მსოფლიოოკეანისტრაგედია
მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი
?რა არის წყალი
წყალბადის ოქსიდი (H2O), უსუნო, უგემო და უფერული სითხე , ბიოსფეროში ყველაზე გავრცელებული ქიმიური ნაერთი.
დედამიწაზე წყლის სავარაუდო რაოდენობაა 1400 მლრდ. კმ³. ამ მარაგის 96% მოდის ოკეანეთზე. გარდა ამისა არსებობს მიწისქვეშა წყლები, მყინვარები, ტბები. ნიადაგის ტენი და მდინარეები, ასევე ატმოსფეროსა და წვიმის წყალი.
- წყალი შეუცვლელი რესურსი•წყალი სიცოცხლის წყარო და საშენი მასალაა, რომელსაც ყველა ცოცხალი ორგანიზმი
შეიცავს და იყენებს. ადამიანის ორგანიზმის 70% წყალია. წყლის ეს რაოდენობა უნდა იქნას შენარჩუნებული,ვინაიდან 20%-მდე წყლის დაკარგვა ორგანიზმის დაღუპვას იწვევს.
•ყველა საკვები პროდუქტი შეიცავს წყალს:ბოსტნეული-80-90%,ხორცი-50%,რძე-87-89% და ა. შ.წყალი უნივერსალური გამხსნელია.მას ორგანიზმში ყველა საჭირო ნივთიერება შეაქვს, ყველაფერი ზედმეტი კი გამოაქვს.
• წყალს (ნესტს) შეიცავს ქვები და ცეცხლოვანი მაგმაც (გამდნარი ქანების მასა) კი. წყლისგან შედგება მცენარეთა სამყაროს 70-95%. •ფარავს რა დედამიწის ორ მესამედს, წყალი ზემოქმედებას ახდენს პრაქტიკულად ყველა პროცესზე, რაც ხდება ჩვენს პლანეტაზე. იგი წარმოადგენს არა მარტო საწყისს ზოგადად სიცოცხლისა, არამედ მუდმივად უწყობს ხელს სიცოცხლის შენარჩუნებას უკვე მილიარდი წლების განმავლობაში.
?რა არის მსოფლიოოკეანემსოფლიო ოკეანე დედამიწის ოკეანიის წყლების ურთიერთდაკავშირებული სისტემაა, რომელიც მოიცავს ჰიდროსფეროს ძირითად მასას და ფარავს დედამიწის ზედაპირის 71%-ს.
, ოკეანის ფლორა ფაუნა და მათიურთიერთდამოკიდებულება
2. ოკეანის მაცხოვრებლები ერთმანეთზე მჭიდროდ არიან დამოკიდებულნი და საჭიროებენ ერთმანეთს. ისინი ქმნიან კვებით ჯაჭვს, რომლის ერთი მცირე რგოლის დაზიანებაც კი საფრთხეს უქმნის მთელ წყალქვეშა ეკოსისტემას.
1.ოკეანეს ხუთი მთავარი სასიცოცხლო ზონა აქვს, რომელთაგან თითოეული მოიცავს თავიანთ სპეციფიკურ ეკოსისტემასთან უნიკალურად ადაპტირებულ ორგანიზმებს.
ოკეანის პრობლემებიადამიანების დამოკიდებულება ოკეანეზე საუკუნეებს ითვლის
მეთევზეობა: მეთევზეები წელიწადში 90 მლნ. ტონაზე მეტ ზღვის პროდუქტს მოიპოვებენ, რომელთა შორისაა 100ზე მეტი სახეობის თევზი და მოლუსკი თუ კიბოსნაირები. მილიონობით ადამიანი როგორც პროფესიონალი მეთევზეები, ისე კერძო ბიზნესმენები დამოკიდებულნი არიან თევზზე, როგორც თავიანთ საარსებო წყაროზე,
თუმცა ის ფაქტი, რომ ოკეანე უზარმაზარ საკვებ რესურსს იძლევა, მას საფრთხეს უქმნის. ადამიანები მოიპოვებენ ძალიან დიდი რაოდენობით ზღვის პროდუქტებს, რასაც რიგი სახეობების გადაშენება მოჰყვება.
ოკეანის პრობლემებიწიაღისეულის მოპოვება და ჭაბურღილები: ოკეანიდან უამრავი ბუნებრივი მინერალი მოიპოვება.
წყალქვეშა მრეწველობის კრიტიკოსები აღნიშნავენ, რომ ეს პროცესი ძირს უთხრის ადგილობივ ეკოლოგიას. ორგანიზმები, როგორიცაა მარჯნები, კრევეტები და ორკარებიანი ნიჟარები რომლებიც ფსკერზე ცხოვრობენ და განადგურებული აქვთ საარსებო გარემო, არღვევენ კვების ჯაჭვს. გარემო პირობების განადგურება კი საფრთხეს უქმნის დანარჩენ სახეობებს.
