skola21.files.wordpress.com · Web viewნაშრომი წარმოადგენს...

32
,, კკკკკკკკ კკკკკკ კკკკკკკკკკკ კკკკკკკკკკ კკ კკკკ კკკკკკკკკკკ კკკკკკკკკ კკკკკკკკკკ კკკკკკ“ კკკკკკკკკკკ კკკკკკკკკ კკკკკკ 2017 – 18 კკკკკკკკ კკკკ 1

Transcript of skola21.files.wordpress.com · Web viewნაშრომი წარმოადგენს...

Page 1: skola21.files.wordpress.com · Web viewნაშრომი წარმოადგენს 21-ე საჯარო სკოლის პედაგოგების მ ...

,, კონტურულ რუკაზე გეოგრაფიული ობიექტების და მათი მდებარეობის დასწავლის ოპტიმალური მეთოდი“

პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა 2017 – 18 სასწავლო წელი თბილისის N 21 საჯარო სკოლის გეოგრაფიის პედაგოგები: მაია მიქელაშვილი ნინო ღლონტი მარიამ ხიდეშელი

ს ა რ ჩ ე ვ ი :1

Page 2: skola21.files.wordpress.com · Web viewნაშრომი წარმოადგენს 21-ე საჯარო სკოლის პედაგოგების მ ...

შესავალი - საკვლევი საკითხის აქტუალურობა ......................

გვ.3

მიზანი - კვლევის

ამოცანა .......................................................... გვ.4

ლიტერატურის

მიმოხილვა ..................................................... გვ.5-11

კვლევის პროცესი - მონაცემთა შეგროვება ...........................

გვ.12-13

კვლევის

შედეგები .......................................................................

გვ.14

კვლევის დასკვნა - შედეგების

ანალიზი .................................გვ.15-17

2

Page 3: skola21.files.wordpress.com · Web viewნაშრომი წარმოადგენს 21-ე საჯარო სკოლის პედაგოგების მ ...

ინტერვენციები და მათი

შედეგები...........................................გვ.18-20

დასკვნა–

რეკომენდაცია .............................................................გვ.21-

22

დანართი - ტესტების ნიმუშები ................................................

გვ.23-26

შესავალი - საკვლევი საკითხის აქტუალურობა:

ნაშრომი წარმოადგენს 21-ე საჯარო სკოლის პედაგოგების მ. მიქელაშვილი, ნ. ღლონტის და მ. ხიდეშელის პედაგოგიური კვლევის ანგარიშს. კვლევა ჩატარდა საბაზო საფეხურის 8 კლასის სამივე პარალელში. თითოეულ კლასს გეოგრაფიის დისციპლინას ასწავლის სხვადასხვა პედაგოგი : 8ა - მ. ხიდეშელი 8ბ- ნ ღლონტი 8გ - მ. მიქელაშვილი

3

Page 4: skola21.files.wordpress.com · Web viewნაშრომი წარმოადგენს 21-ე საჯარო სკოლის პედაგოგების მ ...

პრიორიტეტად ეს კლასები შევარჩიეთ , რადგან: ესგ-ის მიხედვით გეოგრაფიული ობიექტებისა და რუკაზე მათი მდებარეობის შესახებ ძირითადი მასალა თავმოყრილია მე -8 კლასის სასწავლო კურსში კონტინენტების შესწავლისას. მოვიშველიებთ აკადემიკოს ლ. ს. ბერგის სიტყვებს:,, წარმოადგენს რა ყოველგვარი გეოგრაფიული კვლევა- ძიების საწყის პუნქტს, თან ახლავს მუშაობის ყველა სტადიას რუკა არის მისი საბოლოო შედეგი. მას სრული უფლებით შეიძლება ვუწოდოთ გეოგრაფიის ალფა და ომეგა“. სწორედ ამიტომ შევარჩიეთ საკვლევ საკითხად: რუკაზე გეოგრაფიული ობიექტების და მათი მდებარეობის დამახსოვრება. საკითხი ასევე შეირჩა წინარე დაკვირვებიდან გამომდინარე. პრაქტიკიდან შეიძლება ითქვას, რომ ეს პრობლემა მუდმივად დგას სხვადასხვა საფეხურებზე როგორც საშინაო ასევე საკლასო დავალებების შესრულებისას. დავალების სირთულე ვლინდება შემაჯამებელი და სასკოლო საგამოცდო წერების შედეგების ანალიზშიც.

მიზანი - კვლევის ამოცანა: რამდენადაც რუკაზე მუშაობა სახალისოა , იმდენად რთულია მისი დასწავლა. რუკაზე მუშაობა ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია, რომელიც მოსწავლეთა მხრიდან გარკვეულ ნებისყოფასა და ძალისხმევას მოითხოვს. სირთულეებთან შეჯახებისას კი მოსწავლეები რუკის დავალებას ზედაპირულად ან საერთოდ არ ასრულებენ . არასასურველი დავალების მოლოდინში ბავშვები შემაჯამებელი სამუშაოს წინ მუდმივად სვამენ კითხვას: ,, რუკა იქნება? „

კვლევის მთავარი მიზანია: იმ სტრატეგიის და მეთოდის დადგენა , რომლის მიხედვითაც მოსწავლეები უკეთ დაისწავლიან გეოგრაფიულ ობიექტებსა და მათ მდებარეობას კონტურულ რუკაზე.

4

Page 5: skola21.files.wordpress.com · Web viewნაშრომი წარმოადგენს 21-ე საჯარო სკოლის პედაგოგების მ ...

