momavlis Taoba #2 - civics.gecivics.ge/uploads/let/Newsletter 2 Tbilisi JulyDecember 2015.pdf ·...

4
1 ა.წ 13 ოქტომბერს სამოქალაქო გა - ნათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში თბილისის რე- გიონის პარტნიორი სკოლების 26 მოსწავლე თბილისში საქართველოს პარლამენტს ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში პარლამენ- ტის აპარატის წარმომადგენელმა მოსწავლეებს გააცნო საქართველოს პარლამენტის ისტორია და მისი მუ- შაობის ამჟამინდელი მიმართულე- ბები. მოსწავლეებმა დაათვალიერეს პარლამენტის შენობა და მასში არსებული ისტორიული ძეგლები, მათ შორის განახლებუ- ლი სხდომათა დარბაზი. მოსწავლეებზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს პირველი კონსტიტუციის დათვალიერებამ. მოსწავლეთა მხრიდან გამოჩენილი ინტერესის გამო საქართველოს პარლამენტის აპარატის წარმომადგენელმა ნინო კვანტრიშვილმა მზაობა გამოთქვა მომავალშიც ითანამშრომლოს სამოქალაქო განათლების პროგრამასთან „მომავლის თაობა“. ამჟამად განიხილება თბილის - ში პარლამენტის საკომიტეტო სხდომებზე მოსწავლეთა დასწრების საკითხი. კერძო სკოლა თამარი- ონის X 1 კლასმა განახორ- ციელა საკლასო პროეტი სახელწოდებით „ვზრუ- ნავთ ჩვენს ჯანმრთე- ლობაზე“. მოსწავლეებმა მიზნად დაისახეს, რომ თანასკოლელებისთვის და მათი მშობლებისთვის მიეწოდებინათ ინფორმაცია, თუ რა უარყოფითი ზეგავლენა შეიძლება იქონიოს თამბაქომ, როგორც მწეველთა ისე არამწე- ველთა ჯანმრთელობაზე. პროექტის ფარგლებში X 1 კლასის წევრებმა მოსწავლეებში და მათ მშობლებში ჩაატარეს კვლევა. თამბაქოს მავნებლობასთან დაკავშირებით ჩაწერეს ინტერვიუ სეფსისის ცენტრის პრეზი- დენტთან. დაამზადეს თემატური კედლის გაზეთები და სკო- ლის დერეფანში გამოფინეს. საკლასო პროექტის განხორცი- ელებისას მოსწავლეებმა სოციალური მედიაც გამოიყენეს და შექმნეს ბლოგი, რომელზეც ბევრი საინტერესო პოსტი ატვირ- თეს. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობებისა, მოსწავლეებ- მა ერთ ორიგინალურ ხერხს მიმართეს და მათ ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩენილ მწეველ ადამიანებს სიგარეტი მანდარინში გადაუცვალეს. საკლასო პროექტის დასკვნით ეტაპზე სკოლას ეწვია თამბაქოს კონტროლის ალიანსის ექსპერტი გიორგი მაღარაძე და დაეს- წრო კონფერენციას თემაზე „ვზრუნავთ ჩვენს ჯანმრთელო- ბაზე“. კონფერენციის შემდეგ კი მოსწავლეებს, თამბაქოს მავ- ნებლობასთან დაკავშირებით, ჩაუტარა ლექცია-სემინარი და აჩვენა თემატური ფილმი. სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარ- გლებში 2015 წლის სექტემბერ-ოქტომბერში გამოცხადდა მცი- რე გრანტების კონკურსი, რომლის ერთ-ერთი გამარჯვებულიც #212 სკოლის X კლასის პროექტი „ნაადრვი ქორწინება“ გახდა. პროექტის მთავარი მიზანი მოზარდი თაობისა და საზოგადო- ებისთვის ნაადრევი ქორწინებით გამოწვეული სააფრთხეების შესახებ ინფორმაციის მიწოდება გახლავთ. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა უკვე მოიძიეს ინფორ- მაცია ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით, დაამზადეს საინფორმაციო ფლარები და თბილისის ქუჩებში დაარიგეს. საგრანტო პროექტის ფარგლებში მოსწავლეები დამატებით გეგმავენ საინფორმაციო აქციების, ტრენინგების, დებატების და დისკუსიის მოწყობას. ვიზიტი საკლასო პროექტი გრანტი სტუმრად პარლამენტში 2015 წლის 24 დეკემბერს სამოქალაქო განათ- ლების პროგრამის „მომავლის თაობა“ პარ- ტნიორი 10 სკოლის საკლასო პროექტებში მონაწილე 28 მოსწავლე ფეხბურთის ფედე- რაციის მსაჯობის განვითარების მენეჯერს, FIFA-ს საერთაშორისო მსაჯს ლევან ფანიაშ- ვილს შეხვდა. სტუმარი მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესის აუცილებლობაზე, მსაჯობის კარიერა - ზე, ფეხბურთის ისტორიასა და მის განვითა - რებაზე ესაუბრა. შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და ბოლოს მოსწავლეებმა სტუმარს მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვეს. მოსწავლეების მხრიდან გამოვლენილი დიდი ინტერესის გამო მსაჯმა ლევან ფანიაშვილმა ისინი ფეხბურთის ფედერაციაში სამსაჯო კურსებზე მიიწვია. დაინტერესებული მოსწავლე- ები უახლოეს მომავალში ჩაერთვებიან ამ კურსში. სტუმარი შეხვედრა საინტერესო სტუმართან 18 დეკემბერს სსიპ ქალაქ თბილისის N 156 საჯარო სკოლის X კლასის მოს- წავლეებმა განახორციელეს საკლასო პროექტი თემაზე: ,,უსაფრთხო ახალი წელი ადამიანებისთვის და ბუნებისთ- ვის“. ეს პროექტი სამოქალაქო განათ- ლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში გამოცხადებული საკლასო პროექტების კონკურსში ერთ-ერთი გამარჯვებული გახლდათ. მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენ- ტაცია და ამავე სკოლის სხვადასხვა კლასების მოსწავლეებს წარუდგინეს. შეხვედრაზე ისაუბრეს გარემოს დაც- ვის აუცილებლობაზე, ყურადღება გაამახვილეს ხის მოჭრის მავნებლობაზე და პრევენციის მიზნით მოსწავლეებს ხელოვნური და ხელნაკეთი ნაძვის ხეები აჩვენეს, რომლთა გამოყე - ნებაც შეამცირებს მათი მოჭრის ფაქტებს. საკლასო პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოიწვიეს ფსიქოლოგი ნანა გიუნაშვილი, რომელმაც ისაუბრა, თუ რა ფსიქოლოგიური პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ე.წ ,,ბო- როტმა ხუმრობამ’’, რომელიც დაკავშირებულია პიროტექნიკის გამოყენებასთან. კონკურსი უსაფრთხო ახალი წელი ვზრუნავთ ჩვენს ჯანმრთელობაზე ნაადრევი ქორწინება momavlis Taoba 2015 წლის დეკემბერი, თბილისი #2 gazeTi Seqmnilia samoqalaqo ganaTlebis programis “momavlis Taoba” farglebSi fondi Tbilisis mozardTa saxli: goris 11, tel: 2345971, tel/faqsi: 2355376 სამოქალაქო განათლების საკლასო პროექტები

