shua saukuneebi 1

29
ლლლლ ლლ №1 შშშშშშშშ: შშშშშშშშშშშშ შშ შშშშშშშშშშშშშ ლლლლლლლლლლლ ლლლლლლლ ლლლლლლლლლ ლლ ლლლლლლლლლლლლლლ ლლლლლლლ ლლ ლლლლლლლ ლლლლლლ, ლლლლლლლლ ლლლლლლლლ ლლლლლლლლლლლლ ლლლლლლლლლ “შშშ შშშშშშშშშშ” ლლლლლლლლ. ლლლლლლლლლ ლლლლ ლლლლლლ ლლლლლლლლ: ლლლლლლ ლლლლლლ “შშშშშშ”-ლ (10 ლლ. ლლ. ლლ) ლლლლლლ ლლლლლლლლლ ლლლლლლლლ ლლლლლლლლ ლლ ლლლლლლლლლლლ ლლლ ლლლლ ლლლლლლლლლლლლ ლლ ლლლლ. ლლლლლლლლლლლ ლლლლლლლ ლლლლლ შშშშშშ (ლლლლლლლლ ლლლლლლლ - შ შ შ შ, შშშ შშშშშშშ შშშშშშშშ, შშშშშშშშშშ შშშშშშშშშშშშ შშშშ შშშშშშშ, შშშშშშშშშ) შშშშშ (ლლლლ - შშშ) ლლლ ლლლლლლლლლლლლ ლლლლლლლლლლლლ ლლლლლლლლლლლ ლლლ ლლლლლლლლლლ ლლლლლლლლლლლლ “ლლლლლლლლლლლ”. ლლლლლლლლლლლლ ლლლლლლლ - შშშშშშ - ლლლლლ ლლლლლ ლლლლლლლ ლლ ლლლლლლლლლ ლლ ლლლლლლლლლლლლლლ ლლლლლლლლ ლლლლლლლლლლ ლლლლლლლლლლ, ლლლლლლლ ლლლლლლლლლლლ, ლლლლლლლლ-ლლლლლლლლლლ ლლ ლლლლლლლ ლლლლლლლლლლლლ ლლლლლლლლლლ ლლლლლლ. ლლლლ ლლლლლ, ლლლლ ლლლლლლლლლ ლლლლლლლ ლლლლლლლლლლლლ ლლლლლლ ლლლ ლლლლლლლლლლლ ლლლლლლლლ ლლლლლლ ლლლლლლლლლლ. ლლლლლლ ლლ ლლლლლლლლ ლლლლლლლლლლ, ლლლ ლლლლლლლლ ლლლლლლ შშშშშშშშ შშშშშშშშშშშშ ლლლლლ ლლლლლ ლლლლლლლლ, ლლლლლლლ ლლლლლლ ლლლლ ლლლლ ლლ ლლლლლლლ ლლლლლლლლლლლლ ლლლლლლლლლ ლლლლლლლლლ. ლლლ ლლლლლლლლლლლ ლლლლლლ ლლლლლლლლ ლლლლლლლ ლლლლლლლლლ ლლლლლ ლლლლლლლ ლლლლლ ლლლლლლლლლ ლლლლლლლლ, ლლლლლლლლლ: შშშშშშშ, შშშშშშშშშშ, შშშშშშშშ, შშშშშშშშშ, შშშშშშ, შშშშშშშშ, ლლლლლლლლ ლლ ლლლლლლლლ ლლლლლლლლლლლლლლლლ, ლლლლლლლლლლლლ ლლლლლლლლ - შშშშშ, შშშშშშშშ, შშშშშშშ ლლ ლლლლლ ლლლლლლლლლლ- ლლლლლ ლლლლლლლლლ შშშშშშშშ. ლლ ლლლლლლლლლლლ ლლლლლლ-ლლლლლ ლლლლლლლლლ ლლლლლლლლლლლ ლლ ლლლლლლლ ლლლლლლლლლლლლლ ლლლლ ლლლლლლლ ლლლლლლლლ. ლლლლლლ ლლლ ლლლლლლლლლლლლ, ლლლლლლ ლლლლლლლლლ, ლლლლლ - ლლლლლლლლლლლ. ლლ. ლ. ლლლლლლ ლლლლლლლლლ ლლლლლლლლ ლლლლლლლ ლლლ ლლლლლლლ ლლლლლლლლლლლლლ ლლლლლლლ, ლლლლლლლლ ლლ ლლლლლლლლლლ ლლლლლლლლლლ ლლლლლლლლლლლლ ლლლლლლ ლლ ლლლლლ ლლლლლლლლ ლლლლლლლლლლლლლლ ლლლლლლლლლ; ლლლლლლ, ლლლლლლ ლლლლ ლლლლლლლლლლლლ ლლლლლლლ, ლლ ლლლლლლლლლ ლლლლლლლლლ ლლლლლლლ ლლლლლლლლლ ლლლლლ, ლლლლ ლლლლლლლლლლ ლლლლლლ ლლ - ლლლლლლლლლ შშშშშ ლლლლლლლლლ. შშშშშშ “შშშ შშშშშშშშშშშ” შშშშშშშ 1

Transcript of shua saukuneebi 1

Page 1: shua saukuneebi 1

ლექცია №1

შესავალი: პერიოდიზაცია და ისტორიოგრაფია

თანამედროვე ევროპის ხალხებისა და სახელმწიფოების ისტორია იმ ეპოქაში იწყება, რომელსაც ისტორიის მეცნიერებაში პირობითად “შუა საუკუნეებს” უწოდებენ. ამთავითვე უნდა ვთქვათ შემდეგიც: დღემდე ტერმინ “ევროპა”-ს (10 მლ. კვ. კმ) ახსნის რამდენინე ვარიანტი არსებობს და მეცნიერულად არც ერთი დამაჯერებელი არ არის. ანტიკურობის დროიდან ცნება ევროპა (სემიტური ძირიდან - ე რ ე ბ, რაც ნიშნავს წყვდიადს, გადატანითი მნიშვნელობით მზის ჩასვლას, დასავლეთს) აზიის (ძირი - ასუ) ანუ აღმოსავლეთის საპირისპიროდ გაიგივებული იყო გეოგრაფიულ განსაზღვრება “დასავლეთთან”. სინამდვილეში ტერმინი - ევროპა - თავის თავში მოიცავს იმ ხალხებისა და სახელმწიფოების გარკვეულ ტერიტორიულ მთლიანობას, რომელიც ეკონომიკური, სოციალურ-პოლიტიკური და სულიერი განვითარების ერთიანობას ავლენს. უფრო მეტიც, მისი დასავლეთი ნაწილის თავისებურება ზუსტად შუა საუკუნეების ისტორიის ეტაპზე გამოიკვეთა. სწორედ ეს გვაძლევს საშუალებას, რომ დასავლეთ ევროპა ლოკალური ცივილიზაციის სახით ცალკე გამოვყოთ, რომელიც შემდეგ უფრო დიდი და ერთიანი ცივილიზაციის ჩარჩოებში არსებობდა.

შუა საუკუნეების ეტაპზე დასავლეთ ევროპის ისტორიული ცნება მოიცავს ისეთი ქვეყნების ისტორიას, როგორიცაა: ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია, შვეიცარია, ბელგია, ჰოლანდია, პირინესა და აპენინის ნახევარკუნძულები, სკანდინავიის ქვეყნები - დანია, ნორვეგია, შვედეთი და ასევე აღმოსავლეთ-რომის მემკვიდრე ბიზანტია. ეს უკანასკნელი ევროპა-აზიის საზღვარზე მდებარეობდა და ევროპის ცივილიზაციაზე დიდი გავლენა მოახდინა. ამიტომ მას მიაკუთვნებენ, როგორც დასავლეთს, ასევე - აღმოსავლეთს.

ახ. წ. პირველ საუკუნეში დასავლეთ ევროპის დიდ ნაწილში მოსახლეობდნენ კელტები, რომლებიც ამ დროისათვის ნაწილობრივ რომანიზებული იყვნენ და რომის იმპერიის შემადგენლობაში შედიოდნენ; შემდეგ, ხალხთა დიდი გადასახლების ეპოქაში, ეს ტერიტორია გერმანელი ტომების სამოსახლო გახდა, ხოლო აღმოსავლეთ ევროპა კი - ძირითადად სლავი ხალხებისა.

ტერმინ “შუა საუკუნეების” ისტორია

ტერმინი “შუა საუკუნეები” კაცობრიობის კულტურული განვითარებისა და ისტორიული მოძრაობის შეგრძნების შედეგად დაიბადა. იგი მომდინარეობს ლათინური გამოთქმა - “Medium Aevum”-იდან (“შუა საუკუნე”) და პირველად გამოიყენეს ჰუმანისტებმ. XV საუკუნის რომაელმა ისტორიკოსმა ფლავიუს ბიონდომ (Blondus Flavius- 1392-1463 წწ.) თავის ნაშრომში - “ისტორია რომის დაცემიდან” (“Historiarum ab inclination Romanorum imperii decades”), რომელიც 20 წლის მანძილზე იწერებოდა, სცადა მისი თანამედროვე სინამდვილე გაეაზრებინა და “შუა საუკუნე” ((იტალიურად - Medio Evo) უწოდა იმ პერიოდს, რომელიც მას ანტიკურობისაგან აშორებდა. მის კვალდაკვალ სხვა ჰუმანისტებმა “შუა საუკუნეები” უწოდეს იმ პერიოდს, რომელიც მათ საკუთარ დროს (XV საუკუნე) დიდი კატასტროფიდან - დასავლეთ რომის იმპერიის დაცემისაგან გამოყოფდა.

1

Page 2: shua saukuneebi 1

თავდაპირველად “შუა საუკუნეები” კლასიკური ლათინურის ენის დაცემის დროს აღნიშნავდა, როცა ციცერონის ენა ველურმა ლათინურმა (“sermo rustikus” -“სოფლური მეტყველება”) შეცვალა. აქედან გამომდინარე, ჰუმანისტები პირველ რიგში ენის, დამწერლობის, ლიტერატურისა და ხელოვნების მდგომარეობას აფასებდნენ. აღორძინების კულტურის მიღწევების მაღალი პოზიციიდან ისინი შუა საუკუნეებს უწოდებდნენ იმ პერიოდს, როცა მოხდა ანტიკური სამყაროს გაველურება და ბარბარიზაცია. ამის პირველ ნიმუშად ლათინური ენის გარყვნას, მის “სამზარეულო” ენად გადაქცევას ასახელებდნენ. ეს შეფასება ისტორიულ მეცნიერებაში დიდხანს იყო დამკვიდრებული.

მოკლედ რომ ვთქვათ, ჰუმანისტები აღფრთოვანებული იყვნენ ანტიკურობის ბრწყინვალე მემკვიდრეობის აღორძინებით და მის საფუძველზე სურდათ საკუთარი სულიერი და მხატვრული სამყაროს აგება. ანტიკური დროის “გასხივოსნების” წარმოსაჩენად, ჰუმანისტები “შუა საუკუნეს” ანდა, როგორც ისინი ამბობდნენ, -“შუა საუკუნეებს”, ყველაზე შავბნელ ფერებში წარმოადგენდნენ და მას უწოდებდნენ პერიოდს, როცა გამეფებული იყო ბარბაროსობა, უმეცრება, ღრმა ცრურწმენა და თავაგასული სისასტიკე.

როგორც აღვნიშნეთ, შავბნელ შუა საუკუნეებზე წარმოდგენა საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა. XVII საუკუნეში ჰალეს (გერმანია) უნივერსიტეტის პროფესორმა ი. კელერმა (ქრისტოფორე ცელარიუსმა) ტერმინი “შუა საუკუნეები” მსოფლიო ისტორიის საერთო პერიოდიზაციაში შეიტანა. მან მსოფლიო ისტორია დაჰყო სამ ეპოქად - ანტიკურობა, შუა საუკუნეები და ახალი დრო. შუა საუკუნეების პერიოდი ი. კელერმა განსაზღვრა რომის იმპერიის ორ, აღმოსავლეთ-დასავლეთ ნაწილად გაყოფიდან (დასრულდა 395 წელს თეოდოსიუს I დროს) ოსმალების მიერ კონსტანტინოპოლის დაპყრობამდე (1453 წ.). ერთი სიტყვით, XVI საუკუნეში უკვე მიმოქცევაში იყო გამოთქმა “media aetas”, “media antiquitas” და “media tempora”.