ამასთანავე კვლევის ამოცანაა შესწავლის პროცესში მოსწავლეებს განუვითარდეთ სივრცეში ორიენტირებისთვის, კვლევისა და ინფორმაციის მოპოვებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები. საზოგადოებრივი მეცნიერებების კათედრის გადაწყვეტილებით, ჩვენი სკოლის სასწავლო გეგმის მიხედვით სასწავლო წლის ბოლოს გეოგრაფიის საგანში ტარდება გამოცდა მერვე კლასებში. კვლევა ასევე ხელს შეუწყობს მოსალოდნელი გამოცდისათვის მოსწავლეებში სემიოტიკური კომპეტენციის განვითარებას. კვლევის მიზნიდან გამომდინარე საკვლევი კითხვებია:

? რატომ უჭირთ მოსწავლეებს გეოგრაფიული ობიექტების დასახელებების დამახსოვრება? რატომ უჭირთ მოსწავლეებს რუკაზე გეოგრაფიული ობიექტების მოძიება? რუკის დასწავლის რა მეთოდები არსებობს? რომელი მეთოდი მოგვცემს უკეთეს შედეგს? კვლევის რა მეთოდი უნდა შევარჩიოთ მიზნის მისაღწევად? ლიტერატურის მიმოხილვა

კვლევა დავიწყეთ 2017 წლის ოქტომბერში. საწყის ეტაპზე პედაგოგები დამოუკიდებლად გავეცანით კვლევის წარმოებისთვის საჭირო ინფორმაციას. შედეგები შევაჯერეთ და აღმოჩნდა , რომ ვერც ერთმა ჩვენგანმა რუკის დასწავლის მეთოდების გამოყენებაზე კვლევა ვერ მოვიძიეთ. მეტიც თავად რუკის დასწავლის მეთოდიკაზე ინფორმაცია ძალიან მწირი იყო. მიმოხილვისას გამოვყავით ჩვენთვის საჭირო ლიტერატურა:

ა.სამადბეგოვი:

5

Page 6: skola21.files.wordpress.com · Web viewნაშრომი წარმოადგენს 21-ე საჯარო სკოლის პედაგოგების მ ...

,,კარტოგრაფიის საფუძვლები“; თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა; თბილისი1977. - თავიXII სასკოლო კარტოგრაფია; გვ.321-328

გეოგრაფიული რუკა წარმოადგენს ძირითად თვალსაჩინო საშუალებას გეოგრაფიის შესწავლისას. რუკა სასწავლო პროცესში სხვადასხვა საგანმანათლებლო ფუნქციებს ასრულებს: ხელს უწყობს ანალიზის უნარის განვითარებას; წარმოადგენს შემეცნების საშუალებას; ანვითარებს მხედველობით მეხსიერებას; ლოგიკური და დიალექტიკური აზროვნების ჩვევებს; ხელს უწყობს ცოდნის მოწესრიგებას და სხვა.

სწორედ ამიტომ რუკის წაკითხვის შესწავლას ჯეროვანი ყურადღება უნდა მიექცეს, რაც სწავლით, გამოცდილებით და ხანგრძლივი ვარჯიშით მიიღწევა.

რუკის ცოდნა ნიშნავს გეოგრაფიული ობიექტებისა და მოვლენების სივრცობრივი განლაგების , მათი ფორმის და სახელწოდებების ზეპირად დამახსოვრებას, რასაც გეოგრაფიული ნომენკლატურის შესწავლას უწოდებენ. რუკაზე გეოგრაფიული ნომენკლატურის შესწავლის მთავარ საშუალებას თვით რუკა წარმოადგენს. საყურადღებოა სწავლის პროცესში კონტურული რუკების გამოყენება.

http://mastsavlebeli.ge/uploads/resursebi/bochorishvilistatia%2010tyu8i9.pdf მანანა ბოჭორიშვილი: პერცეპტუალური დასწავლა და პედაგოგიური პრაქტიკა სახელმძღვანელო არ არის ერთადერთი რესურსი საიდანაც მოსწავლე ინფორმაციას იღებს. ადამიანების ცოდნისა და გამოცდილების დიდი ნაწილი გარემოდან მიღებულ მხედველობით ინფორმაციას ეფუძნება. ამიტომაც აქტუალურ ამოცანად მიიჩნევა იმ მექანიზმების შესწავლა, რომლებიც საფუძვლად უდევს მხედველობითი აღქმის პროცესებს. თვალსაჩინოებებზე მუშაობა ვიზუალური ინფორმაციის აღქმისა და გააზრების საშუალებას იძლევა. ისინი ფართოდ გამოიყენება განათლების ყველა საფეხურზე. ამ მიდგომით ბავშვს უვითარდება ვიზუალური უნარები და იგებს , რომ შეიძლება არამარტო ტექსტის არამედ ფოტოს , სქემისა და რუკის წაკითხვაც და აცნობიერებს , რომ ნებისმიერი ვიზუალური მასალა ძვირფასი წყაროა საკითხის გასაგებად. გეოგრაფებისთვის რუკა უმთავრესი რესურსია. მისი კითხვის უნარ-ჩვევების განვითარებას ხელს უწყობს კონტურული რუკების შევსება.

6

Page 7: skola21.files.wordpress.com · Web viewნაშრომი წარმოადგენს 21-ე საჯარო სკოლის პედაგოგების მ ...

http://ncp.ge/ge/activities/aqtivoba-685-685?resid=415 http://ncp.ge/ge/activities/aqtivoba-n-1stsavla-ketebit-2913?resid=632 რეკომენდაციები მასწავლებლებისთვის - როგორ ვიმუშაოთ კონტურულ რუკებზე: < დავალებების შესასრულებლად უნდა გამოიყენოთ სასწავლო ატლასი და კედლის რუკები;

< სასურველია რუკაზე მუშაობისას დავიცვათ მოცემული დავალებების თანმიმდევრობა;

< წარწერები დასახლებულ პუნქტებსა და სხვა ობიექტებზე დაიტანეთ ,, უბრალო“ ფანქრით, რათა შეცდომის შემთხვევაში შესაძლებელი იყოს მათი წაშლა და გასწორება;

< სამუშაოს ბოლოს რუკები გააფერადეთ ყველანაირი ტექსტური ინფორმაციის (წარწერების) დატანის შემდეგ;

< კონტურული რუკის გაფერადება და გამოჭრა ინსტრუქციის მიხედვით;

< საგაკვეთილო პროცესში რუკებზე სისტემატურად უნდა ხდებოდეს მუშაობა, მასწავლებლის დახმარებით.

http://vet.ge/wp-content/uploads/2016/03/%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%93%E1%83%90%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%96%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%99%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%95%E1%83%98-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%A1%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%97%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%AC%E1%83%90%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%A1.pdf

თავი1. მოზარდთა და ზრდასრულთა სწავლების თავისებურებები სწავლების მოდელები: სტრესი და შიში

7

Page 8: skola21.files.wordpress.com · Web viewნაშრომი წარმოადგენს 21-ე საჯარო სკოლის პედაგოგების მ ...