Transcript of momavlis Taoba #2 - civics.gecivics.ge/uploads/let/Newsletter 2 Tbilisi JulyDecember 2015.pdf ·...

1

ა.წ 13 ოქტომბერს სამოქალაქო გა-ნათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში თბილისის რე-გიონის პარტნიორი სკოლების 26 მოსწავლე თბილისში საქართველოს პარლამენტს ეწვივნენ.

ვიზიტის ფარგლებში პარლამენ-ტის აპარატის წარმომადგენელმა მოსწავლეებს გააცნო საქართველოს პარლამენტის ისტორია და მისი მუ-შაობის ამჟამინდელი მიმართულე-ბები. მოსწავლეებმა დაათვალიერეს

პარლამენტის შენობა და მასში არსებული ისტორიული ძეგლები, მათ შორის განახლებუ-ლი სხდომათა დარბაზი. მოსწავლეებზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა საქართველოს პირველი კონსტიტუციის დათვალიერებამ.

მოსწავლეთა მხრიდან გამოჩენილი ინტერესის გამო საქართველოს პარლამენტის აპარატის წარმომადგენელმა ნინო კვანტრიშვილმა მზაობა გამოთქვა მომავალშიც ითანამშრომლოს სამოქალაქო განათლების პროგრამასთან „მომავლის თაობა“. ამჟამად განიხილება თბილის-ში პარლამენტის საკომიტეტო სხდომებზე მოსწავლეთა დასწრების საკითხი.