შუა საუკუნეებზე აღნიშნული წარმოდგენა ისევ განაგრძობდა არსებობას. საგულისხმოა, რომ XVIII საუკუნეში ფრანგი განმანათლებლები წამოიძახებდნენ: “საშინელია გოთიკური ნაგებობების ხედი” - და მოუწოდებდნენ ეკლესიის, ამ “საზიზღრობის განადგურებას”, რადგან, როგორც მათ ეჩვენებოდათ, იგი ათასი წლის მანძილზე ბოჭავდა ადამიანის თავისუფლებას. განმანათლებლები შუა საუკუნეებზე წერდნენ როგორც ეპოქაზე, სადაც თითქმის ბატონობდა სრული უწიგნურობა, რელიგიური შეუწყნარებლობა, ინკვიზიცია, სისხლიანი ომები და ფეოდალური შინაომები. ამ მხრივ საგულისხმოა ვოლტერის (1694-1778 წწ.) მიერ შუა საუკუნეების მოკლე შეფასება: “ამ დროის ისტორის ცოდნა აუცილებელია იმისათვის, რომ იგი გეზიზღებოდეს”. ასე თითქმის როდი იყო. რომანტიული მიმდინარეობის (აღმოცენდა XIX საუკუნის დასაწყისში) ისტორიკოსები კი, პირიქით, აიდეალებდნენ მას, ახდენდნენ შუა საუკუნეების მოდერნიზებას და იცავდნენ იმას, რასაც განმანათლებლები უარყოფდნენ. ევროპაში, მხოლოდ სამი რევოლუციის შემდეგ, შუა საუკუნეებზე წარმოდგენა შეიცვალა. შუა საუკუნეების რომანტიულმა ხასიათმა გადაშალა ნათელი, დინამიური, დიადი ციხე-სიმაგრეებისა და ტაძრების, ტრუბადურებისა და რაინდთა გმირული ეპოქა. სწორედ ასეთად წარმოსახა XIX საუკუნის დასაწყისში შუა საუკუნეები ვალტერ სკოტმა თავისი რომანების ფურცლებზე.

2

Page 3: shua saukuneebi 1

XVIII-XIX სს. მიჯნაზე ორი ახალი მეთოდოლოგიის გამოყენებამ, რომელიც ისტორიული შემეცნების განვითარებისათვის მნიშვნელოვან მონაპოვარს წარმოადგენდა, არსებითად გააღრმავა “შუა საუკუნეების” ცნება. ერთი ამ მეთოდოლოგიიდან იყო საზოგადოების განვითარების უწყვეტობის იდეა, რომელმაც შეცვალა მიმოქცევის ანუ ციკლური განვითარების (მომდინარეობდა ანტიკურობიდან) თეორია და სამყაროს აღსასრულის ქრისტიანული იდეა. ამ მეთოდმა ისტორიკოსებს საშუალება მისცა, რომ დასავლეთ ევროპის შუა საუკუნეების საზოგადოებაში, მისი დაცემიდან ეკონომიკურ და კულტურულ აღმავლობამდე, ევოლუცია დაენახათ, რომლის ქრონოლოგიური ზღვარი XI საუკუნით შემოიფარგლა. “შუა საუკუნეების”, როგორც ბნელი ეპოქის შეფასებაში, ეს გახლდათ პირველი უკან დახევა.

მეორე მეთოდოლოგიის რაობა მდგომარეობდა არა მხოლოდ ამბებისა და უპირატესად პოლიტიკური მოვლენების შესწავლაში, არამედ სოციალური ისტორიის ანალიზში. ამან ტერმინი “შუა საუკუნეები”, ცნება “ფეოდალიზმთან” გააიგივა. ეს უკანასკნელი 1789 წელს, საფრანგეთის რევოლუციის წინ, ფრანგულ პუბლიცისტიკაში გავრცელდა. საკუთრივ ტერმინი “ფეოდალიზმი” აღებული იყო XI-XII საუკუნეების დოკუმენტებიდან - “ფეოდი”, რომელიც აღნიშნავდა მიწაზე საკუთრებას. სენიორი, სამსახურის სანაცვლოდ, მიწას სარგებლობაში აძლევდა ვასალს. გერმანიის მიწებზე “ფეოდის” ნაცვლად გამოიყენებოდა ტერმინი “ლენი”. ამიერიდან, შუა საუკუნეების ისტორიის გაგება დაუკავშირდა ფეოდალებს ანუ მიწის მესაკუთრეებს შორის არსებული საზოგადოებრივი კავშირის დროს, სადაც ბატონობდა ფეოდალური ანუ ლენური სისტემა.

აღნიშნული ტერმინების შინაარსი არსებითად გაფართოვდა XIX საუკუნის შუა ხანებში. მისი მიღწევა, უწინარეს ყოვლისა, დაკავშირებულია ისტორიის ახალი ფილოსოფიის – პოზიტივიზმის (ფრანგ. pisitivisme, ლათ-დან: positives - დადებითი) ჩამოყალიბებასთან. ამ მიმართულებამ შემოიღო ახალი მეთოდოლოგია, რომლის თანახმად, კაცობრიობა მზარდ ორგანიზმს წარმოადგენს და თავის განვითარებაში სამ სტადიას გადის: ბავშვობა, ახალგაზრდობა, მოწიფულობა. ამ მიდგომამ ისტორია მეცნიერებად აქცია. მან გმირების ცხოვრებაზე გასართობი ისტორია მასების ისტორია გახადა; პოზიტივისტები შეეცადნენ, რომ ისტორიული პროცესი კომპლექსურად დაენახათ და მასში საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრება ჩაერთოთ; განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს წყაროების კრიტიკული შესწავლის მეთოდებზე, რათა სინამდვილე ადეკვატურად აესახათ. პოზიტივიზმის განვითარება დაიწყო XIX საუკუნის 30-იან წლებში ო. კონტის (საფრანგეთი), ჯ. მილისა და სპენსერის (ინგლისი) ნაშრომებში, თუმცა ისტორიულ კვლევებში ახალი მეთოდოლოგიის შედეგები მოგვიანებით, ამ საუკუნის მეორე ნახევარში გამოჩნდა.

ამრიგად, თანდასთანობით შუა საუკუნეების ისტორია ცალკე ისტორიულ დისციპლინად - მედიევისტიკად ჩამოყალიბდა.

შუა საუკუნეების ისტორიის პერიოდიზაცია

შუა საუკუნეების ისტორიის დასაწყისად ჩვეულებრივ მიიჩნევენ V საუკუნეს, როდესაც ხალხთა დიდმა გადასახლებამ ბოლო მოუღო დასავლეთ რომის იმპერიას და სწრაფად და მკვეთრად შეიცვალა კონტინენტის სახე. ისტორიაში აქტიურად ჩაერთვნენ ის ხალხები, რომელთაც ანტიკურ ხანაში დამცინავად ბარბაროსებს უწოდებდნენ. 410 წელს რომის დაცემა და 476 წელს გერმანელი ოდოაკრის მიერ რომის ბოლო იმპერატორის რომულუს

3

Page 4: shua saukuneebi 1

ავგუსტულუსის დამხობა - შუა საუკუნეების საწყისი მიჯნაა. შუა საუკუნეების ამ საწყის ზღვარზე დღეს არავინ დაობს. ასეთი ერთსულოვნება არ არის ამ ეპოქის დასასრულზე. ერთნი მას უკავშირებენ ოსმალების მიერ ბიზანტიის დაპყრობას და კონსტანტინოპოლის - “მეორე რომის” დაცემას (1453 წ.). ამგვარად, შუა საუკუნეები მოჩარჩოებულია ორი რომის - ძველისა და ახლის განადგურებით. მეორე ნაწილი ასაბუთებს, რომ შუა საუკუნეები 1492 წელს ამერიკის აღმოჩენით დასრულდა, რადგან ამით ევროპის საზღვრებმა გადაიწია და სათავე დაედო გლობალურ ისტორიას. მესამენი - მას XV საუკუნეში ცენტრალიზებული სახელმწიფოების, განსაკუთრებით საფრანგეთში, აღმოცენებასთან აკავშირებენ. შეიძლებოდა სხვა “მიჯნის” მოვლენებიც მოგვეხმო, მაგრამ ისინი მაინც XV საუკუნეს არ სცილდება. ამდენად, შუა საუკუნეები არის ათასი წლის ისტორია V საუკუნის დასასრულიდან XV-ის ჩათვლით.

დასავლეთ ევროპის ამ ხანგრძლივი ეპოქის ისტორია სამ პერიოდად იყოფა:

1. ადრე შუა საუკუნეები: V საუკუნის დასასრული - X საუკუნე;

2. მაღალი (განვითარებული) შუა საუკუნეები: XI-XIII საუკუნეები;

3. გვიანი შუა საუკუნეები: XIV-XV საუკუნეები.

ადვილი მისახვედრია, რომ ეს პერიოდები დასავლეთ ევროპის ისტორიას უკავშირდება. როგორაა ამ მხრივ საქმე აღმოსავლეთის ისტორიასთან? სხვათა შორის შუა საუკუნეების დასავლეთ-აღმოსავლეთად დაყოფა დღემდე იწვევს დავას და შეიძლება ითქვას, რომ პრობლემა საბოლოოდ გადაუჭრელია. აღმოსავლეთის სხვადასხვა რეგიონებში (ჩინეთი, ჩრდილოეთ ინდოეთი) შუა საუკუნეების მიჯნები რამდენადმე სხვაგვარია - II-III საუკუნიდან XIX საუკუნემდე. მეცნიერებაში აღმოსავლეთის შუა საუკუნეებზე მეტი დავაა, ვიდრე დასავლეთის. დღეს საყოველთაოდ აღიარებულია ის თვალსაზრისი, რომ აღმოსავლეთს თავისი შუა საუკუნეები ჰქონდა და მნიშვნელოვანწილად იგი დროდადრო ემთხვეოდა დასავლეთის შუა საუკუნეებს.

ახლა ცალცაკე დავახასიათოთ აღებული პერიოდები:

1. ადრე შუა საუკუნეების პერიოდში მხოლოდ ჩამოყალიბდა ფეოდალიზმის საზოგადოებრივი სისტემა და, ცხადია, ადრეფეოდალური მონარქია. ეს განაპირობა რთულმა სოციალურმა სიტუაციამ, როცა ერთმანეთში ითქვიფებოდა და ტრანსფორმირდებოდა ანტიკური მონათმფლობელური ჯგუფები და ბარბაროსთა გვაროვნულ-ტომობრივი წყობა. ეკონომიკაში აგრარული სექტორი ბატონობდა, უპირატესობა ჰქონდა ნატურალურ სამეურნეო ურთიერთობებს, ქალაქებმა, მეტწილად ხმელთაშუა ზღვისპირეთის რაიონებში, შეძლეს ეკონომიკური ცენტრების მნიშვნელობის შენარჩუნება, რომლებიც აღმოსავლეთის დასავლეთთან სავაჭრო კავშირების ძირითად კვანძს წარმოადგენდნენ. ეს იყო დრო, როცა წარმოიშვა ბარბაროსთა ადრეფეოდალური სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები (სამეფოები), რომლებიც გარდამავალი პერიოდის ნიშნებს ატარებდნენ.

სასულიერო ცხოვრებაში დროებით დაკნინდა კულტურა, რომელიც დაკავშირებული იყო დასავლეთ რომის იმპერიის დაცემასთან და წარმართული, უდამწერლობო სამყაროს შემოჭრასთან, რომელიც თანდათანობით აღმავლობით შეიცვალა. გადამწყვეტი როლი მასში შეასრულა რომაულ კულტურასთან სინთეზმა და ქრისტიანობის განმტკიცებამ.

4

Page 5: shua saukuneebi 1

სინთეზის შედეგად ორი კულტურა ჩამოყალიბდა: ანტიკური და ბარბაროსელი (IX საუკუნეში- “კაროლუნგური აღორძინება” და X საუკუნეში - “ოტონური აღორძინება”). ამ პერიოდში ქრისტიანულმა ეკლესიამ გადამწყვეტი ზემოქმედება მოახდინა საზოგადოების ცნობიერებასა და კულტურაზე, კერძოდ, იგი არეგულირებდა ანტიკური მემკვიდრეობის ათვისების პროცესს. ქრისტიანობა, როგორც სახელმწიფო რელიგია, სწორედ ადრე შუა საუკუნეებში დამტკიცდა. დასავლეთ ევროპის ცხოვრებაში კათოლიკობა უმაღლეს სანქციად იქცა.

2. ამ პერიოდში დასრულდა ფეოდალური ურთიერთობების ჩამოყალიბება და აყვავება. გლეხები მიწაზე და პირადად ფეოდალ-მიწათმფლობელებზე დამოკიდებულნი აღმოჩნდნენ. ფეოდალებმა თანადაქვემდებარების გარკვეული სისტემა შექმნეს. ყალიბდება ვასალურ-ლენური სისტემა. იერარქიულ კიბეს სათავეში ედგა მეფე, ხოლო დაბლა იდგნენ ჰერცოგების, გრაფების, ბარონების, რაინდების სოციალური ფენები. ფეოდალურ სტრუქტურის ქვემოთ გლეხები იმყოფებოდნენ. ამ იერარქიულმა დაქვემდებარებამ ბოლო მოუღო სახელმწიფო ხელისუფლების ადრეფეოდალურ ტერიტორიულ ორგანიზაციას და ფეოდალურ დაქუცმაცებულობას. ერთიანი სახელმწიფოს ჩამოყალიბებამ წარმოშვა ფეოდალური მონარქიის ახალი ფორმა - წოდებრივ-წარმომადგენლობითი მონარქია.