სწავლების თანამედროვე მეთოდები შედეგს ვერ მოგვცემენ, თუ სწავლას ახლავს შიში და სტრესი. შიში და სტრესი იწვევს ჩვენი აღქმის ველის შევიწროვებას, დაუცველობის, უსუსურობის განცდის აღმოცენებას და ადამიანის ტვინი გადადის ,,ფუნქციონირების დაბალ დონეზე“. მეხსიერებაც იწყებს შეფერხებით მუშაობას და ცოდნის დიდი ნაწილი ჩვენთვის ხდება მიუწვდომელი. სტრესის და შიშის ზეგავლენით ადამიანს ეკარგება პრობლემის გადაჭრის სურვილი, რომელიც საჭიროებს შემოქმედებითობას და თავისუფალ აზროვნებას. ამის მიზეზი კი არის ის, რომ სხეული, ემოციები და ინტელექტი მუშაობს ერთობლივად. რაც უფრო მეტად განიცდის მოსწავლე შიშსა და დაუცველობის გრძნობას, მით მეტად კარგავს სწავლისადმი ინტერესს. (გვ. 42-43)თავი 6. სწავლების თანამედროვე სტრატეგიები ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება: პროფესიული განათლების დიდაქტიკის სფეროში აქტუალური გამოწვევაა ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება, რომელიც გულისხმობს კოგნიტური და მოტორული უნარების შეთანხმებულ განვითარებას. ქმედებაზე ორიენტირებული გაკვეთილი არის კომპლექსური და ფასდება ქმედების მიღწეული პროდუქტით. სწავლების ამ ფორმის ძირითადი ნიშნებია:

თვითორგანიზაცია და თვითშეფასება – მასწავლებელი უნდა ეხმარებოდეს პროცესის დაგეგმვაში, სტრუქტურირებასა და მის კონტროლში;

მრავლისმომცველობა – შემეცნებითი/კოგნიტური და მოტორული უნარების ერთობლივ განვითარებას, თეორიისა და პრაქტიკის დაკავშირებას, ცოდნის გამოყენების/ტრანსფერის უნარის გამომუშავება. მას ახასიათებს მოქნილი საგაკვეთილო დროის ლიმიტი, რაც გულისხმობს შესაძლებლობას, გავცდეთ 45-წუთიან გაკვეთილს;

გაკვეთილის სხვადასხვა ფორმის ინტეგრირება – აღმოჩენით სწავლა, რომლის ძირითადი პრინციპია კვლევა, ძიება, კონსტრუირება; შემსწავლელთა გამოცდილებაზე დაფუძნება, გადასაცემი თეორიული მასალის სიუხვის შემცირება და მის ნაცვლად გამოცდილებაზე დაფუძნებული ცოცხალი მაგალითების მოხმობა.

ჟან პიაჟეს მიხედვით, „ქმედება ფიქრიდან მომდინარეობს“, „ფიქრში/აზრებში ვალაგებთ ჩვენ ჩვენს საქმიანობას“. ქმედებაზე ორიენტირებული სწავლება არ არის მხოლოდ ბრმა მექანიკური ქმედება, არამედ ქმედებისა და შემეცნების ურთიერთკავშირია.

ადამიანი მოსმენილის მხოლოდ 20%-ს იმახსოვრებს, ნანახის 30%-ს, იმისას, რისი ფორმულირების საშუალებაც ეძლევა – 80%-ს, ხოლო რასაც თავად აკეთებს, იქ დამახსოვრების კოეფიციენტი 90%-ს აღწევს . აქ იგულისხმება არა რაიმეს მექანიკური გამეორება, არამედ გაცნობიერებული, შეგნებული ქმედება. (გვ240-244)

8

Page 9: skola21.files.wordpress.com · Web viewნაშრომი წარმოადგენს 21-ე საჯარო სკოლის პედაგოგების მ ...

https://www.nationalgeographic.org/activity/introduction-to-contour-maps/ Sharon L. Barry - კონტურული რუკის შესწავლა 11-14 წლის მოსწავლეთათვის ; ტერიტორიის შესწავლა და კონტურულის შექმნა; მეთოდები: 1. გონებრივი იერიში- უსვამთ შეკითხვებს ობიექტებზე, შემდეგ ვხატავთ მათ დაფაზე და მოსწავლეებმა უნდა განასხვაონ მახასიათებლებით. თითოეულს შეუსაბამონ ტერმინები;

2. კონტურული რუკის გაცნობა- ვეკითხებით რაში შეიძლება რუკის გამოყენება? სმენიათ

D O G S T A I L S-ის შესახებ? ვეხმარებით მისი აბრევიატურის გაშიფრვაში.

D - თარიღი; O - ოროენტირება; G - გრადუსთა ბადე; S - მასშტაბი; T - სახელწოდება;

A - ავტორი; I - ინდექსი; L - რუკის ლეგენდა; S - ინფორმაციის წყარო. 3. საცხოვრებელი ადგილის კონტურულის წაკითხვა- NAT GEO TOP -ის დახმარებით რელიეფის გაშიფრვა ფორმებით, სიმაღლით და ა. შ. ამოიცნონ იზოხაზებით უმაღლესი წერტილი და განსაზღვრონ სიმაღლე . 4. საცხოვრებელი არეალის რუკაზე ობიექტების ამოცნობა- USGS-ის რუკებზე პირობითი ნიშნებით ახდენს სკოლის, გზის, ხიდის და სხვა ობიექტების იდენტიფიცირებას.

http://mastsavlebeli.ge/?p=281- სოფიო ლობჟანიძე 03 მაისი 2012წ. როგორ წარვმართოთ პედაგოგიური კვლევები

რა არის პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა?

