა ფილმისათვის - ,,The King’s Speech“, საყოველთაო მოსაზრებით აღნიშნულ ნომინაციაში ლიდერი დეივიდ ფინჩერი იყო, რომელმაც ოსკარების ცერემონიამდე, თითქმის ყველანაირი კინოჯილდო მოიპოვა ფილმით - ,,The Social Network“, მაგრამ კინომოყვარულები დამეთანხმებიან, რომ „სოციალური ქსელი“ ფინჩერის ფილმოგრაფიაში საუკეთესო ნამდვილად არაა და ალბად, ამიტომაც არ გადასცეს მას ოსკარი. ტომ ჰუპერის ტრიუმფი კი სასიხარულო სიუპრიზი იმ მხრივაც იყო, რომ ოსკარების ცერემონიამდე, „ბრიტანულ ოსკარად“ წოდებულ ,,BAFTA“-ს (,,British Academy of Film and Television Arts“) დაჯილდოვებაზე, სადაც უმეტესად ბრიტანულ ფილმებს სწყალობენ, ჯილდო დეივიდ ფინჩერმა მოიპოვა, ამერიკის კინოაკადემიამ კი პირიქით, ბრიტანელი კინორეჟისორი დააფასა, რომლისთვისაც ეს კინოსურათი მის ფილმოგრაფიაში მხოლოდ და მხოლოდ მესამე მხატვრული ფილმია, მოკლედ, მცირეოდენი პარადოქსით, თუმცა აბსოლუტურად დამსახურებულად, ოსკარი სახლში ტომ ჰუპერმა წაიღო, კანდიდატები რეჟისურაში კი იყვნენ: დეივიდ ფინჩერი ფილმისათვის - ,,The Social Network“, ეთან და ჯოელ კოენები ფილმისათვის - ,,True Grit“, დარენ არონოვსკი ფილმისათვის - ,,Black Swan“ და დეივიდ ო. რასელი ფილმისათვის - ,,The Fighter“.

ჯერი დადგა წლის საუკეთესო ქალი მსახიობის გამოსავლენად, ოსკაროსანმა მსახიობმა ჯეფ ბრიჯესმა წაიკითხა ხუთი ნომინანტი ქალი მსახიობის ვინაობა: ანეტ ბენინგი ფილმისათვის - ,,The Kids Are All Right“, ნიკოლ კიდმანი ფილმისათვის - ,,Rabbit Hole“, ჯენიფერ ლოურენსი ფილმისათვის - ,,Winter’s Bone“, მიშელ უილიამსი ფილმისათვის - Blue Valentine და ნატალი პორტმანი ფილმისათვის - ,,Black Swan“, სადაც ოსკარი გადაეცა ნიჭიერ ახალგაზრდა მსახიობს, ნატალი პორტმანს. მან მართლაც დამსახურებულად მოიგო კინოაკადემიისაგან ესოდენ სანუკვარი ჯილდო, ისევე როგორც მანამდე ამ ფილმისათვის მიღებული ყველა კინოპრიზი. ჩემი აზრით, პორტმანის წარმატება სასიხარულო თუნდაც იმ გარემოების გამოცაა, რომ მისი ოსკარი არ იყო ე.წ. „პოლიტიკური

დეივიდ საიდლერი აარონ სორკინი

ტრენტ რეზნორი და ატიკუს როსი

სუზან ბირი

კოლინ ეტვუდი

Telavuri seriebi 34

uw

Page 36: Telavi Series-#9

ოსკარი“, სადაც ჯილდოს უფრო მეტად კონკრეტული როლი იღებს, ვიდრე მსახიობისგან ნათამაშები ორიგინალობა, მხედველობაში მაქვს სანდრა ბულოკის, ჯულია რობერტსის, ფილიპ სეიმურ ჰოფმანის, თუნდაც ჰელენ მირენის, ჯემი ფოქსის, მარიონ კოტიარისა და შონ პენის (ფილმისათვის - ,,Milk“) ოსკარები, სადაც მათი გამარჯვება უმეტესად რეალურ პიროვნებათა დაფასება იყო, თუმცა როლისათვის თამაშსა და გარჯას ვერავინ დაუკარგავთ მათ. წლევანდელი გამარჯვებულის ტრიუმფი კი სრულიად ორიგინალური ფილმისა და გამორჩეული როლის დაფასება გახლდათ. ნატალი პორტმანს ამ ფილმმა ყველაფერი მოუტანა, საყოველთაო აღიარება, კინოჯილდოები და რაც მთავარია, აპოვნინა საყვარული ადამიანი, რომელიც ფილმის გადაღების მსვლელობისას გაიცნო და დაუახლოვდა, იგი უკვე მსახიობის საქმროდ ითვლება და ფეხმძიმედ მყოფი ნატალი პორტმანი ცერემონიალზე, ოსკარის გარდა, ეფექტური საორსულე კაბითაც იწონებდა თავს.

ჩემი ზემოთ ხსენებული მოსაზრების ერთგვარი დამტკიცება კი საუკეთესო მამაკაცი მსახიობის გამარჯვება გახლდათ, როდესაც ოსკარი გადაეცა კოლინ ფერტს, დიდი ბრიტანეთის მეფის, ჯორჯ VI-ის მართლაც ბრწყინვალედ შესრულებისთვის, ფილმიდან - ,,The King’s Speech“, მან ოსკარი სანდრა ბულოკის ხელიდან აიღო და ჩვეული ბრიტანული თავდაჭერილობით წარმოთქვა სამადლობელი სიტყვა. პრინციპში, მის წარმატებას, ალბად, ყველა ელოდა, მიუხედავად ძლიერი კონკურენტებისა: ჯესი აიზენბერგი ( ,,The Social Net-work“), ჯეიმს ფრანკო (,,127 Hours“), ხავიერ ბარდემი (,,Biutiful“) და ჯეფ ბრიჯესი (,,True Grit“).

ამით ცერემონიალი კულმინაციას მიუახლოვდა, ბოლო გამარჯვებულის დროც დადგა, კინოაკადემიამ ტრადიციას არ უღალატა და წლის მთავარი და უკანასკნელი ნომინაციის ანუ საუკეთესო ფილმის დასახელება მიანდო ოთხი ოსკარის მფლობელ რეჟისორს სტივენ სპილბერგს. წლის საუკეთესო სურათისათვის შემდეგი ფილმები იყო ნომინირებული: ,,127 Hours“ (,,127 საათი“), ,,Black Swan“ (,,შავი გედი“), ,,The Fighter“ (,,მებრძოლი“), ,,Inception“ (,,დასაწყისი“), ,,The Kids Are All Right“ (,,ბავშვები კარგად არიან“), ,,The King’s Speech“ (,,მეფის სიტყვა“), ,,The Social Network“ (,,სოციალური ქსელი“), ,,Toy Story 3“

ლი უნკრიში

ტომ ჰუპერი

Telavuri seriebi 35

Page 37: Telavi Series-#9

(,,სათამაშოების ისტორია 3“), ,,True Grit“ (,,ნამდვილი სიმამაცე“) და ,,Winter’s Bone“ (,,ზამთრის ძვალი“). გენიოსმა რეჟისორმა კონვერტი დიდი სიფრთხილით გახსნა და გამარჯვებული სურათი დაასახელა - 2010 წლის საუკეთესო ფილმი გახდა „მეფის სიტყვა“ (,,The King’s Speech“), ამ, მართლაც შთამბეჭდავმა ბრიტანულმა დრამამ საღამოს მთავარი ჯილდოები დამსახურებულად მოიპოვა. ფილმი ნომინაციების მხრივაც ლიდერი იყო - ჰქონდა ყველაზე მეტი–12 ნომინაცია.

ასე გადანაწილდა ოსკარები, ბევრისთვის მოულედნელად, ბევრისთვის გასახარად, 4-4 ოსკარის მფლობელნი გახლდნენ ფილმები „მეფის სიტყვა“ და „დასაწყისი“, მაყურებელმა და კინო-საზოგადოებამ იხილა კიდევ ერთი ბრიტანული კინოსურათის ტრიუმფი ამერიკული კინოაკადემიის ხელდასმით, იხილა ძმები კოენების, ალბად, ყველაზე დაუფასებელი ფილმი - „ნამდვილი სიმამაცე“, იხილა უსაზღვრო ემოცია და იხილა სასიხარულო თუ სინანულის ცრემლებიც...

ასეთი გახლდათ საღამო ლოს ანჯელესის „კოდაკის თეატრ“–ში, სადაც კინოაკადემიის რიგით 83-ე დაჯილდოება გაიმართა. ელეგანტური და დიადი წარმოდგენა, რომელსაც მრავალი მაყურებელი, გულშემატკივარი და ბევრი კრიტიკოს-სკეპტიკოსი ჰყავს, ეს ბევრისთვის ფორმალობად ქცეული, ბევრისთვის კი თანამედროვე კინოსაზომად მიჩნეული ყოველწლიური მოვლენაც ზუსტად ერთი წლით დაგვემშვიდობა...

დასკვნის მაგიერ კი ჩემეულ P.S.-ს გაგაცნობთ! სამი ფაქტი, რომელმაც გამაკვირვა წელს ოსკარების დაჯილდოვებაზე:

1. მარკ ვალბერგის ვერმოხვედრა მამაკაცის მთავარი როლის ნომინაციაზე ფილმით - ,,The Fighter“. მართლაც საკვირველი იყო ფილმის მთავარი გმირის იგნორი ოსკარზე, მაშინ, როდესაც ფილმს 7 ნომინაცია ჰქონდა: წლის ფილმი, საუკეთესო რეჟისორი, მერეხარისხოვანი მამაკაცის როლი, მეორეხარისხოვანი ქალის როლისთვის ორი კანდიდატი, სცენარი და მონტაჟი. ფაქტიურად, ყველაფერში იყო ფილმი ნომინირებული, გარდა მთავარი გმირის როლისა, ვის გარშემოც მთლიანად ფილმი და სიუჟეტია აგებული.

2. ქრისტოფერ ნოლანის ვერმოხვედრა რეჟისორის ნომინაციაზე ფილმით - ,,Inception“. გასაოცარი და, ალბად, საწყენიც იყო ამ, მართლაც გამორჩეული ადამიანის უნომინაციოდ დატოვება, მართალია, იგი სცენარით გახლდათ ნომინირებული, მაგრამ მაინც მგონია, რომ რეჟისურითაც უნდა ყოფილიყო წელს წარდგენილი.

3. ნომინაციაში სიმღერა ფილმიდან, ვერ მოხვდა თუნდაც ერთი სიმღერა წლის საკმაოდ გახმაურებული მიუზიკლიდან - ,,Burlesque“. ეს მართლაც გასაკვირი იყო, თუნდაც იმის გამო, რომ ფილმმა ამ კატეგორიაში „ოქროს გლობუსი“ მოიპოვა, სადაც ორი სიმღერით იყო ნომინირებული.

avtori: paata CaxvaSvili

კრისტიან ბეილი, ნატალი პორტმანი, მელისა ლეო და კოლინ ფერტი.

Telavuri seriebi 36

Page 38: Telavi Series-#9

Telavuri seriebi 37

დადგა ჟამი, ჩემი facebook მიმოხილვისაც და დამებადა კითხვა: ნეტავ, ვინმეს თუ აინტერესბს იგი, თუ კითხულობს მას ჩვენი მკითხველი და საერთოდაც, რაიმე უფრო საინტერესო ხომ არ შევთავაზოთ მკითხველს ამ ჩვენი ფაცებოოკ „ბლა-ბლას“ ნაცვლად?! facebook-ის ჩვენი გვერდი ხომ უკვე საკმაოდ პოპულარულია, ბევრი საინტერესო კომენტარები და გამოხმაურებებია ყოველდღიურად, ჩვენი ფაცებოოკ მეგობრობა ამართლებს და სახალისოც არის. მეც გამიჩნდა სურვილი რაღაც სხვა რუბრიკით შემოვიდე მე-10 ნომერში და ფაცებოოკ გვერდის აქტივობების განხილვა დარჩეს იმ არაჩვეულებრივი საზოგადეობისთვის, რომლებიც უკვე ჩვენს მეგობრებად ირიცხებიან. რა რუბრიკა ჩაანაცვლებს facebook მიმოხილვას ეს მეც ჯერ არ ვიცი, მაგრამ ძალიან ვეცდები, რომ რაიმე უფრო საინტერესო მოვიფიქრო.