3. ამ პერიოდში გაგრძელდა ეკონომიკური აყვავება. მასობრივად გაიზარდა ქალაქების რიცხვი, განვითარდა სასაქონლო-ფულადი ურთიერთობები, შეიცვალა ფეოდალური ექსპლუატაციის ფორმები: დასუსტდა გლეხთა ბატონყმური დამოკიდებულება, გაჩნდნენ თავისუფალი გლეხები. შეიცვალა ქალაქების არსი. ქალაქი სულ უფრო და უფრო დიდ ადგილს იკავებდა შუა საუკუნეების სამყაროში. იგი არა მხოლოდ ვაჭრობის ცენტრი გახდა, არამედ ხელოსნობისაც. გაჩნდა ქალაქის თავისუფალი მოსახლეობა. ქალაქი აღორძინების აკვანი გახდა. ამ პერიოდში განმტკივდა ფეოდალური მონარქია თავისი წოდებრივი წარმომადგენლობით. ეს ასახავდა ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებას და წოდებების გააქტიურებას, პირველ რიგში მოქალაქეების. კულტურული ცხოვრება საქალაქო კულტურის განვითარების გზით მიემართებოდა, რომელიც ცნობიერების სეკულარიზაციაზე ( ეკლესიის სასულიერო გავლენისაგან გათავისუფლება) ზემოქმედებდა და რაციონალიზმს გზას უხსნიდა. ეს პროცესები გააძლიერა ადრეული ჰუმანიზმის იდეოლოგიამ და იგი მოცემულ ეტაპზე აღორძინების კულტურად ჩამოყალიბდა.

ყოველივე ამას ხელს უწყობდა დასავლეთ ევროპის მოსახლეობის ეთნიკური შემჭიდროება. ამან საფუძველი შეუქმნა ფეოდალური დაქუცმაცებულობის სრულ ლიკვიდაციას. დასრულდა ფეოდალური სახელმწიფოების ცენტრალიზაცია და საფუძველი ჩაეყარა ახალი ტიპის მონარქიის - აბსოლუტიზმის ჩამოყალიბებას.

თითოეულმა პერიოდმა ევროპის ხალხებს ახალ-ახალი ჰორიზონტები გადაუშალა. საყურადღებოა ის, რომ ყოველი მომდევნო ეტაპი განვითარების დაჩქარებული ტემპითა და შემცირებული დროითი განფენილობით ხასიათდებოდა.

შუა საუკუნეების წყაროების კლასიფიკაცია

დასავლეთ ევროპის ფეოდალური საზოგადოების ისტორია ასახულია მრავალრიცხოვან წყაროებში, უპირატესად კი წერილობით წყაროებში. შუა საუკუნეების

5

Page 6: shua saukuneebi 1

წყაროები, რომელშიც დაფიქსირებულია მრავალფეროვანი სოციალური სახის ინფორმაციები, მიზანშეწონილია 5 ტიპად დავყოთ:

1. ბუნებრივ-გეოგრაფიული. იგი გვეძლევა უშუალოდ ლანდშაფტის, კლიმატის, ნიადაგის, მცენარეულობის და სხვა გარემომცველი კომპონენტების შესწავლის შედეგად. ეს გეოგრაფიული გარემო ადამიანის საქმიანობაზე ზემოქმედებას ახდენს და მარტივად გაგვაგებინებს მის კონკრეტულ-გეოგრაფიულ სპეციფიკას;

2. ეპიგრაფიკული. ჩვენამდე მოაღწია ძველმა ტექნოლოგიებმა, წეს-ჩვეულებებმა, აზროვნების სტერეოტიპებმა, ნაგებობების სახემ, ტანსაცმელმა, სამზარეულომ, ასევე ფოლკლორმა და თანამედროვე ცოცხალი ენების პლასტებმა;

3. მატერიალური. მას მიეკუთვნება წარსულიდან შემორჩენილი მატერიალური რელიქტები, მათ რიცხვში არქეოლოგების მიერ აღმოჩენილი: შრომის იარაღები, სატრანსპორტო საშუალებები, საოჯახო ნივთები, იარაღები და ა.შ.

4. მხატვრულ-სახვითი, რომელიც მხატვრული სახით გადმოგვცემს თავის ეპოქას. იგი აღბეჭდილია არქიტექტურის ძეგლებზე, ფერწერაში, სკულპტურასა და გამოყენებით ხელოვნებაში;

5. წერილობითი, ასეთად მიიჩნევა ნებისმიერი დაწერილი ტექსტი, ციფრები, ნოტები და წერილის სხვადასხვა ნიშნები.

პრინციპში ყველა ეს წყარო საშუალებას გვაძლევს ყოველმხრივ წარმოვიდგინოთ შუა საუკუნეების საზოგადოება, მაგრამ მედიევისტის პრაქტიკულ მუშაობაში ისინი არაერთგვაროვან როლს ასრულებენ. მაგ., მატერიალურ წყაროებს მეტი მნიშვნელობა აქვთ ადრე შუა საუკუნეების კვლევისას. ფოლკლორული, ეპიგრაფიკული წყაროები, პირიქით, უფრო მნიშვნელოვანია გვიანი შუა საუკუნეების შესასწავლად. შუა საუკუნეების ყველა პერიოდისათვის და თითქმის ყველა ასპექტში შეუცვლელი მნიშვნელობა აქვს წერილობით წყაროებს. მთელი დროის მანძილზე წიგნიერების განვითარებისა და ხელნაწერთა დაცვის პირობების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით, მათი რაოდენობა, ინფორმატიულობა და მრავალფეროვნება გაიზარდა.

შუა საუკუნეების წერილობით წყაროებს ს ა მ კლასად ყოფენ:

1. ნარატიული ( თხრობითი), რომელიც შედარებით თავისუფალი ფორმით აღწერს რეალურ ანდა ილუზორულ სინამდვილეს;

2. დოკუმენტური, რომელიც უპირატესად აფიქსირებს სოციალურ-ეკონომიკურ, სოციალურ-იურიდიულ და სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრების ცალკეულ მომენტებს. ასეთი წყაროები სპეციალური, მეტწილად ფორმალური ლექსიკის გამოყენებით ხასიათდებიან;

3. საკანონმდებლო, რომელიც ფორმის მიხედვით ასევე იურიდიული იყო, მაგრამ დოკუმენტალურისაგან იმით განსხვავდებოდა, რომ მასში ასახული იყო არა მხოლოდ არსებული სამართლებრივი პრაქტიკა, არამედ კანონმდებლის ნება, რომელსაც სურდა ამ პრაქტიკის შეცვლა და რაც მთავარია, ცდილობდა საზოგადოებრივი ურთიერთობის მოწესრიგებას, სოციალური გრადაციისა და

6

Page 7: shua saukuneebi 1

სიტუაციის სისტემაში მოყვანას. თანდათანობით, განსაკუთრებით აღორძინების ეპოქაში, ნარატიულის ჩარჩოებში, ნაწილობრივ საკანონმდებლო წყაროებში დასტურდება სამეცნიერო ლიტერატურის განსაკუთრებული კლასი, სადაც თეორიული ანალიზის დახმარებით აღწერილია არა მოვლენა, არამედ გახსნილია მისი არსი.

რამდენადმე ადრე, ნარატიულ ძეგლებს გამოეყო მხატვრული ლიტერატურა, რომელიც სინამდვილეს ასახავს მხატვრული ხერხების გამოყენებით.

დასახელებული წერილობითი წყაროები სახეებად იყოფა. ასე მაგ., ნარატიულ წყაროებს შორის გამოყოფენ ისტორიულ თხრობითს, რომელიც სპეციალურად პოლიტიკურ (უპირატესად) მოვლენებს აშუქებს; მრავალფეროვანი ჰაგიოგრაფიული თხზულებები მოგვითხრობენ წმინდანების სასწაულებსა და მოსაგრეობაზე; ასევე მნიშვნელოვანია ეპისტოლარული ძეგლები, ქადაგებები, დარიგებები. ისინი თავის მხრივ შეიძლება მრავალ სახესხვაობად დავყოთ. მაგ., ისტორიულ თხზულებებს შორის განასხვავებენ ანალებს, ქრონიკებს, ბიოგრაფიებს, გენიალოგიას, რომლებიც კონკრეტულ მოვლენას ან დროის გარკვეულ მონაკვეთს ეხებიან. ქრონიკებს სხვადასხვა ნიშნის მიხედვით ჰყოფენ საყოველთაო და ადგილობრივ ქრონიკებად.

V-XI საუკუნეების წყაროები

ადრე შუა საუკუნეები ხასიათდება ანტიკურობიდან და ბარბაროსობიდან ფეოდალიზმზე გადასვლით. ეს სრულად აისახა V-XI საუკუნეების წყაროებში. ამ ეპოქაში ბატონობდა ნატურალური მეურნეობა, ქვეყნებსა და მხარეებს შორის სუსტი სავაჭრო კავშირები, ძალზე პრიმიტიული სახელმწიფოებრიობა, მწიგნობრობის დაბალი დონე და კულტურის მზარდი კლერიკალიზაცია.

ადრე შუა საუკუნეებში დასავლეთ და სამხრეთ ევროპაში მოსახლეობის დიდი ნაწილი ძველი რომაული კანონებით ცხოვრობდა. ახლა ისინი ნელ-ნელა ეწყობოდნენ ცვალებად სინამდვილეს. VI საუკუნეში რომაული კანონების კოდიფიკაცია ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანე I-ის ბრძანებით ჩატარდა. II-VI საუკუნის დასაწყისის იმპერატორთა ეს კანონები (ე.წ. იუსტინიანეს კოდექსი), თვით იუსტინიანეს “ახალი კანონები” (ნოველები), ანტიკურობის გამოჩენილი იურისტების გამონათქვამები (პანდექტები ანდა დიგესტები) სისტემაში მოიყვანეს. ყველაფერი ეს შეადგენდა ვრცელ კრებულს, რომელმაც გვიან, XII საუკუნეში - “სამოქალაქო სამართლის კრებულის” სახელწოდება მიიღო. ამავე საუკუნეში გაფორმდა ე.წ. “Corpus iuris canonicis” – “კანონიკური სამართლის კრებული”, რომელიც მნიშვნელოვან საეკლესიო კანონმდებლობას შეიცავდა; ეს უკანასკნელი საეკლესიო საქმეების გვერდით, ასევე არეგულირებდა მორწმუნეთა ყოველდღიური ცხოვრების მრავალ სფეროს. რამდენადაც იუსტინიანეს საკანონმდებლო კომისია აგროვებდა ძველ აქტებს, რომელთაც მნიშვნელობა შეინარჩუნეს, არა მხოლოდ “ნოველები”, არამედ “სამოქალაქო სამართლის

7

Page 8: shua saukuneebi 1

კრებული” VI საუკუნის ისტორიისათვის მნიშვნელოვანი წყაროა. შემდეგ ბიზანტიაში ეს ძეგლი არაერთხელ გადაამუშავეს, რომელიც მთელი ადრე შუა საუკუნეების ბიზანტიის კანონმდებლობის საფუძველს წარმოადგენდა (726 წ. “ეკლოგა”, “ბასილიკები”- 886-912 წწ.). დასავლეთში იუსტინიანეს “კრებული” XI-XII საუკუნემდე უცნობი იყო. როცა გამოცოცხლდა სავაჭრო-ფულადი ურთიერთობები და სამეფო ხელისუფლება გაძლიერდა, დაიწყეს რომის სამართლის ე.წ. რეცეფცია (გადაღება და ათვისება). აქამდე დასავლეთ ევროპის იურისტები სარგებლობდნენ იმპერატორ თეოდოსიუს II-ის (438 წ.) კანონებით. მის საფუძველზე VI საუკუნის დასაწყისში ზოგიერთ ბარბაროსულ სამეფოში შედგა იურიდიული კომპილაციები, რომელიც მიმართული იყო რომანიზებული მოსახლეობისათვის (“ვესტგოთთა რომის კანონი”). ეს რომანიზებული მოსახლეობა შემდეგში იყენებდა რომის სამართლებრივ ნორმებს.

ყოფილი რომის იმპერიის ტერიტორიაზე დასახლებულმა გერმანელებმა და კელტებმა თავიანთი წეს-ჩვეულებები შეინარჩუნეს. იგი თაობიდან თაობას გადაეცემოდა. მათი “მჭიდრო შეხება” რომაელებთან ქმნიდა იმის აუცილებლობას, რომ ეს წეს-ჩვეულებები წერილობით წყაროებში ასახულიყო. ამის შედეგად V-IX სს. შეიქმნა სამართლის წიგნები, რომელიც მედიევისტიკაში ცნობილია “სამართლის” სახელწოდებით. ასეთთა რიცხვს მიეკუთვნება “ვესტგოთთა სამართალი”, “სალიკური სამართალი”, “ბურგუნდელთა სამართალი”, “საქსონელთა სამართალი” და ა.შ.