კვლევა არის ახალი ცოდნის ძიება, მისი სისტემატური დოკუმენტირება და გაფორმება კვლევის ანგარიშის, სტატიის, პროექტის სახით, რომელსაც ატარებენ მკვლევარ-მასწავლებლები სასწავლო სიტუაციების გაუმჯობესებისა და საკუთარი პროფესიონალიზმის დახვეწის მიზნით. კვლევაში გამოცდილი პედაგოგები მიიჩნევენ, რომ კვლევის სწავლის საუკეთესო გზა თავად კვლევის პროცესია. კვლევა შეგვიძლია შემდეგ ფაზებად დავყოთ:

9

Page 10: skola21.files.wordpress.com · Web viewნაშრომი წარმოადგენს 21-ე საჯარო სკოლის პედაგოგების მ ...

1.კვლევის ამოსავალი პუნქტის განსაზღვრა/საკვლევი თემის შერჩევა და კვლევის მიზნის ჩამოყალიბება;2.კვლევის პროცესის დოკუმენტირება – კვლევის დღიურის წარმოება;3.საკითხთან დაკავშირებული არსებული კვლევებისა და ლიტერატურის შესწავლა და ანალიზი;4.კვლევის მეთოდის შერჩევა და ექსპერტიზა (სხვა კოლეგებისთვის გაცნობა ან მეთოდის მოსინჯვა მცირე შერჩევაზე – საპილოტე კვლევა);5.მონაცემთა შეგროვება;6.მონაცემთა ანალიზი, რომელიც კვლევის ყველაზე საინტერესო და ამავე დროს ყველაზე რთული საფეხურია;7.მოქმედების სტრატეგიის შემუშავება და მისი პრაქტიკაში დანერგვა, რაც აუცილებლად ყველა პრობლემის გადაჭრას კი არ ნიშნავს, არამედ ძიებას, გამოცდილების შეძენას, რაღაცის გაუმჯობესებას და კვლევის პროცესის ახალ ფაზაში გადასვლას;8.მოპოვებული ცოდნისა და გამოცდილების პრეზენტაცია, რაც შეიძლება განხორციელდეს კვლევის ანგარიშის შექმნით და კათედრის სხდომასა თუ სემინარზე მისი განხილვით, კონფერენციაზე წარდგენით, პუბლიკაციით და ა.შ. კვლევის პროცესის სწორად წარმართვისა და სასურველი შედეგის მიღწევის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პირობას კვლევის მეთოდის სწორად შერჩევა წარმოადგენს. კვლევის მეთოდებს ორ ძირითად ჯგუფად ყოფენ: თვისობრივ (დაკვირვება, დიალოგი, სიღრმისეული ინტერვიუ, ფოკუს ჯგუფები და ა. შ.) და რაოდენობრივ (მაგ., მასობრივი ზეპირი თუ წერილობითი გამოკითხვა – ანკეტირება) მეთოდებად. თვისობრიობა – ეს არის დამახასიათებელი ნიშან-თვისება, რომელიც გვიჩვენებს, რას წარმოადგენს ესა თუ ის საგანი. რაოდენობა – ეს არის დამახასიათებელი ნიშანი, რომელიც რაოდენობით იზომება.

https://www.slideshare.net/samkitxveloonline/ss-53218532 ლია წულაძე - 26 სექტემბერი 2015წ. რაოდენობრივი კვლევის მეთოდები

,,არ არსებობს ისეთი რამ, როგორიცაა თვისებრივი მონაცემები. ყველაფერი ან ერთია, ან ნული“ ფრედ კერლინგერი

10

Page 11: skola21.files.wordpress.com · Web viewნაშრომი წარმოადგენს 21-ე საჯარო სკოლის პედაგოგების მ ...

რაოდენობრივ და თვისებრივ მეთოდებს საერთო მიზანი ამოძრავებთ, თუმცა ამისთვის განსხვავებულ ტექნიკას მიმართავენ. რაოდენობრივი კვლევის მეთოდები მონაცემების მოპოვების საიმედო და აღიარებულ ტექნიკადაა მიჩნეული, რომელიც საშუალებას იძლევა, სწორად განხორციელებული შერჩევის შემთხვევაში ფართო ჯგუფებზე და გარკვეული მასშტაბითაც კი მოხდეს შედეგების განზოგადება. მკვლევართა შორის დომინანტურია შეხედულება, რომ რაოდენობრივი კვლევის მეთოდები ობიექტური რეალობის წვდომის უკეთეს შესაძლებლობას იძლევა, ვიდრე თვისებრივი, რომლებიც დიდადაა დამოკიდებული მკვლევარის სუბიექტურ ინტერპრეტაციაზე. სტრუქტურული თვალსაზრისითაც რაოდენობრივი კვლევა მეტად ორგანიზებულია. არსებობს შეხედულება, რომ რაოდენობრივი კვლევა კონკრეტულ ჰიპოთეზებზეა აგებული, მაშინ როცა თვისებრივი კვლევა აუცილებლობით არ გულისხმობს ჰიპოთეზების არსებობას. მკვლევარმა არასოდეს იცის წინასწარ თუ რა სიურპრიზებს უმზადებს თვისებრივი კვლევა, რადგან შეუძლებელია გამოიცნო რა მოულოდნელი აღმოჩენით დასრულდება დაკვირვება. რაოდენობრივი კვლევისას კი მკვლევარმა წინასწარ იცის, თუ რას უნდა მოელოდეს კვლევისგან იმისდა მიუხედავად, დადასტურდება, თუ უარიყოფა ჰიპოთეზები. თვისებრივი მონაცემები უმეტესად ტექსტის სახით გვეძლევა და როგორც ჯერ კიდევ პლატონი აღნიშნავდა, სიტყვები მანიპულაციის იარაღია, რადგან ისინი პირდაპირ კი არ ასახავენ რეალობას , არამედ მის იდეალიზებულ მენტალურ მიმსგავსებას წარმოადგენენ. რაოდენობრივი მონაცემები კი, რადგან რიცხვების სახით გვეძლევა სტატისტიკურად სანდოდ მიიჩნევა. (გვ.4-6)