კერძო სკოლა თამარი-ონის X1 კლასმა განახორ-ციელა საკლასო პროეტი სახელწოდებით „ვზრუ-ნავთ ჩვენს ჯანმრთე-ლობაზე“. მოსწავლეებმა მიზნად დაისახეს, რომ თანასკოლელებისთვის და მათი მშობლებისთვის

მიეწოდებინათ ინფორმაცია, თუ რა უარყოფითი ზეგავლენა შეიძლება იქონიოს თამბაქომ, როგორც მწეველთა ისე არამწე-ველთა ჯანმრთელობაზე.პროექტის ფარგლებში X1 კლასის წევრებმა მოსწავლეებში და მათ მშობლებში ჩაატარეს კვლევა. თამბაქოს მავნებლობასთან დაკავშირებით ჩაწერეს ინტერვიუ სეფსისის ცენტრის პრეზი-დენტთან. დაამზადეს თემატური კედლის გაზეთები და სკო-ლის დერეფანში გამოფინეს. საკლასო პროექტის განხორცი-ელებისას მოსწავლეებმა სოციალური მედიაც გამოიყენეს და შექმნეს ბლოგი, რომელზეც ბევრი საინტერესო პოსტი ატვირ-თეს. გარდა ზემოთ ჩამოთვლილი აქტივობებისა, მოსწავლეებ-მა ერთ ორიგინალურ ხერხს მიმართეს და მათ ჩატარებული კვლევის შედეგად აღმოჩენილ მწეველ ადამიანებს სიგარეტი მანდარინში გადაუცვალეს. საკლასო პროექტის დასკვნით ეტაპზე სკოლას ეწვია თამბაქოს კონტროლის ალიანსის ექსპერტი გიორგი მაღარაძე და დაეს-წრო კონფერენციას თემაზე „ვზრუნავთ ჩვენს ჯანმრთელო-ბაზე“. კონფერენციის შემდეგ კი მოსწავლეებს, თამბაქოს მავ-ნებლობასთან დაკავშირებით, ჩაუტარა ლექცია-სემინარი და აჩვენა თემატური ფილმი.

სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარ-გლებში 2015 წლის სექტემბერ-ოქტომბერში გამოცხადდა მცი-რე გრანტების კონკურსი, რომლის ერთ-ერთი გამარჯვებულიც #212 სკოლის X კლასის პროექტი „ნაადრვი ქორწინება“ გახდა. პროექტის მთავარი მიზანი მოზარდი თაობისა და საზოგადო-ებისთვის ნაადრევი ქორწინებით გამოწვეული სააფრთხეების შესახებ ინფორმაციის მიწოდება გახლავთ.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა უკვე მოიძიეს ინფორ-მაცია ნაადრევ ქორწინებასთან დაკავშირებით, დაამზადეს საინფორმაციო ფლარები და თბილისის ქუჩებში დაარიგეს. საგრანტო პროექტის ფარგლებში მოსწავლეები დამატებით გეგმავენ საინფორმაციო აქციების, ტრენინგების, დებატების და დისკუსიის მოწყობას.

ვიზიტი საკლასო პროექტი

გრანტი

სტუმრად პარლამენტში

2015 წლის 24 დეკემბერს სამოქალაქო განათ-ლების პროგრამის „მომავლის თაობა“ პარ-ტნიორი 10 სკოლის საკლასო პროექტებში მონაწილე 28 მოსწავლე ფეხბურთის ფედე-რაციის მსაჯობის განვითარების მენეჯერს, FIFA-ს საერთაშორისო მსაჯს ლევან ფანიაშ-ვილს შეხვდა.

სტუმარი მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესის აუცილებლობაზე, მსაჯობის კარიერა-ზე, ფეხბურთის ისტორიასა და მის განვითა-რებაზე ესაუბრა.

შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში წარიმართა და ბოლოს მოსწავლეებმა სტუმარს მათთვის საინტერესო კითხვები დაუსვეს.

მოსწავლეების მხრიდან გამოვლენილი დიდი ინტერესის გამო მსაჯმა ლევან ფანიაშვილმა ისინი ფეხბურთის ფედერაციაში სამსაჯო კურსებზე მიიწვია. დაინტერესებული მოსწავლე-ები უახლოეს მომავალში ჩაერთვებიან ამ კურსში.

სტუმარი

შეხვედრა საინტერესო სტუმართან

18 დეკემბერს სსიპ ქალაქ თბილისის N 156 საჯარო სკოლის X კლასის მოს-წავლეებმა განახორციელეს საკლასო პროექტი თემაზე: ,,უსაფრთხო ახალი წელი ადამიანებისთვის და ბუნებისთ-ვის“. ეს პროექტი სამოქალაქო განათ-ლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში გამოცხადებული საკლასო პროექტების კონკურსში ერთ-ერთი გამარჯვებული გახლდათ.