თებერვკლის თვეში კი facebook გვერდზე ჩვენ ორი მნიშვნელოვანი საკითხი განვიხილეთ ჩვენს მეგობრებთან ერთად და ორივე მათგანი შედარებით „ტაბუდადებულ“ თემებს შეეხო. თუმცა, ჩემი აზრით, თუ რაღაც ხდება საზოგადოებაში და ეს „რაღაც“ საკმაო პრობლემებს ქმნის, მასზე ტაბუს დადება საზოგადოების მოუმწიფებლობაზე მიუთითებს. თუ საზოგადოება არ განიხილავს პრობლემას, რომელიც თანდათან სერიოზულ და მასშტაბურ სახეს იძენს, მაშინ ეს პრობლემა უკვე ტრაგედიად ექცევა ამ საზოგადოებას. რა საჭიროა ამ ყოვლად კრიზისულ ცხოვრებაში კიდევ სხვა დამატებითი სადარდებელი გავიჩინოთ, როცა შეიძლება ჯანსაღი მიდგომით ცხოვრება ცოტა გავიმარტივოთ?!

ბევრს აღარ გავაგრძელებ და მოკლედ გეტყვით, რომ ერთ-ერთი თემა შეეხო ქართველი მოსწავლის სექსუალური განათლების აუცილებლობას: „უნდა მიიღოს თუ არა ქართველმა მოსწავლემ სექსუალური განათლება სკოლაში?? მე ვამბობ, აუცილებლად და დაახლოებით 10 წლის ასაკში. თქვენ რას ფიქრობთ?“ მე რასაკვირველია ჩემი მოსაზრება დავასაბუთე კიდეც: „ჩემი აზრით 10 წელი საუკეთესო ვარიანტია, ბავშვი უკვე აზრზეა მოსული და სანამ ამხანაგებისგან, ტელევიზორიდან და ა.შ არასანდო წყაროებიდან გაიგებს რაიმე ტვინის ამრევს, სჯობს სკოლამ დაასწროს...თან ამ ასაკში სირცხვილის გრდძნობა არაა გაჩენილი ისეთი მძაფრად, როგორც ეს მოგვიანებით ხდება....და თუ გავითვალისცინებთ იმას, რომ ჩვენ სამხრეთელები ვართ, 12 წლიდან სექსუალური ინტერესები უკვე შეენიშნებათ გოგოებსაც და ხანდახან ბიჭებსაც (რეალურ ბავშვებზე დაკვირვებით ვამბობ ამას, რომლებიც ერთეულები არ არიან)“. ჩვენი მეგობრების მოსაზრებები კი ასეთია:

ჩიდრას ვეთანხმები,10 ადრეა,12-13 დან უნდა იყოს,იმედია აღარ მოხდება აღარც ამდენი სექსუალური გადახრები და ათასი უბედურება,სკოლაში თუ არა მშობელი მაინც უნდა ესაუბრებოდეს,მე ესეთი შემთხვევაც ვიცი რო პირველად მენსტრუაცია რო მოუვიდა არ იცოდა რა იყო და შეშინებული სპირტს ისხავდა და შედეგს ყველა მიხვდებით,მშობლებიც ტყუიან ალბათ გარკვეულწილად.“

კი ოღონდ ბიჭებისთვის ცალკე გოგოებისთვის ცალკე : )) მარა არა 10 წლიდან : ))) ეს უფრო 15 წლის მერე : ))) ჩვეულებრივი ბიოლოგიის გაკვეთილიი : ))

kedeli info suraTebi video Canawerebi dafebi>> +

gaziareba statusi suraTi bmuli video

dawere rame...

spami parametrebiTelavi Series

facebook mTavari profili angariSi

Giorgi Chakhvashvili

Tiniko Khanjaliashvili

http://www.facebook.com/Telavi.Series

Nini Giorgadze

Page 39: Telavi Series-#9

ალბათ კი,მაგრამ დიდი სიფრთხილით უნდა შეირჩეს პედაგოგები.თელავის მეოთხე სკოლაში ხომ არსებობს ერთი შიზოიდი–რელიგიის მასწავლებელი,ნუგზარ ჩიკვაიძე,ეკლესიის კედლების მლოშნავი.ბავშვებს სახარებას რომ ურტყავდა თავში.სასურველია სექსოლოგიის მასწავლებელი ანანისტი არ იყოს და სხვას არ «ანათლებდეს»

რა თქმა უნდა უნდა მიიღონ,ოღონდ მანამდე მასწავლებლებმა :)

კი, მეც ვფიქრობ რომ უნდა მიიღონ, ამით ბევრ პრობლემას ავარიდებთ თავს, მითუმეტეს თუ გავიხსენებთ რომ 21-ე საუკუნეა :))) 10 წლის შეიძლება ცოტა პატარაც იყოს ამისთვის, მაგრამ 12-13 წლის ასაკში უკვე აუცილებელია...

თუმცა ბევრი მშობელი ამას ეწინააღმდეგება, რომ სკოლაში მისმა შვილმა მიიღოს სექსუალური განათლება ამიტომ ამან პრობლემა და მშობლების ე.წ. ქაოსი რომ არ გამოიწვიოს, ეს შეიძლება სხვანაირად მოვაგვაროთ, მაგალითად ჩაუტარდეთ ტრენინგები ბავშვებს ამის შესახებ და ნუ დაერქმევა მაინცდამაინც გაკვეთილები... :)))

ჩემი აზრით 12 - 13 წლიდან მაინც უნდა მიიღონ რაგაც დონეზე ,მათთვის გასაგები ენით და მათ ასაკთან შეფარდებით...ძალიან საზიზღარი მდგომარეობა გვაქვს მაგ კუტხით და ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა, ოჯახიდან უნდა დაიწყოს ბავშვის აღზრდა, მერე სკოლაში გაგრძელდეს მაგრამ დღეს ხომ უწესო საქციელს ხშირ შემთხვევაში თავისუფლბას ეძახიან..

აუ რა გჭირთ ხალხო სადაა ქართული მენტალიტეტი :(:( გული მწყდება ამ კომმ შემხედვარეეე... ;( მაგის სწავლას ის ჯობია რელიგია და კულტურა ისწავლებოდეს,მალე ალბათ საქარტველოს ისტორია არავის აღარ ეცოდინება....

სკოლა ცოდნის სახლია( ყოველ შემთხვევაში ასე უნდა იყოს), სადაც უმჯობესია ისტორიას და რელიგიას ასწავლიდნენ და ამის სკოლაში სწავლება არანაირად არაა საჭირო , დაინტერესებულები ისედაც მოახერხებენ თავიანთვის საჭირო ინფორმაციის მიღებას, და ადმინისტრატორს ვკითხავ : თქვენ, ვისაც ეს სკოლაში არ გისწავლიათ, არის რამე რაც არ იცით ?

ნელიკომ ნამდვილად მოსწრებული კითხვა დასვა და პასუხი მას FACEBOOK ში დავუბრუნე, მაგრამ ერთი რამ უნდა ითქვას, სკოლაში მოსწავლისთვის სექსუალური განათლება არაა გარყვნილება და არც მოსწავლის რელიგიურ და კულტურ განათლებას ეწინააღმდეგება (ღმერთმა დაიფაროს), ამ გაუნათლებლობის შედეგებმა კი ნამდვილად შეიძლება მიგვიყვანოს უღმერთო და გადაგვარებული საზოგადოებამდე. დამეთანხმებით, რომ აზია საოცრად რელიგიური და კულტურული ხალხითაა დასახლებული, მაგრამ სწორედ იქიდან მოდის „კამა სუტრა“ და სხვა „სიყვარულის ხელოვნების“ შემსწავლელი ლიტერატურის უმრავლესობა (მე, რასაკვირველია, მოსწავლის სექსუალურ აღზრდაში ამ ლიტერატურის გამოყენებას არ ვგულისხმობ). ჩვენი ქართველობა სულ არ ნიშნავს იმას, რომ ქართველებს სექსი არ სჭირდებათ ან იმას, რომ სექსუალური

Telavuri seriebi 38

Zaza kevlishvili

Nino Munjika

Lika Nazgaidze

Tiniko Khanjaliashvili

Dali Papalashvili

Sofo Chidrashvili

Neliko Chachauri

Tiniko Khanjaliashvili

Page 40: Telavi Series-#9

განათლების მიღების შემდეგ ჩვენ ქართველები აღარ ვიქნებით ან ღმერთის უღირსნი გავხდებით. სექსუალური განათლება არ გულისხმობს ახალგაზრდების გარყვნას, პირიქით, იგი მათ დაეხმარებათ ბუნებრივი და აღვირახსნილი ერთმანეთისგან განახსვავონ.

ასეა თუ ისე, ჩვენ ყველას აზრს პატივს ვცემთ და ცხოვებას ვაგრძელებთ. ასე ვაგრძელებთ კამათს იმაზე, თუ რატომ იჩენენ ადამიანები დამატებით ურთიერთობებს და „პრობლემებს“ ქორწინების შემდეგ. ჩვენი შემდეგი კითხვა ასე ჩამოყალიბდა: „ვინ იცის, რატომ იჩენს კაცი საყვარელს? და ქალიც?“

ქართველი მხოლოდ იმიტომ რომ, ბევრი უნდა ბევრიიი ... და კიდევ მრავალფეროვნებაც უნდა, ხან ერთ ხან მეორე ხან მესამე , ხან მეოთხე და ჰეეე ....

ერთ კაცთან რომ მთელი ცხოვრება ვერ გაძლებ ეგ ღალატს არ ნიშნავს, თუ ერთს დაშორდები და მეორეს შეერწყმები (თუ რაც ქვია მაგას) ეგ არნიშნავს ღალატს.. ღალატია როცა ორთან ერთდროულად ხარ :) მე ასე ვფიქრობ .....

ზოგადად კი ურთიერთგაუგებრობაა (<= :)) რა სიტყვეაა) ამ ყოველისვეს მიზეზი ....

ერთი მოსაწყენიას პრინციპი მოქმედებს :) როგორც ქალის ასევე კაცის შემთხვევაშიც. კიდევ ინდივიდუალურად არის ხოლმე პატარ–პატარა მიზეზებიც

დაუკმაყოფილებლობისა და მრავალფეროვნებებებზე მოგვიწევს ამ თემით საუბარი. ხალხის რადიკალურად განსხვავებული აზრი მოყვება, ბოლოს ერთ აზრზე ვერ შეთანხმდებით და ბოლოს ვერ გაიგებთ რატომ ღალატობს კაცს ქალი-ქალს კაცი:D

მმმ....ერთფეროვანი მომაბეზრებელი ცხოვრებდან აკეთებენ გადახვევას..

მარტო სექ-ზე არ არის ჩემი აზრით...როცა ერთი ადამიანი მეორისგან ვერ იღებს სულიერ საზრდოს ის იწყებს სხვაგან მის ძებანას....მაგრამ ხშირად ადამიანები გრძნობებს ერთმანეთში ურევენ და ვულგარულობაში გადასდით.

ამ კითხვაზე ზუსტი პასუხის გაცემა შეუძლებელია,ყველას ალბათ ინდივიდუალური მიზეზი აქვს :)) მთავარი მიზეზი დაუფიქრებლობაა და ალბათ არასაკმარისი (არა მყარი)სიყვარული

მიზეზი მარტივი და აბსოლიტურად ნათელია ჩემი აზრით-ინტერესის დაკარგვის სახით. მონადირის პრინციპი მოქმედებს,როცა მსხვერპლი შენს ხელთაა აღარც გაფრთხილებას საჭიროვებს რადგან მიზანი მიღწეულია და სურვილი დაკმაკოფილებეული. შესაბამისად თუ წავა და მოქმედების თავისუფლებას მოგანიჭებს

Telavuri seriebi 39

Pretty Nightmare

Iri Lekveishvili

Tiniko Khanjaliashvili

Iri Lekveishvili

Tornike Khachidze

Kathy Khosiashvili

Mariam Popkhadze

ნუცა გურაბანიძე

Nino Osiashvili

Page 41: Telavi Series-#9

avtori: Tiniko xanjaliaSvili

ახალი მსხვეპლის საძიებლად უკეთესიც კია,ალბათ ასე ფიქრობენ და ღალატობენ იმიტომ რომ მეორე წავიდეს.