https://www.thoughtco.com/map-quiz-tips-1857461 -გრეის ფლემინგი; 18 ოქტომბერი 2017. ,, რუკების შესწავლის რჩევები“ მოსწავლეთა მხრიდან ყველაზე გავრცელებული შეცდომაა, როცა რუკის შესწავლას ცდილობენ ისევ და ისევ უბრალო ყურებითა და სახელწოდებების წაკითხვით. კვლევები აჩვენებს, რომ ადამიანთა უმრავლესობა ინფორმაციას კარგად ვერ იმახსოვრებს მხოლოდ დაკვირვებით. ყველამ უნდა იპოვოს სწავლების სტილის საკუთარი გზა . სწავლება ეფექტურია აქტიური მეცადინეობითა და ცოდნის გადამოწმებით. ცოდნის გადამოწმებისთვის ავტორი გვთავაზობს კონტურული რუკების, ნომენკლატურის ფერადი ბარათების, მოლაპარაკე რუკებისა და სლაიდების შექმნის ხერხებს.

11

Page 12: skola21.files.wordpress.com · Web viewნაშრომი წარმოადგენს 21-ე საჯარო სკოლის პედაგოგების მ ...

ინტერნეტ გეოგრაფიული ანიმაციური რუკები და თამაშები:

http://www.sheppardsoftware.com/World_Continents.htm http://world-geography-games.com/https://online.seterra.com/ru/vgp/3453https://lizardpoint.com/geography/index.phphttp://nanajaburias.blogspot.com/p/blog-page_99.html

ლიტერატურის განხილვისას კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ გეოგრაფებისთვის რუკის შესწავლა უდავოდ პრიორიტეტული საკითხია. მის შესასწავლად სხვადასხვა აქტივობებიდან ავირჩიეთ შემდეგი მეთოდი - გეოგრაფიული ნომენკლატურის დასწავლა კონტურული რუკების გამოყენებით.

კვლევის პროცესი - მონაცემთა შეგროვება;

კვლევის წარმოებისთვის შევჯერდით რაოდენობრივ მეთოდზე. მთავარი მიზანი, კონტურული რუკაზე ნომენკლატურის დასწავლის ოპტიმალური გზების დადგენა, ამ მეთოდით მეტად გაზომვადი და სანდო იქნებოდა. დავგეგმეთ კვლევის წარმოებისთვის საჭირო ქმედებები. I ეტაპი მოიცავდა სამივე პარალელურ მერვე კლასში ერთი და იგივე ნომენკლატურის სხვადასხვა სტრატეგიით დასწავლას. ობიექტები შევარჩიეთ აზიის კონტინენტიდან. თითოეულმა პედაგოგმა თავის კლასში განახორციელა შემდეგი სამუშაო:

მარიამ ხიდეშელი 8ა კლასი - მოსწავლეებმა ჩაიწერეს ობიექტების ჩამონათვალი. საშინაო დავალებად მიეცათ: მოეძებნათ ეს ობიექტები ატლასის , სახელმძღვანელოს და ინტერნეტის დახმარებით.

12

Page 13: skola21.files.wordpress.com · Web viewნაშრომი წარმოადგენს 21-ე საჯარო სკოლის პედაგოგების მ ...

ასევე უნდა დაემახსოვრებინათ მათი მდებარეობა რუკაზე. ამ დავალების შესასრულებლად ბავშვებს უნდა გაეარათ შემეცნების სპირალური სტადიები , რომელთა შედეგადაც საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით შეიმეცნებდნენ გარე სამყაროს. ამას კი მიაღწევდნენ დამოუკიდებელი ძიების გზებით (პიაჟე). ნინო ღლონტი 8ბ კლასი- მოსწავლეებმა იგივე ნომენკლატურა ჩაიწერეს რუკაზე ჩვენების რეჟიმში. მათაც მიეცათ დავალებად ამ ობიექტების სახელწოდებებისა და მდებარეობის დამახსოვრება რუკაზე. ამ მეთოდით მასწავლებელი გვევლინება ,, ხარაჩოდ“. ის მოსწავლეებს აძლევს მიმართულებას , თუმცა რთულ დავალებას მათ თავად , დამოუკიდებლად უნდა გაართვან თავი (ვიგოცკი).

მაია მიქელაშვილის 8გ კლასი - მოსწავლეები იწერენ გეოგრაფიულ ობიექტებს და შესასრულებლად ეძლევათ იგივე დავალება. ამ შემთხვევაში მასწავლებელმა მოანიშნინა ობიექტების მდებარეობა. აქ მასწავლებელი არის მოდელი. ის აჩვენებს ობიექტების ზუსტ მდებარეობას, ანიშნინებს ,, უბრალო“ ფანქრით და ამით უმარტივებს დავალებას (როჯერსი).

II ეტაპზე სამივე მასწავლებელი თავიანთ კლასებში მიცემულ დავალებაზე ატარებს საკლასო სამუშაოს ტესტირების სახით. მოსწავლეებს კონტურულ რუკაზე უნდა დაეტანათ ჩაწერილი ნომენკლატურიდან ჩვენს მიერ შერჩეული მხოლოდ 20 ობიექტი. შესრულებული ტესტები შევაფასეთ შესაბამისი რუბრიკის ქულებით. ტესტირების შედეგებს უნდა გაეცა პასუხი კვლევის მთავარ შეკითხვაზე: რომელი მეთოდით შეისწავლეს მოსწავლეებმა უკეთესად გეოგრაფიული ობიექტები და მათი მდებარეობა კონტურულ რუკაზე.

13

Page 14: skola21.files.wordpress.com · Web viewნაშრომი წარმოადგენს 21-ე საჯარო სკოლის პედაგოგების მ ...

