ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის...

12
1 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) საინფორმაციო ნოტა ტუბერკულოზის და კოვიდ-19- ის შესახებ თარიღი: 4 აპრილი, 2020 1. აქვთ თუ არა ტუბერკულოზით დაავადებულ პირებს, COVID-19-თ ინფიცირების, ავადმყოფობის და ლეტალობის გაზრდილი რისკი? მიუხედავად იმისა, რომ ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებში COVID-19 ინფექციის შესახებ გამოცდილება ჯერჯერობით მწირია, მოსალოდნელია, რომ ტუბერკულოზითა და COVID-19- ით დაავადებულ პირებს შეიძლება ჰქონდეთ უფრო ცუდი მკურნალობის შედეგები, განსაკუთრებით თუ მოხდება ტუბერკულოზის მკურნალობის შეწყვეტა. ტუბერკულოზით დაავადებულმა პაციენტებმა უნდა მიიღონ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული სიფრთხილის ყველა ზომა და განაგრძონ ტუბერკულოზის მკურნალობა დანიშნულებისამებრ. ტუბერკულოზი და კოვიდ-19 კლინიკური ნიშნებით ერთმანეთს გავს, რადგან ორივესთვის დამახასიათებელია ხველა, ცხელება და სუნთქვის გაძნელება. ორივე დაავადება აზიანებს უპირველესად ფილტვებს, და მიუხედავად იმისა რომ ორივე გამომწვევის გადაცემა ხდება უმეტესად ახლო კონტაქტის გზით, კონტაქტიდან დაავადებამდე ინკუბაციის პერიოდი ტუბერკულოზის შემთხვევაში უფრო ხანგრძლივია და ახასიათებს მდორე დასაწყისი. (ნინოს კომენტარი: აქ არ წერია არაფერი იმის შესახებ რომ ტუბერკულოზის მიკობაქტერიასთან კონტაქტი უმეტესად ინფიცირებით მთავრდება და არა დაავადებით. სიანტერესოა სარს-კოვ- 2-საც ხო არ ახასიათებს ლატენტურობა...) 2. რა ზომები უნდა გატარდეს ჯანდაცვის მესვეურების მხრიდან კოვიდ-19-ის პანდემიის დროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტუბ სერვისების შენარჩუნებისთვის? რომელი სერვისებით არის შესაძლებელი ორივე დაავადებაზე ზემოქმედება? ყველა ღონე უნდა იყოს ნახმარი იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იყოს სერვისების უწყვეტობა იმ პირებისთვის ვისაც ესაჭიროებათ როგორც ტუბერკულოზის მკურნალობა ასევე დაავადების პრევენცია. არ უნდა შეუწყდეს მხარდაჭერა ძირითად ტუბსაწინააღმდეგო სერვისებს კოვიდ-19 პანდემიის დროს. ტუბერკულოზის საპრევენციო, სადიაგნოსტიკო, სამკურნალო და მოვლის ხალხზე ორიენტირებული სერვისების უზრუნველყოფა უნდა განხორციელდეს კოვიდ-19-ზე პასუხთან ტანდემში. პრევენცია: ხალხმრავალ ადგილებსა და სამედიცინო დაწესებულებებში ტუბერკულოზის და კოვიდ-19-ის გავრცელების შეჩერებაზე ორიენტირებული ზომები უნდა გატარდეს ჯანმოს გაიდლაინების თანახმად. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორი დაავადების გადაცემის გზები მცირედად განსხვავდება, ადმინისტრაციული, გარემო და პერსონალური დაცვის ზომები საერთოა ორივე დაავადებისთვის და მოიცავს ინფექციის კონტროლის ძირითად ზომებს, ხველის ეტიკეტს და პაციენტების ტრიაჟს. ტუბერკულოზის პრევენციული მკურნალობის მიწოდება უნდა განხორციელდეს მაქსიმალურად. დიაგნოსტიკა: ზუსტი სადიაგნოსტიკო ტესტების არსებობა არსებითია როგორც ტუბერკულოზისთვის ასევე კოვიდ-19-ის. ამ ორი დაავდების ტესტები განსხვავდება და

Transcript of ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის...

1

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) საინფორმაციო ნოტა ტუბერკულოზის და კოვიდ-19-ის შესახებ

თარიღი: 4 აპრილი, 2020

1. აქვთ თუ არა ტუბერკულოზით დაავადებულ პირებს, COVID-19-თ ინფიცირების, ავადმყოფობის და ლეტალობის გაზრდილი რისკი? მიუხედავად იმისა, რომ ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებში COVID-19 ინფექციის შესახებ გამოცდილება ჯერჯერობით მწირია, მოსალოდნელია, რომ ტუბერკულოზითა და COVID-19- ით დაავადებულ პირებს შეიძლება ჰქონდეთ უფრო ცუდი მკურნალობის შედეგები, განსაკუთრებით თუ მოხდება ტუბერკულოზის მკურნალობის შეწყვეტა. ტუბერკულოზით დაავადებულმა პაციენტებმა უნდა მიიღონ ჯანდაცვის სამინისტროს მიერ მოწოდებული სიფრთხილის ყველა ზომა და განაგრძონ ტუბერკულოზის მკურნალობა დანიშნულებისამებრ. ტუბერკულოზი და კოვიდ-19 კლინიკური ნიშნებით ერთმანეთს გავს, რადგან ორივესთვის დამახასიათებელია ხველა, ცხელება და სუნთქვის გაძნელება. ორივე დაავადება აზიანებს უპირველესად ფილტვებს, და მიუხედავად იმისა რომ ორივე გამომწვევის გადაცემა ხდება უმეტესად ახლო კონტაქტის გზით, კონტაქტიდან დაავადებამდე ინკუბაციის პერიოდი ტუბერკულოზის შემთხვევაში უფრო ხანგრძლივია და ახასიათებს მდორე დასაწყისი. (ნინოს კომენტარი: აქ არ წერია არაფერი იმის შესახებ რომ ტუბერკულოზის მიკობაქტერიასთან კონტაქტი უმეტესად ინფიცირებით მთავრდება და არა დაავადებით. სიანტერესოა სარს-კოვ-2-საც ხო არ ახასიათებს ლატენტურობა...) 2. რა ზომები უნდა გატარდეს ჯანდაცვის მესვეურების მხრიდან კოვიდ-19-ის პანდემიის დროს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ტუბ სერვისების შენარჩუნებისთვის? რომელი სერვისებით არის შესაძლებელი ორივე დაავადებაზე ზემოქმედება?