მოკლედ, ეს ძალიან დელიკატური და ყოვლად ამოუცნობი თემა, ისევ ასეთად დარჩა და ჩვენმა მეგობრებმაც თავისთავად ახალი არაფერი თქვეს ამ თემაზე. დაე, მათ არასდროს გამოსცადონ ეს თავიანთ ცოლ-ქმრულ ცხოვრებაში, ისე გაუმართლოთ ყველას (მეც, რასაკვირევლია). თუმცა, ამის მიზეზად მარტო მონადირის პრინციპი და ერთფეროვნების მობეზრება ვერ დასახელდება, ამას ფსიქოლოგები ბევრ სხვა ახსნასაც მოუძებნიან (დარწმუნებული ვარ) და ოდესმე, ჩვენც დავპონტავთ ამის შესახებ ჩვენს გვერდზე. მემაინც მგონია, როცა იცი მიზეზები, შესაძლებელია მათი გამომწვევი შედეგების თავიდან აცილება.

ასე და ამგვარად, ჩვენი ფაცებოოკ განსჯები აქ დავასრულოთ და დაველოდოთ მე-10 ნომერს_ის კიდევ უფრო საინტერესო იქნება თავისი რუბრიკებით და შინაარსით. მე კი მინდა, ამ რუბრიკით აქ დაგემშვიდობოთ და facebook აქტიურობა გისურვოთ!!!

Tiniko Khanjaliashvili

© Ika Javakhishvili

Telavuri seriebi 40

Page 42: Telavi Series-#9

T O P

postebiFROM

UCNAURI.COM

Telavuri seriebi 41

Page 43: Telavi Series-#9

Telavuri seriebi 42

sasamarTlo vs fauna - gasaCivrebas ar eqvemdebareba!

afro-qarTvelis Cveulebrivi dRe friTaunSi

Page 44: Telavi Series-#9

sasamarTlo vs fauna - gasaCivrebas ar eqvemdebareba!

T O P

Telavuri seriebi 43

Don Mindia

შუასაუკუნეების ბევრ საიდუმლოს,რთულად დასაჯერებელ ისტორიებსა და ბევრ ისეთ ფაქტს ინახავს რაც პირდაპირ რომ ვთქვათ ღიმილს და ირონიულ დამოკიდებულებას იწვევს ამ ფაქტების უშუალო განმახორციებელი საზოგადოების მიმართ.

სწორედ შუასაუკუნეების ისტორიული ლაბირინთებში ხანმოკლე გზის გაკვლევის შემდეგ თქვენს ყურადღებას გავამახვილებ სასამართლო პროცესებზე სადაც ბრალდებულის როლში ფაუნის წარმომადგენლები გვევლინებიან,ხოლო ბრალმდებლების,ვექილებისა და მოსამართლეების როლები ჩვეულებრივად ჰომო საპიენსს ეკავა(თუმცა საკითხავია რამდენად იყვნენ ეს ადამიანები განვითარების უმაღლეს საფეხურზე მდგომნი).

ამ პერიოდში ინკვიზიციას ევროპაში საკმაოდ ღრმად ჰქონდა ფესვები გადგმული და არაერთი ადამიანი,რომელიც განსხვავებულად აზროვნებდა და მეცნიერულ პროგრესს აღწევდა ჯადოქრებად ცხადდებოდა და ცეცხლში გიზგიზებდა.ასე დაიკარგა არაერთი პროგრესულად მოაზროვნე და მოღვაწე.ყოველივეში ბნელი ძალების ძებნა–აი ეს იყო უდიდესი მანკიერება შუასაკუნეების ევროპისა,რომლის ფესვები უფრო შორს ისტორიის ლაბირინთებში მიიკვლევს გზას და არაერთ ისტორიკოსს უბნევს გზა–კვალს.ადამიანის წინააღმდეგ სასამრთლო პროცესები(მიუხედავად მათი არაობიექტურობისა) მაინც გასამართლებელია,ხოლო რაც შეეხება ცხოველთა სამყაროს წინააღმდეგ მიმართულ სასამრთლოს ეს უფრო სისულელე და იდიოტიზმია ვიდრესხვა რამ(ცხოველი და ადამიანი ერთ ქვაბში არ უნდა მოხარშო–ეტყობა ამ აზრისგან საკმაოდ შორს იდგა ევროპული იურისპრუდენცია).

როგორც ვთქვი ადამიანის დასჯის საკმაოდ გავრცელებული გზა იყო კოცონზე დაწვა,ხოლო ცხოველების წინააღმდეგ სხვდასხვა ღონისძიებებს მიმართავდნენ ომელთა უმეტესობა ოთხფეხათა(ორფრთიანთა თუ მრავალფეხათა) სიკვდილით სრულდებოდა.

განვიხილოთ რამდენიმე სასამართლო გადაწყვეტილება–

–ძაღლს რომელმაც ავსტრიელი ჩინოვნიკი დაკბინა სასამართლოს გადაწყვეტილებით მიესაჯა 1 წელი და 1 დღე საკანში;–თხა რომელიც სხვის მინდორში გემრიელად შეექცეოდა ბალახს ყურის გარეშე დატოვეს;–ტახი რომელიც ადამიანს დაესხა თავს ცოცხალად დამარხეს.

ხშირ შემთხვევაში განსასჯელ ცხოველს ადამიანის ტანისამოსს აცმევდნენ და ამას იმით ამართლებდნენ,რომ სასამართლო პროცესი ისე უნდა გამართულიყო როგორც ადამიანების წინააღმდეგ.იყო შემთხვევა როცა ღორს მიუსაჯეს დინგის ამპუტაცია და ამის შემდეგ მის სახეს ამშვენებდა ადამიანის სახის მქონე ნიღაბი.აქ ჩანს რომ დამნაშავე ცხოველი ადამიანის დონეზე აიყვანეს,ხოლო ადამიანის წინააღმდეგ საპირისპირო ქცევას ჰქონდა ადგილი,რადგან დამნაშავე ჰომო საპიენსს შემოახევდნენ ხოლმე ტანსაცმელს და ხაზს უსვამდნენ,რომ ეს იყო ცხოველი(ეს ხდებოდა იშვიათად,თუმცა ამას არა აქვს დიდი მნიშვნელობა).

ევროპული სამართლის ამ მხარეზე არაერთი ფაქტი შემოინახა ისტორიკოსმა ფრეზერმა,რომელიც თავის ერთ–ერთ ნაშრომში წერს:

„შუასაუკუნეების ევროპაში კანონის წინაშე ცხოველები ისევე აგებდნენ პასუხს როგორც ადამიანები.შინაურ ცხოველებს ასამართლებდნენ სასამართლოებში და სიკვდილით სჯიდნენ ბრალეულობის დამტკიცებისთანავე,ხოლო გარეულ ცხოველებს კი საეკლესიო სასამართლოები ასამართლებდნენ და სასჯელის ფორმა იყო განდევნა,დაწყევლა ან სიკვდილით დასჯა.ყოველი საქმის დროს ცხოველებს უნიშნავდნენ ადვოკატებს და სასამართლოს ყოველი ეტაპი კანონის ზუსტი დაცვით ტარდებოდა.საფრანგეთში მსგავსი სასამართლო პროცესები ტარდებოდა XII-XVIII საუკუნეებში.ბოლო პროცესი თარიღდება 1740 წლით და დამთავრდა ძროხის სიკვდილით დასჯით“.

საფრანგეთის ქალაქ მელენის არქივებში ინახება ცნობა

Page 45: Telavi Series-#9

Telavuri seriebi 44

ცნობები,კერძოდ დეტალიზებულია სასამართლოს ხარჯების შესახებ ინფორმაცია:ღორის გამოკვება–6 პარიზული გროში,ჯალათის გასამრჯელო 54 პარიზული გროში,ურიკის დაქირავება რომელმაც ღორი მიიყვანა ეშაფოტამდე–6 პარიზული გროში.

რუსულ არქივებში კი არსებობს რამდენიმე ცნობა,კერძოდ პავლე პირველის მეფობის დროს ტახს მიესაჯა გადასახლება ციმბირში.აი თურმე როდის ჩაისახა იდეა ციმბირში გადასახლებისა,რომელიც შემდეგ ადამიანთა წინააღმდეგ გამოიყენეს და არაერთმა ადამიანმა იწვნია მძიმე ხვედრი ციმბირული კატორღისა…

რამდენიმე საქმე დავასახელე და როგორც ხედავთ უმეტეს შემთხვევაში განსასჯელი როლში ღორები გვევლინება.საქმე იმაშია,რომ შუასაუკუნეების ევროპაში ქალაქის ქუჩებში ხშირად შეხვდებოდით ღორების ხროვას,რომლებიც ხშირად თავს ესხმოდნენ პატარა ბავშვებს და კლავდნენ.სწორედ ამის გამო ხშირი გახდა სასამართლო ღორების წინააღმდეგ.1573 წელს ფრანგი ჟან დიურე თავის ტრაქტატებში სწორედ ამის შესახებ ამახვილებს წერს–„ხშირი იყო ბავშვების სიკვდილიანობა და ზოგ შემთხვევაში მიზეზი ღორებისთავდასხმა იყო,ამის გამო კი ოთხფეხები მკაცრად აგებდნენ პასუხს და ხდებოდა მათი ეგზეკუცია ჩამოხრჩობით ან კოცონზე დაწვით“. საკვირველია,რომ იმაზე არავინ ამახვილებდა ყურადღებას,რომ ქუჩაში მოსეირნე ღორების პატრონებისათვის მკაცრად მოეთხოვათ პირუტყვის საკუთარ კარმიდამოში ყოლა”…

ზემოთ მოცემული ფაქტები უმეტესად საფრანგეთს შეეხება,ხოლო მეთხუტმეტე საუკუნის შვეიცარია საკმაოდ შორს წავიდა და ბრალდებულის სკამზე უკვე გამოჩნდნენ ბუზები,კალიები,თევზები,მუხლუხო და ა.შ. 1479 წელს ლოზანაში გაიმართა ხმაურიანი სასამართლო მუხლუხოების წინააღმდეგ,რომლებმაც დიდი ზიანი მიაყენეს ბაღებს.ეს პროცესი 2 წელს გრძელდებოდა და საბოლოოდ მუხლუხოებს ქვეყნიდან გაძევება მიესაჯათ.საინტერესოა საზღვარს როგორ იცავდნენ და როგორ ხდებოდა მუხლუხოთა დეპორტზე კონტროლი.:))

Page 46: Telavi Series-#9

afro-qarTvelis Cveulebrivi dRe friTaunSi

T O P

Telavuri seriebi 45

Wooden Monkey “როდესაც ღმერთმა შექმნა დედამიწა, ზომერად ჩაუყარა სიმდიდრე ყველა კონტინეტს… ხოლო ბოლოს როდესაც აფრიკა შერჩა ხელთ, მოუყარა თავი თავის ყველა ალმასს, ბრილიანტს, ორქოს, ვერცხლს და სხვადასხვა ძვირფასეულობებს და ამ კონტინეტში ჩაყარა… როდესაც ანგელოზებმა ეს დაინახეს გაკვირვებულებმა ჰკითხეს ღმერთს : კი მაგრამ რატომ მაინცდამაინც აქამდენი სიმდიდრე და საგანძური ??? ხოლო ღმერთმა კი უპასუხა: თქვენ ჯერ კიდევ არ იცით აქ ვინ უნდა დავასახლო.. ”

პოსტს რომელსაც ეხლა იხილავთ, არის ჩემი მეგობრის გიორგი ბერიშვილის მამის (თორნიკე ბერიშვილის) მიერ მონათხრობი, რომელიც იმყოფება აფრიკაში, კერძოდ კი “სიერა ლეონეში”, იგი გახლავთ რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს იქაური “თეთრი შამანი”…. სწორედ აფრიკულ ვოიაჟს გთავაზობთ მე დღეს თქვენ :) მე ძალიან მესიამოვნა და გირჩევთ გადაიკითხოთ … მაშ ასე :

ფრიტაუნი დედამიწის ეკვატორთან ძალიან ახლოსაა. ვერტიკალურად რომ ჩაუყვე გრძედებს, სულ რაღაც ხუთასიოდე კილომეტრში შეიძლება ეკვატორს მიადგე. მზე ყოველდღე ერთი და იგივე დროს ამოდის და ერთი და იგივე დროს ჩადის. წუთების სიზუსტით, დილის შვიდ საათზე თენდება და საღამოს შვიდ საათზე ბნელდება. აქ არ იციან ზაფხულის და ზამთრის დრო. მთელი წელი ერთი დროა და ერთნაირი დარია. ვცრუობ! აგვისტო, სექტემბერი გადაუღებლად წვიმს, მაგრამ ეხლა წვიმების სეზონი დიდი ხანია დამთავრდა და სტაბილურად კარგი დარია. შვიდ საათზე ამოდის მზე.