კვლევის შედეგები

თითოეულმა მასწავლებელმა შევაფასეთ ტესტები. ამის შემდეგ ქულების შესაბამისად გამოვთვალეთ თითოეული კლასის შედეგი შემდეგ მაჩვენებლებში: საშუალო ქულა; მოსწრება; ხარისხი. სამივე კლასში განსხვავებული სტატისტიკა იყო. 8ა კლასი 27 მოსწავლე - მ. ხიდეშელი

8ბ კლასი 27 მოსწავლე - ნ. ღლონტი

14

საშუალო ქულამოსწრებახარისხი

5,5

56%

22%

Page 15: skola21.files.wordpress.com · Web viewნაშრომი წარმოადგენს 21-ე საჯარო სკოლის პედაგოგების მ ...

8გ კლასი 25 მოსწავლე - მ. მიქელაშვილი

კვლევის დასკვნა - შედეგების ანალიზი

კვლევის შედეგად ტესტირებით გამოვლინდა, რომ ჩვენ მიერ შერჩეული რუკის დასწავლის სხვადასხვა მეთოდმა ერთმანეთისგან განსხვავებული შედეგები მოგვცა. მაჩვენებლები, დასწავლის გზების გამარტივებასთან ერთად უმჯობესდებოდა. I მეთოდი- 8აკლასში მოსწავლეებს დამოუკიდებლად, ძიების გზით უნდა დაესწავლათ ობიექტები. პიაჟეს თეორიის თანახმად ყველაფერი რასაც ბავშვები სწავლობენ ორგანიზებულია სქემების სახით. სქემა კი მიუთითებს ცოდნის ასაგებად მსგავსი მოქმედებების და ფიქრების ერთობლიობას .1 სტრატეგია მოიცავდა დავალების შესრულებას სწორედ სქემების აგების გზით. ამასთანავე ხელს შეუწყობდა ამ გზებით შეძენილი ახალი ინფორმაციის დამახსოვრებისა და პრაქტიკაში გამოყენების ხარისხს. თუმცა შედეგი არცერთ მაჩვენებელში არ იყო სახარბიელო. ამ ტიპის სამუშაო მოითხოვს საკმაოდ დიდ დროს და ძალისხმევას. თანამედროვე გამოწვევაა, რომ ბავშვები გაურბიან

1 ,, განვითარების თეორიები“ ; გ. ლაცაბიძე; ,, ნეკერი“ 2010; გვ.36;41 15

საშულო ქულამოსწრებახარისხი

6,1

63%

33%

საშულო ქულამოსწრებახარისხი

8,3

100%

48%

Page 16: skola21.files.wordpress.com · Web viewნაშრომი წარმოადგენს 21-ე საჯარო სკოლის პედაგოგების მ ...

სწავლისთვის დროის ხარჯვას. სავარაუდოდ სწორედ ამ ფაქტორებმა განაპირობა მოსწავლეთა მხრიდან არასათანადოდ შესრულებული საშინაო დავალება.

II მეთოდი - 8ბ კლასში დავალებების მიცემის დროს ნომენკლატურის ჩაწერისას მასწავლებელი პარალელურ რეჟიმში რუკაზე მიუთითებს მათ მდებარეობას. ვიგოცკის მიხედვით მასწავლებელი აქ გვევლინება დამხმარედ ანუ ხარაჩოდ. ხარაჩო ითარგმნება სკაფოლდინგად, რაც ნიშნავს იმ დახმარებას , რომელიც ბავშვს შესაძლებლობას აძლევს შეასრულოს ისეთი დავალებები, რომლებიც მისი უახლოესი განვითარების ზონის ფარგლებში ჯდება. უახლოესი განვითარების ზონა კი გულისხმობს იმ ამოცანათა და მოქმედებათა მრავალფეროვნებას, რომელთა შესრულება მოსწავლეს დამოუკიდებლად არ შეუძლია, მაგრამ შეუძლია მოზარდის ან თანატოლის დახმარებით.2 ამ თეორიის მიხედვით საკლასო ოთახში მასწავლებლის აქტივობებში მოიაზრება:

- შესთავაზეთ მოსწავლეებს დახმარება, მაგრამ არა იმაზე მეტი, ვიდრე საჭიროა.

- აჩვენეთ მოსწავლეებს მაგალითი, თუ როგორ შეიძლება დავალების შესრულება3. ამ სტრატეგიის გამოყენებით შედეგი უკეთესი იყო ვიდრე პირველ ჯგუფში, მაგრამ არა საუკეთესო. ეს სავარაუდოდ გამოწვეული იყო იმით, რომ მოსწავლეებს მაინც უნდა გაეწიათ გარკვეული ძალისხმევა, საშინაო დავალების დამოუკიდებლად შესასრულებლად. III მეთოდი - 8გ კლასის მოსწავლეები მასწავლებლის მითითებით იწერენ ობიექტების დასახელებას და ამასთანავე ფანქრით ნიშნავენ მათ მდებარეობას. მასწავლებლის მხრიდან დავალების გამარტივება მოსწავლეებში ხელს უწყობს მის ხარისხიანად შესრულებას. როჯერსი განასხვავებს გამოცდილებით და დაზეპირებით სწავლის სახეობებს. მისი აზრით დაზეპირება ინფორმაციის

2 ,, განვითარებისა და სწავლის თეორიები“; ნ. ჯანაშია; ნ. იმედაძე ; ს. გორგოძე; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი 2008; გვ. 59; 1103 ,, განვითარების თეორიები“ ; გ. ლაცაბიძე; ,, ნეკერი“ 2010; გვ.54

16

Page 17: skola21.files.wordpress.com · Web viewნაშრომი წარმოადგენს 21-ე საჯარო სკოლის პედაგოგების მ ...