მოსწავლეებმა მოამზადეს პრეზენ-ტაცია და ამავე სკოლის სხვადასხვა კლასების მოსწავლეებს წარუდგინეს. შეხვედრაზე ისაუბრეს გარემოს დაც-

ვის აუცილებლობაზე, ყურადღება გაამახვილეს ხის მოჭრის მავნებლობაზე და პრევენციის მიზნით მოსწავლეებს ხელოვნური და ხელნაკეთი ნაძვის ხეები აჩვენეს, რომლთა გამოყე-ნებაც შეამცირებს მათი მოჭრის ფაქტებს.

საკლასო პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა მოიწვიეს ფსიქოლოგი ნანა გიუნაშვილი, რომელმაც ისაუბრა, თუ რა ფსიქოლოგიური პრობლემები შეიძლება გამოიწვიოს ე.წ ,,ბო-როტმა ხუმრობამ’’, რომელიც დაკავშირებულია პიროტექნიკის გამოყენებასთან.

კონკურსი

უსაფრთხო ახალი წელი

ვზრუნავთ ჩვენს ჯანმრთელობაზე

ნაადრევი ქორწინება

momavlis Taoba2015 წლის დეკემბერი, თბილისი

#2

gazeTi Seqmnilia samoqalaqo ganaTlebis programis “momavlis Taoba” farglebSi

fondi Tbilisis mozardTa saxli: goris 11, tel: 2345971, tel/faqsi: 2355376

სამოქალაქო განათლების საკლასო პროექტები

27 ნოემბერს, სამოქალაქო განათლების პროგრამის “მომავლის თა-ობა” ფარგლებში #143 საჯარო სკოლის X1-X2 კლასებმა განახორცი-ელეს საკლასო პროექტები. ისინი ეკოლოგიური მდგომარეობის გააზრებასა და პრობლემური საკითხების გადაჭრის გზების ძიებას ისახავდა მიზნად. მოსწავლეებმა საზოგადოებას წარუდგინეს თე-მატური ვიდეო რგოლები და საკონფერენციო თემები. საკლასო პროექტის ერთ-ერთი თემა საღეჭი რეზინის მიწაზე დაგდებით გა-მოწვეული პრობლემები გახლდათ. Xკლასელებმა სკოლის ეზოში ჩაატარეს კვლევა და ასფალტზე დაგდებული საღეჭი რეზინები ფე-რადი ცარცებით შემოხაზეს. აღმოჩნდა, რომ სკოლის ეზო საკმაოდ დაბინძურებული იყო საღეჭი რეზინებით. ამ პრობლემის გადასაჭ-რელად მათ მარტივი გზა მოიფიქრეს და სკოლის დერეფნებში გა-აკეთეს სპეციალური კუთხეები სადაც მოსწავლეებს საღეჭი რეზინის გადაგდება შეუძლიათ. #143 საჯარო სკოლის მოსწავლეები სუფთა გარემოზე ზრუნვას მომავალშიც გააგრძელებენ და ყოველი თვის ბოლო პარასკევს სკოლის მიმდებარე ტერიტორიას დაასუფთავებენ.

ქ. თბილისის #199 საჯარო სკოლის IX3 კლასმა განახორციელა საკლასო პროექტი სახელწოდებით „ბულინგი“. პროექტის ფარგლებში მოსწავლეემა გადაიღეს თემატური ვიდეორგლები, დაამზადეს საინფორმაციო ფლაერები და სკოლაში თანატოლებში გაავრცელეს. ასევე, პარალელურ კლასელებს ჩაუტარეს ტრენინგი ბავშვთა უფლებების და ბულინგის შესახებ. გარდა ამისა, IX3 კლასის მოსწავლეებმა სკოლის სამეურვეო საბჭოს მიმართეს თხოვნით, რომ ბულინგის კუთხით გაემკაცრებინათ სკოლის შიდაგანაწესი. სამეურვეო საბჭომ გაითვალისწინა მოსწავლეთა თხოვნა და შიდაგანაწესში ცვლილებები შეიტანა.

Cveni Taobaსამოქალაქო განათლების საკლასო პროექტები

#2

2

#215 სკოლის IX კლასმა განახორციელა საკლასო პროექტი „არა ძალადობას“. მოსწავლეებმა მოიძიეს და დაამუშავეს ინფორმაცია ძალადობისა და ბულინ-გის თემაზე. ამასთან სკოლაში ჩაატარეს საინფორმაციო კამპანია. მოსწავლეებმა შექმნეს კედლის გაზეთები და საინფორ-მაციო ფლაერები, რომლებიც სკოლის ტერიტორიაზე გაავრცელეს.