ყველა ღონე უნდა იყოს ნახმარი იმისათვის, რომ უზრუნველყოფილ იყოს სერვისების უწყვეტობა იმ პირებისთვის ვისაც ესაჭიროებათ როგორც ტუბერკულოზის მკურნალობა ასევე დაავადების პრევენცია. არ უნდა შეუწყდეს მხარდაჭერა ძირითად ტუბსაწინააღმდეგო სერვისებს კოვიდ-19 პანდემიის დროს. ტუბერკულოზის საპრევენციო, სადიაგნოსტიკო, სამკურნალო და მოვლის ხალხზე ორიენტირებული სერვისების უზრუნველყოფა უნდა განხორციელდეს კოვიდ-19-ზე პასუხთან ტანდემში. პრევენცია: ხალხმრავალ ადგილებსა და სამედიცინო დაწესებულებებში ტუბერკულოზის და კოვიდ-19-ის გავრცელების შეჩერებაზე ორიენტირებული ზომები უნდა გატარდეს ჯანმოს გაიდლაინების თანახმად. მიუხედავად იმისა, რომ ამ ორი დაავადების გადაცემის გზები მცირედად განსხვავდება, ადმინისტრაციული, გარემო და პერსონალური დაცვის ზომები საერთოა ორივე დაავადებისთვის და მოიცავს ინფექციის კონტროლის ძირითად ზომებს, ხველის ეტიკეტს და პაციენტების ტრიაჟს. ტუბერკულოზის პრევენციული მკურნალობის მიწოდება უნდა განხორციელდეს მაქსიმალურად. დიაგნოსტიკა: ზუსტი სადიაგნოსტიკო ტესტების არსებობა არსებითია როგორც ტუბერკულოზისთვის ასევე კოვიდ-19-ის. ამ ორი დაავდების ტესტები განსხვავდება და

2

რესპირატორული სიმპტომების მქონე პაციენტებისთვის ორივე ხელისაწვდომი უნდა იყოს, ვინაიდან ორივე დაავადებას ერთნაირი გამოვლინება შეიძლება ქონდეთ. ჯანმოს და საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერით მრავალ ქვეყანაში ჩამოყალიბებულია ტუბერკულოზის ლაბორატორიული ქსელი. შესაბამისად ეს ქსელები და ასევე მასალის ტრანსპორტირების უკვე არსებული სისტემები შესაძლებელია გამოყენებულ იქნას კოვიდ-19-ის სადიაგნოსტიკოდაც. მკურნალობა და მოვლა: ტუბერკულოზის პროგრამის თანამშრომლებს დიდი გამოცდილება და უნარები გააჩნიათ შემთხვევების აქტიურ გამოვლენასა და კონტაქტების კვლევაში, შესაბამისად შეუძლიან ტექნიკური და ლოჯისტიკური დახმარების გაწევა კოვიდ-19-თან ბრძლაში. ტუბერკულოზის პაციენტების ხალხზე ორიენტირებულ ამბულატორიულ და თემზე დაფუძნებულ მოვლას დიდი უპირატესობა ენიჭება ჰოსპიტალურ მოვლასთან შედარებით რადგან ამით შემცირდება ვირუსის ტრანსმისიის შესაძლებლობა. ჯანმოს უახლესი გაიდლაინების შესაბამისი ტუბსაწინააღმდეგო მკურნალობაზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა ტუბ-პაციენტისთვის, მათ შორის როგორც კოვიდ-19-ის გამო კარანტინში მყოფებისთვის, ასევე დადასტურებული კოვიდ-19-ის დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის. ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტების საკმარისი მარაგი უნდა იყოს უზრუნველყოფილი ყველა პაციენტისთვის სახლში მკურნალობის ბოლომდე მისაყვანად, ისე რომ არ დაჭირდეთ სამკურნალო დაწესებულებაში მისვლა მხოლოდ მედიკამენტების მარაგის შესავსებად. ციფრული ტექნოლოგიების გამოყენება უნდა უფრო მეტად ინტენსიური გახდეს პაციენტების და პროგრამების მხარდასაჭერად, რაც უზრუნველყოფს გაუმჯობესებულ კომუნიკაციას, კონსულტირებას, მოვლას და ინფორმაციის მართვას, სხვა მრავალ ბენეფიტებთან ერთად. ჯანმო-ს რეკომენდაციების შესაბამისად, მკურნალობის ელექტორნული მონიტორინგი ანდ ვიდეო მეთვალყურეობა ხელს უწყობს პაციენტებს ტუბერკულოზის მკურნალობის ბოლომდე მიყვანაში. პროაქტიური დაგეგმარება, შესყიდვები, მარაგები და რისკების მართვა: აუცილებელია სწორი დაგეგმარება და მონიტორინგი რათა არ შეწყდეს ტუბსაწინააღმდეგო მედიკამენტების თუ ლაბორატორიული რეაგენტების შესყიდვა და მომარაგება. გლობალურ დონეზე მედიკამენტების მარაგების მონიტორინგს ჯანმო ახორციელებს, ხოლო გლობალური ფონდი, გლობალური წამლის დაწესებულება (GDF), USAID, უნიტეიდი და სხვა დონორები, უზრუნველყოფენ ქვეყნების მხარდაჭერას მედიკამენტების და სადიაგნოსტიკო საშუალებების ადექვატური მომარაგების მხრივ. 2020 წელს შემოსატანი მედიკამენტები უმჯობესია ქვეყნებმა რაც შეიძლება მალე შეუკვეთონ ვინაიდან მოსალოდნელია ადგილი ქონდეს ტრანსპორტირების და ჩამოტანების შეფერხებას ან გახანგრძლივებას. ადამიანური რესურსები: პულმონოლოგებთან, რესპიროლოგებთან, ტუბერკულოზის სპეციალისტებთან და პირველადი ჯანდაცვის მუშაკებთან შესაძლოა პირდაპირი ან მიმართვის გზით აღმოჩნდნენ კოვიდ-19-ის გართულებების მქონე პაციენტები. შესაბამისად ამ სპეცილობის მქონე ექიმები უნდა გაეცნონ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის უახლეს რეკომენდაციებს COVID-19-ის დამხმარე მკურნალობისა და მისი შეკავების შესახე. დროულმა გამოვლენამ და დამხმარე ეფექტურმა მკურნალობამ შეიძლება შეამციროს ავადობა და სიკვდილიანობა როგორც COVID-19-ით, ასევე ტუბერკულოზით. 3. რა ზომები უნდა გატარდეს რათა კოვიდ-19-ით ინფიცირებისგან დავიცვათ ტუბსაწინააღმდეგო დაწესებულებებში და ლაბორატორიებში მომუშავე ჯანდაცვის მუშაკები და თემის წარმომადგენლები? ტუბერკულოზისა და ფილტვის დაავადებების დიაგნოსტიკასა და მკურნალობაზე მომუშავე ჯანდაცვის დაწესებულებები ძალაუნებურად ყველაზე აქტიური მიმღებები გახდებიან კოვიდ-19-ით დაავდებული პაციენტების, ისე რომ მათი უმეტესობის სტატუსი უცნობი იქნება.

3

შესაბამისად მსგავს დაწესებულბებში დამატებითი ზომების მიღება იქნება აუცილებელი რათა დაცული იყოს სტაფი კოვიდ-19-ით ინფიცირებისგან. სტაფი კარგად უნდა იცნობდეს კოვიდ-19-ის შეკავებისთვის გაცემულ ჯანმოს რეკომენდაციებს. ტუბერკულოზის დიაგნოსტიკისთვის შექმნილი ლაბორატორიული ქსელი მნიშვნელოვან აქტივს წარმოადგენს და უნდა ასევე გამოყენებულ იქნას კოვიდ-19-ზე პასუხისთვის. მრავალი წლის მანძილზე ტუბერკულოზის პრევენციის, კონტაქტების კვლევის და დაავადების კონტროლის გამოცდილება სასრგებლოდ აისახება კოვიდ-19-ის გავრცელების შეჩერებაზე. მკაცრად უნდა დაინერგოს ჯანმოს არსებული რეკომენდაციები ტუბერკულოზის და კოვიდ-19-ის პრევენციასა და კონტროლზე, პერსონალის პირადი დაცვის აღჭურვილობის ჩათვლით. კოვიდ-19 პანდემიის დროს სტაფის და პირიქით სტაფიდან პაციენტების ინფიცირების თავიდან ასაცილებლად ქვემოთ ჩამოთვლილი დამატებითი ზომები მკაცრად უნდა გატარდეს:

o ქვეყნის შიდა გარემოებების გათვალისწინებით, ისეთი ალტერნატიული ზომები უნდა იქნას მიღებული რაც მინიმუმამდე დაიყვანს მკურნალობის მონიტორინგისთვის საჭირო ვიზიტების რაოდენობას, მაგალითად, ვიზიტების შერჩეულ დღეებზე და საათებზე დაგეგმვა, რაც თავიდან აგვაცილებს კლინიკის სხვა ვიზიტორებთან შეხვედრას, ასევე ინოვაციური ტექნოლოგიების გამოყენებით მკურნალობის მხარდაჭერა და ვიზიტების მხოლოდ იმ შემთხვევაში განხორციელება როცა ინვაზიური კვლევები არის ჩასატარებელი;

o მედიკამენტების ის საკმარისი რაოდენობა უნდა გაიცეს პაციენტზე ან მომვლელზე რაც ეყოფა შემდეგ ვიზიტამდე ან სულაც მკურნალობის დასრულებამდე თუ კი სხვა მონიტორინგის ვიზიტები დაგეგმილი აღარ არის. ამით თავიდან ავიცილებთ მკურნალობის შეჩერებას და კლინიკებში წამლების ასაღებად საჭირო ვიზიტებს;

o განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა განხორციელდეს ნახველის ნიმუშების ან ბრონქოალვეოლარული ლავაჟით მიღებული სითხის ტრანსპორტირება, ისევე როგორც ამ ნიმუშების ლაბორატორიაში მიღება და ამოლაგება, რათა თავიდან ავიცილოთ სტაფის, პაციენტების და სხვა პირების შეხება ტუბერკულოზის და კოვიდ-19-ის გამომწვევებთან. უპირატესობა უნდა მიენიჭოს კონკრეტული ინსტრუქციებით დახმარებით ტუბერკულოზის დიაგნოსტიკისთვის ნახველის ნიმუშების სახლში სხვებისგან მოშორებით აღებას (მაგალითად სახლის გარეთ ღია ცის ქვეშ, ან სახლშ თუ იზოლირებულად არის პაციენტი). თუ ამის შესაძლებლობა არ არის ნახველის შეგროვება უნდა მოხდეს ღია, კარგად ვენტილირებულ გარემოში - უმჯობესია სამედიცინო დაწესებულების გარეთ, და სტაფი არ უნდა იდგეს პაციენტის სიახლოვეს მასალის შეგროვების დროს;

o პანდემიის პირობებში რეკომენდებულია ნახველის ან სხვა ნებისმიერი ინფექციური მასალის ბიოუსაფრთხოების კაბინეტებში დამუშავება. თუმცა, თუ ბიოუსაფრთხოების კაბინეტი ხელმისაწვდომი არ არის, მკაცრად დაცული უნდა იყოს ყველა შემდეგი უსაფრთხოების ზომა: N95 რესპირატორი, ხელის დაბანის პროცედურა, ხელთათმანების და სათვალის ან დამცავი ფარის გამოყენება, წყალგაუმტარი ხალათები, ზედაპირების რეგულარული დეკონტამინაცია, სტაფის დისტანცირება ლაბორატორიებში, კარგად ვენტილირებული გარემო და ნიმუშების უსაფრთხო ტრანსპორტირება. ლაბორატორიული მასალის ტრანსპორტირებაში მონაწილე სტაფი და მძღოლები ასევე უნდა იცავდნენ იგივე მოთხოვნებს კოვიდ-19-ზე საეჭვო ნიმუშების გადაზიდვისას;

ექიმებს აკისრიათ ეთიკური ვალდებულება უმკურნალონ და მოუარონ პაციენტებს. კოვიდ-19-ის კონტექსტში ექიმების უფლება-მოვალეობები აღწერილია სხვა დოკუმენტში. (იხილეთ: https://apps.who.int/iris/bitstream/handle/10665/331510/WHO-2019-nCov-HCWadvice-2020.2-eng.pdf). მთავრობას და პასუხისმგებელ ორგანზაციებს კი აკისრიათ ეთიკური ვალდებულება უზრუნველყონ, ჯანდაცვის მუშაკებისთვის უსაფრთხოების შესაბამისი სტანდარტი. ჯანდაცვის მუშაკებმა უნდა ზედმიწევნით შეასრულონ ყველა არსებული რეკომენდაცია რათა დაიცვან საკუთარი თავი, სხვა კოლეგები, პაციენტები და მომვლელები.

4. კოვიდ-19-ის პანდემიის პირობებში როგორ დავიცვათ პირები ვინც ტუბერკულოზის დიაგნოსტიკისთვის მიმართავენ კლინიკებს? კოვიდ-19-ის მქონე პაციენტებისთვის უეცრად გაზრდილმა სამედიცინო მომსახურების საჭიროებამ, რთულ მდგომარეობაში ჩააგდო სამედიცინო სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებები მსოფლიოს მასშტაბით. ამ უჩვეულო პერიოდში მნიშვნელოვანია რომ