დილის 6 საათიდან სადღაც შორეული ეზოდან ყივის მამალი. მაგრამ მამლის ყივილი ისმის მხოლოდ მაშინ თუ დენია. არა, არ გეგონოთ რომ რამე ელექტრომამალია, უბრალოდ თუ დენი არ არის მთელს სამეზობლოში გენერატორებია ჩართული და ყველა ცოცხალის ხმას ახშობს.

7 საათზე როგორც რიტუალი, გენერატორები თითქმის ყველგან ჩუმდება ისმის ალაყაფის ჭრიალის ხმა. ღამის დარაჯი, პოლიციელი მომო ტოვებს პოსტს და საღამოს შვიდ საათამდე მიდის.

7 საათი და 30 წუთი. მოდის მძღოლი, ამარა ტომბოიაკე და მანქანის შემოწმებას იწყებს. ტომბოიაკე ახალგაზრდა ბიჭია, ოცნებობს სამხედრო გახდეს, როლშია შეჭრილი. ცოტას ლაპარაკობს და არასოდეს არ გვიანებს, ეს კი აქაურობისათვის დიდი უცნაურობა

და იშვიათობაა. ტომბოიაკეს მამა ბელადია და ამიტომ ყველა ჩიფს ეძახის.

- ჩიფ!- იეს სერ!

პირველი ნაწილი სამსახურამდე მისვლაა. როგორც წესი. მინიმუმ ერთ საათს მანქანაში ვატარებ. არა, აქ დიდი მანძილები არა არის. გზა რომ თავისუფალი იყოს, ქალაქის ფარგლებში ნებისმიერ წერტილს თხუთმეტ წუთში მიაღწევდი. მაგრამ გადატვირთულ ვიწრო ქუჩებში მანქანა მიღოღავს.

ამას ჩემს გარდა ყველა ფილოსოფიური სიმშვიდით ეპყრობა. მეტიც ამ ღოღვა ღოღვაში მანქანის ფანჯღებიდან ვაჭრობენ, ერთმანეთს ესალმებიან, მოიკითხავენ. ბიჭები გაზეთებს ყიდიან, მოსდევს მანქანას და რიგ-რიგობით გაჩვენებს სხვადასხვა გაზეთების თავ-ფურცლებს. შენც დრო გაქვს, სათაურებს გაეცნო და დინჯად ამოირჩიო. ბევრი მგზავრი გაზეთებს გამოართმევს ხოლმე, უცბად გადახედავს, რახ არ უნდა აბრუნებს, ფულს იხდის და დილიდან ყველაფრის საქმის კურსშია. აქაურებს უყვართ პრესა და რადიო.

სამსახურამდე ნელა მისვლას, თავისი მუღამი აქვს. უნდა ალღო აუღო და ნერვები არ აიშალო. მითუმეტეს თუ მძღოლი გყავს. უნდა იურთიერთო ხალხთან, სალამი და მოკითხვა არ დაიზარო, პრესას გაეცნო, დღის გეგმა დაალაგო, რაც გავიწყდებაჩაიწერო. და უკვე კარგად რომ მოერგები და მუღამშიც შეხვალ, ვერც კი იგრძნობ როგორ მიხვედი და უკვე გენანება რომ მანქანიდან გადმოსასვლელი ხარ. იქნებცოტა ხანს კიდევ ვიჯდე?

დღეს ბანკში მაქვს საქმე, ჩვენი საბუთები უნდა მოვაწესრიგო და ანგარიშები შევამოწმო. კარგი ადგილია ბანკი, გრილა. მაგრამ საერთო დარბაზში ძალიან ბევრი ხალხია. თანაც იქ დიდი ტელევიზორი დგას. ხოდა ბევრი საქმეს რომ მოითავებს, კარგა ხანს მაინც არ მიდის, ტელევიზორს ვერ წყდება, ახალ ამბებს უყურებს და იქვე არჩევს. გამოცდილებმა, ვინც მართლა ბანკში მოვიდა, უკვე იციან მყუდრო ადგილები სადაც მართლა საბანკო საქმეების მოგვარება

ჩვეულებრივი დღე ფრითაუნში

იღვიძებს ფრითაუნი

დღე დაიწყო

Page 47: Telavi Series-#9

Telavuri seriebi 46

შეიძლება. მაგრამ თავიდან ხომ უნდა მიგნება, ან კარგი მეგზური უნდა გყავდეს.

მოჩქარეს მოუგვიანდესო, ხომ გაგიგიათ, აი სად მართლდება ეს ნათქვამი და, ფრიტაუნში, განსაკუთრებით ბანკში ან მისთანა დაწესებულებაში სადაც კლერკთან ან ჩინოვნიკთან გაქვს საქმე.

დაკვირვებული ვარ. ვთქვათ ძალიან გეჩქარება რაიმე და აქოშინებული პირდაპირ საქმეზე გადადიხარ. კლერკი, ამ შემთხვევაში ბანკირი, ვერ მოგყვება, სახე ნელ-ნელა უქვავდება, თვალებში აწერია რომ არაფერი არ ესმის და ყოველგვარი კონტაქტი და უკუკავშირი იკარგება.

მე უკვე გამოცდილი ვარ, ძალიან მეჩქარება, საქმე სწრაფად უნდა გავაკეთო, ამიტომ.

- როგორ ხარ ფრენსის? – ვუხმობ ჩვენს ბანკირს- კარგად სერ! თქვენ?- არა მიშავს, არ დადიოდი სამსახურში, ავად არისო,

მალარია გქონდა?- დიახ სერ! ნემსები დამარტყეს, სუსტად ვიყავი, ეხლა არა

მიშავს.- გუშინ შენმა გუნდმა მოიგო! შენ მანჩესტერს არ ქომაგობ?- ჰე! მან-ჩესტერი, მან – ნამდვილი კაცების გუნდია.- მაგარია ფერგუსონი!- რატომ მოხვედით სერ? ანგარიში შევამოწმო?- კარგი იქნება ფრენსის, ფანქარი და ქაღალდიც მოიმარჯვე,

რაღაცეები უნდა ჩაგაწერინო.- დიახ სერ, ეხლავე, მიყვარს თქვენთან საუბარი.

ფრენსისი თავის მაგიდასთან ბრუნდება, გზაში სხვა ბანკირთან გაივლის, გამოელაპარაკება, ერთი ორ კლიენტს უპასუხებს, მერე დინჯად იყურება კომპიუტერში, ქაღალდებს აბრუნებს და ბედნიერი სახით ბრუნდება ჩემთან.

- რა მალე დაბრუნდი ფრენსის! შენ რომ არ იყო რა მეშველებოდა?

- სერ? საბუთები ჩქარა გავაკეთოთ, თორემ უფროსი გასვენებაში მიდის და მერე ხელს ვერ მაოწერს – გამანდო საიდუმლო ინფორმაცია.

- არიქა, ფრენსის.

12 საათზე ლანჩის დროა, აქაურები ძალიან მტკივნეულად განიცდიან საჭმლის დაგვიანებას ან, ღმერთი არ გაგიწყრეთ, გაცდენას. მოქნეულ ჩაქუჩს ხელიდან უშვებენ და სადილად მიდიან. თუ ქალაქში ხარ და საქმე გაქვს, ამ დროს სჯობს სადმე მოიცადო, ფრიტაუნს ლანჩი აცალო და შემდეგ გააგრძელო.

ლანჩის შემდეგ საგარეო საქმეთ სამინისტროში წავედი. იქაური პროტოკოლის უფროსი ჩვენი მეგობარია, თანაც გავლენიანი კაცია და ბევრ რამეში გვეხმარება. ჭკუას გვარიგებს, რომ სიერა ლეონურ ტრადიციებს არ ავცდეთ და საქმე სწორედ და სწრაფად გამოგვივიდეს.

- სალამი, მისტერ ჯონი აქ არის? – მივადექი მდივანს- დიახ სერ, დაჯექით მოუცადეთ, სალოცავად წავიდა და

ალბათ მალე მობრუნდება. ყავა ხომ არ გნებავთ.- ვურეკავდი და არ პასუხობს.- ლოცულობს სერ, სალოცავად რომ მიდის ტელეფონს აქ

ტოვებს ხოლმე.მისტერ ჯონთან რბილი სავარძელია, სიგრილეა და

ტელევიზორიც ჩართულია. ისევ სჯობს ბედს მივენდო და მოვისვენო. ალბათ მალე მოვა.

ქალაქის ცენტში თუა საქმეები, სჯობს მანქანა სადმე ერთ ადგილას გააჩერო და ფეხით მოიარო. ყველაფერი ახლო ახლოს არის. ერთი კია, პაპანაქება სიცხეში ქუჩიდან ქუჩაზე გადასვლაც კი გთანგავს და ბოლო გიღებს.

ქუჩაში კი უკვე ნაცნობი ხეიბრები და ათასი ჯურის მათხოვარი გეხვევა. ხურდა თუ მომზადებული არა გაქვს გსაყვედურობენ და გამწყრალ მზერას გაყოლებენ – რამ გაგადიდკაცა და გაგაყოყოჩა, ჩვენი საწილო სად არის, ჩვენს ხარჯძე გინდა ბიზნესის გაკეთებაო?!

გახვითქული, მანქანას რომ მიაღწევ, ჩიფს გააღვიძებ, დააქოქინებ და კონდიციონერის ჩართვას მოსთხოვ, ამოისუნთქავ და გონს მოხვალ, მიხვდები რომ დღე შემოგელია, ბევრი რამ ვერ მოასწარი, მაგრამ მთავარი არ იღელვო. ხვალეც ხომ ამ თვისაა. თუ ღმერთს უნდა, გასაკეთებელი მაინც გაკეთდება, ამიტომაც არსებობს ეს გადასარევი სიტყვა – თუმოროუ! არა, ეს ძალიან ინგლისურად გამომივიდა. გემრიელად, სიერა ლეონურად კი ასეა – თუმარა!

სახლამდე, უკანა გზაც ხომ გასავლელია. აბა ტრერფიკი დღის ბოლოს უნდა ნახო, რა ტრეფიკია. მიხვდები რომ დილას სულ შლიგინ-შლიგინით გივლია. აქეთ თუ ერთ საათს მოდიოდი, უკან საერთოდ თუ მიხვედი, კარგია. თანაც დილას ხალხი ახალი ენერგიით, ხალისით, გაზეთების კითხვით, ურთიერთმოკითხვით და სალმით თუ მოძრაობდა, საღამოს უკვე გაბოროტებული ტრეფიკია. ხალხი გადაღლილი და გაღიზიანებულია. პოლიციაც გაფაციცებულია და სახლში წასაღებ საშოვარზეა. მოკლედ შარია.