#215 საჯარო სკოლის X კლასის პროექ-ტმა სახელწოდებით „ჯანსაღი თაობა“ გაიმარჯვა სამოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგ-ლებში გამოცხადებულ მცირე გრანტე-

ბის კონკურსში. პროექტის მიზანია სკოლის სპორტული მოედნის კეთილმოწყობა.

საკლასო პროექტი საკლასო პროექტი

საკლასო პროექტი

#215 სკოლის პროექტები ეკოლოგიურად სუთა გარემო

ბულინგი

ა.წ. 7დეკემბერს''ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის“ წარმო-მადგენლები თბილისის #159 საჯარო სკო-ლის მოსწავლეებს შეხვდნენ. შეხვედრა მოეწ-ყო საკლასო პროექტის ''ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება საქართველოს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას-თან დაკავშირებით'' ფარგლებში. შეხვედრაზე ახალგაზრდებისთვის თომა ჩაგელიშვილის დოკუმენტური ფილმის “მოგზაურობა ევრო-პაში” ჩვენება მოეწყო. მოსწავლეებმა საქართ-ველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინ-

ტეგრაციის მნიშვნელობასა და ამ პროცესში ახალგაზრდების ჩართულობაზე იმსჯელეს.შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ხელშეკრულება ასოცირების შესახებ და ვიზალიბერალიზაციის მიმდინარეობის პრო-ცესი. შეხვედრის დასასრულს გაიმართა ვიქტორინა,სადაც გამარჯვებულ მოსწავლეებს საინფორმაციო ცენტრის სიმბოლური პრიზები გადაეცათ.

კერძო სკოლის „აისი” X კლასის მოსწავლეებმა სამო-ქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში განახორციელეს საკლასო პროექტი სა-ხელწოდებით „წიგნის კითხვის პოპულარიზაცია“. პროექტის მიზანი მოსწავლეებში წიგნის კითხვის სიყვარულის გაღვივება გახლდათ. მოსწავლეებმა საკლასო პროექტის პირველ ეტაპზე სკოლაში დაიწ-ყეს მაკულატურის შეგროვება, რომელიც მომავალში ახალ წიგნებში გადაიცვლება და სკოლის ბიბლი-ოთეკას გადაეცემა. სკოლის ბიბლიოთეკის გამრა-

ვალფეროვნებასთან ერთად მოსწავლეები არასრულწლოვანი პატიმრებითვის წიგნების ჩუქებასაც გეგმავენ. საკლასო პროექტის ფარგლებში მოსწავლეები თანამშრომლობდნენ გელოვანის სახელობის ბიბლიოთეკასთან, რომელმაც მოსწავლეებს საჩუქრად გადას-ცა წიგნები და მაკულატურა. კერძო სკოლის „აისი“ X კლასის დამსახურებით სკოლაში უკვე ჩამოყალიბდა მკითხველთა კლუბი, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა მოს-წავლეებში და მას აქტიურად შემოუერთდნენ როგორც დაწყებითი ასევე მაღალკლასელი მოსწავლები.

საკლასო პროექტი

სსიპ ქალაქ თბილისის N 212 საჯარო სკოლის X კლასმა განა-ხორციელა საკლასო პროექტი ,, ერთად შევაჩეროთ ტრეფიკინ-გი" . საკლასო პროექტის მიზანი სკოლის საზოგადოებისთ-ვის ტრეფიკინგის შესახებ ინფორმაციის მიწოდება იყო. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა ტრეფიკინგთან დაკავში-რებით შექმნეს პლაკატები და სკოლის დერეფანში განათავ-სეს. ასევე, სკოლაში მოაწყვეს საინფორმაციო აქცია, სკოლის მოსწავლეებს, პედაგოგებს და ადმინისტრაციის წარმომადგენ-ლებს დაურიგეს საინფორმაციო ბუკლეტები. კლასში მოეწყო აქტიური ლექცია თემაზე -როგორ შეიძლება დავიცვათ თავი ტრეფიკინგის საშიშროებისაგან.