4

შენარჩუნებული იყოს ტუბსაწინააღმდეგო სერვისების უწყვეტობა. არსებული გამოცდილებით წარსულ ეპიდემიებს (ინფლუენზა და ებოლა) უარყოფითი გავლენა ქონდათ ტუბერკულოზის სერვისებზე, ვინაიდან საჭირო ხდებოდა სტაფის და სტაციონარების გადაწყობა მწვავე რესპირატორული გართულებების მქონე პაციენტების მოვლაზე. მსგავსი ზომები უკვე მრავალ ქვეყანაშ იქნა მიღებული მიმიდნარე პანდემიის დროს. ასევე, კარანტინში მყოფ ქვეყნებში ხანგრძლივი ვადით შეწყვეტილი ლაბორატორიული მასალების წარმოება და საერთაშორისო და ქვეყნის შიდა ტრანსპორტირების შეჩერება უარყოფითად აისახება მედიკამენტების და ლაბორატორიული მასალების მარაგებზე მრავალ ქვეყანაში. პანდემიაზე საპასუხოდ ბევრს ქვეყანაში შეზღუდულია გადაადგილება მოსახლეობის უდიდესი ნაწილისთვის. კოვიდ-19-ზე საეჭვო ან კონტაქტის მქონე პირებისთვის სავალდებულოა იზოლაცია ყველა ქვეყანაში. კოვიდ-19-ით დაავადებულთა კარანტინის აუცილებლობის შესახებ რეკომენდაცია თავად ჯანმომ გამოსცა. შესაბამისად მნიშვნელოვანია რომ იყოს შენარჩუნებული კომუნიკაცია ჯანდაცვის მუშაკებსა და ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტებს შორის რათა მიეწოდოთ აუცილებელი მომსახურება, იმართოს არასასურველი მოვლენები და თანმხლები დაავადებები, მიეწოდოთ საკვები და ფსიქოლოგიური მხარდაჭერა და მოხდეს მედიკამენტების მარაგების დროული შევსება. მოკლე დროში უნდა იქნას მიღებული გადაწყვეტილება იმ მექანიზმების შესახებ რომლების უზრუნველყოფს მედიკამენტების სახლში მიწოდებას, ტუბერკულოზის მონიტორინგისთვის და ასევე კოვიდისთვისაც ნახველის და საკვლევი ნიმუშების შეგროვებას. ვინაიდან სამედიცინო დაწესებულებებში ვიზიტი მინიმუმამდე იქნება დაყვანილი, სახლის პირობებში მოღებული მკურბალობა გახდება აბსოლუტური ნორმა. საზოგადო მუშაკების როლი მეტად უფრო კრიტიკული გახდება. იარსებებენ პაციენტები რომლებიც მკურნალობას პირდაპირ სახლში დაიწყებენ, შესაბამისად მკურნალობის პირველი კვირეების განმავლობაში შინამეურნეობაში ტუბერკულოზის ტრანსმისიის რისკი თავიდან უნდა იქნას აცილებული ან მინიმუმადე დაყვანილი. ასეთ დროს მნიშნელოვანია რომ ისედაც მარგინალიზირებული და მოწყვლადი პოპულაცია რომელსაც ცუდი ხელმისაწვდომობა აქვს ჯანდაცვის სერვისებთან კიდევ უფრო არ დაზარალდეს. ტუბერკულოზის და კოვიდ-19-ს შორის არსებული განსხვავებების მიუხედავად (იხ. ქვემოთ), გარკვეული ზომები რელევანტურია ორვე დაავადებისთვის. ასეთ პირობებში კრიტიკულად მნიშვნელოვანია ისეთი ზომების დანერგვა რომელიც შეამცირებს ჯანდაცვის მუშაკებთან ყოველდღიურ კონტაქტს. მაგალითად, ასეთ ინტევენციას მიეკუთვნება ჯანმოს მიერ რეკომენდებული სრულად ორალური სამკურნალო რეჟიმების დანერგვა, ტუბერკულოზის პრევენციული მკურნალობა უფრო ხანმოკლე რეჟიმებით, და გაძლიერებული ტესტირება მეტი შემთხვევის აღმოსაჩენად. მეტი გამოცდილება დაგროვდება ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით პაციენტების მხარდაჭერის ან არასასურველი მოვლენების მართვაში. მიუხედავად ამისა, ტუბერკულოზზე და წამალგამძლე ტუბერკულოზზე მომუშავე პერსონალის კოვიდ-19-თან ბრძოლაში დასაქმენას უნდა ახლდეს გააზრებული რისკი იმისა რომ ამას ექნება ხანგრძლივვადიანი უარყოფითი გავლენა როგორც ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტების ჯანმრთელობაზე ასევე თვითონ პროგრამებზე.

5

Box: ტუბერკულოზის და კოვიდ-19-ის გადაცემის გზები

ორივე დაავდება ადამიანებს შორის ახლო კონტაქტით გადადის, თუმცა გადაცემის ზუსტი მექანიზმები განსხვავდება და შესაბამისი ინფექციის კონტროლის ზომები ესაჭიროება. ტუბერკულოზის გამომწვევი ბაქტერია ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტის ხველის, ცემინების, ყვირილის ან სიმღერის შემდეგ ჰაერში შეწონილი წვეთოვანი ბირთვების სახით მრავალი საათის განმავლობაში რჩება და ვინც ამ ჰაერს ჩაისუნთქავს შესაძლოა დაინფიცირდეს. ამ წვეთოვანი ბირთვების ზომა გახლავთ ძირითადი განმსაზღვრელი მათი ინფიცირების პოტენციალისა. მათი კონცენტრაცია ვენტილაციის და მზის სხივების პირდაპირი ზემოქმედების შედეგად. კოვიდ-19-ის გადაცემა პირველ რიგში ხდება კოვიდ-19-ის მქონე პირის მიერ გამოფრქვეული წვეთების პირდაპირი ჩასუნთქვით (პირს შეუძლია ინფექცია სიმპტომების გამოვლენამდეც გაავრცელოს). ასევე, ხველების, ცემინების, სუნთქვის და საუბრის დროს წარმოქმნილი წვეთები შესაძლოა დაილექოს საგნებზე და ზედაპირებზე, მათ შეეხოს პირი და იმავე ხელით შეეხოს თვალს, ცხვირს ან პირს და ამ გზითაც დაინფიცირდეს. შესაბამისად, ხელის დაბანა წარმოადგენს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრევენციის ზომას კოვიდ-19-ის გადაცემის შესამცირებლად, რესპირატორული პრევენციული ზომების შემდეგ. საავადმყოფოებში აეროზოლის წარმომქმნელი პროცედურებიზრდის ორივე დაავდების გავრცელების რისკს და შესაბამისად უნდა ჩატარდეს რეკომენდებული სიფრთხილის ზომების გამოყენებით.

5. ტუბერკულოზის გამო გამოკვლეული ყველა პირს უნდა ჩაუტარდეს თუ არა კოვიდ-19-ზე ტესტირება და პირიქით? ერთი და იმავე პაციენტის ერთდროული ტესტირება როგორც ტუბერკულოზზე ასევე კოვიდ-19-ზე რეკომენდებულია სამი ძირითადი მიზეზის გამო ან შემთხვევაში:

1. ორივე დაავდებას აქვს საერთო კლინიკური მახასიათებლები; ან 2. შესაძლებელია კონტაქტი ორივე დაავადებასთან; ან 3. პაციენტს აქვს რომელიმე დაავადების არაკეთილსაიმედო გამოსავლის რისკი.

მართალია, ორივე დაავადება მოიცავს ფილტვებს და აქვთ მსგავსი სიმპტომები, როგორიცაა ხველა, ცხელება და სუნთქვის გაძნელება, კლინიკური ნიშნები გარკვეულ წილად მაინც განსხვავდება. ცხელებას და ხველას კოვიდის შემთხვევაში უფრო სწრაფი დასაწყისი აქვს და ინკუბაციის პერიოდი ერთი-ორ კვორას გრძელდება, ტუბერკულოზის შემთხვევაში კი კლინიკური გამოვლინება უფრო მდორედ იწყება. ხველა ტუბერკულოზის მქონე პაციენტში უმეტეს წილად პროდუქტიულია ნახველით ან ზოგჯერ სისხლით, მაშინ როცა კოვიდ-19-ს უფრო მშრალი ხველა ახასიათებს დასაწყისში. სუნთქვის უკმარისობა კოვიდ-19-ის შემთხვევაში სიმპტომების დაწყებიდან მალევე ვითარდება, ტუბერკულოზის შემთხვევაში კი უფრო გვიან ეტაპზე ვლინდება ნარჩენი მოვლენის სახით. ერთ ოჯახში ან ხალხით შემჭიდროვებულ გარემოში კოვიდ-19 გამოვლინდება ერთ ან ორ კვირაში, მაშინ როცა ტუბერკულოზის პროგრესირება ნელია და შესაძლოა გამოვლინდეს რამოდენიმე თვეში. პანდემიის განვითარებასთან ერთად მეტად მოსალოდნელია, რომ კოვიდ-19-თან შეხება უფრო და უფრო მეტ ადამიანს, მათ შორის ტუბერკულოზით დაავადებულ პაციენტს ექნება. კოვიდ-19-ის დადასტურება არ გამორიცხავს ამ პაციენტში თანმხლები ტუბერკულოზის არსებობას, განსაკუთრებით ტუბერკულოზის მაღალი ტვირთის მქონე ქვეყნებში. ჯანდაცვის მუშაკებმა კოვიდ-19 ის მქონე პაციენტებში ასევე უნდა განიხილონ ტუბერკულოზის დიაგნოზიც, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ დაავადების პირველი რამოდენიმე კვირის შემდეგ იწყება სისხლიანი ნახველი, ცხელება, ღამის ოფლიანობა ან წონაში კლება. სასურველია კოვიდის მქონე პაციენტში ფრთხილად შეიკრიბოს ანამნეზი ტუბერკულოზთან სავარაუდო კონტაქტის და მის ან ოჯახის წევრის მიერ წარსულში გადატანილი ტუბერკულოზის შესახებ. გულ-მკერდის რენტგენოგრაფია შესაძლოა დაგვეხმაროს დიფერენციულ დიაგნოსტიკაში. ორივე დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით ცუდი კლინიკური გამოსავლის რისკის მქონე პაციენტებში. ხანდაზმული ასაკი და ისეთი თანმხლები დაავადებები როგორიცაა დიაბეტი და ფქოდი, ზრდიან დაავადების სიმძიმის, ინტენსიური მოვლის და მექანიკური ვენტილაციის საჭიროების რისკს. იგივე ფაქტორები აუარესებენ ტუბერკულოზის პროგნოზსაც. ასევე პაციენტები რომელთაც წარსულში გადატანილი ტუბერკულოზის გამო ფილტვებში აქვთ ნარჩენი მოვლენები, იმყოფებიან კოვიდ-19-ის გართულების და დამძიმების უფრო მაღალი რისკის ქვეშ. ასე რომ მყარად არის რეკომენდებული ორივე დაავადების ერთდროული ტესტირება ატიპიური კლინიკური