- ჩიფ, თუ ჩემი ხათრი გაქვს, მთავარ გზაზე იარე.- რატომ სერ, მე ვიცი ქუჩები, იქნებ მალე გავიდეთ, ”ბალანს

ტრაფფიკ”.- არავითარი ”ბალანს ტრაფფიკ”, ბიჭო ეს მთავარი გზა

მოძრაობს მაინც, ბოლო-ბოლო მივალთ, აბა იმ ვიწროებში გუშინ რომ გავიჭედეთ არ გახსოვს?

ჩიფი ხათრს არ მიტეხს, მაგრამ გული მაინც იმ ვიწროებისკენ უწევს. იქ კი ერთი თუ შეხვედი, შეიძლება მართლა ვერ გამოაღწიო.

შვიდ საათზე ბინდდება, ფრიტაუნი თითქოს ერთს ამოისუნთქავს, სახლში შესული ხალხი ამოიქაქანებს, ცოტას მოისვენებს, ტანსაცმელს გამოიცვლის და სარამოს სიგრილეში ისევ გარეთ გამოდის, საურთიერთობოდ, სალაზღანდაროდ და გასართობად.

ჩვენი ფრიტაუნის კარმიდამოს ღამის დარაჯი, პოლიციელი მომო საღამოს შვიდ საათზე პოსტს იბარებს. მოსვლისთანავე ფანრის ბატარეების ფულს ითხოვს.

- გუშინ არ გამოცვალე, მომო?- დიახ სერ! მაგრამ სათადარიგოებიც ხომ საჭიროა, წინ ხომ

უნდა გავიხედოთ? ხვალისათვის.- ეგ თუმარა, მომო, თუმარა.- ნამდვილი სიერა ლეონელი გახდით სერ! საღამოს აპირებთ

ქალაქში გასვლას?- ვნახოთ მომო, თუ თავი მექნა.

თორნიკე ბერიშვილი

ქ. ფრიტაუნი3 მარტი 2011 წელი.

Page 48: Telavi Series-#9

Telavuri seriebi 47

Monica Bellucci Bbiografia

italiuri koqteili

avtori: nino osiaSvili

ვნებისა და სიყვარულის გამოხატვის უნიკალური ნიჭი,მას აქვს ის, რაც გამოარჩევს ევროპელ მსახიობებს ამერიკელებისაგან:თითქმის არასოდეს ამბობს უარს შიშვლად გადაღებაზე,მაგრამ მან უარი თქვა „play boy“-ის სამი მილიონი დოლარის ღირებულების შემოთავაზებაზე.

ერთნაირი გამომსახველობით შეუძლია შეასრულოს მეძავის როლი „მალენა“–ში და პარალელურად მელ გიბსონისეული მარიამ მაგდალინელის ტრაგიზმი,ბოლომდე მიიტანოს მაყურებლამდე.

ვინც ჯერ კიდევ ვერ მიხვდა ვეტყვი,ეს საოცარი, კონტრასტებით აღსავსე ქალი–მონიკა ბელუჩია.

პატარა პროვინციულ ქალაქში დაბადებული,მომავალი მსახიობი სულ პატარა ასაკიდან ექცეოდა გარშემომყოფების ყურადღების ცენტრში,ის არასოდეს გადაქცეულა მახინჯი იხვის ჭუკიდან–ულამაზეს გედად.ბუნებამ უნაკლო სხეულით დაბადებიდან დააჯილდოვა.მიუხედავად ოჯახის ხელმოკლეობისა,მშობლების წყალობით,არასოდეს არაფერი დაკლებია.თავის მხრივ,პატარა მონიკა სწავლისადმი უდიდესი წყურვილითა და გახსნილი გონებით გამოირჩეოდა, რამაც საბოლოოდ გადააწყვეტინა იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაბარება.უნივერსიტეტის ლექციებს პერუჯის ერთ–ერთ რესტორანში მიმტანობას უთავსებდა,თუმცა დროებით,რესტორნის მეპატრონემ მონიკა სამსახურიდან იმ მიზეზით დაითხოვა, რომ მამაკაცები მისი დანახვისას თავს ვერ იკავებდნენ,მათი ცოლები კი ეჭვიანობდნენ და სცენებს აწყობდნენ.

აქ ემსგავსება ყველაზე მეტად მონიკას ცხოვრება შემდგომში მის მიერ განსახიერებული პერსონაჟის–მალენას ცხოვრებას.მოდელისა და მსახიობის კარიერას მონიკამ უნივერსიტეტში სწავლა შესწირა და დღემდე მიაჩნია, რომ აბსოლუტურად სწორი არჩევანი გააკეთა მაშინ,როცა ეს გადაწყვიტა.21 წლის ასაკში მილანის ყველაზე პრესტიჟულ სამოდელო სააგენტო–„ელიტ“–ში მიიწვიეს.სულ მცირე დროში ბელუჩი დოლჩე და გაბანას სახე ხდება,არმანი და ვალენტინო კი მასზე ნამდვილ „ნადირობას“ აცხადებენ.

ფილმისთვის „ბინა“–შემოთავაზებას ის საფრანგეთში ჩაჰყავს.ეს მისი, როგორც მსახიობის აღიარების დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს,ამ როლისთვის პრესტიჟული ევროპული პრემია–„სეზარი“ მიიღო.გარდა ამისა,მონიკას პარტნიორი ცნობილი მსახიობის შვილი ვენსან კასელია,მათი ურთიერთობა გადასაღებ მოედანზე იწყება და მოგვიანებით ქორწინებით გვირგვინდება.ვენსანის გავლენისა და ნაცნობობის წყალობით მონიკა მხოლოდ საუკეთესო სცენარებს არჩევს და თანხმდება იმას, რაც მართლა მოსწონს.ასე მოხვდება „დობერმან“–ში, სადაც ყრუ–მუნჯი ბოშა ქალის სახეს ისეთი შთამბეჭდავად ქმნის, რომ,მილიონობით მაყურებლის გულს სამუდამოდ ინადირებს.ეს მონიკას პირველი სერიოზული პროფესიული

''CemTvis Zalian advilia is scenebi, sadac araferi macvia,siSiSvle sufTaa,masSi raRac jadosnuria ''

მონიკა ბელუჩი

გამოცდილებაა,რის შემდეგაც მის წინ ფრანგული კინოს კარი ფართოდ იღება.

იგი ინტუიციით ირჩევს ფილმებს, რომლებიც გრძნობების ჩვენების მის ნიჭს ეპასუხება.ეს „იტალიური კოქტეილი“ ის შემთხვევაა, როცა ქალურობა სასურველი და იდუმალი ხიბლით შებურული ხდება,ამ ქალში ერთნაირადაა შერწყმული თვისებები, რომლებსაც ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმის აღელვება შეუძლია,გასაოცარი იქნებოდა მისი გარეგნობა კონტროლს რომ არ აკარგვინებდეს მამაკაცებს და შურით რომ არ აღავსებდეს ქალებს.იშვიათად შეხვდებით სადმე ასეთ ერთიანობას ვნების და სისადავისას.გარდა იმისა, რომ კაშკაშა გარეგნობის მფლობელია,მას აქვს მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი შარმი და მიმზიდველობა, რომელსაც ერთნაირად მოყავს აღფრთოვანებაში, როგორც მამაკაცები ისე ქალები,მონიკას აქვს უნარი ფოტოდან ან კინოფილმიდან თავისი არსის ტყვეობაში მოგაქციოს და ყოველი შემდეგი ნახვისას უდიდესი სიამოვნება მოგანიჭოს.ის არ არის მოდელივით გამხდარი,მისი ფორმები მრგავლი და მაცდურია,რითიც ამაყობს მსახიობი,მისი დამოკიდებულება ქალის შინაგან სამყაროზე ასეთია:–ქალის სილამაზე არაფერია,შინაგანი ბუნების სილამაზის გარეშე.ცხოვრობს ისე, როგორც მოსწონს და კომფორტულად გრძნობს თავს იმ „ჭურჭელ“–ში, რომელიც უფალმა უბოძა არა იმიტომ, რომ უნაკლოდ ლამაზია,არამედ იმიტომ, რომ, როგორც თავად თვლის კრიტიკის გარეშე შეუძლია უყუროს საკუთარ თავს სარკეში.მიაჩნია,რომ მომხიბვლელობისთვის საჭიროა ჰარმონიულად გარძნობდე თავს, როგორც გარეგნულად ისე შინაგანად და კმაყოფილი იყო საკუთარი თავით ისეთით, როგორიც ხარ.მონიკა ბელუჩის გარეგნობა ყველაფრის მთქმელია იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს და არის ბუნებრივი სილამზე.

დამახასიათებელი ქალური თვისებებით ხაზს უსვამს თავის სიძლიერეს,მოსწონს, როცა მისივე ეროვნების ქალურ საწყისად აღიქვამენ–ძლიერი,ლამაზი და საოცრად მგრძნობიარე იტალიელი ქალის სიმბოლოდ.როგორც მის მიერვე დაფიქსირებული პოზიციიდან ჩანს,მიუხედავად ამ ყველაფრისა, ხშირად აქვს მომენტები, როცა თავს უსუსურად და დაუცველად გრძნობს,ისევე როგორც ქალების დიდი უმრავლესობისთვის, მისთვისაც ყველაფერზე მნიშვნელოვანი სტაბილურობა და სიმშვიდეა.

46 წლის მონიკა ბელუჩი, გამოკითხვების მიხედვით, ჰოლივუდში ყველაზე სექსუალური დედაა,არ ერიდება ზღვის სანაპიროზე შიშველი გარუჯვას,თავისუფლად სწორედ მაშინ გრძნობს თავს, როცა მის ბუნებრივ სილამაზეს ადამიანის ხელით შექმნილი ნივთები არ ფარავენ. ეს არის ქალი, ვინც მიაგნო მხოლოდ მისთვის განკუთვნილ ნიშას სამყაროს ქაოსში,ყოველთვის უსვამს ხაზს იმას,რომ ჩვეულებრივი იტალიელი ქალია, ვისთვისაც ყველაზე მნიშვნელოვანი ოჯახი და შვილებია.

Page 49: Telavi Series-#9

Telavuri seriebi 48

Page 50: Telavi Series-#9

Bcxra mTasa da cxra zRvas iqiT

ხანდახან ემოცია იმდენად დიდია, რომ სჯობს უბრალოდ გაჩუმდე. თუმცა, მე ეს გამიჭირდება.

მოკლედ, მინდა პაკისტანის შესახებ მოგიყვეთ, სადაც 10 დაუვიწყარი დღე გავატარე. რასაკვირველია, მე ამისთვის სუბიექტური მიზეზები მქონდა, მაგრამ ჩემს დაუვიწყარ არდადეგებში დიდი წილი თვით ამ არაჩვეულებრივ და საოცრად ეგზოტიკურ ქვეყანას ეკუთვნის.

ალბათ, დამეთანხმებით, როცა სრულიად უცხო ქვეყანაში ჩადიხარ, რომელზედაც ცუდი მეტი გსმენია, ვიდრე კარგი, ძალიან კრიტიკული ხარ და ყველას და ყველაფრს უნდობლად უყურებ. შესაბამისად, დადებითი ემოცია გიათმაგდება, როცა ყველა შენი ნეგატიური წინასწარი განწყობა აბსოლუტური და შოკისმომგვრელი პოზიტივით იცვლება.