საკლასო პროექტი

საკლასო პროექტი

ერთად შევაჩეროთ ტრეფიკინგი

საინფორმაციო აქცია

2015 წლის დეკემბერი, თბილისი

gazeTi Seqmnilia samoqalaqo ganaTlebis programis “momavlis Taoba” farglebSi

fondi Tbilisis mozardTa saxli: goris 11, tel: 2345971, tel/faqsi: 2355376

ქალაქ თბილისის №195 სკოლის X კლასის მოსწავლეებმა 15-17 დეკემბერს განახორ-ციელეს საკლასო პროექტი სახელწოდებით „ფერადი დღეები“. პროექტი საქველმოქმე-დო ფონდის „მომავლის გზა“ აღსაზრდე-ლებისათვის ცოდნის გადაცემას ისახავდა მიზანად. საკლასო პროექტის ფარგლებში №195 სკოლის მოსწავლეებმა რამდნეიმე ტიპის აქტივობა დაგეგმეს. თავდაპირ-ველად სკოლაში ააგროვეს წიგნები და ტკბილეული, რომლებიც საქველმოქმედო ფონდის ბენეფიციარებს გადასცეს. ასევე, მათთვის ჩაატარეს ხელოვნების გაკვე-

თილები, რომლის დროსაც ერთად შექმნეს ხელნაკეთი ნივთები, აჩვენეს სხვადასხვა პრობლემებზე შექმნილი მოკლემეტრაჟიანი ფილმები, რის შემდეგაც გამართეს დისკუსიები. მოსწავლეებს შეხვდნენ ბენეფიცირთა მშობლებიც რომლებმაც მადლობა გადაუხადეს ყურადღებისთვი. „მათ გვთხოვეს რომ კიდევ ჩაგვეტარებინა მსგავსი ღონისძიებები, რადგან ამ დღეებმა ყველაზე დადებითი შთაბეჭდილება დატოვა”- №195 სკოლის X კლასის მოსწავლე სალომე გრიგალაშვილი.

#219 სკოლის X კლასის მოსწავლებმა განა-ხორციელეს საკლასო პროექტი სახელწო-დებით „შშმ ბავშვების ინტეგრაციის ხელ-შეწყობა“. #219 სკოლის დაწყებით კლასებში სწავლობს რამდენიმე შშმ ბავშვი, სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს X კლასის მოსწავლე-ება ეზრუნათ მათი თანასკოლელების ინ-ტეგრაციაზე. საკლასო პროექტის პირველ ეტაპზე მათ სკოლაში ჩაატარეს პრეზენტა-ცია თემაზე „შშმ მოსწავლეები და საზოგა-დოება“. პრეზენტაციის შემდეგ X კლასისი წევრებმა შშმ ბავშვებს ჩაუტარეს სახალისო

გაკვეთილი. საკლასო პროექტის ორგანიზატორი მოსწავლეების თქმით ეს არ იქნება ერთჯერადი აქცია და ისინი სისტემატიურად დაგეგმავენ მსგავს სახალისო გაკვეთილებს, რაც ხელს შეუწყობს შშმ ბავშ-ვებთან დამეგობრებას და მათ ინტეგრაციას.

18-19 ნოემბერს სამოქალაქო განათლების პროგრამის “მომავლის თაობა” ფარგლებში თბილისის #216 საჯარო სკოლის IX კლასმა განახორციელა საკლასო პროექტი “ჯანმ-რთელობა უპირველეს ყოვლისა”. მოსწავ-ლეებმა ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპუ-ლარიზაციის მიზნით სკოლაში მოაწყვეს საინფორმაციო კამპანია. დერეფნებში გა-მოფინეს კედლის გაზეთები, რომლებზეც ასახული იყო ინფორმაცია ჯანსაღი კვების დადებითი, ხოლო მავნე ჩვევების უარყო-ფითი შედეგების შესახებ. ასევე, სკოლის სა-

ზოგადოებას წარუდგინეს მათ მიერ მომზადებული თემები სხვადასხვა ნივთიერებებზე დამოკიდებუ-ლების, ჰიგიენის და გავრცელებული მავნე ჩვევების შესახებ. სკოლაში მოწვეული ჰყავდათ წარსულში ცნობილი ძიუდოისტი ზურაბ ნიკურაძე, რომელიც მოსწავლეებს ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნე-ლობაზე ესაუბრა. საინფორმაციო აქციის მეორე დღეს კი სკოლაში მოაწყვეს მხიარული სტარტები.

Cveni Taobaსამოქალაქო განათლების საკლასო პროექტები

#2საკლასო პროექტი

საკლასო პროექტი

საკლასო პროექტი

ფერადი დღეები

სახალისო გაკვეთილები

ჯანმრთელობა უპირველეს ყოვლისა

#28 საჯარო სკოლის X კლასმა განახორციელა პროექტი „უთხა-რი არა ნაადრევ ქორწინებას“. მოსწავლეთა თქმით მათ ირგვლივ გახშირდა არასრულწლოვანთა ქორწინება და სწორედ ამიტომ გადაწყვიტეს ამ თემაზე საკლასო პროექტის განხორციელება. მათ მოამზადეს თემატური პოსტერები და სკოლის დერეფნებში გამო-ფინეს, ამასთან ერთად ჩაატარეს ტრენინგი, რომელზეც თანატო-ლებს გააცნეს ის საფრთხეები, რაც ნაადრევმა ქორწინებამ შეიძლე-ბა გამოიწვიოს.