6

მიმდინარეობის შემთხვევებშიც. ჯერ უცნობია თუ რა გავლენა ექნება კოვიდ-19-ს სხვა თანმხლები დაავადებების (მალნუტრიცია, თირკმლის უკმარისობა და ღვიძლის დაავადება) მქონე ტუბერკულოზის პაციენტების მკურნალობის გამოსავლებზე. მაშინ როცა ცნობილია რომ უკონტროლო და მკურნალობის გარეშე დატოვებული შიდსი, ტუბერკულოზის განვითარების რისკ ფაქტორია, უკონტროლო შიდსის კოვიდ-19-ზე გავლენა ჯერ უცნობია. მიუხედავად ამისა ჯანმო აივ/შიდსის მქონე პაციენტებს მოუწოდებს დამატებითი სიფრთხილისკენ კოვიდთან მიმართებაში. ჯანმო ქვეყნებს ურჩევს რომ დანერგონ ჯანმოს მიერ რეკომენდებული სადიაგნოსტიკო ალგორითმები როგორც ტუბერკულოზის ასევე კოვიდ-19-ის სადიაგნოსტიკოდ პაციენტების კლინიკური მდგომარეობის, პაციენტის ანამნეზის და ტუბერკულოზის ტვირთის გათვალისწინებით. პირველ რიგში კი პროგრამებმა ყურადღება უნდა გაამახვილონ იმაზე რომ კოვიდ-19-ის ტესტირების პარალელურად არ მოხდეს ტუბერკულოზის დიაგნოსტიკის საჭიროების უგულებელყოფა. 6. შესაძლებელია ტუბერკულოზის და კოვიდ-19-ის ერთი და იგივე ტიპის ნიმუშზე ტესტირება? ტუბერკულოზის და კოვიდ-19-ის სადიაგნოსტიკო მეთოდები განსხვავდება ერთმანეთისგან და ტესტირებისთვისაც სხვადასხვა მასალა ესაჭიროებათ. ასევე ტუბერკულოზის ტესტირება მეტად დეცენტრალიზებულია, ხოლო კოვიდის ტესტირება რეკომენდებულია უფრო ცენტრალიზებულად წარიმართოს საწყის ეტაპზე მაინც. ტუბერკულოზისთვის კულტურალური თუ მოლეკულური ტესტირებისთვის შესაძლებელია გამოყენებულ იქნას ნახველი და ბევრი სხვა ბიოლოგიური მასალა. კოვიდ-19-ის სადიაგნოსტიკო ტესტები კი ძირითადად ამბულატორიულ პაციენტებში ტარდება ცხვირხახიდან ან პირხახიდან ტამპონით აღებული ნაცხის ან გამონარეცხის საშულებით, თუმცა მძიმე რესპირატორული დაავადების მქონე პაციენტებში შესაძლებელია ენდოტრაქეალური ასპირატის ან ბრონქოალვეოლარული ლავაჟის გამოყენება. დღესდღეობით როგორც ტუბერკულოზის ასევე კოვიდ-19-ის სადიაგნოსტიკოდ მოწოდებულია მოლეკულური ტესტების გამოყენება. სეროლოგიური ტესტები არ არის რეკომენდებული კოვიდ-19-ის რუტინული დიაგნოსტიკისთვის. ბოლო თვეების განმავლობაში შთამბეჭდავი რაოდენობის სადიაგნოსტიკო ტესტი შეიქმნა (ინფორმაცია ტესტების შესახებ კონსოლიდირებულია FIND-ის მიერ მათ ვებგვერდზე). მათ შორისაა GeneXpert-ის ექსპრეს სარს-კოვ-2 კარტრიჯი რომელსაც 2020 წლის მარტში FDA-იმ სწრაფი გამოყენების ავტორიზაცია მისცა და საკვლევ მასალად ჭირდება ცხვირხახის ნაცხი, ცხვირის გამონარეცხი/ასპირატი. ნახველში კოვიდ-19-ის აღმოჩენაზე კარტრიჯი ჯერ არ შეფასებულა. 7. ტუბერკულოზისა და კოვიდ-19-ის კოინფექციის დროს ტუბერკულოზის მკურნალობა განსხვავებულია? უმეტეს შემთხვევებში ტუბერკულოზის მკურნალობა არ შეიცვლება, თუმცა კოვიდის და ტუბერკულოზის ერთდროული მართვის შესახებ გამოცდილება თითქმის არ არსებობს და ტუბერკულოზის მკურნალობის შეწყვეტა უკიდურესად გამონაკლის შემთხვევებში იქნება აუცილებელი. მნიშვნელოვანია, რომ იქ სადაც ამის კატეგორიული უკუჩვენება არ არსებობს, ტუბერკულოზის პრევენციული და სენსიტიური და რეზიტსენტული ტუბერკულოზის მკურნალობა უნდა უწყვეტად გაგრძელდეს რათა დაცული იყოს პაციენტების ჯანმრთელობა. დღეს მსოფლიოს მასშტაბით დანერგილია ტუბერკულოზის საპრევენციო და სამკურნალო საკმაოდ ეფექტური სამკურნალო რეჟიმები. ასე რომ პანდემიის დროს მნიშვნელოვანია რომ მკურნალობა არ შეწყდეს კოვიდ-19-ით დაავადების შემთხვევაშიც რათა გაიზარდოს გამოჯანმრთელების ალბათობა და შემცირდეს ტრანსმისიის თუ დამატებითი რეზისტენტობის განვითარების რისკი. გვახსოვდეს! რომ მკურნალობის გარეშე ტუბერკულოზით სიკვდილობა 50%-ს აღწევს და შეიძლება უფრო მაღალი იყოს ხანდაზმულ ასაკში და თანმხლები დაავადებების არსებობისას. ასე რომ, კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის პარალელურად შენარჩუნებული უნდა იყოს ლატენტური ტუბერკულოზური ინფექციის და ტუბერკულოზის დაავადების მკურნალობის უწყვეტობა.