გაუაზრებლად დასწავლას მოიცავს, რაც გარდა იმისა რომ ძნელია ამასთანავე შეძენილი ცოდნა დიდხანს ვერ მიჰყვება ადამიანს.4 გამოცდილებით სწავლა კი მნიშვნელოვანია მოწაფისთვის , რადგან მოსწავლის ჩართულობა აადვილებს დასწავლის პროცესს. მოსწავლემ იცის, რომ ის მარტო არ არის და მის გვერდით პედაგოგია. გამოცდილებით სწავლის ძირითადი პრინციპებია:

- თუ შესაძლებლობას მივცემთ ყველა მოსწავლეს გააჩნია პოტენციალის მაქსიმალურად გამოვლენის უნარი.

- სწავლის პროცესი დაჩქარებულია, როცა საფრთხის ხარისხი დაბალია. მოსწავლეებში სწავლის გამარტივებასა და საფრთხის შემცირებას სწორედაც რომ ფასილიტატორი და ემპათიური მასწავლებელი იწვევს5. სწორედ ამ კლასში მაჩვენებლების მიხედვით დაფიქსირდა ყველაზე მაღალი შედეგი, რაც სავარაუდოდ გამოწვეული იყო მასწავლებლის მხრიდან დავალების გამარტივებით. ეს მეთოდი მოსწავლეების მხრიდან მოითხოვდა ნაკლებ დროსა და ძალისხმევას დავალების შესასრულებლად.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენს მიერ შერჩეული სტრატეგიებიდან III მეთოდი იყო ყველაზე ეფექტური, რადგან 8გ კლასში დაფიქსირდა ყველაზე მაღალი შედეგი ყველა მაჩვენებლებში. სწორედ ეს იყო ჩვენი კვლევის მიზანი - გამოგვევლინა ნომენკლატურის დასასწავლად რომელი შერჩეული მეთოდი იქნებოდა უფრო ოპტიმალური .

4,, განვითარებისა და სწავლის თეორიები“; ნ. ჯანაშია; ნ. იმედაძე ; ს. გორგოძე; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი 2008; გვ. 1735,, განვითარების თეორიები“ ; გ. ლაცაბიძე; ,, ნეკერი“ 2010; გვ.96;98.

17

Page 18: skola21.files.wordpress.com · Web viewნაშრომი წარმოადგენს 21-ე საჯარო სკოლის პედაგოგების მ ...

ინტერვენციები და მათი შედეგები

ჩატარებული კვლევისა და მისი შედეგების გაანალიზების შემდეგ დავგეგმეთ რამდენიმე ინტერვენცია.

პირველი ინტერვენცია განვახორციელეთ იგივე კლასებში. მიზანი იყო გამოგვერიცხა შემთხვევითობის ფაქტორი და მიღებული დასკვნა გაგვემყარებინა. სამივე პარალელურ კლასში კონტურულ რუკაზე ობიექტების და მათი მდებარეობის დასწავლის იგივე სტრატეგიები გამოვიყენეთ, ოღონდ შევცვალეთ კონტინენტები და მეთოდების რიგითობა. ესგ-ის მიხედვით აზიის შემდეგ შესასწავლი კონტინენტია ჩრდ. და სამხ. ამერიკა. სწორედ ამ მატერიკების ნომენკლატურით ვიხელმძღვანელეთ და სამივე პარალელურს ჩავუტარეთ კიდევ ორი ტესტირება. დავალება კი მივეცით განსხვავებული მეთოდით ისე, რომ ყველა კლასში მოგვესინჯა კონტურული რუკის დასწავლის სამივე გზა.

ტესტირების შედეგი დაფიქსირდა იგივე პრინციპით.

18

Page 19: skola21.files.wordpress.com · Web viewნაშრომი წარმოადგენს 21-ე საჯარო სკოლის პედაგოგების მ ...

ამ ინტერვენციის შედეგებმა დაასტურა, რომ მოსწავლეები III მეთოდით უკეთესად სწავლობენ კონტურულ რუკაზე გეოგრაფიულ ობიექტებსა და მათ მდებარეობას. ნათელია, რომ რაც უფრო ვამარტივებთ დავალებას პარალელურად იმატებს მაჩვენებლების ხარისხი.

ეს კვლევა ჩავატარეთ ერთ ასაკობრივ ჯგუფში (13-14წ ). მონტესორის აზრით, რადგან ამ ასაკში ორგანიზმი სწრაფად იზრდება ადგილი აქვს ჰორმონალურ ცვლილებებს და მოზარდს ჭირდება დიდხანს ძილი. აზრი არ აქვს მათ დავაძალოთ ინტელექტუალურ სამუშაოზე კონცენტრაცია.6 რუკის წაკითხვა კი სწორედ ამ ტიპის სამუშაოა.

ინტერვენციის შემდეგ ეტაპზე შევქმენით ფოკუს ჯგუფი მე-10-11 კლასის სხვადასხვა აკადემიური მოსწრების მოსწავლეებისგან. შევარჩიეთ უფრო მაღალი ასაკობრივი ჯგუფი, რათა დაგვედგინა

6 ,, განვითარებისა და სწავლის თეორიები“; ნ. ჯანაშია; ნ. იმედაძე ; ს. გორგოძე; მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი 2008; გვ.207;208

19

I8 - . 5,4; 60%; 23% ბ საშ ქულა მოსწრება ხარისხი8 - . 5,7; 58%; 21% გ საშ ქულა მოსწრება ხარისხი

II8 - . 6,2; 62%; 31% ა საშ ქულა მოსწრება ხარისხი8 - . 6,4; 65%; 32% გ საშ ქულა მოსწრება ხარისხი

III8 - . 8,1; 100%; 49% ა საშ ქულა მოსწრება ხარისხი8 - . 8,3; 100%; 51% ბ საშ ქულა მოსწრება ხარისხი

Page 20: skola21.files.wordpress.com · Web viewნაშრომი წარმოადგენს 21-ე საჯარო სკოლის პედაგოგების მ ...

შედეგები ასაკთან იყო დაკავშირებული, თუ მეთოდების გამოყენებიდან გამომდინარეობდა. მათთანაც გამოვიყენეთ სამივე მეთოდი და თითოეულის ეფექტიანობა გავზომეთ იგივე შინაარსის და სირთულის ტესტებით. იმავე ტესტების გამოყენება გადავწყვიტეთ, იმიტომ რომ რაოდენობრივი კვლევის სპეციფიკიდან გამომდინარე შედეგები ყოფილიყო თანაბრად გაზომვადი.