ბრიტანეთის კუნძულებზე ფეოდალიზაციის პროცესი ნელი ტემპით მიმდინარეობდა და ამიტომ ასეთი სამართლის წიგნები მოგვიანებით VII-XI საუკუნეებში შეიქმნა. აქვე უნდა ითქვას, რომ ბარბაროსთა სამართალი ძველი წეს-ჩვეულებების მთლიანად როდი იმეორებდა. მისი შემდგენლები აფიქსირებდნენ მხოლოდ ძირითად ჯარიმებს, სასჯელებს და ზოგიერთ ახალ ცვლილებებს ამატებდნენ. ასეთი სახით შევსებული სამართლის საფუძველზე შემდეგში სახელმწიფო კანონმდებლობა წარმოიშვა. ამ მხრივ ყველაზე მნიშვნელოვან ძეგლად ითვლება ფრანკ მეფეთა კაპიტულარები (ლათ. სიტყვა capitula- თავი, რომლის მიხედვით დაყოფილია კანონთა ტექსტი), რომელმაც VIII-IX საუკუნეების მიჯნაზე კლასიკური ფორმა მიიღო. იგი შეიცავს საჯარო, ე.ი. სახელმწიფო და ნაწილობრივ საადგილ-მამულო სამართალს. კაპიტულარებში ჩვენ გვხვდება მრავალფეროვანი ინფორმაცია სამეურნეო, სოციალურ წყობაზე, პოლიტიკურ ინდტიტუტებზე, სამხედრო საქმეებზე და ა.შ.

VI-XI საუკუნეების საეკლესიო მამულების აღსაწერად ისტორიკოსთა ხელშია ისეთი ფასეული დოკუმენტები, რომელთაც ჩვეულებრივად პოლიტიკებს უწოდებენ. იგი ბერძნულად “მრავალ ფურცელს”, უბრალოდ წიგნებს აღნიშნავდა. მათში ჩამოთვლილია გლეხთა მიწები, ადგილმდებარეობა და გლეხებზე დაკისრებული ბეგარა, ზოგჯერ მფლობელის სახელი და მისი ოჯახის წევრების სოციალური სტატუსი. ბოლო წლებში ამ სახის წყაროები აქტიურად გამოიყენება მაშინდელი

8

Page 9: shua saukuneebi 1

დემოგრაფიული სურათის, დასახლების ისტორიისა და სოციალური ფსიქოლოგიის შესასწავლად.

ადრე შუა საუკუნეების ისტორიოგრაფიული თხზულებებიდან პირველ ადგილზე უნდა დავაყენოთ “ისტორიები”. ეს დიდი თხზულებები მისი ავტორის თანამედროვე პოლიტიკურ ამბებს ეხება. ამის მაგალითად გამოდგება ბიზანტიელი ისტორიკოსის პროკოპი კესარიელის (VI ს.) - “იუსტინიანეს ომების ისტორია”, რომელიც კლასიკური ანტიკური ისტორიოგრაფიის ტრადიციის მიხედვით არის დაწერილი. ამ დროის დასავლეთ ევროპის “ისტორიებს” განსხვავებული ხასიათი აქვთ. ასეთებია: გრიგოლი ტურელის (VI ს.) - “ფრანკების ისტორია”, ბედა ღირსის (VIII ს.) - “ანგლების საეკლესიო ისტორია”. ეს ნაშრომები იქმნებოდა გვიანანტიკური ქრისტიანული ტრადიციის ჩარჩოებში და მათში ძირითადი ყურადღება გადატანილია სამყაროს შექმნიდან ისტორიის გადმოცემაზე. მიმდინარე ამბებსაც მათში ცენტრალური ადგილი უკავია, მაგრამ ისინი ვრცლად ძველ დროზე მოგვითხრობენ, რომელიც ბიბლიაზეა აგებული. ასეთმა თხრობამ სათავე დაუდო ქრონიკების ჟანრს, რომელშიც კონკრეტული თხრობა ორგანულად ერწყმის ავტორისათვის კარგად ცნობილ მოვლენებს. ამ სახეობას განეკუთვნება ბიოგრაფიები (მაგ., ეინჰარდის - “კარლოს დიდის ცხოვრება”, IX ს-ის დასაწყისი) და ანალები (ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენების ყოველწლიური ჩანაწერები). ანალები საკმაოდ მოკლეა, მშრალი და გარეგნულად ერთმანეთს შორის ნაკლებად დაკავშირებული პოლიტიკური და საეკლესიო ცხოვრებაა ჩამოთვლილი. ანალების დიდ ნაწილი იმ მონასტრებისა და კათედრალების სახელს ატარებენ, სადაც მათ ადგენდნენ. VIII-X სს. დასავლეთ ევროპაში ანალების აყვავების პერიოდად მიიჩნევენ.

აღნიშნულ ეპოქაში პუბლიცისტიკა ჯერ კიდევ დამოუკიდებელ ჟანრს არ წარმოადგენდა. ამიტომ იგი ისტორიოგრაფიასა და ეპისტოლეებში, განსაკუთრებით ტრაქტატებში იყო განზავებული, რომელთაც ხშირად ღია დიდაქტიკური ხასიათი ჰქონდათ. ასეთია, მაგალითად, ტრაქტატი “სახელმწიფო და სამეფო კარის მმართველობის შესახებ”, რომელიც რეიმსის არქიეპისკოპოსმა, ღვთისმეტყველმა და ისტორიკოსმა ჰინკმარმა (Hincmarus - 806-882 წწ.) დაწერა მეფე შარლ მიამიტის (IX ს.) შესახებ. მასში გატარებულია თეოკრატიული აზრი, რომ სამეფო ხელისუფლება ეპისკოპოსების ნებას უნდა ემორჩილებოდეს. ანალოგიური ხასიათისაა ტრაქტატი “იმპერიის მმართველობის შესახებ”, რომლშიც ბიზანტიის იმპერატორი კონსტანტინე VII თავის შვილს რომანს რჩევა - დარიგებებს აძლევს ( X ს-ის შუა ხანები). მსგავსი რჩევა-დარიგებები საინტერესოა არა მხოლოდ საზოგადოებრივი აზრის შესასწავლად, არამედ ისინი შეიცავენ ცნობებს სახელმწიფო წყობაზე, საგარეო პოლიტიკაზე, მეზობელ ხალხებზე, სახელმწიფოს შიდა კავშირებზე და ა.შ. პრაგმატული თვალსაზრისით ასევე მნიშვნელოვანია სხვა არაპოლიტიკური ტრაქტატებიც. ასე მაგ., ბიზანტიელი ვაჭრის ინდიკოპლოსის (VI ს.) –“ქრისტიანული ტოპოგრაფია”. მასში მოთხრობილია ზღვისიქითა ქვეყნების სიმდიდრეზე და იმ სავაჭრო გზებზე, რომელსაც ამ ქვეყანაში მივყავართ. ასეთთა

9

Page 10: shua saukuneebi 1

რიცხვს მიეკუთვნება ანონიმი ინგლისელის (XI ს-ის დასაწყისი) -“სხვადასხვა პირების ვალდებულებები”. ასევე მეტად მნიშვნელოვანია იმ დროის საერთო აკადემიური და სპეციალური ენციკლოპედიები: ისიდორე სევილიელის (VII ს. დასაწყისი) - “ეტიმოლოგიები”, მაინცის არქიეპიოსკოპოსის რაბანუს მარუსის (Rabanus Marus) (IX ს-ის დასაწყისი) –“სამყაროს შესახებ” და ბიზანტიური - “ჰეოპონიკები” (X ს-ის შუა ხანები). ეს თხზულებები შეიცავენ საინტერესო, ხშირად უნიკალურ მასალებს სხვადასხვა საკითხებზე.

მართალია, ყოველთვის ორიგინალური არ არის ადრე შუა საუკუნეების მწერალთა თხზულებები, მაგრამ სწორედ ისინი გვაძლევენ მნიშვნელოვან წყაროს იმდრიონდელი განათლებისა და კულტურის შესახებ. ასევე იგი გვაძლევს წარმოდგენას თუ რას კითხულობდნენ ავტორის თანამედროვეები, რა სახით შემორჩა ადრეფეოდალური საზოგადოება კლასიკურ მემკვიდრეობას. ამ მხრივ ანალიზის წარმოება ადვილია, რადგან ანტიკურ მწერალთა მრავალმა თხზულებამ მოაღწია ჩვენამდე. ამ თვალსაზრისით იმ ეპოქის მხატვრული ლიტერატურაც მნიშვნელოვანია. მისგან შეიძლება ავიღოთ მრავალი ცნობა, რომელიც ეხება სამხედრო, სოციალურ-პოლიტიკურ და სამეფო კარის ამბებს.

პრინციპულად სხვა თვისებით გამოირჩევა ადრე შუა საუკუნეების სახალხო ლიტარატურა. იგი მჭიდროდ არის დაკავშირებული ფოლკლორთან და უპირატესად საგმირო სიმღერებთან და თქმულებებთან, რომელიც უკვე სახალხო ენაზე იქმნებოდა. ასეთია გერმანული “სიმღერა ჰილდებრანდზე” და ინგლისური “ბოევულფი” (IX-X სს.), გერმანული ეპიკური ძეგლი “ნიბელუნგების სიმღერა”, ფრანგული “სიმღერა როლანდზე”, ისლანდიური საგები (XI-XIII სს.). ნებისმიერ შემთხვევაში ეს თხზულებები ასახავენ ადრე შუა საუკუნეების რეალიებსა და აზროვნებას. ადრე შუა საუკუნეების ეპოსის ძეგლები ძალიან ფასეულია, ზოგჯერ შეუცვლელი (როგორც საგები) წყაროა სხვადასხვა საკითხების შესასწავლად.

XI-XV საუკუნის წყაროები

საწარმოო ძალების პროგრესმა, ქალაქების ზრდამ, ცენტრალიზებული სახელმწიფოების ჩამოყალიბებამ, ახალი ეტაპის დადგომამ კულტურის ისტორიაში წყაროების ხასიათზეც იმოქმედა. მათი რიცხვი გაიზარდა, გამოჩნდნენ ახალი სახეობის წყაროები და მათი სტრუქტურა გართულდა. საზოგადოებრივი შრომის გაღრმავება, სასაქონლო-ფულადი ურთიერთობების განვითარება ხელშეკრულებებისა და გარიგებების დეტალურ იურიდიულ გაფორმებას მოითხოვდა. ცხადია, ეს მოვლენა მმართველობის აპარატის სრულყოფასა და გაფაერთოებასთან ერთად, ოფიციალური საქმის წარმოებაზე გავლენას ახდენდა.

დიპლომატიკაში უკვე განასხვავებდნენ საჯარო და კერძო აქტებს. პირველ რიგს მიეკუთვნება იმპერატორების, მეფეებისა და ფეოდალების სიგელები და დიპლომები, რომლებიც სუვერენულ უფლებებს ფლობდნენ კომუნებზე, სენიორიებზე და ასევე კათოლიკური ეკლესიის მეთაურზე - რომის პაპებზე,

10

Page 11: shua saukuneebi 1

პატრიარქებსა და ეპისკოპოსებზე. სიგელებს ხშირად დაამაგრენდნენ ბეჭდებს, რომლის სახელსაც ხანდახან თვით ამ დოკუმენტს უწოდებდნენ. მაგ., ბიზანტიაში სიგელის სახით იმპერატორის წყალობას ოქროს ბეჭედს დაამაგრებდნენ, რომელსაც ხრისოვულს (ბერძნ. Chrysobullon - ოქროს ბეჭდიან ტექსტს) უწოდებდნენ, პაპის კანცელარიაში კი, სადაც ტყვიის ბეჭედს იყენებდნენ, მას ბულებს დაამაგრებდნენ, ხოლო თვით “სამოციქულო ეპისტოლეებს ” ბულებს” უწოდებდნენ. კერძო აქტებს მიეკუთვნებოდა დოკუმენტები, რომელთაც ადგენდნენ ნოტარიუსები. ისინი სპეციალურ იურიდიულ განათლებას იღებდნენ და განსაკუთრებული სტატუსით სარგებლობდნენ, რომელსაც მათ აძლევდათ იმპერატორი, მეფეები ანდა პაპები. ნოტარიუსები დოკუმენტებს მკაცრად დადგენილი წესების მიხედვით ადგენდნენ. გარიგების პირობების დარღვევბის შემთხვევაში დაზარალებულ მხარეს სასამართლოზე საქმის გასარჩევად შეეძლო წარმოედგინა ნოტარიული აქტი, როგორც ოფიციალური დოკუმენტი. ნოტარიული აქტებით ფორმდებოდა ქონების ყიდვა- გაყიდვა, სავალო ვალდებულებები, იჯარით გაცემა, საქონლის გადაზიდვაზე კონტრაქტები, ანდერძები, ჩუქებები, მონების გათავისუფლება და ა.შ. ჩვენამდე ნოტარიულმა აქტებმა მოაღწიეს ძირითადად ასლების ანდა მოკლე ჩანაწერების სახით. მაგ. იტალიის არქივები ამ სახის უმდიდრეს აქტებს ფლობენ.