№154 საჯარო სკოლის X2 კლასის მოსწავლეებმა განახორცი-ელეს საკლასო პროექტების კონკურსში ერთ-ერთი გამარჯვებუ-ლი პროექტი სახელწოდებით „გავუთბოთ ერთმანეთს გულები“. პროექტის მიზანი სოციალურად დაუცველი მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება გახლდათ. მიზნის მისაღწევად მოსწავლეებ-მა სკოლაში საკუთარი ხელით შექმნილი ნივთების გამოფენა-გა-ყიდვა მოაწყვეს. შემოსული თანხით კი, მათივე სკოლის მრავალშ-ვილიანი ოჯახების წევრს მოსწავლეებს დაეხმარნენ. მოსწავლეებმა სკოლის ადმინისტრაციის ხელშეწყობით ქ. თბილისის ნაძალადე-ვის რაიონის გამგეობასთან ადვოკატირების პროცესი აწარმოეს და მათგან სიტყვიერი თანხმობა მიიღეს, რომ ისინი აღნიშნულ სო-ციალურად დაუცველ მრავალშვილიან ოჯახებს იანვრის თვეში დაეხმარებიან.

საკლასო პროექტი

საკლასო პროექტი

უთხარი არა ნაადრევ ქორწინებას

გავუთბოთ ერთმანეთს გულები

3

2015 წლის დეკემბერი, თბილისი

gazeTi Seqmnilia samoqalaqo ganaTlebis programis “momavlis Taoba” farglebSi

fondi Tbilisis mozardTa saxli: goris 11, tel: 2345971, tel/faqsi: 2355376

19-20 ნოემბერს პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში თბილი-სის რეგიონის პარტნიორი სკოლების მოსწავლეებმა სოციალური მედიის TOT ტრენინგი გაიარეს, სადაც შეისწავლეს სოციალური მე-დიის ფორმები და სამოქალაქო ჩართულობისთვის მათი გამოყენე-ბის გზები. ტრენინგის შედეგად მიღებული ცოდნის გამოყენებით მოსწავლეებს უკვე შეუძლიათ თავად შექმნან ბლოგები და რაც მთავარია სამოქა-ლაქო ჩართულობისთვის სოციალური ქსელების გამოყენება. სოციალური მედიის TOT ტრენინგის გავლის შემდეგ გამოცხადდა ბლოგების კონკურსი, სადაც საქართველოს 220-მა მოსწავლე იღებს მონაწილეობას. მათ შორის თბილისიდან 44 მოსწავლე. ბლოგების კონკურის შედეგები 2016 წლის იანვარში გამოვლინდება.

ქალაქ თბილისის №142 საჯარო სკოლის X1

კლასმა განახორციელა საკლასო პროექტი სახელწოდებით "არა თამბაქო, არა ნარკო-ტიკი, არა ალკოჰოლი". საკალსო პროექტის ფარგლებში. მოსწავლეებმა თანასკოლელებს ჩაუტარეს ტრენინგი ჯანსაღი ცხოვრების შე-სახებ, სადაც განხილული იყო თამბაქოს, ნარ-კოტიკის და ალკოჰოლის მავნე ზეგავლენა ადამიანიზე. საკალსო პროექტის დასკვნით ეტაპზე მოეწყო სხვადასხვა სპორტული შე-ჯიბრება.

4

Cveni Taoba #2

ქალაქ თბილისის №76 სკოლის IX1 კლასის მოსწავლეებმა ჯანსაღი ცხოვრების წესის პოლულარიზაციის მიზნით განახორციელეს საკლასო პროექტი სახელწოდებით „მომავლის მტრედები“. პროექტის ფარგლებში მოსწავლეებმა დაამზადეს თემატური კედლის გაზეთები, საინფორმაციო ფლაერები და სკოლაში გაავრცელეს. ასევე, ჩაატარეს ტრენინგი თემაზე „ჯანსაღი ცხოვრების წესი“. ბოლოს კი, დაწყებითი კლასის მოსწავლეებისთვის მოაწყვეს მხიარული სტარტები. „გვინდა დავანახოთ ჩვენ თანატოლებს, რომ ფიზიკური

ვარჯიში უფრო მეტის მომცემია ვიდრე მავნე ჩვევები. სჯობს პატარაობიდანვე მივეჩვიოთ ჯანსაღ ცხოვრების წესს“-№76 სკოლის IX1 კლასის მოსწავლე თამარ ინაშვილი