Telavuri seriebi 49

Page 51: Telavi Series-#9

პაკისტანი: პაკისტანის ისლამური რესპუბლიკა სამხრეთ აზიაში მდებარეობს. ქვეყნის დედაქალაქია ისლამაბადი. მოსახლეობა 170 მილიონზე მეტია. სახელმწიფო რელიგია ისლამია. პაკისტანის დაარსების წლად 1947 წელი ითვლება; მისი დამაარსებელია თავისი დროის უდიდესი სამართალმცოდნე და საოცრად სიმპათიური მამაკაცი მუჰამად ალი ჯინა . პაკისტანში ორი სახელმწიფო ენა აქვთ: ურდუ და ინგლისური. ამგვარად, პაკისტანში დაკარგვა ცოტა გაგიჭირდებათ, თითქმის ყველა მშვენივრად ფლობს ამ ენას. ფულის ერთეულია პაკისტანური რუპია, რომელიც საკმაოდ სუსტი ვალუტაა. პაკისტანში ძალიან ძვირია ავტომანქანები, უძრავი ქონება და მიწა. იაფია ჭამა-სმა და ჩაცმა . კიდევ ის შემიძლია გითხრათ, რომ მაშინ როცა საქართველოში ხვავიანად თოვდა (6-17 თებერვალი)

პაკისტანში მზე გვარიანად ათბობდა (ყარაჩი _ 35°C; ლაჰორი _25°C; ისლამაბადი_ 15°C). მე კიდევ მზე ძალიან მიყვარს .

პაკისტნში 3 საერთაშორსო აეროპორტია (ყარაჩის მუჰამად ალი ჯინას სახელობის, ლაჰორის ალამა იქბალის სახელობის და ისლამაბადის ბენაზირ ბრუტოს სახელობის საერთაშორისო აეროპორტები) და შიდა საჰაერო მიმოსვლა აქ ძალიან განვითარებულია.

განვითარებულია სოფლის მეურნეობა: მიწათმოქმედება და მეცხოველეობა. პაკისტანი მაღალი ხარისხის შაქრის, ბამბის, ფინიკის, ხორბლის, ბრინჯის, გარგარის და ციტრუსების ერთ-ერთი უმსხვილესი ექპორტიორია მსოფლიოში. ქვეყანას აქვს მაღალ დონეზე განვითარებული უდიდესი სარწყავი სისტემა და მოსახლეობის 44% აქ სოფლის მეურნეობაშია ჩაბმული.

კარგადაა განვითერებული მსუბუქი მრეწველობა_აქაური ტანსაცმელი, თეთრეული და ტყავის ნაწარმი იყიდება ამერიკში და დასავლეთ ევროპის წამყვან ქვეყნებში. ყარაჩში პირადად ვნახე სახელოსნო, რომელიც კერავს ყველანაირ ტყავის აქსესუარებს და სამოსს ჰოლივუდისთვის და ეს ჩემთვის ნამდვილი აღმოჩენა იყო.

ადგილობრივი მოსახლეობა: რადგან მე ძირითადად საკუთარ ემოციებზე და შთაბეჭდილებებზე გიყვებით, ამიტომ მოსახლეობის ეთნიკურ შემადგენლობაზე მე არ გავჩერდები. ზოგადად გეტყვით, რომ პაკისტანელები ძალიან სასიამოვნო ხალხია, საოცრად თბილი, სტუმართმოყვარე, ხილული რელიგიური ფანატიზმის გარეშე. ცნობისათვის, ქრისტიანები პაკისტანში ალკოჰოლის ყიდვის პრივილეგიით სარგებლობენ. თუმცა, როგორც ამბობენ, აქაური ქრისტიანებისთვის მაღალი თანამდებობები მიუღწეველი ოცნებაა და ისინი ძირითადად ვაჭრობით ირჩენენ თავს. ფული კი ვაჭრობაშია.

საინტერესო და თვალშისაცემია ის ფაქტიც, რომ პაკისტანელი მამაკაცი საშუალოდ გაცილებით უფრო სიმპათიურია, ვიდრე პაკისტანელი მანდილოსანი. ცხადია, განათლებაც მამაკაცებისთვის უფრო ხელმისაწვდომია, ვიდრე ქალებისთვის, მაგრამ როგორც მე მომეჩვენა, ეს თვითონ ქალბატონების გადაწყვეტილებაა და არა მამაკაცების მიერ თავს მოხვეული ადათი.

პაკისტანში გარიგებით ქორწინება ისევ ძალაშია, აქ ქორწინდებიან ბიძაშვილებსა და მამიდაშვილებზეც, თუმცა სიყვარულით ქორწინების არაერთი წარმატებული მაგალითიც სახეზეა.

პაკისტანში მამაკაცს კანონი აძლევს უფლებას ჰყავდეს 4 ცოლი, თუმცა ყოველ მომდევნო ქორწინებაზე წინა ცოლის/ცოლების ნებართვაა საჭირო.

პაკისტანურ ქორწილზე ახლა ვერაფერს გეტყვით, ეს სრულიად ცალკე თემაა, მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ პაკისტანში ქორწილი 4 დღე გრძელდება, დაახლოებით 600-1000 სტუმარია მოწვეული და უდიდეს ხარჯებთანაა დაკავშირებული. ქორწილში მამაკაცები მხიარულობენ და ცეკვავენ, ქალები კი ამას მორჩილად იტანენ.

აქვე გეტყვით, რომ დაკრძალვის ცერემონიალი მხოლოდ 1 დღეს გრძელდება, როგორც ყველგან მუსულმანურ სამყაროში. მიცვალებულს პაკისტანში ფერად ფარდაგში ახვევენ და სულ სიცილ-ხარხარით აცილებენ უკანასკნელ გზაზე და მზის ჩასვლამდე მიწას აბარებენ. დაკრძალვის და გასვენების ცერემონიალს იქ მხოლოდ მამაკაცები ესწრებიან. უკან მობრუნებულები სპეციალურად მომაზადებულ სასმელს მიირთმევენ და ამით მთავრდება ყველაფერი.

ქალი პაკისტანში _ ძალიან დელიკატური თემაა და თავისთავად მე ამაზე ერთი ვიზიტის შემდეგ დისერტაციას ვერ დავიცავ და ვერაფერს ვიტყვი ობიექტური რეალობის შესახებ. თუმცა, ერთი შეხედვით,

Telavuri seriebi 50

uw

Page 52: Telavi Series-#9

მომეჩვენა, რომ ქალი პაკისტანში ბევრად უფრო დაცული და დაფასებულია, ვიდრე დასავლურ სამყაროში. აქაურ ქალს არაფერი მოეთხოვება პატიოსნების და შვილების აღზრდის მეტი. ქალბატონები ძირითადად აქ არც სწავლობენ, არც მუშაობენ, არც თავს უვლიან, არც არაფერი აღელვებთ (უმეტესობას) და სხვათაშორის, უმეტესად, არც გასათხოვრები რჩებიან. რასაკვირველია, არსებობენ გამონაკლისები, რომლებიც სასიამოვნოდ გაგაოცებენ განათლებით, ელეგანტურობით ან გარეგნობით, მაგრამ ქალთა მასა აქ მაინც ძალიან ერთფეროვანია. ჩაცმის მხრივ ძალიან ბევრ სხვადასხვა ვარიანტს შეხვდებით: აცვიათ შარვალზე გრძელი ან მოკლე კაბა, უკეთიათ ან არ უკეთიათ შალი თავზე, შეხვდებით ჩადრიანებსაც, შეხვდებით ჯინსიან და ელეგანტურად ჩაცმულ მანდილოსნებსაც, მაგრამ მთავარი აქსიომა ისაა, რომ ქალს ფეხი და მკერდი არ უნდა უჩანდეს და ამ წესს ყველა პირნათლად ემორჩილება. თავისთავად ცხადია, იქ ჩასული სტუმარიც გარემოცვას უწევს ანგარიშს, რადგან ასე გაცილებით კომფორტულად იგრძნობთ თავს. პაკისტანელი მამაკაცები ამბობენ, რომ მათ ცხოვრებას ორი უმნიშვნელოვანესი ქალი განაგებს, დედა და და. ასე, რომ დედამთილის და მულის ინსტიტუტი აქ ანგარიშგასაწევი ძალაა და ვაი მას, ვინც ამას თავიდანვე ვერ მიხვდება . პაკისტანელი მანდილოსანი ოჯახის მთავარი ღერძია_ რადგან გარესამყაროსთან საქმე არ აქვს, სახლის ავ-კარგს მთლიანად ის განაგებს და შესაბამისად, დიდ კულუარულ ძალასაც წარმოადგენს. თუ იგი მდიდარი ოჯახის დიასახლისია, მაშინ მას ნამდვილად ემსახურება ერთი ან ორი მოსამსახურე და მისი პირადი მოვალეობები სულ ბუნდოვანი ხდება ამ დროს. თუ ქალბატონი მუშაობს და საზოგადოების აქტიური წევრია, ამ შემთხვევაშიც მას ჰყავს ძიძა მცირეწლოვანი ბავშვებისთვის, შიდა მოსამსახურე ქალი და შიდამოსამსახურე მამაკაცი ბაზრის და სამზარეულოს გამრიგედ.

სამზარეულო: პაკისტანური სამზარეულო მე ძალიან მომეწონა, ის ცხარეა და მრავალფეროვანი. კერძების უმეტესობა ქათმის ფილეთი მზადდება. როგორც ადგილობრივებმა მითხრეს, ქათამს პაკისტანურ სამზარეულოში უდიდესი ადგილი უკავია. ქათამს ჭამენ ადამინისთვის ყველა მნიშვნელოვან დღეს: როცა ადამიანი იბადება, როცა ქორწინდება და როცა გარდაიცვლება. პაკისტანურ სამზარეულოში რძე და მაწონიც ძალიან პოპულარულია. პურს მიირთმევენ ცხელ-ცხელს და ლავაშებად დაცხობილს. რაც შეეხება ტკბილეულს, ის დიდი მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა: ლაჰორში მიირთმევენ „ხალუდას“ (ერთგავრი ტკბილეული, რომელიც ნაყინის მოვალეობას ასრულებს) და აქვთ კიდევ ახალი ხილისა და რძის უგემრიელესი „შეიკები“, რომლებსაც 5 წუთში გიმზადებენ და ძალიან იაფი ღირს. და კიდევ, პაკისტანში უგემრიელესი და უიაფესია ხილი: ბანანი, ვაშლი, მანგო, ფორთოხალი და მანდარინი ხიდან ახლად მოკრეფილი პირდაპირ ქალაქის ქუჩებში იყიდება. ხილი იყიდება 12 ცალობით და არა კილოობით და 12 ცალი ნებისმიერი ხილი დაახლოებით 1-დან 2 ლარამდე ჯდება. გზაზეა გამოტანილი ხმელი ხილის ფართო ასორტიმენტიც: ნუში, კაკალი, სხვადასხვა სახეობის თხილი, ქიშმიში, თუმცა ეს უკვე შედარებით ძვირი სიამოვნებაა (ალბათ, იმიტომ, რომ ადგილობრივები ამბობენ ეს ხმელი ხილი კარგია მამაკაცის სექსუალური ჯანმრთელობის შესანარჩუნებლადო).

რესტორნები/სასტუმრეობი: რაც ძალიან თვალში საცემია პაკისტანში, ეს არის რესტორნების და სასტუმროების უმაღლესი დონე და საოცრად დაბალი ფასები. პაკისტანის დიდ ქალაქებში (ყარაჩი, ლაჰორი და ისლამაბადი) რესტორნები და კაფეები ყოველ ფეხის ნაბიჯზე შეგხვდებათ. მათი ექსტერიერი და ინტერიერი იმდენად დახვეწილია, რომ მე მინდა გავიხსენო რომელიმე ევროპული ქვეყანა, სადაც ასე მოვიხიბლე ანალოგიური დანიშნულების ნაგებობებით.