7

არ უნდა დავუშათ ტუბერკულოზის კონტროლის სისტემების რღვევა კოვიდ-19-თან

ბრძოლის პერიოდში. ვინაიდან კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო კონკრეტული მკურნალობა არ არსებობს და მიმდინარეობს მრავალი კვლევა მტკიცებულებების მოსაპოვებლად, ტუბსაწინააღმდეგო მკურნალობასთან შესაძლო წამალთაშორისი ურთიერთქმედების შესახებ ვერაფერს ვიტყვით. მიუხედავად ამისა გულისყურით უნდა შევაგროვოთ ინფორმაცია ყველა სამკურნალო საშუალების შესახებ რომელსაც ტუბერკულოზით დაავადებული პაციენტი შეიძლება იღებდეს, რათა თავიდან ავიცილოთ წამალთაშორისი ურთიერთქმედება ან არასასურველი მოვლენები. (ნინოს კომენტარი: აქ არაფერია ნათქვამი კოვიდის სამკურნალო სხვადასხვა სქემებზე რომლებსაც სარწმუნოების გარეშე ყველა ქვეყანა მიმართავს და იყენებს სხვადასხვა პროტოკოლებით. დღეს გამოყენებული ძირითადი მედიკამენტების შესახებ მოკლე ინფორმაციას გაწვდით რეფერენსების ბოლოს დანართის სახით. იქ მოკლედ არის მიმოხილული თუ რა სიფრთხილე უნდა იყოს გამოჩენილი ტუბერკულოზის მკურნალობისას და LTBI-ს არსებობის დროს კოვიდ-19-ის სხვადასხვა მკურნალობის შემთხვევაში.)

მეტი ინფორმაციისთვის მიმართეთ: www.who.int/tb Email: [email protected]

გამოყენებული ლიტერატურა 1. WHO | Coronavirus disease (COVID-19) outbreak [Internet]. 2020. Available from:

https://www.who.int/emergencies/diseases/novel-coronavirus-2019

2. IFRC, UNICEF, WHO. Social Stigma associated with COVID-19. A guide to preventing and

addressing social stigma. [Internet]. 2020. Available from: https://www.who.int/docs/default-

source/coronaviruse/covid19-stigma-guide.pdf

3. WHO Guidelines on tuberculosis infection prevention and control, 2019 update

(WHO/CDS/TB/2019.1) [Internet]. Geneva, World Health Organization. 2019. Available from:

https://apps.who.int/iris/bitstream/handle/10665/311259/9789241550512-eng.pdf

4. WHO | Coronavirus disease (COVID-19) technical guidance: Infection prevention and control /

WASH [Internet]. [cited 2020 Mar 29]. Available from:

https://www.who.int/emergencies/diseases/novel-coronavirus-2019/technical-guidance/infection-

prevention-and-control

5. Infection prevention and control during health care when COVID-19 is suspected. Interim

guidance [Internet]. Geneva, World Health Organization; 2020. Available from:

https://apps.who.int/iris/rest/bitstreams/1272420/retrieve

6. Rational use of personal protective equipment (PPE) for coronavirus disease (COVID-19). Interim

guidance [Internet]. Geneva, World Health Organization; 2020. Available from:

https://apps.who.int/iris/bitstream/handle/10665/331498/WHO-2019-nCoV-IPCPPE_use-2020.2-

eng.pdf

7. Wang W, Xu Y, Gao R, Lu R, Han K, Wu G, et al. Detection of SARS-CoV-2 in Different Types of

Clinical Specimens. JAMA [Internet]. 2020 Mar 11 [cited 2020 Mar 27]; Available from:

https://jamanetwork.com/journals/jama/fullarticle/2762997

8. Laboratory biosafety guidance related to coronavirus disease (COVID-19). Interim guidance

[Internet]. Geneva, World Health Organization; 2020. Available from:

https://apps.who.int/iris/rest/bitstreams/1272450/retrieve

9. Tuberculosis laboratory biosafety manual (WHO/HTM/ TB/2012.11) [Internet]. Geneva, World Health

Organization. 2012. Available from:

http://apps.who.int/iris/bitstream/10665/77949/1/9789241504638_eng.pdf

10. Coronavirus disease (COVID-19) outbreak: rights, roles and responsibilities of health workers,

including key considerations for occupational safety and health. Interim guidance. [Internet]. 2020

8

[cited 2020 Apr 1]. Available from: https://apps.who.int/iris/bitstream/handle/10665/331510/WHO-

2019-nCov-HCWadvice-2020.2-eng.pdf

11. Ethics guidance for the implementation of the End TB Strategy (WHO/HTM/TB/2017.07) [Internet].

Geneva, World Health Organization. 2017. Available from:

http://apps.who.int/iris/bitstream/10665/254820/1/9789241512114-eng.pdf

12. COVID-19: Operational guidance for maintaining essential health services during an outbreak

[Internet]. Geneva, World Health Organization; 2020. Available from:

https://apps.who.int/iris/rest/bitstreams/1272981/retrieve

13. Considerations for quarantine of individuals in the context of containment for coronavirus disease

(COVID-19). Interim guidance. [Internet]. Geneva, World Health Organization; 2020. Available from:

https://apps.who.int/iris/rest/bitstreams/1272428/retrieve

14. Preparedness, prevention and control of COVID-19 in prisons and other places of detention. Interim

guidance [Internet]. Copenhagen, World Health Organization Regional Office for Europe; 2020.

Available from: http://www.euro.who.int/__data/assets/pdf_file/0019/434026/Preparedness-

prevention-and-control-of-COVID-19-in-prisons.pdf

15. Infection prevention and control guidance for long-term care facilities in the context of COVID-

19Interim guidance. [Internet]. Geneva, World Health Organization; 2020. Available from:

https://apps.who.int/iris/bitstream/handle/10665/331508/WHO-2019-nCoV-IPC_long_term_care-

2020.1-eng.pdf

16. Kampf G, Todt D, Pfaender S, Steinmann E. Persistence of coronaviruses on inanimate surfaces and

their inactivation with biocidal agents. J Hosp Infect. 2020 Mar;104(3):246–51.

17. Laboratory testing strategy recommendations for COVID-19 [Internet]. Geneva, World Health

Organization; 2020. Available from: https://apps.who.int/iris/bitstream/handle/10665/331509/WHO-

COVID-19-lab_testing-2020.1-eng.pdf

18. GLI model TB diagnostic algorithms [Internet]. Geneva, Stop TB Partnership (GLI); 2017. Available

from: http://www.stoptb.org/wg/gli/assets/documents/GLI_algorithms.pdf

19. Implementing tuberculosis diagnostics: A policy framework (WHO/HTM/TB/2015.11) [Internet].

Geneva, World Health Organization. 2015. Available from:

http://apps.who.int/iris/bitstream/10665/162712/1/9789241508612_eng.pdf

20. Commercial serodiagnostic tests for diagnosis of tuberculosis. Policy statement

(WHO/HTM/TB/2011.5) [Internet]. Geneva, World Health Organization; 2011. Available from:

https://apps.who.int/iris/bitstream/handle/10665/44652/9789241502054_eng.pdf

21. FIND. SARS-CoV-2 diagnostic pipeline [Internet]. 2020. Available from:

https://www.finddx.org/covid-19/pipeline/

22. CEPHEID. Xpert® Xpress SARS-CoV-2 [Internet]. 2020. Available from:

https://www.fda.gov/media/136314/download

23. Coronavirus disease (COVID-19) technical guidance: Laboratory testing for 2019-nCoV in humans

[Internet]. [cited 2020 Apr 1]. Available from: https://www.who.int/emergencies/diseases/novel-

coronavirus-2019/technical-guidance/laboratory-guidance

24. WHO | COVID-19 Emergency Use Listing Procedure (EUL) [Internet]. Available from:

https://www.who.int/diagnostics_laboratory/EUL/en/

25. WHO | Global research on coronavirus disease (COVID-19) [Internet]. [cited 2020 Mar 29].

Available from: https://www.who.int/emergencies/diseases/novel-coronavirus-2019/global-

research-on-novel-coronavirus-2019-ncov

9

დანართი 1. კორონავისურის სამკურნალო საშუალებები: კლინიკურ კვლევებში თუ

ემპირიულად გამოყენებული პრეპარატები (24 მარტის მდგომარეობით)