XIV საუკუნის დამლევიდან ნოტარიულმა აქტებმა კერძო ჩანაწერების შევიწროება დაიწყო, რომელთაც უკვე იურიდიული ძალა არ ჰქონდათ. მის განვითარებას ხელი შეუწყო სავაჭრო კომპანიების ზრდამ და შიდა საქმის წარმოების სისტემამ. კომპანია და ბანკები, ასევე ცალკეული ვაჭრები იყენებდნენ საბუღალტრო აღრიცხვის წიგნებს (საანგარიშო წიგნები). XIV საუკუნის შუა ხანებიდან ეს საანგარიშო წიგნები ქმნიდა საბუღალტრო სისტემას, რომელსაც პრაქტიკაში იტალიის რესპუბლიკები (ფლორენცია, გენუა, ვენეცია) და დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებიც იყენებდნენ.

სამეურნეო ისტორიის შესასწავლად მნიშვნელოვან წყაროებს წარმოადგენენ მიწის აღწერები და კადასტრები, რომლებიც ფისკალური მიზნებით იქმნებოდნენ. ამ სახეობას განეკუთვნება 1086 წელს ინგლისში შედგენილი “საშინელი სამსჯავროს წიგნი”. მასში მოცემულია თუ როგორ ჩატარდა სამეფო მიწების საყოველთაო აღწერა. ეს ღონისძიება იმ მიზნით გატარდა, რომ დაბეგვრის შესაძლებლობები განსაზღვრულიყო. ბიზანტიაში მიწის აღწერებს პრაქტიკებს უწოდებდნენ. იგი გამოიყენებოდა საკადასტრო გადასინჯვისათვის და ძირითადად მონასტრების პრაქტიკაში გამოიყენებოდა.

განვითარებული ფეოდალიზმის პერიოდში იურიდიული წყაროები დიდი მრავალმხრივობით გამოირჩეოდა. ქალაქების აღმავლობა, ქალაქების თვითმმართველობის ჩამოყალიბება მოითხოვდა სამართლებრივ რეგლამენტაციებს, როგორც ქალაქის საშინაო ცხოვრებაში, ასევე ფეოდალ-სენიორებთან ურთიერთობებში. ამ უკანასკნელებთან ხელშეკრულების, ადგილობრივი წეს-ჩვეულებებისა და რომის სამართლის რეცეფციის საფუძველზე

11

Page 12: shua saukuneebi 1

ყალიბდებოდა საკუთრივ საქალაქო სამართალი. ყოველივე ეს ასახულია ქალაქის ქარტიებსა და სტატუტებში. ამ თვალსაზრისით ყველაზე უძველესად ითვლება საფრანგეთის მეფის ლუი VI-ის ქარტია ქალაქ აურელიანუმისადმი (ლათ.Aurelianum) (ორლეანი) XII ს-ის I ნახევარში. შემდეგში ამ ქარტიის ნიმუშების მიხედვით გაიცა სხვა მრავალი ქარტია, რომლებშიც სამეფო დომენის მიწებზე ქალაქის შეზღუდული პრივილეგიები იყო ჩამოყალიბებული. იტალიის ქალაქების სტატუტები შედარებით ფართო თავისუფლებას შეიცავდა (მაგ., “გენუის რესპუბლიკის სამართლის წიგნი”). ქალაქ კომუნები ფეოდალებისაგან დამოუკიდებლობას და იმპერატორის ხელისუფლებისაგან ავტონომიას იფორმებდნენ და სამეურნეო ცხოვრების ყველა მხარის რეგლამენტაციას ახდენდნენ. ქალაქების სტატუტების გვერდით არსებობდა ამქრების, სავაჭრო კორპორაციების, უნივერსიტეტების სტატუტები და მონასტრების წესდებები. ამქართა პირველ ევროპულ სტატუტად ითვლება ბიზანტიური “ეპარქოსის წიგნი” ( X ს.) - დადგენილებების კრებული, რომელიც ეხებოდა კონსტანტინოპოლის სავაჭრო-სახელოსნო კოლეგიას. თუმცა იგი შეიქმნა მთავრობის მიერ კოლეგიის საქმიანობის რეგულირებისა და კონტროლისათვის, რომელიც სამეურნეო დამოუკიდებლობას მოკლებული იყო.

XIII-XV სს. დასავლეთ ევროპის ქალაქების ამქართა სტატუტებს სხვა ხასიათი ჰქონდა. იგი აყალიბებდა თვითმმართველ ამქართა თემის შექმნას და ფუნქციონირებას, რომლისთვისაც დამახასიათებელი იყო ოსტატთა, ქვეოსტატთა და მოწაფეთა სოციალური იერარქია. ასეთთა რიცხვს მიეკუთვნებოდა მაგ., “პარიზის ხელოსანთა წიგნი” ( XIII ს.).

XIII-X V სს. შედგა ფეოდალური ჩვეულებითი სამართლის ჩანაწერები, რომელიც დასავლეთ ევროპის ცალკეულ ოლქებსა და პროვინციებში მოქმედებდა. მათ მიეკუთვნება ფრანგული კუტიუმები, გერმანული -“სარკე” (ეს მეტაფორა გააზრებულია, როგორც ნორმების ასახვა და ნიშნავს: საერობო სამართალი) და ესპანური - “ფუეროსები”: ეს ძეგლები ნათლად ასახავენ ფეოდალური მიწათსაკუთრების სპეციფიკურ ფორმებს, გაბატონებული კლასის სტრუქტურას, გლეხთა ექსპლუატაციის ხასიათს, ადმინისტრაციული მმართველობისა და სამართალწარმოების ადგილობრივ თავისებურებებს. ცნობილია “ბოვეზის კუტიუმები” (XII ს. ბოლო), “საქსონიის სარკე” (XIII ს. დასაწყისი).

დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებში კუტიუმების გვერდით ვითარდებოდა სამეფო (საიმპერატორო) კანონმდებლობა: ორდონანსები - საფრანგეთსა და ინგლისში, პრივილეგიები, პატენტები და მანდატები - წმინდა რომის საღვთო იმპერიაში (გერმანია). ამ დროს ბიზანტიაში სამართალი წინანდებურად იუსტინიანეს სამართლის ნორმებს ეფუძნებოდა. სხვადასხვა კომპილაციებს მხოლოდ სისტემაში მოჰყავდა და კომენტარებს უკეთებდა იუსტინიანეს სამართალს და ასევე რამდენადმე მის მოდერნიზებას ახდენდა. ბიზანტიაში იმპერატორის კანონებს ნოველები ეწოდებოდა. XI-XV საუკუნეებში ისინი ძალზე ხშირად წყალობის სიგელის სახით გაიცემოდა. წოდებრივი მონარქიის დამყარების

12

Page 13: shua saukuneebi 1

პერიოდში ახალი წყაროები გაჩნდა. ეს იყო პარლამენტის აქტები და სტატუტები- ინგლისში, გენერალური შტატების სხდომის ოქმები - საფრანგეთში, საიმპერიო კრების აქტები - გერმანიაში, კასტილიისა და არაგონის კორტესების გადაწყვეტილებები- ესპანეთში.

არანაკლებ ფასეულობას წარმოადგენს შუა საუკუნეების ეპისტოლარული მემკვიდრეობა, რომელიც ასეულ ათასობით წერილებს შეიცავს და მრავალფეროვანი შინაარსისაა: საქმიანი და დიპლომატიური წერილებიდან ლიტერატურულამდე, რომელიც განკუთვნილი იყო დასაბეჭდად. წყაროების დიდი ნაწილი ასახავს რომაულ-კათოლიკური და მართლმადიდებელი ეკლესიის საქმიანობას. ეს არის კრებების აქტები, პაპებისა და პატრიარქების ეპოსტოლეები და დაგენილებები. მდიდარია ამ მხრივ საღვთისმეტყველო და პოლემიკური ლიტერატურა.

XI-XV საუკუნეებში საეკლესიო ქადაგებები ვითარდებოდა და სრულყოფილი ხდებოდა. მასში ფართოდ ჩანდა საზოგადოებაში მიმდინარე სულიერი და პოლიტიკური ბრძოლის კოლიზიები, ბრძოლა ერესებთან და სხვაგვარად მოაზროვნე საეკლესიო პირებთან, სოციალური კონფლიქტები და ა.შ. ქადაგებების შედგენისა და წარმოთქმის წესები სულ უფრო და უფრო რთულდებოდა და ფორმალურ სახეს იღებდა. მათ შეიმუშავეს სპეციალური დისციპლინა - ჰომელეტიკა ( ბერძნ. ჰომილია- სიტყვა კრებაზე), რომელიც რიტორიკის მრავალსაუკუნოვან პრაქტიკას ემყარებოდა.

მონანიების წიგნები (პენიტენციალიები), ქადაგებებისაგან განსხვავებით, განკუთვნილი იყო არა გამოსაქვეყნებლად, არამედ მოქადაგეთა სულიერი სარგებლობისათვის. მასში კლასიფიცირებულია და გაანალიზებული მრევლის წევრების ტიპური ცოდვა და მათ ეძლევა სხვადასხვა სახის სინანული. პენიტენციალიები შეიცავს უბრალო ადამიანთა ყოველდღიურ ცხოვრებაზე მდიდარ მასალს, ასევე - შუა საუკუნეების კულტურაზე.

განვითარებული ფეოდალიზმის პერიოდის ლიტერატურული ძეგლები, დაწყებული სარაინდო რომანებიდან და ტრუბადურთა პოეზიიდან და სახალხო ბალადებამდე და სიმღერებამდე ძალზე მრაფალფეროვანია.

შუა საუკუნეების ისტორიოგრაფია ( IV- XI სს.)

თანამედროვე გაგებით რომ ვთქვათ, შუა საუკუნეების ისტორიკოსები წარსულის აღქმაში ისტორიკოსები არც იყვნენ, რადგან რთული ისტორიული პროცესების ახსნაში ისინი მიმართავდნენ ზეციურ ძალას. თუ რა ედო საფუძვლად ადამიანთა ისტორიას, ამაზე პასუხი პირველმა თეოლოგებმა მოგვცეს. ადამიანთა ისტორიის აზრი, მისი ჭეშმარიტი შინაარსი, მიმდინარე მოვლენების ღრმა მიზეზები გაგებული იყო, როგორც ღვთის ნების გამოხატულება. სახელმწიფოსა და ხალხების რეალური ისტორია წარმოდგენილი იყო, როგორც ურთიერთ დაკავშირებული მოვლენების ჯაჭვი, რომელიც უფლის ჩანაფიქრის

13

Page 14: shua saukuneebi 1

განხორციელებას წარმოადგენდა. ქრისტიანობის თვალსაზრისით, ღმერთისა და კაცობრიობის ურთიერთობა ითავსებდა ორ თვისებას - მარადიულსა და მიწიერს. კაცობრიობის ისტორიის დინამიზმი, რომელიც ეპოქების ცვლაში მდგომარეობდა, როცა ერთი სახელმწიფო ეცემოდა და მეორე აღზევდებოდა, აიხსნებოდა სიკეთისა და ბოროტების, ღმერთისა და ეშმაკის მარადიული და უცვლელი ბრძოლებით.

ისტორიის მსგავსი გაგება პირველად ჩამოაყალიბა ლათინური ეკლესიის თეოლოგმა, ჰიპონის ეპისკოპოსმა ავრელიუს ავგუსტინემ (354-430 წწ.) თავის ნაშრომში –“ღვთის ქალაქის შესახებ” (413-426 წწ.). მის მიერ შექმნილი კონცეფციის თანახმად, კაცობრიობის ისტორია არის სიკეთისა და ბოროტების, ღმერთისა და ეშმაკის დაპირისპირება, რომელმაც თავისი გამოხატულება ჰპოვა ღვთის ქალაქის ბრძოლაში. ამ თეორიის არსში უკეთ გარკვევის მიზნით მოკლედ აღვნიშნავთ:

ვესთგოთების მიერ რომის აღებამ (409 წ.) სერიოზული დარტყმა მიაყენა ქალაქის პრესტიჟს და მთლიანად იმპერიას. ეს დამარცხება ნამდვილი შოკი აღმოჩნდა, რომლისგანაც ანტიკურმა სამყარომ ვერასოდეს ვერ შეძლო გამოსვლა. მრავალი სვამდა კითხვას- რატომ? და ისინი მივიდნენ დასკვნამდე, რომ ყოველივე ამის მიზეზი გახდა ღმერთების რისხვა იმის გამო, რომ იმპერიაში ძალზე გამრავლდნენ ქრისტიანები. ისინი, ვინც კვლავაც მისდევდნენ წარმართულ რელიგიებს, აცხადებდნენ: რომი ერთგული რომ დარჩენილიყო ძველი ღმერთებისა, მსგავსი რამ არასოდეს მოხდებოდაო.