საკლასო პროექტი

სამოქალაქო ინიციატივა

სოციალური მედია

ჯანსაღი ცხოვრების წესი

კერძო სკოლა ქორალის X კლასის მოსწავლეებმა საკლასო პროექტის ფარგლებში განახორციელეს აქცია სახელწოდებით „სიკეთე გადამდებია“. აქციის მიზანი ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებისთვის ახალი წლის დღეების გამხიარულება გახლდათ. მათ იდეის განხორციელებაში სკოლა ქორალის სხვა კლასებიც ჩართეს და ერთობლივი ძალებით თიხისგან დაამზადეს საახალწლო თემატიკს სუვენირები, რომლებიც რუსთაველზე ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს დაურიგეს.

ასევე, თემში გაავრცელეს ფლაერები რომელიც ადამიანებს სიკეთის კეთებისკენ მოუწოდებდათ. აქციამ სკოლაშიც და თემშიც დიდი მოწონება დაიმსახურა.

აქცია სკოლა ქორალი

სიკეთე გადამდებია

№128 სკოლის IX კლასმა განახორციელა საკ-ლასო პროექტი სახელწოდებით „ჩვენი ეზო“. მოსწავლეებმა საკლასო პროექტის ფარგლებ-ში მოაწყვეს დასუფთავების აქცია და მოაწეს-რიგეს სკოლის მიმდებარე ტერიტორია. ეს არ არის ამ კლასის ერთადერთი საკლასო პროექ-ტი, ამჟამად, კლასი ემზადება საქველმოქმედო აქციასთვის. მოსწავლეებმა უკვე დაამზადეს ხელნაკეთი ნივთები, რომლის გამოფენა გა-ყიდვასაც უახლოეს მომავალში მოაწყობენ. ისინი აქციიდან შემოსული თანხით მზრუნვე-ლობა მოკლებულ ბავშვებს დაეხმარებიან.

საკლასო პროექტი

ჩვენი ეზო

არა თამბაქო, არა ნარკოტიკი, არა ალკოჰოლი

ტრენინგი სოციალურ მედიაში

#209 საჯარო სკოლის IX კლასის მოსწავლეებმა განახორციელეს სა-მოქალაქო განათლების პროგრამის „მომავლის თაობა“ ფარგლებში გამოცხადებული საკლასო პროექტების კონკურსის ერთ-ერთი გა-მარჯვებული პროექტი სახელწოდებით „გენმოდიფიცირებული პროდუქტები“. საკლასო პროექტის მიზანი საზოგადოებისთვის გენმოდიფიცირებული პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწო-დება გახლდათ. საკლასო პროექტის განხორციელების პირველ ეტაპზე მოსწავლეები დაუკავშირდნენ საქართველოს სტრატეგიული კვლევების და გან-ვითარების ცენტრის წარმომადგენელს , „მომხმარებელი-ჯი“ პროგ-რამის ხელმძღვანელს ქალბატონ ლია თოდუას, იგი ეწვია სკოლას და მოსწავლებს უსასყიდლოდ ჩაუტარა ლექცია-სემინარი გენური ინჟინერიის, გენმოდიფიცირებული პროდუქტების და მათი გავრ-ცელების შესახებ. მიღებული ცოდნის შედეგად #209 სკოლის IX კლა-სის მოსწავლეებმა დაამზადეს კედლის გაზეთები და საინფორმაციო ფლაერები, რომელებიც სკოლაში გაავრცელეს. ასევე, თანასკოლე-ლებისთვის გამართეს თემატური პრეზენტაცია.

საკლასო პროექტი

გენმოდიფიცირებული პროდუქტები

fondi Tbilisis mozardTa saxli: goris 11, tel: 2345971, tel/faqsi: 2355376

გაზეთი შექმნილია სამოქალაქო განათლებისა პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში. პროგრამას ახორციელებს ორგანიზაცია PH International(ადრე ცნობილი, როგორც „პროექტი ჰარმონია“) აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით. პროგრამას მხარს უჭერს საქართველოს განათლე-ბისა და მეცნიერების სამინისტრო. ერთპიროვნული პასუხისმგებლობა მოცემულ პუბლიკაციაში ასახული ინფორმაციისა და მასში გამოთქმული მოსაზრებების

თაობაზე ეკისრება ორგანიზაცია ფონდ თბილისის მოზარდთა სახლს და ის არ წარმოადგენს ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარებისსააგენტოსა ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.

2015 წლის დეკემბერი, თბილისი სამოქალაქო განათლების საკლასო პროექტები