ეს ინფორმაცია არ წარმოადგენს ჯანმოს პოზიციას ან ინფორმაციას. მოძიებულია სხვადასხვა

პუბლიკაციებიდან და წყაროებიდან და ექვემდებარება დინამიურ რეჟიმში ცვლილებებს

(ნ.ლ.)

მეცნიერებმა უკვე დაადგინეს, რომ ახალი კორონავირუსი ორგანიზმში აღწევს სასუნთქი

სისტემის უჯრედების ზედაპირზე წარმოდგენილი ანგიოტენზინ მაკონვერტირებელი

ფერმენტის (ACE2) რეცეპტორებზე მიმაგრების გზით. იმისათვის, რომ შეძლოს მასპინძლის

დაინფიცირება, კორონავირუსმა უნდა მოიპოვოს ორგანიზმში შესვლის საშუალება.

წარმოვიდგინოთ, რომ თითქოს ადამიანის ორგანიზმი არის სახლი, ხოლო კოვიდ-19 ყაჩაღია,

რომელსაც ამ სახლში შეღწევა სურს. ანგიოტენზინ მაკონვერტირებელი ფერმენტის (ACE2)

რეცეპტორი ამ შემთხვევაში წარმოადგენს კარის სახელურს და როგორც კი ვირუსის

ზედაპირზე წარმოდგენილი S-ცილა (Spike protein) ჩაეჭიდება მას, სახლის კარი გაიღება.

დღესდღეობით მსოფლიო მასშტაბით არსებული მედიკამენტებიდან, არც ერთის მოქმედების

მექანიზმი არ ითვალისწინებს ამ ჩაჭიდებაზე ზემოქმედებას, შესაბამისად ახალი

მედიკამენტი სწორედ ვირუსის მიერ ACE2-ზე ჩაჭიდების ჯაჭვის დარღვევისკენ უნდა იყოს

მიმართული. რაც შეეხება ვაქცინას, აქ სამიზნე უნდა გახდეს ვირუსის ზედაპირზე ამოშვერილი

ზემოთხსენებული სპაიკ (S)-ცილა, ვინაიდან ეს უკანასკნელი იმყოფება კავშირში ვირუსის

გარემოსთან და შესაბამისად მისი აღმოჩენა იქნება იოლი იმუნური სისტემისთვის.

საერთაშორისო გენურ ბანკებში, როგორიცაა GenBank, მკვლევარებმა გამოაქვეყნეს

რამდენიმე Sars-CoV-2 გენის თანმიმდევრობა. ეს გენური რუქა ფუნდამენტური

მნიშვნელობისაა, რაც მკვლევარებს საშუალებას აძლევს დაადგინონ ვირუსის

ფილოგენეტიკური ხე და, უპირველეს ყოვლისა, ამიცნონ განსხვავებული მუტაციების მქონე

კორონავირუსის ტიპები. ბოლოდროინდელი კვლევების თანახმად, ვარაუდობენ სწორედ

ერთერთი ასეთი მუტაცია მოხდა 2019 წლის ნოემბრის ბოლოს, რამაც ადამიანებზე

გადახტომის შესაძლებოლა მისცა ვირუსს. კერძოდ, შეადარეს ახალი კორონავირუსის გენის

თანმიმდევრობა Sars-CoV–ს და დაადგინეს, რომ 723-ე პოზიცია წარმოადგენს სერინს

გრიცინის ნაცვლად, ხოლო 1010 პოზიციას იკავებს პროლინი იზოლეიცინის ნაცვლად.

თვლიან რომ სწორედ ეს მუტაციები შესაძლებელია იყოს დაავადების პოტენციური

რეციდივების გამომწვევი.

კოვიდ-19 ით გამოწვეული დაავადება შესაძლოა იყოს მსუბუქი, საშუალო სიმძიმის და მძიმე.

მძიმე მიმდინარეობას მიეკუთვნება მძიმე პნევმონია, მწვავე რესპირატორული დისტრესის

სინდრომი და სეპტიური შოკი. უკვე არსებულმა კველევბმა აჩვენა, რომ მძიმე მიმდინარეობის

კოვიდ-19 -ისგან გამოჯანმრთელებული არახანდაზმული პაციენტების 10%-ს

გამოჯანმრთელების შემდეგ აღენიშნება სუნთქვის ფუნქციის 30%-ით დაქვეითება, რაც

მნიშვნელოვანს ხდის განკურნების შემდომ პერიოდში ფილტვის რეაბილიტაციაზე

მიმართულ ღონისძიებებს.

ცნობილია რა მეტ ნაკლებად ვირუსის ქმედებების შესახებ, როგორც ზემოთ ვახსენეთ თუ

როგორ აღწევს ის ორგანიზმში ვირუსის ზედაპირზე არსებული S ე.წ. სპაიკ ცილის და ACE2

რეცეპტორზე ბმის მეშვეობით, თუ როგორ მრავლდება და ასე ვთქვათ იპყრობს ორგანიზმს,

შესაბამისად დაიწყო რამოდენიმე კლინიკური კვლევა სხვადასხვა ახალი თუ უკვე კარგა ხნის

წინ არსებული და სხვა მიზნით გამოყენებული მედიკამენტებისა. ამჟამად 5 ასეთი

მედიკამენტის შესახებ მიმდინარეობს კვლევები და ასევე სწრაფი წესით შემუშავებული

სხვადასხვა სამედიცინო ამერიკული, ევროპული თუ აზიური უნივერსიტეტების კოვიდ-19-ის

მკურნალობის პროტოკოლები გარკვეული სიფრთხილით და ხშირად მზრუნველობითი

10

თერაპიის ფარგლებში ითვალისწინებენ მათ გამოყენებას. მოკლედ მოგახსენებთ

რამოდენიმე მათგანზე:

დავიწყოთ იქედან რომ არც ერთ ამს საშუალებას არ აქვს FDA-ს, ევროპული EMEA-ს თუ

რომელიმე მარეგულირებელი ორგანოს თანხმობა კოვიდ-19-ის სამკურნალო გამოყენებაზე

და შესაბამისად შესაძლოა მხოლოდ კვლევების ან მზრუნველობითი თერაპიების ფარგლები

იქნას გამოყენებული. მოგახსენებთ მზრუნველობითი თერაპია, ე.წ. Compassionate Use

ითვალისწინებს მედიკამენტების გამოყენებას ისეთ პაციენტებში სადაც სხვა მკურნალობის

რესურსი არ არსებობს ან ამოიწურა.

1. არსებული პრეპარატებიდან პირველ რიგში დავასახელებ „რემდესივირს“, რომელიც

თავის დროზე ებოლას სამკურნალოდ შეიქმნა და მოქმედებს რნმ-ის პოლიმერაზაზე.