ამ კრიზისმა უბიძგა ავგუსტინეს დაეწერა დასახელებული წიგნი, რომელზეც 15 წლის განმავლობაში მუშაობდა. მასში ავგუსტინე აცხადებდა: თავისი დიდებით რომი დავალებულია არა ძველი ღმერთებისაგან, არამედ მხოლოდ ღვთიური განგებულებისაგან. რომი მიწიური ქალაქია, და, შესაბამისად, ისიც შეიძლება დასუსტდეს. ის ამტკიცებდა, რომ რომის დაცემა არ წარმოადგენს არგუმენტს ქრისტიანების წინააღმდეგ კამათში, პირიქით, ეს არის საბოლოო მტკიცებულება მის სასრგებლოდ - ყველაფერი ხომ გარდამავალია, ქრისტიანობა კი რჩება. ისეთი “მარადიული ქალაქიც” კი, როგორც რომია, შეიძლება მოხვდეს დამპყრობლების ხელში, მაგრამ ღმერთის ქალაქი - არასოდეს. და ის ამთავრებდა: რომის იმპერია - მიწიური ქალაქია, მაშინ როდესაც მსოფლიო ქრისტიანული ეკლესია- ღვთის ქალაქია.

როგორც ვხედავთ, ავგუსტინეს სხვა ქრისტიან მოაზროვნეებთან ერთად სჯეროდა, რომ კაცობრიობის ისტორიას აქვს თავისი დასასრული და მიზანი - წმინდანებმა უნდა გაიმარჯვონ და ცოდვილები უნდა დამარცხდნენ. აქვე საჭიროა ისიც აღინიშნოს, რომ მისი წიგნი მაშინდელ ადამიანებს იმედს აძლევდა და მათში ოპტიმიზმს ნერგავდა იმასთან დაკავშირებით, რომ ღმერთი კვლავაც მართავს ყველაფერს, ყველაფერი მის ხელშია და ახორციელებს თავის ნებას, წარმართავს ადამიანურ საქმეებს.

14

Page 15: shua saukuneebi 1

შუა საუკუნეების ისტორიოგრაფიის მიღწევად ითვლება ისტორიული დროის ორიგინალური კონცეფცია. ეს გამოიხატებოდა იმაში, რომ თხრობისას დაცული იყო ქრონოლოგიური პრინციპი. დროის მიხედვით ფაქტების დალაგება შუა საუკუნეების ისტორიოგრაფიის მონაპოვარია. ეს გამოარჩევს მას ანტიკურობისაგან, რომელიც უპირატესად მიზეზ-შედეგობრივი პრინციპებით ხელმძღვანელობდა.

შუა საუკუნეების ისტორიული დროის გაგებას საფუძვლად სამი განსხვავებული მოდელი უდევს: ანტიკური, ბიბლიური და ძველგერმანული. ორი პირველი უკვე გადააზრებული იქნა ადრეული თეოლოგებისა და ეკლესიის მამების მიერ, რომელთაც სათავე დაუდეს ისტორიის ქრისტიანულ კონცეფციას. უკანასკნელი დამახასიათებელია გერმანული არქაული კულტურისათვის. მან ისტორიის ქრისტიანული ინტერპრეტაცია გააძევა, თუმცა დროის განცდის ცალკეული ელემენტები შეინარჩუნა.

ქრისტიანობის ისტორიული შემეცნების პარადიგმა, რომელიც სწავლულმა საეკლესიო კულტურამ ჩამოაყალიბა, ორ ფუნდამენტურ იდეას ეყრდნობოდა: ღვთის წინასწარგანზრახულობასა და ისტორიული დროის პირდაპირხაზოვან განვითარებას. თუ წარსულზე ანტიკური თხრობა დროის ათვლას თვითნებურად მიმართავდა, რომში ათვლა მარადიული ქალაქის დაარსებიდან წარმოებდა. გერმანელთა ისტორიული მახსოვრობისათვის კი უცხო იყო თარიღების ცნება. გერმანელთა ისტორიულ გადმოცემებში დრო გააზრებულია როგორც წინაპრების ხანა ანდა ცალკეულ მეფეთა მმართველობის პერიოდი, რომლის დასასრული აღნიშნავს დროის დასასრულს.

შუა საუკუნეებში ისტორიის აღქმა ეფუძნებოდა წინასწარგანსაზღვრულობის აბსოლუტურ აღიარებას, რომელიც მთლიანად წარმართავს ადამიანის, ცალკეული ხალხებისა და კაცობრიობის ცხოვრებას. დროში ადამიანების არსებობა განსაკუთრებით ღრმა აზრს იძენდა, რადგან მის უკან იდგა ღმერთის ნება და ეს უზენაესი ახორციელებდა კაცობრიობის არსებობის გეგმას. ეს თეოლოგიური იდეა არღვევდა ისტორიაზე, როგორც კონკრეტულ მოვლენაზე, წარმოდგენას, რომელიც ყოველთვის დაკავშირებულია გარკვეულ საზოგადოებასთან (ხალხთან, საქალაქო ანდა ტერიტორიულ თემთან, გვართან). ისტორიას აღიქვამდნენ როგორც უნივერსალურ პროცესს, რომელშიც მონაწილეობენ ახლა არსებული ანდა ადრე არსებული ხალხები.

ჯერ კიდევ ადრექრისტიანულ პერიოდში ცდილობდნენ, რომ კაცობრიობის ისტორია ერთიან ურთიერთდაკავშირებული პროცესად წარმოედგინათ. ამ პროცესის ცენტრში იდგა იუდეველებისა და ქრისტიანების ისტორია, რომლებიც ღმერთა ამოარჩია, როგორც ჭეშმარიტი სარწმუნოების დამცველები. სხვა ხალხების ისტორია მეორეხარისხოვან მოვლენად განიხილებოდა. ამასთან ერთად ქრისტიანული ნიმუშის მსოფლიო ისტორია მიმართული იყო იქითკენ, რომ სწორედ ქრისტიანები წარედგინა, როგორც რჩეული საზოგადიება, რომელთაც ამ თვისებით

15

Page 16: shua saukuneebi 1

ჭეშმარიტი სარწმუნოებისაგან განდგომილი იუდეველები შეცვალეს. შუა საუკუნეების ისტორიული ცნობიერების პარადიგმა წმინდა ისტორია - ხალხთა შორის სარწმუნოების გავრცელებისა და არსებობის ისტორია იყო.

III-V სს. შეიქმნა პირველი ქრისტიანული ქრონოგრაფია, რომელსაც წარმართული თხზულებებით ცნობილი ამბები ბიბლიისა და ქრისტიანობის ისტორიისთან შესაბამისობაში უნდა მოეყვანა. მსოფლიო ისტორიის სანიმუშო სქემის შემქმნელი იყო ეპისკოპოსი ევსები კესარიელი (263-339 წწ.) და ლათინური ეკლესიის დიდი თეოლოგი იერონიმე (347-419/420 წწ.). მათ ქრონოგრაფიაში კაცობრიობის ისტორია დანაწევრებულია აბრაამიდან თანადროულობამდე და, როგორც ბიბლიური, ასევე რეალური ამბები შებრუნებითი სახით განიმარტებოდა. ამით დაიწყო ისტორიის 5 ეპოქად დაყოფა და მისი გამოყოფა იუდეველთა წმინდა ისტორიად, ხოლო შემდეგ ქრისტიანებისა და სხვა ხალხის ისტორიად.

უნივერსალური ქრისტიანული ისტორიის პირველი ავტორი იყო ნეტარი ავგუსტუნეს მოწაფე პავლე ოროზიუსი (დაახ.380- დაახ.420 წწ.). მისი ნაშრომი - “ისტორიის შვიდი წიგნი წარმართების წინააღმდეგ” მომდევნო შუა საუკუნეების ავტორებისათვის სანიმუშო სახელმძღვანელო იყო. ეს “მსოფლიო ისტორია” რომის იმპერიის კრიტიკულ მომენტში გამოჩნდა, კერძოდ, როცა ბარბაროსულმა ტომებმა შემოსევები დაიწყეს. ნაშრომის ძირითადი მიზანი იყო ხალხთა ისტორიული ბედის გააზრება ყოვლისშემძლე ღმერთზე რელიგიური წარმოდგენების კონტექსტში. ცხადია, ძნელი არ არის იმის მიხვედრა, რომ ოროზიუსი ავგუსტინეს იდეებს მიჰყვებოდა.

ოროზიუსის თხზულება რომის იმპერიის აღმავლობისა და დაცემის ხანას ეძღვნებოდა. ავტორი იმ წარმოდგენიდან ამოდიოდა, რომ დიდი სახელმწიფოები ბაბილონის სამეფოდან რომის იმპერიამდე თავის ძლიერებას აღწევდნენ, თუმცა საბოლოოდ დამხობისათვის იყვნენ განწირულნი, რადგან მათი არსებობა წმინდა სარწმუნოების დამტკიცება არ გახდა. ავგუსტინეს მსგავსად, ოროზიუსი საერო, დროებით და წარმავალ სულიერებას ჭეშმარიტ მარადიულობას უპირისპირებდა. საერო დიდებულებას, როგორც ცოდვას, რომელიც ძალადობასა და უსამართლობაზე დაფუძნებული, ის გმობდა. ამის მაგალითს მისთვის რომის ბედი წარმოადგენდა. ყოვლისშემძლე ღმერთმა ამაყი და ცოდვილი ხალხი დასაჯა.

შუა საუკუნეების ისტორიის ქრისტიანულ თეოლოგიაში არანაკლებს წარმოადგებდა იმის დასაბუთება, რომ ადამიანის არსებობის ღვთაებრივი გეგმა დროში მიმდინარეობს და შედგება თანმიმდევრობით ცვლადი ეტაპებისაგან. ადამიანებისა და ხალხების არსებობა ჩართული იყო წმინდა ისტორიის საერთო პროცესში, რომელიც იწყება შემომქმედის აქტიდან და სრულდება სამსჯავროზე. კაცობრიობის ისტორიის მნიშვნელოვანი ეტაპები ცოდვის მიტევება და ხსნაა: ქრისტიანისათვის ღმერთის განკაცება და ჯვარცმა ერთდროულად წმინდა მოვლენაა და რეალური ფაქტიც, რომელმაც ახალი ისტორიული ეპოქა გადაშალა.

16

Page 17: shua saukuneebi 1

ქრისტიალულ მსოფლშეგრძნებაში ღმერთის წმინდა მოქმედებებს არა მხოლოდ აბსოლუტური მითოლოგიური აზრი ჰქონდა, არამედ ისინი თავისი ბუნებით ისტორიული იყო, რომელიც დროში ცვლიდა ისტორიულ დროის გაგებას და გამეორების უწყვეტ ჯაჭვს წარმოადგენდა. დროის ხაზოვან სტრუქტურაში თითოეული მოვლენა უნიკალური და ერთიანი იყო. ცალკეული მოვლენები სიტყვასიტყვითა და ზუსტი შინაარსით არ მეორდებოდა. ისტორიის ქრისტიანულ განმარტებაში უნიკალური იყო განუმეორებელი ფაქტებისადმი მიდგომა, რაც თანამედროვე ისტორიული შემეცნებისათვის არის დამახასიათებელი. გარდა ამისა, წარმოდგენამ, რომ ღმერთის ჩანაფიქრი სრულდება დროში და ადამიანის მიწიერი არსებობისათვის განუყოფელია, დაბადა განვითარების იდეა, რომლის თანახმადაც ყოველი ახალი ეპოქა წინამორბედისაგან განსხვავდება მიზნებითა და ამოცანებით და ამასთან ერთად მასთანაა დაკავშირებული, რადგან ახალი პერიოდი მაშინ იწყება, როცა წინამავალი დამთავრდება. უფრო მეტიც, განვითარების იდეა თავის თავში ატარებდა დროში კაცობრიობის სრულყოფის წარმოდგენას, რადგან ღმერთმა მისცა მას შესაძლებლობა არა მხოლოდ ცოდვისათვის, არამედ გამოსწორებისათვის.

შუა საუკენეების ისტორიკოსებმა შეიმუშავეს სამუშაოს საგანი და მეთოდები., რომელთა შემეცნებაში წარსული მოვლენები არსებითად გაიგივებულია მათ შესახებ მოთხრობასთან. ლათინური ევროპის პირველი სწავლული-ენციკლოპედისტი ისიდორე სევილიელი (დაახ.570-636 წწ.) ისტორიას მოთხრობად თვლიდა, რომელიც გვამცნობდა იმაზე თუ რა იყო წარსულში. სიტყვა “საქმენი”, “ ამბები” ხშირად ისტორიული თხზულებების სათაურში იყო გამოტანილი და ცალკეული ხალხის ცხოვრების აღწერას აღნიშნავდა. ისტორია უფრო გააზრებული იყო, როგორც მოთხრობა წარსულ ამბებზე და არა როგორც მათი კვლევა თანამედროვე გაგებით.