ოკეანისპრობლემებინავთობი: ნავთობისა და ბუნებრივი აირის მსოფლიო მარაგის მეოთხედი სწორედ ოკეანიდან მოდის. თუმცა...ნაპირიდან მოშორებული, წყალში წარმოებული ბურღვა მოითხოვს რთულ ინჟინერიას. ამ დროს მთელი აღჭურვილობა დაფიქსირებულია ფსკერზე. მსგავსი ოფშორული ბურღვა საფრთხეს უქმნის ოკეანის ეკოსისტემას. შხეფები და გამონაჟონები ტანკერებიდან თუ სანავთობო აღჭურვილობებიდან სერიოზულად აზარალებს ზღვის ძუძუმწოვრებსა და ფრინველებს. ნავთობით დაფარული ბუმბულით ფრინველებს უსუსტდებათ უნარი განსაზღვრონ საკუთარი სხეულის ტემპერატურა. ხვადასხვა ცხოველების, სელაპებისა და წავების ბეწვიც იფარება ნავთობით, ნავთობი აღწევს მათ მომნელებელ სისტემაში და აზიანებს ორგანოებს.
ოკეანის პრობლემებიდაბინძურება: დაბინძურებას იწვევს, უმეტესად, იმ მდინარეებისა და სხვადასხვა ნაკადების შემოდინება ოკეანეში, რომლებიც უკვე თავისთვად დაბინძურებულია ნარჩენებისა და ნაგვისგან. ძირითადი ნაგავი კერძო მომხმარებლებისგან მოდის, მსუბუქი მანქანების, ავტობუსების, მოტოციკლებისა და გაზონის სათიბი მანქანებიდანაც კი. ეს მანქანები გზებზე აშხეფებენ საწვავსა და ზეთებს, რაც წვიმის წყლების მეშვეობით ჩაედინება ლოკალურ წყლებში, შემდეგ კი ოკეანეში.
ოკეანის პრობლემებიქიმიკატები: ხშირ შემთხვვეაში შეიცავს ნიტრატებსა და ფოსფატებს, რომლებიც სასუქებიდან გამოდის და ხელს უწყობს წყალმცენარეების „აყვავებას“. ეს უკანასკნელი პროცესი კი ამცირებს წყალში ჟანგბადის რაოდენობას და საფრთხეს უქმნის სხვა მცენარეებს და სრულიად წყალქვეშა სამყაროს. ჟანგბადის შემცირება იწვევს და ქმნის ისეთ შედეგს რასაც ჩვენ „მკვდარი ზონის“ სახელით ვიცნობთ. „წყალმცენარეთა ყვავილობა“ შეიძლება გავრცელდეს ასობით და ათასობით მილზეც კი.
ოკეანისპრობლემები
პლასტმასა: უმეტესად, ოკეანის ნაგავს წარმოადგენს პლასტმასა, რომელსაც რიგითი მომხმარებლები ყრიან. ისეთი პლასტმასები, როგორიცაა ბოთლები, “პარკები”, პლასტმასის რგოლები და სხვა, წყალქვეშა სამყაროს უდიდეს რისკს უქმნის. ცხოველები იღებენ დაზიანებებს, იხლართებიან მათში ან სულაც ჭამენ მათ, რასაც ხშირად ფატალური შედეგები მოსდევს.
ოკეანის პრობლემებინახშირბადის დიოქსიდი: დიდია მისი წილი ოკეანიის დაბინძურებაში. მას წყალი ატმოსფეროდან ისრუტავს. ნახშირბადის დიოქსიდი, რომელიც სასიცოცხლოდ აუცილებელი რამაა ასევე ცნობილია, როგორც „სასათბურე გაზი“ და აძლიერებს რადიაციას ატმოსფეროში. ნახშირბადის დიოქსიდი ახდენს რიგი მჟავების ფორმირებას ოკეანეში - ნახშირბადის მჟავებისა, და მიუხედავად იმისა რომ ოკეანე ითვისებს მჟავის გარკვეულ რაოდენობას, ნახშირბადის დიოქსიდის ზრდა იწვევს მჟავიანობის დონის ზრდას, რაც იწვევს მოლუსკებისა და კიბორჩხალების ნიჟარების ამოჭმასა და განადგურებას (ასევე სხვა ნიჟარიანი არსებებისა წყალქვეშ).
დასკვნისთვისმიუხედავად იმისა, რომ ოკეანე უზარმაზარია, ის იმაზე მარტივად
ბინძურდება და ნადგურდება, ვიდრე ადამიანებს წარმოგვიდგენია. მას სჭირდება ზრუნვა, მოვლა და პროფესიონალური მეთვალყურეობა.
მხოლოდ ამ შემთხვევაში გააგრძელებს ოკეანე იმ მრავალი რესურსის წარმოებას, რაც სასიცოცხლოდ აუცილებელია - მათ შორის,
ადამიანთათვისაც!
!მადლობა ყურადღებისთვის
:ბიბლიოგრაფია•http://www.eolss.net/sample-chapters/c01/e6-18-03-02.pdf •http://nationalgeographic.org/encyclopedia/ocean/ •https://www.youtube.com/watch?v=iK_qzk6sJS4•https://msnucleus.org/watersheds/General/importance.htm•http://ucnauri.com/174559/%E1%83%AC%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98/•http://www.aura.ge/3-statiebi/3570-tskali-da-misi-mnishvneloba.html•http://genia.ge/?p=9462
Top Related