სისუფთავე, საოცრად მაღალი დონის მომსახურე პერსონალი (ისინი მხოლოდ მამაკაცები არიან!!!!), მშვენიერი მუსიკა, სტუმრებით გადაჭედილი დარბაზები, უგემრიელესი ადგილობრივი და ინტერნაციონალური კერძები, ტკბილეულის და დაბალალკოჰოლური სასმელების საკმაოდ „გავესტერნებული“ მენიუები, აბსოლუტურად უსაფრთხო გარემო, (რესტორენბის და კაფეების შესასვლელებში თითქმის ყველგან დგას დეტექტორი, რომელზედაც შემოწმებას გადიხარ რესტორანში ან კაფეში შესვლამდე), უამრავი საერთაშორისო ბრენდი რესტორნების და კაფეების ინდუსტრიაში, ღამის ასევე უსაფრთხო ცხოვრება და საკმაოდ დაბალი ფასები (საქართველოსთან შედარებით თითქმის მეოთხედ ფასში ეს ყველაფერი). ამის შემდეგ, აღარ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ პაკისტანელების უმეტესობას „გარეთ სადილობის და ვახშმობის“ ჩვევა აქვს. დადიან ოჯახებთან და მეგობრებთან ერთად და კარგად ერთობიან. საღამოს 9 საათიდან დილის 3-4 საათამდე აქ თითქმის ყველა კაფე და რესტორანი გადაჭედილია.

Telavuri seriebi 51

Page 53: Telavi Series-#9

სასტუმროების მხრივაც ეს ქვეყანა ძალაინ განებივრებულია, აქ უამრავი საერთაშორისო ბრენდის წარმომადგენლობაა, ამასთანავე არის ძალიან ბევრი ადგილობრივი უმსხვილესი სასტუმრო ქსელიც. საბოლო ჯამში, აქაური სასტუმროები გთავაზობენ ყველანაირ კომფორტს, გარდა ალკოჰოლური სასმელებისა. საოცრად კომფორტული და სუფთა ნომრები, აბაზანა, სადაც არასდროს გექმნება ცხელი წყლის პრობლემა და უფასო მომსახურებების საკმაოდ მოზრდილი პაკეტი, რომელიც განსხვავებულია სასტუმროების მიხედვით.სასტუმროები უმეტესად გადატვირთულია და მომგებიანად მუშაობენ მიუხედავად ასევე საქართველოსთან შედარებით მეოთხედი ტარიფებისა. და ყველაზე მთავარი ისაა, რომ პაკისტანელებმა ნამდვილად იციან ბიზნესის წარმოება, ფასდაკელაბა აქ რეალობაა და არა თვალის ასახვევი მანიპულაცია. ეს ხალხი საოცრად ხალისიანად გემსახურება მანქანიდან გადმოსვლისას, სასტუმროსა თუ რესტორანში შესვლისას, საქარე მინების დაუკითხვად წმენდისას, თუ ნებისმიერი სხვა შეკვეთის მოტანისას. მათი მომღიმარი და ბედნიერი სახეების დანახვაზე საშინლად ძუნწი უნდა იყო, რომ ჯიბეზე არ გაიკრა ხელი და მომსახურებისთვის მადლობა რამდენიმე რუპიით არ გამოხატო.

საგზაო ინფრასტრუქტურა/ქალაქური და სოფლური ცხოვრება: არ შემიძლია არ აღვნიშნო, რომ პაკისტანის საგზაო ინფრასტრუქტურა წარმოუდგენლად შთამბეჭდავია. მთელი ქვეყანა დასერილია უზარმაზარი გზატკეცილებით, რომელზედაც ნამდვილად ვერ ნახავთ ერთ ნაკაწრსაც კი. კოლოსალური ხიდები და ფართო გზატკეცილები საინტერესო კონტრასტს ქმნის ამ გზატკეცილების გაყოლებაზე ჩამწკრივებულ სოფლებთან. სოფლები პაკისტანში ძალაინ პატარა დასახლებებია. ალბათ, 10-20 ოჯახი თუ ცხოვრობს ერთ სოფელში. მათი სახლები ტალახით არის ნაგები, ღია ყავისფრად გამოიყურება და ოთხკუთხედის ფორმა აქვს. სახურავს, რასაკვირველია, იქ დახრილი კალთები მხოლოდ ჩრდილოეთის მხარეში აქვს, დანარჩენ შემთხვევაში სახურავი ბრტყელია. ერთი შეხედვით შეიძლება ჩათვალოთ, რომ ეს სოფლს მოსახლეობა უკიდურესად გაჭირვებულია, მაგრამ სინამდვილეში მათი უმეტესობა სოფლის მეურნეობაშია ჩაბმული, აქვთ ხილის, შაქრის, ბამბის და ბრინჯის თვალუწვდენელი პლანტაციები და კარგ ფულსაც ატრიალებენ, ჯიპებით გადაადგილდებიან, მაგრამ მაინც ტალახით ნაგებ სახლებს ქალაქურ სასახლეებზე არ ცვლიან და არც განათლების მიღებით იკლავენ თავს. კაცია და გუნება.

ქალაქი სოფლისგან აბსოლუტურად განსხვავებულია. ქალაქის მოსახლეობა განათლებულია, დახვეწილია და ეს აქ ყველაფერს ეტყობა: აქაური სახლები არქიტექტურის და ფანტაზიის ნამდვილი ტრიუმფია, ინტერიერი უკეთესია თუ ექსტერიერი ცოტა ძნელი გასარკვევია. სახლები პატარა მწვანე ბარებშია ჩაფლული და ყველა მათგანს საკუთარი ავტომატიანი დაცვა ჰყავს.

ქალაქის ცენტრი სავსეა მოდური მაღაზიებით, სხვადასვა ცნობილი ბრენდების წარმომადგენლობებით, კაფეებით, რესტორნებითა და ფეშენებელური საოფისე კორპუსებით. სამივე დიდი ქალაქი (ყარაჩი, ლაჰორი და ისლამაბადი) ძალიან განსხვავებულია მდებარეობით და შესაბამისად მათი ცხოვრებაც განსხვავებულია.

ყარაჩი („კაშკაშა ქალაქი“, „პაკისტანის კარიბჭე“) უსაშველოდ დიდი საპორტო ქალაქია არაბეთის ზღვის ნაპირზე, სადაც 13 მილიონზე მეტი ადამინი ცხოვრობს. ყარაჩში ყველაფერი ხდება, ყველანაირ ადამიანს შეხვდებით, ძალაინ ცხელი და შედარებით უსუფთაო ქალაქია, ცხოვრება აქ არასდროს ჩერდება, დღისით და ღამით ქალაქი მოუსვენრად სუნთქავს. ყარაჩის ყველაზე დასამახსოვრებელი სანახაობაა პაკისტანის დამაარსებლის მუჰამად ალი ჯინას მავზოლეუმი და დიდი ბაღი ამ მავზოლეუმის გარშემო, როგორც თეთრი მარმარილოს ზღვა უდაბნოს ცხელ ქვიშაზე; თვალშისაცემია პაკისტანური რიკშა და საზოგადო ტრანსპორტი ყარაჩში. რიკშა ჩვენებური „ტრანგალეტკაა“, მაგრამ ისეა მოხატული, რომ ხელოვნების ნიმუშად შეიძლება ჩაითვალოს. ასევეა მოხატული სატვირთო მანქანები და ავტობუსებიც_ყველაზე საოცარი კი ისაა, რომ არც ერთი მათგანი არ იმეოებს მეორის ნახატებსა და გაფორმებას და კიდევ ის, რომ ასეთ რამეს მხოლოდ აქ, პაკისტანში შეხვდებით. ყარაჩის სანაპიროზე აქლემების ქარავანსაც ხშირად ნახავთ, თვითონ ქალაქში სიმწვანე მხოლოდ გაშენებულ ბაღებსა და პარკებშია. ქუჩებს აქ სიცხისაგან ნამდვილად ორთქლი ასდის.

ლაჰორი („აღმოსავლეთის პარიზი“, „პაკისტანის კულტურული დედაქალაქი“, „ბაღების ქალაქი“) სიდიდით მეორე ქალაქია პაკისტანში, მოსახლეობის რაოდენობა აქ 10 მილიონია. ლაჰორი უძველესი და ულამაზესი ქალაქია,

Telavuri seriebi 52

uw

Page 54: Telavi Series-#9

ულამაზესი ფაიზალის მეჩეთით, რავალის ტბის ხელუხლებელი მშვენიერებით და მარგალას მთების სიდიადით განებივრებული მოსახლეობა აქ ნამდვილად უფრო მშვიდი და უშფოთველია, ვიდრე დანარჩენ ორ ქალაქში, ქუჩაში მოძრაობა ძალიან მეჩხერია ლაჰორთან შედარებით (ლაჰორში საგზაო მოძრაობა მსოფლიოს ერთ-ერთ საოცრებად უნდა ჩაიწეროს), ცხოვრების რიტმი აქ უფრო დინჯი და მოწყენილიც კი მოგეჩვენება.

პაკისტანის ქალაქის ქუჩებში მაწანწალა ძაღლს ვერ შეხვდებით, სამაგიეროდ სავსეა აქაურობა მაწანწალა ადამიანებით, ტრანსვისტიტებით და სხვა გაურკვეველი სექსუალური ორიენტაციის არსებებით (სექსუალური უმცირესებობები ღამის საათებში გამოდიან). მაწანწალები და ტრანსვისტიტები თავს მათხოვრობით ირჩენენ და ამას ისეთი ლაღი და ბედნიერი სახით აკეთებენ, რომ სურვილიც კი გაგიჩნდება მათი ბედნიერი ღიმილის ფორმულა ამოიცნო. ზოგადად, პაკისტანელი ხალხი ლაღი და მომღიმარია და ჯიბის ქურდიც კი ისეთი გულიანი ღიმილით აკეთებს თავის საქმეს, რომ სურვილი არ გიჩნდება ხელი შეუშალო მას, თუ გაქურდვის ობიექტი შენ თვითონ არ ხარ.

უნივერსიტეტები/სკოლები: უნივერსიტეტები დიდ ქალაქებშია თავმოყრილი, ისინი ძალიან მაღალი დონის განათლებას იძლევიან და შედეგიც სახეზეა. ცნობილია, რომ ამერიკაში საუკეთესო პროგრამისტებად და ექიმებად ინდოელები და პაკისტანელები სახელდებიან. საუნივერსიტეტო ცხოვრება ერთი შეხედვით საკმაოდ საინტერესოდ გამოიყურება: უნივერსიტეტები და სტუდენტური საცხოვრებლები ძალიან კომფორტულია, კომპიუტერები და ინტერნეტი აქ ფუფუნება დიდი ხანია აღარაა, შესაბამისი ლაბორატორიები, საცდელი კაბინეტები და სადგურები ყველა დიდ სასწავლებელს აქვს, ისინი აღჭურვილია უმაღლესი დონის შესაბამისი გასართობი და გამაჯანსაღებელი კომპლექსებით.

ნამდვილად შთამბეჭდავია სკოლები და საბავშო ბაღები პაკისტანში. შენობები, სადაც სასწავლო

მწვანე, სუფთა და ყვავილებში ჩაფლულ ზღაპრულ ბაღს ჰგავს. ამ ქალაქში ყველა შენობა განსაკუთრებული სინატიფთაა ნაგები და უდიდესი ცივილიზაციების კვალი თითქმის ხელუხლებლადაა შემორჩენილი. ესაა ქალაქი, რომელიც უნდა ნახო. დარწმუნებული ვარ, რაც უნდა წერო მის შესახებ, მას ვერასდროს ამოწურავ, ამიტომ სჯობს უბრალოდ ურჩიო აღმოსავლური ცივილიზაციის თაყვანისმცემლებს ნახონ ეს ხილული საოცრება _ სილამაზის, სიყვარულის და კულტურული ცივილიზაციის სრული ჰარმონია. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ლაჰორშია ბადშაჰის (მეფის) მეჩეთი, რომლიც თავისი გრანდიოზულობითა და მშვენიერებით მხოლოდ ტაჯ-მაჰალს თუ ჩამორჩება და იმავე საიმპერატორო კარის არქიტექტურული შედევრია, რომლისაც ტაჯ-მაჰალი. ეს ორი არქიტექტურული საოცრება 20 წლის სხვაობითაა აშენებული.