შუა საუკუნეების ისტორიოგრაფიის თვითშეგნება გამოიხატა საგნისა და დანიშნულების ზუსტ იდენტიფიკაციაში. ისინი ფართო ცნებით აღწერდნენ “ღირსეულ საქმეებს” და მიმართული იყო იქითკენ, რომ გაგვეგო წარსულში მომხდარი მნიშვნელოვანი ამბავი, რომელსაც თავისი მნიშვნელობა ჰქონდა. მათი თვალსაწიერის არეში არ ხვდებოდა სიციალური საკითხები ანდა სამეურნეო საქმიანობა. მისდევდნენ რა ანტიკურ ტრადიციებს, ზოგიერთი ისტორიოგრაფი თავის თხრობას ეთნოგრაფიულ შესავალს უკეთებდა, ხოლო კარტოგრაფიის მიმართ სხვა გემოვნება ჰქონდათ. არც ერთი მათგანი სწორად არ კეთდებოდა. თხრობის საგანს, უწინარეს ყოვლისა, პოლიტიკური ამბები წარმოადგენდა. ისტორიკოსი აღწერდა ამბებს (ომებს, საერო და საეკლესიო ელიტის წარმომადგენელთა ურთიერთობებს, ეკლესიის ისტორიის ფაქტებს), რომლის უკან იდგა საერო და საეკლესიო ინსტიტუტების აღმოცენება, განვითარება და მემკვიდრეობითობა. ისტორიის მსვლელობა პერსონიფიცირებული იყო მეფეთა, მთავართა, ეპისკოპოსთა საქმიანობასთან, რომლებიც მოქმედებდნენ არა

17

Page 18: shua saukuneebi 1

როგორც ცალკეული პირები, არამედ განასახიერებდნენ რაღაც ინსტიტუტებს ანდა საზოგადოებას მთლიანად.

ისტორიის, როგორც ხაზოვანი, სასრული და უნივერსალური პროცესის ქრისტიანულმა კონცეფციამ მიოცვა შუა საუკუნეების ისტორიოგრაფია. მათმა ავტორებმა მსოფლიო ისტორიის კონტექსტში ჩართეს ცალკეული ხალხების ისტორია. მათ მომავალი ისეთივე რეალური და ცხადი ეჩვენებოდათ, როგორც წარსული და თანამედროვეობა. შუა საუკუნეების ერთ-ერთმა გამოჩენილმა ისტორიკოსმა, ეპისკოპოსმა ოტო ფრაიზინგელმა (1111 წლის შემდეგ - 1158 წწ.) თავისი ქრონიკების 7 წიგნში გადმოსცა მსოფლიო ისტორია ადამიდან 1146 წლამდე, ხოლო მერვეში -მოგვითხრობს მომავალი სამყაროს დასასრულს.

ისტორიის პერიოდიზაციისათვის დიდი მნიშვნელობა მიენიჭა ქრონოლოგიას. შედარებითი წელთაღრიცხვა დამახასიათებელი იყო ანტიკურობისათვის, რომელიც შუა საუკუნეებშიც იქნა შენარჩუნებული. მოვლენების ქრონოლოგია იმპერატორების მმართველობის წლების მიხედვით განისაზღვრებოდა, თუმცა თანდათანობით დაბადება, ნათლისღება, ქრისტეს ვნებები საფუძვლად დაედო წელთაღრიცხვის შკალას. დროის აღრიცხვა ქრისტეს დაბადებიდან პირველად ისტორიოგრაფიაში შემოიტანა ინგლისელმა ისტორიკოსმა ბედა ფრიად პატივცემულმა (Venerasilis 672/673- დაახ. 735 წწ.) და ფართოდ გავრცელდა XI საუკუნეში. ისტორიულ თხრობას ჩვეულებრივ ჰქონდა თავისებური ქრონოლოგიური კარკასი, რომლის შიგნით წარსული ფაქტები თვითნებურად იყო დაჯგუფებული. სამყაროსა და საზოგადოების განვითარება შუა საუკუნეების ისტორიკოსების დიდი ნაწილისათვის არ იყო ძიების საგანი.

საინტერესოა აქვე ვნახოთ თუ რა მნიშვნელობა ჰქონდა ისტორიის სწავლებას შუა საუკუნეებში. ამთავითვე აღვნიშნავთ, რომ შუა საუკუნეების სკოლებსა და უნივერსიტეტებში ისტორია სრულფასოვანი სწავლების საგანს არ წარმოადგენდა. კითხულობდნენ რა ტიტუს ლივიუსს, ლუკიანეს, სალიუტატის, სვეტონიუსს, ვალერიუს მაქსიმუსს მოსწავლეები წვდებოდნენ გრამატიკას, იღებდნენ სტილს და ცხოვრებისეულ სიბრძნეს. ასწლეულების მანძილზე ისტორიას აღიქვამდნენ, როგორც “ცხოვრების სკოლას”. გნებავთ, თვით ერაზმ როტერდამელი (1466-1536 წწ.) შეწუხებული იყო იმით, რომ ისტორია სისელელებსაც გვასწავლის. ამასთანავე არავის მოსდიოდა აზრად, რომ ისტორია “ჭეშმარიტ მეცნიერებებთან” შეედარებინა; თეოლოგიის, სამართალმცოდნეობისა და პოლიტიკური თეორიის წინაშე ისტორია მხოლოდ დამხმარე დისციპლინა იყო.

ჭკვიანი თავები შორს იდგნენ ისტორიისაგან და ასპარეზსს სხვაგან ეძებდნენ. შუა საუკუნეების ინტელექტუალები ისტორიოგრაფებს საძაგელ ადამიანებად მიიჩნევდნენ და ძველი ავტორების შრომების მიმართ ინტერესი უნდობლობასა და დაცინვას იწვევდა. პროფესიონალ ინტელექტუალთა გარემოსა და უნივერსიტეტების ჩამოყალიბებამ ისტორიოგრაფიისათვის დამღუპველი შედეგები მოიტანა. ისტორიოგრაფია დაექვემდებარა სწავლების საჭიროებასა და

18

Page 19: shua saukuneebi 1

პროფესიონალთა (თეოლოგიური და იურიდიული) ერუდიციას. განათლებული კლირიკოსები ისტორიაზე ზედაპირული შეხედულებებით კმაყოფილდებოდნენ. ასეთს კი მათ მოკლე სახელმძღვანელოები და ენციკლოპედიები აძლევდათ.

მიუხედავად ამისა, ლათინურ ევროპაში ფართოდ ვრცელდებოდა მთელი რიგი ნაწარმოებები. ბიბლიის “ისტორიული წიგნების” გვერდით სისტემატურად იყენებდნენ ასეულ თხზულებას. რომაელ ავტორთა შრომების გვერდით მრავალი ისტორიული ნაშრომი იყო ბრუნვაში. მათი პოპულარობის მიზეზები სხვადასხვა იყო. ასე მაგ., ინგლისელი ისტორიკოსის ჰალფრედ მონმუტენსელის (ლათ. Galfridus Monmutensis დაახ.1100-1154/1155 წწ.) -“ბრიტების ისტორია”, რომელიც მოგვითხრობს მეფე არტურზე დიდი აღიარებით სარგებლობდა. გმირის პოპულარობამ და იმპერიულმა პროპაგანდამ, რომელიც დაკავშირებული იყო ოფიციალურ კანონიზაციასთან, “კარლოს დიდის ისტორიის” გამოგონება და გავრცელება გამოიწვია, რომელიც თითქოსდა დაწერა მისმა თანამოღვაწე ეპისკოპოსმა ტურპიმ.

აღნიშნული თვალსაზრისით შეიძლება განვიხილოთ უილიამ მალმსბერიელის (ინგლ. William of Malmesbury 1090/1096-1142 წწ.) ნაშრომი - “ინგლისის მეფეთა საქმენი” (დაახ.1125 წ.), რომელიც ისტორიულ-პოლიტიკური და პოლიტიკურ-თეოლოგიური თვალსაზრისით გამორჩეული ძეგლია. მართალია, ეს ნაშრომი ქვეყნის ფარგლებს არ გასცილებია, მაგრამ იგი ასახავს შუა საუკუნეების საზოგადოების ისტორიულ შემეცნებას. ისტორიისადმი ინტერესი იყო პრაგმატული და ფუნქციონალური: მის დანიშნულებას წარმოადგენდა კონკრეტული საზოგადოების თვითიდენტიფიკაცია. ცხოვრების პოლიტიკური და სოციალური კარჩაკეტილობა ისტორიულ პარტიკულარიზმს შეესაბამებოდა. საზოგადოება ყურადღებას აქცევდა მხოლოდ იმ ისტორიას, რომელსაც “თავისად” მიიჩნევდა.

სხვა ისტორიული თხზულებები ენციკლოპედიურ, მარტივ ისტორიულ-ბიბლიურ და ისტორიულ-რელიგიურ ნარკვევებს წარმოადგენდნენ.

ადრე შუა საუკუნეების ეპოქაში XI-XII საუკუნემდე ისტორიოგრაფია ძირითადად მეფეთა და იმპერატორთა ისტორიას წარმოადგენდა. მომდევნო საუკუნეებში ისტორიკოსთა ყურადღების საგანი გახდა ცალკეული საეპისკოპოსოების, მონასტრების, ქალაქების, ტერიტორიებისა და დინასტიების ისტორიის გაშუქება. ევროპული ისტორიოგრაფიის განვითარებაში ყველაზე მნიშვნელოვანი ის იყო, რომ ისტორია სახალხო ენაზე იწერებოდა. წარსული წარმოდგენილი იყო, როგორც ხელისუფლების ლეგიტიმაციის წყარო, თუმცა უფრო და უფრო ცხადი გახდა მისი სოციალური ინტეგრაციის ფუნქცია, რადგან კოლექტიური იდენტობა და ცალკეული სოციალური და ტერიტორიული საზოგადოების ერთსულოვნება შეიმუშავა. სწავლობდა წარსულს და თხზავდა “მითს საერთო ისტორიულ ძირებზე”, შუა საუკუნეების დიდებულებმა შეთხზეს თქმულება ძველ ქველობაზე, თავისუფლებაზე და რელიგირ დამსახურებებზე,

19

Page 20: shua saukuneebi 1

რომელიც რაინდული ეთიკის საფუძველი გახდა. დიდებულებს ისტორიამ მისცა საშუალება, რომ შეემუშავებინათ ჯგუფური სოლიდარობის ნორმები, რომელიც სამეფო ხელისუფლების საპირწონე გახდა. ასე მაგ., ქალაქის კომუნები, უპირველეს ყოვლისა, იტალიაში, აპელირებდნენ წარსულზე და დაჟინებით მოითხოვდნენ ძველ საკუთარი ადმინისტრაციული და პოლიტიკური სუვერენიტეტს.

შუა საუკუნეების ისტორიული მნიშვნელობა

მართალია, რომის იმპერიის დაცემით მდიდარმა ანტიკურმა ფასეულობამ დიდი დანაკარგი განიცადა, მაგრამ V საუკუნიდან დამდგარი შუა საუკუნეები სრულიადაც არ იყო რეგრესი ისტორიაში. ამის ნათელსაყოფად პუნქტობრივად ჩამოვთვლით შუა საუკუნეების მიღწევებს:

1. შუა საუკუნეებში წარმოიშვა თანამედროვე გაგების “ევროპა”, რომელიც მსოფლიო ისტორიაში ერთიანი ბედისა და კულტურულ-ისტორიულ ერთობის სინთეზს წარმოადგენდა. სახელდობრ, შუა საუკუნეებში მრავალი ხალხის ცხოველმოქმედების შედეგად ჩამოყალიობდა ევროპის ეთნიკური, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ფენომენი.

2. რომის იმპერიის დაცემის შედეგად შესაძლებელი გახდა დასავლეთ ევროპის არენაზე ახალი ეთნოსები და ხალხები გამოსულიყვნენ. ისინი რომაელებს კულტურით ჩამორჩებოდნენ, მაგრამ მათ შეძლეს საკუთარი ეკონომიკური, სოციალური და სამართლებრივ-პოლიტიკური ფორმების შექმნა, რომელიც უფრო პერსპექტიული იყო.

3. შუა საუკუნეებში შეიქმნა თანამედროვე ხალხები და ერები, განვითარდნენ ენები, რომელბზეც ახლა ჩვენ ვლაპარაკობთ; მეტწილად ჩამოყალიბდა თანამედროვე სახელმწიფოები, ძირითადი სახელმწიფო დაწესებულებები და ევროპული ვარიანტის მმართველობის მექანიზმები, დიპლომატიური სამსახურის საფუძვლები; აღმოცენდნენ პარლამენტები;

4. შუა საუკუნეებისაგან მემკვიდრეობით მივიღეთ წეს-ჩვეულებები და სამართლის ნორმები, ნაფიც მსაჯულთა სასამართლო. შუა საუკუნეებში ნაციონალური სახელმწიფოების ჩარჩოებში თანდათანობით ჩამოყალიბდა საფუძვლები , რომელმაც მომავალში ნაციონალური სასამართლო სისტემების კონტურები მოხაზა.