ფოკუს ჯგუფის შედეგები

20

. 6,3; 6საშ ქულა მოსწრება 1%; 2ხარისხი 3%

I მეთოდი

. 7,1; 7საშ ქულა მოსწრება 8% ; 3ხარისხი 9%

II მეთოდი

. 8,2; 100%; 6საშ ქულა მოსწრება ხარისხი 8%

III მეთოდი

Page 21: skola21.files.wordpress.com · Web viewნაშრომი წარმოადგენს 21-ე საჯარო სკოლის პედაგოგების მ ...

ბოლო აქტივობების შედეგებიდანაც შეგვიძლია დავასკვნათ, რომ დავალებების გამარტივების მეთოდი ყველა ასაკობრივ ჯგუფში ნომენკლატურის კონტურულ რუკაზე უკეთ დამახსოვრების და ათვისებისა ოპტიმალური საშუალებაა.

დასკვნა–რეკომენდაცია

მერვე კლასებსა და ფოკუს ჯგუფში ჩატარებული კვლევისა და ინტერვენციების შედეგების საფუძველზე შეგვიძლია დავასკვნათ, რომ კონტურულ რუკაზე ობიექტების დამახსოვრება და დატანა რთული დავალებაა ყველა ასაკობრივი ჯგუფისთვის. აქვე უნდა აღინიშნოს , რომ ტესტირების შედეგები სტაბილური იყო მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებში სამივე მეთოდის გამოყენებისას და დავალების გამარტივებასთან ერთად მზარდი იყო დანარჩენი მოსწავლეებისთვის. სწორედაც, რომ ახალი მასალის ათვისება უფრო უადვილდებათ , როცა მასწავლებელი გაკვეთილის ახსნისას უმცირებს მოსწავლეებს დამოუკიდებლად შესასრულებელი სამუშაოს მოცულობას, რომელიც თავისთავად მათგან მოითხოვს ნაკლებ დროსა და ძალისხმევას. ეს მიგნებები შეგვიძლია გავითვალისწინოთ არა მხოლოდ რუკის, არამედ სხვა რთული ტიპის დავალებების შესრულების და დასწავლის პროცესში. ბრუნერის მოსაზრებით ყველა ბავშვს აქვს ცნობისმოყვარეობა და სურვილი სწავლებით დაძლიოს სასწავლო დავალებები, მაგრამ საკმაოდ რთულ დავალებებთან შეჯახებისას, ბავშვს ძალიან მალე ეუფლება წარუმატებლობის განცდა და ჩნდება მოწყენილობის გრძნობა. მისი აზრით ,, სწავლა ისე უნდა იყოს

21

Page 22: skola21.files.wordpress.com · Web viewნაშრომი წარმოადგენს 21-ე საჯარო სკოლის პედაგოგების მ ...

სტრუქტუირებული , რომ მოსწავლისთვის ადვილად ასათვისებელი იყოს“ 7 რთული დავალებების გამარტივებისთვის სწორედ მასწავლებლის მხრიდან უნდა იქნეს გაწეული ძალისხმევა, რადგან თანამედროვე გამოწვევების პირობებში სწავლისთვის მეტად მნიშვნელოვანია მოსწავლეებში თვითდაჯერებულობის და მოტივაციის გაზრდა. მოტივაციის ასამაღლებლად შეგვიძლია მივმართოთ რუკის შესწავლის სხვადასხვა სახალისო მეთოდებსაც, როგორიცაა: ფაზლების აწყობა, დაჭრილი რუკის შეერთება, ვიქტორინა, გონებრივი იერიში, საცხოვრებელი არეალის რუკის კვლევა, ინტერნეტ თამაშები და სხვა. ჩვენ კი კვლევის საკითხის, მისი სპეციფიკის და სასწავლო პროცესთან მორგებული გარემოს გამო, ავირჩიეთ პრაქტიკაში ხშირად აპრობირებული, ადვილად განსახორციელებელი, ხელმისაწვდომი და ერთმანეთთან ახლოს მდგომი სტრატეგიები. ჩვენმა ჩატარებულმა კვლევამ საშუალება მოგვცა პასუხი გასცემოდა დასაწყისში დასმულ საკვლევ კითხვებს : გაცნობილი ლიტერატურის და სწავლის თეორიებიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვივარაუდოთ , რომ მოსწავლეები თავს არიდებენ რთული დავალებების დამოუკიდებლად შესრულებას; ისინი გაურბიან სირთულეებს , რადგან ეს მოითხოვს დიდ დროსა და ძალისხმევას; კვლევისთვის შერჩეული კონკრეტული ,, რაოდენობრივი“ მეთოდით გავზომეთ, რომ მასწავლებლის მხრიდან დავალების გამარტივებამ (III მეთოდი) ყველაზე ეფექტიანი შედეგი გამოიღო.

7,, განვითარების თეორიები“ ; გ. ლაცაბიძე; ,, ნეკერი“ 2010; გვ.46;4822

Page 23: skola21.files.wordpress.com · Web viewნაშრომი წარმოადგენს 21-ე საჯარო სკოლის პედაგოგების მ ...

დანართი - ტესტების ნიმუშები:

23

Page 24: skola21.files.wordpress.com · Web viewნაშრომი წარმოადგენს 21-ე საჯარო სკოლის პედაგოგების მ ...

24

Page 25: skola21.files.wordpress.com · Web viewნაშრომი წარმოადგენს 21-ე საჯარო სკოლის პედაგოგების მ ...

25

Page 26: skola21.files.wordpress.com · Web viewნაშრომი წარმოადგენს 21-ე საჯარო სკოლის პედაგოგების მ ...

26

Page 27: skola21.files.wordpress.com · Web viewნაშრომი წარმოადგენს 21-ე საჯარო სკოლის პედაგოგების მ ...

 

27