X narkomania
-
Upload
tamuna1983 -
Category
Education
-
view
298 -
download
1
Transcript of X narkomania
N1 საზანოს საჯარო სკოლაX კლასი
„ “თემა არა ნარკოტიკს
ჯ ანმრთელი თაობა —
იცხოვრე ნარკოტიკების გარეშე
შემაშფოთებელია ნარკოსტატისტიკა მოზ არდებს შორის: უ კანასკნელი ექვსი წლის განმავლობაში ამ ასაკობრივ ჯ გუ ფში ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი 10-ჯ ერ გაიზ არდა.
საქართველოში ნარკოტიკების მომხმარებელთა რიცხვი 200 000-ს აღწევს!
ნარკო-ბუმის მიზ ეზ ი
პიროვნება, გარემო პირობები და წამალზ ე ხელმისაწვდომობა.
ნარკომანია მეტისმეტად გაახალგაზ რდავდა. თუ ადრე მომხმარებლები უმთავრესად 25 წელზ ე უფროსი ასაკისანი იყვნენ, ამჟამად ნარკოტიკებს უფრო მეტად 18-25 წლის ახალგაზ რდები ეტანებიან.
ნიშნები რომლებიც ნარკოტიკის მომხმარებლებს ამხელს:
. მოზ არდი, რომელიც აქამდე დიდი სიამოვნებით გადაგიშლიდათ ხოლმე გულს, თავის თავში ჩაიკეტა და გულჩახვეული გახდა.
შინიდან უფრო და უფრო მეტი ხნით იკარგება, სახლში კი გვიან ღამით ბრუნდება ― მაშინ, როდესაც, მისი აზ რით, ოჯ ახის წევრებს უკვე სძინავთ. საშინლად ღიზ იანდება, როდესაც ეკითხებიან: “სად იყავი ამდენ ხანს, რატომ არ დარეკე?”
. ერღვევა ძილ-ღვიძილის რიტმი: დასაძინებლად გვიან წვება და ნაშუადღევს იღვიძებს, ფსიქოსტიმულატორების გამოყენებისას კი რული არ ეკარება – აქტიურია, როგორც არასდროს.
. გაკვეთილებსა და ლექციებს აცდენს, ცუდად სწავლობს. მეცადინეობა აღარ სურს, მაგრამ რომც მოინდომოს, ვერ შეძლებს, რადგანაც მკვეთრად უქვეითდება მეხსიერება, კონცენტრაციის უნარი.
. ის, რაც აქამდე იტაცებდა (სპორტი, კომპიუტერი...), სრულებით აღარ ხიბლავს.
. წონას მკვეთრად იკლებს, თუმცა მადას ნამდვილად არ უჩივის, კანაფით დაბოლილს კი საერთოდ მგლის მადა უხდება.
. აღენიშნება ხასიათის უჩვეულო ცვლილება: კონფლიქტურ სიტუაციაში, თუნდაც პიროვნული ღირსება შეულახონ, მეტისმეტად მშვიდია, სამაგიეროდ, შეიძლება უმიზ ეზ ოდ აფეთქდეს და ჩხუბი დაიწყოს. მეტწილად კი უგუნებოდ და დათრგუნულია. . უფრო და უფრო მეტ ფულს გთხოვთ, თუმცა რაიმე ფასეული შენაძენი შინ არ მოაქვს. მეტიც: თქვენი საფულიდან იკარგება ფული, შინიდან კი – ძვირფასი ნივთები.
. ახალი მეგობრები ჰყავს, რომელთა თქვენთვის გაცნობას არ ჩქარობს, ტელეფონით კი მათთან ჩურჩულით საუბრობს.
ეს ნიშნები იმაზ ე მიუთითებს, რომ დროა მოზ არდს გულახდილად ესაუბროთ. გირჩევთ, საუბრისას სიმკაცრე არ გამოიჩინოთ. ეცადეთ, საერთო ენა გამონახოთ და მოზ არდიც, სავარაუდოდ, გულს გადაგიშლით.
საშიში ნიშნები . გაფართოებული ან, პირიქით, მეტისმეტად შევიწროებული გუგები, შეწითლებული თვალები, დაშვებული ქუთუთოები;
. უჩვეულო სუნი, სავარაუდოდ, კანაფის, აცეტონის, წებოსი ან ბენზ ინის;
. მომატებული ძილიანობა (ნარკოტიკების მომხმარებლებს ფაქტობრივად ფეხზ ე ეძინებათ, შეიძლება, თვალგახელილმაც ჩათვლიმონ);
. ძლიერი აგზ ნებულობა, ეიფორია;
. აწითლებული ან მეტისმეტად ფერმკრთალი სახე, მოყვითალო ელფერი;
. ცხვირის, შუბლის ან მთელი სხეულის გახშირებული ქავილი;
. ჭარბი ოფლიანობა, კიდურების კანკალი; . მეტისმეტი დაბნეულობა, გარესამყაროსგან გამოთიშვა; . ღებინების შეგრძნება;
. გაუგებარი მეტყველება, უმიზ ეზ ო სიცილი; . ნანემსარის კვალი წინამხარზ ე, თუმცა კვალის დაფარვის მიზ ნით ინექცია შეიძლება ფეხებზ ე, საზ არდულის არეში, იღლიის ფოსოში და სხვა უჩვეულო ადგილებზ ე გაკეთდეს.
თუ მშობლები ან პედაგოგები ამგვარ საეჭვო ნიშნებს შეამჩნევენ, კონსულტაციისთვის უთუოდ სპეციალისტს უნდა მიმართონ.
ნარკომანიის მკურნალობის ორი ძირითადი მეთოდი არსებობს: ჩანაცვლებითი და დეტოქსიკაციური.
დევიზ ი კი კვლავინდებურად უცვლელია: დაფიქრდი, ვიდრე ნარკოტიკს გემოს გაუსინჯ ავ და მის კლანჭებში მოხვდები, თორემ მერე გვიან იქნება!
stop
გმადლობთ!ყურადღებისთვის