5. შუა საუკუნეები - რელიგიების ზეობის დროა. დასავლეთში ბატონობდა ქტისტიანობა, ხოლო აღმოსავლეთში - ბუდიზმი, ინდუიზმი, კონფუციანელობა, სინტოიზმი. რელიგია განსაზღვრავდა საზოგადოების მოწყობას. მის გარეშე შუა საუკუნეებში ადამიანს ცხოვრება ვერ წარმოედგინა, მაგრამ ეს როდი ნიშნავდა, რომ ყველა ერთგული მორწმუნე იყო. ადამიანები მრავალ ცოდვას სჩადიოდნენ, თუმცა თავზე ხელაღებულსაც ვერ წარმოედგინა სამყარო ღმერთის გარეშე. ქრისტიანისა და მუსლიმისათვის ღმერთი იყო სამყაროს შემქმნელი, უზენაესი მსაჯული, მფარველი, სიკეთის წყარო. სიბრძნის, მორალის, შემეცნების, ხელოვნების იდეალები ღვთაებრივი იყო. შემთხვევითი როდია, რომ შუა საუკუნეების ბრწყინვალე ტაძრები ღმერთის სახლს წარმოადგენდნენ.

უწინარეს ყოვლისა, რელიგიამ ჩამოაყალიბა “შუა საუკუნეების სამყარო”. ევროპის მცხოვრებლები ოცნებობდნენ ერთიანი ქრისტიანული სამყაროს შექმნაზე, მაგრამ,

20

Page 21: shua saukuneebi 1

მართალია, მათ ეს ვერ შეძლეს. მიუხედავად ამისა, ქრისტიანობა იყო ის საფუძველი, რომელმაც ევროპის სხვადასხვა ხალხები გააერთიანა. ამით მათ საშუალება მიეცათ, რომ ისტორიის ერთი მიმართულებით ევლოთ, რამაც ბოლოს და ბოლოს თანამედროვე ევროპა და თანამედროვე ევროპელები წარმოშვა.

6. ჩამოყალიბდა განსაკუთრებული მენტალიტეტი. შუა საუკუნეების ადამიანი ბუნებასთან მძიმე ბრძოლაში არა მხოლოდ სამყაროს ათვისებას ახდენდა, არამედ - მითვისებას. განუსხვისებლობა - შუა საუკუნეების მენტალიტეტის მნიშვნელოვანი თვისებაა. შუა საუკუნეებს ჰქონდა თავისი შეხედულება ადამიანური და საზოგადოებრივი ყოფის ისეთ მნიშვნელოვან შედგენილობაზე, როგორიცაა: დრო, ხელისუფლება, სამართალი, შრომა, სიმდიდრე, სიღარიბე, ცხოვრება და სიკვდილი. ადამიანებს შორის ურთიერთობაში დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა არა მხოლოდ რეალურ შინაარსს, არამედ ფორმასაც. აქედან გამომდინარეობდა მოთხოვნა ტრადიციებისა და რიტუალების დაცვისა. დეტალიზირებული ეტიკეტი ესეც შუა საუკუნეებმა წარმოშვა ისე, როგორც მრავალფეროვანი ცერემონიები.

ფართოდ არის აზრი გავრცელებული, რომ შუა საუკუნეების ადამიანი დასავლეთში დათრგუნული იყო დოგმებით. ყველაფერი ეს თავმოყრილი იყო ცოდვების, სამსჯავრო სასამართლოს, სიკვდილშემდგომი დასჯის შესახებ ფიქრებში, რაც ადამიანის შინაგან სამყაროს პირქუშსა და მშფოთვარეს ხდიდა. მაგრამ შუა საუკუნეებმა სხვა რამეც იცოდა. ძლიერი ცხოვრებისეული ძალა იგრძნობოდა სახალხო დღესასწაულებზე, ვაგანტების სიმღერებში. სიცოცხლისადმი სიყვარულზე მეტყველებს ტანსაცმლის ბრწყინვალება, სახლების გალამაზება და არასოდეს გაუმქრალი მისწრაფება სილამაზისადმი. დასავლეთის შუა საუკუნეების იდეალი იყო არა მომაკვდავი ასკეტი, არამედ ბრწყინვალე რაინდი, ნათელი სახითა და ძლიერი აღნაგობით.

დაბოლოს, შუა საუკუნეებში, უწინარეს ყოვლისა დასავლეთში, ადამიანებმა, მართალია, ბუნდოვნად, მაგრამ დაიწყეს ინდივიდუალური ცხოვრების დაფასება, ყურადღება წარმართეს არა მხოლოდ ცაში სილამაზის ძიებაზე, არამედ საკუთარი სულიერი სამყაროს შიგნით, სადაც აღმოაჩინა ადრე უხილავი სიღრმე და გარე სამყაროსთან კავშირი.

7. შუა საუკუნეებმა შექმნა ძალიან მაღალი კულტურა, რომელიც კაცობრიობის საგანძურს წარმოადგენს. შუა საუკუნეების კულტურა მაღალ ღვთაებრივ ფასეულობასთან შემჭიდროებით მრავალი გზით მიემართებოდა. მან იგი ზეციურიდან რეალური სამყაროსკენ წაიყვანა. ასე მაგ, რომანული ტაძარი შუა საუკუნეების ადამიანისათვის იყო “ქვის ბიბლია”. აქ ისინი იგებდნენ საეკლესიო ქადაგებების მიხედვით არა მხოლოდ სამყაროს მოწყობის ისტორიას, არამედ სკულპტურის, ვიტრაჟების შესახებაც. ტაძრის ფასადები ბიბლიური მოთხრობებით იყო შემკული. რომანული ტაძრები არა მხოლოდ ღვთიურ სამყაროს წარმოსახავდა, არამედ იგი სახალხო ფანტაზიის წიგნსაც წარმოადენდა. ტაძრის შემომქმედნი უბრალო, ხშირად უწიგნური ადამიანები იყვნენ, მაგრამ დიდ მხატვრულ ნიჭს ატარებდნენ. ისინი უსახელო დიდოსტატები იყვნენ, რომლებიც შთაგონებით აკეთებდნენ თავიანთ საქმეს. მათი ხელით შეიქმნა არქიტექტურისა და ხელოვნების შედევრები. სწორედ შუა საუკუნეებიდან მოდის სიტყვა “შედევრი”.

21

Page 22: shua saukuneebi 1

შუა საუკუნეების კულტურა არ იყო ერთსახოვანი. მათში გამოიყოფა “მეცნიერული” კულტურა, რომელიც ინტელექტუალთა ელიტამ შეიმუშავა. ისინი არსებითად რელიგიური ანდა სახელმწიფო მოსამსახურეები იყვნენ. ამას შეიძლება მივაკუთვნოთ: თეოლოგია (მოძღვრება ღმერთზე, წმინდა წიგნების განმარტებები), ფილოსოფია, ლიტერატურა. დასავლეთში ფეოდალ-რაინდთა წოდებამ შექმნა რაფინირებული პოეზია, ეთიკური კოდექსი, ცხოვრების სახე, ე.ი. ქცევის ნორმები, რწმენის წესები. შუა საუკუნეების საზოგადოების წიაღში, ქალაქებისა და გლეხთა წრეში ვითარდებოდა დემოკრატიული სახალხო კულტურა, რომელიც ძალზე შორს იყო ოფიციალურ რელიგიურობასთან. მასში შემონახულია წარმართობის გადმონაშთები, ძველი რწმენები და კულტები, რომელიც თაობიდან თაობას გადაეცემებოდა.

8. შუა საუკუნეებმა გვიბოძა ჩვენ უნივერსიტეტები, გაშალაშინებული ლოგიკა, ალგებრა, სარაინდო ეთიკა, წიგნის ბეჭდვა და გამომთვლელი მანქანის ჩანაფიქრი, რომელიც თანამედროვე კომპიუტერის შორეული წინაპარია.

9. დასავლეთ ევროპის ქალაქების უდიდესი ნაწილი - შუა საუკუნეების ქალაქების პირდაპირი მემკვიდრეა.

10. შუა საუკუნეებში იყვნენ წმინდანები, გმირები, ბრძენი მონარქები, ფილოსოფოსები და მხატვრები, რომელთა ჩამოთვლასაც რამოდენიმე ტომიც არ ეყოფა. მათ გარეშე ჩვენ დღეს არაფერი ვიქნებოდით და ვერც მესამე ათასწლეულში შევაბიჯებდით.

შუა საუკუნეების ისტორია და თანამედროვეობა

რაც უფრო მეტად და ღრმად იკვლევენ შუა საუკუნეების ისტორიას, მით უფრო რთული, მრავალმხრივი ნიუანსებით ხდება ამ ისტორიის წარმოსახვა. ეს სამყარო ჩვენს წინაშე წარმოდგება არა მხოლოდ საზოგადოების განვითარების კანონზომიერი ეტაპით, არამედ -როგორც ევროპის ისტორიის თვითმყოფადი, განუმეორებელი ეპოქით. ამიტომ ჩვენს თანამედროვეობაში ფეოდალური საზოგადოების ისტორიის შესწავლა წარმოადგენს არა მხოლოდ აკადემიურ, არამედ ღრმა თეორიული და მეცნიერულ-პრაქტიკული ინტერესის საგანს. თანამედროვე ხაალხებისა და სახელმწიფოების ცხოვრებას ღრმა ფესვები აქვთ შუა საუკუნეებში. სწორედ ამ ეპოქაში ჩამოყალიბდნენ ერები, განვითარდა ეროვნული კულტურა, საფუძველი ჩაეყარა რევოლუციურ ტრადიციებს, დაიწყო ბრძოლა აზრის თავისუფლებისათვის ეკლესიის სულიერი დიქტატურის წინაარმდეგ და ა.შ. შუა საუკუნეების ისტორიის შესწავლა დაგვეხმარება ღრმად და საფუძვლიანად გავიგოთ თანამედროვეობა და მომავალი განვითარების პერსპექტივები.

მსოფლიოში დღემდე არის შენარჩუნებული შუა საუკუნეების გადმონაშთები, რომელსაც საზოგადოების პროგრესული ძალები ებრძვიან. შუა საუკუნეების გადმონაშთები არსებობენ აზიის, აფრიკისა და ლათინური ამერიკის ქვეყნებში, განსაკუთრებით მათში, რომლებმაც ახლახან გადაიგდეს კოლონიური უღელი. ამ თვალსაზრისით არც ჩვენი ქვეყანაა გამონაკლისი. შუა საუკუნეების ზოგიერთი ტრადიცია - მონარქია, წოდებრივი პრივილეგიები დღემდე არაა აღმოფხვრილი მაღალ განვითარებულ ქვეყნებშიც. ამის მაგალითად საკმარისია ინგლისი და იაპონია.

უფრო მეტიც, შუა საუკუნეების ეპოქაში უდგას ძირები მრავალ ნაციონალურ, ეთნიკურ, რელიგიურ კონფლიქტებს თანამედროვე ევროპაშიც, რომელიც კონტინენტის სხვადასხვა

22

Page 23: shua saukuneebi 1

ნაწილში პროვინციული სეპარატიზმის სახით იფეთქებს. შუა საუკუნეებში გადაიდგა პირველი ნაბიჯები კილონიალიზმისკენ, რომლის კვალი ჩვენს თვალწინ წაიშალა. გლეხთა მასებისა და ქალაქების მოძრაობამ სათავე დაუდო რევოლუციურ ტრადიციებს.

შუა საუკუნეების ისტორიის პრობლემებზე მწვავე იდეოლოგიური ბრძოლა მიმდინარეობდა მარქსისტ და არამარქსისტ ისრორიკოსებს შორის. მართალია, ასეთმა ბრძოლამ დღეს აქტუალობა დაკარგა, მაგრამ შუა საულუნეების ისტორიის მრავალ თემაზე დღემდე განუწყვეტელი დისკუსიები მიმდინარეობს. ფეოდალური საზოგადოების კანონზომიერი განვითარების ისტორიის ცოდნა აუცილებელია მსგავს დისკუსიებში არგუმენტირებული მონაწილეობისათვის.

საკონტროლო კითხვები:

1. როგორ აღმოცენდა ტერმინი შუა საუკუნეები? შუა საუკუნეების რომელ ისტორიულ მიჯნაზე?

2. დაასახელეთ ისტორიული წყაროების სახეები, რომლის მეშვეობითაც ვსწავლობთ შუა საუკუნეების ისტორიას?

3. შეიძლება დავეთანხმოთ გამოთქმას: “როგორც წყაროდან ვიღებთ წყალს, ისე ისტორიული წყაროდან ვიღებთ ცოდნას წარსულის შესახებ?

4. თქვენ როგორ გესმით გამოთქმა: “ისტორია არის მეცნიერება დროში ადამიანების შესახებ”?

5. იფიქრეთ, რატომ არის სწორედ ახლა კაცობრიობამ იფიქროს, თუ რა მიზნით სწავლობენ ისტორიას?

23