ეს მედიკამენტი ძალიან ეფექტური იყო, მხოლო ინ ვიტრო ანუ სინჯარაში სარსის და

მერსის წინააღმდეგ, და ასევე ცნობილია რომ ჩინეთში კოვიდ-19-ის მქონე საკმაოდ

დიდ პოპულაციაში გამოიყენეს, თუმცა ჯერ შესაბამისი შედეგების ამსახველი რაიმე

პუბლიკაცია ან ანგარიში არ გამოსულა. მარტო რემდესევირს ამამად 6 კლინიკური

კვლევა მიმდინარეობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში. თუმცა მედიკამენტი ასევე

ხელმისაწვდომია როგორც ზემოთ ვახსენე მზრუნველობითი თერაპიის ფარგლებში.

მედიკამენტს ახასიათებს გარკვეული ტოქსიურობაც, და იშვიათად ზრდის ღვიძლის

ფერმენტებს, იწვევს შექცევად თირკმლის დაზიანებას, და ჰიპოტენზიას.

2. მეორე ადგილას დავასახელებდი „ჰიდროქსიქლოროქვინს/ქლოროქვინს“, რომელიც

კარგა ხანია გამოიყენება ისეთი ინფექციური დაავადებისთვის როგორიცაა მალარია,

რომელიც ასევე ინტრაუჯრედული ინფექციაა. ქლროროქვინი ხელს უშლის ვირუსის

უჯრედთან მიერთებას, ზრდის რა ფაგოლიზოსომის PH-ს. ძალიან მწირია იმ

კვლევების რაოდენობა სადაც დასტურდება ამ პრეპარატის ეფექტურობა კოვიდ-19 ის

მიმართ, თუმცა ბოლოს 2020 წელს გამოქვეყნებულ არარანდომიზირებულ კვლევაში

სადაც 20 კოვიდით დაავადებული პაციენტი იღებდა ქლოროქვინს 14 (70%) განიკურნა

მე-6ე დღეს, შედარებით იმ 16 პაცინეტთან რომლებიც არ იღებდნენ ამ პრეპარატს და 2

(12.5%) განიკურნა მხოლოდ. ამჟამად ქლოროქვინის 16 სხვადასხვა კვლევა

მიმდინარეობს. ასე რომ ცოტა რამ არის ცნობილი ამ პრეპარატის ეფექტურობაზე,

მაგრამ ვინაიდან ეს გახლავთ დიდი ხნის განმავლობაში გამოყენებული მედიკამენტი,

ბევრი რამ არის ცნობილი მის გვერდით და არასასურველ მოვლენებზე, ანუ

ტოქსიურობაზე. მისი ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაში ხშირია მძიმე

რეტინოპათია და სმენის დაქვეითება, თუმცა ალბათ კოვიდ -19 -ის ხანგრძლივი

დროით გამოყენება საჭირო არ იქნებამ ამიტომ ყურადსაღებია ხანმოკლე გამოყენების

გვერდითი ეფეტები. ერთ ერთი მთავარაი გახლავთ გულის რიტმის მოშლა, კერძოდ ის

იწვევს QT ინტერვალის გახანგრძლივებას რაც თავის მხრივ შესაძლოა გახდეს მიზეზი

პარკუჭოვანი ტაქიკარდიის და გულის გაჩერების. შესაბამისად ამ მედიკამენტის

გამოყენება უნდა მოხდეს ძალიან მკაცრი კრიტერიუმების გათვალისწინებით, კერძოდ

თავიდან იქნეს აცილებული ისეთ პაციენტებში დანიშვნა რომელთაც აქვთ გულის

პრობლემები ან უბრალოდ ნორმაზე მეტად გახანგრძლივებული QT ინტერვალი. ასევე

დაუშვებელია მედიკამენტის გამოყენება სხვა QT ინტერვალის გამახანგრძლივებელ

მედიკამენტებთან ერთად. აქ საყურადღებოა, რეზისტენტული ტუბერკულოზის მქონე

პაციენტები, რომლებიც უკვე მაღალი რისკის ჯგუფია ნებისმიერი რესპირატორული

ვირუსის გართულებისთვის, და თუ საჭირო გახდა მათი ინფიცირების შემთხვევაში

ქლოროქვინით მკურნალობა ტუბერკულოზის მკურნალობის პარალელურად ეს მეტად

საფრთხილო საქმეა, ვინაიდან რეზისტენტული ტუბერკულოზის მკურნალობაში

შემავალი სულ მცირე 3 წამალი ასევე იწვევს QT ინტერვალის გახანგრძლივებას. ასე

რომ მინდა ვისარგებლო თქვენი ეთერით და მოვუწოდო ჩვენს პაციენტებს იმაზე მეტი

11

სიფრთხილით მოეკიდონ კოვიდ-19-თან დაკავშირებით გამოქვეყნებულ

რეკომენდაციებს და მაქსიმალურად მოერიდონ გარეთ გამოსვლას. ჩვენ შესაბამისი

ზომები მივიღეთ უკვე ქვეყნის მასშტაბით თუ როგორ უნდა მიიღონ პაციენტებმა

ყოველდღიური ტუბერკულოზის მკურნალობა ისე რომ მათ არ დაჭირდეთ სახლიდან

გამოსვლა. მასიურად ვიყენებთ, ქვეყნის ყველა რეგიონში ვიდეო მონიტორინგის

გამოყენებით უშუალო მეთვალყურეობას და პაციენტების მედიკამენტების მარაგს 2

კვირიანი შუალედებით ვავსებთ ჩვენივე მობილური მედდების და ამბულატორიების

საშუალებით. სიტუაციის განვითარებასთან ერთად შესაძლოა დამატებითი

რესურსებიც ჩავრთოთ.

3. მესამე პრეპარატი რომელზეც გავამახვილებდი ყურადღებას გახლავთ

„ტოცილიზუმაბი“ რომელიც გახლავთ ინტერლეიკინ-6 (IL-6) -ის რეცეპტორების

წინააღმდეგ მოქმედი მონოკლონური ანტისხეული და გამოიყენება ძირითადად

რევმატოიდული ართრიტის საწინააღმდეგოდ. მისი ეფექტურობა კოვიდ-19-ის

წინააღმდეგ ასევე დაუსაბუთებელია, თუმცა მიმდინარეობს 2 კვლევა ერთი ჩინეთში

და მეორე ამერიკაში. მეცნიერები ვარაუდობენ რომ ვინაიდან ინტერლეიკინ 6-ის

დართგუნვა შეაჩერებს ორგანიზმის ანთებით პასუხს ინფექციაზე, ამით დავიცავთ

ორგანიზმს რესპირატორი დისტრესისგან. თუმცა, ეს სარისკოა, ვინაიდან

ტოცილიზუმაბი ასევე დათრგუნავს ორგანზმის პასუხს ნებისმიერ სხვა ინფექციაზე და

აქაც განსაკუთრებულად საყირადღებოა ტუბერკულოზის მქონე პაციენტები, და არა

მარტო აქტიური ტუბერკულოზის არამედ ლატენტური ტუბერკულოზური ინფექციის

მქონე ჯანმრთელი პირებიც. მედიკამენტის გამოყენების უკუჩვენებას წარმოადგენს

დადებითი კვანტიფერონის ტესტი, რომლითაც ხდება ლატენტური ინფექციის

დეტექცია.

12