ისლამაბადი (მას „მწვანე ქალაქსაც“ ეძახიან) პაკისტანის დედაქალაქია, ამ სამი ქალაქიდან ის ყველაზე პატარაა და მოსახლეობაც აქ 1 მილიონზე ცოტა მეტია. ისლამაბადი 1960-იან წლებში გახდა პაკისტანის დედაქალაქი (მანამდე დედაქალაქი იყო ყარაჩი). ეს არის სპეციალურად აშენებული დედაქალაქი: მთებში ჩაფლული, მწვანე, სუფთა და მშვიდი ქალაქი, საქმიანი ხალხით, პარლამენტარების, პ რ ე მ ი ე რ - მ ი ნ ი ს ტ რ ი ს , პრეზიდენტის საცხოვრებელი და სამუშაო აპარტამენტებით.

Telavuri seriebi 53

Page 55: Telavi Series-#9

დაწესებულებებია განთავსებული, დიდი მონდომებითაა ნაგები და ზოგიერთი მათგანი სასახლესაც კი ჰგავს. ბავშვები ზოგად განათლებასთან ერთად სპორტის სხვადასხვა სახეობას ეუფლებიან სკოლაში: კრიკეტი, ცურვა, ტენისი და სხვ. აქაური მოზარდის ზოგადი და რელიგიური განათლება ერთდროულად ხდება. არ ვიცი ამის ბრალია თუ არა ის, რომ აქაური სასკოლო ცხოვრება თავისუფალია ისეთი ძალადობებისგან, როგორიცაა სამკვდრო-სასიცოცხლო გარჩევები, დანებით და ცივი იარღით ანგარიშსწორებები, გაუპატიურებები და კლასელების დაფეხმძიმება, მასწავლებლების შეურაცხყოფა და გინება. პატარა პაკისტანელები ისეთივე საყვარლები და ლამაზები არიან, როგორც ყველა მათი ასაკის თანატოლი მსოფლიოში.

ალბათ, კიდევ ბევრი დამრჩა ამ ქვეყანაზე სათქმელი, მაგრამ ჩავთვალოთ, რომ თქვენც დაგღალეთ და მეც დავიღალე.

ერთი კი ფაქტია: ჩემმა 10 დღიანმა გადარბენამ პაკისტანის მადლიან მიწაზე ძირფესვიანად შეცვალა ჩემი შიშები, უნდობლობა და „ცხვირაბზეკილობა“ ამ ქვეყნის მიმართ. დავრწმუნდი, რომ პაკისტანელი ერი მოძალადე ერი ნამდვილად არ არის, თუმცა ისინი ამაყები და მამაცები არიან. ყველა ის ინფორმაცია, რომელსაც ჩვენ ტელევიზიით ვიღებთ ძირითადად გაზვიადებული და ხშირად დამახინჯებულია. ეს „ტერორისტების საჩეკი“ აბსოლუტურად მშიდი, მხიარული და ა-ტერორისტული მოსახლეობით დასახლებული მშვენიერი და დიდი კულტურის მქონე ქვეყანაა, სადაც ადამიანები ძალიან ბედნიერი სახეებით ატარებენ ალაჰის მიერ ნაბოძებ სიცოცხლეს.

avtori: Tiniko xanjaliaSvili

Telavuri seriebi 54

Page 56: Telavi Series-#9

''Sen dRegrZeli xar mxolod, me var Seni stumari''

Bistoria

Telavuri seriebi 55

Page 57: Telavi Series-#9

„დათვალე , ციხის ნაშალო, რა დრო გაქვს გამოვლილიო?ან ვისგან ანაგები ხარ? ან ვისგან ჩამოშლილიო?“_ საყვარელიძეების ორსაუკუნოვანი ისტორიის მქონე სახლის კედელთან ვდგავარ და უნებურად

მახსენდება ხალხური ლექსისი ის სტრიქონები:ან ვისი ანაგები ხარ? ან ვისგან ჩამოშლილიო?“_ სიტყვები ბუტბუტით გავიმეორე და ერთხელ კიდევ ვირწმუნე - სახელებსაც აქვთ თავიანთი საინტერესო

ისტორია, ისე, როგორც ციხე-კოშკებს...საყვარელიძეები , საგვარეულო გადმოცემით, თელავში იმერეთიდან მეფე ერეკლე მეორის დროს

(მე-18 საუკუნის 80-იან წლებში) გადმოსახლდნენ. მათ იმდენად გამოიჩინეს თავი მხედრულ სიჩაუქესა და მწიგნობრობაში, რომ აზნაურობა დაემკვიდრათ, მამულები ებოძათ კურდღელაურსა და ხორხელში.

საყვარელიძეანთ სახლი თელავში დგას აღმაშენებლის გამზირის ერთ პატარა მყუდრო უბანში.იგი დიმიტრი ზაქარიას ძე საყვარელძეს აუგია. აი სწორედ ამ სახლში 1892 წლის 2 იანვარს დაიბადა მიხეილ დიმიტრის ძე საყვარელიძე. მამამისი სახელმწიფო უწყებების მოხელე იყო თელავში, თბილისსა და ერთხანს თემირ- ხანშურაში (დღევანდელი ბუინაქსკი). დედამისმა მარიამ მიხეილის ასულმა ნათალიშვილმა, რომელმაც მრავალ ზნეკეთილდღეობასთან ერთად თავი გამოიჩინა მრავალშვილიანობით, ათი შვილით გააბედნიერა საყვარელიძეების კერა. მიხეილი მერვე შვილი გახლდათ. შესაშური დედობაა!..

მიხეილმა 1913 წელს დაამთავრა ქართული გიმნაზია და სწავლა გააგრძელა ოდესის უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე. იმ დროს საუნივერსიტეტო ცენტრებიდან პეტერბურგისა და მოსკოვის საპატიო ადგილი ოდესას ეკუთვნოდა. იქ მოღვაწეობდნენ ქართველები, როგორც უნივერსიტეტის პროფესურაში, ასევე ქართველ სტუდენტთა სათვისტომოში. ჩვენი თანაქალაქელი მიხეილი სტუდენტობისას აქტიურად თანამშრომლობდა ქართულ პრესაში. მისი ამ დროის საინტერესო მიმოწერა ქრისტეფორე რაჭველიშვილსა და იოსებ მჭედლიშვილთან შემორჩენილია და გამოქვეყნებას ელის.

მიხეილი საქართველოში თებერვლის რევოლუციის შემდეგ „სახალხო გაზეთის“ რედაქციაში ბრუნდება და მუშაობას იწყებს. მაშინ აქ იღვწოდნენ თვალსაჩინო პუბლიცისტები-სამსონ ფირცხალავა, გიორგი ლასხიშვილი.

მიხეილმა დიდი ღვაწლი დასდო რუსულ-ქართული ლექსიკონის შედგენას (გამოსცა უნივერსიტეტმა) და ქართული სალიტერატურო ენის ნორმათა დამდგენი კომისიის ტვირთმძიმე საქმეს. 1937 წელს რაინდული სიკვდილით ემსხვერპლა თავის სამშობლოს.

მიხეილ საყვარელიძის ნოღვაწეობაში განსაკუთრებული მნიშვნელობისაა პირველი ქართული წიგნი ჭადრაკზე, რომელიც 1926 წელს დაიბეჭდა „მ-ს.ძე“ ხელმოწერით.

დასანანია, რომ 1926 წლამდე ქართველებს არ გვქონდა სახელმძღვანელო წიგნი ჭადრაკში და რამდენად საამაყოა, რომ მისი ავტორი იყო ჩვენი თანაქალაქელი მიხეილ საყვარელიძე.

თელაველი საყვარელიძეების კერაზე განსაკუთრებით უყვარდათ ჭადრაკი. ვის არ ნახავდით აქ, ამ ძველ აივნიან ქვევრ-მარნიან სახლში ეროვნულ საქმეებზე დაფიქრებულს, მობაასეს თუ ჭადრაკის დაფაზე ჩაშტერებულს. ამ სახლში უმასპინძლიათ ლადო მესხიშვილისათვის თუ შალვა დადიანისთვის, სანდრო ახმეტელისთვის თუ კიტა აბაშიძისათვის, არჩილ ჯორჯაძისათის თუ გრიგოლ რცხილაძისათვის, იოსებ გედევანიშვილისათვის თუ სამსონ ფირცხელაშვილისთვის, სანდრო შანშიაშვილისათვის თუ იოსებ მჭედლიშვილისთვის. მათი საჭადრაკო მატჩების შესახებ ცნობები შემოინახეს თანამედროვეთა მოგონებებმა.

საყვარელიძიანთ ნაფუძარზე ერთ-ერთი სტუმრობისას პოეტ იოსებ მჭედლიშვილს ასეთი წარწერით დაუტოვებია თავისი ფოტოსურათით:

„საყვარელიძეანთ ოჯახს.როცა გეწვიოთ სევდა-ნაღველი,დასევდიანდეთ მარტოდ მყოფელი,იხილეთ მაშინ ჩემი სურათიდა გწამდეთ, რომ გყავთ თანამგრძნობელი.ჩემს იქით თქვენ გზა აღარსადა გაქვთ-მე ვარ ცხოვრება, წუთისოფელი!“მიხეილ საყვარელიძის წიგნი ჭადრაკზე მართალია დღეისათის ჭადრაკისმცოდნეობაში განვლილ

ეტაპად ჩაითვლება, მაგრამ ისტორიისათვის საჭირო და გასათვალისწინებელია. მე კი როგორც ამ წიგნის რიგით მკითხველს, ახლაც თვალწინ მიდგას საქართველოს სახალხო პოეტის იოსებ გრიშაშვილის უნიკალურ ბიბლიოთეკაში დაცული ის ეგზემპლიარი, რომელსაც აწერია :“სოსოს ბიბლიოთეკას მიეცეს და მიემატოს. მიშა. 26 IX, 1926 წ.ქ.ტფილისი”.

თელავში, დავით აღმაშენებლის გამზირის პირველ ჩიხში ეს ორსაუკუნოვანი ისტორიის მქონე სახლი ქვეცნობიერად აღძრავს ჩემში იდუმალ ფიქრს, რომ კიდევ ბევრი რამ არის მისაკვლევი და მოსაძებელი ამ ბურჯგალავნიან ბებერ ქალაქში. შეხედავ ამ სახლს და უნებლიედ გათქმევინებს სანდრო შანშიაშვილის სტრიქონებს:

„სახლო, რამდენ ხანს გაძლებ,კიდევ აგრე მდუმარი?შენ დღეგრძელი ხარ, მხოლოდმე ვარ შენი სტუმარი“...

avtori: giorgi javaxiSvili

Telavuri seriebi 56

Page 58: Telavi Series-#9

avt

or

i: qe

Ti i

osebaSvi

li

Telavuri seriebi 57

paral

el

ebi

19 . .

Page 59: Telavi Series-#9

Telavuri seriebi 58

paral

el

ebi

20 . .

Page 60: Telavi Series-#9

qarTuli, kaxuri samzareulo

Zvel maranSi Rvinis daWaSnikeba

aryis gamoxda Tqvens Tvalwin

TaTaraoba, axladamovlebuli CurCxelebi

ToneSi gamomcxvari cxeli purebi

aqve gTavazobT sastumro momsaxurebas

Cven vaRiarebT, rom `stumari RvTisaa~

turistuli komp

Telavi, dav

Telavuri seriebi 59

Page 61: Telavi Series-#9

TaTaraoba, axladamovlebuli CurCxelebi

ToneSi gamomcxvari cxeli purebi

aqve gTavazobT sastumro momsaxurebas

Cven vaRiarebT, rom `stumari RvTisaa~mari RvTisaa~

leqsi `kaxuri ezo~

iTaSvilis 15

Telavuri seriebi 60

Page 62: Telavi Series-#9

girCevT

ნახოთ კიდევ ერთი საინტერესო ფილმი თელავიდან. ფილმის გმირია ნუგზარ დათუკიშვილი. მარტოხელა, 56 წლის ნუგზარს ძალიან უყვარს ბუნება, ბავშვები, ცხოველები, და სძულს მარტოობა.

http://gogroupmedia.net/Materials/Display.aspx?materialID=500

კომენტარები შეგიძლიათ დატოვოთ ჩვენს ფეისბუქის გვერდზე -

http://www.facebook.com/Telavi.Series

Telavuri

seriebi

marti 2011